You are on page 1of 7

პირველი თავი

სიზმრებთან დაკავშირებული მეცნიერული ლიტერატურა.

ამ თავში მოვიყვან იმის მტკიცებულებას, რომ არსებობს ფსიქოლოგიური ტექნიკა, რომელიც


სიზმრის ახსნის საშუალებას იძლევა. ამ მეთოდის გამოყენებით ნებისმიერი სიზმარი
გადაიქცევა გააზრებულ ფსიქიკურ ფენომენად, რომელიც შეიძლება ჩაერთოს ღვიძილის
მდგომარეობაში მენტალური აქტივობის შესაბამის ადგილას. (Толкование сновидений, გვ. 11)

შევეცდები გავარკვიო ის პროცესები, რომლებიც სიზმრის უცნაურობას და გაურკვევლობას


განაპირობებენ და ამის საფუძველზე გამოვიტანო დასკვნა ფსიქიკური ძალების ბუნებაზე,
რომელთა თანამშრომლობიდან, ან დაპირისპირებიდან წარმოიქმნება სიზმარი.

სიზმირის მეცნიერულ გაგებაზე სამწუხაროდ ძალიან ცოტა წინსვლაა.

პირველი ნაწარმოები სადაც სიზმარი განხილულია, როგორც ფსიქოლოგიის ობიექტი


ეკუთვნის არისტოტელეს. არისტოტელე ამბობს, რომ სიზმარი არის არა ღვთაებრივი,
დემონური მოვლენა. ეს აზრი ავლენს მის ღრმა საზრისს. მისთვის ცნობილია სიზმირს
სხვადასხვა ტიპი. მან იცის, მაგალითად, რომ ძილის დროს სიზმარს შეუძლია მსუბუქი
გაღიზიანება აქციოს დიდ ამბად(თითქოს ცეცხლში გადიხარ და იწვი, მაშინ როცა,
სინამდვილეში სხეულის რომელიმე ნაწილი უბრალოდ თბება). აქედან გამომდინარე,
არისტოტელე ასკვნის, რომ სიზმრების მიხედვით შეიძლება ექიმმა აღმოაჩინოს სხეულში
დაწყებული უხილავი ცვლილებები. (Зигмунд, გვ. 12)

ძველად, არისტოტელემდე, სიზმარს თვლიდნენ არა მძინარე სულის პროდუქტად, არამედ


ღვთაებრივი სამყაროს ჩარევად: ჩვენ ვხედავთ მათში ორივე ურთიერთსაწინააღმდეგო
მიმართულებას. ისინი ანსხვავებდნენ ნამდვილ, ღირებულ სიზმრებს, რომლებიც
აფრთხილებენ მძინარე ადამიანს, ან წინასწარმეტყველებენ მომავალს. ყალბი, არაფრის
მომცემი, მატყუარა სიზმრებისგან, რომელთა მიზანია დააბნიონ მძინარე ადამიანი ან დაღუპონ,
უხეშად რო ვთქვათ. მეცნიერებამდელი წარმოდგენა სიზმრებზე, ჰარმონიაში იყო საერთო
მსოფლმხედველობასთან, რომლებიც ისეთი რეალობის პროექციას ახდენდნენ გარე
სამყაროზე, რა რეალობასაც ფლობნენ შინაგან სამყაროშიც. (Зигмунд, გვ. 12)

ითვალისწინებდნენ იმ მეხსიერებაში დარჩენილ შთაბეჭდილებებს, რომლებსაც აზროვნება


დილით იღებდა. ამ მოგონებაში სიზმარი ეწინააღმდეგება დანარჩენ ფსიქიკურ შინაარს,
როგორც უცხო ნაწილი, თითქოს მიღმიერ სამყაროში მომხდური. ამ წარმოდგენებს ჩვენს
დროშიც ჰყავთ მიმდევრები.
სიზმრის მეცნიერული შესწავლის ისტორიის დაწერა ძნელია, რადგან ამ შესწავლაში, რაც არ
უნდა ღირებული იყოს მის, რომელიმე ნაწილში იგი, არ აღინიშნება პროგრესი ამ
მიმართულებით. საქმე არასდროს არ მიდის საძირკველის ჩაყრამდე, ისეთი სოლიდური
რეზულტატის მიღებამდე, რომელზეც დაშენდებოდა შემდგომი კვლევები. ყოველი ახალი
ავტორი იწყებს პრობლემის თავიდან შესწავლას. ამიტომ მე შევეცადე ამეგო ჩემი თხრობა
განხილული საკითხების არსით და არა ავტორების მიხედვით და შევეცდები თვითეულ
პრობლემაზე მივუთითო თუ რა მასალა არსებობს ლიტერატურაში მის გადასაჭრელად.
(Зигмунд, გვ. 13)

მე შემიძლია დავარწმუნო მკითხველი იმაში, რომ არ გამომიტოვია არცერთი მნიშვნელოვანი


ფაქტი და არც ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისი ამ თემასთან დაკავიშრებით.

ბოლო დრომდე, ავტორების უმრავლესობა აუცილებლობად მიიჩნევდა, რომ ძილი და


სიზმარი განხილული ყოფილიყო ერთად, და როგორც წესი, აქვე ურთავდნენ ანალოგიური
მდგომარეობების შესწავლას, რაც ეხებოდა ფსიქოპათოლოგიას და ძილისმაგვარ მოვლენებს
(ჰალუცინაციები, ხილვები და ა.შ.) ამის საპირისპიროდ, უფრო გვიანდელ შრომებში
მიისწრაფიან შეძლებისდაგვარად შეავიწროვონ თემა და იკვლიონ რომელიმე ერთი საკითხი
სიზმრების სფეროდან. ამ გარდასახვაში მე ვხედავ იმ შეხედულების გამოხატულებას, რომ
ასეთ დაფარული საკითხების გაგებას სჭირდება მთელი რიგი დეტალური კვლევა-ძიება.
სწორედ ამიტომ, მე გთავაზობთ სპეციფიური ფსიქოლოგიური ხასიათის დეტალურ კვლევას.
მე არ მაქვს საფუძველი დავკავდე ძილის პრობლემით, რადგან ეს უკვე თითქმის სუფთად
ფიზიოლოგიური პრობლემაა. თუმცა ძილის ხასიათში შეიძლება იყოს ფსიქიკური აპარატის
ფუნქციონირების ცვლილება.

სიზმრებთან დაკავშირებული სამეცნიერო ინტერესი მიემართება შემდეგ ცალკეულ


საკითხებამდე და ნაწილობრივ გადაკვეთენ ერთმანეთს.

სიზმრის კავშირი სიფხიზლესთან

არსებობს ერთი მოსაზრება რომელსაც ემხრობიან: სიზმარს არავითარი კავშირი არა აქვს
სიფხიზლის მდოგმაორებასთან. სიზმარში ქრება მეხსიერება. მეორე მოსაზრებით კი სიზმარი
არის სიფხიზლის გაგრძელება. ჩვენი სიზმრები ყოველთვის კავშირშია იმ წარმოდგენებთან,
რომლებსაც არც ისე შორეულ დროში ადგილი ჰქონდათ ჩვენს ცნობიერებაში. (გაფფნერი)
სიზმრის მასალა. მეხსიერება სიზმარში.

პირველ რიგში, თვალში საცემია ის ფაქტი, რომ სიზმრის შინაარსი შეიცავს ისეთ მასალას,
რომელსაც ადამიანი არ აღიარებს, როგორც საკუთარი ცოდნის და გამოცდილების ნაწილად.
მას ახსოვს, რომ ეს დაესიწმრა, მაგრამ არ ახსოვს ოდესმე თუ გამოუვლია რეალობაში. ადამიანი
რჩება გაურკვევლობაში და არ იცის, რომელი წყაროდან მომდინარეობდა სიზმარი და რჩება
მხოლოდ დაირწმუნონ თავი სიზმრის დამოუკიდებელ, ხელოვნურ შესაძლებლობაზე. მაგრამ
მოულოდნელად, ზოგჯერ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, ახალი განცდას გადააქვს
თითქოს დაკარგული მოგონება უფრო აადრეულ განცდაზე და შესაბამისად პოულობს
სიზმრის წყაროს. იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ სიზმარში ადამიანმა გაიხსენა ის რაც
იცოდა და არ ახსოვს გამოღვიძების დროს.

ერთ-ერთი წყარო სიზმრებისა არის ჩვენი ბავშვობის წლები, რომელიც არ გვახსენდება


ღვიძილის დროს და არასდროს არ გამოიყენება. 22

სიზმარი გამოყოფს არამარტო მნიშვნელოვან მომენტებს ჩვენი ცხოვრებიდან არამედ


უმნიშვნელოებსაც. 24

სიზმრების წყარო

მეცნიერული თვალსაზრისით ისმის კითხვა, აქვს თუ არა სიზმრის წარმოშობას ყოველთვის


ერთიდაიგივე მიზეზი, თუ იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა. ამასთა, სიზმრების ახსნა
მიეკუთვნება ფსიქოლოგიას თუ ფიზიოლოგიას. ავტორების უმრავლესობა თვლის, რომ
სიმზრის წყარო შეუძლება იყოს ძალიან სხვადასხვა და ფიზიკური გაღიზიანება, სულიერ
ღელვასთან ერთად შეიძლება იყოს სიზმრის მაპროვოცირებელი. (Зигмунд, გვ. 28)

ერთი სიტყვით, სიზმრების წყარო შეიძლება დავყოთ 4 ნაწილად, რომელიც ასევე


გამოგვადგება სიზმრების კლასიფიკაციისთვის:

 გარე (ობიექტური) მგრძნობელობითი გაღიზიანება


 შინაგანი (სუბიექტური) მგრძნობელობითი გაღიზიანება
 შინაგანი (ორგანული) ფიზიკური გაღიზიანება
 წმინდა ფსიქიკური გაღიზიანების წყარო.
გარე (ობიექტური) მგრძნობელობითი გაღიზიანება

ფსიქიკა სიზმარშიაც განაგრძობს კავშირს გარე სამყაროსთან. შესაბამისად, შეგრძნებითი


გამღიზიანებლები ძილის დროს ადვილად შეიძლება გახდნენ სიზმრის მასალა.

გამღიზიანებლები, რომლებიც მოქმედებენ შეგრძნების ორგანოებზე ძილის დროს ჩნდებიან სიზმრებში


არა თავისი ჩვეული ფორმით, არამედ იცვლებიან რაიმე სხვა წარმოდგენებით მათთან რაიმე კავშირში
მყოფი. აქ ჩნდება კითხვა, რატომ არის, რომ ერთი და იგივე გამღიზიანებლები იწვევენ ასე
განსხვავებულ სიზმრებს და რატომ ზუსტად ასეთს და არა სხვაგვარს.

Zzzzz |\ _,,,--,,_
/,`.-'`' ._ \-;;,_
|,4- ) )_ .;.( `'-'
'---''(_/._)-'(_\_)

ვუნდტმა და შტრუმპელმა გასცეს პასუხი შეკითხვას თუ რატომ ამახინჯებს ფსიქიკა სიზმარში


ობიეტურ შეგრძნებით გაღიზიანებებს. შეგრძნებითი შთაბეჭდილებები ამოიცნობა და სწორად
ინტერპრეტირდება, ანუ შეუერთდება მოგონებების ჯგუფს, თუ შთაბეჭდილება არის ძლიერი, მკაფიო
და საკმარისად მარტივი. თუ ეს პირობები არ იქნა დაცული მაშინ ჩვენ ვამახინჯებთ ჩვენს
წარმოდგენაში ობიექტს, რომლისგანაც მომდინარეობს შთაბეჭდილება და ამის საფუძველზე ვქმნით
ილუზიას. (Зигмунд, გვ. 34) მაგალითად, როდესაც ვიღაც თვალუწვდენელ მინდორში დასეირნობს და
შორს ხედავს რაიმე საგანს იგი შეიძლება მოეჩვენოს ცხენად, ცოტა რომ მიუახლოვდება, მწოლიარე
ძროხად და თუ ახლოს მივა შეიძლება დაინახოს, რომ სინამდვილეში ძირს ჩამომსხდარი ადამიანები
ნახოს. ანალოგიურ შთაბეჭდილებას იღებს ჩვენი სული სიზმარში გარე გამღიზიანებლებისგან, რის
საფუძველზეც იგი აგებს ილუზიებს, მოგონებებით გამოწვეული შთაბეჭდილებების საფუძველზე.

შინაგანი (სუბიექტური) მგრძნობელობითი გაღიზიანება

გარდა გარეგანი გამღიზიანებლებისა უნდა მოვძებნოთ სხვა წყაროებიც, რომლებიც იწვევენ


სიზმარას. შინაგანი გრძნობითი ორგანოების აღგზნების საფუძველზე წარმოქმნილი სიზმრები.
ვუნდტი - „არანაკლებ როლს თამაშობს სიზმარში სუბიექტური მხედველობითი და სმენითი
შეგრძნებები. სინათლის მტვერი მხედველობის შავ წრეში იღებს ფანტასტიურ ფორმებს და
მრავალრიცხოვანი სინათლის წერტილები, რისგანაც იგი შედგება, გარდაიქმნება სიზმრად და
მოძრაობის შედეგად, სინათლის ქაოსი გვეჩვენება მოძრავ ნივთებად“ (Зигмунд, გვ. 36).

სუბიექტური მგრძნობელობით გამღიზიანებლებს აქვთ ის უპირატესობა, გარე


მგრძნობელობებთან შედარებით, რომ ისინი არ არიან დამოკიდებული გარე
შემთხვევითობებზე. ისინი ხელმისასწვდომია ყოველთვის, როდესაც ამისი საჭიროება
წარმოიქმნება. ჰიპნოტური ჰალუცინაციები (ფანტასტიკური მხედველობითი მოვლენები-
იოჰან მიულერი) - ნათელი, ცვალებადი სახე ხატებები, წარმოიქმნება დაძინების მომენტში და
ასევე გაღვიძების მომენტში (37გვ). მათ წარმოსაქმნელად, როგორც მორი ამბობს საჭიროა
სულიერი პასიურობა, ყურადღების მოდუნება. ასე ნახა მორიმ ერთხელ მთელი რიგი
ჯადოსნური ფიგურები დამახინჯებული სახეებით და უცნაური ვარცხნილობებით.

ტრემბელ ლედმა ვარჯიშის საშუალებით დაძინებიდან ორი სამი წუთის შემდეგ მაშინვე
გამოეღვიძა ისე, რომ თვალი არ გაეხილა. ამის შედეგად, მას ჰქონდა საშუალება შეედარებინა
თვალის ბადურაში აღქმები, რომლებიც უჩინარდებოდნენ და მოგონებაში დარჩენილი
სიზმრები (38გვ). ბადურის გარსზე სინათლის კონტურები არის სქემა, რომელზეც აიგება
სიზმარი.

შინაგანი (ორგანული) ფიზიკური გაღიზიანებები. (39გვ.)

შინაგანი ორგანოებთან დაკავშირებით განვითარებული მთელი რიგი დარღვევები იწვევს სიზმრებს.

სიზმარში ის თუ როგორ არის განლაგებული სხეულის ნაწილები, შეესაბამება მის მდგომარეობას


რეალობაში, ანუ, სუბიექტს ესიზმრება სტატიკური მდგომარეობის.

თუ სუბიექტი სიზმში ესიზმრება საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილის მოძრაობა. მოძრაობა


თითქმის ყოველთვის ისეთია, რომ ერთ-ერთი შეესაბამება რეალობას.

საკუთარი სხეულის ნაწილების განლაგება სიზმარში შეიძლება მიეწეროს სხვასაც.

შეიძლება დაგვესიზმროს რომ გარკვეულ მოძრაობას ხვდება დაბრკოლება.

ფსიქიკური წყარო როგორც გამღიზიანებელი. (45გვ)

ზემოთ ჩვენ განვიხილეთ სიზმრის კავშირი სიფხიზლესთან და სიზმრის მატერიალის


წარმომავლობა და როგორც ჩანს როგორც წინა ასევე ამჟამინდელი მკვლევრები ფიქრობენ რომ
ადამიანებს ესიზმრებათ ის რასაც აკეთებდნენ დღისით და რაც მათ აინტერესებთ ღვიძილის
მდგომარეობაში.

ეს გადატანა სიფხიზლიდან სიზმარში მიუთითებს არა მხოლოდ ფსიქიკურ კავშირზე,


რომელიც აკავშირებს სიზმრებს ცხოვრებასთან, არამედ მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ
მივყავართ სიზმრების ძალიან მნიშვნელოვან წყარომდე. რომელიც ხსნის მთლიანად სიზმრის
წარმომავლობას, ძილის დროს მოქმედ გამღიზიანებლებთან ერთად. თუმცა არსებობს
საპირისპირო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანს მხოლოდ მაშინ ესიზმრება ის რაც
ყველაზე მეტად აინტერესებდა ცხოვრებაში, როდესაც უკვე აქტუალური აღარ არი და თავისი
პირვანდელ ღირებულებას კარგავს. სიზმრების ანალიზისას საერთო წესების დადგენა
თითქმის შეუძლებელია, არსებობს მთელი რიგი გამონაკლისები.

ყოველდღიური ინტერესები, შინაგან და გარეგან გამღიზიანებლებთან ერთად საკმარისი, რომ


იყოს სიზმრის ეტიოლოგიისა ასახსნელად მაშინ ჩვენ სიზმრის ყველა ელემენტის ახსნა
შეგვეძლებოდა და სიზმრის წარმოშობის საიდუმლოებას ამოვხსნიდით და დარჩებოდა
მხოლოდ გასარკვევი ფსიქიკური და სომატური გამღიზიანებლების როლის განსაზღვრა
ცალკეული სიზმრის შემთხვევაში.

სიზმრის წარმომშობი სხვა ფსიქიკური წყაროები ჩვენთვის არ არის ცნობილი. ავტორების


უმრავლესობისთვის ფსიქიკაა სიზმრის წარმომშობი. ისინი განასხვავებენ სიზმრებს,
რომლებიც მომდინარეობს ნერვული გამღიზიანებლებიდან და სიზმრები მომდინარე
ასოციაციებიდან. თუმცა ჯერ არაფერია ნათქვამი იმაზე შეიძლება თუ არა სიზმრები
წარმოიშვას ფიზიკური გამღიზიანებლის გარეშე. ხოლო ის ავტორები, რომლებიც ვუნდტის
მსგავსად საშუალო პოზიციას იკავებენ, ირწმუნებიან, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიზმრებზე
მოქმედებს სომატური გამღიზიანებლები და ჩვენთვის უცნობი თუ ცნობილი დღის
განმავლობაში არსებული ინტერესები, ფსიქიკური გამღიზიანებლები. (46გვ)

გონების სხეულზე დომინირება მართალია ხაზგასმულია, თუმცა ყველაფერი რაც ამტკიცებს


სულიერი ცხოვრების დამოუკიდებლობას აშკარა ორგანული ცვლილებებისგან, ან მისი
გამოვლინების მუდმივობისგან, ეს მომენტი ფსიქიატრებს საკმაოდ აშინებს. რადგან ამის
აღიარებას დაგვაბრუნებს ნატუროფილოსოფიის ეპოქაში და სულის მეტაფიზიკურ
ბუნებასთან. სინამდვილეში კი ფიზიკურისა და ფსიქიკურის კაზუალურ კავშირში შეაქვთ
ეჭვი. (47გვ)

გ) რატომ ავიწყდება ადამიანს სიზმარი გაღვიძებისას?

ის რომ სიზმარი, გაღვიძებისას ქრება ყველასთვის ნათელია. თუმცა ის მეხსიერებაში შეიძლება


დარჩეს. ჩვენ ხშირად გვეჩვენება რომ იგი არასრულად გვახსოვს. თუ ჯერ კიდევ ღამე
დაწვრილებით ვიცოდით, ნელ-ნელა ნათელი წრმოდგენა როგორ ქრება დღის განმავლობაში.
ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაც დაგვესიზმრა, მაგრამ არ გვახსოვს კონკრეტულად რა. და იმდენად
შევეჩვიეთ ამას, რომ ის ფაქტი რომ რაღაც ვნახეთ და აღარ გვახსოვს ჩვენთვის ნორმალურია.
მეორეს მხრივ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სიზმარი დიდი ხნის განმავლობასი რჩება
ჩვენს მეხსიერებაში. მე არაერთხელ გამიანალიზებია ჩემი პაციენტების მიერ 25 და მეტი წლის
წინათ ნანახი სიზმრები. პირადად მე მახსოვს ამ წიტას სიზმარი, რომელიც 37 წლის წინ ვნახე
და დღემდე არ გაცრეცილა მეხსიერებაში. ეს ყველაფერი ძალზედ გასაოცარია. (48გვ)

სიზმრის დავიწყება როგორც წესი ჩვეულებრივ აიხსნება, ისე როგორც დღის განმავლობაში
გვავიწყდება მთელი რიგირ შეგრძნებები, ასევეა სიზმრის შემთხვევაშიც. ისეთი შეგრძნებები
რომლებიც სუსტია და ძალიან მცირე კავშირშია სულიერ მოძრაობებთან მალე გვავიწყდება
ასევეა სიზმრებისშემთხვევაშიც. თუმცაღა ინტენსივობის მომენტი თავისთავად არ ნიშნავს,
რომ სიზმარი დაგვამახსოვრდება. შტრუმპელი სხვა ავტორებთან ერთად აღიარებს, რომ ხშირ
შემთხვევაში ხშირად გვავიწყდება სიზმრები, რომლებიც პირველ წუთებში გახსოვთ, რომ
ისინი იყვნენ საკმაოდ ცოცხალი და რელიეფური,მაშინ როცა დამახსოვრებულ სიზმრებში
შეიძლება შეგვხვდეს ისეთები, რომლებიც გამჭვირვალე სუსტი და გაურკვეველი ხატებებისგან
შედგება.

ღვიძილის მდგომარეობაში, როგორც წესი, მალე გვავიწყდება ის რაც ერთხელ მოხდა, ხოლო
გვამახსოვრდება განმეორებითი მოვლენები. სიზმრების უმრავლეს შემთხვევაში ერთჯერადი
განცდებისგან შედგება და აქედან გამომდინარეობს მისი მალე დავიწყება. დავიწყების მესამე
მიზეზი გაცილებით არსებითია. იმისათვის რომ გარკვეული შეგრძნება, წარმოდგენა თუ აზრი
დაგვამახსოვრდეს აუცილებელია, რომ ისინი არ ვლინდებოდნენ თავისთავად და
ერთმანეთთან ჰქონდეთ კავშირი და დამოკიდებულება. მწყობრი, ლოგიკური წინადადება
გაცილებით ადვილად გვამახსოვრდეა და დიდხანს გვრჩება მეხსიერებაში. აბსურდული კი
ძალიან ძნელად და იშვიათად გვამახსოვრდება. სიზმრები კი უმეტეს შემთხვევაში აზრს
მოკლებული და კავშირის არ მქონეა. თუმცა რადეშტოხის აზრით ყველაზე კარგად
ვიმახსოვრებთ ყველაზე უცნაურ სიზმრებს. (49გვ) ჩემი აზრით: ყველაზე უცნაურს კია არა და
ისეთ სიზმრები გვამახსოვრდება ადვილად, რომელსაც ძლიერი ემოცია ახლავს. სანამ ემოცია
გაგვყვება მანამ სიზმარიც ძალიან ცხადად გვახსოვს.

You might also like