You are on page 1of 1

დახმარების მიმართ ყველა ადამიანი განსხვავებულ დამოკიდებულებას იჩენს, ზოგი აფასებს

და პატივს ცემს გამოჩენილ ყურადღებასა და დახმარებას ზოგი კი პირიქით არ ხედავს მას.


გაწეულ დახმარებას ყოველთვის გარკვეული შედეგი მოსდევს. სხვისთვის დახმარების გაწევა
და ასევე სხვისგან მისი მიღება, მომავალში ადამიანს ყოველთვის სხვადასხვაგვარად
უბრუნდება.
ჭაბუა ამირეჯიბის მოცემულ ნაწარმოებში ,,დათა თუთაშხია'' რაჟა სარჩიმელია დათას
დახმარებას თხოვს, დიდი თხოვნის მიუხედავად დათა რაჟა სარჩიმელიას არ ეხმარება და მის
თხოვნას ცივად ყოველგვარი ემოციისა და რეაქციის გარეშე ხვდება მიუხედავად იმისა რომ
დახმარების შემთხვევაში შესაძლოა დიდი სარგებელი ხვდეს წილად. ,,სარჩიმელიამ იგრძნო
რომ მისი რიხიანი ლაპარაკი დიდი ხანია ხვეწნად იქცა, თუთაშხია ნაკაშიებთან არ
წაჰყვებოდა მაგრამ ერთი სიტყვის გაგონება მაინც ღირსებოდა'' საბოლოოდ დათა
სარჩიმელიას ცივი და სასტიკი უარით ისტუმრებს. ტექსტიდან ჩანს რომ დათას
სარჩიმელიასადმი ამგვარი დამოკიდებულება და დახმარებაზე უარის თქმა მისი წარსული
გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ამაზე კარგად მიუთითებს დათას სიტყვები ,,ვისაც
ჩავაცვი იმან გამხადა სწორედ მე თუ არა სხვას გახადა მაინც'' ტექსტში ასევე
ყურადღებას იქცევს მორდეხის მოგონება ბიჭს არ სურდა ქვრივი დედაბრისთვის იაფად თხის
მიყიდვა მაგრამ მის მიმართ მორდეხის მიერ გამოჩენილმა სიკეთემ და ჩოხის ჩუქებამ ბიჭს
სიკეთისაკენ და სხვისი დახმარებისკენ უბიძგა. კეთილშობილებამ შეცვალა ბიჭის
გადაწყვეტილება რის შემდეგაც იგი დაეხმარა მოხუც დედაბერს მიუხედავად იმისა რომ
თვითონაც უჭირდა.
ყველა ადამიანს მართებს დაფიქრება და იმ შედეგის გაანალიზება და გათვალისწინება
რომელიც შესაძლოა მის სხვის მიმართ გაწეულ დახმარებას მოჰყვეს. ზოგჯერ ადამიანს
დახმარებამ შესაძლოა ცუდი და უარყოფითი შედეგი მოუტანოს. მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ იუზა ყაჭეიშვილის რომანი გამოცხადება. ნაწარმოებში მღვდელი მირიანს
დახმარებასა და ტაძრის შეკეთებისათვის თანხის შეწირვას თხოვს. მირიანი მღვდელს დიდი
თანხით ეხმარება. საბოლოოდ მღვდელი ატყუებს მირიანს და მთელ თანხას ტაძრის შეკეთების
ნაცვლად საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მირიანს დახმარებამ და გაწეულმა ანგარებამ
ცუდი შედეგი მოუტანა. მან ვერგაითვალისწინა და განსაზღვრა ის თუ რა შეიძლებოდა
მისთვის დახმარებას მოეტანა, მღვდელმა კი პირიქით ისარგებლა მისი მიამიტობით და
დახმარება თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
საკითხი აქტუალურია დღევანდელ ცხოვრებაშიც. დღესაც არაერთი ადამიანი ხდება საკუთარი
კეთილშობილების მსხვერპლი იმის გამო რომ ვერ საზღვრავენ მათი დახმარებისა და
გადადგმული ნაბიჯის შედეგებს. ზოგიერთი ადამიანი სხვისი დახმარებით ბოროტად
სარგებლობს . მაგალითად დღეს ხშირია შემთხვევები როცა ადამიანები სოციალური ქსელის
მეშვეობით დახმარების თხოვნით და მოტყუებით მოიპოვებენ სხვის პირად ინფორმაციას
რომელსაც შემდგომ პირადი სარგებლისთვის იყენებენ. ამ ყველაფერს უამრავი ადამიანისთვის
ფინანსური ზარალი მოაქვს.
ყველა ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს და გააანალიზოს დახმარების შედეგი იქამდე სანამ
სხვას დაეხმარება, რადგან ნაბიჯებისა და ქმედებების გაანალიზება ადამიანს დაეხმარება
კარგად წარმართოს ცხოვრება.

You might also like