You are on page 1of 8

ჩვენ დღეს გვსურს ვისაუბროთ ელდარ შენგელაიაზე, როგორც რეალისტ კინო

რეჟისორზე.აშკარაა რომ ელდარ შენგელაია კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელია და


მის შემოქმედებაში ამ მხატვრული მეთოდის პრინციპები თავისებურადაა
გარდატეხილი.ახლა უფრო კონკრეტულად რომ ავხსნტ თუ რატომაა იგი რეალისტი , იგი
რეალისტია იმიტომ რომ მისი კამერა სინამდვილეზეა მიმართული და მოწოდებულია მისი
წარმოსახვისათვის,ამ კამერას სინამდვილის მისი მასალის, პროპორციების, დინამიკის , მისი
ფერების თავისებური გრძნობა გააჩნია . ეს სინამდვილე თანამედროვეობააა, თავისი
სიხარულითა და მწუხარებით, რომელსაც გვერდს ვერავინ ვერ აუვლის. თავის ფილმებში
ელდარ შენგელაია კომედიის ენით გვესაუბრება საზოგადოებრივი ცხოვრების სერიოზულ
ზნეობრივ პრობლემებზე, ამრიგად ელდარ შენგელაიას ფილმები პრობლემების სიცხადითა
და მათი გადაწრის ხერხებიის სიძნელის თვალსაჩინეოებით გამოირჩევა.

მის თავდაპირველ ფილმებში იგი კარგად ვერ გამოახტავდა რეალობას, მაგალითად . მის
პირველ ფილმმში გაყინული გულის ლეგენდა 1957 წელს გადაღებული, რეჟისორ ა
სახაროვთან ერთად უფრო მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი რეალიზმი და ის შეთავსებულია
ზღაპრულ მოტივებთან , ()აღნშნული ფილმი გადაღებუოი იყო მოს ფილმის მიერ, აქედან
გამომდინარე არ ჰქონდა რეჟისორს საშუალება ,რომ თავისი შემოქმედებისთვის უფრო დიდი
გასაქანი მიეცა, მაშინ როდესაც დაიწყო ქართულ კინო სტუდიებში მოღვაწეობა ვითარება
შეიცვალა. უფრო მოგვიანებით შექმნილ ნამუშევრებში სულ უფრო ნათლად გამოიკვეთა
რეჟისორის თემაც ჟანრიც და სტილიც. ფილმმა თეთრმა ქარავანმა, რომელიც გადაიღო
რეჟისორ მელიავასთან ერთად,კიდევ უფრო ნაათელი ლოგიკა შეიტანა რეჟსორის
შემოქმედებით ძიებებში.ამ ფილმში რეჟისორი , წარსულისა და მომავლის ზოგად საკითხებს
შეეხო.

რეჟისორი არააბსტრაქტულად, კინო ხერხებით, ღრმად ჩაუფიქრდა ადამიანის ბედსა და


მის დანიშნულებას, წინაპრათა ტრადიციების მიმართ პატივისცემასა და მოვალეობის არსს,
დრომოჭმული საზოგადოებრივი აზრის სახიფათო შედეგებს.

მოკლედ რომ მოვყვე ფილმის სიუჟეტი: მწყემსი მარტია ახლოური სხვა მწყემსებთან ერთად
ცხვარს ზამთრის საძოვრებისაკენ მიერეკება, მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემურ
ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების ქცევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და
იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარისაგან დაფანტული ცხვრის
გადარჩენაში სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა
მამის სიკვდილში საკუთარ დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.

ფილმს კარგად რომ ჩავუღრმავდეთ , დავინახავთ იმდროინდელი და არამარტო


იმდროინდელი ადამიანების ყოფაცხოვრებას და ქართულ რეალობას. კერძოდ, ფილმში ჩვენ
ვხედავთ ერთ ადგილზე გაჩერებულ საზოგადოებას, რომელთათვისაც ცხოვრებისთვის
საკმარისია ჰქონდეს სახლკარი, საკვები და ტანსაცმელი. (იმმმ კაცის სიტყვები) ამ
სიტყვებით გამოხატულია არა მხოლოდ მამის აზრი, არამედ მთელი იმდროინდელი
საზოგადოების მსოფლმხედველობა. მთელი ფილმის განმავლობაში ვამჩნევთ, რომ ყველა
შეგუებულია მის ბედს, არ აქვთ პრეტენზია ახლის შეცნობისა და ეს ერთფეროვნება მათთვის
დამაკმაყოფილებელია.
სწორედ ამ რეალობას გაურბოდა მთავარი გმირი. მიუხედავად ხალხის უდიდესი
წინააღმდეგობისა, ის მაინც არ უხრიდა ქედს ბედს და ჯიუტად მიიწევდა მისი სურვილების
ასახდენად. ის გამოსავალს ხედავდა ყველაფრის მიტოვებასა და ქალაქში წასვლაში.

იმ ბიჭის სიტყვები:

სწორედ ამ სიტყვებმა ფილმის დასაწყისშივე თვალსაჩინო გახადა მისი დამოკიდებულება


სამყაროსადმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთფეროვნისა და უმოძრაოსადმი.

როგორც გელა არ ემორჩილებოდა ხალხის სურვილს და მაინც ჯიუტად მიიწევდა მისი


სურვილისაკენ, ასევე ვითარდება სიტუაცია ჩვენთვის კარგად ცნობილ როგორც ქართულ,
ასევე უცხოურ ნაწარმოებებში. მაგალითად: ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურში“, ჯემალ
ქარჩხაძის „იგიში“, ისმაილ კადარეს „გახლეჩილ აპრილში“, ჯეკ ლონდონის „მარტინ
იდენში“. ამ ტიპის ნაწარმოებებში ავტორები ძირითადად ორგვარ დასასრულს გვთავაზობენ:
ერთი გვაძლევს იმედს სიტუაციის გამოსწორებისა, ხოლო მეორე კი, როგორც ელდარ
შენეგლაია გვთავაზობს ცხოვრების უფრო სასტიკ რეალობას. კერძოდ, არ არის საკმარისი
მხოლოდ სურვილი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, საჭიროა აირჩიო სწორი გზა,
რომლისკენაც შენს ცხოვრებას მიმართავ.

( გელა)

ასე დასრულდა ეს ფილმი და ნათლად დავინახეთ ის რაზეც უკვე ვისაუბრეთ , პერსონაჟმა


გაიაზრა ის რომ არასწორდა გააკეთა არჩვენაი და მისმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ
უარესი რელობა შეუქმნა.

ამ ფილმმა ცხადჰყო, რომ ქართულმა კინომ შეიძინა რეჟისორი, ვისაც სსაკუთარი


სათქმელისა და ეკრანული სიმართლისადმი მიდრეკილება ჰქონდა.

თუ თეთრ ქარავანშო იუმორი ჯერ კიდევ მჭიდროდ იყო დაკავშირებული პათეტიკასთან,


კომიკურ რომანტიკასთან, შემდგომ ნაწარმოებებში ასახული მოვლენების გამოსავლენად
იკვეთება კომედიური პარადოქსი, რომელსაც ელდარ შენგელაია იყენებს იმისთვის, რომ
რეალურობა უფრო მკვეთრად გამოხატოს.

იმავე იდეას რაც თეთრ ქარაცვვანში ვიხილეთ, იყენებს ელდარ შენგელაია თავის
შემდგომ ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა“. აქ საქმე არსებითად ეხება იმას, რომ
ადამიანმა არ გამოიყენა ობიექტურად არსებული შესაძლებლობა. მეშჩანურმა ყოფამ დაფარა
უფრო დიდი ნამდვილი ცხოვრების ჰოტიზონტი. ადამიანმა დაკარგა გზა, იგი ვერავის
ვერაფერს ვერ დააბრალებს, მან ვერ ისარგებლა მისი ყველაზე დიდი უფლებით - არჩევნის
უფლებით.

მოქანდაკე აგული ერისთავი იძულებულია სარფიან საქმეს მოჰკიდოს ხელი და


თავისდაშეუმჩნევლად სასაფლაოს ხელოსნად გადაიქცევა. წვრილშვილიანი ოჯახი
უნებურად უბიძგებს მას ამ გზაზე. დინებას მიყოლილი, ფიქრისგან დაცლილი
ყოველდღიურობა ერთ დღეს აუტანელი შეიქნება და აგული აჯანყდება, თუმც ეს აჯანყება
მისთვის არაფრის მომცემი გამოდგება,იგი მნიშვნელოვანს ვეღარაფერს შექმნის.

არაჩვეულებრივი გამოფენა სასტიკი ულმობელი სატირაა. ჩვენი ეროვნული


სინამდვილის ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანების მოძიებაა, მხილებაა იმ უცნაური
სიტუაციისა, როდესაც ყოფითი ბედნიერება უფრო არსებითის უგულვებელყოფის შედეგია,
ვიდრე რაიმე კრიმინალისა. ასახული მოვლენისადმი დამოკიდებულების გამოსავლენ
აქტიურ ძალად გამოიკვეთა კომედიური პარადოქსი, რომელსაც ძალუძს დაახლოოს
საპირისპირო მოვლენები და ხასიათის თვისებები.

მთავარი გმირის აგულის ცხოვრება ომიდან დაბრუნების შემდეგ არსებითად


შემოქმედების გაწირვაა უზრუნველი ცხოვრებისათვის. თვითონაც ხვდება ამას და ცდილობს
გაექცეს ამ ყოფას, როგორც ზემოთაღნიშნული თეთრი ქარავნის გმირი აკეთებს ამას.
მსგავსება მხოლოდ ამ ასპექტით არ გამოიხატება. კერძოდ, ახალი ცხოვრების გზაზე
დამდგარი პერსონაჟი ვერ პოულობს შვებას.

ეპიზოუდი:

სწორედ ეს მონაკვეთი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ აგულის სულიერი


მდგომარეობა და ის დაბრკოლებები, რომლებსაც აწყდება სხვებისთვიას საკუთარი
განცდების გაზიარებისას. ნათლად ვხედავთ, რომ მისი ძალიან ახლო მეგობარიც კი ვერ
იგებს მის გულისტკივილს და მხოლოდ გართობაზე ფიქრიტ მოცელმა ვერ ანუგეშა მისი
ძმაკაცი. როგორც ცნობილია, ეს მეგობარი არის წარმატებული მსახიობი, რომელიც
პოპულარულია ხალხში და ყველას უყვარს იგი.

შემდეგი ეპიზოდი რომელსაც ახლა გაჩვენბთ, კარგად ასახავდა იმდროინდელი


ქართული ოჯახის რეალობას, სადაც 30 გადაცილებული ქალიც კი ვერ იღებს
დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და მის ყოველ ნაბიჯს მისი ოჯახის წევრები
აკონტროლებენ. (ეპიზზოდი)

მთვარალი აგული თავის ყოფილ თანაკლასელ თინას აეკიდება მასთან მეგობრობას


მოიწადინებს , ეს გოგო ოჯახური დესპოტიზმის მსხვერპლია მის ღირსებას ძმები ისეთი
დაუზარელი ენერგიით იცავენ რომ ყოველ მასთან შემხვედრს ფიზიკურად უსწორდებიან,
ვიდრე მათი და რჩეულთან დაახლოებას მოასწრებს ,ეს სასაცილო ამბავია , ანეგდოტია
ფილმისათვის რჩეული არტისტიზმით გათამაშებული, მაგრამ ამით მოხაზულია ისეთი
სიტუაცია რომელიც ჩვენი მეშჩანური ცხოვრების უაღრესად მწვავე მხილების ხასიათს იძენს
, ამ ეპიზოდით ელდარ შენგელაიამ დაგვანახვა ის რეალობა რომელიც იმ პერიოდში
იშვიათობას არ წარმოადგენდა , ახალგაზრდა ადამიანის ბედს თანაც ისეთ მნიშვნელოვან
საკითხში , როგორიცაა ინტიმური ცხოვრება, საკუტარი ოჯახის შექმნა და სხვა მისი
სისხლით ნათესავები წყვეტენ

ახლა კი ისევდავუბრუნდეთ მთავარი პერსონაჟის მთავარ ტრაგედიას, ტალანტის


გაფლანგვას , მისი შემოქმედობის სიკვდილს იმისთვის რომ მისმა ოჯახმა მცირედი
შემოსავალი მაინც ნახოს.ზედაპირულად თუ შევხედავთ ჩვენ შეიძლება მთელი ფილმის
განმავლობაში ძალიან მცირე დოზით შევამჩნიოთ მისი გულის ტკივილი , იგი ამას აშკარად
არ გამოხატავს და იუმორით ცდილობს მის დამალვას.როგორც ეს გამოხატულია ფილმის
ბოლოსკენ ერთ-ერთ მონაკეთში

(ეპიზოდი)

ამ სასაფლაოს ეპიზოდში კულმინაციას აღწევს კომიკურისა და ტრაგიკულის შერწყმა ,


როდესაც გმირი დაბორიალობს თავისი ნამუშევრების არაჩვეულებრივ გამოფენაზე და
გარეგნულად თითქოს თავმომწონეობს, სინამდვილეში მწვავედ შევიგრძნობთ მის გულილს
ტკივილს და თვით გაკიცხვას.

კრიტიკაში არსებობს მოსაზრება , რომ ეს ფილმი დაღუპული ტანანტის ბედსა და


ცხოვრებაზე მოგვითხრობს , მაგრამ ის მოსაზრებაც არსებობს რომ შინაარსი ბევრად უფრო
მაღალმხატვრული ღირსებისაა, თვალსაჩინო ტალანნტი არ იღუპერბა არც ისეთ პირობებში
როგორიც ქონდა აგულის , არც გაცილებით უარეს სიტუაციასა და გარემოცვაში, გავიხსენოთ
ფიროსმანი , ვან გოგი, რემბრანტი და ბევრი სხვანი,ნიჭიერი კაცი იყო აგული , მაგრამ
შეიძლებოდა რომ იგი ბევრად სასარგებლო და გამოსადეგი გამხდარიყო, მან უბრალოდ
ხელი ჩაიქნია საკუთარი შემოქმედობითობისთვის გამოვლენაზე შეეჩვია კომპრომისებს,
ამიტომ ადამიანური სიხარულის გარეშე უნდა იცხოვროს სიკვდილამდე,

რაც მთავარია ფილმის ბოლოს ვხვდებით რომ მან გაანალიზა ეს ყველაფერი და ეს


გამოიხატება ბბოლო ეპიზოდში, სადაც იგი თავისთვის უმნიშვნელოვანეს ქვას რომლითაც
საოცარი ხელოვნების ნიმუშის შექმნას გეგმავდა, გადასცემს თავის მოსწავლეს, იმ იმედით
რომ ეს ბიჭი ამ ლოდიდან შედევრის გამოკვეთას შეძლებს.

(ეპიზოდი)

ამ ფილმით ელდარ შენგელაიამ დაგვანახვა , ქართველი და არამარტო


ქართველხელოვანიადამიანების ცხოვრების რეალურობა; იმ ხელოვანების ,რომლებმაც ნნიჭი
,ტალანტი და ცხოვრებისეული ბედნიერება უკანა ფლანგზე გადაიყვანეს მხოლოდ იმიტომ ,
რომ თავი ერჩინათ.

შერეკილები

ამ ფილმის შემდეგ დრამატურგ გაბრიაძისა და შენგელაიას შემოქმედებით თანამეგობრობა


კვლავ გაგრძელდა ფილმი შრეკილებით. აქ უკვე რეჟისორმა უფრო მკაფიოდ გამოამაჟრავნა
ინტერესი ქართულის კინოსათვის დამახასიატებელი მხატვრული ფორმისადმი
კინოიგავისადმი.

შერეკილები თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართული კინოს კლასიკად. ფილმის


პროტოგონისტმა თავისი შეგნებული ცხოვრება გაატარა ერთ პატარა სოფელში,
შერეკილების დასაწყისი კომედიუერია, პირველი კადრის მოულოდნელობის მიუხედავად,
მოხუცს მხიარულების დროს აღმოხდება სული.ამ ეპიზოდის შემდეგ რეჟისორი ცხოვრების
რეალურობას კარგად გვიხატავს, (ეპიზოდი)

მეზობლები მშიერი მგლების ხროვასავით შეესივნენ მარტოდ დარჩენილ ბიჭს , მოითხოვენ


განსვენებუის ვალი გაისტუმროს , არაფერში არ ინდობენ და გაატყავებენ, ისე რომ ქოხსაც
თავზე დაამხობენ,

ამ ეპიზოდმა ასევე კარგად დაგვანახა რეალური მომენტი, რომელსაც ცხოვრებაში ხშირად


შევხვდებით, ყველაფრის წასართმმევად მოსული ხალხი ღიმილითა და თვალთმაქცობით,
ვითომ კარგ საქმეზე მოსულიყვნენ, მას ბოლო ქოხის ბოლო ფიცარსაც კი არ შეატოვებენ.

მორალურად და მატერიალურად განადგურებული ერთაოზი გადაწყვეტს, რომ სარჩო-


საბადებელის საძებნელად შორს ქალაქისკენ გაემგზავროს. ის შეხვდება მარგალიტას, იგი
უყვარდება შემდეგ კი...

ახლა უკვე ერთაოზს გარკვეული მიზანი მიეცა იმის გარდა, რომ უბრალოდ ,,არსებობდეს".
მან იგრძნო რომ სიცოცხლისგან შეიძლება უფრო მეტის მიღება. ამ ყველაფრის მიუხედავად
ერთაოზი ცხოვრებისეული ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორს არის, ამ გზის დასაწყისი
ციხის საკნიდან იწყება. ალბათ პარადოქსია, ის რომ ერთაოზმა ციხეში ბევრად მეტი მიიღო,
ვიდრე თავისუფლების წლებში. აქ ის შეხვდა ადამიანს, რომელთანაც ერთად დიადი
მიზნებისთვის იბრძოლებს. მართალია ეს მიზანი ბუნდოვანია, მაგრამ იგი ჭეშმარიტატ
თავისუფლების გზაზე გადის. ეს სიუჟეტი ჩვენთვის ნაცნობია, გენიოსი პროფესორისა და
მისი ახალგაზრდა მოწაფის დუეტი, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ალექსანდრე
დიუმას გრაფი მონტე კრისტო, ქრისტეფორე როგორც აბატი ფარია და ერთაოზი როგორც
ედმონდ დანტესი ,ამ ნაწარმოებშიც შეიძლება იტქვას დაიჭრეს ახალგაზრდა მეზღვაური
იმიტომ ,რომ ,,ქალლი შეუყვარდა“( სლადზე ფოტო0, ციხე იფში გამომწყვდეული იპოვის
მასწავლებელს, ეგრეთ წოდებულ გიჟ პროფესორს , რომელიც შეასწავლის ბევრ რამეს მსგავსი
დუეტი ასევე გვხვდება ფილმში უკან მომავლში და ანიმაცია რიკი და მორტში .

ახლა ისევ შერეკილებს დავუბრუნდეთ.

როგორც ვხედავთ შერეკილების სიუჟეტურ საფუძველს ადამიანის შემოქმედებითი


გაბედულების თემა წარმოადგენს. რეალიზმის ნიშნებიც თვალსაჩინოა, შეგვიძლია
დავინახოტ თუ როგორ აღიქვამდა და ახლაც აღიქვამს საზოგადოება განსხვავებული,
ცოტათი გიჟური იდეების პატრონებს. ფილმის მთავარი გმირები, ერთაოზი და
ქრისტეფორე თავისი ამაღლებულობითა და სიწმინდით ,მართლაც შერეკილების
შთაბეჭდილებას ტოვებენ ,რადგანაც ცხოვრობენ სინამდვილეში სადაც სიხარბე და მრუშობა
მეფობს, მაშინ როცა თავად ეს გმირები მიისწრაფვიან სიყვარულისა და ჰარმონიისაკენ,

იკვეთერბა ერთი პრობლემა ადამიანი და სოციალური გარემო , ფილმში აღძრულია


შემგუებლობისა და შინაგანი აქტივობის საკითხი ,მთელი საზოგადოება გმირებს გიჟებათ
მიიჩნევს და სერიოზულად არ აღიქვამენ მათ ჩანაფიქრს, ანუ ცათმფრენის შენებას, მაგრამ
განსხვავებით არაჩვეულებრივი გამოფენის გმირისა აგულისა, ისინი არ არიან შემგუებლები
და თავიანთ მიზანს ბოლომდე მიჰყვებიან,მათ არაერთი დაბრკოლება შეხვადთ თუმცა მაინც
გაფრინდნენ. შერეკილებში ყველაზე გონიერი მა9ნც ქრისტეფორე აღმოჩნდა , რომელსაც
გონება ეყო ამ რეალობაში არ ექექა , არამედ საკუათარი ოცნების სამსახურში ჩამდგარიყო.

ბოლო და ჩვენთვის ფავორიტი ფილმი რომელზეც გვინდა ვისაუბროთ არის ცისფერი მტები
ანუ დაუჯერებელი ამბავი

ეს სათაური, ერთი შეხედვით არაფრის მთქმელია. დაუჯერებელი ამბავიო - ნათქვამია


მასში. ამ დროს პირველივე კადრები გვარწმუნებენ, რომ ავტორი დაუჯრებელს არაფერს
მოგვითხრობს. პირიქით, სავსებით სარწმუნოდ გამოიყურება ყოველივე, რასაც ეკრანზე
ვხედავთ. კარკასი კი ასეთია: ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მიაქვს ახალი ნაწარმოები -
“ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი”. ყველა სიხარულით იტაცებს ხელნაწერს, მაგრამ გადის
დღეები, თვეები, და ნაწარმოებს არავინ კითხულობს, იფანტება და იკარგება ხელნაწერები,
ამაზე კი არავინ დარდობს, რედაქციის ყოველდღიურობა, ურთიერთბები,გაუთავებელი
ყოფითი პრობლემები, ჩვენს თვალწინ ხატავს ფართოდ გავრცელებული ტიპებს
თანამედროვე ადამიანებისა.

ელ. შენგელაიამ საეკრანო გმირებად აქცია ადამიანები, რომლებიც მართლაც არსებობენ


ყოფაში.

ახლა კიჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს და მათ სიმბოლურ დატვირთვებს

სოსო - ადამიანი, რომელიც სხვაგან მოხვდა. მის უკან ის ახალგაზრდა იმალება, რომელსაც
სწამს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა თავდაყირა არ არის ან თუ არის შეეცდება მის
გასწორებას. ფილმის განმავლობაში რამდენჯერმე ვხვდებით იმედგაცრუებულ სოსოს,
მაგრამ ის მაინც ვერ ახერხებს ხელის ძლიერად ჩაქნევას და ყველაფრის კარგად დანახვას.
ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ეს მონაკვეთი

დირექტორი ვაჟა - მის უკან იმ ხელმძღვანელ პირთა დიდი სიაა, რომლებიც ყველაფერს
ფრაზით "მე რა შუაში ვარ" სწყვიტავენ. მას იმდენი საქმე აქვს, რომ ორი ტელეფონით
ლაპარაკი და პირისპირ მჯდომი პირის ერთდროულად მოსმენა უწევს, თითქოს, კიბეებზე
ჩასვლის დროსაც ვერ სწყდება თავის საქმეს, მაგრამ ის ყველა ამ საქმეს ორი სიტყვით
აგვარებს "ძალიან კარგი". მიუხედავად საქმის ამგვარი მოგვარებისა, მას ყველა პატივს სცემს
და თავშიც არავის მოსდის, რომ ზარმაცი, უქნარა ან თუნდაც "თანამდებობისთვის
შეუფერებელი" უწოდოს.

მარკშეიდერი - ამდენ გიჟში წესიერი, წყნარი, პატიოსანი, თავისი საქმის მცოდნე ადამიანი.
სასაცილოა ის ფაქტიც, რომ შემოქმედებით ორგანიზაციაში მარკშეიდერის პროფესია
ყველაზე საჭირო და აუცილებელი გახდება(ვასოს ლიფტიდან გამოყვანა, შენობის
ჩამონგრევის შესახებ გაფრთხილება..), რეჟისორსაც სწორედ ამის ჩვენება სურდა, ქვეყანა ისე
თავდაყირა დგას, რომ შემოქმედებით ორგანიზაციაში ყველაზე მეტად "ერთი-ორი კარგი
მარკშეიდერის" ყოლაა საჭირო.
საინტერესოა ის ფაქტიც , რომ მარკშეიდერს ასაქმებენ მას შემდეგ ,რაც ვიღაც
ყუფარაშვილმა გაუწია მას რეკომენდაცია, თითქოს მას ყველა აფასებს,მაგრამ ირონიულია ის
რომ სინამდვილეში მას არავინ არ იცნობს.

შუქრი - ადამიანი, რომელიც ცდილობს უსაქმურობის აუტანელი სიმსუბუქე სასარგებლოდ


გამოიყენოს. ის ფრანგულს სწავლობს, მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ. ალბათ "რა იცი
რაში გამოგადგებას" პრინციპით. შუქრი იმ ადამიანების სახეა, რომლებიც მათზე
დაკისრებულ საქმეს არ არსრულებენ და ცდილობენ სხვა რამით დაკავდნენ. ეს თემა დღეს
ყველაზე აქტუალურია.

მუშა - ეს პერსონა ფილმში მხოლოდ რამდენიმეჯერ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაზე


ბევრისმთქმელია. ქვეყნის გადმოყირავების კიდევ ერთი მაგალითი. იქ სადაც ყველა უნდა
კითხულობდეს, კითხულობს მხოლოდ ის, ვინც არ უნდა კითხულობდეს. ასეთი ადამიანები
ყველა დროში იყვნენ, არიან და იქნებიან მანამ, სანამ ქვეყანა არ გასწორდება.

გრელანდია - ეს სურათი სიმბოლურად სსრკ_ს აღნიშნავს. ის ფაქტი, რომ ის არც თუ ისე


ცნობილი მხატვრის არც თუ ისე ცნობილი ნამუშევარია აღნიშნავს საბჭოთა კავშირის არც თუ
ისე მდიდარ ისტორიას. სურათი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდეს და ქვეშ მოიყოლოს
ისეთი არაფრისმაქნისი ხავსები, როგორიც თუნდაც ბატონი ვასოა. ის ფაქტი, რომ მას
გაამაგრებენ და არ ჩამოხსნიან, ნიშნავს საბჭოთა კავშირის დროებით შენარჩუნებას. მისი
სხვაგან გადატანა მცირე დათმობაზე წასვლას, მისი ჩამოვარდნა კი რევოლუციის დასაწყოსს.
გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ სწორედ მისი ჩამოვარდნიდან მცირე ხანში დაიწყო შენობის
ნგრევა(რევოლუცია).

ელდარ შენგელაიამ ამ პერსონაჟებით წარმოგვიდგინა იმდროინდელი საზოგადოების სახე,


შედგებოდა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟების მსგავსი ადამიანებისაგან

ყველა ჩვენი ზემოთხსენებული ფილმი რეჟისორამ გადაიღო მეოცე საუკუნის რეალობასთან


დაკავშირებით, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ამოვიცნობთ დღევანდელი ცხოვრების
პრობლემებსაც, იმავე დაბრკოლებებს ვაწყდებით რაც ამ ფილმებში იყო განხილული,
საზოგადოებისა და პიროვნე ბის დაპირისპირება, საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა , ნიჭის და
ტალანტის გაფლანგვა საარსებო პირობების შექმნისათვის, თვალთმაქცი საზოგადოება და
ბოლოს ყველაზე მთავარი , ცისფერ მთებში ნაჩვენები პერსონაჟები რომლებიც დღესაც ჩვენს
გვერდით ცხოვრობენ,

ამ ფაქტს ადასტურებს ისიც რომ ახალგოზრდობის დიდი ნაწილი ფილმის პერსონაჟებთან


აიგივებს საკუთარ თავსა და გარემოს, არაერთი გვერდი და ჯგუფია შექმნილი შენგელაიას
ფილმებთან დაკავშირებით სადაც ეს ადამიანები ხშირად გამოხატავენ ამ თემასთან
დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებას. ქმნიან მიმებს და რამდენიმე მათგანს
წარმოგიდგენთ
რომ შევაჯამოთ ჩვენი პრეზენტაცია დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეჟისორ ელდარ შენგელაიაზე
და ვეცადეთ დაგვენახვებინა მის ფილმებში ასახული რეალობა რომელსაც ხშირად
კომედიური კუთხით გვიჩვენებდა,

ყვითელი თათია

ნაცრისფერი მარი

You might also like