You are on page 1of 10

ძვლოვანი სისტემა

ძვლოვანი სისტემა ერთმანეთთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებული


ძვლებისგან შედგება. ისინი ქმნიან ჩონჩხს, რომელიც ძვლების არა
ქაოსური კრებული, არამედ მათი კანონზომიერი და ბუნებრივი
ერთობლიობაა. ჩონჩხის შემადგენელი ძვლების რაოდენობა სხვადასხვა
ასაკში სხვადასხვაა, თუმცა ცვალებადობის მიუხედავად, მიჩნეულია,
რომ, ჩვეულებრივ, ორგანიზმი 806 ძვალს შეიცავს, რომელთაგან 270 ჯერ
კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იქმნება, დანარჩენი კი ასაკის
შესაბამისად. მოზრდილი მამაკაცის ხერხემლის სიგრძე საშუალოდ 72 სმ-
ია, ქალისა კი 68 სმ. დილით, დასვენების შემდეგ, იგი 2-3 სმ-ით იმატებს,
სამაგიეროდ, 5-7 სმ-ით იკლებს მოხუცებულობაში. ჩონჩხის ფორმირება
მამაკაცებში 20-25 წლის, ქალებში კი 18-21 წლის ასაკში სრულდება

ძვლის ფუნქციები

ძვალი როგორც ორგანო მეტად მრავალფეროვან და სიცოცხლისთვის


აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს.

1. ჩონჩხის ძვლები მტკიცე საყრდენს ქმნიან ორგანიზმის რბილი


ქსოვილებისთვის, კუნთებისა და შინაგანი ორგანოებისთვის. ეს ძვლის
დამცველობითი ფუნქციაა. ძვლოვანი ქსოვილისგან იქმნება: თავის ქალა
- თავის ტვინის, ხერხემლის ძვლოვანი არხი - ზურგის ტვინის,
გულმკერდის ჩონჩხი - გულმკერდის ღრუში მდებარე გულის,
ფილტვების, საყლაპავი მილის, მსხვილი სისხლძარღვების, მენჯის ღრუ -
რეპროდუქციული, საშარდე, საჭმლის მომნელებელი სისტემებისა და
მსხვილი სისხლძარღვების დასაცავად.

2. ძვლები განსაზღვრავენ ადამიანის სხეულისთვის დამახასიათებელ


კონკრეტულ ფორმას, კუნთები, სისხლძარღვები, ნერვები და ლიმფური
ძარღვები კი ძვლოვანი ჩონჩხის ანალოგიურ სეგმენტებს ქმნიან და
სტრუქტურულად ჩონჩხის ზოგად სქემას იმეორებენ.

3. ჩონჩხი მძლავრი ანტიგრავიტაციული კონსტრუქციაა. ამდენად, იგი


ადამიანს ორგანიზმზე მუდმივად მოქმედი გრავიტაციული
(მიზიდულობის) ძალის დაძლევაში ეხმარება.

4. მეტად მნიშვნელოვანია ძვლის ბიოლოგიური ფუნქცია, რაც


ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში ძვლის აქტიური მონაწილეობით
გამოიხატება:

I. ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობის წყალობით იგი


ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტთა დეპოს წარმოადგენს.
ცოცხალი ძვლის 50% წყალია, 15,7% - ცხიმი, 12,5% - ცილოვანი
ნივთიერება, 21,8% - მინერალური (უმეტესად კალციუმის) მარილები,
რომელთაც ორგანიზმი საჭიროებისამებრ მოიხმარს.

II. ძვალში მოქცეულ ძვლის ტვინში აქტიურად მიმდინარეობს სისხლის


ძირითადი ელემენტების წარმოქმნა.

III. იგი სისხლის ძირითადი სამარქაფო დეპოა - ორგანიზმის მთელი


სისხლის 50% სწორედ მასშია მოქცეული.

ძვლის თანმხლები ელემენტები

ძვლის ცხოველმყოფელობა, მისი ზრდა-განვითარება და ზოგიერთი


ფუნქციის შესრულება ხშირად არაძვლოვანი ბუნების თანმხლებ
ელემენტებს უკავშირდება. ასეთებია ძვლისაზრდელა, ძვლის ტვინი,
ძვლის სისხლძარღვები და ნერვები. ძვლისაზრდელა ძვალზე მჭიდროდ
გადაკრული თხელი შემაერთებელქსოვილოვანი გარსია, რომელიც
ბოჭკოვანი კონებით მტკიცედ არის შეზრდილი ძვლის ზედაპირზე. მისი
სისქე დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ
თავისებურებებზე. იგი ორი შრისგან შედგება. შიგნითა შრე სწრაფად
მზარდი ნაზბოჭკოვანი ქსოვილია, რომელიც მუდმივად მრავლდება და
ძვლის ზრდას უწყობს ხელს. გარეთა შრეც ბოჭკოვანი აგებულებისაა.
მისი დანიშნულებაა, მექანიკური დაზიანებისგან დაიცვას შიგნითა შრის
მზარდი ძვლოვანი ქსოვილი, ძვალი დაუკავშიროს რბილ ქსოვილებს,
კუნთებს, იოგებსა და აპკებს და შექმნას საყრდენი ძვლის მკვებავი
სისხლძარღვებისა და ნერვებისთვის. ძვლის ტვინი ძირითადი
სისხლწარმომქმნელი ორგანოა. 20-28 კვირის ნაყოფის ძვლები მას უკვე
შეიცავს ძვლის წითელი ტვინის სახით, დაბადების შემდეგ კი ძვლებში
თანდათან ძვლის ყვითელი ტვინიც წარმოიქმნება. 15 წლის ასაკში
ლულოვანი ძვლების დიაფიზური ღრუები უკვე მთლიანად ყვითელი
ტვინით არის ამოვსებული. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში
ყვითელი და წითელი ტვინი თითქმის თანაბარი რაოდენობით არის.
მამაკაცებში ძვლის ტვინი სხეულის საერთო წონის 3,5-6,5%-ს შეადგენს,
ხოლო ქალებში - 4,5-4,7%-ს. ხრტილი ძვლის მუდმივი თანმხლები
ელემენტია, რადგან იგი ძვლის განვითარების საწყისი, ძვლის სიგრძეში
ზრდის საფუძველი და ძვლის სასახსრე ზედაპირის მფარავი ქსოვილია.
აქედან გამომდინარე, ხრტილებს სხვადასხვანაირი აგებულება აქვთ.
განასხვავებენ ჰიალინურ, ელასტიკურ და ბოჭკოვან ხრტილებს.

ჰიალინური ნახევრად გამჭვირვალე, მოთეთრო-მოცისფრო,


გლუვზედაპირიანი, შედარებით ხისტქსოვილოვანი ხრტილია,
რომლისგანაც შედგება ძვლების სასახსრე ზედაპირები, ეპიფიზური
ხრტილები და ნეკნების ხრტილოვანი ნაწილები.

ელასტიკურ ხრტილს ძვლოვან ელემენტებთან ნაკლები სტრუქტურული


კავშირი აქვს - ის სასუნთქი და სასმენი გზების კედლებს ქმნის.
მოყვითალო ფერისაა, რაც მასში ორგანული ნივთიერების დიდი
შემცველობით აიხსნება და ძირითადად ელასტიკური ბოჭკოებისგან
შედგება, რის გამოც, სხვა ხრტილებისგან განსხვავებით, არასოდეს
იკირება.
ბოჭკოვანი ხრტილი მალათაშუა ფიბროზულ რგოლებს, ბოქვენისა და
გავა-კუდუსუნის სიმფიზებს ქმნის, მონაწილეობს სახსარშიგა დისკოების
შექმნაში.

სისხლძარღვები და ნერვები - ძვლის როგორც ორგანოს ზრდა-


განვითარება და ფუნქციობის დონე მჭიდროდ უკავშირდება მათ
სისხლმომარაგებასა და ინერვაციას, რაც ძვლის მკვებავი
სისხლძარღვებითა და ნერვების მეშვეობით ხორციელდება.

ძვლის აგებულება

ადამიანის ორგანიზმი ორი სახის - ტლანქბოჭკოვანი და ფირფიტოვანი


ძვლოვანი ქსოვილისგან შედგება.

ტლანქბოჭკოვანი აგებულების ძვლებში ძირითადი ნივთიერების


ბოჭკოები მოუწესრიგებლად არის განლაგებული. დაახლოებით ორი
წლიდან, როდესაც ძვლოვან ჩონჩხზე დატვირთვა თანდათან იზრდება,
ტლანქბოჭკოვანი ქსოვილი ფირფიტოვანით იცვლება. ასე რომ,
ზრდასრულ ადამიანს ტლანქბოჭკოვანი ქსოვილი მხოლოდ მცირე
ძვლებში აქვს, ისიც - კუნთის ძვალთან მიმაგრების ადგილზე. მას შემდეგ,
რაც ტლანქბოჭკოვანს ფირფიტოვანი შეენაცვლება, ძვლოვან ქსოვილში
იწყება ბოჭკოების დალაგება და მოწესრიგება.

ფირფიტოვანი ძვლოვანი ქსოვილი ძვლოვანი ფირფიტების


ერთობლიობაა, რომელიც სისხლძარღვების ირგვლივ 5-20 შრედ
წრიულად განლაგებულ მილაკოვან სისტემას ქმნის. მილაკებს
ოსტეონები ჰქვია. თითოეული მათგანის ცენტრში ოსტეონის არხია.
მილაკებს შორის დარჩენილ თავისუფალ სივრცეს ჩართული ფირფიტები
ავსებს, რომლებსაც ძვლის წარმოქმნისა და დაშლის ფუნქციას მიაწერენ.
ოსტეონები ერთმანეთისადმი სხვადასხვა მიმართულებით ხარიხებად
არის განლაგებული, რაც ძვალს განსაკუთრებულ სიმტკიცესა და
სიმყარეს ანიჭებს.

ძვლების კლასიფიკაცია

ფორმისა და აგებულების მიხედვით ძვლები რამდენიმე სახეობად იყოფა.


ფორმის მიხედვით განასხვავებენ გრძელ და მოკლე, ბრტყელ და შერეულ
ძვლებს.

გრძელი და მოკლე ძვლები აგებულებით ერთმანეთის მსგავსია. მათ


მილის ფორმა აქვთ და მთელ სიგრძეზე თავისუფალ ღრუს (ლულას)
ქმნიან, რომელიც ძვლის ტვინით არის ამოვსებული. ამის გამო ასეთ
ძვლებს ლულოვანსაც უწოდებენ. ლულოვან ძვლებში, სხვა სახეობის
ძვლებისგან განსხვავებით, განირჩევა ცენტრალური ნაწილი - დიაფიზი
და მასთან დაკავშირებული ორი ბოლო - ეპიფიზი და მეტაფიზი.
დიაფიზი თითქმის სწორი, ცილინდრული მილია, ეპიფიზი კი ბევრად
უფრო მასიური დაბოლოებაა, ვინაიდან, ჯერ ერთი, შედარებით დიდი
ფართობის სასახსრე ზედაპირს ქმნის და მეორეც, სწორედ მის სიახლოვეს
ხდება კუნთოვანი მყესების ძვალთან დაკავშირება, რაც მასზე ბორცვების,
ღრმულებისა და ხორკლების სახით შესამჩნევ კვალს ტოვებს.
ლულოვანია ზედა და ქვედა კიდურთა ძვლები. მათი ზრდა 25 წლის
ასაკში წყდება.

ბრტყელი ძვლების ძირითადი ფუნქცია შინაგანი ორგანოებისთვის


საიმედო საფარველის შექმნაა, განსაკუთრებით იქ, სადაც სასიცოცხლო
მნიშვნელობის ორგანოები მდებარეობს. ამავე დროს მათზე ლაგდება და
მაგრდება კუნთები და იქმნება საყრდენი შინაგანი ორგანოებისთვის.
სწორედ ბრტყელი ძვლებისგან არის შექმნილი თავის ქალა,
გულმკერდისა და მენჯის ღრუები.
შერეული ძვლები მოკლე და ბრტყელი ძვლების ერთგვარი კომბინაციაა.
მათთვის დამახასიათებელია რთული, არასტანდარტული
გეომეტრიული ფორმა, რაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ძვლის
ფუნქციის სირთულესა და მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. ბრტყელ
ძვლებს მიეკუთვნება მალები და ქალას ზოგიერთი ძვალი. აგებულებით,
ძვლოვანი ფირფიტების დაგროვების ინტენსივობისა და განლაგების
მიხედვით ძვალი შეიძლება იყოს:

კომპაქტური - ფირფიტები მასში მეტად მჭიდროდ და კომპაქტურად


არის განლაგებული;

ღრუბლისებრი - ძვლოვანი ფირფიტები მეჩხერად არის განლაგებული;

შერეული - ასეთ ძვლებს ძვლოვანი ფირფიტების განლაგების


ინტენსივობის მიხედვით კომპაქტურსა და ღრუბლისებრს შორის
შუალედური ადგილი უკავია.

ძვლოვანი სისტემის ასაკობრივი ცვლილებები

ძვლოვანი სისტემა ასაკის მიხედვით მნიშვნელოვან რაოდენობრივ-


თვისებრივ ცვლილებებს განიცდის. წლის ასაკში ძვლოვან ქსოვილში
ორგანული ნივთიერებები არაორგანულს სჭარბობს, რაც ძვალს
სირბილესა და ელასტიკურობას სძენს. წლების მანძილზე იზრდება
არაორგანული ნივთიერებების წილი და ძვალიც გაცილებით მყარი
ხდება. ამის პარალელურად მიმდინარეობს ძვლების ზრდა სიგრძესა და
სისქეში. ზრდის პროცესის დასასრულს, დაახლოებით 20-25 წლის ასაკში,
ხრტილებს მთლიანად ცვლის ძვლოვანი ქსოვილი, თუმცა ზრდის
დასრულება და ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირება სრულიადაც არ ნიშნავს
იმას, რომ ძვლებმა საბოლოო ფორმა მიიღეს - მათში კვლავ გრძელდება
დაშლისა და აღდგენის პროცესები . ყოველ 50 დღეში ერთხელ ახლდება
ეპიფიზებში არსებული ორგანული ნივთიერებების 29% და დიაფიზების
7%, თუმცა ეს მხოლოდ განსაზღვრულ ასაკამდე გრძელდება. 40 წლის
შემდეგ ძვლოვან ქსოვილში იწყება ინვოლუციური პროცესები -
ოსტეონები გაცილებით ინტენსიურად იშლება, ვიდრე
თვითგანახლდება. ღრუბლისებრი ნივთიერების ძვლოვანი ხარიხები
ცვდება, მათი ნაწილი გაიწოვება, სივრცე ფართოვდება და ძვლოვანი
ნივთიერების ოდენობაც მცირდება. ორგანული ნივთიერებების
შემცირების ხარჯზე ქვეითდება ძვლების სიმტკიცეც. ამას ემატება ისიც,
რომ ძვლებში წყლის შემცველობა იკლებს, ძვალი თითქოსდა შრება,
სუსტდება, ადვილად მტვრევადი, მსხვრევადი ხდება და ჩვეულებრივი
დატვირთვის პირობებშიც კი ბზარები უჩნდება ან ტყდება.
ხანშიშესულთათვის დამახასიათებელია ოსტეოფიტები - ძვლოვანი
წანაზარდები, რაც სახსართა მფარავ ზედაპირებზე ხრტილთა გაცვეთის
საპასუხოდ ჩნდება. როდესაც ოსტეოფიტები პატარა ზომისაა, სახსარი
ფუნქციას რამდენადმე ინარჩუნებს, ხოლო როცა მნიშვნელოვან ზომებს
აღწევს, მხოლოდ სახსრის ფუნქცია კი არ ითრგუნება, არამედ სათავე
ედება პათოლოგიური პროცესების წყებას, რომლებიც მალე
ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე პრობლემებში გადაიზრდება.

ძვლოვანი ქსოვილის ანატომია და ფიზიოლოგია; ძვლოვანი ქსოვილის


მეტაბოლიზმი;

ძვალი შემაერთებელი ქსოვილის სპეციფიკური სახეობაა, რომელიც


ორგანიზმში სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს: მექანიკურს, დაცვით და
მეტაბოლურს.

* სტრუქტურული აგებულებისა და ფიზიკური თვისებების მიხედვით


განასხვავებენ კორტიკალურ, ანუ კომპაქტურ და ტრაბეკულურ ძვლებს.

კორტიკალური ძვალი ძირითადად მექანიკურ და დაცვით ფუნქციებს


ასრულებს, ხოლო ტრაბეკულური-მეტაბოლურს. კომპაქტური ძვალი
ჩონჩხის მთლიანი მასის 80%-ს შეადგენს. იგი ფარავს ძვლებს გარედან,
თუმცა მისი უდიდესი ნაწილი ლულოვანი ძვლების დიაფიზებშია
წარმოდგენილი.

ტრაბეკულური ძვალი ჩონჩხის მასის 20%-ს შეადგენს. იგი გვხვდება


ლულოვანი ძვლების ეპიფიზებსა და მენჯის ძვლებში, ხერხემლის
მალებში. ტრაბეკულური ძვალი მეტაბოლურად ძალზე აქტიურია და
განახლების მაღალი უნარი ახასიათებს .

*მორფოლოგიურად ძვლოვანი ქსოვილი წარმოდგენილია უჯრედული


ელემენტებით, უჯრედშორისი ნივთიერებით, ანუ ძვლოვანი მატრიცით
და მინერალური კომპონენტებით. ზრდასრული ძვლის 60-70%-ს
არაორგანული მინერალური ნივთიერებები შეადგენენ, ხოლო
დანარჩენს ორგანული მატრიცა და წყალი. უჯრედულ ელემენტებს
უმნიშვნელო მოცულობა უკავიათ. ისინი წარმოდგენილია
ოსტეობლასტებით, ოსტეოკლასტებით, ოსტეოციტებით და მცირე
რაოდენობით ამომფენი უჯრედებით .

ოსტეობლასტები ძვლის ფორმირების უჯრედებია. მათი ძირითადი


ფუნქცია ძვლოვანი მატრიცის სინთეზი და მისი შემდგომი
მინერალიზაციაა. მათ აქვთ რეცეპტორები ძვლის ფორმირების
მარეგულირებელი ფაქტორების მიმართ.

ოსტეოკლასტები ძვლის რეზორბციის უჯრედებია. მათი ძირითადი


ფუნქცია ძველი ძვლის დაშლა და მისი გაწოვაა ლიზოსომური
ფერმენტების საშუალებით .

ოსტეოციტები მეტაბოლურად არააქტიური უჯრედებია, რომლებიც


ოსტეობლასტებისაგან წარმოიქმნებიან. მათი ძირითადი ფუნქცია
საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ტრანსპორტირებაა უჯრედის
შიგნით და გარეთ. დღეისათვის არსებობს საკმაო მტკიცებულება იმისა,
რომ ოსტეოციტარული ქსელი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩონჩხის
მთლიანობის შენარჩუნებაში და რომ სწორედ ოსტეოციტები ასრულებენ
მექანოსენსორების როლს, რომლებიც არეგულირებენ მოდელირებისა
და რემოდელირების პროცესების აქტივობას .

ძვლოვანი უჯრედების ფუნქციონირებას მრავალი სისტემური და


ლოკალური ფაქტორი არეგულირებს. სისტემური ფაქტორებიდან
აღსანიშნავია პარათირეოიდული ჰორმონი, კალციტრიოლი,
კალციტონინი, გლუკოკორტიკოიდები, სასქესო
ჰორმონები,რეტინოიდები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული
კალციუმის ჰომეოსტაზში.

რაც შეეხება ლოკალურ ფაქტორებს, მათი უმრავლესობა შუალედურ


როლს თამაშობს სისტემური ფაქტორების მოქმედების
პროცესში.ძვლოვანი მატრიცა შეიცავს კოლაგენს, მუკოპოლისახარიდებს
და მინერალურ კომპონენტებს. ორგანული მატრიცის ძირითადი
კომპონენტი I ტიპის კოლაგენია, რომელიც ურთიერთკავშირშია სხვა
ქსოვილოვან კომპონენტებთან, პროტეოგლიკანებთან,
გლიკოპროტეინებთან და მინერალებთან. ძვლოვანი ქსოვილის
თვისებებს სწორედ ეს ურთიერთქმედებები განსაზღვრავენ . კოლაგენის
დაშლა ფერმენტ კოლაგენაზას მეშვეობით იწყება. შემდეგ ძვლოვანი
მატრიცის დეგრადაცია სხვა პროტეაზების საშუალებით გრძელდება.
დეგრადაციის შედეგად გამოყოფილი პეპტიდები და ამინომჟავები
გადადიან სისხლში და შარდთან ერთად გამოიყოფიან.
ჰიდროქსიპროლინისა და ჰიდროქსილიზინის ექსკრეციის ხარისხი
ასახავს კოლაგენის ცვლის ხარისხს. ეს პროცესი მხოლოდ ძვლისთვისაა
სპეციფიური, ამიტომ ისინი გამოიყენებიან ძვლისმეტაბოლიზმის
შეფასებისათვის . კოლაგენაზას გააქტივებას თან სდევს ძვლის
მინერალების დაშლა-გადაადგილება, რაც კალციუმის
ჰიდროქსიაპატიტის დაშლით იწყება.

კალციუმი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომლის საერთო რაოდენობა


ორგანიზმში 950-1300 გრამს შეადგენს. აქედან 99% ძვალშია
წარმოდგენილი. ძვლის სხვა მინერალებიდან აღსანიშნავია ფოსფორი.
ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 600-800გრ ფოსფორს
შეიცავს, რომლის 85% კალციუმთან არის დაკავშირებული, ხოლო 15%
უჯრედგარე სითხეში ცირკულირებს არაორგანული ფოსფატის სახით.
კალციუმისა და ფოსფორის ცვლა იმდენად არის ერთმანეთთან
გადაჯაჭვული, რომ ერთის ცვლილების ინტერპრეტაცია მხოლოდ
მეორესთან მიმართებაშია კლინიკურად ღირებული დიაგნოსტიკის
თვალსაზრისით. მინერალური ცვლისა და ძვლის მეტაბოლიზმის
რეგულირებაში დიდ როლს თამაშობენ კალციუმის ცვლის
მარეგულირებელი ჰორმონები (პარათირეოიდული ჰორმონი,
კალციტონინი და კალციტრიოლი), სისტემური ჰორმონები
(გლუკოკორტიკოიდები, თიროქსინი, სასქესო ჰორმონები,
სომატოტროპული ჰორმონი, ინსულინი), ზრდის ფაქტორები,

ლოკალური ფაქტორები, რომელთა პროდუცირება თვით ძვლის


უჯრედების მიერ ხორციელდება (პროსტაგლანდინები,
ოსტეოკლასტების აქტივობის ფაქტორი და სხვ).

You might also like