You are on page 1of 1

ამ მსჯელობაში განხილული იქნება ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების, “ოთარაანთ ქვრივის” მთავარი

პერსონაჟის მხატვრული სახე მე-11 თავის მიხედვით, ნაწარმოებში წამოჭრილ ე. წ.


“ხიდჩატეხილობის” პრობლემა და ასევე 21-ე თავის გამომსახველობით ხერხები.
მე-11 თავის შინაარსი იწყობა, ეხება გიორგის, ოთარაანთ ქვრივის შვილის, მოჯამაგირედ
გაშვებას. თავის პირველი ნაწილი ფაქტობრივად დედას და შვილს შორის დიალოგია, ხოლო თავის
მეორე ნაწილში ავტორი ოთარაანთ ქვრივის ფიქრებს გვიზიარებს. ოთარაანთ ქვრივი ამ თავში
მზრუნველი დედის სახით გვეცნობა. ამ თავში ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ უყვარს მას გიორგი.
შეიძლება ითქვას, რომ ის თავის ბედნიერებას გიორგის ბედნიერებას ამჯობინებს. მას უხარია, რომ
საბოოლოდ ნახა თავისი შვილი გახარებული, თუმცა გულის სირღმეში მაინც დანაღვლიანებულია,
რადგან მისი შვილი სხვასთან მოჯამაგირედ მიდის. ავტორი მის ამ გრძნობას
“მზიან-ჩრდილიანობას” უწოდებს და ამით იგულისხმება ის, რომ ოთარაანთ ქვრივს ორი
ერთმანეთის გამომრიცხავი გრძნობები აქვს, ის ამბივალენტურ მდგომარეობაშია. ასევე ვხედავთ
ოთარაანთ ქვრივის “ბოლომდე გამტანინანობის” უნარს, როდესაც ის გიორგის ეკამათება დიდი
ბარგის წაღებაზე და რა თქმა უნდა, თავისი გააქვს.
ნაწარმოებში წამოჭრილი ხიდჩატეხილობის პრობლემა არც თუ ისე ადვილი დასაჭერი თემაა. ეს
თემა თავს იჩენს, როდესაც ვუყურებთ მთვარი პერსონაჟების და საზოგადოების ურთიერთობებს.
მაგალითად, ოთარაანთ ქვრივთან დამოკიდებულება საზოგადოების მიერ რომ განვიხილოთ, ხალხი
მას მუდმივად უფრთხის, მისი გაცნობის სურვილი არსად არ ჩანს. ხალხს მისი ეშინია და მისგან
დისტანცირდებიან და შესაბამისად ოთარაანთ ქვრივის, შეიძლება ითქვას, არც ესმით. მათ შორის ეს
მეტაფორული ხიდი არ არსებობს. ეს ხიდის არარსებობა ასევე ჩანს გიორგის და კესოს
ურთიერთობისას. გიორგი გლეხია, კესო თავადი და შესაბამისად მათ შორის ხიდი არ არსებობს
კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე. ეს ხიდის არ არსებობა საზოგადოებასა და ინდივიდ
პიროვნებას შორის იყო პრობლემა საქართველოში ბატონყმობის დროს და მისი გაუქმების
შემდეგადაც და ავტორი, შეიძლება ითქვას, ცდილობს დაანახოს მკითხველს ეს პრობლემა, რათა
მკითხველმა გააცნობიეროს და აღმოფხვრას ეს პრობლემა საზოგადოებში. ილიას მიზანი რომ
საზოგადოებისთვის თვალების ახელა იყო ცხადია მისი წინანდელი ნამუშევრებიდან გამომდინარე.
ის მის ერთ-ერთ ლექსში, სახელად “პოეტში”, გვიმხელს რა ის მისთვის მწერლობა და რატომ წერს
ის თვითონ. მოკლედ რომ ვთქვათ, “პოეტში” ის ამბობს, რომ მწერლის დანიშნულება, მიზანია ხალხს
დაანახოს რეალობა და ზუსტად ამას აკეთებს ილია ჭავჭავაძე “ოთარაანთ ქვრივშიც”.
21-მე თავის კითხვისას ჩანს მწერლის გამოყენებული მრავალი მხატვრული საშუალება.
მაგალითად, ის თავის წერას იწყებს გარემოს აღწერით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ატმოსფეროს
ქმნის. ცხადია, ავტორი ეპითეტებს და შედარებებს იყენებს. ის ოთარაანთ ქვრივს ისეთ ეპითეტს
ანიჭებს, როგორიცაა “ღონემიხდილი” და შედარება კი ჩანს, როდესაც ის გარემოს აღწერს: “თოვლი,
რომელიც სუფრასავით დაედო გზებს”.

You might also like