You are on page 1of 22

მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 1

ლიტერატურა:
1. Социология управления, Н. В. Майорова, С. А. Баркалов, А. И. Половинкина, И. С.
Половинкин
Глава 1. Управление в социально-экономических системах

ლექცია IX:

ადამიანური ფაქტორი მენეჯმენტში

მართვა/მენეჯმენტი თავისი არსით სოციალური ფენომენია, იმდენად რამდენადაც


ნებისმიერი ორგანიზაცია ესაა სოციალური სისტემა. თუმცა თითოეული
ორგანიზაციაში მართვის პროცესი სოციალური არის მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
მასში არის ორიენტირები სოციალურ მიზნებსა და ღირებულებებზე, რამდენად ხდება
მათ რეალიზება და რამდენადაა ამ ორიგანიზაციის მართვის მეთოდები ჰუმანური და
ატარებენ ადამიანურ ხასიათს.

ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში ერთ-ერთ მთავარ
და ყველაზე ძვირად ღირებულ რესურსს წარმოადგენენ ადამიანები/თანამშრომლები.
ხოლო მათი როლის სათანადიოდ არდაფასება აუცილებლად მიგვიყვანს
კომპანიის/ორგანიზაციის კრიზისამდე.

მართვისის შესახებ მეცნიერებებისთვის საინტერესოა პასუხი შეკითხვაზე: რით


განსხვავდება ადამიანი, როგორც მართვის ობიექტი, თვით ყველაზე რთული
ტექნიკური სისტემისგან, რომელიც თავის მხრივ შეიძლება ასევე იყოს მართვის
ობიექტი?

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 2

ერტი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ ასეთი განსხვავებები საკმაოდ ბევრია. თუმცა
მენეჯმენტის პროცესში ყველა მათგანის გათვალისწინება კონსტუქციულ შედეგამდე
ვერ მიგვიყვანს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოვყოთ ძირითადი და არსებითი


მახასიათებლები, რომელიც ადამიანის ქცევას განასხვავებს ტექიკური ობიექტის
ქცევისგან. სწორედ ასეთი მახასიათებლების ერთბლიობას შეგვიძლია ვუწოდოთ
ადამიანური ფაქტორები მენეჯმენტის სისტემაში.

ადამიანური ფაქტორები მენეჯმენტის სისტემაში, ესაა ადამიანის, როგორც


მართვის ობიექტის მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც
განსაზღვრავს მის აქტიურ ზეგავლენას მმართველ სისტემაზე.

ფრანგი სოციოლოგის, სოციოლოგიის როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების


ფუძემდებლის ოგიუს კონტის მიერ იქნა ფორმულირებული ადამიანის
ინტელექტუალური ევოლუციის 3 სტადია:

1. თეოლოგიური (ღმერთისეული);
2. მეტაფიზიკური (ფილოსოფიური);
3. პოზიტიური (მეცნიერული);

კონტის აზრით, მხოლოდ პოზიტიურ სტადიაზეა შესაძლებელი


მენეჯმენტის/მართვის პროცესის განხორციელება.

ასევე ფრანგი სოციოლოგი ემილ დიურგჰეიმი, თავის ნაშრომში „საზოგადოებრივი


შრომის განაწილების შესახებ“, აყალიბებს კონცეფციას სოლიდარობის შესახებ,
რომელშიც სოლიდარობას განიხილავს როგორც უმაღლეს უნივერსალურ მორალურ
ღირებულებას, რომელსაც შეუძლია შექმნას სრული ჰარმონია და ერთიანობა
საზოგადოებაში.

ის განიხილავს სოლიდარობის 2 ტიპს:

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 3

 მექანიკური სოლიდარობა - რომელსაც ადგილი აქვს უფრო ნაკლებად


განვითარებულ საზოგადოებებში, რომელსაც ახასიათებს საერთო
კოლექტიური ცნობიერება;
 ორგანული სოლიდარობა - იგივე სოციალურ-ნებაყოფილობითი, რომელიც
აღმოცენდება უფრო მეტად განვითარებულ საზოგადოებებში, სადაც
კოლექტიური ცნობიერება ღებულობს იღებს ახალ ფორმებს და იცვლება
შინაარსობრივად;

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ჩარლზ დარვინის კვლევებში იყო ხაზგასმა იმაზე,
რომ ადამიანი სულ უფრო და უფრო ეყრდნობა სოციოკულტურულ ფაქტორებს და
რომ კულტურამ და განათლებამ მისცა საშუალება ადამიანს გადარჩენილიყო ამ
სწრაფადა ცვალებად და სასტიკ სამყაროში.

გერმანელი სოციოლგოი მაქს ვებერი თავის შრომაში „პროტესტანტული ეთიკა და


კაპიტალიზმის სული“ აანალიზებს რელიგიის გავლენას ადამიანის ეკონომიკურ
ქცევაზე და განიხილავს რელიგიას, როგორც მსოფლმხედველობის ნაწილს.

მას მიაჩნდა, რომ მხოლოდ პროტესტანტული რელიგია შეიძლებოდა გამხდარიყო და


გახდა კიდეც კაპიტალიზმის „აკვანი“. მისი აზრით მომწიფებული კაპიტალიზმი,
იმპორტირებული ჩამორჩენილ ქვეყანაში, კიედვ უფრო გაამძაფრებს რადიკალურ
სოციალისტურ ელემენტებს და მიგვიყვანს რევოლუციამდე.

მენეჯემენტში ადამიანური ურთიერთობების სკოლის აღმოცენება უკავშირდება


გერმანელი ფსიქოლოგის, მიუნსტერბერგის სახელს, რომელმაც შეიმუშავა
ფსიქოტექნიკა - ესაა ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფსიქოლგოიის
ელემენტების გამოყენებას ისეთი პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტისას,
რომელიც ძირითადად შრომის ფსიქოლოგიას, პროფორიენტაციას და პროფესიულ
შერჩევას უკავშირდება.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 4

ამერიკელმა ადამიანური ურთიერთობების სკოლის მიმდევარმა ფოლეტმა, წინა


პლანზე გამოიტანა შრომისა და კაპიტალის ჰარმონიზაციის იდეა, რომელიც შეიძლება
მიღწეულ იქნეს ყველა დაინტერესებული მხარის სწორი მოტივირებითა და მათი
ინტერესების გათვალისწინებით. ის თვლიდა, რომ მენეჯერი უნდა მართვადეს
ყოველი კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად და არა იმ ნორმების მიხედვით,
რომელიც დადგენილია მართვაში.

ჩვენ წინა ლექციებიდან უკვე ვიცნობთ ადამიანური ურთიერთობების სკოლის


წარმომადგენელს მეიოს და მისი „ხოტორნის ექსპერიმენტების“ სერიას. ამ
ექსპერიმენტების შედეგების განზოგადებით მეიომ შექმნა მენეჯმენტის სოციალური
ფილოსოფია - ადამიანურ ურთერთობათა სისტემა.

მეიო ცდილობდა მოეხდინა ადამიანის სულიერი სტიმულების აქტივაცია, რომელთა


შორისაც ყველაზე ძლიერად თვლიდა ადამიანების მისწრაფებას ჩამოაყალიბოს
თბილი და მეგობრული ურთიერთობები სამსახურში.

ხოტორნის ექსპერიმენტების სერიით მეიომ დაამტკიცა ის, რომ შრომის


ნაყოფიერებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა ქცევითი ფაქტორები,
დამოკიდებულება ხელმძღვანელთან და გუნდურ მუშაობაში ჩართულობის
გაცნობიერება.

მენეჯერებისთვის საბედნიეროდ, თანამედროვე მართვის ფსიქოლოგია ძალიან


ბევრ მეთოდს გვთავაზობს, თუ როგორ უნდა გავუგოთ ადამიანებს და შესაბამისად
ავაწყოთ მათ შორის ეფექტური ურთიერთიბები - ნებისმიერ სოციალურ-
ეკონომიკურ სისტემაში.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 5

ალფრედ ადლერის „პიროვნების ინდივიდუალურობის თეორიის“ საფუძველს


წარმოადგენს დებულება იმის თაობაზე, რომ ადამიანი განუყოფელია
სოციუმისგან.

მას მიაჩნდა, რომ ყოველი ადამიანი თავის ბედს თვითნ ქმნის, ხოლო
პიროვნულობის თეორიის მიზანი არის შეასრულოს ორიენტირის როლი
ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ქმედების მისაღებად.

ადლერი თვლიდა, რომ ადამიანის ცხოვრება არის მუდმივი სრულყოფილებისკენ


სწრაფვა. ადამიანი არის შემოქმედებითი საწყისი, ის არის სოციალური ცხოვრების
ნაწილი.

ყველა ადამიანს ცალსახად გააჩნია ე.წ. „ცხოვებისეული სტრატეგია“, რომელიც


წარმოადგენს მის სამოქმედო ინსტრუმენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მკვლევარები განსახვავებენ „ცხოვრებისეული სტრატეგიის“ ორ ჯგუფს, რომელიც


ერთმანეთისგან განსხვავდება შინაგანი და გარეგანი მისწრაფებების
პრიორიტეტულობის მიხედვით.

 გარეგანი მისწრაფებები - ეფუძნება მატერიალური კეთლდღეობის,


სოციალური აღიარებულობის და ფიზიკური მიმზიდველობის ღირებულებებს;
 შინაგანი მისწრაფებები - პიროვნული ზრდის, ჯანმრთელობის, სიყვარულის
და მიჯაჭვულობის ღირებულებებს;

ერთ-ერთი მეცნიერული შეხედულების მიხედვით, განასხვავებენ სამი ტიპის


ცხოვრებისეულ სტარტეგიას:

1. ცხოვრების საშუალების არჩევა;


2. წინააღმდეგობრიობის „მინდა - მაქვს“ დაძლევა;
3. თვითრეალიზაციისთვის პირობების შექმნა;

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 6

ამავე თეორიის მიხედვით პიროვნება არის მომწიფებული/სრულყოფილი, თუ მას


შეუძლია დაარეგულიროს მიმართება მატერიალურ და სოციალურ-სულიერ
ღირებულებებს შორის.

ცხოვრებისეული სტრატეგიის მთავარი მახასიათებლებია:

 ადამიანის მსოფლმხედველობრივი პოზიცია;


 პასუხისმგებლობის დონე;
 ცხოვრების გააზრების ხარისხი;
 ღირებულებათა სისტემა;
 ადამიანთაშორისი დამოკიდებულებები;

მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის წარმატება და რა როლი აქვს მას ადამიანის

ცხოვრებაში, როგორ ესმის ის თითოელ ჩვენთაგანს, რა არის წარმატების აღქმის


კრიტერიუმი ადამიანისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია წარმატების განცდა
პიროვნებისთვის.

წარმატება ესაა პიროვნების თვითდამკვიდრების და თვითრეალიზაციის


უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი.

წარმატების ცნება შეიძლება დაწყვილდეს სხვადასხვა მიმართულებებთან: „წარმატება


- მიღწევა“, „წარმატება - აღიარება“, „წარმატება - გადალახვა“, „წარმატება -
თვითდამკვიდრება“, „წარმატება - მოწოდება“ და კიდევ მრავალ სხვასთან.

წარმატების მოთხოვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, იმდენად რამდენადაც


გამოხატავს ადამიანის საკუთარ თავთან და შესაძლებლობებთნ მუდმივ შეჯიბრს,
რომლის დროსაც ის ცდილობს გააუმჯობესოს წინა მიღწერული შედეგი.

ეს მოთხოვნილება გაოიხატება როგორც წესი გრძელვადიანი მიზნების დასახვაში და


მათი მიღწევის მცდელობაში.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 7

წარმატება ესაა სოციალური ფენომენი, რომელიც ახდენს პიროვნების პოტენციალის


და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის შეგრძნების გამტკიცებას ადამიანში.

ნებისმიერ ადამიანს აქვს წარმატებისკენ სწრაფის სურვილი - განსხვავება მხოლოდ


არის იმაში თუ ვის რა ტიპის წარმატება მიაჩნია მისთვის სასურველად და ვინ რას
მიიჩნევს წარმატებაში.

წარმატებისადმი დამოკიდებულება განსხვავდება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და


ის ძირითადად განისაზღვრება პიროვნების შესაძლებლობებით მოცემულ მომენტში
და ამ შესაძლებლობების გაცნობიერებულობის ხარისხით.

მაგალითად, აბიტურიენტისთვის წარმატების მთავრი კრიტერიუმი შეიძლება იყოს


უმაღლესში სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარება.

სტუდენტისთვის - კარგი განათლების და შესაბამისად, პროფესიის შესაფერისი


სამსახურის შოვნა.

ბიზნესმენისთვის წარმატება შეიძლება იყოს დიდ მოგებაზე გასვლა, ან სოციალურად


სასურველის იმიჯის მოპოვება, ან ორივე ერთად...

ჩვეულებრივი დასამქებულისთვის სასურველი წარმატება შეიძლება იყოს


დაწინაურების სურვილი, ხელფასის მომატება ან პროფესიული ზრდა...

მიხვდით ალბათ, რომ წარმატებისაკენ სწრაფვას და წარმატების აღქმას განაპირობებს


ადამიანის მიზანი როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაშიც.

ის, თუ რა მიზანი ამოძრავებს პიროვნებას მოცემულ მომენტში, დიდად განაპირობებს


მის ხედვას მისთვის სასურველ წარმატებაზე.

რა არის მიზანი - მიზანი არის სასურველი შედეგის გარკვეული ფორმა. ბუნებრივია


ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა მიზანი
შეიძლება ამოძრავებეს ადამიანს.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 8

გაცნობიერებული მიზანი - ესაა მძლავრი ფსიქოლოგიური რესურსი ნებიმიერი ტიპის


საქმიანობაში. მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სასურველი
შედეგის წინასწარი მოდელირება.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში დიდი ადგილი უკავია კონკურენციას, ამის


გათვალისიწნებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნებზე,
ღირებულებით ორიენტაციებზე, შრომისმოყვარაობაზე, საქმისადმი შემოქმედებით
მიდგომაზე, რისკზე წასვლის შესაძლებლობაზე, ლიდერობისადმი სწრაფვაზე და
მუდმივ თვითრეალიზაციაზე ორიენტირება.

ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როცა განვიხილავთ მენეჯერის პიროვნებას და


მის პიროვნულ უნარჩვევებს. მენეჯერის წარმატება დიდადაა დამოკიდებული ისეთ
პიროვნულ მახასიათებლებზე როგორებიცაა: ნება, პასუხისმგებლობა,
პროფესიონალური უნარჩვევები, ემოციონალური გაწონასწორებულობა, აზროვნების
პარამეტრები და სხვა მრავალი პიროვნილი მახასიათებლები.

ჩვენ ვახსენეთ წარმატებული მენეჯერის აზროვნების პარამეტრები - მოდით ვნახოთ


რას გულისხმობს ის.

აზროვნების პარამეტრები მოიცავენ სიღრმეს, მასშტაბურობას, სისწრაფეს და


მოქნილობას.

ღრმა აზროვნება განაპირობებს ადამიანის ანალიტიკურ შესაძლებლობებს და


გასაანალიზებელ სიტუაციაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის
შესაძლებლობას.

აზროვნების მაშტაბურობა საშუალებას აძლევს პიროვნებას მოახდინოს


გასაანალიზებელი სიტუაციის პრობლემების განზოგადება.

აზროვნების სისწრაფე პირდაპირ კორალაციაშია დროსთან და იმასთან თუ რამდენად


სწრაფად და ეფექტურად შეუძლია მენეჯერს სწორი ან ოპტიმალური
გადაწყვეტილების მირებ აყოველ კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციაში;

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 9

აზროვნების მოქნილობა - ესაა სწრაფი და ეფექტური თავსებადობა სიტუაციურ და


თანამედროვეობით გამოწვეულ ცვლილებებთან, სწრაფი ადაპტაცია ახალ
პირობებთან და ახლებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

წარმატებული ხელმძღვანელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია შეეძლოს


ადამიანებთან პროდუქტიული ურთიერთობების ფორმირება. ამ მიმართულებით
განსაკურებით დიდი წვლილი მიუძღვის დეილ კარნეგის, რომელმაც შეიმუშავა
ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი წესები - საქმიანობის და ცხოვრების
სხვადასხვა სფეროების მიხედვით.

სოციალური ჯგუფების ნაირსახეობები

ორგანიზაცია, ესაა სოციალური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მეტად


განვითარებული ფორმა, რომლის ელემენტებადაც გვევინებიან ადამიანები და მათ
შორის აღმოცენებული ურთიერთობები. ხოლო სისტემის მაფორმირებელ
ფაქტოერბად კი გვევლინებიან მიზნები, მართვის პროცესი და ურთიერთქმედება.

იმდენად, რამდენადაც ორგანიზაცია ფორმირდება როგორც სოციალური გარემო,


რომელიც მოიცავს სოციალურ ჯგუფებს, სტატუსებს, ნორმებს, ლიდერობისადმი და
კონფილიქტებისადმი დამოკიდებულებას, ეფექტური მართვისთის მენეჯერისთვის
მნიშვნელოვანია ესმოდეს ორგანიზაციის სოციალური სტრუქტურა და იმ
ურთიერთგანსხვავებული ჯგუფების ძირითადი მახასიათებლები, რომლებშიც
ერთიანდებიან ადამიანები.

„ჯგუფი“ ნიშნავს ერთგვაროვანი ელემენტებისგან შემდგარ ერთობას,


რომლებიც დაკავშირებულნი არაიან ერთმანეთთან.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 10

ჯგუფების კლასიფიკაციები სხვადასხვაგვარია და გამოიყურებიან ასე:

კლასიფიკაციის ტიპი ჯგუფის ტიპი


არსებობის მიხედვით; რეალური;

პირობითი;

ზომის მიხედვით; დიდი;

მცირე;

საქმიანობის სფეროს მიხედვით; მმართველობითი

საწარმოო

განვითარების დონის მიხედვით; მაღალგანვითარებული

სუსტადგანვითარებული

შექმნის პრინციპის და ადამიანთაშორისი ურთიერთბების ფორმალური;


ხასიათის მიხედვით; არაფორმალური;

არსებობის მიზნის მიხედვით; მიზნობრივი;

ფუნქციონალური;

ინტერესების მიხედვით;

მეგობრული;

ფუნქციონირების ბუნების მიხედვით; მუდმივი;

დროებითი;

ინდივიდის ჯგუფში გაერთიანების მიხედვით; რეფერენტული;

არარეფერენტული;

პირობითი ჯგუფი და რეალური ჯგუფები:

პირობითი ჯგუფში - ადამიანები გაერთიანებულნი არიან რაიმე საერთო ნიშნით -


ასაკი, სქესი, პროფესია, განათლების დონი და ა.შ. ასეთ ჯგფებში გაერთიანებული
ადამიანები შეიძლება საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს;

რეალურ ჯგუფებში - ადამიანები დაკავშირებულნი არაიან ერთმანეთთან ობიექტური


ურთიერთობებით და თან აცნობიერებენ თავიანთ ამ ჯგუფთან მიკუთვნებულობას.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 11

რეალური ჯგუფი შეიძლება იყოს დიდი და მცირე;

დიდი ჯგუფები - იყოფიან სტიქიურ ჯგუფებად, მოკლევადიან ჯგუფებად (ბრბო,


პუბლიკა, აუდიტორია) და დიდხნიან ჯგუფებად (კლასები, ერები, პროფესიული და
ასაკობრივი ჯგუფები);

მცირე ჯგუფები - ეს მარტივი ჯგუფებია, რომლის წევრებსაც აქვთ უშუალო კონტაქტი


ერთმანეთთან. ასეთი ჯგუფების განმასხვავებელი თვისებაა უშუალო კონტაქტი
ჯგუფის წევრებს შორის, სადაც თითოეული ჯგუფის წევრს შეუძლია გავლენა
იქონიოს მეორე ჯგუფის წევრის ქცევაზე. ასევე მათ ახასიათებთ
ურთიერთდაკავშირებულობა - ჯგუფის წევრები დაკავშირებული არიან
ერთმანეთთან თითოეული მათგანის ინტეერსების დაკმაყოფილებისთვის.

ასეთი მცირე ჯგუფები იყოფიან პირველად და მეორად ჯგუფებად;

პირველადი ჯგუფი - ხასიათდება სოლიდარობის მაღალი ხარისხით და ზედმეტად


განვითარებული „მე“-ს შეგრძნებით. ასეთ ჯგუფების ძირითადი მახასიათებლებია:

 მცირერიცხოვნობა;
 საერთო მიზანი;
 წევრების მსოფლმხედველობირივი სიახლოვე;
 თანაარსებობის ხანგრძლივობა;
 ჯგუფში გაწევრიანების ნებაყოფილობითობა;
 ჯგუფის წევრების ქცევის არაფორმალური კონტროლი;

მეორადი ჯგუფები - წევრებს შორის ფაქტიურად არ არსებობს ემოციონალური


კავშირები. მათი ურთერთკავშირი განპირობებულია მხოლოდ რაიმე კონკრეტული
მიზნის მიღწევის აუცილებლობით;

ყველა რეალური ჯგუფი შეიძლება დაიყოს ფორმალური და არაფორმალურ ჯგუფად;

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 12

არაფორმალური ჯგუფი - იქმნებიან სპონტანურად, მათ შორის ფორმალური


ორგანიზაციის ფარგლებშიც კი. მისი საფუძველია პიროვნებათშორისი
ურთიერთობები, საერთო ინტერესები, ორმხრივი სიმპატიები, ოფიციალური
სტრუქტურებისგან დამოუკიდებლობა, ხანდახან მათი მიზანი ბუნდოვანი და
არაფორმულირებულია, მათი საქმიანობაც არაფორმალურად კონტროლდება;

ფორმალური ჯგუფი - ესაა მცირე ჯგუფის ნაირსახეობა, რომლის წევრებს შორისაც


არსებული ქცევები და ურთიეთობები მკაცრად რეგლამენტირებულია მოცემული
ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

ფორმალური ჯგუფი იქმნება იმისთვის, რომ შეასრულოს ზემდგომი სტრუქტურილი


ერთეულის მიერ განსაზღვრული ფუნქციები.

ფორმალური ჯგუფის მახასიათებლებია:

 თანამშრომლობის მკაცრად განსაზღვრული მიზანი;


 ურთიერთობების არაპიროვნულობა;
 ფუნქციების დანაწილება ჯგუფის წევრებს შორის;
 მკაცრად რაციონალიზირებული ფუნქციები;
 ტრადიციებისგან დამოუკიდებლობა;

ფორმალური ჯგუფი მის თითეულ წევრს ანიჭებს მკაფიოდ განსაზღვრულ ფუნქციას.


ადგენს ჯგუფის სხვა წევრებთან მიმართების ნორმებს, თავისებურებებს და კანონებს -
ასევე მათი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს და სტიმულირების ფორმებს.

ფორმალურ ჯგუფებში პიროვნებათშორისი ურთიერთობები ყალიბდემა მკაცრად


დადგენილი ნორმის ფარგლებში - ასეთ ჯგუფში ავტორიტეტს განსაზღვრავს
თანამდებობა და არა პიროვნული მახასიათებლები.

როგორც კი ასეთ ჯგუფში პიროვნებათშორისი ურთიერთობები სცილდება დადგენილ


ნორმება, ეს ჯგუფი ფორმალურიდან გადადის არაფორმალური ჯგუფის ჩარჩოებში.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 13

გამოყოფენ ასევე რეფერენტულ ჯგუფებს.

რეფერენტულია ჯგუფი, რომლისადმი კუთვნილებაც ადამიანისთვის


მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომელი ჯგუფის წევრების აზრსაც ადამიანი
უფრთხილდება და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. შესაბამისად, თავისი
ქცევები შესაბამისობაში მოყავს ამ ჯგუფის ნორმებთან და ღირებულებებთან.

სინერგიის კანონის მიხედვით, ადამიანთა ჯგუფი არაა უბალოდ ამ ჯგუფში შემავალ


ინდივიდთა ჯამი. შესაბამისად, ჯგუფის რეაქცია არ ნიშნავს მისი წევრების რეაქციას.

როგორც წესი ჯგუფი - როგორც ასეთი სხვა კანონებით ცხოვრობს ვიდრე მისი
თითოეული წევრი. ზუსტად ასეთივე განსხვავებული გზით ახდენს გავლენას ჯგუფი
მის წევრებზე.

(სინერგიის კანონის მიხედვით - ჯგუფის საერთო ძალა ბევრად აღემატება მისი


თითოეული წევრის ინდივიდუალური ძალების ჯამს).

როგორც ხვდებით, ადამიანის მიკუთვნებულობა ამათუიმ ჯგუფისადმი შეიძლება


იყოს განსხვავებული - სიტუაციის და დროის შესაბამისად. შესაძლოა ერთსადაიმავე
დროს ადამიანი იყოს რამოდენიმე განსხვავებული ჯგუფის წევრი და შესაბამისად
თითოეული ამ ჯგუფის შიგნით იქცეოდეს განსხვავებულად.

რატომ არის თქვენი აზრით ვიცოდეთ ამ ჯგუფების ასეთი დეტალური


მახასიათებლები - განსაკუთრებით მენეჯმენტში?

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ქცევას - მისი ფსიქო-სოციალური მახსიათებლების და


მისი მოთხოვნილებები-მოტივების გარდა, დიდწილად განაპირობებს მისი ადგილი
საზოგადოებაში და მიკრო ჯგუფში, მის ირგვლივ არსებული ადამიანები და მათი
როლები ამ ადამაინებთან მიმართებაში.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 14

შესაბამისად, ადამიანების ქცევების შესასწავლად მნიშვნელოვანია იმ გარემოს


თავისებურებების ცოდნა, რაც კვლევისთვის საინტერესო სიტუაციაში ადამიანების
ქცევებს განაპირობებს.

ერთიდაიგივე პიროვნებას, სრულიად განსხვავებული მოლოდინი, მოთხოვნა და


მოთხოვნილება შეიძლება ქონდეს განსხვავებული ჯგუფის წევრების მიმართ -
შესაბამისად, მისი ქმედებებიც მისი მოლოდინებიდან გამომდინარეობს.

ამდენად, მენეჯერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული


თანამშრომლიც ინდივიდუალური ფსიქო-სოციალური მახასიათებლების გარდა,
იცოდეს მისი კუთვნილება ამათუიმ ჯგუფისადმი მისთვის საინტერესო და საჭირო
მომენტში - ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეს როგორ და რამდენად ცვლის ადამინის
ქცევებს, დამოკიდებულებებს და მოლოდინებს ესათუის სოციალური გარემო.

ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისთვის, რომ მან შეძლოს ამ ადამაინების მართვა


ორგანიზაციის და მისი მიზნების შესბამისად ისე, რომ თავად ამ ინდივიდის
მოთხოვნილებები და ინტეესებიც იყოს გათვალისწინებული.

გენდერული განსხვავებულობები მენეჯმენტის სოციოლოგიაში

მეცნიერება სწავლობს, იკვლევს, ანალიზს უკეთებს ადამიანურ კაპიტალს, შრომით


რესურსს, პერსონალს, რომელიც შედგენა მამაკაცების და ქალებისგან. ანუ შედგება
განსხვავებული გენდერული მახასიათებლის მგონე პერსონებიგან - ეს
განსხვავებულობები რაღათქმაუნდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია და
შესაბამისად, მათი გათვალისწინება საჭირო იარაღია მენეჯერის ხელში.

მენეჯმენტის სოციოლოგიაში ამ გენდერული განსხვავებულობების გათვალისწინება


საშუალებას იძლევა აქტუალიზება მოვახდინოთ მართვის მნიშვნელოანი

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 15

რესურსების, რომელიც სწორე ამ გენდერული განსხვავებულობებიდან


გამომდინარეობს.

გენდერი - ესაა მამაკაცის და ქალის განმასხვავებელი თავისებურებების ერთიანობა.

მოდით განვიხილოთ მამაკაცების და ქალების განსხვავებული მიდგომები


ორგანიზაციულ/ჯგუფურ ურთიერთობებში:

1.

მამაკაცები როგორც წესი ორიენტირებულნი არიან დამოუკიდებლობაზე და ამით


იმტკიცებენ თავიანთ ინდივიდუალურობას.

ქალები უფრო მიმართული არიან ურთიერთდამოკიდებულებისკენ - ისინი საკუთარ


ინდივიდუალურობას სწორედ სოციალურ კავშირებში პოულობენ.

2.

საქმიანი მოლაპარაკებების დროს მამაკაცები ორიენტირებულნი არიან დასახულ


მიზანზე და ამოცანებზე (მათ მირწევაზე);

ქალებისთვის კი იგივე სიტუაციაში მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესში


მონაწილე ადამაინებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები;

3.

მამაკაცების საუბრები უფრო ხშირად ინფორმატიულია;

ქალებისთვის კი მნიშვნელოვანია საუბრისას მოიპოვონ უკუკავშირი და მხარდაჭერა


ურთიერთობისას;

******

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 16

მამაკაცებისა და ქალების აღქმა და მდგომარეობა საზოგადოებაში დამოკიდებულია ამ


საზოგადოებაში გაბატონებულ ქცევით სტერეოტიპებზე, დამკვიდრებულ
ტრადიციულ ნორმებსა და ღირებულებებზე, კულტურულ, ფსიქოლოგიურ და
სოციალურ სტანდარტებზე.

ქალი შედარებით ფრთხილად რეაგირებს ოჯახში არსებულ ემოციურ კლიმატზე,


ასეთივე სიფრთხლით ეკიდება სამსახურში და სამეგობრო წრეში არსებულ ემოციურ
ფონს და მიმართულია იმისკენ, რომ უფრო უფრო მეტად გაუგოს/უთანაგრძნოს
ამათუიმ ჯგუფის წევრის სულიერმდგომარეობას.

ქალების გაცილებით უკეთ ახდენენ დეტალების გაანალიზებას და სიტუაციის


კონკრეტული მახასიათებლების შესწავლას. შეუძლიათ უფრო ზუსტად დაყონ ერთი
მთელი მის შემადგენელ ნაწილებად და მოახდინონ ამ ნაწილების დეტალური
ანალიზი.

ერთი მთელის შემადგენელი კომპონენტების ასეთი ასეთი სრული და ზუსტი


დეტალური ანალიზის წარმოება თითქმის შეუძლებელია მამაკაცების
უმრავლესობისთვის. სამაგიეროდ მათ შესწევთ უნარი აღიქვან სიტუაცია
მთლიანობაში - შემადგენელ კომპონენტებად დაშლის გარეშე, შეაფასონ ძირითადი -
ხდომილების სტრატეგიული ტენდენციები და დაამყარონ მთელის შემადგენელ
ნაწილებს შორის განზოგადებული და ინტეგრირებული კავშირები.

ქალები უფრო უკეთ ახდენენ გარემო წრის ემოციების ინტერპრეტირებას, ამიტომ


მათი მგრძნობელობა ურთიერთობის არავერბალური სიგნალების მიმართ, გვეხმარება
ავხსნათ მათი განსაკუთრებული ემოციურობა სამწუხარო და სასიხარულო ფაქტების
აღქმისას.

მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა და დაკვირვებებმა აჩვენა, რომ


ცუდ თანამშრომლებზე ქალებს და მამაკაცებს განსხვავებული რეაქციები აქვთ,
მაგალითად:

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 17

მამაკაცები თვლიან, რომ ცუდათ შესრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაუხადონ


სამუშაოს ხარისხის შესაბამისად - ანუ ცოტა.

ხოლო ქალებს ეცოდებათ ასეთი თანამშრომელი და მაინც იმდენივეს უხდიან,


რამდენსაც სხვებს - პიროვნული თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე.

სამაგიეროდ, თანამშრომლები თვლიან, რომ ქალები მამაკაცებზე უკეთ ფლობენ


მთელ რიგ პროფესიულ უნარ-ჩვევებს - ისინი უკეთ ახდენენ თანამშრომელთა
მოტივირებას და დაიმედებას, ისინი უკეთ უსმენენ.

თუმცა ქალები მიდრეკილნი არიან მიბაძონ მამაკაცის სტილს იყვნენ დინამიურები,


მკაცრები და დამაჯერებლები შედეგზე ორიენტირებულობაში.

როგორც წესი, წარმატებულ და საქმიან ქალებს ახასიათებთ:

 ქალურობასთან შერწყმული გამოკვეთილი ინდივიდუალუალიზმი - ეს


გამორიცხავს მის ცივ ხასიათს, სიმკაცრეს და მამაკაცთან მსგავსებას;
 ინტელექტუალური და საერთო აქტივობის მაღალი მაჩვენებელი და ბევრი
მამაკაცისგან განსხვავებით, მუდმივი ზრუნვა საკუთარ ფიზიკურ ფორმასა და
გარეგნობაზე;
 კოლეგიალურობა გადაწყვეტილების მიღებისას - მისი ფუნქციების
დელეგირება და კოლექტივში პიროვნებათშორის ურთიერთობებზე დიდი
ყურადღების ფონზე, თანამშრომლების წვრილმანებზე დაცვისგან უარის თქმა;
 შეუძლია მომენტალურად გადაერთოს ერთი სოციალური როლიდან მეორეზე
(ხელმძღვანელიდან - მეგობარზე, დედიდან - უფროსზე და ა.შ.);
 ის დარწმუნებულია, რომ ოჯახი ყოველთვის მხარს უჭერს და მის გევრდითაა;

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მეცნიერებმა ჰენინგმა და ჯარდენმა ჩაატარეს არაერთი


ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი საქმიან ქალებზე და მივიდნენ შემდეგ დასკვნებამდე:

 ქალებს აქვთ შედარებით დაბალი თვითშეფასება და მაღალი


თვითკრიტიკულობა - ამის ფონზე ისინი მამაკაცებზე გვიან იღებენ

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 18

გადაწყვეტილებას ჩაერთონ ბიზნეს-საქმიანობაში. მამაკაცებზე იშვიათად


იბრძვიან მიიღონ მაღალი საზოგადოებრივი სტატუსი, ხოლო კარიერას
განიხილავენ, როგორც თვითრეალიზაციის და პროფესიული ზრდის
შესაძლებლობას;
 ქალები უფრო მეტად შეზღუდულნი არაიან გამოიყენონ კარიერული
წინსვლისთვის არაოფიციალური ურთიერთობები, პროტექციონიზმი,
არაფორმალური ინფორმაციები და ა.შ. რომელსაც სხვათაშორის აქტიურად
იყენებენ მამაკაცები;
 ქალი თავიდანვე შეგუებულია დაქვემდებარებულის როლს როგორც ოჯახში,
ასევე სამსახურში, ხოლო მამაკაცებისთვის აპრიორულად მნიშვნელოვანია
ოჯახის უფროსის, დამცველის და მამა მარჩენალის როლი;
 ქალები მუმივად ცდილობენ დაუმტკიცონ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს,
რომ მათ შეუძლიათ კარგად შეასრულონ დაკისრებული სმაუშაო და ისინი
თანამდებობისთვის სრულიად შესაფერისები არიან. და ეს მაშინ, როცა მამაკაცი
ამას ბუნებრივადაც ასე თვლის;
 ქალი ჯანსაღად და პრაგამტულად უყურებს ცხოვრებას, თუმცა ხშირადაა
ალტრუიზმისკენ მიდრეკილი და ასევე ხშირად აკეთებ თავის საქმეს სრულიად
უანგაროდ;
 ქალებს არ უყვართ რისკზე წასვლა, ისინი მტკივნეულად განიცდიან კრიტიკას,
უხეშ მობყრობას და პირად შეურაცხოფას;

მამაკაცები ძირითადად სოციალურად დონიმირებენ საზოგადოებაში. მათი


ურთიერთობის სტილი ახდენს მათი ავტორიტეტის გამყარებას. როდესაც მამაკცები
აღმოჩნდებიან ლიდერებად ისეთ სიტუაციაში, სადაც არაა ფუნქციები მკაფიოდ
გადანაწილებული, მათ როგორც წესი ახასიათებთ ავტორიტარული, პრობლემაზე
ორიენტირებული მმართველობის სტილი. ხოლო ქალები მიდრეკილი არიან უფრო
დემოკრატიული და ექსპრესიული - „გუნდურობის“ მხარდამჭრი მენეჯერული
სტილისკენ.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 19

მამაკაცები მნიშვნელობას ანიჭებენ გამარჯვებებს, სხვებზე დომინირებას და


აღმატებულობას - ისინი საუბრობენ დამაჯერებლად და მკაცრად, აწყვეტინებენ
თანამოსაუბრეს, ეხებიან მათ ხელით, ხშირად უყურებენ თვალებში და ნაკლებად
იღიმიან.

ხოლო ქალები უპირატესობას ანიჭებენ ადამიანზე ზემოქმედების უფრო ირიბ


მეთოდებს - ისინი ნაკლებად აწყვეტინებენ თანამოსაუბრეს, უფრო ტაქტიანები და
ზრდილობიანები არიან საუბარში და ნაკლებად თავდაჯერებულნი;

ქალები მამაკაცები
ამჯობინებენ არ ისაუბრონ საკუთარ თავიანთ განსჯებში მეტად
სურვილებზე, პირდაპირ და მარტივად დამაჯერებლები არიან და ხშირად
მიდიან კომპრომისებზე; უჭირავთ ცალსახა პოზიცია;

იწყებენ და ინარჩუნებენ საუბარს; აკონტროლებენ და მიმართვაენ საუბარს;

აქვთ კარგად განვითარებული ამჩნევენ ცვლილებებს გარემოში;


ინტუიცია;

ხშირად მიმართავენ რჩევისთვის; დამოუკიდებლად ღებულობენ


გადაწყვეტილებებს;

სუსტები მაგრამ ამტანები არიან; ძლიერები არიან, თუმცა უფრო ემტად


ექვემდებარებიან სტრესს;

სტერეოტიპულები; შემოქმედებითად აზროვებენ;

ხშირად საუბრობენ პირველ პირში; ხშირად საუბრობენ უპიროვნო ფორმაში;

ხშირად არიან ექსტრავერტები; უფრო მეტად ინტროვერტები არიან;

მამაკაცების მოტივაციების იერარქიაში დომინანტი პოზიციები უკავიათ ისეთ


ღირებულებებს, როგორებიცაა კონკრეტული და აღქმადი გამარჯვებების შეგრძნება,
ოჯახის წევრების და საკუთარი ფინანსური დაცულობის აღქმა, თვითრეალიზაციის
შესაძლებლობა.

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 20

ქალებს კი დომინანტ პოზიციებზე აქვთ საინტერესო საქმიანობით დაკავება, ახალი


შთაბეჭდილებები და ადამიანებთან ურთიერთობები, საკუთარი შრომის შედეგების
აღქმა და თვითშეფასება.

ეს ქცევითი განსხვავებები მიუთითებენ ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ


ღირებულებით განსხვავებულობებზე, რომლის მიხედვითაც ქალები უფრო ნაკლება
არიან ფინანსურად ორიენტირებულნი ვიდრე მამაკცები.

მკვლევარების - ბელკის და ვალენდორფის მიხედვით, ქალები ფულს აღიქვამენ,


როგორც ნივთები მოპოვების შესაძლებლობას - შესაბამისად უფრო ხშირად
განიცდიან ფრუსტრაციას მისი უქონლობით და მიჯაჭვულობას მათ მიმართ, ვისაც ის
აქვს.

მამაკაცები ფულს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე მათი მეშვეობით


ნივთების მოპოვების საშუალებაა - ისინი უფრო კომპენეტნურნი არან ფულთან
ურთიერთობაში და მეტს რისკავენ მის მოსაპოვებლად. მამაკაცები ფულში ხედავე
ძალას და ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას.

ქალები ხშირად ხარჯავენ ფულს დეპრესიის დროს და თვლიან, რომ ფულის შოვნა
მთლიანად დამოკიდებულია ადამანის შესაძლებლობებზე.

მამაკაცი და ქალი მენეჯერების ღირებულებითი ორიენტაციების კვლევისას


ფიქსირდება შემდეგი განსხვავებები მათ ძირითად ღირებულებებს შორის:

მამაკაცისთვის ღირებულებით ორიენტაციების შკალაზე ადგილები ასეთნაირად


ნაწილდება:

1. ჯანმრთელობა;
2. ბედნიერი ოჯახური ცხოვრება;
3. თავისუფლება;
4. საკუთარ თავში დარწმუნებულობა;
5. სიყვარული;

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 21

6. მატერიალური უზრუნველყოფა;
7. საინტერესო საქმე;

ეხლა რაც შეეხებათ ქალებს, მათთან სიტუაცია შედეგნაირია:

1. ბედნიერი ოჯახური ცხოვრება;


2. ჯანმრთელობა;
3. სიყვარული;
4. მატერიალური უზრუნველყოფა;
5. საინტერესო საქმე;
6. საკუთარ თავში დარწმუნებულობა;
7. თავისუფლება;

ინსტრუმეტალურ ღირებულებათა შკალაზე, მამაკაცების და ქალების ღირებულებები


შემდეგნაირად ნაწილდებიან:

ქალები მამაკაცები
1 პასუხისმგებლობა; 1 დამოუკიდებლობა;

2 პატიოსნება; 2 განათლება;

3 განათლება; 3 პასუხისმგებლობა;

4 დამოუკიდებლობა; 4 პატიოსნება;

5 აღზრდა; 5 თვითკონტროლი;

ამ ინსტრუმენტალური ღირებულებების აბალიზით დგინდება, რომ მამაკაცები უფრო


მეტად მიმართულნი არაიან პიროვნული პოტენციალის ზრდისკენ მაშინ როდესაც
ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვან კომპონენტს ღირებულებათა შკალაზე ეთიკური
ღირებულებები წარმოადგენს.

ეს კვლევები ადასტურებენ იმას, რომ თავიანთი მიზნების მიღწევისას მენეჯერულ


საქმიანობაში, როგორც მამაკაცები ასევე ქალები ეყრდნობიან არამხოლოდ შინაგან

MARI BANDZELADZE
მენეჯმენტის სოციოლოგია, ლექცია 9 22

პიროვნულ შესაძლებლობებს - როგორებიცაა შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა,


განათლება, არამედ ისეთ გარე საშუალებებსაც, როგორებიცაა საჭირო კავშირები და
გარემოებათა შესაბამისი დამთხვევა.

წარმატების მიღწევისთვის მამაკაცები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ისეთ თვისებას,


როგორიცაა შემართება. ხოლო ქალები უფრო მეტად გამოყოფენ ისეთ თვისებას,
როგორიცაა საკუთარი შრომითი აქტივობა.

ჯერ კიდევ თომას მორი განიხლავდა სქესთა ურთიერთდამოკიდებულების


პრობელმას - წერდა რა მამაკაცების და ქალების თანასწორ შესაძლებლობებზე
როგორც სწავლასთან, ასევე მენეჯერულ საქმიანობასთან მიმართებაში.

მაგრამ, როგორც პარკინსონი ამტკიცებდა - „თანასწორობის თეორია“ პრაქტუკულად


შეუძლებელია, რადგან ქალბატონებს მიუხედავად დეკლარირებული
თანასწორუფლებიანობისა, ყველთვის უნდათ რომო მათ ექცეოდნენ როგორც
ქალბატონებს.

MARI BANDZELADZE

You might also like