You are on page 1of 5

“ბნელი ტრიადა”, როგორც ასეთი...

აღსანიშნავია, რომ თვითონ ტერმინი “ბნელი ტრიადა” სამეცნიერო წრეებში სულ ცოტა
ხნის წინ (2002 წ) გაჩნდა. კანადელმა ფსიქოლოგებმა დელროი პაულუსმა და კევინ
უილიამსმა ამ ტერმინით ერთ სინდრომად გააერთიანა სამი არაკლინიკური
ნეგატიური პიროვნული მახასიათებლების მქონე ადამიანების ჯგუფი : “ნარცისები ”,
“”ფსიქოპათები/სოციოპათები” და მაკიაველისტები.

თავიდან ფიქრობდნენ, რომ ნარცისიზმი, მაკიაველიზმი და ფსიქოპათია არამხოლოდ


ავსებენ ერთმანეთს, არამედ გარკვეულ შემთხვევებში ურთიერთშემცვლელნიც
ხდებიან. მაგრამ პაულუსის და უილიამსის თეორიის თანახმად, თითოეულის
ფსიქოლოგიური მახასიათებლები საკმარისად თვითმყოფადია და მიუხედავად იმისა ,
რომ მსგავსი თავისებურებებით ხასიათდებიან, მათი ცალ-ცალკე გამოყოფა და
შესწავლა ახალი და ძალზედ მნიშვნელოვანი პერსპექტივაა მეცნიერებაში .

ნარცისიზმი

ტრიადიდან ყველაზე მსუბუქ ფორმად ნარცისიზმი მიიჩნევა, რადგან საკუთარ თავს


უფრო მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე გაშემომოყოფებს. თუმცა გააჩნია ნარცისიზმის
ხარისხს და სახეობას (იხ. ჩემი სტატია „ნარცისები და მათი ზეგავლენა
გარშემომყოფებზე).

ნარცისიზმის სიმპტომებია: 1. საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა ; 2. საკუთარ


უნიკალურობაში დარწმუნებულობა და რწმენა, რომ მხოლოდ მისნაირი
განსაკუთრებული ადამიანები გაუგებენ; 3. გარშემომყოფებისგან მოითხოვს
გადამეტებულ თაყვანისცემასა და აღფრთოვანებას. 4. დარწმუნებულია
განსაკუთრებული უფლებების ქონაში. 5. შურიანობა; – სხვისი წარმატება არ უხარია ; 6.
ძალაუფლების გადამეტებული შეგრძნება; 6. ემპათიის (თანაგანცდის) უუნარობა ; 7.
მანიპულაცია და ექსპლუატაცია; 8. ზიზღი და ამპარტავნება სხვების მიმართ; ვინც მასზე
რაღაცით დაბლა დგას (მისი გაგებით) ზევიდან უყურებს.

აღსანიშნავია, რომ ამ სიმტომთაგან 5 მაინც უნდა აღენიშნებოდეს ადამიანს კლასიკურ


ნარცისიზმზე რომ ვისაუბროთ.

ნარცისი მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს, თუკი ვერ იღებს საკმარის
ყურადღებას ძალიან განიცდის. ნარცისს პიროვნული საზღვრების დაცვის სერიოზული
პრობლემა აქვს. ადამიანები მისთვის ან ეგრევე სიყვარულის კუნწულები ან მტრები
ხდებიან. საერთოდ, მათ ახასიათებთ ყველას და ყველაფრის ჯერ გაიდიალება და
შემდეგ გაუფასურება. სწორედ ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებში მუდამ
წარუმატებლები არიან. იტანჯებიან და ტანჯავენ თავიანთ პარტნიორებს. ნარცისი - ეს
არის მომხიბვლელი ადამიანი, რომელსაც როდესაც ჰგონია, რომ იდეალურ
პარტნიორს მიაგნო, ყოველ ჯერზე იმედი უცრუვდება და მანამ განაგრძობს ამ
„მატყუარა“ პარტნიორის ტანჯვა-წამებას (სჯის მას), სანამ ეს უკანასკნელი არ
დაიჯერებს, რომ ყველაზე უბედური ადამიანია.

მაკიაველიზმი
ადამიანი, რომელსაც მაკიაველიზმი ახასიათებს, არის ცინიკოსი და ანგარიშიანი .
ადამიანებისგან მას არა სიყვარული, არამედ სარგებელი სჭირდება . ამიტომ საკუთარ
ძალებს მხოლოდ გამოსადეგ ადამიანებზე ხარჯავს. ის არც ისეთი საყვარელია ,
როგორიც ნარცისი, მაგრამ თუ დასჭირდა პირფერობაც შეუძლია . მისი დევიზია :
„მიზანი ამართლებს საშუალებას.“ მაკიაველისტები გამოირჩევიან კარგად
განვითარებული ბიზნეს ყნოსვით, ყველანაირი სიტუაციიდან პოულობენ სარგებელს .
ამასთანავე, ვერ დაიკვეხნიან სანდოობასა და პრინციპულობაზე. მაკიაველისტი
პირველ შესაძლებლობისთანავე, ყოყმანის გარეშე გადათქვამს ადრე მიცემულ
სიტყვას, დაარღვევს პირობებს, თუკი დარწმუნდება, რომ ეს ქცევა უფრო მომგებიანი
იქნება მისთვის. მაკიაველისტი - ეს არის გაქნილი უფროსი და ამაზრზენი მეგობარი.
აზრი არ აქვს ვინ არის, ქვეყნის დიქტატორი თუ დამლაგებელი, ყველგან, სადაც არ
უნდა იყოს, ინტრიგებს ხლართავს, კომპრომატებს ეძებს და მხოლოდ საკუთარ
მოგებაზე ზრუნავს.

ფსიქოპათია

ფსიქოპათია ადამიანური ფსიქიკის ყველაზე სახიფათო ნეგატიური ქცევითი გადახრაა .


კლასიკურ ფსიქოპათებს საერთოდ არ გააჩნიათ ემპათიის (თანაგანცდის) უნარი და
მორალური პრინციპები. ადამიანები მათთვის საგნებს წარმოადგენენ . შესაბამისად ,
მათთან ყველაფერი „მოსულა“. ფსიქოპათებს ძალიან კარგად შეუძლიათ შენიღბვა და
საკმაოდ დიდხანს ფარავენ თავიანთ რეალურ დამოკიდებულებას სხვების მიმართ .
შედარებით სუსტები, ნაკლებად ჭკვიანები, მალევე (ხშირად გაარდატეხის ასაკში )
ხვდებიან ციხეში ან სულაც ფატალურად ასრულებენ სიცოცხლეს. როგორც წესი ,
საკუთარ თავს გადამეტებულად აფასებენ, იმპულსურები და ძალიან სასტიკები არიან .

თავაშვებულობა - ფსიქოპათისთვის მთავარი და უცვლელი დამახასიათებელი ნიშაა.


ფსიქოპათები, ისევე როგორც მაკიაველისტები უბადლო მანიპულატორები არიან ,
მხოლოდ საკუთარი ეგოისტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ
მიისწრაფვიან, მაგრამ მათგან განსხვავებით ფსიქოპათები მოკლებულნი არიან
დიპლომატიას და ამიტომ, როგორც წესი, ვერ იკავებენ გავლენიან თანამდებობებს .

ფსიქოპათიის უკიდურესი გამოვლინება - მანიაკი და სერიული მკვლელია. მეტ-


ნაკლებად სოციალური ფსიქოპათები არიან ხელმძღვანელები, მასწავლებლები ,
რომლებთან ურთიერთობის შემდეგაც თავს გრძნობთ როგორც გამოწურული ლიმონი.
„ბნელი ტრიადის“ დესტრუქციული სცენარი ანუ როგორ გვაბამენ ხაფანგში

“ბნელი ტრიადის” საპატიო ჯგუფში კანადელმა ფსიქოლოგებმა დელროი პაულუსმა


და კევინ უილიამსმა “ნარცისები”, “”ფსიქოპათები/სოციოპათები” და მაკიაველისტები
გააერთიანეს. ესენი არიან ადამიანები, რომელთათვისაც დამახასიათებელია :
ანტისოციაულური ქცევა, იმპულსურობა (მოუთმენლობა), უგულობა, უგრძნობლობა,
ემპათიის (თანაგანცდის) უუნარობა, უსინდისობა, პათოლოგიური სიცრუე,
მანიპულაცია, ექსპლუატაცია, გრძელვადიანი ახლო ურთიერთობების ქონის
სირთულე, ფანტაზია საკუთარ ყოვლისშემძლეობაზე, რომელსაც ცვლის დეპრესიული
პერიოდები... ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიზნის მიღწევისთვის
ყველაფერზე მიდიან, მათთვის არ არსბეობს წესები, ნორმა, მორალი, ამიტომ მათთან
ყოველგვარი სახის ურთიერთობა საბედისწეროა ნებისმიერი ჯანმრთელი ფსიქიკის
მქონე ადამიანისთვის.

არსებობს გარკვევული დესტრუქციული სცენარი, რომლითაც ნარცისები,


ფსიქოპათები და მაკიაველისტები (თითოეულ მათგანზე მომდევო პოსტში დავწერ )
თავიანთ “მსხვერპლს” ითრევენ.

ეტაპი 1 - “დაზვერვა”. ამ ეტაპზე “ბნელი ტრიადის“ წარმომადგენელი მსხვერპლზე


ყველა შესაძლო ინფორმაციას აგროვებს. თვეობით სწავლობს მის გვერდებს
სოციალურ ქსელში, ასევე უახლოვდება და ცდილობს გაიგოს მეტი ინფორმაცია
მსხერპლის სანაცნობო წრისა თუ მეგობრებისგან. მას სურს იცოდეს როგორი
პარტნიორი იქნება მსხვერპლისთვის ყველაზე მოსაწონი, რათა შემდგომში ამ როლის
ბრწყინვალედ შესრულება შეძლოს. აღსანიშნავია, რომ თუკი მსხვერპლი ამ ეტაპზე
უკვე იცნობს აგრესორს, ეს უკანასკნელი მისთვის არაფრით გამორჩეულია (უბრალო
ნაცნობი), რადგან აგრესორი ამ ეტაპზე ყველანაირად ცდილობს საკუთარი ნამდვილი
“მე “დამალოს, რათა შემდგომ ზღაპრულ პრინცად გადაიქცეს.

ეტაპი 2 - “ცდუნება”. - როგორც კი გაიგებს “ბნელი ტრიადის“ წარმომადგენელი რა


როლი უნდა ითამაშოს, რომ მსხვერპლი მოხიბლოს, აქტიურ მოქმედებაზე გადადის. ის
აღმერთებს, აქებს და ადიდებს პარტნიორს. ხშირად ადარებს სხვებს, ყველას აკნინებს
მის გარდა, ხანდახან თავის თავსაც კი; “კითხულობს” მსხვერპლის აზრებს, სურვილებს
და მომენტალურად ასრულებს მათ. მსხვერპლს ექმნება ილუზია, რომ იდეალურ
პარტნიორს მიაგნო, ჯეკპოტი მოიგო, როგორც იქნა “გაუმართლა! და ვაშააააააააა ,
ოცნებები ხდება.

ეტაპი 3 - “დებიუტი”. - “ბნელი ტრიადის“ წარმომადგენელისთვის რთულია დიდი ხნით


ნიღბის ტარება, ბეზრდება, იღლება და ბრაზდება ამდენ ხანს თამაში რომ უწევს . მას
უკვე მსხვერპლის ექსპლუატაციაზე გადასვლა სურს, ამიტომ დროდადრო მის
შემოწმებას იწყებს, - რამდენად მაგრად ზის ანკესზე?! ამ ეტაპზე მსხვერპლი პირველ
“მინიშნებებს” ამჩნევს: პარტნიორის რამდენიმე დღით უეცარი გაქრობა მიზეზების
აუხსნელად, აგრესიის მოულოდნელი გამოხატვა, გაურკვეველი (ეჭვის გამჩენი)
ურთიერთობები საპირისპირო სქესთან. მსხვერპლის ნებმისმიერ პრეტენზიაზე
ყოველთვის მოიძებნება დამაჯერებელი ახსნა-განმარტება და ურთიერთობაში
იდილიაც აღდგება.

ეტაპი 4 – “ცივი შხაპი”. ამ ეტაპზე აგრესორი უკვე აღარ ერიდება ნიღბის მოხსნას,
რადგან მსხვერპლი უკვე თავდავიწყებითაა მასზე შეყვარებული და მისგან წასვლა
ძალიან გაუჭირდება. “ცივი შხაპი” - ეს არის მოულოდნელი შოკი, რომელიც
მსხვერპლს ფეხქვეშ ნიადაგს აცლის. ზღაპრის პრინცი, რომელიც კვირობით
(თვეობით) სერენადებს უმღეროდა სიყვარულსა და ერთად ბედნიერ თანაცხოვრებაზე ,
აღმოჩნდება რომ უპასუხისმგებლო, უყურადღებო, უხეში, აგრესიული, მატყუარა ,
“ბაბნიკი” ან სულაც უკვე ქორწინებაში მყოფი ერთი ჩვეულებრივი ნაძირალაა .

ეტაპი 5 - “რეჟიმის გაძლიერება” . ამ ეტაპზე მსხვერპლი შოკისა და ტკივილის


მდგომარეობაში იმყოფება. ზღაპარი კოშმარად იქცა. ან “იქნება არც იქცა?”... “იქნებ
მომეჩვენა?...” ჯერ კიდევ გუშინ ყველაფერი კარგად იყო და ესე უცებ როგორ
შეიცვლებოდა ადამიანი?..” იქნებ ჩემშია პრობლემა?” “ალბათ მე შემეშალა რამე ... კი
მე შემეშალა უეჭველი!” აი ამ ფიქრებშია მსხვერპლი და ვერც კი ხვდება როგორ
იგდებს თავს გამოუვალ მდგომარეობაში. ის ცდილობს ნებისმიერ წვრილმანს,
ნებისმიერ განმარტებას ჩაეჭიდოს, რათა იხსნას ეს ურთიერთობა , რათა დააბრუნოს ის ,
რაც იყო. მაგრამ ეს ილუზიაა. ის რაც იყო ვეღარასდროს დაბრუნდება . მსხვერპლი კი
ამას ვერ ხვდება, ვერ ხვდება როგორ იცვლება მათი როლები. ახლა უკვე თვითონ
მიდის ყველაფერზე, ოღონდ კი აგრესორი მასთან იყოს. ურთიერთობა მბრძანებელი -
მორჩილის სახეს იღებს და მსხვერპლი ვერც კი ხვდება, როგორ გადაიქცევა
საყვარელი, სათაყვანებელი პარტნიორიდან ზიზღის მომგვრელ მონად. “ბნელი
ტრიადის“ წარმომადგენელი, რაღა თქმა უნდა, ზეიმობს თავის გამარჯვებას და
დუნდება. ის ზევითაა, ძლიერ პოზიციაში, საკუთარ მოთხოვნებს კარნახობს მსხვერპლს
და ისიც ასრულებს. აღსანიშნავია, რომ შიგადაშიგ აგრესორი აბრუნებს რომანტიულ
ეტაპს, რათა მსხვერლის ილუზია გაამყაროს: “თუკი კარგად მოიქცევა, ბედნიერებას
დააბრუნებს ურთიერთობაში და კოშმარიც დასრულდება.”

ეტაპი 6 - “წვენების გამოწურვა” - ამ ეტაპზე “მტაცებელი” გამარჯვებას ზეიმობს.


მსხვერპლი მთლიანად დემორალიზებულია და დაჭრილ, მომაკვდავ ცხოველს ჰგავს.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, როგორმე გამოასწოროს ურთიერთობა, არაფერი
გამოსდის. მართალია პარტნიორი ჰპირდება, რომ ყველაფერი შეიცვლება ,
გამოსწორდება, მაგრამ შედეგი სულ უფროდაუფრო უარესდება . აგრესორი თანდათან
წყვეტს რომანტიული პერიოდების დაბრუნებას, რადგან ხედავს, რომ მსხვერპლი
ისედაც მაგრად ზის ანკესზე, რა საჭიროა საკუთარი თავის შეწუხება. ამ ეტაპზე „ბნელი
ტრიადის“ წარმომადგენლის ერთადერთ მიზანს გაუბედურებული პარტნიორის ყველა
რესურსის (სულიერი, ემოციური, მატერიალური და ა.შ.) ბოლომდე გამოწურვა
წარმოადგენს.

ეტაპი 7 - “ნარჩენების უტილიზაცია.” მართალია ამ ეტაპზე მსხვერპლისგან დიდი


რესურსის მიღება შეუძლებელია, მაგრამ აგრესორი მაინც აგრძელებს ურთიერთობას .
რატომაც არა? თვითონ არაფერს დებს, მხოლოდ იღებს. რასაც ვეღარ აძლევს
მსხვერპლი, იმას სხვაგან მოძებნის. რა პრობლემაა, მას ხომ ყოველთვის ჰყავს
რიგითი ვარიანტი (ვარიანტები)?... აღსანიშნავია, რომ „ბნელი ტრიადის“
წარმომადგენელი იშვიათად წყვეტს თავისი ნებით ურთიერთობას, მაგრამ თუკი
მსხვერპლი ბოლომდე გამოწურა, მას ფიზიკურად აღარაფრის მიცემა არ შეუძლია ,
უკანმოუხედავად მიატოვებს და გაწირავს. ნუ დაგვავიწყდება , რომ მას სინდისი არ
გააჩნია.

ეტაპი 8 – „თვითგანწმენდა“. საზოგადოების წინაშე, ზოგადად გარემოცვის წინაშე,


„ბნელი ტრიადის“ წარმომადგენელი ყოველთვის იქმნის სოციალურად მისაღებ იმიჯს,
რომელსაც ძალიან უფრთხილდება. ამ იმიჯს ემუქრება ყველა ის ადამიანი , რომელიც
მასთან ოდესღაც ახლო ურთერთობაში იმყოფებოდა; ამიტომ განშორება
აგრესორისთვის სტრესულია, - დიდია ალბათობა, რომ მას ამხელენ! ხომ შეიძლება
მსხვერპლმა ბევრი ლაპარაკი დაიწყოს და მისი რეპუტაცია დააზიანოს? ამიტომ
აგრესორი წინასწარ ზომებს მიმართავს: ყველა შესაძლო ნაცნობთან მიდის და ყვება
როგორი საშინელი პარტნიორი და ადამიანი იყო მისი მსხვერპლი, მაქსიმალურად
ცდილობს დაასწროს და შელახოს მსხვერპლის რეპუტაცია და ამით მოუსპოს ამ
უკანსკნელს გარემოდან მხარდაჭერა. ამის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა , რომ
მსხვერპლს დაუჯერებენ; მტაცებელს კი შეუძლია მშვიდად დაიძინოს.

ეტაპი 9 – „ვენდეტა“. ხანდახან ხდება სასწაული და მსხვერპლი თვითონ წყვეტს


ურთიერთობას, ხვდება რა, როგორ ანადგურებს პარტნიორი მის პიროვნებას. „ბნელი
ტრიადის“ წარმომადგენლის აგრესია ამ შემთხვევაში უკიდეგანოა, რადგან ეს მისთვის
მოულოდნელი და მტკივნეული დარტყმაა, დარტყმაა პირდაპირ თვითშეფასებაზე .
ასეთ დროს, აგრესორს თავმოყვარეობა ელახება, თავს დაკნინებულად გრძნობს.
გაბედეს და არ დაემორჩილნენ! გაბედეს და მიატოვეს! მხოლოდ ერთი რამ სურს -
შურისძიება. იცის რა პარტნიორის მტკივნეული წერტილები, სწორედ იქ ურტყამს და
ამით მისგან დაჭრილ, ძლივს გახოხებულ მსხვერპლს უმოწყალოდ უვლის.

ხშირია, როცა ბნელი ტრდიადის ნამდვილ სახეს მსხვერპლი სწორედ ამ ეტაპზე


ხედავს.

You might also like