You are on page 1of 3

რას ნიშნავს სოციალიზაცია?

ჩვენი პიროვნება და ჩვენი საქციელი მხოლოდ ჩვენ მიერ არ განისაზღვრება. ეს ნაწილობრივ


იმის შედეგია,რასაც გარშემომყოფი საზოგადოება გვკარნახობს.

 სოციალიზაცია განისაზღვრება,როგორც პროცესი იმ რწმენების,ნორმებისა და


ღირებულებების შესწავლისა,რომელთა წამოჩენასაც საზოგადოება ჩვენგან
მოელის,როგორც კონკრეტული სოციალური ჯგუფის ან საზოგადოების წევრებისგან.
 სოციალიზაცია მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება და განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ძირითადი ცხოვრებისეული გარდატეხების დროს,როგორიცაა
ქორწინება,შვილის გაჩენა,პენსიაზე გასვლა და მისთ.
 სოციალიზაციის მეშვეობით ვსწავლობთ კონკრეტული კულტურის ელემენტებს.

 სოციალიზაციის მეშვეობით ადამიანები კულტურას აღიქვამენ,როგორც საკუთარი


არსების ფუნდამენტურ ნაწილს.

 სოციალიზაცია ბოლომდე არ მართავს ადამიანს. ჩვენს გვაქვს


თავისუფლება,მოვახდინოთ გარკვეული კულტურის ელემენტების ინტერპრეტაცია
და გადავწყვიტოთ რომელი როლის თამაში გვინდა და როგორ შევასრულებთ ამ
როლს.

 იდენტობის განვითარებაში ადამიანს ეხმარება სამი ძირითადი ფაქტორი:

1) ბუნება - ბიოლოგიური ქმნილება


2) ზრუნვა - ანუ ის,თუ როგორ ხდება ჩვენი სოციალიზაცია კონკრეტულ ნორმებთან
და ღირებულებებთან მიმართულებაში.
3) არჩევანი - თვითგამოხატულებისა და ინდივიდუალური ქმედების არჩევის
თავისუფლება.

რესოციალიზაცია

მაგალითად რესოციალიზაციაა,როცა მიგრანტი მიდის ემიგრაციაში და ბავშვივით თავიდან


უწევს უცხო ქვეყნის ენის,ტრადიციების,წე-ჩვეულებების შესწავლა,ათვისება და
მორგება.რესოციალიზაცია ხდება ტოტალურ ინსტიტუტებშიც,ანუ მაგალითისთვის
ციხე,საგიჟეთი და სამხედრო ბანაკები.

 ზოგჯერ,რესოციალიზაციის პროცესი დესოციალიზაციის პროცესს მოსდევს ხოლმე.


 დესოციალიზაციის დროს ადამიანები კარგავენ თავიანთ ღირებულებებსა და
შეხედულებს.
 დესოციალიზაციის მიზნით ადამიანებს აცმევენ უნიფორმებს და ხშირად თავსაც
პარსავენ,რათა არ გაახსენდნენ თუ ვინ იყვნენ წარსულში.
 ტოტალური ინტიტუტები ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ რეგრესს;ისინი ნერგავენ
ბავშვობისდროინდელ დაუცველობის შეგრძნებასა და დამოკიდებულებას. ართმევენ
ამით ადამიანს „თვითობას“ და იმორჩილებენ. ამ დესოციალიზაციის შემდეგ კი
ინტიტუტის წევრები უვე მზად არიან რესოციალიზდნენ იმ ახალ როლში,რომელიც
მათთვის ტოტალურმა ინსტიტუტმა შექმნა. (შეიძლება იყოს
ციხე,ჯარი,ფსიქიატრიული და ა.შ)
 დესოციალიზაცია - იმიჯისა და ღირებულებების დაკარგვის პროცესი,რომელსაც
ჩვეულებრივ თან მოსდევს ღირებულებებისა და თვით-აღქმის განსხვავებულ
სისტემაში რესოციალიზაცია.

პროგნოზირებადი სოციალიზაცია - რწმენების,ნორმებისა და ღირებულებების მორგების


დაწყების პროცესი იმ სოციალიზაციასთან,რომელიც ინდივიდმა უნდა გაიაროს.

კონსტრუქციონიზმი - რწმენა,რომ ისეთი სოციალური იდენტობები,როგორიცაა


მამაკაცი,ქალი,შავკანიანი,ჰეტეროსექსუალი და სხვ.ყალიბდება სოციალური პროცესების
შედეგად და აქედან გამომდინარე ექვემდებარე ცვლილებას.

 ესენციალიზმი - მოსაზრება,რომ სოციალური იდენტობები მიმარულია ბიოლოგიური


ან გაბატონებული სოციალური ძალების მერ და აქედან გამომდინარე,შედარებით
მყარია. ესენციალიზმი გულისხმობს,რომ ჩვებ შეგვიძლია „გამოვააშკარაოთ“
ქალად,შავკანიანად ყოფნის არსი და რომ ადამიანებს გააჩნიათ მყარი
მახასიათებლები,რომლებიც გამოარჩევს მათ სხვებისაგან.

თვითობა - განსაზღვრული იდენტობის ქონის გრძნობა,რომელიც განგვასხვავებს სხვა


ადამიანებისაგან.
ეგო - ფროიდის მიერ შემოღებული ტერმნი,რომელიც აღნიშნავს ფსიქიკის
პრაქტიკულ,რეალობაზე ორიენტირებულ ნაწილს,ომელიც პოულობს სოციალურად
მისაღებ გზებს სიამოვნების მიღებისაგენ მიმართულ ბიოლოგიურ სურვილებს.
სუპერეგო - ფროიდის ტერმინი,რომელიც გულისხმობს სინდისს - ადამიანის
ფსიქიკის ინ ნაწილი,რომელიც ითავისებს საზოგადოების მოსაზრებას კარგისა და
ცუდის შესახებ.
იგი - ფროიდის ტერმინი,რომელიც აღნიშნავს იმ ქვეცნობიერი,თანდაყოლილი
ბიოლოგიური სურვილების რეზერვუარს,რომელიც მიმართულია სიამოვნების
მიღებისკენ.
სარკისებრი „მე“ - ჩვილობის პერიოდში ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმის
შესახებ,რომ საგნები მუდმივად არსებობენ დამოუკიდებლად.
განზოგადებული სხვა - ზოგადი წარმოდგენა იმაზე,თუ რას მოელის საზოგადოება
ჩვენგან.
 სოციალიზაცია აყალიბებს ადამიანს,თანდაყოლილ ბიოლოგიურ პოტენციალთან და
ადამიანის პირად თავისუფლებასთან ერთად (აირჩიოს ინ თუ ვინ უნდა იყოს იგი).
სოციალიზაციის პროცესში ინტერექციის გამო ადამიანებს უვითარდებათ
„თვითობის“ გრძნობა. (ჩარლზ ჰორტონ ქული). ეს პროცესი იხსნება „სარკისებური
მეს“ კონცეფციით. ანუ,როცა ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ,წარმოვიდგენთ თუ რას
ფიქრობენ სხვა ადამიანები ჩვენგან და ამის მიხედვით ვვითარდებით.
 თვითობის კონცეფცია ასევე განავითარა ჟან პიაჟემ,მისი
მოსაზრებით,ბავშვების ზრდის პროცესის პაალელურად მის
აზროვნებაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებები
წარმოადგენს მოწიფულობის ასაკისთვის თვითობის გრძნობის
ჩამოყალიბების საფუძველს.
 ასევე,ჯორჯ ჰერბერტ მიდი ამბობს,რომ სხვებთან სიმბოლური ინტერაქციის
მეშვეობით ბავშვები სწავლობენ იმის გამოცნობას,თუ რას მოელიან ადამიანები
მათგან და ამის შესაბამისად წარმართავენ საკუთარ ქცევას.
 ზიგმუნდ ფროიდი სოციალიზაციას განიხილავდა,როგორც ბიოლოგიური
სურვილებისა და საზოგადოების მიერ შემოღებული წესებისების მიხევით.

You might also like