You are on page 1of 225

1

***

გამარჯობა,

სიკვდილის უწყებიდან გირეკავთ.

სინანულით გაცნობებთ, რომ მომდევნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში თქვენ ნაადრევად დაიღუპებით.

სიკვდილის უწყების სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი გარდაცვალების გამო.

ეცადეთ, დღევანდელი დღე აზრიანად გამოიყენოთ, კარგი?

მათთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება, რომ ყოველი დღე ძვირფასია

მოკითხვა და მადლობა დედაჩემს უზომო სიყვარულისთვის, ხოლო სესილიას - მკაცრი ხელისთვის. ორივე
მუდამ მჭირდებოდა.

2
ნაწილი პირველი - სიკვდილის უწყება

ადამიანები იშვიათად თუ ცხოვრობენ.

მათი უმეტესობა, უბრალოდ, არსებობს.

ოსკარ უაილდი

5 სექტემბერი, 2017 წ.მატეო ტორესი 00:22 სთ


სიკვდილის უწყებისგან საბედიწერო, გამაფრთხილებელი ზარი შემოდის – დღეს მოვკვდები. „გაფრთხილება“
დაივიწყეთ, გაზვიადებული სიტყვაა, რადგან გაფრთხილებებს შეგიძლია თავი დააღწიო, მაგალითად,
როდესაც გზაზე შეუფერებელ დროს გადადიხარ და მანქანა სიგნალით გაფრთხილებს, უკან დაიხიეო; ეს
უფრო საყვირის ხმას ჰგავს. ოთახის ბოლოში მობილურის გაბმული, საგანგაშო ზარი ყურში მხვდება, ისეთი,
ერთი კვარტალის მოშორებით, ეკლესიის სამრეკლოდან რომ გაისმის ხოლმე. მაშინვე ვიძაბები და ასობით
ფიქრში ვიძირები. თავს დავდებ, ახალბედა პარაშუტისტსაც მსგავსი ქაოსის შეგრძნება ეუფლება
თვითმფრინავიდან გადმოხტომისას და პიანისტსაც, პირველი კონცერტის გამართვისას. დაზუსტებით რაც
ვიცი, ის არის, რომ ამას ვერასდროს გავიგებ.

რა სიგიჟეა. წუთის წინ ჩამომთვლელთა გუშინდელი ბლოგის შესავალს ვკითხულობდი – სადაც მგზავრები
სტატუსებითა და ფოტოებით ბოლო საათებს აღწერენ. ეს ერთი კი კოლეჯის სტუდენტზე იყო, რომელიც
თავისი ოქროსფერი რეტრივერისთვის თავშესაფარს ეძებდა – ამჯერად მე მოვკვდები.

ამჯერად კი მე... არა... დიახ. სწორედაც რომ მე.

გული მეწურება. დღეს მოვკვდები.

სიკვდილის ყოველთვის მეშინოდა. არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ ეს ამბავი კარგა ხნით გადაიდებოდა. ცხადია,
სამუდამოდ არა, თუმცა იმდენი ხნით მაინც, რომ დაღვინება მომესწრო, მით უმეტეს, მამაჩემი სულ იმას
ჩამჩიჩინებდა, მთავარ გმირებს არაფერი ემუქრებათ, განსაკუთრებით სიკვდილი, რადგან მუდამ სხვების
სიცოცხლის სადარაჯოზე უნდა იყვნენო. თუმცა გონებაში ატეხილი ხმაური თანდათან ცხრება და სიკვდილის
ჯგუფის მაცნე ელოდება როდის მახარებს, რომ დღეს, თვრამეტი წლის ასაკში, მოვკვდები.

მოიცა, ნუთუ მართლა...

არ მინდა ზარს ვუპასუხო. მირჩევნია მამაჩემის საძინებელში გავიქცე და ბალიშში თავჩარგულმა ვიყვირო,
რადგან შეუფერებელ დროს დასჭირდა ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანა, ანდა კედელს დავუშინო მუშტები,
ჩემს დაბადებას გადაყოლილმა დედაჩემმა სიკვდილის დამღა რომ დამადო. მობილურმა მგონი მეცამეტედ
დარეკა, თავის არიდებას აზრი აღარ აქვს, ისევე, როგორც დღეს მოსახდენს ვერ ავირიდებ.

კალთაში ჩადებულ ლეპტოპს გვერდზე ვდებ და საწოლიდან ვდგები. წონასწორობას ვკარგავ, სისუსტეს
ვგრძნობ. მაგიდისკენ ზომბივით მივჩანჩალებ, მოსიარულე მკვდარივით ნელა.

შემომავალ ზარს რა გამოცნობა უნდა და, სიკვდილის უწყება აწერია.

მაკანკალებს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ და მწვანე ღილაკს ვაჭერ. ხმას არ ვიღებ.

არ ვიცი, რა ვთქვა. მხოლოდ ვსუნთქავ, რადგან ოცდარვა ათასზე ნაკლები ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა დამრჩა –
ცოცხალი ადამიანის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის საშუალო დღიური რაოდენობა – და სანამ შემიძლია, აჯობებს
გამოვიყენო.

3
- გამარჯობა, სიკვდილის უწყებიდან გირეკავთ. ჩემი სახელია ანდრეა. ტიმოთის ვესაუბრები?

ტიმოთი.

მე ხომ ტიმოთი არ მქვია.

- სხვაგან მოხვდით, - ვეუბნები ანდრეას. ცოტა მომეშვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ვიღაც ტიმოთი მთელი
გულით მეცოდება. – მე მატეო ვარ. – მამაჩემის სახელი მქვია და მას უნდა ჩემს შვილსაც დავარქვა. ბავშვის
ყოლა თუ მეღირსა, ეგებ დავარქვა კიდეც.

ყურმილში კომპიუტერის ღილაკების წკაპაწკუპი მესმის, სავარაუდოდ, მონაცემთა ბაზაში ჩანაწერს


აკორექტირებს.

– აჰ, ბოდიშს გიხდით. ბატონ ტიმოთის ახლახან ვესაუბრე; საბრალო, სიახლემ დიდად ვერ აღაფრთოვანა.
თქვენ მატეო ტორესი ბრძანდებით, ხომ?

ასე ჩაიფერფლა ჩემი უკანასკნელი იმედიც.

- მატეო, ქენით სიკეთე და უბრალოდ, დამიდასტურეთ ვინაობა. ვშიშობ, ამაღამ კიდევ ბევრგან მაქვს
დასარეკი.

ყოველთვის წარმომედგინა, რომ ჩემი მაცნე – მათი ოფიციალური სახელია, მე არ გამომიგონია –


მანუგეშებელი ხმით ახალ ამბავთან შეგუებას შემიმსუბუქებდა ან ლაქლაქით გამომიჭედავდა ყურებს, რომ
ასეთი ახალგაზრდის წასვლა დიდი ტრაგედიაა. სიმართლე ვთქვა, მერჩია დაუსრულებლად ეყბედა და ჭკუა
დაერიგებინა, თუ როგორ მეცხოვრა დარჩენილ დროში. ამ შემთხვევაში შინ არ ჩავიკეტებოდი და
დაუსრულებელი, ათასნაწილიანი პაზლის აწყობას და მასტურბაციას არ დავიწყებდი, რადგან რეალურ
ადამიანთან სექსი მაშინებს. თუმცა ეს მაცნე ისე იქცევა, თითქოს უნდა მაგრძნობინოს, რომ ვაცდენ და ჩემგან
განსხვავებით დრო თავზე საყრელად აქვს.

- კარგი. მე მატეო ვარ. მატეო, ეს მე ვარ.

- მატეო, სინანულით გატყობინებთ, რომ მომდევნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში თქვენ დაიღუპებით და
რადგანაც ამ ფაქტს ვერაფერს მოვუხერხებთ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იცოცხლოთ. – შემდეგ მიყვება, თუ
რა უსამართლოა ცხოვრება და დღევანდელ დღეს გასამართი ღონისძიებების სიას მაცნობს, რომელსაც
შემიძლია დავესწრო. წესით მასზე არ უნდა ვბრაზობდე, თუმცა აშკარად მობეზრდა ადამიანებისთვის ერთი
და იმავე სიტყვების ასჯერ, შეიძლება ათასჯერ გამეორება - რომ ისინი მალე მოკვდებიან. თანაგრძნობის
განცდა აღარ შერჩა, შეიძლება ჩემთან საუბრისას ფრჩხილებს იქლიბავს, ანდა საკუთარ თავს იქს-ნულს
ეთამაშება.

ჩამომთვლელებზე მგზავრები თავიანთი სატელეფონო ზარებისა და დარჩენილი დღის გეგმების შესახებ


წერენ. მგზავრების ტვიტერივითაა. ბლომად სვეტი წავიკითხე, სადაც მგზავრები გულახდილად ჰყვებიან, თუ
როგორ ემუდარებოდნენ მაცნეებს მათი სიკვდილის აღწერას, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მსგავსი
დეტალები არავისთვის გაუმხელიათ, მათ შორის არც ყოფილი პრეზიდენტი რეინოლდსისთვის, რომელიც
ოთხი წლის წინ შეეცადა, სიკვდილს მიწისქვეშა ბუნკერში გაჰქცეოდა და ერთ-ერთმა მისმა საიდუმლო აგენტმა
მოკლა. სიკვდილის უწყება მოვლენის თარიღს იძლევა, თუმცა ზუსტ საათსა და წუთს არა.

- ...გასაგებია, რაც გითხარით?

- ჰო.

- შებრძანდით სიკვდილის უწყების საიტზე და შეავსეთ საგანგებო ფორმა, თუ რამე განსხვავებული გსურთ
თქვენი დაკრძალვისთვის, მაგალითად, წარწერა საფლავის ქვაზე. თუ კრემაცია გნებავთ, ამ შემთხვევაში...

4
ცხოვრებაში ერთადერთხელ ვყოფილვარ დაკრძალვაზე. შვიდი წლის რომ ვიყავი, ბებია დამეღუპა და ვაი-
ვიში ავტეხე, რომ არ იღვიძებდა. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც სიკვდილის უწყება გამოჩნდა, მოულოდნელად
ხალხი საკუთარ პანაშვიდზე აღმოჩნდა. სიკვდილის წინ საყვარელ ადამიანებთან გამომშვიდობება არნახული
შესაძლებლობაა, მაგრამ ნუთუ დროს ამაში უნდა ვფლანგავდე? ეგებ სხვანაირად მეგრძნო თავი, ჩემს
დაკრძალვაზე მოსული ადამიანების იმედად რომ ვყოფილიყავი, თითზე ჩამოსათვლელი მეგობრების გარდა,
ვინმე რომ მყავდეს.

- დაბოლოს, ტიმოთი, სიკვდილის უწყების სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი დაკარგვის გამო. ეს
დღე არ გაფლანგოთ, კარგი?

- მატეო მქვია.

- მომიტევეთ, მატეო. მეც მოკვდავი ვარ, ეს დღე ისე გაიწელა და თან ეს ზარები, პირდაპირ მკლავს...

დავუკიდე, რაც უზრდელობაა, ვიცი. ვიცი-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია ვიღაცის წუწუნს ვუსმინო, თუ რა მძიმე
დღე ჰქონდა, როცა შეიძლება ერთ საათში, სულაც ათ წუთში ფეხები გავფშიკო: დავახველო, ნერწყვი
გადამცდეს და გავიგუდო; სახლიდან საქმეზე გავიდე, კიბეზე ფეხი დამიცდეს და კისერი ჰაერზე გასვლამდე
მოვიტეხო; შესაძლოა სახლში შემომივარდეს ვინმე და მომკლას. ერთადერთი, რისი დარწმუნებით
გამორიცხვაც შემიძლია, სიბერით სიკვდილია.

მუხლები მეკეცება და იატაკზე ვეშვები. ყველაფერი დღეს დასრულდება და ვერაფერს შევცვლი. დრაკონის
მიერ აკლებული მიწის გადასერა და სიკვდილის შემაკავებელი კვერთხის დაუფლება არ შემიძლია, ვერც
მფრინავ ხალიჩას შემოვახტები ჯინის საპოვნელად და ხანგრძლივი და უბრალო სიცოცხლის სურვილის
სათხოვნელად. ვიღაც ნაგიჟარი მეცნიერის მოსაძებნად წავიდოდი, კრიოგენულად რომ გამყინოს, მაგრამ ამ
უიმედო ექსპერიმენტის ძიებაში სიკვდილი მომისწრებს. სიკვდილი ყველასთვის გარდაუვალია, ჩემ
შემთხვევაში კი ეს გარდაუვლად დღეს მოხდება.

იმ ადამიანების სია, რომელიც მომენატრება, თუკი მკვდარს საერთოდ ვინმე ენატრება, ისეთი მოკლეა, რომ
სია არც ეთქმის: მამაჩემი, თავს რომ არ ზოგავს; ჩემი საუკეთესო მეგობარი ლიდია, მხოლოდ იმიტომ არა,
რომ დერეფანში თავს არ მარიდებს, ის ლანჩს ჩემთან ერთად ჭამს, გეოგრაფიის გაკვეთილებს ერთად
ვამზადებთ და თავის გეგმებს მიზიარებს, გარემოს დამცველი უნდა რომ გამოვიდეს, მსოფლიო გადაარჩინოს,
მე კი მადლობა მასში ცხოვრებით გადავუხადო. სულ ეს არის.

თუ ვინმეს იმ ადამიანების სია აინტერესებს, ვისაც არ მოვისაკლისებ, ვიტყვი, რომ ასეთი არ მაქვს. ჩემთვის
არასდროს არავის უწყენინებია. იმასაც ვხვდები, ეს რატომ მოხდა. მართლა ვიცი. ნამდვილი პარანოიკი ვარ,
რადგან რამდენჯერაც კლასელებმა გასართობად დამპატიჟეს, მაგალითად, პარკში გორგოლაჭებით, ანდა
ღამით მანქანით სასეირნოდ, უარზე დავდექი, რადგან ხომ შეიძლებოდა რამე შეგვმთხვეოდა და
დავხოცილიყავით? ვატყობ, რაც ყველაზე მეტად დამაკლდება, საკუთარი ცხოვრებით ტკბობის და ბოლო
ოთხი წლის განმავლობაში ჩემ გვერდით მჯდარ ადამიანებთან დამეგობრების ხელიდან გაშვებაა. ვინანებ,
როგორ არ შევუერთდი დანარჩენებს ღამისთევის წვეულებაზე, სადაც არავინ იძინებს და ექსბოქსსა და
მაგიდის თამაშებს მთელი ღამე დაუსრულებლად თამაშობენ. ასე იმიტომ მოხდა, რომ ყველაფრის უაზროდ
მეშინოდა.

ნომერი პირველი პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად მომენატრება, მომავლის მატეოა, რომელმაც
ცხოვრება არხეინად გააგრძელა. მისი წარმოდგენა რთულია, თუმცა ვხედავ, როგორ ცდის ახალ შეგრძნებებს,
მეგობრებთან ერთად მოსაწევს სინჯავს, მართვის მოწმობას იღებს და პუერტო-რიკოს რეისით მიფრინავს,
რათა საკუთარი ფესვების შესახებ მეტი შეიტყოს. შეიძლება ვინმეს ხვდება და მასთან ყოფნა სიამოვნებს.
ალბათ, მეგობრებისთვის პიანინოზე უკრავს, მათ თვალწინ მღერის და მის ორდღიან პანაშვიდზე უზღვავი
ხალხი იკრიბება – დარბაზი სავსეა ახალგაცნობილი ადამიანებით, რომელთაც მასთან გამომშვიდობების
შესაძლებლობა არ მიეცათ. მომავლის მატეოს მოსანატრებელი მეგობრების გაცილებით დიდი სია ექნებოდა.

5
მაგრამ მომავლის მატეომდე მიღწევა არ მიწერია. არავინ დაბოლდება ჩემთან ერთად, არავინ მოუსმენს ჩემს
დაკრულს, მართვის მოწმობას რომ ავიღებ, მამაჩემის მანქანაში არავინ ჩამიჯდება. არ მომიწევს
მეგობრებთან კამათი იმაზე, თუ ვის უფრო მაგარი ბეისბოლის კედები აცვია, ანდა ვინ აირჩევს მაქციას
ვიდეოთამაშებში.

იატაკზე ზურგით ვწვები, ვფიქრობ, ეს დღე როგორ გავატარო, ან ახლავე მოვკვდე. არა, ამასაც არა. როგორ
გავატარო და მერე მოვკვდე.

00:42 სთ

როცა კი მამა აღელვებული და საკუთარი თავით უკმაყოფილოა, ცხელ შხაპს იღებს. ცამეტი წლისამ მეც
მივბაძე, რადგან გაურკვევლობაში მყოფმა მატეოს ფიქრებმა შემომიტია და ბლომად მატეოს დრო
მჭირდებოდა მათთან გასამკლავებლად. ამჯერად შხაპს იმიტომ ვიღებ, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ,
იმედი გამიჩნდა, მამაჩემისა და ლიდიას გარდა, ჩემი სიკვდილი ამქვეყნად, თუნდაც მის მცირე ნაწილში,
სხვასაც დაამწუხრებდა. მე ხომ მთელი ჩემი დღე და მოსწრება შეუმჩნევლად ვიცხოვრე, მთელი წარსული
გავანიავე და მომავლის გარეშე დავრჩი.

მამაჩემის გარდა არავის არაფერს გავუმხელ, მაგრამ მას ღრმად სძინავს, ჰოდა, რა აზრი აქვს? არ მინდა
ბოლო დღე აქეთ-იქით წანწალსა და იმის გარკვევაში გავატარო, ადამიანები ჩემდამი თანაგრძნობის
გამოხატვისას გულწრფელნი არიან თუ არა. ბოლო საათებს სხვისი აზრების წაკითხვაში არ უნდა ვკარგავდეთ.

უკეთესი იქნება, თუ ნაჭუჭიდან გამოვძვრები, თავს მოვიტყუებ, ვითომ მორიგი ჩვეულებრივი დღეა,
საავადმყოფოში მამას მოვინახულებ და ბავშვობის შემდეგ მის ხელს პირველად დავიჭერ, რაც ალბათ
ბოლოჯერ მოხდება... ვახ, სულ ბოლოჯერ.

მანამდე გავქრები, სანამ მოკვდავობას შევეგუები.

ლიდიაც უნდა ვნახო და მისი ერთი წლის პენიც.

ლიდიამ პენი მომანათლინა და გული მეწვის, რომ როცა ლიდია აღარ იქნება, გოგონაზე მე ვერ ვიზრუნებ,
რადგან ლიდიას მეგობარი ბიჭი, კრისტიანი, ერთი წლის წინ მოკვდა. თვრამეტი წლის ჯიბეგაფხეკილმა ბიჭმა
ბავშვს როგორ უნდა მიხედოს? ერთი სიტყვით, ვერ მიხედავს, მაგრამ წესით უნდა გავზრდილიყავი, პენისთვის
მსოფლიოს მხსნელი დედიკოსა და გუგულივით მამიკოზე ამბები მომეყოლა და სახლში წამეყვანა, როცა
ამისთვის ფინანსურად და ემოციურად მზად ვიქნებოდი. ამის მაგივრად კი მისი ცხოვრებიდან გავქრები და
ბოლოს ფოტოალბომში ჩაწებებული ვიღაც ტიპის ფოტოსურათად ვიქცევი, ვისზეც ლიდია მოუყვება, ამ დროს
პენი თავს გადააქნევს, შეიძლება ჩემს სათვალეზეც გაეცინოს, მერე სხვა გვერდზე გადაფურცლავენ, სადაც
მისთვის კარგად ნაცნობი ოჯახის სურათები გამოჩნდება. ბუნდოვნადაც კი არ ვემახსოვრები, მაგრამ ეს არ
მამართლებს, მასთან კიდევ ერთხელ რომ არ მივიდე, მოვუღიტინო, ხილფაფითა და მწვანე ბარდით
მოთხუპნილი პირი მოვუწმინდო, ანდა ლიდიას ცოტა ხნით შევეშველო, რომ საგამოცდოდ მოემზადოს,
თუნდაც კბილები გაიხეხოს, თმა მოიწესრიგოს და გამოიძინოს მაინც.

ამის შემდეგ, ჩემს საუკეთესო მეგობარსა და მის გოგონას როგორღაც გამოვემშვიდობები და გზას დავადგები.

შხაპს ვკეტავ და წყლის ჭავლი წყდება; დღეს ერთსაათიანი შხაპის ფუფუნება არ მაქვს. ნიჟარიდან სათვალეს
ვიღებ და ვიკეთებ. საშხაპიდან გადმოვდივარ, უცებ ფეხი მიცურავს და სანამ ზურგით დავეცემი, ველოდები,
მთელი ცხოვრება თვალწინ გამირბენს თუ არა, პირსახოცის საკიდარს ვეჭიდები და თავს ვიმაგრებ. გული
ამოვარდნაზე მაქვს, რადგან ასეთი სიკვდილი ნამდვილად დიდი უიღბლობა იქნებოდა. ვიღაც შტერული
სიკვდილის ბლოგში, „საშხაპის ნოკაუტის“ ჯგუფში მომნიშნავდა, პოპულარულ ვებგვერდზე, რომელსაც
წარმოუდგენლად ვერ ვიტან.

აქედან უნდა გავაღწიო და ცხოვრება განვაგრძო – თუმცა ჯერ ამ ბინიდან ცოცხალი უნდა გავიდე.
6
00:56 სთ
სამადლობელ ბარათებს ვწერ ჩემი ორი მეზობლის სახელზე, სადაც ვახსენებ, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეა.
მამაჩემის საავადმყოფოში წოლისას ელიოტი ყურადღებას არ მაკლებს, სადილი მოაქვს, განსაკუთრებით მას
მერე, რაც გაზქურა გაგვიფუჭდა. ეს გასულ კვირას მოხდა, როცა მამაჩემს ჩებურეკს ვუცხობდი. მეორე
მეზობელი, შონი, შაბათს აპირებდა შემოვლას და გაზქურის შეკეთებას, თუმცა საჭირო აღარ არის. შეკეთება
მამას ეცოდინება და თანაც ჩემს არყოფნაში ყურადღება სხვა რამეზე ხომ უნდა გადაიტანოს.

გარდერობში შევდივარ და მუქლურჯ ფლანელის მაისურს ვიღებ, ლიდიამ მაჩუქა თვრამეტი წლის რომ
გავხდი. თეთრ უსახელო ზედატანზე ვიცვამ. საგარეოდ ჯერ არ მცმია. ეს მაისური სწორედ მინიშნებაა,
რამდენად ახლოს უნდა მყავდეს ლიდია დღეს.

მაჯის საათს ვამოწმებ – ძველია, მამაჩემმა მაჩუქა, მანათობელი ციფრულით რომ ჩაანაცვლა, რადგან კარგად
ვერ ხედავს. საათი ღამის პირველს აჩვენებს. როგორც წესი, შუაღამემდე ვიდეოთამაშებს ვერ ვწყდები,
თუნდაც დილით გამოუძინებელს მომიწიოს სკოლაში წასვლამ. შესვენებებზე ვიძინებ, არადა, იმ დროს უქმად
არ უნდა ვხარჯავდე. დამატებითი გაკვეთილები უნდა ამეღო, თუნდაც ხელოვნებაში, მიუხედავად იმისა, რომ
დიდი ვერაფერი მხატვარი ვარ. (არც არაფერი გამომდის საიმისოდ, რომ რამით გავიტანო თავი, არც იქ და
არც აქ, მაგრამ ამ ცხოვრების გარდა ხომ არაფერია, არა?). იქნებ რომელიმე ჯგუფში უნდა გავწევრებულიყავი
და პიანინოზე დამეკრა, ცოტა აღიარება მომეპოვებინა და გუნდში მომღერლობისკენ გზა გამეკვალა, ალბათ,
ამას ვინმე მაგარ ტიპთან დუეტი მოჰყვებოდა, ბოლოს კი სოლოკარიერა. ეჰ, თეატრში თამაშზეც არ ვიტყოდი
უარს, როლი რომ მქონოდა, ცოტა გამოვფხიზლდებოდი. მაგრამ არა, კვლავ მორიგი თავისუფალი შესვენება
ავირჩიე, რომ არხეინად გამომეძინა.

პირველს ორი წუთი აკლია და როდესაც პირველი ხდება, თავს ვაიძულებ გავიდე სახლიდან, რომელიც ჩემს
თავშესაფრად და საპატიმროდ იქცა. ერთხელ და სამუდამოდ გარეთ უნდა გავიდე, სუფთა ჰაერი ჩავყლაპო და
არა უბრალოდ ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადავაადგილდე. ხეები უნდა დავითვალო, შეიძლება ჰუდსონში
ფეხები ჩავყო, ჩემი საყვარელი სიმღერა შემოვძახო და უბრალოდ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ
ხალხს გარშემო ნაადრევად წასულ ყმაწვილად დავამახსოვრდე. 01:00 სთ-ია.

ვერც კი ვიჯერებ, რომ საკუთარ საძინებელში აღარ დავბრუნდები.

შემოსასვლელი კარის საგდულს ვხსნი, საკეტს ვატრიალებ და ვაღებ.

თავს ვაქნევ და კარს ხმაურით ვკეტავ.

ასე უბრალოდ ვერ გავალ გარეთ, სადაც მანამ შეიძლება მოვკვდე, სანამ ეს მიწერია.

რუფუს ემეტერიო 01:05 სთ

სიკვდილის უწყებიდან მაშინ მეხმიანებიან, ჩემი ყოფილი გოგოს ახალ შეყვარებულს რომ ვუბაგუნებ. ტიპს
ზემოდან ვაზივარ, მკლავებზე მუხლებს ვაჭერ და ერთადერთი, რაც მისი თვალის დასივებაში ხელს მიშლის,
ჯიბეში ბზუილია, სიკვდილის უწყების ის ხმამაღალი ზარი, ყველა რომ კარგად ცნობს პირადი
გამოცდილებით, საინფორმაციოდან თუ იმ დან-დან-დან ხმოვანი ეფექტიდან, ნაგავ შოუებს რომ ადევს. ჩემს
ძმაკაცებს, ტაგოსა და მალკოლმს, ცემა-ტყეპის ხალისი უქრებათ. გასუსულები არიან, მე კი ველოდები, ამ
პანკი პეკის მობილურზეც როდის შემოვა ზარი. არაფერიც, მხოლოდ ჩემი იკლავს თავს. შეიძლება იმის თქმას
აპირებენ, რომ მის მაგივრად მე ვიბრიდები.

- უნდა უპასუხო, რუფ, - ამბობს ტაგო. ცემა-ტყეპის ვიდეოებს იწერს, რადგან ონლაინში ჩხუბის ყურება მისი
გატაცებაა. თავის მობილურს ისეთი დაფეთებული დასჩერებია, გეგონება მასაც ურეკავენ.

7
- აბა, რას ვიზამ, - ვპასუხობ. გული გიჟივით მიხტის, იმაზე გამალებით, პეკზე რომ პირველად გავიწიე,
ვფერთხე და ძირს გავიფინე. პეკს მარცხენა თვალი უკვე დაუსივდა, მარჯვენაში კი ნამდვილი შიში ჩასდგომია.
სიკვდილის უწყების სამი ზარი შემოდის. პეკმა ზუსტად არ იცის, თან გავიყოლებ თუ არა.

არც მე ვიცი.

ჩემი მობილური ჩუმდება.

- ალბათ ნომერი შეეშალათ. – ამბობს მალკოლმი.

მობილურზე ისევ ზარია.

მალკოლმი ჩუმდება.

იმედიანად არ ვიყავი. სტატისტიკისა და მსგავსი რამის არ გამეგება, მაგრამ სიკვდილის უწყების ახვრული
ზარებით ჩვეულებრივ ამბავს არ გატყობინებენ და ჩვენ, ემეტერიოს ოჯახი, გადარჩენის ამბავში იღბლიანები
არა ვართ. როცა შემოქმედის დროზე ადრე მონახულებაზე მიდგება საქმე, უარს ვერ ვამბობთ.

ვკანკალებ და თავი მიბრუის, თითქოს ვიღაც მუშტებს გაუთავებლად მიქნევს, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ
მაქვს, ეს როგორ მოხდება. არც ცხოვრებამ გამიელვა თვალწინ და ეს ალბათ არც მაშინ მოხდება, როცა
მართლა სიკვდილის პირისპირ დავდგები.

ჩემ ქვეშ მომწყვდეული პეკი ფართხალებს, ამიტომ მუშტს ვუღერებ, რომ დაშოშმინდეს.

- შეიძლება იარაღი აქვს. – ამბობს მალკოლმი. ჩვენს საძმოში ყველაზე დიდია, ისეთი ტიპია, მისწრება
იქნებოდა ჩვენთან ერთად მჯდარიყო, როცა ჩვენი მანქანა ჰუდსონში გადავარდა, ჩემმა დამ კი ღვედის გახსნა
ვერ მოასწრო.

თავს დავდებ, ზარის შემოსვლამდე პეკს არანაირი იარაღი არ ჰქონია, რადგან სწორედ ჩვენ ვეცით
სამსახურიდან გამოსვლისას. თუმცა სიცოცხლეს ვერ ჩამოვალ, ასეც ვერ გავრისკავ. მობილურს ვაგდებ, პეკს
პირქვე ვატრიალებ, სახელოებსა და ჯიბეებს ვუმოწმებ, დანა ხომ არ აქვს დამალული. მერე ვდგები, ის კი ძირს
გაწოლილი რჩება.

მალკოლმი ლურჯი ავტომობილის ქვეშიდან ტაგოს მიერ შეჩურთულ პეკის ზურგჩანთას მოათრევს.
ელვაშესაკრავს ხსნის და აყირავებს, შავი პანთერისა და ქორის კომიქსები მიწაზე ცვივა. – არაფერია.

ტაგო პეკს უახლოვდება და, გეფიცებით, ცოტაც და, თავში ბურთივით ამოსცხებს, ამის მაგივრად კი მობილურს
მართმევს და პასუხობს.

– ვისთან რეკავთ? – მისი აცახცახებული ნიკაპი არავის აკვირვებს. – მოიცადეთ, მოიცადეთ. მე სხვა ვარ. ერთი
წამით მოითმინეთ. – მობილურს მიშვერს. – გინდა გავუთიშო, რუფ?

არც კი ვიცი. ისევ პეკი მიჭირავს, გასისხლიანებული და დაბეგვილი, სკოლის საავტომობილო სადგომზე
ვიმყოფებით და იმის განცდა ნამდვილად არ მაქვს, რომ სიკვდილის უწყებიდან ლატარიაში მოგების თაობაზე
მირეკავენ. გულმოსული და შემცბარი, ტაგოს ხელიდან მობილურს ვგლეჯ, შეიძლება ვარწყიო კიდეც, მაგრამ
ჩემს მშობლებსა და დაიკოს არ ურწყევიათ, ამიტომ არც მე ვაპირებ.

- თვალი არ მოაცილოთ, - ვეუბნები ტაგოსა და მალკოლმს. ისინიც თავს მიქნევენ. არ ვიცი, ალფა ძაღლი
როგორ გავხდი. ობოლთა სახლში მათთან ერთად ამოვყავი თავი.

გარკვეული მანძილი დავიჭირე, ვითომ პირად სივრცეს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს და გასასვლელის
მანათობელი ნიშნის შუქიდან გავედი. ნამდვილად არ მსურს ვინმემ შუაღამისას გასისხლიანებული ხელებით
გამომიჭიროს.

8
– გისმენთ?

- გამარჯობა. ვიქტორი გაწუხებთ სიკვდილის უწყებიდან, რუფუს ემი-ტერიოსთან საუბარი მსურს.

გვარს მიმახინჯებს, მაგრამ შესწორებას აზრი არა აქვს. შორიახლოს მსგავსი გვარის არავინაა.

– დიახ, მე ვარ.

- რუფუს, ვწუხვარ რომ გატყობინებთ, მაგრამ თქვენ მომდევნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში...

- ოცდასამი, - ვეჩრები და ავტომობილის ერთი ბოლოდან მეორემდე ბოლთის ცემას ვიწყებ. – პირველის
შემდეგ რეკავთ. – რაღაცას ბოდავდნენ. დანარჩენმა მგზავრებმა საათის წინ მიიღეს გაფრთხილების ზარი.
ერთი საათის წინ რომ დაერეკათ, რესტორნის წინ არ ავეყუდებოდი, სადაც კოლეჯიდან აკადემიურით
გამოსული პირველკურსელი პეკი მუშაობს, და მანქანების სადგომზე არ გამოვიჭერდი.

- დიახ, მართალი ბრძანდებით. ბოდიში, - მეუბნება ვიქტორი.

ენას კბილს ვაჭერ, არ მინდა ვიღაც ტიპთან ჩემი პრობლემები გამოვფინო, მით უმეტეს, წარმოდგენა არ მაქვს,
ამ პოზიციაზე სამუშაოდ განაცხადს რატომ აკეთებენ. მოდი, ერთი წამით ჩავთვალოთ, რომ მომავალი მაქვს,
გასართობად ვთქვათ – არცერთ ქვეყანაში გაღვიძების შემთხვევაში არ მომივა აზრად, კვირაში სამჯერ
ოცსაათიან ცვლაში ვიმუშაო, ხალხს ვურეკო და ვუთხრა, რომ მათი საქმე წასულია, მაგრამ ვიქტორი და
მისთანანი ამაზე თანახმანი არიან. მერე იტყვიან, მაცნეებს კლავენო, განსაკუთრებით, როცა გირეკავენ და
გეუბნებიან, დღის ბოლოს დაიბრიდებიო.

- რუფუს, სინანულით გატყობინებთ, რომ მომდევნო ოცდასამ საათში მოულოდნელი სიკვდილი


გიმსხვერპლებთ. რადგანაც ამ ფაქტს წინ ვერ აღვუდგებით, გირეკავთ, რათა დღევანდელი დღის გატარების
სხვადასხვა გზის შესახებ გაცნობოთ. პირველ რიგში, თავს როგორ გრძნობთ? პასუხის დასაბრუნებლად დრო
დაგჭირდათ. ხომ ყველაფერი რიგზეა?

ჩემზე დარდით აღარ არის, აბა რა. ხმაზე შევატყვე, მხოლოდ ის ანაღვლებს, რომ ამ ღამით სხვა
მგზავრებთანაც აქვს დასარეკი. ეს ზარები ალბათ იწერება და პროცესის დაჩქარებით სამსახურის დაკარგვა არ
სურს.

- არც კი ვიცი, თავს როგორ ვგრძნობ. – მობილურს ხელს მაგრად ვუჭერ და თავს ვიკავებ, კედელს არ
მივანარცხო, რომელზეც ცისარტყელას ქვეშ მდგარი, ხელჩაკიდებული თეთრი და ფერადკანიანი პატარა
ბავშვები ახატია. უკან ვაპარებ თვალს, პეკი ისევ გულდაღმა წევს, ტაგო და მალკოლმი კი მე მომშტერებიან.
ურჩევნიათ პეკი არსად გაიქცეს, მოგვიანებით კი მოვიფიქრებთ, რა მოვუხერხოთ. – მოკლედ მითხარით, რა
გზები მაქვს. – ასე ჯობია.

ვიქტორი დღის ამინდის პროგნოზს მაცნობს (შუადღისას წვიმაა მოსალოდნელი და საღამოსაც - თუ იქამდე
მივატანე), ფესტივალებზე დასწრების ინტერესი ნულს უტოლდება (მით უმეტეს იოგას ონლაინგაკვეთილზე
გინდ წვიმდეს და გინდ მზე ანათებდეს), დაკრძალვის ფორმალობების მოგვარება და რესტორანი
შეღავათიანი მგზავრული ფასდაკლებით, თუკი დღევანდელ კოდს გამოვიყენებ. გავითიშე, რადგან ჩემი
ცხოვრების ბოლო დღეზე ფიქრი ჭკუიდან მშლის.

- როგორ ხვდებით? – ისევ ვაწყვეტინებ. იქნებ ამ ტიპს შევებრალო? თან მინდა ტაგო და მალკოლმი ამ დიდ
იდუმალებაში გავარკვიო. – როგორ ხვდებით, რომ ბოლო დღეა? რამე სია გაქვთ? ბროლის ბურთი თუ
მომავლის კალენდარი? – ყველა იმაზე ბჭობს, საიდან იღებს სიკვდილის უწყება ამ სამკვდრო-სასიცოცხლო
ინფორმაციას. ტაგო ინტერნეტში წაკითხულ გიჟურ თეორიებს მიზიარებდა, თითქოს სიკვდილის უწყება ვიღაც
ფიზიკოსებთან თანამშრომლობდა, მორიგი გაუგონარი იდიოტობა აბაზანაზე ბორკილებით გამობმულ
უცხოპლანეტელზე, რომელსაც მთავრობამ მოქალაქეების სიკვდილის თარიღები დააცდენინა.
არანორმალური თეორიებია, თუმცა ახლა ამის განხილვის დრო არ მაქვს.

9
- ვშიშობ, ამ ინფორმაციაზე მაცნეებს ხელი არ მიუწვდებათ, - მეუბნება ვიქტორი. – ჩვენც თქვენსავით
გვაინტერესებს, თუმცა ჩვენი მოვალეობის შესასრულებლად ამის ცოდნა არ გვჭირდება. – მორიგი
ზედაპირული პასუხი. დაგენაძლევებით, ყველაფერი იცის, მაგრამ ვერ ამბობს, რადგან სამსახურის დაკარგვის
ეშინია.

ჯანდაბაშიც წასულა.

– ჰეი, ვიქტორ, ერთი წუთით, კაცურად მითხარი. არ ვიცი, იცი თუ არა, რომ ჩვიდმეტის ვარ. სამ კვირაში
თვრამეტის გავხდები. ნუთუ შენთვის სულერთია, რომ კოლეჯში ვერასდროს ვისწავლი, ცოლს ვერ მოვიყვან,
შვილებს ვერ მოვესწრები, ვერ ვიმოგზაურებ? რაღაც მეეჭვება. უბრალოდ, არხეინად ხართ თქვენი პატარა
ოფისის ტახტრევანზე წამომჯდარი, რადგან ზუსტად იცით, რომ რამდენიმე ათეული წელი არაფერი
გემუქრებათ, ასე არ არის?

ვიქტორი ჩაახველებს.

– გინდათ კაცურად გითხრათ, რუფუს? გინდათ ტახტრევნიდან ჩამოვიდე? ნება თქვენია. ერთი საათის წინ
ქალბატონს ვესაუბრებოდი, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა, დღეს ოთხი წლის გოგონა მიკვდება და
გემუდარებით, მითხარით, როგორ გადავარჩინოო, თუმცა ამის ძალა არავის შესწევს. შემდეგ კი თხოვნა
ახალგაზრდობის განყოფილებაში გადავამისამართე, რომ პოლიციელი გამოეყოთ და ამ ქალბატონისთვის
ყურადღება მიექციათ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ყველაზე აუტანელი რამ არ არის, რაც ამ
სამსახურისთვის გადამიტანია. რუფუს, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, გულწრფელად თანაგიგრძნობთ,
მაგრამ თქვენს სიკვდილში მე წვლილი არ მიმიძღვის და საუბედუროდ, მსგავსი ზარები ამაღამ კიდევ ბლომად
მაქვს. შეგიძლიათ სიტუაციას გაგებით მოეკიდოთ და ითანამშრომლოთ?

დასწყევლოს.

მთელი ზარის მანძილზე ვთანამშრომლობ, თუნდაც ამ ტიპს სხვა ადამიანების პირადზე საუბრის უფლება არ
ჰქონდეს, თუმცა გაუთავებლად იმ ქალსა და მის შვილზე მეფიქრება, რომელსაც სკოლის ასაკამდე მიღწევაც
არ დასცალდება. საუბრის ბოლოს ვიქტორი იმ კომპანიის საფირმო სიტყვებს ამბობს, რომლებიც
ბავშვობიდან ყოველდღიურად მესმოდა ტელეშოუებიდან და ფილმებიდან: სიკვდილის უწყების სახელით,
მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი დაკარგვის გამო. ეცადეთ, ეს დღე აზრიანად გაატაროთ.

ვერ გეტყვით, პირველი რომელი თიშავს და მნიშვნელობაც არ აქვს. ზიანი მიღებულია და კიდევ მივიღებ.
დღეს ჩემი აღსასრულის დღეა, ნაღდი რუფუსის არმაგედონი. არ ვიცი, როგორ მოხდება, მაგრამ ღმერთს
შევთხოვ, ჩემი მშობლებივით და დაიკოსავით წყალში არ დავიხრჩო. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ცუდად
მოვექეცი, პეკია, ვაღიარებ, ჰოდა, არა მგონია, ვინმემ ტყვია დამახალოს, თუმცა შემთხვევითი, უიღბლო
გასროლებიც ხომ არსებობს. როგორ მოხდება – დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია რას გავაკეთებ, სანამ
ეს მოხდება, თუმცა არცოდნაზე მაინც ვპანიკდები; ხომ მაინც ერთხელ ვკვდებით.

შეიძლება ამაში პეკის ხელიც ურევია.

სწრაფადვე ვბრუნდები სამეულთან. პეკს ქეჩოში ვავლებ ხელს და სახით აგურის კედელზე ვანარცხებ. შუბლზე
გაჩენილი ღია ჭრილობიდან სისხლი მოსდის და ვერ ვიჯერებ, რომ ამ ახვარმა წყობილებიდან ასე
გამომიყვანა. არ უნდა ეტარტარებინა ენა ეიმის ჩემთან დაშორებაზე. მის საქციელს ჩემთვის ზიანი რომ არ
მოეყენებინა, ახლა ყელში ხელწაჭერილი არ მეყოლებოდა და ჩემზე მეტად შეშინებული არ იქნებოდა.

- შენ მე არ გიცემივარ, გასაგებია? ეიმი შენ გამო არ დამშორებია, შეუშვი მაგ შეუგნებელ თავში. მას მე
ვუყვარდი, უბრალოდ, ურთიერთობა დაგვეძაბა, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდებოდა. – ვიცი,
რომ მართალი ვარ, მალკოლმი და ტაგოც ასე ფიქრობენ. პეკისკენ ვიხრები და ჯანსაღ თვალში ჩავყურებ. –
გიჯობს, სანამ ცოცხალი ვარ, თვალით აღარ დამენახვო. – ჰო, აბა რა, რაღა დაგრჩა, შენ ეგა თქვი. მაგრამ ეს
გაცვეთილი არსება მაგარი კლოუნია და შეიძლება სასაცილოდაც არ ეყოს. – მოტვინე?

პეკი თავს აკანტურებს.

10
ხელს ვუშვებ და ჯიბიდან მის მობილურს ვიღებ. კედელს ვახეთქებ და ეკრანი ებზარება. მალკოლმი ზედ
ფეხებით დგება.

- დროზე დაახვიე აქედან.

მალკოლმი მხარზე მკიდებს ხელს.

– არ გაუშვა, კავშირები აქვს.

პეკი კედელს ნერვიულად მიუყვება და შორს ცას ასჩერებია.

მალკოლმის ხელს ვიშორებ.

– გითხარი, აქედან დაახვიე-მეთქი.

პეკი ადგილიდან წყდება და რეტდასხმულივით გარბის. ერთხელაც არ გამოუხედავს უკან, არც ზურგჩანთა და
კომიქსები გახსენებია.

- მეგონა შენ თქვი, რომელიღაც ბანდაში მეგობრები ჰყავსო, - ამბობს მალკოლმი. – რომ მოგაკითხონ?

- ნამდვილი ბანდა არაა, თანაც თავად იქიდან გამოაგდეს. იმ ბანდის არ მეშინია, სადაც პეკი მიიღეს. ვერც მათ
გააგებინებს და ვერც ეიმის, ამაზე უკვე ვიზრუნეთ. არ მინდა ეიმისთან მისვლა დამასწროს. თავად უნდა
ავუხსნა და, არ ვიცი, შეიძლება ჩემი ნახვა სულ არ მოუნდეს, თუკი გაიგო, რა ჩავიდინე, იმის მიუხედავად,
ჩემთვის ბოლო დღე იქნება თუ არა.

- სიკვდილის უწყება არც მას დაურეკავდა, - ამბობს ტაგო და კისერზე კუნთი ორჯერ ეჭიმება.

- მოკვლას არ ვუპირებდი.

მალკოლმი და ტაგო ჩუმდებიან. დაინახეს, როგორ დაუზოგავად ვურტყამდი, ეგონათ გადამეკეტა.

ისევ მაკანკალებს.

შეიძლებოდა შემომკვდომოდა. წარმოდგენაც არ მსურს, შევძლებდი თუ არა მსგავსი ტვირთით ცხოვრების


გაგრძელებას, მართლა მარილზე რომ გამეშვა. აჰ, არა, უბრალოდ, მაგარი ბიჭის როლი გავითამაშე, არადა
მაგარი ბიჭი ვერ ვარ. თავი ძლივს გამაქვს, ოჯახი აღარ მყავს – ამაშიც კი არ ვარ დამნაშავე. ჯოჯოხეთშიც კი
ვერ მოვისვენებდი, ვინმე რომ ცემით მომეკლა.

ველოსიპედს მივვარდი. პეკს აქამდე ვდიეთ და რომ დაგვეჭირა, უცებ ვისკუპეთ, ველოსიპედები მივყარ-
მოვყარეთ და ახლა ჩემი ველოს სახელურები ტაგოს ველოს ბორბლებშია გაცმული.

– თქვენ ვერ გამომყვებით, ბიჭებო, - ვუთხარი და ველო წამოვაყენე. – შეეგუეთ, გასაგებია?

- არა, შენთან ვართ, მხოლოდ...

- შანსი არაა, - ვაწყვეტინებ. – წამმზომზე დაყენებული ბომბი ვარ და ჩემთან ერთად თუ არ აფეთქდით, მაინც
მაგრად შეიხრუკებით – შეიძლება პირდაპირი გაგებითაც.

- ეგრე არ გამოვა, - ამბობს მალკოლმი, - სადაც შენ, იქაც ჩვენ.

ტაგოც ეთანხმება და თავი მარჯვნივ გაურბის, თითქოს ინსტინქტები საწინააღმდეგოს კარნახობს. ისევ
მიქნევს თავს, ამჯერად კისერი არ ეჭიმება.

- პირწავარდნილი ჩრდილები ხართ, - ვეუბნები.

- შავები რომ ვართ, იმიტომ? – მეკითხება მალკოლმი.

- იმიტომ, რომ სულ თან დამყვებით, - ვპასუხობ. – ბოლომდე ერთგულები ხართ.

11
ბოლომდე.

ეს სიტყვა გვაკეტინებს. ველოებზე ვსხდებით და ტროტუარის ჯებირზე ძაგძაგით ვხტებით. დღეს ჩაფხუტი შინ
არ უნდა დამრჩენოდა.

ტაგო და მალკოლმი მთელი დღე ჩემთან ვერ იქნებიან, ვიცი. მაგრამ ჩვენ პლუტონები ვართ, ობოლთა სახლის
საძმო და ერთმანეთს ზურგს არ ვაქცევთ.

- შინისკენ დავეშვათ, - ვამბობ.

და ადგილს ვწყდებით.

მატეო 01:06 სთ

ჩემს ოთახში ვბრუნდები – მეშინოდა, რომ ამას ვეღარ მოვესწრებოდი – და თავს მაშინვე უკეთ ვგრძნობ, აი,
ისე, ვიდეოთამაშებში ბოსი რომ გკლავს და უცებ სიცოცხლე შეგევსება. სიკვდილის საკითხს ზერელედ არ
ვეკიდები, ვიცი რომ მოხდება, თუმცა არ მინდა ჯიქურ შევასკდე, დროს ვწელავ. გამუდმებით დღეგრძელობაზე
ვოცნებობდი და არ მინდა სახლიდან გასვლით ოცნება ფეხში დავჭრა, მით უმეტეს, ამაღამ.

ლოგინში შევწექი და ისე მომეშვა, დილით რომ გაგეღვიძება, სკოლაში უნდა წახვიდე და უცებ გახსენდება,
რომ შაბათია. ბეჭებზე პლედი მოვიხურე და ისევ ლეპტოპი გავხსენი – სიკვდილის უწყების მეილს ყურადღება
არ მივაქციე, რომელზედაც ანდრეას შემომავალი ზარის დრო იყო აღნიშნული - ჩამომთვლელთა გუშინდელი
სვეტის კითხვა გავაგრძელე.

მგზავრი ოცდაორი წლის ქეითი იყო. სტატუსები მის ცხოვრებაზე არაფერს მიყვებოდა, იმის გარდა, რომ
შინაყუდა იყო და კლასელებთან სოციალიზაციას თავის ოქროსფერ რეტრივერ ტურბოსთან ერთად სეირნობა
ერჩივნა. ტურბოსთვის ახალ სახლს ეძებდა, რადგან დარწმუნებით აცხადებდა, რომ მამამისი ძაღლს
პირველივე შემხვედრს გაატანდა, თანაც ტურბო ისეთი ლამაზი იყო, უარს არავინ ეტყოდა. ალერგიული კი ვარ
ძაღლის ბეწვზე, მაგრამ ჯანდაბას, მაინც ავიყვანდი. თუმცა სანამ ქეითი თავის ძაღლს გაასხვისებდა,
ტურბოსთან ერთად უკანასკნელად დარბოდა საყვარელ ადგილებში. თხრობა სადღაც ცენტრალურ პარკში
წყდება.

არ ვიცი, ქეითი როგორ დაიღუპა, არც ის ვიცი, ტურბო გადარჩა თუ ქეითის სიკვდილს გადაჰყვა. არ ვიცი, რა
აჯობებდა ქეითისა და ტურბოსთვის, ნამდვილად არ ვიცი. შემიძლია გავარკვიო 17:40 საათისთვის
ცენტრალურ პარკში ძარცვა ან მკვლელობა ხომ არ მოხდა, მაგრამ თუ მსურს საღ გონებაზე დავრჩე, უმჯობესი
იქნება ეს ამბავი გამოცანად დარჩეს. ამის ნაცვლად მუსიკალურ საქაღალდეს ვხსნი და კოსმოსურ ხმაურს
ვუსმენ.

ორიოდე წლის წინ ნასას გუნდმა სპეციალური ხელსაწყო შექმნა, რომელიც სხვადასხვა პლანეტის ხმებს
იწერს. ვიცი, ჩემთვისაც უცნაურად ჟღერდა, განსაკუთრებით უამრავი ფილმის ყურების შემდეგ, სადაც მუდამ
იმას იძახდნენ, კოსმოსში ბგერები არ არსებობსო. პირიქით, არსებობს, თუმცა მხოლოდ მაგნიტურ რხევებში.
ნასამ ეს ბგერები ისე დაამუშავა, რომ ადამიანის ყურს აღექვა და საკუთარ ოთახში შეყუჟულიც კი ბევრ რამეს
ვიგებდი სამყაროს შესახებ. მაგალითად, იმას, რომ ვინც ონლაინტენდენციებს არ მიჰყვება, ბევრს კარგავს.
ზოგიერთ პლანეტას ისეთი ავბედითი ჟღერადობა აქვს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში რომ
მოისმენთ, სადაც მოქმედება უცხოპლანეტელთა მიწაზე ხდება – „უცხოპლანეტელთა მიწაში“ ვგულისხმობ
უცხოპლანეტელებით დასახლებულ ტერიტორიას და არა ადგილს სადმე, ჩვენი გალაქტიკის მიღმა. ნეპტუნს
ჩქარი დინების ხმა აქვს, სატურნი შემზარავად ყმუის, ისე, რომ ვეღარც კი ვუსმენ, იგივე ითქმის ურანზეც,
რომლის ჟღერადობაში ქარის გამკივანი ზუზუნია და გეგონება, კოსმოსური ხომალდები ერთმანეთს ლაზერის

12
ტყვიებს უშენენო. პლანეტების ხმები გადასარევი თემაა ადამიანთან საუბრის წამოსაწყებად, თუ არადა, მათი
თეთრი ხმაურის მოსმენა ჩაძინებაში მაინც დაგეხმარება.

ბოლო დღეზე ფიქრებიდან ყურადღება ჩამომთვლელთა სტატიებმა და დედამიწის ხმებმა გადამატანინა,


რომელიც ჩიტის გალობასავით საამურია და ვეშაპის ხრიწინსაც წააგავს, თუმცა ცოტათი აცდენილია,
რაღაცნაირად უცნაური, პლუტონის ხმაურის მსგავსი, ნიჟარის შუილსაც რომ წააგავს და გველის სისინსაც.

ნეპტუნზე გადავდივარ.

რუფუსი 01:18 სთ

კუნაპეტ ღამეს პლუტონისკენ მივქრივართ.

პლუტონი ობოლთა სახლს დავარქვით, სადაც მას შემდეგ ვცხოვრობთ, რაც ოჯახები დაგვეხოცა, ანდა მათ
მიგვატოვეს. პლუტონს პლანეტის სტატუსი მოუხსნეს და ჯუჯა პლანეტად ჩამოაქვეითეს, თუმცა ჩვენ
ერთმანეთს დამამცირებლად არ ვეპყრობით.

ოთხი თვეა, რაც ჩემები აღარ არიან, ტაგო და მალკოლმი კი გაცილებით დიდი ხანია, რაც ახლობლობენ.
მალკოლმის ოჯახი მათ სახლში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა, ვიღაც უცნობმა წაუკიდა. ვინც უნდა
ყოფილიყო ის, მალკოლმი იმედს გამოთქვამს, რომ ახლა ჯოჯოხეთში იხრუკება, რადგან ცამეტი წლის ამრევ
მალკოლმს, სისტემის გარდა რომ არავის ახსენდებოდა და ზოგჯერ არც მას, მშობლები წაართვა. ტაგო ჯერ
კიდევ ბავშვი იყო, დედამისი რომ აითესა, მამამისი კი სამი წლის წინ დატყდა, როცა გადასახადებს ვეღარ
აუვიდა. ერთი თვის შემდეგ ტაგომ გაიგო, რომ თავი დაუბრედია. იქიდან მოყოლებული ცრემლიც არ
გადმოვარდნია, არასდროს გამოუძიებია, როგორ და სად მოკვდა.

როდესაც აღმოვაჩინე, რომ ვკვდებოდი, გავიაზრე, რომ პლუტონი მალე ჩემი სახლი აღარ იქნებოდა. ჩემი
მეთვრამეტე დაბადების დღე ახლოვდება – ისევე, როგორც ტაგოსა და მალკოლმის, ნოემბერში მათაც 18
უსრულდებათ. მე და ტაგო კოლეჯში სწავლას ვაპირებდით და ვიფიქრეთ, მალკოლმიც შემოგვიერთდებოდა,
როცა თავის ამბებს მოაგვარებდა. აწი კაცმა არ იცის, რა იქნება და ნერვები მეშლება, რომ უკვე ამ
პრობლემებისგან გაქცევას ვცდილობ. მაგრამ ამწამს მთავარია, ერთად ვართ. ტაგო და მალკოლმი მხარში
მიდგანან, ისევე, როგორც შინ მოსვლის პირველი დღიდან. ოჯახური ამბები იყო თუ რამე გარჩევა, მუდამ
აქეთ-იქიდან მედგნენ.

13
გაჩერებას არ ვგეგმავდი, მაგრამ ეკლესია დავინახე თუ არა, გადავუხვიე. აქ დიდი ავტოავარიიდან ერთი თვის
თავზე მოვედი – პირველი შაბათ-კვირა ეიმისთან ერთად გავატარე. თეთრი აგურით ნაგები უზარმაზარი
შენობაა და ბეჟი ფერის სამრეკლო აქვს. ძალიან მინდა ფერად სარკმლებს ფოტო გადავუღო, მაგრამ
მობილურის ასანთი ცუდ ფერებს დაიჭერს. მაინც, რა აზრის აქვს. ფოტოსურათმა ინსტაგრამისთვის რომ
ივარგოს, მთვარის ფილტრზე გადამყავს კლასიკური შავ-თეთრი ეფექტით. საქმე ისაა, რომ არა მგონია,
ჩემნაირი უღმერთო ნაბიჭვრის მიერ ინსტაგრამზე სამოცდაათი გამომწერისთვის ეკლესიის ფოტოს ატვირთვა
კარგი აზრი იყოს (ჰეშთეგი არ მოხდება).

- რაშია საქმე, რუფ?

- ეს ის ეკლესიაა, სადაც ეიმი ჩემთვის პიანინოზე უკრავდა. – ვპასუხობ. ეიმი სულით ხორცამდე კათოლიკეა,
თუმცა თავზე არაფერს მახვევდა. მახსოვს, მუსიკაზე ვსაუბრობდით და ვახსენე, რომ ოლივიას,
მეცადინეობისას, კლასიკური მუსიკის ჩართვა უყვარდა, ეიმისაც მოუნდა ცოცხლად მომესმინა და ჩემთვის
დაეკრა. – უნდა ვუთხრა.

ტაგოს კისრის ტიკი ისევ ეწყება. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვს, შემახსენოს, რომ ეიმი თავად
დამშორდა, მაგრამ მსგავსი საჩივრები ბოლო დღეს ურნაში იყრება.

ველოდან გადმოვდივარ და ფეხით სადგარს ვშლი. ბიჭებს არ ვშორდები, მხოლოდ შესასვლელს


ვუახლოვდები, რა დროსაც ეკლესიიდან მღვდელი გამოდის და ატირებულ ქალს მოაცილებს. ქალი თითზე
ბეჭედს იწვალებს, სავარაუდოდ, ტოპაზისთვლიანს, ისეთია, დედაჩემმა რომ დაალომბარდა, უნდოდა
მეცამეტე დაბადების დღეზე ოლივიასთვის კონცერტის ბილეთი ეჩუქებინა. ეს ქალი წესით მგზავრია, ანდა
ვინმე ახლობელი ჰყავს. აქ სასაფლაოს ცვლაში მუშაობა ხუმრობა ნამდვილად არ არის. ტაგო და მალკოლმი
სულ დასცინიან იმ ეკლესიებს, რომლებიც სიკვდილის უწყებისგან და მათი „უწმინდური სატანური
ხილვებისგან“ თავს შორს იჭერდნენ, არადა ასწორებს, როცა ხედავ, ვიღაც მამაოები და დედაოები შუაღამის
შემდეგ როგორ იღებენ მგზავრებისგან აღსარებას, ნათლავენ და ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.

თუ იქ, ზემოთ, ღმერთი მართლა არსებობს, როგორც დედაჩემს სწამდა, იმედი მაქვს, ახლა ზურგს მიმაგრებს.

ეიმის ვურეკავ. ექვსი ზარი გადის და მერე ავტომოპასუხე ირთვება. კიდევ ვცადე და იგივე ხდება. არ ვნებდები
და ამჯერად მხოლოდ სამი ზარის შემდეგ ირთვება ავტომოპასუხე. არ მიმჩნევს.

შეტყობინებას ვწერ:

სიკვდილის უწყებამ დამირეკა. იქნებ შენც მიგებაძა.

აჰ, არაა. ჩათლახურად ვერ მოვიქცევი და ამას ვერ გავუგზავნი.

14
ვაკორექტირებ: სიკვდილის უწყებამ დამირეკა. შეგიძლია გადმომირეკო?

წუთიც არ გადის და ზარი შემოდის, ჩვეულებრივი ზარია და არა ის გულგასახეთქი სიკვდილის უწყების სირენა.
ეიმია.

- გამარჯობა.

- სერიოზულად? – მეკითხება ეიმი.

სერიოზულად რომ არ მიმეწერა, ცრუ განგაშისთვის უეჭველი მომკლავდა. ერთხელ ტაგომ ყურადღების
მისაქცევად მსგავსი სცენა გაითამაშა და ეგრევე მიუხვდა.

- ჰო. უნდა გნახო.

- სად ხარ? – ხმაში სიბრაზე ვერ შევატყვე და მგონი არც გათიშვას აპირებს.

- შენ რომ წამიყვანე, იმ ეკლესიასთან ვდგავარ, - ვეუბნები. ირგვლივ ისეთი გიჟური სიწყნარეა, მთელი დღე
რომ აქ ვიდგე, შეიძლება ხვალამდეც მივატანო. – მალკოლმთან და ტაგოსთან ერთად ვარ.

- პლუტონში რატომ არ ხართ? ორშაბათ ღამით მანდ რას აკეთებთ?

ამაზე პასუხის გასაცემად მეტი დრო მჭირდება, ალბათ, ერთი ოთხმოცი წელი მაინც, მაგრამ ახლა ამდენი
დრო არ მაქვს და უსიამოვნო საუბრებიც არ მჭირდება.

– უკვე პლუტონში დაბრუნებას ვაპირებდით. იქ მოხვალ?

- რაო? არა. ეკლესიასთან დაიცადე და მოვალ.

- სანამ არ დაგიბრუნებ, არ მოვკვდები, დამიჯერე...

- უკვდავი არავინაა, ჩლუნგო! – ამჯერად ეიმის გული უჩუყდება და ხმა ისე უკანკალებს, როგორც მაშინ,
მაისურის ამარა წვიმაში რომ ჩავრჩით. – უხ, ღმერთო, მაპატიე, მაგრამ იცი რამდენი მგზავრი დებს მსგავს
პირობას და მერე თავზე პიანინო ეცემა?

15
- ალბათ, ბევრი არა, - ვეუბნები. – პიანინოთი სიკვდილის ალბათობა არც ისეთი დიდია.

- არ მეცინება, რუფუს. ვიცვამ, ფეხი არ მოიცვალო. ყველაზე დიდი, ნახევარი საათი დამჭირდეს.

იმედია შეძლებს ყველაფრის პატიებას, მათ შორის ამღამინდელის. პეკს დავასწრებ მის ნახვას და ჩემს
სათქმელს ვეტყვი. ზუსტად ვიცი, პეკი შინ მივა, მოწესრიგდება, ეიმის თავისი ძმის მობილურიდან დაურეკავს
და მოახსენებს, თუ რა ურჩხული ვარ. მთავარია კოპებს არ დაურეკოს, თორემ სიცოცხლის უკანასკნელ დღეს
გისოსებში გავატარებ, ანდა ოფიცერი ბეჭებზე ხელკეტს გადამცხებს. ამაზე ფიქრი არ მინდა, მხოლოდ ეიმის
ნახვა და პლუტონებთან გამომშვიდობება მსურს, მინდა მათ ისეთივე მეგობრული დავამახსოვრდე,
როგორსაც მიცნობენ და არა ამღამინდელი ურჩხული.

- შინ შემხვდი. უბრალოდ... მალე მოდი. კარგად, ეიმი.

ვუთიშავ სანამ შემეპასუხება. ველოს მოვახტები, ეიმი კი მობილურს მიფეთქებს.

- რა გეგმა გაქვს? – მალკოლმი მეკითხება.

- პლუტონში ვბრუნდებით, - ვეუბნები. – პანაშვიდი უნდა მომიწყოთ.

დროს ვამოწმებ, 01:30 სთ-ია. შეიძლება სხვა პლუტონებსაც დაურეკეს. ამას ნამდვილად არავის ვუსურვებ,
მაგრამ ეგებ მარტო მე არ ვკვდები.

ან იქნებ ასე უნდა მოხდეს.

მატეო 01:32 სთ

ჩამომთვლელების სქროლვა ძალიან დამთრგუნველი რამაა, მაგრამ თავს მაინც ვერ ვწევ, რადგან ყველა
დარეგისტრირებული მგზავრი საკუთარ ისტორიას აზიარებს. როდესაც ვიღაც თავის ამბავს გიზიარებს, რომც
არ გინდოდეს, მაინც ყურადღებას აქცევ – თუნდაც იცოდე, რომ ბოლოს მაინც მოკვდებიან.

16
თუკი გარეთ არ გავალ, შემიძლია სხვებისთვის ონლაინ ვიყო.

ვებგვერდზე ხუთი განყოფილებაა – პოპულარული, ახალი, ადგილობრივი, დარეკლამებული და ალბათური –


პირველ რიგში, როგორც წესი, ადგილობრივს ვათვალიერებ, რათა დავრწმუნდე, რომ არავინ მეცნობა... ასეც
არის; კარგია.

დღეს ვინმესთან ყოფნა კარგი იქნებოდა.

ალალბედზე ვირჩევ მგზავრს. მომხმარებელი სახელით: Geoff-Nevada88. ჯეფს შუაღამის დადგომამდე ოთხი
წუთით ადრე დაურეკეს და უკვე სახლიდან გავიდა, თავის საყვარელ ბარს მიაკითხა, იმედი აქვს, არ
გამოიჭერენ, რადგან ოცი წლისაა და ახლახან პირადობა დაკარგა. დარწმუნებული ვარ, გამოძვრება. მის
გვერდს გამოვიწერ და სიახლეები მომივა.

სხვა პროფილზე გადავდივარ. მომხმარებელი: WebMavenMarc. მარკი გაზიანი სასმელების კომპანიის


ყოფილი სოციალური მედიის მენეჯერია, რაც მის პროფილზე ორჯერაა ნახსენები და ზუსტად არ იცის,
ქალიშვილი მიუსწრებს თუ არა. თითქოს ეს მგზავრი ჩემ წინ იჯდეს და სახესთან თითებს იტკაცუნებდეს.

მამაჩემი უნდა მოვინახულო, თუნდაც გონზე არმყოფი. უნდა იცოდეს, რომ სიკვდილამდე მასთან ვიყავი.

ლეპტოპს ვხურავ, ყურადღების მიღმა ვტოვებ სხვადასხვა გამოწერილი გვერდის სიახლეებს და პირდაპირ
მამაჩემის ოთახში მივდივარ. იმ დილით, სამსახურში წასვლისას, ლოგინი გაუსწორებელი დარჩა, თუმცა
შემდეგ მე მოვაწესრიგე და მისი პლედი ბალიშების ქვეშ შევკეცე, როგორც თავად მოსწონს. საწოლზე მის
მხარეს, მარჯვნივ ვზივარ, დედაჩემი მარცხნივ იწვა და მიუხედავად იმისა, რომ დაგვტოვა, მამა ისევ ისე შლის
ლოგინს და მის მხარეს არ წვება – ფოტოსურათს დავწვდი, სადაც მამა სათამაშოების ისტორიის ტორტის
სანთლების ჩაქრობაში მეხმარება ჩემს მეექვსე დაბადების დღეზე. სანთლები ძირითადად მან ჩააქრო.
დავცინოდი. იძახის, ამ სურათს იმიტომ ვინახავ, რომ თვალები გიცინისო.

ვიცი, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მამაც ისეთივე მეგობარია ჩემთვის, როგორიც ლიდია. ამას ხმამაღლა
ვერ ვიტყვი, ზუსტად ვიცი, დამცინებენ, თუმცა ყოველთვის საუცხოო ურთიერთობა გვქონდა. არ ვამბობ, რომ
იდეალური ურთიერთობა-მეთქი, მაგრამ ჩემს სკოლაში, ამ ქალაქში, თუ გინდ მსოფლიოს მეორე ნაწილში
ახლობელი ადამიანები მუდამ კინკლაობენ, მაგრამ თუკი სიყვარული და პატივისცემა ნამდვილია, წყენას
მალევე ივიწყებენ და უთანხმოებაზე მაღლა დგებიან. არ მახსოვს, მე და მამას ისეთი უთანხმოება
მოგვსვლოდა, რომ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვეცა, ჩამომთვლელების ზოგიერთი მგზავრივით, რომლებიც
მამებს იმდენად ვერ იტანენ, რომ სასიკვდილო სარეცელზეც კი არ აპირებენ მათ მონახულებას, არათუ
თავიანთი სიკვდილის წინ. ფოტოსურათს ჩარჩოდან ვაცურებ, ვკეცავ და ჯიბეში ვიდებ – მამა, იმედია, არ
გაჯავრდები, რომ გავკეცე – ვდგები და საავადმყოფოში მივდივარ, რათა მამაჩემს დავემშვიდობო და
დავრწმუნდე, რომ როცა გამოიღვიძებს, ეს ფოტო მის გვერდით იდება. მინდა ვიცოდე, რომ გონზე მოვა და
ერთი ჩვეულებრივი დილა ეგონება, სანამ ჩემი სიკვდილის ამბავს შეიტყობს.

17
აქაურობა უნდა დავტოვო, მთელი არსებით მინდა გარეთ გავიდე და ეს გავაკეთო, ამ დროს კი ნიჟარაში
თეფშების გროვას ვხედავ. უნდა დავრეცხო, რომ მამაჩემს ცხელი შოკოლადით მოთხვრილი თეფშები და
ჭიქები არ დახვდეს.

გეფიცებით, სახლში დარჩენის მიზეზს არ ვეძებ.

მართლა.

რუფუსი 01:41 სთ

ადრე ქუჩებში ველოებით გიჟებივით დავქროდით, უმუხრუჭო რბოლას ვაწყობდით, მაგრამ ამაღამ ეს არ
გამოვა. გამალებით ვიხედებით გზის ორივე მხარეს და წითელ შუქნიშანზე ვჩერდებით, ახლაც კი, როცა გზაზე
მანქანის ჭაჭანება არ არის. მგზავრებისათვის მეგობრულ კვარტალში ვიმყოფებით, კლინტის სასაფლაოზე.
ოცდარაღაცა წლის ლაწირაკების ჯგრო რიგს უცდის და ნამდვილი ქაოსია, ხელში ქვითრები უჭირავთ და
შესასვლელში მდგარ დაცვას უჩვენებენ, რომელიც მგზავრებსა და მის მეგობრებს ღამის კლუბში უშვებს, რომ
სანამ დრო აქვთ, ცეკვით გული იჯერონ.

გაუგონრად ლამაზი შავტუხა გოგო ღრიალებს, როდესაც ვიღაც ბიჭი ყველაზე ბანალური სიტყვებით
ცდილობს მის დაკერვას („იქნებ ჩემი ვიტამინის შენს სისტემაში შეშვებით კიდევ ერთი დღეც გეცოცხლა“),
გოგონას მეგობარი კი ხელჩანთას უღერებს და ბიჭიც უკან იხევს. საბრალო, ეს ნაბიჭვრები საკუთარი თავის
გამოგლოვებასაც კი არ აცდიან.

მწვანე ინთება, ადგილს ვწყდებით. რამდენიმე წუთში უკვე პლუტონში ვართ. ობოლთა სახლი შელანძღული
იერის მასიური დუპლექსია – აგურამოცვენილი, კედლებზე მიხატული გაუშიფრავი, ფერადი გრაფიტებით.
პირველი სართულის ფანჯრები გისოსებშია ჩასმული, იმიტომ არა, რომ კრიმინალები ვართ, უბრალოდ, არ
გვინდა ვინმე შემოიპაროს და იმ ბავშვებს რამე მოპაროს, რომელთაც ისედაც საკმარისად ბევრი დაკარგეს.
ველოებს კიბის დასაწყისში ვტოვებთ, ავრბივართ და შიგნით შევდივართ. დერეფანს მივუყვებით, თუმცა
მისაღები ოთახისკენ მიმავალნი ჭადრაკის დაფისებურ, ძველ ფილაქნიან იატაკზე ჩვეულებისამებრ ფეხის
წვერებით არ დავხტივართ და იმის მიუხედავად, რომ კედელზე მიჭედებულ დაფაზე სხვადასხვა ცნობაა
გაკრული სექსის, აივ ვირუსის, აბორტის, შვილად აყვანის კლინიკებისა და სხვა მსგავსი სახის ინფორმაციების
შესახებ, აქაურობა მაინც მშობლიური სახლის შეგრძნებას ტოვებს და არა რომელიმე ინსტიტუციის.

აქვეა ბუხარიც. მართალია გაუქმებულია, მაგრამ მაინც ასწორებს. კედელი თბილ ნარინჯისფრადაა
შეღებილი, ამან ამ ზაფხულს ეიმის შეყვარება გამიიოლა. მუხის მაგიდა, რომლის გარშემოც ვახშმის შემდეგ
ღამღამობით ვიკრიბებოდით და ბარათები კაცობრიობის წინააღმდეგ და ტაბუს ვთამაშობდით.
ტელევიზორი, რომელშიც ტაგოსთან ერთად რეალითიშოუ ჰიპსტერის სახლს ვუყურებდით. ეიმის ის

18
ჰიპსტერები ისე ეჯავრებოდა, ერჩივნა ანიმაციური პორნოსთვის გვეყურებინა. დივანი, ზედ მორიგეობით რომ
გვეძინა, რადგან ჩვენს საწოლებზე უფრო მოსახერხებელი იყო.

მეორე სართულზე ავდივართ, სადაც ჩვენი საძინებელია, ვიწრო კუნჭული, რომელიც ერთ კაცსაც ძლივს იტევს,
სამზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თუმცა რაღაცას ვახერხებთ. იქვეა სარკმელი, თუ ტაგო ლობიოს ჭამს, იმ
ღამით ღიას ვტოვებთ, მერე რა, რომ გარედან გამაყრუებელი ხმაური შემოდის.

- უნდა ვაღიარო, - ამბობს ტაგო და ზურგს უკან კარს ხურავს. – ბევრს მიაღწიე. დაფიქრდი, აქ მოსვლიდან
დღემდე რამდენი რამ გააკეთე.

- უფრო მეტი უნდა მეკეთებინა. – საწოლზე ვჯდები და თავს ბალიშზე ვდებ. – დიდი წნეხია ყველაფრის ერთ
დღეში მოსწრება. – შეიძლება ერთი სრული დღეც არ გამოვიდეს. თორმეტი საათისთვისაც მადლობა უნდა
ვთქვა.

- კიბოს განკურნებას და გადაშენების პირას მყოფი პანდების გადარჩენას ხომ არ გავალებენ. – ამბობს
მალკოლმი.

- ძმაო, სიკვდილის უწყებას მაგრად გაუმართლა, რომ ცხოველების სიკვდილის დროის გამოცნობა არ
შეუძლიათ. – ამბობს ტაგო, მე კი პირს ვაწკლაპუნებ და თავს ვარხევ, იმიტომ, რომ საუკეთესო მეგობარი
უკვდება, ის კი პანდებზე ლაპარაკობს. – სიმართლეს გეუბნები! პლანეტის ყველაზე საძულველი ტიპი
იქნებოდი, უკანასკნელი პანდისთვის რომ დაგერეკა. წარმოიდგინე. მედია რა დღეში იქნებოდა, სელფები და...

- გავიგეთ, - ვაწყვეტინებ. პანდა არა ვარ და მედიას სულ ცალ ფეხზე ვკიდივარ. – ბიჭებო, ერთი დიდი
სამსახური უნდა გამიწიოთ. ჯენ ლორი და ფრენსისი გააღვიძეთ, უთხარით, რომ წასვლამდე პანაშვიდის
გამართვა მინდა. – ფრენსისს გულზე არასდროს ვეხატებოდი, მაგრამ ჩვენი მშობლიური სახლი ამ გარიგებაში
არ შედის, რასაც დანარჩენები ვერ მიხვდებიან.

- აქ უნდა დარჩე, - მალკოლმი მეუბნება. ერთადერთ კარადას აღებს. – იქნებ განაჩენი სულაც არაა და შენ
გამონაკლისი ხარ! აქ ჩაგკეტავთ.

- ან უჰაერობა მომკლავს, ანდა შენი ქვასავით მძიმე ტანსაცმლის გროვა დამემხობა თავზე. – უნდა ესმოდეს,
რომ ასეთი უაზრო გამონაკლისები არ არსებობს. წამოვჯექი. – ბევრი დრო არ მაქვს, ბიჭებო. – ცოტა ვთრთი,
მაგრამ თავს რამე უნდა მოვუხერხო, არ მინდა შემატყონ, რომ ვიძაბები.

ტაგოს კისერი ეჭიმება.

– საკუთარ თავთან მოგვარებული გაქვს?

19
რამდენიმე წამი მჭირდება, რომ გავიაზრო რა იგულისხმა.

– მომკალით-მეთქი, არ მითხოვია, - ვპასუხობ.

არ ვცდილობ, რომ მოვკვდე.

ოთახში მარტო მტოვებენ სარეცხთან, რომლის გარეცხვაზე ფიქრი აღარ მომიწევს და - საზაფხულო საკურსო
ნაშრომთან, რომლის არც დასრულება დამჭირდება და არც - დაწყება. ჩემი საწოლის კუთხეში ეიმის ყვითელი,
წეროებიანი პლედი გდია და მხრებზე მოვიხურე. ეს პლედი ეიმის პატარაობიდან ჰქონდა, დედამისის
ბავშვობის დროინდელია. შეხვედრები რომ დავიწყეთ, ჯერ კიდევ პლუტონში ცხოვრობდა, პლედი ხან
გვეფარა, ხანაც მისაღები ოთახის პიკნიკისთვის ვიყენებდით. გიჟურად მშვიდი დრო იყო. დაშორების შემდეგ
პლედი არ მოუკითხავს, რითაც, ჩემი აზრით, მანიშნებდა, რომ გრძნობები დარჩა, მაშინაც კი, თუ საკუთარ
თავში გარკვევა სურდა. ასე მგონია, მასთან ერთი ცდა კიდევ მაქვს.

ეს ოთახი ძალიან განსხვავდება იმ საძინებლისგან, რომელშიც გავიზარდე – მწვანის ნაცვლად კედლები ბეჟი
ფერისაა; ორი დამატებითი საწოლია თავისი მობინადრიანად; გადატიხრულია; არსად ჩანს ჰანტელები და
ვიდეოთამაშების პოსტერები – თუმცა თავს მაინც შინ ვგრძნობ და ვხვდები, რომ ადამიანები რაღაც ნივთებზე
უფრო მნიშვნელოვანი არიან. მალკოლმი ამას მაშინ მიხვდა, როდესაც მეხანძრეებმა ჩააქრეს ცეცხლი,
რომელმაც სახლი, მშობლები და საყვარელი ნივთები დაუწვა.

აქ ყველაფერს მარტივად ვუყურებთ.

საწოლის უკან სურათები მაქვს ჩაკეცილი, ყველა ეიმის ამობეჭდილია ჩემი ინსტაგრამიდან: ალთეას სკვერი,
მუდამ ვაკითხავდი, როცა ფიქრი მჭირდებოდა; ველოსიპედის საჭეზე გადაკიდებული თეთრი ოფლიანი
მაისური წინა ზაფხულს მარათონში მონაწილეობის შემდეგ; მიტოვებული სტერეო კრისტოფერის ქუჩაზე,
ისეთი მუსიკა იყო ჩართული, ცხოვრებაში რომ არ მომესმინა და არც მერე მომისმენია; ტაგოს სისხლიანი
ცხვირი, მაშინ პლუტონებისთვის ხელის ჩამორთმევის წესის შემუშავება გვინდოდა და ყველაფერი
სულელურმა თავების მირტყმამ გააფუჭა; წყვილი კედი – ერთი თერთმეტი, მეორე კი ცხრა ზომა. მაშინ ახალი
ბაჩიები ავაგდე, მაგრამ არ შემიმოწმებია და შეცდომით სხვადასხვა ზომა წამოვიღე; მე და ეიმი, მიბნედილი
თვალები მაქვს, დაბოლილივით, თუმცა ამ დროს ბალახი გასინჯული არ მქონდა, ეიმის კი ქუჩის ლამპიონი
ლამაზად ანათებს; ნაკვალევი ტალახში, გრძელი, წვიმიანი კვირის ბოლოს სკვერში ეიმის რომ დავდევდი.
გვერდიგვერდ მსხდარი ორი ჩრდილი, მალკოლმს არ უნდოდა, მაგრამ მაინც გადავუღე; და კიდევ ვინ
მოთვლის რამდენი სურათია, რომელსაც ბიჭებს დავუტოვებ, აქედან რომ წავალ.

აქედან რომ წავალ...

არ მინდა წასვლა.

20
მატეო 01:52 სთ

გასასვლელად თითქმის მზად ვარ.

ჭურჭელი დავრეცხე, მტვერი გადავწმინდე, დივნის ქვეშიდან კანფეტის ქაღალდები გამოვიღე, მისაღებში
იატაკი მოვწმინდე, სააბაზანოს ნიჟარაში კბილის პასტის ლაქები ჩავრეცხე და ლოგინიც კი გავასწორე.
ლეპტოპს მივუბრუნდი გაცილებით რთულ გამოწვევებთან გასამკლავებლად: წარწერა საფლავის ქვაზე,
როგორ უნდა ჩავატიო მთელი ცხოვრება რვა სიტყვაში?

ცხოვრობდა იქ, სადაც დაიღუპა: საძინებელში.

რა დასანანია.

ბავშვებიც კი მასზე მეტად გაბედულები არიან.

უკეთესად უნდა მოვიქცე. ჩემგან ყველა მეტს მოელოდა, თავად მეც. ამას ხაზი უნდა გაესვას.

აქ განისვენებს მატეო: სხვებისთვის მცხოვრები.

თანხმობას ვაჭერ თითს.

უკან ვეღარ დავიხევ. შემიძლია შევასწორო, მაგრამ დაპირებები ასე არ მუშაობს, სხვებისთვის ცხოვრება კი
მსოფლიოსთვის სასარგებლოდ ჟღერს.

ვიცი, დღე ახლახან დაიწყო, მაგრამ გული მეუბნება, რომ გვიანდება, მგზავრისთვის ასეა, ყოველ შემთხვევაში.
მარტო ვერ შევძლებ... წასვლას. ლიდიას ჩემი ბოლო დღის ამბებში ვერ გავრევ. აქედან თუ გავალ –
არავითარი თუ – ლიდიას და პენის ვინახულებ, მაგრამ ლიდიას არაფერს ვეტყვი. არ მინდა მკვდრებში
სიკვდილამდე მიმაწეროს, ანდა გლოვა დაიწყოს. შეიძლება წერილი გავუგზავნო და ყველაფერი ავუხსნა.

21
გვერდში მდგომი მჭირდება, თან მეგობარიც რომ იყოს, ან პირიქით. სწორედ ამას მთავაზობს
ჩამომთვლელებზე დარეკლამებული აპლიკაცია.

უკანასკნელი მეგობრის აპლიკაცია მარტოსული მგზავრებისთვის შექმნეს, რომელთაც სიცოცხლის ბოლო


საათებში ვინმეს თანადგომა სჭირდება. ეს ნეკროში არ უნდა აგვერიოს, რაც მოხალისეობრივად მგზავრთან
ერთი ღამის გატარებაა – საბოლოო გრძნობებისგან თავისუფალი აპლიკაცია. ნეკრო ჩემში ყოველთვის
უსიამოვნო განწყობებს ბადებდა, მხოლოდ იმიტომ არა, რომ სექსი მაფორიაქებს, არა. უკანასკნელი მეგობრის
აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც სიკვდილამდე სურდა თავი ადამიანად ეგრძნო. აქ მომსახურება უფასოა,
ნეკროსგან განსხვავებით, სადაც მომსახურება 7.99 დოლარი ღირს, რაც მზაფრავს, რადგან ჩემი გაგებით
ადამიანი რვა დოლარზე მეტად ფასობს.

მოკლედ, ნებისმიერი ურთიერთობების მსგავსად, უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციით დაწყებული


ურთიერთობაც ან გამოდის, ან არა. ჩამომთვლელთა პოსტებს ვათვალიერებდი, სადაც ერთი უკანასკნელ
მეგობარს შეხვდა, სიახლეებს გვიან-გვიან, სადღაც საათში ერთხელ დებდა, ისე, რომ ჩათში მაყურებლებს
ეგონათ მოკვდა. სინამდვილეში ცოცხალი იყო, უბრალოდ, სიცოცხლის უკანასკნელი დღით ტკბებოდა. მისი
გარდაცვალების შემდეგ კი მისი მეგობრის მიერ დაწერილი მოკლე გამოსათხოვარი სიტყვიდან მასზე იმაზე
მეტი შევიტყვე, ვიდრე მისი განახლებებიდან. თუმცა ყველაფერი ყოველთვის ასე ლამაზად არ სრულდება.
რამდენიმე თვის წინ ერთ დათრგუნვილ მგზავრს ბოლო დღისთვის უცნობი სერიული მკვლელი
დაუმეგობრებია და ეს ისეთი მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოსადმი ჩემი უნდობლობა კიდევ
უფრო გაიზარდა.

ვფიქრობ, უკანასკნელ მეგობართან დროის გატარება სასიკეთოდ წამადგება. თუმცა კიდევ ერთხელ დავძენ,
რომ არ ვიცი, რა უფრო სევდიანია - მარტო მოკვდე თუ იმ ადამიანის გვერდით, ვინც შენთვის არაფერს
წარმოადგენს და უარესი - მისთვისაც სულერთი ხარ.

დროს ვკარგავ.

უნდა გავბედო და ასობით ათასი მგზავრის მსგავსი სიმამაცე გამოვიჩინო, სანამ დაგვიანებულა. ბანკის
ონლაინ ანგარიშს ვამოწმებ და კოლეჯის დანაზოგს პირად ანგარიშზე ვრიცხავ, სულ რაღაც ორი ათასი
დოლარია, თუმცა დღევანდელი დღისთვის - საკმარისზე მეტი. შემიძლია ქალაქის მეორე ბოლოში მსოფლიოს
სამოგზაურო არენას ვესტუმრო, სადაც მგზავრები და ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის
კულტურასა და გარემოს ეცნობიან.

უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციას ვტვირთავ. ძალიან სწრაფად იწერს, თითქოს გონიერი ქმნილებაა და
ხვდება, რომ მთელი მისი არსებობის არსი ისაა, რომ ვიღაცისთვის დრო იწურება. აპლიკაციას ლურჯი
ინტერფეისი აქვს, რუხი ფერის საათის ანიმაციით, რომლის ფონზეც ორი სილუეტი ერთმანეთს უახლოვდება
და ხელს ართმევს. შუაში დიდი ასოებით ეწერება უკანასკნელი მეგობარი და მენიუ იშლება.

1. დღეს ვკვდები.

2. დღეს არ ვკვდები.
22
დღეს ვკვდების ვნიშნავ. შეტყობინება ამოხტა:

უკანასკნელი მეგობრის კორპორაცია მწუხარებას გამოთქვამს თქვენი დაკარგვის გამო. უდიდეს თანაგრძნობას
ვუცხადებთ მათ, ვისაც უყვარხართ და ვინც ვერასდროს გაგიცნობთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ დღევანდელი
დღის უკანასკნელი საათების გასატარებლად ღირსეულ მეგობარს იპოვით. უკეთესი საძიებო შედეგებისთვის
გთხოვთ, შეავსოთ პროფილის მონაცემები.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენ გამო.

უკანასკნელი მეგობრის კორპორაცია.

ეკრანზე სუფთა ფურცელი გამოდის, რომელიც უნდა შევავსო.

სახელი: მატეო ტორესი

ასაკი: 18

სქესი: მამრობითი

სიმაღლე: 178 სმ

წონა: 74 კგ

წარმომავლობა: პუერტო-რიკო

ორიენტაცია: <გამოტოვება>

საქმიანობა: <გამოტოვება>

ჰობი: მუსიკა; ხეტიალი.

23
საყვარელი ფილმები/სატელევიზიო შოუ/წიგნები: გებრიელ რიდსის „მგლები“; „Plaid Is the New Black“;
სკორპიუს ჰოთორნის სერიები.

ვინ იყავით ცხოვრებაში: დედისერთა ვარ და მამას გარდა არავინ მყოლია. მაგრამ უკვე ორი კვირაა, რაც მამა
კომაშია და ალბათ, ჩემი წასვლის შემდეგ გაიღვიძებს. ასე თავჩარგული ცხოვრების გაგრძელება

აღარ შემიძლია, რადგან ამან თქვენთან, ყველასთან ყოფნის სიამოვნება წამართვა – ეგებ რომელიმეს
გაცნობა მალევე შევძლო.

სურვილების სია: საავადმყოფოში წასვლა და მამაჩემთან, შემდეგ კი ჩემს საუკეთესო მეგობართან


გამომშვიდობება მსურს, მაგრამ მათ ვერ ვეტყვი, რომ ვკვდები. შემდეგ რას ვიზამ, ჯერ არ ვიცი. მინდა
სხვებისთვის მაგალითად ვიქცე და ჩემში სრულიად განსხვავებული მატეო აღმოვაჩინო.

საბოლოო ფიქრები: არ ვნებდები.

ვადასტურებ ჩემს პასუხებს. აპლიკაცია ფოტოს ატვირთვას მთხოვს. მობილურის ფოტოგალერეაზე


გადავდივარ, ბლომად პენის ფოტო და სიმღერების სქრინშოტებია, ლიდიას რომ ვურჩევდი. ასევეა ჩემი და
მამას საერთო ფოტოსურათები, ჩემი შარშანწინდელი ფოტოც, მაგრამ მაგარი მახინჯობაა. ერთს წავაწყდი,
სადაც ლუიჯის ქუდი მახურავს, ივნისში ონლაინმარიოს შეჯიბრებაში რომ მოვიგე. წესით, ფოტოსურათი
ორგანიზატორისთვის უნდა გამეგზავნა, ვებგვერდზე რომ აეტვირთა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ლუიჯის
ქუდით ცანცარი არ შემეფერება და არ გამიგზავნია.

თურმე ვცდებოდი, მიდი რა შენც, გაგზავნე. სინამდვილეში ზუსტად ასეთი მინდოდა ვყოფილიყავი, -
თავისუფალი, მხიარული და უდარდელი. ამ ფოტოს რომ დახედავენ, ვერც იფიქრებენ, რომ ჩემს ხასიათთან
შეუსაბამოა, რადგან ისინი მე არ მიცნობენ და მხოლოდ ისეთი პიროვნების მოლოდინი აქვთ, როგორიც
პროფილის სურათზე ჩანს.

ფოტო ავტვირთე და საბოლოო შეტყობინება ამოხტა:

მხნედ იყავი, მატეო.

რუფუსი 01:59 სთ

24
ჩემი დედობილ-მამობილი ქვემოთ, კიბესთან იცდის.გაიგეს თუ არა, მაშინვე ჩამოცვივდნენ, მაგრამ
მალკოლმი პირადი მცველივით მიდგას, რადგან იცის, რომ დრო მჭირდება. ველოსიპედისთვის შესაფერის
სამოსს ვიცვამ – ვიწრო, სავარჯიშო შარვალს, ზემოდან ლურჯ, კალათბურთის შორტს, რომ ფუთა
სპაიდერმენივით არ გამომებზიკოს და ტანზე ჩემს საყვარელ რუხ მოსაცმელს – რადგან ველოს გარეშე ჩემი
ბოლო დღე ვერ წარმომიდგენია. ჩაფხუტიც მიმაქვს, უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. ოთახს
უკანასკნელად ვათვალიერებ. გულის აჩუყებას და ეგეთებს არ ვაპირებ, მაშინაც კი, როცა ბიჭებთან ერთად
დაჭერობანას თამაში მახსენდება - არ ვტყუი. სინათლეს ჩართულს ვტოვებ, კარს კი ღიას, რომ მალკოლმი და
ტაგო აქ შემოსვლისას არ დაფეთდნენ.

მალკოლმი ცალყბად მიღიმის. თავდაჭერილობის თამაში მაინცდამაინც არ გამოსდის, რადგან ვიცი, რომ
თავს კარგავს, ყველანი ასე არიან. მეც ასე დამემართებოდა, ჩემს ადგილას სხვა რომ იყოს.

- ფრენსისი მართლა გააღვიძე? – ვეკითხები.

- ჰო.

შესაძლებელია ჩემს მამობილს შემოვაკვდე; აჯობებს არ გააღვიძო, თუ მისი მაღვიძარა არ ხარ.

მალკოლმს ქვემოთ მივყვები. ტაგო, ჯენ ლორი და ფრენსისი დაბლა იცდიან, მაგრამ ხმას ვერ იღებენ.
პირველი, რაც მინდა ვკითხო, ეიმი ხომ არ გამოჩენილა, იქნებ დეიდამისმა არ გამოუშვა, მაგრამ ახლა ამის
დრო არ არის.

მჯერა, რომ ჩემთან შეხვედრას არ გადაიფიქრებდა.

ყველაფერი კარგად იქნება, აქ მყოფებზე უნდა გადავერთო.

ფრენსისს ნამძინარევი სახე აქვს და თავისი საყვარელი სამოსის, ხალათის ამარაა, გეგონება მაგნატია და
ფულის დასტები უწყვია, სინამდვილეში კი ერთი ტექნიკოსია, რომელიც გამომუშავებულ გროშებს გვახარჯავს.
მოკლედ, კაი ტიპია, მაგრამ ახლა აჩეხილი თმით საგიჟეთიდან გამოქცეულს ჰგავს, რადგან ორიოდ დოლარის
დაზოგვის მიზნით, თავად იკრეჭს, რაც ნამდვილი სიბეცეა, რადგან ტაგო თავად სტილისტია. არ გეხუმრებით,
ტაგო მთელ ქალაქში ყველაზე მაგრად კრეჭს და ამ ნაბიჭვარს ურჩევნია ერთ დღესაც საკუთარი სილამაზის
სალონი გახსნას და სცენარისტობაზე ოცნებებს მოეშვას. ფრენსისი კი ტაგოს საკუთარ თავს მაინც ვერ
ანდობს.

ჯენ ლორი ძველი კოლეჯის მაისურის საყელოთი ცრემლებს იწმენდს, სანამ სათვალეს ისევ მოირგებდეს.
სკამის წკიპზე ზის, თითქოს ისევ ტაგოს ფავორიტ სლეშერის სერიებს ვუყურებთ და როგორც მაშინ, ახლაც
დგება, თუმცა არა უსიამოვნო დაძაბულობის გამო. მეხუტება, თავს მხარზე მადებს და ტირის. გაფრთხილების

25
მიღების შემდეგ პირველად ჩამეხუტნენ და ხელის გაშვება არ მინდა, თუმცა საქმეს უნდა მივხედო. ჯენი
გვერდში მიდგება, მე კი იატაკს დავყურებ.

- ერთი მჭამელი მოგაკლდებათ. – არავინ იცინის. ვიწურები. არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო, არსად
ისწავლება, როგორ უნდა შეამზადო გარშემო მყოფნი შენი სიკვდილისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა
ჩვიდმეტი წლის, ჯან-ღონით აღსავსე ხარ. საკმარისი უსიამოვნება გადაგვხდა ცხოვრებაში და ახლა მინდა,
რომ გაიცინონ. – მოდი, ქვა, ქაღალდი, მაკრატელი ვითამაშოთ?

პირველი მე ვიტყაპუნებ მუშტს ხელისგულზე და მაკრატელს ვაკეთებ. მარტო ვარ. კიდევ ვაქნევ მუჭს, ამჯერად
ქვას ვაკეთებ, ისევ არავინ მიერთდება. – მიდი რა, ხალხო. – თავიდან ვიწყებ და მალკოლმი ჩემს მაკრატელს
ქაღალდს უპირისპირებს. ერთი წუთი გადის და თამაშში უკვე რამდენიმე ხელია. ფრენსისისა და ჯენ ლორის
დამარცხება იოლია. მე და ტაგო ვრჩებით და ქვა მაკრატელს ჯაბნის.

- თავიდან, - იძახის მალკოლმი. – ტაგო ბოლო წამს ქაღალდს ქვით ცვლის.

- ისედაც სულ ატყუებ რუფს, დღეს მაინც შეგეკავებინა თავი! – ტაგო თავს აქნევს.

ტაგოს ძმური სიყვარულით გავკარი მხარი.

– მაგარი კვერცხი ხარ.

კარზე ზარის ხმაა.

გულის ფანცქალით მივვარდი და გამოვაღე. ეიმი სახეზე ისეთი აწითლებულია, რომ ლოყაზე დაბადებიდან
გამოყოლილი დაღიც კი უჩანს.

- მეღადავები? – მეკითხება ეიმი.

უარის ნიშნად თავს ვაქნევ.

– თუ გინდა ტელეფონში გაჩვენებ დროს.

- ბოლო დღე არ მიგულისხმია, - მეუბნება ეიმი. – აი, ეს. განზე დგება და კიბის ბოლოსკენ იშვერს თითს, – იქ
პეკი ჩანს, დაბეგვილი სიფათით, ის, რის ნახვასაც სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპირებდი.

26
მატეო 02:02 სთ
არ ვიცი მსოფლიოში უკანასკნელი მეგობრის რამდენი პირადი ანგარიშია აქტიური, თუმცა მხოლოდ ნიუ-
იორკში ორმოცდაორს მიჩვენებს და ამ მომხმარებლებს რომ შევყურებ, ასე მგონია პირველ კლასში პირველ
გაკვეთილს ვესწრები. დიდ წნეხს განვიცდი და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო – სანამ შეტყობინება არ მომდის.

ონლაინ საფოსტო ყუთში ლურჯი კონვერტი პულსირებულად ანათებს, გახსნას ელოდება. თემის ზოლში
არაფერი წერია, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია: უენდი მაე გრინი. 19 წლის. მდედრობითი. მანჰეტენი, ნიუ-
იორკი (2 მილის მოშორებით). მის პროფილზე შევდივარ. მგზავრი არ ყოფილა. ჩვეულებრივი გოგონაა,
რომელსაც, უბრალოდ, სურს ვინმე მგზავრი ღამით ანუგეშოს. ბიოგრაფიაში საკუთარ თავს აღწერს, როგორც
„სკორპიუს ჰოთორნზე გადარეული წიგნის ჭია“ და სავარაუდოდ, პროგრამამ ამიტომ დაგვაკავშირა. წანწალიც
ჰყვარებია, „განსაკუთრებით მაისის ბოლოს, როდესაც საამური ამინდებია“. მაისის ბოლოს აქ აღარ ვიქნები,
უენდი მაე. ნეტავ რამდენი ხანია, რაც ეს პროფილი აქვს და უთხრა თუ არა ვინმემ, რომ მგზავრებთან
მომავალზე საუბარი უპატივცემულობაა და მისი დღეგრძელობა შეურაცხყოფად აღიქმება. ფოტოებში
შევდივარ. სასიამოვნო გოგონა ჩანს – თეთრი კანი, თაფლისფერი თვალები, წაბლისფერი თმა, ცხვირზე
პირსინგი და ფართო ღიმილი. შეტყობინებას ვხსნი.

უენდი მაე გ. (02:02 სთ): გამარჯობა, მატეო. წიგნებში კარგი გემოვნება გქონია. დაგენაძლევები, სიკვდილის
საწინააღმდეგო შელოცვას ნატრობ, არა?

ვიცი, კეთილი განზრახვით მოიწერა, მაგრამ მის ბიოგრაფიასა და ამ მონაწერს შორის ფრჩხილებს მასობს,
იმის მაგივრად, რომ ზურგზე ხელი დამისვას, რისი იმედიც მქონდა. თუმცა უხეშად არ მოვექცევი.

მატეო ტ. (02:03 სთ): გაგიმარჯოს, უენდი მაე. გმადლობ, წიგნებში შენც კარგი გემოვნება გაქვს.

უენდი მაე გ. (02:03 სთ): სკორპიუს ჰოთორნი ყველაზე მაგარია... თავს როგორ გრძნობ?

მატეო ტ. (02:03 სთ): არც ისე კარგად. სახლიდან გასვლა არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ აქაურობა უნდა
დავტოვო.

უენდი მაე გ. (02:03 სთ): რაო, რა გითხრეს, შეგაშინეს?

მატეო ტ. (02:04 სთ): სიმართლე გითხრა, ცოტათი კი.

უენდი მაე გ. (02:04 სთ): ჰაჰა, სასაცილო ხარ. საყვარელი. დედაშენი და მამაშენიც დაპანიკდნენ?

27
მატეო ტ. (02:05 სთ): არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ უნდა წავიდე. სასიამოვნო ღამეს გისურვებ, უენდი
მაე.

უენდი მაე გ. (02:05 სთ): რა იყო, რა გეწყინა? ეს მკვდარი ტიპები ჩემთან ლაპარაკს სულ რატომ გაურბიხართ?

მატეო ტ. (02:05 სთ): არაფერი, მართლა. ჩემი მშობლები ვერ დაპანიკდებიან, რადგან დედა აღარ მყავს,
მამაჩემი კიდევ კომაშია.

უენდი მაე გ. (02:05 სთ): და მე ეგ საიდან უნდა მცოდნოდა?

მატეო ტ. (02:05 სთ): აღწერაში მიწერია.

უენდი მაე გ. (02:05 სთ): ჰო, კარგი, კარგი. ანუ სახლში მარტო ხარ? ჩემს შეყვარებულთან ქალიშვილობა მინდა
დავკარგო, მაგრამ ჯერ ცოტა წავივარჯიშებ-მეთქი და, დამეხმარები?

სანამ ახალ მონაწერს გააშანშალებს, ჩათიდან გავდივარ და ვბლოკავ. შევდივარ მის მდგომარეობაში, ალბათ
დაუცველობის შეგრძნება აქვს, ისიც მეცოდება და მისი შეყვარებულიც, მაგრამ მე სასწაულმოქმედი არ ვარ.
კიდევ რამდენიმე შეტყობინება მომდის.

თემა: 420?

კევინი და კელი. 21 წლის. მამრობითი.

ბრონქსი, ნიუ-იორკი (4 მილის მოშორებით)

მგზავრი ხარ? არა.

თემა: თანაგიგრძნობ, მატეო (მაგარი სახელია).

ფილი ბისერი. 24 წლის. მამრობითი.

მანჰეტენი, ნიუ-იორკი (3 მილის მოშორებით)

მგზავრი? არა.

28
თემა: ტახტს გაყიდი? კარგ მდგომარეობაშია?

ჯ. მარკი. 26 წლის. მამრობითი.

მანჰეტენი, ნიუ-იორკი (1 მილის მოშორებით)

მგზავრი? არა.

თემა: რომ კვდები ტეხავს, არა?

ელი რ. 20 წლის. მდედრობითი.

მანჰეტენი, ნიუ-იორკი (3 მილის მოშორებით)

მგზავრი ხარ? არა.

კევინისა და კელის მონაწერს არ ვიმჩნევ; მოსაწევის გუნებაზე არ ვარ. ჯ. მარკის შეტყობინებას ვშლი, რადგან
ტახტის გაყიდვას არ ვაპირებ, მამაჩემს გამოადგება შაბათ-კვირას თვალის მოსატყუებლად. ფილის მივწერ.

ფილი ბ. (02:06 სთ): მატეო, სალამი. როგორაა საქმეები?

მატეო ტ. (02:08 სთ): სალამი, ფილი. ძაან გაცვეთილი ფრაზა იქნება, თუ გიპასუხებ, რომ გაძლებაზე ვარ?

ფილი ბ. (02:08 სთ): არა, ვიცი, რა ძნელია. სიკვდილის უწყებიდან ზარს ნამდვილად არ ვისურვებდი. ავად ხარ,
თუ რა ხდება? სიკვდილისთვის ძაან ახალგაზრდა ხარ.

მატეო ტ. (02:09 სთ): ჯანმრთელი ვარ, კი. მაშინებს იმაზე ფიქრი, ეს როგორ მოხდება, ისიც მაშფოთებს, რომ
საკუთარ თავს ვუღალატებ თუ აქედან არ გავალ. არ მინდა აქ მოვკვდე და მთელი საცხოვრებელი ავაყროლო.

ფილი ბ. (02:09 სთ): მაგაში დაგეხმარები, მატეო.

29
მატეო ტ. (02:09 სთ): რაში?

ფილი ბ. (02:09 სთ): რომ არ მოკვდე.

მატეო ტ. (02:09 სთ): ეგ არავის შეუძლია.

ფილი ბ. (02:10 სთ): მე შემიძლია. კაი ტიპი ჩანხარ, ისეთი, სიკვდილს რომ არ იმსახურებს, ჰოდა ჩემთან მოდი,
ბინაში. ოღონდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს, წამალი, შენ რომ გიშველის, შარვალში მიდევს.

ფილის ვბლოკავ და ელის შეტყობინებას ვხსნი. როგორც იტყვიან, მესამე და სამართალიო.

რუფუსი 02:21 სთ

ეიმი სახეში შემომყვირის და მაცივარზე მაკრავს. თუ საქმე ძალადობას ეხება, თამაშიდან გადის, რადგან მისმა
მშობლებმა საკმარისად ითამაშეს, როცა სასურსათო მაღაზიის ჯგუფური ძარცვისას, მფლობელსა და მის
ოცდაერთი წლის ვაჟს თავს დაესხნენ. თუმცა თავად მე რომ წარამარა ხელს მკრავს, ამისთვის არ გამოკეტავენ.

- შეხედე, რუფუს. რა ოხრობაზე ფიქრობდი?

სამზარეულოს დახლზე წამხობილი პეკის დანახვაც არ მინდა. შემოსვლისას უკვე შევხედე, რაც სჭირდა – ცალი
თვალი ჩალურჯებული, ტუჩი გახეთქილი, დასივებულ შუბლზე კი მიმხმარი სისხლის ლაქები აქვს. ჯენ ლორი
გვერდში ამოსდგომია და შუბლზე ყინულს ადებს. ეიმისაც კი ვერ ვუყურებ, ჩემზე წარმოდგენა ისე აქვს
დაკარგული, ბოლო დღეც ვერ მიშველის. ტაგო და მალკოლმი მიცავენ, თან ჩუმად არიან, რადგან ჯენმა და
ფრენსისმა უკვე ჩაუკაკლეს შუაღამით ჩვენი ქუჩა-ქუჩა ყიალისა და პეკის გამოჭერის ამბები.

- რაღაც ვეღარ ყოყლოჩინობ. – მეუბნება პეკი.

- მოკეტე. – ეიმი გამწარებული მიუტრიალდება და მობილურ ტელეფონს მაგიდაზე ისე ახეთქებს, ყველა
კრთის. – არავინ გამოგვყვეს. – სამზარეულოს კარს წიხლით აღებს, როგორც წესი, ფრენსისი ასე მოშორებით,
კიბესთან არ დგას ხოლმე, თუმცა ცნობისმოყვარეობაც სძლევს და თან თავს იკავებს, არ უნდა მგზავრი
შეარცხვინოს ან დასაჯოს.

30
ეიმი მისაღებში მიმაპორწიალებს.

– რა გამოდის, რახან სიკვდილის უწყებიდან დაგირეკეს, ვინც თვალში არ მოგდის, ყველა უნდა მიბეგვო?

როგორც ჩანს, პეკს არ უთქვამს, რომ მისი დაზელვა ზარის შემოსვლამდე დავიწყე.

– მე...

- რა შენ?

- ტყუილს აზრი არ აქვს. მის საჭიროდ მივედი.

ეიმი უკან დგამს ნაბიჯს, თითქოს ურჩხული ვარ და მასზე ვიწევ, რაც გულს მიკლავს.

- მისმინე, ეიმ, გავოგნდი, უკვე ისედაც დაკარგული მქონდა მომავლის რწმენა, სანამ სიკვდილის უწყება
ხელებში ყუმბარას მომაჩეჩებდა. მუდამ ცუდი ნიშნები მყავდა, თითქმის თვრამეტის ვარ, შენ დაგკარგე და
ლამის გავრეკე, რადგან ვეღარ მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა. თავი ნამდვილ არარაობად ვიგრძენი და
წყეულმა პეკმაც ზუსტად იგივე მითხრა.

- შენ არარაობა არ ხარ, - მეუბნება ეიმი, ცოტა ათრთოლებული ჩემკენ მოდის, შეშინებული აღარ ჩანს. ხელს
მკიდებს და ტახტზე ვსხდებით, სადაც პირველად მითხრა, რომ პლუტონიდან მიდიოდა, რადგან დეიდამისს
მისი მეურვეობისთვის საკმარისი სახსრები გამოუჩნდა. ერთ წუთში დამშორდა კიდეც, დაწყებით სკოლაში
მისი კლასელის, პეკის, იაფფასიანი რჩევით, ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება არჩია.

– ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ. შენი თქმის არ იყოს, თავის მოტყუებასაც აღარ აქვს აზრი, შენი ცხოვრების ბოლო
დღესაც კი. – ჩემს ხელს იღებს და ტირის, ალბათ აქ მოსვლით თავმოყვარეობა შეელახა. – ჩვენი სიყვარული
არასწორად გავიგე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხარ. სწორედ შენ იყავი ჩემ გვერდით, როცა რაღაცის
შეცვლა მჭირდებოდა, შენ მაბედნიერებდი, როდესაც ყველას და ყველაფრის მიმართ სიძულვილი მავსებდა.
არარაობები სხვა ადამიანებში ასეთ გრძნობებს ვერ აღძრავენ. – მეხუტება, როგორც ისტორიულ-
დოკუმენტური ფილმის დაწყებისას იცოდა, მხარზე თავს რომ დამადებდა.

მეც ვხვევ ხელს, რადგან ახალი არაფერი მაქვს სათქმელი. მინდა, ვაკოცო, მაგრამ მისგან თვალთმაქცობას ვერ
ავიტან. ძალიან ახლოს კი მყავს და უკან ვწევ თავს, რომ სახეზე შევხედო და უკანასკნელი კოცნაც უფრო
ბუნებრივი გამოვიდეს. თვალს მისწორებს და მისკენ ვიხრები...

მისაღებში ტაგო შემოდის და თვალებზე ხელს იფარებს.

31
– უი, ბოდიში!

იხტიბარს არ ვიტეხ.

– საბოდიშო არაფერია.

- პანაშვიდის ამბები უნდა მოვაგვაროთ, - ამბობს ტაგო. – მაგრამ შენ არ იჩქარო. დღეს შენი დღეა. მაპატიე,
სისულელე ვთქვი, დღეს დაბადების დღეც კი არ გაქვს, პირიქითაა. – კისერი ეჭიმება. – ყველას შემოვყრი, -
უკან მიდის.

- არ მინდა ეგოისტივით მოგექცე, - ამბობს ეიმი. ხელს არ მიშვებს, სანამ ყველა არ შემოვა.

ეს ჩახუტება მჭირდებოდა. ველოდები, ცერემონიალის დასასრულს, მზის სისტემის გამართვისას, ჯგუფური


ჩახუტების დროს პლუტონებს როდის გადავეხვევი.

ტახტის ცენტრში ვზივარ. ფილტვებს სუნთქვას ვაძალებ, სასტიკი ბრძოლა მიდის. მალკოლმი მარცხნივ, ეიმი
მარჯვნივ, ტაგო კი ფეხებში მიზის. პეკი დისტანციას იჭერს და ეიმის მობილურს ჩაჰყურებს. ვერ ვიტან მის
მობილურში რომ დაძვრება, მაგრამ თავისი მე გავუტეხე, ამიტომ ენაზე კბილის დაჭერა მიწევს.

ეს ჩემი პირველი მგზავრული სამგლოვიარო პროცესია, რადგანაც ჩემს ოჯახს თავის დროზე ამაზე არ
უფიქრია, ჩვენ ხომ ერთმანეთი გვყავდა, თანამშრომლები და ძველი მეგობრები რა საჭირო იყვნენ. მე თვითონ
რომ მივიდე დანარჩენებთან, მაშინ ჯენ ლორის პირდაპირი საუბრისთვისაც მზად უნდა ვიყო. თავს სუსტად და
უმწეოდ ვგრძნობ და ცრემლები მომდის, ზუსტად ისე, დაბადების დღის სიმღერას რომ მიმღერიან,
გეფიცებით, ყოველ წელს მეტირება.

მეტირება.

- უამრავი მიზეზის მიუხედავად, არასდროს გიტირია, თითქოს სხვებისთვის რამის დამტკიცებას ცდილობდი.
სხვებისთვის... – ჯენ ლორი პლუტონებისკენ არ ბრუნდება, თვალს არ მწყვეტს, თითქოს თვალის გასწორების
კონკურსია. პატივისცემას იმსახურებს. – ყველა ღნაოდა, მაგრამ შენ ისეთი სევდიანი იყავი, რუფუს. რამდენიმე
დღე ჩვენთვის ზედაც არ შემოგიხედავს. მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ ვინ იდგებოდა. მძიმე
სიცარიელე გაწვა მხრებზე, ვიდრე აქ მეგობრები არ შეიძინე.

ვტრიალდები და ეიმი თვალს არ მაცილებს, ის შეწუხებული მზერა აქვს, დაშორებისას რომ მესროლა.

- თავს ყოველთვის უკეთ ვგრძნობდი, როცა ყველა ერთად იყავით, - ამბობს ფრენსისი.

32
ამაღამდელზე არ ილაპარაკებს. ვიცი. სიკვდილი საშინელებაა, მაგრამ ციხეში გამოკეტვა და იმის ყურება,
გარეთ ცხოვრება როგორ გრძელდება, ალბათ უარესი უნდა იყოს.

ფრენსისი შემომცქერის, მაგრამ არაფერს ამბობს.

– დროში ვიწვით. – მალკოლმს ხელს უქნევს. – შენი ჯერია.

მალკოლმი ოთახის შუაგულში გამოდის და მოკაკულ ბეჭებს სამზარეულოს შეაქცევს. ყელს იწმენდს,
ხრინწიანი ხმა ამოსდის, გეგონება სასულეში რაღაც გაეჩხირაო და პირიდან ცოტაოდენი ნერწყვიც სცვივა.
მთელი დღე და მოსწრება ასეთი ფეთხუმი იყო, იმ ტიპს ჰგავს, მაგიდაზე ხიხოსავით რომ იქცევა და ვერც
იაზრებს, ისე გარცხვენს. სამაგიეროდ, ალგებრაში გამეცადინებდა და საიდუმლოს შენახვა გამოსდიოდა.
ტაგოს პანაშვიდი რომ იყოს, სწორედ მის ამ დადებით მხარეზე ვისაუბრებდი.

– შენ იყავი... ხარ ჩემი ძმა, რუფ. რა აბსურდია, თავი კოშმარში მგონია. – თავს ხრის და თითებს იკვნეტს. – შენ
მაგივრად ჩემთვის უნდა დაერეკათ.

- რას მიედ-მოედები. მოკეტე რა!

- მართლა გეუბნები, - იძახის, - ვიცი, რომ უკვდავი არავინაა, მაგრამ შენ სხვებზე დიდხანს უნდა გეცოცხლა,
ყველაზე მნიშვნელოვანი ვინმე ხარ. რა არის ეს ცხოვრება, მე ერთი არარაობა ვარ, რომელსაც სურსათის
მაღაზიაშიც კი არ შეუძლია მუშაობა, შენ კი...

- მე კი ვკვდები! – ფეხზე წამომდგარი ვაწყვეტინებ. გაღიზიანებული ვარ და მხარში მუშტს ვაზელ, არც
ვებოდიშები. – ეს მე ვკვდები და სიცოცხლის გადაცვლა არ გამოვა. დიდი არარაობა არ ხარ, მაგრამ
დაუკრეფავში გადაუსვლელად ვერ ძლებ.

ტაგო უხმოდ დგას, კისერს იზელს და ის ისევ ეჭიმება.

– რუფ, მომენატრება, ასე რომ გვაკეტინებდი ხოლმე. მალკოლმის ჩაძაღლებაზე აწი ვინღა ამაღებინებს ხელს,
ჩვენს წილ საჭმელს ერთი ამოსუნთქვით რომ გაფქვავს. მზად ვიყავი, შენი წყეული ფინჯნისთვის სიბერემდე
მეყურებინა. – ტაგო სათვალეს იხსნის, ხელით ცრემლებს იწმენდს და შემდეგ მუშტს კრავს. ჭერში ისე
იხედება, ვითომ იქიდან სამგლოვიარო პინიატა ჩამოვარდება. – შენ ხანგრძლივი სიცოცხლით უნდა
დამტკბარიყავი.

არავინ არაფერს ამბობს, მხოლოდ ტირილს უმატებენ. ჯერ კიდევ ცოცხალს დამტირიან და უსიამოვნო
ჟრუანტელი მივლის. მინდა ყველა დავამშვიდო, მაგრამ გაშეშებული ვდგავარ და ვერ ვიძვრი. ჩემი ოჯახის
33
დაღუპვაში კარგა ხანს თავს ვიდანაშაულებდი, მაგრამ ახლა ამ მგზავრის უცნაურ დანაშაულის გრძნობას
ვერაფერს ვუხერხებ, როცა იცი, რომ შენი გუნდი უნდა დატოვო.

ახლა ეიმი გამოდის სცენაზე და ყველამ ვიცით, რომ საქმე უკიდურესად სერიოზულადაა.

– თუ ვიტყვი, გაცხადებული კოშმარია-მეთქი, ალბათ არ გაგიკვირდებათ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ


ზედმეტად ადრამატულებდნენ, როცა იძახდნენ, ნამდვილი კოშმარიაო. იმას ვამბობ, რომ ასეთ რამეს ხომ
მაშინ გრძნობ, როცა ნამდვილი ტრაგედია ხდება? არ ვიცი, როგორ მინდოდა მათ ეგრძნოთ, მაგრამ ახლა
ვხვდები, რომ მიზანში მოარტყეს. მოკლედ, კიდევ ერთი კლიშე. მინდა, რომ გავიღვიძო, და თუ ვერ
გავიღვიძებ, მაშინ უმჯობესია, სამუდამო ძილს მივეცე, სადაც ლამაზი სიზმრები შენზე მოგონებებით იქნება
სავსე, აი, თუნდაც იმ მოგონებით, ნამდვილი გრძნობით რომ შემომხედე და არა ისე, როგორც სხვები
მაშტერდებიან ნაიარევზე.

ეიმი გულზე იდებს ხელს და სიტყვები ახრჩობს:

– ძალიან მტკივნეულია, რუფუს, იმაზე ფიქრი, რომ აღარსად იქნები, როცა შენთან დარეკვა, ჩახუტება, ანდა...
– მე აღარ მიყურებს; ჩემ უკან რაღაცას თვალს უჭუტავს და ხელს ჩამოუშვებს. – პოლიციას ვინ დაურეკა?

ლამის ტყავიდან ამოვხტე, დუპლექსის წინ წითელ და ლურჯ ნათებას ვხედავ. წამიერი და თან აუტანლად
ხანგრძლივი პანიკა მიპყრობს. მხოლოდ ერთი არსება დგას წარბშეუხრელად და მშვიდად. ეიმი და მისი
თვალები ჩემს მზერას უკან, პეკისკენ მიჰყვება.

- ოღონდ შენ არა, - ამბობს ეიმი და მისკენ მიდის. მობილურს ხელიდან გლეჯს.

- თავს დამესხა! – გაჰყვირის პეკი. – არ მანაღვლებს, რომ ცალი ფეხი იქით აქვს.

- ვადაგასული ხორცი კი არ არის, ჩვეულებრივი ადამიანია! – სახეში შეღრიალებს ეიმი.

შარში ვარ. არ ვიცი, პეკმა ეს როგორ მოახერხა, რადგან აქ ყოფნისას არსად დაურეკავს, მაგრამ საკუთარ
პანაშვიდზე ძაღლები დამაყენა. როგორ მინდა ამ ღორისშვილს რამდენიმე წუთში სიკვდილის უწყებამ
დაურეკოს.

- უკანა კარით გადი, - იძახის ტაგო და კანკალებს.

- თქვენც უნდა გამომყვეთ, ბიჭებო, იქ იყავით.

34
- ჩვენ როგორმე შევაყოვნებთ, - მეუბნება მალკოლმი. – შევიყოლიებთ.

კარზე კაკუნია.

ჯენ ლორი სამზარეულოსკენ მანიშნებს.

– მიდი.

ჩაფხუტს დავავლებ ხელს და სამზარეულოში შევრბივარ, თან პლუტონები შემყავს. ერთხელ მამამ მითხრა,
დამშვიდობება „ყველაზე შესაძლებელი შეუძლებელიაო“. რადგან არასდროს გინდა ამის გაკეთება, მაგრამ
სულელი უნდა იყო, რომ შესაძლებლობაზე უარი თქვა. თავს გაძარცვულად ვგრძნობ, რადგან ჩემს პანაშვიდზე
არასასურველი მასტები იჩითებიან.

თავს ვარხევ და უკანა კარით ეზოში გავრბივარ, იქ, სადაც კოღოებისა და ხილს დასეული უთვალავი ქინქლას
გამო გასვლა გვეზარებოდა და ღობეზე ვხტები. ჩუმად მივძვრები და ვიჭყიტები, რომ დავინახო არის თუ არა
ველოსიპედის აწაპნის ვარიანტი. ძაღლების ავტომობილი გარეთაა გაჩერებული, თუმცა ორივე ოფიცერი,
წესით, შიგნით უნდა იყოს. თუკი პეკმა ჩამიშვა, გამორიცხული არ არის, უკანა ეზოშიც გამოვიდნენ. ველოს
ხელს ვკიდებ, ტროტუარისკენ ჩავრბივარ და დროის მოხელთებისთანავე ზედ ვხტები.

არ ვიცი, სად მივდივარ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ.

ჩემს პანაშვიდს ცოცხლად დავესწარი, მაგრამ მერჩივნა მკვდარი ვყოფილიყავი.

მატეო 02:52 სთ

მესამე ცდამაც არ გაამართლა. ვერ გეტყვით, ელი მართლა მგზავრია თუ არა, მაგრამ დავბლოკე, რადგან
„ტრაგიკულად დასრულებული პორნოგრაფიული ფილმების“ ლინკები ჩამიყარა. აპლიკაცია მაშინვე ჩავხურე.
უნდა ვაღიარო, რომ განვლილი ცხოვრების გამო ისე ძალიან აღარ მრცხვენია, რადგან თურმე ჩემზე
უარესებიც არსებობენ. ნორმალური საუბრის გაბმაც კი ჭირს, უკანასკნელ მეგობარს რომ საერთოდ შევეშვათ.

35
შეტყობინებები კვლავინდებურად მომდის, მაგრამ ყურს აღარ ვიბერტყავ, რადგან ექბოქს-ინფინიტის
სისასტიკით გამორჩეული ვიდეოთამაშის „ბნელი გაუჩინარების“ მეათე საფეხურზე ვარ და „ჩით კოდების“
მოძიებას ვცდილობ. ჩემი პერსონაჟი, მეჩვიდმეტე დონეზე მყოფი ცეცხლისთმიანი ჯადოქარი ქოუვი,
გაღატაკებულ სამეფოში წინ ვეღარ მიდის, თუკი პრინცესას დავალებას არ შეასრულებს. ჰოდა, მეც მივდივარ
(უფრო სწორად ქოუვი მიდის), გვერდს უქცევს ვაჭრებს, რომლებიც ბრინჯაოს ქინძისთავებისა და ჟანგიანი
თმის სამაგრების ყიდვას მაძალებენ და პირდაპირ მეკობრეებისკენ ვიწევ. ეტყობა გონებით სხვაგან ვარ,
რადგან ნავსადგურისკენ მიმავალი ქოუვი ნაღმზე ადგამს ფეხს, მეც აჩრდილად გარდაქმნას ვეღარ ვასწრებ და
ვფეთქდები – ქოუვის მკლავი ქოხის ფანჯარაში შევარდება, თავი ცაში მიფრინავს, ფეხებისგან კი თითქმის
აღარაფერი რჩება.

ეკრანის ჩამოტვირთვას გულის ფანცქალით შევყურებ, მაგრამ აგერ უცებ ახალი ქოუვი ჩნდება, სრულიად
უვნებელი. რა ენაღვლება.

მე ვიკითხო, რომ ვეღარ გავცოცხლდები.

აქ ყოფნით დროს უაზროდ ვფლანგავ და...

ჩემს ოთახში ორი წიგნის კარადაა. ქვემოთა, ლურჯი, ჩემს საყვარელ წიგნებს იტევს, ის წიგნები ქვედა
კვარტალის მოზარდების კლინიკისთვის ყოველთვიური წიგნების დონაციისას გასაჩუქებლად ვერ გავიმეტე.
ზემოთა, თეთრი თარო იმ წიგნებითაა გამოტენილი, რომელთა წაკითხვას სულ ვაპირებდი.

წიგნებს ისე დავტაცე ხელი, გეგონება ერთიანად წავიკითხავ: მინდა გავიგო, ეს ბიჭი როგორ ერგება
ცხოვრებას, რომელიც მისი რიტუალური გაცოცხლების შემდეგ უმისოდ გრძელდება. ანდა რას გრძნობდა
პატარა გოგონა, როდესაც სკოლის ნიჭიერთა კონცერტზე იმიტომ ვერ გამოვიდა, რომ მის მშობლებს
სიკვდილის უწყებიდან დაურეკეს, თავად კი ოცნებობდა პიანინოზე დაეკრა. თუნდაც ხალხის იმედად
ცნობილი გმირი, რომელიც სიკვდილის უწყების მსგავსი წინასწარმეტყველისგან მიიღებს ცნობას, რომლითაც
იგებს, რომ საბოლოო ბრძოლამდე, სადაც მხოლოდ მისი წყალობით თუ შეძლებდნენ ბოროტთა მეფეზე
გამარჯვებას, ექვსი დღით ადრე მოკვდება. წიგნებს იატაკზე ვყრი და ფეხით ვთელავ, ზოგიერთ ჩემს რჩეულ
წიგნსაც კი ვაგდებ თაროებიდან, რადგან რჩეულსა და წიგნს შორის კავშირს აზრი არ აქვს, თუ ის რჩეული აღარ
იქნება.

ამჯერად დინამიკს მივადექი და ლამის კედლიდან გამოვგლიჯე, თუმცა ბოლო წამს გადავიფიქრე.
წიგნებისგან განსხვავებით, დინამიკებს ელექტროენერგია სჭირდებათ და ეს მათი დასასრული იქნება.
დინამიკები და პიანინო მაშინებს, იმ დროს მახსენებს, სკოლიდან შინ რომ ვბრუნდებოდი და ვცდილობდი,
ჩემს მუსიკასთან რაც შეიძლება დიდხანს განვმარტოებულიყავი, სანამ მამა ტექნიკის მაღაზიის ცვლიდან
დაბრუნდებოდა. ვმღეროდი კიდეც, მაგრამ ისე ხმამაღლა არა, მეზობლებს რომ გაეგონათ.

კედლიდან რუკას ჩამოვფხრეწ. ნიუ-იორკის გარეთ ცხვირი არასდროს გამიყვია, ამიერიდან კი ეგვიპტური
ტაძრებისა და პირამიდების, ანდა პუერტო-რიკოში მამას მშობლიური ქალაქისა და ტყეების
მოსანახულებლად თვითმფრინავში ვეღარ ავალ. რუკას ვაქუცმაცებ და ქვეყნები და ქალაქები ჩემს ფერხთით
ცვივა.
36
ოთახში საშინელი ქაოსია. ძალიან ჰგავს რიგითი ფენტეზი ბლოკბასტერს, სადაც გმირი ომით გაოხრებული
მშობლიური სოფლის ნანგრევებს შორის დგას, სოფლის, მის ძებნაში რომ დაბომბეს. მაგრამ ჩამოშლილი
შენობებისა და აგურების ნაცვლად, მიწაზე წიგნებია მიმოფანტული, ზოგან კი გროვებად ყრია. ყველას თავის
ადგილს ვეღარ მივუჩენ, მაგრამ ანბანის მიხედვით შემიძლია დავალაგო და რუკის დახეული ფრაგმენტები
წებოვანი ლენტით შევაერთო (გეფიცებით, ოთახის დალაგებას თავს არ ვარიდებ).

ვთიშავ ექსბოქსს, სადაც ქოუვი გაცოცხლებულია, კიდურები ადგილზე აქვს, თითქოს წუთის წინ არც
აფეთქებულა. ქოუვი დგას და მელოდება, კვერთხს უაზროდ იქნევს.

მოქმედების დროა. მობილურ ტელეფონს ისევ ვიღებ და უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციას ვხსნი. იმედი
მაქვს, ნაღმივით სახიფათო ადამიანებს ფეხს ავუქცევ.

რუფუსი 02:59 სთ

ნეტავ სიკვდილის უწყებას მანამ დაერეკა, სანამ ცხოვრებას მოვისპობდი.

სიკვდილის უწყებას წინა დღით რომ დაერეკა, იმ სიზმრიდან გამომაფხიზლებდნენ, სადაც პატარა ბავშვებთან
ტრიციკლით გასწრების შეჯიბრებაში ვმარცხდებოდი. ერთი კვირის წინ რომ შემხმიანებოდნენ, შუაღამით
ეიმის მონაწერებს არ წავიკითხავდი, ისევ იმედით ვიქნებოდი. ორი კვირის წინ რომ დაერეკათ, მალკოლმთან
და ტაგოსთან მარველისა და დისის გმირებზე კამათს გამაწყვეტინებდნენ (და ალბათ მაცნესაც
დავეკითხებოდი აზრს). ერთი თვის წინ რომ გავხსენებოდი, იმ მდუმარებას დაარღვევდნენ, რომელსაც ეიმის
წასვლის შემდეგ ვინარჩუნებდი, როცა არავის ხმის გაგონება აღარ მსურდა. ნურას უკაცრავად, სიკვდილის
უწყებიდან მაინცდამაინც ამაღამ დამირეკეს, როცა პეკს ვცემდი და რამაც ეიმი დუპლექსში ჩემდა ჭირად
მოიყვანა, რა დროსაც პეკმა საქმეში ძაღლები ჩარია და ჩემი პანაშვიდი შეამოკლა, რის გამოც ახლა ასი
პროცენტით მარტო ვარ.

არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა, უწყებიდან რომელიმე სხვა დღეს რომ დაერეკათ.

პოლიციის სიგნალები მესმის, პედლებს მთელი ძალით ვაწვები. იმედი მაქვს, გამოვძვრები.

კიდევ ორი წუთიც და, სულის მოსათქმელად „მაკდონალდსსა“ და ავტოგასამართს შორის ვჩერდები.
აქაურობა აბდღვრიალებულია, ალბათ აქ გაჩერება ცუდი აზრია, მაგრამ გამოსაჩენ ადგილას დგომა ზოგჯერ
დამალვის ყველაზე ეფექტური ხერხია. ესეც არ ვიცი, ჯეიმზ ბონდი არა ვარ და არც სახელმძღვანელო მაქვს,
თუ როგორ დავემალოთ ცუდ მასტებს.

ჯანდაბა, ახლა ცუდი მასტი მე გამოვდივარ.


37
მოძრაობის თავი აღარ მაქვს. გულს ბაგაბუგი გაუდის, ფეხებზე ცეცხლი მედება და სულს ძლივს ვითქვამ.

ავტოგასამართი სადგურის მოშორებით, ტროტუარზე ვჯდები. შარდის და იაფფასიანი ლუდის სუნი დგას.
კედელზე, საბურავების გასაბერ დანადგართან, ორი სილუეტის გრაფიტია. სილუეტები კაცების ტუალეტის
კარზე მიხატულ ნიშნებს ჰგვანან. ფორთოხლისფერი სპრეით ზედ უკანასკნელი მეგობრის აპი მიუწერიათ.

ისევ ვერ ვახერხებ ჩემებთან ჯეროვან გამოთხოვებას, უკანასკნელად ვერ ვეხვევი ვერც ჩემს ოჯახს და ვერც
პლუტონებს. ამას ხომ გამოთხოვებაც არ ჰქვია, მადლობაც კი ვერ გადავუხადე იმ ყველაფრისთვის, რაც
ჩემთვის გააკეთეს. დროდადრო მალკოლმი ერთგულებას მიმტკიცებდა, ტაგო თავისი დაბალბიუჯეტიანი
ფილმის სცენარს გვიკითხავდა, ყვითელი კლოუნი და საბედისწერო კარნავალი, გველის ტაქსი – თუმცა ექიმის
შემცვლელი ცუდი ფილმის კვალობაზეც ნამდვილი საშინელება იყო. ფრენსისი პერსონაჟებს ჰბაძავდა და
სიცილით ვიხეოდი, ვეხვეწებოდი გაჩერებულიყო, რადგან უკვე ნეკნები მტკიოდა. საღამოს ჯენ ლორიმ
პასეანსი მასწავლა - ცხოვრება გრძელდებოდა, თუმცა დრო საკუთარი თავისთვისაც უნდა გამომენახა.
არაჩვეულებრივი საუბარი მქონდა ფრენსისთან, მაშინ მხოლოდ ჩვენ ორს გვეღვიძა და მითხრა, რომ თუ ვინმე
მომწონდა, საქებარი სიტყვებით შემკობას, სჯობდა მასთან რამე თემაზე მესაუბრა, რადგან „ყველას შეიძლება
ჰქონდეს ლამაზი თვალები, თუმცა მხოლოდ რჩეულს შეუძლია მისწვდეს შენს გულს და მისი ყოველი სიტყვა
სიმღერად ჩაგესმას“. ეიმი ამ სიტყვების გაცხადებაა, ახლაც კი, როცა აღიარა, რომ აღარ ვუყვარდი და
ბორკილები ამხსნა.

პლუტონის მზის სისტემის ჯგუფური ჩახუტებისთვის ახლა ყველაფერს მივცემდი, მაგრამ უკან ვერ
დავბრუნდები. შეიძლება არც უნდა გამოვქცეულიყავი. ალბათ გაქცევაში დამდებდნენ ბრალს, მაგრამ განსჯის
თავი არა მაქვს. პლუტონები ამ უსიამოვნებას არ იმსახურებენ, სიტყვით გამოსვლისას ყველამ გულწრფელად
ილაპარაკა. ამ ბოლო დროს ცოტა ავიჭერი, მაგრამ ცუდი ტიპი არა ვარ. ნაძირალა რომ ვყოფილიყავი, ტაგო და
მალკოლმი არ დამიმეგობრდებოდნენ და არც ეიმის შევუყვარდებოდი.

ისინი ჩემთან არ არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყო.

მარტოობა მართლა არ მინდა.

ძალას ვიკრებ და გრაფიტიან კედლამდე მივდივარ, ზედ საღებავით დათხვრილი პოსტერიც მიუკრავთ -
შეიქმენი წამი თუ რაღაც მსგავსი. კედელზე უკანასკნელი მეგობრის სილუეტებს შევყურებ. ჩემები რომ
დაიღუპნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მარტოობაში მოვკვდებოდი.კაცმა არ იცის, მაგრამ რადგანაც
გავირიყე, არ ნიშნავს, რომ უკანასკნელი მეგობარი არ უნდა მყავდეს. ვიცი, რომ ჩემში, სადღაც კარგი რუფუსიც
ცხოვრობს, რუფუსი, რომელიც ოდესღაც ვიყავი და ეგებ უკანასკნელმა მეგობარმა იგი გარეთ გამოათრიოს.

აპლიკაციები საჩემო არაა, თუმცა არც სხვების ცემაა ჩემი, ჰოდა დღეს საკუთარი ტყავიდან ამოვხტი. „ეპ
სთორს“ ვხსნი და უკანასკნელი მეგობრის ჩამოტვირთვას ვაჭერ. ძალიან სწრაფად მოაქვს; სავარაუდოდ,
მეხსიერებას გადაავსებს, მაგრამ მკიდია.

38
მგზავრად ვრეგისტრირდები, პირადი მონაცემები შემყავს, ინსტაგრამიდან ძველ ფოტოს ვტვირთავ და ეგ
არის.

პირველივე წუთზე შვიდი შეტყობინების შემოყრა მარტოობის განცდას ვერ მიქარვებს – თანაც ერთი ტიპი
რაღაცას ბოდავს, შარვალში სიკვდილის წამალი მაქვსო და მეთქი, არა ძმაო, მაგას ისევ სიკვდილი მირჩევნია.

მატეო 03:14 სთ

ჩემს პროფილზე პარამეტრებს ვცვლი, რომ მხოლოდ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის
მომხმარებლებისადმი ვიყო ხელმისაწვდომი; უფროსი კაცები და ქალები ვეღარ შემაწუხებენ. კიდევ ერთ
ნაბიჯს ვდგამ წინ და ამჯერად მხოლოდ მგზავრებად დარეგისტრირებულნი მოახერხებენ ჩემთან
დაკავშირებას, ასე რომ, მოსაწევის გამსაღებლებთან და ავეჯის მუშტრებთან დროის კარგვა აღარ მომიწევს,
რაც ონლაინმყოფთა რიცხვებს ნიშანდობლივად ამცირებს. დარწმუნებული ვარ ასობით, შეიძლება ათასობით
ახალგაზრდამ მიიღო დღეს გამაფრთხილებელი ზარი, თუმცა მხოლოდ ოთხმოცდაცხრა დარეგისტრირდა
თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის კატეგორიაში. თვრამეტი წლის ზოი მწერს, მაგრამ უპასუხოდ ვტოვებ,
ხოლო როცა ჩვიდმეტი წლის რუფუსის პროფილს ვხედავ - ეს სახელი ყოველთვის მომწონდა - მის მონაცემებს
ვამოწმებ.

სახელი: რუფუს ემეტერიო

ასაკი: 17

სქესი: მამრობითი

სიმაღლე: 178 სმ

წარმომავლობა: კუბელი, ამერიკელი

ორიენტაცია: ბისექსუალი

39
საქმიანობა: პროფესიონალი უსაქმური ჰობი: ველოსიპედი. ფოტოგრაფია

რჩეული ფილმები/სერიალები/წიგნები: <გამოტოვება>

ვინ იყავით ცხოვრებაში: ისეთ რამეს გადავურჩი, საიდანაც წესით ცოცხალი ვერ უნდა გამოვმძვრალიყავი.

სურვილების სია: მინდა რამე ღირებული გავაკეთო.

საბოლოო ფიქრები: დროის ამბავია. შეცდომები დამიშვია, მაგრამ აქედან თავაწეული წავალ.

მე მეტი დრო და სიცოცხლე მინდა, ეს ვიღაც რუფუს ემეტერიო კი ბედს უკვე შეჰგუებია. შეიძლება სუიციდური
მიდრეკილება აქვს. სუიციდია თუ არა, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, თუმცა სიკვდილი გარდაუვალია. თუკი
ასეთი თავზეხელაღებულია, მაშინ მასთან ურთიერთობა არ მარგებს – ვინ იცის, შეიძლება სწორედ მისი
ბრალია ჩემი საათი რომ უკუღმა ტრიალებს. მეორე მხრივ, მისი ფოტოსურათი ჩემს ვარაუდებს თითქოს
ეწინააღმდეგება: მოღიმარი სახე და თავაზიანი მზერა აქვს. მივწერ და თუ გულმა კარგი მიგრძნო, ეგებ
სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდეს, ვისი გულწრფელობაც გამხსნის.

გავუბედავ. გამარჯობის მიწერისთვის არ დამიჭერენ.

მატეო ტ. (03:17 სთ): ვწუხვარ, რომ აღარ იქნები, რუფუს.

უცნობებთან ასეთი მიმართვა არ მჩვევია. ადრეც რამდენჯერმე მიფიქრია პროფილის გაკეთება და


მგზავრებში გარევა, მაგრამ არ მეგონა, რომ მათ რამით დავეხმარებოდი. ამჯერად კი თავად ვარ მგზავრი და
ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია სხვებთან საერთო ენის გამონახვა.

რუფუს ე. (03:19 სთ): მატეოს გაუმარჯოს. მაგარი ქუდია.

მომწერა და თან პროფილის სურათზე ლუიჯის ქუდიც შემიქო. უკვე სწორედ იმ ადამიანად წარმოვუდგენივარ,
ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი.

მატეო ტ. (03:19 სთ): მადლობა. ვფიქრობ, ქუდი სახლში დავტოვო. ზედმეტი ყურადღება არ მჭირდება.

რუფუს ე. (03:19 სთ): კარგი აზრია. ლუიჯის ქუდი ბეისბოლის კეპების კატეგორიაში არ გადის, ხო?

40
მატეო ტ. (03:19 სთ): ეგრეა.

რუფუს ე. (03:20 სთ): მოიცა. სახლიდან ჯერ კიდევ არ გამოსულხარ?

მატეო ტ. (03:20 სთ): ჯერ არა.

რუფუს ე. (03:20 სთ): რამდენი წუთის წინ დაგირეკეს?

მატეო ტ. (03:20 სთ): თორმეტს რომ გადაცდა, უწყებიდან მაშინ დამირეკეს.

რუფუს ე. (03:20 სთ): ამდენ ხანს რას აკეთებდი?

მატეო ტ. (03:20 სთ): სახლს ვალაგებდი და ვიდეოთამაშებს ვუჯექი.

რუფუს ე. (03:20 სთ): რომელ თამაშებს?

რუფუს ე. (03:21 სთ): მოიცა, დაიკიდე, რა აზრი აქვს. არაფერს აპირებ? ელოდები რამეს?

მატეო ტ. (03:21 სთ): პოტენციურ უკანასკნელ მეგობრებს ვწერდი და... მოკლედ ზრდილობიანად რომ ვთქვა,
აღფრთოვანებული ვერ დავრჩი.

რუფუს ე. (03:21 სთ): ჯერ გარეთ არ გასულხარ და უკანასკნელი მეგობარი რაში გჭირდება?

მატეო ტ. (03:22 სთ): და შენ რაში გჭირდება უკანასკნელი მეგობარი, როცა მეგობრები გყავს?

რუფუს ე. (03:22 სთ): პირველმა გკითხე.

მატეო ტ. (03:22 სთ): სამართლიანი შენიშვნაა. ჩემი აზრით, გიჟი თუ გავა სახლიდან, როცა იცის, რომ რაღაც ან
ვიღაც მოკლავს. ამას ემატება იმ უკანასკნელი მეგობრების არსებობა, რომლებიც ირწმუნებიან, სიკვდილის
წამალი შარვალში გვაქვსო.

რუფუს ე. (03:23 სთ): მაგ სირს მეც ვწერდი! ეგრევე მივარეპორტე და დავბლოკე. გარწმუნებ, იმ მასტს არ
ვგავარ, მაგრამ ასე ალბათ ვერ დაგაჯერებ. გინდა ვიდეოზარით ვილაპარაკოთ? მოწვევას გამოგიგზავნი.

41
ეკრანზე მობილურით მოლაპარაკე სილუეტის სიმბოლო ჩნდება. ლამის ცივად გავუთიშო, რადგან
მოვლენების ასე უცებ განვითარებას არ მოველოდი, მაგრამ სანამ ზარი გაწყდებოდეს, სანამ რუფუსი
გამექცეოდეს, ვასწრებ და ვპასუხობ. წამით ეკრანი შავდება, შემდეგ კი სრულიად უცნობი რუფუსი პროფილზე
ჩნდება. ოფლად იღვრება და ქვემოთ იხედება, მაგრამ თვალებით უმალვე მამჩნევს და ხილული ვხდები,
ცოტა დავფრთხი კიდეც, თითქოს ბავშვობის კოშმარში ნანახი საფრთხობელაა და ეკრანიდან ბნელ
მიწისქვეშეთში მიმათრევს. ჩემს ჰიპერაქტიურ წარმოსახვაში რუფუსი უკვე ნაჭუჭიდან მიწიერ სამყაროში ჩემს
გადათრევას ცდილობს, ჰოდა...

- გაუ, - ამბობს რუფუსი. – ვჩანვარ?

- კი, სალამი. მე მატეო ვარ.

- რას შვრები, მატეო?! ბოდიში, რომ ვიდეოზარით თავს გაბეზრებ, - მეუბნება რუფუსი. – ძნელია ვინმეს ენდო,
როცა თვალით ვერ ხედავ, ხო აზრზე ხარ?

- კი, არა უშავს, - ვპასუხობ. კაშკაშა სინათლე ურტყამს, თუმცა მის შავგვრემან სახეს მაინც ვარჩევ. ნეტავ ოფლი
რატომ სდის.

- გაინტერესებს, ნამდვილ მეგობრებს უკანასკნელი მეგობარი რატომ ვარჩიე?

- ჰო, - ვპასუხობ. – თუ ძალიან პირადული არ არის.

- არაფერი მსგავსი. არა მგონია, უკანასკნელ მეგობრებში რამე „ძალიან პირადული“ იყოს. ერთი სიტყვით:
მშობლებთან და დასთან ერთად ვიყავი, როცა ჩვენი მანქანა მდინარე ჰუდსონში გადავარდა და მათ
სიკვდილს შევესწარი. მსგავსი დანაშაულის გრძნობით ცხოვრებას ჩემს მეგობრებს არ ვუსურვებდი. ამისგან
უნდა დავიცალო და ვიცოდე, რომ წინააღმდეგი არ ხარ.

- მეგობრები რომ მიატოვე?

- არა, რომ შეიძლება ჩემს სიკვდილს შეესწრო.

დღეს უმძიმესი რეალობისთვის მომიწევს თვალის გასწორება: შეიძლება ვნახო, როგორ კვდება ან პირიქით,
ერთიც და მეორეც გულს მირევს. იმიტომ არა, რომ მასთან უკვე ღრმა კავშირს ვგრძნობ, უბრალოდ, ის აზრი,
რომ ვიღაცის სიკვდილს უნდა ვუყურო, ცუდად მხდის, მასევდიანებს და მაცოფებს – და სწორედ ამიტომ
მეკითხება. თუმცა არც კი შემომაპარა, პირდაპირ მაჯახა. – კარგი, ჰო. რა პრობლემაა.

42
- მართლა? პრობლემა ისაა, რომ სახლიდან არ გამოდიხარ. უკანასკნელი მეგობარიც რომ არა, მთელი
დარჩენილი დრო ბინაში გამოკეტვას არ ვაპირებდი – და არ მინდა შენც ასე დაგემართოს, პირიქით, მატეო,
ნაბიჯი უნდა გადმოდგა, - ამბობს რუფუსი. ცოტა მამშვიდებს ფიქრი, რომ ჩემს სახელს ისე არ იძახის, როგორც
უზნეო ფილი ჩემი წარმოსახვებიდან: უფრო იმ დირიჟორს ჰგავს, კონცერტის დაწყებამდე რომ მოკლე სიტყვას
ამბობს. – მერწმუნე, ვიცი, გარეთ რა სახიფათოცაა. ერთხანს თავადაც ვიფიქრე, ამად ღირდა თუ არა.

- და რა შეიცვალა? – არ მინდოდა გამოწვევასავით მიეღო, მაგრამ ასე გამოვიდა. ჩემი ბინის უსაფრთხოებას
ასე იოლად ვერ შეველევი.

– ოჯახი დაკარგე და მერე რა?

- სიცოცხლე აღარ მინდოდა, - ამბობს რუფუსი და განზე იყურება. – მეც უბრძოლველად დავნებდებოდი,
მაგრამ მშობლებსა და ჩემს დას ეს არ გაახარებდათ. გიჟურად ჩახლართული ამბავია, მაგრამ
გადარჩენისთვის ბრძოლამ მაჩვენა, რომ ჯობს ცოცხალი იყო და სიკვდილს ნატრობდე, ვიდრე კვდებოდე და
სამუდამო სიცოცხლეზე ოცნებობდე. თუ მე გადავაბიჯე სირთულეებს და მიდგომა შევცვალე, შენც ასე უნდა
მოიქცე, სანამ გვიანი არ არის, ძმაო. არ დანებდე.

არ დანებდე. პროფილზეც ასე მიწერია. ჩემდამი სხვებზე მეტ ყურადღებას იჩენს და მეგობარზე მეტად
ზრუნავს.

- კარგი, - ვამბობ. – და როგორ მოვიქცეთ? ჯერ ხელი უნდა ჩამოვართვათ, თუ? – დიდი იმედი მაქვს, ჩემს
ნდობას უწინდელივით ბოროტად არ გამოიყენებენ.

- ხელს შეხვედრისას ჩამოვართმევთ, მაგრამ მანამდე გპირდები, რომ შენი ლუიჯისთვის მარიო ვიქნები, თუკი
მის ბრწყინვალებას არ დავჩრდილავ. სად შევხვდეთ? აფთიაქთან ვარ, სამხრეთ...

- ერთი პირობით, - ვეუბნები. თვალს ჭუტავს; ალბათ, ღელავს რამე ოინს ხომ არ ვუმზადებ. – მითხარი, ნაბიჯი
შენც უნდა გადმოდგაო, მაგრამ მოგიწევს სახლში მომაკითხო. ხაფანგი არაა, გეფიცები.

- მაგრამ ხაფანგს ჰგავს, - ამბობს რუფუსი. – სხვა მეგობრის მოძებნა მომიწევს.

- არა, მართლა გეუბნები! გეფიცები. – ლამის მობილური გამივარდეს, ყველაფერი გავაფუჭე. – არ გატყუებ, მე...

- გაგეღადავე, ძმაო, - ამბობს, - ჩემს მობილურის ნომერს მოგწერ და შენ მისამართი ჩამიგდე. მერე ერთად
მოვიფიქროთ რამე.

43
გულზე ისე ძალიან მომეშვა, როგორც მაშინ, სიკვდილის უწყების ანდრეამ რომ ტიმოთი დამიძახა, როცა
ვიფიქრე, გამიმართლა-მეთქი. იმ განსხვავებით, რომ ახლა თავს სრულიად მშვიდად ვგრძნობ. – არის, -
ვეუბნები.

ნახვამდის ან რამე მსგავსს არ მეუბნება, მხოლოდ ცოტა დიდხანს მიყურებს, თითქოს თვალით მზომავს, ან
ვინ იცის, მაინც ხაფანგი ჰგონია.

- შეხვედრამდე, მატეო. ეცადე ჩემს მოსვლამდე არ მოკვდე.

- ეცადე გზაში არ მოკვდე. – ვპასუხობ. – თავს გაუფრთხილდი, რუფუს.

რუფუსი თავს მიქნევს და ვიდეოზარს თიშავს. მობილურის ნომერს მიგზავნის და თავს ძლივს ვიკავებ,
დავურეკო და დავრწმუნდე, რომ თავად მიპასუხებს და არა ვინმე ავადმყოფი, რომელიც მას ახალგაზრდა და
უსუსური ბიჭების მისამართების შეგროვებაში უხდის. მაგრამ თუ რუფუსის გადამოწმებას დავიწყებ, შეიძლება
ჩვენი უკანასკნელი დამეგობრება ჩაიშალოს.

ცოტა მაწუხებს ის აზრი, რომ უკანასკნელი დღე იმ ადამიანთან უნდა გავატარო, რომელიც სიკვდილს შეეგუა
და რომელსაც ბევრი შეცდომა დაუშვია. მას საერთოდაც არ ვიცნობ და შეიძლება ხულიგანიც კი აღმოჩნდეს –
ბოლოს და ბოლოს სიცოცხლის ბოლო ღამეს გარეთ დაეხეტება, მაგრამ ჩვენს გაკეთებულ არჩევანს –
პირადულს თუ საერთოს - მნიშვნელობა არა აქვს. ორივეს ერთი დასასრული გვაქვს. რა აზრი აქვს, ქუჩაზე
რამდენად ფრთხილად გადავალთ, ან პარაშუტით გადმოხტომაზე უსაფრთხოების გამო უარს ვიტყვით თუ
არა, თუნდაც ჩვენი საყვარელი სუპერგმირებივით ფრენის შესაძლებლობას ხელიდან ვუშვებდეთ. რა აზრი
აქვს, ქუჩის ბიჭებით სავსე უბანში შეუმჩნევლად გავივლით თუ არა.

რა აზრი აქვს, როგორ ვიცხოვრებთ, ბოლოს ორივე ვკვდებით.

ნაწილი მეორე - უკანასკნელი მეგობარი

ნავსადგურში გემი უსაფრთხოდაა,

44
მაგრამ გემებს ამისთვის არ აგებენ.

ჯონ ა. შედი

ანდრეა დონაჰიუ 03:30 სთ

სიკვდილის უწყებას ანდრეა დონაჰიუსთვის არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება. ანდრეას სახელზე,
როგორც სიკვდილის უწყების წევრთან, ბოლო დღის საკმაოდ ბევრი ზარი მოდიოდა. ამ ღამით, თორმეტიდან
სამი საათის შუალედში, ანდრეამ სამოცდაშვიდ მგზავრთან დარეკა; ყველაზე ნაყოფიერი დღე არ ჰქონია,
მაგრამ ოთხმოცდათორმეტზარიანი რეკორდის შემდეგ კონტროლს დაუქვემდებარეს, რადგან სიჩქარეში
ამხილეს.

ასე ამტკიცებენ.

შენობიდან გამოსულ, ხელჯოხზე ჩამოყრდნობილ, კოჭლობით მიმავალ ანდრეას იმედი აქვს, რომ
ამღამინდელ ზარებს ადმინისტრაცია არ შეუმოწმებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, ამ პროფესიაში
იმედის ანაბარა ყოფნა სახიფათო რამაა. ანდრეამ გვარების თანამიმდევრობა იმ მიზნით აურია, რომ ერთი
მგზავრიდან მეორეზე სწრაფად გადასულიყო. ახლა სამსახურის დაკარგვა კატასტროფა იქნებოდა -
ავტოავარიის შემდეგ ფიზიოთერაპია დასჭირდა და ქალიშვილის სწავლის საფასურიც გაიზარდა. თუ არ
ჩავთვლით იმას, რომ სხვა სამსახურებში თავი ასე კარგად არ უგრძნია, რაც ერთი საჭირბოროტო
ცხოვრებისეული ხრიკის დამსახურებაა, რის გამოც მისი წინამორბედები ნაკლებად სტრესულ სამსახურებში
გადაიყვანეს.

წესი ნომერი ერთი: მგზავრები ადამიანებად აღარ ითვლებიან.

სულ ეს არის. ეს ერთადერთი წესი უნდა გაითავისო და დაწესებულების კონსულტანტებთან წარამარა


სირბილი აღარ მოგიწევს. ანდრეამ იცის, რომ მგზავრებს აღარაფერი ეშველებათ. ვერც ბალიშს აუფუებს, ვერც
ბოლო ულუფას მიაწვდის და ვერც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, ამიტომ მათზე ლოცვა-ვედრებით ენას არ
დაიღლის. მათ მდგომარეობაში არ წარმოიდგენს თავს და არ ატირდება. უბრალოდ, შეატყობინებს, რომ
მოკვდებიან და მორჩა. რაც უფრო მალე გაუთიშავს ყურმილს, მით მალე გადავა მომდევნო მგზავრზე.

45
ანდრეა საკუთარ თავს ყოველ ღამით უმეორებს, თუ რაოდენ გაუმართლათ მგზავრებს, რომ სწორედ ის არის
მათ სამსახურში. მგზავრებს მხოლოდ სიკვდილს არ აუწყებს, სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობასაც
აძლევს.

მაგრამ მათ მაგივრად ვერ იცხოვრებს, დანარჩენი უკვე მგზავრებზეა დამოკიდებული.

მოვალეობა უკვე შეასრულა და თანაც ბეჯითად.

რუფუსი 03:31 სთ

ველოზე ვზივარ და იმ ბიჭის, მატეოს, სახლისკენ მივდივარ. იმედია სერიული მკვლელი არაა, თორემ
დამერხ... აჰ, არა, წყნარი ტიპი ჩანდა. აშკარად დიდ დროს ატარებს საკუთარ თავთან და ალბათ, თავისდა
სასიკეთოდ უკიდურესად ანტისოციალურია. უბრალოდ, დაუკვირდით: მთხოვა, სახლში მომაკითხეო,
გეგონება მაღალ კოშკში გამოკეტილი პრინცი მყავდეს, რომელიც შველას ითხოვს. ვფიქრობ, უხერხულობა
რომ გაუვლის, კრიმინალურ საქმიანობაში პარტნიორობისთვის გამოდგება, თუ არადა ჩვენი გზები გაიყოფა.
ერთი ის ტეხავს, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, მაგრამ რაც იქნება, იქნება. სხვა თუ არაფერი, უკანასკნელი
მეგობარი ჩემს მეგობრებს აფიქრებინებს, რომ ქალაქში ტყუილად არ დავძრწივარ და რაც მთავარია, ამით
თავს ცოტათი უკეთ ვგრძნობ.

მალკოლმ ენტონი 03:34 სთ

სიკვდილის უწყებას მალკოლმ ენტონისთვის არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება, თუმცა მისი
მომავალი საფრთხეშია. მალკოლმმა და მისმა საუკეთესო მეგობარმა ტაგომ რუფუსის ადგილსამყოფელი
პოლიციას არ შეატყობინეს. მალკოლმი პოლიციას არწმუნებდა, რომ რუფუსი მგზავრი იყო და მის დევნას
აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ოფიცერი რუფუსის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა, განსაკუთრებით მისი
აგრესიული ქმედების შემდგომ. ჰოდა მალკოლმს გენიალური, მაგრამ დამღუპველი იდეა გაუჩნდა: პოლიციას
თავს დავაჭერინებო.

მალკოლმი ძაღლების ოფიცერს წაეჭიმა და წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მისი გეგმის ყველაზე დიდი მინუსი
ტაგოს საქმეში ჩაუხედაობა იყო; ტაგო, თავის მხრივ, კამათში მალკოლმზე უარესი აგრესიის გამოვლენით
ჩაერთო.

46
ორივეს, მალკოლმსა და ტაგოს, პოლიციის განყოფილებაში მიაცუნცულებენ.

- რა უაზრობაა, - ამბობს ძაღლების ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდარი ტაგო. პირს აღარ აწკლაპუნებს
და აღარც იმას გაჰყვირის, რომ არაფერი დაუშავებია, არადა, მალკოლმისა და ეიმის გაფრთხილების
მიუხედავად, წამოაყრანტალა: – რუფუსს ვერ მიაგნებენ. ყველას უკან ჩამოიტოვებს თავისი...

- მოკეტე! – ამჯერად მალკოლმს ტაგოს სასჯელის დამძიმება აღარ აფიქრებს. იცის, რომ რუფუსმა თავს
უშველა. ძაღლებს სახლიდან რომ გამოჰყავდათ, ველო ეზოში აღარ ეგდო. იცის, რომ ველოზე მომჯდარი
რუფუსი პოლიციას დაუსხლტება, თუმცა არ უნდა, რომ ველოსიპედიან ბავშვებზე ეჭიროთ თვალი და მიაგნონ.
თუ მისი მოხელთება სურთ, კეთილი ინებონ და ხელი გაანძრიონ.

მალკოლმი მეგობარს ერთ დღეს ვერა, მაგრამ შეძლებისდაგვარად დიდ დროს მოუგებს.

იმ შემთხვევაში, თუ რუფუსი ცოცხალია.

მალკოლმი რუფუსზე გათვლილ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს და იცის, რომ უდანაშაულო არც თავადაა,
რაც საღ აზრთან ახლოსაა. პლუტონები ამ ღამით ადრიანად გამოიპარნენ, რომ პეკისთვის ჭკუა
ესწავლებინათ, თუმცა რუფუსი მარტოც მშვენივრად გაუმკლავდა მას. მალკოლმს მანამდე არასდროს
უჩხუბია, თუმცა ბევრმა უკვე ჩხუბისთავის იარლიყი მიაკერა, რადგან ექვსი ფუტი სიმაღლის ზანგია და
ოთხმოცდაათ კილოს იწონის. მკლავჭიდელის აღნაგობა კრიმინალად არ აქცევს. ამჯერად კი მალკოლმსა და
ტაგოს მცირეწლოვანი დამნაშავეების სტატუსს მიაკერებენ.

თუმცა მათ ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვთ.

მალკოლმი ფანჯარას მისჩერებია და ძალიან უნდა კუთხიდან გამოვარდნილ ველოზე შემომხტარ რუფუსს
მოჰკრას თვალი. ბოლოს კი გული უჩუყდება, გულამომჯდარი, ხმამაღლა სლუკუნებს. იმიტომ კი არ ტირის,
რომ დღეიდან კრიმინალური წარსული ექნება, ანდა პოლიციის განყოფილებაში წასვლა აშინებს, არც იმიტომ,
რომ რუფუსი მოკვდება. ამ ღამით მისი ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ საუკეთესო
მეგობარს უკანასკნელად ვერ გადაეხვია.

მატეო 03:42 სთ

47
კარზე კაკუნია და ბოლთის ცემას ვწყვეტ.

ნერვიულობა მიპყრობს: ვაითუ რუფუსი არ არის, არადა ამ დროს ჩემს კართან, წესით, ვინ უნდა იდგეს?
რუფუსია და თან ქურდი ძმაკაცები მოიყვანა? იქნებ სულაც მამაჩემია, კომიდან გამოვიდა, არ გამაგებინა და
სიურპრიზს მიწყობს – ბოლო დღის სასწაულის მსგავსი, რომელზედაც ფილმს გადაიღებენ.

კარისკენ ფეხაკრეფით მივიპარები, ჭუჭრუტანაში ვიხედები და რუფუსს ვხედავ, ისიც ჭუჭრუტანაში იჭყიტება,
თუმცა ვიცი, რომ ვერ მხედავს.

- რუფუსი ვარ, - იძახის გარედან.

ჯაჭვს ხელით ვხსნი და კარს ვაღებ იმ იმედით, რომ მარტოა. ჩემ წინ ნამდვილი, სამგანზომილებიანი რუფუსი
დგას, ვიდეოთვალში რომ ვხედავდი, ის კი არა, მუქი რუხი ჟაკეტითა და ადიდასის სპორტულ შარვალზე
ამოცმული ლურჯი კალათბურთის შორტით. თავის აქნევით მესალმება. არც იღიმის, არც არაფერი, თუმცა
მეგობრული იერი აქვს. წინ ვიხრები, გული მიბაგუნებს, დერეფანში ვიჭყიტები და ვამოწმებ, ვაითუ კედელს
ვიღაც ეფარება, მეცეს და ისიც წამართვას, რაც მაბადია. მაგრამ დერეფანი ცარიელია და ამჯერად რუფუსიც
იღიმის.

- შენს ზონაში ვარ, ძმაო, - ამბობს ის, - თუ ვინმეს ეჭვები უნდა აღეძრას, ეს მე ვარ. გიჯობს ბავშვურ სპექტაკლს
არ დგამდე.

- სპექტაკლი არაფერ შუაშია, - ვუხსნი. – მაპატიე, უბრალოდ... ნერვები აღარ მყოფნის.

- ახლა ერთ ნავში ვსხედვართ. – ხელს მიწვდის და მეც ვართმევ. ოფლიანი ხელისგული აქვს. – გაემზადე უკვე?
ცოტა უხერხული შეკითხვა კია.

- გავემზადესავით, - ვპასუხობ. კარზე მომადგა, რომ ჩემ გვერდით იყოს და ამ თავშესაფრიდან


გამომაძვრინოს, რომ იქამდე ვიცოცხლოთ, სადამდეც გავქაჩავთ. – ცოტა მადროვე, ერთ-ორ ნივთს ავიღებ.

შიგნით არ ვეპატიჟები და არც თავად გამოთქვამს სურვილს. კარი ღიად უჭირავს და მელოდება, როდის
ავიღებ ჩემი მეზობლებისთვის გადასაცემ წერილებსა და გასაღებს. სინათლეს ვაქრობ, რუფუსის გვერდის
ავლით გარეთ გავდივარ და ისიც კარს ხურავს. ვრაზავ, რუფუსი ლიფტისკენ მიდის, მე კი საპირისპირო მხარეს.

- სად მიდიხარ?

48
- არ მინდა მეზობლები აფორიაქდნენ, როცა კარს არავინ გაუღებთ. – ერთ ბარათს ელიოტის კართან ვდებ. –
ელიოტი საჭმელს მიმზადებდა ხოლმე, რადგან მარტო ვაფლებს ვჭამდი. – რუფუსისკენ მივდივარ და მეორე
ბარათს შონის კართან ვდებ. – შონს გაფუჭებული გაზქურა უნდა შეეკეთებინა, მაგრამ აღარ მოუწევს. - კარგს
შვრები, - მეუბნება. – მე მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე.

ლიფტთან მივედი და რუფუსს გავხედე, უცნობს, უკან რომ მომყვებოდა. ბოლომდე მშვიდად არ ვარ, მაგრამ
ხიფათსაც არ ვგრძნობ. ისე მელაპარაკება, თითქოს კარგა ხნის მეგობრები ვართ, თუმცა ეჭვები მაწუხებს, რაც
ნორმალურია, რადგან მასზე მხოლოდ ის ვიცი, რომ რუფუსი ჰქვია, ველოს გიჟია, ტრაგედიას გადაურჩა და
უნდა, რომ მარიო იყოს. ჰო, და რომ დღეს კვდება.

- მოიცა, რას აკეთებ, ლიფტში არ შევალთ, - ამბობს რუფუსი, - ბოლო დღეს ორი მგზავრისთვის ლიფტის
ერთდროულად გამოყენება ან თავის მოკვლის მცდელობაა, ანდა ძალიან მწარე ხუმრობა.

- შენც მართალი ხარ, - ვეთანხმები. ლიფტი რისკებს შეიცავს. საუკეთესო შემთხვევაში გაჭედვა გვემუქრება.
უარესში კი, თავადაც მიხვდებით. კიდევ კარგი, გვერდით რუფუსი მყავს და რისკებს ჩემ მაგივრადაც
ითვალისწინებს; როგორც ჩანს, უკანასკნელ მეგობრებს ასეთ დროს ალღო უძლიერდებათ. – კიბით
ვისარგებლოთ. - ისე ვამბობ, თითქოს, დერეფნის ფანჯრიდან გადმოკიდებული ბაწრისა და თვითმფრინავის
საავარიო გასასვლელის არ იყოს, სხვა გამოსავალიც გვქონდეს. ოთხ სართულს სახელურს ჩაბღაუჭებული, იმ
ახალფეხადგმული ბავშვივით ჩავდივარ, რომლის მშობლები ოდნავ წინ მიდიან – განსხვავება ის არის, რომ
თუ ფეხი დამიცდა, ვერავინ დამიჭერს, ანდა შეიძლება რუფუსს შევასკდე და ორივე ნარშავის გორგალივით
დავგორდეთ.

ქვემოთ მშვიდობით ჩავაღწიეთ. ხელი სადარბაზოს კარს წავატანე და უკანვე ცივად გამოვწიე. არ შემიძლია.
მზად ვარ, კიბე უკან ავირბინო, როდესაც რუფუსი წინ მიდის, კარს აღებს და გვიანი ზაფხულის ნოტიო ჰაერი
შვებასავით მელამუნება. ეგ კი არა, იმედიც მიჩნდება, რომ მხოლოდ მე – ბოდიში, რუფუს, - სიკვდილს
დავამარცხებ. სასიამოვნო მოწყვეტაა რეალობიდან.

- მიდი, - მეუბნება რუფუსი. მაიძულებს გავიდე, მაგრამ მოვლენების დინამიკაში ახლა ეს სწორი საქციელია.

სადარბაზოდან გავდივარ, მაგრამ ვჩერდები. ბოლოს გარეთ გუშინ საღამოს ვიყავი, როცა მშვიდ სამუშაო
დღეს მამა მოვინახულე და სახლში დავბრუნდი. მაგრამ ახლა გარეთ გასვლა უცნაურ შეგრძნებებს მიჩენს. იმ
შენობებს ვუყურებ, რომელთა შორისაც გავიზარდე, მაგრამ მათთვის ჯეროვანი ყურადღება არასდროს
მიმიქცევია. ახალი მეზობლების ბინაში სინათლე ანთია. ერთ-ერთი წყვილის ვიშვიშიც კი მესმის; „კომედი
სფეშელის“ მაყურებლები ხმამაღლა იცინიან; ვიღაც ფანჯარაში ხარხარებს, ეტყობა იმავე კომედიშოუს
უყურებს, ან შეყვარებულმა გაამხიარულა, ანდა სულაც ამ უდროო დროს ვიღაცას არ დაეზარა და სასაცილო
შეტყობინება მისწერა.

ამ ტრანსიდან რუფუსის ტაშს გამოვყავარ.

– ათი ქულა აიღე, - მოაჯირთან მიდის და იქ დაბმული ფოლადის რუხი ველოს ბოქლომს აღებს.
49
- სად მივდივართ? – ვეკითხები, კარს სანტიმეტრებით ვცილდები. – საბრძოლო გეგმა გვჭირდება.

- საბრძოლო გეგმა ტყვიებსა და ბომბებს მოიცავს, – ამბობს რუფუსი, – მოდი, სათამაშო გეგმა დავარქვათ, –
ველოს ქუჩის კუთხისკენ მიაგორებს, – სურვილების სია უაზრობაა. ყველაფერს მაინც ვერ აისრულებ. დინებას
უნდა მიჰყვე.

- რა გამოცდილი მომაკვდავივით ლაპარაკობ.

მაგარი დავაბრეხვე. ამას მანამდე ვხვდები, სანამ რუფუსი თავს უკმაყოფილოდ გააქნევს.

- ჰო, რა ვიცი, - ამბობს.

- მაპატიე. უბრალოდ... - პანიკური შეტევა მეწყება; მკერდი მეჭიმება, სახე მიხურს და კანი და კეფა მექავება. –
თავს ვერ მოვიტყუებ, რომ დღეს სურვილების სია რამეში დამჭირდება. – კეფას ვიფხან და ღრმად ვსუნთქავ. –
არ გამოვა. დათვურ სამსახურს გაგვიწევს. ერთად მოქმედება ცუდი აზრია, რადგან სიკვდილის ალბათობას
გვიორმაგებს. ჩათვალე, ცხელ ზონაში მოხვედრილი მგზავრები ვართ. შეიძლება მეორე კვარტალამდე ფეხი
დამიცდეს და თავი სახანძრო სვეტს ვხიო... – ვჩუმდები, რადგან ჯერ დაკბილულ მესერზე სახით დაცემით,
შემდეგ კი კბილების ჩამტვრევით გამოწვეული ტკივილი ფანტომივით მესახება.

- შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ერთად ვიქნებით თუ არა, ჩვენი საქმე მაინც წასულია, - ამბობს რუფუსი. –
შიშების აყოლას აზრი აღარ აქვს.

- მასე ადვილი რომ იყოს. ჩვენ ხომ ბუნებრივი გზით არ ვკვდებით. როგორ უნდა იცხოვრო, როცა წინასწარ იცი,
რომ ზებრაზე გადასვლისას სატვირთო გაგსრესს?

- რა ვიცი, ორივე მხარეს გაიხედავ, როგორც ბავშვობაში გვასწავლეს.

- ვინმემ იარაღი რომ დააძროს?

- სახიფათო უბნებს გავერიდებით.

- მატარებელმა რომ გადაგვიაროს?

- თუ სიცოცხლის ბოლო დღეს ლიანდაგებში ჩავდგებით, მაშინ ახია ჩვენზე.


50
- და, რა იცი...

- თავს ტყუილად იტკივებ! – რუფუსი თვალებს ხუჭავს და მუშტებით ისრესს. ჭკუიდან ვშლი. – ან მთელ დღეს
კინკლაობაში გავლევთ, ანდა ახლავე აქედან მოვუსვამთ და ცხოვრებას გავაგრძელებთ. ერთი დღე დაგრჩა,
იმასაც ნუ ჩაიშხამებ.

რუფუსი მართალია. ვიცი, რომ მართალია და შეკამათებას აზრი არ აქვს.

– დრო დამჭირდება, შენი დამოკიდებულება რომ გავითავისო. მხოლოდ ორი სახის არჩევანი, მოქმედება და
სიკვდილი, ანდა უმოქმედობა და სიკვდილი უშიშრად არ მაქცევს. – აღარ შეუხსნებია, რომ დროში ვიწვოდით.
– მამაჩემსა და საუკეთესო მეგობარს უნდა გამოვემშვიდობო. – 110-ე ქუჩას მეტროსადგურისკენ მივუყვები.

- თანახმა ვარ, - ამბობს რუფუსი. – სასწრაფო საქმე არაფერი მაქვს. პანაშვიდი მქონდა და მთლად გეგმის
მიხედვით არ წავიდა, თუმცა გამეორებას აღარ ვაპირებ.

მის შემყურეს არც გამკვირვებია, რომ ბოლო დღეს დაკრძალვა მოიწყო. დარწმუნებული ვარ, ორ კაცზე მეტი
დამტირებელი ეყოლებოდა.

- რა მოხდა? – ვეკითხები.

- უაზრობა. – არ დაუკონკრეტებია.

გზის ორივე მხარეს ვიხედები და ქუჩის გადაკვეთას ვაპირებ, როცა გზაზე მკვდარ ჩიტს ვამჩნევ, ღვინის
მაღაზიის ტენტის სინათლე პაწია ჩრდილს უგდებს. ჩიტი გაბრტყელებულია, მისი წაწყვეტილი თავი
რამდენიმე ინჩის მოშორებით გდია. ალბათ, მანქანამ გადაუარა, შემდეგ კი ველომ გაგლიჯა – იმედია
რუფუსმა არა. ეს ჩიტუნა არავის გაუფრთხილებია, რომ ამაღამ, გუშინ, ან გუშინწინ მოკვდებოდა. მინდა
დავიჯერო, მძღოლმა შეამჩნია, სანამ იმსხვერპლებდა და დაუსიგნალა, მაგრამ ვინ იცის, ეგებ გაფრთხილება
არც არაფერს ცვლის.

რუფუსმაც შეამჩნია.

– საწყალი.

- გზიდან უნდა მოვაშოროთ. – ირგვლივ რამეს ვეძებ, რითაც ჩიტს ავიღებ. ვიცი, რომ შიშველი ხელებით არ
უნდა შევეხო.
51
- რა თქვი?

- მკვდარია-შეეშვი-წამოდი გაგების ტიპი არ ვარ, - ვეუბნები.

- არც მე ვარ მკვდარია-შეეშვი-წამოდი გაგების ტიპი, - მეუბნება რუფუსი და ხმაში სიფიცხე ეპარება.

ისევ სიტყვებს უნდა დავუკვირდე.

– კიდევ ერთხელ მაპატიე. – ნადირობას ვწყვეტ. – ერთხელ, მესამე კლასში ვიყავი, წვიმიან დღეს ეზოში
ვთამაშობდი, როცა ბუდიდან ბარტყი ჩამოვარდა. ყოველი წამი დამამახსოვრდა: როგორ ისკუპა ბუდის
კიდიდან, ფრთები გაშალა და ჩამოვარდა. როგორ აცეცებდა თვალებს საშველად. დაცემისას ფეხები მოტყდა
და ვერ ინძრეოდა, წვიმა კი თავზე დასდიოდა.

- ცუდი ინსტინქტები ჰქონია, ხიდან თუ ეგრე გადმოხტა, - ამბობს რუფუსი.

ბარტყმა სახლის დატოვება მაინც სცადა.

– შევშინდი, მეგონა სიცივით მოკვდებოდა, ანდა გუბეში დაიხრჩობოდა, ამიტომ მასთან გავიქეცი, ჩავიმუხლე
და ზემოდან გადავეფარე. – ცივმა ქარმა ორივე დაგვჯაბნა და მომდევნო ორშაბათსა და სამშაბათს გაცივების
გამო გაკვეთილებიდან გავეთავისუფლე.

- მერე რა მოხდა?

- წარმოდგენა არ მაქვს, - ვაღიარებ, - მახსოვს, სიცხე მომცა და სკოლა გავაცდინე, მაგრამ უნდა გამეგო, ჩიორას
რა ბედი ეწია. მას შემდეგ ამაზე ფიქრი არ მშორდება, რადგან კიბე ვერ ვიპოვე, რომ უკან, ბუდეში
დამებრუნებინა. გული მეწვება, როცა მახსენდება, რომ იქ, წვიმაში მივატოვე. – ხშირად გამჩენია აზრი, რომ იმ
ბარტყის დახმარება ჩემი მხრიდან სიკეთის პირველი გამოვლინება იყო, რადგან მე სხვისი დახმარება
გაცნობიერებულად მინდოდა და არა იმიტომ, რომ ასე მამაჩემს ანდა ჩემს მასწავლებელს გაუხარდებოდა. –
მინდა ამ ჩიტს მაინც მოვექცე უკეთ.

რუფუსი მიყურებს, ღრმად სუნთქავს და ველოსიპედიანად მშორდება. მკერდი ისევ მეჭიმება და იოლი
შესაძლებელია, ჯანმრთელობის პრობლემები აღმომაჩნდეს და დღეს სწორედ ამან მომკლას, მაგრამ შვებას
ვგრძნობ, როცა რუფუსს ველო ტროტუარზე აჰყავს და იქვე აყენებს. – მაცადე, რამეს მოვძებნი ასაღებად, -
მეუბნება. – ხელს ნუ მოკიდებ.

ვამოწმებ, პარალელური კვარტალიდან მანქანები ხომ არ მოძრაობენ.

52
რუფუსი გადაგდებული გაზეთით ხელში ბრუნდება და მაძლევს.

– უკეთესი ვერაფერი ვნახე.

- მადლობა, - გაზეთის დახმარებით ჩიტის სხეული და მოწყვეტილი თავი ავიღე. მეტროსადგურის გადასწვრივ
საჯარო ბაღჩებში გადავირბინე და ბავშვების საქანელებისა და კალათბურთის მოედანს შორის დავდე.
რუფუსი ველოთი ფრთხილად მიახლოვდება.

- რას უპირებ?

- დავწვავ. – ბაღჩაში შევდივარ და ხის უკან ადგილს ვპოულობ, იმ ადგილის მოშორებით, სადაც მებაღეებს
უკვე დაურგავთ ხეხილის ნერგები, ყვავილები, რათა მსოფლიოს მეტი ფერადოვნება შესძინონ. ვიჩოქები და
გაზეთს მიწაზე ვდებ, შეშინებული. რუფუსი ჯერ ჩუმადაა, თუმცა ვგრძნობ, რომ დაზუსტება სჭირდება, - ასე
ვერ დავტოვებ, ურნაში მოისვრიან ან ისევ მანქანები გადაუვლიან.

ტრაგიკულად დაღუპული ჩიტის იდეა მიპყრობს - ბაღში განისვენებს, ისიც კი წარმომიდგენია, რომ ხე ადრე
პიროვნება იყო, მგზავრი, რომელსაც კრემაცია ჩაუტარეს და მისივე სურვილით ფერფლი ბიოდეგრადირებულ
ქოთანში მოათავსეს მცენარის კურკებთან ერთად, რათა ახალი სიცოცხლისთვის მიეცა დასაბამი.

- ხუთი დაიწყო, - რუფუსი მატყობინებს.

- უცებ მოვრჩები.

ვხვდები, რომ ჩიტის დამმარხავი ტიპაჟი არ არის. ბევრი ვერ გაიგებს და არ დაეთანხმება ამ
სენტიმენტალიზმს. მათთვის ჩიტი ხომ ადამიანურ ქმნილებასთან ახლოსაც ვერ მივა, რადგან ადამიანები
ყელში ჰალსტუხს წაიჭერენ და სამსახურში დადიან, უყვარდებათ, ქორწინდებიან, ბავშვებს აჩენენ და ზრდიან.
მაგრამ ჩიტებიც ასევე იქცევიან. შრომობენ – ჰალსტუხებს არ იკეთებენ, ვაჰ, გამომიჭირეთ – წყვილდებიან და
ბარტყებს დაფრთიანებამდე კვებავენ. შეიძლება რომელიმე მოშინაურდეს კიდეც და ბავშვებს სიხარული
მიანიჭოს; ისინი კი, თავის მხრივ, ცხოველებზე ზრუნვასა და მათ სიყვარულს ისწავლიან. დანარჩენი ჩიტები
მანამდე ცხოვრობენ, სანამ მათი დრო არ დადგება.

მატეოს სენტიმენტალიზმი ახასიათებს, რაც სხვებს აფიქრებინებს, რომ უცნაურია. ასეთ აზრებს, სხვებს რომ
თავი დავანებოთ, მამას და ლიდიასაც კი იშვიათად ვუზიარებ.

53
ორმოში ორი მუჭი ჩაეტევა და მეც ჩიტის ტანსა და თავს შიგ ვათავსებ, ამ დრო ზურგში შუქი ინთება. არა,
პირველად ჩემს წასაყვანად ჩამოსული უცხოპლანეტელი მეომრები არ გამხსნებია – კარგი, ჰო, ეგ გამახსენდა.
მივტრიალდი და რუფუსს კამერა ჩაურთავს.

- მაპატიე, - მეუბნება რუფუსი. – ჩიტის დაკრძალვას ყოველდღე ვერ ნახავს კაცი.

ჩიტს მიწა მივაყარე და ხელით მოვასწორე. მერე წამოვდექი.

– იმედი მაქვს ჩვენ მიმართაც გამოიჩენენ ასეთ სიკეთეს, როცა აღარ ვიქნებით.

რუფუსი 04:09 სთ

ვაჰ, მატეო ძაან კაი ვინმეა. ეჭვები აღარ მაქვს, ისეთიც არ ჩანს, უცებ რამე გამიჩალიჩოს. ერთი კია, პირდაპირ
შოკში ვარ, როგორი... სუფთა სული აქვს? ვერ ვიტყვი, რომ სულ ნაძირლების გარემოცვაში მიცხოვრია, მაგრამ
მოდი, ვაღიაროთ, არ არსებობს მალკოლმს და ტაგოს ჩიტი დაემარხათ. იმ ძაღლიშვილი პეკის მიბეგვაც
დასტურია, რომ არც ისე უცოდველი კრავები ვართ. ვისაც გინდა გაგიმაზავთ, მატეოს მუშტის შეკვრაც არ
ეცოდინება, ძალადობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რადგან ბავშვობაში ჩადენილ გაუგონარ სისულელეს
ასაკის გამო პატიობდნენ და ივიწყებდნენ.

პეკზე მასთან სიტყვას არ დავასველებ, დღესვე საფლავში წავიღებ.

- ჯერ ვისთან მივდივართ?

- მამაჩემთან. მეტროთი გავიდეთ, - მანიშნებს მატეო. – აქედან ორ გაჩერებაშია, მაგრამ ფეხით სიარულს
ჯობია.

არადა, ველოსიპედით ხუთი წუთის გზაა და სული მძლევს ვუთხრა, რომ იქ შევხვდები, მაგრამ ინტუიცია
მკარნახობს, ეს ლაწირაკი დატყდება და სადგურთან ტყუილად დამაყუდებს. ველო კიბეზე ჩამყავს, საჭითა და
სავარძლით მიჭირავს. კუთხეს გავცდი, მატეო კი ოდნავ უკან იხევს და შევამჩნიე, რომ ჯერ გაიხედ-გამოიხედა.
გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ ბრუკლინში ოლივიას რომ მოჩვენებებით სავსე სახლში გავყევი, –
უბრალოდ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. არ ვიცი, რის ნახვას ელოდა, თუმცა არც ჩაძიებას ვაპირებ.
54
- ხომ მშვიდობაა? – ვეკითხები. – პერიმეტრი სუფთაა.

მატეო უკნიდან მოიპარება. ტურნიკეტამდე მიმავალ ცარიელ კორიდორს მაინც ეჭვით გაჰყურებს.

– ნეტავ რამდენი მგზავრი დადის ახლა უცნობებთან, ალბათ ბევრი მოკვდა კიდეც. ავტოავარია, ხანძარი,
ტყვია, შეიძლება საკანალიზაციო ჭაშიც ჩავარდა ვინმე... – სიტყვა უწყდება. ტრაგიკული სურათის დახატვაში
აშკარად ვერავინ აჯობებს. – საყვარელ ადამიანებთან დასამშვიდობებლად მიდიოდნენ და... – მატეომ
ხელისგულები შემოჰკრა. – ფაფუ. რა უსამართლობაა... იმედია მარტონი არ იყვნენ.

მეტრობარათის ავტომატთან მივედით.

– ჰო, უსამართლობაა. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის გვერდით კვდები. სხვასთან ერთად ყოფნა
სიკვდილის უწყების განაჩენისგან ვერ დაგიცავს. – ალბათ უკანასკნელი მეგობრისთვის ამის თქმა უნდა
იკრძალებოდეს, არ ვცდები, თუმცა მაინც უსიამოვნო გრძნობა მეუფლება, როცა ჩემი სიტყვები მატეოს
ადუმებს.

მგზავრობას თავისი უპირატესობა ჰქონდა, მაგალითად, მეტროს ულიმიტო საშვი, უბრალოდ, მოლარესთან
ფორმა უნდა შეგევსო. თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვა „ულიმიტო“ სასაცილოდ ჟღერს, რადგან ბარათს ვადა
დღის ბოლოს ეწურება. რამდენიმე კვირის წინ პლუტონში აიტეხეს, ვკვდებითო, და კონი-აილენდზე უფასო
საგზურები მოინდომეს, ეგონათ უპრობლემოდ მოგვცემდნენ. ნურას უკაცრავად, დაგვაყუდეს და სიკვდილის
უწყების სერვერზე გადაგვამოწმეს, რამაც ექსპრესმატარებლის ლოდინზე უფრო დიდი დრო წაიღო, ამიტომ
იქაურობას გავეცალეთ. ულიმიტო მეტროს ბარათს ვყიდულობ, არა-მგზავრულს, ვითომ ხვალინდელი დღეც
გამაჩნია და მატეოც მბაძავს.

ბაქნისკენ მივემართებით. ვინ იცის, ჩვენი უკანასკნელი მოგზაურობაა.

მატეო ჯიხურისკენ მანიშნებს.

– რა დრო მოვიდა, რამდენიმე წელიწადში მეტროში ცოცხალი თანამშრომელი აღარც დასჭირდებათ, რადგან
მათ მანქანები – შეიძლება რობოტები – ჩაანაცვლებს. ამის წინაპირობაც ჩანს, თუკი გავითვალისწინებთ...

მოახლოებული მატარებლის გრუხუნი მატეოს ხმას თითქმის ახშობს, მაგრამ არა უშავს, ვხვდები, რასაც
ამბობს. აქ ყველაზე მეტად მაშინ გაგიმართლებს, თუ მატარებელს მიუსწრებ. შეგვიძლია მშვიდად
გამოვრიცხოთ ლიანდაგებში ჩავარდნისა და იქ ჩარჩენის ალბათობა, როცა ვირთხები გესევიან, მატარებელი
კი ზედ გივლის, განაწევრებს და გსრესს – ღმერთო, მგონი მატეოს აზრები გადამდებია.

55
სანამ კარი გაიღება, ვაგონში მოზეიმე კოლეჯის ბავშვებს ვხედავ, რომლებთანაც არავის დაურეკავს და არ
გაუფრთხილებიათ, რომ დღეს მოკვდებიან. როგორც ჩანს, საერთო საცხოვრებლის წვეულებები მოძველდა და
მეტროში გადმოვიდნენ, ჩვენ კი მათ უნდა შევუერთდეთ, ფუ ამის.

– შევედით, - ვეუბნები მატეოს კარის გაღებისას. – მალე. – ვჩქარობ, ველოც შემყავს, ვიღაცას ვთხოვ ცოტა
გაიწიოს და როცა უკან ვიხედები, რომ დავინახო ველოს უკანა საბურავი მატეოს შემოსვლაში ხომ არ უშლის
ხელს, ის იქ აღარ დგას.

მატეო ვაგონის გარეთ რჩება, თავს აქნევს და კარის დახურვამდე წამით ადრე წინა ვაგონში შერბის, იქ ერთი
მთვლემარე კაცი ზის და მოზეიმეთა რემიქსი გამაყრუებლად არ ისმის (კლასიკური ჰიმნია, თუმცა
დრომოჭმული).

არ ვიცი, მატეო რატომ დატყდა, მაგრამ ხასიათს მაინც არ გავიფუჭებ. უბრალოდ, საზეიმო ვაგონია – თოკით
დაშვება, ანდა პარაშუტით გადმოხტომა ხომ არ დამიძალებია. ხიფათებისგან თავისუფალი ტერიტორიაა.

- ეს ქალაქი ჩვენი აშენებულია, - ისმის ყვირილი და გოგონა, ხელში სტერეომოწყობილობით, სავარძელზე


საცეკვაოდ ადის. ვიღაც ჯიგარი ებღლარძუნება, მაგრამ გოგონას თვალები დახუჭული აქვს და აშკარად
გასულია. კუთხეში ერთ მასტს ჰუდი წამოუმხია, სახეზე ეტყობა, მაგარი გაწიხლულია; თუ არადა ვაგონში
მკვდარი მგზავრი გვყოლია.

სულ არ მეცინება.

ველოს ცარიელ სავარძელთან ვაყუდებ – მე ის ტიპი ვარ, რომლის ველო ყველას ფეხებში ედება, მაგრამ ასევე
მომაკვდავი ვარ, ჰოდა შემიბრალეთ – და ვიღაც მძინარე აყლაყუდას ფეხზე ვაბიჯებ, რომ მომდევნო ვაგონში
შევიჭყიტო. მატეო ჩემს ვაგონს ისეთი შეწუხებული სახით გამოჰყურებს, ბავშვს რომ დასჯი, გარეთ არ გაუშვებ
და ფანჯრიდან აყურებინებ, ეზოში მისი მეგობრები როგორ თამაშობენ. ხელით ვანიშნებ, რომ გადმოვიდეს,
მაგრამ თავს აქნევს და ძირს იყურება.

ვიღაც მხარზე მეხება. შევბრუნდი და შავკანიანი გოგონა შემრჩა, ორი ქილა ლუდი უჭირავს და ნუშის
თვალებით მიყურებს.

– გინდა?

- არა, მადლობა. – ახლა გაბრუების დრო არ იყო.

- მით უკეთესი, მეტი შემხვდება. მე ქელი ვარ.

56
კარგად ვერ გავიგე.

– ქეილი?

ჩემკენ იხრება, მკერდს მაჭერს და ყურთან ტუჩები მოაქვს.

– ქელი!

- სასიამოვნოა, ქელი, მე რუფუსი, - დრო ვიხელთე და რახან ასე ახლოს იყო, მეც ყურში ვეუბნები. – აქ რას...

- შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივარ, - ამბობს ქელი. – გინდა წამომყვე? რაღაცნაირად მესაყვარლები და კარგი
ტიპი ჩანხარ.

საჩემო გოგოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაგოს გემოვნებაშიც ზის. (მალკოლმისთვის სულერთია, მთავარია აქეთ
მოეწონოს ვინმეს), მაგრამ რადგანაც ბევრს ვერაფერს შევთავაზებ, იმის გარდა, რაზეც თვითონ მიმანიშნებს,
უარის თქმა მიწევს. კოლეჯის გოგოსთან სექსი ნაგიჟარი ხალხის სურვილების სიაშია – მოზარდები,
ცოლიანები, ბიჭები, გოგონები, ხვდებით, რასაც ვამბობ.

- არ შემიძლია, - ვეუბნები. მატეოს ვერ მივაგდებ, თან ფიქრებში სულ ეიმი მიტრიალებს. იაფფასიანი
გრძნობებით ჩანაცვლებას არ ვაპირებ.

- კი, როგორ არა!

- არა, მართლა არ შემიძლია და მაგრად მიტყდება, - ვეუბნები. – მეგობარს მამის სანახავად საავადმყოფოში
მივყვები.

- მაშინ, დაივიწყე. – ქელი ზურგს მაქცევს და უმალ სხვა ბიჭს უბამს ლაპარაკს, მით უკეთესი, რადგან ისიც
მიჰყვება და გაჩერებაზე ერთად ჩადიან. ვინ იცის, იქნებ ოჯახიც შექმნან და მერე შვილებს მოუყვნენ, როგორ
გაიცნეს ერთმანეთი მეტროს წვეულებაზე. თუმცა გაგიმაზავთ, სექსი ექნებათ და ბიჭი დილით ქეილის
დაუძახებს.

ვაგონის მოვლენებს ფოტოს ვუღებ: ვიღაც ბიჭი გოგონას ყურადღების მიპყრობას ცდილობს. მოცეკვავე ტყუპი.
დაჭყლეტილი ლუდის ქილები და წყლის ბოთლები. სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს.

მობილურს ჯიბეში ვიდებ, ველოს ხელს ვკიდებ და ვაგონების დამაკავშირებელ კარში გავდივარ, მის თავზე
გაფრთხილებაა, რომ გასასვლელი მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.
ბოლო დღეც რომ არ იყოს, მაინც ფეხებზე მკიდია ეს გაფრთხილებები. გვირაბში გრილა, მატარებლის
57
თვლები კი ლიანდაგებზე გამაყრუებლად ჭრიალებს. მომდევნო ვაგონში შევდივარ, მაგრამ მატეო ისევ დაბლა
იყურება.

გვერდით ვუჯდები და ერთი სული მაქვს ვუთხრა, რომ ახლახან ჩემზე უფროს გოგონას ცხოვრების ბოლო
დღეს სექსზე უარი იმიტომ ვტკიცე, რომ კარგი უკანასკნელი მეგობარი ვიყო, თუმცა არა, ახლა მისი
დამნაშავედ გამოყვანა არ ივარგებს.

– რაო, რას ამბობდი იმ რობოტებზე, ყველას საქმეს შეითავსებენო?

მატეოს თვალები წამით იატაკს შორდება და მიყურებს, ჰგონია, ვემასხრები, მაგრამ ხედავს, რომ სრული
სერიოზულობით ვეკითხები და სასწაულია, მაგრამ არ ვბრაზობ. მიღიმის და მაშინვე ირთვება:

– ცოტა ხანი დასჭირდება, რადგან ევოლუცია სწრაფად არ ხდება, თუმცა რობოტები უკვე ჩვენ გარშემო არიან.
ისედაც გეცოდინება, რომ მათ კერძების მომზადება და ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან თეფშების
გადმოლაგებაც კი შეუძლიათ. თუ გინდა შენეულ ხელის ჩამორთმევას ასწავლი. რომ დაფიქრდე, რა სიგიჟეა,
რუბიკის კუბის აწყობაც კი შეუძლიათ. ორიოდე თვის წინ კლიპი ვნახე, სადაც რობოტი ბრეიკდანსს ცეკვავდა.
არ გგონია, რომ ამით უბრალოდ ჩვენს ყურადღებას იქცევენ, სხვა რობოტებს კი, სადღაც მიწისქვეშა
განყოფილებებში წვრთნიან? რატომ უნდა უხადო ვიღაცას საათში ოცი დოლარი მითითებების გაცემაში, როცა
ეს ფუნქცია მობილურებსაც კი აქვთ და უკეთესს გეტყვი, როცა ამის გაკეთება შენ მაგივრად რობოტსაც
მშვენივრად შეუძლია? დარხეული გვაქვს. – მატეო ჩუმდება და ღიმილი უქრება.

- სულ წაგიხდება კაცს ხასიათი.

- ჰო, - მატეო მეთანხმება.

- სამაგიეროდ, იმაზე აღარ ინერვიულებ, რომ ბოსი შენს ადგილზე რობოტს აიყვანს სამსახურში. – ვეუბნები.

- ეგ თან ბნელი მხარეა, თან ნათელი, - ამბობს მატეო.

- ძმაო, დღევანდელი დღეც ზუსტად ეგეთია. საზეიმო ვაგონიდან რატომ დატყდი?

- იმ ვაგონში არაფერი გვესაქმებოდა, - იძახის მატეო – რას ვზეიმობთ, სიკვდილს? მამაჩემთან და საუკეთესო
მეგობართან გამოსამშვიდობებლად მიმავალი, გზად უცნობებთან ცეკვას არ ვაპირებ, თან როცა ვაცნობიერებ,
რომ შეიძლება მათთან ვერც მივაღწიო. იქ საჩემო არც ატმოსფეროა და არც ხალხი.

58
- ისინი ხომ უბრალოდ ერთობიან. – მატარებელი ჩერდება. არაფერს მპასუხობს. შეიძლება მატეოს
გაუბედაობამ სიცოცხლე გაგვიხანგრძლივოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, დასამახსოვრებელი ბოლო დღე
გამოგვივიდეს.

ეიმი დიუბუა 04:17 სთ

სიკვდილის უწყებას ეიმი დიუბუასთვის არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება, თუმცა რუფუსს კარგავს –
უკვე დაკარგა, შეყვარებულის გამო.

ეიმის სახლისკენ მიეჩქარება, უკან პეკი მისდევს.

– ურჩხული ხარ. რა არსება უნდა იყო, ვინმე მისსავე პანაშვიდზე დააჭერინო?

- სამმა ტიპმა მცემა!

- მალკოლმსა და ტაგოს თითი არ დაუკარებიათ! და შენ ციხეში უშვებ.

პეკი აპურჭყებს.

– ენას თუ ვერ აჩერებენ, რა ჩემი ბრალია.

- შემეშვი. ვიცი, რომ რუფუსი გულზე არასდროს გეხატებოდა და არც მას მოუცია საამისო მიზეზი, მაგრამ
ჩემთვის ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ყოველთვის მინდოდა ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო,
ამიერიდან კი აღარ იქნება. შენ გამო ისედაც ძლივს ვნახულობდი. თუ მას ვეღარ ვნახავ, მაშინ აღარც შენი
დანახვა მინდა.

- ანუ, მშორდები?

59
ეიმი ჩუმდება. არ უნდა პეკისკენ შებრუნდეს, რადგან ამ კითხვას ჯერ არ მოელოდა. შეცდომას ყველა უშვებს.
რუფუსის პეკზე თავდასხმა შეცდომა იყო. პეკს მეგობრებისთვის პოლიციის გამოძახება არ უნდა დაევალებინა,
მაგრამ მისი გამართლებაც შეიძლებოდა. ლეგალურად – არა. მორალურად – დიახ.

- მაინც ჩემზე წინ აყენებ, - ამბობს პეკი. – ეს მე გედექი გვერდში, როცა პრობლემები გქონდა და არა ის ტიპი,
კინაღამ რომ მომკლა. აბა, ცოტა დაფიქრდი.

ეიმი პეკს უყურებს. ბიჭი თეთრი თინეიჯერია ჩაჩაჩული ჯინსით, მორღვეული სვიტერითა და კეისრის
ვარცხნილობით, სახეზე სისხლი შეხმობია, ესეც იმის გამო, რომ მას ხვდება.

პეკი მიდის და ეიმი ვერაფერს ეუბნება.

ამ ნაცრისფერი ცხოვრების გადამკიდე, პეკთან ურთიერთობაში ვერ ჩამოყალიბებულა.

ის კი არა, საკუთარ თავთანაც ვერაფერი გაარკვია.

მატეო 04:26 სთ

ჩემი განავარდება კრახით სრულდება.

გარშემო ამდენ უცნობს ვერ ვეგუები. ძირითადად, უწყინარნი არიან, უბრალოდ, არ მინდა იმ ადამიანების
გვერდით ყოფნა, რომლებიც უგონოდ ილეშებიან და აზრადაც არ მოსდით, როგორ გაუმართლათ, რომ
ცოცხლები არიან. თუმცა რუფუსთან ვტყუი, რადგან გულის სიღრმეში ვიცი, იმ ვაგონში სწორედ საჩემო
სიტუაციაა. უბრალოდ, სხვებისთვის იმედის გაცრუებისა და თავის მოჭრის შიში ყოველთვის მჯაბნის.

გულწრფელად გაკვირვებული ვარ, რუფუსი რომ ველოსიპედს ჭიშკართან აბამს და საავადმყოფოში მომყვება.
რეგისტრატურასთან მივედით, რეგისტრატორი ჩაწითლებული თვალებით გვიღიმის, თუმცა დახმარებას არ
გვთავაზობს.

60
- გამარჯობა. მამაჩემის ნახვა მინდა. მატეო ტორესი, ინტენსიურ განყოფილებაში წევს. – პირადობას ვიღებ და
ჯარედს, როგორც მის გულზე შებნეულ ბეიჯზე იკითხება, მინის აზღუდის ქვეშ ვუცურებ.

- სამწუხაროდ, ნახვის საათები ცხრაზე დასრულდა.

- უცებ ავირბენ, გპირდებით. – დამშვიდობების გარეშე ვერ წავალ.

- ამაღამ არ გამოვა, ბიჭუნა, - მეუბნება ჯარედი, ღიმილი არ შორდება, თუმცა ცოტა მოთმინება ეკარგება. –
მნახველთა საათები ცხრიდან ცხრამდეა. რას იტყვი, იოლი დასამახსოვრებელია, არა?

- კარგი, - ვყაბულდები.

- ის კვდება, - რუფუსი აბრეხვებს.

- მამაშენი კვდება? – მეკითხება ჯარედი და დილის ოთხზე ცვლაში მომუშავის საზიზღარი ღიმილი უქრება.

- არა, - რუფუსი მხარზე მეხება და თითებს მიჭერს. – ეს კვდება. პატივი ეცი და აუშვი, რომ მამას უკანასკნელად
გამოემშვიდობოს.

ჯარედს არ ეტყობა, რომ მასთან ასე საუბარს შეჩვეული იყოს და ამის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ რუფუსი რომ
არა, კაცმა არ იცის, სად აღმოვჩნდებოდი. სინამდვილეში, მშვენივრად ვიცი: საავადმყოფოს გარეთ, ცხრა
საათის შესრულების მოლოდინში სადმე შევიყუჟებოდი. ღმერთო, ალბათ ისევ სახლში ვეგდებოდი,
ვიდეოთამაშებში შემძვრალი, ან საკუთარი თავის დარწმუნების მცდელობაში, რომ გარეთ უნდა გავსულიყავი.

- მამათქვენი კომაშია, - ამბობს ჯარედი და კომპიუტერიდან თავს წევს.

რუფუსს თვალები ისე უფართოვდება, გეგონება ცოტაც და ტვინი აუფეთქდებაო.

– კაი, რას იძახი?! შენ იცოდი?

- ვიცი. – მოკლედ რა, ეს ან ჯარედის პირველი სამუშაო კვირაა, ანდა ორმოცსაათიან ცვლაშია. – მაინც მინდა
დავემშვიდობო.

ჯარედი დაკითხვებისგან თავს იკავებს. მესმის მისი შეუვალობის, წესები წესებია, მაგრამ მიხარია, რომ
დასაბუთების მოთხოვნით დროს აღარ წელავს. ფოტოს გვიღებს, მნახველთა საშვს ბეჭდავს და გვაძლევს.

61
– ბოდიში ამ ყველაფრისთვის და იცი... – მისი თანაგრძნობა უფრო მეტად დასაფასებელია, ვიდრე ანდრეასი,
სიკვდილის უწყებიდან.

ლიფტისკენ მივემართებით.

- მისი სახიდან ღიმილის ჩამოგლეჯა არ გინდოდა? – მეკითხება რუფუსი.

- არა. – მატარებლის სადგურის დატოვების შემდეგ მე და რუფუსმა პირველად გავეცით ხმა ერთმანეთს.
მნახველის საშვს მაისურზე ვიწებებ და ხელს ვუსვამ, რომ კარგად მიეკრას. – გმადლობ, რომ შესვლაში
დამეხმარე. მგზავრის უპირატესობით ვერ ვისარგებლებდი.

- რაზეა ბაზარი. წარსულის მიმღეობებით საუბრის დრო არ გვაქვს. – მეუბნება რუფუსი.

ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ.

– მაპატიე, რომ მოზეიმე ვაგონში არ შემოგიერთდი.

- ბოდიშები შენთვის შეინახე. მთავარია საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხარ. – ლიფტს შორდება და
კიბისკენ მიდის. – თუმცა ლიფტის მომხრე არა ვარ, მოდი, ფეხით დავაწვეთ.

მართალია. თავიდან ამომვარდა. აჯობებს, თუკი ღამით ლიფტს მედდების, ექიმებისა და პაციენტებისთვის არ
დავაკავებთ.

რუფუსს კიბეზე მივდევ და ჯერ მხოლოდ მეორე სართულზე ვართ, მაგრამ უკვე სული მიგუბდება. მართალს
გეუბნებით. შეიძლება რაღაც მჭირს და მამაჩემთან, ლიდიასთან, ან მომავლის მატეოსთან მიღწევამდე, ამ
კიბეზე დავლიო სული. რუფუსი ვეღარ ითმენს და გარბის, ზოგჯერ ერთდროულად ორ საფეხურს ახტება.

მეხუთე სართულზე ჩამომძახის.

– იმედია სერიოზულად ამბობდი, ახალი შეგრძნებებისთვის მზად ვარო. ისე ვეღარ მოიქცევი, ვაგონში
როგორც მოიქეცი.

- მხოლოდ მაშინ ვიქნები შეუპოვარი, როცა ყველას დავემშვიდობები, - ვეუბნები.

62
- წარმატებები, - მეძახის რუფუსი.

საფეხურს უხეიროდ ვაბიჯებ და მეექვსე სართულზე ვეტყეპები. გახშირებულად ვსუნთქავ, რუფუსი კი


დასახმარებლად ზემოდან ჩამოდის.

– ასე ჩვილიც კი არ წაიქცეოდა, - ვამბობ.

რუფუსი მხრებს იჩეჩს.

- კიდევ კარგი წინ გადავარდი და არა უკან.

მერვე სართულამდე ავდივართ. მოსაცდელი სივრცე პირდაპირაა. იქვეა წვენების ავტომატი და გასაშლელ
სავარძლებს შორის ჩადგმული ატმისფერი ტახტი.

– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, აქ დამელოდო, მასთან პირისპირ საუბარი მსურს.

- წარმატებები, - იმავეს იმეორებს.

ლურჯ ორფრთიან კარს ვაწვები და შიგნით შევდივარ. თუ ჩურჩულით საუბრებსა და მოწრიპინე დანადგარებს
არ ჩავთვლით, ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში სიჩუმეა. რამდენიმე წლის წინ „ნეტფლიქსის“
ნახევარსაათიან დოკუმენტურს ვუყურე იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა საავადმყოფოები სიკვდილის
უწყების გამოჩენის შემდეგ. აშკარაა, რომ ექიმები უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობენ და შეთანხმებაზე
ხელმომწერი პაციენტების შესახებ განახლებულ ინფორმაციას იღებენ. როდესაც გამაფრთხილებელი ზარი
შემოდის, ექიმები გადარეკავენ და პაციენტის „მშვიდი სიკვდილით“ უზრუნველყოფას ითხოვენ, რაც
განისაზღვრება ცხელი სადილით, ოჯახის წევრებთან ზარების განხორციელებით, დაკრძალვის
ორგანიზებით, ანდერძის მოწესრიგებით, მღვდლების მოყვანით, ზიარებით და ყველაფრით, რაც საჭიროებას
წარმოადგენს.

თითქმის ორი კვირაა, მამა აქ წევს. სამსახურში ყოფნისას ემბოლიური ინსულტი დაემართა და პირდაპირ აქ
გადმოიყვანეს. მაგრად შევშინდი და სანამ საავადმყოფოს ქსელში ასატვირთად საკონტაქტო ინფორმაციის
შევსება მომიწევდა, მთელი ღამე მისაღებში გავატარე, ვლოცულობდი, მის მობილურზე ზარი არ
შემოსულიყო. ახლა კი ის მღელვარება მომეხსნა, რომ ექიმი ქინტანა დარეკავს და შემატყობინებს, რომ
მამაჩემი კვდება და კარგია, რომ მამას წინ სულ ცოტა ერთი დღე მაინც აქვს; დიდი იმედი მაქვს - ერთზე მეტი.

ექთანს საშვს ვუჩვენებ და მაშინვე მამას პალატაში შევრბივარ. თავად უძრავად წევს, რადგან აპარატი
ასუნთქებს. ჭკუიდან მშლის იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მამას გამოეღვიძოს, მე აღარ ვიყო და ვერ ვანუგეშო.
63
მაგრამ არ გავტყდები. სასთუმალთან ვჯდები, მაჯის ქვეშ ხელს ვუცურებ და თავს ჩვენს ხელებს ვადებ. ბოლოს
მამას საავადმყოფოში შემოყვანის ღამეს ვიტირე – მაშინ სრულ უიმედობაში ჩავვარდი. გეფიცებით, სიკვდილს
წუთები აშორებდა.

არ მინდა ვაღიარო, მაგრამ ცოტა გული მტკივა, რომ მამა ახლა გონებაზე არაა. ის იქ იყო, როცა დედამ
გამაჩინა და შემდეგ მშობიარობას გადაჰყვა, მამა ახლა გვერდში მინდა მყავდეს. ჩემ გარეშე მისთვის
ყველაფერი შეიცვლება: ვახშამზე ჩემთვის სამსახურის ამბების მოყოლის ნაცვლად, გაიხსენებს, თუ რამდენი
იწვალა, სანამ დედაჩემს ქორწინებაზე დაითანხმებდა და როგორ უყვარდათ ერთმანეთი მცირეხნიანი
თანაცხოვრების მანძილზე; მოუწევს უხილავი ბალიშის გვერდზე გადადება, რომელსაც მაშინ გამომიჩენდა,
როცა რამე სისულელეს დავაბრეხვებდი. მემუქრებოდა, შენს შვილებთან დაგასმენო, მიუხედავად იმისა, რომ
ჩემს მომავალში ბავშვებს ვერ ვხედავდი; მამობას შეეშვება, ანდა აღარავინ ეყოლება, რომ მამობა გაუწიოს.

მამას ხელს ვუშვებ, ტუმბაზე შემოდებულ კალამს ვიღებ და ჯიბით წამოღებულ ფოტოს უკანა მხარეს ვაწერ:

ყველაფრისთვის გმადლობ, მამა.

მაგრად ვიდგები და ძლიერი ვიქნები.

შენი სიყვარული აქედან იქ გამყვება.

მატეო

ფოტოს გულზე ვადებ.

კარზე ვიღაც აკაკუნებს. რუფუსს ველოდები, მაგრამ ელიზაბეთი, მამას ექთანი შემოდის. ის მამას ღამის
ცვლაში უვლის და მუდამ მოთმინებით მიყვება სიახლეებს, როცა კი ვურეკავ.

– მატეო? – მწუხარე თვალებით მიყურებს; ალბათ გაიგო.

- სალამი, ელიზაბეთ.

- ბოდიში, რომ შემოგეჭერით. თავს როგორ გრძნობ? გინდა კაფეტერიაში დავრეკო და ვკითხო, ჟელატინი ხომ
არ შემოიტანეს?

ჰო, ნამდვილად გაიგო.


64
- გმადლობ, ნუ შეწუხდები. – კვლავ მამაზე გადამაქვს ყურადღება, როგორი უმწეოა. – როგორაა?

- სტაბილურად. არაფერზე ინერვიულო, მატეო, ის საიმედო ხელშია.

- ჰო, ვიცი.

მამას უჯრებიან კარადას ვეხები, სადაც სახლის გასაღები, საფულე და ტანსაცმელი აწყვია. ვიცი, უნდა
დავემშვიდობო. გარეთ რუფუსიც რომ არ მიცდიდეს, მამაჩემი, გონზე მყოფიც კი, წინააღმდეგი იქნებოდა ჩემი
დარჩენილი დღე ამ ოთახში გამეტარებინა, - ჩემი ამბები იცი, ხომ?

- კი. – ელიზაბეთი მამაჩემის გამხდარ სხეულს ახალ ზეწარს აფარებს.

- უსამართლობაა. არ მინდა ისე წავიდე, რომ მისი ხმა ვერ გავიგონო.

ელიზაბეთი საწოლის მოპირდაპირე მხარეს დგას, ზურგით სარკმლისკენ, მე კი კარისკენ.

– შეგიძლია მასზე რამე მომიყვე? უკვე რამდენიმე კვირაა ვუვლი და მხოლოდ ის ვიცი, რომ ცალ-ცალი წინდა
აცვია და შესანიშნავი ვაჟი ჰყავს.

იმედი მაქვს, ელიზაბეთი ამას იმიტომ არ მთხოვს, რომ მისი კომიდან გამოსვლის იმედი გადაეწურა. არ მინდა
მამა ჩემი სიკვდილის შემდეგ მალევე მომყვეს. ერთხელ მითხრა, ისტორიები ადამიანებს მანამ აცოცხლებს,
სანამ მათ სხვები ისმენენო. მინდა მეც დედაჩემივით მაცოცხლებდეს.

- მამას დღის განრიგის შედგენა უყვარს. უნდოდა მისი განრიგების შესახებ ბლოგის წერა დამეწყო. მისი
აზრით, საქვეყნოდ ცნობილები და მდიდრები გავხდებოდით და რომ კომენტარებში სპეციალური განრიგების
შედგენას შეგვიკვეთდნენ. ისიც სჯეროდა, რომ ამის გამო ტელევიზიაშიც კი მიიწვევდნენ. ტელევიზორში
გამოჩენაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. გული არ მიშვებდა, მეთქვა, რომ მისი განრიგები მთლად გადასარევიც
არ იყო, თუმცა მომწონდა, როგორი ბედნიერი მაძლევდა ახალ-ახალს წასაკითხად. ძალიან კარგი
მთხრობელი იყო. ზოგჯერ მგონია, რომ სხვაგან ვარ, მაგალითად, კონი-აილენდზე, სადაც მამამ დედას
პირველად სთხოვა ხელი...

- პირველად?

რუფუსი. მივიხედე და ზღურბლზე დგას.

65
- მაპატიე, მომესმა. ვიფიქრე, მოვიკითხავ, რას შვრება-მეთქი.

- არა უშავს. შემოდი, - ვეუბნები. – ელიზაბეთ, გაიცანი რუფუსი, ის ჩემი... უკანასკნელი მეგობარია. - იმედი
მაქვს, მართლა ჩემი მოკითხვა უნდოდა და არა იმის თქმა, რომ ჯობს ერთმანეთს ხელი დავუქნიოთ და
დავიშალოთ.

რუფუსი კედელს ეყრდნობა და ხელებს გულზე იკრეფს.

– ხელის თხოვნაზე რაღაცას ამბობდი.

- დედაჩემმა ორჯერ განუცხადა უარი. მამა ამბობდა, თავს იფასებდაო. შემდეგ, როცა შეიტყო, რომ ჩემზე
დაორსულდა, სააბაზანოში მუხლებზე დამდგარა და მასაც ღიმილით თანხმობა გამოუცხადებია.

ეს მომენტი ძალიან მომწონს.

ვიცი, მაშინ იქ არ ვიყავი, მაგრამ წლების განმავლობაში ჩემს თავში შექმნილი წარმოდგენები კრისტალივით
ცხადია. არ ვიცი, სააბაზანო როგორ გამოიყურებოდა, მით უმეტეს მათ პირველ მოცუცქნილ ბინაში. მამა
ამბობდა, რომ იქ კედლები ოქროსფერი იყო, თუმცა ალბათ უფრო სიძველისგან გახუნებული, იატაკზე კი
ჭადრაკის დაფისებური ფილები ეგო. და აი, დედაჩემიც, რომელიც მის ნაამბობში ყოველთვის ცოცხალია. ამ
კონკრეტულში კი თან იცინის და თან ტირის, არ უნდა, მისი ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე, შვილი
ნაბუშრად ჩაეთვალოს, რასაც ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს და სისულელედ მიმაჩნია.

- ძვირფასო, ნეტავ მისი გამოღვიძება შემეძლოს. გულწრფელად ვამბობ.

ცუდია, როცა მეტი დრო გვჭირდება, როცა ცხოვრების საათივით გადმოწევა არ შეგვიძლია. – ათი წუთით ხომ
ვერ დამტოვებთ? მგონი ვიცი, როგორ უნდა დავემშვიდობო.

- არ იჩქარო, ძმაო, - მეუბნება რუფუსი, რაც მისი მხრიდან მოულოდნელობა და სულგრძელობაა.

- არა, - ვეუბნები. – ათ წუთში მომაკითხე.

რუფუსი თავს მიქნევს.

– როგორც გინდა.

66
ელიზაბეთი მხარზე მეხება.

– მიმღებში ვიქნები, თუ რამე დაგჭირდა.

ორივე გადის და კარი იხურება.

მამაჩემის ხელს ვიღებ.

– დროა ბოლოს და ბოლოს იმ ამბავს მოგიყვე, სულ რომ მთხოვდი, ზოგჯერ მემუდარებოდი კიდეც: ჩემი
ცხოვრების ამბავს, თუ როგორ ჩაიარა დღემ, მე კი მაშინ ვდუმდი. მაგრამ ახლა ხმის ამომღები მეღა დავრჩი და
მთელი არსებით ვიჯერებ, რომ შენ ამას გაიგონებ. – მაგრად ვუჭერ ხელს და მინდა მანაც იგივე გააკეთოს.

- მამა, მე...

ბავშვობიდან ჩამინერგეს გულწრფელობა, თუმცა სიმართლის თქმა ზოგჯერ რთულია. შესაძლებელია


სიმართლემ არც არავის ავნოს, მაგრამ მაინც, შესაფერისი სიტყვები ყელში გეჩხირება, სანამ მარტო არ
დარჩები. შეიძლება, არც მარტოობა გამოდგეს გარანტად. ხანდახან სიმართლე ისეთი საიდუმლოა, საკუთარ
თავსაც რომ ვერ უმხელ, რადგან სიცრუეში ცხოვრება უფრო გიადვილდება.

ლეონარდ კოენის Take this Waltz-ს ვღიღინებ, ასეთი სიმღერები დიდად არასდროს მიტაცებდა, თუმცა
მოდუნებაში მაინც მეხმარება. ვმღერი, რაც მახსოვს, ზოგიერთ სიტყვაზე ენა მებმის, ზოგსაც უადგილოდ
ვისვრი, მაგრამ ეს სიმღერა მამას უყვარდა და იმედი მაქვს, ახლა ჩემი ხმა ესმის.

რუფუსი 04:46 სთ

მატეოს მამის პალატის გარეთ ვზივარ და დროა მის ვაჟს შევახსენო, რომ წასვლის დროა. მისი ბინიდან
გამოტყუება ერთი იყო, მაგრამ ახლა, ალბათ, მისი გათიშვა და საავადმყოფოდან გათრევა მომიწევს; მის
ადგილას სავარაუდოდ მეც ასე მოვიქცეოდი.

ეს მედდა კიდევ, ელიზაბეთი, სხვა პალატაში აშმორებული საჭმლის შეტანამდე ჯერ საათს უყურებს, მერე - მე.

67
მატეოს გამოყვანის დროა.

იატაკიდან ვდგები და პალატის კარს ვაღებ. მატეოს მამამისის ხელი უჭირავს და ცხოვრებაში რომ არ
გამიგონია, ისეთ სიმღერას უმღერის. კარზე ვაკაკუნებ და მატეო ფრთხება.

- ბოდიში, ძმაო. კარგად ხარ?

მატეო ფეხზე დგება და ლოყები უწითლდება, გეგონება, ერთმანეთს ვეძიძგილავებოდით და გახელებული


ხალხის წინაშე მაგრად შემოვცხე.

– კი, კი. – მაბოლებს. – უნდა მოვაწესრიგო. – ერთი წუთი სჭირდება, რომ მამამისს ხელი უშვას, თითქოს მასაც
უჭირავს და არ უშვებს. სამაგრიან დაფას იღებს და საწოლის თავზე თაროზე დებს. – როგორც წესი, მამა სახლს
შაბათობით ასუფთავებდა, არ უნდოდა სამუშაო დღეებში სახლში მოსულს კიდევ საქმე ეკეთებინა. შაბათ-
კვირას ყველაფერს ვაწკრიალებდით და შემდეგ ტელევიზორს ვუსხედით. – მატეო გარშემო თვალს მოავლებს,
პალატა ისეთი სუფთაა, ენას აუსვამ. არა, იატაკის ლოკვას არ ვაპირებ, მაგრამ აშკარად სისუფთავეა.

- დაემშვიდობე?

მატეო თავს მიქნევს.

– მგონი. – სააბაზანოსკენ მიდის. – უნდა დავრწმუნდე, რომ მოწესრიგებულია.

- ეჭვიც არ მეპარება.

- მინდა ფინჯნები დარეცხილი დახვდეს, როცა გაეღვიძება.

- მიხედავენ.

- შეიძლება უფრო თბილი თეთრეული დასჭირდეს. თავად ვერ გვეტყვის, რომ სცივა.

მასთან მივდივარ და მხრებზე ვეხები, ვცდილობ დავამშვიდო, რადგან თრთის.

– ჩემი აზრით, მას არ უნდა, რომ აქ იყო. – მატეოს წარბები უერთიანდება და თვალები უწითლდება.
ნაღვლიანი წითელი და არა ნაწყენი. – სხვანაირად უნდა მეთქვა. უხეირო ლაპარაკი ვიცი. მას აქ შენი
შეყოვნება არ უნდა-მეთქი. მისმინე, შენ დამშვიდობების შესაძლებლობა მაინც გამოიყენე, მე კი თავი ვერ

68
მოვაბი. უაზროდ ბევრი ვიფიქრე, თუ რა უნდა მეთქვა. შენ გამო მიხარია, თან მაგრად მშურს. და თუ არც ეს
კმარა, რომ გარეთ გაგიყვანო, მაშინ გეტყვი, მჭირდები. გვერდით მეგობარი მჭირდება.

მატეო ისევ ოთახს უყურებს, ეჭვიც არ მეპარება, ამწამს საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ტუალეტს გახეხვა
სჭირდება, ფინჯნებს კარგი დარეცხვა, კრიალი რომ გაუდიოდეს და მამამისს ჭუჭყიანი არ დახვდეს, მაგრამ
მხრებზე ხელებს ვადებ და სიზმრიდან ვაფხიზლებ. მამასთან მიდის და შუბლზე კოცნით ეუბნება:

– ნახვამდის, მამა.

მატეო უკან-უკან მიდის, ფეხს ითრევს და მძინარე მამას ხელს უქნევს. უბრალოდ, ამ მომენტის შემსწრესაც კი
გული მიჩუყდება, მატეო კი ალბათ საცაა აფეთქდება.მხარზე ხელს ვკიდებ და კრთება.

– მაპატიე, - გასვლისას იძახის. – მართლა მჯეროდა, რომ დღეს გაიღვიძებდა, ხომ ხვდები, საჭირო დროს.

ფსონს არ ჩამოვიდოდი, მაგრამ მაინც თავს ვუქნევ.

ოთახიდან გავდივართ და, ვიდრე კარი დაიკეტებოდეს, მატეო უკან უკანასკნელად იხედება.

მატეო 04:58 სთ

საავადმყოფოს გამოსასვლელთან ვჩერდები.

მამას პალატაში დაბრუნება და დარჩენილი დროის იქ გატარება ჯერ კიდევ არ არის გვიან, მაგრამ არასწორი
იქნება იქ მყოფთა გაწვალება, მით უმეტეს, როცა წამმზომი ჩართულია. არც კი მჯერა, რომ ისევ გარეთ ვარ,
სამყაროში, რომელიც მომკლავს და თან უკანასკნელი მეგობარი მახლავს, რომლის საქმეც ასევე წასულია.

არ არსებობს ბოლომდე გავუძლო.

- კარგად ხარ? – რუფუსი მეკითხება.


69
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. მუსიკას მოუსმენდა კაცი, მამას პალატაში წამღერებამ მომანდომა. მაშინ
რუფუსმა შემომისწრო და ვიუხერხულე, არა უჭირს. არაფერი უთქვამს, ალბათ ბევრი არაფერი გაუგონია. ეს
უხერხულობა კიდევ უფრო მანდომებს მუსიკის მოსმენას, ისეთი რამის წიაღში ჩაშვებას, რაც ჩემთვის ყველაზე
ახლობელია. მამას კიდევ ერთი რჩეული - Come What May, რომელსაც დედა შხაპის ქვეშ მამასა და მე
(მუცელში მყოფს) მიმღეროდა, სანამ წყლებს დაღვრიდა. სიკვდილამდე სიყვარულის პირობის დადება საშიში
რამაა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს რჩეულ სიმღერაზე. რენტის One Song. ეშხში შევედი, ჩართვა მინდა,
განსაკუთრებით ახლა, როცა მგზავრი ვარ, რადგან სიმღერა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზეა, ცარიელ
ცხოვრებასა და მომაკვდავ დროზე. ჩემი საყვარელი ფრაზაა „ერთი სიმღერაც ვიდრე წავსულვარ...“

- მაპატიე, თუ ძალით გამოგიყვანე, - რუფუსი ამატებს. – თავად მთხოვე, აქედან წამიყვანეო, მაგრამ
დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გულით გსურდა.

- მიხარია, რომ ასე მოიქეცი, - გულწრფელი ვარ. მამა ამ საქციელს მომიწონებდა.

ქუჩაზე გადასვლამდე, ორივე მხარეს ვიხედები. მანქანები არ მოძრაობენ, თუმცა წინ, კუთხეში, ვიღაც კაცი
ნაგვის პარკებს გამწარებული გლეჯს, თითქოს სადაცაა ნაგვის მანქანა მოვა და ყველას მოიპარავს. შეიძლება
ნაგავს შემთხვევით რამე მნიშვნელოვანი გააყოლა, თუმცა მისი დაგლეჯილი ჯინსისა და ჟანგისფერი
ჟილეტის შემყურე, ვხვდები, რომ მაწანწალაა. ნახევრად შეჭმულ ფორთოხალს პოულობს, იღლიაში იჩრის და
ნაგვის ქექვას განაგრძობს. როდესაც ვუახლოვდებით, ჩვენკენ იხედება.

- დოლარი ხომ არ გექნებათ? რამე ხურდა, სულერთია.

ორივემ თავჩაღუნულმა განვაგრძეთ გზა და ჩავუარეთ. ზურგში არაფერი მოუძახებია.

- რამე უნდა მივცე, - რუფუსს ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ ამის მარტო გაკეთება მაფრთხობს, ჯიბეებში
ვიქექები და თვრამეტ დოლარს ვითვლი. – შენ არაფერი გაქვს?

- არ იფიქრო, რომ წუწურაქი ვარ, მაგრამ რად გინდა?

- იმიტომ, რომ მას სჭირდება, - ვეუბნები. – საჭმელს ნაგავში ეძებს.

- ვაი და მაწანწალა არ იყოს? ადრეც გამაცურეს.

ვჩერდები.

70
– მეც ბევრჯერ გამაცურეს. – აგრეთვე ბევრჯერ ამიფარებია ყურზე ხელი დახმარების თხოვნისას, რაც
უგულობაა. – არ ვამბობ, მთელი დანაზოგი მივცეთ-მეთქი, მხოლოდ ერთი-ორი დოლარი.

- შენ როდის გაგაცურეს?

- მეხუთე კლასში ვიყავი, სკოლაში მივდიოდი. ვიღაც ტიპმა დოლარი მთხოვა და როცა ლანჩისთვის მოცემული
ხუთი ერთდოლარიანი ამოვიღე, სახეში დამარტყა და მთლიანად წამართვა. – მრცხვენია აღიარება, რომ
სკოლაში ვერავინ დამამშვიდა, სანამ მამამ, ადრიანად გამოქცეულმა სამსახურიდან, დამრიგებლის კაბინეტში
მჯდარი არ მნახა. იქიდან ორი კვირის განმავლობაში სკოლამდე მაცილებდა და მეხვეწებოდა, უცნობებს
მოერიდე, განსაკუთრებით, თუ ფულს ითხოვენო. – არა მგონია, რომ ადამიანები იმის მიხედვით უნდა
განვსაჯო, სჭირდებათ თუ არა ჩემი დახმარება. აუცილებელი არ არის მიმღერონ, მიცეკვონ და ამით
დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ. თუ გიჭირს, დახმარების თხოვნა საკმარისი უნდა იყოს. ერთი დოლარის
გაცემა რა დასანანია? კიდევ ვიშოვით.

სინამდვილეში, ვერაფერსაც ვეღარ ვიშოვით, მაგრამ თუ რუფუსი ჩემსავით გონიერი (ანდა პარანოიკია),
საბანკო ანგარიშზე საკმარისი ფული ექნება დაგროვებული. მის სახეზე არაფერი იკითხება, მაგრამ ველოს
აჩერებს და სადგამს გამოხსნის.

– მაშინ, აჯობებს დროულად ვქნათ. – ჯიბეში იქექება და ოცდოლარიანს აძრობს. წინ მიდის და მე კუდივით
მივდევ, გული მიბაგუნებს, ცოტა ვღელავ, ვაითუ თავს დაგვესხას. რუფუსი მისგან ერთ ნაბიჯში ჩერდება და
ჩემკენ იშვერს თითს სწორედ მაშინ, როცა ის კაცი ტრიალდება და პირდაპირ თვალებში მიყურებს.

რუფუსს უნდა, რომ მე ვილაპარაკო.

- ბატონო, სულ ეს მოგვეძიება. – რუფუსს ოც დოლარს ვართმევ და ქეშად ვაძლევ.

- მამასხარავებთ?! – აქეთ-იქით ისე იხედება, თითქოს რაღაცას ვუწყობდეთ. დახმარების მიღება წესით არ
უნდა აეჭვებდეს.

- სულაც არა, ბატონო. – ვუახლოვდები, რუფუსი გვერდიდან არ მცილდება. – ვიცი, ბევრი არ არის და ვწუხვარ.

- ეს, ძალიან... – კაცი მიახლოვდება და გეფიცებით, ლამის გულმა მხიოს, გეგონება შუა რალიში ფეხები
ჩამიბეტონდა და ჩემკენ ოცი მანქანა მოქრის, მაგრამ არ მირტყამს. კაცი მეხვევა და მის იღლიაში ამოჩრილი
ფორთოხალი ჩვენს ფეხებთან ვარდება. ერთი წუთი მჭირდება ნერვული შოკიდან გამოსასვლელად, მაგრამ
მეც ვეხვევი და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს კაცი მამაჩემია. – დიდი მადლობა. დიდი მადლობა. – გაიძახის.
ხელს მიშვებს და ვერ ვხვდები, თვალები იმიტომ აქვს ჩაწითლებული, კარგა ხანია ლოგინში არ უძინია და
დაღლილია თუ ტირილის პირასაა. თუმცა მის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მინდა და არც თავადაა
ვალდებული რამე ამიხსნას. ნეტავ ყოველთვის ასე მოვქცეულიყავი.

71
კაცი რუფუსს თავს უქნევს და ფულს ჯიბეში იკუჭავს. სხვას არაფერს ითხოვს, არც მუშტებს მიღერებს.
უბრალოდ, ცოტათი უფრო მხრებში გამართული მიდის თავის გზაზე. ნეტავ წასვლამდე სახელი მეკითხა ან
გავცნობოდი.

- კარგი სვლა იყო, - ამბობს რუფუსი. – იმედი მაქვს, კარმა ამისთვის საკადრისად მოგიბრუნდება.

- კარმა არაფერ შუაშია. კეთილი პიროვნების ქულებს არ ვაგროვებ. – ქველმოქმედებისთვის კი არ უნდა


გადარიცხო ფული, მოხუცებს ქუჩაზე გადასვლაში უნდა დაეხმარო, ლეკვები გადაარჩინო. შეიძლება კიბოს
წამალი ვერ გამოვიგონო, ანდა მსოფლიო შიმშილი ვერ დავამარცხო, მაგრამ წვრილმანი სიკეთეებით დიდი
საქმე გაკეთდება. ამას რუფუსის გასაგონად არ ვამბობ. მართალია, კლასელები ასეთი ლაპარაკის გამო
დამცინოდნენ, მაგრამ სიკეთის კეთებით თავს ცუდად არავინ არ უნდა გრძნობდეს. – ვფიქრობ, ყველაზე
მეტად ის გაუხარდა, რომ ვიღაცამ ადამიანად ჩათვალა. მადლობა, რომ გვერდში დამიდექი.

- იმედს გამოვთქვამ, ფუჭად არ დავეხმარეთ, - ამბობს რუფუსი.

ასე მგონია, რუფუსი ჩემგან განსაკუთრებულ სიმამაცეს არ ელოდება და არც თავად მოველი, რომ დიდი
სულგრძელი ვინმე აღმოჩნდება.

გულზე მომეშვა, რომ რუფუსს ჩვენი მომაკვდაობა არ უხსენებია. სიკეთე გაუფერულდება, თუკი ეს კაცი
იფიქრებს, რომ ყველაფერი რაც გვაბადია, შეიძლება ათი წუთის შემდეგ აღარაფერში დაგვჭირდეს.

ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ალბათ სხვების ნდობაც გაუჩნდება. ამის მიღწევაში კი რუფუსი ნამდვილად
დამეხმარა.

დელაილა გრეი 05:00 სთ

სიკვდილის უწყებამ დელაილა გრეის 02:52-ზე დაურეკა იმის სათქმელად, რომ იმ დღეს მოკვდებოდა, მაგრამ
თავად დარწმუნებულია, რომ ატყუებენ. დელაილა სასოწარკვეთილებას არ მისცემია. ალბათ ყოფილის
ოინებია, იგი სიკვდილის უწყების თანამშრომელია და მის შეშინებას ცდილობს, რაც წინა ღამით დელაილამ
მასთან ერთწლიანი ურთიერთობისთვის წერტილის დასმა მოინდომა.

72
ასეთი უკბილო ხუმრობა წესით დასჯადია. მსგავსი შანტაჟის გამო შეიძლება ოცი წლით ჩააყუდონ და ყველგან
გააშავონ, ისე, რომ მუშაობას თითქმის ვერსად შეძლებს. სიკვდილის უწყების თანამშრომლისთვის ფეხის
დაცდენა სიკვდილის ტოლფასია.

დელაილას ვერ წარმოუდგენია, რომ ვიქტორი თავს ასეთ დღეში ჩაიგდებს.

მიკისთან, რომელსაც ყურმილის გათიშვამდე შეაგინა, ზარის განხორციელების ნიშანს შლის. მობილურს
იღებს და ვიქტორთან დარეკვას აპირებს, მაგრამ თავს არხევს და მობილურს კვლავ საწოლის მეორე მხარეს,
ბალიშთან დებს. ამ მხარეს ვიქტორს ეძინა ხოლმე, როცა მასთან რჩებოდა. დელაილა ვიქტორს არ
აფიქრებინებს, რომ პარანოიკია, ამ სიამოვნებას არ მიანიჭებს, რადგან ასე ნამდვილად არ არის. იქნებ
ელოდება, რომ სიკვდილის უწყების საიტზე შევა, მგზავრთა სიაში თავის სახელს გადაამოწმებს, ანდა
დაურეკავს და სარჩელის შეტანით დაემუქრება, თუკი არ აღიარებს, რომ მიკი მისი თანამშრომელია და მის
შესაშინებლად დაარეკვინა? მაშინ ცდა დიდხანს მოუწევს, დელაილას კი რაც თავზე საყრელად აქვს, ეს
სწორედ დროა.

დელაილა ისევე არხეინადაა, როგორც მაშინ იყო, როცა ვიქტორთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. ამ
მასხარაობის გადამოწმებას კი არ აპირებს.

სააბაზანოში შედის, კბილებს იხეხავს და თან საკუთარ თმას სარკეში თავმომწონედ ათვალიერებს. თმა ფერს
იცვლის – როგორც ბოსმა უთხრა, ძალიან გარდამავალ ფერებშია. წინა კვირებში დელაილას ცვლილება
სჭირდებოდა, შინაგან ხმას, რომელიც ვიქტორთან დაშორებისკენ მოუწოდებდა, არ უსმენდა. თმის შეღებვა
უფრო იოლი იყო, უცრემლოდაც ჩაივლიდა. როდესაც სტილისტმა ჰკითხა, როგორი ვარცხნილობა სურდა,
დელაილამ ავრორას ნათებაო, უპასუხა. ვარდისფერის, მელნისფერის, მწვანისა და ლურჯის ნაზავი. ცოტა
ხელის შევლება კიდევ სჭირდება, რაც მომავალ კვირამდე დაიცდის, როდესაც სტატიის ამბებს მოაგვარებს.

ლოგინში ბრუნდება და ლეპტოპს ხსნის. წინა ღამით ვიქტორთან დაშორების გამო ინფინიტ-უიქლისთვის
სეზონის პრემიერის შეჯამება დააგვიანდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, გაზაფხულიდან კომპანიაში
რედაქტორის ასისტენტად მუშაობს. ჰიპსტერ-ჰაუსის ქომაგი არ არის, მაგრამ ის ჰიპსტერები უფრო
მიმზიდველები არიან აუდიტორიისთვის, ვიდრე ჯერზი-შორ-ქრუ, და ვინმეს აუცილებლად უნდა დაეწერა,
რადგან რედაქტორები ცნობილ ფრენჩაიზებზე მუშაობენ. დელაილას მშვენივრად მოეხსენება, როგორ
გაუმართლა, რომ თუნდაც მეორეხარისხოვანი სამუშაო მისცეს და საქმე გამოუჩნდა იმის გათვალისწინებით,
რომ ახალი აყვანილია და თოთხმეტი თვის წინ გაცნობილ ადამიანთან ქორწილის საქმეების მოგვარების
გამო დედლაინს ბევრჯერ გადააცილა.

დელაილა ტელევიზორს რთავს, რომ შემაწუხებლად უაზრო პრემიერას ხელახლა უყუროს – ხალხით სავსე
ბრუკლინის კაფეში როგორ სხედან ჰიპსტერები და საბეჭდ მანქანაზე მოკლე თხზულებებს წერენ – და სანამ
ხმის ჩამწერს ჩართავს, ფოქს 5-ზე მისთვის საინტერესო სიახლეს აცხადებს:

„... მის აგენტს ხმა მივაწვდინეთ. ოცდახუთი წლის მსახიობმა შესაძლოა ახალგაზრდა ანტაგონისტის როლი
ითამაშოს სკორპიუს ჰოთორნის დემონური ჯადოქარი ბავშვის შესახებ გადაღებულ ბლოკბასტერში, თუმცა

73
ფანები მთელი მსოფლიოდან, ჰაუი მალდონადოს გამო, ამ ამბავს სიხარულით და აღტაცებით შეხვდნენ.
თვალი ადევნეთ ჩვენს ტვიტერსა და ფეისბუკზე ამ ამბის გარშემო სიახლეებს...

დელაილა საწოლიდან გულის ფანცქალით წამოხტება.

ის სიახლეებს არ დაელოდება.

ამ ამბავზე თავად შექმნის სიუჟეტს.

მატეო 05:20 სთ

ბანკომატს ვუახლოვდები, რუფუსი კი ზურგს მიმაგრებს. მადლობა ღმერთს, მამაჩემმა ჭკუა იხმარა და
თვრამეტი წლის რომ გავხდი, საკრედიტო ბარათი ამაღებინა. ამ ბანკომატზე ლიმიტია, ამიტომ ოთხას
დოლარზე მეტს ვერ ვანაღდებ. ქაღალდის ფულს გულის კანკალით ვაცურებ ლიდიასთვის განკუთვნილ
კონვერტში, ვლოცულობ, გადატენილი იარაღით არავინ მომვარდეს და ფული არ მთხოვოს – უკვე ვიცით,
როგორც დასრულდება. ქვითარს ვიღებ და ვხედავ, რომ ბარათზე კიდევ 2 076 27 დოლარია და ქვითარს ვხევ.
ამდენი ფული არ მჭირდება. ლიდიასა და პენისთვის მეტი ფულის გამოტანა შემიძლია, ოღონდ სხვა
ბანკომატიდან, როდესაც გაიღება.

- ლიდიასთან მისასვლელად ალბათ ძალიან ადრეა, - ვამბობ. კონვერტს ვკეცავ და ჯიბეში ვიდებ. – მიხვდება,
რომ რაღაც ხდება. ვესტიბიულში ხომ არ მოგვეცადა?

- არა, ძმაო. შენი დაქალის ვესტიბიულში ვერ დავსხდებით. დილის ხუთი საათია. წამო, ვჭამოთ. შეიძლება
უკანასკნელი ნადიმიც იყოს. – რუფუსი ხელს იშვერს. – ჩემი საყვარელი სასაუზმეა, ოცდაოთხი საათი მუშაობს.

- კარგი აზრია.

ზოგადად, დილის მოყვარული ადამიანი ვარ. სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნის ბევრი ფეისბუკგვერდი მაქვს
გამოწერილი დილის თემატიკაზე („დილა მშვიდობისა, სან-ფრანცისკო!“. „დილა მშვიდობისა, ინდოეთო!“)
და განურჩევლად დღის მონაკვეთისა, ჩემს კედელზე ყოველთვისაა ნათელი შენობების, სადილისა და
სახლიდან გამომავალი ხალხის ფოტოები. მზის ამოსვლასთან ერთად ახალი თავგადასავლი იწყება და იმის
გათვალისწინებით, რომ შეიძლება დილამდე ვერ მივატანო და ხეებში მზის სხივების ციმციმი ვეღარ ვნახო,
აჯობებს თუ დღევანდელ დღეს ერთ გრძელ დილად ჩავთვლი. უნდა გავიღვიძო და დღე დავიწყო.

ამ დილით ქუჩები შესამჩნევად ცარიელია. არ გეგონოთ ხალხი მეჯავრებოდეს, უბრალოდ, მათ თვალწინ
სიმღერა არ შემიძლია. ახლა რომ მარტო ვიყო, ალბათ რამე დეპრესიულ სიმღერას ჩავრთავდი და ავყებოდი.

74
მამამ მასწავლა, რომ ემოციების გამოხატვა სირცხვილი არ არის, მაგრამ მათგან თავის დაღწევაც უნდა
გეხერხებოდეს. რამდენიმე დღის შემდეგ პოზიტიური სიმღერების ჩართვა დავიწყე, თუნდაც ბილი ჯოელის
Just the Way You Are, თავი რომ უიმედოდ არ მეგრძნო.

კაფე სახელად „ქვემეხს“ მივადექით. კარის თავზე სამკუთხა გამოსახულებაა - ქვემეხით ჩიზბურგერის
აფეთქების ილუსტრაცია და გაფრქვეული ჩიფსები. რუფუსი ველოს სადგომზე აბამს და თითქმის ცარიელ
კაფეში შევდივართ. მაშინვე ერბოკვერცხისა და ფრანგული ტოსტების სუნი მცემს.

თვალებგამოღამებული პერსონალი გვეგებება, გვეუბნებიან, სადაც მოგვესურვება, იქ დავსხდეთ. რუფუსი სულ


უკან, სააბაზანოს გვერდზე, ორკაციანი ჯიხურისკენ მიემართება. ლურჯი საზღვაო ტყავის დასაჯდომები
რამდენიმე ადგილზე გადამსკდარია და ის სავარძელი მახსენდება, ბავშვობაში რომ მქონდა და ნაჭერს
უაზროდ ვფცქვნიდი, სანამ შიგთავსმა თავი არ ამოყო. მამაჩემმა ნაგავში მოისროლა და ახალი იყიდა,
რომელიც ჯერაც გვაქვს.

- აქ ჯდომა მიყვარს, - მეუბნება რუფუსი. – კვირაში ორჯერ მოვდივარ. უკვე ისე ვარ, როგორც ყოველთვის-
მეთქი, პერსონალს ვეუბნები.

- მაინცდამაინც აქ რატომ? შენი უბანია? – უცებ გავიაზრე, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ჩემი უკანასკნელი
მეგობარი სად ცხოვრობს ან სადაურია.

- მხოლოდ ბოლო ოთხი თვეა, - ამბობს რუფუსი. – გაშვილებული ვარ.

ერთია, რომ რუფუსზე არაფერი ვიცი და მეორე, რომ მისთვის არაფერი გამიკეთებია. გაცნობის წუთიდან
ჩემზე გადმოფარებულ ჩრდილად ვაქციე – სახლიდან გამომიყვანა, საავადმყოფოში წამყვა და მალე
ლიდიამდეც გამაცილებს. ეს უკანასკნელი მეგობრობა ჯერჯერობით ცალმხრივია.

რუფუსი მენიუს ჩემკენ აცურებს.

– უკანა გვერდზე მგზავრებისთვის ფასდაკლებებია. თვალებს თუ დაუჯერებ, ყველაფერი უფასოა.

ჩამომთვლელთა ნაამბობის კითხვისას ხშირად მხვდება, როგორ მიდიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში


მეფური სუფრების გაშლის იმედად, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ფასდაკლებებს გამორჩებიან ხოლმე. ამ
სასაუზმეში ყველაფერი უფასოა. კარგია, რომ რუფუსი აქ დაბრუნდა.

მიმტანი გამოდის და გვესალმება, ქერა თმა კეფაზე პონის კუდივით შეუკონია, ყვითელ ყელსახვევზე „რეი“
აწერია.

75
– დილა მშვიდობის, - სამხრეთულად უქცევს. ყურში გაჩრილ კალამს იძრობს და იდაყვზე ტატუ მოუჩანს –
ცოტა ამრეზით ვუყურებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამდენ ნემსის ჩხვლეტას აინუნშიც არ აგდებენ. კალამს
თითებში ათამაშებს. – დაგათენდათ?

- ასეც შეიძლება ითქვას, - პასუხობს რუფუსი.

- უფრო სწორად, ადრიანად გამოვედით, - მეც ჩავერთე.

რეი განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას არ გამოხატავს.

– რა მოგართვათ?

რუფუსი მენიუს ჩაჰყურებს.

- აბა, როგორც ყოველთვისო? – ვეკითხები.

- დღეისთვის ცვლილებას შევიტანთ. ბოლო შესაძლებლობის გათვალისწინებით. – მენიუს დებს და რეის


აჰყურებს. – რას გვირჩევთ?

- რა ხდება, თქვენც ხომ არ დაგირეკეს? – სიცილი მალევე უწყდება. მე მიყურებს. თავს ვხრი, როცა ჩემკენ
იხრება. – არ არსებობს. – კალამსა და წიგნაკს მაგიდაზე აგდებს. – ბიჭებო, ხომ კარგად ხართ? რამე გჭირთ?
უფასო საუზმე გინდათ გამომტყუოთ, არა?

რუფუსი თავს აქნევს.

– არა, არ გვეხუმრება. აქ ხშირად დავდიოდი და უკანასკნელადაც შემოგიარეთ.

- ასეთ დროს საჭმლისთვის გცხელათ?

რუფუსი თავს წინ წევს და ყელსახვევზე მიწებებულ მის სახელს კითხულობს.

– რეი. რა გავსინჯოთ?

76
რეის ხელები უკან მიაქვს, მხრებს ათამაშებს და ჩიფჩიფებს.

– არ ვიცი. ყველაფერი რომ აიღოთ? ჩიფსები, ვაფლები, ერბოკვერცხი, ფილე, პასტა... სამზარეულოში რაც
გვაქვს.

- არა, ამდენს ვერ შევჭამთ. შენი საყვარელი კერძი რომელია? – ეკითხება რუფუსი. – გეხვეწები, ოღონდ თევზი
არა.

- შებოლილი ქათმის სალათა, ესეც იმიტომ, რომ ძალიან კიკნია ვარ.

- ეგ იყოს, - გადაწყვიტა რუფუსმა და მე მიყურებს. – შენ რა გინდა, მატეო?

მენიუში არც კი ჩამიხედავს.

– რასაც რუფუსი ჭამს ხოლმე. – მისი არ იყოს, თევზზე არც მე ვარ თანახმა.

- არც კი იცი, რას ვჭამ.

- თუ შემწვარი ქათმის ფილე არ არის, მაშინ ჩემთვის ყველა შემთხვევაში სიახლე იქნება.

რუფუსი თავს აქნევს. მენიუში კიდევ რამდენიმე ადგილას უთითებს, რეიც გვეუბნება, რომ მალე იქნება და
სწრაფად გადის თავის კალმიან-წიგნაკიანად. ვთხოვეთ, შეფს ჩვენი შეკვეთა პირველი გაეთვალისწინებინა -
მაგიდასთან მგზავრები სხედან. არ ვიცი, პირველობაში სხვა ვინ შეგვეცილება – შავებში გამოწყობილი კაცი,
უკვე ყავას რომ სვამს და გაზეთს კითხულობს? მაგრამ რეის კეთილ გულს ვენდობით და ვფიქრობ, ნეტა
სიკვდილის მაცნე ანდრეა მას თუ ჰგავდა, სანამ მისი სამსახური თანაგრძნობის უნარს ჩაუკლავდა-მეთქი.

- შეიძლება რაღაც გკითხო? – რუფუსს ვეუბნები.

- მსგავსი კითხვების დასმით ენას ნუ დაიღლი. უბრალოდ, თქვი რა გინდა.

ცოტა მკვახედ მოსდის, მაგრამ სწორი შენიშვნაა.

- რატომ უთხარი რეის, რომ ვკვდებით? ეს ხომ მთელ დღეს ჩაუმწარებს?

77
- ჰო, ალბათ. მაგრამ ეს პირველ რიგში მე მიმწარებს დღეს და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. – ამბობს
რუფუსი.

- ლიდიასთვის გამხელას არ ვაპირებ, - ვეუბნები.

- უაზრობაა. ურჩხულივით ნუ მოექცევი. მასთან დამშვიდობების შესაძლებლობა გაქვს და აჯობებს სწორად


მოიქცე.

- არ მინდა ლიდიას დღე ჩავუმწარო. მარტოხელა დედაა და შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ ისედაც
რთული დრო უდგას. – ალბათ არც ისეთი ეგოისტი ვარ. – ეგებ ართქმა ეგოისტური საქციელია, მაგრამ ალბათ
საამისო გამბედაობას ვერ მოვიკრებ. როგორ უნდა მიახალო შენს საუკეთესო მეგობარს, რომ ხვალიდან აღარ
იარსებებ? როგორ უნდა დაარწმუნო, გაგიშვას, რომ სიკვდილამდე ცხოვრება მოასწრო?

საზურგეს ვეყრდნობი, საკუთარი თავი მეზიზღება.

- თუ ასე გადაწყვიტე, მხარში დაგიდგები. გული დაწყდება თუ არა, შენ უკეთ იცი, მაგრამ მომხედე, სხვების
რეაქციებზე ფიქრს და საკუთარი თავის კრიტიკას უნდა შევეშვათ.

- იქნებ დაუფიქრებლად მოქცევა გვღუპავს? – ვეკითხები. – ნუთუ შფოთვა არ გეწყება, როცა ფიქრობ, რომ
ცხოვრება სიკვდილის უწყების ზარამდე გაცილებით უკეთესი იყო?

სულის შემხუთველი შეკითხვაა.

- იყო კი? – რუფუსი კითხვითვე მპასუხობს. – შეიძლება კი, შეიძლება არა. პასუხს მნიშვნელობა არ აქვს და არც
არაფერს ცვლის. უბრალოდ შეეშვი, მატეო.

მართალია. ჩემს თავს უკან ვექაჩები. წლებია, დღეგრძელობის მოსურნე, უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობ და
შეხედეთ, სადამდე მივედი. უკვე ფინიშის ხაზთან ვარ, არადა, ჯერ რბოლაც არ დამიწყია.

რეი სასმელებით გვიბრუნდება, რუფუსისთვის შებოლილი ქათმის სალათა მოაქვს, ჩემ წინ კი ტკბილი
კარტოფილის ჩიფსებსა და ფრანგულ ტოსტს დებს.

– თუ კიდევ რამე მოგინდებათ, ბიჭებო, უბრალოდ გამომძახეთ. სადაც უნდა ვიყო, სამზარეულოში თუ სხვა
კლიენტთან, მაშინვე თქვენთან გავჩნდები. – მადლობას ვუხდით, მაგრამ ვგრძნობ, რომ ფეხს ითრევს,
თითქოს ჩვენ გვერდით ჩამოჯდომა და წაჭორავება უნდა. ბოლოს, გონებას იკრებს და მიდის.

78
რუფუსი ჩანგალს ჩემს თეფშს უკაკუნებს.

– აბა, როგორ მოგწონს ჩემი ჩვეული საუზმე?

- წლებია ფრანგული ტოსტები არ გამისინჯავს. მამაჩემი ყოველ დილით ბეკონის, სალათისა და პამიდვრის
ტორტილებს ამზადებდა. – ფრანგული ტოსტის არსებობაც კი დამავიწყდა, მაგრამ დარიჩინის სურნელი იმ
დროის მოგონებებს მიღვიძებს, მე და მამა რომ სასაუზმედ მორყეულ მაგიდასთან ვისხედით და ახალ ამბებს
ვუსმენდით, ანდა დღის განრიგის შედგენისას თავს ვიმტვრევდით. – ძალიან კარგია. გინდა ცოტა?

რუფუსი თავს მიქნევს, თუმცა ჩემი თეფშიდან გადაღებას არ ცდილობს. გონებით სხვაგანაა, რადგან სალათის
თამაშითაა გართული. როგორც ჩანს, მოლოდინი არ გაუმართლდა და მარტო ქათამს ჭამს. ჩანგალს ხელიდან
აგდებს და რეის დარჩენილ კალამსა და წიგნაკს იღებს. წრეს ხაზავს. – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და
ფოტოების გადაღებაზე ვოცნებობდი.

რუფუსი დედამიწას ხატავს და იმ ქვეყნებს გამოყოფს, სადაც წასვლა სურდა.

- ფოტოჟურნალისტივით? – ვეკითხები.

- აჰ, არა. რაღაც ჩემეული მინდოდა.

- სამოგზაურო არენაზე წავიდეთ, - ვეუბნები. – საუკეთესო საშუალებაა ერთ დღეში მსოფლიოს სანახავად.
ჩამომთვლელები სულ ამაზე წერენ.

- არასდროს წამიკითხავს, - რუფუსი ამბობს.

- მე ყოველდღე ჩავკირკიტებ, - ვაღიარებ. – მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ვიღაცები ბორკილებს ტეხენ.

რუფუსი მიყურებს და თავს აქნევს.

– უკანასკნელ მეგობარს, როგორც წესი, იმ საქმისთვის უნდიხარ. ცუდი გაგებით არა, შენც რომ თანახმა ხარ იმ,
კარგი გაგებით. მოკლედ, რაც არის.

- მესმის. – მგონი.

79
- და შენ რა გინდოდა მომავალში გეკეთებინა? – რუფუსი მეკითხება.

- არქიტექტორობა მინდოდა. სახლები, ოფისები, თეატრები და პარკები ამეშენებინა. – ვპასუხობ, თუმცა იმას
არ ვეუბნები, რომ არც იმ ოფისებში მუშაობა და არც იმ თეატრების სცენაზე გამოსვლა მსურს. – ბავშვობაში
სულ ლეგოს ვთამაშობდი.

- მეც. კოსმოსურ ხომალდებს არ ვინდობდი. საწყალი პილოტები ნაწილებად იშლებოდნენ. – რუფუსი ჩემკენ
იხრება, ფრანგულ ტოსტს ცოტას აციცქნის და ილუკმება, თავჩახრილი და თვალდახუჭული გემოს უსინჯავს.
რთული საყურებელია, როგორ ყლაპავს ადამიანი მის საყვარელ საჭმელს უკანასკნელად.

თავს უნდა შემოვუძახო.

როგორც წესი, მოვლენები უკეთესობამდე ჯერ უარესობისკენ იცვლება, მაგრამ დღეს პირიქით უნდა მოხდეს.

თეფშები მოვასუფთავეთ თუ არა, რუფუსი დგება და რეის ყურადღებას იქცევს.

– შეგიძლია ანგარიში მოგვიტანო?

- ჩვენს ხარჯზეა, - პასუხობს რეი.

- გთხოვთ, ნება მოგვეცი, გადავიხადოთ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ვეუბნები. იმედი მაქვს
დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობაში არ ჩამითვლის.

- მხარს ვუჭერ. – ამბობს რუფუსი. შეიძლება აქ ვეღარ დაბრუნდეს, მაგრამ გვინდა ეს დაწესებულება რაც
შეიძლება დიდხანს ემსახუროს ადამიანებს, რისთვისაც ფულია საჭირო.

რეი ენერგიულად გვიქნევს თავს და ანგარიშს გვაწვდის. ჩემს საკრედიტო ბარათს ვაძლევ და როდესაც
ბრუნდება, საუზმის საფასურს ჩაის სახით სამმაგად ვუტოვებ.

ორი ათას დოლარზე ნაკლები მრჩება. არა მგონია ამ ფულით ვინმეს ცხოვრება ავუწყო, მაგრამ ყველა სახის
დახმარება მნიშვნელოვანია.

რუფუსი თავის დედამიწის ნახატს ჯიბეში იდებს.

– წავიდეთ?

80
ისევ ვზივარ.

- ადგომა წასვლას ნიშნავს, - ვამბობ.

- ჰო, - მეუბნება რუფუსი.

- წასვლა სიკვდილს ნიშნავს, - ვამბობ.

- არა. წასვლა სიკვდილამდე სიცოცხლეს ნიშნავს. მოდი, გავიდეთ.

ვდგები, რეის, დამლაგებელსა და პერსონალს მადლობას ვუხდი და გარეთ გავდივარ.

დღევანდელი დღე ერთი ხანგრძლივი დილაა, მაგრამ უნდა გავიღვიძო და ლოგინიდან ავდგე. ცარიელ ქუჩებს
გავყურებ და რუფუსთან და მის ველოსთან ერთად გზას ვაგრძელებ. ყოველი წუთის გასვლა სიკვდილთან
უფრო გვაახლოებს და სამყაროსგან გვაშორებს, რომელმაც ზურგი შეგვაქცია.

რუფუსი 05:53 სთ

ვერ უარვყოფ, მატეო წყნარი, თან ნევროტული და თან კარგი თანამგზავრია, მაგრამ ახლა „ქვემეხში“
პლუტონის ხალხთან ბოლოჯერ ჩაჯდომა და ძველი, კარგი და ცუდი დროის გახსენება, მაინც მაგრად
გაასწორებდა. არა, ეს ძალიან სარისკოა. ვიცი, რაც ხდება ჩემს თავს და ახლა მათ საფრთხეში ვერ ჩავყრი.

თუმცა ჩემს მინაწერებზე მაინც უნდა ეპასუხათ.

ველოს ჯაჭვებს ვხსნი და ქუჩაში მივაგორებ. ჩაფხუტს მატეოს ვუგდებ და ძლივს იჭერს.

– რაო, ლიდია სად ცხოვრობსო?

81
- რატომ მომეცი? – მატეო მეკითხება.

- იმიტომ, რომ ველოდან გადმოვარდნისას გოგრა არ გაიხეთქო. – ველოზე ვჯდები. – უკანასკნელი მეგობარი
რომ გკლავს, მაგრად ტეხავს.

- ორკაციანი არ არის, - ამბობს.

- საკიდები აქვს,- ვეუბნები. ტაგო სულ უკან იდგა ხოლმე, მენდობოდა, იცოდა მანქანას არ შევასკდებოდი და
ძირს არ მოადენდა ზღართანს.

- გინდა, რომ უკან, საკიდებზე დავდგე და ამ სიბნელეში ასე ვიაროთ? – მეკითხება მატეო.

- ჰო, თან ჩაფხუტს გაიკეთებ. – ღმერთო, მართლა დავიჯერე, რომ მატეო აღტაცებული დამთანმხდებოდა?!

- არა. როგორც ვატყობ, ველოსიპედი შეგვიწირავს.

ეს დღე მასზე ნამდვილად ცუდად მოქმედებს.

– არაფერი მოგვივა. დამიჯერე. ორი წელია ამ ველოთი ლამის ყოველდღე, გაუნელებლად დავდივარ. მოახტი,
მატეო.

გაუგონრად ორჭოფობს, აშკარაა, მაგრამ ჩაფხუტს მაინც ირგებს თავზე. დამატებითი წნეხის ქვეშ ვექცევი.
უნდა გავფრთხილდე, თორემ მომავალ ცხოვრებაში საძულველი ფრაზის - ხომ გეუბნებოდი! - მოსმენას ვერ
გავექცევი. მატეო მხრებზე მებღაუჭება, მაწვება და საკიდებზე დგება. თამაშში შემოდის და მისით ვამაყობ.
ბუდიდან ჩიტის წამოფართხალებასავითაა, უკვე წლების წინ რომ უნდა გაფრენილიყო.

ქვემო კვარტალის სურსათის მაღაზიის კარი ფართოდ გაუღიათ, წინ აღმართული ბანკის შენობის თავზე
მთვარე კიდია. სატერფულების ტრიალს მთელი ძალით ვიწყებ და მატეო ველოდან ხტება.

- არა. ფეხით მირჩევნია. და მგონი შენც. – ჩაფხუტს თავიდან იძრობს და უკან მაძლევს. – მაპატიე. გული ცუდს
მიგრძნობს და ჩემს წინათგრძნობებს უნდა ვენდო.

ჩაფხუტს გვერდზე მოვისვრიდი და მოვხევდი. დაე, წავიდეს მატეო ლიდიასთან, მე ჩემს თავს მივხედავდი,
მაგრამ ამის ნაცვლად ჩაფხუტს საჭეზე ვკიდებ და ველოდან გადმოვდივარ.

82
– კარგი, მაშინ ფეხით წავიდეთ. არ ვიცი, რა დროის სიცოცხლე დაგვრჩა, თუმცა მისი მოსწრაფება არ მინდა.

მატეო 06:14 სთ

ყველაზე ცუდი უკანასკნელი მეგობარი უკვე ვარ. ახლა დროა, ყველაზე უარესი მეგობარიც გავხდე.

- საშინელი იდეაა, - ვამბობ.

- იმიტომ, რომ სიკვდილზე საუბარი არ შეგიძლია?

- ჯერ ცოცხალი ვარ. – კუთხეში ვუხვევ. ლიდიას ბინა რამდენიმე კვარტალის იქითაა. – დიახ. – ცას, როგორც
იქნა, სინათლე შეეპარა. ჩემი უკანასკნელი განთიადის ნარინჯისფერი ბინდბუნდი ძლიერდება. – ლიდია
ლამის ჭკუიდან შეირყა, როცა გავიგეთ, რომ მისი შეყვარებული და მომავალი ქმარი დაიღუპებოდა და პენის
ვერასდროს ნახავდა.

- გამოდის, პენი მათი შვილია. – რუფუსი ამბობს.

- ჰო. კრისტიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში დაიბადა.

- უწყებიდან რა დროს დაურეკეს? – რუფუსი მეკითხება. – თუ ძალიან პირადულია, შეგიძლია არ მითხრა.


ჩემებს რომ დაურეკეს, საშინელ დღეში ჩაცვივდნენ და ამაზე საუბარი არც მე მიყვარს.

ვაპირებ ვენდო, თუკი დამპირდება, რომ ჩემს ამბავს არავის მოუყვება, განსაკუთრებით ლიდიას. ვხვდები, რომ
რუფუსი ამ ამბავს საფლავში წაიღებს. მომდევნო ცხოვრებაში რაც უნდა, ის უქნია, ასე რომ, მასთან
ყველაფერზე შემიძლია ლაპარაკი.

– კრისტიანი პენსილვანიის შემოგარენში მიემგზავრებოდა თავისი უცნაური ხანჯლებისა და ხმლების


გასაყიდად, ისინი კოლექციონერი ბაბუისგან ერგო მემკვდრეობით.

- ეტყობა, შავი დღისთვის გადასადები ფულის შოვნას აპირებდა. – ამბობს რუფუსი.

83
- ლიდიას არ უნდოდა წასულიყო, ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ კრისტიანმა დაიფიცა, რომ ფული
სამომავლოდ გამოადგებოდათ, რომ უკეთეს აკვანს, ტანსაცმელსა და რამდენიმე თვის სამყოფ საფენებსა და
რძეს იყიდდა. წავიდა, დასაძინებლად პენსილვანიაში დარჩა და შუაღამით ლიდიას დაურეკეს. – გულზე
მსერავს, იმ წივილ-კივილს რომ ვიხსენებ. ვჩერდები და კედელს ვეყრდნობი. – კრისტიანი ლიდიასთან
დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მას ეძინა. გაუთავებლად უგზავნიდა შეტყობინებებს. ავტოსტოპით წამოვიდა,
სატვირთოს გამოჰყვა, მძღოლიც მგზავრი აღმოჩნდა და ორივენი ოჯახში დაბრუნების მცდელობისას
დაიღუპნენ.

- ნუ გაახურე! - აღმოხდა რუფუსს.

ლიდიას ჭკუაზე მოყვანა შეუძლებელი იყო. გაუთავებლად მის მონაწერებს კითხულობდა და საკუთარი თავი
სძულდა, რომ ვერც ზარებმა გააღვიძა. „ვეილით“ – ვიდეოჩატით საუბრის საშუალებაც არსებობდა,
მართალია, მობილური მალ-მალე უნდა დატენო, მაგრამ ცუდი ინტერნეტკავშირის პირობებშიც კარგად
მუშაობს, თუნდაც მაგისტრალზე, შინ მოჩქარე მგზავრისთვის – და ეს მოწვევაც გამოტოვა.

არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ბოლოს პენიზე ჩამოვარდა საუბარი და ლიდიამ ახსენა, ორსულობის
ბოლოსკენ ისე გამოვიფიტე, გათიშულს მეძინაო. ვიცი, რა ჯოჯოხეთი გამოიარა, თუმცა ახლა თავს უკეთ
გრძნობს.

შემდეგ ლიდია სკოლიდან გამოვიდა, რათა მთლიანად პენის აღზრდაზე გადართულიყო. ბებიამისის პატარა
ბინაში ცხოვრობდნენ. მშობლებს ვერ ეწყობოდა, კრისტიანის მშობლები კი ფლორიდაში იყვნენ. მისი
ცხოვრება, ახლობელი ადამიანების დაკარგვის გარეშეც, სირთულეებითაა სავსე. უბრალოდ, ჩემი საუკეთესო
მეგობრის უკანასკნელად ნახვა მსურს.

- საშინელებაა, - ამბობს რუფუსი. - იყო. – ამატებს, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

– მოიცა, აბა, დავურეკავ. – რამდენიმე ნაბიჯით ვშორდები, პირადი სივრცისთვის.

ვრეკავ.

არც კი მჯერა, რომ პენის გვერდით ვერ ვიქნები, ლიდიას რომ რამე დაემართოს, თუმცა შვებასავითაა, როცა
ვიცი, რომ ამას ვერ მოვესწრები.

- მატეო... – ლიდიას ნამძინარევი ხმა აქვს.

- ჰო, მე ვარ. გეძინა? ბოდიში, ვიფიქრე პენის ეღვიძებოდა.


84
- ოჰ, კი, ღვიძავს. წლის დედის ჯილდოს მომცემენ, მის ტიტინს რომ ბალიშქვეშ შეყოფილი თავით ვუსმენ. ასე
უთენია რამ წამოგაგდო?

- მე... მამას მონახულება მინდოდა. – სხვათა შორის, არ ვატყუებ. – შეიძლება ცოტა ხნით შემოგირბინო? აქვე,
ახლოს ვარ.

- როგორ არა!

- მაგარია. მალე მოვალ.

რუფუსს ვეძახი და ლიდიას სახლისკენ ერთად მივდივართ. მისი ცხოვრება იმ პროექტებს ჰგავს, რომლის
ზედამხედველიც კართან ზის და გაზეთს კითხულობს, არადა საქმე თავზე საყრელად აქვს – სახლი
გამოსახვეტია, მოსაწმენდი, კორიდორში ნათურაა შესაცვლელი და თაგვის ხაფანგი - დასაგები. მაგრამ ლიდია
ყურსაც არ იბერტყავს. უყვარს საღამოს, ნაწვიმარზე, გრილი სიო რომ დაუბერავს და აჭმევს მეზობლის კატას,
ქლოუის, რომელიც კორიდორში უაზროდ დაიპარება და თაგვების ეშინია. თავს შინ გრძნობს, ხომ ხვდებით.

- მარტო ავალ, - რუფუსს ვეუბნები. – აქ რომ დამელოდო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

- არა, რას ამბობ. მაინც მეგობრისთვის უნდა დამერეკა. რაც წამოვედი, მას შემდეგ არ მპასუხობს.

- დიდი ხანი არ დამჭირდება, - ვეუბნები, ის კი არ მეუბნება, არ იჩქაროო.

კიბეზე ავრბივარ, კინაღამ ცხვირ-პირი დავიმტვრიე, მაგრამ სახელურზე ჩავლება მოვასწარი და შესაძლებელ
სიკვდილს გადავურჩი. ჩემი ცხოვრების ბოლო დღეს ლიდიას ნახვას ასე არ უნდა ვჩქარობდე. ამ სიჩქარემ
კინაღამ მიმსხვერპლა. მესამე სართულზე ავდივარ და კარზე ვაკაკუნებ. პენის კივილის ხმა მესმის.

- ღიაა!

შევდივარ და რძისა და დარეცხილი ტანსაცმლის სუნი მცემს. კართან სარეცხით სავსე კალათა დევს, იმდენია,
რომ შიგ არც ეტევა და ძირსაა გადმოყრილი. იატაკზე ბავშვის საკვების ცარიელი ბოთლებია მიმოფანტული.
მანეჟში კი პენი ზის, რომელსაც კოლუმბიელი დედის ნათელი მუქი კანი არა აქვს, კრისტიანივით თეთრია,
უბრალოდ, ამწამს ღნავილითაა გადაწითლებული. ლიდია სამზარეულოშია, ცხელი წყლით სავსე ჯამში
ბოთლს ათბობს.

85
- ღმერთის გამოგზავნილი ხარ. – მეუბნება ლიდია. – ჩაგეხუტებოდი, მაგრამ კვირადღის შემდეგ კბილები არ
გამომიხეხავს.

- მიდი, გამოიხეხე.

- ჰეი, კარგი მაისურია! – ლიდია ბოთლს თავსახურს უჭერს და მე მიგდებს, სწორედ მაშინ, როცა პენი ხმას
უწევს. – უბრალოდ, მიეცი, შარზეა, თავისი ბოთლი რომ არ აქვს. ლიდია აბურდულ თმას რეზინის სახვევით
იკრავს და სააბაზანოსკენ მიიჩქარის. – ღმერთო ჩემო, მგონი მოფსმას ვეღირსე, არც კი მჯერა.

პენის წინ ვიმუხლები და ბოთლს ვაძლევ. იმ შავ თვალებში უხასიათობა მოუჩანს, მაგრამ ბოთლს
დაისაკუთრებს თუ არა, პლუშის დათუნიაზე ჯდება და სანამ სუსნაობას დაიწყებს, ოთხი კიჭით მიღიმის.
ყველა ექიმი იტყვის, რომ ამ ასაკში ბავშვი რძის შემცვლელზე აღარ უნდა იყოს, მაგრამ პენის ნამდვილი რძე
არ უყვარს. ამაში ერთმანეთს ვგავართ.

ლიდია სააბაზანოდან პირში ჯაგრისგაჩრილი გამოდის და პლასტმასის სათამაშო პეპელაში ელემენტს დებს.
რაღაცას მეუბნება, მაგრამ კბილის პასტანარევი დორბლი ნიკაპზე ეწუწება, ისევ სამზარეულოში შერბის და
ნიჟარაში აპურჭყებს. – მაპატიე. გულისამრევია. ისაუზმებ? ძვალი და ტყავი ხარ. საზიზღრობაა, დედაშენივით
ვლაპარაკობ. – უცებ თავს არხევს. – ო, ღმერთო, ხომ მიხვდი რას ვამბობ, დედასავით გარიგებ ჭკუას-მეთქი.

- არ იჯავრო, ლიდია. და უკვე ვისაუზმე, გმადლობ. – რძის სმით გართულ პენის ფეხზე ვუღიტინებ, ის კი
ბოთლს პირიდან იძრობს და ხითხითებს. რაღაცას ტიტინებს, ალბათ თავად უკეთ იცის, რას, და შემდეგ რძიან
ბოთლს უბრუნდება.

- თუ მიხვდები, ვის დაურეკეს? – ლიდია მეკითხება და მობილურს აქნევს.

პენის ფეხზე ხელი დამეყინა. ლიდია ჩემს ამბავს ვერ გაიგებდა და რომც გაეგო, ასე ლაღად ვერ
დამელაპარაკებოდა.

– ვის?

- ჰაუი მალდონადოს! – ლიდია მობილურში იხედება. – მისი ფანები ჭკუაზე არ არიან.

- დარწმუნებული ვარ. – სიცოცხლის ბოლო დღეს ჩემს საყვარელ გამოგონილ მავნებელ პერსონაჟთან
ვატარებ. არ ვიცი, ეს რას მივაწერო.

- მამაშენი როგორაა? – ლიდია მეკითხება.

86
- სტაბილურად. იმედს ვიტოვებდი, როგორც ფილმებშია, ჩემი ხმის გაგონებისას წამოხტებოდა, მაგრამ ასე არ
მოხდა. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. – ამ სიტყვების ამოთქმისას შიგნეულობა მეწვის. მანეჟის გვერდით
ვზივარ და პლუშის სათამაშოებს ვიღებ – მოღიმარ ცხვარს და ყვითელ ბუს – და პენის ვუგდებ, შემდეგ
ვეფერები. საკუთარ შვილებთან თამაშს ვეღარ მოვესწრები.

- ცუდია, მაგრამ გამოძვრება. მამაშენი რკინაა. საკუთარ თავს სულ იმას ვუმეორებ, რკინასავით ყოფნამ
დაღალა და ცოტა ხნით ისვენებს-მეთქი.

- ალბათ. პენიმ ბოთლი ამოჭამა. ამოვიყვან.

- ღვთის საჩუქარი ხარ-მეთქი, გეუბნები.

პენის სახეს ვწმენდ, ხელში ვიჭერ, ზურგს ვუსრეს, ვაბოყინებ და მასაც გულიანად ეცინება. ჩემი ხელწერაა -
დინოზავრივით დავდივარ, თი-რექსივით დავალაჯებ, თან პენი მკლავებში მიწევს, რაც ყოველთვის
სიამოვნებს. ლიდია შემოდის და ტელევიზორს რთავს.

- დიახ, შვიდის ნახევარი მულტფილმების დროა, აგრეთვე წინა დღეების არეული სახლის მოწესრიგების, სანამ
ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგება. – ლიდია პენის უღიმის, ჩვენკენ ჩოჩდება და ცხვირზე კოცნის. –
დედიკომ თქვა, პენი ჩემი საგანძურიაო. – თან ღიმილიანი სახით დასძენს: – საგანძური, რომელსაც არაფერი
გამოეპარება.

მეცინება და პენის ძირს ვსვამ. ლიდია პენის პლასტმასის პეპელას აძლევს და იატაკიდან ტანსაცმელს კრეფს.

– რაში დაგეხმარო? – ვეკითხები.

- დასაწყისისთვის იმით, რომ არასდროს შეიცვალო. ამის შემდეგ, შეგიძლია მისი სათამაშოები სკივრში
ჩაყარო, მხოლოდ ცხვარი დაუტოვე, თორემ ისტერიკაში ჩავარდება, სამაგიეროდ, კი უკუნითი-უკუნისამდე
მეყვარები. ტანსაცმელი უჯრებში უნდა ჩავკეცო. ერთი ათი წუთი მადროვე. – ლიდია სარეცხით სავსე
კალათით გადის.

- არ იჩქარო.

- ღვთის მოვლენილია-მეთქი, ვიძახი!

ლიდია ყველა ამპლუაში მიყვარს. პენის დაბადებამდე საშუალო სკოლის მაღალ ნიშნებზე დასრულება და
კოლეჯში პოლიტიკის, არქიტექტურისა და მუსიკის ისტორიის მიმართულებებით სწავლის გაგრძელება
სურდა. ბუენოს-აირესში, ესპანეთში, გერმანიასა და კოლუმბიაში მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ მერე
კრისტიანი გაიცნო, დაორსულდა და ბედნიერება თავის პატარა სამყაროში იპოვა.
87
ლიდია იმ გოგოებს ჰგავდა, ხუთშაბათობით, სკოლის შემდეგ რომ თმას ისწორებდნენ. თავად უმაკიაჟოდაც
ანათებდა და უცნობების ფოტოებს მოღუშული სმაილებით ტროლავდა. ახლა თმა თან საყვარლად აქვს და
თან ლომის ფაფარს მიუგავს და არცერთი თავისი ფოტო არ მოსწონს, თვლის, რომ ძალიან გადამწვარი სახე
აქვს. მე თუ მკითხავთ, ჩემი მეგობარი ახლა იმაზე მეტად ბრწყინავს, ვიდრე ოდესმე, რადგან ცვლილება,
ისეთი ევოლუცია განიცადა, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება და თანაც ეს დამოუკიდებლად მოახერხა.

როდესაც სკივრს სათამაშოებით ვავსებ, პენისთან ერთად იატაკზე ვჯდები და ვუყურებ, როგორ აცმაცუნებს
ტუჩებს, როცა მულტფილმის პერსონაჟი კითხვებს სვამს. პენისთვის ყველაფერი ახლა იწყება და როცა ერთ
დღეს სიკვდილის უწყებიდან თავზარდამცემი ამბით დაურეკავენ, მისი აღსასრულის შესახებ ამცნობენ და
ისიც სიმწრით გაიაზრებს, რომ ჩვენ ყველას სასიკვდილოდ გვზრდიან. დიახ, ვცხოვრობთ, ანდა, სულ მცირე,
ამის შესაძლებლობას გვაძლევენ, თუმცა ზოგჯერ ცხოვრებას შიში მართავს და ართულებს.

- პენი, იმედია უკვდავების საიდუმლოს ამოხსნი და აქაურობის მბრძანებელი ძალიან დიდხანს იქნები.

უტოპიას ასე ვხედავ: მსოფლიო ძალადობისა და უბედურებების გარეშე, სადაც ყველა უკვდავია ანდა მანამდე
ცოცხლობს, სანამ სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრების მწვერვალებს დაიპყრობს და იმ ქვეყნად
მოგზაურობას გადაწყვეტს.

პენი ტიტინით მეპასუხება.

ლიდია მეორე ოთახიდან გამოდის.

– პენის უკვდავებას და მსოფლიოზე ბატონობას რატომ უსურვებ, როცა ჯერ ესპანურად „ერთის“ თქმას
ცდილობს?

- იმიტომ, რომ მინდა უსასრულოდ იცოცხლოს. – ვუღიმი. – და ყველა იმსახუროს.

ლიდია წარბს სწევს. იხრება, პენი ხელში აჰყავს და მე მიშვერს.

– გინდა პენი აზრებში გაგიცვალო? – ორივე ვიჭყანებით. – სახალისო არ იქნება, არა? ვცდილობ გამოვიცნო
ხოლმე, მაგრამ არ გამომდის.

- იქნებ შემდეგ ჯერზე გამოგივიდეს, - ვეუბნები.

88
- ისე, შენი აზრები სულ არ მჭირდება, თუ გინდა პენის უფასოდ მოგცემ. – მისკენ ტრიალებდა, თვალებს
უკოცნის და იღლიებში უღიტინებს. – დედიკომ ასე თქვა, ჩემი პენი შეუფასებელიაო. – შემდეგ კი ბუტბუტებს, -
შეუფასებელი პაწია პენი. – პენის ტელევიზორის წინ, იატაკზე სვამს და დასუფთავებას აგრძელებს.

მე და ლიდიას ურთიერთობა ფილმებში ნანახს, ანდა თქვენსა და თქვენი მეგობრების ურთიერთობას არ


ჰგავს. ერთმანეთი სიკვდილამდე გვიყვარს, მაგრამ ამას ყველას გასაგონად არ ვყვირით. ერთმანეთის გვესმის,
თანაც სიტყვები ხანდახან ზედმეტია, მაშინაც კი, თუ ვიღაცასთან უკვე რვა წლის ნაცნობობა გაკავშირებს.

მაგრამ დღეს ხმის ამოღება მომიწევს.

ლიდიას და კრისტიანის გადაბრუნებულ სურათს ვასწორებ.

– იცი, კრისტიანი შენით ძალიან იამაყებდა. შენ პენის ბედნიერების გასაღები ხარ სამყაროში, რომელიც
იაფფასიან დაპირებებს იძლევა და მათ, ვინც კეთილია, ხშირად არ აჯილდოებს. კარგ ადამიანსაც ისევე
შეიძლება გაუმრუდოს გზა, როგორც ცუდს. შენ კი სხვას ცხოვრებას უსასყიდლოდ უძღვნი. ყველა შენსავით
მოწყობილი არ არის.

ლიდია დალაგებას წყვეტს.

– მატეო, ეს მლიქვნელობა საიდან? რაშია საქმე?

ცარიელი ბოთლი ნიჟარასთან მიმაქვს.

– ყველაფერი კარგადაა. – და ასეც იქნება. ლიდიაც კარგად იქნება. – ცოტა ხანში გავალ. რაღაც, გადავიღალე.

არ ვცრუობ.

ლიდიას თვალი უთამაშებს.

– წასვლამდე, რამდენიმე ოპერაციის განხორციელებაში წამეშველები?

მისაღებში ჩუმად გავდივართ. ბალიშიდან შვრიის ფანტელებს კრეფს, მე კი კონდიციონერიდან მტვერს


ვწმენდ. ფინჯნებს აგროვებს, მე პენის ფეხსაცმელებს კართან ვაწყობ. ის სარეცხს კეცავს, ჩემკენ აპარებს
თვალს, მე საფენების ყუთებს ვხევ.

89
– ნაგავს გაიტან? – მეკითხება და ცოტა ხმა უკანკალებს. – იმ პატარა წიგნის კარადის მოწესრიგებაც მინდა, შენ
და მამაშენმა პენის რომ აჩუქეთ.

- კარგი.

მგონი ხვდება.

ოთახიდან გასვლისას ფულიან კონვერტს სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ.

ნაგვის პარკს ვიღებ და ვიცი, რომ ვეღარ შევბრუნდები. დერეფანში გავდივარ და პარკს გამტარში ვაგდებ. თუ
შევბრუნდი, აქედან ვეღარ წავალ და თუ ვერ წავედი, ამ ბინაში მოვკვდები, - დიდი ალბათობით პენის
თვალწინ და ნამდვილად არ მინდა ასე დავამახსოვრდე. რუფუსის მიდგომა ჭკვიანური და საზრიანი მეჩვენება.

მობილურში ლიდიას ნომერს ვბლოკავ, რომ ვეღარ დამირეკოს, მომწეროს და შემეხვეწოს, დაბრუნდიო.

მაზიდებს, ცოტათი თავბრუ მესხმის და ნელ-ნელა კიბისკენ მივიწევ იმ იმედით, რომ ლიდია გამიგებს და
საკუთარი თავი ისე მეზიზღება, რომ საფეხურებზე ჩქარ-ჩქარა ჩავრბივარ...

რუფუსი 06:48 სთ

რომელი დანაძლევდა ათ დოლარზე, რომ ბოლო დღეს თავს ინსტაგრამზე ამოვყოფდი? იმიტომ, რომ ახლა
ათი დოლარით მდიდარია.

პლუტონები არც შეტყობინებებზე და არც ზარებზე არ მპასუხობენ. ძალიანაც არ ვნერვიულობ, რადგან


მგზავრები არ არიან, მაგრამ რა ჯანდაბაა, ვინმემ მაინც მითხრას, ძაღლები ისევ მომდევენ თუ არა? ფსონს
ჩამოვდივარ, რომ ყველა დაიბრიდა. საწოლს რომ დამიდგამდეს ვინმე, დავიძინებდი. სახელურებიან სკამზეც
არ ვიტყოდი უარს. ეს ვესტიბიულის მერხი ნამდვილად არ გამოდგება, ორი ადამიანი ძლივს ეტევა. ემბრიონის
პოზაში ვერ მოვისვენებ, ჩემი სტილი არ არის.

ინსტაგრამს ვათვალიერებ. მალკოლმის გვერდს სიახლეების მოლოდინში ვანახლებ (@manthony012), მაგრამ


ცხრა საათის წინ დადებული „კოკა-კოლის“ ბოთლის ფოტოს შემდეგ, რომელზეც მისი სახელი აწერია, ახალი
არაფერია. „კოკა“-„პეპსის“ ომში, „პეპსის“ გუნდშია, მაგრამ ეტყობა მაღაზიის მაცივარში ბოთლზე თავისი
სახელის დანახვამ ისე გაახარა, ცდუნებას ვერ გაუძლო. ჩხუბის წინ კოფეინი ენერგიით ავსებს.
90
პეკთან შეხლა-შემოხლას ჩხუბსაც ვერ დავარქმევდი. ჩემი დარტყმის საპასუხოდ მუშტიც კი არ გამოუქნევია.

ეიმის ბოდიშებს ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ არ მგონია საბოდიშო რამე მჭირდეს, რადგან მისმა ქვეშაფსია
შეყვარებულმა ჩემსავე დაკრძალვაზე ძაღლები მომიქსია. ამ დროს მატეო კიბეზე თავპირისმტვრევით
ჩამორბის. თვალები ჩაწითლებული აქვს და ძლივს სუნთქავს, თითქოს ტირილის შეკავებას ცდილობს.

- კარგად ხარ? – არ არის, და სულელური შეკითხვა დავსვი.

- არა. – მატეო ვესტიბიულის კარს აღებს. – წავიდეთ, სანამ ლიდია დაგვეწია.

მეც წასვლის მომხრე ვარ, მერწმუნეთ, მაგრამ უხმოდ ჩემ გვერდით სირბილი არ გამოუვა. ველო გამოვაგორე.

– წამო და ამოიღე ეგ სიმძიმე, გულზე რომ გაწევს. მთელი დღე არ ატარო.

- მთელი დღე არც მაქვს! – მატეო მიყვირის, თითქოს ამწამს გაიაზრა, რომ თვრამეტი წლის ასაკში ნაადრევად
კვდება. როგორც ჩანს, მასში ცეცხლი შემორჩა. ტროტუარის კიდესთან ჩერდება და ჯდება, გიჟს ჰგავს, ალბათ,
მანქანას ელოდება, რომ ბორბლებში შეუვარდეს.

ველოს ვაყენებ, მატეოსთან მივდივარ, ხელკავს გამოვდებ და წამოვაყენებ, ტროტუარიდან გადავდივართ და


კედელს ვეყუდებით. ისე თრთის, ნამდვილად არ უნდა აქედან წასვლა და როდესაც იკეცება, მეც ვბაძავ. მატეო
სათვალეს იხსნის და მუხლებს შუბლით ეყრდნობა.

- მისმინე, თანაგრძნობით გაბერილ საუბარს ვერ გაგიბამ, ამის უნარი არ მაქვს და არც ვაპირებ. – უფრო მეტი
შემიძლია. – მაგრამ ვიცი, რა სასოწარკვეთილი ხარ, ძმაო. მადლობა ღმერთს, არჩევანი მაინც გაქვს.
მამაშენთან ანდა დაქალთან დაბრუნებას თუ გადაწყვეტ, მე არ დაგიჭერ. თუკი დატყდები, კუდში დევნას არ
დაგიწყებ. ეს შენი ბოლო დღეა, ისე იცხოვრე, როგორც გაგისწორდება და თუ გვერდში მდგომი გჭირდება, აგერ
ვარ.

მატეო თავს წევს და თვალს ჭუტავს.

– თანაგრძნობით სავსე სიტყვებია.

- ჰო, მე მაპატიე. – სათვალით უფრო მომწონს, მაგრამ ასეც უხდება. – რას აპირებ? – თუ ჩემი მიტოვება
მოუნდება, გავუგებ და გზას გავუყვები. პლუტონებს უნდა დავხედო, მაგრამ უკან ვერ შევიპარები, არ ვიცი
ძაღლებს თვალი ისევ უჭირავთ თუ არა.
91
- წინ უნდა ვიარო, - ამბობს მატეო.

- მეც მანდ ვარ.

სათვალეს იკეთებს და არ ვიცი, ცხოვრებას ახალი თვალით შეხედა თუ არა, მაგრამ მიხარია, რომ ამ დღის
მარტო ჩამთავრება არ მომიწევს.

- მაპატიე, რომ ხმას ავუწიე, - ამბობს მატეო. – ვფიქრობ, რომ დამშვიდობება არასწორი სვლაა, მაინც მთელი
დღე სანანებლად მექნება.

- არც მე დამიქნევია ხელი ჩემი მეგობრებისთვის. – ვეუბნები.

- შენს პანაშვიდზე რა მოხდა?

მთელი ეს ჩემი მონოლოგი გულწრფელობასა და დარდის გულიდან გადაყრაზე კარგია, მაგრამ მე თვითონ
ჯერ გულახდილად არ მისაუბრია მასთან.

– შემაწყვეტინეს. მას შემდეგ მეგობრებთან დაკავშირებას ამაოდ ვცდილობ, იმედს ვიტოვებ, შემეხმიანებიან,
სანამ... – მანქანის ჩავლასთან ერთად მუშტებს ვატკაცუნებ. – მინდა გაიგონ, რომ კარგად ვარ, იცოდნენ, რომ
ცოცხალი ვარ. მაგრამ სიკვდილამდე მათთვის შეტყობინებების წერა არ შემიძლია.

- ჩამომთვლელთა გვერდი გააკეთე, - მთავაზობს მატეო. – უამრავი ისტორია წამიკითხავს სოციალური


გვერდებიდან და დაგეხმარები.

დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მისი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, იმდენი პორნო მაქვს ნანახი, წესით, სექსის
ღმერთი უნდა ვიყო.

– არა, ეგ საჩემო არ არის. ტამბლერის და ტვიტერის კაცი არა ვარ. მხოლოდ ინსტაგრამი. ფოტოგრაფიის
ამბავია, ჯერ სულ რაღაც რამდენიმე თვის შექმნილია და ასწორებს.

- შეიძლება შენი გვერდი ვნახო?

- აბა რა.

92
ჩემს მობილურს ვაძლევ.

ჩემი პროფილი საჯაროა და არ მაღელვებს, თუ ვინმე უცნობი შემოეხეტება, მაგრამ ვგიჟდები, როცა სხვა ჩემს
ფოტოებს ათვალიერებს. თავი შიშველი მგონია, თითქოს საშხაპიდან გამოვდივარ და ვიღაც მიყურებს,
ავლადიდებაზე პირსახოცს როგორ ვიხვევ. ჩემი ადრინდელი ფოტოები ცუდი განათების გამო არ ვარგა,
მაგრამ ჩასწორების ღილაკი არ არსებობს და ეს ალბათ კარგიცაა.

- ყველა შავ-თეთრში რატომაა? – მეკითხება მატეო.

- ობოლთა სახლში გადასვლიდან რამდენიმე დღეში შევქმენი ანგარიში. ეს ფოტო ჩემმა ძმაკაცმა, მალკოლმმა
გადამიღო, უყურე... – მასთან ახლოს მიმაქვს და ქვემოთ დანარჩენ ფოტოებს ვშლი, თან ჩემს ჭუჭყიან
ფრჩხილებს ვამჩნევ და მალევე ფეხებზე ვიკიდებ. პლუტონში საწოლზე მჯდარ, ხელებში თავჩარგულ ფოტოს
ვადიდებ. მალკოლმი ნიჭიერი ფოტოგრაფია. – იქ მისვლიდან მესამე თუ მეოთხე ღამე იყო. მაგიდის
თამაშებით ვერთობოდით და მაგიჟებდა ის, რომ სასიამოვნო დროის გატარების გამო თავს დამნაშავედ
ვგრძნობდი. მაგრად ვხალისობდი და ეს უარესად მხდიდა. ისე წავედი, არაფერი მითქვამს. მალკოლმმა ძებნა
დამიწყო, რადგან ძალიან ვაგვიანებდი და ასეთ მდგომარეობაში გადამიღო.

- რატომ? – მატეო მეკითხება.

- მითხრა, რომ ადამიანების ზრდასა და ცვლილებებზე დაკვირვება მოსწონდა, არა მხოლოდ ფიზიკური
კუთხით. დაბალი თვითშეფასება კი აქვს, თუმცა ტვინიკოსაა. – სინამდვილეში კი, როცა ის ფოტოსურათი
ერთი კვირის შემდეგ პირველად მაჩვენა, მუხლში ჩავცხე. ჩლუნგი. – ფოტოები შავ-თეთრია რადგან ჩემების
დაკარგვის შემდეგ ცხოვრებამ ფერებიც დაკარგა.

- და შენც შენი ცხოვრებით ცხოვრობ, მაგრამ მათსას არ ივიწყებ? – მატეო მეკითხება.

- ზუსტად.

- მეგონა ხალხი ინსტაგრამზე მხოლოდ გასართობად რეგისტრირდებოდა.

მხრებს ვიჩეჩ.

– ძველი სკოლა.

- შენი ფოტოები მართლა ძველ სკოლას მაგონებს, - მატეო მეუბნება. ფართო თვალებს მანათებს, მიღიმის და
ჰუჰ, სულაც ვერ შეატყობ, რომ მგზავრია. – ჩამომთვლელთა აპლიკაცია არც გჭირდება, აქ ყველაფრის

93
გამოქვეყნება შეგიძლია. ჰეშთეგით მონიშვნაც, მაგრამ მგონი ცხოვრების ფერებით გადმოცემა უფრო
მოგიხდებოდა... დაე, პლუტონებმა ფერადად დაგიმახსოვრონ. – ღიმილი ქრება, რადგან დღევანდელობის
ბუნება ასეთია. – დაივიწყე. სისულელეა.

- სულაც არა, - ვეუბნები. – მე ძალიანაც მომწონს. პლუტონები შემოვლენ ხოლმე და მათთან გატარებული
ძველი დროის მოსაგონარ შავ-თეთრ ფოტოებს გადაათვალიერებენ, როგორც ისტორიის წიგნს, ჩემს
უკანასკნელ დღეს კი საკუთარი, გაუფილტრავი კონტრასტი ექნება. შეგიძლია გადამიღო, აქ რომ ვზივარ? თუკი
ეს ჩემი ბოლო პოსტი იქნება, მინდა ყველამ ცოცხალი მნახოს.

მატეო ისე იღიმის, გეგონება ფოტოსთვის თავად პოზიორობდეს.

ფეხზე დგება და კამერას ჩემკენ იშვერს.

მე არ ვპოზიორობ. ვზივარ და ზურგით კედელს ვეყრდნობი იმ ადგილას, სადაც ჩემს უკანასკნელ მეგობარს
მოგზაურობის გაგრძელება შთავაგონე, თავად კი ჩემი პროფილის სურათების გაფერადებაში დამარწმუნა. არც
კი ვიღიმი, ღიმილის ბიჭი არასდროს ვყოფილვარ და ახლა ვეღარ გავხდები. არ მინდა ხალხს ვეუცხოო.

- გადაღებულია, - მატეო ამბობს და მობილურს მაძლევს. – თუ არ მოგეწონება, კიდევ გადაგიღებ.

ფოტოებთან წუნია არ ვარ, საკუთარ თავს გამადიდებლით არ ვუყურებ, თუმცა ეს ფოტო, მოულოდნელად,
კარგი გამოვიდა. ის წამი დაიჭირა, სადაც სევდიანი და იმავდროულად ამაყიც ვჩანვარ, როგორც ჩემი
მშობლები ოლივიას გამოსაშვებზე. ველოს წინა საბურავიც მაგრად ჩანს.

– მადლობა, ძმაო.

ფოტო პირდაპირ ავტვირთე. მინდა ჰეშთეგით #ბოლოდღე დავაწერო, მაგრამ მათგან ყალბი პათეტიკა არ
მინდა „ო, არა, R.I.P!!!“ ანდა „ნათელში იყავი!“ კომენტარები და დატროლვა.

იმედი მაქვს, მათ ისეთი ვემახსოვრები, როგორიც ვარ და არა ტიპი, რომელმაც ვიღაცას სახეში უმიზეზოდ ხია.

პატრიკ პეკ გევინი 07:08 სთ

94
სიკვდილის უწყებას პატრიკ პეკ გევინისთვის არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება, თუმცა
თავდამსხმელზე ადრე წესით მას უნდა მიეღო გაფრთხილება.

ახლა სახლში იმყოფება და გაყინულ ჰამბურგერს დასივებულ ადგილებზე იდებს. ბურგერი ყარს, თუმცა
ტკივილს უამებს.

პეკს ეიმი ქუჩაში არ უნდა მიეტოვებინა, მაგრამ გოგონას მისი დანახვაც არ სურდა და არც ეს იყო მასთან
ბედნიერი. ეიმის ძველი მობილურიდან დაურეკა, თუმცა კამათი მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან
ეიმის მისი თავი არ ჰქონდა, თანაც რთული იყო ყურმილი არ დაეკიდა, როცა გოგონას რუფუსის ნახვა და
ბოლო დღის მასთან გატარება დაეჩემებინა.

პეკი რუფუსისნაირ ხალხთან კოდით მოქმედებდა.

კოდი, რომელიც მაშინ აქტიურდება, როცა წიხლებით შეგდგებიან.

ახლა კარგად გამოიძინებს და თუკი მისი გაღვიძებისას რუფუსი ცოცხალი იქნა, პეკი მას თავ-ბედს
აწყევლინებს.

რუფუსი 07:12 სთ

ჩემი მობილური ბზუის და მინდა პლუტონები იყვნენ, მაგრამ იმედი ითელება, როდესაც ამ ზარს სხვებიც
მოსდევს. მატეო თავის მობილურს ამოწმებს და მასაც იგივე შეტყობინებები მისდის – მორიგი, რომელიც
დღეს ორივემ მივიღეთ: შეიქმენი წამის ლოკაცია ახლომახლო: 1.2 მილში.

კბილებში გამოვცრი:

– ეს რაღა ოხრობაა?

95
- არ გაგიგია? – მატეო მეკითხება. – გასულ შემოდგომას გახსნეს.

- არა. – მივდივარ, ნახევრად ვუსმენ, ნახევრად კი მეფიქრება, პლუტონები რატომ არ მირეკავენ.

- ჩაიფიქრე სურვილის დაწესებულებას წააგავს, – ამბობს მატეო, – მაგრამ შესვლა ნებისმიერ მგზავრს
შეუძლია, მარტო ბავშვებისთვის კი არაა. დაბალი ხარისხის ვირტუალური რეალობის განყოფილებები აქვთ,
სადაც დაახლოებით იმავეს შეიგრძნობ, რასაც პარაშუტით ხტომისას, რბოლისას და სხვა ექსტრემალური
სპორტის გამოცდისას, რომელიც მგზავრებისთვის, ბოლო დღის რისკების გათვალისწინებით, უსაფრთხო არ
არის.

- ანუ ჩაიფიქრე სურვილის დაწესებულების იაფფასიანი იმიტაციაა?

- არა მგონია ასეთი ცუდი იყოს, - მეუბნება მატეო.

კვლავ მობილურს ვამოწმებ, რამე ხომ არ მომწერეს. ტროტუარიდან გადმოვდივარ თუ არა, მატეოს მკლავი
მკერდზე მეხლება.

მარჯვნივ ვიხედები, ისიც იმავეს აკეთებს. მერე მარცხნივ და ისიც იმეორებს.

მანქანები არ ჩანს. ქუჩებში მდუმარებაა.

- გზაზე გადასვლა არ მეშლება, - ვეუბნები. – ლამის მთელი ცხოვრება ასე გადავდივარ.

- მობილურში იყურებოდი, - იძახის მატეო.

- მერე რა, ვიცოდი, მანქანა რომ არ მოდიოდა. – ვპასუხობ. გზაზე გადასვლა ინსტინქტური ქმედებაა, თუ
მანქანა არ ჩანს, გადადიხარ, თუ მანქანები მოძრაობენ – არა. ანდა სანამ ჩამოივლიდნენ, გადარბიხარ.

- მაპატიე, - მეუბნება მატეო. – მინდა ეს დღე რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

ნერვებზეა, ვხვდები, მაგრამ ჯობია თავი ხელში აიყვანოს.

- გასაგებია, მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებ.

96
ცარიელ გზაზე გადასვლამდე აქეთ-იქით ვიხედები. თუ ვინმე უნდა ღელავდეს, ეს ის ბიჭია, ოჯახის ყველა
წევრი მდინარეში გადავარდნილ მანქანაში რომ დაეხრჩო. მომდევნო რამდენიმე წელი მანქანაში ჩაჯდომა
მიჭირდა, მაგრამ შემდეგ მალკოლმს შევხვდი, რომელიც კოცონს ისე ანთებს, თითქოს მისი მშობლები
ცეცხლმოკიდებულ სახლში სულაც არ გამომწვარან. მე ასე არ შემიძლია, მაგრამ გზაზე გადასვლისას
გაუთავებლად აქეთ-იქით მაინც არ ვიხედები, მატეოსავით. გეგონება მანქანის არსაიდან გაჩენის
ოთხმოცდაცხრამეტპროცენტიანი ალბათობა არსებობს.

მატეოს ურეკავენ.

- შეიქმენი წამის ხალხი გირეკავს? – ვეკითხები.

მატეო უარის ნიშნად თავს აქნევს.

– ლიდია ბებიამისის ტელეფონით მირეკავს. უნდა... – მობილურს ჯიბეში იდებს, არ პასუხობს.

- სასიამოვნოა მისი მხრიდან, - ვეუბნები. – შენ გირეკავენ მაინც. ჩემი მეგობრები ხმას არ იღებენ.

- არ მოეშვა.

რატომაც არა? ველოს კედელზე ვაყუდებ და მალკოლმსა და ტაგოს ფეისთაიმზე ვურეკავ, ორივე გასულია.
შემდეგ ეიმისთან ვუშვებ ზარს და ის არის უნდა დავუკიდო და პლუტონის უკლებლივ ყველა წევრს შუა თითის
ემოჯი დავუგზავნო, ეიმი მპასუხობს, გული ამოვარდნაზე აქვს, თვალები გამოღამებული უჩანს, თმა შუბლზე
გადმოჰყრია. შინაა.

- გავითიშე! – ეიმი თავს არხევს. – რა დროა... ცოცხალი ხარ. შე... – მე აღარ მიყურებს, განზე იხედება; მატეოს
სახის ნახევარს აშტერდება. ისე იხრება, თითქოს მობილურის კამერა ფანჯარაა და უნდა გადმოიხედოს,
ზუსტად ისე, ცამეტის რომ ვიყავი, ჟურნალებს ვათვალიერებდი და საცვლის ამარა გოგოებისა და ბიჭების
სურათებს ქვემოდან შევჩერებოდი, მეგონა რამე გამოჩნდებოდა. – ეგ ვინ არის?

- მატეო, - ვეუბნები. – ჩემი უკანასკნელი მეგობარია. – მატეო ხელს უქნევს. – მატეო, ეს ჩემი მეგობარი ეიმია. –
არ ვაკონკრეტებ, რომ ეს გოგონა ჩემი გულის ჭიაა, არ მინდა რომელიმემ თავი უხერხულად იგრძნოს. – რა
ხანია გირეკავ.

- მაპატიე. რაც წახვედი, ყველაფერი თავდაყირა დადგა, - ამბობს ეიმი და მუშტებით თვალებს ისრესს. –
რამდენიმე საათია, რაც შინ დავბრუნდი, მობილური დამიჯდა, დასატენად შევაერთე და სანამ დასახედად
დავბრუნდებოდი, ჩამძინებია.
97
- რა ჯანდაბა მოხდა?

- მალკოლმი და ტაგო დაიჭირეს, - ეიმი ამბობს. – ენა არ გააჩერეს და პეკმა ორივე ჩაუშვა, რომ შენთან ერთად
იყვნენ.

მატეოს ვცილდები, ვეუბნები, რომ არსად წავიდეს. ძალიან შეშინებული ჩანს; იმდენად, რომ ჩემზე, როგორც
ნაგავ პიროვნებაზე ეჭვებს საფლავში ჩაიტანს.

– კარგად არიან? რომელ განყოფილებაში ჰყავთ?

- არ ვიცი, რუფ. მაგრამ სიცოცხლის ბოლო დღის საკანში გატარება თუ არ გინდა, ძებნას ნუ დაუწყებ. კაცმა არ
იცის, იქ რას მოგწევენ.

- ხო არ უბერავენ, ისინი არაფერ შუაში არიან! – მუშტი შევკარი ავტომობილის ფანჯრის ჩასამტვრევად, მაგრამ
გამახსენდა, რომ ეს არ მახასიათებს, გეფიცებით, ასეთი არ ვარ, ასე უაზროდ არ დავდივარ, მანქანებს არ
ვლეწავ და არც ხალხს ვერჩი. პეკთან ცოტა ზედმეტი მომივიდა, ესაა და ეს. – პეკი სად წავიდა?

- სახლამდე მომაცილა, მაგრამ მასთან საუბარი არ მინდოდა.

- მასთან ყველაფერი დაასრულე, ხომ?

გაიტრუნა.

ვიდეოზარის მაგივრად, უბრალოდ რომ ვჩათაობდეთ, მისი სახის გამომეტყველება იმედს არ გამიცრუებდა.
წარმოვიდგენდი, რომ თავს მიქნევს და პეკთან დასაშორებლად ემზადება, თუ უკვე არ დაშორდა. მაგრამ სხვა
რამეს ვხედავ.

- ასე მარტივი არ არის.

- იცი, რას გეტყვი, ეიმს, ჩემთან დაშორება ასეთი საჩოთირო და დამაბნეველი ხომ არ ყოფილა. შეიძლება
ცოტა დრამატულად ჟღერს, მაგრამ იმაზე მწარე პანღური არ მოიძიება, შენ რომ პლუტონებს ამოგვცხე, ზურგი
გვაქციე და იმ პანკთავასთან გავარდი. წესით, ერთად უნდა ვყოფილიყავით. მალე აღარ ვიქნები, შენ კი
დგახარ და პირში მეუბნები, რომ იმ ნაბიჭვარს შენს ცხოვრებაში ტოვებ? – ჯანდაბამდე გზა ჰქონია ჩემს გულის
ჭიას. ამ გოგონამ დიდი ხანია ჩემი გულიდან თავი ამოიძირკვა. – მათ არაფერი დაუშავებიათ.

98
- რუფუს, მთლად ეგრეც არ გამოდის, ხომ იცი?

- ჰო, აბა რა, კარგად. ჩემს ნამდვილ მეგობართან ვბრუნდები.

ეიმი მემუდარება არ გავუთიშო, მაგრამ მაინც ვუთიშავ. არ მჯერა, რომ მეგობრები ციხეში ჩემ გამო არიან და
ვერც იმას ვიჯერებ, რომ ეიმიმ ეს ახლა მითხრა.

ვტრიალდები, რომ მატეოს ყველაფერი მოვუყვე, მაგრამ იქ აღარ დგას.

ეიმი დიუბუა 07:18 სთ

ეიმი რუფუსთან რეკვას თავს ანებებს. სამი ახსნა აქვს, რუფუსი რატომაც არ პასუხობს - დიდი იმედით იწყება
და უდიდესი შიშით მთავრდება.

1. მის ზარებს არ იმჩნევს, მაგრამ მოგვიანებით გადაურეკავს.

2. მისი ნომერი დაბლოკა და ფეხებზე დაიკიდა.

3. მოკვდა.

ეიმი რუფუსის ინსტაგრამს ამოწმებს და ფოტოებზე უწერს, რომ გადაურეკოს. მობილურს დასატენად
აერთებს, ხმამაღალზე აყენებს და რუფუსის ძველ მაისურსა და შორტს იცვამს.

პლუტონიდან წამოსვლის შემდეგ ეიმიმ ვარჯიშს მიჰყო ხელი. როდესაც დედობილ-მამობილის ოთახში
ფრენსისისთვის რაღაცის მოსაპარავად შეძვრა - მისდამი ნაკლებ სითბოს იჩენდნენ - ჯენ ლორის საწოლთან
ჰანტელები შენიშნა და საცდელად ასწია. ნამდვილმა მშობლებმა საოჯახო კინოთეატრის გაძარცვის გამო
სახლში გამოკეტეს, რადგან კლეპტომანიაკალური გადახრები აწუხებდა, თუმცა ეიმი მიხვდა, რომ საკუთარ
თავზე მუშაობა სხვებისთვის ნივთების მოპარვაზე უფრო გაბედული საქციელი იყო.

ეიმიმ რუფუსთან შეხვედრის შესაძლებლობა, ველოსიპედით რომ იყო, უკვე ხელიდან გაუშვა.

99
ყოველთვის მოაგონდება ის დრო, რუფუსს სწორად აზიდვა რომ ასწავლა.

წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდება.

მატეო 07:22 სთ

ქვემო კვარტალში, რუფუსისგან რაც შეიძლება შორს მივრბივარ.

უკანასკნელი მეგობრის გარეშე დავრჩი, მაგრამ იქნებ საგანგაშო არაფერია, თუკი ისედაც მარტოსული
ადამიანი მარტოობაში მოკვდება?

არ ვიცი, რუფუსს რა ხელი აქვს მისი მეგობრების დაჭერაში, შეიძლება ჩემი ალიბად გამოყენება განიზრახა,
მაგრამ გავიქეცი.

ვჩერდები და სულის მოთქმას ვცდილობ. აფთიაქის შესასვლელთან ვჯდები და ხელისგულებს ნეკნებზე


ვიჭერ.

ალბათ, სახლში დაბრუნება და ვიდეოთამაშების გაგრძელება აჯობებს, ან წერილების წერა. იმასაც კი


ვნატრობ, ისევ სკოლაში ვიყო და ბატონი კალამპუკასის გაკვეთილებს ვესწრებოდე, ის კი, როგორც
ყოველთვის, არ მიმჩნევდეს. ახლა არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ქიმიის ლაბორატორიაში ქიმიკალიების
შეზავებისას მობილურებში ჩამძვრალ ბავშვებთან ყოფნა საშინელება იყო და იქ დაბრუნებას ცხოვრების
ბოლო დღესაც არ ვისურვებდი.

- მატეო!

რუფუსი ველოთი მომდევს და საჭეზე ჩამოკიდებულ ჩაფხუტს მოაქნევს. ფეხზე ვდგები და მოძრაობას ვიწყებ,
მაგრამ აზრი არ აქვს. რუფუსი უკვე მომადგა, მარცხენა ფეხს უკან დგამს და ველოდან ხტება. ველო ძირს
ენარცხება, რუფუსი კი მკლავში მავლებს ხელს. თვალებში მიყურებს და ვხვდები, გაბრაზებული კი არა,
შეშინებულია და ვიჯერებ, რომ წუთისოფელს მისი ხელით არ გამოვესალმები.

100
- გაგიჟდი? – რუფუსი მეკითხება. – ჩვენ ხომ არ უნდა დავშორებულიყავით.

- არც შენ უნდა ქცეულიყავი სრულიად უცნობად, - ვპასუხობ. უკვე მრავალი საათია, რაც ერთად ვართ. მის
საყვარელ სასაუზმეში ერთად ვიყავით, სადაც გამიმხილა, ვინ გამოვიდოდა, წინ რომ ბევრი წელი ჰქონოდა.

– ჰო, მაგრამ აშკარად ძაღლებს გაურბიხარ და ამაზე სიტყვაც არ დაგცდენია.

- ისიც არ ვიცი, ძაღლობა მეძებს თუ არა, - ამბობს რუფუსი. – ეცოდინებათ, რომ მგზავრი ვარ, თანაც ბანკი არ
გამიტანია, მთლიან ძალებს ჩემს დასაჭერად არ გადმოისვრიან.

- რა დააშავე?

რუფუსი ხელს მიშვებს და გარშემო იყურება.

– წამო, სადმე სხვაგან ვილაპარაკოთ. მთელ ამბავს მოგიყვები. იმ ავტოავარიაზე, ჩემი მშობლები რომ
შეეწირნენ და წუხანდელ უჭკუო საქციელზე. მორჩა საიდუმლოებები.

- წამომყევი.

ადგილს მე ვირჩევ. მეტწილად ვენდობი, მაგრამ ვიდრე მთელ ამბავს არ მოვისმენ, მასთან მარტო დარჩენას
ვერ გავბედავ.

ცენტრალური პარკის მდუმარებაში მივაბიჯებთ და აქა-იქ დილაადრიან წამომხტარი ხალხი გვხვდება.


ველოსიპედისტები და მორბენლები გარშემო საკმარისად არიან, თავი რომ მშვიდად ვიგრძნო,
განსაკუთრებით მაშინ ვმშვიდდები, როცა რუფუსი ჩემგან მოშორებით, მინდორზე დგება, იქ მოზრდილი
ოქროსფერი რეტრივერი პატრონს დასდევს. ძაღლი ჩამომთვლელებზე დადებულ ამბავს მაგონებს,
რომელსაც სწორედ უწყებიდან დარეკვისას ვკითხულობდი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ის ძაღლი არ არის.

თავიდან კრინტს არ ვძრავ, რადგან, სანამ რუფუსი ახსნას შეუდგებოდა, მინდოდა სადმე დავმსხდარიყავით,
მაგრამ პარკში რაც უფრო შევდივართ, მით მეტად ვიძირები მდუმარებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
ელისი საოცრებათა ქვეყანაში პერსონაჟების ბრინჯაოს ქანდაკებები გამოჩნდება. მუქი მწვანე ფოთლები ჩემ
ფეხქვეშ შრაშუნობს, როდესაც ელისს, თეთრ კურდღელსა და გიჟ მექუდეს ვუახლოვდები.

- რამდენი ხანია, რაც დადგეს? – შემრცხვა, ეს რომ ვიკითხე, დარწმუნებული ვარ ახალი არ არის.

101
- არ ვიცი, ალბათ საუკუნე, - რუფუსი მპასუხობს. – პირველად ხედავ?

- არა. – გიგანტურ სოკოზე შემომჯდარ ელისს ავხედე.

- ფაქტობრივად, ტურისტი გამოდიხარ მშობლიურ ქალაქში.

- იმ განსხვავებით, რომ ტურისტებმა ჩემი ქალაქის შესახებ ჩემზე მეტი იციან, - ვეუბნები. სრულიად
მოულოდნელი მიგნებაა. მე და მამას ალთეას პარკი გვიყვარდა, თუმცა ცენტრალურ პარკშიც დიდ დროს
ვატარებდით.პარკის „შექსპირი“ უყვარს. სპექტაკლები საჩემო არაა, თუმცა ერთხელ წავყევი და მომეწონა,
რადგან თეატრმა კოლოსეუმი გამახსენა ჩემი საყვარელი ფენტეზიდან, ხოლო გლადიატორი ფილმებში ნანახ
რომს შეესაბამებოდა. ნეტავ ბავშვობაში საოცრებათა ქვეყანაც აღმომეჩინა, სოკოზე ავცოცდებოდი, ელისს
მივუჯდებოდი და წარმოსახვით მოგზაურობებში გადავეშვებოდი.

- დღეს აღმოაჩინე, - ამბობს რუფუსი. – მოვიგე.

- მართალი ხარ. – ისევ გაკვირვებული ვარ, რომ მთელი ეს დრო აქ იდგა, რადგან პარკზე ფიქრისას ხეები,
შადრევნები, გუბურები და სათამაშო მოედნები გახსენდება. რაღაცნაირად ლამაზია, რომ პარკს შენი გაოცება
შეუძლია, რაც იმედს მისახავს, რომ მსოფლიოს გაოცებას მეც შევძლებ.

თუმცა ყველა სიურპრიზი როდია სასიამოვნო.

მე სოკოზე, თეთრი კურდღლის, ხოლო რუფუსი გიჟი მექუდის გვერდით ჯდება. მისი სიჩუმე უხერხულობაში
გადადის, როგორც ისტორიის გაკვეთილზე, ქაოსის ბნელი დღეების მონუმენტური მოვლენების განხილვისას
ხდებოდა. ჩემი მასწავლებელი, ბატონი პოლენდი გვიყვებოდა, თუ როგორ გაგვიმართლა, რომ სიკვდილის
უწყების მომსახურება გვაქვს. თხზულების დაწერა დაგვავალა, ძველი დროის მასობრივი სიკვდილიანობის
რომელიმე მიზეზზე – შავ ჭირზე, მსოფლიო ომებზე, 9/11 და სხვ. – და აღგვეწერა, როგორ მოიქცეოდა მაშინ
ხალხი, სიკვდილის მომსახურებას რომ ეარსება და გაფრთხილებები ჩამოერიგებინა. სიმართლე ითქვას, თავი
დამნაშავედ ვიგრძენი, რადგან ისეთ დროში მიწევდა ცხოვრება, როცა მედიცინა იოლად კურნავდა
დაავადებებს, ძველად რომ უამრავ ხალხს ხოცავდა.

- ვინმე მოკალი? – ბოლოს სიჩუმეს ვარღვევ. ერთადერთი პასუხი არსებობს, რომელიც დარჩენას მაიძულებს.
სხვა დანარჩენის შემთხვევაში პოლიციაში ვრეკავ, რომ დროზე აიყვანონ, სანამ სხვაც იმსხვერპლა.

- რა თქმა უნდა, არა.

მისი შანსები გაიზარდა.


102
– აბა, რა მოხდა?

- ერთი ვცემე, - ამბობს რუფუსი. გზის განაპირას დაყენებულ ველოს გაჰყურებს. – ეიმის ახალი შეყვარებული.
რაღაცებს მიგონებდა და მაგრად ავიჭერი, რადგან ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრება უფსკრულისკენ
მიექანებოდა. თავს გარიყულად, იმედგაცრუებულად, დაკარგულად ვგრძნობდი და მინდოდა ჯავრი ვინმეზე
მეყარა. თუმცა ჩემს თავს არ ვგავდი, წუთიერი გაფრენა იყო.

მისი მჯერა. ურჩხული არ არის. ურჩხულები სიცოცხლის გაგრძელებაში დასახმარებლად სახლში არ


გაკითხავენ. ლოგინში დაგიჭერენ და ცოცხლად შეგჭამენ.

– შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, - ვამბობ.

- ამის გამო კი ჩემი მეგობრები ისჯებიან, - იძახის რუფუსი. – ბოლოს მაშინ დამინახეს, საკუთარი
დაკრძალვიდან უკანა კარით რომ გავრბოდი, რადგან ძაღლებმა მომაკითხეს. მე მათ ვუღალატე... ოჯახის
დაღუპვიდან ოთხი თვე თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და წამის მეასედში ჩემს ახალ ოჯახს მეც იგივე
გავუკეთე.

- შეგიძლია იმ ავტოავარიაზე აღარ მომიყვე, - ვეუბნები. აშკარაა, რომ თავს იდანაშაულებს და როგორც მაშინ,
მაწანწალას არ მოვაყოლე თავის ცხოვრებაზე, რომ ამის მიხედვით გადამეწყვიტა დახმარებას იმსახურებდა
თუ არა, არც ახლა ვაპირებ წიხლი დავაჭირო და განვსაჯო რუფუსი.

- ამაზე ლაპარაკი არ მსურს, - მეუბნება რუფუსი. – მაგრამ მომიწევს.

რუფუსი 07:53 სთ

გამიმართლა, რომ უკანასკნელი მეგობარი მყავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიჭები ჩასვეს, ჩემი ყოფილი კი
დავბლოკე. ჩემს ოჯახზე უნდა ვილაპარაკო და ისინი გავაცოცხლო.

იღრუბლება, გზადაგზა ქარი ძლიერად წამოუბერავს, თუმცა ჯერ წვეთს არ აგდებს.

103
- ჩემი მშობლები სიკვდილის უწყების ზარმა მაისის ათში გააღვიძა. – უკვე ერთიანად ვიძაბები. – მე და
ოლივია ბანქოს ვთამაშობდით, როდესაც ზარის ხმა გავიგონეთ და მშობლების ოთახისკენ გავცვივდით.
დედას მობილური ეჭირა, თავის ხელში აყვანას ცდილობდა, მამა კი ოთახის ბოლოში ესპანურად იგინებოდა
და ტიროდა. მისი ტირილი პირველად ვნახე. – თავზარი დამეცა. არ ვამბობ თავზეხელაღებული მაჩო იყო-
მეთქი, უბრალოდ, ტირილს ყოველთვის ქალაჩუნობად ვთვლიდი, რაც ახლა სრულ იდიოტობად მიმაჩნია.
ამის შემდეგ სიკვდილის უწყების მაცნემ მამაჩემთან გასაუბრება ითხოვა, რაზეც დედაჩემი მთლად შეიშალა.
აი, სწორედ რომ კოშმარი ხდებოდა. იმაზე საშინელი არაფერია, შენი მშობლების ჭკუიდან გადასვლას
საკუთარი თვალით რომ უყურებ. პანიკაში ჩავვარდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ოლივიასთვის უნდა მიმეხედა. –
წესით მარტო არ უნდა დავრჩენილიყავი. – ხოლო როცა მაცნემ ოლივიასთან დალაპარაკებაც მოითხოვა,
მამაჩემმა გაუთიშა და მობილური კედელს მიახეთქა. – როგორც ვატყობ, მობილურის მოსროლა გენებში
გვაქვს.

მატეოს რაღაცის კითხვა უნდა, მაგრამ ჩუმდება.

- მიდი, თქვი!

- დაივიწყე, - ამბობს მატეო. – ისეთი არაფერია. უბრალოდ, მაინტერესებდა იფიქრე თუ არა, რომ შეიძლება
სიაში შენც იყავი და არ იცოდი. ონლაინმონაცემთა ბაზა თუ გადაამოწმე?

თავს ვუქნევ. უწყების საიტი ამ მხრივ მოსახერხებელია. ჩემი სოციალური დაცვის ნომერი მივუთითე და თავი
სიაში რომ ვერ ვიპოვე, რაღაცნაირად გულზე მომეშვა და თან უცნაური შეგრძნებაც დამეუფლა.
უსამართლობად მიმაჩნდა, რომ საკუთარ ოჯახში ჩემ გარდა ყველა მოკვდებოდა. ისე გამომდის, ვითომ
მთელი ოჯახი დასასვენებლად წავიდა და მე სახლში დამტოვეს, მაგრამ ერთად გატარებული მათი ბოლო
დღე უკვე მონატრებით მავსებდა. ოლივია კი ზედაც არ მიყურებდა.

ვხვდები. ჩემი ბრალი არ იყო, რომ გადავრჩი და არც მისი ბრალი ყოფილა, და რომ კვდებოდა.

- ახლოს იყავით?

- ვერც წარმოიდგენ, ისე. ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მშობლები ფულს აგროვებდნენ, რომ ამ
შემოდგომით კალიფორნიაში, ანტიოქიის უნივერსიტეტში სასწავლებლად გავეშვით. ნაწილობრივ
სტიპენდიაც დაენიშნა, მაგრამ ადგილობრივ კოლეჯში დარჩენა გადაწყვიტა, რათა ჩემთვის მოეცადა და
სწავლა ერთად გაგვეგრძელებინა. – სუნთქვა მეკვრის, ზუსტად ისე, პეკს რომ დავმართე. მშობლები ოლივიას
დაყოლიებას ცდილობდნენ, ლოს-ანჯელესში ჩემ გარეშე რომ წასულიყო და იმ ქალაქში, სადაც ყოფნა
ეჯავრებოდა, ძალად არ დარჩენილიყო, მაგრამ მტკიცე უარზე დადგა. ყოველ დილით, შუადღითა და
საღამოთი ერთი ფიქრი მაწამებს, მას რომ მშობლებისთვის დაეჯერებინა, ახლა ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ
უნდოდა ცხოვრების ახალ ეტაპზე ერთად გადავსულიყავით. პირველად ოლივიას გამოვუტყდი.

104
- ოჰო.

არ ვიცი, ამას განზრახ აკეთებს? თავს მაჩვენებს, თითქოს მისი უკანასკნელი მეგობრის პროფილზე, ანუ ჩემს
პირად ინფორმაციაში არაფერი ამოუკითხავს. ჩემი და ჩემი დის ურთიერთობამ მასზე გავლენა მოახდინა, თუ
ჩემს პროფილს გადახედა და იმ ვირიშვილების კატეგორიაში გადის, ვინ ვის კოცნის რომ აღელვებთ. იმედია
არა. უკვე დავმეგობრდით და ხელები ამიწევია, ეს ძალდატანებით არ მომხდარა. მე ის რამდენიმე საათის წინ,
ვიღაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული დიზაინერის წყალობით გავიცანი, რომელმაც ახალი
ურთიერთობების წამოსაწყებად აპლიკაცია შექმნა. დაშორებებს ვერ ვიტან.

- რა ოჰ?

- არაფერი. მართლა.

- შეიძლება რაღაც გკითხო? – მაინც უნდა ვკითხო.

- მშობლებისთვის გითქვამს? – მატეო მეკითხება.

კითხვაზე კითხვითვე მპასუხობს, საუბრის გადატანის კლასიკური მეთოდი.

– კი, ბოლო დღეს. მეტად ვეღარ გადავდებდი. – ჩემი მშობლები ისე არასდროს ჩამხუტებიან, როგორც მათი
სიცოცხლის ბოლო დღეს. ძალიან მეამაყება, რომ ყველას გამოვუტყდი. – დედაჩემი ძალიან დამწუხრდა, რომ
მომავალ რძალს ანდა სიძეს ვერასდროს გაიცნობდა. მაინც ცოტა უხერხულად ვიყავი, ამიტომ, უბრალოდ,
გავიცინე და ოლივიას ვკითხე, ხომ არ უნდოდა ყველას ერთად რამე მოგვეფიქრებინა, იმედი მქონდა, რომ
გული მოულბებოდა. მშობლებს ჩემი სახლში დარჩენა უნდოდათ.

- იმიტომ, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყავი, არა?

- ჰო, მაგრამ მე მინდოდა მათთან რაც შეიძლება დიდი დრო გამეტარებინა, თუნდაც ჩემ თვალწინ
ერთმანეთის მიყოლებით დახოცილიყვნენ, - ვამბობ. – სხვა აზრი არ მომდიოდა. – ეს იდიოტიზმიც მოკვდა.

- მერე რა მოხდა? – მეკითხება მატეო.

- დეტალების ცოდნა არ გჭირდება, - ვეუბნები. – მათ გარეშე უკეთ იქნები.

- თუ მაინც გულით უნდა ატარო, მეც გამიზიარე.

105
- მე მითქვამს.

ყველაფერს ვუყვები: როგორ უნდოდა ოლივიას უკანასკნელად ასულიყო თავის ქოხში, ალბანისთან ახლოს,
სადაც დაბადების დღეებს იხდიდა. გზები მოყინული იყო და ჩვენი მანქანა ჰუდსონში გადავარდა. წინ
დავჯექი, ვიფიქრე საგზაო შემთხვევა რომ მოგვივიდეს, ჩვენი გადარჩენის ალბათობა უფრო დიდი იქნება,
დედ-მამა წინა სავარძელზე თუ არ იჯდება-მეთქი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. – ერთი სიმღერის სხვადასხვა
ვერსიაა, - ვეუბნები მატეოს, ვიდრე საბურავების ჭრიალზე, გზის უსაფრთხოების ჯებირის განგრევასა და
მდინარეში გადაშვების ამბავზე გადავიდოდე... - ზოგჯერ მათი ხმა მავიწყდება. სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა,
მაგრამ ფაქტია. ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ხმას ერწყმის, თუმცა მათი ღრიალი მაინც ჩამესმის. –
გაფიქრებაც კი მზარავს.

- შეგიძლია აღარ გააგრძელო, რუფუს, მაპატიე, გაგრძელება აღარ უნდა მეთხოვა.

მატეომ ამბის დასასრული იცის, მაგრამ მოსაყოლი მაინც ბევრია. ვჩერდები იმიტომ, რომ ძირითადი ვუამბე,
თანაც ცოტა მეტირება და ვცდილობ თავი შევიკავო, რომ არ დაფრთხეს. მხარზე ხელს მადებს და ყველა ის
უფროსი მახსენდება, რომელიც ფეისბუკსა და ჩათში მამხნევებდა, თუმცა სინამდვილეში ჩემს
მდგომარეობაში არასდროს აღმოჩენილან.

- არა უშავს, - ამატებს. – მოდი, თემა შევცვალოთ, მაგალითად... – მატეო აქეთ-იქით იყურება. – ჩიტები,
შელანძღული შენობები და...

წელში ვსწორდები.

– მოკლედ, ასე იყო. ბოლოს მალკოლმთან, ტაგოსთან და ეიმისთან აღმოვჩნდი. პლუტონები გავხდით და
სწორედ რომ ისინი მჭირდებოდნენ, ყველანი დაკარგულად ვგრძნობდით თავს და არც გვაღელვებდა, თუკი
კარგა ხანს ვერ გვიპოვიდნენ. – მუშტებით ვიმშრალებ თვალებს და მატეოსკენ ვიხრები. – შენ კი ჩემს იქით გზა
არა გაქვს. გაქცევა აღარ სცადო, თორემ ვინმე გაგიტაცებს და შენი ამბავი რომელიმე საშინელებათა ფილმის
შთაგონებად იქცევა.

- არსადაც არ მივდივარ, - ამბობს მატეო, კეთილად ეღიმება. – ახლა რას ვაპირებთ?

- რაც გინდა.

- შეიქმენი წამში წავიდეთ?

- მეგონა წამებს უკვე ვქმნიდით, თუმცა რატომაც არა.

106
მატეო 08:32 სთ

შეიქმენი წამის სადგურისკენ რუფუსი სპორტულ მაღაზიასთან ჩერდება. ვიტრინაში ველომრბოლელი კაცის,
მოთხილამურე ქალისა და გვერდიგვერდ მორბენალი ქალისა და კაცის პოსტერებია გამოკრული, ყველას
ჰოლივუდური ღიმილი აუწებებია სახეზე და გრამი ოფლი არ სდით.

რუფუსი მოთხილამურე ქალზე მანიშნებს.

– ოლივიას მოთხილამურეების ფოტოებს ხშირად ვუგზავნიდი. უინდჰემზე ყოველ წელს ავდიოდით. ალბათ
იფიქრებ, რამ გაგვაგიჟა. პირველად რომ ვიყავით, მამაჩემმა ცხვირი გაიტეხა, კლდეს მიენარცხა; მიუხედავად
იმისა, რომ სიკვდილის უწყებას არ დაურეკავს, მაინც ძალიან გაუმართლა, რომ გადარჩა. მომდევნო ასვლაზე
დედაჩემმა კოჭი იღრძო. ორი წლის შემდეგ ფერდობზე დაშვებისას ტვინის შერყევა მივიღე. დროულად ვერ
გავჩერდი, ბავშვს რომ არ დავჯახებოდი, მარცხნივ გავუხვიე და ხეს შევასკდი. თავი მულტფილმში მეგონა.

- მართალი გითქვამს, - ვეუბნები. – ვერ ვხვდები, იქ რატომღა ადიოდით.

- საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, ოლივიამ განაცხადა, ფეხს აღარ ავადგამო. მაგრამ როცა კი
მოვახერხებდით, უინდჰემს მაინც ვსტუმრობდით, რადგან მთა, თოვლი და ქოხში ბუხრის წინ თამაში
გვიყვარდა. – რუფუსი განაგრძობდა. – იმედი მაქვს, ეგ ადგილიც ისეთივე უსაფრთხო და სახალისოა.

რამდენიმე წუთში შეიქმენი წამის სადგურს მივადექით. რუფუსი ჩერდება და შესასვლელს ფოტოს უღებს,
რომლის თავზეც ლურჯი ბანერია: „რისკებს არ შეიცავს!“ ინსტაგრამზე ფერად ფოტოს დებს.

– შეხედე, - მობილურს მაძლევს. წინა ფოტოს კომენტარებია. – ხალხი კითხულობს, ამ დილაადრიან რამ
აგაყენაო.

რამდენიმე კომენტარი ეიმისგანაა, რუფუსს სთხოვს, ზარს უპასუხეო.

– ეიმის რა მოუვიდა?

თავს აქნევს.

107
– ეიმისთან მოვრჩი. მისი ბიჭუკელას დამსახურებაა, ტაგო და მალკოლმი რომ ჩემ გამო ჩააყუდეს და მაინც მას
ხვდება. ერთგულება მისთვის უცხო ხილია.

- მისდამი გრძნობები აღარ გაქვს?

- არა, - მპასუხობს რუფუსი და ველოს სადგომზე ჯაჭვით აბამს. სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას მნიშვნელობა
არ აქვს.

ვივიწყებ და შიგნით შევდივართ.

რას ვიფიქრებდი, თუ აქაურობა სამოგზაურო სააგენტოს ემსგავსებოდა. სარეგისტრაციოს უკანა კედელი


ნახევრად დაისის ნარინჯისფრითა და ნახევრად შუაღამის ლურჯით არის შეღებილი, ზედ მიწებებულია
ფოტოები, სადაც ხალხი კლდეზე ცოცვით, სერფინგითა და სხვა აქტივობებით არის დაკავებული. ალბათ
თვალს ახარებს. სარეგისტრაციოში ახალგაზრდა შავკანიანი ქალი ზის, ოც წელზე მეტის იქნება. წიგნაკში
რაღაცას ინიშნავდა და დაგვინახა თუ არა, გვერდზე გადადო. „პოლოს“ ყვითელი მაისური აცვია, გულზე
შებნეულ იარლიყზე სახელი აწერია, „დირდრა“. – მსგავსი სახელი ადრე მგონი რომელიღაც ფენტეზის ჟანრის
წიგნში ამომიკითხავს.

- კეთილი იყოს თქვენი ფეხი შეიქმენი წამში, – დირდრა გვესალმება. არც ძალიან მოხარულია და არც ძალიან
უჟმური. გაბღენძილობის საკმარის დოზას ინარჩუნებს. არც გვეკითხება, მგზავრები ვართ თუ არა. ბაინდერს
გვაძლევს. – საჰაერო ბურთსა და ზვიგენებთან ცურვაზე ნახევარსაათიანი ლოდინი მოგიწევთ.

- ვინ ჯანდაბა... – რუფუსი ხან მე მაჩერდება, ხან დირდრას - ...ცურავს ზვიგენებთან, ან საერთოდ ასეთი რამ
ვის უნდა?

- რატომ? საკმაოდ პოპულარული გასართობია, - დირდრა ეუბნება. – მაინც არ იცურავებდი თუ ვერ


გიკბენდნენ?

რუფუსი კბილებში გამოსცრის.

– ამხელა არსებებთან წყალში ყოფნას ვერ გავბედავდი.

დირდრა თავს ისე უქნევს, ვითომ რუფუსის მდგომარეობაში შედის.

– როგორც გენებოთ, თუ რამე კითხვა გაგიჩნდეთ, მომმართეთ.

108
მე და რუფუსი ვსხდებით და ბაინდერს ვფურცლავთ. საჰაერო ბურთით მოგზაურობასა და ზვიგენებთან
ცურვის გარდა, დაწესებულება გვთავაზობს პარაშუტით ხტომას, კარტინგს, პარკურის კურსებს, ზიპ-ლაინს,
ჯირითს, ხიდიდან ხტომას, ჯომარდობას, პარაპლანით ფრენას, კლდეზე ცოცვას, ველოსიპედით მთიდან
დაშვებას, სერფინგს და კიდევ უამრავ რამეს. ნეტავ ეს ბიზნესი ფიქციურ გასართობსაც თუ შემოგვთავაზებს,
მაგალითად, დრაკონისგან გაქცევას, ციკლოპებთან ბრძოლასა და ჯადოსნური ხალიჩით ფრენას.

ჩვენ აღარ მოგვესწრება.

ამ ფიქრს თავიდან ვიშორებ.

– არ გინდა ველოთი მთიდან დაშვება სცადო? – ვეკითხები. ველორბოლა უყვარს და თან წყალთან შეხებაც არ
მოუწევს.

- აჰ, არა. რაღაც ახალი მინდა. პარაშუტით ხტომაზე რას იტყვი?

- სახიფათოა, - ვპასუხობ. – თუ რამე მომივიდა, ჩემს გმირობებზე ყველას მოუყევი. – არ გამიკვირდება ისეთ
ადგილას მოვკვდე, სადაც რისკები არ არსებობს.

- კი, ბატონო.

დირდრა ექვსგვერდიან დოკუმენტს გვაძლევს - მსგავსი კომპანიები მგზავრებს ასეთ დოკუმენტს


მომსახურებისას ხშირად აძლევენ. უმეტესად მგზავრები ხელს აწერენ, რადგან რამე რომ მოხდეს,
დაწესებულებას მაინც ვეღარავინ უჩივლებს. შემთხვევისგან დაზღვეული მაინც არავინ ვართ. სიცოცხლის
ყოველი წუთისთვის მადლიერი უნდა ვიყოთ.

რუფუსს საშინელი ხელმოწერა აქვს. მხოლოდ პირველ ორ ასოს ვარჩევ, სანამ დანარჩენი დაკლაკნილ
ხაზებად იქცევა და ბიზნესის გამუდმებული წაგება-მოგების დიაგრამას დაემსგავსება.

– კარგი. ხელი მოვაწერე, თუ მოვკვდი, არ ჩაგაბოზებთ.

დირდრას არც კი ეღიმება. ორას ორმოც დოლარს ვიხდით, ამდენს მაშინ იხდიან, თუკი დანაზოგი ჩეჩქივით
აქვთ.

– გამომყევით.

109
გრძელი დერეფანი იმ საწყობს მახსენებს, მამა რომ მუშაობდა, ოღონდ იქაური გასახდელიდან მხიარული
შეძახილები და სიცილის ხმა არ მოისმოდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგონია. აქაური ოთახები კარაოკეს
ჰგავს, უბრალოდ, ზოგი ორჯერ-სამჯერ დიდია, თითოეულში ვიჭყიტები, დერეფანი დამრეცი ხდება,
პინბოლივით ზიგზაგებით მიდის და ყველა ოთახში სათვალიან მგზავრებს ვხედავ. ზოგიერთი დაქოქილ
კარტინგის მანქანაში ზის, თუმცა ჯერ ადგილიდან არ იძვრის. ერთი მგზავრი კლდეზე მიცოცავს, რა დროსაც
ოთახში მჯდარი ინსტრუქტორი ჩათაობს. ექვსი ფუტის სიმაღლეზე და არა ცაში მოლივლივე საჰაერო ბურთში
წყვილი ერთმანეთს კოცნის. ცხენზე შემომჯდარი გოგონას უკან, ვიღაც კაცი ტირის, ოღონდ სათვალე არ
უკეთია და ვერ გეტყვით, მათგან მგზავრი რომელია, შეიძლება ორივე. მათ შემხედვარეს სევდა მიპყრობს.

ჩვენი ოთახი არც ისე დიდია, თუმცა უშველებელი სავენტილაციო მილები მოჩანს, კედელზე უსაფრთხო
მატრასებია აკრული, ავიატორივით გამოწყობილ ინსტრუქტორს კი ხუჭუჭა ჟღალი თმა უკან პონის კუდივით
შეუკონია. საჭირო უნიფორმა ჩავიცვით და ეკიპირებაც ავისხით. სამივე ერთად იქს-ადამიანების კოსპლეის
ვგავართ. რუფუსი ახალგაზრდა ქალს, მადელინს სთხოვს ფოტო გადაგვიღოს. არ ვიცი, ხელი უნდა გადავხვიო
თუ არა, ამიტომ მას ვბაძავ და ხელებს წელზე ვიწყობ.

- კარგია? – მადელინი გვეკითხება და მობილურს გვაჩვენებს.

ისეთი სახეები გვაქვს, თითქოს სერიოზულ საქმეს შევეჭიდეთ და ვიდრე სამყაროს ყველა სიმახინჯისგან არ
გავასუფთავებთ, სიკვდილს არ ვაპირებთ.

- ასწორებს, - ამბობს რუფუსი.

- თუ გინდათ, გადმოხტომისას კიდევ გადაგიღებთ!

- აუჰ, მაგარი იქნება.

მადელინი წესებს გვიხსნის. სათვალეს ვირგებთ, ვირტუალური შემეცნების დაწყებისას, ოთახში არსებული
ატმოსფერო შეგრძნებებს სინამდვილესთან მიაახლოებს. მადელინი ჩვენს ეკიპირებას ამთავრებს და ჩვენც
კიბით პლატფორმაზე ავდივართ, საიდანაც, წესით, უნდა გადმოვხტეთ, თუმცა ეს სულ რაღაც ორი მეტრი
სიმაღლეა.

- როცა მზად იქნებით, სათვალეზე ღილაკს თითი დააჭირეთ და გადახტით. – გვეუბნება მადელინი და ქვემოთ
ლეიბებს აწესრიგებს. – არაფერი მოგივათ. – მაღალი სიმძლავრის ვენტილებს რთავს და ოთახში ქარი
ღმუილით იჭრება.

- მზად ხარ? – რუფუსი ჩამჩურჩულებს და სათვალეს იკეთებს.

110
მეც იმავეს ვიმეორებ, თავს ვუქნევ და ლინზებთან მწვანე ღილაკს ვაჭერ თუ არა, ვირტუალური რეალობა
ირთვება. ვითომ თვითმფრინავში ვართ, კარი ღიაა და სამგანზომილებიანი კაცი ცერა თითის აწევით
მანიშნებს, რომ შემიძლია გადავხტე, მაგრამ გარეთ ნამდვილი სივრცე მოჩანს. თავს სრულიად დაცულად
ვგრძნობ, მაგრამ ხომ შეიძლება თოკები გაწყდეს?

რუფუსმა ერთი-ორი შეჰყვირა და ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში გადახტა.

სათვალეს თვალებიდან ვიშორებ იმ იმედით, რომ იატაკზე დანარცხებულ და კისერმოგრეხილ რუფუსს არ


დავინახავ, ის მართლაც ჰაერში ლივლივებს და ვენტილებიდან მობერილი ჰაერი აქეთ-იქით არწევს. ასე არ
უნდა ვიქცეოდე, მაგრამ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ უსაფრთხოდაა, თუნდაც ამან მაქსიმალური
სიამოვნების მიღებაში ხელი შემიშალოს. მეც მინდა რუფუსის აღტყინება გადმომედოს, ამიტომ სათვალეს
ისევ თვალებზე ვირგებ და ვხტები. უწონადო ვხდები, მკლავებს მკერდზე ვიკრეფ და ისეთი შეგრძნება მაქვს,
ღრუბლებში ფრენის ნაცვლად სადღაც გვირაბში მივსრიალებ, არადა არც ერთია და არც მეორე. მკლავებს
ვშლი და ღრუბლების მიჯნისკენ მივიწევ, თითქოს მათი მოხელთება და დაგუნდავება შემეძლოს.

რამდენიმე წუთში მაგია იცრიცება. მწვანე მინდორს ვხედავ, ვუახლოვდებით და გულზე მეშვება, რომ თითქმის
მიწაზე დავეშვით და ისევ უსაფრთხოდ ვართ, თუმცა სინამდვილეში არავითარი ხიფათი არ არსებობდა.
სათანადო სიამოვნებასაც კი ვერ იღებ, რადგან თავს ზედმეტად დაცულად გრძნობ.

სწორედ ამიტომაც გავუბედე.

ვირტუალური მატეო ჩემთან ერთად ეშვება მიწაზე და ფეხს ლეიბზე დგამს. რუფუსს ნაძალადევად ვუღიმი და
ისიც იმავეთი მპასუხობს. მადელინს დახმარებისთვის მადლობას ვუხდით, ავიატორის ეკიპირებას ვიხდით და
გამოვდივართ.

- სახალისო იყო, არა? – ვამბობ.

- ზვიგენებთან ცურვისთვის უნდა მოგვეცადა, - ამბობს რუფუსი დირდრას წინ ჩავლისას და მიდის.

- მადლობა, დირდრა, - ვეუბნები.

- გილოცავთ, რომ წამი შეიქმენით, - გვეუბნება დირდრა ხელის დაქნევით. იმის გამო შექება, რომ ცოცხალი
ხარ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეორედ აქ მოსასვლელად ჩვენი წახალისება არ გამოსდის.

თავს ვუქნევ და რუფუსთან ერთად გარეთ გავდივარ.

111
– მეგონა მოგეწონა! ისეთი აღტაცებული ჩანდი.

ველოსიპედზე შეკვანძულ ჯაჭვს ხსნის, რომ არავის მოეპარა.

– გადახტომისას კი, იმის შემდეგ დიდი ვერაფერი. შენ მართლა მოგეწონა? არ განგსჯი, უბრალოდ,
კმაყოფილი არ ვარ.

- მეც შენსავით.

- შენი იდეა იყო, - მეუბნება რუფუსი და ქუჩაში ველოსიპედს მოაგორებს. – დღეს მეტი იდეები ნუღარ
დაგებადება.

- ბოდიში.

- გეღადავები, ძმაო. საინტერესო იყო, თუმცა ხიფათის შეგრძნება აკლია, რისკების არარსებობა გართობას
აუფერულებს. ჯიბეების ამოტრიალებამდე, ჯობდა რეცენზიები წაგვეკითხა.

- ძალიან ცოტა რეცენზია აქვთ, - ვეუბნები. როდესაც დაწესებულება მგზავრებისთვისაა, რეცენზიებს არ უნდა
ელოდე. ვერ წარმომიდგენია მგზავრებმა ძვირფასი წუთები ცუდი შეფასების წერაში გაფლანგონ. – მართლა
ვწუხვარ. ოღონდ ფული არაფერ შუაშია, დრო დავკარგეთ.

რუფუსი ჩერდება და მობილურს იღებს.

– სულაც არ დაგვიკარგავს. – ფოტოს მაჩვენებს, სადაც ორივე ეკიპირებით ვართ და ინსტაგრამზე ჰეშთეგით
#უკანასკნელიმეგობარი დებს. – ათ მოწონებას ხომ მაინც დააგროვებს.

ლიდია ვარგასი 09:14 სთ

112
სიკვდილის უწყებას ლიდია ვარგასისთვის არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება, მაგრამ ასეც რომ
იყოს, მისი საუკეთესო მეგობრისგან განსხვავებით, რომელმაც არ გაუმხილა, რომ კვდებოდა, ის ყველა
საყვარელ ადამიანს ეტყოდა ამის შესახებ.

ლიდია მიუხვდა. სამხილებს მიჰყვა და ყველაფერი შეაკოწიწა: მატეო ძალიან ადრე გამოეცხადა; უცებ,
არსაიდან დააბრეხა, თუ როგორი კარგი დედაა; სამზარეულოში კონვერტი დაუტოვა, შიგ ოთხასი დოლარით;
ნომერი დაუბლოკა, რისი გაკეთებაც თავადვე ასწავლა.

მატეოს გაუჩინარებიდან პირველი რამდენიმე წუთი პანიკამ მოიცვა, ბებოს დაურეკა და სთხოვა აფთიაქიდან,
სადაც ის მუშაობდა, სასწრაფოდ სახლში მოსულიყო. დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის მაგივრად, ბებიას
მობილური გამოართვა და მატეოს დაურეკა, მაგრამ ის ისევ არ პასუხობდა. ჯიუტად ეიმედებოდა, რომ მატეოს
ბებიას ნომერიც ეწერა და სწორედ ამიტომ არ პასუხობდა მის ზარს და არა იმიტომ, რომ ამქვეყნად აღარ იყო.

ცუდზე არ ფიქრობდა. მატეო რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, ეს დიდი უსამართლობა იყო, რადგან მასზე
დიდსულოვანი ადამიანი სამყაროში არ ეგულებოდა, თუმცა მთელი დღე წინ უნდა ჰქონოდა. 23:59 წუთზე
ადრე არ მოკვდებოდა.

პენი ტირის, ბებოს კი ვერ გაუგია, რაშია საქმე. ლიდია პენის ტირილის მიზეზს ხვდება და იცის, როგორ
გააჩუმოს. თუკი ბავშვს სიცხე აქვს, ლიდია მას კალთაში ჩაისვამს და ყურში სიმღერას ჩაღიღინებს. თუ პენი
დაეცემა, ლიდია წამოაყენებს და ხელებში მანათობელ ანდა ჩხარუნა სათამაშოს მიაჩეჩებს; ზოგიერთი
სათამაშო, საუბედუროდ, ორივეს შვრება. თუ პენის მოშივდა, ანდა საფენის გამოცვლა სჭირდება, ამასაც
იოლად მოაგვარებს. პენის ძია მატეო ენატრება, მაგრამ ლიდია მას ფეისთაიმზე ვერ ურეკავს, რადგან ნომერი
დაუბლოკა.

ლიდია ფეისბუკზე შედის. ეს ანგარიში სკოლის მეგობრებისთვის გააკეთა, მაგრამ ახლა პენის ფოტოებს დებს
კრისტიანის ოჯახისთვის, არაფერს წერს გარდაცვლილი ქმრის მშობლებს, ბებია-ბაბუებს, დეიდა-ბიძებსა და
იმ ერთადერთ ბიძაშვილს, რომელიც ლიდიას ეკითხება რჩევას ბიჭებთან ურთიერთობაზე.

ლიდია მატეოს ფეისბუკგვერდზე შედის, რომელიც ცხრამეტმეგობრიანი ხრიოკი უდაბნოა, დილა მშვიდობისა,
ნიუ-იორკის ფანების გვერდიდან გადაზიარებული ბრუკლინის განთიადების ორი ლამაზი ფოტოთი,
სტატიით, NASA-ს მიერ შექმნილ რაღაც ინსტრუმენტზე, რომელიც კოსმოსური ხმების მოსმენის საშუალებას
იძლევა და თვეების წინ დადებული სტატუსი ონლაინკოლეჯში ჩარიცხვის შესახებ, რომელსაც თითო-ოროლა
გული აქვს. აშკარაა, რომ მატეოს პირადი ამბების გაზიარების შნო არასდროს ჰქონია, თუმცა ბიჭის განწყობა
შეგიძლია შენს ფოტოზე კომენტარის დაწერისას ან დაგულვისას დაიჭირო. თუ შენთვის რაღაც ძვირფასია,
მისთვისაც ძვირფასი ხდება.

ლიდია იმ აზრს ვერ ეგუება, რომ ბიჭი ახლა სადღაც სულ მარტოა. ორიათასიანი წლები აღარაა, როცა ხალხი
გაუფრთხილებლად კვდებოდა. სიკვდილის უწყება მგზავრებისა და მისი ახლობლების მოსალოდნელისთვის
შესამზადებლად შეიქმნა და არა იმისთვის, რომ ბოლო დღეს ერთმანეთს ზურგი აქციონ. ლიდიას ბოლო
წუთამდე მატეოს გვერდით ყოფნა ძალიან უნდა.

113
მატეოს ფოტოებს ათვალიერებს, ბოლოს გადაღებულით იწყებს: მატეოს და პენის იმ დივანზე სძინავთ,
ლიდია რომ ზის ახლა; მატეო პენის ზოოპარკში, რეპტილიების განყოფილებაში მიასეირნებს, სადაც ორივეს
გველის შეეშინდა და გამოიქცნენ; მატეო და მამამისი ლიდიას სამზარეულოში სხედან, სადაც მატეოს მამა
მათ პეგაოს მომზადებას ასწავლის; პენის სულ პირველი დაბადების დღისთვის მატეო წვიმებს კიდებს; მატეო,
ლიდია და პენი ბებოს მანქანის უკანა სავარძელზე სხედან და იღიმიან; მატეო სკოლის გამოსაშვებზე, ქუდითა
და მოსასხამით ლიდიას ეხუტება, რომელმაც ყვავილები და ბუშტები მიუტანა. ლიდია ფოტოებს თავს
ანებებს. მოგონებები ტკივილს აყენებს, განსაკუთრებით ახლა, როცა იცის, რომ მატეო ცოცხალია, მაგრამ ვერ
პოულობს. მატეოს პროფილის ფოტოს დაჰყურებს - თავის საძინებელშია გადაღებული, ფანჯრიდან იყურება,
ფოსტას ელოდება, რომ ექსბოქს-ინფინიტი მოუტანონ.

ხვალ ლიდია საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების თაობაზე პოსტს გამოაქვეყნებს. ხალხი დაუკავშირდება
და მიუსამძიმრებს, ზუსტად ისე, როგორც კრისტიანის გარდაცვალებისას. შემდეგ კი მატეოს ყველა
გაიხსენებს, როგორც ბიჭს მისი ბინიდან ან ლანჩის დროს მაგიდასთან მჯდარს, მერე მის გვერდზე გადავლენ
და კომენტარებს დაწერენ, როგორც ციფრულ სამძიმარს. მშვიდად განისვენე, იმედიანად დაუწერენ, გული
დასწყდებათ, ცხონებული რა ახალგაზრდა ყოფილა და ნეტავ დრო გამოგვენახა და სანამ ცოცხალი იყო,
მასთან გვესაუბრაო.

ლიდია ვერასდროს გაიგებს, როგორ გაატარა მატეომ უკანასკნელი დღე, მაგრამ იმედი აქვს, მისი საუკეთესო
მეგობარი იპოვის იმას, რასაც ეძებს.

რუფუსი 09:41 სთ

რამდენიმე მიტოვებულ, ფასიანი ტელეფონის ავტომატს წავაწყდით სადღაც ჯურღმულში, ქუინსბოროს


გზატკეცილზე გადებული ხიდის ქვეშ.

- უნდა ჩავიდე.

მატეო უარზეა და სანამ რამეს იტყოდეს, თითი ტუჩთან მიმაქვს და ეგრევე ვაკეტინებ.

ველოს იქვე ვტოვებ და ჯაჭვით შეკრული ღობის ხვრელში მივძვრებით. გარშემო ჟანგიანი მილსადენები,
ნაგვით სავსე პარკები, ამძაღებული საკვები, განავალი და ჯიხურზე მიწებებული, უამრავი გაშავებული საღეჭი
რეზინია. კედელზე გრაფიტია, პეპსის ბოთლს კოკა-კოლის ბოთლი წიხლქვეშ გაუგდია; ფოტოს ვუღებ,
ინსტაგრამზე ვდებ და მალკოლმს ვნიშნავ, რომ იცოდეს, ბოლო დღესაც არ დამვიწყებია.

- სასაფლაოს ჰგავს, - მატეო იძახის და ძირიდან წყვილ კედს იღებს.

114
- შიგ თითებიც თუ ნახო, უკან ვბრუნდებით, - ვეუბნები.

მატეო კედებს ხელით სინჯავს.

– არც თითებია და არც სხეულის სხვა ნაწილები. – კედებს ძირს ყრის. – წინა წელს ერთ ტიპს გადავაწყდი,
ცხვირი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და ფეხზე არ ეცვა.

- მაწანწალას?

- არა, ჩვენი ასაკის იქნებოდა. უცემიათ და გაუძარცვავთ, ჰოდა ჩემი კედები გავიხადე და მივეცი.

- არ გამიკვირდებოდა, - ვეუბნები, - ეგეთებს რომ შენსავით ექცეოდნენ.

- იმიტომ არ მითქვამს, რომ შეგექე. მაპატიე. ნეტავ ახლა რას შვრება. ალბათ, სადმე რომ შემხვდეს, ვეღარც
ვიცნობ, სახეზე იმდენი სისხლი ეცხო. – მატეო თავს არხევს, თითქოს იმ მოგონებების წაშლა უნდა.

ერთ-ერთ ტელეფონთან მივიყუჟე. ვიღაცას ყურმილზე ლურჯი მარკერით წაუწერია. ლენა, მენატრები.
გადმომირეკე.

ლენას მაგრად გაუჭირდება შენთან დარეკვა, ვიღაც პიროვნებავ ტელეფონის გარეშე.

- გასაგიჟებელი აღმოჩენაა, - ვამბობ და სახეანთებული მეორე ფასიან ტელეფონთან მივდივარ. – თავი


ინდიანა ჯონსი მგონია. – მატეო ჩემკენ იხედება და იღიმის. – ჰა?

- ბავშვობაში იმ ფილმებს გაუთავებლად ვუყურებდი, - ამბობს მატეო. – აღარც კი მახსოვდა და უცებ


მომაგონდა. – მიყვება, მამამისი ბინაში ვითომ საგანძურს რომ მალავდა და ეს საგანძური ყოველთვის
სარეცხისთვის განკუთვნილი, ოცდახუთცენტიანებით სავსე ქილა იყო. კოვბოის ქუდი ეხურა, ტყიურის ფორმა
ეცვა, ფეხსაცმლის ზონარს კი ლასოდ იყენებდა. როცა კი ქილას მიუახლოვდებოდა ხოლმე, მამამისი
მეზობლის ნაჩუქარ მექსიკურ ნიღაბს გაიკეთებდა, მატეოს მივარდებოდა და ტახტზე ეპიკურ ორთაბრძოლას
იწყებდნენ.

- მაგარია. მამაშენი საინტერესო ტიპი ყოფილა.

- გამიმართლა, - ამბობს მატეო. – ერთი სიტყვით, დრო მოგტაცე. მაპატიე.

115
- არა, რას ამბობ. ეს რაღაც დიდი ცხოვრებისეული მომენტი ხომ არ არის. იმის დაბრეხებას ხომ არ ვაპირებ,
რომ ქუჩებიდან ფასიანი ტელეფონების აღება კავშირგაბმულობის საყოველთაო დასასრულია, ან რაღაც
მსგავსი სისულელე. უბრალოდ, ჩემი აზრით, ასწორებს. – მობილურით რამდენიმე ფოტოს ვიღებ. – ისე, რა
სიგიჟეა, არა? ფასიან ტელეფონს აღარავინ იყენებს. მე საერთოდ არავის ნომერი არ მახსოვს.

- მე მარტო მამაჩემის და ლიდიასი, - ამბობს მატეო.

- გისოსებს მიღმაც რომ ვიყო გამოკეტილი, თავს უფრო დამცირებულად არ ვიგრძნობდი. ვიღაცის ტელეფონის
ნომრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად დაურეკავ, - მობილურს ვიჭერ. – ნამდვილ კამერასაც კი არ
ვიყენებ! მალე ფირიანი კამერებიც აღარ იარსებებს, ნახე თუ არა.

- შემდეგი რა იქნება, ფოსტა და ხელნაწერი წერილები? – მეკითხება მატეო.

- დისკების მაღაზიები და DVD ფლეერები, - ვამბობ მე.

- სატელეგრაფო ხაზები და სახლის ტელეფონები, - ამბობს.

- გაზეთები, - ჩემი ჯერია, - კედლის და მაჯის საათები. ვიღაც ახალ პროდუქტს შექმნის, რისი წყალობითაც
დროს მომენტალურად გავიგებთ.

- წიგნები და ბიბლიოთეკები. შეიძლება მალე არა, მაგრამ ნელ-ნელა მოხდება. – მატეო მართალს ამბობს,
ალბათ სკორპიუს ჰოთორნის წიგნები გაახსენდა, პირად ინფორმაციაში რომ ახსენებდა. – გადაშენების პირას
მყოფი ცხოველებიც არ დაივიწყო.

ისინი სულ გამომრჩენია.

– მართალი ხარ, ეგრეა. ყველაფერი გაქრება, ყველა და ყველაფერი მოკვდება. ადამიანები ნერვებს მიშლიან,
ძმაო. ასე ჰგონიათ, ვერავინ დაამარცხებთ და მუდამ იარსებებენ, რადგან ფასიანი ტელეფონებისა და
წიგნებისგან განსხვავებით, აზროვნება და საკუთარ თავზე ზრუნვა შეგვიძლია, მაგრამ გაგიმაზავ,
დინოზავრებსაც ასე ეგონათ, სულ ვიქნებითო.

- ხელს არ ვანძრევთ, - მატეო ამბობს, – სანამ საათი არ აწიკწიკდება. – თითს თავისკენ იშვერს. – ექსპონატი.

- როგორც ვატყობ, გაზეთებამდე, საათებამდე და ბიბლიოთეკამდე სიაში ჩვენ ვართ. – ღობის გავლით ისევ
უკან მოვძვრები და მისკენ ვტრიალდები. – მაგრამ ისიც ხომ იცი, რომ სატელეგრაფო ხაზებს უკვე აღარავინ
იყენებს.

116
ტაგო ჰეისი 09:48 სთ

სიკვდილის უწყებას ტაგო ჰეისისთვის არ დაურეკავს, რადგან იგი დღეს არ მოკვდება, თუმცა არასდროს
დაავიწყდება ის განცდა, როცა საუკეთესო მეგობარს დაურეკეს. რუფუსის სახე ტაგოს იმაზე დიდხანს არ
მოასვენებს, ვიდრე აქამდე ნანახი მისი რომელიმე რჩეული სისხლიანი ფილმი.

ტაგო და მალკოლმი ისევ პოლიციის შენობაში, საერთო საკანში სხედან, რომელიც მათ საძინებელზე ორჯერ
დიდია.

- მეგონა შარდის სუნი იდგებოდა. – იძახის ტაგო. იატაკზე ზის, რადგან მერხი ძალიან ყანყალებს და
ჭრიალებს.

- მხოლოდ ნარწყევია, - ამბობს მალკოლმი და ფრჩხილებს იკვნეტს.

ტაგო სახლში რომ მივა, ჯინსს ნაგავში გადაუძახებს. სათვალეს იხსნის, მალკოლმსა და ოფიცერს ბუნდოვნად
ხედავს. ყველამ იცის, რომ დროდადრო ასე იქცევა, რადგან მის გარშემო არსებული რეალობისგან ტაიმაუტს
იღებს. ტაგოს ამ საქციელით მალკოლმი ერთადერთხელ დარჩა ნაწყენი, როცა ბარათები კაცობრიობის
წინააღმდეგ თამაშობდნენ; ტაგოს არასდროს გაუმხელია, რომ ბარათზე სუიციდის შესახებ ხუმრობა
ამოუვიდა და ის კაცი გაახსენა, ვინც მიატოვა.

რუფუსის სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრი ტაგოს კისერს სტკენს.

ტაგო ხშირად ტიკის შეკავებას ცდილობს, რადგან ყოველ წუთს კუნთის დაჭიმვა არა მხოლოდ აუტანელია,
არამედ მასთან მიკარებაც კი შეუძლებელი ხდება. ერთხელ რუფუსმა ჰკითხა, თუ რას გრძნობდა, ჰოდა ტაგომ
რუფუსს, მალკოლმსა და ეიმის უთხრა, სუნთქვა შეეკავებინათ და თვალი რაც შეიძლება დიდხანს არ
დაეხამხამებინათ. ტაგომ არ იცოდა, რა იყო შვება, რასაც დანარჩენი პლუტონები ამოსუნთქვისას ან თვალის
დახამხამებისას გრძნობდნენ. მისთვის ტიკი ისეთივე ბუნებრივი მოვლენა იყო, როგორიც სხვებისთვის
დახამხამება და სუნთქვაა, მაგრამ კისრის ყოველი დაჭიმვისას ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს
ძვლები ნაწილებად ეშლებოდა.

სათვალეს იკეთებს.

117
– რას იზამდი, შენთვისაც რომ დაერეკათ?

მალკოლმი გმინავს.

– ალბათ რუფივით მოვიქცეოდი, უბრალოდ, არ შევეხმიანებოდი ჩემს ყოფილს, რომლის ახლანდელ


შეყვარებულთანაც ცოტა ხნის წინ ჩხუბი მქონდა.

- ეჭვიც არ არის, მაგაში შეცდა, - ამბობს ტაგო.

- შენ? – მალკოლმი ეკითხება.

- მეც იმავეს ვიზამდი.

- შენ... – მალკოლმი ჩერდება. ეს იმ მომენტს არ ჰგავდა, მალკოლმი რომ ტაგოს შემცვლელი ექიმის დაწერაში
ეხმარებოდა და იმ მონაკვეთის აღწერისას მორცხვობდა, როცა დემონი სტეტოსკოპით პაციენტების აზრებს
კითხულობს – რაც დიდებული მიგნება იყო. ეს მას ნამდვილად შეარცხვენდა.

- დედაჩემს მაინც არ მოვძებნიდი და არც იმის გარკვევას დავიწყებდი, მამაჩემი როგორ მოკვდა, - ამბობს
ტაგო.

- რატომაც არა? ის რომ გამერკვია, რომელმა ღორისშვილმა გადაწვა ჩემი სახლი, პირველად ვიჩხუბებდი, -
იძახის მალკოლმი.

- მხოლოდ ის ადამიანები მადარდებს, ვინც ჩემს ცხოვრებაშია. მაგალითად, რუფუსი. გახსოვს, როგორ
ნერვიულობდა, სანამ გამოგვიტყდებოდა, რადგან ერთად გატარებული გიჟური დროის შემდეგ ჩვენი
ოთახიდან გადასვლა არ უნდოდა? ეს ის ადამიანია, ვისაც ჩემ გვერდით ყოფნა სიამოვნებას ანიჭებდა და მეც
მინდა მის გვერდით ვიყო, თუნდაც ძალიან ცოტა ხნით.

ტაგო სათვალეს იხსნის და ტიკებს აღარ უძალიანდება.

118
კენდრიკ ო’კონელი 10:03 სთ

სიკვდილის უწყებას კენდრიკ ო’კონელისთვის არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება. მისი სიცოცხლე
გრძელდება, თუმცა ახლახან სამსახური დაკარგა სანდვიჩის ჯიხურში. კენდრიკს ფეხებზე ჰკიდია, წინსაფრის
გაუხდელად გადის გარეთ და სიგარეტს უკიდებს.

ბედი არასდროს სწყალობდა. მაშინაც კი, როცა შარშან ტუზი დაეცა და მისი მშობლები როგორც იქნა
განქორწინდნენ. დიდი ხანი არ გასულა, რომ იღბალმა ზურგი აქცია. კენდრიკის დედ-მამა ერთმანეთთან კატა-
თაგვივით იყვნენ; ამას ცხრა წლის ასაკიდან მიხვდა. მაშინ კენდრიკს ცხოვრებაზე ბევრი არაფერი გაეგებოდა,
მაგრამ ის ზუსტად იცოდა, რომ მამამისის ტახტზე ძილი, ატლანტიკ-სიტიში ასაკით პატარა გოგონებთან
ცოლის ღალატი და დედამისის გულგრილობა – სიყვარული არ იყო (კენდრიკს თავისი საქმისთვის რომ
მიეხედა და სხვები ფეხზე დაეკიდებინა, გაცილებით ბედნიერად იცხოვრებდა).

პირველი შვილის დახმარების ქვითარი სწორედ მაშინ მოვიდა, როცა კენდრიკს ახალი კედების ყიდვა
უნდოდა; ძველებს ცხვირზე ლანჩი შემოეხსნა და როცა კი გაივლიდა, კლასელები უმოწყალოდ დასცინოდნენ,
შენი ფეხსაცმელი ლაპარაკობსო, იღება-იხურება-იღება-იხურებაო. კენდრიკი დედამისს უახლესი ჯორდანების
ყიდვას სთხოვდა და მანაც სამასი დოლარი გაისროლა, რადგან კენდრიკს „გამარჯვება სჭირდებოდა“. ყოველ
შემთხვევაში, ქალმა ასე უამბო მის აღმზრდელ ბაბუას, რომელიც საშინელი კაცია – თუმცა ამ ამბავში ამას
მნიშვნელობა არ აქვს.

ახალ კედებში კენდრიკი თითქოს ათი ფუტით ამაღლდა... სანამ ოთხი და ექვსი ფუტი სიმაღლის ბიჭი
დაბეგვავდა და კედებს გააძრობდა. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და სკოლიდან სახლამდე წინდების ამარა
იარა, ტერფები სტკიოდა. ყველაფერი იმ სათვალიანმა ბიჭმა გამოასწორა, რომელმაც ჩანთიდან პარკი
ამოიღო, ფეხზე გაიხადა და კენდრიკს თავისი კედები უსასყიდლოდ მისცა. კენდრიკს ის ბიჭი თვალით აღარ
უნახავს, არც მისი სახელი იცოდა, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი იყო აწი მსგავს დღეში აღარ
ჩავარდნილიყო.

სწორედ მაშინ გამოჩნდა დემიენ რივასი - მისმა ყოფილმა კლასელმა, აწ უკვე სკოლიდან გარიცხულმა
ყოყოჩმა კენდრიკი აზრზე მოიყვანა. ერთი შაბათ-კვირა დასჭირდა კენდრიკს, რომ დემიენისგან ხელის
გამოქნევით მაჯის გადატეხა ესწავლა. დემიენმა ქუჩაში გაუშვა და გაავებული პიტბულივით სხვა
არაკეთილმოსურნე სკოლის მოსწავლეებს მიუქსია. კენდრიკი მათთან მივიდოდა და სახეში ერთი დარტყმით
ძირს უსულოდ აგდებდა.

კენდრიკი ნოკაუტის მეფე გახდა და დღესაც ასეა.

უმუშევარი ნოკაუტის მეფე.

119
ნოკაუტის მეფე, რომელიც ვეღარავის სცემდა, რაც მისი ბანდა დაიშალა, როცა მესამე წევრმა, პეკმა,
შეყვარებული გაიჩინა და ახალი ცხოვრების დაწყების საბაბით, საძმო დატოვა.

ნოკაუტის მეფე ადამიანთა სამეფოში, რომლის მცხოვრებნი ცხოვრებისეული მიზნებით წამლავდნენ მას და
პირდაპირ აქეზებდნენ და უშვერდნენ ყბებს დასარტყამად.

მატეო 10:12 სთ

- ვიცი, წესით ახალი იდეები არ უნდა დავაფრქვიო...

- აჰა, ისევ თავიდან დაიწყო, - ამბობს რუფუსი. ჩემ გვერდით ველოთი მოსეირნობს. უნდოდა იმ სასიკვდილო
მახეში მასთან ერთად გავბმულიყავი. ეს აქამდე არ გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ, უბრალოდ, ჩემს
პარანოიას ნებას არ მივცემ, ველოზე ჯდომის სიამოვნება ჩაუშხამოს. – რა იდეები?

- დედაჩემის საფლავის მონახულება მინდა. მასზე მხოლოდ მამაჩემის მონათხრობიდან ვიცი და მინდა
მასთან ცოტა ხანი გავატარო, - ვეუბნები, - მგონი იმ ტელეფონის ჯიხურების სასაფლაოზე ყოფნამ მიბიძგა. –
მამა დედაჩემის მოსანახულებლად, როგორც წესი, მარტო მიდიოდა, რადგან მე შფოთვის გამო ვერ
მივყვებოდი. – თუ, რა თქმა უნდა, შენ სხვა გეგმა არ გაქვს.

- დღეს სასაფლაოზე შენივე ფეხით მისვლას მართლა აპირებ?

- ჰო.

- საქმეში ვარ. სად არის სასაფლაო?

- უჭკნობთა სასაფლაო, ბრუკლინში, იმ უბანთან ახლოს, სადაც დედა გაიზარდა.

კოლუმბუსის წრის სადგურიდან ბროდვეი-ჯანქშენამდე მატარებლით წასვლა გვიწევს.

ბაზარს ჩავუარეთ და რუფუსი შერბენას აპირებს.

120
- რა გინდა? – ვეკითხები, - წყალი?

- მოიცა, რა, - ამბობს რუფუსი. ველოს დახლებს შორის მიაგორებს და სათამაშოების დახლთან ჩერდება. იქ
წყლის თოფები, საძერწი, სხვადასხვა ფიგურა, ბურთები, სუნიანი საშლელები და ლეგოა. რუფუსი ლეგოს
იღებს. – ესეც ასე.

- დავიბენი....

- აბა, მიდი, არქიტექტორო, - რუფუსი წინა დახლთან დგება. – აბა, მაჩვენე, რა შეგიძლია. – ამ პატარა
სასწაულზე მეღიმება, არ მეგონა, თუ ამისთვის შემოვიდა. საფულეს ვიღებ და ის მიჭერს. – არა, ეს ჩემზეა.
ინსტაგრამის იდეის ვალს გისტუმრებ.

ლეგოს ყიდულობს და მივდივართ. ზურგჩანთაში პოლიეთილენის პარკს დებს და გზას ვაგრძელებთ. მიყვება,
რომ სულ უნდოდა შინაური ცხოველი, მაგრამ არა ძაღლი და კატა, რადგან დედამისს უმწვავესი ალერგია
ჰქონდა. რამე საშიში, გველი ან, თუნდაც, საყვარელი კურდღელი. გველის და კურდღლის ერთად ყოფნა
სახიფათო საქმეა, ამიტომ მე ვერ შევეგუებოდი.

კოლუმბიის წრის მეტროსადგურს ვუახლოვდებით, ველო კიბეზე ჩაჰყავს და ბეწვზე ვუსწრებთ მატარებელს,
რომელიც სადაცაა გავა.

- კარგ დროს მოვედით, - ვამბობ.

- ველოსიპედით უფრო მალე მოვიდოდით. – რუფუსმა იხუმრა. ან მე მგონია, რომ იხუმრა.

- სასაფლაოზე კატაფალკით უფრო მალე მივიდოდით.

შუაღამის მატარებლის არ იყოს, ესეც თითქმის ცარიელია, ათამდე ადამიანი თუ იქნება. მსოფლიოს
სამოგზაურო არენის პოსტერზე მიყუდებული ვსხედვართ. – რომელ ადგილებში მოგზაურობაზე გიოცნებია? –
ვეკითხები.

- ბევრგან. თან ისე, რომ დაუვიწყარი იყოს, მაგალითად, სერფინგი მაროკოში, ჰენგგლაიდინგი რიო-დე-
ჟანეიროში და კიდევ დელფინებთან ცურვა მექსიკაში. გესმის? დელფინებთან და არა ზვიგენებთან. –
მეუბნება რუფუსი. ჩვენი სიცოცხლე რომ გრძელდებოდეს, დარწმუნებული ვარ ზვიგენებთან ცურვის გამო
მგზავრებს კარგა ხანს დასცინებდა. – ისეთ ღირსშესანიშნაობებთან მინდოდა ფოტოების გადაღება,
რომელთაც სახელოვანი ისტორიული მნიშვნელობის არქონის გამო ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, მაგრამ
მაინც უმაგრესი ნაგებობებია, მაგალითად, პიზის დახრილი კოშკი ანდა კოლოსეუმი.
121
- მომწონს ეგ იდეა. როგორ ფიქრობ...

მატარებელში შუქები ბჟუტავს და ქრება. ვენტილაციის ხმაც კი წყდება. მიწის ქვეშ, სრულ სიბნელეში
ვიმყოფებით. მემანქანე აცხადებს, რომ დროებითი შეფერხებაა და მალე ყველაფერი ისევ ამუშავდება. პატარა
ბიჭუნა ტირის, ვიღაც კაცი კი მორიგი შეფერხების გამო ილანძღება. გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, მე და
რუფუსს სადმე დაგვიანებაზე უფრო დიდი სანერვიულო გვაქვს. ვაგონში საეჭვო არავინ შემინიშნავს, თუმცა
გავიჭედეთ, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს, დანა გაგვიყაროს, ისე, რომ ვერც ვერავინ გაიგებს, სანამ სინათლე
არ აინთება. რუფუსისკენ ვჩოჩდები, ფეხით ვეხები და ვცდილობ დავიცვა, რადგან მინდა პლუტონების
სანახავად საკმარისი დრო ჰქონდეს, თუკი მათ დღეს გამოუშვებენ, შეიძლება სიკვდილისგანაც ვიხსნა,
გმირობაც გამომივიდეს და სულაც, სიკვდილის უწყებამ რუფუსზე აქამდე არნახული გამონაკლისი დაუშვას.

ჩემ გვერდით რაღაც ანათებს.

რუფუსს მობილურზე ფარანი ჩაურთავს.

სუნთქვა მიძნელდება, გული გამალებით მიცემს და თავს უკეთესად არ ვგრძნობ, მაშინაც კი, რუფუსი რომ
მხარზე მიტყაპუნებს.

– ყველაფერი რიგზეა, ძმაო. ასე ხშირად ხდება.

- სულაც არა, - ჩემსას არ ვიშლი. მატარებლები გვირაბში ჩერდებიან, მაგრამ შუქის წასვლა იშვიათია.

- კარგი, მართალი ხარ, არ ხდება. – ზურგჩანთას ხსნის, ლეგოს იღებს და კალთაში მიყრის. – აჰა, ახლა მაინც
ააწყვე რამე.

არ ვიცი, მასაც ჰგონია თუ არა, რომ სადაცაა მოვკვდებით და უნდა მანამდე რამის შექმნა მოვასწრო, თუმცა
თამაშში უნდა ავყვე. გული ისევ ძლიერად მიცემს, თუმცა პირველ აგურთან შეხებისთანავე ცახცახს ვწყვეტ.
წარმოდგენა არ მაქვს, რას ვაშენებ, ხელებს უმისამართოდ ვამოძრავებ და საძირკველს მოზრდილი აგურებით
ვკრავ, რადგან სრულიად ბნელ ვაგონში მხოლოდ მე ვარ განათებული.

- შენ სად გინდოდა მოგზაურობა? – მეკითხება რუფუსი.

სიბნელისა და ამ შეკითხვისგან სული მეხუთება.

ვისურვებდი მოგზაურობისთვის საკმარისი სიმამაცე მქონოდა. ამჯერად კი, როცა სადმე წასასვლელად დრო
აღარ დამრჩა, ყველგან მინდა წავიდე: მინდა საუდის არაბეთის უდაბნოში დავიკარგო; ტეხასში, ოსტინის

122
კონგრესის ხეივნის ხიდის ქვეშიდან გამოფრენილ ღამურებს გავექცე; ჰაშიმას კუნძულზე, იაპონიის
მიტოვებული ქვანახშირის მაღაროებში ღამე გავათიო, იქაურობას ხშირად მოჩვენებების კუნძულადაც
მოიხსენიებენ; ტაილანდში, სიკვდილის რკინიგზა გამოვცადო, რადგან ასეთი სახელის, სახიფათო ქარაფებისა
და ხის მორყეული ხიდების მიუხედავად, ჩემი გადარჩენის შანსი მაინც იქნებოდა; ყველა შემთხვევაში
იქნებოდა. ყველა მთის დალაშქვრა მინდა, ყველა მდინარეში გაცურვა, თითოეული გამოქვაბულის
გამოკვლევა, ხიდზე გადავლა, სანაპიროს მოვლა, ქალაქსა და ქვეყანაში სტუმრობა. ყველგან ყოფნა მინდა. ამ
ადგილების შესახებ ვიდეობლოგებისა და დოკუმენტური ფილმების ნახვაზე მეტად უნდა გამომედო თავი.

- ყველგან წავიდოდი, სადაც კი მძაფრ შეგრძნებებს მივიღებდი, - ვპასუხობ, - ჰენგგლაიდინგი რიოში


გადასარევად ჟღერს.

შუა მშენებლობისას ვხვდები, რასაც ვაშენებ – თავშესაფარს. მშობლიურ სახლს მახსენებს, ადგილს, სადაც
მხიარულებას ვემალებოდი, თუმცა მონეტის მეორე მხარესაც ვხედავ და ვიცი, რომ სახლმა გადამარჩინა. იქ
ვცხოვრობდი და ბედნიერიც ვიყავი. სახლს ვერაფერში დავადანაშაულებ.

რუფუსი ჰყვება, მისმა მშობლებმა დედამისის რჩეული მკლავჭიდელის პატივსაცემად, კინაღამ კეინი რომ
დაარქვეს, რა დროსაც მშენებლობას ვასრულებ, თვალები მეხუჭება, თავი მივარდება და უცებვე ვფხიზლდები.

– მაპატიე. თავს სულაც არ მაბეზრებ, მომწონს შენთან საუბარი. უბრალოდ, ძალიან დავიქანცე. ძალა
გამომეცალა, თუმცა ვიცი, რომ არ უნდა დამეძინოს, რადგან წაძინების ფუფუნება არ მაქვს. – ეს დღე ჩემს
ძალებს ისრუტავს.

- ცოტა ხანს თვალი მოატყუე, - მეუბნება რუფუსი. – ჯერ მაინც არ დავძრულვართ და ამასობაში შეგიძლია
წაუძინო. სასაფლაოსთან რომ მივალთ, გპირდები, გაგაღვიძებ.

- აჯობებს შენ დაიძინო, - ვეუბნები.

- არ დავღლილვარ.

იტყუება და ვიცი, იხტიბარს მაინც არ გაიტეხს.

- კარგი.

თავს უკან ვადებ და ხელში ლეგოს სათამაშო თავშესაფარი მიჭირავს. სინათლე აღარ მანათებს, მაგრამ
რუფუსის მზერას ისევ ვგრძნობ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. თავიდან მეუცნაურებოდა,
შემდეგ კი მივეჩვიე, შეიძლება არასწორად ვიქცევი, რადგან ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გვერდით
მფარველი მყავს.

123
უკანასნელი მეგობარი კიდევ კარგა ხნით მეყოლება.

რუფუსი 10:39 სთ

მძინარე მატეოს ფოტო უნდა გადავუღო.

არ არსებობს, ძაან უხერხული იქნება. მაგრამ სიზმრებში მოხეტიალე მისი სახე რამენაირად უნდა უკვდავვყო,
რაც უარეს უხერხულობას შექმნის. ჯანდაბა, არადა რა მაგარი მომენტია. ხშირად არ აღმოჩნდები ისეთ
სიტუაციაში, როცა გვირაბში გაჩერებულ, ბნელ მატარებელში ხარ, გვერდით თვრამეტი წლის ბიჭი გიზის,
რომელსაც ხელში ლეგოს სახლი უჭირავს და დედამისის საფლავზე მიდის. მეც მაგას ვიძახი. პირდაპირ
ინსტაგრამის მასალაა.

ფეხზე წამოვდექი, კარგი ფოტო რომ გამოვიდეს. სიბნელეს ვუსწორებ ფოკუსს, ღილაკს თითს ვაჭერ და
სინათლე მაბრმავებს. თუ ვიტყუებოდე... წამში სინათლე ინთება, ვენტილატორები მუშაობას ხმაურით იწყებს
და მატარებელი ადგილიდან იძვრის.

- ჯადოსანი ვარ, – ვჩიფჩიფებ. არ არსებობს, სიცოცხლის ბოლო დღეს საკუთარ თავში სუპერძალა აღმოვაჩინე.
ნეტავ ვინმეს გადაეღო. მთელი ინტერნეტი აფეთქდებოდა.

ფოტო კი მაგარი გამოვიდა. როცა დაიჭერს, ავტვირთავ.

კარგია, რომ მძინარე მატეოს ფოტო გადავუღე – ვიცი უცნაურად გამომივიდა, ნამდვილად. ნაკვთები უთრთის,
მარცხენა თვალი კი უტოკავს. აფორიაქებული მეჩვენება და მძიმედ სუნთქავს, ცახცახებს. ამას თუ ეპილეფსია
სჭირს, გადავირევი. არადა, მსგავსი არაფერი უხსენებია. უნდა მეკითხა. ის არის დავაპირე ვაგონში ვინმეს
ვკითხო, როგორ მოვიქცე ავზნიანობამ თუ დაუარა-მეთქი, რომ მატეო ლუღლუღებს:

– არა, - და გაუთავებლად იმეორებს.

კოშმარი ესიზმრება.

124
გვერდით ვუჯდები და მკლავში ხელს ვკიდებ, რომ გადავარჩინო.

მატეო 10:42 სთ

რუფუსი მანჯღრევს და მეღვიძება.

მთაზე აღარ ვდგავარ; მატარებელში ვბრუნდები, შუქები ანთებულა და ვმოძრაობთ.

ხარბად ვსუნთქავ და სარკმელში ვიხედები, რატომღაც მოველი, რომ იქ ლოდებსა და უთავო ჩიტებს
დავინახავ.

- ცუდი სიზმარი?

- ვითომ თხილამურებით მთიდან ვეშვებოდი.

- მე მაპატიე. მერე რა მოხდა?

- ბავშვების ფერდობზე დავსრიალდი.

- ბაჭიების ფერდზე?

თავს ვუქნევ.

– მოულოდნელად დაფერდდა, ბორცვები ყინულებმა დაფარა და ხელჯოხები დამივარდა. მათ ასაღებად


შევბრუნდი და უცებ ვხედავ, ჩემკენ უშველებელი ლოდი მოგორავს... მისი ხმა უფრო და უფრო გამაყრუებლად
ისმოდა და გვერდზე თოვლის ნამქერში გადახტომა მინდოდა, მაგრამ შევშინდი. ფერდობზე დასრიალება და
ლეგოს თავშესაფრამდე მისვლა გადავწყვიტე, რომელიც ქოხისხელა გამხდარიყო, მაგრამ თხილამურებიც
გაქრა და მაშინვე მთიდან გადავხტი, კლდიდან-კლდეზე ვეცემოდი და ჩემ ზემოთ უთავო ჩიტები ირაოს
კრავდნენ.
125
რუფუსს ეცინება.

- რა გაცინებს? – გავცხარდი.

უფრო ახლოს ჯდება და მუხლზე მუხლს მადებს.

– ყველაფერი რიგზეა. პირობას გაძლევ, დღეს ლოდთა ცვენასა და მთიდან გადმოვარდნაზე დარდი არ
მოგიწევს.

- დანარჩენზე რას მეტყვი?

რუფუსი მხრებს იჩეჩს.

– ალბათ, უთავო ჩიტებზეც იმავეს ვიტყოდი.

რა ცუდია, რომ სიზმარი ბოლოჯერ ვნახე.

თანაც უსიამოვნო.

დელაილა გრეი 11:08 სთ

ინფინიტ-უიქლიმ ჰაუი მალდონადოსთან ბოლო ინტერვიუ შეათანხმა.

თუმცა დელაილას გარეშე.

- ჰაუი მალდონადოს შესახებ ყველაფერი ვიცი,- ამბობს დელაილა, მაგრამ მისი უფროსი, მთავარი
რედაქტორი სენდი გერერო სხვაგვარად ფიქრობს.

- ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის ჯერ ახალი ხარ, - ეუბნება სენდი და ჰაუის ხალხის გამოგზავნილი შავი
ავტომობილისკენ მიემართება.

126
- ვიცი, რომ უსაშინლეს ბოქსში, ანტიკური ხანის კომპიუტერით ვმუშაობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
არაკვალიფიციური ვარ და ინტერვიუზე ასისტენტადაც არ გამოვდგები, -- ამბობს დელაილა. შეიძლება
უმადურობასა და ქედმაღლობაში ჩაუთვალოს, მაგრამ სიტყვას უკან არ წაიღებს. ამ ინდუსტრიაში წინსვლა თუ
უნდა, სტატიის ბოლოს რამენაირად მისი გვარი უნდა მიეთითოს. მართალია გამომცემლებმა ჟურნალი
ინფინიტ-უიქლი, ფიფოლს სენდის ინდუსტრიის სტატუსის გამო ამჯობინეს, დელაილა სკორპიუს ჰოთორნის
წიგნებზე გაიზარდა და მათ მიხედვით გადაღებული რვავე ფილმი ნანახი აქვს, სწორედ ამ სიყვარულმა მისცა
ბიძგი ახლა, როცა უბრალო ფანგოგოდან ხელფასიან ფანგოგოდ იქცა.

- მინდა შეგახსენო, ჰაუი მალდონადო უკანასკნელი ადამიანი არ არის, რომელიც მოკვდება, - ეუბნება სენდი,
ავტომობილის კარს აღებს და მზის სათვალეს იხსნის. – სელებრითების გამოსაგლოვად მთელი ცხოვრება წინ
გაქვს.

დელაილა კვლავ ვერ იჯერებს სიკვდილის უწყების წუხანდელ ხუმრობას, თუ რა დონეზე დაეცა ვიქტორი.

სენდი დელაილას თმაზე უყურებს და დელაილა ხვდება, რედაქტორის მინიშნებები თმის ყავისფრად
შეღებვის თაობაზე მაშინვე რომ გაეთვალისწინებინა, მის გულს ახლა ბევრად იოლად მოიგებდა.

- თუ იცი „ემტივის“ რამდენი ჯილდო აქვს მოგებული ჰაუი მალდონადოს? – დელაილა ეკითხება. – ან,
ძირითადად, რა სპორტს მისდევდა ბავშვობაში, რამდენი და-ძმა ჰყავს, რამდენი ენა იცის?

სენდი პასუხის გაცემით თავს არ იწუხებს.

დელაილა კი საკუთარ შეკითხვებზე თავად სცემს პასუხს: ორჯერაა გამარჯვებული საუკეთესო მავნებლის
ნომინაციაში. ფარიკაობას მისდევდა, დედისერთაა, ინგლისურად და ფრანგულად ლაპარაკობს... სენდი,
გთხოვ. გპირდები, რომ ხელს არ შეგიშლი. ჰაუისთან შეხვედრის მეორე შანსი აღარ მომეცემა.

მისი სიკვდილი დელაილას კარიერული წარმატების საწინდარი გახდებოდა.

სენდი თავს უკმაყოფილოდ აქნევს და გმინავს.

– კარგი. ინტერვიუს დათანხმდა, მაგრამ ცხადია, გარანტირებული არაფერია. ქალაქის ცენტრში რესტორანი
დავჯავშნეთ და მისი აგენტისგან ჯერაც ველოდებით პასუხს, უკეთეს შემთხვევაში, შეხვედრა ორ საათზე
ჩავნიშნოთ თუ არა.

დელაილა მანქანაში ჩასაჯდომად ემზადება, როცა სენდი თითს აქნევს.

- შეხვედრამდე ჯერ კიდევ დროა, - ეუბნება სენდი. – გთხოვ, ჰაუის წიგნის ასლი მიშოვე, თავად რომ დაწერა, ის.
– სენდის ხმაში სარკაზმი იმდენად საგრძნობია, რომ ჟესტიკულაცია აღარ სჭირდება. – ჩემს შვილს რომ
127
ხელმოწერილ ასლს მივუტანდე, გმირი დედა ვიქნებოდი, - სენდი კარს ხურავს და ფანჯარას ოდნავ აღებს. –
შენს ადგილას დროს არ დავკარგავდი.

ავტომობილი მიდის, დელაილა კი მობილურს იღებს, ქუჩის კუთხისკენ მიემართება და თან მობილურში
ახლომდებარე წიგნის მაღაზიების ნომრებს ამოწმებს. ტროტუარიდან ჩამოსვლისას ფეხს ცუდად დგამს და
ეცემა, რა დროსაც მის წინ ავტომობილი გაბმული სიგნალით ამუხრუჭებს. დელაილას გული უჩქარდება და
თვალები ცრემლით ევსება.

დელაილა გადარჩა, რადგან ის დღეს არ მოკვდება. ასეთი რამ ყველას მოსდის.

არც მე ვარ გამონაკლისი, თუგინდ მგზავრი არ ვიყოო, – გულში იმხნევებს თავს.

მატეო 11:32 სთ

უჭკნობთა სასაფლაოზე შესვლისას ცა იღრუბლება. ბოლოს აქ თორმეტი წლის ასაკში ვიყავი, დედის დღეზე
და ბუნდოვნადაც კი აღარ მახსოვს, მისი საფლავის ქვამდე ყველაზე სწრაფად რომელი შესასვლელით
მივალთ, ამიტომ წინასწარ ვეგუებით, რომ ცოტა ხეტიალი მოგვიწევს. მონაბერ სიოს გათიბული ბალახის სუნი
მოაქვს.

- უცნაური შეკითხვა მაქვს: იმქვეყნიური ცხოვრების გჯერა? – ვეკითხები.

- მაგაში უცნაური რა არის, ჩვენ ხომ ვკვდებით, - ამბობს რუფუსი.

- მართალია.

- უცნაური პასუხი: მე ორი იმქვეყნიური ცხოვრების მჯერა.

- ორის?

128
- ჰო, ორის.

- რომელის და რომელის?

საფლავის ქვებს გვერდს ვუვლით – ზოგი იმდენად ძველია, სახელები აღარ იკითხება, ზოგზე ჯვრები
აღუმართავთ და ქვაში ნაკვეთ ხმლებს ჰგვანან – და ვეება მუხის ხის ქვეშ რუფუსი იმქვეყნიური ცხოვრების
თეორიას მიყვება:

- ჩემი აზრით, ჩვენ უკვე მკვდრები ვართ, ძმაო. ყველა არა, მხოლოდ მგზავრები. მთელი ეს სიკვდილის
უწყების ამბავი დასაჯერებლად ზედმეტად ფანტასტიკაა. გვეუბნებიან, სიკვდილი კარზე მოგადგათ და
ცხოვრების გამოსასწორებლად ბოლო დღე გაქვთო. სუფთა ფანტასტიკაა. „იმქვეყნიური ცხოვრება“ ნომერი
ერთი მაშინ იწყება, უწყებიდან რომ გირეკავენ და შენი ბოლო დღეაო, გეუბნებიან, ჩვენც დავფაცურდებით და
სანამ ცოცხლები ვართ, ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამის მერე კი „იმქვეყნიური
ცხოვრება“ ნომერ ორში სინანულის გარეშე გადავდივართ. მიმიხვდი?

თავს ვუქნევ.

– საინტერესოა, - მისი წარმოდგენები იმქვენიურ ცხოვრებაზე მამაჩემის წარმოდგენაზე შთამბეჭდავია. მამა


პოპულარულ თეორიას იზიარებს ცაში არსებული, ოქროსკარიბჭიანი კუნძულის შესახებ. რაც უნდა იყოს,
ლიდიას მოსაზრებას მაინც სჯობია, რომ არაფერიც არ არსებობს. – ხომ არ აჯობებდა თავიდანვე გვცოდნოდა,
რომ მოვკვდით, ცხოვრებას ამის შიშში მაინც აღარ გავაგრძელებდით?

- არაფერიც. - რუფუსი საფლავის ქერუბიმს გვერდს ველოიანად უვლის. – ჩანაფიქრს აუფერულებს. ნამდვილი
უნდა გეგონოს, რისკებმა უნდა შეგაშინოს და დამშვიდობება უნდა გაგიჭირდეს. სხვა შემთხვევაში ფასი არ
ექნება, შეიქმენი წამს დაემსგავსება. ის ერთი დღეც გეყოფა, თუკი სწორად გამოიყენებ. უფრო დიდხანს რომ
ვიცოცხლოთ, გაბოროტებულ, მკვლელ მოჩვენებებად ვიქცევით, ეს კი არავის სურს.

უცნობების საფლავზე სიცილი აგვიტყდა და საიქიოზე საუბარში გართულს, სულ მავიწყდება, რომ მალე ჩვენც
აქ აღმოვჩნდებით.

– შემდეგ საფეხურზე რა ხდება? ლიფტში შეხვალ და აღზევდები?

- არა, დრო ამოგეწურება და ალბათ, გაქრები ან რამე და ადამიანების „სამოთხეში“ გაჩნდები. რელიგიური არ
ვარ. მჯერა, რომ უცხოპლანეტელი შემოქმედი არსებობს, რომელიც მკვდარ ხალხს აგროვებს, მაგრამ ამ
ამბავს მთლად ღმერთსა და სამოთხეს ვერ მივაწერ.

129
- მეც ასევე! ღმერთის შესახებ გეთანხმები. – რუფუსის დანარჩენ თეორიაშიც მოიძებნება ჭეშმარიტების
მარცვალი. იქნებ უკვე მკვდარი ვარ და უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციაში გაწევრებისა და რაღაც ახლის
მცდელობის გამო დამაჯილდოეს, სხვასთან დამაწყვილეს და ბოლო დღის ერთად გატარების საშუალება
მოგვცეს? ალბათ. – შენი შემდგომი ცხოვრების შემდგომი ცხოვრება როგორია?

- როგორიც შენ გინდა. ლიმიტი არ არსებობს. პრობლემა არაა თუკი ანგელოზების, შარავანდედისა და
ძაღლების სულების გჯერა. თუ გინდა იფრინე, დრო დააბრუნე.

- ამ საკითხზე ბევრი გიფიქრია, - ვეუბნები.

- პლუტონებთან შუაღამის ჩათაობის შედეგია, - იძახის რუფუსი.

- იმედი მაქვს, რეინკარნაცია არსებობს, - ვამბობ. უკვე ისედაც მეუფლება განცდა, რომ ერთ დღეში ყველაფერს
ვერ ჩაატევ. არცერთი ცხოვრება არ არის საკმარისი. ქვას ხელს ვუსვამ და ვფიქრობ, ნეტავ ამ საფლავში
მწოლიარე მეორედ თუ მოვიდა-მეთქი. შეიძლება ერთ-ერთი მათგანიც ვიყავი. თუ ასეა, მაშინ ჩავფლავდი.

- მეც. კიდევ ერთი ცდა მინდა, თუმცა დიდად არ მჯერა. შენ როგორ წარმოგიდგენია მეორე ცხოვრება?

მოზრდილ საფლავს მივადექით. ღია ლურჯ ჩაიდანს ჰგავს და ვიაზრებ, რომ დედაჩემის ქვა სულ რამდენიმე
რიგის მოშორებითაა. პატარაობაში წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩაიდნის მსგავსი ქვა ჯინის ლამპარი იყო და მეც
სურვილად დედას დაბრუნებას ჩავუთქვამდი ხოლმე.

- ჩემეული მომდევნო ცხოვრება საოჯახო კინოთეატრს ჰგავს, სადაც მთელი განვლილი ცხოვრების თავიდან
ბოლომდე ნახვა შეგიძლია. ვთქვათ, დედაჩემს შეუძლია თავისი ცხოვრების საყურებლად დამპატიჟოს. იმედი
მაქვს იქ ვინმე იქნება, საშიში მონაკვეთები რომ გააშავოს ან გაცრიცოს, რომ ის განცდა მთელი მომდევნო
ცხოვრების მანძილზე არ გამყვეს. – ლიდიას ეს აზრი ვერ შევაპარე, თუმცა აღიარა, რომ მიმზიდველად
ჟღერდა. – ჰო, და კიდევ, არსებობს ჩანაწერი, რაც კი რამ გითქვამს დაბადებიდან...

ვჩუმდები, რადგან დანიშნულების ადგილი გამოჩნდა, რომლის გვერდით კაცი მორიგ საფლავს ჭრის, ხოლო
ზედამხედველი ქვას ადგამს, სადაც ჩემი სახელი და ცხოვრების წლები წერია.

ჯერ ხომ არ მოვმკვდარვარ.

ხელები ისე მიკანკალებს, ლამის თავშესაფარი დამივარდეს.

- და...? – რუფუსი მეკითხება და მალევე - ოჰ, - აღმოხდა.

130
ჩემი სამარისკენ მივდივარ.

ვიცი, რომ საფლავებს დაჩქარებული წესით ჭრიან, მაგრამ გაფრთხილების მიღებიდან ჯერ მხოლოდ
თერთმეტი საათია გასული. ქვის დადგმას დღეები მაინც სჭირდება, მაგრამ დროებითი ქვა იმდენად არ
მაღიზიანებს, რამდენადაც ის აზრი, რომ საკუთარი საფლავის გაჭრას ვესწრები.

უიმედობა მალევე მიპყრობს, არადა დავიჯერე, რომ რუფუსი ყველაფერს შეცვლიდა. ველოს ძირს აბერტყებს,
მესაფლავესთან მიდის და მხარზე ხელს არტყამს.

– ჰეი, ორი წუთი გაქვს?

წვერიანი მესაფლავე ბინძური ზოლიანი მაისურით ჯერ მე მიყურებს, მერე დედაჩემის სამარეს.

– ეს ბიჭის დედაა? – და საქმეს უბრუნდება.

- ჰო. შენ კი მის საფლავს ჭრი, - ეუბნება რუფუსი ხეების შრიალისა და ნიჩბით მიწის ამოყრის ხმების ფონზე.

- ღმერთო მაღალო. გისამძიმრებთ, მაგრამ ჩემი შეყოვნებით ვერაფერს შეცვლით, მხოლოდ დროს
დამაკარგვინებთ. გაჭრა ადრიანად დავიწყე, რომ ქალაქიდან დროულად წავიდე და...

- არ მანაღვლებს! – რუფუსი უკან იხევს, მუშტს კრავს და მეშინია არ ლეწოს. – ჰოდა, დამეხმარე... ათი წუთით
გვადროვე! წადი, ვინმე სხვისი საფლავის თხრა დაიწყე, აქ რომ არ იდგეს, ისეთის!

მეორე ბიძაკაცი, ქვას რომ დგამდა, მესაფლავეს გვერდზე გაიხმობს. ორივე ილანძღება, ახლანდელ მგზავრ
ბავშვებს სულ გაუვიდათ თავსო, თუმცა გვშორდებიან.

მინდა იმ კაცებსაც და რუფუსსაც მადლობა გადავუხადო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვიკეცები და თავბრუ მესხმის.
თავის შემაგრებას ვცდილობ და დედაჩემის საფლავის ქვას ხელით ვეხები.

ესტრელა როზა-ტორესი

7 ივლისი, 1969

17 ივლისი, 1999
131
მოსიყვარულე მეუღლე და დედა

მუდამ ჩვენს გულში

- შეგიძლია ერთი წუთით დედაჩემთან მარტო დამტოვო? - არც კი შევბრუნებულვარ, დედაჩემის


გარდაცვალებისა და ჩემი დაბადების თარიღს თვალებით მივეჯაჭვე.

- აქვე ვიქნები, - რუფუსი მეუბნება. ალბათ შორს არ წავა, შეიძლება სულ რამდენიმე ნაბიჯით მომცილდეს,
ანდა ადგილიდან ფეხიც არ მოიცვალოს, მაგრამ მას ვენდობი. რომ შევტრიალდები, იქ დამხვდება.

ჩემსა და დედაჩემს შორის წრედი შეიკრა. ის ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა, ახლა კი მე მის გვერდით
დამკრძალავენ. იმ ქვეყნად შევხვდებით. მეუცნაურება, რომ „მოსიყვარულე დედის“ სახელი მიაწებეს, როცა
მუცლით ჩემი ცხრა თვე ტარების გარდა, ვერაფერს მოესწრო; ათი წლის შემდეგ მასზე უკვე ბევრი რამ ვიცოდი,
მაგრამ როგორც უნდა მეცადა, მაინც ვერ ვითავისებდი, რომ დედაჩემი იყო, რადგან ჩემთან არასდროს
უთამაშია, ფეხის ადგმისას პირველი ნაბიჯების შემდეგ გულში არ ჩავუკრავვარ, თასმის გაკვანძვა არ
უსწავლებია, საერთოდ არაფერში მიუღია მონაწილეობა. შემდეგ კი მამაჩემი დამიჯდა და ამიხსნა, რომ ის
ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ჩემი გაჩენა გაუჭირდა, ძალიან ცუდად გახდა და საკუთარ თავს ჩემი კარგად
ყოფნა არჩია. ეს კი ნამდვილად იმსახურებს „მოსიყვარულეს“ სახელს.

დედაჩემის საფლავის ქვასთან ვიჩოქებ.

– გამარჯობა, დედა. ჩემთან შეხვედრა გიხარია? ვიცი, რომ ჩემი მშობელი ხარ, მაგრამ ერთმანეთი მაინც
გვეუცხოება. დარმუნებული ვარ, ამაზე აქამდეც იფიქრებდი. საოჯახო კინოთეატრში საამისოდ დიდი დრო
გექნებოდა, რადგან შენი ფილმი მაშინ დასრულდა, როცა მე ვიღაც ექთანის ხელებში პირველად წამოვიტირე.
შეიძლება იმ ექთანს ხელში რომ არ ავეყვანე, შენი სისხლდენის შეჩერებაც მოესწრო, არავინ იცის. არც მე.
ნეტავ იცოდე, როგორ ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის მოკვდი. იმედი მაქვს, სასაზღვრო პატრულს არ
გამოგზავნი, რომ არ შემომიშვან.

- მაგრამ მამას ნაამბობიდან ვიცი, რომ ასეთი არ ხარ. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ამბავია საავადმყოფოში
ბებიას მოსანახულებლად, მის სიკვდილამდე ორი დღით ადრე რომ წახვედით და მისი ალცჰაიმერით
დაავადებული ოთახის მეზობელი გაუთავებლად გეკითხებოდა, გინდოდა თუ არა მისი საიდუმლოს გაგება.
შენც ყოველ ჯერზე დიახს პასუხობდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენჯერმე მოგიყვა, შვილებს
ტკბილეულს რომ უმალავდა, რადგან თავად მსუნაგი იყო. – საფლავის ქვას ხელით ვეყრდნობი, მასთან ასე
ახლოს აქამდე არასდროს ვყოფილვარ. – დე, ნეტავ მანდ მაინც თუ ვიპოვი სიყვარულს, რადგან აქ ვერსად
ვნახე? - არ მპასუხობს, არც იდუმალი სითბოთი ვივსები და არც ქარს მოაქვს რამე ხმა. მაგრამ არა უშავს. მალე
მეცოდინება. - გთხოვ, დღეს გადმომხედე, დე, ბოლოჯერ, რადგან ვიცი, რუფუსის თქმის არ იყოს, უკვე მკვდარი
ვარ და მინდა ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალოს. შეხვედრამდე.

132
ფეხზე ვდგები და ჩემთვის გაჭრილ საფლავში ვიხედები, რომელიც ჯერ სულ ერთი მეტრის სიღრმის
ოღროჩოღროა. შიგნით ჩავდივარ, ვჯდები და დაუსრულებელ ნაჩიჩქნს ზურგით ვეყუდები. სათამაშო
თავშესაფარს კალთაში ვიდებ და ალბათ პარკში, ლეგოთი მოთამაშე ბავშვს ვგავარ.

- შეიძლება შემოგიერთდე? – კითხულობს რუფუსი.

- აქ მხოლოდ ერთი ადგილია. წადი, შენი საფლავი მოძებნე.

რუფუსი მაინც ჩამოდის, ფეხის მორტყმით მაჩოჩებს და ეკვეხება, თან ცალ ფეხს მუხლზე ზემოდან მადებს,
რომ ჩაეტიოს.

– მე საფლავი არ მაქვს. ჩემებივით კრემაციას ჩამიტარებენ.

- მათ ფერფლს ისევ ინახავ? შეგვიძლია სადმე მოვაბნიოთ. „ფერფლთან გამოთხოვება“ ჩამომთვლელებზე
ძალიან პოპულარული ფორუმია და...

- მე და პლუტონებმა ამაზე ერთი თვის წინ ვიზრუნეთ. – მაწყვეტინებს; უცნობებთან ონლაინ საუბრისგან თავი
უნდა შემეკავებინა. – ჩემი ძველი სახლის ეზოში მოვაბნიეთ. მას შემდეგ სიცარიელე მაინც არ მშორდება,
მაგრამ ახლა ისინი სახლში არიან. მინდა პლუტონებმა სადმე სხვაგან გამფანტონ.

- შენ სად გინდოდა?

- ალთეას პარკში, - ამბობს რუფუსი.

- მიყვარს მანდაურობა.

- შენ საიდან იცი?

- მე და მამა ბავშვობაში ხშირად დავდიოდით. ღრუბლებს შორის განსხვავებებს ვაკვირდებოდით და


საქანელაზე ქანაობისას გავყვიროდი, როგორ ღრუბლებს ვხედავდი. რატომ მაინცდამაინც ეგ პარკი?

- რა ვიცი. ხშირად მიწევდა იქ შევლა. ცხოვრებაში პირველად მანდ ვაკოცე გოგოს, ქეთი ერქვა. ჩემების
სიკვდილისა და პირველი ველორბოლის შემდეგაც მანდ წავედი.

133
აი, ასე ვზივართ ორი ბიჭი სასაფლაოზე და ჟინჟღვლას იწყებს, ჩემს ნახევრად გათხრილ საფლავში
ერთმანეთს ამბებს ვუყვებით, ისე, თითქოს დღეს არ ვკვდებოდეთ. დავიწყებისა და შვების უამრავი წამი
დამიგროვდა, რომ დღის ბოლომდე გამაძლებინოს.

- უცნაური კითხვა: ბედისწერის გჯერა? – ვეკითხები.

- უცნაური პასუხი: ორნაირი ბედისწერის მჯერა, - მპასუხობს რუფუსი.

- სერიოზულად?

- არა, - იცინის. – ბედისწერის საერთოდ არ მჯერა. შენ?

- აბა, ჩვენს გაცნობას რით ახსნი? – ვეკითხები.

- ორივემ ერთი და იგივე აპლიკაცია გადმოვწერეთ. – მპასუხობს რუფუსი.

- ჰო, მაგრამ დაუკვირდი. დედაჩემი და შენი მშობლები დაღუპულები არიან. მამაჩემი აპარატზეა. მშობლები
რომ ცოცხალი გვყავდეს, უკანასკნელ მეგობარზე ერთმანეთს ავცდებოდით. – აპლიკაცია, ძირითადად,
დიდებზეა გათვლილი და არა თინეიჯერებზე. – ორი საიქიოსი თუ გჯერა, მაშინ იმ სამყაროსიც უნდა
გჯეროდეს, სადაც მარიონეტებივით გვმართავენ, არა?

რუფუსი თავს მიქნევს და წვიმაც ძლიერდება. პირველი თავად დგება და ხელს მაძლევს. მეც ვკიდებ. რამე
ლექსი მოგვიხდებოდა, თუ როგორ ამოვყავარ რუფუსს ჩემივე სამარიდან. დედაჩემის საფლავთან მივდივარ
და ქვაზე მის სახელს ვკოცნი. სათამაშო თავშესაფარს ქვის ძირში ვდებ. ვტრიალდები და რუფუსიც ფოტოს
მიღებს; საჭირო მომენტების დაჭერა მართლა კარგად გამოსდის.

ჩემს დაფას უკანასკნელად შევყურებ.

აქ განისვენებს

მატეო ტორესი, უმცროსი

17 ივლისი, 1999

134
გარდაცვალების თარიღს მოგვიანებით მიამატებენ: 5 სექტემბერი, 2017

ჩემს მინაწერსაც. არა უჭირს, თუკი ახლა ცარიელია. ვიცი, რაც დაეწერება და ისიც ვიცი, იმ სიტყვებს რომ
გავამართლებ: სხვებისთვის მცხოვრები. დროთა განმავლობაში სიტყვები წაიშლება, თუმცა ჭეშმარიტება
მუდამ იღაღადებს.

რუფუსი ველოს სველ, ტალახიან ბილიკზე მოაგორებს და უკან კვალი რჩება. მივდევ და დედაჩემისა და ჩემი
ნახევრად გაჭრილი სამარიდან ყოველ ნაბიჯზე გულ-მუცელი მიმძიმდება, რადგან ვიცი, მალე უკან
დავბრუნდები.

- მგონი ბედისწერის ამბავი ჭკუაში დამიჯდა, - ამბობს რუფუსი, - მიდი, შენეულ საიქიოზე მოყოლა გააგრძელე.

ასეც ვიქცევი.

ნაწილი მესამე - დასაწყისი

კაცს სიკვდილის კი არა,

დაუწყებლად დასრულებული ცხოვრების უნდა ეშინოდეს.

მარკუს ავრელიუსი, რომის იმპერატორი

მატეო 12:20 სთ

თორმეტი საათის წინ დამირეკეს და მითხრეს, დღეს მოკვდებიო. ჩემეული გაგებით, უკვე უამრავ ადამიანს
დავემშვიდობე, მამაჩემს, ჩემს დაქალს, ნათლულს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, წარსულის მატეოსთან
გამომშვიდობება იყო, რომელიც შინ დავტოვე, როცა ჩემმა უკანასკნელმა მეგობარმა გარეთ გამომიყვანა.
რუფუსმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა და მეც გვერდში ვუდგავარ, რომ დადევნებული დემონები
მოვუგერიო – იმ განსხვავებით, რომ მათ დასახოცად ალმოდებული ხმლები, ჯვრები და სასროლი
ვარსკვლავები არ გვაქვს, როგორც ეს ფანტასტიკის ჟანრის წიგნებშია.
135
თორმეტი საათის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს მოვკვდები, თუმცა ამჯერად იმაზე გაცილებით
ცოცხალი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი.

რუფუსი 12:35 სთ

არ ვიცი, მატეოს სად მივყავარ, მაგრამ ყველაფერი რიგზეა, წვიმამ გადაიღო და უკანა გზაზე მატარებელში
წაძინების შემდეგ თავს მხნედ და მომაგრებულად ვგრძნობ. ცუდია, რომ არაფერი მესიზმრა, არც კოშმარი.
რას იზამ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია.

სამოგზაურო არენას გამოვრიცხავ, რადგან დღის ამ მონაკვეთში სერიოზული ჭყლეტააო, მატეომ მითხრა,
ჰოდა, თუ მომდევნო საათებში ცოცხლები ვიქენით, მშვენიერი შესაძლებლობაა რიგში დგომით გავნიავდეთ.
ჯგროს შეცოტავებას უნდა დაველოდოთ. თავიდანვე ასეთი მიდგომა სიბანძეა, თუმცა არ ვცდები. იმედს
გამოვთქვამ, რასაც ვაპირებთ, შეიქმენი წამივით დროის უაზრო ფლანგვა არ აღმოჩნდება. დაგენაძლევებით,
ქველმოქმედებაა, ანდა ეიმის ჩუმად სწერდა და შეხვედრა შეათანხმა, სადაც მე და ეიმი შეცდომებს
გამოვასწორებთ, სანამ ფეხებს გავჭიმავდე.

ჩელსიში, ნავმისადგომთან გაშენებულ პარკში კარგა ათი წუთი დავყავით. არ მევასება, როცა ქვეითები
ველოსიპედის ზოლში დაბოდიალობენ, მაშინ, როცა მოსიარულეთა და მორბენლებისთვის ცალკე ზოლი
არსებობს. ჩემი კარმის ქულები უეჭველად დაბალზეა. მატეოს პირსისკენ მივყავარ და იქ ჩერდება.

- გინდა აქედან გადამაგდო? – ვეკითხები.

- ჩემზე ოცი კილოთი მეტი მაინც იქნები, - ამბობს მატეო. – ვერ მოგერევი. ამბობდი, მშობლებისა და ჩემი დის
ფერფლის გაბნევამ შვება დიდად ვერ მომგვარაო, ჰოდა ვიფიქრე, აქ მაინც ნახავდი შვებას.

- ისინი შტატის ჩრდილოეთში დაიღუპნენ, - ვეუბნები. თითებს ვაჯვარედინებ, ის წინაღობა, რამაც


ამოგვაყირავა, უკვე აღარ იქნება, თუმცა რას გაიგებ.

- მაინცდამაინც ავარიის ადგილი ხომ არ უნდა იყოს. მდინარეც საკმარისია.

- ზუსტად არ ვიცი, აქედან რა გამოვა.


136
- არც მე. და თუკი თავს კომფორტულად არ გრძნობ, შეგვიძლია სხვა რამ მოვიფიქროთ. სასაფლაოზე წასვლამ
მოულოდნელი სიმშვიდით ამავსო და მინდა მსგავსი შენც განიცადო.

ვიწურები.

– უკვე ისედაც აქ ვართ. დაე მოხდეს სასწაული.

პირსზე ნავები მიბმული არ არის და იქაურობა ცარიელი მანქანების სადგომს მაგონებს. ივლისში აქ ცოტა
ზემოთ ჩამოვედი, ეიმისთან და ტაგოსთან ერთად, რადგან სანაპირო ზოლის ქანდაკებების ნახვა სურდათ,
კვირის შემდეგ კი ისევ მომიწია დაბრუნებამ, რადგან მალკოლმი საჭმელმა მოწამლა და ვეძებდი.

პირსის გაშლილ მკლავზე მივსეირნობთ, აქ ფიცარნაგი არ არის, ასე რომ იყოს, სანერვიულო გვექნებოდა.
მატეოს პარანოიას სურდოსავით ვიკიდებ. პირსი ბეტონითაა შეკრული და არა მოყანყალებული ფიცრებით,
ცოტაც და ფეხქვეშ რომ ჩაგეშლება, თუმცა მაინც დოლარს ჩამოვალ, ეს ოპტიმიზმი შეიძლება რამე ოინს
მიწყობდეს. ბოლოში გავდივარ, ფოლადის მოაჯირს ვეყრდნობი და მდინარეს გადავყურებ.

- თავს როგორ გრძნობ? – მატეო მეკითხება.

- თითქოს ეს დღე ერთი დიდი ხუმრობაა და მთელ მსოფლიოს ჩემ წინააღმდეგ პირი აქვს შეკრული. შენ
მსახიობი ხარ და ჩემი მშობლები, ოლივია და პლუტონები ნებისმიერ წუთს შეიძლება ფურგონიდან კიჟინით
გადმოხტნენ და დაიძახონ, გაგიჩალიჩეთო. გულიც კი არ მომივიდოდა, ეგრევე ყველას ჩავეხუტებოდი და მერე
დავხოცავდი.

სახალისო თეორიაა, ხოცვა-ჟლეტის გამოკლებით.

- მე გავბრაზდებოდი, - მატეო ამბობს.

- ეჰ, მატეო, იმდენ ხანს ვბრაზობდი, რომ ჩემმა ოჯახმა მიმატოვა. ყველა გადარჩენილთა დანაშაულის
გრძნობაზე ჩივის, მესმის, მაგრამ... – ამ თემაზე პლუტონებთან არასდროს მისაუბრია, არც ეიმისთან, როცა
ვხვდებოდით, რადგან საშინლად მიჭირდა. – მაგრამ ისინი სწორედ მე მივატოვე. მე გამოვძვერი ჩაძირვის
პირას მისული მანქანიდან და გამოვცურე. დღესაც ტვინს ვიჭყლეტ, ეს მე გავაკეთე, თუ რეფლექსებმა მაიძულა.
როგორ უნდა დააწყო ხელები გახურებულ ღუმელზე ისე, რომ ტვინმა აღება არ გაიძულოს. იმის მიუხედავად,
რომ სიკვდილის უწყებას ჩემთვის არ დაურეკავს, მათთან ერთად ჩაძირვა მაინც ძალიან ადვილი იყო. თუკი მე
სიკვდილი ასე მიადვილდებოდა, ეგებ მათ უფრო მეტად მართებდათ გადარჩენისთვის ებრძოლათ და ბედს
არ მინდობოდნენ. რა იცი, იქნებ სიკვდილის უწყება ცდებოდა?

137
მატეო მიახლოვდება და მხრებზე ხელებს მადებს.

– თავს ასე ნუ ისჯი. ჩამომთვლელებზე მთელი ფორუმებია, სადაც მგზავრებს თავი რჩეულებად მიაჩნიათ.
როცა უწყებიდან ზარი შემოდის, უკვე ყველაფერი დამთავრებულია. თამაში დასრულდა. ვერაფერს
გააწყობდი და ვერც ისინი შეცვლიდნენ რამეს.

- საჭესთან უნდა დავმჯდარიყავი, - ვფიცხდები, მის ხელებს ვიშორებ. – ოლივია თავიდანვე იძახდა, „მგზავრის
ხელმა“ არ უნდა მართოსო, მაგრამ ძალიან აღელვებული, განაწყენებული და მარტოსული ვიყავი. მათ
რამდენიმე საათით მაინც გავუხანგრძლივებდი დროს. ალბათ თავადაც უნდა ებრძოლათ და ხელი არ
ჩაექნიათ. მატეო, მე რომ მანქანიდან გადმოვედი, ისინი გაუნძრევლად ისხდნენ. უბრალოდ, დანებდნენ. –
მხოლოდ ჩემს გადარჩენაზე ფიქრობდნენ. – მამაჩემი მაშინვე ჩემს კარს ეცა, დედაჩემიც ზუსტად ასე მოიქცა.
კარს თავადაც გავაღებდი, ხელები გაჭედილი კი არ მქონდა. თავბრუ დამესხა, ჩვენი წყეული მანქანა
მდინარეში გადავარდა, მაგრამ მაინც გამოვძვერი. ჩემი კარი გაიღო თუ არა, დანებდნენ. ოლივიას გადმოსვლა
არც კი უცდია.

მათეთრებლის სუნად აქოთებულ პირსახოცში გამოხვეული სასწრაფოში იძულებით ვიჯექი, სანამ მანქანა
მდინარიდან არ ამოათრიეს.

- შენი ბრალი არ არის, - მატეო თავს ხრის. – ერთი წუთით განმარტოების საშუალებას მოგცემ, მაგრამ
დაგელოდები. ვიმედოვნებ, ეს ის არის, რაც გჭირდება. – სანამ გამოვეპასუხებოდე, მიდის და ველოც თან
მიჰყავს.

არა მგონია წუთი საკმარისი იყოს – თავს ვეღარ ვიკავებ და ისე მოთქმით ვტირი, კარგა ხანი რომ არ მიტირია,
მოაჯირს მუშტებს გამეტებით ვურტყამ, არ ვჩერდები, ვურტყამ იმიტომ, რომ ოჯახი ამომიწყდა, საუკეთესო
მეგობრები ციხეში ჩამისვეს, ყოფილმა შეყვარებულმა შარში გაგვხვია. ვურტყამ, რადგან შესანიშნავი
მეგობარი გავიჩინე და ერთად ყოფნისთვის მთელი დღეც კი არ გვაქვს. ვჩერდები, რომ სული მოვითქვა,
გეგონება ათი მასტი გავძუყნე. ჰუდსონის თვალით დანახვა არ მინდა, ამიტომ ვტრიალდები და მატეოსკენ
მივდივარ, რომელიც წრეზე უაზროდ დადის ველოიანად.

- გაიმარჯვე, - ვეუბნები. – კარგი იდეა იყო. – მალკოლმივით, ანდა ეიმივით ნიშნის მოგებით არ შემოუხედავს. –
ბოდიში, რომ გავჭედე.

- გჭირდებოდა.

წრეზე სიარულს აგრძელებს. ცოტა თავბრუ მესხმის, რომ ვუყურებ.

- ეგეც მართალია.

138
- თუ კიდევ დაგჭირდება, აქ ვარ. უკანასკნელი მეგობრები სამუდამოდ.

დელაილა გრეი 12:52 სთ

დელაილა გრეი ქალაქის ერთადერთ წიგნის მაღაზიაში მიიჩქარის, რომელსაც სასწაულებრივად აღმოაჩნდა
ჰაუი მალდონადოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნოველა ძვლის ყურის დაკარგული ტყუპი.

დელაილა მაღაზიისკენ მიისწრაფის, ტროტუარის კიდეს არ ეკარება, ყურადღების მიღმა ტოვებს


სპორტდარბაზის ჩანთით მოძრავი კაცის სტვენას და პირდაპირ იმ ორი ბიჭისკენ მიემართება, რომელთაგან
ერთი ველოსიპედს მიაგორებს.

ლოცულობს, ჰაუი მალდონადომ ინტერვიუ მის მისვლამდე არ ჩანიშნოს, ახსენდება, რომ სიკვდილის პირას
მყოფი ჰაუის ცხოვრებაში დიდი რისკები არსებობს.

ვინ ფირსი 12:55 სთ

სიკვდილის უწყებამ ვინ ფირსს 00:02 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ დღეს მოკვდებოდა, რაც გასაკვირი
სულაც არ ყოფილა.

ვინი გულნატკენია, რომ ფერადთმიანმა ლამაზმანმა ზედაც არ შეხედა, ოჯახი ვერ შექმნა, ამ დილით,
ნეკროზე, ყველა ქალმა უარი სტკიცა. გაბრაზებულია ყოფილ მწვრთნელზე, რომელმაც ოცნების ასრულებისას
დააბრკოლა, იმ ორ ბიჭზე, ველოს რომ მიაგორებდნენ და გულის ჯავრის ამოყრაში ხელი შეუშალეს. ერთ-
ერთი ძალიან ნელა მიდიოდა და ველოსიპედით ტროტუარს სიგანეზე ხერგავდა – დალოცვილი,
ველოსიპედზე უნდა იჯდე, ატარებდე, ურიკასავით კი არ უნდა მიაგორებდე. ვინი გარბის, არ უფიქრდება, რა
მოჰყვება მის ქმედებას და ბიჭს მხრით ეჯახება.

139
ბიჭი ოხრავს, მაგრამ მეგობარი მკლავში ხელს ჰკიდებს და იჭერს.

ვინს მოსწონს, როცა მისი ეშინიათ. სიამოვნებს, როცა სხვების თვალებში შიშს ხედავს, ყველაზე მეტად კი ამას
რინგზე გასვლისას გრძნობდა. ოთხი თვის წინ ვინი კუნთის ტკივილებმა შეაწუხა, თუმცა სისუსტის აღიარება
და მასთან შეგუება არ სურდა. სიმძიმის აწევა, ძალიან ცუდი შედეგების გამო, ტანჯვად ექცა; თუკი
ერთჯერადად ოც აზიდვას აკეთებდა, ახლა ოთხზე ჩამოვიდა, ისიც საუკეთესო შემთხვევაში; ამიტომ
მწვრთნელმა რინგს გაურკვეველი ვადით ჩამოაშორა, რადგან ამ მდგომარეობით ჩხუბი წარმოუდგენელი იყო.
მის ოჯახში სნეულებები იშვიათობა არ ყოფილა – წლების წინ მამამისი გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით
დაიღუპა, დეიდამისი გართულებულმა გარე ორსულობამ იმსხვერპლა და ა.შ. - მაგრამ ვინს სჯეროდა, რომ
მათზე ძლიერი იყო. არც ეჭვობდა, რომ დიდებული მომავალი, მსოფლიო ჩემპიონობა და გამდიდრება
ელოდა. მაგრამ კუნთის ქრონიკულმა დაავადებამ დაჯაბნა და ყველაფერი დააკარგვინა.

ვინი სპორტდარბაზში შედის, ბოლო შვიდი წელი მძიმე წონაში ჩემპიონობისთვის იქ ვარჯიშობდა, ოფლის
სუნი და ჭუჭყიანი კედები მოგონებებს უღვიძებს. ერთი მოგონება სხვებზე მეტად ძლიერია - მწვრთნელი
კარადის დაცარიელებას სთხოვს და ახალ კარიერულ გზას ურჩევს, კომენტატორობას ან თუნდაც
მწვრთნელობას.

თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

ვინი გენერატორის ოთახში იპარება და სახელდახელოდ დამზადებულ ბომბს ამაგრებს, რომელიც სპორტული
ხელჩანთით შეიტანა.

ვინი იქ აპირებს სიკვდილს, სადაც შეიქმნა. ოღონდ მარტო არ მოკვდება.

მატეო 12:58 სთ

მაღაზიის ვიტრინას ჩავუარეთ, სადაც კლასიკური გამოცემები და საბავშვო სკამებზე დაწყობილი ახალი
წიგნებია გამოფენილი, თითქოს მისაღებში სხედან და იცდიან, ადამიანები როდის წაიკითხავენ. იმ
სპორტული ჩანთით მოვარდნილი კაცის შემდეგ, ცოტა სიმშვიდე არ მაწყენდა.

რუფუსი ვიტრინას ფოტოს უღებს.


140
– თუ გინდა, შევიდეთ.

- ოც წუთზე მეტხანს არ გავჩერდები, - პირობას ვდებ.

„წიგნის ღია მაღაზიაში“ შევდივართ. მაღაზიის იმედიანი სახელწოდება მომწონს.

ყველაზე ცუდი აზრია, რაც შეიძლება თავში მოგივიდეს. არცერთი წიგნის წასაკითხად დრო არ მაქვს, მაგრამ აქ
ნამყოფი არ ვარ, რადგან, როგორც წესი, წიგნებს ონლაინ ვყიდულობ და სახლში მოაქვთ, ანდა სკოლის
ბიბლიოთეკიდან ვთხოულობ. შეიძლება წიგნის თარო გადმოყირავდეს და თავზე დამეცეს – მტკივნეული
სიკვდილი გამოვა, თუმცა უარესი დასასრულიც არსებობს.

თაროს თავზე ჩამოკიდებულ, ანტიკური ხანის საათს ავყურებ, წელამდე სიმაღლის მაგიდას ვეჯახები და ზედ
შემოდებული სკოლის სახელმძღვანელოების დასტა იატაკზე ცვივა. გამყიდველს – გულზე ჯოელი აწერია –
ვებოდიშები, ისიც მეუბნება, არა უშავსო, და აკრეფაში მეხმარება.

რუფუსი ველოს მაღაზიის წინ ტოვებს და უკან დამყვება, თან თაროებს ვათვალიერებ. პერსონალის
რეკომენდაციებს ვკითხულობ ამა თუ იმ ჟანრის ლიტერატურის შესახებ, ხელწერა ერთმანეთისგან
განსხვავდება, ზოგი იოლად გასარჩევია, ზოგიც გაკრული ხელითაა ნაწერი. სევდიანი წიგნების განყოფილებას
თავს ვარიდებ, მაგრამ ორი წიგნი მაინც იქცევს ჩემს ყურადღებას. ქეთრინ ევერეტ-ჰასთინგის ბიოგრაფიული
რომანი გამარჯობა, დებორა, ჩემო ძველო მეგობარო, რომელმაც მკითხველში აზრთა სხვადასხვაობა
გამოიწვია, მეორე კი ის ბესტსელერია, რომელიც ყველას პირზე აკერია, საუბრები სიკვდილზე მოულოდნელ
გარდაცვალებამდე, რომლის ავტორი ჯერაც ცოცხალია. ჩემამდე არ დადის.

თრილერისა და საყმაწვილო ლიტერატურის დახლებზე ბლომად ჩემი საყვარელი წიგნი აქვთ.

რომანტიკის განყოფილების წინ ვდგები, სადაც მრავლადაა ყავისფერ ქაღალდში შეფუთული წიგნი და
„წიგნებთან ბრმა პაემანი“ აწერია. იმდენად მწირი ანოტაციებია, რთულია ვინმე დააინტერესოს, ვიღაცის
პროფილის სურათითა და ზოგადი პირადი ინფორმაციით მოწონებას ჰგავს. ჩემი უკანასკნელი მეგობრის არ
იყოს.

- შეყვარებული გყოლია? – რუფუსი მეკითხება.

პასუხს რა გამოცნობა უნდა. თავაზიანად იქცევა, რომ ამის შესაძლებლობას უშვებს.

– არა. – ვიღაცები მომწონდა, მაგრამ მრცხვენოდა აღიარება, რომ ისინი წიგნისა და სატელევიზიო შოუს
პერსონაჟები იყვნენ. – ვერ მოვასწარი. იქნებ შემდეგ ცხოვრებაში მაინც მოვახერხო.
141
- რას გაიგებ. – ამბობს რუფუსი.

ვგრძნობ, რომ სხვა რამის თქმაც უნდა. შეიძლება რამე ღადაობა დააბრეხოს, ნეკროში გაწევრებაზე, რომ
ვაჟიშვილი არ მოვკვდე, გეგონება სექსი და სიყვარული ერთი და იგივე იყოს. მაგრამ პირში წყალს იგუბებს.

დასაშვებია, რომ ვცდებოდე.

- ეიმი შენი პირველი გოგო იყო? – ვეკითხები. ქაღალდით შეფუთულ წიგნს ვიღებ, ზედ დამნაშავის
ილუსტრაციით, რომელსაც დიდი ზომის გულისნახატიანი ბანქო უჭირავს: „გულის ქურდი“.

- პირველი ურთიერთობა იყო, - ამბობს რუფუსი და ნიუ-იორკის თემატური საფოსტო ბარათების ბზრიალათი
ერთობა. – თუმცა ძველ სკოლაში კლასელებთანაც ვფლირტაობდი. ძალიანაც ვცდილობდი, მაგრამ არსად
მომყვებოდნენ. ვინმესთან ახლო ურთიერთობა გქონია? – ბზრიალადან ბრუკლინის ხიდის ბარათს
გამოაცურებს. – შეგიძლია მათ ღია ბარათები გაუგზავნო.

ბარათები.

მეღიმება და ხელში ვიჭერ, ჯერ ერთს, მერე ორს, ოთხს, ექვსს, თორმეტს.

- ბლომად ქრაში გყოლია, - რუფუსი მეუბნება.

გადასახდელ აპარატთან მივდივარ, სადაც ჯოელი ისევ მეხმარება.

– იცი რა, ბარათები ბევრგან გვაქვს დასაგზავნი? – არ მინდა წიგნების გამყიდველს გავაგებინო, რომ მისი
კლიენტები ჩვიდმეტი და თვრამეტი წლის მგზავრები არიან. ხასიათს არ გავუფუჭებ. – პლუტონები,
კლასელები...

- მათი მისამართები არ მაქვს. – რუფუსი ამბობს.

- სკოლის სახელზე გაგზავნე. ყველას მისამართი ექნებათ, ვინც შენთან ერთად დაამთავრა.

ეს ის არის, რისი გაკეთებაც მსურს. იდუმალ წიგნსა და ღია ბარათებს ვყიდულობ, ჯოელს მადლობას ვუხდი
დახმარებისთვის და მაღაზიიდან გავდივართ. რუფუსი ამბობდა, ურთიერთობაში მთავარი ხმის ამოღება და
ლაპარაკიაო. ამის გაკეთება ღია ბარათებით შემიძლია, თუმცა ჩემი ხმაც მჭირდება.
142
- ცხრა წლის ვიყავი, მამაჩემს სიყვარულზე კითხვები რომ დავაყარე, - ვამბობ და ბარათებზე ჩემი ქალაქის იმ
ადგილებს დავყურებ, სადაც ნამყოფი არ ვარ. – მინდოდა მცოდნოდა, ტახტის ქვეშ იმალებოდა თუ კარადის
თავზე, სადაც ჯერ ვერ ვწვდებოდი. არ უთქვამს რომ „სიყვარული შენშია“ და „შენ გარშემო“.

რუფუსი ველოს მოაგორებს და სპორტდარბაზთან ვართ.

– ინტერესში ჩამაგდე. რაო, რა გიპასუხა?

- რომ სიყვარული სუპერძალაა, რომელიც ყველას გაგვაჩნია, თუმცა მისი კონტროლი ხშირად შეუძლებელია.
განსაკუთრებით, როცა უფრო ასაკში შედიხარ. ზოგჯერ სიგიჟე გიპყრობს და არ უნდა შეგეშინდეს თუ შენი
ძალა შენთვის მოულოდნელ ადამიანს დაეცემა. – სახე მითბება და ჩვეულებრივ სუპერძალას ვნატრობ,
რადგან ამას სხვების გასაგონად ვერასდროს ვიტყოდი.

– სისულელეა. მაპატიე.

რუფუსი ჩერდება და იღიმის.

– არა, მომეწონა. მადლობა ამ ისტორიისთვის, სუპერ-მატეო.

- სინამდვილეში მე მეგა მასტერმატეო ვარ. შეიგნე, მეგობარო. – საფოსტო ბარათებიდან თავს ვწევ. მართლა
მომწონს მისი თაფლისფერი, წაძინების მიუხედავად დაღლილი თვალები.

– როგორ ხვდები, როცა ნამდვილი სიყვარული გეწვევა?

- როგორ და...

მინები იმსხვრევა და ჰაერის მხუთავი ნაკადი უკან, აკივლებული ხალხისკენ გვყრის. დრო მოვიდა.
ავტომობილს მძღოლის მხრიდან ვეხეთქები, მხრით კი გვერდითა სარკეს ვეხლები. თვალები მებინდება –
სიბნელე, ცეცხლი, სიბნელე, ცეცხლი. თავს რომ ვატრიალებ, კისერი მიტკაცუნებს და გვერდით რუფუსს
ვხედავ, ლამაზი, თაფლისფერი თვალები დაუხუჭავს; მის გარშემო ბრუკლინის ხიდის, ერთობის სკვერისა და
ემფაირ-სთეით-ბილდინგის ღია ბარათებია მოფენილი. მისკენ მივხოხავ და მაჯას დაძაბული ვუმოწმებ.
პულსი ესინჯება; მის გულს, ისევე როგორც ჩემსას, არაფრის დიდებით არ უნდა ფეთქვის შეწყვეტა,
განსაკუთრებით ასეთ ქაოსში. შეშინებულები ვცახცახებთ. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, რუფუსი წვალობს,
თვალის გახელაც უჭირს და წივილ-კივილი მესმის. თუმცა ყველასი არა. ძირს სხეულები ყრია, ზოგი სახით
გართხმულა ბეტონზე, ერთი ფერადთმიანი ქალი წამოდგომას ცდილობს, მის გვერდითაც გდია ვიღაც,
მხოლოდ თვალებით ცას აშტერებია და წვიმის გუბე მისი სისხლით წითლად იღებება.
143
რუფუსი 13:14 სთ

თორმეტი საათი იქნება, რაც სიკვდილის უწყებიდან ჯიგარმა დამირეკა და მითხრა, დღეს მარილზე გახვალო.
ტროტუარის კიდეზე ვზივარ, მუხლები გულზე მაქვს მიხუტებული, როგორც მაშინ, სასწრაფოს მანქანაში,
ჩემები რომ დაიხრჩვნენ. აფეთქებამ გვარიანად შემაშინა, ასეთ რამეს ბლოკბასტერებში თუ ნახავთ.
პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანების სირენების გამაყრუებელი ხმა ისმის, მეხანძრეები კი
სპორტდარბაზში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა ნაგიჟრებისთვის უკვე გვიანია. მგზავრებმა
სპეციალური საყელოები ანდა უნიფორმა უნდა ატარონ, რომ ერთ არეალში ბევრი არ შევჯგუფდეთ. ერთი-ორი
წუთით რომ დაგვეგვიანა, მათ ადგილზე მე და მატეო აღმოვჩნდებოდით. შეიძლება კი, შეიძლება არა. მაგრამ
ერთი რამ ვიცი: თორმეტ საათზე ოდნავ მეტი ხნის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს მოვკვდებოდი და
ვფიქრობ, ამას უკვე შევეგუე, მაგრამ ახლახან მომხდარზე მეტად ცხოვრებაში არაფრის შემშინებია.

მატეო 13:28 სთ

ცეცხლი ჩააქრეს.

ოცი წუთია კუჭი მიღმუის, რამე ჩავუყარო, თითქოს სიცოცხლის ბოლო დღეს წასახემსებლად შესვენება დროის
დაკარგვის ტოლფასი არ იყოს. მე და რუფუსი ახლახან კინაღამ აფეთქებას ვემსხვერპლეთ, რომელმაც სხვა
მგზავრები დახოცა.

თვითმხილველები ძაღლებთან საუბრობენ და არ ვიცი, რას ეუბნებიან. სპორტდარბაზი ასე, ერთი ხელის
მოსმით აფეთქდა.

რუფუსის, მის ველოსა და ჩემი მაღაზიის ჩანთის გვერდით ვზივარ. ღია ბარათები მიმოფანტულია და აკრეფას
არ ვაპირებ. არ შემიძლია წერა დავიწყო, მაშინ, როცა მგზავრებს მორგში გასაგზავნად პოლიეთილენის
ტომრებში აწვენენ.

144
ამ დღესთან ხუმრობა არ იქნება.

რუფუსი 13:46 სთ

აქ ვერ გავჩერდები.

ახლა ყველაფერზე მეტად პლუტონებთან ყოფნა მინდა, მაგრამ ამწამს ველოთი გაქროლება თუ
გამომიკეთებს ხასიათს. ჩემი მშობლებისა და ოლივიას გარდაცვალების, ეიმისთან დაშორების, ამ დილით
პეკის დანაყვისა და ზარის შემოსვლის შემდეგ სწორედ ასე მოვიქეცი. ქაოსს თავს დავაღწევთ თუ არა, ველოზე
ვჯდები და მუხრუჭებს ვაჭერ. მატეო თვალს მარიდებს.

– შემოხტი, - ვეუბნები. პირველად გავიღე ხმა მას შემდეგ, რაც ჰაერში მოჭიდავესავით მომისროლეს.

- არა, - მპასუხობს მატეო. – მაპატიე. უსაფრთხო არ არის.

- მატეო.

- რუფუს.

- მატეო.

- რუფუს.

- გთხოვ, მატეო. რაც მოხდა, იმის შემდეგ ველოთი გაქროლება მჭირდება და არ მინდა აქ დაგტოვო. ცხოვრება
გრძელდება. ორივემ ვიცით, რაც მოგველის, მაგრამ არცერთ წამს არ მინდა ვიფიქრო, რომ დრო გავანიავეთ.
სიზმარში არ ვართ და არც გამოღვიძება შეგვიძლია.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. დავუჩოქო და შევევედრო? ჩემთვის უცხოა, მაგრამ მზად ვარ მსხვერპლზე წავიდე,
თუკი წამომყვება.

145
მატეოს ნაავადმყოფარი სახე აქვს.

– დამპირდი, რომ ნელა ივლი და დაღმართებსა და გუბეებს მოერიდები, კარგი?

- გპირდები.

ჩაფხუტს ვაძლევ, მაგრამ უარობს, რაც ჩემზე მეტად აყენებს რისკის ქვეშ... ჩაფხუტის ღვედს იკრავს, წიგნის
მაღაზიის ჩანთას სახელურზე კიდებს, უკანა სადგამზე დგება და მხრებზე მებღაუჭება.

- ძალიან ხომ არ გიჭერ? ჩაფხუტიანად თუ უჩაფხუტოდ გადმოვარდნა არ მინდა.

- არა, ყველაფერი რიგზეა.

- მაგარია.

- მზად ხარ?

- მზად ვარ.

პედალს ნელა ვატრიალებ და ორი კაცის სიმძიმის გამო კანჭებში მხურვალებას ვგრძნობ; აღმართში სირბილს
ჰგავს. სიჩქარეს ვუმატებ და პოლიციას, გვამებსა და განადგურებულ სპორტდარბაზს უკან ვტოვებთ.

დირდრა კლეიტონი 13:50 სთ

სიკვდილის უწყებას დირდრა კლეიტონთან არ დაურეკავს, რადგან იგი დღეს არ მოკვდება, თუმცა თავად
საწინააღდეგოს დამტკიცებას ცდილობს.

146
დირდრა კორპუსის სახურავის კიდეზე, რვა სართულის სიმაღლეზე დგას. ორი კურიერი უყურებს, ან მანქანაში
ჩასატვირთი დივნით აპირებენ მის დაჭერას, ანდა სანაძლეოს დებენ, მგზავრია თუ არა. თუ მგზავრია, მაშინ
გამარჯვებულის ვინაობას ქვაფენილზე დატყეპებული სისხლიანი ძვლებისა და ხორცის გროვა გადაწყვეტს.

დირდრას ცხოვრებაში პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსოფლიოს თავზე გადმოჰყურებს. შვიდი წლის წინ,
როცა სკოლაში სწავლობდა და სიკვდილის უწყების საჯარო მომსახურება ერთი თვის შემოღებული იყო,
დირდრა გაკვეთილების შემდეგ ჩხუბში გამოიწვიეს. შარლოტა სიმონსის, წამქეზებლებისა და სხვა
მოსწავლეების, რომლებიც დირდრას მხოლოდ ლესბოსელობითა და მკვდარი მშობლებით იცნობდნენ,
დათქმულ ადგილას მისვლისას, დირდრა სახურავზე იდგა. ვერ მიმხვდარიყო, მისი ორიენტაცია სხვებში
ამხელა ზიზღს რატომ ბადებდა და გადაწყვიტა იმ სიყვარულის ძებნა შეეწყვიტა, რომელიც მის თავს სხვებს
ასე აძულებდა. უბრალოდ, მაშინ ბავშვობის მეგობარი გვერდით ჰყავდა და მან გადააფიქრებინა.

დღეს დირდრა მარტოა, მუხლები უკანკალებს და ტირის, რადგან რაც უნდა უკეთესი ცხოვრების სჯეროდეს,
მისი სამსახური ამის საშუალებას არ აძლევს. დირდრა შეიქმენი წამში მუშაობს, სადაც მგზავრებს სხვადასხვა
სიმულაციით ექსტრემალურ შეგრძნებებს სთავაზობენ, ერთი სიტყვით, ყალბ მოგონებებს უქმნიან. ვერ
ხვდება, მგზავრები ამ დროს საყვარელ ადამიანებთან რატომ არ არიან, განსაკუთრებით ის ორი მოზარდი
ბიჭი, რომლებიც წასვლისას ვირტუალური რეალობის შეგრძნებებით იმედგაცრუებული დარჩნენ. ეს ხომ
დროის კარგვაა.

ბიჭებმა ის მოკლე თხზულება გაახსენა, რომელზე მუშაობაც ამ დილით დაასრულა - უბრალოდ, სამსახურში
თავისუფალ დროს ყურადღება რამეზე რომ გადაეტანა. მისი თხზულება ალტერნატიული სამყაროს
შესახებაა, სადაც სიკვდილის უწყებას კიდევ ერთი ქვეგანყოფილება, სიცოცხლის უწყება აქვს, რომლის
წარმომადგენელი მგზავრებს ატყობინებს, თუ როდის მოხდება მათი რეინკარნაცია, რომ მათმა ოჯახმა და
მეგობრებმა შემდეგ სიცოცხლეში იოლად მიაგნონ. მთავარი გმირები თხუთმეტი წლის ტყუპი დები, ენჯელი
და სკაილერი არიან, რომლებიც შეიტყობენ, რომ მათგან ერთ-ერთი დაიღუპება და ამ სიახლით
თავზარდაცემული სიცოცხლის უწყების მომსახურებაში ეძებენ ნუგეშს. ენჯელი გულნატკენია, რომ დას
მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ვეღარ ნახავს - სკაილერი ავსტრალიაში, რომელიღაც სხვა ოჯახში
ბიჭად დაიბადება. სკაილერი საკუთარი დის სიცოცხლის დაცვას შეეწირება და განადგურებული ენჯელი ძველ
ყულაბაში ფულის გროვებას იწყებს, რომ შვიდ წელიწადში ავსტრალიაში ჩავიდეს და დის ხელახლა
დაბადებას დაესწროს – მერე რა, რომ ბიჭი იქნება.

დირდრა ისტორიის გაგრძელებაზე ფიქრობდა, მაგრამ მერე ნაჯღაბნად ჩათვალა. სიცოცხლის უწყება არ
არსებობს და არც სიკვდილის უწყებას დაელოდება, როდის ეტყვიან, დრო ამოგეწურაო. ის ძალადობით და
შიშით სავსე სამყაროში ცხოვრობს, სადაც ჩვილები უდროოდ იხოცებიან და არ უნდა მისი ნაწილი იყოს.

გადახტომა იოლი იქნება...

ცალ ფეხზე დგას, მთელი სხეული უთრთის და ნებისმიერ წამს შეიძლება გადავარდეს. ერთხელ პარკურის
ოთახში სახურავის წვერზე ავიდა, თუმცა ეს ვირტუალურად მოხდა.

147
სიკვდილი დირდრას სახელშივეა ნაწინასწარმეტყველები, იგი ირლანდიურ მითოლოგიაში გმირი ქალია,
რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

დირდრა ქვემოთ იხედება, გასაფრენად მზად არის, როდესაც ველოზე შემომჯდარი ორი ბიჭუნა შენობის
კუთხიდან გამოდის – მათ რამდენიმე საათის წინ ნანახ ბიჭებს ამსგავსებს.

დირდრა საკუთარ თავს უღრმავდება, სიცრუესა და უიმედობას ივიწყებს, იმ ფსკერსაც კი ხვრეტს, სადაც
სახურავიდან გადმოხტომის შვების მომგვრელი ჭეშმარიტება ეგულება. ხედავს, როგორ ტკბება ცხოვრებით
ორი ბიჭუნა და გულში სიცოცხლის მარცვლები უღვივდება.

ალბათ სიკვდილისთვის მხოლოდ განზრახვა არ კმარა, ეს იმ მრავალი რიჟრაჟიდან იცის, როცა სრულიად
უსასოოს ეღვიძებოდა, მაგრამ როცა კი სიკვდილის უწყების გამოწვევას ცდილობს, სწორ არჩევანს აკეთებს და
სიცოცხლეს აგრძელებს.

მატეო 13:52 სთ

ველოსიპედს ვინ ჩივის.

რუფუსს მხრებში ჩავაფრინდი, ის მკვეთრად უხვევს მარცხნივ, ვიღაც ორ მზიდავს რომ არ დაეჯახოს, ისინი
ტახტის შენობაში შეტანის ნაცვლად დაყუდებულან და ცას აშტერებიან. დაღმართზე გზას ვაგრძელებთ.

თავიდან ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ სიჩქარე რომ აკრიფა და სახეზე გრილმა სიომ დამიბერა, მივხვდი,
რომ მის გამოცდილებას ვენდობოდი.

თითქოს გავთავისუფლდი.

არა მგონია ამაზე სწრაფად წავიდეთ, თუმცა შეიქმენი მომენტში პარაშუტით ხტომაზე გაცილებით სასიამოვნო
შეგრძნებაა. ასეა, ველოზე ჯდომისას უფრო გბურძგლავს, ვიდრე „თვითმფრინავიდან ხტომისას“.

148
ასეთი გაუბედავი, ანდა მგზავრი რომ არ ვიყო, რუფუსს დავეყრდნობოდი. ხელებს ზემოთ ვწევ და თვალებს
ვხუჭავ, მაგრამ ძალიან სარისკოა, ამიტომ ისევ ღონივრად ჩავაფრინდები მხრებში, რაც ორივეს
წონასწორობის დაცვაში გვეხმარება. მაგრამ როცა დანიშნულების ადგილზე მივალთ, მინდა სიმამაცის
მცირედი აქტი შევასრულო.

რუფუსი 14:12 სთ

ალთეას პარკს მივადექით თუ არა, შევანელე. მატეოს ხელები მხრებიდან ჩამიცურდა და ველოსიპედს მაშინვე
შემსუბუქება შეეტყო. ვამუხრუჭებ. უკან ვიხედები, სახით ხომ არ დაეცა, ანდა თავი ხომ არ გაიტეხა,
მიუხედავად იმისა, რომ ჩაფხუტი უკეთია, მაგრამ ჩემკენ მოძუნძულებს და იღიმის; საღ-სალამათია.

– გადახტი?

- ჰო! – მატეო ჩაფხუტს იძრობს.

- ჯერ, ველოზე არ დაჯდეო, ახლა კი შენც ჯდები და მერე ხტები?

- გათვლილი მქონდა.

მინდა, რომ ამ უპირატესობით ვისარგებლო, მაგრამ ვიცი, ეს გულში ჰქონდა, ყოველთვის უნდოდა რამე
გიჟობა ჩაედინა, მაგრამ ძალიან შეშინებული და კარჩაკეტილი იყო.

- თავს უკეთ გრძნობ? – მატეო მეკითხება.

- ცოტათი, - ვაღიარებ. ველოდან გადმოვდივარ, ცარიელ სათამაშო მოედნამდე კოჭლობით მივდივარ, იქვე,
მინდორზე კოლეჯის ასაკის ბიჭები წრეში ბურთს თამაშობენ და როცა კი რომელიმე ბურთს აიცილებს,
გუბეებში დატყაპუნებენ. კალათბურთის შორტი სასაფლაოზე ჩამილპა და დამესვარა, მატეოს ჯინსიც ამ
დღეშია, ასე რომ, სკვერის სველ სკამზე დაჯდომა უსიამოვნო შეგრძნებას არ მოგვგვრის. – ცუდია, რომ იმ
ამბავს შევესწარით.

149
- ვიცი. სხვისი სიკვდილის ნახვა ყოველთვის არასასიამოვნოა, თუ გინდ არ იცნობდე.

- მგონი თვალები ამეხილა. მთელი ეს მზად ვარ რაც უნდა მოხდეს მიდგომა სრული სისულელეა და
ქვეშაფსიასავით მეშინია. შეიძლება ოცი წამის შემდეგ ბრმა ტყვიამ გვიმსხვერპლოს და ეს აზრი მაგიჟებს.
როგორც კი ჩემს ცხოვრებაში რამე უბედურება ხდება, აქ აღმოვჩნდები ხოლმე, დაკვირვებული ვარ.

- ჰო, მაგრამ აქაურობა სასიამოვნო მოგონებებსაც ხომ უკავშირდება, - მეუბნება, - მაგალითად, პირველი
მარათონის დასრულებას, - ღრმად სუნთქავს. – და პირველ კოცნას.

- ასეა. – კოცნა რომ თქვა, არ ესიამოვნა, თუ მომეჩვენა. მგონი სწორად გამოვიცანი. კარგა ხანს ხმა არ
ამომიღია, ხეებზე მოხტუნავე ციყვებსა და მოფრთხიალე ჩიტუნებს ვაკვირდებოდი. – გლადიატორი
გითამაშია?

- ვიცი ეგ თამაში, - მპასუხობს.

- კარგია. გითამაშია?

- მინახავს, სხვები რომ თამაშობდნენ.

- გამოდის, არა.

- არა.

ვდგები, მატეოს მაჯით ვიჭერ და „მაიმუნის გისოსებთან“ მიმყავს.

– გლადიატორის მატჩში გიწვევ.

- უარის თქმა შემიძლია?

- არავითარ შემთხვევაში.

- ახლახან აფეთქებას გადავურჩით.

150
- რა იყო, გეშინია მეტად არ გეტკინოს?

ჯუნგლების საკონწიალოს გლადიატორი კოლოსეუმის სისხლიან ორთაბრძოლას ვერ შეედრება, თუმცა მისით
დაზიანებული სკოლის ბავშვები აქამდეც მინახავს... და ბრალი მე მიმიძღოდა. ორი მოთამაშე -
გლადიატორები – მაიმუნის გისოსებზე ეკიდებიან და ერთმანეთის ჩამოგდებას ცდილობენ. ყველაზე
ბარბაროსული ბავშვური თამაში და მაგარი სეირია. ორივე საკმაოდ მაღლები ვართ, შეგვიძლია ფეხის
წვერებზე აწეულები მივწვდეთ გისოსებს, მაგრამ მე ვხტები და აზიდვებს ვაკეთებ. მატეოც ხტება და ეკიდება,
მაგრამ თავის შესამაგრებლად ძალა არ ჰყოფნის, ამიტომ ათ წამში მიწაზე დგება. ისევ ხტება და ამჯერად
თავის შემაგრებას ახერხებს. სამამდე ვითვლი, ჩვენ შორის უმნიშვნელო დაცილებაა და ერთმანეთისკენ
მივექანებით. ვეჯახები და გვერდით იხრება, ლამის ჩამოვარდეს. ფეხებს ზემოთ ვწევ და წელზე მარყუჟივით
ვუჭერ. ცდილობს ჩემს მარწუხებს დაუძვრეს, ამასობაში ვანჯღრევ, მაგრამ არ ვარდება. ხელები ცოტა არ იყოს
ამტკივდა და როცა ხელი ეშვება, ეცინება და ორივე ძირს ვეცემით, მაგრამ ტკივილი არ მკლავს. გვერდიგვერდ
ვწევართ, ვიცინით და დაბუჟებულ იდაყვებსა და მტკივან ფეხებს ვისრესთ. ზურგი დაგვისველდა და
ადგომისას ვსრიალებთ. ორი იდიოტი. ბოლოს და ბოლოს, მატეო ძალას იკრებს და წამოდგომაში მეხმარება.

- მოვიგე?

- მგონი ფრეა, - ამბობს.

- თავიდან?

- არა, საკმარისია. მგონი ჩამოვარდნისას ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა.

მეღიმება.

– მოდი, გულახდილი ვიქნები, მატეო. – მის სახელს ხშირად გავიძახი, არა იმიტომ, რომ ველაპარაკები,
უბრალოდ, მართლა მაგარი სახელია – მატეო. – გასული რამდენიმე თვე სასტიკი იყო. გამაფრთხილებელი
ზარიც რომ არა, ცხოვრებაში დასასრულის განცდა ხშირად გამჩენია. ყოფილა დღეები, სიკვდილის უწყების
მცდარობის დამტკიცება და ველოსიპედით მდინარეში გადახტომა დამიპირებია. ახლა შიშების მოზღვავებას
გულის წყვეტაც ემატება, თუ რამდენ რამეს ვერ მოვესწრები. დრო... სხვა რაღაცები, თითქოს...

- იმედია დღეს თავის მოკვლას არ აპირებ, – მატეო მეკითხება.

- არა, გპირდები. არ მინდა ყველაფერს ხაზი გადავუსვა. გთხოვ, პირობა მომეცი, რომ ჩემზე ადრე არ წახვალ.
ამას ვერ შევესწრები.

- შენც თუ იმავე პირობას მომცემ, თანახმა ვარ.

151
- ამ პირობას ორივე ვერ დავდებთ.

- მაშინ ვერ შეგპირდები, - მეუბნება მატეო. – არ მინდა მნახო, როგორ ვკვდები, მაგრამ შენი სიკვდილის
ყურება არც მე შემიძლია.

- ავირიეთ. მეგობარ მგზავრს ბოლო სურვილის შესრულებაზე უარს ეუბნები?

- ვერ დაგპირდები, რომ თავს შენი სიკვდილის ყურებას ვაიძულებ. შენ ჩემი უკანასკნელი მეგობარი ხარ და ეს
ბოლოს მომიღებს.

- შენ სიკვდილს არ იმსახურებ, მატეო.

- არა მგონია, ვინმე იმსახურებდეს.

- სერიული მკვლელების გარდა.

აღარაფერს მპასუხობს, რადგან ალბათ ჰგონია, რომ მისი პასუხი არ მესიამოვნა. ასეც რომ იყოს, ჩემს
შეხედულებას კიდევ უფრო აძლიერებს: მატეო სიკვდილს არ იმსახურებს.

ბურთი ჩვენკენ ვარდება და მატეო დასაჭერად გარბის. ის ტიპიც ბურთს გამოუდგა, მაგრამ მატეო დაასწრებს,
ბურთს იჭერს და უკან უგდებს.

- მადლობა, - იძახის უცნობი.

ბიჭი გაფითრებულია, ალბათ სახლიდან იშვიათად გამოდის. რა საზიზღარი უჟმური დღეა გარეთ სათამაშოდ.
სავარაუდოდ, ცხრამეტი-ოცი წლისაა, თუმცა შეიძლება ჩვენი ასაკისაც იყოს.

- არაფერს, - ეუბნება მატეო.

უკან მიბრუნებას აპირებს, როცა ჩემს ველოს ამჩნევს.

– მაგარია! ტრეკია?

152
- კი. უგზოობაში რბოლისთვის ვიყიდე. შენც გყავს?

- ჩემი გაფუჭდა – მუხრუჭის ტროსი გაუწყდა და დასაჯდომის ჩამკეტი მოეშალა. საათში რვადოლარიანი
სამსახური თუ ვიშოვე, ახალს ვიყიდი, - მეუბნება.

- ჩემი გქონდეს, - ვეუბნები. მე ამას შევძლებ. ველოსთან მივდივარ, რომელმაც გაუსაძლის გზებზე, ჩემს
გემოზე მატარა, და ბიჭისკენ მივაგორებ. – დღეს შენი დღეა, გულწრფელად გეუბნები. ჩემს მეგობარს დიდად
არ მოსწონს ველოთი სიარული, ჰოდა, მიჩუქებია.

- სერიოზულად?

- დარწმუნებული ხარ? – მატეო მეკითხება.

თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.

– შენია, - ვეუბნები ბიჭს. – მოახტი. მალე აქედან ისედაც გადავდივარ და თან ვერ წავიღებ.

ტიპმა ბურთი მეგობრებს გადაუგდო, უყვიროდნენ, რაღას შვრები, მალე მოდი, თამაში გვინდაო. ის კი ველოზე
დაჯდა და მორგება სცადა.

– მოიცა. არ მოგიპარავს და შენია?

- კი.

- და გაფუჭებულიც არაა? ამიტომ ხომ არ იშორებ თავიდან?

- გამართულია. მისმინე, ბოლო-ბოლო, გინდა თუ არა?

- კი, მინდა, მინდა. შეიძლება სანაცვლოდ რამე მოგცე?

ვუარობ.

– არა, ყველაფერი რიგზეა.


153
მატეო ჩაფხუტს აძლევს, მაგრამ სანამ მეგობრებთან არ მივა, არ იკეთებს. მობილურს ვიღებ და ფოტოებს
ვუღებ, ჩემს ველოს როგორ მიატარებს. ზურგით ჩემკენაა, მოთამაშე მეგობრების ფონზე პედლებზე დგება.
ბავშვების პორტრეტია – ჩემზე დიდები ჩანან, მაგრამ მაინც ბავშვები არიან, სიტყვებზე ნუ გამომეკიდებით –
ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ სიკვდილის უწყების ზარზე იდარდონ. იციან, რომ მათ სიცოცხლესაც
ნაცნობი დასასრული ელის.

- მოსაწონი საქციელია, - ამბობს მატეო.

- ბოლო განავარდება იყო. შევეგუები. – კიდევ ვიღებ ფოტოებს: ხელბურთის თამაში, მაიმუნის გისოსები,
რომელზეც გლადიატორი ვითამაშეთ, გრძელი ყვითელი სასრიალო, საქანელები. – წავიდეთ.

კინაღამ ველოს წამოსაყვანად მივტრიალდი, მაგრამ გამახსენდა, რომ ახლახან გავაჩუქე. თავს ისე მსუბუქად
ვგრძნობ, თითქოს ჩრდილი ჩამომეხსნა, დღის ცვლას მორჩა, წავიდა და მშვიდობის ნიშნად ორი თითი
ამიწია. მატეო საქანელებთან მიმყვება.

– აქ მამაჩემთან ერთად მოვდიოდი და ღრუბლებს ავყურებდიო, არა? მოდი, ვიქანაოთ.

მატეო საქანელაზე ჯდება, ძვირფას სიცოცხლეს ებღაუჭება – ვიცი, – რამდენიმე ნაბიჯს უკან დგამს და
პირდაპირ გაქანდება. ფეხები ისე აქვს გაშვერილი, გეგონება კედლის განგრევა უნდა. სანამ შევუერთდებოდე,
ჯაჭვს ვეჭიდები და მობილურით რამდენიმე ფოტოს ვიღებ. მე და ჩემი მობილური კვლავ რისკის ქვეშ ვართ –
ვიცი-მეთქი, - მაგრამ ყოველი ოთხი დაბურული ფოტოს შემდეგ კარგი გამომდის. მატეო მუქ, საავდრო
ღრუბელს მაჩვენებს და მეც პირდაპირ გაოცებული ვარ, რომ ამ წუთებს იმ ადამიანთან ვატარებ, რომელიც
სიკვდილს არ იმსახურებს.

მალე ამინდი ისევ აირევა, მაგრამ ჯერ ვქანაობთ. ნეტავ თუ ფიქრობს, რომ შეიძლება კონსტრუქცია
ჩამოიშალოს და ორივე საიქიოს გაგვისტუმროს, ანდა ისე მაღლა ვქანაობთ, რომ გავფრინდეთ და ძირს
უსულოდ დავენარცხოთ. მაგრამ მე საფრთხეს არ ვგრძნობ.

ვანელებთ და ვეძახი:

- პლუტონებმა აქ უნდა მომაბნიონ.

- შენი ცვლილებების ადგილი! – მატეო უკან გაქანებისას გაჰყვირის. – დღეს რამე დიდი ცვლილებებია
მოსალოდნელი? იმის გარდა, რაც ორივემ ვიცით.

- კი.

154
- რა?

საქანელას ორივე ერთდროულად ვაჩერებთ და შევღიმი.

– ჩემს ველოზე უარი ვთქვი. – ვიცი, რაზეც მეკითხება, მაგრამ სატყუარაზე არ წამოვეგები. თავად უნდა
გადმოდგას ნაბიჯი, დროს ვერ მოვპარავ, რადგან ეს დიდი ამბავია. ისევ ვზივარ, ხოლო თავად დგება. –
უცნაური შეგრძნებაა, რომ ამ პარკში უკანასკნელად ვარ – ცოცხალ არსებასთან ერთად, რომელსაც გული
უცემს.

მატეო აქეთ-იქით იყურება; აქ ისიც უკანასკნელადაა.

– იმ მგზავრებზე თუ გსმენია, ხეებად რომ იქცნენ? ვიცი, ზღაპარს ჰგავს. ცოცხალი ქოთანი მგზავრებს მათი
ფერფლის ბიოდეგრადირებად ქოთანში ჩაყრას სთავაზობს: ქოთანში მცენარის მარცვლებს მოათავსებენ და
ისინი ფერფლისგან მიღებული საკვები ნივთიერებებით გაიზრდება. ჭორი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი.
მეცნიერება.

- ისე, კარგი აზრია მიწაზე ჩემი ფერფლის მობნევის ნაცვლად, სადაც ძაღლებიც მოისაქმებენ, ხეში
განვსხეულდე.

- ჰო. შეყვარებულები ქერქზე გულებს ამოგაჭრიან, შენ კი ჟანგბადს გამოაფრქვევ. ხალხს ჰაერი უყვარს, -
ამბობს მატეო.

ცრის, ამიტომ საქანელადან ჩამოვდივარ და ჯაჭვების ჟღარუნი ისმის.

– წამო სადმე შევეფაროთ, ფხუკიანო.

ხეში სიცოცხლის გაგრძელება საკმაოდ კარგი აზრია, ვითომ ისევ ალთეას პარკში ამოვალ, მაგრამ ამას
ხმამაღლა ვერ იტყვი, ხალხს რომ ჩამოუარო და სათითაოდ უთხრა, ხე მინდა ვიყოო, იფიქრებენ, ამას
გაურეკიაო.

დემიენ რივასი 14:22 სთ

155
სიკვდილის უწყებას დემიენ რივასთან არ დაურეკავს, ის დღეს არ მოკვდება, რასაც თავად უსამართლობად
თვლის, რადგან ბოლო ხანებში ცხოვრებით უკმაყოფილოა. დემიენი ადრენალინის მოყვარული იყო. ყოველ
ზაფხულს ახალ-ახალ, საშიშ ატრაქციონზე ჯდებოდა. მაღაზიებიდან ტკბილეულს, მამამისის საფულიდან კი
მაყუთს იპარავდა. მასზე ძლიერებს ეჩხუბებოდა. ბანდას კრავდა.

საკუთარ თავთან დართსის თამაში არც ისე ექსტრემალურია.

არც პეკთან მობილურით საუბარი ეხალისება.

- ძაღლებთან დარეკვა ბოზური საქციელია, - ხმამაღალზე ეუბნება დემიენი. – მით უმეტეს, მე თუ დავრეკე,
ამით ხაზს გადავუსვამ ყველაფერს, რისთვისაც აქამდე ვიბრძოდი.

- ვიცი. ძაღლები მხოლოდ მაშინ მოგწონს, როცა დახმარების სათხოვნელად მოდიან, - ეუბნება პეკი.

დემიენი თავს აქნევს, თითქოს პეკი წინ ედგეს.

– თავადვე უნდა მიგვეხედა ამისთვის.

- მართალი ხარ, - პასუხობს პეკი. – ძაღლები რუფუსს არც გაჰკიდებიან. ალბათ რადგან მგზავრია, შეეშვნენ.

- შენთვის სამართალმა უნდა იზეიმოს, - ამბობს დემიენი. სიხარულის ჟრუანტელი უვლის. მთელი ზაფხული
თავს იკავებდა, ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ, უფრო და უფრო უახლოვდება მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილს.

რუფუსის სახე დართსის დაფის მაგივრად წარმოუდგენია. ესვრის და შუბლში ასვამს – პირდაპირ თვალებს
შორის.

მატეო 14:34 სთ

156
ისევ გაწვიმდა, ამჯერად ძლიერად დასცხო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის ჩიტი ვარ, ბავშვობაში წვიმის
დროს რომ ვუშველე, მაშინ, როცა ბუდე ნაადრევად დატოვა.

- უნდა შევიდეთ, - ვამბობ.

- გაცივების გეშინია?

- მეშინია ელვამ არ დამკრას. – შინაური ცხოველების მაღაზიის ტენტის ქვეშ შევიყუჟეთ, ფანჯარაში ლეკვებს
ვხედავთ და მომდევნო ნაბიჯზე ფიქრი გვავიწყდება. – შენთვის, როგორც მოგზაურისთვის საინტერესო იდეა
დამებადა. მატარებელს ხომ არ შევახტეთ და წინ და უკან ვიაროთ, საკუთარ ქალაქშიც კი იმდენი რამ მაქვს
სანახავი. შეიძლება რამე საინტერესოს გადავეყაროთ. დაივიწყე, სულელური აზრია.

- სულელური რატომაა. მივხვდი რისი თქმაც გინდა! – რუფუსს უახლოეს რკინიგზის სადგურამდე მივყვები. –
ჩვენი ქალაქიც უზარმაზარია. აქ შეიძლება ნებისმიერმა იცხოვროს ისე, რომ ყველა კვარტალი და უბანი
შემოვლილი არც ჰქონდეს. ერთხანს ქალაქის ველორბოლით შემოვლაზე ვოცნებობდი, საბურავებზე
მანათობელი საღებავით, ყველა ლამპიონის ანთება მინდოდა.

მეღიმება.

- აისრულე? – მის ოცნებებში ახლა საათის წინააღმდეგ რბოლაა გამართული.

- არა, მგონი სექსზე ოცნებები ჩაენაცვლა და გადამიარა. – ამბობს რუფუსი. ვაჟიშვილი არ უნდა იყოს, მაგრამ
არ ვეკითხები, რა ჩემი საქმეა.

ქალაქის ქვემო ნაწილში მივაბიჯებთ. არავინ იცის, რამდენად შორს წავალთ. შეიძლება მატარებელს ბოლო
სადგურამდე გავყვეთ, ავტობუსში გადავსხდეთ და ბოლო გაჩერებამდეც ჩავაღწიოთ. ეგებ სხვა შტატშიც
ამოვყოთ თავი, მაგალითად ნიუ-ჯერსიში.

მატარებლის კარი იღება თუ არა, ბაქნიდან ვაგონში ავდივართ და კუთხის ცარიელ სავარძელზე ვსხდებით.

- მოდი, ვითამაშოთ, - რუფუსი მეუბნება.

- ოღონდ გლადიატორი არა.

რუფუსი თავს არხევს.

157
– არა. მოგზაურობანა ჰქვია, ადრე ოლივიას ვეთამაშებოდი. რომელიმე ვაგონში მყოფი აირჩიე და მასზე რამე
ამბავი მოიფიქრე, მაგალითად, სად მიდიან ან ვინ არიან. – იძვრის, იდაყვს გამკრავს და შეუმჩნევლად
მანიშნებს ლურჯბახილებიან ქალზე საყიდლების ჩანთით ხელში. – შინ მიდის, წაუძინებს და მერე რამე
გამაყრუებელი პოპმუსიკის ფონზე ცხრადღიანი გადაბმული მუშაობის შემდეგ გასართობად წავა. მაგრამ ჯერ
არ იცის, რომ საყვარელი ბარი შიდა სამუშაოების გამო დაკეტილია.

- შემეცოდა, - ვამბობ. რუფუსი მიყურებს და მაჯის ტრიალით მიმანიშნებს, შენი ჯერიაო. – ჰმმ, შინ წავა,
საყვარელ ფილმს ჩართავს რომელიღაც საკაბელო არხზე და რეკლამების დროს მეგობრებს მისწერს. –
იკრიჭება. – რა იყო?

- თავგადასავლებით სავსე საღამო გამოუვა, - იძახის.

- შენ არ დააძინე?!

- იმიტომ, რომ მთელი ღამე გასართობად საკმარისი ენერგია ჰქონდეს!

- მეგონა მეგობრების მოკითხვა მოუნდებოდა. ალბათ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებს ვერ


პასუხობს, რადგან ადამიანების გადარჩენითა და მშობიარე ქალებთან ყოფნით არის დაკავებული. მას ეს
სჭირდება, დამიჯერე. – გოგონაზე ვანიშნებ მუშტისხელა ყურსასმენებითა და პლატინისფერი თმით.
ტაბლეტზე ლურჯი სტილუსით რაღაც ფერადს ხატავს. – წინა კვირას, დაბადების დღეზე ტაბლეტი აჩუქეს,
თამაშებისთვის და მეგობრებთან ვიდეოჩათისთვის უნდოდა, მაგრამ დიზაინის აპლიკაცია აღმოაჩინა და
მოწყენილობისას ერთობოდა. ახლა კი გატაცებად ექცა.

- მომწონს, კარგია, - მეუბნება რუფუსი. მატარებელი ჩერდება და გოგონა ნაჭრის ჩანთას საჩქაროდ იღებს.
ძლივს ასწრებს ვაგონიდან გასვლას და კარიც იხურება, ფილმებში როგორც ხდება. – სახლში მიდის და
მეგობრებთან ვიდეოჩათზე აგვიანებს, რადგან იდეის სისრულეში მოყვანას დიდი დრო შეალია.

მოგზაურობანას თამაშს ვაგრძელებთ. ამჯერად რუფუსი ჩემოდნიან ქალს ირჩევს, მისი აზრით, ის სადღაც
გარბის, მაგრამ ჩასწორებას ვაკეთებ. დასთან ჩხუბის შემდეგ შინ ბრუნდება და როცა უკვე ორივე შერიგებაზე
ფიქრობს, იმას ვიძახი, რომ თუ ბრმა არ ხარ, შეამჩნევ. კიდევ ერთი მგზავრი, გალუმპულია, ეტყობა მანქანა
გაუფუჭდა და დატოვებამ მოუწია – არა, მოიცა, მერსედესი ჰყავს, რუფუსს შენიშვნა შეაქვს, მატარებლით
მგზავრობა მდიდარი კაცისთვის სასიამოვნო გამოცდილება იქნებოდა. გაჩერებაზე ნიუ-იორკის
უნივერსიტეტის სტუდენტები დაკეცილი ქოლგებით, სავარაუდოდ, ლექციიდან მოდიან, მათ მთელი ცხოვრება
წინ აქვთ, ჩვენ კი ვცდილობთ ვიწინასწარმეტყველოთ, მომავალში ვინ გამოვლენ: საოჯახო სასამართლოს
მოსამართლე ხელოვანთა ოჯახში; კომედიანტი ლოს-ანჯელესში, სადაც საგზაო მოძრაობებზე დაწერილი
ხუმრობებით გაითქვამს სახელს; ნიჭიერი აგენტი, რომელსაც რამდენიმე წელი რთული პერიოდი ექნება,
მაგრამ შემდეგ გაიბრწყინებს; საბავშვო სატელევიზიო შოუს „მონსტრები მისდევენ სპორტს“ სცენარისტი;
პარაშუტით ხტომის ინსტრუქტორი, რაც სახალისოა, რადგან ულვაში ისე აქვს დაცქვეტილი, გეგონება
ხტომისას ქარმა აუპრიხა.

158
სხვებს რომ მოგზაურობანა ეთამაშათ, ჩემსა და რუფუსზე ნეტავ რას იტყოდნენ?

რუფუსი ხელს მხარზე მითათუნებს და ღია გასასვლელ კარზე მანიშნებს.

– ეს ის გაჩერება არ არის, სადაც შემთხვევით სპორტდარბაზის წევრები გავხდით?

- ჰა?

- კი, ის არის! დაკუნთული სხეული ინატრე მას შემდეგ, რაც მათეთრებლების კონცერტზე ვიღაც ახვარი
დაგეჯახა. – ამბობს რუფუსი და კარი იკეტება.

მათეთრებლების კონცერტზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა უკვე თამაშის არსს ვხვდები.

– აგერია, რუფუს. ეგ ტიპი გართობის კონცერტზე დამეჯახა. ჰეი, ეს ის გაჩერებაა, ტატუ რომ გავიკეთეთ.

- ჰო. ტატუს მხატვარი, ბარკლი...

- ბეიკერი, - ვეხმარები. – გახსოვს? ტატუს მხატვარი ბეიკერი, სამედიცინო სკოლიდან რომ გამოვიდა?

- უი, ხო. იმ დღეს კარგ გუნებაზე იყო და ერთის ფასად ორი დაგვიხატა. მკლავზე ველოსიპედის თვალი
დავიხატე – მკლავზე ხელს იტყაპუნებს – და შენ რა დაიხატე?

- მამალი ზღვის ცხენი.

რუფუსი შეცბუნებული მიყურებს, თითქოს წუთშესვენებას იღებს, რომ გაარკვიოს, ისევ ვთამაშობთ თუ აღარ.

– ჰმ... ერთი შემახსენე, ეგ რატომ დაიხატე.

- მამაჩემი ზღვის ცხენს მაგონებს. მთელი ცხოვრება მარტო მზრდიდა, არ გახსოვს? არც კი მჯერა, რომ ჩემს
მხარზე დახატული ტატუს მნიშვნელობა დაგავიწყდა. უფრო სწორად, მაჯაზე. ჰო, მაჯაზე მახატია. ასე უფრო
მოდურია.

- ტატუს ადგილმდებარეობა როგორ დაგავიწყდა?

159
შემდეგ გაჩერებაზე რუფუსი მომავალში მიდის:

- რომ იცოდე, სამსახურში წასვლისას აქ ჩამოვდივარ. ეს, როცა ოფისში ვარ მისასვლელი და არა მსოფლიოს
რომელიმე კუთხეში საქმიანი მოგზაურობისას. ისე, რომ ვუკვირდები, შენს დაპროექტებულ შენობაში მუშაობა
მაგრად ასწორებს.

- აბა, რა.

ხელზე იმ ადგილს დავყურებ, სადაც წესით, ზღვის ცხენის ტატუ უნდა მქონდეს.

მომავალში რუფუსი მოგზაური ბლოგერია, მე კი არქიტექტორი. ტატუ ერთად გავიკეთეთ. რა დაიმახსოვრებს,


იმდენ კონცერტს დავესწარით. ნეტავ ამ დროს ასეთი შემოქმედებითი არ ვყოფილიყავით, რადგან
მეგობრობის ყალბი მოგონებები საუცხოო განცდებით მავსებს – იმ ცხოვრებას აცოცხლებს, რომლითაც არ
გიცხოვრია.

- ჩვენი კვალი უნდა დავტოვოთ, - ვამბობ და სავარძლიდან ვდგები.

- გარეთ გავიდეთ და სახანძრო სვეტზე დავაფსათ?

ბრმაპაემნის წიგნს სავარძელზე ვდებ.

– არ ვიცი ვის ჩაუვარდება ხელში, მაგრამ განა ჟრუანტელის მომგვრელი არ არის იმის ცოდნა, რომ ვიღაც
აიღებს?

- ნაღდია. ეს გარდამტეხი სავარძელია, - ამბობს რუფუსი და დგება.

მატარებელი ჩერდება და კარი იღება. ცხოვრება მომავალზე ფიქრებსა და ოცნებებზე მეტი უნდა იყოს.
მომავალს ასე ხელაღებით ვერ შევთხზავ; გამბედაობა უნდა მოვიკრიბო და შევქმნა.

- არის რაღაც, რისი გაკეთებაც ძალიან მინდა, - ვამბობ.

- ჩასვლის დროა, - ღიმილით მეუბნება რუფუსი.

კარის დახურვამდე ჩავდივართ, ლამის ორ გოგონას შევასკდეთ და მეტროს გასასვლელისკენ მივდივართ.

160
ზოი ლენდონი 14:57 სთ

სიკვდილის უწყებამ ზოი ლენდონს 00:34 წუთზე დაურეკა და უთხრა, რომ დღეს მოკვდებოდა. ზოი
მარტოხელა იყო, ნიუ-იორკში სულ რაღაც რვა დღის წინ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად
გადმოვიდა. ახალ მეგობრებს რომ თავი გავანებოთ, ჯერ წესიერად ყუთებიც არ ამოულაგებია, მაგრამ ბედად,
უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციის გადმოწერას მხოლოდ ერთი თითის დაჭერა სჭირდება. პირველად იმ
ბიჭს, მატეოს მისწერა, მაგრამ მას შეტყობინება არც უნახავს. შეიძლება მოკვდა, შეტყობინება წაშალა, ანდა
უკანასკნელი მეგობარი იპოვა.

ბოლოს, ზოიმაც იპოვა მეგობარი.

ზოიმ და გაბრიელამ მატარებელში ასვლა, ორი ბიჭის გვერდის ავლით, კარის დახურვისას მოასწრეს.
საჩქაროდ გაეშურნენ კუთხის სავარძლისკენ და შედგნენ, როცა მასზე ქაღალდში გახვეული, ოთხკუთხა ნივთი
შენიშნეს. როცა კი ზოი მეტროში ჩადის, ყველგან პოსტერებს ხედავს, რომლებზეც გაფრთხილებაა, რომ თუ
რამეს დაინახავს, ამის შესახებ უნდა თქვას – ახლა მართლა რამეს ხედავს.

- ცუდია, - ამბობს ზოი, - შემდეგ გაჩერებაზე ჩასვლა მოგიწევს.

გაბრიელას არაფრის ეშინია, რადგან გაფრთხილება არ მიუღია და ნივთს იღებს.

ზოი იშმუშნება.

- წიგნია, - ეუბნება გაბრიელა. – ოუ! ეს გამოცანა წიგნია! – ჯდება და გაქცეული დამნაშავის ილუსტრაციას
დაჰყურებს. – ნახატი მომწონს.

ზოი გვერდით უჯდება. ფიქრობს, რომ ნახატს არა უშავს და გაბრიელას აზრს პატივს სცემს.

- ჩემი საიდუმლოს ჯერია, - ამბობს გაბრიელა. – გეტყვი, თუ გინდა.

161
დღეს ზოიმ გაბრიელას ყველა საიდუმლო გაანდო, რომელზეც ბავშვობის საუკეთესო მეგობარს, ფინქის
დააფიცა, რომ კაციშვილთან არ დასცდებოდა. ყველა გულდასაწყვეტი საიდუმლო, რომელზე ლაპარაკიც ასე
უძნელდებოდა. ერთად ისე იცინოდნენ და ტიროდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება დაქალობდნენ. – შენი
საიდუმლო სამარეში ჩამყვება, - ამბობს ზოი. ამჯერად არც მას ეცინება და არც გაბრიელას, მაგრამ ხელზე
ეხება და მაგრად უჭერს, უნდა აგრძნობინოს, რომ კარგად იქნება. დაპირება უსაფუძვლოა, მხოლოდ გულის
კარნახს ეყრდნობა. შეიძლება მომდევნო ცხოვრებას გულისხმობს.

- დიდი ვერაფერი საიდუმლოა, მაგრამ მე ბეტმენი ვარ... ოღონდ მანჰეტენის გრაფიტების სამყაროში, - ამბობს
გაბრიელა.

- ვაჰ, ძალიან გამახარე, ბეტმენო... ოღონდ მანჰეტენის გრაფიტის სამყაროში, - ეუბნება ზოი.

- კონკრეტულად კი უკანასკნელი მეგობრის თემატიკაზე ვმუშაობ. ზოგან მარკერით ვხატავ, მაგალითად,


მენიუზე, ანდა მატარებლის ვაგონის განცხადებებზე, თუმცა ჩემი ნამდვილი გატაცება გრაფიტია. ჩემი
უკანასკნელი მეგობრების სახეებს ვხატავ, სადაც კი მოვახერხებ. წინა კვირას კედლები „მაკდონალდსის“,
„ორი ჰოსპიტლისა“ და „წვნიანის კაფის“ აპლიკაციების საყვარელი სილუეტებით დავფარე. იმედი მაქვს მათ
ყველა იყენებს. – გაბრიელა წიგნზე თითებს ათამაშებს. ზოიმ თავიდან იფიქრა, თითები საშინლად
დაქლიბული აქვსო, თუმცა ახლა სიმართლე იცის. – მოკლედ, ხატვაზე ვაფრენ და თუ გინდა შენს სახელს
ფოსტის ყუთს მივაწერ.

- სადმე ბროდვეიზე ხომ არ ჯობია? ვიცი ჩემი სახელი ნეონურ ნათებებში ვეღარ მოხვდება, მაგრამ მაინც იქ
იქნება, - ამბობს ზოი. მერე თხოვნას უფიქრდება და გული ერთდროულად ევსება და უცარიელდება.

მგზავრები გაზეთებიდან და სმარტფონებიდან თავს იღებენ და ზოის აშტერდებიან. ზოგი უემოციოდ, ზოგიც
სიბრალულით. ფერადკანიანი ქალბატონი, თავისი საოცარი აფროთი ნაღვლიანად ეუბნება:

– ვწუხვარ შენი დაკარგვის გამო.

- გმადლობთ, - პასუხობს ზოი.

ქალი კვლავ სმარტფონში რგავს თავს.

ზოი გაბრიელასკენ მიჩოჩდება.

– ისეთი შეგრძნება მაქვს, ეს უხერხულობა მე შევქმენი, - მშვიდი ხმით ამბობს.

- სანამ შეგიძლია, თქვი რამე.

- მოდი, ვნახოთ, რა წიგნია, - ამბობს ზოი. ცნობისმოყვარეობა აღეძრა. – გახსენი.

გაბრიელა ზოის წიგნს აძლევს.

– შენ გახსენი, შენი...

- ჩემი ცხოვრების ბოლო დღეა და არა დაბადების დღე. – ზოი იძახის. – საჩუქარი არ მჭირდება და არც მის
წაკითხვას ვაპირებ მომდევნო... – ზოი საათს ამოწმებს და ელდა ეცემა – ცხრა საათიღა დარჩა – თანაც ძალიან
ზანტი მკითხველია. – სხვისი დანატოვარი საჩუქარი შენთვის მიჩუქებია. მადლობა უკანასკნელი
მეგობრობისთვის.

მოპირდაპირედ მდგარი ქალი ზემოთ იხედება და თვალები უფართოვდება.

162
– უკაცრავად, რომ შემოგეჭერით, მაგრამ ძალიან მიხარია იმის გაგონება, რომ უკანასკნელი მეგობრები ხართ.
მიხარია, რომ ბოლო დღეს ვიღაც იპოვეთ. – გაბრიელასკენ იშვერს ხელს. – და რომ მისთვის ამ დღის
გალამაზებას ცდილობთ. ეს მშვენიერია.

გაბრიელა ზოის ეხვევა და იხუტებს. ქალს ორივე მადლობას უხდის.

ზოი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს ყველაზე თავაზიან ნიუიორკელებს შეხვდა.

- მოდი, ერთად გავხსნათ, - ამბობს გაბრიელა და წიგნზე გადააქვს ყურადღება.

- მოსულა, - პასუხობს ზოი.

ზოი იმედოვნებს, რომ გაბრიელა მგზავრებთან დამეგობრებას შეძლებისდაგვარად განაგრძობს.

ცხოვრება კარჩაკეტილობას არ ნიშნავს და არც ცხოვრების ბოლო დღეებია გამონაკლისი.

მატეო 15:18 სთ

ლიდიასთან შეხვედრა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამისთვის მზად ვარ.

ავტობუსი ჩვენკენ უხვევს და სხვებს ვუთმობთ, ჩასხდომას არ ვჩქარობთ. მძღოლს ვეკითხები, დღეს
უწყებიდან ზარი ხომ არ მიუღია და ისიც, უარის ნიშნად, თავს აქნევს. ეს მგზავრობა უსაფრთხო უნდა
გამოდგეს. მაინც არსებობს ალბათობა ავტობუსში დავიხოცოთ, თუმცა იმის ალბათობა, რომ გადავსებულ
ავტობუსში მხოლოდ ჩვენ დავიხოცოთ და დანარჩენებმა დაზიანებები მიიღონ, ძალიან მცირეა.

რუფუსმა მობილური მათხოვა, რომ ლიდიას დავურეკო. ჩემი მობილური მალე გაითიშება, ოცდაათ პროცენტს
ჩამოსცდა და თუკი მამაჩემმა გამოიღვიძა, არ მინდა საავადმყოფოდან შემომავალი ზარი გამოვტოვო. უკანა
სავარძელზე გადავდივარ და ლიდიას ნომერს ვკრეფ.

წამშივე მპასუხობს, მაგრამ მის პასუხამდე მაინც სიჩუმეა, კრისტიანის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე კვირა
ასე იქცეოდა.

– გისმენ?

- გამარჯობა, - ვესალმები.

- მატეო!

- მაპატიე, მე...

- შენ მე ნომერი დამიბლოკე! თანაც ამის გაკეთება თავად გასწავლე!

- მე უნდა...

- როგორ არ მითხარი?

- მე...

- მატეო, ამის დედაც, მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ – პენი, დედიკოს ნუ უსმენ – და არ მეუბნები, რომ
კვდები?

- არ მინდოდა...

- ენა ჩაიგდე. კარგად ხარ? თავს როგორ გრძნობ?

163
ყოველთვის მჯეროდა, რომ ლიდია ჰაერში აგდებული მონეტაა. საფასური თუ მოდის, ესე იგი ხასიათზე არაა
და შეუძლია ზურგი შეგაქციოს, ხოლო გერბი თუა, შეუძლია სულამდე გაგაშიშვლოს. მგონი ამჯერად გერბია,
თუმცა ზუსტად ვერ იტყვი.

- არა მიჭირს, ლიდია. მეგობართან ვარ, ახალ მეგობართან. – ვუხსნი.

- ვინ არის? როგორ გაიცანი?

- უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციით. – ვამბობ. – რუფუსი ჰქვია, ისიც მგზავრია.

- შენი ნახვა მინდა.

- მეც. ამიტომაც გირეკავ. არის რამე შანსი პენი რომ ვინმეს დაუტოვო და სამოგზაურო არენაზე შემხვდე?

- ბებო უკვე სახლშია. ერთი საათის წინ დავურეკე, დავაფეთე და სამსახურიდან მოვარდა. არენაზე ახლავე
წამოვალ, მაგრამ გეხვეწები, ფრთხილად იარე. არ გამოიქცე. სეირნობით წამოდი, ოღონდ გზაზე გადასვლისას
არა. მხოლოდ ქვეითების მწვანეზე გადადი და ისიც მაშინ, როცა მანქანა არსად იქნება წითელზე გაჩერებული
და გაჩერებული მანქანებიც კი საშიშია. საერთოდაც, ფეხი არ მოიცვალო. ახლა სად ხარ? შენთან მოვდივარ.
თუ ვინმე საეჭვოს არ ხედავ, ადგილიდან არ გაინძრე.

- რუფუსთან ერთად უკვე ავტობუსში ავედი, - ვეუბნები.

- ორი მგზავრი ერთ ავტობუსში? გადაირიეთ, სიკვდილი გინდათ? მატეო, საშინელი დამთხვევები ხდება.
შეიძლება ავტობუსი ამოყირავდეს.

ცოტა სახე მეწვის.

– სიკვდილი არ მინდა, - ჩუმად ვეუბნები.

- მაპატიე. ვჩუმდები. გემუდარები, სიფრთხილე გამოიჩინე. აუცილებლად უნდა გნახო სანამ... უნდა გნახო,
კარგი?

- მნახავ და გნახავ. გპირდები.

- არ მინდა გავთიშო, – ამბობს.

- არც მე.

არც ვთიშავ. შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ, მთელი ეს დრო ტკბილი მოგონებები გავიხსენოთ, თუ რამ
ვაწყენინეთ ერთმანეთს, ვთქვათ, და პატიება ვითხოვოთ იმ შემთხვევისთვის, თუკი დაპირებას ვერ
შევასრულებთ, მაგრამ არა, სულ პენიზე ვლაპარაკობთ, როგორ ჩაირტყა თავში დიდი სათამაშო და არც კი
უტირია, რომ პატარა მეომარი იზრდება. ჩემი აზრით ახალი სასაცილო მოგონებები ისეთივე სასარგებლოა,
როგორიც ძველების გახსენება, ზოგჯერ უკეთესიცაა. არ მინდა რუფუსის მობილურის ელემენტი დავსვა,
რადგან შეიძლება პლუტონებმა დაურეკონ, ამიტომ მე და ლიდია ვთანხმდებით, რომ ერთდროულად
გავთიშოთ. წითელ ღილაკზე თითის დაჭერა გუნებას მიშხამავს და სამყარო კვლავ მძიმდება.

პეკი 15:21 სთ

პეკი ბანდას ძველებურად კრავს.

უსახელო ბანდას.

პეკს მეტსახელი მისი უსუსური დარტყმების გამო შეარქვეს, უფრო რომ გაღიზიანებს, ვიდრე გტკივა, თითქოს
ჩიტი გკორტნისო. თუ ვინმესთვის სახის განგრევა გინდა, ნოკაუტის მეფე მიუშვი. თუკი საჭიროება ითხოვს,

164
პეკს საბოლოო დარტყმის მიყენება გამოსდის, თუმცა დემიენი და კენდრიკი მას სიახლოვეს არ იკარებენ,
სათადარიგოთა სკამზე ჰყავთ. პეკს სწორედ დამანგრეველ იარაღზე წვდომა აძლევს ფასს.

გარდერობისკენ მიდის და ზურგით დემიენისა და კენდრიკის მზერას გრძნობს. ამიერიდან ყველაფერი პეკის
შექმნილ რუსულ მატრიოშკას ემსგავსება. გარდერობს აღებს და ორჭოფობს, მზად არის თუ არა, მერე უჯრას
აღებს და ფიქრობს, ეგუება თუ არა იმ აზრს, რომ შეიძლება ეიმი სამუდამოდ დაკარგოს, რადგან თუ გაიგო,
მისი ნახელავია, არასდროს აპატიებს. ბოლოს ფეხსაცმლის ყუთს ხსნის და იცის, რომ ღირსების შელახვას
არავის შეარჩენს.

პეკი ამ იარაღის ტყვიებს იმ ადამიანს დააცლის, რომელმაც ღირსება შეულახა.

- ახლა რას ვაკეთებთ?

პეკი ინსტაგრამში შედის, რუფუსის პროფილზე გადადის და უსიამოვნო განცდა ეუფლება, როცა ეიმის
დაწერილი კიდევ უფრო მეტი კომენტარი ხვდება, იმის შესახებ, თუ როგორ ენატრება რუფუსი. გვერდს
წამდაუწუმ ანახლებს.

- ვუცდით.

მატეო 15:26 სთ

როცა ავტობუსი სამოგზაურო არენასთან ჩერდება, წვიმას ჟინჟღლი ცვლის. ავტობუსიდან პირველი ჩავდივარ
და მაშინვე „ფუ, შენი!“ სიტყვები მადგება ენაზე. დროულად ვასწრებ კიბის სახელურზე ჩავლებას, რომ
რუფუსი სახით არ დაეცეს და მეც თან არ წამიყოლოს. ჩემზე მეტად დაკუნთული სხეული აქვს, როცა მაწვება,
ცოტა მტკივა, თუმცა რუფუსი გამოსწორებას ცდილობს.

- სველი იატაკია, - ამბობს რუფუსი. – მაპატიე.

ადგილზე ვართ.

უსაფრთხოდ ვართ.

ერთმანეთის ზურგი ვართ. დღევანდელ დღეს ზაფხულის ბუნიობასავით შეძლებისდაგვარად გავწელავთ.

სამოგზაურო არენა ყოველთვის ბუნების ისტორიის მუზეუმს მაგონებდა, უბრალოდ, მისი ნახევარი თუ იქნება
და მისი გუმბათის კიდეზე სხვადასხვა ქვეყნის დროშები ფრიალებს. მდინარე ჰუდსონამდე ორი კვარტალი
გვაშორებს, რაც რუფუსისთვის არ მითქვამს. არენა სამ ათას ადამიანს იტევს, რაც იდეალურია
მგზავრებისთვის, მათი სტუმრებისთვის, მათთვის, ვისაც განუკურნებელი სენი სჭირს და ყველასთვის, ვინც
ახალ შეგრძნებებს ეძებს.

გადავწყვიტეთ, სანამ ლიდიას ველოდებით, ბილეთები ვიყიდოთ.

პერსონალი გვეხმარება. სამი რიგია მოწყობილი. დაავადებულები, ჩვენ, შეუცნობელი ძალით მომაკვდავები
და მოწყენილი ვიზიტორები. ჩვენს რიგს შეხედვისთანავე ვცნობ. მარჯვენა რიგში იცინიან, სელფაობენ და
ჩათაობენ. მარცხნივ მსგავსი არაფერი ხდება. ახალგაზრდა ქალს თავი შარფით აქვს გაკრული და ჟანგბადის
ბალონს ეყუდება; სხვები ხრიალით სუნთქავენ; ზოგი საშინლად დამწვარია. გული მტკივა, თუმცა მხოლოდ
მათ ან ჩემ გამო კი არა, უსაფრთხო ცხოვრების ნაჭუჭებიდან გამომძვრალები წინ რომ მიდგანან და მომდევნო
საათებში, შეიძლება წუთებში, ხიფათი არ ასცდებათ. და ისეთებიც ხომ არიან, ამ წუთებამდე რომ ვერ
მოაღწიეს.

- რატომ არ შეიძლება შანსი მოგვეცეს? – რუფუსს ვეკითხები.

- რა შანსი? – გარშემო იყურება, არენას და რიგებს ფოტოებს უღებს.


165
- კიდევ ერთი შანსის შანსი, - ვამბობ. – რატომ არ შეგვიძლია სიკვდილის კარზე დაკაკუნება და მუდარით,
გაცვლის შეთავაზებით, ხელის გადაწევით ანდა თვალის გასწორებაში შეჯიბრებით სიცოცხლის გამოსყიდვა?
სიკვდილის გარემოების თავისუფალ არჩევანზეც თანახმა ვიქნებოდი. ძილში გავიპარებოდი.

– ესეც მხოლოდ მამაცურად ცხოვრების, ისეთ ადამიანად ყოფნის შემდეგ, რომლის გულში ჩაკვრა ყველას
მოესურვება ანდა ცხვირის ნიკაპზე, ხოლო შუბლის მხარზე დადება და დაუსრულებელი საუბრები, თუ რა
ბედნიერები ვართ, რომ გვერდიგვერდ, ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის გარეშე ვცხოვრობთ.

რუფუსს მობილური ცერად უჭირავს და თვალებში მიყურებს.

– სერიოზულად ფიქრობ, რომ სიკვდილს ხელის გადაწევით დაამარცხებ?

მეცინება და მასთან მზერის გაცვლისას სახე მიხურს. ტაქსი ჩერდება და უკანა კარიდან ლიდია საჩქაროდ
გადმოდის. თვალების ცეცებით მეძებს და მართალია დღეს მისი სიცოცხლე არ დასრულდება, მაინც
ავღელდი, მოტოციკლმა რომ ჩაუქროლა, თითქოს მართლა დაეჯახა და საავადმყოფოში მამაჩემის გვერდით
შეიძლება აღმოჩნდეს.

- ლიდია!

გავრბივარ და ისიც თვალებით მპოულობს. ამ აღმაფრენისას ლამის კისერი წავიმტვრიო, გეგონება წლებია არ
მინახავს. ხელებს შლის, მეხვევა და მაგრად მიხუტებს, თითქოს ჩაძირული მანქანიდან ანდა ჩამოვარდნილი
თვითმფრინავიდან გამომათრია. ამ ჩახუტებით ყველაფერს ამბობს – მადლობებს მიხდის, სიყვარულს
მიხსნის, მებოდიშება და ყველაფერ დანარჩენს ამატებს, რაც ადამიანურ სიღრმეებში რჩება და ამქვეყნიურ
მიჯნებს სცილდება. ყველაზე ამაღელვებელი წუთებია ჩვენს მეგობრობაში, მას შემდეგ, რაც ახალშობილი
პენი ხელში დამაჭერინა – ლიდია უკან დგამს ნაბიჯს და სილას მაწნის.

- უნდა გეთქვა. – ისევ თავისკენ მექაჩება და მეხვევა.

ლოყა მიხურს, მაგრამ სახეს მის მხრებში ვრგავ და დარიჩინის სუნი ასდის, ალბათ იმ საჭმლის, რითიც პენი
გამოკვება, ეტყობა არც გამოუცვლია, ბოლოს რომ დიდი ზომის მაისურში ვნახე, ახლაც ის აცვია. ამ ხვევნა-
კოცნაში რუფუსის ძებნას ვიწყებ და ვხედავ, რომ იმ შემოლაწუნებით აშკარად გაოგნებულია. რა უცნაურობაა,
რომ რუფუსი ლიდიას გულს არ იცნობს, რომ, ჩემი თქმის არ იყოს, იგი აგდებულ მონეტასავითაა და რა
უცნაურია, რომ რუფუსი მხოლოდ დღეს გავიცანი.

- ვიცი, - ლიდიას ვეუბნები. – მაპატიე რა, თანაც ასე მხოლოდ შენ გამო მოვიქეცი.

- შენ სულ ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყავი, - ლიდიას გული უჩუყდება. – ცუდი ძიას როლი უნდა მოგერგო,
როცა პენი შეყვარებულს სახლში პირველად მოიყვანდა. პენი კოლეჯში რომ წავიდოდა, დრო ქარდების
თამაშითა და უგემოვნო სატელევიზიო მარათონებით გაგვეყვანა. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისას
ჩემი გოგოსთვის ხმა უნდა მიგეცა, რადგან ხომ იცი, უკვე როგორი მესაკუთრე გიჟმაჟია და რომ გაიზრდება, რა
მოასვენებს, სანამ ამ ქვეყნის მართვის სადავეებსაც არ ჩაიგდებს ხელში. ღმერთმა იცის, მსოფლიოზე
გასაბატონებლად ეშმაკსაც კი მიჰყიდის სულს და შენ აქ უნდა იყო, რომ ფაუსტური გარიგებების დადებაში
ხელი ერთად შევუშალოთ.

არც კი ვიცი, რა ვუთხრა. მხოლოდ თავს ვაკანტურებ უაზროდ, რადგან არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

– მაპატიე.

- შენი ბრალი არ არის, - ლიდია მხარზე მეფერება.

- შეიძლება არის. ან რომ არ დავმალულიყავი, შესაბამისი უნარებიც მქონოდა... აბა, რა გითხრა. თავის
დადანაშაულება ჯერ ნაადრევია, არ გამოვრიცხავ, ჩემი ბრალი იყოს, ლიდია. ეს დღე ჯუნგლებში ყოფნას
ჰგავს, როცა გადასარჩენად ყველა საჭირო ნივთი გაქვს და ცეცხლის დანთებაც კი არ იცი.

- ხმა გაიწყვიტე, - ლიდია მიწყრება, - შენი ბრალი არ არის-მეთქი. ეს ჩვენ გაგწირეთ.


166
- ახლა შენ გაიწყვიტე ხმა.

- ასეთი უხეშობა შენგან პირველად მესმის, - მეუბნება გაღიმებული ლიდია, თითქოს აქამდე

თავაზიანობის აღთქმა მქონდა დადებული. – იცი, დღევანდელი მსოფლიო სახიფათო ადგილია, ეს


კრისტიანისა და ყოველდღიურად გარდაცვლილი ადამიანებისგან ვიცით, მაგრამ მაინც უნდა მესწავლებინა,
რომ გარისკვა ღირს.

ზოგჯერ, მოულოდნელად ისეც ხდება, რომ შვილი გყავს და ყველაფერზე მეტად გიყვარდება. სხვა თუ
არაფერი, ლიდიამ ეს მაინც მასწავლა.

– ჰოდა, დღეს ვაპირებ გარისკვას. – ვეუბნები. – და მინდა, რომ აქ იყო, რადგან ვიცი, რამდენად რთულია
ყოველდღიურობას მოსწყდე და თავგადასავლებში გაეხვე, როცა პენი გყავს. ყოველთვის გინდოდა მსოფლიო
გენახა და რადგანაც ამ ცხოვრებაში გზაზე დადგომის მეტი შანსი აღარ გვექნება, ბედნიერი ვარ, თუკი ახლა
ერთად ვიმოგზაურებთ. – ხელს ვკიდებ და რუფუსს თავს ვუქნევ.

ლიდია რუფუსს ისეთივე აღელვებული სახით უყურებს, როგორც მაშინ, სააბაზანოში, ორსულობის ტესტის
გაკეთების შემდეგ მიყურებდა. და მერე, სანამ გზის გამოჩენამდე ურემი გადაბრუნებულა, ის ამბობს:

- რატომაც არა, - ხელს მიჭერს და რუფუსს მზერა იქით გადააქვს.

- აბა, რა ხდება? – კითხულობს რუფუსი.

- რა თქმა უნდა, კარგი ამბები. – პასუხობს ლიდია. – საშინელებაა. ძალიან ვწუხვარ.

- რა შენი ბრალია, - ეუბნება რუფუსი.

ლიდია ისე შემომციცინებს, თითქოს ვერ იჯერებს, რომ წინ ვუდგავარ.

რიგის ბოლოს მივადექით. ყვითელ, ჭყეტელა ჟილეტში გამოწყობილი მოლარე გვიღიმის.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოს სამოგზაურო არენაზე. თქვენი დაკარგვის გამო ვწუხვართ.

- მე არ ვკვდები, - ლიდია უსწორებს.

- ოჰ. სტუმრებისთვის გადასახადი ასი დოლარია. – ამბობს მოლარე და მე და რუფუსს გვიყურებს. – მგზავრებს
შეუძლიათ ნებაყოფლობითი დონაცია ერთი დოლარი გაიღონ.

ყველა ბილეთის საფასურს მე ვიხდი და დამატებით რამდენიმე ასეულ დოლარს შესაწირში ვტოვებ იმ
იმედით, რომ არენა კიდევ ბევრი წელი იმუშავებს. ეს დაწესებულება მგზავრებს შეუფასებელ სამსახურს უწევს,
შეიქმენი წამი მასთან ახლოსაც ვერ მივა. მოლარე შემოწირულობისთვის მადლობას გვიხდის და
გაკვირვებული არ ჩანს; მგზავრები ფულს გამუდმებით არიგებენ. მე და რუფუსს ყვითელი სამაჯურები მოგვცეს
(რომ ჯანმრთელი მგზავრები ვართ) ლიდიას ნარინჯისფერი მისცეს (ვიზიტორის) და შევდივართ.

სიახლოვეს ვდგავართ, ერთმანეთს არ ვშორდებით. მთავარ შესასვლელში ხალხის სიმრავლეა, მგზავრები და


ვიზიტორები უშველებელ ეკრანს აჰყურებენ, რომელზეც გამოსახულია ყველა რეგიონი, რომლის ნახვაც
შესაძლებელია და სხვადასხვა სახის ტურების ჩამონათვალი: მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო 80 წუთში,
ველური ბუნების ტური, მოგზაურობა შეერთებული შტატების შუაგულში და მრავალი სხვა.

- ტურზე წავიდეთ? – კითხულობს რუფუსი. – ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ მე, შენ და ღრმა, ლურჯი ზღვა
არა.

- მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა 80 წუთში 10 წუთში იწყება. – ვამბობ.

- სიამოვნებით, - ამბობს ლიდია და მეხუტება. რუფუსს დარცხვენილი უყურებს. – მაპატიე, ღმერთო, მიშველე,
ბოდიში. თქვენ გადაწყვიტეთ. მე არ ვირჩევ. მაპატიეთ.

167
- არაფერია, - ვეუბნები. – რუფუს, შენ თანახმა ხარ?

- იუჰუ, მსოფლიოს გარშემო დავაწექით.

მეთექვსმეტე ოთახს ვპოულობთ და ორმგზავრიან ტროლეიში ოც სხვა ადამიანთან ერთად ვსხდებით.


ყვითელსამაჯურიანი მგზავრები მარტო მე და რუფუსი ვართ, კიდევ ექვსი ლურჯსამაჯურიანია. ინტერნეტში
ბევრი მგზავრი მყავდა გამოწერილი განუკურნებელი დაავადებით, რომლებმაც ეშმაკს მიაფურთხეს და სანამ
დრო ჰქონდათ, ნამდვილ ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობა წამოიწყეს, მაგრამ ვისაც საამისო სახსრები არ
გააჩნდა, ჩვენსავით აქ მოვიდა.

მძღოლი შემაღლებულზე დგას და მიკროფონში აცხადებს:

- შუადღე მშვიდობისა. მადლიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ ტურში შემომიერთდით, რომლის ფარგლებშიც,
მომდევნო ოთხმოცი წუთის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურებთ. ჩემი სახელია ლესლი და მე
თქვენი გიდი გახლავართ. მსოფლიოს სამოგზაურო არენის სახელით თქვენ და თქვენს ოჯახს თანაგრძნობას
გიცხადებთ. იმედს ვიტოვებ, დღევანდელი მოგზაურობა ღიმილს მოგგვრით და თქვენ გვერდით მყოფ
სტუმრებთან ერთად ლამაზ მოგონებებს დაგიტოვებთ. თუკი რომელიმე რეგიონში დარჩენა მოგესურვებათ,
შეზღუდული არ ხართ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტური არ შეჩერდება, რათა მსოფლიოს გარშემო
მოგზაურობის ოთხმოც წუთში ჩავეტიოთ. ახლა კი, თქვენი ნებართვით, გთხოვთ ღვედი შეიკრათ და გეზი
ავიღოთ!

ყველა ემზადება და მივდივართ. კარტოგრაფი არა ვარ, თუმცა სკამებზე მიწებებული დანიშნულების
ადგილების რუკა – მეტროს ელექტრონული რუკების მსგავსი რომაა – გეოგრაფიულად არასწორადაა
შედგენილი. ამის მიუხედავად, თითოეული რეგიონის მოდელი დაუჯერებლად რეალურია, რასაც ლიდიას
მონათხრობი ემატება ყოველ ლოკაციაზე მოძიებული სახალისო ფაქტების შესახებ. რკინიგზას მივუყვებით,
სადაც მგზავრებისა და სტუმრების კმაყოფილ სახეებს ვხედავთ, ზოგიერთი ხელს ისე გვიქნევს, ვითომ ჩვენც
ტურისტები არ ვიყოთ.

ლონდონში უესტმინსტერის სასახლეს ჩავუარეთ, ლეგენდის თანახმად, იქ სიკვდილი დანაშაულად ითვლება,


თუმცა ჩემი საყვარელი ნაწილი ბიგ-ბენის საათის ზარების რეკვაა, იმის მიუხედავად, რომ საათზე ხელების
დანახვისას რეალობას ვუბრუნდები. იამაიკაში პეპლის უამრავი სახეობა გვხვდება. ვეება აფრიან პეპელას
ვხედავთ, იქვე იატაკზე მჯდომი ხალხი ადგილობრივ საკვებს, ანკესსა და დამარილებულ თევზს შეექცევა.
აფრიკაში ბუმბერაზი თევზები და მალავის ტბის მოსახლეობა მოჩანს. ისე გამიტაცა ლურჯი და ყვითელი
თევზების ცქერამ, კინაღამ გამომრჩა კედელზე გამოტანილი გამოსახულება, სადაც ძუ ლომს ბოკვერისთვის
კისერში კბილები ჩაუვლია და მიჰყავს. კუბაში სტუმრები ადგილობრივებს დომინოს ეთამაშებიან და შაქრის
კვნიტებს რიგი უდგას, რუფუსი თანამემამულეებს აღტაცებით შეხვდა. ავსტრალიაში ეგზოტიკური
ყვავილებია, ფრანით შეჯიბრებები იმართება და ბავშვებს პლუშის სათამაშო კოალებს ურიგებენ. ერაყში,
ჭრელაჭრულა აბრეშუმის შარფებითა და პერანგებით ვაჭართა დახლების უკან, მოფარებულში
დამონტაჟებული დინამიკებიდან ადგილობრივი კაკბის მოძახილი ისმის. ლიდიას თქმით, კოლუმბიაში
განუწყვეტლივ ზაფხულია და წვენებით მოვაჭრისგან ცივი სასმლის ყიდვის ცდუნებას ვერ ვუძლებთ.
ეგვიპტეში მხოლოდ ორი პირამიდის მოდელია და რადგანაც ძალიან ცხელი და მშრალი კლიმატია,
თანამშრომლები მდინარე ნილოსის სახელით დაფასოებული ბოთლებით წყალს გვთავაზობენ. ჩინეთში
168
ლიდია ხუმრობს, რომ აქ მთავრობის ნებართვის გარეშე რეინკარნაცია აკრძალულია და ამაზე ფიქრი არ
მინდა, ამიტომ გაბდღვრიალებული ცათამბჯენის მაკეტსა და ჩოგბურთის მოთამაშეებს ვაკვირდები. სამხრეთ
კორეაში საკლასო ოთახებში ყვითელ რობოტთა წყვილი, - რობომასწავლებლებს ეძახიან – და სახემოხატული
მგზავრები არიან. პუერტო-რიკოში ტროლეი ორმოცდამეორედ ჩერდება. რუფუსი მკლავზე მეჭიდება და
სადღაც მივყავარ. ლიდიაც მოგვყვება.

- რა ხდება? – ხის ბაყაყების ხმაშეწყობილი ყიყინის ფონზე ვეკითხები. – არ ჩანს, მართლა აქ არიან, თუ
მხოლოდ ჩაწერილი ხმები ისმის – გარეული ცხოველები გამაყრუებლად გაჰკივიან და რადგანაც მხოლოდ
სირენებსა და მანქანების საყვირებს ვარ მიჩვეული, რომით სავსე ურიკებთან მდგარი ხალხის საუბარი
მამშვიდებს.

- ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, მოგზაურობის საშუალება თუ მოგეცემოდა, რამე თავბრუდამხვევს ცდიდი? –


მეუბნება რუფუსი. – ამ ტურში ერთ რაღაცას დავადგი თვალი და ნახე. – გვირაბთან ნიშანია წარწერით:
„ნახტომი ეკვატორულ ტყეში!“ – არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ იმ უაზრო თვითმფრინავიდან ხტომას მაინც
აჯობებს.

- პარაშუტით ხტომაზე იყავით? – გვეკითხება ლიდია. მისი ტემბრი ხომ არ გაგიჟებულხართსა და აუ, როგორ
მშურს შორისაა. მომთხოვნი უფროსი დის როლის თამაშს მთელი მონდომებით ცდილობს.

სამივე მივუყვებით ქვაფენილს, გვირაბამდე გარშემო ნამდვილი ქვიშა ბრწყინავს. არენის თანამშრომელი ელ-
იუნქეს ტყის ბროშურას გვაძლევს და აუდიოტურს გვთავაზობს, თან აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება
გარკვეული ბუნებრივი ხმები ვერ გავიგონოთ. ყურსასმენებზე უარს ვეუბნებით და გვირაბში შევდივართ,
სადაც ნესტიანი ჰაერი და სითბო გვხვდება.

შემოჯარული ხეები წვიმის წვეთებისგან გვიცავს, ხელოვნური მზის სხივები კი სქელი ფოთლებიდან
იჭვრიტება. ერთმანეთში ჩაწნულ ხეთა მერქნებში გათელილ ბილიკს მივუყვებით და კიდევ უფრო მეტი
ბაყაყის ყიყინი მოისმის. მამა მიყვებოდა, ბავშვობაში მეგობრებთან ერთად როგორ დაძვრებოდა ხეებზე,
ბაყაყებს იჭერდა და სხვა ბავშვებს, რომელთაც მათი მოშინაურება უნდოდათ, მიჰყიდდა ხოლმე, ზოგჯერ კი
უბრალოდ ტოტზე შემოჯდებოდა და ფიქრები გაიტაცებდა. რაც უფრო სიღრმეში შევდივართ, ბაყაყების
ყიყინს ადამიანთა ხმები და ჩანჩქერთა გრუხუნი ანაცვლებს. ეს უკანასკნელიც ჩანაწერი მეგონა, ვიდრე ტყის
ნაკაფზე არ გავედით და იქ ოცი ფუტის სიმაღლის კლდიდან გადმომსკდარი წყალი არ ვიხილეთ, სადაც
საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი მგზავრები მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ ბანაობდნენ. ალბათ
ტყეში ხტომაც ეს უნდა იყოს.

არ ვიცი, უფრო მდარე წარმოდგენა რატომ შემექმნა, მაგალითად ლოდიდან, თუნდაც მიწიდანვე ჩახტომის
მსგავსი.

უკვე იმდენი რამ ვნახე, რომ ფიქრი არენის დატოვებაზე, დღევანდელი დღის დასასრულზე მეტად მწარედ
მეჩვენება, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველაზე საოცნებო სიზმრიდან გაღვიძებენ, მაგრამ მე სიზმარს არ
ვხედავ, მღვიძავს და ეს უნდა გავაკეთო.

169
- ჩემი გოგონა წვიმას დასანახად ვერ იტანს, - ლიდია რუფუსს ეუბნება. – ყველაფერი ეჯავრება, რისი
დასაკუთრებაც არ შეუძლია.

- შეიცვლება, - ვეუბნები.

კლდის ქიმზე გავდივართ, საიდანაც მგზავრები ხტებიან. პაწია გოგონა ლურჯი სამაჯურით, თავწაკრული და
მკლავებზე გასაბერი ტივტივებით ბოლო წამს რაღაც სახიფათო მოძრაობას აკეთებს – ჩვენკენ ბრუნდება და
ზურგით ვარდება, თითქოს შენობის სახურავიდან გადააგდეს. ქვემოთ მდგარი მაშველი სტვენს და მეორე
მაშველი აუზის ცენტრში მიცურავს, სადაც გოგონა წყალს დაენარცხა. მალევე ზედაპირზე ამოყვინთა და
აკისკისდა. როგორც ჩანს, მაშველები საყვედურობენ, მაგრამ მათ ყურს არ უგდებს. ასეთ დღეს აბა, როგორ
უნდა უსაყვედურო?

რუფუსი 16:24 სთ

ბევრი მიტრაბახია გამბედავი ვარ-მეთქი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, გადავხტე თუ არა. რაც ოჯახი დამეღუპა,
პლაჟზე, საჯარო აუზებზე ფეხი არ დამიდგამს. ბოლოს ამხელა ტალღების სიახლოვეს მაშინ აღმოვჩნდი, ეიმი
რომ მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე თევზაობდა, რასაც კოშმარები მოჰყვა, თითქოს ანკესზე ჰუდსონში
გადაჩეხილი ჩვენი მანქანა წამოეგო და თან შიგ მსხდარი სამი ჩონჩხი ამოიყოლა, ისევ ის ეცვათ, რაც იმ დღეს,
თითქოს შემახსენეს, რომ მე ისინი მივატოვე.

- აქამდე მოსვლაც საკმარისია, მატეო. მე პასი უნდა ვთქვა.

- შენც ასე გირჩევ, - ლიდია ეუბნება, - ვიცი, რომ ხმის მიცემის უფლება არ მაქვს, მაგრამ ვეტოს ვადებ. ვეტო,
ვეტო, ვეტო.

მატეო დაქოქილია და რიგში მაინც დგება; მინდა გაბედოს. ბაყაყების ყიყინი აღარ ისმის, ასე რომ, გარკვევით
გაიგონებდა. ეს ბიჭი შეიცვალა. ვიცი, თქვენც შეამჩნიეთ, მაგრამ შეხედეთ – კლდიდან გადასახტომად რიგში
დგას, ყველაფერს ჩამოვდივარ, გაცურავს კიდეც. ტრიალდება და ხელის დაქნევით კარუსელის რიგში
გვეპატიჟება.

170
- წამოდით, - მატეო გვეძახის და თვალს თვალში მიყრის. – თუ არადა შეიქმენი წამში დავბრუნდეთ და
ზვიგენებით სავსე აუზში ვიცურაოთ. გულწრფელად ვფიქრობ, თავს უკეთესად იგრძნობ, თუკი წყალში
შეხვალ... ჭკუას რომ გარიგებ, უცნაურად არ გეჩვენება?

- ჰო, ცოტა მეხამუშება, კი, - ვეუბნები.

- შევამოკლებ. შეიქმენი წამი და მისი ვირტუალური რეალობები არ გვჭირდება. მას ჩვენ თვითონვე აქ და ახლა
შევქმნით.

- ამ ხელოვნურ ტროპიკულ ტყეში? – ვუღიმი.

- აქაურობის ბუნებრიობას არაფერს ვუჩივი.

არენის პერსონალი მატეოს ეუბნება, რომ შემდეგი იქნება.

- შეიძლება მე და ჩემი მეგობარი ერთად რომ გადავხტეთ? – მატეო ეკითხება.

- რა თქმა უნდა, - პასუხობს გოგონა.

- მე არ მინდა! – ლიდია იძახის.

- როგორ არ გინდა! – ეუბნება მატეო, - იცოდე ინანებ.

- კლდიდან უნდა გაგდებდე, - ვეუბნები მატეოს, - მაგრამ ასე არ მოვიქცევი, რადგან მართალი ხარ. – შიშებს
გავუმკლავდები, განსაკუთრებით მეთვალყურეობის ქვეშ არსებულ, მაშველებითა და ტივტივა სამკლაურებით
სავსე გარემოში.

ვის ეგონა თუ ცურვა მოგვიწევდა?! ამიტომ ტანსაცმელს ვიძრობთ და ვერც ვიფიქრებდი, მატეო თუ ასეთი
გაჩხიკული იქნებოდა. ჩემკენ არ იხედება, რაზეც მეცინება, ჯინსისა და ლიფის ამარა დარჩენილი ლიდია კი
გულდასმით მათვალიერებს.

თანმხლები აღჭურვილობას გვაძლევს – ტივტივებს აღკაზმულობა დავარქვი, უფრო საყვარლად ჟღერს – და


ჩვენც ამოვიცვით. თანმხლები გვეუბნება, რომ როცა მზად ვიქნებით, შეგვიძლია გადავხტეთ, რაც დიდხანს
ვერ გაიწელება, რადგან უკან რიგია.

171
- სამ თვლაზე? – მატეო მეკითხება.

- ჰო.

- ერთი. ორი...

მატეოს ხელს ვეხები და თითებს ვუყრი. ავარდისფრებული ღაწვებით მიყურებს და ლიდიას ხელს ეჭიდება.

- სამი.

წინ და ქვემოთ ვიხედებით და ვხტებით. ჰაერში ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სხვებზე სწრაფად ვვარდები და
მატეოს ვითრევ. მატეო ყვირის და გადმოხტომიდან წყალში ჩაცემამდე, რამდენიმე წამის შუალედში მეც
ვღრიალებ, ლიდია წივის. მატეოს გვერდით წყალში ვეტყეპები და სულ რამდენიმე წამით ვყვინთავთ, მაგრამ
თვალს ვახელ და მას ვხედავ. მშვიდი სახე აქვს და ჩემები მახსენდება ჩაძირულ მანქანაში, როცა
გამათავისუფლეს, ასევე მშვიდად და უძრავად ისხდნენ. ლიდია ჩამოგვშორდა, უკვე აღარსად ჩანს. მე და
მატეო ზედაპირისკენ მივცურავთ, ცალ ხელს ვუსვამთ, მეორე კი კვლავ ჩაკიდებული გვაქვს, მაშველები წრეს
გვარტყამენ. მატეოსკენ სიცილით მივცურავ და მკლავებში ვიქცევ იმ თავისუფლების შეგრძნების გამო,
ახლახან რომ განმაცდევინა. თითქოს მოვინათლე, ბრაზი, მწუხარება, ბრალეულობა და უიმედობა წყალქვეშ
დავტოვე და იქ რა ბედი ეწევათ, აღარ მანაღვლებს.

ჩვენ გარშემო ჩანჩქერი იღვრება და მაშველი ნაპირისკენ გვაჩქარებს.

იქვე მდგომი პერსონალი პირსახოცს გვაწვდის და აკანკალებული მატეო მხრებზე იხურავს.

– თავს როგორ გრძნობ? – მეკითხება.

- არც ისე ცუდად, - ვეუბნები.

ხელის ჩაკიდებებისა და მსგავსი რაღაცებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა იმედი მაქვს, თუკი რამე ეჭვები ჰქონდა,
გავუქარწყლე. იქვე აღმართს მივუყვებით, პირსახოცებით ტანს ვიმშრალებთ და ტანსაცმელს ვიცვამთ.
საჩუქრების მაღაზიის გავლით გავდივართ, სადაც მატეო რადიოში გაგონილ სიმღერას ხმას უწყობს.

როცა პერსონალს „მშვიდობით!“ ბარათს ართმევს, გზას ვუჭრი:

– შენ მე გადახტომა მაიძულე, ახლა შენი ჯერია.

172
- მე ხომ შენთან ერთად გადავხტი.

- არა, მთლად ასეც არ ყოფილა. მიწისქვეშა საცეკვაო კლუბში წამომყევი. მგზავრები იქ საცეკვაოდ, სამღერად
და გასართობად ჩადიან. რას იტყვი?

ოფიცერი ანდრადე 16:32 სთ

სიკვდილის უწყებას არიელ ანდრადესთან არ დაურეკავს, რადგან დღეს არ მოკვდება, მაგრამ რადგანაც
კანონდამცველია, ყოველი შუაღამის დადგომისას ეშინია, რომ დაურეკავენ, განსაკუთრებით, რაც ორი თვის
წინ პარტნიორი დაკარგა. ის და გრეჰემი საქმეშიც და კათხა ლუდზეც ფილმის პერსონაჟი მეგობარი
პოლიციელი წყვილივით განუყრელი, შეხუმრებული იყვნენ.

გრეჰემი ანდრადეს აზრებს კითხულობდა და არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი, როცა წინასწარი
დაკავების კამერაში ობოლი ბავშვები ჰყავთ, რომლებიც თავიანთ მგზავრ ძმას გამოესარჩლნენ. ძმობა დნმ-ის
თავსებადობას არ ნიშნავს, ანდრადემ ეს იცის და არც სისხლისმიერი კავშირია საჭირო იმისთვის, რომ
ვიღაცის სიკვდილის შემდეგ შენი არსების რაღაც ნაწილი დაკარგო.

ანდრადეს არ სჯერა, რომ მგზავრი, სახელად რუფუს ემეტერიო, რომლის დევნა დილის საათებშივე შეწყვიტა,
რამე პრობლემას შექმნიდა – თუკი ჯერაც ცოცხალია. მგზავრებთან მიმართებით მეექვსე გრძნობა გააჩნდა,
ხვდებოდა სიცოცხლის ბოლო საათებში, ვინ შექმნიდა ქაოსს და ვინ არა.

როდესაც გრეჰემმა გაფრთხილება მიიღო, ბოლო დღის სამსახურში გატარება გადაწყვიტა. ერჩივნა
სიცოცხლის გადარჩენისთვის შეეწირა თავი, ვიდრე სამსახურიდან წასულიყო. ოფიცრები მსროლელების
საიტზე დარეგისტრირებულ მგზავრს აედევნენ. მსროლელები ერთგვარი ონლაინგამოწვევა იყო, რომელიც
სამწუხაროდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვირუსულად
ვრცელდებოდა. ხალხი ყოველ საათში ამოწმებდა, მოიკლა თუ არა თავი რომელიმე მგზავრმა რამე
გამორჩეული გზით. ყველაზე პოპულარული სიკვდილის შემთხვევაში მგზავრის ოჯახს ამოუცნობი
წყაროებიდან ფულადი ჯილდო ერიცხება, თუმცა ძირითად შემთხვევებში ისეთი შემოქმედებითი სუიციდი არ
ხდებოდა, მაყურებელს რომ ასიამოვნებდა და თან მეორე ცდა არავის ჰქონია. გრეჰემი მგზავრის
მოტოციკლიდან ჩამოგდებას ცდილობს, რომელიც უილიამსბურგის ხიდიდან გადახტომას აპირებს, თუმცა
თავად იღუპება.

173
ანდრადე თავს არ ზოგავს, რომ ის წყეული გვერდი წლის ბოლომდე რამენაირად დაბლოკოს. ჯოჯოხეთში
გრეჰემი კათხას არ მიუჭახუნებს, ეს საქმე რომ ბოლომდე არ მიიყვანოს. ანდრადე საკუთარ საქმეზე უნდა
კონცენტრირდეს და არა ძიძად იქცეს. სწორედ ამიტომ ბავშვებს დედობილ-მამობილის ხელწერილის
საფუძველზე ათავისუფლებს. აჯობებს სახლში დატუქსულები გაუშვას და მათაც გამოიძინონ.

და იგლოვონ.

ეგებ მეგობარიც იპოვონ, თუ ცოცხალია.

როცა გარდაცვალებამდე მგზავრთან დიდ დროს ატარებ, კარგა ხანს სიტყვებს თავს ვერ აბამ, თუმცა
სიცოცხლის ბოლო წუთებში მათ გვერდით ყოფნა ცოტას თუ უნანია.

პატრიკ პეკ გევინი 16:59 სთ

- შეიძლება უკვე მოკვდა.

პეკს რუფუსის ინსტაგრამზე სიახლეების ზარის ღილაკი აქვს ჩართული, თუმცა მაინც ამოწმებს. – მიდი რა,
მიდი...

პეკს უნდა რუფუსი მოკვდეს, მაგრამ ურჩევნია ეს მისი ხელით მოხდეს.

რუფუსი 17:01 სთ

174
რიგი კლინტის სასაფლაოსთან ისეთი გრძელი აღარ არის, პლუტონში დაბრუნებისას რომ დამხვდა. იმის
გამოცნობას არ დავიწყებ, რიგში მყოფები უკვე დაიღუპნენ თუ არა. წყალი არ გაუვა, მატეო ამაზე მაგარ
კლუბში ნამყოფი არ იქნება. კარგია, თუ შემიშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ თვრამეტი წელი რამდენიმე
კვირაში მისრულდება.

- კლუბში საღამოს ხუთზე ვინ შედის, - ამბობს ლიდია.

მობილური ბზუის, ეიმის მოლოდინში ვამოწმებ და მალკოლმის უშნო პროფილის ფოტო იჩითება.

– პლუტონები!

- რა პლუტონები? – ლიდია მეკითხება.

- მისი საუკეთესო მეგობრები! – მატეო ეუბნება, რაც მიახლოებითაც ვერ აღწერს, თუ რას წარმოადგენენ
ჩემთვის, მაგრამ გავატარე, რადგან უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებაა, მატეოს ჩემი ბედნიერება რომ
ახარებს. ალბათ მეც ასეთი განცდა მექნებოდა, მამამისს რომ დაერეკა.

ფეისთაიმზე ვპასუხობ და რიგს ვშორდები. მალკოლმი და ტაგო ერთად არიან, გაოცებული მიყურებენ, რომ
ვპასუხობ. სახე ისე უღიმით, გეგონება ჯგუფურ ჩხუბში მიწვევენ.

- რუფ!

- მეღადავებით! – ვეუბნები.

- ცოცხალი ხარ! – მალკოლმი იძახის.

- თავისუფლებაზე ხართ!

- ვერ გაგვიძლეს, - ტაგო ამბობს და კამერაში კარგად გამოჩენას ცდილობს. – ვჩანვართ?

- დაიკიდე. რუფ, სად ხარ? – მალკოლმი თვალის მოჭუტვით ჩემ მიღმა იხედება. არც მე მაქვს წარმოდგენა მათ
ადგილსამყოფელზე.

- კლინტთან ვარ. – შემიძლია მათ სათანადოდ გამოვემშვიდობო, გადავეხვიო მაინც. – ბიჭებო, აქ მოსვლას
მოახერხებთ? ოღონდ მალე? – ხუთ საათამდე მივატანე, რაც ნაღდი სასწაულია, მაგრამ ხო აზრზე ხართ, ჩემი
დრო გარბის. მატეოს ლიდიასთვის ხელი ჩაუკიდია და მინდა ჩემი საუკეთესო მეგობრებიც აქ იყვნენ. ყველანი.
175
– შეგიძლიათ ეიმიც წამოიყვანოთ? ოღონდ იმ ვირიშვილი პეკის გარეშე, თორემ ისევ გადამეკეტება.
გაკვეთილი აშკარად ვერ ვისწავლე. იმ ნაბიჭვარმა პანაშვიდი ჩამიშხამა და ჩემი მეგობრები დააჭერინა, ჰოდა,
თუ კიდევ ვცემე, არ გაგიკვირდეთ.

- გაუმართლა, ცოცხალი რომ ხარ, - მალკოლმი იძახის, – რომ არ ყოფილიყავი, მთელი ღამე მის დევნაში
ვიქნებოდით.

- კლინტიდან არ გაინძრე, - ამბობს ტაგო. – ოც წუთში დაგადგებით. ციხის სუნი აგვდის. – სასაცილოა, რომ
ტაგო თავს უკვე „ნაჯდომად“ თვლის.

- არსად მივდივარ. აქ მეგობართან ერთად ვარ. მთავარია, აქამდე მოაღწიოთ.

- ნეტამც მანდ არ დაგვხვდე, რუფ, - ამბობს მალკოლმი.

ვიცი, რისი თქმაც უნდა. მიჯობს ცოცხალი ვიყო.

კლინტის სასაფლაოს აბრას ფოტოს ვუღებ და ინსტაგრამზე ვდებ.

პატრიკ პეკ გევინი 17:05 სთ

- გამოვიჭირე, - იძახის პეკი და საწოლიდან წამოხტება. კლინტის სასაფლაო. გადატენილ იარაღს ჩანთაში
იდებს. – უნდა ვიჩქაროთ. წავედით.

ნაწილი მეოთხე - დასასრული

სიკვდილი არავის სურს. სამოთხეში მოსახვედრად

მოამაგეთაც კი არ უნდათ ამ გზით იქ მისვლა.

176
თუმცა სიკვდილის გარდუვალობას ყველა ვიზიარებთ.

მის ხელს ჯერ არავინ დასხლტომია და ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო
გამოგონება, მისი განახლების აგენტია, რომელიც გზას ძველისგან წმენდს და ახალს უთმობს.

სტივ ჯობსი

მატეო 17:14 სთ

დღეს სასწაულები ხდება.

უკანასკნელი მეგობარი რუფუსში აღმოვაჩინე. ბოლო დღეს საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ვატარებთ.
შიშები დავძლიეთ და ახლა კლინტის სასაფლაოსთან ვართ, რომელსაც ინტერნეტში მაღალ შეფასებებს
უწერენ და შეიძლება მომდევნო წუთებში დაუცველობის შეგრძნებების მოზღვავების იდეალურ სცენად მექცეს.

ფილმებიდან ვიცი, რომ მცველები, როგორც წესი, ჯიუტები და საშიშები არიან, მაგრამ აქ, კლინტის
სასაფლაოზე ახალგაზრდა ქალი დგას, კეპი ახურავს და ზურგზე „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ აწერია.

პირადობის მოწმობას გვთხოვს.

– შენი დაკარგვის გამო ვწუხვარ, მატეო. კარგად გაერთე. – თავს ვუქნევ. პლასტმასის შესაწირის ყუთში
ცოტაოდენ ფულს ვყრი და რუფუსის შემოსვლას ველოდები. გოგონა მათვალიერებს და სახე მიხურს, მაგრამ
მერე რუფუსი მოდის, მხარზე ხელს მირტყამს და ამჯერად სახე სხვანაირად მენთება, სწორედ ისე,
სამოგზაურო არენაზე რომ ხელი ჩამკიდა.

კარს მიღმა მუსიკა გუგუნებს და ლიდიას ველოდებით.

- თავს როგორ გრძნობ? – რუფუსი მეკითხება.

177
- თან ვღელავ და თან აღტაცებული ვარ. უფრო მაინც ვღელავ.

- ნანობ, რომ კლდიდან ძალით გადამახტუნე?

- შენ რა, ძალით გადახტი?

- არა.

- მაშინ, არა.

- აპირებ შესვლას?

- ნუ მაწვები, - ვეუბნები. კლდიდან გადმოხტომა და გართობა განსხვავდება. კლდიდან გადაეშვები თუ არა,


უკან დასახევი გზა მოჭრილია, შუა ჰაერში ვერ მობრუნდები, მაგრამ ისეთი გართობა, რომელიც სითამამესა და
უცნობების თვალწინ უხერხულ სიტუაციებსაც გულისხმობს, განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვს.

- არ გაწვები, - ამბობს რუფუსი. – უბრალოდ, ამ პლანეტაზე სინანულის გარეშე ცხოვრების ბოლო საათები
დაგვრჩა. ვიმეორებ, არ გაწვები.

სინანულის გარეშე. მართალია.

მეგობრები უკან მიდგანან, როცა კარს ვაღებ და იმ სამყაროში შევაბიჯებ, სადაც აქამდე არყოფნის ყოველ
წუთს ვნანობ. სტრობოსკოპული ნათურები ლურჯად, ყვითლად და ნაცრისფრად ანათებს. კედელზე
მგზავრებისა და მათი მეგობრების წარწერებია, ზოგს ნივთიც დაუტოვებია, ისეთი რამ, რაც მას უკვდავყოფს.
რა აზრი აქვს, როდის მოხდება, ყველას თავისი დასასრული დაუდგება. მუდმივად არავინ იცოცხლებს, მაგრამ
რასაც ვტოვებთ, სხვების გულში გვაცოცხლებს. ხალხით, მგზავრებითა და მეგობრებით გადავსებულ სივრცეს
ვათვალიერებ და ვხედავ, რომ ყველა სიცოცხლით ტკბება.

ხელი მეხება და ეს იგივე ხელი არ არის, ერთი საათის წინ რომ ჩავკიდე, მას ისტორია აქვს. ეს ხელი ჩემი
ნათლულის დაბადებისას და კრისტიანის დაღუპვიდან მრავალ დილა-საღამოს მეჭირა. მსოფლიოს შიგნით
მოქცეულ მსოფლიოში ლიდიას მხარდამხარ მოგზაურობა გასაოცარი იყო, მთელი ეს დრო, რომელსაც
ვერაფრით იყიდი. ხელის ჩაქნევის ათასი მიზეზის მიუხედავად, მისი აქ ყოფნა მაბედნიერებს. რუფუსი მოდის
და მხარზე ხელს მხვევს.

- ასპარეზი შენია, - ამბობს, - სცენაც, რაც მოგესურვება ის აკეთე.

178
- შევდივარ, - ვამბობ. უნდა შევიდე.

სცენაზე ვიღაც თინეიჯერი ყავარჯნებით დგას და Can’t Fight This Feeling-ს მღერის. როგორც რუფუსი იტყოდა,
ერთი-ერთშია. მის ფონზე ვიღაცები ცეკვავენ – მეგობრები, უცნობები, ვინ იცის ან ვინ გაიგებს – და ეს ენერგია
აღმაფრენით მავსებს. ალბათ, ამ ენერგიას თავისუფლებას დავარქმევდი. ხვალ კაციშვილი ვერ განმსჯის.
არავინ დაგზავნის შეტყობინებებს მეგობრებთან ვიღაც ფეთხუმ ბიჭზე, რომელსაც რითმის შეგრძნება არ აქვს
და ამ მომენტში თითქოს აღმოვაჩენ, თუ რა უაზრობაა ამაზე ღელვა.

დრო დავკარგე და მხიარულება გამოვტოვე, რადგანაც სისულელეები მადარდებდა.

- რამე სიმღერა არ გახსენდება?

- არა, - ვპასუხობ. სიყვარულზე ბლომად სიმღერაა: ბილი ჯოელის Vienna; ელიოტ სმითის Tomorrow,Tomorrow.
ბრიუს სპრინგსტინის Born to Run მამაჩემის საყვარელი სიმღერაა. ეს სიმღერები ისეთ ოქტავაში იმღერება,
შანსი არ მაქვს, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს. უბრალოდ, შესაფერისი სიმღერა მჭირდება.

ბარის თავზე გამოკიდებულ მენიუზე თავის ქალა და ორი გადაჯვარედინებული ძვალია დახატული, ქალა
უსიამოვნოდ იღიმის. ღიმილის ბოლო დღე, აწერია. სასმელი ყველა უალკოჰოლოა, რაც აზრიანია, რადგან
სიკვდილის წინ არასრულწლოვნებზე ალკოჰოლიანი სასმლის მიყიდვას არ ამართლებს. ორიოდ წლის წინ
მსჯელობა მიდიოდა, უნდა დაეშვათ თუ არა თვრამეტი წლის მგზავრებისთვის სასმლის მიყიდვა. როდესაც
ადვოკატებმა ალკოჰოლით მოწამვლისა და ნასვამზე მანქანის მართვის სტატისტიკა წარმოადგინეს,
აღმოჩნდა, რომ შემთხვევების რაოდენობა დიდად არ დაწეულა. მგონია, რომ ლიქიორი და ლუდი მაინც
იოლად იშოვება. ასე იყო და ასეც იქნება.

- მოდი, სასმელი დავითრიოთ, - ვეუბნები.

ხალხში გავერიეთ, უცნობები ჩვენთან გამოცეკვებას ცდილობენ, თუმცა თავს ვარიდებთ. დიჯეი წვერიან
მამაკაცს, სახელად დევიდს, სცენაზე ეძახის. დევიდი ადის და აცხადებს, რომ ელიოტ სმითის A Fond Farewell-ს
იმღერებს. არ ვიცი, მგზავრია თუ მეგობარს უმღერის, მაგრამ ლამაზად ჟღერს.

ბართან მივედით.

ყურძნის მოქტეილის გუნებაზე არ ვარ, მით უმეტეს არც სიკვდილისა. ლიდია ტერმინატორს, ლალისფერ
მოქტეილს უკვეთს. მალევე მოაქვთ. წრუპავს და სახე ემანჭება, გეგონება პირში ერთი მუჭა მჟავე კანფეტი
ჩაიყარა.

– ხომ არ გინდა?

179
- არა, გმადლობ, - ვეუბნები.

- ნეტავ ცოტა გრადუსი ჰქონდეს, - ამბობს ლიდია, - შენს დაკარგვას ფხიზელი ვერ შევეგუები.

რუფუსი გაზიანს უკვეთს და მეც.

სასმელი მოაქვთ თუ არა, ჭიქას ვწევ.

– დაე გავიღიმოთ, სანამ შეგვიძლია. – წკარუნით ვუჭახუნებთ და რუფუსსაც ჩემსავით რომ ეღიმება, ლიდია
მთრთოლარე ქვედა ტუჩს იკვნეტს.

რუფუსი ჩემკენ ირწევა და ისე ახლოს მოდის, მხრით მეხება. ყურში მეუბნება, რადგან ირგვლივ ხმამაღალი
მუსიკა და ჟივილ-ხივილია:

- ეს შენი ღამეა, მატეო. ცოტა ხნის წინ მამაშენს უმღეროდი და მე შემოგეჭერით. არავინ გაგკიცხავს. თავს
იზღუდავ და დროა ეს ჯაჭვი გაწყვიტო. დევიდი სიმღერას ასრულებს, აპლოდისმენტებით აჯილდოებენ და
სხვათა შორის ტაშს მოვალეობის მოხდის მიზნით არავინ უკრავს; გეგონება ახლახან სცენაზე როკის ლეგენდა
იდგა.

- ხედავ? მათ მხოლოდ იმის ნახვა სურთ, რომ კარგ დროს ატარებ და განწყობას იმაღლებ.

ვუღიმი და ყურში ვეუბნები:

– ერთად ვიმღეროთ. სიმღერა შენ აარჩიე.

რუფუსი თანახმაა და თავს მადებს.

– კარგი. American Pie. ეს მართლა მოხდება?

მიყვარს ეს სიმღერა.

– უკვე ხდება.

180
ლიდიას ვუბარებ, სასმელს ყურადღება მიაქციოს, მე და რუფუსი კი დიჯეისთან სიმღერის შესაკვეთად
მივიჩქარით. ამასობაში სცენაზე თურქი გოგონა ჯესმინი პატი სმითის Because the Night-ს მღერის და საოცარი
სანახავია ერთი პატარა გოგონა ამხელა ყურადღებას რომ იქცევს და დარბაზს ასე ძლიერად მუხტავს. შავტუხა
გოგონა, ფართო ღიმილით. ღიმილით, რომლის დანახვასაც მომაკვდავის სახეზე არ ელი – სიმღერის შეკვეთას
აძლევს და განზე დგება. დიჯეი ლოუს სიმღერის სახელწოდებას ვეუბნებით და ისიც არჩევანს გვიწონებს.
ჯესმინის შესრულებას ტანს ვაყოლებ და თავს მაშინ ვარწევ, როცა საჭიროდ ვთვლი. რუფუსი მიყურებს,
ეღიმება და მეც დარცხვენილი ვშეშდები.

მხრებს ვიჩეჩ და თავიდან ვიწყებ.

ამჯერად მომწონს, რომ მამჩნევენ.

- ცხოვრების საუკეთესო დროს ვატარებ, რუფუს, - ვეუბნები, - აქ და ახლა.

- მეც, ძმაო. გმადლობ, უკანასკნელ მეგობრად რომ ამირჩიე, - მეუბნება.

- მადლობა, საუკეთესო უკანასკნელი მეგობრობისთვის, ჩემისთანა კარადის საკიდარი რომ ვერც იოცნებებდა.

შავტუხა ბეკის სცენაზე უხმობენ და ისიც ოტის რედინგის Try a Little Tenderness ასრულებს. რიგში ჩვენ ვართ და
სცენის გაწებილ საფეხურებთან ვიცდით. ბეკის გამოსვლის მიწურულს ნერვები მაინც მღალატობს – შემდეგის
მოლოდინით. მაგრამ ყოველგვარი შემზადების გარეშე დიჯეი ლოუ აცხადებს:

- სცენაზე ვიხმობთ რუფუსსა და მეთიუს. – დიახ, ჩემს სახელს არასწორად იძახის, სიკვდილის უწყების ანდრეა
მახსენდება და მიჩნდება შეგრძნება, რომ შეიძლება ეს დღე განსხვავებული ყოფილიყო – ერთ დღეში მთელი
ცხოვრება ჩავატიე და ეს წუთები სიცოცხლის გვირგვინია.

რუფუსი საფეხურზე არბის, მე უკან მივყვები. ბეკი წარმატებებს უტკბილესი ღიმილით მისურვებს; ღმერთმა
ქნას, მგზავრი არ იყოს, და თუკი არის, მაშინ სინანულისგან თავისუფალმა დატოვოს ეს ცხოვრება. სანამ
ზურგს ვაქცევდე, ხმამაღლა ვაქებ, მაგარი შესრულება იყო-მეთქი. რუფუსი სცენაზე ორ სკამს მოათრევს,
რადგან საკმაოდ გრძელი სიმღერა გვაქვს სამღერი. კარგად მოიფიქრა, რადგან სცენაზე გასვლისას ფეხები
მიკანკალებს, თვალებში სინათლე მანათებს და ყურებში შუილი ჩამესმის. გვერდით ვუჯდები და დიჯეი ლოუ
მიკროფონის მოსაწოდებლად ვიღაცას გზავნის, რაც განწყობას ისე მიმაღლებს, თითქოს ექსკალიბური
გადმომცეს და ბრძოლაში მგზავნიან, რომელშიც ჩემი ლაშქარი მარცხდება.

American Pie ირთვება და ხალხი ოვაციას არ იშურებს, თითქოს ჩვენი საავტორო სიმღერაა და ყველა გვიცნობს.
რუფუსი ხელს მკიდებს და ისევ მიშვებს.

- ძალიან დიდი, დიდი ხნის წინათ... – რუფუსი იწყებს, - ჯერაც მახსოვს...

181
- ეს სიმღერა ღიმილს როგორ მგვრიდა, - ვაგრძელებ. თვალები მიწყლიანდება. სახე მითბება – არა, მიხურს.
ვხედავ, ლიდია ირწევა. ოცნებაშიც კი ვერ დაიჭერ ასეთ ძლიერ მომენტს.

-... ამ დღეს მოვკვდები... ამ დღეს მოვკვდები...

დარბაზში მუხტი იცვლება. საშინელი ნამღერის მიუხედავად, თავდაჯერებულობას ვინარჩუნებ და სიტყვები


ყველა მგზავრის გულამდე მიდის და სულს სწვდება, სული კი ციცინათელას შუქივით ილევა, თუმცა სანამ
გაქრება, ბჟუტავს. ზოგი მგზავრი სიმღერას ხმას აყოლებს და ზუსტად ვიცი, სანთებლის შემოტანა რომ
შესძლებოდათ, აანთებდნენ; ზოგიც ტირის, დანარჩენი თვალდახუჭული იღიმის, იმედს ვიტოვებ, სასიამოვნო
მოგონებებში იკარგებიან.

რვა წუთია მე და რუფუსი ეკლიან გვირგვინზე, ვისკისა და ჭვავზე, კოსმოსში დაკარგულ თაობაზე, სატანის
ჯადოზე, ბლუზის მომღერალ გოგოზე, მუსიკის სიკვდილის დღესა და უამრავ სხვა თემაზე ვმღერით. სიმღერა
სრულდება, სულის მოთქმას ვცდილობ და მქუხარე ტაშიც ისმის, სიყვარულით ვივსები, რაც ქედმოხრილი
რუფუსის ხელის ჩასაკიდებლად ბიძგს მაძლევს. სცენიდან გამყავს. ფარდას მოფარებული თვალებში
ჩავყურებ და ისე მიღიმის, თითქოს იცის, რაც მოხდება და მართალიცაა.

ვკოცნი ბიჭს, რომელმაც ჩვენი სიკვდილის დღეს სიცოცხლე მომანიჭა.

- როგორც იქნა! – ამოვასუნთქე თუ არა, ამბობს, და ახლა თავად მკოცნის. – ამდენ ხანს რას უყურებდი?

- ვიცი, ვიცი. მაპატიე. ვიცი, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, მაგრამ უნდა მცოდნოდა, რომ ვინც მეგონე, ის
იყავი. სიკვდილში ყველაზე კარგი შენთან მეგობრობაა. – ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ამ სიტყვებს ვინმეს
ვეტყოდი. ისეთი ღრმა და პირადულია, თანაც გინდა სხვებსაც გაუზიარო და ვფიქრობ ამ შეგრძნებას ყველა
დავდევთ. – კიდეც რომ არ მეკოცნა, შენთან გატარებული ყოველი წუთიც კი ოცნებების ახდენაა.

- ჩემთვისაც, - მეუბნება რუფუსი. – ბოლო რამდენიმე თვეა, თავს დაკარგულად ვგრძნობდი. განსაკუთრებით
წუხელ. იმ ეჭვებისა და უიღბლობის გამო თავი მეზიზღებოდა, მაგრამ მერე შენ გამოჩნდი, საკუთარი თავის
რწმენა დამიბრუნე და ხასიათზე მომიყვანე.

კიდევ მინდა ვაკოცო, როცა მისი მზერა სცენის მიღმა, მაყურებლისკენ გარბის. მხარზე ხელს მიჭერს.

რუფუსის ღიმილს სინათლე ემატება.

– პლუტონები მოსულან.

182
ჰაუი მალდონადო 17:23 სთ

სიკვდილის უწყებამ ჰაუი მალდონადოს 02:37 სთ-ზე დაურეკა და გარდაცვალების შესახებ აცნობა.

მასზე მეტად სიახლის მიღება 2.3 მილიონ ტვიტერის მიმდევარს გაუჭირდა.

დღის ძირითადი ნაწილი ჰაუიმ სასტუმროს ნომერში ჩაკეტილმა, კართან მდგარი შეიარაღებული პირადი
მცველების თანხლებით გაატარა; სახელმა ფუფუნება მოუტანა, მაგრამ სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებდა.
ნომერში მხოლოდ ადვოკატები და ლიტერატურული აგენტი შეუშვა ანდერძის შესადგენად და ახალი
კონტრაქტების გასაფორმებლად, სანამ იმქვეყნიურ გზას გაუდგებოდა. სასაცილო იყო, რომ დაუსრულებელ
წიგნს უფრო ნათელი მომავალი ჰქონდა, ვიდრე მას. ჰაუი მსახიობების, პატარა ბიძაშვილის, რომლის
პოპულარობა ჰაუის წარმატებაზე იყო დამოკიდებული, კიდევ უფრო მეტი ადვოკატისა და მშობლების
სატელეფონო ზარებს პასუხობდა.

ჰაუის მშობლები პუერტო-რიკოში ცხოვრობენ, სადაც მისი კარიერის აწყობის შემდეგ დაბრუნდნენ. ჰაუის
ძალიან უნდოდა ლოს-ანჯელესში დარჩენილიყვნენ, სადაც ახლა თავად ცხოვრობს, ყველა ხარჯის
დაფარვასა და ახირების შესრულებას ჰპირდებოდა, მაგრამ მშობლების სიყვარული სან-ხუანისადმი, სადაც
ერთმანეთი გაიცნეს, უფრო ძლიერი იყო. ჰაუი ვერაფერს უხერხებდა იმ ფაქტს, ცხადია გულსაც სტკენდა, რომ
მშობლები მის გარეშეც კარგად იქნებოდნენ. ისედაც მიჩვეულიყვნენ მისგან მოშორებით ცხოვრებას და მის
წარმატებასაც ფანებივით შორიდან დააკვირდებოდნენ.

უცნობებივით.

ჰაუი ახლა ორ უცნობთან ერთად მანქანაში ზის. ორი ქალი ინფინიტი უიქლიდან, უკანასკნელი
ინტერვიუსთვის მოვიდა. ამას მხოლოდ ფანებისთვის აკეთებს. ჰაუიმ იცის, ათი წელიც რომ ეცოცხლა, თავისი
ამბის გადმოსაცემად არ ეყოფოდა. მისი რედაქტორებისა და მენეჯერების თქმის არ იყოს, ხალხს კონტენტი
სწყურია. ყოველი ახალი ვარცხნილობა, ჟურნალის გარეკანი, ტვიტი... შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს.

წუხელ ჰაუიმ სადილის ფოტო დატვიტა.

უკვე გამოაქვეყნა უკანასკნელი ტვიტიც: მადლობა ამ ცხოვრებისთვის და მოღიმარი სელფი მიაბა.


183
- ვის ნახვას აპირებთ? – ხნიერი ქალი ეკითხება. მგონი სენდი ჰქვია. ჰო, სენდი და არა სალი, მისი პირველი
რედაქტორივით. სენდი.

- ესეც ინტერვიუს ნაწილია? – ჰაუი ეკითხება. როდესაც ჩაწერაზეა, პასუხების გაცემა დიდ ყურადღებას არ
მოითხოვს, ამიტომ ჩვეულებრივ, მობილურს ჩასჩერებია და ტვიტერ და ინსტაგრამგვერდებს ათვალიერებს.
მაგრამ, სკორპიუს ჰოთორნის სერიების ავტორის შეტყობინებების ჩათვლით, ამდენ სიყვარულზე პასუხის
გაცემა შეუძლებელია.

- შესაძლოა, - ამბობს სენდი და მიკროფონს მიუახლოებს, – თქვენს ნებაზეა.

ჰაუი რედაქტორის იქ ყოფნას ნატრობს, რომ ეს ქალი გააჩუმოს, მაგრამ თავადვე გამოუწერა უშველებელი
ჩეკი, სასტუმროს ნომერში გაუგზავნა და შეუთვალა გამერიდეო, თითქოს ზომბის ვირუსის მატარებელი იყოს.

- შემდეგი კითხვა, - ამბობს ჰაუი. არავის საქმე არ არის, რომ ბავშვობის მეგობრისა და პირველი სიყვარულის,
ლენას სანახავად მიდის, რომელიც არკანზასიდან მასთან უკანასკნელი შეხვედრისთვის გამოფრინდა.
გოგონა, რომელიც მეგობარზე მეტი იქნებოდა, რომ არა მისი პოპულარობა. გოგონა, რომელიც ოდესღაც
ისეთი გატაცებით უყვარდა, რომ ქალაქის სატელეფონო აპარატებსა და კაფეების მაგიდებზე მის სახელს
ფხაჭნიდა. გოგონას მშვიდი ცხოვრება უყვარს და მისი ქმარი ამით უზრუნველყოფს.

- რა გაეწყობა, - ამბობს სენდი. – რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე საამაყო მიღწევად?

- ჩემი საქმიანობა, - ამბობს ჰაუი და თვალების გადატრიალებისგან თავს იკავებს. მეორე ქალი დელაილა, ისე
მიშტერებია, თითქოს მისი სიყალბის მიღმა იხედება. ჰაუი უხერხულობას იგრძნობდა, ყურადღება იმ ქალის
ლამაზ, ჩრდილოეთის ციალისფერ თმასა და შეხვეულ შუბლზე რომ არ გადაეტანა, რაც სკორპიუს ჰოთორნის
მსგავსი ნაიარევის დამალვის იმიტაციაა.

- როგორ ფიქრობთ, სად იქნებოდით ახლა, დრაკონის ჭაობში რომ არ გეთამაშათ? – სენდი ეკითხება.

- სან-ხუანში, მშობლებთან. პროფესიული თვალსაზრისით... კაცმა არ იცის.

- უკეთესი შეკითხვა მაქვს, - დელაილა ხმას იღებს. სენდი უხერხულად იშმუშნება, დელაილა კი აგრძელებს: –
რას ნანობთ?

- მიუტევეთ, - ეუბნება სენდი. – სამსახურიდან ვათავისუფლებ და შემდეგ გაჩერებაზე ჩავა.

184
ჰაუის დელაილაზე გადააქვს ყურადღება.

– მიყვარს ჩემი საქმიანობა, მაგრამ ვერ გეტყვით, ტვიტერისა და ფრენჩაიზის უარყოფითი როლების მიღმა
რას წარმოვადგენ.

- რას შეცვლიდით? – დელაილა არ ეშვება.

- ალბათ, კოლეჯის სატყუარაში თამაშზე არ დავთანხმდებოდი. – ჰაუი იღიმის, თავადაც უკვირს, ბოლო დღეს
რომ ეხუმრება. – მხოლოდ იმას გავაკეთებდი, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მაგალითად, სკორპიუსის
ფილმები. ის ადაპტაციები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, თუმცა მიღებული ჰონორარი საყვარელ ადამიანებთან
დროის გასატარებლად უნდა დამეხარჯა და არა საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენასა და ბოროტი
ჯადოქარი ბავშვის იმიჯის შეცვლაში. კარგი რა, შემომხედეთ, ქალაქში გამომცემელს საკუთარი წიგნის
თაობაზე ვხვდები, რომელიც თავადაც კი არ დამიწერია.

დელაილა ჰაუის ხელმოუწერელ წიგნს დაჰყურებს, რომელიც მასა და მის ბოსს შუაში უდევთ.

ყოფილ ბოსს. ესეც გასარკვევია.

- რა გაგაბედნიერებდათ? – დელაილა ეკითხება.

პირველი სიყვარული ახსენდება და ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით აოცებს. ჰაუის მარტოსულობა
არასდროს უგრძნია, რადგან ყოველ წამს შეეძლო ონლაინ ჩართულიყო და შეტყობინებების ნიაღვრით
აივსებოდა, მაგრამ მილიონების თაყვანისცემა და იმ ერთ, განსაკუთრებულ ადამიანთან შექმნილი პირადი
სივრცე სრულიად სხვადასხვა სიბრტყე იყო.

- ჩემი ცხოვრება ორლესული მახვილია, - ამბობს ჰაუი. წარსულში არ საუბრობს, მგზავრებს როგორც სჩვევიათ.
– ამ ადგილას იმიტომ ვარ, რომ ცხოვრება თვალის დახამხამებაში გამექცა. იმ მატარებელზე რომ არ
ავსულიყავი, შეიძლება ისეთი ადამიანი შემყვარებოდა, საპასუხოდაც რომ ვეყვარებოდი, ნამდვილი შვილი
ვიქნებოდი და არა ადამიანი, რომელსაც შთააგონეს, რომ ბანკის ანგარიშად ყოფნა საკმარისია. შეიძლებოდა
ესპანურის სასწავლად დროც გამომენახა და ბებიასთან დედაჩემის თარჯიმნობის გარეშე მესაუბრა.

- წარმატებული რომ არ ყოფილიყავით და სანაცვლოდ ახლახან თქვენ მიერ აღწერილი ცხოვრება გქონოდათ,
ბედნიერი იქნებოდით? – დელაილა ეკითხება და სავარძლის წკიპზე ჩოჩდება. სენდიც სულგანაბული უსმენს.

- ვფიქრობ, კი...

185
დელაილასა და სენდის თვალები გაუფართოვდათ. ჰაუიც ჩუმდება.

მანქანა ჯანჯღარებს და ჰაუი თვალებს ხუჭავს, თითქოს ქვემოთ ცურდება, ისევე, როგორც კარუსელზე ყოველი
დაჯდომისას, მაღლა და მაღლა რომ ადის, საიდანაც უკან ვეღარ მობრუნდება და მერე წარმოუდგენელი
სიჩქარით ეშვება. თუმცა ამ შემთხვევაში ჰაუიმ იცის, რომ უსაფრთხოდ არ არის.

უსახელო ბანდა 17:36 სთ

სიკვდილის უწყებას ყოჩების ბანდისთვის დღეს არ დაურეკავს და ისინი ისე აგრძელებენ ცხოვრებას, ვითომც
სანამ ცოცხლები არიან, არაფერი ემუქრებათ. ქუჩებში ისე დაქრიან, შუქნიშნებს ზედაც არ უყურებენ, თითქოს
მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანები ვერაფერს დაუშავებენ და პატრულისგანაც ხელშეუხებელი არიან.
სამიდან ორი ბიჭი სიცილით იგუდება, როცა მათ გამო ერთი მანქანა მეორეს ეჯახება და ეს უკანასკნელი
ბზრიალით ასკდება კედელს. მესამე მთელი არსებით სამიზნეზეა გადართული და ზურგჩანთიდან იარაღს
იღებს.

დელაილა გრეი 17:37 სთ

დელაილა გადარჩა. ჰაუის პულსის გასინჯვა არ სჭირდება იმის მისახვედრად, რომ კაცი სააქაოს აღარ არის.
დაინახა, როგორ მიახალა თავი ტყვიაგაუმტარ მინას და შემაწუხებელი ტკაცანიც გაიგონა, რომელიც მთელი
დარჩენილი ცხოვრება თავს შეახსენებს...

გული გამალებით უცემს. ერთ დღეში, როცა სიკვდილის უწყება გადასცეს, დელაილა არა მხოლოდ წიგნების
მაღაზიის მიმდებარედ აფეთქებას, არამედ მოულოდნელად გიჟურად გამოვარდნილ მანქანასაც გადაურჩა,
რომელსაც სამი ყმაწვილი მართავდა.

თუ სიკვდილი ცელს უქნევდა, აშკარად ორჯერ ააცილა.


186
დელაილას და სიკვდილს დღეს შეხვედრა არ ეწერათ.

რუფუსი 17:39 სთ

მატეოსთვის ხელის გაშვება არ მინდა, მაგრამ ჩემებს უნდა გადავეხვიო. ხალხში შევდივარ, მგზავრებსა და
დანარჩენებს გზიდან ვიცილებ, რომ პლუტონებამდე მივაღწიო. ყველანი პაუზის ღილაკს ვაჭერთ და
ერთდროულად ვაწვებით ჩართვას, მწვანეზე თანაბრად მოძრავი ოთხი მანქანის მსგავსად. ჯგუფური
ჩახუტება, პლუტონის მზის სისტემაში ოთხი პლუტონის შეერთება, ის, რაზეც ბოლო თხუთმეტი საათია
ვოცნებობ, მას შემდეგ, რაც ჩემი წყეული პანაშვიდიდან გამოვიძურწე.

- მიყვარხართ, ხალხო, - ვეუბნები მათ, არავის ეშაყირება. საამისოდ უკვე გავიზარდეთ. წესით არ უნდა
მოსულიყვნენ, მაგრამ რისკზე წასვლა დღევანდელი თამაშის სახელია და მე მას თავად ვთამაშობ. – ტაგო,
ნაციხარის არაფერი გეტყობა.

- ჩემი ახალი სვირინგი უნდა ნახო, - ამბობს ტაგო, - ცუდი დღე დაგვაწიეს.

- არაფერიც არ დაუწევიათ, - მალკოლმი პასუხობს.

- მთავარია გამოძვერით, ბიჭებო. - ვამხნევებ.

- სახლის პირობებშიც კი არ დაუკავებიხართ, - ეიმი ამბობს, - თავი არ გამოგეყოფათ.

ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ახლო-ახლო ყოფნას ვცდილობთ, ისედაც, იმ ჭყლეტაში სხვა გზა არ გვაქვს. ყველა
მაშტერდება. ტაგო ისე იყურება, მგონი ჩემი მოფერება უნდა, მალკოლმს ისეთი სახე აქვს, თითქოს მოჩვენება
დაინახა. ეიმის კი აშკარად ჩახუტება უნდა. ტაგოს ნებას არ მივცემ, ძაღლივით მომექცეს, ანდა მალკოლმს
„ბუუჰო!“ დაიყვიროს, მაგრამ ეიმისთან მივდივარ და მაგრად ვეხვევი.

- მაპატიე, ეიმს, - ვეუბნები. სანამ შევხედავდი, არ ვიცოდი, რომ საქმე საბოდიშოდ მქონდა. – ასე არ უნდა
მიმეგდე. თანაც მაინცდამაინც ამ წყეულ ბოლო დღეს.

- მეც მაპატიე, - მპასუხობს ეიმი. – ჩემთვის მხოლოდ ერთი მხარეა მნიშვნელოვანი და მაპატიე, რომ ორივეზე
ვთამაშობდი. ერთად იმდენ ხანს არ ვყოფილვართ, რამდენიც საჭირო იყო, მაგრამ შენ ყოველთვის უფრო
მნიშვნელოვანი იქნები. მიუხედავად...

187
- მადლობელი ვარ, რომ მითხარი, - ვეუბნები.

- მაპატიე, ასეთი ბანალურობისთვის. - მპასუხობს ეიმი.

- ყველაფერი რიგზეა, - ვამშვიდებ.

ვიცი, მატეოს ცხოვრების გაგრძელებაში დავეხმარე, მაგრამ თავად ცხოვრების დაბრუნებაში დამეხმარა.
მინდა ყველას ისეთი დავამახსოვრდე, როგორიც ახლა ვარ და არა იმ ბრიყვული შეცდომის გამო.
ვტრიალდები და მხარდამხარ მდგარ მატეოსა და ლიდიას ვხედავ. იდაყვში ვკიდებ ხელს.

- ეს ჩემი უკანასკნელი მეგობარი მატეოა, -- ვაცხადებ. – ეს კი მისი ნომერ პირველი მეგობარი ლიდიაა.

პლუტონები მატეოსა და ლიდიას ხელს ართმევენ. მზის სისტემების შეჯახება.

- გეშინიათ? – ეიმი ორივეს გვეკითხება.

მატეოს ხელს ვკიდებ და თავს ვუქნევ.

– წინ თამაშის დასასრულია, მაგრამ ჯერ მოვიგებთ.

- მადლობა, რომ ბიჭს მიგვიხედე, - მალკოლმი ეუბნება.

- ორივენი პატივსაცემი პლუტონები ხართ, - ამბობს ტაგო და მალკოლმსა და ეიმის უბრუნდება. – გულსაბნევი
უნდა დავამზადოთ.

პლუტონებს ჩემი ბოლო დღის ამბებს მისხალ-მისხალ ვუყვები და ვუხსნი, ინსტაგრამს ფერები როგორ
დავუბრუნე.

Elastic Heart დასასრულს უახლოვდება.

– იქ უნდა ავიდეთ, არა? – კითხულობს ეიმი და საცეკვაო მოედნისკენ გვანიშნებს.

- წავიდეთ.

188
მატეო თქმასაც არ მაცდის.

მატეო 17:48 სთ

რუფუსს ხელს ვავლებ და საცეკვაო მოედანზე მიმყავს, ზუსტად მაშინ, როცა ფერადკანიანი ყმაწვილი,
სახელად კრისი სცენაზე გამოდის. კრისი აცხადებს, რომ საავტორო სიმღერას, სახელწოდებით დასასრულს
შეასრულებს. გამომშვიდობებაზე, კოშმარზე, რომლისგან გამოღვიძებაც გვინდა, და სიკვდილის
გარდუვალობაზე რეპავს. რუფუსისა და საყვარელი ადამიანების გვერდით რომ არ ვიდგე, დეპრესიას
ავიკიდებდი. ამის ნაცვლად კი, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი, ყველანი ვცეკვავთ – თანაც უბრალოდ კი
არ ვცეკვავ, ვცეკვავ მასთან, ვინც სიცოცხლის დუელში გამომიწვია.

ბასი მთელ სხეულში ვიბრირებს და დანარჩენებს ფეხს ვუყოლებ, თავს ვაქნევ და მხრებს ვათამაშებ. რუფუსი
ჰარლემ შეიქს აკეთებს - ან შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, ან ჩემი გამხიარულება უნდა და ორივე
შემთხვევაში ეს მუშაობს, ძირითადად იმიტომ, რომ წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას ასხივებს.
ერთმანეთს უფრო და უფრო ვუახლოვდებით, ხელები ჩამოშვებული გვაქვს, თუმცა პირისპირ ვცეკვავთ,
ყოველთვის სინქრონში არა, თუმცა ვინ დაეძებს. ერთიმეორეს ვეწებებით, საცეკვაო მოედანს კი ხალხის
ნაკადი ემატება. გუშინდელი მატეო აქაურობას კლაუსტროფობიულად ჩათვლიდა, მაგრამ ახლა? აქედან ფეხს
არ მოვიცვლი.

სიმღერა იცვლება და ჩქარდება, მაგრამ რუფუსი მამშვიდებს და წელზე ხელებს მხვევს.

– ერთად ვიცეკვოთ.

მეგონა უკვე ვცეკვავდით.

– რამეს არასწორად ვაკეთებ?

- არა, გადასარევად გამოგდის. ვიგულისხმე, ნელა-მეთქი.

ბასი უფრო ძლიერდება, მაგრამ ხელებს ერთმანეთის მხრებსა და წელზე ვაწყობთ; ჩემი თითები ოდნავ
ძლიერად ესობა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვინმეს ასე ვეხები. არ ვჩქარობთ და მიუხედავად ერთად
189
გატარებული დღევანდელი დღისა, რუფუსისთვის თვალის გასწორება მაინც მიჭირს; ეს ინტიმურობის
ყველაზე მძლავრი შეგრძნებაა, რაც აქამდე განმიცდია. ტუჩები ყურთან მოაქვს და ისეთ ფაზაში გადავყავარ,
მზერისგან რომ მათავისუფლებს და თან მისი შეხედვა რომ მენატრება. თითქოს თვალებით მანიშნებს, რომ
საკმარისად კარგი ვარ და მეუბნება:

- ნეტავ მეტი დრო გვქონდეს... ცარიელ ქუჩებში ველოთი ვირბენდით, ას დოლარს სათამაშო ავტომატებში
დავხარჯავდით, შტატის კუნძულის ბორანზე ავიდოდით და ჩემს საყვარელ თოვლის ნაყინებს გაგასინჯებდი.

ვეჩურჩულები:

– ჯოუნსის პლაჟზე წასვლა, შენთან ერთად ტალღებში შეცურვა და მეგობრებთან წვიმაში თამაში კარგი
იქნებოდა, მაგრამ თან მშვიდი ღამეები მინდა და ცუდი ფილმის ყურებისას სისულელეებზე ლაქლაქიც. –
მინდა ისტორია დავწეროთ, რამე უფრო ხანგრძლივი, ვიდრე საერთო დროის პატარა ფანჯარაა, რომელსაც
კიდევ უფრო დღეგრძელი მომავალი ექნებოდა, ოთახში მომაკვდავი სპილო რომ არ მჭყლეტდეს. თავს
შუბლზე ვადებ და ორივე გაოფლილი ვართ. – ლიდიას უნდა დაველაპარაკო. – სანამ ჭედვაში გავერევით,
რუფუსს კიდევ ერთხელ ვკოცნი. ისიც ხელს მკიდებს და იმდენ ხალხში გზის გაგნებას ვცდილობ.

ლიდია ხელჩაკიდებულებს სწორედ მაშინ გვხედავს, როცა რუფუსი ხელს მიშვებს, მე ლიდიას ვკიდებ და
საპირფარეშოსკენ მიმყავს, სადაც ასე თუ ისე სიწყნარეა.

– არ გამარტყა, - ვეუბნები. – მაგრამ რუფუსისადმი აშკარად გრძნობა მაქვს, ისიც იმავეს გრძნობს და მაპატიე,
შენთვის არასდროს მითქვამს, რომ რუფუსისნაირი შემიყვარდებოდა. მეგონა საკუთარ თავში გასარკვევად
უფრო მეტი დრო მექნებოდა, ხომ ხვდები, იმის მიუხედავად, რომ ამაში სიმახინჯეს ვერ ვხედავ. ალბათ,
რაღაცას ველოდებოდი, რაღაც მშვენიერსა და ამაღლებულს, რომ თამამად გამომეცხადებინა... და ეს
რუფუსია.

ლიდია ხელს წევს.

– მაინც მინდა გტკიცო, მატეო ტორეს. – მაგრამ მაგრად მიკრავს გულში. – რუფუსზე არაფერი ვიცი და არც
იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ასე ერთ დღეში უკვე კარგად იცნობ, მაგრამ...

- მის წარსულზე ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ მისგან ამ ერთ დღეში იმხელა მხარდაჭერა მივიღე, რასაც არა
მგონია საერთოდ ვიმსახურებდე. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვთქვი.

- შენ გარეშე რა მეშველება?

190
სწორედ მსგავსი მძიმე შეკითხვების გამო არ მინდოდა ვინმესთვის ჩემი სიკვდილის ამბავი გამემხილა.
არსებობს კითხვები, რაზეც პასუხი არ მაქვს. ვერ გეტყვი, ჩემ გარეშე რა გეშველება, ვერც იმას მოგთხოვ,
მიგლოვო, ვერ დაგარწმუნებ, რომ თავის დადანაშაულება საჭირო არ არის, თუკი ჩემი გარდაცვალების დღე
დაგავიწყდება, ანდა გაიაზრებ, დღეები, კვირები და თვეები ისე გავიდა, არც გაგხსენებივარ.

მხოლოდ ის მინდა, რომ ცხოვრება გააგრძელო.

კედელზე ფერადი მარკერებია, უმეტესად გამომშრალი და რეზინის თასმით ჰკიდია. მსხვილ ნარინჯისფერ
მარკერს ვპოულობ და ფეხის წვერებზე შემდგარი ცარიელ ადგილზე ვწერ: აქ იყო მატეო, გვერდს კი, როგორც
ყოველთვის, ლიდია უმშვენებდა.

ლიდიას ვეხვევი.

– დამპირდი, რომ კარგად იქნები.

- დიდი ტყუილი კი გამოვა.

- გეხვეწები, მომატყუე, - ვეუბნები. – მიდი, მითხარი, რომ წინსვლას არ შეწყვეტ. პენის ასი პროცენტით
სჭირდები, მე კი მინდა ვიცოდე, რომ მომავალი მსოფლიო ლიდერის აღსაზრდელად ძალა გეყოფა.

- ეშმაკსაც წაუღია, არ შემიძლია...

- რაღაც ხდება, - ვიძახი. გული მიჩქარდება. ეიმი რუფუსის, პლუტონებისა და სამ ტიპს შორის დგას, რომლებიც
მას უყვირიან. ლიდია ხელს მკიდებს და ოდნავ თავისკენ მქაჩავს, უნდა შემაჩეროს, სანამ ჩავრეულვარ.
შეშინებულია, არ უნდა ჩემს სიკვდილს შეესწროს და არც მე მინდა. დაბალი ბიჭი, დასივებული სახით იარაღს
იღებს – რუფუსის ასე მოკვლა ვის უნდა უნდოდეს?

ტიპს, რომელიც სცემა.

იარაღს ყველა ხედავს და კლუბში პანიკა ტყდება. რუფუსისკენ გავრბივარ, გზად გასასვლელისკენ გაქცეული
სტუმრები მეჯახებიან. ვეცემი, ხალხი ზემოდან მივლის და ალბათ ასეთი სიკვდილი მიწერია, წუთის წინ ან
იქნებ ამწამსაც რუფუსი სასიკვდილოდ დაჭრეს. ლიდია კივის, ყველას უყვირის უკან დაიხიონ და წამოდგომაში
მეხმარება. გასროლის ხმა ჯერ არ ყოფილა, თუმცა ხალხი გაქცევას ცდილობს. ამ ჭყლეტაში გაძრომა
შეუძლებელი ხდება, რუფუსამდე ვეღარ მივდივარ, ვერ შევძლებ ცოცხალს კიდევ ერთხელ შევეხო.

191
რუფუსი 17:59 სთ

მინდა ეიმი გამოვლანძღო, მისი მოთრეული მგონია, მაგრამ ჩემსა და იარაღს შორის დგება. ვიცი, წესით დღეს
არ მოკვდება, თუმცა არ ნიშნავს, რომ ტყვიაგაუმტარია. წარმოდგენა არ მაქვს, პეკმა თავის ცალტვინებთან და
იარაღთან ერთად როგორ მომაგნო, მაგრამ ფაქტი სახეზეა.

სულელი ვერ ვიქნები და ვერც გმირი.

ამ ამბავთან შეგუებას არ ვაპირებ – შეიძლება მატეოს გაცნობამდე, როცა ზურგს პლუტონები მიმაგრებდნენ,
ფეხებზე დამეკიდა, მიდი, მესროლე-მეთქი, მაგრამ ჩემი არსებობა უკვე ისედაც ბეწვზე ჰკიდია.

- დიდ გულზე აღარ ხარ, არა? – პეკი მეკითხება, ხელი უკანკალებს.

- გთხოვ, არ გინდა, - ეიმი ხელს ასავსავებს. – ასე ორივე თავს დაიღუპავთ.

- მისი სიცოცხლე გაღელვებს, ხო? მე სულ ცალ ფეხზე გკიდივარ.

- მართლა ცალ ფეხზე დაგიკიდებ, თუკი ამას გააკეთებ.

ურჩევნია ამას გულით ამბობდეს და არა მის შესაჩერებლად, რადგან ეს ორი თუ ერთად დარჩებიან, ვფიცავ,
ცხოვრებას იმ ქვეყნიდანაც კი ჯოჯოხეთად ვუქცევ. მინდა წამით მალკოლმის ზურგში ვიდგე და პეკს ვეცე,
მაგრამ ახლა ეს ცუდ სამსახურს გამიწევს.

მატეო.

პეკის ზურგს უკან ჩნდება და თავის მოძრაობით ვანიშნებ, რასაც პეკი ამჩნევს, უკან იხედება და მაშინვე მისკენ
გავრბივარ, რადგან მატეო საფრთხეშია. მატეო პეკს სახეში ურტყამს, რაც წარმოუდგენელია. პეკი არც კი
წაქცეულა და ალბათ დიდად არც სტკენია, მაგრამ ამით შანსი მოგვეცა. პეკის ძმაკაცი მატეოს მუშტს უღერებს
და ის არის თავი მხრებიდან უნდა მოგლიჯოს, უცებ ჩერდება, თითქოს ეცნოო – არ ვიცი, მაგრამ მატეო უკან
იხევს. პეკი მატეოსკენ იწევს, მაგრამ თავს ვესხმი, ამასობაში მალკოლმი დამასწრებს და პეკსა და მის ბიჭებს

192
ელმავალივით ეჯახება და ჰაერში სწევს, რა დროსაც პეკს იარაღი ძირს უვარდება და მალკოლმი ორივეს
კედელზე მიანარცხებს.

იარაღი არ გავარდა, გადავრჩით.

პეკის მეორე ჯილა იარაღს ეპოტინება და მას სახეში ვურტყამ, ტაგო კი ზედ ახტება. იარაღს ვიღებ. შემიძლია
პეკი გავათავო და ეიმი მისგან გავათავისუფლო. პირდაპირ მას ვუმიზნებ და მალკომი განზე გადის. მატეო
ზუსტად ისე მიყურებს, როგორც მაშინ, რომ გამექცა და ძლივს მივაგენი. თითქოს ჩემში ხიფათს ხედავს.

იარაღს ვაცარიელებ.

ტყვიები იატაკზე რაკარუკით ცვივა.

მატეოს ხელს ვკიდებ და უკანმოუხედავად გავრბივართ, რადგან პეკი და მისი ყოჩები აქ ჩვენს მოსაკლავად
მოვიდნენ და ყოველი დანა და ტყვია ჩვენკენაა მომართული.

ეს დღე დამშვიდობების საშუალებას არ მაძლევს.

დალმა იანგი 18:20 სთ

სიკვდილის უწყებას დალმა იანგთან არ დაურეკავს, რადგან დღეს არ მოკვდება, მაგრამ რომ დაერეკათ, მთელ
დღეს ნახევარდასთან, ანდა უკანასკნელ მეგობართან გაატარებდა. ბოლოს და ბოლოს, აპლიკაცია ხომ მისი
შექმნილია.

- გეუბნები, ჩემთან მუშაობა არ მოგინდება-მეთქი, - ამბობს დალმა, ნახევარდისთვის ხელი ჩაუკიდია და გზაზე
გადადის. – არ მინდა, რომ ჩემთვის იმუშაო. ეს სამსახური ძალიან შეიცვალა.

- ჰო, მაგრამ ინტერნატურა ისეთი იდიოტობაა, - დალია ეუბნება. – ტექნოლოგიებში ასე ბეჯითად რომ
მემუშავა, ახლა სამმაგი ხელფასი მექნებოდა. – დალია ნიუ-იორკში მცხოვრები ყველაზე მოუთმენელი ოცი
წლის გოგონაა. მოუსვენარია და გაუთავებლად ცხოვრებისეული ფაზების ცვლაშია. ბოლო მეგობარ
193
გოგონასთან ურთიერთობის დაწყებიდან ერთ კვირაში იქორწინა, ახლა კი თავისი ტექნიკური ინტერნატურით
სურს უკანასკნელი მეგობრის კორპორაციაში იმუშაოს. – ერთი სიტყვით, შეხვედრამ როგორ ჩაიარა? მარკ
ცუკერბერგს შეხვდი?

- შეხვედრამ ნამდვილად კარგად ჩაიარა, - პასუხობს დალმა. – ახალი პროგრამა ტვიტერში შეიძლება შემდეგ
თვეში ჩაეშვას, ფეისბუკს ალბათ ცოტა დააგვიანდება.

დალმა ქალაქში ტვიტერისა და ფეისბუკის დეველოპერებს ხვდებოდა. ამ დილით ახალი, უკანასკნელი


შეტყობინების პროგრამა წარმოადგინა, რომლის მეშვეობითაც შესაბამისი მომხმარებლების
ტვიტები/სტატუსები უფრო ღრმა მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე, ასე ვთქვათ, მათივე აზრები პოპულარული
ფილმის ანდა ვიღაცის ძაღლის ვირუსული ვიდეოს შესახებ.

- შენი უკანასკნელი შეტყობინება როგორ წარმოგიდგენია? – დალია ეკითხება. – ალბათ მულენ რუჟის!
ციტატას დავიხმარდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გიყვარდეს და საპასუხოდაც უყვარდე და ლაი-ლაი,
როგორც არის.

- ჰო, მაგ სიტყვებზე მაგრად აბოდებ, დაო, - ეუბნება დალმა.

დალმა მისმა შეკითხვამ, ცხადია, დააფიქრა. განვლილი ორი წლის განმავლობაში, საცდელი ვერსიის
გაშვების ჩათვლით, უკანასკნელი მეგობარი მომგებიან რესურსად იქცა, მაგრამ გასულ ზაფხულს თერთმეტი
უკანასკნელი მეგობრის სერიულმა მკვლელობამ დალმაზე ძალიან იმოქმედა. აპლიკაციის გაყიდვისა და
ჩირქის გადარეცხვის ცდუნებას ძლივს გაუძლო. თუმცა აპლიკაცია ძალიან ბევრი კუთხით სასიკეთოდ
მუშაობდა, მაგალითად, დღეს შუადღით მატარებელში ყოფნისას ორი გოგონას საუბარს მოჰკრა ყური.
ერთმანეთს უღიმოდნენ. ერთი მეორეს ეუბნებოდა, როგორი მადლიერი იყო, რომ უკანასკნელი მეგობრის
საშუალებით იპოვა, შეიტყო, რომ ვიღაცას ეს წამოწყება ისე ჰყვარებია, რომ მთელი ქალაქი აპლიკაციის
გრაფიტებით მოუხატავს.

მის შექმნილ აპლიკაციაზეა საუბარი.

სანამ დალმა პასუხს გასცემს, გვერდით ორი ბიჭი ჩაუვლის. ერთს, დალიაზე ღია ფერის კანით, აჩეხილი
ვარცხნილობა აქვს. მეორეს სათვალე უკეთია, წაბლისფერი თმა და დალიას ფერის კანი აქვს. პირველი ბიჭი
ეცემა, მეორე კი წამოდგომაში ეხმარება და გზას აგრძელებენ, კაცმა არ იცის, საით გაუწევიათ. ფიქრობს,
ნახევრძმები ხომ არ არიან საერთო დედითო. შეიძლება მეგობრებიც იყვნენ, სულ რომ შარში ეხვევიან და
მაინც განუყრელი არიან.

შეიძლება ერთმანეთი ახლახან გაიცნეს.

194
დალმა უყურებს, როგორ გარბიან. – ჩემი უკანასკნელი შეტყობინება ასეთი იქნებოდა: იპოვე შენი ჭკუის
ადამიანები და მათთან ყოველი დღე ისე გაატარე, თითქოს უკანასკნელია.

მატეო 18:24 სთ

სამშვიდობოს ვართ, ზურგით კედელზე აკრულები ძირს ვცურდებით, როგორც ადრე, ლიდიასგან გაქცევისას.
სადმე უსაფრთხო ადგილას შეეფარებოდა კაცი, თუნდაც ჩარაზულ ოთახში და არა აქ, სადაც რუფუსს
მოსაკლავად დასდევენ. რუფუსი ხელს არ მიშვებს, მხრებზე მეხვევა და მიხუტებს.

- მუშტის ხმარება კი გცოდნია, - მეუბნება რუფუსი.

- პირველად დავარტყი, - ვეუბნები. კვლავ შოკში ვარ, იმდენი რამ მოხდა პირველად – საჯაროდ ვიმღერე,
რუფუსს ვაკოცე, ვიცეკვე, ვიღაცას დავარტყი და ტყვიის იატაკზე დაცვენის ხმები ასე ახლოს გავიგონე.

- მაგრამ იარაღიან ტიპებს არ უნდა გაუქანო, - მეუბნება რუფუსი. – შეიძლებოდა მოეკალი.

ქუჩას გავცქერი, სულის მოთქმას ვცდილობ.

- გადაგარჩინე და კიდევ აქეთ მსაყვედურობ?

- არ მინდოდა შემოვბრუნებულიყავი და მკვდარი მენახე.

მაინც არ ვნანობ. დროს უკან ვახვევ და იმ მომენტს შენელებულ კადრში წარმოვიდგენ, მოგონებებში
დავეხეტები, ღირებულ დროს და მეგობარს ვკარგავ, რომლის ლამაზ გულსაც ტყვია აპობს.

ლამის დავკარგე რუფუსი. ექვს საათზე ნაკლები დაგვრჩა და თუ პირველი ის წავა, ზომბად ვიქცევი, რომელმაც
იცის, რომ თავი ჯირკზე უდევს მოსაჭრელად. რუფუსთან სწორედ ისეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა,
როგორსაც ღამის სამ საათზე მისი გაცნობისას ველოდი.

195
ეს დღე წარმოუდგენლად გულუხვია, თუმცა მაინც ძალიან მძიმედ ასატანი.

თვალები მევსება და თავის შეკავება არ შემიძლია. ვტირი, რადგან ასეთი დილა კიდევ მრავლად მინდა
მქონდეს.

- ყველა მენატრება, - ვიძახი. – ლიდია, პლუტონები.

- მეც, - ამბობს რუფუსი. – მაგრამ მათ სიცოცხლეს სასწორზე ვერ დავდებთ.

თავს ვუქნევ.

– ეს გაურკვევლობა ბოლოს მიღებს. აქ ვეღარ გავჩერდები. – გული მეწურება. შიშის გარეშე და შიშში
ცხოვრებას შორის უდიდესი განსხვავებაა. – შინ წასვლა რომ გადავწყვიტო, შემიძულებ? მინდა ჩემს საწოლში
ჩავრგო თავი, სადაც უსაფრთხოდ ვიქნები და შენც გვერდით მეყოლები, ამჯერად შემოგიშვებ. ვიცი, იქ
შეკეტილმა დიდი დრო დავკარგე, მაგრამ ცხოვრება როგორც შემეძლო ისე გავაგრძელე და მინდა იქაურობა
შენთან გავიყო.

რუფუსი ხელს მიჭერს.

– შინ წამიყვანე, მატეო.

პლუტონები 18:33 სთ

სიკვდილის უწყებას სამი პლუტონისთვის არ დაურეკავს, რადგან დღეს არ მოკვდებიან, მაგრამ მეოთხემ
გაფრთხილება მიიღო და სულიერად ყველანი განადგურდნენ.პლუტონები ლამის საუკეთესო მეგობრის,
რუფუსის სიკვდილს შეესწრნენ. რუფუსის უკანასკნელი მეგობარი სუპერგმირივით არსაიდან გაჩნდა, პეკს სახე
გაულამაზა და რუფუსი გადაარჩინა – სულ მცირე, სიცოცხლე ხომ გაუხანგრძლივა მაინც. პლუტონებმა იციან,
რომ რუფუსი მეორე დღემდე ვერ მიატანს, მაგრამ ვიღაც თავზეხელაღებულს მოსაკლავად არ შეატოვებენ.

196
პლუტონები კლინტის სასაფლაოს შესასვლელთან დგანან, რა დროსაც დიდი სიჩქარით მიმავალი პატრულის
მანქანას დაინახავენ, ისინი უსახელო ბანდას მისდევენ.

ორ ბიჭს უხარია, იმედი აქვთ იმ მუტრუკებს ციხეში მათზე დიდი ხნით ჩააყუდებენ.

გოგონა ნანობს, რომ ჩაერია. თუმცა დაუცველობის განცდა უქრება, ნანობს, რომ მისმა შეყვარებულმა პეკი არ
მოკლა. უფრო სწორად ყოფილმა შეყვარებულმა.

რახან გადარჩნენ, ხვალიდან პლუტონებისთვის ყველაფერი შეიცვლება. თავიდან უნდა დაიწყონ ის, რასაც
აქამდე მიჩვეული იყვნენ; ადრეულ ასაკშივე იმდენი რამ გადახდათ, ზოგს მთელი ცხოვრება რომ არ მოუწევს.
თუმცა მეგობრის დაკარგვა ყველაფერს შეცვლის და ტკივილად გაჰყვებათ. ცხოვრება მთლიანად გაკვეთილი
არ არის, თუმცა სავსეა გაკვეთილებით.

შეიძლება ოჯახში დაიბადო, მაგრამ ფეხი მეგობრებთან აიდგა. ზოგი ცხოვრების გზებზე ჩამოგცილდება,
თუმცა ისეთებიც იქნებიან, მათ გამო რომ თავს ცეცხლში შეყოფ.

სამი მეგობარი ერთმანეთს ეხვევა, მათ პლუტონურ მზის სისტემას მალე პლანეტა გამოაკლდება, მაგრამ მას
არასდროს დაივიწყებენ.

რუფუსი 19:17 სთ

იმ ადგილას ჩავიარეთ, სადაც ამ დილით მატეო ჩიტს მარხავდა, როცა ჯერ ისევ ველოზე შემომჯდარი
თინეიჯერი ვიყავი. უნდა ვაჯაზებდეთ, დროს ვატარებდეთ, რადგან სულ მალე, გადახცუებულებივით, იქაურ
გზას გავუყვებით, მაგრამ მატეოს გვერდით თავი ხელში ამყავს და რომ ვუყურებ, ისიც მშვიდადაა.

მატეო თავის კორპუსამდე მიდის.

– თუ სხვა გეგმა არ გაქვს, რუფ, ვიფიქრე, მამაჩემი ისევ ხომ არ გვენახა-მეთქი.

- მომეჩვენა თუ ახლახან რუფი დამიძახე?

მატეო თავს მიქნევს და სახე ისე ემანჭება, გეგონება ცუდი ხუმრობა დააბრეხა.
197
– ვიფიქრე, ვცდი-მეთქი, ხომ შეიძლება?

- რას ჰქვია შეიძლება, - ვეუბნები. – გეგმაც მომწონს. შემდეგი ნაბიჯის გადადგმამდე ცოტაოდენი დასვენება
არც მე მაწყენდა. – გარკვეულწილად მეფიქრება, მატეოს სახლში იმიტომ მივყავარ, ჩემთან სექსი უნდა-მეთქი,
მაგრამ ალბათ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა სექსზე ფიქრი თავში არ უნდა უტრიალებდეს.

მატეო ლიფტის ღილაკს თითს აჭერს და ახსენდება, რომ ასე არ ვიქცევით, განსაკუთრებით თამაშის დასკვნით
ეტაპზე. კიბისკენ მიდის და ასვლას იწყებს. მძიმე სიჩუმე დგას. ნეტავ მეთქვა, ბინამდე სირბილით ვინ
აასწრებს-მეთქი, თითქოს თავად როგორც წარმოუდგენია, ჯოუნსის პლაჟზე ვართ, თუმცა ასე შეიძლება
კარამდეც ვერ მივატანოთ.

- მენატრება... – მატეო მესამე სართულზე ჩერდება. მგონია, რომ მამამისზე, ანდა ლიდიაზე იძახის. –
პატარაობა მენატრება, მაშინ არ ვიცოდი სიკვდილის შიში რა იყო. გუშინდელი დღე და ჩემი პარანოიაც კი
მენატრება, როცა ვიცოდი, რომ ვკვდებოდი.

ვეხვევი, რადგან ამით ყველაფერს ვამბობ, რისი გამოთქმაც სიტყვებით არ შემიძლია. ისიც მაგრად მეხუტება,
სანამ ბოლო საფეხურებს ავივლიდეთ.

მატეო კარს აღებს.

– ვერც კი ვიჯერებ, რომ ბიჭი სახლში პირველად მიმყავს და სახლში არავინაა.

რა სიგიჟე იქნება, რომ შევიდეთ და დივანზე მომლოდინე მამამისი დაგვხვდეს?

შევდივართ და შიგნით არავინაა.

იმედი მაქვს.

მისაღებს ვათვალიერებ. ტყუილს არ ვიტყვი, ცოტათი თავადაც ვნერვიულობ, თითქოს საიდანღაც მტრად
ქცეული ოჯახის მეგობარი გამოძვრება, რომელმაც იფიქრა, რომ მატეოს მამის კომაში ყოფნით ბინა
დაუცველი დარჩა. ყველაფერი წესრიგში ჩანს. მატეოს ფოტოებს დავყურებ. სათვალის გარეშე ბლომად
ჰქონია გადაღებული.

- სათვალე როდიდან დაგჭირდა? – ვეკითხები.

198
- მეოთხე კლასიდან. მხოლოდ ერთი კვირა ვიჯავრე, მოკლედ, გამიმართლა. – მატეო უფროსკლასელობის
პერიოდის სურათებს დაჰყურებს, სადაც თითქოს ქუდით და მანტიით სარკის წინ დგას და საკუთარი თავის
სამეცნიერო ფანტასტიკის ალტერნატიულ ვარიანტს აკვირდება. ფოტო უნდა გადავუღო, რადგან დაცემა
მომენტია, მაგრამ ისეთი სახე აქვს, მინდა კიდევ ჩავეხუტო. – დარწმუნებული ვარ, ონლაინგაკვეთილებზე
ჩაწერით მამა გავანაწყენე. ისე ამაყობდა, სკოლა რომ დავამთავრე და ზუსტად ვიცი, ელოდა, რომ აზრს
შევიცვლიდი, ინტერნეტს მოვცილდებოდი და ჩვეულებრივი კოლეჯური ცხოვრებით დავკავდებოდი.

- მისთვის ბევრი რამ გაქვს მოსაყოლი, - ვეუბნები. აქ დიდხანს არ გავჩერდებით. მატეოსთვის უმჯობესი
იქნება, თუ მამამისს ისევ ვნახავთ.

მატეო თავს მიქნევს.

– წამომყევი.

მოკლე დერეფნის გავლით მის ოთახში შევდივართ.

- აი, თურმე, სად მემალებოდი, - ვეუბნები. იატაკი წიგნებითაა მოფენილი, თითქოს ვიღაც ბინის გაქურდვას
ცდილობდა, თუმცა მატეოს რეაქცია არ აქვს.

- შენ არ გემალებოდი. – იჩოქებს და წიგნებს ერთმანეთზე აწყობს. – პანიკური შეტევა მქონდა. არ მინდა
სახლში დაბრუნებისას მამაჩემმა იფიქროს, რომ მეშინოდა. მინდა სჯეროდეს, რომ თავი ბოლომდე
გაბედულად მეჭირა.

მეც ვიჩოქები და წიგნების აკრეფაში ვეხმარები.

– რამე თანამიმდევრობით აწყობ?

- აღარ, - მპასუხობს მატეო.

წიგნებს თაროზე ვაბრუნებთ და იატაკიდან პატარა სამკაულებს ვიღებთ.

- არ მინდა შენც შეშინებული იყო.

- მთლად ეგრეც არა ვარ. ისეთი აღარ ვარ, წარსულში რომ ვიყავი.
199
ოთახს ვათვალიერებ. იქვე „ექსბოქს ინფინიტი“, პიანინო, დინამიკები და იატაკზე დაგდებული რუკაა,
რომელსაც ხელით ვასწორებ და ყველა ის დაცემა ადგილი მახსენდება, სადაც მე და მატეო ვიყავით, ამ დროს
კი იატაკზე საწოლსა და კარადას შორის ჩაკვეხებულ ლუიჯის ქუდსაც ვხედავ. ვიღებ და ვიხურავ, მატეოს
ეღიმება.

- აქ ის ტიპია, დღეს დილით რომ გარეთ გამიყვანა, - ვამბობ.

- ლუიჯი? – მატეო მეკითხება.

ვიცინი და მობილურს ვიღებ, კამერაში არ იცინის, ღიმილით შემოიფარგლება. ეიმისთან დაშორების შემდეგ
ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ.

- ფოტოების გადაღების დროა. მიდი, საწოლზე მაინც შეხტი.

მატეო საწოლთან მიდის და პირველ რიგში ზედ სახით ემხობა. შემდეგ დგება და დახტუნავს, ფანჯრისკენ
სწრაფად ტრიალდება, თითქოს იქიდან კატაპულტით შემთხვევით გასროლილი რაღაც შემოვარდება.

მატეოს ვეღარ ვცნობ და ფოტოს ფოტოზე ვუღებ.

მატეო 19:34 სთ

საკუთარ თავს აღარ ვგავარ და რუფუსს ეს მოსწონს. მეც მომწონს.

ხტუნაობას ვწყვეტ, საწოლის ნაპირზე ვჯდები და სულის მოთქმას ვცდილობ. რუფუსი გვერდით მიჯდება და
ჩემს ხელს კალთაში იდებს.

– რაღაც უნდა გიმღერო, - ვეუბნები. ხელის გაშვება არ მინდა, მაგრამ უმჯობესია ჩემი ორივე ხელი ამ საქმით
დავაკავო.

კლავიშებთან ვჯდები.

200
– მოემზადე. მსგავსი რამ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ხდება. – უკან ვაპარებ თვალს. – უკვე
გაგიჩნდა განსაკუთრებულობის შეგრძნება?

რუფუსი არ იმჩნევს, რომ შთაბეჭდილებების ქვეშაა.

– არც ისე. უფრო დაღლილობის შეგრძნებას დავარქმევდი.

- მაშ, გამოფხიზლდი და იგრძენი თავი გამორჩეულად. მამა ამ სიმღერას დედას უმღეროდა და ჩემზე უკეთესი
ხმაც აქვს.

ელტონ ჯონის Your Song აჩქარებულ გულისცემას ავაყოლე, თუმცა ამჯერად კლინტის სასაფლაოზე რომ
მქონდა, სახე ისეთი გახურებული აღარ მაქვს. რუფუსს არ ვეხუმრები, თავს გამორჩეულად უნდა გრძნობდე-
მეთქი, კლავიშებს გაღმა გავედი, არაფერი მანაღვლებს და ეს მისი დამსახურებაა.

მოხეტიალე თეატრის მსახიობზე ვმღერი, რომ სიმღერა ჩემი საჩუქარია, სახურავზე ვზივარ, მზეს ჩასვლის
ნებას არ ვაძლევ, ვმღერი ყველაზე ტკბილ თვალებზე, რაც კი მინახავს და ა.შ. წამიერი პაუზის დროს
რუფუსისკენ ვაპარებ თვალს და ვხედავ, რომ ვიდეოს იწერს. ვუღიმი. ისიც მოდის და შუბლზე მკოცნის, ხოლო
მე მის გვერდით სიმღერას ვაგრძელებ: „იმედი მაქვს, არ მიწყენ, იმედი მაქვს, არ მიწყენ, სიტყვებით თუ
გადმოვცემ... სამყარო რა ლამაზია, როცა აქ არსებობ შენ...“

ვასრულებ და რუფუსის ღიმილი ჩემი გამარჯვებაა. ცრემლად იღვრება.

– შენ მე მემალებოდი, მატეო, ყოველთვის მინდოდა სადმე შენისთანას გადავყროდი და ტეხავს, რომ იმ
სულელური აპლიკაციით გიპოვე.

- უკანასკნელი მეგობრის აპლიკაცია მიყვარს. – ვეუბნები. მისი გრძნობების მესმის, მაგრამ რუფუსის გაცნობის
გარემოებაში ცვლილებებს არ შევიტანდი. – თანამგზავრს ვეძებდი და გიპოვე, შენ კი მე, ინსტინქტებს
მივენდეთ და გადავწყვიტეთ ერთმანეთი გაგვეცნო. სხვანაირად აბა, როგორ უნდა მომხდარიყო? თავს ვერ
დავდებ, რომ აქაურობას დავტოვებდი, ანდა ჩვენი გზები გადაიკვეთებოდა, თუნდაც ბოლო დღეს. ეს უფრო
ვრცელი ამბავი იქნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ მხრივ აპლიკაცია ყველაფერზე უკეთ მუშაობს. ჩემთვის ეს
მარტოსულობის აღიარებას და ვინმესთან ურთიერთობის სურვილს ნიშნავდა. უბრალოდ, ურთიერთობის
სტატუსი წინასწარ არ განმისაზღვრავს.

- გეთანხმები, მატეო ტორეს.

- ხშირად ხდება ხოლმე, რუფუს ემეტერიო. – მისი სრული სახელი და გვარი პირველად წარმოვთქვი და იმედია
სწორად.

201
სამზარეულოში მივდივარ და ხემსი მომაქვს. ბავშურად კი გამოგვდის, მაგრამ სახლობანას ვთამაშობთ, მიწის
თხილის კარაქს ორცხობილებზე ვუსვამ – დავაზუსტე, რომ ალერგიული არ არის – და ცივი ჩაით
ვუმასპინძლდები. – დღემ როგორ ჩაიარა, რუფუს?

- გადასარევად, - მპასუხობს.

- ჩემმაც, - ვეუბნები.

რუფუსი ხელს ლოგინზე ატყაპუნებს.

– აქ მოდი. – გვერდით ვუჯდები, მოხერხებულად ვეწყობით, ხელსა და ფეხს ვატყუპებთ. ჩვენ-ჩვენს წარსულზე
მეტს ვსაუბრობთ, მიყვება, რომ როცა ცუდად მოიქცეოდა, მშობლები მათთან ერთად შუა ოთახში დაჯდომას
აიძულებდნენ, დაახლოებით ისე, როგორც მამა შხაპის მიღებასა და დაწყნარებას მირჩევდა. ოლივიაზე
მიყვება, მე კი ლიდიაზე ვუყვები.

სანამ წარსული არ სრულდება.

- ეს ჩვენი უსაფრთხო სივრცეა, პატარა კუნძული. – რუფუსი გარშემო უხილავ წრეს ავლებს. – აქედან არ უნდა
წავიდეთ. თუკი არ ვიმოძრავებთ, არ მოვკვდებით, გესმის?

- რა იცი, რომ ერთმანეთს არ ვხოცავთ? – ვეკითხები.

- ჩვენი კუნძულის მიღმა რაც გველის, იმაზე უარესი მაინც არ იქნება.

ღრმად ვსუნთქავ.

– მაგრამ თუკი რამე მიზეზით ამ გეგმამ არ გაამართლა, აუცილებელია პირობა დავდოთ, რომ შემდეგ
ცხოვრებაში ერთმანეთს მოვძებნით. მომდევნო ცხოვრება უნდა არსებობდეს, რუფ, რადგან ასეთ პატარა
ასაკში სიკვდილს მხოლოდ ეს თუ გაამართლებს.

რუფუსი თავის დაქნევით მეთანხმება.

– ყველაფერს გავაკეთებ, რომ იოლად მიპოვო. ნეონური ნიშნები, მარშით მოსიარულე ბანდები.

202
- კარგია, რადგან შეიძლება სათვალე აღარ მეკეთოს, - ვეუბნები. – არა მგონია, შემდეგ ცხოვრებაშიც
გადამყვეს.

- იქაური კინოთეატრის გჯერა და სათვალის არა? როგორც ჩანს შენს ზეციურ მოდელს ხარვეზი აქვს. – რუფუსი
სათვალეს მხსნის და თავად იკეთებს. – ღმერთო, რა უშნო თვალები გაქვს.

- სათვალის მოხსნა ვერაფერში დამეხმარება. – დაბინდულად ვხედავ, მხოლოდ მისი კანის ფერს ვარჩევ. –
დაგენაძლევები, იდიოტს ჰგავხარ?

- მოდი, ფოტოს გადაგიღებ. მომეყუდე.

ვერაფერს ვხედავ, მაგრამ პირდაპირ ვიყურები, თვალებს ვჭუტავ და ვიღიმი. სათვალეს ცხვირზე მარგებს და
ფოტოს ვამოწმებ. ახალგაღვიძებულის სახე მაქვს. ჩემი სათვალის გაკეთება რუფუსის მხრიდან ინტიმურ
გახსნილობას ჰგავს, თითქოს იმდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, რომ ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ამაზე
პირველად დავფიქრდი.

- მეტი დრო რომ მქონდეს, შემიყვარდებოდი. – ამოვღერღე, რადგან ახლა ამის თქმა მინდა და უკვე მრავალი
წუთისა და საათის წინაც მინდოდა. – შეიძლება მიყვარხარ კიდეც. იმედი მაქვს ამ გულახდილობის გამო არ
შემიძულებ, მაგრამ ვიცი, რომ ბედნიერი ვარ.

- ყველას რაღაც დრო აქვს განსაზღვრული, თუ რა ხნის შემდეგ უნდა გამოუტყდეს მეორეს, მაგრამ იმის გამო
ვერ მოგატყუებ, რომ ცოტა დრო დაგვრჩა. ხალხი ამ საჭირო მომენტის ლოდინში დროს კარგავს, ხოლო ჩვენ
ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. მთელი ცხოვრება რომ წინ გვქონდეს, დარწმუნებული ვარ დაგღლიდი იმის
გამეორებით, თუ როგორ მიყვარხარ, რადგან სწორედ აქეთ მივდივართ. მაგრამ რადგანაც სიკვდილის პირას
ვართ, მინდა რამდენჯერაც შევძლებ გაგიმეორო – მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.

რუფუსი 19:54 სთ

- მშვენივრად იცი, რომ მეც მიყვარხარ. – ვაჰ, ისეთი გულწრფელობით ვეუბნები, რომ მტკივა. – იცი, რომ
ხურუში არ მალაპარაკებს, ეგეთები არ მჩვევია. – მინდა კიდევ ერთხელ ვაკოცო, რადგან სააქაოს მომაბრუნა,
მაგრამ თავს ვიკავებ. საღი გონება რომ არ შემენარჩუნებინა და აქამდე მოსასვლელად არ მებრძოლა, რამე
გამოუსწორებელს ჩავიდენდი და ვინმე შემომელახებოდა, რადგან ძალიან გაღიზიანებული ვარ. – სამყარო

203
სასტიკი რამაა. დღე ვიღაც ტიპის ცემით დავიწყე, რადგან ჩემს ყოფილს ხვდებოდა, ახლა კი ლოგინში
გადასარევ ბიჭთან ვგორაობ, რომელსაც ოცდაოთხი საათის წინ არც კი ვიცნობდი... მაგრად ტეხავს. შენი
აზრით...?

- ჩემი აზრით, რა? – ოცი საათის წინ მატეო კითხვის დასმასაც ვერ გაბედავდა, ინერვიულებდა; ანდა
მკითხავდა, მაგრამ თვალებში ვერ შემომხედავდა. ახლა კი თვალს არ მწყვეტს.

მერიდება ვკითხო, მაგრამ შეიძლება თავადაც უტრიალებდეს ფიქრებში.

– შეიძლება, რომ ერთმანეთის გაცნობამ შეგვიწიროს?

- სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოტანილი გვქონდა, - ამბობს მატეო.

- ვიცი. მაგრამ იქნებ ყველაფერი წინასწარ დაწერილია, თუ როგორც არის: ორი ბიჭი ერთმანეთს გაიცნობს,
ერთმანეთი შეუყვარდებათ და მერე კვდებიან. – თუკი ეს სიმართლეა, შემიძლია რომელ კედელსაც
გამიხარდება, იმას დავარტყა მუშტი. თუ ბიჭი ხარ, გადამეღობე.

- ეგ ჩვენი ამბავი არ არის. – მატეო თითებით ხელზე მელამუნება. – სიყვარულის გამო არ ვკვდებით.
უბრალოდ, დღეს მოვკვდებით და მორჩა. შენ მე ძალით კი არ მაცოცხლებ, სტიმულს მაძლევ, რომ ვიცოცხლო.
– კალთაში მიჯდება, თავის სიახლოვეს მქაჩავს და ისე მეხვევა, რომ მისი ხმაურიანი გულის ძგერას ვგრძნობ.
ალბათ თავადაც გრძნობს ჩემსას. – ორი ბიჭი შეხვდა. ერთმანეთი შეუყვარდათ და იცხოვრეს. ესეც ჩვენი
ამბავი.

- უკეთესია, თუმცა დასასრულზე მაინც სამუშაოა.

- დასასრული დაივიწყე. – მატეო ყურში მეუბნება და ცოტა უკან იწევა, რომ თვალებში ჩამხედოს. – ვეჭვობ ეს
სამყარო სასწაულების გუნებაზე იყოს, ასე რომ, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას არ უნდა მოველოდეთ.
ჩემთვის მხოლოდ ამ დღის დასასრულია მნიშვნელოვანი.

- მე კი ისეთი აღარა ვარ, როგორიც არ მინდოდა ვყოფილიყავი, - ვეუბნები, - ისეთი, შენ რომ არ
მოგეწონებოდი. - ცრემლები მოსდის და იღიმება. – არ დამელოდებოდი, სანამ გამბედაობას მოვიკრებდი.
ეგებ ერთი დღით გონზე მოსვლა, თვალის გახელა და ბედნიერების შეგრძნება მთელი ცხოვრების ფუჭად
გატარებაზე უკეთესიცაა.

ყველაფერში ვეთანხმები.

204
ბალიშზე დავდეთ თავი. იმედია ძილში მოვკვდებით, საუკეთესო გზა იქნებოდა.

უკანასკნელ მეგობარს ვკოცნი, რადგან სამყარო, რომელმაც ერთმანეთს შეგვახვედრა, შეუძლებელია ჩვენ
წინააღმდეგ იყოს.

მატეო 20:41 სთ
ვიღვიძებ და მგონი თავი მრთელი მაქვს. დროს არ ვამოწმებ, რადგან არ მინდა გადარჩენისთვის მებრძოლის
სულისკვეთებას ბზარები გავუჩინო. გონებით უკვე მომდევნო დღეზე ვფიქრობ. პირველად ისტორიაში,
სიკვდილის უწყების წინასწარმეტყველება ფეხქვეშ გავთელე. სათვალეს ვიკეთებ, რუფუსს შუბლზე ვკოცნი და
ვუყურებ, როგორ სძინავს. დაძაბული ყურს მკერდზე ვადებ და გულზე მეშვება, როცა ფეთქვის ხმა მესმის: ისიც
მრთელია.

რუფუსს ვაბიჯებ და ალბათ ახლა რომ ხედავდეს, ჩვენს უსაფრთხო კუნძულს როგორ ვტოვებ, თავისი ხელით
მომკლავდა, მაგრამ მინდა, რომ მამას გავაცნო. ოთახიდან სამზარეულოში ჩაის მოსადუღებლად გავდივარ.
ჩაიდანს გაზქურაზე ვდგამ, კარადას ვაღებ და არჩევანს ბაღის პიტნის ჩაიზე ვაკეთებ.

გაზს ვანთებ და გულში სინანულის განცდა მეპარება. მაშინაც კი, როცა იცი, რომ ახლოსაა, სიკვდილი მაინც
მოულოდნელად მოდის.

რუფუსი 20:47 სთ
კვამლში მეღვიძება და ვიხრჩობი. სახანძრო სიგნალის გამაყრუებელი ხმა გონებას მიხშობს. არ ვიცი, რა
ხდება, მაგრამ ვხვდები, რომ მოლოდინი დასრულდა. მატეოს გასაღვიძებლად ვტრიალდები, მაგრამ ჩემი
ხელი სიბნელეში მობილურის გარდა ვერავის პოულობს.

- მატეო!

სახანძრო სიგნალი ჩემს ძახილს ყლაპავს, ვიხუთები, მაგრამ მაინც ვეძახი. ფანჯარაში მთვარის შუქი შემოდის
და მხოლოდ ეს სინათლე მაქვს. ჯემპრს ვიღებ და სახეზე ვიფარებ, თან იატაკზე მივხოხავ და მატეოს ვეძებ,
ალბათ, სადმე უნდა ეგდოს და არა კვამლის წყაროს სიახლოვეს. დამწვარ მატეოზე არც კი ვფიქრობ, რადგან
გამორიცხულია ასეთი რამ მომხდარიყო.

წინკარამდე მივდივარ და ვაღებ, რომ შავი კვამლი გარეთ გავიდეს. ვახველებ, ვიხუთები და სწორედ სუფთა
ჰაერი მჭირდება, მაგრამ პანიკა თავისას შვრება და მანელებს. სუნთქვა საშინლად მიჭირს. იქვე მეზობლები
იკრიბებიან, რომელთა შესახებაც მატეოს არაფერი მოუყოლია. რამდენი რამ არ უთქვამს. არა უშავს: როდესაც
ვიპოვი, ერთი-ორ საათს მაინც გავატარებთ ერთად.

- სახანძროში უკვე დავრეკეთ, - ამბობს ქალი.

205
- ვინმემ წყალი მოუტანეთ, - ვიღაც კაცი იძახის და ზურგზე ხელს მიტყაპუნებს, მე კი ისევ სული მეხუთება.

- მატეომ წერილი დამიტოვა, - მორიგი უცნობი ამბობს. – მწერდა, მაინც მოვკვდები და გაზქურის
შესაკეთებლად არ შეწუხდეო... სახლში როდის დაბრუნდა? რამდენიმე საათის წინ დავაკაკუნე და არავინ
გამიღო!

როგორც იქნა, ხველით გული ვიჯერე, ცოტა მოვიკეთე და კაცი მთელი შერჩენილი ძალით გზიდან
ჩამოვიცილე. გაკვამლულ ბინაში შევბრუნდი და ფორთოხლისფრად შეღებილ სამზარეულოში შევვარდი.

ბინაში გაუგონარი სიცხე დგას, ასეთი მხოლოდ კუბაში, ოჯახთან ერთად ვერადეროს პლაჟზე ყოფნისას
ვიგრძენი. წარმოდგენა არ მაქვს, მატეო ლოგინში რატომ არ გაჩერდა, ჩვენ ხომ წყეული პირობა დავდეთ. არ
ვიცი იმ გაზქურას რა სჭირდა, მაგრამ რამდენადაც მატეოს ვიცნობ და ვაი, რომ ასეა, თავს დავდებ, ჩვენთვის
რამე სასიამოვნოს ამზადებდა, რადაც მისი სიცოცხლე ნამდვილად არ ღირდა.

პირდაპირ ცეცხლის ალში შევდივარ.

ის არის სამზარეულოში უნდა შევრგო თავი, რომ რაღაც მყარს ვაბიჯებ. ვიმუხლავ, ხელს ვკიდებ და ის
მკლავია, რომელზეც, წესით, უნდა გამეღვიძა. მაგრად ჩავბღუჯე, თითები მის ადუღებულ კანში მესობა და
ცხარე ცრემლით ვტირი, რადგან მატეოს მეორე მკლავსაც ვპოულობ, ცეცხლიდან და კვამლიდან გამომყავს და
იმ ბოზიშვილებისკენ მივდივარ, კარის ზღურბლთან რომ დგანან და შიშით ერთი ადგილის განძრევას ვერ
ბედავენ, რომ შიგნით შემოვიდნენ და ბავშვები გადაარჩინონ.

მატეოს დერეფნის შუქი ეცემა. ზურგი საშინლად დამწვარი აქვს. გადმოვაბრუნე და მისი სახის ნახევარიც იმავე
დღეშია, მეორე ნახევარი კი დასწითლებია. ხელს თავქვეშ ვუდებ, გულში ვიხუტებ და ვარწევ.

– გაიღვიძე, მატეო, გაიღვიძე, გაიღვიძე, - ვემუდარები. – საწოლიდან რატომ გადმოხვედი... ხომ შევთანხმდით,
რომ არ გადმოვიდოდით. – არ უნდა ამდგარიყო და იმ ცეცხლსა და კვამლში არ უნდა მივეტოვებინე.

მეხანძრეები მოვიდნენ. მეზობლები მატეოსგან დაშორებას მიპირებენ და ერთს მაგრად მოვუქნიე იმ იმედით,
რომ თუკი ერთს მოვაკეტინებდი, დაიშლებოდნენ, თუ არადა მატეოს ალმოდებულ სახლში შევყრიდი და კარს
გამოვუკეტავდი. მინდა შემოვარტყა, იქნებ შეფხიზლდეს, მაგრამ ისედაც დამწვარ სახეზე ვერ შევეხები,
არადა, ჯანდაბა, ეს შტერი ბავშვი თავად არ იღვიძებს.

მეხანძრე ჩემ გვერდით იჩოქებს.

– მოგვეცი საშუალება სასწრაფო დახმარების მანქანაში გადავიყვანოთ.

206
ბოლოს მაინც ვნებდები.

– გაფრთხილება არ მიუღია, - ვიტყუები. – გთხოვთ, საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ.

ლიფტში საკაცით ჩაყვანისას, შემდეგ სადარბაზოსა და ბოლოს სასწრაფოს მანქანამდე მისვლისას მატეოს
გვერდიდან არ ვცილდები. ექიმი პულსს უმოწმებს და თანაგრძნობით სავსე თვალებით მიყურებს, რაც გულს
მირევს.

- საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ! – ვეუბნები, - მიდით რა! ნუ ზოზინებთ! წავედით!

- ვწუხვარ. გარდაიცვალა.

- შეასრულეთ, რაც გევალებათ და გადაიყვანეთ ამ წყეულ საავადმყოფოში!

მეორე ექიმი სასწრაფოს მანქანის უკანა კარს აღებს და მატეოს იქ მოთავსების ნაცვლად, პოლიეთილენის
ტომარა გადმოაქვს.

არ არსებობს.

ტომარას ვართმევ და ბუჩქებში ვისვრი, რადგან მასში ცხედრებს აწვენენ და მატეო ჯერ არ მომკვდარა. მასთან
მივდივარ, ცრემლები მახრჩობს, ვბღავი და ვკვდები.

– მიდი რა, მატეო, ეს მე ვარ, რუფი. ჩემი ხომ გესმის? რუფი ვარ. ახლავე გაიღვიძე. გეხვეწები, გაიღვიძე.

21:16 სთ
ტროტუარის კიდეზე ვზივარ, სასწრაფოს ექიმები მატეო ტორესს ტომარაში ათავსებენ.

21:24 სთ
გზად სტრაუსის მემორიალისკენ სასწრაფო დახმარების მანქანაში სამედიცინო მომსახურებას მიწევენ. აქ
ჯდომა ჩემი ოჯახის ხელახალ დაღუპვას უდრის. გული მეწვის და მატეოზე ვბრაზობ, რომ ჩემზე ადრე მოკვდა.
აქ ყოფნა არ მინდა, სადმე ველოს ვიქირავებ, ანდა, სუნთქვის უკმარისობის მიუხედავად, გავიქცევი, მაგრამ
მისი ასე დატოვებაც არ შემიძლია.

ცხედრის ჩანთაში მოთავსებულ ბიჭს იმ თავგადასავალზე ვუყვები, რაც ერთად გადაგვხდა, მაგრამ ჩემი არ
ესმის.

207
საავადმყოფოში მისვლისას ერთმანეთს დაგვაშორეს. მე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
გადამიყვანეს, მატეო კი დასათვალიერებლად მორგის გზას გაუყენეს.

გული მეწვის.

21:37 სთ
პალატაში ვწევარ, ჟანგბადის ნიღბით სუფთა ჰაერს მასუნთქებენ და ინსტაგრამის ფოტოებზე პლუტონების
სიყვარულით სავსე კომენტარებს ვკითხულობ. კიდევ კარგი, იმ უაზრო ტირილის ემოჯის არ მიგზავნიან,
იციან, რომ ამის ხასიათზე არ ვარ. მათი კომენტარები ჩემს ბოლო ფოტოზე გულისამაჩუყებელია:

@tagoeaway: შენი გულისთვის ვიცოცხლებთ, რუფ! #ერთხელპლუტონები #მუდამპლუტონები

@manthony012: მიყვარხარ, ძმაო. შემდეგ საფეხურზე შევხვდებით. #სამუდამოდპლუტონები

@aimee-dubois: მიყვარხარ და ყოველდღე მოგძებნი.

#პლუტონისთანავარსკვლავედი

თავს გაუფრთხილდიო ან მსგავს რამეს არ მწერენ, იციან, რაშიცაა საქმე, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემზე
გული მაგრად შესტკივათ.

ყველა ფოტოზე დაუტოვებიათ კომენტარი - სამოგზაურო არენაზე, შეიქმენი წამსა და სასაფლაოზე, ყველგან
ჩვენთან ერთად წამოსვლა სდომებიათ.

პლუტონების ჯგუფურ ჩათს ვხსნი და მტკივნეულ სიტყვებს ვწერ: მატეო დაიღუპა.

ჩათში მათი სამძიმრების ნიაღვარია და ცოტა თავბრუ მესხმის. დეტალებს არ მეკითხებიან და გაგიმაზავთ,
ტაგოს ერთი სული აქვს დაწვრილებით გამომკითხოს. მადლობა ღმერთს, ასე არ იქცევა.

ცოტა ხნით თვალს უნდა მოვატყუო, მეტი ფუფუნება არ მაქვს, თუმცა იმ შემთხვევისთვის, თუ ვერ
გამოვიღვიძებ, მათ უკანასკნელ შეტყობინებას ვუგზავნი:

რაც უნდა დამემართოს, იცოდეთ, ჩემი ფერფლი ალთეას პარკში გაფანტეთ. ერთმანეთის ორბიტებს არ
მოსცილდეთ. მიყვარხართ.

208
22:02 სთ

კოშმარიდან მეღვიძება. მატეო მესიზმრა, მთლიანად ანათებდა და თავის სიკვდილში მადანაშაულებდა,


ამბობდა, შენ რომ არ შეგხვედროდი, არ მოვკვდებოდიო. გონებაში დამელექა, თავიდან ამოგდებას ვცდილობ,
რადგან მატეო არასდროს არავის დაადანაშაულებდა.

მატეო მოკვდა.

ასე არ უნდა წასულიყო. ვინმეს გადასარჩენად უნდა გაეწირა თავი, რადგან სწორედ ასეთი თავდაუზოგავი იყო.
მართალია გმირულად არ მომკვდარა, მაგრამ ის მაინც გმირია.

ორი აზრიც არ არის, მატეო ტორესმა გადამარჩინა.

ლიდია ვარგასი 22:10 სთ

ლიდია შინ, ტახტზე ზის და გულს ტკბილეულის ჭამას აყოლებს, პენის ღვიძავს. ბავშვის მოვლით
გადაქანცული ლიდიას ბებია დასაძინებლად წავიდა და თავად პენისაც არაქათი გამოსცლია. აღრენილი და
ჭირვეული აღარ არის, თითქოს თავადაც ხვდება, რომ დედამისს ცოტა სიმშვიდე სჭირდება.

მობილური რეკავს. იგივე ნომერია, მატეომ რომ დაურეკა, ანუ რუფუსის. პასუხობს:

– მატეო!

პენი კარისკენ იხედება, მაგრამ იქ მატეო არ ჩანს.

ლიდია მისი ხმის გაგონებას ელოდება, მაგრამ სიჩუმეა.


209
- ... რუფუს, შენ ხარ? – ლიდიას გული უჩქარდება და თვალს ხუჭავს.

- ჰო.

უკვე მოხდა.

ლიდიას მობილური ტახტზე უვარდება და ბალიშებზე მუშტების ცემით პენის აფრთხობს. არ უნდაშეიტყოს, ეს
როგორ მოხდა, ამაღამ მაინც. გული ისედაც გატეხილი აქვს და აღარ უნდა მთლად ნამსხვრევებად ექცეს.

სახეზე აფარებულ ხელებზე პაწია თითები ექაჩება და როგორც ყოველთვის, პენის გული უჩუყდება, რადგან
მტირალ დედას ხედავს.

- დედიკო, - ეუბნება პენი. ეს ერთი სიტყვა ლიდიასთვის ყველაფრის მთქმელია – დანაწევრებული, კვლავ უნდა
შეწებდეს. საკუთარი თავისთვის თუ არა, შვილისთვის მაინც.

ლიდია პენის შუბლზე კოცნის და მობილურს იღებს.

– რუფუს, აქ ხარ?

- ჰო, - პასუხობს. – შენი მწუხარების მონაწილე ვარ.

- ასევე, - ეუბნება ლიდია. – სად ხარ?

- იმავე საავადმყოფოში, სადაც მამამისია, - პასუხობს რუფუსი.

ლიდიას სურს გამოჰკითხოს, როგორაა, მაგრამ იცის, რომ მისი წუთებიც დათვლილია.

- უნდა მოვინახულო, - ეუბნება რუფუსი. – მატეო მისვლას აპირებდა... არ გამოგვივიდა. უხერხული არ არის,
რომ მე უნდა ვუთხრა? მატეოს შენ ყველაზე კარგად იცნობდი.

- შენც კარგად იცნობდი, თუ არ შეგიძლია, მაშინ მე ვეტყვი.

210
- ვიცი, რომ არ ესმის, მაგრამ მინდა მოვუყვე, თუ როგორი მამაცი იყო მისი ვაჟი, - ამბობს რუფუსი.

იყო. მატეო უკვე იყოდ იქცა.

- ჯერ მე მოგისმენ, - ეუბნება ლიდია. – ჯერ მე მომიყევი.

ლიდია პენის კალთაში ისვამს. რუფუსი კი ყველაფერს უყვება, რისი თქმაც მატეომ ლიდიასთვის იმ ღამით ვერ
მოასწრო. ხვალ პენის მატეოს ნაჩუქარ წიგნების თაროს აუწყობს და მის ფოტოებს კედლებზე გამოაკრავს.

ლიდია მატეოს იმ ერთადერთი გზით გააცოცხლებს, მის ძალებს რომ არ აღემატება.

დელაილა გრეი 22:12 სთ

დელაილა ნეკროლოგს წერს იმ ინტერვიუს მიხედვით, რომელზე მუშაობაც ბოსმა აუკრძალა. შესაძლოა ჰაუი
მალდონადოს სხვაგვარი ცხოვრება სურდა, მაგრამ მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, მნიშვნელოვანია –
ცხოვრებაში მთავარი წონასწორობის დაცვაა. მაქსიმალური ბედნიერებისთვის საჭიროა, სექტორული
დიაგრამა თანაბარ ნაწილებად იჭრებოდეს.

დელაილას სჯეროდა, რომ დღეს არ მოკვდებოდა, მაგრამ შეიძლება სიკვდილი სხვა გეგმას უმზადებდა.
შუაღამის დადგომამდე ორ საათზე ნაკლები რჩება. ამ ხნის განმავლობაში გამომჟღავნდებოდა, მომხდარი
შემთხვევითობა იყო თუ ბედისწერის ძაფები წინ და უკან ათამაშებდა.

დელაილა ალთეაში, პარკის გადაღმა იმავე სახელწოდების სასადილოში ზის, სადაც ვიქტორს პირველად
შეხვდა და თითქმის დაასრულა იმ ადამიანის ნეკროლოგის წერა, რომელსაც მხოლოდ შორიდან იცნობდა,
სავარაუდო ბოლო საათების საყვარელ კაცთან კამათში გაყვანას, მაინც ამის კეთება ერჩივნა.

რვეულს გვერდით დებს და ნიშნობის ბეჭდის დასაბზრიალებლად სივრცეს ათავისუფლებს. თუკი ზურმუხტის
თვალი მისკენ დაჯდა, ადგება და დაურეკავს. თუ რგოლი დადგება მის მხარეს, ნეკროლოგს დაასრულებს, შინ
წავა, კარგად გამოიძინებს და მომდევნო ნაბიჯებზე ხვალ იფიქრებს.

211
დელაილა ბეჭედს აბზრიალებს და ზურმუხტის თვალი მოდის. ზუსტად მასთან ჩერდება.

დელაილა მობილურს იღებს და ვიქტორს ურეკავს, განწირულ მოიმედესავით ფიქრობს, რომ გაეშაყირა. იქნებ
სიკვდილის უწყების საიდუმლო ისაა, რომ თავად წყვეტენ, ვინ უნდა მოკვდეს, ლატარიასავით, რომლის
მოგება არავის სურს. შეიძლება ვიქტორი სამსახურში მივიდა, ბატონ აღმსრულებელს მისი სახელი მაგიდაზე
გაუცურა და უთხრა: - მოკალით.

ისიც შეიძლება, ადამიანი გულის გატეხამ მოკლას.

ვიქტორ გალაჰერი 22:13 სთ

სიკვდილის უწყებას წინა ღამით ვიქტორ გალაჰერისთვის არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ კვდება.
თანამშრომლისთვის უწყების გადაცემის პროტოკოლი, მგზავრთან დარეკვას და ოფისში შეხვედრაზე
დაბარებას ითვალისწინებს. არავინ იცის, პიროვნება კვდება თუ ათავისუფლებენ – უბრალოდ, სამუშაო
მაგიდასთან აღარ ბრუნდება. მაგრამ ვიქტორს ამაზე არ ეფიქრება, რადგან დღეს იცოცხლებს.

ვიქტორი ჩვეულებრივზე მეტად ნაღვლიანია. საცოლე – ისევ ასე ეძახის, რადგან გოგონასთვის ბებიამისის
დანატოვარი ბეჭედი არ გამოურთმევია – გასულ ღამით მასთან დაშორებას შეეცადა. დელაილა არწმუნებდა,
სხვადასხვა ინტერესი გვაქვსო, თუმცა ვიქტორმა იცის, რომ ეს ბოლო ხანებში მის გარშემო მომხდარ
ცვლილებებს უკავშირდება. სამი თვის წინ, უწყებაში მუშაობის დაწყებიდან მოყოლებული, რბილად რომ
ვთქვათ, შიშები აეკვიატა. უწყების თანამშრომლებისთვის გამოყოფილ ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო,
რადგან დელაილას მხრიდან ურთიერთობის დასრულების სურვილს სამსახურის გაუსაძლისი სტრესი
დაემატა: განაჩენი, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებდა, კითხვები, რომელზეც პასუხები არ მოეძიებოდა –
ყოველივე ეს ანადგურებდა, მაგრამ კარგად უხდიან, დაზღვევაც შესაშური აქვს და ძალიან უნდა
საცოლესთანაც ურთიერთობა დაალაგოს.

ვიქტორი შენობაში – ცხადია, ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია – ანდრეა დონაჰიუსთან,


თანამშრომელთან ერთად შედის, რომელიც განცვიფრებული ასცქერის ყვითელ კედლებზე გამოკიდებულ,
მოღიმარი ვიქტორიანული ეპოქის ადამიანებსა და ყოფილ პრეზიდენტებს. სიკვდილის უწყების ესთეტიკა
ისეთი არ არის, თქვენ რომ გგონიათ. პირქუშსა და მჭმუნვარეს აქ ვერაფერს შეხვდებით. გადაწყვიტეს, რომ
კათარზისის ან თუგინდ საბავშვო ბაღის მსგავსი ღია სივრცული სამუშაო გარემო ნაკლებად პროფესიულად და
შემაწუხებლად გამოჩნდებოდა და ვიწრო ბოქსებში ჩამჯდარ მაცნეებს გაფრთხილებების გადაცემისას
მიღებულ სტრესს შეუმსუბუქებდა.

212
- გამარჯობა, ანდრეა, - ვიქტორი ესალმება და ლიფტს იძახებს.

ანდრეა სუ-ში გახსნის დღიდან მუშაობს, ვიქტორს ესმის, რომ მას სამსახური თვალის დასანახავად ეჯავრება,
თუმცა იმავდროულად, ეს სამუშაო მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი ხელფასით
შვილის სწავლის დიდ საფასურს იხდის და მოტეხილი ფეხისთვის დაზღვევითაც სარგებლობს.

– გაგიმარჯოს,- პასუხობს.

- ფისუნია როგორ გყავს? – უწყების ადმინისტრატორები თანამშრომლებს სამსახურის დაწყების წინ და


დასრულებისას მოკლე საუბრის გაბმისკენ მოუწოდებენ - მომავლის ბატონ-პატრონებთან კავშირის
დამყარების მწირი აქტი.

- ისევ ფისუნიად რჩება.

- მაგარია.

ლიფტი ჩერდება. შედიან და ვიქტორი უცებვე აჭერს დახურვის ღილაკს, რომ სხვა თანამშრომლებიც არ
შემოეხეტონ და ხალხის ცხოვრების დანგრევამდე სელებრითულ ჭორებსა და უგემოვნო ტელეგადაცემებზე
უსაგნო საუბრებით ტვინი არ წაიღონ. ვიქტორი და დელაილა მათ „დაქოქილებს“ ეძახიან და მსგავსი ხალხის
არსებობასაც კი ვერ იტანენ.

ჯიბეში მობილური ბზუის. მაშინვე ფიქრი გაუელვებს, დელაილა ხომ არ მირეკავსო და იძაბება. ეკრანს
დაჰყურებს.

– ის არის, - ვიქტორი ანდრეას ეუბნება და მისკენ ისე ტრიალდება, თითქოს ქალი საქმის კურსშია. ანდრეა
ისევეა დაინტერესებული მისი ცხოვრებით, როგორც ვიქტორი მისი ფისუნიათი. პასუხობს: - დელაილა!
სალამი. – გულში უიმედობის ჭია უძვრება, თუმცა ნამდვილად უყვარს.

- ეს შენ გააკეთე?

- რა გავაკეთე?

- იცოდე, არ მეხუმრება.

- რაზე ლაპარაკობ?
213
- ბოლო დღის გაფრთხილებაზე. გაბრაზებულ გულზე ვინმეს დაარეკვინე? თუ შენი ნახელავია, საჩივარს არ
შევიტან. უბრალოდ, მითხარი და დავივიწყოთ.

მეათე სართულზე ასვლასთან ერთად ვიქტორს ღონე ეცლება.

– დაგირეკეს? – ანდრეა ჩასვლას აპირებდა, მაგრამ შეყოვნდა. ვიქტორმა არ იცის, მისი ლიფტში დარჩენა
თანაგრძობის გამოხატულებაა თუ ცნობისმოყვარეობის და არც აინტერესებს. ის კი იცის, რომ დელაილა არ
ეთამაშება. ხმის ტემბრზე ატყობს, როდის იტყუება და ახლა ხვდება, რომ ის შანტაჟში ადანაშაულებს და
ჩივილს აპირებს. – დელაილა.

დელაილა ჩუმადაა.

- დელაილა, სად ხარ?

- ალთეაში, - პასუხობს.

სასადილოში, სადაც ერთმანეთი გაიცნეს. ხვდება, რომ ქალს ისევ უყვარს.

- ფეხი არ მოიცვალო, კარგი? უკვე გამოვდივარ. – კვლავ დახურვის ღილაკს აჭერს თითს და ანდრეასაც შიგნით
ამწყვდევს. ლიფტი ქვემოთ ეშვება.

- მთელი დღე ფუჭად გავატარე, - დელაილა ტირის. – მეგონა... რა ბრიყვი ვარ, ნამდვილი იდიოტი. მთელი
დღე დავკარგე.

- იდიოტი არ ხარ და კარგად იქნები. – ვიქტორს აქამდე მგზავრი არ მოუტყუებია. რაღა ქნას, დელაილა
მგზავრია. ლიფტი მეორე სართულზე ჩერდება და ვიქტორი კიბეზე თავქუდმოგლეჯილი ჩარბის, ეუბნება, რომ
მთელი არსებით უყვარს და უკვე გზაშია. საათს ამოწმებს. დღის ბოლომდე ორი საათი რჩება, მაგრამ
შეიძლება ყველაფერი წუთებში დასრულდეს.

ვიქტორი მანქანაში ჯდება და ალთეაში სწრაფად მიდის.

რუფუსი 22:14 სთ

ინსტაგრამზე, ჩემს უკანასკნელ მეგობართან გადაღებულ ბოლო ფოტოს ვდებ. სწორედ იმას, საძინებელში
რომ გადავიღეთ, სადაც მისი სათვალე მიკეთია, თავად თვალებს ჭუტავს და ორივეს გვეღიმება, რადგან მის

214
დაკარგვამდე ბედნიერება ერთად ვიპოვეთ. დანარჩენ ფოტოებს ვათვალიერებ და მადლიერების განცდა
მეუფლება, რადგან მატეომ ბოლო დღე გამიფერადა.

ექთანს უნდა, რომ დავრჩე, მაგრამ დახმარებაზე უარის თქმა მგზავრის უფლებაა, თანაც არ არსებობს აქ
დავბანაკდე, მაშინ როცა მატეოს მამა სანახავი მყავს.

ორ საათზე ნაკლები დამრჩა და მატეოსთვის პატივის მიგებასა და ბოლო სურვილის შესრულებაზე უკეთესი
ვერაფერი მოვიფიქრე, მამამისს მოვინახულებ, ოღონდ ჩქარა. მინდა ახლოს გავიცნო კაცი, რომელმაც ის
მატეო აღზარდა, მე რომ ერთ დღეზე ნაკლებ დროში შემიყვარდა.

მერვე სართულზე შეუპოვარ ექთანთან ერთად ავდივარ. ჰო, კეთილი განზრახვები აქვს და ჩემი დახმარება
სურს, მესმის. უბრალოდ, მოთმინება მელევა. ოთახშიც კი დაუფიქრებლად შევდივარ, პირდაპირ შევაჭერი.

მატეოს მამა ზუსტად ისე არ გამოიყურება, როგორიც მატეო წარმომედგინა მომავალში. ისევ სძინავს,
აინუნშიაც კი არ არის, რომ თუკი ოდესმე გაიღვიძებს, ვაჟს ვეღარსად იპოვის. არც კი ვიცი, მათი სახლიდან
რაღა შემორჩა. ბედად, მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალეს.

- გამარჯობა, ბატონო ტორეს. – თავთან ვუჯდები იმავე სკამზე, ცოტა ხნის წინ მატეო რომ იჯდა და უმღეროდა.
– მე რუფუსი მქვია და მატეოს უკანასკნელი მეგობარი ვარ. მისი სახლიდან გაყვანა მოვახერხე, არ ვიცი,
მოგიყვათ თუ არა. ნამდვილად მამაცი ბიჭი იყო. – ჯიბიდან მობილურს ვიღებ და შვებით ამოვისუნთქე, რომ
ჩაირთო. – დარწმუნებული ვარ, მისით ამაყობთ და მის შინაგან ძალაში ეჭვი არასდროს გეპარებოდათ.
მხოლოდ ერთი დღით ვიცნობდი და მისით მეც ძალიან ვამაყობ. მინდა გაჩვენოთ, როგორ ყალიბდებოდა
ისეთ პიროვნებად, როგორიც სულ უნდოდა ყოფილიყო.

დღის დასაწყისიდან-ბოლომდე გადაღებულ ყველა ფოტოს ვათვალიერებ. მატეოს გაცნობამდე


გადაღებულებს გადავახტი და ჩემი პირველი ფერადი ფოტოდან დავიწყე.

– დღეს ბევრი რამ გადაგვხდა. – ყოველ ფოტოს მოკლედ აღვუწერ: - ეს მატეოს ჩუმად გადავუღე საოცრებათა
ქვეყანაში, მისთვის არც კი მიჩვენებია; აქ ავიატორის უნიფორმა გვაცვია, შეიქმენი წამში ყოფნისას და
პარაშუტით ვხტებით; ტელეფონის ავტომატების სასაფლაო, სადაც სიტყვა მოკვდავობაზე ჩამოვაგდეთ;
მატეოს მატარებელში ჩაეძინა; მატეო თავის ნახევრად გაჭრილ საფლავში ზის; ეს წიგნის მაღაზიის ღია
ვიტრინაა, აფეთქებამდე წუთებით ადრე; ის ბიჭი, ჩემს ველოს ატარებს, ვაჩუქე, რადგან მატეოს დაჯდომის
ეშინოდა, დაგვხოცავსო, თუმცა მისი პირველი და უკანასკნელი გალაღება არ ითვლება; სამოგზაურო არენის
თავგადასავლები; აქ კლინტის სასაფლაოს წინ ვდგავართ, სადაც მე და მატეომ ვიმღერეთ, ვიცეკვეთ,
ერთმანეთს ვაკოცეთ და მერე დავტყდით; და ბოლო ფოტო, მატეოს სათვალე მიკეთია, ის კი თვალებს ჭუტავს,
მაგრამ, ღმერთო, რა ბედნიერი ჩანს.

მეც ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გავნადგურდი, მატეომ ფერფლიდან აღმადგინა.

215
ვიდეოს რამდენჯერმე თავიდან ვრთავ.

– აქ კი Your Song-ს მიძღვნის, თქვა, რომ თქვენც ხშირად მღეროდით. მატეო ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ ის
უნდოდა, თავი გამორჩეულად მეგრძნო. ასეცაა, მაგრამ ჩემი აზრით თავის თავსაც უმღეროდა. უყვარდა
სიმღერა, თუმცა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდიოდა, ჰაჰ. სიმღერა და კიდევ თქვენ, ლიდია, პენი, მე და
ყველა უყვარდა.

ბატონი ტორესის კარდიომონიტორი მატეოს სიმღერასა და ჩემს მოყოლილ ამბებზე ოდნავადაც არ


რეაგირებს. მაჩვენებელი არ იცვლება და ყოველივე ეს გულს მტკენს. ბატონი ტორესი სიცოცხლეში გაიჭედა,
ისე, რომ წასასვლელი არსად აქვს, მაგრამ შეიძლება გაიღვიძოს. შვილის დაღუპვის ამბავს რომ გაიგებს,
ალბათ დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი ეგონება თავი, თუნდაც ყოველდღიურად გარშემო ათასი კაცი
ეხვეოდეს.

საწოლზე, ბატონი ტორესის მხართან, სურათი დევს. მატეოს ბავშვობის ფოტოა, მამასთან და სათამაშოების
ისტორიის ნამცხვართან ერთად. ისეთი ბედნიერი სახე აქვს, ნეტავ ბავშვობიდანვე გამეცნო.

ერთი კვირით ადრე მაინც.

თუნდაც საათით.

ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, მეტი დრო გვქონოდა.

ფოტოს უკან წარწერაა:

ყველაფრისთვის მადლობა, მამა.

მაგრად ვიდგები და ძლიერი ვიქნები.

შენი სიყვარული აქედან იქ გამყვება.

მატეო.

მატეოს ხელწერას დავჩერებივარ. ეს დღეს დაწერა და დანაპირები შეასრულა.

216
მინდა მამამისმა მისი შვილის გადადგმული ნაბიჯების შესახებ იცოდეს. ჯიბეში ვიყოფ ხელს და დედამიწის
ნახატს ვიღებ, ამ დილით, ჩემს საყვარელ სასაუზმეში ჯდომისას რომ მატეოს დავუხატე. ცოტა დაჭმუჭნილი
და დანოტივებულია, მაგრამ არა უშავს. იქვე, უჯრიდან კალამს ვიღებ და დედამიწის გარშემო ვაწერ:

ბატონო ტორეს,

მე რუფუს ემეტერიო ვარ. მატეოს უკანასკნელი მეგობარი ვიყავი. სიცოცხლის ბოლო დღეს დაუჯერებელი
სიმამაცით გაუმკლავდა.

მთელი დღის მანძილზე გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე დავდე. უნდა ნახოთ, თუ როგორ გაატარა ეს
დღე. ჩემი მისამართია @RufusonPluto. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენმა ვაჟმა მიპოვა და კოშმარული დღე
გამილამაზა.

თქვენი მწუხარების მონაწილე ვარ

რუფუსი (05/09/2017).

ფურცელს ორად ვკეცავ და ფოტოსურათთან ერთად ვუტოვებ.

პალატიდან ათრთოლებული გავდივარ. მატეოს ცხედრის მოსაძებნად არ მივდივარ. სიცოცხლის ბოლო


წუთებში ასეთ საქციელს თავადაც არ მომიწონებდა.

საავადმყოფოს ვტოვებ.

22:36 სთ

ქვიშის საათი თითქმის ჩამოიცალა. დაძაბულობა პიკს აღწევს. წარმოვიდგენ, სიკვდილი როგორ მეპარება,
ავტომობილებისა და ბუჩქების უკან იმალება და წყეული ცელის მოსაქნევად ემზადება.

217
უსაშველოდ დაღლილი ვარ, არა მხოლოდ ფიზიკურად, ემოციურად და სულიერადაც დავიცალე. სწორედ
ასეთი განცდა დამეუფლა ოჯახის დაკარგვისას, მწუხარების მორევში ვეფლობი და აქედან ამოსაღწევად დრო
მჭირდება, რომელიც აღარ დამრჩა.

ალთეას პარკში ვბრუნდები, დღის დასასრულს იქ შევხვდები. არ მაინტერესებს, სწორად ვიქცევი თუ არა,
რადგან რაც უნდა ფხიზლად და ყურადღებით ვიყო, მოსახდენს მაინც ვერ ამაცილებს. ვკანკალებ. თანაც
ჩემები და მატეო სიგიჟემდე მენატრება. და იცით რა, უმჯობესია მომდევნო ცხოვრება არსებობდეს და
მატეომ, როგორც შემპირდა, მალე მიპოვოს. ნეტავ დედამისს თუ შეხვდა და ჩემზე თუ მოუყვა? ჩემი ოჯახი
რომ მეპოვა, ჯერ ყველას მაგრად ჩავეხუტებოდი, შემდეგ კი მატეოზე ნადირობას ერთად გავაჩაღებდით. მერე
კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

ყურსასმენებს ვიკეთებ და მატეოს ვიდეოს ვუყურებ, როგორ მიმღერის.

შორს მოჩანს ალთეას პარკი - ჩემს ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილებების ადგილი.

ვიდეოს ჩავცქერი, მისი ხმა ყურებში იფრქვევა.

გზაზე გადავდივარ, თუმცა გვერდით შემჩერებელი აღარავინ მიდგას.

სამადლობელი

მორიგი წიგნის დაწერა გადავიტანე! და ამ საქმეში მარტო ნამდვილად არ ვყოფილვარ.

როგორც ყოველთვის, დიდ მადლობას ვუხდი ჩემს აგენტს, ბრუკს შერმენს, რომ ჩემს შემაწუხებელ ტონს
მწვანე აუნთო და წიგნად აკინძული ამბავი დააბინავა. არასდროს დამავიწყდება მისი აღფრთოვანება,
როდესაც გაიგო, რომ წიგნს ვწერდი და მას სახელად ბოლოს ორივე კვდება ერქმეოდა, ანდა როგორ მომწერა
დილის ექვსისკენ, როცა პირველი შავი ვარიანტი დავასრულე. ჩემი რედაქტორი, ენდრიუ ჰერუელი ათი
ათასჯერ იმსახურებს ფეხზე წამოდგომას ნაწარმოების, როგორც თავად ეძახის „ჯენგას ბნელ თამაშად“
ქცევაში. წიგნის, ვინ იცის მერამდენედ, თავიდან გადაწერა იოლი ამბავი არ ყოფილა და ენდრიუს მახვილი
თვალის, ღრმააზროვანი გულისა და გონების გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

უღრმესი მადლობა ჰარპერ კოლინსის მთლიან შემოქმედებით ჯგუფს კარის გაღებისთვის. როზმერი
ბროსნანი ამქვეყნად ყველაზე ხალასი ადამიანია. ერინ ფიცსიმონსმა და მხატვარმა საიმონ პრეიდსმა ეს
მშვენიერი და თემატური ყდა შექმნეს – პირველივე შეხედვით რომ შეგიყვარდება. მარგო ვუდი შავ მაგიასა და
ჯადოსნობაში შეუდარებელია. პუბლიკაციებისთვის ლორა კაპლანის მადლიერი ვარ, ბეს ბრეზუელისა და
ოდრი დისტელკამპის – მარკეტინგისთვის, ხოლო პატი როზატს სკოლისა და ბიბლიოთეკის სამუშაოებს
ვუმადლი. ქეით ჯექსონმა წიგნი ჩემს გაცნობამდე გააღმერთა. მადლობას ვუხდი ყველას, ვისი თითის
ანაბეჭდიც ამ წიგნზეა, ერთი სული მაქვს როდის შეგხვდებით და ყველას ახლოდან გაგიცნობთ.

მადლობა ბენტის სააგენტოს, გამორჩეულად ჯენი ბენტს, ჩემი წიგნების ქომაგობისთვის.

218
ჩემს ასისტენტს, მაიკლ დ’ენჯელოს, ჩემს დაკრულზე რომ ვაცეკვებ, და მის თვალცრემლიან სელფებს.

ჩემი სამეგობრო წრე საერთო დაწერილი სიტყვების წყალობით გაიზარდა, რაც ძალიან მახარებს. მადლობას
ვუხდი საყვარელ დაიკო ბეკი ალბერტალის და ძამიკო დევიდ არნოლდ-სილვერას, ჯგუფური ჩათისა და
ჩახუტებებისთვის. კორი უეილმა პირველმა გამიმართა ხელი, როდესაც 2012 წლის დეკემბერში ამ წიგნის იდეა
გამიჩნდა. ჩემი დაუჯერებლად მდიდარი მეგობრების სია აგრეთვე მოიცავს ჯესმინ უარგას, სებაა ტეჰირს,
ნიკოლა იუნს, ენჯი ტომასს, ვიქტორია ევიარდს, დონიელე კლეიტონს, სონა ჩარა-იპოტრას, ჯეფ ზენტნერს,
რვინ აჰმადის, ლენს რუბინს, ქეთრინ ჰოლმსსა და ეიმერის. აგრეთვე მეგობრებს, ამანდა და მაიკლ დიასებს,
რომლებიც ლამის დაბადებიდან მიძლებენ და ლუიზ რივერას, ნამდვილ გადამრჩენელს. მადლობა თქვენ,
რომ იცით, როგორ უნდა მომაშოროთ ლეპტოპს და თითოეულ ამბავთან მიბრუნების შთაგონებას მაძლევთ.

მადლობა ლორენ ოლივერს, ლექსა ჰილიერსა და გლასთაუნის მთელ ბანდას. აქამდე არასდროს მქონია
ჯგუფურად წიგნზე მუშაობის სიამოვნება, მაგრამ ამ უნიჭიერეს ხალხთან მუშაობისას წერის შესახებ უფრო
მეტი შევიტყვე.

ჰანა ფერგესენის, დალია ადლერის და ტრისტინა რაითის ყოველი რეცენზიის მადლიერი ვარ.

დედაჩემს, პერსი როზას და ჯემინის, სულიერ დაიკოს, სესილია რენს, ჩემს სიამაყეს, ჩირლიდერს, რომელიც
მაგულიანებდა, - ყოველ ოცნებას (და ყოველ ბიჭს) უნდა გაედევნოო.

კიგან სტრაუსს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ადამიანს ოცდაოთხ საათში ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

თითოეულ მკითხველს, წიგნით მოვაჭრეს, ბიბლიოთეკარს, განმანათლებელსა და გამომცემელს, რომლებიც


დაუღალავად შრომობენ, რათა წიგნებმა იარსებოს. თქვენ გამო სამყარო გაცილებით იოლი ასატანია.

დაბოლოს, მადლობა ყველა უცნობს, რომელმაც პოლიცია არ გამოიძახა, როცა ვკითხე – როგორ მოიქცევით,
ვინმემ რომ გითხრათ, მალე მოკვდები-მეთქი. თქვენმა პასუხებმა ამ წიგნში ასახვა ვერ პოვა, თუმცა განა
სახალისო არ არის, როცა სრულიად უცნობი მოკვდავობაზე დაგაფიქრებს?

„სათაური ყველაფერს აფუჭებს“

წიგნზე მუშაობის შესახებ

ადამ სილვერა

219
წიგნის სათაურის გამოცხადებისთანავე ბევრი მეუბნებოდა, რომ ამით ინტერესს წინასწარ ჩავკლავდი. მაგრამ
ნუთუ ასეა? რაღაც მხრივ, ალბათ, ასეა. თუმცა ამ წიგნის არსი დასასრულში არ მდგომარეობს. ჩემს პირველ
ორ წიგნს საკმაოდ ჩახლართული სცენარი ჰქონდა და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ბოლოს ორივე კვდება
ამისგან თავისუფალია. თხრობის მიმდინარეობას სწორედ სათაური წარმართავს და მკითხველის გაცურებას
არ ვცდილობ. ყველას გვინდა, მატეომ და რუფუსმა დიდხანს იცოცხლონ, თუმცა იოლად გამოძრომა მათი
მოგზაურობისთვის დიდი იმედგაცრუება იქნებოდა – და ჩემი ხედვით, წიგნის მთავარი მიზანიც სწორედ ის
გახლავთ, რომ ყველამ მათ მივბაძოთ და ჩვენი ყოველი დღე ისე ვიცხოვროთ, თითქოს უკანასკნელია.

ჯერჯერობით ყველა ჩემი წიგნი სიკვდილ-სიცოცხლის თემატიკაზეა, რადგან მატეოსა და რუფუსის არ იყოს,
ნაადრევად წასვლის ყველაზე მეტად მეშინოდა. როდესაც წიგნისთვის ტურნეს დანიაში ვაწყობდი, იქ
მკითხეს, როდის შევეჩეხე პირველად სიკვდილს და მაშინვე თერთმეტი წლის ასაკში ნიუ-იორკში ყოფნა და
9/11 გამახსენდა, რასაც რამდენიმე თვეში, ავიაკატასტროფაში ბიძაჩემის დაღუპვა მოჰყვა. არა მგონია
გაგიკვირდეთ, რომ ამ ამბის მერე, ათი წლის მანძილზე ფრენას ვერიდებოდი და ახლაც, თვითმფრინავში
ასვლისას ძალიან ვღელავ. პირველი წიგნის ტურნეს დროს თვითმფრინავში ასვლისას ჩემს საყვარელ
ადამიანებს ვურეკავდი და ვეუბნებოდი, თუ როგორ ძალიან მიყვარდნენ, იმ შემთხვევისთვის თუკი...

ეს ინსტინქტი წლები გამყვა და სიკვდილის უწყების იდეაც ასე გამიჩნდა. კიდევ ერთი, რასაც მკითხველები
ხშირად მეკითხებიან, ვიქნებოდი თუ არა სიკვდილის უწყების მსგავსი მომსახურების დანერგვის მომხრე.
ჰმმმ... რატომაც არა?! მართლა ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვიცოდეთ ბოლო დღის შესახებ. ვერ
წარმოიდგენთ, ამ ესეს წერა რამდენჯერ შევწყვიტე, რომ სარეცხი დამერეცხა, საჭმელი მომემზადებინა, ანდა
სუფთა ჰაერზე გავსულიყავი, თან მეფიქრებოდა, რამე მოულოდნელი ხომ არ შემემთხვეოდა, რაც ესეს
დასრულებაში ხელს შემიშლიდა (სარკაზმის მოყვარული არა ვარ, მეგობრებო). თუ რამე მომივა, უნდა
ვიცოდე, რათა საჭირო ადამიანებს სიყვარულში გამოვუტყდე, მადლობები დავარიგო და მოვიბოდიშო.
სწორედ ასე მოქცევას ვცდილობ, მაგრამ სხვა რამეა, როცა ეს წინასწარ გააზრებული გაქვს და ყველაფერს
აკეთებ, რომ უთქმელი არაფერი დაგრჩეს.

სიკვდილის უწყების სამყაროში ნამდვილად მატეო ვიქნებოდი, უიმედოდ ნევროტული ტიპი და მისი არ იყოს,
შფოთვები სიკვდილის მოახლოებისას ბოლო დღის საინტერესოდ გატარებაში ხელს შემიშლიდა. ამ
განცდებზე წიგნის დაწერის პირველი დღიდანვე უნდა მემუშავა, ჰოდა, ისე გამოვიდა, რომ მთავარი
მთხრობელი გარდაცვალებამდე მატეო გამოდიოდა, რუფუსის ამბავი კი დასასრულამდე მიდიოდა.
მატეოსთან ერთად მეც ვიზრდებოდი და ვვითარდებოდი. დღეს მე ცუდი მომღერალი, ლუიჯის ქუდიანი და
ბიჭებთან მოალერსე ვარ, ისეთი, როგორიც მატეოს უნდოდა ყოფილიყო, და როგორადაც ერთ დღეში იქცა
კიდეც.

უცნაური შეგრძნებაა, შენი შიშებიდან და ოცნებებიდან ამოზრდილი შენივე შექმნილი პერსონაჟი რომ
შთაგაგონებს, მაგრამ ასეა. თუკი მატეო – რომელიც ჩემთვის სრულიად ნამდვილია – ამას შეძლებდა, მაშინ
მეც შევძლებ. ამით იმას არ ვამბობ, რომ უშიშარი ვარ, თუმცა მატეოსთან და რუფუსთან ერთად მოგზაურობამ
საგრძნობლად გამაკაჟა, შფოთვას ბოლომდე მაინც ვერ გავექეცი, მაგრამ ამ წიგნის დაწერის შემდეგ თავს
გაცილებით უკეთ ვგრძნობ. როდესაც რამის წამოწყებისას ნერვიულობა მეწყება, მაგალითად, ცუდი ხმის გამო
მეგობრებთან ერთად სიმღერისას, ბიჭთან ურთიერთობაში პირველი ნაბიჯის გადადგმისას, ანდა
ორმოცდაათი ფუტის სიმაღლეზე, წინაღობების გადალახვის მცდელობისას, საკუთარ თავს ვეკითხები, „ასე
რომ არ მოქცეულიყავი, სიკვდილის წინ ინანებდი?“ – როგორც წესი, პასუხი დადებითია. ამრიგად, ცუდად,
მაგრამ მაინც ვმღერი, მომხიბლავ ბიჭებს პაემანს ვუნიშნავ და ჰაერში გამოკიდებული, ზიპლაინით ხიდან
ხემდე მივსრიალებ. როცა წასვლის დრო მოვა, არ მინდა გულში რამე ხინჯად დამრჩეს.
220
ესეც მხოლოდ ზღვაში წვეთია, თუ როგორ ვიქეცი მატეოსა და რუფუსის წყალობით უფრო გამბედავი.

ამრიგად, შეიძლება სათაურმა ზოგიერთ მკითხველს კითხვის სურვილი გაუნელოს. მაგრამ, იცით რა, მე უფრო
დიდი მინიშნება მაქვს თქვენთვის: ბოლოს ყველა ვკვდებით. თითოეული ჩვენგანი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ,
როგორ მოვკვდებით, ანდა ის ფაქტი, რომ აუცილებლად მოვკვდებით, მნიშვნელოვანი სულაც არ არის.
შემდეგი შეკითხვის პასუხზე მინიშნებას ვერ მოგცემთ, მაგრამ იმედი მაქვს, ამაზე ყოველდღიურად
გვეფიქრება: როგორ ვიცხოვრეთ?

221
Contents
***........................................................................................................................................................................................... 2
ნაწილი პირველი - სიკვდილის უწყება ............................................................................................................................. 3
5 სექტემბერი, 2017 წ.მატეო ტორესი 00:22 სთ ............................................................................................................ 3
ტიმოთი.............................................................................................................................................................................. 4
00:42 სთ ............................................................................................................................................................................. 6
00:56 სთ ............................................................................................................................................................................. 7
რუფუს ემეტერიო 01:05 სთ ............................................................................................................................................. 7
მატეო 01:06 სთ ............................................................................................................................................................... 12
რუფუსი 01:18 სთ ............................................................................................................................................................ 13
მატეო 01:32 სთ ............................................................................................................................................................... 16
რუფუსი 01:41 სთ ............................................................................................................................................................ 18
მატეო 01:52 სთ ............................................................................................................................................................... 21
რუფუსი 01:59 სთ ............................................................................................................................................................ 24
მატეო 02:02 სთ ............................................................................................................................................................... 27
რუფუსი 02:21 სთ ............................................................................................................................................................ 30
მატეო 02:52 სთ ............................................................................................................................................................... 35
რუფუსი 02:59 სთ ............................................................................................................................................................ 37
მატეო 03:14 სთ ............................................................................................................................................................... 39
ნაწილი მეორე - უკანასკნელი მეგობარი ........................................................................................................................ 44
ანდრეა დონაჰიუ 03:30 სთ ............................................................................................................................................ 45
რუფუსი 03:31 სთ ............................................................................................................................................................ 46
მალკოლმ ენტონი 03:34 სთ .......................................................................................................................................... 46
მატეო 03:42 სთ ............................................................................................................................................................... 47
რუფუსი 04:09 სთ ............................................................................................................................................................ 54
ეიმი დიუბუა 04:17 სთ .................................................................................................................................................... 59
მატეო 04:26 სთ ............................................................................................................................................................... 60
რუფუსი 04:46 სთ ............................................................................................................................................................ 67
მატეო 04:58 სთ ............................................................................................................................................................... 69
დელაილა გრეი 05:00 სთ............................................................................................................................................... 72
მატეო 05:20 სთ ............................................................................................................................................................... 74
რუფუსი 05:53 სთ ............................................................................................................................................................ 81
მატეო 06:14 სთ ............................................................................................................................................................... 83
რუფუსი 06:48 სთ ............................................................................................................................................................ 90
პატრიკ პეკ გევინი 07:08 სთ........................................................................................................................................... 94
რუფუსი 07:12 სთ ............................................................................................................................................................ 95

222
ეიმი დიუბუა 07:18 სთ .................................................................................................................................................... 99
მატეო 07:22 სთ ............................................................................................................................................................. 100
რუფუსი 07:53 სთ .......................................................................................................................................................... 103
მატეო 08:32 სთ ............................................................................................................................................................. 107
ლიდია ვარგასი 09:14 სთ ............................................................................................................................................ 112
რუფუსი 09:41 სთ .......................................................................................................................................................... 114
ტაგო ჰეისი 09:48 სთ .................................................................................................................................................... 117
კენდრიკ ო’კონელი 10:03 სთ ...................................................................................................................................... 119
მატეო 10:12 სთ ............................................................................................................................................................. 120
რუფუსი 10:39 სთ .......................................................................................................................................................... 124
მატეო 10:42 სთ ............................................................................................................................................................. 125
დელაილა გრეი 11:08 სთ............................................................................................................................................. 126
მატეო 11:32 სთ ............................................................................................................................................................. 128
ნაწილი მესამე - დასაწყისი ............................................................................................................................................. 135
მატეო 12:20 სთ ............................................................................................................................................................. 135
რუფუსი 12:35 სთ .......................................................................................................................................................... 136
დელაილა გრეი 12:52 სთ............................................................................................................................................. 139
ვინ ფირსი 12:55 სთ ...................................................................................................................................................... 139
მატეო 12:58 სთ ............................................................................................................................................................. 140
რუფუსი 13:14 სთ .......................................................................................................................................................... 144
მატეო 13:28 სთ ............................................................................................................................................................. 144
რუფუსი 13:46 სთ .......................................................................................................................................................... 145
დირდრა კლეიტონი 13:50 სთ ..................................................................................................................................... 146
მატეო 13:52 სთ ............................................................................................................................................................. 148
რუფუსი 14:12 სთ .......................................................................................................................................................... 149
დემიენ რივასი 14:22 სთ .............................................................................................................................................. 155
მატეო 14:34 სთ ............................................................................................................................................................. 156
ზოი ლენდონი 14:57 სთ .............................................................................................................................................. 161
მატეო 15:18 სთ ............................................................................................................................................................. 163
პეკი 15:21 სთ ................................................................................................................................................................. 164
მატეო 15:26 სთ ............................................................................................................................................................. 165
რუფუსი 16:24 სთ .......................................................................................................................................................... 170
ოფიცერი ანდრადე 16:32 სთ ...................................................................................................................................... 173
პატრიკ პეკ გევინი 16:59 სთ......................................................................................................................................... 174
რუფუსი 17:01 სთ .......................................................................................................................................................... 174
პატრიკ პეკ გევინი 17:05 სთ......................................................................................................................................... 176

223
ნაწილი მეოთხე - დასასრული........................................................................................................................................ 176
მატეო 17:14 სთ ............................................................................................................................................................. 177
ჰაუი მალდონადო 17:23 სთ ........................................................................................................................................ 183
უსახელო ბანდა 17:36 სთ ............................................................................................................................................ 186
დელაილა გრეი 17:37 სთ............................................................................................................................................. 186
რუფუსი 17:39 სთ .......................................................................................................................................................... 187
მატეო 17:48 სთ ............................................................................................................................................................. 189
რუფუსი 17:59 სთ .......................................................................................................................................................... 192
დალმა იანგი 18:20 სთ ................................................................................................................................................. 193
მატეო 18:24 სთ ............................................................................................................................................................. 195
პლუტონები 18:33 სთ ................................................................................................................................................... 196
რუფუსი 19:17 სთ .......................................................................................................................................................... 197
მატეო 19:34 სთ ............................................................................................................................................................. 200
რუფუსი 19:54 სთ .......................................................................................................................................................... 203
მატეო 20:41 სთ ............................................................................................................................................................. 205
რუფუსი 20:47 სთ .......................................................................................................................................................... 205
21:16 სთ ......................................................................................................................................................................... 207
21:24 სთ ......................................................................................................................................................................... 207
21:37 სთ ......................................................................................................................................................................... 208
22:02 სთ ......................................................................................................................................................................... 209
ლიდია ვარგასი 22:10 სთ ............................................................................................................................................ 209
დელაილა გრეი 22:12 სთ............................................................................................................................................. 211
ვიქტორ გალაჰერი 22:13 სთ........................................................................................................................................ 212
რუფუსი 22:14 სთ .......................................................................................................................................................... 214
22:36 სთ ......................................................................................................................................................................... 217
სამადლობელი ................................................................................................................................................................. 218
„სათაური ყველაფერს აფუჭებს“ .................................................................................................................................... 219

224
225

You might also like