You are on page 1of 31

ეს პირველი სამი არ ვიცი და დანარჩენი ყველა სწორია 

1. რომელია სწორი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი არის ამავდროულად პარლამენტის


წევრი/ საპარლამენტო რესპუბლიკა გულისხმობს ორპალატიან პარლამენტსაც/ პარლამენტს
გამონაკლის შემთხვევებში დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებში შეუძლია გააერთიანოს
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები/ ყველა (?)
2. რომელია სწრორი დებულება – ხისტი კონსტიტუციის ერთ–ერთ მთავარ დადებით მხარედ
განიხილება ცვლილებებისადმი მისი მდგრადობა/ პოლიტიკური იდეოლოგიების ცნებისადმი
დადებითი დამოკიდებულების დამკვიდრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკუთვნის
მონარქს/ პოლიტიკის, როგორც მართვის ხელოვნების გაგებას საფუძველი ეყრება
თანამედროვე პერიოდში/ ყველა (?)
3. ამომრჩეველთა ქცევაზე ზემოქმედების მოკლევადიანი ფაქტორი არ არის – მასმედიის როლი/
ეკონომიკის მდგომარეობა/ პარტიული ლიდერების პიროვნება და რეპუტაცია/ პოლიტიკური
პარტიული იდენტიფიკაცია (?)
4. ელექტორატის ქცევის ინტერპრეტაციის ყველაზე ადრეული ფორმა იყო – ამომრჩევლის
პარტიასთან იდენტიფიცირების თეორია
5. საარჩევნო დიქტატურა – არცევნების ხშირი ჩატარება ქვეყანაში
6. იდეოლოგიზაცია ეს არის - კონკრეტული მიზნებისადმი პოლიტიკის დაქვემდებარება და
მათი მიღწევის მცდელობა რეალობის გათვალისწინების გარეშე
7. როგორ ხდება სხვადასხვა იდეოლოგიისა ან ფასეულობის საფუძველზე პოლიტიკური
მოვლენის გააზრება - სრულიად სხვადასხვა სახით განმარტება
8. კლასიკური დემოკრატია - პირდაპირი სახალხო მმართველობა
9. რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო - ლიბერალიზმი
10. ემპირიული მონაცემების დიდი მასივის ახსნა - თეორია
11. საერთაშორისო არენაზე ზეეროვნული სუბიექტების როლის ზრდაზე მიუთითებს -
პლურალიზმი
12. ისლამური რეჟიმი - ავტორიტარული/თეოკრატიული
13. ხმის მიცემის რომელი მოდელი უკავშირებს ელექტორალურ ქცევას გარკვეული
საზოგადოებრივი ჯგუფის კუთვნილებას - სოციოლოგიური
14. გავრცელებული შეხედულების მიხედვით, გლობალიზაციამ ეროვნული სახელმწიფო
შეიძლება – გააქროს
15. კონსერვატიზმი მოითხოვს – ევოლუციურ განვითარებას
16. განმათავისუფლებელი ნაციონალიზმი ეწოდება – კოლონიური ცენტრიდან
ერის/ხალხის/დაპყრობილი სახელმწიფოების პროცესს/
17. მარქსიზმი მოითხოვს – კლასობრივ რევოლუციას და ბურჟუაზიის დამხობას
18. ერის პოლიტიკური გაგება უპირატესობას ანიჭებს – ერის სამოქალაქო გაგებას
19. პოლიტიკის ტრადიციული შესწავლა გულისხმობს – ნორმატიულ
20. ლიბერალიზმის მიხედვით ერი არის – სამოქალაქო გაერთიანება
21. ძიძა სახელმწიფო გულისხმობს – სახელმწიფოს ხელშეწყობას საზოგადოებრივი
კეთილდღეობის მისაღებად
22. ისლამური რეჟიმები წარმოადგენს – თეოკრატიულ
23. მემარჯვენეობა პოლიტიკაში მოითხოვს – სახელმწიფოს ნაკლებ როლს და ჩარევას
24. ლიბერალიზმი ემხრობა – წარმომადგენლობით მმართველობას
25. მარქსიზმი მოითხოვს – კლასობრივი უთანასწორობის გაქრობას
26. კონსერვატიზმის მიხედვით, კერძო საკუთრება – ხელშეუხებელია
27. სამხედრო რეჟიმი ნიშნავს – ავტორიტარულ რეჟიმს
28. უნიტარიზმი მოითხოვს – ცენტრალიზაციას
29. ლიბერალური საზოგადოების ბირთვია – დამოუკიდებელი ინდივიდი
30. წარმომადგენლობითი დემოკრატია ემხრობა – საარჩევნო კონკურენციას და
მრავალპარტიულობას
31. პოლიარქია ეწოდება – დასავლურ დემოკრატიებს.
32. კლასიკური დემოკრატია ნიშნავს - პირდაპირ სახალხო მმართველობას
33. რომელი პრინციპი არ შედის წარმომადგენლობით ოთხ ძირითად მოდელს შორის –
ხელშემწყობი
34. რომელი არ წარმოადგენს კონსერვატიზმისათვის დამახასიათებელ ნიშანს –
კონსტიტუციონალიზმი
35. ვინ უწოდებდა პოლიტიკას ცრუ მეცნიერებას – მარქსი
36. რომელი საპარლამენტო ტრადიციის მიხედვით წარმოიშვა ტერმინები მემარჯვენე და
მემარცხენე – საფრანგეთი
37. რომელს აქვს დაუწერელი კონსტიტუცია – დიდი ბრიტანეთი
38. ვისი სიტყვებია – პოლიტიკა მეცნიერება კი არა ხელოვნებაა – ბისმარკი
39. რა არის ინიცირება – რეფერენდუმის ერთ–ერთი სახეობა, როდესაც საზოგადოებას შეუძლია
საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდეს
40. რომელი იდეოლოგიური მიმართულებისთვისაა დამახასიათებელი შემდეგი ელემენტები:
ისტორიული მატერიალიზმი, გაუცხოება, კლასობრივი ბრძოლა, ზედმეტი ღირებულებები,
კლასობრივი ცნობიერება – მარქსიზმი
41. რომელი კომპონენტი არ წარმოადგენს ლიბერალურ–დემოკრატიულ საარჩევნო სისტემის
საფუძველს – ღია კენჭისყრა
42. ვინ გამოიყენა მეცნიერებაში პოლიარქიის ცნება – დალიმ
43. პოლიტიკის შესწავლის ბიჰევიორალისტური ეტაპი – აქცენტს აკეთებს პოლიტ. ქცევის
შესწავლაზე
44. ვის ეკუთვნის მმართველობის ფორმების შესახებ ტიპოლოგია შემდეგი 2 კრიტერიუმით: ვინ
მართავს ვინ იგებს – არისტოტელე
45. რომელი კლასიფიკაცია ასახავს ურთიერთშეუთავსებელი იდეოლოგიისა და ეკონომიკური
სისტემის საკითხს – სამი სამყაროს ტიპოლოგია
46. რომელი არ წარმოადგენს პოლიტიკის შესწავლის ტრადიციას – ხარიზმატული
47. ყველა იდეოლოგია გვთავაზობს – პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების გზებს/
სასურველი მომავლის მოდელს/ არსებული წყობილების ანალიზს/ ყველა სწორია
48. პოლიტიკური გლობალიზაცია პირველ რიგში ვლინდება – საერთაშორისო ორგანიზაციების
მნიშვნელობის ზრდაში
49. პრაქტიკაში ყველაზე მეტად აღიარებული მოდელია – ლიბერალური დემოკრატია
50. ფედერაციული სახელმწიფო შედგება – ფედერაციის სუბიექტებისაგან
51. იდეოლოგია რეალობის დამახინჯებული ფორმაა – მარქსი
52. საერთაშორისო არენაზე ზეეროვნული სუბიექტების როლის ზრდაზე მიუთითებს –
პლურალიზმი
53. დემოკრატიის პლურალისტური ხედვის ყველაზე გავლენიანი წარმომაგდენელი – რობერტ
დალი
54. ლიბერალური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპია – ინდივიდუალიზმი
55. რომელი იდეოლოგიური მიმართულებისთვისაა დამახასიათებელი შემდეგი ელემენტები:
პრაგმატიზმი, ორგანიციზმი, იერარქია, ხელისუფლება და ავტორიტეტი, საკუთრება –
კონსერვატიზმი

56. პრაიმერი არის – შიდა პარტიული არჩევნები


57. პლურალიზმი ნიშნავს – საზოგადოების და პოლიტიკური პროცესის მრავალწევრიანობას
58. ძირითადი საარჩევნო სისტემები – მაჟორიტარული და პროპორციული
59. რომელი ავტორი ადარებს საერთაშორისო სისტემებს ბილიარდის მაგიდას – ბარტონი
60. რომელი დებულებაა მცდარი კაპიტალისტური სახელმწიფოს შესახებ – ეყრდნობა სოციალური
კონტრაქტის იდეას
61. რამდენ პალატიანია ფედერაციების პარლამენტები – 2
62. რომელი ღირებულება მიეკუთვნება კონსერვატიზმს – ტრადიცია
63. რომელი მოდელია ყველაზე ახლოს პლებისციტურ და პირდაპირ დემოკრატიასთან –სახალხო
64. რომელია მცდარი – სოციალისტებისათვის, დანაშაულის მიზეზი არა საზოგადოებაში, არამედ
ინდივიდებშია მოსაძებნი
65. რომელი არ მიეკუთვნება პოლიტიკის შესახებ არსებულ თეორიებს – პოლიტიკა, როგორც
ძალაუფლების და რესურსების განაწილება/ პოლიტიკა, როგორც მართვის ხელოვნება/
პოლიტიკა, როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა/ ყველა მიეკუთვნება
66. რომელია მსოფლიო პოლიტიკის პლურალისტური სკოლის მახასიათებელი – ეყრდნობა
ძალთა ბალანსის კონცეფციას
67. სამი სამყაროს ტიპოლოგიის მიხედვით, რომელ სამყაროს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი –
მეორე
68. დემოკრატიის პლურალისტური ხედვის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი – რობერტ
დალი
69. რას ნიშნავს საზოგადოების დემოკრატიული გადატვირთვა – მოსახლეობაში იზრდება
აბსენტიზმი, რადგან ხალხი იღლება ხშირი არჩევნებისაგან
70. კულტურული ნაციონალიზმი არის - ნაციონალიზმის ისეთი ფორმა, რომლის ამოცანას
წარმოადგენს ერის როგორც განსაკუთრებული ცივილიზაციის მთლიანობის აღორძინება
71. რომელი მათგანი არ წარმოადგენს ხმის მიცემის მოდელს – ანგარებიანი არჩევანის
72. პარტიათა დამრაზმავ და წარმომადგენლობით კატეგორიებად დაყოფის ავტორია – ზიგმუნდ
ნოიმანი
73. რომელი ქვეყანა ითვლება ორპარტიული სისტემის მქონედ – კანადა/ ახალი ზელანდია/ დიდი
ბრიტანეთი/ ყველა
74. რომელი მათგანი არ მიეკუთვნება არჩევნების დანიშნულებას – მონარქის შერჩევა
75. რომელი მიიჩნევდა სახელმწიფოს კაპიტალისტური ჩაგვრის ინსტრუმენტად – მარქსი
76. რომელია სწორი – ედმუნდ ბერკი არის წარმომადგენლობითობის ნდობის (მინდობილობის)
მოდელის ერთ–ერთი ფუძემდებელი/ ჯონ ლოკმა საფუძველი ჩაუყარა ლიბერალიზმის
იდეოლოგიას/ ედმუნდ ბერკმა საფუძველი ჩაუყარა კონსერვატიზმის იდეოლოგიას/ ყველა
77. რეფერენდუმის დადებითი მხარე – ასახავს საზოგადოების აზრს დროის მხოლოდ ერთ
მონაკვეთში
78. ამომრჩეველთა ქცევაზე მოქმედების მოკლევადიანი ფაქტორი არ არის – ეკონომიკის
მდგომარეობა
79. ისტორიის დასასრულის ავტორი – ფრენსის ფუკუიმა
80. ვინ მოიგონა პოლიარქია – დალი და ლინდბლომი
81. როგორი რეჟიმი იყო სტალინის დროს – ტოტალიტარიზმი, კომუნიზმი
82. როგორი რეჟიმი იყო ჰიტლერის დროს – ნაციზმი, ერთპარტიული დიქტატურა
83. ვის მიაჩნდა პოლიტიკა გამომწრთობ ფენომენად – ჯონ სტიუარტ მილი
84. ვინ განიხილავდა პოლიტიკას საჯარო საქმედ – ედმუნდ ბერკი, ჰანა არენდტი
85. როგორ მიიჩნევს ლიბერალიზმი ერს – ბუნებრივ ერთობას
86. ლეგიტიმაციის 3 ტიპი ვის ეკუთვნის – მაქს ვებერი
87. რა ახასიათებს კონსერვატიზმს – ტრადიციების შენარჩუნება
88. რომელია პოლიტიკის შესწავლის ტრადიციული მოდელი – ფილოსოფიური.
89. რას გულისხმობს ისლამური რეჟიმი – თეოკრატიულ მმართველობას.
90. სტალინის დროს როგორი რეჟიმი იყო – ტოტალიტარიზმი - კომუნიზმი.
91. ჰიტლერის დროს როგორი მმართველობა იყო – ერთპარტიული დიქტატურა - ნაციზმი.
92. ვინ მიიჩნებდა პოლიტიკას გამომწრთობ ფენომენად – ჯონ სტიუარტ მილი.
93. ვინ განიხილავდა პოლიტიკას საჯარო საქმიანობად – ედმუნდ ბერკი, ჰანა არენდტი.
94. ლიბერალიმზი ერს როგორ მიიჩნევს – როგორც ბუნებრივ ერთობას.
95. ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი – ინდივიდუალიზმი.
96. პოლიტიკას მეცნიერებად ვინ აღიქვამდა – არისტოტელე
97. შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ - კონსერვატიზმი
98. ლიბერალურ-დემოკრატიული საარჩევნო სისტემის საფუძველი არ არის - ღია კენჭისყრა
99. ლიბერალური საზოგადოების ბირთვი - დამოუკიდებელი ინდივიდი
100. პრაიმერი – შიდა პარტიული არჩევნები
101. დაუწერელი კონსტიტუცია აქვს - დიდ ბრიტანეთს
102. არასწორია - ლეგიტიმურობა უზრუნველყოფს ფასეულობებით ტკბობის შესაძლებლობას/
ლეგიტიმურობის ცნება შეფარდებითია/ ლეგიტიმურობა ფასეულობათა თავსებადობას
ნიშნავს/ ლეგიტიმურობა ნიშნავს კანონების შესაბამისად მოქმედებას
103. ძალთა ბალანსი – სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების იმგვარი ფორმა, როცა
ექსპანსიისა თუ აგრესიის გამოყენებას აზრი ეკარგება.
104. პოლიტიკის გაგებას არ შეესაბამება - პოლიტიკა, როგორც სოციალური პროცესი
105. ზოგადად იდეას რამის შესახებ ეწოდება - ცნება
106. მულტიპოლარულობა - საერთაშორისო სისტემა, სადაც სამი ან მეტი გავლენის პოლუსი
არსებობს, რაც თავისთავად არადმგრადომის მიზეზი ხდება.
107. ვინ მართავს, ვინ იგებს - არისტოტელე
108. შეადარეთ თანასწორობის ღირებულება ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმში –
ლიბერალიზმი თანაბარი უფლებების პრინციპს აღიარებს: თანასწორობას სამართლისა
(კანონის წინაშე) და პოლიტიკის (ერთი კაცი – ერთი ხმა) სფეროში. თუმცა
ლიბერლაიზმისათვის მიუღებელია სოციალური თანასწორობის, ანუ თანაბარი ანაზღაურების
იდეა. მისთვის უფრო მისაღებია თანაბარი შესაძლებლობები, რაც ყველას ერთნაირ შანსს
აძლევს საკუთარი უნარის გამოსავლენად. ლიბერალიზმს შეგვიძლია მერიტოკრატიის
პრინციპის ანალოგიით, უნაროკრატია დავწამოთ, სადაც უნარი მუყაითობაზე გამრავლებული
ნიჭის ტოლია. ხოლო კონსერვატორების აზრით, ადამიანებს სხვადასხვა როლი და მოვალეობა
აკისრიათ. სტატუსის მიხედვით დაყოფა ბუნებრივი და გარდაუვალია. ეს კი კონფლიქტის
მიზეზი არ ხდება, რადგან საზოგადოება საერთო პასუხისმგებლობითა და
ურთიერთვალდებულებითაა განმტკიცებული: ვისაც ცხოვრებაში გაუმართლა, ანდა მაღალი
სტატუსი დაბადებიდანვე დაჰყვა, მეტის გაღებაც მოეთხოვება.
109. რევოლუციები და გამომწვევი მიზეზები – რევოლუცია, ციკლურ ცვლილებებს ნიშნავს
(სიტყვა სიტყვით: ბრუნვა-ტრიალი). პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში რევოლუცია ნიშნავს
სახელმწიფოს მმართველობის ფორმების მნიშვნელოვან/ძირფესვიან ცვლილებებს. უნდა
აღინიშნოს, რომ პირველი ფრანგული რევოლუციის დროს ჩამოყალიბდა რევოლუციის
თანამედროვე კონცეფცია, რაც ძირეულ და შორსმიმავალ ცვლილებებს, არსებული წესრიგის
მსხვრევასა და ახლით შეცვლას გულისხმობს. აუცილებელი არაა, რევოლუცია ყოველთვის
ძალადობრივი იყოს და ის ამით განსხვავდება „პუტჩისაგან“. რევოლუცია ჯანყისაგან
გასხვავებით, მხოლოდ მმართველ ელიტას კი არ ცვლის, არამედ უფრო ძირეულ პოლიტიკურ
გარდაქმნებს ისახავს მიზნად, არსებული სისტემის მთლიანად შეცვლის ჩათვლით.
მარქსისტების აზრით, რევოლუციების თავი და თავი ძირეული სოციალური ცვლილებაა, ანუ
ერთი ეკონომიკური სისტემის მეორეთი შეცვლა. მარქსისტული თეორიით, რევოლუციებს
სოციო-ეკონომიკურ დონეზე არსებული წინააღმდეგობები იწვევს.
110. მასმედიის გაბატონებულ–იდეოლოგიური მოდელი – ამ მოდელის თანახმად, მედია
პოლიტიკურად კონსერვატიულ ძალად აღიქმება, რადგანაც ძირითადად ეკონომიკური თუ
საზოგადოებრივი ელიტის ინტერესებს ასახავს, მასების მორჩილებასა და პოლიტიკურ
პასიურობას უწყობს ხელს. გაბატონებულ-იდეოლოგიური მოდელის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ვერსიაა ნოამ ხომსკისა და ედ ჯერმანის ეკუთვნით. ავტორები საუბრობენ იმ 5
ფილტრზე, რაშიც თავად მედია ატარებს პოლიტიკურ „ნიუსებს“:
1.მფლობელთა ბიზნეს-ინტერესები.
2. რეკლამის დამკვეთთა და სპონსორთა ინტერესები
3. ხელისუფლების წარმომადგენელთა, საქმიანი წრეების და ლობისტთა ინტერესები.
4. ჟურნალისტთა მიმართ სავვარაუდო მუქარა თუ წნეხი.
5. საბაზრო კონკურენციისა და სამომხმარებლო კაპიტალიზმის უპირატესობათა ურყევი
რწმენა.
თუმცა ეს მოდელი სათანადოდ არ აფასებს იმ პროგრესულ პროექტებს, რაც სოციალური,
რასობრივი, თუ ეკონომიკური სფეროების მიმოხილვას ისახავს მიზანდ - კონკრეტულად,
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში. მეტიც, იმის თქმა რომ მხოლოდ მედია აყლიბებს
ხალხის პოლიტილურ შეხედულებებს, არასწორია, რადგან უარყოფს პიროვნების მიერ
კრიტიკული შეფასების უნარსა და შესაძლებლობას, საკუთარ ფილტრში გაატაროს მედიის ესა თუ
ის ინფორმაცია.
111. მედიის საბაზრო მოდელი – მას-მედიის საბაზრო მოდელი დანარჩენებისგან იმით
განსხვავდება, რომ საერთოდ არ აღიარებს მედიაში რაიმე მიკერძოებას. ამ მოდელის თანახმად,
გაზეთები თუ ტელევიზია კი არ განაპირობებს, არამედ მხოლოდ ასახავს საზოგადოების
განწყობილებებს. ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მფლობელებისა თუ წამყვანი
პროფესიონალების პირადი სიმპათია-ანტიპათიების მიუხედავად, მედიისს საქმიანობა
უპირველეს ყოვლისა ბიზნესია და ბაზარზე ადგილის შესანარჩულებლად, მაქსიმალური
მოგების უზრუნველყოფას ცდილობს.
შესაბამისად, მედია იმას აძლევს ხალხს, რაც „მომხმარებელს სურს“ და არა მისთვის საკამათო
ან მიუღებელ პოლიტიკურ ინფორმაციას. ასეთი მოსაზრება შესაძლოა ნაკლებად სამართლიანი
იყოს იმგვარ საზოგადოევბრივ მაუწყებეელთან დაკავშირებით, როგორიცაა, ვთქვათ, BBC,
სადაც ნაკლებად იგრძნობა კომერციული თუ სარეკლამო წნეხი, მაგრამ იქაც კი სულ უფრო
აშკარა ხდება რეიტინგების მზარდი „ტირანია“. იმის მიუხედავად, რომ ეს მოდელი არანაირად
არ განიხილავს მედიის კერძო საშუალებებს პოლიტიკური პროცესის აუცილებელ შემადგენელ
ნაწილად, მაინც გვეხმარება უკეთ ავხსნათ პოლიტიკური ცხოვრების გარკვეული
ტენდენციები. ერთი მათგანია პოლიტიკისადმი სულ უფრო მზარდი გულაცრუება შესაბამისი
თემების ერთფეროვნად გაშუქების ფონზე. ბაზარზე ადგილის დაკარგვის შიშით,
სატელევიზიო კომპანიებმა საგრნობლად შეამცირეს სერიოზული პოლიტიკური დებატების
ხვედრითი წილი ეთერში და მოქალაქეების გათვითცნობიერების ვალდებულებაზეც ხელი
აიღეს.
112. მასმედიის ელიტის მორჩილი მოდელი – ეს მოდელი იმაზეა მიმართული, თუ ვინ
აკონტროლებს უკვე მზა პროდუქციას. რედაქტორები, ჟურნალისტები, თუ მიმომხილვლები
საკმარისად დამოუკიდებელნი არიან, რათა ნებისმიერმა მედია-მაგნატმა მათ ყოველდღიურ
საქმიანობაში პირადად ვერ ჩაყოს ცხვირი და მხოლოდ ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრით
შემოიფარგლოს. საქმეც ისაა სწორედ, რომ ნებისიერ საბჭოში თუ მთავარ სავარძელში ის ხალხი
ზის, ვინც საკუთარ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს მისდევს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ
ზოგის აზრით, გაზულუქებულ ელიტას არაფერზე თავის შეწუხება აღარ უნდა. ხოლო
კონსერვატორები სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ - უნივერსიტეტებში
განათლებამიღებული, ლიბერალი ინტელექტუალების ღირებულებები შორს დგას ხალხის
მასების მოთხოვნებისგანო. ცალკე ფემინისტები გაიძახიან - ტელეარხებზე მამრთა ბატონობა
სუფევსო.
ე.წ „ელიტარული მოდელი“ უკეთ გვიხსნის, რატომ შეიძლება მას-მედიის მიერ ასახული
პოლიტიკური შეხედულებების სპექტრი უფრო შეზღუდული იყოს, ვიდრე ამას
პლურალისტები ისურვებდნენ, მაგრამ მას მაინც გარკვეული ნაკლიც გააჩნია, უპირველს
ყოვლისა, იგი საკმარისად ვერ ითვალისწინებს იმ წნეხის არსებობას, რასაც მედიაში
დასაქმებული პროფესიონალები განიცდიან - თუნდაც მფლობელთა ინტერესებს, კომერციულ
მოსაზრებებს და ე.წ. „სარეიტინგო მონაცემებს“.
113. მასმედიის პლურალისტური მოდელი – პლურალიზმი ზოგადად განსხვაავებულობასა და
მრავალფეროვნებას ნიშნავს. მას-მედიის პრლურალისტური მოდელი მედიას განიხილავს,
როგორც ერთგვარ იდეოლოგიურ ბაზარს, სადაც პოლიტიკური შეხედულებების ფართო
სპექტრია წარმოდგენილი. პლურალისტური თვალსაზრისის თანახმად, მედია განსაკუთრებით
დადებით როლს თამაშობს, როგორც საზოგადოების „ინფორმატორი“, ისე დემოკრატიის
ხარისხსაც უზრუნველყოფს.
114. მასმედიის და პოლიტიკის ურთიერთმიმართება – მედია ოთხი თვალსაზრისით ასრულებს
გადამწყვეტ როლს დემოკრატიულ პროცესში:
1. პოლიტიკური დებატებისა და თანამონაწილეობის ხელშეწყობით - მედია, როგორც
სერიოზული და აუცილებელი განსჯის საზოგადოებრივი ასპარეზი , მოსახლეობის პოლიტიკურ
გათვითცნობიერებას ემსახურება.
2. მედია, როგორც „საზოგადოებრივი გუშაგი“, დაუყონებლივ რეაგირებს ხელისუფლების
გადაცდომებზე; ანუ საზოგადოების დამცველის როლს ასრულებს.
3. საკუთარი „ახალი ტექნოლოგიების“ წყალობით, იგი გაცილებით ხელმისაწვდომს ხდის
ნებისმიერ ინფორმაციას და პოლიტიკურ აქტიურობასაც უწყობს ხელს.
4. მას-მედიამ დემოკრატიისთვის ხელსაყრელი სამოქმედო მექანიზმის ამუშავებით შესაძლოა
ხელი შეუწყოს დემოკრატიულ პროცესს.
მას-მედია სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს ქვეყნის მართვაში, მან სახე უცვალა
პოლიტიკური ლიდერობის მოდელს, იგი ცდილობს მასიურ მომხმარებელს კარგად შეფუთული
პოლიტიკოსი მიასაღოს, მათი შეფასებისას, გადამწყვეტი „ტელევიზუალური“ უნარჩვევები ხდება
და არა მათი პოლიტიკური ხედვით ავ-კარგიანობა, თუ სერიოზული პოლიტიკური კამათის ნიჭი.
მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ის, რომ პოლიტიკური ძალაუფლების საფუძველი,
ცალკეული პოლიტიკოსის/ლიდერის „ცნობადობა“, მის მიმართ მედიის მიერ გამოჩენილი
ყურადღება ხდება, რაც მეტია მედიის მხრიდან ინტერესი, მით მეტია პოლიტიკური წონაც.
თუმცა, საჯაროდ არა მარტო წარმატებების დემონსტრირება ხდება, შეცდომებიცა და
გადაცდომებიც საყოველთაო განსჯის საგნად იქცევა ხოლმე.
115. არჩევნების პარტიაზე ორიენტირებული მოდელი – ამ შემთხვევაში ამომრჩეველი
განაიხილება, როგორც პარტიასთან ფსიქოლოგიურად გაიგივებული პიროვნება, ანუ მის
ხანგრძლივ მხარდამჭერად, ვინც ამა თუ იმ პარტიას „თავისად“ მიიჩნევს. შესაბამისად ხმის
მიცემაც მხოლოდ ერთგულების გამოვლინებაა და სხვა ფაქტორებს (პროგრამა, ლიდერის
პიროვნება კამპანია) ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ერთგულ მხარდამჭერთა სავარაუდო
რაოდენობის დადგენის შემთხვევაში შესაძლოა წინასწარ განისაზღვროს პარტიის ხმების
„ბუნებრივი“ პროცენტი. „ბუნებრივი“ პროცენტის ცდომილებას კი ხშირად მოკლევადიანი
ფაქტორები განაპირობებს. ამ მოდელის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო დროს ბევრ
ქვეყანაში ე.წ „ერთგულთა გაუცხოება“ ხდება. მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში
კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიების „სიკვდილამდე ერთგულ“ მხარდამჭერდა
რაოდენობა 1966-2005 წწ. 43%-დან 15%-მდე დავიდა.
116. არჩევნების სოციოლოგიური მოდელი – ეს მოდელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებებს მის
ჯგუფურ კუთვნილებას უკავშრებს: იგულისხმება, რომ არჩევანი იმ ჯგუფის ეკონომიკური და
სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი
წარმოადგენს. ამ შემთხვევაში წინა პლანზე გადმომდის სოციალური ნიშანი, რაც
საზოგადოებაში არსებული დაყოფის ანარეკლია. დაყოფა კი - კლასობრივი, სქესობრივი,
ეთნიკური, რელიგიური ნიშნით ხდება. ხშირად , პარტიულ სისტემებში კლასობრივი სისტემის
გამოხატულებას ხედავენ და მემეარჯვენე პარტიების ამომრჩევლად საშუალო კლასს,
მემარცხენეთათვის კი - მუშათა კლასს მიიჩნევენ. სოციოლოგიური მოდელს სწროედ
საზოგადოებრივ ჯგუფებზე ინტერესის გამახვილების გამო აკრიტიკებდნენ და პიროვნებისა
და კერძო ინტერესის უგულებელყოფას უთვლიდნენ ნაკლად. მით უმეტეს, რომ თანამედროვე
საზოგადოებაში კავშირი შესუსტდა სოციოლოგიურ ფაქტორებსა და პარტიის მხარდაჭერას
შორის.
117. არჩევნების ხელსაყრელი არჩევანის მოდელი – ამგვარ მოდელში ზოგი სახელისუფლებო
პარტიის ქმედებათა ამომრჩევლის მიერ შეფასებას ხედავს, ზოგიც ამომრჩეველს -
სუპერმარკეტში სავაჭროდ შესულ მომხმარებელს ადარებს. პარტიებს შეუძლიათ თემატურად
„მომხმარებლის“ გემოვნებას მოარგონ საკუთარი პოლიტიკური რიტორიკა და ასე სცადონ
წინასაარჩევნო კამპანიის წაყვანა. ასეთი მოდელის გავრცელება ერთგულ მხარდამჭერთა
კლებასა და კლასობრივ გაუცხოებას მოჰყვა. ამ მოდელის მინუსი ისაა, რომ კონკრეტულ
ამომრჩეველს მისი ზაოგადოებრივი თუ სოციალური კონტექსტიდან მოწყვეტილად
განიხილავს.
118. არჩევნების იდეოლოგიური მოდელი – სოციოლოგიური მოდელის მსგავსად, აქაც
არჩევანის გაკეთება სოციალურ კიბეზე ადამიანის მიერ დაკავებული მდგომარეობის
გამოვლინებად მიიჩნევა, თუმცა არსებობს განსხვავებაც: ეს თეორიები იმაზე ამახვილებენ
ყურადღებას, თუ რამდენადაა გაპირობებული პიროვნების მიერ საკუთარი მდგომარეობის
შეფასება განათლების სისტემის, ხელისუფლების, და რაც მთავარია, მას მედიის გავლენებით.
იდეოლოგიური მოდელის თეორიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მედიას ძალუძს საერთოდ
დაამახინჯოს პოლიტიკური განწყობილებანი, სასურველ კალაპოტში მიმართოს დებატები და
ხელოვნურად მართოს საზოგადოების სიმპათია-ანტიპათია. შედეგად საარჩევნო პროცესი არა
„არსებულის გაუმჯობესებას“, არამედ არსებულის შენარჩუნებას ემსახურება. ამ მოდელის
სისუსტე ისაა, რომ არ ითვალისწინებს ცალკეული პიროვნების მოსაზრებებს და კერძო
ინტერესებს უგელებელყოფს.
119. არჩევნების ფუნქციები
1. პოლიტიკოსების შერჩევა - პოლიტიკოსების დაქირავების უმთავრესი წყარო არჩევნებია.
პარტიები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად პერსპექტიული კანდიდატები შეარჩიონ.
პოლიტიკოსს უნდა გააჩნდეს ისეთი თვისებები როგორიცაა ქარიზმა, მჭერმეტყველება. თუმცა
ქვეყნის მართვას სულაც არ უწყობს ეს ხელს შესაბამისად არჩევნები სულაც არაა მკწოდებული
რაიმე ცოდნის ან გამიცდილების ნიშნით შეარჩიოს პირი ამა თუ იმ თანამდებობაზე.
2. მთავრობის ჩამოყალიბება - არჩევნების მეშვეობით ყალიბდება მთავრობა. საპარლამენტო
მოწყობის ქვეყნებში ვინც მეტ ხმას იღებს მეტი ადგილი ხვდება.
3. წარმომადგენლობის უზრუნველყოფა - სამართლიანი არჩევნები ის მექანიზმია, რომლითაც
საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლებამდე მიდის. თუ საზოგადოებას ის არ მოსწონს
იძულებულია დაელოდოს შემდეგ არჩევნებს, ეს კი იმას ნიშნავს რომ საზოგადოება მთავრობის
სარკედ აღარ გვევლინება.
4. პოლიტიკაზე ზეგავლენა- არჩევნები იძულებულს ხდის ხელისუფლებას თავი შეიკავოს
რადიკალური პოლიტიკის გატარებისგან.
5. ამომრჩეველთა გათვითცნობიერებულობა - წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებსა თუ
კანდიდატებზე ზღვა ინფორმაცია ვრცელდება, ეს ინფორმაციები მაშინ არის ღირებული თუ
საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის მიმოცვლას ემსახურება. თუმცა როგორც წესი პარტიები
ამომრჩეველთა დარემუნებაზე მუშაობენ.
6. ლეგიტიმურობის განაღდება - ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ავტორიტეტები არჩევნების
გამო თავს იწუხებენ ეს ლეგიტიმაციაა. ასეა თუ ისე არჩევნები ლეგიტიმაციის მაინც ყველაზე
ძლიერ გარანტად რჩება.
7. ელიტების გაძლიერება - არჩევნები უშუალოდ შესაძლოა იმ საშუალებად მივიჩნიოთ რითაც
ელიტები მასების კონტროლს ახერხებენ. არჩევნები ხალხს იმის განცდას უჩენს თითქოს ხალხი
ატრიალებს ხელისუფლებას თავის ნებაზე, სინამდვილეში კი არჩევნებით შესაძლებელია
ხელისუფლების ცვლილება თავად რეჟიმის შენარჩუნების პირობებში.
120. პოლიტიკური პარტია – ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია სახელმწიფოში პოლიტიკური
ძალაუფლების მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ არჩევნების გზით. ხშირ შემთხვევაში პარტია
შესაძლებელია წარმოადგენდეს რაიმე იდეოლოგიას, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს
სხვადასხვა ინტერესების მქონე ძალების კოალიცია.
სხვა ტიპის გაერთიანებებისგან პარტიებს 4 ნიშანი გამოარჩევს:
1. პარტიები მიზნად ისახავენ ძალაუფლების მოპოვებას ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად
(თუმცა, მომცრო პარტიები არჩევნებს, შესაძლოა, უფრო ტრიბუნის და არა ძალაუფლების ხელში
ჩაგდების საშუალებად მიიჩნევდნენ);
2. პარტიები ორგანიზებული გაერთიანებებია და საბუთიანი წევრებისგან შედგება. სწორედ ეს
განასხვავებს მათ უფრო ფართო და ჭრელი საზოგადოებრივი მოძრაობებისგან;
3. როგორც წესი, პარტიებს საკითხთა ფართო წრე აინტერესებთ და ცდილობენ, სახელისუფლო
პოლიტიკის ყველა ძირითადი მიმართულება მოიცვან (თუმცა, იგივე მომცრო პარტიები, ინტერეს–
ჯგუფების მსგავსად, შესაძლოა ყურადღების ერთ კონკრეტულ საკითხზე გამახვილებით
კმაყოფილდებოდნენ);
4. განსხვავებული ხარისხით, მაგრამ მაინც ყოველი კონკრეტული პარტია გაზიარებული
პოლიტიკური სიმპათიებისა და ერთგვაროვანი იდეოლოგიური მრწამსის გამომხატველია.
121. პარტიათა ტიპები: საკადრო და სახალხო პარტიები; წარმომადგენლობითი და ე.წ.
დამრაზმავი პარტიები; კონსტიტუციური და რევოლუციური პარტიები; მემარცხენე და
მემარჯვენე პარტიები.
122. იდეალიზი - საერთაშორისო პოლიტიკას მორალური ღირებულებებისა და კანონთა
ნორმების ფარგლებში განიხილავს - ეს მისი მთავარი მახასიათებელია. იგი უფრო მეტ
ყურადღებას უთმობს ნორმატიულ ანალიზს (ანუ როგორ უნდა იქცეოდნენ პოლიტიკური
მხარეები) ვიდრე ემპირიულს (ანუ სინამდვილეში როგორ იქცევიან ეს მხარეები). სწორედ
ამიტომ, ხანდახან იდეალიზმი უტოპიზმის ერთ-ერთ სახეობად აღიქმება.
იდეალიზმის მეტესი ფორმები ინტერნაციონალიზმს ეყრდნობა: გლობალური პოლიტიკა -
კერძო, ეროვნული ინტერესებიდან კი არა, უნივერსალური პრინციპებიდან უნდა
გამომდინარეობდეს, და ეს იმ რწმენის გამოხატულებაა, რომ ადამიანთა საქმიანობა - საშინაო
თუ საგარეო დონეზე - თანწყობითა და თანამშრომლობით ხასიათდება. იდეალიზმის ერთი–
ერთი დებულება ლიბერალიზმშიც ჩანს: მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალებს მთავარ
პოლიტიკურ სუბიექტად ერი მიაჩნიათ, მათ ურთიერთდამოკიდებულებისა და თავისუფალი
ვაჭრობის მნიშვნელობაც ასევე აღიარეს და ამგვარ პოზიციას მარტივად ხსნიდნენ – ,,ომს ხეირი
არ მოაქვს“. ინტერნაციონალიზმის კიდევ ერთი გამოხატულება კოლექტიური თავდაცვისა და
საერთაშორისო სამართლისადმი რწმენაა. შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული ომის საფრთხემ
იდეალისტურ თეორიებს კიდევ უფრო დიდი ბიძგი მისცა და იმ საერთაშორისო სამშვიდობო
მოძრაობის ჩამოყალიბებაში აისახა, რამაც პაციფისტური ფილოსოფია წაახალისა,
დევიზით ,,არა ომს და არა ძალადობას!“
ნეო–იდეალისტური პოზიცია ,,მსოფლიო საზოგადოების“ ცნებას დაუკავშირდა, რომელიც
ავსტრიელ დიპლომატ და სწავლულ ჯონ ბარტონთან ასოცირდება. მსოფლიო საზოგადოების
პერსპექტივა ეროვნული სახელმწიფოს ცნებას უარყოფს, როგორც მოძველებულს; ხოლო
თავად ბარტონი ამას ე.წ. აბლაბუდას საქმით გამოხატულ კომპლექსურობისა და
ურთიერთდამოკიდებულების ნიმუშით ხსნის. ამ შეხედულების მიხედვით, წარსულის ძალის
პოლიტიკამ ასპარეზი საერთაშორისო კონფლიქტების არაძალადობრივი, თანამშრომლობის
მეთოდით გადაჭრას დაუთმო.
123. რეალიზმი - საერთაშორისო პოლიტიკის თეორიებიდან უძველესია. რეალიზმის
თეორეტიკოსები – ე.ჰ.კარი და ჰანს მორგენთაუ. მიუღებლად მიიჩნევდნენ იდეალისტურ
რწმენას. რეალისტების აზრით, რადგან არ არსებობს სუვერენულ სახელმწიფოებზე უზენაესი
ძალაუფლება, საერთაშორისო პოლიტიკა არა ჰარმონიულობით, არამედ სწორედ
ანარქიულობით ხასიათდება, როცა სახელმწიფო იძულებულია პრიორიტეტი ეროვნულ
ინტერესებს დაუთმოს, ანუ მხოლოდ თავის გადარჩენასა და ტერიტორიის დაცვაზე იზრუნოს.
მოცემული კონცეფცია ნაციონალურ ინტერესებს ეფუძნება და აქცენტს ძალის პოლიტიკაზე
აკეთებს - მისი ღერძული იდეა ისაა, რომ სახელმწიფო მთავარი მოქმედი პოლიტიკური
სუბიექტია და ქვეყნის სუვერენულობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებებს
დამოუკიდებლად უნდა იღებდეს. მეტიც, ნაციონალიზმის აღზევებამ და თანამედროვე
სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ, ნებისმიერი ქვეყანა ერთიან პოლიტიკურ ერთობად აქცია,
რომლის შიგნით ყველა და ყელაფერი სახელმწიფოს იტერესებს უნდა ექვემდებარებოდეს.
რეალისტები დიდ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის მნიშვნელობას
და ძალის ესმით, როგორც სამხდერო სიმძლავრე თუ ტექნიკური არსენალი.
124. პლურალიზმი - საერთაშრისო პლურალისტური პერსპექტივა, ფაქტობრივად, მე–20
საუკუნის 60–70იან წლებში აშშ–ში აჩნდა და მთლიანად ლიბერალურ იდეებსა და
ღირებულებებს ეყრდნობოდა. ტრადიციული გაგებით, პლურალიზმი ერთგვარი
სოციოპოლიტიკური თეორიაა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ძალის განაწილებას
მეტოქე ორგანიზაციებსა თუ ჯგუფებში. პლურალიზმი, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის
თეორია, ყურადღებას აქცევს ქვეყნის ღიაობას და რეალისტთა ერი–სახელმწიფოს მოდელის
ანლტერნატივას უზუნველყოფს. ჯონ ბარტონმა ამ მიდგომის შეზღუდულობა ბილიარდის
მაგიდასთან შედარებით გამოსახა: რეალიზმი ისე უყურებს სახელმწიფოს, როგოც ბილიარდის
ბურთებს, ანუ როგორც შეუღწევად და დამოუკიდებელ ერთეულებს, რომლებიც მხოლოდ
გარეგანი ძალის გამოყენებით ახდენენ ერთმანეთზე გავლენას. ასე რომ, მსოფლიო ანარქიულ
სისტემაში ურთიერთმოქმედი სუვერენული სახელმწიფოები ბილიარდის ბურთებს
ემსგავსებიან, რომლებიც მაგიდის გარშემო მოძრაობენ და ერთმანეთს ეჯახებიან.
პლურალისტების აზრით, ეს შედარება საერთაშორისო პოლიტიკის საზრისს ამახინჯებს:
პირველ რიგში იმის თქმით, რომ ზეეროვნული სუბიექტების – მრავალეროვნული
კორპორაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის მზარდ მატებას
უყურადღებოდ ტოვებს; მეორე, ის ვერ ახერხებს ურთიერთდამოკიდებულების,
განსაკუთრებით ეკონომიკურ სექტორში სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის
მნიშვნელობის სრულად გააზრებას. პლურალისტური პერსპექტივა იმგვარ შერეულ მოდელს
გვთავაზობს, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებას აღიარებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ
საერთაშორისო პოლიტიკას გაცილებით ფართო ინტერესთა სფეროები და ჯგუფები
აყალიბებენ. პლურალიზმისთვის ძალის პოლიტიკისა და ნაციონალური განდიდებისაგან
თავის შორს დაჭერაა დამახასიათებელი. პლურალისტები იმას ამტკიცებენ, რომ სულ უფრო
მეტად და მეტად ურთიერდამოკიდებულ სამყაროში, თანამშრომლობისა და გაერთიანების
ტენდენცია - ადრე თუ გვიან უალტერნატივო გახდება.
125. მარქსიზმი – საერთაშორისო პოლიტიკის ისეთ პერსპექტივას გვთავაზობს, რომელიც
საყოველთაოდ მიღებული ნიმუშებისაგან მკაფიოდ განსხვავდება: საერთაშორისო კაპიტალის
მნიშვნელობისა და ეკონომიკის ძალის ხაზგასმა კი ისაა, რაც მარქსისტულ მიდგომას
გამორჩეულს ხდის. მართალია, მარქსი ძირითადად ბურჟუაზიასა და პლორეტარიატს შორის
არსებული დაუძლეველი წინააღმდეგობის ანალიზით იყო დაკავებული, მის ნაშრომებში
ერთაშორისი მომავალიცაა ნაგულისხმევი. ეს ნათლად გამოჩნდა მარქსის თვალსაზრისში, რომ
კლასობრივი ერთიანობა ეროვნულ მიჯნებს გადაფარავს; ამან მოგვიანებით მას შესაძლებლობა
მისცა კომუნისტური პარტიის მანიფესტი, ცნობილი ლოზუნგით
დაესრულებინა: ,,პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ სხვა სიტყვებით, მაშინ როცა
ლიბერალი და რეალისტი თეორეტიკოსები ძალაუფლების შვეულ მოდელს აღიარებენ და
აქედან გამომდინარე, მსოფლიოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ყოფენ, მარქსიზმი
ერთიან,ინტერნაციონალურ კლასებზე დაფუძნებულ თარაზული სტრუქტურის მქონე
მოდელს გვთავაზობს. თუმცა, კაპიტალიზმის საერთაშორისო სისტემად ჩამოყალიბების
მნიშვნელობა ბოლომდე გააზრებული მაინც არ იყო, სანამ ლენინის ,,იმპერიალიზმი, როგორც
კაპიტალიზმის უმაღლესი ტალღა“ არ გამოქვეყნდა. ლენინის თქმით, იმპერიული ექსპანსია
შედეგია კაპიტალიზმის სურვილისა, მოგების დონის შესანარჩუნებლად, ჭარბი კაპიტალი
ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანოს და ამით განამტკიცოს საკუთარი გავლენა, რამაც თავის
მხრივ წამყვანი სახელმწიფოები დააპირისპირა ერთმანეთთან. ასე რომ, პირველი მსოფლიო
ომი იმპერიალისტურად უნდა ჩაითვალოს, რადგან აფრიკაში, აზიასა თუ სხვაგან ბრძოლები
მხოლოდ კოლონიებზე კონტროლის მოპოვებისთვის მიმდინარეობდა.
126. უნიტარული სისტემები – თანამედროვე სახელმწიფოთა უმრავლესობაში მმართველობის
უნიტარული სისტემებია გავრცელებული და უმაღლესი ხელისუფლება ერთი,
ზოგადსახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ხელშია მოქცეული. მაგ, გაერთიანებულ სამეფოში ამ
ინსტიტუტს წარმოადგენს პარლამენტი, რომელიც, თეორიულად მაინც, უპირობო და უზენაესი
საკანონმდებლო უფლებამოსილებითაა აღჭურვილი. მას საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია
მიიღოს ნებისმიერი კანონი; მის ძალაუფლებას არ ზღუდავს არავითარი დაწერილი
კონსტიტუცია; გაერთიანებულ სამეფოში არ არსებობს სხვა დონის არცერთი საკანონმდებლო
ორგანო; პარლამენტის კანონები უპირატესობით სარგებლობს ინგლისური და შოტლანდიური
კანონმდებლობის ნებისმიერ სხვა ნორმებთან შედარებით.
უნიტარულ სისტემაში კონსტიტუციური უფლებამოსილება ცენტს აქვს მინიჭებული.
127. ფედერალიზმი – თვითონ ცნება საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურების მიერ
ძალაუფლების ტერიტორიულ განაწილებას გულისხმობს, ერთი სახელმწიფოს ფარგლებში.
კლასიკური ფედერალიზმი გვხვდება ქვეყნებში: აშშ, კანადა, შვეიცარია, ბელგია, ავსტრალია.
მართალია, არ არსებობს მსოფლიოში ორი იდენტური ფედერალური მოწყობის მოდელი,
ოღონდ ყოველი მათგანის მთავარი დამახასიათებელი თვისება მაინც ცენტრალურ და
პერიფერიულ ინსტიტუტებს შორის ხელისუფლების განაწილებაა, რაც თეორიულად მაინც
უზრუნველყოფს იმას, რომ მმართველობის არც ერთ დონეზე უფლებამოსილებათა უხეში
ხელყოფა არ ხდება. ამ თვალსაზრისით, ფედერაცია პოლიტიკური ორგანიზების ერთგვარი
გარდამავალი ფორმაა კონფედერაციას (როდესაც სრული ხელისუფლებით პერიფერიული
ორგანოები არიან აღჭურვილნი) და უნიტარულ (სადაც ძალაუფლება ცენტრალური
ინტერესების ხელშია თავმოყრილი) სახელმწიფოს შორის.
ფედერალური სისტემების საფუძველს წარმოადგენს წონასწორობა ერთიანობასა და
რეგიონალურ მრავალფეროვნებას, ქმედითუნარიანი ცენტრალური ხელისუფლების
აუცილებლობასა და ამ ხელისუფლების მოთოკვასა თუ კონტროლის მოთხოვნილებას შორის.
128. „ერთპარტიული სისტემა“, შესაძლოა, უაზრობადაც მოგვეჩვენოს, ვინაიდან ნებისმისერი
სიტემაა რამდენიმე შემადგენლის ურთიერთკავშირს გულისხმობს. მონოპოლიური პარტიები
წარმატებით ახერხებენ მუდმივად ხელისუფლების შენარჩუნებას, და პუტჩისა თუ
რევოლუციის გარდა მათს შესაცვლელად არანაირი სხვა მექანიზნი არ არსებობს, დროთა
განმავლობაში ისინი ფაქტობრივად, სახელმწიფო მანქანის ფუნქციებსაც ითავსებენ.
ერთპარტიული სისტემის ორი განსხვავებული ტიპი არსებობს:
მათგან პირველი - სახელმწიფო სოციალიზაციის იმგვარ რეჟიმებში გვხვდება, სადაც
მმართველი კომუნისტური პარტიები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ინსტიტუტსა და
სფეროს განაგებენ და აკონტრროლებენ. ამგვარი პარტიები მკაცრად იდეოლოგიზირებულნი
არიან და „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ პრინციპზე აგებული შიდა ორგანიზაციული
სტრუქტურით ხასიათდებიან. როგორც წესი, ესაა საკადრო პარტიები იმ გაგებით, რომ მათში
გაწევრიანებას გარკვეული პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიტერიუმები ესაჭიროება.
ჩინეთის კომპარტიის წევრია დაახლოებით მოსახლეობის 5%, ხოლო სკკპ-ს წევრი 9%
გახლდათ. ამგვარ პარტიის ბირთვს ე.წ. „აპარატჩიკები“ შეადგენენ, რომლებიც
ბიუროკრატიულ აპარატსაც ეძღვებიან და როგორც სახელმწიფო მანქანას, ასევე
საზოგადოებრივ ინსტიტუტებსაც მეთვვალყურეობას უწევენ. შემდგომ სწორედ ამგვარი
ლენინური „ავანგარდულობა“ გახდა კომპარტიის ელიტურობისა და მისგან გამომდინარე,
სტალინიზმის მიზეზიც.
მეორე ტიპის ერთპარტიული სისტემა - განვითარებადი სამყაროს იმ ქვეყნებში გავრცელდა,
სადაც ანტიკოლონიური ნაციონალიზმია მოდებული და სახელმწიფოს გაერთიანების
მოთხოვნილებაც გაჩნდა. ასე მაგალითად განაში, ტანზანიასა და ზიმბაბვეში მმართველი
პარტიები სწორედ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წიაღში ჩაისახა.
აფრიკული და აზიური ეერთპარტიული სისტემები, ჩვეულებრივ, ერთი ქარიზმატული
ლიდერის ფიგურის გარშემო იქმნება ხოლმე და მათი იდეოლოგიაც სწორედ ამ ლიდერთა
მსოფლმხედველობის გამოხატულებაა. კომუნისტური ერთპარტიული სახელმწიფოებისაგან
განსხვავებით, აქ პარტიები ხშირად ძალზე სუსტად არიან ორგანიზებულნი და პოლიტიკის
„კეთების“ პროცესშიც, უკეთეს შემთხვევაში, მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. სწორედ
ამიტომ, მათი „მონოპოლისტური“ მდგომარეობა ავტორიტარიზმის მიზეზი ხდება.
129. ორპარტიული სისტემები
1. სხვა, მცირე პარტიების არსებობის პირობებშიც, მხოლოდ ორი პარტია ახერხებს იმ
საარჩევნო და წარმომადგენლობითი რესურსებით ისარგებლოს, რაც ხელისუფლებაში
მოსვლის პერსპექტივას იძლევა;
2. უფრო გავლენიანი პარტია ახერხებს მარტომ მართოს ქვეყანა (საკანონმდებლო
უმრავლესობის საფუძველზე), მისი მეტოქე კი ოპოზიციონერობას იწყებს;
3. ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის მხოლოდ ამ ორ პარტიას შორის, წაგებული კი
ჩრდილოვანი მთავრობის სტატუსს სჯერდება.
მაგ: გაერთიანებული სამეფო, აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალ ზელანდია.
უპირატესობა – შესაძლებელს ხდის პარტიულ მმართველობას, რაც, თავის მხრივ, ვითომ
სტაბილურობით, არჩევანის შესაძლებლობითა და ხელისუფლების მეტი პასუხისმგებლობით
ხასიათდება. ორ ძირითად პარტიას ამომრჩევლის სამსჯავროზე ორი განსხვავებული პროგრამა
და კურსი გამოაქვს. ამომრჩეველს სჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვებულ ერთ–ერთ მხარეს
უფრო თავდაჯერებით შეეძლება საკუთარი დანაპირებს შესრულება – კოალიციურ
პარტნიორებთან გარიგებისა თუ კომპრომისების გარეშე. ორპარტიული სისტემების წყალობით
მმართველი და ოპოზიციური პარტიების მუდმივი ქიშპის პირობებში ყალიბდება ძლიერი,
ამავდროულად ანგარიშვალდებული ხელისუფლება – მმართველ ძალას არასოდეს ეძლევა
მოდუნების შესაძლებლობა, რადგან ჩასაფრებული ოპოზიცია თავის დროს ელოდება.
ნაკლი – 1. პერიოდულად შეიძლება უკიდურესი დაძაბუობის მიზეზიც გახდეს, რისი
მაგალითიცაა მე–20 საუკუნის 80–იანი წლები გაერთიანებულ სამეფოში. ამ დროს
კონსერვატიული პარტია ერთიანად გატეტჩერდა, უკიდურესად მარჯვნივ გადაიხარა და ასევე
რადიკალიზებულ, ოღონდ მემარცხენე ლეიბორისტულ პარტიას მკვეთრად დაუპირისპირდა.
იდეოლოგიურმა პოლარიზაციამ სრულიად გამორიცხა შეთანხმებისა და კომპრომისის
შესაძლებლობა და ამგვარი ვითარება თითქმის 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდა, ვიდრე
თავად მარგარეტ ტეტჩერი არ გადადგა.
2. დაახლოებით თანაბარი ძალის ორი პატია იძულებული ხდება წინასაარჩევნოდ
მეტნაკლებად მაინც მსგავსი დაპირებებით წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე და ხშირად
უპასუხისმგებლო განცხადებებიც გააკეთოს.
3. დღეს, ინდივიდუალიზმისა და სოციალური მრავალფეროვნების ეპოქაში, როდესაც
საკმარისად შესუსტებულია პარტიებისადმი ერთგულებისა და კლასობრივი სოლიდარობის
ხარისხი, პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ორ, შავ–თეთრ ფერებად დაყოფა და პროგრამათა
შესაძლო ვარიანტების მხოლოდ ორამდე დაყვანა უკვე არასაკმარისია.
130. წამყვან პარტიათა სისტემები კონკურენტულია, რადგან აქ პერიოდულ სახალხო არჩევნებში
ძალაუფლებისათვის რამდენიმე პარტია იბრძვის. თუმცა ამ შემთხვევაში ყოველთვის
გამოირჩევა ერთი ძლიერი, რომელიც საბოლოოდ ხანგრძლიად ინარჩუნებს ხელისუფლებას.
თავისთავად საკამათოა ხელისუფლებაში ყოფნის რა ხანგრძლივობა ნიშნავს პარტიის წამყვან
როლს. მაგ, იაპონიაში წამყვანი ლიბერალ–დემოკრატიული პარტია 38 წელი ინარჩუნებდა
აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში და ამის უმთავრესი მიზეზი იაპონური
ეკონომიკური სასწაული იყო. პარტია ერთნაირი მხარდაჭერით სარგებლობდა როგორც
კონფუციური იდეებისადმი დღემდე ტრადიციულად ერთგულ პროვინციებში, ასევე
ეკონომიკურად დაწინაურებულ ინდუსტრიულ ქალაქებშიც.
ამ სისტემისთვის დამახასიათებელია პარტიული კონკურენზიიდან აქცენტის გადანაცვლება
რიგებში. მაგ, იტალიური ქრისტიან–დემოკრატიული პარტია, რეალურად, იტალიურ
საზოგადოებაში პრივილეგირებული ინტერეს–ჯგუფების ფუნქციათა გაერთიანებას
წარმოადგენს და თავად პარტიის როლიც ამ ფრაქციათშორის ურთიერთობების
დაბალანსებამდე დაიყვანება. ხშირად შიდაფრაქციული დაპირისპირებები უკიდურესად
მწვავდება ხოლმე.
წამყვანი პარტიის სისტემას ყველა ალმაცერად უყურებს, რადგან: 1. მას სახელმწიფოსა და
ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის გაიგივება ახასიათებს, რითაც მნიშვნელოვანი
კონსტისუციური გარანტიები ილახება; 2. ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა
წამყვანი პარტიის შიგნიდან გახრწნას და გზა მისცეს კორუფციასა და დაუჯერებლობის
სინდრომს. როცა პარტიებს არჩევნების აღარ ეშინიათ, აღარც ანგარიშვალდებულების საკითხი
აწუხებთ და საკუთარი იდეოლოგიის მძევლებად იქცევიან ხოლმე (იტალია, იაპონია). თვით
გაერთიანებულ სამეფოშიც კი კონსერვატორთა ხანგრძლივმა მმართველობამ ტეტჩერიზმის
დაღი დაასვა ამ პარტიის შემდგომ პოლიტიკას, რაც იმაში გამოიხატა, რომ ვერც საკუთარ
ევროსკეპტიციზმს დააღწიეს თავი და ვერც საბაზრო ეკონომიკის დოგმატური გააზრებისგან
განთავისუფლდნენ; 3. წამყვან პარტიათა სისტემაში ოპოზიცია მუდამ სუსტია და
არაეფექტური, რადგან შეიძლება თავს ნება მისცე და ყურადღება არ მიაქციო კრიტიკას, თუ
ამით მომავალ არჩევნებში არაფერი გემუქრება. არადა, ჭეშმარიტად დემოკრატიული
პოლიტიკური კულტურა სწორედ ნებისმიერი პარტიისადმი ჯანსაღ კრიტიკასა და რაც
მთავარია, წარუმატებელი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნილებას გულისხმობს.
131. მრავალპარტიული სისტემა
მრავალპარტიულ სისტემებს ორზე მეტი პარტიის კონკურენცია ახასიათებს, რაც ამცირებს
ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას და კოალიციათა შექმნის ალბათობას ზრდის.
სარტორიმ მრავლპარტიული სისტემის ორი ტიპი განასხვავა - ზომიერი და პოლარიზებული
პლურალისტული მოდელები. ზომიერი პლურალიზმი დამახასიათებელია ისეთი
ქვეყნებისთვის, სადაც ძირითადად პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავება მცირეა, რაც
ცენტრისტულ საფუძველზე ხელს უწყობს კოალიციების შექმნას, მაგალითად:ბელგია,
ჰოლანდია და ნორვეგია.
პოლარიზებული პლურალიზმი კი დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც
უთანხმოებები ძირითადად პარტიებს შორის საკმარისად მკვეთრია და ზოგიერთნი კიდევ
კრიჭაში უდგას ხელისუფლებას, მაგლითად: იტალია, საფრანგეთი ესპაეთი. ამგვარი სისტემის
ძლიერი მხარე იმთავივე ნაგულისხმევი „კონტროლისა და დაბალანსების“ მექანიზმები და
„კამათის, მოლპარაკებებისა და შეთანხმბების“ პრინციპის უპირატესობის აღიარებაა.
მაგ: შეგონება/დარწმუნების პოლიტიკა და იდეოლოგიური რადიკალიზმი, რაც ტეტჩერიზმს
ახასიათებდა, სრულილად წარმოუდგენელი იქნებოდა მრავალპარტიულ სისტემაში.
მრავალპარტიული სისტემის ნაკლოვანებები უკავშირდება კოალიციური მთავრობის შექმნის
თავისებურ სირთულეებს: 1. მოლაპარაკებებმა შესაძლოა თვეობით გასტანოს. 2. ამგვარ
მთავრობებს არამდგრადობა ახასიათებს და დრო ხშირად კოალიციაში პარტნიორებთან
კინკლაობაში მიდის.
ამის კლასიკური მაგალითია იტალია: მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვერც ერთმა
კოალიციურმა მთავრობამ 10 თვეზე მეტი ვერ გაძლო. თუმცა, არსებობს ისეთი ქვეყნებიც
სადაც კოალიციური მთავრობები სწორედ სტაბილურობით გამოირჩევიან. მაგალითად
გერმანია და შვედეთის კოალიციური მთავრობები.
132. მაჟორირატარულ სისტემებში მრავალრიცხოვანი პარტიები, როგორც წესი,
პროპორციულად მეტ ადგილს იღებენ - არჩევნებში მოპოვებული ხმების პროპორციასთან
შედარებით ეს ზრდის ამა თუ იმ პარტიის შანსებს, უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში და
ხელისუფლებაც, მხოლოდ თვითონ დააკომლექტოს.
მაჟორიტარული სისტემების უარყოფითი შეფასებები ძირითადად მათ წარმომადგენლობით
ფუნქციებთან დაკავშირებით გაისმის ხოლმე. მეტნაკლებად, მაგრამ ნებისმიერი მათგანი
მრუდედ ასახავს ხალხის განწყობილებებებს იმ თვალსაზრისით, რომ პარტიის
წარმომადგენლობა არ შეესაბამება ამომრჩევლის აქტიურობას.
მაჟორიტარულ სისტემას, როგორც წესი იმიტომ იცავენ, რომ მასში მყარი და შედეგიანი
მმართველობის წინაპირობას - პროპორციულობის ნაკლებობას ძლიერი მთავრობის
არსებობით ამართლებენ. საკანონმდებლო ორგანო - მყარი უმრავლესობის საყრდენი,
საშუალებას აძლევს ამგვარ მთავრობას, ბოლომდე მშვიდად ჩაამთავროს საარჩევნო ვადა.
133. პროპორციულ სისტემები მიღებულ ხმებსა და პარტიის მიერ საკანონმდებლო ორგანოში
დაკავებულ ადგილებს შორის, თანასწორ ან შედარებით თანასწორ პროპორციას
უზრუნველყოფეენ. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა ნაკლებად სავარაუდოდ ხდის
ერთპარტიული უმრავლესობის მმართველობას და მრავალპატიულობასა და კოალიციური
მთავრობის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
პროპორციული საარჩევნო სისტემები, აშკარად უფრო წარმომადგენლობითია, ვიდრე
მაჟორიტარული. თუმცაღა, მთლად ასეც არაა საქმე, მაგალითად: პროპორციული
წარმომადგენლობის სისტემა ემყარება იმას, რომ ასეთ დროს მეტი შანსია კოალიცური
მთავრობა შეიქმნას. კოალიციური მთავრობები სუსტი და არამყარია - მათ მუდამ უწევთ
განსხვავებულ აზრთა შეჯახება, შინაგანი სიჭრელისა და განხეთქილებების გამო, ისნი ხშირად
დროზე ადრეც ამთავრებენ ფუნქციონირებას.
პროპორციული სისტემის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ პრინციპით არჩეული ხელისუფლება
ამომრჩეველთა უფრო ფართო ფენების ნებას გამოხატავს, პარტიების თანამსრომლობასა და
თანხმობას უწყობს ხელს, და სასურველ წონასწორობას ამყარებს ხელისუფლების
აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებს შორის.
მათი აზრით, მთავრობის სიძლიერეს სახალხო მხარდაჭერა და მოქალაქეთა გულწრფელი
პატივისცემა განსაზღვრავს და ამიტომაც, ფართო კოალიცია შეიძლება უკეთ პასუხობდეს
მოთხოვნებს, ვიდრე, ერთპარტიული მმართველობა.
ძლიერი მმართველობა, ალბათ სახელისუფლო პოლიტიკის მუდმივ სრულყოფას უნდა
გულისხმობდეს, თუნდაც მთავრობების ცვლის ხარჯზე, და არა საკუთარი ვადის როგორმე
ბოლომდე მიყვანის.
134. შერეული სისტემა
1. მანდატების გარკვეული რაოდენობა ერთმანდატიან ოლქებში ერთი გამარჯვებულის
პრინციპით გამოვლენილ კანდიდატებზე ნაწილდება;
2. დარჩენილი მანდატები ნაწილდება პარტიული სიების მიხედვით;
3. თითოეული ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას – ერთხელ კონკრეტულ კანდიდატს, მეორედ
პარტიულ სიას.
უპირატესობები:
1. ამგვარი სისტემა ამომრჩეველთა კერძო ინტერესებსა და სამართლიანობას აბალანსებს, ხოლო
პარტიული სიის არსებობა საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ წარმომადგენლობას
უზრუნველყოფს;
2. შედეგების თვალსაზრისით, სისტემის სრული პროპორციულობა ერთპარტიული
მმართველობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს;
3. ამომრჩეველს შეუძლია პიროვნულად ერთი პარტიის წარმომადგენელს დაუჭიროს მხარი, და
ამავე დროს, სხვა პარტიის სიას მისცეს ხმა;
4. ითვალისწინებს, რომ წარმომადგენლობით ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში
საქმიანობა ერთმანეთისგან განსხვავდება და ორივე თავისებურ უნარსა და გამოცდილებას
მოითხოვს.
ნაკლოვანებები:
1. ერთმანდატიანი ოლქების ძალაში დატოვება სრული პროპორციულობის მიღწევას უშლის
ხელს;
2. სისტემა წარმომადგენელთა ორ ტიპს გვთავაზობს და ერთს თუ საკუთარი ამომრჩევლის
წინაშე პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს, მეორეს უფრო მაღალი სტატუსი და მინისტრის
სავარძლის პერსპექტივა ხიბლავს;
3. ოლქში არჩეულ კანდიდატს ბევრად უფრო მეტი ამომრჩევლის ინტერესის დაცვა უწევს;
4. პარტიული პოლიტიკა უფრო მკაცრი დ ცენტრალიზებულია: სწორედ პარტია წყვეტს, ვინ
იყაროს კენჭი ინდივიდუალურად, ვინ შეიყვანოს სიაში და რა რიგითობით.
135. თანამონაწილე მოქალაქე - პოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მართვაში ხალხის
მონაწილეობას სასურველადაც მიიჩნევს და შედეგის მომტანადაც;
136. ქვეშევრდომი მოქალაქე - პასიური. აღიარებს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ძალიან
შეზღუდულ შესაძლებლობას;
137. კუთხურობით გამორჩეული მოქალაქე - არ გააჩნია მოქალაქეობრივი განცდა. საკუთარ თავს
არა მთლიანად ერთან, არამედ მხოლოდ თავისი კუთხის წარმომადგენლებთან აიგივებს.
პოლიტიკაში მონაწილეობის არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა.
138. სამოქალაქო კულტურის კონცეფცია - კულტურა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების
ფართო მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ
ვალდებულებებს ასრულებს; ითვლება, რომ ეს სტაბილური დემოკრატიული სისტემის
აუცილებელი პირობაა.
139. სამი სამყაროს ტიპოლოგია – პოლიტიკური სამყაროს დაყოფა სამ განსხვავებულ ბლოკად:
 პირველი სამყარო – კაპიტალისტური (დასავლეთის ინდუსტრიული რეჟიმები)
 მეორე სამყარო – კომუნისტური (კომუნისტური რეჟიმები)
 მესამე სამყარო – განვითარებადი (აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაკლებ
განვითარებული ქვეყნები)
სამი სამყაროს ამგვარ კლასიფიკაციას თავისი ეკონომიკური, იდეოლოგიური, პოლიტიკური
და სტრატეგიული განზომილებები გააჩნდა.
,,პირველი სამყარო“ წმინდად კაპიტალისტურ პრინციპებს აღიარებდა – კერძო მეწარმეობას,
მატერიალურ სტიმულირებასა და თავისუფალ ბაზარს; მეორე სამყარო კი ,,კომუნისტურ“
ღირებულებებს: კოლექტიურ შრომას, სოციალურ თანასწორობას და ცენტრალიზებული
დაგეგმვის აუცილებლობას. ამგვარი იდეოლოგიური განსხვავებები აშკარა პოლიტიკურ ელფერს
ატარებდა: ,,პირველი სამყარო“ ლიბერალურ–დემოკრატიულ პოლიტიკას მისდევდა, რაც
არჩევნების დროს პარტიათა მეტოქეობაში გამოიხატებოდა; ,,მეორე სამყაროს“ რეჟიმი კი
ერთპარტიულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, სადაც ,,მმართველი“ კომუნისტური პარტიები
ბატონობდნენ. ,,მესამე სამყარო“ ტიპურად ავტორიტატული იყო და დინასტიური მონარქიების,
დიქტატორების, ან უბრალოდ, სამხედრო რეჟიმების მიერ იმართებოდა. ამგვარი დაყოფა მთლად
ნათლად მაინც ვერ ასახავდა ბიპოლარულ ,,მსოფლიო წესრიგს“: როცა დასავლეთი, აშშ–ს
თაოსნობით, საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოხვედრილ აღმოსავლეთს უპირისპირდებოდა.
ამ ,,წესრიგის“ შენარჩუნება ორი მეტოქე სამხედრო ბანაკის ხარჯზე ხდებოდა: ერთი
მხრივ, ,,ნატოს“, მეორე მხრივ, ,,ვარშავის ბლოკის“ არსებობით. არცთუ იშვიათად,
მიუმხრობელი ,,მესამე სამყარო“ ამ გეოპოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად იქცეოდა ხოლმე,
რითაც მისი პოლიტიკური და ეკონომიკური უსუსურობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა.
140. საარჩევნო დიქტატურა – საარჩევნო დიქტატურად შეგვიძლია მივიჩნიოთ/საარჩევნო
დიქტატურას წარმოადგენს წამყვან პარტიათა სისტემები. ეს სისტემა კონკურენტულია, რადგან
აქ პერიოდულ სახალხო არჩევნებში ძალაუფლებისათვის რამდენიმე პარტია იბრძვის. თუმცა
ამ შემთხვევაში ყოველთვის გამოირჩევა ერთი ძლიერი, რომელიც საბოლოოდ ხანგრძლიად
ინარჩუნებს ხელისუფლებას. თავისთავად საკამათოა ხელისუფლებაში ყოფნის რა
ხანგრძლივობა ნიშნავს პარტიის წამყვან როლს. მაგ, იაპონიაში წამყვანი ლიბერალ–
დემოკრატიული პარტია 38 წელი ინარჩუნებდა აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში და
ამის უმთავრესი მიზეზი იაპონური ეკონომიკური სასწაული იყო. პარტია ერთნაირი
მხარდაჭერით სარგებლობდა როგორც კონფუციური იდეებისადმი დღემდე ტრადიციულად
ერთგულ პროვინციებში, ასევე ეკონომიკურად დაწინაურებულ ინდუსტრიულ ქალაქებშიც. ამ
სისტემისთვის დამახასიათებელია პარტიული კონკურენზიიდან აქცენტის გადანაცვლება
რიგებში.
(ეს ალბათ აღარ დაჭირდება, მარა რავი, იყოს) წამყვანი პარტიის სისტემას ყველა ალმაცერად
უყურებს, რადგან: 1. მას სახელმწიფოსა და ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის
გაიგივება ახასიათებს, რითაც მნიშვნელოვანი კონსტისუციური გარანტიები ილახება; 2.
ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა წამყვანი პარტიის შიგნიდან გახრწნას და გზა
მისცეს კორუფციასა და დაუჯერებლობის სინდრომს. როცა პარტიებს არჩევნების აღარ
ეშინიათ, აღარც ანგარიშვალდებულების საკითხი აწუხებთ და საკუთარი იდეოლოგიის
მძევლებად იქცევიან ხოლმე (იტალია, იაპონია). თვით გაერთიანებულ სამეფოშიც კი
კონსერვატორთა ხანგრძლივმა მმართველობამ ტეტჩერიზმის დაღი დაასვა ამ პარტიის
შემდგომ პოლიტიკას, რაც იმაში გამოიხატა, რომ ვერც საკუთარ ევროსკეპტიციზმს დააღწიეს
თავი და ვერც საბაზრო ეკონომიკის დოგმატური გააზრებისგან განთავისუფლდნენ; 3. წამყვან
პარტიათა სისტემაში ოპოზიცია მუდამ სუსტია და არაეფექტური, რადგან შეიძლება თავს ნება
მისცე და ყურადღება არ მიაქციო კრიტიკას, თუ ამით მომავალ არჩევნებში არაფერი გემუქრება.
არადა, ჭეშმარიტად დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა სწორედ ნებისმიერი
პარტიისადმი ჯანსაღ კრიტიკასა და რაც მთავარია, წარუმატებელი ხელისუფლების შეცვლის
მოთხოვნილებას გულისხმობს.)
141. პოლიტიკის გაგება, როგორც კომპრომისი და კონსენსუსი – პოლიტიკის ეს განსაზღვრება
არა იმდენად მის სამოქმედო ასპარეზს განეკუთნება, რამდენადაც გადაწყვეტილებათა მიღების
გზას. ძირითადად, პოლიტიკა განიხილება, როგორც საუკეთესო საშუალება კონფლიქტების
მოსაგვარებლად: ანუ დათმობის, მოთათბირებისა და შეთანხმებების გზით და არა უხეში
ძალის გამოყენებით. სწორედ ეს იგულისხმება, როცა პოლიტიკას ,,შესაძლებლის ხელოვნებას“
უწოდებენ ხოლმე. პოლიტიკის ამგვარი განსაზღვრება ყოველდღიურ მეტყველებაშიც ისმის:
მაგალითად, როდესაც საუბრობენ პრობლემის ,,პოლიტიკურ“ გადაჭრაზე, მხედველობაში აქვთ
მშვიდობიანი მოლაპარაკებები და არბიტაჟი და არა ძალისმიერი გადაწყვეტილებები.
პოლიტიკის ამგვარი შეფასება ჯერ კიდევ არისტოტელესაგან მომდინარეობს. დღეს ამგვარი
ხედვის ერთი მთავარი მიმდევართაგანი ბერნარდ კრიკია. პოლიტიკის ამგვარი ხედვა მაინც
უდაოდ დადებით ხასიათს ატარებს: პოლიტიკა უტოპია არაა (კომპრომისი ყველა მხარის
დათმობაზე წასვლას გულისხმობს, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი ჯერ არავინ არასდროს
დარჩენილა) და მაინც, ის ბევრად სჯობს სხვა ალტერნატივებს – ძალადობისა და
სისხლისღვრას. ამ გაგებით პოლიტიკა ცივილიზირებულ და ცივილიზაციის მომტან ძალად
შეიძლება გავიაზროთ.
142. რას ეწოდება იდეალისტური სახელმწიფო – ეს მიდგომა ყველაზე ნათლად ჩანს ჰეგელის
ნაშრომებში. ჰეგელი საზოგადოებრივი არსებობის სამ დონეს გამოყოფდა: ოჯახი, სამოქალაქო
საზოგადოება და სახელმწიფო. ჰეგელი ოჯახს თავისებური ალტრუიზმით ახასიათებდა
(ადამიანი შვილებისა თუ მშობლების სასიკეთოდ საკუთარ ინტერესებს უგულებელყოფდა);
სამოქალაქო საზოგადოებას ჰეგელი ოჯახის საპირისპიროდ „საყოველთაო ეგოიზმის“ სფეროს
უწოდებდა (აქ უმთავრესი პიროვნების კერძო ინტერესია); ხოლო სახელმწიფოს ჰეგელი
ზნეობრივ მთლიანობას უწოდებს, რომლის საფუძველიც „საყოველთაო ალტრუიზმია“.
იდეალისტური მიდგომა აღიარებს სახელმწიფოს ზეობას და მას ზნეობრივ ასპექტებში
განიხილავს. იდეალიზმის მთავარ ნაკლს წარმოადგენს მისი უუნარობა, მკვეთრად გამიჯნოს
სახელმწიფოს შემადგენელი და მის მიღმა მყოფი ინსტიტუტები.
143. კულტურული ნაციონალიზმი – ჩვეულებრივ, ეროვნული თვითდამკვიდრების სახეს იღებს
ხოლმე; ესაა საშუალება, რითაც ადამიანებს შეუძლიათ ნათლად გაიაზრონ საკუთარი მეობა და
ეროვნულ სიამაყესა თუ საკუთარი თავის პატივისცემას გაუსვან ხაზი. კულტურული
ხასიათისაა შავკანიანთა ნაციონალიზმი აშშ–ში. გერმანელი ისტორიკოსი ფრიდრიხ მაინეკე
ცოტათი კიდევ უფრო წინ წავიდა და საერთოდ გამიჯნა ერთმანეთისაგან კულტურული და
პოლიტიკური ერები. კულტურული ერები ეთნიკური ერთგვაროვნების მაღალი ხარისხით
ხასიათდებიან – ფაქტობრივად, ეროვნული და ეთნიკური მეობა, ამ შემთხვევაში,
გაიგივებულია. მაინეკემ კულტურული ერების მაგალითებად ბერძნები, გერმანელები, რუსები,
ინგლისელები და ირლანდიელები დაასახელა, თუმცა ამ კატეგორიაში ისეთი ეთნიკური
ჯგუფებიც შეიძლება მოვიაზროთ, როგორებიცაა ქურთები, თამილები, ჩეჩნები. ამგვარი ერები
შესაძლოა ორგანულ ერთობებად ჩაითვალოს, რადგან მათი ჩამოყალიბება უფრო ბუნებრივი
და ისტორიული მიზეზების შედეგია, ვიდრე პოლიტიკური ფაქტორების. კულტურული
ერების სიძლიერე მათი შეკავშირებოლობაა (ეს ტესტებში იყო) – ეროვნული ერთობის ძლიერი
და ისტორიულად განპირობებული განცდის შედეგად. ისინი საკუთარ თავს
გამორჩეულებადაც მიიჩნევენ ხოლმე: მსგავსი ერის შვილობა არა ნებაყოფლობითი
პოლიტიკური არჩევანის შედეგია, არამედ მემკვიდრეობით მიღებული ეთნიკური მეობის.
ისინი თავს საერთო წარმომავლობის ნათესაური კავშირებით შედუღაბებულ ჯგუფებად
თვლიან. ამ გაგებით, შეუძლებელია გახდე გერმანელი, რუსი ან ქურთი მხოლოდ იმიტომ, რომ
ამ ენაზე ალაპარაკდე ან ამ ხალხის მრწამსი გაიაზრო. მსგავსი განსაკუთრებულობის განცდა
ნაციონალიზმის კარჩაკეტილი და დრომოჭმული ფორმების გაჩენას უწყობს ხელს და
ართულებს განსხვავების დანახვას ერსა და რასას შორის.
144. აღმოსავლეთ–აზიური პოლიტიკური რეჟიმები – ყველა აღმოსავლეთ–აზიურ რეჟიმს აქვს
შემდეგი საერთო: 1. ისინი უფრო ეკონომიკურ მიზნებზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე
პოლიტიკურზე: მათი მთავარი ამოცანაა დოვლათის შექმნასა და დაგროვებას შეუწყონ ხელი.
ეს მიდგომა აღმოსავლეთ აზიის ,,ხუთი ვეფხვის“ ეკონომიკურ აღმავლობაშიც შეინიშნება
(სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჰონგ კონგი, სინგაპური, მალაიზია). 2. ყველა ამ ქვეყანაში ძლიერი
მმართველობის მოთხოვნილება შეინიშნება – გავლენიანი მმართველი პარტიები მაინც
გარკვეული ნდობით სარგებლობენ და სახელმწიფოს მიმართაც საყოველთაო რიდი იგრძნობა.
3. კონფუციანური ტრადიციის თანახმად, ლიდერთა მიმართ მოწიწება აქ ძვალ–რბილში აქვთ
გამჯდარი. 4. მათთვის საზოგადოებრივი და სოციალური კავშირები ძალიან ფასეულია – რაც
ოჯახის ფენომენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭებით გამოიხატება.
თუმცა აღმოსავლეთ–აზიურ რეჟიმებშიც ვიპოვით განსხავაებებს. მათგან უმნიშვნელოვანესი
ჩინეთის კაპიტალიზმისკენ გადახრაა, რამაც მასსა და მის მეზობლებს შორის მკვეთრი სხვაობა
კი წაშალა, მაგრამ ძირეულ პოლიტიკურ გამიჯვნას მაინც ვერაფერი მოუხერხა. ჩინეთი,
პოლიტიკური თვალსაზრისით მაინც, ხოლო ჩრდილოეთ კორეა – როგორც პოლიტიკური, ისე
ეკონომიკური გაგებითაც – უდაოდ კომუნისტური რეჟიმებია, სადაც სახელმწიფო მანქანას
ჯერაც ერთმმართველი კომუნისტური პარტია განაგებს. ასევე, თვალსაჩინო კულტურული
განსხვავება სრულად ჩინურენოვან სახელმწიფოებსა (ტაივანი და საკუთრივ ჩინეთი), და
იაპონიასა თუ ეთნიკურად ჭრელ ქვეყნებს შორის (ვთქვათ, სინგაპური, მალაიზია). მაგ,
სინგაპურის სკოლებში კონფუცის სწავლებისაგან იმ მოტივით შეიკავეს თავი, რომ მათი
მალაიზიელი და ინდოელი მოქალაქეების უკმაყოფილება არ გამოეწვიათ. მსგავსი ვითარება
შეიქმნა მალაიზიაშიც, სადაც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩინური გავლენა
შეეზღუდათ და მალაიზიური კულტურის ისლამური ელემენტები წამოეწიათ წინ.
145. ისლამური რეჟიმები – ისლამის, როგორც პოლიტიკური ძალის აღმავლობამ უდიდესი
გავლენა მოახდინა ჩრდილო აფრიკის, აზიის ნაწილისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ
არეალზე. ზოგ შემთხვევაში, გასამხედროებული ისლამური დაჯგუფებები არსებულ რეჟიმებს
დაუპირისპირდნენ და მეოცე საუკუნის 70–იანი წლებიდან, მარქსიზმ–ლენინიზმით საყოველთაო
იმედგაცრუების ფონზე, ჩანერგილთა ინტერესების დამცველებად ახლა საკუთარი თავი
გამოაცხადეს. ისლამი არაა და არც არასოდეს ყოფილა მხოლოდ რელიგია. ის უფრო ცხოვრების
წესია, რომელიც როგორც ადამიანების, ისე სახელმწიფების ეთიკური, პოლიტიკური და
ეკონომიკური ქცევის ნორმებს განსაზღვრავს. ,,ისლამის გზა“ მუჰამედ მოციქულის მოძღვრებას
ეფუძნება, რომელიც ყურანშია გადმოცემული. მას, როგორც ღვთის გაცხადებულ სიტყვას, ყველა
მუსლიმი მიაგებს პატივს; ისლამის მეორე საფუძველთა–საფუძველი ,,სუნაა“ (,,გატკეპნილი
ბილიკი“), მართლმორწმუნე მაჰმადიანთა მიერ დაცული ადათ–წესების კონა, რაც გადმოცემით
თავად მუჰამადის ცხოვრების წესიდან იღებს სათავეს. პოლიტიკური ისლამი იმგვარი
თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც პოლიტიკური თუ სხვა
ნებიემიერი საკითხი უზენაესი რელიგიური პრინციპების შესაბამისად იქნებოდა
დარეგულირებული. თუმცა, პოლიტიკურმა ისლამმაც, დროთა განმავლობაში, სახე იცვალა და
ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ფორმები შეიძინა – შეურიგებელი
ფუნდამენტალიზმიდან, პოლიტიკურ პლურალიზმთან სავსებით შეთავსებად მოდელებამდე.
ისლამისა და დემოკრატიის თანაარსებობის საინტერესო მაგალითია თურქეთი: 1923 წელს
მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაფუძნებული თურქეთის რესპუბლიკა საერო მმართველობის
პრინციპებს არ ღალატობს.
146. სამხედრო რეჟიმები – სამხედრო რეჟიმები ზოგადად ,,ავტორიტარული“ რეჟიმების
ერთგვარ ნაირსახეობადაც შეიძლება ჩაითვალოს. სამხედრო ტიპის ავტორიტარიზმი ჩვეული
ამბავი იყო ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ–აღმოსავლეთ
აზიაში. როგორც წესი, სამხედრო რეჟიმების დროს ძალაუფლება სამხედროთა ხელში გადადის
– სამხედრო სარდლობის იერარქიაში მათი მდგომარეობის შესაბამისად; ამასთან, ჩვეული
პოლიტიკური და კონსტიტუციური საქმიანობა შეჩერებულია, ხოლო პარლამენტი და პრესა,
რომელთა მეშვეობითაც საჯარო ოპონირებაა შესაძლებელი, ან დასუსტებულია, ან სულაც
აკრძალული.
ზოგიერთი სამხედრო რეჟიმის პირობებში არმია უშუალო კონტროლს ახორციელებს
მთავრობაზე და ასეთი სხვადასხვაობის კლასიკურ ფორმას ლათინური ამერიკისათვის
დამახასიათებელი სამხედრო ხუნტა წარმოადგენს: ესაა კოლექტიური სამხედრო
მმართველობის ფორმა, როცა ყველა გადაწყვეტილებას სამხედრო მეთაურთა საბჭო იღებს.
ჩვეულებრივ, იგი ჯარის სამი სახეობითაა წარმოდგენილი (სახმელეთო, საზღვაო, სამხედრო–
საჰაერო). ხუნტაში ხშირად ხდება ხოლმე დაპირისპირება ზემოაღნიშნული ჯარების
სარდლობათა შორის, რასაც ძალაუფლების ხელიდან ხელში გადასვლა მოსდევს.
სამხედრო რეჟიმის მეორე ფორმა სამხედროთა მხარდაჭერით უზრუნველყოფილი პიროვნული
დიქტატურაა. მსგავს შემთხვევაში წინა პლანზე ერთი რომელიმე პიროვნება გამოდის და მისი
ქარიზმატული გავლენის საფუძველზე ე.წ. პიროვნების კულტი ყალიბდება.
ისეთი სამხედრო რეჟიმებიც არსებობს, როცა ხელისუფლების სიმყარეს შეიარაღებული
ძალების ლოიალობა განაპირობებს, თუმცა თავად სამხედრო მეთაურები ჩრდილში რჩებიან და
ასე აკონტროლებენ ვითარებას.
147. ავტორიტარული და ტოტალიტარული სისტემების მსგავსება–განსხვავება –
ტოტალიტარული სახელმწიფო ხასიათდება ჩარევის უკიდურესი ფორმით. ტოტალიტარიზმის
იდეა ისეთი სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც გააკონტროლებს ადამიანის ცხოვრების
ნებისმიერ სფეროს (ეკონომიკა, განათლება, კულტურა). ტოტალიტარიზმის ისტორიული
მაგალითებია ნაცისტური გერმანია და სსრკ (ასევე სადამ ჰუსეინის ერაყი). ტოტალიტარიზმი
საზრდოობს მუდმივი ტერორითა და სისტემის მკაცრი ხასიათით. ტოტალიტარიზმი არ ცნობს
სამოქალაქო საზოგადოებებსა და კერძო სფეროებს. ტოტალიტარიზმის მომხრეები ხშირად
ჰეგელს უკავშირებენ ტოტალიტარიზმის იდეოლოგიას (სინამდვილესი კი ჰეგელი
სახელმწიფოს „ეთიკურ ერთობად“ მიიჩნევდა, სადაც საყოველთან ურთიერთგაგება და
ალტრუიზმია). ტოტალიტარისტული იდეოლოგიის მიხედვით სახელმწიფოს განვითარება
დაკავშირებულია ხელისუფლების შეუზღუდავობასთან. ავტორიტატული რეჟიმი
ხელისუფლებისადმი საკუთარ სწრაფვას პიროვნების უფლებებზე მაღლა აყენებს. თუმცა,
როგორც წესი, ავტორიტარიზმი ტოტალიტარიზმისაგან მაინც განსხვავდება: სახელმწიფოს
ზემოდან მართვა – მონარქიული აბსოლუტიზმის, ტრადიციული დიქტატურებისა თუ
სამხედრო რეჟიმების დროს – უფრო მეტად ოპოზიციისა და პოლიტიკური თავისუფლების
შეზღუდვაში გამოიხატება, ვიდრე რადიკალური საბოლოო მიზნით – მთლიანად ზღვარი
სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ამიტომ ავტორიტარული რეჟიმი
გარკვეულ ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის თავისუფლებებს ხშირად ეგუება.
148. ლიბერალიზმი და დემოკრატია – არსებობს დემოკრატიის კერძო მოდელი, რასაც ზოგადად
ლიბერალურ დემოკრატიას უწოდებენ. მისი ძირითადი ნიშან-თვისებებია:
1. ლიბერალური დემოკრატია მმართველობის არაპირდაპირი და წარმომადგენლობითი
ფორმაა, ხელისუფლება არჩევნებში მიღწეულ წარმატების შედეგად ყალიბდება და პოლიტიკური
თანასწორობის საფუძველზე ხორციელდება.
2. ლიბერალური დემოკრატია კონკურენციისა და არჩევანის პრინციპებს ემყარება, რაც
პოლიტიკური პლურალიზმის, ურთიერთშემწყნარებლობის და საერთო თანხმობის გზით
მიიღწევა. ამავე დროს, მისთვის სრულიად ბუნებრივია საპირისპირო სოციალური მოძღვრებების
და მეტოქე პოლიტიკური მოძრაობებისა თუ პარტიების თანაარსებობა.
3. ლიბერალური დემოკრატია მკვეთრად მიჯნავს სახელმწიფოს სამოქალაქო
საზოგადოებისაგან. რაც დამოუკიდებელი ჯგუფებისა და კერძო ინტერესების არსებობითა და
ეკონომიკური ცხოვრების საბაზრო პრინციპებით ორგანიზებაში გამოიხატება.
არსებობს რამდენიმე ხედვა ლიბერალური დემოკრატიის შესახებ: პლურალისტური ხედვა,
ელიტისტური ხედვა, კორპორატისტული ხედვა, ახალი მემარჯვენეობის ხედვა, მარქსისტული
ხედვა.
149. ავტორიტარული რეჟიმების არსი – სახელმწიფოს ზემოდან მართვის რწმენა ან პრაქტიკა,
სადაც უფლებამოსილება საზოგადოებასთან თანხმობის მიუხედავად ხორციელდება.
ამგვარად, ავტორიტარიზმი ხელისუფლების კლასიკური გაგებისაგან განსხვავდება: ეს
უკანასკნელი ლეგიტიმურობას ემყარება და ამ მნიშვნელობით იგი ქვემოდან ხორციელდება.
ავტორიტატული რეჟიმი ხელისუფლებისადმი საკუთარ სწრაფვას პიროვნების უფლებებზე
მაღლა აყენებს. თუმცა, როგორც წესი, ავტორიტარიზმი ტოტალიტარიზმისაგან მაინც
განსხვავდება: სახელმწიფოს ზემოდან მართვა – მონარქიული აბსოლუტიზმის, ტრადიციული
დიქტატურებისა თუ სამხედრო რეჟიმების დროს – უფრო მეტად ოპოზიციისა და
პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება, ვიდრე რადიკალური საბოლოო
მიზნით – მთლიანად ზღვარი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ამიტომ
ავტორიტარული რეჟიმი გარკვეულ ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის თავისუფლებებს
ხშირად ეგუება.
150. პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატია – სახალხო მმართველობა სხვადასხვა
სახით გამოიხატება:
პირდაპირი დემოკრატიის შემთხვევაში, სახალხო მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაზე
პირდაპირი და მუდმივი ზემოქმედებით იჩენს თავს - რეფერენდუმის, მასობრივი მიტინგების, თუ
„ცოცხალ ეთერში“ტელეგამოკითხვების სახით.
წარმომადგენლობითი დემოკრატიის დროს სახალხო მმართველობა ხმის მიცემის ფორმით
იჩენს თავს. არჩევნების მთავარი ღირებულება ის არის, რომ მას შეუძლია პოლიტიკოსს თავი
ანგარიშვალდებულად აგრძნობინოს საზოგადოების წინაშე.
151. კლასიკური დემოკრატია - დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველბერძნული პოლისია,
ანუ „ქალაქი-სახელმწიფო“. კლასიკური დემოკრატია ყველაზე დიდ და ძლევამოსილ ქალაქ-
სახელმწიფოში, ათენში განვითარდა. ჩვ.წ. V-IV საუკუნეებში იქ გავრცელებული პირდაპირი
დემოკრატიის ფორმას, ხშირად სახალხო მმართველობის ერთადერთ შეუმღვრეველ და
იდეალურ სისტემად მიიჩნევენ ხოლმე. ათენში დემოკრატია სახალხო კრების სახით
ვლინდებოდა - ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოქალაქეთაგან შემდგარი სახალხო
კრება, ანუ Ecclesia იღებდა და იგი სულ ცოტა, წელიწადში ორმოცჯერ მაინც იკრიბებოდა.
საჯარო მოხელეებს ისევ მოქალაქეთა რიგებიდან ირჩევდნენ, გარკვეული ვადითა და
კენჭისყრით; თანამდებობაზე ყოფნა დროებითი იმიტომაც იყო, რომ რაც შეიძლება მეტ
მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა მმართველობაში. სახალხო კრების აღმასრულებელი
საკრებულო, 500 მოქალაქისაგან დგებოდა და მას 50 კაციანი საბჭო წარუდგენდა ხოლმე იმ
დღისთვის განსახილველ საკითხთა სიას. საბჭოს თავი მხოლოდ იმ ერთი დღით ირჩეოდა და
არც ერთ ათენელს არ შეეძლო ამ თანამდებობის ორგზის დაკავება. ერთადერთი გამონაკლისი
სამხედროთათვის დაიშვებოდა, სხვა საჯარო მოხელეებისაგან განსხვავებით, ერთ
თანამდებობაზე მათი რამდენიმეგზის არჩევა იყო შესაძლებელი.
ძირითადი, რაც ათენურ დემოკრატიას გამოარჩევდა, მისი მოქალაქეების პოლიტიკური
აქტივობის ხარისხი გახლდათ. ისინი არა მარტო მუდმივად ესწრებოდნენ საერთო კრებას,
ყოველი მათგანი მზად იყო, მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც ეტვირთა.
152. ერი, როგორც პოლიტიკური ერთობა – როდესაც ერს არსებითად პოლიტიკურ ერთობად
მიიჩნევენ, ამ დროს აქცენტი უფრო მეტად მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ
მიკუთვნებულობაზე გადააქვთ, ვიდრე კულტურულ ერთობაზე. ამგვარად, ერს უპირველეს
ყოვლისა, საერთო მოქალაქეობით შეკავშირებულ ადამიანებად მიიჩნევენ, მათი კულტურული,
ეთნიკური და სხვა მახასიათებლების მიუხედავად. ერის ამგვარ გაგებას ბევრი ჟან–ჟაკ რუსოს
სახელსაც უკავშირებეს. ბევრი ერი მაინც უთუოდ პოლიტიკური ხასიათის წარმონაქმნია.
მაინეკეს თქმით, ამგვარ ერებს პოლიტიკურ ერებად იხსენიებენ და ამ კლასიფიკაციაში ის
ერები მოიაზრება, რომლის მოქალაქეებსაც უფრო პოლიტიკური მიზანშეწონილობა
განაპირობებს, ვიდრე ეთნიკური წარმომავლობა; ჩვეულებრივ, პოლიტიკურ ერებს რამდენიმე
ეთნიკური ჯგუფი აყალიბებს და ამდენად, მათ კულტურული არაერთგავროვნებაც
ახასიათებთ. პოლიტიკური ერების კლასიკურმაგალითად დიდი ბრიტანეთი, აშშ და
საფრანგეთი ითვლება. პოლიტიკურ ერებს ერთი რამ აახლოვებს: გარკვეული პრინციპებისა და
მიზნების ნებაყოფლობითი აღიარება – არსებული კულტურული მეობის საპირწონედ. ზოგჯერ
იმასაც ამტკიცებენ, რომ მსგავს საზოგადოებებში გაჩენილი ეროვნულობის განცდა ტიპურად
შემწყნარებლური და დემოკრატიულია
153. ერი სხვადასხვა გაგებით – ერის ცნება რთული განსასაზღვრია, რადგან ყველა ერი
ობიექტური და სუბიექტური ნიშან–თვისებების ერთგვარი ნაზავია – კულტურული და
პოლიტიკური მახასიათებლების მთელი სპექტრი.
ობიექტური თვალსაზრისით, ერი კულტურული მთლიანობაა – ენით, რელიგიით, საერთო
წარსულითა და სხვა ფაქტორებით შეკავშირებული. მსგავსი ფაქტორები ხელს უწყობს
ნაციონალისტურ პოლიტიკას. შეუძლებელია მხოლოდ ობიექტური ფაქტორებით განვსაზღვროთ,
რა არის ერი, რადგან თითოეულ მათგანს გარკვეული კულტურული, ეთნიკური და რასობრივი
მრავალფეროვნება ახასიათებს. ერის რაობა მხოლოდ სუბიექტურად შეუძლიათ განსაზღვრონ
მისივე წარმომადგენლებმა. ერი ფსიქოპოლიტიკური წარმონაქმნია – ნებისმიერი სხვა ჯგუფისა
თუ ადამიანთა გაერთიანებისაგან. მას საკუთარი წევრების სწორედ ამ წარმოქმნისადმი
მიკუთვნებულობა გამოარჩევს. ერი, ამ გაგებით, საკთარ თავს ცალკე პოლიტიკურ ერთობად
განიხილავს – სწორედ ამით განსხვავდება ერი ეთნიკური ჯგუფებისაგან. ამ უკანასკნელს გააჩნია
საერთო მეობა და კულტურული სიამაყის განცდა, თუმცა, ერისაგან განსხვავებით, მას
კოლექტიური პოლიტიკური მიზანსწრაფვა არ ახასიათებს. მსგავსი მისწრაფებები პოლიტიკური
დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის მოპოვებისა თუ შენარჩუნების მოთხოვნების ფორმას
იძენს ხოლმე. ნაკლები პრეტენზიის შემთხვევაში კი – გარკვეული ავტონომიით, ფედერაციისა თუ
კონტრფედერაციის წევრობით გმაყოფილდება.
154. სამოქალაქო საზოგადოება - დამოუკიდებელი ჯგუფებისა და ასოციაციების სფერო,
ინსტიტუტები, რომლებიც, სახელმწიფოებისაგან დამოუკიდებლები არიან. ავტონომიური
ჯგუფებისა და ეგაერთიანებების ერთობლიობა; სახელმწიფო კონტროლისაგან
დამოუკიდებელი, კერძო სფერო. ჰეგელის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება „საყოველთაო
ეგოიზმის“ სფეროდ მიიჩნევა, სადაც უმთავრესი პიროვნების კერძო ინტერესებია.
155. სამოქალაქო კულტურის კონცეფცია - კულტურა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების
ფართო მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ
ვალდებულებებს ასრულებს; ითვლება, რომ ეს სტაბილური დემოკრატიული სისტემის
აუცილებელი პირობაა.
156. სახელმწიფოს თანამედროვე კონცეფცია – XIX საუკუნეში ეროვნული სახელმწიფოები
შეიქმნა, უკვე XX საუკუნეში კი კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელებთან გვაქვს საქმნე. XX
საუკუნის ბოლოდან (80-იანი წლები) ნელ-ნელა მცირდება სახელმწიფოს როლი, რაც საბაზრო
რეფორმების გატარებასთან არის დაკავშირებული (ჩაურევლობის პოლიტიკა, პრივატიზაცია).
ასეთ რეფორმებს ზურგს უმაგრებდა გლობალური კონკურენციის წნეხი, იდეოლოგიები
(ახალი მემარჯვენეობა). შესაბამისად საჭირო იყო ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფოს
იერარქიული ინსტიტუტების ნაცვლად მეტ ყურადღებას თავისუფალ ბაზარს და
ინფორმაციულ ქსელებს მიაქცევდნენ. რიგი მეცნიერების აზრით, ეს მოვლენები ხელს უწყობდა
პოსტმოდერნული (კონკურენტული, საბაზრო) სახელმწიფოს ტიპის შექმნას (ფილიპ ბობიტი
სწორედ ამ მოვლენებს უმადლოდა ფაშიზმის, ლიბერალიზმისა და კომუნიზმს შორის ომის
დასრულებაშ). საბაზრო ეკონომიკის სიგნატურა ეკონომიკის დაგეგმარებაზე უარის თქმა იყო:
თანდათან ეკონომიკური საქმეების განსახორციელებლად ბაზარი სანდო ადგილად
ჩამოყალიბდა (მენქიუს ეკონომიკის მეექვსე პრინციპი). საბაზრო სახელმწიფოს
განსაკუთრებული ფორმა (კონკურენტული სახელმწიფო) ჩამოყალიბდა „აზიური ვეფხვების“
ეკონომიკაში (ამ შემთხვევასი უპირატესობა ენიჭებოდა პროფესიონალიზმს და განათლებას).
157. კოლექტივიზირებული სახელმწიფო - ამ ფორმის სახელმწიფოები სოციალურ–
დემოკრატიული და პროგრესირებადი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, მთლიანი
ეკონომიკის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობენ. კოლექტივიზირებული
სახელმწიფოს საუკეთესო მაგალითია სსრკ: მოსპეს კერძო მეწარმეობა და შექმნეს სხვადასხვა
დარგობრივი სამინისტროებისაგან შემდგარი ცენტრალიზირებული ეკონომიკური სისტემა
(ე.წ. „მბრძანებლური ეკონომიკა). კოლექტივიზმს ზურგს უმაგრებდა მთავარი სოციალისტური
იდეოლოგია - საერთო საკუთრების უპირატესობა კერძო საკუთრებაზე. მიუხედავად იმისა,
რომ მარქსი და ენგელსი სახელმწიფოს ხელში ბანკებისა და ფაბრიკა-ქარხნების დროებით
გადასვლაზე საუბრობდნენ (კლასობრივი საზოგადოების განადგურებასთან ერთად, ეს
ყველაფერი საჭირო აღარ იქნებოდა) და სოციალისტური იდეოლოგიაც მათი ნააზრევით იყო
ნასაზრდოები, ყველაფერი სხვანაირად მოხდა, კერძოდ კი საბჭოური კოლექტივიზირებული
სახელმწიფო საკმაოდ გამძლე აღმოჩნდა: სოციალიზმი სტეიტიზმთან
(სახელმწიფოებრიობასთან) გაიგივდა.

158. პატრიარქალური სახელმწიფო - მიუხედავად იმისა, რომ გამოკვეთილი ფემინისტური


ხასიათის სისტემა არ არსებობს, პატრიარქალურ სახელმწიფოზე საუბრისას აუცილებელია
ავღნიშნოთ ფემინისტური თეორიის მოსაზრებები. მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტები
გაცილებით უფრო ინტენსიურად იკვლევენ ჭარბად დაგროვილ მამაკაცურ ძალაუფლებას
სხვადასხვა ინსტიტუტებში, ვიდრე სახელმწიფოს რაობას, უნდა ითქვას, რომ მათ
სახელმწიფოს რაობის შესახებ კამათს ახალი სიცოცხლე შესძინეს. ფემინისტების აზრით,
სახელმწიფოში, სადაც ქალებს ჩამორთმეული აქვთ საკანონმდებლო და პოლიტიკური
(საარჩევნო უფლებები) გაიმარჯვებს პატრიარქატი.
მიუხედავად დღევანდელი რეალობისა, ფემინისტები მაინც ემხრობიან პლურალისტურ
„მიუკერძოებელი სახელმწიფოს“ ხედვას, ვინაიდანაც სჯერათ ნებისმიერი სქესობრივი
დისკრიმინაციის რეფორმით გამოსწორების შესაძლებლობისა. აქედან გამომდინარე,
ფემინისტების აზრით, საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს თანაბრად აქვს წვდომა სახელმწიფო
ძალაუფლებაზე და ეს ძალაუფლება გამოიყენება საყოველთაო კეთილდღეობის
დამყარებისათვის.
ამრიგად სახელმწიფოს ფემინისტები დადებითად აფასებენ და მის ჩარევასაც განიხილავენ,
როგორც გენდერული უთანაბრობის მოგვარებას. ჩვეულებრივი ფემინისტებისაგან
განსხვავებით, რადიკალი ფემინისტები ზოგჯერ უარყოფითად აფასებენ სახელმწიფოს ჩარევას
და ამბობენ რომ ასეთი ჩარევები პატრიარქალური ყოფისთვის დამახასიათებელი ჩაგვრის
გამოვლინებააო.
სახელმწიფოს ძალაუფლების შეფასებისას რადიკალი ფემინისტები ემსგავსებიან
მარქსისტებს : არცერთი არ მიიჩნევს სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების მქონე ავტონომიურ
ერთობად. ორივე, მარქსიზმიც და რადიკალური ფემინიზმიც სახელმწიფოს მხოლოდ ერთ
კონტექსტში განიხილავს: მარქსიზმი - ეკონომიკურში, რადიკალური ფემინიზმი - გენდერული
თანასწორობის კონტექსტში.
რადიკალურ ფემინიზმშიც იკვეთება ინსტრუმენტალისტური და სტრუქტურალისტური
მიმდინარეობები. ინსტრუმენტალისტთა, აზრით სახელმწიფო მამაკაცების ინტერესის დაცვის
იარაღია. სტრუქტურალისტები პირველ რიგში იმის კვლევით არიან დაკავებულნი
სახელმწიფო ინსტიტუტები რა დონითაა ჩართული პატრიარქალურ სისტემაში.
159. კაპიტალისტური სახელმწიფო – მარქსისტების აზრით, ნებისმიერი სახელმწიფო
კლასობრივი ჩაგვრის იარაღს წარმოადგენს, შესაბამისად საზოგადოების ეკონომიკური წყობის
განუხილველად, სახელმწიფოს რაობას ვერ განვსაზღვრავთ. თუმცა აღსანიშნავია, ისიც , რომ
მარქსი თავის ნაშრომებში სახელმწიფოს მკაფიო დეფინიციას არ გვაძლევდა, ამან კი გამოიწვია
მარქსისტების მიერ სახელმწიფოს კლასიკურ განმარტებაში ეჭვის შეტანა. მარქსისტები
საზოგადოებრივი ურთიერთობების ბაზისად ეკონომიკას მიიჩნევენ. სახელმწიფოს რაობაზე
მარქსს ორი მოსაზრება აქვს („კომუნისტური მანიფესტი“ და „ლუი ბონაპარტეს 18 ბრუმიერი“):
1) სახელმწიფოს მთავარი როლია მისი ხელისუფლების მიერ ბურჟუაზიის დაკმაყოფილება
(სახელმწიფო მმართველ კლასზეა დამოკიდებული, კაპიტალისტური წყობისას მმართველი
კლასი კი - ბურჟუაზიაა). შესაბამისად, მარქსისტები სახელმწიფოს „ჩაგრულთა
ექსპლუატაციის ინსტრუმენტად“ განიხილავდა.
2) სახელმწიფო კლასობრივი სისტემისგან მხოლოდ ფორმალურადაა ავტონომიური, ისიც
მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლია ელიტის ნება მოახვიოს საზოგადოებას. შესაბამისად,
სახელმწიფო კლასებს შორის მხოლოდ მოჩვენებითი მომრიგებლის როლს თამაშობს,
სინამდვილეში იგი ინარჩუნებს არსებულ კლასობრივ სისტემას.
160. დემოკრატიზაციის მიმართება ახალ დემოკრატიასთნ – ,,დასავლური პოლიარქიები"
ფაქტობრივად იგივეა, რაც ,,ლიბერალური დემოკრატია" ან უბრალოდ ,,დემოკრატია". ეს ის
სისტემებია, რომელთა თავდაპირველ გეოგრაფიულ არეალს ჩრდილო ამერიკა, დასავლეთ
ევროპა და ავსტრალია-ოკეანეთი წარმოადგენდნენ. ჰანთინგტონი ამ რეჟიმში
დემოკრატიზაციის პირველი ორი ,,ტალღის" შედეგს ხედავდა, რომელთაგან ერთი 1828-1926
წლების პერიოდს განეკუთვნებობა და აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოიცვა;
მეორე ,,ტალღა" 1943-1962 წლებზე მოდიოდა და მან უკვე დასავლეთ გერმანიას, იტალიას,
იაპონიასა და ინდოეთს გადაუარა. იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემებმა დემოკრატიზაციისა
და ლიბერალიზაციის გრძელი გზა გაიარა, მოცემულ სემთხვევაში, ლიბერალურ
დემოკრატიასთან შედარებით, უპირატესობას მაინც ტერმინ ,,პოლიარქიას" ვანიჭებთ, რასაც
ორი მიზეზი განაპირობებს: პირველი, ლიბერალური დემოკრატია უფრო პოლიტიკური
იდეალის შემცველი ცნებაა და შესაბამისად, ზოგადი ფილოსოფიურ-ეთიკური შინაარსითაა
დატვირთული; მეორე, როდესაც ვამბობთ ,,პოლიარქია", ვგულისხმობთ, რომ მთლიანობაში
მსგავსი სისტემა ჯერაც ბოლომდე ვერ პასუხობს დასახულ იდეალს.
161. პოლიტიკა ტრადიციულ ჭრილში – ფართო გაგებით, პოლიტიკა ის საქმიანობაა, რომლის
მეშვეობითაც ადამიანები თნაცხოვრებისათვის აუცილებელ ზოგად წესებს ადგენენ, იცავენ ან
ცვლიან. თუმცა ,,პოლიტიკა", ამავე დროს, აკადემიური დისციპლინის დასახელებაცაა და
ცხადია, საქმიანობის შესაბამისი სფეროს შესწავლასაც გულისხმობს. პოლიტიკა უცილობლად
უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორიცაა კონფლიქტი და თანამშრომლობა: ერთის მხრივ,
განსხვავბულ აზრთა შეხლა, მისწრაფებათა სხვადასხვაობა, მოთხოვნილებათა ჯიბრი და
ინტერესთა დაპირისპირება თავისთავად ქმნის იმ საერთო წესებზე დავის წინაპირობას,
რომელთა მიხედვითაც ცხოვრება გვიწევს; მეორეს მხრივ, ყველა ვხვდებით, რომ ამ წესებზე
ზემოქმედებისა თუ მათი დაცვის უზრუნველსაყოფად, ადამიანებმა უნდა ვითანამშრომლოთ -
სწორედ აქედან მომდინარეობს პოლიტიკური ძალაუფლების, როგორც ,,გუნდური თამაშის"
ჰანა არენდტისეული განსაზღვრება. ამიტომაც, პოლიტიკის დედაარსად ხშირად
კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესს მიიჩნევენ, როცა განსხვავებული თვალსაზრისები და
დაპირისპირებული ინტერესები ერთმანეთს უალოვდება. თუმცა, ფართო გაგებით, პოლიტიკა
უმჯობესია კონფლიქტის გადაჭრის გზის ძიებად მივიჩნიოთ და არა საბოლოო შეთანხმების
მიღწევად, რამდენადაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ყოველთვის და ყველა კონფლიქტის გადაჭრა
შეუძლებელია. რაკიღა ადამიანებს შორის არსებულ განსხვავებას ვერსად გავექცევით - ისევე,
როგორც დაუკმაყოფილებელ სურვილებს (საყოველთაო კეთილდღეობამდე ჯერ კიდევ
შორია), დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკა კაცობრიობის არსებობის მუდმივ
თანამდევად რჩება.
162. ლიბერალური კონცეფციის პრინციპი საერთაშორისო სისტემებში – თანამედროვე
ლიბერალიზმი გაცილებით ლოიალურია სახელმწიფოს ჩარევის მიმართ. აშშ–ში დღეს
ლიბერალებად იწოდებიან ისინიც კი, ვინც არა მოკრძალებულ, არამედ თამამ მმართველობას
უჭერს მხარს. ასეთ რადიკალურ ცვლილებას აზროვნებაში თავისი ახსნა აქვს: სამრეწველო
კაპიტალიზმმა სოციალური უსამართლობის ახალი ფორმები დაამკვიდრა და მოსახლეობის
ფართო მასები თავისუფალი ბაზრის სიმკაცრეს შეაჯახა. მილის გავლენით, ე.წ. ახალმა
ლიბერალებმა თავისუფლების პოზიტიური ხედვა ჩამოაყალიბეს: ამგვარი თავისუფლება
ადამიანის ბედის ანაბარა მიტოვებას კი არ გულისხმობს, არამედ ინიციატივის წახალისებასა
და თვითრეალიზების შესაძლებლობას.
163. როგორ განიხილავს მარქსიზმი ერს – მარქსისტული დოქტრინის თანახმად, მთავარი იყო
კლასობრივი ბრძოლა და „მუშათა კლასის გათავისუფლება“, რასაც კომუნიზმის დამყარება
მოყვებოდა. მასთან შედარებით ეროვნული საკითხკი, ანუ ხალხებს შორის არსებული
წინააღმდეგობები, დიდი ერების მიერ პატარა ერების დაპყრობა და ჩაგვრა მეორეხარისხოვანი
იყო. ეროვნული საკითხის გადაჭრა, მათი აზრით, უნდა მოყოლოდა სოციალისტურ
რევოლუციას, ანუ პროლეტარიატის გამარჯვებას ბურჟუაზიაზე და სოციალიზმის
მშენებლობას. მარქსიზმის მიხედვით ერი ისტორიული კატეგორია იყო. მარქსისტული
დოქტრინის მიხედვით, სოციალიზმზე გადასვლასთან ერთად არა მარტო გაქრებოდა კლასებს
შორის განსხვავება, არამედ გაქრებოდა ეროვნული წინააღმდეგობები და თავად ეროვნული
განსხვავებებიც. მარქსიზმის თანახმად, კომუნიზმის დროს ერებიც არ იარსებებდნენ.
შესაბამისად, ეროვნული საკითხი „ტაქტიკის საკითხი“ იყო და არა სტრატეგიის. ამ ხედვიდან
გამომდინარეობდა ქართველი მარქსისტების ნიჰილისტური დამოკიდებულებაც ქართველი
ხალხის ეროვნული ინტერესებისადმი.
164. შეინარჩუნა თუ არა მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოს კლასიფიკაციის
არისტოტესეულმა სისტემამ. აღწერეთ არისტოტესეული სისტემა, რა წარმოადგენს ამ
კლასიფიკაციის საფუძველს –კლასიფიკაციათაგან ყველაზე ღირებულად ძვ.წ. IV საუკუნეში
არისტოტელეს მიერ შემუშავებული სისტემა ითვლებოდა. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ
მმართველობის ფორმები ორი კრიტერიუმით განირჩევა: ,,ვინ მართავს“ და ,,ვინ იგებს ამით“.
მისიაზრით, მმართველობა შეიძლება იყოს ერთი ადამიანის, ადამიანების მცირერიცხოვანი
ჯგუფის ან მრავალი მოქალაქის ხელში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ან თავად
მმართველთა კერძო ინტერესებს, ან მთელი საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება.
ამგვარად, არისტოტელემ 6 ფორმა გამოყო. არისტოტელემ ტირანია, ოლიგარქია და
დემოკრატია მმართველობის მახინჯ ფორმებს მიაკუთვნა. მისი აზრით, ერთი ადამიანი
იქნებოდა ეს, ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი თუ მრავალნი – ყველანი საკუთარი
ინტერესების კარნახით მართავდნენ და სხვათა საზიანოდ. ამიტომაც უპირატესობა მონარქიას,
არისტოკრატიასა და პოლითეას უნდა მინიჭებოდა, რადგან ამგვარი მმართველობა – ერთი
კაცი იქნება სათავეში, უმცირესობა თუ უმრავლესობა – მაინც ყველას საკეთილდღეოდ
მართავს. XVIII საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, თანამედროვე საკონსტიტუციო
სისტემების განვითარებამ სულ უფრო ნათლად წარმოაჩენდა, რომ პოლიტიკურ სისტემათა
არისტოტესეული ტიპოლოგია უკვე მოძველდა. 1775–83 წლების ამერიკის
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემდგომ იქ დამკვიდრებულმა კონსტიტუციურმა
რესპუბლიკანიზმმა, 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის დემოკრატიულმა
რადიკალიზმმა და გაერთიანებულ სამეფოში წარმოქმნილმა საპარლამენტო მმართველობამ,
არსებითად განსხვავებული, გაცილებით უფრო რთული პოლიტიკური რეალობები წარმოიშვა,
ვიდრე ამას ადრეული ეპოქის მოაზროვნეები წარმოადგენდნენ. პოლიტიკური მხარეებისადმი
მზარდმა ინტერესმა თანდათანობით ჩაანაცვლა კლასიფიკაციის კლასიკური სქემები.
ყოველივე ეს მონტესკიეს მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებად დაყოფის პრინციპს
ეფუძნებოდა. მაგ, მონარქია რესპუბლიკისაგან, საპარლამენტო მმართველობა –
საპრეზიდენტოსგან, უნიტარული სისტემები – ფედერაციულისაგან გაიმიჯნა.
165. უცილობლად გულისხმობს თუ არა ნაციონალიზმი კარჩაკეტულობას და რამდენად
რეალურია მსოფლიო ეროვნული სახელმწიფოების გარეშე. – როცა ნაციონალიზმი გარე
ბატონობის თუ კოლონიური მმართველობის საპასუხო რეაქციაა, მას განმათავისუფლებელი
მიზანი აქვს და სამართლიანობასა და დემოკრატიას ემსახურება; როცა სოციალური ნიშნით
მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების შედეგია, იგი კარჩაკეტილი და აგრესიული
ხდება და რასიზმისა თუ ქსენოფობიის იერს იძენს. ნაციონალიზმს მისი მედროშეების
პოლიტიკური იდეალებიც თავის დაღს ასვამს: სხვადასხვა სახით, ნაციონალიზმი
ახასიათებდათ ლიბერალებს, კონსერვატორებს, სოციალისტებს, ფაშისტებსა და კომუნისტებს
(ძირითადი იდეოლოგიებიდან მთლიანად მხოლოდ მარქსიზმი თუ გაემიჯნა ნაციონალიზმს).
ამ მხრივ, ნაციონალიზმი ფართო მოხმარების იდეოლოგიაა და შეგვიძლია მისი შემდეგი
პოლიტიკური გამოვლინებებიც ჩამოვთვალოთ: ლიბერალური, კონსერვატიული,
ექსპანსისტური, ანტიკოლონიალური ნაციონალიზმი. ერი არის ენით, რელიგიით,
კულტურით შეკავშირებული ერთობა, რომელიც არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით,
არამედ შესაძლოა პოლიტიკური თვალსაზრისითაც ჩამოყალიბდეს. პოლიტიკური
შეხედულებებით შეკავშირებული ერები კი თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია.
166. ერი და გლობალიზაცია – ერის ცნება რთულიa განსასზღვრია, ის დაკავშირებუილია ისეთ
ისერთ ობიეტურ თუ სუბიექტურ ნიშნ-თვისებეთან, როგორიცა: კულტურული და
პოლიტიკური მახასითებლებისმთელი სპექტრი. ობიექტური თვალსაზღისით ის
კულტურული მთლიანობა-ერით, რელიგიით, საერთო წარსულითა და სხვა ფაქტორებით
შეკავშირებული. თუმცა ეერები თავდვე განსაზღვრავენ საკუთარ თავს ზიარი სამქოქალქო
თვუთშეგნების საფუძველზე. ბოლო საუკუნეებში, ნაციონალიზმი ზე-ეროვნულმა
გაერთიანებებმა შეცვალა. თუმცადსამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნება , ზე-ეროვნული
ორგანიზაციები ვერ შეცვლის, და უპირატესობა მაიც ეროვნულობას ენიჭება. ამავე დროს ეჭვსი
ქვეშ დგება ეროვნული სახელმწიფოს მომავალიც, გარეგანი და შინაგაი წინააღმდეგობანი
ეროვნულ კრიზისს უწყობა ხელს. შესაძლებლია დაიკარგიოს ერების ერთიანობის განცდა.
გარეგან საფრთხეებად გვევლინება ტექნოლოგიური მიღწევები, რამაც მსოფლიო
მშვიდობისათის ზე-ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები შექმნა მოითხოვა. აგრეთვე
ეკონომიკური ცხოვრების მზარდი გლობალიზაცია, სადაც ბაზრები, მსოფლიო ბაზრად
გაერთიანდნენ. ეროვნული კულტურის და ტრადიციის, როგორც განმახვავებელი ნიშნის
გავლენა თანდათან შემცირდა ტრანსანაციონალური და გლობალური კუკტურის ფენომენის
გაჩენის შედეგად. რომლის მაგლითიცაა, საერთაშორისო ტურუიზმის გასაოცარი ზრდა და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბუმი.
167. ელექტორატის ქცევის ინტერპრეტაცია –სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამორჩეველთა მიერ არჩევანის გაკეთებაზე
მრავალი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას: სქესი, ასაკი, კონფესიური კუთვნილება, პირველადი
სოციალიზაციის თავისებურებანი. მიუხედავად ზემოთ დასახელებული ფაქტოების
მრავალფეროვნებისა, არსებობს ცალკეული ელექტორალური ჯგუფების ქცევის ზოგიერთი
საერთო ტენდენცია. მაგალითად:
 მამაკაცები, მთლიანობაში, ქალებზე უფრო აქტიურად მონაწილეობენ არჩევნებში;
 აქტიურობაზე განათლება ახდენს ზეგავლენას: განათლებული მოქალაქეები უფრო აქტიურად
მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში;
 35–55 წლის მოქალაქეები უფრო აქტიურნი არიან, ვიდრე უფრო ახალგაზრდები ან უფრო
ხანდაზმულები;
 აქტიურობაზე გავლენას ახდენს ოჯახური მდგომარეობა და რომელიმე ორგანიზაციის
წევრობა;
 ქალების შეხედულებები და მათ მიერ გაკეთებული არჩევანი მამაკაცების არჩევანთან
შედარებით უფრო კონსერვატიულია;
 გათხოვილი ქალები რომლებიც არ მუშაობენ, უმრავლეს შემთხვევაში თავიანთი მეუღლების
პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებენ;
 ახალგაზრდები უფრო რადიკალურად არიან განწყობილნი და უფრო ხალისით აძლევენ ხმას
იმას, ვინც სწრაფ ცვლილებებს აღუთქვამს;
 ახალგაზრდობის საარჩევნო ორიენტაციები განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობის
ორიენტაციებისაგან, ხოლო აქტიურობის ხარისხი არცთუ მაღალია;
 ხნიერი ადამიანები უფრო მემარცხენე პარტიებისკენ იხრებიან.

ზემოთ აღნიშნული ტენდენციები აბსოლუტური ხასიათის არაა. არჩევნების შედეგების


წინასწარმეტყველება ხშირად ძნელია. არცთუ იშვიათად ამომრჩეველი, რომელიც უკმაყოფილოა
ტრადიციული პოლიტიკური პარტიებით, წუთიერი განწყობილებისა და შთაბეჭდილების
გავლენით, სწრაფად იცვლის ორიენტაციაც და პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ამ ფაქტზე
მითითებით ზოგიერთი პოლიტოლოგი იუმორს იშველიებს და პარალელს ავლებს ქალის
ხასიათსა და საშუალო ამომრჩევლის ხასიათს შორის.
ელექტორალური ქცევის რამდენიმე ტიპი:
იდეოლოგიზირებული ამომრჩეველი – მას ახასიათებს გარკვეული პოლიტიკური იდეის
მომხრეობა და ხმის მიცემა მისი განმასახიერებელი პოლიტიკური აპარატის
წარმომადგენლისათვის. ამ ტიპის ამომრჩევლები მოსახლეობის ყველაზე შეგნებულ და აქტიურ
ნაწილს წარმოადგენენ. მათ შორის ყველაზე მაღალია არჩევნებში გამოცხადების პროცენტი.
ემოციური ამომრჩეველი – ის ხმას აძლევს არა იდეას, არამედ იმ კანდიდატს, რომელიც
მოეწონა. ასეთ ამომრჩეველს ნაკლებად აინტერესებს პროგრამები, მას გრძნობები, ემოციები,
განწყობა ამოძრავებს. ეს ტიპი უფრო მეტად ჭარბობს ქალებსა და ახალგაზრდებს შორის.
კორპორაციული ამომრჩეველი – მას სხვანაირად ანგარიშიან ამომრჩეველსაც უწოდებენ,
ამომრჩეველი ხელმძღვანელობს არა პიროვნული, არამედ ჯგუფური (კლანური) ინტერესებით.
მაგ, სახელმწიფო ჩინოვნიკები ხმას აძლევენ ხელისუფლებს წარმომადგენლებს.
პარტიარქარული ამომრჩეველი – განწყობილია ხმა მისცეს ოჯახის, კორპორაციის, თავისი
გარემოცვის ტრადიციული პრიორიტეტების (მჯობინებების) შესაბამისად. ასეთი ადამიანების
შეხედულებებისათვის, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია რომელიმე პარტიის ან სისტემისადმი
ერთგულება.
არსებობენ ამომრჩევლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პოლიტიკაში ახალ
სახელებზე (ამგვარი ამომრჩევლები უფრო მეტია ახალგაზრდებს შორის), ასევე ნეგატიურად
განწყობილი ამომრჩევლები, რომლებიც ხმას აძლევენ ან ყველა კანდიდატის, ან ხელისუფლების
პარტიის წარმომადგენელთა წინააღმეგ.

You might also like