You are on page 1of 23

რეზონანსი

მაიკო ზურაშვილი
11-3 კლასი
რეზონანსი -მოვლენა, რომლის დროსაც
გარე ძალის სიხშირე უახლოვდება
თავისუფალ სიხშირეს და ხდება
იძულებითი რხევის ამპლიტუდის მკვეთრი
ზრდა. არსებობს რეზონანსის რამდენიმე
სახე: მექანიკური და აკუსტიკური,
ელექტრული, ოპტიკური, ორბიტალური,
ატუმური, ნაწილაკური და მოლეკულური.
რეზონანსის ხასიათი დამოკიდებულია რხევითი
სისტემის თვისებებზე და უმარტივესი სახე აქვს ეგრეთ
წოდებული წრფივი სისტემებისათვის, ანუ ისეთი
სისტემებისათვის, რომლების პარამეტრები სისტემის
მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. წრფივი
სისტემებისათვის რეზონანსი მხოლოდ მაშინაა
დამოკიდებული, როდესაც გარე ზემოქმედება
ჰარმონიულია.
წრფივი სისტემის იძულებითი რხევა ჰარმონიული
ზემოქმედების დროს არის ჰარმონიული რხევა და
მისი სიხშირე ემთხვევა გარე ჰარმონიული
ზემოქმედების სიხშირეს.
 
0

რხევის ამპლიტუდა და ფაზა დამოკიდებულია ამ სიხშირისა და


სისტემის პარამეტრებს შორის თანაფარდობაზე. მაგალითად თუ
ზამბარაზე ჩამოკიდებულ მასის სხეულის რხევას განვიხილავთ,
რომელიც გამოწვეულია ძალის გავლენით, მაშინ იძულებითი
რხევის ამპლიტუდას ექნება შემდეგი სახე:
თუ გარე ზემოქმედება იწვევს რხევითი სისტემის რომელიმე ისეთი
პარამეტრის ცვლილებას, რომელიც სისტემის ენერგიას განსაზღვრავს,
შესაძლებელია რხევების პარამეტრული აგზნება (იგივე პარამეტრული
რეზონანსი). საკმაოდ ხშირად გვხვდება რეზონანსი ბუნებაში. ასევე
რეზონანსი დიდ როლს ასრულებს ტექნიკაში. თითქმის ყველა მანქანას
და ნაგებობას საკუთარი რხევები გააჩნია. გარე პერიოდულ
ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს რეზონანსი. ამის ნათელი
მაგალითია ლიანდაგის შეპირაპირების ადგილზე მატარებელის
გავლისას წარმოქმნილი ბიძგები, რომლებიც შეიძლება გახდეს ხიდის
რეზონანსული რხევის მიზეზი. თუ რეზონანსი მკვეთრად გაიზრდება
შეუძლია ნაგებობის ან მანქანის ნგრევა. ამის თავიდან ასაცილებლად
ცდილობენ სისტემის თვისებები ისე შეცვალონ, რომ მისი ნორმალური
რხევის სიხშირეები რაც შეიძლება შორს იყოს გარე პერიოდული
ზემოქმედების შესაძლო სიხშირეებისაგან. აღსანიშნავია ისიც რომ
რეზონანსის დადებითან გამოყენებაც
შესაძლებელია(მაგ:რადიოტექნიკაში რეზონანსი თითქმის ერთადერთი
მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს საჭირო რადიოსიგნალი
გამოვყოთ სხვა რადიოსადგურების სიგნალებისაგან).
ელექტრულ რეზონანს უწოდებენ
დენის რხევის ამპლიტუდის
ზრდის მოვლენას, რომლის
დროსაც გარე წყაროს რხევის
სიხშირის ელექტრული წრედი
საკუთარ სიხშირეს დაემთხვევა.
რეზონანსის დროს ფაზათა წანაცვლება მოდებულ ძაბვასა და
წრედში გამავალ დენს შორის ნულის ტოლი ხდება.
მიმდევრობით RLC-წრედში რეზონანსს ძაბვის რეზონანსს
უწოდებენ. ანალოგიურად, ვექტორული დიაგრამის
საშუალებით შეიძლება რეზონანსის მოვლენის შესწავლა
ელემენტების პარალელური შეერთების შემთხვევაში (ეგრეთ
წოდებული დენების რეზონანსი). მიმდევრობითი რეზონანსისას
კონდენსატორისა და კოჭას ძაბვების ამპლიტუდები მკვეთრად
გაიზრდება
თუ გვინდა საქანელა მოძრაობაში მოვიყვანოთ, გარკვეული
სიხშირით უნდა ვუბიძგოთ მას, ოღონდ რიტმში. თუ ამას
მოვახერხებთ, სქანელა საკმაოდ ძლიერად იქანავრას
წარმოადგენს ეს რიტმი? ეს არის ე.წ. სისტემის საკუთარი
სიხშირე. ვერტიკალურად დაკიდებული საქანელა უძრავია და
წონასწორობის მდგომარეობაშია. თუ ოდნავ გადავხრით და
ხელს გავუშვებთ, რხევას დაიწყებს. ეს გარე ძალებისგან
თავისუფალი რეხევები, მხოლოდ საქანელას მახასიათებლებზეა
დამოკიდებული(თოკები, საკიდი…). ბიძგებიც სწორედ ამ
მახასიათებლებს უნდა მოვარგოთ.ებს.
1857 წელს, უკვე აღმოაჩინილი ასტეროიდული
სარტყლის(მარსსა და იუპიტერს შორის) ობიექტთა ორბიტების
შესწავლისას, ამერიკელმა ასტრონომმა დანიელ კირკვუდმა
ვარაუდი გამოთქვა, რომ ზოგიერთ ორბიტებზე, სხვებზე ნაკლები
რაოდენობის ასტეროიდები შეიძლება მოძრაობდეს. მოსაზრების
დემონსტრაციისთვის, ასტეროდები მათი ბრუნვის
პერიოდის(მზის გარშემო, რა თქმა უნდა) ზრდადობის მიხედვით
დაალაგა. მართლაც, ორბიტებზე, იუპიტერის ორბიტალური
პერიოდის ნახევარი, მესამედი და ორი მეხუთედის ახლო
პერიოდებით, გაცილებით ნაკლები ასტეროიდი აღმოჩნდა,
ვიდრე მათ გარშემო.
ისევ რეზონანსი: ასტეროიდები, რომელთა პერიოდები,
მაგალითად, იუპიტერის პერიოდის(11,86 წელი) ნახევარს
უტოლდება, ერთსა და იმავე მონაკვეთზე უხლოვდება იუპიტერს.
არარეზონანსული ორბიტებისგან განსხვავებით, რომელთა
ორბიტებს ეს გიგანტი უბრალოდ აქეთ-იქეთ ექაჩება,
რეზონანსულებს, სულ ერთი მიმართულებით ცვლის
რეზონანსული ორბიტები ვიწრო ელიფსების ფორმას იღებს.
ბრუნვის პერიოდი არ იცვლებოდა, თუმცა რეზონანსული რყევები
იქამდე გრძელდებოდა, სანამ ეს კოსმოსური ხულიგანი იუპიტერი,
რეზონანსულ ასტეროიდებს მზის სისტემიდან გატყორცნიდა.
”მთავარი რეზონანსი” – იუპიტერის ბრუნვის პერიოდი,
ჰისტოგრამაზე(1) თითქმის მთლიანად ცარიელია: ამ ასტეროიდთა
ორბიტების ცვლილება, მათ მიერ იუპიტერის ორბიტის
გადაკვეთამდე და გიგანტთან შეჯახებამდე გრძელდებოდა.
ამ კოსმოსური ხულიგნობიდან სარგებელის მიღებაც შეიძლება.
მაგალითად: არსებობს ასტეროიდთა ორი ჯგუფი – ბერძნები და
ტროელები, რომელთა პერიოდები იუპიტერისას ემთხვევა.
მეტიც, ისინი ზუსტად ამ ორბიტაზე მოძრაობენ, პლანეტის წინ
”ბერძნები” , უკან – ”ტროელები”, ერთნაირი დაშორებებით
რეზონანსი არაფერს უშავებს მათ და არც ორბიტების რყევას
იწვევს, პირიქით, მდგრადობას სძენს მათ.
ეს სისულელედ შეიძლება მოგვეჩვენოს, რადგან იუპიტერი
მუდმივად წინ ექაჩება ”ტროელებს, ხოლო ”ბერძნებს” ამუხრუჭებს.
”ტროელები” რატომ ვერ ეწევიან იუპიტერს, ხოლო იუპიტერი
რატომ ვერ ეწევა ”ბერძნებს”? საქმე ისაა, რომ ეს ასტეროიდები და
თვით იუპიტერიც(მზეც), არა მზის, არამედ გარკვეული უძრავი
წერტილის გარშემო მოძრაობს – სისტემა მზე-იუპიტერის მასათა
ცენტრის გარშემო. ანუ წრის ცენტრი, რომლზეც იუპიტერი
დაგორავს, მზიდან იუპიტერისკენ არის ოდნავ მიწეული. იმისათვის
რომ პლანეტას არ გაექცნენ, ან არ ჩამორჩნენ, სწორედ ამ
წერტილის გარშემო უნდა ხდებოდეს ბრუნვა და არა მზის გარშემო.
”ბერძნებიც” სწორედ იქ მოეწყვნენ, სადაც იუპიტერის
მამუხრუჭებელი ძალა, მზის ამაჩქარებელ ძალას აკომპენსირებს(3).
იუპიტერის ორბიტის წერტილი, რომელიც 600-ით ჩამორჩება და
მასთან ერთად სინქრონულად მოძრაობს, ლაგრანჟისეული
წერტილი ეწოდება. ამ წერტილზე მოხვედრილი ასტეროიდი
სამუდამოდ მასზე დარჩება. უპირობოა, რომ ყველა ”ტროელი”
ერთ წერტილზე ვერ მოთავსდება. ისინი ახლოს
”დაბოდიალობენ” და არ შორდებიან მას(აღსანიშანავია, რომ
არსებობს კიდევ 3, იუპიტერთან სინქრონულად მოძრავი
ლაგრანჟისეული წერტილი, თუმცა არა ასეთი სტაბილური).
კოსმოსური ხულიგნობით არა მარტო იუპიტერია დაკავებული.
თუმცა, სხვა პლანეტებს ასეთნაირად თავის გამოჩენის მცირე
შესაძლებლობები აქვთ: ან მასა არ ჰყოფნის, ან ასტეროიდთა
მცირე როდენობაა მის გარშემო. ნეპტუნს გაუმართლა: მისი
ორბიტის იქეთვე, კოიპერის სარტყელი იწყება – მცირე
პლანეტების სამყოფელი, იგივე ასტეროიდები, ოღონდ უფრო
დიდი ზომის. სწორედ მათ გამო დაკარგა პლანეტის სტატუსი
პლუტონმა, რადგან იქ, მისი ზომის უამრავი ობიექტი
აღმოჩნდა. ცნობილ მცირე პლანეტათა მეტი ნაწილი ნეპტუნის
ორბიტას კვეთს და რეზონანსშია ამ პლანეტასთან, რაც
ნეპტუნთან შეჯახებისგან იცავს მათ. სხვები, როგორც ჩანს,
ნეპტუნმა ”გადაყლაპა”.
გმადლობთ
ყურადღებისთვის <3

You might also like