You are on page 1of 6

2,,მგზავრის წერილები’’

1) რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას განეკუთვნება ნაწარმოები?

2) ვის და რას აკრიტიკებს ილია “ფოშტის პოვოსკისა” და “იამშჩიკის” სახით?

3) რატომ დასცინის ფრანგი “პოვოსკას” და ვის აზრს გადმოგვცემს მისი მეშვეობით ილია?

4) რა აზრის არის / რას ფიქრობს ილია “მამულის კვამლზე”?

5) ვინ მოაყენა დილის ექვს საათზე სასტუმროს წინ ,,ფოშტის პოვოსკა’’?

6) სად მდებარეობდა სასტუმრო, რომელშიც პეტერბურგიდან მომავალი ილია ჭავჭავაძე გაჩერდა?

7) ვის შესახებ ამბობს ავტორი: ,,მისი ოყრაყული სანახაობა, მისი მიდუნ-მოდუნებულიზლაზვნა,


უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა’’?

8) ილიას ირონიული თვალთახედვით, რატომ არის მამულის კვამლი ტკბილი და სასიამოვნო?

9) რის შესახებ ეუბნება ,,ფრანსიელი’’ ავტორს: ,,მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ
მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გადაადღვებინოთ გულ-მუცელი’’

10) ,,ფრანსიელის ‘’ როგორი დამოკიდებულება ჩანს რუსეთის მიმართ ფრაზაში: ,,მაგით დადის?!
იმიტომაც შორს არის წასული’’?

11) რის გამო უთანაგრძნო ფრანსიელმა მგზავრს?

12) რა ყოფით გამოიარა სამშობლოში მომავალმა ილიამ თერგის ხიდი?

13) რისი ეშინოდა ილიას თერგის ხიდზე გადმოსვლისას?

14) ილიას აზრით, რატომ არ მოსწონს ქართველ კაცს თერგდალეულები?

15) რა მხატვრულ ხერხს იყენებს ილია იმ ქართველების დასახასიათებლად, რომლებსაც


რატომღაც არ “ეჭაშნიკებათ” თერგდალეულები?

16) რა აზრის არის ილია რუსეთში გატარებულ ოთხ წელიწადზე და როგორ აპირებს იგი მათ
გამოყენებას?

17) “მაგრამ მე შევძლებ, რომ დავრდომილი აღვადგინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო…. . . და ის


თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ სეიძლება, რომ ყოველ კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ
ცეცხლად მოვაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. . “ ამ სიტყვების მიხედვით
იმსჯელეთ ილიას მიზანსა და იმედზე.

18) ავტორის სიტყვით, როგორი ყოფილა თერგი?

19) რის ან ვის შესახებ ამბობს ავტორი :,,რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევ-
გმირული ხმა ჩასწყვეტია’’?

20) რატომ უწოდებს ილია თერგს ორპირს?


21) ილიას ვარაუდით, რატომ მიჩუმებულა რუსეთისაკენ მიმავალი თერგი?

22) რა საქციელით ადარებს ილია თერგს ზოგიერთ კაცს?

23) როგორ გესმით ფრაზა: ,, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ
მოთავსებულაო’’?

24) რაზე მიანიშნებს რუსეთის ტერიტორიაზე გადასული თერგის სახეცვლილება?

25) განმარტეთ , თერგის მაგალითზე, რა უშლის ხელს ქართველს საზოგადოებრივი ცხოვრების


გარდაქმნაში?

26) სად შეჩერდა ილია ვლადიკავკასიდან წამოსვლის შემდეგ?

27) ვის შეუკვეთა ილიამ სამოვრის დადგმა ჩაის დასალევად?

28) რამდენი წელიწადი იყო გასული , რაც ილიას თავისი ქვეყანა არ ენახა?

29) ილიას აზრით, ვისთვის ქცეულა ეს წლები მთელ საუკუნედ?

30) რა მიაჩნია ილიას ცხოვრების საძირკვლად, ცხოვრების სათავედ, სიბნელისა და სინათლის შუა
გადებულ ხიდად?

31) ვინ მიაჩნია ილიას ცხოვრების კვირტიდან გამოსულ მშვენიერ მტევნად?

32) ვინ მიაჩნია ილიას ცხოვრების კვირტიდან გამოსულ ძაღლყურძენად?

33) როგორ გესმით ფრაზა: ,,ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა ქვეშ არ
ჩასწყდომია’’?

34) რაზე ფიქრობდა ლარსის სადგურის ოთახში ტახტზე წამოწოლილი ილია?

35) რას ეფუძნება ილიას ეჭვი, რომ მშობელმა ქვეყანამ შეიძლება ზურგი აქციოს?

36) რას გულისხმობს ილია სიტყვებში: ,,ჩემში მაინც-და- მაინც ჩემი ქვეყნის დვრიტაა დადებული’’?

37) რატომ ეშინოდა ილიას, თუ ქვეყანა გაუმხელდა საკუთარი გულისტკივილისა და გლოვის


დაფარულ მიზეზს?

38) ვინ გაიცნო ილიამ ლარსის “სტანციაში” და რით დაამახსოვრა მან თავი?

39) რას ამჟღავნებდა ილიასთან ოთახში შესული რუსი ოფიცრის გამომეტყველება?

40) რატომ ესიამოვნა რუს ოფიცერს ის ფაქტი, რომ ილია პეტერბურგიდან მოდიოდა?

41) რუსი პოდპორუჩიკის აზრით, რა არის ,, ბაასი’’?

42) რატომ შეიცვალა რუსმა ოფიცერმა ილიას მიმართ განწყობა მას შემდეგ, როცა ქართველმა თავი
სომეხი სოვდაგრის დახლიდარად გააცნო? როგორ ახსნით ილიას ამგვარ საქციელს?

43) რუსი ოფიცრის სიტყვით, რატომ არის ქართველთა ქალაქი ,,წიტიანი’’?


44) ოფიცრის სიტყვით, რა იყო ის ცრუ და უგუნური აზრი, რომელიც მთელ რუსეთს მან გაუფანტა?

45) ოფიცრის აზრით, რატომ ,,გადახტებიან ‘’ხოლმე ქართველები და სომხები ერთი საგნიდან
მეორეზე?

46) პოდპორუჩიკის აზრით, რისთვის მოდის საქართველოში რუსი ოფიცრობა და ჩინოვნიკობა?

47) ოფიცრის სიტყვით, რით არის სავსე იზლერის ბაღი?

48) ოფიცრის აზრით, რა არის იზლერის ბაღი პეტერბურგისათვის?

49) ვის მოიხსენიებს რუსი ოფიცერი ,,პოიებად’’?

50) როგორ აუხსნა რუსმა ოფიცერმა მგზავრს განათლების მნიშვნელობა. რა მაგალითით უხსნის
ოფიცერი მგზავრს განათლების მნიშვნელობას?

51) რუსი ოფიცრის აზრით, რა მეტყველებს ქვეყნის ცივილიზაციის დონეზე?

52) რატომ მიაჩდა რუს ოფიცერს, რომ პეტერბურგი იყო რუსეთის გული?

53) ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს, საცა ფეხს შედგამს, დაამყარებს ხოლმე


ცივილიზაციასა!” რასთან დაკავშირებით ამბობს ამ ფრაზას ოფიცერი და მისი რომელი თვისება ჩანს ამ
ეპიზოდში?

54) რომელი,, სამეცნიერო’’ გამოგონების წყალობით ,, უშველა ‘’ პოდპორუჩიკმა მთელ რუსეთს?

55) რატომ ვერ ,,აღკვეთა’’ პოდპორუჩიკმა არყის ქურდობა?

56) პოდპორუჩიკის აზრით, რა შედეგი მოჰყვება საქართველოში მისი გამოგონების დანერგვას?

57) როგორ წარმოუდგენია პოდპორუჩიკს საქართველოს მომავალი ცივილიზაცია?

58) რატომ არ უნდოდა ოფიცერს საქართველოში ჩამოსვლა?

59) რა თვისებებს ავლენს პოდპორუჩიკი ილიასთან საუბარში?

60) როგორია ილიას დამოკიდებულება პოდპორუჩიკისადმი მათი საუბრიდან გამომდინარე?

61) ვინ ან რას განასახიერებს პოდპორუჩიკი?

62) სად წავიდა ილია, რათა თვალი ,,გაეძღო მშვენიერის სანახავების ხილვითა’’?

63) მოთხრობის თანახმად, რას უწოდებენ ქართველები მყინვარწვერს?

64) ავტორის სიტყვით, რისი თქმის უფლება აქვს მყინვარს?

65) მყინვარის რა ღირსებები აღაფრთოვანებს მწერალს? როგორია ყაზბეგის მთა?

66) რა არ ხიბლავს მწერალს მყინვარში?

67) რით არის მიუღებელი მყინვარი ილიასათვის?


68) როგორ ახასიათებს ილია თერგს?

69) ილიას აზრით, ვისი ან რისი სახეა თერგი?

70) რა ჩანს თერგის მღვრიე წყალში?

71) ვისი ან რისი სახეა მყინვარი?

72) რა მოსწონს ილიას, როგორც თავისი ქვეყნის შვილს?

73) რატომ არ უყვარს ილიას მყინვარი?

74) რომელ ცნობილ ადამიანს აგონებს ილიას თერგი?

75) ილიას აზრით, რა დაემართება თერგს, თუ ცოტა ხანს გაჩერდა?

76) რომელ ცნობილ პიროვნებას აგონებს ილიას მყინვარი?

77) ილიას აზრით, რა დაემართება თერგს, თუ ცოტა ხანს ერთ ადგილზე შეჩერდება?

78) ილიას აზრით, რა არის ქვეყნისათვის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი?

79) ბუნების რომელ,, დაწყობილობაზე ‘’საუბრობს ილია სიყვარულით?

80) რა ესმის ილიას ხმაგაკმენდილ ქვეყანაში?

81) ილიას სიტყვით, როგორი მარტოობის წუთები არსებობენ ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში?

82) რატომ უჩნდება ილიას ღამით სიცარიელის განცდა?

83) ვის ან რას მიმართავს ილია:,, შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის
გონებასა და დააფრთხეს იგი’’?

84) ილიას აზრით , რა არის მიზეზი ქვეყნის უბედურებისა?

85) ილიას სიტყვით, რისი ხელის შემწყობია ბნელი ღამე?

86) რისი სიმბოლოა ბნელი ღამე?

87) რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული სიტყვებში: ,,რა მშვენიერი რამა ხარ ,დილის
ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ’’?

88) ვისთან ან რასთან აიგივებს ილია თერგის ბღავილსა და ბრძოლას?

89) როგორ ადამიანს ეძებს და ეთაყვანება ილია? ვინ იყო თავისი პატარა ქვეყნის თვალყურის
მადევარი კაცი, რომელიც ილიამ დაიქირავა?

90) რომელი სოფლიდან იყო ლელთ ღუნია? როგორ გაიცნო ილიამ იგი?

91) ლელთ ღუნიას სიტყვით, რით ვერ გაძღება ,,ცარიელი სტვამაქი’’?

92) ლელთ ღუნიას აზრით, რატომ არის ბარში ცხოვრება ,,საჭირბოროტო’’?


93) სად ცხოვრებას ირჩევს ლელთ ღუნია, მთაში თუ ბარში და რატომ?

94) რას ნიშნავს ,, ხაშმი’’? ( ადგილ ხაშმობს)

95) ლელთ ღუნიას სიტყვით, რას წარმოადგენდა წინათ წმინდა სამების ტაძარი? მისი აზრით,
რატომ მოიშალა ,,ერთა საბჭოს" ტრადიცია?

96) რატომ ვერ ამოიცნო ლელთ ღუნიამ ილიას ქართველობა?

97) რატომ მიანიჭეს ქართველმა მეფეებმა სოფელ გერგეთს თარხნობა?

98) რას ნიშნავს ,, თარხანი’’?

99) დაასახელეთ ის ძირითადი არგუმენტი, რომლის მეშვეობითაც მოხევე უსაბუთებს მგზავრს


უწინდელი დროის უპირატესობას ახლანდელთან შედარებით?

100) მოხევის ნაამბობის მიხედვით, რა ორ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა გერგეტის


სამების ტაძარი ძველად?

101) მისივე სიტყვებით, ახლა რატომ აღარ ჰქონდა ტაძარს იგივე ფუნქცია?

102) რას ასახელებს ლელთ ღუნია ერის უბედურების მთავარ მიზეზად?

103) რატომ გაუქმდა ერობა და გერგეთელთა თარხნობა?

104) მოხევემ ილიას უთხრა: “უდეგარ, უსვენარ თერგჩი კაილმახი იცის, დამდგარ წყალში კი ბაყაყი,
ჭია-ღუაი გამრავლდის, ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის!” ახსენით, რასთან დაკავშირებით
ეუბნება მოხევე ილიას ამ სიტყვებს და რამდენად ემთხვევა მათი აზრები ერთმანეთს.

105) ლელთ ღუნიას აზრით, რატომ იყო უწინდელი დრო უკეთესი?

106) ნაწარმოების ბოლოს ავტორი ამბობს: “მიგიხვდი ჩემო მოხევევ, რა ნესტარითაც ხარ
ნაჩხვლეტი . . . . . . “ განმარტეთ ტროპის რა სახეა ხაზგასმული ფრაზა და თქვენი სიტყვებით
გადმოეცით ამ პასაჟის აზრი.

107) როგორ გესმით ფრაზა: ,,შინ მიწრიელს, გარედ მავნეს დავულაგმდით’’?

108) რა მნიშვნელობითაა გამოყენებული ლელთ ღუნიას მიერ ნათქვამი


სიტყვა ,,იასაული’’?-,,ბატონი იასაულს’’.

109) რას ნიშნავს ,, ყუდრო’’?

110) განმარტეთ ფრაზა: ,,ატირდომილს ვიხოიშნიდით’’.

111) რატომ არ მოსწონს ლელთ ღუნიას ახლანდელი დრო?

112) ლელთ ღუნიას სიტყვით, როგორია ახლა მოხევეთა ცხოვრება?

113) როგორ ახასიათებს ლელთ ღუნია ,,ცარიალ მშვიდობას’’, ცარიელი მშვიდობის ხანას?

114) ვინ აწიოკებს ახლა მოხევეებს?


115) რატომ ერჩივნა მოხევეს უწინდელი ომიანობა ახლანდელ მშვიდობიან დროს?

116) ლელთ ღუნიას სიტყვით, როგორ უფასდებოდათ უწინ ქართველ ვაჟკაცებს მამულისა და მეფის
ერთგულება?

117) ლელთ ღუნიას რომელმა სიტყვამ იმოქმედა ყველაზე მეტად ილიაზე?

118) ვისი ან რისი სიმბოლოა თერგი ილიას მოთხრობაში?

119) რა გრძნობა დაეუფლა ილიას ლელთ ღუნიას სიტყვების მოსმენის შემდეგ?

120) ვისი სახეა ,,ლელთ ღუნია?’’ ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო’’,-ამბობს ლელთ ღუნია.
ვის სათქმელს ამბობს იგი?

You might also like