You are on page 1of 2

.

სიყვარულის ნაკლებობამ ადამიანებს უამრავი ცხოვრებისეული ნიღაბი მოარგო ,


ნიღბებმა კი ერთმანეთისადმი უნდობლობა გააჩინა. ნიღაბს ამოფარებული ადამიანის
ცხოვრება ყოველთვის რთულია. Მას არ შეუძლია წარმართოს რეალური
ურთიერთობები. როგორც ანდრე ბერტიაუმი იტყოდა:” ჩვენ ყველა ვიცავთ ნიღაბს და
დგება დრო, როდესაც ვერ ამოვიღებთ მას კანის ზოგიერთი გადასაფარებლის
ამოღების გარეშე.” დროთა განმავლობაში ნიღაბი რეალურ სახეს ერწყმის და ვიღებთ
გულგაციებულ, მექანიკურად მოაზროვნე რობოტს, რომელიც გაუცხოებულია
ადამიანებისგან. Ასეთი პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთ
პერიოდებში, როდესაც სახელმწიფო მთლიანად აკონტროლებდა ხალხის პირადს.
ერთადერთი გზა გადასარჩენად სწორედ ამ ნიღბის მორგება იყო. გადარჩენისთვის
ბრძოლა ყველაზე მკაცრია, სწორედ ამიტომ ვერავინ გათვალა რა შედეგებს
გამოიწვევდა ასეთი გაუცხოება. მივიღეთ საზოგადოება, რომელიც ერთმანეთსაც კი არ
ინდობს საკუთარი ტყავის გადასარჩენად. Სად მთავრდება მოვალეობა და სად იწყება
ღირსება დიდს და პატარას, ყველას ,ერთმანეთში აერია. სწორედ მოცემულ
პრობლემებზეა დაწერილი “ჰაკი-აძბას” მოცემული ეპიზოდი.

.ჩემი აზრით, ტექსტიდან აღსანიშნავი ფაქტია, რომ მწერალი ყველა პერსონაჟს


სახელებით მოიხსენიებს. მხოლოდ თოუხანს მოიხსენიებს ჩინით,-” marSani”. Ეს ალბათ
იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანს საკუთარი ღირსება დაკარგული აქვს, ის არის
სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი. Მისგან აღარ დარჩა ადამიანი. მარშანის
ნიღაბმა მთლიანად შთანთქა ადამიანის სახე. Ის ფაქრი რომ იგი უჯუშს თვალებში ვერ
უყურებს: “უჯუშს თვალი აარიდა”, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მანაც იცის სწორად არ
იქცევა. Ხალხი იმდენადაა ერთმანეთისგან გაუცხოებული, რომ დაავიწყდათ ადამიანის
ფასი. მათთვის ის უბრალოდ ვაჭრობის საგანია. საშუალება იმისა, რომ გვარიშვილი
გადაარჩინონ. ღირსეული უჯუში წელში გამართული დგა და ყველას უხსნის , რომ მისი
მხრიდან უარის თქმა პატივს აყრის, დანარჩენები კი ჩუმად დგანან და ერთი სული
აქვთ, როდის დასთანხმდება საკუთარ სიკვდილის განაჩენს უდანაშაულო ადამიანი :
“yvela ujuSs Sehyurebda sulmouTqmelad.” მიუხედავად იმისა, რომ ჰაკიმ სიტუაცია
ყველასთვის გასაგებ ენაზე გააანალიზა და პრობლემიდან გამოსავალიც შეიძლება
ითქვას იპოვა ყველა მაინც იმას აკეთებს რაც უბრძანეს. Ჰაკი უნიღბო ადამიანია და არ
ერიდება თავისი სათქმელის ყველასთვის თამამად თქმა: “ujuSmac imisTvis dagibara, rom
gasaWirSi moxma- rebodi. Sen ki igi sasikvdilod gagimetebia.” სწორედ ესაა ის პრიორიტეტი,
რომელიც უნიღბო ცხოვრებას აქვს. ადამიანი ამ დროს თავისუფალია. Მთელი
დიალოგის განმავლობაში თოუხანის სიტყვები ნაკლებად ხვდება ყურში მკითხველს .
Მან უჯუშთან დიალოგი ოჯახის წევრების ამბის თქმით დაიწყო: “Souhar da lili Seipyres,
ujuS,” თითქოს ეს ერთგვარი ფონი იყო იმისთვის, რომ უჯუშს მათთვის სასურველი
გადაწყვეტილება მიეღო.

.ნიღბის ტარება ხალხს უწევდა და უწევს დღეს და, ჩემი აზრით, მომავალშიც
მოუწევთ. სწორედ ამიტომ, მასთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალური იქნება .
დღესაც ხალხი გაუცხოებულია ერთმანეთისაგან. Ის ფაქტი, რომ სოციალური ქსელი
ადამიანებს საშუალებას აძლევს საზოგადოებას დაანახოს ის რაც მათ სურს ზრდის
“ნიღბიანების” რაოდენობას. Ამაზე არაერთი დისკუსია გამართულა , უნდა ხდებოდეს ეს
ასე თუ არა, თუმცა საღ აზრამდე ვერავინ მივიდა. Სქემა ძალიან მარტივია . ერთი
ადამიანი , როდესაც თავის საუკეთესოს ანახებს მხოლოდ ხალხს სხვები ფიქრობენ
რომ მისი დონისები არ არიან და მას ერიდებიან, როდესაც ეს პრობლემა ჟონავს
უმსხვილეს საზოგადოების წრეებში შედეგად მხოლოდ ერთს ვიღებთ, გაუცხოებას.
პრობლემის ასევე დიდი წყაროები მლიქვნელი ადამიანები არიან. Პირში გიღიმიან ,
ზურგს უკან კი შენს დამხობაზე არიან გამეცადინებულნი. ყველაფერს ცდილობენ
მარტივად დაგანახონ და საბოლოოდ უფსკრულში აღმოჩნდე. მთავარი კი მაინც მათი
სარგებელია. ნიღაბმა ხალხს თვალები დაუბინდა, ისინი ვეღარ ხედავენ და აფასებენ
ადამიანს. პირველ რიგში სარგებელი, ადამიანობა კი შემდეგ . Ამ პრობლემიდან
გამოსავალი რთული საპოვნელია. Ვიტყოდი ფსიქოლოგების და შესაფერისი დარგის
ექსპერტების ჩარევა საქმეს გამოასწორებსთქო, მაგრამ ისინი კი განსხვავდებიან
დანარჩენებისგან?!

You might also like