You are on page 1of 2

,,ჩატეხილი ხიდი“

       

 ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძეს


აინტერესებდა თუ როგორი იქნებოდა ურთიერთობა ყოფილ
მებატონეებსა და ყოფილ ყმებს შორის. მას აინტერესებდა ბატონყმობა
ფიქტიურად გადავარდა თუ მართლა გათანაბტდა მაღალი და დაბალი
საზოგადოება, რაც გამოიწვევდა თანასწორუფლებიანობას, ძმობას და
ერთობას. ადამიანებს შორის არ არის ურთიერთობა - ,,ჩატეხილია
ხიდი”. ამიტომ, დაისვა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივში“ 
გაუცხოების პრობლემა.

  გაუცხოება მრავალფეროვანია. ,,ხიდი ჩატეხილია“, ანუ


საზოგადოება იხლიჩება ორად , როგორც სხვადასხვა წოდების, ისე
ერთი და იმავე კლასის წარმომადგენელთა შორის და უფრო მეტიც:
დედასა და შვილს შორის.
 

     როდესაც ,,ოთარაანთ ქვრივში“ გიორგი გარდაიცვალა, არჩილმა


თავის დას - კესოს უსაყვედურა გიორგის სიყვარულის
დაუფასებლობა. კესომ თავი იმართლა: არ უყვარდა იგი. ამაზე ძმამ
გულისტკივილით მიუგო: „განა მზე კი უბრძანებს ხოლმე ვარდს,
გაიშალეო!.. აქ თავისთავად უნდა მოსულიყო, რომ უკაცრავად,
ბრმა გული არ დახვედროდა, გვარიშვილობის ცხრა კლიტით
დაკეტილი...“
 

   არჩილი და კესო განსაკუთრებით სუსტნი არიან მაშინ, როცა


სიტყვის და საქმის ერთად გაკეთებაა საჭირო. ეს არჩილმა
გააანალიზა და ამას ნანობს: ,,გიორგი მთელი წიგნი იყო“, „სჩანს,
ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა“, „თვით უკვდავება
მშვენიერთა სულში მდგომარებსო“, ნათქვამია და რამდენჯერ
გვითქვამს მე და შენ, – რა კარგად და მართლად არის ნათქვამიო.
წიგნში ეს დანახული გვაქვს, ენაზედაც ხომ გვაკერია და გვაკერია.
ცხოვრებამ კი რომ ამის ცოცხალი ხატი წინ დაგვიყენა, ვერ
ვიცანით: თვალით დანახული ვერ დავინახეთ“.
 
 
      გიორგის სიკვდილმა არჩილს და კესოს ბევრი რამ დაანახა: მათ
ჩამოყალიბებული, სრულყოფილი ადამიანისთვის აუცილებელი
სულიერი სიმტკიცე არ აქვთ, რასაც არჩილი აცნობიერებს: ,,ჩვენ
დონდლონი ვართ, დუნენი, დაბლანდულნი“.
 

დღევანდელ რეალობაში ხშირად გვხვდება ასეთი მაგალითები - 24


იანვარს, 2022 წელს, პოლიციელმა სცემა ხელმოკლე, ყრუ-მუნჯი ბავშვი,
რადგან მას მხოლოდ და მხოლოდ ჰქონდა ამის შესაძლებლობა
თანამდებობის გამო და ეგონა, რომ შერჩებოდა.
 
 
       ჩემი აზრით, არჩილი მართალია კესოს მიმართ. წოდებრივმა
სხვაობამ გააჩინა ხვრელი კესოს და გიორგის შორის, ანუ ორი
სხვადასხვა ფენის შორის. ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს მთელმა
მსოფლიომ.

დავალება
ამშვენებს თუ არა ყველაზე მეტად ადამიანს ერთგულება

You might also like