You are on page 1of 13

ულტრაიისფერი გამოსხივება

2
ულტრაიისფერი გამოსხივება, ეს არის მაიონებელი გამოსხივება,
რომელსაც შესწევს უნარი შეცვალოს ატომების და მოლეკულების
თვისებები და გარდაქმნას ისინი, რისგანაც შედგება ყველა ფიზიკური
სხეული და მათ შორის ჩვენც. ატომებსა და მოლეკულებში მომხდარი
ცვლილებების უშუალოდ დანახვა ჩვენ დღესდღეისობით არ შეგვიძლია,
მაგრამ ცვილებების შემჩნევა შესაძლებელია არაპირდაპირი გზებითაც.

ულტრაიისფერი გამოსხივება არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ან


სინათლე, რომელსაც აქვს ტალღის სიგრძე 100 ნმ-400 ნმ. იგი ასევე
ცნობილია როგორც UV გამოსხივება, ულტრაიისფერი სინათლე, ან
უბრალოდ UV.

ულტრაიისფერი ტალღის სიგრძეზე და დოზებზეა დამოკიდებული ის,


თუ რა ზეგავლენა ექნება მას ცოცხალ ორგანიზმებზე. რაც უფრო
ნაკლებია ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტალღის სიგრძე, მით
უფრო მეტი ენერგია გააჩნია მას და შესაბამისად უფრო მეტი
ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მსგავსი ენერგიის სინათლის
ტალღებს შეუძლიათ ადამიანის კანზე გააჩინონ დამწვრობები, რუჯი,
შეცვალონ დნმ-ის სტრუქტურა, რაც თავის მხრივ ორაგნიზმში იწვევს
მუტაციურ პროცესებს, რამაც შესაძლოა წარმოქმნას სიმსივნე.
ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია დააზიანოს თვალი, კერძოდ, B-
ტიპის ულტრაიისფერი სხივები არის ერთერთი რისკ ფაქტორი
კატარაქტას წარმოქმნის, რამაც ინდივიდი შესაძლოა მიიყვანოს
სიბრმავემდე. ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია გარკვეული ტიპის
ზეგავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემაზე. შესწევს უნარი კანის
ნაადრევად დაბერებისა და სხვა.

ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენა ბიოსფეროზე

ულტრაიისფერი გამოსხივების მთელი სპექტრი, პირობითად, ორ


ნაწილად იყოფა: ახლო UV სხივები(400-200ნმ) და შორეული, ანუ
ვაკუუმური (200-10ნმ). მეტი ბიოლოგიური აქტიურობა ახასიათებს
ახლო UV სხივებს.

ვაკუუმური გამოსხივების დიაპაზონის ზემოთ, ულტრაიისფერი


სხივები ადვილად იწოვება წყლის, ჰაერის, მინის, კვარცის მიერ და არ
აღწევს დედამიწის ბიოსფერომდე. 400 - 180 ნმ დიაპაზონში, სხვადასხვა
ტალღის სიგრძის სხივების ცოცხალ ორგანიზმებზე ეფექტი არ არის
იგივე.

ულტრაიისფერი სპექტრი, თავის მხრივ, იყოფა

ულტრაიისფერი- A (UV-A) ტალღის სიგრძით 315-400 ნმ,


ულტრაიისფერი- B (UV-B) -280-315 ნმ და ულტრაიისფერი- C (UV-C) -
100-280 ნმ

რომლებიც განსხვავდებიან სხეულზე შეღწევადობის უნარით და


ბიოლოგიური მოქმედებით

6
A - ტიპის გამოსხივება მზიდან წამოსული და დედამიწის ზედაპირამდე
მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების საერთო რაოდენობის 95%-ს
შეადგენს, რომელიც ფაქტიურად არ შთაინთქმება ატმოსფეროში
არსებული აირებისა და განსაკუთებით ოზონის ფენის მიერ, კანში უფრო
ღრმად აღწევს ვიდრე UVB-ტიპის უი გამოსხივება და გააჩნია უმცირესი
ენერგია უი-ტალღების დიაპაზონში.

მზიდან წამოსული B-ტიპის გამოსხივების მხოლოდ 5% აღწევს


დედამიწის ზედაპირამდე, UVA-ტიპის გამოსხივებასთან შედარებით
დიდი ენერგით და მოკლე ტალღის სიგრძით ხასიათდება და
ძირითადად შთაინთქმება ოზონის ფენის მიერ. ზეგავლენას ახდენს
კანის უკიდურესად გარე შრეებზე და აქვს დნმ-ის დაზიანების უნარი.
UVB (300 ნმ) 600-ჯერ მეტად საზიანოა ბიოლოგიურად, ვიდრე UVA (325
ნმ).

C - ტიპის გამოსხივება ფაქტობრივად ვერ აღწევს დედამიწის


ზედაპირამდე და შთაინთქმება ოზონის ფენის მიერ, მისი ენერგია
ხმარდება ოზონის მოლეკულების წარმოქმნისა და დაშლის რეაქციებს.
დიდი ენერგიის გამო, ძალზედ საზიანოა ცოცხალი ორგანიზმებისთვის,
შეუძლია დნმ-ის დაზიანება.

7
სურათზე ნაჩვენებია ხის ნაჭერი, რომლის სხვადსხვა ზონებზე,
სხვადასხვა დროის განმავლობაში მოქმედებდნენ ერთი და იგივე
სიდიდის ენერგიის მქონე ულტრაიისფერი სხივები. იმის მიუხედავად,
რომ მის სტრუქტურაში ცვლილებები მიკროსკოპულ დონეზე
წარმოებდა, ეფექტი თვალსაჩინოა

8
UV გამოსხივების უარყოფითი გავლენა ადამიანებზე

მედიცინაში მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, ულტრაიისფერი


გამოსხივების დაზიანება ჯანმრთელობაზე აჭარბებს სარგებელს.
უმეტესობას არ შეუძლია ულტრაიისფერი გამოსხივების თერაპიული
დოზის ზუსტად გაკონტროლება , ამიტომ მისი გადაჭარბებული დოზა
ხშირად ხდება შემდეგი მოვლენების გამომწვევი: თავის ტკივილი ;
სხეულის ტემპერატურა იზრდება; დაღლილობა, აპათია; მეხსიერების
დაქვეითება; გულისრევა. ზედმეტი გარუჯვა გავლენას ახდენს კანზე,
თვალებზე და იმუნურ (დაცვითი) სისტემაზე.

დაზიანებას იწვევს UV გამოსხივების პირდაპირი მოქმედება


ქრომოფორებზე - ეს არის ის მოლეკულები, რომლებიც შერჩევით იწოვენ
UV სხივებს. ზომიერი დოზების ხანგრძლივი ზემოქმედებით -
დაზიანებას მიეკუთვნება კანის ნეოპლაზმები, ზოგიერთი
ფოტოდერმატიტი. ისინი ძირითადად წარმოიქმნება A სპექტრის
სხივების გამო, რომლებსაც ნაკლები ენერგია აქვთ, მაგრამ უფრო ღრმად
შეუძლიათ კანში შეღწევა და მათი ინტენსივობა დღის განმავლობაში
მცირედ იცვლება და პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული სეზონზე.
თვალის ლორწოვან გარსს - კონიუნქტივას - არ აქვს გარეთა დამცავი შრე,
ამიტომ იგი უფრო მგრძნობიარეა UV გამოსხივების მიმართ, ვიდრე კანი.
თვალის მოჭრა, სიწითლე, წყლიანი თვალები, ნაწილობრივი სიბრმავე
ჩნდება კონიუნქტივასა და რქოვანაში უჯრედების გადაგვარების და
სიკვდილის შედეგად.

9
UV გამოსხივების დადებითი გავლენა ადამიანის სხეულზე

ულტრაიისფერი გამოსხივება ფართოდ გამოიყენება თანამედროვე


მედიცინის სფეროში. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ულტრაიისფერი
სხივები წარმოქმნიან ტკივილგამაყუჩებელ, დამამშვიდებელ,
ანტირაქიტულ და ანტისპასტიკურ ეფექტებს... მათი გავლენის ქვეშ არის:
D ვიტამინის ფორმირება, რომელიც აუცილებელია კალციუმის შეწოვის,
ძვლის ქსოვილის განვითარებისა და გაძლიერებისათვის; ნერვული
დაბოლოებების აგზნებადობის დაწევა; გაზრდილი მეტაბოლიზმი,
რადგან ეს იწვევს ფერმენტების აქტივაციას; ვაზოდილატაცია და
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება; ენდორფინების - "ბედნიერების
ჰორმონების" წარმოქმნის სტიმულირება; რეგენერაციული პროცესების
სიჩქარის ზრდა. ულტრაიისფერი ტალღების სასარგებლო გავლენა
ადამიანის სხეულზე ასევე გამოიხატება მისი იმუნობიოლოგიური
რეაქტიულობის ცვლილებაში - ორგანიზმის უნარი გამოავლინოს
დამცავი ფუნქციები სხვადასხვა დაავადების პათოგენების მიმართ.
მცირე დოზით ულტრაიისფერი გამოსხივება ასტიმულირებს
ანტისხეულების გამომუშავებას და ამით ზრდის ადამიანის სხეულის
მდგრადობას ინფექციების მიმართ. კანში წარმოქმნილი დაშლის
პროდუქტები (ჰისტამინი და ვიტამინი D) შედის სისხლში, რაც იწვევს
სხეულის ზოგად ცვლილებებს UV ტალღების ზემოქმედებისას.

10
ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება ადამიანის კანის
საფარველზე

სხეულის მასის დაახლოებით 16% კანის საფარველზე მოდის და ის


ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა. კანი შედგება ორი ნაწილისგან -
ეპიდერმისისა და დერმის ანუ კორიუმისაგან. მისი მთავარი ფუნქციაა
ორგანიზმში წონსაწორობის (ჰომეოსტაზის) შენარჩუნება,
გარემოფაქტორების ზემოქმედების მიუხედავად. ის ქმნის ერთგვარ
ბარიერს და იცავს მის ქვემოთ მდებარე ქსოვილებს და
მიკროორგანიზმებს მავნე ნივთიერებებისა და რადიაციის
ზეგავლენისაგან. კანი ახდენს D ვიტამინის სინთეზს.

ულტრაიისფერი გამოსხივება, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანზე. კანი და


თვალები ის პირველი ორგანოებია რომლებიც განიცდიან აღნიშნული
სხივების ზემოქმედებას და მათი ზეგავლენა ყველაზე უკეთ ამ
ორგანოებზე შეიმჩნევა.კანის გარუჯვა განპირობებულია
ულტრაიისფერი სხივების მიერ კანის უჯრედებში პიგმენტი მელანინის
დაჟანგვით. გარუჯვას იწვევს ულტრაიისფერი სხივების A და B უბანი. A
გამოსხივებას გააჩნია შედარებით დაბალი ენერგია და არ იწვევს კანის
დამწვრობას. იწვევს მელანოციტებში მელანინის სწრაფ დაჟანგვას და
კანისგამუქებას.

ულტრაიისფერი (A, B, C) სხივები იწვევს კანში კოლაგენის ბოჭკოების


დარღვევას, რასაც შედეგად მოჰყვება კანის ნაადრევი დაბერება. A და B
სხივებს შეუძლია კანში ვიტამინი A-ს დაშლა, რისი ნაკლებობაც თავის
მხრივ ორგანიზმში პრობლემებს იწვევს. ის ცხოველები, რომლებიც
განიცდიან A ვიტამინის ნაკლებობას უფრო მიდრეკილნი არიან
ინფექციებისა და კიბოს მიმართ, მისი დეფიციტი არღვევს იმუნურ
სისტემას. ადამიანებში A ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მხედველობის
დაქვეითებას (ადამიანებს განსაკუთრებით ღამის საათებში
უქვეითდებათ მხედველობა) მძიმე ფორმის დეფიციტი კი იწვევს
რქოვანას პროგრესულ კერატინისზაციას, რომლის შორს წასულ ფორმას
ეწოდება ქსეროფთალმია, ვითარდება ინფექცია რომელიც იწვევს
თვალში სისხლჩაქცევებს და მხედველობის სამუდამოდ დაკარგვას. A
ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ასევე ფოლიკულურ ჰიპერკერატომიას -
კანის გაუხეშება, რომელსაც ხშირად ბატის ხორკლებს ადარებენ, ანემიას
და სხვა.

ცნობილია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება დაბალი დოზებით ხელს


უწყობ ადამიანის ორგანიზმში, ეგრეთ წოდებული „ბედნიერების
ჰორმონების“ ენდოფრინების გამოყოფას, კუნთების გამაგრებას,
აუმჯობესებს ფოსფატისა და კალციუმის ცვლას, ძვლოვანი ქსოვილის
გამძლეობის ზრდას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და ა.შ.
ააქტიურებს D ვიტამინის სინთეზს. თუმცა ეს აუცილებლად იმას არ
ნიშნავს, რომ მზეზე გარუჯვა სასარგებლოა. ვიტამინ D-ს დღიური
დოზის წარმოქმნისათვის საკმარისია მზეზე სულ რამდენიმე წუთით
გაჩერება. ჭარბი მზის სხივების მიღება კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა

11
სურათზე ვხედავთ ადამიანს რომელიც 25 წელი მუშაობდა მძღოლად
ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიაში, როგორც ჩანს სახის ერთი
ნახევარი მუდმივად ულტრაიისფერი ტალღების ზეგავლენას
განიცდიდა, შედეგი კი სახის ამ არეში კანის გაცილებით მეტად
დანაოჭება და დაბერაბა

12
ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება თვალზე

თვალი ჩვენი მხედველობის ორგანოა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ


შეგვიძლია სამყაროს და მასში მიმდინარე პროცესების დანახვა და აღქმა,
კითხვა, ნორმალურად გადაადგილება, ექსპერიმენტების ჩატარება და
ა.შ. თუ მხედველობა მნიშვნელოვნად დაქვეითებული გვაქვს, ან
საერთოდ ვეღარ ვხედავთ ამ დროს ჩვენი უნარები საგრძნობლად
იზღუდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ორგანოს
მოფრთხილება, რომელიც მრავალი სახის ზემოქმედებას განიცდის.
თვალის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს, მტვრის ნაწილაკებმა,
მშრალმა ჰავამ, მზის სხივების პირდაპირმა მოქმედებამ, რომელთაგან
ყველაზე გავრცელებული და პრობლემური ულტრაიისფერი სხივების
ზემოქმედებაა.

უკვე ვახსენეთ, რომ სხვადსხვა ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი


ტალღები სხვადასხვანაირად მოქმედებენ ორგანიზმზე, მაგრამ
აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია ქსოვილის მიერ მსგავსი
ტიპის გამოსხივების შთანთქმის უნარი. თვალის გუგა და რქოვანა
ულტაიისფერი გამოსხივების შთანთქმის უნარის თვალთახედვით
ყველაზე მნიშვნელოვანი ქსოვილებია. 300 ნმ-ზე ნაკლები ტალღის
სიგრძის უი-სხივების მთავარი მშთანთქმელი რქოვანაა. თვალის გუგა
ძირითადად 370 ნმ-ზე ნაკლები ტალღის სიგრძის სხივებს შთანთქავს.
რქოვანას გარეგანი და შინაგანი საფარველი მოწყვლადია უი-სხივების
მიერ და მათი რეგენერაცია შეუძლებელი. ჭარბი B ტიპის გამოსხივება
აზიანებს ანტიოქსიდანტურ დამცავ მექანიზმს, რასაც შედეგად მოაქვს
რქოვანას და თვალის სხვა ნაწილების დაზიანება.

პათოლოგიები რომლებიც ასოცირებულია ულტრაიისფერ


გამოსხივებასთან არის ქრონიკული და მათ განვითარებას წლების
სჭირდება. ისეთი პათოლოგია რომელსაც მოიხსენიებენ თოვლის/თეთრ
სიბრმავედ დაკავშირებულია ულტრაიისფერ გამოსხივებასთან,
რომელსაც ადამიანი იღებს ელექტრო შემდუღებელი ხელსაწყოთი
მუშაობისას და არ იყენებს დამცავ საშუალებებს. აღნიშნული
პათოლოგია ხასიათდება მწველი ტკივილით, თვალების სიწითლით,
ცრემლდენით და ბლეფაროსპაზმით. რქოვანას ეპითელიუმი და
ბოუმენის ფენა შთანთქავს ორჯერ მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას,
ვიდრე რქოვანას შედარებით სიღრმეში არსებული ფენები.
13
ულტრაიისფერი გამოსხივების ბაქტერიოციდული ეფექტი

ასევე უნდა აღინიშნოს UV სხივების ბაქტერიციდული ფუნქცია.


სამედიცინო დაწესებულებებში ეს თვისება აქტიურად გამოიყენება
ნოზოკომიური ინფექციის თავიდან ასაცილებლად და საოპერაციო
განყოფილებებისა და სახვევების სტერილობის უზრუნველსაყოფად,
ასევე , კერძების დეზინფექციისთვის, მათი დახმარებით ისინი ზრდის
პროდუქტების შენახვის ვადას, სასმელი წყლის დეზინფექციას და
ვირუსების ინაქტივაციას ვაქცინების მომზადების დროს.
ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენა ბაქტერიულ უჯრედებზე,
კერძოდ დნმ-ის მოლეკულებზე და მათში შემდგომი ქიმიური
რეაქციების განვითარება იწვევს მიკროორგანიზმების სიკვდილს. მზის
ულტრაიისფერი სხივები აძლიერებს ატმოსფეროს ბუნებრივი
თვითწმენდის პროცესს დაბინძურებისგან, რაც ხელს უწყობს მტვრის,
კვამლის და ჭვარტლის სწრაფად დაჟანგვას, ანადგურებს
მიკროორგანიზმებს მტვრის ნაწილაკებზე. ულტრაიისფერი გამოსხივება
ტალღის სიგრძით 253 - 267 ნმ ყველაზე ეფექტურად ანადგურებს
მიკროორგანიზმებს.

14

უსაფრთხოების ძირითადი ზომები და დაცვა ულტრაიისფერი


გამოსხივების ზემოქმედებისგან

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ულტრაიისფერი სხივების


ზემოქმედება კანზე, თვალებზე და ჯანმრთელობაზე. მზეზე იძულებითი
ხანგრძლივი ზემოქმედების ან ულტრაიისფერი სხივების მაღალი
დოზების ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამუშაო ადგილზე აუცილებელია
გაარკვიოთ ნორმალურია თუ არა ულტრაიისფერი გამოსხივების
ინდექსი. საწარმოებში ამისათვის გამოიყენება მოწყობილობა, რომელსაც
რადიომეტრი ეწოდება. მეტეოროლოგიურ სადგურებზე ინდექსის
გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი: ულტრაიისფერი
ტალღის სიგრძე; ოზონის ფენის კონცენტრაცია; მზის აქტივობა და სხვა
მაჩვენებლები. ულტრაიისფერი გამოსხივების დოზაზე ზემოქმედების
შედეგად UV ინდექსი არის ადამიანის სხეულის პოტენციური რისკის
მაჩვენებელი. ინდექსის მნიშვნელობა შეფასებულია 1-დან 11+ -მდე
მასშტაბით. UV ინდექსის ნორმად ითვლება არაუმეტეს 2 ერთეული.
ინდექსის მაღალი მნიშვნელობებით (6 - 11+), ადამიანის თვალსა და
კანზე უარყოფითი ზემოქმედების რისკი იზრდება, ამიტომ უნდა იქნას
მიღებული დამცავი ზომები.

15
განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ჯანმრთელობას და
გაითვალისწინეთ შემდეგი პრაქტიკული რჩევები:

� გაუძელით ცდუნებას, ეწვიეთ ზღვის სანაპიროს დილის 11


საათამდე ან საღამოს 16:00 საათის შემდეგ.

� წაისვით მზისგან დამცავი გარეთ გასვლამდე 20 წუთით ადრე,


განიახლეთ ყოველ 2 საათში, წყლიდან ამოსვლის და შხაპის
მიღების შემდგომ.

� დამცავის შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ წარწერაზე.


პროდუქტს უნდა ეწეროს Broad Spectrum, ან UVA+UVB ანუ დაცვა
ორივე ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან. მინერალური დამცავი
მოქმედებს როგორც ერთგვარი ფარი, ამიტომ შემადგენლობის
კომპონენტებს შორის მოიძიეთ: თუთიის ან ტიტანის დიოქსიდი.
სასურველია პროდუქტს ეწეროს Water-resistent, ასეთი დამცავი
წყლით/ოფლით ადვილად არ ჩამოირეცხება.

� გამოიყენეთ მზისგან დამცავის მსუყე რაოდენობა (1/4 ჩაის კოვზი


მხოლოდ სახეზე), რაც მთავარია, მინიმუმ SPF 30.

� დაივიწყეთ მითი მზის ნაკლები მავნებლობის შესახებ ღრუბლიან


ამინდში, ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს დედამიწამდე
ღრუბლის გავლით, ამიტომ ასეთ ამინდშიც მაღალია დამწვრობის
მიღების საფრთხე.

� თუ მზეზე დიდხანს ყოფნის სურვილი D ვიტამინის გამომუშავების


სურვილით აიხსნება, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
აღნიშნულისთვის ყოველდღიურად, 20 წუთით გასეირნებაც კი
საკმარისია.

� შეარჩიეთ ისეთი მზის სათვალე, რომელსაც ექნება სპეციალური


ნიშანი: UVA/UVB.

� წელიწადის 365 დღის მანძილზე, მოღრუბლულ თუ მზიან


ამინდში, მთაში თუ ბარში, შენობაში თუ გარეთ, არ დაგავიწყდეთ
მზისგან დამცავის გამოყენება.

� ზაფხულში, სანაპიროზე, აუცილებელია ატაროთ ქუდი, რომელიც


სახის კანს დაგიფარავთ.

უსაფრთხოების მარტივი წესების შესრულება შეამცირებს UV სხივების


მავნებლობას ადამიანისთვის და თავიდან აიცილებს დაავადებები,
რომლებიც ასოცირდება ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე
ზემოქმედებას მის სხეულზე

You might also like