You are on page 1of 3

სამოტივაციო წერილი

ვებგვერდზე http://hr.gov.ge განთავსებულია ინფორმაცია:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს
ვაკანსიას ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი ჯგუფის
ექსპერტის თანამდებობაზე.  

         ვფიქრობ, ჩემი პროფესიული საქმიანობა, გამოცდილება,


სოციალური უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები ამ ვაკანსიის
შესაფერისია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემი, როგორც


თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაო დაკავშირებულია
არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც მეორე
ენის სწავლებასთან. ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა
სრულიად განსხვავებული საჭიროებებისა და ინტერესების მქონე
შემსწავლელებთან (სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი
სტუდენტების ქართულ ენაში მომზადების პროგრამა,
ინგლისურენოვანი სტუდენტები, ზრდასრული შემსწავლელები,
მასწავლებლები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებულ რეგიონებში), რის შედეგადაც მივიღე საკმაო
გამოცდილება და გამომიმუშავდა პროფესიული უნარები, რომლებიც,
ვფიქრობ, შეეფერება წარმოდგენილ  მოთხოვნებს. სწავლების
პროცესშივე, პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, მომიხდა
ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის განსხვავებული
სასწავლო მასალების მომზადება და, აგრეთვე, ტესტირების სისტემის
შემუშავება, რომელიც პიროვნების ენობრივ კომპეტენციას შეაფასებს
ენის ფლობის
ყველა (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა; აგრეთვე, გრამატიკა-
ლექსიკა და სოციოკულტურული კომპეტენცია) ასპექტების
გათვალისწინებით. ვფიქრობ, წლების განმავლობაში ამ
თვალსაზრისით დაგროვილი გამოცდილება საკმაოდ
მნიშვნელოვანია მომავალი ექსპერტისათვის.

გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, წლების განმავლობაში


ჩართული ვიყავი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებასთან
დაკავშირებულ კვლევებსა და სამეცნიერო პროექტებში, რომელთა
მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ მეორე/უცხო ენის პრაქტიკულ
სწავლებასა და მეთოდოლოგიის კვლევას უკავშირდება. ვფიქრობ, ამ
სფეროში დაგროვილი ცოდნაც მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს
ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

რამდენიმეწლიანმა საქმიანობამ ამ სფეროში


მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების
მორგება და ადაპტირება ადგილობრივ საჭიროებებთან და როგორ
უნდა მოვახერხოთ ეს კონკრეტული ამოცანის შესაბამისად.

წლების განმავლობაში ტრენინგპროგრამებსა და სხვადასხვა


ტიპის საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის წყალობით
კარგად ვიცნობ არაქართულენოვანი მოსწავლეების
საგანმანათლებლო საჭიროებებს, პრობლემებსა და მათი გადაჭრის
გზებს. ამ თვალსაზრისით გარკვეული სამუშაოები ჩატარებული
მაქვს  როგორც არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ
რეგიონებში, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფარგლებში, სადაც არაქართულენოვან სტუდენტთა სწავლება
სწორედ ჩემ მიერ შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობს და
კურსებსაც თავად ვუძღვები.

გარდა ამისა, მოვამზადე
სილაბუსების, მასალების, სახელმძღვანელოებისა და ტესტების
გარკვეული ნაწილი ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი
სტუდენტების ქართულ ენაში მომზადების პროგრამის
სტუდენტებისათვის, ხოლო შემდგომი წლის განმავლობაში თავადაც
ვასწავლიდი ამ პროგრამის სტუდენტებს. საგანმანათლებლო
პროგრამების დახვეწა-განახლებაზე დღემდე ვმუშაობ.

მაქვს კოლეგიალური და საქმიანი ურთიერთობა ამ დარგში


დასაქმებულ პირებთან და როგორც გუნდური, ისე
ინდივიდუალურად მუშაობის უნარები.

ვაცნობიერებ, რომ სომხური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა


ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნებოდა. სამწუხაროდ,
არც ერთ ამ ენას არ ვფლობ, თუმცა, თავისუფლად ვფლობ რუსულს,
რაც დამეხმარება ჩემს საქმიანობაში.
ამ ვაკანსიით ჩემი დაინტერესება არის ერთგვარი გამოწვევა
ჩემთვის და რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ვფიქრობ, რომ
მიღებული გამოცდილება დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში,
საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში. გარდა ამისა,
საშუალებას მომცემს, საკუთარი თავი გამოვცადო ახალ სამუშაო
გარემოში.

იმედი მაქვს შემდგომი თანამშრომლობისა.

პატივისცემით,

ნესტან აბულაძე.

You might also like