You are on page 1of 1

იდეალური სამოტივაციო წერილის

მაგალითი
ქალბატონო/ბატონო (სახელი გვარი)

სოციალურ მედია მარკეტინგში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია


უამრავ წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით
დავეხმარო თქვენს კომპანიას განვითარებაში.

იმისათვის რომ ჩემი უნარ-ჩვევები წარმოვაჩინო, გავიხსენებ წარსულ


გამოცდილებას, რაც, ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება. კომპანია A,
რომელიც რამდენიმე წლის წინ ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებდა,
ჩათვალა, რომ სოციალური მედია მისთვის უსარგებლო იქნებოდა. ამ
სიტუაციით, კომპანიის კონკურენტებმა, კომპანია B-მ და C-მ, ისარგებლეს და
უმოკლეს დროში შეძლეს ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვება. რა თქმა უნდა,
კომპანია A მიხვდა მის შეცდომას და გადაწყვიტა სოციალურ მედია მარკეტინგში
ფულის დაბანდება.

კომპანია A-სთვის, შევადგინე 5 თვიანი სოციალური მედია მარკეტინგის გეგმა,


რითაც კომპანიამ შეძლო ბაზარზე კუთვნილი ადგილის დაბრუნება. 

გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის,


ჩავატარე ერთგვარი კვლევა, სადაც შევაფასე კომპანიის სოციალური მედია
მარკეტინგის სტრატეგია. ვფიქრობ, თქვენი კონკურენტები უკეთესად ახერხებენ
სოციალური პლატფორმების გამოყენებას. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, უდავოდ
შეძლებენ ბაზრის უკეთესად ათვისებას.

სწორედ ამიტომ, საჭიროა ისეთი კადრის აყვანას, ვინც კომპანიის ლოიალური


თანამშრომელი იქნება და საკუთარ შესაძლებლობეს მაქსიმალურად გამოიყენებს
სიტუაციის გამოსასწორებლად.

ისეთ კომპანიაში მუშაობა, როგორიც თქვენია, დიდი პატივია და ჩემთვის


ერთგვარი გამოწვევაა, რადგან, ვფიქრობ, შევძლებ საკუთარი შესაძლებლობების
გამოცდას და კომპანიისთვის წარმატების მოტანას.  

პატივისცემით,

(სახელი გვარი) 

You might also like