You are on page 1of 7

იუნგი

სიზმრების ზოგადი ფუნქციაა აღადგინოს ჩვენი ფსიქოლოგიური წონასწორობა


სიზმრის მასალის წარმოების მეშვეობით, რომელიც დახვეწილი გზით, ხელახლა
აღადგენს ფსიქიკის მთლიან წონასწორობას.

ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ დამატებით (ან კომპენსატორულ) სიზმრების როლს


ფსიქიკის აგებულებაში. ეს განმარტავს, თუ რატომ ხედავენ თავიანთ სიზმრებში
გაფრენას ან დაცემას ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ არარეალური იდეები ან
ძალიან მაღალი მოსაზრება საკუთარი თავის შესახებ, ან ისინი, რომლებიც გეგმავენ
გრანდიოზულ , პროპორციებიდან გაბერილ გეგმებს თავიანთი რელური
შესაძლებლობების მიუხედავად. სიზმარი ანაზღაურებს მათ პიროვნულ
ნაკლოვანებებს, და ამავდროულად, აფრთხილებს მათ აწმყო კურსის საშიშროებების
შესახებ.

თუ სიზმრის გაფრთხილებები უგულებელყოფილია, შეიძლება ადგილი ქონდეს


რეალურ უბედურ შემთხვევებს. მსხვერპლი შესაძლოა კიბეებიდან დაგორდეს ან
საგზაო შემთხვევა მოუვიდეს.

მახსენდება ერთი კაცის შემთხვევა, რომელიც რიგ საეჭვო საქმეებში იყო


გახლართული. მას თითქმის პათოლოგიური მთასვლელობის საშიში გატაცება
განუვითარდა, ერთგვარი კომპენსაციის სახით. ის ეძებდა „საკუთარ თავზე მაღლა
ამაღლებას“. ერთ ღამეს, სიზმარში, მან თავისი თავი დაინახა, რომელიც მაღალი
მთის მწვერვალიდან ცარიელ სივრცეში გასულიყო. როდესაც თავისი სიზმრის
შესახებ მიამბო, მე მყისვე დავინახე მისი საშიშროება და შევეცადე ხაზის გასმას
გაფრთხილებაზე და ვარწმუნებდი თავი შეეკავებინა. მე ისიც კი ვუთხარი, რომ
სიზმარი მთაში უბედური შემთხვევის შედეგად მის სიკვდილს
წინასწარმეტყველებდა. უშედეგოდ. ექვსი თვის თავზე „მან სივრცეში შეაბიჯა“. მთის
მეგზური უყურებდა როგორ ეშვებოდნენ თოკით ის და მისი მეგობარი რთულ
ადგილას. მეგობარმა იპოვა დროებითი დასაყრდენი რაფაზე და სიზმარმხილველი
მას ქვემოთ მიჰყვებოდა. მეგზურის თანახმად, მან მოულოდნელად თოკს ხელი
გაუშვა „თითქოს ჰაერში ახტა“. იგი მეგობარს ზემოდან დაეცა და ორივე ქვემოთ
გადაეშვა და დაიღუპა.

კიდევ ერთი ტიპიური შემთხვევა იყო ქალბატონი, რომელიც საკუთარ თავზე მაღლა
ცხოვრობდა. ის გახლდათ მაღალი და ძლიერი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში,
მაგრამ მას ქონდა შოკისმომგვრელი სიზმრები, რომლებიც ყველანაირ არასასურველ
საგნებს ახსენებდნენ. როდესაც მე ისინი აღმოვაჩინე, იგი უარს ამბობდა მათ
აღიარებაზე. შემდგომ სიზმრები გახდა საშიში, სავსე მინიშნებებით იმ
გასეირნებებზე, რომელსაც იგი ტყეში მარტო ახორციელებდა, სადაც სულიერ
ფანტაზიებში იკარგებოდა. მე დავინახე მისი საშიშროება, მაგრამ იგი ჩემს მრავალ
გაფრთხილებას ყურს არ უგდებდა. მალევე, მას ტყეში სექსუალური მანიაკი
სასტიკად გაუსწორდა; და, იმ ადამიანების ჩარევის გარეშე, რომლებმაც მისი
ყვირილი გაიგეს, მას მოკლავდნენ.

ამაში არაფერი სასწაული არ ყოფილა. რაც მისმა სიზმრებმა მითხრეს იყო ის, რომ მას
ამგვარი თავგადსავლის მიმართ საიდუმლო ლტოლვა ჰქონდა - ისევე როგორც
მთასვლელი, იგი ქვეცნობიერად ეძებდა კმაყოფილებას თავისი სირთულეებიდან
განსაზღვრული გამოსავალის პოვნის გზით.

ცხადია, რომ არცერთი მათგანი არ ელოდა ამგვარ მკაცრ საზღაურს: ქალბატონს


ქონდა რამდენიმე ძვლის მოტეხილობა, მთასვლელმა კი სიცოცხლის ფასი
გადაიხადა.

ამრიგად, სიზმრებმა შეიძლება ზოგჯერ განაცხადონ გარკვეული სიტუაციები, სანამ


ისინი რეალურად მოხდება. ეს სულაც არ არის სასწაული ან მისი წინასწარი
შეცნობის ფორმა. ჩვენი ცხოვრების მრავალ კრიზისს გრძელი ქვეცნობიერი ისტორია
აქვს. ჩვენ მათკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, დაგროვებული საფრთხეების
გაუცნობიერებლად. მაგრამ ის, რის დანახვასაც შეგნებულად ვერ ვახერხებთ, ხშირად
აღიქმება ჩვენი არაცნობიერის მიერ, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის გადაცემა
სიზმრების საშუალებით.

სიზმრებს ხშირად შეუძლიათ გაგვაფრთხილონ ამგვარი გზით; მაგრამ ხშირად, ისე


ჩანს, თითქოს ამას არ აკეთებენ. აქედან გამომდინარე, საეჭვოა ყოველგვარი ვარაუდი,
რომ კეთილგანწყობილი ხელი დროულად გვაკავებს. ანუ, უფრო პოზიტიურად რომ
ვთქვა, როგორც ჩანს, კეთილგანწყობილი სააგენტო ხან მუშაობს, ხან არა. იდუმალმა
ხელმა შესაძლოა განადგურებისკენაც კი მიუთითოს; სიზმრები ზოგჯერ ხაფანგებია,
ან ამგვარად ჩანს. ისინი ზოგჯერ დელფოსის ორაკულის მსგავსად იქცევიან,
რომელმაც მეფე კრიოსს უთხრა, რომ თუ იგი ჰალის მდინარეს გადალახავდა, დიდ
სამეფოს გაანადგურებდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც მდინარის გადალახვის შედეგად
ბრძოლაში ბოლომდე დამარცხდა, მან აღმოაჩინა, რომ სამეფო, რომელსაც ორაკული
გულისხმობდა, თავად მისი იყო!

ადამიანი არ შეიძლება იყოს გულუბრყვილო სიზმრებთან მიმართბაში. ისინი


სათავეს იღებენ სულში, რომელიც არ არის ბოლომდე ადამიანური, არამედ ბუნების
სუნთქვაა - ის როგორც ლამაზი და საშიში, ასევე სასტიკი ქალღმერთის სულია. თუკი
გვსურს ამ სულის დახასიათება, საჭიროა მას უძველესი მითოლოგიების სფეროში
დავუახლოვდეთ, ან პირველყოფილი ტყის ზღაპრებში, ვიდრე თანამედროვე
ადამიანის ცნობიერებაში. მე არ უარვყოფ რომ დიდი მიღწევები განპირობებულია
ცივილიზებული საზოგადოების ევოლუციის შედეგად. მაგრამ ეს მიღწევები
მიღწეულია უდიდესი დანაკარგების ხარჯზე, რომლის მოცულობის შეფასებაც
ძლივს დავიწყეთ. ჩემი შედარებები პრიმიტიულ და ცივილიზებულ ადამინთა
მდგომარეობებს შორის მიზნად ისახავს ამ დანაკარგების და მიღწევების ბალანსის
ჩვენებას.

პრიმიტიულ ადამიანს ბევრად უფრო მართავდა მისი ინსტინქტები, ვიდრე მის


"რაციონალურ“ თანამედროვე შთამომავლებს, რომელბმაც საკუთარი თავის
„კონტროლი“ ისწავლეს. ამ ცივილიზაციის პროცესში, ჩვენ საგრძნობლად
გამოვყავით ჩვენი ცნობიერება ადამიანის ფსიქიკის უფრო ღრმა ინსტინქტური
ფენებისგან, და საბოლოოდ ფსიქიკის ფენომენის სომატური საფუძველიდან.
საბედნიროდ, ჩვენ არ დაგვიკარგავს ეს საბაზისო ინსტინქტური ფენები; ისინი
არაცნობიერის ნაწილებად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება საკუთარი
თავი მხოლოდ სიზმრისეული გამოსახულებებით გამოხატონ. ეს ინსტიქტური
ფენომენი, შესაძლოა, უნებლიედ, ადამიანმა ყოველთვის ისეთად არ მიიჩნიოს
როგორიც ის არის სინამდვილეში, ვინაიდან მათი მახასიათებლები მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ იმაში, რასაც მე სიზმრების კომპენსაციური ფუნქცია ვუწოდე.
მენტალური სტაბილურობის გულისთვის და ფსიქოლოგიური
ჯანმრთელობისთვისაც კი, არაცნობიერი და ცნოიბერი ინტეგრალურად უნდა იყოს
დაკავშირებული და ამრიგად პარალელურ ხაზებზე გადაადგილებოდნენ. თუ ისინი
გაყოფილია ან "დაშორებულია", ამას ფსიქოლოგიური აშლილობა მოსდევს. ამის
გათვალისწინებით, სიზმრის სიმბოლოები არსებითი გზავნილების მატარებლებია
ინსტიქტურიდან ადამიანის გონების რაციონალურ ნაწილებამდე, მათი
ინტერპრეტაცია ამდიდრებს ცნობიერების სიღარიბეს, ისე, რომ ის ხელახლა
სწავლობს დავიწყებული ინსტინქტების ენის გაცნობიერებას.

რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ მიდრეკილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ეს


ფუნქცია, რადგან მისი სიმბოლოები ხშირად შეუმჩნეველი და გაუცნობიერებელია.
ნორმალურ ცხოვრებაში, სიზმრების გაგება ხშირად ზედმეტად ითვლება. ამის
ილუსტრაცია შემიძლია აღმოსავლეთ აფრიკაში პრიმიტიულ ტომთან ჩემი
გამოცდილებით. ჩემდა გასაოცრად, ამ ტომის წევრებმა უარყვეს, რომ რაიმე
სიზმრებს ხედავდნენ. მაგრამ მათთან მომთმენი, არაპირდაპირი საუბრის
საშუალებით მალევე მივხვდი, რომ მათ სიზმრები ისევე ქონდათ, როგორც ყველას,
მაგრამ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ სიზმრებს არანაირი მნიშვნელობა
არ გააჩნდათ. „უბრალო ადამიანების სიზმრები უმნიშვნელოა“ მათ მითხრეს. ისინი
ფიქრობდნენ რომ მხოლოდ ბელადების და მკურნალების სიზმრებს ქონდათ
მნიშვნელობა; ისინი, ვისაც ტომის კეთილდღეობა ებარა, ძალიან ფასობდნენ.
ერთადერთი ნაკლი იყო ის, რომ ბელადიც და მკურნალიც, ორივე ამბობდნენ, რომ
მნიშვნელოვან სიზმრებს აღარ ნახულობდნენ. ისინი ამ ცვლილებას მათ ქვეყანაში
ბრიტანელების მოსვლიდან ათარიღებდნენ. რაიონის კომისარს, მათზე
პასუხისმგებელ ბრიტანელ ჩინოვნიკს აეღო "დიდი სიზმრების" ფუნქცია, რაც აქამდე
ტომის ქცევას ხელმძღვანელობდა. როდესაც ამ ტომებმა აღიარეს, რომ სიზმრები
ქონდათ, მაგრამ ისინი უმნიშვნელო იყო, ისინი ჰგავდნენ თანამედროვე ადამიანს,
რომელიც თვლის რომ სიზმრებს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია მხოლოდ
იმიტომ, რომ მას ის არ ესმის. მაგრამ ცივილიზებულმა ადამიანმაც კი, შეიძლება
სიზმარზე დაკვირვევის შედეგად შეამჩნიოს, (რომელიც მას შესაძლოა არც კი
ახსოვდეს) რომ სიზმარს შეუძლია მისი ხასიათი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ
შეცვალოს. სიზმარი „იქნა გააზრებული“, მაგრამ მხოლოდ ქვეცნობიერი გზით. და ეს
არის ის, რაც ჩვეულებრივ ხდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც სიზმარი
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ან რეგულარულად მეორდება, ხალხის უმეტესობა
თვლის, რომ ინტერპრეტაცია სასურველია. აქ უნდა დავამატო გაფრთხილება
არაინტელექტუალური ან არაკომპეტენტური სიზმრის ანალიზის წინააღმდეგ. არიან
ადამიანები, რომელთა ფსიქიური მდგომარეობა იმდენად გაუწონასწორებელია, რომ
მათი სიზმრის ახსნა შეიძლება ძალიან სარისკო იყოს; ასეთ შემთხვევაში, ძალზე
ცალმხრივი ცნობიერება წყდება შესაბამისად ირაციონალური ან "გიჟური"
ქვეცნობიერი მდგომარეობიდან და ეს ორი არ უნდა იყოს გაერთიანებული
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების გარეშე.
ფროიდი

არსებობს მოსაზრება, რომ ძილი და სიზმარი ცნობიერების შეცვლილი


მდგომარეობებია. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, გულისხმობს ცვლილებას
ჩვეულ ფსიქიკურ ფუნქციონირებაში. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული
იყოს, რაიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით, რომელიც იწვევს ეიფორიას
და ჰალუცინაციებს, ასევე მისი გამოვლინებაა გაფანტულობა, აფექტი, მედიტაცია,
ჰიპნოზი და ძილი. სწორედ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაზე დაკვირვება,
გვაძლევს შესაძლებლობას შევისწავლოთ ფსიქიკის შრეები. ზიგმუნდ ფროიდი
მიიჩნევდა, რომ სიზმრები არის ქვეცნობიერის მცდელობა დაგვანახოს ის ლტოლვები
და სურვილები, რომლებსაც ლოგიკური აზროვნების დროს ვბლოკავთ. დღის
განმავლობაში ადამიანს უჩნდება მოთხოვნილებები, სიზმარი წარმოადგენს სწორედ
ამ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილების ჰალუცინაციურ დაკმაყოფილებას.
აღნიშნულის ყველაზე მარტივი მაგალითია ის, რომ მშიერ ადამიანს ხშირად
ესიზმრება თუ როგორ მიირთმევს საჭმელს. რა თქმა უნდა ეს მაგალითი ცხოვრებაში
მიმდინარე უფრო რთულ პროცესებზე უნდა განვავრცოთ.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, სირთულე კი იმაშია, რომ


ქვეცნობიერიდან მომდინარე შინაარსებს, ყოველთვის ის ფორმა და სახელი არ აქვს
რაც ჩვენთვის ცნობილია, ამის მიზეზია ის, რომ ქვეცნობიერი ჩვენი მოთხოვნილების
ფარულ შინაარსებს გვიგზავნის, სწორედ ამიტომ სიზმრები ხშირად ამოუხსნელი და
აბსურდულია.

თავის წიგნში „სიზმრის ანალიზი“ ზიგმუნდ ფროიდი განმარტავს, სიზმრებში


არსებულ ფარულ შინაარსებს და რა შეიძლება იყოს მათი გამომწვევი მიზეზი. ასევე
ამ წიგნში ფროიდი პირველად საუბრობს  არაცნობიერზე.
ფროიდი იყო პირველი ვინც ამტკიცებდა, რომ სიზმარი არ არის ჰოლისტიკური
სისტემა  და სიზმრის ანალიზისას აუცილებელია მისი ნაწილების ცალკეული
განხილვა. რაც გულისხმობს რომ აუცილებელია კონკრეტული მონაკვეთების,
სურათების და სიმბოლოების ცალკეული ანალიზი.

დროთა განმავლობაში, სიზმრის ინტერპრეტაციის ტექნიკები მნიშვნელოვნად


დაიხვეწა, თუმცა ყოველივე მათგანს საფუძვლად უდევს ზიგმუნდ ფროიდის მიერ
შემუშავებული თეორია.
მიუხედავად იმისა რომ ძილი და სიზმარი ბურუსით მოცული მოვლენებია,
თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა  ჩვენი ცოდნის
გაღრმავება ამ სფეროში. ელექტროენცეფალოგრამა გვიჩვენებს, რომ ძილი 5
საფეხურისგან შედგება. 4 ნელი (ღრმა) ძილი და 1 სწრაფი ძილი. ნელი ძილის
ხანგრძლივობა 90 წუთია. ნელი და სწრაფი ძილის საფეხურები ერთდ ქმნიან ძილის
ერთ ციკლს, რომელიც ღამეში 4-5 ჯერ მეორდება.

პირველი საფეხური –  5-10 წუთი გრძელდება; ამ დროს ხდება ჩაძინება.

მეორე საფეხური – 10-20 წუთი გრძელდება; მიმდინარეობს ღრმა ძილი.

მესამე და მეოთხე საფეხურები – 20-30 წუთი გრძელდება; განსაკუთრებით ღრმა


ძილი.

ამ საფეხურების გავლის შემდგომ, ოთხივე ნელი ძილის საფეხური შებრუნებული


თანმიმდევრობით პირველ საფეხურს უბრუნდება და იწყება მეხუთე საფეხური
(სწრაფი ძილის), რომელიც 10-15 წუთი გრძელდება. ნელი ძილიდან სწრაფ ძილზე
გადასვლა დაძინებიდან 90 წუთის შემდეგ ხდება.

ადამიანების და ცხოველების ძილი მსგავსია, განსხვავება იმაშია, რომ ცხოველები


ყოველი ციკლის დასრულების შემდეგ იღვიძებენ.

სწრაფი ძილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ასაკი. სწრაფი ძილის დროს,


ორგანოები იმდენად აქტიურია და სხეული კი უმოქმედო, რომ მას პარადოქსულს
უწოდებენ.

სიზმრებს ორივე ძილის დროს ვხედავთ. სწრაფი ძილის დროს, თუ გვეღვიძება


სიზმარი გვახსოვს, ხოლო ნელი ძილის შემთხვევაში გვახსოვს მხოლოდ 25%. ნელი
ძილის დროს სიზმრები ახლოს არის რეალობასთან და ძირითდად ასახავს მომხდარ
მოვლენებს.

არსებობს  საინტერესო მოსაზრება, რომ დღის ბოლოს, ღამე, როდესაც ადამიანის


ტვინი იწყებს დასვენებას და იძინებს, ადამიანში დიდი ხნის განმავლობაში
არსებული მოგონებები და ახალი დღის მსვლელობისას დაგროვილი ინფორმაცია
იწყებს გადამუშავებას და სწორედ ამას წარმოადგენს სიზმარი. ჰიპოთეზის
მიხედვით, სიზმარი 2 ფაზას გადის – პირველი ფაზა მიმდინარეობს ნელი ძილის
დროს, ხდება მიღებული ინფორმაციის შეფასება, ამიტომ სიზმრები რეალობას
ასახავს. ხოლო მეორე ფაზა მიმდინარეობს სწრაფი ძილის დროს, უკვე შეფასებული
ინფორმაცია გადადის ხანგრძლივ მეხსიერებაში და უკავშირდება იქ არსებულ
შინაარსებს, ამით შეგვიძლია განვმარტოთ სწრაფი ძილისთვის დამახასიათებელი
ამოუხსნელი სიზმრები.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიზმრები აკავშირებს ცნობიერსა და


არაცნობიერს. ეს არის საიდუმლო შეტყობინებები, რომლებსაც გვიგზავნის ჩვენი
შინაგანი სამყარო ძილის დროს, რადგან ამ დროს ჩვენ ვართ მისთვის ყველაზე
ხელმისაწვდომები. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია, რადგან ყველას
განსხვავებული ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება აქვს, სწორედ ეს
განაპირობებს სიზმრის შინაარს. ხშირად ადამიანები ცდილობენ გარკვეული
წიგნების და ვებ-გვერდების მეშვეობით მოიძიონ საკუთარი სიზმრის ახსნა, თუმცა ეს
არც თუ ისე ეფექტურია, რადგან ყოველი სიზმარი ისეთივე ინდივიდუალურია
როგორც თვითონ ადამიანი.

You might also like