You are on page 1of 2

კაი ყმა მორალური, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი

თვალსაზრისით თავის ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს.


ქვეყნის არსებობა ხალხზეა დამოკიდებული, თუ
არსებობს სიფელში ვინმე ვაჟკაცი, რომელიც მზადაა თავი
შესწიროს სამშობლოს კეთილდღეობას, მაშინ შეიძლება
კიდე ცოტახანს გაძლოს ქვეყანამ.
მოცემულ საანალიზო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. ვაჟა მკითხველს პირველივე სტროფში მიმართავს
თუ ვინ უნდა აირჩიონ კარგ ყმად. სიყვარულისა და
სიმამაცის დამტკიცება ყოველთვის თავგანწირვასთან
ასოცირდება. სწორედ ამიტომ პოეტი იწყებს ომის სცენის
აღწერას, რადგან გვაჩვენოს, რომ ასეთმა შემზარავმა
გარემომაც კი არ უნდა შეაშინოს ჩვენი საიმედო ვაჟკაცი.
გვამების გროვა, რომელსაც ცოცხლები თელავენ.
„მოციქულობდნენ ტყვიანი” და “დაგელაობდეს სიკვდილი“.
კაი ყმა ისაა, ვინც პირველი შევარდება ბრძოლის ველზე და
ბოლო დატოვებს და სახეზე სისუსტეს არ შეიტყობს.
სიკვდილის არ უნდა ეშინოდეს პირიქით, „თავზარსა
სცემდეს სიკვდილსა”. ყოველთვის მზად უნდა იყოს ქვეყნის
დასახმარებლად, ის ნუგეში უნდა იყოს სოფლისა: „სიცხეში
სიოდ დაჰბეროს, დაათბოს როცა ჰყინავდეს.” როცა
სოფელს ძინავს ის დარაჯი უნდა იყოს. კაი ყმად
ყოფნისთვის განათლება აუცილებელია: „სწორ ფიქრს
აძლევდეს თემ-სოფელს." გამუდმებით მისი მამულის
სატკივარზე ფიქრობდეს, შესაბამისად ყოველთვის იქ უნდა
იყოს სადაც გასაჭირი და პრობლემაა, იქ უნდა იყოს სადაც
სიმართლე იჩაგრება და დაიცვას ის, მაგრამ თავის ქება
დაუშვებელია. ცოცხალს ვადღეგრძელებთ მათ და
მკვდრების შესანდობარს შევსვამთ. კაი ყმას სასუფეველი
დამკვიდრებული აქვს სამოთხეში. ასეთი უნდა იყოს კაი ყმა.
დღესდღეობით, ჩემი აზრით, თუ გინდა რომ კაი ყმა
გერქვას უნდა აკმაყოფილებდე ყველა იმ თვისებას, რაც
ვაჟას ლექსშია, მაგრამ ახლანდელ დროში კაი ყმა
სხვანაირად მოისაზრება და თვისებებიც ცოტა არ იყოს
გათანამედროვებულია. დღეს შეიძლება კაი ყმის პოვნა
ძნელი იყოს, მაგრამ მაინც არსებობს ისეთი ხალხი
რომელსაც ეს ტიტული შეიძლება ვუბოძოთ. ასეთი
ადამიანი შეიძლება იყოს ის, რომელიც ყოველ დღე
ცდილობს რომ რაღაც გააკეთოს ცხოვრებაში, დაიცვას
დაჩაგრული, თავისზე სუსტი ადამიანი, იცოდეს
საზოგადოებასთან ქცევის წესები, სამშობლოსთვის თავი
გაწიროს და ა.შ.
პარალელს გავავლებდი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟ
ავთანდილთან. მას კაი ყმისათვის დამახასიათებელი
თვისებები აქვს, თუნდაც მეგობრობაში, ერგულებაში,
სიყვარულსა თუ ვაჟკაცობაში.
ასევე გავიხსენებდი ცოტნე დადიანის გმირობას,
რომელმაც მოძმეებისთვის თავი დაუფიქრებლად გაწირა.
მას არ შეშინებია იმ განსაცდელის, რომელიც მას
მოელოდა.
ასევე კარგ ყმებად შეიძლება მოიხსენიოს ის ადამიანები,
რომლებიც სხვისი სიცოცხლისა და ღირებულებებისთვის
იბრძვიან. როგორიცაა ექიმები, მეხანძრეები, მაშველები ან
ნებისმიერი ადამიანები, რომლებიც სხვებს აფასებენ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კაი ყმის
თვისებების პოვნა დღევანდელ საზოგადოებაშიც
შეიძლება.

You might also like