You are on page 1of 6

მაგნიტური ველი

ლუკა აბრამია
მაგნიტური ველი — ელექტრომაგნიტური ველის შემადგენელი
ნაწილი, რომელსაც აჩენს დროში ცვლადი  ელექტრული
ველი, ელექტრული დენი ან ნაწილაკების საკუთარი  მაგნიტური
მომენტი. მაგნიტური ველი არის მატერიის განსაკუთრებული ფორმა ,
რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ურთიერთქმედება მოძრავ
დამუხტულ სხეულებსა ან/და მაგნიტური მომენტის  მქონე სხეულებს
შორის. კვანტური თეორიის მიხედვით  ელექტრომაგნიტური
ურთიერთქმედების გადამტანი არის  ფოტონი - უმასო ბოზე -ნაწილაკი .
მაგნიტური ველის ძირითადი რაოდენობრივი
მახასითებელია მაგნიტური ინდუქციის  ვექტორი  (როგორც წესი
აღინიშნება B მაგნიტუირ ველის ერთეული SI სისტემაში არის ტესლა.
სხვადასხვა ნივთიერების მაგნიტური თვისებები

ანტიფერომაგნიტი — ნივთიერების მაგნიტური მომენტები ურთიერთსაწინააღმდეგოდაა


მიმართული და მნიშვნელობით ტოლია;
დიამაგნიტი — ნივთიერება, რომელიც მაგნიტდება გარე მაგნიტური ველის მიმართულების
საპირისპიროდ;
პარამაგნიტი — ნივთიერება, რომელიც მაგნიტდება გარე მაგნიტური ველის
პარალელურად;
ფერომაგნიტი — ნივთიერებები, რომლებშიც გარკვეული კტიტიკული ტემპერატურის ქვევით
(კიურის წერტილი) მყარდება მაგნუტირ მომენტების ფერომაგნიტული მდგომარეობა ;
ფერიმაგნიტი — მატერიალები, რომლებშიც ნივთიერების მაგნიტური მომენტები
საპირისპიროდაა მიმართული, მაგრამ არ არის ერთმანეთის ტოლი .
გამოვლინება
მაგნიტური ველი ვლინდება მისი ზემოქმედებით მოძრავ დამუხტულ
სხეულებზე, დენებზე ან სხეულებისა და ნაწილაკების მაგნიტურ მომენტზე.
ძალას, რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს დამუხტულ
ნაწილაკზე ლორენცის ძალა ეწოდება. ამ ძალის მაგნიტურ ველთან
ასოცირებულ ნაწილს კი ლორენცის ძალის მაგნიტური ნაწილი. ძალა,
რომლითაც მაგნიტური ველი მოქმედებს მასში მოძრავ მუხტზე
მიმართულია მუხტისსიჩქარისა V და მაგნიტური ინდუქციის ვექტორის
პერპენდიკულარულად. ამ ძალის სიდიდე პროპორციულის სხეულის მუხტის
q მაგნიტური ინდუქციის მიმართულებაზე სიჩქარის გეგმილის სიდიდის და
თავად მაგნიტური ინდუქციის სიდიდისა B  SI სისტემაში ლორენცის ძალის
მაგნიტურ ნაწილს აქვს სახე
ორი მაგნიტის ურთიერთქმედება

მაგნიტური ველის ერთ-ერთი ხშირი გამოვლინებაა ორ მაგნიტი მაგნიტს შორის


ურთიერთქმედება. მაგნიტების მსგავსი პოლუსები განიზიდება, ხოლო
საპირისპირო მიიზიდება. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი ტიპის
ურთიერთქმედება შეიძლება აღწერილი იქნას როგორც ორ
მაგნიტურ მონოპოლს შორის ურთიერთქმედება, თუმცა ასეთი მიდგომა არასწორ
შედეგს იძლევა (რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გაუსის კანონი
მაგნეტიზმისთვის მიხედვით მაგნიტური მონოპოლი ბუნებაში საერთოდ არ
არსებობს). სინამდვილეში არაერთგვაროვან მაგნიტურ ველში
მოთავსებულ მაგნიტურ დიპოლზე მოქმედებს ძალა, რომელიც ცდილობს მის ისე
მობრუნებას, რომ დიპოლის მაგნიტური მომენტი იყოს მაგნიტური ველის
პარალელური.

You might also like