You are on page 1of 4

სახსარი - ARTICULATION

ძვალთა სინოვიური, ანუ წყვეტილი შეერთება - სახსარი - უწყვეტი


შეერთებისგან რადიკალურად განსხვავდება. ამ შეერთებებში შესაძლებელი
ხდება მრავალმხრივი და შედარებით დიდი დიაპაზონის მოძრაობა სხეულის
სხვადასხვა სეგმენტის კინემატიკურ რგოლს შორის.
სახსარი, როგორც ორგანო, მრავალქსოვილოვანი შემადგენლობისაა,
თუმცა წამყვანი ადგილი მის შემადგენელ ელემენტებს შორის უჭირავს ძვალსა
და ფიბროზულ ქსოვილს.

1. სახსრის ძირითადი ელემენტები


1.1 სასახსრე ზედაირები - FACIES ARTICULARIS
1.2 სასახსრე ხრტილი - CARTILAGO ARTICULARIS
1.3 სასახსრე ჩანთა - CAPSULA ARTICULARIS
1.4 სახსრის ღრუ - CAVUM ARTICULARE
1.5 სახსარშიგა, ანუ სინოვიური სითხე - SYNOVIA

2. სახსრის დამატებითი ელემენტები


2.1 სასახსრე ბაგე - LABRUM GLENOIDALE
2.2 სასახსრე დისკო - DISCUS ARTICULARIS
2.3 სასახსრე მენისკები - MENISCUS ARTICULARIS
2.4 სახსარშიგა იოგები - LIGG. INTRACAPSULARIA
2.5 სესამოიდური ძვლები - OSSA SESAMOIDEA

3. კლასიფიკაცია ანატომიური სირთულის


მიხედვით
სახსრის კლასიფიკაცია ემყარება მათი ანატომიური და
ფუნქციური ნიშნის თავისებურებებს. ყოველი ფორმის სახსარს
ახასიათებს განსაზღვრული ფუნქციური შესაძლებლობები, რაც ამ
შემთხვევაში ფორმისა და ფუნქციის ურთიერთკავშირის
გამოვლინებაა.
3.1 მარტივი სახსარი - ARTICULATIO SIMPLEX
მარტივი სახსარი გულისხმობს სახსარში მხოლოდ ორი ძვლის
მონაწილეობას. ასეთ სახსრებს მიეკუთვნება უმეტესი წყვეტილი
შეერთებანი (მხრის, მენჯ-ბარძაყის, ფალანგთაშუა და სხვ.)

3.2 რთული სახსარი - ARTICULATIO COMPOSITA


რთულ სახსარში ორზე მეტი ძვალი მონაწილეობს, მაგრამ ყველა
ამ ძვლის სასახსრე ზედაპირები მოქცეულია ერთ საერთო სასახსრე
ჩანთაში (იდაყვის, სხივ-მაჯის, და სხვ.) რთულ სახსრებს მიეკუთვნება
აგრეთვე დამატებითი ელემენტების შემცველი სახსრებიც.

3.3 კომბინირებული სახსარი - ARTICULATIONES COMBINATES


ორი ანატომიურად განცალკევებული სახსარია, ზოგჯერ
ტოპოგრაფიულად საკმაოდ დაშორებული ერთმანეთისგან
(საფეთქელ-ქვედაყბის მარჯვენა და მარცხენა, წინამხრისა და
კანჭის პროქსიმალური და დისტალური, მალთაშუა, ატლანტ-კეფის
სახსრები), მაგრამ მათი მოძრაობა ხორციელდება ერთდროულად,
ანუ მოძრაობა ერთ სახსარში გულისხმობს მოძრაობას მასთან
კომბინირებულ მეორე სახსარშიც.

4. სახსრების კლასიფიკაცია ბიომექანიკური


თვისებებისა და ფორმის მიხედვით
მიღებულია, რომ სახსრებზე ძირითადი ღერძები სხეულის
სიბრტყეების შესაბამისად შეიძლება გადიოდეს სამი
ურთიერთპერპენდიკულარული: საგიტალური, ფრონტალური და
ვერტიკალური მიმართულებით, ხოლო თითოეული ღერძის
ირგვლივ მოძრაობა შეიძლება ხორციელდებოდეს მხოლოდ ორი
(ურთიერთსაწინააღმდეგო) მიმართლებით.
ფაქტიურად თითოეული ღერძი თავსდება ორ რომელიმე
სიბრტყეში და პერპენდიკულარულია მესამესი, მაგალითად,
საგიტალური ღერძი ერთდროულად საგიტალურ და
ჰორიზონტალურ სიბრტყეში გაივლის და ფრონტალურის
პერპენდიკულარული იქნება. ვერტიკალური ღერძი გაივლის
საგიტალურ და ფრონტალურ სიბრტყეებში, ხოლო
ჰორიზონტალურისა პერპენდიკულარული იქნება. აღნიშნული
გარემოების გამო თითოეული ღერძის ირგვლივ შეიძლება
განხორციელდეს მოძრაობა მხოლოდ იმ სიბრტყეში, რომლის
მიართაც იგი პერპენდიკულარულად არის მიმართული, დანარჩენ
ორ სიბრტყეში იგი უძრავი იქნება, ამიტომ ვამბობთ, რომ თითოეულ
ღერძს აქვს თავისფულების ერთი დონე. ასე მაგალითად,
ფრონტალური ღერძის ირგლივ, რომელიც შეიძლება გატარდეს
ნებისმიერ სახსარზე მარჯვნიდან მარცხნივ, შეიძლება მოძრაობა
წინა-უკანა მიმართულებით, ანუ მოხრა - FLEXIO და მისი
საწინააღმდეგო მიმართულების მოძრაობა გაშლა - EXTENSIO. სხვა
მიმართულებით (ანუ სხვა ღერძების ირგვლივ) მოძრაობა ამ ღერძზე
შეუძლებელი იქნება.
ანალოგიურად, საგიტალური ღერძის ირგვლივ, რომელიც
გაივლის წინა-უკანა მიმართულებით (ფრონტალურის
პერპენდიკულარულად), შესაძლებელია მოძრაობა მხოლოდ
გარეთკენ (სხეულის ნაწილის დაშორება შუა სიბრტყიდან), ანუ
განზიდვა - ABDUCTIO - და მისი საწინააღმდეგო მიმართულებით
მოძრაობა შიგნითკენ - მოზიდვა - ADDUCTIO. და, ბოლოს, მესამე
ღერძის ირგვლივ, რომელიც გაივლის ჰორიზონტალური სიბრტყის
პერპენდიკულარულად (ე.ი საგიტალური და ფრონტალური
სიბრტყეების გადაკვეთაზე) და ეწოდება ვერტიკალური ღერძი,
შეიძლება მხოლოდ ბრუნვა - ROTATIO.
ისე, როგორც სხვა ღერძებზე, ამ შემთხვევაშიც მოძრაობა ორი
ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ
ბრუვა გარეთ, როდესაც სხეულის ან მისი ნაწილის წინა ზედაპირი
(მაგალითად, ხელისგული) გარეთ შებრუნდება, რასაც ეწოდება
სუპინაცია - SUPINATIO - და მეორე - მისი საწინააღმდეგო
მიმართულებით, შიგნითკენ ბრუნვა - პრონაცია - PRONATIO.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლასიფიკაციის ძირითად
გამოსავალ საფუძველს განსაზღვრავს, გარდა სახსრის ფორმისა,
მისი ბიო-მექანიკური ნიშან-თვისება, რაც უპირველეს ყოვლისა,
გულისხმობს სახსრების დაყოფას მოძრაობის ღერძების
რაოდენობის შესაბამისად. ამ ნიშნის მიხედვითნ სახსარი შეიძლება
იყოს ერთ, ორ, ან სამ (მრავალ) ღერძიანი. თითოეულ ასეთ
ბიომექანიკურ ჯგუფში გაერთიანებულია სხვადასხვა ანატომიური
(გეომეტრიული) ფორმის სახსარი, რომლებიც ახორციელებენ
მოძრაობას ერთი, ორი ან სამი ღერძის ირგვლივ.

I. სამღერძიანი, ანუ მრავალღერძიანი სახსრები:


1. სფერული სახსარი - ARTICULATIO SPHEROIDEA
2. ბრტყელი სახსარი - ARTICUALTIO PLANA

II. ორღერძიანი სახსრები:


1. ელიფსური სახსარი - ARTICULATIO ELIPSOIDEA
2. უნაგირა სახსარი - ARTICULATIO SELLARIS
3. როკისებრი სახსარი - ARTICULATIO CONDYLARIS
(BYCONDYLARIS)

III. ერთღერძიანი სახსრები:


1. ცილინდრული სახსარი - ARTICULATIO TROCHOIDEA
2. ჭაღისებრი სახსარი - GINGLYMUS

You might also like