You are on page 1of 2

ომი საშინელებაა

ომი ადამიანის არსებობასთან ერთად წარმოიშვა.ეს არის


კონფლიქტი ორ ან მეტ ქვეყანას შორის რომელიც სამხედრო
ძალადობის გზით მიმდინარეობს.ომი ეს არის სიცოცხლისა და
სიკვდილის საფუძველი,გზა არსებობისა და დაღუპისთვის.თუ
ისტორიას გადავხედავთ,დავინახავთ რომ ომს ხალხისთვის და
ადამიანებისთვის კარგი და დადებითი შედეგი არასდროს
მოუტანია,ბრძოლას ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები და
ჯარისკაცები,ხოლო მმართველებს რომელთა იდეა და გეგმა იყო ომის
დაწყება,მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას,რაზეც ფილოსოფოსმა
მონიკა ფერევმა თქვა:“დიდი მმართველის ნიშანი არ არის ომის
წარმოება,არამედ მშვიდობის მიღწევაა“.ომს ყოველთვის საშინელი
შედეგი მოაქვს არა მარტო ქვეყნისთვის,არამედ მთლიანი
კაცობრიობისთვის,ამის მაგალითია რუსეთ-უკრაინის ომი,სადაც
პოლიტიკოსების იდეოლოგიებს ეწირება ათასობით ბავშვი და
უდანაშაულო მოქალაქე.რომის პაპის, იოანე პავლე lll-ის ცნობილი
ფრაზაა: „ომი კაცობრიობის დამარცხებაა“.ომის მოგვარება
შესაძლებელია მოლაპარაკების გზით,მაგრამ ამით ომი არსად
გაქრება და იარსებებს იქამდე,სადამდეც იარსებებს ადამიანი.

ომის შედეგი კარგად არის აღწერილი პოემა „თორნიკე


ერისთავში“,სადაც ომი იყო სპარსეთის იმპერიასა და საქართველოს
შორის,რომელიც ქართველების გამარჯვებით დასრულდა,მაგრამ
შედეგი ნამდვილადაც რომ საშინელება იყო.აკაკი წერს: „გათავდა ომი
და დაღამდა.კიჟინა შემწყდარიყო და მხოლოდ დაჭრილების კვნესა
ისმოდა.გადარჩენილებს დახმარება უნდოდათ,მაგრამ სიბნელე იყო
და მთვარის ამოსვლას ელოდებოდნენ“.იქ უამრავი ადამიანი
იწვა,ზოგი მომაკვდავი,ზოგიც კი მკვდარი.განურჩევლად ერისა თუ
რელიგიისა ყველა შველას ითხოვდა,ზოგი კი ტანჯვისგან სიკვდილს.
დღესდღეობით ომი კვლავ არსებობს და ტოვებს წარუშლელ კვალს
ქვეყნისათვის და ხალხისთვის,ის ბუბერანგივით მოქმედებს და
გამარჯვებული ისე განიცდის როგორც დამარცხებული.ქართველებმა
კარგად ვიცით ომის შედეგები და გვახსოვს თუ როგორ შეეწირა
რუსეთის აგრესიას ასობით უდანაშაულო მოქალაქე1992-2008
წლებში,ხოლო ეს ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა.ასეთი
სიტუაციაა ასევე ავღანეთში და უკრაინაშიც,სადაც უამრავი ადამიანი
კვდება მათი ლიდერების უთანხმოების და ძალაუფლების მოპოვების
გამო.ომი კი მხოლოდ მაშინ დასრულდება როდესაც, ძლიერი ქვეყანა
დაკმაყოფილდება მოპოვებული ტერიტორიებით,მიუხედავად
იმისა,რომ ამ ომს უამრავი ადამიანი,ცხოველი თუ ღირშესანიშნაობა
შეეწირება.ბერძენმა ფილოსოფსმა პლატონმა კი თქვა:“ომის
დასრულება მხოლოდ გარდაცვლილებმა ნახეს“.

You might also like