You are on page 1of 2

მაგალითი 1: სამოტივაციო წერილი მეცნიერების მაგისტრის

ხარისხის მოპოვებაზე

ძვირფასო ბატონო (სახელი)


ჩემი სახელია (სახელი) და ცოტა ხნის წინ მე ვმუშაობდი (სამუშაოს სახელი)
(კომპანიის სახელი). მე ვფლობ ბაკალავრის ხარისხს (უნივერსიტეტის სახელი)
(უნივერსიტეტში )(საგნის) საბაკალავრო პროგრამამ, (სფეროს) მრავალფეროვანი
მხარე გამაცნო. სხვადასხვა კურსებმა (ჩამოთვალეთ კურსები) მიბიძგა შემესწავლა
კონკრეტული მეცნიერება (სამაგისტრო სფერო). ყველა სხვა ვარიანტს შორის, ეს
სფერო ვარჩიე.
ძალიან მსურს, რომ შევისწავლო ახალი ტექნოლოგიები. მონდომებული ვარ, რომ
მაგისტრის ხარისხი სწორედ (უნივერსიტეტის სახელი) თქვენთან მივიღო,
რადგან გავერკვე სხვადასხვა საგნის კონცეფციაში, რაც რეალურ ცხოვრებაში
გამომადგება. კარგი რეპუტაციის მქონე მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო
სისტემა, ფაკულტეტის წარმატებული წევრები და კვლევების სანდოობა არის ის
ფაქტორები, რამაც თქვენს უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გამიჩინა.
გარდა ამისა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, დიდი ნაბიჯი გადავდგა ამ
მიმართულებით და თქვენი განათლება შანსს მომცემს – ერთ დღეს ისტორიაში
შევიდე, როგორც ინოვატორი. ვფიქრობ, ადამიანების მოვალეობაა ერთმანეთს
უკეთესი მომავლის შექმნაში დავეხმაროთ, რადგანაც მიომავალი მხოლოდ ჩვენ
არ გვეკუთვნის. მომავალი თაობა ჩვენით უნდა ამაყობდეს, როცა წარსულს
გადახედავენ და დაინახავენ, როგორ ვცდილობდით სამყარო უკეთესი გაგვეხადა.
მჯერა, ჩემი კვალიფიკაცია და თქვენი საჭიროებები იდეალურად მოერგება
ერთმანეთს. ბედნიერი ვიქნები, თუკი თქვენთან სხვა საინფორმაციო
დოკუმენტების წარდგენაც დამჭირდება. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პასუხი
დადებითი იქნება. გმადლობთ დათმობილი დროისა და კანდიდატურის
განხილვისთვის.
კეთილი სურვილებით,
(თქვენი სახელი)
მაგალითი 2: სამოტივაციო წერილი ხელოვნების მაგისტრის
ხარისხის მოპოვებაზე

ძვირფასო პროფესორო (სახელი)


გწერთ, რომ ჩემი ინტერესის შესახებ შეგატყობინოთ (იწერება ფაკულტეტი და
უნივერსიტეტი)
ცოტა ხნის წინ ხელოვნების ისტორიის ბაკალავრის ხარისხი მოვიპოვე
(უნივერსიტეტის სახელი), ჩემი GPA 3,82 იყო (მაქსიმალური რიცხვი)-დან.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 3 თვე ლონდონის ეროვნულ გალერეაში
პრაქტიკას გავდიოდი, შემდეგ ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
ვიყავი 6 თვით.
ჩემი სწავლისა და პრაქტიკული თვეების განმავლობაში, ძალიან დავინტერესდი
იტალიური ხელოვნებითა და XVII საუკუნის ხელოვნებით. ეროვნულ გალერეაში,
პროფესორი (სახელი)-ის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობის პერიოდში,მივხვდი,
რომ ძალიან მაინტერესებს (საგანი) და მსურს მაგისტრის ხარისხის მოპოვება
(უნივერსიტეტის სახელი)-ში, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა ცოდნის
გაძლიერებისთვის.
მივიღე რა განათლება და გამოცდილება (უნივესიტეტის სახელი)-ში, ეროვნულ
გალერეასა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მე დარწმუნებული ვარ, რომ
ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა (სასურველი უნივერსიტეტის სახელი)-ში
იდეალურად ერგება ჩემს ინტერესებს. მე მოვიძიე პროგრამის შესახებ და ვნახე,
რომ საკურსო ნამუშევარი და კვლევითი პროფილი ერთმანეთის შესაბამისია. მე
ფაქტობრივად, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ (უნივერსიტეტის) ბიბლიოთეკის
მოცულობით, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მსურს მისი დეტალურად
გაცნობა.
თუ დამატებითი შეკითხვები გექნებათ, გთხოვთ, მომმართოთ.
კეთილი სურვილებით,
(თქვენი სახელი)
იცით, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი 5-7 სამაგისტრო პროგრამაზე აგზავნის
წერილს? ამის მიზეზი მარტივია: რაც მეტი პროგრამით დაინტერესდები,
საბოლოოს მეტი არჩევანი გექნება.

You might also like