You are on page 1of 11

ლექცია5

იერარქია, როგორც სოციალური გადახარისხების (გაფილტვრის) სისტემა

ძირითადი თემები

1.სოციალური ფილტრი,როგორც საზოგადოების სოციალური იერარქიის პროცესი;

2.მობილობის არხები;

3.სოციალური ფილტრის სისტემა.

ამომრჩევლობა, სოციალური შერჩევა, სოციალური ფილტრი და სოციალური იერარქია


ურთიერთდაკავშირებული შინაარსის ცნებებია. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგები
სარგებლობენ „შერჩევითი აღქმის“ კონცეფციით, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს
ნებისმიერ სიტუაციაში. ადამიანები აღიქვამენ მხოლოდ იმ კრიტერიუმს, რაც მათთვის
მნიშვნელოვანია აქტუალური მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. დანარჩენების
იგნორირება ხდება. ე.ი. მახასიათებელი ან არსებული კრიტერიუმი შეიძლება
ინდივიდის წარმატებისთვის იყოს ხელშემშლელი ფაქტორი ან კიდევ პირიქით,
ხელშემწყობი. კრიტერიუმს პოზიტიური შეფასებები იძლევა, როცა ის კონკრეტულად
იმ სიტუაციისთვის საჭირო და აუცილებელიცაა. ზუსტად ასეთივე მსგავსებაა
სოციალური ფილტრის პირობებში. ამ შემთხვევაში ხდება მრავალფეროვნებიდან ერთის
არჩევა და არა სხვა დანარჩენის. სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის აგროვებს,
აფასებს, უშვებს და უმნიშვნელოს უარყოფს.

სოციალური დარვინიზმის თვალსაზრისითაც ხომ სწორედ სოციალურ-იერარქიულ


სამყაროში რჩება ძლიერი და უკანა პლანზე იწევს შდარებით „სუსტი“. სოციალური
შერჩევა მოქმედებს ცოცხალი ფილტრის მსგავსად, რის შედეგადაც სამყაროში
იმარჯვებს ყველაზე მოხერხებული, მოქნილი. სოციალური ბრძოლის გამოცდილებიდან
ეს პროცესი შეიძლება იყოს ლეგიტიმური (კანონიერი) და არალეგიტიმური
(არაკანონიერი), მაგრამ ეს არის არსებობისთვის ბრძოლა, რომელიც საბრძოლო
მოქმედების ხასიათს ატარებს. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს: პირდაპირი ან ირიბი, ანუ
ბრძოლა კულისებს მიღმა, რაც ერთ-ერთი შესაძლო საშუალებაა არსებობისთვის და
სოციალურად იერარქიულ საფეხურზე აღმავლობისთვის.

ზოგადად სოციალურ-იერარქიულ საფეხურებზე აღმავლისთვის, საზოგადოებაში


არსებობს სხვადასხვა მობილობის არხები, რომლებსაც განვიხილავთ უფრო
კონკრეტულად:

1. ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩართული ინდივიდის წარმატება ხშირად ჩანს,


როგორც პიროვნულ, კონკრეტულ ნიშან-თვისებათა და უნართა მოხერხებულად
გამოყენების შედეგი.

ჩვეულებრივ, ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ იმ სოციალურ კონფლიქტებზე


(პოლიტიკური და სოციალური ვითარება, საზოგადოების ან სხვადასხვა სოციალური
ჯგუფების ღირებულებათა სისტემა და ა.შ.), რომლებიც ინდივიდის სოციალიზაციაზე,
მისი გემოვნების, ცხოვრების სტილის, სოციალურ-პოლიტიკური ორიენტირების
ფორმირებაზე ახდენენ არსებით გავლენას.

კვლევების შედეგად (1967 წელს პიტერ პლაუმ და ოტოს დუნკანმა ჩაატარეს


გამოკვლევები ინდივიდის სოციალური წარმატების განმსაზღვრელ მობილობის
არხაბზე) დადგინდა, რომ სოციალური წარმომავლობა არსებით გავლენას ახდენს
პიროვნების განათლებაზე და შესაბამისად სოციალ-ეკონომიკური სტატუსის
განსაზღვრაზე. განათლება და პროფესიული წარმატება ორი ერთმანეთათან
დაკავშირებული პროცესის შედეგია. ერთი მხრივ, პროცესები, რომლებიც
განაპირობებენ ადამიანის სწრაფვას სტატუსისკენ და მეორე მხრივ, პროცესები,
რომლებიც გარდაქმნიან ამ მისწრაფებას ახალ სტატუსად. მკვლევარებმა კიდევ ერთხელ
დაადასტურეს, რომ მშობლების წარმომავლობა გავლენას ახდენს შვილების შემდგომ
კარიერასა და სტატუსზე. (იხ. ქრევ კალჰუნი; დონალდ ლაითი; სუზენ კელერი;
სოციოლოგია თ. 2008. გვ: 303-34).

სოციალური მობილობის ანუ წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორების შესასწავლად


გასათვალისწინებელია საზოგადოების სპეციფიკური მდგომარეობა. მაგალითად,
მკვლევართა დიდი უმრავლესობის შეფასებით, ქართული საზოგადოება იმყოფება
„პოსტსაბჭოურ“ ვითარებაში. არსებული ვითარების აღსაწერად ზოგჯერ ასევე
გამოიყენება ტერმინი „გარდამავალი, ტრანსფორმაციის პირობებში მყოფი
საზოგადოება, ახალგაზრდა დამწყები დემოკრატიის ქვეყნები“. ყველა ეს დეფინიცია
გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემის, ასევე ცოდნის
სისტემისა და შინაარსების შეცვლას ახალი, ჩვენთვის უცხო სისტემებითა და
შინაარსებით, გადასვლას დახურული ანუ ტოტალიტარული საზოგადოების ტიპიდან
ღია საზოგადოების, დემოკრატიის სისტემაში. ის ვითარება, რომელიც თან ახლავს ასევე
ღირებულებათა ცვლის მტკივნეული პროცესს, ინდივიდს მნიშვნელოვანი გამოწვევის
წინაშე აყენებს - ტრანსფორმირდეს და მოძებნოს გარემოსთან ადაპტაციის ფორმები.

2. სოციალური მობილობის ისეთი არხები, როგორიცაა: სკოლები, უმაღლესი


სასწავლებლები, ოჯახი და საზოგადოება ნერგავდა ღირებულებებს და სოციალურ
ნორმებს, რომლებიც შეესაბამებოდა იმ საზოგადოების მოთხოვნებს. დემოკრატიული
სისტემის განვითარებამ წარმატებისადმი დამოკიდებულება არსებითად შეცვალა.
ახალმა ვითარებამ წარმატების ახალი ორიენტირები გამოკვეთა. საბჭოთა პერიოდში
მიღებული ცოდნა აღმოჩნდა, რომ იყო თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებთან
შეუსაბამო (ე.ი. უსარგებლო, არაგაყიდვადი). ხოლო თანამედროვე ეტაპზე სოციალური
იერარქიის პროცესში ამ კრიტერიუმებს არ ჰქონდა თავისი დატვირთვა. საბჭოთა
სისტემაში არ აღიარებულმა, არადეკლარირებულმა ღირებულებებმა გადაინაცვლა
იერარქიული პირამიდის მაღალ საფეხურებზე. ერთი შეხედვით ამ ფაქტმა პარადოქსულ
სიტუაციამდე მიგვიყვანა, როცა ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი განათლების
მქონეა.
3. მემკვიდრული სოციალური კაპიტალი

მემკვიდრული/სასტარტო სოციალური კაპიტალი (მაგალითად, გავლენიანი ნაცნობ


მეგობრობის წრე) ერთ-ერთ არსებით როლს ასრულებს პიროვნების წარმატებაში, თუმცა
ეს როლი არ არის ერთმნიშვნელოვანი.

ა) მემკვიდრული სოციალური კაპიტალის არ ქონა, როგორც საკუთარ თავზე


ორიენტირებულობის სტიმული.

საზოგადოებრივი განვითარების გარკვეულ ისტორიულ პერიოდში (მაგალითად, XX


საუკუნის უკანასკნელ წლებში საზოგადოებაში დომინირებდა შემდეგი ფრაზები: „თუ
პატრონი არ გყავს არაფერი არა ხარ“. ე.წ. „პატრონის“ ანუ მემკვიდრული სოციალური
კაპიტალის არ ქონა, ხშირ შემთხვევაში ადამიანის მიერ კარიერასთან დაკავშირებული
არჩევანის ძირითად ფაქტორად გვევლინება. ანუ შვილები საკუთარ პროფესიას
ირჩევდნენ იმის მიხედვით, რამდენად შეეძლოთ ამ სფეროში მათი მშობლების
დახმარება. ამ მიმართებას თვალნათლივ წარმოაჩენს ერთ-ერთი რესპოდენტი
გამოკვლევების პროცესში. სიტყვების ციტირება: „არქიტექტორობა მინდოდა, მამაჩემი
ძალიან კარგი კაცი იყო, მაგრამ პატრონობას რამდენად გამიწევდა ამ სფეროში არ
ვიცოდი, რადგანაც მას ტექნიკური განათლება ჰქონდა და არ იყო ისეთ წრეში.
მშრომელი კაცი იყო და თავისი მეგობრები ყავდა.“

ბ) მემკვიდრული სოციალური კაპიტალი, როგორც სოციალური მობილობის სასტარტო


ფაქტორი.

მემკვიდრული სოციალური კაპიტალის მქონე ის რესპოდენტები, რომლებმაც


გამოიყენეს ის კაპიტალი, როგორც იერარქიულ საფეხურზე ასვლისათვის სასტარტო
ფაქტორი ბარიერის დასაწყისისას, უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებენ მშობლის
რჩევას. დასტურად აქაც შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი გამოკითხულის
მონათხრობი: „იმ დროს სამედიცინო იყო ძალიან მოდაში, შემეძლო კიდეც
ჩამებარებინა, მაგრამ ჩვენს წრეში არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ
სამუშაოს შოვნაში დამეხმარებოდნენ. ამიტომ მშობლების რჩევით გადავიფიქრე.“

ე.ი. აღნიშნულ პიროვნებას შეეძლო სოციალური ფილტრის ერთი ეტაპის გავლა, ანუ
სამედიცინო ინსტიტუტში მოწყობა, მაგრამ არ ითვალისწინებს, რომ ფილტრის მეორე
საფეხური შეუძლებელი იყო მემკვიდრული სოციალური კაპიტალის ანუ ნაცნობობის
გამოყენების გარეშე, ამიტომაც იძულებულია თავისი მომავალი პროფესიის არჩევაში
გამოიყენოს ინსტრუმენტი.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად პიროვნებები სასტარტოდ ამ პოტენციალის


გამოყენების შემდეგ მათ კარიერულ წინსვლაში უკვე მთავარ როლს ანიჭებენ
შრომისმოყვარეობასა და პროფესიულ განვითარებას, ინოვაციებისადმი ადაპტაციის
უნარს.

„ძნელი იყო პირველად სამუშაოს დაწყება, მაგრამ მეორე დღესვე გავხდი საჭირო,
მზადდებოდა კრება. საჭირო იყო თეზისების, მოხსენებების გაკეთება და აღმოჩნდა, რომ
ამის გაკეთება არავის შეეძლო. შესაბამისი გამოცდილება არც მე არ მქონდა, მაგრამ
მოვამზადე. მეორე დღესვე მოწონება დავიმსახურე და შემდეგ უკვე მე იქ ჩემი ადგილის
პოვნა აღარც კი გამჭირვებია.

გ) მემკვიდრული სოციალური კაპიტალი,როგორც შინაგანი პროტესტის მიზეზი

მემკვიდრული სოციალური კაპიტალი შესაძლოა გახდეს შინაგანი პროტესტის


მიზეზიც, რადგანაც ინდივიდთა ის კატეგორია უმეტესად, წინა პლანზე აყენებს
ინდივიდუალურ ღირებულებებს, საკუთარი ნატურის ორიგინალობას, გაბედულობასა
და დამოუკიდებლობას.

„მამაჩემი დიდ თანამდებობაზე მუშაობდა. პროკურორი იყო. მალე მივხვდი, რომ მე ის


მზღუდავდა, ჩვენთან ბევრისტუმარი დადიოდა და მე აუცილებლად უნდა მეჩვენებინა
და დამემტკიცებინა, რომ კარგი ბავშვი ვიყავი. მალე ამ ყველაფრის მიმართ ზიზღი
გამიჩნდა.“
4. მემკვიდრული სოციალური კაპიტალი, როგორც შინაგანი რწმენისა და ღირებულების
გარანტი

მემკვიდრული სოციალური კაპიტალი შეიძლება აღმოჩნდეს გამოუყენებელი,


კარიერული წინსვლისას, მაგრამ ის პიროვნებას ჰმატებს თავდაჯერებულობასა და
ღირებულების გრძნობას, აძლევს მას სოციალური იერარქიის ზედა საფეხურებზე
ყოფნის შინაგან გარანტიას. ანუ შიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც ის ფაქტორი
პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც გამოიყენება კარიერულ ზრდაში.

5. მემკვიდრული ეკონომიკური კაპიტალი - ასევე სოციალური მობილობის ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი მექანიზმია. გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ინდივიდთა ისეთი
ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ მემკვიდრული ეკონომიკური კაპიტალი, უმაღლეს
სასწავლებელში ჩაბარების განსაკუთრებულ ღირებულებად მიიჩნევენ მემკვიდრულ
ეკონომიკურ კაპიტალს და ან კონკრეტულ გარემოში სწორ ორიენტაციას უკავშირებენ,
რადგანაც ისინი ამას თავიანთი სოციალური რეალიზაციის მნიშვნელოვან წყაროდ
მიიჩნევენ.

6. მემკვიდრული კულტურული-ღირებულებითი კაპიტალი

ამ რესურსის ძირითად გადამცემად სახელდება ოჯახი, მშობლები. ხოლო სკოლა და


სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხვედრითი წილი ამ თვალსაზრისით ნაკლებად
მნიშვნელოვანია და ისიც ძირითადად ცალკეული მასწავლებლის ან ლექტორის
პიროვნული თვისებებით განისაზღვრება.

სოციალური იერარქიის მსვლელობის პროცესში წარმატების მისაღწევად ანუ უმაღლესი


საფეხურების დასაუფლებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ
უნარ-ჩვევებს. კერძოდ, განათლებას, შრომისმოყვარეობას, პრინციპულობას,
აქტიურობას, ოპტიმიზმს, სიახლეებისადმი ადპტაციასა და კომუნიკაციის უნარ-
ჩვევებს.
თუ მწვერვალს აღწევს ყველაზე ჭკვიანი, ის ცდილობს შეინარჩუნოს არსებული
პოზიცია და გამუდმებით იბრძვის ამისთვის. უყალიბდება მკაცრი მორალური
პრინციპები. ხოლო ვინც ვერ მიაღწია ამ სიმაღლეებს, ისწრაფვის მისი მოპოვებისკენ.
დგება ეტაპი, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა აღმოჩნდება მაღალ საფეხურებზე.
ხოლო ქვედა დონეებზე რჩება უმცირესობა. ეს შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე
სოცაილურ კეთილდღეობას წარმოადგენდეს. რამდენადაც ჩნდება დისპროპორცია უკვე
მოპოვებულსა და მოსაპოვებელს შორის და ნელდება საზოგადოების განვითარების
დინამიურობა, ქრება კონკურენციის პირობები და შესაბამისად წყდება ინდივიდთა
ინტერესები დაეუფლონ ახალს, გაიგონ ახალი და იბრძოლონ მათი განვითარებისთვის.
ამ შემთხვევაში ერთბაშად ეცემა საზოგადოების განვითარების დონე, რადგანაც ამ
საფეხურზე თითეული პოზიციის მოპოვება ხდება ე.წ. „სოციალური ფილტრის“
შედეგად.

სოციალური ფილტრი ეს არის კანდიდატურის ისეთი მიმართულების მექანიზმი,


რომელსაც არა აქვს უნარი ვაკანსიების დასაკავებლად, არ გააჩნიათ შესაბამისი
კრიტერიუმი და პოტენციალი.

სოციალური ფილტრი მოიცავს:

1. კრიტერიუმების არჩევას

2. ატესტაციის პროცედურას

3. სოციალურ სანქციებს

სოციალური ფილტრის გადამწყვეტი ეტაპი არის კრიტერიუმების შერჩევა. რომლის


დროსაც პროცედურაში მონაწილე პირთათვის უმთავრეს ფაქტორებს წარმოადგენს: 1.
ობიექტურობა, 2. პროფესიონალიზმი,3.გამოცდილება

სოციალური გადახარისხებისთვის კრიტერიუმის დამუშავება ფილტრაციის ყველაზე


რთული პროცესია. აქ გამოიყენება, როგორც პრაქტიკა, ასევე მეცნიერული მიდგომა.
საუკეთესო კრიტერიუმის შემუშავებისთვის დაახლოებით 3-დან 5წლამდე დროის
გამოცდილებაა საჭირო.(ეროვნული გამოცდების მაგალითი)

ატესტაციის პროცედურა წარმოადგენს: კონკრეტულ პიროვნებებზე გამოყენებული ამა


თუ იმ სოციალური პოზიციის მიმართ ნორმატიული მოთხოვნილებებისა და კრიტიკის
მექანიზმების ზემოქმედებას. სირთულის მიხედვით ეს ეტაპი გაცილებით განსხვავდება
პირველი ეტაპისგან, რადგანაც სწორედ ამ ეტაპზე წარმოიქმნება უფრო მეტად
სოციალური დაპირისპირებები. ამ შემთხვევაში შეიძლება ზემოქმედებდეს გავლენიანი
პირები, რომელთაც გააჩნიათ მაღალი სოციალური სტატუსი, ვიდრე ცალკეულ
საექსპერტო კომისიის წევრებს.

სოციალური სანქციის გამოყენების ეტაპით მთავრდება კომისიის საქმიანობა. სანქციები


შიძლება იყოს პოზიტიური და სოციალური ფილტრის გავლით მთავრდებოდეს
ვაკანსიის დაკავებით, ასევე შეიძლება იყოს ნეგატიური სოციალური ფილტრის გარეშე.

ფილტრის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ უმაღლეს სასწავლებელში მისაღები


გამოცდები.

ფილტრის პირველი თვისება ისაა, რომ უნივერსიტეტში მისაღები კონტიგენტის


რაოდენობა გაცილებით მეტია მიღებულზე, ვთქვათ შემავალი ნაკადი 3-ჯერ სჭარბობს
გამომავალს.

სოციოლოგიური თვალსაზრისით საგამოცდო ფილტრი მოიცავს სამ ძირითად


ელემენტს: კრიტერიუმს, შეფასებასა და სანქციას. კომისიის მიერ დამუშავდება
დებულება გამოცდის შესახებ, რომელიც საერთო სახელმწიფოებრივი მოთხოვნების
საფეხურზე დგება, სადაც მითითებულია რა გამოცდები უნდა ჩააბარონ ამა თუ იმ
ფაკულტეტზე, როგორი კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს,აბიტურიენტის ცოდნა და ა.შ.
ეს არის ფილტრის პირველი შრე. მეორე შრე მოიცავს მუშაობის გამოცდილებას წერითი
ნამუშევრებისა და ზეპირი ცოდნის შფასებისას, რომლის ხარისხობრივ მაჩენებლად
ითვლება მოცემულ საგანში კონკრეტული ცოდნის გამოვლენა წინა წელთან შედარებით.
აბიტურიენტთა ცოდნის შფასება იძლევა ბაზას პედაგოგთა საბოლოო შეფასებისა და
დასკვნისათვის. მესამე შრე მოიცავს კომისიის მუშაობას, რომელიც ახარისხებს
აბიტურიენტთა საგამოცდო ტურის შდეგებს წინა წლებთან შედარებით. ჯერ წინ
გაიშვება პიროვნება, რომელსაც აქვს მაქსიმალური შფასება, შემდეგ საშალო და ბოლოს
თუ რჩება ადგილი გაიშვება მინიმალური შფასების მქონე აბიტურიენტებიც. ფილტრის
მესამე ელემენტი გამოიხატება სოციალური სანქციით, რომელიც შეიძლება იყოს
პოზიტიური (გაშვება) ან ნეგატიური (არ გაშვება). ამგვარად სოციალური იერარქია ეს
არის ფილტრაციის სისტემა, რომელიც ზემოთ იმ ადამიანს უშვებს, რომელიც
აკმაყოფილებს მოთხოვნის შესაბამის, გაცილებით მეტ კრიტერიუმს. ამიტომ
სოციოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ იერარქია წარმოადგენს კადრების ერთგვარ
სამჭედლოს,. როდესაც ფილტრის პროცესში იზრდება კრიტერიუმის სიმკაცრე.
შესაბამისად, რთულდება გამტარუნარიანობა. კანდიდატები მიისწრაფვიან დაიკავონ
უფრო მაღალი თანამდებობა და შესაბამისად თითოეული დონეც რთულდება.
სოციალური ფილტრის ბარიერად შეიძლება ჩაითვალოს ქონებრივი ცენზი, რაც
განმსაზღვრელ კრიტერიუმად ითვლება ხშირად მიზნის მიღწევის პროცესში.
მაგალითად, განათლების, როგორც მობილობის ერთ-ერთი არხის მისაღებად საჭიროა
ფული ან ხშირად მაღალი სოციალური წარმომავლობა.

მაგალითად, შუა საუკუნეების ჩინეთში შექმნილი იყო სკოლის სამი საფეხური:

1. საყოველთაო სკოლები, სადაც შიძლებოდა ყველას დაშვება, მიუხედავად გონებრივი


უნარებისა და მატერიალური შსაძლებლობებისა. ეს იყო ყველაზე დაბალი საფეხური.

2. მეორე საფეხურის სკოლები, რომლებშიც წარმოშობისა და ქონებრივი ცენზის


მიუხედავად დაიშვებოდნენ ყველა, ვინც გამოირჩეოდა განსაკუთრებული
პოტენციალით და ნიჭით.

3. მესამე და უმაღლესი საფეხური იყოსკოლები, სადაც სწავლობდნენ მხოლოდ მაღალი


სოციალური წარმოშობის მოსწავლეები, რომელთა ძირითადი მახასიათებელი ასევე
უნდა ყოფილიყო ნიჭი. სკოლის ამ საფეხურდამთავრებულისთვის უკვე საკმაოდ
გამარტივებულ პროცესს წარმოადგენდა ფილტრის ის საფეხური, რასაც ეწოდა
სამსახურის დაწყებისთვის გასავლელი კონკურსი.

მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთ-ერთმა კრიტერიუმმა, როგორიცაა


გონებრივი უნარი, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ძირითად განმსაზღვრელ
კრიტერიუმად დარჩა სოციალური წარმომავლობა და ქონებრივი ცენზი. ხოლო ამ
სკოლადამთავრებულების იმიჯი კი იგივე რჩებოდა, ანუ მათ ყოველგვარი ბარიერის
გარეშე იღებდნენ სამსახურში.

ხშირ შემთხვევაში გარკვეული კრიტერიუმი სოციალური ფილტრის პროცესში


წარმოადგენს აუცილებელ და მნიშვნელოვან ფაქტორს. ხშირ შემთხვევაში კი პირიქით,
ხელშემშლელ ფაქტორს. მაგალითად, ასაკობრივი ცენზი: ერთი მხრივ შეიძლება იყოს
ხელშემწყობი, მეორე მხრივ ხელშემშლელი ფაქტორი. 35 წელი არის საპრეზიდენტო
ასაკი, ასევე სხვა მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
აუცილებელი მოთხოვნა. სხვა შემთხვევაში კი მაგალითად, სპორტულ მოღვაწეობაში
პირიქით. ე.ი. კრიტერიუმის შერჩევისას ხშირად გამოცდილებასთან და თეორიულ-
მეცნიერულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია სიტუაციური გარემოსა და
მოთხოვნების გათვალისწინება.

კითხვები თვითშეფასებისათვის:

1.რამდენ ეტაპს მოიცავს სოციალური ფილტრის სისტემა;

2. კრიტერიუმების შერჩევისას რა ძირითადი ფაქტორებია გასათვალისწინებელი


პროცესში მონაწილე პირთათვის;

3. ჩამოაყალიბეთ მემკვიდრული სოციალური კაპიტალის, როგორც ერთ-ერთი


მობილობის არხის დადებითი და უარყოფითი ეფექტები სოციალური ფილტრაციის
პროცესში;
4.ჩამოაყალიბეთ მემკვიდრული კულტურული კაპიტალის ეფექტები სოციალური
ფილტრის პროცესში.

5.რა როლი აქვს სოციალური ფილტრის სისტემას კადრების შერჩევის პროცესში.

ტერმინთა განმარტებები:

1.მემკვიდრული სოციალური კაპიტალი-ნაცნობ-მეგობართა წრე.

2.მემკვიდრული კულტურული კაპიტალი-სოციალური ნორმების ის სისტემა,


რომელსაც იძლევა ოჯახი, სკოლა და სხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო
ინსტიტუტები.

3.სოციალური სანქცია-სოციალური ფილტრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება,


რომელიც შეიძლება იყოს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი;

4.ტაბუ-აკრძალვა, რომელსაც ერთნაირად ექვემდებარება, როგორც ზნეობრივი ნორმის


შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, ასევე იურიდიული კანონის შესაბამისად
მიღებული გადაწყვეტილება.

You might also like