You are on page 1of 2

სხვის საქმეში „ცხვირის ჩაყოფა“

ალბათ ყველა ვიცნობთ თითო ისეთ ადამიანს, რომელიც ყველას


საქმეში დაუკითხავად ერევა. ასეთ "არამკითხე მოამბეებს", "ვასასი
ბიცოლებს” და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფებს, უფრო ხშირად,
იუმორის ჭრილში ვუყურებთ, მაგრამ რეალურად მათთან ურთიერ-
თობა არც ისე ადვილია ჩვენი ნერვებისთვის და განწყობისთვის.

ერთ-ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ილია ჭავჭავაძის


„ოთარაანთ ქვრივიდან“, სადაც პერსონაჟი გიორგი სხვის საქმეში
ძალიან ხშირად ერეოდა და სიმართლის მოყვარული იყო.მისი
ასეთი ხასიათი პირველად 10-12 წლის ასაკში გამოჩნდა.ერთ-
ერთმა ბიჭმა მასზე ასაკით უმცროსს ღილები წაართვა,რაზეც მან
ტირილი დაიწყო,ხოლო გიორგი ამის გაგონებაზე მივარდა
„ქურდთან“ და ქვები დაუშინა და საბოლოოდ დაუბრუნა ღილები
თავის მეგობარს,იმისდა მიუხედავად,რომ თვითონ სულ
დასისხლიანებული დარჩა.

დათა თუთაშხიას ერთ-ერთი ცნობილი ციტატაა: „ადამიანი


მთელი ცხოვრება ცდილობდა გაეგო თუ რა ჯობდა: სხვის საქმეში
არჩარევა თუ ჩარევა... ორივე სცადა, მაგრამ ბოლოში ერთი და
იგივე გამოვიდა მაინც“. გიორგი კი ისევ აგრძელებდა სხვის
საქმეში ჩარევას და ჩხუბს.იგი ერთხელ ტყეში მისეირნობდა
როდესაც დაბმული კამეჩები დაინახა,რომლებიც ურემთან
ეყარნენ და ზარმაცად იხოცებოდნენ,ხოლო მოჯამაგირე კი
ხესთან იწვა და ეძინა.გიორგი ამაზე გაბრაზდა და სთხოვა მას
რომ გაეშვა პირუტყვები,რაზეც მან უარი მიიღო,გიორგის არ
უნდოდა რომ მისთვის ზიანი მიეყენებინა მაგრამ მოჯამაგირე დიდ
გულზე იყო.გიორგის მოსწონდა ასეთი სითამამე მაგრამ უკვირდა
- „რის იმედადო“.და კარგადაც სცემა იგი.

არჩილი გიორგიზე ამბობდა:,,ნამუსი ჰქონია, ნამუსი! ის დიდი


ნამუსი რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც თავისას…გულმა
არ მოუსვენა, ცხენი რომ მოუვლელი ნახა და მეჯინიბე არხეინად
მწოლარე. საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გაჰყროდა და ეს
მართალმა გულმა იუცხოვა, არ შეიფერა. ხომ არც ცხენი იყო მისი,
არც მეჯინიბე იმისგან დავალებული, რა ეწოდა, რა უნდოდა,
ჩვენად რომ ვიკითხოთ?.. რაც გინდა სთქვი და, ეს დიდი
ნიშანწყალია კაცობისა.”

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვად,რომ გიორგის ეს საქციელი არა


სხვის საქმეში ჩარევა,არამედ ჭეშმარიტი მოქალაქეობა
იყო.მაგრამ ცხოვრებაში ეს სულ სხვანაირადაა,ჩემი
აზრით,ადამიანი იმ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს სხვის
საქმეში,როცა ამას საჭიროება მოითხოვს,რადგან ადამიანების
უმრავლესობას, ხშირად მხოლოდ იმიტომ ექმნება პრობლემები,
რომ სხვის საქმეში ერევიან. თანაც, ამას აკეთებენ ისე, რომ
ჰგონიათ სწორად იქცევიან და მათი ლოგიკა ერთადერთი სწორი
გადაწყვეტილებაა. შედეგად კი, ვინც არ დაეთანხმებათ, ყველას
აკრიტიკებენ და ცდილობენ, ისინი სწორ გზაზე დააყენოთ, ანუ
თავიანთ გზაზე,ხოლო ეს კი მიუღებელია.

You might also like