You are on page 1of 4

1.

სახის ქალას კუნთები


1.1. საღეჭი კუნთები - MUSCULI MASTICATORES
1.1.1 საღეჭი კუნთი - M. MASSETER
ოთხკუთხა, ბრტყელი ფორმისაა, უმეტესი ნაწილი უშუალოდ კანქვეშ
მდებარეობს და შეკუმშვისას მისი მოძრაობა და კონტურები კარგად ჩანს,
თითქმის მთლიანად ფარავს ქვედა ყბის ტოტს, იწყება ყვრიმალის რკალის
ქვედა კიდიდან და შიგა ზედაპირიდან, მიემართება ქვევით და ოდნავ უკან,
უმაგრდება ქვედა ყბის კუთხის თანამოსახელე ხორკლიან ზედაპირს.

1.1.2 საფეთქლის კუნთი - M. TEMPORALIS


მარაოსებრ განლაგებული ბოჭკოებით იღებს დასაწყისს საფეთქლის ქვედა
ხაზიდან და საფეთქლის საკუთარი ფასციიდან. ახალშობილებისა და ბავშვის
საფეთქლის კუნთი მხოლოდ საფეთქლის ქიცვის კიდემდე ვრცელდება,
მოზრდილებში კი მას სცილდება და აღწევს თხემის ძვლის საფეთქლის ქვედა
ხაზამდე. კუნთის ბოჭკოები თანდათან იკრიბება ერთ კონად, მთლიანად ავსებს
საფეთქლის ფოსოს და შედარებით ვიწრო, მაგრამ მძლავრი მყესოვანი
დაბოლოებით უმაგრდება ქვედა ყბის გვირგვინოვან მორჩს.
ფუნქცია - ზემოაღწერილი ორივე კუნთი ქვედა ყბას ზევით სწევს, რითაც
მონაწილეობს ღეჭვისა მეტყველების აქტში.

1.1.3 გარეთა ფრთისებრი კუნთი - M. PTERIGOIDEUS LATERALIS


იწყება სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის ქვედა ზედაპირიდან და
ფრთისებრი მორჩის გარეთა ფირფიტიდან. მისი ბოჭკოები მიემართება
შიგნიდან გარეთ და წინიდან უკან თითქმის ჰორიზონტალურად და უმაგრდება
ქვედა ყბის სასახსრე ფოსოს, სასახსრე დისკოს და როკისებრ მორჩს.
ფუნქცია - ცალი კუნთის შეკუმშვა გადაადგილებს ქვედა ყბას მოპირდაპირე
მხარეს, ორივე კუნთის ერთდროულად შეკუმშვა კი მას წინ სწევს.

1.1.4 შიგნითა ფრთისებრი კუნთი - M. PTERIGOIDEUS MEDIALIS


იწყება სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის ფოსოდან, მიემართება
ქვევით, უკან და გარეთ, უმაგრდება ქვედა ყბის კუთხის შიგნითა ზედაპირს.
ფუნქცია - ცალი კუნთის შეკუმშვისას ქვედა ყბა გადაადგილდება მოპირდაპირე
მხარეს, ორივეს შეკუმშვისას კი ზევით აიწევა.

1.2 საკუთრივ სახის, ანუ მიმიკური კუნთები -


MUSCULI FACIALES
მიმიკური კუნთები გამოირჩევა ჩონჩხის სხვა კუნთებისგან, უპირველეს
ყოვლისა, მოძრავი ბოლოს (punctum mobile) არა ძვალზე, არამედ კანზე
მიმაგრებით, და ამავე დროს სახის ორივე ნახევრის თანამოსახელე კუნთების
უმეტესად ერთდროული და სიმეტრიული შეკუმშვით.

თვალის ნაპრალის ირგვლივ მდებარე კუნთები


1.2.1 თვალის ირგვლივი კუნთი - M. ORBICULARIS OCULI
ქუთუთოების სისქეში და მათ ირგვლივ განლაგებული თხელი კუნთოვანი
ფირფიტაა. მასში ფუნქციის მიხედვით არჩევენ 3 ნაწილს:

თვალბუდის ნაწილს - PARS ORBITALIS


ქუთუთოების ნაწილს - PARS PALPEBRALIS
საცრემლე ნაწილს - PARS LACRIMALIS
ფუნქცია - კუნთის პირველი ორი ნაწილი ავიწროებს თვალის ნაპრალს სრულ
დახურვამდე, ნაწილობრივ ჭიმასვს შუბლისა და ლოყის კანს, საცრემლე კი -
ხელს უწყობს ცრემლის გატარებას საცრემლე მილაკში (canaliculis lacrimalis).

1.2.2 წარბის შემჭმუხვნელი კუნთი - M. CORRUGATOR SUPERCILII


ფუნქცია - წარბს სწევს ქვევით და მედიალურად, ორმხირივი შეკუმშვისას
აახლეოებს ერთმანეთთან წარბებს და მათ შორისს ქმნის კანის ნაოჭებს

1.2.3 წარბის დამწევი კუნთი - M. DEPRESSOR SUPERCILII


ფუნქცია - ქვევით სწევს წარბს

1.2.4 სიამაყის კუნთი - M. PROCERUS


ფუნქცია - კუნთის ორმხრივი შეკუმშვა ქმნის კანის განივ ნაოჭებს ცხვირის
ფუძესთან.

პირის ნაპრალის ირგვლივ მდებარე კუნთები


პირის ნაპრალის ირგვლივ განლაგებული კუნთები ფუნქციის მიხედვით
შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: პირის ნაპრალის შემვიწროებელ და მის
გამგანიერებელ კუნთებად.

1.2.5 პირის ირგვლივი კუნთი - M. ORBICULARIS ORIS


მდებარეობს ტუჩების კანქვეშ, ასრულებს ერთგვარი სფინქტერის
ფუნქციას. თვით კუნთს ყოფენ ორ ნაწილად - სანაპირო - PARS MARGINALIS - და
ტუჩიესეულ ნაწილად - PARS LABIALIS
ფუნქცია - ავიწროებს პირის ნაპრალს და წინ სწევს ტუჩებს, ცალკეული ბოჭკოს
შეკუმშვით პირის ნაპრალი ღებულობს საჭირო ფორმას არტიკულაციის ან
ღეჭვის აქტის საჭიროების შესაბამისად.

1.2.6 ყვრიმალის დიდი კუნთი - M. ZYGOMATICUS MAJOR


ფუნქცია - პირის კუთხეს ზევით და გარეთ სწევს, აღრმავებს ცხვირ-ტუჩის ნაოჭს.

.1.2.7 ყვრიმალის მცირე კუნთი - M. ZYGOMATICUS MINOR

ფუნქცია - იგივე რაც ყვრიმალის დიდი კუნთისა

1.2.8 ზედა ტუჩის ამწევი კუნთი - M. LEVATOR LABII SUPERIORIS


1.2.9 ზედა ტუჩისა და ცხვირის ფრთის ამწევი კუნთი - M. LEVATOR
LABII SUPERIORIS ALAEQUE NASI
ფუნქცია - ზევით სწევს ზედა ტუჩსა და ცხვირის ფრთას. უკანასკნელი გარემოება
მნიშვნელოვან როლს ასრულენს გაძლიერებული სუნთქვის ან ყნოსვის
ფუნქციაში.

1.2.10 პირის კუთხის ამწევი კუნთი - M. LEVATOR ANGULI ORIS


ფუნქცია - ეწევა პირის კუთხეს ზევით და გარეთ, სახეს ანიჭებს მხიარულებისა
და კმაყოფილების გამომეტყველებას.

1.2.11 ღიმილის კუნთი - M. RISORIUS


ფუნქცია - პირის კუთხეს სწევს გარეთ (ლატერალურად) და სახელწოდების
შესაბამისად იწვევს მიმიკის შეცვლას

1.2.12 ქვედა ტუჩის დამწევი კუნთი - M. DEPRESSOR LABII INFERIORIS


1.2.13 პირის კუთხის დამწევი კუნთი - M. DEPRESSOR ANGULI ORIS
ფუნქცია - პირის კუთხეს და ნაწილობრივ ტუჩებს სწევს ქვევით.

1.2.14 ნიკაპის კუნთი - M. MENTALIS


ფუნქცია - ნიკაპის კანს ზევით სწევს და აახლოებს ქვედა ტუჩთან.

1.2.15 ლოყის კუნთი - M. BUCCINATOR


აქტიურად მონაწილეობს ძუძუს წოვაში. ახალშობილებს ის ჯერ კიდევ
სუსტად აქვთ განვითარებული. ამ ხარვეზს ავსებს მასზე მდებარე
განსაკუთრებული სახის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გროვა, გახვეული
დამოუიდებელ შეამერთებელქსოვილოვან გარსში, რომელიც ლოყის
ცხიმოვანი სხეულის, ანუ ბალიშის - corpus adiposeum buccae სახელწოდებით არის
ცნობილი.
ლოყის კუნთი ოთხკუთხა ფირფიტის ფორმისაა და ქმნის ღრუს გვერდით
კედელს. იგი ჩადგმულია ზედა და ქვედა ყბის ალვეოლური მორჩების ძირებსა
და უკნიდან ქვედაყბა-ფრთისებრ ფიბროზულ ნაკერს შორის. წინ მისი
ბოჭკოები ჩაეწვნება პირის ირგვლივ კუნთს. გარედან იგი დაფარულია ლოყა-
ხახის ფასციით - fascia buccopharyngeal
ფუნქცია - სწევს პირის კუთხეს გარეთ, ავითარებს ზეწოლას პირის კარიბჭეზე და
აქედან პირის ღრუზე, გამოაძევებს პირის ღრუდან შიგთავსს ან ჰაერს
(მეზურნეების კუნთი), უარყოფითი წნევის პირობებში ქმნის პირის ღრუს
საიმედო კედელს.

ცხვირის ირგვლივ მდებარე კუნთბი


1.2.16 ცხვირის კუნთი - M. NASALIS
ფუნქცია - ავიწროებს ნესტოებს

1.2.17 ცხვირის ძგიდის დამწევი კუნთი - M. DEPRESSOR SEPTI NASI

You might also like