Professional Documents
Culture Documents
ეფემია მესხს უყვარდა ზღვა. მისთვის სულერთი იყო წელიწადის რომელ დროს
მიეცემოდა მისი ნახვის შესაძლებლობა. ჰოდა, ადგა და საახალწლოდ ურეკში ჩამოვიდა,
შორს თბილისური აჟიოტაჟისგან, გამაყრუებელი ბათქა-ბუთქისგან, მობეზრებული
სახეებისგან, სტუმრიანობისგან... შვილს, 11 წლის გიორგის, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მით
უფრო, რომ დედა მეგობრის წაყვანაზე დაითანხმა. ძაღლი და კატა თავისთავად. ისინი კარგა
ხანია სარგებლობდნენ ოჯახის წევრების სტატუსით, აქედან გამომდინარე, მათი ქალაქში
დატოვება არც მდგარა დღის წესრიგში.
_ რაულ, წავედით!
კაცმა რომ თქვას, რა არის გასაკვირი? ურეკის მიწა სავსეა არტეფაგებით. ეს ამბავი
ეფემიამ სახელმძღვანელოებიდან იცოდა, მაგრამ ცოდნა ერთია, დანახვა _ სხვა. საოცარი
რეაქცია ჰქონდა, როცა სტუდენტობისას ლენინგრადის ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის
სახელმწიფო მუზეუმში ურეკის მიწიდან ამოღებული (და ისტორიის ბედულუღმართობით
ცხრა მთას იქით დავანებული) უნიკალური ნივთები აღმოაჩინა. ისეთი ამაყი იყო, ლამის
მთელ მუზეუმზე იყვირა, რომ მთელი ეს სიმდიდრე საქართველდანაა, რომ ჩვენს წელთ
აღრიცხვამდე, როცა ნევის სანაპიროზე თოლიების გარდა კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მის
მშობლიურ მხარეში ცხოვრება დუღდა, მიმოქცევაში იყო რომაული მონეტები, თიხისგან
ჭურჭელს ძერწავდნენ, ძვირფას ლითონებს ამუშავებდნენ...
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... საბჭოთა კავშირი დაიშალა, ლენინგრადს ისევ
პეტერბურგი დაერქვა, ეფემია გათხოვდა და გამოთხოვდა, პირველი შვილი დაკარგა, დედა
გარდაეცვალა, მამა წყნეთში გადაბარგდა საცხოვრებლად... აღარც ურეკის სახლი
გამოიყურებოდა უწინდებურად: კედლებს ნესტის სოკო მოედო და რაღაცნაირად შეიკუმშა,
შაგრენის ტყავივით. დასეტყვილი სახურავიდან წყალი წვეთავს, აშმორებულ ლეიბებს ვერც
გამზევება შველის, ვერც გაბერტყვა; ხის ღობე მოირყა და ალაგ-ალაგ ისეა გადაქანებული,
თავისუფლად გადმოდის მეზობლის საქონელი. არა უშავს, ფული და ენთუზიაზმი იყოს და
ყველაფერს მოევლება. ეფემია ყირაზე დადგება, რომ ბავშვობის საყვარელ სახლს უწინდელი
სული ჩაჰბეროს.
ძაღლი უკანა ტანი აბზიკა, მოკლე, ღონიერი კუდი გაასწორა და მიწის თხრა განაგრძო.
`უყურე შენ, კაი მოზრდილი ორმო ამოუთხრია! ამან თუ ასე გააგრძელა, არტეფაგი კი
არა, შეიძლება ნაძვის ფესვებში გახლართული ნეანდერტალელის თავის ქალა ამოაგდოს.
საწყალ ნაძვი, ისედაც ძლივს უდგას სული.~
_ აქ!
___
_ ეგ როგორ?
_ გზაში.
გიორგიმ ალეკოს მხარი გაჰკრა და სიცილით გადაწვა სკამზე. ალეკო ვერ ჩასწვდა
დედა-შვილის იუმორს, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა და აჰყვა.
საქმე იმაშია, რომ მზიას, ალეკოს დედას, დაცოლშვილებული ვაჟები ჰყავდა, როცა
ალეკოზე დაფეხმძიმდა. თავიდან მენოპაუზა ეგონა, მაგრამ როცა ნაყოფი გაინძრა, იცოცხლე,
მერე მოცოცხა ექიმთან. გვიანღა იყო _ აბორტზე უარი უთხრეს. დარცხვენილი ქალი სახლში
დაბრუნდა და ოჯახი საქმის კურსში ჩააყენა. ქმარმა ისე დაიჭირა თავი, თითქოს თვითონ
არაფერ შუაშია ცოლის ფეხმძიმობასთან, შვილებმა ჯაგარი აიშალეს: `თავი სად გამოვყოთ
სირცხვილითო!~ არც რძლებმა დააკლეს: `ისედაც თავზე ვაზივართ ერთმანეთს, მეწილეღა
გვაკლიაო!~
ცხადია, ეფემიამ არაფერი იცოდა ამის შესახებ. რა საქმე ჰქონდა გამოჩენილი მწერლის
მურზაყან მესხის ქალიშვილს პირველ სართულზე ბუნკერის სიახლოვეს მცხოვრებ მზიას
ოჯახთან?! მაგრამ მოხდა ისე, რომ ეფემია გადაცემის გაკეთებას აპირებდა გვაინმშობიარე
ქალებზე და ინტერვიუს ასაღებად მზიას მიადგა, იმ იმედით, რომ ნაბოლარა შვილის
გაჩენით გაბედნიერებულ დედას ჩაწერდა. თურმე ცდებოდა. თურმე პატარა ალეკო საკმაოდ
არაჯანსაღ გარემოში იზრდება. ერთი შეხედვით, მშობლები ჰყავს, ძმებიც, ძმისშვილებიც,
სინამდვილეში კი საკუთარ სახლში სტუმარივით გრძნობს თავს. ლაპარაკია 7 წლის ბავშვზე!
ეფემია შოკში იყო. სულ სხვა თვალით დაუწყო ყურება გიორგისთან ერთად ეზოში
მოთამაშე ბიჭუნას, ხშირად ეპატიჟებოდა ხოლმე სახლში, სათამაშოებს ჩუქნიდა, სადილად
ტოვებდა, რამდენჯერმე ცირკშიც წაიყოლა... ერთსაც მიხვდა. ქმართან გაყრა არც ისეთი
დიდი კატასტროფაა, როგორც თავიდან მიაჩნდა. ალეკოს მშობლები რომ ერთად
ცხოვრობდნენ, რა შეღავათი ალეკოს?! მაშინ, როცა გიორგის, ცალკე მამა დაჰფოფინებდა
თავზე, ცალკე დედა, ცალკე ბებია-ბაბუები.
_ საათის ფირმა ეწერება: `заря~, ან რამე ასეთი... მაშინ საბჭოთა კავშირი აწარმოებდა
საათებს. _ ეფემია ფიქრიდან გამოერკვა და იქვე გადაწყვიტა შვილის ცოდნა შეემოწმებინა. _
საერთოდ, იცი რა იყო საბჭოთა კავშირი?
_ მართლაც, გაუგებარია.
_ უი, სულ დამავიწყდა! თებრო დეიდამ შემოიტანა, შენ რომ სასეირნოდ იყავი
გასული. _ უპასუხა გიორგიმ.
ჰო, არ მინდოდა, გულში გაეპასუხა ეფემია, მაგრამ ბედობის დღეს, კატის კნუტი კი
არა, დინოზავრის ბარტყი რომ მოგადგეს, წესით უნდა შემოუშვა სახლში. აქეთ გიორგიმ
შეუფითილა: აკი ცხოველები უნდა გვიყვარდესო, აკი გაჭირვებულს უნდა დავეხმაროთო?...
აკი, აკი, აკი... მოკლედ, სინდისზე შეაგდო. კნუტი კი მართლა გაჭირვებული ჩანდა _ სუსტი,
გამხდარი, წირპლიანი... დღეს რომ დაიპრიხება ბოლისფერ გრაციად ეფემიას დამსახურებაა.
მარტო რაულის მოთოკვა რა ნერვების ფასად დაუჯდა! გიჟს ჰგავდა ძაღლი: გენეტიკურ
მტერს არ გააკარეს, არადა, ერთი სული ჰქონდა შუაში გაეგლიჯა საძაგლად მოშიშინე
თვალებდაჭყეტილი არსება. მერე და მერე შეეჩვია, შეუყვარდა კიდეც, თუმცა სიმბას
ამპარტავნული დამოკიდებულება პატრონის მიმართ ვერაფრით აეხსნა. მაშინ, როცა რაულს
ლამის კუდი მოძვრეს ქიცინით, ოღონდ კი ვინმეს ასიამოვნოს.
___
_ ერთ საათში.
_ არა, დავიწვი.
_ დამცინი, ხომ?
_ Шутка.
_ თქვენ.
დიმიტრიმ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. ასეც იცოდა, რომ ტვინის ბურღვა
გამოწერილი აქვს. ადამიანს სახეზე აწერია ინფორმაციის გაცემის დაუოკებელი სურვილი.
ექიმბაშები ხომ პიარის დიდოსტატები არიან!
_ მაქსიმუმ?
_ სულელია ეგ შენი დემი მური. რომ ვნახო, პირში ვეტყვი, არ მომერიდება. სულელს
გინდ 10 წელი ჩამოაკელი, გინდ 20.
დიმიტრიმ მხრები აიჩეჩა. რას გაუგებ ქალებს, ერთი უყვართ, მეორეს მიჰყვებიან,
მესამისგან შვილებს აჩენენ...
_ დიმიტრი.
_ გმადლობთ, გმადლობთ...
___
ასეთ სერიოზულ გადაცემაში ურეკში ნაპოვნი საათის ადგილი რომ არ იყო, ეფემიამ
ზუსტად იცოდა, მაგრამ პოეტის არ იყოს `სურვილის მახრა~ შეუჩნდა და იქამდე არ მოასვენა,
ვიდრე დიმიტრის კაბინეტში არ ამოაყოფინა თავი.
_ როგორ?
_ 41 წელი გავიდა ჩუქების დღიდან, ჩვენ ხომ არ ვიცით, როდის ჩაფლა? 10, 20 თუ 30
წლის წინ?
_ როდესაც არ უნდა ჩაეფლა, ცოცხალი რომ იყოს ცხრაჯერ ამოთხრიდა. ოქროს ნივთს
ასე ადვილად ვერ შეელეოდა.
_ თუ სხვა გზა არაა, იყოს მოძრავი სტრიქონი... მაგრამ ეს არ იქნება სენსაცია, ეს იქნება
ჩვეულებრივი ამბავი, რომელსაც ას კაცზე მეტი არ წაიკითხავს. შეიძლება ნაკლებიც.
_ რაზე?
_ ვეცდები.
_?
_ რაო, რა მინდაო?
_ რა... რა გაჩვენო?
___
ეფემია სახლში კი არ მიდიოდა, მიფრინავდა. ცოტა ფეხებმა დააღალატა, უფრო
სწორედ, ახალმა ჩექმებმა. არა უშავს, მთავარია მის მცდელობას უქმად არ ჩაუვლია _
დიმიტრი დათანხმდა ხუთწუთიან სიუჟეტზე. ბრავო! ამ კაცი იმედი ყოველთვის ჰქონდა.
სამსახურში ზოგიერთები ჭორაობენ _ დისტანციურიაო. გააჩნია, ვისთან არის დისტანციური.
მაგალითად, მაკასთან, იმ სილიკონით დაბერილ თოჯინასთან ეფემიაც დისტანციურია.
ერთი მხრივ 24 საათი დირექტორის კრიტიკაშია, მეორე მხრივ, ერთი სული აქვს კალთაში
ჩაუხტეს. ღორის ტილივითაა, ფეხზე დაისვამ, თავზე აგაცოცდება. და რამდენი ასეთი მაკაა
მთელ ტელევიზიაში? ნახევარზე მეტი. მოდი და ნუ იქნები დისტანციური!
_ მმმ...
_ სად ყმუიხარ?
_ მმმ...
_ გიორგი!
_ ადექი ახლავე! _ ეფემია ფეხი დააბაკუნა და სიმწრის ოფლმა დაასხა. სულ დაავიწყდა
გადატყავებული ქუსლები!
დავარტყა-არ დავარტყა, თავში გაუელვა ეფემიას. არა, რეაქცია მივცე, თორემ სულ
თავზე დამაჯდება. იქნებ ვუჩქმიტო, თმა გამოვწიწკნო, წკიპურტი გავკრა... ღმერთო, რა
უმწეო ვარ! ძნელია ბიჭის გაზრდა მამის გარეშე. არ უყიდი კომპიუტერს შარია, უყიდი _
უარესი. წავა და ეზოში დაბანაკდება. სიგარეტს მოსწევს, ასფალტზე წიტვას ისწავლის, ქუჩურ
სლენგს აიტაცებს... `ჰუბერტატულ პერიოდში მოზარდები არაადექვატურად იქცევიან~,
უთხრა ფსიქოლოგმა. სიტყვაც როგორია? ჰუბერტატული. ენას იღრძობს კაცი. იდეაში, ეზოში
მობირჟავე წიტიანს ისევ კომპიუტერთან დაქლიავებული ბოტანა ურჩევნია.
ხახვის გამოსატანად ეფემია აივანზე გავიდა. გარეთ სათოვლე ამინდი იდგა, ცივი და
გარინდული.
საქმე იმაშია, რომ ბესო არ ყოფილა ეფემიას პირველი სიყვარული, შეიძლება არც
არასოდეს უყვარდა. მაშინ სანიმუშო გოგოს იმიჯს აწვებოდა და აქედან გამომდინარე
არჩევანი მშობლების მოსაწონ კანდიდატურაზე შეაჩერა. სანიმუშო გოგოს არ შეიძლება
ყვარებოდა პატიმრის შვილი (რაგინდ პატიოსანი და თმახუჭუჭა არ უნდა ყოფილიყო) _
ასეთი იყო მურზაყანის საბოლოო ვერდიქტი. მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ
მინდია გამქრალიყო ეფემიას ცხოვრებიდან და გარკვეულწილად მიაღწია კიდეც თავისას.
ცხადია, ყველაფრის მშობლებზე გადაბრალება უსამართლობა იქნებოდა. ეფემიას
თავისულფლად შეეძლო მინდიასთან ერთად გაპარულიყო (მაშინდელი მოდის
შესაფერისად), მათ ხომ სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი. მან ეს არ გააკეთა.
უპერსპექტივო, მაგრამ საყვარელ მამაკაცს, პერსპექტიული, მაგრამ უცხო მამაკაცი არჩია.
`პერსპექტიული~ მამამისის გაგებით, რაც უპირველეს ყოვლისა, ოჯახიშვილობას და
სათანადო წრეს გულისხმობდა. მინდიას კი არაფერი გააჩნდა მისდამი დიდი სიყვარულის
გარდა, მაშინ, როცა ბესო თავმომწონედ დააგრიალებდა აკადემიკოსი მამიკოს ნაყიდ პიპიას.
6 წლის თავზე მან ქმარს უღალატა. მინდიასთან. მაგრამ აქაც დიდი იმედგაცრუება
ელოდა. არ აღმოჩნდა ადვილი ქმრის ღალატი. აღარც მინდია იყო ის თმახუჭუჭა,
რომანტიკული ბიჭი, რომელსაც ამდენი წელი მისტიროდა. გაფულიანებული მამრი მკლავზე
ამოსვირინგებული დრაკონითა და მასიური ოქროს ძეწკვით ნავარჯიშევ კისერზე ისეთივე
უცხო გამხდარიყო მისთვის, როგორც კანონიერი ქმარი ქორწინების პირველ დღეებში.
მიუხედავად ამისა, სინანულის განცდა არ ჰქონია. უნდა გაესინჯა აკრძალული
სიყვარულის გემო, უნდა დარწმუნებულიყო, რომ ერთმანეთისთვის განკუთვნილი ვნება
დიდი ხანია სხვებზე შემოეხარჯათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს დაივიწყებდა და
ფუჭი სინანულით ცხოვრებას მოიწამლავდა. ჭეშმარიტების მომენტი არც წარსულშია, არც
მომავალში, ის ერთ კონკრეტულ დღეშია, კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული
ვარსკვლავის ქვეშ... შენთვის განკუთვნილი ნაყოფი მაშინვე თუ არ მოგლიჯე, ხეზე დალპება,
გახმება, ნეშომპალად გადაიქცევა...
___
_ ანუ...
_ მმმ...
_ მესმის, მესმის... უბრალოდ ვიხსენებ, ამდენი ხანი გავიდა უკვე. ალბათ ნახევარი
საუკუნე.
_ დიახ. დაგელოდებით.
_ არა, ნახევარი არა... _ ხმამაღალი ფიქრი გააგრძელა რუსუდანმა. _ იქნებოდა ასე 1961-
62 წელი. ჰო. დაბადების დღეზე ვაჩუქე.
_ არ ვიცი...
_ როგორ?...
_ გრძელი ისტორიაა...
_ ხვალ?
_ ჩაიწერეთ.
___
დიმიტრის დატვირთული დღე ჰქონდა, მაგრამ როცა ბაჩამ დაურეკა _ ჩემს ძმას
პრობლემა აქვს და იქნებ მოუსმინოო, ერთი საათი გამონახა. ბაჩა ჭიჭინაძე დიმიტრის
ბავშვობის მეგობარი იყო. შეიძლება ითქვას ერთადერთი ნამდვილი მეგობარი, რომელიც
სამწუხაროდ ამერიკაში ცხოვრობდა. წესით, ზურას (ბაჩას უფროს ძმას) არაფერი სჭირდა
უმცროსი ძმის სარეკომენდაციო, რადგან დიმიტრი მასაც ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ
პრობლემა იმდენად დელიკატური იყო, ეტყობა ზურამ ძმის გარდა ვერავის გაუმხილა, იმან
კი დიმიტრისთან დააკვალიანა, რომელიც გარემოების კარნახითა და პირადი ინიციტივით
ხშირად ისხამდა ხოლმე დეტექტივის მანტიას.
ასე იყო თუ ისე, დიმიტრი სპორტს არ გაჰყოლია. რაც შეეხება ზურას, დღეს ის
სპორტულ კომპლექსს განაგებდა და ბედს არ ემდუროდა, რომ არა ზემოხსენებული
მესიჯები.
_ ჰო, თავიდან მეც ასე ვიცინოდი, მერე კი დავიზმენდი... რა ვიცი, ვინ ოხერია? სადმე
არ დამხვდეს, ყელი არ გამომჭრას...
_ როგორ?
_ ცოლი გყავს?
_ ეგ როგორ გავიგოთ?
_ ვის გეპატიჟებათ?
_ ვერ გახევ.
_ ვითომ რა დამიშლის?
_ რომ მიყვარდა, იმიტომაც გაიქცა ცხრა მთას იქით. კაი, თუ ძმა ხარ! ცხოვრებაში აღარ
გავიხედავ ქალისკენ...
_ იფიქრე, რომ სკლეროზი აქვს მაგ შენს რუსუდანს. ხვალ დაუკერე, ზეგ...
_ სკლეროზი კი არა წნევა აქვს, დიმიტრი, თანაც წუხელ ინერვიულა. არა, არა, _
ეფემიამ უარის ნიშნად თავი გააქნია. _ ხვალამდე გავგიჟდები! ინტუიცია მკარნახობს,
რაღაცაშია საქმე...
_ წავიდეთ, რა, დავხედოთ... ვორონცოვზე ცხოვრობს, 20 წუთი იქით, 20 აქეთ. არც კი.
დიმიტრიმ მკაცრად შეხედა. ურეკიდან ჩამოსვლის შემდეგ ეფემიას ვერ ცნობდა. სად
გაქრა გამორჩეული კოლეგის ჩვეული თავშეკავება? სერიოზული გადაცემის პროდიუსერია
თუ გიმნაზისტი გოგო? სხვა თუ არაფერი, სტუმრის იგნორირება სადაური წესია?
ეფემიამ დიმიტრის შეხედა, მან ხელები გაშალა, ვითომ, პრობლემას ვერ ვხედავო.
_ თანამშრომელი.
_ მწერალი როა?
_ კაი, რა...
_ გათხოვილია?
_ გაცილებული.
`აჰა, დაიწყო. ახლა რომ მითხრას, ვინ დაგარქვა ასეთი ორიგინალური სახელიო, თავში
გავუქანებ.~
_ იჭორავეთ?
_ არც უმაგისობაა.
`ჰმ, ვინ თქვა, რომ კაცები არ ჭორაობენ? ქალებზე უარესები არიან. საინტერესოა, რა
უთხრა? ბევრს ვერაფერს მოასწრებდა, 5 წუთში ქვევით ერჭო. რას ვერჩი? მშვენიერი
სპორტული მამაკაცია, შავ თმაში თეთრ ფრთასავით გაჩხერილი ჭაღარით. ხარისხიანი
სუნამო ასხია, ლამაზი ხელები აქვს, მოვლილი ფრჩხილები... ნეტავ, ცოლიანია? საქორწილო
ბეჭედი არ უკეთია. რაში მაინტერესებს?!~
_ ცოლი გყავთ? _ უცებ ეფემიამ საკუთარი ხმა გაიგო. ისე გაუკვირდა, პირზეც კი
მიიფარა ხელი. თუმცა მაშინვე ჩამოიღო. რა გოიმობაა პირზე ხელის აფარება, მე შენ გეტყვი
ცუდი ტუჩ-კბილი აქვს?!
ზურამ სწრაფად შეხედა და ფართედ გაუღიმა. `ჰმ, კბილები ამასაც კარგი ჰქონია,
ნიკოტინდაკრული, მაგრამ მაინც...~
_ ასეთი, რა უპასუხეთ?
_ არ არის?
_ არა.
_ კარგი, მოვრჩეთ ამაზე. მომიყევით, ვინ არის ეს რუსუდანი და რამ აგაფორიაქათ ასე?
_ ტელევიზიიდან ვართ.
_ ხომ მშვიდობაა?
_ დიახ.
ზურა და ეფემია უკან გაბრუნდნენ. მათ დანახვაზე ბებერმა ძაღლმა სუსტად შეჰყეფა
და საპატიო ყარაულივით გაჰყვა. ყანჩელების ზარს ადვილად მიაკვლიეს, მაგრამ რად გინდა?
არავინ გამოხმაურებიათ.
_ როგორ?
ექვსი წლის იყო, როცა პატარა ზურიკო სოფელში, ბებიასთან დატოვეს. ბებო ყოჩაღი
ქალი იყო, ძროხა ჰყავდა, ქათმები, ინდაურები... იმ ზაფხულს კურდღელიც კი მოიყვანა _
ბავშვი გაერთობაო. ძილის წინ ბებიას და შვილიშვილს რიტუალი ჰქონდათ. ბებო გვერდით
მიუწვებოდა და ზღაპარს უკითხავდა. იმ დღესაც ჩვეულებისამებრ დაწვნენ. ზურას ერთი
სული ჰქონდა, როდის გააგრძელებდნენ წუხანდელი ზღაპრის კითხვას, რადგან რომელიმე
ეპიზოდზე მთელი დღის ნარბენსა და დაღლილ-დაქანცულს უსათუოდ ჩაეძინებოდა ხოლმე.
იმღამინდელი ეპიზოდი სამუდამოდ დაამახსოვრდა...
ბებომ დაიწყო:
`...ბიჭმა უთხრა დევის დედას: რასა ხარშავო? იმან უპასუხა: შვილი მყავს ავად და
ფაფას ვხარშავო. მე გასწავლი წამალსო, უთხრა ბიჭმა: აადუღე ერთი ქვაბი წურვილი ერბო და
ნაისრალში ჩაასხიო. დედამ დაუჯერა. ჩაასხა ნაისრალში ერბო და დევს ფეხები გააფშეკინა.~
`გააფშეკინა~ რა არის?~
`მოკლა~.
`ალბათ უყვარდა.~
`სულელი იყო და იმიტომ!~ გაბრაზდა ბებო. `დევიც სულელი იყო და ამის დამწერიც.
დაიძინე, შვილო, ხვალ უკეთეს ზღაპარს მოგიყვები, სულ პეპლებზე და ყვავილებზე...~
`გოგო კი არ ვარ?!~
`ჰო.~
_ ვერ გავაგონეთ. _ ქალს შესწუწუნა ეფემიამ. _ ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება იყოს?
_ არ ვიცი, ნატო-ჯან, დღეს არც თვალი მომიკრავს, არც კარის გაბრახუნება გამიგია.
წუხელ გვიანობამდე ენთო შუქი, იქნებ ჩაეძინა, ჰა? დარეკვა სცადეთ? ტელეფონზე...
ძაღლს არც უფიქრია ხმის ჩაწყვეტა. პირიქით, უფრო მაღალ რეგისტრში აყმუვლდა.
___
მაშ ასე:
ერთ დღესაც დათუნა თვალსაწიერიდან ქრება. დგას 1964 წლის ივნისი. შოკირებული
რუსუდანი მილიციას აყენებს საქმის კურსში, მაგრამ დათუნა თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
ჩნდებიან ჭორის ამგორებელიც. ვიღაცამ თქვა: უნივერსიტეტის ბაღში ვნახე ვიღაც მამაკაცის
გარემოცვაშიო, ვიღაცამ _ ვაგზლის მოედანზეო, ისიც კი ითქვა, თითქოს მამამისი გამოჩნდა
და შვეიცარიაში გამოიძახა, სადაც ომის შემდეგ დასახლებულაო.
___
ეფემიას სახლში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. არც ძაღლი, არც კატა, არც ბავშვი.
ყველანი წყნეთში! მამა დაპირდა, გიორგის ჭადრაკის თამაშს ვასწავლიო. მერედა, როგორი
ჭადრაკი აქვს მურზაყანს! ფიგურები _ სპილოს ძვალი; დაფა _ მარმარილო ქვაში; მაგიდა _ მე-
18 საუკუნის მასიური ხე. მწერალთა კავშირმა უსახსოვრა 50 წლის იუბილეზე...
დარეკა ტელეფონმა.
_ შენც დაჯექი.
_ სულმოუთქმელად ველი.
_ ცოლი მოვიყვანე.
_ ?!
_ ეფო?
_ ჰო.
_ ენა ჩაგივარდა?
_ ჰო.
_ ეფო, ისე მელაპარაკები, თითქოს შენ არ დამიქნიე, რა! ვერ გავიგე, ცოლი არ უნდა
მომეყვანა?
_ სერბი.
_ სერბეთი.
_ არა.
_ შვილს?
_ მშვიდობაა, კი.
_ არ ვიცი, ბესო, ზაფხულამდე დიდი დროა. ჯერ ვნახოთ, გიორგი როგორ მიიღებს
სიახლეს.
_ ეგღა მაკლია!
პაუზა ჩამოვარდა.
_ შენ გაიხარე!
_ ბესო, წავედი...
_ ვინ გირეკავს?
_ ე. ი. ვიღაც გყავს.
_ დავუშვათ.
_ არა, არა, სააბაზანოში ვიყავი და... _ ეფემიამ ტუჩი მოიკვნიტა. რა საჭიროა იმის
დაკონკრეტება, სად იყო და რას აკეთებდა. სააბაზანოში შესულ ქალს კაცის გარყვნილი
ფსიქიკა მაშინვე დედიშობილას წარმოიდგენს. ანდა უარესი, უნიტაზზე ამხედრებულს.
გააჩნია, გარყვნილების ხარისხს.
_ საქმე გაქვს?
_ ჰო.
_ ტელეფონით არ შეიძლება?
___
_ როდიდან?
_ რევოლუციამდე სახლის მარჯვენა ფრთა მთლიანად ყანჩელებს ეკუთვნოდათ,
ბოლშევიკების მოსვლის მერე გააკულაკეს და ეს ორი ოთახი მიაკუთვნეს.
_ სხვათა შორის, რომ არა ეფემია მესხის ძალისხმევა, იმ ქალის გვამი დღესაც აქ
იქნებოდა.
_ ამაზე თუ წავიდა, რომ არა რუსუდანის ძალისმევა, მისი ძმა დღესაც ცოცხალი
იქნებოდა. _ მოაკეტინა ეფემიამ.
ეფემიადშედგა. მიაყურადა.
_ ვითომ ჩაქუჩია? _ ჩაილაპარაკა გამომძიებელმა. _ ნამეტანი პატარაა თავის
გასაჩეჩქვად...
_ აი, ვმუშაობთ...
როცა ხელში კამერა გიჭირავს, უნდა გადაიღო ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენება
(და არ მოგეჩვენება). მონტაჟის დროს მასალა დახარისხდება და ეთერში გავა ის, რასაც
რეჟისორი საჭიროდ მიიჩნევს.
აი, თურმე როგორი ყოფილა დათუნა ყანჩელი... გამხდარი, ქალივით ნაზი, ბუთქუნა
ტუჩებითა და დიდი სევდიანი თვალებით. და-ძმა ერთმანეთს ჰგავდა. განსაკუთრებით,
ბავშვობაში. ასაკში შესულ რუსუდანის მხოლოდ ერთი ფოტო აღმოჩნდა, ისიც პასპორტის,
სადაც ერთ დროს მომხიბვლელი ქალიშვილი საკუთარ აჩრდილს ჰგავდა. სასცენო,
ბუმბულებიან კოსტიუმში გამოწყობილი მხრებმოშიშვლებული ქალი ალბათ ზეინაბია.
ცხადია, გადასახლებამდე. ჯუზეპე ვერდი. აიდასა და ამნერისის დუეტი ოპერიდან `აიდა~.
თეატრალურ გრიმში ნაკვთების გარჩევა ჭირს, მაგრამ უდავოდ გრაციოზულია.
_ რაში გაინტერესებს?
_ წეღან იყო, ახლა არ არის! ლამის ყინულის ასკოლკად გადავიქცე... აი, სულ კრაოტიი
ვწევარ, ამეებში ცხელ წყალს ვასხამ და ვთბები. _ სერგომ საწოლის ქვეშ ჩამწრივებული
წყლით სავსე ბოთლები დაანახა.
_ ბატონო სერგო...
_ იიი... რაის ბატონი მე ვარ... ბატონები განა ასე ცხოვრობენ? ძია სერგო დამიძახე,
შვილო, ამ უბანში ყველა მიცნობს. სერგო ოქრომჭედლი არ გაგიგია?
_ არა.
_ ერთი კაცი დადიოდა ხოლმე! _ გაახსენდა სერგოს. _ ერთხელ ღამეც კი დარჩა. ჩემი
თვალით დავინახე, დილით რო გამოვიდა. ჰო, ეგრე იყო.
_ როდის?
_ მერე იქნებოდა... ძმის ხელში კაცს ვერ ამოიყვანდა, შანსი არ არის. დათუნას კი
დაჰყავდა ხოლმე კაი შხვართი ქალები, კაცების ამბავი ხო იცი...
_ გადასარევი.
ეფემია გარეთ გამოვიდა და ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი. რას მისცემს საათის
ჩვენება? დავუშვათ, სერგომ დაუდასტურა. მერე სად მიდის?
_ აზრზე არ ვარ.
_ ეს საქმე მე მომანდე.
_ რატომ?
_ როდის?
_ გამოგივლი.
_ რატომ `ტაქსი?~ _ თავი გამოიდო ზურამ. _ მე წაგიყვან... ჱთუ თანახმა ხარ. _ დაამატა
დადარაჯებული ტონით.
...
_ ეს შენ მიათრევ.
_ მებარგულის ამბავში.
_ და მძღოლის.
_ ხაბი და ლანი.
_ წიგნია?
_ არა, არა, წიგნი არაა. _ აუხსნა ეფემიამ. _ წიგნი უეჭველი არ გაუხარდება, მაგრამ
კომპიუტერში ჩასამონტაჟებელ სადენებზე შეიძლება გადაირიოს. თბილისში ყოფნისას
მებზუილებოდა, მიყიდეო...
...
_ ჩემს მამიკოს ყველაზე კარგი ხელი აქვს! _ ეფემიამ მამას მუხლზე დადებულ ხელზე
მიუალერსა. მურზაყანის ერთ დროს არისტოკრატულად წაგრძელებული თითები
ფალანგებში გალეოდა და ახლა დაკორძილ ფესვებად ესვენა მუხლებზე. ხახვის
ფურცელივით გამომშრალი კანი ალაგ-ალაგ პიგმენტურ ლაქებს დაეფარა. მაინც ძალიან
მშობლიური იყო, სანდო და საიმედო.
_ დავბერდი, არა?
_ მაშ 50 რაღაა?
_ და 70 რითია სასურველიო?
_ უყურე შენ! _ მურზაყანმა ყასიდად შეკრა წარბები. _ სულ ჩამომწერა! იქნებ ჯერ ისევ
მიჭრის კალამი?! გოეთემ `ფაუსტი~ 80 წლის ასაკში დაწერა, იქამდე 6 წელი მიკლია.
_ `Рукописи не горят~.
_ არა.
_ ცუდი ამბავია. _ თავი გააქნია მურზაყანმა. _ მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რატომ
მიდიხართ?
_ 1964 წელს ნამდვილად არ მქონდა ნაყიდი, უფრო გვიან, ახლა ზუსტად ვერ
ვიხსენებ... _ უპასუხა მურზაყანმა.
უკვე ეზოში ჩასულებს ციალამ საჭმელებით სავსე პარკი დააწია, გზაში წაიხემსებთო.
_ რასთან დაკავშირებით?
_ ჩემს სტატუსთან.
___
_ გამეცით ხმა ვინმემ, თორემ მეც დამეძინება და მერე მეყოლეთ კარგად. მარჯვნივ
ტყე, მარცხნივ _ ხრამი.
რას წარმოიდგენდა, რომ მისი ვიზიტი ბაჩას ბავშვობის მეგობართან ასე ფეხბედნიერი
აღმოჩნდებოდა. ეფემია რომ მისი ცხოვრების ქალია, ამაში ეჭვი აღარ ეპარებოდა. უბრალოდ
გერის რეაქცია აშფოთებდა. სანდრო საკმაოდ ცივად შეხვდა ზურას `სხვაგან~ დარჩენის
პერსპექტივას. გულმა უგრძნო, მათ შორის სხვა ჩადგა და ეს სხვა სულაც არ არის მისი
ბიოლოგიური დედა. ჩვენში დარჩეს, 18 წლის ბიჭს მეტი უნდა ესმოდეს. რა ეგონა, ლულუს
გამო ზურა ბერად აღიკვეცებოდა და ქალისკენ არ გაიხედავდა? ასე გაგრძელება არ შეიძლება,
როგორმე უნდა შეარიგოს დედა-შვილი, თორემ სანდრო ჩამოყალიბებული ეგიოსტი
გაიზრდება. პრინციპში, გაიზარდა და ეგ არის.
_ რომელი ხელნაწერები?
_ არა მარტო. რაღაც იცოდნეე მისმა შვილებმაც. ეტყობა, დათუნამ რუსუდანზე მეტი
იცოდა. იმიტომაც გააქრეს.
_ მეზობელი.
_ სახლი კი არა, რაცხა ბეღელი იყიდა მურზაყანმა. ერთი კი არა, რამდენიმე ბეღელი
რომ შეაერთო და სახლი დაარქვა. ბორის ცვიჟბა ცხოვრობდა აქ, აფხაზი. ცოლი ჩვენებური
ჰყავდა, ნორა. სეზონზე ოთახებს აქირავებდნენ ხოლმე, თან ექიმბაშობდნენ. ჩემი ბიჭი და
მაგათი კლარა კლასელები იყვნენ...
გაირკვა, რომ მურზაყანს წარმოდგენა არა აქვს, სად წავიდნენ ცვიჟბები. ის კი არა,
ქალიშვილს უსაყვედურა _ ლიტერატურული ჟურნალისთვის ესეს ვწერდი და შენმა ზარმა
მუზები დამიფრთხოო.
_ რაო, რა მინდიო?
აი, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღესვე უნდა გაემგზავრონ თბილისში. ზურას და
ეფემიას შეუძლიათ დარჩნენ და მატარებლით ჩამობრძანდნენ, დიმიტრისაც მობეზრდა
მურმანის ეკლობა. სულელი არაა ვერ ხვდებოდეს _ ამ ორს ფლირტზე მეტი აკავშირებს.
___
_ მაშანტაჟებთ?
_ მაშინ, არაფერი მესმის... ქალი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰა, მაგრამ კაცთან რა
მესიჯობანა უნდა გამება? თანაც რელიგიური შინაარსის...
_ ოჯახის წევრები?
_ ეგზატირებულ ნატურას.
_ ეგზალტირებულს...
_ ან მორალისტს.
_ მაშინ მერია.
_ აბა, მერი?
_?
_ ისე, მერი უნიჭიერესია ქალია. სამი უცხო ენა იცის. მუშაობაც არ ეზარება, დროც
აქვს. ქმარი არ აწუხებს და შვილი... ერთი მოხუცი დედა ჰყავს, ჩვენში რომ დარჩეს, დიდი
ეგოისტი დედაკაცი. დღეში რამდენჯერმე ურეკავს სამსახურში, ამოწმებს, პრეტენზიებს
უყენებს... მეცოდება ხოლმე მერი, იცით?...
_ მოდით, ასე გავაკეთოთ: შედით ოთახში, ვითომ საქმეზე, მე აქედან გირეკავთ, თქვენ
მეპასუხებით და ამბობთ: `ვინ ზურაბ ჭიჭინაძე, არ ვიცნობ ასეთს!~ მე ვაკვირდები
თანამშრომლების რეაქციას და გამომაქვს სათანადო დასკვნები. მოსულა?
ხუთი წუთის შემდეგ დიმიტრიმ იცოდა, ვინ არის იდუმალი მესიჯების ავტორი.
___
_ გაიცანი. ეს მარგოა. _ ასე წარუდგინა თავისი შეყვარებული სანდრომ სამსახურიდან
მობრუნებულ მამობილს.
ზურას ენა ჩაუვარდა. ვერ წარმოედგინა, რომ მის ჩუმჩუმელა გერს შეყვარებული
ჰყავდა. თანაც ასეთი აყლაყუდა. ზევიდან დასცქეროდა ორივეს, როგორც გულივერი
ლილიპუტებს. ოპტიკური სათვალე ნაწილობრივ უმალავდა მსხვილ ნაკვთებს, მაგრამ ცხენის
კბილებზეც სათვალეს ხომ არ დაიკოფსებდა?! `ჯანდაბას, სულ არაფერს, ცხენქალა
სჯობს~, გაიფიქრა ზურამ და ნაძალადევი ღიმილი გამოადნო.
_ მერი ჩიბურდანიძე.
_!
_ იცნობ ასეთს?
_ რამე დაუშავე?
_ ისეთი არაფერი...
_ აბა, გიჟია?
თუ მაინც დააშავა?...
მერი 25 წლის იქნებოდა, როცა ზურა შეუყვარდა. ზურას მხრივ ეს იყო უბრალო
გატაცება, რომელმაც ორ თვეს გასტანა. ამ ხნის მანძილზე ისინი თითქმის ყოველდღე
ხვდებოდნენ ერთმანეთს. იღებდნენ კინოს ბილეთს, ჯდებოდნენ უკანა რიგში და
თავდავიწყებით კოცნაობდნენ. უფრო ღრმა ურთიერთობაზე მერი წამსვლელი არ იყო და არც
ზურას დაუძალებია, რადგან მერისთანა მორალისტი ან ცოლად უნდა მოიყვანო, ან განზე
გადგე. ზურამ მეორე ვარიანტი აირჩია და დამშვიდებული გულით გაემგზავრა ტურნირზე,
სადაც აღმოაჩინა, რომ ერთხელაც არ გახსენებია ე. წ. შეყვარებული. არც გაახსენდებოდა, რომ
ერთ მშვენიერ დღეს მასთან ვინმე ლულუ არ გამოცხადებულიყო _ მერის ფრანგულის
მასწავლებელი და გულის მესაიდუმლე. სულ რაღაც 4-5 წლით უფროსი თავის მოწაფეზე.
ლულუმ ვნებიანი ტუჩები გამობზიკა, თვალები ამოატრიალა და მთელი საათი იქაქანა
უარყოფილი მერის საშინელი განცდების შესახებ. თურმე, ნუ იტყვით, მერი ძალზე განიცდის
შეყვარებულის დაკარგვას, ღამეები არ სძინავს, დაშორების მიზეზებს ეძებს და ვერ უპოვნია.
ლულუს აღარ შეეძლო საბრალო გოგოს ყურება და გადაწყვიტა პირადად გაეცნო ადამიანი,
ვინც ასე მოუკლა გული მის მგრძნობიარე მოწაფეს და შესაბამისად მიზეზებიც გაერკვია.
არ გამოვიდა. ზურას ბინაზე მისულ მერის კარი შილიფად ჩაცმულმა ლულუმ გაუღო.
აი, ლულუ კი უსინდისოა. მაშინ ზურა ახალგაზრდა იყო, ლულუს ლამაზი სხეულის
გარდა ვერაფერს ხედავდა, მერის ვიზიტზე კი იმდენი იცინეს, მუცლის კუნთები ეტკინათ...
___
ქმარიო?! საიდან მოიტანა, რომ ზურას ცოლად მოჰყავს? თითქოს არაფერი უთქვამს ამ
საკითხზე. ვითომ ყბადაღებული ქალური ინტუიციაა? ალბათ. არ უთქვამს და იტყვის. დღეს
თუ არა, ხვალ. კი, ასეა. ეფემია სხეულის ყველა უჯრედით გრძნობს მოსალოდნელ
ცვლილებას პირად ცხოვრებაში.
_ უკვე დავიკიდე.
_?
_ ხუმრობ?
_ ვაიმე...
_ ჩემო საწყალო კლარაჩკა, ვინ გაგიმეტა მოსაკლავად, ჰა? ვინ დახარბდა შენს
მამასისხლად შეკოწიწებულ კაპიკებს, ჰა?... იმან როგორ უნდა გაიხაროს ამ ქვეყნად, ჰა?
როგორ უნდა ჩახედოს ადამიანებს თვალებში?... შენ ხომ ყველას გაჭირვების ტალკვესი იყავი,
კლარაჩკაა....
დიმიტრიმ ჭერს ახედა, სადაც ეკიდა კონუსის ფორმის იაფფასიანი ჭაღი. ტახტთან
შედგა და ზეწარი გადასწია.
საწყალი, საწყალი `ვაშინგტონის კულული.” როგორ უხაროდა სიცოცხლე, როგორ
რეკლამას უკეთებდა თავის მალამოს... კლარა რომ გაძარცვის მიზნით არ მოკლეს, ამაში
დიმიტრი თითქმის დარწმუნებული იყო. დათუნა, რუსუდანი, ახლა კლარა... გამორიცხულია
ასეთი დამთხვევა. რუსუდანის და კლარას მკვლელობის ხელწერა პრაქტიკულად
იდენტურია. ორივე მსხვერპლი იცნობდა მკვლელს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარს არ
გაუღებდა.ჱთუმცა ორივეგან ვიზიტი მოულოდნელი იყო. ბოროტმოქმედი რაღაცას ეძებს.
რას, რას, რას? ამ სამს კავშირი აქვთ ერთმანეთთან და სამივეს ერთად ურეკთან. ჰაერში
ჰკიდია ზეინაბის უეცარი გარდაცვალებაც, რომელსაც შვილებთან უსიამოვნება უძღოდა წინ.
_ ხელნაწერები!
_ საფრანგეთში დარეკვა?
_ იქნებ გავაჩერო?
___
_ თქვენ არ ხუმრობთ...
_ ჰო.
_ მეც მოვდივარ.
___
როგორც კი დათუნას სახლის გარეთ დაიგულებს, ბორისი მის ოთახში იპარება, მაგრამ
ხელნაწერს ვერ პოულობს. რის შესახებაც აცნობებს მურზაყანს. განრიხსებული მურზაყანი
გამოდის ჩრდილიდან და სანაპიროზე, ნაძვის ძირში ჩამომჯდარ დათუნას თავზე დაადგება.
მას ზურგს უმაგრებს ბორის ცვიჟბა. მურზაყანი დათუნას ხელნაწერების დაბრუნებას
უბრძანებს. დათუნა პასუხობს, რომ ხელნაწერები უკვე გადაგზავნულია მწერალთა კავშირის
თავჯდომარესთან და უახლოეს მომავალში თვითმარქვია ავტორს დიდი სიურპრიზები
ელოდება. აცნობიერებდა თუ არა დათუნა რა მოჰყვებოდა ამ ტყუილს, არ არის ცნობილი.
ფაქტია, რომ ის მოკლეს.
გამგზავრების წინ კლარამ დათუნას საათი ნაძვის ძირში ჩაფლა, იმ ადგილზე, სადაც
მოკლული ბიჭის გვამი ეგულებოდა. ხელნაწერები კი დაიტოვა. რა იცი, რა ხდება
ცხოვრებაში?
მურზაყანმა აუხსნა, რომ დრო არ ითმენს _ მისი ქალიშვილი უკვე გავიდა კვალზე და
თუკი დაუყოვნებლივ არ მიიღებს ხელნაწერს, მერე გვიან იქნება. კლარა არ აპირებს სიტყვის
გატეხვას, მაგრამ დაპირებულ გასამრჯელის 5 ათასი დოლარი აკლია. მურზაყანი ურჩევს,
იმას დასჯერდეს, რასაც სთავაზობენ, მაგრამ კლარამ ქვას აგდებს და თავს უშვერს. ამაზე
შეკამათდნენ. კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კლარა ისე გათავხედდა, რომ დანაც
კი მოუქნია ჩიხში მომწყვდეულ მწერალს. მოქნევა ასეთი უნდაო, და მურზაყანმა ქალს აგური
ჩასცხო, რის მერეც ხელნაწერების ძებნას შეუდგა, თუმცა ვერაფერს მიაგნო.
___
მამა ბუხრიან ოთახში დახვდა. თავის საყვარელ სავარძელში იჯდა, ფარჩის გრძელი
ხალათით, საიდანაც შეხვეული მკლავი უჩანდა. ეფემია უხმოდ შედგა მის წინ და კალთაში
ზეინაბ ყანჩელის ხელნაწერები ჩაუგდო. მურზაყანს არც დაუხედავს, ისედაც მიხვდა
ყველაფერს. ხელი დაჭრილი მკლავისკენ გააცოცა და დამნაშავე მზერა თემიდასავით თავზე
წამომდგარ ქალიშვილს მიაპყრო. უღირს საქციელში გამოჭერილ ბავშვს ჰგავდა, რომელიც
ცდილობს `ფუფუას~ დემონსტრირებით შეაცოდოს მშობლებს თავი.
_ დღეიდან მე მამა არ მყავს. _ თქვა ეფემიამ და მკვეთრად წავიდა კარისკენ.
ეფემიამ პასუხის ღირსადაც არ გახადა. კარი გააღო და გავიდა. ამიერიდან მისი ფეხი
არ იქნება ამ სისხლით გაპოხიერებულ სახლში. არც აქ, არც ურეკში, არც თბილისში...
ზურასთან გადავა საცხოვრებლად და შეეცდება დაივიწყოს, რომ ოდესღაც სახელოვანი მამის
შვილი იყო.
ეზოში ჩასულს სროლის ხმამ მიუსწრო. ეფემია ჯერ გახევდა, მერე ადგილს მოსწყდა,
ველური ნახტომებით დაფარა კიბეები და ოთახში შევარდა.
ეპილოგი
_ გამარჯობა, მერი.
_ გაგიმარჯოს, ზურა.
_ მაპატიე, მერი.
_ უკვე გაპატიე.
_ არა.
_ ნახვამდის, მერი.
_ ლულუ მომიკითხე.
_ მე და ლულუ დავშორდით.
_?