You are on page 1of 2

ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი მოთხრობაა „ოთარაანთ

ქვრივი,“რომლის მთავარი პერსონაჟი არის თვით ოთარაანთ


ქვირივი,რომელიც იყო ძალიან კეთილი,მაგრამ იგი
არასდროს გამოხატავდა ამას ხალხთან.სოფელში მისი
ყველას ეშინოდა და ზედმეტ სიტყვას ვერ
გაუბედავდნენ,რადგან ისეთ ამბავს ასტეხდა,რომ ბედსა და
თავს დააწყევლინებდა.აქედან შეგვიძლია დავინახოთ
ოთარაანთ ქვრივის პირდაპირობა.იგი კვირაში ერთხელ
გაჭირვებულ ოჯახს პურით ეხმარებოდა,მაგრამ კარგადაც
გამოლანძღავდა ხოლმე.აქედან ჩანს რომ იგი არის გულუხვი
და კეთილი,რადგან მიუხედავად თავისი გაჭირვებისა,იგი
ყოველთვის ცდილობდა,რომ ხალხს დახმარებოდა,ხოლო
ამას არა სხვების,არამედ ღმერთის დასანახად
აკეთებდა.მართალია, ქვრივს მწყრალი ხასიათი ჰქონდა და
მადლს ყოველთვის პილპილს აყრიდა, მაგრამ ის ძალიან
სამართლიანი იყო. იმდენად სამართლიანი,რომ ერთხელ
ერთი ქათმის გულისთვის მანამ იბრძოლა, სანამ ბატონს
ერთი ათმაგად არ დაუსვა.მიუხედავად იმისა ადამიანი
ღარიბი იყო თუ მდიდარი,იგი უსამართლოდ ცუდს არავის
აკადრებდა,მაგრამ ამას არც სხვას არ აპატიებდა.

ოთარაანთ ქვრივი იყო შრომისმოყვარე,იგი სახლში


არასდროს ჩერდებოდა და ყოველთვის საქმით
ჰკავდებოდა,მისი ფეხი და ხელი საღამომდე არ
დადგებოდა,ხოლო ვისაც სოფელში უსაქმოდ დაინახავდა
ძირიანად ამოიღებდა და ძირიანად მოსთხრიდა ხოლმე.

მას ჰქონდა ერთსართულიანი ხის სახლი,რომელიც


ტყრუშული ღობით იყო გარშემორტყმული.მისი ეზო იყო
ფართო, წმინდა და ფაქიზად შენახული ისე,რომ კაცს მისი
ნახვა ესიამოვნებოდა.აქედან ჩანს რომ ოთარაანთ ქვრივი
იყო მოწესრიგებული.

ოთარაანთ ქვრივი არის ერთ-ერთი პერსონაჟი,რომლის


ნამდვილი სახე დღემდე არ ვიცით.ხალხი მიიჩნევს,რომ ის
სახეა იდეალურთან ახლოს მყოფი ქალისა,რომელიც ილიამ
ქართველებს მისაბაძ მაგალითად მოუვლინა და დაუწერა
კალმით.იგი არის განუმეორებელი ადამიანი დაუნიკალური
პიროვნება რომელიცჭ ჭავჭავაძემ ოთარაანთ ქვრივის
მეშვეობით გადმოგვცა.

You might also like