You are on page 1of 465

1

სოფო არდია

გროსმაისტერი

თბილისი
2017

2
სული ისე იპოვე, ხელი რომ არ დაისვარო.

3
რამდენი ადამიანიცაა – იმდენი ისტორიაა.
მთავარია, შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვეს...

ეს ისტორია კი ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც


სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშუ-
რებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარუ-
ლი... მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა. ის დოკუმენ-
ტური ფილმის გმირის მსგავსი იყო – რაც უფრო დიდ ხანს ვუყურებ-
დი და ვეცნობოდი, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა.
ვიცოდი, რომ ყველაზე საშიში ადამიანები მანიპულატორები იყ-
ვნენ. შეიძლება არც მკვლელები, არც ქურდები ყოფილიყვნენ, მაგ-
რამ იმიტომ კი არა, რომ ამ უკანასკნელებზე უფრო დიდსულოვნები
ბრძანდებოდნენ. არა, უბრალოდ საქმე იქამდეც კი არ მიჰყავდათ,
რომ დანაშაულის ჩადენა დაბრალებოდათ. პირველივე საფეხურზე
ადამიანს მორალურად მიწასთან ასწორებდნენ. ზოგჯერ კი ისე, რომ
თავად მსხვერპლიც ვერაფერს ხვდებოდა.
მაინტერესებდა, ვინ იყო და ბოლოს, ყოველდღე მის ძებნაში და-
ვიწყე დროის გატარება.

4
1
სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე იყო. უფ-
რო სწორად, ჩემთვის იყო რუტინული, შთაბეჭდილებებს მოკლებუ-
ლი 14 სექტემბერი. სხვებისთვის? ვერ ვიტყვი, უხაროდათ-მეთქი,
თუმცა ერთ გაწამაწიაში კი იყვნენ, ახალი ტანსაცმლის ჩაცმა-მო-
ზომვის, გაპრანჭვისა და ახალი ენერგიით სწავლის დაწყების მცდე-
ლობაში. მე და ჩემი მეგობარი, თაკო, იმაზე ვდარდობდით, თუ რა
ხერხით დაგვეტოვებინა სკოლის არეალი, რადგან ახალი სასწავლო
წელი მხოლოდ ბანალური, არასაინტერესო პერიოდის დაწყებას
გვპირდებოდა.
დირექტორის სიტყვით გამოსვლის, ყვავილების ჩუქებისა და მე-
თორმეტეკლასელების ამაყი მზერის ყურების ეპიზოდები უზომოდ
მოსაბეზრებელი ჩანდა. მეგონა, თითოეული ადამიანის ღიმილში
ფარსი, ორპირობა და ფლიდობა იგულისხმებოდა. ალბათ იმიტომ,
რომ არ ვგავდით იმ ადამიანებს, რომლებიც მუდამ იღიმიან და ტკბე-
ბიან სიცოცხლით. ალბათ მაგიტომაც არ გვყავდა ბევრი მეგობარი,
ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. თაკო დამთმობი, გამგები და ჩემთან
5
მუდამ თბილი იყო. მე უფრო ფიცხი და ბრაზიანი ვიყავი. არასდროს
წავკამათებულვართ. „აი, ის ორი დაქალი“, ასეთი საერთო სახელი
შეგვარქვეს. სკოლაში, კლასელების გარდა, სოფოკოს და თაკოს
არავინ გვეძახდა. მარტო რომც ვმდგარიყავით, თქვენობით მოგ-
ვმართავდნენ, არა იმიტომ, რომ დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობ-
დით, უბრალოდ სიტყვა „თქვენ“ მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნე-
ლი იყო, მასში თავისთავად იგულისხმებოდა ორი სუბიექტი, ორი პა-
ტარა გოგო, სხვა, არაამქვეყნიური პლანეტიდან, უცნაური ხასიათის
მქონე ორი უცხოპლანეტელი.
საზეიმო ცერემონია ჩვენთვის ზედმეტად სევდის მომგვრელი
იყო, გადავწყვიტეთ ეს დღე საკუთარი ძალისხმევით გაგვეფერადე-
ბინა. სადარბაზოში შევედით და ჩვენთვის ჩუმად ვიდექით. ალბათ
გაგიკვირდებათ, რა უნდა ყოფილიყო თბილისის ბნელ სადარბაზოში
საინტერესო და მომხიბლავი? ბევრისთვის არც არაფერი, მაგრამ
ჩვენ აღვიქვით პატარა, ბნელ სამყაროდ, რომელსაც ჩვენი სიჩუმით
ვაფერადებდით. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს მომავალზე, წინასწარმეტ-
ყველებზე, იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადამიანის შინაგან ბუნებაზე,
ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირებაზე დავიწყეთ ლაპარაკი.
ერთი სიტყვით, ყველაფერზე, რაც მუდამ გვაინტერესებდა.
მგონი მაზოხისტები ვიყავით, თან გვენანებოდა, რომ სკოლის
მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სიმარტოვეში, ბნელ
სივრცეში ვატარებდით, თანაც გვსიამოვნებდა ასეთი განდეგილო-
ბა. გონება გვკარნახობდა, რომ ამგვარი ანაქორეტობა კარგს არა-
ფერს მოგვიტანდა, მაგრამ მთელი გულით გვიხაროდა სამყაროსგან
განცალკევებით ყოფნა.
თაკოს გაფერადებულ ზურგჩანთას შევავლე თვალი და გავიხსე-
ნე, რამდენი რამ გადაეტანა ამ პატარა ნაჭრის არსებას. წელსაც ამ
ჩანთის ტარება თაკოს ღრმად გადაეწყვიტა. ყოველ წელს ამატებდა
ხოლმე თითო გაფერადებულ ნახატს, წებოვან სურათებსა და შოკო-
ლადების ეტიკეტებს. ეს ყველაფერი მერე ბავშვობას გაახსენებდა

6
და არასდროს დაავიწყებდა, რომ სკოლის წლებში იყო საოცარად
ხალისიანი და ამავდროულად სერიოზულ თემებზე მოსაუბრე ბავ-
შვი, რომელსაც არაფრისაგან შეეძლო როგორც კომედიის, ასევე
ტრაგედიის შექმნა.
სპორტულად, მაგრამ დახვეწილად ჩაცმულ მეგობარს თვალი
უფრო ყურადღებით შევავლე და დავინახე, როგორ აუწითლდა ისე-
დაც მუდამ ატმისფერი ლოყები, როდესაც შეამჩნია, რომ გულზე და-
კიდული ჯვარი უკანა მხარეს, ზურგზე მოქცეოდა.
– ღმერთი არსებობს? – ვკითხე თაკოს.
– გაგიჟდი, როგორ მეკითხები ამას? – მყისიერად მიპასუხა მის-
თვის დამახასიათებელი შეშფოთებული ხმით.
– რა იცი? გინახავს?
– არა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველა ადამიანის სულში ცხოვრობს.
ვხვდებოდი, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს თემა რა-
ოდენ ტაბუდადებული იყო. ამ საკითხზე მსჯელობა ადამიანებს კი
არ აშინებდათ, არამედ უფრო ერიდებოდათ. რცხვენოდათ, ვიღაცას
არ გაეგო მათი მერყევი რწმენის შესახებ. მუდამ ასეა, ქართველებს
ჯერ კიდევ მონღოლებმა, თურქებმა და შემდეგ რუსებმა გამოუმუ-
შავეს სიმამაცე, ბრძოლისუნარიანობა და უშიშრობა, მაგრამ, სამწუ-
ხაროდ, ჩვენს მორიდებულობას, სხვისი, გარეშე პირის, აზრის გა-
ზიარებას ვერა ავნეს რა. გვწადია ამ თემაზე რეალურად საუბარი,
მაგრამ გვერიდება მამაომ, მასწავლებელმა, მშობლებმა არ გაიგონ
და ათეისტობა არ დაგვწამონ. არადა ამ თემაზე ღიად და თავისუფ-
ლად ლაპარაკი, პირიქით, ძლიერი ნებისყოფისა და რწმენის მქონე
ადამიანებს შეუძლიათ.
– მოდი, ამაზე გულწრფელად ვისაუბროთ, გთხოვ, წარმოიდგინე,
რომ საკუთარ შინაგან სამყაროს, სულს ელაპარაკები, – შევეხვეწე
თაკოს.
– მაინც რა გაინტერესებს? რატომ გეპარება ეჭვი, რომ უფალი
არსებობს? ვერ ხედავ რა მრავალფეროვანი სამყარო გვაჩუქა, რა

7
თბილი, მოსიყვარულე ოჯახები გვარგუნა?
– მაშ, – შევეკამათე მეგობარს, – ვისაც არ უნახავს ჩვენი სამყა-
როს ლამაზი ადგილები და ვისაც ბედნიერი ოჯახი არ გააჩნია, უფ-
ლის არ უნდა სწამდეს?
– სიკეთეზე რას იტყვი? ღმერთმა ის უხვად გვიბოძა, შემოიხედე,
რამდენ ბედნიერ, გახარებულსა და წარმატებულ ადამიანს დაინა-
ხავ.
– ბოროტება უფრო სუფევს ამ სამყაროში, თაკო, ვიდრე სიკეთე.
თაკოს თითქოსდა სწორედ ამის მოსმენა უნდოდა, გაიღიმა, ალ-
მაცერად შემომხედა და მიპასუხა:
– სწორედ ამიტომაა სიკეთე დასაფასებელი, ბოროტების გარეშე
ის, უბრალოდ, ვერ იარსებებს. როგორ იარსებეს მდიდარი ადამიანი
ღარიბის გარეშე? ვისთან მიმართებაში იქნება ის მდიდარი? ან რო-
გორ იარსებეს სილამაზე სიმახინჯის გარეშე? განათლება – უმეცრე-
ბის, მთვარე – მზის, სინათლე – სიბნელის გარეშე? ყველაფერი ხომ
შეფარდებითია, ერთი მეორეს უნდა ავსებდეს, მხოლოდ მაშინ ეძლე-
ვა ყოველივეს ფასი.
– სიმართლე გითხრათ, მისმა პასუხმა ჩამაფიქრა და გამააზრები-
ნა, რომ წუთისოფელში ზედმეტი არაფერია და თვით უსარგებლო,
გამოუყენებელი ან ბოროტების მფრქვეველი ნივთი შეიძლება სწო-
რედ იმისთვის იყოს საჭირო, რომ მისი საპირისპირო თვისებების
მქონე ობიექტის დაფასება შევძლოთ.
– რამდენჯერ მიფიქრია, რატომ არის ზოგი ადამიანი ღატაკი,
არაფრის მქონე, გაუბედურებული? ესეც ჩვენი სამყაროს აუცილე-
ბელი ატრიბუტია. ჩვენ ვერასდროს დავაფასებდით იმას, რაც
გვაქვს რომ არა ეს ადამიანები. გამოტყდით და აღიარეთ, რომ და-
ტანჯული ადამიანების შემყურე საკუთარ სიცოცხლეს, სამსახურს,
ოჯახს, ხელფასს უფრო აფასებთ. მაგრამ არ მოიძებნება არც ერთი
ნივთი, საგანი თუ ადამიანი, რომელიც რაიმეს ვერ ანადგურებდეს,

8
ან პირიქით ვერ მოხერხდეს მისი განადგურება. ერთადერთია ღმერ-
თი.
ღმერთი? ის ერთადერთი რეალური თუ არარეალური არსებაა,
ვისიც ყველაზე მეტად გეშინია, მაგრამ მაინც ყველაფერს უბედავ.
– თუ უფალი სულგრძელობისაკენ გვიბიძგებს, მაშ რატომ არ შე-
იწყალებს ის მოკვდავებს, რომლებმაც თავი მოიკლეს? იცი, რამდენ-
ჯერ მქონია თავის მოკვლის ინტერესი? ინტერესი და არა სურვილი!
ხომ შეიძლება, უბრალოდ მაინტერესებდეს? მაგრამ ინტერესი იმი-
სა, თუ რა მოხდება, ამის არ გაკეთებისა და ცხოვრების გაგრძელე-
ბის შემთხვევაში, ბევრად დიდი აღმოჩნდა. მოგეხსენება, ეს ცოდვა
ყველაზე მძიმეა. დავიჯერო მკვლელი, ქურდი ან ავაზაკი უფრო ბო-
როტმოქმედი არ არის, ვიდრე სუიციდის ჩამდენი პირი? რა საშინე-
ლებაც არ უნდა მოხდეს, თვითმკვლელობის დროსაც – ყველაფერს
აქვს ადამიანური საწყისი, – ვკითხე თაკოს და თავი დავიიმედე, რომ
ამაზე „რელიგიურ“ პასუხს ვერ გამცემდა.
თვითმკვლელობა თავის თავში ისედაც გულისხმობს ქურდობას,
ეგოიზმს, მკვლელობას, ძარცვას, – ჩემთვის სრულიად არაადეკვა-
ტურად მიპასუხა და ნიშნისმოგებით შემომხედა.
– ეს როგორ?
– თვითმკვლელობა ქურდობაცაა, ვინაიდან სუიციდისტი დედა-
მისს ბედნიერი ცხოვრების უფლებას ჰპარავს, ძარცვავს ოჯახის
მშვიდობას, კეთილდღეობას, ვერაგულად და დაუნდობლად არ-
თმევს და-ძმას, მამას სიცოცხლისუნარიანობას, ფერფლად აქცევს
მათ გულს. ამავდროულად თვითმკვლელი ეგოისტია, რომელიც
სხვებს უტოვებს თავის პრობლემებს, ეპარება საზოგადოებრივ მო-
ვალეობებს, ცხოვრების მკაცრ რეჟიმს. მათ არ ესმით, რომ როცა
ხსნის გზას ვერ ხედავ – შეგიძლია თვითონვე გაკვალო. გარდა ამისა,
სუიციდისტი მკვლელიცაა, თან ყველაზე სასტიკი, ის ხომ ღვთის ნა-
წილს კლავს, რომელიც არსებობს ყოველი ადამიანის გულში. სოფო-

9
კო, ნუთუ გგონია, რომ ამაზე უარესი ცოდვის ჩადენა ძალუძს მოკ-
ვდავებს? ეს არ არის უსამართლობა. და, საერთოდ, დედამიწაზე
უსამართლობა არ არსებობს. ერთადერთი, რასაც შეიძლება უსამარ-
თლობა ვუწოდოთ, არის ის, როდესაც ჩვენ ჩვენივე სამართლიანო-
ბისთვის არ ვიბრძვით.
და არსაიდან ხმა...
როდესაც მიხვდა, პასუხის გაცემას არ ვაპირებდი, თვითონ ჩამე-
ძია: „საინტერესოა, შეძლებს თუ არა ადამიანი ერთდროულად
ღვთის გზაზე იაროს და თან ცხოვრებაში უზარმაზარ წარმატებას
მიაღწიოს კარიერასა და ოჯახში? დღეს ხომ ძალიან რთულია წესი-
ერი, პატიოსანი და სულგრძელი ცხოვრების სტილით წუთისოფლის
მწვერვალს მიაღწიო? უბრალოდ, წარმოიდგინე, შეგიძლია თუ არა
შენი ქონების მეორედი სხვას დაუთმო – დაურიგო გაჭირვებულებს,
ავადმყოფებს, ეკლესია-მონასტრებს? არა? აბა, უფალი რომ გვას-
წავლის, დაეხმარე შენს სულიერ ძმებსა და დებს? მე პირადად მგო-
ნია, რომ დღეს ასეთ საქციელს უვიცობასა და უგუნურობაში ჩაგით-
ვლიან. ბოლოს და ბოლოს კომუნიზმში ხომ არ ვართ, მშრომელი და
უსაქმური ერთ საფეხურზე ვიდგეთ? “
და არსაიდან ხმა...
ვერ გავეცი ამ კითხვას პასუხი, ვერც წინას ვუპასუხე. ჩემი გონე-
ბა სულ სხვაგან იყო, ვფიქრობდი ერთ უბრალო ადამიანზე, რომელ-
მაც თვითმკვლელობით დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე. 21
წლის ასაკში მან გადაწყვიტა, ამ ქვეყანას დამშვიდობებოდა, უარი
ეთქვა მის თვალწარმტაც და ამავდროულად ცივსა და უხეშ პირო-
ბებზე. ნუთუ ღმერთი მას მართლა არ შეიწყალებდა? ნუთუ ჯოჯო-
ხეთისთვის გასწირავდა მის უმანკო სულს, რომელმაც ვერ გაუძლო
ამქვეყნიურ დარდს? ოდნავ გაბრაზებული ვიყავი თაკოზე, ვინაიდან
ჩემთვის უბრალო ადამიანი, ფაქტობრივად, უსაზარლეს დამნაშა-
ვედ გამოიყვანა. სადღაც მსმენია, რომ ამქვეყნად მცხოვრებს შეუძ-
ლია თავისი საყვარელი ადამიანის „გამოხსნა ჯოჯოხეთიდან“, ეს

10
გარკვეულ ეკლესიურ რიტუალებს უკავშირდება, გარდაცვლილის
ცოდვები სრულიად ცოცხალზე გადმოდისო და მან ცხოვრებაში უნ-
და შეძლოს ამ ცოდვების მონანიებაო. თუმცა, ვერ გეტყვით, რამდე-
ნად შეესაბამებოდა ეს ყველაფერი სიმართლეს. მხოლოდ ერთი რამ
ვიცოდი – ვერც იმ ადამიანის დედას და ვერც მე, დარწმუნებული
ვარ, ამის ნებისყოფა არ გვეყოფოდა. რა ეგოისტია ადამიანი... თუ
დავუჯერებთ, ის ყველაფრისთვის მზადაა, მაგრამ საქმე საქმეზე
რომ მიდგება, უკან იხევს და მელიისაგან გაქცეულ კურდღელს ემ-
სგავსება.
ასე, სადარბაზოში მოკუნტულებმა, გავატარეთ ჩვენი მეთორმე-
ტე კლასის პირველი დღე.

11
2
– სოფოკო, გამოდი დაფასთან, – შემომძახა მასწავლებელმა პე-
დაგოგებისათვის დამახასიათებელი ცოფიანი ხმით.
გაკვეთილი არ ვიცოდი, მეგონა სწავლის დაწყების მესამე დღეს
ბიოლოგიის მასწავლებელს თავში აზრად არ მოუვიდოდა, რომ ვი-
ღაცამ იცოდა „ეუკარიოტებისათვის“ განკუთვნილი გაკვეთილი. ეს
თემა ყველასთვის უცხო იყო, ამიტომ მთელი კლასი ჩუმად იჯდა.
„კარგი, სიის მიხედვით დავიწყოთ. “ ეს ფრაზა მთელი ცხოვრება დამ-
სდევს უბედური შავი კატის მსგავსად. კატა თუ გადაგირბენს გზაზე,
უბედურება დაგემართებაო. ცრურწმენების არ მჯეროდა, მაგრამ
როგორც კი გავიგებდი სიტყვა „სიას“, ვიცოდი ახლა აუცილებლად
გამომიძახებდნენ. – რატომ იწყება ჩემი გვარი „ა“ ასოთი, – ოდნავ
გაღიზიანებულს შემთხვევით ხმამაღლა წამომცდა.
– უნდა გიხაროდეს, პირველი რომ გამოგიძახე. შანსი გეძლევა
პირველმა მოყვე და ამით შენს კლასელებს გაუსწრო ცოდნაში. 30-
დან მომავალში ალბათ მხოლოდ ნახევარი შეძლებთ საკუთარი პრო-
ფესიით დასაქმებას. დროა, შეეჩვიოთ კონკურენტუნარიან გარემოს.
რომ გაიზრდებით, არავინ შეგეხვეწებათ ცოდნის გამომჟღავნებას.
12
მართალია, ახლა, უბრალოდ, მეგობრები ხართ, მაგრამ რამდენიმე
წელში ერთმანეთის პოტენციური მეტოქეები გახდებით. შეიძლება
პროფესიაში ან ჩვეულებრივ ურთიერთობაში. საკუთარი თავი მაქ-
სიმალურად უნდა გამოავლინოთ, დაანახოთ მთელ მსოფლიოს
თქვენი შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები. წესით, ერთმანეთს უნ-
და დაუპირისპირდეთ, უნდა გწყუროდეთ დაფასთან გამოსვლა და
გაკვეთილის მოყოლა, შენ კი, სოფოკო, დაჯექი და შემდეგისათვის
იდეალურად მოამზადე გაკვეთილი, დღეს ორიანსაც არ იმსახურებ.
– თქვენი და თქვენნაირების ბრალია ადამიანების გულგრილობა
და ნეგატიური დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, – ლამის გავ-
ყვითლდი, როდესაც მივხვდი, რომ ხაზგასმით გავაგონე ეს მანანა
მასწავლებელს..
– უკაცრავად, რა თქვი? – მოიხსნა სათვალე, მაგიდაზე დადო და
ფეხებიდან თავამდე დამათვალიერა შეშფოთებული მზერით, – გა-
იმეორე, ალბათ არასწორად მივუხვდი შენს ინტონაციასა და აზრს.
– ხედავთ, თქვენმა სიბოროტემ დაგაყრუათ კიდევაც.
ამ დროს მანანა მასწავლებლის თვალები სოდომური, შემზარავი
ადამიანების მზერას დაემსგავსა. ის ჩემგან ახსნა-განმარტებას ელო-
დებოდა.
– მაპატიეთ, მართლა არ მესმის, თქვენ, პედაგოგი ქალი, ბავშვო-
ბიდან რატომ გვინერგავთ ერთმანეთის ზიზღს, გვასწავლით, რომ
ერთმანეთი, ფაქტობრივად, უნდა გვძულდეს სამყაროს დაუნდობ-
ლობის გამო. თურმე კლასელებს პოტენციურ მტრებად თუ არ შევ-
ხედავ, საწადელს ვერ მივაღწევ? რა სისულელეა! იმის მაგივრად,
რომ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას გვასწავლიდეთ, რე-
ალურად სიბოროტისა და პირქუშობისთვის გვაქეზებთ. რატომ გგო-
ნიათ, რომ თუ ადამიანები ერთმანეთს გაგებით არ მოეკიდებიან,
გვერდში არ დაუდგებიან ურთიერთს, პირველმა მეორე შეიძლება
გათელოს და მიწასთან გაასწოროს? – ამ დროს ვიგრძენი, რომ აშ-

13
კარად ზედმეტი მომივიდა, მანანა მასწავლებლის მზერიდან გამომ-
დინარე კი, მინიმუმ, მშობლების სკოლაში მოყვანა მემუქრებოდა.
– შენი ვითომ ფილოსოფიური დასკვნები ჯობია შენთვის შეინა-
ხო, ნუ მასწავლი იმის გაკეთებას, რაც შენზე უკეთ ვიცი. ცხოვრები-
სეული პრაქტიკა თავისას გაჩვენებს და მერე გაიხსენებ ჩემს სიტ-
ყვებს, ლაწირაკო ბავშვო! – გაწითლებულმა და გამწარებულმა და-
მიყვირა მთელი თავისი ძალღონით.
– ალბათ, არასწორად მიუხვდით თქვენს ცხოვრებისეულ პრაქ-
ტიკას, იქნებ მას სხვა რამის თქმა უნდოდა თქვენთვის, არ დაფიქრე-
ბულხართ ამაზე? – უცბად მანანამ სიტყვა შემაწყვეტინა და გარეთ
გასვლა მიბრძანა.
თავმომწონე არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კლასიდან ჩემი
ასეთი უხეში გაგდება გულზე მომხვდა. თმა მოთმინებით გავისწო-
რე, მაგიდიდან მობილური, საწერი კალამი და ფურცლები ავკრიფე
და გარეთ გავედი.
სანამ ნახევარი საათი გარეთ ვიდექი და ფურცელზე რაღაცას
ვჯღაბნიდი, მანანა თურმე ბრიყვს, მეოცნებესა და გულუბრყვილოს
მიწოდებდა.
– იცი, რა გამწარებულად გლანძღავდა? – მითხრა კლასიდან გა-
მოსულმა თაკომ, – ბავშვები კი, უკლებლივ, მას ეთანხმებოდნენ.
– მათთვისვე უარესი, – ვუპასუხე მტკიცედ და ხელები უკმაყო-
ფილოდ ავწიე.
მეგობარს ჩავეხუტე და ბუფეტში ჩავედით. ბევრი საღეჭი რეზი-
ნი ვიყიდეთ, ძალიან ბევრი, პირი ავივსეთ და ხმამაღლა ვიცინოდით.
ვინმე თუ გაივლიდა, დანაღვლებულ სახეს ვიღებდით, ჩვენი მთავა-
რი ხასიათის შემადგენელ კომპონენტს ხომ ვერ ვუღალატებდით?
კიბეზე ასვლისას მანანა დავინახეთ, რომელიც ჩემი დამრიგებლის-
კენ მიეშურებოდა. ვიცოდი, ჩემი დამრიგებელი კარგი ქალი იყო და
ამისთვის არ დამსჯიდა, გაგებით მოეკიდებოდა ჩემს აზრს. ჩემი და-
მოკიდებულება მანანას მიმართ ერთბაშად გაუარესდა, როდესაც

14
დავინახე მისი აგრესიით სავსე თვალები, მინდოდა მივსულიყავი და
მიმეხალა, რომ ასეთი ცოფიანი გამომეტყველება ურჩხულს ამსგავ-
სებდა.
ისევ ის წითელი ჩანთა ეჭირა, რომლის გამოც მთელი სკოლა დას-
ცინოდა. გახეული, დაგლეჯილი და მოძველებული. ისეთი შთაბეჭ-
დილება დაგრჩებოდათ, რომ ამ ჩანთას ქურდების შესაშინებლად
ატარებდა. მაგის აზრით, ამ ქვეყანაზე ხომ ყველა ცდილობს სარგებ-
ლის მიღებას, სხვების დაჩაგვრას. ეს საზარელი ჩანთა მისი ყოველ-
დღიური ატრიბუტი იყო, მე და თაკომ კი გადავწყვიტეთ ამ ჩანთის
ამოშლა ამ ქალის ყოველდღიური ცხოვრებიდან. მანანაზე გაბრაზე-
ბული ვიყავი, კლასის წინაშე სულელად რომ გამომიყვანა.
როგორც კი გაკვეთილები დაგვიმთავრდა, სამასწავლებლოში
შევიჭყიტეთ, თაკომ საუბარში გაართო ქიმიის მასწავლებელი, რომ-
ლისთვისაც დაებარებინა ჩანთისათვის ყურადღება მიექცია მანამ,
სანამ მანანა საპირფარეშოში იმყოფებოდა და შინ წასასვლელად ემ-
ზადებოდა. ნეტა, ვისთან მიიჩქარებოდა ეს ქალი? ქმარი არ ჰყავდა,
არც შვილები, მარტო მოხუც დედას უვლიდა, რომელიც დიდი ხანია
შვილს აღარც სცნობდა საკუთარი ავადმყოფობის გამო. თუ ასეთი
„კონკურენტუნარიანია“, მაშ რატომ ვერ მოიცილა თავისი მოწინა-
აღმდეგეები სიყვარულში?
ჩანთა მოვიპარეთ მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვექრო მისი საყვა-
რელი ნივთი. რატომ ვაკეთებდით ამას? არ ვიცოდი, გამაბოროტა
მანანას სიტყვებმა, მაგასაც ეს არ უნდოდა? ჩანთიდან საფულე და
საბუთები ამოვალაგეთ და სკოლის დარაჯის წინ შეუმჩნევლად დავ-
ტოვეთ. ხელიც არ ამკანკალებია, როდესაც მანანას ჩანთა ნაგვისკენ
მოვისროლე. ტანში მხოლოდ სიამოვნებისა და კმაყოფილების ჟრუ-
ანტელს ვგრძნობდი. არც კი ვიცოდით, რას ვსჩადიოდით. წითელი,
ბინძური, სიძველისგან დაღმეჭილი ჩანთა სხვა ნაგავთან ერთად ეგ-
დო. ისე ვფიქრობ, მანანას მხოლოდ კარგი გავუკეთეთ, ეს საზარელი
არსება რომ მოვაშორეთ.

15
დამშვიდებულებმა McDonalds– ში გადავწყვიტეთ წასვლა. ოც
ლარამდე აღმოგვაჩნდა,ამიტომ ბევრი რამ არც მოგვივიდოდა. მაგი-
დაზე ფასტფუდის საჭმელი დავაწყვე, სკამებზე დავსხედით და მანა-
ნაზე დავიწყეთ საუბარი, მის სასაცილო ვარცხნილობაზე და ჩაცმის
სტილზე. მრცხვენოდა, რომ დავცინოდით, მაგრამ ყველა ბავშვი ასე
იქცევა, ასე ვიმშვიდებდით თავს.
ამ დროს ჩემი ყურადღება ერთმა მოხუცმა მიიპყრო, გახეული
ტანსაცმელი ეცვა, 60-65 წლის იქნებოდა. ეტყობოდა, რომ მაწანწა-
ლა იყო. მარტო იჯდა და ნაყინს ჭამდა. ხალხი უყურებდა და მის მი-
მართ აშკარა ზიზღს გამოხატავდა, „პური ეყიდა ამ ფულით არ ჯობ-
და, რას შემოდის აქ, რატომ გვიფუჭებს მადას, შეხედე, შეხედე, რა
ღორივით ჭამს, რატომ შემოუშვეს საერთოდ?
მირჩევნია ის ლარი გადავიხადო მის მაგივრად და მისი ბეწოც არ
ვნახო აქ. შეხედე რას ჰგავს“, – გაისმოდა რესტორნის ყველა კუთხი-
დან. მეც შევათვალიერე წამიერად, თუმცა არც ზიზღი მიგრძვნია და
არც სითბო მის მიმართ.
– მოდი, დავნიძლავდეთ, რომ 30 წამზე მეტხანს ვერ უყურებ, გუ-
ლი აგერევა, თუ გაუძლებ, ორ ნაყინს ვკისრულობ,– შემომთავაზა
თაკომ. – მყისიერად დავთანხმდი ამ სარფიან შემოთავაზებას. მო-
ხერხებულად მოვკალათდი და მზერა მისკენ მივაპყარი. ათი წამი
ფლეგმატურად ვუყურებდი, ჩემი გული ვერაფრით აივსო. მაგრამ
მერე... მერე, რაც შევიგრძენი რთული აღსაწერია. დავუკვირდი მო-
ხუცის ნაცრისფერ თვალებს, ეტყობოდა ახალგაზრდობაში ცისფერი
ან ლურჯი ფერის რომ იყო, მაგრამ ცხოვრების ქარიშხალმა თით-
ქოსდა ნაცარი ჩაყარა დაუნდობლად ამ ნაღვლიან მზერაში და სი-
ცოცხლით სავსე ფერი გაახუნა. გენახათ, რა სევდიანი მზერა ჰქონ-
და, ვერ გაარჩევდით, ტიროდა თუ მუდამ ასეთი სახის გამომეტყვე-
ლება ჰქონდა. თვალის გუგაზე შავი წერტილი ემჩნეოდა, გამშრალ
ცრემლს ჰგავდა, თითქოსდა ცხოვრების ნაკვალევს, ერთგვარ ხალს
აღნიშნავდა. რა დიდი სიამოვნებით აგემოვნებდა მოხუცი უბრალო

16
ნაყინს, ისე უხაროდა, დარწმუნებული ვიყავი, მწარე ტირილს იკა-
ვებდა. ტირილი უნდოდა იმიტომ, რომ კარგად ესმოდა, ამ ნუგბარს
კიდევ კარგა ხანს ვერ გაუსინჯავდა გემოს. ნაყინის ჭამისთვის გან-
კუთვნილი ორი წუთით ტკბებოდა, დროს იხანგრძლივებდა, ტკბი-
ლეული კი დნებოდა, თითებს უჭუჭყიანებდა, ის კი მაინც გამოზოგ-
ვით ჭამდა. ნეტა, რატომ იყო ასეთი სევდიანი, ეტყობოდა, რომ მხო-
ლოდ მატერიალური გასაჭირი არ იყო მიზეზი. ეგება, შვილებმაც მი-
აგდეს ან სიყვარულში არ გაუმართლა, ან იქნებ მთელი ცხოვრება
მარტოსული პერსონაჟის როლს თამაშობდა?
მაღალი, მხარგანიერი, თავისი ასაკისათვის შეუფერებლად და-
კუნთული იყო. ნეტა, რატომ არ მუშაობდა სადმე? უცბად წარმო-
ვიდგინე ეს კაცი მუშაობის პროცესში. შრომობს, შრომობს, მაგრამ
ვერ ხედავს გარჯის აზრს, მის წარმოსახვაში მხოლოდ ბნელი მომა-
ვალი ტივტივებს. მომავალი ბნელ ქუჩაში, ღამით, ვიღაცა შემთხვე-
ვით ფეხს რომ დააბიჯებს მაშინ, როცა მოხუცს სიზმარში საწადელი
ოცნება უსრულდება. მოხუცს სძინავს, თბილისის ბნელ ქუჩებში კი
ახალგაზრდები ერთობიან, მაწანწალას ძილს უფრთხობენ, მაგრამ
ის არ ბრაზდება, რადგან ისიც ასეთი სიცოცხლით სავსე ახალგაზ-
რდა იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ წარსულის გახსენებით ტკბება, ნა-
ნობს, დროს უკან რომ ვერ დაიბრუნებს, არადა ალბათ როგორ უნდა
დუტის ქურთუკი ეცვას და ქუჩაში ფეხბურთის სათამაშოდ გავიდეს.
მაგრამ განა ელოდება ახლა ვინმე სადმე ეზოში? არა. და სწორედ ეს
სტკენს გულს, ყელში გაჩხერილ სიმწარეს კი ამ დესერტით იტკბობს.
ეტირება, მაგრამ ეშინია, ტირილი ისე არ მოეძალოს, რომ ნაყინი და-
უდნეს და ძლივს შეგროვილი ლარი წყალში ჩაუვარდეს.
რა ნეტარებით ჭამდა ნაყინს, მისთვის ეს იყო ერთადერთი მანუ-
გეშებელი ნუგბარი. მისი მწუხარებით სავსე თვალები რომ აღმოგე-
ჩინათ, კარგა ხანს უნდა გეცქირათ. თხუთმეტმა წამმა ჩემი გულგრი-
ლობის გადაფარვა შეძლო და ეს მათხოვარი ჩემს თვალში ნამდვილ

17
გმირად აქცია. გმირად, რომელმაც უკანასკნელი ფული ბედნიერე-
ბისთვის დახარჯა. რა აუცილებელია გმირებმა მაინც და მაინც სხვე-
ბი გადაარჩინონ, სხვები გააბედნიერონ. ხომ შეიძლება გმირი ერ-
ქვას იმ ადამიანს, რომელიც ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლით
ტკბება. წარმოიდგინეთ, ყველა ასე თუ მოიქცეოდა: თვალებს დახუ-
ჭავდა სხვის სიბოროტესა და ამპარტავნობაზე, ამ მოხუცის მსგავ-
სად, არ დაინტერესდებოდა ნეგატიური აზრით მის შესახებ, ისია-
მოვნებდა მისთვის განკუთვნილი ყოველი წამით. ამ შემთხვევაში
ჩვენ მივიღებდით საკუთარი ღირსებისა და ფასეულობების შემ-
გრძნებ, სრულყოფილ ადამიანებს. გმირების მიზანიც ის არ არის,
სხვები რომ უბედურებას გადაარჩინონ? უბრალოდ გვეყოლებოდ-
ნენ ინდივიდუალური გმირები, საკუთარი ბედნიერებისთვის რომ
იღწვიან. თუ ყველა მის მსგავსად მოიქცეოდა, ადამიანი არა მხო-
ლოდ ყოფით დამძიმებული ჭანჭიკი იქნებოდა, არამედ ბედნიერი
სიცოცხლით აღსავსე პიროვნება. ამგვარად, გმირების მისია გან-
ხორციელებულად ჩაითვლებოდა, გმირი კი 7 მილიარდი ინდივი-
დუალი გახდებოდა. თუ ფიქრობთ, რომ ჩემი შეხედულება ინდივი-
დუალურ გმირებზე აბსურდული და უტოპიურია, შეგახსენებთ, რომ
სწორედ თქვენ დარდობთ თქვენს კარიერაზე, მატერიალურ უზრუნ-
ველყოფაზე, ოჯახსა და ზოგადად მომავალზე. არ ფიქრობთ, რომ
სწორედ საკუთარ წარმატებაზე ორიენტირებული ერთეულები
ქმნიან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას? გაოგნდებით და ბუნებრი-
ვია კითხვა გაგიჩნდებათ, რომელი მოხუცის მოქმედება იყო წარმა-
ტებისა თუ წინსვლის მქადაგებელი? გეტყვით, რომ ადამიანებს ბედ-
ნიერება და სასურველი მიზნის მიღწევა სხვაგვარად ესმით. ზოგის-
თვის სატრფოს გულის დაპყრობა, ზოგისთვის მაღალი თანამდებო-
ბის დაკავება, ზოგისთვის კი ნაყინით ტკბობა უმაღლეს საწადელს,
ბედნიერებას წარმოადგენს. მეტყვით, ძალა ერთობაშიო და ერთი
ადამიანი ვერაფერს შეცვლის ამხელა სამყაროში? ამაზეც გიპასუ-

18
ხებთ და გეტყვით, რომ სწორედ ეს არის ერთობა, მხოლოდ იმ გან-
სხვავებით, რომ ეს უკანასკნელი უფრო აბსტრაქტული ხასიათისაა,
ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ბანალური ერთიანობა. თუ ყველა საკუ-
თარი ძალებით შეეცდება მსოფლიოს განვითარებას, საბოლოო ჯამ-
ში აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი მიზანი არ ექნება? სიმბოლუ-
რად, ჩვენ ცალ-ცალკე ვიმუშავებთ, მაგრამ შედეგის მიღწევა ერ-
თიანი ძალების გამოყენებით განხორციელდება. მარტივად რომ
წარმოიდგინოთ, მდუღარე წყალში მოთუხთუხე ხორცი, სტაფილო
თუ კარტოფილი დამოუკიდებელ ფუნქციას ასრულებენ, თუმცა, სა-
ბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც წვნიანს მივიღებთ. გემრიელი იქმნება ის
თუ არა, უკვე მზარეულის ოსტატობა განსაზღვრავს, ცხოვრებაში კი
ადამიანების სურვილი.
– შენც იგივე იგრძენი? – დამწუხრებულმა ვკითხე თაკოს.
– სოფოკო, რა ბოროტია თურმე ადამიანის არსება. მე გული მე-
რევა ამ ხალხზე. დააკვირდი, რა ზიზღით უყურებს ეს ბრბო მოხუცის
სევდით აღსავსე თვალებს. მაგრამ მეც ეს არ გითხარი? მეც არ მე-
გონა, რომ დიდი ხნის ყურების შემდეგ, შეიძლებოდა გული ამრე-
ოდა? რატომ ვთქვი ეს, ალბათ მეც მათსავით დაუნდობელი ვარ. არ
მინდა ასეთი, შურიანი და ბოღმიანი, ვიყო. მაგრამ ეს სულგრძელო-
ბა მომიტანს განა რამეს, როგორ ფიქრობ?
– ეგ მანანას არ ჰკითხო, თორემ დაუყოვნებლივ გიპასუხებს, რომ
სიკეთე ყველაზე აბსურდული ცნებაა, – სიცილით მივუგე და წასას-
ვლელად მოვემზადე.
გამოსვლისას გადავწყვიტეთ ჩემი უმცროსო ძმა სკოლიდან წა-
მოგვეყვანა, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგმულ
სპექტაკლში მონაწილეობდა. ჩვენი სკოლა უზარმაზარი იყო. მაღა-
ლი ჭერი, განიერი კარები, დიდი და ფართო საკლასო ოთახები. სკო-
ლის დათვალიერება მაშინ, როდესაც მისი „ბინადრები“ იქ არ იმყო-
ფებოდნენ, საოცარი სიამოვნების მომგვრელი აღმოჩნდა. სასწავლო

19
დაწესებულება თითქმის ცარიელი დაგვხვდა. შესასვლელთან მხო-
ლოდ რამდენიმე მანქანა იდგა. მიხაროდა, რომ პარალელური კლა-
სის გოგოების ამპარტავან და ტონალური კრემისგან გასიებულ სა-
ხეებს ვერ დავინახავდი. სპექტაკლის ყურება მათ მოდურ საქმიანო-
ბაში ხომ სულაც არ შედიოდა.
რა სხვანაირი იყო ამ დროს ბუფეტი, კაბინეტები, ფიზიკის ჩაბნე-
ლებული ოთახები. ისეთი სასიამოვნო გარემო სუფევდა, თავი საკუ-
თარ სახლში ვიგრძენი. შუქი ყველგან გამოერთოთ, ამიტომ მთელი
სკოლა ჩაბნელებული დაგვხვდა. მხოლოდ სააქტო დარბაზიდან ის-
მოდა ოვაციები, ყვირილი და სიცილი. რატომ მერჩივნა ნეტა, სპექ-
ტაკლის ნახვას სიბნელეში დარჩენა? სავარაუდოდ იმიტომ, რომ ასე-
თი გარემო ძალიან მენატრებოდა. საოცრად მშვიდი, თავი რაღაც
ფანტასტიკურ ფილმში მეგონა. ვითომ მთელ სკოლაში მხოლოდ მე
და თაკო დავრჩით, არავინ მეტი, რა მისია გვეკისრა ოღონდ, ვერ
გეტყვით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აქაურობით, უბრალოდ, გვესია-
მოვნა, დაგვევიწყებინა, რომ ეს სკოლაა, რომელსაც ყოველ კუთხეში
სათვალთვალო კამერები ეყენა და მთელი ოთხი სართული გიჟები-
ვით გვერბინა.
შარვლის ტოტები ხელებით გადავკეცე და გეპარდივით სირბილი
დავიწყე. საოცრად ვგრძნობდი ადრენალინს. ვიცოდი, რომ დიდი
ალბათობით დირექტორი გვიყურებდა ამ კამერებით თავისი ოთა-
ხიდან, მაგრამ ეს უფრო მამხნევებდა, წარმოვიდგენდი ჩემს თავს გა-
მომწყვდეულ სივრცეში, საიდანაც გასასვლელი უნდა მეპოვა, დი-
რექტორი კი ვითომ ამ თამაშის შემქმნელი იყო. ღრმად მწამდა, რომ
სკოლის 1500 მოსწავლე ჩემი გულშემატკივარი იყო. დავრბოდი,
დავრბოდი, ყველგან ყვირილი ისმოდა, შავი სკოლა კი უეცრად გა-
ფერადდა და ნამდვილ არენას დაემსგავსა.
ისევ ყვირილი... ყველა მე მგულშემატკივრობს, მთელი ძალღო-
ნით მივრბივარ, უკვე მესამე სართულზე ავედი, ვიღლები, ო, რო-
გორ ვიღლები, მაგრამ ძალას ვიკრებ და ისევ ავდივარ, 1500 ბავშვი

20
მეძახის, ჩემი იმედი აქვთ, მე თუ შევძლებ, ისინიც გაუმკლავდებიან
ამ თამაშს. ცხოვრება თამაშს ემსგავსება, მგონია, რომ თავს ვეღარ
ვაკონტროლებ, ვიღაცა ღილაკს აჭერს, ჩემი გაჩერება უნდა. მაგრამ
მე არ ვნებდები, კლასელების ხმა მანუგეშებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ
ძლიერი მოთამაშე მაკონტროლებს, მას ჩემი დამარცხება უნდა, ჩემი
დამცირება სწადია მეგობრების თვალში, ჩემი სისუსტის მათთვის
დანახვა, აღარ შემიძლია, იქნებ დავნებდე? „არა, გააგრძელე“, – მიყ-
ვირის ჩემი 1500-იანი მხარდამჭერი. ვეღარ ვხედავ, სად მივრბივარ,
ხალხის ყვირილი მართლა რეალურ ოვაციებს ემსგავსება. იქნებ რე-
ალურია ეს ყველაფერი? კი, კი ნამდვილად ეგრეა! სოფოკო, ყველა
შენ გიყურებს, აიხედე, ისინი კიბის თავზე არიან ამხედრებულები.
მაგრამ მათი აღარ მწამს, რატომ? მათ ჩემი გამარჯვება უნდათ.
„არა, ნუ უჯერებ“, – ისევ ჩამესმის მთავარი მოთამაშის ხმა. ვის ვენ-
დო? მიშველეთ.. ვინ ხარ, სად ვარ, გამაჩერეთ, გთხოვთ. მაგრამ არ
მსურს გაჩერება, მაინტერესებს როგორ დამთავრდება ეს რეალუ-
რობას მიმსგავსებული თამაში. მთავრდება, არააა, არაა, ვუახლოვ-
დები ბოლო სართულს, თანაც სარბენი აღარ მრჩება, უნდა გავიგო,
უნდა გავარკვიო, ვინაა ჩემი გულშემატკივარი, ვინაა, ვინ? ისევ ყვი-
რილი მესმის, სკოლელები მიბიძგებენ მათთან ამოსვლისაკენ, მაგ-
რამ მე მთავარი მოთამაშის უფრო მწამს. ნეტა, რატომ? მან არ ჩა-
მაგდო ამ გასაჭირში, ამ დაუნდობელ თამაშში? იქნებ ასეა საჭირო?
ფიქრის დრო არ არის, უნდა მოვიგო, მაგრამ ვის ვენდო? ყვირილი
და ტაში უფრო ძლიერად ისმის. გავჩერდე, დავუჯერო იდუმალ
ხმას, რომელიც ასე ძალიან მენათესავება, თუ ავხტე ჩემს ამხანაგებ-
თან? კიბის სამი დონეთა რჩება, ერთი და საბოლოო ნახტომი. რის
შორის გავაკეთო არჩევანი? მე ბრძოლისუნარიანი ვარ, არ დავნებ-
დები, არა და ახტომა გადავწყვიტე.
– სუნთქვა შემეკრა, როდესაც გავიაზრე, რომ თურმე სააქტო
დარბაზთან აღმოვჩნდი. ჩემი ფანტაზია კი იმდენად ძლიერი და და-
მაჯერებელი აღმოჩნდა, რომ პირველი სართულიდან მეოთხეზე

21
ასასვლელად განკუთვნილი დრო ჩემმა მენტალურმა გონებამ აბ-
სტრაქტულ თამაშად აქცია. ოვაციები ნამდვილი იყო, მაყურებელი
მსახიობს უყვიროდა, რათა მას ბოროტი პერსონაჟი დაემარცხებინა.
„მთავარი მოთამაშე“ კი თაკო იყო, რომელიც ჩემს გაჩერებასა და სა-
აქტო დარბაზში გამარჯვებულის კივილის შეწყვეტას ცდილობდა.
თაკომ ვერ გამაჩერა, დარბაზში კი გიჟივით შევვარდი და საშინელი
კივილი მოვრთე: „დაგიჯერეთ, ხედავთ, გავიმარჯვე, მომილოცეთ“.
მხოლოდ საშინელმა, დამამცირებელმა სიცილმა გამააზრებინა, თუ
რა სისულელე ჩავიდინე. ყველას, ჩემი ძმის ჩათვლით, ნამდვილი გი-
ჟი ვეგონე.
– ალბათ დაიღალა ან შეეშინდა სიბნელის, – შეეპასუხა თაკო ჩემ
წინააღმდეგ ამხედრებულ ბრბოს.
– ან უბრალოდ ცანცარობთ, რის გამოც საყვედურს მიიღებთ, წა-
დით აქედან, დროზე! – დაიღრიალა დირექტორმა, ჩვენ კი სასწრა-
ფოდ იქიდან მოვწყდით.
სააქტო დარბაზის კარები სწრაფად მოვიხურე და წამის მეასედ-
ში ისევ ბნელ შესასვლელში აღმოვჩნდი.
– მაპატიე. – მე რატომ მიხდი ბოდიშს? – გაკვირვებით მკითხა
მეგობარმა.
– რომ არ დაგიჯერე, რეალობას მოვწყდი და ნამდვილი გამარ-
ჯვება მომინდა.
– მგონი, ძალიან გაერთე ამ თამაშში, არაუშავს, სამაგიეროდ,
წლების მერე სასიამოვნოდ გაგვახსენდება ეს ამბავი. დამიჯერე, სა-
ხალისოდ მიიჩნევ, დაწვრილებით რომ მოგიყვები, თუ როგორ დარ-
ბოდი, ან რა სწრაფი ყოფილხარ, ამას მიმალავდი?
ამის შემდეგ იმდენი ვიცინეთ, რომ თაკოს თქმით, აშკარად ცუდი
რამე შეგვემთხვეოდა. ჩემგან განსხვავებით, ღრმად სჯეროდა, ბევრ
სიცილს რომ ცრემლი მოჰყვებოდა.
ჩემდა გასაკვირად, მეორე დღეს ამ ინციდენტის გამო შენიშვნა
არ მიმიღია, სამაგიეროდ მანანამ ერთი ამბავი მორთო დაკარგული

22
ჩანთის გამო. მთელი სკოლა ფეხზე იდგა. მე და თაკო ხმას არ ვიღებ-
დით. კლასში მანანა შემოგვივარდა, ყველას უხაროდა, რომ სულ
ცოტა, ოცი წუთი მანანას ბღავილს მოვუსმენდით და არა ვეფხის-
ტყაოსნის გარჩევას.
– თქვენ იცით რას ნიშნავს ეს ჩანთა ჩემთვის? რა თქმა უნდა, არა.
თქვენ ხომ ჯერ არაფერი გესმით ცხოვრების შესახებ. დამიბრუნეთ
ჩანთა, არაფერს გისაყვედურებთ, მართლა. ეს ჩანთა წლების წინ
საყვარელმა ადამიანმა მაჩუქა, რომელიც წლებია აღარ მინახავს, არ
ვიცი მიმატოვა თუ გარდაიცვალა, სხვასთან წავიდა თუ ისევ მეძებს.
იქნებ შემთხვევით გადააწყდით ამ ჩანთას, ბავშვებო? – ასეთი აც-
რემლებული მანანა ჯერ არასდროს ყოფილა, თუმცა გულუბრყვი-
ლო ბავშვიც კი მიხვდებოდა, რა დიდი პირქუშობა და ფარისევლობა
იმალებოდა ამ მჭერმეტყველი ქალის უკან.
რატომღაც მანანას მწუხარე სიტყვებს ჩემში თანაგრძნობა არ გა-
მოუწვევია, პირიქით, მლიქვნელურად დამთმობი სიტყვები პირდა-
პირპროპორციულად აზიანებდა ჩემს ნერვულ სისტემას.
ჩანთის დაბრუნება სინდისის ქენჯნის გამო მაინც გადავწყვი-
ტეთ, მანანას არ ვენდეთ და არ გამოვუტყდით ჩვენი ცუდი საქციე-
ლის შესახებ. ზედმეტი პრობლემები არ გვინდოდა. სამწუხაროდ,
სკოლის მერე ჩანთა სანაგვესთან არ დაგვხვდა. რა უცნაური იყო,
ნაგავი არ წაუღიათ, ალბათ მათხოვარმა აიღო ის ჩანთა, მაგრამ ღა-
რიბიც კი არ დაკმაყოფილდებოდა ამ ჩანთით, ვის რაში სჭირდებო-
და, რა გამოსადეგი ეგ იყო?

23
3
დადგა სანატრელი 20 სექტემბერი. ერთი წლის განმავლობაში
მოუთმენლად ველოდებოდი ამ თარიღს. რიცხვს, რომლის დადგომა
საამურ დასვენებას მპირდებოდა. ერთი კვირის გაცდენა სკოლაში
კი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა.
ერთი სული მქონდა, როდის დაგვიმთავრდებოდა გაკვეთილები,
ისე მინდოდა ტანსაცმლის ჩალაგება, მოგზაურობისთვის მომზადება
და თვითმფრინავში ჩაჯდომა, რომ ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი
და ზარის დარეკვამდე დარჩენილ წამებს ვითვლიდი. ბოლო გაკვე-
თილი ყველაზე დამღლელი აღმოჩნდა. ისტორია არ მიყვარდა, ამი-
ტომ ჩემთვის ორმაგად გამაღიზიანებელი იყო პირველ მერხზე ჯდო-
მა.
ზარი რომ დაირეკა, სამ წამში რაც კი მაგიდაზე მეწყო, ყველაფე-
რი, ხელის ერთი მოსმით ჩანთაში ჩავყარე და გასაქცევად მოვემზა-
დე, გარეთ მამა მელოდებოდა. ძალიან გამიკვირდა, როდესაც თინი-
კო მასწავლებელმა შემაჩერა და უკმაყოფილოდ შემომხედა, რადგან
ვერც კი შევამჩნიე, რა სულსწრაფად ავდექი და კარისკენ მივაშურე.

24
– საით მიგეჩქარება? ჩემს გასვლას მაინც დაელოდე ან არ გაინ-
ტერესებს, რა გაქვს შემდეგში სასწავლი? – არც კი შემოუხედავს,
ისე მკითხა პედაგოგმა.
– დღეს მალტაში მიემგზავრება და შემდეგ სამ გაკვეთილს არც
დაესწრება, რაში აინტერესებს თქვენი დავალება, მაინც არ ისწავ-
ლის, – უპასუხა საბა სუხიაშვილმა და თვალი ჩამიკრა, ვერ მივხვდი,
ჩემს დასაცავად თქვა ეს თუ პირიქით.
– რა დროს მალტაა, შენ ნაცვლად გაკვეთილებს ვინ ჩამაბარებს
მერე?
მასწავლებლის ბანალურმა შეპასუხებამ წარბები ამაწევინა, მე-
ზარებოდა მასთან კამათი და ამიტომაც შევპირდი ყველაფერს ჩაგა-
ბარებთ-მეთქი.
როგორც კი თინიკომ თავი დახარა, რაც დასტურის ნიშანი იყო,
გასაქცევად მოვემზადე და მთელი მონდომებით კარებში გავვარდი.
სკოლის კედლები ფერად სურათებად მეჩვენებოდა, იატაკი – სას-
რიალო ბილიკად, გარემოცვა კი სათამაშო არენად. ჩემთვის ყველა-
ფერი სულ ერთი იყო, მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა – სკო-
ლის დატოვება და მამას მანქანაში ჩაჯდომა. ისე სწრაფად მივრბო-
დი, ზურგჩანთა იქეთ-აქეთ ქანაობდა, ბოლოს კი ყველა წიგნი გად-
მომიცვივდა. ბუნებრივია, თაკო ამ სანახაობას არ გამოტოვებდა.
დაუღალავად მიქნევდა ხელს და ჩემს გაჩერებას ცდილობდა. უკნი-
დან მეძახდა და მიყვიროდა მანამ, სანამ ჩემი ზურგჩანთიდან გამო-
ვარდნილ წიგნებზე ფეხი არ აუსხლტა და ბრახუნით მიწაზე არ და-
ეცა. იქიდან გამომდინარე, რომ მის წინ ვიყავი, გაჩერება და შემობ-
რუნება ძალიან გამიჭირდა, სვლა შევანელე და მისკენ გავეშურე.
ისე სასაცილოდ ეგდო სკოლის დერეფანში, რომ ხარხარი ამივარდა,
გაბრაზებულმა მეგობარმა კი ხელი მკრა და თავისთან დამაგდო.
როგორ მინდოდა სიცილი გამეგრძელებინა, მაგრამ ძალიან შემ-
რცხვა ბავშვების და მყისიერად წამოვდექი, ახალნაყიდი შავი შარ-

25
ვალი სულ მტვრიანი იყო, თმა აჩეჩილი, ხელები კი გაკაწრული. მა-
მაჩემის ზარმა გამომაფხიზლა: „სოფოკო, სად ხარ? გელოდები მან-
ქანაში, შენი და-ძმა უკვე სახლშია“. მინდოდა თაკოც ჩვენთან წამო-
სულიყო, მეგობრებთან უდაბნოშიც სახალისოა ყოფნა, მაგრამ ბედ-
ნიერება სრულყოფილი არასდროსაა, ყოველთვის აკლია რაღაც დე-
ტალი იდეალურ შემთხვევას. თუმცა, მე მაინც მიხაროდა გამგზავ-
რება, წიგნების მოსაკრებად დრო აღარ დავხარჯე, მეგობარს დავემ-
შვიდობე და მამასთან ჩავჯექი მანქანაში.
ჩემი სკოლა სახლთან ახლოს იყო, მაგრამ დღეს მამასთან ერთად
საცურაო კოსტუმი უნდა მეყიდა, მანქანით სწორედ ამიტომ წამოვე-
დით. სანამ სავაჭრო ცენტრისაკენ მივდიოდით, ვფიქრობდი თინი-
კოს სიტყვებზე „რა დროს მალტაა“, ნეტა, რატომ არ იყო ამის დრო?
არ მიყვარდა სიტყვა „მერე“, რეალურად ის უფრო „არასდროს“ გუ-
ლისხმობდა. შევამჩნიე, თუ დედა რაღაც თხოვნაზე მიპასუხებდა მე-
რე გიყიდიო, ეს იმას ნიშნავდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მერ-
გებოდა ეს ნივთი. სიტყვა „მერე“ უბრალოდ ამშვიდებს ადამიანს,
გულს სწამს, რომ შეიძლება როდესმე ასრულდეს ეს ოცნება, მაგრამ
მხოლოდ ტვინმა იცის ამ საწადელის არ ასრულების შესახებ. თქვენ
წარმოიდგინეთ, ტვინი და გული არა მხოლოდ სიყვარულის გამო
უპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს, როგორც გამოშტერებულ 13
წლის გოგონებს ჰგონიათ ხოლმე.
– მამა, შენ ბედნიერი ხარ?
– არ გეტყვი, – თითქოს გაბუტულმა მიპასუხა მამობრივი თბილი
ღიმილით.
– ე, რატომ? – თავი მტკივა. – მერე რა, მოკლე პასუხი გამეცი.
– ვიცი მე ამ მოკლე პასუხს რაც მოჰყვება, დაუმთავრებელი
მსჯელობა დაწყებული ადამიანის და დამთავრებული ღვთის არსე-
ბით. დადებითი პასუხის შემთხვევაში მისაყვედურებ, რომ თურმე
მოცემულით ვკმაყოფილდები, უარყოფითის შემთხვევაში კი მეტ-
ყვი, არ აფასებ, რაც გაქვსო.

26
– შენ რა იცი, რომ ამას ვიტყვი, ასეთი ბანალური ვარ? – მეწყინა
და ტელეფონში დავიწყე თამაში.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი ვკითხე, როგორ ესმოდა ორიგი-
ნალურობა და განსხვავებულობა.
– ჩემს პასუხს ბედნიერებაზე რომ მოჰყოლოდა შენი გაუთავებე-
ლი ლაპარაკი – ბანალური იქნებოდა. სხვას რომ ეთქვა იგივე, ორი-
გინალურ მსჯელობად ჩავთვლიდი. მე უფრო გამიკვირდებოდა უბ-
რალო ღიმილი პასუხად, ვიდრე შენი „ლექცია“. გინდა კითხვა და-
გისვა და შეეცადე სწორი პასუხი გამცე.
– ფაქტობრივი არ იყოს, ლოგიკური რამე დამისვი, – ვუპასუხე
მამას და ყურადღებით მოსმენისათვის მოვკალათდი.
– შევთანხმდით. წარმოიდგინე, რომ გყავს ძალიან მაგარი, ცნო-
ბილი თაყვანისმცემელი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავი-
სი არაორდინალურობით. იცი, რომ მისგან ამ საღამოს მიიღებ საჩუ-
ქარს. მთელი სკოლა ჭორაობს იმაზე, ამჯერად რა განსხვავებულ,
დასამახსოვრებელ სიურპრიზს გაგიკეთებს. ისეთს, რასაც ნამდვი-
ლად არავინ ელოდა. აბა, ველი შენგან იდეებს.
არ მინდოდა მამას „ჩავეჭერი“ და გონება კარგად დავძაბე, დიდ-
ხანს ვფიქრობდი და ბოლოს ვუპასუხე:
– გარეთ გამოსვლისას დიდი მანქანა რომ დამხვედროდა, გამი-
ხარდებოდა, მივიდოდი, მაგრამ საბოლოოდ ეს მანქანა კი არა, ტორ-
ტი აღმოჩნდებოდა, რომელიც შესანიშნავმა კონდიტერმა გამოაცხო.
– ეს ორიგინალური იქნებოდა? – მკითხა მამამ, რომელსაც საერ-
თოდ არ გაჰკვირვებია ჩემი პასუხი.
– კი ძალიან განსხვავებულია. – მერე ხალხიც განსხვავებულ რა-
მეს არ ელოდა? – კი, მაგრამ... – ვუპასუხე.
– მერე ხალხიც თუ გამორჩეულს ელოდა და მიიღო კიდევაც, რო-
გორ გამოდის ეს არაორდინალური საჩუქარი? – თვითკმაყოფილი
სახით შემომხედა.
– შენ რა იდეა გაქვს, მაშ? – ყვავილი, – ერთი გვირილა, ძალიან

27
ორიგინალური იქნებოდა.
– სასაცილოდ არ მყოფნის შენი პასუხი. აღიარე დამარცხება, გა-
ჯობე აშკარად, – მივუგე მამას და მანქანის სარკიდან გადავიხედე.
– როგორ თუ მაჯობე? აბა, დაფიქრდი. ამ ბიჭისგან ყველა ხომ
განსხვავებულ სიურპრიზს ელოდა? თუ ის მართლა ორიგინალურს
გიბოძებდა, ეს სრულიად ბანალური არ იქნებოდა? უფრო გაგიკვირ-
დებოდა ერთი, გულით მოძღვნილი ყვავილი, დამიჯერე. მაგრამ
სხვა, უბრალო ბიჭს რომ ეჩუქებინა ყვავილი, რომლისგანაც მოელო-
დი ამას, ნამდვილად არ იქნებოდა შთამბეჭდავი. ამიტომ, ორიგინა-
ლურობა არა განსხვავებულობით, არამედ მოულოდნელობით ხასი-
ათდება.
ამის ახსნა-განმარტებაში ისე გაერთო, რომ ვერც კი შეამჩნია
გზის გადამკვეთი ახალგაზრდა ქალი, ჩვილით ხელში. მყისიერად
დაამუხრუჭა. ორივე გავშეშდით, გაოგნებულები დავრჩით ბედის
სისწრაფითა და უკუღმართობით. შევშინდით, მანქანიდან გამოს-
ვლას არ ვჩქარობდით, ფეხები არ გვემორჩილებოდა. მზის სხივი კი
ორიენტირებაში გვიშლიდა ხელს, ისეთი საოცარი სინათლე იყო, ვე-
რაფერს გაარჩევდით. უცბად ეს სინათლე რაღაცამ დაჩრდილა. წა-
მომდგარი დედა-შვილი იყო, საღსალამათი, ჯანმრთელი, მუქი, ბედ-
ნიერი თვალებითა და არაბუნებრივი ღიმილით.
– და კიდევ, სოფოკო, კი, ნამდვილად ბედნიერი ვარ...
მაღაზიაში სიარული არასდროს მყვარებია, საშინელი თავის ტკი-
ვილი და აუტანელი დაღლილობა მეწყებოდა. ნაჩქარევად ვიყიდე
ზაფხულისათვის განკუთვნილი ნივთები, ამ დროს საოცარი სიამოვ-
ნება შევიგრძენი, სიხარული, რომ ტანსაცმლის ყიდვის პროცესი რო-
გორც იქნა დასრულდა და ამჯერად დამშვიდებული გულით შემეძ-
ლო შინ დაბრუნება. ფრენა პირდაპირი რეისით თბილისიდან ვალე-
ტაში იყო დაგეგმილი. მალტას დედაქალაქიდან კი შიდა ფრენით პა-
ტარა კუნძულზე, კომინოზე, უნდა ჩავსულიყავით. ეს დასვენება ყო-
ველწლიურ ტრადიციად იქცა ჩვენი ოჯახისთვის. ლურჯი ლაგუნა

28
არა მხოლოდ ჩვენით, არამედ ახლობელი ნათესავებითა თუ დედ-
მამას მეგობრებით ივსებოდა. ფაქტობრივად, მთელი თვითმფრინა-
ვის მგზავრებს ვიცნობდით. ამ ტრადიციის მიხედვით, 6 ოჯახი, და-
ახლოებით 2530 ადამიანი, დასვენებისას ცხოვრებისეულ ყველა
პრობლემას ვივიწყებდით და თავს უკაცრიელ კუნძულზე წარმო-
ვიდგენდით, რაც რეალურობას მოწყვეტილი, სხვათაშორის, დიდად
არ იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ კუნძულის მუდმივ მოსახ-
ლეობას 4 ადამიანი წარმოადგენდა. თუმცა ჩასვლისას კიდევ 50 ტუ-
რისტს გადავაწყდებოდით.
რეალურად კომინო ულამაზეს, თანაც ძალიან პატარა სოფელს
წააგავდა. იმ განსხვავებით, რომ ჭაობის მსგავსი მდინარის ნაც-
ვლად, აქ იდეალურად სუფთა, ლურჯი ხმელთაშუა ზღვა იყო. ამ ად-
გილს ლურჯ ლაგუნასაც უწოდებდნენ.
ფრენა ღამის თერთმეტ საათზე იყო დაგეგმილი. ასჯერ გადავა-
მოწმეთ, იყო თუ არა თავის ადგილას ჩვენი ბიომეტრიული პასპორ-
ტები, ვიზები და სხვა მნიშვნელოვანი საბუთები. ყველაფერი რიგზე
აღმოჩნდა, მაგრამ რაღაცა აშკარად გვაკლდა, ნეტა, რა? სიმშვიდე.
ბედნიერების შეგრძნების ნაცვლად, ჩემი მშობლები საკუთარ ბიზ-
ნესზე, თანამშრომლების მიერ განხორციელებულ დაუდევრობაზე
აღშფოთებით კამათობდნენ. ისე გაერთნენ ამ დისკუსიაში, გეგონე-
ბოდა წასვლაზე წუთი-წუთზე უარს განაცხადებდნენ, სავარძელში
მოკალათდებოდნენ და მარადიულად, გაუჩერებლად გააგრძელებ-
დნენ პრობლემებზე საუბარს. უკვე წარმოვიდგინე ეს ორი, უსიცოც-
ხლო, ამქვეყნიური ტვირთით გადაღლილი არსება, მაგიდასთან
მსხდომნი, მუდამ შეშფოთებულნი, წუთისოფლის მეომარნი. მაგრამ
განა მაქვს უფლება განვიკითხო? ისინი სწორედ ამ კამათის მეშვეო-
ბით ცდილობენ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ცხოვრებამ
წყალივით გადაასხათ თავებზე. ამ წყლის გამშრალებას კი დიდი
დრო სჭირდებოდა. მე და ჩემს და-ძმას შეგვეშინდა მართლა არ გა-

29
დაეფიქრათ გამგზავრება, ამიტომ შევახსენეთ დროულად წავსული-
ყავით.
აეროპორტი, ჩვეულებისამებრ, გადატვირთული არ იყო, არ ვი-
ცოდი მახარებდა ეს თუ პირიქით. ჯერაც არ გადამეწყვიტა, ხალ-
ხმრავლობა მერჩივნა თუ მარტოსულობა.
გაფრენის დროც მოახლოვდა, თვითმფრინავი შეივსო მგზავრე-
ბით და სულ მალე ცისკენ აიწია. ყოველთვის მიყვარდა ეს პროცესი,
ჩემი შიშისგან გალურჯებული, გვერდით მჯდომი მეგობრისგან გან-
სხვავებით... მინდოდა მესიამოვნა ამ პროცესით, მაგრამ განა მაც-
დიდა ვინმე? ირაკლი მატაბელმა ხელი დამადო, გალურჯებული სა-
ხე ჩემკენ შემოატრიალა და ჩურჩულით მითხრა: „ცუდად ვარ, გონე-
ბას დავკარგავ ახლა, დაუძახე ვინმეს“. მე, რა თქმა უნდა, არ დავუ-
ჯერე, ყოველ წელს რაღაც განსხვავებულს მოიფიქრებდა ხოლმე,
რათა იძულებული გავეხადე წამოვმდგარიყავი აფრენის დროს და
შენიშვნა მიმეღო სტიუარდესისაგან, თანაც მაშინ, როცა თვითმფრი-
ნავი მაქსიმალური სიჩქარით ცისკენ მიიწევდა, წამომდგარი, ბრა-
ხუნით დავცემულიყავი. „არ გატყუებ, თუ არ გჯერა, მაშინ რატომ
ვარ გალურჯებული, მიდი გთხოვ“.
მაინცდამაინც ახლა რატომ, რატომ მოუნდა ახლა? აფრენისას
ტრანსპორტს ისეთი ხმა ჰქონდა, ყვირილით ვერავის ვერაფერსაც
ვერ გავაგებინებდი, ამიტომ, წამოვდექი, სტიუარდესას გაშტერებუ-
ლი თვალები რომ დავინახე, ისევ დავჯექი, მაგრამ ირაკლის კიდევ
უფრო ცოფიანმა თვალებმა მაიძულეს, ისევ ავმდგარიყავი და ვინ-
მესთვის დახმარება მეთხოვა.
– დაბრძანდით, ახლა ადგომა არ შეიძლება, მოითმინეთ ორი წუ-
თი, – მომწვდა ხმა რუპორიდან.
ვიცოდი, ვერავის გავაგონებდი და გასავლელისაკენ გავეშურე,
თუმცა, ჩემდა საუბედუროდ, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე, და,
რა თქმა უნდა, ყველაზე უხერხულ მომენტში, ყველაზე საშინელ ად-

30
გილას, შესასვლელთან დავეცი. სხვა შედეგს ველოდი ვითომ? მთე-
ლი ეკიპაჟი მე მიყურებდა, გაშტერებულები ფიქრობდნენ, უკვე 6
წლის განმავლობაში შეეჩვივნენ ჩემს ასეთ ქცევას. წამოდგომაში
განრისხებულმა სტიუარდესამ დამეხმარა და თითქმის ძალით და-
მაგდო თავის ადგილას.
– მგონი გაგაფრთხილეთ! წესების ასეთი უხეში დარღვევა დაუშ-
ვებელი და აკრძალულია!
– ჩემი მეგობარი, შეხედეთ, ცუდადაა, დაეხმარეთ, – ვედრებით
ვუპასუხე გაბრაზებულს.
– აბა სადაა? – დაინტერესებულმა მკითხა.
მარჯვნივ რომ გავიხედე, მატაბელს ჟურნალი ეჭირა ისე, რომ
მთელი თავით იყო ჩაფლული, ასე კითხვა ვის გაუგონია?
– ირაკლი, ხომ ცუდად ხარ? – დაინტერესებულმა ვკითხე ცანცა-
რა მეგობარს.
გაზეთმა ნელ-ნელა დაიწია და მძინარე, გაშხლართული 23 წლის
მატაბელი გამოჩნდა.
– სიამოვნებით დაგაჯარიმებდით ასეთი უაზრო ხუმრობისათვის,
– თქვა სტიუარდესამ.
მიხაროდა სტიუარდესას ამ შენიშვნის მოსმენა მანამ, სანამ მივ-
ხვდი, რომ ეს მუქარა ჩემთვის იყო განკუთვნილი და არა ნამდვილი
დამნაშავისთვის. გაბრაზებულმა ქალმა უკმეხად შემომხედა და თა-
ვის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.
– არ შეიძლება ადამიანების ასე აბუჩად აგდება, – განრისხებულ-
მა ვუთხარი თავმომძინარებულ ირაკლის.
– არ შეიძლება ადამიანის გაღვიძება, არ შეიძლება ასეთი შტერი
იყო, თორემ დანარჩენი ყველაფერი შეიძლება, – მიპასუხა დამცინა-
ვი ირონიით, შემოტრიალდა ჩემკენ, ჩამაშტერდა, საცოდავი ადამია-
ნის იერი მიიღო და მე,ბოდიშის მოლოდინში მყოფს, თავისი გიგან-
ტური ხელი სახეზე დამადო და ხვრინვა ამოუშვა. გაცოფებულმა ხე-
ლები გადავაჯვარედინე და მშვიდად დავჯექი, ვითომ საერთოდ არ

31
მომხვდა ეგ ამბავი გულზე.
– სოფოკოო, – ამოილუღლუღა მძინარე ირაკლიმ.
ვიცოდი, ვიცოდი, რომ იგრძნობდა ჩემს გაბუტვას და ბოდიშსაც
მომიხდიდა.
– რა? – ფლეგმატურად ვკითხე. – გა...იწიიიე, გაიიიწიე.
– რა თქვიიი? ჯერ ხომ დამცინე და ახლა ადგილსაც მართმევ ასე
უტიფრად? – მხარზე ვუჩქმიტე და ლამის მის საცემად მოვემზადე.
– კაი რა, შენ ხომ მაინც შეეჩვიე უკვე თვითმფრინავის იატაკზე
წოლას.
– მამას ვეტყვი ახლა, იცოდე, – ვგრძნობდი, რომ ზედმეტად ბავ-
შვური პასუხი იყო, მაგრამ არ ვიცოდი თავი როგორ დამეცვა.
– ჰო მიდი, ადგილიც გათავისუფლდება და თანაც შემდეგისთვის
ივარჯიშებ.
– ვეღარ მომატყუებ.
– ვნახოთ.
– ვნახოთ, ვნახოთ... როგორ მომატყუე, როგორ გალურჯდი ასე?
– აი ასე, – თქვა ირაკლიმ და სუნთქვა შეიკრა 20 წამით, წამოდ-
გა, ჰაერით გაბერილი ლოყები ხელებით ჩაფუშა და ისევ თავის მუქ
ფერს დაუბრუნდა.
ყოველ წელს ამის ანალოგიური ხდებოდა. ყოველ წელს, თვით-
მფრინავში მჯეროდა, რომ ირაკლი მატაბელი ცუდად იყო და ჩემი
დახმარება ნამდვილად ესაჭიროებოდა. მაგრამ ჩემი გაცურება ყო-
ველ წელს უფრო და უფრო ემარტივებოდა.
მატაბელი ჩემი ნათესავი არ იყო, მაგრამ სიმბოლურად, ჩემსა და
მის ოჯახებს ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ. ეს მეგობრობაზე
უფრო მეტი, და-ძმობაზე უფრო ნაკლები, რაღაც ოქროს შუალედი
იყო.
დაბღვერილი სტიუარდესას მიერ ბეკონისა და ყველის ნაჭერს
შემოთავაზებისას ვიგრძენი, რამდენად მენატრებოდა ეს მსუბუქი
წახემსება, რომელიც მგზავრობასა და დასვენებას მახსენებდა.

32
4
ერთი – ფეხი მიხურდება. ორი – სისხლი მიდუღდება. სამი – ნეს-
ტოები მეკუმშება. ოთხი – ჩრდილი იბლანდება. ცხელია, ცხელი! ხუ-
თი – ცოტაც მოითმინე. ექვსი – აღარ შემიძლია! შვიიიი..დი – გაც-
ხელებულ ფეხებში შვება ვიგრძენი. ქვიშა იმდენად გავარვარებული
აღმოჩნდა, რომ სირბილისგან დაქანცულმა ფეხებში ისეთი სიამე შე-
ვიგრძენი, დამავიწყდა ტურისტების ინტერესით აღსავსე თვალე-
ბი,ზღვაში შევცურე და სიამოვნებისგან დავიკივლე.
წყალი ნამდვილი საოცრებაა, შეუძლია გადაგარჩინოს, სიცოც-
ხლის ძალა მოგანიჭოს ან ზღვის უფსკრულში ჩაგითრიოს. მე მას
ვენდობოდი. ის მშვიდია, ჩემსავით. ქარს ვერ უმკლავდება, წინააღ-
მდეგობას ვერ უწევს და ამიტომაც ბობოქრობს ზოგჯერ. ტალღებით
აჩვენებს თავის ძლევამოსილებასაც და ამავდროულად, სისუსტე-
საც. ქალიც ასეთი არაა? ხშირად ტირის, მოთქვამს თავის საყვარელ
ადამიანთან. კაცს ჰგონია, რომ ამით ის ეწინააღმდეგება, სინამდვი-
ლეში კი სათუთ, მაგრამ ბობოქარ არსებას სხვა გზა არ დარჩენია,
გარდა ძლიერი ფარის გამოყენებისა. ამ ძლიერი ხმით ის მალავს სა-
კუთარ თავში ნაზსა და გულჩვილ ბავშვს.
33
ეს ის შეგრძნება იყო, როდესაც ვხვდებოდი, რომ მთელი კვირა
წინ მქონდა და შემეძლო სრულყოფილი გართობა და გართობა. თან
მეშინოდა, ერთ წამიც არ გამპარვოდა ფუჭად და უსარგებლოდ. ან
როგორ შეიძლებოდა ამ სილამაზეში დრო ტყუილად გაფლანგული-
ყო? რომც დავწოლილიყავი უსაქმურად, არაფერზე მეფიქრა, უბრა-
ლოდ მესუნთქა და ბუნებისთვის მიმეყურადა, უნდა ჩამეთვალა,
რომ ეს წუთები საუკეთესო იქნებოდა ცხოვრებაში. აბა, სად ვნახავ-
დი ასეთ სილამაზეს და სად შევძლებდი ასე დავმტკბარიყავი ღვთის
მიერ შექმნილი საოცარი პეიზაჟით?
ოქროსფერი ქვიშა, სწორედ ასეთი ფერის თმა აქვს ალბათ
უფალსაც. ისეთივე ლამაზი ხალები, როგორიც ეს ქვებია და ისეთივე
წითელი ტუჩები, როგორც ეს ყვავილებია. რა ყვავილი იყო... რა ყვა-
ვილი! უცბად ამ საოცარი ქმნილებისაკენ გავექანე, სული შემიგუბა
გახურებულმა ქვიშამ და ჩრდილისაკენ გავეშურე. თავი ფილმის
გმირი მეგონა, რომლის მისია გახურებული ქვიშის ასხლტომა და
ყვავილის მოწყვეტაა. ისეთი წითელი იყო, გეგონებოდათ ადამიანის
სისხლი იყო, რომელიც ყვავილმა ცოდვებისთვის შეიწირა. ძალიან
გამიკვირდა ამ ყვავილის სუნი, რაღაც აყროლებულისა და დამპალი
ცხოველის სუნი ჰქონდა. მინდოდა მოვფერებოდი, და ჩემს ოთახში,
თბილისში გამეხარებინა. კარგად მოვუვლიდი, მართლა! ხელი ამ
ყვავილის მოსაწყვეტად გავიშვირე, ამ დროს შეძახილმა რეალურ
სამყაროში დამაბრუნა.
– არ შეეხო, საშიშია, გიკბენს, – მითხრა მატაბელმა ირონიული
შიშნარევი ხმით.
– ხო, აბა, ეჭვიც არ მეპარება. მთავარია ხომ არ შემჭამს და!
– შენ ვერ შეგჭამს, მაგრამ სხვა პატარა მწერებს, უპრობლემოდ.
ჯობია არ შეეხო, შეიძლება ხელის კანი დაგიზიანოს, – მიპასუხა მა-
ტაბელმა და ჩემკენ ნელი ნაბიჯით მოიწია.
– ეს ხომ ყვავილია, გაგიჟდი? – ბრაზით ვუპასუხე იმ იმედით,
რომ აწი ვეღარ მომატყუებდა.

34
– უსუნე, ეს ყვავილი ყლაპავს ყველა მწერს, ცოცხალსა თუ
მკვდარს. მაგიტომაა ასეთი აყროლებული.
– მართლა?
– კი, – გამიღიმა ისე სანდომიანად, რომ შეუძლებელი იყო არ და-
მეჯერებინა. მისი თვალები მხოლოდ ამას მეუბნებოდნენ: „გაბედე
არ დაიჯერო, ამ ყვავილში თავით ჩაგაყვინთინებ“.
– ვაა, რა მაგარია. – რა არის ამაში გადასარევი? – უცნაურია,
მიყვარს იდუმალებით მოცული არსებანი. – სასტიკია, – მიპასუხა
გულგრილად და ზევით აიხედა.
– ჩვენ ხომ არაფერს გვიშავებს, ბუზებს და ობობებს მეც სიამოვ-
ნებით დავხოცავდი, – ვუპასუხე.
– შენ მიზანმიმართულად მაინც კლავ მწერებს, და ეს... – მითხრა
მატაბელმა და ჩემკენ ისე ახლოს მოვიდა, რომ მისი გახურებული
სუნთქვა ვიგრძენი, – ეს ჭაობივითაა, ოღონდ ლამაზი ჭაობივით,
რომელიც გიზიდავს, გინდა შეეხო, გრძნობ, რომ რაღაცა გაშორებთ,
ერთად ვერ იქნებით, რადგან ის წყალია, შენ კი მიწა, მაგრამ მიდი-
ხარ, იწევ მისკენ, გრძნობ, რომ უკვე ჰაერი აღარ გყოფნის და უკან
იხევ. იმდენად გინდა მასთან დაახლოება, მზად ხარ ამორალური
ქცევისთვის, სიკვდილისთვისაც...
– ეს კი გავიგე, მაგრამ მე რატომ მიახლოვდები, ჭაობი კი არ ვარ,
– საუბრის დამთავრება არ ვაცალე, ისე შევეპასუხე.
– მოგიახლოვდი, რადგან შენ მაინც ყვავილისკენ იწევ და ვერც
კი გრძნობ ამას.
მართლაც ასე იყო, მაჯაზე მაგრად მოჭერილი ხელი მოვიშორე
და შეწყვეტილი საუბარი განვაახლე.
– ისე რა ჰქვია ამ ყვავილს, ო ყოვლისმცოდნე ირაკლი, – ირო-
ნიულად ჩავეძიე მატაბელს, ყველაფერზე პასუხი ჰქონდა, მაგრამ ამ-
ჯერად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ამაზე პასუხს ვერ გამცემ-
და.
– რაფლეზია. – სახე შემეცვალა, მოღუშული და გაკვირვებული

35
სახე მივიღე, იმდენად არ ველოდებოდი ადეკვატურ პასუხს. თით-
ქოსდა ყვავილსაც გაუკვირდა ირაკლის პასუხი, უეცრად შეიკუმშა
და ყავისფერი ფოთლები წარმოაჩინა.
ალბათ მსხვერპლი ნახა, – კმაყოფილი ღიმილით მანიშნა მეგო-
ბარმა.
რაფლეზია...
მთელმა ოჯახმა, თავისი მეგობრებით ერთ რესტორანში ვივახ-
შმეთ. როგორც ყველა ძვირიან რესტორანს შეეფერებოდა, უზარმა-
ზარ თეფშებზე ერთი ნამცეცი დაბეგვილი ხორცი, სოუსით მორთუ-
ლი კერძი მოგვიტანეს.
ზღვაში ცურვის მერე ამით როგორ უნდა დანაყრდეს ადამიანი?
– ამოიოხრა ანიმ.
– თან რამდენს გვახდევინებენ, ან რა შტერები არიან, არ მესმის
ასეთი დიდი თეფშები რა საჭიროა, როცა ასე ცოტა საკვებია? – და-
ეთანხმა სოსო.
– ვინ გაძალებს აქ ჭამო, წადი და სახლში მწვადი შეიწვი, – უხე-
შად შეეპასუხა მატაბელი.
– ერთი ხნისა ვართ, ძმაო, ნუ მეუხეშები ასე ძალიან, იცოდე, –
სოსოს აგრესიული პასუხის გამო, თითქოს შემზიზღდა.
– ხო, – ჩაფიქრდა მატაბელი, – მერე როგორ შეიძლება 23 წლის
ბიჭისთვის ასეთი ნერვიულობა, ვერ ხედავ, მე რა მშვიდად ვარ?
– ჭკუიდან ნუ გამომიყვან ახლა, – უფრო გაღიზიანდა სოსო. –
უკვე გამოგიყვანე.
– თეფში დაგალეწო ახლა თავზე? – ნერვებმოშლილმა სოსომ
ისევ დაიღრიალა.
– აი ასეთი დამჯერი ადამიანი მესმის. კაია, რომ მეკითხები, რა
გააკეთო და რა არა, აბა თვითონ რაღაც სისულელეს ჩაიდენდი. არა,
არ დამალეწო, გირჩევ, – მატაბელმა თვალის ჩაკვრით ანიშნა, პასუ-
ხად რასაც მიიღებდა.
– კითხვა არ იყო ეგ.

36
– ინტონაციის სწორად დასმა გასწავლო? – დაიყვირა მატაბელ-
მა.
ყველა ჩხუბში ზედმეტად გულგრილი იყო ხოლმე. ამჯერად გა-
მონაკლისმა იჩინა თავი.
– მოკეტეთ ორივემ! – მაგიდაზე ხელის დარტყმას მკაცრად მო-
აყოლა მამაჩემმა, – რას ხედავთ, ორივენი წადით აქედან, დროზე!
– მე არსადაც არ წავალ ამ თავხედის გამო, – თქვა ბავშვივით
გაბუტულმა სოსომ.
– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა მატაბელმა, თან უკვე აწყობდა
რაღაც გეგმას.
– 100 პროცენტით. მე აქიდან ფეხს არ მოვიცვლი. – გამოუშვით,
– ირაკლიმ რაღაცაზე მიანიშნა მიმტანს. – რა არის ეგ? – ვკითხეთ
ერთხმად, – რა ხმაა?
– ორასი კუ ზღვაში შედის, საოცარი სანახაობაა, მერწმუნეთ.
დღეს ცნობილი ბიოლოგი დავარწმუნე, რომ კუს გაშვება სწორედ ამ
დროს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია მათი ევოლუციისთვის, – იმ-
დენი გაკვირვებული გამომეტყველების შემხედვარე ირაკლი მატა-
ბელმა გააგრძელა, – კომინოს ბიოლოგს ჰყავდა ორი თვის განმავ-
ლობაში ორასი კუ და მათი ზღვაში გაშვების ხელსაყრელ მომენტს
ირჩევდა. მე ობიექტურად, არგუმენტირებულად და საჭირო მასა-
ლების მეშვეობით დავარწმუნე, რომ ეს არსებანი სწორედ ამ ღამით
გამოეშვა, რადგან ზღვა საერთოდ არ ბობოქრობდა და ისინი თავი-
სუფლად შეძლებდნენ წყალში შესვლას. ხმელთაშუა ზღვის კუ შეტა-
ნილია სწწ-ში, ამიტომ ვალდებულად ჩავთვალე თავი ბიოლოგის-
თვის სათანადო ინფორმაციაზე დაყრდნობით მათი ზღვაში გაშვება
უფრო ნაყოფიერი გამეხადა. ბიოლოგმა მომცა უფლება, მიმენიშნე-
ბინა მისთვის საჭირო დრო, ეს დრო დადგა. ახლა კი, მეგობრებო,
შეგვიძლია, ვისიამოვნოთ ამის ხილვით, გავიდეთ ვერანდაზე.
ყველა აფაცურდა, ინტერესით გამოეშურნენ გასასვლელისკენ ამ

37
საოცარი სანახაობის სახილველად. მარტო სოსო იჯდა თავის ადგი-
ლას გაუნძრევლად.
– სიტყვის კაცი ხარ, ამიტომ ერთ საიდუმლოს მაინც გაგიმხელ, –
მატაბელმა თვალები ნახევრად მოხუჭა და ეშმაკურად უთხრა გა-
ჯავრებულ სოსოს, – დიდ თეფშზე დადებული პატარა კერძი მადას
აღძრავს. ეს ჩინებული რესტორნების ერთგვარი მარკეტინგული
ხრიკია, რომ მშიერმა სტუმარმა მეტი შეუკვეთოს, – და ღიმილით
დარბაზიდან გავიდა.
მატაბელი სიმპათიური, მაღალი, დაკუნთული, შავი, დემონის
მსგავსი, მაგრამ ამავდროულად ღრმა სევდის აღმბეჭდავი თვალე-
ბის მქონე ბიჭი იყო. ამიტომაც სულაც არ გამკვირვებია მიმტანის
თვალის გამოპარება ირაკლისკენ. ალბათ, ჩემი ახლობელი რომ არ
ყოფილიყო, მეც მომეწონებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ცანცარა და
ამაყ იდიოტს ვხედავდი მასში. იდიოტი, ისე, ხასიათით, თორემ ჭკუ-
ით იდიოტად რომ მიმეჩნია, ეშმაკი დამცინებდა და ცივ წყალს გადა-
მასხამდა გამოსაფხიზლებლად.
ძალიან სასაცილო შესახედავი იყო ორასი კუს მიზანმიმართული
სვლა ზღვისაკენ, ისე მიიწევდნენ, გეგონებათ ჯარი მიემართებოდა
ზღვის დასაპყრობად. მათი ზურგის ჯავშნები ნამდვილ ფარს წა-
აგავდა, ხმლად კი დიდი ბრჭალები ჰქონდათ. რა სხვანაირი იყო კუ
სახლის პირობებში და რა ველური და დაუმორჩილებელია იგი ბუ-
ნებაში. კუ! სხვა ცხოველი წარმოიდგინეთ ახლა! ვეფხვის მძვინვა-
რე თვალები, მხოლოდ შვილებს თუ დაინდობს, სხვის საწამებლად
კი ყოველთვის მზადაა.
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ორასი კუ ზღვაში შესვლისას ვე-
ლურ ბუნებას დაიპყრობდა და წამითაც არ გვაჩვენებდა თავს. ამ
პატარა ცხოველების მწვანე ფერმა თვალები გამინათა და მხედვე-
ლობა გამისწორა. ვფიქრობდი, რას მოიმოქმედებდა ამათგან ყვე-
ლაზე ბოლო და პატარა კუ? შესაძლოა, თავის მოძმეებს მეთაურა-
დაც კი მოვლენოდა ან სულაც, პირიქით, ქვიშაში ჩაერგო თავი და

38
სიცოცხლე ასე დაესრულებინა...
საღამო იყო, ამიტომ ტურის პირველ დღეს გადავწყვიტეთ კოცო-
ნი აგვენთო. ყველაზე მეტად მე მიხაროდა წასვლა, რადგან მამაჩე-
მის კითხვებს ისტორიასა თუ მათემატიკაში ავირიდებდი.
კომინო თითქოს უკაცრიელი კუნძული იყო, ამიტომ მშობლებმა
გაგვაფრთხილეს, შორს არ წახვიდეთო, ვერც წავიდოდით – დაცვა
არ გაგვიშვებდა. უჩვეულოდ ბნელოდა. ყველა სახლი ერთსართუ-
ლიანი იყო, ჩვენ კი აღმართის უკან მოვკალათდით, სადაც შუქი არ
აღწევდა.
ტოტებისა და გირჩების შესაგროვებლად გავეშურეთ. მინდოდა,
რომ ამ კუნძულს რაღაცა საშიში ჰქონოდა, თუმცა ასე არ იყო. აქ
ვერც ვეფხვს, ვერც ზებრას და ვერც გველებს ნახავდით. ჩემი ძმა
გამხმარი სოკოს მსგავსად შემომეწება და ხელს არ მიშვებდა, უფრო
სწორად ფეხს, ფეხს არ მიშვებდა. დაწვა და ფეხებით შემომესკუპა.
ისედაც ძალიან გამხდარი ვიყავი და კისერზე ზედმეტი სიმძიმე უფ-
რო მღლიდა და ზურგში ტკივილს მიძლიერებდა. ყველაზე პატარები
ჩვენ ვიყავით: მე და ჩემი მეგობრები ნენე და ანი, ისინიც დაახლოე-
ბით ჩემი ასაკის, 17 წლისანი იქნებოდნენ. მატაბელი და სოსო ჩვენ-
ზე ბევრად უფროსები იყვნენ, ამიტომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ-
დი.
ამ მთაზე ყოველ წელს ავდიოდით, უფრო პატარები რომ ვიყა-
ვით, წარმოვიდგენდით, თითქოს ეს აღმართი ცივილიზაციას გვაშო-
რებდა და აქ უცხოტომელებს ვემსგავსებოდით, ტანსაცმელს გავიხ-
დიდით და გიჟებივით დავრბოდით. . – ჩვენს ტრადიციას ცუდად
ვღალატობთ, ნწ, – თავის ქნევით თქვა ირაკლიმ.
– რა ტრადიციას? – გაკვირვებულმა ჰკითხა ანიმ.
თუმცა ირაკლიმ შენიშნა რა ანის მიუხვედრელობა, არაფერი შე-
იმჩნია, მოულოდნელად მაისური გაიხადა და ყიჟინა-ყვირილით
ზურგზე შემორტყმა და სირბილი დაიწყო.

39
– ჩვენ ვერ გავიხდით, – მკვახედ ვუპასუხე. – ეჰ, ქალები, – ეშმა-
კურად ჩაიცინა ჩემმა 5 წლის ძმამ.
ყველა ბიჭი გიჟივით დარბოდა, უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ,
თავიდან ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელი იყო, წასვლა მოვინდომე,
მაგრამ მალევე მივხვდი სახლისკენ გზას ვერ ვიპოვიდი, ვითმინე მა-
ნამ, სანამ თვითონაც არ გავგიჟდი და ძველი წელთაღრიცხვის შიმ-
პანზესავით ხტუნვა არ დავიწყე.
– ბუჰაჰაჰ, აჰაჰა, ოჰო ოჰო. – ბუჰაჰაჰა? – ჰაჰუ, მუხუუ, ფაჰუუ.
ერთმანეთისათვის გაუგებარი ლექსიკონით ვსაუბრობდით, მაგ-
რამ მაინც გვესმოდა.
– ჰეი, სოფოკო, – დამიძახა სოსომ. – რამდენი გვაქვს დრო? –
რისთვის? – სახლში დაბრუნებამდე, – ცივად მომიჭრა სოსომ. – ღა-
მის ორს არ გადააცილოთო, მამამ ასე მითხრა.
– არ გინდათ კუნძულის მეორე მხარეს დავგაზოთ? – შემოგვთა-
ვაზა ყველაზე უმეცარმა ადამიანმა მთელ დედამიწაზე.
– სოსო, ცხენი კი არ ვარ. – კაი რა უნდა მაგას. – მე ვერ წავალ,
– მივუგე. – ვერც მე, – ამყვა ანი.
– მე წამოვალ, – დაიყვირა ჩემმა ძმამ, მაგრამ სახეზე რომ შემომ-
ხედა, დაამატა, – უი, ვერა, ვერ წამოვალ, მონსტრი შემჭამს და მერე
ჩემს ძვლებს ვერ იპოვით ისეთი პატარა ვარ, ხო სოფოკო?
– არა, შენ არავინ შეგჭამს, – დავამშვიდე შეშინებული ბავშვი,
რომელიც რეალურად, ჩემმა მზერამ დააფრთხო.
– თქვენი არ მაინტერესებს, მე მივდივარ, – ამაყად თქვა სოსომ.
– არსადაც არ წახვალ, – მატაბელმა საყელოზე მოქაჩა გულუბ-
რყვილო მეგობარს და მკაცრად ჩახედა თვალებში.
– ხელი გამიშვი, ეს ჯერ ერთი, – სოსომ ნელა და მშვიდად მოიშო-
რა ირაკლის ხელი, – და მეორეც, შენ არ გკითხავ, რა გავაკეთო და
რა – არა. . – შენ ვერსად ვერ წახვალ, – დაუბეჯითა მატაბელმა.
– მე შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, შენს ჯინაზე წავალ, – უპასუხა
სოსომ.

40
– კაი წადი, შეგიძლია აღარ მოხვიდე და იქ ჩაძაღლდე. საერთოდ,
ქვეყანას არაფერში არგია უაზროდ პრინციპული და ჯიუტი, თანაც
ზედმეტად გულუბრყვილო ადამიანები, – ზურგს უკან მიაძახა მატა-
ბელმა.
სოსომ ზურგჩანთა შემოიგდო და წასასვლელად მოემზადა, ეტ-
ყობოდა დიდად არ ეხალისებოდა წასვლა, მაგრამ ბრაზმა სძლია და
მტკიცე ნაბიჯით გააგრძელა სვლა. ერთხანს შეყოვნდა, 30 გრადუ-
სით შემოტრიალდა, მაგრამ „არ ვარ გულუბრყვილო“ სიტყვა დაგვი-
ტოვა და სირბილით გზას დაადგა ისე, რომ ჩვენკენ არც მოუხედავს.
– მოდი გავყვეთ, – ანი შეეხვეწა მატაბელს. – აქედან ფეხს არ
დაძრავ, – მკაცრად მიუგო ირაკლიმ.
ყველამ მშვენივრად ვიცოდით, რომ სოსოსნაირი მშიშარა დედა-
მიწის ზურგზე არ დადიოდა, ამიტომაც ის კუნძულის მეორე მხარეს
კი არ დაადგებოდა, არამედ რომელიმე ხეს ამოეფარებოდა და იქ და-
იმალებოდა, დილით კი სიამაყით მოგვიყვებოდა, თუ რა გადახდა
თავს. მისთვის მართლა თავგადასავალი იქნებოდა ეს – ღამით ისეთ
სიზმრებს იხილავდა, გული გაუსკდებოდა.
ტოტები და გირჩები ბლომად შევაგროვეთ, პირამიდისებურად
დავაწყვეთ და კოცონი დავანთეთ. თურმე რა სხვანაირი იყო ბუნება
ღამით, დილისგან განსხვავებით. ახლა ვეღარ დაინახავდით ღიპიან
მილიონერებს, მათ გამომწვევად გაპრანჭულ ქერა ცოლებს, მათ
უსუსურ შვილებსა და ძვირიან კოქტეილებს. ახლა ვეღარ იხილავ-
დით საცურაო აუზს, რომელიც მზისგან დამცავი კრემის გამო სულ
დაცხიმიანებულიყო, ვეღარ ნახავდით პირსახოცებს, მობილურებს,
ლეპტოპებსა და წიგნებს. აქ მარტო შუქს დაინახავდით. შავს, რომე-
ლიც ეჯიბრებოდა კოცონის ოქროსფერს. ღამის წყვდიადს ეწადა წი-
ნააღმდეგობა გაეწია ალისთვის, მაგრამ უშედეგოდ, ბნელი იფარე-
ბოდა ნათლით. ან რატომ ფიქრობენ, რომ შავი სიბოროტის აღმნიშ-
ვნელია და თეთრი – სიკეთის? იქნებ პირიქით იყო ყველაფერი? ეს
საკითხი განსახილველ თემად იქცა.

41
– შეიძლება, – ჩაფიქრებით თქვა ანიმ. – რაღაც არა მგონია, –
მიპასუხა დამ.
– ბალიში დამიდევიიით, – ძილში წამოიძახა ჩემმა პატარა ძმამ.
– ერთ დროს ხალხს ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო, მაგრამ
პირიქით აღმოჩნდა, ის მრგვალია. ყველას ეგონა, რომ თამარ მეფე
სუსტი და სათუთი იქნებოდა, მაგრამ შედეგი თქვენც კარგად იცით.
ხალხს ეგონა, რომ იესო მოკვდებოდა, მაგრამ ყველა დარწმუნდა მის
არაამქვეყნიურ უკვდავებაში. ევასა და ადამს ეგონათ, რომ უფალი
მიუტევებდათ აკრძალული ხილის ჭამას, მაგრამ ყველაფერი პირი-
ქით მოხდა. ოდესღაც ხალხი დარწმუნებული იყო, რომ პირველ
მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ გერმანია ვეღარ გაბედავდა სამ-
ხედრო ძალების განვითარების განახლებას და, მითუმეტეს, პოლო-
ნეთზე თავდასხმას, არადა ყველაფერი პირიქით მოხდა. შეიძლება
შავი ფერი, სიბნელე და იდუმალი ხმები მხოლოდ სიკეთის მომნიჭე-
ბელია ჩვენთვის, რატომ გვეშინია მათი? – მკითხა ირაკლიმ.
– თეთრი ნათელია, სამოთხეც თეთრია, ჯოჯოხეთი კი შავი, – და-
მაჯერებლად ვუპასუხე მატაბელს. საუბარი, რეალურად, ჩვენ ორ
შორის მიმდინარეობდა.
– რა იცი? – გამიღიმა. – ასე მგონია, – მივუგე – ტყუილად გგო-
ნია, – თავი ზევით ასწია და ჩაფიქრდა, – აი, აბა აიხედე, ახლა ზეცა
შავია.
– უფლის კვართი თეთრი იყო, – არგუმენტი მტკიცედ დავამატე.
– მეც თეთრი ჟაკეტი მაცვია, – მიპასუხა მატაბელმა და თავისი
სამოსისკენ მიმითითა.
საუბარი ნენეს უაზრო რეპლიკის გამო შევწყვიტეთ. ნენე მეტის-
მეტად გამხდარი, წყალივით გამჭირვალე თვალებიანი „სუსტი გო-
გონა იყო. ბავშვობიდანვე რაღაც დაავადება სჭირდა, ყოველთვის
რაღაც ებლანდებოდა, ირეალურ სამყაროში ცხოვრობდა, ვიღაცას
ელაპარაკებოდა და ჩვენც გვიმტკიცებდა ამ არარსებულის არსებო-

42
ბას. მისი გაცნობის შემდეგ მივხვდი, რა განსხვავება იყო საღად მო-
აზროვნე ადამიანებსა და გიჟებს შორის. ამ უკანასკნელებს საბოლო-
ოდ ჰქონდათ დაკარგული ობიექტურობის განცდა სამყაროს მიმართ
და ყველაფერს მხოლოდ სუბიექტურად, თავისებურად უყურებ-
დნენ.
– მოვიდა, ხედავთ? ჩემთან დაჯდა, ნახეთ, მიღიმის, – სასოწარ-
კვეთილმა წარმოთქვა.
ჩვენ ნენესი არ გვეშინოდა, ჩვენი ხნის იქნებოდა, იმდენად შევეჩ-
ვიეთ მის არაორდინალურობას, რომ აღარ ვიმჩნევდით. თუმცა, მას-
თან ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში სტრესს აღმიძრავდა.
– რატომ არ გჯერათ ჩემი? რატომ, – ტირილით გვევედრებოდა,
რომ მისი გვერწმუნა, – მე გიჟი არ ვარ, გეფიცებით, ამას როგორ
ვერ ხედავთ? როგორ დაგარწმუნოთ? ნახეთ, ის, ის... ის ჩემთან ზის,
ბოროტი ღიმილი აქვს, ის ჩემთან ღამით მოდის, კეთილი კი დილით
მსტუმრობს, მართლა, დაააამიჯერეეეთ, გთხოვთ, მე არ ვცრუობ, –
მისი ცრემლები დიდ ტბასაც შექმნიდა.
– ზოგჯერ მეც მინდა დავუჯერო, იქნებ მართლა არსებობენ, –
თქვა ჩემმა ძმამ.
– ვინ ის? – ჰკითხა ანიმ. – არ ვიცი, – მეტი ტვინის განძრევა
ბავშვს აღარ შეეძლო.
– შეიძლება ჩვენ ვართ გიჟები, ნენე კი, პირიქით, ნორმალური, –
თქვა ირაკლიმ, – იქნებ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, ნენე კი ფლობს ძა-
ლას,რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს არ გაგვაჩნია. თუმცა, ვინაა
ჩვეულებრივი ესეც საკითხავია. დაფიქრდით, თუ ეს მართლა ასეა,
ანუ არსებობენ „ისინი“, იქნებოდა ეს იდუმალებით მოცული, ყველას
რომ სცოდნოდა? ბუნებრივია, არა, ამიტომაც არ ვიცი ეშმაკი, არ
ვიცი უფალი, არ ვიცი იქნებ სხვა რაიმე ძალა მხოლოდ ერთეულებს
ანიჭებს უნარს იხილონ ის, რასაც ჩვენ ვერ დავინახავთ. ან იქნებ
საქმე უფრო მარტივადაა და საკითხი მხედველობას ეხება. ნორმა-

43
ლური ადამიანის აზროვნება ტვინის მხოლოდ 11 პროცენტს იყე-
ნებს, ტვინის ეს მცირე რიცხვი კი აფერხებს ჩვენი მხედველობის
სრულყოფილებას და უბრალოდ, ვერ ვხედავთ ამ არსებებს? – დაას-
რულა მატაბელმა და ღრმად ჩაფიქრდა.
– ალბათ სანამ სულიერად არ გავიზრდებით, მორალურად არ გა-
ვიწვრთნებით, ჩვენი აზროვნების საიდუმლო კარებს ვერ გავხსნით,
მანამდე ვერ გამოვიყენებთ ტვინის ასივე პროცენტს, – მშვიდად ვუ-
პასუხე.
– სად იმალება ეს გასაღები? – გვკითხა ანიმ.
– არ გჭირდებათ გასაღები, არა, აი, სოფოკო, მოდი, მომიახლოვ-
დი, შეხედე, ნახე როგორ გიყურებს, ახლა შენ თმას ეხება, ვერ
გრძნობ? – მკითხა ნენემ სასოწარკვეთილი და შეშფოთებული ხმით,
რომელიც დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში.
– ვერ გრძნობს, ნენე, – თბილად მიუგო ირაკლიმ.
– სხვათაშორის, დამტკიცდა, რომ ტვინის ასივე პროცენტს ვიყე-
ნებთ, ამასწინათ განაცხადეს, – გვითხრა ანიმ და ამით ჩვენი საუბა-
რი მიწასთან გაასწორა.
– მეცნიერებიც მათიანები არიან, – ძილში თქვა ჩემმა პატარა
ძმამ.
– ეს არ არის მართალი, აბა წარმოიდგინეთ თუ ადამიანი ახლა
იყენებს ტვინის ასივე პროცენტს, მაშ რა გამოდის? რომ ის ახალს
ვეღარაფერს შექმნის, რადგან მეტის გამოგონება აღარ შეუძლია.?
ესე იგი ჩვენ აღარ განვითარდებით? სისულელეა, – თქვა მატაბელ-
მა, – სოფოკო, შენ რას ფიქრობ?
– მე ნენე მეცოდება.
ნენეს შევხედე, რომელიც სულ კანკალებდა, მაგრამ არა იმის გა-
მო, რომ შეშინებული იყო, არამედ სწყინდა, რომ არ ვუჯერებდით,
– ნენე, როგორ გამოიყურება ის?
– ადამიანივით, გამჭირვალეც არაა, სრულიად ჩვეულებრივი

44
ადამიანია, ის მეუბნება, რომ ვერ მოხვდა დედამიწაზე წინა ცხოვრე-
ბაში ჩადენილი ცოდვების გამო და ახლა ეშმაკმა ის ამ ტანჯვისთვის
განწირა. ის თან ცხოვრობს, თან არა. დილით ის კეთილია, სულ სა-
კუთარ ცხოვრებაზე მიყვება. თურმე ორასი წლის წინათ ჯარისკაცი
იყო, მან, შურის გამო, თავისი მეტოქე მოკლა, ახლა კი სწორედ მის
სხეულში ცხოვრობს და ყოველდღე დანით მიყენებულ ტკივილს გა-
ნიცდის, – ისე გვითხრა, რომ უკვე აღარ სჯეროდა, ამ ამბავს რომ
დავიჯერებდით, თუმცა ყველას გულში რაღაც იდუმალმა აშკარად
გაიღვიძა.
– რა ფერის ტანსაცმელი აცვია, ნენე? – ალერსით ჰკითხა მატა-
ბელმა.
– არ ვიცი რა ფერია, ასეთი ფერი დედამიწაზე არ არსებობს. –
მაინც როგორია? – უცნაურია, არადედამიწისებური. – ნენე, შენთან
რატომ მოდის? შენ რატომ აგირჩია?
– მეუბნება, მისი გადარჩენა შემიძლია, მაგრამ მე არ ვიცი რო-
გორ ვუშველო, სადღაც წასვლისკენ მიბიძგებს, უფსკრულისკენ, ვი-
ცი, რომ მოვკვდები, იქ თუ დავაბიჯებ, მეშინია სიკვდილის. არ ვიცი,
რატომ სურს ასე ძალიან ჩემი სიკვდილი, ვეუბნები ბოროტი ხარ-
მეთქი და მატყუებ, მაგრამ ის მპასუხობს, რომ მეორედ ცოდვას არ
ჩაიდენს არასდროს და ჩემთვის მხოლოდ კარგი სურს. მე თავს ვერ
მოვიკლავ მის გამო, მეშინია, – თქვა ნენემ და გულსაკლავად ატირ-
და.
ნენეს ჩახუტებას ვერავინ ბედავდა მატაბელის გარდა, ირაკლი
მამაცი იყო, ალბათ მაგიტომაც მივიდა და ძლიერად ჩაეხუტა.
– უთხარი მაგ უნამუსოს, რომ ყურებს წავაჭრი, ჩემს ნენეს თუ
აწყენინებს, – თბილი ღიმილით დაამშვიდა.
– მას ადამიანების არ ეშინია, – თქვა ნენემ, უფრო მაგრად ჩაეხუ-
ტა ირაკლის და აქვითინდა.
ნეტა, მე თუ მჯეროდა ამ ყველაფრის?

45
5
დილით უგუნებოდ გავიღვიძე, თვითონაც არ ვიცოდი რატომ.
გულის სიღრმეში თითქოს პატარა გველები მესხდნენ და მთავარი
ორგანოს ყველაზე სათუთ ადგილას გამუდმებით მკბენდნენ და
მჩხვლეტდნენ. ეს ყველაფერი მზისგან გაწითლებული კანის რეაქცი-
ას დავაბრალე.
სარკეში ჩავიხედე და ჩემი ანარეკლი დავათვალიერე. ეს პროცე-
სი არც არასდროს მყვარებია, მაგრამ ამჯერად რუჯისგან შეცვლილ-
მა, გამუქებულმა სახემ, სწორმა ნაკვთებმა და გრძელმა კისერმა უჩ-
ვეულო სიამე და ჟრუანტელი გამოიწვია. გრძელი და თხელი თითე-
ბით თმის შავი კულულები გვერდულად გადავიწიე და ერთი მოსმით
შევიკარი. გაშლილი თმა ყველაფერში ხელს მიშლიდა ხოლმე, თანაც
უფრო კეკლუცი გოგოს იმიჯს მიტოვებდა, ვიდრე სინამდვილეში ვი-
ყავი.
სასტუმროს ნომრის კარადიდან სპორტული შარვალი, ფეხსაცმე-
ლი გამოვაწყვე და უსწრაფესად ჩავიცვი. სხვა ტანსაცმელი არც გა-
მომადგებოდა... რბოლაში შემიშლიდა ხელს. ყოველ წელს რომელი-

46
მე წითელი სპორტული მანქანით კუნძულ კომინოს რამდენიმე კი-
ლომეტრიან ქვიშიან სანაპიროს წუთებში ვფარავდი და სისხლში ად-
რენალინის მომატებას ვგრძნობდი. ეს ერთგვარი ხელმისაწვდომი
გართობა იყო, რომელიც ყველაფერს მავიწყებდა და თავს კუნძუ-
ლის ბატონ-პატრონად მაგრძნობინებდა.
ღრმად ჩაფიქრებულმა ვერც კი ვიგრძენი, რა სწრაფად აღმოვ-
ჩნდი მანქანებთან, შორიდან რომ სათამაშოებს უფრო მიაგავდნენ,
ვიდრე უზარმაზარი სიჩქარის გიგანტებს... საშიში არაფერი იყო,
მაგრამ შუბლიდან მომდგარმა ოფლის წვეთებმა გამააზრებინა, რომ
მთავარი მხოლოდ ერთი რამ იყო – მანქანის სიჩქარის კონტროლი
და თვითშეკავება.
უკაცრიელ ქვიშიან სანაპიროს თვალი შევავლე და შვება ვიგრძე-
ნი. სწრაფად რომც მევლო, ზედ ვერავის გადავუვლიდი და ვერც ვე-
რაფერს დავეჯახებოდი. ერთადერთი, რისი გათვალისწინება არ უნ-
და დამვიწყებოდა, იყო დროული დამუხრუჭება და იმის გააზრება,
რომ სანაპიროს ჯაჭვისებური ფორმა ჰქონდა, ამიტომ მოხვევისას
შესაძლოა პირდაპირ ზღვაში გადავვარდნილიყავი. საკუთარი თა-
ვის მჯეროდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰაერში ატყორცნილი
ქვიშა და სისხლში მომატებული ადრენალინი ამას არ დამავიწყებდა.
– დიდ ხანს იდგები ასე შეშინებული? – მკითხა მატაბელმა და
უსაფრთხოების შლემი მოირგო.
– მარტო ჩვენ ორნი ვართ? – ვკითხე უნებურად და მანქანიდან
ჩემთვის განკუთვნილი შლემიც გადმოვიტანე.
– ეს არ არის საკმარისი? – მკითხა ღიმილით. – და მაინც?
– არა, – მიპასუხა ირაკლიმ და უკან, ცხენების რემისკენ მიმახე-
და.
უკან მოხედვისას რამდენიმე ცხენი დავინახე. თითოეული ისეთი
შავი ფერის იყო, მეგონა, საგანგებოდ შეღებეს, რათა უფრო საშიში
და ძლევამოსილები გამოჩენილიყვნენ. მათი დიდრონი თვალები და
მატაბელის დაჟინებული მზერა მიბიძგებდნენ მანქანაში დროულად

47
ჩავმჯდარიყავი.
წითელი კარი გამოვაღე, უსაფრთხოების ღვედი გავიკეთე და
მანქანა შევამოწმე. ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ რატომ ვიდე-
ქი გაუნძრევლად? ალბათ მომატებული შიშის ბრალი იყო. შიშის,
რომელიც მაიძულებდა მანქანიდან გადმოვსულიყავი და რბოლაზე
უარი მეთქვა. მაგრამ მშიშარა ხომ არასდროს ვყოფილვარ, ყველა-
ფერს მარტივად ვუმკლავდებოდი, ამჯერად რა დამემართა? უთუ-
ოდ ცხენების ბრალი იყო. თითოეულის მრისხანე მზერა თითქოს მან-
ქანის საბურავებს ახურებდა. ვიცოდი, რომ ტარებაში ხელს შემიშ-
ლიდნენ, მაგრამ ამ თამაშის წესიც ხომ ეს იყო. თამაშის წესების დამ-
რღვევი კი ყოველთვის წაგებულია.
მანქანა ჩავაქრე, ისევ დავძარი, ჩავაქრე, დავძარი. ამას კიდევ
რამდენჯერმე გავიმეორებდი, რომ არ მენახა, როგორ დაძრა მატა-
ბელმა მანქანა და წამის მეასედში ქვიშიან სანაპიროზე გაფრინდა.
სუნთქვა შემეკრა... ფეხი უნებურად გაზს დავაჭირე და რამდენიმე
წამში სხვა სამყაროში აღმოვჩნდი... სურვილი იმისა, რომ რბოლაში
გამესწრო და მიზნისთვის მიმეღწია იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ
სუნთქვის კონტროლი დამეკარგა, გახშირებულ გულისცემას ვეღარ
ვგრძნობდი და ბოლოს სულ დამავიწყდა, რომ მანქანაში ვიჯექი. ეს
სულ სხვა სამყარო იყო... სხვა ფერებითა და გრძნობებით.
მატაბელის მანქანის სიწითლე თვალს ვერ მომჭრიდა, სისწრაფის
გამო მისი ფერი ჰაერში იბლანდებოდა და უბრალო ლაქად მეჩვენე-
ბოდა. ყურადღება სხვა რამეზე მეფანტებოდა. საჭეს ორივე ხელით
ჩავაფრინდი და გვერდით გავიხედე... ცხენის მაღალმა ფეხებმა და
დაუძლეველმა სუნთქვამ თითებში ცივი ოფლი მაგრძნობინა და მა-
იძულა, გაზისთვის კიდევ უფრო მტკიცედ დამეჭირა. ოქროსფერი
ქვიშა, მტვერი, ცხენების დაუმორჩილებელი რბოლა – ყველაფერი
ერთმანეთში აზავდა და ფილმის კადრს დაემსგავსა. – რაც უფრო
მეტ ცხენს ვხედავდი გვერდიდან, მით უფრო გამეტებით ვაჭერდი

48
პედალს, მით უფრო მიხურდებოდა გული და მით უფრო მიძლიერ-
დებოდა სიამოვნების შეგრძნება. ასაკოვან ქალს აუცილებლად გა-
აღიზიანებდა მანქანის ასეთი გაბმული ღმუილი და ჰაერში ასროლი-
ლი ნიჟარები, მაგრამ მრბოლელს სწორედ ეს ხიბლავს.
თითქოს მატაბელის სუნთქვასაც ვგრძნობდი, მის გაქვავებულ
ხელებსა და საოცარ ნებისყოფას. ბუნებასაც ვგრძნობდი, ტალღებს,
ქარისა და ქვიშის მიმართულებას და ცხენების თქარათქურს. ყურის
ბიბილო და თვალის გუგა კიდევ უფრო მეძაბებოდა, როდესაც მივ-
ხვდი, რომ მოსახვევში მანქანის საბურავი ნელა იფუშებოდა და გა-
ჩერებას აუცილებელს ხდიდა. მაგრამ გიგანტის ის სურვილი კიდევ
უფრო მიმძაფრებდა აზარტს და სიჩქარეც შესაბამისად მატულობ-
და.
თამაშის წესი მარტივი იყო – ერთფეროვანი სანაპიროს დასას-
რული უნდა გამომეცნო და დროულად მივმხვდარიყავი, სად გამეჩე-
რებინა. გვერდით რომ გავიხედე, მხოლოდ იმედგაცრუებამ შემიპ-
ყრო. 5 წუთის წინაც, რბოლის დასაწყისშიც, იგივე ბუნება, იგივე
ზღვა და სანაპირო იყო. ორიენტაციის დაბალმა უნარმა მაგრძნობი-
ნა, თითქოს დროის მანქანაში გავიხედე და მუდმივად ერთ წრეზე
ვტრიალებდი. მხოლოდ ერთი განსხვავება იყო, ცხენები აღარ ჩან-
დნენ და ქვიშიანი ბურუსი უფრო მაღლა აწეულიყო ჰაერში, ვიდრე
წარმომედგინა.
სურვილმა, დროულად გამეღწია ამ დროის უაზრო განზომილე-
ბიდან, ქვიშისა და მანქანის ბღავილისგან, მაიძულა კიდევ უფრო
სწრაფად მევლო. იმდენად სწრაფად, რომ ზღვის ლურჯი ტალღები
ერთ ხაზად გადაქცეულიყვნენ. შინაგანმა სამყარომ არ მიმტყუნა და
ბოლოს, მატაბელის წითელ მანქანასაც გავუსწარი.
უსაზღვრო სიხარული, კმაყოფილება და სიამაყე შევიგრძენი,
როდესაც დავინახე, მატაბელის სარკე როგორ დაიბინდა ჩემი მანქა-
ნის მიერ მოსროლილი ქვიშით. მიხაროდა, რომ ცხოვრებაში პირვე-

49
ლად გავასწარი და ფინიშზე გავედი. მაგრამ ეს თამაში ასე მარტი-
ვად არ მთავრდებოდა. მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო... თუ უკან? იქ-
ნებ დავაგვიანე დამუხრუჭება? შუა სანაპიროზე მყისიერი გაჩერება
უფრო საშიში იქნებოდა, რადგან მატაბელი შეიძლებოდა უკნიდან
დამჯახებოდა, ამიტომ სხვა გზა არ მქონდა. ვგრძნობდი, თან რო-
გორ მიქროდა და თანაც როგორ მემუდარებოდა ჩემი მანქანა გაჩე-
რებასა და ამოსუნთქვას. მაგრამ ის სულაც არ მეცოდებოდა და სა-
ვალალო ვითარებას ყურადღებასაც არ ვაქცევდი, პირიქით, მანქა-
ნის ეს დაჟინებული თხოვნა უფრო მამწარებდა და ბოლოს სიჩქარის
მაქსიმალურ ნიშნულამდეც კი ამიყვანა.
ეს სულ სხვა სამყარო იყო,
სულ სხვა ფერებითა და გრძნობებით.
სამყარო, რომელშიც დრო გაჩერდა,
ამინდი გაქვავდა,
ზღვა კი ნელ-ნელა შედედდა.
ამ სამყაროში მხოლოდ საკუთარ თავს და ბუნებას ვენდობოდი.
ბოლომდე მჯეროდა, რომ ზღვის ტალღები ჩემს დროულ გაჩერებას
შეძლებდნენ და დახრჩობისთვის არ გამიმეტებდნენ. მათი იმედი
სულ ტყუილად მქონდა... თვალის ერთ დახამხამებაში შიშმა, ბრაზ-
მა, სასოწარკვეთილებამ და იმედგაცრუებამ ერთდროულად ამიტა-
ნა. დავინახე, როგორ დაწვრილდა სანაპირო და ქვიშიანი ანგელო-
ზისგან ქვებით სავსე ჯადოქრად გადაიქცა. გაჩერებაც მარტივად
შემეძლო, მაგრამ ამ თამაშის მთავარი წესი თვითკონტროლი იყო.
მე კი თურმე ნულზე მქონია ეს ნიშნული.
თავდაჯერება იმისა, რომ ქვებით სავსე სანაპიროს მარტივად და
უვნებლად გადავუვლიდი, მაიძულებდა არ გავჩერებულიყავი და სა-
კუთარ თავს უფრო მივნდობოდი. გონება მკარნახობდა, რომ ვერ გა-
დავრჩებოდი თუ დროულად არ დავამუხრუჭებდი, მაგრამ როგორ...
როგორ მინდოდა გულისთვის დამეჯერებინა. რატომ ვაკეთებდი
ამას, თვითონაც არ ვიცოდი, ალბათ უხეირო მოთამაშე აღმოვჩნდი.

50
ის მოთამაშე, რომელიც წესების დარღვევით ცდილობდა თამაშის
საზღვრებს გასცდენოდა და თავიც დაეღუპა.
მძიმე ქვები უფრო მრავლდებოდა, ქვიშა კი ნელ-ნელა საერთოდ
ქრებოდა თვალსაწიერიდან. იმ წუთს, იმ წამს.. მზად ვიყავი, ქვებს
მანქანით შევჯახებოდი და თამაშიც დამესრულებინა. ჩემი გულუბ-
რყვილო აზროვნება უთუოდ ასე მოიქცეოდა, ცხვირწინ მატაბელის
მანქანა რომ არ გამოჩენილიყო. ბუნებით ისეთი ეგოისტიც არ ვიყა-
ვი, რომ მისი სიცოცხლეც მხოლოდ იმისთვის გამეწირა, რომ ვიღა-
ცისთვის დამემტკიცებინა, როგორ შემეძლო წესების დარღვევა.
3, 4 კბილის მანქანას რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ საბოლო-
ოდ გაჩერებულიყო და სიჩქარეს ნიშნული ნულამდე დაეყვანა. მის
ამ ქმედებას შეუძლებელი იყო, ჩემი მხრიდან ანალოგიური საქციე-
ლი არ მოჰყოლოდა. მატაბელის უეცარმა გამოჩენამ გამომაფხიზლა
და მიმახვედრა, რომ სუსტი ნებისყოფის გამო კინაღამ თავი მოვიკა-
ლი. და ეს ყველაფერი მხოლოდ ახირებისა და კაპრიზის გამო...
მანქანა შევაჩერე და სარკიდან გავიხედე... ისევ ის ჩვეულებრი-
ვი, დედამიწისებური სამყარო მოჩანდა. ალბათ ამ სამყაროსთვის
მინდოდა თავის დაღწევა და ილუზიაში ცხოვრება. მაგრამ რას მო-
მიტანდა ეს ილუზია? მხოლოდ მუდმივ შიშსა და... სისწრაფეს.
– სულ გააფრინე, – მითხრა მატაბელმა და ჩემი მანქანის კარი
მთელი ძალით გამოაღო.
– თავი ვერ შევიკავე, – ვიმართლე დამნაშავის ხმით.
– კინაღამ ქვებს დაეტაკე, ვერ ხედავდი? – გამიმეორა მატაბელ-
მა მშობლის მსგავსი საყვედურიანი ინტონაციით.
– რომ ვხედავდი, მაგიტომ ვერ შევიკავე თავი, – ვუპასუხე და
შლემი მოვიხსენი.
Bad... Bad player, – მითხრა მატაბელმა და უკმაყოფილოდ თავი
დაიქნია.
კომინოზე ყოფნისას ყველა ტურისტი და პერსონალი ინგლისუ-
რად ლაპარაკობდნენ, ამიტომ ზოგჯერ ჩვენც ვურევდით ინგლისურ

51
ფრაზებს. მატაბელის ამ შენიშვნამ გული არ დამწყვიტა. მისი მად-
ლიერი ვიყავი. უფრო იმიტომ, რომ თავისი მხრიდან გაწეულ დახმა-
რებაზე სიტყვაც არ დასცდენია და არა იმიტომ, რომ გადამარჩინა
და თავი საფრთხეში ჩაიგდო.
ორივეს კარგად გვახსოვდა, რომ დროულად უნდა დავბრუნებუ-
ლიყავით სასტუმროში, რადგან ყველა ალბათ ჩვენს გაუჩინარებაზე
ლაპარაკობდა. დაბრუნება სულაც არ მინდოდა, იმდენად მოვწყდი
რეალურ სამყაროს, რომ გონებაში ყველა ფიქრი არეულად ტივტი-
ვებდა და აზროვნების უნარს მართმევდა.
– სხვა რომ ყოფილიყო ჩემს ადგილას, იმასაც გადაარჩენდი? –
ვკითხე მატაბელს და მის შავ თვალებს დაჟინებით დავაკვირდი.
– სხვა ასეთ სიტუაციაში არ ჩავარდებოდა, – ისეთი ტონით მო-
მიჭრა, რომ მიხვდი, რაოდენ არ უნდოდა თავისი ქმედების გამოკვე-
თა.
– ანუ სუსტი ნებისყოფა მაქვს, ამის თქმა გინდა? – ჩავეძიე მატა-
ბელს ქალური ჟინით და ხელები ბავშვურად გადავაჯვარედინე, –
მითხარი სიმართლე, არ მეწყინება!
– როცა ქალი გეუბნება, სიმართლე მითხარი, არ მეწყინებაო, ეტ-
ყვი მას სიმართლეს თუ არა – ნებისმიერ შემთხვევაში დარხეული
გაქვს.
მეტი არაფერი უთქვამს. მისი დუმილი მიანიშნებდა, რომ არც ჩე-
მი განაწყენება უნდოდა და არც სიცრუის თქმა.

***
დაძაბული რბოლის, ჩემი უნებისყოფობის, იმედგაცრუებისა და
დატვირთული დღის მერე, თავი მოვიწესრიგეთ რა, სასტუმროს
რესტორანში შევედით. იქ მშობლები და მეგობრები მელოდებოდ-
ნენ. ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ამ რესტორნის
მზარეულები ასეთი უგემრიელესი კერძების მომზადებას. ყველაფე-

52
რი ალბათ ბროწეულისა და ანანასის ტკბილმწარე სოუსის დამსახუ-
რება იყო. ჩემი საყვარელი კერძი შევუკვეთე – ლობსტერი.
დავინახე როგორ ამოიყვანეს წყლიდან ცოცხალი ლობსტერი და
ცოცხალივე შესაწვავად დადეს.
– იმის დემონსტრირება, რომ ყველაფერი ახალია, ბუნებრივია,
სასიამოვნოა, მაგრამ ცოცხლად რატომ წვავენ? – იკითხა ანიმ.
– ლობსტერი ტკივილს არ განიცდის, – ვუპასუხე სიამაყის
გრძნობით, რომ ამ კითხვაზე პასუხი მქონდა.
– მითია – ვითომდა ვეგეტარიანელების მიერ მოგონილი, რომ-
ლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არსებანი ტკივილს არ განიცდიან, – დინ-
ჯად თქვა მატაბელმა, – სინამდვილეში ტკივილს განცდა ორგანიზ-
მის რეაგირებაა მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით. მეტიც,
ლობსტერები იმახსოვრებენ კონკრეტულ ტკივილს.
– მაშინ ცოდოა, – თქვა ჩემმა ძმამ.
– აა, ესე იგი იმიტომაა ცოდო, რომ ტკივილს განიცდის და არა
იმის გამო, რომ კვდება? – ვკითხე ჩემს მიამიტ ძმას.
– აბა შიმშილით მოვკვდეთ, სოფოკო? – მკითხა მამამ.
– სხვა სამყაროში უეჭველი ლობსტერები გვჭამენ ადამიანებს, –
ვიხუმრე და ლობსტერის საჭმელად მოვემზადე.
რესტორანი სავსე არ იყო, ზოგი გარეთ მაინც აგრძელებდა თა-
მაშს. ნენეს დაგვიანებულმა შემოსვლამ ძალიან გამაკვირვა, არას-
დროს იგვიანებდა ხოლმე.
– უკაცრავად, – მორცხვად მოიბოდიშა და ამოჩემებულ ადგილს
მიუჯდა. .
– ნენეს დაუვარცხნელი ქერა თმა უფრო ლამაზს ხდიდა მის
წყლისფერ თვალებს. თეთრი კაბა ეცვა, ნამდვილი ანგელოზი იყო.
კაბა მკერდიდან იწყებოდა, ამიტომ ყველა ადვილად შეამჩნევდა მის
მომრგვალებულ, გამხდარსა და გარუჯულ მხრებს, რომელზედაც
თმა ისე ნაზად იყო შემოხვეული, გეგონებათ ლეონარდო და ვინჩიმ

53
დახატაო. მისი უცნაურობის გამო არც ერთ ბიჭს არ მოსწონდა, მაგ-
რამ სანამ არ დაიწყებდა არაამქვეყნიურ სულებზე ლაპარაკს,
თვალს ვერავინ მოწყვეტდა. ველურ ტყეში მფრინავ მერცხალს ჰგავ-
და. ის ისეთი ნაზი იყო, მაგრამ არავისი არ ეშინოდა და მტკიცე ხა-
სიათი ჰქონდა. მერცხალივით თავისუფალი, რაღაცაზე მეოცნებე და
მუდამ მომღიმარე იყო. სიცილის დროს მორცხვად იფარებდა ხელს
ტუჩებზე, თითქოს ერიდებოდა თავისივე სილამაზისა. ეშინოდა ვინ-
მეს გული არ დაეტყვევებინა და სიყვარულის გამო, სამყაროს წინა-
აღმდეგ არ აემხედრებინა მოტრფიალე. მზესავით ბრწყინავდა,
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ღამითაც არ მალავდა თავის სიკაშკა-
შეს.
– ნენე, დავჯდე შენ გვერდით? – ნენეს კითხვით მიმართა მამა-
მისმა.
– არა, დაკავებულია, მამიკო, ვერ ხედავ ნუთუ? – თქვა ნენემ და
ჭამისთვის მოემზადა.
პირი სასაცილოდ გააღო და ფრთხილად მოკბიჩა ხორცი. ეს ისე
ნაზად გააკეთა, გეგონებათ ეშინოდა ტკივილი არ მიეყენებინა ლუკ-
მისთვის.
– აქ არავინ ზის, ნუ ისულელებ თავს და ხასიათს ნუ მიფუჭებ
სულ, – უკმეხად უთხრა ანიმ.
– როგორ, დავიჯერო ვერ ხედავ? – გულწრფელად ჰკითხა ნენემ.
ყოველთვის მიკვირდა, რატომ გვისვამდა ნენე სულ ერთსა და
იმავე კითხვას, თანაც ისე ცნობისმოყვარედ, ვითომ პირველად გვე-
კითხებოდა ამას.
– შვილო, რატომ მტკენ გულს შენი ასეთი საქციელით? – ნატკენი
ხმით მიმართა მამამისმა, – ნუთუ ძნელია, ჩემ გამო მაინც შეიკავო
თავი საზოგადოებაში და წესიერად, ნორმალური ადამიანივით მო-
იქცე?
– მე ნორმალური ვარ, – გულგრილად უპასუხა ნენემ, შეჩვეული
იყო ამგვარ დიალოგს და ამას ყურადღებას აღარ აქცევდა.

54
– მე აქ ვჯდები, არ მაინტერესებს, – ნიშნისმოგებით თქვა ნენეს
მამამ და სკამზე მოცელილივით დაეგდო.
ნენე აკისკისდა, მერე ძლივს სული მოითქვა და შენიშნა:
– გენახა როგორ გაჭყლიტე ახლა შენი უზარმაზარი საჯდომით
მისი წვრილი ფეხები, აჰაჰაჰ, – აგრძელებდა გულიან სიცილს.
– აქ არავინ ზის! – მაგიდაზე ხელის დარტყმით მამამ შვილს გა-
ჩუმება უბრძანა.
ნენემ სიცილი შეწყვიტა, ხელსახოცით პირი მოიწმინდა, უეცრად
წამოხტა და გასაქცევად მოემზადა, მერე შეჩერდა, თავისი კამკამა
სახე აწია და მამამისის სკამისაკენ მოიხედა დაიმედებულმა, უნდო-
და ისიც გაჰყოლოდა.
მან კი დაუდევრად უპასუხა: – არ გამოგყვები, – ზურგის შექცე-
ვით ჭამა გააგრძელა. – შენ არც გელოდები, მის ადგომას ვუცდი.
ნენეს მამამ სინანულით გახედა. შვილი ძალიან უყვარდა, ცდი-
ლობდა მის მიმართ თბილი ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს ყოველთვის
ნერვები უმტყუნებდა ხოლმე. ნენეს ავადმყოფობას მწარედ განიც-
დიდა. ექიმებთან დაჰყავდა, მაგრამ უშედეგოდ, ტვინის მუტაცია
მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ნენეს დედა არავის არასდროს
უნახავს, ამბობდნენ, შვილის ტანჯვას ვერ გაუძლო და სხვაგან გა-
იქცა. ისიც ისეთივე პირმშვენიერი ყოფილა, მაღალი, ბერძენი ქალი-
ვით ეშხიანი და ბროწეულის ფერი ტუჩებით.
რესტორანში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ნენეს საქციელს არა-
ვინ იმჩნევდა. თუმცა იგი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ღამით მასთან
მარტო დარჩენა ყოველთვის მეშინოდა. დილით თავის იდუმალ მე-
გობარს რომ ტკბილად ამკობდა, ღამით ერთ ღრიალს ტეხდა, რაც
ძალიან მაშფოთებდა და მაშინებდა.
მამაჩემმა სიტუაციის განსამუხტავად საუბარი წამოიწყო: – მო-
დით, რამე კარგი მოვიფიქროთ!
– მოდით ვითამაშოთ „იცოდით ეს საინტერესო ფაქტი? “ – შევთა-
ვაზე შეკრებილებს.

55
– ეს როგორ? – მკითხა ანიმ.
– მაგალითად იცოდით, რომ ჰანს კრისტიან ანდერსენს, უდიდეს
მწერალს, არ შეეძლო გრამატიკულად ეწერა? თითქმის ყოველ სიტ-
ყვაში შეცდომას უშვებდა. სამაგიეროდ რა ფანტაზია ჰქონდა! – ღი-
მილით წარმოვთქვი და ბავშვობის წიგნები გავიხსენე.
– გონებრივი განვითარება და ინტელექტი არ არის დამოკიდებუ-
ლი ტვინის სიდიდეზე ან წონაზე. ყველაზე მძიმე ტვინი, 3 კგ-ზე ნაკ-
ლები, იდიოტის აღმოჩნდა, – ისეთი სიამაყით წარმოთქვა ანიმ,
თითქოს მსოფლიო სიბრძნე გაგვიზიარა.
– მაკრატელი ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა, – დავუმატე და
ანის თვალებში შევხედე.
– მხოლოდ ნახევარმა მოსახლეობამ იცის, რომ მზე სინამდვილე-
ში ვარსკვლავია, თანაც ერთ-ერთი ყველაზე პატარა, – გააგრძელა
ანიმ და თვალი ჩამიკრა.
ვგრძნობდი, რომ უკვე თამაშის ფარგლებს ვცდებოდით და ჩემი
და ანის საუბარი ნამდვილ პაექრობაში გადაიზარდა.
– წარმოიდგინეთ ჩინეთის მოსახლეობა. ყველამ იცით ეს უზარ-
მაზარი რიცხვი და მაინც, თუ ყველას წყნარ ოკეანეში ჩავყრით, მისი
დონე მხოლოდ 0,0003 მილიმეტრით აიწევა! – ვთქვი და ანის მივა-
ნიშნე, რომ ამით ჩვენი თამაში უნდა დამთავრებულიყო, თორემ ერ-
თმანეთს დავხოცავდით.
– მკვლელობათა მხოლოდ მეშვიდედი ცხადდება გახსნილად, ასე
რომ დამშვიდდით, გოგოებო, – თქვა მატაბელმა და გვიბიძგა გავ-
ჩუმებულიყავით.
ვგრძნობდი, რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვშორდებოდი
ანის. ერთმანეთს იშვიათად, მხოლოდ ამ არდადეგებზე ვხედავდით,
შესაბამისად, ჩვენი ინტერესებიც განსხვავებული ხდებოდა. მალე
მასთან სალაპარაკოც ამომეწურებოდა და მეგობრობის უფსკრულს
მივუახლოვდებოდი. რასაც ვერ ვიტყოდი მატაბელსა და ნენეზე.

56
მათთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა, იმის მიუხედავად, რომ თავი-
სებურებები იყვნენ. სოსოც კარგი ადამიანი ჩანდა გულის სიღრმეში,
თუ გაუგებდი. გაგებაში კი მის კაპრიზებზე დათმობა იგულისხმებო-
და.
– სოსო სად არის? – ვთქვი და გამახსენდა, რომ გუშინდლიდან
აღარ მინახავს.
– დღეს გინახავთ ვინმეს? – შიშნარევი ხმით გვკითხა ანიმ, – მგო-
ნი, არც დაბრუნებულა ტყიდან.
– რომელი ტყიდან? – წარბების აწევით გვკითხა მამაჩემმა. პასუ-
ხის გაცემას ვერავინ ბედავდა.
– გუშინ დაიჩემა, კუნძულის მხარეს უნდა წავიდეო და ამით ვიბ-
ლატავებო მთელი ცხოვრებაო, – გულგრილად თქვა ირაკლიმ,
გრამ როდესაც მიხვდა, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო, და-
უმატა, – ალბათ გამოჩნდება.
– მარტო წავიდა? თავხედო, ირაკლი, თავხედო, მარტო გაუშვი?
– წამოენთო სოსოს დედა.
– კი, – მიუგო მატაბელმა, – გთხოვთ, სახეში ნუ მაფურთხებთ.
ირაკლიმ ნელა მოიწმინდა სახეში მოხვედრილი ნერწყვი და გა-
აგრძელა:
– მე არ მევალებოდა თქვენი შვილის კუდში დევნა, უფრო მეტიც
ეს თქვენი, როგორც დედის, პირდაპირი მოვალეობა იყო.
– 23 წლის ბიჭს უნდა ვსდიო? – დაუყვირა სოსოს დედამ. – იმავე
არგუმენტით გიპასუხებთ მეც, – თქვა მატაბელმა.
– ჯობია ვიპოვოთ, ალბათ ახლოს იქნება სადმე, – იმედიანად
ვუთხარი სასოწარკვეთილ ქალს.
– და თქვენ მის მეგობრებად იწოდებით? – ახლა ჩვენ დაგვტუქსა
სოსოს დედამ.
– არა, საიდან მოიტანეთ? – მშვიდად მიუგო ირაკლიმ.
ეს პასუხი ნამდვილად უადგილო იყო, თუმცა სრული სიმართლე

57
გახლდათ. სოსო არავის უყვარდა. ის მილიონერი მშობლების გათავ-
ხედებული შვილი იყო. ყოველთვის ყველას დაჩაგვრასა და საკუთა-
რი არარსებული შესაძლებლობების წარმოჩენა სურდა. როგორც,
მაგალითად, გუშინ.
სოსოს დაკარგვა ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელი აღმოჩ-
ნდა. დედამისმა ერთი ამბავი მორთო, რაც გასაკვირი სულ არ იყო.
მალტას პოლიცია ენერგიულად ეძებდა ახალგაზრდას, რომელიც,
სავარაუდოდ, მისმა პირადმა უაზრო ამბიციამ იმსხვერპლა.
ბუნებრივია, საღამოს საცურაოდ არ წავსულვართ, ფაქტობრი-
ვად, გლოვა გამოვაცხადეთ. ბავშვებმა თავი დამნაშავეებად ვიგ-
რძენით, მაგრამ რა უნდა გვექნა? სადმე წასვლა ნამდვილად სახი-
ფათო იყო და არაფრის მომტანი. თანაც გვეგონა, რომ სოსო არსად
არ წავიდოდა და როგორც ადრე ვთქვი, სადმე ბუჩქში დაიმალებო-
და. ალბათ ძალიან უნდოდა მატაბელისნაირი მამაცი და ძლიერი
წარმოჩენილიყო. მაგრამ მე სიმამაცე მხოლოდ შედეგიან და პრო-
დუქტიულ ფენომენად მესმის. მამაცია ადამიანი, რომელიც მზადაა
სხვებისთვის თავი გაწიროს. ის არ უნდა აგვერიოს პირად ამბიციასა
და უმეცრებაში. სოსოს საქციელი უფრო გულუბრყვილობით იყო გა-
მოწვეული.
მე და პატარა, 2 წლის ბავშვი რომ დაგვაყენოთ დათვის წინ, დარ-
წმუნებული ვარ, ის უშიშრად გაიწევს ველური ცხოველისკენ. მე კი,
ამ დროს, ბავშვიანად გაქცევას ან ხეზე აძრომას შევეცდები. მაგრამ
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ჩემზე მამაცია. ის ჩემზე უფ-
რო გულუბრყვილო და მიამიტია, მეტი კი არაფერი.
თავი ვალდებულად ჩავთვალეთ სოსო მოგვეძებნა. უკვე ბნელ-
დებოდა, თუმცა ამან არ დაგვაბრკოლა. მკრთალი შუქი მაინც იყო
ალაგ-ალაგ.
– რა სულელია, – თქვა ანიმ. – და უაზროდ ამაყი, – დავამატე.
– გეყოთ, ჯობია ვიპოვოთ და მერე კი კარგად მოვბეგვოთ, – და-
ამატა მატაბელმა.

58
– სად უნდა წასულიყო, კომინო დიდი არ არის, – მივმართე მე-
გობრებს.
– მზის ჩასვლამდე, სანამ ის კეთილია, ისიც დაგვეხმარება სოსოს
მოძებნაში. კიდევ, დაახლოებით, 15 წუთი მისი იმედი უნდა გვქონ-
დეს, – თქვა ნენემ.
– ვინ ის? ნენე, ვინ ის? – დაიყვირა ანიმ, – გადამრევს ეს გოგო!
– ის, – თქვა ნენემ და თვალები მორცხვად ჩაწია.
– დღეს მაინც როგორ ვერ შევამჩნიეთ, სანაპიროზე რომ არ იყო?
– გვკითხა ჩემმა ძმამ.
– ალბათ ძალიან დავისვენეთ უიმისოდ, – უპასუხა ანიმ.
– მეც რაღაც საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, თურმე, აი, რაში ყო-
ფილა საქმე.
ბილიკი სულ ზევით მიიწევდა, ასვლა ძალიან მიჭირდა. ერთგვა-
რი მთა იყო, რომელიც თითქოს ცას უახლოვდებოდა, ქვევით კი
ულამაზესი ზღვის ხედი იშლებოდა. შეჩერება გადავწყვიტეთ, იმდე-
ნად მოგვნუსხა მზის ჩასვლის ხილვამ. მაღალი ადგილიდან ეს ბევ-
რად ლამაზი სანახავი იყო, ვიდრე სანაპიროდან. მზის ყვითელი შუქი
ზღვის სილურჯეს ეცემოდა. წყალი სულ სხვა ფერს იღებდა, ოდნავ
მომწვანო ხდებოდა. გეგონებოდათ, უზარმაზარი ტბა იყო, სავსე
მწვანე მცენარეებით.
– ნახეთ, მზე ბოლომდე ეშვება, – მოჯადოებულივით პეიზაჟს მი-
ვაშტერდი.
– ნამდვილად, – ერთი ამოსუნთქვით თქვა ჩემმა პატარა ძმამ.
– დამღალე! – ვიღაცას შეჰყვირა ნენემ და ბილიკის ციცაბოსკენ
გაექანა. – ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, ვერც კი გავაც-
ნობიერეთ თუ როგორ გადახტა ნენე სიმაღლიდან ბობოქარ ზღვაში
და იქიდან ამოსვლას არც კი ლამობდა. ნამდვილად დაიხრჩობოდა!
მისი ოქროსფერი, გრძელი თმა მწვანე წყალზე ლამაზად ტივტივებ-
და, თვით ნენე კი ულამაზეს ქალთევზას წააგავდა. ეს სანახაობა ნამ-

59
დვილად დაგატყვევებდათ, ნენეს სასოწარკვეთილი ხმა რომ არ შე-
მოგსმოდათ.
– მე გავთავისუფლდები შენგან, წადი, დამღალე! – გაჰკიოდა ნე-
ნე.
ირაკლი დაუფიქრებლად გადახტა და მის დასახმარებლად მარ-
დად გაცურა. ნენე ეურჩებოდა, უნდოდა წყალში დარჩენილიყო სა-
მარადისოდ.
– ჩახტი, დაეხმარე, მარტო ვერ შეძლებს მის ამოყვანას, – შევეხ-
ვეწე ჩვენს ერთ-ერთ მეგობარ ფერმკრთალ ბიჭს.
– გაგიჟდი? ვერ ხედავ ზღვა რა დღეშია? – მიპასუხა თავის გაქ-
ნევით. “
ჩასახტომად მოვემზადე, ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე,
მაგრამ ზღვაში ტყაპუნის ნაცვლად, ვიღაცის ძლიერ მკლავზე დავე-
ცი. ეს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო, რომელმაც მანუგეშებლად
მითხრა:
– არ არის საჭირო, ნახავ, ყველაფერს მოაგვარებს.
ნენე თურმე ფიზიკურად ძალიან ძლიერი და შეუპოვარი აღმოჩ-
ნდა, ნამდვილი მეომარივით ეურჩებოდა მატაბელს და ცდილობდა
გასხლტომოდა. ირაკლიმ ხელი აწია და მთელი ძალით სილა გააწნა.
ნენე გაითიშა და მისი პატარა თავი ირაკლის ძლიერ მკერდზე აღ-
მოჩნდა. პირველად ვნახე ასეთი უმწეო ნენე. შორიდანაც გაარჩევ-
დით მის უჩვეულო სილურჯეს.
– უნდა ჩავიდეთ, – ერთხმად წამოვიძახეთ მეგობრებმა.
ჩასვლისთვის დაახლოებით 15 წუთი დაგვჭირდა, თანაც უკვე
ბნელოდა და ბილიკს ძლივს ვხედავდით...
ჩვენს სასტუმროსთან უკვე გამოფხიზლებული ნენე და, გულგრი-
ლი გამომეტყველებით, მატაბელი იდგნენ. ორივე იღიმოდა, თით-
ქოს პირი შეეკრათ. რას გვიმალავდნენ?
– ნენე, გაგიჟდი? – ვკითხე მართლაც რომ გიჟ მეგობარს.

60
– ის ისევ სიკვდილისაკენ მიბიძგებდა, – დამნაშავის ხმით მიპა-
სუხა.
– ჩვენზე მაინც უნდა გეფიქრა, – უპასუხა ანიმ, – ან შენს მშობ-
ლებზე.
– მე ყველგან ზედმეტი ვარ, დროა ყველამ დაისვენოს, მეც მინდა
სიმშვიდე.
– შენ ზედმეტი არასდროს ყოფილხარ, პირიქით, ყველაზე ნათე-
ლი სხივი ხარ ამ საზოგადოებაში, – მივუგე და გავუღიმე, – გაგიმარ-
თლა, რომ მატაბელი იყო ჩვენთან, – მადლიერი მზერით შევხედე
ირაკლის, რომელიც ამჯერადაც ისე იდგა, თითქოს განსაკუთრებუ-
ლი არაფერი მომხდარიყოს.
– რომელმაც, სხვათაშორის, მატკინა, – თქვა ნენემ, კისერზე მო-
იკიდა ხელი და საყვარლად გაუღიმა თავის გადამრჩენელს.
სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მობეზრებული მქონდა ნენეს
ამგვარი საქციელი, უსაზღვროდ ვიღლებოდი მისი „მასზე“ დილის
ქებით თუ ღამის ლანძვის მოსმენით. გარდა ამისა, ვგრძნობდი, რომ
როდესმე ნენე ხიფათს გადაეყრებოდა. „ის“ აღარ მეჩვენებოდა იდუ-
მალებით მოსილად, უფრო ვიღლებოდი მისით, ვიდრე მეშინოდა.
ადგილობრივმა პოლიციამ გვიბიძგა შეგვეწყვიტა ძიება და სას-
ტუმროში დავბრუნებულიყავით. ღამით სოსოზე ვფიქრობდი. ნეტა,
სად იყო? იქნებ ჩვენზე გაჯავრდა? მას ხომ მნიშვნელოვნად არას-
დროს აღვიქვამდით. იქნებ ჩვენ ვუბიძგეთ ამის გაკეთებისაკენ?
ირიბად ნათქვამი ხომ ზოგჯერ ბევრად უარესია, ვიდრე პირდაპირ
ნასროლი დანა.

61
6
დილით კარებზე საშინელმა ბრახუნმა გამაღვიძა. ვიღაცა აშკა-
რად ცდილობდა კარები შემოემტვრია. აბა, რომელი გიჟი მიადგე-
ბოდა დილის შვიდ საათზე სხვას? წამოვდექი, კარი რომ გამეღო.
უკვე მზად ვიყავი გამომელანძღა ის ადამიანი, რომელმაც დილის ძი-
ლი დამიფრთხო. თანაც, ისედაც უგუნებოდ ვიყავი სოსოს ამბის გა-
მო. როგორც კი კარი გამოვაღე, ორი ჯმუხი პოლიციელი დამიდგა
წინ. არ ეტყობოდათ, პოლიციელები რომ იყვნენ. უფრო სპეცრაზმე-
ლებს ჰგვანდნენ. უკმეხი გამომეტყველებითა და შემზარავი ღიმი-
ლით, აყვავებულ მცენარესაც რომ დააჭკნობდა.
– What' s up? – ვკითხე შეშინებულმა მალტის პოლიციელებს,
რომლებსაც, რა თქმა უნდა, ქართული არ ესმოდათ.
– You have to go with us, – მიბრძანეს გავყოლოდი მათ. თანაც ისე
უხეშად, თითქოს მათ წინაშე საშიში დამნაშავე ვიდექი.
– But why? – ვკითხე ორ მონსტრს, აშკარად ჩემს ჩასაყლაპად
რომ მოვიდნენ.
კითხვაზე არ მიპასუხეს, რადგან ყველაფერი ისედაც აშკარა იყო.
საქმე სოსოს ეხებოდა. მისი მდიდარი მშობლები მალტის პოლიციას
62
ააწრიალებდნენ. რაც გასაკვირი სულაც არ იყო. თუმცა, მათ ყოველ-
თვის ეგონათ, რომ დედამიწაზე შვილი მხოლოდ მათ ჰყავდათ. სხვა
დანარჩენებს კი უბრალო სათამაშოები. არასდროს მესმოდა, მამაჩე-
მი როგორ მეგობრობდა ზვიადთან და ირმასთან. ორივენი ამპარტა-
ვანი და ქედმაღალი, ფულზე და საკუთარ ქონებაზე გაგიჟებულნი
იყვნენ.
პოლიციელებს მშვიდად გავყევი. იმის მიუხედავად, რომ სოსოს
თავისი სახე დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა, მაინც მიყვარდა. რო-
გორც ბავშვობის მეგობარი, რომელიც ნელ-ნელა ფულის საბეჭდ
მანქანას დაემსგავსა.
მთელი მალტის პოლიცია კომინოს ერთ-ერთ დეპარტამენტში მო-
თავსდა, ეს ადგილი ჩვენთან ახლოს იყო, ამიტომ დიდი გზის გამოვ-
ლა არ დამჭირვებია. დეტექტივების ოთახი ყოველთვის ბნელ გარე-
მოდ წარმომედგინა, ძალიან კი გამიკვირდა, როდესაც სრულიად ნა-
თელ სივრცეში შემიყვანეს. იქ ასაკოვანი, დაახლოებით 60 წლის მა-
მაკაცი დამხვდა. სხვა პოლიციელებისაგან განსხვავებით, თბილი,
მეგობრული გამომეტყველება ჰქონდა. მწერალს უფრო ჰგავდა,
ვიდრე დეტექტივს.
– Good morning, – მივესალმე.
– ქართველი ვარ. არ არის საჭირო ინგლისურად ლაპარაკი, –
თქვა დეტექტივმა, ზემოდან შემომხედა, სათვალე მოიხსნა და მთხო-
ვა დავმჯდარიყავი. ახლა ექიმს უფრო ჰგავდა, ვიდრე მწერალს. ნუ-
თუ მართლა დეტექტივი იყო?
– ძალიან კარგი, – გამიხარდა ქართულად რომ მომიწევდა საუბა-
რი, რადგან ინგლისური გამართულად არ ვიცოდი.
– დაწვრილებით უნდა მომიყვეთ ყველაფერი, – თხოვნით და არა
ბრძანებით მომმართა დეტექტივმა და ზურა მქვიაო, გამეცნო.
– რა საყვარელი ხართ, – ამ სიტყვებით სამართლებრივი ეთიკე-
ტი უხეშად დავარღვიე, რაც აშკარად არ მოეწონა არც ზურას და,
რასაკვირველია, მე, მისი გამომეტყველება რომ დავინახე.

63
– მე თქვენი სამასხარო არ ვარ, წესიერად მოიქეცით. ფულს
თქვენთან ღლაბუცში კი არ მიხდიან, – მაგიდაზე ხელის დარტყმით
60 წლის მოხუცი, ჩემს თვალში 40 წლის განრისხებულ მოკრივეს და-
ემსგავსა.
მუშტი იმდენად მოკუმშა, დავინახე მისი დაკუნთული ხელები.
ალბათ სიმპათიური იქნებოდა ახალგაზრდობაში. ეტყობოდა მამა-
კაცური მომხიბვლელობა დღემდე არ დაუკარგავს სათანადო ქალ-
ბატონებთან.
– უკაცრავად, შეგიძლიათ დამისვათ კითხვები, – მშვიდად მივუ-
გე.
– ნებას მაძლევ? – ირონიულად მკითხა.
ძალიან გამიკვირდა საყვარელი მოხუცის ამგვარი გარდასახვა.
ოდნავ გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ვიღაცა უცნობი ასე უხეშად მე-
ლაპარაკებოდა. მერე რა, რომ დეტექტივი იყო? ეს პატარა ოთახი
თავის სამყაროდ ეჩვენებოდა, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა.
ტრიალში კი ნებისმიერი მანევრის განხორციელება შეეძლო. ყვირი-
ლი იქმნებოდა ეს, თუ ვინმესთვის პანჩურის ამორტყმა.
– არა, უბრალოდ... – ზურამ სიტყვა შემაწყვეტინა. კიდევ კარგი,
მაინც არ ვიცოდი, რა მეთქვა.
– მომისმინე და კითხვებზე მიპასუხე, – უხეშად მითხრა და დახე-
და ფურცელს, რომელზედაც ჩემი სახელი და გვარი ეწერა.
– თქვენ ჩემი ბატონ-პატრონი არ ხართ, რომ ასე მელაპარაკოთ,
– ჯერ კიდევ მოთმინებით მივუგე და თვალები გავუსწორე.
ამაზრზენი შესახედაობის იყო! გული აგერეოდა, ისეთი თვალის
ფერი ჰქონდა! გეგონებათ, ნიანგმა საქმე მოითავა და მერე ზედ და-
აბოყინა. მერე რა, რომ ნიანგები არ აბოყინებენ! ზურას თვალებში
რომ ჩაგეხედათ, ამას ნამდვილად წარმოიდგენდით.
დეტექტივმა ზურამ ღრმად ამოისუნთქა, შემათვალიერა და მშვი-
დად მომიგო:

64
– კარგად დასვენება თუ გინდა, ჯობია კარგად მესაუბრო. დრო-
ზე ადრე რომ გაგიშვა, დამნაშავე თუ არ ხარ, რა თქმა უნდა. თუმცა
ირმა აქედან ასე მშვიდად არავის გაგიშვებთ. სანამ სოსოს ვერ მო-
ძებნიან, ალბათ კომინოს ვერც დატოვებთ.
– დამნაშავე რატომ უნდა ვიყო? სოსოს რომ არ გავყევი? – მყი-
სიერად უარყოფითად განვეწყვე ამ ადამიანის მიმართ.
– აქედან დაიწყე დაწვრილებით ყველაფრის მოყოლა, – ცივად
მიპასუხა.
– მეტი არაფერი ვიცი, – სრული სიმართლე ვუთხარი.
– იცი რა არის ჩემი, როგორც დეტექტივის მიზანი? – მკითხა ზუ-
რამ.
– რა? – გათქმევინო ის, რაც თვით დამნაშავემ არ იცის.
– დამნაშავემ თუ არ იცის, მე როგორ მეცოდინება? – ვუპასუხე
ცბიერად.
– ესე იგი დამნაშავე არსებობს? – მკითხა და თვალებში მომაშ-
ტერდა.
– მე ეს არ მითქვამს, – ვუპასუხე ოდნავ შეშინებულმა. ფაქტობ-
რივად ვაღიარე, რომ რეალურად ამ სიტუაციაში ვიღაცა იყო დამნა-
შავე.
– მშვენიერია, ჩავწეროთ სოფოკოს ჩვენება დამნაშავის არსებო-
ბის შესახებ, – კმაყოფილი მზერით თქვა და გააგრძელა, – ახლა გა-
სარკვევია, თვით შენ ხომ არ ხარ დამნაშავე, 17 წლის გოგონავ?
– რა სისულელეა! – ყვირილით წარმოვთქვი და წამოვხტი, – რა
დამნაშავეზე ლაპარაკობთ, სოსო უბრალოდ დაიკარგა! როგორ შე-
იძლება ამაში ვინმე დამნაშავე იყოს?
– დაეგდე, – უხეშად მითხრა ზურამ და საჩვენებელი თითით სკა-
მისაკენ მიმითითა.
– ასე ნუ მელაპარაკებით, გაფრთხილებთ! – ბრაზით ვუთხარი
დეტექტივს.

65
– სულელო, ასე რომ არ გელაპარაკო, არაფერს აღიარებ! – მიღ-
რიალა.
– რა უნდა ვაღიარო? თქვენ სრულ ჭკუაზე არ ხართ მგონი!
– შეიძლება, მაგრამ ჩემი მიზანია ჩვეულებრივი დაკარგვისგან
ნამდვილი ინტრიგა ჩავხლართო. მერე კი სპექტაკლის ამოცნობაში
უზარმაზარ ფულს გადამიხდიან, – კბილების ღრჭიალით განმიმარ-
ტა.
– რა უცნაურია, რატომ მეუბნებით ამას, – დავეჭვდი, ასე პირდა-
პირ რომ მიმხელდა თავის მზაკვრულ გეგმას.
– ყველამ ისედაც კარგად იცის ეს, რომ გაიზრდები, მიხვდები.
„რომ გაიზრდები, მიხვდები“ – ვერ ვიტანდი ამ ფრაზას. თითქოს
უფროსები ამით ცხოვრების საზრისს გვინერგავდნენ. დიახაც, გა-
ვიზრდები და დავრწმუნდები, რომ ცხოვრება ცხენის სადავეების
მსგავსად მხოლოდ შენს ხელშია. შენ, მარტო შენ, და არავის სხვას,
შეგიძლია ის თავის ჭკუაზე ატარო. ცხოვრებამ კი არ უნდა აგირიოს
თავ-გზა, არამედ შენ, პატარა თუ დიდო, უნდა ატრიალო შენებუ-
რად. ის შეეჩვევა ამ ტრიალს და შემდგომ ინერციულად მიჰყვება ამ
ბრუნვებს. ერთი ბრუნი, ორი ბრუნი, სამი, ოთხი და უკვე ბედნიერი
ხარ.
– გავაგრძელოთ საუბარი, დაახასიათე სოსო, – მითხრა ზურამ.
არ ვიცოდი, როგორ დამეწყო. სიმართლე რომ მეთქვა, ანუ სოსოს
არამზადობა გამემხილა, ზურა ამ შანსს გამოიყენებდა და მის სასურ-
ველად ჩაწერდა ყველაფერს, რომ მეცრუა, ამასაც შეამჩნევდა. ხომ
ვიცოდი, რომ ორივენაირი დახასიათება კარგს არაფერს მომიტან-
და, მაგრამ მაინც ვცდილობდი ტყუილით გავმძვრალიყავი. წინა
ცხოვრებაში ტყუილი ალბათ ყველა ადამიანის საიმედო მეგობარი
იყო.
– კარგი ადამიანი იყო, – ვიცრუე და უეცრად სიცილი ამიტყდა.
– გასაგებია, – მშვიდად მითხრა ზურამ და თვალებში ჩამხედა.
– რა არის გასაგები? რატომ არ იწერთ? – ვკითხე და პასუხის

66
მოლოდინში ეს კაცი კიდევ საგულდაგულოდ დავათვალიერე.
– გასაგებია ის, რომ ადამიანების C1 კატეგორიას მიეკუთვნები,
რომლებიც ტყუილის თქმისას იცინიან.
– ტყუილი არ მითქვამს, – უეცრად დავსერიოზულდი და დეტექ-
ტივის გაცურება ვცადე, – კარგი ადამიანი იყო, ასე არ ვთქვი, ბატო-
ნო ზურაბ? იყო, ნამდვილად იყო დაახლოებით 10 წლამდე. მერე
გაუარესდა, შეიცვალა და ბოროტ, შურიან და ამპარტავან ბიჭს და-
ემსგავსა, – ვიფიქრე, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვერი, ეს მარ-
თლაც ასე აღმოჩნდა.
– რატომ ათი წლის მერე? რამე ისტორია მომიყევი მის შესახებ,
– ინტერესით განეწყო ჩემ მიმართ. რადგან მისთვის უკვე საინტერე-
სო მოსაუბრე ვხდებოდი.
– თბილისში მას ძალზე იშვიათად ვხედავდი. 23 წლისაა, ანუ ჩემ-
ზე 5-6 წლით უფროსი. ამიტომ, როდესაც ის 10-ის იყო, მე კი ხუთის,
ძალზე პატარა ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს. შეიძლება უბრალოდ
მეჩვენებოდა კეთილად, რადგან ბავშვი ავსა და კარგს ვერ არჩევს.
თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ათი წლის სოსო ბოროტი ვერ იქნებო-
და.
– საქმეზე გადავიდეთ, ფაქტები მჭირდება, კონკრეტული ისტო-
რია და დეტალები, – შემაწყვეტინა და მისთვის სასურველი ისტო-
რიის მოყოლა მთხოვა.
– კარგი, – მინდოდა იქიდან დროზე გავსულიყავი, ამიტომ საქმე-
ზე გადავედი, თუმცა არ ვიცოდი ზურასთვის რა იყო საქმე და რა
არა, – ეს იქნებოდა ალბათ ხუთი ან ექვსი წლის წინათ, არ მახსოვს
ზუსტად, ალბათ ექვსის უფრო. თუმცა შეიძლება შვიდის ან რვა
წლის წინათ. გავიხსენო, ერთ წამს...
– მეთამაშები? – ისევ მრისხანედ დამეკითხა ზურა. – არა, რას
ბრძანე.... – გააგრძელე, – გველივით ამოისისინა.
– მოკლედ, რამდენიმე წლის წინათ აქ, კომინოზე რომ ვისვენებ-
დით, ხიდიდან ვხტებოდით და ერთმანეთით ვხალისობდით. ამ

67
დროს საშინელი ყვირილი და ტირილი მოგვესმა. სოსო და დედამისი
პირდაპირ სახალხოდ ჩხუბობდნენ. თურმე სოსოს თავისი მეგობრი-
სათვის ფული მიუცია, დედამისმა კი ეს არ აპატია და საჯაროდ სცე-
მა. „ისწავლი ჭკუას. “ – კიოდა ირმა და საწყალ ბავშვს უმოწყალოდ
ურტყამდა. „მას ძალიან სჭირდებოდა ეს ფული. “ – თავს იმართლებ-
და ატირებული სოსო. „თუ ასე ძალიან სჭირდება, თავის მუტრუკ
მშობლებს სთხოვოს, შენ რა შუაში ხარ, ვერ ხვდები, რომ სათავი-
სოდ გიყენებს? ამ ქვეყნად შენი მეგობრები მხოლოდ ჩვენ, შენი
მშობლები ვართ, გაიგე? “ – ამ სიტყვებით ირმამ კიდევ მწარედ უთა-
ვაზა და შინ შესვლა უბრძანა. სოსოს მამა, ზვიადი, ამ დროს ჩუმად
იდგა. ის შვილს არასდროს ურტყამდა, თუმცა გვარიანად გამოლან-
ძღავდა ხოლმე. სოსო ამ დროს ძალიან შემეცოდა, მას სახალხოდ გა-
უსწორდა დედამისი.ზვიადს კი თითქოს თავისი ცოლის ეშინოდა და
მისვლას ვერ ბედავდა. თქვენ უნდა გენახათ სოსოს აცრემლებული
თვალები. ცდილობდა მათ შეკავებას, მაგრამ არ გამოსდიოდა და
ბოლოს ტყისაკენ გაიქცა. იცით როგორი საცოდავი იყო ამ დროს და
როგორი გულისამაჩუყებე...
– ეს აღარ მაინტერესებს, – გულგრილად მითხრა ზურამ.
– კარგი... – იმედი გამიცრუვდა, რომ ამ კაცში ადამიანურის და-
ნახვა მოვინდომე.
– ვისთან ჰქონდა მას ყველაზე ცუდი ურთიერთობა? – სტანდარ-
ტული კითხვა დამისვა.
– სოსოს? – დიახ. – ყველასთან, – გულწრფელად ვუპასუხე დე-
ტექტივს.
– მე არ მითქვამს ვისთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა, მე გკითხე
ვისთან ჰქონდა ყველაზე ცუდი ურთიერთობა. ერთი კონკრეტული
ადამიანი მჭირდება, – დაამატა დეტექტივმა ზურამ და თვალი
თვალში გამიყარა.
– ირაკლი მატაბელთან, – მშვიდად მივუგე და მაშინვე ვინანე ჩე-
მივე სიტყვები.

68
– კარგი, თავისუფალი ხარ, შეიძლება კიდევ მოგიწიოს აქ მოს-
ვლა და ჩვენების მიცემა. – ამ სიტყვების გაგონებისთანავე უდიდესი
შვება ვიგრძენი. წამოვდექი და თავი ვაიძულე, რომ მეთქვა: „ნახვამ-
დის, ბატონო ზურა“. მან არაფერი მიპასუხა, თვალები დახარა და
რაღაცის წერა გააგრძელა. ეს ოთახი აღარ მეჩვენებოდა ნათლად,
პირიქით, თითქოს მოკლული ადამიანის ცხედარს მალავდნენ, ისეთი
აურა იდგა. ალბათ ფილმებში ასახული დეტექტივების ბნელი ოთახი
ჩვენების მიცემის შემდეგაა ნაჩვენები და არა მანამდე. ნეტა, როგო-
რი იყო ზურა რეალურ ცხოვრებაში? ისეთივე ჯმუხი და დაუნდობე-
ლი? ვერ წარმომედგინა, თუ როგორ ეფერებოდა ქალს ან ეალერსე-
ბოდა შვილებს. ჰყავდა კი საერთოდ? ალბათ არა.
გასასვლელთან ირმა შემხვდა. მერჩივნა დინოზავრი დამენახა,
ვიდრე ეს ქალი. მის ამპარტავან მზერას კაციშვილი ვერ აიცილებდა.
ერთი უჟმური „გამარჯობა“ მტყორცნა და მკითხა:
– რა ხდება, სოფოკო, ჩააბარე აღსარება?
– აღსარება რატომ უნდა ჩამებარებინა?
– ანუ გულწრფელი არ იყავი? – დაუყოვნებლივ და აგრესიულად
ჩამეძია.
– ვიყავი, – მოთმინებით ვუპასუხე.
– იმედია, თორემ ვერც ერთი ვერ გადამირჩებით, – როგორც ყო-
ველთვის სახეზე შემთხვევით შემაფურთხა და პასუხს დაელოდა.
– ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება.
– შენთვისვე უარესი, თუ ეს ასე არ იქნება, – დამემუქრა პატარა
ტანის, შავგრემანი, ნოყიერი საჭმლისაგან გასიებული ქალი.
– ქალბატონო ირმა, – ყველანაირად ვცდილობდი ზრდილობიანი
ვყოფილიყავი, – ქართველი დეტექტივი რატომ მოიყვანეთ?
– თქვენნაირმა ბრიყვმა ბავშვებმა რომ შეძლონ ჩვენების მიცემა.
ინგლისური ხომ არ იცით წესიერად და! – მიპასუხა და უკმეხად მომ-
შორდა.

69
– არც თქვენ იცით ინგლისური, – წყნარად მივუგე ისე, რომ უზ-
რდელობა არ დაებრალებინა ამგვარი შეპასუხებისთვის.
ირმას არაფერი უთქვამს, ზურასთან შევიდა და კარი მოიჯახუნა.
ბუნებრივია, საშინელ ხასიათზე დავდექი და სასტუმროსკენ გა-
ვეშურე. ვიცოდი, რომ გასაჭირში მყოფი ადამიანები ვერ აკონტრო-
ლებდნენ თავის ემოციებს, მაგრამ ირმას ლანძღვის თავი ნამდვი-
ლად არ მქონდა და არც ვაპირებდი მის ატანას. დავფიქრდი სოსოზე
და მის გაუჩინარებაზე. სხვას რომ დამართნოდა ეს, რას ვიგრძნობ-
დი? ახლა მხოლოდ შიშს, გაურკვევლობასა და იდუმალებას
ვგრძნობდი. ანი რომ დაკარგულიყო? ოდნავ უფრო ძლიერ ტკივილს
ვიგრძნობდი. ჩემს და-ძმაზე, ბუნებრივია, ძალიან ვინერვიულებდი.
სხვები რომ დაკარგულიყვნენ? მათ საძებნად გავიქცეოდი. მატაბე-
ლი რომ დაკარგულიყო? არა მატაბელი ვერ დაიკარგებოდა. ჭაობი-
დანაც სუფთა და მშრალი გამოვიდოდა და თან აქეთ დაგვაჯერებდა,
რომ ჭაობში ჩვენ მოვხვდით და არა ის.
ფიქრში ისე გავერთე, ვერც შევამჩნიე, როგორ მივუახლოვდი
სასტუმროს უზარმაზარ კარებს, რომელსაც ძლივს ვაღებდი.
– გაწამეს? – მკითხა ხუმრობით ირაკლი მატაბელმა და კარის გა-
ღებაში დამეხმარა.
– ის ზურა ნამდვილი სატანაა, – გავუღიმე და სასტუმროში შევე-
დი.
მატაბელმა გამიღიმა და მშვიდად მიმიგო: – ორი სატანა არ არ-
სებობს. – თორემ პირველი დაგინახავს როდესმე? – ვკითხე სიცი-
ლით. – კი, სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით.
– რა ხელსაწყოა ასეთი, სატანას ნახვა რომ შეგიძლია? მის გარე-
შე ვერ ხედავ? – ვკითხე ღიმილით.
– მის გარეშე ვერ დავინახავ, – ხალისიანად მიპასუხა მატაბელმა
და მომდევნო კითხვას არ დაელოდა, ისე გააგრძელა, – თუმცა არა,
შეიძლება ამ ხელსაწყოს გარეშეც დავინახო. აბა, მოიწიე, ჩემკენ და
თვალებში ჩამხედე.

70
მივუახლოვდი, თუმცა ძალიან მაღალი იყო და მის თვალებს კარ-
გად ვერ ჩავწვდებოდი. მატაბელი ჩემკენ მოიწია და ერთი ხელით
ამწია, თავისკენ მიმიზიდა და განმგმირავად თვალებში ჩამხედა.
– აი, ვხედავ, შავი თვალები აქვს, – მიპასუხა და ამჯერად ტუ-
ჩებზე დამაკვირდა.
– მე არც სატანა ვარ და არც შავი თვალები მაქვს, სულელო, –
ვუპასუხე და ხელზე ვუჩქმიტე, – და ხელსაწყო რაღა შუაში იყო?
– რომ გაიზრდები, გაიგებ, – ხელი მიბიძგა და წავიდა.
ისევ ეს „რომ გაიზრდები“. რაღაცნაირად დავიძაბე. მე და სატანა
რა შუაში ვიყავით? ცუდი ხუმრობა იყო ძალიან. ცოტა ფიქრის შემ-
დეგ, გავიაზრე, რომ შესაძლოა მატაბელმა სატანაში მე კი არა, სა-
კუთარი თავი იგულისხმა. იქნებ ხელსაწყო უბრალო სარკე იყო, სა-
დაც ის საკუთარ თავს ხედავდა და ჩემს თვალებში კი უბრალოდ თა-
ვისი შავი თვალები დაინახა?
გონებაარეულმა მეგობრებთან შესვლა მოვინდომე. ანი დაკით-
ხვაზე იყო, ბიჭებთან შესვლაც არ მინდოდა ცალკე ნომერში, ამიტომ
ნენესთან შევედი. მეგობრის კარებზე დავაკაკუნე და გამოპასუხების
შემდეგ, დაუყოვნებლივ შევედი.
– როგორ ხარ? – ვკითხე წამოწოლილ ნენეს.
– როგორ უნდა ვიყო, დასასვენებლად ჩამოვედი და სანაპიროზე
ვერ გავსულვართ სოსოს ტრაურის გამო, – უკმაყოფილოდ მიპასუხა
ნენემ.
– ნუ ხარ ასეთი ეგოისტი, შეიძლება საქმე იმდენად სერიოზულად
იყოს, რომ სოსო მკვდარი იპოვონ. ბოლოს და ბოლოს, შენც იგივე
შეგემთხვა და სოსოზე ნაკლები დამნაშავე არ ხარ.
– მე ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი, სოსოს კი შეეძლო რაციო-
ნალურად ემსჯელა, – თავი იმართლა ნენემ და კაბის ქვედა ნაწილი
გაისწორა.
– ის ჩვენი მეგობარია, – მივუგე ისე, რომ თვითონაც არ მჯეროდა
ამ სიტყვების.

71
ნენემ ხელით თავისი ქერა თმა გადაიწია და მითხრა: – ის მე გიჟს
მეძახდა. – გეხუმრებოდა, – დავამშვიდე ნაწყენი მეგობარი.
– ნეტა, რა დაემართა მართლა? იქნებ სადმე ბუჩქში იმალება და
ჩვენ ტყუილად გვანერვიულებს?
ნენეს ასეთი გულუბრყვილო კითხვამ ძალიან გამაკვირვა და ვუ-
პასუხე: – არ იცი, რა ხდება გარეთ? რიგითი პოლიციელიდან დაი“
იყო დრო, რომ დაწყებული, ვერტმფრენებით დამთავრებული,
ყველა სოსოს ეძებს – შევახსენე.
– ან მის ცხედარს, – გულწრფელად მიპასუხა ნენემ.
ეს პასუხი იმდენად პირდაპირი იყო, რომ გული შემეკუმშა და კან-
კალი ამივარდა. დავიჯერო ადამიანები მართლა კვდებიან ასე? უღ-
რან ტყეში, გაციებულები, დასახიჩრებულები, დამხრჩვალ შეშინე-
ბულები და სასოწარკვეთილები? მაშ, პოლიცია რატომ ვერ პო-
ულობდა? მესამე დღე იყო უკვე, წყურვილით მოკვდებოდა სხვა ყვე-
ლაფერს თავი რომ დავანებოთ. მიწამ ხომ არ ჩაყლაპა? აქვე უნდა
ყოფილიყო სადმე. ნენემ თითქოს ჩემი ფიქრები ამოიცნო და წარ-
მოთქვა:
– მიწა ვერა, მაგრამ ზღვა უთუოდ ჩაყლაპავდა. ვერ ხედავ რო-
გორ შიოდა? ჩემს ჩაყლაპვასაც არ ცდილობდა გუშინ?
– ზღვა? აბა „ის“ მეძახდაო?
ნენეს თვალები აუწითლდა და კანკალი აუვარდა. უეცრად დამახ-
ტა, იატაკზე დამაგდო და თვალებში ჩამხედა.
– ნენე, რას შვრები? – ვკითხე ამგვარი მოულოდნელობით შეში-
ნებულმა.
– ჩემი მოკვლა უნდოდა, – ნერვული ხმის ტემბრით მიპასუხა. სა-
ერთოდ არ გამკვირვებია ასეთი პასუხი: – „მას“, ხო? – ხო, – მიპასუ-
ხა ნენემ. – აბა, დილაობით კეთილი არისო? – ვკითხე დაეჭვებით.
– შენ რა, არ გჯერა, მოჩვენებებს რომ ვხედავ? – პირდაპირ ჩამ-
ყვირა ნენემ. არასდროს არ ამოხდომია ასეთი შემზარავი ხმა. შემე-
შინდა.

72
– გამიშვი, – ვუთხარი გაღიზიანებულმა.
– მაპატიე, – ჩვეული სინაზით გამომეპასუხა, – ვბრაზდები, რო-
დესაც ადამიანებს ჩემი არ სჯერათ. აუტანლობაში გადადის ეს ზოგ-
ჯერ.
– მე წავალ. რომ დამშვიდდები, გამოდი გარეთ. დეტექტივმა ზუ-
რამ უნდა დაგკითხოს, – ვეცადე ნაზად მეთქვა ეს ნენესთვის.
მისგან გამოსულს ერთი წინადადება ამეკვიატა „შენ რა, არ გჯე-
რა, მოჩვენებებს რომ ვხედავ? “. ნენე არასდროს არ ეძახდა „მას“ მოჩ-
ვენებას. ყოველთვის ადამიანად აღიქვამდა და ახლა რატომ წამოს-
ცდა ეს? „ვბრაზდები, როდესაც ადამიანებს არ სჯერათ ჩემი. აუტან-
ლობაში გადადის ეს ზოგჯერ“. რისი არ სჯეროდათ მისი? რომ მოჩ-
ვენებებს ხედავდა თუ რომ ეს მოჩვენებები ნამდვილი ადამიანები
იყვნენ?
არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, სანაპიროზე გასვლა შეუფერებელ
ქმედებად მივიჩნიე. ირმას რომ დავენახე, ალბათ თმით მითრევდა.
არც ნომერში დაბრუნება მინდოდა, მარტო რა უნდა მეკეთებინა?
თანაც ყველა დაკითხვაზე გამოიძახეს. ისევ პოლიციის დეპარტამენ-
ტში მივსულიყავი? ახლახან გამოვვარდი იქიდან გიჟივით. მაგრამ
დაკითხვა ხომ მოვილიე, შემეძლო უბრალოდ ვმჯდარიყავი ჩემთვის.
საბოლოოდ, ისევ საგამომძიებლოში დაბრუნება და მშობლების ნახ-
ვა მოვინდომე. მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ სოსოს დაკარგვის
შესახებ. დარწმუნებული ვიყავი, რომ დაკარგული აუცილებლად
მოიძებნებოდა. არ მჯეროდა, რომ 17 წლის ასაკში ასეთ რამეს შევე-
ჩეხებოდი. გულუბრყვილოდ და ბავშვურად მწამდა, რომ მხოლოდ
ფილმებში ხდებოდა მსგავსი რამ. დაკითხვები, სისხლისსამართლებ-
რივი დევნა, დეტექტივები, პოლიციელები, მშობლების მწუხარება,
იდუმალი გაუჩინარება, არ მჯეროდა, მართლა არ მჯეროდა, რომ ეს
ყველაფერი ჩემ თვალწინ ვითარდებოდა. იქნებ სოსოს სხეული და
სული უკვე განერიდა ერთმანეთს?
მთელი გზა ვფიქრობდი ამაზე. დეპარტამენტს მივუახლოვდი და

73
იქ შეკრებილ ხალხს შევუერთდი. ირმა ნამდვილ გიჟს ჰგავდა. თმას
იგლეჯდა და სახეს იხოკავდა. ყველანი ამშვიდებდნენ. ის კი მხო-
ლოდ ერთს ყვიროდა:
– ნაბიჭვრებო, განანებთ, სოსო ასე რომ მიაგდეთ და არ გაყევით.
მოთმინებით იტანდნენ გამწარებული დედის სიანჩხლეს.
ზურას დაკითხვის ოთახიდან მატაბელიც გამოვიდა. დანარჩენე-
ბისგან განსხვავებით, ირმასთვის თბილად არ უთქვამს, ყველაფერი
კარგად იქნებაო. უბრალოდ გულგრილი და მკაცრი გამომეტყველე-
ბით დადგა ჩვენთან.
– ნენე, შეეთრიე, ბოლო დარჩი, – უთხრა ირმამ.
„რა თავხედია ეს ქალი. უზრდელი! “ – გავიფიქრე და გვერდით
მდგომ პოლიციელებს შევხედე, რომლებიც ვიღაცის მოსვლას ელო-
დებოდნენ. ყველა ჩუმად იდგა, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.
ასეთ დაძაბულ ვითარებაში მაგნიტურ ველსაც კი შეიგრძნობდით.
ნენე ბოლო იყო. ამის მერე რა მოხდებოდა? სად უნდა წავსულიყა-
ვით? თბილისში, სკოლაში დაბრუნება და უშფოთველ გარემოში
ყოფნა ვინატრე. არადა თაკოსთან სულ ენერგიულ, დაძაბულ, ექ-
სტრიმით სავსე ცხოვრებას ვნატრულობდი. ისიც ჩემთან ერთად ოც-
ნებობდა. თავს დეტექტივებად წარმოვიდგენდით ხოლმე, რომლე-
ბიც მუდამ სიკვდილს ეთამაშებოდნენ. ერთი შეხედვით მოსაბეზრე-
ბელი გვეჩვენებოდა ცხოვრების ინერტულობა და დიახაც რომ გან-
გსტერულ ცხოვრებას ვნატრობდით. მაგრამ გამოგიტყდებით და
გეტყვით, რომ მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანს შეეძლო გამ-
კლავებოდა ამგვარ სირთულეს. მხოლოდ ახლა ვხვდებოდი ამას. მა-
შინ, როდესაც საკუთარ თავზე განვიცადე ასეთი სტრესი.
ძაღლების ყეფამ, შემზარავმა ღმუილმა კინაღამ გული გამიხეთ-
ქა. დეპარტამენტისაკენ დაახლოებით ათი პოლიციელი მოაბიჯებ-
და, თითოეულს გერმანული ნაგაზი ჰყავდა ხელთ. ისე დამაჯერებ-
ლად მოაბიჯებდნენ, გეგონებათ კომინო მათი საკუთრება იყო. ირ-
მამ მათთან მიახლოება სცადა, თუმცა სასტიკი უარი მიიღო.

74
– ირმა კაკაჩია რომელია? – გვკითხა ინგლისურად პოლიციელმა,
რომელიც, სავარაუდოდ, მთავარი გამომძიებელი უნდა ყოფილიყო.
– მე ვარ, – უპასუხა ამაყად ირმამ.
პოლიციელებმა თავი დახარეს. მიხვდნენ, ვინც იდგა მათ წინ. ქა-
ლი, რომელიც ფულს უხდიდათ.
– სოსოს ანგარიშიდან მოხსნილია 300.000 ლარი. ზუსტად ოთხი
დღის წინ, საღამოს შვიდ საათზე. მალტას დედაქალაქიდან. ვალე-
ტას ცენტრიდან, – სწრაფად წარმოთქვა პოლიციელმა და ირმას შე-
ხედა.
– 300 ათასი ლარი? – მოულოდნელობისგან ირმას თვალები გა-
უფართოვდა.
– დიახ, პირადი ანგარიშიდან. რომელიც გაიხსნა მისი სრულწლო-
ვანების ასაკის მიღწევისთანავე, – უპასუხა პოლიციელმა.
– მე მისთვის ამის უფლება არ მიმიცია! – წამოიყვირა ირმამ.
– ფაქტი სახეზეა. მისი გაუჩინარების წინა დღეს. რაც ძალიან სა-
ეჭვოა, ქალბატონო.
ირმას ამდენი ინგლისური არ ესმოდა, თარგმანს არ დაელოდა,
ისე შევარდა ზურასთან, საიდანაც იმ წამს ნენე გამოვიდა.
– ქალბატონო ირმა, ნუ ნერვიულობთ, – ბანალურად ეცადა მისი
დამშვიდება ნენემ.
პასუხის სანაცვლოდ ირმამ ისეთი სილა გააწნა, რომ ნენე თავით
მიწაზე დაეხეთქა.
– ნაბიჭვარო ძუკნა, – აღმოხტა მატაბელს და ირმასკენ მოიწია.
ირაკლი ძლივს შევაჩერეთ. ნენეს მამასაც ვეღარ ვაოკებდით.
საწყალი კაცი გაცოფდა ირმას უმსგავსო საქციელის გამო, 3 წუთის
შემდეგ ყველას ზურასთან შესვლა გვიბრძანეს.
– 300.000 ლარი, რა საინტერესოა! – თქვა დეტექტივმა, – ნამ-
დვილად გეცოდინებათ ამის შესახებ რამე. შეუძლებელია, ვინმეს-
თან სოსოს რომ არ ეტრაბახა ამხელა ფულით.
– რა უგუნური ხართ, – შეეკამათა მატაბელი, – რა იცით, რომ

75
სოსომ მოხსნა ამხელა ფული?
– ამხელა ფულს მხოლოდ ბანკიდან თუ მოხსნიდნენ, – უპასუხა
ზურამ, რომელიც აშკარად უკმაყოფილო იყო ირაკლის დაეჭვებით.
– Cashpoint – ზე არ გიფიქრიათ? აპარატზე თანხის განაღდებისას
ვერავინ დაინახავდა მომხმარებლის სახეს. ამხელა ფულიც არაფერ
შუაშია, ოპერაციას რამდენჯერმე გაიმეორებდა, – განუმარტა ირაკ-
ლიმ.
– ეს კიდევ გასარკვევია, – უპასუხა დეტექტივმა.
– რაც თქვენი პირდაპირი მოვალეობაა, არა, ზურაბ? – ირონიუ-
ლად მიუთითა ირაკლი მატაბელმა.
– თქვენთვის ბატონო ზურა, – უხეშად შეუსწორა დეტექტივმა.
– ცდებით, – მიუგო მატაბელმა.
ყველა გაკვირვებული იყო არა იმდენად მატაბელის შეპასუხე-
ბით, რამდენადაც ზურას რეაქციით. ის თითქოს განიარაღდა აგრე-
სიისგან მის წინაშე. იცოდა, ირაკლი ამას არ შეარჩენდა და საჯაროდ
ამხელდა მის პროფესიულ მიუხვედრელობას.
– თუ ფული მართლაც cashpoint– ით განაღდა, ვინაობას ვეღარ
დავადგენთ, – თქვა დეტექტივმა ზურამ.
– დროა, თქვენი ადგილი უფრო ახალგაზრდამ დაიკავოს, რომე-
ლიც უკეთესად ერკვევა უახლეს ტექნოლოგიებში. რომელსაც ეცო-
დინება, რომ ფულის განაღდების აპარატებს სათვალთვალო კამე-
რებიც აქვს, – თქვა მატაბელმა და გააგრძელა, – ქურდული სამყარო
აღარ ეკუთვნის ღიპიან იარაღის მქონე განგსტერებს.
– ნეტა, ვის ეკუთვნის? – დამცინავად ჩაეძია დეტექტივი.
– ტვინის განგსტერებს, მენტალურ მონსტრებს, – უპასუხა ირაკ-
ლიმ, რომელმაც ზურას არაპროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი, – დროა
პენსიაზე გახვიდეთ, ნუ აწყობთ სპექტაკლს, თქვენი ცნობილი სახე-
ლი 90-იანებში დარჩა.
– როგორ მიბედავ! – წამოიყვირა ზურამ.
– როგორ და ასე! პირდაპირ და ღიად. თქვენ არ მემუქრებოდით

76
ნახევარი საათის წინ, მხოლოდ სიმართლე თქვი, თორემ ყველაფერს
მოგაჭამო?! – მიახალა მატაბელმა.
– ახლავე ვუბრძანებ ამ ყველაფრის შემოწმებას, ვნახოთ ფული
ბანკიდან ხომ არ არის მოხსნილი, – ბრძანება გასცა ნირწამხდარმა
ზურამ და ოთახიდან უხეშად დაგვითხოვა.
– შეიძლება დაეჭვდნენ შენით, – ვუთხარი ირაკლის, – მართლა
ბანკიდან რომ არ იყოს მოხსნილი, პრობლემები შეგექმნება ამის
სწორად გამოცნობის გამო. მიმაგრებულ კამერას კი დიდი ალბათო-
ბით, სოსო დააფარებდა რამეს.
– დაეჭვდნენ, მერე რა, მაგ ზურასაც სპექტაკლის შექმნა არ უნ-
დოდა? დაე, მდიოს არარსებულ კუდში, – მიპასუხა ირაკლიმ.
– რატომ გინდა რომ არასწორ გზას დაადგნენ? – ვკითხე გაკვირ-
ვებულმა.
– არასწორს? ვინ გითხრა ეგ? – ეშმაკურად მიმიგო.
ამ კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მივიღე. და როგორც არ უნდა მე-
ცადა, ამას მაინც ვერ გავაკეთებდი. მატაბელი ზედმეტად შეუპოვა-
რი იყო, ამიტომ ვერაფერს წამოვაცდევინებდი.
– ნენე მოგწონს? – ვკითხე ირაკლის.
არ ვიცოდი, რატომ დავეკითხე, საერთოდ რა შუაში იყო ამჯე-
რად. უბრალოდ თავში გამიელვა. მინდოდა, რომ ერთმანეთი შეჰ-
ყვარებოდათ. ორივე ძალიან უცნაური იყო.
– უხდებით ერთმანეთს, ერთნაირები ხართ, – ვუთხარი ღიმი-
ლით.
– შენ ფიზიკას არ სწავლობდი? – მკითხა უეცრად მატაბელმა.
– კი, მაგრამ პასუხს თავს ნუ არიდებ, – ვუპასუხე. . – არც ვაპი-
რებ. წარმოიდგინე 2 მაგნიტი. ერთი დადებითად დამუხტული, მე-
ორე უარყოფითად. ორივეს თუ დადებითი მხრიდან დავიჭერთ, განა
მიიზიდავენ ერთმანეთს? არა. თუ ერთს შემოვატრიალებთ, დადე-
ბითს უარყოფითს მივუახლოვებთ, ერთმანეთს მყისვე მიეწებებიან.
ასეა ცხოვრებაშიც. მხოლოდ საპირისპირო თვისებების და ხასიათის

77
მქონე ადამიანები გიზიდავენ. ერთი მეორეს. ავსებს. მეორე პირ-
ველს. ერთად კი მთლიან ერთეულს წარმოადგენენ.
– ანუ არ გიყვარს ნენე – ჩავეძიე.
– მე დადებითადაც ვარ დამუხტული და უარყოფითადაც, – მაინც
ვერ შევიტყვე მისგან ზუსტი პასუხი.
– ანუ ყველა გიზიდავს? – გავუცინე. – იქნებ ყველას ვიზიდავ? –
ღიმილით გამცა პასუხი.
დღე შთაბეჭდილებით იყო სავსე. მორალურად ძალიან გადავი-
ღალე და დასვენება მჭირდებოდა. ნომერში ავედი და მთელი დღე
ძილში გავატარე. მერე თბილისზე ვფიქრობდი. მივხვდი, რამდენად
მენატრებოდა ჩემი ოთახი და ჩემი კლასი. გარემო, სადაც არაფერი
მაწუხებდა გაკვეთილების გარდა. თაკოსთან სიცილი, გაუთავებელი
ლაპარაკი და ქუჩაში სეირნობა მენატრებოდა.

78
7
დღეებს ვითვლიდი, კუნძულ კომინოს თუ როდის დავტოვებდი.
ძალიან მომენატრა მშვიდი ცხოვრება. სოსოს დაკარგვა და გაუთა-
ვებელი გამოძიება არამხოლოდ გულს მიღრღნიდა, არამედ ემსგავ-
სებოდა ბრძოლას წესების გარეშე. ბრძოლას ჩვენსა და ირმას, გა-
მომძიებელ ზურას შორის. საშინლად მაცოფებდა ის ფაქტი, რომ ამ-
ბის მისტიკურობის გაქარწყლებამდე მალტას ვერ დავტოვებდით და
ვერც თბილისში გვეღირსებოდა დაბრუნება. მაწუხებდა, რომ გამო-
ძიება შეიძლება ერთი, ორი ან იქნებ სამი თვეც გაგრძელებულიყო.
სკოლაში დიდი ხნით მიუსვლელობა შეიძლება სერიოზულ პრობლე-
მებად გადამქცეოდა დასწრება-აქტიურობაში. ნიშანი არც არას-
დროს მაინტერესებდა, მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, მთა-
ვარი ცოდნა არისო, სკოლიდან გამოგდება უფრო მაშინებდა, ვიდრე
ქულები.
საღამოს ზღვაზე გასვლა მაინც გადავწყვიტეთ. სასტუმროს ნო-
მერში გამოკეტვა უთუოდ გამაგიჟებდა. ხმელთაშუა ზღვაც თითქოს
განიცდიდა ვიღაცის დაკარგვას ან იქნებ დაღუპვასაც. მართალია,

79
დარი იდგა და ცა სუფთა იყო, მაგრამ ზღვის ბობოქრობას პოსეიდო-
ნიც ვერ გააჩერებდა, ალბათ ქარის ბრალი იყო.
– სოსო ჩაყლაპა და ღრიალებს ახლა სიამოვნებით, – თქვა მიამი-
ტურად ნენემ, რომელიც სიცივის მიუხედავად ძალიან თხლად იყო
ჩაცმული. ვერც კი ამჩნევდა, როგორ უფრიალებდა კაბის ბოლოები.
– ნუ ბოდავ, – თქვა ანიმ, რომელმაც მოთმინება ნენეს გულუბ-
რყვილობის გამო დაკარგა, – სულებს რომ ხედავ ერთია, მაგრამ 17
წლის ასაკში, თან ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, სისულელეების თქმა
არ გეპატიება.
ანის მხრიდან საკმაოდ უხეში შეპასუხება იყო. მე ხმა არ ამომი-
ღია, მივიჩნიე, რომ მართალი იყო. ნენე თავს გვაბეზრებდა სულე-
ლური რეპლიკებით.
– რა საწყალი ხარ, ყველაფერს მხატვრულად რომ ვერ უყურებ,
– უპასუხა ნენემ, – ყველაზე რთულ სიტუაციაშიც უნდა შეძლო სამ-
ყაროს ხელოვანის თვალით შეხედო.
– ზღვის მიერ სოსოს ჩაყლაპვა ხელოვნების ნიმუშად გეჩვენება,
სულელო? – უპასუხა მოთმინებადაკარგულმა ანიმ.
– შენთვის არა? – გულწრფელი ღიმილით იკითხა ნენემ.
ანიმ უბრალოდ ბრაზით ამოიოხრა და თავისი პუტკუნა ფეხები
ქვიშაზე გაშალა. უნდოდა ნენესთვის ეპასუხა, მაგრამ იცოდა, ყვე-
ლანი სიყვარულით აღსავსე ნენეს მიუტევდნენ.
ქვიშა აღარ იყო ისეთი გახურებული, ამიტომ თავისუფლად დავ-
სხედით და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. მეგობრებმა რგოლი შევკარით.
მარჯვნიდან ჩემს ძმას ვეხუტებოდი, მარცხნიდან კი ნენეს, რომელიც
ისეთი თბილი იყო, ქარის სიძლიერესაც კი მავიწყებდა.
– იმ ციცაბოდან რამდენი ხანია არ ჩამოვმხტარვართ, – თქვა მა-
ტაბელმა და ხელით ნაცნობი ადგილი მანიშნა.
– კიდევ კარგი, თორემ წელს ნამდვილად არ ამცდებოდა ტვინის
შერყევა, – ვთქვი და ძველი ისტორია გამახსენდა.

80
– მაშინ მართლა კინაღამ უთავო მხედარს დაემსგავსე, – მიპასუ-
ხა სიცილით ნენემ.
უცბად ირაკლი მატაბელის მზერა დავიჭირე, თითქოს უსხლტე-
ბოდა ჩემსას.
– გახსოვს, ხო? – ვკითხე ირაკლის.
– კი მახსოვს, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო, თევზივით რომ დაცუ-
რავდი წყლის ქვეშ და ვერ შეგამჩნიე, მაშინ გადავხტი წყალში, – მი-
პასუხა და მივხვდი, ამ ამბის გახსენება არ ესიამოვნა.
ეს შემთხვევა იმდენად დამამახსოვრდა, ხელი ინსტინქტურად
თავზე დავიდე, თითქოს სისხლის შეჩერებას ვცდილობდი, რომელიც
სამი წლის წინათ უხვ ნაკადად მეღვრებოდა გატეხილი კეფიდან.
არასდროს გაბრაზდეთ მომხდარის გამო. სიტუაცია წლების მერე
სასაცილოდ მოგეჩვენებათ, დამნაშავისთვის ნასროლი სიტყვა კი სა-
მუდამოდ დაგამახსოვრდებათ ორივეს. მარტო მე და ირაკლის გვახ-
სოვდა სიტყვა, რომელიც მაშინ ვუთხარი გაბრაზებულ გულზე. „მე-
ზიზღები“. შემრცხვა მისი და ამჯერად ის კი არა, მე ვერ ვუყურებდი
თვალებში. ორივე მივხვდით, რომ ამ ხიდის გახსენებამ მხოლოდ
ცუდ გუნებაზე დაგვაყენა.
მეგობრებს შევხედე, რამდენად განსხვავებული იყო თითოეული.
ნენე სპეტაკი, წმინდა, წყნარი, ნაზი და ფიფქიასავით ულამაზესი
იყო. მატაბელი – მისი სრული ანტიპოდი: მხოლოდ ჩემთან და ნენეს-
თან კეთილი, დანარჩენებთან კი მგელივით აგრესიული და უხეში, ამ
ორს საერთო მხოლოდ ის ჰქონდა, რომ გარეგნობით ღვთიურს ემ-
სგავსებოდნენ. ირაკლი თვალის ერთი შევლებით დაკუნთული, უხე-
ში და მამაკაცური ნაკვთებით შემკული ახალგაზრდა იყო, ყოველ-
თვის გამოირჩეოდა თავისი ფიზიკური და გონებრივი სიძლიერით.
ხალხის აზრით, მას მხოლოდ ერთი მინუსი – ზედმეტი სიუხეშე ჰქონ-
და. თუმცა მე ამას ვერ ვამჩნევდი, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის
კარგი მეგობრები ვიყავით. ერთმანეთის გვესმოდა ისე, როგორც
მონადირეს თავისი თოფისა, მოკლულ ნადირს თავისი შვილისა,

81
შვილს მოკლული დედის სუნთქვისა, უკანასკნელ სუნთქვას კი ბუნე-
ბის სიძლიერისა. მე, ნენეს და მატაბელს საერთო სამყარო გვქონდა.
თუმცა ყველა ერთხმად აღიარებდა ირაკლის ისეთ პარადოქს, რომ
მას, ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ ადამიანს, არ შეეძლო უმწეოს
დამცირება, ყოველთვის დაჩაგრულს ქომაგობდა. ერთხელ, როდე-
საც ის და სოსო ჩხუბობდნენ, მატაბელმა წამსვე განაიარაღა სოსო
და მიწაზე დააშხლართა თავისი ძლიერი ხელებით. მაგრამ როდესაც
დაინახა, სოსო წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა, ბრძოლა არ გაუწია
და წამოდგომაშიც კი დაეხმარა. სოსო რომ ყოფილიყო მის ადგილზე,
დამარცხებულს უთუოდ პანღურსაც უთავაზებდა.
გამარჯვების გემოს შეგრძნებასა და დამარცხებულის ტკივილის
გაზიარებას დიდი ნიჭი სჭირდება.
ანი – გარყვნილების განსახიერება იყო. მუდამ იმას ცდილობდა,
როგორ მოეხიბლა რომელიმე ბიჭი. ყველამ იცოდა ამის შესახებ,
მისმა მშობლებმაც კი. ანი ყოველთვის თავხედი და უზრდელი იყო.
უზარმაზარ ბოროტებასა და შურს იჩენდა სხვების მიმართ. ის და
სოსო მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს. გამიკვირდა, ორივე ერ-
თდროულად როგორ არ დაიკარგა. ირაკლიზე გიჟდებოდა, ყველა-
ნაირად ცდილობდა მის მოხიბვლას, თუმცა მატაბელი ყურადღება-
საც არ აქცევდა. ამით მის ქალურ კრედოს ფეხით თელავდა და უფ-
რო ვნებიანი ქცევებისაკენ უბიძგებდა. ანი 17-ის იყო, ჩემი ხნის, მაგ-
რამ ყოველთვის მეგონა, რომ ჩვენ შორის სხვაობა 10 წელი მაინც
იყო და ამას მიმალავდა. ეს მისი უწმაწური საქციელის, უხამსი სიტ-
ყვებისა და გარეგნობის ბრალი იყო. თავისი ასაკისათვის შეუფერებ-
ლად მსუქანი და მაღალი იყო, გიგანტს ჰგავდა. სოსოც არ იყო იდეა-
ლური ყმაწვილი, მაგრამ მის მიერ ანის ქონიანი დუნდულების მოფე-
რება მუდამ ამორალურ საქციელად მეჩვენებოდა. ზედმეტად თუ
მოუჭერდა კანზე, ანი მყისვე სახეში ლეწავდა, სოსოს ეს ხიბლავდა
და უფრო დიდ ძალას ატანდა, წამდაუწუმ ძროხას ეძახდა. ბოლოს

82
ერთმანეთს ლამის სცემდნენ, მე კი მაშველის ფუნქცია მეკისრებო-
და.
– თბილისში წასვლაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი ახლა, –
ვთქვი სასოწარკვეთილად.
– მე იქაც ბევრი პრობლემა მაქვს, რომლის მოგვარება თვითონ
მიწევს, აქ მაინც სხვები აგვარებენ, – მიპასუხა მატაბელმა.
– უკანონო პატიმრები ვართ, – თქვა ანიმ და ირაკლის ჟინიანად
შეხედა.
– რა იყო? – ჰკითხა ირაკლიმ ბრაზით.
– გეპრანჭები. არ შეიძლება? – უპასუხა ანიმ და ხელით თმა გა-
ისწორა.
მატაბელი მოთმინებით ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ცდილობდა
ანისთვის მკვახე არაფერი ეთქვა. ანიც სარგებლობდა ამით და ვე-
რაგულად ესხმოდა თავს.
– სოსო დაივიწყე უკვე? – ჰკითხა მატაბელმა ირონიით.
– მე ყოველთვის შენ მომწონდი, – მიუგო ანიმ და ნელ-ნელა ირაკ-
ლის მიუჩოჩდა.
– ვეშაპებს სიყვარულის გრძნობა აქვთ? – ვერ მოითმინა მატა-
ბელმა.
არავინ ელოდა ასეთ უხეშ შეპასუხებას ადამიანისაგან, რომელიც
ყოველთვის თავშეკავებულობით გამოირჩეოდა.
– გაგაბრაზე? – ანიმ უხერხული სიტუაციიდან თავი დაიძვრინა
და ენა უჩვენა.
მატაბელიც აჰყვა, მისკენ ნელა მიიწია და უჩურჩულა: – რას მაჩ-
ვენებდი? რაღაც ვარდისფერს... ჰმ?
ანის სუნთქვა შეეკრა, ამობურცული მკერდი გაშხლართა და ენა
ისევ გამოუყო.
– უფრო, უფრო გამოყავი, – თქვა ნელი ხმის ტემბრით მატაბელ-
მა.
ანიც მიენდო, მონასავით დაუჯერა, უფრო ახლოს მიიწია და

83
გრძელი, ვარდისფერი ენა პირდაპირ ცხვირ წინ გამოუყო. ორივეს
დაავიწყდა, რომ ჩვენც იქვე ვიყავით.
– ახლა ნახე როგორ დაგაჭკვიანო, – თქვა ირაკლიმ და ხელის
თითებით ანის ენაზე მთელი ძალით მოქაჩა და ქვიშაზე აბზრიალა.
– გამისსს..ვი, – ღმუოდა ანი.
– გაგისვა? სად ქვიშაზე? – ჰკითხა ანის, ვითომ სიტყვა „გაშვება“
ვერ გაიგო, – ჭკუას მოუხმობ აწი.
ამას ისე აკეთებდა, რომ ანის რეალურად არაფერი სტკენოდა, მე-
ორე ხელით განიერ მუცელზე უჭერდა ხელს. რატომღაც მისი დამ-
ცირება მოინდომა სხვების წინაშე, რათა მერე უტიფრობა აღარ გა-
ებედა.
– აღარ შეგეშალოს ასეთი რამ, თორემ მერე სხვანაირად დაგსჯი,
– მკაცრად გააფრთხილა მატაბელმა და ქვიშაზე დამხობილი დატო-
ვა.
შერცხვენილი ანი უჩვეულოდ წამოხტა და სასტუმროსკენ გაიქ-
ცა.
თითქოს დაგვწყევლა, ცოტა ხანში ისეთი წვიმა ამოვარდა, ჩვენც
სასტუმროს მივაშურეთ. სულ ცოტა ხნის წინ უღრუბლო ცა იყო, სა-
უბარში კი ისე გავერთეთ, ალბათ ვერც შევამჩნიეთ ამინდის ცვლი-
ლება. შუა დღე იყო, მაგრამ გეგონებოდათ, ღამის სამი საათი იყო,
ისეთი სიბნელე დადგა. არც სანაპიროზე და არც კომინოს ვიწრო ქუ-
ჩებში ადამიანის ხმა ვეღარ მოგწვდებოდათ. ყველა თაგვივით სახ-
ლში იმალებოდა.
– ისე მომენატრა ასეთი წვიმიანი ამინდი, ოდნავ ნაცრისფერი,
კომინო ისედაც მცირე დასახლებით გამოირჩეოდა, ახლა კი გეგონე-
ბოდათ, რომ მარტო ვიყავით მთელ სამყაროში. რატომ ეშინოდა
ხალხს ასე წვიმის? თითქოს რაღაცის ჩამორეცხვას გაურბოდნენ.
რაც კი შეუგროვებიათ, დღეების თუ თვეების განმავლობაში შიშობ-
დნენ წვიმას თავისი წვეთებით არ ჩამოერეცხა ჭუჭყივით. მე პირი-

84
ქით ვიყავი. გარეთ გასვლა მიხაროდა, წვეთები ცოდვებს რომ მომა-
შორებდნენ და სულიერად სუფთას გამხდიდნენ. ეს გადამეტება კი
არა, სასწაულის არსებობის რწმენა იყო. მჯეროდა, ბუნების უფალი-
ვით ყოვლისშემძლეობა. ბოლოს და ბოლოს ღვთის შექმნილი არაა?
განა დააკლებდა უფალი სამყაროს ჯადოსნობის შესაძლებლობას? –
არა. მეც მწამდა ამის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გარეთ გას-
ვლა, თანაც არავის ეჭვიც არ შეეპარებოდა, რომ ასეთ ავდარში სას-
ტუმროს ნომერს მოვცილდებოდი და ძილზე უარს ვიტყოდი.
– იქნებ დრო გაჩერდა? სად გაქრნენ ადამიანები? სად იყო ბობო-
ქარი ირმა და გამომძიებელი ზურა? რატომ არ ისმოდა ბავშვების
ჟივილ-ხივილი, მშობლების ბუზღუნი? ყველაფერი ჩამკვდარიყო,
პალმებისა და ზღვის გარდა. მხოლოდ ისინი არ ჩერდებოდნენ ქარის
სიძლიერის გამო. სად მივდიოდი? არ ვიცოდი. უბრალოდ ვიწრო
გზას მივუყვებოდი, ძლივს ვარჩევდი იქაურობას, მაგრამ მაინც, ბე-
ჯითად მივდიოდი წინ. კომინოს მოსახლეობა მაინტერესებდა. რო-
გორ ცხოვრობდა ეს ხალხი? რა ტრადიციები ჰქონდათ? მალტას გან-
ვითარებული საზოგადოებისგან განსხვავებით, ველურები და არა-
ორდინალურები იყვნენ. აბორიგენებს ჰგავდნენ. ოფიციალური მო-
ნაცემებით, კუნძულ კომინოს ადგილობრივი მოსახლეობა 4 ადამი-
ანს ითვლიდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტნი იყვნენ. ალბათ გამრავ-
ლდნენ სტატისტიკური მონაცემების დადების შემდეგ. არც არავინ
ზრუნადა ამ უზუსტობის გამოსწორებისთვის. კომინო არც არას-
დროს ყოფილა განვითარებული. ულამაზესი ადგილების მიუხედა-
ვად, მალტას მთავრობა არ ცდილობდა ამ კუნძულის აღმშენებლო-
ბისათვის რაიმე გაეკეთებინა. თუმცა ალბათ ამაში იყო მისი ხიბლი:
ხელუხლებელ კლდოვან და ქვიშიან სანაპიროებში, ლურჯ ლაგუნა-
სა და წყალქვეშა მარჯნებში. აი ის ადგილიც, საიდანაც გადმოხტა
ნენე, სანაპირო მღვიმე, რომელსაც ლაჟვარდოვანი ფანჯარა ვუწო-
დეთ. ალბათ რა ენით უთქმელი სიამოვნება იყო აქედან გადახტომა,
ერთდროულად შიშსაც და სიამოვნებას რომ განიცდი. გეშინია, თავი

85
არ გაგისკდეს ზღვის უზარმაზარ ტალღაზე დანარცხებისას და ძა-
ლას გმატებს, ცხოვრებაში აქედან გადახტომის შესაძლებლობა რომ
მოგეცა. ოდნავ გიჟი რომ ვყოფილიყავი, მეც გადავხტებოდი, ოღო-
ნდ ვინღა გადამარჩენდა?
გული დამწყდა, ასეთ შესაძლებლობას ხელიდან რომ ვუშვებდი,
მაგრამ თვითმკვლელობა ნამდვილად არ მინდოდა. გზას გავუყევი
და ტყის ღრმა ნაწილში შევედი. უეცრად პატარა ხის სახლი დავინა-
ხე, ადგილობრივები ცხოვრობდნენ და მუხლჩაუხრელი შრომის ფა-
სად შოულობდნენ ლუკმა-პურს. მათთან მიახლოების ძალიან შემე-
შინდა, არ ვიცოდი, რა ზნისანი იყვნენ ან საერთოდ, სრულ ჭკუაზე
თუ იყვნენ, იქნებ სულაც რაღაც ტრადიცია ჰქონდათ და თეთრკა-
ნიანებს ჭამდნენ? გადავწყვიტე მშვიდად მეთვალთვალა მათთვის.
განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე: დედა ჩვილით ხელში გამო-
დის და დასველებული ტანსაცმელი შინ შეაქვს. რამდენი ხანი წვიმ-
და და ახლა მიხვდა ამას? სულაც არა, წვიმაში ტანსაცმელი სპეცია-
ლურად გაუტანია, ვითომდა გარეცხა ასე. ბავშვი ისე ეჭირა, გეგო-
ნებათ სათამაშო იყო და ისიც გასარეცხად გამოეყვანა. თბილისელი
არასდროს გამოიყვანდა ასეთ წვიმაში საკუთარ ბავშვს. რომც გა-
ებედა, წამსვე ავად გახდებოდა. ამ ხალხს კი სიყმაწვილედანვე უვი-
თარდებათ იმუნიტეტი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, როდე-
საც ტყიდან მიმავალ ბავშვს მოვკარი თვალი, ორივე ხელით 5-5
ლიტრიანი წყლის ბოთლები ეჭირა. საბრალო შესახედავი იყო! ალ-
ბათ 5-6 წლის თუ იქნებოდა და შეუფერებელი ტვირთისგან წელში
ისე იყო მოხრილი, მიხვდებოდით, რომ ყოველდღე მძიმე სამსახური
ევალებოდა. მუქი, გაძვალტყავებული ხელები სულ გალურჯებოდა
ტვირთისაგან. თვითონ ბიჭუნაც თითქოს განიცდიდა ასეთი მუშაო-
ბა რომ უწევდა, მაგრამ სახლი რომ დაინახა, თვალები გაუბრწყინ-
და, თითქოს შინ რაღაც დადებითი ელოდებოდა, დასაჩუქრება ან
დედის ღიმილი. ძალიან ნელა მოდიოდა, ეტყობოდა, რომ დაიღალა.

86
თავი დამნაშავედ ვიგრძენი, წამოვდექი და მის დასახმარებლად გა-
ვეშურე. ბიჭს თვალები ქვევით ჰქონდა ჩაწეული, ამიტომ მანამ, სა-
ნამ არ მივუახლოვდი, ვერ დამინახა.
– Hi. Do you speak English? – ვკითხე და წყლის გამოსართმევად
მოვემზადე.
ბიჭუნამ შავი თვალები ნელა ასწია, გაკვირვებულად შემომხედა
და პირი გააღო, თითქოს პირველად ხედავდა თეთრკანიანს, ორივე
წყლის ბოთლი პირდაპირ ფეხებში მესროლა და ყვირილი მორთო:
– აააახ, ააააააბ, – ყვიროდა თავის ენაზე.
თვალების გახელა ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად გამოცოცხლდა
იქაურობა. მოულოდნელად პატარა სახლიდან ათი გიჟი გამოცვივ-
და, თურმე მიწისქვეშა დასახლებაც ჰქონიათ. ბალახის საფარი აი-
ტაცეს და ჩემს დასაჭერად ათეული მეომარივით შემოსილი ყმაწვი-
ლი გამოვარდა. ინსტინქტურად გავაცნობიერე, რომ თავისმართლე-
ბა უადგილო იქნებოდა, ამიტომ გასაქცევად მოვემზადე. ძლივს წა-
მოვდექი, თავისიანების დანახვით იმედმოცემული ბიჭუნა, ჩემს და-
კავებას ცდილობდა, მას ხელი ვკარი და მიწაზე წავაქციე.
– ააააახ, ააააააბ, – აგრძელებდნენ ყვირილს, თითქოს ვიღაცა
ღვთაებრივს უხმობდნენ.
შიშმა ამიტანა, თავს ვერ ვაკონტროლებდი, მეგონა მოსაკლავად
დამედევნენ, წყალში ჩახტომაც გავიფიქრე, მაგრამ გულუბრყვი-
ლოდ მეჩვენებოდა ასე სიკვდილი. იქნებ სდიოდათ და ჩემი შეწვა
უნდოდათ? მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვა, გამახსენდა
როგორ მაცმევდა მამა პატარაობისას ტანსაცმელს, როგორ მეძახდა
თოჯინას, მერე როგორ დავრბოდით ბაღში და დედას ვემალებო-
დით. ჩემი ძმის დაბადებაც გავიხსენე, კუპრივით შავი რომ იწვა თა-
ვის საწოლში და გაკვირვებული უყურებდა ახალ სამყაროს. ჩემი და
თაკოს გაცნობაც გავიხსენე, მანანას ჩანთა რომ მოვპარეთ, მოხუცი
რომ ვნახეთ, რომელმაც ასეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენ-
ზე. ჩემი და მატაბელის მეგობრობის დასაწყისი მომაგონდა, ნენეს

87
საშინელმა პანიკამაც გამიელვა თავში. მივხვდი, რომ სიკვდილი არ
მინდოდა, მივხვდი, რომ მზად ვიყავი, თითოეული დამეხოცა და ჩემი
სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლა. ცუდია, რომ ადამიანი მხო-
ლოდ კრიტიკულ სიტუაციაში აფასებს სიცოცხლეს. ცუდია, რომ
ადამიანები სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებით ახლობლებს და მათ
გრძნობებს. აღმოვაჩინე, რომ სიკვდილის მეშინოდა. მეშინოდა ჩემი
განუხორციელებელი სიკეთისა და განხორციელებული სიბოროტი-
სა. მეშინოდა უფლის წინაშე წარდგომის, მისი მზერის, მისი თითე-
ბის, მისი სასწორის.. მეშინოდა, მიცვალებულების ან უფრო უარესი,
ჩაკეტილი კუბოს დანახვის. მეშინოდა, რომ სიკვდილის დროს ადა-
მიანის მხოლოდ სხეული კვდებოდა, სული კი სხეულში რჩებოდა და
იქიდან გამოღწევას ვერ ახერხებდა. იქნებ სული გვამში იკეტება და
ასე იტანჯება სამარადისოდ? მაგრამ ნენეს მოჩვენება თუ დადის,
უდანაშაულო ადამიანების ბედისწერა უკეთესი არ იქნებოდა განა?
– მიშველეთ, – ვყვიროდი უაზროდ და ამით მათ რისხვას მხო-
ლოდ ვამძაფრებდი.
უკან მივიხედე და დავინახე, როგორ მომდევდა რამდენიმე კაცი.
ხეზე აძრომა დავაპირე, მაგრამ მათი კატისებური ბრჭყალები რომ
შევნიშნე, მივხვდი, ჩემზე უკეთესად რომ აძვრებოდნენ და იქიდან
ჩიტივით მომისვრიდნენ.
ერთის გარდა ყველა ნელი იყო. ეს უკანასკნელი კი ლეოპარდი-
ვით სწრაფი და მხარგანიერი აღმოჩნდა. ჰაერი აღარ მყოფნიდა, ძა-
ლა მეცლებოდა, ფეხებში ეკლები მერჭობოდა და ბოლოს მიწაზე და-
ვეცი.
– Stop, please, stop, – ვეხვეწებოდი შავებში ჩაცმულს.
ბეჰემოტივით მძიმე იყო. რომ დამაწვა, მეგონა, შუაზე გამ-
ჭყლეტდა. მინდოდა მისი სახე კარგად დამენახა, მაგრამ ზედმეტად
ჰქონდა დაფარებული ყოველივე ის, რისი გარჩევაც საჭირო იყო პი-
როვნების ამოსაცნობად. სახეზე მორგებული შავი ნიღაბი ამის სა-
შუალებას არ მაძლევდა. უფრო შავკანიანი იქნებოდა, ისეთი უხეში

88
იყო. მხოლოდ სიმძიმესა და გახურებულ სუნთქვას ვგრძნობდი.
თითსაც ვერ გავანძრევდი, ისეთი დაპრესილი ვიყავი.
ბოლოს აბორიგენმა დანა ამოიღო, რამაც საერთოდ არ გამაკვირ-
ვა. ვერ მივხვდი, რა დავუშავე, მაგრამ ინსტინქტურად მისი დარ-
ტყმისთვის მოვემზადე. დანის წართმევა მოვინდომე, იქნება და მე
დამესწრო.
ხელი ავწიე, პირდაპირ სახეში დავუმზინე, მაგრამ მან უსწრაფე-
სად პირზე ხელი ამაფარა და თვალებში ჩამხედა. ოდნავ წამოიწია
და ხელი თავისივე ყელისაკენ მიმართა. ერთი მანევრით მაჩვენა,
რომ თავი მკვდრად მომეჩვენებინა, რათა სხვები დამერწმუნებინა
ჩემს სიკვდილში. უცნობმა შარვალი ჩაიწია, რამაც ძალიან შემაშინა
და ცუდი რამ მაფიქრებინა, მერე ზურგქვეშ უხეშად დანა მოისვა და
შარვალი ისევ გაისწორა. მინდოდა გამერჩია მისი ფერის კანი, მაგ-
რამ ეს დიდი სიეშმაკით გააკეთა. დანა სისხლით იყო მოსვრილი. უც-
ხომ ხელით მანიშნა თვალები დამეხუჭა. ამასობაში ყვირილით და-
ნარჩენებიც მოვარდნენ, მზად იყვნენ ღორივით დავეკალი. მაგრამ
მთავარმა სისხლიანი დანა აჩვენა, რითაც დანარჩენები დააწყნარა
და დააჯერა, ვითომ ჩემი სისხლი დაღვარა. მათ ვერ ვხედავდი, რად-
გან პირქვე ვემხე მიწაზე.
არ ვიცოდი, რატომ ირჯებოდა უცხო ადამიანი ასე და რატომ უნ-
დოდა გადავერჩინე და თავისიანები გაეცურებინა. თუმცა მისი მად-
ლიერი ვიყავი.
რამდენიმე ათეული ადამიანი იქაურობას მალევე გაეცალა. ყო-
ველი შემთხვევისთვის, ათი წუთის განმავლობაში, არ ავმდგარვარ.
მეშინოდა, არ დაბრუნებულიყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ წამოვდექი
და დასვრილი ტანსაცმელი დავიფერთხე. შოკირებული ვიყავი, მე-
გონა, რომ ლაპარაკის უნარი დავკარგე და დავმუნჯდი. დარწმუნე-
ბული ვიყავი იმაშიც, რომ შიშისგან თვალები მქონდა გაფართოებუ-
ლი და გასიებული. ბუს უფრო ვგავდი იმჟამად, ვიდრე ადამიანს. ვი-
ღაცამ სრულიად შემთხვევით გადამარჩინა, ან იქნებ საერთოდ არ

89
უნდოდათ ჩემი მოკვლა და ასეთი სულელური ადათი ჰქონდათ? ან
იქნებ ყველაფერი არასწორად გავიგე? მეც ხომ დავაპირე იმ უცხო
ადამიანის მოკვლა, იმის გამო, რომ არასწორად მივუხვდი მის მი-
ზანს? იქნებ იმათმაც არასწორად გაიგეს ჩემი სტუმრობა?
წამოვდექი და სასტუმროს გზას გავუყევი. თავი სიზმარში მეგო-
ნა, არ მჯეროდა, რომ თავს დამესხნენ. თავიდან ფეხებამდე სრული-
ად სველი ვიყავი. ჩემს გაწურვას მხოლოდ სპეციალური დანიშნუ-
ლების მანქანა თუ შეძლებდა. ერთი სული მქონდა, ცხელი აბაზანა
მიმეღო. შხაპის მიღება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. გზას არ
ვუხვევდი, თორემ უთუოდ კვლავ გადავაწყდებოდი იმ გიჟებს. ახ-
ლაღა გავაცნობიერე, რატომ იყო აკრძალული ტყეში შესვლა. რამ-
დენი წელია აქ ვისვენებდი, მაგრამ ასე ღრმად არასდროს მომიწა-
დინებია შესვლა ამ უღრანში. კოცონსაც სასტუმროს სიახლოვეს ვან-
თებდით ხოლმე. სულ რამდენიმე წუთის წინ კი სხვისი ტერიტორია
უხეშად დავარღვიე.
ისეთი დაღლილ-დაქანცული ვიყავი, მოვლასლასებდი. თავი
ზღაპრის პერსონაჟი მეგონა, რომელიც ესესაა გადაურჩა დიდ დრა-
კონებს და გამალებით ცდილობდა გზის გაკაფვას. ნაბიჯს ძლივს
ვიდგამდი, სავალის ათი წუთიღა მრჩებოდა, როდესაც გზის პირას
მატაბელი დავინახე. უხერხული იყო მისი ნახვა, დავიმორცხვე, რო-
დესაც თვალში მომხვდა, როგორ ფსამდა გარეთ, პირდაპირ ტყეში.
ზურგით იდგა. ვერ დამინახა, სანამ თვითონ არ დავუძახე:
– ტუალეტი არ არსებობს? – შევაწყვეტინე მნიშვნელოვანი საქ-
მიანობა.
– შენც გარეთ ხარ, ამიტომ, ალბათ – არა, – სიცილით მიპასუხა
და შორტი შეისწორა.
– მე, უბრალოდ, გამოვედი ცოტა ხნით სუფთა ჰაერის შესასუნ-
თქად, – თავი ვიმართლე.
– არ სეირნობდი აბა ტყეში? – მკითხა ირაკლიმ და თავი დაიქნია.
– არა, – ვუპასუხე უნებურად. – ასეთი სველი რატომ ხარ მაშინ?

90
მივხვდი, რომ ფაქტზე გამომიჭირა. სახე ამემრიზა და სრულიად
მშვიდად, უემოციოდ მივუგე:
– ტყეში არ შევსულვარ. უბრალოდ, დიდი ხანია ვდგავარ აქ.
– რომ გამოვედი, არ იდექი აქ, სოფოკო. და თანაც დასაწყისში
თქვი, რომ ცოტა ხნით გამოხვედი, – მიპასუხა უნდობლად, – რას
აკეთებდი იქ?
– თავი უნდა ვიმართლო? – ვკითხე გაღიზიანებულად. . – თავის
გასამართლებელი გჭირს რამე? – ხმაში სითბო ჩაეღვარა. – ირაკლი,
– ვთქვი და ამოვისუნთქე, – ნერვებს ნუ მიშლი.
მატაბელი უეცრად ჩემთან მოვარდა, ჰაერში ამწია და ტყეში შე-
მაქანა. ყვირილის დაწყება მინდოდა, მაგრამ პირზე ამოფარებულმა
ხელმა ამის საშუალება არ მომცა.
– გაჩუმდი, გაჩუმდი, – მაფრთხილებდა ჩურჩულით მატაბელი.
მისი ხელი გვარიანად გავასისხლიანე, იმდენჯერ ჩავარჭვე
ფრჩხილი, თუმცა დათმენით იტანდა ტკივილს, მერე სასტუმროს შე-
სასვლელისაკენ მიმახედა. კარებთან დეტექტივის მანქანა გაჩერდა.
ზურას . დაცვამ ტოიოტას კარი გამოაღო, არემარე დაგეშილად მო-
ათვალიერა და მხეცის გამომეტყველება მიიღო. დეტექტივმა ციყვი-
ვით გააფართოვა თვალები, მერე კი სასტუმროში შევიდა. მე და მა-
ტაბელი ამას შორიდან ვადევნებდით თვალს.
– მერე რა მოხდა? რატომ შემათრიე ტყეში? – ვკითხე საყვედუ-
რით.
– საეჭვო იქნებოდა ასეთ ამინდში ჩვენი გარეთ ყოფნა, – მიპასუ-
ხა და სისხლი ჩამოიწმინდა.
– მერე რა, შესასვლელთან ვიდექით.
– ტანსაცმელი გასაწური რომ გაქვს, ამას როგორ აუხსნიდი? –
მიპასუხა ისეთი გამომეტყველებით, რომელსაც მასწავლებელი იღე-
ბს ხოლმე გაკვეთილის ახსნის დროს.
– ავუხსნიდი რამენაირად, – ვუპასუხე დაუდევრად და ვკითხე,
– შენ როგორ გაიგონე მანქანის ხმა?

91
– ზეცაში არ დავფრინავ, ყურადღებით ვარ უბრალოდ, მეტი არა-
ფერი, – მიპასუხა და წამოიწია.
– შენ გამო ახლა აქ რამდენი ხანი უნდა დავყოვნდეთ? – ვკითხე
გაბეზრებულმა.
– ვის გამოო? – გაკვირვებით ჩამეძია მატაბელი. – შენ გამო... –
ვუპასუხე მშვიდად.
ირაკლიმ იმ ბიჭის სახე მიიღო, აბეზარი დის კაპრიზების მოთმე-
ნა რომ უწევს ხოლმე.
– ან მე მომიყვები მომხდარს ან მე მოვუყვები შენს გაუჩინარებას
ზურას. ჯერი შენზეა, – ისეთი შეუვალი იყო, მივხვდი, დაშანტაჟება
მომინდომა.
– ამას არ იზამ, – ვუპასუხე დაბეჯითებით.
– არ ვიზამ, სინდისის ოდნავი ნატამალი თუ გაგაჩნია და მომიყ-
ვები.
მივხვდი, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, თანაც მინდოდა, ვინ-
მესთვის გამემხილა ეს საიდუმლო.
– ათეული აბორიგენი მოსაკლავად დამედევნა, – ამოვიოხრე და
ირაკლის საწყლად შევხედე.
თუმცა მატაბელის სახე ვერ აღვიქვი, რადგან სიცილისგან. მიწა-
ზე ფართხალებდა.
– მოგხარშეს თუ შეგწვეს? – მკითხა დამცინავად, როცა სული მო-
ითქვა.
– უმად მიპირებდნენ შეჭმას, – ვუპასუხე მოჭრით.
– ტყის მარჯვენა მხარეს გაუყევი? – მკითხა სერიოზულობით და
სიცილს ჩამოყოლილი ცრემლი შეიწმინდა.
– კი...
– ამ აბორიგენებს ჰგონიათ, რომ თეთრკანიანებისთვის წვიმა ია-
რაღის ტოლფასია. ეს მართლაც ასეა, ბუნების ამ ქმედებას გიჟები-
ვით გავურბივართ, ქოლგებს ვშლით და სადარბაზოებს ვეფარებით,

92
ვიდრე არ გადაიღებს. მათთვის კი წვიმა სიუხვისა და სიკეთის მომ-
ტანია. იცი რა ისტორიას იცავენ? – ფრთხილად მკითხა მატაბელმა.
– რას? – ვკითხე და მოსასმენლად განვეწყვე.
– მათზე თავდასხმას ყოველთვის წვიმის დროს ახორციელებ-
დნენ...
– ვინ ებრძოდა? – შევაწყვეტინე. .
– დამპყრობლები წლების წინათ. აბორიგენები წვიმის დროს ზე-
იმს მართავდნენ, გარეთ გამოდიოდნენ და წყლის დღესასწაულს
ეგებებოდნენ. ამით თეთრკანიანები სარგებლობდნენ და დაუნდობ-
ლად შეესეოდნენ, ჩვილ ბავშვებს ხოცავდნენ და მთელ სოფელს მი-
წასთან ასწორებდნენ. ისე ღრმად აქვთ ჩანერგილი, რომ წვიმის
დროს უცხო ადამიანის გამოჩენა მხოლოდ სიავის მომტანია, შენი
მოკვლაც ამიტომ გადაწყვიტეს. .
– არ ვიცოდი. დაიცა, აბა, რატომ იცინოდი ჩემს ნათქვამზე? მე-
გონა ჩემი არ დაიჯერე! – ვკითხე გაკვირვებულმა.
– მე აბორიგენების ლოგიკაზე გამეცინა. როგორ ირწმუნეს, რომ
შენ მათი სოფლის დაპყრობა გინდოდა? – ხალისიანი რიტორიკა მო-
იშველია ირაკლიმ.
– ეს არ არის სასაცილო, – ვუპასუხე წყენით და წამოვდექი, სას-
ტუმროში შესვლა და ცხელი შხაპი მომინდა.
– იქ არ შეხვალ, მგონი ახსნა-განმარტების თავი არც შენ გაქვს,
– თავდაჯერებით მომიგო.
– ბა აქ ვისხდეთ? – ვკითხე უკმაყოფილოდ, – ვიაროთ მაინც, თო-
რემ მცივა.
– მოგცემდი ჯენტლმენურად ჟაკეტს, მაგრამ თან არ მაქვს, ნომ-
რიდან პირდაპირ ასე გამოვედი, – გამამხნევა ირაკლიმ.
ვერც შევამჩნიე რა თხლად ეცვა, მხოლოდ მაისური და შორტები.
არ მეგონა, რომ ისევ შევიდოდი იმ ტყეში, თუმცა ირაკლისთან ერ-
თად იქ ყოფნა, ნამდვილად არ შემეშინდებოდა.

93
– იმ კაცმა რატომ გადამარჩინა? – ვკითხე მატაბელს. მეგონა პა-
სუხი ამ კითხვაზეც ექნებოდა.
– ვინ კაცმა? – მკითხა უნებურად.
– არ ვიცი, ალბათ მათიანი იყო. მათ მსგავსად შავებში იყო ჩაც-
მული და საზიზღარი ნიღაბი ეკეთა.
– ჩვენი დანახვისას ყოველთვის ნიღაბს იკეთებენ. ჰგონიათ, რომ
სახეში თუ ჩავხედავთ, უთუოდ შავი ჭირი მოუსპობთ სიცოცხლეს, –
მიპასუხა მატაბელმა.
– გზამკვლევში წაიკითხე? – ვკითხე ირაკლის. – შენც არ გაწყენ-
და ამ მხრივ მოგებაძა ჩემთვის. – რატომ არ მომკლა? როგორ ფიქ-
რობ?
– მიხვდა, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდი და ღვთაება ტყუ-
ილად არ განარისხა, – მიპასუხა მატაბელმა.
გზას ისევ მშვიდად ავუყევით, მინდოდა დრო გაჩერებულიყო და
მთელი ცხოვრება ამ უღრან ტყეში გამეტარებინა. აბორიგენების
ცხოვრების გაზიარებაც მწადდა და მათი ადათ-წესების შეთვისე-
ბაც.
– ნახე! – შევძახე ირაკლის და ტანსაცმლის ნაჭერზე მივუთითე.
ტყის შუაგულში ჩემი გადამრჩენის ტანსაცმელი ეყარა. მივუახ-
ლოვდი და ხელით გამოვაცალკევე. შარვლის უკანა ნაწილი და მა-
ისურის ცალი მხარე სულ სისხლში იყო მოსვრილი. ის ჭრილობა გა-
მახსენდა და კივილი აღმომხდა... მივხვდი, რომ უცნობმა გასისხლია-
ნებული სამოსი მოიძრო და შორიახლო მოისროლა, რათა დალაქა-
ვებული სამოსით თანამოძმეებში ეჭვი არ გაეჩინა. თვალები დავა-
ხამხამე და თხლად ჩაცმულ მატაბელს დავხედე.
– ალბათ ძალიან კეთილია... – ჩავილაპარაკე და რატომღაც
ირაკლის თვალებში თითქოს დასტურისთვის ჩავხედე.
– მისი სიკეთე მხოლოდ სიბოროტეს ემსახურება, – მიპასუხა
გულგრილად და უკან დაბრუნება დააპირა.
უკან მივყევი და თითქმის ჩურჩულით ვკითხე: – როგორ?

94
მან არაფერი მიპასუხა და სვლა გააგრძელა. წვიმა შეწყვეტილი-
ყო და დიდი ალბათობით ზურაც იქ არ უნდა ყოფილიყო. გზაში მხო-
ლოდ იმ უცნობ კაცზე ვფიქრობდი, რომელიც აგერ უკვე დიდი ხანია
ჩემთვის ასეთი ნაცნობი აღმოჩნდა.

95
8
გამოძიების მე-15 დღე იყო, მე კი მეგონა, დრო უსაშველოდ გა-
იწელა. მალტას პოლიციას არ დაუძალებია ჩვენთვის კომინოზე დავ-
რჩენილიყავით. ვიგულისხმეთ, რომ ირმას ჩვენი აქ ყოფნა წაადგე-
ბოდა. კუნძულზე ყოველდღიური ჩხრეკები მიმდინარეობდა, რას
ეძებდნენ, თავადაც არ იცოდნენ. დეტექტივი თავისი სურვილისა-
მებრ ატრიალებდა ჩვენს დაკითხვებს. მე, ნენე და ანი ლამის მკვლე-
ლებად გამოგვიყვანა. ჩვენით მანიპულირება ზურასთვის თამაშს
უფრო სახალისოს და, რა თქმა უნდა, შემოსავლიანს ხდიდა. დაკით-
ხვის უცნაური მეთოდი ჰქონდა. ჯერ თავს მომაბეზრებდა ბანალური
კითხვებით, მორალურად დამტანჯავდა და ბოლოს ისე გადამღლი-
და, იძულებული ვიყავი მისთვის სასურველი პასუხი გამეცა. ზურას
კარგ დეტექტივად არ ვთვლიდი, ორ კვირაზე მეტი დრო გავიდა, ის
კი უშედეგოდ იჯდა თავის ტყავის სავარძელზე და ფულის ჩასაყლაპ
მანქანას ემსგავსებოდა. ყველას მშვენივრად ესმოდა, რომ ჩვენი იქ
ყოფნა აუცილებელი არ იყო და თბილისში დაბრუნება შეგვეძლო.
დაკითხვის ბოლო დღე იყო, ზურას საბოლოო დასკვნა უნდა გა-
მოეტანა. აბსოლუტურად ყველა დეტალს იწერდა, ყველა ნიუანსს,
96
ყველაფერს, რაც სოსოსა და ჩვენს ურთიერთობას უკავშირდებოდა.
დეტექტივმა აღნიშნა, რომ ამ ხერხით სოსოს პოვნას, თუ არა, მისი
გაუჩინარების მიზეზს მაინც გაარკვევდა.
– დაბრძანდი, სოფოკო, – მითხრა თავაზიანად ზურამ და სკამზე
მიმითითა. დაკითხვის დასაწყისში მუდამ გულითადი ჩანდა, მერე კი
კავკასიური ნაგაზივით დაგიწყებდა აგრესიულად ცქერას.
– ბოლო დღეა, როგორც იქნა, – ვთქვი შვებით.
– დიახ, – ჩემდა გასაკვირად, ისევ ალერსიანად დამეთანხმა, –
ბოლო დღეა, საღამოს საბოლოო ვარაუდს საჯაროდ წავიკითხავ.
აქამდე ყველას ცალ-ცალკე გიბარებდით დაკითხვაზე. ამჯერად მინ-
და ყველანი, სოსოს მეგობრები, ერთად შეიკრიბოთ.
– რატომ? – ვკითხე გაკვირვებით და ზურას ულვაშები დაკვირ-
ვებით შევათვალიერე.
– მინდა ურთიერთშეჯერებული აზრი გამოვიტანო. თითოეულმა
ერთი ძალისხმევით უნდა გაიხსენოთ ყოველი წვრილმანი, რომლე-
ბიც ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანია. მაინტერესებს, როგორ აღ-
წერთ ერთმანეთს საერთო ვითარებაში, – განმიმარტა ზურამ და
ჩემს რეაქციას დაელოდა.
– იმავეს ვიტყვით, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის სულაც არ
გვერიდება, – ვუპასუხე დაუეჭვებლად. მჯეროდა, რომ არცერთი
ჩვენგანი ზურგს უკან არ პირფერობდა.
– – ძალიან გულუბრყვილო ხარ, – დამცინავად შემომხედა რა,
კალმის ტრიალი დაიწყო.
– რომც მითხრათ სხვისი უარყოფითი ჩვენება, მაინც არ დაგიჯე-
რებთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თქვენებურად ატრიალებთ.
ზურამ კალამი მაგიდაზე დადო, სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე
უკმაყოფილოდ დაანარცხა, ხელი ძლიერად მოკუმშა, ძლიერი მუშტი
მაგიდაზე დაარტყა და ყვირილით მითხრა:
– როგორ ბედავ! იმის თქმა გინდა, რომ ვიტყუები? განა არ იცი,

97
რამდენად სერიოზულადაა საქმე, ყველაფერი ისმინება და თითოე-
ული ჩვენი წინადადება სიტყვა-სიტყვით იწერება, – უცბად გაახსენ-
და, ასეთი ყვირილის უფლება რომ არ ჰქონდა, შეძლებისდაგვარად
ტონი გამოიცვალა და ოდნავ დამშვიდებული ხმით გააგრძელა, – მე
მხოლოდ სიმართლის გარკვევა მინდა.
– მე ამაში დაგეხმარებით, – ვუპასუხე მოთმინებით და ვიგრძენი,
რომ დაიწყო ჩემი ტანჯვის დრო, – დღევანდელი, საბოლოო, დაკით-
ხვა ერთობლივი არ უნდა ყოფილიყო? – შევახსენე ზურას.
ზურამ დარცხვენილად შემომხედა. ალბათ სულაც არ ეპრიანა,
გულმავიწყობაზე რომ მივუთითე.
– შენთან რამდენიმე კითხვა მექნება, მერე კი ყველა შემოვა, –
თქვა ზურამ და საქაღალდე გადაშალა.
– მაინცდამაინც ჩემთან რატომ? – ავღელდი.
– აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ირაკლი მატაბელსა
და სოსო კაკაჩიას ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. აბსოლუტურად
ყველა... შენსა და ნენეს გარდა, – მითხრა დეტექტივმა და ალმაცე-
რად თვალებში ჩამხედა.
– პირველ დაკითხვაზე ვთქვი მგონი, – ვუპასუხე ზურას და მომ-
დევნო კითხვას დაველოდე.
– მარტო პირველზე რატომ? – მკითხა დეტექტივმა ზურამ და ვე-
რაგულად შემომხედა.
– გიყვარს? – ჩემთვის სრულიად არაორდინალური კითხვა და-
მისვა და უფრო დაკვირვებით შემომხედა.
– ირაკლი მატაბელი? – კითხვა შევუბრუნე. – თავს ნუ ისულე-
ლებ, – ოდნავ ხმას აუწია ზურამ.
– ჩვენ ბავშვობიდანვე ვმეგობრობთ. მიყვარს, რა თქმა უნდა, –
შევეცადე მშვიდად მეპასუხა.
– ჰმ..., – ჩაფიქრდა ზურა, – მკაცრი უარი რომ გეთქვა, ვიფიქ-
რებდი მართლა უყვარს-მეთქი, მაგრამ ჩემ მიერ დასმული კითხვა
შენებურად გაიგე, რაც მაფიქრებინებს, რომ მართლაც ძმასავით

98
გიყვარს.
– და რომც მყვარებოდა ისე, როგორც თქვენ იგულისხმეთ, ამით
არაფერი შეიცვლებოდა. მეგობრული სიყვარული ქალ-ვაჟურის
ტოლფასია. ისიც ღრმად არის ჩანერგილი ადამიანის გონებასა და
გულში, – თავისმართლება გამომივიდა.
– კარგი, კარგი... ნენეზე რას იტყვი? ნენეს ხომ არ უყვარს? – და-
ინტერესდა ზურა.
– არა, – კატეგორიულად მივახალე.
– მარტო თქვენ ორნი ხართ, ირაკლი მატაბელს უხეშად რომ არ
მოიხსენიებთ. რას მივაწერო ეს, სოფოკო?
– არ ვთვლი ირაკლის ბოროტ ადამიანად – მიზეზიც ეს გახლავთ,
– ვუპასუხე სრული სიმართლე.
– საინტერესოა, – ისევ ჩაფიქრდა ზურა, – ლაშა, სანდრო, ანი,
შენი და-ძმა და მშობლებიც კი მატაბელს ახასიათებენ როგორც ყვე-
ლაზე უხეშ და უკარება ადამიანს. შენ და ნენე რატომ ხართ გამო-
ნაკლისები? რატომ არ ფიქრობთ იმავეს?
– ჯერ ერთი, ჩვენთან ირაკლი სულ სხვანაირია და მეორეც, ადა-
მიანი უხეში და უკარება თუ არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ
ბოროტმოქმედი და დამნაშავეა. თქვენც ზედმეტად პირქუში ხართ,
დავიჯერო დამნაშავე ხართ? – ვუპასუხე გაღიზიანებულმა, რადგან
დეტექტივი ზედმეტ უფლებას ანიჭებდა თავს და ჩვენს პირადულს
ჩხრეკდა.
დეტექტივმა თითქოს ვერ მიიღო ჩემგან საკმარისი ინფორმაცია
და დანარჩენებს უბრძანა შემოსულიყვნენ. რამდენიმე სკამი იყო ჩამ-
წკრივებული. თითოეულზე ჩემი მეგობარი იჯდა. ანი წამსვე მატა-
ბელს შემოუსკუპდა, ხელიდან არ უშვებდა მომენტს, ახლოს ჰყოლო-
და.
– კარგი, – ავტორიტეტულად თქვა დეტექტივმა ზურამ და თი-
თოეულს თვალებში ჩაგვხედა, – ვნახოთ როგორი გაბედულები და
პირდაპირები ხართ დანარჩენებთან.

99
– მე არაფრის მეშინოდა, ზუსტად იმავეს ვიტყოდი, რასაც გან-
ცალკევებით.
ვინ თვლის, რომ სოსო კაკაჩიას ყველაზე ცუდი ურთიერთობა
ირაკლი მატაბელთან ჰქონდა? – გვკითხა ზურამ.
მგონი შევცდი ჩემს პირდაპირობაში...
დეტექტივი დარწმუნებული იყო, რომ ირაკლის შიშით ხელს არა-
ვინ აწევდა, თუმცა შეცდა.
– მე, – თქვა თავად მატაბელმა. – ამის თქმა რომ არ გაწყობს თუ
იცი? – ჰკითხა ზურამ.
– თქვენ ჩემს გეგმებში ვერასდროს ჩაწვდებით, ამიტომ ვერც ვე-
რასდროს დაასკვნით რა მაწყობს და რა არა, – მკაცრი ტონით უპა-
სუხა ირაკლიმ.
– და რა გეგმები გაქვს? – ვითომდა გულშემატკივრულად ჰკითხა
ზურამ.
– ხედავთ, – თქვა ირაკლი მატაბელმა და გამყინავი მზერა
სტყორცნა, – რა გეგმები მაქვს ისიც არ იცით. მაშ, საიდან გეცოდი-
ნებათ რისი თქმა მაწყობს.
– ესე იგი გულწრფელი არ ხარ? ირჩევ, რისი თქმა შენთვის გამო-
სადეგია და რისი არა? – დეტექტივმა მატაბელის გამოჭერა სცადა.
– გუშინ არ გითხარით უუნარო დეტექტივი ხართ-მეთქი? – შეახ-
სენა ირაკლიმ.
– ჯერ ერთი, გიკრძალავ ჩემი ასეთი ეპითეტებით შემკობას და
მეორეც, თემა ნუ გადაგაქვს. მიპასუხე, არ ხარ გულწრფელი? – მო-
ულოდნელად დაიღრიალა ზურამ და ლამის მატაბელის საცემად გა-
იწია.
– ამ წამს არ ამიკრძალეთ გულწრფელობა? – ირაკლიმ მხრები
აიჩეჩა და ჩვენკენ შემობრუნდა, – რა უცნაური კაცია!
– თავი ყველაზე ჭკვიანი და მაგარი გგონია? – უღრიალა ზურამ.
– არა, ძალიან თავმდაბალი ვარ, – ირონიულად მიუგო ირაკლიმ.
– ნეტა, ასეთივე თავდაჯერებული თუ იქნები სასამართლოში,

100
ვნახოთ, – თქვა სიმწრისაგან გაწითლებულმა დეტექტივმა.
– კი, ძალიან ვიხალისებ თქვენი იქ ნახვით, – ცივად მიუგო მატა-
ბელმა.
– სულელო, დეტექტივები სასამართლოში არ გამოდიან! – თქვა
კმაყოფილებით ზურამ.
– მე მაპატიეთ... ყოვლისშემძლე რომ მეგონეთ, – თქვა თავდაჯე-
რებით ირაკლიმ, რომელმაც ზურას პროფესიული ღირსება დააკნი-
ნა.
დეტექტივი ჩემთვის სრულიად მოულოდნელ ამპლუაში აღმოჩ-
ნდა: როგორი თავდაჯერებული იყო ის ჩემთან და რამდენად დაძა-
ბული და გონებადაფანტული ირაკლისთან. ყველა ადამიანში ერ-
თდროულად ბოროტიც არის და კეთილიც, პირსისხლიანი მკვლელი-
ცა და უდრტვინველიც. საკმარისია საჭირო სიტუაციაში აღმოჩნდეს,
რომ უმალვე გამოააშკარავებს თავის დემონურ ან ღვთიურ თვისე-
ბებს.
ზურა ანერვიულებული და გაღიზიანებული ჩანდა, შეშფოთებუ-
ლი იყო, რომ ორი კვირის განმავლობაში ვერანაირი ცნობები ვერ
შეკრიბა. ირმაც ამას მალევე მიხვდებოდა და ძველი ყაიდის დეტექ-
ტივს ახალგაზრდა პროფესიონალით შეცვლიდა.
– არც ისეთი უსუსურები ჩანხართ, რომ მზაკვრულად გეგმა ვერ
მოგეფიქრებინათ. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი თქვენგანი სარ-
გებლობს თავისი ასაკითა ან სქესით და სოსოს ამბავშია ჩარეული,
– თავისი ვარაუდი გაახმაურა ზურამ.
– ჩვენ არაფერ შუაში ვართ, სოსო რომ დაიკარგა, ნუ ქმნით სპექ-
ტაკლს, – ფეხზე წამოდგომით დაიყვირა ნენემ.
– ნუთუ? შენმა მოჩვენებამ ხომ არ გიკარნახა ეს? – ჰკითხა გა-
მომწვევად ზურამ და მაგიდის უჯრიდან რაღაც ფურცელი ამოიღო,
– ხედავთ ამას? – გვკითხა და ბუნდოვან სურათზე მიგვითითა.
– რა არის ეს? – ვიკითხეთ ერთხმად.

101
ზურამ ფერადი სურათი აიღო და ნება დაგვრთო შეგვეხედა. ფო-
ტო A4 ზომის იქნებოდა, არც ჩარჩო ჰქონდა და არც სხვა რაიმე დამ-
ცავი საშუალება. ოდნავ წამოვიწიე და გულმოდგინედ დავაკვირდი.
იმის მიუხედავად, რომ ზურა ფოტოს ხელს არ უშვებდა და შესაბა-
მისად, ახლოდან დანახვის საშუალებას არ გვაძლევდა, მაინც გავარ-
ჩიე ფოტოზე ასახული შინაარსი: ჩაბნელებული კაბინეტი, გვერდუ-
ლად გადაღებული მაგიდა და სავარძელი, რომელიც შემობრუნებუ-
ლია და კამერას არც უყურებს. სავარძელი იმდენად მაღალი იყო,
ვერც გაარჩევდით იჯდა თუ არა მასზე ვინმე. მაგიდაზე ძვირადღი-
რებული კალამი და ბლოკნოტი იდო. სურათი ძალიან არაადეკვატუ-
რი მომეჩვენა, ვერ მივხვდი რა შუაში იყო უბრალო მაგიდა და შე-
მოტრიალებული სავარძელი.
– მერე? – იკითხა მატაბელმა. – 0 გრადუსი, – მკვახედ მიუგო
ზურამ. – 0 გრადუსი? – ვიკითხეთ ერთხმად.
– დიახ, ეს წერია სურათის უკან: „0 გრადუსი. 1 – სოსო კაკაჩია.
მოგება – 300.000 ლარი, მეტი მინდა“.
– სამასი ათასი ლარი,იმდენივე, რაც სოსომ მოხსნა ანგარიში-
დან? – ვიკითხე და თავი გამომძიებლად წარმოვიდგინე.
– დიახ, კარგია, მაგდენს თუ ხვდებით,– გულგრილად მიპასუხა
ზურამ, – ერთი რამ ცხადია, ეს სურათი სოსოს გამოგზავნილი ნამ-
დვილად არ არის.
– რატომ ფიქრობთ ასე? რატომ არ გინდათ დაიჯეროთ, რომ სო-
სომ უბრალოდ გაქცევა სცადა თავისი მშობლებისაგან და ფულიც
იმიტომ მიითვისა? რატომ? – ვკითხე მოთმინებადაკარგულმა, რად-
გან ზურა ასეთ ვარიანტს ჯიუტად არ განიხილავდა.
– იმიტომ რომ მკვდარია, – ბოხი ხმით თქვა დეტექტივმა და სა-
ვარძელზე დაეშვა. წუხელ გვიან ღამით ვიპოვეთ მისი ცხედარი.
მალტაში ამ დილით გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც
დაასკვნა, რომ სოსო რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ვიღაცამ
მოწამლა ისე, რომ არც მორიდებია სამართლებრივ დევნას.

102
მკვლელმა იმაზე მიუთითა, რომ თავის საქმიანობას არ მალავს, მხო-
ლოდ ვინაობის გამოაშკარავებას გაურბის. სოსო ისეთი საწამლავი-
თაა მოკლული, რომლის მიგნება სხეულში უმარტივესია პრიმიტიუ-
ლი ხერხებითაც კი. ფულსაც ვერსად დახარჯავდა. – ამ სიტყვებით
ზურა მაგიდიდან წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრის რაფას
მიუახლოვდა.
– ერთი რამ ცხადია, არ ვიცი ვინ და როგორ, მაგრამ უეჭველია,
საშიში და გამბედავის გაკეთებულია. ხვალ საქართველოში ბრუნ-
დებით, დაკრძალვაც იქ გაიმართება. გამოძიების გაგრძელებას კო-
მინოზე არანაირი აზრი არ აქვს.
ყველა აფორიაქებული იყო სოსოს მკვლელობით, არავის გვჯე-
როდა, რომ თავს ასეთი საშინელი უბედურება დაგვატყდა.
– გარდაცვლილი მანამდე რატომ ვერ იპოვეთ? – იკითხა ნენემ.
დეტექტივ ზურას ეს კითხვა აშკარად არ მოეწონა, სულაც არ სი-
ამოვნებდა, რომ ვიღაცას ეჭვი შეჰქონდა მის ქმედებაში.
– ალბათ იმიტომ, რომ შენი მოჩვენებები არ გვეხმარებოდნენ, –
დასცინა ზურამ. – არ ვიცი რა ხდებოდა ნენესა და ზურას დაკითხვა-
ზე, მაგრამ აშკარა იყო, რომ დეტექტივს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა
ნენეს ავადმყოფობა. – – რა სწორად აღნიშნეთ, ნენეს მოჩვენებაც კი
უკეთესად გამოიკვლევდა ამ საქმეს! – უფრო მწვავე სარკაზმით
წარმოთქვა მატაბელმა და ტაში შემოკრა.
– გაეთრიეთ აქედან! – დაიღრიალა დეტექტივმა ზურამ და ხე-
ლით გასასვლელისაკენ მიუთითა.
გარეთ გამოსვლისას იმდენად დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი მე-
ტირა თუ მეკივლა. ჩემი გონება ვერ ეგუებოდა იმას, სოსოს აწი მხო-
ლოდ გაყინულს რომ ვნახავდი. სუნთქვა დამავიწყდა. გგონიათ ად-
ვილია ფილტვების ამუშავება და ჰაერის ჩაყლაპვა? იცით რა რთუ-
ლად მეჩვენებოდა ეს პროცესი? ათ წამში ისევ გამახსენდა როგორ
უნდა მესუნთქა, ტვინში მიწოდებულმა ჟანგბადმა რეალობა გამააზ-
რებინა: სოსო მკვდარი იყო, თანაც მოწამვლით გარდაიცვალა. ზურა

103
ვარაუდობდა, რომ დამნაშავე ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, რისიც არ
მჯეროდა. რატომ არ ვარაუდობდა, რომ მილიონერ ირმას უამრავი
მტერი ეყოლებოდა? თუმცა მთელი კუნძული გაჩხრიკეს, ტურისტე-
ბიდან მარტო ჩვენ და კიდევ რამდენიმე იყო, კუნძულს ყოველ წელს
რომ სტუმრობდნენ.
– სოსოს ხვალამდე ვერ ვნახავთ? – იკითხა ანიმ და ფიქრი შემაწ-
ყვეტინა.
– დაკრძალვამდე, – ცივად მივუგე.
– მეცოდებიან. ირმაც და სოსოც, – ამოიტირა ნენემ, – ახლა რომ
ვიხსენებ მის ახირებულ და ამპარტავან ქცევებს, აღარ მეჩვენება
შურითა და ბოღმით სავსე. ვითომ სიკვდილი აკეთილშობილებს
ადამიანს?
– ადამიანს არა, მაგრამ მასზე წარმოდგენას – კი, – თქვა ირაკლი
მატაბელმა და ჩაფიქრდა.
სოსოს გაყინული სხეული და გაფართოებული უსიცოცხლო თვა-
ლები რომ წარმოვიდგინე, უნებურად ვიკითხე:
– ნეტა, რას გრძნობს ადამიანი სიკვდილამდე ერთი წამით ადრე?
– მხოლოდ თავად სიკვდილს, ის სწორედ იმიტომ დგება, რომ
დროა, განვლილი სიცოცხლის იქით რაიმე დაინახო, – მიპასუხა მა-
ტაბელმა და ამით ხაზი გადაუსვა ვარაუდს, რომ ადამიანი სიკვდი-
ლის წინ მხოლოდ განვლილ ცხოვრებას ხედავს.
– რას ფიქრობთ 0 გრადუსზე? – ვიკითხე და მეგობრების პასუხს
დაველოდე.
– შენ არ იცი? – მკითხა ირაკლიმ. – მე საიდან უნდა ვიცოდე? –
გაკვირვებული ხმით ვუპასუხე.
– ყოველთვის ყველაფერი იცი, ვიფიქრე, რომ ამაზეც გექნებოდა
პასუხი, – ლმობიერად მიპასუხა.
– შეიძლება გაყინულ წყალში ყრის გვამებს, თქვა ანიმ.
– 0 გრადუსი უკვე ყინულია, ანი, – უპასუხა მკაცრი ტონით მატა-
ბელმა.

104
– მაშინ ასრიალებს, – თავი იმართლა გოგომ. ანისთვის სულ ერ-
თი იყო, მთავარია მატაბელის ყურადღება მიექცია.
– წყალი ხომ 0 გრადუსზე იყინება? იქნებ ყინულში ინახავს გვა-
მებს და მერე აგდებს? – ვთქვი დამაჯერებელი ხმით.
– მაინც რატომ? – დაინტერესდნენ ჩემი ინტერპრეტაციით.
– ექსპერტიზა ყველაფერს დაასკვნიდა და თანაც, ამას სპეცია-
ლური დანადგარები სჭირდება, არა მგონია კუნძულ კომინოზე მათი
აღმოჩენა ასეთი რთული ყოფილიყო, აბორიგენების თითოეულ
სახლს გულმოდგინედ გადაჩხრეკდნენ, – უარყო ჩემი ჰიპოტეზა მა-
ტაბელმა.
– ირმა გაგიჟებული იქნება... – თქვა ნენემ.
ნენემ სიტყვა „გაგიჟებული“ ისე წარმოთქვა, გეგონება, თვითონ
დაავიწყდა, გიჟი რომ იყო.
– საერთოდ საიდან დაასკვნა ზურამ, რომ მკვლელი შეიძლება
რომელიმე ჩვენგანი იყოს! – ვთქვი უკმაყოფილოდ, – ჩვენ ხომ ჯერ
არც ისეთი დიდები ვართ!
– ჯორჯ სტინი, – თქვა მატაბელმა და ჩემს პასუხს დაელოდა.
ირაკლის მხოლოდ გაურკვევლად შევხედე და პასუხის დაველო-
დე.
– მან 14 წლის ასაკში მოკლა ორი გოგონა, 11 წლის და 8 წლის,
ხევში დაუნდობლად გადაყარა, ეს მოხდა 1944 წელს. როგორც აღ-
მოჩნდა, მას უნდოდა 11 წლის გოგონას გაუპატიურება, პატარა კი
ხელს უშლიდა, გოგონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მან კი ხელკე-
ტით დახოცა ისინი. სამხრეთ კაროლინის სასამართლომ ჯორჯი
ელექტრო სკამზე სიკვდილით დასაჯა, – თქვა მატაბელმა და თი-
თოეულს თვალებში ჩაგვხედა.
– მერე რა! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა, – ვთქვი ძრწოლით და
ავკანკალდი ამ გაუგებრობის გამო.
– არც მე, უბრალოდ ასაკი არაფერ შუაშია. უამრავ მკვლელს

105
უსარგებლია ამით, – მიპასუხა ირაკლიმ და მხარზე ხელი მომითა-
თუნა, თითქოს მანუგეშა, სანერვიულო არაფერიაო.
– შენთან დალაპარაკება მინდა, – ჩავჩურჩულე ირაკლის ისე,
რომ არავის გაეგო.
– ტყეში ისევ იმ ადგილას? – იკითხა მატაბელმა. – ჰოო... – ოქეი.
მამას მოვუყევი დაწვრილებით ყველაფერი, მართალია, სოსო-
სადმი გულგრილი იყო, მაგრამ მის სიკვდილზე გული დაწყდა. თანაც
სოსოს მამასთან მეგობრობდა.
– მამა, ბოლოჯერ გავისეირნებ ტყეში, გული მკარნახობს, რომ
კომინოზე აღარასდროს ჩამოვალთ.
– ფრთხილად იყავი, მართლა მკვლელები არ იყვნენ დადარაჯე-
ბულნი. იქნებ ჩემთან დარჩენილიყავი? – ლამის თხოვნით მომმართა
მამამ.
– ირაკლი მატაბელთან ერთად მივდივარ, – ვუთხარი თანხმობის
იმედად.
– ოჰ, კარგი, კარგი... ფრთხილად, იცოდე, – ძლივს გამიშვა მამამ.
თბილად ჩავიცვი, ორი კვირის წინანდელი ცხელი, პაპანაქება
დღეების შემდეგ, გვარიანად აცივდა. მართალია, ისეც არ ციოდა,
თბილი ქურთუკი ჩამეცვა, მაგრამ ეს ჟაკეტი თითქოს მიცავდა არა
უამინდობისაგან, არამედ რაღაც არარსებულისაგან, თავადაც არ
ვიცოდი, რისგან. სასტუმროს კიბე სწრაფად ჩავირბინე და ტყისაკენ
გავემართე. არ წვიმდა, ამიტომ აბორიგენების თავდასხმისა არ მე-
შინოდა.
– მოვედი, – მივუახლოვდი ირაკლის.
– გხედავ, ნენეს მოჩვენება ხომ არ ხარ, – ცდილობდა იუმორი მო-
ეშველებინა, მაგრამ დამწუხრებულსა და მოწყენილს არ გამოუვი-
და.
– მინდა გაგაფრთხილო,რომ ზურასთან უფრო დაფიქრებულად
ილაპარაკო, ნუ ხარ ზედმეტად პირდაპირი, შეიძლება ეჭვი შენზე
მიიტანონ, – ვთხოვე მეგობარს.

106
– და რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მკვლელი არ ვარ? – მკით-
ხა ირაკლიმ რაღაცნაირი ხაზგასმით.
– ყველას ჰგონია, რომ ცივი და უკარება ხარ, ბოროტი და დაუნ-
დობელი, მაგრამ მხოლოდ მე გხედავ ხალისიან ადამიანად. შენ არ
იყავი, თვითმფრინავში რომ მაჯავრებდი? შენ არ იყავი, ზღვაში ყუ-
რებთან ქვებს რომ მიტკაცუნებდი? დარწმუნებული ვარ, სხვას ეს
რომ მოვუყვე, არ დაიჯერებს. იცი, მგონია, რომ შენ სულში ძალიან
ბევრი რამ იმალება.
– რა იცი? – მკითხა მატაბელმა.
– ოსტატურად მალავ, – ვუპასუხე მშვიდად და გავაგრძელე, –
ვერავინ იფიქრებს, რომ შენში სიკეთის მარცვალი იმალება. მაგრამ
მე მჯერა... გეფიცები მჯერა, რომ მზად ხარ ნებისმიერი ადამიანის
გადასარჩენად თავი საფრთხეში ჩაიგდო. მარტო მე დავინახე იმ ღა-
მეს, სოსო რომ დაიკარგა, როგორ მოიკიდე ზურგჩანთა და მის სა-
ძებნად და დასახმარებლად გაეშურე...
– რა თქვი? – მიწაზე დამაგდო და მხრებზე ხელები ძლიერად მო-
მიჭირა, – რა დაინახე? შენ რა გინდოდა იქ? თქვი!
– გაგიჟდი? გამიშვი, რას აკეთებ! მე მხოლოდ შენს სიკეთეზე მი-
ვუთითე.
– სიკეთეზე კი არა, – თავი გადასწია და გადააფურთხა, თითქოს
სიცრუე ამოაბოყინა, – დეტექტივს თუ უთხარი ეს? ჰააა? – მრისხა-
ნედ ჩამეძია.
– არა, ვიფიქრე, რომ შეიძლება არასწორად გაეგო და თავი შევი-
კავე.
– კარგი გოგო ხარ, – მითხრა მატაბელმა და ხელი ძალიან
ფრთხილად გამიშვა, თითქოს სიამოვნებდა კანზე ასეთი ნაზი და
ფრთხილი შეხება.
– რა მოხდა ახლა? – ვიკითხე გაკვირვებულმა.
– რა მოხდა? მე და შენ შეხების გარეშე, სულიერი აქტი განვიცა-
დეთ, – მიპასუხა ირაკლი მატაბელმა, ბალახზე წამოჯდა და კისერზე

107
შემომხედა, – იმედია არ გეტკინა, და თუ გეტკინა, იმედია გესიამოვ-
ნა.
– იმდენად უცნაურად მომეჩვენა ყოველივე, გაკვირვებისაგან
კარგა ხანს სიტყვა ვერ დავძარი. ბოლოს ძალიან ხმადაბლა წარმოვ-
თქვი:
– ძალიან უცნაური ხარ, არ მჯერა, რომ ასე იქცევი, – ვიგრძენი
რამდენად შეუფერებელი სისულელე ვთქვი.
– მე მართლა მის საძებნად წავედი, – თითქოს არ შეიმჩნია, რაც
ვუთხარი, – და დეტექტივმა ეს იცის, რადგან დროულად მივედი სას-
ტუმროს დარაჯთან და ეს ამბავი შევატყობინე. შეუძლებელი იქნე-
ბოდა რაიმე გამეკეთებინა ამ მოკლე დროის განმავლობაში.
– მაშინ რატომ წამაქციე? მეგონა ჩემი მოკვლა გინდოდა, – ვკით-
ხე გულმოსულად.
– ჰმ, მოკვლა? – ჩაიცინა და განაგრძო, – მე შენ გამო ავნერვი-
ულდი, დეტექტივთან ეს რომ გეთქვა, შენზე მიიტანდა ეჭვს, უდროო
დროს რომ შემამჩნიე.
– ო, ღმერთო, – წარმოვთქვი და შიშისგან ხელი ტუჩებზე ავიფა-
რე.
– ღმერთი არ არსებობს, – გულგრილად თქვა მატაბელმა და წა-
მოდგომა დააპირა.
– ცდები, ის ყველა ადამიანის გულში არსებობს, – ვანუგეშე ირაკ-
ლი.
– მაშინ, – ჩაფიქრდა ირაკლი, – გული არ მაქვს.
პასუხი ვერ გავეცი,რადგან უგუნებოდ იყო და კამათი არაფერს
მოგვიტანდა. წამოდგომაში დამეხმარა და ტყის ნაპირისაკენ ორივე
ჩუმად მივდიოდით, თუმცა ერთმანეთის მაინც გვესმოდა. რაღაც
იდუმალი ბგერების მსგავსი იგრძნობოდა ჩვენ ორს შორის...

108
9
გამგზავრების დღეს ზღვას რიტუალურად ერთი წლით ვემშვი-
დობებოდით ხოლმე, მაგრამ ამჯერად ამის გაკეთება არც გვიცდია.
სოსოს დაღუპვამ და აუტანელმა გამოძიებამ მიწასთან გაგვასწორა
და დაგვაუძლურა, თანაც ოქტომბერი იყო – ლურჯი წყლის სიცივე
პირდაპირ ძვალსა და რბილს გვიყინავდა. პირველად ვცილდებოდი
კუნძულ კომინოს სიხარულით, მისი თეთრი ქვიშა და მიუვალი მღვი-
მეები აღარ მეჩვენებოდა ღვთაებრივ სილამაზედ, ზედმეტი სიწყნა-
რე კი კუნძულს უფრო საშიშს ხდიდა, აღარ მხიბლავდა იდუმალი სი-
ჩუმე და უკაცრიელი მიდამოები. ტყის ხეებიც ისე ქედმაღლურად
იდგენენ, მეგონა მაფრთხობდნენ, თითქოს ფოთლების მაგივრად ეშ-
ვები ესხათ და მიღრენდნენ.
– 15 წუთში გავდივართ, – თქვა მამაჩემმა და სამგზავრო ჩანთე-
ბი გარეთ გამოზიდა.
– ერთ ნავში ამდენი ადამიანი ვერ ჩავეტევით, – ვთქვი და გარ-
შემო მყოფებს თვალი შევავლე.
მეგობრებს შევხედე და მივხვდი, რომ წელს განსაკუთრებით და-
ვახლოვდით, სოსოს დაღუპვამ სამუდამოდ მიგვაჯაჭვა ერთმანეთს.
109
– ნავში ჩასხედით, სწრაფად, სწრაფად, არ დაგვაგვიანდეს აერო-
პორტში, – აგვაჩქარა მამაჩემმა.
ბუნებრივია, კომინოზე არანაირი აეროპორტი არ არსებობდა,
ნავით ვალეტაში უნდა ჩავსულიყავით, იქიდან კი თვითმფრინავით
საქართველოში. თბილად მოვკალათდი ძმის გვერდით. მორალური
დაღლის მიუხედავად, მაინც მამძიმებდა სევდა: კუნძულს, რომელ-
საც ასე მოუთმენლად ვშორდებოდი, არასდროს ვნახავდი. არ ვიცო-
დი მიზეზი იყო ის, რომ სოსო სწორედ აქ მოკლეს და მისი უპატივ-
ცემულობა იქნებოდა აქ დასვენება თუ უბრალოდ, ჩემი გული
გრძნობდა ამ ადგილის ზიზღს. მინდოდა კომინო გამქრალიყო ჩემი
გონებიდან, მაგრამ არ შემეძლო. ის ისეთი ლამაზი და მშვენიერი
იყო – დაგატყვევებდათ. კუნძული თითქოს დედამიწას გაემიჯნა და
ცალკე, სხვა სამყაროში, არსებობდა. ზღაპრულ სამყაროში, სადაც,
ერთი შეხედვით, ყველაფერი თვალწარმტაცი იყო და ბუნებრივად
სუფთა, თუმცა შემაძრწუნებელიც ღამესა და წვიმაში. ვეღარ დავი-
ვიწყებდი მის კამკამა წყალს და ვულკანისებურ ქვებს – მეღიმებო-
და, ვიხსენებდი გადარეულ აბორიგენებს – გული მიცრუვდებოდა,
ვიხსენებდი ულამაზეს რკალისებურ მღვიმეებსა და ლავასავით გა-
ხურებულ ქვიშას – გული ბედნიერებისგან მევსებოდა, მაგრამ გონე-
ბაში დამთრგუნავად ჩნდებოდა – სოსოს გაყინული სხეული და პო-
ლიციელების ძაღლების ყეფა, ზურას შემზარავ ნაოჭებსა და ყვი-
თელ კბილებზე – ლამის გული მერეოდა. არ ვიცოდი, მიყვარდა ეს
ადგილი თუ მძულდა. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, ციხესიმაგრე
იყო ის თუ ანგელოზების უდაბნო.
– გადმოდით, – გვითხრა მამამ და ხელი შეგვაშველა.
ვალეტას ძველი ყაიდის ევროპული აეროპორტი ჰქონდა, იქ მი-
სასვლელად დაახლოებით, 40 წუთი დაგვჭირდა. მალტას დედაქა-
ლაქი უძველესი კულტურის მატარებელი აღმოჩნდა. აქ ნახავდით
როგორც თანამედროვე შენობებს, ასევე უძველეს, ლამის ჩამონგრე-
ულს, მაგრამ რესტავრირებულ მონასტრებსა და მუზეუმებს. მალტას

110
ტყუილად არ უწოდებდნენ მუზეუმების ქვეყანას, ვინაიდან მოსახ-
ლეობა აქ დასახლდა 6 ათასი წლის წინ. ქვეყანამ იმდენი მტრის შე-
მოსევა განიცადა, რომ თითოეულ უბანსაც კი ეტყობა დამპყრობლის
კვალი. აეროპორტ Luqa-ში შევცვივდით რა და ჩვენს გაფრენას და-
ველოდეთ. მხოლოდ ირაკლი მატაბელი არ ბრუნდებოდა ჩვენთან
ერთად.
– გიხარია გამგზავრება? – ვკითხე მეგობრულად.
– სწავლა ზუსტად 1 ოქტომბერს მეწყებოდა, დავაგვიანე, თანაც
ხო იცი, დიდ ბრიტანეთში რა მკაცრად არის განსაზღვრული სწავ-
ლის თითოეული დღე, – მომიგო ფიქრიანად და საათს დახედა.
– რა მოხდა მერე, რამდენიმე დღე თუ გააცდინე? სამაგიეროდ
წინა კურსი იდეალურად დახურე, არაფერს გეტყვიან, – გავამხნევე.
– ჩემი რეისი თქვენსას უსწრებს, აწი უნდა გავემზადო, – მითხრა
ისე, თითქოს წამოდგომა ეზარებოდა.
– ვალეტა – ლონდონი, – გაისმა რუპორიდან. ყველანი დავემშვი-
დობეთ ირაკლის.
– აბა, შენ იცი, ბიჭო, – უთხრა მამაჩემმა მატაბელს და ხელი
მხარზე მსუბუქად დაჰკრა, – კარგი პროკურორი უნდა გამოხვიდე.
– ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, – უპასუხა და ჩანთიანად ირმას
მიაშურა.
– მაპატიეთ, რომ სოსოს დაკრძალვაზე არ ვიქნები, ვწუხვარ, რომ
კომინოზე ჩამოსვლა თქვენთვის ასეთი საბედისწერო აღმოჩნდა, –
უთანაგრძნო ირაკლიმ და საბოლოოდ დაგვემშვიდობა.
ირმას არაფერი უპასუხია, სახეზე ხელები აიფარა და მწარედ აქ-
ვითინდა.
ერთი საათის შემდეგ სანატრელი „ვალეტა – თბილისი“ გავიგო-
ნეთ, პატარა ხელჩანთა ავიღე და უმცროს ძმას ხელი ჩავჭიდე. .
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი თვითმფრინავიც გაფრინდა.
ვგრძნობდი, რომ რაღაც გულს მაკლდა. მივხვდი, რომ ეს მატაბელის

111
ხუმრობები იყო, პირველად, რამდენიმე წლის განმავლობაში, აფრე-
ნის დროს არ ავმდგარვარ, რადგან ირაკლი ჩემ გვერდით არ იყო,
რომ გავეცრუე პატარა ბავშვივით. სრულიად მართალი აღმოვჩნდი,
როდესაც ბოლოს ვუთხარი, რომ ვეღარ გამაცრუებდა. უცნაურია,
მაგრამ ეს უფრო მწყინდა, ვიდრე მახარებდა. უფრო მაშფოთებდა,
ვიდრე სიმშვიდეს მძენდა. ირმა უამრავი დაცვის წევრების გარემოც-
ვაში იყო, ნენე, როგორც სულ, ცარიელ სავარძელთან. მამამის მუ-
დამ ჯიუტად აიძულებდა, რომ „მისთვის“, რასაც ჩვენ მოჩვენებას ვე-
ძახდით, ბილეთი ეყიდა. მაგრამ თუ ფრენა ღამით იყო დაგეგმილი,
მაშინ ნენე საგულდაგულოდ ეძებდა ხალხმრავალ ადგილს, რადგან
სატანისებურ მტრად აღიქვამდა და მარტო დარჩენისაც ეშინოდა.
ნენეს მამას ფული თავზე საყრელად ჰქონდა, ამიტომ ზედმეტი რამ-
დენიმე ათასი დოლარი მისთვის არაფერს წარმოადგენდა. მას მხო-
ლოდ ერთი რამე აწუხებდა – ნენე ნორმალური გამხდარიყო.
– სოსოს ვერტმფრენით მიასვენებენ თუ თვითმფრინავით? –
იკითხა ნენემ.
– რა მნიშვნელობა აქვს ამას, – უპასუხა უგულოდ ანიმ. ის მხო-
ლოდ იმის გამო წუხდა, რომ ირაკლის ოთხიოდე თვე ვეღარ ნახავდა.
– მე ბევრი მეგობარი მყავს ჩემი კლინიკიდან, რომლებიც ჩემსა-
ვით ადამიანების სულებს ხედავენ, შეიძლება რომელიმე მათგანს
სოსოს სულიც ესტუმროს, – თქვა გულუბრყვილოდ ნენემ.
– ნენე, – მივმართე უკანა სავარძლიდან, საიდანაც მხოლოდ მის
ოქროსფერ თმას ვხედავდი, – შენ მხოლოდ ერთ მოჩვენებას არ ხე-
დავ?
– მე მოჩვენებებს არც ვხედავ, – წყენა არ დაუფარავს ნენეს. –
კარგი, – ვუპასუხე მოთმინებით, – სულებს... – კი მხოლოდ ერთს, –
მომიგო.
– და შენი მეგობრებიც, რომლებიც შენს მსგავსად კლინიკაში
მკურნალობენ, ისინიც მხოლოდ ერთ სულს არ ხედავენ?
– კი...

112
– მაშინ როგორ ნახავენ სოსოს სულს? ძველ მოჩვენებებს ხომ ვერ
ჩამოიცილებენ? ან შენ რატომ არ შეგიძლია მისი ნახვა? – ვკითხე
დაინტერესებულმა.
– სოსოს სული მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, თუ ცოდვილია და ზე-
ცაში მისი ადგილი არ იქნება. ეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღის
შემდეგ გაირკვევა. მე ვერ ვნახავ მას, რადგან ახლობლების სულის
ნახვა შეუძლებელია.
– რატომ? – შევაწყვეტინე ნენეს.
– იმიტომ რომ ახლობელი მის გადარჩენას მოინდომებს, – ამიხსნა
გულმოდგინედ, თითქოს ცდილობდა დავეჯერებინე მათ არსებობა-
ში.
– და ვინ ადგენს ამ წესებს?
– ამას მხოლოდ სიკვდილის მერე გავიგებ, – მიპასუხა ნენემ.
– ნენე, შენ ხომ გჯერა, რომ ავადმყოფი არ ხარ და მართლა გგო-
ნია, რომ ისინი არსებობენ? – მეგობრულად მივმართე, მე მხოლოდ
ის მინდოდა, რეალობა აღექვა.
– თუ ამას კიდევ ერთხელ მკითხავ – იცოდე მოგკლავ, – მომახა-
ლა ნენემ და ზურგი მაქცია. – ამ პასუხის არც შემშინებია და არც
გამკვირვებია, ოდნავი სიბრაზე ვიგრძენი, რომ თავს ამდენის უფლე-
ბას აძლევდა. ნენე მუდამ საყვარელი და თბილი იყო. მხოლოდ მა-
შინ, როდესაც მას თავს ვაბეზრებდით ჩვენი ჭკუით, რეალობაში და-
საბრუნებელი კითხვებით, აგრესიული ხდებოდა.
– მერე შენც შენი მოჩვენებასავით იბოდიალებ სამყაროში, თუ
მომკლავ, – არ დავუთმე.
– და შენ გაგაგიჟებ, მოგეწებები და მერე მიხვდები, რომ არანაი-
რი ავადმყოფობა ეს არ იყო, – მიპასუხა და უცნაურად ანთებული
თვალები შემომაფეთა.
მინდოდა რამე მკაცრი მეთქვა, მაგრამ მართალი არ ვიქნებოდი.
ვიგრძენი, რომ ასეთი შიზოფრენია შეიძლება ნებისმიერს დამარ-

113
თნოდა. თანაც, ნენე მხოლოდ საკურორტო მეგობარი კი არა, ფენო-
მენი იყო. რაღაც ამოუცნობი მოვლენა, რომლის შესწავლა ტაბუი-
რებული იყო თავად ამ არსების მხრიდან.
რამდენიმესაათიანი ფრენის დროს მხოლოდ მომავალზე ვფიქ-
რობდი. ვნატრობდი, ეს ამბავი დროულად დამთავრებულიყო და
ყველაფრისთვის წერტილი დროულად დამესვა...
ჩაფრენის მომენტში სრული სიმშვიდე იყო, თითქოს ჩამკვდარი-
ყო თბილისი, მაგრამ როდესაც აეროპორტის დერეფანში შევედით,
უამრავმა ჟურნალისტმა გზა გადაგვიჭრა. მალტაში ყოველგვარ ინ-
ტერნეტსა და ტელევიზორს მოწყვეტილები ვიყავით, პირობას ვდებ-
დით ყოველ ჩასვლაზე, რომ დასვენების დროს ტექნიკიდან თავი
შორს დაგვეჭირა. . – გთხოვთ, გვიამბოთ მომხდარის შესახებ, აპი-
რებთ თუ არა რაიმე ინფორმაციის გასაჯაროებას, როგორი ურთი-
ერთობა გქონდათ დაღუპულთან? – უამრავ კითხვას მისვამდნენ
ჟურნალისტები.
გასვლას ვერ ვახერხებდი, თითოეული ოპერატორი ლამის თავზე
მეჯდა. მამას ვერ ვპოულობდი, ქაოსი იდგა, მეგონა დავიხრჩობოდი.
რას ვიფიქრებდი, თუ საქართველოში ამაზე ერთი ამბავი ჰქონდათ
ატეხილი. მამამ ერთხელ მითხრა, რომ თბილისშიც იყო აღძრული
სისხლის სამართლის საქმე.
– სოსო არ მომკვდარა, ის მოკლეს? ადასტურებთ ამ ინფორმაცი-
ას? – მეკითხებოდა პატარა ტანის ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე
სწრაფი და მოქნილი იყო, ჩამჭიდა ხელი და პირდაპირ თავისი კამე-
რისაკენ მიმატრიალა.
კამერა რომ არა, იმ ხელითვე გადავატრიალებდი და მიწაზე და-
ვაგდებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მიღებდნენ და თავი შევიკავე.
– რატომ არაფერს ამბობთ? შოკირებული ხართ მომხდარით? –
მკითხა ისევ აბეზარმა ჟურნალისტმა.
– დიახ... – მივუგე ჩუმად და შევეცადე ხელი მომეცილებინა.
ჟურნალისტებმა როგორც კი გაიგეს, რომ რაღაცას ვუპასუხე,

114
კითხვების კორიანტელი წამოვიდა:
– თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე? – რამდენ კითხვას სვამ
შენ! – დაუღრიალა ერთმა მეორეს. – გაატარეთ! ჰაერი მიეცით.
საშინელი აყალმაყალი ატყდა, ამდენი ჟურნალისტი ერთად არ-
სად მინახავს. ეს იყო განპირობებული ორი ფაქტორით: ჯერ ერთი
იმით, რომ საქართველოში მკვლელობები, თანაც ასეთ უცნაურ გა-
რემოებაში, ფულის გამოძალვის მცდელობით, ძალზე იშვიათად
ხდებოდა და მეორეც, სოსოს მშობლები ოფიციალური მილიონერები
იყვნენ, თბილისში რძის პროდუქციის წარმოებით გამდიდრებულე-
ბი.
– ვერაფერს გიპასუხებთ, გამატარეთ! ! ! ცუდად ვარ! – დავიყ-
ვირე მოთბინებადაკარგულმა და თვალებით ახლობლების მოძიება
მოვინდომე.
ერთ-ერთმა უტიფარმა ჟურნალისტმა პირდაპირ ყბაში მომახ-
ვედრა მიკროფონი და ურცხვად გააგრძელა რაღაცის ყვირილი:
– კამერები ჩაწიეთ, თქვენი დედაც, ჩაწიეთ კამერები, დროზე, არ
ჩანს, დაიკუზეთ ჟურნალისტებო, გამოსახულება იკარგება.
– გააჯვი, შენს არხს აწი ვერაფერი უშველის, – უღრიალა მე-
ორემ.
ყველა იმის ცდაში იყო, რომ ჩემთვის ერთი სიტყვა მაინც დაეც-
დევინებინათ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავი ვეღარ შეიკავა და
უხერხულად დამეჯახა, მეგონა გამთელავდნენ, მაგრამ ირმას ერთ-
ერთმა დაცვამ ტონიმ ხელით მისწი-მოსწია ისინი და გასვლაში და-
მეხმარა. ტონი იმხელა იყო სიგანესა და სიგრძეში და თანაც ზევით
რომ ამწია, კაციშვილი ვერ მომწვდა.
– სად მიგყავთ გოგონა, დასვით, ყველას აინტერესებს მომხდარი,
– უყვირა ერთ-ერთმა და ტონის მაისურზე ქვემოდან მოქაჩა.
– შუბლს გაგიხვრეტ, აქედან თუ არ მოუსვამ ახლავე, ამის უფ-
ლებაც მაქვს, – დაიბუბუნა ჩემმა მხსნელმა.

115
ტონი დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლისა იქნებოდა, ჰაერში აწე-
ვით კი ლამის სამ მეტრ სიმაღლეზე ვიყავი, ყველაფრის დანახვა
გარკვევით შევძელი.
– ტონი, მარჯვნივ, მარჯვნივ გაუყევი დაცვასთან, – ვთხოვე. –
ნუ გეშინიათ, დაცული ხართ, – მითხრა ტონიმ. – ირმა სადაა?
– გამოვიდა უკვე, ათიოდე პირადი დაცვით, არაფერი უჭირს, –
მიპასუხა ირმას ერთ-ერთმა პირადმა დაცვამ, ტონიმ, და ძირს დამ-
სვა.
ქვევიდან აეროპორტი ნაკლებად ლამაზი იყო, თანაც დავინახე
როგორ მოიწევდა ჟურნალისტების გროვა ისევ ჩემკენ.
– ეს სოფოკოა, შევისწავლე სოსოს თითოეული მეგობრის დოსიე,
სწორედ ისაა, იქნებ რამე ვათქმევინოთ! – დაიყვირა ერთერთმა
ჟურნალისტმა და დაგეშილივით გამოიჭრა ჩემკენ.
ამასობაში ჩემკენ ტონის მეგობარმა მოირბინა, აბეზარი ჟურნა-
ლისტები ადვილად მოიცილა და მანქანაში ჩამსვა.
– ხო კარგად ხართ? – მკითხა ტიტანისებურმა ტონიმ და მანქანა
დაძრა.
– თავი კრიმინალური ბანდის მეთაური მეგონა, დაცვა რომ არა,
მიკროფონებს ცხვირში ჩამტენიდნენ.
– შინ მიგიყვანთ, – თითქოს ჩემი პასუხი არ შეიმჩნია, ისე მიპა-
სუხა ტონიმ.
– სხვები სად გაქრნენ, რატომ ვერ დავინახე? – ვკითხე დაცვას.
– ამ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, – მიპასუხა რობოტის
მსგავსად ტონიმ, რამაც ღიმილი მომგვარა.
– ჩემებიც გზაში არიან? – ვკითხე იმედით, რომ ამაზე მაინც პა-
სუხი ექნებოდა.
– მოცემული შინაარსის კითხვაზე პასუხი არ გამაჩნია, – იმავე
ხმით მიპასუხა ტონიმ და თვალები მექანიკურად დაახამხამა.
– შენ რომ არა... – ვცადე საუბარი გამება, რადგან გულშემატკივ-
რის ხმის გაგონება ახლა ძალიან მჭირდებოდა, მაინტერესებდა რას

116
ამბობდნენ ქართველები მომხდარის შესახებ.
– ეს ჩემი ვალდებულებაა, – მიპასუხა ცივად.
– მანამდე რატომ არ მოხვედი? – ვკითხე თითქოს უკმაყოფი-
ლოდ.
– ჟურნალისტები ამას არ დასჯერდებოდნენ, მცირედი კადრები
მაინც აუცილებელი და საჭირო იყო, – განმიმარტა მონოტონური
ხმით.
სინამდვილეში ტონი გულქვა სულაც არ იყო. ერთი შეხედვით, ის
გულგრილად გელაპარაკებოდათ, მარტო პირს ამოძრავებდა, მაგ-
რამ ამას უემოციობის გამო არ აკეთებდა. ადრე, დაახლოებით 7
წლის წინათ, ირმა თავდასხმისაგან იხსნა, დამნაშავემ ტონის სახეში
ქვის ნატეხი ესროლა, რამაც გიგანტი, რა თქმა უნდა, ვერ მოკლა,
მაგრამ სახის კუნთები სამუდამოდ გაუთიშა. ირმამ ამ თავდადების-
თვის 20.000 ლარი აჩუქა, მაგრამ სახის ნერვები ვერ აღუდგინეს
ვერც ქირურგიული ჩარევით და ვერც ძვირადღირებული მედიკა-
მენტებით. იმ დღიდან მხოლოდ პირს ამოძრავებდა და თვალებს ხუ-
ჭავდა, ისიც რობოტის მსგავსად, ძალდატანებით. წარბებს ვერ
ჭმუხნიდა, ვერ იღიმოდა და ვერც გაკოცებდათ, ამიტომ რთული მი-
სახვედრი იყო, რას ფიქრობდა ლაპარაკის დროს – ბრაზდებოდა,
სწყინდა თუ, პირიქით. ერთხელ გავამხნევე ნაოჭები არ გექნება-
მეთქი. არ ვიცი, გაბრაზდა თუ არა, არაფრით, უფრო სწორად, ვე-
რაფრით, ვერ გამოხატავდა ამას. პასუხადაც არაფერი უთქვამს.
– მოვედით, – მითხრა ტონიმ და ჩემს სახლს მიუახლოვდა.
– მადლობა, მაგრამ ჩემი ჩანთები? სადაა, სულ დამავიწყდა, რომ
ინტერვიუს დროს ხელიდან გამიცვივდა, – ვთქვი ყოველივეთი გა-
ბეზრებულმა.
ტონიმ ხელი ასწია, რითაც მიმანიშნა, რომ ყველაფერს მოაგვა-
რებდა.
ვიგრძენი, რომ თბილისში ვიყავი... ამის გაფიქრებამ უცნაური
შვება მომგვარა. ზღურბლთან ხელში ბლოკნოტით, თაკო დამხვდა,

117
ეტყობოდა, რომ მზად იყო, პირველივე ჩახუტების შემდეგ, ყველა
ინფორმაცია დაწვრილებით ჩაეწერა, ის ხომ ჟურნალისტობაზე ოც-
ნებობდა. ჩემზე უკეთეს რესპოდენტს კი ვერც ნახავდა. თანაც ყვე-
ლაზე იდუმალებით მოცულსა და საინტერესო ინფორმაციას
ვფლობდი.
– ღმერთო, რა გარუჯული და დაღლილი ხარ! – მითხრა მეგო-
ბარმა და თბილად ჩამეხუტა.
– დააგვიანე, ინტერვიუ უკვე გამომართვეს, – მივუგე სიცილით.
– ვნახე, პირდაპირი ჩართვა იყო, რატომ არ თქვი რამე?
– დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. შეგიძლია მომიყვე რა
ხდება თბილისში? – ვკითხე და გულმოდგინედ ყური დავუგდე.
– ყველანი, დაწყებული ჩვენი კლასელებით და დამთავრებული
ტელევიზიით, საზოგადოების თითოეული წევრი, განიხილავს ამ ამ-
ბავს. ზოგი ამბობს, მკვლელობა არისო, ზოგი იმასაც ამტკიცებს,
რომ სოსომ თავი მოიკლა.
– სურათზე რას ამბობენ? – რა სურათზე? – მკითხა გაკვირვე-
ბულმა თაკომ.
– ანუ გამოძიებამ ეს მაინც დატოვა საიდუმლოდ, – ვუპასუხე ჩა-
ფიქრებულმა.
– ეს მაინც რატომ?
– იმიტომ რომ საქართველოში მომხდარს ყველა განიხილავს,
იმის ნაცვლად, რომ ამით მხოლოდ პოლიცია და საგამოძიებო
სტრუქტურა იყოს დაინტერესებული, – ვუპასუხე ოდნავი ბრაზნა-
რევი ხმით.
– მე მაინც უნდა მომიყვე! – დაჟინებით მომთხოვა მეგობარმა.
– არავის არ უთხრა! მოგიყვები, ოღონდ მხოლოდ მთავარს, სო-
სოს დაკრძალვაზე უნდა წავიდე.
– დღესვე დანიშნული?
– ხო, ლამის იხრწნება მისი გვამი, ირმამ ყველაფრის ორგანიზება
დაავალა სააგენტოს.

118
თაკომ ისეთი მზერით შემომხედა, მივხვდი, რომ არაფერს დამა-
ტოვებინებდა უთქმელად. თანაც მაჩქარებდა, ყველაფერი დაწვრი-
ლებით მომეყოლა.
– გამომძიებელმა ზურამ, – დავიწყე, – მაგარი ნაბიჭვარი ვინმეა
ისე, მკვლელის მიერ გამოგზავნილი სურათი გვაჩვენა.
– სოსოს გვამი იყო? – შემაწყვეტინა თაკომ.
– არა, – განვაგრძე, – ჩვეულებრივი ჩაბნელებული კაბინეტი.
ფოტოზე მაგიდა და შემობრუნებული სკამი ჩანდა. უკან კი წარწერა
– რომ სოსო არის პირველი მსხვერპლი, რომელმაც 300.000 ლარის
მოგება მოუტანა, მკვლელს კი მეტი უნდა. ყველაფერი ეს გასაგებია,
მაგრამ მხოლოდ ერთ წარწერას ვერ მივხვდით: „0 გრადუსი“. არ ვი-
ცით, რას უნდა ნიშნავდეს, ზოგმა გაყინულ გვამს დაუკავშირა, ზოგ-
მა გაყინულ წყალს, მოკლედ, ვერ აიხსნა. მაგრამ მე იცი რას ვფიქ-
რობ?
– რას? – მკითხა თაკომ.
– იმას, რომ საქმე ჩვეულებრივ მკვლელთან არ გვაქვს. ის გვეთა-
მაშება, ამოცანას გვაძლევს.
– რისთვის სჭირდება ეს?
– არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ არაადეკვატურია. ან ამოცანით
უნდა ყურადღება სხვა საგანზე გადავიტანოთ. არ ვიცი.
– გაიგებთ რას ნიშნავს? – მკითხა მეგობარმა.
– იმედია არა. და თუ გავიგებთ, მხოლოდ შემდეგი სურათიდან,
სადაც დიდი ალბათობით მეორე მსხვერპლის სახელი და მოგება
ეწერება, – შენ რას ფიქრობ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
– დაიცა, დავფიქრდე, – მითხრა თაკომ და მარჯვენა ხელი თავზე
დაიდო. თითქოს ამ ჟესტით გონებას ძაბავდა, – იქნებ ჯერ ძალიან
შორს ხართ სიმართლისაგან.
– მერე რა? – ვკითხე, რადგანაც ვერ მივხვდი, რა ივარაუდა.
– გახსოვს, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით „ცივა – თბილა – ცხე-

119
ლას“? სათამაშოს რომ ვმალავდით და თუ მეორისგან შორს იყო, ვამ-
ბობდით, რომ ცივა, რაც უფრო უახლოვდებოდი, გრადუსიც მატუ-
ლობდა, ბოლოს კი, როდესაც ძალიან მიუახლოვდებოდი საგანს,
ვამბობდით, რომ გახურდა?
– კი მახსოვს, – ვუპასუხე და ამჯერად მივუხვდი მეგობარს, –
მაგრამ შენი მსჯელობიდან გამომდინარე, მკვლელი თვითონვე მიგ-
ვითითებს სწორ გზაზე?
– აუ, სოფოკო, – მითხრა გულმოსულად თაკომ, – მზის დარტყმა
მიიღე კომინოზე? როგორ ვერ ხვდები, რომ, პირიქით, ამით შეიძლე-
ბა განგებ თვალს გიხვევთ!
– არ ვიცი, – ვუპასუხე და დაღლილობისაგან თვალები დავხუჭე,
– მკვლელი ხომ ჩვენზე უკეთესად აზროვნებს, არა მგონია ბავშვური
თამაშის წესებს მიჰყვეს.
– რატომ გგონია, რომ უკეთ აზროვნებს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან დამეზარა. მაგრამ დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომ მკვლელი ჭკვიანი იყო, რადგან ოსტატურად
გაექცა პოლიციას, 300.000 ლარი მოხია და თანაც ამოცანაც დაგვი-
ტოვა.
– შენ არ გეშინია? – მკითხა თაკომ. – მკვლელის არა, მისი თამა-
შის – კი.
– ნეტა, კარგი მოთამაშეა? – მკითხა თაკომ და გონებაში მისი
სხეული და სახის ნაკვთები წარმოიდგინა.
– შესანიშნავი! – ვთქვი დარწმუნებით და თავს ძალა დავატანე,
რათა დაკრძალვაზე წასასვლელად მოვმზადებულიყავი.
– ხვალ ხომ მოდიხარ სკოლაში? – კი, – მივუგე მშვიდად.
– საბა სუხიაშვილი არ შეგეშვება, სანამ ყველა კითხვაზე არ უპა-
სუხებ.
– შეიძლება დაცვით მოვიდე, – ვუპასუხე ამაყად და თვალი ჩა-
ვუკარი.

120
– ლამის ვარსკვლავი გახდი, ხომ ოცნებობდი ცნობადობაზე, – გა-
მამხნევა თაკომ.
– ახლა მშვიდ ცხოვრებაზე ვოცნებობ, – მივუგე სევდიანად.
სოსოს დაკრძალვა საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა. პანაშვი-
დიც დახურული იყო, ამიტომ კამერებს მხოლოდ გარეთ თუ ნახავ-
დით. სოსო სპეციალურ მაცივარში განისვენებდა. სხვებისგან გან-
სხვავებით, არასდროს მეშინოდა გვამს დავკვირვებოდი. სოსოს
მტკიცედ ვუყურებდი ორი წუთის განმავლობაში. მეგონა თვალებს
გაახელდა და კვლავაც იტყოდა რაიმე დაჩირქებულ სიტყვას, თუმცა
შევცდი: ისევ ისე იწვა და ვითომ გაყინულ ხელებს ითბობდა. ის ისე-
თი ახალგაზრდა იყო... მაგრამ რამდენიმე დღიანმა პაპანაქებამ და
შემდეგ მაცივარმა ერთბაშად დაამსგავსა მოხუც ურჩხულს. ის უფ-
რო საწყალი ჩანდა, ვიდრე რომელიმე გაღატაკებული მოხუცი შვი-
ლიშვილით ხელში. ეტყობოდა, რომ ტირილი და რაღაცის თქმა უნ-
დოდა, მაგრამ არავინ უსმენდა ან მისი ხმა ჩვენამდე უბრალოდ ვერ
მოდიოდა. ის უკვე სულ სხვა განზომილებაში იყო, ჩვენგან ძალიან
შორს.
დეტექტივი ზურაც ვნახე, მშვიდად წამოაწყო ლამაზი თაიგული,
მერე ირმასთან მივიდა, რაღაცა უთხრა და ორივენი გვერდითა
ოთახში გავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ოთახში მამაჩემი და ირმას
რამდენიმე მეგობარი მიიხმეს. მამაჩემის გარეშე იქ ყოფნა ძალიან
გამიჭირდა, მეგონა ყველა მე მითვალთვალებდა, ისევე, როგორც მე
ვუთვალთვალებდი თითოეულს. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ
დეტექტივი ზურა ოთახიდან გამოვიდა და ყველას თვალწინ, კუბოს-
თან დადგა, დაახლოებით 50 ადამიანი მაინც უსმენდა:
– აქ არის ფულის ნაკუწები, – თქვა და მოზრდილი ნაჭრის თოფ-
რაზე მიგვითითა, – ჩემი ვარაუდით, აქ ზუსტად სამასი ათასი ლარი
ნაკუწებად არის გადაქცეული, მკვლელმა სათითაოდ დაგლიჯა და
ჩვენ გამოგვიგზავნა ასეთი წარწერით: „დიდი სიყვარულით მსოფ-

121
ლიოში ყველაზე უფულო მდიდარი ადამიანისაგან, გთხოვთ ჩააგ-
დეთ ეს კუბოში და დაკრძალეთ მიცვალებულთან ერთად“. ჩვენ, რა
თქმა უნდა, ამას არ ვიზამთ. გამოძიებამ და სათანადო ექსპერტიზამ
უნდა დაადგინოს ყალბია თუ ნამდვილია ეს კუპიურები, ძალიან
არის დაკუწმაწებული, მაგრამ მაინც შევეცდებით. შემთხვევის მას-
შტაბებიდან გამომდინარე და მისი სერიოზულობის გათვალისწინე-
ბით, სათანადო ორგანომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძ-
ლება საქმე გაასაჯაროოს. ბუნებრივია, საყოველთაო მშვიდობისა
და უსაფრთხოების მიზნით.
ზურა დაგლეჯილი ფულით ხელში, რაც თოფრაში იყო ჩაწყობი-
ლი, ინკასაციის მანქანას დაელოდა და სავარაუდოდ, დეპარტამენ-
ტში დაბრუნდა. მისი ირონიული ღიმილი და კმაყოფილი სახე წარ-
მოაჩენდა, როგორ გაუხარდა კიდევ ერთი წვრილმანის ხელში ჩაგ-
დება. ახლა მისი სიუჟეტი განახლდა, შესაბამისად სპექტაკლსაც
გაზრდიდა...
მე მხოლოდ ერთს ვერ ვხვდებოდი, თუ პირველ სურათში მკვლე-
ლი სამას ათასს ლარს მოგებას ეძახდა, რატომღა დახია ფული? რა-
ღა მოგება გამოდიოდა ეს?

122
10
კომინოზე გატარებული დღეებით კუნძულის უკაცრიელობას შე-
ვეჩვიე. იმდენად შევითვისე ტყისა და ზღვის გარემო, ხალხის ნაკ-
ლებობა, რომ თბილისში დაბრუნებულს თავი ზოოპარკიდან გამოქ-
ცეული ცხოველი მეგონა. ცხოველი, რომელსაც ეგონა, რომ გაქცე-
ვისთანავე უფრო მშვიდ გარემოში აღმოჩნდებოდა და თავის შესა-
ფერის ამპლუას მოირგებდა, მაგრამ სინამდვილეში აფთრებით სავ-
სე სამყაროში აღმოჩნდა. ადამიანი ყოველთვის გაურბის არსებულს,
მის ბრიყვულ აზროვნებას ჰგონია, რომ ასობით კილომეტრის იქით,
სამოთხე უნდა დახვდეს. სინამდვილეში კი ზოგჯერ სულ სხვაგვა-
რად ხდება. ალბათ ჩვენ არა მხოლოდ მეგობრები და ნათესავები
გვაბეზრებენ თავს, არამედ ბუნებაც, ერთი და იგივე ადგილიც. ხე-
დავთ, არა მხოლოდ ადამიანები ვყოფილვართ მოსაბეზრებელი,
თურმე გარემოც ღრღნის ჩვენს ყოფიერებას.
წელს სკოლას ვამთავრებდი, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი
იყო ნაყოფიერი მეცადინეობა და სასურველ სასწავლებელში მოხ-
ვედრა. სწორედ იმ ასაკში ვიყავი, როდესაც ადამიანი საკუთარი თა-
ვისა და მიზნების ძიების პროცესშია. ისიც კარგად ვიცოდი, რომ
123
ახალგაზრდისთვის წარმატება ყველაზე გემრიელი ხილია, რისი
მირთმევაც კი შეუძლია. შეიძლება არც არაფერი გქონდეს – არც ფუ-
ლი, არც წარმატება, არც სახელი, მაგრამ ყველაფერი გაქვს იმის-
თვის, რითაც შეიძლება სასურველის მიღწევა, თანაც როცა ყველა-
ფერს ნულიდან იწყებ, მთავარია ამ ნულის მილიონად გადაქცევა შე-
გეძლოს. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამ მქონდა გადაწყვეტი-
ლი – იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება უმაღლეს და უზენაეს მიზ-
ნად მქონდა დასახული მიზანი კი, თავის მხრივ, ჩვეულებრივი ოცნე-
ბაა, რეალობაში მოქცეული.
– სოფოკო, – დამიძახა შორიდან თაკომ და ხელის ქნევით მანიშ-
ნა, სკოლაში შევსულიყავი. შესასვლელში მეგობარს მაინც დაველო-
დე.
– ოჰ, – ამოისუნთქა თაკომ, – როგორ დავიღალე, რატომ არ შეხ-
ვედი? გვაგვიანდება! ცუდი იქნება ამდენი გაცდენის შემდეგ, დაგ-
ვიანებით რომ შეხვიდე კლასში, თანაც მანანას გაკვეთილზე!
– მარტო შესვლა არ მინდა. ასე მგონია, სკოლაში უკვე ათი წელი
არ ვყოფილვარ, ვითომ ციხიდან გამოვედი და ბოლოს და ბოლოს
ვესტუმრე, – მივუგე ოდნავი შიშით, – დღეს რომ არ დაგეგვიანა რა
მოხდებოდა?
– საშინელი საცობი იყო! – თავი იმართლა და ისეთი სახე მიიღო,
თითქოს მე ვიყავი დამნაშავე ამდენი მანქანის არსებობაში.
გზაში ვნატრობდი, შესასვლელში დირექტორი არ მდგარიყო,
მართალია კამერები მაინც დაგვაფიქსირებდნენ, მაგრამ მის წივილს
მაინც ავიცილებდით.
– მერამდენე დაგვიანება შენთვის ამ თვეში? – უკვე მესამე, – მი-
პასუხა თაკომ. – მესამეზე უკვე შენიშვნის მიცემაა! – შევახსენე მე-
გობარს.
– ვიცი, მაგრამ შემდეგ თვეებში აღარ დავაგვიანებ და გარიცხვა-
საც გადავურჩები. თანაც წლის ბოლოს მაინც ვერ გამრიცხავენ, კარ-
გად ვსწავლობ და გამოცდებზე მაღალი ქულების მიღებით სკოლის

124
პრესტიჟსაც განვამტკიცებ, ხო არ დაგავიწყდა! – თქვა კმაყოფი-
ლად თაკომ.
ყველა მოსწავლეს უსამართლოდ ეჩვენებოდა ნებისმიერი განათ-
ლების სისტემა. ფორმები, რომელიც გაპრანჭვის საშუალებას არ
გვაძლევდნენ და მხოლოდ სწავლისკენ გვიბიძგებდნენ კონცენტრი-
რებას. მასწავლებლის აშკარა უპირატესობა მოსწავლეებზე, რომე-
ლიც რეალურად მხოლოდ ცოდნითა და ზრდილობით შემოიფარ-
გლებოდა. ბეჯითად სწავლა, გამოცდები – ყველაფერი უსამარ-
თლოდ გვეჩვენებოდა. თითოეულ მოსწავლეს აღიზიანებდა, რომ
მასწავლებელი წამდაუწუმ მიუთითებდა ზრდილობიანი ქცევის
ნორმისაკენ.
ჩემთვის რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ბავშვის აღზრდა ძალი-
ან ადვილია, მთავარია ის ვერ მიხვდეს, რომ მას ზრდით. ეს პროცესი
ძალდაუტანებლად უნდა მიმდინარეობდეს, მოზარდის ტვინი მას
მხოლოდ აქსიომად უნდა აღიქვამდეს.
პროცესად, რომელიც ისედაც ცხადი და გასაგებია.
– შეიძლება? – მორცხვად ვკითხე მანანა მასწავლებელს და დაგ-
ვიანებისთვის ბოდიში მოვუხადე.
– შემობრძანდი, ვიზიარებ შენი მეგობრის გარდაცვალებას, თა-
ნაც ასეთ ვითარებაში, – გულწრფელად თანამიგრძნო მანანამ.
მერე, მადლობის გამოხატვა არ დამაცადა, ისე შემაწყვეტინა:
– თუმცა, – თქვა და თავიდან ფეხებამდე დამათვალიერა, თით-
ქოს ცდილობდა კუნძულის ნაკვალევის აღმოჩენას, – შემდეგი დაგ-
ვიანებისთვის საყვედური არ აგცდება!
მერხს მივუჯექი და წიგნი გადავშალე, კლასელებს თვალებში
ვერ ვუყურებდი, რადგან ვგრძნობდი, ყველანი ექსპონატივით მათ-
ვალიერებდნენ.
– ჰეი, სოფოკო, – დამიძახა უკნიდან ლაზღანდარა თანაკლასელ-
მა საბა სუხიაშვილმა, – ინტერვიუს არ მომცემ? – მკითხა დამცინა-

125
ვად. – ამ დაცინვაზე არაფერი ვუპასუხე, სიმშვიდის და მიუმხრობ-
ლობის შენარჩუნება ვცადე.
– ჰეი, რატომ არ მპასუხობ, ლამაზო, – განაგრძო უარესი დაცინ-
ვით საბამ, – ხო ცნობილი ხარ, კლასელს არ მოუყვები ყველა ინტრი-
გას, ჰა? ცნობილო, შენა, ჰა-ჰა, – გაიცინა საბამ და კევის ღეჭვა ნერ-
ვულად დაიწყო.
– რა ხდება? – შემოგვყვირა მანანამ, – წელს სკოლას ამთავრებთ
და სიცილ-ხარხარის დრო გაქვთ?
– სოფოკომ გამაცინა, მაგარი იუმორის გრძნობა აქვს, – იცრუა
საბამ და თანაც, ჩემკენ შემობრუნდა და თვალი ჩამიკრა.
– იტყუება! თვალიც ჩამიკრა ეს წუთია! – თავი ვიმართლე მას-
წავლებელთან.
მთელ სკოლაში საბა იყო ერთადერთი, ვისიც ყველას ეშინოდა,
მაგრამ არა იმის გამო, რომ ის შიშსა და შფოთს იწვევდა ყველაში,
არამედ იმიტომ, რომ საბა იყო მაბეზღარა და მლიქვნელი, აბა გაგე-
ბედათ და რაიმე გეთქვათ, მეორე დღესვე ჩანთაში კვერცხის ნაჭუ-
ჭებს დაინახავდით ან სკოლის კედელზე შემონერწყვულ სახელს.
– სოფოკომ თუ გაიხუმრა, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. მიკვირს
ასეთ დროსა და ასეთ სიტუაციაში, თანაც გაკვეთილის დროს ხუმ-
რობა როგორ შეიძლება. მაგრამ შენ, სუხიაშვილო, – გააგრძელა მა-
ნანამ, – შეეცადე თავი შეიკავო.
– კარგით რა, მას, – მორცხვი ბიჭის ტონით დაიწყო საბამ, – სი-
ცილს ვერ შეიკავებდით, ისე იხუმრა, მეც ხომ ადამიანი ვარ, არა?
– პფფ, ეჭვი მეპარება, – ჩაილაპარაკა თაკომ, თუმცა ყველას გა-
საგონად.
– ჰეი, პატარა, რატომ აბრაზებ დიდ ბიძიას? არ იცი, რომ დაგ-
სჯის? – გაეპასუხა საბა თითქოს ენის მოჩლექით, სინამდვილეში კი
დიდი მრისხანება მოთოკა.
– რა იდიოტია! – გამანდო თაკომ.
მეც იმავეს ვგრძნობდი. მაღიზიანებდა საბას თითოეული სიტყვა,

126
ვითომ ფილმების მაგარ პერსონაჟებს რომ ბაძავდა.
– მეფე ვარ, მეფე! – გადაიხარხარა საბამ, რითაც მანანას განრის-
ხება გამოიწვია.
– რეგვენი მეფე! – დაგვიცვა კლასში ყველაზე სუსტმა და დაჩაგ-
რულმა ბიჭმა, რეზომ.
– რა თქვი? – წამოდგა საბა და ლამის ცემა დაუპირა რეზოს.
– რეგვენი ანუ ახალგაზრდა, – ხელების თავზე დადებით უპასუხა
რეზომ, – არ გახსოვს? ისტორიაში გავიარეთ? – კანკალით მიუგო
საბას.
ამასობაში ზარი დაირეკა. – ახალგაზრდა? ჰმ, კარგი, – მიუგო
მშვიდად საბამ.
მანანამ რომ დაინახა, ჩხუბს არ აპირებდნენ, კლასიდან გავიდა.
საბასაც ეს უნდოდა: მანანას თავი მოაჩვენა, ვითომ ჩხუბს არ აპი-
რებდა.
– ახალგაზრდა კი არა, – წამოდგა საბა და მაგიდა წააქცია, რე-
ზოსთან მივიდა და ყური აუწია, – რა გგონია, შენა, შე ტვინიკოსო,
რახან ვუნდერკინდი ხარ, ყველაფერს დაგიჯერებ?
– არა მართლა, გეფიცები, გეფიცები, ძველქართულად რეგვენი
ახალგაზრდას ნიშნავს, გადაამოწმე თუ გინდა, – ეხვეწებოდა რეზო
და ლამის ცრემლები მოსდიოდა, – არ მცემო გთხოვ, ერთ კვირაში
ოლიმპიადა მაქვს და ტვინის უჯრედები არ დამიზიანო, გთხოვ.
– ჰაჰა, გაიგეთ რა თქვა? აჰაჰა. ტვინის უჯრედებიო, რეგვენად
რომ მოკვდები ახლა იცი? საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერი,
აჰაჰა, – დასცინოდა საწყალ რეზოს საბა.
– გამიშვი, გთხოვ, არ დამარტყა!
– რატომ მთხოვ, მონა ხარ? – გააგრძელა საბამ და პატარა რეზო
ყურებით კიდევ უფრო ზევით ასწია.
– არ ვარ! მე მომავალი მეცნიერი ვარ! შენ მომავალს ღუპავ! –
გაშვებას ევედრებოდა რეზო.
– მეცნიერი კი არა, მონა ხარ. მონააააა, გაიგე? – გავიგე, გავიგე,

127
გამიშვი, – რეზოს ხმა გაებზარა. – თქვი, რომ მონა ხარ და გაგიშვებ!
– უფრო ამცირებდა საბა. – მონა ვარ, მონა! – ხრიწიანი ხმით ყვი-
როდა რეზო.
ამასობაში იქაურობა ამაზრზენი შეიქნა, საბას გარშემომყოფი
მეგობრები კი იცინოდნენ და მთავარი დამკვეთის ბრძანებებს ასრუ-
ლებდნენ: ერთი კარებთან იდგა, ერთი კამერაზე იღებდა ყველა-
ფერს, ერთი კი რეზოს „ტვინის უჯრედებზე“ ურტყამდა.
ვიცოდი, რომ საბა დაჩირქებულ და დამპალ ყორანს ჰგავდა თა-
ვისი პიროვნული მახასიათებლებით, მაგრამ არ მეგონა ასეთი ცივ-
სისხლიანი და დაუნდობელი თუ აღმოჩნდებოდა. კლასი 4-ად ვიყა-
ვით დანაწილებული: საბა და მისი 5 ძმაკაცი, საწყალი რეზო, კლა-
სის უმოქმედო პლანქტონები და მე და თაკო. არ ვიცოდი კლასელებს
რა ედოთ თავში, ზოგს ეშინოდა, ზოგი იცინოდა, ზოგი ტაშს უკრავ-
და, ზოგს კი ფეხებზე ეკიდა და უდარდელად ხვიხვინებდა. მიკვირ-
და, რომ თითოეული არ განიცდიდა იმავეს, რასაც მე და თაკო.
თაკომ წამიერად მომხედა და მანიშნა, რა გაგვეკეთებინა: ხუთი
წიგნი მოვიმარჯვე და საბას თითოეულ მეგობარს დამიზნებით და-
ვარტყი, თაკო კი მთავარ დამნაშავეს მიეჭრა და უშიშრად შესძახა:
– ნაბიჭვარო, რა უფლებით ამწარებ ასე ადამიანებს? – ყვიროდა
თაკო და საბას ზურგში მუშტებს ურტყამდა.
სუხიაშვილი კი ამას თითქოს ვერც იმჩნევდა, მერე რეზოს ყუ-
რებს ხელი გაუშვა და თაკო ორივე ფეხით ასწია:
– ცოტა უფრო ზევით, ოდნავ, სულ ოდნავ ზევით დამარტყი, მთე-
ლი გაკვეთილია იქ მეფხანება, – საბამ ჟესტით კისერზე მიანიშნა.
თაკო ვეღარაფერს გახდა ამ რეგვენის წინაშე.
მეც მოვინდომე ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა, მაგრამ საბას თა-
ნამზრახველებმა ახლოს არ მიმიშვეს.
– ჰეი, რა აგრესიული ხარ, ნახე მაიმუნს ჰგავხარ, – ელაზღანდა-
რებოდა თაკოს საბა.

128
თაკო მართლაც მაიმუნს ჰგავდა, რომელიც საბას ზურგზე კოტ-
რიალობდა და მთელი ძალით მუშტებს ურტყამდა, ვერც ამჩნევდა
რეზო საპირფარეშოში რომ იყო გამოქცეული და აღარავის არ სჭირ-
დებოდა მისი დახმარება... გარდა საკუთარი თავისა.
– შენი „ჰეი“ სად შეიტენე იცი? – დაუღრიალა განრისხებულმა
თაკომ, რომელსაც ამჯერად საბა არ უშვებდა თავისი ზურგიდან.
– სააად?
– საად. საააად და, – ვერ თქვა ის უწმაწური სიტყვა, – სად და
რეზოს ტვინის უჯრედში.
ამ უაზრო პასუხმა ყველა გააცინა. თავი ვერც მე ვერ შევიკავე.
– გამიშვი! – დაჰკივლა თაკომ საბას.
– შენ არ გამოძვერი აქ? – თითქოს სერიოზულად დაინტერესდა
საბა.
– თვალებს ამოგაჭამ, – უფრო გაწყრა თაკო. – გაბედე, აბა, მი-
წასთან გაგასწორებ.
საბამ ისარგებლა თაკოს უსუსურობით და პირდაპირ მიწაზე მო-
ადენინა ზღართანი.
– ეგდე ახლა, ისე რომ იცოდე, რეზოს ჟღვინტებია იატაკზე, ცხვი-
რიდან რომ მოსდიოდა მდინარესავით.
სკოლაში გატარებულმა დღემ, ფაქტობრივად, საშინლად ჩაიარა.
თავს უხერხულად ვგრძნობდი არა იმის გამო, რომ ყველა მცნობდა,
არამედ იმიტომ, რომ თითოეულ თანასკოლელს ეგონა ტელევიზორ-
ში გამოჩენით ამაყობსო. მართლა ასეთი მზერით დავდიოდი. არც
მიკვირდა, ყველას ამ აზრმა რომ გაუელვა თავში. სინამდვილეში,
სახის ასეთი უხეში და ბრაზიანი გამომეტყველება მხოლოდ დამცავი
საშუალება იყო. ისე მეგონა, რომ ამ ხერხით ზედმეტი კითხვების
აცილებას შევძლებდი. სულ რამდენიმე დღის წინ ვნატრობდი პოპუ-
ლარობას, მაგრამ ახლა ვგრძნობდი, რამდენად მენატრებოდა
ჩრდილში ყოფნა. ამ გრძნობაზე გავბრაზდი კიდევაც. მაშფოთებდა
ის, რომ არ ვიყავი კმაყოფილი იმით, ოდესღაც რასაც ვნატრობდი.

129
სულელი ვიყავი, ჩრდილში ყოფნა რომ მენატრებოდა? მანერვიუ-
ლებდა იმის გახსენებაც, ცხოვრებაში ღამურას როლი რომ მერჩივნა
ფარშევანგის კუდის ფერადოვნებას. რატომ მაღიზიანებდა ჩემი სო-
ციალური მნიშვნელობის გაზრდა? ვუბრაზდებოდი თავს ბუნებით
მებრძოლი რომ არ ვიყავი, ალბათ მეშინოდა სირთულეების, დაბ-
რკოლებებისა და შეცდომების, მაგიტომ არ ვთქვი ჟურნალისტებ-
თან არაფერი, რამე არ წამომცდეს-მეთქი შეცდომით.
გაკვეთილების მერე თაკო ჩემთან უნდა წამოსულიყო, ვიცოდი,
რომ ამ საღამოს მოლაპარაკე რუპორის როლი უნდა მომერგო, რათა
მეგობრისთვის ყველა დეტალი მომეყოლა. ბოლო ზარის გაგონების-
თანავე ის დღე გამახსენდა, მალტაში რომ მივემგზავრებოდი. მაში-
ნაც ასე ძალიან გამიხარდა ზარის ხმა და სკოლიდან გაქცევა. ახლაც
მიხაროდა, ოღონდ მალტაში მომხდარის დავიწყების და საწოლში
ჩაწოლის გამო. ეზოში გამოსვლისას ისევ საბა ვნახეთ, რომელიც
ისევ ვიღაცას საქმეს ურჩევდა.
– რა საწყალია! ალბათ ჩაგრავდნენ ბავშვობაში და ახლა სხვაზე
იყრის ჯავრს, – მივუგე თაკოს.
– იქნებ ბუნებითაა ეგეთი, ღმერთმა დაბადა ასეთი, – მომიგო სა-
ბაზე გაჯავრებულმა და გაბრაზებულმა თაკომ.
– არა, ყველა ბავშვი კეთილია, მერე იცვლებიან დიდობაში და
პირუტყვებს ემსგავსებიან, – კატეგორიულად ვიუარე მისი ვერსია
და შინისკენ გავუყევი გზას.
– რატომ გგონია, რომ პატარები კეთილები არიან?
– აბა გინახავს დაბოღმილი ბავშვი? – ვუპასუხე გაუგებრად.
– მათ ყველაფერს უსრულებენ და სიბოროტის გამჟღავნება არ
სჭირდებათ. როგორც კი გაიზრდებიან და ნახავენ, ასე მარტივად
რომ არ გასდით კაპრიზები, თავისი დამალული იარაღი გამოაქვთ
და პირდაპირ ადამიანებს ესვრიან.
– მე მაინც მგონია, რომ ბავშვები საყვარლები და თბილები
არიან, ცხოვრება ცვლით და შემდგომ ცხოველებს ემსგავსებიან.

130
– სიტყვა ცხოველები ცუდის სინონიმად რატომ მიიჩნიე? – თვა-
ლი თვალში გამიყარა თაკომ.
– ჰუმანურ და ცხოველურ ინსტინქტებს ნუ ადარებ ერთმანეთს,
თაკო! ცხოველები ჩვენზე უფრო დაუნდობელნი არიან, – ლამის წა-
ვიკამათეთ.
– მაგალითად?
– ცხოველთა სამყაროზე უყურე ნებისმიერ გადაცემას და დარ-
წმუნდები ამაში!
– რაში? – მკითხა თაკომ დაუჯერებლად, თითქოს სრულიად აბ-
სურდული მაგალითი მოვუყვანე.
– ვერ ხედავ ვეფხვი ზებრასა და ანტილოპას რას უშვრება?
– დღეს სასადილოში ქათმის ხორცი რომ მიირთვი, ხომ არ დაგა-
ვიწყდა, – მეხსიერება გამიმახვილა მეგობარმა.
– ცხოველი ცხოველს არ ინდობს და წარმოგიდგენია, ადამიანი
ადამიანს რომ ჭამდეს?! – წარმოვთქვი პათოსით.
– სოფოკო, განარჩევ კიდევაც, რა ჭამო და რა არა?! – მკითხა
ირონიულად.
– შენც არ ამბობ ხორცზე უარს და არ გინდა ახლა! – ვუპასუხე
გაღიზიანებულმა.
– სამაგიეროდ არ ვმიჯნავ, რომ ჰუმანურობა დადებითი თვისე-
ბაა და ცხოველურობა – პირიქით. ზუსტად ერთი და იგივე მნიშვნე-
ლობა აქვს. ამაზე მაინც შევთანხმდეთ! – თითქოს დამიზავდა და გა-
მიღიმა.
– იმის მიუხედავად, რომ გულით ვეთანხმებოდი თაკოს, გონება-
ში ურთიერთგამომრიცხავი აზრები მიტრიალებდა. მართლაც, რა-
ტომ ვუწოდებთ ბოროტ და სასტიკ ადამიანებს „შე, ცხოველო“ და
არა „შე, ადამიანო“. ზუსტად ერთი და იგივე არაა? ან რატომ ვამ-
ბობთ თვინიერ ცხოველზე „ბევრად ჰუმანურია, ზოგ ადამიანზე“?
დიალოგის შემდეგ მე და თაკო ჩუმად განვაგრძეთ გზა, ამასობა-
ში ჩემი სახლიც გამოჩნდა, ეკლესიას მივუახლოვდით და პირჯვარი

131
გადავიწერეთ.
– ვითომ ამით რა ვქენით? რწმენა გამოვხატეთ? რა გავაკეთეთ
ღვთის სასიკეთო? საქმით უნდა დავუმტკიცოთ ჩვენი სიწრფელე, –
ვეუბნები თაკოს.
– მადლობას რომ გეუბნებიან, ამით მოაქვს შენთვის რამე სარგე-
ბელი? არა! უბრალოდ მადლიერებას გამოხატავენ, ჩვენს მსგავსად,
პირჯვარი რომ გადავიწერეთ. ყველას, უფლის ჩათვლით, ახარებს
მადლიერების მოსმენა. ეს სტიმულს გვაძლევს საკუთარი შესაძლებ-
ლობები გავზარდოთ. ენას ისეთივე ძლიერია, როგორც ფეხი და ხე-
ლი.
– შენ მართლა გწამს მისი, ალბათ როდესმე სასწაულსაც მოგივ-
ლენს, – შევნატრე მეგობარს.
– პირიქით, შენ ნახავ საოცრებას, – შემეპასუხა თაკომ. – მე რა-
ტომ?
– აბა მე რად მინდა? ისედაც მწამს უფლის. ურწმუნოს უფრო
სჭირდება სასწაულის ხილვა, რათა დაიჯეროს და იწამოს.
– ურწმუნო არ ვარ, – მივუგე წყენით.
ამაზე არაფერი მიპასუხა, რამაც უფრო გული მატკინა. მინდოდა
რაღაცნაირად დავემშვიდებინე და ეთქვა ასე არ არისო.
საუკეთესო მეგობარი რომ არ ყოფილიყო, ალბათ მართლაც მეტ-
ყოდა სიცრუეს.
– ნახე! – ხელით იდაყვზე დამქაჩა თაკომ და გვერდზე მიმახედა.
– რაა?
– ნახე ვინაა. ის მათხოვარი, ადრე რომ ვნახეთ, გახსოვს? ნაყინს
რომ ჭამდა?
– კი, – მშვიდად მივუგე და უპოვარს დავაკვირდი.
ეტყობოდა, რომ ცხოვრებამ, წლებთან ერთად, მორალურად და-
ჩაგრა. მათხოვარი საშინელი შესახედაობის იყო, თითქოს 80 წლის,
მაგრამ სინამდვილეში ბევრად ახალგაზრდა. ძალიან მაღალი და
კარგი სხეული ჰქონდა. ალბათ 60-65 წლის იქნებოდა. თავისუფლად

132
შეეძლო სადმე მუშაობის დაწყება, მაგრამ ეტყობოდა, ასე ცხოვრება
ამჯობინა. რატომღაც ძალიან მინდოდა ამ ადამიანის გაცნობა. მინ-
დოდა ალბათ იმიტომ, რომ ეთქვა რამე თავის დაბეჩავებულ ცხოვ-
რებაზე.
მინდოდა მოხუცი მათხოვარი ახლოდან დამენახა, მისი უბედური
მზერა მეგრძნო და შესაბამისად, თანადგომა გამომეხატა. ისედაც,
ბედნიერ ადამიანებზე მეტად, ყოფით დაჩაგრულთა ცხოვრება უფ-
რო მაინტერესებდა. უფრო მათზე ვფიქრობდი სიღრმისეულად.
ისევ მისი დამწუხრებული და გადაღლილი თვალები დავინახე...
გადაღლილი უსაქმურობისგან თუ ადამიანების გაკიცხვისგან? უაზ-
როდ გრძელი თმა და გაუპარსავი წვერი ჰქონდა. ეტყობოდა, თავს
საერთოდ რომ არ უვლიდა. აზრს ვერ ხედავდა, ცხოვრების აზრს!
ვისთვის უნდა გასუფთავებულიყო? ამბობენ, პირველ რიგში, შენი
თავისთვის უნდა მოუარო საკუთარ სხეულსა და სახეს, შენი თავი
უნდა გიყვარდესო ჯერ, რათა სხვამ შეგიყვაროს. მაგრამ ამ მოხუცს
სძულდა საკუთარი თავი, რადგან არავინ არ უყვარდა ან იქნებ არა-
ვის უყვარდა? იქნებ დიდი ხანია საკუთარი თავი დაკარგა? ზუსტად
ამის გარკვევა მინდოდა მისგან.
– რა გინდა? – ამოისისინა მოხუცმა და პირიდან ისეთი საშინელი
სუნი ამოუშვა, გონებას დავკარგავდი, თაკო რომ არ დამხმარებოდა.
– მე... მე უბრალოდ... უბრალოდ, – სიტყვები აზრად ვერ ვაქციე.
– უბრალოდ თავი მიარტყა და სხვაში შეეშალეთ, სასაცილოა ხო?
გვაპატიეთ, რა სულელები ვართ, – ნერვიული სიცილით მიუგო თა-
კომ და დააპირა იქაურობას გავერიდებინე.
– მე უბრალოდ თქვენი გაცნობა მინდოდა, ძალიან განსხვავდე-
ბით ჩვეულებრივი მათხოვრებისგან, – ძლივს დავამთავრე წინადა-
დება და ჰაერი ჩავისუნთქე.
– მე მათხოვარი არ ვარ, – ბრაზიანად მომიგო მოხუცმა და ჩვენ-
კენ წამოიმართა.

133
– არა, არა, რას ბრძანებთ, – თქვა თაკომ, – იმის თქმა უნდო-
და...ანუ... ისაააა.. სხვა ნაგვის კოლექციონერისაგან განსხვავები-
თო... ჰა-ჰა-ჰა, რა სასაცილოა ხო, სოფოკო? – მომმართა თაკომ და
დამიჯიკავა, – ეს როგორ შეგეშალა?
„სამზე მოვხიოთ აქედან“, – ჩამჩურჩულა თაკომ. – აბა ვინ ხართ?
– ჩავეძიე გაქედმაღლებულ მოხუცს.
– მე არ ვმათხოვრობ, ხელს არ ვიშვერ, ნაგავში ვიქექები, გა-
იგეთ? – ბრაზით მიპასუხა და ისეთი მზერა მოგვავლო ორივეს, მუ-
ქარაზე უარესს რომ გამოხატავდა.
– Крутой дядька, – მითხრა თაკომ რუსულად, რათა მათხოვარს
არ გაეგო და გაიცინა.
– Вали отсюда, – შემოგვყვირა მოხუცმა.
რატომღაც საერთოდ არ გამკვირვებია, რუსული რომ იცოდა.
იმაშიც ვიყავი დარწმუნებული, რომ კიდევ ბევრი ენა ეცოდინებოდა.
თითქოს ეტყობოდა,განათლებულობამ რომ მოუღო ბოლო. საფუ-
ლედან ხუთლარიანი ამოვიღე და იქვე დავუდე, არც გაუპროტესტე-
ბია, პირიქით, თითქოს მოლბა და მითხრა:
– კარლო, კარლო მქვია, – და სევდიანად გაიღიმა. – კარლო, სა-
სიამოვ...
– Вали, – ერთბაშად ისევ შემოგვწყრა და მივხვდი, რომ მეტ ყუ-
რადღებას აღარ დაგვითმობდა.
თვალი შევავლე და მივხვდი, რომ დღეისთვის საკმარისი იყო.
– რას გადაეკიდე? – მკითხა თაკომ და უკან მიიხედა, ხომ არ მოგ-
ვსდევსო.
– განა ვიცი?

134
11
მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში დეტექტივ ზურასთან რამ-
დენჯერმე ვიყავი დაბარებული. თავბრუდამხვევ კითხვებს გვისვამ-
და, თუმცა უშედეგოდ. ფაქტი რჩებოდა ფაქტად – სოსოს გარდაცვა-
ლებიდან დაახლოებით ნახევარი წელი გავიდა, გამოძიებამ კი
მკვლელის ვერც ერთ ნიშანს ვერ მიაგნო... აშკარა ერთი რამ იყო –
მკვლელობა პირდაპირი განზრახვით იყო ჩადენილი, გარკვეული
მოტივითა და მიზნით. თითო-ოროლა გამომძიებელმა გამოთქვა ვა-
რაუდი, რომ საქმე შურისძიებას ეხებოდა, რადგან მორიგი მსხვერ-
პლი არ ჩანდა. ეს გასაკვირი სულაც არ იყო – ირმას უამრავი მტერი
ჰყავდა, შვილი კი შესანიშნავი სამიზნე გახლდათ. ზოგი თვითმკვლე-
ლობაზეც აჩერებდა არჩევანს, მაგრამ ის უცნაური წერილი ამ ვარა-
უდს აქარწყლებდა. მე კი ვფიქრობდი, რომ მკვლელი არ მოსულა
მხოლოდ სოსოს მოკვლისთვის, ასე რომ ყოფილიყო, რად უნდოდა
იდუმალი წარწერები: „0 გრადუსი, პირველი მსხვერპლი, მეტი მინ-
და“ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, ამ ხუთი თვის განმავლობაში სიტუ-
აცია ოდნავ დაწყნარდა, მედიაც აღარ ინტერესდებოდა მილიონე-
რის შვილის მკვლელობით, აღარც სკოლაში მისვამდნენ უაზრო
135
კითხვებს და არც მშობლები მიკრძალავდნენ ქუჩაში სეირნობას.
სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე თვეღა რჩებოდა. სოსოს
გარდაცვალებამ თითქოს უფრო მიბიძგა იურიდიულზე ჩამებარები-
ნა.
სკოლაში დაუგვიანებლად შემოვედი და კლასელებს მივესალმე,
ეტყობოდათ, რომ სწავლისგან გადაღლილები იყვნენ. ყველა არა,
რა თქმა უნდა, ზოგს ეძინა მერხზე, ზოგი გაუჩერებლად ჭამდა, ზოგი
კი განუწყვეტლივ ვიღაცას დასცინოდა.
– ხელს ნუ მიშლი, – უსაყვედურა რეზომ საბას და თავისი სათვა-
ლე შეისწორა.
– ჰეი, ლილიპუტ, ალბათ დაუნი ხარ და ერთი ქრომოსომით ნაკ-
ლები გაქვს, თორემ გეცოდინებოდა, ასე რომ არ უნდა მელაპარაკო,
– ხრიწიანი და საზიზღარი თქმით უპასუხა საბამ და სახეში შეაფურ-
თხა, თან ამას სიცილიც მიაყოლა.
რეზომ მოთმინებით მოიწმინდა ნერწყვი თავისი სახიდან და
ცრემლნარევი ხმით უპასუხა:
– ჯერ ერთი, დაუნებს ერთი ქრომოსომით მეტი აქვთ და თანაც,
რომ იცოდე, დაუნი კი არა, მომავალი მეცნიერი ვარ! – მიაძახა რე-
ზომ და კლასიდან გავარდა.
– სად მირბიხარ? მოეთრიე აქ! ვერ ხედავ, რომ გელაპარაკები?
აბა დროზე აქ მოცუნცულდი! – საბას თვალები კატისებურად აიჭ-
რა.
– არაააააა, არ მოვააალ, – ამოილუღლუღა რეზომ და საბას
ბრძანებას არ დაემორჩილა, ისე გაქანდა გარეთ.
– ამას შეხედე, როგორ გაუზრდელდა, აღარ უჯერებს ბიძიკოს,
ნო, ნო, ესე არ შეიძლება, ბიჭო, მოვიყვანოთ რა თავის ჭკუაზე.
– ჰაა, მოდი ძმა, – უპასუხა ერთ-ერთმა, – მარა როგოოორ? –
ძველბიჭურად გააგონა თავის მეთაურს.
– თან ტიპი ვითომ როგორი ჩუმია და ყველაზე მეტად ეგ რომ

136
გვეწინააღმდეგება, ხედავ? – აიმრიზა საბა, თითქოს ღირსება შე-
ულახეს.
– აბა ბიჭო, – მიუგო მეორემ და გადაიხარხარა.
– აუ, – შეკრთა საბა მეგობრის ყვითელი კბილების დანახვისას, –
შენ კბილებს არ იხეხავ?
– რად მინდა? ასე უფრო საშიში ვარ. ჰა-ჰა. – აუ ბაზარი არაა.
ორივე იმდენად ჭკუასუსტი იყო, რომ დაავიწყდათ, რეზოსთვის
სამაგიერო რომ უნდა გადაეხადათ. მათი მეხსიერება, სავარაუდოდ,
თევზის მსგავსი იყო – რამდენიმე წამით შემოიფარგლებოდა. სი-
ცილს თუ დაამატებდნენ, ხომ საერთოდ, ავიწყდებოდათ, დედამიწა
მრგვალი რომ იყო და ყოველივე საბოლოოდ მათთვე რომ შემოუბ-
რუნდებოდათ გასიებულ თავებში.
– აუ ბასსსარიი არაა, თოო, – ასეთი გამოჯავრებით თაკომ ძა-
ლიანაც გამაცინა.
– კაი, ჩუმად, არ მინდა, რომ გაიგონონ, – გავაფრთხილე მეგობა-
რი, თან ხარხარს ძლივს ვიკავებდი. .
– რატომ, გეშინია, რამეს რომ გეტყვიან? – გამომწვევად დამე-
კითხა მეგობარი, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ჩემი სილაჩრე.
– არა, მათი თავი არ მაქვს, – გულწრფელად ვუპასუხე თაკოს.
– წელს სკოლას ამთავრებენ და შეხედე, უბრალოდ, რას ჰგვანან,
– ზიზღით თქვა თაკომ და ლამის გული აერია.
– მეეჭვება, რომ დაამთავრონ! – ნიშნისმოგებით მივუგე, რადგან
ვფიქრობდი, რომ ეს მაინც დააფიქრებდათ, დაადარდიანებდათ,
აღარც უტიფრები იქნებოდნენ და ეგებ ჭკუაზეც მოსულიყვნენ. – ძა-
ლიან ცუდ ადგილას ვიდექი, პირდაპირ ზარის რუპორთან, რომელ-
მაც დარეკვისთანავე ლამის ყურები მომწყვიტა და დამაყრუა.
– ისევ მანანა? – კაი 45 წუთი მოითმინე. მერხზე დავჯექი და წიგ-
ნი გადავშალე.
– მოგესალმებით, – მბრძანებლური ტონით წარმოთქვა მანანამ
და ჟურნალი მაგიდაზე დადო.

137
მისალმებაზე ყველა წამოდგა, ჩემ გარდა. ყურებში ზარი ჩამეს-
მოდა და თავბრუ მეხვეოდა, წამოდგომა უბრალოდ ვერ შევძელი.
– თუ აბრძანდები, მადლობელი ვიქნები, – ირონიული დაყვავე-
ბით მითხრა მანანამ.
– მაპატიეთ, უბრალოდ... – თავისმართლება არ მაცალა მასწავ-
ლებელმა.
– არ მაინტერესებს, – მკაცრად მომიგო და ჟურნალი გადაშალა.
ეს ქალი მუდამ ნერვებს მიშლიდა, ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძ-
ლებოდა ადამიანი ასეთი გულქვა და უკარება ყოფილიყო. მისთვის
სულ ერთი იყო ნებისმიერი ადამიანური გრძნობა – სიხარული, სევ-
და თუ მონატრება. მოსიარულე ძეგლს უფრო მაგონებდა, ვიდრე
გრძნობებით აღსავსე პიროვნებას.
– ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის, – კატეგორიულად
შევეპასუხე მანანას, – ვდგები თქვენი შემოსვლისას. ერთხელ თუ
დამემართა ასეთი რამ, როგორც პედაგოგს, ხომ უნდა გეფიქრათ,
რომ რაღაცა მიჭირს და ამ მიზეზის გამო ვერ ვიდექით ფეხზე? ვერ
ვხვდები, რა საჭიროა მოსწავლის მიმართ ასეთი უნდობლობა.
– რაც არ უნდა გიჭირდეს, ყოველთვის ვალდებული ხარ შეასრუ-
ლო თავისი მოვალეობა! გასაგებია ახლა? ახლა გაიგე? – მიყვირა
მანანამ.
– რა მოვალეობა, უკაცრავად? – ჩავეკითხე მასწავლებელს.
– პედაგოგის, იმ ადამიანის პატივისცემა, რომელიც ცოდნას გაძ-
ლევს და გასწავლის.
– მაპატიეთ, ალბათ ვერ დავინახე მსგავსი რამ, – აღარ დავუთმე
გოროზ ქალს.
დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ მანანა ამ პროფესიას მოსცილდა და
პედაგოგს კი არა, გულქვა ადამიანს უფრო დაემსგავსა. როგორ შე-
იძლებოდა ასეთ ადამიანს ჩვენთვის ჰუმანურობა ესწავლა?
– ალბათ შელაპარაკდით ხომ კლასელები, გაკვეთილი ასე გავწე-

138
ლოთო. მანანა მასწავლებელი გავანერვიულოთ და გაკვეთილის გა-
მოკითხვის დრო არ დავუტოვოთო. ასეთი სულელი გგონივართ? შა-
ბათს მობრძანდებით დამატებით გაკვეთილზე, აბსოლუტურად ყვე-
ლა, გასაგებია? – მთელი ძალით აყვირდა მანანამ.
იმდენად ამაზრზენი შესახედაობის იყო ეს ქალი, ლამის საცემად
გავეშურე.
– სოფოკოს გამო შაბათს უნდა მოვიდეთ? – ჰკითხა საბამ და
მტრულად მომაშტერდა.
– შაბათს ცეკვაზე მივდივარ!
– მე კალათბურთი მაქვს, – გაისმოდა ყველა მხრიდან უკმაყოფი-
ლო ბავშვების წუწუნი.
– აუ, რა მაგარია, შაბათს ვსწავლობთ, ღმერთო, მადლობა, –
თქვა რეზომ და პირჯვარი გადაიწერა.
– ყველაზე უსამართლო მასწავლებელი! – უნებურად ვთქვი ხმა-
მაღლა და კლასელებთან თავისმართლების გეგმა დავისახე.
– ეს მე ვარ უსამართლო? რა იცი, ბავშვო, რა არის უსამართლო-
ბა? რა გესმის შენ ცხოვრების. იმდენად უგუნური ხარ, რომ გგონია
შაბათს სკოლაში მეცადინეობა უსამართლობაა. შენ რა იცი, რამდე-
ნი დაბრკოლება შემხვედრია ცხოვრებაში, თანაც უსამართლოდ?
– არ მაინტერესებს, – იმავე ტონით მივუგე მანანას. ზუსტად ისე,
როგორც მან შემაწყვეტინა, თავისმართლება რომ ვცადე.
– ცუდია, თუ არ გაინტერესებს.
არადა სინამდვილეში ძალიან მაინტერესებდა, უბრალოდ, ჩემმა
პრინციპულმა ხასიათმა არ მომცა იმის უფლება, მანანასთვის მეთ-
ხოვა თავისი „უსამართლო“ ისტორიის მოყოლა.
– რატომ აბრალებთ თქვენს ცხოვრებას ბედისწერასა და უსამარ-
თლობას? ადამიანი თვითონ არის საკუთარი ცხოვრების შემოქმედი,
მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ პირადულის მართვა, – ჩაერთო თაკო
და მასწავლებლის პასუხს დაელოდა.

139
– მარტივია ამის თქმა, ყველა „ბრძენ“ ბავშვს ჰგონია, რომ ცხოვ-
რება ჩვენ გვეკუთვნის და ყველა უბედურება მხოლოდ ჩვენი ბრა-
ლია, – წუხილით თქვა მანანამ.
– მე ახლაც ასე ვფიქრობ, ცხოვრების სადავეები მხოლოდ ჩვენ
გვეკუთვნის. შეგვიძლია ის სწორად წარვმართოთ, ან, პირიქით,
მცდარ გზას დავადგეთ, – დავემოწმე თაკოს.
– მე სკოლა საუკეთესო ნიშნებზე დავამთავრე, უნივერსიტეტში
სწავლა სახელმწიფომ დამიფინანსა, საზღვარგარეთ მრავალ კონფე-
რენციაში მიმიღია მონაწილეობა და ჩვენი ქვეყანა მისახელებია. ნუ-
თუ სწორად არ ვცხოვრობდი, სოფოკო, ნუთუ მართლა ასე გგონია?
– კი... მერე ვინ გიშლიდათ ხელს? – ვკითხე მანანას და მის აწით-
ლებულ ლოყებს ყურადღება არ მივაქციე.
– ერთ-ერთ კონფერენციაზე, იტალიაში, მომხიბლავი ქიმიკოსი
გავიცანი. ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი მაშინ, ერთმანეთი მოგვე-
წონა და წავმეგობრდით. ყველგან ერთად დავდიოდით, მთელი იტა-
ლიის ავტორიტეტული სპეციალისტები ჩვენით აღფრთოვანებულე-
ბი იყვნენ. უამრავი ქიმიური ხსნარი გამოვიგონეთ, არაერთი ცდით
დავამტკიცეთ კონკრეტული ფორმულების ჭეშმარიტება. საბოლო-
ოდ ერთმანეთი შეგვიყვარდა. ამან კიდევ უფრო გაგვამხნევა, დაგ-
ვემტკიცებინა ცდით ის, რისი დამტკიცება არც ერთ მეცნიერს არ შე-
ეძლო. მე სათანადო (ცოდნა არ გამაჩნდა, ის კი შესანიშნავად
ფლობდა ქიმიას. პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლაში დამეხმა-
რა, მასწავლა, გამარკვია თითოეულ დეტალში. ჩემზე ათი წლით უფ-
როსი იყო, ბევრად გამოცდილი და განათლებული. დარწმუნებული
ვიყავი. რომ ერთად შევძლებდით ამ რთული ცდის ჩატარებას, რაც.
ამავე როს სახიფათო იყო. სათანადო ლიცენზიის მოპოვება ძალზე
გაგვიჭირდა. ბევრი მუშაობის შედეგად, იტალიის მთავრობამ თავი-
დან ბოლომდე დაგვიფინანსა ცდის ხარჯები, უზრუნველგვყო სათა-
ნადო აპარატურითა და ელემენტებით, ორი კვირის შემდეგ ყველა-
ფერი მზად იყო, შეგვეძლო ცდა დაგვეწყო. ძალიან ვნერვიულობდი,

140
რადგან ეს დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. მეორე დილას
ლაბორატორიაში შევედით, ყველაფერი სანიმუშოდ დაიწყო, თი-
თოეული კოლბა სტერილური და უმაღლესი ხარისხის იყო. ერთმა-
ნეთს ხელი ჩავკიდეთ და საჭირო ელემენტის წარმოება დავიწყეთ.
ათი წუთის შემდეგ მან თვალებში ჩამხედა და ნეაპოლის ერთ-ერთი
აფთიაქიდან საჭირო ნივთიერების მოტანა მთხოვა. აუცილებელია
ცდისთვისო, ასე მითხრა.
აფთიაქისკენ გავეშურე. გზაში ვლოცულობდი, ცდა წარმატებით
ჩატარებულიყო. დანიშნულების ადგილას დაუბრკოლებლად მომ-
ცეს საჭირო მედიკამენტი. რომ დავხედე, მივხვდი, რომ არაფერში
გვჭირდებოდა და რომ ამით უბრალოდ, გამიტყუა და ეს ნივთიერება
სულაც არ სჭირდებოდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ მოიქცა ასე, თუმცა
მასზე გაბრაზებული ვიყავი. მისი დანახვაც არ მინდოდა, მასთან
მხოლოდ გაშორება და საქართველოში დაბრუნება მინდოდა. უსია-
მოვნო ფიქრები მომეძალა და ნაბიჯს ავუჩქარე. თან ვფიქრობდი,
რომ ამით მას დიდების განაწილება არ უნდოდა და მეც ამიტომ გამ-
გზავნა ქალაქის ბოლოში.
ლაბორატორიას რომ მივუახლოვდი, სახანძრო და სასწრაფო
მანქანები დავინახე. აქ შემოსვლა არ შეიძლებაო, ასე მითხრეს. მხო-
ლოდ პირადობის მოწმობის ჩვენების შემდეგ პოლიციელმა იტალიუ-
რად განმიმარტა: „სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, თქვენს კო-
ლეგას ცდა არ გამოუვიდა, არასწორი ელემენტის გამოყენება ფატა-
ლურად დამთავრდა“. ამ სიტყვების გაგონებისთანავე თავი სხვა, პა-
რალელურ სამყაროში მეგონა. არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ შეიძ-
ლებოდა დამმართნოდა. ყველაფერი ხომ იდეალურად დაიწყო, მერე
რა მოხდა? ინსპექტორს ვკითხე რა და როგორ მოხდა ყველაფერი.
მან განმიმარტა, რომ ქიმიკოსი მძიმედ იყო დაშავებული. ცდამ მცი-
რედი ხანძარი გამოიწვია, ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელია, მაგ-
რამ, როგორც ექიმები ვარაუდობენ, ის ვერასდროს შეძლებს საღად
აზროვნებას. კონკრეტულმა ელემენტმა სიცოცხლისათვის საშიში

141
აირი გამოყო, რომელმაც ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სრული-
ად დააზიანა.
მანანამ ცრემლი შეიკავა, ყრუდ ჩაახველა და სახელმძღვანელოს,
რომლის ყდაზე კოლბები და ქიმიური ფორმულები იყო გამოსახული,
მტკივნეულად შეავლო თვალი.
მანანას გულახდილობამ, თანაც მთელი კლასის წინაშე, უცნაური
და მომნუსხავი გრძნობა გამოიწვია. სულგანაბულნი ვუსმენდით,
თითქოს ზღაპრული ამბის მონაწილენი აღმოვჩნდით.
– მერე რა მოხდა? გადარჩა? – ვკითხე მანანა მასწავლებელს,
რომელიც ამბის გასაგრძელებლად მორალურად ემზადებოდა.
– გადარჩა. ორ კვირაში კლინიკიდან გამოწერეს. მაშინ 30 წელს
იყო გადაცილებული, ფიზიკურად ისეთივე მშვენიერი და მომხიბლა-
ვი იყო, მაგრამ... ღიმილი, ღმერთო, ის ღიმილი, რომელიც სახეზე
აღბეჭდვოდა, არასდროს არ დამავიწყდება. ეს იყო წერტილი ჩვენი
ურთიერთობისა. წერტილი, რომელმაც მე არარაობად მაქცია.
– რას გულისხმობთ ამ ღიმილში? – ჰკითხა თაკომ, თან ჟურნა-
ლისტისთვის დამახასიათებელი მანერით იწერდა ყველაფერს
ბლოკნოტში.
მანანამ ამოისუნთქა და ძალიან ჩუმად, მაგრამ გამწარებული
ზიზღით თქვა:
– ბრიყვის, გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანის ღიმილი... სა-
შიშმა აირმა, ცდის დროს მოულოდნელად რომ გამოჟონა, რომლი-
თაც ის სუნთქავდა სახანძროს მოსვლამდე ტვინის უჯრედები მოუს-
პო, ის ვერც ლაპარაკობდა, ვერც აზროვნებდა, ვერც ანგარიშობდა,
ქიმიაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტი იყო. ჩემ წინ იჯდა 30 წლის
ბავშვი დედასთან. ინვალიდისთვის განკუთვნილ სავარძელს მივუ-
ახლოვდი და თვალებში ჩავხედე – სრულიად უცხო ადამიანი, გონებ-
რივად წაშლილი, მის თვალებში არც სიყვარული იკითხებოდა და
არც სიბრაზე. საერთოდ ვერ ხვდებოდა, სად იყო, რა დაემართა, ვინ
იყო ადრე და რას დაემსგავსა ახლა. დედამისის თვალებში ჩავიხედე,

142
რომელიც თითქოს მე მაბრალებდა მომხდარს. ექიმებმა მითხრეს,
რომ წლების შემდეგ ის შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს დაემსგავ-
სოს, მაგრამ, ბუნებრივია, ძველებური აზროვნების უნარები მას არ
დაუბრუნდებოდა.
– მერე როგორ მოიქეცით, უფრო შეგიყვარდათ თუ შეგძულდათ?
– ვკითხე მანანას ისე, რომ ვეცადე მისთვის ეს სათუთი გრძნობა გა-
მეხსენებინა.
– მე ის ყოველთვის მიყვარდა, სულ მეყვარება, მაგრამ არა ის
ადამიანი, რომელიც კლინიკიდან გამოვიდა, არამედ ის, რომელთა-
ნაც ერთად ცდას ვატარებდი. ჩემ წინ სხვა ადამიანი იდგა... მე არ
შემეძლო მისი სიყვარული, აქეთაც არ ვუყვარდი... ჩვენს გრძნობებს
ბოლო მოეღო. იმ დღეს თითიდან ბეჭედი მოვიხსენი და დედამისს
გადავეცი, იმ ღამესვე თბილისში ჩამოვედი..., – ეტყობოდა, რომ
თავს დამნაშავედ გრძნობდა, ჩვენი ისე რცხვენოდა, თვალებს ვერ
გვისწორებდა.
– რა? – ვკითხე გაოგნებით, – თქვენ ის მიატოვეთ? მიაგდეთ? და
ამის მერე ამბობთ, რომ გიყვარდათ? მაშინ, როდესაც თქვენი გვერ-
დში დგომა და მოვლა სჭირდებოდა! ბეჭედი მიუგდეთ და იტალიი-
დან საქართველოში პირველივე რეისით ჩამოფრინდით? როგორ ამ-
ბობთ იმას, რომ გიყვარდათ! – ვთქვი გამწარებულად და კიდევ ვა-
პირებდი გაგრძელებას, მაგრამ მასწავლებლის შეწუხებული და და-
ნაოჭებული სახე რომ დავინახე, შევჩერდი.
– მიყვარდა, ახლაც მიყვარს! საავადმყოფოს წინ სხვა ადამიანი
იდგა, მე კი სხვა მიყვარდა! გესმის? გესმის, ბავშვო? – ცდილობდა
ჩუმად ემართლა თავი, მაგრამ ვერ შეძლო და ტონს აუწია.
– ზუსტად იგივე ადამიანი იყო! შეგეძლოთ მასთან გეცხოვრათ,
გეზრუნათ მასზე, ადამიანს უამრავი უბედურება ემართება, ერთმა-
ნეთს გვერდში თუ არ ამოვუდგებით, საკუთარი თავის იმედიც არ
უნდა გვქონდეს. რატომ არ მიატოვა დედამ? რატომ ეჭირა შვილის
ხელი საავადმყოფოს წინ? რატომ იდგა მასთან მაშინ ის და არა

143
თქვენ? მას უყვარდა, თქვენ კი – არა! – ვუპასუხე მასწავლებელს
ბრაზით, რომელიც ჩემ წინ მოღალატე და მლიქვნელ ადამიანად გა-
დაიქცა.
– ის დედა იყო... მე ახალგაზრდა ვიყავი, უნდა მემუშავა, კარიე-
რის გაკეთებას ვესწრაფვოდი. იმ ადამიანისთვის სულ ერთი იყო,
ვინ იქნებოდა მის გვერდით – მე, მომვლელი, სხვა ქალი თუ დედა-
მისი, ის მაინც ვერაფერს აღიქვამდა. მე კი თავი უნდა გადამერჩინა
და წინ მევლო...
– მერე წახვედით? – ვკითხე მანანას ირონიულად..
– ახლა ბავშვების წინ ვდგავარ, რომლებიც მორალს მიკითხავენ
ცხოვრებაზე, რომელიც გავლილი თავად არ აქვთ. რა გგონიათ,
შორს წავედი? ვარ ბედნიერი? ყოველთვის თავისმართლება მიწევს
სხვებთან. ყველას დამნაშავე ვგონივარ, მაგრამ არავინ, გესმით,
არავინ უყურებს ამას ობიექტური თვალით! რა აზრი ჰქონდა მასთან
დარჩენას, მეც გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს დავემსგავსებო-
დი... მას რომ ფეხი მოეტეხა ან უხელო დარჩენილიყო, აუცილებლად
მის გვერდით ვიქნებოდი! მაგრამ მას აზროვნების უნარი წაერთვა!
ხედავთ, ცხოვრება რა უსამართლოა? შეგვეძლო სახელოვანი მეც-
ნიერები გავმხდარიყავით, მსოფლიო აღიარება მოგვეპოვებინა, ახ-
ლა კი განსჯის საკითხად გადავიქეცი.
– რატომ უწოდებთ ცხოვრებას უსამართლოს? – შევეკამათე მა-
ნანას, – თქვენ არ მოექეცით საყვარელ ადამიანს უსამართლოდ?
– არ მოვექცეოდი, ცხოვრებას ეს ჩემთვის რომ არ ექნა, – თავი
იმართლა ჩემთვის ამაზრზენმა ქალმა.
– ზუსტადაც მაგიტომ მოგექცათ ცხოვრება ასე. მან იცოდა, რომ
მოცემულ სიტუაციაში ასე მოიქცეოდით და სწორედ ამიტომ ჩაგაგ-
დოთ ამ განსაცდელში. თუ ადამიანს რამე ემართება, ეს მხოლოდ მი-
სი ბრალია. ნებისმიერი ავარია, უშედეგო ცდა, ხანძარი, ტერაქტში
მოხვედრა, უბედური შემთხვევაც კი. ისინი პასუხს აგებენ იმის გამო,

144
რაც ოდესმე დააშავეს ან დააშავებდნენ მომავალში, ეს უბედური ინ-
ციდენტი რომ არა. მე მგონია, რომ ვიღაცა, არ ვიცი ვინ, ვიღაც უხი-
ლავმა ძალამ, შეიძლება ღმერთმა, შეიძლება სატანამ, იცოდა, რომ
თქვენ ასე მოიქცეოდით და ამიტომაც წაგართვათ ბედნიერება.
თქვენ იმსახურებდით ამას.
ცხოვრება ყველაზე სამართლიანი იარაღია, – ამ სიტყვებით ხაზი
გავუსვი მანანას არაადამიანობას, – სად არის ახლა? გარდაიცვალა?
– არ ვიცი სადაა, შეიძლება ცოცხალიც არ იყოს, შეიძლება საგი-
ჟეთშიც იყოს მოთავსებული. ერთი რამ ვიცი – მას მერე არავინ შემ-
ყვარებია...
– ბიოლოგიის გარდა, – სრულიად უადგილოდ გაიხუმრა საბამ.
ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საბას უაზრო შეძახილი
უფრო მისაღები მეჩვენებოდა, ვიდრე მასწავლებლის მონოლოგი.
– ის წითელი ჩანთა, რომელიც დაკარგეთ, იმ ადამიანმა გაჩუ-
ქათ? – ჰკითხა თაკომ, რომელიც საჭირო დეტალებს აზუსტებდა.
– დიახ, მაგრამ ცხოვრებამ ისიც წამართვა. – ვერ ვიტანდი, ვერ
ვიტანდი, მძულდა, როდესაც მანანა ყველაფერს ცხოვრებას აბრა-
ლებდა. ყველაფერში წუთისოფელს ადანაშაულებდა, თითქოს ადა-
მიანი ცხოვრების მარიონეტი ყოფილიყო.
ამასობაში ზარი დაირეკა, ყველა წამოხტა და გასასვლელისაკენ
გაეშურა. მინდოდა მანანასთვის პირდაპირ პირში მიმეხალა, რომ ეს
წითელი ჩანთა მე და თაკომ მოვპარეთ. ძალიან ირონიული და საბე-
დისწერო იყო ის ფაქტი, რომ ერთადერთი ნივთი, რომელიც მას საყ-
ვარელი ქიმიკოსისგან დარჩა, მე ავაცალე ხელიდან და მე გავუნად-
გურე, მივაგდე სხვა ნაგავთან.
ვხვდებოდი, რომ ეს წელი ბოლო იყო სკოლაში, მალე სკოლას და-
ვამთავრებდი და უამრავ სირთულეებს გადავაწყდებოდი, დავიჯე-
რო, ცხოვრება მეც უსამართლოდ მომეჩვენებოდა? მანანამ ხომ ეს
დასკვნა ოცი წლის ასაკში გამოიტანა. კარგი, კიდევ ორი წელი
მაქვს...

145
– კარგია, თუ ცხოვრებას გამოვიყენებთ იარაღად, არ მინდა
ცხოვრების სამიზნედ ვიქცე, – ვუთხარი თაკოს და თვალებში ჩავხე-
დე. მაინტერესებდა რას იქრობდა, იყო თუ არა მისთვისაც. მამანას
მსგავსად, ცხოვრება უსამართლო.
– მარტივია იმის თქმა, რაც საკუთარ თავზე არ გიცდია. ახლა
მანქანა თუ დაგეჯახება, სამართლიანად მიიჩნევ ამას?
– კი, – მივუგე თავდაჯერებულად.
– აბა,რატომ იხედები, გზაზე რომ გადადიხარ? თუ ცხოვრება
ზუსტადაა გათვლილი, მაინც ხომ არ დაგეჯახება?
– თავს ვიზღვევ. – ნუთუ? – გამიღიმა ეშმაკურად.
– დიახაც. არ ვენდობი მის სამართლიანობას, – ვუპასუხე მშვი-
დად და თავი მტკიცედ დავიჭირე.
– რა ყველაფერზე გაქვს პასუხი. სამართლიანი თუ არის, რატომ
არ ენდობი?
– იმიტომ, რომ ცხოვრება, ღმერთისგან განსხვავებით, სულგრძე-
ლი არ არის, ის პატარა შეცდომასაც არ გაპატიებს, გაგთელავს და
მიწასთან გაგასწორებს.
თაკო კარგა ხანს დუმდა. ეტყობოდა, ვერ ხვდებოდა, ცხოვრებას
უფალი არ მართავსო ისედაც? თვალები ჩემკენ მოაბრუნა და მიპა-
სუხა:
– აბა ღმერთი სულგრძელიც და სამართლიანიც ერთდროულად
გგონია?
– აბა რა.
– როგორ ცდები, წარმოდგენაც არ გაქვს, – ჩემთვის მოულოდნე-
ლი პასუხი გამცა თაკომ.
– მიდი, მიდი, ამოაფრქვიე სიბრძნე, – სიცილით მივუგე თაკოს,
რომელსაც მოუსვენრობა ეტყობოდა.
– წარმოიდგინე მარტივი რამ: ერთი ადამიანი მკვლელი და ქურ-
დია, ბოლოს თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. მეორე კი
კეთილსინდისიერი მოქალაქეა, რომელიც თავისი ბუნებრივით

146
დღით გარდაიცვალა. სამართლიანი იქნება, რომ ერთი ჯოჯოხეთში
მოხვდეს, მეორე კი სამოთხეში. ხომ ასეა? მაგრამ სულგრძელობა
სადღაა? კარგი, მოვატრიალოთ სიტუაცია: ორივე სამოთხეში აღ-
მოჩნდეს. ღმერთი სულგრძელია, მაგრამ სამართლიანობა სადღაა?
ბოლო ყველასთვის ერთია?
– ჯერ ერთი, ჯოჯოხეთი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი მიხ-
ვდეს, თუ რა დაკარგა მან სამოთხეში არმოხვედრით, მან სინანული
უნდა განიცადოს. თანაც, თუ მეორე ადამიანი ასეთი კეთილი იყო,
რატომ უნდა შეშურდეს მას სხვა ბოროტი ადამიანის სამოთხეში
მოხვედრის? სადღაა მისი ღირსება თუ მას უსამართლობის გრძნობა
უჩნდება ღვთის სულგრძელობის გამოჩენისას? მაშინ ისიც არ იმსა-
ხურებს სამოთხეში მოხვედრას, – ვუპასუხე თაკოს და თვითონაც
დავფიქრდი ჩემს მოსაზრებაზე.
– ჩვენ ვერასდროს შევჯერდებით, – მიმიგო სიცილით მეგობარ-
მა, რომელსაც საჭირო არგუმენტები გამოელია.
– კარგია, რომ ერთი და იმავე საკითხზე განსხვავებული შეხედუ-
ლებები გვაქვს, განსხვავებულად შევხედავთ სამყაროს. როცა ადა-
მიანი ყველაფერში გეთანხმება, ესე იგი მისთვის ასჯერ დაღეჭილ,
სკოლაში გაგებულ თემას სთავაზობ. თუკი კამათს იწყებს, ეს მხო-
ლოდ იმას ნიშნავს, რომ მას საინტერესო თემა შესთავაზე და მსჯე-
ლობის შესაძლებლობასაც აძლევ.
ჩვენი ემოციური განსჯა ლაბირინთში ჩაიკარგა.
ჩემს სახლს რომ მივუახლოვდი, ისევ მათხოვარი კარლო შევნიშ-
ნეთ. ნახევარი წლის განმავლობაში დავმეგობრდით კიდეც. ყოველ-
დღე 40 თეთრს ვაძლევდი, ის კი თავის თავგადასავალს მიყვებოდა.
მეტად საინტერესო კაცი ჩანდა, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი,
მიტოვებული და დაცემული. არ ვიცი, ჩემთან იმიტომ მეგობრობდა,
ფულს რომ ვაძლევდი, თუ უბრალოდ მეგობარს ხედავდა, პატარა
მეგობარს, რომელიც მას ცხოვრებას ულამაზებდა. რატომ მინდოდა
მასთან ამხანაგობა? ვგრძნობდი, რომ ჩემი მოსვლა მას ახარებდა,

147
პრობლემები ავიწყდებოდა და ჩემნაირი ბავშვი ხდებოდა. ის ყო-
ველთვის ჩემი სახლის უკან იდგა, თითქოს წიგნის იდუმალი პერსო-
ნაჟი იყო, რომლის შესახებ მხოლოდ მე ვიცოდი. გუშინ შემპირდა
ჩემს საცხოვრისსაც გაჩვენებო, მაგრამ უარი ვუთხარი – ჯერ ბო-
ლომდე ვერ ვენდობოდი. მე და თაკო შევთანხმდით, კარგად რომ გა-
ვიცნობდით, აუცილებლად ვნახავდით სად ცხოვრობდა, დავათვა-
ლიერებდით თითოეულ კუნჭულს, სადაც ეს მოხუცი საკუთარ ცხოვ-
რებას ატარებდა. მრცხვენოდა, როდესაც მშობლები მეკითხებოდ-
ნენ, სად მიდიხარო, მე კი „მათხოვარ კარლოსთან“ ვპასუხობდი. იმი-
ტომ კი არა, რომ კარლოსი მრცხვენოდა. არა, უბრალოდ თავს დამ-
ნაშავედ ვგრძნობდი, როდესაც კარლოს მათხოვარს ვუწოდებდი. მა-
მაჩემი ამაზე თავს გააქნევდა და მეუბნებოდა: „კარგი, მისგან უფრო
მეტს ისწავლი, ვიდრე წიგნებიდან“. ჯერ კიდევ კარგად ვერ ვხდე-
ბოდი, რას გულისხმობდა ამაში, მაგრამ ბოლოს დავასკვენი, რომ გა-
ჭირვებული ადამიანი გადაშლილი ენციკლოპედიის მსგავსია. ის
გიმხელს ცხოვრების ყველა ხაფანგს. კარლოც მიყვებოდა ყველა ხა-
ფანგს. მასწავლიდა, როგორ არ ჩავვარდნილიყავი მასში და არ დამ-
მართნოდა ის, რაც მას დაემართა. ერთხელ ქუჩაში სეირნობისას
მითხრა:
– ხედავ იმ ადვოკატს? – კი, – ვუპასუხე და პორტფელიან კაცს
შევხედე.
– ჭკვიანია, – მითხრა კარლომ და მისი დათვალიერება დაიწყო.
– ეტყობა. – ქურდი და მკვლელია.
– რა იცით? – ვკითხე ისეთი ტონით, რომელიც რაღაც საშიშროე-
ბას გრძნობდა.
– ის ქურდებს და მკვლელებს იცავს.
– მერე რა, ეს მისი მოვალეობაა, – სრულიად არ დავეთანხმე კარ-
ლოს.
– არა. მისი მოვალეობა ამ დანაშაულების პრევენციაა. ის კი ანა-

148
კონდას მსგავსად ელოდება მორიგი ბანკის გაქურდვას, დაყაჩაღე-
ბას და მკვლელობის გამოძიებას, რათა უფრო მეტი ფული გააკე-
თოს. აბა, მიდი და ჰკითხე გაუხარდება თუ არა თავისი მეზობლის
გაქურდვის ამბის გაგება. იცი რას გიპასუხებს? – მკითხა კარლომ
და მასწავლებლის გამომეტყველებით შემომხედა.
– მეტყვის, რომ არ გაუხარდება, გულში კი ბედნიერებისგან მეშ-
ვიდე ცაზე იქნება, რადგან მისი მეზობელი უსათუოდ მასვე დაავა-
ლებს ამ ინციდენტის გამოძიებას, – ვუპასუხე კარლოს და ხელი
ცხვირზე ამოვიფარე. ჯერაც ვერ შევეგუე მის აყროლებულ ტანსაც-
მელს.
– მერე ეს დანაშაული ტოლფასი არაა განა? – არის. მაგრამ ყვე-
ლა ასეთი არაა, – მივუგე იმედით. – შენ არ იქნები ასეთი, ვხედავ, –
გამამხნევა კარლომ.
მინდოდა მანანაზე მესაუბრა, მის არაადამიანურ საქციელზე,
მაგრამ თავი შევიკავე. ეს ხომ სხვისი პირადი ცხოვრება იყო. ალბათ
მანანა მასწავლებელს არ გაუხარდებოდა, მისთვის ვიღაც მათხო-
ვარს რომ გაეგო მისი წარსული. ნეტა, არის ადამიანი, რომელიც მის
საქციელს გაამართლებდა?

149
12
დღეს სკოლის გაცდენა მომიწია. საგამოძიებო ბიუროში დაგვი-
ბარეს. ნაწილობრივ მიხაროდა სკოლის გაცდენა, მაგრამ დეტექტივ
ზურას ამაზრზენ სახეს, მუდამ აპრეხილ ულვაშებსა და ვეფხვისმაგ-
ვარ თვალებს რომ ვიხსენებდი, ვხვდებოდი, რომ სკოლა უკეთესი
ალტერნატივა იქნებოდა. ბუნებრივია, არჩევანი არც მქონდა: ნებით
თუ ძალით სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტში აუცი-
ლებლად უნდა მივსულიყავი.
სერიოზულად ჩავიცვი, თითქოს მეც ერთ-ერთი დეტექტივი ვყო-
ფილიყავი. და საერთოდ მეგონა, რომ ზურაზე უკეთ გამოვიძიებდი
მეგობრის მკვლელობას. უკეთ თუ არა, უარესად ნამდვილად არ
წარვმართავდი საქმეს. ანდა როგორ შეიძლებოდა საქმის უარესად
წარმართვა, როდესაც გამოძიება ისედაც ერთ ადგილას იყო გაჩერე-
ბული? ზოგი ამ ფაქტს ინციდენტის სირთულეს უკავშირებდა, ზოგი
კი მიიჩნევდა, რომ დეტექტივი ზურა საქმის კურსში ობიექტური არ
იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ზურა 90-იან წლებში საუკეთესო იყო თა-
ვის საქმეში, დღეს მის პროფესიონალიზმს უმთავრესი ხაზი აკლდა
150
– თანამედროვეობა და გლობალურობა. მან არ იცოდა ან იქნებ იცო-
და და არ იმჩნევდა, რომ ამ საუკუნის დამნაშავეები ყველაზე ჭკვი-
ანი, წინდახედულები და ზრდილობიანები არიან. ისინი გარკვეულე-
ბი არიან უახლეს ტექნოლოგიებში, ბანკების პროგრამებსა და პო-
ლიტიკის ფუნდამენტში. დღევანდელი განგსტერების მთავარი იარა-
ღი მხოლოდ ტვინი, მანიპულაცია და აგიტაციაა. ისინი ადამიანებს
ანადგურებენ, კლავენ, ქონებას ართმევენ ყოველგვარი ცხელი თუ
ცივი იარაღის გარეშე. მგონი დროა, ახალი ტერმინი შემოვიღოთ
ტვინის იარაღად გამოყენებისას. თოფი – ცეცხლსასროლი იარაღია,
დანა – ცივი. ტვინს რას ვუწოდებთ ნეტა?
ზურა ვეღარ დაიჭერდა ჯიბის ქურდებს, მკვლელებს, რომლებიც
სოფლის ქოხებში იმალებიან. ვერ დაიჭერდა იმიტომ, რომ ასეთი
დამნაშავეები გაქრნენ დედამიწის ზურგიდან. მათ ნაცვლად კი რო-
ბოტისებური ინდივიდები გამოჩნდნენ, რომლებსაც ტელევიზორებ-
შიც ხშირად ნახავთ, ისინი პოპულარულები, ცნობილები და მოთ-
ხოვნადები არიან. მათ არავისი არ ეშინიათ, მათი სიძლიერე მასის
პრიმიტივიზმს ეფუძნება.
ამჯერად ტონიმ მიმაცილა დეტექტივთან, კარი ფრთხილად გამი-
ღო და ხელი გადმომაწოდა.
– შენი აზრით, ჯერაც სახიფათოა მარტო სიარული? – ვკითხე
გაქვავებულ და მუდმივად დამწუხრებულ დაცვას.
– დიახ, – მიპასუხა ტონიმ ფლეგმატურად.
– ირმა არ არის წინააღმდეგი, რომ სხვას იცავ? – ამ კითხვაზე
ისედაც მქონდა პასუხი, უბრალოდ ლაპარაკში მინდოდა ამეყოლე-
ბინა, რადგან დეპარტამენტში შესვლას არ ვჩქარობდი. მინდოდა
დრო გამეწელა.
– მას მე ისედაც არ ვჭირდები, თავის სარდაფშია გამოკეტილი და
შიგ არავის უშვებს, – მიპასუხა ტონიმ ისეთი მზერით, რომ ყრუ ადა-
მიანი ვერც მიხვდებოდა, ლაპარაკობდა თუ არა ეს ბრგე კაცი.
– მმ... კაააარგი... – ვაჭიანურებდი ზურასთან შესვლას.

151
– დროა, შებრძანდით.
სხვა გზა არ დამრჩენია, შესასვლელი კარი ძლივს გამოვაღე და
ჩაბნელებულ დერეფანში შევედი. ვიცოდი, რომ როდესმე მეც მომი-
წევდა აქ მუშაობა. მეც ხომ ამ პროფესიას მივყვებოდი?
ზურას კაბინეტის კარი რომ შევაღე და მისი სახე რომ დავინახე,
კარი ისევ მივკეტე და ავკანკალდი.
– უზრდელობაა ასე მოქცევა. დაგინახე, სხვათა შორის, – გაისმა
ოთახიდან ზურას ხრიწიანი ხმა.
– მაპატიეთ, ხელი გამიცურდა, – ვიცრუე და ოთახში ფრთხილად
შევედი.
– კარგი. თავისმართლების მოსმენის დრო არ მაქვს. საქმეზე გა-
დავიდეთ. დღეს სკოლა გააცდინე, ხომ ასეა? – მკითხა დეტექტივმა.
– დიახ, – ვუპასუხე დაუდევრად, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატომ
მეკითხებოდა ამას.
– რა საინტერესოა... – ჩაფიქრდა ზურა და თანდათან ნერვების
მოშლა დამიწყო.
– რა არის საინტერესო? – ვკითხე იძულებული ზრდილობით.
– ის, რომ სკოლა გააცდინე და დილით მოხვედი ჩემთან და არა
საღამოს, სკოლის მერე.
– მერე რა? – გულწრფელი გაკვირვება გამოვხატე.
– ალბათ ნერვიულობდი, დღეს ზურამ ჩამჭრელი კითხვები არ
დამისვასო და გინდა ეს ტვირთი დროზე მოიშორო, – კმაყოფილი
ხმით მიპასუხა ზურამ და გამაღიზიანებლად თვალებში ჩამხედა.
– ყველაფერს ზედმეტად სკეპტიკური თვალით უყურებთ, სულ
ცდილობთ რაღაცაში ბრალი დამდოთ და ბოლოს, შედეგი ისაა, რომ
უკვე 6 თვეა, ვერაფერს მიაგენით, – ვუპასუხე უხეშად. ადგილზე
ვერ ვჩერდებოდი მის ასეთ უაზრო ვითომდა ჩამჭრელ კითხვებზე.
– რატომ ანერვიულდი ასე ძალიან? ჰმ? – მკითხა ზურამ და ალ-
მაცერად შემომხედა.
– ო, ღმერთო, – ამოვისუნთქე და უნიათო დეტექტივს ჩავხედე იმ

152
მოლოდინით, თუ რას მოიფიქრებდა ამჯერად.
– ისე ანერვიულდი, რომ ღმერთს უხმობ? – ეშმაკურად მკითხა
დეტექტივმა.
ამ წინადადებაზე გავშეშდი. არ მჯეროდა, რომ ზურასნაირი ადა-
მიანები კიდევ არსებობდნენ და არ გადაშენებულან. ეს ის პიროვნე-
ბა იყო, რომელიც ყოველ წინადადებას რაიმე „ჩამჭრელს“ მოაყო-
ლებდა. მაგრამ ყველას ესმოდა, რომ სინამდვილეში ის ამას მხოლოდ
ფურცელზე დასაწერად და ვითომ ახალი ცნობების აღმოსაჩენად
აკეთებდა. ზურა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, ყოველ ჯერზე აუცი-
ლებლად რაღაცას ვერაგულად მოგახლიდათ. დარწმუნებული ვიყა-
ვი, რომ, ამჯერად, ჩემ შესახებ ასეთ რამეს წავიკითხავდი: „რატომ
გააცდინა სოფოკომ სკოლა? ნუთუ იმიტომ, რომ მას ამისთვის სათა-
ნადო მიზეზი ჰქონდა? ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ის ამას
უარჰყოფს და ბუნებრივ მოვლენას უწოდებს. აშკარაა, რომ მე, დე-
ტექტივ ზურას, მესაჭიროება ახალი ხარჯები და ახალი შეხვედრა
გარდაცვლილის მეგობრების სანახავად. ამ ფაქტში აშკარად იმალე-
ბა სერიოზული დეტალი. მოგახსენებთ, რომ სწორად თითქოსდა უმ-
ნიშვნელო დეტალებიდან შეიძლება საქმის სრული გამოძიება. იმე-
დი მაქვს, რომ პროკურატურა და ქალბატონი ირმა კაკაჩია მიზანშე-
წონილად ჩათვლიან კიდევ მრავალი შეხვედრის დანიშვნას“. ირმაც
კითხულობდა ამას და იმედი ესახებოდა, რომ როდესმე დეტექტივი
მიაგნებდა მისი შვილის მკვლელს.
– მე გირჩევთ გამოძიების ახალი ტაქტიკა შეიმუშაოთ, ხომ ხე-
დავთ ასეთი ხერხით არაფერი გამოგდით. მეტი მუშაობა და ნაკლები
არაადეკვატური „ჩამჭრელი“ შეპასუხებები, – მშვიდად ვურჩიე დე-
ტექტივს.
ზურამ კალამი აიღო და ჩემი დაკითხვის ფურცელზე ასეთი წარ-
წერა დაამატა: “ სოფოკო აღიარებს, რომ მისთვის ჩემი გენიალური
შეპასუხებები ჩამჭრელია. გარდა ამისა, ახალი ტაქტიკის შემუშავე-

153
ბასაც მთავაზობს, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სიმართლეს ვუ-
ახლოვდები, ის კი ამ გზიდან ცდილობს ჩამომიცილოს“.
ამაზე წესით უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ ძალიან გამეცინა.
გამეცინა საწყალ ვადაგასულ დეტექტივზე, რომელიც გამოძიებას
სცენარის მსგავსად წარმართავდა. ისე, ვერ ვიტყოდი, რომ ის არაპ-
როფესიონალი იყო. შეიძლება საქმე მართლაც გენიალურ დამნაშა-
ვესთან გვქონდა და თუ ცნობების შეგროვება მართლაც არ ხერხდე-
ბოდა, დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია ნახევარი წლის განმავ-
ლობაში საკუთარი სტატუსის შენარჩუნება და სრულიად არარსებუ-
ლი ფაქტებისაგან სრული კომედიის შეთხზვა! გენიოსი იყო ეს კაცი,
მართლაც!
სკამზე მოხერხებულად მოვკალათდი და ზურას დაჟინებით მივა-
ჩერდი მორიგი კითხვის მოლოდინში.
– მომავალში რას აპირებ? – მკითხა უტიფრად და ფეხი ფეხზე
გადაიდო.
– პროფესიას გულისხმობთ? – შევეცადე დამეკონკრეტებინა.
– სხვას რას უნდა ვგულისხმობდე? – მიპასუხა და თანაც ისე თავ-
ხედურად შემომხედა, მუქარაც მაგრძნობინა: დროზე მიპასუხე, თო-
რემ შენზე ისეთ გამაოგნებელ ისტორიას შევთხზავ, სიზმარშიც რომ
ვერ ნახავდი.
– სისხლის სამართალს უნდა გავყვე, – ვუპასუხე და ჩავფიქრდი.
– დამნაშავეები გიყვარს? – რატომ უნდა მიყვარდეს? – გამიკ-
ვირდა. – აბა როგორ გინდა კარგი დეტექტივი ან გამომძიებელი გა-
მოხვიდე? – მინდა...
– და დამნაშავეების გარეშე როგორ ჩამოყალიბდები კარგ დე-
ტექტივად?
– უბრალოდ... უბრალოდ მინდა სისხლის სამართალს გავყვე, –
ვუპასუხე ომახიანად და ვაგრძნობინე, ვერანაირ ინტრიგაზე ვერ წა-
მომიკიდებდა.

154
– ხო ძალიან კარგია ეგ, – მიპასუხა ზურამ და ჩემს კითხვას და-
ელოდა.
– რა არის კარგი? – ზუსტად ამის გაგონება სურდა ზურასაც.
– გამოიმუშავებ დამნაშავეებთან ლაპარაკის მანერას და მერე
შენს დანაშაულსაც მოხერხებულად დამალავ, – მიპასუხა გულგრი-
ლად. ისე, ვითომდა ისეთი არაფერი უთქვამს და ცილსაც არ მწამებ-
და.
– ეს უკვე მეტისმეტია! იქნებ თქვენ ხართ საერთოდ დამნაშავე,
დავფიქრდებოდი ისე ამაზე! – გადავწყვიტე მასთან ზუსტად ისე მე-
ლაპარაკა, როგორც თვითონ ლაპარაკობდა ჩემთან.
– მეტისმეტია? ხო ორი დამნაშავე ერთ ოთახში მართლა მეტის-
მეტია! – ფლიდის ღიმილით მომიგო.
– ანუ დამნაშავე ხართ? – ვკითხე მოუთმენლად. – ანუ ორნი
ვართ? – ამჯერად მართლა ჩამჭრა ზურამ.
– აღარ შემიძლია, ტვინს ბურღავთ! – ვუპასუხე გადაჭრით და
ლამის სკამი ვესროლე.
– ტვინს მხოლოდ დამნაშავეებს ვუბურღავ. დებილი ვარ, უბრა-
ლო ადამიანები რომ გადავიმტერო? – მიპასუხა ზურამ და თავი გა-
დახარა.
– მე დამნაშავე არ ვარ!
– აბა რატომ მოხვედი აქ და რატომ ზიხარ?
– იმიტომ, რომ თქვენ დამიბარეთ, – ვუპასუხე სასოწარკვეთი-
ლად და იმ იმედით, რომ მალე ეს ლაპარაკი მორჩებოდა.
– მე? – დიახ, თქვენ! – როდის? – გუშინ, – ვუპასუხე დარწმუნე-
ბით. – რანაირად? – მკითხა დეტექტივმა. – მობილურით, – კბილე-
ბის ღრეჭით მივუგე ზურას. – რომელ საათზე?
– სადღაც ათზე, – თავდაჯერებით ვპასუხობდი ზურას, რომ მის
ყველა კითხვაზე პასუხი გამაჩნდა.
– მერე რა გითხარით? – რომ უნდა მოვსულიყავი. – სად?
– აქ, საგამოძიებო ბიუროში! – ახლა კი ხმას ავუწიე და ქუჩის

155
მისამართი ჩავძახე...
– ყოჩაღ, – შემაქო ზურამ და გამიღიმა, – ხედავ, დამნაშავეების
მსგავსად ყველა დეტალი დაგიზეპირებია.
– ტყუილ-უბრალოდ ირჯებით. იმის მიუხედავად, რომ საოცარი
ფანტაზია გაქვთ, ნამდვილ დამნაშავეს მაინც ვერ მიაგნებთ და რა
აზრი აქვს ამგვარ დაკითხავს? – მივუგე უშიშრად და ირონიით.
– ნამდვილ დამნაშავეს რას ნიშნავს? იცი ვინ არის ნამდვილი? –
მე ნამდვილად არ ვარ!
– თავს რატომ იმართლებ, მარტო დამნაშავეები იმართლებენ
ხოლმე თავს.
– აბა რა უნდა მეთქვა, მე რომ ვარ დამნაშავე, ეს უნდა ვთქვა?
– ანუ ხარ და არ აღიარებ? – ისევ ჩამეძია და რაღაცა ჩაწერა
ფურცელზე.
ამაზე უბრალოდ ოხვრა აღმომხდა.
– ირაკლი მატაბელი ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ჩამო-
ვიდა საქართველოში? – მოულოდნელად იკითხა ზურამ და მკაცრად
მომაჩერდა პასუხის მოლოდინში.
– იქ სწავლობს, – ვუპასუხე და წასვლაზე დავიწყე ფიქრი. – მერე
რა! – რა მერე რა? – ვკითხე მოთმინება დაკარგულმა. – აქ კითხვებს
მე ვსვამ! – დამიღრიალა ზურამ. – დასვით... – ნუ მიმითითებ რა
გავაკეთო!
– კარგი... – დავემორჩილე ზურას, რადგან ჩავთვალე, რომ ასე
უფრო სწრაფად გამიშვებდა.
– მატაბელი ნახევარი წელი არ გინახავს? – დიახ, ნახევარი წე-
ლია, რაც არ მინახავს. – გირეკავს? – ზოგჯერ, – ვუპასუხე და საათს
დავხედე.
– რაზე ლაპარაკობთ? – მკითხა დეტექტივმა და კუშტად შემომ-
ხედა.
– კომინოზე, წიგნებზე, თავის ამბებზე,ზოგჯერ უცნაურ თემებ-
ზე.

156
– რა უცნაურ თემებზე? – მკითხა დეტექტივმა და კალამი ისე და-
ატრიალა, კინაღამ თვალში მატაკა.
– ანგედონიასა და აფილაციაზე, – ვუპასუხე სარკასტულად და
ირონიულად გავუღიმე.
– სოსოზე?
– სოსოზეც, ზოგჯერ გავიხსენებთ ხოლმე, – ვუპასუხე ზურას და
დაველოდე, კიდევ რა ბრძნული კითხვა მოაფიქრდებოდა.
– ნენესთან თუ გაქვს ურთიერთობა? – ტიპური კითხვები წამო-
იწყო.
– იშვიათად ვხედავ.
ამის შემდეგ კიდევ ბევრი კითხვა დამისვა, უამრავი რამ ჩაინიშნა
ბლოკნოტში და საგამოძიებო ბიუროსაც გადაუგზავნა. მშვენიერი
სცენარისტი იქნებოდა, ფილმები უნდა გადაეღო. არაფრისგან
სრულ დრამას ქმნიდა.
გარეთ თბილად ჩაცმული ტონი მელოდებოდა. ყოველთვის მიკ-
ვირდა, ამხელა ორმეტრიან კაცს როგორ სციოდა მუდამ. ყოველ-
თვის თბილად იყო შეფუთული, გაციებული არასდროს მინახავს.ჩემ-
თვის წარმოუდგენელიც კი იყო, ტონის გრიპი რომ დამართნოდა.
ვერ ვხედავდი მას საწოლში მწოლიარეს, შეფუთულს, მით უფრო
დედის გამზადებულ ბულიონს რომ ჭამდეს. გეგონებათ სასტიკი
ადამიანი ყოფილიყო, გულქვა და ძეგლივით მძიმე და უემოციო,
თუმცა მის თვალებში ბევრჯერ ჩამიხედავს და ყოველთვის ვფიქ-
რობდი, რომ ეს ბრგე კაცი თავის მკაცრ და შეუვალ გარეგნობაში
რაღაცა ადამიანურსა და ბავშვურს ნიღბავდა.
– ტონი, ირმასთან გამიყვანე, – ვთხოვე დაცვას. – დიახ, – მიპა-
სუხა ჩვეული უბრალოებით.
– ყოველთვის მაინტერესებდა შენი წარსული. შენც განგსტერი
იყავი ადრე და ახლა პირად დაცვად გადაიქეცი? – მივუგე ვითომდა
ხუმრობით, მაგრამ მართლა ასე მეგონა.
– მე განგსტერებს ვიჭერ და ყურებს ვაჭრი, – მიპასუხა მკაცრად

157
და მანქანის სარკიდან კეთილად შემომხედა.
– როგორ დაიჭერ დამნაშავეს თუ მასსავით არ იფიქრებ და არ
იმსჯელებ? როგორ მიხვდები სად იმალება, თუ თვითონ არასდროს
ყოფილხარ მის მდგომარეობაში? – ვკითხე ჩამჭრელად. ყოველ შემ-
თხვევაში, მე მეგონა, რომ ეს კითხვა ჩამჭრელი იყო.
– ძალიან პატარა ხართ ასეთი კითხვებისთვის, – თავი აარიდა
პასუხს და საჭე მარჯვნივ დაატრიალა.
– ტონი, შენ ხომ ირმას გამო დამახინჯდი, მის გამო ვერ აამოძრა-
ვებ სახის კუნთებს, მის გამო გაქვს ამდენი ნაიარევი სახეზე და მაინც
რომ იცავ! მართალია, ეს შენი პროფესიაა ასეთი, მაგრამ ბევრი
გულს ვეღარ დაუდებდა ასეთ სამსახურს და მიატოვებდა.
– მახინჯი ვარ? – მკითხა ტონიმ დამწუხრებული ხმით. შევცდი!
როგორ შევცდი, გულში დავარტყი და ვერც მივხვდი!
– მაპატიე, არ დავუკვირდი ჩემს სიტყვებს, – მოვუბოდიშე დაც-
ვას.
აღარაფერი მიპასუხა და თავისი გაჭირვება დან გამომდინარე,
მისი სახის გამომეტყველება ვერ შევიტყვე, ვერ მივხვდი, თუ რას
გამოხატავდა ეს სიმშვიდე.
ცოტა ხანი ასე ვისხედით, ტრასას ავუყევით და ნელ-ნელა ირმას
სახლს მივუახლოვდით.
– მერე რა, რომ დავმახინჯდი. მაინც არავის ვუყვარდი, ვის სჭირ-
დებოდა ან სჭირდება ჩემი სილამაზე, – მიმიგო ტონიმ და თვალები
სწრაფად დაახამხამა, თითქოს ამით ცრემლს იკავებდა.
– მე მიყვარხარ, მაგარი ადამიანი ხარ! – გულწრფელად გამოვუ-
ხატე თანადგომა და გავუღიმე.
– ყველა რობოტს მეძახის.
– რობოტივით ძლიერი და შეუპოვარი ხარ. უნდა გამხნევებდეს
ეს, – დავამშვიდე ტონი.
– არ არის მიზანშეწონილი, ამდენს რომ ვლაპარაკობთ, – მკაც-
რად შემახსენა ტონიმ და ირმას სახლს მიუახლოვდა.

158
ალბათ ის იმდენად მიუჩვეველი იყო საუბარს, რომ ჩემთან ლაპა-
რაკი აღარ უნდოდა.
– ირმას ჭიშკარს მივადექით, სადაც დაცვის თანამშრომლები
ირეოდნენ. მანქანიდან გადმოვედი, რათა შეემოწმებინათ „სუფთა“
ვიყავი თუ არა.
– სუფთაა, – თქვა ერთ-ერთმა. – უკანა ჯიბეებიც გაუჩხრიკეთ, –
გამოსძახა მეორემ.
მან ფრთხილად დამადო ხელი, მაგრამ ტონის მძიმე ხელმა მეორე
დაცვის ხელი უკუაგდო და რკინისებური მზერით მიანიშნა, რომ ასე-
თი მკაცრი შემოწმება საჭირო არ იყო.
ტონიმ თვალით მანიშნა, რომ შემეძლო შევსულიყავი. ირმას
გრანდიოზულ სახლში ბევრჯერ ვყოფილვარ, ერთ-ერთი საუკეთესო
შენობა იყო მთელ თბილისში. ბავშვებისთვის ეს ნამდვილი გასარ-
თობი ცენტრი იყო უამრავი ლაბირინთითა და დასამალი ადგილე-
ბით.
უამრავი დიასახლისისა და მზარეულების ნაცვლად სრული ქა-
ოსი იდგა. ჭუჭყიანი მაგიდები, მტვერგადაუწმენდელი ავეჯი, ჩა-
მოყრილი ფარდები და მიმოფანტული წიგნები. სოსოს გარდაცვალე-
ბის შემდეგ, ირმა ჭკუიდან შეიშალა და ქმარსაც აგიჟებდა, ბოლოს
და ბოლოს მან მისგან თავი დაიხსნა და ოფიციალურად გაშორდა.
სახლზე კამათი არც დაუწყიათ, ზვიადმა ყოფილ ცოლზე გადააფორ-
მა და უმალვე დატოვა საცხოვრებელი. ირმამ კი, თავის მხრივ, ყვე-
ლა პერსონალი დაითხოვა, რამდენიმე დაცვისა და ერთი ქალის გარ-
და. ბუნებრივია, ის ამხელა სახლის დალაგებას ვერ ახერხებდა. და
თუ მაინც რამეს მიაწყობდა, ირმა მაინც გამოვიდოდა და ყველაფერს
ააყირავებდა. თვითონ კი სარდაფში მოსკუპდა და გულსაკლავად
მღეროდა. დერეფნიდან ვიცანი მისი უჩვეულო ხმა. ალქაჯის სტვე-
ნას უფრო მიაგავდა, ვიდრე ადამიანურ ბგერებს.
– ჭამს რამეს? – ვკითხე მსახურს.

159
– წყალსა და პურზეა, – მიპასუხა იმედით, რომ აქედან გამოღწე-
ვაში დავეხმარებოდი.
თურმე ირმა დაემუქრა, სამსახურს თუ დატოვებ, ქმარშვილს მო-
გისპობო, სადაც გინდა იქ მიჩივლეო, იქნებ ციხეში უკეთ ვიგრძნო
თავი. მსახურის გაყვანა ბევრჯერ დავაპირეთ, მაგრამ მას თვითონ
არ უნდოდა, ეშინოდა მართლა არ შეასრულოს ირმამ თავისი დანა-
პირები, ხელფასიც მინისტრივით ჰქონდა და ყველაფერს მოთმინე-
ბით უმკლავდებოდა. მიზნად ჰქონდა დასახული მეტი ფულის შეგ-
როვება და ქვეყნის დატოვება.
– შეიძლება შევიდე? – ვკითხე შეშინებულ ქალბატონს. – არ გირ-
ჩევთ, უმჯობესია გარედან ესაუბროთ.
სარდაფის კარებს მივუახლოვდი და წყნარად, მაგრამ ირმასთვის
გასაგონად ვთქვი:
– შეიძლება შემოვიდე? მე ვარ, სოფოკო. სიმღერა შეწყდა, სკამის
ხმა გავიგონე, ეტყობა წამოდგა. – შეიძლება? – კითხვა გავუმეორე.
დუმილი თანხმობის ნიშნად მივიჩნიე.
კარი ფრთხილად გავაღე და ზღურბლს შიშით გადავაბიჯე. შუქი
საერთოდ არ ენთო, სრული წყვდიადი იყო, ირმასაც ვერ ვხედავდი,
ერთი საწყალი სანთელი იწვოდა კუთხეში, რომელიც ძლივს ანათებ-
და.
– კარი მიკეტე, – ჩამესმა ირმას ხმა. – იქნებ...
– მიკეტე ან გაეთრიე, – ჩუმად გადამიჭრა ირმამ და პირიდან ისე-
თი შემზარავი ბგერები აღმოხდა, თავი ურჩხულის ხახაში მეგონა.
შიშმა ამიტანა, ხელები გამიოფლიანდა და სახე გამიწითლდა, იქი-
დან გაქცევა და სახლში დაბრუნება მინდოდა. სწორედ შიშია ის
გრძნობა, რომელიც გვახვედრებს, რომ ადამიანს საკუთარი თავის
კონტროლი არ შეუძლია. შიში ყველაზე აბსურდული და არაფრის
მომცემი გრძნობაა. მაგრამ განა შეიძლება ლოგიკურობას მოკლებუ-
ლი გრძნობა ყველაზე ადამიანური იყოს?

160
არ მეგონა, ზურას ოთახის შემდეგ რამე ასე თუ შემაშინებდა. კა-
რი ფრთხილად მივხურე და ამოვისუნთქე.
– სად ხართ? ვერ გხედავთ, – მშვიდად და მოწადინებულად თბი-
ლი ხმით ვკითხე ირმას.
– ჯოჯოხეთში, ვერ ხედავ? – მიპასუხა ალქაჯივით.
– ამით ყველაფერი არ მთავრდება, თქვენ უნდა შეძლოთ, უნდა
იცოცხლოთ! – თანავუგრძენი ირმას.
– შენი მშობლებივით ხო? მათ ხომ შვილები ცოცხლები ჰყავთ, მე
კი – არა. მე უნდა ვიტანჯო, თქვენ გამო. თქვენ ჩემი სოსო განსაც-
დელისთვის გაიმეტეთ, – ისევ დაგვადანაშაულა ირმამ.
– ადრე თუ გვიან, მას მაინც დაემართებოდა ეს, მკვლელობა აშ-
კარა იყო, – ძლივს წარმოვთქვი. ვიგრძენი თუ როგორ მებმეოდა ენა
და მისველდებოდა შუბლი.
– ამისთვის მოხვედი? – დრო ყველაფრის მკურნალია...
– არა! – დამიყვირა ირმამ, – დრო მხოლოდ მაშინაა მკურნალი,
როცა შენი სნეულების წამალი არსებობს! დედა კი ვერასდროს ვერ
დაივიწყებს შვილის სიკვდილს! ყველაზე საშინელება კი იცი რა
არის?ის, რომ სულ მარტო დავრჩი. მარტო გამოკეტილ სივრცეში ან
სულაც საკუთარ თავთან – სულ მარტო ვარ. დამნაშავეც მე ვარ ამ
პატარა ოთახში და მართლმსაჯულიც, ავიც და კეთილიც. ყველაფე-
რი ვარ და თან არაფერი. ბოლოს თავგზა ამებნა და დავმარცხდი.
– ვწუხვ...
უეცრად ირმა გამოჩნდა, მე კი ძლივს ვიცანი. სახე წითელი ლა-
ქებითა და შავი ჭრილობებით ჰქონდა დასერილი.
– დღე 191-ე, – წარმოთქვა მშვიდი ხმით ირმამ და დანა სახეზე
ჩამოისვა, – ზუსტად 191 ჭრილობა.
თითქოს ვიგრძენი გასმის ხმა, გავიგე, როგორ შეეხო დანის წვე-
რი მის ერთბაშად დაბერებულ სახეს, მარტო თვალებიღა ეტყობო-
და, დანარჩენი სახე სულ დალაქული და დაჭმუჭნილი ჰქონდა.
უძლური გამხადა მისმა საქციელმა, თავს ძლივს ვიკავებდი არ

161
მეყვირა. ჩემ წინ სრულიად არაადეკვატური ქალი იდგა, რომელსაც
სძულდა ყველა, მათ შორის საკუთარი თავიც.
– იცი თავს რატომ არ ვიკლავ? – აღმოხდა ირმას გიჟებისთვის
დამახასიათებელი უცნაური ხმით და , სანთელს მიუახლოვდა, რათა
მისი სახე უკეთ დამენახა.
– ძლიერი ხართ, – ვიცრუე და მუშტები შევკარი.
– არაა, – თქვა ირმამ და სანთელს მიუშვირა, – უნდა ვიტანჯო,
ხედავ სანთლის ნაღვენთი რა რიგ უხვად მადევს სახეზე. ოო, მეწვის,
მაგრამ ვითმენ.
– რატომ აკეთებთ ამას? ბევრს მოსდის ასეთი უბედურება, ამით
არ მთავრდება ცხოვრება.
– რატომ ვაკეთებ?ეს ტკივილი სულიერ ტკივილს მავიწყებს.
ჭრილობები ფიზიკურ აუტანლობას იწვევს, მავიწყდება სოსოს გარ-
დაცვალება. ხედავ! მტკივა, მტკივა, მაგრამ მირჩევნია ფიზიკური
ტკივილი ვიგრძნო, ვიდრე სულიერი.
ირმამ სანთელი ჩააქრო და სისხლნარევი ცრემლი მოიწმინდა.
– მაგრამ შენ გამახსენე ყოველივე, შე ნაბიჭვარო, რატომ მოეთ-
რიე და რატომ გამახსენე ეს უბედურება?! საძაგელო, – მოთქვამდა
სულგამწარებული და ხელებით თმას იგლეჯდა.
კარს მივუახლოვდი და გაღება დავაპირე, ირმა ჩემკენ ახლოვდე-
ბოდა, მე მისი შემეშინდა. საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე,
მეგონა კარს ვაღებდი, არადა ერთ ადგილას ვიდექი. თითქოს დრო
გაჩერდა, ოთახი განათდა და ირმას გაწითლებული და შეშლილი სა-
ხე დავინახე. „გააღე კარი, სოფოკო, რას დგახარ? “ხმა ჩამესმა. ფეხი
ვერ დავძარი, კართან ახლოს კი ვიდექი, მაგრამ სიახლოვის ნაც-
ვლად, სიშორეს ვგრძნობდი. ჰაერი არ მემორჩილებოდა, შიშისგან
ვიხრჩობოდი..
სისხლის რკინისებურ გემოსა და სუნს ვგრძნობ. გავითიშე. სად
ვარ?

162
13
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თვალები ძლივს
გავახილე და იქაურობა დავათვალიერე. ყველაფერი სანიმუშოდ
სუფთა, ლამის გამჭირვალე იყო. გეგონებათ, დამლაგებელმა იმდენ-
ჯერ გაუსვა მაგიდასა და კარადას ტილო, რომ საბოლოოდ ფერიც
კი დააკარგვინა, იმდენი წმინდა. თავის ტკივილი ხშირად მახსენებ-
და თავს, მაგრამ დღეს რაღაც საშინელი აუტანლობა ვიგრძენი. ვერ
მოვიაზრე, სად გამეღვიძა, იმას კი მივხვდი, რომ შინ არ ვიყავი.
ვიგრძენი, რომ საავადმყოფოში ვიყავი. წამლების სუნმა კი მი-
მახვედრა, რამდენად დიდი ხანი ვიყავი უკვე იქ.
– ღამეა თუ დილა? – წარმოვთქვი ძლივს და გამიკვირდა, ასე ძა-
ლიან რომ მიჭირდა ლაპარაკი.
– ღამეა, ღამე, – ხმა დამითბო უცნობმა გოგონამ. თავისი საწო-
ლიდან წამოდგა და ჩუმი ნაბიჯებით მომიახლოვდა.
– ვინ ხარ? – ვკითხე ხუჭუჭა, ნარინჯისფერ თმიან გოგოს.
თავს იმდენად სუსტად ვგრძნობდი, რომ საოცარი ძალის დატანა
მჭირდებოდა იმისთვის, თითოეული ბგერა რომ გამეგო. ვერ გავიგე
რა მიპასუხა, თვალები დავხუჭე და ვუპასუხე:
163
– ხუჭუჭას დაგიძახებ, – ვთქვი ძლივს. მინდოდა ეს გოგო მომშო-
რებოდა და ძილი გამეგრძელებინა. მეგონა 2 წუთი კი არა, მთელი
სამი დღე არ მძინებია.
– როგორც გინდა, ისე დამიძახე. ისე, რა უცნაური ხარ, – მითხრა
ხუჭუჭამ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოლაპარაკება უნდოდა.
– რატომ? – ვკითხე ძალით.
– ერთი კვირა უგონოდ იყავი და ჩვეულებრივ, გაღვიძებისთანა-
ვე ადამიანები „ვინ ვარ, სად ვარ“ გაიძახებენ. შენ კი ღამე არისო თუ
დილა, – მიპასუხა გაკვირვებით და რატომღაც აკისკისდა.
– ერთი კვირა? – წამოვხტი საწოლიდან, თავი ოდნავ წამოვწიე,
მაგრამ იმ წამსვე მივდე და საუბარი გავაგრძელე, – ვიგრძენი, რომ
ღამეა, რადგან ჩემი მშობლები და მეგობრები არ არიან გვერდით.
მაგრამ ოთახში შუქია ჩართული, ამან დამაბნია, – ამ წინადადებას
ნელა, ათი წუთის განმავლობაში ვამბობდი.
– მე ავანთე, – მითხრა ხუჭუჭამ და ჩემი დათვალიერება დაიწყო,
– სიზმარში რაღაცას ბოდავდი, შემეშინდა და ამიტომ ყოველდღე
ღამით შუქს ვრთავდი.
– რას ვბოდავდი? არ ვიცოდი ხოლმე ძილში ლაპარაკი, – ვკითხე
გაკვირვებულმა და ჩემი სიზმრების გახსენება ვცადე.
– ტვინის შერყევა მიიღე, ყოველდღე ძლიერმოქმედ ანტიბიოტი-
კებს გიკეთებდნენ, ალბათ ამან იმოქმედა შენს აზროვნებაზე. ნუ გე-
შინია, ექიმებმა თქვეს, რომ ეს პროცესი ბუნებრივია და შენთვის სა-
სიკეთო. სიზმარში ლაპარაკობს – ე. ი. აზროვნების უნარს არ და-
კარგავსო, – მანუგეშა ხუჭუჭამ, თუმცა მისმა სიტყვებმა ძალიან შე-
მაშინა.
– აზროვნების უნარს არ დაჰკარგავსო? ნუთუ ეს საშიშროება მე-
მუქრებოდა? – ვკითხე შეშინებულმა.
ნარინჯისფერთმიანმა გოგომ ამაზე არაფერი მიპასუხა, თვალები
სწრაფად დაახამხამა, რაც ისედაც დასტურის ნიშანი იყო.
ვიგრძენი, რომ ცოტა მოვსულიერდი და წარსულის გახსენებას

164
შევეცადე. არ მჯეროდა, ერთი კვირა უგონოდ ვიყავი? ყველაფრის
თავის ადგილას დალაგებას შევეცადე. გამახსენდა, ტონიმ ირმასთან
რომ მიმიყვანა, მის ბნელ ოთახში რომ შევედი და ირმას დაჭრილ-
დანაოჭებული სახე რომ დავინახე. მერე კარს რომ ვერ ვაღებდი, ხო
ხო – თავში რკინის ხელკეტი ჩამარტყა და გავითიშე. გაბრაზდა, სო-
სო რომ გავახსენე. მის გამო ვარ ასეთ დღეში!
– ძალიან ცუდად ვიყავი? – ვკითხე ხუჭუჭას.
– რომ მოგიყვანეს – ცუდად იყავი. ოპერაციის დროს გული გაგი-
ჩერდა, გულის ამუშავება სცადეს სპეციალური ხელსაწყოთი.
– ჩაფიქრდა ხუჭუჭა, – ვერ ვიხსენებ, რა ჰქვია იმ ხელსაწყოს, აი
ფილმებში რომ არის, მკერდზე ადებენ და მერე... ბახ... ადამიანი
ხტება!
– ელექტროშოკია – ვთქვი მშვიდად, მაგრამ გავღიზიანდი ამ გო-
გოს ასეთი ლაპარაკის მანერით.
– მაგრამ ვერ აამუშავეს, შემდეგ გულის პირდაპირი მასაჟი გაგი-
კეთეს. ხო იცი როგორ აკეთებენ? გულამდე მიდიან და პირდაპირ
ხელებით ამუშავებენ.
– ვიცი, – ბრაზი მომერია ამ გოგოს მიმართ.
– მაგრამ, ახლა კარგად ხარ, როგორც ვხედავ, – გამიღიმა ხუჭუ-
ჭამ და ლოყაზე მაკოცა. – არ ვიცოდი, რატომ გააკეთა ეს, მაგრამ
მისმა მცხუნვარე ტუჩებმა მაგრძნობინა, რომ ამ მომენტში სწორედ
ეს მჭირდებოდა. ისე თბილად მაკოცა და ისე გულგრილად შემოტ-
რიალდა თავისი საწოლისაკენ, რომ მისთვის ძეგლის დადგმა მომინ-
და.
– შენ რა გჭირს? რეანიმაციის პალატაში რატომ წევხარ? თავი-
სუფლად დადიხარ და ლაპარაკობ, – ვკითხე გოგონას და ინტერესით
შევხედე. – ძალიან გამხდარი იყო, სახეზე ჭორფლი, სხეულზე კი პიგ-
მენტური ლაქები ეტყობოდა. არ იყო ლამაზი, მაგრამ რაღაცა მასში
აუცილებლად მოგეწონებოდათ. მწვანე თვალები და თოვლივით
ქათქათა ფერის კანი ჰქონდა. თანაც როგორი თოვლის მსგავსი?

165
წლის განმავლობაში პირველად რომ მოთოვს და თვალები რომ გიჭ-
რელდება. სტაფილოსფერი თმა ორმეტრიანი ბალახის მსგავსად ჩახ-
ლართული ჰქონდა.ეტყობოდა, თმა ორი წელია არ დაუვარცხნია.
ჩემი ხნის იქნებოდა, მაგრამ ჭკუით მეხუთე კლასელებისგან დიდად
არ გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, მხიარული და სიცოცხლის მოყვარუ-
ლი იყო. ყველა პრობლემას დაგავიწყებდათ.
– ჩემი გაყვანა სამი დღის წინაც შეიძლებოდა, მაგრამ შენთან
დარჩენა მთხოვეს, ნებისმიერ დროს გაიღვიძებდი და ვინმეს ნახვა
აუცილებლად მოგინდებოდა, – მიპასუხა ხუჭუჭამ და ნაზად გამი-
ღიმა.
– შენ რა გჭირდა? – კითხვა გავუმეორე. – მეე... მე – რა?
– მე სქეითბორდიდან დავეშვი და პირდაპირ შემინულ მაღაზიას
შევეჯახე. მარჯვენა ხელში გამეჩხირა შუშა, ამომიღეს, მაგრამ რამ-
დენიმე დღის შემდეგ დაჩირქება დაიწყო, მთელ სხეულზე რომ არ
გავრცელებულიყო ჩირქი, ხელის ამპუტაცია დამჭირდა, – მითხრა
გოგონამ საოცრად შემგუებლური ხმით.
– ვწუხვარ.
თავი საშინლად ვიგრძენი. ჯერ იმიტომ, რომ თვითონ ვიყავი სა-
შინელ მდგომარეობაში, მერე ეს ისტორიაც... ვიგრძენი, თუ როგორ
მინდოდა საავადმყოფოს დატოვება და ზურას კაბინეტში შესვლა და
მისი აუტანელი დაკითხვის მოსმენა. ადამიანი ყოველთვის ექცევა
მოცემულს, სანამ უარეს სიტუაციაში არ ჩავარდება. ნუთუ როდესმე
მომენატრებოდა ამ საავადმყოფოში წოლა? არა, ამაზე უარესი რა-
ღა უნდა ყოფილიყო?
– მაგრამ მე არ დავკომპლექსდები ამის გამო. და იცი რატომ? –
მკითხა ხუჭუჭამ და ჩემს პასუხს არ დაელოდა, ისე გააგრძელა, –
ფასადს სხეულის მარჯვენა მხრით დავეჯახე. ექიმებს ეგონათ, რომ
მარჯვენა ფეხის ამპუტირებაც საჭირო გახდებოდა, მაგრამ გამიმარ-
თლა და ხელის ნახევრის მოკვეთით გადავრჩი. ბედნიერი ვარ, რომ
სიარული შემიძლია.

166
– კარგია, – ვუპასუხე და ფეხის, ხელების ამოძრავება ვცადე.. კი-
დევ კარგი, ყველაფერი რიგზე იყო.
ლაპარაკიც შემეძლო, ვაზროვნებდი, ვხედავდი, ანუ გადავრჩი.
ბავშვობიდანვე მეშინოდა ოთხი რამის: ცეცხლში დამწვრობის,
წყალში დახრჩობის, ცოცხლად დამარხვისა და ინვალიდად დარჩე-
ნის. პირველი სამი სიკვდილთან იყო დაკავშირებული, თუმცა ჩემ-
თვის მეოთხეც ანალოგიური იყო მანამ, სანამ ხუჭუჭას არ შევხედე
და მისი ბედნიერი, იმედიანი სახე არ დავინახე.
დავიჯერო იმას ინვალიდი უნდა რქმეოდა და საბა სუხიაშვილს –
ჯანმრთელი? ინვალიდობა მხოლოდ სულის ჩირქიანობაა და არა ფი-
ზიკური უძლურობის შედეგი. ზოგი ინვალიდი ბევრად უფრო იმედი-
ანი, სიცოხლისმოყვარული და ჯანსაღია, ვიდრე ე.წ. ჯანიანი ადამი-
ანი. ხუჭუჭაც ასეთი იყო მე ვიყავი ინვალიდი, ის კი ამ ქვეყნის ბედ-
ნიერი არსება, რომელიც მოცემულით ძალიან ბედნიერი იყო, მისი
ცხოვრების არსი განუზომლად დიდი იყო, ზოგი ადამიანის მსგავსად,
რომელთაც ორივე ფეხი და ხელი აქვთ, ოთახში არ გამოკეტილა,
უფრო დიდი მიზნების რეალიზაციისკენ ისწრაფვოდა. მას ვერავინ
შეაჩერებდა, თვით უფალიც კი, რომელმაც ასეთი ბედი არგუნა.
თუმცა, რა ბედი? აბა ჰკითხეთ – გეტყვით, რომ დედამიწაზე საუკე-
თესო ბედი აქვს... უხელო, მაგრამ ხელმარჯვეა. ასეთ ადამიანს რომ
ვუყურებდი, ვხვდებოდი, ზოგი მათზე ბევრად ინვალიდისებური სუ-
ლის პატრონი იყო.
– რას ვლაპარაკობდი სიზმარში? – ვკითხე ინტერესით და ოდნავ
უკეთეს ხასიათზე დავდექი.
– ბოდავდი, ვერაფერი გავარჩიე, მაგრამ ზოგჯერ მოთქვამდი,
ამიტომაც შემეშინდა, – თქვა ხუჭუჭამ, ოთახის კუთხეს მიუახლოვ-
და და შუქი გამორთო, – ამაღამ შუქის გარეშე დავიძინებ.
– ერთი წამით, შეგიძლია ჩართო? – ვთხოვე. – კარგი, – უცბად
წამოდგა, რათა თხოვნა შეესრულებინა. – სარკეში მინდა ჩავიხედო,
შეგიძლია მომიტანო?

167
– ამის თავი გაქვს? – სიცილით მიმიგო ხუჭუჭამ და სარკის ძებნა
დაიწყო.
ამის თავი მართლა არ მქონდა, უბრალოდ ვიცოდი ხვალ ამ გო-
გოს ვეღარ ვნახავდი, სხვა პალატაში გადამიყვანდნენ, მას კი დიდი
ალბათობით – გამოწერდნენ. მინდოდა ჩამეხედა მის თვალებში, ამ-
ჯერად არა როგორც პალატაში მყოფი პაციენტისთვის, რომელიც
არასერიოზულად ეკიდებოდა სხვის ოპერაციას და ვერც ხსნიდა რა
ჩაუტარდა სხვას, არამედ როგორც მხიარულ, ცხოვრების მოყვარულ
ადამიანს, რომელიც დაბეჩავების ნაცვალად, მორალურად ამაღლე-
ბული და საოცრად ძლიერი სულის პატრონი აღმოჩნდა.
– გამომართვი, – მითხრა ხუჭუჭამ და მარცხენა ხელით სარკე
გადმომაწოდა.
– მადლობა, – ვუთხარი და ამჯერად სხვანაირად შევხედე.
– იმედია საცოდავი არ გგონივარ, თორემ ეს ძალიან მეწყინება,
– მითხრა გამომცდელად.
– უნდა შემეცოდო? – თავი მოვისულელე.
მან არაფერი მიპასუხა, მხოლოდ თავის ბუდისებურ თმას შეავ-
ლო ხელი.
თვალები იმდენად ჩასიებული მქონდა, რომ სახის ნაკვთები აღარ
მოჩანდა. მხოლოდ ერთში ვიყავი დარწმუნებული – ყველა ჩემს თაყ-
ვანისმცემელს გაუკვირდებოდა, როგორ შეეძლო ადამიანის ორგა-
ნიზმში მიმდინარე პროცესს სახის ლამაზი ნაკვთები ესე შეეცვალა
და გაებერა.
– ლამაზი ხარ, უბრალოდ, გადაღლილი და შეშინებული მომხდა-
რით, – მითხრა ხუჭუჭამ და ხელით საბანი ამიწია, – მეც ბევრი თაყ-
ვანისმცემელი მყავს. ყველა მეუბნება, მზესავით თვალებს გვიჭრიო.
ეს გოგო აშკარად გულუბრყვილო და მიამიტი იყო. ვერ ხვდებო-
და, რომ ამას მხოლოდ იმისთვის ეუბნებოდნენ, რომ გული სტკენო-
და. მზის მსგავსი ნამდვილად იყო, ოღონდ საერთო ის ჰქონდათ,

168
ვერც ერთს დიდხანს ვერ შეხედავდით. ხუჭუჭა იმდენად კონტრას-
ტულად თეთრი და ნარინჯისფერი იყო, რომ გამაღიზიანებელიც კი
იყო დიდხანს მის თვალებში ყურება. ალბათ სკოლაში დასცინოდნენ,
თავი მართლა ლამაზი ჰგონიაო ამას. არ იყო განა? მთავარია საკუ-
თარ თავს უმშვენიერეს მზეთუნახავად მიიჩნევდა, სხვისი აზრი აუ-
ცილებელია?
თვალები დავხუჭე და სულ რამდენიმე წამში ღრმა ძილით ჩამე-
ძინა. აღარც ხუჭუჭას ხმა მესმოდა და აღარც გარე სამყაროს ხმები.
გამაყუჩებელი წამლებითა და ანტიბიოტიკებით ისე ვიყავი გაბრუე-
ბული, რომ ჩემი ტვინი საოცარ ნიშნებს მაძლევდა. „ხელი ასწიე“, –
გავიგონე ვიღაცის ხმა და უნებურად დავემორჩილე.
ხელის ძვალი დამემორჩილა, მაგრამ თითები ვერაფრით გავან-
ძრიე. მეორე ხელიც ავწიე და ჰაერში რაღაცის ხატვა დავიწყე. მარ-
ჯვენა ხელითა და მარცხენა ხელის თითებით ჰაერი შევკარი და სივ-
რცობრივი ილუზია შევქმენი.
ჰაერის ბუშტი დადგა ჩემ თვალწინ, ჩემ მიერ შექმნილი ბუშტი.
თავი ავწიე და ცხვირის წვეროთი მის შეხებას შევეცადე. მართლა კი
არ იყო ჰაერის ბუშტი, უბრალოდ მე წარმოვიდგინე, მე დავხატე! ის
არ არსებობდა რეალურად, მაგრამ ხელებითა და ხუთი თითით ჰა-
ერი მოვაგროვე და წინ დავიდგი. ხელები გავუშვი... იფრინოს ბუშ-
ტმა ჰაერში. აი, მართლა ვხედავ, როგორ გაჩერდა ჩემს ხელებზე
დაყრდნობის გარეშეც. ერთ ადგილზეა. ცხვირის წვერით მინდა შე-
ვეხო, ვდგები, ზურგს ვიმაღლებ, ძალა არ მყოფნის, ვგრძნობ ზურ-
გის კუნთი რომ არ მიმუშავებს, მაგრამ ძალას ვატან და უფრო ვუახ-
ლოვდები ბუშტს. სიბნელეა, ის კი მაინც ანათებს! თანაც რა ლამა-
ზია, ლაჟვარდოვანსა და ლურჯს ფერებს შორის.
ვიღაცამ ზურგს უკან ბალიში ამომიდო, ამით დამეხმარა ზევით
ავწეულიყავი და მიზნისთვის მიმეღწია. ბუშტს ვუახლოვდები, დავ-
ყნოსე – პიტნის მძაფრი არომატი აქვს. იმდენად მძაფრი, რომ ოდნავ
გამომაფხიზლა. მილიმეტრებიღა რჩება და შევეხები. ნაცნობი სუნი

169
აქვს, მაგრამ ვერ ვიხსენებ რისია. წამლის, კევის თუ კანფეტის? კი-
დევ ავიწიე, ვგრძნობ, რომ ძალიან მოვიკუზე, ზურგის ძვალი ღრჭი-
ალს იწყებს... მგონი აღარ შემი...
– სოფოკო, სოფოკოო, – მეძახის ვიღაცა და თვალებში მიყურებს,
– აიწიე აბა ცოტაც, უნდა ივარჯიშო, თორემ წამოდგომა ძალიან გა-
გიჭირდება.
– თვალი გავახილე და თეთრხალათიანი ექიმი დავინახე, მარტო
მის შავ წარბებსა და მქუხარე თვალებს ვხედავდი. გონზე რომ მოვე-
დი, გამარკვია, რომ თურმე ყოველდღე ამ „ვარჯიშს“ ვაკეთებდით,
რათა ჩემი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები გააქტიურე-
ბინა. ის „ბუშტი“, რომელიც მე თითქოს დავხატე სიზმარში, ექიმის
სპეციალური დანიშნულების მქონე ხელსაწყო იყო, რისკენაც უნდა
დამეხარა და ცხვირით შევხებოდი, სუნმა გამომაფხიზლა და რეალო-
ბა დამანახა.
– კარგია, რომ გონზე მოხვედი, – მითხრა ექიმმა და ხელი შუბ-
ლზე დამადო, – ერთ კვირაში გაგწერთ. რა ბუშტზე ლაპარაკობდი?
რაღაცა დავხატეო, ასე ამბობდი. მოგეჩვენა? რა წარმოსახვის უნა-
რი გქონია, – გამეხუმრა ექიმი და ჩემი გართობა მოინდომა.
– ალბათ დამესიზმრა. უკვე გათენდა? ხუჭუჭა სადაა? ჩემი მშობ-
ლები სად არიან?
– ხუჭუჭა? რომელი ხუჭუჭა? – მკითხა გაოცებულმა ექიმმა.
– აქ იყო, ნარინჯისფერთმიანი.
– აბა, რას ამბობ? პალატაში მარტო იყავი, ასეთ მძიმე მდგომა-
რეობაში პაციენტები მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყო-
ფებიან. მშობლებსაც ცოტა ხნით უშვებენ. თუმცა, რადგან დღეს
მომჯობინდი, გადაგიყვან სხვა პალატაში. სარეანიმაციო შენთვის
აუცილებელი აღარაა, საბედნიეროდ, – დასძინა ექიმმა და გასვლა
დააპირა.
– აბა მომეჩვენა? – დავეჭვდი.
– რა თქმა უნდა. პალატაში არავინ, უფრო სწორედ ვერავინ, ვერ

170
იქნებოდა, მითუმეტეს ვიღაცა ხუჭუჭა, მარტო იყავი, ალბათ ესეც
დაგესიზმრა.
– ანუ გული არ გამიჩერდა ოპერაციის დროს?
ექიმმა სამედიცინო ნიღაბი მოიხსნა, სათვალე აიწია და ყურად-
ღებით შემომხედა, მშვიდად ამოისუნთქა და ღიმილით მითხრა:
– არა, ტვინის შერყევა გქონდა, საკმაოდ მძიმედ იყავი, მაგრამ
გული არ გაგჩერებია, ნუ ნერვიულობ, მალე წახვალ შინ და მიხვდე-
ბი, რომ ძლიერი წამლების ზემოქმედების ქვეშ იყავი.
ვერ ვიჯერებდი, ნუთუ მართლა ეს ყველაფერი უბრალოდ მომეჩ-
ვენა და არანაირი ხუჭუჭა არ არსებობდა? საოცარია, მაგრამ უფრო
დავმშვიდდი, ვიდრე ავნერვიულდი ჩემი ფსიქოზით.
გამიხარდა, რომ გულთან საქმე კარგად მქონდა და სიზმარი უბ-
რალოდ ზედმეტად რეალურად მივიჩნიე.
საავადმყოფოში გატარებულმა ბოლო დღეებმა მეტად მომქანცა.
მშობლებიც მესტუმრნენ, თაკოც, დეტექტივიც, რომელიც მემუდა-
რებოდა ირმაზე სარჩელი არ შემეტანა. არ ვიცოდი, რა მექნა. ირმა-
ზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან ასეთ დღეში ჩამაგდო. მაგრამ ის
ხომ სრულ ჭკუაზე არ იყო? ციხეში რომ ჩამჯდარიყო, ამით მისთვის
რამე შეიცვლებოდა? ოთახში რომ იყო გამოკეტილი, მეტი დასჯა
რაღა უნდა ყოფილიყო? ამიტომ განვიზრახე სარჩელის შეტანაზე
უარი მეთქვა და მშვიდად მეცხოვრა. ბოლოს და ბოლოს ახლახან მეც
გიჟის ამპლუა არ მოვირგე? დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუჭუჭა
არსებობდა და ჩვენ ერთმანეთს დავუახლოვდით. მაგ დროს მე ვერ
ვაზროვნებდი, ისევე, როგორც ირმა ვერ აზროვნებდა იმ ღამეს. სი-
გიჟე ადამიანს წურბელასავით ახტება და ახრჩობს. თანაც დარწმუ-
ნებულები ხართ, რომ სრულიად ჯანსაღად იქცევით.
ხუჭუჭაზე ხმა არ ამომიღია. და არა იმიტომ, რომ ექიმს დავუჯე-
რე და მის არ არსებობაში დავრწმუნდი, არამედ ვიცოდი, რომ არა-
ვინ დამიჯერებდა და მის გამოჩენას ჩემს ავადმყოფობას დააბრა-

171
ლებდნენ. ისევე, როგორც ნენეს შემთხვევაში. ხუჭუჭას გამოჩენა იმ-
დენად რეალური იყო, მისი საწოლი, ტანსაცმელი, ლაპარაკი, რომ
წამოდგა და შუქი ჩააქრო, სიზმრებში ბოდავდიო, რომ მითხრა, ოპე-
რაციაზე, ლაპარაკი – ყველაფერი რეალური იყო, გარდა მისი თმი-
სა... არაამქვეყნიურად ნარინჯისფერი და ხუჭუჭა. ალბათ ჩემმა გო-
ნებამ მაგიტომ ვერ მოუფიქრა სახელი.
– უკვე უკეთ ვიყავი, ბევრი მნახველი მყავდა და ყველას ვეცოდე-
ბოდი. მე კი მზად ვიყავი ყველასთვის სათითაოდ ჩამერტყა, ვინც კი
სიბრალულს იგრძნობდა ჩემ მიმართ. ისეთი რა მჭირდა? სულ მალე
გამომწერდნენ, დიდი ამბავი!
კარებზე კაკუნი გაისმა, ისევ შესაბრალისი ფრაზების მოსმენა
მომიწევდა! „ა, ვიცი რა უნდა გავაკეთო! ვითომ მძინავს, ავადმყო-
ფის გაღვიძება ხომ არ შეიძლება? “
ვიგრძენი ვიღაცის ფეხის ხმა, ის ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,
მაგრამ თვალებს ჯიუტად არ ვახელდი. მაინტერესებდა ვინ იყო, თან
თვალებს თუ არ გავახელდი, შეიძლება ვერც გამეგო, ვინ იყო, ისე
გასულიყო. მან მაგიდიდან გრაფინი აიღო და გავიგონე წყლის დას-
ხმა როგორ დაიწყო, მერე ისევ მომიახლოვდა. არ მინდოდა თვალე-
ბი გამეხილა, მაგრამ მძაფრმა სუნმა მაიძულა ეს გამეკეთებინა.
– კარლო? – გამიკვირდა, მეგობარი მათხოვარი რომ მესტუმრა.
– თაკომ მითხრა, რაც დაგემართა. ვწუხვარ, კარგად იქნები მა-
ლე.
– აქ შემოგიშვეს?
– რატომაც არა? – მკითხა უკმაყოფილოდ კარლომ, რომელიც
წყალს ხარბად სვამდა.
– უბრალოდ ისე გამოიყურები... თან სუნი! ეს ხომ კლინიკაა? აქ
უამრავი ავადმყოფია, შენ კი ბაქტერიები გადაგაქვს.
კარლომ წყლის სმა მიატოვა, ჭიქა თავის ადგილას დადო და –
მითხრა: . – პირველად რომ არ შემიშვეს, მამაშენმა დამინახა და ახა-
ლი ტანსაცმელი მიყიდა.

172
– ვხედავ, რომ კარგად გაცვია, მაგრამ დაგებანა მაინც, – ვეცადე
კორექტული ვყოფილიყავი.
კარლომ ჯიბიდან საბუთი ამოიღო და თვალწინ შემაჩეჩა.
– რა არის ეს? – ვკითხე, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს და
რისი თქმა უნდოდა მას ამით.
– სუნი დაუბანლობის მიზეზი კი არაა, უბრალოდ ასეთი ავადმყო-
ფობა მაქვს. ახალგაზრდობაში შევიძინე, ტოქსიკური ნივთიერება
მომხვდა სხეულში და მის მერე ასე ვარ.
– არ ვიცოდი, – სირცხვილის გამო შევწუხდი.
– არაუშავს, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ამიტომ გაგიმხილე ეს
საიდუმლო, თანაც მომიწია ექიმებისთვის ამის ჩვენება.
ახლა ვხვდებოდი, რატომ ასდიოდა მას პირველივე დღიდან ასე-
თი სუნი.
– მერე აჩვენე დარაჯს? და შემოგიშვა მერე? – ვკითხე კარლოს
და მისი ახალი ტანსაცმლის დათვალიერება დავიწყე. მშვენივრად
გამოიყურებოდა.
– კი. სულელმა არც იცოდა ამ ავადმყოფობის შესახებ. დავუწყე
ახსნა, ორგანიზმის ყველა თვისება ჩამოვუთვალე, დავაჯერე, ბო-
ლოს მკითხა ექიმი ხომ არ ხარო და შემომიშვა. აბა არ იცის, ავად-
მყოფი უკეთ რომ ერკვევა დიაგნოზში, ვიდრე ზოგი სულელი ექიმი?
– ვერ დაგეთანხმე...
– ესეა. ჩემ შემთხვევაში, ასეა. ვერავინ მიშველა და ჩემი საუკე-
თესო წლები ამ ავადმყოფობის შესწავლას შევწირე.
– ექიმი იყავი?
– ნაწილობრივ, მაგრამ ხომ ხედავ, სულით მათხოვარი ვარ, სუ-
ნიც ამას არ მეუბნება? რაც უფრო მეტს ვიკვლევდი, მით უფრო ძლი-
ერდებოდა სუნი და ბოლოს მივანებე თავი და იმის კეთება დავიწყე,
რასაც ითხოვდა ჩემგან ეს ავადმყოფობა.
– იქნებ ესეც მესიზმრებოდა? ყოფილი ექიმი გაბომჟებული მათ-
ხოვარი? არა, არ მესიზმრებოდა. ყოველთვის მიკვირდა, ასეთი

173
ჭკვიანი მათხოვარი როგორ არსებობდა. მაგიტომ მომეწონა პირვე-
ლივე დღეს, ნაყინს რომ ჭამდა და სიამოვნებას იღებდა. ის ჩემი მე-
გობარი იყო, მე მისგან უამრავი რამე ვისწავლე.
– რატომ გგონია, რომ სუნის გამო მათხოვრად უნდა ქცეულიყა-
ვი? – ვკითხე კარლოს, რადგან არ ვიზიარებდი მის შეხედულებას.
– აყროლებული სული მაქვს, შიგნიდან მოდის ეს სუნი და არა გა-
რედან. ნიშანია, უსათუოდ დამპალი ვარ, დაჩირქებული არსება, –
მითხრა და თავი უნუგეშოდ ჩაჰკიდა.
– რატომ, რა ჩაიდინე ასეთი?
– საკუთარ თავს ვერ ვუშველე და სხვებს ვუშველიდი? მე ექიმი
მერქვა და ჩემთვის წამალი ვერ გამოვიგონე, – მითხრა კარლომ
გულმტკივნეულად და თვალები დახარა.
– კიდევ გეცადა, იქნებ გამოგივიდოდა!
– სახსრები ამომეწურა, ვერ ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთების-
თვის ფული იყო საჭირო.
– მერე ეს დაჩირქებულ სულთან რა კავშირშია? – აზრს თავი ვერ
მოვუყარე.
– არ გესმის შენ? – შემომწყრა კარლო, მაგრამ შემდგომ უფრო
ნელა დაიწყო, – საკუთარ თავს ვერ ვუშველე! ყველა ადამიანი ნა-
გავი და მათხოვარია, რომელიც თავს ვერ შველის. ყველა თავის
პატრონი უნდა იყოს, მიმიხვდი?
– ბოლომდე ვერა... – ნელ-ნელა ჩავწვდი მის აზრს. – ყველა ჩვენ-
განში ცხოვრობს უფალიო, ასე არ მითხარი? – კი, – დავეთანხმე იმა-
ში, რაც ოდესღაც ვუთხარი.
– თუ თავს ვინადგურებთ, საჭირო დროს შანს არ ვიყენებთ, არ
ვსწავლობთ და ამით მომავალს ვისპობთ – სულით აყროლებული
ადამიანები ვართ, აბა ვინ ვართ?
– კი მაგრამ, შენ ხომ არაფერი არ დაგიშავებია ასეთი მსგავსი
რამ.
– უბედური ვარ. ეს უბედურება მხოლოდ ჩემი ბრალია, ამიტომაც

174
ვარ სულით აყროლებული, – არ დამეთანხმა კარლო და ვიგრძენი,
როგორ სძულდა თავი.
ამ თემაზე მეტი აღარ გვისაუბრია. მე ყველაფერი მოვუყევი, რაც
იმ ღამეს მოხდა.
– საწყალი ქალი, – თქვა კარლომ ირმაზე.
– არაადეკვატურია, გიჟია! – ვთქვი და ხელით თავი მოვისინჯე,
საშინლად მტკიოდა.
– შენც არაადექვატური იქნები თუ მას დააბრალებ ამ საქციელს,
– მითხრა კარლომ და თავზე ხელი გადამისვა.
– აბა ვის უნდა დავაბრალო?
– ვინც ირმა ამ დღეში ჩააგდო. – მითხრა კარლომ და ხელით სიც-
ხის გაზომვას შეეცადა.
– მკვლელს? – ვთქვი დარწმუნებით. – დიახ.
მერე აღარ გაგვიგრძელებია, რადგან საშინლად ვიძაბებოდი და
თავის ტკივილი მიძლიერდებოდა, ბოლოს ერთად ვჭამეთ. დამშვი-
დობების დრო რომ დადგა, კარლომ მამაჩემის ნაჩუქარი ტანსაცმე-
ლი გაიხადა, ცელოფანში ჩადო და ოთახის ნაგვის ურნაში ჩააგდო.
– შეგიძლია წაიღო, რატომ ყრი? – ვკითხე გულწრფელად თავმა-
ღალ კარლოს, რომელსაც არ უნდოდა საჩუქრის მიღება.
– არ მჭირდება ეს ტანსაცმელი, შენს ცუდად ყოფნას გამახსენებს
მომავალში, – მიპასუხა და თავისი ძველი ტანსაცმელი ჩაიცვა.
– კარგი, – გამიხარდა ამის მოსმენა, თითქოს ტანსაცმლის გადაგ-
დებით სიმბოლურად უკეთ გავხდებოდი. – არ ვიცი, მიზეზი რა იყო,
მაგრამ კარლოს წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მართლა უკეთ
გავხდი. შეიძლება მიზეზი ის იყო, რომ ოთახი აყროლებული სუნის-
გან განიავდა ან იქნებ მართლა მიშველა მისმა სიტყვებმა.

175
14
ექიმმა მითხრა, ხვალ შინ გაგწერთო. არ ვიცოდი, რა უფრო მახა-
რებდა, გამოჯანმრთელება თუ ამ საავადმყოფოს დატოვება და
ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნება. ალბათ, უფრო მეორე.
საოცრად მომენატრა ყველაფერი ის, რასაც პალატაში ვერ ნახავ-
დით: ჩემი საწერი მაგიდა, კომპიუტერი, კალმები, წიგნები და რა
თქმა უნდა, გარემო, შინაური გარემო, რომელსაც სხვაგან ვერსად
გადააწყდება ადამიანი. ხშირად მბეზრდებოდა სახლში ყოფნა, ადრე
ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი შინიდან და სასეირნოდ გა-
ვიქცეოდი. საწოლის გასწორებაც მეზარებოდა, ჭამაც და წიგნების
დალაგება, გული სულ გარეთ მიმიწევდა, სახეტიალოდ. ახლა კი...
ახლა მენატრებოდა. ჩემი საწოლი, ბავშვობის სათამაშოები, ბი-
ოლოგიის წიგნიც კი და ოთახის სუნიც მენატრებოდა. ყველა სახლს
ხომ სპეციფიკური სუნი აქვს. თვით ადამიანებსაც. ადრე სადღაც
ჩემს ძველ სუნამოს წავაწყდი; შევისუნთქე და ყველაფერი გამახსენ-
და, რაც მისი გამოყენების პერიოდს უკავშირდებოდა. თურმე ნაც-
ნობ სუნს სიმღერაზე უფრო დიდი წარსულში გადაგდების ძალა ჰქო-
ნია.
176
თაკოს სახლში მუდამ კრემის სუნი იდგა. მეზობლებთან – შემწვა-
რი ქათმის. მათემატიკის მასწავლებელთან – შემწვარი კარტოფი-
ლისა და ძველებული მუსიკის სუნი. დიახ, მუსიკის. მუსიკასაც თავი-
სებური სუნი აქვს. რაღაც თავბრუდამხვევი, ყველაფრის დავიწყე-
ბისკენ რომ გიბიძგებს. ჩემს სახლში, მეგობრების თქმით, სიმკაცრი-
სა და ავეჯის სუნი იდგა. თითქოს დიპლომატიურ წარმომადგენ-
ლებს ახლახან დაეტოვებინათ ჩემი მისაღები ოთახი და მათი საბუ-
თების სუნიც სამარადისოდ შემოგვრჩენოდეს. სწორედ ეს მენატრე-
ბოდა, სახლის გარემო, ჩემი გარემო.
ღამის სამი საათი იქნებოდა. ვერ ვიძინებდი, წამლების სუნზე გუ-
ლი მერეოდა. თანაც ვიცოდი, რომ ბოლო ღამე იყო და ხვალიდან უკ-
ვე ჩემს საწოლში დავიძინებდი. საწოლიდან წამოვდექი და დერე-
ფანში გავედი. ჩემთვის გასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ მერჩივნა
შენიშვნა მიმეღო და ამ საშინელ ოთახს გავრიდებოდი. წამით უცნა-
ურმა აზრმაც გამიელვა: ხომ არ გავქცეულიყავი? რატომ? – თვითო-
ნაც არ ვიცოდი, უბრალოდ გასართობად. რად მინდოდა, ძალით ხომ
არ დამაწვინეს აქ, მაგრამ მე თავი საგიჟეთში წარმოვიდგინე. ალ-
ბათ თეთრი პალატების ბრალი იყო. შესასვლელში არავინ ჩანდა, გა-
ნათებული, მაგრამ მკვეთრი თეთრი ფერით გაშუქებული დერეფანი
თვალს მოგჭრიდათ. ამ საავადმყოფოს თითოეული დეტალი ნერ-
ვებს მიშლიდა, თავი ლამის მართლა შიზოფრენიით დაავადებულად
მიმაჩნდა, მათ მსგავსად, ამ წუთას ყველაფერი მაღიზიანებდა. ნელა
მივდიოდი, თავი სამოთხეში მეგონა: ყველაფერი თეთრი, სუფთა და
წყნარი იყო. მაგრამ სამოთხე თუ იყო, რატომ მაწუხებდა იქ ყოფნა?
იქნებ ჯოჯოხეთი იყო სამოთხეს მიმსგავსებული?
გულმა მიკარნახა, რომ ნელი ნაბიჯების ნაცვლად, მოძრაობის
ტაქტიკა შემეცვალა და ავჩქარებულიყავი. სუნით ვგრძნობდი, რომ
საავადმყოფოს სისუფთავე მოჩვენებითი იყო და სინამდვილეში ვი-
ღაცის ბინძური სული ტრიალებდა.
უეცრად ფეხს ავუჩქარე, რაღაცამ მაიძულა ასე მოვქცეულიყავი.

177
ამჯერად აჩქარება კი არა, გაქცევა მომინდა. ვიღაც მომსდევდა, სა-
შინლად ქოშინებდა და ჩემს დაჭერას ლამობდა. უკან მოხედვის შე-
მეშინდა. ვერც გავიაზრე, რა სწრაფად დატრიალდა ეს ყველაფერი.
სულ რამდენიმე წუთის წინ მშვიდად მივაბიჯებდი, ახლა კი გულა-
მოვარდნილი ვიღაცას ვემალებოდი. ისევ ხომ არ მეჩვენებოდა?
არა! სისხლის სუნს ვგრძნობდი, მაგრამ ამჯერად ჩემი სხეულიდან
გადმონადენს არა.
– გაჩერდი, გესმის გაჩერდი! – მომძახა უკნიდან ხნიერმა კაცმა
მუდარით. მისი ხმა იმდენად დამახინჯებული იყო, რომ ვერ ვიცანი
ვინ იყო. თუმცა აშკარად ნაცნობი ჩანდა.
შიშს ისიც მიმძაფრებდა, რომ მოქმედება საავადმყოფოს მეცხრე
სართულზე ხდებოდა, სადაც ყველაზე მძიმედ დაშავებულები იწვნენ
და არავის არაფერი ესმოდა. ვგრძნობდი, რომ მასზე სწრაფი ვიყავი,
თანაც ბევრად, ამიტომ შევყოვნდი, ამოვისუნთქე და უკან თვალი
გავაპარე. მერჩივნა აქვე მოვეკალი, ვიდრე ეს წამება მენახა. დაახ-
ლოებით ოცი წამი თავს უკან ვერ ვხრიდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ
მტკიოდა და მთელი სხეულის მოტრიალება მჭირდებოდა და თანაც
მეშინოდა, უკან ურჩხული არ მენახა.
ხელით შებინტული თავის დაჭერა ვცადე, ნელა შემოვბრუნდი,
მაგრამ უკან არავინ დამხვდა. ძალიან შორს დავწინაურებულვარ,
ჩემზე ბევრად ნელი აღმოჩნდა, უსათუოდ ათიოდე მეტრით ჩამომ-
რჩა, დერეფნის მეორე მხარეს. მინდოდა გავყოლოდი, მენახა ვინ
იყო. რატომ დამსდევდა, რა უნდოდა ჩემგან, რა დავუშავე? გაქცევა
და წინ წასვლა ჩიხში ჩამკეტავდა, ახლა კი საშუალება მეძლეოდა,
მის წინაშე უფრო მამაცი გამოვჩენილიყავი.
შიშზე ძლიერი ცნობისმოყვარეობა აღმოჩნდა. რატომ არ ვყვი-
როდი? გაბრუებული ვიყავი და იქნებ ესეც მესიზმრებოდა? მერე
ნამდვილად საგიჟეთში მომათავსებდნენ. მერჩივნა მოვმკვდარიყა-
ვი, ვიდრე ნენესნაირად შევერაცხე. ალბათ მეშინოდა, თავი გიჟად
მეცნო, თუმცა გიჟებსაც აქვთ თავიანთი ხიბლი: სხვა სამყაროში

178
ცხოვრობენ, ბევრად მაგარი და საინტერესო სამყაროში. ალბათ
დაგვცინიან კიდევაც, ეს ჩვეულებრივი ადამიანები რა საცოდავები
არიან, რამდენი რამის დანახვა არ შეუძლიათ, რასაც ჩვენ ვხედავ-
თო. და ზოგადად, ხედავდე იმას, რაც არ არის, ჩვეულებრივი სიგი-
ჟეა, მაგრამ აქციო ეს რეალობად – გენიალურობის ტოლფასია. გი-
ჟებიც გენიოსები არიან, უბრალოდ სხვა, არარსებული სამყაროს გე-
ნიოსები.
გიჟებზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო. ძალა მოვიკრიბე და
სვლა გავაგრძელე. ადრე მისგან გაქცევას ვლამობდი, ახლა კი ვე-
ძებდი. მართლა არაადეკვატური ხომ არ ვიყავი?
– სად ხარ? გამოჩნდი, პოლიციას დავურეკავ იცოდე...
პასუხი არავინ გამცა. ნეტა, ეყვირა, ეწივლა, დანით გამოსული-
ყო, დასახიჩრებული და შემაძრწუნებელი – ეს მერჩივნა აუტანელ
სიჩუმეს. თავს ხელი გავუშვი და გარემოს დავხედე. სისხლის მძაფრი
სუნი ვიგრძენი, მას მივყევი. ძაღლივით ძლიერი ყნოსვა აღმომაჩ-
ნდა, რადგან მივაგენი... იატაკზე თეთრხალათიანი ექიმი ეგდო. მის
უკან სისხლის ნაკვალევი ეტყობოდა. ახლა ნამდვილად ვერაფერს
ვხვდებოდი. მკვლელი დამსდევდა თუ მსხვერპლი? სისხლი ზუსტად
იმ ტრაექტორიაზე იყო, სადაც ორივე მივრბოდით.
– გვიშველეთ! – დავიწყე ყვირილი, რადგან ვხვდებოდი, რომ
ექიმი, რომელიც ოდესღაც პაციენტებს არჩენდა, ამჯერად თავად
საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას.
მინდოდა მივახლოებოდი, პულსი გამესინჯა, მაგრამ შემეშინდა.
პირქვე ემხო და სახეზე ვერ შევხედე. მხოლოდ ჭაღარა თმასა და
თეთრ ხალათს ვხედავდი.
– რა მოხდა? – ჩემს სასოწარკვეთილ ხმაზე ერთდროულად გა-
მოცვივდნენ ექიმები.
– კვდება, – ვთქვი სასოწარკვეთილად.
– კი არ კვდება... მოკვდა, – თქვა ერთ-ერთმა ქირურგმა, რომელ-
მაც დაზარალებული ზურგზე დააწვინა და დაინახა მისი ყვითელი

179
გახელილი თვალები.
– არა! – წამოვიყვირე და წამოვხტი.
– სამწუხაროდ, ასეა – გამიმეორა ექიმმა და მობილურით პოლი-
ციის გამოძახებას შეეცადა.
– არა, – გავიმეორე და გვამს დავხედე, – ეს ხომ ტარიელია – ნე-
ნეს მამა!
თავს ბევრად სუსტად ვგრძნობდი, ვიდრე ოდესმე. ხელით თავს
ვეღარ ვიმაგრებდი, ამიტომ გვერდით მდგომ ექიმს დავეყრდენი.
კაცმა მტკიცედ მომხვია ხელი და ჩემი პალატაში შეყვანა სცადა.
– თქვენ სად იყავით, სად? ეს საავადმყოფოა თუ სასაკლაო? –
დავიწყე ყვირილი.
– დამშვიდდით, თქვენთვის არ შეიძლება! ცუდად გახდებით! –
მამშვიდებდა ექიმი, მაგრამ მხოლოდ საპირისპირო ეხერხებოდა.
თუმცა მართალი იყო – ცუდად ნამდვილად გავხდი. ვიგრძენი
როგორ დამეწყო თავბრუსხვევა და გონება მებინდებოდა. არ მინ-
დოდა ეს მაინც და მაინც ახლა მომხდარიყო, ახლა სრულ ჭკუაზე უნ-
და ვყოფილიყავი. თვალები მეხუჭებოდა, გულის რევის შეგრძნება
მიძლიერდებოდა, მაქსიმალურად ვაიძულებდი ჩემს თავს ფეხზე
ვმდგარიყავი. ექიმს წყლის მოტანა ვთხოვე, უფრო ვუყვირე, ვიდრე
ვთხოვე, რადგან გამაბრაზა იმ ფაქტმა, რომ მათ ვერაფერი მოიმოქ-
მედეს დანაშაულის თავიდან აცილებისთვის. დღის ნათელ დროს
რომ მომხდარიყო ეს, მაშინ თუ შეამჩნევდნენ ნეტა?
– ნუთუ მართლა დაიღუპა? აღარაფერი ეშველება? იქნებ სუნ-
თქავს, შეამოწმეთ! ისევ, ბევრჯერ შეამოწმეთ, – ვემუდარებოდი
ხან ერთს, ხან მეორეს.
– დამშვიდდით. მას აღარაფერი ეშველება. თქვენი ჩვენება გამო-
ძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ძალა უნდა მოიკრიბოთ
და მომავალზე იფიქროთ.
– რა გამოძიებაზე! რა დროს ეს არის, – ძლივს ვლუღლუღებდი,
– უნდა ვნახო, ის ჩემი მეგობრის მამაა.

180
– ვიცი... ის შესანიშნავი მამა და ბრწყინვალე ექიმი არი.., – სიტ-
ყვის დასრულებისას ექიმს თითქოს ენა დაება და წამების შემდეგ
დაამატა, – იყო, დიახ, იყო შესანიშნავი მამა, ექიმი და ადამიანი.
– რა დაემართა, რა მოხდა? – ვთქვი სასოწარკვეთილი ხმით,
რადგან მივხვდი, რომ საქმე განზრახ მკვლელობას ეხებოდა.
– არ ვიცით ჯერ, სამართალდამცავები გაარკვევენ, რასთან
გვაქვს საქმე, – მიპასუხა ექიმმა, რომელიც აშკარად შეწუხებული
იყო, ამდენ კითხვას რომ ვუსვამდი და ირიბად მას და მის კოლეგებს
რომ ვაბრალებდი უყურადღებობას.
– კამერები ხომ გაქვთ დამონტაჟებული, ნახეთ! გადაახვიეთ! შე-
იძლება მკვლელი აქ იყოს და ნებისმიერ დროს შემოვიდეს.
ექიმს შეეტყო, რომ არ უფიქრია მკვლელის საავადმყოფოში ყოფ-
ნის ალბათობაზე, ამის გაგონებისას, შეკრთა, გარშემო მიმოიხედა,
ოდნავ წამოხტა შიშით და პატარა ბავშვის სახე მიიღო, რომელსაც
ეშინოდა მის შოკოლადს საფრთხე არ დამუქრებოდა.
– კამერებს გადავახვევთ მხოლოდ პოლიციის ნებართვით, უკვე
მოსულები არიან, ნუ გეშინიათ. – მამშვიდებდა ექიმი, რომელიც ჩემ-
ზე მეტად იყო შეშინებული.
ფანჯრებიდან გავიგონე უამრავი პოლიციის მანქანის ხმა. რუპო-
რიდან მბრძანებლურ ხმას ოთახებში შემოვარდნაც დაემატა. თი-
თოეული პალატა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, ვინმე ხომ არ იმალე-
ბაო. ჩემთანაც შემოიჭრა ორი შეიარაღებული პოლიციელი. სრული-
ად კონტრასტულები იყვნენ ერთმანეთისაგან. ერთი – ბრგე, მაღა-
ლი, ტონისებური აღნაგობის, მეორე კი – გამხდარი, პატარა, ტანით
ჩემზე უფრო სუსტი იქნებოდა. მამა-შვილს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე
კოლეგებს, რომლებიც მკვლელს ეძებდნენ. დარწმუნებული ვიყავი,
რომ მთელ საავადმყოფოში საქმის ნამდვილი ვითარება მხოლოდ მე
ვიცოდი: ტარიელი იდეალური ადამიანი იყო, ფილანტროპი და სა-
კუთარ შვილზე და სამყაროზე უზომოდ შეყვარებული. მას მტრები
არ ჰყავდა, ან თუ ჰყავდა, მოსაკლავად არავის უნდა გაემეტებინა.

181
თუმცა, არავინ იცოდა, ასე როგორ გამდიდრდა. შეიძლება მოტივი
ანგარება ყოფილიყო, უბრალოდ წარმატებული ბიზნესმენის გზიდან
ჩამოცილება. მაგრამ არც ამას დავიჯერებდი, რადგან ტარიელი და-
ბოღმილ ადამიანებს გვერდით მოისვამდა და მშობლის მსგავსი ტო-
ნით დაარიგებდა და სიკეთის ქმნას ასწავლიდა. მკვლელობის მოტი-
ვი და მიზანი აშკარა იყო – მკვლელის პიროვნული ავადმყოფობის
დაკმაყოფილება. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ დამნაშა-
ვე ზუსტად ის იყო, ვინც სოსო მოკლა. რისთვის? – უბრალოდ ისე.
შიშმა ამიტანა, რადგან მივხვდი, რომ ნახევარი წლის თავზე მან
ახალი მსხვერპლი გამონახა. მსხვერპლი, რომელიც ოდესღაც ჩვენ-
თან კომინოზე ისვენებდა და თავისი ტკბილი ისტორიებით გვარ-
თობდა.
– თქვენ ხართ სოფოკო? – მკითხა ზორბა პოლიციელმა მბრძა-
ნებლურად, თუმცა ჩემი დაბინტული თავი და ჩალურჯებული და
ატირებული თვალები რომ დაინახა, უფრო თბილად მომმართა, –
უნდა წამობრძანდეთ, თუ შეგიძლიათ.
– არა, – დაუბეჯითა ექიმმა იმ წამსვე, – ავადმყოფის გაშვება,
თანაც პროკურატურაში, ახლა დაუშვებელია მისი ჯანმრთელობი-
დან გამომდინარე.
პოლიციელმა ექიმს უკმაყოფილოდ შეხედა, აშკარად არ ესია-
მოვნა, რომ მისი სიტყვა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თავისი. მხო-
ლოდ თვალები დაუბრიალა და ჩემკენ შემობრუნდა:
– გამოჯანმრთელდით, თუ არა და, – დაფიქრდა პოლიციელი,
თითქოს უნდოდა ეთქვა „სულ ერთია“ და დაამატა, – აქეთ გეწვევათ
დეტექტივი.
– დეტექტივი ზურა? – ვკითხე შეშინებულმა, რადგან მალე სა-
ტანჯველი მომემატებოდა.
– ზურა? – გაიკვირვეს პოლიციელმა.
– დიახ, ზურა. სოსო კაკაჩიას საქმეს რომ იძიებდა, – დავუდას-
ტურე პოლიციელებს.

182
– ის რა კავშირშია ამჟამინდელ ამბავთან? – გაიხსენა პოლიცი-
ელმა თვეების წინანდელი სკანდალი მილიონერის შვილის მკვლე-
ლობაზე.
მივხვდი, რომ პოლიციელებს არ შეიძლებოდა სცოდნოდათ, რა
კავშირში იყო სოსო ტარიელთან და როგორ უკავშირდებოდა ერ-
თმანეთს ეს ორი მკვლელობა. ექიმს ხელით შევეხე და მივანიშნე
დამხმარებოდა სასთუმალი ამემაღლებინა და ლაპარაკი დამეწყო.
– იქნებ მერე? – ექიმს უნდოდა საუბარი სხვა დროისთვის გადა-
მედო, რადგან წუხდა ჩემი მდგომარეობით.
– არა, არა, ახლა, შეიძლება საჭირო და აუცილებელი იყოს.
პოლიციელს უკმაყოფილება დაეტყო, ვეღარ ითმენდა. უნდოდა
ხელში ისეთი ინფორმაცია ჩავარდნოდა, რაც დაეხმარებოდა რანგის
ამაღლებაში.
– სოსო და ნენეს მამა... – დავიწყე ძლივს.
– ნენეს მამა? – ცივად შემაწყვეტინა პოლიციელმა, რომელსაც
არ აინტერესებდა ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მისთვის უმნიშ-
ვნელო დეტალები.
– ტარიელი, ნენეს მამაა, – ავუხსენი მოთმინებით და გადავწყვი-
ტე მხოლოდ კონკრეტულად მესაუბრა.
– დაზარალებულს იცნობდით არა მხოლოდ როგორც ექიმს, არა-
მედ რაღაც უფრო ახლო გაკავშირებდათ? – მკითხა და კოლეგას და-
ავალა საუბარი ჩაეწერა.
– დიახ. ის მამაჩემის მეგობარია. ერთად ვისვენებდით კუნძულ
კომინოზე, სადაც სოსო კაკაჩია მოკლეს ნახევარი წლის წინ.
– ფიქრობთ, რომ საქმე იმ ავადმყოფ მკვლელთან გვაქვს?
– დიახ და ძალიან მეშინია, რადგან შეიძლება ჩემს ახლობლებსაც
ან მეც იგივე დაგვმართოს.
მივხვდი, რომ ამის თქმა ამჯერად საკმარისი იყო, პოლიციელმაც
იგრძნო ეს და სპეციალური ტელეფონით დეპარტამენტს დაუკავ-
შირდა და ახალი ძალების შემომატება მოითხოვა.

183
– დაისვენეთ, თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა ხართ. ამ
საქმეში, თვითმხილველი ხართ.
– ისეთი არაფერი მინახავს...
– ყველაფერი მნიშვნელოვანია, – მითხრა პოლიციელმა და ოთა-
ხიდან გავიდა.
ექიმს მამაჩემთან დარეკვა ვთხოვე, ძალიან მჭირდებოდა გვერ-
დით მისი ყოფნა. ნომერი ვუკარნახე რა, რამდენიმე წუთში მისი ნამ-
ძინარევი ხმა გავიგონე. გამიჭირდა ერთბაშად მეთქვა, რომ მან ბავ-
შვობის საუკეთესო მეგობარი დაკარგა.
– კარგი, მოვალ, – თქვა დამწუხრებულმა და ყურმილი დაკიდა.
მამაჩემის მოსვლამდე არ წყდებოდა სირენების ხმამაღალი ხმა,
ადამიანების ყვირილი, ნენეს ტირილი და პოლიციელების მბრძანებ-
ლური მიმართვა, გაეთავისუფლებინათ დერეფანი. გარეთ არ მიშ-
ვებდნენ, რადგან ყველა პაციენტს საყვარელი ექიმის მდგომარეო-
ბის გაგება უფრო აინტერესებდა, ვიდრე თავისი. ამდენი ხალხის ად-
გილი კი იქ, ბუნებრივია, არ იყო.
ექიმმა ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთა, წინააღმდეგობას ვუწევ-
დი, რადგან ვიცოდი, მალე წამლის გამო ძილი მომერეოდა და ხვა-
ლამდე სიახლეს ვერ გავიგებდი. უარის თქმას აზრი არ ჰქონდა. ბოსი
ექიმი იყო, და არა – მე. საბოლოოდ დავემორჩილე და ხელების ქნევა
მივატოვე. თვალები მეხუჭებოდა და გარედან შემოსული კივილ –
ტირილი უფრო და უფრო მცირდებოდა. თავი ტრანსში მეგონა – სა-
სოწარკვეთილი ტარიელის შვილის ხმა კი არ მესმოდა, უფრო
ვგრძნობდი ხმის შემზარავ ბგერებს, შენელებული კადრის მსგავსი
რომ იყო. რაც უფრო მეტად ძილისკენ მივექანცებოდი, მით უფრო
პასიური ხდებოდა ადამიანების საცოდავი, შესაბრალისი ტირილი.
ტონის რამდენიმე წუთით რომ დაგვიანებოდა, უკვე ღრმა ძილში
ვიქნებოდი.
– რიგზეა ყველაფერი, დღეს თქვენს კარებთან ვმორიგეობ, – რო-
ბოტისებურად თქვა ტონიმ და პროფესიული წესის სრული დაცვით

184
ექიმის თითოეული ჯიბე გაჩხრიკა.
ექიმს აშკარად არ მოეწონა ეს, მაგრამ მკვლელობის ღამეს ყველა
აუცილებელი ზომის მიღება გადაუდებელი და საჭირო იყო.
– უნდა დაგტოვოთ, – თქვა ექიმმა და ტონის გაბუტული სახის
გამომეტყველებით შეხედა, თითქოს ეწყინა, ჩემს პატიოსნებაში ეჭ-
ვი როგორ შეეპარაო, – პაციენტს ყველა წამალი მიღებული აქვს.
შეგიძლიათ გარეთ დადგეთ, შიგნით ყოფნა არ შეიძლება.
– ჩემთვის შეიძლება, – მოუჭრა ტონიმ.
– მე ვთქვი, რომ არ შეიძლება, სიმშვიდე სჭირდება, – შეეპასუხა
ექიმი მოთმინებადაკარგული ხმით.
– მშვიდად ვიდგები, არ შევაწუხებ, თანაც მაინც ეძინება და ვერც
იგრძნობს ჩემს აქ ყოფნას, მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მევალება.
– ისე ხმამაღლა სუნთქავთ, მგონი აშკარად არღვევთ ყოველნაირ
სიმშვიდეს, გთხოვთ მიბრძანდეთ. რამდენჯერ გაგიმეოროთ, რომ აქ
ყოფნა არ შეიძლება? – მკაცრად მიუთითა ექიმმა, თითქოს სამაგიე-
როს უხდიდა გაჩხრეკისათვის.
თვალებს ძლივს ვახელდი და ტონის დაცვა ვერ შევძელი. თუმცა
მას ჩემი დაცვა არც სჭირდებოდა. გიგანტისებური ხელებით თავისი
პიჯაკი გაისწორა, ფეხსაცმლის წვეტს დახედა, თითქოს ზომავდა
რამდენად შორს გაფრინდებოდა ექიმი, პანღურს თუ დაარტყამდა.
ექიმს მიუახლოვდა, ხალათზე ხელი მოუთათუნა და ორივე ხელით
ჰაერში ასწია:
– იცი, ექიმო, ვერ ვიღიმი, სახის ნერვები მაქვს დაზიანებული...
– თქვა რბილად ტონიმ.
– მერე, მერე ეს რა შუაშია? და საერთოდ, დამსვით! – აღშფოთ-
და ექიმი.
– შენც იგივე დაგემართება, თუ ხმას ამოიღებ და ტონის გააბრა-
ზებ, – თქვა ტონიმ და უეცრად ხმა შეცვალა. უხეში და შეუპოვარი
გახდა.
– კარგი, კააარგი, დამსვით, დაგტოვებთ, – თქვა ექიმმა და არ

185
შეიმჩნია, რომ ტონის სახის გამომეტყველების შეეშინდა.
– ძალიანაც კარგი, – უპასუხა დაცვამ და ექიმი დასვა, თან დაკუ-
ჭული ხალათიც გაუსწორა.
ვხვდებოდი, რომ საბოლოო ჩაძინებამდე დაახლოებით ათი წუ-
თიღა მრჩებოდა. ამიტომ ყურადღების დაკოცენტრირებას არა ტო-
ნისა და ექიმზე ვცდილობდი, არამედ გარეთ მომხდარ ამბებზე.
ჩემს ოთახში ვიღაცა იმდენად უეცრად შემოვარდა, რომ ტონიმ
ავტომატურად, წამებში იარაღი ამოიღო და შემოსულს შუბლზე და-
ადო.
მამა! შემდეგში ფრთხილად! კინაღამ გესროლა! – ამოვილუღ-
ლუღე ძლივს და შემოსულ მამაჩემს ძლივს გავუღიმე.
მამაჩემი საოცრად გადაღლილი, მომხდარით შეშინებული და სა-
სოწარკვეთილი ჩანდა. მშვენივრად იცოდა, რომ შემდეგი შეიძლე-
ბოდა ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო. მხოლოდ კომინოზე ოდეს-
ღაც დამსვენებლებმა ვიგრძენით ეს შიში. შიში, რომელიც საოცარი
კუნძულის სიყვარული არა თუ გადაფარა, არამედ მიწასთან გაას-
წორა და ზედ გადააფურთხა.
– მამა, ტარიელის მტრები ხომ არ ჰყავდა?
– არ ვიცი, სოფოკო. ის მილიონერი იყო, რთული წარმოსადგენია,
როგორ შეეძლო მხოლოდ ექიმობით ამხელა სიმდიდრე მოეხვეჭა, –
მიპასუხა მამაჩემმა და მოუთმენლად ჩემი პალატა დაათვალიერა, –
მინდა გამოხვიდე გარეთ, ექიმს უკვე ვთხოვე ნებართვა. ნენე ძალი-
ან ცუდად არის, შენი გვერდში ყოფნა სჭირდება ახლა, – მითხრა მა-
მაჩემმა და შუბლზე მეალერსა.
– კარგი, ათი წუთი მაქვს, – ვთქვი მშვიდად და ნენეს დასამშვი-
დებლად სიტყვების მომზადება დავიწყე.
– რა? – მკითხა შეშინებული ხმით მამაჩემმა, თითქოს „ათ წუთში“
სიცოცხლის ხანგრძლივობა ვიგულისხმე.
– წამალი გამიკეთეს და მალე მკვდარივით ჩამეძინება.

186
ვიგრძენი, რამდენად დაამშვიდა ამ პასუხმა მამაჩემი, მაგრამ რა-
ოდენ შეეშინდა სიტყვაზე „მკვდარივით“.
საწოლიდან წამოვდექი და ჩუსტების ძებნა დავიწყე, ძალიან ნე-
ლა ვაკეთებდი ამას. სანამ მამაჩემი მიხვდებოდა, რომ უნდა დამხმა-
რებოდა, მანამ ტონი მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა. გარეთ ხელ-
ში აყვანილი გავედი.
ტონის ეს რომ არ ექნა, იქვე დავეცემოდი ნანახის გამო. ტარიე-
ლის გვამი არათუ გასისხლიანებული, არამედ გაყვითლებული და
ზოგ ადგილას გალურჯებული იყო. აშკარა იყო, რომ სიკვდილი მხო-
ლოდ ჭრილობის მიყენებით არ იყო გამოწვეული. სხეული ისე და-
ესახიჩრებინათ, გეგონებათ ტარიელზე საშინელი ცდები ჩაატარეს
და აწამეს, დასცინეს და ბოლოს მოკლეს. და ეს ყველაფერი საავად-
მყოფოში, სადაც მე მეძინა?
– გამატარეთ, გამატარეთ! – ყვიროდა ერთ-ერთი, რომელიც
გვამს სურათებს უღებდა შემდგომი გამოძიებისთვის.
– ხალხი გაიყვანეთ, აქიდან, დროზე! – ბრძანებდა ინსპექტორი,
რომელსაც აშკარად გაბატონებული ადგილი ეკავა სხვებთან და ნე-
ნეს სახეში შეხედა, ანიშნებდა – ყველაზე მეტად შენ მიშლიო ხელს,
– ეს ქერათმიანი გიჟი გაიყვანეო.
ნენემაც არ დააყოვნა და ინსპექტორის უკმაყოფილო სახე რომ
დაინახა, პანტერას მსგავსად პირდაპირ ზურგში ჩააფრინდა და ცო-
ფიანივით ჩასძახოდა:
– თვალებს ამოგთხრი, – ყვიროდა ნენე, რომელიც უკმაყოფილო
და გაგიჟებული იყო ინსპექტორის ბრძანებით, რომელიც მამასთან
ყოფნას არ აცლიდა.
– გაიყვანეთ ეს გიჟი. გამოძიებას ხელს უშლის! – დაიყვირა ინ-
სპექტორმა და თავხედი გოგო მიწაზე დააგდო.
ნენემ რომ გაიგო, ვიღაცამ მას ნაცნობი სიტყვით მიმართა, უფრო
გამწარდა და მიწაზე კოტრიალი, მუშტების დარტყმა დაიწყო. ვიცო-

187
დი, ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ მან დაკარგა ის ადა-
მიანი, რომელიც მას „გიჟს“ მოფერებითა და სიყვარულით ეძახდა,
მაშინ, როდესაც სხვები ამას ან მის დასაცინად აკეთებდნენ, ან სი-
ნამდვილის ხაზგასასმელად. მან დაკარგა ის ადამიანი, რომელიც
შეყვარებული იყო მასზე, როგორც შვილზე. ტარიელს ნენეში ავად-
მყოფობაც სიგიჟემდე უყვარდა, მისი გამაოგნებელი ფრაზებიც, მისი
სრულიად არაადეკვატური ისტორიები მოჩვენებებზე. მამამისი ხომ
სწორედ ის კაცი იყო, რომელიც ოდესღაც შეჰპირდა ყველაფერს
თავს დავანებებ და შენთან ერთად მოჩვენებებს მივყვებიო. ის ხში-
რად იქანცებოდა შვილის საქციელით, მაგრამ ბოლოს გულში იკრავ-
და და მასთან ერთად ტიროდა დედის ხსენებაზე. ნენეც ხშირად იბუ-
ტებოდა, რომ მამამისს მისი არ ესმოდა, მაგრამ მის ჭაღარა და გა-
დაღლილ სახეს რომ დაინახავდა, გული უხურდებოდა და მის გვერ-
დში შემოსკუპდებოდა ჩიტის მსგავსად. ნენე ხომ სრულიად ობოლი
დარჩა. ნეტა, თუ შეიყვარებდა მას ვინმე ისე, როგორც ტარიელს უყ-
ვარდა? – არაამქვეყნიურად, გამაგიჟებლად და თავგანწირვით?
ნენეს გაყვანა ძლივს შეძლეს, ის ვერ სცილდებოდა ამ უკვე გარ-
დაცვლილ მამას. ტონიმ იატაკზე ვერ დამსვა. ჯერ ერთი იმიტომ,
რომ ჩუსტები არ მეცვა, თანაც მთელი იატაკი გასისხლიანებული და
გაყვითლებული იყო რაღაც ხსნარით. ნენესთან მიახლოება ვთხოვე.
მეგობარს ქერა თმაზე შევეხე და გულში ჩავიკარი. საოცრად გამიკ-
ვირდა, რომ ნენემაც იგივე გააკეთა, მეგონა უფრო გამწარდებოდა,
რომ შევიცოდე, მაგრამ ამჯერად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო ჩემი გვერდში დგომა. ქერა კულული ზურგს უკან გადავუწიე და
კისერზე ვაკოცე. ვიგრძენი მისი საოცარი სურნელება, მისი თბილი
და ლამაზი ბავშვური და ნაზი სხეული, გრძელი თმა, რომელსაც ბავ-
შვობაში მხოლოდ მამა ეთამაშებოდა. როდესმე თუ გაიკარებდა ვინ-
მეს?
– რა უქნეს, ხედავ, რა უქნეს? პირიდან ყვითელი შხამი ამოსდი-

188
ოდა, საშინლად ყარდა და სულ გასისხლიანებული იყო, სოფოკო, და-
ინახე? – შემომტირა.
– ვხედავდი, ნენე, ტარიელს ყოველთვის ეყვარები, იმ სამყარო-
შიც კი, შენ ხომ მისი პატარა თოჯინა ხარ, – დავამშვიდე ნენე და
საშინლად გავბრაზდი ცივსისხლიან მკვლელზე, რომელიც აშკარად
უმოტივო მოტივით მოძრაობდა.
ვეღარ ჩამწვდა ნენეს პასუხი, თავი ტონის მხარს დავადე და თვა-
ლები დავხუჭე, ინსპექტორების ხმაც შეწყდა და ხალხის გაძახილიც.
ხედავთ, რა უნარი შესწევს ადამიანს? წამებში ყველანაირი ხმა გა-
იკმინდა და ყოველივე გაცარიელდა ჩემი გონებიდან. წამებში სულ
სხვა სამყაროში გადავედი, ყველა დაიხოცა თითქოს, ყველა გარდა-
იცვალა ჩემს ძილში, ვერავის ვხედავდი, უბრალოდ ჩამეძინა. რა სუ-
ლელია ეს ექიმი, ამ დროს შეიძლებოდა ჩემთვის ამ წამლის გაკეთე-
ბა, ასეთ მნიშვნელოვან დროს?

189
15
ახლახან არ ვამბობდი, საავადმყოფოს დატოვება მინდა და აქ
ყოფნაზე უარესი რაღა უნდა იყოს-მეთქი? მგონი შევცდი. მგონი კი
არა – ნამდვილად, ნამდვილად შევცდი. ნებისმიერი განსაცდელის
დროს, არასდროს თქვათ, რომ მეტი უარესი აღარაფერი გადაგხდე-
ბათ. ცხოვრება ცივ წყალს გადაგასხამთ, თანაც ზამთარში და თანაც
მოულოდნელად და დაგანახებთ, რომ მისი ფანტაზია ბევრად დიდია,
ვიდრე თქვენი ადამიანური მიამიტური განცდა იმისა, რომ მოცე-
მულზე უარესს ვერასდროს გადაეყრებით.
დილით, ღრმა ძილიდან გამოსულს, გამიკვირდა, ასე უშფოთვე-
ლად როგორ შევძელი ყოფნა, მერე გამახსენდა, წამლებით გაბრუე-
ბული რომ ვიყავი. ისიც გამახსენდა, თუ რა მოხდა წინა დღეს. ღი-
ლაკს დავაჭირე და ექთანი ვიხმე, ვთხოვე დამხმარებოდა.
– გარეთ დაცვა გელოდებათ, – მითხრა ექიმმა და თავზე ბინტი
შემომხსნა, – ხელიც უკეთ გაქვთ, ნაკაწრივითაა.
დაცემის დროს არა მხოლოდ თავი, არამედ მთელი სხეული დამე-
ბეჟა. ხელზე წითელი ჭრილობა დავინახე და ოდნავ შევკრთი იმის
შიშით, რომ შესაძლოა მომავალში უშნოდ დამტყობოდა.
190
– თავი ხომ არ გტკივათ?
– არა, – მივუგე თავაზიანად და ვიგრძენი, რომ საავადმყოფოდან
წასვლა მაინცდამაინც აღარ მინდოდა.
ფეხსაცმელსაც ძალიან ნელა ვიცვამდი, დროს ვწელავდი და ექი-
მს უაზრო კითხვებს ვუსვამდი.
– ნახვამდის, – კარი გამომიღო ექიმმა და ჯანმრთელობა მისურ-
ვა.
– ტონი, მამაჩემი შინ მელოდება? – ვკითხე, რადგან გამიკვირდა,
იქვე რომ არ იყო.
– დაკითხვაზეა, – ცივად მიმიგო მან და ჩანთები გამომართვა.
– გარეთ ჟურნალისტები ხომ არ არიან? – ვკითხე შეშინებულად,
რადგან მათი თავი ახლა ნამდვილად არ მქონდა.
– არიან, მაგრამ ჩვენ სხვა გასასვლელიდან გავალთ. ტონიმ ყვე-
ლაფერი გათვალა.
ყოველთვის ღიმილს მგვრიდა, რომ ტონი თავის თავზე მესამე
პირში ლაპარაკობდა. ჯერაც ვერ შევეჩვიე ამ ფაქტს და ვერ ვხვდე-
ბოდი, თუ რატომ აკეთებდა ამას. თითქოს ხაზს უსვამდა, რომ ადა-
მიანი კი არა, დაპროგრამებული რობოტი იყო და საკუთარი თავი
მას კი არა, დამქირავებელს ეკუთვნოდა. მიუმხრობელი და ობიექ-
ტური იყო.
– რა ხდებოდა ამ ღამეს? – ვკითხე ტონის და მანქანის უკანა სა-
ვარძელზე მოვკალათდი.
– დაკითხვა მიმდინარეობს. თქვენი მისვლაც სავალდებულოა,
სიკვდილის ბოლო წამებში სწორედ თქვენ აღმოჩნდით ტარიელთან.
– დიახ. – ვთქვი და ამოვიოხრე.
თვალწინ წარმომიდგა, რომ ტარიელი დახმარებას და გაჩერებას
მთხოვდა. გაუცხოებული ხმის გამო კი ვერ ვიცანი და მკვლელად მი-
ვიჩნიე. უკან მოუხედავად მივრბოდი, თუმცა რაღაცამ მიკარნახა,
გავჩერებულიყავი და უკან მიმიხედა.
– ირმა რას ამბობს? – ვკითხე ტონის, რადგან იმედი მქონდა, მას,

191
როგორც მის ყოფილ დაცვას, ამაზე პასუხი ექნებოდა.
– სრულ ჭკუაზე არ არის. გაუხარდა და სიხარულისგან ერთ ად-
გილას ვერ ჩერდებოდა. სულ გაიძახის „ხედავთ, ჩემი ფულის ბრალი
არ არის“.
– მისთვის მაინც ყველაფერი სულ ერთია, – ვთქვი და ტონის კით-
ხვა დავუსვი, რომლის დასმასაც დიდი ხანია ვგეგმავდი, – ირმას
დაცვა აღარ სჭირდებოდა და შენ სხვა კლიენტი უნდა გეპოვა, რა-
ტომ მაინცდამაინც მე?
– სოსოსთან ყველაზე კარგი ურთიერთობა თქვენ გქონდათ,
სხვებთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში, – განმიმარტა ტონიმ და
მკითხა, თუ საით უნდა წავსულიყავით.
– შინ ავიდეთ, – ვთქვი და თავი დონ კორლეონედ წარმოვიდგინე,
რომელიც ბრძანებებს ისე იძლეოდა, მომსახურე პერსონალი თხოვ-
ნად აღიქვამდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს სახლს მივუახლოვით. მანქანიდან
გადმოვედი და ლიფტისკენ ისე გავეშურე, დამავიწყდა, ჩანთები
რომ მომქონდა. ტონიმ ძლივს მოასწრო ჩემთვის ჩანთები მოეწოდე-
ბინა, წამსვე მერვე სართულის ღილაკს დავაჭირე და წამების თვლა
დავიწყე, როდის გავაღებდი სახლის კარებს.
ლიფტში ყოფნისას შიშმა ამიტანა, იქნებ სახლის წინ მკვლელი
მელოდებოდა ან იქნებ ჩემი მშობლები დახოცა? ყოველთვის მეგო-
ნა, რომ უშიშარი ვიყავი, მაგრამ ამჯერად ვიგრძენი – მღელვარებამ
გადამიჯოკრა და სიმამაცის ყველა ძარღვი გადამიჭრა. უფრო ვბრა-
ზობდი იმაზე, ჩვენი დეტექტივის უნიათობის გამო, ასეთ საშინელ
სიტუაციაში რომ აღმოვჩნდით. სიკვდილის მოლოდინი ბევრად უფ-
რო შემაძრწუნებელია, ვიდრე თავად სიკვდილი თავისი უდიდებუ-
ლესობით. პირველი გაწამებს, გზღუდავს, გჩაგრავს, მორალურად
განადგურებს, მყისიერი დანის ჩარტყმითა ან ტყვიის მოხვედრით კი
ბევრად უფრო მადლიერნი უნდა ვიყოთ.
დაახლობით მეხუთე სართულზე ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, თუ

192
რამდენად მწყუროდა სიცოცხლე, რამდენად მინდოდა მისი გათვისე-
ბა, გამარჯვება და მისთვის შამათის დასმა, თანაც რამდენიმე სვლა-
ში – უეცრად და დაუნდობლად. არ დავუშვებდი, რომ ვინმეს ეს ჩემ-
თვის შეეზღუდა ან ჩემ ნაცვლად გაეკეთებინა. დარწმუნებული ვი-
ყავი, რომ მკვლელი ვერაფერს დამაკლებდა, იმდენად ღრმად იყო
ჩემი სიცოცხლის წყურვილი, შეუძლებლად მეჩვენებოდა, 17 წლის
ასაკში ვინმეს რომ მოვეკალი.
– თუ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ბედისწერა უფრო შორს
იყო გაწერილი, მაშინ რატომღა ჩავიკუზე და მივეყრდენი ლიფტის
კედელს? რატომ ამოვიღე ჩანთიდან ხსნარი და რატომ გადავწყვიტე
ლიფტის გაღებისთანავე, ვინც არ უნდა ყოფილიყო გარეთ, მისთვის
თვალებში შემესხა? რატომ? – იმიტომ რომ არ ვენდობი ჩემს ბედის-
წერას, იქნებ თავბრუ დამახვია და ჩემი ცდუნება უნდა, იქნებ ისიც
სისინა გველია და ჩემი დაღუპვა უნდა? ლიფტის ეკრანზე „7 “ დაეწე-
რა, შესასხურებელი წამალი ხელში მტკიცედ დავიჭირე და „ცეც-
ხლის გასაშვებად“ მოვემზადე.
შვიდიანის ნავლად „8 “ ამოტივტივდა, ძალა მოვიკრიბე, თვალები
დავხუჭე და მარჯვენა ხელის ცერა თითით ღილაკს დავაწექი. ვიცო-
დი! ვიცოდი, რომ ვიღაცა იდგა, გამოვიცანი! “ მიდი, მიდი, სოფოკო,
არ დაინდო! “ – ვიმხნევებდი თავს და უცნობს პირდაპირ თვალებში
შევასხი მთელი ხსნარი. „ერთიც დაარტყი და მერე გაიქეცი! “ – ად-
რენალინმა ამიტანა, უცნობს დაუზოგავად ვურტყამდი, მანამ თვა-
ლი არ ავახილე და ირაკლი მატაბელის გაკვირვებული სახე არ და-
ვინახე.
– ესე ცუდად ხარ? – ჩამეკითხა ბოხი, შეცვლილი ხმით და გამი-
ღიმა.
– შენ? შენ ჩამოხვედი? მე... მე მეგონა... მეგონა მკვლელი იდგა,
– თავი ვიმართლე და მატაბელს შევხედე, რომელიც სრულიად სხვა-
ნაირად გამოიყურებოდა.

193
ამის გაგონებაზე მან იმ ადამიანის სახე მიიღო, რომელსაც ეუბ-
ნებიან, რომ კვერცხი თურმე მეცნიერული გათხრების შედეგად სპი-
ლოს აღმოჩენილია. მან წამოდგომაში დამეხმარა, ხელიდან წამალი
გამომართვა და გამიღიმა, მანიშნა ჩახუტების დრო არისო,
– ვერ მოგახვედრე? ხსნარი თვალებში არ მოგხვდა? – ვთქვი ისე-
თი ხმით, თითქოს მეწყინა, მატაბელს თვალები რომ ვერ ამოვუწვი.
მან თვალებით მანიშნა კედლისკენ, რომელიც სრულიად სველი
და ხსნარისგან გაყვითლებული იყო.
– დავიჯერო დარწმუნებული იყავი, რომ მკვლელი ლილიპუტი
იქნებოდა? ცოტა ზევით უნდა მოგეხვედრებინა, – გაიცინა და მანიშ-
ნა, თუ რა შორს იდგა ის და რა შორს ვამიზნებდი მე.
– დავიკუზე და ვერ გავთვალე,მეხუთე სართულზე ვიყავი, ეს
იდეა რომ მომივიდა თავში და ვერ მოვასწარი ყველაფრის კარგად
გაანგარიშება, – თავი ვიმართლე მატაბელის წინაშე და მივხვდი,
რაოდენ სულელურად გამოვიყურებოდი ლიფტიდან გამოსვლისას:
ჩაკუზული და სრულიად სხვა მხარეს მიმართული საიერიშოდ.
„ნეტა, რატომ არ დამცინის“, – გავიფიქრე ჩუმად და მატაბელს
მთელი არსებით ჩავეხუტე.
– მომენატრე, – ვუთხარი ფრთხილად, რადგან მეშინოდა იქნებ
და ეს გრძნობა ორმხრივი არ აღმოჩენილიყო და ისევ უხერხულ სი-
ტუაციაში არ ჩავვარდნილიყავი. მას ხომ ასე იშვიათად უყვარდა
ადამიანები და იშვიათად ენატრებოდნენ სულიერი არსებანი.
მატაბელმა არაფერი მიპასუხა, მშვიდად ჩამეხუტა და ჩანთები
გამატანინა.
– რას აკეთებდი ლიფტთან? – ვკითხე ირაკლის მხოლოდ იმიტომ,
რომ მისი ხმის გაგონება მინდოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მიკვირდა
ნახევარი წლის განმავლობაში ასე როგორ შეიცვალა. ადრე ცანცარა
სიმპათიურ ახალგაზრდად მივიჩნევდი, ახლა კი ჩემ თვალწინ იდგა
მამაკაცი, რომელიც ნებისმიერს მოხიბლავდა თავისი გარეგნობით
და თავდაჯერებული მზერით.

194
– სახლში მივდიოდი, ახლახან ჩამოვფრინდი, ტარიელის ამბავი
გავი....
ჩემი სახლის კარი გაიღო და ხმაურის გამო გარეთ დედაჩემი გა-
მოვიდა. ლიფტს მიუახლოვდა და ჩამეხუტა, თან გვთხოვა სახლში
შევსულიყავით.
– ეს რა არის? – იკითხა უკმაყოფილოდ დედაჩემმა და დასვრილ,
გაყვითლებულ კედელს შეხედა.
ოღონდ ეს არა! ახლა კიდევ იმის მოსმენა მომიწევდა! როგორც
კი პირი დავაღე საპასუხოდ, მატაბელი ხელზე შეუმჩნევლად შემეხო
და დედაჩემს უთხრა:
– სასმელი გადამესხა. – ემმ, – დაიბნა დედაჩემი.
მატაბელმა დაუდევრობისთვის მოიბოდიშა და ხელით ანიშნა,
ყველაფერს გავწმენდო.
– კააა..რგი, – უპასუხა დედაჩემმა და მაგიდის რბილი საწმენდი
გამოიტანა.
– სოფოკო, შენ შემოხვალ? – მკითხა დედაჩემმა და მატაბელს ტი-
ლო გადააწოდა.
– დაველოდები და ერთად შემოვალთ, დე, – ვუთხარი დედას.
როგორც კი დედაჩემი თვალს მიეფარა, მატაბელს მადლობა გა-
დავუხადე, რომ უხერხულობისგან მიხსნა.
– მადლოო..., – ვერ დავამთავრე წინადადება, რადგან მატაბელ-
მა ფრთხილად, მაგრამ, პირდაპირ სახეში ტილო მესროლა.
– ესე. – რა ესე?
– ესე უნდა მოახვედრო მიზანს, – მითხრა ირაკლიმ ხუმრობით და
მიმანიშნა, თუ როგორ ახვედრებენ „ბურთს კალათაში“.
– თვალში რომ მოგხვედროდა უარესი არ იქნებოდა? – თავი მე-
გობრულ წრეში ვიგრძენი, სადაც არ მიწევდა ფორმალურად „მად-
ლობების“ მოხდა.
მატაბელმა ტილო შუაზე გახია და ნახევარი გადმომაწოდა.
– შეცვლილი ხარ, – ვუთხარი და თვალებში ჩავხედე, ვიგრძენი

195
რამდენად ძლიერად მომნატრებია.
– შენც, შენც შეცვლილი ხარ... – მითხრა მან დაფიქრებით და გა-
მიღიმა, ნატკენ ხელზე შემომხედა, უეცრად ტონი შეცვალა და ხუმ-
რობით მიმიგო, – დაელამებულხარ.
– სიცილის გუნებაზე საერთოდ არ ვიყავი, სწორედ მაგიტომ გა-
მეცინა. დიახ, რომ არ ვიყავი ხუმრობის ხასიათზე – სწორედ ამან
მაიძულა გამეღიმა. ბოლოს როდის ვიცინოდი, აღარც მახსოვს. სა-
ავადმყოფოში უგონოდ ვიყავი, მერე თავს სუსტად ვგრძნობდი, გუ-
შინდელი ამბის გამო კი საერთოდ... მე კი არ გამეცინა, ჩემმა ორგა-
ნიზმა მოითხოვა ეს გამეკეთებინა. სიცილი ამ შემთხვევაში დამცავი
საშუალება იყო. ალბათ ამიტომაც იცინიან ხოლმე ადამიანები დაძა-
ბულ და უხერხულ მომენტებში.
კედელი რომ მოვწმინდეთ, მატაბელთან ერთად შინ შევედი და
ჩემს ოთახში საწოლზე მკვდარივით დავეგდე. საშინლად მეძინებო-
და, მაგრამ ამაზე უფრო მეტად მატაბელისგან ამბების მოსმენა მინ-
დოდა. ირაკლიმაც არ დააყოვნა, იქვე მოკალათდა და თავისი ნახე-
ვარწლიანი თავგადასავლის მოყოლა დაიწყო. ფეხები საწოლის თავ-
ზე მოვასკუპეთ, იქ, სადაც, ჩვეულებრივ, თავი მედო, მაგრამ ეს ჩვე-
ნი საყვარელი პოზა იყო. ასე უფრო მოხერხებული ჩანდა.
– ნენე კიდევ უფრო გაგიჟდება, – ვთქვი სასოწარკვეთილი ხმით,
მეგობრის მდგომარეობის გაუარესებას ძალიან განვიცდიდი.
– შენ ვერ ხვდები, მაგრამ ის ძალიან ბედნიერია. ბედნიერია თა-
ვისი სიგიჟით. შეიძლება ახლა განიცდის მამის წასვლას, მაგრამ,
მერწმუნე, სულ მალე ისევ მხიარულს ნახავ, – დაამატა ირაკლიმ.
– ქაჯივით დაახტა ინსპექტორს, – ვთქვი და ხაზი გავუსვი ნენეს
არაადეკვატურობას.
– იცი ვინაა გიჟი? – ვინ?
– ვისაც აწუხებს თავისი არააორდინალურობა. ნენე საერთოდ არ
თვლის თავს არაადეკვატურად. მისი ყოველი დღე სავსეა თავისი

196
მოჩვენების ახალი ამბებით, ის იმისთვის კი არ ცხოვრობს, რომ მო-
მავალში ნახოს ფერადი ისტორიები, აიწყოს ცხოვრება და შეიცნოს
ჩვენი არსი, ის უკვე ცოცხლობს დღევანდელი ფეთქებადი ილუზი-
ებით. სადაც უნდა, იქ მიდის. რასაც უნდა, იმას აკეთებს. თავისი
„მოჩვენებისგან“ იმას იგებს, რასაც ჩვენ მხოლოდ სიკვდილის მერე
გავიგებთ. წარმოიდგინე, რეალურად მკვდარია, მაგრამ ცოცხალ
ადამიანში შემოსილი, – მითხრა მატაბელმა ისეთი ტონით, თითქოს
შეშურდა ნენეს მდგომარეობისა.
– მე მისი არ მშურს, – ვთქვი მშვიდად, რადგან ყოველთვის მეში-
ნოდა ნენესნაირი ვყოფილიყავი.
– შენ მისი გეშინია... ხალხს ეშინია. ის ხომ ძალიან განსხვავებუ-
ლი და არაამქვეყნიურია, – მიპასუხა მატაბელმა და ჩემს რეაქციას
დაელოდა.
– რატომ უნდა მეშინოდეს?
– გეშინია გითხრას ისეთი რამ, რისი მოსმენაც არ გინდა. რისი
მოსმენაც შეგაშინებს და მიგახვედრებს, თუ ვინ ხარ სინამდვილეში,
– მიპასუხა ირაკლიმ და რაღაცაზე დაფიქრდა.
– ვინ ვარ აბა?
– ხედავ? ოდნავ გადავუხვიე ამქვეყნიურ სინამდვილეს და შენს
რაობაში უკვე ეჭვი შეგეპარა. განა არ იცი თვითონ ვინ ხარ?
უცნაურია, მაგრამ ყველაზე უბრალო კითხვაზე პასუხი არ გამაჩ-
ნდა. მიზეზიც ეს იყო – ზედმეტად ჩვეულებრივი კითხვა. ან ყოველ
შემთხვევაში, თავი ვიმართლე ასე.
– გინდა გითხრა ვინ ვართ ჩვენ? – მკითხა ირაკლიმ ისე, რომ არც
დაელოდა ჩემს პასუხს.
– ვინ...
– მე, – შემომხედა თვალებში და მშვიდად განაგრძო, – ისევე რო-
გორც შენ, მკვლელი ვარ. დაუნდობელი და სისხლისმსმელი მკვლე-
ლი.
– გაგიჟდი? – შევყვირე მისი ამნაირი მოულოდნელი განაჩენის

197
გამო.
– გინდა დაგიმტკიცო? – მკითხა მატაბელმა.
– მიდი, დეტექტივ ზურაზე უკეთ ხომ მაინც გამოგივა, – ვუპასუ-
ხე და დაველოდე მის განმარტებას. აბა რა უნდა მექნა? მკვლელად
შემრაცხა, თანაც როგორად – დაუნდობლად და სისხლისმსმელად.
– წარმოიდგინე, – დაიწყო მატაბელმა ისეთი ტონით, თითქოს
თვალწინ ედგა ყოველივე, – უბრალოდ წარმოიდგინე, მაღალი მთა,
ისეთი მაღალი, რომ ქვევით გადახედვისას თავბრუ გეხვევა და გო-
ნებას კარგავ.
წინ საოცარი პეიზაჟი გამიცოცხლდა. მაგრამ ყველაზე ლამაზი
იცით რა იყო ამ სურათში? მისი მეტისმეტი სიმშვიდე, რომელიც მა-
შინებდა და მაკანკალებდა. თანაც ვიცოდი, რომ მატაბელის მიერ სა-
უბრის ამდაგვარად წამოწყებას, უთუოდ რაიმე ცუდი მოჰყვებოდა.
უბრალოდ არ ვენდობოდი ქარის ქროლვას, მზის სხივებსა და წვიმის
წვეთებს. ვგრძნობდი, რომ ახლა უთუოდ ვინმე მოკვდებოდა, მთი-
დან გადმოვარდება. მეტყვით, რა შუაშია აქ სილამაზე? გიპასუხებთ
– სწორედ ეს არის თვალისმომჭრელი სათნოება – ლამაზია, მაგრამ
ხვდები, თუ რა იმალება მის უკან: სისხლი, მსხვერპლი და თეთრ კა-
ბაში შემოსილი შურისძიება. და ზუსტად ეს გხიბლავს, სწორედ ეს
გაგრძნობინებს რამდენად გინდა შეეხო მას... სილამაზეს. იმდენად
აკრძალულია ის შენთვის, იმდენად შემაშინებელი, რომ გწადია...
გწადია მისი დაპყრობა. დაიპყრობ კიდევაც, ის შენი იქნება მანამ,
სანამ გველივით არ შემოგეხვევა და არ დაგახრჩობს. მაგრამ ამაზეც
რომ თანახმა ხარ?! გირჩევნია ასე მოკვდე, ვიდრე საწოლში 80
წლის ასაკში... სილამაზე თქვენით მანიპულირებს, ხედავთ? სიკვდი-
ლისთვისაც მზად ხართ, ოღონდ შეეხოთ და მისი სურნელება შეიგ-
რძნოთ... მძაფრი, სისხლნარევი, ჟუჟუნა წვიმის მსგავსი, ერთდროუ-
ლად თბილი და დამასახიჩრებელი.
– სოფოკო, წარმოიდგინე ასეთი მთა? – შემაწყვეტინა მატაბელმა
ფიქრი.

198
– კი... – ვუპასუხე მშვიდად.
მან ისე შემომხედა, თითქოს შევეცოდე სიმართლის სათქმელად.
ბოლოს და ბოლოს დღეს მკვლელად უნდა შევერაცხე.
– ერთ წვერზე მამაშენი დგას... რომელიც უზომოდ გიყვარს, მე-
ორე მხარეს კი ათი უცნობი ადამიანი, იცი, რომ მხოლოდ ერთ-ერთი
მხარის გადარჩენა შეგიძლია – ან მამაშენის, ან ათი უდანაშაულო
ადამიანის, რომელს გადაარჩენდი? – მკითხა მატაბელმა, მაგრამ ჩე-
მი განცვიფრებული სახე რომ დაინახა, თვითონვე გააგრძელა, –
ვინც არ უნდა აირჩიო – მკვლელი ხარ.
თუ მამაშენს გადაარჩენ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სერიული
მკვლელი ხარ – მზად ხარ ათი ადამიანი უფსკრულში ჩააგდო. თუ კი
უმრავლესობას აირჩევ, მით უარესი – მზად ხარ, მამაშენი სიკვდი-
ლისთვის გაწირო. ეს კი იცი რას ნიშნავს?
– რას? – ვკითხე მატაბელს და უხილავ ძალას მადლობა გადავუ-
ხადე, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არასდროს ვმდგარვარ.
– მხოლოდ იმას, რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტში თუ მო-
ცემულ სიტუაციასა და მდგომარეობაში ჩვენ ყველა მკვლელები
ვართ, – განმიმარტა მატაბელმა.
– შენი მაგალითი აბსურდულ მომავალზეა გათვლილი, – შევეწი-
ნააღმდეგე მეგობარს, – შენ კიდევ თქვი, რომ ვარ მკვლელი და არა,
რომ მოცემულ დროს ოდესღაც ვიქნები.
– კარგი, იმასაც გეტყვი, თუ რატომ ხარ... – რატომ ვართ, – უხე-
შად შევუსწორე მატაბელს.
– კარებზე რომ დაგადგეს ახალგაზრდა დედა, ჩვილით ხელში და
რომ გითხრას, გადაუდებელი ოპერაციისთვის ასი ათასი ევრო
მჭირდებაო, რას იზამ? თანაც თუ დანამდვილებით იცი, რომ შენი
დახმარების გარეშე, ბავშვი რამდენიმე დღეში გარდაიცვლება. მაგ-
რამ განა ეს ცვლის რამეს? არა. შენ მაინც არაფერს გააკეთებდი და
ამის გამო სახლს არ გაყიდიდი. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ
ფული სიცოცხლეს გირჩევნია.

199
– რატომ გგონია, რომ ამას არ ვიზამდი? იქნებ ვთხოვდი მამაჩემს
და ის დაეხმარებოდა, – შევეპასუხე ირაკლის, მაგრამ ვიგრძენი, რომ
ცუდად ვიტყუებოდი.
– აი, ბურთიც და მოედანიც! რატომ არ აკეთებ ამას ახლა, ამ
წამს? უამრავი ადამიანი საჭიროებს ასეთ ფილანტროპულ საქცი-
ელს, დღითი დღე იზრდება მათი რიცხვი, მაგრამ ჩვენ დიდი-დიდი
100 ლარით შევეწევით ვინმეს, სახლის გაყიდვაზე კი ყოველთვის
უარს ვამბობთ, – მითხრა მატებელმა და ჩემი თმის კულული ხელში
გაათამაშა.
– ასეთი ადამიანი იცი რამდენია? მაგათ გამო ხომ არ გავკოტ-
რდებით? – ვუპასუხე მატაბელს, რადგან ჩემთვის მისი მოსაზრება
ზედმეტად იდეალისტური და არაამქვეყნიური იყო.
– მეც მაგას ვამბობ, მკვლელები ვართ, – მშვიდად მომიგო,
– და საერთოდ, შენც იმავეს გააკეთებდი! მხოლოდ მე ნუ მაბრა-
ლებ. შენც მკვლელი ხარ!
– ვიცი, – მშვიდად დამეთანხმა მატაბელი, – დასაწყისში მრავ-
ლობით რიცხვში ვსაუბრობდი.
– და ახლა შენ გგონია, რომ იმ მკვლელების რიცხვს მივეკუთვნე-
ბით, რომლებიც ადამიანებს დანით ან იარაღით კლავენ? – ვკითხე
ირაკლის, რადგან მისი მოსაზრებიდან გამომდინარე, წესით, ციხეში
უნდა ვმჯდარიყავით.
– ჩვენსა და მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა. მათ იციან,
რომ მკვლელები არიან, ჩვენ კი ამის აღიარება ძალიან გვიჭირს, –
მიპასუხა მატაბელმა და ხელი მაჯაზე დამადო. გამახსენდა ეს შეხება
– წმინდა, მეგობრული და ამავდროულად მკაცრი, მხოლოდ იმის
მეტყველი, რომ იძულებული ხარ მას დაემორჩილო.
– შენი აზრით, მკვლელების სულ ორი კატეგორია არსებობს? –
ვკითხე მატაბელს და, ფაქტობრივად, ვაღიარე, რომ მკვლელი ვარ.
– არა – სამგვარია, – მიპასუხა და ჩემი გამომეტყველება რომ და-
ინახა, მშვიდად განაგრძო, – I კატეგორია – ე.წ ლოხი მკვლელები.

200
ისინი გაუბედურებულნი არიან. მათ არ აქვთ არც სამსახური, არც
ფული, არც ოჯახი. იძულებულები არიან ადამიანები დახოცონ ცივი
თუ ცეცხლი იარაღით, დარჩენილ ცხოვრებას კი ციხეში ატარებენ
და კიდევ უფრო უბედურდებიან. II კატეგორიაა – ბრბო ან თუნდაც,
საზოგადოება. ჩვენნაირი ადამიანები, ვერ ხვდებიან, რომ მკვლელე-
ბი არიან, მაგრამ საჭირო მომენტში დაუნდობლად უსწორდებიან
მტრებს. მათი იარაღი – უმოქმედობა და პასიურობა, ხშირ შემთხვე-
ვაში მსხვერპლი მათივე თავში იმალება.
– მესამე? – ვკითხე ისეთი ინტერესით, როგორიც არ გამჩენია
არასდროს მთელი ცხოვრების განმავლობაში,
– მესამე კატეგორია 21-ე საუკუნის აღმოჩენაა, – დაიწყო მატე-
ბელმა და ისე გაიღიმა, თითქოს მათი შეშურდა, – ისინი ყველგან
არიან... ძლევამოსილები, მდიდრები და ძალაუფლების, მონოპოლი-
ის მქონენი არიან. ზოგი მათგანი ძალიან სიმპათიური, მომნუსხავი
და მომაჯადოებელია. იცი რა ზრდილობიანები და კულტურულები
არიან? ყველაფერი იციან, ტექნოლოგიები, კრიმინოლოგია, ინფორ-
მატიკა, ეკონომიკა – ყველაფერი, რასაც შეუძლია ადამიანის გონება
ჩაწვდეს. ხშირად ტელევიზორში, ინტერნეტსა და ცნობილ ჟურნა-
ლებში წარმოჩნდებიან. მათი ხელები სისხლში არასდროს ისვრება,
რადგან ერთადერთ იარაღს ფლობენ – ტვინს. ჩვენ მათ ვენდობით,
მათ შეუძლიათ ადამიანებით მანიპულირება და ნივთებად გამოყე-
ნება. ამ თამაშში მოგებული მხოლოდ ერთია.
– ვინ? რა თქმა უნდა, თავად 21-ე საუკუნის მკვლელები? – ვთქვი
დარწმუნებით.
მან მხოლოდ კმაყოფილად ამოიოხრა, რაც დასტურის ნიშანი
იყო.
– სოსოს და ნენეს მამის მკვლელი რომელ კატეგორიას მიეკუთ-
ვნება? – ვკითხე ირაკლის, რადგან ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მო-
ვათავსე.
– სამივეს, – გადამიჭრა წამიერად:

201
1 – ის კლავს ადამიანებს,
2 – ვერ ხვდება, რომ მკვლელია და ამის აღიარება არ უნდა,
3 – მისი დაჭერა შეუძლებელია, რაც მის ოსტატობაზე მეტყვე-
ლებს.
თუმცა მის მოტივს ჯერ ვერ ვხვდები, აუცილებლად მივაგნებ და
გეტყვი, ოკ?
– ოკ, – ვუპასუხე და გავიცინე, რადგან შევამჩნიე თუ როგორი
ინგლისური აქცენტით მითხრა მან ეს და დავამატე, – მე მგონია უმო-
ტივო მოტივით მოძრაობს.
მატაბელი დიდხანს უყურებდა ჩემს სერიოზულ სახეს, თითქოს
აღფრთოვანებული იყო ჩემი ინტერპრეტაციით. ბოლოს ხელით თავ-
ზე მომქაჩა და საწოლზე დამაგდო ისე, რომ ვეღარ ვსუნთქავდი.
– რას ბოდავ, – მითხრა მან და ორივემ სიცილი დავიწყეთ.
დიდხანს ვიცინოდით უაზროდ, მაგრამ აქ მგონი თაკოს წინას-
წარმეტყველება ახდა „ბევრ სიცილს, ტირილი მოჰყვებაო“.
ოთახში გაუფრთხილებლად დედაჩემი შემოვარდა და აღელვე-
ბული ჩემი ძმის ოთახისკენ მითითებდა, ვერაფერს ამბობდა, ლაპა-
რაკის უნარი დაკარგა და ცდილობდა ხელებით მიენიშნებინა რაღა-
ცა. მე და მატაბელი ოთახში შევიჭერით. სრული სიმშვიდე იყო... რა
აყვირებდა ამ ქალს? დედაჩემი მაგიდას მიუახლოვდა და რაღაცაზე
მანიშნებდა. კომპიუტერის წინ მოვკალათდი, გასაოცარი რამ არც
არაფერი იყო... ეკრანი გაშავებული იყო, ჟუჟუნებდა და ხმას გამოს-
ცემდა.
– ალბათ გაფუჭდა, – ვუთხარი დედას.
– არა, – მითხრა მან ამოსუნთქვით, – განათდა და მერე ისევ ჩაქ-
რა.
– რა ჩაქრა? – ჰკითხა მატებელმა და სკამზე დაჯდა და ღილაკე-
ბის დაჭერა დაიწყო, – დამაცადეთ და გავაკეთებ. – არ ვიცოდი, რას
აკეთებდა, მხოლოდ ერთს ვხედავდი – პროცესორი გამოიღო და

202
რამდენიმე კაბელი სხვა ადგილას შეაერთა, კლავიატურის რამდენი-
მე ღილაკი მოხსნა და ისევ დაამაგრა, ALT, SHIFT, ENTER, ALT,
SHIFT, ENTER იმეორებდა ბევრჯერ, სანამ ღილაკების ხმა არ შეწ-
ყდა და ეკრანზე სურათი არ გამოჩნდა.
ოდნავ წამოვხტი და მუშტები შევკარი, მზად ვიყავი სოსოს და
ტარიელის მკვლელი მომეკლა დაუნდობლად. ხედავთ, მართლა მე-
ორე კატეგორიას მივეკუთვნებოდი.
გამახსენდა სოსოს მკვლელობის შემდგომ გამოგზავნილი სურა-
თი, რომელიც ოდესღაც დეტექტივმა გვაჩვენა. ეკრანზე ის ოდნავ
სახეშეცვლილი ჩანდა: ზუსტად იგივე ოთახი, ჩაბნელებული შუქით
და ძვირადღირებული ტყავის სავარძლით. მაგიდაზე ბლოკნოტი და
კალამი. შეცვლილი მხოლოდ ერთი დეტალი იყო – თუ წინა სურათ-
ზე ტყავის სკამი სრულიად შებრუნებული იყო მაგიდიდან, ამჯერად
გვერდულად იყო მოწეული მაგიდისკენ. ოდნავ გამოჩნდა იქ მჯდო-
მის სილუეტი. სურათს წარწერაც ახლდა:
– ტარიელ ტუშიშვილი. მოგება – 600.000 ლარი. მეტი მინდა. 30
გრადუსი.
დაახლოებით ვხვდებოდი, თუ რას ნიშნავდა ეს 30 გრადუსი,
თუმცა გასაოცარი ის იყო, თუ რაზე ვფიქრობდი ამ დროს. გგონიათ
ტარიალზე ან მკვლელზე? – არა! თვალწინ „ALT, SHIFT, ENTER,
ALT, SHIFT, ENTER“ მედგა, რასაც მატაბელი ასე ხშირად იმეორებ-
და. მერე ასევე მისი ფრაზები გამახსენდა: „ძალიან სიმპათიურები,
ძლევამოსილები, მდიდრები არიან. ყველაფერი იციან. . . “ ეს ბოლო
წინადადება „ყველაფერი იციან“ ძალიან მაშინებდა. „ინფორმატიკა,
ეკონომიკა, ტექნოლოგიები“. მატაბელს შევხედე და შემეჩეხა მისი
შავი თვალები, სახის სერიოზული გამომეტყველება, დაკუნთული
სხეული, ყოვლისმცოდნე მზერა, თითქოს მისი ჭუჭყიანი სულიც და-
ვინახე. სულით ბინძური ადამიანები უფრო გიზიდავენ ხოლმე –
ცდილობ დაადგინო სად დაკარგა ამ ურჩხულმა თავისი უმანკოება.
თვალი ისევ რომ შევავლე, ოდნავ შევკივლე: „ნეტა, ვინ ხარ, შენ? “

203
16
– სოფოკო და ირაკლი მატაბელო, შემობრძანდით, – გვიხმო დე-
ტექტივ ზურას თანაშემწემ და ოთახისკენ მიგვითითა.
ჩვენს რიგს დაახლოებით 20 წუთი ველოდებოდით. ამასობაში
გამომძიებლის ოთახიდან ტარიელის თანამშრომელი, ქირურგი გა-
მოვიდა, ეტყობოდა, დაკითხვას გადაეღალა და მოქანცა.
– გამარჯობა, – მივესალმეთ ზურას და მაგიდის წინ მივუსხედით.
– მადლობა, რომ მოხვედი, ირაკლი და გვაღირსე შენი აქ ყოფნა,
– თქვა დეტექტივმა ირონიულად და ლამის თავი დაუხარა ცრუ ემო-
ციის გამოსახატავად.
მატაბელმა არც შეიმჩნია ირონიული დახვედრა, რამაც ძალიან
გამაკვირვა.
– ძალიან ბევრი ხალხია დასაკითხი, ამიტომაც ვამჯობინე ორო-
რი ადამიანი ერთბაშად მოვისტუმრო. გაფრთხილებთ, – თქვა ზუ-
რამ და ორივეს მკაცრად შემოგვხედა, – არ შეაწყვეტინოთ ერთმა-
ნეთს ლაპარაკი და ხმა არ ამოიღოთ მანამ, სანამ ამის შესაძლებლო-
ბას მე არ მოგცემთ.
როგორც იქნა ზურამ ლაპარაკი დაამთავრა, მაგრამ ორი წუთი
204
უაზროდ გვაშტერდებოდა და ბოლოს გვკითხა:
– „კარგითო“ – ს რატომ არ ამბობთ? – თქვა უკმაყოფილო ბუზ-
ღუნით.
– არ მოგიციათ „ამის ნება“, გემორჩილებით, თქვენც ეს არ გინ-
დოდათ? – შეახსენა მატაბელმა.
რამდენჯერაც ვაძლევდი ზურას თანხმობას, იმდენჯერვე მაწყვე-
ტინებდა და ამბობდა, ლაპარაკის ნება არ მომიციაო.
– სოფოკო, – მომმართა დეტექტივმა და მატაბელის ლაპარაკს
ყურადღება არ მიაქცია, – ძალიან საინტერესო ფაქტებს გადავეყა-
რი, იცი?
– რა ფაქტებს? – ვკითხე შიშით, რადგან დარწმუნებული ვიყავი,
ამჯერად „კითხებს მე ვსვამ“ – ს მიპასუხებდა და ისევ უხერხულ სი-
ტუაციაში ჩამაგდებდა.
დეტექტივმა კომპიუტერის მაუსით რაღაცას დააწკაპუნა და მო-
ნიტორი ჩემკენ შემოატრიალა.
– საავადმყოფოს დერეფანში კამერა იყო დამონტაჟებული, – და-
იწყო ზურამ, – აბსოლუტურად ყველა დეტალი შევისწავლე, გარ-
დაცვლილი ტარიელისა და შენი სირბილი, გასისხლიანებული ნაკვა-
ლევი, თითოეული ბგერა და საკმაოდ უჩვეულო მოვლენას მივაქციე
ყურადღება.
– რას? – ვკითხე ინტერესით, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა,
თუ რას მოიგონებდა ამჯერად ზურა.
დეტექტივმა ვიდეოს დააწკაპუნა და ეკრანზე მე და ტარიელი აღ-
მოვჩნდით: დაბინტული თავით უკანმოუხედავად მივრბივარ,
ტარიელი შესაბრალისი ხვეწნა-მუდარით მეხვეწება გაჩერებას
და დახმარებას, საოცრად და უჩვეულოდ გაფართოებული თვალები
პატარა ეკრანიდანაც კი დავინახე. ბოლოს ტარიელი ეცემა, მე კი
უკან ვბრუნდები და მის ზურგს ვათვალიერებ, უაზროდ ვკივი და
ექიმებს ვუხმობ.
– მერე რა? – ვკითხე დეტექტივს გულუბრყვილოდ.

205
– საოცარი იცით რა არის? – გვკითხა ზურამ და თავის მონო-
ლოგს ძალიან წელავდა, – ტარიელის სხეულში მოხვედრილ დანაზე
არც ერთი თითის ანაბეჭდი არ არის.
ზურას ეს აღმოჩენა იმდენად გულუბრყვილო იყო, ლამის სიცილი
ამივარდა, თავს ძლივს ვიკავებდი, სანამ მატაბელმა არ დაამატა:
– და გიკვირთ თუ რა სიზუსტით გათვალა სოფოკომ, რომ არც
ტარიელს და არც დანას არ უნდა შეხებოდა? – თქვა მატაბელმა და
ხელი ჩამკიდა.
– დიახ, – თქვა ზურამ და გაუკვირდა, თუ როგორ მიხვდა ამას
ირაკლი, – შენ, სოფოკო, რომ გდომებოდა მომაკვდავის შემოტრია-
ლება და შეხებოდი დანას, ერთადერთი შენი ანაბეჭდები დაეტყო-
ბოდა დანას.
– მერე? მერე ხომ არ შევეხე და რას მერჩით? – გავუბრაზდი ზუ-
რას, რადგან ნებისმიერი ნაბიჯისგან სრულ თრილერს ქმნიდა.
– გასაოცარიც ეს არის. პროფესიონალი დამნაშავის მსგავსად
საქმე სუფთად განახორციელე. თითქოს იცოდი, რა ძვირად დაგიჯ-
დებოდა ტარიელის შემოტრიალება და დანაზე ხელის მოკიდება, –
ამიხსნა ზურამ და ჩემს რეაქციას დაელოდა.
– კამერები იყო და მაინც ნახავდით თუ რა სიტუაციაში შევეხე.
– კი, ვიდეოჩანაწერში ვნახავდით, მაგრამ სხვა ანაბეჭდების არ
არსებობის გამო იმოქმედებდა პრეზუმპცია იმისა, რომ ადრეც შენ
შეეხე ამ დანას. სხვა არც ერთი ანაბეჭდი არ იყო და იმის გამოკვლე-
ვას არავინ დაიწყებდა, მარტო შენი რატომ იყო. ყველა იფიქრებდა,
რომ მანამდეც შენ შეეხე. საოცარია, პირდაპირ საოცარია, – აღ-
ფრთოვანებით თქვა ზურამ, – საოცარია, რა ზუსტად გათვალე, რომ
ეს შეიძლებოდა შენ წინააღმდეგ გამოყენებულიყო.
– საოცარი უფრო ისაა, რა უბედური ხართ და ამდენი ხანი სრულ
ქაოსში ხართ, – დამიცვა მატაბელმა, ჩემი შეშინებული და არაფრის-
მეტყველი სახე რომ დაინახა.
– სულ მალე გავარკვევ, – წყრომა არ დამალა დეტექტივმა და

206
ულვაშზე ხელი ნერვულად გადაისვა..
– როდის? როცა კიდევ ორ ადამიანს დახოცავენ? თქვენ ახლავე
უნდა მოახდინოთ დანაშაულის პრევენცია, – უთხრა მატაბელმა აგ-
დებულად, რადგან გაბრაზდა ზურას უნიათობაზე.
– რატომ ორი? ზუსტად იცით კიდევ რამდენ მსხვერპლს უნდა ვე-
ლოდოთ? – იკითხა ზურამ და თავის ბლოკნოტში რაღაცა ჩაიწერა.
– იქნებ ჯერ ზუსტად გაერკვეთ, ვის მიიჩნევთ მკვლელად, – უპა-
სუხა ირაკლიმ და ვიდეოჩანაწერს დახედა. აშკარად გაუკვირდა, ირ-
მამ ასე როგორ მიმანარცხა, რომ თავი მთლიანად დამიზიანა.
– გავერკვევი კიდევაც, სულ მალე, მერწმუნეთ, ახლოს ვარ სი-
მართლესთან. ახლა კიდევ ახალი ფაქტი გინდათ?
– რა ფაქტი? – ვთქვი შიშით, რადგან, დიდი ალბათობით, ამჯე-
რადაც მომიწევდა თავისმართლება. – მართლა საოცარია ის, რომ აქ
მოსვლისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად ზურა თავს დამა-
ნებებდა ჩემ სასარგებლოდ აშკარა ფაქტებიდან გამომდინარე, მაგ-
რამ სრულიად სხვა რამ დამხვდა აქ დაჯდომისას: ქაოსი და გაუგებ-
რობა.
– ტარიელს სხეულში საწამლავი გაუკეთეს, რომელიც ადამიანს
ისე აღაგზნებს, რომ ის მზადაა გარეთ გამოვარდეს და ირბინოს გა-
უსაძლისი ტკივილის დროსაც კი. წამლის გაკეთების შემდეგ, დანა
პირდაპირ მუცლის არეში მოხვდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის გა-
რეთ, დერეფანში გამოვარდა, – თქვა ზურამ და ვიდეოჩანაწერი
ხელმეორედ დაატრიალა.
– და გგონიათ, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული? – ჰკით-
ხა მატაბელმა და ჩემგან განსხვავებით, უკვე იცოდა ზურას პასუხი.
– რა თქმა უნდა, ეს წამალი სპეციალურად გაუკეთეს, რადგან გა-
რეთ გამოვარდნილიყო და დახმარება ეთხოვა დამნაშავისთვის. რა
იდეალური საბუთია არა, სოფოკო? – მითხრა დეტექტივმა და გვე-
ლის თვალები მომანათა.

207
– ის ჩემს სახელს იძახდა! მთხოვდა დავხმარებოდი! – თავისმარ-
თლება ვცადე, მაგრამ მატაბელმა მანიშნა სიმშვიდე შემენარჩუნები-
ნა.
– გეძახდა, ალბათ იმიტომ, რომ არ იცოდა ვინ იყო მკვლელი, –
მიპასუხა გამაღიზიანებლად ზურამ, რადგან ჩემი გაცოფება მხო-
ლოდ მის მიზანს ემსახურებოდა.
– იცით. – თქვა მატაბელმა ჩაფიქრებით და ზურას გალანძღვის
საშუალება არ მომცა, – უტვინო, არაფრის მაქნისი დეტექტივი ამ
სიტუაციიდან ერთ დასკვნას გამოიტანდა: რომ სოფოკო არაფერ შუ-
აშია და ყველა გარემოება ამას ცხადყოფს. გონიერი დეტექტივი,
თქვენნაირი, ზუსტად ამას იფიქრებდა: რომ ყველაფერი იმდენად
ზუსტად არის გათვლილი და ყველა დეტალი იმდენად იდეალურად
გამორიცხვას სოფოკოს დამნაშავეობას, რომ აქ ნამდვილად რაღაც
საეჭვოა. მაგრამ... – თქვა მატაბელმა და ხელი უფრო მაგრად ჩამ-
ჭიდა, – მხოლოდ ბრძენი და შორსმჭვრეტელი დეტექტივი მიხვდე-
ბოდა: რომ თავად ნამდვილმა მკვლელმა გაითვალისწინა თქვენი
„ჭკუა“ და სწორედ ამიტომ გათვალა თითოეული დეტალი სოფოკოს
სასარგებლოდ, რომ სწორედ მასში შეგპაროდათ ეჭვი. სინამდვილე-
ში კი, ნათელი ფარდის უკან ბნელით მოცული ძალიან ჭკვიანი და
შორსმჭვრეტელი მკვლელი იმალება, – დაასრულა მატაბელმა და
ჩემს მაჯას ხელი ნელა გაუშვა.
მისი მზერა სადღაც იყო მიმართული.... არ ვიცი რას უყურებდა –
არც მე და არც ზურას, არც კომპიუტერს და არც ნახატს, ფანჯარაში
იყურებოდა და თითქოს ეშმაკს ხედავდა და მისგან იღებდა ყველა
საჭირო ინფორმაციასა თუ რჩევას.
– საქმე საკმაოდ სერიოზულადაა ჩახლართული, – თქვა დეტექ-
ტივმა, რადგან მატაბელის საუბარი საკმაოდ ლოგიკური მოეჩვენა,
– ჯერ კაკაჩია, მერე ტუშიშვილი – ორივე ოჯახი თბილისში თავისი
სიმდიდრით გამოირჩევა. მატაბელი, სოფოკო, ანი ბრეგვაძე –

208
თქვენღა დარჩით... ხუთი უმდიდრესი ოჯახი, ხუთივე კომინოზე ის-
ვენებდა, – დაასრულა ზურამ და ჩემდამი მხოლოდ თანაგრძნობის
გამოხატვით დაკმაყოფილდა.
არ ვიცი, როგორ იმოქმედა მასზე მატაბელმა, როგორ დააჯერა,
მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ზურას ჩემს უდანაშაულობაში ეჭვი აღარ
ეპარებოდა. თანაც სათანადო საბუთი არათუ არ გააჩნდა, ყველა დე-
ტალი ჩემს სასიკეთოდ მეტყველებდა.
– როგორც გავიგე, – დაიწყო მშვიდად ზურამ, თითქოს მიხვდა,
რომ მატაბელთან თანამშრომლური და მეგობრული ენით საუბარი
უფრო გაჭრიდა, ვიდრე მბრძანებლური, – ეს სურათი, – დეტექტივ-
მა მკვლელის კაბინეტის ოთახი გვაჩვენა ამობეჭდილი, – თქვენც მო-
გივიდათ?
– დიახ, – დავეთანხმე და ლამის სურათის დასახევად გავექანე.
– ეს სურათი კაკაჩიას (სოსოს ოჯახს), ტუშიშვილს (ნენეს და ტა-
რიელის ოჯახს), მატებელს, სოფოკოს და ბრეგვაძეს (ანის ოჯახს)
მიუვიდა... – თქვა ზურამ, წამით თავი დახარა და განაგრძო, – მეც
გამომიგზავნეს... ალბათ როგორც დეტექტივს, – თქვენ თუ ხვდებით
რას ნიშნავს 30 გრადუსი? – მოგვმართა ზურამ.
– წინა, პირველ სურათზე მკვლელი მაგიდიდან სრულიად იყო
შებრუნებული და მისი სახე არ ჩანდა. ახლა, მეორე სურათზე, მისი
სილუეტი ოდნავ გამოჩნდა, დავთვალე... ზუსტად 30 გრადუსით
არის შემოტრიალებული მაგიდისკენ, – განმარტა მატაბელმა და გა-
მახსენდა ჩემს სახლში როგორ მოითხოვა ტრანსპორტირი, გრადუსი
ზუსტად რომ გაეზომა.
– დიახ, ნამდვილად ასეა, – თქვა დეტექტივმა და ამოიოხრა, მიხ-
ვდა, რომ დიდ დამნაშავეს იყო შეჭიდებული. ეტყობოდა ძალიან გა-
დაღალა ნახევარწლიანმა უშედეგო გამოძიებამ.
– იცით, ვხვდები რატომ გგონიათ, რომ ვიღაცა ჩვენიანია მკვლე-
ლი, – სიჩუმე დაარღვია ირაკლი მატაბელმა.
– აბა?

209
– თუ ახლა არის 30 გრადუსი, დიდი ალბათობით, კიდევ ორ
მსხვერპლს უნდა ველოდოთ, თითო მსხვერპლზე სკამი 30 გრადუ-
სით იწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მსხვერპლის შემდეგ დამნა-
შავის პროფილი გამოჩნდება და მისი ამოცნობა მარტივი იქნება. კი-
დევ ორი მსხვერპლი დამატებით 60 გრადუსს მოგვცემს და 90 გრა-
დუსამდე, პროფილამდე აივსება. თქვენ ხუთი ოჯახი ჩამოთვალეთ –
თუ ოთხი მსხვერპლია, ე.ი. ერთი ზედმეტი გამოდის – ანუ დამნაშა-
ვე. მაგრამ იცით რაში ცდებით? – დაზუსტება მოითხოვა ირაკლიმ.
– რაში?
– იმაში, რომ ეს სურათი, თქვენც მოგივიდათ, როგორც მე-6 პო-
ტენციურ მსხვერპლს და არა დეტექტივს. ეს ფაქტი სრულ გაუგებ-
რობაში მაყენებს. თანაც დარჩენილი ოჯახებიდან, დარწმუნებული
ვარ, არც მე, არც სოფოკო და არც ანი – არავინაა მკვლელი, სასტიკი
და ავადმყოფი.
– აბა ვისი ნამოქმედარი უნდა იყოს? – იკითხა დეტექტივმა ზუ-
რამ.
ამ დროს ვიგრძენი, რომ დეტექტივის ამპლუაში არა ზურა, არა-
მედ მატაბელი იყო. თავად ზურამაც იგრძნო ეს ამ კითხვით. დაიბნა
და შერცხვა.
– შეიძლება ამ სურათებსაც ჩვენ დასაბნევად გვიგზავნის, რათა
ეჭვი ჩვენზე გაამძაფროს, როგორც პოტენციურ მსხვერპლებზე, და
საბოლოოდ, მკვლელს, სულ სხვა პიროვნება ჰყავდეს სამიზნედ, –
თქვა მატაბელმა და ამობეჭდილი სურათის დათვალიერება დაიწყო.
ზურა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაგაკმენდილი იჯდა, მა-
ტაბელის საუბარზე ფიქრობდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებ-
და. მერე უეცრად კალამი მოისროლა, მაგიდას მუშტი დაარტყა და
დაიყვირა:
– აქ კითხვებს მე ვიძლევი და საუბარსაც მე წარვმართავ! – იგ-
რძნო, რომ თავად მატაბელმა უკეთესად წაიყვანა საქმე რამდენიმე
წუთში, ვიდრე მან ნახევარი წლის განმავლობაში.

210
– სოფოკოს დაკითხვა ჯერჯერობით აღარაა საჭირო. შენთან
მექნება რამდენიმე კითხვა, – ზურამ მატაბელს მიმართა.
თავის მხრივ, ირაკლის სახეზე აშკარად დიდი უკმაყოფილება შე-
ეტყო, არ ესიამოვნა, დეტექტივმა ასეთი სიუხეშე რომ გამოიჩინა მის
მიმართ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მის არც ერთ კითხვას ისე არ
უპასუხებდა, როგორც თავად ზურას აწყობდა.
– შენი თბილისში ჩამოსვლა შეიძლება მკვლელობას არ უკავშირ-
დებოდეს? – ჰკითხა ზურამ ირაკლის.
– შეიძლება არა, – უპასუხა მატაბელმა მშვიდად და ამობეჭდილი
ფურცელი მაგიდაზე დაუდო.
– თუმცა, შეიძლება იყოს? – კითხვა შეუბრუნა დეტექტივმა.
– ჰმ...შეიძლება იყოს, – უფრო ფლეგმატურად უპასუხა მატაბელ-
მა.
– სავარაუდოა შემთხვევის ადგილას შენი ყოფნა?
– სავარაუდოა... – უპასუხა ირაკლიმ და სავარძელში უფრო მშვი-
დად მოკალათდა.
– იქნებ დამნაშავე ხარ? – ხმა გაიმკაცრა დეტექტივმა, რადგან
ხვდებოდა, რომ მათი დიალოგი არაფრის მომტანი იყო.
– იქნებ ვარ... – ნელა წარმოთქვა მატაბელმა და თავი დახარა.
– იქნებ არ ხარ და სხვას იცავ?
– იქნებ არც ვარ... – უპასუხა ირაკლიმ და დეტექტივის ჯინაზე
გაიზმორა.
– სპეციალურად ცდილობ ჩემს პროვოცირებას? – დაუყვირა ზუ-
რამ და მაგიდაზე დახვავებულ ქაღალდებს ხელი ჰკრა.
მატაბელმა ჰაერში ერთი ფურცელი დაიჭირა, მშვიდად დახედა,
წარბები შეკუმშა და გაწონასწორებულად უპასუხა:
– ვერ შეამჩნიეთ, თორემ ზუსტად იმას გპასუხობთ, რასაც თქვე-
ნი კითხვა ითვალისწინებს, ყველაფერს ვეთანხმები და სრულ სიმარ-
თლეს ვამბობ.
– სიტყვებს „იქნებ“, „განა“, „შესაძლოა“ სპეციალურად იყენებ.

211
იცი ხო, შე საძაგელო, დასტურის გამომხატველი რომ არ არის და
მეტად აბსტრაქტულია? – ისე იფეთქა დეტექტივმა, ლამის სკამიდან
გადმოვვარდი, მატაბელს რომ არ დავეჭირე.
– ხო, შესაძლოა... – უპასუხა ირაკლიმ და ცალი ხელით მაგიდი-
დან გადმოცვენილი ქაღალდების მტვერი მოიწმინდა.
– შე უნამუსო, შენი ბინის გაჩხრეკას დავავალებ და ისეთ არეუ-
ლობას დაგახვედრებ, მერე ვნახოთ თუ იქნები ასე მშვიდად, – თქვა
ზურამ და მუშტები შეკუმშა.
მატაბელი წამოხტა, შარვალზე მოხვედრილი ფურცლები გადაის-
როლა, ზურას მოუახლოვდა და ამჯერად განრისხებულად უპასუხა:
– ორდერი გაქვს?
– არა... მაგრამ მივიღებ, – დაიბნა ზურა და მატაბელს თვალი აა-
რიდა.
– მგონი გასაგებია ყველაფერი? – უპასუხა მატაბელმა და ისევ
მშვიდად მოკალათდა სკამზე.
– პრინციპში, ყველა კითხვა უკვე დაგისვით, ჯერჯერობით თა-
ვისუფლები ხართ, – გვითხრა ზურამ იმ ტონით, რომელიც მიგვანიშ-
ნებდა მომავალ კიდევ ერთ აუტანელ დაკითხვაზე. ამჯერად არათუ
მე, პირიქით, ზურას ეტყობოდა დიდი სურვილი იმისა, რომ ჩვენი
წასვლა დაეჩქარებინა.
გარეთ მთელი სისწრაფით გამოვვარდი, მატაბელის ცხვირ წინ
ლამის კარი მივაბრახუნე, ისე გავრბოდი. ჩემთვის მთელი მიღწევა
იყო ზურას ოთახიდან გამოსვლა და მშვიდ სამყაროში გადანაცვლე-
ბა. თუმცა, რამდენად მშვიდი იყო, ესეც საკითხავია. ზურას და მა-
ტაბელის დიალოგიდან გამომდინარე, მომავალი პოტენციური
მსხვერპლი მე და ჩემი მეგობრები უნდა ვყოფილიყავით...
გასასვლელთან ვიყავით, როდესაც ხნიერმა კაცმა, რომელმაც
ადრე ჩვენ გამოგვიძახა, ამჯერად დაიყვირა:
– ნენე ტუშიშვილი, შემობრძანდით.
გამიკვირდა, ნენემ რომ დაიგვიანა დაკითხვაზე. ეს ხომ ასეთი

212
მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საქმე მამამისის მკვლელობას ეხებო-
და.
– ნენე ტუშიშვილი! – ხმას აუწია მორიგე ინსპექტორმა.
მთელი დერეფანი დავათვალიერე, მაგრამ ჩემსა და მატაბელის
გარდა არავინ იყო.
– ნენე აქ არ არის, – ვუთხარი კაცს, რომელიც პატარა კაბინკაში
იჯდა და ვერ ხედავდა გარშემომყოფებს.
ინსპექტორს აშკარად დაეტყო უკმაყოფილება. ეტყობოდა, ნერ-
ვიულობდა, ხვდებოდა, რომ ზურა მხოლოდ მის დაუდევრობას და-
აბრალებდა კლიენტის დროულ არშესვლას. ინსპექტორმა ძეხვისა
და პურის ჭამა მიატოვა, თავისი პატარა ტელევიზორი გამორთო,
კალთიდან პურის ნამცეცები მოიწმინდა და გარეთ, ჩვენთან, გამო-
ვიდა და გაურკვევლად თქვა:
– ჯანდაბა, სადღაც აქ იყო. ქერა, ლამაზი გოგო, ხომ ნენე ტუშიშ-
ვილია?
– კი... – დავეთანხმეთ და ნენეს ძებნა დავიწყეთ.
– ერთ წამს, კამერას გადავახვევ, – თქვა ინსპექტორმა, რომე-
ლიც ძველი ყაიდის დარაჯს უფრო ჰგავდა, ვიდრე გამოცდილ ინ-
სპექტორს.
მის ოთახში შესვლისას გავარკვიეთ, რომ კამერა მხოლოდ გარეთ
ეყენა, პატარა შესასვლელში კი, ბუნებრივია, არც ერთი კამერა არ
იყო. დავინახეთ, თუ როგორ შევიდა ნენე შიგნით და იქიდან არც გა-
მოსულა. მაგრამ სადღა გაქრა?
– ჯანდაბა, თქვენ მართლა გიჟები ხართ ვინცხა... – თქვა შეშინე-
ბულად ინსპექტორმა.
მისი კაბინკიდან რომ გამოვედით, განრისხებული ზურა დაგ-
ვხვდა.
– სად არის ნენე? გართობის დრო მაქვს ახლა მე? – დაიყვირა
ზურამ და გაკვირვებული „თქვენ კიდევ აქ ხართ? “ სახით შემოგვხე-
და.

213
– ხო არ გაქრებოდა? აქვე იქნება სადმე.
– საად? დერეფანში მხოლოდ ჩემთან არის შესასვლელი და ზუ-
რას ოთახში. არსად არაა, – თქვა ინსპექტორმა და გაქცევისთვის ემ-
ზადებოდა. ასეთი მშიშარა კაცი ჯერ არ მენახა.
– ისევ ჩაგეძინა, შე ბრიყვო? – დაუღრიალა ზურამ ინსპექტორს,
– რა გჭირ...
– ჩუ, – თქვა მატაბელმა და ზურას პირს თითი მიადო.
ვერავინ ვერ ვხვდებოდით, რატომ სჭირდებოდა მატაბელს სიჩუ-
მე. ირაკლის შევხედე, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე წამის გან-
მავლობაში ჩუმად იდგა და რაღაცას უსმენდა, მერე გაიღიმა და ზე-
ვით აიხედა. ვიღაცის ფრინველის მსგავსმა გალობამ მიბიძგა მეც
იგივე გამეკეთებინა. ზურამაც ასწია თავისი სპილოს თავი და ყვე-
ლამ ერთად დავინახეთ მაღალ კარადაზე ამძვრალი ნენე. ნამდვი-
ლად სასაცილო სანახავი იყო ეს ყველაფერი და უთუოდ გავიცინებ-
დი, რომ არ მენახა მისი დაცრემლებული წყლის ფერი თვალები.
ასეთ თვალებს თქვენ ვერსად ნახავდით. არც ცისფერი იყო და არც
ლურჯი, უფრო თეთრსა და ღია ცისფერ შორის. გეგონებათ, პიკა-
სომ შეაზავა რამდენიმე ღია ფერი და ფუნჯით ნენეს თვალები შეღე-
ბა, როდესღაც ... 1923 წელს. მრავალი წლის განმავლობაში ნენე იწ-
ვა და 1997 წელს გადაწყვიტა დაბადებულიყო და სამყაროსთვის ეჩ-
ვენებინა ლეგენდარული მხატვრის მოგონილი ფერის თვალები.
– გაგიჟდა? – თქვა ზურამ და ხელები თავისკენ მიიდო.
– გიჟი თავი გაბია, – გამოსძახა ნენემ და კარადის მაღალ კარს
უცნაურად ჩამოეკიდა.
ამ მომენტში ის პატარა მაიმუნს ჰგავდა, რომელიც დედამ მიატო-
ვა და ხეზე ყოფნისთვის გასწირა. ნენეს კაბა ეცვა და ვხედავდი მის
თეთრ ტრუსსა და ნაზს, მოვარდისფრო კანს.
– რატომ აძვერი, ნენე? ჩამოდი, დაშავდები, – ვთხოვე მეგობარს
და ნელ-ნელა შიში მემატებოდა. ნენე რომ ჩამოვარდნილიყო, უთუ-
ოდ მძიმედ დაშავდებოდა.

214
– ქვევით სიბინძურეა, – მიპასუხა ნენემ და ამით მიმახვედრა,
რომ თავის მოკვლას არც აპირებდა. საღი და აშკარა მიზეზი ჰქონია
თურმე, იქ რომ ამძვრალა.
– სიბინძურე? – თქვა დეტექტივმა ზურამ და იქაურობა მოათვა-
ლიერა. რომ ვერ დაინახა მტვრის ვერც ერთი ნაწილაკი, დაამატა, –
იდეალური სისუფთავეა!
– მე და მატაბელმა ერთმანეთს გადავხედეთ და ჩუმად გავიცი-
ნეთ, რადგან ჩვენთვის ისედაც გასაგები იყო, რას გულისხმობდა ნე-
ნე სიბინძურეში.
– ვერ ხედავთ იატაკზე რამდენი ფარისეველი ადამიანის ფეხსაც-
მლის კვალი ეტყობა? – აუხსნა ნენემ ზურას ისე, თითქოს გაკვე-
თილს უყვებოდა მასწავლებელს, – განა ვერ ხედავთ რა ჭუჭყი იგ-
რძნობა ყოფილი დამნაშავეებისგან? მე კიდევ სუფთად მოვკალათ-
დი აქ. მართალია, აქ უფრო მეტი მტვერია, რადგან კარადის თავი
ალბათ არც არასდროს გაუწმენდიათ, მაგრამ, მერწმუნეთ, აქ სხვა-
ნაირი სისუფთავეა. რაც უფრო მაღლაა ადამიანი, მით უფრო წმინდა
არეალშია.
– ეს გავიგე, – თქვა მოთმინებით ზურამ, – მაგრამ გამოძიება უნ-
და გავაგრძელო, ჩამოდი, შენი დაკითხვის დროა.
– დაკითხვის რატომ? – წამოჭარხლდა ნენე, – დაკითხვის თუ უბ-
რალო კითხვების? დამნაშავე კი არ ვარ.
– ეგ კიდევ გასარკვევია, – თქვა ზურამ და უკვე ვიცოდი თუ რა
ჩამჭრელ კითხვებს დაუსვამდა იგი ნენეს. „მამაშენი სპეციალურად
ხომ არ მოკალი, შენზე რომ არ აეღოთ ეჭვი? “ – უთუოდ ამას ჰკით-
ხავდა, ოღონდ, ბუნებრივია, უფრო რბილი ფორმით.
– გასარკვევი ახლა ის იქნება, გადამირჩები თუ არა, – თქვა ნენემ
და კარადიდან გადმოხტა, რათა ზურას დასხმოდა თავს.
მე და მატაბელი ინსტინქტურად გავემართეთ მის დასაჭერად.
უფრო ახლოს მე აღმოვჩნდი, მაგრამ მისი დაჭერა ვერ შევძელი და

215
ორივენი, მეც და ნენეც, იატაკზე გავეშხლართეთ. ჩემგან განსხვავე-
ბით, ნენე წამის მეასედში წამოხტა და ზურას მიაშურა. მერწმუნეთ,
ხელებით დაახრჩობდა დეტექტივს, მატაბელს რომ არ გაეშველები-
ნა. ნენემ საბოლოოდ დაკარგა ჭკუა, აგრესიული გახდა და მატა-
ბელს მთელი ძალით ურტყამდა სახეში, ჩამოკაწრა და ფრჩხილებით
მთელი სხეული გაუსისხლიანა. ნენეს დაწყნარება ვცადე, მაგრამ მან
ერთი ხელით მომიცილა და იატაკზე დამაგდო. საოცარია ამ პატარა
სხეულში რა დიდი ძალა იმალებოდა.
– დამშვიდდი, გაგეხუმრა, უბრალო კითხვები უნდა დაგისვას, –
ამშვიდებდა მატაბელი და ნენეს დაწყნარებას ცდილობდა. – ამ მო-
მენტში სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. ნენეს და მატაბელს ვათ-
ვალიერებდი. ნენეს, როგორც სულ, მოკლე ფაშფაშა კაბა ეცვა და
იმის გამო, რომ ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, მატაბელის ხელში
იყო. ჩემთვის გასაოცარი ის კი არ იყო, რომ ნენე ვერ აკონტროლებ-
და საკუთარ თავს და ვერ ხვდებოდა, რომ თეთრეული უჩანდა, არა-
მედ ის, რომ მატაბელი ამას არ იმჩნევდა და თითითაც არ ეკარებო-
და მისი ფეხის ზედა ნაწილს. ჩემი კლასელი, საბა სუხიაშვილი, რომ
წარმოვიდგინე, ეს ფაქტი მას ესიამოვნებოდა და უზრდელურად ჩაჰ-
კიდებდა ნენეს ხელს.
მატაბელს ორივე ხელი მის წელზე მტკიცედ ეჭირა, მაგრამ ნენემ
მაინც შეძლო მისი ხელიდან გამოქცევა და ზურაზე შეტევა.
– ტუშიშვილის შვილი და მილიონერი რომ ხარ, ეს არ გაძლევს
ასე მოქცევის უფლებას! – დაუყვირა ზურამ გაგიჟებულ ნენეს და
ხელის მოძრაობით ნენე მიწაზე დააგდო. ზურამ ეს სპეცრაზმელის-
თვის დამახასიათებელი უხეში ძალით გააკეთა, ნენემ ლამის თავი
მიანარცხა შემინულ კედელს.
– 90-იანების ლეგენდარული და ამჟამად არაფრის მაქნისი დე-
ტექტივი რომ ხარ, ეს არ გაძლევს ასე მოქცევის უფლებას! – შეეპა-
სუხა მატაბელი.
– ეს ცირკი ზედმეტია! მეტისმეტია! – დაიყვირა ზურამ და ნენეს

216
თითით მიუთითა შესულიყო ოთახში.
ნენე საბოლოოდ რომ დავაწყნარეთ და ზურასთან შევიყვანეთ, მე
და ირაკლი გარეთ გავედით.
– იცი, ახლა ვგრძნობ, რომ ძალიან გადავიღალე ამ ამბით, – ვუთ-
ხარი მატაბელს და მის დასისხლიანებულ ხელებს დავხედე.
– მე კი მგონია, რომ გრადუსი ახლა იწყებს გახურებას, – მიპასუ-
ხა და ნაბიჯს აუჩქარა.
– ნენეს სპეციალურად გაუშვი ხო ხელი?
– ეტყობა ზურა არავის არ უცემია დიდი ხანია. კარგი შესაძლებ-
ლობა მოგვეცა. ნენესაც ეგ უნდოდა, არ დაწყნარდებოდა სხვა შემ-
თხვევაში, – განმიმარტა მატაბელმა.
– ძველი ნენე არ გენატრება? – როგორი ძველი?
– მშვიდი, გაწონასწორებული, ნაზი და კეთილი, – ავუხსენი
ირაკლის.
– ასეთი უფრო საინტერესოა. ძალიან პირდაპირია. რასაც ფიქ-
რობს, იმას ამბობს. რისი გაკეთებაც უნდა, იმას აკეთებს, – მიპასუხა
მატაბელმა.
სამივე მეგობრები ვიყავით, მაგრამ ამ დროს ჩემში ეჭვიანობამ
იმატა. არ მჯეროდა, რომ მეგობრულ ეჭვიანობაზე უფრო საზიზღა-
რი გრძნობა არსებობდა. მანამდეც ვიცოდი, რომ ირაკლის ნენეს მი-
მართ სხვა გრძნობები გააჩნდა, უფრო ახლო და ძლიერი. ისეთი
გრძნობა, რომლის გამო ადამიანები ერთმანეთს როდესღაც ომს უც-
ხადებდნენ, საწამლავს სვამდნენ ან თავს იკლავდნენ. ჩემთვის ასეთი
სიყვარული უცხო იყო, რადგან არავინ მყვარებია. უბრალოდ მეგობ-
რულმა ეჭვიანობამ ამიტანა. ვიგრძენი, რომ ამ წუთებში მატაბე-
ლისთვის ნენე ის მეგობარი იყო, რომელიც როდესმე მასში ფიზიკურ
და სულიერ სიამოვნებას გამოიწვევდა სხეულში.
ორმაგად ბედნიერია ალბათ ადამიანი, რომელსაც უყვარდება მე-
გობარი, რადგან ორ ზეადამიანურ გრძნობას ერთიანად განიცდის.

217
17
იმედი მქონდა, რომ აღარ მომიწევდა კიდევ ერთი შავი კაბის
ყიდვა და მოულოდნელ დაკრძალვაზე წასვლა. სოსოს დაკრძალვაზე
უფრო მეტად, ახლა ვგრძნობდი თავს აფორიაქებულად. ვიცოდი,
რომ ტარიელის გასვენებაზე უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი შე-
იკრიბებოდა და ეს დღე რაიმე ინტრიგის გარეშე არ ჩაივლიდა.
ტონიმ შესასვლელი კარი გამიღო, მე კი ნენეს უზარმაზარ სახ-
ლში აღმოვჩნდი. ნენეს სახლის თითოეული კუთხე ისეთივე ნათელი
და კრიალა იყო, როგორც პატარა დიასახლისის თმისა და თვალების
ფერი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ ბინას დასუფთავებაც კი არ
სჭირდებოდა, რადგან ბუნებით ისედაც მუდამ გაწკრიალებული
იყო. ბევრი უცნობი ირეოდა, მაგრამ ანის, მატაბელის და თვით დე-
ტექტივი ზურას დანახვამაც კი სიმშვიდე მომგვარა. სოსოს დაკ-
რძალვის მსგავსად, ახლაც ძალიან ცოტანი ვიყავით შიგნით, გარეთ
კი ათობით ჟურნალისტი იდგა, კამერებით აღჭურვილნი. ყველაზე
მეტად ერთმა უჩვეულო ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება – ნენეს
მამამისის გასვენებაზე თეთრი კაბა ეცვა. მართალია, ეს წესი უბრა-
ლოდ ფორმალობაა, მაგრამ რაზე ფიქრობდა ეს გოგო?
218
– ნენე, ძალიან ვწუხვარ, – თანავუგრძენი ნენეს და თმაზე ხელი
გადავუსვი.
ეს გოგო ერთ-ერთი უკეთილშობილესი არსება იყო, მაგრამ მის-
თვის კაბის ფერზე შენიშვნის მიცემა მაინც შემეშინდა. ვიცოდი, რომ
ამაზე შეიძლება ძალიან გაბრაზებულიყო და ისტერიკა მოეწყო, ამი-
ტომ არაფერი ვუთხარი და ეს ფაქტი უბრალოდ არ შევიმჩნიე. ჩემს
გულწრფელ თანაგრძნობაზე მან არაფერი მითხრა, მხოლოდ თავი
დახარა და თითები გაათამაშა.
თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, ტარიელის მკვლელობა
საქვეყნოდ გახდა ცნობილი, ზურამაც გაავრცელა პოტენციურ
მსხვერპლთა ჩამონათვალი, რომელშიც ერთ-ერთი მეც ვიგულისხმე-
ბოდი, სწორედ ამიტომ გარშემომყოფების უმრავლესობა თავიდან
ფეხებამდე მათვალიერებდა. ალბათ ვეცოდებოდი ასეთ დაძაბულ
სიტუაციაში რომ მიწევდა ცხოვრება, თანაც სიკვდილის მოლოდინ-
ში. მე არ მეშინოდა მისი. სურვილი და ინტერესი მკვლელის ვინაო-
ბის გაგებისა ბევრად დიდი იყო, ვიდრე მსხვერპლად გადაქცევის ში-
ში.
– კანკალებ, – უეცრად ზურგიდან მომიახლოვდა მატაბელი და
ყურში ჩამჩურჩულა.
– ალბათ მცივა, – ვიცრუე დაუდევრად და მისკენ არც შევბრუნე-
ბულვარ.
– ხოო? – მკითხა ისეთი ტონით, თითქოს იმ წამსვე მიხვდა ჩემს
ტყუილს, – სოფოკო, ნუთუ გეში..?
– უნდა მეშინოდეს? – შევაწყვეტინე მატაბელს და მისკენ მყისიე-
რად შემოვტრიალდი.
მის თვალებში ჩახედვისას, მივხვდი თუ რისი მეშინოდა ყველაზე
მეტად – ისეთი სიკვდილის, რომელსაც თავად ითხოვდა შენი სხე-
ული და სული. წამიერად წარმოვიდგინე, მატაბელი რომ ყოფილიყო
მკვლელი, უსათუოდ დავემორჩილებოდი და არც წინააღმდეგობას

219
გავუწევდი. განა ვიცოდი რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მის თვალებ-
ში იმალებოდა ყოველივე ის, რასაც ადამიანი ეძებდა მთელი ცხოვ-
რების განმავლობაში და თუ იპოვიდა, სიკვდილისთვისაც მზად იქ-
ნებოდა. ზოგისთვის ეს რაღაცა სიმდიდრე, ზოგისთვის კარიერა, ზო-
გისთვის სიყვარული, ჩემთვის კი რაღაც ამოუცნობი და უხილავი
იყო. მე სწორედ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნებოდი,
რომლებიც მუდამ ეძებდნენ რაღაცას, თავად არ იცოდნენ – რას,
მაგრამ მაინც ყოველდღე ამ მიზნისკენ ისწრაფვოდნენ. ზოგი აღწევ-
და ამ მიზანს, ზოგი კი – ვერა. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი
– მის მზერაში მე ვიპოვე ეს. ის ჩემი მეგობარი იყო, რომელმაც მომ-
ცა საშუალება მის თვალებში დამენახა მოვლენა, რომლის ხილვასაც
ვერც ერთი მოკვდავი ვერ ეღირსებოდა. ეს ის მზერა იყო, ჩახედვი-
სას რომ ვერ ხვდებოდი, სიკეთით იყო იგი სავსე თუ სიბოროტით. და
მაინც, სიკეთე ბოროტების სამსახურში ბევრად საშიშია, ვიდრე თა-
ვად ბოროტება. ყველაზე უჩვეულო კი ის იყო, რომ სწორედ ეს უკა-
ნასკნელი გიზიდავდა თავისი მიუმხრობლობით.
– იცით ბოროტება რა უკარება არსებაა? რა ამოუცნობი და მე-
დიდური? სიკეთეს წამსვე დაიპყრობთ, ბოროტება კი აქეთ შთან-
თქავთ. სიკეთე ყველას უყვარს, ბოროტება კი მარტოსულივით და-
დის დედამიწის ზურგზე და სამარადისო პარტნიორს ეძებს. თუ იპო-
ვის შესაფერისს, ამ ორს შორის იწყება ბრძოლა. ზუსტად ეს ბრძოლა
დავინახე მატაბელის თვალებში.
– არა, არ უნდა გეშინოდეს, უნდა უფრთხოდე, – მითხრა მატა-
ბელმა და ჩემს ზურგს უკან დადგა, – ის ხომ ასე ახლოსაა, – მითხრა
მან ჩუმი ხმით, თითქოს ჩემი შეშინება უნდოდა.
– ახლოს?
– ძალიან, – მიპასუხა მან უფრო ჩუმი ხმით და ტუჩებით კისერზე
შემეხო.
– შენ საიდან იცი? – ვკითხე მღელვარებით. ამაზე პასუხი რომ არ
გამცა, უფრო ხმამაღლა ჩავეძიე: – საიდან იცი? ვერც პასუხი გავიგე

220
და ვერც მისი შეხება ვიგრძენი. – საიდააააან? – ნერვულად გავიმე-
ორე.
წაყვირება იმდენად ხმამაღალი გამომივიდა, იქ შეკრებილებმა
უკმაყოფილოდ შემომხედეს. უკან მივიხედე... სად იყო მატაბელი?
გამქრალიყო... საზოგადოების წინაშე ბოდიში მოვიხადე და გარეთ
გასვლა დავაპირე. გაბრაზებული ვიყავი, არ ვიცოდი ჩემზე თუ მა-
ტაბელზე – ჯერ ვერ გავერკვიე.
– რა დაგემართა? – შემაჩერა მამაჩემმა და პასუხს დაელოდა.
– არაფერი ისეთი, – არ შევიმჩნიე შიშის გამო ჩემი დაბნეულობა
და გავაგრძელე, – გახსოვს, სურათზე რომ გამოჩნდა წარწერა, სა-
დაც ეწერა, რომ მოგება ტარიელისგან 600.000 ლარია?
– კი მახსოვს, – მიპასუხა მამამ და მიხვდა, რომ მისგან ახსნაგან-
მარტებას ველოდებოდი, – ტარიელმა გარდაცვალებამდე რამდენი-
მე დღით ადრე უცნობ პირს, ქველმოქმედების სახით, ალბათ, სწო-
რედ ეს 600.000 ლარი უბოძა.
– გასაგებია... – ვუპასუხე მამას და თვალებით მატაბელის ძებნა
დავიწყე.
– ირაკლი ვერ ვიპოვე, სამაგიეროდ, თვალში ერთ-ერთი საინტე-
რესო პერსონა მომხვდა. 30-იოდე წლის ღიპიანი მეცენატი, ადრეც
მყავდა ნანახი, ტელევიზორში ხშირად ჩანდა. ყოველთვის ხაზს უს-
ვამდა თავის ფილანტროპობას. სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუ-
თარ თავს ეხმარებოდა. საუცხოო პერსონაჟი იყო. დიახ, პერსონაჟი.
წიგნის ერთ-ერთ გმირს ჰგავდა, რომელსაც საკუთარ თავზე არაამ-
ქვეყნიურად მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. მე-17 საუკუნის რომელი-
მე ფრანგ ლუის წააგავდა, ერთადერთი თეთრი ფერის პარიკიღა აკ-
ლდა.
დავინახე მეცენატი ნენეს როგორ მიუახლოვდა და ხელზე ეამბო-
რა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ასეთ საცოლეს ეძებდა 30
წლის განმავლობაში, დაბადებიდანვე ექნებოდა მიზნად მდიდარი

221
ობოლი ქალიშვილის ცოლად მოყვანა. ტარიელი ახლოსაც არ აკა-
რებდა ამ კაცს თავის შვილს, ახლა კი მეცენატს ალბათ ოცნება აუხ-
და და ნენეს გაცნობის საუკეთესო საშუალება მიეცა. არ ვიცოდი,
შემთხვევით მოხდა ეს, თუ არა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ნენესთან
მეც და მატაბელიც ერთდროულად გავემართეთ.
– სასმელი, – გადავულაპარაკე ირაკლის და ნენესკენ გავეშურე.
– ნწ, – გაიქნია მან თავი უარყოფის ნიშნად, – ყვავილები. – ყვა-
ვილები? – ვკითხე და გავიღიმე.
– ხო, ყვავილებს გადაათხლეშს თავზე, – მიპასუხა მატაბელმა და
დამეთანხმა იმაში, რომ აუცილებელი იყო ამ შემთხვევის თავიდან
აცილება.
– მოგესალმებით, – უთხრა მატაბელმა ჩასუქებულ მეცენატს,
რომელსაც სახე სულ წითელი ჰქონდა და ხელიც ჩამოართვა.
– მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? – მე შემომიბრუნდა მე-
ცენატი, რომლის სახელი არ მახსოვდა. სულ მაღიზიანებდა ეს კაცი,
პატარა ბავშვებსაც კი თქვენობით ელაპარაკებოდა.
– კარგად. თავად? – ვუპასუხე იძულებითი ზრდილობიანობით
და წარმოვიდგინე რა ხარბად ჭამდა ეს კაცი ქათმის ბარკალს.
– როგორ ვიქნები აბა? – მიპასუხა მან და ნენეს შეხედა, – როცა
ჩემი მზეთუნახავი ასეთ დღეშია.
ნენემ კუბოს გვერდით თავი ასწია და თავისი წყლისფერი თვა-
ლები გაკვირვებით და ზიზღით ამოანათა.
– ოუ, – შეიჭრა მატაბელი და ნენეს წამოდგომის საშუალება არ
მისცა, – სულ დამავიწყდა მეკითხა, როგორ ჩაიარა გუშინდელმა
კონფერენციამ?
– ხალხი ვერ საქმდება, სამუშაო ადგილები არ არის. გუშინ ხალხი
იმას ჩიოდა, ნაცნობი თუ არ გვეყოლებაო, ისე სამსახურს ვერ იშო-
ვიო.
– მერე თქვენ რა უპასუხეთ? – ჰკითხა მატაბელმა მეცენატს.
– რა უნდა მეთქვა, ბატონო ჩემო? მეც დავეთანხმე. ახლახან

222
უზარმაზარი კომპანიის დირექტორად დამნიშნეს და ვხედავ ჩვენს
თანამშრომლებსაც კი როგორ გაუჭირდა სამსახურის შოვნა. ყველა
ჩემსავით დირექტორიც და მეცენატიც ერთდროულად ხომ ვერ იქ-
ნება? მეც დავეთანხმე, ბუნებრივია, მოსახლეობას, რომ ნეპოტიზმი
და პროტექცია ჩვენი საზოგადოების უმთავრესი საფრთხეა. იცით,
სიმართლე რომ გითხრათ, – თქვა მეცენატმა ჩურჩულით, – ხელი-
სუფლებაში მინდა მოსვლა და ხალხს ვუთხარი, ნეპოტიზმსა და პრო-
ტექციას უკვე ვებრძვი-მეთქი.
მატაბელი რომ დარწმუნდა, ნენე მეცენატზე არანაირ შეტევას
აღარ აპირებდა, ხელი გაუშვა და მოსაუბრეს მიუბრუნდა:
– თქვენ თუ მიიღეთ თანამდებობა ნეპოტიზმით? – ჰკითხა მატა-
ბელმა და პასუხს ყურადღებით დაელოდა.
– მე?... – დაიბნა მეცენატი.
– იცით, რა პასუხიც არ უნდა გამცეთ, – შეაწყვეტინა მატაბელმა,
დიახ ან არა – ორივე თქვენი საუბრის წინააღმდეგ იქნება მიმართუ-
ლი. თუ იტყვით, რომ დიახ, დავსაქმდი ნეპოტიზმითო, მაშინ რაღა
ნამუსით საუბრობთ იმაზე, რომ აღმოფხვრის გზებზე მუშაობთ, თუ-
კი ერთ-ერთი პროპაგანდისტი თავად ბრძანდებით? თუკი მეტყვით,
რომ არა, არ დასაქმებულხართ ნეპოტიზმით, რაღა გამოდის? მხო-
ლოდ ის, რომ სათანადო განათლებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადა-
მიანს თავისუფლად შეუძლია დასაქმება. ადამიანები ხშირად ჩვენ
წარუმატებლობას არარსებულ დაბრკოლებას ვაბრალებთ. იმის
ნაცვლად, რომ გარკვეულ სამსახურში ჩვენი მიუღებლობა დავაბრა-
ლოთ ჩვენს არასათანადო კვალიფიკაციას, განათლებას, ყოველ-
თვის ვადანაშაულებთ დამსაქმებელს, რომელიც თითქოს მხოლოდ
საკუთარ ნათესავს აიყვანს. 21-ე საუკუნის პოტენციური დამსაქმე-
ბელი და, ზოგადად, ადამიანი, ძალიან ჭკვიანია, იცით? ის ძალიან
მიზანდასახულია და არასდროს არ აიყვანს, ისეთ კადრს, რომელიც
მას არ გამოადგება. თქვენ უნდა დაგეიმედებინათ ის ახალგაზრდები

223
და შეჰპირებოდით, რომ საკმარისი განათლებისა და კვალიფიკაცი-
ით უმუშევრობა არ დაემუქრებოდათ.
– ხშირად ასე არ არის, მერწმუნეთ, ნეპოტიზმი ჭიასავით არის
გაღრღნილი, – შეეწინააღმდეგა მეცენატი, – მე, მაგალითად, გუშინ
დავასაქმე ჩემი ბიძაშვილი, ძალიან მთხოვდა, აბა ნათესავს უარს
ხომ ვერ ვეტყოდი?
– და უკეთესი კადრი გყავდათ? – ჰკითხა ირაკლიმ. – კი, მაგრამ
მაინც ჩემი ბიძაშვილი ვარჩი...
– თქვენს კომპანიას მომავალი არ აქვს. მერწმუნეთ, სულ მალე
ის ნაცარტუტად გადაიქცევა, – უპასუხა მატაბელმა სარწმუნოდ.
სწორედ გუშინ ვნახე რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ რა ვალებში იძი-
რებოდა ამ მეცენატის კომპანია.
– არ გვინდა ცუდზე... – უთხრა მეცენატმა უსიამოვნოდ.
– სხვათაშორის, დაკრძალვაზე ვართ, – შევახსენე მას, რადგან,
მისგან განსხვავებით, ტარიელის სიკვდილი ჩვენთვის დიდი ტრავმა
იყო და სწორედ რომ ცუდზე უნდა გვესაუბრა.
– მომიტევეთ... – მოიბოდიშა და მშვიდი ტონით განაგრძო, – სა-
შინელებაა, როდესაც საყვარელ ადამიანს ვკარგავთ, – მეც მიყვარ-
და ოდესღაც ერთი ქალი, მაგრამ ახალგაზრდამ ცდუნებას თავი ვერ
გაართვა და ძუკნად გადააქცია.
– თქვენ ის დღემდეც გიყვართ, – უთხრა ირაკლიმ.
– არა, არა, რას დაემსგავსა, როგორ შეიძლება მე, ცნობილ მეცე-
ნატს, მიყვარდეს უკანასკნელი მაწანწალა? რომელმაც საკუთარი
ღირსება ფულში გაცვალა? ყველა დამცინის ეს რიტა როგორ გიყ-
ვარდაო.
– ახლაც გიყვართ, ოღონდ ახლანდელი რიტა არა. აი ის, – თქვა
ირაკლიმ და ჩაფიქრდა, თითქოს წარმოიდგინა როგორი იქნებოდა
ეს რიტა, – აი ის, ძველი რიტა დღემდე გიყვართ. გამორიცხულია,
ადამიანს ვინმე გადაუყვარდეს და თუ ჰგონია, რომ ასეა, ცდება.

224
თქვენ ამბობთ, რომ ის შეიცვალა და სწორედ ამიტომ გადაგიყვარ-
დათ? მაშ, რატომ არ შეგიძლიათ იმ ძველ რიტას ეტრფოდეთ? ახ-
ლანდელ და ძველ რიტას ნუ აღიქვამთ ერთ ადამიანად. გაიხსენეთ,
ის ძველი გრძნობები, ადრინდელი ვნება, მაშინდელი რიტა და დარ-
წმუნდებით, რომ ის ახლაც გიყვართ. შეიძლება დრო გავიდა, მაგრამ
თქვენ ცდებით, რომ ის შეიცვალა. კი არ შეცვლილა, ის ისეთივე ლა-
მაზია, ახლანდელი ძუკნა რიტა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არც
არასდროს გყვარებიათ, რადგან ის სხვა ადამიანია, რომელსაც არც
კი იცნობთ.
– ღმერთო, ნუთუ ეს თქვენ ხართ? – უეცრად საიდანღაც ანი გა-
მოჩნდა და საუბარი შეგვაწყვეტინა, – ეს თქვენ ხართ?
მეცენატმა არაფერი უპასუხა, ქედმაღლურად და კმაყოფილი იე-
რით პიჯაკის საყელო გაისწორა და ვნებით ჩაიღრუტუნა.
– გუშინ ვნახე თქვენზე გადაცემა, – გააგრძელა ანიმ და აინუნშიც
არ ჩააგდო, როგორ უტაქტოდ შეგვაწყვეტინა საუბარი, – მე ძალიან
მიყვარს ხელოვნე... – იცრუა ანიმ და რომ დაინახა, მატაბელი სად-
ღაც აპირებდა წასვლას, წამსვე შეჩერდა და აედევნა.
– იცით, სოფოკო, – მომმართა მეცენატმა, რომელთანაც, ფაქ-
ტობრივად, მარტო დავრჩი, რადგან ნენე სულ სხვა სამყაროში დაფ-
რინავდა და არც გვისმენდა, – თქვენი მეგობარი, ვგონებ ანი ჰქვია,
ხო? ძალიან გასუქებულა.
მეცენატის ესეთი გამოხდომა იმდენად ამორალური მეჩვენა, პა-
სუხის ღირსადაც არ მივიჩნიე.
– მდიდარი ოჯახიდანაა, საკუთარ თავს კი საერთოდ არ უვლის.
არადა ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, საკუთარ გარეგნობას მე-
ტი დრო დაუთმოს, – განაგრძო მან.
– მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, – ყური აღარ ვუგდე მის ლაზღან-
დარობას, ისე გავეცალე.
არ ვიცოდი, საით წავსულიყავი, როგორ მოვრიდებოდი ცნობის-
მოყვარეთა დაჟინებულ მზერას. ჟურნალისტებზე უარესები იყვნენ.

225
თითო ადამიანის მზერა დარტყმასავით მწარე და მტკივნეული იყო.
ზოგს ვებრალებოდი, ზოგს ვაშინებდი ჩემი პოტენციური სიკვდი-
ლით, ზოგი კი უბრალოდ მეპრანჭებოდა. კუთხეში დავდექი და ისე-
თი გაკერპებული სახე მივიღე, არავინ გაბედავდა ჩემთან მოსვლას
და გაცნობას. მეც ეს მინდოდა. – ყოველთვის მიკვირდა, როგორ
ეგუებოდა ანის მამა შვილის გამომწვევ საქციელს. ეს უკანასკნელი
ყველას თანდასწრებით მატაბელს პირდაპირ, ღიად ეფლირტავებო-
და. ხან თითქოს უნებურად წყალს გადაასხამდა, ხანაც ეცემოდა, ცუ-
დად ხდებოდა და ირაკლის შველას სთხოვდა. ყოველივე მისი ქმედე-
ბა მაფიქრებინებდა, რომ ნენეზე უფრო ჭკუასუსტი იყო. მამამისი
მის საქციელს იმდენად შეჩვეოდა, რომ აღარც აქცევდა ყურადღე-
ბას, ალბათ თავის დროზე ისიც ეგეთი ატეხილი იყო. ანი ბრეგვაძე...
ჩემსა და მატაბელთან მისი გვარიც ფიგურირებდა. ანი ვულგარულ,
მდიდარ ამერიკელ მსახიობს უფრო წააგავდა, ვიდრე ცნობილი ქარ-
თველის შვილს. ბოლოს იმდენად შემრცხვა მის ნაცვლად, მას და მა-
ტაბელს მივუახლოვდი და თავაზიანად შევახსენე:
– ბოლოს და ბოლოს დაკრძალვაა, ანი.
მან წყლიანი ჭიქა მაგიდაზე დადო, ამბიციურად თავიდან ფეხე-
ბამდე ჩამათვალიერა და უტიფრად მკითხა:
– შენ რა იყო, ჰა? ეჭვიანობ?
– მრცხვენია, რომ ასე იქცევი, – ვუპასუხე და მატაბელს შევხედე,
რომელიც, თავის მხრივ, მიღიმოდა და აინტერესებდა, რას ვუპასუ-
ხებდი შემდეგში.
– შენი საქმე არაა, გამეცალე, უი, არა, – შეწყვიტა ანიმ, ირაკლის
შეხედა და დაამატა, – გაგვვვვეეეეცალე, – შებრუნდა და ირაკლის
ხელი მორჩილად მიიყოლა საკუთარ თეძოზე.
– ანი, აქ არა, – უპასუხა მატაბელმა ბოხი ხმით და ხელი მოიშო-
რა.
ჩემთვის ეს პასუხი მოულოდნელობით სავსე იყო. რას ნიშნავდა

226
„აქ არა“? ანუ სხვაგან კი? არ მჯეროდა, რომ დროს ერთად ატარებ-
დნენ.
ანიმ მატაბელს ხელი სახეზე მოუთათუნა და ყურში რაღაც ჩას-
ჩურჩულა, ამის გაკეთებისას, უკანასკნელი მეძავის სახე მიიღო.
– გეყო, – უთხრა მატაბელმა გაკიცხვით ისე, რომ სხვას არ გაეგო
და მისი ხელი უხეშად მოიცილა სახიდან.
– რატომ? – თქვა უკმაყოფილოდ ანიმ.
მივხვდი, რომ დღეს ის ყველა გოგოს ჯინაზე იქცეოდა. თითქოს
ხაზს უსვამდა, რომ მატაბელი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და სხვებს
შანსი არ გააჩნდათ.
– ცუდად იქცევი, – შენიშნა მატაბელმა და ხმაში აგრესია დაეტ-
ყო.
– კი მაგრამ, შენ ხომ მოგწონს ცუდი გოგოები, აა? – თქვა ანიმ
და მატაბელს მიეყრდნო.
ირაკლიმ ხელი გადაუტრიალა, უფრო მაგრად მიაყრდნო კედ-
ლისკენ და ჩურჩულით უთხრა:
– გააგრძელებ და აქვე მიგახრჩობ, – თქვა და ისე გაუშვა, თით-
ქოს არც არაფერი მომხდარა, საზოგადოებასაც ისე შეხედა, თითქოს
ანი არაფერ შუაში იყო და მხოლოდ თავად იყო დამნაშავე.
სამივე ერთად ვიდექით, მას ვუყურებდი... მატაბელს ვუყურებდი
და ვიხსენებდი მის სიტყვებს, როცა მეუბნებოდა, სიკვდილი ახლოს
არისო. ისიც მიყურებდა, უცბად ყველაფერი გაჩერდა, არც ერთი
ბგერა არ მესმოდა, მინდოდა მასთან მიახლოება და დალაპარაკება,
ფეხი გადავდგი, მაგრამ ამ დროს ყურები მეტკინა საშინლად. ვერ
ვხვდებოდი, ყურები რა შუაში იყო, სისხლიც კი წამსკდა ცხვირიდან,
კიდევ გადმოვიწიე, მაგრამ ამჯერად ხალხის ისტერიული შეკივლე-
ბა გავიგე, ყვირილი და რაღაცის აფეთქება, შიშისგან ვეღარ ვმოძ-
რაობდი, აღწერილი მოქმედება 1 წამის განმავლობაში გრძელდებო-
და. ახლა ვხვდებოდი... ვხვდებოდი, ხალხი ავარიაში რომ ჰყვება,

227
რატომ გრძნობს თითოეულ დეტალს, მანქანის ნომერს, მე ყველაფე-
რი მახსოვდა, ჩემმა ორგანიზმა შიშის გამო ადრენალინის დიდი დო-
ზა გამოიმუშავა და აზროვნების და ფიქრის უნარი გამიმძაფრა.
შენელებული კადრი... კედელი ფეთქდება, ანი ეცემა, მატაბელი
კი ჩემკენ იწევს, ლომის სტატუეტკაც ჩემზეც ეცემა, ვგრძნობდი,
რომ ის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ თავის გაქნევას ვერ ვასწრებდი,
მატაბელი მეცემა და მიწაზე მაქცევს. ყველა კივის, აბსოლუტურად
ყველა გარბის, დაცვა შეიარაღდა, ტონი ჩემს სახელს ყვირის, კუბოც
გადმოტრიალდა, მერე ვერაფერს ვეღარ ვხედავ, მის გარდა. ის ჩემს
სხეულზე წევს, ვგრძნობ, რა მძიმეა, მაგრამ თავი მის ხელებში მაქვს
ჩარგული და მომხდარით შეშინებული ვერაფერს ვახერხებ. დაცემუ-
ლებიც წამოდგნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვდგებით, ის კიდევ უფრო
მგრძნობიარედ და მხურვალედ მეჩურჩულება:
– ძალიან ახლოსაა, მაგრამ შენ ვერ გეკარება...
ალბათ თავი მივარტყი და გონება დავკარგე, რადგან დანარჩენს
ვეღარ ვიხსენებდი...
თვალები რომ გავახილე, ნენეს სახლის ერთ-ერთ ოთახში ვიწექი.
– რა მოხდა? – ვიკითხე და ვიგრძენი ზუსტად ისეთივე ტკივილი,
საავადმყოფოში რომ განვიცადე.
მამა მომიახლოვდა და წყნარად ამიხსნა:
– ზურამ ფულით სავსე კეისი შემოიტანა, ძალიან ბევრი იყო, ალ-
ბათ ის 600.000 ლარი. თუმცა ყველა კუპიურა რიგზე იყო. იმდენად
ხარბი აღმოჩნდა, მოინდომა გაეხსნა და დაეთვალა. ეს რომ დააპირა,
აფეთქდა და ასეთი არევ-დარევა გამოიწვია, შენ კი დაეცი და თავი
მიარტყი. მაგრამ, ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზეა, შოკისგან გონება
დაკარგე, სხვებიც კარგად არიან. მალე ზურა განმარტავს ყოველი-
ვეს, გამოხვალ მისაღებ ოთახში?
– კი.
ძლივს წამოვდექი, ამ წუთიდან ტონი საერთოდ აღარ მომცილ-
დებოდა. მისაღებ ოთახში რომ შევედი, გამიკვირდა, პატარა ბომბამ

228
ასე როგორ დააზიანა ყველაფერი. კედლები გაშავებული, ზურას ხე-
ლები სულ დასახიჩრებული ჰქონდა. დროზე რომ არ მიმხვდარიყო
და არ მოესროლა ეს კეისი, უთუოდ ხელების გარეშე დარჩებოდა.
– იგივე წარწერა, ჩემო მეგობრებო, – მოგვმართა ზურამ და სხვა
კეისიდან ფურცელი ამოიღო, სადაც ეწერა – „დიდი სიყვარულით
მსოფლიოში ყველაზე უფულო მდიდარი ადამიანისაგან. გთხოვთ,
ჩააგდეთ ეს კუბოში და დაკრძალეთ ეს მიცვალებულთან“, რა ნაბიჭ-
ვარი ვიღაცაა, კიდევ ბრძანებებს იძლევა. ამჯერადაც არ დავმარ-
ხავთ ამ დაგლეჯილ კუპიურებს მიცვალებულთან. ისევ ექსპერტი-
ზას უნდა გადავცეთ.
– იქნებ დაემორჩილოთ მკვლელის მოთხოვნას? – დაიყვირა ერთ-
ერთმა იქ მყოფთაგან, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ აშკარად შე-
ვატყვე შეშფოთება და შიში.
– იქნებ გაგაპანღურო აქედან? – უპასუხა ზურამ, მაგრამ რომ
დაინახა, თუ ვის ელაპარაკებოდა, წამსვე დაამატა, – გაგაპანღურო
კი არა გაგაპანღურო... ანუ მკვლელი. რადგან ის ითხოვს რაღაცას,
საიდან გაიგებს, რომ ჩვენ ამას შევასრულებთ, ეს მხოლოდ იმას ნიშ-
ნავს, მეგობრებო, რომ მკვლელი აქვეა სადღაც, – დაამატა ზურამ
და თავისი მიხვედრილობით ისეთი კმაყოფილი დარჩა, უხაროდა,
გამოძიების სათავეს კიდევ კარგა ხანს შევრჩებიო.
გარშემომყოფების რეაქციაც მოსალოდნელი იყო, ყველა ერთმა-
ნეთს უყურებდა, ერთმანეთის ეშინოდათ და დაცვის გაძლიერებას
ითხოვდნენ. ვგრძნობდი, რომ მსგავს დაძაბულ სიტუაციაში არას-
დროს ვყოფილვარ. თითოეულს ერთმანეთში ეპარებოდა ეჭვი. ერ-
თმანეთს დახოცავდნენ, ტარიელის საბოლოო დაკრძალვა რომ არ
შეგვეხსენებინა.
სასაფლაომდე მანქანებით უნდა მივსულიყავით, ერთ გასას-
ვლელ კარში ამდენი ადამიანი ვერ ჩაეტეოდა, ამიტომ ზოგს წინა შე-
სასვლელიდან ჟურნალისტებთან გადაჩეხვა მოუწია. მათ შორის მეც

229
ვიყავი, ხელი სახეზე ავიფარე, ტონის მტკიცედ ხელი ჩავავლე, მე-
ორე დაცვაც ჩემ წინ მიდიოდა, ამიტომ ჟურნალისტები ვერ მომიახ-
ლოვდნენ, თუმცა გავიგე, თუ რამდენი სურათი გადაიღეს, თუ რო-
გორ გაცოცხლდა მათი პროფესიული ყეფა, როგორ ესროდნენ ერ-
თმანეთს ცუდ სიტყვებს და როგორ უჯიკავებდნენ დაცვას, ოღონდ
ჩვენთან რომ მოსულიყვნენ. ტონიმ კარი დამიკეტა, ამ დროს ამოვი-
სუნთქე და მანქანის სარკიდან დავინახე თუ როგორ დაგვედევნა
ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი. ვგრძნობდი, რა დიდი იყო სა-
ზოგადოების ინტერესი მომხდარზე. ინტერესი თუ შიში ესეც საკით-
ხავი იყო...
ტარიელის კუბო ნელა ჩაუშვეს მიწაში...
ადრე, წლების წინ, ვერ ვიგებდი, როგორ ეტეოდა ამდენი გარ-
დაცვლილი ადამიანი ერთ სივრცეში, ვერც იმას – როგორ გრძნობდა
უფალი თითოეულ მათგანს.
გატყუებთ, ვერც ახლა ვხვდები მაგას.
პირველი ნენე მიუახლოვდა, ჩემდა გასაოცად, სრულიად მშვი-
დად იდგა, არც ტიროდა და არც ისტერიკა ჰქონდა, კუბოსკენ მოტ-
რიალდა და სრულიად მოულოდნელად უჩვეულო რამ გააკეთა: თა-
ვისი თეთრი კაბა აუჩქარებლად გაიხადა და მამის კუბოში ჩაკეცა,
ეს ისეთი სიმშვიდით გააკეთა, რომ სწორედ ამ გულგრილობამ და
მოურიდებლობამ მაიძულა პირი გამომეღო და გაკვირვებული სახე
მიმეღო. მას მეგობრები და ნათესავები მიახლოვდნენ, რომლებიც
ტანისამოსს აწვდიდნენ, ის წამსვე შემობრუნდა მათკენ, მუშტში და-
მალული დანა გაშალა და ყველას გასაგონად თქვა:
– მამაჩემმა პირველად, დაბადების დღეს, ასეთი მნახა, ტანსაც-
მლის გარეშე, მინდა უკანასკნელადაც ასეთად მიხილოს, – თქვა და
ხალხისკენ ისევ ზურგით შემოტრიალდა.
ხალხსაც ეყო იმის შეგნება, რომ თავი დაეხარა და შიშველი ნე-
ნესთვის არ ეყურა. ამ პატარა გოგოს დანა მხოლოდ ხალხის შესაში-

230
ნებლად სჭირდებოდა. იცოდა, რომ საშუალებას არ მისცემდნენ კუ-
ბოსთან ასე დიდ ხანს მდგარიყო, თანაც ტანსაცმლის გარეშე.
ფრინველების განმგმირავი სტვენა რომ არა, ნენე ვერც მიხვდე-
ბოდა, რა ხანგრძლივად გაჰყურებდა კუბოს. ხალხსაც ეღლებოდა
კისერი და დაძაბულობა უფრო მატულობდა. ბოლოს მატაბელმა
ითავა ნენესთან მისვლა და მისი დამშვიდება. თავისი ქურთუკი გა-
იხადა და ნენეს შემოაცვა. ამ უკანასკნელმაც თითქოს იგრძნო მისი
სითბო, მკლავები აიწია და ჩუმად ამოიოხრა. მათი თითები ერთმა-
ნეთს შეხვდა, მე კი იმ წამს ვიგრძენი, რომ ჩემი გულის შორეულ
კუთხეში რაღაცამ უკმაყოფილოდ დაიწკარუნა...
ადამიანს შეიძლება თეთრი კაბაც ეცვას, შეიძლება სულაც დედი-
შობილა იყოს, მაგრამ მაინც გლოვობდეს საყვარელ ადამიანებს. ნუ
აჰყვებით საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს, თუ გინდათ იყოთ
განსხვავებულები და გულწრფელები. მაგრამ დაფიქრდით, განა
გინდათ?

231
18
ამბობენ, ადამიანი თუ ძალიან გიყვარს, მასთან საათობით დრო-
ის გატარება არ გბეზრდება. არ ვიცი, მიზანთროპი ვიყავი, თუ ეს
ჩემი უბრალო ადამიანური ბუნება იყო, მაგრამ ნენესა და მატაბელის
ძლიერი მეგობრული სიყვარულის მიუხედავად, მათგან დასვენება
მჭირდებოდა. თავს კი იმით ვიმართლებდი, რომ მათგან კი არა, სი-
ტუაციისგან დასვენება მჭირდებოდა. ეს ორი კი უბრალოდ სი-
ტუაციის შუამდგომელი აღმოჩნდა.
დღევანდელი დღე ყოველგვარი მკვლელობებისა თუ ინტრიგე-
ბის გარეშე უნდა გამეტარებინა, ადამიანების უბრალო ღიმილი, ქუ-
ჩაში სიმშვიდის შეგრძნება და ყვავილებით ხელში ბიჭის მიერ გო-
გოსთვის ბანალური სიყვარულის ახსნის ხილვა მინდოდა. ყოველივე
ის, რაც ადრე ორდინალური, ორიგინალურობას მოკლებული და
ჩვეულებრივი მეჩვენებოდა, ახლა საოცრად მენატრებოდა. სკოლის
ფორმა, დაღრღნილი კალამი, რვეული, რომლის ბოლო ფურცელი
თაკოს წარწერებით იყო სავსე – ყველაფერი, რასაც ნახავდით მოკ-
ვდავი ადამიანის ხელთარსებულ საგნებში.
– გინდა კარლო მოვინახულოთ? – მკითხა სკოლიდან გამოსულმა
232
თაკომ.
– ბევრი სამეცადინო მაქვს, გამოცდები გვიახლოვდება, – ვუპა-
სუხე არც თუ ხალისიანად, რადგან გაკვეთილების სწავლა ძალიან
მეზარებოდა.
– ის უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე ზოგი წიგნი, – მიპასუხა თა-
კომ და ჩემი დაყოლიება დაიწყო.
– კააარგი, კარგი, – დავეთანხმე, რადგან ვიცოდი, მაინც თავისას
გაიტანდა.
კარლოს სახლში ერთხელ ვიყავით ასულები, თვითონ დაგვპატი-
ჟა, ახლა კი ოდნავ მრცხვენოდა, რომ გაუფრთხილებლად ავდი-
ოდით. მართალია, მას მათხოვარს აღარ ვეძახდი, მაგრამ როგორც
კი მის სახლს მივუახლოვდებოდი, წამსვე მახსენდებოდა მისი აყრო-
ლებული სუნი და ჭუჭყიანი მისაღები ოთახი.
– ნახე, კარლოა! – მხარზე მომქაჩა თაკომ და საცხობისკენ მიმი-
თითა.
შორიდან დავინახეთ თუ როგორ ყიდულობდა კარლო ლობიანსა
თუ ხაჭაპურს.
ნეტა, რა უფრო რთულია, მარტო ცხოვრება ახალგაზრდობაში
თუ მოხუცებულობაში? არც ერთი განმიცდია და, ბუნებრივია, არც
მეორე. მაგრამ ეს უკანასკნელი ბევრად უფრო გაუსაძლისი და შე-
მაძრწუნებელი მეგონა. ახალგაზრდას იმედი მაინც აქვს, რომ რო-
დესმე იპოვის თავის ერთადერთს, მოხუცს კი ყველა იმედი ამოწუ-
რული და მიმქრალი აქვს. ვის უნდა ელოდოს კარლო? სიკვდილიც,
რომ მეგობრად გესახება... აი, მაშინ ხარ ჭაობში ჩაძირული. ან იქნებ
პირიქით? სიკვდილის მოლოდინი უსასრულო ოკეანეში ცურვას წაა-
გავს? ცურავ და გრძნობ, რომ სიცოცხლის ძალა აღარ გაქვს, გინდა
დანებდე და მოკვდე, მაგრამ სინდისი ამის უფლებას არ გაძლევს, გა-
იძულებს ბოლომდე იბრძოლო და მიხვიდე კუნძულამდე, რომელიც
უმალვე დაგავიწყებს რამდენიმედღიან დამღლელ ცურვას, რომე-

233
ლიც ასე ამაო და უშედეგო გეჩვენებოდა. არასდროს დანებდეთ სი-
ცოცხლეს, ის ხომ თქვენი მეტოქეა ცხოვრებაში. ზოგჯერ ის გიგებთ
და თამაში 1: 0, თქვენს საწინააღმდეგოდ მთავრდება, ზოგჯერ
თქვენ დაუდგამთ მახეს და 1:15 დაასრულებთ თამაშს. სულელი ყო-
ფილხარ, ადამიანო, თუ თვალში არ მოგხვდა და არ გაგაბრაზა სიტ-
ყვა „დასრულება“. უნდა გესმოდეს, რომ იქ, სადაც გგონია, რომ და-
სასრულია, მენდე, ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება. თავად სიკვდი-
ლიც რაღაცის დასაწყისია. რაღაცა ბუნდოვანის, მშვენიერისა და სა-
შიშის. ისიც უნდა იცოდე, რომ არ არსებობს მშვენიერება შიშის გა-
რეშე და სიყვარული სიძულვილის გარეშე. ბავშვობიდანვე გვატყუ-
ებდნენ, რომ შიში სიმამაცეს გამორიცხავს, სილამაზე სიუშნოვეს და
სიცოცხლე სიკვდილს. განა ჩაწვდებით სიმამაცის არსს, თუ ერთხელ
მაინც საკუთარ ბეწვზე არ გადარჩით? განა შეიგრძნობთ სილამა-
ზეს, თუ სიუშნოვემ არ დაგაბრმავათ თავისი ქარიშხლიანი თავხე-
დობით?
– ავიდეთ, სოფოკო, – მითხრა თაკომ და ჩემი გამოფხიზლება სცა-
და.
– აა, ხო, – დავიბენი და გამოვიღვიძე, სულ დამავიწყდა, კარ-
ლოსთან რომ ავდიოდით.
კარებზე დიდი ხნის კაკუნის შემდეგ, ბრახუნი დავიწყეთ, ისიც კი
გავიფიქრეთ, რამე ხომ არ მოუვიდა კარლოს. რამდენიმე წუთიანი
ლოდინის შემდგომ, გარეთ დიდი ხის ტოტით კარლო გამოვარდა,
ალბათ იმდენად არ ელოდებოდა ჩვენს მოსვლას და საერთოდ არა-
ვის სტუმრობას, ხის ტოტი პირდაპირ სახისკენ მიგვიშვირა და დარ-
ტყმაც კი დააპირა, მაგრამ რომ დაინახა ორი ბავშვური, ლოდინის-
გან განრისხებული სახე, ჯოხი ჩამოწია, წვერზე ხელი მოიკიდა და
ღიმილით მიგვიგო:
– აჰჰ... თქვენ, შემოდით, სკოლას აცდენთ, ონავრებო? – ასეთი
შეძახილი ჩემთვის მეტად უსიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა გამიხარდა,

234
რომ ვიღაცა მაინც ჩემთან ასეთი გულწრფელი იყო. კარლო ყოველ-
თვის ამბობდა მხოლოდ იმას, რასაც ფიქრობდა.
– კარებს რატომ არ აღებდით? – ვკითხე და შევეცადე უკმაყო-
ფილება არ დამტყობოდა.
– რაღაცას ვწერდი და ისე გავერთე, მეგონა ჩემი ფანტაზიის ნა-
ყოფი იყო ეს კაკუნიც.
– რას წერდით? – იკითხა თაკომ ჟურნალისტისთვის დამახასია-
თებელი ჩვეული ინტონაციით. რეფლექსურად ხელი ბლოკნოტისკე-
ნაც წაიღო, თუმცა მიხვდა, რომ ეს საჭირო სულაც არ იყო.
– ნაწარმოებს ვწერ, – გვიპასუხა კარლომ მშვიდად და მისაღებ
ოთახში შეგვიძღვა, – ჩემს ახალგაზრდობაზე.
– ყოველთვის მიკვირდა ასეთი ჭკვიანი ადამიანი მათხოვრად
როგორ გადაი... – ვერ დაამთავრა თაკომ, რადგან კარლოს უკმაყო-
ფილო სახე დაინახა, – კიდევ ვერ მიაგენით იმ წამალს?
– არა, – გვიპასუხა კარლომ და თავი დახარა, თითქოს რცხვენო-
და თავისი „აყროლებული“ სულისა.
– როგორ დაიწყეთ წერა? – ვიკითხე და კარლოს ისტორიის მო-
სასმენლად მოვემზადე.
– ჩემი ბავშვობის აღწერით. საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო
წლები იყო, თუმცა სამწუხარო და ჩემთვის ყველაზე გულგასატეხი
ამბის თხრობით დავიწყე.
თაკოს თვალები აუნათდა და ხელების ფშვენა დაეწყო. ერთი სუ-
ლი ჰქონდა, ვინმეს მისთვის ამბის ჩაწერის ნება მიეცა.
– მე საუკეთესო მეგობარი მყავდა, ბესო ერქვა, – დაიწყო კარ-
ლომ ისეთი ხმით, თითქოს ზღაპარს გვიყვებოდა და მაგიდაზე სასია-
მოვნო სუნის ხსნარი დაგვიდო, რომელმაც ყველა და ყველაფერი და-
მავიწყა.
– ბესო. ჰი – ჰი, – ჩაიცინა თაკომ, მაგრამ ხელზე ისე მწარედ ვუჩ-
ქმიტე, წამსვე გაჩუმდა.
– მე, ბესო და ჩვენი სამეგობრო ყოველ ზაფხულს და ზამთარს

235
მდინარეზე დავდიოდით. ეს მაშინდელი სიამოვნება და ერთადერთი
გართობის საშუალება იყო. ზაფხულში ბაღში დამქანცველი მუშაო-
ბის შემდეგ ბავშვები მდინარეში ვხტებოდით და ცივი წყლით ვერ-
თობოდით. პატარა მდინარე იყო, მაგრამ ყველას უყვარდა. ის იმ-
დროინდელი ნუგეში და სიამოვნების მიღების ერთადერთი წყარო
იყო. ზამთარშიც არ ვიკლებდით ამ მდინარით სარგებლობის სი-
ამოვნებას, წყალი როგორც კი გაიყინებოდა, იმ დღიდანვე იწყებო-
და სრიალის სეზონი, პირდაპირ შარვლებით ვგორაობდით და ზურ-
გიც გვეყინებოდა ხოლმე, ერთხელ ისეთი გაცივებული მივედი შინ,
ლამის დამასაფლავეს მეორე დღეს. შემოდგომაზეც კი არ ვიკლებ-
დით სიამოვნებას, პატარა მდინარე დაცვეთილი ფოთლებით აივსე-
ბოდა და ჩვენ ანკესებით ვცდილობდით მათ ამოღებას. დღემდე ვერ
ვხდები ანკესით. მათი დაჭერა როგორ გამოგვდიოდა. გაზაფხულზე
კი დამდნარი თოვლისგან იმდენად ადიდდებოდა მდინარე, რომ ხის
ნავებს ვაკეთებდით და ვცურავდით, თევზებსაც ბლომად ვიჭერდით
და იქვე ვწვავდით მხურვალე კოცონზე. ზაფხულის ჩვეულებრივი
დღე იქნებოდა, როდესაც ეს მოხდა. 20 დღის განმავლობაში არც ერ-
თხელ არ უწვიმია იმ დაწყევლილ ზაფხულს, მოსავალიც გაშრა და
იმდენად დატვირთულები ვიყავით სხვა სოფლიდან წყლების ზიდ-
ვით, რომ მდინარეზე წასვლა არც გვეცალა. თუმცა მეოცე დღეს ისე-
თი სიცხე დადგა, გადავწყვიტეთ, ოდნავ დაგვესვენა და ჩვენი მდი-
ნარე მოგვენახულებინა. ბესოც ჩემთან იყო, ნეტა, არ ყოფილიყო, ეგ
საწყალი. ჯერ კიდევ შორიდან შევნიშნე, რამდენად გამშრალი იყო
მდინარე და რამდენად დაპატარავებული, მაგრამ ბესოსთვის ეს
სულ ერთი იყო, შორიდან გამოექანა და ხიდიდან გადახტა პირდაპირ
მდინარეში. იმ დღეს, პირველად გამოვესაუბრე ღმერთს და პირვე-
ლად ვიწამე იგი, როდესაც მადლობა გადავუხადე, რომ ბესო თავით
კი არა, ფეხებით ჩახტა წყალში, – კარლო ამ მომენტში გაჩერდა, ან-
თებულ ვარდისფერ ხსნარს დახედა, ღრმად ჩაისუნთქა სასიამოვნო
სუნი და კვლავ განაგრძო, – ბესო დაკოჭლდა, ორივე ფეხის ნერვები

236
სრულიად განადგურებული იყო, არანაირი მგრძნობელობა არ უმუ-
შავებდა. იმ დღეს ჩემი მეგობარი ჩემთვის მოკვდა...
– რა? – ვკითხე ლამის ზიზღით, რადგან ვერ ვხვდებოდი, თუ რა-
ტომ გამოეთხოვა კარლო მეგობარს მისი ინვალიდობის გამო.
– მდინარე... სოფოკო, მდინარე ვიგულისხმე. ისიც ჩემი მეგობარი
იყო, განა არ მისმენდი? – განმიმარტა კარლომ და თავის ადამიანუ-
რობაში დამარწმუნა, – ვიცოდი, რომ იმ დღიდან ყველას შესძულდე-
ბოდა ეს მდინარე. ასეც მოხდა, ბესო სიცოცხლის ბოლომდე ეტლს
მიეჯაჭვა, ბოლოს 25 წლის ასაკში ვნახე, სანამ ცხოვრებამ არ დაგ-
ვაშორა, ერთად ვიყავით, ის საშინლად გაწამდა. ვაჯერებდი, რომ
ეს არაფერს ცვლიდა, მაგრამ დღევანდელი დღისგან განსხვავებით,
საბჭოთა კავშირში ასეთ ადამიანებს მალავდნენ და არავის აჩვენებ-
დნენ. ბესომაც იგრძნო ეს და ყოველ დილით ეტლით მიდიოდა მდი-
ნარისაკენ, ზიზღით შეხედავდა და უკან ბრუნდებოდა. ამას ისე აკე-
თებდა, რომ ვერავინ ხედავდა მის ზიზღით სავსე თვალებს. მე ის მე-
ცოდებოდა...
მეც, ის ხომ ადამიანია, – თქვა თაკომ და ანთებულ ხსნარს თვალს
ვერ აშორებდა.
– მდინარე ადამიანი არ არის, – უპასუხა კარლომ უკმაყოფილოდ,
რადგან ვერ მივუხვდით მის მთავარ სათქმელს, – ის ბევრად უკეთე-
სია, ჩვენზე მრავალი წლით ადრე გაჩნდა და უამრავი ადამიანი
ცხოვრებისეული ჭუჭყისგან განბანა. ჩვენ კი, ბავშვებმა, შევიძუ-
ლეთ და ბესოს ინციდენტს მხოლოდ მას ვაბრალებდით. არ ვიცი, სა-
დაა ახლა ბესო, ან რა დაემართა ამ მდინარეს, მაგრამ მხოლოდ ერთი
რამ აშკარად ვიცი – მე ვარ უკანასკნელი არამზადა, რომელმაც ვერ
დაარწმუნა და ვერ დააჯერა ადამიანებს მდინარის სიწრფელესა და
სიწმინდეში...
როგორც კი კარლომ თხრობა დაამთავრა, ხელები მაგიდაზე და-
აწყო, მხრებში მოიმართა და გვერდით გაიხედა. ამან მიკარნახა ანა-

237
ლოგიურად მოვქცეულიყავი: ზურგი გავისწორე, ხელები გადავაჯ-
ვარედინე და მაგიდაზე დავდევი, თავი გადავხარე და გვერდითა
ოთახის კარებისკენ გავიხედე... იქიდან სრულიად პატარა ბავშვი გა-
მოვიდა, ხელში წყლით სავსე ჭიქა, ფოთლები, ყინული და თევზი
ეჭირა... ზუსტად ის, რასთანაც ასოცირდებოდა მდინარის ზაფხუ-
ლის, შემოდგომის, ზამთრის და გაზაფხულის სიმბოლოები. წყლით
სავსე ჭიქა ცივ მდინარეს მომაგონებდა, ფოთლები – შემოდგომას,
რადგან ზუსტად ამ დროს ბესო და კარლო ფოთლებს კრეფდნენ, ყი-
ნული – ზამთარში გაყინულ მდინარეს, თევზი კი – გაზაფხულში
თევზაობას. პატარა ბიჭუნამ ნელა გადმომაწოდა ოთხივე ნივთი და
უსუსური, გამხდარი ხელებით შემეხო, გაზქურის მსგავსად გახურე-
ბული და ცხელი იყო. ის არ ჰგავდა 21-ე საუკუნის ბიჭუნას, ძველე-
ბურად ჩაცმული და მიწისგან დასვრილი იყო. არ ვიცოდი, რატომ და
ვინ მაიძულა, მაგრამ თვალები რამდენიმე წამით დავხუჭე და ოთა-
ხიდან კიდევ ახალი ადამიანი გამოვიდა, ამჯერად ულვაშებიანი
ახალგაზრდა, ნაცრისფერ შარვალში ჩაცმული. ისიც მომიახლოვდა
და ხელში ის გადმომცა, რაც ბიჭუნამ. ყველაფერი წყლით სავსე ჭი-
ქის... ზაფხულის გარდა. იმ პერიოდის გარდა, როდესაც მას ეს უბე-
დურება დაემართა. მასაც შევეხე, ულვაშებიანი ახალგაზრდა საოც-
რად ჰგავდა პატარა ბიჭუნას, მაგრამ, მისგან განსხვავებით, საოც-
რად ცივი და გვამივით უკარება აღმოჩნდა. ახალგაზრდა ნელა მიუ-
ახლოვდა კუთხეში მდგომ ბიჭუნას და მასთან ერთად დადგა, რამაც
საშუალება მომცა კარლოს ორივე სტუმარი კარგად გამერჩია. სახე
და ხელები ერთნაირი მოყვანილობის ჰქონდათ, მაგრამ... ორივე ეტ-
ლში იჯდა, და მე ეს მხოლოდ ახლა შევამჩნიე! ორივე ერთი და იგივე
ადამიანი იყო, ორივე! ეს ხომ ბესო იყო!
– პჰუუუუ, – ჩააქრო კარლომ ანთებული ხსნარი და ამით რეალო-
ბაში დამაბრუნა.
ხსნარის გამო ისეთი ძლიერი სუნი დადგა ოთახში, რამაც მაიძუ-
ლა სხვა, კარლოს მიერ შექმნილ სამყაროში გადავსულიყავი და მისი

238
ისტორია თვალწინ მენახა.
– რეალობა მეგონა, – ვთქვით ერთდროულად მე და თაკომ, რომ-
ლის ყოფნა საერთოდ დამავიწყდა.
– მიხარია, თუ იგრძენით ის, რასაც მე ვგრძნობ ყოველდღე, ყო-
ველ წუთს, ყოველ წამს, – თქვა კარლომ და ვარდისფერი ხსნარი კა-
რადის თავზე დადო.
– რა უნდა გვეგრძნო?
– ის, რასაც მწერალი გრძნობს. თქვენ სამყაროს მოწყდით და ჩე-
მი წიგნის გმირები აღმოჩნდით. რეალობა დაგავიწყდათ და არარსე-
ბულ სამყაროში გადახვედით, რომლის ღმერთი მე ვიყავი, – გვით-
ხრა კარლომ და თავისი ნაწერი დახურა.
– ეს როგორ?
– მწერალი პერსონაჟებისთვის ღმერთია. მათი სიცოცხლე, დაბა-
დება და გარდაცვალება მხოლოდ ავტორის ხელშია. მართალია, მე
ვწერ რეალობას, მაგრამ ბესოს ბედის შეცვლა შემიძლია, რაც ძალი-
ან მახარებს. მხოლოდ მწერალი არის გმირების ცხოვრების განმკარ-
გველი. მე ვსაზღვრავ თუ ვინ, როგორ და როდის მოხდება ხათაბა-
ლაში ან ქერის ორმოში. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ მწერალი ყვე-
ლაზე მეტად არის ძალაუფლების მოყვარული მაძიებელი არსება. ის
ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცდილობს თავისი მწერლობით
ღვთის ფუნქციას გაუტოლდეს. სწორედ ამიტომ ავირჩიე ცხოვრების
ბოლო წლებში ეს საქმიანობა. და იცით, შემოქმედება ერთადერთია,
რაც საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენო. სხვა ყველაფერი ისეთივე
წარმავალია, როგორც ათასი სხვა მრავალი, – გვითხრა კარლომ
განსაკუთრებული სიმშვიდით, საკუთარ ნაწერს ხელი მზრუნველად
გადაუსვა და დაამატა, – ამ წიგნში ბევრად მეტია ჩემი სული, ვიდრე
თავად ჩემს პიროვნებაში.
– შენც იგივე დაინახე? – ვკითხე თაკოს, რადგან მაინტერესებდა,
ემთხვეოდა თუ არა ჩვენი ფანტაზიები ერთმანეთს.
– პატარა და მოზრდილი ბიჭუნა 4 ნივთით ხელში? – კი.

239
– მაშინ მეც იგივე დავინახე, – მითხრა თაკომ, – სწორედ მიგიხ-
ვდით, რომ წყალი ზაფხულზე მიანიშნებდა, რადგან მდინარეში ბა-
ნაობდით. თევზი – გაზაფხულზე, რადგან ამ დროს იჭერდით. ფოთ-
ლები – შემოდგომაზე, რომლის დროსაც მთელი მდინარე ფოთლე-
ბით იყო სავსე და ყინული – ზამთარზე, ანუ გაყინულ მდინარეს?
ახალგაზრდამ ყველაფერი შემოიტანა, წყლის გარდა. ეს იმიტომ,
რომ ზაფხულს დაემართა ეს შემთხვევა?
კარლომ დასტურის ნიშნად თავი დახარა.
სინამდვილეში ასეთი შემთხვევითობა არ არსებობდა. სურათს,
რომელიც ჩვენ თვალწინ დატრიალდა, კარლო აღწერდა და ჩვენ
ვერც კი ვამჩნევდით ამას.
– რატომ არ დავინახე უფრო ზრდასრული და ბოლოს მოხუცებუ-
ლი ბესო? მეორე 20 წლის იქნებოდა, – ვკითხე კარლოს, რადგან ვერ
ვხვდებოდი თუ რატომ არ გვაღირსა ბესოს ზრდის პროცესის ნახვა.
– იმიტომ, რომ, – თქვა დაყოვნებით კარლომ, – მე თავად არ მი-
ნახავს იგი ასეთ ასაკში. ის გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.
– ახალგაზრდობის მერე სოფელში არ ჩასულხართ?
– არა. იქ აღარავინ მელოდებოდა. 25 წლის ასაკში ჩემმა პროფე-
სიამ მაიძულა ქვეყანა დამეტოვებინა, მერე... მერე უკვე გვიანი იყო,
– გვიპასუხა კარლომ.
ამის გაგონებისას სკამიდან წამოვხტი, კარლოს ხელი მტკიცედ
მოვკიდე და მთელი ენთუზიაზმით და მუდარით ვთხოვე:
– ჩავიდეთ! ახლავე, გესმით, ახლავე ჩავიდეთ თქვენს სოფელში!
– არა, არა, – ყოყმანით მოიშორა ჩემი ხელი, – მე იქ უკვე 40 წე-
ლი არ ვყოფილვარ.
– მით უკეთესი. ნუთუ არ გაინტერესებთ, რა დაემართა თქვენს
სახლს, ეზოსა და იმ მდინარეს? – დავუწყე კარლოს ბავშვურად მუ-
დარა, თითქოს მამას ვთხოვდი შოკოლადის ყიდვას.
– არა, მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ... ამდენი წლის შემდეგ იქ
ჩასვლა ძალიან გამიჭირდება.

240
– ახლავე ჩავიდეთ, – ვიკივლე სიხარულისგან და ტონისთან დავ-
რეკე, – ტონი მანქანით მოდი, ჩემი მეგობრის სოფელში მივდივართ.
– ოკეი, – მითხრა ტონიმ ბოხი ხმით.
– ტონი მალე მოვა და წავიდეთ, – ვუთხარი კარლოს და მის სევ-
დიან სახეს შევხედე.
– კარგი, – მითხრა ყოყმანით კარლომ. – მეშინოდა, აღარ გადა-
ეთქვა, ამიტომ ვუთხარი ქვემოთ, მანქანასთან დაგელოდებით-მეთ-
ქი. მე და თაკო ეზოში ჩავედით და ტონის ლოდინი დავიწყეთ. უცნა-
ურია, მაგრამ ტონი უფრო სწრაფად მოვიდა, ვიდრე კარლო. ათი წუ-
თი ველოდებოდით. მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, რომ კარლოს არ
გადაეფიქრა და უარი არ ეთქვა თავის სოფელში წასვლაზე. თაკოს
ჩაფიქრებულ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ კარლოს შემოქმე-
დებაზე ფიქრობდა. გავიღიმე და ნაზად, მისი ფიქრი რომ არ გამეფ-
რთხო, ისე ვუთხარი:
– მთელი ჩემი გულით მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც უინ-
ტერესო ცხოვრება აქვთ.
– კი მაგრამ რატომ?
– მათ ფანტაზიის და წარმოსახვის საოცარი ნიჭი აქვთ. ცდილო-
ბენ თავისი ცარიელი ცხოვრება ფურცელზე შეთხზული სიუჟეტებით
შეივსონ, – ვუპასუხე მეგობარს და კარლოს სიტუაცია მივუსადაგე
ჩემს მსჯელობას.
აუტანელი ლოდინის შემდეგ სადარბაზოდან კარლო გამოჩნდა
და პირდაპირ ჩვენი მანქანისკენ გაემართა. – ოუ, საით? – უთხრა
ტონიმ ჩემთან მოსულ კარლოს და ხელი მაგრად მოუჭირა.
– ტონი, ის ჩემი მეგობარია, – ვუთხარი დაცვას და ხელის გაშვება
ვთხოვე.
– მეგონა თქვენი ხნის იქნებოდა... – მითხრა ტონიმ გაკვირვებუ-
ლი სახის გამომეტყველებით და კარლო თმის ღერიდან ფეხის
ფრჩხილამდე ჩაათვალიერა. არც გამიკვირდებოდა ტონის კარლოს

241
ფრჩხილი რომ ენახა ფეხსაცმლის ქვეშ, ისეთი მზერა ჰქონდა – რენ-
ტგენის სხივის მსგავსი.
საოცარია, თუ რა კარგად ახსოვდა კარლოს გზა. ტყუილად არ
ამბობენ, ბავშვობაში დამახსოვრებული ნებისმიერი წვრილმანი უფ-
რო ღრმად არის ჩაბეჭდილი გონებაში, ვიდრე მოხუცებულობაში
დამახსოვრებული უდიდესი მოვლენა. არ ვიცოდი, ამ დროს რას
გრძნობდა კარლო – ბედნიერებას, წუხილს, შეშფოთებასა თუ უბრა-
ლო ნეტარებას. მხოლოდ ერთში ვიყავი დარწმუნებული – მის უსაზ-
ღვრო ფანტაზიაში მისი ბავშვობა ტივტივებდა. ახლა იხსენებდა თა-
ვის მეგობრებს, მშობლებს, ბუნებას. ეს ამდენი წლის წინ იყო, მაგ-
რამ მის თვალებში დავინახე ის, რამაც მაგრძნობინა, რომ წარსულის
გახსენება უფრო დიდ ემოციებს იწვევს ჩვენში, ვიდრე მაშინ, როდე-
საც თავად ვცხოვრობდით ამ წარსულში. ნებისმიერი მარტივი მოქ-
მედება – წიგნის კითხვა, ბავშვის ჩახუტება, გადარბენაზე ყოფნა –
წლების შემდეგ გასაოცარ და მშვენიერ მოვლენად წარმოგვესახება.
ბანალური წამი უკვდავ ფაქტად გადაიქცევა, თითოეული სიტყვა
სხივიან გრძნობად, თავად გრძნობა კი მაცოცხლებელ ძალად.
– საით ავუხვიო?
– მარჯვნივ, მარჯვნივ, – უკარნახა კარლომ ტონის და იგრძნო
თუ როგორ მივუახლოვდით მის ძველ სოფელს.
ორსაათიანი მგზავრობისა და დაღლილობის შემდ... ვიგრძენი,
რომ კარლოს ემოციის სანახავად ეს ნამდვილად ღირდა.
– რამე შეიცვალა? – ჰკითხა თაკომ კარლოს და სოფლის თვალიე-
რება ლამის დურბინდით დაიწყო.
– სახლებს მხოლოდ ადგილმდებარეობით და ფორმით ვცნობ,
ყველა გარემონტებული და განახლებულია.
– თქვენი სახლი რომელია?
– ცოტა იქითაა, ბესოს სახლის მერე, – თქვა კარლომ და ხელით
მეგობრის სახლისკენ მიგვითითა, – აი აქ გააჩერეთ.
ტონიმ მანქანა ერთ-ერთი სახლის ეზოს წინ დაამუხრუჭა, შავი

242
ჯიპის დანახვისას პატარა ბავშვები სიხარულით გამოვარდნენ
სტუმრის დასახვედრად. კარლოც გამოვიდა მანქანიდან და ეზოში
შევიდა.
– ვინ გნებავთ? – ჰკითხა ახალგაზრდა ქალმა კარლოს.
– ბესოსთვის ვინ ხართ? – იკითხა კარლომ და ქალის დათვალიე-
რება დაიწყო.
– ბესო ჩემი ბიძაა, ეს ბავშვები ჩემი შვილები არიან.
– როგორ ვიპოვო? – ჰკითხა კარლომ ჩაპუტკუნებულ ქალს და
ბავშვებს თავზე ეალერსა.
– გზას გაუყევით და პირველივე შესახვევში მარჯვნივ შეუხვიეთ.
– კარგი, მადლობა – უთხრა კარლომ და მადლობის ნიშნად თავი
დახარა.
ეზოდან ნელი ნაბიჯებით გამოვედით, ბავშვების ხმა რომ შეწ-
ყდა, კარლოს ვუთხარი:
– ალბათ მარტო ცხოვრობს. ალბათ გამოაგდეს საწყალი მოხუცი.
კიდევ კარგი მისამართი მაინც გვაღირსა, – ვთქვი გულისტკივი-
ლით, მაგრამ კარლოს სახე რომ დავინახე, იმ წამსვე გავჩუმდი.
– იქ სასაფლაოებია. სასაფლაოს „მისამართი“ მომცა, – მიპასუხა
კარლომ, – დარწმუნებული ვიყავი, რომ ბესო გარდაცვლილი იქნე-
ბოდა, მაგრამ იმედი მაინც მქონდა მისი ნახვისა...
– ერთი წამი, დამელოდეთ! – დაიყვირა შორიდან პუტკუნა ქალ-
მა და ჩვენკენ გამოიქცა.
– თქვენ კარლო ხომ არ ხართ? – კი...
– ჩემმა ბიძამ, – აქოშინებულმა ქალმა ძლივს ამოისუნთქა, – სიკ-
ვდილის წინ მითხრა, რომ როდესმე თქვენ მას აუცილებლად მო-
აკითხავდით და დამაბარა, რომ მეთხოვა, იმ მდინარეზე ჩასულიყა-
ვით... სადაც ეს უბედურება დაემართა.
– კარგი, აუცილებლად, – უპასუხა კარლომ და ქალს ხელზე ეამ-
ბორა.
ძალიან შემრცხვა, რომ ეს ქალი გულქვა ადამიანად შევრაცხე და

243
გავიფიქრე, რომ მოხუცი ბიძის გაგდება შეეძლო. თვალებით ბოდი-
ში მოვუხადე, თუმცა მან გაიფიქრა, რომ ვემშვიდობებოდი.
მდინარემდე თავად კარლოს სახლი გავიარეთ, რომელიც სრული-
ად გაპარტახებული და განადგურებული იყო. სახლსაც და კარლო-
საც დაახლოებით ერთნაირი სუნი ასდიოდა. ადრე მიჰყვებოდა, რომ
ბავშვობაში მისი ოჯახი ყველაზე მდიდარი და წარჩინებული იყო
სოფელში, ახლა კი, პირიქით. თასი შემობრუნდა და სიმდიდრის მარ-
ცვლებიც წააქცია.
– ნუ გგონიათ, რომ წლების შემდეგ მთელი ქვეყანა განვითარდე-
ბა და უფრო მოდერნისტული გახდება, ზოგ შემთხვევაში პირიქი-
თაა. ყველაზე იდეალური და მდიდრული სახლი ძროხების საძოვრად
ქცეულა. 40 წლის წინათ, სადაც კარლო და ბესო ფეხბურთს თამა-
შობდნენ, ზუსტად იმ ადგილზე, ახლა პატარა ხბო ჩამოწოლილა და
თავის დედას რძეს სთხოვდა. დრო მიდის და მხოლოდ ძლიერები ვი-
თარდებიან, თუ ცხოვრების ფეხს არ აუწყობთ, ნაცარტუტად გაქ-
ცევთ და ცოცხლად დაგწვავთ. ზოგ ძლიერ ბელადს მიწაში დამარხვა
არ ღირსებია, ზოგი ძლევამოსილი მეფის საფლავს ვერ პოულობენ,
ზოგი მდიდარი ადამიანის შვილი კი მათხოვრად ქცეულა.
– თქვენ არ გყვარებიათ? – არ ვიცი ეს კითხვა რატომ გამიჩნდა,
ამ სურათის დანახვამ მომაფიქრა თითქოს.
– მან მე მიმაგდო, დავივიწყე მისი სახე, – მითხრა კარლომ უსია-
მოვნოდ და ამით მიმანიშნა, რომ მეტად არ შემეწუხებინა ამ საკით-
ხის გამო.
კარლოს ნახევარი საათი ველოდებოდით. მეგონა, რომ სახლის
დათვალიერებაში კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებდა. თავისი სახ-
ლის კარი, ძველი სკამები, რომელზეც როდესღაც დედამისი იჯდა
და ვახშამს უმზადებდა, მტვერიც კი უყვარდა. თითოეული დეტალი
ხომ მის ახალგაზრდობას, ბავშვურ სიყვარულსა და მეგობრობას ახ-
სენებდა. ახლა? ახლა ყველაფერი დანგრეულიყო და მხოლოდ მო-

244
გონებებში ტრიალებდა. იმ მოგონებებში, რომელიც ასეთი ძვირფა-
სი და ძველი... ძალიან ძველი იყო. და მაინც, ყველაფერი ზედმეტად
წარმავალი, მაგრამ თავისებურად წარუშლელია.
– აქ ვიდექი, – მითხრა კარლომ და ეზოს უკანა მხარეზე მიმითი-
თა, – როდესაც დედამ ყურზე მომქაჩა და ჩხუბი დამიწყო. ახლა ესეც
კი მენატრება. დედაჩემი მაშინ ჩემზე ახალგაზრდა იყო... არც კი ვი-
ცი, როგორ გამოიყურებოდა მოხუცებლობაში. – ამ დროს ვიგრძენი,
თუ როგორ მიყვარდა ჩემი დედა, მამა, და-ძმა და სახლი. თუ როგორ
მეშინოდა მათი დაკარგვისა და მათგან შორს ყოფნისა, თუ რა მძიმე
იყო 40 წლის შემდეგ იქ მისვლა, სადაც ადრე დედა გელოდებოდა,
ახლა კი უბრალოდ არ არსებობდა ის, ვისაც გაუხარდებოდა შენი
ნახვა. ამ დროს მივხვდი, რომ ფრაზა „გვიანი არასდროსაა“ – სრული
სიყალბე და ფარისეველი ადამიანების მოგონილი იყო. კარლოს წარ-
სულში დაბრუნება ძალიან დაგვიანებული და გადამეტებულად მძი-
მე იყო. თვით სახლმაც კი უარყო და მოღალატედ შერაცხა.
არასდროს თქვათ, რომ დედას ახლა კი არა, შემდეგ დაბადების
დღეზე აჩუქებთ რამეს, რადგან შემდეგში შეიძლება ცოცხალი არ
დაგხვდეთ. არასდროს თქვათ, რომ შვილს შემდგომში გააჩენთ, ამას
კი მოიშორებთ, რადგან შესაძლოა აღარც გეღირსოთ ასეთი შანსი.
ნუ კარგავთ ნურც წუთსა და ნურც წამს, იმისთვის, რომ იყოთ ბედ-
ნიერები დღეს და არა ხვალ. დღევანდელი დღე ხომ არასდროს გან-
მეორდება.
– ხშირად მესმოდა ბევრი ადამიანისგან დამრიგებლური წინადა-
დება, რომ მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება გაკოტრებამდე
და განადგურებამდე მიგვიყვანს. მაგრამ დაფიქრდით, თუ ყოველ-
დღე ბედნიერები და დღის განვითარებაზე ორიენტირებულები იქ-
ნებით, განა რთულია, რომ ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელ-
დეს? თუ იცხოვრებთ დღევანდელი რეალობით, მიხვდებით, რომ ეს
დღე თქვენთვის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ერთდროულად
იქნება.

245
ნელი ნაბიჯებით იმ მდინარეს ვუახლოვდებოდით, რომელიც
ზედმიწევნით ვიცოდით კარლოსგან. იმ მდინარეს, რომელიც მეგობ-
რისგან ბავშვებისთვის მტრად ქცეულა. ჩასასვლელი იმდენად ტა-
ლახიანი იყო, რომ მთელი ტანსაცმელი ისე დამესვარა, გარეცხვასაც
აზრი არ ჰქონდა,
– ესაა! – თქვა კარლომ და ხიდიდან მდინარეს გადახედა ქვევით
ჩავიხედე და მდინარის ნაცვლად დამდგარი, დაჭაობებული წყალი
დავინახე.
– დაშრა და ტალახად იქცა, საწყალი, – თქვა კარლომ და ჩამშრა-
ლებულ მდინარეს გადახედა, – ადრე ისედაც პატარა იყო, 40 წელი
და ადამიანების ზიზღი საკმარისი აღმოჩნდა მისი სრული განადგუ-
რებისთვის.
კომინოს ულამაზესმა ლანდშაფტმა, ზღვის უზარმაზარმა ტალ-
ღებმა, ზურას აბსურდულმა ლაპარაკმა და თვით აფეთქებამაც ვერ
გამაკვირვა ისე, როგორც ერთმა სრულიად არაბუნებრივმა მოვლე-
ნამ: ტალახიან, ჭაობად ქცეულ სივრცეში წითელი ყვავილი ამოზ-
რდილიყო. შეუძლებელი იყო ყვავილს ასეთ ადგილას ეხარა.
– დაუჯერებელია! – თქვა თაკომ. – შეუძლებელია! – აღმოხდა
მუდამ მოღუშულ ტონის.
– გასაოცარია! – თქვა კარლომ და ყვავილს გულმოდგინეთ და-
აკვირდა, – იცით ეს რას ნიშნავს?
– რას?
– რომ ყველას, თავად უსულო საგნებსა და მდინარესაც კი, აქვს
გული, – თქვა მშვიდად კარლომ და მიგვანიშნა, რომ ეს ყვავილი
მდინარის ის ორგანოა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ხარობდა
და ელოდებოდა ადამიანების პატიებას.
ეს ყვავილი მოვწყვიტეთ და ბესოს საფლავზე მივიტანეთ. გგონი-
ათ, რომ მდინარეს გული ავაცალეთ? არა! ჩავთვალეთ, რომ ის სწო-
რედ იმიტომ გაჩნდა, რომ თავის მსხვერპლთან ერთად გარდაცვლი-
ლიყო.

246
19
გამოცდებამდე და ბანკეტამდე სულ რამდენიმე თვე რჩებოდა.
ვერ ვიჯერებდი, რომ სკოლას დავამთავრებდი და ზრდასრულ ცხოვ-
რებაში შევაბიჯებდი. გამოცდების შიში საერთოდ არ მქონდა. მე
მხოლოდ ერთ რამეზე ვნერვიულობდი – ვერ მეცხოვრა ისე, რო-
გორც სრულყოფილ ადამიანს შეეფერებოდა? ყოველთვის მეშინო-
და, რომ ჩემთვის ნათქვამი სადღეგრძელოები როდესმე ამისრულ-
დებოდა და ვიცხოვრებდი ჯანმრთელად და ბედნიერად. მეშინოდა
ამ, ერთი შეხედვით, იდეალური სურვილების ახდენისა, რადგან
არასდროს არავინ ახსენებდა „საინტერესო“ ცხოვრებას. მერჩივნა
დედამიწის ზურგზე ყველაზე უბედური და ავადმყოფი ვყოფილიყა-
ვი, ოღონდ ცხოვრება ნაყოფიერად და საინტერესოდ გამეტარებინა.
დაცვის გარეშე ძლივს გამოვექეცი მამას, მკვლელობების მერე
ტონი სულ თან მსდევდა, მაგრამ მკაცრი დაჟინების მერე, მოვითხო-
ვე, რომ მარტო მერჩივნა სიარული. თანაც, დღეს საბანკეტო კაბა
უნდა შემეძინა და ტონის ყოფნა ძალიან უადგილო იქნებოდა.

247
ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი... და ეგრევე გამოვედი – რა საშინე-
ლი კაბები ეკიდა! მეორე სართულზე გადავწყვიტე ასვლა, უკეთესი
არჩევანი მეგულებოდა. ესკალატორს მივუახლოვდი და გამახსენდა,
თუ როგორ მეგონა ბავშვობაში, რომ ესკალატორი უთუოდ ჩამყლა-
პავდა. ესკალატორი იმდენად ნელი აღმოჩნდა, რომ საპირისპირო
მხარეს მყოფი ადამიანების დათვალიერება დავიწყე. ყოველთვის
მიყვარდა ეს პროცესი – თამაშივით იყო, ცდილობ გამოიცნო ადა-
მიანების ბუნება და ხასიათი. წითელთმიანი მსუქანი ქალი, მელოტი
დაკუნთული კაცი, ქერათმიანი ბავშვი, თენგო... თენგო? აუ, ჯანდა-
ბა... ამას აქ რა უნდოდა? შევხედე ძველ ნაცნობს, რომელიც ოდეს-
ღაც ირაკლი მატაბელმა გამაცნო. მისი საუკეთესო ძმაკაცი იყო. იმე-
დი მქონდა, რომ ვერ შემნიშნავდა, მაგის ხუმრობების თავი ნამდვი-
ლად არ მქონდა... ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა! ვითომ ვერ შე-
ვამჩნიე! თვალები ზევით ავწიე და უზარმაზარი შენობის თვალიე-
რება დავიწყე. ვგრძნობდი, რომ ვიწვებოდი და მის მზერასაც
ვგრძნობდი, მაგრამ მაინც არ ვიმჩნევდი.
– სოფოკო! ვა, სოფოკო! – დამიძახა შორიდან თენგომ, მაგრამ
მე მაინც არ შევიმჩნიე.
წამებს ვითვლიდი, როდის ავიდოდი მესამე სართულზე და თენ-
გოს გავექცეოდი... არ ვიმჩნევდი მანამ, სანამ კეფაში კოკაკოლას
ბოთლი არ მომხვდა.
– ე, ჩემთან არ გაგივა ეგ! – დამიყვირა თენგომ და მანიშნა, რომ
ყველაფერს მიხვდა.
ჯანდაბა! ახლა მართლა მომიწევდა მისი ლოდინი. მესამე სარ-
თულზე ვიდექი რამდენიმე წამი... სად იყო? ხომ თქვა ამოვალო? კი-
დევ რამდენიმე წამი... ახლა ვცოფდები... რამდენიმე წუთის, დიახ,
რამდენიმე წუთის მერე გამოჩნდა ვაჟბატონი თენგო!
– სად ხარ ამდენი ხანი? – მისალმების ნაცვლად გავუბრაზდი
თენგოს და უკმაყოფილოდ შევხედე.
– აუ მაპჰაატჰიე, – მომიბოდიშა თენგომ, პირი იმდენი საჭმლით

248
ჰქონდა გატენილი, ძლივს გავიგე, რას ბუტბუტებდა, – სენდვიჩს ვე-
ძებდი.
– და მე რომ გელოდებოდი, არაუშავს? – დავეკითხე უკმაყოფი-
ლოდ, მაგრამ მისგან ასეთი საქციელი სულაც არ გამკვირვებია, სულ
ასეთი „ფეხზემკიდია“ იყო.
– ხო, – თქვა თენგომ და თვალი ჩამიკრა, – არაუშავს.
– ჰაა? – ვთქვი უარესი უკმაყოფილებით და ლამის სენდვიჩი ხე-
ლიდან გადავუგდე.
მეგონა თენგო მე მიყურებდა, მაგრამ რამდენიმეწამიანი თვა-
ლიერების შემდეგ მივხვდი, რომ სადღაც შორს იხედებოდა.
– რას უყურებ? – ვკითხე თენგოს და შემობრუნება ვცადე, მაგრამ
ხელით გამაჩერა.
– სოფოკო, კარგად დარბიხარ? – მკითხა თენგომ და ხელზე მომ-
კიდა.
– რა ვიცი...
თენგო ჩემს პასუხს არ დალოდებულა, სენდვიჩის ცელოფანი და-
აგდო პირდაპირ შესასვლელში და მთელი ძალით გაიქცა. ვერ
ვხვდებოდი, რა დაინახა უკან, მაგრამ მეც გავიქეცი და თენგოს გა-
ვედევნე. საშინელებაა გაქცევა... დაიცა, ვისგან? არც ვიცოდი ვის-
გან... და ეს კიდევ უფრო დიდი საშინელება იყო. საბოლოოდ მესამე
სართულის კუთხეში აღმოვჩნდით. თენგო კარგ დროს გაჩერდა,
რადგან ზუსტად ამ მომენტში ვიგრძენი დაღლილობა,
– ამიხსნი ვინ იყო? – ვკითხე მას და სული ძლივს მოვითქვი.
– სად? – გაქცევა რომ დაიწყე, – ვთქვი ბრაზით.
– აუ, ჩემი ყოფილი იყო, სულ მეტენება და მაგის თავი არ მქონდა,
– მიპასუხა თენგომ და წყალი მოსვა, – მეზარებოდა, მისი გაუთავე-
ბელი ლაპარაკის მოსმენა და გაქცევა გადავწყვიტე, ხო მაგარი ვქე-
ნი?
– მააგარი, – ვთქვი საოცარი მოთმინებით, მაგრამ ვგრძნობდი,

249
რომ მზად ვიყავი ეს ადამიანი მომეკლა, – და სირბილი არ დაგეზა-
რა?
– ეგ სახალისოა, თან მაღალქუსლიანებით რომ დარბოდი ხომ სა-
ერთოდ, – მიპასუხა თენგომ და სიარული დაიწყო, – ან ვინ გეხვეწე-
ბოდა ჩემთან ერთად გარბენა? მე თავისუფალი ადამიანი ვარ, თავს
კი არ ვიმართლებ შენთან.
– მკითხე, კარგად დავრბივარ თუ არა და...
თმა ამიწეწა, გკითხე – და არა გთხოვე. რა ხართ რა ეს ქალები,
ყველაფერს არასწორად იგებთ, – მითხრა და ვითომ უკმაყოფილო
სახე მიიღო.
– არ ხარ შენ სრულ ჭკუაზე, – ვუპასუხე ბრაზით. – ყველა ქალი
ამას მეუბნება, გიჟი ხარო, მმ, რა გადარეულიო.
ასეთმა ამბიციურმა პასუხმა ოდნავ გამაკვირვა, თუმცა ეჭვიც არ
მეპარებოდა, რომ თენგო ქალებში დიდ სიამოვნებას იწვევდა. პირ-
ველად ორი წლის წინ გავიცანი და მაშინაც ასეთი ქერა გრძელთმია-
ნი და სასიამოვნო იერის ახალგაზრდა იყო. თითებზე მუდამ რამდე-
ნიმე ბეჭედი ეკეთა. ყოველ წელს მათი რიცხვი იზრდებოდა. ისევე,
როგორც მისი შეყვარებულების რიცხვი. ალბათ, სიმბოლურად ეკე-
თა ამდენი ბეჭედი. გოგოებს ხასიათის გამოც მოსწონდათ, ყველა-
ფერი ფეხებზე ეკიდა და ზედმეტად არაორდინალური და არაპროგ-
ნოზირებადი ადამიანი იყო. – მატაბელთან ვარ, მოვა მალე, – მით-
ხრა თენგომ და მატაბელს მისწერა ზუსტად სად ვიყავით.
– რას აკეთებდით? არაფერი რომ არ გაქვს ნაყიდი?
– ბომბი დავამონტაჟეთ, მალე აფეთქდება, მაგრამ შენ ნუ შეგე-
შინდება, მოკვდები და ვსიო, ფაფუუუ, – თქვა თენგომ და უდარდე-
ლად გაიცინა.
– ჰა-ჰა, რა სახალისოა, – ვთქვი ირონიულად და აშკარა გაკვირ-
ვება გამოვხატე იმ ფაქტის მიმართ, რომ ამხელა ბიჭი ასეთი ცანცა-
რა იყო, – და სერიოზულად?
– ვიყიდეთ რაღაცები, ირაკლი გარეთ გავიდა და ამოვა მალე.

250
– რა იყიდე? არაფერი რომ არ გიჭირავს? – ვკითხე თენგოს და
მატაბელს მეც მასთან ერთად დაველოდე.
– აჰააა, – მითხრა თენგომ და ჩემკენ ზურგით შემობრუნდა. და-
ვინახე შარვლის უკანა ნაწილში როგორ ჰქონდა გაჭედილი ტანსაც-
მლის პარკი.
– წინ როგორ არ ჩაიდე, მიკვირს, – ვუპასუხე თენგოს და მის სა-
საცილოდ ამობერილ შარვალს გავხედე.
– იმიტომ, რო... ვა, მოვიდა მატაბელი, – თქვა თენგომ და უკან
მოიხედა.
– სოფოკო, შენც აქ ხარ? – მომესალმა ირაკლი და თენგოს ამო-
ბურცულ შარვალს უკმაყოფილოდ შეხედა.
– ხო, გაქცევა უნდოდა, მაგრამ დავიჭირე, – უთხრა თენგომ და
გაიღიმა.
– მე მინდოდა? – ვკითხე უკმაყოფილოდ და ირაკლის ისეთი მზე-
რით შევხედე, თითქოს მასწავლებელთან კლასელს ვაბეზღებდი, –
წამო, ჩავიდეთ, – ვთხოვე ირაკლის.
– ჩვენ უნდა წავიდეთ, სერიოზული საქმე გვაქვს, – მითხრა ირაკ-
ლიმ და სიმბოლურად მომიბოდიშა.
– ჰა? – თენგომ სახელოები აიწია და შიმპანზესავით ახტა, –
ჰა, აბა ვინ დავბეგვოთ?
– არავინ. არავის არ ვბეგვავთ, – უპასუხა მკაცრად მატაბელმა
და სახელოები ჩაუწია, – მართლა საქმე გვაქვს, – განაგრძო მატა-
ბელმა და შემომხედა.
არ მინდოდა წასულიყო და ჩემი დამწუხრებული სახე რომ დაინა-
ხა, დაამატა:
– ანდა, შენც წამოდი, სოფოკო, რაღაცა უნდა გაჩვენო. – რა?
– ნახავ, – მითხრა ყოყმანით მატაბელმა, რადგან ჯერ კიდევ ეჭვი
ეპარებოდა, უნდოდა თუ არა ჩემი წაყვანა.
ტყუილად მოვედი დღეს და ვერც ვერანაირი კაბა ვერ შევარჩიე.

251
ისევ ესკალატორით ჩავდიოდით. ძალზედ გამიკვირდა, როდესაც მა-
ტაბელმა ჩემს მსგავსად ხალხის თვალიერება და მათგან დასკვნების
გამოტანა დაიწყო:
– ნახეთ, ქერა ჩასუქებული ქალი, – დავიწყე მე ჩურჩულით, –
ალბათ მარტოხელაა, რა მახინჯია.
– ახალგაზრდობაში ვიღაცამ უღალატა ან მიაგდო, – თქვა მატა-
ბელმა და რენტგენივით დაათვალიერა ქალი.
– საიდან მოიტანე?
– ვერ ხედავ, ხელი რა მტკიცედ უჭირავს სახელურზე? ესკალა-
ტორსაც კი არ ენდობა, ჰგონია, რომ დაეცემა, დაზღვეული თუ არ
იქნება, – განმიმარტა მატაბელმა და მზერა სხვისკენ წარმართა.
– ან უბრალოდ ისეთი მსუქანია, ეშინია არ წაიქცეს, – შემოგვთა-
ვაზა უფრო რეალური ვარიანტი თენგომ.
– ეს? 17 წლის გოგო, შავგრემანი, ლამაზია, – ვთქვი და ჩემი ხნის
გოგოს დავხედე.
– შეყვარებულია, – თქვა დარწმუნებით მატაბელმა. – რატომ
გგონია? – ვიკითხე.
თენგო უცბად გამოცოცხლდა, ჩემკენ შემოტრიალდა და კმაყო-
ფილი მზერით თქვა:
– მე შემომხედა და დავევასე.
– არა, – უპასუხა მატაბელმა სერიოზულად და განმარტება და-
მიწყო, – შეყვარებულია, რადგან... აი ამიტომ, – თქვა ირაკლიმ და
ესკალატორზე წაქცეულ გოგოს დახედა.
არასდროს მესმოდა, სიყვარულს როგორ შეეძლო ადამიანის
ჭკუა გადაეკეტა. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე იყო. გოგო ფიქრებ-
ში ისეთი გართული იყო, ვერც ამჩნევდა, როგორ ეტაკებოდა
ზღურბლს.
– კაი... ეს 50-იოდე წლის კაცი? – ვკითხე მატაბელს.
– ქედმაღალია, – დაიწყო მატაბელმა და ჩემს კითხვას არ დალო-
დებულა, ისე გააგრძელა, – პარკებში მხოლოდ ბოსტნეული უწყვია.

252
2 კილო კარტოფილი და სტაფილო ათ პარკში აქვს განაწილებული.
ძალიან უნდა ბევრი ფული და ხალხს აჩვენებს, თითქოს ბევრი რამე
იყიდა მაღაზიაში. ცოლი არ ჰყავს, თანაც, ასაკის მიუხედავად, მაინც
აქვს იმედი, რომ იპოვის. ამხელა კაცებს, თანაც დაოჯახებულებს,
არ აქვთ ხოლმე „ბლატაობის“ თავი.
– რა იცი, იქნებ ჰყავს ცოლი, – ვთქვი მხოლოდ ჩემი აზრის დასა-
ფიქსირებლად.
– ჰმ... არა, არა მგონია.
– აუ ჩემი, რას მკითხაობთ, – გვითხრა თენგომ, მერე მოხუცს შე-
უბრუნდა და ხმამაღლა ჰკითხა, – ბიძია, ცოლი გყავს?
კაცმა გაკვირვებით შეხედა. – ხო, ხო შენ გეკითხები! – განაგრძო
თენგომ.
არ ვიცოდი, მაღიზიანებდა თენგოს ასეთი სითამამე, თუ მაკვირ-
ვებდა, მაშინებდა თუ მიზიდავდა, მაგრამ ალბათ საოცარი განცდაა,
როდესაც ხალხის არ გეშინია.
– უცნაური, – თქვა მატაბელმა და ოდნავ დაწინაურდა გასასვლე-
ლისკენ.
– ვისზე ამბობ? – ავედევნე ირაკლის, რადგან მივხვდი, რომ მან
საერთოდ არ მიაქცია ყურადღება თენგოს საქციელს და, შესაბამი-
სად, ვერც მას უწოდებდა უცნაურს.
– შენ, – მიპასუხა და ტუჩებთან მომიახლოვდა, – შენ, ხარ უცნა-
ური, სოფოკო. თვალები დანისლული გაქვს და ვერაფერს ვარკვევ.
თითქოს გიცნობ, ყოველდღე უფრო ვუახლოვდები შენს ამოცნობას,
მაგრამ შენ უკან მაგდებ და ყველაფერს შლი.
– რა სისულელეა... – დავიბენი მატაბელის ასეთი განცხადებით,
მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრით კიდევ რომ მომიახლოვდა, ვიგრძე-
ნი, რომ დაბნეულობა სწორედ ამით იყო გამოწვეული, – მე ჩვე-
ულებრივი ვარ.
– ხოო? – მკითხა და მთლად ტუჩებთან მოიწია, – ხოო, სოფოკო?
– კიდევ უფრო მიჩურჩულა.

253
– ხოო... – დავემორჩილე მის სურვილს მომახლოებოდა, – ხო, ხო,
– ვიმეორებდი გაბრუებული და ვგრძნობდი, როგორ მეხვეოდა თავ-
ბრუ მისი სურნელისგან. ამჯერად მეც მოვიწიე მისკენ.
– ხოდა ცუდია, თუ ჩვეულებრივი ხარ, – უეცრად ხმამაღლა მით-
ხრა მატაბელმა, თავი ჩემს ტუჩებს მოაშორა და ჩვეულებრივ პოზას
დაუბრუნდა.
ამან გამამძაფრა, მინდოდა მეკივლა მისი ასეთი საქციელის გამო,
დამერტყა მისთვის, მაგრამ არაფერი ვუთხარი და უბრალოდ მორ-
ცხვად თავი გავწიე. რა სულელი ვიყავი, მივენდე! დავიჯერო, ვაკო-
ცებდი, თავი რომ არ გაეწია? არა, მე ის ხომ არ მომწონდა, უბრა-
ლოდ... უბრალოდ მაიძულა დამემორჩილებინა, ერთადერთი ადა-
მიანი იყო, ვისაც გამოსდიოდა ჩემით მანიპულირება. იქნებ სწორედ
ეს მომწონდა მასში... არა, წამომცდა, მომწონდა? მატაბელს შევხე-
დე და დავინახე მისი უკარება და ცივი მზერა. უამრავი გოგოს ნერ-
წყვმომდგარი სახეც დავინახე. ამან მაგრძნობინა, რომ არ მინდოდა
მათნაირი ვყოფილიყავი. თავი მაღლა დავიჭირე, თანაც, ბოლოს და
ბოლოს, ის ხომ ჩემი მეგობარი იყო!
გაოცებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ამხელა სავაჭრო ცენტრში
სალაროები არა დასაწყისში, არამედ ბოლოში იყო.
– სპეციალურად აკეთებენ, მარკეტინგული ხრიკია. ლაბირინთი-
ვითაა მოწყობილი და სალაროებიც ისეთ ადგილზეა განწყობილი,
რომ მყიდველმა მაღაზიის ყველა პროდუქტი ნახოს და უფრო მეტი
იყიდოს, – ამიხსნა მატაბელმა და მაღაზიის მაღალ ჭერს დახედა.
თენგო ძლივს გამოვათრიეთ სავაჭრო ცენტრიდან, იქ დარჩენა
და კიდევ ერთი სენდვიჩის აღება უნდოდა.
– ჩაჯექით, – თქვა თენგომ და თავისი მანქანა პულტით გააღო.
– შენი მანქანით არ მივდივართ? – ვკითხე მატაბელს, მხოლოდ
იმისთვის, რომ მისი ხმის გაგონება მინდოდა. და არა იმის გამო, რომ
ვეტრფოდი, არამედ იმიტომ, რომ შიშის განცდა ჩამეკლა. შიშის, რო-
მელიც მეგობრის დაკარგვით იყო გამოწვეული. არ მინდოდა ამ

254
უხერხულ მომენტს ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა.
– თენგოს მანქანით წამოვედი, სოფ, – მიპასუხა მატაბელმა და
მანქანის კარი გამიღო.
„ჰოო... მკვლელების მესამე კატეგორია... მუდამ ზრდილობიანე-
ბი არიან“.
– შენთან ავიდეთ? – იკითხა თენგომ და წინ მდგომს დაუსიგნალა.
რომ დაინახა, კაცი გაწევას არ ჩქარობდა, დაუღრიალა, – ავოე, გა-
იწიე, თორემ მიგაკუებ სახეში.
თავხედი!
გზაში ვფიქრობდი, ნეტა, რა უნდა ეთქვა ჩემთვის მატაბელს ან
რა უნდა ეჩვენებინა. ფანჯარაში გახედვა და სუფთა ჰაერის ჩაყლაპ-
ვა გადავწყვიტე, მაგრამ რომ დავინახე, თენგო რა სწრაფად მიქრო-
და, ფანჯარას ავუწიე და მატაბელს ჩავეხუტე. პირველად გამახარა
თენგოს არაორდინალურმა საქციელმა, ჩახუტების საბაბი მომეცა.
– არა, არა! რატომ ვგრძნობდი მორიდებას და შიშს? მე ხომ მი-
ლიონჯერ ჩავხუტებულვარ მატაბელს? მაგრამ ახლა... ამ პატარა
ინციდენტმა მაგრძნობინა, რომ მის მიმართ სხვა რამეს ვგრძნობდი.
არა, ეს არც სიყვარული იყო და არც მოწონება. უფრო შიში და სიხა-
რული ერთდროულად. შიში იმისა, რომ როდესმე მიხვდებოდა, თუ
ვინ ვიყავი მე სინამდვილეში და სიხარული იმისა, რომ ასეთი თბილი
მხოლოდ ორ ადამიანთან იყო. ეს ორი გრძნობა ერთმანეთში ისე აი-
ზავა, რომ გულისრევა ვიგრძენი. ტვინმა იგრძნო, რომ ორგანიზმს
უჭირდა ორივე გრძნობის აღქმა. ეს ზედმეტად რთული იყო ადამია-
ნური შესაძლებლობებისთვის.
– აქ მოხვევა არ შეიძლება, – გავაფრთხილე თენგო, რადგან საგ-
ზაო წესებს უხეშად არღვევდა.
– გზა არის – ანუ შეიძლება, – მიპასუხა თენგომ, გაზის პედალს
უფრო ძლიერად დაუჭირა და ჩემი შენიშვნა არაფრად ჩააგდო.
– რა უნდა მაჩვენო? – ვკითხე ირაკლის და შევეცადე გულგრილი
ვყოფილიყავი.

255
მან მზერით მანიშნა, რომ ეს არ გამომივიდა.
– განსაკუთრებული არაფერი. შენ ხომ ყოველთვის გაინტერესებ-
და, როგორ ვიშოვე ამდენი ფული 23 წლის ასაკში, გაიგებ – უბრა-
ლო მაქინაციებია, – მითხრა და თითის ტუჩებთან მიტანით მაგრძნო-
ბინა, რომ ეს არავისთვის არ უნდა მეთქვა, – გახსოვს ერთხელ გკით-
ხე, რას უნდა გაყვე-მეთქი და მიპასუხე, პოლიტიკა მხიბლავსო?
– კი მახსოვს, – არ დამვიწყებია, ოდესღაც მართლა რომ ვუთხა-
რი ასე.
– მაშინ გითხარი, რომ პოლიტიკა ძალიან აზარტულია.
– მახსოვს. მე კი გიპასუხე, რომ არ ვიცი რას ნიშნავს აზარტი, –
მშვიდად მივუგე.
– ხო, – დამეთანხმა ირაკლი და გაუხარდა ჩვენი დიალოგი ასე
ზუსტად რომ მახსოვდა, – ახლა გაჩვენებ, თუ რა არის აზარტი.
– არ თქვა, რომ სულელი ადამიანივით პოკერში ან კაზინოში უნ-
და ვითამაშოთ?
– ჰმ... ვითამაშოთ? არა, არა, – მიპასუხა მატაბელმა და თავი გა-
აქნია, – უნდა ვაააათამაშოთ. მე და შენ სხვები უნდა ვათამაშოთ.
– ეს როგორ?
– ბევრად უფრო მაგარია თამაშის შემქმნელის როლის მორგება,
ვიდრე მოთამაშის, – მიპასუხა ირაკლიმ და რომ დაინახა, მის სახლს
როგორ მივუახლოვდით, მანქანიდან გამოვიდა და სადარბაზოსკენ
გაიმართა.
ვერც კი ვიგრძენი, თუ რა სწრაფად აღმოვჩნდით მის სახლთან.
დედამიწა საოცრად სწრაფად ტრიალებს საკუთარი ღერძის გარშე-
მო, როდესაც დროს ატარებ იმ ადამიანთან... ანდა უბრალო ადამია-
ნი იყო საერთოდ მატაბელი?
რამდენიმე წუთში მატაბელის ბინაში აღმოვჩნდით. დავინახე,
თუ რა იდეალური სისწორით ელაგა თავისი ფეხსაცმელი, რა სისუფ-
თავე იყო მის ოთახში, რა სასიამოვნო ქალის... ქალის სურნელი

256
ტრიალებდა, ჯანდაბა, რატომ იყო? დარწმუნებული ვიყავი, რომ მა-
ტაბელის გარეგნობიდან და საქციელიდან გამომდინარე, ყველა ადა-
მიანი ერთხელ მაინც იფიქრებდა, რომ მას საკმაოდ შავი წარსული
და აწმყო ჰქონდა. მაგრამ ოთახის სისუფთავეს რომ დავხედე... ამა-
ში კიდევ უფრო დავრწმუნდი. აბა, ვის გინახავთ ჭუჭყის მოყვარუ-
ლი დამნაშავეები? ისინი ხშირად ხომ სწორედ იმიტომ უსწორდები-
ან ადამიანებს, რომ ფარისეველი ადამიანების ჭუჭყი აღიზიანებთ.
– დასხედით, – გვითხრა ირაკლიმ მე და თენგოს.
– ასჯერ მაქვს ეს ნანახი, – უინტერესოდ თქვა თენგომ და საფერ-
ფლით აივანზე გავიდა.
– რამდენი კომპიუტერი გაქვს, – აღფრთოვანება ვერ დავფარე
და კომპიუტერების თვლა დავიწყე.
მატაბელმა ღილაკს დააჭირა და რამდენიმე წამში კომპიუტერის
ეკრანზე კაზინოს რამდენიმე გამოსახულება გამოჩნდა.
– თითქოს არაფერი, მაგრამ სწორედ ამაში იმალება კაზინოების
უზარმაზარი მოგება, – დაიწყო მატაბელმა და თითოეულ კომპიუ-
ტერს თვალები მიაშტერა.
– მერე რა, ჩვეულებრივად უყურებ... ამის გაკეთება დაცვასაც
შეუძლია, – ვუთხარი ირაკლის, რადგან ვერ ვხვდებოდი, რაში იმა-
ლებოდა საიდუმლო.
მატაბელმა მაჯაზე მომკიდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე, მერე
ფრთხილად თითებით, თითქოს არც ჩქარობდა, ჩემს თითებს შეეხო
და დინამიკზე დამადებინა, ოდნავი ძალის დატანით ხმა ამაწევინა
და მითხრა:
– შეხედე, აი ამ წამს შემოვიდა ეს კაცი, – მატაბელმა ახლად შე-
მოსულზე მიმითითა, – ძმაკაცთან არის. ახლა უნდა გავარკვიოთ,
რამდენი აქვთ ფული.
დინამიკის ხმას ავუწიეთ და გავიგონეთ, ერთმა მეორეს როგორ
უთხრა, რომ ჯიბეში ორასი ლარი ედო.
– ხედავ, ახლა კაცი თამაშს იწყებს... – განაგრძო მატაბელმა და

257
ყურადღებით დაათვალიერა თუ სად დაჯდა მსუქანი კაცი, – პირ-
ველ ჯერზე სულ 50 ლარს დებს ხოლმე. მოდი მოვაგებინოთ ეს ხე-
ლი... – თქვა ირაკლიმ და მეორე კომპიუტერში გარკვეული კომბი-
ნაცია შეიყვანა.
სწორედ მატაბელის ამ კომბინაციის შეყვანისთანავე მოთამაშემ
100 ლარი მოიგო.
– ახლა სამასი ლარი აქვს, ამჯერად უფრო მეტს დადებს, – თქვა
მატაბელმა და მაჩვენა, თუ როგორ გაიმართა მსუქანი კაცი უფრო
ძვირიანი აზარტული თამაშისკენ.
კიდევ 400 ლარი მოიგო...
– მშვენიერია, – თქვა მატაბელმა და მესამე კომპიუტერში ისევ
რაღაც კომბინაცია შეიყვანა.
ცოტა ხნის შემდეგ მსუქანი კაცისკენ, ვისკით ხელში, ლამაზი ქა-
ლი გაემართა.
– ოდნავ დავათროთ, ვისკითაც და სიყვარულითაც... – განაგრძო
მატაბელმა და კომპიუტერის კლავიატურაზე თითები გაათამაშა.
დავინახე, როგორ შედიოდა თავად აზარტში, ხალხით მანიპული-
რების აზარტში, – მზადაა, – თქვა დარწმუნებით მატაბელმა და ხე-
ლით მსუქანი კაცის მეგობრისკენ მიმანიშნა, – ხედავ ძმაკაცს ეუბ-
ნება, რომ ამჯერად ყველა ფულს დადებს, ისეთი დარწმუნებულია
გამარჯვებაში... ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო, სწორედ ამ სიტყვების
გაგონება. მორჩა – გამარჯვებული აშკარაა!
ამ სიტყვებით მატაბელმა ბოლო კომბინაცია შეიყვანა. ცოტა
ხნის შემდეგ მსუქანი კაცი მაგიდიდან წამოხტა, ყვირილი და ბღავი-
ლი დაიწყო, დაცვაც კი გამოიძახეს. ეკრანზე ეს ზედმეტად თამაშნა-
რევი და ირონიული იყო: მან, ვინც ცოტა ხნის წინათ მოაგებინა,
ხელფასის ბოლო 200 ლარი ცხვირწინ ააცალა.
ამიტომ წინასწარ ნუ გაგიხარდებათ ნურაფრის! ის, რამაც ახლა
გაგაბედნიერათ, მომავალში შეიძლება გაგანადგუროთ.

258
– კი მაგრამ... ეს ლეგალურია? შენ ხომ მეგობრების საუბარს უს-
მენდი? ასე ხომ არ შეიძლება! კომბინაციები კომპიუტერმა უნდა
განსაზღვროს და არა შენ!
– კომპიუტერიც ზოგჯერ თამაშის წესების გარეთ ხდება, ისე იცი,
კომპიუტერს ჭადრაკს რატომ ვერ ვუგებთ? ის უბრალოდ გრძნობე-
ბის გარეშე თამაშობს. – მკაცრად მიპასუხა მატაბელმა, რადგან არ
მოეწონა, ჩემი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება, – სოფოკო, იცი,
ცხოვრება ძალიან მარტივია, როცა მისი თამაშის წესები იცი და კი-
დევ უფრო მარტივი – როცა შენ უდგენ წესებს.
– მე საერთოდ მგონია, რომ მსგავსი აზარტული თამაშები, მაგა-
ლითად, კაზინოები, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემააა. და
მთელმა მსოფლიომ უნდა იზრუნოს მის გადაჭრაზე.
– ცდები, – მიმიგო დარწმუნებულად, – ეს მსოფლიოს კი არა,
ბრიყვი, გონებაჩლუნგი ადამიანების მაცდური პრობლემაა. მაგრამ
იცი რა არის კაცობრიობის ძირითადი უბედურება?
– ის, რომ დროის უკან დაბრუნება არ შეუძლიათ?
– არა. მხოლოდ ის, რომ არ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, რომ დროის
უკან დაბრუნება უბრალოდ არც დასჭირდეთ, – მიპასუხა მატაბელ-
მა ჩაფიქრებულად, – მაგრამ ამაზე საუბარი არ ღირს, ძალიან შორს
წაგვიყვანს.
– კარგი და რატომ მაჩვენე ეს ყველაფერი? – ვკითხე, რადგან ვერ
მივხვდი, რაში სჭირდებოდა ამ დანაშაულებრივი საიდუმლოს გამ-
ხელა.
– თამაშის შემქმნელებსაც სჭირდებათ მეგობრები.
რთული იყო ამ პასუხის დაჯერება, მაგრამ დარწმუნებული ვიყა-
ვი, რომ ეს სრული სიმართლე იყო. შეიძლება ზუსტად ისევე მომატ-
ყუა, როგორც ის მსუქანი კაცი, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო – მე
დავიჯერე, რომ მან ეს მხოლოდ გულის გადასაშლელად მომიყვა.
მატაბელი მაგიდიდან წამოდგა, ხელით მეც ამაყენა და გულ-
წრფელად დაინტერესდა:

259
– ახლაც გიზიდავს პოლიტიკა?
– ის ძალიან აზარტულია... – ვუპასუხე ფრთხილად, უშეცდო-
მოდ...
– ის? ვინ ის? – მკითხა და თვალები ეშმაკურად დაახამხამა. –
ის... ვინც ქმნის მას, – წამომცდა შემთხვევით.
– და განა იცი, ვინ ქმნის პოლიტიკას? – მკითხა მატაბელმა უფრო
დიდი აზარტით.
– ხალხი... – ვთქვი დაბნეულად.
– ნუთუ? აბა პოლიტიკა მომწონსო? განა შენ მასის ერთი ჩვე-
ულებრივი ელემენტი ხარ?
– არა, მე მათ გარეთ ვარ, – ვუპასუხე და ნელა უკან გადავიწიე.
– თამაშგარეთ თუ შემქმნელი? – მკითხა მატაბელმა და ჩემკენ
მოახლოება სცადა.
– არც ერთი და არც მეორე... – ვთქვი უფრო დაბნეულად და ვიგ-
რძენი ისეთი შიში, რომელიც ვნებასა და სასოწარკვეთას თანაბრად
გულისხმობდა.
– აი ამიტომაც ხარ უცნაური, – მიპასუხა მატაბელმა და შუბლზე
ჩამოწეული კულული გადამიწია.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, თენგო ისე უეცრად შემოვარდა
აივნიდან.
– ჰაა, აბა? რომელი ქალი გაუგზავნე მაგ სირს? – იკითხა უადგი-
ლოდ თენგომ და ჩვენ შემოგვხედა.
– მე... – ვერ დამამთავრებინა ლაპარაკი თენგომ.
– შენ რანაირად გაგზავნიდა, აქ ხარ და, – დაამატა თენგომ და
ბუნდოვანი მზერით შეგვხედა, ვერ გაეგო, რატომ ვიყავით ასეთი
დაძაბულები.
– მე... უნდა წავიდე, ამის თქმა მინდოდა, – ვთქვი დაბნეულად და
კარებისკენ გავემართე.
– სოფოკო, – დამიძახა უკნიდან მატაბელმა, თითებზე შემეხო და
ფრთხილად გამაჩერა, – ჩანთა გრჩება.

260
– ახო, – ვთქვი და უკან გავემართე.
2 წამის შემდეგ ერთმანეთს შევხედეთ. მე მივხვდი, რომ ჩანთა
სულაც არ დამვიწყებია, რადგან არც მომქონდა... ის კი მიხვდა, რომ
მისმა ხრიკმა გაჭრა და უპრობლემოდ დამაბნია.

261
20
ვერ ვიტყოდი, რომ ასეთ წვიმიან ამინდში გარეთ გამოსვლა გა-
მიჭირდა. სულაც არა, პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ წვიმა
წინა დღეების ჭუჭყსა და ტალახს მომაშორებდა და მორალურად
სუფთა ადამიანად მაქცევდა. შესაფერისად ჩავიცვი და გარეთ გამო-
ვედი. ქვემოთ თაკო მელოდებოდა, რომელიც წვიმაში დგომით აშკა-
რად არ იყო უკმაყოფილო. სახეზე ღიმილი ეტყობოდა, რითაც მად-
ლობას მიხდიდა, რომ სამი წუთი მშვენიერ წვიმაში მარტო ვალოდი-
ნე.
– დღეს ალბათ ცოტანი ვიქნებით, – მითხრა თაკომ. – წვიმის გა-
მო? – ხო აბა, – დამიქნია თავი.
ორივემ ვიგრძენით, რომ ასეთი ნელი სიარული ასეთ წვიმაში
გაგვაციებდა, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარეთ. წამების მერე გავაანალი-
ზე, რომ სწრაფი სიარულის ნავლად, გიჟებივით დავრბოდით და
გარშემომყოფებს არ ვიმჩნევდით. საოცარი გრძნობაა, როდესაც
არაფერი განაღვლებს და გრძნობ შენს თავისუფლებას. სამყარო
იდეალურად იქნებოდა მოწყობილი, ადამიანებს რომ სცოდნოდათ

262
ზუსტად რა არის ეს თავისუფლება. ეს უკანასკნელი ხომ ბევრს სხვე-
ბის შეურაცხყოფასა და თვითნებურ საქციელში ეშლება, რეალურად
კი, თავისუფლება ის უსაზღვრო ჭეშმარიტებაა, რისკენაც ასე ძალი-
ან ისწრაფვის მოკვდავი. ეს მოკვდავის სურვილია – იყოს უკვდავი
და მარადიული.
ვგრძნობდით, რომ სკოლაში შესვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
მაინც გამოგვიშვებდნენ ბავშვების სიმცირის გამო. აბა, ასეთ წვიმა-
ში, ჩვენ გარდა, ვის მოუვიდოდა აზრად სკოლაში მოსვლა? წვიმას-
თან ერთად ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, თითქოს გვიბიძგებდა
სკოლის მიდამოები დაგვეტოვებინა და უკან წავსულიყავით. თავი
ქარიშხლიან ზღვაში მეგონა. ქარი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ
ჩანთა ხელიდან გამისხლტა და პირდაპირ ჰაერში აფრინდა. თავი ავ-
წიე, მაგრამ ვეღარ დავინახე სად გაქრა.
– სადაა ჩემი ჩანთა? თაკო, ხედავ? – ვყვიროდი, რადგან ქარის
ზმუილი ჩემს ხმას ფარავდა.
– ააააარ ვიიიიიცი, – მიპასუხა თაკომ და მეტი ძალა დაატანა ნა-
ბიჯის გადასადგმელად.
ჩანთის გარეშე არც სკოლაში შემიშვებდნენ და არც თავად მე
მინდოდა მისი ასე მიგდება.
– სოფოკო, თავგადასავალი გაკლია? რა დროს ესაა? მერე ვიპო-
ვოთ, – მუდარითა და შიშით მთხოვა თაკომ.
ვერაფერი გადამაფიქრებინებდა. დავიკუზე და ჩანთის ძებნა და-
ვიწყე. მაინცდამაინც დღეს იყო თაკოს ჯერი წიგნების წამოღების
და ჩემი ჩანთა მხოლოდ საფულითა და რვეულებით იყო სავსე. ისე-
თი ფაფუკი იყო, საქართველოს მეორე მხარეს რომ აღმოჩენილიყო
ასეთ ქარში – არ გამიკვირდებოდა!
– სადმე იგდება აქ! – ვუთხარი თაკოს და ძებნა გავაგრძელე.
– სადარბაზოში ვნახოთ, იქ შევარდა ალბათ, – მითხრა თაკომ
ისე, რომ ძლივს გავიგე მისი ხმა.
სადარბაზოში შესვლა უფრო დასვენების გამო მინდოდა. ქარმა

263
ისე დამღალა, რომ იძულებული გავხდი, თაკოს რჩევა გამეთვალის-
წინებინა. ისეთი სველი ვიყავი, მამაჩემსაც კი შეეშინდებოდა ჩემი
მიტკეპნილი თმის და გასაწური ტანსაცმლის ნახვა.
ერთი რამ მაიმედებდა – ასეთ ამინდში გარეთ გასვლა არავის მო-
უნდებოდა, ასე რომ, არც სადარბაზოს პირველ სართულზე შემნიშ-
ნავდა ვინმე.
შესვლისთანავე ღრმად ამოვისუნთქე, თავი დავხარე და თმის გა-
წურვა დავიწყე. დაკუზვა დამეხმარა, ჩემი ჩანთის ამოცნობაში...
მაგრამ ზედ ვის ედგა ფეხი? თავი ავწიე და ცხვირწინ საბა სუხიაშ-
ვილი დავინახე, რომელიც ყვითელი კბილებით მეღრიჭებოდა. რომ
დავინახე, თავისი გატალახებული ფეხი როგორ დაადგა ჩემს ჩან-
თას, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ნერვები მოეშალა, თავი
ძლივს შევიკავე. ვიცოდი, რომ ამ დროს დიპლომატიური ენა უფრო
გაჭრიდა, ვიდრე ცემა-ტყეპა.
– ფეხი გასწიე, – ვუთხარი მოთმინებითა და ნერვების მოთოკ-
ვით.
არც გაუნძრევია სხეულის არც ერთი ნაწილი. ღრმად ამოვისუნ-
თქე მეორედ. თაკოც იდგა ჩემ გვერდით, რომელმაც ხელით დამიჯი-
კავა და რაღაცაზე მიმანიშნა. ჩანთაზე და თმის გაწურვაზე ისე ვი-
ყავი თურმე გადართული, ვერც შევამჩნიე საბას ორ ძმაკაცს როგორ
ჰყავდათ საწყალი „მეცნიერი“ რეზო დაჭერილი, რომელიც სხეულით
ისეთი პატარა იყო, საბას ძმაკაცი საყელოზე რომ უჭერდა, მაინც
ლილიპუტად ჩანდა.
– ფეხი მოაშორე, – ვთქვი ამჯერად უკვე პრინციპის გამო. ჰაერ-
ში ამხედრებული რეზო იმდენად არ მანაღვლებდა, როგორც სუხი-
აშვილის ასეთი უმსგავსო საქციელი. თავი ამერიკულ სერიალში მე-
გონა, სადაც პატარა ჩმორ ბავშვებს სკოლის დიდი ბიძიები აჯავრებ-
დნენ.
– თორემ რას იზამ? ტონის დაუძახებ? – თქვა საბამ და ხარხარი

264
ისე მწარედ დაიწყო, დაავიწყდა ფეხი რომ ჰქონდა ჩემს ჩანთაზე და-
დებული და სიცილის გამო პოზა შეეცვალა. – ეს დრო ვიხელთე და
ჩანთის აღება მოვინდომე. სანამ საბა იცინოდა, ფრთხილად მოვიკუ-
ზე და ხელი ჩანთისკენ გავწიე. მაინცდამაინც იმ მომენტს შეწყვიტა
სიცილი, რომ დაინახა მის გაცრუებას როგორ ვაპირებდი, ფეხით
ხელზე დამაბიჯა და მთელი ხელი გამიტალახიანა.
– რა იყო? – მკითხა საბამ ირონიულად, ფეხით ხელზე უფრო
მტკიცედ დამაბიჯა და თავის ერთ ძმაკაცს უბრძანა თაკო დაეჭი-
რათ, რათა მისთვის ხელი არ შეეშალა და ჩემი დახმარება არ ეცადა.
– ოო, ტონიზე უარესად დაგასახიჩრებ, – ვუთხარი საბას და მარ-
ჯვენა ფეხი საბას მუხლის უკანა ნაწილში ჩავარტყი.
– ჩემმა გაუთვალისწინებელმა საქციელმა ცოტა არ იყოს დააბ-
ნია, ტკივილისგანაც დაიმანჭა, ამასობაში კიდევ ერთხელ პირდაპირ
სახეში ვხიე.
– არ მეგონა... არ მინდოდა... არ ვაპირებდი, მართლა... შანსი მი-
ვეცი, მაგრამ მან არ გამოიყენა. გავბრაზდი და ვუთავაზე.
– ოჰო, – თქვა თაკომ და დაცემულ საბას დახედა.
ვიცოდი, რომ საბა იმდენად საზიზღარი და მორალურად დაცემუ-
ლი ადამიანი იყო, რომ სამაგიეროს გადამიხდიდა და უარესად გა-
მისწორდებოდა. ფრთხილად წამოდგა, გახეთქილი ტუჩიდან სისხლი
მოიწმინდა და ჩემ ნაცვლად, თაკოს მიუახლოვდა:
– მაგარ შარში ხართ, ერთი კურდღლით ორ გასროლას დავიჭერ,
– არც გამკვირვებია, ეს გამონათქვამი რომ შეეშალა, აი წვიმიან
ამინდში გარეთ რომ გავიდა, ამან მართლა სახტად დამტოვა. – არ
ვიცოდი, რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ, რადგან თავის ძმაკა-
ცებს არ უხმო, უკან დაბრუნებას ნამდვილად აპირებდა. არც შევ-
მცდარვარ, წამების შემდეგ სადარბაზოში შემოვიდა. ხელში რკინის
ნატეხი ეჭირა, რომელიც დიდი ხანია სადარბაზოსთან ეგდო. ასე
შეიარაღებულის ვაღიარებ – შემეშინდა. იმდენად სუსტი ვიყავი,
ყბაში ამის მოხვედრა სამუდამოდ დამასახიჩრებდა და ტონისნაირს

265
გამხდიდა.
კივილის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ ერთ-ერთმა პირზე ხელი
ამაფარა... შიშისგან თვალები დავხუჭე, სრული პანიკა ამივარდა, არ
მეგონა, ასეთი მშიშარა თუ აღმოვჩნდებოდი. ირმამაც ხომ ზუსტად
ეს ჩამარტყა თავში, მაგრამ ამისგან განსხვავებით, ის დარტყმა იმ-
დენად მოულოდნელი იყო, რომ შიშის დრო არც მქონდა. თვალები
უფრო ძლიერად დავხუჭე და ნერვიულობისგან მის ძმაკაცს, რომე-
ლიც მიჭერდა, ხელზე ვუჩქმიტე. წამების მერე კარგად გავიგე რო-
გორ მოხვდა ვიღაცას რკინის კეტი. კი მაგრამ ვის? მე ნამდვილად
არა. თვალი რომ გავახილე, წინ დაგდებული რეზო დავინახე. ეს ბი-
ჭი სულ ჩემ გამო ისჯებოდა, ამჯერადაც ვერ გაექცა თავის ბედს.
კმაყოფილი საბას სახე ბევრად უფრო გულისამრევი იყო, ვიდრე
მკვდარი თევზის შიგნეულობა.
– რა უქენი?
– მე? – იკითხა საბამ გულუბრყვილოდ, – მე არა. შენ, შენ ქენი
ეს, – მითხრა ცინიკურად, მომიახლოვდა და ხელებში ჩემი მარჯვენა
მუშტი დაიჭირა, – ხედავ, დარტყმისგან გალურჯებული შენ გაქვს
ხელები და არა მე. მე – სუფთა ვარ, შენ კი, დირექტორთან ჩაგიშვებ
და მოვუყვები, როგორ ჩაარტყი საწყალ რეზოს და მე შენს გაჩერე-
ბას ვცდილობდი.
– არ დაგიჯერებს, – შევძახე და ლამის ცრემლები წამსკდა, ასეთი
სიტუაციის მსხვერპლი რომ აღმოვჩნდი.
– დაიჯერებს,დაიჯერებს.ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. ა,
ხო, – უფრო ცინიკურად დაამატა საბამ და სისხლი მოიწმინდა, – ახ-
ლა ისეთ ხათაბალაში ხარ გახვეული, არ გამიკვირდება, შენი კომი-
ნოელი მეგობრების მკვლელობაც რომ დაგწამონ.
– ნაბიჭვარო, – წამოვიძახე უღონოდ, რადგან სასოწარკვეთამ
მძლია.
– ნახვამდის, დირექტორთან გნახავ, – მითხრა საბამ და ჰაერო-

266
ვანი კოცნა მიძღვნა, – წამოათრიეთ დაზარალებული. დასამუშავე-
ბელია. ერთი ვასწავლო, თუ ვის მხარეს უნდა იდგეს, – და მიუთითა
რეზოსკენ, რომელიც ძლივს აზროვნებდა.
მათი გასვლის შემდეგ, სადარბაზოს იატაკზე დავჯექი და ყვე-
ლაფრის გადახარშვა დავიწყე. ეს ყველაფერი ისე სწრაფად განვი-
თარდა, რომ ვერც მოვასწარი გამეაზრებინა, როგორ გამომიჭირა
საბამ. ეს ერთი წლის წინ რომ მომხდარიყო, დირექტორს ეჭვიც კი
არ შეეპარებოდა ჩემს უდანაშაულობაში, მაგრამ ახლა... პრინციპში
არც დირექტორის აზრი მანაღვლებდა ისე, როგორც ფაქტი იმისა,
თუ რა ცუდად გაჟღერდებოდა ეს ყველაფერი მკვლელობების ფონ-
ზე. არ მჯეროდა, რომ ასე სულელურად გამომიჭირეს. როგორ? რა-
ნაირად? არ მჯეროდა, რომ საბა შეიძლებოდა ასეთი დაუნდობელი
და ცივსისხლიანი ყოფილიყო. ეს ყველაფერი მე, ზრდასრულ ადამი-
ანს, მემართებოდა? – არსებობენ ავი ადამიანები, არსებობენ სიკე-
თით სავსე ადამიანებიც.
არსებობ შენ, რომელმაც მათი გარჩევა უნდა შეძლო.
არსებობენ გარეგნულად უხეში ადამიანები, რომლებიც შინაგა-
ნად ძალიან კეთილები არიან. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბო-
როტები არიან მხოლოდ მოცემულ სიტუაციაში, კონკრეტულ ადა-
მიანებთან. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ტკბებიან სხვე-
ბის გამწარებით. ასეთი იყო საბა – მასწავლებლებთან მშვიდი და
ბავშვებთან ღვარძლიანი და შურიანი.
გავიხსენე ის დღე, როდესაც ზუსტად ამ სადარბაზოში, ზუსტად
ამ დროს, როგორ ვიჯექით მე და თაკო 14 სექტემბრის ცერემონიის
გაქცევისას. ზუსტად ის კედლები, მეზობლების იგივე კარები, წარ-
წერებიც კი იგივე. მხოლოდ ერთი განსხვავება იყო – 14 სექტემბერს
მაწუხებდა, რომ ჩემთვის სრულიად ჩვეულებრივი და არაფრით გან-
სხვავებული დღე იყო, რომ ჩემი ცხოვრება ზედმეტად ერთფეროვა-
ნი და მოსაწყენი ჩანდა. ახლა? ახლა ყველაფერი პირიქით იყო...

267
ზუსტად ამ ადგილას 8 თვის მერე ვიგრძენი თუ რა დამღლელი, მოვ-
ლენებითა და ჟურნალისტებით სავსე იყო ჩემი ცხოვრება. თუ რო-
გორ შეიცვალა ის რამდენიმე თვეში და რა დიდ სტრესად და პრობ-
ლემად გადაიქცა. იმ დღეს, 14 სექტემბერს, მე მზად ვიყავი გამეკე-
თებინა ნებისმიერი რამ, რაც ჩემს ცხოვრებას რიტმს განუახლებდა.
ახლა კი მზად ვიყავი, გამეკეთებინა ყველაფერი, რათა ისევ ჩვე-
ულებრივ ყოფას დავბრუნებოდი.
რამდენიმეწუთიანი ჯდომისა და ფიქრის შემდეგ, თაკომ ყურთან
მობილური მომადო, საიდანაც განრისხებული დირექტორის ხმა იფ-
რქვეოდა:
– სოფოკო, იმედია ტყუილია ყველაფერი, თორემ სკოლიდან გა-
რიცხვა არ აგცდება.
ტელეფონი მოვისროლე და უაზროდ გავიშხლართე ჭუჭყიან სა-
დარბაზოში.
– რა გავაკეთო? – ვკითხე თაკოს, რადგან ჩემი ტვინი საერთოდ
არ მუშაობდა, – საბა ჩემზე საშინლადაა გაბრაზებული, მე ხომ მისი
„ღირსება“ შევლახე.
– ირაკლი მატაბელს დაურეკე, – მირჩია თაკომ, რადგან იცოდა,
რომ ასეთი ჩახლართული სიტუაციებიდან სუფთად გამოსვლა მხო-
ლოდ მას შეეძლო.
თავი ძლიერი და დამოუკიდებელი მეგონა, ყველაფრის მოგვარე-
ბა მხოლოდ ჩემი პრეროგატივა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა... ახ-
ლაც ასე ვთვლიდი. უბრალოდ საბაბი გამიჩნდა მისი ნახვისა.
– ხო! – ვთქვი იმედმოცემულმა და თაკოს ჩავეხუტე.
– რამ გაგამხიარულა? – მკითხა გაკვირვებით მეგობარმა, რად-
გან არ ესმოდა ამ სიტუაციაში როგორ უნდა ვყოფილიყავი ასეთ ხა-
სიათზე.
ნეტა, რატომ შემრცხვა ჩემი გრძნობების გამომჟღავნების? იმი-
ტომ ხომ არა,რომ მეშინოდა მატაბელის მხრიდან, საპასუხო რეაქცი-

268
ას რომ ვერ მივიღებდი? ამის ფიქრის თავი არც იყო. მატაბელს და-
ვურეკე და მოკლედ ავუხსენი ყველაფერი. გამიხარდა, როცა მითხრა
გამოვდივარო და გზაში მელაპარაკებოდა. უამრავ კითხვას მისვამ-
და, თითოეულ დეტალს ეძიებოდა. იმ წუთს ჩემი ადვოკატი უფრო
იყო, ვიდრე მეგობარი. „სად მოხდა ეს? “, „რამდენჯერ დაარტყა? “,
„რამდენ წუთში წავიდა? “, „მაშინაც წვიმდა? “ – ამდენი კითხვისგან
თავბრუ უფრო დამეხვა.
– შედი დირექტორთან. მეც ამოვალ, – მითხრა დამამშვიდებელი
ხმით. ახლა ვხვდებოდი, რა მომწონდა ამ ადამიანში – სიუხეშე და
სითბო ერთდროულად. ამ ორი თვისების შეზავებისას სასწაულ არ-
სებას ვიღებთ.
ნელი ნაბიჯებით სკოლისკენ გავემართე. საბასნაირად ცხოვრე-
ბაში არავინ მძულდა. საზიზღარი ადამიანი! ფეხი კიდევ უფრო შე-
ვანელე, მინდოდა მე და მატაბელი ერთდროულად ავსულიყავით
დირექტორთან.
სკოლის შესასვლელს რომ მივუახლოვდი, წვიმის მიუხედავად,
საბა მაინც იდგა ჭიშკართან. როგორი სახით მიყურებდა! ამაზრზენი
და აუტანელი გამომეტყველება ჰქონდა. თავის ცხენის კბილებს წამ-
დაუწუმ მაჩვენებდა. დარწმუნებული იყო იმაში, რომ კბილების სიყ-
ვითლე მას უფრო საშიშს და ბოროტს ხდიდა. საკუთარი თავის
მრცხვენოდა, ამ საწყალმა ადამიანმა რომ გამაცრუა და უხერხულ
სიტუაციაში ჩამაგდო. მის გამო ახლა თავი უნდა მემართლებინა!
– მოხვედი, სოფოკო? – მკითხა საბამ და ჩემი აწითლებული სახე
რომ დაინახა, კიდევ უფრო ირონიული გამომეტყველება მიიღო.
წვიმის ხმაურის გამო, მაინც გავიგე მანქანის ხმა, რომელიც ასე
სწრაფად მოქროდა შორიდან. პირდაპირ ჩვენი სკოლის წინ გაჩერ-
და.
– ხო, სოფოკო მოვიდა და მისი მეგობარიც მოიყვანა, – თქვა ამა-
ყად თაკომ და შორიდან მატაბელს ღიმილი შეაგება.
თაკოს მზერაში ვიგრძენი ის დიდი სიამაყე, რომელსაც ის საბას

269
აჩვენებდა, რომ „სოფოკოს“ ასეთი მეგობარი ჰყავდა, ე, კიდევ უფრო
გასიმპათიურდა, – ჩამჩურჩულა თაკომ მოუთმენლად.
– მატაბელი მომიახლოვდა, ჩემი ჩალურჯებული ხელი აიღო და
თავის ხელებში მოიმწყვდია. არ ვიცოდი, რა შუაში იყო ეს მოძრაობა
ან რატომ აკეთებდა ამას. ზღაპარში რომ ვყოფილიყავით, დავიჯე-
რებდი, რომ მას სასწაული უნარი ჰქონდა ადამიანების განკურნები-
სა. საოცრად ცივი ხელები ჰქონდა, მაგრამ საოცრად თბილად მეჩვე-
ნებოდა. წამების განმავლობაში ნატკენ ხელს ფრთხილად მიზელდა,
თითქოს სილურჯეს აშორებდა... ყველაფერი დამავიწყდა, საბაც და
დირექტორიც... პირგაღებული თაკოც და წვიმიანი ამინდიც... გაბ-
რაზებული დირექტორიც და ნატკენი ხელიც. უბრალოდ სიამოვნე-
ბას ვიღებდი. საბას ყბაში მოხვედრის გამო ჩალურჯებული ხელი მა-
ინც მტკიოდა, ისე მწარედ მიზელდა ხელს... მაგრამ მაინც მსიამოვ-
ნებდა, ვენდობოდი და მორჩა.
– შენ ხარ საბა? – ჰკითხა მატაბელმა და ჩემს კლასელს ხელი ჩა-
მოართვა.
– დი...აახ, – დაიბნა საბა და ხელი აუკანკალდა.
– რა კარგია, – უთხრა მატაბელმა საბას, მერე მისი ხელი ნახევ-
რად გადაუღუნა და პირდაპირ ჭიშკარს მიარტყმევინა.
– აუუ, – სიმწრის ხმა აღმოხდა საბას და ნატკენი ხელი მატაბელს
გამოსტაცა.
– მეგონა ყბაში ლეწავდა, – მითხრა თაკომ ყურში და გულში უხა-
როდა მატაბელმა საბას ხელი მაინც თუ დაუზიანა.
– ავიდეთ დირექტორთან, – თქვა მატაბელმა ისეთი საოცარი სიმ-
შვიდით, თითქოს არც არაფერი მომხდარა და გამიღიმა. – მხოლოდ
მე ვიცოდი ეს ღიმილი რას ნიშნავდა... არც არაფერს. ან მხოლოდ
სიცივეს და მიუმხრობლობას.
დირექტორის კაბინეტისკენ საოცარი სიმშვიდით ავდიოდი.
იცით, გვერდში უნდა გყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ასე ძა-

270
ლიან ენდობით და გწამთ. სულ ერთია ვინ იქნება ის – მამა, მეგობა-
რი, ძმა, შეყვარებული, ქმარი თუ საერთოდ თქვენ მიერ მოგონილი
პერსონაჟი, რომელიც თქვენ ფიქრებთან ერთადაა მუდამ.
– რა ამბავია? – თქვა დირექტორმა, როდესაც მის კაბინეტში ამ-
დენი შესული დაინახა.
– საერთოდ რა უნდა მეთქვა? არც ვიცოდი, ყოველთვის მომზა-
დებული მივდიოდი ასეთი შემთხვევების დროს. მატაბელს არც და-
უშინებია საბა, არც არაფერი უთქვამს მისთვის. როგორ აპირებდა
ჩემს დახსნას? ხედავთ, თურმე ყველას ბოლომდე არც უნდა ენდოთ.
– მოყევით ყველაფერი, – ბრძანა დირექტორმა და პარალელუ-
რად მატაბელის თვალიერება დაიწყო, ეტყობოდა 40 წლის ქალსაც
კი მოეწონა.
– ემმმ, – ალუღლუღდა საბა და შიშით მატაბელს გახედა, მაგრამ
მისი ფლეგმატური სახე რომ იხილა, უფრო რიხიანად დაიწყო, – სო-
ფოკომ საწყალ ჩვენს კლასელს სახეში ჩაარტყა. ამის საბუთიც კი
მაქვს! –
რა უნდა მეთქვა? მატაბელი რატომ არაფერს ამბობდა? ვის მხა-
რეზე იყო? ასეთი სახის გამომეტყველებით სუხიაშვილს მეტ გამბე-
დაობას სძენდა!
– რა საბუთი? – იკითხა დირექტორმა. ამ დროს ზურას დაკითხვა
ვინატრე. ,
– შელაპარაკების დროს სოფოკომ რეზოს მუშტი სახეში ჩაარტყა,
ნამდვილი გიჟია!
„გიჟი“ – ის გაგებაზე მატაბელს გაეღიმა. რატომ იღიმოდა, მარ-
თლა ეგონა, რომ გიჟი ვიყავი?
– მოგეხსენებათ, – უფრო თამამად დაიწყო საბამ, როდესაც და-
ინახა, რომ მატაბელი არ ეწინააღმდეგებოდა, – რომ დარტყმის შემ-
დეგ ადამიანს მუშტზე ეტყობა ჩალურჯებები. გამოაჩინე, სოფოკო,
შენი ხელი!
ხელი ამიკანკალდა, მაგრამ ხელის აწევას არ ვჩქარობდი.

271
– მიდი, მიდი, – თქვა საბამ ნიშნისმოგებით, თავი გენიალური
პროკურორი ეგონა!
კანკალი კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ უცბად შეწყდა... ხელ-
ში სიმშვიდე ვიგრძენი, რაღაც ნაცნობი. ეს ხომ მატაბელის შეხება
იყო. მან ფრთხილად ჩამკიდა ხელი მაჯაზე და ხელი ძალით ამაწევი-
ნა. დირექტორს შევხედე, მაგრამ მას მხოლოდ უკმაყოფილების და
გაურკვევლობის განცდა აღბეჭდვოდა. ვიღაცას განრისხებულად
უყურებდა და ეს ვიღაცა საბა იყო. უეცრად გამოვცოცხლდი და სა-
კუთარ ხელს დავხედე... არანარი კვალი! არანარი ჩალურჯება! რო-
გორ? ჩემი შინაგანი მე გამარჯვებას ზეიმობდა!
– აა..რა..... ჰქონდა! გეფიცებით, ჰქონდა! მას ჰქონდა ეს ჩალურ-
ჯება! – დაიწყო თავისმართლება საბამ.
– მას არა. აი შენ – კი, – მიახალა მატაბელმა და საბას მუშტს
დააცქერდა.
საბამ მუშტი დირექტორსაც დაანახა. ყველაფერი ნათელი იყო!
მატაბელის დარტყმის გამო საბას სულ რამდენიმე წუთის წინ გა-
ულურჯდა მუშტი.
– სუხიაშვილო! ! ! როგორ ბედავ! – დაიყვირა დირექტორმა და
ჯერ რეზოს გალურჯებულ თვალს დახედა, მერე ჩემს აცრემლებულ
სახეს, ბოლოს კი სუხიაშვილის ჩალურჯებულ მუშტს. მისთვის ყვე-
ლაფერი ნათელი და აშკარა გახდა.
– ხვალ მშობლებთან დილის 11 საათზე! – ჩვეული მრისხანებით
უბრძანა დირექტორმა საბას და ოთახიდან გასვლა მოგვთხოვა.
იცით, ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ვინ მეცოდებოდა? რეზო,
რომელიც მთავარი მსხვერპლი იყო, მაგრამ დირექტორს სულაც და-
ავიწყდა მისი არსებობა და არც არაფერი უკითხავს. შემეცოდა არა
იმიტომ, რომ დირექტორმა აინუნშიც არ ჩააგდო, არამედ ვიგრძენი
მისი განცდა და წუხილი. შესვლისას მას ღიმილიც კი ეტყობოდა,
რომ აქ მაინც მოუსმენდა ვინმე და აქ მაინც ექნებოდა მის სიტყვას

272
დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ამჯერადაც შეცდა, არავის ახსოვდა „პა-
ტარა მეცნიერი“.
უცნაურია, მაგრამ 10 წუთის წინ ამ კიბეზე ასვლისას დამარცხე-
ბას ვგრძნობდი, ახლა ჩასვლისას კი – გამარჯვებას,
კაბინეტიდან გამოსულმა საბამ ისეთი სიმწრით დააპირა გაქცე-
ვა, ვერავინ გააჩერებდა თუ არა მატაბელის მძიმე და მტკიცე ხელი.
– აი ახლა სცეემს. აი ახლააა. გეუბნები. ჰა-ჰა, – ჩურჩულებდა
თაკო და სიხარულისგან ლამის ახტა.
– შენ ხომ ადამიანი ხარ? – მიუახლოვდა საბას მატაბელი და ხე-
ლები გადააჯვარედინა.
– მე...კი, – უთხრა საბამ სიმშვიდით, რადგან იგრძნო, რომ მატა-
ბელი მის ცემას არ აპირებდა.
უეცრად თაკოს სახიდან ღიმილი მოეშალა...
– ხოდა მოიქეცი ისე, როგორც ადამიანს შეეფერება, – მიუგო
მკაცრად მატაბელმა და წარბები შეჭმუხა, – თორემ შემდეგში
მტვრად გაქცევ და აღარ გკითხავ, ვინ ხარ და ვინ არა.
– კარგი, – უპასუხა საბამ ისეთი დარწმუნებით, თითქოს მატა-
ბელმა მისი ახლიდან დაბადება მოახდინა.
მეგონა, მატაბელი ჩემს მადლობას დაელოდებოდა, მაგრამ შევ-
ცდი, რამაც უფრო დამამწუხრა. სკოლიდან გამოსვლისას პირდაპირ
თავის მანქანაში ჩაჯდა, გამოგვესალმა და წავიდა. მე და თაკოც ში-
ნისკენ გავიწიეთ, აბა სკოლაში დაბრუნებას რა აზრი ჰქონდა? კი
შევპირდი მატაბელს, რომ გაკვეთილებზე შევიდოდი, მაგრამ მეპა-
ტიებოდა ეს ტყუილი და ვერც მიხვდებოდა, რომ ვატყუებდი.
– იცი, – დაიწყო თაკომ ხმამაღლა, რადგან ჯერ ისევ ძლიერად
წვიმდა, – განგსტერის შეხედულება აქვს. მეგონა სცემდა სუხიაშ-
ვილს.
არაფერი მითქვამს. ჩემთვის ხომ ისედაც ცნობილი ამბავი იყო.
მივდიოდი და ვფიქრობდი, თუ რა ენაზე საუბრობდა მატაბელი ასე
დიპლომატიურად? ფიქრის შემდეგ დავასკვენი – ცხოვრების ენაზე,

273
რომელიც საერთაშორისოა და ყველასთვის გასაგები. არ არის საჭი-
რო ბევრი ჩახლართული წინადადება, ბევრი ორატორული სიტყვა,
ბევრი მჭერმეტყველი ფრაზა, უბრალოდ ადამიანურ ენაზე ისაუბ-
რეთ, გრძნობების ენაზე. მხოლოდ მაშინ გააგებინებთ ადამიანებს
თქვენს სათქმელს.
ზღაპარიც დამთავრდა... ხელი ავწიე და დავინახე მუშტზე ისევ
ჩალურჯებული ლაქები. არც გამკვირვებია, თავიდანვე ვიცოდი,
რომ მატაბელმა შენიღბვის კრემი წამისვა, რასაც ქალები ხშირად
ტონალურს ვეძახით. ძლიერმა წვიმამ ჩამორეცხა ეს ზღაპარი, რო-
მელიც ასე გულმოდგინეთ მესვა ხელზე.
– შენ მას უყვარხარ, – მითხრა თაკომ ისე, თითქოს შემნატროდა.
– მას ნენე უყვარს, – ვუპასუხე მშვიდად, რადგან არ ვეჭვიანობ-
დი. მე ის ხომ სხვანაირად მიყვარდა. როგორც სულიერი მეგობარი,
რომელმაც როდესღაც ტყეში მაგრძნობინა ეს.
სახლს ვუახლოვდებოდით, როდესაც უკნიდან შავი ჯიპი მოგვი-
ახლოვდა, სარკმელი ნელა ჩამოიწია და მატაბელი გამოჩნდა.
– ამჯერად მართლა დაგრჩა ჩანთა, – მითხრა მან, თვალი ჩამიკ-
რა, ჩანთა მესროლა და მანქანა დაძრა.
როგორ მიხვდა, სკოლას რომ ვაცდენდი?

274
21
– ფრთხილად გააღე, – მითხრა ანიმ, რომელიც კიდევ უფრო გა-
სუქდა და უცნობ კარს მიუახლოვდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ აქაა? – ვკითხე დაეჭვებით და თი-
თოეულ დეტალს დავუკვირდი.
– მესიჯით ზუსტად ეს მისამართი მომივიდა, – მიპასუხა ანიმ ში-
შით და ხელი ჩამჭიდა. რომ დაინახა, კარი უპრობლემოდ გაიღო, და-
ამატა, – ხო ესაა.
– ჩუუ! – ვუთხარი და პირზე ხელი ავაფარე, რათა არავის გაეგო
ჩვენი ხმა, – დარწმუნებული ხარ, რომ მკვლელმა გამოგიგზავნა ეს
მესიჯი?
– კი, კი. მითხრა, რომ აქ ვიპოვი ახალ დეტალს, რომელიც გამო-
ადგება გამოძიებას. კარიც ღიაა, ვერ ხედავ? – მითხრა თრთოლვით
და შესვლა შეაყოვნა.
– პოლიციაში რომ დავრეკოთ არ გინდა? – კიდევ ერთხელ ვკით-
ხე მეგობარს, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უნდოდა ასე ძალი-
ან ამის გაკეთება.
არაფერი მიპასუხა. მივხვდი, რომ მკვლელმა გააფრთხილა ამის
275
გაკეთება არც ეცადა და თავისი შიშის აღიარება უბრალოდ შერ-
ცხვა.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ აქ შესვლა საშიში არაა, – თქვა დარ-
წმუნებით ანიმ და ღრმად ჩაისუნთქა.
– რატომ? – ჩავეძიე მე.
– მგონია, რომ ჩვეულებრივ მკვლელთან საქმე არ გვაქვს, ის გან-
საკუთრებული მოტივით მოძრაობს და იცი, – ჩაფიქრდა ანი, – კე-
თილსინდისიერია, რატომღაც მგონია, რომ ასე უაზროდ არ დაგ-
ვბრიდავს.
– მკვლელი და კეთილსინდისიერება ცოტა სხვადასხვა რამე ხომ
არაა? – ვიკითხე რიტორიკულად, მაგრამ სინამდვილეში მეც ვეთან-
ხმებოდი ანის ასეთ ვარაუდს.
– მაგრად თამაშობს, – თქვა ანიმ და თითქოს აღფრთოვანდა
მკვლელის ასეთი სტრატეგიით.
– არ თამაშობს, – ვთქვი და შევუსწორე, – გვათამაშებს. ის –
ჩვენ. მარტივია!
ჩემგან განსხვავებით, ანის თითქოს ესიამოვნა ამის აღნიშვნა.
უთუოდ სიამოვნებდა საწოლში როგორ ათამაშებს მას მატაბელი.
ერთად კი არ თამაშობდნენ – ერთი მეორეს ათამაშებდა. ის ერთი კი
მატაბელი იყო.
ანის ზიზღით შევხედე, მაგრამ მისი შეშინებული თვალები რომ
დავინახე, სითბო მომერია და გამახსენდა ოდესღაც კომინოზე რო-
გორ ვთამაშობდით. გულწრფელად უხაროდა, რომ დავთანხმდი მას-
თან ამ მისამართზე მოსვლას, რომელიც, ანის აზრით, მკვლელმა გა-
უგზავნა. რატომ მას? მარტო აქ მოსვლას არც გაბედავდა.
– სიჩუმეა, – თქვა ანიმ ისედაც გასაგები რამ.
– ასეა, – ვთქვი ჩურჩულით და ჩვენთვის გაურკვეველი სახლის
თვალიერება დავიწყე.
სულაც არ მეშინოდა. მკვლელის ვინაობის გაგების სურვილი იმ-

276
დენად დიდი იყო, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ეს სახლის სუ-
ნიც ჭკუიდან მრევდა! თითქოს მკვლელი იყო და საინტერესო ინ-
ფორმაცია დაგვიტოვა. რა სურნელი იყო! ერთდროულად რაღაცა
გამხმარი, დაძველებულისა და თან ახალი და ვნებიანის. ამ სუნით
ვგრძნობდი, რომ ახალი თაობა ზუსტად ასე ენაცვლებოდა ძველს:
ძველის სურნელი მაინც რჩება, მაგრამ ენერგია და მოდერნიზმი უფ-
რო გიზიდავს. – ბევრი ოთახი იყო... ყველა ცარიელი. თითოეულ
ოთახს შუქი სხვანაირად ეცემოდა. ერთში – წითლად, მეორეში –
მწვანედ, მესამეში – ლურჯად. ეს სწორედ ის ცისარტყელა იყო, რო-
მელიც ჩანჩქერთან ასე ხშირად იქმნება – ისე მოგწონს, ისე... რომ
უახლოვდები და უფსკრულში იძირები მისი სილამაზის გამო. აღარ
ვენდობოდი სიხარულის ფერებს. ბოროტების შეგრძნების სურნელი
უფრო მიზიდავდა, ასე რომ ეზიზღება ყველას. ალბათ ამიტომ მიყ-
ვარდებოდა ნელ-ნელა. ყველაზე უკარება და ცივი გინდება ხოლმე.
ყველა ოთახი ღია იყო, ერთის გარდა. სულ ერთია, მაინც ყველა
უნდა გაგვეჩხრიკა. რად უნდა კაცს ამდენი ცარიელი ოთახი? ყველა
ცარიელი იყო ამ ერთის და ჩაკეტილი ოთახის გარდა. კაბინეტში შე-
ვედით და საწერ მაგიდას მივუახლოვდით.
– იქნებ რაღაც ცდებს ატარებს და სათვალთვალო კამერაზე გვი-
ღებს, – თქვა გულუბრყვილოდ ანიმ, რომელიც ამ მომენტში მშიშარა
დედიკოს გოგოს უფრო ჰგავდა, ვიდრე მატაბელზე მონადირე ქალს.
– ნუ სულელობ!
– რა მამაცი ხარ, ნუთუ არ გეშინია? – იკითხა ანიმ, რომელიც
გაქცევაზე ფიქრობდა.
– მეშინია. ოღონდ იმის არა, რისიც – შენ, – ვუპასუხე გულგრი-
ლად და მაგიდის უჯრების გაღება მოვინდომე.
– აბა რისი გეშინია?
– იმის, რომ ვერ გავიგო ვინაა მკვლელი, – ვუთხარი მოთმინებით
და ოთახის გაჩხრეკა ვთხოვე.
წამით ვიფიქრე, სწორედ ის კაბინეტი და ის მაგიდა ხომ არ იყო,

277
რომელიც სურათზე იყო ხოლმე გამოსახული. მივხვდი, რომ ეს ორი
სხვადასხვა სივრცე იყო. მაგრამ, ის ჩაკეტილი ოთახი?
– გადახდილი დენის ქვითრები... ჯანდაბა, აბონენტის გვარი მა-
ინც ეწეროს! – ვთქვი და უჯრიდან ამოვქექე, – შეხედე! ვერ ვხვდე-
ბი ბოლო 7 წლის ქვითრებს რატომ ინახავს?
– ალბათ...
– ნახე რა სხვაობაა, – არ დავაცალე ანის აზრის დასრულება, – 7
წლის წინ – 270 ლარი, არც მიკვირს ამხელა ბინაში! მაგრამ ნახე 6
წლის წინ – 210 ლარი. 5 წლის წინ – 140 ლარი. ახლა კი ბოლო თვის
– 30 ლარი.
– ეს რას ნიშნავს? – იკითხა ანიმ ექიმი უოთსონის ინტონაციით.
– ყოველ წელს თუ ხარჯი მცირდება – ეს რას ნიშნავს? – მხარჯველი
ადამიანების რიცხვი მცირდება!
– ყოველ წელს ამ ბინას თითო ადამიანი აკლდებოდა. ხარჯიც
მცირდებოდა. კი მაგრამ რატომ აკლდებოდა? – ვიკითხე რიტორი-
კულად, რადგან ანის ჭკუა ამას ვერც გაწვდებოდა.
ქვითრები მაგიდაზე დავაწყვე. სულ შვიდი განსხვავებული გამო-
ვიდა, დანარჩენების სხვაობა მცირე იყო. შვიდივეს გადახდის რიც-
ხვებს დავაკვირდი: 2010 წლის 13 თებერვალს ყველაზე მეტი – 270
ლარი გადაუხდია. 2011 წლის 19 ივლისს – 250 ლარი. ყველაზე ნაკ-
ლები კი 2016 წლის 3 მარტს – 30 ლარი გადაუხდია. ვერ ვხვდებო-
დი, მაგრამ გაგების და გარკვევის სურვილი იმდენად ძლიერი იყო,
მაგიდაზე ჩამომჯდარი ანი ერთი ხელით მოვიშორე და საბუთებში
ქექვა განვაგრძე.
– ანი, დამეხმარე! – ვუთხარი სასოწარკვეთილ ანის, რომელსაც
აქ ყოფნა ასე აშინებდა.
თუ ვინმე გკითხავთ, რომელი გრძნობა უფრო ძლიერია – ცნო-
ბისმოყვარეობა თუ შიში – უპასუხეთ, რომ ინტერესი საოცარი
გრძნობაა. ის მაიძულებდა, შემდეგი უჯრაც გამეღო, სადაც უამრავი
უსარგებლო ნივთი – კალამი, საშლელი, ბლოკნოტი და... წიგნები.

278
წიგნები, რომლებიც სულ დეტექტივის ჟანრის იყო.
– რამე იპოვე? – ვკითხე ანის, რადგან რაღაცას დაჟინებით და-
აცქერდა.
– ისეთი არაფერი, შეიძლება...
– მომეცი, – გამოვართვი ანის მოუთმენლად, მეტისმეტად ზოზი-
ნა იყო!
– სურათები, უბრალო ადამიანების სურათები, – ვთქვი და პირ-
ველივე სურათის გადაშლისას ალბომი ხელებიდან გადმომივარდა.
– რა მოხდა? – დაიყვირა ანიმ ისე ხმამაღლა, თითქოს კლუბში
ვყოფილიყავით და არა ფარულ შეხვედრაზე.
– რამდენიმე სურათია... და თითოეული გახაზულია მარკერით,
უკან კი 2010, 2011 და ა.შ აწერია. თითოეულს – კონკრეტული წე-
ლი. – ვთქვი და სურათების დათვლა დავიწყე.
– შონია, რომ ყველა მსხვერპლია? და თითოეულის მოკვლის შემ-
დეგ ხაზავს და თან მოკვლის წელსაც აწერს? – ანიმ უამრავი კით-
ხვის დასმა დაიწყო.
მე მას საერთოდ არ ვუსმენდი, დათვლის შემდეგ ვუთხარი: – ექ-
ვსია. ჩვენიანი კი არც ერთი. – რას უნდა ნიშნავდეს?
– ანი, განვაგრძოთ, ვუპასუხე მკაცრად, რადგან მხოლოდ ნივთე-
ბი გვაჩვენებდნენ თუ რა რას ნიშნავდა.
– ეს საბუთები? – მითხრა ანიმ სიხარულით, რადგან რაღაცას მა-
ინც თავად მიაგნო.
– ვნახოთ აბა, – ვთქვი ინტერესით და საქაღალდე გადავათვალი-
ერე, – 1 საქმე – 8 თვე. II საქმე – 13 თვე.... IV საქმე – 14 თვე, – ჰმ...
ინტერვალი დაახლოებით ერთი წელი. საქმეში რა იგულისხმება?
ადამიანის მოკვლისთვის საჭირო დრო? ჩვენ შემთხვევაში ნაკლები
იყო...
ვიცოდი, რომ უკვე საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ მოვიძიეთ,
მაგრამ თუ ამ ყველაფრის გაანალიზებას ვერ შევძლებდით – ყველა-
ფერი ფუჭი იქნებოდა.

279
– აბა რა გვაქვს სახეზე? – ვთქვი და დენის ქვითრები, გადახაზუ-
ლი სურათები და საქაღალდე დავდევი მაგიდაზე, – თითოეული 1
წელთან არის დაკავშირებული. დენის გადასახადი მცირდება ყოველ
წელს... ყოველ წელს ახალი გადახაზული სურათი... თითოეული საქ-
მე ერთ წელში სრულდება, – ვთქვი და თავში საშინელი ქაოსი ვიგ-
რძენი.
– მომეცი აბა ისევ სურათები, – ვთხოვე ანის, რადგან ეს ალბომი
მას ეჭირა.
– გამომართვი, – მიპასუხა ანიმ და ოდნავ დაიხარა, რამაც საშუა-
ლება მომცა მისი ფაშფაშა მკერდი დამენახა.
6 სურათი... 5 ბავშვი და ერთი ქალია. ქალი კი არა, დედა! დედა
და ხუთი ბავშვი. ყველა ერთმანეთს ჰგავდა და თანაც თითოეული
კიდევ ვიღაცას მახსენებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვიხსენებდი
ვის. უცნაური ამ სურათებში სულ სხვა რამე იყო – ექვსივე გამშრა-
ლი და გამხმარი იყო. თითქოს სპეციალურად დაასველეს და მერე
გააშრეს, მაგრამ ისე ოსტატურად, რომ ადამიანის გამშრალი ცრემ-
ლი გეგონებოდა! ან იქნებ იყო კიდევაც.
– აბა ესეც გამოაღე, ბოლოა, – ვთხოვე ანის მასთან მდებარე კა-
რადის უჯრა გამოეღო.
ასეც ვიცოდი! ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – წიგნაკი, რომელიც
სავსე იყო წარწერებით.
– წავიკითხოთ? შეიძლება? – მკითხა ანიმ, რომელსაც შარის ძა-
ლიან ეშინოდა.
– ნუ ბრიყვობ, – მივუგე და წიგნაკი გადავფურცლე.
მივხვდი, რომ თითოეული სიტყვა კაცის დაწერილი იყო: „მეც
ადამიანი ვარ... ჩემი საქმე და პირადი ცხოვრება ერთმანეთში
აირია“. . . „მომილოცეთ – 2010 წელი და წარმატებით გახსნილი ძარ-
ცვა! მე ეს შევძელი! სულ რაღაც 8 თვეში ის, რასაც ვერავინ ხსნი-
და“, რამდენიმე გვერდიანი საქმის განხილვის შემდეგ ახალი წარწე-
რა: „2 0 1 0 წ. ერთი შვილი მომიკლეს, ნაძირლებმა... ჰგონიათ, რომ

280
საქმეს მიმატოვებინებთ? არამც და არამც! “. . . „2 0 1 1 წელი, მაფიო-
ზური გაერთიანება მოვსპე და ციხეში გავუშვი თითოეული დამნა-
შავე“, რამდენიმე გვერდის შემდეგ: „2 0 1 1 წ. – მეორე შვილიც მომიკ-
ლეს! მაინც ვერ გამაჩერებთ! “ მივხვდი, რომ პროფესიონალ გა-
მომძიებელს, საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, შვილს უკ-
ლავდნენ, ერთწლიანი საქმის შემდეგ მინუს ერთი შვილი! ბოლო
წარწერა 2015 წლით მთავრდებოდა, სადაც გამომძიებელი ცოლის
და ხუთი შვილის დედის სიკვდილით იუწყებოდა: „მეტი მოსაკლავი
არც გყავთ! “, „მე ის მიყვარდა... შვილებიც მიყვარდნენ, მაგრამ ის,..
ის... მან ჩემი ცხოვრება გააფერადა. . . “
ყველაფერი გასაგებია! – ვთქვი და წიგნაკი დავხურე.
– რა არის გასაგები? – დამისვა ანიმ ის კითხვა, რისი ახსნაც ძა-
ლიან, მეზარებოდა.
– ეს ვიღაცა გამომძიებლის სახლია. ამდენი ოთახი ტყუილად არც
ჰქონია – ოდესღაც მისივე ბავშვების სათამაშოებით იყო სავსე, მაგ-
რამ ყოველ წელს ერთი ადამიანი იღუპებოდა – ოთახიც ცარიელდე-
ბოდა და დენის გადასახადიც მცირდებოდა... მცირდებოდა, რადგან
ერთი ადამიანით ნაკლები მოიხმარდა ელექტროენერგიას, ხვდები?
კი, – მიპასუხა ანამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ თავისი ამჟამინ-
დელი მდგომარეობა უფრო აწუხებდა, ვიდრე გამომძიებლის ტრაგი-
კული ისტორია.
– ის საქმეს იძიებდა, დამნაშავის ნაცნობები კი სამაგიეროს უხ-
დიდნენ. ხუთივე შვილი და ცოლი – სხვადასხვა დამნაშავის ხელით
არის მოკლული, – ავუხსენი ანის და მივხვდი, რომ სურათზე გამშრა-
ლი ნამდვილად ცრემლი იყო... გამომძიებლის ცრემლი.
ვხვდებოდი, რატომ იყო ამდენი ცარიელი ოთახი. ვხვდებოდი,
რომ ეს მკვლელის სახლი კი არა, გამომძიებლის ნავსაყუდელი იყო.
იმასაც ვხვდებოდი, რომ საწყალი მამა ასე გულმოდგინედ იმი-
ტომ ინახავდა ასე სურათებს, რომ მუდამ გაეხსენებინა თავისი მძიმე
ისტორია. ყველა გამომძიებელი, პოლიციელი, მკაცრი ლექტორი და

281
უხეში პროკურორი გულში ჩვეულებრივი ადამიანია.
წიგნაკის ბოლო გვერდი გადავშალე და დიდი ასოებით დაწერი-
ლი წინადადება დავინახე: „ბოლო საქმე, ვისღა მომიკლავთ? “, რამ-
დენიმე გვერდის შემდეგ, წიგნაკის უკანასკნელი ფრაზა: „გიპოვე,
კომინოელო მკვლელო! “
– არ არსებობს! – ვთქვი და ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გუ-
ლისცემა, – კომინო! კომინო? ვინ იძიებდა კომინოს საქმეს? ზურა!
– დავიწყე ყვირილი. – არ ვიცი, რისი ყვირილი იყო ეს, გაუგებრო-
ბისა თუ იმის, რომ ჩემთვის ასეთი გულქვა ადამიანი – ზურა უსაყ-
ვარლესი მამა და ქმარი აღმოჩნდა, რომელსაც თურმე შვილები და
ცოლი გარდაცვლილი ჰყოლია თავისი პროფესიის მტრების გამო.
ზურას ყველა უხეში ფრაზა, მაგიდაზე მუშტის დარტყმა და უწმაწუ-
რი სიტყვები გავიხსენე. წამების მერე კი სულ სხვა სურათი ამოტივ-
ტივდა... ხუთ შვილთან ერთად რომ სეირნობს ქუჩაში, ცოლს ეხუტე-
ბა და კისერზე ნაზად ჰკოცნის...
„მეტად სერიოზული საქმეა, მეტად! ახალ კაბინეტში გადავდი-
ვარ. 2016 წელი – ურთულესი საქმე კომინოზე დაწყებული მკვლე-
ლობა გრძელდება! “
– ის იმ ჩაკეტილ კაბინეტშია! ზურამ მოგწერა ის მესიჯი! ჩვენ-
თვის სიმართლის თქმა უნდა, ანი, გესმის? – დავიყვირე არანორმა-
ლური ადამიანის იმედით.
ანი ვერც ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა, რას მივაგენით და რომ მა-
ლე ზურა სიმართლეს გაგვიმხელდა. სკამიდან წამოვხტი და დაკეტი-
ლი კაბინეტისკენ გავემართე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ზურა
კარს თავად გაგვიღებდა. მას ხომ ასე ძალიან უნდოდა, რომ თვითონ
მიმხვდარიყავი ყოველივეს! ფეხს ავუჩქარე, დერეფანს ავუყევი.
სულ რამდენიმე ნაბიჯი მრჩებოდა კარის გასაღებად, მაგრამ უეც-
რად გავჩერდი... შიშმა, კანკალმა, ტირილმა და იმედგაცრუებამ ერ-
თდროულად ამიტანა. წარწერა ზურას წიგნაკიდან „კომინოელო

282
მკვლელო“. მკვლელი კომინოდანაა! ზურა ხომ სწორედ ამას ეჭვობ-
და: მე, ანის და მატაბელს გვაბრალებდა. მე და ანი აქ მოგვიყვანა,
მაგრამ მატაბელი? მატაბელი რატომ არ მოიყვანა? არა, არა! არ
მჯეროდა, არ მინდოდა, არ შევიდოდი! მე ამას ვერ მოვისმენდი!
ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ძალა მუხლებიდან, თავს ვიკავებ-
დი, ძალა მოვიკრიბე და კარის გაღება ვცადე...
– რატომ არ იღება? – ვთქვი სასოწარკვეთილად და ზურას დაძა-
ხება დავიწყე.
– ჩაკეტილია! – მიპასუხა ანიმ და დამშვიდება მთხოვა.
„თავად უნდა მიაგნო ჭეშმარიტებას“, – ზურას კიდევ ერთი ჩანა-
წერი გამახსენდა და მივხვდი, რომ ის ითხოვდა კარი ჩვენით გაგვე-
ღო, თავად კი არ ჩარეულიყო ჭეშმარიტების ამოცნობაში. წინა კა-
ბინეტში შევვარდი და ყველაფრის ქექვა დავიწყე, აბსოლუტურად
ყველაფერი გადმოვყარე, არაფერი არ მესმოდა... ბომბიც რომ
აფეთქებულიყო, ვერაფერს გავიგებდი, სანამ კარის გასაღებს ვერ
მივაგნებდი. ისე, იცოდეთ, რომ სანატრელ ლუკმას ურჩხულთან უნ-
და ეძებდეთ!
– ამას ეძებ?
– არა, ანი! – დავუყვირე ანის, რადგან დარწმუნებული ვიყავი,
რომ თავისით მხოლოდ მტვრის ნაწილაკს თუ მიაგნებდა.
– არა. ნამდვილად, ამას ეძებ, – გაიმეორა ისეთი თავდაჯერებუ-
ლი ხმით, რომ მაიძულა შევბრუნებულიყავი.
ჩემ წინ, ამ არეულ-დარეულობაში, მატაბელი იდგა... გასაღებით
ხელში. მე კი ისე ვიყავი გართული, ვერც კი მივხვდი, რომ ანი კი
არა, მატაბელი მელაპარაკებოდა.
შეეენ? – დავიყვირე და მის თვალებში ჩავხედე. ზუსტად ის შავი
თვალები იყო, რომელზეც ოდესღაც ასე ვგიჟდებოდი... ანდა გატყუ-
ებთ, იმ მომენტშიც ვგიჟდებოდი.
– ხომ ამას ეძებ? – გამიმეორა მატაბელმა და გასაღების აცმა
თითზე დაიტრიალა.

283
– შენ აქ რა გინდა? – ვიკითხე და კანკალმა ამიტანა.
ეს თქვენ უნდა გკითხოთ“, – თქვა მკაცრად ირაკლიმ და მე და
ანის გადმოგვხედა გამომცდელად, – სახლიან ეს გასაღები და წერი-
ლი დამხვდა, რომელიც მატყობინებდა, რომ ამ სახლში მკვლელს
ვნახავდი.
– მეც ეგ მომივიდა, – დაამატა ანიმ.
კარადიდან გადმოვარდნილი ასობით ფურცლების მიუხედავად,
მაინც შევძელი მატაბელთან მიახლოება.
– გააღე კარი, – ვუთხარი მატაბელს და შემრცხვა ჩემივე ფიქრე-
ბისა, მე მას მკვლელობა მხოლოდ იმიტომ დავწამე, რომ ზურამ აქ
არ მოიწვია? რა სულელი ვიყავი!
. კარგი, დამშვიდდი ოღონდ. რა დაგემართა, – მითხრა თბილად
და თითებით ლოყაზე შემეხო.
ანას სახე შეეცვალა. მან იგრძნო, რომ მატაბელის ცხელი თითები
მე მეხებოდნენ, მას კი გულს უხურავდნენ.
მატაბელმა გასაღები საკეტში მოათავსა და ფრთხილად გადაატ-
რიალა. სამივენი სულმოუთქმელად შევცვივდით ზურას კაბინეტში.
ზურას ხელები ისე მშვიდად ელაგა სავარძელზე, გეგონებათ, არც
მომხდარა არაფერი! ერთ რამეს ვერ ვიგებდი, სურათზე გამოსახუ-
ლი მკვლელივით რატომ იყო ჩვენკენ ზურგით შემოტრიალებული?
მე და მატაბელიი სუნით მივხვდით რაში იყო საქმე. ანი ჯერაც
კიდევ გათიშული იყო. ამ გაურკვევლობის გამო, სწორედ ის მიუახ-
ლოვდა ზურას სკამს, თითებით შეეხო მის ტყავის სავარძელს და
ფრთხილად შემოატრიალა.
– ასეც ვიცოდი! – თქვა მატაბელმა და ზურას დახვრეტილ თავს
დახედა.
– მოკლეს, – ვთქვი მე. – ცუდად ვარ, – წამოიკვნესა ანიმ და გო-
ნება დაკარგა.

284
22
ზურას, სიკვდილის მერე დიდ ხანს ვფიქრობდი, თუ ვინ უნდა ყო-
ფილიყო ახალი გამომძიებელი. მარტო მე კი არა, მთელი სკოლა და
ტელევიზია ამაზე ჭორაობდა. ვიცოდი, რომ ყველაზე არაორდინა-
ლურსა და უჩვეულო დეტექტივს აირჩევდნენ, საქმის, იდუმალები-
დან გამომდინარე. თანაც, დიდი არჩევანი არც იქნებოდა, ზურას
მკვლელობის შემდეგ, ცოტა თუ გაბედავდა, სიცოცხლე საფრთხეში
ჩაეგდო.
ვინც არ უნდა ყოფილიყო, მისი ვინაობა სულ მალე გაცხადდებო-
და... საგამოძიებო დეპარტამენტში ათობით ადამიანი შეკრებილი-
ყო: ანი, მამაჩემი, მეცენატი, რომელიც რენეს დაკრძალვაზე ვნახე.
მატაბელის მეგობარი, თენგოც, კი აქ იყო. ყველას აინტერესებდა
ვინ იჯდებოდა ზურას კაბინეტში. ყველას – თენგოს გარდა.
– მოგესალმებით, – მომიახლოვდა მეცენატი და მოგონილია
არისტოკრატიზმით ხელზე მეამბორა, – ხომ არ იცით, ნენე მოვა თუ
არა?
– მოვა ალბათ, ისიც დაბარებულია, – ვუპასუხე და ხელიდან, მი-

285
სი ტუჩების კვალი მოვიწმინდე. ვეცადე ეს შეუმჩნევლად, გამეკეთე-
ბინა, მაგრამ მეცენატმა თვალი მაინც მიაკრა და ეცადა უბრალოდ
არ შეემჩნია.
ნეტა, რატომ არ გვეძახდა ეს დეტექტივი? ყველა გარეთ რატომ
ვიყავით?
– ვა, სოფოკო, – მომიახლოვდა თენგო და ხელი მხარზე გა დამი-
ღო.
– შენ აქ საერთოდ რა გინდა? – გამიკვირდა, რადგან ჯერ ვხვდე-
ბოდი მისი აქ ყოფნის საბაბს.
– შენ რა გინდა? – დაკითხვაზე ვარ, – ვუპასუხე თენგოს.
– მეც, – მომიგო და თვალები ისე სწრაფად დაატრიალა, მარტო
იქ მყოფთა დათვალიერებას კი არა, მთელი სამყაროს შესწავლას
მოასწრებდა. დეტალიც კი ვერ გამოეპარებოდა. ალბათ მატაბელს
ეძებდა, რომელიც აგვიანებდა მოსვლას.
მომავალ დეტექტივზე ფიქრი დავიწყე, როდესაც მე და თენგომ
ერთდროულად ვიგრძენით, როგორ აგვიარა გვერდი ერთმა გოგომ.
ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა, უხილავმა ძალამ მაიძულა შემო-
სულისთვის თვალი გამეყოლა. არც გამკვირვებია... ნენე აღმოჩნდა.
მხოლოდ მას ასდიოდა ასეთი ბავშვური რძის სუნი. ეტყობოდა, რომ,
ჩვენგან განსხვავებით, ჯერაც არ გაფანტულიყო მის სხეულზე ბავ-
შვობაში ნაჭამი რძის არომატი.
ნენემ ფრთხილად გადაიწია თმის კულული, თითები გაათამაშა
და სკამზე ჩამოჯდა. საოცრად მომენატრა მისი თვალების ხილვა,
რომელიც ბრმას უფრო მოუხდებოდა, ვიდრე იმ გოგოს, რომელიც ამ
სამყაროსაც კარგად ხედავდა და არარსებულსაც, მოჩვენებებით აღ-
სავსეს.
თენგოს ან ჩემთან დგომა მოსწყინდა, ან ნენეს თმის ფერი და
სურნელი ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა მასთან მისულიყო და გა-
მოლაპარაკებოდა.
– ლამაზი ხარ, – თქვა თენგომ თავდაჯერებული ხმით, მაგრამ

286
რომ იგრძნო, ნენეს კომპლიმენტზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა,
ხმაში ამბიციამ იკლო, – იქნებ შემობრუნდე ჩემკენ?
– ამპარტავნობა მშვენიერებას აკნინებს, – უთხრა თენგომ ამჯე-
რად გაბრაზებულად, რადგან გოგო ხმასაც არ სცემდა.
ამჯერადაც რომ ვერ მიიღო პასუხი, გადაწყვიტა უფრო პირდა-
პირი ყოფილიყო, გვერდით მჯდომ ნენეს უფრო მიუახლოვდა და ხე-
ლით თმის კულულს შეეხო. ვიცოდი, რომ ამას საშინელება მოჰყვე-
ბოდა, ნენე ხომ მხოლოდ მამამისს აძლევდა ნებას თმის კულულზე
შეხებოდა. გასაოცარია, მაგრამ ნენემ არ შეიმჩნია და შეუბრუნებ-
ლად თენგოს ხელი მტკიცედ მოიშორა, მე უფრო აგრესიულ პასუხს
ველოდებოდი.
– რა უკარება ხარ, – უთხრა თენგომ და ნენეს კულულს მეორედ,
უფრო პრინციპულად შეეხო.
ნენემაც არ დააყოვნა პასუხი, სკამიდან წამოიჭრა, თენგოს საყე-
ლოში წვდა და პირდაპირ კედელს მიანარცხა:
– რა, მაგარი ბიჭი ხარ? – ჰკითხა ნენემ თენგოს, ხელით უფრო
უხეშად ჩაჰკიდა საყელოს და კედელზე კიდევ ერთხელ მიანარცხა.
– ოუ, – თქვა კედელს მიწებებულმა თენგომ და გაოცებით ნენეს
თვალებს დააკვირდა.
ვიგრძენი, რომ ეს მზერა საბედისწერო იყო.
– ბრმა ხარ? – ჰკითხა თენგომ თანაგრძნობით ნენეს, რომელსაც
წყლის ფერი თვალები ჰქონდა.
– კი, – უპასუხა ნენემ და საყელოს ხელი გაუშვა, – შენნაირ ბინ-
ძურ ადამიანებს ვერ ვხედავ.
ნუთუ ნენეს შეეძლო ერთი მზერით ამოეცნო ადამიანური სიბინ-
ძურე?
თენგომ იგრძნო, რომ ნენესთან მისვლა საშიში იქნებოდა, საყე-
ლო გაისწორა და დეტექტივის კაბინეტისაკენ წარიმართა.
– სოფოკო, – რუპორიდან გამომძიებლის კაბინეტში შესვლის
დრო მაცნობეს.

287
ნაბიჯს ავუჩქარე და წინასწარ ვლანძღავდი ჩემთვის ჯერ უცნობ
დეტექტივს, რომელმაც ამდენი ხანი გვალოდინა. შესვლისას კაბი-
ნეტში თენგო დამხვდა, რომელიც აშკარად ცუდ ხასიათზე იყო ნე-
ნესთან მომხდარი ინციდენტის გამო.
– ისევ ჯგუფურად დაგვკითხავენ? – ვკითხე თენგოს, რომელიც
ჩემში რაღაცის ამოცნობას ცდილობდა, – და დეტექტივი სადაა?
მაგიდასთან მხოლოდ ორი სკამი იდგა – ერთი დეტექტივისთვის,
მეორე კი, საპირისპირო მხარეს – ჩემთვის. ამ ფაქტმა და თენგოს
კმაყოფილმა სახემ საოცარ დასკვნამდე მიმიყვანა.
– თუ შენ ხარ დეტექტივი, ჯობია ახლავე გავიქცე, – ვთქვი და
ვეცადე სახეზე ღიმილი შემენარჩუნებინა.
თენგო დეტექტივისთვის განკუთვნილი სკამისკენ წარიმართა,
ჩამოჯდა და მშვიდად მიმიგო.
– როგორც გითხარი,მეც დაკითხვაზე ვარ, უბრალოდ დეტექტი-
ვის ამპლუაში. დამაწინაურეს.
– პფ, შენ? – ვუპასუხე და სიცილი ავილაგმე.
– დიახ, მე, – მიპასუხა თენგომ შეცვლილი იერით და მის წინ დაჯ-
დომა მთხოვა, – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზურას სიკვდილის მერე ამ
საქმეზე უამრავმა დეტექტივმა განაცხადა უარი, თანაც სისხლის სა-
მართლის საქმეებში საკმაოდ დიდ წარმატებას, მივაღწიე ბოლო
წელს.
– შენ ხომ 23 წლის ხარ? თანაც ამ საქმის მიმართ ზედმეტად სუ-
ბიექტური და საერთოდ... ცანცარა და მოუსვენარი ხარ დეტექტი-
ვისთვის.
– 26-ის. ზუსტად იმიტომ ამიყვანეს, რომ ამ საქმის მიმართ სუბი-
ექტური ვარ, შენ და მატაბელს იმდენად კარგად გიცნობთ, რომ მარ-
ტივად ამოვიცნობ თქვენ თითოეულ დანაშაულს. რაც შეეხება სი-
ცანცარეს, – თქვა თენგომ და სახე უფრო გაიმკაცრა, – ასეთი მკვლე-
ლის დაჭერა მხოლოდ თამამით თუ შეიძლება. მეც მის მსგავსად ვი-
თამაშებ.

288
თენგოს ეჭვის თვალით შევხედე, მან ამოიცნო რისი თქმა მინდო-
და და თვითონ გამცა პასუხი:
– ის, რაც მე ვიცი მატაბელზე, მის აზარტულ თამაშებსა და სხვა
ბნელ საქმეებზე, დარჩება იმ თენგოსთან, რომელიც ამ კაბინეტის
გარეთ მაწანწალობს. ამ თენგომ კი, დეტექტივის ამპლუაში მყოფმა,
ამის შესახებ არაფერი იცის, – გააგრძელა თენგომ და საჩვენებელი
თითი დაატრიალა, – ბუნებრივია, არც შენ დაგადანაშაულებ სხვისი
დანაშაულის დაფარვაში, რადგან ეს ინფორმაცია გამაჩნია როგორც
ჩვეულებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირს და არა როგორც დე-
ტექტივს, – ამიხსნა თენგომ და ამჯერად უფრო მკაცრად მიმიგო, –
მაგრამ ის, რასაც მე გავიგებ დაკითხვაზე ან ჩემი მუშაობის პროცეს-
ში, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას. ეს გასაგებია?
გასაგებია, მივუგე თენგოს, რომელიც დეტექტივის ამპლუაში
უფრო სიმპათიური და მიმზიდველი მეჩვენებოდა, – ზურას მსგავ-
სად, მარტო შენ უნდა დასვა კითხვები, ხო? – ვიკითხე, რადგან დარ-
წმუნებული ვიყავი, რომ თენგო თავის პროფესიას თავისი ამბიციე-
ბის დასაკმაყოფილებლად გამოიყენებდა.
– არა, შეგიძლია დასვა ნებისმიერი კითხვა, – მიპასუხა თენგომ
და საწერი კალამი აიღო), – ნებისმიერი ადამიანის მოქმედება და
მათ შორის კითხვაც მხოლოდ მისი ინტერესების დაკმაყოფილება-
ზეა მიმართული. ასე რომ, მაწყობს დამისვა ნებისმიერი კითხვა,
მხოლოდ ასე გავიგებ და გაქვს გულში... – ჩემს ცივ სახეს რომ დახე-
და, დაამატა, – ... ტვინში.
– ამდენ ადამიანთან, რომელიც ასე ელოდებოდა შენს გამოჩენას,
რატომ არ თქვი, გამოძიებას შენ რომ წარმართავდი? – ვკითხე ის,
რაც იმ ეტაპზე ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
– დეტექტივთან ყველა სხვანაირია. ზოგი ადამიანი იმასაც მა-
ლაკს, რისი დამალვაც საჭირი სულაც არ არის. მინდოდა თითოე-
ული გამეცნო როგორც თავისუფალი ადამიანი. ბევრი გავიცანი,

289
მაგრამ იმ გოგოს გაცნობა, სამწუხაროდ, ვერ) მ.)მიხერხდა, – განმი-
მარტა თენგოი და ნენეზე ჩაფიქრდა.
ახლა ვხვდებოდი, რატომ აკვირდებოდა ასე უცნაურ და და გა-
მომწვევად თენგო თითოეული პოტენციურ დამნაშავეს. ჩემ წინ)
სულ სხვა ადამიანი იჯდა, სერიოზული და შორსმჭვრეტელი თენგო,
რომელიც მკაცრად მიჯნავდა პირადულსა და პროფესიულს.
– იცი, ამ საქმეში რა არის ყველაზე უცნაური? – იკითხა თენგომ
და ხელები მაგიდაზე დააწყო, – წინა საქმეებში ყოველთვის მაინტე-
რესებდა, თუ რა მოხდა, ყოველთვის ვიძიებდი დანაშაულის მოტივს
და ვცდილობდი გამერკვია, როგორ ჩაიცინა დამნაშავემ ესა თუ ის
მკვლელობა თუ ქურდობა, ახლა... ახლა კი მომავალი უფრო მაინტე-
რესებს, ვიდრე წარსული. არა მოტივი, არამედ მისანი. არა წინა ინ-
ციდენტის შესწავლა, არამედ მომავლის განჭვრეტა.
– და რა მოხდება მომავალში?
– იმედია არც არაფერი, ზურას საქაღალდე გადავიკითხე და ვე-
რაფერს მივაგენი, მის ვერც ერთ ეჭვს. მისი მუშაობა მხოლოდ ყვე-
ლაფრის გაანალიზებაში დამეხმარა, არავის ადანაშაულებდა კონ-
კრეტულად, მაგრამ მაინც მოკლეს, – მითხრა თენგომ და საქაღალ-
დიდან სურათი ამოიღო, – იგივე სურათია, ამჯერად სკამი 60 გრა-
დუსით არის შემოტრიალებული და სახე ოდნავ გამოჩნდა, მკვლელს
ნიღაბი უკეთია. ზურა მართალი იყო, მაშინ, როდესაც აღნიშნა, რომ
სულ 4 მსხვერპლი იქნებოდა. მეც ეს დავასკვენი, რადგან მკვლელს
ნიღაბი სახის მხოლოდ მარჯვენა მხარეს უკეთია. 90 გრადუსით გაზ-
რდისას კი, ბუნებრივია, სახე გამოუჩნდება.
– ჰგონია, რომ სახეს მალავს? – ვკითხე თენგოს, რომელიც და-
კითხვაზე მეტად მეგობრული აღმოჩნდა.
– კი. ოღონდ, სახის ნახევარს – თავის ნამდვილ „მე-ს“, – მიპასუხა
თენგომ და ნიღაბს დააკვირდა, – უცნაური საქმეა, დოკუმენტურ
ფილმს წააგავს, რაც უფრო წინ მივდივართ – მით უფრო მეტი კით-

290
ხვა გვიჩნდება, პასუხი კი უფრო გვშორდება. ერთი რამ დანამდვი-
ლებით ვიცი – მკვლელს გაორება სჭირს, საკუთარ თავს ვერ უმ-
კლავდება, – თენგომ უჯრიდან ჩემთვის ნაცნობი ტოპრაკი ამოიღო,
– ამჯერად 900.000 ლარია! ზურას ნამუშევარი. ფერფლად აქცია და
დაღუპულთან ერთად დამარხვა გვთხოვა.
„დიდი სიყვარულით მსოფლიოში ყველაზე უფულო მდიდარი
ადამიანისაგან. გთხოვთ, ჩადეთ ეს კუბოში და დაკრძალეთ მიცვა-
ლებულთან ერთად“.
– ნამდვილი გიჟია, – გააგრძელა თენგომ, – სიყვარულით კლავს
ადამიანებს? ყველაზე უფულო მდიდარი ადამიანი კი საერთოდ მაბ-
ნევს. მაგრამ სწორედ ამ დაბნევამ მიმიყვანა მთავარ დასკვნამდე, –
მითხრა თენგომ ისეთი ხმით, თითქოს საკუთარ თავს უფრო ელაპა-
რაკებოდა, ვიდრე მე.
– რა დასკვნამდე?
– რომ ის თავს მდიდრად გრძნობს. მდიდრად, მაგრამ უფულო).
და იცი ეს რას ნიშნავს? – მკითხა თენგომ, აშკარად ეტყობოდა, რომ
თითოეული ადამიანის აზრს აფასებდა.
– არ ვიცი...
– რომ ის თავს ბედნიერად გრძნობს. სიმდიდრეში მან ამქვეყნიუ-
რი ბედნიერება იგულისხმა. მას ძალიან უნდა, რომ სხვებსაც ეს და-
ანახოს.
ამ მომენტში უეცრად კარლო გამახსენდა... არც არაფერ შუაში
იყო, უბრალოდ ისიც ასეთ იდეოლოგიას იზიარებდა.
– მას ჰგონია, რომ ინდივიდუალური ცხოვრებით შეიცნობს ნამ-
დვილ სამყაროს, მაგრამ... – გააგრძელა თენგომ და არ შეიმჩნია ჩემი
ჩაფიქრებული სახე, – ადამიანის ნამდვილი არსი და ბუნება სხვებ-
თან ურთიერთობაში ჰპოვებს საზრისს.
– მე მგონი შენც ზურასავით სპექტაკლი უნდა შექმნა. ხვდები,
რომ დეტალებსა და ფაქტებზე არ ლაპარაკობ? – გავღიზიანდი თენ-
გოს გაუთავებელი მონოლოგით.

291
– სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, სოფოკო, – მიპასუხა თენგომ
და მზერით მაჩვენა, რომ შემდეგში ასეთი შეპასუხება ცუდად შემო-
მიბრუნდებოდა, – და თანაც ზურა არანაირ სპექტაკლს არ ჰქმნიდა,
სწორ გზაზე იდგა, მაგიტომაც მოკლეს.
– რამე დეტალს მიაგენი? – ისევ გავუმეორე შეკითხვა.
„არადეტექტივი“ თენგო დაჟინებული კითხვის გამო ძალიან გაბ-
რაზდებოდა, მაგრამ ახლა ჩემ წინ სხვა თენგო იჯდა, რომელიც თავს
არ აძლევდა ნებას ასე მოქცეულიყო.
– იმ დღეს... ანის და მატაბელს ჰქონდა გასაღები. ერთს – სახლის,
მეორეს – ჩაკეტილი ოთახის. შენ რატომ არ გქონდა?
– ალბათ იმიტომ, რომ სულ ორი კარი იყო, – ვიმართლე თავი და
ვიგრძენი, რომ ამჯერად ნამდვილად მომიწევდა დაკითხვის ბანა-
ლურ კითხვებზე პასუხის გაცემა.
– კარგი... – მითხრა თენგომ და კითხვების დასმა განაგრძო, –
მკვლელი რომ აღმოჩნდეს შენი რომელიმე მეგობარი, ვისგან გაგიკ-
ვირდებოდა ყველაზე მეტად?
– მათ შორის არავინაა მკვლელი, – ვუპასუხე დაბეჯითებით). –
შენ რომ აღმოჩნდე? – მკითხა უეცრად.
– მე? მე რომ ვიყო, თვითონაც მეცოდინებოდა ეს, და შესაბამი-
სად, არც გამიკვირდებოდა, – ვუპასუხე თენგოს იმ კითხვაზე, რომე-
ლიც მოულოდნელად პირდაპირი იყო ჩემთვის.
– ისეთი მკვლელებისთვის, როგორიცაა ეს, არაადეკვატურობაა
დამახასიათებელი და ზოგჯერ თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ
მკვლელები არიან, – მიპასუხა დეტექტივმა თენგომ და ხელით მა-
ნიშნა, რომ დაკითხვა დასრულებული იყო.
გამიკვირდა, დაკითხვა ასე სწრაფად რომ დასრულდა, ან ძალიან
ჩავერთე საუბარში, ან ზურასთან შედარებით, თენგო უფრო რბილი
და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. ზურასგან განსხვავებით, ის მკვლე-
ლის ფსიქიკას სწავლობდა და არა მოქმედებას. სკამიდან რომ წა-

292
მოდგა, ისევ იმ ძველებურ თენგოდ გადაიქცა, კაბინეტის კარი გა-
მოაღო და ანის გასძახა:
– ეი, შენ, პუტკუნა, შემოდი.
– რა თავხედი ხარ! – არ დაუთმო ანიმ, რომელიც მატაბელის ლო-
დინით აშკარად იმედგაწურული ჩანდა.
– შენ კი მიშველი, – უპასუხა თენგომ.
– რა? რას ბოდავ? ტანსაცმელი მაცვია! – იკივლა ანიმ.
– ტანსაცმლის შიგნით ხომ შიშველი ხარ, – უთხრა თენგომ და
გაიცინა, – არ მჯეროდა, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელიც დაკით-
ხვაზე მეჯდა. ისევ თავის ძველ ამპლუას დაუბრუნდა, მაშინვე, რო-
დესაც დაკითხვის სკამს მოსცილდა.
ანის მაგივრად ვიგრძენი (ას სირცხვილი, რომელიც წესით უნდა
განეცადა, მაგრამ თენგოს ამ პასუხმა მხოლოდ თვალები აუნათა.
სკამიდან წამოხტა და თენგოს კაბინეტში გამომწვევად შევიდა.
ანი კაბინეტში როგორც კი შევიდა, შემოსასვლელში ირაკლი მა-
ტაბელი შემოვიდა. წამით ვიფიქრე, რომ ანის გამო არ შემოდიოდა
შიგნით.
– რა კითხვები დაგისვეს? – მკითხა მეცენატმა, რომელიც მატა-
ბელთან ერთად მომიახლოვდა.
– დიალოგის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე ზურა, მსგავსი მონო-
ტონური კითხვების დასმის რეჟიმი, – ვუპასუხე მეცენატს და მატა-
ბელისკენ შემოვტრიალდი, – იცოდა, რომ თენგო იყო ახალი დეტექ-
ტივი?
დადებითი პასუხის ნიშნად მან თავი დამიქნია, თვალებით ნენე
მოძებნა და მიესალმა.
– დარწმუნებული ხარ, რომ არ ჩაგიშვებს არაფერში? – ვკითხე
მატაბელს ჩურჩულით, რომელიც არც დარდობდა მისი მეგობრის
დეტექტივად დანიშვნის გამო.
– თენგო არა, მაგრამ დეტექტივი თენგო თუ გაიგებს – კი, – მი-

293
პასუხა მშვიდად მატაბელმა და თვალებით მანიშნა, რომ დეტექტივ-
თან ფრთხილად ვყოფილიყავი.
– ნენე ტუშიშვილი, – თქვა კაბინეტიდან გამოსულმა თენგომ, რა-
ტომღაც ანისთან დაკითხვა სულ რამდენიმე წუთში დაასრულა, – შე-
მოდი, ნეე-ნევ, – გაიმეორა თენგომ და ამჯერად უფრო თამამად და-
ათვალიერა ბავშვი, რომელსაც ველური ამორძალის თვისებები უფ-
რო ჰქონდა, ვიდრე მდიდარი და დახვეწილი გოგოს მანერები.
დაკითხვის ბოლოს თენგომ გადაწყვიტა ყველასთვის ერთად ეჩ-
ვენებინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მკვლელის მიერ მოწოდებუ-
ლი ინფორმაცია. მისაღები ოთახის ეკრანზე ერთბაშად რაღაც გა-
ნათდა:
თამაში ხურდება,
გრადუსი იზრდება,
სპექტაკლი მთავრდება,
კიდევ ერთი მსხვერპლი მჭირდება.

294
23
გადავწყვიტე მთელი დღევანდელი დღე ხეტიალში გამეტარა. შა-
ბათი იყო, მშობლებს დავუბარე საღამომდე არ მელოდოთ-მეთქი და
გარეთა კიბე ჩავირბინე. ღარიბულ და უკაცრიელ ადგილებში მიყ-
ვარდა სიარული. დაკარგვაც მიყვარდა. და საერთოდ, ზოგჯერ უნდა
დაიკარგო. დაიკარგო საკუთარ თავში, ტყეში, გზაში. გზების პოვნა
ყველაზე საინტერესო პროცესია.
მიყვარდა ის ადგილები, სადაც მხოლოდ მათხოვრები ბინადრობ-
დნენ, ამიტომ ჩემს უბანს გავერიდე და თბილისის ყველაზე საშიშ
ადგილს მივაშურე. თუმცა, მხოლოდ ბრიყვ ადამიანებს ეგონათ, რომ
ეს ადგილი ყველაზე შემაძრწუნებელი იყო. ვერც კი ხვდებოდნენ,
როგორ ცდებოდნენ. ეს გარეუბანი სინამდვილეში ყველაზე თბილი
და უშუალო იყო.
– რომელიმე მათხოვარს რომ მოუნდეს თქვენთვის რამის დაშა-
ვება, პირდაპირ ზურგზე დაგახტებიან. მდიდრულ უბნებში კი ჯერ
საკრედიტო ბარათს აგაცლიან, რაიმე ჭორს შეგითხზავენ, მანქანაში
ჩაგსვამენ, დაგათრობენ და ბოლოს მაინც შენ გამოხვალ გაბრიყვე-

295
ბული და დამნაშავე. აქ? აქ.. ბრძოლის ძველებური წესები იყო: ყვე-
ლა – თავისთვის, საკუთარი თავის გადასარჩენად. ეს წესები უფრო
მარტივია – ტვინის განძრევა არაა საჭირო, ვისაც ტვინი აქვს – შე-
უძლია დახვეწილ უბნებში გაიაროს და რომელიმე მსხვერპლს უკბი-
ნოს და ფულის შხამით გაუნადგუროს ორგანიზმი. მერე შხამი ამოუ-
წოვოს და გამდიდრდეს. აქ? აქ... ბრძოლის სხვა წესები იყო.
არავინ მეკარებოდა... არც ერთი მათხოვარი და არც ერთი ბნელი
წარსულის მქონე ქურდი. ვერავინ... ალბათ ჩემი სახე ახსოვდათ ტე-
ლევიზორიდან და ეგონათ, რომ საიდანღაც ჟურნალისტები გამოძ-
ვრებოდნენ და მათ დაჭუჭყიანებულ სახეებს გადაიღებდნენ. ვერც
კი ხვდებოდნენ, როგორ ცდებოდნენ.
ვერც კი შევამჩნიე, როგორ დავაბიჯე ძაღლის მიერ დატოვებულ
„სიურპრიზს“, მკვდარი კაციც რომ მენახა, მაგასაც ვერ შევამჩნევდი,
ისეთი ჩაფიქრებული დავდიოდი. „ჯანდაბა“, – გავიფიქრე და ჩანთი-
დან ხელსახოცი ამოვიღე. ფეხსაცმელი გავიწმინდე და დაჭუჭყიანე-
ბულ არემარეს დავხედე. რა მნიშვნელობა ჰქონდა, აქ დავაგდებდი
ხელსახოცს თუ ნაგვის ურნაში, რომელიც ამ ქუჩაზე უფრო სუფთა
იყო? სინდისი და მამის დარიგება ნებას არ მაძლევდა დაჭუჭყიანე-
ბული ხელსახოცი ქუჩაში მომესროლა. მახსოვდა, რომ ნაგვის ურნა
რამდენიმე ნაბიჯის უკან იყო. თავი და სხეული მოვაბრუნე და ძვე-
ლებური ტრაექტორიით გავემართე. შებრუნებისას შევამჩნიე ახალ-
გაზრდა ბიჭი, კარგად ჩაცმული და დახვეწილი გარეგნობის. ისეთი
სახის გამომეტყველება მივიღე, თითქოს ვერც შევამჩნიე მისი ჩემ-
დამი ასეთი დიდი ინტერესი. გასაგები იყო, მე რატომ ვიყავი ამ სა-
ზიზღარ უბანში, დიდი ხანია გაფრენილი მქონდა, მაგრამ მას რაღა
უნდოდა იქ?
ხელსახოცი მოვისროლე და უბნის მარჯვენა მხარეს გავუყევი,
უკან მოხედვა არ მინდოდა, მაგრამ ინტერესი იმისა, გამომყვა თუ
არა ბიჭი, ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. მაინც არ შევბრუნებულვარ.

296
მე ხომ მომავალი გამომძიებელი ვიყავი. მეტი კონსპირაცია, სოფო-
კო, მეტი. ჟურნალისტი რომ იყოს? არა, არ ჰგავდა არც ოპერატორს
და არც თავხედ ჟურნალისტს. ბნელ საქმეებში ჩაძირულ ყმაწვილს
უფრო მაგონებდა, ვიდრე საზოგადოებაში მიღებული პროფესიის
წარმომადგენელს.
– რა ღირს ფეხსაცმლის გაწმენდა? – მივუახლოვდი ერთერთ
მათხოვარს, რომელიც 50 წლიან ტყავის სავარძელში იჯდა და ვი-
თომ თავისი პროფესიით იყო გართული.
მათხოვარმა უჟმურად შეხედა ჩემს თეთრ კეტებს და მიხვდა,
რომ ეს უბრალოდ ინტერესის გამო ვკითხე. ძვირადღირებულ ტან-
საცმელსაც რომ შეავლო თვალი, გაბრაზდა, დამცინისო.
თეთრ კეტებს გაწმენდა არ სჭირდება, – მითხრა უჟმურად მო-
ხუცმა და ხელები ტილოთი გაიწმინდა.
მოხუცი აშკარად ცდებოდა, მისი დაცინვა სულაც არ იყო ჩემს
გეგმებში. მიზეზი კი სულ სხვა იყო – კითხვის დასმისა და ლაპარაკის
დროს საშუალება მომეცა უკან მიმეხადა. მართალი აღმოვჩნდი, ბი-
ჭი ყურადღებით მათვალიერებდა და მართლა მე დამდევდა. მათხო-
ვარს ხურდა ფული მივაწოდე და უბნის ბოლოსკენ სირბილით გავე-
მართე. თავს წიგნის ერთ ერთ პერსონაჟად ვგრძნობდი. მე და უც-
ნობი ბიჭი – მთავარი გმირები. ნაგვის ურნები, ღატაკები და დაბინ-
ძურებული ქუჩები – . ისე, უბრალო ბუტაფორია.
ეჭვი მეპარებოდა, რომ ბიჭს ჩემთვის რაიმეს დაშავება უნდოდა.
ასე რომ ყოფილიყო, პირდაპირ აქ გამომასალმებდა სიცოცხლეს. ში-
ში იმისა, რომ დამიჭერდა, საერთოდ არ არსებაა. რომ დავეჭირე,
მიზეზს მაინც გავიგებდი, რატომ დამსდევდა. მაგრამ მე უფრო მეტის
გაგება მინდოდა... თუ ვინ დაავალა თვალთვალი. ამას კი მხოლოდ
ერთი გზით გავიგებდი – პერსონაჟების როლები უნდა შეცვლილი-
ყო. მე უნდა აღმოვჩენილიყავი მის ადგილას, ის კი ჩემს პოზიციაზე.
პირველად ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ ვიღაცაზე თვალი მედევ-
ნებინა. მაგრამ როგორ? როგორ შემეცვალა პოზიციები?

297
ჩემს ფიზიკურ მონაცემებში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი.
ისე სწრაფად გავრბოდი, ეშმაკიც ვერ გამაჩერებდა. უბნის ბოლოს
ავუხვიე, ლეოპარდის სიჩქარე ავიღე და ძველ მანქანებზე ავხტი, ბი-
ჭიც ამედევნა. უკვე აღარ მალავდა თავის გეგმებს. მის ულევ სურ-
ვილს ვგრძნობდი, მის ყნოსვას, სიჩქარესა და თითოეულ მანერას,
ხტუნვის სიძლიერეს. ლეოპარდის მსგავსად მსხვერპლზე ყველა ამ
ინფორმაციას ვფლობდი, რომელიც საჭირო, მიზნის მისაღწევად.
მაგრამ გინახავთ ლეოპარდი, რომელიც სხვას ექცევა? თუ არა, იცო-
დეთ, რომ ეს მხოლოდ ძლიერ ლეოპარდებს შეუძლიათ, ეს მათი
სტრატეგიაა. მსხვერპლისთვის თავის მოჩვენება სუსტად და უმწე-
ოდ, ბოლოს კი პოზიციების შეცვლა და თავდასხმა. ჩემს შემთხვევა-
შიც ასე იყო, უცნობ ბიჭს მოვაჩვენე, რომ მისი მეშინოდა და მხო-
ლოდ გაქცევაზე ვფიქრობდი. სინამდვილეში კი მხოლოდ იმის გაგე-
ბა მინდოდა, სად და ვისთან მიმიყვანდა.
ნაგავსაყრელზე იმდენი გაფუჭებული უზარმაზარი ნივთი თუ
მანქანა ეყარა, არ გამჭირვებია ერთ-ერთის პოვნა და მის უკან მო-
კალათება. მშვიდად წამოვჯექი, იმდენად მშვიდად, რომ არც იფიქ-
რებდა ვინმე, ვიღაცას რომ ვემალებოდი. თავი ოდნავ გამოვწიე და
ჩემი მდევრის თვალთვალი დავიწყე. კრეტინივით აქეთ-იქეთ იხედე-
ბოდა და ვერ ხვდებოდა, სად წავედი ან როგორ შევძელი ასე სწრა-
ფად გაქცევა.
სუნთქვა შემეკრა, როდესაც ჩემკენ წარემართა. თავი ხელში
ავიყვანე და ფრთხილი მკვირცხლი ნაბიჯებით მეორე მანქანის უკან
დავიმალე. გამხდარი რომ არ ვყოფილიყავი, ვერც ჩავეტეოდი ამ ორ
გიგანტ სატვირთოს შორის. ისევ ჩემკენ მოდის... რა სულელია, ნუ-
თუ მართლა ეგონა, რომ დამიჭერდა? თუ ისევ ჰგონიათ, რომ ბრძო-
ლაში ფიზიკურად ძლიერი და ამბიციური ადამიანები იმარჯვებენ –
ცდებით. ჩვენი ბრძოლის ველზე, ნაგავსაყრელზე, გამარჯვებული მე
ფიზიკურად სუსტი, მაგრამ ეშმაკი გაიძვერა აღმოვჩნდი.
ბიჭის თვალებში იმედგაცრუებამ და დაღლილობამ იმატა. ჩემს

298
ძებნაზე ხელი ჩაიქნია და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. სწორედ ეს
მინდოდა! ახლა მთავარი იყო სწორი შენიღბვა ამერჩია, რომ ბიჭს
არ ვენახე. მთავარ ქუჩაზე გასვლის შემდეგ, ამდენ ხალხში ვერ შე-
მამჩნევდა... ნაგავსაყრელზე ნაგვის ურნაზე უფრო კარგი შენიღბვა
განა არსებობდა? მწვანე ურნა ხელში დავიჭირე და ზევით ავწიე.
საკმაოდ მძიმე იყო, თანაც საშინელი სუნი ასდიოდა.
უცნობს უკან დავედევნე. დარწმუნებული ვიყავი, რომ პოზიციე-
ბის შეცვლა არ გამიჭირდებოდა და არც შევმცდარვარ. ბიჭი ვერც
ხვდებოდა და აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ 17 წლის გოგო ასე გა-
რისკავდა და უკან დაედევნებოდა. ბატივით დადიოდა, მაგრამ გა-
სასვლელს როგორც კი მიუახლოვდა, უკან მოხედვა გადაწყვიტა. მა-
შინ, როდესაც მისი შემოტრიალება 2 წამიც არ გრძელდებოდა, ამ
ხნის განმავლობაში ადრენალინის გრძნობამ და შიშმა ერთდროუ-
ლად ამიტანდა. უცნაურია, მაგრამ ამ მცირედი წამების განმავლო-
ბაში მოვასწარი გამეანალიზებინა ყოველი დეტალი. რობოტის
მსგავსად მისი შემობრუნებისთვის საჭირო დრო გამოვთვალე და წა-
მის მეასედში თავზე და სხეულზე ნაგვის ურნა ავიფარე... ისეთი სუ-
ნი იყო, სიბნელეს არც ვუჩიოდი.
იმედი მქონდა, რომ ბიჭი ვერ მოასწრებდა იმის გაანალიზებას,
რატომ იყო ურნა შემობრუნებული და უადგილო ადგილას რატომ
იდგა. წამების მერე, ნაგვის ურნის ამოწევა გადავწყვიტე. ფიქრებში
ვნატრობდი, გაღებისთანავე უცნობი ბიჭის ფეხი არ მენახა. ზუსტად
ისე, როგორც საბას ფეხი ვნახე სადარბაზოში.
ურნა ფრთხილად ავწიე და გულზე სიმშვიდე მომაწვა, არავინ
იყო... არავინ?! ჯანდაბა, დამეკარგა! ნაგვის ურნა მოვისროლე და
ისევ ლეოპარდივით დავიწყე სირბილი. ნუთუ პოზიციები ისევ შეიც-
ვალა? ნუთუ მიხვდა ჩემს განზრახვას და მე გამექცა იმიტომ, რომ
ისევ გაეგრძელებინა დევნა? გულზე იმედგაცრუება მომაწვა, გარ-
შემო მოვიხედე და არავინ იყო... ასე სწრაფად ვერ გაქრებოდა. ურ-
ნას ფეხი ბრაზით შემოვარტყი და ამჯერად მის გარეშე გავემართე

299
ცენტრალური ქუჩისკენ. ამდენ ადამიანში მის ძებნას ვცდილობდი,
საბოლოოდ რომ ამომეწურა იმედი, ჩემ წინ დავინახე უცნობი ბიჭი.
უფრო მივუახლოვდი, გვერდით მყოფ ქალს ვთხოვე გვერდით გადა-
წეულიყო, რათა წინ მყოფი ბიჭი უფრო კარგად მენახა. ნამდვილად
ის იყო!
– 10 წუთი მივსდევდი, სანამ სხვა ქუჩისკენ არ ავუხვიეთ და
უზარმაზარ შენობას არ მივუახლოვდით. ნაკლები ხალხი... რომ შე-
მობრუნებულიყო, უთუოდ შემამჩნევდა. ვეცადე სიმშვიდე შემენარ-
ჩუნებინა. ოდნავ რომ დავმშვიდდი და თამაშის წესებიდან გამოვე-
დი, მივხვდი, რომ... ვერაფერსაც ვერ მივხვდი. რატომ გავყევი? რა
მინდოდა? მისი მიზანი, სავარაუდოდ, ჩემი ამ შენობაში შეტყუება
იყო და ჩემი დაუმორჩილებლობით, ფაქტობრივად, დავემორჩილე!
ან იქნებ ჩემი დაბრიდვა უნდოდა და ეს შენობა მისი სამუშაო ადგი-
ლი იყო უბრალოდ. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვიყავი,
რომ სწორედ ამ შენობაში იმალებოდა ის ადამიანი, რომელმაც და-
ავალა ამ ბიჭს ჩემთვის ეთვალთვალა.
უცნობი შენობაში უკანა კარით შევიდა. მე კი ვიდექი და ვეღარ
გამეგო, მინდოდა თუ არა მისი დამკვეთის ვინაობის გაგება. ტყუ-
ილად ხომ არ გამოვიარე ამხელა გზა? ბოლოს და ბოლოს, სახლში
მისვლისას უფრო ვინერვიულებდი, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიყ-
ვანე. ახლა კი, გავიგებდი მაინც და სიმართლეს ფარდას ავხდიდი.
ნამდვილი მიზეზი კი იმასა, თუ რატომ მინდოდა ამ შენობაში შესვლა
იყო ჩემი სიმამაცისთვის ხაზის გასმა. მაგრამ ვის ვუმტკიცებდი ამას,
თავად არ ვიცოდი. ალბათ საკუთარ თავს.
შენობაში უკანა კარით შევედი და წამის მეასედში სხვა სამყარო-
ში აღმოვჩნდი... თავი უზარმაზარ მეგაპოლისში ვიგრძენი, რომე-
ლიც თითქოს ერთ პატარა ყუთში იყო ჩატეული. შენობის კედლები
ციფრული ჰოლოგრამითა და უამრავი სარკეებით იყო აჭრელებუ-
ლი, დილით რომ გამღვიძებოდა აქ, ვერც მივხვდებოდი, რომ უბრა-

300
ლო შენობაში ვიყავი და არა უზარმაზარ ქვეყანაში, სადაც ყველა-
ფერი უფასო და ნებადართული ჩანდა. ერთადერთი, რისი გაკეთე-
ბაც მომინდა, იყო შენობის მეპატრონისთვის ტაშის დაკვრა, რომელ-
მაც ჩვეულებრივი კედლები სხვა სამყაროდ გადააქცია.
– იქაურობის თვალიერებამ ისე მომნუსხა, ვერც ვიგრძენი, რო-
გორ მომიახლოვდა უკნიდან უცნობი და პირზე საზიზღარი სუნით
გაჟღენთილი ტილო ამაფარა.
– მთავარ ოთახში შეიყვანე, – უთხრა მეორემ, რომლის ხმა ისე
სუსტად ჩამესმა ყურში, რომ ძლივს გავიგე, რადგან სუნის სიმძაფ-
რემ საბოლოოდ გამთიშა.
თვალები გავახილე და გარემოს დავხედე. ალბათ ნახევარი სა-
ათი უგონოდ ვეგდე. ძლივს გავიხსენე, რა მოხდა. არ მჯეროდა, რომ
დილით ჯერ კიდევ მშვიდად ქუჩაში ვსეირნობდი, ახლა კი ვიღაც
ბოსს უნდა დავლოდებოდი, რომელსაც თავად უნდა გადაეწყვიტა
ჩემი ბედი.
რამდენიმე წუთი იატაკზე ვეგდე ბოსის ლოდინით. საბოლოოდ,
რომ მომბეზრდა, წამოვდექი და ოთახის თვალიერება დავიწყე. თი-
თოეულ კუთხეში სარკე იდგა. ყველგან... ყველაფერი სარკეებით
მოერთოთ, მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავდი. ვიღაცას აშკარად
უნდოდა, რომ ჩემ თავთან მელაპარაკა და გული გადამეშალა. არამც
და არამც! მე ისედაც გულწრფელი ვიყავი საკუთარ თავთან!
– დიდ ხანს გელოდო, ბოსო? – ვუყვირე ირონიულად უფროსს,
რომელიც ამაოდ ცდილობდა ჩემს გამწარებას, მაინც ჩავუშვებდი
პოლიციასთან. მთავარი იყო, აქიდან ცოცხალს გამეღწია.
ერთ სარკეში ჩავიხედე და შიშმა ამიტანა. საკუთარ თავს ვერ
ვცნობდი, შუქი სარკეს ისე ეცემოდა, რომ თმის ფერიც კი სხვანაირი
მიჩანდა. მეორე სარკეში ჩავიხედე და ტანადი და უმანკო გოგო და-
ვინახე, მესამეში – ოდნავ გაბრაზებული, მეოთხეში კი განრისხებულ
და ბოროტ სოფოკოს მოვკარი თვალი.

301
– მოვკლავ, – ვთქვი აღშფოთებით ბოსზე, რომელიც ჩემს გაგი-
ჟებას ცდილობდა.
თავი დავხარე და არც ერთ სარკეში ძალით არ ვიყურებოდი, ვა-
ღიარებ, შემეშინდა, რომ ჭკუიდან შევიშლებოდი. თავი კიდევ უფრო
დავხარე და სარკეს მივუახლოვდი. კისერი მტკიოდა, მაგრამ თავის
აწევას არც ვლამობდი. გონებაში წარმოვიდგენდი, როგორი იქნებო-
და შენობის უფროსი – ცალფეხა, ერთი თვალი – რობოტის მსგავსი,
მეორე – ვერაგი და ეშმაკური.
ვგრძნობდი, როგორ მეღლებოდა კისერი, მაგრამ მაინც მტკიცედ
ვიდეგი. ყური გავიმახვილე... ვგრძნობდი, რომ ვიღაცა უკნიდან მე-
პარებოდა. შიში არ მიგრძვნია, მისი ვინაობის გაგება და სახეში სი-
ლის გაწნა მინდოდა. ის ხედავდა ჩემს ჩაღუნულ თავს, კიდევ უფრო
ნელა მიახლოვდებოდა... შიში, რომ სარკეში ურჩხულს ვნახავდი,
ნელ-ნელა მატულობდა. ფეხი სარკისკენ გადავდგი. მის სუნთქვასაც
ვგრძნობდი. უნდა მენახა! ვიცოდი, რომ მხოლოდ თავის აწევა მაკ-
ლდა იმისთვის, რომ ურჩხულის სახე მენახა, მაგრამ ამის გაკეთებას
არ ვჩქარობდი, რადგან კანკალი ამივარდა. ერთი... თავი უნდა ავ-
წიო... ორი, სოფოკო, აწიე თავი, ნუთუ არ გაინტერესებს ვინაა? სა-
მი... თავი ავწიე... თავს იმდენად ნელა ვწევდი, რომ გამოსახულების
ნახვა ვერ მოვასწარი სარკეში, იმდენად ძლიერად დამაგდო ურ-
ჩხულმა იატაკზე და თვალებზე ხელი ამაფარა.
– გამიშვი, – ვყვიროდი და თვალებიდან მისი მძიმე ხელის მოშო-
რებას ვცდილობდი.
ურჩხულმა, რომელსაც რკინის ნაცნობი სუნი ასდიოდა, ერთი ხე-
ლი თვალებზე ამაფარა, მეორეთი კისერზე შემახო. ოდნავ შევკივ-
ლე... მაგრამ მისი ცივი ხელები რომ ვიგრძენი, მოვდუნდი... ეს მესა-
მე ტური იყო? თამაშის მესამე საფეხური? პირველს თავი ვერ და-
ვაღწიე და შენობაში შევედი, მეორესაც ვერ გავუძელი და თავი დავ-
ხარე... ამასაც, აი ამასაც... ვერ ვეშვებოდი და ვერ ვუმკლავდებოდი.

302
მინდოდა დავმორჩილებოდი და დამარცხებულად მეღიარებინა თა-
ვი. უცნობმა იატაკიდან ამწია და სარკეს მიმაყრდნო, თითები სახი-
დან მომაშორა და სარკეში ჩემი თავის დანახვის საშუალება მომცა...
– მერე რა? უბრალო გოგო, უბრალო თვალებით, – ვუთხარი ურ-
ჩხულს, რომელიც დაჟინებით მაიძულებდა „საკუთარი თავის პოვ-
ნას“.
ჩემმა სიტყვებმა ურჩხული გააბრაზა, უხეშად ამწია და სარკეს
უარესი სიმწრით მიმანარცხა. არც ამჯერად მიგრძვნია საკუთარ
თავში არაფერი განსხვავებული. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეღია-
რებინა. თვალებზე ამჯერად ორივე ხელი ამაფარა და პირდაპირ
ყურთან მოიწია... მის სუნს ვგრძნობდი, მის ყნოსვას, აღარ ვგრძნობ-
დი, რომ ბოსი ცალფეხა ურჩხული იყო, არა... ალბათ საკვირველი
ადამიანი იყო, საოცარი მზერითა და განუსაზღვრელი ძალით.
ვგრძნობდი, რამდენად მტკიოდა მისი თითოეული შეხება, მაგრამ
სხეულს ვერ ვამოძრავებდი, კუნთებს ვერ ვგრძნობდი. ვხვდებოდი,
რომ თამაშის მესამე ტურში დამარცხებული გამოვდიოდი, მაგრამ მე
ხომ ასე ძალიან არ მიყვარდა წაგება... ისე ძალიან, რომ უცხოს ერთი
ხელით თმაზე მოვკიდე. ფრთხილად, ძალიან ნაზად... რათა ეგრძნო,
რომ დავნებდი... მან შეიფერა კიდევაც, ძალას უკლო და თვითონაც
მოეშვა. მეც სწორედ ეს მინდოდა! ერთი ხელით მისი მძიმე სხეული
მოვიშორე, მეორეთი კი მუცელში ვხიე.
ნუთუ მართლა მჯეროდა, რომ თამაშის შემქმნელს გავუმკლავ-
დებოდი? თუ ეს ასე იყო, შევცდი, რადგან მან ერთი ფეხის მოძრაო-
ბით წამაქცია და ჩემი პატარა თავი თავის ხელებში მოიმწყვდია.
ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა, თვალების გახელა შემეძლო და
მის თვალებში ჩახედვაც.
– მატაბელი! – სოფოკო! – მითხრა მან და უფრო მაგრად მომი-
ზიდა.
– ეჭვიც არ მეპარებოდა! – ვუთხარი მტკიცედ, რადგან თავიდან-
ვე ვიცოდი ვინ იყო.

303
ვთქვი, რომ მე ვიცოდი? არა, არა, მოგატყუეთ! ჩემმა მეორე „მე-
მ“ იცოდა, რომელიც ჩემზე ბევრად ჭკვიანი იყო.
– რატომ მომიყვანე აქ? – ვკითხე ბრაზით, რადგან ვერაფერს
ვხვდებოდი.
– ისევ შენთვის, შენი გულისთვის, – მითხრა მან და თავისი ხელე-
ბით ჩემს გულს შეეხო.
– რას ლაპარა...
– ჩუ, – შემაწყვეტინა მატაბელმა და გულზე ამჯერად მხურვალე
ტუჩები შემახო.
– შეეე...
– აქ, – თქვა მატაბელმა და თითი თავზე მომადო, თითქოს ტვინს
ეხებოდა, – ძალიან ჭკვიანი სოფოკო ცხოვრობს, ან სოფოკოები, არ
ვიცი, შენ ხომ ვერ გამიჯნე ეს. აქ კი, – გააგრძელა მატაბელმა და
თითით ამჯერად ჩემი გული მონიშნა, – დარწმუნებული ვარ მხო-
ლოდ შენ ცხოვრობ.
– გაფრენილი გაქვს, – ვუთხარი მატაბელს, რომელიც მაბნევდა
თავისი მზერით. მის თითებს შევეხე და მკაცრად მოვიშორე სხე-
ულის ყველა ნაწილიდან, – საშიში ხარ!
– შენც... არანაკლებად, – მიპასუხა მან და მიმანიშნა, რომ მე მის-
თვის საშიში ვიყავი, რადგან ნებისმიერ წამს შემეძლო მისი ჩაშვება
და ციხეში გაშვება.
– არ გეშინია, რომ დაგაბეზღებ? – ვკითხე და ვანიშნე, რომ არა
მხოლოდ მე ვიყავი მის ხელში, არამედ ისიც იყო ჩემს ხელთ.
– შენ? – შემომიბრუნა კითხვა. – რა მე?
– შენ არ გეშინია? – განმიმარტა მატაბელმა და სკანერივით ჩემი
მზერის თვალიერება დაიწყო.
რა იგულისხმა? ის, რომ ჩაშვების შემთხვევაში მისი უნდა მეში-
ნოდეს? თუ იმის, რომ აქეთაც შეუძლია ჩემი ჩაშვება... მისი დანა-
შაულის დაფარვის გამო?
– რატომ მომიყვანე აქ?

304
– რა აზრი აქვს ამას? მაინც ვერ გაგაკეთებინე, – მითხრა მატა-
ბელმა და რომ დაინახა მის მიმართ არანაირ სითბოს არ გამოვხა-
ტავდი, წამოდგა და ხელი მომაწოდა.
მთელი სხეული ისე მტკიოდა, სხვა გზა არ მქონდა, ხელი გავუ-
წოდე და წამოდგომა ვცადე. თავისი ცივი ხელებით ჩემს თითებს
ფრთხილად შეეხო, წამების მერე შეხება უფრო მტკიცე და მტკივ-
ნეული გახადა, ბოლოს კი ძალით თავისი ტუჩებისკენ მიმაყრდნო და
ჩურჩულით მითხრა:
– ფრთხილად, სოფოკო... ფრთხილად საკუთარ თავთან.
მის ჩურჩულს ყურადღება არ მივაქციე. არ მჯეროდა, რომ მისი
თამაშის ერთ-ერთი პაიკი ვიყავი და ჩემგან ინფორმაციის გაცდენა
უნდოდა. არა, არ მჯეროდა...
– სხვა ადამიანებიც მოგყავს აქ და შენთვის საჭირო ინფორმაცი-
ას ათქმევინებ? რატომ ექცევი ასე ხალხს? – ვკითხე ბრაზით და წა-
მოვდექი.
– როგორ ისე? მე არაფრის თქმას არ ვაიძულებ... თავად ამბობენ
ყველაფერს, – მიპასუხა მატაბელმა და თავადაც წამოდგა, – საკუ-
თარ სურვილებს ვერ აკონტროლებენ და ოცნებების მახეში ებმები-
ან.
– და ამ ოცნებების მახეს შენ უქმნი! – შევეპასუხე მატაბელს, რო-
მელსაც არც ანაღვლებდა ადამიანების ბედი.
– არა! დაიმახსოვრე, მე არასდროს არავინ მომიკლავს, არავინ
გამიქურდავს, – მიპასუხა მატაბელმა მკაცრად და ცოტა ხნის მერე
დასძინა, – მე მხოლოდ ცხოვრების თამაშის წესებს ვქმნი.
– შენ ადამიანებით მანიპულირებ! – დავუყვირე და მის მკაცრ
გამომეტყველებას თვალი ავარიდე.
– რაც გინდა, ის უწოდე. მე ხელები სუფთა მაქვს. აი ტვინი... შე-
იძლება არა. მაგრამ ამის გამო ადამიანებს არ სჯიან. გაიგე, სოფო-
კო?
– გავიგე, – მივუგე უგულოდ და მოვთხოვე შენობიდან გავეშვი.

305
– და შენ რაზე ოცნებობ? – მკითხა მატაბელმა და გარეთ გასვლის
საშუალება არ მომცა.
– რომ გითხრა, ოცნების მახეს დამიბამ?
– ანუ არ შეგიძლია სურვილებისა და ოცნებების კონტროლი? რა-
ტომ გეშინია? – მკითხა მატაბელმა და ჩემგან გულწრფელ პასუხს
დაელოდა.
– ჩემი ოცნებაა, რომ არავის მანიპულაციის მახეში არ გავება, ეს
გასაგებია?
– გასაგებია, – მიპასუხა მატაბელმა და გამიღიმა.

306
24
სინამდვილეში?... სინამდვილეში ყველაზე მეტად ჩემს უპ33 ახ-
დენილ ოცნებებზე ფიქრი მენატრებოდა.
გუშინდელი დაძაბული დღის მერე სკოლის გაცდენა და კარგად
გამოძინება გადავწყვიტე. სიზმარში სარკეების ერთობლიობას ვხე-
დავდი, გაღვიძებისთანავეც თვალწინ ჩემი აჩრდილი მედგა, რომე-
ლიც რაღაცის აღიარებას მაიძულებდა, მაგრამ მე ამას ვერ ვაკეთებ-
დი, რადგან ვერც ვხვდებოდი, თუ რა უნდა მეღიარებინა.
დილის 11 საათი იქნებოდა, ძილს კვლავაც გავაგრძელებდი, რომ
არა გარკვეული ხმაური, რომელიც ჩემი ფანჯრიდან ისმოდა. საბანი
გადავიძრე და ფანჯარასთან მივიჭერი. წუხელ ისე გვიან დავწექი,
რომ ფანჯრის მიახლოებისას ვერც ვერაფერი შევამჩნიე. გათიშული,
გადაღლილი ვიყავი და გარეთ უაზროდ ვიყურებოდი. მეგონა იმ
წამს ვერც ვერაფერი გამომაფხიზლებდა, მაგრამ შევცდი... ფანჯარა
როგორც კი გამოვაღე, თვალში ქაღალდის თვითმფრინავი მომხვდა.
იმ წამსვე ჩემი ტვინის უჯრედებმა მუშაობა დაიწყეს.
თვალები მოვიწმინდე და ქვევით ჩავიხედე. ქვევით არც არავინ
იდგა... და რომც მდგარიყო, როგორ მიწვდებოდა მერვე სართულს?
307
თან ასე ზუსტად, ჩემს ფანჯარაში? ნუთუ მეჩვენებოდა?
კიდევ ერთი ქაღალდის თვითმფრინავი რომ მომხვდა თვალში და
უფრო გამომაფხიზლა, მივხდი ვინ და საიდან ისროდა ამ საგნებს.
– სოფოკო! – დამიძახა მატაბელმა, რომელიც ხეზე ამძვრალიყო
და თითქმის ჩემი ფანჯრის წინ მოკალათებულიყო.
– გაგიჟდი? რატომ აძვერი ხეზე? – ვკითხე გაკვირვებულმა, რად-
გან სერიოზული მამაკაცი მაიმუნის ამპლუაში ვიხილე.
– უნდა დაგელაპარაკო, – გადმომძახა მატაბელმა ისე ემოცი-
ურად, მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე.
– მობილური არ არსებობს? რატომ არ მომწერე?
– ასე იყო საჭირო, – მიპასუხა მან და ქვევით ჩაცოცება დაიწყო.
– კარგი, ჩამოვა... – ვერ მოვასწარი მატაბელისთვის მეპასუხა,
რადგან ის წამების განმავლობაში ქვევით ჩახტა და სადღაც მიიმა-
ლა.
ჯარისკაცივით სწრაფად ჩავიცვი, ტონი მოვატყუე, ვითომ აფთი-
აქში შევდიოდი, სინამდვილეში კი მატაბელთან ქვევით ჩავედი.
ლიფტში ვფიქრობდი, თუ რა უნდა ეთქვა მას ისეთი, რისი თქმაც არ
შეიძლებოდა მობილურით და რატომ აძვრა ხეზე ისე შეუმჩნევლად,
რომ არავის გაეგო მისი აქ მოსვლა.
სადარბაზოდან გავედი და მატაბელის ძებნა დავიწყე. ვიცოდი,
რომ ამ ადამიანს როგორც სწრაფად გაჩენის, ასე სწრაფად გაუჩინა-
რების უნარიც ჰქონდა. პინგვინივით დავდიოდი ქუჩაში და მას ვე-
ძებდი. მისი პოვნის იმედი საბოლოოდ რომ გადამეწურა, ვიღაცის
ხელი ვიგრძენი. ამ ხელმა წამის მეასედში ძველ, უკაცრიელ სადარ-
ბაზოში შემათრია, ერთი მანევრით მომატრიალა და პირდაპირ სა-
ხეს მოუახლოვდა.
– ჩუუ, მე ვარ, – მითხრა მატაბელმა, რომელსაც მხოლოდ ხმით
და სუნით ვგრძნობდი.
– ისევ? – ვუპასუხე მის ყველაზე გავრცელებულ ბრძანებას და
პირიდან ხელი მოვიშორე.

308
მან არაფერი მიპასუხა და სიბნელეში ჩემი თვალიერება დაიწყო.
არც ის ვიცოდი, როგორ მხედავდა და არც ის, თუ როგორ მივხვდი
მე, რომ მათვალიერებდა. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი დანამდვილე-
ბით – მისი ეს მზერა ოდნავ სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული
იყო. აშკარად გაურბოდა რაღაცას... ან ვიღაცას. ან ადამიანს, ან
გრძნობას, რომელსაც უკვე ვეღარ უმკლავდებოდა ადამიანური შე-
საძლებლობებით.
– რამე მოხდა? – ვკითხე მატაბელს, რადგან თავადაც ავნერვი-
ულდი მისი ასეთი მდგომარეობით.
– უკვე წლებია ხდება, სოფოკო, – მიპასუხა მატაბელმა და თით-
ქოს არც ცდილობდა არაფრის თქმას. უბრალოდ იდგა და ცქერით
ტკბებოდა.
– მაბნევ, – ვუპასუხე მატაბელს, რადგან მისი ასეთი მზერა ჩემში
კანკალს იწვევდა. ეს ის კანკალი იყო, რომელიც შიშთან ერთად
უდიდეს სიამოვნებას მაგრძნობინებდა.
– მე? მე გაბნევ? – მკითხა მატაბელმა და ჩემი ამ სიტყვით უფრო
ისარგებლა და თავისი მზერა უფრო ძლიერი და გამჭოლი გახადა.
– ან მეუბნები რა მოხდა, ან აქედან მივდივარ, – ვუპასუხე მატა-
ბელს და მისი მკლავებიდან დასხლტომას შევეცადე.
ვიგრძენი, რომ ის მიხვდა ჩემს შიშსა და ძრწოლას, თითქოს კრი-
ჭა შეეკრაო, წუთიერად დადუმდა, რაც მხოლოდ იმის დამადასტუ-
რებელი იყო, რომ მხოლოდ მაშინ დაიწყებდა ლაპარაკს, როცა თა-
ვად მოუნდებოდა. გავღიზიანდი მისი ასეთი ამბიციურობით, ხელი
ვკარი და სადარბაზოდან გასვლა ვცადე. მან მაჯაზე უფრო ჩამჭიდა
ხელი, ოდნავ მიმიზიდა, ჩამოშლილი თმა გადამიწია და ყურში ჩამ-
ჩურჩულა:
– მიყვარხარ...
– მეც მიყვარხარ, ჩვენ ხომ ბავშვობიდანვე ვმეგობრობთ, – ვუპა-
სუხე ყოყმანით და ვიგრძენი, რომ სუნთქვა უფრო გაუხშირდა.
– არა! – მიპასუხა მან აღგზნებულად, რადგან არ მოეწონა ჩემი

309
პასუხი და ხელები წელზე ისეთი ძალით ჩამჭიდა, რომ სუნთქვა გა-
მიჭირდა, – მე სხვანაირად მიყვარხარ, – გააგრძელა მატაბელმა, ხე-
ლები მოუშვა და ტუჩებთან მომიახლოვდა.
– რა? – ვიკითხე გაკვირვებულად და თავი გადავწიე.
– პირველი წამიდან შემიყვარდი, როდესაც კომინოში პირველად
ჩამოხვედი და პამპერსებში გნახე. მაშინ ბავშვივით მიყვარდი, ბავ-
შვივით, რომელიც ჩემს გაქვავებულ გულს ათბობდა. წლების მერე
გაიზარდე და შენში მეგობარი ვიხილე, რომელიც ასე ახლოს იყო
ჩემს შინაგან სამყაროსთან. ახლა? ახლა კი ვხვდები, რომ ერთადერ-
თი ადამიანი ხარ, რომელიც ერთდროულად ჩემს გულთან და ტვინ-
თან ასე ახლოსაა.
– არა, არა, შენ გეშლება, ჩვენ ხომ არასდროს გვილაპარაკია ამა-
ზე, შენ არაფერი იცი ჩემზე. შეუძლებელია გიყვარდე! – ვუპასუხე
მატაბელს და მისი ხელებიდან საბოლოოდ შევძელი დაღწევა.
– მე შენზე ყველაფერი ვიცი. იმდენი ვიცი, რამდენიც თვითონ არ
იცი შენ შესახებ, – მიპასუხა ირაკლიმ და ჩემთან უფრო ახლოს მო-
ახლოება სცადა, – თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეგვეძლო
ერთად ყოფნა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მივხვდი მიზეზს.
– მაინც? – ვკითხე და ვცდილობდი ჩვეულებრივად მესუნთქა,
რათა მას არ შეემჩნია ჩემი ნერვიულობა.
– მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ შენ არაფერი იცოდი ჩემ შესახებ,
სწორედ ეს გაბნევდა, ვერ ხვდებოდი, თუ ვინ ვიყავი მე, ამიტომ გე-
შინოდა ჩემი შეყვარების. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც გადავ-
წყვიტე შენთვის ყველაფერი გამემხილა, დაწყებული ჩემი აზარტუ-
ლი თამაშების მაქინაციებით და დამთავრებული მანიპულაციებით,
სწორედ მაშინ... სწორედ ახლა მიწევს აქედან გაქცევა და შენი მი-
ტოვება. მე შენ შეგიყვარდებოდი, გესმის, სოფოკო, შეგიყვარდებო-
დი, ოდნავ უფრო მეტი დრო რომ მქონოდა, – მითხრა მატაბელმა,
რომელსაც პირველად დაეტყო ნერვიულობა.

310
მან მაგრძნობინა, რომ მართალი იყო, რადგან სწორედ მაშინ, რო-
დესაც მან დაიწყო ჩემთან მისი თავის გამხელა, მაშინ... პირველად
აზარტული თამაშების საიდუმლო რომ გამიმხილა, მაშინ ვიგრძენი
პირველად მის მიმართ ის ლტოლვა, რომელშიც დღემდე ვერ გავერ-
კვიე, რას ნიშნავდა.
– რატომ აღარ გაქვს დრო? სად უნდა გაიქცე? – ვკითხე მატა-
ბელს, რომელიც ჩემ წინ იდგა და სულ სხვანაირი ჩანდა.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მინდა იცოდე, ვინ ვარ
სინამდვილეში – მანიპულატორი და სხვადასხვა მაქინაციების შემ-
ქმნელი. მხოლოდ მაშინ შეძლებ შემიყვარო. მაგრამ გახსოვდეს, მე
ჩემს მეგობრებს არასდროს ვკლავ, – მითხრა და ოდნავ სხვა ტონით
გააგრძელა, მივხვდი, რომ ვიღაც მატაბელს ოდესღაც ასეთი კით-
ხვები დააყარა, – „გგონია ყველაზე სიმპათიური და მომაჯადოებე-
ლი ხარ? გეთანხმები ასეა! გგონია ნებისმიერ გოგოს გული წაუვა
შენს დანახვაზე? გგონია ვერც ერთი ვერ ეტყვის უარს შენ მხეც თვა-
ლებს და ვერ აირიდებს შენს მაცდურ სხეულსა და მზერას? მართლა
გგონია, რომ ყოველთვის ასე გაგიმართლებს? მართლა გგონია, რომ
ღმერთი შენ მიერ მორალურად დაჩაგრული ადამიანებისთვის შურს
არ იძიებს? მართლა ასე გგონია? გეთანხმები ასეა! ღმერთი ხომ
ჯერ მამაა და მერე მოსამართლე, ის სულგრძელია და გაპატიებს,
რომ უამრავი ადამიანი ცხარე ცრემლით ატირე, ის გაპატიებს, რომ
ეშმაკს მიჰყიდე სული, ის ყველაფერს გაპატიებს, მაგრამ... ეშმაკზე
რას იტყვი, ჩემო მხეცო? ეშმაკზე, რომელმაც შენ დაგღუპა, მართა-
ლია მას სული მიაბარე და სამაგიეროდ მან ფული, გარეგნობა და
ძალაუფლება მოგცა, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა, რომ ეშმაკი ეგო-
ისტია და ის აუცილებლად დაგაკლებს ერთს და მე გპირდები, რომ
ეს სიყვარული იქნება“, იცი, სოფოკო, გამეცინა ამ სიტყვებზე, მეგო-
ნა, რომ ვერაფერი შემაჩერებდა კიდევ უფრო გავბოროტებულიყა-
ვი, მეგონა, რომ ჩემთვის ყველა გრძნობა უცნობი იყო, ბოროტების
გარდა. გგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვკალი? არა, ცდები, მე ისინი

311
წამებით ჩავაძაღლე... ზოგი ჭკუით, ზოგი გაკოტრებით, ზოგი მზე-
რით... და ერთის მზერამ მე მომიღო ბოლო, ერთი ბავშვის მზერამ.
ამ მზერამ დამატყვევა, მინდოდა მისითაც მესარგებლა როგორც მო-
რალურად, ასევე ფიზიკურად და მერე მიმეგდო როგორც დამჭკნარი
ვაშლი. ოო, როგორ მინდოდა ამ მზერით ფიზიკურად, სხეულით მე-
სარგებლა.მინდოდა ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეხებოდნენ ძა-
ლით თუ ნებით. მაგრამ ვერ შევძელი... შემეცოდა, ვიღაცის ცხოვ-
რება შემეცოდა და სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა! მე უფლის
არასდროს მჯეროდა და შენც ეს კარგად იცი, სოფოკო, რადგან ყო-
ველთვის ვფიქრობდი თუ რატომ არ მსჯიდა ის ჩემი მორალური ტე-
რორის გამო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ წინ ცხოვრებისეული უშე-
ნობით გამოწვეული ტანჯვა მელოდება, რომელიც მე ერთმა ჩემმა
მსხვერპლმა მიწინასწარმეტყველა. ნაბიჭვარი გოგო, როგორ გამო-
იცნო, რომ შენ შემიყვარდე...
– მე... – შევაწყვეტინე საუბარი მატაბელს და მის დამწუხრებულ
თვალებს დავხედე, – მე შენ არ მიყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა.
და არ ვიცი რატომ. ვცდილობ ჩემში ამ მიზეზის პოვნას, მაგრამ ვერ
ვპოულობ. შეიძლება მიზეზი სწორედ ის იყოს, რომ კარგად არ გიც-
ნობ. ახლა ვხდები, რომ შეიძლება ადამიანს ბავშვობიდანვე იცნობ-
დე, როგორც ჩვენ შემთხვევაშია, მაგრამ... სულაც არ იცნობდე. სიყ-
ვარულის დროს ხშირად ადამიანის ტვინი და გული ეჯიბრება ერ-
თმანეთს. გულს უნდა – ტვინს კი არა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში,
ირაკლი, პირიქითაა. ტვინით ვხვდები, რომ შენ სწორედ ის ადამიანი
ხარ, რომელიც უნდა მიყვარდეს... სიგიჟემდე, მაგრამ გული სულ
სხვას მიჩურჩულებს, – ვუპასუხე ირაკლის და თავი დამნაშავედ ვცა-
ნი, რადგან წესიერად ვერც ვხსნიდი თუ რას განვიცდიდი მის მი-
მართ, – მე საერთოდ მეგონა, რომ შენ ნენე გიყვარდა...
– ახლაც მიყვარს, ყოველთვის მეყვარება. მატაბელმა შეშფოთე-
ბული რომ დამინახა, იმ წამსვე დაამატა: – ის ჩემი დაა.

312
– რა? როგორ? – ვკითხე გაკვირვებით, რადგან ერთმანეთს გა-
რეგნობით საერთოდ არ ჰგავდნენ, – ტარიელი მამაშენი იყო?
– არა. ერთი დედის შვილები ვართ, ის დაიღუპა, როცა ნენე სულ
პატარა იყო.
ამ წამებში სულ დამავიწყდა, რომ მატაბელმა სიყვარული ამიხ-
სნა, რადგან ნენეს დედის ამბავი ყველასთვის ტაბუდადებული და
ბურუსით მოცული იყო.
– დედაჩვენს ტვინის მუტაცია სჭირდა. ნენესავით ხედავდა მოჩ-
ვენებებს, ზოგს არაამქვეყნიურ სულის გამანადგურებელ მუშაკებს,
ზოგს კი სულის დამამშვიდებელ მალამოს ეძახდა. ნენეს სწორედ ეს
თვისება და უნარი გადაედო დედისგან.
– შენ? – ვკითხე მატაბელს, რადგან ნენესგან განსხვავებით, პი-
რიქით, ყოველთვის ადეკვატური და შორსმჭვრეტელი აზროვნებით
გამოირჩეოდა.
– მისი ტვინის მეორე ნაწილი გონებრივი შესაძლებლობათა ბევ-
რად მეტ პროცენტს იყენებდა, ვიდრე სხვა, ჩვეულებრივი ადამიანე-
ბისა. მარტივად რომ ვთქვათ, ის არაადამიანურად ჭკვიანი იყო.
ესეც ერთგვარი მუტაცია იყო, მისგან სწორედ ეს გადამედო, – მიპა-
სუხა ირაკლიმ და საათს დახედა, აშკარად აგვიანდებოდა სადღაც.
– რა მოუვიდა? – ვკითხე ირაკლის და ჯერაც ვერ ვიჯერებდი ნე-
ნესა და მატაბელის ასეთ კავშირს.
– წლების განმავლობაში ხელსაწყოს ამზადებდა, რომელიც და-
აჯერებდა ყველას, რომ ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები მოჩვენე-
ბებს ვერ ვხედავდით, მაგრამ სინამდვილეში ისინი არსებობენ. ის
ამტკიცებდა, რომ თავად კი არ იყო გიჟი, არამედ ჩვენ, ბრიყვი და
ბრმა ადამიანები, ვიყავით უგუნურები. ნენე რამდენიმე თვის იყო,
მე კი 6 წლის, როდესაც დედამ მაღალ კლდეზე დაამონტაჟა კამერა
და მათი დასაჭერი ხელსაწყო. იმ ღამეს მე მის შეჩერებას ვცდილობ-
დი, მაგრამ ის უფსკრულში ჩაეშვა იმ იმედით, რომ მოჩვენება ჰაერ-

313
ში აიტაცებდა და გადაარჩენდა... ეს ასე არ მოხდა. ის დაიღუპა. რა-
ღა გასაკვირია, ავადმყოფ და გადარეულ არსებად შერაცხეს. დედას
დაავიწყდა, რომ იმქვეყნიურ სამყაროსთან თამაში ძალიან ცუდად
მთავრდება.
ცოტა ხანი მატაბელს ვუყურებდი, ადრინდელთან შედარებით,
უფრო კეთილი და რბილი ჩანდა. მაგრამ მისი ჩვეული სიმშვიდე სად-
ღაც გამქრალა. არ მჯეროდა, რომ ეს სიყვარულის ახსნის გამო და-
ემართა, მიზეზი სულ სხვა რამ უნდა ყოფილიყო.
– შენ ყველაფერს მიყვები შენს გრძნობებზე, ფიქრებზე, დანაშაუ-
ლებზე. მაგრამ არაფერს, გესმის, არაფერს მიყვები საკუთარ თავზე,
– ვუთხარი მატაბელს და ვიგრძენი, რომ მას წამებიღა რჩებოდა
იქაურობის დასატოვებლად.
– შენ არავის არ იცნობ, სოფოკო. არც მამაშენს, არც ძმას, არც
შენ მეგობარ თაკოს. იცი რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ საკუთარი,
შენი თავის გაცნობის გეშინია. ადამიანების შეცნობას მხოლოდ მა-
შინ შეძლებ, როდესაც საკუთარ თავს გაუმხელ, ვინ ხარ სინამდვი-
ლეში. გუშინ ვცდილობდი სარკეების მეშვეობით შენამდე მიმეტანა
ეს, მაგრამ შენით მანიპულირება შეუძლებელია. როგორ შეიძლება
იმ ადამიანით მანიპულირება, რომელიც საკუთარ თავსვე არ აძლევს
საკუთარი აზრების განკარგვის უფლებას? – მიპასუხა მატაბელმა
და სულ ახლოს მომიახლოვდა.
ის იმდენად ახლოს იდგა ჩემთან, ისე ახლოს... რომ სწორედ ამ
სიახლოვის გამო ვერ ვგრძნობდი მას. ვერ ვგრძნობდი, როგორც
ადამიანს. ჩვენ, მოკვდავებს სხვა ადამიანების შესაცნობად მათი
შორს ყოფნა გვჭირდება. მთავარია ადამიანი სულიერად იყოს შენ-
თან ახლოს, მანძილი და სანტიმეტრები კი შესაძლოა სულაც გაშო-
რებდეთ ერთმანეთის. ალბათ იმიტომ, რომ ფიქრი მასზე უფრო ხორ-
ცშესხმულია.
– მიყვარხარ. შენ სულ ჩემთან იქნები. შეიძლება ფიზიკურად
არა,მაგრამ სულიერად შენს თითოეულ ბგერას ვიგრძნობ.მუდამ

314
შენთან ვიქნები. მუდამ, გაიგე? და გპირდები, როდესმე თუ დაგკარ-
გავ – ათასჯერ მოგძებნი და ათასივეჯერ თავიდანვე შეგიყვარებ. –
მითხრა ირაკლიმ და ხელზე მაკოცა, – შენ სულ მეკითხებოდი ღმერ-
თზე... და თუკი მკითხავს ღმერთი შენზე, ვეტყვი, რომ შენ ხარ ჩემი
ღმერთი!
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად დაიხურა ქუდი,
სათვალე გაიკეთა და სადარბაზოდან უკანასკნელი დამნაშავესავით
გავიდა. თვალს რომ მიეფარა, რამდენიმე წუთი შტერივით ვიდექი.
ვერ ვხდებოდი, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ასე სწრაფად
განვითარებულიყო. მატაბელის თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი და
ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანს დიდი ხანი ვეღარ ვნახავდი. რომ არ
მენახა, იქნება მართლა შემყვარებოდა? ნუთუ არსებობდა ასეთი
რამ?
განა შეიძლება ადამიანი ნელ-ნელა უფრო გიყვარდებოდეს ისე,
რომ ვერც ხედავდე მის სახეს? მაშინ ვინღა უნდა გიყვარდეს – ადა-
მიანი თუ მასზე მოგონება? ადამიანი ხომ, პირველ რიგში, ფიზიკური
წარმონაქმნია, შესაბამისად ის სხეულებრივად უნდა გიყვარდეს.
მაგრამ მე რაღა სოფოკო ვიქნებოდი და მატაბელი რაღა მატაბელი,
გზის ჩვეულებრივი მოსახვევისთვის რომ არ შემოგვეხვია და ჩვენე-
ბურად, ადამიანი კი არა, ერთმანეთის სულიერი არსი შეგვეყვარა?
4 საათი გასულიყო, რაც შინიდან გამოვედი. მშობლების ათ გა-
მოტოვებულ ზარს ყურადღებას არ ვაქცევდი, ან განა არ იცოდნენ,
რომ ჩემთვის ასეთი ბოდიალი დამახასიათებელი იყო, რაღას მირე-
კავდნენ? ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი მოხდა და ამიტომ უნდოდათ
შინ დავბრუნებულიყავი. მაგრამ იმ დროს ეგოიზმა მძლია და მათი
გრძნობა ფეხებზე დავიკიდე, ჩემს საყვარელ ქუჩას ავუყევი და სი-
არული გავაგრძელე. დარწმუნებული ვიყავი იმაშიც, რომ ტონი გამ-
წარებულად მეძებდა თბილისის ყველა ქუჩაში.
– ერთი წყალი, თუ შეიძლება, – ვუთხარი მაღაზიის გამყიდველს
და ხურდა ფული გადავუწოდე.

315
– ვაიმეეეე, შენ ის არ ხარ? ასე თავისუფლად როგორ დადიხარ
ქუჩაში? არ გეშინია, იქნებ აქაა? – გამყიდველმა ჩემთვის სრულიად
გაუგებარი ფრაზები წარმოთქვა.
– ვინ ის?
– მკვლელი, – ამიხსნა გამყიდველმა, რომელმაც შემიცნო, რო-
გორც პოტენციური მსხვერპლი.
– მერე რა, აბა ჩავიკეტო? თითქმის ერთი წელია ეძებენ, – ვუთ-
ხარი გულგრილად.
– არა, არა. ის ხომ დღეს იპოვეს! გამოაცხადეს ახალ ამბებში.
ის...
– რა? – დავიყვირე, წყლის ბოთლი და ხურდა იქვე დავტოვე და
მაღაზიიდან გიჟივით გამოვვარდი.
ქუჩაში გამოვირბინე და გადარეულივით დავიწყე სირბილი. ვერ
ვხვდებოდი, ვის ვექცეოდი, ვიღაცისგან გათავისუფლება და სილის
გაწნა მინდოდა. არ მჯეროდა, რომ დეტექტივმა თენგომ ასე სწრა-
ფად მიაგნო მკვლელს. ნუთუ მისი მეთოდი, მკვლელის ამოცნობას
ფსიქოლოგიური ზემოქმედებით რომ ცდილობდა, გამართლდა?
– არა, არა! – ვუყვიროდი უცნობებს და შიშისგან თმას ვიგლეჯ-
დი.
სწრაფად იმიტომ კი არ დავრბოდი, რომ სახლში დაბრუნება და
მკვლელის ვინაობის გაგება მინდოდა, უბრალოდ ასე ვცდილობდი
ზიზღი, შიში და შფოთვა დამემალა. გზას კიდევ უფრო სწრაფი ნაბი-
ჯებით ავუყევი. შემოსახვევი დავინახე და ქუჩის მეორე მხარეს გა-
დასვლა სწორედ მაშინ დავაპირე, როდესაც ვიგრძენი, თუ როგორ
გაჩერდა ჩემ უკან რამდენიმე შავი მანქანა. ვიფიქრე, რომ შემობრუ-
ნებისთვის და მათი ვინაობის გასარკვევად საკმარისი დრო არ გა-
მაჩნდა, ამიტომ შეუბრუნებლად სირბილი და მათგან გაქცევა გან-
ვაგრძე.
იმდენად სწრაფად დავრბოდი, მანქანებით რომ არ ყოფილიყ-
ვნენ, ვერასდროს დამიჭერდნენ. გეზი მარჯვენა მხარეს ავიღე, ერთ-

316
ერთი შავი მანქანა უთუოდ გამიტანდა, დროულად რომ არ დაემუხ-
რუჭებინა. ჩიხიდან გასვლას რომ ვაპირებდი, უკნიდან უზარმაზარი
ბრგე კაცი მომეპარა, მთელი ძალით ხელში ამწია და მანქანაში შე-
მათრია.
– გამიშვი! – ვუყვიროდი უცნობს და ფრჩხილებით მთელ სხეულს
ვუკაწრავდი.
იმ წამს უამრავმა აზრმა გამიელვა თავში. ვფიქრობდი, რომ მო-
საკლავად დამსდევდნენ. იმასაც ვფიქრობდი, რომ სპეცრაზმელები
იყვნენ და ჩემგან ინფორმაციის გამოძალვა უნდოდათ.
ისიც კი გავიფიქრე, რომ ეს ყველაფერი მეჩვენებოდა. ყველაფე-
რი ვიფიქრე, მაგრამ ეს ტონი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, ამას ნამ-
დვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– დამშვიდდით. მამათქვენმა მიბრძანა თქვენი მოძებნა და სახ-
ლში მიყვანა. ქალაქში ერთი ამბავია, – მითხრა ტონიმ და საჭესთან
გადაჯდა. თანაშემწეებს გადასცა, რომ ყველაფერი რომ აქ იქნებო-
დით.
– შეგეძლო უბრალოდ დაგეძახა. ამდენი მანქანა რომ დავინახე,
გული გამისკდა, – ვუსაყვედურე ტონის, რომელიც არაპროფესიონა-
ლურად მოიქცა.
– გეძახდით, მაგრამ ისეთი შეშინებული იყავით, რომ არაფერი
გესმოდათ, – იმართლა თავი ტონიმ.
– კარგი, კარგი, – ვუპასუხე გაღიზიანებულად, – წავიდეთ სახ-
ლში.
გზაში ვფიქრობდი, მეკითხა თუ არა ტონისთვის თუ რა ითქვა
ახალ ამბებში, მაგრამ გადავწყვიტე, ეს საკუთარი თვალით მენახა
და ყურით გამეგო. სახლს რომ მოვუახლოვდით, მერჩივნა იქვე მოვ-
მკვდარიყავი, ვიდრე ეს ინფორმაცია გამეგო, რომელიც აგერ უკვე
ერთი წელია ყველასთვის ბურუსით მოცული და გაუგებარი იყო.
სულ მალე უნდა შემეტყო, ვინ მოკლა სოსო კომინოზე, ვინ გაუსწორ-
და ტარიელს, ვინ გაუხვრიტა შუბლი დეტექტივ ზურას, რომელიც

317
ასე ახლოს იყო სიმართლესთან. გული ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ
განა შეიძლებოდა ეს ამბავი კარგად დამთავრებულიყო?
– სად ხარ, ვერ გავიგე? – პირველად ცხოვრებაში დამიღრიალა
მამაჩემმა, რომელიც ჩემი გაუჩინარებით ისე გამწარებულიყო, ლა-
მის გიჟს ჰგავდა.
– მე... – ვერ ვუთხარი მამას სიმართლე, რადგან შეიძლებოდა უფ-
რო განერისხებინა ჩემს უპასუხისმგებლობას, – ვსეირნობდი უბრა-
ლოდ.
– ყურმილს რატომ არ იღებდი? – მკითხა მამამ და ხელიდან მო-
ბილური გამომტაცა, – არ თქვა, რომ დაგიჯდა! ჩართული გაქვს! –
დამიყვირა და მობილური იატაკზე დააგდო.
– არ მესმოდა... – ვთქვი ლამის ტირილით.
ჩემი შეშინებული სახე რომ დაინახა, სახე შეეცვალა და მოღუშუ-
ლი ადამიანისგან კეთილ და ალერსიან მამად გადაიქცა.
– დაჯექი და უყურე, – მითხრა მამამ და ტელევიზორი ჩამირთო.
ეკრანზე ლამაზთვალება წამყვანი გამოჩნდა, რომელმაც მკაცრი
ტონით დაიწყო საუბარი იმაზე, რაც ყველას ასე ძალიან აინტერე-
სებდა. ყველას, ჩემ გარდა... მე ისედაც ვიცოდი სიმართლე გულის
სიღრმეში. არა, ტვინის სიღრმეში: „რამდენიმე საათის წინ დეტექ-
ტივმა თენგო მარგიანმა ამხილა დამნაშავე, რომელმაც 9 თვის წინ
თავისი მეგობარი, სოსო კაკაჩია, სიცოცხლეს გამოასალმა და უკა-
ნონოდ მიითვისა ასეულობით ათასი ლარი. რამდენიმე თვის შემდეგ
საზარელ მკვლელობას კიდევ ორი ინციდენტი დაემატა. ხსენებული
სოსო კაკაჩიასი, ტარიელ ტუშიშვილის და ცნობილი დეტექტივი ზუ-
რას მკვლელობაში ბრალდებული ყველასთვის ცნობილი ახალგაზ-
რდა მილიონერი ირაკლი მატაბელია. მას ბრალი მიუძღვის სამი ადა-
მიანის მკვლელობასა და საფინანსო საქმიანობის სფეროში. ამ დანა-
შაულთან ერთად მას ბრალი მიუძღვის ჯგუფური ძალადობის ორგა-
ნიზება, ხელმძღვანელობაში. მოგახსენებთ, რომ საქართველოს მო-
ქალაქეს, ირაკლი მატაბელს, სამუდამო პატიმრობა ელის. ჩვენთვის

318
სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ამ უკანასკნელმა რამდენიმე სა-
ათის წინ დატოვა საქართველოს საზღვარი. მისი პოვნა ამ დრომდე
ვერ ხერხდება“.
– რა? რა სისულელეა! – წამოვიყვირე და ტელევიზორის დამ-
ტვრევა მოვინდომე.
ეკრანზე დეტექტივი თენგო გამოჩნდა, რატომღაც სულაც არ იყო
კმაყოფილი იერით საქმის წარმატებით დახურვის გამო, პირიქით,
დანანებით განაცხადა: „სამწუხაროდ, დანაშაულის მხილებამდე
ირაკლი მატაბელი ეჭვმიტანილიც კი არ იყო, შესაბამისად, მან კა-
ნონიერად დატოვა ჩვენი ქვეყნის საზღვარი. ახლა კი, როდესაც ის
ბრალდებულად სცნეს, მისი პოვნა ვერ ხერხდება თუმცაღა, მინდა
დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ირაკლი მატაბელი სა-
ქართველოში დაბრუნებას ვერ გაბედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ის მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ჩვენ ყველა-
ფერს ვიღონებთ მისი დროული პოვნა ექსტრადაციისთვის და სხვა
ქვეყანაში ამგვარი დანაშაულის პრევენციისთვის“.
– ტყუილია! ის არ არის მკვლელი! – დავიყვირე შეძრწუნებულმა
და მანქანის გასაღები მოვიძიე. – სად მიდიხარ? – დამიყვირა მამამ.
– სადაც მინდა!
– არსადაც არ წახვალ! – გამაფრთხილა მამამ და დაცვას ანიშნა,
რომ არსად არ გავეშვი და შევეჩერებინე.
– რატომ? მან ხომ საქართველო დატოვა? ვისი გეშინია? – ხმას
ავუწიე მამის წინაშე, რადგან მას სჯეროდა, რომ მატაბელი დამნა-
შავე იყო.
– გაუშვით, – თქვა მამამ და ზურგი მაქცია.
მანქანაში ჩავჯექი და წამების განმავლობაში დავიძარი. ვცდი-
ლობდი ზედმიწევნით ფრთხილად მეტარებინა და ემოციას არ ავყო-
ლოდი. თვალწინ გზა კი არა, თენგოს სიტყვები მედგა: „ირაკლი მა-
ტაბელის მიერ განზრახ მკვლელობა სამი პირისა, რაც დამამძიმე-

319
ბელ გარემოებად ითვლება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვა-
დით 16-იდან ოც წლამდე, მისი სხვა დანაშაულების გათვალისწინე-
ბით კი, ბუნებრივია, მას სამუდამო პატიმრობა ელის“. არანაირი სა-
უბარი მატაბელის მაქინაციებზე, აზარტულ თამაშებზე. რატომ არ
თქვა თენგომ არაფერი ამაზე? განა იმიტომ, რომ ისიც იყო ამ ყვე-
ლაფრის თანამონაწილე? თუ მიზეზი სხვა იყო? დარწმუნებული ვი-
ყავი, რომ მატაბელს ბრალი დასდეს მხოლოდ იმაში, რაც არ ჩაუდე-
ნია. ის აშკარად იყო დამნაშავე, მაგრამ მას მეგობრები არ მოუკ-
ლავს! მან თავად მითხრა ეს...
– მანქანის სარკეში ჩავიხედე... არანაირი დაცვა არ მომსდევდა.
მამამ სრული თავისუფლება მომანიჭა, რადგან იცოდა, რომ მაინც
ჩემსას ვიზამდი. ამჯერად ზუსტად ვიცოდი, სადაც მივდიოდი. და-
ნიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდი, კარებზე ვაბრახუნებდი
მანამ, სანამ მან უკმაყოფილოდ კარი არ გამიღო.
– ნაბიჭვარო, – ვუთხარი კარებთან ხალათში მდგომ თენგოს და
მთელი ძალით სილა გავაწანი, – ტყუილად დაადანაშაულე!
– არ გაბედო ჩემთან ასე მოქცევა, – მიპასუხა თენგომ და ჩემი
ხელი უხეშად აარიდა ხელმეორე დარტყმისგან.
– ის ხომ შენი მეგობარია!
– რაც მან მეგობრობისას გამიმხილა – არაფერი მითქვამს და თა-
ნაც მე მას გაქცევაში დავეხმარე. საათები მივეცი შენთან შესახვედ-
რად და უცხოეთში გადასახვეწად. ახლა გაეთრიე აქედან, უამრავი
საქმე მაქვს.
– მას არ მოუკლავს!
– აბა ვინ მოკლა? – მკითხა თენგომ ირონიულად და ჩემი პასუხი
რომ ვერ მიიღო, დაამატა, – არ გაქვს ვერსიები? ნახვამდის! –
ცხვირწინ კარი ისეთი სიძლიერით მიაბრახუნა, ლამის ცხვირი მომა-
ტეხა.
კიდევ დიდი ხანი ვიდექი დეტექტივის კარებთან. მანამდე ვაბრა-
ხუნებდი, სანამ არ დავრწმუნდი, რომ თენგო კარს აღარ გამიღებდა.

320
იქვე ძირს ჩავჯექი და მატაბელზე ფიქრი დავიწყე. ახლა ალბათ სხვა
ქვეყანაში ახალ პასპორტს ამზადებდა და გარეგნობას იცვლიდა.
მინდოდა მეტირა, მაგრამ ყელში გაჩხერილი სიმწრის ბურთი ამის
საშუალებას არ მაძლევდა. არც არავისი დამშვიდება მჭირდებოდა
და არც არავისი გვერდში დგომა. უბრალოდ მინდოდა მოვმკვდარი-
ყავი და აჩრდილის თვალით გადამეხედა ამ აფეთქებული სამყაროს-
თვის და უბრალოდ შემეფურთხა ცხოვრების ფანტაზიისთვის.
– 15 წუთი ვიჯექი თენგოს კარებთან, მერე ვიგრძენი ვიღაცის
ნაბიჯები. ისეთი ფრთხილი და თავდაჯერებული ნაბიჯები აშკარად
ნაცნობი და ჩემს მდგომარეობასთან ახლო... ეს ის ნაბიჯები იყო, ეს
ის ფეხის ხმა იყო, რომლის გაგება წლებია ასე ძალიან მამშვიდებდა.
აგერ უკვე ვგრძნობდი, რომ ვიღაცა მიახლოვდებოდა. თავი ავწიე
იმ იმედით, რომ მატაბელს ვნახავდი. მაგრამ შევცდი, თავზე მამაჩე-
მი მედგა, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და ყოველთვის
იცოდა, თუ სად მივდიოდი,
– ნახე დღეს? – მკითხა მამამ დაყვავებით, გვერდით წამოჯდა და
ჩამეხუტა.
რომ დაინახა, პასუხის გაცემას არ ვჩქარობდი, დაამატა: – ნუ გე-
შინია, მე ხომ მამაშენი ვარ. არავის ვეტყვი.
მე მას ფრთხილად დავუხარე თავი და ქვითინი დავიწყე. თურმე
ვცდებოდი, აშკარად მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა.
– ალბათ იმ ადამიანთან მართლა კარგად იქნებოდი... მაგრამ მის
გარეშე – უფრო უკეთესად და მარტივად, – მითხრა მამამ მზრუნვე-
ლად და მხარზე მომეხვია.
უკვე ვგრძნობდი მატაბელის სიშორეს. იმასაც ვგრძნობდი, რა-
ოდენ იზრდებოდა ჩვენ შორის მანძილი. ალბათ მართალი ვიყავი მა-
შინ, როდესაც ვთქვი, რომ სწორედ მანძილი მიმახვედრებს, თუ რა
ძლიერად მიყვარდა ეს ადამიანი. მაგრამ რამ უნდა მიმახვედროს,
თუ როგორ და რანაირად მიყვარდა მატაბელი? როგორც მეგობარი,
როგორც ძმა თუ როგორც მამაკაცი? განა არ შეიძლება ადამიანი

321
უბრალოდ გიყვარდეს? არა მეგობრულად, არც სიყვარულით, არც
ადამიანურად... ის ხომ ხშირ შემთხვევაში არაადამიანი იყო... უბრა-
ლოდ გიყვარდეს?

322
25
მე, მამა, ტონი და რამდენიმე პირადი დაცვა საავადმყოფოსკენ
გავემართეთ. მამაჩემი ამ ადგილს საგიჟეთს ეძახდა, მე კი ვარჩევდი
უფრო რბილი ფორმით მიმემართა ნენეს სამყოფელისთვის. მატაბე-
ლის დამნაშავედ გამოცხადების ერთი კვირის თავზე ნენე სპეცია-
ლურ დაწესებულებაში დააწვინეს. მას პრესტიჟულ სამედიცინო და-
წესებულებას ეძახდნენ, თუმცა ყველასთვის ეს ადგილი ჩვეულებ-
რივი საგიჟეთი იყო. ნენე დიდი ხანია გიჟად იყო შერაცხული და სა-
ზოგადოებისთვის საშიშიც კი იყო, მაგრამ მამამისის, ტარიელის,
გავლენისა და რეპუტაციის გამო საავადმყოფოში არც არასდროს
წოლილა იძულებით. ახლა კი ვერც მატაბელი დაიცავდა და ვერც
გარდაცვლილი მამა.
ვცდილობდი ცნობისმოყვარეთა მზერა აინუნში არ ჩამეგდო, ვამ-
პირებივით მიყურებდნენ და ჩემში ქვეყნის მთავარი დამნაშავის, მა-
ტაბელის, საუკეთესო მეგობარს ხედავდნენ. უამრავ გადაცემაში
მიწვევდნენ, მაგრამ ყოველთვის უარს ვაცხადებდი, ამან კი უფრო
გაამძაფრა ხალხის ინტერესი და პოპკორნიან მაყურებლად გადააქ-
ცია.
323
– ეს კარია? – ვკითხე ექიმს, რომელსაც ნენეს თვალყური და ჯან-
მრთელობაზე ზრუნვა ევალებოდა.
– კი. შებრძანდით. ახლა საშიში არაა, სძინავს, – მიპასუხა ულვა-
შებიანმა ექიმმა, რომელიც მოძალადე მეცნიერს უფრო ჰგავდა, ვიდ-
რე სამედიცინო მუშაკს.
თეთრ ოთახში შევედი და წამლის მძაფრი სუნი ვიგრძენი. თუმცა
სუნზე უფრო მეტად საწოლმა შემაშინა, რომელზედაც ნენე უგონოდ
იწვა. საწოლს მივუახლოვდი და მძინარეს შევხედე. ვერ წარმოვიდ-
გენდი, რომ ასეთ სპეტაკ არსებას შეეძლო ვინმესთვის თმები აეპუ-
ტა, ზურგი გაეკაწრა ან მუშტი ჩაერტყა. და ეს ყველაფერი მხოლოდ
იმიტომ, რომ, ნენეს აზრით, გაკაწრული, დარტყმისგან ყბაჩამ-
ტვრეული და თმადაგლეჯილი ადამიანი სულით დაცემული არსება
იყო.
– გძინავს, ნენე? – ვკითხე მეგობარს, რომელსაც აშკარად არ ეს-
მოდა ჩემი.
მან არაფერი მიპასუხა, ეტყობოდა, რომ ძლიერმოქმედი წამლე-
ბით ისე იყო გაბრუებული, ამ ქვეყნის ვერც ერთ ბგერას ვერ
გრძნობდა. სამაგიეროდ, როგორ გრძნობდა იქაურობის თითოეულ
ხმას! ნენეს თვალები ხან ზევით, ხან ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ
მოძრაობდნენ. ის აშკარად ხედავდა რაღაცას და ეს რაღაცა მხო-
ლოდ სიზმარი არ იყო. შეუძლებელია ადამიანი სიზმრის ზეგავლე-
ნით განიცდიდეს ასეთ ემოციებს. ეს ის ემოციები იყო, რომელიც ყვე-
ლასთვის უხილავი, მაგრამ ნენესთვის ყოვლისშემძლე ფიქრები იყო.
ყოველი წამის შემდეგ, ნენეს თვალის მიდამოები უფრო და უფრო
იზრდებოდა. ჩვენგან განსხვავებით, ის თვალებით ეჭიდებოდა საწა-
დელს და არა ფეხებით ან ხელებით. ვერ ვხვდებოდი, რაზე უნდა
ეოცნება ამ ციცქნა გოგოს... მისი გული კიდევ უფრო აჩქარდა, უფ-
რო მესმოდა თითოეული გულისცემა, რომელიც მხოლოდ ავადმყო-
ფისთვის იყო დამახასიათებელი.

324
– კარგად არის? – ვკითხე ექიმს, რომელიც ნენეს ლამის მიკროს-
კოპით ათვალიერებდა.
– სულით ავადმყოფისთვის – კი, – მიპასუხა ექიმმა და მე და ნენე
მარტო დაგვტოვა.
პირველად შემეშინდა ნენესთან მარტო დარჩენის. მის არაორდი-
ნალურობას ბავშვობიდანვე ვიყავი შეჩვეული, მაგრამ, რომ დავინა-
ხე, როგორ იყო დამაგრებული სამედიცინო ხელბორკილებით, მივ-
ხდი, რამდენად ცუდად ჰქონდა საქმე.
აღარ იყო ძველებურად ლამაზი და მომხიბლავი. ჩალურჯებული
თვალები და გადახოტრილი თმა თავისას შვრებოდნენ. როგორ შე-
ეძლო ბუნებას ზე-სილამაზე ზე-სიმახინჯედ გადაექცია? საქმე მხო-
ლოდ თმასა და ფერმკრთალობაში არ იყო. იმის მიუხედავად, რომ
ნენეს ეძინა, ის მაინც შფოთავდა. აშკარად ეკამათებოდა ან ეჩხუბე-
ბოდა თავის მეგობარ მოჩვენებას. მისი ასეთი თვალების ბრიალი მა-
ფიქრებინებდა, რომ ეს უკვე სხვა ნენე იყო, რომელსაც ნაზი ღიმი-
ლის ნაცვლად ეშმაკის ჩაღიმება ეტყობოდა. მის პატარა ეშვებსაც
ვხედავდი, დრო და დრო რომ გამოუჩნდებოდა ხოლმე.
– კარგად იქნები, – აღვუთქვი მძინარე ნენეს, რომელსაც მოუს-
ვენრობა კიდევ უფრო მოეძალა, – ნეტა, გესმის ჩემი?
– გახსოვს კომინოში რომ ვიყავით და კოცონთან მეგობრებთან
ვისხედით? მაშინ სოსო ცოცხალი იყო, მატაბელიც ჩვენთან იყო და
მამაშენიც გველოდებოდა სახლში, – ხმამაღლა ავლაპარაკდი, რად-
გან დარწმუნებული ვიყავი, რომ ნენეს შინაგანად მაინც ესმოდა ჩე-
მი, – იმედია ჩემი ხმა უფრო დაგამშვიდებს, ვიდრე ექიმების ჩიჩინი,
რომლებიც ჩაგძახიან, რომ გიჟი ხარ... არა! შენ გიჟი არ ხარ, უბრა-
ლოდ განსხვავებული და თავისებური ხარ. დედაშენიც ასეთი იყო,
ნენე. შენი და მატაბელის დედა...
მატაბელის ხსენებისას ნენე კიდევ უფრო გამოცოცხლდა, სუნ-
თქვა გაუხშირდა და მომაკვდავივით ამოისუნთქა. ეტყობოდა, რომ
გამოფხიზლება და რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ

325
წამალი ამის საშუალებას არ აძლევდა.
– სწორედ იმ დღეს დაგვტოვა სოსომ, რომელსაც ასე ძალიან უნ-
დოდა კუნძულის მეორე მხარეს გადასვლა და ჩვენთვის სიმამაცის
ჩვენება, – განვაგრძე საუბარი და აკანკალებულ ნენეს შევხედე, რო-
მელიც უკვე ცუდად იყო იმისგან, რომ საუბარი არ შეეძლო, – სოსოს
გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო.
– არა, შეძლო, – თქვა ნენემ და თვალები ძლივს გამოაღო, – მის
სულს ნებისმიერ ადგილას შეუძლია გადაადგილება.
– ნენე, ნენე... შენ... როგორ გამოფხიზლდი? ახლავე ექიმს დავუ-
ძახებ! – ვთქვი და ექიმის დასაძახებლად გავემართე.
– არა! არ დაუძახო. ისევ გამთიშავს.
– კარგად ხარ? იქნებ ტყუილად ხარ აქ გამოკეტილი, ტყუილად
გადანაშაულებენ, რომ გიჟი ხარ? – ვკითხე ნენეს იმ იმედით, რომ
გონს მოეგებოდა და ადამიანებს აღარ დაახტებოდა.
– სასაცილოები არიან. რომ მოკვდებიან, ნახავენ, რომ სიმარ-
თლეს ვამბობდი. როგორ შეიძლება ადამიანი მოგეჩვენოს? – მკითხა
ნენემ და თვალები კიდევ უფრო ფართოდ გაახილა, – რა სულელები
ხართ ადამიანები... გგონიათ, რომ ყველაფერს მიაგენით და დედა-
მიწის თითოეული კუთხე გამოიკვლიეთ? არა! უამრავი მღვიმე და
კუნძულია, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს და ვერც შეაღწევს.
იქ სხვაგვარად შეიძლება შესვლა. მე „მასთან“, რასაც თქვენ მოჩვე-
ნებას ეძახით, ყველგან დავდივარ. დროის ყველა სივრცე ჩემია.
ძველ საბერძნეთშიც ვიმოგზაურე, მაკედონელის დროშიც ვყოფილ-
ვარ. ყველაფერს ვხედავ, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ დროში
ვბრუნდები და ვცდილობ ჩემი მშობლების წარსული ვნახო, თუ ვინ
იყო დედაჩემი... ღამდება. და „ის“ ჩემს უფსკრულში გადაგდებას
ცდილობს. მე „მას“ ვუბრაზდები, რადგან ჩემი მოკვლა უნდა. მაგრამ
„ის“ მხოლოდ იმას მპასუხობს, რომ ამით დედაჩემზე მიმანიშნებს.
მისმა სიტყვებმა ცრემლი მომგვარა და არა იმიტომ, რომ ზედმე-
ტად სენტიმენტალური ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ ნენეს სიტყვებს

326
პირველად ჩავუღრმავდი ასე ძალიან. ვიცოდი, რომ მან არაფერი
იცოდა დედამისის წარსულსა და ვინაობაზე, მაშ როგორ შეეძლო
არარსებულ მოჩვენებას მისთვის ეს ეთქვა და რაღაცაზე მიენიშნე-
ბინა? ის ხომ განგებ ცდილობდა ნენეს უფსკრულში ჩაგდებას. სწო-
რედ იმ უფსკრულში, საიდანაც გადახტა ნენეს დედა. თავად ნენე კი
ვერ ხვდებოდა, რა მინიშნება იყო ეს.
– გეჩვენება ნენე, – ვუთხარი ნენეს არც თუ დამარწმუნებლად,
რადგან თვითონაც არ მჯეროდა ასეთი დამთხვევის.
– არა! დამიყვირა ნენემ და საწოლიდან წამოწევა მოინდომა,
მაგრამ ხელბორკილებმა ამის საშუალება არ მისცა. ასე რომ არ ყო-
ფილიყო აუცილებლად დამახტებოდა და ბრაზით სახეს გამილურ-
ჯებდა, – ყოველდღე დროსა და სივრცეში ვმოგზაურობ იმ იმედით,
რომ მოვასწრებ დაღამებამდე აწმყოში და ჩემს ნათესავებთან დაბ-
რუნებას, მაგრამ ეს დაწყევლილი ღამე...
მართლაც ასე იყო. გამახსენდა, როგორ გადახტა ერთხელ ნენე
კომინოზე უფსკრულიდან და როგორ გადაეშვა მატაბელი მის გადა-
სარჩენად. ამ მოგონებამ კიდევ უფრო დამიმძიმა გული. მაშინ ხომ
ირაკლი ჩემ გვერდით იყო, ნენეც ოდნავ უფრო ადეკვატური იყო.
მაშინ ყველაფერი სხვაგვარად... უკეთესად იყო. ახლა? ახლა ჩემ წინ
თავგადახოტრილი ნენე იწვა, რომელიც ყოველ წამს ბრაზდებოდა,
ჭკუიდან იშლებოდა და ჩემთვის დარტყმა ეწადა, რადგან მისი არ
მჯეროდა.
– ნენე, თუ ყოველთვის დროსა და სივრცეში მოგზაურობ, მაშინ
როგორ გაქვს გარე სამყაროსთან ურთიერთობა და კონტაქტი? აი,
მაგალითად, ახლა შენ ხომ ჩემთან ხარ, როგორ შეიძლება თან მელა-
პარაკებოდე და პარალელურად გონებით სხვაგან იყო? ეს ხომ შე-
უძლებელია, – ვკითხე ნენეს, რადგან ყველაფერზე ლოგიკური პასუ-
ხი უნდა მქონოდა.
– ყველა ადამიანში ორი არსება ცხოვრობს... აბსოლუტურად ყვე-

327
ლაში. ჩემი მეორე მე ახლა გონებით სხვაგან... მე-17 საუკუნის ინ-
გლისშია. შენთან კი სხვა ნენე საუბრობს, – განმიმარტა ნენემ და გო-
ნებით იმ ადგილისაკენ გაემართა.
– ნენე, ნენე! – ჩავძახე ნენეს და შევანჯღრიე! – რა ინგლისი, რა
მეჩვიდმეტე საუკუნე? კარგად ხარ? გამოფხიზლდი, ეს უკვე სასაცი-
ლოა, გესმის? სასაცილოა უბრალოდ!
– არ არის სასაცილო, – მიპასუხა ნენემ და ჩემი ხელები მზერით
მოიცილა. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც თვალები უფრო
ძლიერი ჰქონდა, ვიდრე ხელები. ნენეს თვალებს ფიზიკური ძალაც
ჰქონდა, – სოფოკო, ადამიანს ფრთები რატომ არ აქვს იცი? მხოლოდ
იმიტომ, რომ ფიქრით ბევრად შორს შეუძლია გაფრენა... ისიც და-
იმახსოვრე, რომ ყველაში ცხოვრობს ორი ნაწილი, მაგრამ ბევრს არ
შეუძლია ამის აღაირება. მილიონიდან ერთს შესწევს ამის ძალა. მე
ვხედავ ჩემს მეორე მე-ს, ბევრი კი – ვერა. ბევრს ეს სისულელედ მი-
აჩნია, რადგან უბრალოდ ვერ ხედავენ ამას, მაგრამ ამას დანახვა
არც სჭირდება. ამის აღიარებისთვის მხოლოდ შეგრძნებაა საჭირო.
ის უნდა იგრძნო, შეიძლება სადმე შორს იყოს შენგან, შეიძლება სულ
სხვა ადამიანშიც კი იყოს მოკალათებული შენი მეორე „მე“. სწორედ
ამიტომ განიცდის ზოგჯერ ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ უდი-
დეს ლტოლვას. ეს არც სიყვარულია და არც მეგობრობა. უბრალოდ
ვერ ხვდები, რომ იმ ადამიანში შენი მეორე „მე“ იმალება. სულ სხვა
ადამიანში... შენი ნაწილი. ეს ხომ სასწაულია, სოფოკო? – მკითხა
ნენემ და ნაღვლიანად შემომხედა. მანიშნა, რომ საწოლიდან წამოდ-
გომა და საავადმყოფოდან გაქცევა უნდოდა.
ნენეს პასუხი ვერ გავეცი. წამით დავიჯერე, რომ ყოველ ადამი-
ანში იმალება ორი არსება. სწორედ ამიტომ აქვს ადამიანს ორი ყუ-
რი, ორი თვალი, ორი ნესტო. სწორედ ამიტომაა ადამიანის სხეულის
მარჯვენა ნაწილი განსხვავებული მარცხენისაგან. შეუძლებელია
სრული სიმეტრია. ბევრი მეცნიერი იმასაც ამტკიცებდა, რომ თუ

328
ადამიანის სხეული სრულ სიმეტრიამდე მიაღწევს – ის გარდაიცვლე-
ბა. ვერც ხსნიდნენ თავის ვარაუდს. მაგრამ ნენეს მსჯელობამ მიმახ-
ვედრა თუ რატომაა ეგრე... ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი „მე“ ერ-
თმანეთს ეჯახება. ერთი გული, ერთი ტვინი... ვერ უძლებენ ამას და
ადამიანი კვდება.
მაგრამ მე უფრო სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. ნენემ თქვა, რომ
მეორე „მე“ შეიძლება სულ სხვა ადამიანში იმალებოდეს და მის მი-
მართ ლტოლვას განიცდიდე. ისეთ ლტოლვას, რომელსაც ვერც ხსნი-
დე. ისეთ ლტოლვას, რომელიც არც მეგობრობა და არც სიყვარული.
ისეთ ლტოლვას... რომელიც მე მატაბელის მიმართ გამაჩნდა.
ზედმეტად რეალისტი ადამიანი ვიყავი, ნენესთვის რომ დამეჯე-
რებინა. მის აწითლებულ თვალებს მივუახლოვდი და ფრთხილად
ვკითხე:
– თუ ამბობ, რომ ყოველდღე დროში მოგზაურობ და როდესაც
ჩვენს აწმყოს უახლოვდები, მაშინ ღამდება, მხოლოდ ერთი კითხვა
მიჩნდება, ნენე. როგორ ასწრებ ერთ დღეში ამდენი რამის მონახუ-
ლებას?
– იმიტომ, რომ მე ვაზროვნებ. აზროვნება და ადამიანის ფიქრი
ბევრად სწრაფია, ვიდრე მოქმედება. ნუთუ შენც არ ყოფილხარ
მსგავს სიტუაციაში? – მკითხა ნენემ, რომელიც უფრო ღიზიანდებო-
და, მისი რომ არ მჯეროდა.
– რა სიტუაციაში?
– როდესაც შენი გონება წამის მეასედში უამრავ მოვლენას გადა-
გიხვევს თვალწინ? ყველა ადამიანს შესწევს ამის ძალა. და იცი რო-
დის ხვდებიან ამას?
– როდის? – ვკითხე ნენეს, მაგრამ მისი ლაპარაკი ჩემთვის მაინც
არაადეკვატური იყო.
– მაგალითად უბედური შემთხვევების დროს. ნუთუ არ შეგიმჩნე-
ვია? როდესაც გგონია, რომ მანქანა გეჯახება და სულ მალე გაგი-

329
ტანს. ამას რამდენი დრო უნდა? წამი? ორი ან დიდი-დიდი სამი? მაგ-
რამ გაიხსენე რამდენი მოგონება ამოტივტივდება გონებაში? დაწყე-
ბული შენი ბავშვობით და დამთავრებული ამ შემთხვევით. ეს ადა-
მიანის გონებაა...მეტი კი არაფერი.
– ნენე, მე მხოლოდ ამაში გეთანხმები, მაგრამ დანარჩენი რაც
თქვი... სრული აბსურდია. არანაირი მოჩვენებები არ არსებობენ.
შენ უნდა გამოკეთდე, – შევემუდარე ნენეს და მის ფერმკრთალ სა-
ხეს შევხედე.
– სოფოკო, – მომმართა და სახეზე კვლავ თბილი და საყვარელი
გამომეტყველება დაეტყო, – შეეხე ჩემს ხელებს და ნახავ, რომ სი-
მართლეს ვამბობ.
– კარგი, – ვთქვი მხოლოდ იმიტომ, რომ ნენე კიდევ უფრო არ
გაგიჟებულიყო და თითები მის გახურებულ ხელს შევახე. იმდენად
ცხელი ხელი აღმოაჩნდა, თავი ძლივს შევიკავე, რომ წამსვე არ ამე-
წია ჩემი თითები.
– ახლა მეორე ხელსაც შეეხე, – მითხრა ნენემ და ისე გამიღიმა,
რომ მისი ორივე ეშვი დავინახე.
მეორე ხელს იმ შიშით ვეხებოდი, რომ ამჯერად დამწვრობა არ
მიმეღო ნენეს გახურებული ხელის გამო. ფრთხილად დავადევი თი-
თები, შვება ვიგრძენი... საოცრად ცივი, მეტსაც გეტყვით, გაყინული
ხელი ჰქონდა.
– ხედავ? – მკითხა ნენემ და თავისი ღიმილი კიდევ უფრო გა-
აფართოვა.
– ეს შეუძლებელია. ერთი ხელი – ცივი, მეორე კი – მხურვალე, –
ვთქვი სასოწარკვეთილმა.
– შესაძლებელია, – მიპასუხა ნენემ, თან ჩემს ხელებს არ უშვებ-
და.
საოცარი გრძნობა იყო, ნენეს გაორება ვიგრძენი, მაგრამ მაინც
ვცდილობდი საღი აზროვნება შემენარჩუნებინა და ამის ობიექტური
მიზეზი მეპოვა.

330
– შენ... ნენე, შენ ავად ხარ. იმდენად ავად, რომ შეიძლება ნივ-
თიერებათა ცვლა დაგერღვა. დროულად უნდა შეატყობინო ექიმს,
ცალი ცივი ხელი მხოლოდ მარჯვენა სხულის დაჩირქებაზე უნდა
მეტყველებდეს, – ვუთხარი ნენეს და გავიფიქრე, რომ ექიმისთვის
აუცილებლად უნდა მეკითხა ამის შესახებ. ვნერვიულობდი იმაზე,
რომ ნენე შეიძლებოდა ხელის გარეშე დარჩენილიყო. ან სულაც, სხუ-
ლის მარჯვენა ნაწილის გარეშე.
– რატომ არ გინდა ასე ჯიუტად ამის დაჯერება? – მკითხა ნენემ
და ჩემს ხელებს კიდევ უფრო ჩაეჭიდა.
– ეს სრული სისულელეა. ზედმეტად რაციონალურად ვაზროვ-
ნებ, ასეთი რამ რომ დავიჯერო.
თვალწინ მხოლოდ სიტყვები ტრიალებდნენ: ხედავდე იმას, რაც
არ არის, ჩვეულებრივი სიგიჟეა, მაგრამ აქციო ეს რეალობად, გენია-
ლურობის ტოლფასია.
ნეტა, რას ან რამდენს მივცემდი მხოლოდ იმისთვის, რომ მქონ-
დეს ზუსტად ისეთივე ცხოვრება, როგორც ჩემს ფანტაზიებშია?
– მე... მე მენატრება შენი სითბო, – უეცრად თემას გადაუხვია ნე-
ნემ და ჩემს ხელებს ფრჩხილებით მოუჭირა, – მენატრება იმიტომ,
რომ ჩემი უდარდელი ბავშვობა და მამა მახსენდება.
მამამისის ხსენებაზე მხოლოდ ერთი კითხვა გამიჩნდა, ნუთუ არ
ახსოვდა, რომ მატაბელი დაადანაშაულეს ტარიელის მკვლელობა-
ში? ნენეს მდგომარეობა ხომ ამ ფაქტის მერე გაუარესდა.
– მეც მენატრები, – გავაგრძელე მე და სახეშეცვლილ მეგობარს
შევხედე, – ძველი და სათუთი ნენე მენატრები. ვერც კი ვიგრძენი,
ასე სწრაფად როგორ შეიცვალე და უხეშ გოგოდ გადაიქეცი. იცი რო-
გორ მენატრები?
– აღარ გიყვარვარ? – მკითხა ნენემ მისთვის უჩვეულო გულჩვი-
ლობითა და სენტიმენტალურობით. ამის გაგებისთანავე ვიგრძენი,
რომ მას სითბო და სიყვარული აკლდა, – შევიცვალე და აღარ გიყ-
ვარვარ? – ისევ მკითხა ნენემ და აცრემლდა.

331
– ახლაც მიყვა... – და სიტყვა არ დავასრულე, ვერ ვიტანდი ამ
სიტყვას და ვერც ფარისევლობას. მიჭირდა იმის აღიარება, რომ ნე-
ნე გაცოცხლებულ მკვდარს უფრო ჰგავდა, ვიდრე პატარა გოგონას.
ნენემ ჩემი პასუხი რომ ვერ მიიღო, კიდევ უფრო აცრემლდა და
პატარა მტირალა ბავშვად გადაიქცა. იმ მომენტში ის ისეთი უძლუ-
რი და მარტოსული იყო, რომ მის თვალებში ძველი ნენე ამოვიკითხე.
– ახლაც მიყვარხარ, ნენე. შენ ყველას უყვარხარ. მაგრამ შენი
მოჩვენებები უნდა დაივიწყო მანამ, სანამ ყველა არ დაგივიწყებს
შენ.
– კარგი. ცოტა ხნით ეს ხელბორკილები მომხსენი, საშინლად მი-
ჭერს, – მთხოვა ნენემ.
ხელბორკილებს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ რომ დავინახე,
ნენეს გალურჯებული ხელები, მივხვდი, რომ მართლა უჭერდა.
– წესიერად მოიქცევი? – ვკითხე ნენეს გამომცდელად.
– გეშინია ჩემი? – მკითხა ნენემ გულდაწყვეტით, – როგორ შეიძ-
ლება ადამიანი თან გიყვარდეს და თან მისი გეშინოდეს?
„შეიძლება“, – გავიფიქრე მე და გადავწყვიტე სამედიცინო ხელ-
ბორკილები მომეხსნა ავადმყოფისგან.
– მადლობა, რომ მენდობი, – მითხრა ნენემ და ამ ფრაზით დამარ-
წმუნა, რომ მისი ნდობა მართლა შეიძლებოდა.
– ნენე,მთავარია შენ საკუთარ თავს ენდობოდე, – ვუთხარი ნენეს
და ორივე ხელბორკილისგან გავათავისუფლე, – სულ თავისუფალი
იქნები, თუ... – ვერ მოვასწარი წინადადების დასრულება, ისე
მკვირცხლად დამახტა და პირდაპირ იატაკზე გამაკრა.
– მე ისედაც თავისუფალი ვარ გონებით, – ჩამძახა ნენემ პირში.
მისი ღრიალი ლომის ბღავილს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის
კვნესას, – სად არის მატაბელი? – მკითხა მოულოდნელად ნენემ,
რომელსაც მანამდე არც აწუხებდა ეს.
– გამიშვი, შენზე არანაკლებ ძლიერი ვარ და გადაგაბრუნებ იცო-

332
დე, – ვუთხარი ნენეს, რომელიც ჩემს გულ-მკერდზე იყო მოკალათე-
ბული და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
– სად არის მატაბელი? – გამიმეორა მკაცრად ნენემ.
– მანამდე რატომ არ მკითხე ეს? მეგონა არც გახსოვდა, – ვკითხე
ნენეს და ვიგრძენი, რომ სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა.
– მანამდე არ მიპასუხებდი. – და რატომ გგონია, რომ ახლა გიპა-
სუხებ?
– აი რატომ, – მითხრა ნენემ და გულ-მკერდზე უფრო ძლიერად
დამაწვა.
ვეღარ ვსუნთქავდი, ნენე იმდენად მიჭერდა ფილტვებზე, საკუ-
თარ ხელებს ვეღარ ვგრძნობდი. თითოეული ჰაერის ნაწილაკი ჩემ-
თვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი იყო.
– მატაბელი? – ამოვისუნთქე ძლივს, – ის... აააჰ... ვეღარ ვსუნ-
თქავ, ნენე!
იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის სუნთქვის საშუალება მიეცა, კიდევ
უფრო მომაწვა. მინდოდა მისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ გამახ-
სენდა, რა მკაცრად გამაფრთხილეს ექიმებმა, რომ მატაბელის გაქ-
ცევაზე არაფერი მეთქვა.
– სადმე აქ იქნება, საქართველოში.
– ტყუი! – დამიღრიალა ნენემ და ამჯერად კისერზეც დამადო ხე-
ლი.
– გაიქცა! – ვთქვი ჰაერის ბოლო ყლუპით.
ნენე მიხვდა, რომ სიმართლე ვუთხარი, რადგან ამაზე უარესს მა-
ტაბელი ვერც იზამდა. კისრიდან ხელები გამიშვა და ისევ თავის სა-
წოლზე ჩამოჯდა.
კინაღამ მომკალი! – ვუსაყვედურე ნენეს და ჰაერის ჩასუნთქვით
დავტკბი.
– სხვანაირად ვერ გათქმევინებდი. მე ხომ ყველას უსუსური ბავ-
შვი ვგონივარ, რომელსაც სიმართლე უნდა დაუმალონ.
– შენზე ზრუნავე...

333
– მე ის მიყვარდა! მან კი მამა მომიკლა! – გადამიჭრა ნენემ და
სიმწრით თმაზე ხელი წაივლო, მაგრამ რომ იგრძნო, ეს უკანასკნელი
თავზე არც ჰქონდა, კიდევ უფრო გაბრაზდა, – მეგონა მასაც ვუყ-
ვარდი. ის კი უკანასკნელი დამნაშავე აღმოჩნდა და ბოლოს საერ-
თოდ გაიქცა!
– ტყუილად დაადანაშაულეს, ნენე, – ვეცადე ნენეს დამშვიდება,
რათა ჭკუიდან კიდევ უფრო არ შეშლილიყო.
– მაშ, რატომ გაიქცა, თან რამდენიმე საათით ადრე? – მკითხა
ნენემ და უფრო ბრაზიანი ხმით გააგრძელა, – ყველა მეუბნებოდა,
რომ ტელევიზიით არასწორად გამოაცხადეს და სინამდვილეში მა-
ტაბელი ციხეში ჩასვეს. ეს მე უფრო მამშვიდებდა, რადგან მაშინ და-
ვიჯერებდი, რომ მან გაქცევაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რათა
თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. მაგრამ შენ მითხარი, რომ
ის გაიქცა!
ვიგრძენი, რაოდენ შევცდი, ნენეს სიმართლე რომ გავუმხილე.
მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მომკლავდა! იმასაც
მივხვდი, რამდენად წინდახედული იყო ნენე. თავისი ავადმყოფობის
მიუხედავად, მაინც გათვალა, რომ ჩემთან წინასწარ არ უნდა ელა-
პარაკა მატაბელის გაქცევაზე. რადგან მე მის დამშვიდებას და მოტ-
ყუებას შევეცდებოდი. დრო საუკეთესოდ გამოიყენა, ბორკილები
მომახსნევინა და სიმართლე მათქმევინა. რა მშვენივრად მოუკატუ-
ნებია თავი დასაწყისში, თითქოს არც ახსოვდა მატაბელის საქმე!
– მეგონა ვუყვარდი! განა ვინმე შეძლებდა ჩემს შეყვარებას? მე
ხომ ყველასთვის გიჟი ვარ? არასდროს არავინ შემიყვარებს! ის ისე-
თი განსაკუთრებული იყო... – თქვა ნენემ და მისი სიტყვებიდან მივ-
ხვდი, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, მატაბელი მისი ძმა თუ იყო.
– ახლაც უყვარხა... – გაჩუმდი, – გადამიჭრა ნენემ.
– ნენე, ვეღარ მოგითმენ მეტს, იცოდე! – ვუპასუხე მკაცრად ნე-
ნეს, რადგან მისი სითავხედე მაცოფებდა.

334
– ვერც ვერავინ მითმენს! მხოლოდ მატაბელს ჰქონდა ამის უნა-
რი. მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ...
– რატომ?
– მე ხომ მამაჩემის მკვლელი მიყვარს. მატაბელის შეხება და მისი
ძალა მენატრება. მისი გონებრივი ძალა, რომელსაც ჩემი ატანა და
დამშვიდება შეეძლო. ის არ უნდა მიყვარდეს, არა! მაგრამ ეს აკ-
რძალვა კიდევ უფრო მაყვარებს მას!
ვერ ვიჯერებდი, რომ ნენეს საკუთარი ძმა შეუყვარდა. იქნებ უნ-
და მეთქვა მისთვის სიმართლე? მაგრამ ეს საჭირო რომ ყოფილიყო,
მატაბელი დიდი ხნის წინ გაუმხელდა თვითონ. თანაც ნენე საშინ-
ლად გაბრაზდებოდა, რომ ბოლო საათებში მატაბელი მხოლოდ მე
დამემშვიდობა და არა მას.
– ის გაიქცა, დანაშაულს გაექცა! – ნენემ ისე ხმამაღლა დაიწყო
მოთქმა, რამდენიმე წამში ალბათ შემოვიდოდნენ ექიმები, – როგორ
ვცდილობდი მისდამი დამემალა ყველა განცდა, რადგან ვგრძნობდი
დაბრკოლებას ამ სიყვარულში, ეს დაბრკოლება თურმე მისი დანა-
შაული ყოფილა!
ნენე ვერც ხვდებოდა, რომ ნამდვილი დაბრკოლება მათი დაძმო-
ბა იყო. გული მტკიოდა, რომ ნენე ასე იტანჯებოდა, მაგრამ ექიმების
დაძახება მაინც დამჭირდა.
– რა ხდება? როგორ გათავისუფლდა? – მკითხა მკაცრად ულვა-
შებიანმა ხანდაზმულმა ექიმმა, რომელმაც ნენე ძალით დააწვინა სა-
წოლზე.
– მე გავათავისუფლე...
– ვინ მოგცათ ამის უფლება? ეს სამედიცინო დაწესებულებაა და
არა თქვენი რეზიდენცია! – დამიყვირა ექიმმა და რამდენიმე წამში,
ინექციის შეყვანით, ნენე გათიშა.
– ნუ მიყვირით! და ავადმყოფს წესიერად მოეპყარით! – ვუპასუ-
ხე ექიმს და გათიშულ ნენეს შევხედე, – ხელბორკილები ხელზე
უჭერდა! სრულიად გალურჯებული ჰქონდა!

335
– მეგონა, თქვენ მაინც არ გაებმეოდით მის მახეში, – მიპასუხა
ექიმმა და ხელბორკილებზე მიმანიშნა.
– რა მახეში?
– ხელებს მაქსიმალურად ზევით წევს და საგანგებოთ ცდილობს,
ხელბორკილებმა კვალი დაუტოვოს, რათა მნახველს თავი შეაცო-
დოს. მისი ხრიკია!
– ნუთუ მაგდენს ხვდება? – ვკითხე ექიმს, რადგან გამიკვირდა
ნენეს ამდენი მოხერხება და ტვინი თუ გააჩნდა.
– მაგდენს? ჰა, უფრო მეტსაც ხვდება! საოცარი ტვინი აქვს! ხე-
დავთ მის ერთ გაციებულ და ერთ გახურებულ ხელს?
– დიახ, დიახ... ამის შესახებ უნდა მეკითხა, – ვუთხარი ექიმს და
ინტერესით განვეწყვე მის მოსასმენად.
– ირწმუნება, რომ მასში ორი „მე“ იმალება. რა აბსურდია! სინამ-
დვილეში, კი გონებრივად აღწევს ამ ეფექტს. საოცარი თვითდაჯე-
რების უნარი აქვს. სამედიცინო პრაქტიკაში ცოტაა ასეთი მაგალი-
თი. სხვათაშორის, ერთი პაციენტი იმასაც ირწმუნებოდა, რომ მას
მარჯვენა ფეხი სულ ტყუილად ჰქონდა და საქმე ამპუტაციამდეც კი
მიიყვანა. ნენეს შემთხვევაც დაახლოებით ანალოგიურია... ახლა კი,
გთხოვთ, დატოვოთ ოთახი.
ნენეს პალატიდან გამოვედი და მამაჩემს მივუახლოვდი.
– მართლა გადასულა ჭკუიდან, – ვუთხარი შეწუხებულმა და
იქაურობის დატოვება მომინდა.
– საწყალი გოგო, – თქვა მამამ და ნენეს პალატაში შეიჭყიტა, –
მალე მის მთელ ქონებას ნათესავები დაიტაცებენ.
– რა მნიშვნელობა აქვს? მაინც არ სჭირდება ეს დაწყევლილი
ფულ..
– ისევე როგორც მატებელს არ სჭირდებოდა ის ფული, რომელ-
საც წვავდა ან ანადგურებდა და შემდეგ მიცვალებულისთვის ჩაეყო-
ლებინათ, ითხოვდა? – აღნიშნა მამამ, თანაც ყოველდღე ცდილობ-
და, მატაბელის მიმართ ყველანაირი გრძნობა გამქრობოდა.

336
– უნდა წავიდე, – ჩავილაპარაკე.
– იცოდე, – ხელზე მომქაჩა მამამ და უფრო მკაცრი ტონით მით-
ხრა, – ჩემი ხელით მოვკლავ, თუ ის ბინძური ვირთაგვა მოგეკარება.
– ვერც მომეკარება, გაიქცა. კმაყოფილი ხარ? – ვუპასუხე უკმე-
ხად, რადგან იმანაც, სხვა ადამიანებივით, მატაბელი შეიძულა.
– არა. ციხეში რომ ჩაძაღლდება, მერე ვიქნები კმაყოფილი.
– გამიშვი. უნდა წავიდე, – ვუპასუხე მამას ბრაზით და მისი ძლი-
ერი ხელი მოვიშორე.
– სად?
– კარლოსთან.
– ყველა მეგობარი ან უკანასკნელი დამნაშავე, ან მათხოვარი, ან
გიჟი რატომ გყავს? – მკითხა მამამ უკმაყოფილოდ.
– ალბათ მეც მათნაირი ვარ გულის სიღრმეში, – ვუპასუხე და ტო-
ნის თვალით ვანიშნე, რომ კარლოსთან მის გარეშე მინდოდა წავსუ-
ლიყავი.
– ჭკუით, – მომაძახა მამამ მკაცრად და თვითონ ნენეს პალატაში
შებრუნდა.
ჩანთა მხარზე გადავიკიდე და საავადმყოფოს გასასვლელისკენ
გავემართე. მამაჩემზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან მატაბელი
სძულდა. ნენემაც კი დაიჯერა მისი დამნაშავეობა. მხოლოდ მე ვიყა-
ვი ის ერთადერთი, რომელსაც მატაბელის სჯეროდა. და ამის მიზეზი
ნამდვილად მქონდა.
მანქანაში ჩავჯექი და ჩემი ერთ-ერთი მეგობრისკენ გავემართე.
მამაჩემი მართალი იყო: მატაბელი – დამნაშავე (და არა მკვლელი),
ნენე – გიჟი, კარლო – მათხოვარი. ყველა ჩემი მეგობარი ... ყველა
ჩემი ნაწილი იყო. თაკოც ჩემი ნაწილი იყო. ის ნაწილი, რომლის სა-
ხესაც მე ვატარებ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ოთხი მეგობრიდან ორი
უკვე დავკარგე: მატაბელი და ნენე. გადავწყვიტე, რომ კარლოს და
თაკოს უფრო მყარად ჩავჭიდებოდი.

337
სუნიან უბანს მივუახლოვდი და მანქანა გასაღებით ჩავკეტე. ყვე-
ლა მათხოვარი თვალმოშტერებული მიმზერდა. სათითაოდ უკვირ-
დათ, რა მინდოდა იქ, თანაც ჯიპით და დაცვის გარეშე. კარლოს სა-
დარბაზოს ავუყევი და მის კარზე მივუკაკუნე. ჩემს კაკუნს უკვე ზე-
პირად ცნობდა: 1,3,6 კაკუნი. სულ მალე მივხვდი, რომ კარლო შინ
არ იყო. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ უკვე თვე გასულიყო,
რაც არ მომინახულებია მომხდარის გამო. ვიცოდი, რომ ის კარს მუ-
დამ ღიად ტოვებდა, ამიტომ ფრთხილად გამოვაღე და შევედი. პირ-
ველი, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა იყო ის, რომ არანაირი ცუ-
დი სუნი არ იდგა. კარლოს სუნი რომ გამქრალიყო, ამას რამდენიმე
კვირა მაინც დასჭირდებოდა, ნუთუ კარლო ამდენი ხნის განმავლო-
ბაში სახლში არ დაბრუნებულა? მისაღებ ოთახში შევედი და მაგი-
დაზე დატოვებული წერილი დავინახე.
– ნუ ხო, აბა როგორ? ამასაც უნდა მივეტოვებინე! – ვუთხარი
საკუთარ თავს და წერილი ხელში ავიღე.
„ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარელო პატარებო, ჩემო სოფოკო
და თაკო, მე გტოვებთ და სოფელში ვბრუნდები. იმ ადგილას, სადაც
დავიბადე და ბავშვობა გავატარე. მაპატიეთ რომ პირადად ვერ გნა-
ხეთ და ვერ გითხარით, მაგრამ არც თქვენ გქონდათ ამის დრო და
არც – მე. ჩემო ძვირფასებო, ჩემო პატარებო... ჩემთვის მხოლოდ
რამდენიმე ძვირფასი ნივთი წავიღე. მათ შორის თქვენი საჩუქრე-
ბიც. ჩემი აყროლებული სუნიც თან მიმაქვს. ის ხომ ჩემი ნაწილია.
გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ასაკში ხართ. მე ეს წლები დამეკარგა,
ახალგაზრდობის წლები... დამეკარგა, რადგან უბედური შემთხვევა
დამემართა და ამის გამო საყვარელი ადამიანიც დავკარგე... კი არ
დავკარგე, მან მე მიმაგდო. სიყვარულს ვეღარასოდეს ვიწამებ... გუ-
ლი გაუჩერდაო, ხომ გაგიგიათ? ტვინს ძალზედ იშვიათად ემართება
ეს, ის უფრო გამძლეა – მას მიენდეთ. თუმცა, სიყვარული ან მხო-
ლოდ სრულიად უტვინოებს არ შეუძლიათ, ან გენიოსებს. უკანას-
კნელნი თავისი შემოქმედების იქით ვერაფერს ხედავენ, უტვინოებს

338
კი ვერც აუხსნი ამ გრძნობის სიწრფელეს. მე კი ჯერაც ვერ გამიგია,
რომელი ვარ, ამხელა კაცი ახლაც საკუთარი თავის ძიების პროცეს-
ში ვარ. გახსოვდეთ, ერთადერთი გზა გახდე უკეთესი – დაამარცხო
შენი გუშინდელი მავნე „მე“. მაგრამ ამას ამ წუთას მნიშვნელობა არ
აქვს... თქვენ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი წლები გააფერადეთ,
ბავშვობის ფერები შემმატეთ და ბედნიერება მაჩუქეთ. ბედნიერე-
ბას ბრჭყალებით უნდა ჩაეჭიდოო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ
ბედნიერებას, რომელიც შეიძლება გაგექცეს, აზრი არ აქვს. თქვენ
მაჩუქეთ წლები... სწორედ ის ახალგაზრდობის წლები, რომლებიც
წართმეული მქონდა. თქვენ კი აღადგინეთ თითოეული წამი და შე-
იყვარეთ მოხუცი კარლო. გულითადი მადლობა ამისთვის...
კარლომაც დამტოვა! იქნებ მე არ ვიყავი მეგობრების ყოლის
ღირსი? თუმცა, მაინც მიხაროდა, რომ კარლო თავის სოფელს დაუბ-
რუნდა, ის ხომ ასე ძალიან განიცდიდა ამ განშორებას. ვერ ვხვდე-
ბოდი, რას გულისხმობდა თავის ახალგაზრდობის წლებში და რატომ
დაეკარგა მას ეს ასაკი გონებიდან ან რატომ მიატოვა საყვარელმა
ადამიანმა.
კარლოს სახლიდან გამოსულმა, მანქანა ავამუშავე და შინისკენ
გავემართე. თვალწინ მედგნენ სამნი: ნენე, მატაბელი და კარლო.
თითოეული ისეთი გამორჩეული და განსხვავებული, მაგრამ ჩემ-
თვის ერთნაირად მნიშვნელოვანი. სამივეს დიდი ხანი ვიცნობდი,
მაგრამ ვერც ერთის ისტორია ვერ გამიგია...

339
26
დღეს ის დღე იყო, რომელსაც ასე ძალიან ველოდებოდი რამდე-
ნიმე წელიწადი. სწორედ ის დღე, რომელმაც მიმახვედრა, რამდენად
გავიზარდე და ზრდასრულ ადამიანად გადავიქეცი. ჩემი დაბადების
დღე და ბანკეტი ერთდროულად. სკოლის ბანკეტს და სრულწლოვა-
ნებას ისე ველოდებოდი, რომ ამ გაუსაძლისმა სურვილმა ამ დღის
გემო დამაკარგვინა. ასე ხდება ხოლმე, მაშინ, როდესაც აღმატებით
ოცნებობ რამეზე და ბოლოს მიაღწევ კიდევაც საწადელს, მას გემო
ეკარგება. ეს იმიტომ ხდება, რომ ძლიერი სურვილი ტვინს მთელი
არსებით ეჭიდება და დროთა განმავლობაში იცვითება და ჩვეულებ-
რივ მოვლენად გადაიქცევა.
მატაბელის დამნაშავედ გამოცხადების შემდეგ, ორი თვე გავიდა.
პოლიცია ამაოდ ცდილობდა მის პოვნას – ის უჩინარივით გაქრა. მი-
სი პოვნა შეუძლებელი იყო. როგორ იპოვიდით უჩინარ ადამიანს,
რომელმაც დამატებით უჩინარის მანტია შემოისხა? ვერც ვერანა-
ირად! არც კი მჯეროდა, რომ ამ ორმა თვემ ისე გადაირბინა, მატა-
ბელის ვერც ერთ ბგერას ვერ მოვკარი ყური. ის არა მხოლოდ კა-
ნონს, არამედ ადამიანებსაც გაექცა.
340
საღამოს ხუთი საათი იყო. კაბა ჩავიცივი და ლამაზად გამოვიპ-
რანჭე. ვიცოდი, რომ მთელი დღე და ღამე კლასელებთან და მასწავ-
ლებლებთან ერთად უნდა გამეტარებინა. ტონიმ მანქანის კარი გა-
მიღო და მითხრა:
– სრულწლოვანი გახდით, თან სკოლაც დაამთავრეთ. გილო-
ცავთ! – ტონის ღიმილი რომ შეძლებოდა, აუცილებლად გაიღიმებ-
და.
– მადლობა, ტონი, – ვუთხარი დაცვას და ვიგრძენი, როგორ მახ-
სენებდა მისი ყოფნა კომინოზე მომხდარ ინციდენტსა და ახალ ამ-
ბებში გამოცხადებულ საზარელ ინფორმაციას.
ტონი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ მომენტში გაჩნდა. მანამ-
დეც ვიცნობდი, მაგრამ პირად დაცვად სწორედ პირველი მკვლელო-
ბის მერე მომევლინა. მისი სამსახურიდან გაშვება და ყველაფრის
დავიწყება მინდოდა. მაგრამ ტონის გაქვავებულ სახეს რომ შევხე-
დე, მივხვდი, რამდენი შესწირა მან ამ სამსახურს, გული შემეკუმშა
იმაზე ფიქრით, რომ ტონი თავის უკანასკნელ წლებს მარტოობაში
გაატარებდა.
– მანქანა დამიტოვე, აქეთობისას მარტო წამოვალ, – ვუთხარი
ტონის და ვთხოვე სახლში დანარჩენ დაცვასთან წასულიყო.
– რატომ?
– არ მინდა, რომ თან მსდიო. სკოლის ბანკეტია ბოლოს და ბო-
ლოს. არ მინდა, რომ კლასელებმა უხერხულად იგრძნონ თავი, – გან-
ვუმარტე ტონის და გავღიზიანდი იმით, რომ ყველაფერზე ახსნა-გან-
მარტება უნდა ჩამებარებინა.
– კი მაგრამ, თქვენი კლასელები თავად მდიდრები არიან და დაც-
ვით დადი. . . “
– ტონი! შე ვთქვი უკვე, რაც უნდა გააკეთო, – შევაწყვეტინე ტო-
ნის და ვანიშნე, რომ მანქანა ამ რესტორანთან უნდა გაეჩერებინა.
ტონიმ სურვილი შემისრულა, მანქანა დამიტოვა და ცალი ხელით
საწყლად დამემშვიდობა. ყოველთვის მაკვირვებდა, რა უხეში იყო

341
ის სხვა ადამიანებთან, მაგრამ რა თბილი ჩემთან და ჩემს მეგობრებ-
თან.
– სოფოკო, სოფოკო, მოხვედი? – მომიახლოვდა თაკო და ლოყა-
ზე გადამკოცნა, – გიხარია, რომ ბანკეტს და დაბადების დღეს ერ-
თად იხდი?
– სულ ერთია ჩემთვის.
– რა გჭირს ახლა? დღეს უნდა გამხიარულდე! – მითხრა თაკომ
ხალისიანად და ჩემი გამხიარულება სცადა, – დაივიწყე ის საძაგელი
მატაბე...
– აღარ თქვა ეს, – ვუპასუხე მეგობარს, რომელსაც სხვების მსგავ-
სად არ სჯეროდა მატაბელის უდანაშაულობა და ცდილობდა ამაში
მეც დავერწმუნებინე.
– დღეს მხიარული უნდა იყო! – გამიმეორა თაკომ და შეუმჩნევ-
ლად რესტორნის შესასვლელისკენ მიბიძგა.
– კარგი, ვეცდები, – დავუდასტურე ღიმილით და ვეცადე მეგობ-
რის განწყობაც არ გამეფუჭებინა.
რესტორნის ინტერიერი ისეთივე იყო, როგორიც ბავშვობის
ზღაპრებში მეოცნებებოდა. პატარა სოფოკოს ღრმად სწამდა, ასეთ
შენობაში შესვლისას აუცილებლად შეიცვლებოდა და ჭკუა მოემა-
ტებოდა. მხოლოდ ახლა ვხვდებოდი, რომ ეს ბავშვური ფანტაზიის
ნაყოფი იყო. სინამდვილეში, რესტორნის ფერები ჩემს პიროვნებას
ვერაფრით შეცვლიდა, აი განწყობაზე კი ნამდვილად იმოქმედა.
ვარდისფერმა ჭაღმა პირველი კლასი გამახსენა. პერიოდი, როდესაც
მონდომებით ვაგროვებდი თოჯინებს და თმას სურვილისამებრ ვუწ-
ნავდი. მისაღების ცისფერმა კედლებმა ზაფხული და კომინო გამახ-
სენეს. გულში სურვილმა იმძაფრა, ხმელთაშუა ზღვაში ჩავმხტარი-
ყავი და ქვიშაში ჩავფლობილიყავი. შავმა მაგიდებმა და სკამებმა კი
რეალობაში დამაბრუნეს და გამახსენეს, რომ იმ ეტაპზე ჩემი ცხოვ-
რება ყველაზე მეტად ამ ფერით იყო სავსე.
რესტორნის დიზაინერს ვერაფერს დავუწუნებდი. ახალგაზრდა

342
და თანამედროვე ბიჭის ხელი ეტყობოდა. თითოეული კუთხე თავისი
გემოვნებით მოუპირკეთებია. ხიბლიც ამაში იყო: თავისუფლებასა
და თავისებურ გემოვნებაში.
მაგიდასთან რბილად მოვკალათდით. თითოეული კლასელი სა-
უკეთესოდ იყო ჩაცმული. არც კი მჯეროდა, რომ მაკიაჟსა და კაბებს
ასეთი ძალა ჰქონდა. გასწვრივ ჩვენი მასწავლებლები ისხდნენ, რომ-
ლებიც, როგორც წესი, ბანკეტს რამდენიმე საათში ტოვებდნენ და
ბავშვებს სრულ თავისუფლებას ანიჭებდნენ.
– საბა სუხიაშვილი აგვიანებს. არც მიკვირს, – ვუთხარი თაკოს
და იქაურობას გადავხედე.
– ხო აბა, თავი ხო უნდა გამოიჩინოს? ჰგონია, თუ დაიგვიანებს –
ყველას ყურადღებას მიიპყრობს, – მიპასუხა თაკომ და ჭამა დაიწყო.
არც შემცდარა. ჩვენი შეკრებიდან ერთი საათის შემდეგ, დარბა-
ზის კარი გაიღო და საბა შემობრძანდა. საოცრად თავდაჯერებუ-
ლად მოდიოდა, თმაზე ლაკი გადაესვა და ვარცხნილობა ცხიმიან
ზეთს უფრო მიუგავდა, ვიდრე ადამიანის თმას. ფეხზე იდეალურად
გასუფთავებული შავი წვეტიანი ლაკის ფეხსაცმელი ეცვა და გულის
ჯიბეში ერთი ცალი ვარდი ედო. საბა დარწმუნებული იყო თავის
სიმპათიურობაში, მაგრამ თაკოს პირიდან სიცილისგან გამოვარდნი-
ლი საჭმლით მიხვდებოდით, რომ საბა ძველმოდური მანანა მასწავ-
ლებლისთვისაც კი სასაცილოდ გამოიყურებოდა.
– მობრძანდა ვაჟბატონი. ჰი-ჰი, – გადაიკისკისა თაკომ და ისე
გახალისდა, ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა საბა და გულის-
ჯიბიდან ვარდი მიაწოდა.
– ეს შენ, – უთხრა საბამ და ყველას თანდასწრებით თაკოს ვარდი
უძღვნა.
– მეე? – ხო.
– აა, მადლობა, არ მინდა, თქვა გულუბრყვილოდ თაკომ და
უხერხულობისგან შემობრუნდა და ჭამა გააგრძელა.

343
წამით ვიფიქრე, რომ საბა მატაბელის დარიგების მერე შეცვლი-
ლიყო, მაგრამ, რომ დაინახა, რა უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო თა-
კომ, ვარდი პირდაპირ მის თეფშზე მოისროლა.
– არც ვაპირებდი ჩუქებას, – იცრუა საბამ და ჩემსა და თაკოს
შორის თავით შემოვიდა, – ახლა ვინღა დაგიცავთ? ის მკვლელი? ჰმ,
ეჭვი მეპარება, – გვითხრა საბამ ირონიულად.
– თავი დაანებე, – მითხრა თაკომ და ხელი დამიჭირა, როდესაც
დაინახა, რომ საბასთვის პასუხის გაცემას ვაპირებდი.
საბა კმაყოფილი რომ მოგვშორდა, თავი უხერხულად ვიგრძენი
იმის გამო, რომ ამ ბიჭს ყველაფერი თავის ნებაზე გასდიოდა. მაგი-
დასთან ერთი საათი ვიჯექი და თითოეულ კლასელს გულდასმით
ვათვალიერებდი. ვხვდებოდი, რომ ბევრ მათგანს აღარც ვნახავდი.
ზოგი საზღვარგარეთ მიდიოდა, ზოგი კი მამამისის აშკარა მაჟორი
შვილი იქნებოდა. ერთ ფაკულტეტზე მხოლოდ მე და პატარა რეზო
ვაბარებდით. მისი ჭკუისა და გონების გათვალისწინებით კი, ბევრ
რამეს მიაღწევდა და მომავალში იქნებ კონკურენტებიც კი ვყოფი-
ლიყავით. თვალი შევავლე მის დახვეწილ ჩაცმულობას, რომელსაც
ვერ დაუმალავს რეზოს უშნო სახე და პატარა ტანი. მაგრამ ამის მი-
უხედავად, ის მაინც კარგად გამოიყურებოდა. კარგად, იმიტომ რომ
ტანსაცმლის და ყდის შიგნით ვხედავდი ტვინს, რომელმაც აბსოლუ-
ტურად ყველაფერი იცოდა. მიჭირდა იმის წარმოდგენა, როგორი გა-
მომძიებელი იქნებოდა რეზო. ნამდვილად იყო ჭკვიანი, მაგრამ გა-
მომძიებლობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლდა. გული დამწყდებოდა,
რეზოს წარმატება რომ არ მიეღწია, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ
სამართალი – მისი არ იყო. მას მეცნიერებასა და ენერგეტიკაში უფ-
რო ვხედავდი, ვიდრე ისეთ ცოცხალსა და მოძრავ პროფესიაში.
თვალები დავახამხამე და რეზოს მერე აცეკვებულ საბა სუხიაშ-
ვილზე შევაჩერე მზერა. ვერც ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ამ ამო-
რალურ ადამიანს, რომელსაც ტვინი ბაყაყის განავალს უფრო მი-
უგავდა, ვიდრე ადამიანის მთავარ ორგანოს, რეზოსთვის დაეცინა.

344
საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ დედამიწაზე მხოლოდ ჭკუა
ვერაფერს შესძლებს. განათლება მოხერხებულობასა და სისწრაფე-
ში უნდა იყოს აზავებული. ასე მაგალითად, ამება ერთადერთი არსე-
ბაა, რომელსაც ფიზიოლოგიურად ტვინი არ გააჩნია, მაგრამ უკვე
ამდენი საუკუნეა ბინადრობს. ეს მხოლოდ მისი ბუნებასთან ჰარმო-
ნიულობით აიხსნება.
ბოლოს მანანა მასწავლებელს შევხედე, რომელიც, სხვა პედაგო-
გებთან ერთად, შინ დაბრუნებას აპირებდა. გამახსენდა, როგორ ვა-
იძულე გულის საიდუმლო გაემხილა. ის ისტორია, რომელიც მის საყ-
ვარელ ადამიანს შეეხებოდა. მისი ატირებული სახის მიუხედავად,
მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ მას ის კაცი უყვარდა. „ქიმიურმა რეაქ-
ციამ მისი ტვინის უჯრედები დააზიანა, ის ვერ მცნობდა, მე დავტოვე
მისი ცხოვრება. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ წლების მერე მას შე-
საძლოა ჭკუა დაბრუნებოდა, მაგრამ მე ამას ვერ დაველოდებოდი.
მე ხომ ისეთი ახალგაზრდა ვიყავი“ – გავიხსენე მანანას სიტყვები და
ზიზღნარევი სიბრალული ისევ მომეძალა მისდამი. ნუთუ არ ნანობ-
და ასეთ საქციელს, არადა, თითქოს ის ადამიანი უყვარდა.
– წამოდი, გავაცილოთ მასწავლებლები, – მანიშნა თაკომ და
მითხრა, რომ სულ მალე მხოლოდ თანაკლასელები დავრჩებოდით.
– მოვდივარ, – ვუთხარი თაკოს და პედაგოგებს მივუახლოვდი.
დამრიგებელმა ღვინით სავსე ჭიქა აიღო და გვითხრა:
– თითოეული თქვენგანი ჩემთვის იმდენად განსხვავებული, მაგ-
რამ ერთნაირად თბილია, რომ ვგრძნობ, როგორ შეუძლია ადამია-
ნის გულს რამდენიმე არსება უყვარდეს. ბოლო წელიწადში ბევრი
რამ მოხდა. ბევრი ცუდიც და კარგიც. ზოგმა მეგობრები დაკარგა, –
თქვა დამრიგებელმა და მე შემომხედა, – ზოგს კი ნამდვილი სიყვა-
რული ეწვია, – გააგრძელა და ჩვენი კლასის წყვილს შეხედა, – თედო
და ელენე, მიხარია, რომ ერთად ხართ და ერთმანეთი სწორედ კლას-
ში გაიცანით. – ამ სიტყვების შემდეგ დამრიგებელმა კიდევ ბევრი
რამ შეგვახსენა, მაგრამ ჩემში არც ერთმა სიტყვამ არ გამოიწვია

345
ისეთი დიდი ემოცია, როგორიც მანანას სიტყვების დროს დამებადა.
– თედო და ელენე, იმედია მართლა გიყვართ ერთმანეთი. მაგრამ
ამას მხოლოდ უბედურება მიგახვედრებთ. მე მოგიყევით ისტორია
ჩემს სიყვარულზე და ბევრმა დამადანაშაულა იმაში, რომ მე ის კაცი
არ მიყვარდა, რადგან გასაჭირში მივაგდე. მაგრამ არავინ ფიქრობს
იმაზე, რომ გასაჭირში მე სხვა, გონებრივად დაჩლუნგებული, ადა-
მიანი მივაგდე და არა ის, ვინც წლების განმავლობაში მიყვარდა და
ახლაც მიყვარს, – თქვა მანანა მასწავლებელმა და მე შემომხედა, –
ის მეცნიერი, ქიმიკოსი და ...
– აუ დაიწყო, – თქვა საბა სუხიაშვილმა და უტიფრად დარბაზი
დატოვა.
– ის მეცნიერი, ქიმიკოსი და ექიმი იყო, – თქვა მანანამ და უფრო
ხმადაბლა გააგრძელა, – მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვერ განი-
კურნა პათოლოგიური საშინელი სუნისგან, რასაც აყროლებულ
სულს ეძახდა.
მანანას სიტყვების დასრულებისთანავე ვიგრძენი არა მხოლოდ
ჩემი, არამედ თაკოს სწრაფი გულისცემაც.
– წამლის ძიებასა და გამოგონებაში იყო მუდამ და სწორედ იმ
დღეს, როდესაც ასე ახლოს იყო მის აღმოჩენასთან, მოხდა ეს უბე-
დური შემთხვევა და გონებრივად დაჩლუნგდა. მითხარით, რა უნდა
მექნა, მე ხომ ის საერთოდ არ მცნო...
– რა ერქვა იმ კაცს? – შევაწყვეტინე მანანას აკანკალებული
ხმით.
– რა მნიშვნელობა აქვს ამას?
– რა ერქვა იმ კაცს? – გავუმეორე უფრო მტკიცე ხმით და ვიგ-
რძენი, როგორ არ მყოფნიდა ჰაერი.
– კარლო ერქვა, – მიპასუხა მანანამ და ჩათვალა, რომ ეს ინფორ-
მაცია საერთოდ არ იყო რელევანტური.
– ჰქვია! დღემდე ჰქვია! – წამოიძახა თაკომ და მიხვდა, რაშიც
იყო საქმე.

346
– შეიძლება აღარც იყოს ცოცხა...
– მანქანაში ჩაჯექით, – ვუთხარი მანანას სასწრაფოდ და მაგიდი-
დან გასაღები ავიღე.
– ვის მანქანაში? – მკითხა დამფრთხალმა მანანამ შეშინებული
ხმით და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
– ჩემს მანქანაში. მნიშვნელოვან ადგილას უნდა წაგიყვანოთ, –
ვუპასუხე მანანას, კლასელებსა და მასწავლებლებს დავემშვიდობე
და გარეთ მთელი სისწრაფით გავედი.
დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ მანანა დავარწმუნე მანქანა-
ში ჩამჯდომოდა და გზაში არაფერი ეკითხა.
– თავად ნახავთ ყველაფერს, – მშვიდად აცნობა თაკომ ჩვენს შე-
შინებულ მასწავლებელს.
– მშვიდად როგორ ვიყო? არც ვიცი სად მივდივართ! მანქანაში
ლამის ძალით ჩამსვით! ახლავე მითხარით სად მივდივართ, თორემ
პოლიციას დავურეკავ! – გაცხარდა და მანქანის გაჩერება მთხოვა.
– იცით რა არის... – დაიწყო თაკომ, – რომ მივალთ, თავად გა-
იგე...
– კარლოსთან, – წამსვე დავამატე, რადგან დამალვას არც არა-
ნაირი აზრი არ ჰქონდა.
– რომელ კარლოსთან? სულ გაგიჟდით თქვენ?
– იმ კარლოსთან, რომელიც მიაგდეთ! ცოცხალია და თავის გო-
ნებრივ პრობლემებს გაუმკლავდა კიდევაც! – ვუპასუხე მანანას და
გამომცდელად შევხედე.
სახეზე აღბეჭდვოდა შიში და სასოწარკვეთა. მანანას ბევრად ერ-
ჩივნა იქვე მომკვდარიყო და კარლოც იმქვეყნად ეხილა, ვიდრე სულ
რამდენიმე საათში. მოჭარბებული ემოციისგან ხელების კანკალი
აუვარდა და სუნთქვა გაუჭირდა.
– რა? რა მითხარით? ცოცხალია? როგორ მიაგენით? – გვკითხა
მანანამ ისეთი ხმით, თითქოს არც შეჰპარვია ამაში ეჭვი.
– ნაყინს ჭამდა კაფეში, ჯერ მაშინ მივხვდი, ვინ – ძლიერი და

347
ჭკვიანი ადამიანი, იმალებოდა ბინძური ტანსაცმლის ქვეშ, – ვუპა-
სუხე მანანას გულგრილად, რადგან ჩემი მეგობარი, კარლო, შემეცო-
და.
– ბინძურ ტანსაცმელში რატომ იყო? – მკითხა მანანამ, რომელიც
ჯერაც ვერ გამოსულიყო შოკიდან.
– მათხოვარია. ამის გამოც ხომ არ უარყოფთ? – ვკითხე ირონიუ-
ლად მანანას და გზას ყურადღებით შევხედე.
– ვერ ვიჯერებ... – თქვა მანანამ და ბავშვივით ატირდა.
– ორ საათში იქ ვიქნებით, – ვუპასუხე მასწავლებელს, რომლის
ცრემლი გულზე საერთოდ არ მომხვედრია.
მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბანკეტზე ვერთობო-
დი, სინამდვილეში კი აგერ უკვე ორი საათი ვიჯექი საჭესთან და
კარლოს სოფლის ასახვევს ვიხსენებდი. დრო და დრო მანანას ვუყუ-
რებდი, მისი სახე იმდენად გაქვავებული და არაფრისმეტყველი იყო,
მანქანას ვაჩერებდი და ვეკითხებოდი, ცუდად ხომ არ გრძნობდა
თავს.
ღამის საამი საათი და ავტომაგისტრალი თითქმის ცარიელი იყო.
ასეთ სიბნელეში მანქანას ძლივს ვატარებდი, თუმცა კიდევ უფრო
გამიჭირდა, როდესაც ავტობანიდან გადავუხვიე და სრულიად უკაც-
რიელ ადგილას შევედი. გზას მხოლოდ მანქანის ფარები და ცხოვე-
ლების წითელი თვალები ანათებდნენ.
იმ წუთებში თავი წარსულში წარმოვიდგინე, ისიც კი დავიჯერე,
რომ მე და თაკო მომავლიდან გადმოვხტით და ვცდილობდით აგვე-
ცილებინა ის უბედური შემთხვევა, რომლის გამოც კარლოს რამდე-
ნიმე წელიწადით ტვინის მუშაობის სრულყოფილი უნარი წაერთვა
და მანანას კარლოს მიტოვება მოუწია. ისევ მანანას შევხედე და მისი
ახალგაზრდული იერი წარმოვიდგინე...
წარსულში მოგზაურობა: მანანას ძველებური ნაწნავები და
აწითლებული ლოყები, კარლოს დანახვისას კიდევ უფრო რომ წით-
ლდებოდა. მე და თაკო?... უბრალოდ დროის მანქანაში ვისხედით,

348
არც ვარსებობდით და მხოლოდ შუამავლის როლებს ვასრულებდით,
რომლებთაც წარსული უნდა გაეუმჯობესებინათ. წამდაუწუმ ყვე-
ლაფერს ვცვლიდით: თუ დავინახავდით ავარიას, დროს უკან ვაბრუ-
ნებდით და ფრთხილად გადასვლას ვთხოვდით. ქურდობის შესახე-
ბაც დროულად ვაგებინებდით მაღაზიის მეპატრონეებს. ყველაფერს
ვცვლიდით... რისი შეცვლაც მომავალს გააუმჯობესებდა. ისიც წარ-
მოვიდგინე, რომ წლები გავიდა და ისევ აწმყოში დავბრუნდით: და-
გეთანხმებით, ბევრად უკეთესი იყო თითოეული ქუჩა და ზოგადი კე-
თილდღეობა. ჩემს სახლშიც კი შევედი, მაგრამ თვითონ სად ვიყავი?
არც ვარსებობდი! წარსულში არსებული თითოეული დეტალი იმდე-
ნად შეცვლილიყო, რომ ჩემმა მშობლებმა, უბრალოდ, ვერ მოახერ-
ხეს ერთმანეთის გაცნობა... უმნიშვნელო დეტალებმაც კი უზარმაზა-
რი ზეგავლენა მოახდინეს აწმყოზე. ჩემს გონებას უჭირდა იმის
აღიარება თუ როგორ შეეძლო ასეთ ცვლილებებს წარსულში გამო-
ეწვია კონკრეტული ადამიანების არ დაბადება? საქმე კი სულ მარ-
ტივად იყო... ყველაფერი შევცვალე, ამ ყველაფერმა კი მე შემცვალა
და ჩემი არსებობაც კი გააქრო.
ამაზე დაფიქრებისას მივხვდი, რომ მანანასა და კარლოს ისტო-
რიას არც შევცვლიდი. იმის მიუხედავად, რომ კარლო ჩემი მეგობა-
რი იყო და უზომოდ მეცოდებოდა, თავსგადახდენილ უბედურ შემ-
თხვევას მაინც დავტოვებდი მის ცხოვრებაში იმ მარტივი მიზეზის
გამო, რომ შესაძლოა სწორედ ამ შემთხვევამ დაუდო საფუძველი
ჩემს ან თაკოს, დედაჩემის ან სხვების დაბადებას, გარდაცვალებასა
თუ გარდაქმნას. ნუ გგონიათ, რომ თუკი კონკრეტული ინციდენტი
წარსულში თქვენთან უშუალო კავშირში არ იყო, ის თქვენს არსებო-
ბას არ შეცვლიდა! ფატალისტი არც არასდროს ვყოფილვარ და არც
ვამბობ, რომ ყველაფერი რაც კი ხდება – უკეთესობისკენაა, ამის
არც არასდროს მჯეროდა. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი – და-
ვით აღმაშენებელს რომ მთელი სამყარო დაეპყრო, თქვენი არსებო-
ბა დედამიწაზე გამორიცხული იქნებოდა! წარსულ ცხოვრებაში

349
დავთმობდი თუ არა ჩემს სიცოცხლეს ქვეყნის გაფართოებისთვის?
გზაში არც მანანას ამოუღია ხმა და არც თაკოს, სამივე ჩუმად
ვისხედით და გარემოს ვათვალიერებდით. კარლოს თითოეულ სიტ-
ყვას ვიხსენებდი და მანანას მონაყოლს ვადარებდი. „მან მე მიმატო-
ვა“ – გავიხსენე კარლოს სიტყვები და თავი ვიმართლე, რომ ამ სიტ-
ყვებიდან კავშირს ვერანაირი გამომძიებელიც კი ვერ დაადგენდა.
„ახალგაზრდობის წლები დამეკარგა, რადგან უბედური შემთხვევა
დამემართა და ამის გამო საყვარელი ადამიანიც დავკარგე... კი არ
დავკარგე, მან მე მიმაგდო“. – გავიხსენე კიდევ ერთი წინადადება
კარლოს წერილიდან. ისიც გამახსენდა, როგორ გვიყვებოდა კარლო
თავის სამეცნიერო მიღწევებზე, საზღვარგარეთ რომ მოუწია გამ-
გზავრება, ექიმი და ქიმიკოსი რომ იყო. ახლა ვხვდებოდი, რატომ ჩა-
იქნია ხელი ცხოვრებაზე და რატომ იქცა მათხოვრად. მაგრამ ექი-
მებს სიმართლე უთქვამთ, რამდენიმე წელში კარლოს მართლა და-
უბრუნდა გონებრივი ძალა, მაგრამ ამ დროს მანანა სადღა იყო? უც-
ნაურია, მაგრამ სკოლაში... მე მასწავლიდა. მე – იმ ადამიანს, რომე-
ლიც მის ძველ სიყვარულს შეახვედრებდა.
კარლოს ჭიშკარს მივუახლოვდით და მანქანა გავაჩერე.
– ეს მისი სახლია, – წარმოვთქვი ჩუმად, არ მინდოდა ხმაურზე
მეზობლებს გამოეხედათ.
– მეშინია, წლებია არ მინახავს, – თქვა მანანამ და სახეზე ხელები
აიფარა.
იმ დროს არა მანანაზე, არამედ კარლოზე ვდარდობდი. თუმცა
ორივე მეცოდებოდა იმით, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ ერთად
ბედნიერად ეცხოვრათ კარლოს გამოჯანმრთელების შემდეგ, მაგ-
რამ ერთმანეთი არც უნახავთ. ახლა კი, წლების მერე, ყველაფერს
აზრი ჰქონდა დაკარგული. მეტისმეტად გვიანი იყო! თუმცა არც
კარლო და არც მანანა არ მეცოდებოდა ისე, როგორც მათი საერთო
ისტორია.

350
კარლოს სახლი, როგორც ყოველთვის, ღია იყო ნებისმიერი მომ-
სვლელისათვის. მხოლოდ მას ესმოდა, რომ ვერავინ ვერასდროს მო-
პარავდა მას ადამიანურ ფასეულობებს, ამიტომ კარის დატოვებისა
არც ეშინოდა. „ჩემს გულს ვერ მომპარავენ“ – მითხრა ერთხელ.
– სადაა კარლო? – მკითხა თაკომ და შემცბარ მანანას შეხედა.
– არ ვიცი, – ვთქვი წუხილით და ძებნა გავაგრძელე.
ამაოდ ვცდილობდი კარლო მეპოვა. ის არსად იყო. არ მინდოდა
იმის დაჯერება, რომ ისე გარდაიცვალა, მანანა არც კი უნახავს. კა-
რადებიც კი გამოვაღე იმ იმედით, იქნებ და ვამპირივით იმალებოდა.
არც გამიკვირდებოდა, ყოველთვის მაოცებდა თავისი ხასიათით.
– არა! არა! – დავიყვირე უარესი სასოწარკვეთით და ვიგრძენი
როგორ მეკუმშებოდა გული ამ ბნელ ოთახში, – დავაგვიანეთ! არ-
სად არაა! ალბათ გარდაიცვალა! – ვაგრძელებდი კვნესას და
ვხვდებოდი, რომ სახლის სიბნელე ჩემში შიშს იწვევდა. შიშს, რომ
სულ რამდენიმე დღის წინ აქ ვიღაცა გარდაიცვალა.
– იქნებ საერთოდ მომატყუე, სოფოკო? – მკითხა მანანამ მხო-
ლოდ თავის დასამშვიდებლად.
– ალბათ გერჩივნათ გარდაცვლილიყო და არც განკურნებული-
ყო. მაშინ თავისმართლების საუკეთესო საშუალება გექნებოდათ.
იტყოდით, ხომ ხედავთ – ექიმები ცდებოდნენ და მისი გამოჯან-
მრთელების ლოდინი ამაო იყო! – დავუყვირე მანანას და თვალებზე
ცრემლი მომადგა. მეცოდებოდა საწყალი მოხუცი, რომელმაც ვერ
მოასწრო მანანასთვის გულის გადაშლა და თავისი ცოდნის მიუხე-
დავად წამლის გამოგონება.
ტახტზე ჩამოვჯექი და ბალიშს მივეყრდენი. კარლოს გაძვალტყა-
ვებული და დაბერებული თითები გამახსენდა. იქნებ სადმე ტყეში
ისე მოკვდა, ვერც კი იგრძნო მისმა არც ერთმა მეზობელმა. ასაკის
სხვაობის მიუხედავად, მან უამრავი რამ მასწავლა. მე, ამხელა გო-
გოს, ზღაპრებს მიყვებოდა და მათ ნამდვილობაში მარწმუნებდა. მე
არ მჯეროდა ზღაპრების, ყველა ზღაპარს ხომ კარგი დასასრული

351
აქვს. ცხოვრებას, მწერლისგან განსხვავებით, მეტი დრამა, მეტი სევ-
და, მეტი ტირილი და ცუდი დასასრული უყვარს!
– წავიდეთ სასაფლაოზე, – ვთქვი გულდაწყვეტით და მანანას გა-
რეთ გასვლა ვთხოვე.
მანანა ჩემ წინ მიდიოდა, რადგან არ მინდოდა, რომ კარლოს სახ-
ლიდან უკანასკნელი ის გასულიყო. ამის ღირსი არ იყო! ჯობდა მე
და თაკოს, კარლოს მეგობრებს, დაგვეტოვებინა ბოლოს მისი სახლი.
მისაღებ კარებს რომ ვკეტავდი, თავი ჩავღუნე და თავი გულისამრე-
ვად ცუდად ვიგრძენი. ცხოვრების ბინძური თამაშისგან მერეოდა
გული!
უეცარმა სიჩუმემ მაიძულა თვალები ამეწია და ზევით ამეხედა...
კარებთან კარლო იდგა. დინჯად, გაუნძრევლად და მკაცრად.
– კარლო, კარლო! ეს შენ ხარ. მე გიცანი! – დაიყვირა მანანამ და
კარლოს მუხლებში ჩაუვარდა, – მაპატიე, მაპატიე, დროის უკან დაბ-
რუნება რომ შემეძლოს...
– რას იზამდი? – ჰკითხა კარლომ ცივად და მანანა წამოაყენა.
– მე... მე... არ მიგატოვებდი, – თქვა მანანამ და 50 წლის ქალიდან
20 წლის გოგონად გადაიქცა.
– ეჭვი მეპარება, – მიუგო უფრო ცივად კარლომ და ხელებით მა-
ნანას გახურებული თითები მოიშორა.
– სხვა გზა არ მქონდა, გესმის? გესმი...
– შენ მე მიმაგდე, – შეაწყვეტინა კარლომ და ცდილობდა მანანას
ცრემლებისთვის ყურადღება არ მიექცია.
– მაგრამ მე... – შენ მე მიმაგდე, – გაიმეორა კარლომ.
– მაპატიე... – თქვა მანანამ, თავი დახარა და გამხდარი ხელები
სახეზე აიფარა.
არ მეგონა მანანა როდესმე თუ შემეცოდებოდა, მაგრამ მისმა
ფერდაკარგულმა სახემ მიმახვედრა, რამდენად ცუდად და მძიმედ
გრძნობდა თავს იმ წუთას ქალი. იმის მიუხედავად, რომ ეჭვი მეპა-
რებოდა კარლოს სულგრძელობასა და მიტევების უნარში, იმედი

352
მქონდა, რომ შეძლებდა ეპატიებინა.
– მაპატიე, მაპატიე, – ემუდარებოდა მანანა და ისე მწარედ ქვი-
თინებდა, გამძვინვარებულ ლომსაც კი მოულბობდა გულს.
კარლომაც ვეღარ გაუძლო საყვარელი ქალის ტირილს, თვითო-
ნაც გული აუჩუყდა, თავისი ძველი სიყვარული თვალწინ დაუდგა და
ბოლოს მანანას უთხრა:
– მე გამიჭირდა შენი პატიება... მაგრამ ბოლოს სიყვარული უფ-
რო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე წყენა, – თქვა მტკიცედ კარლომ და
გააგრძელა, – დღემდე მიყვარხარ, მოხუცი, ჭაღარა და გაძვალტყა-
ვებული, – უთხრა კარლომ მანანას, მისკენ დაიხარა და შუბლზე აკო-
ცა.
თაკოს ვანიშნე, რომ იქაურობა იმ წამსვე უნდა დაგვეტოვებინა.
იმ დღეს კარლოსთან სიტყვაც კი არ გვითქვამს, მაგრამ ეს მრავალ-
სიტყვაობაზე ბევრად უფრო ძლიერი სათქმელი აღმოჩნდა. – არსე-
ბობს შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გულით უნდა მიახვედრო
სათქმელი, ეს სწორედ ის შემთხვევა იყო. სიტყვაც არ მითქვამს იმა-
ზე, თუ საიდან და როგორ ვიპოვე მანანა, მაგრამ დარწმუნებული
ვიყავი, რომ კარლო ამას ისედაც მიხვდებოდა.
– წავედით, თაკო, – ვუჩურჩულე მეგობარს.
– აუ ახლა? ყველაზე საინტერესო მომენტში? – მითხრა ბუზღუ-
ნით თაკომ, რომელიც გულაჩუყებული დარჩა მომხდარით.
თავით ვანიშნე, რომ ეს ახლავე უნდა გაგვეკეთებინა. ჩახუტე-
ბულ და აცრემლებულ წყვილს გავერიდეთ და გასასვლელისკენ გა-
ვეშურეთ. გამოსვლისას კარლოს ერთ-ერთ კარადაში დავინახე მა-
ნანას წითელი ჩანთა, რომელიც ოდესღაც მე და თაკომ ბოღმისგან
მოვპარეთ და სანაგვეში გადავაგდეთ. ღიმილით გამახსენდა კარ-
ლოს სიტყვები წერილიდან „მხოლოდ რამდენიმე ძვირფასი ნივთი
წამოვიღე“, მანანას ჩანთაც და თავად მანანა კარლოსთვის მნიშვნე-
ლოვანი და ძვირფასი იყო.
ღამის სამი საათი იყო, როდესაც მაგისტრალზე აღმოვჩნდით და

353
თბილისისკენ მივქროდით.
– გახსოვს, მაშინაც გაგვიკვირდა, მანანას ჩანთა რომ წაიღო ვი-
ღაცამ? – მკითხა თაკომ და მანქანის საქარე მინა ჩასწია, – ის, რასაც
ყურადღებას არ ვაქცევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდე-
ბა ხოლმე.
– ხო... – ვუპასუხე თმაგაშლილ თაკოს, – მაგრამ რამდენი დრო
დაკარგეს უერთმანეთოდ, წარმოგიდგენია?
– იცი, იშვიათია გამძლე სიყვარული წლების მერე, – მითხრა თა-
კომ და თავისუფალი გზის ჰაერი ჩაისუნთქა.
– თაკო... – ხო?
– ეს ჩემი საუკეთესო ბანკეტი და დაბადების დღეა, – ვუთხარი
მეგობარს და ვიგრძენი რა დიდი აღმოჩენა გავაკეთეთ იმ დღეს.
ხუთს წუთები აკლდა, რესტორანს რომ იმ იმედით მივუახლოვ-
დით, იქნებ და ბანკეტი კიდევ გრძელდებოდა... შიგნით შევედით და
არავინ დაგხვდა. გამორთული სიმღერა, დაცარიელებული მაგიდე-
ბი, ჩხუბისგან გადატრიალებული ზოგი სკამი და სრული სიმშვიდე.
დღეს გამოვტოვე ყოველივე ის, რაც ფილმებსა თუ წიგნებში ყველა-
ზე დასამახსოვრებელია ხოლმე. დაბადების დღე და ბანკეტი გზაში
გავატარე... არც მიცეკვია, არც მიმღერია და ვერც ნომინაციაში შევ-
ძელი მონაწილეობა, სადაც უეჭველად „ყველაზე უჟმურის“ ტიტულს
მარგუნებდნენ. რესტორნიდან გამოვედი და გარეთ მეგობართან ერ-
თად ჩამოვჯექი.
– აი ჩვენი ბანკეტი, ყველაფერი გამოვტოვეთ, – მითხრა თაკომ
ყოველგვარი გულისწყვეტის გარეშე.
– ის შემპირდა, რომ ჩემს მე-18 დაბადების დღესა და ბანკეტზე
გვერდით მეყოლებოდა, – ვთქვი ნაწყენი ხმით, – თავის სიტყვას ყო-
ველთვის ასრულებდა, მაგრამ ამჯერად...
– მატაბელს გულისხმობ? – მკითხა თაკომ რიტორიკულად და გა-
მამხნევებლად ჩამეხუტა.
ვარსკვლავების თვალიერება ყველაზე ბანალურ და ზედმეტად

354
სენტიმენტალურ მოვლენად მეჩვენებოდა. მაგრამ თვალების აწევი-
სას და კოსმოსური სხეულების დანახვისას მივხვდი, რომ ჩვენი პა-
ტარა დედამიწა არც არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ზე-
ვით არსებობს. ადამიანები იმდენად ბრმები ვართ, რომ მზეს და ვარ-
სკვლავებსაც კი ვერ ვუყურებთ რეალურ დროში. თითოეული ვარ-
სკვლავი იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ ჩვენამდე მისი შუქის მისაღ-
წევად ზოგჯერ წლებია საჭირო. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ
თუ ვარსკვლავს ახედავთ, უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს გამოსახულება
სანამ თქვენამდე მოვიდოდა, ბევრჯერ შეიცვლებოდა. აი ეს ვარ-
სკვლავი... შეიძლება სულ სხვა ადგილასაა ახლა, ან იქნებ ჩამქრა-
ლია კიდევაც. ისეთი, როგორსაც ახლა ვხედავთ – სინამდვილეში
წლების წინ იყო, რადგან მისმა შუქმა ჩვენამდე დროის დიდი მონაკ-
ვეთის მერე მოაღწია.
საათზე დილის ხუთმა რომ დაკრა, რესტორნიდან ახალგაზრდა
ოფიციანტი გამოვიდა და ჩვენკენ გამოემართა.
– ორი თვის წინ ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა, რომ თქვენთვის
დღეს, ზუსტად ხუთ საათზე ეს გადმომეცა, – მითხრა ბიჭმა და ხელ-
ში ქოთნიანი ყვავილი და წერილი გადმომაწოდა.
– მადლობა, – ვუთხარი ბიჭს და ყვავილი გამოვართვი.
ეს ის ყვავილი იყო, კუნძულ კომინოზე რომ ვნახეთ მე და მატა-
ბელმა, ყველაზე საშიში და სუნიანი ყვავილი – რაფლეზია... წერილი
გავხსენი და წავიკითხე:
„სიახლოვე მხოლოდ ჰორიზონტალურობით არ იზომება. ზევით
აიხედე და დაინახავ, რომ მე დანაპირებს ვასრულებ და ახლა შენთან
ვარ, უბრალოდ ვერტიკალურად“.
– ზევით ავიხედე და ჰაერში ვერტმფრენი შევნიშნე. ძალიან მაღ-
ლა იყო, მაგრამ ზუსტად ჩემს თავზე, მაღლა... ძალიან მაღლა. იმა-
საც მივხდი, რომ იქ მატაბელი იჯდა, რომელმაც ორი თვით ადრე
გათვალა, რომ ასეთ დღეში ჩავარდებოდა.
ყვავილ რაფლეზიას დავხედე და გამახსენდა, რა მითხრა მაშინ,

355
თვეების წინათ, კუნძულზე მატაბელმა: „ეს ყვავილი ჭაობივითაა,
ოღონდ ლამაზი ჭაობივით, რომელიც გიზიდავს, გინდა შეეხო,
გრძნობ, რომ რაღაცა გაშორებთ, ერთად ვერ იქნებით, რადგან ის
წყალია, შენ კი მიწა, მაგრამ მიდიხარ, იწევ მისკენ, გრძნობ, რომ უკ-
ვე ჰაერი აღარ გყოფნის და უკან იხევ. იმდენად გინდა მასთან დაახ-
ლოება, მზად ხარ ამორალური ქცევისთვის, სიკვდილისთვისაც. “ მა-
შინ მეგონა, რომ მატაბელი ყვავილის თვისებაზე მეუბნებოდა, ახლა
კი ვხვდებოდი, რომ ლამაზ ჭაობში მე მგულისხმობდა...
– როგორ ყარს! – თქვა თაკომ და ქოთნის ყვავილს დახედა, რო-
მელსაც, მართლაც, საშინელი სუნი ასდიოდა, რადგან მწერიჭამიად
ითვლებოდა.
– ეს ყველაზე სასიამოვნო სუნია, თაკო!

356
27
არადა დრო კი არ მირბის, ჩვენ გავურბივართ...
ორმა წელიწადმა ისე სწრაფად გაირბინა, ვერც მოვასწარი გადა-
მეხარშა, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების რიტმი და რითმი. სა-
სურველ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობდი
და უკვე მესამე კურსზე ვიყავი. იმთავითვე მინდოდა რომელიმე დე-
ტექტივთან ან გამომძიებელთან მემუშავა, თუმცა მითხრეს, რომ მი-
ნიმუმ მესამე კურსზე უნდა ვყოფილიყავი, რათა სათანადო ცოდნა
შემეძინა. ორი წელი ტყუილად არ მიცდია: კარგი განათლების მიღე-
ბისა და ბეჯითი მეცადინეობის შემდეგ, ლექტორმა გამახარა და
მითხრა, რომ ათასი სტუდენტიდან კონკურსში მხოლოდ ორმა გა-
იმარჯვა. ერთ-ერთი მე ვიყავი, მეორე კი – რეზო, რომელიც, დარ-
წმუნებული ვიყავი, პრაქტიკულ გაუსაძლის მუშაობას უბრალოდ
ვერ გაუძლებდა.
– სოფოკო და რეზო, – მოგვმართა სისხლის სამართლის ლექ-
ტორმა, – გილოცავთ ამ წარმატებას! მხოლოდ თქვენ შეძელით კონ-
კურსში გამარჯვება. დღეიდან ცნობილი დეტექტივის სტაჟიორები
იქნებით.
357
– წელს რომელ დეტექტივთან მოგვიწევს მუშაობა? – იკითხა რე-
ზომ უბრალოდ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, რადგან პასუხი
ისედაც იცოდა.
– რა თქმა უნდა დეტექტივ თენგო მარგიანთან. მან ორი წლის წინ
ქვეყნის ყველაზე ახმაურებული საქმე გამოიძია და დამნაშავე გამო-
ავლინა, მასზე უკეთესი დეტექტივი ჯერ საქართველოს არ ჰყავს.
ძალიან გაგიმართლათ.
ლექტორის პასუხი არ გამკვირვებია, ისედაც ცხადი იყო, რომ
წელსაც თენგო გაუძღვებოდა ორი სტუდენტის გაწვრთნას. მატაბე-
ლის დამნაშავედ გამოცხადების შემდეგ, ჩვენს უნივერსიტეტში რამ-
დენიმე ლექცია წაიკითხა, იმ დროს თავს ძალიან უხერხულად
ვგრძნობდი, ამიტომ იმედი მაინც მქონდა, რომ წელს მაინც სხვა დე-
ტექტივს დანიშნავდნენ. – მე და რეზო დეტექტივთან გავეშურეთ,
რომელსაც ორი თვის განმავლობაში ჩვენთვის პრაქტიკული ცოდნის
მინიჭება და სწავლა ევალებოდა. მაინტერესებდა, როგორ შეგ-
ვხვდებოდა თენგო, მაგრამ ინტერესი იმისა, როგორ გაართმევდა პა-
ტარა რეზო სისხლიან მკვლელობებს თავს – ბევრად დიდი იყო.
დეტექტივის კარებს მივუახლოვდით და კაკუნი დავიწყეთ. რამ-
დენიმეწუთიანი კაკუნის შემდეგ, ბრაზი მომერია და უფრო ძლი-
ერად დავიწყე ბრახუნი.
– მორიგემ ხომ თქვა, თავის კაბინეტშიაო? – ვკითხე რეზოს უკ-
მაყოფილოდ.
– კი, – მიპასუხა და თავადაც დაიწყო კაკუნი.
კიდევ რამდენჯერმე რომ დავაკაკუნეთ, მივხვდით, რომ კარს
არავინ გაგვიღებდა. კარს მივეყრდენით და ლოდინი დავიწყეთ.
– დაყრუვდა? დავიჯერო, არ ესმის კაკუნი? – ვკითხე უკმაყოფი-
ლოდ და კარებს უფრო მივაწექი ზურგით.
– შეიძლება ისეა გართული საქმეში, არ ესმის, – მიპასუხა რეზომ
და სისხლის სამართლის კოდექსი ამოიღო.
– ეს რატომ წამოიღე? – ვკითხე რეზოს და სიცილი ამიტყდა.

358
– იქნებ შეგვამოწმოს და კითხვების დასმა დაგვიწყოს?
– რეზო, – ვთქვი გაღიზიანებულად, რადგან ამ პატარა ბიჭს მხო-
ლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდა ყველაფრის მიმართ, – კითხვებს
თუ დაგვისვამს, მერწმუნე, წიგნებიდან არ იქნება. ალბათ უფრო სა-
აზროვნო ამოცანები იქნება, თუმცა ესეც საეჭვოა, ვნახო... – ვერ
დავამთავრე წინადადება, ისე უეცრად გაიღო თენგოს კარი, რომ მე
და რეზო ოთახში პირდაპირ ზურგით დავეცით.
– ვა, ლაწირაკებო, მოხვედით? – გვკითხა თენგომ და ხელი გა-
მომიწოდა.
– ხო, მოვედით, – ვთქვი ბრაზით და ხელი გავუწოდე იმ იმედით,
რომ წამოდგომაში დამეხმარებოდა.
მან ჩემი ხელი მტკიცედ აიღო და მისკენ მიიწია. მეც ვენდე და
სხეული მოვადუნე, რადგან მეგონა თავადაც შეძლებდა ჩემს აწევას.
– დეტექტივობა რომ გინდა, ნუთუ შეიძლება ყველას ნდობა? –
მკითხა თენგომ და ჰაერში ხელი ისე გამიშვა, კარს კინაღამ თავი მი-
ვარტყი.
– კარგად ხარ? რანაირად იქცევი? – ვთქვი მწყრალად, წამოვდე-
ქი და ხელი ნატკენ თავზე მივიდე.
– კითხვებს გისვამ და გამოწმებ, – მითხრა თენგომ და ეშმაკუ-
რად გამიღიმა.
– რა კითხვებს? არაფერი გიკითხავს, – ვუპასუხე ბუზღუნით.
– არ არის აუცილებელი კითხვა სიტყვებს შეიცავდეს, მოქმედე-
ბით შეგამოწმე, – განმიმარტა თენგომ და თავისი სამუშაო მაგიდის-
კენ გაემართა, – რომ მეკითხა, ენდობი თუ არა ყველასმეთქი, მიპა-
სუხებდი, რომ – არა. ამიტომ ვარჩიე მოქმედებით შემემოწმებინა ეს.
– კარს რატომ არ გვიღებდი ამდენ ხანს? – ვკითხე თენგოს, რო-
მელმაც ფეხები მაგიდაზე წამოაწყო.
– შენობის შესასვლელში მივაკარი წარწერა, სადაც ეწერა, რომ
კაკუნის გარეშე შეგეძლოთ შემოსულიყავით, – გვითხრა თენგომ მე
და რეზოს და ლამის ლუპით დაგვათვალიერა.

359
– რა წარწერა? არაფერი გვინახავს, – შეეპასუხა რეზო და
მტვრიან ტანსაცმელზე ხელი გადაისვა.
– პრობლემაც ეს არის. უნდა შეგემჩნიათ, უყურადღებობა დე-
ტექტივის პირველი მტერია, – გვიპასუხა თენგომ და თავისი ეშმა-
კური ღიმილი კიდევ უფრო გააფართოვა. პატარა ბავშვებივით გვე-
ლაპარაკებოდა, თითქოს უბრალოდ დაგვცინოდა.
– რანაირად უნდა გვენახა? საიდან უნდა გვცოდნოდა საერთოდ,
რომ ასეთ რაღაცას მოიფიქრებდი, თან ასეთ ადგილას, ისე, რომ არც
დაგვიწყია მუშაობა, – აღშფოთება კიდევ უფრო მომეძალა და კიდევ
უფრო გავბრაზდი, როდესაც თენგოს გულგრილი და დამცინავი სახე
ვიხილე.
– უნდა შეგემჩნიათ! აბა მკვლელი სამხილს ლანგარით კი არ მო-
გართმევთ! იქ უნდა ეძებოთ, სადაც ყველაზე ნაკლებია პოვნის ალ-
ბათობა, – თქვა თენგომ ამჯერად პროფესიული თავდაჯერებით და
მაგიდიდან ფეხები ჩამოიღო, – კარგი, კარგი, ამის დრო არ გვაქვს.
დასხედით და გულდასმით მომისმინეთ!
ფეხი ფრთხილად გადავდგი და სკამისკენ გავემართე. იმ სკამის-
კენ, სადაც ოდესღაც, თითქმის სამი წლის წინ, მოწმის სახით ვიჯექი
და ჯერ ზურას, შემდეგ კი თენგოს კითხვებს ვპასუხობდი. ამ წლებმა
თითქმის დამავიწყა ის ინციდენტი, მაგრამ დეტექტივის ოთახმა და
ავეჯის სუნმა მიმახვედრა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა ეს
ყველაფერი.
სკამს რომ მივუახლოვდი, რეზომ უაღრესი თავაზიანობით გამო-
მიწია სკამი, რათა მოხერხებულად დავმჯდარიყავი. მაგრამ რო-
გორც კი ორივე სკამებზე დავსხედით, უხეშმა ჭრიალმა მიმახვედრა,
რომ საქმე ცუდად იყო. ზურგი როგორც კი მივაყრდენი, სკამი სრუ-
ლიად დაიშალა და დღეს უკვე მესამედ დავეცი იატაკზე.
– ჰმ... – თქვა ამჯერად უხეშად თენგომ და წაქცეულ მე და რეზოს
დაგვხედა, – არადა გაგაფრთხილეთ, რომ არავის უნდა ენდოთ და
ფრთხილად იყოთ. ცუდია, ცუდია ძალიან!

360
– და ურთიერთთანამშრომლობასა და პატივისცემაზე რას იტ-
ყვით? – წამოვდექი და ლამის ყვირილით მივმართე თენგოს.
– ტონს დაუწიე! – მითხრა ბრაზით თენგომ და დაამატა, – მე კი
არ ვხუმრობ, ასეთ რაღაცეებს რომ გიწყობთ და ამას ბავშვური თვა-
ლით ნუ უყურებთ! ეს ყველაფერი მომავალში გამოგადგებათ. თი-
თოეული დეტალი, თითოეული ნივთმტკიცებულება, ყველაფერი
მნიშვნელოვა...
– მე არ შემიძლია ასე მუშაობა, შენი თითოეული ნაბიჯი უნდა
ვაკონტროლო და ყველაფერი გადავამოწმო? – ვკითხე დეტექტივს
და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
– აქედან თუ გახვალ, უნივერსიტეტიდან გაგრიცხავ, – მითხრა
თენგომ და მიბრძანა დავმჯდარიყავი.
სამი წამი ჯიუტად ვიდექი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თენგო
ამაზე წამსვლელი ნამდვილად იყო, ამიტომ შემოვბრუნდი და გაბრა-
ზებულად ამჯერად ნორმალურ სკამზე დავჯექი.
– აბა რა გეგონა, აქ მამაშენის დაცვა-ბიძიები და მოოქროვილი
სათამაშოები დაგხვდებოდა? – მკითხა თენგომ და საქაღალდე გა-
დაშალა.
– მეგონა, რომ შენ მაინც უნდა გენ...
– ეს მკვლელობა დღეს დილით მოხდა, – ისე უხეშად შემაწყვეტი-
ნა თენგომ და საქმეზე საუბარი დაიწყო, რომ წამით ვიფიქრე, მარ-
თლა ხომ არ დამეტოვებინა იქაურობა, – უფრო დილით რომ მოსუ-
ლიყავით, აჯობებდა.
– გვამს დაგვათვალიერებდნენ? – იკითხა შეშინებულმა რეზომ.
– დიახ, ტვინმოცილებულ გვამს ნახავდით, – დაამატა თენგომ და
იმდენად დაფიქრებული სახე მიიღო, რომ გამახსენდა, როგორ შეეძ-
ლო ამ ადამიანს სრული ტრანსფორმაცია განეცადა ხუმარა ადამია-
ნიდან სერიოზულ და უკარება დეტექტივამდე, – დღეს დილით, ექვს
საათზე, პირველი მსხვერპლის სახლში შევედი, საშინელი სუნი დამ-
ხვდა, მაგრამ ძიება მაინც გავაგრძელე მანამ, სანამ კაცის გვამს არ

361
მივაგენი. ჩემთვისაც კი საშინელი სანახაობა იყო! კაცი თავის საძი-
ნებელ ოთახში ეგდო. მთელი სხეული ჩვეულებრივ ცოცხალ ადამი-
ანს მიუგავდა, მაგრამ მისი თავისთვის რომ აგეხედათ... დაინახავ-
დით, რომ კაცს თავის ზედა ქალა მოხდილი ჰქონდა, ტვინი კი სად-
ღაც გამქრალა. საქმე პათოლოგ მკვლელთან გვაქვს! ჩვეულებრივი
მკვლელები ადამიანებს ესვრიან, მერე კი კურდღლებივით იქცევი-
ან. ეს კი... სახლიდან არანაირი ოქროულობა არ წაუღია, მარტო
ტვინი წაიღო თან.
– ტვინი? რად უნდოდა ტვინი? – ვკითხე თენგოს და ვიგრძენი,
რომ თენგომ საბოლოოდ მიიღო სერიოზული დეტექტივის ამპლუა,
– დასაწყისში თქვი, რომ პირველი მსხვერპლი იყო, კიდევ მოკლა
ვინმე?
– ჯერ არა, მაგრამ მალე მოკლავს. ასეთი მკვლელები ჩემს პრაქ-
ტიკაში იშვიათია, მაგრამ მერწმუნეთ და დაიმახსოვრეთ, თუ ადა-
მიანი უბრალოდ დანით ან იარაღით არ არის მოკლული და საშინ-
ლად დასახიჩრებული, მით უმეტეს ორგანომოცილებულია, იცო-
დეთ, საქმე მისიონერ მკვლელთან გვაქვს.
– მისიონერი მკვლელი? ეს როგორ? – ჰკითხა რეზომ თენგოს
შიშნარევი ხმით.
– მისიონერი მკვლელები თავს დედამიწის მსაჯულებად მიიჩნე-
ვენ, ჩვენამდე რაღაცის მიტანა სურთ და ცდილობენ ქვეყანა სიბინ-
ძურისაგან გაწმინდონ. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, რა მიზანი ამოძრა-
ვებს ამ მკვლელს, მაგრამ ჩვენი მოვალეობა სწორედ ამის გარკვე-
ვაა, – თქვა თენგომ და ეჭვის თვალით შემოგვხედა, – რაღაცა უნდა
დაგაბაროთ, იმედია გაუმკლავდებით?
– ვეცდებით, – თქვა რეზომ და შიშითა და მუდარით შეხედა თენ-
გოს, – ოღონდ ექსპერტიზაში არ გვაიძულოთ წასვლა...
– არა, მოწმეები უნდა დაკითხოთ. ბუნებრივია, მეც ჩავერთვები
ამ პროცესში, თუმცა ყველა წვრილმანს ვერ გამოვიძიებ. ამ კაცის

362
მისამართს მოგცემთ, ყველა მეზობელი დაკითხეთ და კაცის საქმია-
ნობის შესახებაც დაუსვით კითხვები, ყველაფერი ჩაწერეთ, ყურად-
ღებით, იცოდეთ, – გვითხრა თენგომ და კაცის მისამართი მომაწო-
და, – მაგრამ მანამ, მინდა რაღაცა გასწავლოთ, აქ ხომ ამისთვის
ხართ მოსულები. ყველას უკვირს, როგორ ვაგნებ ისეთ მკვლელებს,
რომელთა მიგნება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ იცოდეთ, რომ
ამის ძალიან მარტივი მეთოდი არსებობს: მკვლელის ფსიქიკა და არა
მოქმედებები, – განგვიმარტა თენგომ და მასწავლებლის ტონით გა-
აგრძელა, – ყოველთვის უნდა იფიქროთ მკვლელის მოტივსა და ხა-
სიათზე. ხშირად სერიული მკვლელები ყველაზე მომაჯადოებლები,
სიმპათიურები ან მომხიბლავები არიან, პოლიციასთანაც თანამ-
შრომლობენ და საკმაოდ მიღებულნი არიან მაღალ სოციალურ წრე-
ებთან. მკვლელს რომ ვპოულობთ, ხშირად მის ნათესავებს უკვირთ
ეს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ მკვლელები კარგად არი-
ან შენიღბულნი, მუდამ იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესებს, სისუფ-
თავეს და თავსაც მშვენივრად უვლიან. თუმცა მათთვის სოციალური
ადაპტაცია ყველაზე რთული და მძიმე თემაა, ჭკვიანი და ეშმაკები
არიან. ბუნებრივია, მე საუბარი მაქვს არაადეკვატურ მკვლელებზე
და არა ადამიანებზე, რომლებმაც აფექტის ქვეშ ჩაიდინეს დანაშა-
ული. მინდა, ეს ყველაფერი დაიმახსოვროთ და ყოველთვის მიაქცი-
ოთ ყურადღება დამნაშავის ფსიქოლოგი. ” უნარს.
– საშიში არ არის, მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე რომ მივ-
დივართ? – ჰკითხა რეზომ თენგოს შეშინებული ტონით.
– რატომ უნდა იყოს საშიში?
– ამბობენ, მკვლელები დანაშაულის ადგილს უბრუნდებიან, –
თქვა რეზომ და იგრძნო, რომ პროფესია არასწორად აურჩევია.
– ბავშვმაც კი იცის, რომ მკვლელები ბრუნდებიან იმ ადგილზე,
სადაც ოდესღაც მსხვერპლი გულგრილად მოკლეს. მაგრამ ცოტამ
თუ იცის, რატომ აკეთებს ამას მკვლელი. შენ თუ იცი? – ჰკითხა თენ-
გომ რეზოს და ყურადღებით შეხედა.

363
– არ ვიცი... თენგომ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და რეზოს თვა-
ლებში ჩახედა.
– ისე გამოდის, რომ არც იცი, რისი გეშინია. ასე არ გამოვა, ახ-
ლავე დატოვებ ჩემს კაბინეტს, თუ ასე გააგრძელებ.
– არა, არა. გპირდებით შევეჩვევი ამას! – შეემუდარა რეზო, რო-
მელსაც უნივერსიტეტიდან გარიცხვის უფრო ეშინოდა, ვიდრე
მკვლელის ხილვისა.
– კარგი. მოგცემ შანს, ზოგჯერ შენისთანა წიგნის ჭიებს მოუვათ
ხოლმე თავში საოცარი იდეები. მაგრამ იცოდეთ, მკვლელი დანაშაუ-
ლის ადგილს იმიტომ უბრუნდება, რომ სურს გაიხსენოს ყველა ის
განცდა და გრძნობა, რომელიც მკვლელობასთან ასოცირდებოდა.
უბრალოდ სიამოვნებს ამის გახსენება, – თქვა თენგომ და ხელით
გვანიშნა, მუშაობას შევდგომოდით.
სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდით, დეტექტივმა თენგომ მკაცრი
ტონით დაამატა:
– და კიდევ, ყველაზე მთავარი, რაც ამ პროფესიაში უნდა იცო-
დეთ ეს არის ის, რომ არ არსებობს კარგად დაგეგმილი დანაშაული.
არსებობენ ცუდი დეტექტივები, რომლებიც საქმეს ვერ იძიებენ და
მარცხდებიან.
თენგოს კაბინეტიდან იმ ფიქრით გამოვედი, რომ ეს ჩემი პირვე-
ლი საქმე იყო. მართალია, ყველაზე პრიმიტიული – მოწმეების და-
კითხვა, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევდი, რომ თითოეული
მეზობელი საგულდაგულოდ დამეკითხა.
ჩემთვის გამომძიებლობა იყო პროფესია, რომლისგანაც არც არა-
ნაირი შემოსავალი არ მჭირდებოდა. მამა ზედმეტად ბევრს მაძლევ-
და იმისთვის, რომ საგამოძიებო მანქანით არ მესარგებლა. მერჩივნა
ჩემი მანქანით მევლო, ვიდრე თენგოს მიერ გამოყოფილი დაჟანგე-
ბული 20 წლის მექანიზმით. მანქანა დავძარი და მითითებული ად-
გილისკენ გავემართე.

364
– ტვინი... პირველი მსხვერპლი ტვინის გარეშე დატოვა, – ვუთ-
ხარი რეზოს და ვკითხე, – გაქვს რამე იდეები?
– არა, მაგრამ ჯობია დროულად მოგვივიდეს თავში რაიმე, თო-
რემ მიწასთან გაგვასწორებს ის კაცი.
– ვინ კაცი? – თენგო, – მითხრა რეზომ.
რეზოს ასეთ პასუხზე გულიანად გამეცინა, რადგან ვიგრძენი,
რომ დეტექტივი მის თვალში მკაცრი და მომთხოვნი იყო. ფურცელს
ყურადღებით დავხედე და ვცდილობდი სწორად და მაქსიმალურად
სწრაფად მემოძრავა მითითებულ ადგილამდე, რათა დროულად და-
მეკითხა თითოეული მოწმე.
– აგერ აქაა, – თქვა რეზომ და მიმითითა შენობისკენ, სადაც უამ-
რავი საპატრულო მანქანა იდგა.
– მანქანიდან გამოსვლისას მივხვდი, რომ თენგოს არც დაურიგე-
ბია, რა კონკრეტული კითხვები უნდა დამესვა მეზობლებისთვის.
თავი ხელში ავიყვანე, ღრმად ჩავისუნთქე და სადარბაზოსკენ გავე-
მართე.
– უცხო პირთა შემოსვლა აკრძალულია, – მითხრა მკაცრად პო-
ლიციელმა და უკან დახევა მთხოვა.
– აქ ვცხოვრობთ, – ვიცრუე და პოლიციელს ვანიშნე, რომ ფეხ-
საცმელი ზედმეტად მიჭერდა.
– კარგი შებრძანდით, – მითხრა პოლიციელმა და თავისი საქმე
განაგრძო.
სადარბაზოში შესვლისას რეზომ უკმაყოფილოდ მკითხა: – რა-
ტომ მოიტყუე?
– აბა არანაირი საბუთი არ მოუცია თენგოს და ისე შესვლის უფ-
ლება არც გვქონდა. ალბათ სპეციალურად გააკეთა ეს, აინტერესებ-
და, შევძლებდით თუ არა მაინც შეღწევას, – ვიმართლე თავი რეზოს-
თან და კიბეზე ასვლა გავაგრძელე.
– ფორმაც კი არ მოუცია!

365
– სად გინახავს, დეტექტივებს ფორმა რომ ეცვათ? – ვკითხე რე-
ზოს ხუმრობით და სადარბაზოში ერთ-ერთ კარზე დავაკაკუნე.
– ეგეც მართალია, – მიპასუხა რეზომ და სერიოზული გამომძიებ-
ლის სახე მიიღო.
თავი ჟურნალისტებად წარვადგინეთ და რამდენიმე მეზობელი
ასე დავკითხეთ, მაგრამ საინტერესო ვერაფერი მოვიძიეთ. აბსოლუ-
ტურად ყველა მეზობელი ერთსა და იმავეს ამბობდა:
„საწყალი კაცის კარი ღია იყო, ამიტომ მეზობლებმა მხოლოდ სუ-
ნით მივხვდით, რომ მოკლეს. საწყალი... იცით, რა ჭკვიანი იყო?
წლების წინათ ცნობილი პოლიტიკოსი იყო, შეიძლება ამიტომ მოკ-
ლეს. მაგრამ რაღა ახლა? არავის უშლიდა და მშვიდად ცხოვრობდა.
არ ვიცი, შვილო, სულ გადაგვარდა ეს ქვეყანა. ვის უნდოდა საწყალი
კაცის მოკვლა და თანაც ასე სასტიკად? საწყალს თავის ქალა მოხ-
სნეს თურმე და ტვინის გარეშე დატოვეს. . . “
– ვერაფერს ვხვდები, რეზო, – ვუთხარი და ჩავფიქრდი.
– მკვლელის ფსიქოლოგია უნდა დავადგინოთ, – მიპასუხა რეზომ
და მოკლულის სურათს დააკვირდა, – დაახლოებით სამოცი წლისაა,
არც მუშაობდა, დავიჯერო წლების წინათ ჩადენილი დანაშაულის
გამო აზღვევინეს? მაგრამ პირდაპირ რატომ არ მოკლეს, რა საჭირო
იყო ასეთი სისასტიკე?
– მკვლელი აშკარად არ იცნობდა მსხვერპლს ახლოს, – ვუთხარი
დარწმუნებით რეზოს.
– საიდან იცი?
– საკმაოდ მშვიდად შევიდა და ასეთივე სიმშვიდით დატოვა კარი
ღია, უთუოდ შეამჩნევდნენ მეზობლები, მაგრამ ყურადღებას არც
მიაქცევდნენ, რადგან უცნობი სახის დამახსოვრება საკმაოდ რთუ-
ლია. ნაცნობი ან მეგობარი რომ ყოფილიყო, მისსავე სახლში კი არა,
სადმე სხვაგან მოკლავდა. თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ გამორიცხავს
მათ შორის ურთიერთობის არსებობას, მაგრამ რაზეც გინდა დაგე-
ნიძლავები, რეზო, რომ მეგობრები არც არასდროს ყოფილან.

366
– მძიმე და გაუგებარი დღის მერე, შინ დავბრუნდი და ნოყიერად
ვისადილე. ყველაფრის გაანალიზების მიუხედავად, მაინც ვერ
ვხსნიდი მკვლელის ქმედებას. სააბაზანოში ხელებს რომ ვიბანდი,
დავფიქრდი, რომ ჩემი პროფესიის გამო, შესაძლოა როდესმე სის-
ხლისგანაც მომიწევდა დაბანვა. მაგრამ ეს არც მანაღვლებდა, თავი
ყოველთვის ძლიერ ადამიანად მომქონდა, დარწმუნებული ვიყავი,
რომ ბავშვობაში გადატანილი ინციდენტების გამო, ვერც ვერაფერი
შემაშინებდა.
საწოლზე მკვდარივით დავეგდე და ისევ იმ კაცის ტვინი წარმო-
ვიდგინე. იქნებ ოქრო ედო თავში, ზოგი მილიონერი ხომ ისეთი არაა-
დეკვატურია, ყველგან ოქროს და ბრილიანტებს იტენიან. მაგრამ ეს
გარემოება გამოვრიცხე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მკვლელმა
ყველა ოქროულობა და სიმდიდრე თავის ადგილას დატოვა.
მსხვერპლს სხეულის არც ერთ ნაწილში არ ეტყობოდა რაიმე ძალა-
დობა. რაც კიდევ უფრო ჩენდა ეჭვს მკვლელის სიგიჟესა და ფსიქო-
ლოგიურ, მენტალურ დარღვევაზე. ჩვეულებრივი მკვლელები ანგა-
რების გამო კლავენ ადამიანებს, ამას კი... ჩვენამდე აშკარად უნდა
რაღაცის მიტანა და თქმა.
დღე მე-2.
წუხელ საკმაოდ გვიან დავწექი, ასე რომ, თენგოს ზარი რომ არა,
ნამდვილად ვერ გავიღვიძებდი დილის 6 საათზე.
– გელოდებით – ქუჩაზე, – მითხრა თენგომ და ჩემს პასუხს არ
დაელოდა, ისე დაკიდა ყურმილი.
სწრაფად ვისაუზმე და ჯარისკაცივით რამდენიმე წამში ჩავიცვი.
იმ წამს მეგონა, რომ ომში მივდიოდი. თუმცა ეს სრული სიმართლე
იყო. დეტექტივებმა ომი გამოვუცხადეთ მკვლელს, რომლის მოტივი
ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარი იყო.
– ცივა, – თქვა რეზომ და მანქანაში ჩამისკუპდა.
– ისე, ჩემგან ასე შორს რომ არ ცხოვრობდე, უკეთესი იქნებოდა,
– ვუთხარი რეზოს, როცა სახლს ძლივს მივაგენი.

367
20 წუთიანი ძებნის შემდეგ, საჭირო მისამართზე მივედით. სრუ-
ლი სიმშვიდე დაგვხვდა, არანაირი საპატრულო მანქანები და სას-
წრაფო.
– არადა მეგონა, კიდევ ერთი მკვლელობა დამხვდებოდა, – ვუთ-
ხარი რეზოს და ვერ მივხვდი, რატომ გვიხმო იქ თენგომ.
– სწორად გეგონა, – მითხრა მოახლოებულმა დეტექტივმა თენ-
გომ, რომელიც ჩემთან ისე მოახლოვდა, ვერც შევამჩნიე, – ავიდეთ.
უთქმელად გავყევი. ჩემ წინ ისე გაბედულად მიდიოდა, ვირწმუ-
ნე, რომ ამ კაცს არასდროს არაფერი შეაშინებდა. გრძელი, შავი მო-
სასხამი მის სხეულსა და სახის ნაკვთებს უფრო მკაცრსა და მიუმ-
ხრობელს ხდიდა. თენგო გარეგნობით არც არასდროს მომწონდა,
მაგრამ მისმა მამაკაცურმა ქარიზმატულობამ ჩემში სიმპათია გამო-
იწვია. ოდნავ გრძელი ქერა თმა მუდამ ცალ თვალზე ჩამოეწეოდა
ხოლმე, ამიტომ დროდადრო ნერვულად იცილებდა თითით. ვერას-
დროს წარმოვიდგენდი, რომ მატაბელის თვალების გარდა, კიდევ
რომელიმე თვალებს შეეძლო ემოციის გამოწვევა. მთელი დედამი-
წის ზურგზე თენგო იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის თვალებში
ჩახედვა ნებისმიერ ადამიანს დააბნევდა. სიმართლესაც თუ ვამბობ-
დი, ეჭვის თვალით მიყურებდა, წარბებს ჭმუხნიდა და მაიძულებდა
ჩემივე სათქმელში ეჭვი შემპარვოდა.
– შედით, – გვითხრა თენგომ და ბინისკენ მიგვითითა.
– შენ არ შემოხვალ? – იკითხა რეზომ შეშინებული ხმით, თან უკ-
ვე საოცრად მაცოფებდა თავისი სილაჩრით.
– მე ყველაფერი ვნახე უკვე, – უპასუხა თენგომ. .
ბინის კარი გამოვაღე და შიგნით შევედი. საუცხოო სუნამოსა და
კრემის სუნი იდგა. ბინა დავათვალიერე და მივხვდი, რომ ეს ქალის
საცხოვრებელი იყო. თვალი მოვკარი ლამაზად დაწყობილ სურათებ-
სა და ვარდისფერ საათს. ყველაფერი დახვეწილი გემოვნებით იყო
მოწყობილი. კარადის თავიდან ქალის სურათი ავიღე და გავოცდი

368
მისი სილამაზით: ვარდისფერი ლოყები, ქერა, ხვეული თმა და მწვა-
ნე თვალები. ქალის კისერი ისეთი გრძელი და ნაზი იყო, მკვლელს
რომ სდომებოდა მისი მოკვლა, უთუოდ სწორედ ამ ადგილს ჩასჭი-
დებოდა.
– საძინებელ ოთახში შედი, – ვუთხარი რეზოს, თვითონ კი სამზა-
რეულოში შევაბიჯე.
მაგიდაზე ყველი, კარაქი და პური იდო. პურს შევეხე და მივხვდი,
რომ წინადღით იყო ნაყიდი, მაგრამ საკმაოდ გამხმარი ჩანდა გარე-
დან, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ მთელი ღამე მაგიდაზე
დაეტოვებინათ. კარაქსაც დავხედე, გარედან სულ გაყვითლებული-
ყო, მაგრამ სუნით სულ ახალი ჩანდა. ყველა ეს ფაქტი იმაზე მეტყვე-
ლებდა, რომ ქალმა ბოლოს გვიან ღამით ივახშმა, მაგრამ გარკვე-
ულმა გარემოებამ აიძულა ყველა პროდუქტი იქვე დაეტოვებინა.
რატომ ვერ მოასწრო ლამაზმანმა მაცივარში შეეწყო? უთუოდ არ
დააცალა ვიღაცამ.
– სოფოკო, სოფოკო! – დაიყვირა რეზომ და შეშფოთებული სამ-
ზარეულოში შემოვარდა, – მკვდარია, მკვდარი!
– ვინ? სად? – ვკითხე და წამსვე ოთახისკენ გავემართე.
ოთახში შესვლისას იატაკზე მწოლიარე ლამაზი ქალი დავინახე,
წინა მსხვერპლისგან განსხვავებით, თავი და სახე რიგზე ჰქონდა.
მკვლელს თითქოს არ უხლია მისი ლამაზი ქერა თმა და ტანადი სხე-
ული. დასისხლიანებულ ქალს მივუახლოვდი და მის გულმკერდს
დავხედე. ჯერ ვიფიქრე, რომ დანა გაუყარეს მუცელში, მაგრამ უჩ-
ვეულო სიცარიელემ მიმახვედრა, რომ ქალის გული სადღაც გამქრა-
ლა!
– გული ააცალა, ნაბიჭვარმა. ვითომ გრძნობებით გვეთამაშება?
– ვთქვი საკმაოდ გულგრილად, რადგან ორი წლის წინ ტარიელის
გვამის დანახვის მერე ვერაფერი შემაშინებდა და დამაბნევდა.
– მოვუსვი მე აქედან, – თქვა რეზომ, ხელში რაც კი ეჭირა დააგ-
დო და გასასვლელისკენ გაიქცა.

369
რეზო ბინიდან რომ გასულიყო, თანაც ასეთი სირბილით, თენგო
უთუოდ გააპანღურებდა სტაჟიორობიდან, ამიტომ შესასვლელში
დავიჭირე და მუდარით ვთხოვე:
– რეზო, ამისთვის სწავლობდი წლები ასე გულმოდგინედ? კაცი
ხარ ბოლოს და ბოლოს!
– არ შემიძლია, არა! – წამოიძახა და თავს ძლივს იკავებდა, რომ
გული არ წასვლოდა სისხლის გამო.
– გთხოვ, სცადე მაინც! – ვთხოვე რეზოს, რადგან ვიცოდი, თენ-
გოს სიჯიუტის გამო, ახალ სტაჟიორს არ დანიშნავდნენ, მარტო სი-
არული კი ასეთ ადგილებში ძალიან არ მინდოდა!
– არა, არა, – გააგრძელა რეზომ და ცხვირი მოიწმინდა.
– მისმინე ახლა! – ვუთხარი რეზოს ამჯერად გაბრაზებული ხმით
და კედლისკენ ხელით ავწიე, – ჟღვინტი მოიწმინდე და ადეკვატუ-
რად მოიქეცი.
– უნდა წავიდე, ვერ ვუყურებ ამას! – აგრძელებდა კვნესას რე-
ზო.
– დაწყნარდი! – ვუთხარი მკაცრად და სახეში სილა გავაწანი, –
ან ისე მოიქცევი, როგორც შეგეფერება ან აქვე დაგბრიდავ ამ ქალ-
თან, გაიგე?
– ოჰჰჰ, ოჰჰ, გული! – აღმოხდა რეზოს და იმდენად შოკირებული
იყო, რომ ჩემი სიტყვა დაიჯერა. .
ვცდილობდი რეზო ძალიან ჩუმად დამემშვიდებინა, რათა ეს ყვე-
ლაფერი თენგოს არ გაეგო. ქალი კიდევ ერთხელ დავათვალიერე და
ამჯერად უფრო ყურადღებით ვნახე დაცარიელებული ადგილი, სა-
იდანაც მკვლელმა გული ამოაცალა.
– მკვლელი ბოლომდე დაუნდობელი არ არის, – თქვა ოთახში
უეცრად შემოსულმა თენგომ და აყროლებული გვამის სუნის გამო
ცხვირზე ხელები აიფარა, – ჯერ კლავს მსხვერპლს, მერე კი ართმევს
ორგანოებს.

370
– საიდან დაასკვენით ეს? – ამოილუღლუღა რეზომ საკმაოდ მარ-
ტივი კითხვა, რაზეც პასუხი ისედაც უნდა ჰქონოდა.
– გვამს ნაწამების სახე არ აქვს. თანაც თუ ადამიანს აწამებენ,
შიშისა და სასოწარკვეთის გამო ზოგჯერ თვალები უვარდება, სხე-
ული უყვითლდება ან კაპილარები უსკდება. გუშინ მკვლელმა პირ-
ველ მსხვერპლს დანა პირდაპირ ქალაში მოახვედრა და წამსვე მოკ-
ლა. ახლა კი გულის არეში... – აღნიშნა თენგომ და ცხედარს სიბრა-
ლულით შეხედა, – ლამაზი, ნაზი... ქალი იყო, – თქვა ჩურჩულით
თენგომ, ქალისკენ დაიკუზა და მის ქერა თმას ხელი შეავლო, – ვე-
რაფერი დაამახინჯებდა...
– ისევ უნდა დავკითხოთ ყველა მოწმე? – ჰკითხა რეზომ, რომელ-
საც ეს მოვალეობა უფრო ადვილად ეჩვენებოდა.
– არ არის საჭირო. უკვე დავკითხე ყველა. ეს ქალი მეძავი იყო, –
თქვა თენგომ და ყავისფერი მოსასხამი გადაიხსნა, რის გამოც შარ-
ვლის ორივე მხარეს იარაღი გამოუჩნდა, – ბევრ მამაკაცს უყვარდა,
მაგრამ ყველას ჰკრავდა და მარტო ცხოვრობდა. არც ამჯერად გა-
უგია არც ერთ მეზობელს კივილი ან უცხო პირის შემოსვლა. მაგრამ
სამზარეულოში დატოვებული პროდუქტებით და სხეულის დათვა-
ლიერების მერე მიხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი გუშინ ღამით
მოხდა.
თენგო ჩვენს პასუხს არ დაელოდა, ჯიბიდან თეთრი ხელთათმა-
ნები ამოიღო, წამსვე შემოიცვა და ქალის გვამს მიუახლოვდა. ქალს
ზედა მაისური და ლიფი ახადა და გულის არეს რომ მიუახლოვდა,
ჩაცინებით საკუთარ თავს უთხრა:
– გაგიმართლა, თენგო, – და იმ ადგილიდან, სადაც წესით გული
უნდა ყოფილიყო, წერილი ამოიღო.
„გეპატიჟებით, ხვალ საღამოს 9 საათზე M ადგილას. მიპოვეთ,
თუ შეძლებთ“.
– ხვალ ბოლო მსხვერპლი იქნება. მხოლოდ ის მაკვირვებს, რომ
მკვლელი მის პოვნას გვაიძულებს, როგორც წესი, ასეთები თვითონ

371
ბარდებიან პოლიციას, – თქვა თენგომ და წერილი სპეციალურ პო-
ლიეთილენის პარკში ჩადო, – ახლა დროზე მოვუსვათ აქედან, თო-
რემ ჟურნალისტები მოვიდნენ.
თენგომ ისევ შემოიცვა თავისი გრძელი მოსასხამი და თავისი და-
კუნთული სხეული და იარაღები დაფარა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო
და თვალით გვანიშნა, გავსულიყავით. გამოსვლისას რამდენიმე სა-
პატრულო მანქანა და ჟურნალისტი ვნახეთ. შემოსაზღვრული ლენ-
ტების მიუხედავად, ოპერატორები მაინც ცდილობდნენ გადაეღოთ
ჩვენი გამოსვლა და მიმდებარე ტერიტორია. ჟურნალისტებს დავხე-
დე და ჩემთვის ნაცნობი ბავშვური სახე ვნახე – თაკო, სხვებისგან
განსხვავებით, მიკროფონის გარეშე იდგა. ხელით მესალმებოდა და
პოლიციელს სთხოვდა. ჩემამდე გამოეშვა.
– მე უბრალოდ მისი მეგობარი ვარ, შემომიშვით! – უყვიროდა
თაკო შემოღობილ მიდამოსთან მყოფ პოლიციელს.
– შემოუშვით, – ვუთხარი პოლიციელს და თაკოს ხელი დავუქნიე.
თაკო საკმაოდ შეცვლილიყო, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა პო-
ზიტიურ გოგოდ რჩებოდა, რომელიც ყველგან ცდილობდა თავის
შეღწევას. ორი წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანს ჩა-
მოართვა ინტერვიუ, მას ეს იმ მარტივი მიზეზის გამო ეხერხებოდა,
რომ ყველას იცნობდა და ყველგან უშვებდნენ. ის ფრთხილად მომი-
ახლოვდა და ჩუმად მითხრა:
– მაპატიე.
– რა გაპატიო? – ვკითხე გაუგებრად თაკოს, რომელსაც ძლივს
ვხედავდი ამდენ შეკრებილ ხალხში.
პასუხის ნაცვლად მან წამის მეასედში ქურთუკიდან მიკროფონი
ამოიღო და ოპერატორს შორიდან დაუყვირა, რომ კამერა ჩაერთო.
– გთხოვთ გაგვაცანით გამოძიების დეტალები, – მითხრა თაკომ
ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტონით და ცდილობ-
და მაქსიმალურად კომფორტულად დამდგარიყო ასეთ ხალხმრავ-
ლობაში.

372
– მკვლელის კვალს სულ მალე მივაგნებთ, გამოძიების მეტ დე-
ტალს ვერ გაგანდობთ, – ვუთხარი თაკოს და ბრბოდან გაღწევა ვცა-
დე.
– ბავშვო, – უთხრა თენგომ თაკოს და მიკროფონში ხელი ჩასჭი-
და.
– დიახ, დიახ? – მოგვშორდი, – უთხრა თენგომ თაკოს ცივი და
უხეში ხმით.
ბრბოდან საბოლოოდ რომ გავაღწიეთ, თაკოს გადავხედე და
თვალი ჩავუკარი. ეჭვი მეპარებოდა, რომ შორიდან ამის დანახვა შე-
ეძლო, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ სცოდნოდა – მასზე სულაც არ
ვბრაზდებოდი მიკროფონის ასეთი უდროო ამოღების გამო.
– როგორი რისკიანი გოგოა, როგორ მოაღწია ჩვენამდე – თქვა
თენგომ თითქოსდა აღფრთოვანებით და თავის მანქანას მიაშურა.

დღე მე-3.

მამას დავუმალე, სადაც მივდიოდი. სიმართლე რომ სცოდნოდა...


თუმცა, არც მოვუსმენდი და მაინც წავიდოდი. თაკოს ჟურნალისტუ-
რი ალღო სათანადოდ გამომადგა, რადგან სწორედ მან მოიძია ინ-
ფორმაცია თუ სად და რატომ ტარდებოდა დღეს ღონისძიება, სადაც
მკვლელი ასე მონდომებით გვეპატიჟებოდა. თურმე ჩვეულებრივი
აუქციონი ყოფილა, ჩვენთვის კი მკვლელის გამოსაჭერი მოედანი.
შესაფერისად ჩავიცვი და აუქციონისკენ გავეშურე. – ასეთი ლამაზი
და დახვეწილი აუდიტორია იშვიათად მენახა. დარბაზში რეზო და
თენგო დამხვდნენ. თენგოს ამჯერადაც ეცვა გრძელი მოსასხამი,
რომელშიც ასე საგულდაგულოდ მალავდა თავის იარაღს და დამნა-
შავისთვის განკუთვნილ ხელბორკილებს.
საკმაოდ ბევრი ხალხი იყო იმისთვის, რომ თითოეული სტუმრის
ფსიქო-ანალიზი მომეხდინა. უამრავ ლამაზ ქალსა და დახვეწილ მა-
მაკაცს მოვკარი თვალი. შენობის მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები

373
კარგად დავათვალიერე, ბომბის არსებობაც კი არ გამოვრიცხე. ყუ-
რადღება წითელ ფარდებზე გადავიტანე, ქალის ტუჩის საცხს უფრო
რომ წააგავდა, ვიდრე დახვეწილი ღონისძიების ატრიბუტს. რამდე-
ნიმე ათეული მაგიდა იდგა და თითოეულზე რამდენიმე თეფში და
შამპანიურით სავსე ჭიქები ეწყო. მამაჩემის მდიდარი ნაცნობების
წვეულებებზე ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა ასეთი დახვეწილი და
ლამაზი აუქციონი დღემდე არ მენახა.
ერთ-ერთ მაგიდას მივუახლოვდი და შამპანიურით სავსე ჭიქა
ავიღე.
– საუცხოო საღამოა, არა? – მკითხა ერთ-ერთმა ლამაზმანმა,
ძვირადღირებულ გრძელ კაბაში ჩაცმულმა ქალბატონმა და ჭიქა
მომიჭახუნა.
– ძალიან, – ვუთხარი და თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე.
ქალს ეტყობოდა, რომ მკვლელობებისთვის თავი არც ჰქონდა.
მხოლოდ სუნამოებსა და იტალიურ ტყავებზე მელაპარაკებოდა.
– თქვენ სოფოკო ხართ, ასეა? ხშირად ვხედავ მამათქვენს ტელე-
ვიზორში, თქვენც ხშირად სტუმრობთ ხოლმე ბომონდურ წვეულე-
ბებს.
– ნამდვილად ასეა, – ვუთხარი და სიტყვა „ბომონდზე“ ლამის გუ-
ლი ამერია.
დარწმუნებული ვიყავი, იმ ქალს ადამიანის მოკვლა რომ ნდომე-
ბოდა, არც დასჭირდებოდა არანაირი იარაღი, თავისი გაუთავებელი
ლაპარაკით გაუბურღავდა ტვინს. რამდენიმეწუთიანი გაუსაძლისი
საუბრის შემდეგ, ქალს დავუსხლტი და სხვა მაგიდას მივუახლოვდი.
ამჯერად არავინ გამომლაპარაკებია და მანამ ვიდექი მშვიდად, ვიდ-
რე ვიღაც კაცის სლოკინმა არ შემიღონა გული. ათი წუთის განმავ-
ლობაში გაუჩერებლად სლოკინებდა და ვერა და ვერ ჩერდებოდა.
საკმაოდ უზრდელურად გამომივიდოდა მისთვის იმის თქმა, რომ
წყალი დაელია. მაგრამ გამახსენდა, ბავშვობაში როგორ მაშინებ-

374
დნენ სპეციალურად მშობლები იმისთვის, რომ სლოკინი მიმეტოვე-
ბინა ან ბევრი წყლის დალევას მაიძულებდნენ. მაგრამ, ბუნებრივია,
ამ კაცს ვერც შევაშინებდი და ვერც ბევრ წყალს ვერ დავალევინებ-
დი, ამიტომ ვეცადე ყურადღება არ მიმექცია და საღამოს წამყვანის-
თვის მომეკრა თვალი.
შემაღლებულ ადგილზე აუქციონის წამყვანი გამოჩნდა. საკმაოდ
ცნობილი სახე იყო ქართულ ტელესივრცეში. თავისი უხეში ენითა
და მწარე შეპასუხებებით გამოირჩეოდა ხოლმე. თუმცა ხალხს შოუ
უყვარდა და აქ სწორედ თავისი მწარე ენის გამო მიიწვიეს.
...ისევ სლოკინებს! მოაკეტინეთ ვინმემ!
– მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, რიგით მესამოცე
აუქციონს გახსნილად ვაცხადებ! – თქვა რიხიანად წამყვანმა, რო-
მელსაც ეტყობოდა, რომ ქალების სიმრავლე ძალიან ახარებდა და
მათ დასანახავად ქედი მოიდრიკა.
რამდენიმე წუთში ალღოიანმა წამყვანმა რამდენიმე ნივთი გაყი-
და და სიამოვნებისგან იქ მყოფებს შემოუბრუნდა:
– ღიპიანებო, მილიონერებო, ნუთუ ფული ასე ძალიან გენანე-
ბათ? – გაიცინა წამყვანმა და რამდენიმე ღიპიან მილიონერს გამა-
ღიზიანებლად გაუღიმა, – ჰა-ჰა, ქალბატონო, – მიუბრუნდა კაცი წი-
თელპომადიან ქალბატონს, – ეს პომადა მტერმა გაჩუქა? აჰაჰაჰ. კა-
მერა, გადაიღე, ნახე რა სასაცილოა! – დაიწყო ხარხარი წამყვანმა
და საზოგადოებაც აიყოლა.
წამყვანს იმდენად მწარე ენა ჰქონდა, ვიფიქრე, რომ ვერავინ გა-
აჩერებდა მის უხეშ და უზრდელურ ხუმრობებს. უფრო მეტად კი ის
მიკვირდა, რომ მის ხუმრობებზე ყველას გესლიანად ეცინებოდა.
ყველას, თავად ადრესატის გარდა.
– ეს შარვალ-კოსტიუმი ბაბუაშენმა დაგიტოვა? აჰაჰა, კამერა,
გადაიღე ეს მერვე საოცრება! – აგრძელებდა წამყვანი ქილიკს.
კაცები ჭკუაზე არ იყვნენ ბედნიერებისგან, როდესაც მათ კონკუ-
რენტებს რომ დასცინოდნენ გრძელი კაბების გამო.

375
– უი, უი, ეს ვინღაა, – მე მომმართა წამყვანმა. უამრავმა კამერამ
სახეზე მომანათა და ყველამ შემომხედა, – შენ მამიკოს გოგო იქნები
ალბათ, ხო? – გაიცინა წამყვანმა და ლამის ჩაბჟირდა, – აბა რომე-
ლია ეგ ღიპიანი? ეს? თუ ეგ? ან იქნებ ეს? – უთითებდა ყველა მამა-
კაცზე წამყვანი და ამით საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი სიცილი
გამოიწვია.
წამყვანის არც ერთ ხუმრობაზე არ მეცინებოდა, გული მეწვოდა
არა მის ხუმრობებზე, არამედ ხალხზე. განგებ, ძალიან ხმამაღლა
იცინოდნენ მაშინ, როდესაც საქმე მათ „მეგობრებზე“ მიდიოდა.
...ისევ სლოკინებს! მოაკეტინეთ ვინმემ!
წამყვანმა კიდევ ერთი ნივთი რომ გამოიტანა აუქციონზე, მთელ
დარბაზში შუქი ისე მოულოდნელად ჩაქრა, რომ შიშისგან კანკალი
ამივარდა. რამდენიმე ათეულ წამში საშინელი ხმები გაისმა, რომე-
ლიც ვერ აყუჩებდა ხალხის პანიკასა და ბღავილს. კაცები უფრო ით-
ხოვდნენ შველას, ვიდრე აყვირებული ქალები. სიბნელეში ყველა
ერთმანეთს ახტებოდა და სიგიჟისა თუ შოკისგან უარესად ბღაოდ-
ნენ. თითოეულ ყურში პანიკური ტირილი და ბუზღუნი ჩამესმოდა,
მეგონა საბოლოოდ დავყრუვდებოდი ხალხის გაუთავებელი შეშინე-
ბული ყვირილისგან.
სიბნელეში ჩანთა დამივარდა და მობილურის შუქით ვცდილობ-
დი გასასვლელის პოვნას. დარბაზი იმდენად დიდი იყო და მიწაზე
შიშისგან იმდენი ხალხი ეყარა, რომ ათი წუთი დამჭირდა თენგოს
საპოვნელად. დეტექტივი მობილურის ანთებული შუქით ვიცანი. ვი-
ცოცი, რომ ამას მხოლოდ მე და თენგო მივხვდებოდით და შიში არც
ერთ ჩვენგანს არ დაეუფლებოდა.
– 15 წუთი დავკარგეთ! – ჩამძახა თენგომ, მაგრამ ხალხის ყვი-
რილის გამო ძლივს ავკრიბე მისი სიტყვები.
– არ მესმის! – ვანიშნე თენგოს, რომელმაც ხელზე მომქაჩა და
დარბაზიდან ჩემი გაყვანა სცადა.
– რეზო?!

376
– სადმე აქ ეგდება ხალხთან ერთად! – დამამშვიდა თენგომ და
ხელი იმდენად მტკიცედ ჩამჭიდა, რომ არ გავყოლოდი, უთუოდ გა-
დამტყდებოდა ძვალი.
ვგრძნობდი, რომ ძირს გართხმულ რამდენიმე ადამიანს გადავა-
ბიჯე, მაგრამ მკვლელის დროული პოვნა უფრო მნიშვნელოვანი იყო,
ვიდრე ხალხის შიში და პანიკა. დერეფანში გასვლისას, ღრმად ამო-
ვისუნთქე და ნატკენ მუხლებზე დავიდევი ხელი.
– სად ვეძებოთ? – ვთქვი სირბილისგან დაღლილმა და კიდევ უფ-
რო ამოვისუნთქე, – ხალხი პანიკაშია, შუქი არ აქვთ, ყველა ერთმა-
ნეთს ახტება!
– ეს ჩვენი საქმე არაა. სადმე აქ იქნება, ნაბიჭვარი, – თქვა თენ-
გომ და წიხლით ყველა კარი შეამტვრია.
რამდენიმე ოთახს რომ გავცდით, მივხვდით, რომ სისხლის სუნი
სადღაც იქვე ტრიალებდა...
– აქაა! – თქვა თენგომ და კარს ღონივრად დაარტყა და შეამ-
ტვრია.
გვამს მივუახლოვდით და მიწაზე დაგდებული წამყვანი ამოვიცა-
ნით. ამჯერად ჭრილობა კისრის მიდამოში უჩანდა. მთელი სახე სის-
ხლში და ყვითელ ნერწყვში ამოსვროდა. თენგომ ხელთათმანები გა-
იკეთა და გვამს პირი გაუხსნა.
– ენა აკლია! სოფოკო, ამის დრო არ გვაქვს, მაინც მკვდარია, გა-
რეთ გადი, გადი დროოოოზე, – დამიყვირა თენგომ, რადგან იცოდა,
რომ მკვლელი ასე სწრაფად მიმალვას ვერ შეძლებდა.
გასასვლელში ტყვიასავით გავიჭერი და მკვლელის ძიება დავიწ-
ყე. დერეფანში უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი შეკრებილიყო.
ალბათ მიხვდნენ, რომ დარბაზში ყოფნა საშიში იყო.
– რატომ შემოეთრიეთ აქ, ბრბო! ბრბო, ყველაფერს აფუჭებთ! –
დავუყვირე ადამიანებს, რადგან მივხვდი, რომ მკვლელი ნამდვილად
ამათგან იქნებოდა რომელიმე, მაგრამ მათი რიცხოვნობის გამო,
ამის დადგენა უკვე გამორიცხული იყო.

377
რამდენიმე წუთში ოთახიდან იარაღით ხელში თენგო შემოიჭრა
და პოლიციელის ტონით ხმამაღლა დაიყვირა:
– კედელთან ყველა!
ხალხი ისე იყო შეშფოთებული და შოკირებული მომხდარით, კე-
დელს მიყრდნობოდნენ არც ჩქარობდნენ.
– დროზე, დროზე! – დაიყვირა თენგომ უარესი ტონით, – შუბლს
გაგიხვრეტთ ახლა, დროზე ყველა კედელთან! – მრისხანებდა თენ-
გო, რადგან ხვდებოდა, რომ დააგვიანა.
რამდენიმე ათეული ადამიანი კედელს ეკრა, თითოეულის ჩხრეკა
დავიწყეთ.ის ლამაზი ჭორიკანა ქალბატონიც იქ იდგა, თუმცა საეჭ-
ვო ვერაფერი ვუნახე. ლამაზ მანიკურში სისხლის არც ერთი წვეთი
არ ეტყობოდა. დეტექტივი თენგო იმ კაცსაც მიუახლოვდა, რომე-
ლიც აუქციონის დროს გამუდმებით სლოკინებდა. ფრთხილად შემო-
ატრიალა და პირდაპირ ცხვირწინ დაუდგა. ეტყობოდა, რომ ცდი-
ლობდა თავის შეკავებას... მაგრამ ბოლოს მაინც დაასლოკინა! ისევ
დაასლოკინა! თენგომ მხარში ჩაავლო ხელი და ყურში უთხრა:
– ისევ სლოკინებ? ჰა, არ შეგეშინდა შუქის ჩაქრობის? იქნებ იმი-
ტომ ხომ არა, რომ შენ თავად მოაწყვე ეს? – ჰკითხა კაცს და თავი
კედელს მიარტყმევინა.
– თენგო, რას აკეთებ? – დავუყვირე თენგოს და კაცისგან მისი
მოცილება ვცადე.
– ესაა, დააკავე! – თქვა თენგომ და დანარჩენებს დროულად გას-
ვლა უბრძანა.
– ხალხი დროზე გარეთ! – დავიყვირე მთელი ძალით და ვიგრძე-
ნი, ზოგის გათრევა საყელოთი მომიწევდა.
კაცს ყოყმანი არც დაუწყია ისე, ფრთხილად ჩაიკუზა და ჩურჩუ-
ლით თქვა:
– მე შევპირდი ჩემს თავს, რომ თუ რომელიმე თქვენგანი დამადა-
ნაშაულებდით, არც უარვყოფდი, – თქვა კაცმა და თავი გვერდზე
გადაწია და თვალები გადააჯვარედინა – ლი, ლი, ლი. ჩემ გვერდით

378
იდექი, მაგრამ მაინც ვერ მოგკა-ლი-ლი-ლი.
– არ გაინძრე! – თქვა თენგომ და შუბლზე იარაღი მიადო, – რა-
ტომ დაგვნებდი ასე მარტივად?
– მე უკვე ვთქვი-ვი-ვი, – დაიწყო კაცმა გაფუჭებული თოჯინასა-
ვით ასოების დამარცვლა.
– ციხეში ჩალპები, ნაგავო, – დაემუქრა თენგო და იარაღიანი ხე-
ლი სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა.
– თენგო, მოკლავ! – ვუთხარი თენგოს და ვცდილობდი, რომ გაც-
ხარებული დეტექტივი დამემშვიდებინა, რათა დამნაშავე არ მოეკ-
ლა.
თენგო ჩემზე ბერად ძლიერი იყო, ამიტომ მისი გაჩერება ვერ შევ-
ძელი მანამდე, სანამ ხელიდან იარაღი არ გამოვართვი და სახეში არ
დავუმიზნე;
– გეყო! თორემ, ვისვრი.
– მესროლე მერე. მაგრამ ამ ნაბიჭვარს ჩემი ხელით მოვკლავ! –
დაიყვირა თენგომ და მომეჩვენა, რომ თვალზე სიმწრის ცრემლი მო-
ადგა.
– შენ კი არ გესვრი, არამედ დამნაშავეს, გაიგე? – შევძახე თენ-
გოს, რადგან უფრო გამეტებით ურტყამდა მკვლელს, – და ჩავჯდები
ამის გამო ციხეში და ეს შენი ბრალი იქნება.
თენგომ მკვლელს მუშტები მოაცილა და აღელვებული ხმით მი-
პასუხა:
– კარგი, ციხეში მაინც ჩაძაღლდება.
– გისმენ... – ვუთხარი მკვლელს და მის გასისხლიანებულ სახეს
იარაღი დავუმიზნე, – შენ ხომ რაღაცის თქმა გინდა ჩვენთვის, მაგი-
ტომ დაგვიძახე. რატომ მოკალი ეს ადამიანები და რატომ ამოაჭერი
ერთს ტვინი, მეორეს გული და ბოლოს ენა?
– იმიტო-ტო-ტო, – დაიწყო მკვლელმა უფრო არაადეკვატური გა-
მომეტყველებით, – რომ ჩემი მსხვერპლები ადამიანებს აწვალებ-

379
დნენ. პირველი მსხვერპლი ამისთვის ტვინს იყენებდა, თავისი ჭკვი-
ანური სვლებით პოლიტიკური კარიერის დროს ადამიანებს სიღარი-
ბეში აცხოვრებდა. მეორე მსხვერპლი, ახალგაზრდა გოგო, გრძნობე-
ბით თამაშობდა და მამაკაცები ჭკუიდან გადაყავდა, მერე კი ყველას
იშორებდა. მე მას ამის ინსტრუმენტი – გული წავართვი. ეს ბოლო
მსხვერპლი კი, წამყვანი, ენით ამწარებდა ადამიანებს. მე ამის ინ-
სტრუმენტი წავართვი. ლი-ლი-ლი, ვეღარ მომკალი-ლი-ლი.
– არც ვაპირებდი შენს მოკვლას, მაინც სამუდამო პატიმრობა გე-
ლის, – მივაძახე მკვლელს და იარაღი არ მომიცილებია.
– სამაგიეროდ, ისინი ვეღარ გაამწარებენ ადამიანებს. თენგო, –
მიმართა მკვლელმა დეტექტივს, – შენ ხომ ის გოგო გიყვარდა? მან
უარგყო, მაგრამ მე მოვკალი-ლი-ლი.
– ნაბიჭვარო, – დაიყვირა თენგომ და ისევ მის საცემად გაიწია.
– რამდენიმე წამში პოლიციელების სპეცრაზმი რომ არ მოსული-
ყო, თენგო უთუოდ მოკლავდა დამნაშავეს, რომელიც მარტივი გზით
დავიჭირეთ – ფსიქოლოგიით.
დაკვირვებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სლოკინს – შიში
ან ბევრი წყალი აჩერებს. იმ დამნაშავეს კი შუქის ჩაქრობისა და ხმა-
ურის არ შეშინებია, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ კარგად
იყო მომზადებული. თუმცა, როგორც გაირკვა, მას მაინც მივაგნებ-
დით – ფრჩხილებზე შერჩენოდა წამყვანის სისხლი,
იმ დღეს თენგოსთვის კითხვის დასმა, თუ ვინ იყო ის გოგო და
როგორ შეუყვარდა, თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა. მის გაბრა-
ზებულსა და გამწარებულ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ იმ მე-
ძავ ქალთან ბევრად მეტი აკავშირებდა, ვიდრე სხვა ქალებთან.
სულაც არ გამიჭირდა იმის წარმოდგენა, როგორ გაიცნეს ერთმა-
ნეთი. ჩემს წარმოსახვაში ის დღე წვიმიანი, საოცრად მოღრუბლული
და მოღუშული იყო: დეტექტივი და მეძავი... ორივეს სული ისეთივე
ბინძური იყო, როგორც მათი პროფესია. დაღლილი დღის მერე თენ-

380
გოს უთუოდ სახლში ეჩქარებოდა, ქალს კი – თბილ ლოგინში. საბო-
ლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ სახლიცა და თბილი ლოგინიც ერ-
თმანეთს გაუზიარეს და მთელი ღამე ერთად გაატარეს. არც ერთს
არ უნდოდა სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ ლამაზმანმა მაინც
მოხიბლა თავისი გრძელი ფეხებითა და ვანილის არომატით. ქალს
მხოლოდ მოფერება და ალერსიც ჰყოფნიდა, თენგოს კი მეტი უნდო-
და მისგან. მეძავმა სწორედ ის გული ვერ გაუზიარა თენგოს, რომე-
ლიც დიდი ხანია ავადმყოფმა მკვლელმა სადღაც შორს... ჯოჯოხეთ-
ში დამარხა.

381
28
რამდენიმე საქმის წარმატებულად გახსნის შემდეგ, დავრწმუნდი,
ერთი – თენგოს პროფესიონალიზმსა და გამოძიების ეფექტურ და
განსხვავებულ სტილში, მეორე – სულ მალე თენგო საქმის დამოუკი-
დებლად გამოძიებას დამავალებდა.
დეტექტივის კარებთან ნერვულად ვიდექი და დაკაკუნებას ვერ
ვბედავდი. ერთი იყო საქმის გამოძიება საუკეთესო დეტექტივთან
ერთად, ხოლე მეორე – მკვლელობის გახსნა მხოლოდ საკუთარ ძა-
ლებზე დაყრდნობით. ვიცოდი, რომ კარებთან ასეთი უაზრო დგომა
არც არანაირ შედეგს არ მომცემდა, მაგრამ ისე ვნერვიულობდი საქ-
მის დამოუკიდებლად აღების მოლოდინის გამო, რომ თენგოს კაბი-
ნეტში შესვლა ჩემთვის ცეცხლში დამწვრობასთან ასოცირდებოდა.
ნერვულად დავატკაცუნე თითები და ბოლთის ცემა დავიწყე. თენ-
გოს კაბინეტს ორი ნაბიჯით მოვცილდი და ფანჯარას მივუახლოვ-
დი, დარაჯს დაკვირვებულად დავხედე და ისევ კაბინეტს მივუახ-
ლოვდი. ამ უაზრო მოქმედებას კიდევ რამდენჯერმე გავიმეორებდი,
რომ არა თენგოს წაყვირება კაბინეტიდან.
– დიდ ხანს იდგები კიდევ? – მომესმა ჩაკეტილი კაბინეტიდან
382
ხმა.
მივხვდი, რომ დგომას და ხმაურს არანაირი აზრი არ ჰქონდა, კა-
რი ფრთხილად გამოვაღე და დეტექტივთან შევედი. თენგო უამრავ
ქაღალდში იქექებოდა და იმდენად ნერვულად ეძებდა საჭირო სა-
ბუთს, ყურადღება არც კი მოუქცევია.
– დაჯექი, – მითხრა თენგომ ისე, რომ ჩემთვის არც აუხედავს და
თითით სკამისკენ მიმითითა.
– რეზო სადაა? – ვკითხე თენგოს რამდენიმე წუთის მერე მხო-
ლოდ იმიტომ, რომ შემეხსენებინა მისთვის ჩემი იქ ყოფნა.
– უკვე მოვუყევი საქმის შესახებ და გავაგზავნე ინფორმაციის გა-
საგებად, – მიპასუხა თენგომ და ერთ-ერთი ფურცელი მაგიდაზე და-
იდო.
– რეზო? მარტო? ჰა-ჰა, ხუმრობ? – ვკითხე სიცილით დეტექ-
ტივს, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ რეზოს შეეძლო მკვლელო-
ბის დეტალები დახმარების გარეშე გამოეძია.
– არა, – მიპასუხა თენგომ ცივად და ყურადღება არ მიაქცია ჩემს
სიცილს.
დეტექტივს კიდევ რამდენიმე წუთი ველოდებოდი. ჯერ ვიფიქ-
რე, რომ ამას განგებ აკეთებდა და ჩემს გამწარებას ცდილობდა, მაგ-
რამ მისი საქმეში ჩაძირული სახე რომ დავინახე, მივხვდი, ჩემი თავი
არც ჰქონდა.
– მოკლედ, – მითხრა თენგომ და ყურადღებით შემომხედა, –
დღეს შენ და რეზო დამოუკიდებლად გაუძღვებით საქმეს. იმედია ეს
არ გაშინებს? – მკითხა და პასუხის გაცემა არ მაცალა, ისე გააგრძე-
ლა, – ჩვენი და უფრო სწორედ, შენი და რეზოს, კლიენტი არის ვანო
სამსიანი. საკმაოდ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელია
ქართულ საზოგადოებაში. უამრავი ნაცნობი და მდიდარი მეგობარი
ჰყავს. თავადაც საკმაოდ მდიდარია, თუმცაღა როგორც ერთ-ერთ
ინტერვიუში განაცხადა, კიდევ ბევრი აქვს საშოვნელი. გაგიმარ-
თლათ, ვანო სამსიანი ამ საქმის გამოძიებაში კარგად გადაგიხდით.

383
– ჩემთვის ფული მთავარი არ არის, – ვუთხარი თენგოს ამაყად.
– სოფოკო, ცდები, ფულია აქ მთავარი. უნდა მიხვდე, რომ ვანო
მაგდენს ტყუილად არ გვიხდის, რაც საქმის სერიოზულობაზე უნდა
მეტყველებდეს. შენი ჰონორარი არც მიგულისხმია, – მითხრა თენ-
გომ უკმაყოფილოდ, რადგან ვერ მივუხვდი კლიენტის მიერ გადახ-
დილ ფულს რეალურად რა მნიშვნელობა ჰქონდა, – გუშინწინ მოვი-
და ჩემთან. მისი მამა საავადმყოფოში წევს, სრულიად უგონოდ
არის, მკურნალობის ხარჯები კი უზომოდ მაღალია, თუმცაღა ვანო
არც იხდის მამამისისთვის ფულს.
– აბა ვინ იხდის?
– დაზღვევა და სახელმწიფო ფარავს ყველა ხარჯს, – მიპასუხა
თენგომ და შუბლიდან ჩვეული სისწრაფით მოიცილა თმა, – ვანოს
მამას კიბო სჭირს, მისი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ დაზღვე-
ვა მაინც ყოველდღე უგზავნის წამლებს, რომლის საფასური კვირაში
10.000 ლარია. ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტებია. თუმ-
ცაღა, ვანო, ბუნებრივია, ამ სადაზღვეო კომპანიის საქებად არც მო-
სულა. როგორც გითხარი, გუშინწინ მეახლა და ისეთი გაცოფებული
იყო, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. შემომჩივლა, რომ რამდენიმე
დღის წინ მისულა მონიტორინგის სამსახური, რომელმაც შეამოწმა
ავადმყოფი მამამისის მდგომარეობა. თურმე მედიკამენტებს შედეგი
საერთოდ არ ჰქონია! მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, ვა-
ნოს მამას გონება მაინც უნდა დაბრუნებოდა, ამდენი წამლის მიღე-
ბის შემდეგ. სათანადო კომისიამ ვანოს უთხრა, რომ დიდი ალბათო-
ბით საავადმყოფო და რომელიმე აფთიაქის მეწარმე ან კერძო პირი
შეკრულები იყვენ საქმიანი კავშირით და მამამისს არც არანაირ წამ-
ლებს არ ასმევდნენ. ეს წამლები კი ისევ ფარმაცევტულ ბაზარში გა-
დიოდა და, ბუნებრივია, 10.000 ლარის ნაცვლად, 20.000 ლარს
იღებდნენ. მონიტორინგის სამსახურმა თავად გადაწყვიტა ეს საქმე
გამოეძია და დამნაშავეები ეპოვა, თუმცა ვანომ უარი განაცხადა
ამაზე და თავად მოვიდა ჩვენთან თხოვნით, რომ გამოგვეძია ვინ

384
არის რეალური დამნაშავე, რომელიც ადამიანის სიცოცხლით თამა-
შობს. გასაგებია ყველაფერი?
– მე მეგონა რაიმე მკვლელობის გამოძიებას დამავალებდი! –
ვუთხარი თენგოს უკმაყოფილოდ და მაგიდიდან წამოვხტი.
– ეს არანაკლებ სერიოზული საქმეა. – არ მენდობი. გგონია, რომ
სხვას თავს ვერ გავართმევ?
– შენც შტერი რომანტიკოსი გოგოებივით გგონია, რომ სისხლის
სამართალი მაინცდამაინც მკვლელობას აგნებს? – მკითხა უკმაყო-
ფილოდ თენგომ და სერიოზული ხმით დაამატა, – ეს ძალიან მძიმე
დანაშაულია, იმედია გამოიძიებ.
ამ სიტყვებით თენგომ საქაღალდე დადო ჩემი მაგიდის მხარეს და
მითხრა:
– დღეს, რამდენიმე საათში უნდა შეხვდე დამკვეთს, ვანო სამსი-
ანს, იმედია შენი ლაკონურობითა და მჭერმეტყველობით შეძლებ
დაარწმუნო, რომ ადვოკატად ჩვენი სამუშაო ჯგუფი აიყვანოს.
– და თუ ვერ შევძლებ? – ვკითხე თენგოს შიშით. – წახვალ სახ-
ლში და დაიძინებ.
როგორც კი მიხვდა, რომ ხუმრობამ არ გაჭრა, თითქოს ჩემი მოძ-
რავი თვალები, დაკვირვებული მზერა და დაძაბული აზროვნება იგ-
რძნო და მითხრა:
– შეძლებ.
მაგიდიდან საჭირო საბუთები ავიღე და გასასვლელისკენ გავე-
მართე. ვერ ვხვდებოდი, როგორ შემეძლო სულ რამდენიმე საათში
მივსულიყავი დამკვეთთან და დამერწმუნებინა ვანო იმაში, რომ
შევძლებდი საქმის გამოძიებას. მანქანაში ჩავჯექი და სანამ დავ-
ძრავდი, საქაღალდე გადავფურცლე და თენგოს მიერ მოცემული ინ-
ფორმაცია გავაანალიზე. გარეთ ისეთი ძლიერი წვიმა იყო, რომ სა-
ნამ მანქანამდე მივედი, რამდენიმე ფურცელი დასველებულა, ამი-
ტომ თავფურცელზე მიწერილი მისამართი ძლივს გავარჩიე. ყოველ-

385
თვის მიკვირდა, როგორ შეეძლო თენგოს ყველაფრის შენახვა ფურ-
ცლებზე და არა კომპიუტერზე. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძალიან
თანამედროვე დეტექტივი იყო, მაგრამ ფურცლების გროვა, შესაძ-
ლოა, საჭირო გარემოს უქმნიდა. მობილური ამოვიღე და თაკოს ნო-
მერი ავკრიფე.
– დიახ, სერ?! – მითხრა ხუმრობით თაკომ და მომიკითხა.
ვიცოდი, რომ თაკო ასეთ დროს შინ არასდროს იყო და მუდმივად
ხალხმრავალ ადგილებში ტრიალებდა, ამიტომ მისი ხმა მობილური-
დან ძლივს გავიგონე. ჟურნალისტებისა და ოპერატორების გაუთა-
ვებელი ყაყანი მესმოდა.
– შეგიძლია მინახო, ვინაა მარკუს გველესიანი? – ვთხოვე მეგო-
ბარს ამ კაცის სახელზე ყოველგვარი ინფორმაციის მოძიება, რადგან
ვიცოდი, რომ თენგო მის სახელსა და მისამართს ტყუილად არ დამი-
წერდა.
– მოიცა, – მითხრა თაკომ და რამდენიმე წუთის მერე ისევ მისი
ხმა ჩამესმა, – მარკუს გველესიანი – ცნობილი ფარმაცევტი და ექი-
მია. იშვიათად, მაგრამ სულ აკადემიურად მოწესრიგებული გამო-
დის ხოლმე სატელევიზიო გადაცემებში. მაგარი საზიზღარი ტიპია
ისე, ღორის სუნი ასდის სულ, – განმიმარტა თაკომ.
– მადლობა, – ვუპასუხე მადლიერების ნიშნად და ტელეფონი
გავთიშე.
ყველაფერი ზედმეტად ნათელი იყო იმისთვის, რომ დიდხანს მე-
ფიქრა. ამ კაცის სახლში უნდა ავსულიყავი. მისამართიც მქონდა.
მაგრამ თენგოს ტყუილად არ გაუთვლია ის ფაქტი, რომ ამ კაცთან
მაინცდამაინც მე გამიშვა და არა რეზო. დეტექტივმა ისიც გათვალა,
რომ თავად ვერ შეძლებდა ღორმუცელა ფარმაცევტისგან საჭირო
ინფორმაციის გამოტყუებას. მანქანის სარკეს ჩავუწიე და ლამაზ, გა-
რუჯულ სახეს შევხედე.
– ჰმ, მშვენიერია! – ვუთხარი სარკეში დანახულ ჩემს თავს და
შავი თმები ერთი ხელით გავილამაზე.

386
საქაღალდე გვერდითა სავარძელზე დავდევი და მანქანა დავძა-
რი. თბილისში ასეთი წვიმა იმდენად იშვიათი იყო, რომ დასველებუ-
ლი მინის გამო ძლივს ვარჩევდი ქუჩებს. ვგრძნობდი, რომ ზედმეტად
ნელა დავდიოდი იმისთვის, რომ რამდენიმე საათში ინფორმაციის
მოძიება შემძლებოდა და ვანო სამსიანის წინაშე მჭერმეტყველურად
გამოვსულიყავი. წვიმა, წვიმა... ჯანდაბა, რაღა მაინც და მაინც
დღეს!
თენგოსთან ვანო ორი დღის წინ მოსულა საჩივრით, მან კი მაინც
და მაინც დღეს, ასეთ საშინელ ამინდს გამიმხილა ეს. ალბათ უნდო-
და, რომ ცუდ პირობებს შევჩვეულიყავი, რათა მერე დანარჩენი მარ-
ტივად მომჩვენებოდა. ისიც გამახსენდა, რომ თენგო მუდმივად
ტვინს მიბურღავდა იმის სწავლით, რომ კარგმა დეტექტივმა ყველა
დეტალი და ფაქტი სათავისოდ უნდა გამოიყენოს. მაგრამ წვიმა?
წვიმა... ჯანდაბა.
წვიმიანი თბილისი მეტად დაუნდობელი აღმოჩნდა, ხალხი ერ-
თმანეთს გასასვლელს არ აძლევდა, თითოეული ადამიანი სახლში
მისვლას და თბილი აბაზანის მიღებას ჩქარობდა. მხოლოდ ტაქსის
მძღოლები იყვნენ კმაყოფილები, რადგან კარგი ბლომა სამუშაო გა-
მოუჩნდათ.
იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რა პანიკაში ჩავარდებოდა მში-
შარი და ლაჩარი ხალხი წვიმა კი არა, მიწისძვრა რომ ყოფილიყო –
უთუოდ, საკუთარი შვილების გადასარჩენად მეორე ოჯახის შვი-
ლებს გათელავდნენ და თავისას გაიტანდნენ.
გაზს იმდენად ძლიერად დავაწექი და საჭე ზედმეტად მარჯვნივ
მოვატრიალე, რომ ერთ-ერთ ქვეითს წყალი შევასხი და თავიდან ფე-
ხებამდე გავწუწე.
– რას აკეთებ? – შეუყვირა კაცმა ჩემს მანქანას და მისი მძღოლის
გასალანძღვადაც წამოემართა, – ტარება არ იცი?
ადამიანებს წყალი რომ არ უნდა შეასხა, არ იცი? – აგრძელებდა
კაცი ბუზღუნს და თავის ჟანგისფერ ქუდს აქნევდა.

387
გადავწყვიტე, რომ მანქანიდან აუცილებლად უნდა გამოვსული-
ყავი და დაღვრემილი კაცისთვის ბოდიში მომეხადა. მანქანა ჩავაქ-
რე და გარეთ გამოვედი.
– სულ არ იციან ტარება, შენ გამო სულ დავსველ... – აგრძელებ-
და კაცი ბუზღუნს, მაგრამ მე რომ დამინახა, წამსვე გაჩერდა, თმა
გაისწორა და უფრო ნაზი ხმით მითხრა, – თუმცა ახალგაზრდა გოგო
ხარ, გეპატიება, ემმმ, რა უხერხულია, მაპატიეთ, ზედმეტი მომივი-
და...
– არაუშავს, – ვუთხარი ნაზი ხმით და ნიანგისფერ თვალებში ჩავ-
ხედე, – სულ სველი ხართ, ბატონო, ნება მომეცით სახლამდე მიგიყ-
ვანოთ.
– მე? – მკითხა კაცმა ნერვიული კმაყოფილებით, – ემ... სიამოვ-
ნებით.
– ჩაჯექით.
კაცს მისამართი ვკითხე და დანიშნულ პუნქტამდე დავიწყე სვლა.
– ძალიან დასველდით? – ვკითხე ზრდილობიანად და მზერა უფ-
რო ლოიალური გავხადე.
– არც ისე, თქვენნაირ ლამაზ გოგოს ვერც გავუბრაზდები, – აგ-
რძელებდა კაცი ჩემს ქებას და აშკარად სიამოვნებდა, რომ გვერდით
მეჯდა.
მის ბინას რომ მივუახლოვდით, კუთხეში გავაჩერე და ძრავა გა-
მოვრთე.
– ხომ არ ამოხვალთ? ყავა დავლიოთ, – შემომთავაზა კაცმა ლა-
მის მუდარით.
– სიამოვნებით, – ვუპასუხე კაცს და მანქანიდან გამოვედი,
მისი ბინა პატრონივით ცხიმიანი და სუნიანი აღმოჩნდა. ეტყობო-
და, რომ მარტო ცხოვრობდა ამხელა სახლში და არც მომვლელი
ჰყავდა. ტელევიზორზე ძველი გადასაფარი ეფარა, რაც იმაზე მეტ-
ყველებდა, რომ კაცს ტელევიზორის ყურების დრო არც ჰქონდა. რომ
სცოდნოდა, დღეს სტუმრის მოსვლა, უთუოდ დაალაგებდა დასვრილ

388
საწოლს და იატაკიდან პურის ნამცეცებსაც მოაშორებდა.
– ახლავე მოგართმევთ ყავას, ახლავე, გეთაყვა, – თქვა კაცმა და
მომიახლოვდა, – თქვენი სახელი?
– სოფოკო, – ვუპასუხე, სავარძლიდან წამოვდექი და კაცს ძალი-
ან ახლოს მივუახლოვდი.
– სასიამოვნოა, ჩემი სახელი კი...
– მარკუს გველესიანი. ცნობილი ფარმაცევტი და უკანასკნელი
გაიძვერა, – ვთქვი ამჯერად მკაცრი ტონით.
– რა? საიდან მიცნობთ? – დაიწყო კაცმა ნერვულად თავისმარ-
თლება და თვალებში ჩახედვას ვეღარ მიბედავდა.
– თავიდანვე ვიცოდი, თქვენი მისამართი და გაიძვერული სახე
დავიზეპირე და განგებ გელოდებოდით წვიმიან ამინდში. დიახ, დი-
ახ, სპეციალურად დაგასველეთ, რათა თქვენს ბინძურ სახლში ამოვ-
სულიყავი, – ვუთხარი ღორისთავა კაცს.
– რა გინდათ ჩემგა...
– მოკეტე და მისმინე, – შევაწყვეტინე მარკუსს და საქმიანად გა-
ვაგრძელე, – ალბათ იცი ვინაა ვანო სამსიანი? საწყალი მამამისი
წევს საავადმყოფოში. ჩემი დამკვეთია, ფულსაც კარგად იხდის ამ
საქმის გამოძიებისთვის. ვიცი, რომ შენ და რომელიმე კერძო პირსა
ან შეიძლება საავადმყოფოს შორის კავშირი გაქვთ გაბმული და ვა-
ნოს მამას არც არანაირ წამლებს არ აძლევთ, რაც სისხლის სამარ-
თლის დანაშაულია. ხომ ხვდები? – გავუშიფრე შეშინებულ მარკუსს
და თვალებში უფრო მძაფრად შევხედე, ყველანაირი ინფორმაცია
მჭირდება.
– რა სისულელეს ლაპარაკობთ, მსგავსი არაფერი არ ხდება! –
დაიწყო თავისმართლება ფარმაცევტმა.
– ხოო? – მორცხვი გოგოს სახე მივიღე, – მაშინ კარგი, – ვუთხარი
და გასასვლელისკენ შემოვბრუნდი.
მარკუსს აშკარად დაეტყო სიამოვნება, ზედმეტად სულელი ვე-
გონე. დარწმუნებული იყო, რომ მისი სიტყვები დავიჯერე და ასე

389
სწრაფად მაგიტომ მოვბრუნდი. თუმცა მარკუსმა როგორც კი მო-
ადუნა კუნთები, წამსვე შემოვუბრუნდი და სახეში მუშტი ვხიე.
– ან ახლავე მეუბნები ყველაფერს ან სიფათს ისე გაგილამაზებ,
სარკეში ვერ იცნობ საკუთარ თავს, – ვუთხარი ფარმაცევტს და ია-
ტაკზე დავაგდე, – ვინ და ვინ ატყუებთ ვანოსა და მამამისს? ამო-
ღერღე!
– ვერ ვიტყვი ამას! საერთოდ ვინ ხართ, როგორ ბედავთ ამის გა-
კეთებას! – დაიწყო მარკუსმა კნავილი, რის გამოც მაიძულა კიდევ
ერთხელ ჩამერტყა.
– ხედავ რა გაღორებული ხარ? რამდენი კილო იქნები, ორასი?
ზურგზე ტარაკანივით რომ დაგაგდო, ვერც შეძლებ შემობრუნებას
და წამოდგომას! კიდევ ფული გინდა? კიდევ გინდა გასუქება, რა-
ტომ ატყუებთ საწყალ ავადმყოფ ვანოს მამას?
მარკუსს კიდევ რამდენჯერმე დავარტყამდი, ტელეფონზე რომ
არ მომსვლოდა რეზოსგან მესიჯი: „სად ხარ? დამკვეთი ვანო გვე-
ლოდება. მე უკვე აქ ვარ“.
– ჯანდაბა! ვაგვიანებ! – ვუთხარი მარკუს და მის ქაღალდებში
ქექვა დავიწყე.
– რანაირად იქცევით? ვინ მოგცათ ჩემს სახლში შესვლის უფლე-
ბა? – იმეორებდა მარკუსი და წამოდგომა იმდენად უჭირდა, კვნესას
მოუმატა.
– ამის უფლება შენ მომეცი, დაგავიწყდა? დაგაბამ და შიმშილი-
საგან მოკვდები აქ, ახლავე თუ არ მეტყვი ყველაფერს! – დავემუქრე
მარკუსს და ცხიმიან მუცელში კიდევ ერთხელ ჩავარტყი.
– აუუუ, – დაიკვნესა ფარმაცევტმა და ლამის ტირილით მიმიგო,
– კარგი, კარგი, ყველაფერს ვიტყვი.
რომ დავინახე როგორ უჭირდა წამოდგომა, ხელი გავუწოდე და
ძლივს წამოვაყენე.
– დროზე! მაგვიანდება! – ვუთხარი ზოზინა მარკუსს და საათს
დავხედე.

390
– აქ წერია ყველაფერი, – მითხრა მარკუსმა, საბუთები მომაწოდა
და ტკივილისგან მუცელზე ხელი აიფარა.
– მე შენ არ ჩაგიშვებ, მაგრამ არც შენ ეუბნები არავის, რომ სა-
ბუთები და ინფორმაცია არალეგალურად მოვიპოვე, გაწყობს: –
ვკითხე კაცს და მის პასუხს არ დაველოდე, ისე ვუპასუხე, – თუმცა,
არც არავინ დაიჯერებს, რომ ასეთ სუსტ გოგოს შენნაირი ღორის
ცემა შეეძლო.
საბუთები ხელში ავიღე, მარკუსის ბინის კარი მოვიბრახუნე და
სწრაფი ნაბიჯებით ქვევით ჩავედი. მანქანაში გულდასმით დავათ-
ვალიერე ყველა საჭირო ინფორმაცია და დამნაშავეები გამოვავლი-
ნე კიდევაც. თენგოს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.
– ნახევარ საათში დავაკავებთ, – მითხრა დეტექტივმა და ყურმი-
ლი დაკიდა.
ვანოსთან მისვლისთვის რამდენიმე წამი რომ მრჩებოდა, ისევ რე-
ზოს მესიჯი მომივიდა: „4 0 წუთია გელოდებით! დამკვეთი განრის-
ხებულია, ვერ გადაურჩები! “ დაგვიანება არასდროს მჩვეოდა, მაგ-
რამ ეს ის დღე იყო, როდესაც აუცილებლად უნდა დამეგვიანებინა,
წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურად, ვერ შევძლებდი დამნაშავის
გამოვლინებას.
თენგოს მიერ მოწოდებული სურათით ვიცოდი, როგორ გამოიყუ-
რებოდა დამკვეთი ვანო, ამიტომ მის კაბინეტში შესვლისას, არ გამ-
ჭირვებია ჩემი დაგვიანების გამო მისი უკმაყოფილო სახის გარჩევა.
– ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, – მოვუბოდიშე კლიენტს და
რეზოს შერცხვენილ სახეს შევხედე. ალბათ მთელი ისტორია მო-
იფიქრა ჩემს გასამართლებლად, – რეზომ მითხრა, რომ ძალიან გაბ-
რაზებული ხართ ჩემი დაგვიანების გა...
– მე? არა, რა სისულელეა. დაბრძანდით, დაბრძანდით, – არ და-
მაცალა თავისმართლება ვანომ და კულტურულად სკამი გამომიწია.
მაგიდასთან შემოვჯექი და რეზოს გაოცებული სახის გამო კინა-

391
ღამ სიცილი ამივარდა. ვერ ხვდებოდა, რატომ არაფერი მითხრა ვა-
ნომ დაგვიანების გამო.
– მამაჩემი საშინელ მდგომარეობაშია, დღეებს ითვლის, – დაიწ-
ყო ვანომ და ორ მისთვის გამოუცდელ დეტექტივს შეხედა, – ფულს
ბლომად გადაგიხდით თუ დამნაშავეს იპოვით, მაგრამ ეს დღეს ან
ხვალ უნდა მოხდეს. მამაჩემის გარდაცვალების მერე ეს სრულიად
უსარგებლო იქნება. იპოვეთ დამნაშავე?
– დიახ, – ვუთხარი ვანოს და სკამზე რბილად მოვკალათდი, – ეს
თქვენ ხართ.
– რა? – წამოდგა ყვირილით დამკვეთი და სკამი გადმოაყირავა.
– ჩუ, – ვუთხარი ვანოს და დამშვიდება ვთხოვე, – იცოდით, რომ
მონიტორინგის სამსახური აუცილებლად ჩაატარებდა გამოძიებას,
ამიტომ გერჩივნათ ეს თავად თქვენ გაგეკეთებინათ, რათა გამოძიე-
ბის პროცესი თქვენ ხელთ ყოფილიყო. ისიც იცოდით, რომ თბილის-
ში რამდენიმე გამოუცდელი სტაჟიორი არსებობს, მაგალითად მე და
რეზო, სიამოვნებით დაავალეთ მათ „საქმის გამოძიება“. ისეთი აფე-
რისტი და გაიძვერა ხართ, რომ სინდისი გეყოთ და თქვით, რომ უამ-
რავ ფულს გადაუხდით დეტექტივებს, რეალურად კი დარწმუნებუ-
ლი იყავით, რომ ვერაფერსაც ვერ გამოვიძიებდით, – ვუთხარი ვა-
ნოს და სკამზე უფრო მშვიდად მოვეშვი, – მარკუს გველესიანთან გა-
აბით საქმიანი კავშირი და წამლები მეორედ გაგქონდათ სააფთიაქო
ბაზარზე. კარგად მოგიფიქრებიათ, ბატკნის როლი მშვენივრად მო-
ირგეთ, მაგრამ მცირე დეტალი დაგავიწყდათ.
– რა დეტალი? – მკითხა ბოღმიანად ვანომ.
– რომ ბატკანი და ღორი ერთმანეთის მეგობრები ვერასდროს იქ-
ნებიან. მარკუსმა ჩაგიშვათ, რაც მოსალოდნელი იყო, – გავაგრძელე
თხრობა და საათს დავხედე.
– კარგი, უარს ვამბობ ამ საქმეზე. თავისუფლები ხართ, – მითხრა
ფარისევლურად ვანომ.

392
– ცდებით. თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ, ამიტომ სისხლის სამარ-
თლის პასუხისგებაში მიეცემით.
– რა? მე ვარ თქვენი დამკვეთი, თქვენ ჩემი ინტერესები უნდა
დაიცვათ! – მითხრა ვანომ და სხეულის ქავილი დაიწყო.
– არა. ჩემი დამკვეთი სახელმწიფო და ხალხია. თქვენნაირი დამ-
ნაშავეები კი ციხეში უნდა ისხდნენ. თავისუფლების აღკვეთა გელით
ვადით...
– ამას ვერ იზამთ! მე საყოველთაოდ ცნობილი ადამიანი ვარ! –
თქვა ნერვულად ვანომ და კაბინეტიდან გაქცევა სცადა.
პოლიციელი რომ ვყოფილიყავი, წამსვე გავეკიდებოდი მის დასა-
ჭერად, მაგრამ კალამი ავიღე, მშვიდად დავატრიალე ხელში და კა-
ბინეტიდან გაქცეულ ვანოს თვალი შევავლე.
– რას აკეთებ? მიიმალება – თქვა სასოწარკვეთილად რეზომ და
შიშნარევი მზერით შემომხედა.
– მოდუნდი, რეზო, მოდუნდი, – ვუთხარი მშვიდად და ფანჯარაში
გადავიხედე.
პირველი, რაც მომხვდა თვალში, იყო ვანო, რომელიც ბატკანი-
ვით სასაცილოდ ცდილობდა გაქცევას. მეორე კი – პოლიციელების
რაზმი, რომელმაც დამნაშავე ადგილზევე დააკავა და ხელბორკილე-
ბი დაადო.
ქვევით ჩავედი და ჩემ მიერ დაჭერილ პირველ დამნაშავეს კმა-
ყოფილად შევხედე. პოლიციელების გვერდით იდგა თენგო, რომე-
ლიც შორიდანვე მიყურებდა და გაუგებრად მიღიმოდა. წვიმას მისი
ქერა თმა ისე დაუსველებია, რომ სრულიად გასაწური გაუხდა.
– ვიცოდი, რომ შეძლებდი, – მომიახლოვდა დეტექტივი და მან-
ქანაში ჩასმულ აფორიაქებულ ვანოს შეხედა.
– წვიმიან ამინდს ამის გამო ელოდებოდი?
– რის გამო? – მკითხა თენგომ გულუბრყვილოდ, რადგან თავად
ჰქონდა ამის პასუხი.

393
– მარკუსის სახლთან ერთი საათი ვიდექი და მის გამოსვლას ვე-
ლოდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ განგებ დამესველებინა და მის
ხალხში ამოვსულიყავი. შენ მიერ დატოვებული სურათით ვიცანი მი-
სი სახე და უპრობლემოდ ავედი სახლში,
– მიხარია, რომ მიხვდი, – მითხრა თენგომ, – ბევრჯერ ურტყი?
– ვის? მარკუსს? – ვკითხე მიამიტურად, – არც ერთხელ, – ვიც-
რუე თენგოსთან.
პასუხის ნაცვლად, დეტექტივმა მხოლოდ გამიღიმა. გაუხარდა,
რომ მისი მიცემული რჩევა გავითვალისწინე და გავიაზრე, რომ თუ
საიდუმლოს შენახვა მინდოდა, ეს საკუთარ თავთანაც არ უნდა მეთ-
ქვა.
– სწრაფად სწავლობ, – მითხრა თენგომ და ხელები მოსასხამის
ჯიბეში ჩაიდო, – მაგრამ, იცი რა?
– რა? – ვკითხე და გავუღიმე.
– კაშნე დაგრჩა, – მიპასუხა დეტექტივმა თენგომ და თვალების
წინ ჩემი კაშნე ამიფრიალა, მარკუსის სახლში გაუფრთხილებლობით
რომ დამრჩა.
ჩემი პირველი საქმე იმგვარად წარიმართა, რომ მივხდი, ადამია-
ნებისთვის მლიქვნელობა და პირფერობა არანაირ სირთულეს არც
წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ვანოს მოხუცი მამა ვერ გადავარჩი-
ნეთ, მაგრამ ორი დამნაშავე, ვანო და მარკუსი ციხეში გამოვკეტეთ
და ქვეყანას მათი სახეები მოვაშორეთ. მარკუსი ტყუილად ცდილობ-
და ჩემს დადანაშაულებას, ვერავინ დააჯერა, რომ საბუთები და ინ-
ფორმაცია ასეთი გზით ავაცალე.

394
29
ანიმ, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, გამაფრთხილა, რომ
ქორწილში მეპატიჟებოდა. ადრე უთუოდ დარწმუნებული იყო, რომ
მატაბელი ორი წლის განმავლობაში დაბრუნდებოდა, მაგრამ საბო-
ლოოდ რომ ამოეწურა იმედი, არჩია რომელიმე მდიდარ და ცნობილ
ადამიანს გაჰყოლოდა ცოლად. ეს ადამიანი კი მეცენატი აღმოჩნდა,
საოცრად გულუბრყვილო სახელის გამო, მე და მამა მეცენატს ვეძახ-
დით. მისი ფრანგული ვარცხნილობა და ძვირადღირებული სუნამო
ჯერ კიდევ ნენეს მამის დაკრძალვიდან მახსოვდა. მაშინ მეცენატი
ანის პუტკუნას ეძახდა და ნენეს ეფლირტავებოდა, მაგრამ ახლა მიხ-
ვდა, რომ გიჟი, საგიჟეთიდან გამოქცეული და სადღაც გაუჩინარე-
ბული ქერა გოგონა სულაც არ სჭირდებოდა. ანის და მეცენატის ინ-
ტერესები ზუსტად გადაიკვეთა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერ-
თმანეთი არ უყვარდათ. უბრალოდ ერთმა მატაბელის, მეორემ კი
ნენეს დავიწყება სცადეს ერთმანეთის მკლავებში.
ანი რა ანი იქნებოდა და მეცენატი რა მეცენატი, ძვირადღირებუ-
ლი ქორწილი მონაკოში რომ არ გადაეხადათ. ბილეთები უკვე ნაყი-

395
დი იყო, ამიტომ სულ რამდენიმე საათში აეროპორტში უნდა წავსუ-
ლიყავით. ტანსაცმელი გუშინ ჩავალაგე, ამიტომ სანამ მონაკოში
გავფრინდებოდი, გადავწყვიტე თენგოსთან ავსულიყავი. სასტიკად
არ მოეწონებოდა ის ფაქტი, რომ ორი დღე გამოძიებას ვერ დავუთ-
მობდი დროს. თენგოს უკმაყოფილება ოდნავ მაინც რომ ჩამიცხრა,
რეზოს ვთხოვე, რომ ახლავე ამოსულიყო ჩემთან და ერთად წავსუ-
ლიყავით დეტექტივთან.
რეზო საკმაოდ სწრაფად მოვიდა, ხელი მტკიცედ ჩამომართვა და
მკითხა:
– რამდენიმე საათში მონაკოში მიფრინავ, დეტექტივთან მის-
ვლის თავი გაქვს?
– კი. აი, მონაკოში წასვლის თავი კი ნამდვილად არ მაქვს, – ვუთ-
ხარი რეზოს, საათს დავხედე და საგამოძიებო დეპარტამენტისაკენ
გავეშურე.
– რეზო, – მივმართე ტანით პატარა მეგობარს და ღიმილით ვკით-
ხე, – აღარ გეშინია მკვლელობების, სისხლისა და მსხვერპლის?
– რომ შემეშინდეს, ხომ თავს წამაძრობ? – მკითხა ხუმრობით რე-
ზომ და პერანგი შეისწორა.
– თავი რომ წაგაძრო, რა დარჩება შენგან? – ვკითხე მეგობარს
საკმაოდ გულწრფელად.
– არც არაფერი, – მიპასუხა რეზომ და თავის პატარა ხელებსა და
ფეხებს შეხედა.
– არა, რეზო, ცდები, შენგან ბევრი რამე დარჩება. შენ ხომ ასეთი
კეთილი და გულწრფელი ხარ, – ვუთხარი მეგობარს და ვიგრძენი,
რომ ეს სიტყვები ადამიანს პირველად ვუთხარი.
რეზომ არაფერი მიპასუხა, უბრალოდ გაწითლდა და კნუტივით
შემოჯდა ჩემი მანქანის სავარძელზე. რეზოს მეგობარს მხოლოდ პი-
რობითად ვეძახდი, რადგან რეალურად მხოლოდ პროფესია გვაკავ-
შირებდა. თუმცა, მის მიმართ მუდამ დადებითად ვიყავი განწყობი-
ლი, სკოლაშიც ცდილობდა ჩემს დაცვას და დაგვიანებებისგანაც

396
სულ მიხსნიდა ხოლმე. მისი გვერდში ყოფნა ყოველთვის მამშვიდებ-
და. ის ციცქნა ადამიანს ჰგავდა, რომელსაც უსაზღვროდ დიდი გული
ჰქონდა.
არც ვიცოდი, რატომ ავდიოდი თენგოსთან. მიზეზი ალბათ ის
იყო, რომ თენგო ოდნავ ყურადღებას მომაქცევდა და ვეღარ შეამ-
ჩნევდა ჩემს მომდევნო არყოფნას. ანუ ორი დღის გაცდენის ნაც-
ვლად, დღე-ნახევრის გაცდენა მომიწევდა. გამომძიებლისთვის კი
წამიც მნიშვნელოვანი იყო.
– არ უნდა გაგვეფრთხილებინა, რომ ავდიოდით? – მკითხა რე-
ზომ და საგამოძიებოში შევიდა.
– ისეა გართული საქმეებში, არც აიღებდა ყურმილს, – ავუხსენი
რეზოს და თენგოს კარებთან დავდექი.
ერთხელ დავაკაკუნე, მაგრამ კარის გაღების ნაცვლად, თენგოს
კაბინეტში რაღაც ახმაურდა. კიდევ ერთხელ რომ დავაკაკუნე, შარ-
ვლის ან კაბის ე. წ. „ზმეიკის“ და ტანსაცმლის ჩხრიალის ხმა გავიგო-
ნე.
– ალბათ წუხელ იმდენს მუშაობდა, იქვე დაიძინა და ახლა იც-
ვამს, დააცადე, – თქვა რეზომ და გაიღიმა.
რეზოს ღიმილი იმ წამს გაუქრა, როდესაც კაბინეტიდან შავგვრე-
მანი, მაღალი და შხვართი ქალი გამოვიდა. ქალმა მაისური კარგად
გაისწორა, ჩანთიდან მობილური ამოიღო და ზედაც არ შემოგვხედა
ისე, გარეთ გავიდა. ვიცოდი, რომ თენგოს ქალების მიმართ ზედმეტი
მოთხოვნილება ჰქონდა, მაგრამ ყბა ჩამომივარდა, როდესაც მივ-
ხდი, რა ჰქონდა მას ამ ქალთან რამდენიმე წუთის წინ მისივე კაბი-
ნეტში. რეზოს მხარზე მოვქაჩე, გამოვაფხიზლე და თენგოს კაბინეტ-
ში შევლაგდით.
– დილის 8 საათზე რა გინდათ ჩემთან? თქვენი აქ მოსვლა არ
მითხოვია, – მკითხა თენგომ უკმაყოფილოდ და შარვალი შეიკრა, –
უნდა მიმხვდარიყავით და არ დაგეკაკუნებინათ.
– ვერ მივხვდით, – თქვა რეზომ და მიყრილ ქაღალდებს დახედა.

397
– რაღა გამომძიებლები ხართ, თუ ხმა ვერ გაიგეთ, – თქვა თენ-
გომ მისთვის უჩვეულო და არდამახასიათებელი გაღიზიანებით.
თენგოს დაკუჭულ პერანგსა და დაგდებულ ფეხსაცმელს შევხედე
და ირონიულად ვკითხე:
– ასეთი სიჩუმე რატომ იყო, ბატონო თენგო?
– გრძნობების გარეშე იყო, – მიპასუხა მან გულგრილად და საქ-
მიანად მაგიდასთან შემოჯდა.
– ა, გასაგებია, – ვუთხარი თენგოს და გავიცინე.
– დიდხანს უნდა ვუყურო შენს თეთრ კბილებს? – ამხედა თენგომ
და წარბები შეჭმუხა.
– უბრალოდ გამოვიარეთ, – ვერ ვუბედავდი თენგოს იმის გამ-
ჟღავნებას, რომ მონაკოში წასვლას და სამსახურის მიტოვებას ვაპი-
რებდი.
– უბრალოდ? – მკითხა თენგომ და თავი ასწია, – რეზო რატომ
წამოიყვანე მაშინ? რა იყო, გიყვართ ერთმანეთი? – თქვა სიცილით
თენგომ, მაგრამ რეზოს სერიოზული სახე რომ დაინახა, ღიმილი წამ-
სვე ჩამოეშალა, – მდა... საწყალი.
– სიყვარული საუკეთესო გრძნობაა, – დაიწყო რეზომ გულაჩუ-
ყებულად და შემომხედა, – ზოგჯერ გიყვარს ადამიანი, მაგრამ ვერ
ეუბნე...
– ოუ, ოუ, – შეაწყვეტინა თენგომ და ხელებით ანიშნა, რომ სისუ-
ლელეების მოსმენის დრო არ ჰქონდა.
– სიყვარული ვერასდროს მოგშორდება. კევასავითაა, შარვალს
თუ მიეწებება, ვერაფერი მოაძრობს.
– ყინული თუ დაადე, მოსძვრება, – თქვა თენგომ ხუმრობით და
კალამი ნერვულად პირში ჩაიდო.
– რეზო, არ გვინდა ახლა ეს, ვთხოვე, რადგან მისი ჩემთვის სიყ-
ვარულის ახსნის თავი არ მქონდა.
– რატომ მოხვედით, შეგიძლიათ ამიხსნათ? – მე სოფოკოს გამოვ-
ყევი, – თქვა რეზომ და ხელები გაითბო. – მე... მე... –

398
– რეზო დაგვტოვე, – არ დამამთავრებინა თენგომ საუბარი და
უეცრად რეზოს სთხოვა კაბინეტიდან გასულიყო.
– რატომ? – ჰკითხა გულმოსულად რეზომ. – საჭიროა, – განუ-
მარტა თენგომ და თვალებით კარებისაკენ რეზო როგორც კი გავი-
და, ვიგრძენი, რომ თენგოსთან მარტო დარჩენა ძალიან მანერვიუ-
ლებდა. მასთან პირისპირ ლაპარაკი ზედმეტად რთული იყო. ყო-
ველთვის ეჭვის თვალით უყურებდა ადამიანებს, ამიტომ მისი მზერა
მაბნევდა.
– რამდენიმე დღე გრჩება ჩემთან მუშაობის, – დაიწყო თენგომ
თავაზიანად და მაგიდიდან წამოდგა, – ძალიან კარგი თანამშრომე-
ლი იყავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის გაინტერე-
სებდა ჩემთვის იმის კითხვა თუ როგორ გამოვიჭირე მატაბელი, –
გააგრძელა თენგომ და ბოლთის ცემას მოჰყვა.
– მე სულ სხვა რამის სათქმელად მოვედი.
– ხო? – მკითხა თენგომ, ხელებით ჩემი სკამის საზურგეს დაეყ-
რდნო და უკან დამიდგა.
– შენ ვერ გამოიჭირე მკვლელი. ამ საქმეში სუსტი აღმოჩნდი, –
ვუთხარი თენგოს და მისკენ შემობრუნება ვცადე.
– შენ თავადაც კარგად ხვდები, რომ ეს საქმე დასრულებული არ
არის.
რატომ? ვკითხე თენგოს, წამოვდექი და მისი მაგიდისაკენ წავე-
მართე.
– მკვლელი მხოლოდ 60 გრადუსით შემობრუნდა. მისი გაორებუ-
ლი სახის, უფრო სწორედ კი ნიღბის, დასანახავად კიდევ 30 გრადუ-
სია საჭირო, ანუ კიდევ ერთი მსხვერპლი. მხოლოდ მაშინ შევძლებ
მისი ნიღბის დანახვას. სახის მეორე ნაწილის, ანუ ნამდვილი პიროვ-
ნების გამოჩენას, არც კი ლამობს, – მითხრა თენგომ და გააგრძელა,
– ფრთხილად იყავი.
– მე მისი არ მეშინია, – ვუთხარი დეტექტივს და მის მაგიდასთან
შემოვჯექი, – მშვენიერი ადგილი გქონია.

399
– შესანიშნავი.
– შენ ხომ მეგობარი ტყუილად დაადანაშაულე, მეტიც გეკუთ-
ვნის, – ვუთხარი ირონიულად და გავუღიმე.
– ამაზე ლაპარაკის გაგრძელებას არ ვაპირებ, – მომიგო ცივად
და მანიშნა, რომ მისი ადგილიდან უნდა ავმდგარიყავი.
– წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯებით კარებისკენ გავემართე. ის,
რასაც ვითმენდი მასთან მუშაობის პერიოდში, ამოტივტივდა და სა-
ხე იჩინა.
– საუკეთესო გამომძიებელი მაინც არასდროს გერქმევა, რადგან
კომინოს საქმის გამოძიება ვერ შეძელი.
– დიდი ხანია გამოვიძიე! – მომიგო თენგომ და თავი საქაღალ-
დეში ჩარგო.
– რამდენიმე საათში მონაკოში მივფრინავ, ანის ქორწილზე, –
დავუბარე და გასასვლელს მივუახლოვდი.
– ჰა? – მკითხა თენგომ და ხელი ყურზე დაიდო, რათა უკეთესად
გაეგო.
– მონაკოში მივფრინავ.
– მერე? – მკითხა თენგომ და კალმით რაღაცის შემოხაზვა დაიწ-
ყო.
– მეგონა, რომ არ გამიშვე...
– კარი კარგად მოხურე, – მომაძახა დეტექტივმა და სამუშაო სკა-
მი მაგიდისაკენ უფრო მჭიდროდ მისწია.
მანამდე არ გაღიზიანებთ ადამიანის სიუხეშე ან გულგრილობა,
სანამ ეს ორი თქვენთან არ იჩენს თავს. თენგო ერთერთ ყველაზე
არაპროგნოზირებად და გულგრილ ადამიანად ითვლებოდა, მაგრამ
ამას ყურადღებას არც ვაქცევდი, მაგრამ იმ დღეს შევიგრძენი რამ-
დენად არასასიამოვნო და რთული იყო ასეთ ადამიანთან სიახლოვე.
– არ ვიცოდი, მიხაროდა თუ არა მონაკოში წასვლა, მაგრამ თენგოს-
გან და რეზოსგან ორდღიანი დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა.
ჩემი სამსახური, გამომძიებლობა, ყოველთვის მიყვარდა. მიყვარდა

400
სისხლიანი შემთხვევები, დანაშაულის ადგილები, მოწმის დაკითხვა,
დაზარალებულის მოსმენა და დამნაშავის დაჭერა, მაგრამ ეს საქმია-
ნობა ზედმეტად გღლის და გთრგუნავს. ცხოვრებას შავ-თეთრად
აფერადებს და უფრო სერიოზულსა და უკარებას გხდის. ნებისმიერ
საქმეში დამნაშავე შეიძლება თვით დამკვეთი, პოლიციელი ან
მსხვერპლი ყოფილიყო. თითოეულ ზარს, კალამს, მაგიდაზე დატო-
ვებულ საკვებსა თუ სააბაზანოში გაშვებულ წყალს უდიდესი მნიშ-
ვნელობა ჰქონდა.
რამდენიმე საათში თბილისის აეროპორტში აღმოვჩნდი. თავად
ანი და მეცენატი უკვე ერთი კვირაა, რაც მონაკოში იმყოფებოდნენ
და თავისი შემოსავლის მილიონებს ფლანგავდნენ. დანარჩენი სტუმ-
რები კი ჯერ საფრანგეთში, ნიცაში, უნდა ჩავფრენილიყავით, მერე
კი მონაკოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, მონტე-კარლოში. ქორწილი
ჩვენი ჩასვლიდან რამდენიმე საათში იყო დაგეგმილი. ამ ბოლო ორი
წლის განმავლობაში საზღვარგარეთ წასვლისა და დასვენების დრო
არ მქონია, ორდღიანი ტური კი სრული რელაქსაციის საშუალებას
მომცემდა.
თვითმფრინავში კომფორტულად მოვკალათდი და საათს დავხე-
დე. დღის ორი საათი იყო. აფრენისას ვიგრძენი, რომ მისი ჩამოგდე-
ბის შემთხვევაში, ამხელა დედამიწას არც არაფერი დააკლდებოდა,
მარტო ნათესავები დაიწყებდნენ რამდენიმედღიან გლოვას, რამდე-
ნიმე წელიწადში კი არავის ემახსოვრებოდა ჩვენი პატარა სხეულე-
ბი. ჰაერში ყოფნისას ვხვდებოდი, რომ შენთვის პატარა ჭიანჭველას
არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისევე როგორც დედამიწისთვის
მე ვიყავი ერთი 7 მილიარდიდან. მაგრამ თავად დედამიწაც ერთი
პატარა ნაწილაკია მთელ დიდ და უსაზღვრო გალაქტიკაში. ისე გა-
მოდის, რომ ყველას ჰყავს მასზე დიდიც და პატარაც. ძლიერი და
სუსტიც.
თვითმფრინავი მაქსიმალურ სიმაღლეზე აფრინდა, დაახლოებით
8-9 კმ გვაშორებდა დედამიწისგან. მის თეთრ, გიგანტურ ფრთებს

401
შევხედე და წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა ეს უზარმაზარი გიგან-
ტი, მე-8 საუკუნეში რომ ენახათ? ხალხი თავს გაიგიჟებდა და ამ მოვ-
ლენას მისტიკურსა და იდუმალს უწოდებდა. რეალურად კი ამ
ფრთებში საშიში არაფერი იყო და მხოლოდ თვითმფრინავის საწვა-
ვი ინახებოდა. ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ საწვავი აუცი-
ლებლად თვითმფრინავის უკან ინახებოდა, მაგრამ ბოლოს მივხვდი,
რომ წონასწორობის დასაცავად მომარაგებული სწორედ ფრთებში
უნდა ყოფილიყო.
სამ საათში ნიცას აეროპორტში დავეშვით. მახსოვდა, რომ თვით-
მფრინავში დღის 2 საათზე ჩავსხედით, ამას 3 საათს თუ დავუმატებ-
დით, 5 გამოვიდოდა. მაგრამ ნიცას ცენტრალურ საათზე ზუსტად 3
საათი იყო. ეს მხოლოდ დროის განსხვავებული სარტყლის გამო მოხ-
და, ნიცაში, თბილისისგან განსხვავებით, დრო ორი საათით უკანაა.
ამიტომ რეალურად, ერთი საათი დავკარგეთ.
ნიცას აეროპორტიდან მონტე-კარლოში ნახევარი საათის შემდეგ
მივედით. ამ ქალაქში ჩასულს თავი ფილმის გმირი მეგონა, ყოველ
კუთხეში კაზინოებსა და სამორინეებს ვხედავდი. ტურისტები სწო-
რედ ამის გამო ჩადიოდნენ მონტე-კარლოში და უამრავ ფულს ფლან-
გავდნენ ამ ძვირადღირებულ თამაშებში. მაგრამ მონაკოს კანონ-
მდებლობის მიხედვით, თავად მის მოქალაქეებს აკრძალული ჰქონ-
დათ კაზინოებში შესვლა. საკმაოდ კარგი პოლიტიკაა ჯუჯა სახელ-
მწიფოსთვის, ტურისტებს უამრავ ფულს ახარჯვინებდა, მაგრამ მო-
ქალაქეებს ამის უფლებას არ აძლევდა.
თავი უჩვეულოდ ვიგრძენი, რამდენიმე საათის წინ საქართველო-
ში ვიყავი, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კუ-
რორტს ვსტუმრობდი. ქალაქის დათვალიერება უფრო მინდოდა,
ვიდრე ანის ქორწილზე მისვლა. ისიც კი გავიფიქრე, რომ მამა მო-
მეტყუებინა და თავი ავადმყოფად მომეკატუნებინა, მაგრამ მამა
მიხვდა ჩემს განზრახვას და უკმაყოფილოდ მკითხა:
– შენი ბავშვობის მეგობარი თხოვდება. ნუთუ არ უნდა წახვიდე?

402
– ეს ქორწილი ფიქციურია, შენც თავად კარგად იცი, რომ ურთი-
ერთშეჯერებული ინტერესებიდან გამომდინარე იქორწინეს, – ვუთ-
ხარი მამას, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ქორ-
წილზე მაინც აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
დასვენების დროც კი არ გვქონდა, სასტუმროში სწრაფად გამო-
ვიცვალე, საგანგებო მწვანე კაბა ჩავიცვი და ქორწილში წავედი. სა-
ნამ დანიშნულების ადგილს მივუახლოვდებოდით, თვალში მონაკოს
სამთავროს მონარქის, ალბერ II გრიმალდის, გამოსახულება მომ-
ხვდა თვალში. ვერ ვიჯერებდი, რომ ის არა პარლამენტის წევრი,
არამედ მონაკოს მონარქი იყო. მონარქები ჩემს თვალში ყოველთვის
მოხუცი, ჭაღარა, ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ადამიანები იყ-
ვნენ. ალბერი კი სათვალიანი, სიმპათიური, დახვეწილი ახალგაზ-
რდა მამაკაცი იყო, რომელიც რომელიმე ჰოლივუდის ფილმის მსახი-
ობს უფრო ჰგავდა. მისმა პატარა ცხვირმა და ლამის გამჭირვალე
სათვალემ მიმახვედრა, რომ მონაკოს პრინცი სერიოზულ ევროპულ
პოლიტიკოსს წარმოადგენდა და არა სიმბოლურ მონარქს, რომელ-
საც მხოლოდ საცერემონიო ღონისძიებებზე იწვევდნენ. ის აშკარად
იყო არა მხოლოდ ქვეყნის უბრალო წარმომადგენელი, არამედ მისი
პოლიტიკისა და სტაბილურობის გარანტი.
თავად მონტე-კარლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე-
ობდა, ამიტომ რესტორანიც ზღვის ნაპირზე იყო მოკალათებული.
მძღოლმა პირდაპირ კარების წინ გამიჩერა, კარი გამიღო და სასია-
მოვნო დროის გატარება მისურვა.
შიგნით შესვლისას ზუსტად ისეთი გარემო დამხვდა, როგორსაც
მოველოდებოდი: მდიდრული თეთრი ჭაღები, ოქროსფერი მაგიდე-
ბი და მე-17 საუკუნის მოდის სკამები. თითოეული მათე განი სახლის
ფასი იქნებოდა. სკამები პრეზიდენტის ტყავის სავარძლებს უფრო
წააგავდნენ, ვიდრე რესტორნის სიმყუდროვისთვის განკუთვნილ
დასაჯდომებს. თითოეული კუთხე სპილოსა ან ლომების ფორმებით
იყო მოჩუქურთმებული, დიზაინერი ამით თითქოს სიმყუდროვის

403
დაცვას ცდილობდა. ერთ-ერთ კედელს მივუახლოვდი და ნაცრის-
ფერ ქვის ბურთულას შევეხე. ჩემმა ფანტაზიამ წარმოიდგინა, რომ
ამ ბურთულის დაჭერისას იდუმალი გასასვლელი გაიხსნებოდა და
რომელიმე ციხესიმაგრეში გადამიყვანდა. ყველაფერი იმდენად ძვე-
ლებურ სტილში იყო მოწყობილი, რომ ადამიანს წარმოსახვის სრულ
ასპარეზს ანიჭებდა.
სიმღერა ჩაირთო და ოქროსფერი კარებიდან ანი და მეცენატი გა-
მოვიდნენ. თეთრ კაბაში ანის დანახვისას წუხილი მომაწვა. რამდე-
ნიმე წელიწადს ისე სწრაფად გაურბენია, რომ პატარა, პუტკუნა
ანის სახე ძლივს წარმოვიდგინე ცოლის ამპლუაში. თვალწინ არა მი-
სი თეთრი კაბა და ლურჯი სამაჯური მედგა, არამედ ბავშვი, რომე-
ლიც კომინოს სანაპიროზე მუდამ ქვიშაში იყო ჩარგული. კომინოშიც
ხომ ხმელთაშუა ზღვა იყო, მაგრამ ახლა მის სულ სხვა სანაპიროზე
ვიმყოფებოდით. ამ ფაქტმა გული დამწყვიტა და მეცენატს გავხედე.
ის ანიზე ბევრად უფროსი იყო, თუმცა რიგიანად გამოიყურებოდა.
მაშინ, რამდენიმე წელიწადის წინათ, როდესაც მე და ანი ზღვაში
ვჭყუმპალაობდით, ის ინტერვიუს აძლევდა იმის თაობაზე, თუ რო-
გორ დახვეწილ და ლამაზ ცოლს შეირთავდა. მე, ნენე და ანი კი დავ-
ცინოდით მისი ვარცხნილობის გამო. თუმცა დრო ისე შემობრუნდა,
რომ მეცენატს ჯერ ნენე მოეწონა, მაგრამ ბოლოს ანი შეირთო ცო-
ლად. ჩვენ ამას ვერასდროს წარმოვიდგენდით, მაგრამ ცხოვრებამ
დაგვანახა, რომ გამორიცხული არაფერია.
რამდენიმე წუთის შემდეგ ანის მივუახლოვდი და გაბედნიერება
მივულოცე.
– ანი, ბედნიერებას გისურვებ, – ვუთხარი და გვერდით ჩამოვუ-
ჯექი, – შენი ქმარი სად წავიდა?
– პულო გაიყვანა გარეთ, – მითხრა ანიმ და თეფშზე ფრანგული
ყველი დაიდო.
– პულო? – ვკითხე გაუგებრად და გავუღიმე.

404
– პულო ჩვენი ძაღლია. ყოველ წამს გარეთ ითხოვს გასვლას, ალ-
ბათ კუჭის პრობლემები აქვს.
ძაღლი პატრონის სახეა. ანისა და მეცენატისგან განსხვავებით,
მივხვდი რომ ძაღლს კუჭის პრობლემები სულაც არ ჰქონდა, უბრა-
ლოდ გარეთ გასვლა და სეირნობა უნდოდა. ძაღლიც ისეთივე გაქნი-
ლი იქნებოდა, როგორც მისი პატრონი.
– ანი, შენ ხომ ბედნიერი ხარ? – ვკითხე ანის და მის გულწრფელ
პასუხს დაველოდე.
– ფული ადამიანს აბედნიერებს... – თქვა ანიმ და მუცელს დახე-
და, – და ასუქებს.
– ანუ არ გიყვარს?
– მიყვარს, ალბათ. სულ ერთია ჩემთვის. თუ თავს მომაბეზრებს,
გავშორდები და ეგაა, – მითხრა ანიმ გულგრილად, მუსიკა მოითხო-
ვა და ცეკვა დაიწყო. – მართალია, ანი პირველად გათხოვდა, მაგრამ
მისთვის ასჯერ დაქორწინება არც არანაირ სირთულეს არ წარმო-
ადგენდა. თავად მეცენატის თვალებში ანისადმი სიმპათია დავინახე.
ის ანის ნენესავით არ უყურებდა, მაგრამ მინიმუმ ვნება ან ლტოლვა
მაინც ჰქონდა. მისი მეგობრები მასსავით ფრანგული გამომეტყვე-
ლების ადამიანები იყვნენ. რამდენიმე მათგანი მიახლოვდებოდა და
გაცნობას მთხოვდა, თუმცა არაფერს ვპასუხობდი და ჩუმად გავდი-
ოდი.
თავად ქორწილი, ხალხი, გარემოც კი ფარისევლური იყო, ყველა
აქ მყოფი მხოლოდ საკუთარ თავზე და გარეგნობაზე ფიქრობდა. თუ
თითოეულ ქალბატონს სამაჯურებსა და ბეჭდებს წააძრობდით და
გაყიდიდით, მთელ აფრიკას გადაარჩენდით ამ სიმდიდრით. ყველა-
ფერი ზედმეტად გათამაშებული და აბსურდული ჩანდა. თავად ანი-
საც ეს კარგად ესმოდა, მაგრამ მონტეკარლოში ყოფნას იფერებდა
და ფოტოს გადაღებისას მეცენატს პირდაპირ შარვალში უყოფდა
ხელს. არც ეს უკანასკნელი უწევდა წინააღმდეგობას, ეტყობოდა,
მონატრებული ჰქონდა ასეთი ექსტრავაგანტული ქალები.

405
რამდენიმე საათის შემდეგ, ხალხმა სახე იცვალა და დახვეწილი
ქალებისგან და კაცებისგან გიჟ, გარყვნილ ურჩხულებად გადაიქ-
ცნენ. ალკოჰოლმა და სიმღერამ ყველა გადარია და საცეკვაოდ
აღაგზნო. ყველაზე მეტად ანი და მეცენატი ერთობოდნენ. იმ წამს
არც ერთს არ ახსოვდა წარსული, აწმყო და მომავალი. ანის მოგონე-
ბებიდან სოსოც გამქრალა და მატაბელიც, ორივე მოსწონდა, მაგრამ
არც ერთში არ გაუმართლა. ბოლოს მეცენატს გაყვა ცოლად. იმ
კაცს, რომელსაც წლების წინ დასცინოდა და მე-16 საუკუნის ლორდს
ეძახდა.
მაღალ ხმაზე ჩართულმა სიმღერამ მიმტანებიც კი ააცეკვა და
სამსახური დაავიწყა. ანიმაც შეამჩნია ეს და უხეშად უსაყვედურა
მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. ანისა და მეცენატის მუცელი
ყოველ წამს უფრო და უფრო იბერებოდა საჭმლისა და ღვინისგან,
მაგრამ მაინც მონდომებით ცეკვავდნენ და სტუმრებს დაზეპირებულ
ილეთებს აჩვენებდნენ.
მეცენატი დონდლო ხელებით ჯერ ანის ლოყებს, მერე ხელებს,
ბოლოს კი ფეხებს ეფერებოდა. ეტყობოდათ, რომ ორივე ერთი ბუ-
ნების იყვნენ. ძვირადღირებული სასმელი, წვეულებები, ბრილიან-
ტით მოოქროვილი კაბა და კოსტიუმი – ამ ყველაფერს ბავშვობი-
დანვე იყვნენ მიჩვეულები და ამაზე უარს ვერც ვერასდროს იტყოდ-
ნენ. ერთმანეთი არ უყვარდათ, მაგრამ საერთო ვნებამ მაინც თავისი
ქნა – მეცენატიცა და ანიც გაგიჟებული იყვნენ ერთმანეთის სხეულსა
და სუნთქვაზე.
მთელი ქორწილი ცეკვას ვერ ვბედავდი, მეშინოდა რომელიმე მე-
ცენატის მეგობარი არ შემოპარულიყო და ლოყაზე არ ეკოცნა.
ქორწილის ბოლო სიმღერის ჩართვისას სცენაზე რამდენიმე პრო-
ფესიონალი მოცეკვავე გამოვიდა. ანის ნერწყვმომდგარი სახე რომ
დავინახე, მივხვდი, რომ ბევრი მათგანი ძალიან სიმპათიური იყო.
– ჩართეთ მუსიკა, ვიცეკვოთ! – იყვირა ანიმ და მაგიდიდან წა-
მოხტა.

406
სიმღერა იმდენად სასიამოვნო მომეჩვენა, რომ წამოვდექი და სა-
ცეკვაო დარბაზისაკენ გავემართე. ვერც კი მოვასწარი იმის გაანა-
ლიზება, როგორ აღმოვჩნდი პირდაპირ ცენტრში. სიბნელის მიუხე-
დავად, მაინც ვგრძნობდი სტუმრების ინტრიგის წყურვილს.
მანამდე ვიდგებოდი დაძაბულად, სანამ ხელზე ერთ-ერთი მოცეკ-
ვავის შეხებას არ ვიგრძნობდი. ის უკნიდან მომიახლოვდა და მაჯაზე
მომკიდა. ეს ის შეხება იყო, რომელიც ჭკუიდან მრევდა და საკუთარ
თავს მავიწყებდა. უცნობი კიდევ უფრო მტკიცედ შემეხო, წამების
მერე დაჭერა უფრო მოადუნა და სწრაფად თავისკენ მომატრიალა.
ძალიანაც რომ მდომებოდა, მის სახეს სიბნელისა და ნიღბის გამო
ვერ დავინახავდი. მაგრამ ეს ის ნიღაბი იყო... ნიღაბი, რომელიც სამი
წლის წინ კომინოს ტყეში ჩემს გადამრჩენს ეკეთა. გამახსენდა, რო-
გორ დამაგდო მაშინ მიწაზე და აბორიგენებისგან მიხსნა. ეს ის ნი-
ღაბი იყო...
კაცმა ისე სწრაფად ამწია ჰაერში და დამატრიალა, რომ თავბრუ
დამეხვა და მისი მტკიცე ხელი რომ არა, უთუოდ დავეცემოდი დარ-
ბაზის შუაგულში.
– ეს შენ იყავი? ეს შენ ხარ ახლაც? – ჩავჩურჩულე კაცს ყურში
და ცეკვა გავაგრძელე.
მეცეკვე... უბრალოდ მეცეკვე... მეცეკვე ისე, თითქოს შენს სულს
ეცეკვები.
მან თავის ხელზე გადამიწვინა, მეორე ხელი კისერზე მომხვია და
თითების ფრთხილი მოძრაობით ლავიწის ძვალთან მომეფერა. ნიღ-
ბის მიუხედავად, მისი თვალების დანახვა შევძელი, სიბნელეშიც კი
უნათებდნენ. კაცმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს მოძრაობა, რომე-
ლიც ასე ძალიან მახსენებდა მატაბელის შეხებას. ისევ ხელის მაჯაზე
მომკიდა და თითები გაათამაშა. თითების ძვლები ისე გამეყინა, მე-
გონა მომტყდებოდა, მისი თბილი შეხება რომ არა. კაბაზეც რამდენ-
ჯერმე დამისხლტა ფეხი, ალბათ სპეციალურად ვაკეთებდი ამას, მი-
სი სუნთქვა უფრო ახლოს რომ მეგრძნო. როგორ მინდოდა ეს ცეკვა,

407
ჩვენი თავბრუდამხვევი ტრიალი, უსასრულოდ გაგრძელებულიყო,
მისი შეხებაც სამუდამო ყოფილიყო, მაგრამ სიმღერა გამოირთო და
წამების განმავლობაში ყველა მოცეკვავე გაქრა.
მთელი დარჩენილი ქორწილი იმაზე ვოცნებობდი, რომ კაცი ისევ
გამოჩენილიყო და გაემეორებინა ყველა მოძრაობა. მაგრამ მისგან
არაფერი დამრჩა, მისი ხმის გაგონებაც კი ვერ მოვასწარი. მხოლოდ
მის შეხებას ვგრძნობდი. ბოლომდე მჯეროდა, რომ თუ საპირფარე-
შოში წამსვე შევირბენდი, კანიდან სხეულის სინჯს ავიღებდი და გამ-
ჭირვალე ფლაკონში შევინახავდი– უთუოდ სამარადისოდ დამრჩე-
ბოდა. ისე სწრაფად გაჩნდა და გაქრა, ისევე... როგორც მატაბელს
სჩვეოდა.

408
30
თბილისში დაბრუნებისთანავე ანიმ სერიოზული საქმიანობა –
ფილანტროპობა და მეცენატობა წამოიწყო. მისმა ქმარმაც დაუჭირა
მხარი, რადგან მისთვისაც სასურველი იყო ცოლი ძლიერი და ქველ-
მოქმედი ჰყოლოდა. ეს მის რეპუტაციაზე დადებითად აისახებოდა.
ტელევიზია თითქმის ყოველდღე აშუქებდა ანის სიკეთეს. ყოველ ინ-
ტერვიუში მხურვალედ წარმოთქვამდა, რომ სამყაროს მხოლოდ სი-
კეთე და სულგრძელობა გადაარჩენდა. ის ბაღებში, სამხატვრო აკა-
დემიებსა და ბავშვთა სახლებში დადიოდა. მაგრამ ამ უკანასკნელ-
თან სერიოზული პრობლემები შეექმნა. გუშინ დამირეკა აკანკალე-
ბული ხმით და ბავშვთა სახლის დირექტორთან შეხვედრა მთხოვა.
ანის რომ ვკითხე, რა მოხდამეთქი, სასოწარკვეთილი ხმით მიპასუხა,
რომ დირექტორმა მის მლიქვნელურ და ფარისევლურ გეგმებს ფარ-
და ახადა და ჩივილსაც კი აპირებდა. ანის ღრმად სწამდა ჩემი პრო-
ფესიონალიზმისა და დაჯერების უნარისა, ამიტომ ამ ბინძური საქ-
მიდან ამოყვანას შემევედრა.
ადვოკატის ამპლუაში იშვიათად თუ ვყოფილვარ, სწავლის მესა-

409
მე კურსზე ვიყავი, ამიტომ ჩემი ადგილი მხოლოდ სტაჟიორობით შე-
მოიფარგლებოდა. შესაძლოა ეს ჩემი პირველი საქმიანობა ყოფილი-
ყო, თუმცა ანის ადვოკატად სასამართლოში ვერც წარვდგებოდი იმ
ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ადვოკატის სერტიფიკატი და
ლიცენზია არ მქონდა.
გუშინდელის მერე ანის ვერც დაველაპარაკე, ისეთი შეშინებული
იყო, რომ მობილურზე ამაზე ლაპარაკი უბრალოდ არ მოისურვა.
ამიტომ მთხოვა პირდაპირ ბავშვთა სახლის დირექტორის კაბინეტში
შევხვედრილიყავით. თუმცა, ჩემთვის ყველაფერი ისედაც ნათელი
იყო. ანიმ სულ ტყუილად დააარსა საქველმოქმედო ფონდი და შემო-
წირულობის 80%– ს გემრიელად იდებდა ჯიბეში. დირექტორიც მი-
უხვდა მზაკვრულ გეგმას და ციხეში გაშვებით დაემუქრა.
ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების დრო არ მქონდა. თმა
დავივარცხნე,საქმიანად ჩავიცვი, გამომძიებლის ნიშანი დავიმაგრე
და ბავშვთა სახლისაკენ გავემართე. მიხაროდა, რომ ამ საქმის გამო-
ძიება თენგოსა და რეზოს გარეშე მომიწევდა. რეალურად ამ საქმეს
არც არანაირი გამოძიება არ სჭირდებოდა, უბრალოდ ჩემი კლიენ-
ტის, ანის, ინტერესები უნდა დამეცვა. ბევრისგან მესმოდა ადვოკა-
ტების მისამართით ლოგიკურობას მოკლებული კომენტარები. თით-
ქმის ყოველი მეორე უსწავლელი ადამიანი ადვოკატს უკანასკნელ
ვირთაგვას ეძახდა, რადგან ამ პროფესიის მიმდევარს ზოგჯერ
მკვლელის და ქურდის გათავისუფლება შეეძლო. რეალურად, ადვო-
კატი მრავლისმეტყველი პროფესიაა. მხოლოდ ამ ადამიანს შეუძლია
ენის საშუალებით ადამიანი ციხიდან იხსნას და სწორ გზაზე დააყე-
ნოს. მე არასდროს გავამართლებდი ბინძურ მკვლელებს, რომლებიც
ადამიანს ფულის და შურის გამო კლავენ, მაგრამ აფექტის დროს ჩა-
დენილი მკვლელობა სულაც არ ნიშნავს ადამიანისთვის სამუდამო
პატიმრობის შეფარდებას. ბევრ მოსამართლეს ავიწყდებოდა, რომ
მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის მიზანი დანაშაულის
პრევენცია და პიროვნების რესოციალიზაცია უნდა იყოს. კანონის

410
მონები ხშირად ხვდებიან, რომ ეს ადამიანი მეორედ ამ დანაშაულს
არც არასდროს ჩაიდენდა, რადგან ვინმე მის ქალიშვილს ხელმეო-
რედ ვერ გაუპატიურებდა და ხელმეორედ ვერ მოკლავდა. შესაბამი-
სად გამწარებული მამა ვერც ჩავარდებოდა აფექტში ისე, ვინმე ისევ
რომ მოეკლა. მოსამართლეც ხვდებოდა, რომ ქალიშვილის მამამ,
რომლის თვალწინ მოხდა მისი საყვარელი არსების მორალური გა-
ნადგურება, შვილის მკვლელი არა შურისძიების, არამედ ძლიერი
აღელვებული მდგომარეობის გამო მოკლა. მაგრამ მოსამართლემ
არ შეუნდო ეს და თენგოს ძლიერი ორატორული გამოსვლის მიუხე-
დავად, კაცს თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლით მიუსაჯა. გა-
დაწყვეტილება გავასაჩივრეთ კიდევაც და სააპელაციო სასამარ-
თლოს მოსამართლე ბევრად ლოიალური აღმოჩნდა და საწყალი კა-
ცის სასჯელს 1 წელი მოუკლო. ეს მხოლოდ თენგოს დამსახურება
იყო, რომელმაც დაარწმუნა მოსამართლე, რომ ქვეყანა ვერასდროს
განვითარდებოდა, თუ ადამიანები ერთმანეთს შანს არ მივცემდით.
თენგო არასდროს გამოდიოდა სასამართლოში სიტყვით, როდესაც
საქმე პირსისხლიან დამნაშავეებს ეხებოდა. სწორედ ეს მაჯერებდა
და მარწმუნებდა, რომ მართლმსაჯულების მომავალი ძლიერი ად-
ვოკატებისა თუ მოსამართლეების ხელში იყო.
იმ ფიქრით, რომ არასდროს გადავუხვევდი სამართლიანობას,
ბავშვთა სახლის კარები გამოვაღე და შიგნით შევედი. სანამ შენო-
ბის დირექტორს ვიპოვიდი, რომელიც ურჩხულ და ბოროტ ქალად
წარმომედგინა, ბავშვებს საჩუქრები დავურიგე და თითოეულს თავ-
ზე მოვეფერე.
– შენ იქნები ჩემი დედიკო? – მომიახლოვდა ქერა პატარა გოგო
და კაბაზე ჩამომეკიდა.
– პატარავ, შენ გყავს დედიკო, უბრალოდ შენგან შორსაა, მაგრამ
სულ მალე გაიზრდები და თვითონ იპოვი, – ვუთხარი ციცქნა გოგოს
და ვიგრძენი, რომ აშკარად ვცრუობდი.
– როგორ უნდა ვიპოვო? – მკითხა გოგომ ბრძნული თვალებით

411
და გამიღიმა.
– კარგად ისწავლი და გამომძიებელი გახდები, – დავიხარე და
გოგონას თმებზე მივუალერსე.
– გამომძიებელი? – მკითხა გოგონამ გაკვირვებით და პირი სასა-
ცილოდ დააღო, – ვაუ, რა მაგარია!
– ძალიან! აი ნახავ, რა ძლიერი გოგო გაიზრდები, – ვუთხარი პა-
ტარას და მის ნაღვლიან თვალებში ჩავიხედე. მის ქერა თმას ვეხე-
ბოდი და ვგრძნობდი, რა მაგარია, როცა წარსულს ეხები... შენც ხომ
ასეთი პატარა იყავი ოდესღაც.
– რა არის საჭირო, რომ შენისთანა ფორმა მეცვას? – მკითხა გო-
გონამ და ხელით მანიშნა, რომ მის თმაზე მოფერება გამეგრძელები-
ნა.
არ მეგონა, გოგონა ჩემს პიჯაკზე დეტექტივის ნიშანს თუ დაინა-
ხავდა და ამით მიხვდებოდა, რომ გამომძიებელი ვიყავი.
– არც არაფერი, – ვუთხარი ბავშვს, ნიშანი მოვიხსენი და გოგო-
ნას ხელში გავუწოდე.
– ვაუ! – თქვა გოგონამ და პირი ისევ იმხელაზე დააღო, რომ ყბის
ტკაცუნი მომესმა, – ვაუ, ბავშვებო, ნახეთ მე რა მაქვს! – აგრძელებ-
და გოგონა გახარებას და ნიშანს ცხარედ კოცნიდა.
– ჩუ! – ვუთხარი გოგოს და თითი მის ცხარე ტუჩებს დავადე, –
სხვები თუ გაიგებენ, თავისთვის მომთხოვენ კიდევ ნიშანს, მე კი მე-
ტი არ მაქვს. ეს ჩვენი საიდუმლო იყოს, ოქეი?
– ოქეი რა არის? – მკითხა გოგონამ გულუბრყვილო ხმით და დე-
ტექტივის ნიშანი პატარა ჯიბეში ჩაიდო.
– სიტყვა ოქეი ჩვენი პაროლი იყოს, – მივუგე ხუმრობით პატა-
რას, მაგრამ მისი დაკვირვებული თვალები რომ დავინახე, მივხვდი,
ამ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამდა.
– ჩვენი პაროლი – ოქეი და პოლიციელის ფარული ნიშანი.
– ვაუ, რა მაგარია! – თქვა გოგონამ და რომ მიხვდა ეს ხმამაღ-

412
ლად გამოუვიდა, პირზე ხელები აიფარა, თვალი სასაცილოდ ჩამიკ-
რა და სიცილი დაიწყო.
– რა გქვია?
– კიკე, – მითხრა გოგონამ და თავი დახარა, ეტყობოდა, რომ ბავ-
შვები უცნაური სახელის გამო დასცინოდნენ.
– კიკე... მე უნდა წავიდე, – ვუთხარი ბავშვს, რომელსაც ამის გა-
გონებაზე თვალზე ცრემლი მოადგა, – მაგრამ შემდეგშიც გინახუ-
ლებ, გპირდები!
– შენ გუშინაც ხომ აქ იყავი? – მკითხა გოგონამ და ისე გამიღიმა,
რომ დავინახე როგორ აკლდა წინ ორი კბილი.
– მე? – გამიკვირდა, – არა, სხვაში გეშლები, ძალიან ბევრი მნახ-
ველი გყავთ ალბათ.
– ისიც შენისთანა ლამაზი იყო, დეტექტივო, – მითხრა კიკემ დამ-
შვიდობების ნიშნად და თავის ოთახში ისე შეირბინა, უკან არც მო-
უხედავს.
ბავშვები ძლივს რომ მოვიშორე, დირექტორის პოვნა ვცადე. ბავ-
შვთა სახლი ზუსტად ისეთივე იყო, როგორსაც ძველ ფილმებში აჩ-
ვენებდნენ – საშინლად დამტვრეული და ჩამონგრეული, მაგრამ ბავ-
შვების ხითხითით და ფუსფუსით გალამაზებული და გაფერადებუ-
ლი. ეტყობოდა, რომ ანის არც არაფერი გაუკეთებია ამ შენობის-
თვის. თავი საშინლად ვიგრძენი, როდესაც გავიაზრე, რომ ცხოვრე-
ბაში არც მე გამიკეთებია არაფერი ამ ბავშვების ცხოვრების გასა-
ლამაზებლად. მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ანი ამით სარგებლობდა
და ფულსაც ბლომად აკეთებდა.
ჩატეხილ კიბეს ავუყევი და პირდაპირ დირექტორის კაბინეტთან
აღმოვჩნდი. გამიკვირდა, როდესაც კარი ბევრად უფრო დამტვრეუ-
ლი დამხვდა, ვიდრე შენობის სხვა ნაწილები.
ჩვეულებრივ, დირექტორები თავისთვის იყენებენ ხარჯებს და
კაბინეტსაც ირემონტებენ, მაგრამ ამჯერად სულ სხვა სიტუაცია
დამხვდა. ამით მივხვდი, რომ შიგნით ინტრიგანი ქალი კი არა,

413
მზრუნველი ადამიანი იჯდა.
კარებზე დავაკაკუნე და თანხმობის ნიშანი რომ გავიგე, შიგნით
შევედი.
– ო, ღმერთო, – წამოვიყვირე, რადგან ფეხი ჩამტვრეულ იატაკში
მომხვდა და კანიც გამეკაწრა.. .
დირექტორის სახის გარჩევა ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად წა-
მოდგა და ჩემი აყენებისთვის გამოემართა.
– კარგად ხართ? – მკითხა მოხუცმა ტკბილი ხმით და გახურებუ-
ლი ხელებით ჩემს თითებს შეეხო.
– მშვენი... – ვერ წარმოვთქვი ბოლომდე, რადგან მოხუცის ღრმა
თვალებმა იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინეს ჩემზე, რომ ლაპა-
რაკის უნარი წამერთვა.
– დაბრძანდით, ცოტა შეუფერებელი გარემო გვაქვს, – მითხრა
კაცმა ალერსიანი ხმით და თავის მაგიდას შემოუჯდა.
ბავშვთა სახლის დირექტორი ბავშვებისნაირი თბილი და საყვა-
რელი აღმოჩნდა. გარეგნობა რომ არა, ვერც მიხვდებოდით, რომ
ზრდასრული 60 წლის მამაკაცი იყო.
– რამ მოგიყვანათ აქ? – მკითხა დირექტორმა და ჩემს ტანსაც-
მელს რომ შეხედა, დაამატა, – ალბათ ფულის გადარიცხვა გინდათ?
სულ დამავიწყდა, რომ კიკეს მივეცი ჩემი დეტექტივის ნიშანი,
ამიტომ დირექტორი ბოლო წუთამდე ვერც ხვდებოდა ჩემს ვინა-
ობას.
– მე... – შევხედე მოხუცს თვალებში და სიმართლე ვერ ვუთხარი,
– დიახ, მე ფულის გადასარიცხად მოვედი.
ვერასდროს დავიჯერებდი, რომ მოხუცებს ასეთი სიხარულის
განცდა შეეძლოთ. დირექტორმა იმდენად თბილად გამიღიმა, რომ
მისთვის მთელი ქონების ჩუქება მომინდა.
– მე ანი ბრეგვაძემ გამომა...
– ვინ? ა, ანიმ? – უცბად ვერ მოიაზრა მოხუცმა პასუხი.
– მან თქვენთვის ფულის გადასარიცხად გამომაგზავნა, – ვიცრუე

414
დირექტორთან, რადგან ანის გამართლება ჩემთვისაც კი რთული იქ-
ნებოდა.
– მართლა? – გაოცდა დირექტორი და გულზე ხელი მოიკიდა. –
რამდენი გეკუთვნით? ისე, მაინც რომ დავაზუსტო. – 1500 ლარი, –
თქვა მოხუცმა სიმორცხვით. – 1500? – ვკითხე გაკვირვებულად.
– დიახ, შეიძლება ბევრია, მაგრამ შენობას ბევრად მეტი სჭირდე-
ბა.
ჩემი გაკვირვება გამოიწვია არა იმ ფაქტმა, რომ კაცისთვის 1500
ლარი სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო, არამედ ის, რომ ანიმ ბავ-
შვთა სახლს ეს მცირეოდენი წაართვა. გაკვირვებული ვიყავი მისი
ასეთი ძუნწობითა და დაუნდობლობით.
– 5.000 ლარი მაქვს თან, – ვუთხარი დირექტორს და ჩანთიდან
ფული ამოვიღე. ეს ის ფული იყო, რომელიც ჩემი სახელით უნდა ჩა-
მერიცხა. მაგრამ არც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ
დირექტორს ეფიქრა, თითქოს ეს ფული ანიმ გადაურიცხა.
– 5.000? ეს მეტისმეტად ბევრია, რას ამბობთ! – დაიმორცხვა
კაცმა და ფულით სავსე კონვერტი გამომართვა.
– გაარემონტეთ ეს შენობა. ხვალ მეტსაც ჩავრიცხავ ანგარიშზე,
– ვუთხარი მოხუცს და მის სევდიან ღიმილს ასევე სევდიანად ვუპა-
სუხე.
– რადგან 5.000 ლარი სავარაუდოდ მხოლოდ ერთი ოთახის გა-
სარემონტებლად ეყოფა, თქვენ ამოირჩიეთ ისეთი. ძალიან დიდი შე-
ნობაა, ნახევარი ოთახი კი ცარიელია.
– ცარიელები დავათვალიეროთ, – ვუთხარი კაცს და სკამიდან
წამოვდექი.
– ცარიელები რატომ? – მკითხა კაცმა, რადგან ვერ მიუხვდა ჩემი
ასეთი განზრახვის მიზეზს.
– განახლებას ახალი ოთახის შექმნა ჯობია, – განვუმარტე და
ოთახიდან გამოვედი.
დერეფანში ყოფნისას შევამჩნიე, რომ ამ სართულზე არც ერთი

415
ბავშვი არ იყო.
– რატომ გაქვთ კაბინეტი მაინცდამაინც ამ სართულზე?
– მარტო ვარ ჩემთვის. ბავშვობიდანვე ვარ შეჩვეული მარტო-
ობას.
– თქვენც ბავშვთა სახლში ცხოვრობდით?
– დიახ, – მითხრა მოხუცმა და მისი თვალებით მივხვდი, რომ ბავ-
შვობა სწორედ აქ ჰქონდა გატარებული, ახლა კი ცხოვრებას სწო-
რედ ამ შენობას უძღვნიდა.
– კიკე ძალიან საყვარელია, – ვთქვი სანამ ოთახში შევიდოდით.
– კიკე? – მკითხა კაცმა უნებურად ისეთი ტონით, თითქოსდა წა-
მოსცდა, – საყვარელი ბიჭია.
– ბიჭი? – გამაკვირვა.
– გოგო, გოგო, მაპატიეთ, ზოგჯერ ვერ ვიმახსოვრებ ყველას სა-
ხელს, – თქვა კაცმა და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა.
– ზედმეტად პატარაა. სხვაც ვნახოთ, – ვუთხარი დირექტორს და
ცარიელი ოთახის თეთრსა და ძველ კედლებს თვალი შევავლე.
– ყველაზე დიდი ესაა, ბოლოში, – მიმითითა მოხუცმა და დერეფ-
ნის უკანასკნელ წერტილს მიუახლოვდა.
ხის მძიმე კარი როგორც კი გამოვაღე, ნაცნობი სუნი პირდაპირ
ცხვირში მეტაკა. ეს სისხლის სუნი იყო...
– ეს რა არის! ? ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა მოხუცმა და შიშისგან
კანკალი აუვარდა.
ჩვენ წინ გვამი ეგდო. სუნის მიხედვით, რამდენიმე საათის წინ
მოეკლათ. ცხედარს მივუახლოვდი და ანის ამობურცული მკერდი და
პუტკუნა ლოყები ამოვიცანი. ის ისე გაუნძრევლად იწვა, მეგონა უბ-
რალოდ ეძინა და არც კი მომკვდარა.
– თენგოს ვურეკავ, – ვთქვი ნერვულად და ჯიბიდან მობილური
ძლივს ამოვიღე.
– თენგო ვინაა? – მკითხა დირექტორმა ისეთი აკანკალებული
ხმით, რომ ვიგრძენი როგორ ეხვეოდა თავბრუ.

416
– გამომძიებელი. ამ საქმეზე მუშაობს, ჩვენ კოლეგები ვა...
– ძაღლი ხარ? – მკითხა მოხუცმა უფრო ძლიერი შიშით და ძლივს
ამოისუნთქა.
– გამომძიებლის სტაჟიორი... მაგრამ ამის დროა? ანი მოკლეს,
გესმით? მოკლეს? – ვთქვი და დირექტორი შევანჯღრიე.
– ქვევით უნდა ჩავიდე, ძალიან ცუდად ვარ! – თქვა მოხუცმა და
ოთახიდან მკვირცხლად გამოვარდა.
ანის გვამთან ზუსტად ისე დავრჩი მარტო, როგორც ოდესღაც ტა-
რიელის წინაშე. იმ წამებში ზუსტად იმავეს ვგრძნობდი, ორი წლის
წინათ ტარიელს თავზე ცრემლიანი რომ ვედექი.
წინა სამი მსხვერპლისგან შედარებით, ყველაზე მეტად ანი მიყ-
ვარდა.
ხელთათმანები მოვირგე და ცხედარი დავათვალიერე. წინა სამი
მსხვერპლის მსგავსად, ჰუმანურად იყო მოკლული. ცივი იარაღით
მოუსპეს ბოლო. მკვლელმა უმტკივნეულოდ, წამების გარეშე დახო-
ცა ოთხივე მსხვერპლი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ანი უკანასკნე-
ლი იყო.
– ანი, – ვიმეორებდი მის სახელს და ხელთათმანებით მის ოქროს-
ფერ თმას ვეფერებოდი.
მასთან მარტო ყოფნა ჭკუიდან გადამრევდა, კარებში თენგო რომ
არ შემოვარდნილიყო და ნერვულად არ წამოეძახა.
– ბოლო. ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა, ვიცოდი!
თენგომ გამალებით შეამოწმა ბავშვთა სახლის დიდი ოთახი, კედ-
ლებს შეეხო და ღრმად ჩაფიქრდა.
– დანითაა მოკლული. მუცლის არეში აქვს ორი ჭრილობა, – თქვა
ოპერატიულად მოსულმა ექსპერტიზის ჩამტარებელმა და ანის მუ-
ცელს უფრო ძლიერად მოუჭირა, – დიდი ალბათობით, სამი-ოთხი
თვის ორსული იქნებოდა.
– რა? – ვთქვი გაკვირვებულად, რადგან ანის ეს ჩემთვის არ უთ-
ქვამს.

417
– ზუსტად ვერ გეტყვით, უნდა შევამოწმო, – გაიმეორა ექსპერ-
ტიზის ჩამტარებელმა და გვამი საკაცეზე გადაატანინა.
– ჯანდაბა! არც ერთ კვალს არ ტოვებს, ნაბიჭვარი! – თქვა გა-
ღიზიანებულმა თენგომ და კედელს მუშტი დაარტყა.
– ის ორსულად იყო, თენგო! – ვთქვი და პატარა არსება იმდენად
ძლიერად შემეცოდა, რომ ცხარე ცრემლის მოწმენდისას ლამის თი-
თები დამეწვა.
– ოთახი გაჩხრიკეთ, აქ დატოვებდა რაიმეს! – გასცა ბრძანება
თენგომ და მოსასხამი ნერვულად გაისწორა.
ოთახის გაჩხრეკას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ისედაც ცარიელი
იყო. ერთადერთი, რაც თვალსაჩინო იყო – სისხლით დალაქავებული
იატაკი და ანის ჩანთიდან გადმოცვენილი ნივთები. თენგომ იატაკი-
დან იასამნის ფერი ჩანთა აიღო და სწრაფად გადმოაყირავა.
– არაფერია ისეთი, რაც გამოძიებას გამოადგება, – ვუთხარი დე-
ტექტივს.
– გამოძიებას კი არა, მათხოვარსაც არ გამოადგება ეს უსარგებ-
ლო ნივთები, – მიპასუხა თენგომ და ჩანთიდან გამოვარდნილ ტუჩის
საცხს, ტუშსა და სუნამოს უკანასკნელად შეავლო თვალი.
უეცრად ოთახში წითელფეხსაცმლიანი ქალი შემოვარდა და წი-
ვილ-კივილი მორთო:
– აქ რა ხდება? – უყვიროდა ქალი თენგოს ისეთი წივანა ხმით,
რომ დეტექტივი ძლივს ცდილობდა მის ბოლომდე მოსმენას.
– ვინ ხართ? – ჰკითხა თენგომ ხრინწიანი და ცივი ხმით.
– მე სახლში ვიყავი, აქ იშვიათად მოვდივა...
– ვინ ხართ? – გაიმეორა თენგომ უფრო უკმაყოფილო ტონით,
რადგან არ მოსწონდა, რომ საგამოძიებო პროცესში უცხო პირი შე-
მოიჭრა.
– მე ამ ბავშვთა სახლის დირექტორი ვარ, – წამოიკივლა ქალმა
და ტუჩებზე წითელი პომადა თითით მოისწორა.

418
– მერე? – ჰკითხა თენგომ თვალების პაჭუნით და ერთ-ერთ პო-
ლიციელს უბრძანა, – გაიყვანეთ ეს გიჟი.
– მე დირექტორი ვარ! ჩემი გაყვანის უფლება არ გაქვთ, უნდა
ვიცოდე საქმის ვითარება! – აგრძელებდა ქალი კივილს და პოლი-
ციელს წინააღმდეგობას უწევდა.
ქალი რომ გაიყვანეს, თენგოს ნელა მივუახლოვდი და ფრთხილად
ვუთხარი:
– თენგო... – ჰა?
– ეს არ არის დირექტორი. დირექტორი მოხუცი საყვარელი კაცი
იყო, მე მას დღეს 5.000 ლარი მი...
– ჰმ, – ჩაიცინა თენგო, – 5.000 ლარი მიეცი? ცნობილი ვიგინდა-
რაა ეს კაცი. ბავშვთა სახლების დირექტორად მოაქვს თავი და
ხალხს ფულს სძალავს.
– რა? როგორ? – ვკითხე გაკვირვებულად, რადგან ვერ ვიჯერებ-
დი ასეთ უმსგავსობას.
– მშვენივრად იცის, რომ დირექტორები დროს ძირითადად სახ-
ლებში ატარებენ, უკანასკნელ და უკაცრიელ სართულზე ჩამოჯდება
ხოლმე, ყოველთვის სხვანაირად იცვამს და ხალხსაც ატყუებს, –
მითხრა თენგომ და ბეჭედი ნერვულად დაატრიალა, – მაგრამ ამის
დრო არ არის.
– ახლა რას ვაპირებთ? – ვკითხე თენგოს და ანის ცხედარს დავ-
ხედე.
– ჩვენ? – მკითხა თენგომ გაკვირვებულად და ჩემს ხელთათმა-
ნებს გამომცდელად დახედა, – ჩვენ – არაფერს. ამ საქმეს შენ ვერ
გამოიძიებ, – მითხრა თენგომ და ერთ-ერთ პოლიციელს ხელით
ანიშნა, რომ იქიდან გავეყვანე და გამოიძიება გაეგრძელებინა.
– რატომ არ შეიძლება რომ დავრჩე? – ვკითხე დეტექტივს ლამის
მუდარით.
– სოფოკო, ნუ გამომიყვან წყობიდან. დროზე გადი, გთხოვ, – მი-
პასუხა თენგომ და ხელთათმანები მოირგო.

419
– არაფერი შეიცვლება?
– მატაბელს ბრალდებას მოუხსნიან. მას შეეძლება საქართველო-
ში დაბრუნება. ეს თუ გაინტერესებდა, – თქვა თენგომ და ცხედარ-
თან დაიხარა, – ახლა კი წადი, შენი ადგილი აქ არ არის. საქმე გათა-
ვებულია.
არ ვიცოდი, რა უფრო მაკვირვებდა: ანის მკვლელობა, მატაბე-
ლისთვის ბრალის მოხსნა თუ იმ მოხუცის გაიძვერობა. კიბეზე ჩას-
ვლისას და დამფრთხალი ბავშვების ბუს მსგავსი გაკვირვებული
თვალების დანახვისას, გავიაზრე, რომ იმ მოხუცსაც ისეთივე თვა-
ლები ჰქონდა – სევდიანი და იმედგაცრუებული. არ მჯეროდა, რომ
მან ასე უხეშად მომატყუა და ფული მიითვისა. მაგრამ ის ფაქტი, რომ
ამ კაცს ბავშვებისთვის ლუკმის წართმევა შეეძლო – უფრო მტკენდა
გულს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ადამიანების ფარისევლობაში.
– ოქეი, ოქეი, – გაისმა ხმა და ოთახიდან ღამის პერანგში მორ-
თული კიკე გამოვარდა, – შენი საჩუქარი ლეიბის ქვეშ დავმალე.
ოქეი?
– ოქეი, – ვუთხარი კიკეს და ვიგრძენი, რომ ამ ბავშვის სასაცილო
გამოსახულებამ და ფეხშიშველა ფეხებმა გული მომილბო.
– დღის ძილი მაქვს, მაგრამ არ მეძინება, რაღაც ხმაურია გარეთ,
– მითხრა კიკემ და აწეწილ თმაზე ხელი გადაისვა.
– კიკე... – ხო? – ძალიან ლამაზი ხარ, – ვუთხარი ბავშვს და ჩა-
ვეხუტე.
– ვაუ, – გაიმეორა ბავშვმა და ჩემს ხელებში გემრიელად მოკა-
ლათდა.. .
კიკესთან დამშვიდობება ძალიან გამიჭირდა. ის ერთადერთი
ადამიანი იყო, რომლის თვალებში გულწრფელობასა და ბავშვურო-
ბას ვხედავდი. ვხვდებოდი, რომ მოხუცი კიკეს სულაც არ იცნობდა.
რომ სცოდნოდა ვინაა, როგორ შეიძლება მისი სახელი არ ემახსოვ-
რებოდა?

420
31
დღეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც ორი წლის წინანდელ ამ-
პლუას დავუბრუნდებოდი. საგამოძიებო დეპარტამენტიდან შემო-
სულმა სატელეფონო ზარმა მიმახვედრა, რომ თენგო მკვლელობე-
ბის გამოძიებას და ჩემს დაკითხვას გააგრძელებდა. ამ ხნის განმავ-
ლობაში იმდენად გავიზარდე და მორალურად გავძლიერდი, რომ
დაკითხვის ძველებური შიში აღარც მქონდა. თანაც ზურა დიდი ხა-
ნია ცოცხალი არ იყო და მისი აუტანელი კითხვები თენგოს ლაპარაკ-
მა შეცვალა. გუშინდელ დღემდე თენგო საუკეთესო დეტექტივად
ითვლებოდა, მაგრამ ანის მკვლელობამ თავდაყირა დააყენა ყველა-
ფერი – მატაბელი მას ვერ მოკლავდა, რადგან საქართველოში არ
იმყოფებოდა. ირაკლის ალიბიმ და ხალხის გამძაფრებულმა შიშმა
გამოძიება ჩიხში შეიყვანა.
თენგოს კარებთან ამჯერად ვიდექი არა როგორც მისი სტაჟიორი
ან თანაშემწე, არამედ როგორც პოტენციური მსხვერპლი ან სულაც
დამნაშავე.
– შემოდი, შემოდი, – მითხრა ჩაფიქრებულმა თენგომ და კალმის
ტრიალი დაიწყო.
421
– დაკითხე ბავშვთა სახლის თანამშრომლები? – ვკითხე ჩაფიქ-
რებულ დეტექტივს, რომელსაც ჩემი იქ ყოფნა ფიქრის გამო დაავიწ-
ყდა,
– არანაირი კვალი, დამნაშავის ვინაობაზე რომ მიუთითებდეს.
ამ პასუხმა მაგრძნობინა, რომ დეტექტივი თენგო, ზურასგან გან-
სხვავებით, ყველასთან თანამშრომლურ ენას პოულობდა და არავის
მიმართ არ იყო უარყოფითად განწყობილი, თუ წინანდელი გამომ-
ძიებელი ყველას ადანაშაულებდა, თენგო სწორედ თავისი ფლეგმა-
ტურობით ცდილობდა პასუხის გამოცნობას.
– არა მგონია შენმა ფსიქოლოგიურმა მიდგომამ ამ მკვლელზე
იმოქმედოს, – ისევ შევახსენე თენგოს ჩემი ყოფნა, რადგან ყურად-
ღებას არ მაქცევდა და მარტო ერთ ფურცელს დაჟინებით უყურებ-
და, – მკვლელი რობოტივით ჭკვიანია.
– ამ რობოტსაც გადაეწვება როდესმე ელემენტი, – მითხრა მოთ-
მინებით თენგომ და ისე გაიღიმა, თითქოს თვალწინ დაუდგა ეს სა-
ნატრელი მომენტი.
– ვინ დაკითხე?
– არც არავინ. მატაბელი საქართველოში არაა, ანი მკვდარია, ნე-
ნე კი საავადმყოფოდან უკვე რამდენიმე თვეა გაქცეული, – მითხრა
თენგომ და თვალებით მანიშნა, რომ პირველი და უკანასკნელი ვი-
ყავი.
– ზურა რომ ყოფილიყო, ნენეს დააბრალებდა ყველაფერს, – მი-
ვუგე დარწმუნებით და თენგოს გაქვავებულ თვალებს შევხედე.
– შეიძლება... მაგრამ, იცი, არც არავის დაკითხვას არ ვაპირებდი.
– რატომ? ხელი ჩაიქნიე?
მე – არა, მკვლელმა – კი, – მითხრა თენგომ და მაგიდის თაროდან
ფურცელი ამოიღო, – მკვლელმა უკანასკნელი სურათი გამოაგზავ-
ნა.
დეტექტივმა მაგიდაზე ნაცნობი სურათი დადო და მისი თვალიე-

422
რება დაიწყო, ზუსტად იგივე სურათი იყო, როგორიც სოსოს გარ-
დაცვალების შემდეგ მივიღეთ. იგივე საწერი მაგიდა, ტყავის სავარ-
ძელი და ჩაბნელებული კაბინეტი. განსხვავება ის იყო, რომ მკვლე-
ლი 90 გრადუსით შემობრუნებულიყო და ნიღაბი რომ არა, მის პრო-
ფილს დავინახავდით.
– ნიღაბი სახის მხოლოდ მარჯვენა მხარეს უკეთია, ეს კი იმას
ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს ვეღარ მოკლავს, რადგან სახის მეორე
ნაწილი, უნიღბო, გამოუჩნდება, – განმიმარტა თენგომ მხოლოდ იმი-
ტომ, რომ საკუთარ თავთან სურდა ლაპარაკი, – მაგრამ ასეთი ტი-
პის მკვლელები უბრალოდ არ ქრებიან. არც ეს ყოფილა გამონაკლი-
სი.
ამ სიტყვებით თენგომ ფურცელი მეორე მხარეს გადაშალა და წა-
იკითხა: „ხვალ. კომინოს ტყის მარჯვენა მხარეს მატაბელი და სოფო-
კო კაბინეტში შეუშვით. თუ ამას არ იზამთ, ყველას დაგხოცავთ. იქ
შესვლა მარტო ამ ორს შეუძლია... P.S. ეს უკანასკნელი ფული ანის-
თან დამარხეთ“.
– ანის პირადი ანგარიშიდან მილიონ ორასი ათასი ლარი იყო მოხ-
სნილი, – თქვა თენგომ და ნაკუწებად ქცეული ფული მაჩვენა, – სუ-
რათთან ერთად მივიღე. და იცი რა? ამჯერად მკვლელის სურვილს
დავაკმაყოფილებთ და ამ ფულს ანის ცხედართან ერთად დავმარ-
ხავთ. მასთან თამაშის დრო არ გვაქვს. .
– ხვალ კომინოზე უნდა ჩავფრინდეთ? – ვკითხე და ყურადღება
არ მივაქციე დაკუწმაწებულ ფულს.
– ამის გაკეთებას არავინ გაძალებს, – მითხრა თენგომ და თანაგ-
რძნობით შემომხედა.
– დაძალება არც მჭირდება, მაგრამ მატაბელი?
– ის დღეს ჩამოვა, ბრალდება მოეხსნა, – მითხრა თენგომ და დაკ-
ვირვებით შემომხედა, თითქოს ცდილობდა ჩემში ჩამალული ემოცი-
ის გამოჭერას.

423
უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, რომ მატაბელს სულ მალე ვნახავ-
დი, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ ეს ასეთ ვითარებაში უნდა მომ-
ხდარიყო. დეტექტივის ყურადღებიან სახეს დავუკვირდი, ის თვალს
არ მაშორებდა, რადგან სურდა გაეგო, რა სახის გამომეტყველებას
მივიღებდი. ჩემი და მისი მზერები გადაიკვეთა... ვაიძულე სხეულის
ყველა ორგანოს ფლეგმატური და მშვიდი სახე მიმეღო. თენგომ რო-
გორც კი დაინახა, ჩემი გრძნობების გამომჟღავნებას არ ვაპირებდი,
სერიოზული სახის გამომეტყველებით დაამატა:
– მკვლელის კაბინეტი კუნძულ კომინოზეა. ისედაც ცხადია, რომ
მკვლელი ერთ-ერთი თქვენი მეგობა...
– არ ღირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ყველაფერი მხო-
ლოდ ხვალ გამოჩნდება.
– სოფოკო, – მითხრა თენგომ და ეჭვის თვალით შემომხედა, –
რატომ არ ყოყმანობ იქ წასვლაზე, ნუთუ არ გეშინია? ..
– სხვა გზა მაქვს? დარწმუნებული ვარ, რომ მატაბელი წამითაც
არ დაიწყებს ყოყმანს და გაემგზავრება. მე მას ვჭირდები.
– ისევე როგორც მკვლელს? – შეიძლება ორივე ვჭირდებით ან
პირიქით არცერთი.
– ხვალ ვერტმფრენით პირდაპირ კომინოზე ჩაფრინდებით, თან
იარაღი და ყველანაირი დამცავი საშუალება გექნებათ. სიფრთხი-
ლითა და ყურადღებით უნდა იმოქმედოთ. ყველა ტურისტი დღეს
დილით გადავიყვანეთ მალტაში. ამიტომ მთელ კუნძულზე მხოლოდ
თქვენ იქნებით. წარმოდგენაც არ მაქვს, რა მახეს გიმზადებთ მკვლე-
ლი, მაგრამ იქ შესვლა და ამისთვის წერტილის დასმა მხოლოდ შენ
და მატაბელს შეგიძლიათ, – მითხრა თენგომ და აღელვებული ხმით
დაამატა, – იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და უვნებლად
ჩამოხვალთ.
– შენ თვითონაც იცი, რომ ასე არ იქნება, – ვუთხარი დეტექტივს
ბრაზით, რადგან მისმა გამოგონილმა იმედიანობამ გული მატკინა.

424
– აქ რომ დარჩეთ, მკვლელი მაინც დაგხოცავთ. კომინოში ჩას-
ვლისას გადარჩენის გარკვეული შანსი რჩება.
– გამხნევების დიდოსტატი ხარ! – ვუთხარი თენგოს ირონიით და
ვიგრძენი, რომ სკამზე ჩემი ჯდომის ლიმიტი ამოიწურა.
– შეგიძლია B ოთახში შეხვიდე და სროლაში წაივარჯიშო. შეიძ-
ლება გამოგადგეს ხვალ, – მითხრა დეტექტივმა და ოთახის გასაღე-
ბი მომცა.
– ცუდი მიზანი მაქვს, ერთ დღეში ამას ვერ გამოვასწორებ, – ვუ-
პასუხე თენგოს, თუმცა გასაღები მაინც გამოვართვი.
– ერთ რამეს გირჩევ, თუ პირველ სამიზნეს ვერ ახვედრებ, უფრო
ახლომდგომზე გადაინაცვლე. გაიწაფები და შემდგომში პირველს
აუცილებლად ათიანში გაარტყამ.
– ცხოვრებაშიც ხომ ასეა, – ვუპასუხე დეტექტივს გაკვირვებით,
რადგან თავად ბევრჯერ მიფიქრია ამაზე.
თენგოს კაბინეტიდან გასვლისას, ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა ეს
გასვლა უკანასკნელი ყოფილიყო და ამ ინტრიგებით დამუხტულ
ოთახში აღარც შემოვსულიყავი. გული იმაზეც მწყდებოდა, რომ
ხვალ დილით კუნძულ კომინოზე ისე გადავფრინდებოდი, რომ ამის
შესახებ მშობლებს არც ვეტყოდი. მათ ნერვიულობას არანაირი აზ-
რი არ ექნებოდა. ყველაფრისთვის წერტილის დასმის სურვილი ბევ-
რად დიდი იყო, ვიდრე შიში და სასოწარკვეთილება იმისა, რომ ვი-
ღაცას ჩვენთვის შუბლი გაეხვრიტა. იმასაც ვხვდებოდი, რომ შეიძ-
ლებოდა ეს ჩემთვის სროლის უკანასკნელი ვარჯიში ყოფილიყო.
ოთახის კარი გამოვაღე და ხელში იარაღი დავიჭირე. ყურზე ხმის
ჩამხშობი ყურსასმენები გავიკეთე და სამიზნეს მივუახლოვდი. ყო-
ველთვის ცუდი მხედველობა მქონდა და თენგო მუდმივად მსაყვე-
დურობდა, რომ ცუდი მიზანი მქონდა და სამიზნეს თავში კი არა,
ხელში ძლივს ვახვედრებდი.
სროლაც ხელოვნება იყო, მიზნის მისახვედრად იარაღი კარგად

425
უნდა მეგრძნო და თვალდახუჭულად მესროლა. თენგო ხშირად მას-
წავლიდა, რომ სროლის ხმის ჩამხშობი ყურსასმენები საჭირო იყო
არა მხოლოდ ყურების დასაცავად, არამედ იმისთვისაც, რომ იარაღი
კარგად მეგრძნო და ხელის ხელსაწყოდ და მის განუყოფელ ნაწილად
წარმომედგინა. ეს მართლაც ასე იყო. ოთახში მარტო ვიყავი, ყურებ-
შიც არანაირი დედამიწის ხმა არ ჩამესმოდა, თავიც მხოლოდ სამიზ-
ნეს უყურებდა, გული მხოლოდ იარაღს გრძნობდა. მარჯვენა თვალი
მოვხუჭე და სამიზნეს ვესროლე... უშედეგო იყო, 6-იანს მოვახვედ-
რე. მეორედ მარცხენა თვალი მოვხუჭე და სროლა ოდნავ უკეთესი
გამომივიდა.
მაგრამ რა მოხდებოდა ორივე თვალი რომ დამეხუჭა? იქნებ უკე-
თესად მეგრძნო მიზანი. თვალები დავხუჭე და მძიმე იარაღი უფრო
მაღლა ავწიე, სუნთქვის კონტროლი ბევრად რთული აღმოჩნდა,
ვიდრე იარაღის დაჭერა „რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში? წარმოიდ-
გინე, რომ მას ესვრი და შუბლს უხვრეტ. “ ერთხელ ამოვისუნთქე და
დახუჭული თვალებით წარმოვიდგინე სად უნდა ყოფილიყო სამიზ-
ნეს თავი. ორიენტაციის უნარი უფრო მეკარგებოდა, მაგრამ თვა-
ლებს მაინც არ ვახელდი. მე სხვა სამყაროში ვიყავი, საკუთარ თავ-
თან ბრძოლის სამყაროში.
ღრმად ჩავისუნთქე და გასროლა რომ დავაპირე, ვიღაცის მძიმე
ხელი ვიგრძენი. ის ზურგს უკან მედგა და ერთი ხელით ცდილობდა
ჩემი გასროლა გაეუმჯობესებინა. იქნებ თენგო იყო ან იქნებ ჩემი
წარმოსახვა? სულერთი იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ ის მეხმარე-
ბოდა და მე მას ვენდობოდი. მან ერთი მოძრაობით ამიწია ხელი და
სავარაუდოდ ზუსტად ათიანს დაუმიზნა. მისი ერთი ხელი ჩემს მარ-
ჯვენას ეყრდნობოდა, მეორე კი გულის არეს. ალბათ ცდილობდა მი-
ეხვედრებინა ჩემთვის, რომ კარგი გასროლისთვის გულის კარნახიც
იყო საჭირო. მაგრამ უცნობის ამ მოქმედებამ უფრო დამაბნია, ხე-
ლის კანკალი იარაღს დამაგდებინებდა, მისი მტკიცე დაჭერა რომ
არა. ვგრძნობდი, რომ გასროლამდე რამდენიმე წამიღა მრჩებოდა,

426
მაგრამ მინდოდა ეს გაკვეთილი, მისი დახმარება კიდევ გაგრძელე-
ბულიყო, რადგან მისი გახურებული ხელი ჩემს გულს ათბობდა, მე-
ორე ხელი კი მტკიცედ დგომაში მეხმარებოდა. ეს ის აჩრდილი იყო,
რომელიც მუდმივად ჩემი ზურგის უკან იმალებოდა და ყოველი ნა-
ბიჯის განხორციელებაში მეხმარებოდა...
ხელი საბოლოოდ რომ დამეღალა, სასხლეტს დავაჭირე და სამიზ-
ნეში გავისროლე. თვალები გავახილე და დავინახე, რომ ტყვია ზუს-
ტად ათიანში იყო მოხვედრილი. პირდაპირ თავში. უცნობისკენ შე-
მობრუნება როგორც კი ვცადე, მან წამის მეასედში ერთი ხელით თა-
ვისკენ შემომატრიალა და წელზე მტკიცედ მომკიდა ხელები. მისი
ტუჩების შეგრძნება უფრო მალე შევძელი, ვიდრე სახის დანახვა.
ვერ ვხედავდი ვისი ტუჩები იყო, მაგრამ ვგრძნობდი იმ ადამიანის
სიმხურვალეს, რომელიც ხელს არ მიშვებდა და თავისკენ უფრო
ძლიერად მწევდა. ეს სწორედ ის წამები იყო, როდესაც ვცდილობდი
წინააღმდეგობა გამეწია არა იმ პიროვნებისთვის, არამედ საკუთარი
თავისთვის. მინდოდა დამეძალებინა ჩემი სხეულისათვის, რომ ხე-
ლით მომეცილებინა... მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი, რადგან ტანში
ისეთი ჟრუანტელი მივლიდა, რომ კონტროლი შეუძლებელი იყო. მა-
ნაც იგრძნო ჩემი სხეულის დაძაბულობა და სიცივე და ხელებით ჩემი
აკანკალებული სხეულის გათბობა სცადა.
როგორ მინდოდა ეს წამები მარადიული ყოფილიყო, მაგრამ მან
ტუჩები მომაცილა და ყურებიდან ყურსასმენები მომიხსნა.
– მომენატრე, – მითხრა ბოხი ხმით და ამჯერად ხელზე მაკოცა.
– შენ?... ყოველთვის ფარულად და ზურგიდან რატომ მომეპარე-
ბი ხოლმე? – ვკითხე მატაბელს, რომლის არა იმდენად მოსვლა, არა-
მედ ამგვარი გამოჩენა აღმოჩნდა მოულოდნელი.
– იმიტომ რომ შენი დაჭერა პირდაპირი შემოტევით შეუძლებე-
ლია, – მითხრა მან ისეთი ხმით, რომ ვიგრძენი ამ ორ წელს როგორ
შეუცვლია მისი ტონი და ხმის ბგერები.
– ეს კოცნა... შევცდით, არ უნდა გაგვეკეთები...

427
– მაგრამ გავაკეთეთ. მე და შენ – ერთად გავაკეთეთ, – მიპასუხა
მატაბელმა და ჩემი თმის კულული ხელში დაიჭირა.
– ირაკლი, ორზე მეტი წელი გავიდა... ამას მაინც თუ ხვდები? –
ვკითხე მატაბელს და უკან ნაბიჯის გადადგომა დავაპირე, მაგრამ ის
ამის საშუალებას არ მაძლევდა.
– ამ ორი წლის განმავლობაში შენზე ფიქრმა უფრო შემაყვარა
შენი თმა, ხელები, ტუჩები. მე შენ არ დამვიწყებიხარ. ამის საშუა-
ლებას ჩემი გონება და გული არ მომცემდა, გესმის? – მითხრა მატა-
ბელმა და ჩემთან მოახლოება სცადა.
– არა, არა, გაჩუმდი. ეს შეუძლებელია. ამდენი დრო გავიდა, ყვე-
ლაფერი შეიცვალა, მე შევიცვალე, შენც შეიცვალე...
მატაბელის გრძელმა წვერმა და უფრო განიერმა მხრებმა მიმახ-
ვედრეს, რომ ის უკვე ახალგაზრდა ბიჭი კი არა, სერიოზული და
მკაცრი კაცი იყო. თუ ადრე ის განგსტერს ჰგავდა, ახლა თანამედ-
როვე მეცნიერს უფრო წააგავდა ან მკვლევარს, რომელიც რაღაც
ვაქცინის გამოგონებას ცდილობდა და დროის უქონლობის გამო
წვერსაც კი ვერ იპარსავდა, რთული წარმოსადგენი იყო, რომ მის
გულს ვინმეს სიყვარული შეეძლო, მაგრამ მისმა თვალებმა დამანა-
ხეს, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლებდა. ვენდობოდი და ვიცოდი,
რომ ვუყვარდი.
– იმ დღეს, როდესაც გაქცევა მომიწია... ვიცოდი, რომ დავბრუნ-
დებოდი. ვიცოდი, რომ კიდევ გნახავდი, – მითხრა მატაბელმა და სი-
გარეტს მოუკიდა.
– არც კი გიცდია შენი უდანაშაულობის დამტკიცება. უბრალოდ
გაიქეცი! – ვუთხარი ბრაზით, რადგან მან არაფერი მოიმოქმედა თა-
ვისი სიმართლის დასამტკიცებლად.
– ეს წარმოუდგენელი იყო. მე არავინ დამიჯერებდა, – თქვა მა-
ტაბელმა და გრძელ წვერზე ხელი ჩამოისვა.
– შენ შეგეძლო ამის გაკეთება, შეგეძლო დაგემტკიცებინა. მაგ-

428
რამ ყველაფერი დაიკიდე და ქვეყანა დატოვე. ნენესთვის ერთი სიტ-
ყვაც კი არ გითქვამს, მან დაიჯერა შენი დამნაშავეობა და სულ გა-
აფრინა!
– სად არის ახლა? – მკითხა მატაბელმა და იგრძნო, როგორ და-
კარგა თავისი პატარა და.
– არ ვიცი. გაიქცა საავადმყოფოდან. ნათესავებმა თითქმის მთე-
ლი ქონება ცხვირწინ ააცალეს, სულ მცირეოდენი ფულით დახეტია-
ლობს სადღაც, – ვცდილობდი მატაბელთან გულგრილად მელაპარა-
კა, მაგრამ მისი ნაღვლიანი და დამწუხრებული თვალები მაიძულებ-
დნენ ეს არ გამეკეთებინა, – ერთხელაც არ დამირეკე!
– მე ამას ვერ ვიზამდი, საშიში იყო, – მითხრა მატაბელმა და ჩემს
ხელში დაჭერილ იარაღს დახედა.
– ვერ დავიჯერებ, რომ რაღაცის შეგეშინდა.
– არც ისეთი უშიშარი ვარ, – მიპასუხა მან და მოუსვენრობა და-
ეტყო.
– ერთხელაც არ გამოსულხარ კონტაქტზე, დავიჯერო რამეს ვერ
მოიფიქრებდი? ორი წელი გავიდა მის მერე, ორი! – ვუსაყვედურე
ირაკლის, რადგან მისი ფარულობის ახსნას ვერ ვპოულობდი.
– მე მუდამ შენსა და ნენეს გვერდით ვიყავი. ანის ქორწილზე მო-
ვიხელთე დრო და შენთან მოახლოებაც კი შევძელი. მანამდეც მქონ-
და იმედი, რომ საქართველოდან რომელიმე ქვეყანაში გაემგზავრე-
ბოდი და იქ გნახავდი, მაგრამ შენ ამას არ აკეთებდი. ნუთუ არ გინ-
დოდა ჩემი ნახვა?
– შეიძლება არც მინდოდა, – ვიცრუე და ვეცადე სახის ისეთი გა-
მომეტყველება მიმეღო, თითქოს ეს მართლა ასე იყო.
– რატომ არ გინდოდა? რატომ არ აღიარებ, რომ შენს გულს ჩემი
გამოჩენის ეშინოდა? – მკითხა მატაბელმა და ჩემი თვალიერება და-
იწყო.
– მე შენი არ მეშინია, – ვუპასუხე ამაყად.
– არა? – მკითხა მან ეჭვით და ჩემს ხელში მტკიცედ დაჭერილ

429
იარაღს დახედა.
– ეს... უბრალოდ, ვვარჯიშობდი, – ვიმართლე თავი და იარაღი
თავის ადგილას დავაბრუნე.
– ძალიან გვიანი იქნება, გესმის, ძალიან გვიანი, მაშინ, როდესაც
საკუთარ თავში გაერკვევი და მიხვდები, რომ ჩემთან ყოფნა გინდა.
ამის გასააზრებლად შეიძლება ძალიან ბევრი დრო დაგჭირდეს, მე
დაგელოდები... დრო კი ვერა, – მითხრა მან სასოწარკვეთილი ხმით
და ჩემს თვალებში თანხმობის კვალი რომ ვერ დაინახა, ღრმად
ამოისუნთქა და დაამატა, – ხვალ კუნძულზე მივფრინავთ, თენგომ
მითხრა უკვე. კუნძულზე, სადაც არც ანი იქნება, არც სოსო, არც ტა-
რიელი, ყველა მკვდარია და მხოლოდ ჩვენ დავრჩით.
– ნენეც ცოცხალია... – ვთქვი ჩუმი ხმით, რადგან ჰაერში დაძა-
ბულობა იგრძნობოდა.
– ნენე ცოცხალ აჩრდილს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. ეს ჩემი
ბრალია, თან უნდა წამეყვანა.
– რაღაც მინდა გითხრა, – ვუთხარი მატაბელს, რადგან ვხვდებო-
დი, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას გრძნობდა მის მიმართ ნენე,
– შენ მას უყვარხარ.
მატაბელის სახეზე პირველად ვიხილე ბავშვური ღიმილი. ვერ
წარმომედგინა, რომ ზრდასრულ ადამიანს შეეძლო ასე გაეღიმა და
თვალები განათოდა.
– არა... შენ მას ძმასავით არ უყვარხარ, – განვუმარტე მატაბელს,
რადგან მისი სახის კმაყოფილი გამომეტყველებით გავიაზრე, რომ
ყველაფერი არასწორად გაიგო, – ეს ერთხელ საავადმყოფოში მით-
ხრა. ნენეს შენ სხვანაირად უყვარხარ.
– ყველაფერს ავუხსნი და ეჭვიც არ მეპარება, რომ გაიგებს, –
მითხრა წარბშეკრულმა მატაბელმა, რომელსაც წამებში ცუდ ხასი-
ათზე ყოფნა დაეტყო.
– ხვალ ყველაფერს წერტილი დაესმება, – ვუთხარი ირაკლის,

430
რომლის ხასიათი ჯერ ჩემი უკარებლობით, მერე კი ნენეს აღიარე-
ბით გავაფუჭე.
– ხვდები, რომ შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავ-
რდეს? – მკითხა მატაბელმა, რომელსაც არა მისი, არამედ ჩემი მო-
მავალი უფრო ანაღვლებდა.
– ზოგჯერ ცუდი დასასრული უკეთესია... – რადგან ხვდები, რომ
ფარდა ახდილია... – და ყველაფრისთვის წერტილიც დასმულია... –
მაგრამ ეს ყველაფერი ხომ წარუშლელია...
ორივე ვხვდებოდით, რომ ბავშვობაში შეთხზულ სიმღერას ვი-
მეორებდით, რომლის სიტყვები ასე მონდომებით გვქონდა ამოტ-
ვიფრული კედლის ერთ-ერთ მხარეს. მაშინ არც წარმოვიდგენდით,
რომ უაზროდ მოგონილი, ბევრისთვის ურითმო და უაზრო ლექსის
სიტყვები რეალობად მოგვევლინებოდა.
– სოფოკო, – მითხრა მატაბელმა, ხელი მომკიდა და თვალებში
შემომხედა, – გახსოვს ერთხელ მკითხე, თუ რა იყო ჩემი ოცნება?
– კი...
– მინდა გიყვარდე. ისევე ძლიერად, როგორც მე შენ. არა აქვს
მნიშვნელობა, როდის შეძლებ ამას და სად ვიქნები მე მაშინ... მე ამას
ისედაც ვიგრძნობ და მუდამ შენ გვერდით ვიქნები. სოფოკო,.. მთელ
სამყაროს ფეხქვეშ დაგიდებდი, ეს სამყარო თავად შენ რომ არ ყო-
ფილიყავი.
პასუხის გაცემა იმ მიზეზით ვერ მოვასწარი, რომ ოთახის კარი
ფართოდ გაიღო და ჩვენთან თენგო შემოვიდა.
– ჰეი, აბა, მზად ხართ ხვალისთვის?
– როგორ ხვდები, როდის უნდა შემოხვიდე ყველაზე უხერხულ
მომენტში? – ჰკითხა მატაბელმა და ხელები გამიშვა..
– მულტფილმის პერსონაჟი რომ ვყოფილიყავი, უეჭველი დიდყუ-
რა და დიდთვალა ვიქნებოდი, – თქვა თენგომ და რომ იგრძნო, არა-
ვის გაეცინა, დაამატა, – კაი, რა ვიცოდი?
– არ აქვს მნიშვნელობა, – უპასუხა მატაბელმა და იარაღების

431
ოთახის წამიერი დათვალიერების შემდეგ ჰკითხა, – ხვალ რამდენი
სპეც. რაზმელი გაგვყვება?
– 25. სამი ვერტმფრენით პირდაპირ კუნძულზე დაეშვებით.
მკვლელის კაბინეტში მარტო თქვენ ორს მიგესვლებათ, თუმცა ჩი-
პებით მაინც კავშირზე იქნებით. ორივე მშვენივრად ერკვევით ამა-
ში, ამიტომ ზედმეტ ახსნას არ დაგიწყებთ, – გვიპასუხა დეტექტივმა
და დაამატა, – დღეს კარგად დაისვენეთ, ხვალ მძიმე დღე გელით.
შინ დაბრუნებასა და მშობლების თვალებში უნამუსოდ ჩახედვას
საგამოძიებო დეპარტამენტში დარჩენა და იარაღის სროლაში ვარ-
ჯიში ვარჩიე. თენგო წამდაუწუმ ცდილობდა მატაბელის გაყვანას
და მასთან მეგობრულად დალაპარაკებას, თუმცა მატაბელი მაინც
ჩემთან რჩებოდა და სროლას მასწავლიდა. თენგოს მეგობრულ ეჭ-
ვიანობასა და გაბრაზებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დაინახა,
რომ მატაბელი არც კი ცდილობდა ძმაკაცისთვის ყურადღების მიქ-
ცევას. დღეს ორჯერ დავრწმუნდი, რომ ისეთ უკარება და ცივ ადა-
მიანებს, როგორებიც იყვნენ მატაბელი და თენგო, ბავშვური ემო-
ციები გააჩნდათ. ერთს სიხარული იმისა, რომ ვიღაცას უყვარდა, მე-
ორეს კი – ეგოიზმი. მე კი ბავშვური ემოციის ძიების პროცესში ვი-
ყავი.

432
32
ვერტმფრენით პირველად მივფრინავდი. უკანა ხედვის არედან
კიდევ ორს რომ ვხედავდი, გული უფრო მიჩქარდებოდა. კომინოზე
ვერტმფრენის დასაშვებად განკუთვნილი ადგილი არ იყო, ამიტომ
კუნძულის სანაპიროზე პარაშუტით უნდა მოვხვედრილიყავით.
ჩვენს, მთავარ, ვერტმფრენში მე, მატაბელი, თენგო და გერმანელი
ინსტრუქტორი ვიმყოფებოდით. ეს უკანასკნელი მონდომებით გვიხ-
სნიდა, როგორ უნდა შეგვეკავა სუნთქვა, რა მომენტში გაგვეხსნა პა-
რაშუტი და სად და როგორ დავშვებულიყავით ქვიშიან სანაპიროზე.
– ყველაფერი მზადაა, – თქვა თენგომ სერიოზული ხმით და თა-
როდან სამი ერთნაირი შავი დასამაგრებელი ხმის ჩამწერი ხელსაწ-
ყო ამოიღო, – ბოლო დეტალია, ზურგს უკან, შარვალზე დაიმაგრეთ.
დეტექტივს იმდენად უნდოდა,ყველაფერი კარგად დასრულებუ-
ლიყო, რომ თვითონ ამოწმებდა იყო თუ არა ყველა დეტალი რიგზე.
დედამიწიდან რამდენიმე ათასი მეტრით ვიყავით დაშორებულები,
წონასწორობის დაცვა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ თენგო მაინც
მომიახლოვდა და მითხრა:
– გადმოგივარდება, უფრო ძლიერად უნდა დაიმაგრო.
433
– ხმის ჩამწერი? – წამოვიყვირე, რადგან დაგუბებული ჰაერი
ჩემს ხმას ახშობდა.
თენგომ თანხმობის ნიშნად შავი ხელსაწყო მომხსნა და მეორე
ცდით მის უფრო ძლიერად დამაგრება სცადა. შარვლის ქამარს ისე-
თი ძალით ჩააფრინდა, რომ პარაშუტით გადახტომაზე უარს არ ვიტ-
ყოდი, ოღონდ ხელი გაეშვა. ჩემთან იმდენად ახლოს იდგა და ისე
მონდომებით ამაგრებდა, რომ მატაბელს უკმაყოფილობა აღებეჭდა.
– უბრალოდ ვამაგრებ, – უთხრა თენგომ მატაბელს და დამნაშა-
ვის მსგავსად ხელები ჰაერში ასწია.
– დამაგრებულია უკვე, – უპასუხა მატაბელმა და თვალით ანიშ-
ნა, რომ გადახტომის დრო დადგა.
რამდენიმე წამში ინსტრუქტორმა ვერტმფრენის კარი გამოაღო.
ჰაერის ძლიერმა ნაკადმა თვალები ამატკია და ტუჩები გამიხეთქა,
წნევაც ზედმეტად მაღალი იყო იმისთვის, რომ თავისუფლად გვე-
სუნთქა. ლაპარაკს არანაირი აზრი არ ჰქონდა, ვერტმფრენის ხმა-
ურის გამო ვერავინ ვერაფერს გაარჩევდა. პირველად ვიგრძენი პა-
ნიკა. სიმაღლის არ მეშინოდა, მაგრამ დაჯერება იმისა, რომ დღეს
ყველაფერი დამთავრდებოდა და ამ ყველაფრისთვის წერტილი სწო-
რედ ჩვენ უნდა დაგვესვა, სხეულის კონტროლს მაკარგვინებდა.
ისიც ვიცოდი, რომ ღია კარში დიდხანს ყოფნა ასეთ სიმაღლეზე არ
შეიძლებოდა და დროზე უნდა გადავმხტარიყავი. პარაშუტის თო-
კებს ძლიერად ჩავჭიდე ხელი და ქვევით ჩავიხედე – შიშმა ერთია-
ნად შემიპყრო. ეს ბევრად უფრო საშიში და რთული იყო, ვიდრე წარ-
მოვიდგენდი. ბავშვობაში ხშირად ვიდექი აივნის ზღურბლთან და ეს
ჩემში შიშს სულაც არ იწვევდა, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენდი,
რომ აივნის დასამაგრებელი რკინა ვიღაცას ამოეცალა, ვხვდებოდი,
რომ თავს ვერ შევიმაგრებდი და მერვე სართულიდან გადმოვვარ-
დებოდი. საქმე წარმოსახვის უნარში იყო. თუ ადამიანი ერთადგი-
ლიან საწოლზე დაწვება, დარწმუნებული იქნება, რომ ღამით არ გა-

434
დავარდება, მაგრამ თუ იმავეს 8 კილომეტრის სიმაღლეზე გავიმეო-
რებდით, იგივე ადამიანი ვერ შეძლებდა წონასწორობა დაეცვა და
წამებში გადმოვარდებოდა.
– Five, four, three, two, – გვკარნახობდა ინსტრუქტორი და გადახ-
ტომისთვის გვამზადებდა..
– მგონი მზად არ ვარ, – ვუთხარი შიშით თენგოს და მატაბელს.
ამის თქმას არც არანაირი აზრი არ ჰქონდა, არავის ესმოდა ჩემი.
– GO, GO, GO, – დაიყვირა ორატორულად ინსტრუქტორმა და
ხელით გვანიშნა, რომ ვერტმფრენი უნდა დაგვეტოვებინა.
ჩემ თვალწინ ჯერ მატაბელი ჩახტა, მერე თენგო, მერე... მერე გა-
ვიაზრე, რომ ან ახლა უნდა გამეკეთებინა ეს ან ინსტრუქტორი გა-
დახტომას ამიკრძალავდა, რადგან დაგვიანებული და არასწორი
ტრაექტორიის გამო შეიძლებოდა თავი პირდაპირ ზღვაში ამომეყო.
– GO! – გამიმეორა ინსტრუქტორმა მკაცრი ხმით.
წამის მეასედში ჰაერში აღმოვჩნდი. პარაშუტის გახსნისას ფეხებ-
ში ჟრუანტელმა დამიარა, ფიზიკის კანონმა ჰაერში უფრო ძლიერად
ამაგდო და დამატრიალა. მეგონა, რომ პარაშუტი დაზიანდა და მი-
წას დავასკდებოდი, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა და ჩემ ქვეშ
უამრავი პარაშუტიანი ადამიანი დავინახე... ორი მათგანი თენგო და
მატაბელი იყო. დანარჩენები კი უცხოელი და ქართველი პოლიციე-
ლები. გოგო მარტო მე ვიყავი და მათგან ყველაზე მშიშარიც მე აღ-
მოვჩნდი, რადგან ყველაზე მაღლა შემოვრჩი დაგვიანებული გადახ-
ტომის გამო. მაგრამ ეს უკეთესიც იყო, მათი ფრენის ხილვა უფრო
საინტერესო იყო, ვიდრე მხოლოდ ზღვის თვალიერება.
ჭიანჭველა... ჭიანჭველა ვიყავი სანაპიროსთან და კუნძულთან
შედარებით. პარაშუტს ხელებს ვერ ვუშვებდი, მეგონა რომ ჰაერის
ნაკადი უფრო ამაგდებდა და გამსრესდა, მაგრამ თოკებს ჯერ ერთი
თითი ავუშვი, მერე მეორე... მერე ხელებიც გავითავისუფლე და თა-
ვი ყველაფრის ბატონ-პატრონად მივიჩნიე. დედამიწა ჩემზე მილი-

435
არდჯერ უფრო დიდი იყო, მაგრამ ის მაინც ჩემს საკუთრებად მიმაჩ-
ნდა. თითქოს ვეხუტებოდი ცივი ხელებით, თითქოს ვეალერსებოდი
და... მშვიდობიან დაშვებას ვემუდარებოდი. ჩემი ბედი მის ხელთ
იყო.
ჩაფრენამდე რამდენიმე მეტრი რომ მრჩებოდა, დავინახე, რომ
20-25 კაცი უკვე დაშვებულიყო და მელოდებოდნენ. მე მათზე გვიან
გადავხტი, ამიტომ თითქმის ზღვის ტალღებს ვეტაკებოდი. ეს უკე-
თესიც იყო, გაგრილება და წყლის გადავლება მინდოდა. მაგრამ ბედ-
მა ჩემი სურვილი იუკადრისა და სანაპიროს შუაგულში ჩამომსვა. ინ-
სტრუქტორის რჩევა დამავიწყდა და ფეხი დროულად ვერ ავწიე, რის
გამოც მუხლი გავიკაწრე და ხელიდან სისხლი წამცდა.
– It' s okey. It' s okey, – მამშვიდებდა უცნობი კაცი და ჩემს წამო-
ყენებას ცდილობდა.
წამოდგომისას სისხლი მოვიწმინდე და გაკაწრულ მუხლზე ბინტი
შემოვიხვიე. არც იმდენად მტკიოდა, რომ ეს მსვლელობა გადამედო.
ზევით ავიხედე და დავინახე, როგორ მიფრინავდა ოთხი ვერტმფრე-
ნი მალტაში დასაფრენად. ამაყად წამოვდექი და თენგოს ბრძანებას
დაველოდე.
– მშვიდად შედიხართ ტყეში, ამ რუკის მიხედვით, კაბინეტი ამ
გამოქვაბულში იმალება, – მოგვმართა თენგომ მე და მატაბელს და
რუკა გადმოგვაწოდა, – რაზმი თქვენგან რამდენიმე მეტრში იქნება.
ტყეში ამდენი კაცით შესვლა სარისკოა, აქაურმა მოსახლეობამ ამ-
დენი კაცი რომ დაგვინახოს, პანიკას ატეხავენ და ყველაფერს ჩაგ-
ვიშლიან. მაგრამ თქვენ მაინც თვალყურის ქვეშ იქნებით. თქვენს
თითოეულ ბგერას გავიგებთ. ეს ზურგჩანთები გაიკეთეთ, – თენგომ
დატვირთული ზურგჩანთა ისეთი სისწრაფით მესროლა, რომ გამოფ-
ხიზლება ვერ მოვასწარი და ჩანთა პირდაპირ ცხვირში მეტაკა.
ეს ქმედება არ შევიმჩნიე, რადგან არ მინდოდა, ყველას სუსტი და
მოუხერხებელი ვგონებოდი.

436
– იარაღი, – თქვა მატაბელმა ისეთი ხმით, თითქოს იარაღი მხო-
ლოდ სიმბოლურად სჭირდებოდა და იცოდა, რომ მისი გამოყენების
აუცილებლობა არც დადგებოდა.
თენგომ ორივეს იარაღი მოგვაწოდა და დამრიგებლური ხმით
გაგვამხნევა:
– იმედია არ დაგჭირდებათ. ან თუ დაგჭირდებათ, აუცილებლო-
ბის შემთხვევაში გამოიყენებთ.
ზურგჩანთა გადავიკიდე და მატაბელს შევხედე. ორივემ გავიაზ-
რეთ, რომ იქაურობა უნდა დაგვეტოვებინა. რაზმს გადავხედე და
მივხვდი, რომ ყველას სახეზე სპეციალური ნიღბები ჰქონდა შემოც-
მული. არცერთის სახე არ ჩანდა, მაგრამ მეგონა, რომ თითოეული
ურჩხულს ჰგავდა. მათი შავი უნიფორმა და დიდი იარაღები კი არ
მამშვიდებდა, პირიქით, უფრო მძაბავდა. თენგოსაც შევავლე თვალი
– ის მშვიდად შემოსკუპდა აწყობილ ბანაკში და ხელით გვანიშნა,
რომ წასვლის დრო იყო.
– წადით, წადით, – გამოგვძახა თენგომ.
მე და მატაბელი რაზმისკენ ზურგით შემოვბრუნდით და ტყისა-
კენ გავეშურეთ. სანაპიროს დროულად მოვშორდით და ხეების
უზარმაზარ მასივებს დავეტაკეთ. კომინო არ შეცვლილიყო, ძველე-
ბურად ლამაზი და მშვიდი იყო.
– ისეთივეა, როგორიც წლების წინათ დავტოვეთ, – ვუთხარი მა-
ტაბელს და ვიგრძენი, რომ ამხელა სივრცეში მარტო მე და ის ვიყა-
ვით.
– ნუთუ მართლა გგონია, რომ არაფერი შეცვლილა? – მკითხა მა-
ტაბელმა და დანის ტარით ხის ტოტი გასწია.
– ნაკლები ტურისტია... უფრო სწორედ, საერთოდ არ არიან, –
ვუპასუხე მას და შევამჩნიე, რომ გუნებაზე არ იყო.
– ტყეც შეიცვალა, ამჩნევ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი აქ უბრა-
ლოდ ვერ გაივლის? – მკითხა მატაბელმა და კიდევ რამდენიმე ზედ-

437
მეტი ტოტი აირიდა, – ადრე აქ გასვლა მარტივი იყო, ახლა კი შეუძ-
ლებელია დანის გარეშე.
– ალბათ არავინ უვლის.
– არც მანამდე იკლავდნენ ზრუნვით თავს. მალტას ხელისუფლე-
ბამ რამდენიმე წლის წინათ ხეები და ყვავილები გააშენა, მაგრამ მე-
რე ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ, ბალახმაც გადაიარა და ტურის-
ტისთვის უსიერ ტყეს დაემსგავსა. მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი
არაა, ყველა ქვეყნის ტყე ასე გამოიყურება.
– აბა რა გიკვირს? – ვკითხე ირაკლის და ჩანთიდან წყლის ბოთ-
ლი გამოვიტანე.
– ის, რომ თავად მკვლელსაც აწყობდა ასეთი მიუსვლელობა. ის
იშვიათად დადის აქ, ხომ ასეა?
– მე რა ვიცი, – ვუპასუხე გულუბრყვილოდ. – არა? – მკითხა მა-
ტაბელმა ეჭვით.
– არა.
– კარგი, – თქვა ამოსუნთქვით მატაბელმა, ზევით აიხედა და ხუმ-
რობით თქვა, – კაბინეტი გამოქვაბულში, გამოქვაბული კი ტყეში –
რა ბავშვურობა და ზღაპრულობაა.
– ეს ზღაპარი არ არის, – ვუპასუხე ირაკლის გაბრაზებით, რად-
გან ის ამ ყველაფერს ნაკლებად სერიოზულად აღიქვამდა.
– მართალი ხარ, ბალადას ან იგავ-არაკს უფრო ჰგავს. იგავარა-
კის ყველა ავტორს ხომ თავისი დედააზრი და მორალი აქვს გამოხა-
ტული.
– ამასაც ბევრი აქვს სათქმელი, – მივუგე დარწმუნებით და ჩანთა
დავაგდე, – ეს აღარ გვჭირდება.
– არც ეს, – მიპასუხა მატაბელმა და რუკა დააგდო, – ეს კუნძული
ხომ ზეპირად ვიცით.
– შენ უკეთ გეცოდინება, – ვუპასუხე ირაკლის. – ეჭვი მეპარება.
– სულ ტყუილად, – მივუგე მატაბელს და დავამატე, – სამი წლის

438
წინათ, როდესაც უკანასკნელად ვისვენებდით აქ ოჯახებთან, აბო-
რიგენებისგან შენ მიხსენი? როგორ შეძელი მათთან მეგობრობა და
რათ გინდოდა ეს?
– თქვენ ყოველთვის ოჯახებით ჩამოდიოდით, სწორად აღნიშნე,
მაგრამ დედაჩემი მკვდარია, მამასთან კი დიდი ხანია ურთიერთობა
არ მაქვს. ეს გულს მიკლავდა და სულ პატარა რომ ვიყავი ისე, მათ
დავუმეგობრდი. თავიდან კონტაქტის გამონახვა ძალიან გამიჭირ-
და, მაგრამ უცხო ენების სწრაფი ათვისების უნარმა დამეხმარა მათი
გულის დაპყრობაში. უცხოტომელები ჩემს ოჯახად გადაიქცნენ.
– როგორ შეძელი მათი გულის დაპყრობა? ველურები არიან...
– ტურისტებს მათი შიში ჰქონდათ, ამიტომ მალტას მთავრობამ
გადაწყვიტა ეს აბორიგენები სხვაგან გადაესახლა, მე შევატყობინე
ამის შესახებ და დავპირდი, რომ დავეხმარებოდი, – მიპასუხა მატა-
ბელმა და თვალებში შემომხედა, – შენ თვითონაც იცი, როგორ.
– ასწავლე, როგორ შეეძლოთ სახლი მიწის ქვეშ გაეკეთებინათ.
იმ ღამეს მივხვდი ამას. იმის გააზრება გამიჭირდა, საიდან და რო-
გორ გადმოხტა ამდენი ადამიანი... ერთ-ერთი კი შენ იყავი, – ვუთ-
ხარი მატაბელს და გამახსენდა წინანდელი ამბავი, პატარა ზანგ ბი-
ჭუნას რომ გამოველაპარაკე, მან კი შიშისგან შველა ითხოვა.
– იმ დღეს პირველად მომიწია ტყუილის თქმა, მოვიტყუე, თით-
ქოს მოგკალი და გასისხლიანებული დანაც ვაჩვენე, – მიპასუხა მა-
ტაბელმა და გამახსენა, როგორ შემოისვა ადრე ზურგზე დანა, რათა
სხვები ჩემს მკვლელობაში დაერწმუნებინა.
– რატომ მეგობრობ მათთან, შენ რომ არ ყოფილიყავი მომკლავ-
დნენ? ტურისტებისთვისაც საშიშნი არიან...
– მაშინაც აგიხსენი, რომ ველურები მხოლოდ წვიმის დროს ხდე-
ბიან. მარტო შენ შეგეძლო ისეთ თავსხმაში ტყეში შესვლა.
– მაინც საშიშები არიან... ახლა წვიმა რომ ყოფილიყო, თავს დაგ-
ვესხმოდნენ? – ვკითხე ძრწოლით ირაკლის.

439
– თუ არ შევაწუხებდით – არა. მაშინ ბიჭუნას რომ გამოელაპა-
რაკე, ამ ფაქტმა გამოიწვია მათი აგრესია.
– მე მხოლოდ დახმარება მინდოდა, – ვუპასუხე მატაბელს და
ტყის მაღალი ხეების კენწეროებს ავხედე.
ცოტა ხანი ჩუმად მივდიოდით, ტყის უდაბურებაში ბილიკს ვიკ-
ვალავდით და ყოველ ადგილს ზედმიწევნით ვიხსენებდით. ის ადგი-
ლიც გავიარეთ, სადაც ოდესღაც კოცონი ავანთეთ და შემოვუსხე-
დით. ის კლდეც, საიდანაც ნენე გადმოხტა, მატაბელმა კი ძლივს ამო-
იყვანა.
– ყველაფერი ისეთი ნაცნობი, მაგრამ ცივი და უკარებაა ჩემთვის,
– ვუთხარი გულდაწყვეტით.
– დროთა განმავლობაში ყველაფერი ქრება და ცივდება, ეს კო-
ცონიც ხომ როდესაც ჩვენ ჩავაქრეთ? – მკითხა მან და გაშავებულ
ადგილზე მიმანიშნა.
– აბა, შენ გგონია, რომ ყველაფერი ცივდება და ასე მარტივად
მთავრდება, როგორც კოცონი ჩაქრა? – ვკითხე მას და წყალი დავ-
ლიე.
– ამ ადგილს წლები დასჭირდება, რომ კვლავ ამოვიდეს ბალახი.
ყოველთვის კი არ იქნება უნაყოფო. ხშირად დრო ყველაფერს ასწო-
რებს, მაგრამ ზოგჯერ – პირიქით. როცა ეს მინა დამწვრობის გამო
კვლავ აღდგება, ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებით და შესაძლოა ჩვენ-
მა შთამომავლობამ ისარგებლოს. მაგრამ ჩვენთვის ხომ სულერთი
იქნება, – მითხრა მატაბელმა და ცოტა ხნის შემდეგ სვლა გააგრძე-
ლა.
– მეგონა, რომ დრო ყველაფრის მკურნალია.
– დრომ შეიძლება დაგვავიწყოს უბედურება, მაგრამ ის ვერას-
დროს გააცოცხლე...
– დედაშენს? – ვკითხე უეცრად. – თუნდაც. არ ღირს ამაზე ლა-
პარაკი.
– შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ის ცოცხალია, უბრალოდ სხვა

440
ქვეყანაში, სადმე შორს. ისე წარმოიდგინო, როგორც მე შენს არყოფ-
ნას წარმოვიდგენდი.
– მაგრამ მე შენ არ გყვარებივარ! – მიპასუხა ირაკლიმ გაღიზია-
ნებულად და ყველაფერი მიწაზე დაყარა, – ამიტომ არ შემიძლია
ამის წარმოდგენა, გესმის? – იმეორებდა ირაკლი და ნელ-ნელა
მრისხანება უმძაფრდებოდა.
– ეს ჩემი ბრალი არაა, – ვუპასუხე წყენით, რადგან გული დამ-
წყდა, რომ ასე უხეშად გამომელაპარაკა.
– ვიცი, – მითხრა მატაბელმა უკვე დამშვიდებული ხმით და მიწა-
ზე მოსროლილი იარაღი და წყლის ბოთლი კვლავ ხელში დაიჭირა,
– ეს უფრო ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, რომ არ შეგიყვარდი.
– შენი? – ვკითხე გაკვირვებულად და გამახსენდა, რომ თენგოს
ხმის ჩამწერიდან ჩვენი ყველა სიტყვა ესმოდა.
– მერე გაიგებ, რატომაც. – შესაძლოა ერთმანეთისთვის ბევრი
რამ გვქონდა სათქმელი, მაგრამ ამის გაკეთებას ვწელავდით. არც
ერთს არ გვეშინოდა, უბრალოდ სათანადო დროს ველოდებოდით.
დროც ნელ-ნელა გვეწურებოდა, მზემ ჩასვლა დაიწყო, რამაც მიგ-
ვახვედრა, რომ უკვე კარგა ხანია გამოქვაბულს ვეძებდით, ჩახლარ-
თულ გზები, მიუხედავად, დაკარგვის მაინც არ გვეშინოდა, საშიში
ტყეში დამალული მგლები ან სხვა ცხოველები იყვნენ, რომლებიც
ღამით გამოდიოდნენ, თუმცა ეს ღამემდე არც გასტანდა, წუთებიღა
იყო დარჩენილი დანიშნულების პუნქტამდე. .
მზის სხივებს თვალს ვერ ვუსწორებდი, ორიენტაცია საბოლოოდ
დამეკარგებოდა, ცხვირწინ უზარმაზარ გამოქვაბულს, რომ არ წავ-
წყდომოდი. ის პროექციას ან მოგონილ ნაგებობას უფრო მიაგავდა,
ვიდრე ბუნების ქმნილებას. შესასვლელთან უამრავი ფერადი ქვა
ეყარა, გამოქვაბულის შუა და ბოლო ნაწილი კი საერთოდ არ ჩანდა.
მის უცნაურობას იწვევდა არა ფორმა, არამედ შესვლის მექანიზმი.
დახურული გამოქვაბული იშვიათი სანახაობის იყო.
– დაკეტილი გამოქვაბული? საინტერესოა... – თქვა მატაბელმა

441
და ფერად ქვებს მიუახლოვდა.
– უნდა ავაწყოთ.
– ალბათ სურათი გამოვა, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი მოზაიკა
არ არის? – მკითხა მატაბელმა და ქვების დათვლა დაიწყო, – 32 ცა-
ლია. ისეთი წყობისაა, რომ ამ ქვებისგან შეიძლება რამდენიმე სურა-
თი გამოვიდეს. მხოლოდ სწორად შერჩევით და კედელზე მისადაგე-
ბით გაიხსნება კარები.
– რა უნდა გავაკეთოთ?
– ჯერ ისე დავაწყოთ, ვნახოთ რა ვარიანტები გამოვა, – მიპასუხა
მატაბელმა და მძიმე ქვების დაწყობა დაიწყო.
ქვები ერთმანეთის გვერდით დავაწყვეთ და ფერები მაქსიმალუ-
რად შევახამეთ. პირველი წყობის შედეგად ჭადრაკის ერთერთი ფი-
გურა – პაიკი მივიღეთ. ქვები ისევ დავშალეთ და არეულდარეულად
დავაწყვეთ. ზედმეტი ტვინის ჭყლეტის გარეშე კომბინაცია შევცვა-
ლეთ და ქვები სხვა პოზიციაში განვალაგეთ. ამჯერად სხვა ფიგურა
– დედოფალი გამოისახა.
– ეს უკვე რაღაცაა.
– დედოფალი? ზედმეტად მარტივია, – მითხრა მატაბელმა და
ქვების არევა დაიწყო.
ბოლო კომბინაცია ყველაზე რთული აღმოჩნდა, მიწაზე 32 ქვა
არა ჭადრაკის რომელიმე ფიგურად, არამედ ადამიანის ხელად გა-
დაიქცა.
– ხელი, რომელიც ამ ჭადრაკს თამაშობს. თავად მოთამაშე, –
თქვა მატაბელმა და ირონიანარევი ხმით მითხრა, – ამ სამი ვარიან-
ტიდან – პაიკი, დედოფალი და თავად მოთამაშე – სასურველი კომ-
ბინაცია უნდა ავირჩიოთ და კედელზე ქვები დავამაგროთ. თუ შევ-
ცდებით, კარი არ გაიღება. მაგრამ შენ ხომ იცი, რომელია სწორი ვა-
რიანტი?
– მოთამაშე, რომელიც პაიკით და დედოფლით თამაშობს, – ვუ-
პასუხე დაბეჯითებით.

442
ვგრძნობდი, რომ ქვების განლაგებას არც ვჩქარობდი. ვიცოდი,
რომ გამოქვაბულის დასაწყისი და ჩემი ცხოვრების დასასრული ერ-
თი იქნებოდა. ბოლო ქვის ნატეხი რომ დარჩა, მატაბელმა მაისურის
მკლავები აიწია და უკანასკნელ კუთხეს მიადგა... არაფერი შერხე-
ულა. იქნებ უკეთესიც იყო?
წამებში კუნძულზე ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, რომ თმის
ყველა კულული ამიფრიალდა და თვალები დამიფარა. ხედვის არე
კიდევ უფრო შევიწროვდა, როდესაც ქართან ერთად თვალებში
მტვერი და ქვის ნაწილაკები მომხვდა. მაგრამ ეს ამინდის ბრალი არ
იყო... ძველმა გამოქვაბულმა თანამედროვე დამაგრებული მექანიზ-
მით ნელ-ნელა იწყო გაღება. რკინის ნაწილებს ისეთი შემზარავი ხმა
ჰქონდა, რომ თითოეული ბგერა ყურს მიჭრიდა. ცოტა ხნის შემდეგ
ხმაური საბოლოოდ შეწყდა, თვალებიდან ხელები მოვიცილე და შე-
სასვლელს გავხედე.
– იქ სიბნელეა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ყოველთვის ნათელი
იყო, – მითხრა მატაბელმა, ხელებზე მომკიდა და ნაბიჯი მტკიცედ
გადადგა.
შიგნითა სივრცე იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მივხვდი – ეს
ჩვეულებრივი გამოქვაბული არ იყო, ეს უზარმაზარი მთა იყო, რო-
მელსაც წრის ფორმა ჰქონდა და სადღაც იკარგებოდა.
– წრეზე ვმოძრაობთ, ხვდები ამას? – მკითხა მატაბელმა, რომელ-
საც არა იმდენად შიში, როგორც აღფრთოვანება დაეტყო.
– წრე... წრე, რომელიც ისევ იქ მიგვიყვანს, – მივუგე მატაბელს
და გამოქვაბულის დაუმთავრებელ მრგვალ დერეფანს დავხედე.
ვგრძნობდით, რომ გამოქვაბულის კედლები თანდათან მაღლდე-
ბოდა და ფართოვდებოდა, სწორედ ამით ვხვდებოდით, რომ ახალ
და ახალ სივრცეში ვაბიჯებდით. საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა იმის
გარკვევა, სად იყო წრის შუა – მთის ყველაზე მაღალი მწვერვალი.
– შეხედე, – მითხრა მატაბელმა და ზევით აიხედა, – ეს ხომ ჩვე-
ულებრივი მთაა.

443
მატაბელი გამოქვაბულის კედელს მიუახლოვდა და ხელით
ფრთხილად შეეხო.
– ეს წარმოუდგენელია. ეს საოცარია, – იმეორებდა ის გაოცებუ-
ლი.
ჩაბნელებულ კედელს მივუახლოვდი, ფარანი ავანათე და კლდე-
ზე ამოტვიფრული წარწერა ჩუმად ამოვიკითხე: „ყოველთვის ახლოს
იყავით, მაგრამ მოკლე გზა გადაშალეთ და წრეზე დაიწყეთ სიარუ-
ლი, სულელები“. მატაბელმა ხელის ერთი მოქნევით ჯერ ერთი
კლდის ნატეხი მოამტვრია, მერე მეორე, მეორეს მესამეც მოჰყვა და
ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ პატარა ხვრელიდან შუქი არ შემო-
იჭრა. მატაბელი პატარა ხვრელისკენ დაიხარა და ერთი თვალით
იმის დანახვას შეეცადა, რა იყო კლდის გარეთ.
– ჰაჰ, – ჩაიცინა მან და თავი გამოსწია, – მართლა რა ახლოს ვყო-
ფილვართ.
მეც მატაბელის ქმედება გავიმეორე და ხვრელისკენ დავიხარე.
მასში ჩახედვისას მეგონა, რომ მე და მატაბელი დროისა და სივრცის
სხვა განზომილებაში აღმოვჩნდით. ჩვენ მთის შიგნით ვიყავით, გა-
რეთ კი სანაპიროზე, რამდენიმე სპეც. რაზმელი და თენგო გველო-
დებოდნენ. მივხვდი, რომ ის კლდე, რომელიც სანაპიროს აკრავდა,
წრის ფორმის იყო და იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ შევსულიყავით,
მთელი წრე შემოვუარეთ. უფრო საკვირველი კი ის იყო, რომ თენგო
ამას ვერ ხვდებოდა და ხმის ჩამწერში იმეორებდა: „რა ხდება, სად
ხართ? “. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის თითოეულ მოძრაო-
ბას ამ პატარა ხვრელიდან ვხედავდი. დეტექტივი დარწმუნებული
იყო, რომ მისგან ძალიან შორს ვიყავით, სინამდვილეში კი ლამის
ცხვირწინ ვედექით.
მკვლელის ლოგიკა ძალიან მარტივი იყო. ის, რასაც ვეძებდით,
ყოველთვის ძალიან ახლოს იყო. იმდენად ახლოს, რომ სწორედ ეს
გვაბნევდა.

444
წრეზე სიარულს მანამდე ვაგრძელებდით, სანამ რამდენიმე მეტ-
რში მის ერთ-ერთ ჩახლართულ შესავლელში უკარო კაბინეტი არ
ვნახეთ. შიგნით შესვლისას ვგრძნობდი, როგორ მომდიოდა თვალე-
ბიდან ცრემლი. მაგრამ ეს შიშის გამო არ იყო, ეს სულ სხვა გრძნობა
იყო...
კაბინეტი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც სურათზე ჩანდა: სა-
ვარძელი შემობრუნებული, ამიტომ იმის გარჩევა, თუ ვინ იჯდა იქ,
შეუძლებელი იყო. მაგიდას მივუახლოვდით და მაღალზურგიან სა-
ვარძელს იარაღი დავუმიზნეთ. ორივე ვხვდებოდით, რომ ამის არა-
ნაირი საჭიროება არ იყო, მაგრამ პოლიციელის გამოცდილება მაინც
თავისას შვრებოდა.
იქიდან გაქცევის სურვილი მომეძალა. შიში იმისა, რომ ჩემი
ცხოვრება მთავრდებოდა, სულის მოთქმის საშუალებას არ მაძლევ-
და... სკამმა ზუსტად ისეთივე ხმაურით დაიწყო შემოტრიალება, რო-
გორც გამოქვაბულის შესასვლელის გაღებისას. სკამი ჯერ 10, შემ-
დეგ 20, 30 და ბოლოს 180 გრადუსით შემობრუნდა... მასზე არავინ
იჯდა. ცარიელი იყო.
მატაბელმა იარაღი დაუშვა, სკამს დახედა და მშვიდად მომიგო:
– შეგიძლია დაჯდე, ეს ხომ შენი ადგილია...

445
33
ინსტინქტურად იარაღი ქვევით ჩავწიე, სავარძელს მივუახლოვ-
დი და ტყავის საზურგეს ხელით მოვეალერსე. არ ვჯდებოდი, უბრა-
ლოდ ვათვალიერებდი და ვეფერებოდი...
– ჩემი ადგილი... – ვთქვი ნეტარებით, უფრო მოვდუნდი და ხე-
ლები მოწყვეტილივით ჩამოვყარე, – იცოდი და ჩემი გაჩერება არც
სცადე? – წამოვიყვირე და უკანასკნელი დამნაშავესავით მატაბელს
იარაღი დავუმიზნე.
– ნორმალური ხარ? – მკითხა მან და ხელები ასწია.
– კარგა ხანია აღარ, – ვუპასუხე მკაცრად და იარაღი უფრო
მტკიცედ დავიჭირე.
– ყველაფერი რიგზეა, გესმის?
– ნუ მელაპარაკები როგორც ავადმყოფს! იცოდი, ხომ? თავიდან-
ვე იცოდი ყველაფერი?
– ვიცოდი... შენს გაჩერებას აზრი არ ჰქონდა, – მითხრა მან და
ჩემთან მოახლოება სცადა, მაგრამ ხელში დაჭერილი იარაღის და-
ნახვისთანავე, უკან დაიწია.
– როგორ გაიგე? როგორ? – ვუყვიროდი მატაბელს და იარაღს
446
ხელს არ ვუშვებდი, – მე საკუთარ თავსაც არ ვუმჟღავნებდი ამას.
ჩემს თავსაც არ ველაპარაკებოდი ამ თემაზე.
– შენი სიგიჟეც სწორედ ესაა. ყველაზე მეტად შენს თავს არ ენ-
დობი, იმის შიში გაქვს, რომ საკუთარი მანიპულაციის ქვეშ მოექცე-
ვი. გეშინია, რომ შენი ტვინი იმის გაკეთების საშუალებას არ მოგ-
ცემდა, რასაც აკეთებდი...
– რას? – ვკითხე მატაბელს და ირონიულად გავუცინე. – შენ ოთ-
ხი ადამიანი სიცოცხლეს გამოასა...
– აქვე გაგიხვრეტ შუბლს, გესმის აქვე, თუ არ იტყვი, როგორ გა-
იგე ამის შესახებ.
მატაბელის რაციიდან თენგოს შემზარავი ხმა გაისმა: „1 5 წუთში
იქ ვართ“. მატაბელმა ამის გაგონებისთანავე ხმის ჩამწერი მიწაზე
დააგდო და ფეხით გასრისა.
– არ ღირს ამ 15 წუთის დახარჯვა იმის ახსნაზე, თუ როგორ გა-
ვი...
– ახლავე! – დავუყვირე უფრო მტკიცედ და მის შავ უშიშარ თვა-
ლებში ჩავიხედე.
– შენ მაინც არ მესვრი, ჩემი მოკვლა რომ გდომებოდა, მანამდეც
მესროდი, – მიპასუხა მან და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა, – შენს
გეგმებში ჩემი მოკვლაც შედიოდა, მაგრამ გრძნობები მოგეძალა და
მსხვერპლი ჩაანაცვლე... ზურათი.
– მე მათი მოკვლა არ მინდოდა...
– გაიძულეს? – მკითხა მატაბელმა ირონიული და ზიზღნარევი
ხმით, მაგრამ ჩემი აკანკალებული ხელი რომ ნახა, უფრო მიმტევებ-
ლურად დაამატა, – ბავშვობიდანვე იმას მიმტკიცებდი, რომ ფული
ადამიანს აბინძურებდა. იმეორებდი, რომ ძალაუფლების გამო ადა-
მიანები ერთმანეთს დახოცავდნენ და მიწასაც არ დააყრიდნენ. ამ-
ბობდი, რომ ფულის შოვნის სენი მკვლელობის სინდრომზე უფრო
მძიმეა... და ყველა ამ სენით შეპყრობილი ადამიანი დახოცე. ავად-

447
მყოფ მისიონერ მკვლელებს ებრძოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში თვი-
თონ გაისვარე ხელები სისხლში.
– მათი დახოცვით მე უამრავი ადამიანი გადავარჩინე! – დავუყ-
ვირე მატაბელს და უნებლიედ გასასვლელისკენ გავიხედე.
– შენნაირებს ჰგონიათ, რომ მსოფლიოს აუმჯობესებენ. როგორ
შეცდი...
– არ შევმცდარვარ! სოსო, ტარიელი, ზურა და ანიც ფულზე და-
გეშილი ვირთხები იყვნენ, მათ ამის გამო უამრავი ადამიანის გაუბე-
დურება შეეძლოთ. მე კი ისინი ამ ცოდვისგან ვიხსენი და უფრო მეტი
მსხვერპლი ავიცილე, – ვუთხარი მატაბელს და ვიგრძენი, რომ ჩემი
აღსარების დრო დამდგარა, – ზოგი ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ მათ
გამო გაუბედურებულ ადამიანებს ვერ ვუყურებდი თვალებში. მე-
ცოდებოდა სოსოს მიერ დაჩაგრული ყოველი ადამიანი, რომელიც
მისი უზრდელობისა და გართობის გამო ულუკმაპუროდ რჩებოდა.
სოსოს ხომ თავისუფლად შეეძლო, მხოლოდ გართობის მიზნით, ნე-
ბისმიერი ღატაკის სახლში შეჭრილიყო და პური წაერთვა. მეცოდე-
ბოდა ანის თაღლითობით გაუბედურებული უამრავი პატარა, რომ-
ლებიც ამ ბინძური ძუკნა გოგოს გამო თბილი ტანსაცმლის გარეშე
რჩებოდნენ. ის ხომ არსებულსაც ართმევდა და ბავშვთა სახლების
დირექტორებს ემუქრებოდა, რომ ყველაფერს წაართმევდა. ზურაც
ყველათი თამაშობდა, უდანაშაულო ხალხს ციხეში ყრიდა, გამოძიე-
ბისგან სპექტაკლებს ქმნიდა და მილიონებს აკეთებდა. ნენეს მამა კი
უკანასკნელი პირფერი და მლიქვნელი იყო, საავადმყოფოში ადამია-
ნების სიცოცხლით თამაშობდა და უზარმაზარ თანხას ატრიალებდა.
ზურას, ანის, ტარიელის და სოსოს ფულის სენის გაჩერება შეუძლე-
ბელი იყო, გზა მხოლოდ მათ მოკვლაში იყო. მაგრამ მათი ჩამოცი-
ლებით მე სხვებზე ვზრუნავდი, გესმის? – ვკითხე ირაკლის იმედი-
ანად, მაგრამ მისი ცივი სახე რომ დავინახე, დავრწმუნდი, რომ ჩემი
არ ესმოდა და უკანასკნელ ცივსისხლიან ადამიანად მიიჩნევდა.

448
– შენ ისინი მოკალი... შენი საქციელის გამართლება შეუძლებე-
ლია. ისღა დაგრჩენია, რომ საკუთარ თავთან აღიარო ეს. გესმის?
მთავარია საკუთარ თავთან იყო გულწრფელი.
– და თუ საკუთარი თავი დავკარგე?
– იპოვე და თავიდან მიენდე...
– მე დამნაშავე არ ვარ... სწორედ ამიტომ არ ვჯდები ამ სკამზე,
– ვუთხარი ირაკლის, მაგიდის უჯრა გამოვწიე და ჩემთვის ნაცნობი
ნიღაბი გამოვიტანე, – მან მაიძულა ეს გამეკეთებინა, ვერ დავიმორ-
ჩილე და საკუთარი თავი დავკარგე, – ვუთხარი მატაბელს და ნიღაბ-
ზე მივუთითე, – შენც ხომ იცოდი ამის შესახებ? იცოდი, რომ საკუ-
თარ თავს ვერ ვაკონტროლებდი და სხეულში სხვა არსების ყოფნას
ვგრძნობდი. ისიც იცოდი, რომ ამის აღიარების მეშინოდა. შიში იმი-
სა, რომ ნენესნაირ გიჟად შემრაცხდნენ, იმის საშუალებასაც არ მაძ-
ლევდა, რომ საკუთარ თავთან მელაპარაკა ჩემს ნაბიჯებზე. ამაზე
ფიქრსაც ვერ ვბედავდი! ზურასთან და თენგოსთან გამოძიებაზე იმ
ფიქრით მივდიოდი, რომ დამნაშავე მე კი არა, ვიღაც სხვაა. და ეს
მართლა ასეა. მე მათი მოკვლა არ მინდოდა... – ვაგრძელებდი ლა-
პარაკს და ვგრძნობდი, როგორ გადაიქცა მტკიცე ხმა ბავშვურ ქვი-
თინად, – ზოგჯერ იმაზეც კი ვმსჯელობდი, ვინ შეიძლებოდა ყოფი-
ლიყო დამნაშავე, რადგან მავიწყდებოდა, რომ ეს მე ვიყავი.
– არ გავიწყდებოდა, – მითხრა ირაკლიმ ცივი ხმით და დაამატა,
– ამას არ აღიარებდი.
– მაგიტომ მიმიყვანე მაშინ სარკეებთან? გინდოდა, რომ საკუ-
თარ თავთან გულწრფელი ვყოფილიყავი და საკუთარ სულში ჩამე-
ხედა ისე, როგორც სარკეში, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი. შიში იმი-
სა, რომ გამომიჭერდნენ და ქვეყანას ამ ოთხ ღორს ვერ მოვაცილებ-
დი, მაიძულებდა ჩუმად ვყოფილიყავი... ჩემ თავთანაც ჩუმად. მაგ-
რამ ზოგჯერ მას, ჩემში ჩასახულ არსებას, ვამართლებდი. ის არას-
დროს კლავდა არავის ცივსისხლიანად. ყველა წამებში იყო მოკლუ-
ლი, უმტკივნეულოდ...

449
– გეყო! ისევ გავიწყდება, რომ „ის“ შენ ხარ და არა ვიღაც სხვა!
მნიშვნელობა არ აქვს იმას, როგორ კლავდი მათ. შენ თითოეულს
წაართვი მთავარი – სიცოცხლით ტკბობის ძალა.
– მაგრამ ისინი სხვებს ართმევდნენ ამას! – დავუყვირე უფრო
ხმამაღლად და ვიგრძენი, როგორ მომდიოდა ცხოვრებაში პირვე-
ლად ასეთი ცხარე ცრემლები.
– ეს შენი საქმე არ იყო. რამდენს მოკლავდი კიდევ? ყოველ მე-
ორე ადამიანს? – მკითხა ირაკლიმ ხმამაღლა და იგრძნო, როგორ
გვეწურებოდა დრო.
– ოთხის მოკვლით რამდენიმე ათეული გადავარჩინე!
– ჩვეულებრივი მათემატიკა, არა? ამის თქმა გინდოდა? – მკითხა
მატაბელმა უკმაყოფილოდ და ჩაფიქრების შემდეგ დაამატა, –
თვლისას ის ხომ არ დაგავიწყდა, რომ თითოეული ციფრი მნიშვნე-
ლოვანია? ის ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველა ადამიანი დედამიწაზე
ტყუილად არ ცხოვრობს და ყველას აქვს თუნდაც გამოსწორების
შანსი. ეს ხომ არ დაგავიწყდა, სოფოკო? – შემომყვირა მატაბელმა
და ხელები თავზე აიფარა, – მე ბევრჯერ ვეცადე ამ მდგომარებიდან
გამეყვანე. თვითონაც არ მჯეროდა, რომ პატარა ბავშვი, რომელიც
უზომოდ შემიყვარდა მკვლელად გადაიქცა... თანაც ჩემ თვალწინ.
ყოველთვის ვცდილობდი შენამდე იმის მიტანას, რომ მკვლელი ძა-
ლიან ახლოს იყო. იმდენად ახლოს... შენს გულში. იმასაც გეუბნებო-
დი, რომ ის შენ ვერ მოგკლავდა, რადგან თავად შენ იყავი ის... ის
ურჩხული.
– მე ის ვერ დავიმორჩილე, – ვუთხარი ფარხმალდაყრილმა.
– ვინ ის? სოფოკო, ვინ ის? – იმეორებდა მატაბელი, რომელიც
ხვდებოდა ჩემს დარწმუნებას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
– ეს აუცილებელი იყო... მე ვერ შევძლებდი მიზნის მიღწევას მა-
თი მოკვლის გარეშე. შენც უნდა მომეკალი, შენც ხომ უამრავ ადამი-
ანს ანადგურებ ფულის გამო, ყველას მანიპულაციის ხაფანგში აბამ

450
და მერე ყლაპავ. მაგრამ ვერ შევძელი, ჩემი არსების ყველაზე ბო-
როტი ნაწილისთვისაც კი დაუნდობელი აღმოჩნდა შენი მოკვლა.
თავს ვაჯერებდი, რომ არ მიყვარდი და შენი მოშორებაც ისეთივე
საჭირო იყო, როგორც სხვების. მაგრამ ყოველ წამს ეს გრძნობა უფ-
რო ძლიერდებოდა და ბოლოს ლამის შემიყვარდი...
– ლამის? – მკითხა მატაბელმა და თავი გვერდულად გადახარა.
– რაღაცა მიბიძგებდა, რომ ბოლომდე არ შემყვარებოდი. სანამ
აქ შემოვიდოდით, შენ თავად თქვი, რომ ეს შენი ბრალია! ეს მარ-
თლა ასეა. გულის სიღრმეში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემ შესა-
ხებ ყველაფერი იცოდი. იმდენი, რამდენიც მე თვითონ არ ვიცოდი
საკუთარი თავის შესახებ... სწორედ ეს არ მაძლევდა შენი შეყვარე-
ბის საშუალებას. როგორ შემეძლო მყვარებოდა ადამიანი, რომელ-
მაც ჩემში ყველა ინდივიდუალურობა და დეტალი გამოიკვლია და
ოდნავი ნაწილაკიც კი არ დამიტოვა. ირაკლი, შენ ხომ ყველაფერი
წამართვი და არაფერი დამიტოვე ჩემთვის. ჩემი ყველა საიდუმლოე-
ბა გამოიცანი და არ მომეცი საშუალება თავად გამემხილა შენთვის
ყველაფერი ის, რაც ჩემს არსებას ქმნიდა. ის, რისგანაც შევდგებო-
დი... მიითვისე. როგორ უნდა შემყვარებოდი,
როდესაც ვერასდროს გაგიმხელ ვერაფერს... რადგან ისედაც
ყველაფერი იცი ჩემზე?
– იყო რაღაცა. რაც არ ვიცოდი... – მითხრა მან და დამწუხრებუ-
ლი თვალებით ჩემს იარაღს დახედა.
– რა?
– შეგეძლო თუ არა ჩემი მოკვლა, მაგრამ დღეს ამ საიდუმლოსაც
აეხდება ფარდა, – მითხრა მატაბელმა და მკვლელისთვის განკუთ-
ვნილ მაგიდასა და სკამს დახედა.
– ხედავ? ყველაფერს გინდა, რომ ფარდა ახადო! გინდა, რომ ყვე-
ლა დეტალი შენს ხელთ იყოს! ჩემით, როგორც სხვების, მანიპული-
რების სურვილი გკლავს...

451
– მე შენთან ყოფნის სურვილი მკლავდა, – მითხრა მატაბელმა სა-
სოწარკვეთილი ხმით და იმ იმედით ჩამხედა, რომ მეც იგივე მინდო-
და.
– მაშინ რატომ მოიყვანე აქ თენგო?
– მე? არა, სოფოკო, თენგო აქ შენ მოიყვანე... შენი ბოლო სურა-
თით, – მიპასუხა მატაბელმა და ჩემთან იმდენად ახლოს მოვიდა,
რომ თავისუფლად შეეძლო იარაღის წართმევა და მიწაზე დაგდება.
– დეტექტივის აქ მოსვლა ამ საქმის დასრულების აუცილებელი
ნაწილია. თავიდანვე ვიცოდი, რომ თამაში ასე უნდა დამთავრებუ-
ლიყო. ეს ყველაფერი უბრალო თამაში იყო: პაიკებით, დედოფლე-
ბით, მეფეებით და... მოთამაშით, – ვუთხარი მატაბელს და ერთი ნა-
ბიჯით უკან დავიხიე, – ცხოვრებაში ყველაზე მეტად მანიპულაციის
ქვეშ მოქცევის მეშინოდა. შიში იმისა, რომ ვიღაცა პაიკივით მათა-
მაშებდა იმის საშუალებასაც არ მაძლევდა, რომ საკუთარი თავის-
თვისაც კი არ მიმეცა ძალა, ჩემი სხეული და გონება ეკონტროლები-
ნა. მაგრამ პანიკაში ვვარდებოდი მაშინ, როდესაც ვიაზრებდი, რომ
ჩემით კონტროლირების მექანიზმი შესაძლოა სხვის ხელში გადასუ-
ლიყო. ძალაუფლების მოპოვების მანიამ საბოლოოდ შემიპყრო და
მაიძულა ყველა მსხვერპლით მეთამაშა. ტარიელიც, ზურაც, ანიცა
და სოსოც ჩვეულებრივი ჭადრაკის ფიგურები იყვნენ. თითოეულს
თავი მეფე ან დედოფალი ეგონა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ამ ფიგუ-
რებს სწორედ მოთამაშე აკონტროლებს. ყველაზე ძლიერი ჭადრაკის
მოთამაშის როლი მოვირგე და გროსმაისტერად გადავიქეცი.
– სოფოკო, შენ ხომ ყველაზე მთავარი გამოგრჩა – ფრთხილად
უნდა ყოფილიყავი, შენც ხომ ისეთივე საშიში ხარ საკუთარი თავის-
თვის, როგორც მოჭადრაკე – საკუთარი ფიგურებისთვის... ისიც და-
გავიწყდა, რომ ზოგჯერ მოთამაშეებსაც, თვით გროსმაისტერებსაც,
აყენებენ სათამაშო ადგილიდან და სხვებით ანაცვლებენ, – მიპასუხა
მატაბელმა, რომლის სუნთქვა ყოველ წამს უფრო ხშირდებოდა.
– ამ ადგილიდან მარტო დეტექტივს შეუძლია ჩემი აყენება. ზურა

452
დროზე ადრე მიხვდა ჩემს დანაშაულს, ყოველ დაკითხვაზე უფრო და
უფრო რწმუნდებოდა ამაში. ამიტომ მოვიცილე სათამაშო დაფიდან
და ერთი ხელით სცენიდან ჩამოვაგდე... იმ ღამეს მის სახლში შევედი
და შუბლი გავუხვრიტე. ზურას პირველ რიგში უნდოდა შენთვის და
ანისთვის შეეტყობინებინა ეს ინფორმაცია. გასაღებიც ამიტომ გა-
მოგიგზავნათ. მათი მეშვეობით მიგითითებდათ, რომ არავისთვის
გეთქვათ, სად მიდიოდით. ჩვეულებრივი წერილით ანი ხომ ყველა-
ფერს გაჭორავდა, გასაღები კი საქმეს იდუმალების ნიშანს აძლევდა.
მაგრამ სულელმა ვერ გათვალა და ყველაფერი მითხრა. ორი გასა-
ღები: ერთი შენი, ერთი ანისი. მე ცარიელზე დამტოვა. სწორედ შენ
მკითხე, რატომ არ მქონდა გასაღები... არადა ყველაფერი ისედაც
იცოდი.
– მაინტერესებდა, როგორ იმართლებდი თავს. ყოველთვის ყვე-
ლაფერს ჭკვიანურად ნიღბავდი. მაგრამ მე პირველივე მკვლელობა-
ზე გამოგიჭირე, – მითხრა მატაბელმა სინანულის ტონით.
– ვხვდებოდი. სოსოს მკვლელობის ღამეს გკითხე, რას აკეთებდი
ტყეში, ისიც გითხარი, რომ დარწმუნებული ვიყავი, მის საძებნად
რომ წახვედი, – ვუთხარი მატაბელს და ის დღე გავიხსენე, – მაშინ
მინაზე დამაგდე და შიშით მკითხე, ვუთხარი თუ არა ეს ზურას. ნე-
ბისმიერი ადამიანი იფიქრებდა, რომ მხილების შეგეშინდა, სინამ-
დვილეში კი უბრალოდ ჩემზე დარდობდი... მაგრამ რატომ? რატომ
არ ჩამიშვი მაშინვე? იმ დღესვე, როდესაც ტყიდან გამოვედი და სო-
სოს გვამი ცივ მიწაზე დავაგდე, მაშინვე რატომ არ ქენი ეს? შეგეძ-
ლო შეგეჩერებინე.
– რომც მეთქვა, ტყეში გამოსული რომ დაგინახე, არავინ დამი-
ჯერებდა და ყველა მე დამესეოდა. მე ხომ დამნაშავის გამომეტყვე-
ლება მაქვს... – მითხრა მატაბელმა, საკუთარ თავს შეხედა და ზიზ-
ღნარევად გაიღიმა.
– იცი, ახლა ვხვდები, რომ თვით გროსმაისტერიც, ჭადრაკის დი-

453
დოსტატი, შეიძლება არ იყოს ყველაფრის ბატონ-პატრონი. დამავიწ-
ყდა ის ფაქტი, რომ ისიც ეთამაშება მოწინააღმდეგეს, რომელიც შე-
იძლება მასზე ძლიერი აღმოჩნდეს. ჭადრაკს სწორედ შენ გეთამაშე-
ბოდი. და ეს ფაქტი მხოლოდ მახარებდა და იცი რატომ? შენი თამაში
ჩემთვის ხელსაყრელი იყო, რადგან ბევრს ვსწავლობდი და დღითიდ-
ღე უფრო ჭკვიანი ვხვდებოდი.
– ძალიან ძლიერი გახდი, – მითხრა მატაბელმა, თვალებში უფრო
ღრმად ჩამხედა და დაამატა, – მაგრამ იცი, მწვერვალზე ასვლისას
გადავარდნის შანსები მკვეთრად მატულობს. შენ ვერ გაუძელი ამ
წნეხს და მთიდან გადაიჩეხე..
– შენთან ერთად ფეხი ბევრჯერ დამიცურდებოდა, ბოლოს შიშმა
ამიტანა და ვიგრძენი, რომ ყველაფრის გამოკვლევა შეგეძლო და
ზურასნაირად ვერ მოგკლავდი, ამიტომაც ანიცა და ტარიელიც ისე
მოვკალი, რომ თბილისში არ იყავი და ვერც გამომიჭერდი. მაგრამ
ტარიელის მოკვლის შემდეგ, ზურა ყველაფერს მიხვდა და საგამო-
ძიებოში დამიბარა. მართალი იყო, როდესაც ამბობდა, ტარიელს
სხეულზე იმიტომ არ შევეხე, რადგან ყველაფერი წინასწარ გავთვა-
ლე. ვიცოდი, რომ შეხების შემთხვევაში ყველაფერს მე დამაბრალებ-
დნენ, რადგან დანაზე სხვა თითის ანაბეჭდები არ იქნებოდა. გამო-
საფხიზლებელი წამალიც იმიტომ გავუკეთე, რათა გარეთ გამოვარ-
დნილიყო და სათვალთვალო კამერის თვალწინ ჩემი დახმარება ეთ-
ხოვა. არც ერთმა მსხვერპლმა არ იცოდა, ვინ კლავდა მათ ბინძურ
სულებს, ამიტომ მეძახდა ასე გულმოდგინედ საავადმყოფოს დერე-
ფანში.
– მაგრამ ზურამ ყველა ეს დეტალი შენ საწინააღმდეგოდ გამოი-
ყენა, – თქვა მატაბელმა ჩურჩულით.
– შესანიშნავი დეტექტივი იყო, პირველივე დაკითხვაზე გამომი-
ჭირა. მაგრამ მე მუდმივად ვაჯერებდი, რომ მხოლოდ 90-იანი წლე-
ბის დამნაშავეებს თუ გამოიჭერდა. მაგრამ შენი მსხვერპლი მისით
ჩავანაცვლე, – ვუპასუხე ირაკლის და მაგიდიდან ნიღაბი ავიღე, –

454
მან 4 ადამიანი მოკლა, მე არცერთი...
– ბოდავ. .
– მოკეტე! – დავუყვირე მატაბელს და ინსტინქტურად იარაღი
ჰაერში გავისროლე.
– ყველა დამნაშავე ასე იმართლებს თავს. შენც კარგად იცი ეს,
უამრავ დამნაშავეებთან გქონია საქმე. ზურა მართალი იყო მაშინაც,
როდესაც გეუბნებოდა, რომ ეს საქმიანობა საკუთარი თავის უკეთ
შესანიღბად გჭირდებოდა.
– ისევე როგორც შენ? – ვკითხე მატაბელს ირონიით. – მე არავინ
მომიკლავს, – მიპასუხა მტკიცე ხმით.
– მართლა? და იმ საწყალ კაცზე რას იტყვი, უკანასკნელი ფული
რომ ააგლიჯე და შვილები ულუკმაპუროდ დაუტოვე?
– ეს მისი არჩევანი იყო, თავად მოვიდა კაზინოში ყველაფრის გა-
საფლანგად. რისი თქმა გინდა, რომ ყველა მილიონერი სიცოცხლეს
უნდა გამოასალმო? ხვდები მაინც, რომ სულ გააფრინე? – მკითხა
მატაბელმა მოუთმენელი ტონით.
– მეე? – ვკითხე და გიჟივით გავიცინე, – თქვენ გაქვთ გაფრენი-
ლი! ვერც კი ამჩნევდით, ფულზე მონადირე მარიონეტებად როგორ
გადაიქეცით.
– ეს ჩვენი არჩევანი იყო! შენთვის არავის მოუცია მათი დახოც-
ვის უფლება! – მიყვირა მატაბელმა უხეში ხმით და მტკიცე ნაბიჯები
ჩემკენ გადმოდგა.
– გესვრი იცოდე!
მას ჩემი არც ეშინოდა, ხელის ერთი შემოტრიალებით იარაღის
ტარს და ჩემს ხელს მოჰკიდა და პირდაპირ თავის მუცელს დაუმიზნა.
იარაღი ჩემს ხელში იყო... თავად მატაბელიც.
– არადა ეშმაკი ჩვენ ორ შორის მე კი არა, ყოველთვის შენ იყავი,
– მითხრა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. ერთი შეხებით ვიგრძენი
მისი დაკუნთული, ქვასავით მაგარი და ცივი სხეული. სასხლეტზე
ერთი დაჭერაღა მაკლდა, რომ მიწაზე უსულოდ დამეგდო და იქიდან

455
გავქცეულიყავი. ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ გონება და გული
ამის ძალას არ მაძლევდა.
– ხედავ? აი ასე არ უნდოდა ნენეს თავისი მამის დაკარგვა, ირმას
– სოსოსი, მეცენატს – ანისი. ისევე, როგორც შენ არ გინდა ჩემი და-
კარგვა, – მითხრა მატაბელმა, იარაღს ხელი გაუშვა და ისევ უკან
დაიწია.
– მე მათი მოკვლა არ მინდოდა და ხელებს დანაშაულისგან ვერც
ჩამოვირეცხავ, რადგან არც ჩამიდენია, – ვუთხარი სასოწარკვეთით,
რადგან მას სრული გიჟი ვეგონე. ეს მართლაც ასე იყო.
– ყველაფერი გებლანდება. ისიც კი გეჩვენებოდა, რომ შენ კი
არა, ვიღაც სხვა ხოცავდა ადამიანებს, – მითხრა მატაბელმა და იმე-
დით შემომხედა, რომ ამის აღიარებას მაინც შევძლებდი.
ის სრულიად მართალი იყო. გამახსენდა, როგორ მომებლანდა
სკოლაში წარმოსახული თამაში და საავადმყოფოში წითელთმიანი
გოგო. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალოდ წარმოსახვის
კარგი უნარი მქონდა და ეჭვიც არ მეპარებოდა ჩემს ჯანმრთელობა-
ში.
– ჩემთვის სულ ერთია ეს, – მითხრა ირაკლიმ, ნერწყვი გადაყლა-
პა და ძლივს წარმოთქვა, – ჩემთვის ყოველთვის პატარა ბავშვი იქ-
ნები, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდა. მეგონა, რომ მუდამ ჩემს
ხელში იყავი, მაგრამ გამომეპარე და მკვლელად გადაიქეცი. შენი ცი-
ხეში გაშვებაც რამდენჯერმე დავაპირე, მაგრამ ნებისყოფა არ მეყო
და გულგრილად ვუყურებდი როგორ ხოცავდი... მაგრამ ჩვეულებ-
რივი მკვლელისგან იმით განსხვავდებოდი, რომ ამ ოთხის მოკვლის
წყურვილს არ გადააბიჯებდი. არ ვიცი, რამ გიბიძგა დახოცვისკენ,
მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: შენ გამო მე ამაზე თვალს
ვხუჭავდი და მოთმინებით ველოდებოდი ამის დასასრულს.
– დასასრულს... ჰა-ჰა, – გავიცინე და სიმწრის ცრემლი მოვიწმინ-
დე, – დასასრული ანი იყო. ყველა სურათს მხოლოდ ამ კაბინეტში

456
ვიღებდი. ისე რომ ჩავსულიყავი სხვა ქვეყანაში, დეტექტივი გამო-
მიჭერდა და მიხვდებოდა ჩემი ჩასვლის მიზანს. ანის ქორწილის
დღეს კი საუკეთესო საშუალება მომეცა, კომინოში ჩამოვედი და ამ
კაბინეტში უკანასკნელი სურათი გადავიღე.
ლაპარაკს ძლივს ვაგრძელებდი. ბევრად რთული აღმოჩნდა ყვე-
ლაფრის აღიარება, ვიდრე წარმომედგინა. მაგიდის წინ დადგმულ
ფოტოკამერას შევხედე და ზიზღით მოვისროლე.
– აღარ მჭირდება, – ვთქვი და კამერის საყრდენი ჯოხები ერთმა-
ნეთზე გადავამტვრიე, – ანი ბოლო იყო. წინა ღამეს დამირეკა და
ბავშვთა სახლის დირექტორთან დალაპარაკება მთხოვა. ერთად შე-
ვედით, მაგრამ ერთ-ერთ ოთახში შესვლისას წამის მეასედში კისერ-
ზე დარტყმით გავთიშე და უმტკივნეულოდ მოვკალი. მომდევნო
დღის დილით დირექტორის მიერ ნაჩვენებმა იგივე ოთახმა შემაშინა
და გამაკვირვა კიდევაც. მართლა არ მახსოვდა, რომ ანი ჩემი მოკ-
ლული იყო. მჯეროდა, რომ ეს სხვამ გააკეთა. დეტექტივსაც კი არ
შეჰპარვია ეჭვი, რომ მე მკვლელი ვიყავი. ყველა კარტი საავადმყო-
ფოდან გამოქცეულ ნენეზე გადავიდა. არადა პატარა ბავშვმა, კიკემ
გამომიჭირა. მახსოვს, როგორ მკითხა, გუშინაც ხომ შენ იყავიო. ბავ-
შვი გავაცურე და ვუთხარი, რომ სხვაში ვერეოდი. სინამდვილეში კი
კიკე ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ზოგი ზრდასრული.
– ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. სოფოკო... – თქვა მატაბელმა
და თვალები მწუხარედ დახარა, – მაპატიე, რომ ვერ დაგეხმარე. მა-
პა...
– გაჩუმდი. არ მინდა ამის მოსმენა. არ მინდა იმის გაგება, რომ
დამნაშავე ვარ..არ მინდა, – ვიმეორებდი და საკუთარ თმას ვიწეწ-
დი.
გასასვლელისკენ ზურგით ვიდექი, მატაბელი კი პირდაპირ გაჰ-
ყურებდა. მაგრამ მისი თვალები იმდენად გართულიყო ჩემს ცქერა-
ში, რომ ვერც შეამჩნევდა შემოსულ პოლიციელებს. ვიღაცის ნაბი-

457
ჯების ხმა უფრო ძლიერდებოდა. მართალი ვიყავი, როდესაც ვფიქ-
რობდი, რომ ამ გამოქვაბულში შესვლისას ჩემი ცხოვრების დასას-
რული იმალებოდა... თავისუფალი ცხოვრების დასასრული.
– რაც არ უნდა მოხდეს, მინდა იცოდე, რომ შენი პატარა გული
ყოველთვის ჩემთან იქნება. სადაც არ უნდა ვიყო... დიდი ხანია შენი
მკვლელობებიც გაპატიე.
– მე მკვლელი არ ვარ! – დავიყვირე მთელი ტონით.
წამებში იარაღის ხმამაღალი ხმა გაისმა და ტყვია ჯერ შუბლში
მოხვდა მატაბელს, მერე თვალში. სისხლის დიდი ნაკადის გამო, მისი
სახის გარჩევა შეუძლებელი იყო. ორ ტყვიას მუცელში გასროლაც
დაემატა. კიდევ რამდენიმე სროლას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მა-
ტაბელი კარგა ხანია უკვე უგონოდ იწვა გახელილი თვალებით და
უაზროდ შეჰყურებდა გამოქვაბულის ჭერს.
უკან მივიხედე და შემოსასვლელში იარაღით ხელში ნენე დავინა-
ხე. ის სროლას არ წყვეტდა და მატაბელს უკვე მეათე ტყვია დაახა-
ლა.
– შენ... შენ... შენ ის მოკალი, – ვუთხარი ნენეს ჩურჩულით და
ვიგრძენი, როგორ გამიშრა თვალები ცრემლის დიდი ნაკადის გამო.
– მან მამაჩემი მოკლა. მე კი მას მოვუსწრაფე სიცოცხლე, – თქვა
ნენემ, მატაბელის გვამს მიუახლოვდა, ზიზღით შეხედა და კიდევ
რამდენიმე ტყვია დაახალა.
– შენ ის მოკალი, – ვიმეორებდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი.
– ვხედავ, – თქვა ნენემ ცივად და გამოქვაბულიდან გამოსვლა
სცადა.
ზიზღი, ტირილი, სასოწარკვეთილება, იმედგაცრუება და დროის
უკან დაბრუნების შეუძლებლობა იმდენად მახრჩობდა, რომ ნენეს
იქიდან ცოცხლად გაშვება შეუძლებლად მეჩვენებოდა.
მატაბელი ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ იმ ოთხი მსხვერ-
პლის გარდა, სხვა ადამიანების მოკვლა არ შემეძლო. იმ წამს ვირ-
წმუნე, რომ ნენეს განადგურება უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა.

458
– ნაბიჭვარო, – დავიკივლე შეურაცხადივით, იარაღი დავაგდე
და ნენეს პირდაპირ ზურგზე დავახტი.
წამებში ნენეს ხელიდან იარაღი გაუვარდა და თავად მინაზე გა-
ნერთხა. მისი გამხდარი სხეული ხელებში მეჭირა და უზოგავად სა-
ხეში ვურტყამდი.
– მას არ მოუკლავს მამაშენი, გესმის. მე მოვკალი, გაიგე? და
შენც მოგკლავ ახლა.
ნენემ ამის გაგონებისთანავე ძალა მოიკრიბა და ხელი პირდაპირ
ყბაში მატაკა. იარაღი არც ერთს აღარ გვქონდა, ერთმანეთს სამა-
გიეროს ხელებით ვუხდიდით. ერთი – მამის მკვლელობის გამო, მე
კი მატაბელის მოკვლისთვის. გული ამდენი ზიზღით სავსე არას-
დროს მქონია. ცრემლი მახრჩობდა. თვალწინ მატაბელის გაქვავე-
ბულ სხეულს რომ ვგრძნობდი, ხელში ძალა მემატებოდა და ნენეს
უფრო ძლიერად ვურტყამდი. მასაც ახრჩობდა სიმწარე და დაუზო-
გავად ცდილობდა ჩემს მოკვლას.
როდესაც კისერზე ნენეს ცივი ხელი და ჰაერის ნაკლებობა ვიგ-
რძენი, მივხვდი, რომ რეალური სურვილი ნენეს მოკვლა კი არ იყო,
არამედ მატაბელთან ერთად ყოფნა. მინდოდა ნენე გამქრალიყო და
ირაკლისთან მიახლოების საშუალება მომცემოდა. ის ნამდვილად არ
იყო იმის ღირსი, რომ ასე მომკვდარიყო... ცივ, ნესტიან გამოქვა-
ბულში, უსამართლოდ.
ნენეს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ძალა გამომეფიტა და გა-
უნძრევლად მის წყლისფერ თვალებს ვუყურებდი. მე ის შევაცდინე
და მკვლელად გავაქციე... ძმის მკვლელად. თვალწინ დამიდგა, რო-
გორ ესროლა მან მატაბელს ტყვია შუბლში და წამებში სიცოცხლეს
გამოასალმა. მიწაზე ვიწექი და ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ჰა-
ერი, ტვინის ერთმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა... ფეხს ვეღარ
ვგრძნობდი, მარტო თვალები და გონება აგრძელებდნენ მუშაობას.
გონება ოთხ მკვლელობას, მსხვერპლთა ბუნდოვან გამოხედვებს

459
და გაუგებარ ჩრდილებს ხედავდა. თვალები? თვალები ნენეს გამ-
ხდარ ხელებს ხედავდა, უფრო ძლიერად რომ აწვებოდნენ ჩემს კი-
სერს. მის უკან კი მატაბელის დამძიმებულ და სისხლში დასვრილ
სხეულს. გონება უფრო მიმძიმდებოდა. ფერები ერთმანეთში ირეოდ-
ნენ. მწვანე წითლად გადაქცეულიყო, ნენეს წყლისფერმა თვალებმა
კი ყავისფერი შეფერილობა მიიღეს. ტვინი უფრო და უფრო მეფიტე-
ბოდა, ხელი ძლივს ავწიე და მატაბელს მივაშურე. მინდოდა ბოლო
წამებში მისი მძიმე და ცივი თითები მეგრძნო, მაგრამ ის მეტისმე-
ტად შორს იყო ჩემგან. მატაბელის სხეულიც რამდენიმე მეტრში ეგ-
დო, მისი თვალებიც მხოლოდ ჭერს შეჰყურებდნენ, სული კი უკვე
სადღაც მაღლა იყო... მაგრამ მან არ მითხრა როდესღაც, რომ სიახ-
ლოვე ვერტიკალურადაც იზომებოდა, იქნებ ჩემთან იყო? უბრალოდ
იმდენად მაღლა, რომ გონება ვეღარ წვდებოდა.
მინდოდა ნენეს მოვეკალი და ამით ყველაფერი დასრულებული-
ყო, მაგრამ ეს მეტისმეტად უსამართლო იქნებოდა. სიკვდილი ხომ
მხოლოდ გადამარჩენდა, მე კი ბევრად უარესს ვიმსახურებდი. სიკ-
ვდილამდე წამებიღა მრჩებოდა, როდესაც დავინახე, როგორ შემოც-
ვივდნენ სპეც. რაზმელები კაბინეტში. დეტექტივის ფერწასული სახე
ძლივს გავარჩიე. ჰაერის ნაკლებობის გამო, ჩემს გონებას საღი აზ-
როვნების უნარი წაერთვა. ამიტომ ყველაფერი ზედმეტად მდორედ
მეჩვენებოდა, მეგონა, რომ ფილმში აღმოვჩნდი, ვიღაცა კი გამუდ-
მებით პაუზას აჭერდა და ამით უფრო და უფრო მაწამებდა. თენგოს
ხელი შენელებული კადრით ნენეს კისერს ჩაწვდა... „წამიც და გავი-
თიშები“. თენგოს თითები კიდევ უფრო ნელა ამოძრავდნენ, ჰაერის
ბოლო ნაკადი რომ დამრჩა, დეტექტივმა მთელი ძალით მოისროლა
ნენე და კედელზე მიახეთქა. – თუ ასე ძალიან მინდოდა სიკვდილი,
რატომღა ჩავისუნთქე ჰაერი? შემეძლო სუნთქვა შემეკავა, სულ ერ-
თი წამი მაკლდა. მაგრამ რაღაცამ მიბიძგა ჰაერის ჭავლი ჩამეყლაპა
და გონზე მოვსულიყავი.

460
წარმოსახვის ნელი კადრი ცხოვრების ჩვეულებრივ ეკრანად გა-
დაიქცა. თვალები კარგად გავახილე და თვალწინ კუშტად მაცქერა-
ლი დეტექტივი დავინახე. ის ზიზღით მიყურებდა და წამოდგომაში
არც კი მეხმარებოდა. ძალა მოვიკრიბე და ძლივს წამოვდექი.
– ნენემ ის მოკლა... – ვთქვი ძლივს და სახიდან ცრემლი, სისხლი
და ქვიშა მოვიწმინდე, – მოკლააა, – ვიმეორებდი, რადგან მეგონა,
რომ ყელში გაჩხერილი ცრემლის ბურთის გამო მხოლოდ ხავილი
ამომდიოდა..
– დააპატიმრეთ, – ბრძანა თენგომ მკაცრი და მიუმხრობელი
ხმით და მატაბელის გვამს ცრემლნარევი მზერით დახედა.
– მე არ მინდო...
– დაააააპატიმრეთ, – დაიყვირა თენგომ ისეთი შემზარავი ხმით,
რომ გამოქვაბულის კედლები შეზანზარდა.
არც კი მაცადეს, რომ მატაბელს ბოლოჯერ შევხებოდი. რამდენი-
მე კაცი კისერში ჩამწვდა და გარეთ გამომიყვანეს. ყვირილს, ტი-
რილსა და მოთქმას აზრი არ ჰქონდა. ვერტმფრენის ხმა მაინც ყვე-
ლაფერს ახშობდა. ალბათ ბედმა ჩემი გამწარება ჩათვალა საჭიროდ
და დამანახა, როგორ მიასვენებდნენ მატაბელის ცხედარს. ყველა-
ფერს აზრი ჰქონდა დაკარგული. ყველაფერს... ვერტმფრენში ჩაჯ-
დომას, ნენეს ქვითინს, თენგოს სასოწარკვეთილ გამოხედვას და მა-
ტაბელის სუნთქვას. აზრი არ ჰქონდა, რადგან ის ვეღარ სუნთქავდა.
მისი ფილტვები ჰაერისგან დაცლილი იყო, გული იმედგაცრუებული,
ტვინი კი ტყვიებით სავსე.
ვერტმფრენი ჰაერში აფრინდა. თავისუფლების უკანასკნელი წა-
მების დათვლა დავიწყე. სულ ახლოს, გვერდითა ვერტმფრენში
მკვდარი მატაბელი მიჰყავდათ. მისი სულიც ზევით, უფრო მაღლა
ადიოდა. მიხაროდა, რომ მეც იმავეს ვაკეთებდი. ვერტმფრენიც, ხომ
ნელ-ნელა ჰაერში უფრო და უფრო ადიოდა. მეგონა მის სულს მივ-
წვდებოდი, მაგრამ ხელბორკილები ამის საშუალებას არ მაძლევდა.

461
მე მისი მჯეროდა... მჯეროდა, რომ ჩემი გული მუდამ მასთან იქნე-
ბოდა...

462
34
იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო, რომელსაც საკუთარი თავის
ეშინოდა. ამ გოგოს სოფოკო ერქვა, მაგრამ საკუთარ თავში სოფო-
კოს გარდა კიდევ ბევრ სხვა არსებასაც ითავსებდა. პირველად ეს
მაშინ იგრძნო, როდესაც თავის მეგობრებზე დაიწყო ფიქრი. ყველა
მისი ნაწილი იყო. თაკო ჩვეულებრივ, ყოველდღიურ, მშვიდ და გა-
წონასწორებულ სოფოკოს ასახიერებდა. კარლო სოფოკოს ის ელე-
მენტი იყო, რომლისთვისაც ფული არაფერია, თუ არა სულის ამაყ-
როლებელი სუნი. ნენეც მის მსგავსად გიჟი და მენტალურად დაავა-
დებული იყო. ორივე სხვადასხვა სენით შეპყრობილი, მაგრამ შეშ-
ლილები და სამყაროს მიმართ ობიექტურობა დაკარგული არსებები.
მატაბელიც მისი ნაწილი იყო. ორივეში იმალებოდა დანაშაულის ჩა-
დენის მიდრეკილება, მაგრამ ერთის შემთხვევა უფრო მძიმე აღმოჩ-
ნდა.
თავისუფლების აღკვეთიდან უკვე მეექვსე წელი იწურებოდა.
ისიც იჯდა და უსასრულოდ და უიმედოდ ვიღაცას ელოდებოდა. მისი
სასოწარკვეთილი, დაღარული სახე მოხუცისას დაემსგავსა. ის იჯდა
და ყველაფერს იხსენებდა. დაპატიმრების მომენტიდან საკუთარ
463
თავთან გულწრფელი იყო. ისიც გაახსენდა, როგორ უნდოდა მატა-
ბელს გაერკვია, შეეძლო თუ არა მას მისი მოკვლა. მაგრამ უკანას-
კნელ საიდუმლოს ფარდა ვერ ახადა და ვერც მოასწრო ამის გაგება.
სოფოკოს თავში მუდმივად ერთი და იგივე წინადადებები ტრიალებ-
და: „ძალიან გვიანი იქნება, გესმის, ძალიან გვიანი, როდესაც საკუ-
თარ თავში გაერკვევი და მიხვდები, რომ ჩემთან ყოფნა გინდა. ამის
შესაცნობად შეიძლება ბევრი დრო დაგჭირდეს. მე დაგელოდები...
დრო კი ვერა“. ყველაფერი მეტისმეტად გვიანი იყო იმისთვის, რომ
თავისი სიყვარულისთვის ერთი ნაბიჯი წინ გადაედგა. მატაბელს ძა-
ლიან უნდოდა, რომ სოფოკოსაც მისნაირად ძლიერად ჰყვარებოდა.
ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ამას ნებისმიერ ადგილას იგრძნობ-
და. სოფოკოსაც არ ეპარებოდა მის გულწრფელობაში ეჭვი, მაგრამ
ყველაფერს ხომ აზრი ჰქონდა დაკარგული. ის უაზროდ იხედებოდა
ფანჯარაში და ცაში ღრუბელთა დაუცხრომელ რბოლას ნაღვლია-
ნად შეჰყურებდა. ეგონა, რომ მატაბელი ნიშანს მისცემდა, მაგრამ ის
ამას არ აკეთებდა და სოფოკოს უფრო სტანჯავდა.
ზოგის ცხოვრება ხალისიანად გრძელდებოდა, ზოგის – ციხეში,
ზოგი კი საერთოდ ცოცხალი აღარ იყო. წლები გადიოდა, მაგრამ სო-
ფოკოს თავში მუდამ ერთი სიმღერა ტრიალებდა, ურითმო, მისი და
მატაბელის მიერ მოგონილი ბავშვური სიმღერა:
„ზოგჯერ ცუდი დასასრული უკეთესია...
რადგან ხვდები, რომ ფარდა ახდილია...
და ყველაფრისთვის წერტილიც დასმულია...
მაგრამ ეს ყველაფერი ხომ წარუშლელია...
ეს ისტორია ორივესთვის ცუდი დასასრულის, მაგრამ წარუშლე-
ლი და სამუდამო აღმოჩნდა. ასეთი ისტორიები ასე მარტივად არ
მთავრდება, მათ მუდამ აქვთ გაგრძელება. ეს გაგრძელება სოფოკოს
გონებაში წარუშლელად არსებობდა. მას მუდამ უკვირდა, როგორ
შეეძლო ორ პატარა ბავშვს გამოეცნო მათი მომავალი. ზოგისთვის
ბედი, ზოგისთვის ისტორია, მათთვის კი მარადიული და აუხდენელი

464
ოცნება იყო.

***
მგონი ვიპოვე... თურმე, რა ახლოს იყო ჩემთან, ალბათ ამიტომაც
ვერ ვგრძნობდი მის აყროლებულ სულს.
ეს ყველაფერი კუნძულზე დაიწყო, ეს ყველაფერი კუნძულზე
დამთავრდა.
და მაინც, მე მჯერა სიყვარულის, მთავარია ამ გრძნობას სჯერო-
დეს ჩვენი.

465

You might also like