You are on page 1of 3

ინგმარ ბერგმანი

მარწყვის მდელო

“ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას


მხნეობა“
კოტე მარჯანიშვილი

ეს უმნიშვნელოვანესი ფრაზა ასეთმა უმნიშვნელოვანესმა პიროვნებამ რომ


დაგვიტოვა,შესაძლებლობას გვაძლევს,როგორც გვინდა ისე მოვირგოთ. აბა,ჩვენ ხომ
ზუსტად არ ვიცით კონკრეტული ადამინისთვის რა არის სიხარული,მხნეობა?! ამიტომაც
არის ეს წინადადება უნივერსალური და ყველასათვის სასარგებლო. რა
საკვირველია,ჩვენს რიგებში არიან წიგნისა თუ ფილმის პერსონაჟებიც,რომლებიც
ცხოვრების მოცემულ მონაკვეთში გადიან სირთულეებისა და სიხარულების გზებს.

საინტერესო კითხვად ჟღერს : რა არის სიხარული ისაკ ბორგისთვის? ან მარიან


ბორგისთვის? ან ევალდ ბორგისთვის? ან მგზავრებისთვის,რომლებიც დახეტიალობენ
ქალაქებში უგზოუკლოდ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად,საკმარისია უბრალოდ ფილმ ,,მარწყვის მდელოს’’


ვუყუროთ. ყველაზე დიდ მხნეობად ადამიანისთვის მაინც კათარზისის გავლა
მესახება,მითუმეტეს მაშინ თუ პერსონაჟი ამას ფილმის განმავლობაში ახერხებს და
დასაწყისი და დასასრული ყოვლად განსხვავებულია ერთმანეთისგან. სწორედ ეს
დაემართა ფილმის მთავარ გმირ, ისაკ ბორგს. რამ შეუწყო ხელი მას ამ არაჩვეულებრივი
გრძნობის განცდაში?!

- წარსულმა. მოგონებებმა. გამოცდილებამ. ფიქრმა. სევდამ. განმარტოებამ. საკუთარ


თავთან დიალოგმა. მოსმენამ.

ვფიქრობ,ამ ჩამონათვალიდან,მოსმენა და განმარტოება ის მთავარი ღერძებია,რაზეც იგება


კათარზისის გრძელი და ხანგრძლივი,მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნო გზა. ორივე
თვისება ძალიან უცხოა მეცნიერისთვის,მაგრამ თითქოს ცხოვრების კონკრეტული ეტაპი
საშუალებას აძლევს,რომ დაბრძენებულმა ამ თვისებებით განაგრძოს ის დღეები,რაც
დარჩენია. ახერხებს კიდეც ამ ბილიკის ღირსეულად,თავაზით,პატივისცემითა და
გაწონასწორებით გავლას. მიუხედავად იმისა,რომ მასში უამრავი ემოცია აღიძრება
ერთდროულად,თავში ფიქრების კორიანტელი აქვს,ადამიანების სახეები ერთმანეთში
ირევა,წარსული და მისი გამოცდილება თავს არ ანებებს მას, როგორც გმირს შეჰფერის,ისევ
ჩუმად,თავშეკავებულად არის,შენარჩუნებულია აქვს თავისი სიმკაცრე და დისტანცია. ამ
ორი რადიკალური ხასიათის დაჭერა ერთდროულად მსახიობისთვის მეტად რთულია,თან
ისე რომ მაყურებელიც წამოიყოლო და დაეხმარო მას იგივე გზის გავლაში,მაგრამ არც
შეუძლებელია...

თუ ბუზღუნა,თავის თავში ჩაკეტილი,საოცრად კონფლიქტური,გაღიზიანებული მეცნიერი


იღიმის,გვირაბის ბოლოს სინათლისკენ მიემართება, კონტაქტს იწყებს ადამიანებთან,მათ
მოსმენას,მაშიც არც ის არის გამორიცხულია,რომ ადამიანმა ფილმის ყურების შემდეგ
მართლა განიცადოს კათარზისი,რადგანაც ფილმმა ინგმარ ბერგმანის დახმარებით შესაძლოა
შთაბეროს მას მხნეობა და სურვილი,რომ რაღაც კარგი გააკეთოს..

ამ პროცესში უმნიშნელოვანესია გარემოცვა და სიტუაცია სად აღმოვჩნდებით. თუ ჩვენი


მეცნიერივით გაგვიმართლებს,მაშიც ჩვენ გვერდით იქნება არაჩვეულებრივი ქალბატონი
რძლის სახით,საოცრად მხიარული და ცხოვრებაზე შეყვარებული მოხეტიალეები,ვიქნებით
გზაში,რომელიც მოგვაგონებს ჩვენს წარსულს თავისი დადებითი და უარყოფითი
გამოცდილებებით,გვეყოლება შვილი და უერთგულესი მოახლე. ეს ადამიანები კი ჩვენზე
დიდ გავლენას ახდენენ,ისე რომ ჩვენ ვერც კი ვიაზრებთ ამას. ერთი ადამიანიც,რომ აკლდეს
ამ გარემოცვას კათარზისის განცდა უფრო გაჭიანურდებოდა და შეიძლებოდა ეს პროცესი
კრახითაც კი დასრულებულიყო,მაგრამ ყველაფერი რატომღაც ისე ხდება,რომ ჩვენს
სასიკეთოდ განვითარდეს. ( ეს ,,დამთხვევები’’ ბერგმანს ჩვევია)

უარყოფითი ენერგიებითა და გამოცდილებით დახუნძლულ დღეებში,სინათლის შემოპარება


ადამიანზე ძალიან მოქმედებს და საშუალებას აძლევს მას,რომ რადიკალური
გადაწყვეტილებები მიიღოს. მაგალითად, რომ არა მოხეტიალეები,რომლებიც ძალიან უხეში
მეცნიერის ცხოვრებაში უცბად და დაუგეგმავად გამოჩნდნენ,მაშინ მამამთლისა და რძლის
დიალოგიც შეიძლებოდა ჩხუბით დასრულებულიყო. თითქოს რეჟისორი მიგვითითებს
იმაზე,რომ უცხო ადამიანს შეიძლება უფრო მეტი რამის გაკეთება შეეძლოს
უნებურად,ძალდაუტანებლად, ვიდრე ხალხს რომელბიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან
და კარგად გვიცნობენ.

და შემდეგ უკვე ძალიან მარტივად ეჩვენება დოქტორს,რომ შეაფასოს თავისი რძლის


ულამაზესი კაბა,რომელიც წვეულებაზე წასასვლელად ჩაუცვამს და ქალსაც გაუჩნდეს იმის
სურვილი,რომ მის წინ იბზრიალოს,თითქოს მამას ანახებდეს თავისი შვილისთვის ნაყიდი
კაბა,როგორ უხდება.

ფილმის დასაწყისში დაწყებული ,,სტატუსობანა’’ რაშიც ვგულისხმობ, მამამთილ-რძლობას,


მამა-შვილობას, გაუგებარ დედა-შვილობას და სხვ. , ფილმის ბოლოს იშლება და სიყვარულსა
და სითბოში იკარგება. მაყურებელს განცდა ექმნება იმისა,რომ დაქსაქსული ადამიანებისგან
ოჯახი შეიკრა,სადაც ერთმანეთი უხარიათ,ერთმანეთს უსმენენ,პატივს ცემენ და
ითვალისწინებენ.

ბოლოს მოახლისა და ბატონის ურთიერთობაც ტკბება,მათ შორის იუმორი ჩნდება და


დამოკიდებულება სიყვარულით სავსე,რაც ერთმნიშვნელოვნად განსხვავებულია ფილმის
დასაწყისისგან.შემდეგ შვილსაც უჩნდება სურვილი დასვას კითხვა ,,როგორ ხარ?’’ და მამამაც
უპასუხოს,რომ ,,ძალიან კარგად’’
და დამშვიდებული, მიუხედავად მძიმე დღისა,გადაეშვება წარსულში და
კონკრეტულად,ბავშვობის მორევში,რომელიც კარგად ხდის მის სულს და შეიძლება
თვალებიც კი აუბრჭყვიალოს ცრემლებისგან.

რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თავს?

ან როგორ უნდა შევძლოთ,რომ ყველამ განიცადოს ეს გრძნობა,რასაც კათარზისი ჰქვია?

პასუხი რთული შესასრულებელია,მაგრამ მარტივად გასაცემი.

მოუსმინო საკუთარ თავს, დაუჯერო შენს სულს და კარგ ადამიანებს საშუალება მისცე შენზე
იმოქმედოს...

You might also like