You are on page 1of 3

თუ ადამიანი ცხოვრებაში საკუთარ თავს ღალატობს და სხვის

როლს ასრულებს, ის სიკვდილამდე ბევრად ადრე კვდება


ღალატი საკუთარი თავის საუკუნოდ გაწირვაა. რა მოიგო იუდამ,
ქრისტეს რომ უღალატა? რა ღირებული იყო 30 ვერცხლი?! ვთვლი, რომ
ვერცხლი საბაბი იყო, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ადამიანს ძვალში
აქვს გამჯდარი ღალატი. ღალატს მრავალი ინტერპრეტაცია აქვს,
სამშობლოს, მეგობრის, მეუღლის და საკუთარი თავის ღალატიც კი.
არსებობს მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ცხოვრებაში საკუთარ თავს
ღალატობს და სხვის როლს ასრულებს, ის სიკვდილამდე ბევრად ადრე
კვდება.
ოტია იოსელიანის რომანიდან მოცემულ საანალიზო მონაკვეთში
ნათლად ჩანს აღნიშნული პრობლემა. ვხედავთ ქალს, რომელიც
სინამდვილეში საკუთარი ცხოვრებით არსად ცხოვრობდა. მას უბრალოდ
თავი მოჰქონდა, რომ იყო კარგი მასწავლებელი, დიასახლისი, მეუღლე და
ამ ყველაფერს მხოლოდ შვილის გამო აკეთებდა. რისი იმედი უნდა
პქონოდა და რისთვის უნდა აეტანა ის სიცარიელე და უჰაერობა, რითაც ის
სუნთქავდა თუ არა შვილის გამო. მის გამო უწევდა იმ ადამიანთან
ცხოვრება, რომელიც სიამოვნებას სულაც არ ანიჭებდა, ვისთვისაც უნდა
ერეცხა და საჭმელი გაეკეთებინა. საბოლოოდ ვხედავთ იმას, რომ ქალი
საკუთარ თავს კარგავს და უწევს მოცვენებით ილუზიაში ცხოვრება. ამას
თავადაც ამბობს: „ვინც ის არაა, ვინც უნდა იყოს, იგი არც არსებობს“.
ქართული ლიტერატურა მდიდარია მსგავსი პერსონაჟებით და ერთ-ერთი
ასეთია ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.განდეგილი კი არ დაეცა მხოლოდ,
დამარცხებული ასრულებს ცხოვრებას. განდეგილის ცოდვით დაცემა
გამოწვეულია რწმენის ღალატით. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის
გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა რომ “განდეგილი” რწმენის
ტრაგედიაა. განდეგილი ამპარტავნებამ შეიპყრო. მან დაივიწყა, რომ
მიუხედავად გარკვეული სულიერი სიმაღლეების მიღწევისა, ის კვლავ
მოკვდავი, ცოდვილი ადამიანია. მან ისე შეიტკბო ღვთისაგან
მიმადლებული სიწმინდე და სასწაულმოქმედება (ლოცვანის მზის სხივის
მიერ დაჭერა), რომ ცოდვით დაცემის გამო ამ ნიჭის დაკარგვა, დიდ
მწუხარებას ჰგვრის. ამგვარად, მან, ამ დიდი მწუხარებით შეპყრობილმა -
დამარცხებულმა დაასრულა ცხოვრება.
ოტია იოსელიანი მე-20 საუკუნის პოსტმოდერნისტი მწერალია. იგი
ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში,
წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. რამდენიმე მის რომანში მთავარია ომის
თემა; ავტორი ყურადღებას ამახვილებს ზნეობრივ-ეთიკურ
პრობლემატიკაზეც, ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის
დარგში, ავტორია ათამდე პიესისა.
როგორც ვხედავთ, მწერალი გამოირჩევა თხრობის ორიგინალური
მანერით. მისი ექსპრესიული თხრობის სტილი მაღალ მხატვრულ ელფერს
სძენს ტექსტს. პერსონაჟები წარმოჩენილია საინტერესო მეტყველებითა და
დიალოგებით. აღნიშნულ ტექსტში ავტორი იყენებს ტროპის სხვადასხვა
სახეს, რომელთა მეშვეობით უფრო საინტერესოდ მოაქვს სათქმელი
მკითხველამდე.
საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ
ადამიანი სხვის როლს ასრულებს და საკუთარ თავს ღალატობს, ის
სიკვდილამდე ბევრად ადრე კვდება, ნაწილი კი არ ეთანხმება ამ აზრს. მე
საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც მოზემულ თეზისს
ემხრობა. პრინციპების ერთგულება არის და იქნება ცხოვრების მთავარი
ფასეულობა. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვუღალატებთ, გამოდის რომ ყველაზე
ფასეულს, ჩვენს ღირსებას გადავაბიჯებთ. ღალატი ანადგურებს ადამიანურ
ურთიერთობებსაც. ზოგჯერ ისეც გვიწევს რომ ეთიკისა და ნორმების გამო
საკუთარ ბედნიერებაზე უარს ვამბობთ. გამოდის ამით საკუთარ თავს
ვღალატობთ, და აქვე ისევ ოტია იოსელიანს დავესესხები: „ვინც ის არაა,
ვინც უნდა იყოს, იგი არც არსებობს“. თუ ჩვენ ჩვენს ბედნიერებაზე უარს
ვიტყვით და საკუთარ პრინციპებსა და ღირსებას უკან მოვიტოვებთ, და ამ
ყოველივეს ეთიკისა და ნორმების გამო ვიზავთ, საბოლოოდ რას მივიღებთ?
ისეთ ცხოვრებას სადაც, საკუთარ ბედნიერებაზე უარს იტყვი, რა აზრი აქვს?
ასეთი ცხოვრება „მკვდარ“ სიცოცხლედ მიმაჩნია..
სამწუაროდ, ჩვენ თუ გადავხედავთ გასულ საუკუნეს, ხშირია ისეთი
შემთხვევები როდესაც გოგონებსმათი ნების საწინააღმდეგოდ
ათხოვებდნენ. მოტაცებულ ან ძალით გათხოვილ გოგონებს სხვა გზა არ
ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ ბედს. რადგან იმ
დროისათვის საზოგადოებაში არსებობდა სტერეოტიპი რომელიც
გულისხმობდა რომ უკვე გათხოვილი ქალი, ახალი ოჯახის შექმნას ვეღარ
შეძლებდა. ქალები იძულებულნი იყვნენ აეტანათ ყველაფერი ის რაც ამ
უსიყვარულო ქორწინებას მოყვებოდა. ხშირად ცემა, შეურაცხყოფა,
დამცირება, და კიდევ მრავალი მსგავსი. დღესდღეობით აღნიშნული
პრობლემა აქტუალურია მხოლოდ ეთნიკურად უმცირესობებში. ამის ერთ-
ერთი მაგალითია ჩინარა კოჯაევა, რომელიც მამამისმა მისი ნების
საწინააღმდეგოდ გაათხოვა. ნათელი მაგალითია ასევე სოციალური
გამოკითხვებიც, სადაც ვხედავთ რომ თვითონ ქალებიც კი ეთანხმებიან იმ
ფაქტს რომ საჭიროების შემთხვევაში ქმარმა ცოლი უნდა ცემოს. ასეთი
ადამიანების გაზრდილი თაობა ქმნის ბრბოს რომლისთვისაც ქალის
დამცირება, შეურაცხყოფა, დაკნინება, და მასზე ძლადობა არანაირ
პრობლემას არ წარმოადგენს. ქალებს უწევთ აიტანონ ყველანაირი
დამცირება და ხშირ შემთხვევაში ამ ყოველივეს შვილების გამო აკეთებენ.
ვთვლი რომ ასეთ ცხოვრებას მათთვის აზრი აღარ აქვს და იძულებულნი
არიან ბედს შეეგუონ. თუმცაღა ჩვენ ვხედავთ რომ არაერთი აქცია გაიმართა
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მაგალითად საქართველოს კალათბურთის
ფედერაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ
კამპანიას შეუერთდა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი
მსოფლიო მასშტაბის კამპანია, 1991 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად,
იმართება.კამპანია მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებას და ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობის
გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის
გაძლიერებას.
დასკვნის სახით, ვგმობ იმ ფაქტს რომ ადამიანებმა საკუთარ
ბედნიერებაზე უარი უნდა თქვან, ამით საკუთარ თავს უღალატონ და
მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვისი როლით იცხოვრონ. მოირგონ ის
ნორმები რომლებიც მათ არ შეესაბამებათ და მოჩვენებით იცხოვრონ. ასეთი
ადამიანები, სწორედაც რომ, სიკვდილამდე ბევრად ადრე კვდებიან.

You might also like