You are on page 1of 8

ლოგისტიკა ლექცია №2

ლექცია №2

ლოჯისტიკის კონცეფცია და ფუნქციები

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021


ლოგისტიკა ლექცია №2
1. ლოჯისტიკის კონცეფცია
2. ლოჯისტიკის ექვსი წესი
3. ლოჯისტიკის ფუნციები
4. ლოჯისტიკის ფუნქციური ურთიერთკავშირი მარკეტინგთან, ფინანსებთან და
წარმოების დაგეგმვასთან

1. ლოჯისტიკის კონცეფცია

„კონცეფცია“ (უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტების თანახმად) არის


შეხედულებათა სისტემა, მოვლენების, პროცესების ესა თუ ის გაგება.
ლოჯისტიკის შესწავლა უნდა ემყარებოდეს ლოჯისტიკური მიდგომის ძირითადი იდეის
გაგებას. მატერიალური ნაკადების, ისევე, როგორც საწარმოო, სავაჭრო და სამეურნეო
საქმიანობის სხვა სახეების, მართვის საქმიანობა ხორციელდებოდა ადამიანის მიერ მისი
ეკონომიკური განვითარების ყველაზე ადრეული პერიოდიდან. ლოჯისტიკური მიდგომის
სიახლე მატერიალური ნაკადების მართვაში, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს სამეურნეო
საქმიანობის სხვადასხვა სახეს შორის პრიორიტეტების ცვლაში მატერიალური ნაკადების
მართვაში საქმიანობის მნიშვნელობის გაძლიერების სასარგებლოდ. კაცობრიობამ მხოლოდ
ახლახან გააცნობიერა ეფექტიანობის ამაღლების რა პოტენციალს ფლობს ნაკადური
პროცესების რაციონალიზაცია ეკონომიკაში.
ლოჯისტიკის კონცეფცია არის რაციონალიზაციაზე სამეურნეო საქმიანობის
შეხედულებათა სისტემა ნაკადური პროცესების ოპტიმიზაციის გზით. დავახასიათოთ მისი
ძირითადი დებულებები.
1.სისტემური მიდგომის პრინციპის რეალიზაცია.
მატერიალური ნაკადის ოპტიმიზაცია შესაძლებელია ერთი საწარმოს ან მისი
განყოფილებების ფარგლებში. თუმცა მაქსიმალური ეფექტი შეიძლება მივიღოთ ან მხოლოდ
ერთობლივი მატერიალური ნაკადის ოპტიმიზაციით მთელ ხაზზე, ნედლეულის პირველადი
წყაროდან საბოლოო მომხმარებლამდე, ან მის ცალკეულ მნიშვნელოვან უბნებზე. ამასთან
ერთად, მასალაგამტარი ჯაჭვის ყველა რგოლი, ანუ მაკროლოჯისტიკური და
მიკროლოჯისტიკური სისტემების ყველა ელემენტი უნდა მუშაობდეს როგორც ერთიანი
შეთანხმებული მექანიზმი. ასეთი ამოცანის გადასაწყვეტად აუცილებელია სისტემური
პოზიციიდან მივუდგეთ ტექნიკის არჩევას, მასალების მოძრაობის სხვადასხვა უბანზე
ურთიერთდაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტებას და სხვა საკითხებს,
რომლებიც ეხება მატერიალური ნაკადების ორგანიზაციას.
უფრო დაწვრილებით ლოჯისტიკაში სისტემური მიდგომის არსი და პრინციპები
განიხილება ქვემოთ.
2. უარი უნივერსალური ტექნოლოგიური და ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობის
გამოშვებაზე. იმ მოწყობილობის გამოყენება, რომელიც ძირითადად კონკრეტულ პირობებს
შეესაბამება.
აქ არ შევჩერდებით იმის მტკიცებაზე, რომ რაიმე ოპერაციის შესრულებისას
უნივერსალური მოწყობილობა, როგორც წესი, აგებს იმ მოწყობილობასთან, რომელიც
შექმნილია სპეციალურად ამ ოპერაციის შესასრულებლად. ეს მდგომარეობა სავსებით
ვრცელდება ლოჯისტიკურ პროცესებზეც. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ნაკადური პროცესების

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021


ლოგისტიკა ლექცია №2
ოპტიმიზაცია მოწყობილობის გამოყენების ხარჯზე, რომელიც უპასუხებს მუშაობის
კონკრეტულ პირობებს, შესაძლებელია მხოლოდ ფართო ნომენკლატურის მქონე წარმოების
სხვადასხვაგვარი საშუალების გამოშვებისა და მასობრივი გამოყენების პირობებში.
მაშასადამე, იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ლოჯისტიკური მიდგომა მატერიალური ნაკადების
მართვისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების საკმაოდ
მაღალი დონე.
3. ტექნოლოგიური პროცესების ჰუმანიზაცია, შრომის თანამედროვე პირობების
შექმნა.
ლოჯისტიკური სისტემის ერთ-ერთი ელემენტია კადრები, ანუ სპეციალურად
მომზადებული პერსონალი, რომელსაც უნარი აქვს, პასუხისმგებლობით შეასრულოს თავისი
ფუნქციები. თუმცა მუშაობა მატერიალური ნაკადების მართვის სფეროში ტრადიციულად
არაპრესტიჟულია, რაც ხსნის კადრების უკმარისობის მარადიულ პრობლემას.
ლოჯისტიკური მიდგომა, აძლიერებს რა მატერიალური ნაკადების მართვის სფეროში
საზოგადოების მოღვაწეობის მნიშვნელობას, ქმნის ობიექტურ წანამძღვრებს დარგში იმ
კადრების მოსაზიდად, რომელთაც აქვთ უფრო მაღალი შრომითი პოტენციალი. ამასთან
ერთად ადეკვატურად უნდა მოხდეს შრომის პირობების სრულყოფა. სხვაგვარად ეს იქცევა
სუსტ ადგილად.
4. ლოჯისტიკური დანახარჯების აღრიცხვა მთელი ლოჯისტიკური ჯაჭვის
სიგრძეზე.
ლოჯისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა _ დანახარჯების მინიმიზაცია
მატერიალური ნაკადის მისაყვანად ნედლეულის პირველი წყაროდან საბოლოო
მომხმარებლამდე. ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი
წარმოების დანახარჯების და მიმოქცევის აღრიცხვის სისტემა საშუალებას იძლევა გამოვყოთ
ხარჯები ლოჯისტიკისთვის. ასე ჩნდება ლოჯისტიკური სისტემის ოპტიმალური ვარიანტის
არჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი _ ერთობლივი დანახარჯების მინიმუმი მთელი
ლოჯისტიკური სიგრძეზე.
5. სერვისის მომსახურების განვითარება თანამედროვე დონეზე.
დღეს წარმოებული პროდუქციის უმრავლესობის ხარისხის მკვეთრი ამაღლება
ობიექტურად შეზღუდულია. ამიტომ მეწარმეთა სულ უფრო მეტი რაოდენობა მიმართავს
ლოჯისტიკურ სერვისს, როგორც კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებას.
დაუშვათ, ბაზარზე არის რამდენიმე მიმწოდებელი, რომლებიც აწვდიან მას ერთნაირი
ხარისხის ერთნაირ საქონელს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უპირატესობას მიანიჭებს
მათგან იმას, ვისაც მიწოდების პროცესში შეუძლია უზრუნველყოს სერვისის უფრო მაღალი
დონე, მაგალითად, მიიტანოს საქონელი ზუსტად დროზე მოხერხებული ტარით.
6. ლოჯისტიკურ სისტემათა ადაპტაციის უნარი გაურკვეველი გარემოს პირობებში.
დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საქონლის და მომსახურების გაჩენა ზრდის მათზე
მოთხოვნის გაურკვევლობის ხარისხს, განაპირობებს იმ მატერიალური ნაკადების
ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების მკვეთრ რყევას, რომლებიც გაივლის
ლოჯისტიკურ სისტემებს. ასეთ პირობებში ლოჯისტიკურ სისტემათა ადაპტაციის უნარი
გარემოს ცვლილებების მიმართ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზარზე მყარი
მდგომარეობისთვის.

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021


ლოგისტიკა ლექცია №2

2. ლოჯისტიკის შვიდი წესი

ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობას აქვს საბოლოო მიზანი, რომელმაც მიიღო


სახელწოდება „ლოჯისტიკის შვიდი წესი“.
1. Right product - საჭირო საქონლის მიწოდება;
2. Right quantity - საჭირო რაოდენობით;
3. Right condition - შესაბამისი ხარისხის
4. Right place - საჭირო ადგილას;
5. Right time -საჭირო დროს;
6. Right customer- -საჭირო მომხმარებელს;
7. Right cost - ოპტიმალური დანახარჯებით.
ლოჯისტიკური საქმიანობის მიზანი ითვლება მიღწეულად, თუკი ეს შვიდი პირობა
შესრულებულია, ანუ სათანადო ხარისხის საჭირო საქონელი აუცილებელი რაოდენობით
მიწოდებულია თავის დროზე საჭირო ადგილას მინიმალური დანახარჯებით

3. ლოჯისტიკის ფუნქციები

ეკონომიკაში მატერიალური ნაკადების მართვის პროცესის საშუალებით წყდება


უამრავი სხვადასხვანაირი ამოცანა. ეს ამოცანებია _ მოთხოვნის და წარმოების
პროგნოზირება, შესაბამისად კი გადაზიდვების მოცულობისაც, მატერიალური ნაკადების
მიმართულებების და ოპტიმალური მოცულობების განსაზღვრა, დასაწყობების ორგანიზაცია,
შეფუთვა, ტრანსპორტირება და სხვ. მრ. განვიხილოთ, ვინ წყვეტს ამ ამოცანებს.
მატერიალური ნაკადები წარმოიქმნება იმ სხვადასხვა საწარმოს და ორგანიზაციის
საქმიანობის შედეგად, რომლებიც აწარმოებს და მოიხმარს ამა თუ იმ პროდუქციას, ამა თუ იმ
მომსახურებას რომ საჭიროებს. ამ დროს მატერიალური ნაკადების მართვაში საკვანძო
მნიშვნელობა ენიჭება საწარმოებსა და ორგანიზაციებს:
 საერთო მოხმარების სატრანსპორტო საწარმოებს, სხვადასხვა საექსპედიციო
ფირმას;
 საბითუმო ვაჭრობის საწარმოებს;
 კომერციულ-საშუამავლო ორგანიზაციებს;
 საწარმო-დამამზადებლებს, რომელთა მზა პროდუქციის საწყობები ასრულებენ
მრავალნაირ ლოჯისტიკურ ოპერაციებს.
ამ საწარმოთა და ორგანიზაციათა ძალებით ყალიბდება მატერიალური ნაკადები,
უშუალოდ ხორციელდება და მოწმდება საქონელბრუნვის (მოძრაობის) პროცესი.
ლოჯისტიკური პროცესის ყოველი ჩამოთვლილი მონაწილე სპეციალიზდება
ლოჯისტიკური ფუნქციის რომელიმე ჯგუფის განხორციელებაზე. ამასთან ერთად, ტერმინი
`ფუნქცია~ შემდგომში უნდა აღვიქვათ როგორც მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც
ერთგვაროვანია ამ მოქმედებათა მიზნის თვალსაზრისით და მკვეთრად განსხვავებული
მოქმედებათა სხვა ერთობლიობისგან, რომელსაც ასევე აქვს გარკვეული მიზანი.

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021


ლოგისტიკა ლექცია №2
ლოჯისტიკური ფუნქცია - ესაა ლოჯისტიკურ ოპერაციათა გამსხვილებული ჯგუფი, რომელიც
მიმართულია ლოჯისტიკური სისტემის მიზნების რეალიზაციაზე.
ცხრილში 2.1 მოცემულია ძირითადი ლოჯისტიკური ფუნქციების ჩამონათვალი და
მათი მიახლოებითი განაწილება ლოჯისტიკური პროცესის სხვადასხვა მონაწილეს შორის. ამ
ფუნქციათაგან თითოეული წარმოადგენს მოქმედებათა საკმაოდ ერთგვაროვან
ერთობლიობას (მიზნის თვალსაზრისით). მაგალითად, სამეურნეო კავშირების
ჩამოსაყალიბებლად ყველა ღონისძიების საბოლოო მიზანი არის საქმიანი პარტნიორული
ურთიერთობის დამყარება ლოჯისტიკური პროცესის სხვადასხვა მონაწილეს შორის, ანუ
მაკროლოჯისტიკურ სისტემათა ელემენტებს შორის კავშირის ფორმირება.

ცხრილი 2.1

ძირითადი ლოჯისტიკური ფუნქციები


და მათი განაწილება ლოჯისტიკური პროცესის სხვადასხვა მონაწილეს შორის

ლოჯისტიკური პროცესის საერთო საბითუმო კომერციულ - საწარმო


მონაწილე სარგებ. ვაჭრობის საშუამავლო დამამზადებ-
ტრანსპორტი, საწარმოები ორგანიზაციები ლების მზა
ლოჯისტიკური საექსპედიციო პროდუქციის
ფუნქციის დასახელება ფირმა საწყობები
სამეურნეო კავშირების ჩამოყალიბება
საქონლის მიწოდებაზე ან მომსახურების X X X
გაწევაზე, მათი განვითარება, კორექტირება
და რაციონალიზაცია
მატერიალური ნაკადების მოცულობებისა და X X
მიმართულებების განსაზღვრა
შეფასებების საჭიროებები
გადაზიდვებში საპროგნოზო შეფასებების X X X
საჭიროებები
დასაწყობების ადგილიდან საქონლის
გადაადგილების თანამიმდევრულობის
X
განსაზღვრა, სასაწყობო რგოლიანობის
ოპტიმალური კოეფიციენტის განსაზღვრა
საქონელმოძრაობის ორგანიზებისას
სასაწყობო მეურნეობის განვითარება, X X
განთავსება და ორგანიზება
მიმოქცევის სფეროში მარაგების მართვა X

გადაზიდვის განხორციელება, აგრეთვე


ყველა აუცილებელი ოპერაცია გზაში X X
ტვირთის გადაადგილებისას დანიშნულების
პუნქტებამდე
ოპერაციების შესრულება, რომელიც
X X
ხორციელდება უშუალოდ საქონლის
გადაზიდვის წინა და დამასრულებელ ეტაპზე

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021


ლოგისტიკა ლექცია №2

აღვნიშნავთ ლოჯისტიკურ ფუნქციათა კომპლექსის ორ დამახასიათებელ


თავისებურებას:
ცხრილში 2.1 ყველა ჩამოთვლილი ფუნქცია ურთიერთდაკავშირებულია და
მიმართულია მატარიალური ნაკადის მართვაზე. სხვა სიტყვებით, ლოჯისტიკურ ფუნქციათა
მთელი კომპლექსი ერთობლივად აგრეთვე ექვემდებარება ერთ მიზანს:
ჩამოთვლილი ფუნქციების მატარებლები არიან სუბიექტები, რომლებიც
მონაწილეობენ ლოჯისტიკურ პროცესში.
ლოჯისტიკურ ფუნქციათა რეალიზაციის ეფექტიანობის კრიტერიუმია ლოჯისტიკური
საქმიანობის საბოლოო მიზნის მიღწევის ხარისხი, რომელიც გამოხატულია ლოჯისტიკის
ექვსი წესით.

4. ლოჯისტიკის ფუნქციური ურთიერთკავშირი მარკეტინგთან,


ფინანსებთან და წარმოების დაგეგმვასთან

განვიხილოთ, როგორ ნაწილდება მატერიალური ნაკადების მართვის ამოცანები ერთი


საწარმოს სხვადასხვა განყოფილებას შორის.
ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება და დაგეგმვა, მართვა და კონტროლი
მჭიდროდაა გადახლართული საწარმოში საქმიანობის სხვა სახეებთან. ხშირად
ლოჯისტიკური ფუნქცია ნაწილ-ნაწილ `დატაცებულია~ სხვადასხვა სამსახურის მიერ.
მაგალითად, წარმოებრივი საწარმოს ერთი ქვეგანყოფილება დაკავებულია მასალების
შესყიდვით, მეორე _ მარაგების შენახვით, მესამე _ მზა პროდუქციის გასაღებით. ამასთანავე
ამ ქვეგანყოფილებათა მიზნები შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ ერთობლივი მატერიალური
ნაკადის რაციონალური ორგანიზაციის მიზნებს, რომლებიც გაივლიან საწარმოში.
საწარმოში ლოჯისტიკური მიდგომა ფუნქციურ დაგეგმვაზე გულისხმობს სპეციალური
ლოჯისტიკური სამსახურის გამოყოფას, დამკვეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობის
ჩამოყალიბებიდან დაწყებული მყიდველთან მზა პროდუქციის მიწოდებით დამთავრებული.
განვიხილოთ, როგორ ურთიერთქმედებს ლოჯისტიკის სამსახური საწარმოს სხვა
სამსახურებთან.
ლოჯისტიკას ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი აქვს მარკეტინგთან.
გამოვყოთ შემდეგი ამოცანები, რომელთაც წყვეტს მარკეტინგის სამსახური საწარმოში:
 გარემოს ანალიზი და საბაზრო კვლევები;
 მომხმარებლების ანალიზი;
 საქონლის დაგეგმვა, წარმოების ასორტიმენტული სპეციალიზაცია;
 მომსახურების დაგეგმვა, საბაზრო ქცევის ოპტიმიზაცია მომსახურების ყველაზე
ხელსაყრელ გასაღებაზე.
თუკი პირველი ორი ამოცანა შეიძლება გადაწყდეს მარკეტინგის სამსახურის მიერ
ლოჯისტიკის სამსახურის გარეშე, მე-3 და მე-4 ამოცანები უნდა გადაწყდეს ერთობლივად.
ვთქვათ, მარკეტინგის სამსახურმა დაასაბუთა ახალი სახის პროდუქციის გამოშვების
აუცილებლობა, მაშინ ლოჯისტიკის სამსახურის ამოცანა იქნება წარმოების უზრუნველყოფა

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021


ლოგისტიკა ლექცია №2
ნედლეულით, მარაგების მართვა, ტრანსპორტირება, ამასთან ყველაფერი უნდა მოხდეს
ახალი სახის პროდუქციის ჭრილში.
მე-4 ამოცანის გადაჭრისას მარკეტინგი ფიზიკური განაწილებისთვის განსაზღვრავს
ლოჯისტიკური სერვისის მოთხოვნათა მკაცრ ჩარჩოებს. ამ მოთხოვნებს ასრულებს
ლოჯისტიკის სისტემა. ამგვარად, ლოჯისტიკა შეიძლება განვიხილოთ როგორც მარკეტინგის
სტრატეგიის რეალიზაციის ინსტრუმენტი.
ლოჯისტიკის სამსახური საწარმოში მჭიდროდ ურთიერთქმედებს წარმოების
დაგეგმვასთან. ეს განპირობებულია იმით, რომ, ჯერ ერთი, წარმოება უნდა რეგულარულად
უშვებდეს მზა ნაკეთობებს, ე.ი. იძლეოდეს სამუშაოთა მოცულობას გასაღების
ლოჯისტიკისთვის. მეორე, წარმოება დამოკიდებულია დამამზადებელ ლოჯისტიკაზე, ანუ
ნედლეულის, მასალების, მაკომპლექტებელი ნაწილების დროულ მიწოდებაზე გარკვეული
რაოდენობითა და გარკვეული ხარისხით.
ლოჯისტიკასთან წარმოების სუსტი ურთიერთკავშირი იწვევს მარაგის გაზრდას
სხვადასხვა უბანზე, დამატებითი დატვირთვის შექმნას წარმოებისთვის.
საქონლის ფასის ერთ-ერთი შემადგენელია სატრანსპორტო ხარჯები. სატრანსპორტო,
აგრეთვე სასაწყობო დანახარჯების კონტროლი და მართვა _ ესაა ფუნქცია, რომელსაც
ახორციელებს ლოჯისტიკის სამსახურთან ერთად ფინანსური სამსახური.
საწარმოში ლოჯისტიკის სამსახურის ფუნქციური ურთიერთკავშირი მარკეტინგის,
ფინანსების სამსახურებთან და წარმოების დაგეგმვასთან წარმოდგენილია ცხრილში2.2

ცხრილი 2.2
ძირითად ლოჯისტიკურ ფუნქციათა მიახლოებითი განაწილება საწარმოს
სხვადასხვა სამსახურს შორის
სამსახურის დასახელება

ფუნქციათა დასახელება ლოგისტიკა მარკეტინგი ფინანსები წარმოების


დაგეგმვა
X X X
საქონლის დაგეგმვა

X X
მომსახურების დაგეგმვა

შეფუთვა X X X X
წარმოების მომარაგება ნედლეულით, X X
მასალებით,მაკომპლექტებელი ნაწილებით
X X X
განაწილების სისტემაში მარაგების შევსება

X X
კონტროლი საწარმოო პროცესებზე

საწარმოს სასაწყობო მეურნეობის X X X X


დაპროექტება და განვითარება
X X
მოწყობილობის დაფინანსება

X X X
ტრანსპორტის მართვა

X X X X
მარაგების მართვა

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021


ლოგისტიკა ლექცია №2
კითხვები თვითშეფასებისათვის

1. დაასახელეთ ლოჯისტიკის კონცეფცია. ახსენით ცალკეული კონცეფტუალური


დებულების შინაარსი.
2. ჩამოთვალეთ `ლოჯისტიკის ექვსი წესი~.
3. განსაზღვრეთ ცნება `ლოჯისტიკური ფუნქცია~.
4. ჩამოთვალეთ ლოჯისტიკური პროცესის ძირითადი მონაწილეები.
5. დაასახელეთ სატრანსპორტო-საექსპედიციო ორგანიზაციების, საბითუმო ვაჭრობის
საწარმოების, კომერციულ-საშუამავლო ორგანიზაციების, საქონლის საწარმო-
დამამზადებლების ძირთადი ლოჯისტიკური ფუნქციები.
6. ჩამოთვალეთ ამოცანები, რომლებიც წყდება ლოჯისტიკის სამსახურის მიერ საწარმოს
სხვა სამსახურებთან ერთად, კერძოდ კი: მარკეტინგის სამსახურთან, ფინანსების
სამსახურთან, წარმოების დაგეგმვის სამსახურთან. დაასაბუთეთ ჩამოთვლილი
ამოცანების ერთობლივად გადაჭრის აუცილებლობა.

შემდგენელი: ქეთევან გოლეთიანი BSU-2021

You might also like