You are on page 1of 3

სსიპ ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლა

შემაჯამებელი ტესტი N1
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: VI/ა
თარიღი: 09.11.2020წ
მოსწავლის სახელი, გვარი____________ ________________

1.გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის „მოძღვარი“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:(1)


რატომ უხმო თავისთან მღვდელმა პეტრეს?
ა)პეტრეს დახმარება უნდოდა; ბ)პეტრე სხვაგან უნდა გაეგზავნა; გ)პეტრე შვილს სკოლაში არ
უშვებდა.

2.რა შედეგი გამოიღო მღვდლისა და პეტრეს საუბარმა?(1)


ა)პეტრე ეკლესიაში წავიდა; ბ)პეტრე კარგად მუშაობდა; გ)პეტრემ შვილს სწავლის უფლება მისცა.

3.გაიხსენეთ ლევან გოთუას „ქვის დედაენა“ და უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს: (1)


რას დაამსგავსეს მონღოლებმა საქართველო?
ა)ლამაზ ვენახს; ბ) მოკრეფილ ვენახს; გ) დასეტყვილ ვენახს.

4.რა ედო ხიმშიას ჯიბეში? (1)


ა)პურის ნატეხი; ბ)მჭადის ნატეხი; გ)ქვამარილი.

5.რისი ხევი გაჩნდა უდაბნოში? (1)


ა)დევის ხევი; ბ)ღრმა ხევი; გ)ირმის ხევი.

6.რა ედო გუდაში ედიშერს? (1)


ა) ხმალი; ბ)წერაქვი; გ)დიდი წიგნი.

7.რა ასწავლა ედიშერმა ხიმშიას? (1)


ა)ქვის თლა; ბ) პურის ცხობა; გ)წერა-კითხვა.

8.რა მოხვდა გარედან დედაენას? (1)


ა) თოფი; ბ)ხმალი; გ) ისარი.

9.ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი: „ქუთაისის გიმნაზიაში სწავლისას ხელში ჩამივარდა ილია


ჭავჭავაძისა და ვანო მაჩაბლის თარგმნილი „მეფე ლირი“. ვიღაცამ მათხოვა ეს წიგნი და
საახალწლოდ სოფელში მიმავალმა თან გავიყოლე.“

ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რომელი ნაწარმოებიდან არის ნაწყვეტი? (2)

______________________________________________________________________________________
10.გაიხსენეთ, როგორ სიმდიდრეს უწოდებს ავტორი „ვეფხისტყაოსანს“?(1)
ა)უჭკნობს; ბ) წაურთმეველს; გ)ნიჭიერებით შექმნილს.

11. ლექსში ვკითხულობთ(1)


„წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი
თავსოქროგადანაყარი“.
ამოწერეთ ეპითეტი,რომელსაც ავტორი შოთა რუსთაველის „ვეფხსისტყაოსნის“ მიმართ იყენებს
_________________________________________________________________________________________

12.ავტორი ვეფხისტყაოსანს“ დედის მზითევს უწოდებს. ლექსის ბოლოს აღნიშნავს, რომ


„ვეფხისტყაოსანი“ მამა-პაპის (1)
ა) სინდის-ნამუსია; ბ)საამაყო საგანია; ბ)ფარ-ხმალია.

13.დაასრულეთ მოცემული წინადადება: (1)


ბგერითი შედგენილობით მსგავს, მაგრამ შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს _____________________
ეწოდება.

14.მოცემულ წინადადებებში მოძებნეთ ომონიმები და გახაზეთ:(3)


„იქვე, ბანზე, კატო იჯდა და წინდას ქსოვდა“.
ამირან გულში მღეროდა, მოყვარევ, ბანი მითხარიო.“
ეს არის ანი, ეს არის ბანი, ისწავლეთ გენაცვალეთო“

15.როგორი მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვები „ნათელი“ და „ თვალი“ შემდეგ


ფრაზებში. გახაზეთ შესაბამისი პასუხი. (4)
წიგნიკი არა-დილა ხარ, ქართველი ხალხის ნათელი; პირდაპირი თუ გადატანითი
საუკუნეების წინ მომხდარ ამბავს ნათელი მოეფინა პირდაპირი თუ გადატანითი
თვალში რაღაც ჩამივარდა. პირდაპირი თუ გადატანითი
ძვირფასი თვალი სინათლის შუქზე ბრჭყვიალებდა. პირდაპირი თუ გადატანითი

16. „ხმა მოესმა“, „ხმა მისცა“, „ხმები შეაგროვა“, „ხმა ამოიღო“-ეს წინადადებები მოწმობენ,რომ ხმა (1)
ა)ერთმნიშვნელოვანი სიტყვაა; ბ)მრავალმნიშვნელობიანი სიტყვაა; გ)ომონიმური სიტყვაა.

17. კურსი(ვალუტის კურსი, სასწავლო კურსი) (1)


ა) მრავალმნიშვნელობიანი სიტყვაა; ბ)ომონიმია.

18.რომელ კითხვას უპასუხებს მაგრამ? (1)


ა)რამდენი? ბ)არც ერთს; გ)ვინ?
19.რით განსხვავდება ომონიმური სიტყვა მრავალმნიშვნელობიანი სიტყვისაგან?(1)
ა)მათი მნიშვნელობები შინაარსობლივად ერთმანეთს უკავშირდება;
ბ)მათი მნიშვნელობები შინაარსობრივად ერთმანეთს არ უკავშირდება.

ტესტისმაქსიმალური ქულაა-25
შეფასების სქემა
სწორი 24-25 22-23 19-21 16-18 11-15 9-10 7-8 5-6 3-4 0-2
პასუხების
რაოდენობა
შეფასება 10 9 8 7 6 5 4 3 2 1

You might also like