You are on page 1of 2

ოთარ ჭილაძის ეს ნაწარმოები თეთრი ლექსია, მაგრამ მაინც ტოვებს

მხატვრული ლექსის უზადო შთაბეჭდილებას. ნაწარმოებში გადმოცემულია


მომაკვდავი ჯარისკაცის ფიქრები და განცდები. საუბარს იწყებს იმაზე, რომ ის
მარცვალია ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი. მისი გაგებით, ადამიანი
სუსტია, რადგან არ იცის, როგორ იმართლოს, ან ვის წინაშე იმართლოს თავი,
ამიტომ დაისადგურა სამარადისო წყვდიადმა და დუმილმა, რასაც მოჰყვა, რომ
ვერ გაარჩია „ხისგან - სხეული, ქვისგან - სახე, ცისგან - თვალები.“ მწერალი ხაზს
უსვამს იმას, რომ ადამიანებს საკუთარ თავს ურჩევნიათ სამშობლო და არა მონებს .
მონობა მისი აზრით, სულის საჭურისობას ნიშნავს და ვინც სხვას ართმევს
თავისუფლებას მონაა ისიც. ჯარისკაცი კვდება, საკუთარ სისხლის გუბეში წევს,
მაგრამ იმედი აქვს, რომ მისი ეს საქციელი ხიდივით გადებული იქნება
დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის. ასეთ პირობებში ახსენდება დედა, წყალი
და საყვარელი, ძველი საწოლი. ნანობს, რომ ვერ განიცადა საამო გრძნობა
თავისუფლების. მომაკვდავი ამბობს: „ახლა ჩემს ტანში სხედან ტყვიები, როგორც
მხეცები ღრმა სოროებში“. დარწმუნებული არაა, რომ მისი განცდები და ფიქრები
გაზეთის სვეტში ჩაეტევა, იქ მხოლოდ ზერელედ მომხდარს თუ დაატევენ. გაზეთი
უკვალოდ გაქრება, ხოლო მისი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია,
სხვისი სიცოცხლის შენარჩუნება. ფიქრის უფლება ყველას აქვს, რადგან სწორედ
ფიქრში ირკვევა ცხოვრების ავანჩავანი. რთულია მიხვდე რას ფიქრობს ადამიანი,
მაგრამ ფაქტია კეთილსა და ბოროტს ერთად ვერ შეათავსებს. ჯარისკაცი თვლის,
რომ „არ შეიძლება უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი, მაგრამ თუ
სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი“. ამ აზრით კიდევ
ერთხელ ხაზი გაუსვა პანამელ პატრიოტთა თანადგომას და დაგმო ამერიკის
ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ძლიერია, ის მართალი არაა, მაგრამ
ძალა აღმართს ხნავს და პანამელებს არავინ გამოექომაგა, გარდა სისხლის
გუბეში მომაკვდავი ჯარისკაცისა. ნაწარმოების გმირი კვდება მხოლოდ ერთი
იმედით, რომ ბოროტის გვერდით არის კეთილიც, რომ ბოლო ჟამს სიკეთემ და
სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო მისი სიკვდილი, მხოლოდ გმირული
თანადგომაა პანამელ პატრიოტთა და იმედი აქვს, რომ ეს საქციელი სამაგალითო
იქნება სხვებისთვის, მათ აზრზე მოიყვანს და გამოაფხიზლებს. სიკვდილის წინ
ყველა კითხვას სცემს პასუხს და იმედით აღსავსე ტოვებს წუთისოფელს: „ და
როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის
გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები. ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც
ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახებას მოსდევს ქუხილი, ქუხილს კი -
ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით გზა გაინათოთ წვიმებმა ბნელში. ხოლო წვიმები
კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც.“ ისტორია კიდევ დიდხანს იდავებს იმაზე,
შერაცხოს თუ არა ამერიკელი ჯარისკაცი გმირად, მაგრამ ნათელია, რომ მან
სამარადისო ადგილი დაიმკვიდრა ისტორიის ფურცლებზე. ჩვენზეა
დამოკიდებული გმირად ჩავთვლით მას, თუ მოვალეობის არ შემსრულებელ, ჯიუტ
კარისკაცად, მაგრამ მისი განსჯისას აუცილებლად თავი უნდა წარმოვიდგინოთ
პანამელ პატრიოტ მოქალაქედ.

ეს ჯარისკაცი ერთგული იყო საკუთარი პრინციპების და ამიტმაც გადაუდგა წინ


თანამემამულეებს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ შეეწინაღმდეგონ
სამშობლოს მმართველებს თუ ისინი არასწორად მოქმედებენ. ასეთი ხალხი
იშვიათია, რადგან არავის უნდა სამშობლოს მოღალატედ გამოცხადება. მსგავსი
სიტუაციაა დღესღეობითაც. რუსი ჯარისკაცები ემორჩილებიან ბრძანებებს, მაგრამ
მათი ნაწილი დიდი ალბათობით იაზრებს იმას, რომ არაა მართალი მათი ქვეყანა ამ
ომში. ამ დროს რთულია გადაწყვეტილების მიღება, რადგან თითქმის არანაირი აზრი
არ აქვს შეწინააღმდეგებას და ასე მოქცევის შემთხვევაშიც სიკვდილით დაისჯებიან.
ჩემი აზრით, ამ დროს სიკვდილს აქვს აზრი, რადგან სიკვდილი დასანანია მაშინ,
როდესაც არაფერს ტოვებ ამ ქვეყანაზე. მაგრამ საკუთარი პრინციპებისა და
ზნეობრივი კანონების დაცვის შემთხვევაში აქვს ამ საქციელს. მაგალითად მიხეილ
ჯავახიშვილი, რომელიც ძალიან პირდაპირ აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლების
დიქტატორულ რეჟიმს, დახვრიტეს 1937 წელს. მე და ქართველი ხალხის უმეტესობა
მას პატივს სცემს. ის ერთგული იყო საკუთარი პრინციპების და ამიტომაც
დახვრიტეს. მაგალითად გალაქტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია და სხვა
მოღვაწეებმა არჩიეს სხვა გზა. ისინი აქებდნენ საბჭოთა მმართველებს, მაგრამ
ამავდროულად ქართულ საქმესაც აკეთებდნენ. ჩემი აზრით, ორივე გზა
გამართლებულია, რადგან ვინც სიცოცხლე შეინარჩუნა ბევრად მეტის გაკეთება
შეძლეს სამშობლოსთვის, ვიდრე შეძლებდნენ პირდაპირ, რომ ეწერათ.

მე ვფიქრობ, რომ ღირსეული ადამიანისთვის უმთავრესია ზნეობრივი კანონების


დაცვა.

You might also like