You are on page 1of 15

ლუკა სირაძე 11/2

იდენტობა
რას ნიშნავს
იდენტობა?
იდენტობა გულისხმობს პასუხს რთულ
კითხვაზე, თუ „ვინვარმე?“აღნიშნული
კითხვა, შესაძლოა,უკავშირდებოდეს:

• პიროვნულ მახასიათებლებს,
• ფიზიკურ მახასიათებლებს,
• სოციალურ როლს,
• ეთნიკურ/ეროვნულ წარმომავლობას და
ა.შ.
ტერმინი იდენტობა ნაწარმოებია ლათინური „იდემ“-ის (იდემ)
ფუძიდან და თავდაპირველად მსგავსებასა და განგრძობადობას
ნიშნავდა, თუმცა, მე-20საუკუნემდე დისკურსი იდენტობის შესახებ
ნაკლებად გვხვდებოდა.

იდენტობა მოზარდობის პერიოდში ყალიბდება, ძირითადი და


მნიშვნელოვანი მოვლენა თაანტოლებთან ურთიერთობაა და ამ
პერიოდში თინეიჯერი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს გენდერული,
პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით.
ჯეიმს მარსია მიიჩნევს, რომ მოზარდისთვის იდენტობის
გამომხატველი 4 ალტერნატივა არსებობს, რაც
დამოკიდებულია განხილულ არჩევანსა და აღებულ
ვალდებულებებზე.

• იდენტობის
დიფუზია
• იდენტობის დაკარგვა

• იდენტობის კრიზისი

• იდენტობის
მიღწევა
იდენტობის დიფუზია:
თავს იჩენს მაშინ, როდესაც პიროვნება არ აანალიზებს თავის
არჩევანსა და ქმედებებს, არ ფიქრობს, ვინ არის და რა უნდა
ცხოვრებაში, არ გააჩნია კონკრეტული მიმართულება. ასეთი
მოსწავლეებ აპათიურები, განცალკევებულნი, მომავლის იმედის
არმქონენი ან გამოხატულად მეამბოხე სულისანი არიან. ხშირად
სტუმრობენ ხალხმრავალ ადგილებში და მიდრეკილება აქვთ
ნარკოტიკებისადმი.
იდენტობის დაკარგვა:

მოზარდები არ ცდილობენ სხვადასხვა იდენტობის ცხოვრებაში


გამოყენებას და არც ალტერნატიულ არჩევანზე ფიქრობენ. უბრალოდ
იღებენ სხვის მიზნებს, ღირებულებებსა და ფასეულობებს. ძირითადად,
მშობელთა ცხოვრებისეული გამოცდილების გაანალიზების გარეშე
მიღებას გულისხმობს. შეზღუდული მოზარდები მეტწილად უხეშები, არა
ტოლერანტულები, დოგმატურები და დაძაბულები არიან.
იდენტობის კრიზისი:

აფერხებს არჩევანის გაკეთებას


შინაგანი ბრძოლის გამო.
დღესდღეობით ეს პერიოდი კრიზისად
აღარ მიიჩნევა, რადგან
უმრავლესობისთვის მორატორიუმის
დროს მიღებული გამოცდილება
თანდათანობით შემეცნებითი პროცესია
და არა, ვთქვათ, ტრავმული “
გადატრიალება“.
იდენტობის მიღწევას:

რეალური ალტერნატივების განხილვის შემდეგ პიროვნება აკეთებს


არჩევანს და იღწვის ცხოვრებაში მათ დასანერგად. საშუალო სკოლის
დამთავრებისას ცოტა თუ აღწევს ამ მდგომარეობას. დღესდღეობით
იმდენი ადამიანი მიდის კოლეჯში ან აგრძელებს განათლების მიღებას,
რომ მორატორიუმი სთვის დამახასიათებელი შესწავლა-შემეცნების
პროცესი 20 წლის ასაკის შემდეგ იშვიათად თუ გრძელდება.
მოსწავლეთა 80% ერთხელ მაინც იცვლის შეხედულებას, ასე რომ
ერთხელ მიღწეული იდენტობა, შესაძლოა, სულაც არ იყოს უცვლელი.
ორივე მდგომარეობა( მორატორიუმი და იდენტობის მიღწევა)
ბუნებრივად და ჯანსაღად მიიჩნევა.
მოკლედ მიმოვიხილავ
იდენტობის ძირითად ტიპებს:

ეთნიკური იდენტობა

პანეთნიკური იდენტობა
ეროვნული იდენტობა

კულტურული იდენტობა

ადგილის იდენტობა
ეთნიკური იდენტობა -

ნიშნავს ინდივიდის მიერ თავის


მიკუთვნებას რომელიმე კონკრეტული
ეთნიკური ჯგუფისადმი. ამასთანავე,
მნიშვნელოვანია, რომ ამ
მიკუთვნებას აღიარებდნენ „სხვები“ -
როგორც მისი, ასევე `სხვა~ ჯგუფის
წევრები.
პანეთნიკური იდენტობა-

გულისხმობს სხვადასხვა ეროვნების, ისტორიისა და განსხვავებული


იდენტობის ინდივიდთა გაერთიანებას ერთი 'პან~-იდენტობის ქვეშ,
რათა მათ შეძლონ წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა და
საერთო ინტერესების წარმატებული დაცვა-გაძლიერება. სხვადასხვა
ეთნიკური წარმომავლობის მიგრანტები გაცნობიერებულად იღებენ
ახალ საერთო იდენტობას, რაც მათ ეფექტური ფუნქციონირების,
დასახული მიზნების მიღწევისა და წინსვლის საშუალებას აძლევს. (პან
ეთნიკური იდენტობა მეორადი იდენტობაა, რომელიც ეთნიკური
იდენტობასთან თანაარსებობს, თუმცა, ზოგჯერ, შესაძლოა,
კონფლიქტიც არსებობდეს მათ შორის.)
ეროვნული იდენტობა

გულისხმობს პოლიტიკური გაერთიანების,


ისტორიის, ტერიტორიის, სამშობლოს,
მოქალაქეობის, საერთო ღირებულებებისა და
ტრადიციების გარკვეულ შეგრძნებას და რაკი
ეროვნული იდენტობა მრავალგანზომილებიანი
ფენომენია, გამოყოფს მის ხუთ ძირეულ
თვისებას: ისტორიული ტერიტორია ან
სამშობლო; საერთო მითები და ისტორიული
მეხსიერება; საერთო, მასობრივი კულტურა;
წევრების საერთო სამართლებრივი უფლებები
და მოვალეობანი; საერთო ეკონომიკა,
რომელიც უზრუნველყოფს წევრთა
ტერიტორიულ მობილობას.
კულტურული იდენტობა
ეფუძნება გაზიარებულ ღირებულებებს, ცოდნას, ქცევით ნორმებსა და
რწმენებს. ერთი კულტურული იდენტობის ჯგუფი, შესაძლოა, აერთიანებდეს
ადამიანებს მსგავსი ეთნიკური, რასობრივი ან ეროვნული იდენტობებით და,
შესაბამისად, კულტურული იდენტობა, როგორც ცნება, უფრო ფართოა, ვიდრე
ეთნიკური თუ ეროვნული იდენტობები.
ტერმინი
ადგილის იდენტობა
უფრო გარემოს ფსიქოლოგიაში გვხვდება, თუმცა, მას ასევე იყენებენ
ურბანისტები, გეოგრაფები და არქიტექტორები. სოციალური ფსიქოლოგიის
პერსპექტივიდან, ადგილი ქმნის კულტურისა და ტრადიციების ჩარჩოს, სადაც
იდენტობა კონსტრუირდება, ნარჩუნდება და ტრანსფორმირება. ადგილის
იდენტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიგრანტთა იდენტობის
კვლევისას, რადგან ის აღნიშნავს მიგრანტების თაობებს შორის არსებულ
განსხვავებულ დამოკიდებულებას საცხოვრებელი ადგილის მიმართ.
ადამიანს მუდამ უხდება სოციალური, პოლიტიკური, ეროვნული,
კულტურული კონტექსტის გათვალისწინება. ეს კონტექსტი უფრო
ხშირად ძალისმიერად ეხვევა თავს ადამიანს და ამ პირობებში
მნიშვნელოვანია, მას შეეძლოს, განერიდოს დომინირებად
კულტურას და მარგინალურ პოზიციაში ჩაიყენოს თავი, თუკი
სურს თავის თავზე "რაიმე გაიგოს". ამრიგად, იდენტობისკენ
სვლა წააგავს იმ ბრმების სვლას, რომლებიც გამოსახულია
ბრეიგელის ცნობილ ტილოზე. იმ გზის ბოლოს, რომელსაც ისინი
მიჰყვებიან, უფსკრულია და რაც უფრო შორსაა ბრეიგელის
ნახატზე გამოსახული ადამიანი, მით უფრო უზრუნველი და
მხიარულია ის.
მადლობა
ყურადღებისთვის!

Credits: This presentation template was created by Slidesgo, and


includes icons by Flaticon, and infographics & images by Freepik.

You might also like