You are on page 1of 4

ლიმფური სისტემა - systema lymphaticum

ლიმფა - lympha სისხლის პლაზმისა და ქსოვილური სითხის წარმონაქმნია. ის შემაერთებელი


ქსოვილის სახესხვაობაა. ლიმფა გამჭვირვალე წემოვანი სითხეა. არ შეიცავს სისხლის
ფორმიან ელემენტებს, მაგრამ შეიცავს ძალიან ბევრ ლიმფოციტს და ასრულებს ბარიერულ -
იმუნურ ფუნქციას.

ლიმფის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ელექტროლიტები (Na, K, Ca, Mg, Cl),


ალბუმინები, გლობულინები, გლუკოზა, ფერმენტები, ჰორმონები , წყალი, ლიმფოპლაზმა და
სხვ.

ლიმფის მოძრაობას უზრუნველყოფს ორგანოების ფიზიოლოგიური აქტივობა, ლიმფური


ძარღვების კედლების კუმშვადობის უნარი, გლუვი და განივზოლიანი კუნთების კუმშვადობა ,
კისრის ვენებში უარყოფითი წნევა და სხვ.

ლიმფის ფუნქციაა: ქსოვილური სითხის განახლებაში მონაწილეობა; ცილის დაბრუნება


ქსოვილებიდან სისხლის ნაკადში; საკვების, განსაკუთრებით ცხიმების, ჰიდროლიზის
პროდუქტების საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ტრანსპორტირება და სისხლში შეწოვა ;
იმუნიტეტის უზრუნველყოფა.

პერიფერიული ლიმფის შემადგენლობა სხვადასხვა ორგანოების ლიმფურ ძარღვებში


სხვადასხვაა. მაგალითად, ნაწლავებიდან გამომავალი ლიმფა - რძის ფერია და მას ხილუსი
- chylus ეწოდება, ხოლო ნაწლავის ლიმფურ ძარღვებს - რძის ძარღვები - vasa chylifera.

ლიმფური ძარღვები - vasa lymphatica აგებულებით გავს არტერიას. წვრილ და მსხვილ


ძარღვებში განირჩევა: ენდოთელიუმი, ინთიმა, მედია და ადვენტიცია. ლიმფური
ძარღვების სანათურში გვხვდება წყვილ-წყვილად განლაგებული სარქველები , რომლებიც
ლიმფის მოძრაობას უზრუნველყოფენ ქვემოდან ზემოთ და უკნიდან წინისაკენ.

ლიმფური ძარღვები გამჭვირვალეა და ძნელად გასარჩევია, თუკი იგი ლიმფით არ არის


სავსე.

ლიმფური სისტემა შედგება შემდეგი ნაწილებისგან:


 ლიმფური კაპილარები - ქსოვილური სითხიდან აგროვებენ წყალს და ანტიგენებს;
 ლიმფური ძარღვები - ჩაედინებიან დიდი წრის ვენებში და უბრუნებენ მას სითხეს;
 ლიმფური კვანძები - წარმოადგენენ რეზერვუარს. აქ იფილტრება ლიმფა, მწიფდება
B ლიმფოციტები და ნადგურდებიან ანტიგენები.
ლიმფური კვანძებიდან გამომტანი ძარღვების შეერთებით იქმნება ორი მსხვილი
სადინარი - გულმკერდის და მარჯვენა სადინარი.

1. გულმკერდის ლიმფური სადინარი - ductus thoracicus მსხვილი ლიმფური


ძარღვია, რომელიც აგროვებს ლიმფას სხეულის ¾ ნაწილიდან, გარდა თავის, კისრის,
გულმკერდის, მარჯვენა მხარისა და მარჯვენა წინა კიდურისა .
გულმკერდის სადინარი იწყება წელის I-III მალის დონეზე. ამ ადგილას იგი
გაგანიერებულია და ეწოდება წრბოლის ცისტერნა - cisterna chyli. აქ რამდენიმე
სარქველია მოთავსებული.
ცისტერნის კაუდალური ნაწილს უერთდება წელის ლიმფური და კუჭ-ნაწლავის
ლიმფური ღეროები - trunci lymphatici lumbales et interstinales.
გულმკერდის სადინარი წრბოლის ცისტერნიდან სხვა მხარეს უერთდება ზედა ღრუ
ვენას - vena cava cranialis.
2. მარჯვენა ლიმფური სადინარი - ductus lymphaticus dexter აგროვებს ლიმფას
თავის, კისრის, გუმლკერდის მარჯვენა ნაწილიდან და მარჯვენა წინა კიდურიდან .
მარჯვენა ლიმფური სადინრის შექმნაში მონაწილეობენ:
 გულმკერდის შესავლის ლიმფური კვანძები;
 კისრის მარჯვენა მხარის ზედაპირული და ღრმა ლიმფური კვანძები - nodi
lymphatic cervicales superficialis et profundi;
 შუასაყრის ლიმფური კვანძების გამომტანი ძარღვები - vasa efferentia nodi
lymphatici mediastinales.
მარჯვენა ლიმფური სადინარი I ნეკნის დონეზე იხსნება ან კრანიალურ ღრუ ვენაში, ან
საუღლე ვენის - vena jugularis დასაწყისში.

ლიმფური კვანძები - nodi lymphatici seu lymphonodi (Ln) მრგვალი ან ოვალური ფორმის
სხეულებია, მოთავსებულია ჯგუფ-ჯგუფად ლიმფური ძარღვების მსვლელობის გზებში .

ლიმფურ ძარღვებს ორგანიზმის გარკვეული მიდამოდან კვანძში შეაქვს ლიმფა. ამ ძარღვებს


შემომტანი ძარღვები - vasa afferentia ეწოდება; კვანძის ჩაზნექილი მიდამოდან, ანუ კარიდან
- hilus ლიმფა გამოაქვს სხვა, ერთ ან რამდენიმე გამომტან ძარღვებს - vasa efferentia.

ლიმფურ კვანძში არჩევენ: შემაერთებელქსოვილოვან ჩონჩხს, ფუნქციონალურად


მოქმედ პარენქიმას - ანუ ფოლიკულებს და ლიმფურ სინუსებს.

ანატომიაში ლიმფური კვანძები სხეულის ცალკეული მიდამოს მიხედვით განიხილება და მათ ,


ამის გამო, რეგიონალურ ლიმფურ კვანძებს უწოდებენ.

თავის ლიმფური კვანძები


1. ყბა-ყურის ლიმფური კვანძები - nodi lymphatici parotidei მდებარეობს ყბა-ყურის
სანერწყვე ჯირკვალთან ახლოს;
2. ქვედა ყბის ლიმფური კვანძები - nodi lymphatici mandibulares მდებარეობს ქვედა ყბის
ტოტებს შორის;
3. ხახის უკანა მედიალური ლიმფური კვანძები - nodi lymphatici retropharyngei medialis
მდებარეობს ხახის დორსალურად;
4. ხახის უკანა ლატერალური ლიმფური კვანძები - nodi lymphatici retropharyngei lateralis
მდებარეობს ატლანტის ფრთის ფოსოში, ყბა-ყურის სანერწყვე ჯირკვლების ქვეშ ;
5. + ღორს ქვედა ყბის დამატებითი ლიმფური კვანძები - nodi lymphatici mandibularis
accesorius.
კისრის ლიმფური კვანძები
1. კისრის ზედაპირული, ანუ ბეჭწინა ლიმფური კვანძები - nodi cervicale superficiales
მდებარეობს მხარის სახსრის წინ. კვანძების რაოდენობა ცხოველების მიხედვით 1-130-
მდე მერყეობს;
2. კისრის ღრმა ლიმფური კვანძები - nodi cervicale profundum იყოფიან 3 ჯგუფად:
 კრანიალური ჯგუფი - მდებარეობს სასულეზე ხახისა და ხორხის უკან;
 შუა ჯგუფი - მდებარეობს სასულეზე;
 კაუდალური ჯგუფი - მდებარეობს I ნეკნის წინ.
3. + მრპ-ს ნეკნ-კისრის ლიმფური კვანძი - nodi costocervicalis მდებარეობს საყლაპავ
მილსა და სასულეს გვერდით ზედაპირზე I ნეკნის წინ.

წინა კიდურის ლიმფური კვანძები


1. იღლიის ლიმფური კვანძები - nodi axillaris მდებარეობს მხარ-ბეჭის სახსრის
კაუდალურად;
2. პირველი ნეკნის ლიმფური კვანძი - nodi primae costae;
3. იდაყვის ლიმფური კვანძები - nodi cubitales, არამუდმივად აქვს მხოლოდ ცხენს.

გულმკერდის ლიმფური კვანძები


1. ნეკნთაშუა ლიმფური კვანძები - nodi intercostales მდებარეობენ ნეკნების თავებთან
გულმკერდის კედელზე.

გულმკერდის ღრუს ორგანოების ლიმფური კვანძებია:

1. შუასაყრის დორსალური ლიმფური კვანძები - nodi mediastinales dorsales ხერხემალსა


და აორტას შორის;
2. შუასაყრის კრანიალური ლიმფური კვანძები - nodi mediastinales craniales
პრეკარდიალურ სივრცეში;
3. შუასაყრის შუა ლიმფური კვანძები - nodi mediastinales medii აორტისა და საყლაპავ
მილს შორის;
4. შუასაყრის კაუდალური ლიმფური კვანძები - nodi mediastinales caudales
პოსტკარდიალურ სივრცეში;
5. ბრონქიალური ლიმფური კვანძები - nodi bronchiales სასულეს გაორკაპების
მიდამოში;
6. ფილტვების ლიმფური კვანძები - nodi pulmonales ბრონქებზე;
7. + მრქ-ს გულის პერანგის ლიმფური კვანძები - nodi pericardiacus.
მუცლის ორგანოების ლიმფური კვანძები
1. ფაშვის ლიმფური კვანძები - nodi celiaci ფაშვის არტერიის ირგვლივ;
2. ღვიძლის ლიმფური კვანძები - nodi hepatici ღვიძლის კარში;
3. ელენთის ლიმფური კვანძები - nodi lienales ელენთის კარში;
4. კუჭის ლიმფური კვანძები - nodi gastrici პილორუსსა და მცირე სიმრუდეს შორის;
5. პანკრეასისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლიმფური კვანძები - nodi
pancriaticoduodenales თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყისთან;
6. ბადექონის ლიმფური კვანძები - nodi omentales კუჭ-თორმეტგოჯა იოგში;
7. ჯორჯლის კრანიალური ლიმფური კვანძები - nodi mesenterica cranialis
თანამოსახელე არტერიის დასაწყისთან;
8. მლივი ნაწლავის ლიმფური კვანძები - nodi jejunales მლივი ნაწლავის ჯორჯალში;
9. ბრმა ნაწლავის ლიმფური კვანძები - nodi cecales თეძო-ბრმა ნაწლავს შორის;
10. სწორი ნაწლავის ლიმფური კვანძები - nodi rectales სწორი ნაწლავის დორსალურად;
11. თირკმლის ლიმფური კვანძები - nodi renales თირკმლის არტერიასა და თირკმლის
კარში;
12. საკვერცხის ლიმფური კვანძები - nodi ovaricus საკვერცხის იოგში;
13. საშვილოსნოს ლიმფური კვანძები - nodi uterini საშვილოსნოს განიერ იოგში;
14. შარდის ბუშტის ლიმფური კვანძები - nodi vesicales შარდის ბუშტის გვერდით იოგში.

მენჯისა და უკანა კიდურის ლიმფური კვანძები


1. საზარდულის ზედაპირული და ღრმა ლიმფური კვანძები - nodi inguinales superficialis
et profundi მუცლის ვენტრალურ კედელზე;
2. თეძოს ლატერალური და მედიალური ლიმფური კვანძები - nodi iliaca lateralis et
medialis თეძოს გარეთა არტერიის დასაწყისთან;
3. თეძოს გარეთა ლიმფური კვანძები - nodi iliaci externis;
4. მენჯის ლიმფური კვანძები - nodi coxalis მენჯ-ბარძაყის სახსრის წინ;
5. გავის მედიალური ლიმფური კვანძები - nodi sacrales mediales მენჯის ფართე იოგზე;
6. დახურული ლიმფური კვანძები - nodi obturatorius დახურული ხვრელის კიდეზე;
7. + რქოსანს საჯდომი ლიმფური კვანძები - nodi ishiadicum საჯდომი ძვლის
ლატერალურ ზედაპირზე;
8. მუხლქვეშა ლიმფური კვანძები - nodi poplicum ტყუპი კუნთის ლატერალურ თავზე.

You might also like