You are on page 1of 14

,,ორგულობა ყველა ეპოქის სენია"

იმსჯელეთ პირველი თავის მიხედვით მოცემულ საკითხზე და რამდენად აქტუალურია იგი


დღეს.

სამყაროს შექმნიდან დღემდე კაცთა მოდგმა რომ მთელი რიგი მანკიერებების მიმართ
მიდრეკილია, ეს არ ახალია. დროის სხვადასხვა მონაკვეთში,სხვადასხვა ეპოქაში
ადამიანები სამწუხაროდ გამოირჩეოდნენ ისეთი მოღალატეობრივი თვისებით,როგორიცაა
ორგულობა. კარგად ვიცით,რომ ორგულობის საპირისპირო ცნება,რომელიც ერთობ
მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაოდენ ძლიერი საძირკველია ადამიანური
ურთიერთობებისა,ეს არის ერთგულება.ის უფრო მეტია ვიდრე უბრალო დაპირება, ან
თუნდაც ვალდებულება,იგი ხომ საკუთარი ნებით უნდა იყოს განპირობებული და
დაფუძნებულია ადამიანის მორალურ-ზნეობრივ ღირსებებსა და ჩვეულებებზე. კონკრეტული
პიროვნებების, ან თუნდაც რაიმე საქმის ერთგულება პირველი,პატარა ნაბიჯია საკუთარი
თავის მიღმა წარმატების მიღწევისკენ-იქნება ეს მიზანი თუ ოცნება.ერთგულებაზე უფრო
მტკიცე და ღალატზე უფრო ბასრი რამ ამყვეყნად არ არსებობს.პირველი საიმედო ფარია,
იცავს ადამიანთა გულებს ტკივილისგან და აბედნიერებს მათ,ხოლო მეორე-ზურგში დანის
ჩარტყმას ჰგავს,რომელიც კლავს ადამიანებს შორის ნდობას,კლავს იმედებსა და ცვლის
ყოველივე კეთილბუნებოვანს უარყოფითისა თუ ცუდისკენ. პირველ რიგში
ორგულობა,ორპირობა იმდენად დამღუპველია და ისე არ ვნებს სხეულს,როგორც
სულს.ტყუილად კი არ უთქვამს ძვ.წ. მე-5 საუკუნეში მოღვაწე ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა
და მოაზროვნე პლატონს შემდეგი სიტყვები: ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე
სულსა". საქართველოს ისტორიის მაგალითზე რომ ავიღოთ, რჩეულ ვაჟკაცთა
გვერდით,იმდენი მოღალატე დგას,ლამისაა ჩვენი სისხლითმორწყული მიწა შეაზანზაროს
ჩვენი საცოდაობით. აღნიშნულ თემატიკას ეხება ქართველი ისტორიკოსის ლევან სანიკიძის
ისტორიული ნაშრომი ,,309 ქართული სირცხვილი და 777 ქართული სიქველე”, რაღა თქმა
უნდა აქ დეტალურად არის განხილული ქართველთა ისტორიის სირცხვილი,იმ ადამიანთა
სახით,რომლებმაც მოღალატეობრივი გზით არჩიეს საქართველოს ისტორიაში შესვლა. აქვე
მახსენდება ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა ,,იყიდება საქართველო”,საიდანაც კარგად
ჩანს,რომ ორგულობა, ჩვენი ერისთვის ახალი ხილი არ არის: ,,იყიდება საქართველო...
ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი,
ლოთი და პირაკრული.”ადამიანთა ყველაზე საშინელი თვისება რომ ვერაგობა და
ორგულობაა ამასვე ადასტურებს შემდეგი სიტყვები ინგლისელი მწერლის ჯეინ ოსტინის
გენიალური ნაწარმოებიდან ,,სიამაყე და ცრურწმენა”: ,,ადამიანთა ვერაგობა და ორგულობა
გულს მტკენს.ღირსება და სიკეთე თითქმის არ შემხვედრია.” მსოფლიო ისტორიიდან თუ
ლიტერატურიდან არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები და პერსონაჟი მახსენდება
ორგულობისა და ღალატის თემაზე. თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ფრანგი დიდი
მწერლის,ალექსანდრე დიუმა უფროსის უკვდავი ისტორიული რომანის ,,სამი მუშკეტერის”
ერთ-ერთ პერსონაჟს,მილედი უინტერს, რომელიც ხორცშესხმული სახეა ვერაგობისა და
ორგულობის,ერთდროულად კარდინალ რიშელიეს,ლუი მეცამეტისა და ბაკინგემის
ჰერცოგის ,,ერთგულია”,სინამდვილეში კი საკუთარი ინტერესების ამოძრავებს,რომელიც
ანგარებაზეა დაფუძნებული.
ორგულობის თემატიკა გვხვდება კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენის”
მოცემულ ეპიზოდშიაც.ეპიზოდში მკვეთრად ჩანს თუ როგორი ურჩი ერისთავები ჰყავდა მეფე
გიორგის.ზვიად სპასალარი აცნობებს რა კვეტარის ერისთავის თალაგვა კოლონკელიძის
მიერ ეკლესიებისა და ხალხის დაწიოკების შესახებ მეფეს.აქ უკვე იკვეთება თალაგვა
კოლონკელიძის მოღალატეობრივი ბუნება არა მარტო მეფისადმი,არამედ საკუთარი
ქვეყნისადმი.პირველ რიგში იგი ღალატობს რა ქრისტიანულ რწმენას და ბომონების
აღმართვით წარმართული ტრადიციები განუახლებია,რასაც ადასტურებს ზვიად
სპასალარის სიტყვებიც: ,, ...ხატები შეუმუსრავს,ხუცები და ბერები სამრეკლოებზე დაუკიდნია
თოკით,ბორცვებზე ბომონები აღუმართავთ კვლავ,...” თუმცა განსაკუთრებით ყურადღება
გასამახვილებელია იმ ფაქტზე,რომ თავჩაქინდრულ გიორგი მეფეს თვალწინ წამოუდგება
ლომკაცად ხმობილი მამამზე ერისთავის სახე და ეჭვი დაეუფლება, რომ მისი ხელიც ურევია
ამ საქმეში.თუმცა ვერ იჯერებს მის ორგულობას,ვინაიდან მამის,ბაგრატ კურაპალატის
განუყრელი მეგობარი და მასთან თანაშეზრდილი მეომარი გახლდათ იგი.თანაც
ბიზანტიელებთან ერთ-ერთი ბრძოლისას სიკვდილისგან იხსნა კიდეც მეფე.ყოველივე ამის
შემდგომ კი მისთვის დაუჯერებელი იყო ორგულობა მამამზის,თუმცა მსტოვრები პირიქით,
მისი ვერაგობის ამბავს იტყობინებოდნენ.ორგულობას ისიც ამტკიცებდა,რომ ბომონები
ჩუმად აღემართათ მთაში ფხოველებთან, ,,საქართველოს მეფისათვის თვალის ასახვევად
ხატებითა და ჯვრებით ჰქონდათ მორთული ქორსატეველას ციხე-დარბაზი და ეკლესია.”
გამსახურდიასეული სამყაროდან გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში. დღეს კი რა ხდება
21-ე საუკუნეში?ორგულობა,რომ არად დაუდევს ადამიანთა დიდ ნაწილს და ისე ღალატობენ
ერთმანეთს,როგორც დაგიბარებიათ, სამწუხარო რეალობაა. უმეტესობისთვის უკვე
არაფერს წარმოადგენს რა, დაპირებული სიტყვა და ამ პირობის შესრულება,მისი
ერთგულება და პიროვნულად უკეთესობისკენ ჩამოყალიბება. ღალატი რომ დღესაც ბასრი
დანასავითაა და ადამიანთათვის მტკივნეულია,კაცობრიობას კარგად აქვს გააზრებული
თეორიულ დონეზე თუმცა პრაქტიკაში არანაირი გამოყენება აქვს ამ თეორიულ
ცოდნას.შესაბამისად მწარე რეალობის მკაფიო გამოხატულებაა ჯო აბერკრომის მიერ
თქმული სიტყვები : ,,მოღალატის მიერ ალესილი დანა ყველაზე ბასრია”. შოთა რუსთაველის
მსგავსად,არ უნდა დაგვავიწყდეს დღესაც,რომ აუცილებლად უნდა დავგმოთ რა
სიცრუე,აუგიანობა და ღალატი.ეს მეტად მანკიერი ტერმინები, რომელსაც ასე გაუდგამს
ფესვები ჩვენში.
და ბოლოს დავასრულებ აფროამერიკელი,ფერადკანიანთა უფლებების დამცველის
მალკოლმ იქსის გენიალური სიტყვებით: „ჩემთვის სიკვდილზე უარესი ღალატია. მართალია,
მე შემიძლია შევეგუო სიკვდილს,მაგრამ ვერასდროს შევეგუები ღალატს."

,,სასურველის ლაბირინთებში.”
იმსჯელეთ საკითხზე მოცემული ეპიზოდის მიხედვით და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.
(მე-2 თავი)
უძველესი დროიდან დღემდე ადამიანებს გააჩნიათ მთელი რიგი მოთხოვნები საკუთარი
ეგოს დასაკმაყოფილებლად,რომელიც ერთიანდება ორ კატეგორიად.პირველი ეს არის
ოცნებები და მეორე ეს არის მიზნები. პირველ რიგში ისმის კითხვა,რა არის სურვილი? ის
წარმოადგენს რა ჩვენს ოცნებასა და მოლოდინს,იმედს, რომ რაღაც, რაც კონკრეტული
პიროვნებისთვის სასურველია ოდესმე შესრულდება.თუმცა მიზანი არის ოცნების
რადიკალურად განსხვავებული მხარე,რომელიც გამყარებულია კაცობრიობის სურვილების
განმარტების კონცეფციით. იგია,სწორედ ზედმიწევნით,კარგად შემუშავებული კონკრეტული
გეგმა,რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპ-ეტაპ მიზანმიმართულად ვასრულებთ. მიზანი
პიროვნების ამბიციის გამოხატულებაა, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ
თავდაუზოგავი შრომით. შესაბამისად ჩვენთვის სასურველი მთელი რიგი ქმედებები და
განსახორციელებელი სურვილები მოითხოვს მთელ
მიზნის მისაღწევად ჩვენ ვმოქმედებთ, სურვილზე კი უბრალოდ ვოცნებობთ. მიზანი
მოითხოვს ქმედებას, სურვილის შესრულება კი შესაძლებელია თითის გაუნძრევლად,
მაშინაც კი როცა გძინავთ.ოცნება ერთგვარი სიზმარია, ქმედება კი მიზნის შესრულების
საშუალება და ის აუცილებლად მიღწევადი უნდა იყოს.შესაბამისად ნიკოლო მაკიაველს
ტყუილად არ უთქვამს ,,მიზანი ამართლებს საშუალებას”. მიზნის მიღწევა კონკრეტულ
ვადაშია გაწერილი, სურვილი კი უბრალოდ სურვილია, ყოველგვარი დროითი ჩარჩოს
გარეშე. ხშირად ადამიანები ერთი სურვილით სულდგმულობენ, ისე რომ ვერასოდეს
ისრულებენ მას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც,რომ ოცნება ვერასდროს იქცევა მიზნად
და სასურველის ლაბირინთებში ხეტიალისას აუცილებლად დავიკარგებით,თუ ვერ
გავარჩევთ მათ ერთმანეთისგან. კონკრეტული რამის დაუოკებელ სურვილს რომ მძიმე
შედეგები მოჰყვეს ამას არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები თუ პერსონაჟი მოწმობს. ამ
დროს არ შემიძლია მაგალითად არ მოვიყვანო ისეთი ლიტერატურული
პერსონაჟები,როგორებიც არიან ოსკარ უაილდის დორიან გრეი და ონორე დე ბალზაკის
რაფაელ დე ვალენტინი.ორივე მათგანი იმსხვერპლა მათმა დაუკებელმა
სურვილებმა,პირველი მარად ახალგაზრდობაზე მოტრფიალე მამაკაცი საკუთარი
პორტრეტითურთ განადგურების პირას მივა,მეორეს კი გარიგების შედეგად მიღებული
თილისმა იმსხვერპლებს მისი სურვილების შესრულების სანაცვლოდ. ჩემ მიერ ზემოთ
თქმული ეს ლიტერატურული მაგალითები კარგად მოწმობს,თუ რაოდენ ცუდი შედეგი
შეიძლება გამოიწვიოს ჩვენ მიერ არასწორად შერჩეული სურვილების დაუოკებლობამ და
რა მძიმე საფასურის გადახდა მოგვიწევს მათთვის.
მსგავს თემას ოღონდ უფრო ნაკლებად მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, ვხვდებით
ტექსტის მოცემულ ეპიზოდშიც. სასურველის ძიებითაა მოსილი მეფე გიორგის
ბუნება,რომელიც ვერა და ვერ წარმოიდგენს მამის,ბაგრატ კურაპალატის მეგობრის,მამამზე
ერისთავის ღალატს სამშობლოსა და რწმენის წინაშე.ზვიად სპასალართან საუბრისას
მიხვდება და გაიაზრებს რა მასთან მამამზის დარბაზობის ნამდვილ მიზეზს,რომ ჭიაბერმა
მამა გამოგზავნა, რათა დაეზვერა სამეფო კარზე არსებული სიტუაცია.მეფე ამ ფიქრებში
გართული წინაპრების ტრადიციისამებრ სანადიროდ წავიდა,სადაც თან იახლა მამამზე
ერისთავიც.სურდა მასთან მარტო დარჩენა,რათა გაეგო მისი ჩანაფიქრი,ძმურად და
მამაშვილურად ეკითხა ჭიაბერის განდგომის მიზეზი,ხოლო მამამზის რეაქციით კი გაიგებდა
თუ რა წილი ედო თავად ამ განდგომაში მას. თუმცა ამ სურვილმა საბოლოო ჯამში იქამდე
მიიყვანა,რომ დათვთან შებრძოლებისას მძიმედ დაიჭრება მამამზე,ხოლო თავად მეფე და
ზვიად სპასალარი სწუხან ვინაიდან იციან,რომ ჭიაბერს ვერ დააჯერებენ ამ ამბის
შემთხვევითობას.ჯერ კიდევ მამამზის დროებით გაქრობას დათვთან დადევნების
ჟამს,საკუთარ გამოუცდელობას და ახალგაზრდობას აბრალებს გიორგი მეფე,რაც
დაამწუხრებს და დაადუმებს მას.შესაბამისად აქედანაც კარგად ჩანს თუ რაოდენ რთულია
სასურველის ლაბირინთებში უმისამართო და გაუაზრებელი ხეტიალი. და რაოდენ მძიმე და
არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ყოველივე ნაჩქარევმა ქმედებამ.
დღეს კი რა ხდება? 21-ე საუკუნეში ვხვდებით კონკრეტული მიზნის ან თუნდაც ოცნებისკენ,
სასურველისკენ მიმსწრაფლ ადამიანთა ერთობას,რომელთათვისაც მიზანს მოაქვს
რეალური რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედეგი. სურვილს კი მხოლოდ ემოციური
კმაყოფილება.
დღევანდელობაში სურვილი ავარჯიშებს რა ჩვენს წარმოსახვას, მიზანი კი გვავარჯიშებს
ჩვენ. მიზნის მისაღწევად გაწეული შრომა ხვეწს ჩვენს შესაძლებლობებს და უნარებს.
სურვილი შთაგვაგონებს, მიზანი კი სამუდამოდ ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ხანდახან მხოლოდ
ერთი ნაბიჯია ჩვენი ოცნების მიზნად ქცევამდე. ბოლოს კი დავასრულებ ბრიტანელი
მწერლის ჯოან როულინგის შესანიშნავი სიტყვებით: ,,დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა
გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო.”

,,შურისძიების სურვილით გაცხადებული სიმართლე. “


იმსჯელეთ საკითხზე მე-14 თავის მიხედვით ტოხაისძისეულ სამართალზე და რამდენად
აქტუალურია იგი დღეს.

ჯერ კიდევ სამყაროს შექმნის დღიდან,იმ დროს,როდესაც ქაოსის გარდა არაფერი


არსებობდა, იწყება ჭიდილი სიკეთისა და ბოროტების,ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ
ცნებას შორის.კაცობრიობის არსებობის განმავლობაში კი ეს დაპირისპირება კიდევ უფრო
ღვივდებოდა მოგიზგიზე ცეცხლის ნაკვერჩხალივით და ფართოდ იდგამდა ფესვებს
ადამიანთა გულებში.რაღაც მხრივ, არ შეიძლება არ ითქვას,რომ ეს ქაოსი,რომელსაც ამ
ორი ძალის დაპირისპირება იწვევს უმნიშვნელოა,პირიქით ფრიდრიხ ნიცშეს თქმისა არ
იყოს: ,,სულში ქაოსის შექმნა გჭირდება,რომ დაბადო ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი.”
სამყაროს,რომ ჩუმი სიკეთე მართავს და ყოველგვარი მანკიერებები დადებითი ემოციებისა
და თვისებების წინაშე უძლურია, გასაკვირი არცაა და ბევრი თქმა არც სჭირდება,ისედაც
ხილულია ყოველივე ჩვენს თვალში. უძველესი დროიდან არსებობდა მტრობისა და
შურისძიების ხატი პიროვნებათა შორის,თუმცა ამ მტრობასაც გააჩნდა თავისი საზღვრები და
ნორმები. არ უნდა დაგვავიწყდეს რა, ძველი რომაელი ფილოსოფოსისა და ორატორის
მარკუს ტულიუს ციცერონის სიტყვები: ,,ნუ გაუკეთებ ბოროტებას,იყავი კეთილი მათ
მიმართ,მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი ადამიანები არიან.” მტრისთვის პატიება ზეკაცობის
უქველეს მაგალითად ქცეულა ადამიანთათვის.შურისძიება მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს
ადამიანს სულს და შემდგომ ასუსტებს,აკნინებს მისი პიროვნების კეთილბუნებოვნებას.
ვერავინ შეძლებს სხვისთვის ზიანის მიყენებას, როდესაც მათი ზრახვები სუფთაა.აღნიშნულ
კონცეფციას ზედმიწევნით აღწერს ბრიტანელი მწერლის,ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის
გენიალური სიტყვები,თავისივე ნაწარმოებიდან, ,,ბეჭდების მბრძანებელი”: ,,მთავარი
სხეულის სიძლიერე კი არა, სულის სიძლიერეა.” აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ისეთი
ლიტერატურული პერსონაჟი, როგორიცაა ზენონი, გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებიდან”.გაიაზრებს რომ უკეთურ კაცზე შურისძიება,რომელმაც მისი და
შეაცდინა,მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი ძალის მზაკვრული ხაფანგია,რომელიც მის სულს
საფრთხეს უქადდის და შესაბამისად ამ განზრახვაზე ხელს აიღებს.
შურისძიების სურვილით გაცხადებული სიმართლე მკაფიოდ წარმოჩნდება რა კონსტანტინე
გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენის” მოცემულ ეპიზოდში. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო,
როდესაც ბორდოხანსა და მამამზე ერისთავს,ჭიაბერის წლისთავისთვის უნდა მოეწვიათ
მოტირალნი და მოზარენი. სიზმრად ნანახი ყოველივე ცუდად ენიშნება მამამზეს და შავლეგ
ტოხაისძესთან ერთად შვილის საფლავის სანახავად გაემართება.განაცვიფრებს რა მას
შავლეგ ტოხაისძის ქმედება,რომ ვეღარ იპოვნის რა შვილის საფლავის ლოდს: ,,ჭიაბერის
ლოდი რაღა იქნა,შავლეგ?” აღსანიშნავია,რომ გიორგი მეფისადმი უნდობლობა
გამოსჭვივის შავლეგის სიტყვებში,რომლითაც მეტად მძიმე ვითარება იკვეთება: ,, განა არ
იცი,გიორგი მეფე გულმხეცია,თუ საქმე მისჭირდა და ცოცხლებს ვერა დაგვაკლო
რა,მიცვალებულზე იძიებს შურს.”
მამამზეს უჭირს რა შავლეგის მიერ თქმული ყოველივეს დაჯერება,ვინაიდან საკუთარ ხელში
გაზრდილი ვაჟკაცია გიორგი და ვერ წარმოუდგენია,რომ მას ფარისევლური ცრემლის
გადმონთხევა შეეძლო,მითუმეტეს ჭიაბერის მზაკვრულად მოკვლა.ღმერთის გმობასაც კი
აბრალებს სახლთუხუცესს,იმდენად დააჯერა ძელიცხოვლის ამ მძიმე ,,სასწაულმა”
ერისთავი.ტოხაისძემ როგორც კი დააჯერა ბერიკაცი,მაშინათვე ელდა ეცა მას და მის მიზნად
შვილის სისხლის აღება იქცა.შურისძიების სურვილმა მოიცვა რა,შვილმკვდარი მამის
გული.რაც ეწინააღმდეგება იმ კონცეფციას,რომელიც უფლის,იესო ქრისტეს სიტყვებში
გამოსჭვივის: ,,გიყვარდეს მტერი შენი,ვითარცა მოყვასი შენი”. შავლეგი და მამამზე უარს
განაცხადებენ ქრისტეს ჯვარზე და ერთმანეთს შეუთანხმდებიან ჭიაბერის სისხლის ასაღებად
შურისძიებაზე მეფისადმი.სამწუხაროდ აქ უკვე ნათლად წარმოჩნდა,რომ სისხლის
წყურვილმა და ცხოველურმა ინსტიქტმა დასძლია შვილმკვდარი მამისა და
ძუძუმტის,შავლეგის გულს.
გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში.დღეს კი რა ხდება?21-ე საუკუნეში ყოველივე
ქველური ქმედება ისტორიის სხვა პერიოდებთან შედარებით გაუფერულებულა. მტრისთვის
კი არა ,ახლობლებისთვის თუნდაც მცირედი შეცდომის პატიებაც კი ,,მოდიდან გადასულა”
და ცხოველურ ინსტიქტებს გაუდგამს ფესვები კაცობრიობის სიღრმეში.და ყოველი
ურთიერთობა, დადებითი ემოციებით გაბმული უხილავი თუ ხილული ძაფები კავშირის
ნიშნად ადამიანთა შორის გაწყვეტილა. ადამიანთა ნაწილი კი მაინც რჩება იმ სიქველის
ერთგულნი,რომელსაც ასე ღირსეულად ატარებდნენ და იმშვენებდნენ წინაპრები და ამით
ამაყობდნენ კიდეც.ბოლოს კი დავასრულებ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სოფოკლეს
სიტყვებით,რომელიც ადამიანის პიროვნული,სულიერი სიძლიერის კონცეფციას
ეხმიანება: ,,ბევრი ცოცხალი არსებაა ფრიად ძლიერი,მაგრამ ყველაზე ძლიერია ადამიანი.”

,,საქმისადმი ერთგულება და თავდავიწყებული სიყვარული"


იმსჯელეთ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 22-ე თავის მიხედვით არსაკიძისეულ
დამოკიდებულებაზე საქმისადმი და აღნიშნეთ რამდენად აქტუალურია იგი დღეს.
უძველესი დროიდან დღემდე სამყაროში მუდმივად იცვლება კაცობრიობის
დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ,მათ შორის ისეთი საკითხების მიმართ
როგორიცაა საქმისადმი ერთგულება და ამ საქმის თავდავიწყებული სიყვარული.ეს
ცხოვრება,რომ ია-ვარდით არ არის მოფენილი ამას ზედმეტი საუბარი არ
სჭირდება,შესაბამისად ადამიანები მუდმივად მიილტვიან ერთი ან რამდენიმე კონკრეტული
ობიექტისაკენ,რომელიც ცხოვრების მიზნად დაუსახავთ.ამ გზაზე არ უნდა დავივიწყოთ,რომ
არასდროს უნდა დავნებდეთ,ვინაიდან დასაწყისი ყოველთვის რთულია,მაგრამ ამ რთული
დასაწყისის გასასვლელად პირველ რიგში საჭიროა,რა შევდგეთ პასუხისმგებლობის მქონე
პიროვნებებად და ამ ჩამოყალიბების პროცესში გამოვიჩინოთ იმ საქმისადმი
ერთგულება,რომელსაც შევეჭიდებით,არა მარტო იმიტომ,რომ სინდისი იყოს ყოველივე ამის
მიზეზი,არამედ იმიტომაც,რომ თავდავიწყებული სიყვარული გამოვხატოთ ჩვენი
საქმისადმი,ვინაიდან თითოეულ ინდივიდს გააჩნია რა საკუთარი ინტერესის
სფერო.პირველ რიგში, საქმისადმი ერთგულება გამოიხატება იმ
პასუხისმგებლობით,რომელსაც ვიღებთ რა მთელი რიგი ქმედებებით,რომლებიც
დაფუძნებულია დისციპლინაზე.რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მისი ბეჯითად, გულით
კეთება მნიშვნელოვან როლს ასრულებს წარმატების მიღწევაში. დისციპლინა გვაძლევს
შინაგან ძალას, რომელიც გვეხმარება არჩეული გზის გაგრძელებაში. შესაძლებელია, ამ
გზაზე გამოწვევები გაჩნდეს, მაგრამ დისციპლინირებულ გონებას არაფერი დააკლდება.
დისციპლინირებული ადამიანი თითქმის ყოველთვის იმყოფება რეჟიმში და ის მხოლოდ
მაშინ ისვენებს, როდესაც დასახულ მიზანს აღწევს. ეს შეიძლება ნიშნავდეს
თვითკონტროლის გარკვეულ ხარისხს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიშრომოთ,
როგორც ბედნიერად და ჯანმრთელი ცხოვრების შესაქმნელად.აქ მახსენდება დალაი ლამას
სიტყვები: "დისციპლინირებულ გონებას ბედნიერებამდე მივყავართ, ხოლო
არადისციპლინირებულ გონებას ტანჯვამდე."
საქმისადმი ერთგულებითა და უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩევა კონსტანტინე
გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენის” მოცემულ ეპიზოდში ერთ-ერთი მთავარი
პერსონაჟი,კონსტანტინე არსაკიძე.იგი იმდენად ერთგულია საკუთარი საქმისა და
შეყვარებულია მასზე,რომ დღენიადაგ დაბობღავს ხარაჩოებზე,შინ მუდამ კირში
ამოთხვრილი ბრუნდება,ზეზეურად იკვებება და ხშირად საკუთარი ხელით აქანდაკებს
ბარელიეფებს, ჩუქურთმებსა სჭრიდა.ზედგამოჭრილად ერგება ფრაზა მოცემული
ეპიზოდიდან არსაკიძის შრომისმოყვარე და ერთგულ ბუნებოვნებას: ,,კურთხეულია
მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი
ამშვენებს ისე ვაჟკაცს,როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე”. თავდავიწყებულ
სიყვარულში რომ გადასდის არსაკიძეს საკუთარი საქმისადმი ერთგულება ამას მტკიცებაც
არ სჭირდება,ამაზე ის სიტყვებიც მეტყველებს,რომლის მიხედვითაც ,,ხელოვნებაა თავათ
უკვდავება”. მის გონებაში ათასეული წლები წალეკავენ ყველაფერს თუმცა სვეტიცხოველი
კვლავაც დარჩება,როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლია იაკობი.თუმცა მის
თავდავიწყებულ სიყვარულში საკუთარი ხელობისადმი,ცოტა არ იყოს გადაჭარბებაც კი
გამოსჭვივის მაშინ,როდესაც ყოველ ეკლესიას ატოლებს რა სვეტიცხოვლის მომავალ
შენობას.აღსანიშნავია რა,მისი ასეთი თავდადება საქმისადმი,თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა
ისიც,რომ თუნდაც სვეტიცხოველი მოკრძალებულად აეგო ოსტატს,მას ვერცერთი ნაგებობა
აჯობებდა,ვინაიდან მთავარია ოსტატმა საქმე მთელი გულითა და სიყვარულით
გააკეთოს,სული შთაბეროს ხელოვნების ნიმუშს.აი, სწორედ მაშინღაა ასეთი ხელოვნება
უკვდავი.
ზემოთხსენებულ საკითხზე,თემატურად მსოფლიო ლიტერატურიდან მახსენდება რუსი
მწერლის,ვლადიმირ ნაბოკოვის უკვდავი პერსონაჟი, ჭადრაკის დიდოსტატი, ალექსანდრ
ივანოვიჩ ლუჟინი. მიუხედავად იმისა,რომ ჭადრაკი მას ვნებს და მის
ფსიქოლოგიურ,მენტალურ მდგომარეობას პატარაობიდანვე მძიმე მდგომარეობაში
აყენებს,იგი ერთგულია რა იმ საქმის რისიც სწამს და თავდავიწყებით უყვარს,მასზე
დამოკიდებული ხდება იმდენად,რომ სამწუხაროდ ტრაგიკულად ასრულებს
სიცოცხლეს.ასევე მახსენდება ჰაინრიხ ბიოლის ,, კლოუნის თვალთახედვიდან” ჰანს შნირი
და მიხეილ ბულგაკოვის ,,ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერებიდან” ექიმი.ისინი საკუთარი
საქმისადმი უსაზღვრო ერთგულებითა და სიყვარულით გამოირჩევიან.
დღეს კი რა ხდება?21-ე საუკუნეში ვხვდებით საზოგადოებას,რომელიც ორ ბანაკად იყოფა.
ნაწილი საკუთარი საქმისადმი უდიდესი სიყვარულითა და მასთან დაკავშირებული ნატიფი
გრძობებით სულდგმულობს,ხოლო მეორე ნაწილი ამ საქმისადმი უარყოფითი
დამოკიდებულებითაა განწყობილი,მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური
უზრუნველყოფითაა განპირობებული მათი დაკავება არასასურველი
საქმიანობით.დღესდღეისობით ამ პრობლემის გადაჭრის გზები მეტად რთულია,თუმცა არა
შეუძლებელი,გააჩნია თავად ინდივიდს თუ როგორ მიიღებს ამ გადაჭრის გზების
შეუძლებლობა-შესაძლებლობას,თუმცა ამერიკელ მწერალს უილიამ ფოლკნერს
ტყუილუბრალოდ ხომ არ უთქვამს: ,, გააკეთე არა ის,რაც შესაძლებელია,არამედ გააკეთე ის
რაც შეუძლებელია.” პირველ რიგში ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია
რა,ადამიანი ჩამოყალიბდეს პიროვნებად და ზედმიწევნით გაითავისოს თუ რა სურს ამ
ცხოვრებაში. რა არის თავისთვის იდეალი და რისკენ სწრაფვა სურს.შემდეგ არსებული
ოცნებები აქციოს მიზნად,მიზანი კი-რეალობად.ამ გზაზე აუცილებელია მოვალეობის
გრძნობის ქონა,ამას კი ჩვენ პასუხისმგებლობას ვეძახით. პასუხისმგებლობის მაღალი
უნარის მქონე ადამიანები უფრო ორგანიზებულები და შრომისმოყვარეები არიან, რაც
ძალიან სასარგებლო ასპექტებია ნებისმიერ სამუშაო კონტექსტში. თუმცა ყველაფერი
ერთად აღებული,შრომისმოყვარეობის გარეშე არაფერია,ასეთ დროს ადამიანი საკუთარ
თავს საშუალებას აძლევს აჩვენოს მაქსიმალური ძალისხმევა და სიყვარული
საქმისადმი.ბოლოს კი დავასრულებ დეილ კარნეგის სიტყვებით, რომელიც მკაფიოდ
მეტყველებს იმაზე,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქმის სიყვარული, რომელიც შემდგომში
ჩვენი წარმატების ურყევი საფუძველია: ,,ადამიანები იშვიათად
ხდებიან წარმატებულები იმ საქმის კეთებით,რაც სიამოვნებას არ ანიჭებთ”.

"აკრძალული სიყვარული"იმსჯელეთ 24-ე თავის მიხედვით გიორგი მეფისა და


მელქისედეკის პიროვნებაზე და რამდენად აქტუალურია საკითხი დღეს.

სამყაროს დასაბამითგან დღემდე,კაცობრიობის არსებობის ისტორიის სხვადასხვა


პერიოდში ადამიანთა მოდგმის დამოკიდებულება მუდმივად იცვლებოდა ისეთი ჭეშმარიტი
და წრფელი გრძნობის მიმართ,როგორიც სიყვარულია.იტალიელი მეცნიერი ჯორდანო
ბრუნო 1600 წელს რომში,ყვავილების მოედანზე დაწვეს რათა მოეკლათ ის იდეა,რომელსაც
ქადაგებდა იგი. სიკვდილის წინ კი თავის იდეის ერთგული დარჩა და წარმოთქვა
სიტყვები: ,,ის მაინც ბრუნავს”. ჩემს წარმოსახვაში,როდესაც ამბობენ რომ დედამიწა
ბრუნავს,მისი ბრუნვა და არსებობა,დღემდე რომ სულდგმულობს და
გვაცოცხლებს,ყოველივე ეს სიყვარულთან ასოცირდება. გრძნობასთან, რომლის ჭეშმარიტი
მხარე უბრალოებასა და უანგაროებაში გამოსჭვივის.სიყვარულზე ძლიერი გრძნობა ამ
ქვეყნად არ არსებობს,სწორედ ამის დასტურია ინგლისელი დრამატურგის უილიამ
შექსპირის სიტყვები: ,,თვით კლდეც არ არის სიყვარულზე ძლიერი”. საზოგადოებაში
დამკვიდრებულია აზრი,რომ სიყვარულს დაკარგული აქვს თავისი შეუფასებელი
ღირებულება, დღეს ვინმე თუ გიყვარს და მისი გულისთვის ყველაფერს უანგაროდ
აკეთებ,უანგაროდ ზრუნავ მასზე,სირცხვილია და საზოგადოებისგან გარიყული
რჩები,გულისტკენის ობიექტი ხდები,ოღონდ დაუმსახურებულისა და არა დამსახურებულისა.
სომერსეტ მოემს არ უთქვამს ტყულუბრალოდ: „სიყვარული კვდება. ცხოვრების უდიდესი
ტრაგედია არა ადამიანის გარდაცვალება, არამედ ისაა, რომ მათ აღარ უყვართ”, ხოლო თუ
სიყვარული უპასუხოა,პირიქით ამ დროს უფრო გამცირებენ და დაგცინიან,უთავმოყვარე
ადამიანის იარლიყს გაკრავენ თუმცა, რუს პოეტს ალექსანდრე პუშკინს უთქვამს: „უპასუხო
სიყვარული არ ამცირებს ადამიანს, არამედ ამაღლებს მას”. შენი ფიქრები სცდება ყოველივე
ამქვეყნიურს,როდესაც სიყვარულის გრძნობით გამსჭვალულა მთელი შენი გული და სული ,
მაგიერად კი არას მოელი.ამ დროს შენს წინ არსებულ არათუ მარტივ,არამედ ნებისმიერი
სირთულის ბარიერსაც კი გადალახავ,მთა რომ გედგას წინ მასაც კი გადადგამ,თუ გწამდეს
და გჯეროდეს იქნება იმ გრძნობის,რომლისთვისაც ასე იღწვი.სამწუხაროდ ხშირ
შემთხვევაში სიყვარული დამაბრკოლებელია,განსაკუთრებით მაშინ თუ უსიყვარულოდ
შექმენი ოჯახი და ამ დროს შენი სიყვარულის ობიექტი სულ სხვა ადამიანია.ასეთ დროს
სიყვარული აკრძალული ხდება,განსაკუთრებით ეს საკითხი მკაფიოდ გამოსჭვივის
ქრისტიანულ რელიგიაში,ვინაიდან ბიბლიაში თქმულა: ,,დასაწყისში ღმერთმა კაცად და
ქალად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და ორნი ერთი ხორცი
იქნებიან . . . ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა,  კაცი ნუ დააშორებს მათ“ . აკრძალული
სიყვარული რომ უცხო ხილი არ არის ქართული ლიტერატურისთვის ამას არაერთი
ლიტერატურული ტექსტი თუ პერსონაჟი მოწმობს,მათ შორის აკრძალული სიყვარულის
საკითხი მწვავედ დგას ,,დიდოსტატის მარჯვენის” მოცემულ ეპიზოდშიაც.
კარგად ვიცით,რომ მეფე გიორგი დაქორწინებულია რა,სომეხთა მეფის ასულ
მარიამზე.თუმცა რეალურად მის გულში სიყვარულის სიმებს დაარხევს კვეტარის
ერისთავის,თალაგვა კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა. აკრძალული სიყვარულის
მოწინააღმდეგედ კი ტექსტში გვევლინება თავისთავად მარიამ დედოფალი და მელქისედეკ
კათალიკოსი.მეფე გიორგი ზვიად სპასალართან საუბრისას ვარაუდობს,რომ მარიამ
დედოფლის თხოვნით წარგზავნა შორენა აფხაზეთში და ბედიის მონასტერში მონაზვნად
აღკვეცა მელქისედეკ კათალიკოსმა, კაცმა, რომლისთვისაც რჯულზე უმტკიცესია
არაფერია,შესაბამისად საკუთარი გადმოსახედიდან
მეფის სიყვარული შორენასადმი დამღუპველია არა მარტო მეფის სულისათვის,არამედ
ერის კეთილდღეობისათვისაც.მელქისედეკ კათალიკოსი მეფის მიერ წარგზავნილ ზვიად
სპასალართან საუბრისას იხსენებს რა ბაგრატ კურაპალატის მეოხებით ქრისტიანობის
გაძლიერებას,შესაბამისად ამით ქირდავს რა გიორგი მეფეს და პირდაპირ ეუბნება
სპასალარს შემდეგ სიტყვებს: ,,უწესო დედათა მოყვარულიაო გიორგი.კოლონკელიძეს
თვალები დაუბნელა, მისი მხოლოდშობილი ქალი ხურსისეულ სასახლეში გადაიყვანა და
ხარჭადა ჰყავსო.” კათალიკოსის ზემოთხსენებული სიტყვები მეტყველებს იმ ფაქტზე,რომ მის
თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება,შესაბამისად მზად არის ნებისმიერ ფასად დაიცვას
რწმენის სიმტკიცე და რწმენით დადგენილი დოგმები წესების სრული დაცვით.თავად მეფე
გიორგი რომ რწმენა შერყეული პიროვნებაა ტექსტის სხვა ეპიზოდებიდანაც კარგად
ვიცით,ჯერ კიდევ მაშინ ვიგებთ ამას,როდესაც ოლთისის ციხეს გადაწვავს.შესაბამისად
ნებისმიერი გზით სურს დაახლოება შორენასთან და მზად არის ამისთვის
დეიდაშვილ,გირშელსაც მიათხოვოს შორენა,რათა სიახლოვეს ჰყავდეს იგი. ქართული
ლიტერატურიდან აკრძალული სიყვარულის მაგალითზე მახსენდება გრიგოლ
აბაშიძის ,,ლაშარელა”,სადაც საკუთარი მცველის,ლუხუმის მეუღლე,გლეხის ქალი ლილე
უყვარდება ლაშა-გიორგის. ამ წამებული,თუმცა აკრძალული სიყვარულის შედეგი კი
მხოლოდ და მხოლოდ იყო,ის რომ ისინი დააშორეს სამუდამოდ,თუმცა ამ სიყვარულის
ნაყოფად იქცა მათი უკანონო შვილი. აქვე მახსენდება რა,გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის
ხე”,სადაც მარიტას ძალით დააქორწინებენ შეთეზე,თუმცა რეალურად გედია უყვარს.ამ
ნაწარმოებში კარგად ვხედავთ ბრბოდ ქცეული საზოგადოების
დამოკიდებულებას ,,არაკანონიერი” სიყვარულის მიმართ,რასაც სახედარზე მჯდომი
მარიტას სიცოცხლე ეწირება სახალხოდ ჩაქოლვით.
გადმოვინაცვლოთ 21-ე საუკუნეში.დღევანდელობაში საზოგადოების მხრიდან პრობლემა
რაც არის თვალნათლივ ჩანს ამ საკითხის მიმართ,თუმცა მისი გადაჭრის გზა არცთუ
მარტივია. აკრძალული სიყვარულის მიმართ საზოგადოება ყოველთვის უარყოფითად არის
განწყობილი.ვერ გავექცევით იმას,რომ კონკრეტული პიროვნებების გამკიცხველი
საზოგადოება ვერ გაიგებს სიყვარულის ფასსა და მის სიწრფელეს,თუ თავად არ იგრძნობს
სოციუმის თითოეული წევრი პატარა ბიძგს,გულის სიღრმეში,სადღაც მიმალულ
ნაწილში,მანამ სანამ ფრთები არ შეესხმებათ, უეცარი,სასიამოვნო შეგრძნებებით არ
აღივსებიან. გურამ დოჩანაშვილის თქმისა არ იყოს,ღამის 12 საათზე კი არ არის ყველაფერი
გენიალურად,არამედ გენიალურად ყველაფერი მაშინაა,როდესაც ,,დედამიწას სიყვარული
ატრიალებს”. ხოლო მათ ვისაც სიყვარული შეუძლია დიდი გული აქვთ,ხოლო სამყარო
დიდი გულის მქონე ადამიანების მიერ იცვლება უკეთესობისკენ, პატარა მაგრამ დიდი
გულისა და სულის მქონე ადამიანებისგან,გერმანელ მწერალს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს
ტყუილად ხომ არ უთქვამს: ,,დიდი ჭკუის წინაშე თავს ვხრი,დიდი გულის წინაშე მუხლებზე
ვდგები”.

,,იქიდნური საუბრის ძალა“


იმსჯელეთ მოცემულ საკითხზე 31-ე.32-ე და 33-ე თავების მიხედვით (ფარსმანის სახე) და
რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

უძველესი დროიდან დღემდე,კაცობრიობის დამოკიდებულება სამყაროში გამეფებული


მთელი რიგი საკითხების მიმართ მუდმივად ცვალებადია,არამყარია. თუმცა,მეტად
აქტუალურია ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვის მნიშვნელობა და მისი სათანადოდ
გამოყენება,ვინაიდან ,,თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა
იყო ღმერთი. ის იყო ღმერთთან და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი
შეიქმნა, რაც კი შეიქმნა". პირადი აზრია,რომ სიტყვა არის ჩვენივე სულის ნაწილი. მისი
მეშვეობით იღვრება სულში აზრები, შეგრძნებები, განცდები, გრძნობები. სწორედ სიტყვებმა
ააშენა არაერთი დიდი იმპერია,თუმცა ამავე დროს გახდა მათი დაცემის მიზეზი,სწორედ იგი
გამხდარა ყველაზე საშიში,ორლესული იარაღი და ამავე დროს უტყუარი მკურნალი
ნებისმიერი ტკივილისა. ოდითგანვე, სიტყვის წარმოთქმისას მუდამ სიფრთხილეს იჩენდნენ
სხვადასხვა ერის წარმომადგენელნი,მისი წარმოთქმა და შემდგომ დანაპირების შესრულება
რომ ადამიანისთვის ღირსების საქმეა არახალია.ქრისტიანული რელიგიიდან
გამომდინარე,თითოეული სიტყვის წარმოთქმას სჭირდება რა კარგად დაფიქრება და
შემდგომში შესაძლო გამომწვევი შედეგების გაანალიზება,ვინაიდან ბიბლიაში,მათეს
სახარებაში ვკითხულობთ: ,,ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს
აგებენ ისინი განკითხვის დღეს". ყოველდღიურობაში ჩვენ წარმოვთქვამთ უამრავ სიტყვას
თუმცა რეალურად არ ვუკვირდებით მათ არსს და არ ვიზრებთ მისგან მომავალში მისაღებ
შედეგებს. რადგანაც, ცოცხალ არსებებს შორის მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს მოგვცა
ღმერთმა მეტყველების უნარი შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია თუ როგორი
დანიშნულებით გამოვიყენებთ და რა მიმართულებით წარვმართავთ საუბრის. აზრთა
გამოხატვაც ხომ სწორედ სიტყვების,საუბრის საშუალებით ხდება. ჩვენ მიერ წარმოთქული
სიტყვა უკვალოდ არ ქრება და დიდხანს რჩება ადამიანთა გულებში. საუბარს უდიდესი ძალა
და ენერგეტიკა აქვს ადამიანისათვის. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ერთმა თბილმა სიტყვამ
შეგვცვალოს და ცხოვრების აზრი, სტიმული მოგვცეს, თუმცა ხშირად ხდება ისეც, რომ ერთ
სიტყვას შეუძლია გული გაგვიტეხოს და ამით მთელი ცხოვრება გაგვინადგურდეს. არ უნდა
დაგვავიწყდეს,რომ სიტყვების წარმოთქმა შეფარვითაც შეგვიძლია,ე.წ. იქიდნურად.
აღნიშნულ თემატიკას ვხვდებით ,,დიდოსტატის მარჯვენის“ მოცემულ ეპიზოდშიც,როდესაც
შეუძლოდ მყოფ და აწ უკვე გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარ კონსტანტინე არსაკიძეს შინ
ესტუმრება ფარსმან სპარსი და მასთან საუბრისას იქიდნურ საუბარს გააბამს. ფარსმან
პარსი რომ სულიერად დაკნინებული პიროვნებააა ეს გასაკვირი არცაა და შესაბამისად არ
უშვებს შანსს,რომ გადაკვრით დაამციროს კონსტანტინე არსაკიძე და კბილი მწარედ
გაჰკრას მას,საკუთარი შური და ბოღმა გამოხატოს საკუთარი მდგომარეობის მიმართ, რაც
მის მიერ წარმოთქმულ შემდეგ სიტყვებშიც ჩანს: ,, როცა მეჯადაგეები ოსტატები გახდებიან,
ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა გაუკეთონ შავარდნებს.“ იმდენად გამოცდილი იყო
იქიდნურ საუბარში ფარსმანი,რომ არსაკიძეს დაცდილი ჰყავდა იგი და არც გაჰკვირვებია
მისი ასეთი საუბარი. ფარსმანის მიერ თქმული თითოეული სიტყვა კალმახივით უსხლტოდა
მსმენელს.ყოველთვის ირიბად ამბობდა თავის სათქმელს და თავის დასაძვრენ გზას
ყოველთვის იტოვებდა,თუმცა მისი სიტყვები იმდენად მძაფრი იყო,ორლესულ მახვილს
ჰგავდა და მუდამ ღვარძლს აფრქვევდა.თუმცა ფარსმანის მიერ თქმული იგავების არსი იყო
იმის გამოხატულება,რომ კონსტანტინეს მიერ ტილოზე გავლებული რამდენიმე ხაზიც კი
სჯობდა მის მიერვე აგებულ სვეტიცხოველს.ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ,რომ
ფარსმანმა შეაქო თითქოს ჭაბუკი ოსტატი,თუმცა რეალურად პირიქითაა.იგი დასცინის რა
არსაკიძეს,ვინაიდან შური ჰკლავს,რადგანაც თვითონ არ ააგებინეს სვეტიცხოველი.და ამ
შეხვედრის ბოლოს,ფარსმანის მიერ თქმული სიტყვები თითქოს გაფრთხილებაა
არსაკიძისადმი,რომ მისი მომავალი საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს,რომლის
თანახმადაც მხატვარს საკუთარი ხელით შექმნილი პერსონაჟები განკითხვის დღის ჟამს
მიეჭრებიან და სულს მოსთხოვენ,ხოლო მხატვარი კი რომელიც საკუთარ სულს ვერ
გაიმეტებს,დაიწვება უშრეტი ცეცხლით. იქიდნური საუბრის მაგალითად მახსენდება რა,
ქართული იგავ-არაკების კრებული ,,სიბრძნე სიცრუისა“, შექმნილი სულხან-საბა
ორბელიანის მიერ.მისი თითოეული იგავი,იქიდნური საუბრის მკაფიო
გამოხატულებაა,რომელიც ალეგორიის სახით ამხელს მავანთ ამა ქვეყნისა და ასევე მთელ
რიგ მანკიერებებს,ასე რომ განუდგამთ,ღრმად ფესვები ადამიანთა სხეულში.
კონკრეტულად,მოცემული ეპიზოდიდან გამომდინარე არ შემიძლია,რომ ფარსმან სპარსს
არ შევადარო,ფინეზ მეფის ვეზირი რუქა,რომელიც მუდამ ცდილობდა იგავების თხრობით
ზიანი მიეყენებინა სხვებისთვის და ამ შეფარვით საუბარს მათთვის ავის სასურველად
იყენებდა, განსაკუთრებით კი უფლისწულ ჯუმბერის აღმზრდელის,ლეონის მიმართ.
დღეს კი რა ხდება?21-ე საუკუნეში მწვავედ აქტუალურია ეს საკითხი. ადამიანთა
დაუფიქრებელ საუბარს,თუნდაც იქიდნურს არაერთი საზიანო შედეგი მოუმკია და ხშირად
სხვათა ცხოვრება გაუნადგურებია კიდეც.ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება
მანამდე,სანამ ადამიანები არ ისწავლიან რომ ორგულობა,შური,ბოღმა,ერთმანეთის
დამცირება,პირდაპირი თუ შეფარვითი საუბრის ხერხით,ის მანკიერებებია,რომლებსაც
ძალუძთ არა თუ მარტო ადამიანი,არამედ სამყარო გაანადგურონ.შესაბამისად პირადი
აზრია,რომ კარგი იქნება თითოეულმა ჩვენგანმა გაითავისოს ძველთაგან თქმული სიტყვები
და ზუსტად გაითავისონ ის კონცეფცია,რასაც შემდეგი სიტყვები ეხმიანება: ,,ბრძნად
მეტყველებაი ვერცხლი არს,ხოლო დუმილი-ოქროი რჩეული“.
,,ხელისუფალთ უბრალოება მართებთ ხშირად"იმსჯელეთ ზემოაღნიშნიშნულ საკითხზე 36-ე თავის
მიხედვით და აღნიშნეთ რამდენად აქტუალურია ეს საკითხი დღეს.
სამყაროს შექმნიდან დღემდე საზოგადოების დამოკიდებულება მუდმივად ცვალებადია ისეთი
საკიტხების მიმართ,როგორიცაა ადამიანური გრძნობები და მთელი რიგი სიქველეები ,რომელთაც ძალუძთ
სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა.აღსანიშნავია,რომ სწორედ ასეთ სიქველეთა რიგს მიეკუთვნება ისეთი
ჭეშმარიტი ბუნებოვნება ადამიანისა,რომელიც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებში ბუდობს და ეს გახლავთ
თავმდაბლობა. თავმდაბლობა ისეთი თვისებაა,რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი სავიზიტო ბარათი იქნება
იგი,უბრალო ადამიანებისა თუ ამა ქვეყნის ძლიერთ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავის ლექსში ,,ფიქრნი
მტკვრის პირას“, მკაფიოდ წარმოაჩინა რა,რომ ყოველგვარი დიდება,თუნდაც ძლიერთა წარმავალია და
უძლურია წუთისოფლის წინაშე:
,,თვითონ მეფენიც, უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება...“
ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ვერ გავექცევით რა პატივმოყვარეობას და შესაძლოა უბრალოება
ვერ გაითავისოს ადამიანმა,თუმცა პირადი აზრია,რომ გადაჭარბებული თავმდაბლობა ყველაზე დახვეწილი
პატივმოყვარეობაა. იგი ამავე დროს ყველაზე დადებითი და სათუთი გრძნობაა. შესაბამისად ქრისტიანულ
რელიგიაიდან გამომდინარე იგი ყველაზე დიდი სათნოებაა,ამის დასტურად კი უფალს უთქვამს : ,,ვინც
დაიმდაბლოს თავი თვისი,იგი ამაღლდეს“. როდესაც სახელმწიფოთა ხელისუფალნი უბრალოების
მოტრფიალე ხალხითაა დაკომპლექტებული,ამ დროს მოსახლეობაც რელევანტური თვისებით იმსჭვალება
და მათი ცხოვრება,როგორც პიროვნულად ისე მატერიალურად უკეთესობისკენ იცვლება . უბრალოების
ანტიკონცეფციური ტერმინია პატივმოყვარეობა,რომელიც გამოწვეულია ინდივიდის საქციელის საპასუხოდ
წამოსული გარშემომყოფების რეაქციით. ამ დროს ადამიანის გულში იბადება განდიდებისა და
ძალაუფლების უსაზღვრო მანია,რა დროსაც ადამიანის სულიერი ბუნებოვნება უფერულდება ,თუმცა
ადამიანები ადამიანური ადამიანობის ძალით საზრდოობენ შესაბამისად გერმანელ მწერალს იოჰან
ვოლფგანგ გოეთეს ტყუილუბრალოდ არ უტქვამს თავის გენიალურ ნაწარმოებში ,,ფაუსტი“ უკვდავად
ქცეული სიტყვები: ,,მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის,ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის“. სწორედ
უბრალოების თემას ეხება რა ,,დიდოსტატის მარჯვენის“ მოცემული ეპიზოდიც და აქ კარგად
წარმოჩნდება,რა გიორგი მეფის უბრალოება, როდესაც ფხოვის მიწაზე მგზავრობისას თანმხლებ პირებთან
მისი ალტერ ეგოს სახელით,გლახუნა ავშანისძე. პირველ რიგში მისი უბრალოება გამოსჭვივის იმაში ,რომ
კოხრიჭისძის შეთავაზებაზე მახლობელ საჯინიბოში ღამის გათევასთან დაკავშირებით, მეფე გიორგი უარს
განაცხადებს და ფიჭვნარში ღამის გათევას აირჩევს. გირშელთან საუბრისას კი ნათლად ხატავს რა მეფეთა
ბედს გლახუნა/გიორგი,მას შემდეგ რაც ფხოველი მეფე გიორგის აძაგებს: ,,შენ გეტყვი, გირშელ ,სხვა
მეფეებიც ჩემსავით გადაცმულნი რომ ივლიდნენ,ქება არ მოაკლდებოდათ დილას და საღამოს .“ შემდეგ
ვხედავთ რა დასაზვერად შენიღბულ და არა დამდაბლებულ მონარქს,რომელიც ფხოველთა ხატობაზე
მონაწილეობს და მსხვერპლს წირავს.მეფის უბრალო ბუნება კი ყველაზე მეტად წარმოჩინდება მას შემდეგ
რაც,გოდერძი ქალანდაურთან დაპირისპირებისას მიუტევებს მას,არ ჩაიდებს გულში ბოღმას და
ეტყვის: ,,ნაძმობნი ვიყოთ დღეიდან,გოდერძი“. როდესაც ვსაუბრობ რა უბრალოებაზე,შეუძლებელია არ
გამახსენდეს საქართველოს ისტორიიდან ისეთი ღირსეული მონარქი,როგორიც მეფე დემეტრე
თავდადებულია.ღამ-ღამობით ქართველებისთვის სათაყვანებელი მეფე გლახაკის ტანისამოსს
გადაიცვამდა და თბილისის ქუჩებში დაეხეტებოდა.ისმენდა რა ხალხის გასაჭირს, იზიარებდა მათ
ცხოვრებასა და ეხმარებოდა მათ,როგორც მორალურად,ისე მატერიალურად. შესაბამისად მისი თიკუნი
თავდადებული ხაზს უსვამს,არა მარტო მის თავგანწირვასა და სიკვდილს სამშობლოსთვის,არამედ მასში
კარგად გამოსჭვივის მისი მეფური უბრალოება საკუთარი ხალხისადმი,რითაც მათი სამარადჟამო
სიყვარული დაიმსახურა.
დღეს კი რა ხდება 21-ე საუკუნეში? კაცობრიობის პრობლემად ქცეულა განდიდების მანია,რამაც დააკნინა
უბრალოებისა და თავმდაბლობის სიქველენი.საზოგადოებაში განდიდების სურვილმა არაერთი ადამიანი
დაღუპა,როგორც მორალურად და სულიერად,ისე ფიზიკურად.არ ახალია,რომ განდიდების შემდეგ
ადამიანი პატივმოყვარედ ყალიბდება.ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს,ამ პრობლების გადასაჭრელი გზა
მეტად რთულია და ვერავინ შეძლებს ამას,თუ თავად არ დათრგუნა საკუთარ თავში კონკრეტულმა
ინდივიდმა მანკიერებები და არ აღავსო საკუთარი გული უმანკოებებით. უკეთეს შემთხვევაში ასეთი
ადამიანები ცდილობენ, თავი დააღწიონ ისეთ საზოგადოებას, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ
მათზე.ყველაზე კარგი გზა კი,განმარტოებაა,თუმცა ასეთ შემთხვევაში პატივმოყვარეობის გაანალიზებაა
საჭირო, რადგან პატივმოყვარე ადამიანი ვერ გრძნობს ამას. მთავარია ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და
აღმოვაჩინოთ ჩვენი ნაკლოვანებები. თუ ეს არ ძალგვიძს, მაშინ მივენდოთ ობიექტურ და კრიტიკულ
ადამიანებს და გავითვალისწინოთ სხვათა რჩევები. ბოლოს კი დავასრულებ წმინდა იოანე სინელის
უნიკალური სიტყვებით : ,, უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების
მეგობარია“.

,,მოღალატეს არ უნდა შერჩეს თავი მხრებზე“. იმსჯელეთ გიორგი მეფის პიროვნებაზე და


აღნიშნეთ რამდენად აქტუალურია იგი დღეს (51-ე თავი)

სამყაროს შექმნიდან დღემდე კაცთა მოდგმა რომ მთელი რიგი მანკიერებების მიმართ
მიდრეკილია, ეს არ ახალია. დროის სხვადასხვა მონაკვეთში,სხვადასხვა ეპოქაში
ადამიანები სამწუხაროდ გამოირჩეოდნენ ისეთი საძაბუნო თვისებით,როგორიცაა
მოღალატეობა. კარგად ვიცით, რომ ღალატის საპირისპირო ცნება,რომელიც ერთობ
მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაოდენ ძლიერი საძირკველია ადამიანური
ურთიერთობებისა,ეს არის ერთგულება.ის უფრო მეტია ვიდრე უბრალო დაპირება, ან
თუნდაც ვალდებულება,იგი ხომ საკუთარი ნებით უნდა იყოს განპირობებული და
დაფუძნებულია ადამიანის მორალურ-ზნეობრივ ღირსებებსა და ჩვეულებებზე. კონკრეტული
პიროვნებების, ან თუნდაც რაიმე საქმის ერთგულება პირველი, პატარა ნაბიჯია საკუთარი
თავის მიღმა წარმატების მიღწევისკენ-იქნება ეს მიზანი თუ ოცნება. ერთგულებაზე უფრო
მტკიცე და ღალატზე უფრო ბასრი რამ ამყვეყნად არ არსებობს.პირველი საიმედო ფარია,
იცავს სამყაროში მცხოვრებ არსებებს ტკივილისგან და აბედნიერებს მათ,ხოლო მეორე-
ზურგში დანის ჩარტყმას ჰგავს,რომელიც კლავს ნდობას,კლავს იმედებსა და ცვლის
ყოველივე კეთილბუნებოვანს უარყოფითისა თუ ცუდისკენ. პირველ რიგში ღალატი იმდენად
დამღუპველია და ისე არ ვნებს სხეულს, როგორც სულს. ტყუილად კი არ უთქვამს ძვ.წ. მე-5
საუკუნეში მოღვაწე ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნე პლატონს შემდეგი
სიტყვები: ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა". საქართველოს ისტორიის
მაგალითზე რომ ავიღოთ, რჩეულ ვაჟკაცთა გვერდით, იმდენი მოღალატე დგას, ლამისაა
ჩვენი სისხლითმორწყული მიწა შეაზანზაროს ჩვენი საცოდაობით.
ყორღანაშვილების,მახარაძეებისა და ორჯონიკიძეების დამსახურებაა,რომ ჩვენი ქვეყანა
ოდითგანვე მტრის ქარცეცხლში იყო გახვეული,თუმცა მიუხედავად ამისა,მარადჟამ
იგერიებდა მომხვდურს და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მას.
ღალატის თემატიკა გვხვდება კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენის”
მოცემულ ეპიზოდშიაც.ეპიზოდში მკვეთრად ჩანს თუ როგორ ურჩობს მამამზე ერისთავი,
გადაუბირებია რა კვეტარის ერისთავის მომხრენი მუროჩი ქალანდაური და ხუთი ხევისბერი.
ჭიაბერის ძუძუმტეების მიერ არსაკიძის დაჭრამ და შორენაზე დადევნებამ,მითუმეტეს მისი
დილეგში ჩაგდებამ კი განარისხა მეფე გიორგი,შესაბამისად გადაწყვიტეს რა თავს
დასხმოდნენ კვირიაკეს მოქცევის შემდგომ ქორსატეველას ციხეს,მოერბიათ იგი და
მამამზეს ოჯახი ამოეწყვიტათ.ქორსატეველას ბასტიონი კარგად გაემაგრებინათ
მოღალატეებს,დედა-წულნი,საცხოვარი და ხვასტაგი აქ გაეხიზნათ სწორედ.ხელახლა
დაეწვათ ეკლესიები და მონასტრები,მღვდლები კი ცხენის ძუაზე გამოებათ.გარს შემორტყა
რა მეფის ჯარების ქორსატეველას ციხე და მისმა დეიდაშვილმა გირშელმა შეტევა დაიწყო
ციხეზე: ,,გირშელი დაუზოგავად მიერეკებოდა ჯარებ,იხოცებოდნენ ქუშამომჯდარი
ცხენები,ყველისციხის პატრონმა გადაასწრო ზვიადისა და კახაის ათასეულებს.“ გიორგი
მეფის უტეხი ხასიათი და სიმტკიცე ვლინდება მაშინათვე,როდესაც კათალიკოსის
თანამოსაყდრე რაჟდენი მამამზეს დანებების პირობებს გადასცემს,მეფე კი შეტევას
განაახლებს ციხეზე და წყაროს მოსაწყვეტად წარუგზავნის მათ კალატოზებს.იმდენად
მოიცვა მეფის ბუნება რისხვამ,რასაც თან დაერთო ზვიადის რჩევაც რომ მამამზეს მიერ
პატიების ტხოვნა და მათი ჯარის ჯვრებიტ ხელში გამოსვლა ტოხაისძის ხრიკი იყო,მეფემ
ოთხივე გოდოლს ჯარი შეუსია. ციხეში შესულმა მეფემ კი მამამზეს მიუგო: ,, მოღალატეს არ
უნდა შერჩეს თავი მხრებზე“ და ციხის ზეთავზე მამამზის ჭაღარა თავი აღმოჩნდა,შორენას
საწმერთულის ნაცვლად. სიკვდილი ეწია ტოხაისძესაც,ცხენებზე მიბმული საბლით ათრიეს
და თავი წააწყვიტეს. ბოლოს კი მცხეტას დაბრუნდნენ და გოდერძი ქალანდაურის მიერ
მოკლული გირშელი მიწას მიაბარეს. ამ ტექსტიდანაც მკაფიოდ სჩანს რა მოღალატის
ბედი,რომელიც ძალაუფლების გამო დაივიწყებს ღირსებებს და დაკარგავს
კეთილბუნებოვნებას. ღალატის თემაზე მახსენდება რა ნიკო ლორთქიფანიძის
ნოველა ,,იყიდება საქართველო”,საიდანაც კარგად ჩანს,რომ ორგულობა, ჩვენი ერისთვის
ახალი ხილი არ არის: ,,იყიდება საქართველო... ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი,
ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.” ადამიანთა ყველაზე
საშინელი თვისება რომ ვერაგობა და ორგულობაა ამასვე ადასტურებს შემდეგი სიტყვები
ინგლისელი მწერლის ჯეინ ოსტინის გენიალური ნაწარმოებიდან ,,სიამაყე და
ცრურწმენა”: ,,ადამიანთა ვერაგობა და ორგულობა გულს მტკენს.ღირსება და სიკეთე
თითქმის არ შემხვედრია.” მსოფლიო ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან არაერთი
ლიტერატურული ნაწარმოები და პერსონაჟი მახსენდება ორგულობისა და ღალატის თემაზე.
თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ფრანგი მწერლის,ალექსანდრე დიუმა უფროსის
უკვდავი ისტორიული რომანის ,,სამი მუშკეტერის” ერთ-ერთ პერსონაჟს,მილედი უინტერს,
რომელიც ხორცშესხმული სახეა ვერაგობისა და ორგულობის,ერთდროულად კარდინალ
რიშელიეს,ლუი მეცამეტისა და ბაკინგემის ჰერცოგის ,,ერთგულია”,სინამდვილეში კი
საკუთარი ინტერესების ამოძრავებს,რომელიც ანგარებაზეა დაფუძნებული.და რა
გასაკვირია მანაც სიკვდილით რომ დაასრულა თავისი სიცოცხლე.
გამსახურდიასეული სამყაროდან გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში. დღეს კი რა ხდება
21-ე საუკუნეში? ღალატი არად დაუდევს ადამიანთა დიდ ნაწილს,რაც ძალზედ სამწუხარო
რეალობაა. უმეტესობისთვის უკვე არაფერს წარმოადგენს რა, დაპირებული სიტყვა და ამ
პირობის შესრულება, მისი ერთგულება და პიროვნულად უკეთესობისკენ ჩამოყალიბება.
ღალატი რომ დღესაც ბასრი დანასავითაა და ადამიანთათვის მტკივნეულია, კაცობრიობას
კარგად აქვს გააზრებული თეორიულ დონეზე თუმცა პრაქტიკაში არანაირი გამოყენება აქვს
ამ თეორიულ ცოდნას. შესაბამისად მწარე რეალობის მკაფიო გამოხატულებაა ჯო
აბერკრომის მიერ თქმული სიტყვები : ,,მოღალატის მიერ ალესილი დანა ყველაზე ბასრია”.
შოთა რუსთაველის მსგავსად, არ უნდა დაგვავიწყდეს დღესაც, რომ აუცილებლად უნდა
დავგმოთ რა სიცრუე, აუგიანობა და ღალატი. ეს მეტად მანკიერი თვისებები, ასე ღრმად რომ
გაუდგამს ფესვები ჩვენში.
და ბოლოს დავასრულებ რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მალკოლმ იქსის გენიალური
სიტყვებით: „ჩემთვის სიკვდილზე უარესი ღალატია. მართალია, მე შემიძლია შევეგუო
სიკვდილს, მაგრამ ვერასდროს შევეგუები ღალატს."

You might also like