You are on page 1of 1

მოთხრობა „კაცია ადამიანი?!“,დაწერა ილია ჭავჭავაძემ 1858-1863 წლებში.

ამ ამბის
მთავარი გმირი არის ლუარსაბ თათქარიძე.იგი იყო ორმოციოდე წლის კახელი თავადი ,
რომელიც კახეთში,ორსართულიან ქვითკირის სახლში ცხოვრობდა თავის მეუღლე კნეინა
დარეჯანთან ერთად.იგი იყო კარგად ჩასუქებული, ძველი ქართველი,დარბაისელი კაცის
შეხედულებით.ჰქონდა წითელი, თურაშაულის ვაშლივით ლოყები,ფაფუკი
ღაბაბი,დიდრონი თვალები,ყოველთვის დასისხლიანებული ,თითქოს ყელზე თოკი
წაუჭირესო და ასევე პატივსაცემი და პატივცემული,ღიპი.

მას არ ჰქონდა სწავლა-განათლება მიღებული და ფიქრობდა,რომ იგი ახლანდელი


ჭირი იყო და სკოლები კი არა კაცის,არამედ ქალის საქმე იყო.მიუხედავად ამისა
თათქარიძე ამბომდა რომ მას სწავლის გარეშეც კაცი იყო და ქუდიც ეხურა .მისი
აზრით,კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო,რომელსაც უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა
სასმელი.ლუარსაბის დღე იწყებოდა ჩაით,სადილის შემდეგ ძილით,დილით ისევ
ჩაი,შემდგომ ვახშამი და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი.ასე უდარდელად და
აუმღვრევლად მიდიოდა მისი და მისი ცოლის ცხოვრება ამ წუთისოფელში.მას
ეჯავრებოდა სტუმარი,მაგრამ არა სიძუნწის გამო,არამედ სიზარმაცის.იგი უნდა
ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა,ეს კი მისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო.იგი მთელ ზაფხულს ისე
გაატარებდა,რომ პერანგის მეტს არაფერს ჩაიცვამდა,ხოლო ზამთარში ქურქს
წამოისხამდა და ისევ გადაკროტრიალდებოდა ხოლმე ლოგინზე.მას უყვარდა ბიჭების
„დაწიოკება“ და ამბობდა რომ ეს ისე აუცილებელია ოჯახისათვის,როგორც სმა -ჭამა
კაცისთვისო.ლუარსაბი ასევე მარტივად იჯერებდა ცოლის მიერ ნაამბობ ამბებს ,ეს კი მის
უცოდინრობაზე მეტყველებს.მოთხრობაში ასევე ნაჩვენებია თუ როგორი ძუნწი იყო
ლუარსაბი,მას უნდოდა რომ შვილი ჰყოლოდა,არა იმიტომ რომ იგი უშვილო იყო, არამედ
იმიტომ,რომ მის ძმას და ცოლს არ გაეხარათ და არ დარჩენოდათ მისი ქონება,ხოლო
დავითი კი იძახდა:“როდის მოკვდება ლუარსაბი,რომ მის მამულებზე ვინავარდოო“,ეს კი
თავადს ძალიან აღიზიანებდა და არ უნდოდა რომ ის გაეხარებინა .თათქარიძე ასევე
უსაქმურიც იყო.როდესაც იგი ტახტზე წამოწვებოდა და მობეზრდებოდა წოლა ,ზემოთ
აიხედავდა და ჭერზე ბუზებს ითვლიდა.ამაზე კი ილია ამბობს: „ცუდად ჯდომას ცუდად
შრომა ჯობიაო“

.საბოლოოდ ლუარსაბი ისევ საჭმელმა მოკლა,იმან,რაც მას ყველაზე მეტად


უყვარდა,მაგრამ მას არც შვილი დარჩა არც ქონება,იგი ისე მოკვდა ,რომ არც სიცოცხლით
და არც სიკვდილით არაფერი დააკლო ან მოუმატა ქვეყანას.

You might also like