You are on page 1of 360

1.

მარ​ტი, 1983 წ.

ხში​რად მე​სიზ​მრე​ბა ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“.

ძილ​ში მას ვე​კუთ​ვნი. გა​რე​მოება​თა რა​ღაც უც​ნაური დამ​თხვე​ვით, მი​სი ნა​წი​ლი ვარ. და ჩემს და​მო​კი​დე​ბუ​‐
ლე​ბას მას​ზე იქ, ძილ​ში, სრუ​ლი​ად მკა​ფი​ოდ შე​ვიგ​რძნობ. თვი​თონ ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ ჩემს სიზ​მარ​ში
დამახინჯებულ-​გაწელილი მო​ხა​ზუ​ლო​ბი​საა. ძა​ლი​ან ვიწ​რო და გრძე​ლი. ისე​თი ვიწ​რო და გრძე​ლი, რომ
თით​ქოს ოტე​ლი კი არა, სა​ხუ​რა​ვიანი ქვის ხი​დია. ფან​ტას​ტი​კუ​რი ხი​დი, რო​მე​ლიც საუკუ​ნეების სიღ​რმი​დან
სამ​ყა​როს უკა​ნას​კნელ წა​მამ​დეა გა​წე​ლი​ლი. მე კი მი​სი მძლავ​რი კონ​სტრუქ​ცი​ის ელე​მენ​ტი ვარ... იქ, შიგ​‐
ნით, ვი​ღაც ჩუ​მად ტი​რის. ვი​ცი – ჩემ გა​მო.

ოტელს შიგ​ნე​ულ​ში ვყა​ვარ დამ​წყვდეული. ვგრძნობ მის მა​ჯის​ცე​მას, მი​სი კედ​ლე​ბის სით​ბოს. იქ, სიზ​მარ​ში,
მე მი​სი უზარ​მა​ზა​რი სხეულის ერთ-​ერთი ორ​გა​ნო ვარ.

აი, ასე​თი სიზ​მა​რი​ა.

თვალს ვა​ხელ. ვხვდე​ბი, სად ვარ. ხმა​მაღ​ლაც კი ვკით​ხუ​ლობ. „სად ვარ?“ ყო​ველ​გვარ აზრს მოკ​ლე​ბუ​ლი შე​‐
კით​ხვა. იკით​ხავ თუ არ იკით​ხავ, პა​სუ​ხი ყო​ველ​თვის წი​ნას​წარ არის ცნო​ბი​ლი. მე ჩემს სა​კუ​თარ ცხოვ​რე​ბა​‐
ში ვარ. გარ​შე​მო ჩე​მი ერ​თა​დერ​თი რეალო​ბაა. არა, ასე​თი არ მდო​მე​ბია, მაგ​რამ აი, ისი​ნიც – ჩე​მი ყო​ველ​‐
დღიურო​ბა, ჩე​მი საზ​რუ​ნა​ვი, ჩე​მი გა​რე​მოება. ხან​და​ხან ჩემ გვერ​დით ქალს სძი​ნავს. მაგ​რამ ძი​რი​თა​დად
მარ​ტო ვარ. აღ​მუვ​ლე​ბუ​ლი ჩქა​როს​ნუ​ლი მა​გის​ტრა​ლი ფან​ჯრის იქით, ჭი​ქა ბა​ლიშ​თან (ნა​ხე​ვა​რი თი​თის და​‐
დე​ბა ვის​კი ფსკერ​ზე) და ვი​თა​რე​ბას იდეალუ​რად მი​სა​და​გე​ბუ​ლი – ან იქ​ნებ უბ​რა​ლოდ ყვე​ლაფ​რის მი​მართ
გულ​გრი​ლი – მტვრიანი დი​ლის სი​ნათ​ლე. ფან​ჯრის მიღ​მა წვიმს. რო​ცა დი​ლი​დან​ვე წვიმს, მა​შინ​ვე არ ვდგე​‐
ბი ლო​გი​ნი​დან. თუ ჭი​ქა​ში გუ​შინ​დე​ლი ვის​კია დარ​ჩე​ნი​ლი – ვსვამ. ვუ​ყუ​რებ ფან​ჯრის იქით კარ​ნი​ზი​დან მოწ​‐
ყვე​ტილ წვე​თებს და ოტელ „დელ​ფინ​ზე“ ვფიქ​რობ. ხელს ვიწ​ვდი და სა​ხე​ზე ვი​კი​დებ. ვრწმუნ​დე​ბი: ეს მე ვარ,
მხო​ლოდ მე და სხვა არა​ვინ, არა​ვი​თარ ოტელს არ ვე​კუთ​ვნი. არა​ფერს არ ვე​კუთ​ვნი. მაგ​რამ სიზ​მრის ნაკ​ვა​‐
ლე​ვი რჩე​ბა. იქ, სიზ​მარ​ში, აი ასე რომ მე​ცა​და ხე​ლის გაწ​ვდე​ნა, ვეებერ​თე​ლა შე​ნო​ბა ტორ​ტმანს და ძაგ​ძაგს
და​იწ​ყებ​და. ბე​ბე​რი წის​ქვი​ლი​ვით, რო​მელ​საც ხე​ლახ​ლა მი​უგ​დეს წყა​ლი. აჭ​რი​ალ​დე​ბო​და, დატ​რი​ალ​დე​ბო​‐
და ლილ​ვი ლილ​ვზე, კბი​ლა​ნა კბი​ლა​ნა​ზე – და მთე​ლი კორ​პუ​სით, უკა​ნას​კნე​ლი ლურ​სმნის ჩათ​ვლით, აჰ​ყვე​‐
ბო​და ჩემს მოძ​რაობას. თუ ყურს მი​უგ​დებ, იმა​საც გა​არ​კვევ, რო​მელ მხა​რეს მიიძურ​წე​ბა ეს ჭრიალი... ყურს
ვუგ​დებ. და ვი​ღა​ცის შე​კა​ვე​ბუ​ლი ქვი​თი​ნი მეს​მის. ძლივს ის​მის უკუ​ნი სიბ​ნე​ლი​დან. ვი​ღაც ტი​რის. ჩუ​მად,
უნუ​გე​შოდ. ტი​რის და მიხ​მობს.

ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ ნამ​დვი​ლად არ​სე​ბობს. სა​პო​რო​ში, ორი უბად​რუ​კი ქუ​ჩის კუთ​ხე​შია მი​ყუ​ჟუ​ლი. რამ​დე​ნი​‐
მე წლის წინ მთე​ლი კვი​რა ვიც​ხოვ​რე იქ. არა – შე​ვეც​დე​ბი, უფ​რო ზუს​ტად გა​ვიხ​სე​ნო. წვრილ​მა​ნე​ბიანად...
რო​დის იყო? ოთ​ხი წლის წი​ნათ. კი​დევ უფ​რო ზუს​ტად – ოთხ-​ნახევარი წლის. მა​შინ ოც​დაათი​საც არ ვი​ყა​ვი.
მე​გო​ბარ ქალ​თან ერ​თად მო​ვეწ​ყვე იქ. ისე, ყვე​ლა​ფე​რი თვი​თონ გა​დაწ​ყვი​ტა. აი, აქ გავ​ჩერ​დე​თო. სწო​რედ
ამ ოტელ​ში უნ​და გავ​ჩერ​დეთ და არა სხვა რო​მე​ლი​მე​შიო. ის რომ არა, აზ​რა​დაც არ მო​მი​ვი​დო​და ასეთ უც​ნა​‐
ურ ად​გილ​ზე შე​ჩე​რე​ბა.

ეს იყო გა​ქუ​ცუ​ლი, ღვთი​სა და კა​ცის​გან მი​ვიწ​ყე​ბუ​ლი პა​ტა​რა ოტე​ლი: ჩვე​ნი იქ ყოფ​ნის ერ​თი კვი​რის გან​მავ​‐
ლო​ბა​ში ფოიეში სულ ორ თუ სამ ადა​მი​ანს გა​და​ვე​ყა​რეთ. ძნე​ლი სათ​ქმე​ლი იყო, იქ ცხოვ​რობ​დნენ თუ ხუ​თი
წუ​თით შე​მო​ირ​ბი​ნეს საქ​მე​ზე. პორ​ტი​ეს უკან, და​ფა​ზე, აქა-​იქ აკ​ლდა გა​სა​ღე​ბე​ბი, რაც იმას ნიშ​ნავ​და, რომ
ოტელ „დელ​ფინს“ ჰყავ​და ბი​ნად​რე​ბი. ცო​ტა. თით​ზე ჩა​მო​სათ​ვლე​ლი. და რად​გან ოტე​ლის ტე​ლე​ფო​ნი დი​დი
ქა​ლა​ქის ცნო​ბარ​ში ვი​პო​ვეთ, ეჭ​ვის შე​ტა​ნა იმა​ში, რომ აქ სა​ერ​თოდ ვინ​მე ჩერ​დე​ბა, უბ​რა​ლოდ, უც​ნაური იქ​‐
ნე​ბო​და. მაგ​რამ თუ ჩვენ ორს გარ​და, მა​ინც ცხოვ​რობ​დნენ ვიღაც-​ვიღაცები, სა​ვა​რაუდოდ, ეს არ​სე​ბე​ბი სა​‐
შინ​ლად გაუბე​და​ვი და ყვე​ლას​გან და​ვიწ​ყე​ბუ​ლი იყ​ვნენ. ნახ​ვით მათ ვერ ვნა​ხუ​ლობ​დით, სმე​ნით არ გვეს​‐
მო​და და მათ არ​სე​ბო​ბას ვერ ვგრძნობ​დით. მხო​ლოდ გა​სა​ღე​ბე​ბის გან​ლა​გე​ბა იც​ვლე​ბო​და პორ​ტი​ეს და​ფა​‐
ზე. რო​გორც ჩანს, დე​რე​ფან​შიც სუნ​თქვა​შეკ​რუ​ლე​ბი, ფერ​მკრთა​ლი ჩრდი​ლე​ბი​ვით კედელ-​კედელ და​დი​ოდ​‐
ნენ. დრო​დად​რო ძვე​ლი ლიფ​ტის გრუ​ხუ​ნი არ​ღვევ​და სი​ჩუ​მეს; მაგ​რამ ლიფ​ტი გა​ჩერ​დე​ბო​და და სი​ჩუ​მე წი​‐
ნან​დელ​ზე უფ​რო მძაფ​რად იგ​რძნო​ბო​და...

სრუ​ლი​ად მის​ტი​კუ​რი და​წე​სე​ბუ​ლე​ბა.

იმის შემ​ხედ​ვა​რეს, ყო​ველ​თვის მეჩ​ვე​ნე​ბო​და, თით​ქოს ჩემ წინ სამ​ყა​როს ევო​ლუ​ცი​ის შეც​დო​მა იყო; ჩიხ​ში
მოქ​ცეული გე​ნე​ტი​კუ​რი ტრან​სფორ​მა​ცი​ის მსხვერ​პლი; მა​ხინ​ჯი რეპ​ტი​ლია, რომ​ლის ბიოლო​გიური სა​ხეობა
დიდ​ხანს გა​ნიც​დი​და მუ​ტა​ცი​ას არას​წო​რი მი​მარ​თუ​ლე​ბით – მე​ტის​მე​ტად დიდ​ხანს იმის​თვის, რომ ახ​ლა პი​‐
რი​ქით შეც​ვლი​ლი​ყო. შე​დე​გად კი ამ შტოს ყვე​ლა პერ​სო​ნამ შეწ​ყვი​ტა არ​სე​ბო​ბა, მხო​ლოდ ერ​თი გა​დარ​ჩა
და ახ​ლა აყუ​დე​ბუ​ლა აქ ობ​ლად და მიუსაფ​რად ახა​ლი სამ​ყა​როს კუშტ ბინ​დში. სას​ტიკ სამ​ყა​რო​ში, სა​დაც
დრო​მაც კი ხე​ლი აიღო მას​ზე. ვერც ვე​რა​ვის დაადა​ნა​შაულებ – არ არი​ან დამ​ნა​შა​ვე​ნი, და არც ხე​ლის შემ​‐
შვე​ლე​ბე​ლი ჩანს. იმი​ტომ, რომ იმ​თა​ვით​ვე არ უნ​და მო​ეწ​ყოთ აქ ოტე​ლი. აი, ამ მთა​ვა​რი შეც​დო​მი​დან და​იწ​‐
ყო და გაგ​რძელ​და სულ უფ​რო მრუ​დედ და მრუ​დედ. სხვა ღილ​ზე შეკ​რუ​ლი პე​რან​გი​ვით. ამ სიმ​რუ​დის გას​‐
წო​რე​ბის ნე​ბის​მიერი მცდე​ლო​ბა ასეთ​სა​ვე გა​დახ​რას, თით​ქმის ელე​გან​ტურ უწეს​რი​გო​ბას იწ​ვევს სად​მე
სხვა​გან. და ასე, ცო​ტა, ცო​ტა და ბო​ლოს მთე​ლი პე​რან​გი იღ​რი​ცე​ბა. საიდა​ნაც არ უნ​და შე​ხე​დო... არის ქვეყ​‐
ნად ასე​თი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი დაღ​რე​ცი​ლო​ბა. თუ დიდ​ხანს არ მოაცი​ლებ თვალს, თა​ვი უნე​ბუ​რად გვერ​დზე
გა​დახ​რას ეჩ​ვე​ვა. თით​ქოს დი​დი არა​ფე​რი – უმ​ნიშ​ვნე​ლო და​ფერ​დე​ბაა, სულ რამ​დე​ნი​მე გრა​დუ​სი. თა​ვის
მსუ​ბუ​ქი, ბუ​ნებ​რი​ვი დახ​რა. შე​ეჩ​ვე​ვი და საკ​მა​ოდ მყუდ​როდ შე​გიძ​ლია იც​ხოვ​რო ამ​ქვეყ​ნად. თუ, რა თქმა
უნ​და, ყუ​რად​ღე​ბას არ მი​აქ​ცევ, რომ მთელ და​ნარ​ჩენ სამ​ყა​რო​საც ასე და​ფერ​დე​ბუ​ლად აღიქ​ვამ.

სწო​რედ ასე​თი იყო ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“. მი​სი უბად​რუ​კო​ბა, ისე​ვე რო​გორც წლე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში მას​ში
დაგ​რო​ვე​ბუ​ლი აბ​და​უბ​დის გა​მო ნე​ბის​მი​ერ წამს მი​წა​ში ჩან​თქმის გან​წი​რუ​ლი და მორ​ჩი​ლი მზად​ყოფ​ნა, მა​‐
შინ​ვე თვალ​ში ხვდე​ბო​და ყვე​ლას. ნაღ​ვლიანი, რო​გორც კოჭ​ლი ძაღ​ლი იან​ვრის წვი​მა​ში. რა თქმა უნ​და,
ქვეყ​ნად არც ისე ცო​ტაა ამა​ზე ნაღ​ვლიანი ოტე​ლი. მაგ​რამ თუნ​დაც მათ გვერ​დით წა​მო​მარ​თულ ოტელ
„დელ​ფინს“ მა​ინც სულ სხვა იერი ექ​ნე​ბო​და. ნაღ​ვე​ლი შე​ნო​ბის პრო​ექ​ტში​ვე იყო გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბუ​ლი. და
ამის გა​მო სევ​დაც ორ​მაგ​დე​ბო​და.

ღირს კი იმის თქმა, რომ შეც​დო​მით ან გაუგებ​რო​ბის გა​მო აქ მოხ​ვედ​რი​ლი ბრიყ​ვე​ბის გარ​და, ძნე​ლად
მოიძებ​ნე​ბო​და ადა​მიანი, რო​მე​ლიც თა​ვი​სი ნე​ბით და​ბი​ნავ​დე​ბო​და ოტელ „დელ​ფინ​ში“?

სი​ნამ​დვი​ლე​ში ოტელს ოდ​ნავ გან​სხვა​ვე​ბუ​ლი სა​ხე​ლი ერ​ქვა. Dolphin Hotel – აი, ეს იყო მი​სი ოფი​ციალუ​რი სა​‐
ხე​ლი. მაგ​რამ ასე​თი სა​ხელ​წო​დე​ბით ჩემს თავ​ში და​ბა​დე​ბუ​ლი ხა​ტე​ბა იმ​დე​ნად გან​სხვავ​დე​ბო​და იმის​გან,
რი​თაც ვკმა​ყო​ფილ​დე​ბო​დი რეალო​ბა​ში (სიტ​ყვებ​ზე Dolphin Hotel თოვ​ლი​ვით თეთ​რი, მდიდ​რუ​ლი ოტე​ლი
წარ​მო​მიდ​გე​ბო​და თვალ​წინ სად​ღაც ეგეოსის ზღვის სა​ნა​პი​რო​ზე), რომ ჩემ​თვის უბ​რა​ლოდ „ო​ტელ დელ​‐
ფინს“ ვე​ძახ​დი. თით​ქოს​და შე​სას​ვლელ​თან და​კი​დე​ბუ​ლი DOLPHIN HOTEL-​ის ჯიბ​რზე. ფირ​ნი​შის გა​რე​შე იმის
მიხ​ვედ​რა, რომ თქვენ წინ ოტე​ლია, შე​უძ​ლე​ბე​ლი იქ​ნე​ბო​და. თუმ​ცა ფირ​ნი​შის მიუხე​და​ვა​დაც, შე​ნო​ბას არა​‐
ფე​რი ეც​ხო ოტე​ლის. უფ​რო მუ​ზე​უმს ჰგავ​და. რა​ღაც გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ცოდ​ნის სა​ცავს, სა​დაც ჩუ​მად, ლა​მის
თი​თის წვე​რებ​ზე შე​დის გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ხალ​ხი და სპე​ცი​ფი​კუ​რი ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობით ათ​ვა​ლიერებს ექ​‐
სპო​ნა​ტებს, რო​მელ​თა ფა​სი მხო​ლოდ სპე​ციალის​ტებ​მა იცი​ან...

არ ვი​ცი, ასე ეჩ​ვე​ნე​ბო​და თუ არა კი​დევ ვინ​მეს ჩემ გარ​და. მაგ​რამ, რო​გორც მოგ​ვიანე​ბით გა​ვარ​კვიე, ასე​თი
შთა​ბეჭ​დი​ლე​ბა ჩე​მი ფან​ტა​ზი​ის ნა​ყო​ფი არ აღ​მოჩ​ნდა. შე​ნო​ბის ერთ-​ერთ სარ​თულ​ზე ნამ​დვი​ლად არ​ქი​ვი
იყო გან​ლა​გე​ბუ​ლი.

ვის შე​იძ​ლე​ბა მო​უნ​დეს ასეთ ად​გი​ლას და​ბი​ნა​ვე​ბა? გა​ურ​კვე​ვე​ლი და​ნიშ​ნუ​ლე​ბის ნა​ხევ​რად დაფერფლილ-​‐
დაძენძილი ნაგ​ვის მუ​ზე​უმ​ში? მეძ​ველ​მა​ნის ფარ​დულ​ში, სა​დაც დე​რეფ​ნე​ბი სავ​სეა ცხვრის ფი​ტუ​ლე​ბით, ჰა​‐
ერ​ში ბღუჯა-​ბღუჯა ფრიალებს ცხვრის მატ​ყლი, კედ​ლე​ბი კი გა​ხუ​ნე​ბუ​ლი ფო​ტოებით არის მორ​თუ​ლი? პირ​‐
ქუშ საძ​ვა​ლე​ში, სა​დაც ადა​მი​ან​თა აზ​რე​ბიც კი, რომ​ლებ​მაც გა​მო​ყე​ნე​ბა ვერ პო​ვეს, ყვე​ლა კუთ​ხე​ში გამ​ხმარ
ტა​ლა​ხად დაგ​როვ​და?

მთე​ლი ავე​ჯი ოტელ​ში გაც​რე​ცი​ლი​ყო, მა​გი​დე​ბი ირ​ყეოდა და არ​ცერ​თი კა​რი არ იკე​ტე​ბო​და. ლამ​პე​ბი ძლივს
ბჟუ​ტავ​და – დე​რე​ფან​ში სქე​ლი ბინ​დი ეკი​და. მოშ​ლი​ლი ონ​კა​ნე​ბი​დან გა​მუდ​მე​ბით წვე​თავ​და წყა​ლი. ოტე​‐
ლის ჩა​სუ​ქე​ბუ​ლი, სპი​ლოს​ფე​ხე​ბა დიასახ​ლი​სი უაზ​როდ და​ბო​რიალებ​და დე​რეფ​ნებ​ში და ჭლე​ქიანის ხვე​‐
ლით ახ​სე​ნებ​და ქვე​ყა​ნას თა​ვის არ​სე​ბო​ბას. ოტე​ლის მმარ​თვე​ლი, საბ​რა​ლოთ​ვა​ლე​ბიანი შუ​ახ​ნის მა​მა​კა​ცი
დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე ფოიეს დახლს იქით იჯ​და. ორი თი​თი აკ​ლდა. სა​ხე​ზე აშ​კა​რად ეწე​რა: რა საქ​მის​თვი​‐
საც არ უნ​და მოეკი​დე​ბი​ნა ხე​ლი, არას​დროს არა​ფე​რი არ გა​მოუვი​დო​და. უიღ​ბლო​თა ტო​მის კლა​სი​კუ​რი
წარ​მო​მად​გე​ნე​ლი იყო. თით​ქოს მელ​ნი​ან კას​რში ჰყავ​დათ ერთი-​ორი დღე, და​სამ​წნი​ლებ​ლად. მე​რე გა​მო​უშ​‐
ვეს და, რამ​დენ​საც არ ეცა​და სა​ცო​და​ვი ჩა​მო​ბა​ნას, შეც​დო​მე​ბის, ჩა​ვარ​დნე​ბი​სა და ქრო​ნი​კუ​ლი უიღ​ბლო​‐
ბის ავი კარ​მა ისე გას​ჯდო​მო​და კან​ში უღიმ​ღა​მო ცის​ფრად, რომ სა​მუ​და​მოდ მას​თან დარ​ჩა. ნამ​დვი​ლად
ღირ​და მი​სი კოლ​ბა​ში ჩას​მა და ბუ​ნე​ბის​მეტ​ყვე​ლე​ბის გაკ​ვე​თი​ლებ​ზე მოს​წავ​ლეების​თვის ჩვე​ნე​ბა წარ​წე​‐
რით: „ყოვ​ლად უიმე​დო ადა​მიანი“. თუნ​დაც მხო​ლოდ გა​რეგ​ნო​ბით მომ​სვლე​ლებ​ში სიბ​რა​ლულს იწ​ვევ​და –
ზო​გი​ერ​თებს კი, დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვარ, აღი​ზიანებ​და კი​დეც (ა​რი​ან ადა​მიანე​ბი, რომ​ლე​ბიც ბრაზ​დე​ბი​ან მა​‐
შინ, რო​ცა, წე​სით და რი​გით, უნ​და შე​იბ​რა​ლონ)...

აბა, ვის მოუვა თავ​ში აქ და​ბი​ნა​ვე​ბა?

მაგ​რამ ჩვენ დავ​ბი​ნავ​დით. „უბ​რა​ლოდ, ვალ​დე​ბუ​ლი ვართ, რომ აქ დავ​რჩეთ!“ – და​მი​ყო​ლია მე​გო​ბარ​მა
ქალ​მა. და სულ მა​ლე გაქ​რა. თით​ქოს მი​წამ უყო პი​რი. მარ​ტო დამ​ტო​ვა. ეს ადამიანმა-​ცხვარმა შე​მატ​ყო​ბი​ნა.
„გო​გო წა​ვი​და, – თქვა მან, – გო​გო უნ​და წა​სუ​ლი​ყო“... ახ​ლა ვი​ცი, რას ნიშ​ნავ​და ეს ყვე​ლა​ფე​რი. მი​სი მთა​ვა​‐
რი ამო​ცა​ნა იყო, ისე მო​ეწ​ყო საქ​მე, რომ ჩე​მი ნე​ბით მოვ​სუ​ლი​ყა​ვი აქ. და ბრწყინ​ვა​ლედ შე​ას​რუ​ლა თა​ვი​სი
რო​ლი. ბე​დის​წე​რის მი​ერ ნა​კარ​ნა​ხე​ვი რო​ლი. ისე​ვე რო​გორც მოლ​და​ვე​თის მდი​ნა​რეები – საითაც არ უნ​და
გა​უხ​ვიო, მა​ინც ზღვა​ში ამოჰ​ყოფ თავს... ვწე​ვარ ფან​ჯრის იქით, წვი​მას ვუ​ყუ​რებ და ამა​ზე ვფიქ​რობ. ბე​დის​‐
წე​რა​ზე ვფიქ​რობ.

მას შემ​დეგ, რაც ეს უც​ნაური სიზ​მრე​ბი და​მეწ​ყო, დი​ლაობით მუ​დამ და​კარ​გულ მე​გო​ბარ ქალ​ზე ფიქ​რი მიტ​‐
რიალებს თავ​ში. ყო​ველ მომ​დევ​ნო დი​ლით სულ უფ​რო აშ​კა​რად მეჩ​ვე​ნე​ბა, თით​ქოს ისევ ვჭირ​დე​ბი, თით​‐
ქოს ისევ მიხ​მობს. ასე რომ არ იყოს, რა​ტომ და​მე​სიზ​მრე​ბო​და ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“?

„მე​გო​ბა​რი ქა​ლი“... მე ხომ სა​ხე​ლიც კი არ ვი​ცი მი​სი. ვიც​ხოვ​რეთ ერ​თად რამ​დე​ნი​მე თვე, ცოდ​ნით კი არა​ფე​‐
რი ვი​ცი მის შე​სა​ხებ. მხო​ლოდ ის ვი​ცი, რომ მუ​შა​ობ​და ძვი​რი​ან ღა​მის კლუბ​ში – „გო​გო​ნა გა​მო​ძა​ხე​ბით“.
ელი​ტურ კლუბ​ში, სა​წევ​რო სის​ტე​მით და რეს​პექ​ტა​ბე​ლუ​რი კლი​ენ​ტუ​რით. უმაღ​ლე​სი კა​ტე​გო​რი​ის მე​ძა​ვად.
გარ​და ამი​სა, კი​დევ რამ​დე​ნი​მე ად​გი​ლას შოულობ​და ფულს. დღი​სით ტექ​სტებს ას​წო​რებ​და პა​ტა​რა გა​მომ​‐
ცემ​ლო​ბა​ში, დრო​დად​რო კი ფო​ტო​მო​დე​ლად აქი​რა​ვებ​და სა​კუ​თარ თავს ქა​ლის ყუ​რე​ბის რეკ​ლა​მი​რე​ბის​‐
თვის. ერ​თი სიტ​ყვით, სავ​სე ცხოვ​რე​ბით ცხოვ​რობ​და. და, რა თქმა უნ​და, უსა​ხე​ლოც ვერ იქ​ნე​ბო​და. ალ​ბათ
უფ​რო რამ​დე​ნი​მე სა​ხე​ლი ჰქონ​და. და ამ დროს არ​ცერ​თი. მის ნივ​თებ​ზე – გა​სა​გე​ბია, რომ ცდი​ლობ​და, ძა​ლი​‐
ან ცო​ტა ეტა​რე​ბი​ნა თან – პატ​რო​ნის სა​ხე​ლი არ იყო აღ​ნიშ​ნუ​ლი. არც სამ​გზავ​რო ბი​ლე​თი, არც მძღო​ლის
მოწ​მო​ბა, არც საკ​რე​დი​ტო ბა​რა​თე​ბი არას​დროს არ მი​ნა​ხავს. ყო​ველ​თვის თან ჰქონ​და მხო​ლოდ მი​‐
ნიატიურუ​ლი უბის წიგ​ნა​კი, რო​მელ​შიც ნა​ზი თი​თე​ბით რა​ღაც გაუგე​ბა​რი ციფ​რე​ბი შეჰ​ქონ​და – მხო​ლოდ
მის​თვის გა​სა​გე​ბი შიფრ-​კოდები. ჩემ​თან ცხოვ​რე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში ხელ​ჩა​სა​ჭი​დი არა​ფე​რი იყო... არ ვი​ცი:
შე​იძ​ლე​ბა ბო​ზებ​საც აქვთ სა​ხე​ლე​ბი. ოღონდ ეს არის, იმ გან​ზო​მი​ლე​ბა​ში ცხოვ​რო​ბენ, სა​დაც სა​ხე​ლე​ბი არ
არ​სე​ბობს.

მოკ​ლედ, ასეა თუ ისე, თით​ქმის არა​ფე​რი ვი​ცი მის შე​სა​ხებ. საიდან ჩა​მო​ვი​და, სად დაიბა​და, სი​ნამ​დვი​ლე​ში
რამ​დე​ნი წლი​საა – სულ მცი​რე წარ​მოდ​გე​ნაც კი არ მაქვს. გა​ზაფ​ხუ​ლის წუ​თი​ერ წვი​მა​სა​ვით გა​მოჩ​ნდა და
ასე​ვე მოულოდ​ნე​ლად გაქ​რა. მხო​ლოდ მო​გო​ნე​ბე​ბი და​ტო​ვა...

მაგ​რამ ამ ბო​ლო ხანს ეს მო​გო​ნე​ბე​ბი მე​ტის​მე​ტად რეალის​ტუ​რი ხდე​ბა. უც​ნაური რა​ღა​ცე​ბი მეჩ​ვე​ნე​ბა.
თით​ქოს სიზ​მარ​ში სწო​რედ ის, მე​გო​ბა​რი ქა​ლი მიხ​მობს ოტელ „დელ​ფი​ნი​დან“. თით​ქოს ისევ ვჭირ​დე​ბი. მაგ​‐
რამ მხო​ლოდ იმ შემ​თხვე​ვა​ში შევ​ხვდე​ბით ერ​თმა​ნეთს, თუ იქ მი​ვალ. იქ, ოტელ „დელ​ფინ​ში“, ის ტი​რის და
მე​ლო​დე​ბა.

წვე​თებს შევ​ყუ​რებ. სა​კუ​თარ თავს ვუს​მენ. რა​ღა​ცას ვე​კუთ​ვნი... ვი​ღაც ტი​რის და მე​ლო​დე​ბა... ერ​თსაც და
მეორე​საც სად​ღაც შო​რი​დან აღ​ვიქ​ვამ. თით​ქოს სად​ღაც მთვა​რე​ზე ხდე​ბა. რაც არ უნ​და იყოს, სიზ​მა​რი სიზ​‐
მა​რია, რო​გორც არ უნ​და სდიო, ვერ დაეწე​ვი, ვერ მის​წვდე​ბი.

ან​და, ჩე​მი გუ​ლის​თვის რა​ტომ უნ​და იკ​ლავ​დეს ვი​ღაც თავს?


და მა​ინც. მა​ინც მე​ლო​დე​ბა. იქ, ოტე​ლის ერთ-​ერთ ოთახ​ში. ძა​ლი​ან მინ​და, რომ ასე იყოს. მეც მინ​და, ვე​კუთ​‐
ვნო​დე მას – უც​ნა​ურ სახლს, სა​დაც თავ​და​ყი​რა დგე​ბა ადა​მიანე​ბის ბე​დი...

თუმ​ცა ოტელ „დელ​ფინ​ში“ დაბ​რუ​ნე​ბა არც ისე იოლია. ტე​ლე​ფო​ნით ნომ​რის შეკ​ვე​თა, ბი​ლე​თის ყიდ​ვა, სა​‐
პო​რო​ში ჩაფ​რე​ნა – სულ ეს რომ იყოს! ოტელ „დელ​ფინ​ში“ გამ​გზავ​რე​ბის პრობ​ლე​მა თვი​თონ ოტე​ლი „დელ​‐
ფი​ნი​ა“. იქ დაბ​რუ​ნე​ბა წარ​სუ​ლის ჩრდი​ლებ​თან შეხ​ვედ​რას ნიშ​ნავს. მარ​ტო ამის გა​ფიქ​რე​ბა​ზეც კი მე​ლან​‐
ქო​ლია მიპ​ყრობს. ოთ​ხი წე​ლი​წა​დი, რო​გორც შე​მეძ​ლო, ვი​გე​რი​ებ​დი ამ ცივ, პირ​ქუშ ჩრდი​ლებს. მაგ​რამ საკ​‐
მა​რი​სია დავ​ბრუნ​დე ოტელ​ში, რომ წყალ​ში ჩა​იყ​რე​ბა მთე​ლი ის ცხოვ​რე​ბა, რო​მე​ლიც თა​ვი​დან, ნუ​ლი​დან
შევ​ქმე​ნი ამ ოთხ წე​ლი​წად​ში.

სხვა საქ​მეა, რომ არც ისე ბევ​რი შევ​ქმე​ნი... საიდა​ნაც არ უნ​და შე​ხე​დო, ყვე​ლა​ფე​რი უაზ​რო ნა​გა​ვია, ნა​ყარ​‐
ნუ​ყა​რი ერთ ად​გილ​ზე მყუდ​როდ, უაზ​როდ დგო​მის​თვის...

და მა​ინც, ყვე​ლა​ფე​რი გა​ვა​კე​თე, რაც შე​მეძ​ლო. შე​ვაგ​რო​ვე ეს ნა​ყარ​ნუ​ყა​რი, მო​ხერ​ხე​ბუ​ლად მო​ვარ​გე


რეალო​ბას და სა​კუ​თარ თავს, ჩე​მი კუდ​მოკ​ვე​ცი​ლი ფა​სეულო​ბე​ბი​დან ახა​ლი ყო​ფა გა​მოვ​ძერ​წე... და ახ​ლა
რა ვქნა – ძველ ცხოვ​რე​ბას მი​ვა​შუ​რო, ცა​რი​ელ​ტა​რი​ელს? ფან​ჯა​რა გა​მო​ვა​ღო და ჯან​და​ბის გზას გა​ვუ​ყე​ნო
ყვე​ლა​ფე​რი?

თუმ​ცა სა​ბო​ლო​ოდ ასე თუ და​იწ​ყე​ბა რა​მე ახა​ლი. ეს კარ​გად ვი​ცი. მხო​ლოდ ასე და არა სხვაგ​ვა​რად...

ისევ ჭერს მი​ვაშ​ტერ​დი და ღრმად ამო​ვი​ოხ​რე. მიაფურ​თხე, ვუთ​ხა​რი თავს. მო​ეშ​ვი. არ​სად არ მი​გიყ​ვანს ეს
ფიქ​რე​ბი. ის, რაც შენს თავს ხდე​ბა, შენ​ზე ძლიერია. იფიქ​რებ, არ იფიქ​რებ – არა​და, ყვე​ლა​ფე​რი სწო​რედ
ამით იწ​ყე​ბა... ასე​თი წე​სია. გინდ შუაზე გას​კდი.

***

ალ​ბათ უკ​ვე დროა, წარ​მო​გიდ​გეთ.

„რამ​დე​ნი​მე სიტ​ყვა ჩემ შე​სა​ხებ“...

მახ​სოვს, სკო​ლა​ში ხში​რად მი​წევ​და ამის კე​თე​ბა. ყო​ველ​თვის, რო​ცა ახა​ლი სას​წავ​ლო წე​ლი იწ​ყე​ბო​და, ყვე​‐
ლა​ნი ხაზ​ზე ვეწ​ყო​ბო​დით, რიგ​რი​გო​ბით გა​მოვ​დიოდით წინ და, რო​გორც შეგ​ვეძ​ლო, ვყვე​ბო​დით სა​კუ​თა​რი
თა​ვის შე​სა​ხებ. მე ვე​რას​დროს ვერ ვა​ხერ​ხებ​დი ამას ისე, რო​გორც სა​ჭი​რო იყო. მაგ​რამ მარ​ტო მო​ხერ​ხე​ბა​ში
არ არის საქ​მე. თვი​თონ ეს ამ​ბა​ვი სრულ აბ​და​უბ​დად მეჩ​ვე​ნე​ბო​და. რა უნ​და მცოდ​ნო​და სა​კუ​თა​რი თა​ვის შე​‐
სა​ხებ? ალ​ბათ მხო​ლოდ ის, თუ რო​გორ წარ​მო​მედ​გი​ნა ჩე​მი ნამ​დვი​ლი მე. თუ მაგ​ნი​ტო​ფო​ნის ფირ​ზე ჩა​წე​რი​‐
ლი სა​კუ​თა​რი ხმა უც​ნაური, უც​ხო გა​მო​დის, რა შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას სუ​რა​თებ​ზე, რო​მელ​საც ჩე​მი წარ​მო​სახ​ვა
იხა​ტავ​და ჩემ​გან, გადააკეთ-​გადმოაკეთებდა, დაამა​ხინ​ჯებ​და, რო​გორც მოესურ​ვე​ბო​და?.. მსგავ​სი ფიქ​რე​ბი
მთე​ლი ცხოვ​რე​ბა მი​ფუთ​ფუ​თებ​და თავ​ში და ყო​ველ​თვის, რო​ცა ვინ​მეს ვეც​ნო​ბო​დი და იძუ​ლე​ბუ​ლი ვხდე​ბო​‐
დი, „ო​რიოდე სიტ​ყვა მეთ​ქვა სა​კუ​თარ თავ​ზე“, მა​ჩან​ჩა​ლა ოროს​ნად ვგრძნობ​დი თავს, რო​მე​ლიც საკ​ლა​სო
ჟურ​ნალ​ში მა​ლუ​ლად ნიშ​ნებს ას​წო​რებს. ამი​ტომ ყო​ველ​თვის ვცდი​ლობ​დი, არ მო​მე​ყო​ლა ჩემ შე​სა​ხებ არა​‐
ფე​რი, გარ​და შიშ​ვე​ლი ფაქ​ტე​ბი​სა, რომ​ლებ​საც არც კო​მენ​ტა​რე​ბი სჭირ​დე​ბა და არც ახ​სნა („მყავს ძაღ​ლი“,
„მიყ​ვარს ცურ​ვა“, „ვერ ვი​ტან ყველს“ და ასე შემ​დეგ.), მაგ​რამ მა​ინც მეჩ​ვე​ნე​ბო​და, თით​ქოს მო​გო​ნილ ამ​‐
ბებს ვყვე​ბო​დი არარ​სე​ბულ ადა​მი​ან​ზე. და რო​ცა ასეთ მდგო​მა​რეობა​ში მყო​ფი ვუს​მენ​დი სხვე​ბის მო​ნა​‐
ყოლს, მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ისი​ნიც თა​ვის თავ​ზე კი არა, ვი​ღაც მე​სა​მე​ზე ლა​პა​რა​კობ​დნენ; მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ
ყვე​ლა​ნი გა​მო​გო​ნილ სამ​ყა​რო​ში ვცხოვ​რობთ და გა​მო​გო​ნი​ლი ჰაერით ვსუნ​თქავთ...

და მა​ინც – ალ​ბათ მო​მი​წევს რა​ღა​ცის მო​ყო​ლა... მხო​ლოდ ასე თუ და​იწ​ყე​ბა ყვე​ლა​ფე​რი – სა​კუ​თარ თავ​ზე
ლაქ​ლა​ქით. ამ პირ​ვე​ლი ნა​ბი​ჯით. გა​მო​ვა რა​მე თუ არა – მე​რე გან​ვსა​ჯოთ. მე ვიმ​სჯე​ლებ თუ სხვე​ბი იმ​სჯე​‐
ლე​ბენ, ამას მნიშ​ვნე​ლო​ბა არა აქვს. ახ​ლა სა​კუ​თარ თავ​ზე უნ​და ვი​ლაქ​ლა​ქო. თან უნ​და მახ​სოვ​დეს კი​დეც,
რა​ზე ვლაქ​ლა​ქებ...

ახ​ლა მიყ​ვარს ყვე​ლი. არ მახ​სოვს, რო​დის შე​მიყ​ვარ​და. ჩე​მი ძაღ​ლი წვი​მა​ში გა​ცივ​და და ფილ​ტვე​ბის ან​თე​‐
ბით მოკ​ვდა, რო​ცა სკო​ლის და​მამ​თავ​რე​ბელ კლას​ში ვი​ყა​ვი. მას შემ​დეგ ძაღ​ლი აღარ მყო​ლია. ცურ​ვა კი
დღე​საც მიყ​ვარს. გმად​ლობთ ყუ​რად​ღე​ბის​თვის...

მაგ​რამ უბე​დუ​რე​ბაც ის არის, რომ რეალურ ცხოვ​რე​ბა​ში ასე ად​ვი​ლად ვერ და​იძ​ვრენ თავს. რო​ცა რა​ღა​ცას
ით​ხოვ ცხოვ​რე​ბის​გან (მაგ​რამ რო​მე​ლი ჩვენ​გა​ნი არ ით​ხოვს?), ცხოვ​რე​ბა ავ​ტო​მა​ტუ​რად ით​ხოვს პა​სუ​ხად
უამ​რავ და​მა​ტე​ბით ინ​ფორ​მა​ცი​ას. ან​გა​რი​შის გა​სას​წო​რებ​ლად მე​ტი მო​ნა​ცე​მის შეყ​ვა​ნაა სა​ჭი​რო. სხვაგ​ვა​‐
რად პა​სუ​ხი არ იქ​ნე​ბა.

მო​ნა​ცე​მე​ბი არა​საკ​მა​რი​სია. პა​სუ​ხის გა​ცე​მა შე​უძ​ლე​ბე​ლია. დააჭი​რეთ ჩა​მოყ​რის კლა​ვიშს.

ვა​ჭერ. ეკ​რა​ნი ცა​რი​ელ​დე​ბა. აუდი​ტო​რიაში მყო​ფი ხალ​ხი ყვე​ლა​ფერს მეს​ვრის, რაც ხელ​ში მოხ​ვდე​ბა. „ი​‐
ლაქ​ლა​ქე! მე​ტი ილაქ​ლა​ქე სა​კუ​თარ თავ​ზე!“ მას​წავ​ლე​ბე​ლი წარ​ბებს ჭმუხ​ნის. ლა​პა​რა​კის უნარს ვკარ​გავ
და საკ​ლა​სო ოთა​ხის და​ფას​თან ვქვავ​დე​ბი.

ლაქ​ლა​ქია სა​ჭი​რო. და რაც შე​იძ​ლე​ბა დიდ​ხანს. რა​მე გა​მო​ვა თუ არა – მე​რე გა​ვარ​ჩი​ოთ.

***

დრო​დად​რო მო​დის და ღა​მით რჩე​ბა. დი​ლით ჩემ​თან ერ​თად სა​უზ​მობს, სამ​სა​ხურ​ში მი​დის და აღარ ბრუნ​‐
დე​ბა. ამ ქალს სა​ხე​ლი არა აქვს. მა​ინც ამ ამ​ბის მთა​ვა​რი პერ​სო​ნა​ჟი არ არის. ძა​ლი​ან მა​ლე სულ გაქ​რე​ბა ამ
თხრო​ბი​დან და თავ​გზა რომ არ ავუ​რიო სა​კუ​თარ თავ​საც და სხვებ​საც, არც არა​ფერს და​ვარ​ქმევ. მაგ​რამ არ
მინ​და იფიქ​რონ, თით​ქოს არაფ​რად ვაგ​დებ. ყო​ველ​თვის მომ​წონ​და. ახ​ლაც კი, რო​ცა ჩე​მი ცხოვ​რე​ბი​დან სა​‐
მუ​და​მოდ გაქ​რა, არა​ნაკ​ლებ მომ​წონს.

რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით მე​გობ​რე​ბი ვართ. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ყვე​ლა​ნაირი სა​ფუძ​ვე​ლი აქვს, თა​ვის ერ​თა​‐
დერთ მე​გობ​რად ჩამ​თვა​ლოს. ჩემ​თან იშ​ვი​ათ ვი​ზი​ტებს თუ არ ჩავ​თვლით, მუდ​მივ საყ​ვა​რელ​თან ცხოვ​‐
რობს. მუ​შა​ობს სა​ტე​ლე​ფო​ნო კომ​პა​ნიაში – კომ​პიუტერ​ში სა​ტე​ლე​ფო​ნო სა​უბ​რე​ბის ან​გა​რი​შებს ად​გენს.
სამ​სა​ხურ​ზე უფ​რო დაწ​ვრი​ლე​ბით არ მი​კით​ხავს. არც იმას მოუყო​ლია. მაგ​რამ, ვფიქ​რობ, რა​ღაც ამის​მაგ​ვა​‐
რი​ა: ით​ვლის, ვინ რამ​დე​ნი ილა​პა​რა​კა, ქვით​რებს წერს და აბო​ნენ​ტებს უგ​ზავ​ნის. ასე რომ, ჩემს სა​ტე​ლე​ფო​‐
ნო ან​გა​რიშს სა​ფოს​ტო ყუ​თი​დან ისე ვი​ღებ, თით​ქოს ინ​ტი​მუ​რი წე​რი​ლი მი​ვი​ღე.

თა​ვი​სი ძი​რი​თა​დი ცხოვ​რე​ბი​დან სრუ​ლი​ად გან​ცალ​კე​ვე​ბით ჩემ​თან წევს. ორ​ჯერ, შე​საძ​ლოა სამ​ჯერ თვე​ში.
მე „მთვა​რი​დან ჩა​მოფ​რე​ნილ ადა​მიანად“ ან და​ახ​ლოებით ასე​თად მი​ვაჩ​ნი​ვარ. „ჰეი, მთვა​რე​ზე დაბ​რუ​ნე​ბას
არ აპი​რებ?“ – ხით​ხი​თებს ჩუ​მად. სრუ​ლი​ად შიშ​ვე​ლი მთე​ლი სხეულით მეკ​ვრე​ბა. პა​ტა​რა ძუ​ძუების კერ​ტე​‐
ბით მე​ხე​ბა ნეკ​ნებ​ზე. ასე ვლაქ​ლა​ქებთ ყო​ველ​თვის, რო​ცა ღა​მით ერ​თად ვართ. ფან​ჯრის მიღ​მა – მა​გის​ტრა​‐
ლის გაუთა​ვე​ბე​ლი გუ​გუ​ნი. რა​დიოში – მო​ნო​ტო​ნუ​რი შლა​გე​რი The Human League. ესეც თუ სა​ხელ​წო​დე​ბაა! რა
ეშ​მა​კად უნ​და მუ​სი​კა​ლურ ჯგუფს ასე​თი სა​ხე​ლი? ად​რე უფ​რო ნორ​მა​ლურ სა​ხე​ლებს არ​ქმევ​დნენ: „იმ​პი​რი​‐
ელზ“, „სი​უპ​რიმზ“, „ფლა​მინ​გო​უზ“, „ფელ​კონზ“, „იმ​პრეშნზ“, „დორზ“, „ფორ სი​ზონზ“, „ბიჩ ბო​იზ“...

ვე​უბ​ნე​ბი, რა​საც ვფიქ​რობ. იცი​ნის. უც​ნაური ხა​რო, ამ​ბობს. არ ვი​ცი, რა არის ჩემ​ში უც​ნაური. თა​ვი სრუ​ლი​‐
ად ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანი მგო​ნია, ჩვეულებ​რი​ვი ფიქ​რე​ბით თავ​ში... THE HUMAN LEAGUE!

– ძა​ლი​ან მიყ​ვარს, რო​ცა ერ​თად ვართ, – ამ​ბობს, – ხან​და​ხან ისე მო​მინ​დე​ბა ხოლ​მე შენ​თან! მა​გა​ლი​თად,
სამ​სა​ხურ​ში…
– ჰმ...

– ხან​და​ხან, – ხაზს უს​ვამს. მე​რე ნა​ხე​ვა​რი წუ​თი ჩუ​მად არის. მთავ​რდე​ბა The Human League და რა​ღაც უც​ნო​ბი
იწ​ყე​ბა, – აი, რა არის პრობ​ლე​მა... შე​ნი პრობ​ლე​მა, – გა​ნაგ​რძობს, – მე, მა​გა​ლი​თად, სა​შინ​ლად მომ​წონს, რო​‐
ცა აი, ასე ვართ... მაგ​რამ ყო​ველ​დღე, დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე, რა​ტომ​ღაც არ მინ​და... ნე​ტავ რა​ტომ?

– ჰმ, – ვი​მეორებ.

– იმის თქმა მინ​და, რომ არა​ნაირად არ მა​ვიწ​რო​ებ, ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა. უბ​რა​ლოდ... რო​ცა შენ​თან ვარ, ირ​‐
გვლივ ჰაერი რა​ღაც​ნაირად ფა​ქი​ზი ხდე​ბა... იშ​ვი​ათ​დე​ბა, არა? რო​გორც მთვა​რე​ზე.

– რას იზამ, ასე​თია ჩე​მი სამ​შობ​ლოს სურ​ნე​ლი.

– ჰეი, სუ​ლაც არ ვხუმ​რობ! – ლო​გინ​ზე წა​მოიწე​ვა და სა​ხე​ზე მაშ​ტერ​დე​ბა, – სხვა​თა შო​რის, ამას შენ​თვის
ვამ​ბობ... ბევ​რი გყავს ცხოვ​რე​ბა​ში ადა​მიანი, რო​მე​ლიც შენ​თან შენ​ზე ილა​პა​რა​კებს?

– არა, – ვე​უბ​ნე​ბი გულ​წრფე​ლად. მის გარ​და არა​ვინ.

ისევ წვე​ბა და მკერ​დით მეკ​ვრე​ბა. ზურ​გზე ხე​ლის​გუ​ლით ვე​ფე​რე​ბი.

– მოკ​ლედ, ასეა საქ​მე. შენ​თან ძა​ლი​ან ფა​ქი​ზი ჰაერია. რო​გორც მთვა​რე​ზე, – იმეორებს.

– მთვა​რე​ზე სუ​ლაც არ არის ფა​ქი​ზი ჰაერი. მთვა​რე​ზე სა​ერ​თოდ არ არის ჰაერი. ასე რომ...

– ძა​ლი​ან ფა​ქი​ზი! – ჩურ​ჩუ​ლებს. შე​იძ​ლე​ბა არ ეს​მის, რას ვამ​ბობ, შე​იძ​ლე​ბა სა​ერ​თო​დაც არ უნ​და გაიგო​ნოს.
არ ვი​ცი. მაგ​რამ მი​სი ჩურ​ჩუ​ლი მა​ფო​რიაქებს. ეშ​მაკ​მა უწ​ყის, რა​ტომ. არის ამა​ში რა​ღაც სა​გან​გა​შო, – დრო​‐
დად​რო კი ისე​თი გა​ლეული​ა... და მა​შინ შენ იმ ჰაერით არ სუნ​თქავ, რომ​ლი​თაც მე, არა​მედ რა​ღაც სხვა​‐
ნაირით... ასე მეჩ​ვე​ნე​ბა.

– მო​ნა​ცე​მე​ბი არა​საკ​მა​რი​სია, – ვბუტ​ბუ​ტებ ჩემ​თვის.

– იმას გუ​ლის​ხმობ, რომ არა​ფე​რი ვი​ცი შენ შე​სა​ხებ? ამას გუ​ლის​ხმობ, ხომ? – მე​კით​ხე​ბა.

– თვი​თო​ნაც არა​ფე​რი ვი​ცი ჩემ შე​სა​ხებ! – ვამ​ბობ, – ჰო, მარ​თალს გე​უბ​ნე​ბი! ფი​ლო​სო​ფიური თვალ​საზ​რი​სით
არა, პირ​და​პი​რი მნიშ​ვნე​ლო​ბით... მო​ნა​ცემ​თა სა​ერ​თო უკ​მა​რი​სო​ბა, ხვდე​ბი? ყვე​ლა პა​რა​მეტ​რით...

– მაგ​რამ შენ უკ​ვე ოც​და​ცა​მე​ტის ხარ, არა?

– ოც​და​თოთ​ხმე​ტის, – ვუს​წო​რებ, – ოც​და​თოთ​ხმე​ტის და ორი თვის.


თავს აქ​ნევს. მე​რე ლო​გი​ნი​დან დგე​ბა, ფან​ჯა​რას​თან მირ​ბის და ფარ​დებს სწევს. ფან​ჯრის იქით ჩქა​როს​ნუ​‐
ლი მა​გის​ტრა​ლის ბე​ტო​ნის საყ​რდე​ნე​ბი აჩონ​ჩხი​ლა. ოდ​ნავ გა​ფერ​მკრთა​ლე​ბუ​ლი ცი​დან მთვა​რის თეთ​რი
ნამ​გა​ლი დაგ​ვყუ​რებს.

ჩე​მი პი​ჟა​მა აც​ვი​ა.

– შენ, ეი! დაბ​რუნ​დი შენს მთვა​რე​ზე! – ამ​ბობს და თითს ცის​კენ იშ​ვერს.

– გა​გიჟ​დი? ცი​ვა! – ვამ​ბობ.

– სად? მთვა​რე​ზე?

– რა მთვა​რე, შენ გე​უბ​ნე​ბი! – ვი​ცი​ნი. გა​რეთ თე​ბერ​ვა​ლია. ზედ რა​ფას​თან დგას და ვხე​დავ, მი​სი სუნ​თქვა
რო​გორ იქ​ცე​ვა ორ​თქლად. მგო​ნი მხო​ლოდ ჩე​მი სიტ​ყვე​ბის შემ​დეგ ამ​ჩნევს, რომ იყი​ნე​ბა.

თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში გა​მორ​ბის უკან და ლო​გინ​ში ხტე​ბა. ვეხ​ვე​ვი. პი​ჟა​მა სა​შინ​ლად ცი​ვია. ცხვი​რით ყე​‐
ლის​კენ მიძ​ვრე​ბა. ცხვი​რიც ყი​ნუ​ლის ნა​ტე​ხი​ვით აქვს.

– სა​შინ​ლად მიყ​ვარ​ხარ, – ჩურ​ჩუ​ლებს.

მინ​და ვუ​პა​სუ​ხო, მაგ​რამ სიტ​ყვე​ბი ყელ​ში მე​ხი​რე​ბა. მსიამოვ​ნებს მას​თან ყოფ​ნა. ლო​გინ​ში – ისე, რო​გორც
ახ​ლა – მშვე​ნივ​რად ვა​ტა​რებთ დროს. მომ​წონს მი​სი სხეულის, აი, ასე, მკლა​ვებ​ში მოქ​ცე​ვა, ოდ​ნა​ვი, სულ
ოდ​ნა​ვი შე​ხე​ბით გრძე​ლი თმის მო​ფე​რე​ბა. მომ​წონს, რო​გორ სუნ​თქავს მძი​ნა​რე, დი​ლით კი მას​თან ერ​თად
სა​უზ​მე და სამ​სა​ხურ​ში გა​ცი​ლე​ბა. მომ​წონს სა​ტე​ლე​ფო​ნო ან​გა​რი​შე​ბის მი​ღე​ბა ფოს​ტით, რო​მელ​საც, მჯე​რა,
ჩემ​თვის ად​გენს, იმის ცქე​რა, თუ რო​გორ და​სე​ირ​ნობს სახ​ლში ჩე​მი სა​მი ზო​მით დი​დი პი​ჟა​მა​თი... ოღონდ ამ
გრძნო​ბას ვე​რაფ​რით ვერ მო​ვუ​ძებ​ნე სა​ხე​ლი. რა თქმა უნ​და, ეს სიყ​ვა​რუ​ლი არ არის. არც სიმ​პა​თიაა...

მა​ინც რა უნ​და და​ვარ​ქვა?

ასეა თუ ისე, არა​ფერს ვე​უბ​ნე​ბი. უბ​რა​ლოდ, არ​ცერ​თი სიტ​ყვა არ მომ​დის თავ​ში. ვგრძნობ, რომ ჩე​მი დუ​მი​‐
ლით უფ​რო და უფ​რო მეტ ტკი​ვილს ვა​ყე​ნებ. არ უნ​და, რომ ამას ვგრძნობ​დე, მაგ​რამ მა​ინც ვგრძნობ. უბ​რა​‐
ლოდ, თითს ვა​ყო​ლებ ნაზ კან​ზე მა​ლე​ბის გას​წვრივ და ვგრძნობ. სრუ​ლი​ად გარ​კვე​ვით. ასე ვართ ჩუ​მად, ჩა​‐
ხუ​ტე​ბუ​ლე​ბი და ვუს​მენთ უც​ნობ სიმ​ღე​რას.

მოულოდ​ნე​ლად სა​ზარ​დულ​თან ვგრძნობ მის ხელს.

– მთვა​რის ლა​მა​ზი ქა​ლი მო​იყ​ვა​ნე ცო​ლად... მთვა​რის ლა​მა​ზი ბავ​შვი გააჩი​ნეთ... – ალერ​სიანად ბუტ​ბუ​ტებს,
– ასე აჯო​ბებს.

ფარ​დე​ბი გა​და​წეულია და თეთ​რი თა​ვის ქა​ლა და​ჟი​ნე​ბით დაგ​ვცქე​რის. ისევ მკლა​ვებ​ში მყავს მომ​‐
წყვდეული და მის მხარს მიღ​მა მთვა​რეს ვუ​ყუ​რებ. მა​გის​ტრალ​ზე სატ​ვირ​თოები დაქ​რი​ან. დრო​დად​რო რა​‐
ღაც გაიჭა​ხუ​ნებს ავად – თით​ქოს თბილ წყლებ​ში შე​მო​სუ​ლი გი​გან​ტუ​რი აის​ბერ​გი სკდე​ბა. „ნე​ტავ რას ეზი​‐
დე​ბი​ან?“ – ვფიქ​რობ.

– რა გვაქვს სა​უზ​მედ? – მე​კით​ხე​ბა.


– გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი არა​ფე​რი. რო​გორც ყო​ველ​თვის, ძეხ​ვი, კვერ​ცხი, გა​ხუ​ხუ​ლი პუ​რი. გუ​შინ​დლი​დან მორ​‐
ჩე​ნი​ლი კარ​ტო​ფი​ლის სა​ლა​თა. ყა​ვა. შენ​თვის შე​მიძ​ლია „კაფე-​ო-ლე“ მო​ვა​დუ​ღო...

– მა​გა​რია! – უხა​რია, – კვერ​ცხსაც შეწ​ვავ, ყა​ვა​საც მოადუ​ღებ, პურ​საც გა​ხუ​ხავ, ხომ?

– სიამოვ​ნე​ბით!

– გა​მოიცა​ნი, რა მიყ​ვარს ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე მე​ტად.

– გუ​ლახ​დი​ლად? წარ​მოდ​გე​ნა არ მაქვს.

– ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე მე​ტად, – ამ​ბობს და თვა​ლებ​ში მი​ყუ​რებს, – მიყ​ვარს, ზამ​თა​რი როა და დი​ლა ისე​თი სა​‐
ზიზ​ღა​რი, რომ ად​გო​მა არ გინ​და, აქ კი ყა​ვის სუ​ნი ტრიალებს, და კი​დევ ისე​თი სუ​ნი, რო​ცა კვერცხს წვა​ვენ
ძეხ​ვთან ერ​თად, და რო​ცა ტოს​ტე​რი ითი​შე​ბა – ძი​ინ! შეშ​ლი​ლი​ვით წა​მოხ​ტე​ბი ლო​გი​ნი​დან!.. გეს​მის ჩე​მი,
არა?

– კარ​გი! – ვი​ცი​ნი, – ახ​ლა​ვე ვცდით...

***

არ ვარ უც​ნაური ადა​მიანი.

მინ​და ვთქვა, რომ ნამ​დვი​ლად ასე მგო​ნი​ა.

რა თქმა უნ​და, „სა​შუალო სტა​ტის​ტი​კურ ადა​მიანამ​დე“ ბევ​რი მიკ​ლია. მაგ​რამ ნამ​დვი​ლად არ ვარ უც​ნაური.
რო​მე​ლი მხრი​და​ნაც არ უნ​და შე​მომ​ხე​დონ, აბ​სო​ლუ​ტუ​რად ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანი ვარ. ძა​ლი​ან უბ​რა​ლო და
პირ​და​პი​რი. ისა​რი​ვით. სა​კუ​თარ თავს რა​ღაც აუცი​ლებ​ლო​ბად აღ​ვიქ​ვამ და სავ​სე​ბით ბუ​ნებ​რი​ვად ვეთ​ვი​სე​‐
ბი. ეს გარ​დაუვა​ლო​ბა იმ​დე​ნად აშ​კა​რაა, რომ სუ​ლერ​თია, რო​გორ ვჩან​ვარ სხვის თვალ​ში. სულ არაა ჩე​მი
საქ​მე – რა​ნაირად აღ​მიქ​ვა​მენ, იმა​თი პრობ​ლე​მაა და არა ჩე​მი.

ვი​ღა​ცას იმა​ზე სუ​ლე​ლი ვგო​ნი​ვარ, ვიდ​რე სი​ნამ​დვი​ლე​ში ვარ, ვი​ღა​ცას – უფ​რო ჭკვიანი. ეს ყვე​ლა​ფე​რი
სულ ცალ ფეხ​ზე მკი​დია. ნი​მუ​ში შე​და​რე​ბის​თვის – თუ რო​გო​რი ვარ სი​ნამ​დვი​ლე​ში – ისიც ხომ მხო​ლოდ და
მხო​ლოდ ფან​ტა​ზიაა, სა​კუ​თარ თავ​ზე ჩე​მი წარ​მოდ​გე​ნის ანა​რეკ​ლი. მათ თვა​ლებ​ში ნამ​დვი​ლად შე​იძ​ლე​ბა
ვი​ყო რო​გორც სრუ​ლი​ად გო​ნე​ბაჩ​ლუნ​გი, ისე გე​ნიოსი. და რა მე​რე? ვე​რა​ნა​ირ სა​ში​ნე​ლე​ბას ვერ ვხე​დავ ამა​‐
ში. ქვეყ​ნად არ არ​სე​ბობს მცდა​რი თვალ​საზ​რი​სი. არ​სე​ბობს თვალ​საზ​რი​სი, რო​მე​ლიც არ ემ​თხვე​ვა ჩვენ​სას.
სულ ეს არის. ასე​თია ჩე​მი თვალ​საზ​რი​სი.

მეორე მხრივ, არ​სე​ბო​ბენ ადა​მიანე​ბი, რომ​ლებ​საც ჩე​მი ში​ნა​გა​ნი ნორ​მა​ლუ​რო​ბა იზი​დავს. ასე​თი ძა​ლი​ან
ცო​ტაა, მაგ​რამ არის. თი​თოეული ასე​თი ადა​მიანი და მე პირ​ქუშ კოს​მოს​ში ერ​თმა​ნე​თის​კენ მოძ​რავ ორ პლა​‐
ნე​ტას ვგა​ვართ, რა​ღაც ძა​ლი​ან ბუ​ნებ​რი​ვი ძა​ლის მი​ზი​დუ​ლო​ბით უახ​ლოვ​დე​ბი​ან ერ​თმა​ნეთს და ისე​ვე ბუ​‐
ნებ​რი​ვად მიფ​რი​ნა​ვენ სხვა​დას​ხვა მხა​რეს, თი​თოეული თა​ვი​სი ორ​ბი​ტით. ეს ადა​მიანე​ბი მო​დი​ან ჩემ​თან,
ურ​თი​ერ​თო​ბას ამ​ყა​რე​ბენ, თან მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ ერთ მშვე​ნი​ერ დღეს სა​მუ​და​მოდ გაქ​რნენ ჩე​მი ცხოვ​‐
რე​ბი​დან. ისი​ნი ხდე​ბი​ან ჩე​მი საუკე​თე​სო მე​გობ​რე​ბი, საყ​ვარ​ლე​ბი ან სუ​ლაც ცო​ლე​ბი. ზო​გი​ერ​თე​ბი იმა​საც
ახერ​ხე​ბენ, რომ ჩემს ან​ტი​პო​დე​ბად იქ​ცნენ... მაგ​რამ რო​გორც არ უნ​და აეწ​ყოს, დგე​ბა დღე და მტო​ვე​ბენ.
ვინ – იმედ​გაც​რუებუ​ლი, ვინ – სა​სო​წარ​კვე​თი​ლი, ზო​გიც უსიტ​ყვოდ (რო​გორც უწ​ყლო ონ​კა​ნი – რამ​დე​ნიც უნ​‐
და ატ​რიალო, წვეთს ვერ გა​მოადენ), – ყვე​ლა უჩი​ნარ​დე​ბა.

ჩემს სახლს ორი კა​რი აქვს – ერ​თი შე​მო​სას​ვლე​ლი, მეორე გა​სას​ვლე​ლი. სხვა​ნაირად არც შე​იძ​ლე​ბა. შე​მო​‐
სას​ვლე​ლი​დან ვერ გახ​ვალ, გა​სას​ვლე​ლი​დან ვერ შე​მოხ​ვალ. აი, ასეა მოწ​ყო​ბი​ლი. ადა​მიანე​ბი შე​მო​სას​ვლე​‐
ლი​დან შე​მო​დი​ან ჩემ​თან და გა​სას​ვლე​ლი​დან გა​დი​ან. შე​მოს​ვლის ბევ​რი სა​შუალე​ბა არ​სე​ბობს, ისე​ვე, რო​‐
გორც გას​ვლის. მაგ​რამ წას​ვლით ყვე​ლა მი​დის. ერ​თნი რა​ღაც ახ​ლის პოვ​ნის იმე​დით წა​ვიდ​ნენ, მეორე​ნი –
ტყუილუბ​რა​ლოდ რომ არ დაეკარ​გათ დრო. ვი​ღაც მოკ​ვდა. არა​ვინ დარ​ჩა. ჩემს ბი​ნა​ში ერ​თი სუ​ლიერიც არ
არის. მხო​ლოდ მე ვარ და, მარ​ტო დარ​ჩე​ნი​ლი, ყო​ველ​თვის შე​ვიგ​რძნობ მათ აქ არ​ყოფ​ნას. იმათ​სას, ვინც წა​‐
ვი​და. მა​თი ხუმ​რო​ბე​ბი, აქ წარ​მოთ​ქმუ​ლი საყ​ვა​რე​ლი სიტ​ყვე​ბი, სიმ​ღე​რე​ბი, რომ​ლებ​საც თა​ვი​ან​თთვის ღი​‐
ღი​ნებ​დნენ – ეს ყვე​ლა​ფე​რი მთელ ბი​ნა​ში უც​ნა​ურ, უხი​ლავ მტვრის ფე​ნად დაჯ​და, რო​მელ​საც რა​ტომ​ღაც
ხე​და​ვენ ჩე​მი თვა​ლე​ბი.

დრო​დად​რო მეჩ​ვე​ნე​ბა – იქ​ნებ სწო​რედ ისი​ნი ხე​დავ​დნენ, რო​გო​რი ვარ სი​ნამ​დვი​ლე​ში? ხე​დავ​დნენ და ამი​‐
ტო​მაც მო​დი​ოდ​ნენ ჩემ​თან და ამი​ტო​მაც ქრე​ბოდ​ნენ. თით​ქოს დარ​წმუნ​დნენ ჩემ ნორ​მა​ლუ​რო​ბა​ში, დარ​‐
წმუნ​დნენ ჩე​მი მცდე​ლო​ბის გულ​წრფე​ლო​ბა​ში (სხვა სიტ​ყვა ვერ შე​ვარ​ჩი​ე), მო​მა​ვალ​შიც დავ​რჩე​ნი​ლი​ყა​ვი
ასე​თი. და, თა​ვის მხრივ, რა​ღა​ცის თქმას ცდი​ლობ​დნენ ჩემ​თვის, გუ​ლის გა​დაშ​ლას ჩემ წი​ნა​შე... ისი​ნი თით​‐
ქმის ყო​ველ​თვის კე​თი​ლი, კარ​გი ადა​მიანე​ბი იყ​ვნენ. ოღონდ მათ​თვის შე​სა​თა​ვა​ზე​ბე​ლი არა​ფე​რი მქონ​და.
და თუ მა​ინც მქონ​და – სუ​ლერ​თია, არ ჰყოფ​ნი​დათ. რაც შე​მე​ხე​ბა მე, ყო​ველ​თვის ვცდი​ლობ​დი, გა​მე​ცა იმ​დე​‐
ნი, რამ​დენ​საც შევ​ძლებ​დი. რა​ღა არ მოვ​სინ​ჯე. სა​ნაც​ვლო​დაც კი ვე​ლო​დი რა​ღა​ცას... ოღონდ კარ​გი არა​ფე​‐
რი გა​მო​ვი​და. და მი​დი​ოდ​ნენ.

რა თქმა უნ​და, მძი​მე იყო ეს ყვე​ლა​ფე​რი.

მაგ​რამ კი​დევ უფ​რო მძი​მე იყო ის, რომ თი​თოეული მათ​გა​ნი კი​დევ უფ​რო მარ​ტო​სუ​ლი ტო​ვებ​და ამ სახლს.
თით​ქოს აქე​დან წა​სას​ვლე​ლად აუცი​ლებ​ლად რა​ღაც უნ​და დაეკარ​გა სულ​ში. ამო​ეკ​ვე​თა, პირ​წმინ​დად
წაეშა​ლა თა​ვი​სი თა​ვის რა​ღაც ნა​წი​ლი... მე ვი​ცო​დი ეს წე​სე​ბი. უც​ნაურია, ყო​ველ​თვის, რო​ცა მი​დი​ოდ​ნენ,
მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ისი​ნი უფ​რო მეტს შლიდ​ნენ თა​ვი​ანთ თავ​ში, ვიდ​რე მე... რა​ტომ ხდე​ბა ასე? ყო​ველ​თვის
რა​ტომ ვრჩე​ბი მარ​ტო? რა​ტომ მრჩე​ბა ხელ​ში მხო​ლოდ სხვი​სი ჩრდი​ლე​ბის ნაგ​ლე​ჯე​ბი? რა​ტომ? ეშ​მაკ​მა
დას​წყევ​ლოს! არ ვი​ცი... მო​ნა​ცემ​თა უკ​მა​რი​სო​ბა. და, რო​გორც ყო​ველ​თვის, პა​სუ​ხის გა​ცე​მა შე​უძ​ლე​ბე​ლი​ა.

ყო​ველ​თვის რა​ღაც აკ​ლი​ა.

ერ​თხელ, ახა​ლი სამ​სა​ხუ​რის თაობა​ზე გა​სა​უბ​რე​ბი​დან რომ დავ​ბრუნ​დი, სა​ფოს​ტო ყუთ​ში ღია ბა​რა​თი აღ​‐
მო​ვა​ჩი​ნე. ფო​ტო​თი: სკა​ფან​დრიანი ას​ტრო​ნავ​ტი მთვა​რის ზე​და​პირ​ზე დააბი​ჯებს. გა​მომ​გზავ​ნის ვი​ნაობა ბა​‐
რათ​ზე არ ეწე​რა, მაგ​რამ დავ​ხე​დე თუ არა, მივ​ხვდი, ვის​გან იყო.

„ვფიქ​რობ, აზ​რი აღარ აქვს ჩვენს შეხ​ვედ​რებს, – წერ​და, – რო​გორც ჩანს, მა​ლე ცო​ლად გავ​ყვე​ბი დე​და​მი​‐
წელს“.

ღრჭიალით დაიხუ​რა კა​რი.

მო​ნა​ცე​მე​ბი არა​საკ​მა​რი​სია. პა​სუ​ხის გა​ცე​მა შე​უძ​ლე​ბე​ლია. დააჭი​რეთ ჩა​მოყ​რის კლა​ვიშს.

ეკ​რა​ნი ცა​რი​ელ​დე​ბა.

კი​დევ რამ​დენ ხანს გაგ​რძელ​დე​ბა ასე? – ვფიქ​რობ. უკ​ვე ოც​და​თოთ​ხმე​ტის ვარ. რო​დემ​დე იტ​რიალებს ჩემს
თავს ეს ყვე​ლა​ფე​რი?
გან​სა​კუთ​რე​ბით არ მი​დარ​დია. რა მეთ​ქმის – დღე​სა​ვით ნა​თე​ლი​ა: ყვე​ლა​ფერ​ში თვი​თონ ვარ დამ​ნა​შა​ვე. მი​‐
სი წას​ვლა სავ​სე​ბით ბუ​ნებ​რი​ვია და იმ​თა​ვით​ვე ვი​ცო​დი, რომ ყვე​ლა​ფე​რი ასე დამ​თავ​რდე​ბო​და. ის ხვდე​ბო​‐
და. ვხვდე​ბო​დი მეც. ოღონდ ორი​ვეს იმე​დი გვქონ​და, რომ აი, ახ​ლა მოხ​დე​ბა რა​ღაც პა​ტა​რა, ოდ​ნავ შე​სამ​‐
ჩნე​ვი სას​წაული. მოუხელ​თე​ბე​ლი შემ​თხვე​ვი​თო​ბა, რო​მე​ლიც ჩვენს ცხოვ​რე​ბას თავ​და​ყი​რა დააყე​ნებს...
მაგ​რამ, რა თქმა უნ​და, მსგავ​სი არა​ფე​რი მომ​ხდა​რა. და წა​ვი​და. ცხა​დია, მის​მა წას​ვლამ და​მა​ნაღ​ვლიანა.
თუმ​ცა უკ​ვე გა​მოც​დი​ლი მქონ​და ეს ნაღ​ვე​ლი და სულ არ მე​პა​რე​ბო​და ეჭ​ვი, რომ ამ დარდს იოლად გა​და​ვი​‐
ტან​დი.

მე ხომ ყო​ველ​თვის ყვე​ლა​ფერს ვეჩ​ვე​ვი...

ამის გა​ფიქ​რე​ბა​ზე ლა​მის გუ​ლი ამე​რია. თით​ქოს შიგ​ნით ჩაღ​ვრი​ლი შა​ვი ნაღ​ვე​ლი მო​მად​გა ყელ​ზე. სააბა​‐
ზა​ნო​ში სარ​კის წინ დავ​დე​ქი და სა​კუ​თარ თავს შევ​ხე​დე. აი, თურ​მე რო​გო​რი ხარ – მე, რო​მე​ლიც სი​ნამ​დვი​‐
ლე​ში... ჰო​და, აი, შევ​ხვდით. საკ​მა​ოდ ბევ​რი წა​გიშ​ლი​ა... გა​ცი​ლე​ბით მე​ტი, ვიდ​რე გე​გო​ნა... სარ​კე​ში სა​ხე უფ​‐
რო მო​ბე​რე​ბუ​ლია, უფ​რო სა​ზიზ​ღა​რი, ვიდ​რე ჩვეულებ​რივ. სა​პონს ვი​ღებ, სა​გულ​და​გუ​ლოდ ვი​ბან პირს და
ლო​სი​ონს ვის​ვამ. აუჩ​ქა​რებ​ლად ვი​ბან ხე​ლებს და გულ​დას​მით ვიმ​შრა​ლებ ახა​ლი პირ​სა​ხო​ცით. მე​რე სამ​‐
ზა​რეულო​ში მივ​დი​ვარ, ქი​ლი​დან ორიოდე ყლუპ ლუდს ვსვამ და მა​ცი​ვარს ვა​წეს​რი​გებ. ვყრი დამ​პალ პო​მი​‐
დორს, ერთ რი​გად ვაწ​ყობ ლუ​დის ქი​ლებს, ვა​მოწ​მებ ქვაბს, ვად​გენ სი​ას, რა უნ​და ვი​ყი​დო მა​ღა​ზიაში...

გა​თე​ნე​ბამ​დე ვი​ჯე​ქი, მთვა​რეს შევ​ყუ​რებ​დი და ვმარ​ჩიელობ​დი: კი​დევ რამ​დენ ხანს იტ​რიალებს ჩემს თავს
ეს ყვე​ლა​ფე​რი? ის დღეც დად​გე​ბა, რო​ცა ისევ შევ​ხვდე​ბი ვი​ღა​ცას. ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან ბუ​ნებ​რი​ვად იქ​ნე​ბა –
პლა​ნე​ტე​ბის მოძ​რაობა​სა​ვით, რო​მელ​თა ორ​ბი​ტე​ბიც გა​და​იკ​ვე​თა. და ისევ რაიმე სას​წაულის იმე​დად ვიქ​ნე​‐
ბით, თი​თოეული თა​ვის​თვის, რა​ღაც დროს და​ვე​ლო​დე​ბით, წავ​შლით ჩვენს სუ​ლებს – და დავ​შორ​დე​ბით,
ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​ვად...

რო​დემ​დე?!

"},{"head":"2.","content":"

2.

ერ​თი კვი​რის მე​რე, რაც მი​სი ღია ბა​რა​თი მი​ვი​ღე მთვა​რის ფო​ტო​თი, სამ​სა​ხუ​რის თაობა​ზე ჰა​კო​და​ტე​ში წას​‐
ვლამ მო​მი​წია. ვერ ვიტ​ყვი, რომ ამ​ჯე​რად ძა​ლი​ან სა​ინ​ტე​რე​სო სა​მუ​შაო შემ​ხვდა, თუმ​ცა ასარ​ჩე​ვა​დაც არ
მქონ​და საქ​მე. მთე​ლი ჩე​მი სა​მუ​შაო, სი​მარ​თლე გით​ხრათ, ძა​ლი​ან ცო​ტა​თი გან​სხვავ​დე​ბა ამის​გან.

მოკ​ლედ, იმის ნაც​ვლად, რომ თა​ვი ვიმ​ტვრიო, გა​მი​მარ​თლა თუ არა სამ​სა​ხურ​ში, ჯობს ყე​ლამ​დე ჩავ​ყურ​ყუ​‐
მე​ლავ​დე საქ​მე​ში, იქ კი გან​სხვა​ვე​ბა​საც ვე​ღარ ვიგ​რძნობ. რო​გორც ტალ​ღებს ემარ​თე​ბათ აკუს​ტი​კა​ში. რა​‐
ღაც ზღვარ​ზე სიხ​ში​რეს უკ​ვე ვე​ღარ ას​ხვა​ვებ, რო​მე​ლი ბგე​რაა მა​ღა​ლი, რო​მე​ლი და​ბა​ლი; მაგ​რამ საკ​მა​რი​‐
სია ამ ზღვარს გას​ცდე, არა​მარ​ტო სი​მაღ​ლის, ბგე​რის გარ​ჩე​ვაც კი შე​უძ​ლე​ბე​ლი იქ​ნე​ბა...

ეს იყო ერთ-​ერთი ქალ​თა ჟურ​ნა​ლის პრო​ექ​ტი: მკით​ხვე​ლე​ბის​თვის უნ​და გა​ეც​ნოთ ჰა​კო​და​ტეს დე​ლი​კა​ტე​‐
სე​ბი. მე და ფო​ტოგ​რა​ფი გა​მო​ვიკ​ვლევთ ათიოდე ად​გი​ლობ​რივ რეს​ტო​რანს, მე დავ​წერ ტექსტს, ის გა​‐
დაიღებს. მა​სა​ლის მო​ცუ​ლო​ბა ხუ​თი გვერ​დის​თვის... რა გა​ეწ​ყო​ბა. რად​გან არ​სე​ბობს ქა​ლე​ბის ჟურ​ნა​ლი,
ესე იგი ვი​ღა​ცამ მის​თვის რე​პორ​ტა​ჟე​ბიც უნ​და და​წე​როს. ზუს​ტად ასე​ვე ვი​ღა​ცას ქუ​ჩა​ში ნაგ​ვის შეგ​რო​ვე​ბა
უწევს, ან თოვ​ლის​გან გზის გა​სუფ​თა​ვე​ბა. ვი​ღა​ცა მეეზო​ვეც ხომ უნ​და იყოს. მოს​წონს მას ეს თუ არა...

ერ​თი სიტ​ყვით, სამწელიწად-​ნახევარი აი, ასე ვშოულობ სა​არ​სე​ბო ფულს, აი, ასე​თი ფსევ​დო​კულ​ტუ​რუ​ლი
მოღ​ვა​წეობით. ლი​ტე​რა​ტუ​რის ერ​თგვა​რი მეეზო​ვე.
ვი​თა​რე​ბამ მაიძუ​ლა, წავ​სუ​ლი​ყა​ვი ფირ​მი​დან, რო​მელ​საც მე და ჩე​მი მეწ​ყვი​ლე ვხელ​მძღვა​ნე​ლობ​დით –
ჩემს კარგ ნაც​ნობ​თან სწო​რედ იმ დრომ​დე, – და იმის შემ​დეგ მთე​ლი წელიწად-​ნახევარი უსაქ​მუ​რად ვეგ​დე.
რა​მის​თვის ხე​ლის მო​კი​დე​ბის არც ძა​ლა მქონ​და, არც სურ​ვი​ლი. მე​ტის​მე​ტად ბევ​რი სი​ურ​პრი​ზი შე​მომ​თა​ვა​‐
ზა წი​ნა შე​მოდ​გო​მამ. ცო​ლი წა​ვი​და. ჩე​მი საუკე​თე​სო მე​გო​ბა​რი დაიღუ​პა – უც​ნაური, მის​ტი​კუ​რი სიკ​ვდი​‐
ლით. მე​გო​ბა​რი ქა​ლი გაქ​რა – თით​ქოს მი​წამ უყო პი​რი, სიტ​ყვა არ დას​ცდე​ნია. უც​ნა​ურ ადა​მიანებს გა​და​ვე​‐
ყა​რე, რომ​ლებ​მაც ასე​თი​ვე უც​ნა​ურ ის​ტო​რიაში ჩა​მით​რი​ეს... მე​რე კი ყვე​ლა​ფე​რი დას​რულ​და და სი​ჩუ​მე​ში
ჩა​ვი​ძი​რე, რომ​ლის მსგავ​სი და​ბა​დე​ბი​დან არ მახ​სოვს. ქვე​ყა​ნას გა​რი​დე​ბულ​მა, ნა​ხე​ვა​რი წე​ლი​წა​დი გა​ვა​‐
ტა​რე აქ, ყო​ველ​გვარ სი​ცოც​ხლეს მოკ​ლე​ბულ ბი​ნა​ში. თუ არ ჩავ​თვლი იშ​ვი​ათ გას​ვლას სა​ყიდ​ლებ​ზე – თით​‐
ქმის სიმ​ბო​ლურ​ზე, რომ ფე​ხე​ბი არ გა​მეფ​ში​კა – დღი​სით გა​რეთ არ გავ​დიოდი. მხო​ლოდ დი​ლაბ​ნელ​ზე ვტო​‐
ვებ​დი სახლს და უკაც​რი​ელ ქუ​ჩებ​ში და​ვე​ხე​ტე​ბო​დი. პირ​ვე​ლი გამ​ვლე​ლე​ბის გა​მო​ჩე​ნის​თა​ნა​ვე შინ ვბრუნ​‐
დე​ბო​დი და ვი​ძი​ნებ​დი.

მო​სა​ღა​მოებულ​ზე ვიღ​ვი​ძებ​დი, უბ​რა​ლო ვახ​შამს ვიმ​ზა​დებ​დი, ვჭამ​დი, კონ​სერ​ვებს ვაჭ​მევ​დი კა​ტას. ვახ​‐
შმის შემ​დეგ კი იატაკ​ზე, კუთ​ხე​ში ვჯდე​ბო​დი და გო​ნე​ბის თვა​ლით ისევ და ისევ გავ​ყუ​რებ​დი წარ​სულს,
ვცდი​ლობ​დი მოვ​ლე​ნა​თა ჯაჭ​ვში რა​ღაც ერ​თიანი აზ​რის და​ნახ​ვას. ად​გი​ლებს ვუც​ვლი​დი ცალ​კე​ულ სცე​‐
ნებს, ვუღ​რმავ​დე​ბო​დი მო​მენ​ტებს, რო​ცა ჩე​მი არ​ჩევ​ნით რაიმეს შეც​ვლა შე​მეძ​ლო; ხე​ლახ​ლა ვწო​ნი​დი, სწო​‐
რად მო​ვი​ქე​ცი თუ არა მა​შინ და იქ... და ასე მზის ჩას​ვლამ​დე. მე​რე კი ისევ გავ​დიოდი ში​ნი​დან და მკვდარ ქა​‐
ლაქ​ში დავ​ბო​რიალებ​დი.

აი, ასე ვცხოვ​რობ​დი ალ​ბათ მთე​ლი ნა​ხე​ვა​რი წე​ლი​წა​დი... ჰო, ზუს​ტად: სა​მოც​დაც​ხრა​მე​ტის იან​ვრი​დან ივ​‐
ნი​სამ​დე. არ ვკით​ხუ​ლობ​დი. არ​ცერ​თი გა​ზე​თი არ გა​და​მიშ​ლია. არ ვუს​მენ​დი მუ​სი​კას. არც რა​დი​ოს ვრთავ​‐
დი, არც ტე​ლე​ვი​ზორს. თით​ქმის არ ვე​კა​რე​ბო​დი სპირ​ტი​ან სას​მელს. უბ​რა​ლოდ, სურ​ვი​ლი არ მქონ​და. რა
ხდე​ბო​და ქვე​ყა​ნა​ზე, ვინ რით გა​ით​ქვა სა​ხე​ლი, ვინ იყო ჯერ კი​დევ ცოც​ხა​ლი, ვინ მოკ​ვდა – წარ​მოდ​გე​ნა არ
მქონ​და. ვერ ვიტ​ყვი, რომ უარს ვამ​ბობ​დი ნე​ბის​მიერი სა​ხის ინ​ფორ​მა​ციაზე. უბ​რა​ლოდ, ახ​ლის გა​გე​ბა არ
მინ​დო​და. ცხა​დია, ვგრძნობ​დი: სამ​ყა​რო ისევ ბრუ​ნავ​და. ვგრძნობ​დი – ჩემს სო​რო​ში გა​მომ​წყვდეული.
ოღონდ ეს არა​ვი​თარ ინ​ტე​რესს არ მიღ​ვი​ძებ​და. ქვეყ​ნის მოვ​ლე​ნე​ბი უხ​მო ნიავი​ვით შე​უმ​ჩნევ​ლად მივ​ლი​‐
და გარს და სად​ღაც იკარ​გე​ბო​და.

მე კი ისევ ვი​ჯე​ქი იატაკ​ზე და წარ​სულ​ზე ვფიქ​რობ​დი. და, რო​გო​რი საკ​ვირ​ვე​ლიც არ უნ​და იყოს, ნა​ხე​ვა​რი
წლის შეუპო​ვა​რი თვით​ჯიჯ​გნა სულ არ მომ​წყი​ნე​ბია. მე​ტის​მე​ტად დი​დი და მრა​ვალ​წახ​ნა​გა მეჩ​ვე​ნე​ბო​და ის,
რაც გა​დამ​ხდა. მე​ტის​მე​ტად რეალუ​რი და თვალ​სა​ჩი​ნო. ხელს გა​იწ​ვდი და შეეხე​ბი. თით​ქოს რა​ღაც ვეებერ​‐
თე​ლა მო​ნუ​მენ​ტი აჩოჩ​ხი​ლი​ყო ჯო​ჯო​ხე​თურ წყვდი​ად​ში. ვეებერ​თე​ლა ობე​ლის​კი ჩემ პა​ტივ​სა​ცე​მად... ჰოო,
ბევ​რი სის​ხლი და​იღ​ვა​რა მა​შინ. ზო​გი ჭრი​ლო​ბა შე​ხორ​ცდა დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში, სხვე​ბი მოგ​ვიანე​ბით გა​‐
იხ​სნა. და მა​ინც, ნა​ხე​ვა​რი წე​ლი​წა​დი ჩემს ნე​ბა​ყოფ​ლო​ბით სა​კან​ში იმი​ტომ არ ვი​ჯე​ქი, რომ ჭრი​ლო​ბე​ბი მო​‐
მე​შუ​შე​ბი​ნა. უბ​რა​ლოდ, დრო მჭირ​დე​ბო​და. ზუს​ტად ნა​ხე​ვა​რი წე​ლი​წა​დი, რომ ყვე​ლა​ფე​რი ერ​თად მო​მეგ​‐
რო​ვე​ბი​ნა დე​ტა​ლუ​რად აღ​წე​რილ სუ​რათ​ში და ჩავ​წვდო​მო​დი მის არსს. და სუ​ლაც არ ჩავ​კე​ტილ​ვარ სა​კუ​‐
თარ თავ​ში, არც ირ​გვლივ არ​სე​ბუ​ლი სი​ნამ​დვი​ლე უარ​მიყ​ვია – არა, ეს ნამ​დვი​ლად არ ყო​ფი​ლა. ჩვეულებ​‐
რი​ვი დრო​ის ამ​ბა​ვია. ფი​ზი​კუ​რი დრო​ის, რა​თა აღ​მედ​გი​ნა თა​ვი, გარ​დავ​სა​ხუ​ლი​ყა​ვი.

მა​ინც რად გარ​დავ​სა​ხუ​ლი​ყა​ვი – გა​დავ​წყვი​ტე, ამა​ზე ჯერ​ჯე​რო​ბით არ მე​ფიქ​რა. მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ეს ცალ​‐
კე სა​კით​ხი იყო და მას​ში გარ​კვე​ვა მე​რეც შე​იძ​ლე​ბო​და. ჯერ​ჯე​რო​ბით კი ფეხ​ზე დად​გო​მა და წო​ნას​წო​რო​ბის
შე​ნარ​ჩუ​ნე​ბა იყო აუცი​ლე​ბე​ლი.

კა​ტა​საც კი არ ვე​ლა​პა​რა​კე​ბო​დი.

რე​კავ​და ტე​ლე​ფო​ნი – ყურ​მილს არ ვი​ღებ​დი.

კარ​ზე აკა​კუ​ნებ​დნენ – არ ვა​ღებ​დი.

დრო​დად​რო წე​რი​ლე​ბი მო​დიოდა.

ყო​ფი​ლი მეწ​ყვი​ლე მწერ​და, რომ წუხ​და ჩემ გა​მო – სად და​ვი​კარ​გე, რას ვა​კე​თებ. რომ წე​რილს ალალ​ბედ​ზე
გზავ​ნის ამ მი​სა​მარ​თზე – ხომ შე​იძ​ლე​ბა, ისევ აქ ვცხოვ​რობ. თუ რა​მე მჭირ​დე​ბა, შე​ვატ​ყო​ბი​ნო. ოფის​ში საქ​‐
მე ჩვეული რი​გით მი​დის. სხვა​თა შო​რის ახ​სე​ნა სა​ერ​თო ნაც​ნო​ბე​ბი... რამ​დენ​ჯერ​მე ვკით​ხუ​ლობ​დი ამ წე​რი​‐
ლებს, მარ​ტო იმი​ტომ, რომ ნა​წე​რის აზ​რი გა​მე​გო (ხან​და​ხან ხუთ​ჯერ წა​კით​ხვაც მიხ​დე​ბო​და), – და მა​გი​დის
უჯ​რა​ში ვმარ​ხავ​დი.

მწერ​და ყო​ფი​ლი ცო​ლი. მთელ სი​ას მიგ​ზავ​ნი​და მხო​ლოდ ზედ​მი​წევ​ნით საქ​მიანი და​ვა​ლე​ბე​ბით. ბო​ლოს კი
მატ​ყო​ბი​ნებ​და, რომ ისევ თხოვ​დე​ბა, ცო​ლად მიჰ​ყვე​ბა ჩემ​თვის სრუ​ლი​ად უც​ნობ კაცს. თით​ქოს ხაზს უს​ვამ​‐
და: „ჩე​მი შემ​დგო​მი ბე​დი შენ სრუ​ლი​ად არ გე​ხე​ბა“. ეტ​ყო​ბა, ჩე​მი ნაც​ნო​ბიც, ჩუმ-​ჩუმად რომ ეკურ​კუ​რე​ბო​‐
და, რო​ცა ვშორ​დე​ბო​დით, ჯან​და​ბა​ში გაგ​ზავ​ნა. ჰო, აბა რა. ჩე​მი ხუ​თი თი​თი​ვით ვიც​ნობ​დი. აი, ისე​თი
ჩვეულებ​რი​ვი, ნაც​რის​ფე​რი. გი​ტა​რა​ზეც კი უკ​რავ​და, ვარ​სკვლა​ვებს არ წყვეტ​და ცი​დან. სა​ინ​ტე​რე​სო თა​ნა​‐
მო​სა​უბ​რე​დაც კი არ გა​მოდ​გე​ბო​და. რა იპო​ვა მას​ში, ვე​რაფ​რით ვერ მივ​მხვდარ​ვარ. თუმ​ცა ეს უკ​ვე მა​თი ურ​‐
თი​ერ​თო​ბა​ა... „შენ გა​მო არ ვნერ​ვიულობ, – მწერ​და, – ისე​თებს, რო​გო​რიც შენ ხარ, რაც არ უნ​და გა​დახ​დეთ,
არა​ფე​რი არ ემარ​თე​ბათ. უფ​რო იმათ​ზე ვნერ​ვიულობ, ვინც ოდეს​მე ურ​თი​ერ​თო​ბას გააბამს შენ​თან... წარ​მო​‐
გიდ​გე​ნია, ამ ბო​ლო დროს მსგავ​სი რა​ღა​ცე​ბი მა​წუ​ხებს“.

წე​რი​ლი რამ​დენ​ჯერ​მე წა​ვი​კით​ხე და ისიც უჯ​რა​ში მი​ვაბ​რძა​ნე.

აი, ასე, ნელ-​ნელა გა​დიოდა დრო.

ფულ​ზე მა​ინ​ცდა​მა​ინც არ ვწუხ​დი: და​ზო​გი​ლი სახ​სრე​ბი და​ახ​ლოებით ნა​ხე​ვარ წე​ლი​წადს მა​ინც მე​ყო​ფო​და,
გა​თავ​დე​ბო​და და ფიქ​რსაც მა​შინ და​ვიწ​ყებ​დი.

გაილია ზამ​თა​რი. დად​გა გა​ზაფ​ხუ​ლი. მზემ თბი​ლი, და​მამ​შვი​დე​ბე​ლი სი​ნათ​ლით ამივ​სო ბი​ნა. მთე​ლი დღე
ფან​ჯრი​დან შე​მო​სულ სხი​ვებს შევ​ცქე​რო​დი და ვამ​ჩნევ​დი, რო​გორ იც​ვლე​ბო​და მა​თი დახ​რის კუთ​ხე. გა​ზაფ​‐
ხულ​მა სულ​ში სხვა​დას​ხვა მო​გო​ნე​ბე​ბი გა​მიღ​ვი​ძა. მათ​ზე, ვინც წა​ვი​და. მათ​ზეც, ვინც მოკ​ვდა. გა​მახ​სენ​და
ორი ტყუ​პი გო​გო და ის, თუ რო​გორ ვცხოვ​რობ​დით სამ​ნი. ეს სა​მოც​და​ცა​მეტ​ში იყო. მა​შინ გოლ​ფის მინ​‐
დვრის გვერ​დით ვცხოვ​რობ​დი. სა​ღა​მოობით, რო​ცა მზე ჩა​სას​ვლე​ლად ემ​ზა​დე​ბო​და, ჩვენ რკი​ნის ბა​დის
ქვეშ ვძვრე​ბო​დით და მინ​დორ​ზე დავ​სე​ირ​ნობ​დით, თან და​კარ​გულ ბურ​თებს ვაგ​რო​ვებ​დით. ახ​ლაც, სა​ღა​‐
მოს მზეს რომ შევ​ყუ​რებ, მა​შინ​დე​ლი პეიზა​ჟი მახ​სენ​დე​ბა – დაისი გოლ​ფის მინ​დორ​ზე...

ნე​ტავ სად არი​ან ახ​ლა?

შე​მო​სას​ვლე​ლი​დან მო​ვიდ​ნენ. გა​სას​ვლე​ლი​დან წა​ვიდ​ნენ.

გა​მახ​სენ​და ერ​თი ციც​ქნა ბა​რი, სა​დაც ასე გვიყ​ვარ​და სიარუ​ლი მე და ჩემს ახ​ლა უკ​ვე გარ​დაც​ვლილ მე​გო​‐
ბარს. წარ​მო​უდ​გენ​ლად ბევ​რი დრო მოვ​კა​ლით იქ სრუ​ლი​ად უაზ​როდ. თუმ​ცა ახ​ლა მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ ყვე​ლა​ზე
აზ​რიანი სწო​რედ ის დრო იყო. საოცა​რია, ღმერ​თმა​ნი... გა​მახ​სენ​და ძველ​მო​დუ​რი მუ​სი​კა, რო​მელ​საც იქ უკ​‐
რავ​დნენ. მა​შინ ის-​ის იყო სკო​ლას ვამ​თავ​რებ​დით. იმ ბარ​ში კი შეგ​ვეძ​ლო ლუ​დი დაგ​ვე​ლია და მოგ​ვე​წია,
რამ​დე​ნიც გვინ​დო​და. და რა გა​საკ​ვი​რია, რომ ამ ბა​რის გა​რე​შე უბ​რა​ლოდ ცხოვ​რე​ბა ვერ წარ​მოგ​ვედ​გი​ნა.
რა თქმა უნ​და, სულ რა​ღა​ცა​ზე ვლა​პა​რა​კობ​დით. აი, თუ რა​ზე, მომ​კა​ლით და, ვერ ვიხ​სე​ნებ. მხო​ლოდ ის მახ​‐
სოვს, რომ ვლა​პა​რა​კობ​დით. ეს არის და ეს.

ახ​ლა ის მკვდა​რი​ა.

შარ​ში გა​ეხ​ვია, მე​ტის​მე​ტად ბევ​რი მოიკი​და და სი​ცოც​ხლით ზღო.

შე​მო​სას​ვლე​ლით მო​ვი​და და გა​სას​ვლე​ლით წა​ვი​და.

გა​ზაფ​ხუ​ლი ერთ ამ​ბავ​ში იყო. შე​იც​ვა​ლა ქა​რის სუ​ნი. ახა​ლი შე​ფე​რი​ლო​ბა შეიძი​ნა სიბ​ნე​ლემ ღამ​ღა​მო​ბით.
ხმე​ბი უჩ​ვეულო ექო​თი სწვდე​ბო​და ყურს. დღი​თიდ​ღე სულ უფ​რო აშ​კა​რად იგ​რძნო​ბო​და ზაფ​ხუ​ლის სურ​ნე​‐
ლი.

მაისის ბო​ლოს კა​ტა მოკ​ვდა. სრუ​ლი​ად მოულოდ​ნე​ლად – ყო​ველ​გვა​რი წი​ნას​წა​რი სიმ​პტო​მე​ბის გა​რე​შე.
ერთ მშვე​ნი​ერ დი​ლით გა​ვიღ​ვი​ძე და სამ​ზა​რეულო​ში ვი​პო​ვე – კუთ​ხე​ში იწ​ვა, მო​კუნ​ტუ​ლი, და აღარ სუნ​‐
თქავ​და. ალ​ბათ თვი​თო​ნაც ვერ გაიგო, ისე მოკ​ვდა. სხეული მა​ცივ​რი​დან გა​მო​ღე​ბულ მო​ხარ​შულ ქა​თამს
მიუგავ​და, ბეწ​ვი უფ​რო ჭუჭ​ყიანი უჩან​და, ვიდ​რე სი​ცოც​ხლე​ში. კა​ტას ქა​შა​ყი ერ​ქვა. ვერ ვიტ​ყვი, რომ მა​ინ​‐
ცდა​მა​ინც ბედ​ნიერი ცხოვ​რე​ბით იც​ხოვ​რა. არა​ვის უყ​ვარ​და, თუმ​ცა არც თვი​თონ უყ​ვარ​და ვინ​მე გან​სა​კუთ​‐
რე​ბით. ადა​მიანებს ყო​ველ​თვის შეშ​ფო​თე​ბუ​ლი უყუ​რებ​და თვა​ლებ​ში. ისე​თი მზე​რით, თით​ქოს ეუბ​ნე​ბო​და:
„ჰოო, აი, ახ​ლა ისევ რა​ღა​ცას დავ​კარ​გავ...“ არა მგო​ნია, ქვეყ​ნად კი​დევ იყოს კა​ტა ასე​თი თვა​ლე​ბით. და აი,
მოკ​ვდა. საკ​მა​რი​სია მხო​ლოდ ერ​თხელ ჩა​ძაღ​ლდე და არა​სო​დეს არა​ფერს აღარ და​კარ​გავ. ამა​ში, უნ​და ვა​‐
ღიარო, სიკ​ვდი​ლის დი​დი ღირ​სე​ბა​ა.

მკვდა​რი კა​ტა სუ​პერ​მარ​კე​ტის ქა​ღალ​დის პა​კეტ​ში ჩავ​დე, უკა​ნა სა​ვარ​ძელ​ზე დავ​დე, სა​ჭეს მი​ვუ​ჯე​ქი, წა​ვე​‐
დი მა​ღა​ზიაში და ბა​რი ვი​ყი​დე. მან​ქა​ნა​ში რომ დავ​ბრუნ​დი, რა​დიოში მუ​სი​კა​ლუ​რი არ​ხი ვი​პო​ვე და პოპ​მუ​‐
სი​კის რიტ​მზე, რო​მე​ლიც ათა​სი წე​ლი არ მო​მეს​მი​ნა, და​სავ​ლე​თის​კენ წა​ვე​დი. მეტ​წი​ლად რა​ღაც უაზ​რო მუ​‐
სი​კა ის​მო​და: Fleetwood Mac, ABBA, Manchester, Bee Gees, KC and the Sunshine Band, დო​ნა სა​მე​რი, Eagles, Boston,
Commodores, ჯონ დენ​ვე​რი, Chicago, კე​ნი ლო​გინ​ზი... ეს მუ​სი​კა ად​ვი​ლად აღ​წევს ტვინ​ში და ქა​ფი​ვით უკ​ვა​‐
ლოდ ქრე​ბა. სრუ​ლი სი​ყალ​ბეა, გა​ვი​ფიქ​რე. ერ​თჯე​რა​დი მოხ​მა​რე​ბის სა​ქო​ნე​ლი. მო​დუ​რი სა​ღე​ჭი რე​ზი​ნი,
რომ​ლის​თვი​საც ჯი​ბე​ებს იბ​რუ​ნებს მი​ლიონო​ბით თი​ნეიჯე​რი...

გა​ვი​ფიქ​რე და ისევ მე​ლან​ქო​ლი​ამ შე​მიპ​ყრო.

უბ​რა​ლოდ, თაობა შე​იც​ვა​ლა. ეს არის და ეს.

სა​ჭეს მო​ვუ​ჭი​რე ხე​ლი და შე​ვე​ცა​დე გა​მეხ​სე​ნე​ბი​ნა იმ მუ​სი​კის სრუ​ლი სი​ყალ​ბის მარ​გა​ლი​ტე​ბი, რო​მე​ლიც
ჩემს ყმაწ​ვი​ლო​ბა​ში ის​მო​და... ნენ​სი სი​ნატ​რა – აი, ნამ​დვი​ლი ნეხ​ვი!.. The Monkees – არაფ​რით არ იყო უკე​თე​‐
სი. და იმ ელ​ვის​საც უამ​რავ სრუ​ლი​ად უნი​ჭო რა​ღა​ცას უპო​ვი... იყო კი​დევ ერ​თი სას​წაული, სა​ხე​ლად ტრი​ნი
ლო​პე​სი. პეტ ბუ​ნის მოყ​მუილე​თა უმე​ტე​სო​ბის​გან პირ​ში საპ​ნის გე​მო რჩე​ბო​და. ფა​ბი​ნი, ბო​ბი რაიდე​ლი,
ანეტ... ჰო, სი​ის სულ ბო​ლო​ში კი, რა​ღა თქმა უნ​და, Herman’s Hermits. ეს კი ნამ​დვი​ლი კა​ტას​ტრო​ფა იყო.

სა​ხელ​წო​დე​ბა სა​ხელ​წო​დე​ბად, თავ​ში კი აბურ​დუ​ლი​ყო ინ​გლი​სუ​რი ბენ​დე​ბი, კრე​ტი​ნუ​ლი კოს​ტიუმე​ბით და


ტრა​კამ​დე ჩა​მოშ​ვე​ბუ​ლი თმით. კი​დევ რამ​დენს გა​ვიხ​სე​ნებ? The Honeycombs, The Dave Clark Five, Roger Clyne & the
Peacemakers, Freddie and the Dreamers... Jefferson Airplane გა​შე​შე​ბუ​ლი გვა​მე​ბის ხმე​ბით. ტომ ჯონ​სი – მარ​ტო სა​ხე​‐
ლის​გან სხეული გი​ძაგ​ძა​გებს. და მას​თან ერ​თად გუ​ლი​სამ​რე​ვი ორეული ენ​გელ​ბერტ ჰამ​პერ​დინ​კი. და კი​‐
დევ ის წყვი​ლი – ჰერბ ალ​პერ​ტი და ტი​ფა​ნა ბრა​სი: თი​თოეული მო​ტი​ვი კბი​ლის პას​ტის რეკ​ლა​მის ფო​ნი​ვით.
ფა​რი​სევ​ლე​ბი საიმო​ნი და გარ​ფან​კლი. ნევ​რას​თე​ნი​კე​ბი The Jackson 5...

ყვე​ლა​ფე​რი, ყვეელა​ფე​რი ისევ ისე.

არა​ფე​რი არ იც​ვლე​ბა. ყო​ველ​თვის, ყო​ველ​თვის, ყო​ველ​თვის – წეს​რი​გი ქვეყ​ნად ერ​თი და იგი​ვეა. მარ​ტო ნო​‐
მე​რი თუ აქვს წე​ლი​წადს სხვა, და ახა​ლი სა​ხეები წა​სუ​ლე​ბის ნაც​ვლად. ერ​თჯე​რა​დი მოხ​მა​რე​ბის უაზ​რო მუ​‐
სი​კა ყვე​ლა დრო​ში არ​სე​ბობ​და და არც მო​მა​ვალ​ში გაქ​რე​ბა. მთე​ლი ეს „ცვლი​ლე​ბე​ბი“ ისე​თი​ვე მუდ​მი​ვია,
რო​გორც ბე​ბე​რი მთვა​რის ფა​ზე​ბი.

დიდ​ხანს მი​ვაქ​რო​ლებ​დი მან​ქა​ნას, გა​ფან​ტუ​ლი ვფიქ​რობ​დი ამ ყვე​ლა​ფერ​ზე. უცებ რა​დიოთი Rolling Stones
ჩარ​თეს – Brown Sugar. უნე​ბუ​რად გა​მე​ღი​მა. კე​თი​ლი სიმ​ღე​რა იყო. ეს უკ​ვე სხვა საქ​მეა, ზუს​ტად ის, რაც სა​ჭი​‐
როა, გა​მი​ელ​ვა თავ​ში. Brown Sugar სუ​პერ​ჰი​ტი იყო, თუ არ ვცდე​ბი, სა​მოც​და​თერ​თმეტ​ში… ვცა​დე, ზუს​ტად გა​‐
მეხ​სე​ნე​ბი​ნა წე​ლი. ვერ გა​ვიხ​სე​ნე. თუმ​ცა რა მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვს. სა​მოც​და​თერ​თმე​ტი იყო თუ სა​მოც​და​თორ​‐
მე​ტი – დღეს ამას არ​ვი​თა​რი მნიშ​ვნე​ლო​ბა აღარ აქვს. და სა​ერ​თო​დაც, რა აზ​რი აქვს ამა​ზე სე​რიოზულ
ფიქრს?
რაც შე​იძ​ლე​ბა ღრმად ავე​დი გო​რა​კებ​ში, ტრა​სი​დან გა​და​ვუხ​ვიე, შე​სა​ფე​რი ჭა​ლა მოვ​ძებ​ნე და იქ დავ​მარ​ხე
კა​ტა. ტყის პი​რას მეტ​რიანი ორ​მო ამოვ​თხა​რე, შიგ ქა​ღალ​დის პა​კეტ​ში გახ​ვეული ქა​შა​ყი ჩა​ვაწ​ვი​ნე და მი​წა
მი​ვა​ყა​რე. მა​პა​ტიე, ვუთ​ხა​რი ბო​ლოს, ამა​ზე მე​ტის იმე​დი არ უნ​და გქონ​დეს. მთე​ლი იმ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში,
სა​ნამ ორ​მოს ვთხრი​დი, შო​რი​ახ​ლოს რა​ღაც ფრინ​ვე​ლი გა​ლობ​და, მა​ღალ რე​გის​ტრში და ლე​გა​ტო​თი, თით​‐
ქოს ფლეიტა​ზე უკ​რავ​და.

საფ​ლა​ვი მო​ვას​წო​რე, ნი​ჩა​ბი სა​ბარ​გულ​ში შე​ვი​ნა​ხე და ისევ ტრა​სა​ზე გა​ვე​დი. მე​რე ისევ ჩავ​რთე რა​დიო და
მან​ქა​ნით ტო​კი​ოს​კენ ავი​ღე გე​ზი.

არა​ფერ​ზე არ ვფიქ​რობ​დი. უბ​რა​ლოდ, მუ​სი​კას ვუს​მენ​დი.

ჯერ როდ სტიუარ​ტი და The J. Geils Band უკ​რავ​და. მე​რე წამ​ყვან​მა შე​მოგ​ვთა​ვა​ზა „რაღაც-​რაღაცები წარ​სუ​‐
ლი​დან“. რეი ჩარ​ლზი აღ​მოჩ​ნდა, Born to Lose. „ი​მი​ტომ და​ვი​ბა​დე, რომ ვკარ​გო და ვკარ​გო, – მღე​რო​და ჩვე​ნი
ჩარ​ლზი, – და ახ​ლა შენ გკარ​გავ“... უცებ სა​ში​ნე​ლი სევ​და მო​მაწ​ვა, კი​ნა​ღამ ცრემ​ლი მო​მე​რია. ხან​და​ხან მე​‐
მარ​თე​ბა ასე. სულ უბ​რა​ლო რა​ღაც, კაც​მა არ იცის რა​ტომ, სუ​ლის ყვე​ლა​ზე ნაზ სიმს შეეხე​ბა... რა​დიო გა​‐
მოვ​რთე. უახ​ლო​ეს ბენ​ზინ​გა​სა​მარ​თთან გავ​ჩერ​დი, პა​ტა​რა რეს​ტო​რან​ში შე​ვე​დი და ბოს​ტნეულის სენ​დვი​ჩი
და ყა​ვა შე​ვუკ​ვე​თე. მე​რე ტუალეტ​ში დიდ​ხანს ვი​ბან​დი მი​წით დას​ვრილ ხე​ლებს. სა​მი სენ​დვი​ჩი​დან მხო​‐
ლოდ ერ​თი შევ​ჭა​მე და ორი ფინ​ჯა​ნი ყა​ვა დავ​ლი​ე.

ნე​ტავ რო​გორ არის ჩე​მი ქა​შა​ყი, გა​ვი​ფიქ​რე. იქ, ორ​მო​ში, ალ​ბათ ბნე​ლა, ვე​რა​ფერს დაინა​ხავ, გინდ თვა​ლე​ბი
და​ით​ხა​რე. გა​მახ​სენ​და, მი​წის ბელ​ტე​ბი რო​გორ ეცე​მო​და ქა​ღალ​დის პა​კეტს... რას იზამ, მე​გო​ბა​რო. ასე​თი
ფი​ნა​ლი ყვე​ლა​ზე უფ​რო შე​სა​ფე​რი​სია ჩვენ​თვის. შენ​თვი​საც და ჩემ​თვი​საც.

მთე​ლი საათი ვი​ჯე​ქი რეს​ტო​რან​ში და სენ​დვი​ჩე​ბი​ან თეფშს მივ​შტე​რე​ბო​დი. ზუს​ტად ერ​თი საათის შემ​დეგ
იის​ფერ​კა​ბიანი ოფი​ცი​ან​ტი მო​ვი​და და ნას​წავ​ლი თა​ვა​ზიანო​ბით მკით​ხა, შე​იძ​ლე​ბო​და თუ არა თეფ​შის წა​‐
ღე​ბა. უხ​მოდ და​ვუქ​ნიე თა​ვი.

რა გა​ეწ​ყო​ბა, ვუთ​ხა​რი ბო​ლოს სა​კუ​თარ თავს.

დროა დავ​ბრუნ​დე.

"},{"head":"3.","content":"

3.

ისეთ გი​გან​ტურ ჭი​ან​ჭვე​ლე​ბის ბუ​დე​ში, რო​გო​რიც ჩვე​ნი გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლის​ტუ​რი სა​ზო​გა​დოებაა,


სამ​სა​ხუ​რის პოვ​ნა, კაც​მა რომ თქვას, არც ისე რთუ​ლია. თუ, რა თქმა უნ​და, მე​ტის​მე​ტად არ ჭირ​ვეულობ
პრო​ფი​ლი​სა და ში​ნა​არ​სის თაობა​ზე.

სამ​სა​ხურ​ში, რო​მელ​საც ად​რე ვხელ​მძღვა​ნე​ლობ​დი, ტექ​სტებს ვას​წო​რებ​დით. გარ​და ამი​სა, ხში​რად გვი​წევ​‐
და წე​რაც. და ამ ბიზ​ნეს​ში კი​დევ დამ​რჩა რა​ღაც კავ​ში​რე​ბი. ასე რომ, სად​მე შტატ​გა​რე​შე ჟურ​ნა​ლის​ტად მოწ​‐
ყო​ბა ხარ​ჯე​ბის და​სა​ფა​რად არა​ვი​თარ სიძ​ნე​ლეს არ წარ​მო​ად​გენ​და. თუ არა​ფერს ვიტ​ყვი იმა​ზე, რომ ჩე​მი
ცხოვ​რე​ბა სა​ერ​თო​დაც არ ით​ხოვ​და გან​სა​კუთ​რე​ბულ ყო​ფით ხარ​ჯებს.

უბის წიგ​ნა​კი მოვ​ძებ​ნე და რამ​დე​ნი​მე ნო​მერ​ზე დავ​რე​კე. ყვე​ლა თა​ნა​მო​სა​უბ​რეს პირ​და​პირ ვე​კით​ხე​ბო​დი,
ხომ არ მოიძებ​ნე​ბო​და ჩემ​თვის რაიმე სა​მუ​შაო. საქ​მე ის არის, რომ რა​ღაც მი​ზე​ზე​ბის გა​მო ერ​თხანს და​ვი​‐
კარ​გე, მაგ​რამ ახ​ლა, თუ შე​საძ​ლე​ბე​ლია, სიამოვ​ნე​ბით წა​ვი​მუ​შა​ვებ​დი. რო​გორც ვე​ლო​დი, მა​შინ​ვე შე​მომ​თა​‐
ვა​ზეს რამ​დე​ნი​მე „ცხელ-​ცხელი“ შეკ​ვე​თა. ცხა​დია, არც ისე სე​რიოზუ​ლი. უნ​და ამო​მევ​სო შემ​თხვე​ვი​თი ღრი​‐
ჭოები რეკ​ლა​მის უსას​რუ​ლო ნა​კად​ში. რბი​ლად რომ ვთქვა, ტექ​სტე​ბის უმე​ტე​სო​ბა, რა​საც მაძ​ლევ​დნენ,
ღრმა აზ​რით არ გა​მო​ირ​ჩეოდა და, სა​ეჭ​ვოა, რომ სა​ერ​თოდ სჭირ​დე​ბო​და ვინ​მეს. ქა​ღალ​დი​სა და მელ​ნის
ორ​გა​ნი​ზე​ბუ​ლად ნეხ​ვად ქცე​ვა. და ამი​ტომ მეც, სრუ​ლი​ად დაუძა​ბა​ვად, თით​ქმის მე​ქა​ნი​კუ​რად ვას​რუ​ლებ​‐
დი შეკ​ვე​თებს ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით. თავ​და​პირ​ვე​ლად საქ​მე ცო​ტა იყო, დღე​ში ორ სა​ათ​ზე მეტს არ ვმუ​‐
შა​ობ​დი. დარ​ჩე​ნილ დროს კი ქა​ლაქ​ში ხე​ტი​ალ​სა და კი​ნო​ში სიარულს ვან​დო​მებ​დი. წარ​მო​უდ​გე​ნე​ლი
რაოდე​ნო​ბის ფილ​მე​ბი ვნა​ხე. და​ახ​ლოებით სამ თვეს გრძელ​დე​ბო​და ასე. ეს საკ​მა​რი​სი დროა იმის​თვის,
რომ შევ​ჩვეოდი აზრს: „ა​ვად თუ კარ​გად, მა​ინც ვმო​ნა​წი​ლე​ობ ამ სა​ზო​გა​დოების ცხოვ​რე​ბა​ში“.

დად​გა შე​მოდ​გო​მა და ყვე​ლა​ფე​რი შე​იც​ვა​ლა. საქ​მე მკვეთ​რად მო​მე​მა​ტა. ახ​ლა ჩე​მი ტე​ლე​ფო​ნი თით​ქმის
დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე რე​კავ​და. წე​რი​ლე​ბი ძლივს ეტეოდა სა​ფოს​ტო ყუთ​ში. დამ​კვე​თე​ბი უკ​ვე ვახ​შამ​ზე მპა​‐
ტი​ჟებ​დნენ და სა​ერ​თო​დაც ძა​ლი​ან თბი​ლად მექ​ცე​ოდ​ნენ, მპირ​დე​ბოდ​ნენ, რომ სულ მა​ლე კი​დევ რა​ღა​ცას
შე​მომ​თა​ვა​ზებ​დნენ.

თუ რა​ტომ მოხ​და ასე, ძნე​ლი მი​სახ​ვედ​რი არ არის. შეკ​ვე​თე​ბის მი​ღე​ბი​სას არ ვწუ​ნიაობ​დი, ვი​ღებ​დი, რა​საც
მაძ​ლევ​დნენ. სა​მუ​შა​ოს ყო​ველ​თვის დათ​ქმულ ვა​და​ზე ცო​ტა ად​რე ვამ​თავ​რებ​დი. არას​დროს არა​ფერ​ზე არ
ვწუ​წუ​ნებ​დი. და კი​დევ – კარ​გი ხელ​წე​რით გა​მო​ვირ​ჩეოდი. სა​ერ​თო​დაც აკუ​რა​ტუ​ლი ვი​ყა​ვი წვრილ​მა​ნებ​ში.
იქაც კი, სა​დაც ჩე​მი კო​ლე​გე​ბი ჩვეულებ​რივ თავს არ იწუ​ხებ​დნენ, ყვე​ლა​ფე​რი ფი​ლიგ​რა​ნუ​ლო​ბამ​დე მიმ​‐
ყავ​და. და რო​ცა ცო​ტას მიხ​დიდ​ნენ, ერ​თხე​ლაც არ დავ​ჭყა​ნულ​ვარ. გა​მაღ​ვი​ძე ღა​მის ორ სა​ათ​ზე და მით​ხა​‐
რი: „დილის-​ექვსი-საათისთვის-ოცი-გვერდი-ოთხას-ოთხასი-ასო-ნიშნით-სასწრაფოდ!“ – დავ​ჯდე​ბი მა​გი​‐
დას​თან და უკ​ვე ექ​ვსის ნა​ხე​ვარ​ზე მზად მექ​ნე​ბა ყვე​ლა​ფე​რი, რა​საც ით​ხო​ვენ. ნე​ბის​მი​ერ თე​მა​ზე – იქ​ნე​ბა
ეს „მე​ქა​ნი​კუ​რი საათე​ბის უპი​რა​ტე​სო​ბა“, „ორ​მო​ცი წლის ქა​ლე​ბის მიმ​ზიდ​ვე​ლო​ბა“ თუ „ქა​ლაქ ჰელ​სინ​კის
დაუვიწ​ყა​რი ღირ​სშე​სა​ნიშ​ნაობე​ბი“ (სა​დაც, ცხა​დია, არას​დროს ვყო​ფილ​ვარ). ვთქვათ, გა​და​წე​რას მთხო​ვენ
– ზუს​ტად ექ​ვსის​თვის თა​ვი​დან გა​და​წე​რა​საც მო​ვას​წრებ... რა გა​საკ​ვი​რია, რომ ჩე​მი რე​პუ​ტა​ცია მხო​ლოდ
იზ​რდე​ბო​და.

ძა​ლი​ან ჰგავს ნიჩ​ბით თოვ​ლის ხვე​ტას.

ბარ​დნის და ბარ​დნის – მე კი ვხვე​ტავ და გზის პი​რებ​ზე ვყრი.

არც სა​ხე​ლის წყურ​ვი​ლი, არც სურ​ვი​ლი, რა​ღა​ცით გა​მო​ვირ​ჩე შრო​მის ფრონ​ტზე. უბ​რა​ლოდ: ბარ​დნის – მე
ვხვე​ტავ. მონ​დო​მე​ბით და აკუ​რა​ტუ​ლად. ვა​ღიარებ, არა​ერ​თხელ მი​ფიქ​რია, რომ სა​კუ​თარ ცხოვ​რე​ბას ნეხ​‐
ვად ვაქ​ცევ. მაგ​რამ თან​და​თან მი​ვე​დი დას​კვნამ​დე: ქა​ღალ​დი და მე​ლა​ნიც ხომ ნეხ​ვად იქ​ცე​ვა, და თუ მათ​‐
თან ერ​თად ჩემს ცხოვ​რე​ბა​საც იქით უჭი​რავს გე​ზი – ღირს კი მსოფ​ლიო უსა​მარ​თლო​ბა​ზე წუ​წუ​ნი? ჩვენ
ვცხოვ​რობთ გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მის სა​ზო​გა​დოება​ში. აქ ნეხ​ვად ქცე​ვა უმაღ​ლე​სი სათ​ნოებაა. პო​‐
ლი​ტი​კო​სე​ბი ამას „მოხ​მა​რე​ბის ოპ​ტი​მი​ზა​ცი​ას“ უწო​დე​ბენ. მე ეს „ნეხ​ვად ქცე​ვა მგო​ნი​ა“. მო​საზ​რე​ბე​ბი არ
ემ​თხვე​ვა. მაგ​რამ, მთე​ლი ამ გან​სხვა​ვე​ბის მიუხე​და​ვად, მხო​ლოდ ერ​თი რამ არის უც​ვლე​ლი: ჩვენ გარ​შე​მო
არის სა​ზო​გა​დოება, რო​მელ​შიც ვცხოვ​რობთ. არ მოგ​წონს – მიბ​რძან​დი სუ​დან​ში ან ბან​გლა​დეშ​ში.

არც სუ​და​ნით და არც ბან​გლა​დე​შით გან​სა​კუთ​რე​ბით არ და​ვინ​ტე​რე​სე​ბულ​ვარ.

ამი​ტო​მაც ვი​ყა​ვი ჩუ​მად და ვაგ​რძე​ლებ​დი მუ​შაობას.

თან​და​თან შეკ​ვე​თე​ბი მხო​ლოდ სა​რეკ​ლა​მო სააგენ​ტოები​დან კი არა, პრიალა ჟურ​ნა​ლე​ბი​და​ნაც მო​დიოდა.


ნამ​დვი​ლად არ ვი​ცი რა​ტომ, მაგ​რამ ძი​რი​თა​დად ეს ქა​ლე​ბის ჟურ​ნა​ლე​ბი იყო. ნელ-​ნელა ინ​ტერ​ვიუები​სა და
რე​პორ​ტა​ჟე​ბის წე​რაც და​ვიწ​ყე. თუმ​ცა სა​მუ​შაო ამით უფ​რო სა​ინ​ტე​რე​სო არ გამ​ხდა​რა. რო​გორც ამ ჟურ​ნა​‐
ლე​ბის ხა​სიათი ით​ხოვ​და, ძი​რი​თა​დად შოუბიზ​ნე​სის სხვა​დას​ხვა კა​ლიბ​რის ვარ​სკვლა​ვე​ბის​გან მიხ​დე​ბო​და
ინ​ტერ​ვი​უს აღე​ბა. მათ​გან კი, რა შე​კით​ხვაც არ უნ​და და​უს​ვა, მიკიბულ-​მოკიბული ფრა​ზე​ბის გარ​და, ვე​რა​‐
ფერს მიიღებ. ჯერ კი​დევ მა​ნამ, სა​ნამ შეეკით​ხე​ბი, ყვე​ლამ იცის, რა უნ​და გი​პა​სუ​ხოს. ყვე​ლა​ზე კლი​ნი​კურ
შემ​თხვე​ვებ​ში კი მე​ნე​ჯე​რის სა​შუალე​ბით ით​ხო​ვენ შე​კით​ხვე​ბის ჩა​მო​ნათ​ვალს. საკ​მა​რი​სია ჰკით​ხო რა​მე
თე​მის მიღ​მა, რო​მე​ლიც შერ​ჩეული აქვს მო​რიგ ჩვიდ​მე​ტი წლის პრი​მა​დო​ნას, რომ მი​სი მე​ნე​ჯე​რი მა​შინ​ვე
აიჯაგ​რე​ბა: „შე​კით​ხვა თე​მას არ ეხე​ბა, ჩვენ ვერ გი​პა​სუ​ხებთ ამა​ზე!“ სე​რიოზუ​ლა​დაც კი შევ​შფოთ​დი: ღმერ​‐
თმა ნუ ქნას, ეს სა​ოც​რე​ბა მე​ნე​ჯე​რის გა​რე​შე დარ​ჩეს – ის მა​ინც თუ იცის, რო​მე​ლი თვე მოს​დევს ოქ​ტომ​‐
ბერს?
თა​ვის​თა​ვად ცხა​დია, ენა არ მო​გიბ​რუნ​დე​ბა, რომ ასეთ იდიოტიზმს „ინ​ტერ​ვი​უ“ და​არ​ქვა. და, მიუხე​და​ვად
ამი​სა, ძალ-​ღონეს არ ვი​შუ​რებ​დი. ვი​გო​ნებ​დი შე​კით​ხვებს, რომ​ლებ​საც სხვა ინ​ტერ​ვიუში ვერ ნა​ხავ​დით. დე​‐
ტა​ლუ​რად ვგეგ​მავ​დი სა​უბ​რის სქე​მას. თუმ​ცა აღიარე​ბის​თვის არ ვწვა​ლობ​დი, არც იმის​თვის, რომ ვინ​მეს
შე​ვე​ქე. უბ​რა​ლოდ, აი ასე, მთე​ლი ძა​ლე​ბის და​ხარ​ჯვით ვპოულობ​დი შვე​ბას... რით არ არის ავ​ტოტ​რე​ნინ​გი?
უკა​ნას​კნელ წვე​თამ​დე გა​მო​წუ​რავ სა​კუ​თარ თავს. მშვე​ნიერი სა​ვარ​ჯი​შოა და​ბუ​ჟე​ბუ​ლი თი​თე​ბი​სა და თა​‐
ვის​თვის – და სრუ​ლი მა​რაზ​მი თვით​რეალი​ზა​ცი​ის თვალ​საზ​რი​სით.

სო​ციალუ​რი რეაბი​ლი​ტა​ცი​ა...

ცხოვ​რე​ბა​ში არას​დროს ვყო​ფილ​ვარ ასე და​კა​ვე​ბუ​ლი. რე​გუ​ლა​რუ​ლი შეკ​ვე​თე​ბი თავ​ზე მაყ​რია, თან გა​მუდ​‐
მე​ბით რა​ღაც სას​წრა​ფო. ყვე​ლა სა​მუ​შაო, რო​მელ​მაც შემ​სრუ​ლე​ბე​ლი ვერ იპო​ვა, აუცი​ლებ​ლად ჩემ​თან
ხვდე​ბო​და. ისე​ვე რო​გორც გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლად რთუ​ლი და მო​საწ​ყე​ნი. ამ უც​ნა​ურ სა​ზო​გა​დოება​ში სულ უფ​‐
რო და უფ​რო ვემ​სგავ​სე​ბო​დი ძვე​ლი მან​ქა​ნე​ბის საყ​რელს: ვი​საც არ უნ​და დან​ჯღრეოდა ოთ​ხთვა​ლა, ყვე​ლა
ჩემ​თან მოარახ​რა​ხებ​და. ყვე​ლა​ნა​ირ წუნს – სა​საფ​ლა​ოს სი​ჩუ​მით სავ​სე ამ ჩემს შუაღა​მის ბინ​დში.

თან​და​თან ჩემს ან​გა​რიშ​ზე ბან​კში გაჩ​ნდა თან​ხა, რა​საც ად​რე ვერც წარ​მო​ვიდ​გენ​დი: ამას​თან, ისე​თი და​კა​‐
ვე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, რომ და​სა​ხარ​ჯად დროც კი არ მქონ​და. ჯარ​თში ჩა​ვა​ბა​რე ძვე​ლი მან​ქა​ნა – დამ​ღა​ლა მის
სნეულე​ბებ​თან ბრძო​ლამ – და ნაც​ნო​ბის​გან იაფად ვი​ყი​დე „სუბარუ-​ლეონე“. სულ ბო​ლო მო​დე​ლი არ იყო,
მაგ​რამ საკ​მა​ოდ პა​ტა​რა გარ​ბე​ნით, მაგ​ნი​ტო​ფო​ნით და კონ​დი​ციონე​რით. ასე​თი მდიდ​რუ​ლი მან​ქა​ნა ად​რე
არ მქო​ნია. ბი​ნაც გა​მო​ვიც​ვა​ლე – არაპ​რეს​ტი​ჟუ​ლი რაიონი​დან სი​ბუიაში გა​და​ვე​დი. თუ ყუ​რად​ღე​ბას არ მი​‐
აქ​ცევ ავ​ტო​მა​გის​ტრა​ლის გაუთა​ვე​ბელ გუ​გუნს ფან​ჯრებს იქით, მშვე​ნიერი საც​ხოვ​რე​ბე​ლი​ა.

ხან​და​ხან გო​გო​ებ​საც ვხვდე​ბო​დი – სამ​სა​ხუ​რის ხა​ზით. ზო​გი​ერთ მათ​გან​თან ვი​წე​ქი კი​დეც.

სო​ციალუ​რი რეაბი​ლი​ტა​ცი​ა...

ყო​ველ​თვის წი​ნას​წარ ვი​ცო​დი, რო​გორ გო​გო​ებ​თან ღირ​და დრო​ის და​კარ​გვა და რო​გო​რებ​თან არ გა​მო​ვი​‐
დო​და არა​ფე​რი. აგ​რეთ​ვე ისიც, ვის​თა​ნაც არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში არ ღირ​და ამის გა​კე​თე​ბა. ასაკ​თან ერ​‐
თად ასეთ რა​ღა​ცებს ქვეც​ნო​ბიერად გრძნობ. გარ​და ამი​სა, ყო​ველ​თვის ვხვდე​ბო​დი, რო​დის იყო სა​ჭი​რო ურ​‐
თი​ერ​თო​ბის გაწ​ყვე​ტა. ამი​ტომ ყო​ველ​თვის ყვე​ლა​ფე​რი უმ​ტკივ​ნეულოდ ჩა​ივ​ლი​და ხოლ​მე. არა​ვის არ ვა​წა​‐
მებ​დი – არა​ვინ არ მტან​ჯავ​და. გუ​ლის კან​კა​ლამ​დე, ისე​ვე რო​გორც ყელ​ზე თო​კის შეგ​რძნე​ბამ​დე, არას​დროს
მიმ​ყავ​და საქ​მე.

ყვე​ლა​ზე უფ​რო სე​რიოზუ​ლად იმ გო​გოს​თან აეწ​ყო საქ​მე, სა​ტე​ლე​ფო​ნო კომ​პა​ნიაში რომ მუ​შა​ობ​და.
საახალ​წლო სა​ღა​მო​ზე გა​ვი​ცა​ნი. ორი​ვე კარ​გად შემ​ხიარუ​ლე​ბუ​ლი ვი​ყა​ვით, მთე​ლი სა​ღა​მო ვე​ხუმ​რე​ბო​‐
დით ერ​თმა​ნეთს, მე​რე კი ჩემ​თან წა​ვე​დით და ორი​ვე მხა​რის თან​ხმო​ბით ჩემს ლო​გინ​ში გა​ვა​თი​ეთ ღა​მე. ბუ​‐
ნე​ბას ნა​თე​ლი გო​ნე​ბით და მშვე​ნიერი ტრა​კით დაეჯილ​დოები​ნა. ხში​რად ჩემს „სუ​ბა​რუ​ში“ ვსხდე​ბო​დით და
მე​ზო​ბელ ქა​ლა​ქებ​ში ვმოგ​ზაურობ​დით. დრო​დად​რო, რო​ცა გუ​ნე​ბა​ზე იყო, მი​რე​კავ​და და პირ​და​პირ მე​კით​ხე​‐
ბო​და, შე​იძ​ლე​ბო​და თუ არა ჩემ​თან გაეთია ღა​მე. ასე​თი თა​ვი​სუ​ფა​ლი ურ​თი​ერ​თო​ბა, ურ​თი​ერ​თო​ბა ყო​ველ​‐
გვა​რი ვალ​დე​ბუ​ლე​ბე​ბის გა​რე​შე, მთე​ლი ცხოვ​რე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში მხო​ლოდ მას​თან მქონ​და. ორი​ვე
ვხვდე​ბო​დით, რომ ამ კავ​შირს არ​სად არ მივ​ყავ​დით. მაგ​რამ გე​მოს ვა​ტან​დით ცხოვ​რე​ბის მი​ერ ჩვენ​თვის
გა​მო​ყო​ფილ დროს იმ სიკ​ვდილ​მის​ჯი​ლი​ვით, რო​მელ​საც გა​ნა​ჩე​ნის აღ​სრუ​ლე​ბა გა​დაუვა​დეს.

კარ​გა ხა​ნია სულ​ში ასე​თი სი​ნათ​ლე და სიმ​შვი​დე არ მქო​ნია. ერ​თმა​ნეთს ვე​ფე​რე​ბო​დით და ჩურ​ჩუ​ლით
ვლა​პა​რა​კობ​დით. ჩემს მომ​ზა​დე​ბულ საჭ​მელს ვჭამ​დით და და​ბა​დე​ბის დღე​ზე სა​ჩუქ​რებს ვჩუქ​ნი​დით ერ​‐
თმა​ნეთს. ჯაზ​კლუბ​ში დავ​დიოდით და ჩხი​რე​ბით ვწრუ​პავ​დით კოქ​ტე​ილს. არას​დროს არ ვჩხუ​ბობ​დით. ყო​‐
ველ​თვის წი​ნას​წარ ვი​ცო​დით, რა უნ​დო​და მეორეს. მაგ​რამ ეს ყვე​ლა​ფე​რი დას​რულ​და. ერ​თხე​ლაც – ჰოპ! –
და ჩაწ​ყდა, რო​გორც ფი​რი კი​ნოპ​რო​ექ​ტორ​ში.

მი​სი წას​ვლის შემ​დეგ იმა​ზე მე​ტი სი​ცა​რიელე დამ​რჩა, ვიდ​რე ვე​ლო​დი. მე​რე დიდ​ხანს მხრავ​და შიგ​ნი​დან ეს
უც​ნაური სი​ცა​რიელე. მე გა​ვი​რინ​დე მას​ში და არ​სა​ით აღარ ვმოძ​რა​ობ​დი. ყვე​ლა შო​რი​ახ​ლოს მიდი-​‐
მოდიოდა, სად​ღაც ქრე​ბო​და. მხო​ლოდ მე, მარ​ტო, ეული ვი​თო​შე​ბო​დი რა​ღაც უვა​დო გა​და​ვა​დე​ბა​ში...
ირეალო​ბა​ში გა​ყი​ნუ​ლი რეალუ​რი ცხოვ​რე​ბა.

მაგ​რამ ესეც კი არ იყო მთა​ვა​რი ჩემს სი​ცა​რიელე​ში.

ჩე​მი სი​ცა​რიელის მთა​ვა​რი წყა​რო იყო ის, რომ ეს ქა​ლი არ მჭირ​დე​ბა. მომ​წონ​და. კარ​გად ვგრძნობ​დი თავს
მის გვერ​დით. რო​ცა ერ​თად ვი​ყა​ვით, სით​ბო​თი ვავ​სებ​დით ერ​თმა​ნეთს. ისიც კი გა​ვიხ​სე​ნე, თუ რა იყო სი​ნა​‐
ზე... მაგ​რამ სა​ბო​ლო​ოდ მოთ​ხოვ​ნი​ლე​ბას ამ ქალ​ში ვერ ვგრძნობ​დი. მი​სი წას​ვლი​დან უკ​ვე მე​სა​მე დღეს მივ​‐
ხვდი ამას. ის მარ​თა​ლი​ა: მას​თან ერ​თად ლო​გინ​შიც კი მე ჩემს მთვა​რე​ზე ვი​ყა​ვი. ნეკ​ნებ​ზე მი​სი კერ​ტე​ბი მე​‐
ხე​ბო​და, მე კი სრუ​ლი​ად სხვა რამ მჭირ​დე​ბო​და.

ოთ​ხი წე​ლი​წა​დი მო​ვუნ​დი და​კარ​გუ​ლი წო​ნას​წო​რო​ბის აღ​დგე​ნას. ვი​რი​ვით ვმუ​შა​ობ​დი, თი​თოეულ შეკ​ვე​‐
თას ვაკ​ვდე​ბო​დი, ყვე​ლა​ფერს უნაკ​ლოდ ვას​რუ​ლებ​დი და გარ​შე​მომ​ყოფ​თა სულ უფ​რო მეტ ნდო​ბას ვიმ​სა​‐
ხუ​რებ​დი. ვერ ვიტ​ყვი, რომ ბევ​რის​თვის, მაგ​რამ ზო​გი​ერ​თის​თვის სიმ​პა​თიურიც კი გავ​ხდი. ჩემ​თვის, რა
თქმა უნ​და, ეს არა​საკ​მა​რი​სი იყო. კა​ტას​ტრო​ფუ​ლად არა​საკ​მა​რი​სი. მე​ტის​მე​ტად ბევ​რი დრო და ენერ​გია
დაიხარ​ჯა იმის​თვის, რომ კვლავ სტარ​ტზე აღ​მოვ​ჩე​ნი​ლი​ყა​ვი.

ესეც ასე, გა​ვი​ფიქ​რე ბო​ლოს. ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის ასაკ​ში გზის და​საწ​ყის​ში დავ​ბრუნ​დი. რა უნ​და მო​გი​‐
ხერ​ხო ახ​ლა? რით და​ვიწ​ყო?

თუმ​ცა გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი სა​ფიქ​რა​ლიც არა​ფე​რი იყო. გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​ბა კარ​გა ხა​ნია სქე​ლი შა​ვი ღრუ​ბე​ლი​‐
ვით და​ცუ​რავ​და თავ​ში. უბ​რა​ლოდ, ვერ ვბე​დავ​დი მის ხორ​ცშეს​ხმას, ყო​ველ​დღე სა​მო​მავ​ლოდ ვდებ​დი...

ოტელ „დელ​ფინ​ში“ უნ​და დავ​ბრუნ​დე. სწო​რედ იქი​დან და​იწ​ყე​ბა ყვე​ლა​ფე​რი.

იქ მას უნ​და შევ​ხვდე. იმ გო​გოს, უმაღ​ლე​სი კა​ტე​გო​რი​ის მე​ძავს, რო​მელ​მაც პირ​ვე​ლად მი​მიყ​ვა​ნა ოტელ
„დელ​ფინ​ში“... იმი​ტომ, რომ კი​კი იქ მე​ლო​დე​ბა (მკით​ხველს: ახ​ლა მას რა​ღაც სა​ხე​ლი უნ​და და​ვარ​ქვა. თუნ​‐
დაც პი​რო​ბი​თი, დროებით მა​ინც. კი​კის და​ვარ​ქმევ. ნა​ხევ​რად პი​რო​ბი​თი სა​ხე​ლია. მოგ​ვიანე​ბით გა​ვი​გებ,
რომ ასე ჰქვია. თუ რა ვი​თა​რე​ბა​ში, მე​რე ავ​ხსნი. ახ​ლა კი უბ​რა​ლოდ ამ სა​ხე​ლით მოვ​ნათ​ლავ. მი​სი სა​ხე​ლია
კი​კი. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, სწო​რედ ასე ერ​ქვა ოდეს​ღაც, ამ მჭიდ​რო სამ​ყა​როს ერთ-​ერთ კუთ​ხე​ში). მხო​ლოდ
კი​კის შე​ეძ​ლო ჩე​მი და​დუ​მე​ბუ​ლი ძრა​ვას და​ქოქ​ვა. იქ უნ​და დავ​ბრუნ​დე. ოთახ​ში, რომ​ლი​და​ნაც ერ​თხე​ლაც
გა​მო​დი​ან და აღარ ბრუნ​დე​ბი​ან. არა​ვინ იცის, მო​ვა​ხერ​ხებ თუ არა დაბ​რუ​ნე​ბას. მაგ​რამ უნ​და ვცა​დო. სწო​‐
რედ აქე​დან და​იწ​ყე​ბა ჩე​მი ახა​ლი ცხოვ​რე​ბის ციკ​ლი.

თან წა​სა​ღე​ბი ნივ​თე​ბი შე​ვაგ​რო​ვე, მა​გი​დას​თან დავ​ჯე​ქი და ორიოდე სა​ათ​ში და​ვას​რუ​ლე ყვე​ლა​ზე ცხე​ლი
შეკ​ვე​თე​ბი. მე​რე ყურ​მი​ლი ავი​ღე და გა​ვა​უქ​მე მთე​ლი თვის გან​მავ​ლო​ბა​ში გა​წე​რი​ლი ყვე​ლა სა​მუ​შაო. და​ვუ​‐
რე​კე ყვე​ლას, ვის​თა​ნაც კი შევ​ძე​ლი და​რეკ​ვა – შე​ვატ​ყო​ბი​ნე, რომ ოჯა​ხუ​რი მდგო​მა​რეობა მაიძუ​ლებს, მთე​‐
ლი თვით დავ​ტო​ვო ტო​კიო. ორ​მა თუ სამ​მა რე​დაქ​ტორ​მა თა​ვი​დან ცო​ტა​თი წაიბუზ​ღუ​ნა, მაგ​რამ ბედს
შეურიგ​დნენ: ასეთ რა​მეს ხომ პირ​ვე​ლად ვთხოვ​დი, თა​ნაც მა​თი შეკ​ვე​თე​ბის ვა​დე​ბი მა​ინ​ცდა​მა​ინც მა​ლე არ
იწუ​რე​ბო​და. სა​ბო​ლო​ოდ ყვე​ლას შე​ვუ​თან​ხმდი. დავ​პირ​დი, ზუს​ტად ერ​თი თვის შემ​დეგ დავ​ბრუნ​დე​ბი და
ყვე​ლა​ფერს შე​ვას​რუ​ლებ, რა​საც კი ისურვებთ-​მეთქი. ამ ყვე​ლაფ​რის მე​რე თვით​მფრი​ნავ​ში ჩავ​ჯე​ქი და ჰო​‐
კაიდო​ზე გავ​ფრინ​დი. ეს მოხ​და 1983 წლის მარ​ტში.

ღირს კი იმის თქმა, რომ „ბრძო​ლის ვე​ლი​დან ჩე​მი დროები​თი გას​ვლა“ ერ​თი თვით არ შე​მოიფარ​გლა?

"},{"head":"4.","content":"

4.
ორი დღით და​ვი​ქი​რა​ვე ტაქ​სი და ჩემს კოლეგა-​ფოტოგრაფთან ერ​თად ჰა​კო​და​ტეს და​თოვ​ლილ ქუ​ჩებ​ში
ვბზრიალებ​დი ერ​თი რეს​ტორ​ნი​დან მეორემ​დე.

მშვე​ნიერი რე​პორ​ტა​ჟი გა​მო​დიოდა. ასეთ საქ​მე​ში მთა​ვა​რია წი​ნას​წარ შე​აგ​რო​ვო მა​სა​ლა და მოქ​მე​დე​ბის
დაწ​ვრი​ლე​ბი​თი გეგ​მა შე​ად​გი​ნო. გუ​ლახ​დი​ლად თუ ვიტ​ყვი, მე​ტი არც არა​ფე​რია სა​ჭი​რო. მა​ნამ, სა​ნამ ინ​‐
ტერ​ვი​უს ავი​ღებ, ყვე​ლა​ნა​ირ ხელ​მი​საწ​ვდომ ინ​ფორ​მა​ცი​ას ვაგ​რო​ვებ. ჯერ ერ​თი, არ​სე​ბობს პრო​ფე​სიული
ასო​ციაციები, რომ​ლე​ბიც მო​ნა​ცე​მებს აწ​ვდი​ან ყვე​ლა ჩემ​ნა​ირ მსურ​ველს. გახ​დი ასე​თი ასო​ციაცი​ის წევ​რი,
გა​დაიხა​დე სა​წევ​რო შე​სა​ტა​ნი და ჩათ​ვა​ლე, რომ რე​პორ​ტა​ჟის ნა​ხე​ვარ​ზე მე​ტი ჯი​ბე​ში გაქვს. ვთქვათ, დაგ​‐
ჭირ​და „ყვე​ლა​ფე​რი ჰა​კო​და​ტეს დე​ლი​კა​ტე​სებ​ზე“ – იმ​დენს გად​მო​გი​ლა​გე​ბენ, თვა​ლებს არ დაუჯე​რებ. მოზ​‐
რდი​ლი კომ​პიუტე​რის გო​ნე​ბის ლა​ბი​რინ​თე​ბი​დან გა​მო​ჩიჩ​ქნი​ან ყვე​ლა​ფერს, რაც შე​იძ​ლე​ბა გა​მო​გად​გეს.
ამო​გი​ბეჭ​და​ვენ და ლა​მა​ზი კონ​ვერ​ტით პირ​და​პირ სახ​ლში მო​გარ​თმე​ვენ. რა თქმა უნ​და, უფა​სოდ არა, რა​‐
ღა​ცას მა​ინც გა​და​იხ​დი, მაგ​რამ თუ გა​ით​ვა​ლის​წი​ნებ, რომ ამ ფუ​ლით დროს და ენერ​გი​ას ყი​დუ​ლობ, თან​ხა
სავ​სე​ბით მი​სა​ღე​ბი​ა.

თან მეც არ ვზი​ვარ ერთ ად​გილ​ზე და ვაგ​რო​ვებ ალ​ტერ​ნა​ტი​ულ ინ​ფორ​მა​ცი​ას. ტუ​რის​ტუ​ლი ბიუროებიც ხომ
არ​სე​ბობს თა​ვი​ან​თი სა​რეკ​ლა​მო პროს​პექ​ტე​ბით. ბიბ​ლიოთე​კე​ბიც. გა​და​ქე​ქავ ყვე​ლა​ფერს და უამ​რავ მა​სა​‐
ლას შე​აგ​რო​ვებ. იქ ვპოულობ ჩემ​თვის გა​მო​სა​დეგ რეს​ტორ​ნებს რე​პორ​ტა​ჟის​თვის. მე​რე ვრე​კავ, ვა​ზუს​ტებ
სა​მუ​შაო საათებს, გა​მო​სას​ვლელ დღე​ებს. ამით ძვირ​ფას დროს ვზო​გავ უშუალოდ ინ​ტერ​ვი​უს​თვის. მე​რე ვი​‐
ღებ ფურ​ცელს, ვად​გენ გან​რიგს მთე​ლი დღის​თვის. ქა​ლა​ქის რუ​კა​ზე ვხა​ზავ მოძ​რაობის ყვე​ლა​ზე მოკ​ლე
მარ​შრუტს. მოკ​ლედ, მი​ნი​მუ​მამ​დე ვამ​ცი​რებ იმ ფაქ​ტო​რებს, რომ​ლე​ბიც წი​ნას​წარ ვერ გავ​თვა​ლე.

ამის შემ​დეგ ქა​ლაქ​ში მივ​დი​ვარ და ფო​ტოგ​რაფ​თან ერ​თად ჩა​მო​ვუვ​ლი სიაში მო​ნიშ​ნულ ყვე​ლა რეს​ტო​‐
რანს. და​ახ​ლოებით ოც​და​ათს მა​ინც. კერ​ძებს ყო​ველ ჯერ​ზე, რომ იტ​ყვი​ან, მხო​ლოდ ვე​ხე​ბით და უდარ​დე​‐
ლად ვტო​ვებთ თეფ​შებ​ზე. ასე ვთქვათ, თვა​ლით ვა​ჭაშ​ნი​კებთ. მოხ​მა​რე​ბის ოპ​ტი​მი​ზა​ცი​ა... ჯერ​ჯე​რო​ბით ვმა​‐
ლავთ, რომ რე​პორ​ტიორე​ბი ვართ. არც ფო​ტო​ებს ვი​ღებთ. მხო​ლოდ ქუ​ჩა​ში გა​მო​სუ​ლე​ბი ვმსჯე​ლობთ იმა​‐
ზე, რაც გავ​სინ​ჯეთ და ათ​ბა​ლიანი სკა​ლით ვა​ფა​სებთ. თუ კარ​გია, სიაში ვტო​ვებთ, თუ არა – ვშლით. სა​ვა​‐
რაუდოდ, ნა​ხე​ვარ​ზე მეტს. ერ​თდროულად ვუ​თან​ხმდე​ბით ად​გი​ლობ​რივ სა​რეკ​ლა​მო ჟურ​ნალს, ის კი​დევ
ხუთ თუ ექვს რეს​ტო​რანს გვირ​ჩევს იმის გარ​და, რაც სიაში გვაქვს. იმ რეს​ტორ​ნებ​შიც შევ​დი​ვართ. ვირ​ჩევთ.
და რო​ცა სა​ბო​ლოო სია უკ​ვე მზად არის, ისევ ვრე​კავთ თი​თოეულ რეს​ტო​რან​ში, ვე​უბ​ნე​ბით ჟურ​ნა​ლის სა​‐
ხელ​წო​დე​ბას და რე​პორ​ტა​ჟის ნე​ბარ​თვას ვთხოვთ ფო​ტო​ებ​თან ერ​თად. ამ ყვე​ლა​ფერ​ზე ორი დღე გვე​ხარ​‐
ჯე​ბა. სა​ღა​მოს, უკ​ვე ოტელ​ში, მო​მა​ვა​ლი რე​პორ​ტა​ჟის ჩონ​ჩხის კონ​ტუ​რე​ბი გა​და​მაქვს ფურ​ცელ​ზე.

მომ​დევ​ნო დღეს ფო​ტოგ​რა​ფი სწრა​ფად იღებს კერ​ძე​ბის ფო​ტო​ებს, მე კი რეს​ტორ​ნის პატ​რო​ნებ​თან ვსა​უბ​‐
რობ. სა​ხელ​და​ხე​ლოდ. ამ​გვა​რად, მთელ სა​მუ​შა​ოს სულ სამ დღეს ვან​დო​მებთ. რა თქმა უნ​და, არი​ან რე​პორ​‐
ტიორე​ბი, რომ​ლე​ბიც ამ საქ​მეს უფ​რო სწრა​ფად არ​თმე​ვენ თავს. ოღონდ ისი​ნი წი​ნას​წარ არა​ფერს არ ამოწ​‐
მე​ბენ. უბ​რა​ლოდ, შე​მო​ივ​ლი​ან ქა​ლა​ქის ყვე​ლა​ზე პო​პუ​ლა​რულ ად​გი​ლებს და მორ​ჩა. ზო​გი​ერ​თი იმა​საც კი
ახერ​ხებს, რომ წერს კერ​ძზე, რო​მე​ლიც არ გაუსინ​ჯავს. ასე​თე​ბი, თუ მო​ინ​დო​მე​ბენ, ნე​ბის​მი​ერ რა​მეს შეთ​‐
ხზა​ვენ, თან ისე, რომ ვე​რა​ფერ​ზე შეედა​ვე​ბი. გუ​ლახ​დი​ლად რომ ვთქვა, ქვეყ​ნად არ არ​სე​ბობს მეორე ჟურ​‐
ნა​ლის​ტი, რო​მე​ლიც ასეთ მა​სა​ლა​ზე იმ​დენ ოფლს ღვრი​დეს, რამ​დენ​საც მე. ეს საქ​მე დიდ ძა​ლის​ხმე​ვას მო​‐
ით​ხოვს, თუ გინ​და, რომ კე​თილ​სინ​დი​სიერად შეს​რულ​დეს. მაგ​რამ თუ ასე​თი სურ​ვი​ლი არ გაქვს, მკლა​ვებ​‐
ჩა​მოყ​რილ​მაც შე​იძ​ლე​ბა გააკე​თო. კე​თილ​სინ​დი​სიერად და გულ​გრი​ლად შეს​რუ​ლე​ბულ სა​მუ​შაოებს შო​რის
თით​ქმის არა​ვი​თა​რი გან​სხვა​ვე​ბა არ არის. ერ​თი შე​ხედ​ვით, ორი​ვე ერ​თნაირი გეჩ​ვე​ნე​ბა. მხო​ლოდ ყუ​რად​‐
ღე​ბით თუ და​აკ​ვირ​დე​ბი, მა​შინ შე​ნიშ​ნავ მცი​რე გან​სხვა​ვე​ბას.

ამას სატ​რა​ბა​ხოდ არ ვყვე​ბი. უბ​რა​ლოდ, მინ​და, რომ გა​სა​გე​ბი იყოს, რას ვა​კე​თებ. და რო​გორ ვცვეთ ყო​ველ​‐
დღე სა​კუ​თარ თავს.

ამ ფო​ტოგ​რაფ​თან ად​რეც მი​მუ​შა​ვია. რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით ვგა​ვართ კი​დეც ერ​თმა​ნეთს. ორი​ვე პრო​ფე​‐
სიონა​ლე​ბი ვართ. სწო​რედ ასე​თი მსგავ​სე​ბაა მორ​გის სა​ნიტ​რებს შო​რის: ყვე​ლა​ნი სტე​რი​ლუ​რი ხელ​თათ​მა​‐
ნე​ბით, ნი​ღა​ბი სა​ხის ნა​ხე​ვარ​ზე, თეთ​რი ფეხ​საც​მე​ლე​ბი, რომ​ლებ​საც სულ ერ​თი ციც​ქნა ლა​ქაც არა აქვს...
აი, ჩვენც ასე ვართ. ვმუ​შა​ობთ ოპე​რა​ტიულად და სტე​რი​ლუ​რად. სხვა რა​მე​ებ​ზე არ ვლაქ​ლა​ქებთ, პა​ტივს
ვცემთ ერ​თმა​ნეთს. წა​მი​თაც არ გვა​ვიწ​ყდე​ბა, რომ ამ ოფ​ლით ვშოულობთ პუ​რის ფულს. თუმ​ცა, ეს უკ​ვე უმ​‐
ნიშ​ვნე​ლოა. უბ​რა​ლოდ, თუ რა​ღა​ცის გა​კე​თე​ბას ვა​პი​რებთ, კარ​გად ვა​კე​თებთ. და ამ თვალ​საზ​რი​სით პრო​‐
ფე​სიონა​ლე​ბი ვართ.
მე​სა​მე დღეს, სა​ღა​მოს, ოტელ​ში რე​პორ​ტაჟს ვამ​თავ​რებ.

...მე​ოთ​ხე, სა​რე​ზერ​ვო დღე აბ​სო​ლუ​ტუ​რად თა​ვი​სუ​ფა​ლი გვაქვს. საქ​მეს რომ მოვ​რჩით და წარ​მოდ​გე​ნა არ
გვქონ​და, კი​დევ რა უნ​და გაგ​ვე​კე​თე​ბი​ნა, მან​ქა​ნა ვი​ქი​რა​ვეთ, ქა​ლაქ​გა​რეთ გა​ვე​დით და სა​ღა​მომ​დე თხი​ლა​‐
მუ​რე​ბით ვის​რიალეთ. სა​ღა​მო ბარ​ში გა​ვა​ტა​რეთ – ვახ​შა​მი, სა​კე. დღემ მშვი​დად და აუჩ​ქა​რებ​ლად ჩაიარა.
რე​პორ​ტა​ჟის ხელ​ნა​წე​რი ფო​ტოგ​რაფს მი​ვე​ცი ტო​კიოში წა​სა​ღე​ბად: და​ნარ​ჩე​ნი უჩე​მო​დაც შე​იძ​ლე​ბა მოგ​‐
ვარ​დეს. ძი​ლის წინ სა​პო​როს სა​ქა​ლა​ქო ცნო​ბა​თა ბიურო​ში დავ​რე​კე და ოტელ „დელ​ფი​ნის“ ტე​ლე​ფო​ნი
ვთხო​ვე.

ნო​მე​რი მა​შინ​ვე მით​ხრეს.

სა​წოლ​ში წა​მოვ​ჯე​ქი. ძლივს ვსუნ​თქავ​დი. ახ​ლა ის მა​ინც ვი​ცი, რომ ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ ჯერ არ გა​კოტ​რე​ბუ​‐
ლა. შე​მიძ​ლია ამა​ზე მა​ინც არ ვი​ნერ​ვიულო. სი​ნამ​დვი​ლე​ში ნე​ბის​მი​ერ დროს შე​იძ​ლე​ბა გა​კოტ​რე​ბუ​ლი​ყო
და არც არა​ვის გა​უკ​ვირ​დე​ბო​და. სუ​ლი მო​ვით​ქვი და ჩა​წე​რი​ლი ნო​მე​რი ავ​კრი​ფე.

ყურ​მი​ლი მა​შინ​ვე აიღეს – პირ​ვე​ლი​ვე ზუ​მე​რის შემ​დეგ. თით​ქოს ის​ხდნენ და მო​უთ​მენ​ლად ელოდ​ნენ ჩემს
ზარს. ოდ​ნავ შევ​ცბი კი​დეც. აქ რა​ღაც აშ​კა​რად ისე ვერ არის. მე​ტის​მე​ტად იოლად, მე​ტის​მე​ტად პრო​ფე​‐
სიულად.

ახალ​გაზ​რდა ქალ​მა მი​პა​სუ​ხა. ქალ​მა? რა სი​სუ​ლე​ლეა! „დელ​ფი​ნი“ ის ოტე​ლი არ არის, სა​დაც დახლს მიღ​მა
ახალ​გაზ​რდა ქა​ლე​ბი სხე​დან!

– ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ გის​მენთ! – და​იჟ​ღურ​ტუ​ლა.

გა​ოგ​ნე​ბულ​მა, ყო​ვე​ლი შემ​თხვე​ვის​თვის, ოტე​ლის მი​სა​მარ​თი და​ვა​ზუს​ტე. ძვე​ლია. ესე იგი ქა​ლი დაიქი​რა​‐
ვეს?

რა გა​ეწ​ყო​ბა, პატ​რო​ნის ნე​ბაა. არ ღირს ამა​ზე ჩა​ციკ​ვლა...

– ნომ​რის შეკ​ვე​თა მინ​დო​და, – ვუთ​ხა​რი.

– გმად​ლობთ. ერ​თი წა​მით, გან​თავ​სე​ბის მო​რი​გეს​თან შე​გა​ერ​თებთ! – კარ​გად გა​ვარ​ჯი​შე​ბუ​ლი წკრიალა


ხმით წა​იმ​ღე​რა.

გან​თავ​სე​ბის მო​რი​გე?! თავ​ში ყვე​ლა​ფე​რი ამე​რია. ამ წუ​თი​დან აღარ ვცდი​ლობ​დი, რაიმე ახ​სნა მო​მე​ძებ​ნა
იმის​თვის, რაც ხდე​ბო​და. ღმერ​თო ჩე​მო, რა დაემარ​თა ოტელ „დელ​ფინს“?

– მა​პა​ტი​ეთ შე​ყოვ​ნე​ბის​თვის, გან​თავ​სე​ბის მო​რი​გე გის​მენთ! – ამო​აფ​რქვია ახალ​გაზ​რდა მა​მა​კა​ცის ენერ​გი​‐


ულ​მა და თბილ​მა ხმამ, სას​ტუმ​როს მო​სამ​სა​ხუ​რე პრო​ფე​სიონა​ლის სანიმუშო-​საჩვენებელმა ხმამ.

ეჭ​ვე​ბი მი​მოვ​ფან​ტე, ერ​თად​გი​ლიანი ნო​მე​რი შე​ვუკ​ვე​თე სა​მი დღით და სა​ხე​ლი და ტო​კი​ოს ტე​ლე​ფო​ნის ნო​‐
მე​რი ვუ​კარ​ნა​ხე.

– შეკ​ვე​თა მი​ღე​ბუ​ლია! ერ​თად​გი​ლიანი ნო​მე​რი ხვა​ლი​დან, სა​მი დღით! – მი​პა​ტა​კა გან​თავ​სე​ბის მო​რი​გემ.
უცებ ვერ მო​ვი​საზ​რე, კი​დევ რა უნ​და მე​კით​ხა, ამი​ტომ დაბ​ნე​ულ​მა მად​ლო​ბა გა​და​ვუ​ხა​დე და ყურ​მი​ლი დავ​‐
კი​დე. მაგ​რამ დავ​კი​დე თუ არა, დაბ​ნეულო​ბა მხო​ლოდ გაძ​ლი​ერ​და. ერ​თხანს ტე​ლე​ფონს მიშ​ტე​რე​ბუ​ლი გა​‐
უნ​ძრევ​ლად ვი​ჯე​ქი. მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ აი ახ​ლა ვი​ღაც და​მი​რე​კავს და ამიხ​სნის, რა ხდე​ბა. მაგ​რამ არა​ფე​რი
არ მოხ​და. რაც იქ​ნე​ბა, იქ​ნე​ბა – ჩა​ვიქ​ნიე ხე​ლი. ჩა​ვალ და ად​გილ​ზე გა​ვარ​კვევ ყვე​ლა​ფერს. მა​ინც ხომ მო​მი​‐
წევს წას​ვლა. უკან და​საბ​რუ​ნე​ბე​ლი გზა მოჭ​რი​ლია. არც არ​ჩე​ვა​ნი მაქვს.

პირ​ველ სარ​თულ​ზე მო​რი​გეს და​ვუ​რე​კე და სა​პო​როს მა​ტა​რებ​ლე​ბის გან​რი​გი ვთხო​ვე. მეორე დღეს, შუ​ად​‐
ღი​სას, ერ​თი ჩქა​რი გა​დიოდა. მე​რე მო​ახ​ლე ქალს და​ვუ​რე​კე, ნო​მერ​ში ნა​ხე​ვა​რი ბოთ​ლი სკო​ჩი შე​ვუკ​ვე​თე
ყი​ნუ​ლით და ტე​ლე​ვი​ზო​რი ჩავ​რთე. რა​ღაც და​სავ​ლურ ფილმს უჩ​ვე​ნებ​დნენ კლინტ ის​ტვუ​დის მო​ნა​წი​‐
ლეობით. მთე​ლი ფილ​მის გან​მავ​ლო​ბა​ში ერ​თხე​ლაც არ გაუღი​მია. ფილ​მი დას​რულ​და, ვის​კი გა​მოვ​ცა​ლე,
სი​ნათ​ლე ჩა​ვაქ​რე და და​ვი​ძი​ნე. დი​ლამ​დე არც არა​ფე​რი დამ​სიზ​მრე​ბი​ა.

***

ვა​გო​ნის ფან​ჯრის იქით თოვ​ლის მე​ტი არა​ფე​რი იყო. ყუ​რე​ბა ვცა​დე, მაგ​რამ მა​შინ​ვე თვა​ლე​ბი ამ​ტკივ​და.
მგზავ​რე​ბი​დან ფან​ჯა​რა​ში არა​ვინ იყუ​რე​ბო​და. ყვე​ლამ იცო​და: თოვ​ლის გარ​და, მა​ინც ვე​რა​ფერს დაინა​ხავ​‐
დნენ.

დი​ლით სა​უზ​მე ვერ მო​ვას​წა​რი, ამი​ტომ სა​დი​ლო​ბას არ და​ვუ​ცა​დე და ვაგონ-​რესტორანში გა​ვე​დი. ლუ​დი და
ომ​ლე​ტი შე​ვუკ​ვე​თე. ჩემს მა​გი​დას​თან ორ​მოც​დაათიოდე წლის მა​მა​კა​ცი იჯ​და კოს​ტიუმით და მჭიდ​როდ
შეკ​რუ​ლი ჰალ​სტუ​ხით. ისიც ლუდს სვამ​და და ლო​რის სენ​დვიჩს აყო​ლებ​და. გა​რეგ​ნუ​ლად ძა​ლი​ან ჰგავ​და
ტი​პურ ტექ​ნოკ​რატს. ტექ​ნოკ​რა​ტიც გა​მოდ​გა. პირ​ველ​მა და​იწ​ყო საუბა​რი და მით​ხრა, რომ ინ​ჟინ​რად მუ​შა​‐
ობს თავ​დაც​ვის ძა​ლებ​ში და ტექ​ნი​კურ მომ​სა​ხუ​რე​ბას უწევს სამ​ხედ​რო თვით​მფრი​ნა​ვებს. მე​რე დაწ​ვრი​ლე​‐
ბით მო​მიყ​ვა, რო​გორ არ​ღვე​ვენ ჩვენს სა​ჰაერო სუ​ვე​რე​ნი​ტეტს საბ​ჭო​თა გა​მა​ნად​გუ​რებ​ლე​ბი და ბომ​ბდამ​შე​‐
ნე​ბი. თუმ​ცა ამ სა​კით​ხში გა​თავ​ხე​დე​ბუ​ლი საბ​ჭო​თა ავიაცი​ის მოქ​მე​დე​ბა, რო​გორც ჩანს, მა​ინ​ცდა​მა​ინც არ
აღელ​ვებ​და. სი​ნამ​დვი​ლე​ში უფ​რო ამე​რი​კუ​ლი Fantom F-​4-ის ეკო​ნო​მიურო​ბის პრობ​ლე​მა აწუ​ხებ​და. მით​ხრა,
რამ​დენ საწ​ვავს ჭამ​და F-4 ერ​თა​დერთ სა​გან​გე​ბო აფ​რე​ნა​ზე.

– რა სა​ში​ნე​ლი ბე​დოვ​ლა​თო​ბაა! – აღ​შფო​თე​ბუ​ლი ამ​ბობ​და, – რამ​დენ საწ​ვავს ვაქ​ცევთ მძღნე​რად! მი​ან​დონ


თა​ვი​ან​თი „ფან​ტო​მე​ბის“ წარ​მოება იაპო​ნურ ქარ​ხნებს – ჩვენ ამ ციფრს თით​ქმის გა​ვა​ნა​ხევ​რებ​დით! ისე,
თვი​თო​ნაც მშვე​ნივ​რად შეგ​ვეძ​ლო რე​აქ​ტიული გა​მა​ნად​გუ​რებ​ლე​ბის გა​მოშ​ვე​ბა – არაფ​რით ნაკ​ლე​ბი არ იქ​‐
ნე​ბო​და „ფან​ტო​მებ​ზე“! სურ​ვი​ლი იყოს და ხვალ​ვე შე​იძ​ლე​ბო​და!

მა​შინ ავ​დე​ქი და მეც ვუთ​ხა​რი, რომ მძღნე​რად გა​დაქ​ცე​ვა გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მის დი​დი სი​კე​თეა.
იაპო​ნია შტა​ტე​ბის​გან რე​აქ​ტი​ულ გა​მა​ნად​გუ​რებ​ლებს ყი​დუ​ლობს, ცა​ში ანა​ვარ​დებს და ძვირ​ფას საწ​ვავს
ანიავებს; ამის წყა​ლო​ბით მსოფ​ლიო ეკო​ნო​მი​კის ბორ​ბა​ლი კი​დევ ერთ ბრუნს აკე​თებს და გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი
კა​პი​ტა​ლიზ​მი კი​დევ უფ​რო ვი​თარ​დე​ბა თა​ვი​სი გან​ვი​თა​რე​ბის გზა​ზე. მაგ​რამ თუ ყვე​ლა შეწ​ყვეტს იმის წარ​‐
მოებას, რაც მძღნე​რად უნ​და გა​და​იქ​ცეს, წარ​მო​იქ​მნე​ბა დი​დი ქაოსი და მსოფ​ლიო ეკო​ნო​მი​კის​გან მხო​ლოდ
ნა​ყარ​ნუ​ყა​რი დარ​ჩე​ბა. მძღნე​რად გა​დაქ​ცე​ვა კვე​ბავს მსოფ​ლიო წეს​რიგს, მსოფ​ლიო წეს​რი​გი ააქ​ტიურებს
ეკო​ნო​მი​კას, ეკო​ნო​მი​კა აწარ​მო​ებს მძღნე​რად გა​დაქ​ცე​ვის კი​დევ უფ​რო მეტ ობი​ექ​ტებს... და ასე შემ​დეგ.

– იქ​ნებ ასეც არის, – ცო​ტა და​ფიქ​რდა და თით​ქოს და​მე​თან​ხმა კი​დეც, – მაგ​რამ მა​ინც... შე​საძ​ლოა იმი​ტომ,
რომ ჩე​მი ბავ​შვო​ბა ომს და​ემ​თხვა, რო​ცა ყვე​ლა​ფე​რი გვაკ​ლდა... მაგ​რამ სა​ზო​გა​დოების ამ​გვარ მოწ​ყო​ბას
ჩე​მი სუ​ლი ვერ ეგუება! ჩვენს თაობას – ცხა​დია, თქვენ, ახალ​გაზ​რდებს, არა! – ასეთ სიბ​რძნე​ებ​თან შე​გუება
უჭირს.

მწა​რედ ჩაიცი​ნა.

სუ​ლაც არ ვთვლი​დი, რომ შე​ვე​გუე ამ ყვე​ლა​ფერს, მაგ​რამ სა​უბ​რის გაგ​რძე​ლე​ბა არ მინ​დო​და და აღა​რა​ფე​‐
რი მით​ქვამს. შეეგუები? არა! გა​აზ​რე​ბა შე​იძ​ლე​ბა, გა​გე​ბაც, მაგ​რამ შე​გუება? მე​ტის​მე​ტად დი​დი გან​სხვა​ვე​ბაა
ამ ორ მდგო​მა​რეობას შო​რის... ომ​ლეტს ბო​ლო მო​ვუ​ღე, და​ვემ​შვი​დო​ბე და ავ​დე​ქი.

ჩემს ად​გილ​ზე რომ დავ​ბრუნ​დი, ნა​ხე​ვა​რი საათი წა​ვუ​ძი​ნე, მე​რე კი სა​პო​რომ​დე ჰა​კო​და​ტეს სად​გუ​რის წიგ​‐
ნის მა​ღა​ზიაში ნა​ყიდ ჯეკ ლონ​დო​ნის ბი​ოგ​რა​ფი​ას ვკით​ხუ​ლობ​დი. ჯეკ ლონ​დო​ნის ამ კაშ​კა​შა, ტრა​გე​დიითა
და ტრი​უმ​ფით აღ​სავ​სე ბედ​თან შე​და​რე​ბით, ჩე​მი ცხოვ​რე​ბა ნაც​რის​ფე​რი და უმ​ნიშ​ვნე​ლო მო​მეჩ​ვე​ნა – გა​‐
ზაფ​ხუ​ლის მო​ლო​დინ​ში მუ​ხის ტო​ტებ​ში შე​მა​ლუ​ლი შე​ში​ნე​ბუ​ლი ციყ​ვი​ვით. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, რამ​დე​ნი​მე
წუ​თი ნამ​დვი​ლად ასე მეჩ​ვე​ნე​ბო​და. აი, ასე​თი რა​მეა ეს სხვი​სი ბი​ოგ​რა​ფია. ვის აინ​ტე​რე​სებს პა​ტა​რა ქა​ლაქ
კა​ვა​სა​კის ბიბ​ლიოთე​კა​რის ბი​ოგ​რა​ფია, მშვი​დად რომ იც​ხოვ​რა და ასე​ვე მშვი​დად მოკ​ვდა თა​ვის ლო​გინ​ში?
არა, სხვის ბი​ოგ​რა​ფი​ას რომ ვკით​ხუ​ლობთ, თით​ქოს რა​ღაც კომ​პენ​სა​ცი​ას ვით​ხოვთ იმის სა​ნაც​ვლოდ, რაც
ჩვენს სა​კუ​თარ ცხოვ​რე​ბა​ში არა და არ ხდე​ბა...

გა​დავ​წყვი​ტე, სა​პო​როს სად​გუ​რი​დან ოტელ „დელ​ფი​ნამ​დე“ ფე​ხით მივ​სუ​ლი​ყა​ვი: ბარ​გი არ მქონ​და, ერ​თა​‐
დერ​თი – მხარ​ზე გა​და​სა​კი​დი ჩან​თა. ამინ​დი მშვე​ნიერი იყო, ნიავიც კი არ ქრო​და. ტრო​ტუარე​ბი გზი​დან ახ​ვე​‐
ტი​ლი ჭუჭ​ყიანი თოვ​ლით იყო და​ფა​რუ​ლი და გამ​ვლე​ლე​ბი თით​ქმის ყო​ველ ნა​ბიჯს ზო​მავ​დნენ. ყინ​ვის​გან
სა​ხეაწით​ლე​ბულ უფ​როს​კლა​სელ გო​გო​ნებს ერ​თი ჟრიამუ​ლი ჰქონ​დათ. ამო​ნა​სუნ​თქი ორ​თქლი ისე​თი
თეთ​რი და მკვრი​ვი იყო, იეროგ​ლი​ფებს და​წერ​დი ზედ. მი​ვა​ბი​ჯებ​დი ქუ​ჩა​ში, ვათ​ვა​ლიერებ​დი შე​ნო​ბებ​სა და
გამ​ვლე​ლებს. ბო​ლოს ოთ​ხი წლის წი​ნათ ვი​ყა​ვი სა​პო​რო​ში. თუმ​ცა ახ​ლა ისე​თი უც​ხო მეჩ​ვე​ნე​ბო​და ყვე​ლა​‐
ფე​რი, თით​ქოს ათა​სი წე​ლი გა​ვი​და მას შემ​დეგ.

შუა გზა​ზე კა​ფე​ში შე​ვე​დი. სი​გა​რე​ტი მოვ​წიე და მა​გა​რი ყა​ვა დავ​ლიე კო​ნი​აკ​თან ერ​თად. ჩემ გარ​შე​მო
ჩვეულებ​რი​ვი ქა​ლა​ქი ჩვეულებ​რი​ვი ცხოვ​რე​ბით ცხოვ​რობ​და. კუთ​ხე​ში ხმა​დაბ​ლა ღუ​ღუ​ნებ​და შეყ​ვა​რე​ბუ​‐
ლი წყვი​ლი; ქა​ღალ​დებ​ში ჩაფ​ლუ​ლი ბიზ​ნეს​მე​ნი რა​ღაც ციფ​რებს ჩაჰ​კირ​კი​ტებ​და; სტუ​დენ​ტე​ბის ჯგუ​ფი მო​‐
მა​ვალ სათ​ხი​ლა​მუ​რო ექ​სკურ​სიასა და The Police-​ის უკა​ნას​კნელ ალ​ბომ​ზე მსჯე​ლობ​და... ნე​ბის​მიერი ნორ​მა​‐
ლუ​რი ქა​ლა​ქის ყო​ველ​დღიურო​ბის სტან​დარ​ტუ​ლი სუ​რა​თი. გინდ აქ გი​ნა​ხავს, გინდ იოკო​ჰა​მა​ში, გინდ ფუ​‐
კუოკე​ში – არა​ვი​თა​რი გან​სხვა​ვე​ბა. და მა​ინც, ასე​თი სა​ყო​ველ​თაო ერ​თგვა​როვ​ნე​ბის მიუხე​და​ვად (თუმ​ცა,
შე​საძ​ლოა, სწო​რედ ამი​ტო​მაც), სწო​რედ ამ კა​ფე​ში, სწო​რედ ამ მა​გი​დას​თან და ამ ფინ​ჯნით ხელ​ში ვიგ​რძე​ნი
სა​ზა​რე​ლი, ძვლე​ბამ​დე შეღ​წეული მწვე​ლი მარ​ტოობა. უცებ წარ​მო​ვიდ​გი​ნე: ამ გა​რე​მო​ში სრუ​ლი​ად უც​ხო
სხეული ვარ. არც ამ ქა​ლაქს, არც ამ ყო​ველ​დღიურო​ბას არა​ნაირად არ ვე​კუთ​ვნი.

რა თქმა უნ​და, თუ მკით​ხავთ, მა​ინც რო​მელ კა​ფეს ვე​კუთ​ვნი თუნ​დაც ტო​კიოში, გი​პა​სუ​ხებთ, რომ არც ტო​‐
კიოში და არც სად​მე სხვა​გან ასე​თი ად​გი​ლი უბ​რა​ლოდ არ არ​სე​ბობს. და მა​ინც, ტო​კი​ოს კა​ფე​ებ​ში ასეთ სა​‐
ში​ნელ მარ​ტოობას არ ვგრძნობ. ტო​კი​ოს კა​ფე​ებ​ში უბ​რა​ლოდ, ვსვამ ყა​ვას, ვკით​ხუ​ლობ წიგ​ნებს – მოკ​ლედ,
დაუძა​ბა​ვად ვკლავ დროს. იქ ხომ ეს ჩე​მი ყო​ველ​დღიურო​ბის ნა​წი​ლია, რო​მელ​ზეც მირ​ჩევ​ნია, რომ ღრმად
არ ჩავ​ფიქ​რდე.

აქ, სა​პო​რო​ში კი, იმ ადა​მიანის მარ​ტოობა მე​უფ​ლე​ბა, პო​ლა​რუ​ლი წრის იქით, პა​ტა​რა კუნ​ძულ​ზე რომ გა​‐
დას​ვეს. მუ​დამ ერ​თი და იგი​ვე პეიზა​ჟი. ყვე​ლა​ფე​რი ისე გა​მოიყუ​რე​ბა, რო​გორც ამ გა​ნე​დის ნე​ბის​მი​ერ სხვა
კუნ​ძულ​ზე. შე​საძ​ლე​ბე​ლი რომ იყოს ამ კუნ​ძუ​ლის​გან თოვ​ლი​სა და ყი​ნუ​ლის სა​ფარ​ვლის ჩა​მოგ​ლე​ჯა, ეს
კუნ​ძუ​ლი გან​სხვა​ვე​ბუ​ლი იქ​ნე​ბო​და ჩემ​თვის ცნო​ბი​ლი ყვე​ლა კუნ​ძუ​ლის​გან. მე ასე მეჩ​ვე​ნე​ბა. ჰგავს, მაგ​‐
რამ ისე​თი არ არის. რო​გორც სხვა პლა​ნე​ტა. პლა​ნე​ტა, სა​დაც ჩემს ენა​ზე ლა​პა​რა​კო​ბენ, აც​ვი​ათ მსგავ​სი ტა​‐
ნი​სა​მო​სი, სა​დაც სა​ხე​ებს ნაც​ნო​ბი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა აქვს. და მა​ინც, პრინ​ცი​პუ​ლად რა​ღაც ისე არ არის. სამ​‐
ყა​რო, სა​დაც არ მუ​შა​ობს ბუ​ნე​ბის რო​მე​ლი​ღაც კა​ნო​ნი. მაგ​რამ თუ რო​მე​ლი კა​ნო​ნი მუ​შა​ობს და რო​მე​ლი
არა, სა​კუ​თარ ტყავ​ზე მიხ​დე​ბა ამის გა​მოც​და. ერ​თხე​ლაც რომ შევ​ცდე, ჩე​მი საქ​მე წა​სუ​ლი​ა: ყვე​ლა მიხ​ვდე​‐
ბა, რომ უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​ლი ვარ. მა​შინ​ვე ყვე​ლა წა​მოხ​ტე​ბა ად​გი​ლი​დან, შე​მო​მეხ​ვე​ვი​ან და თი​თით ანიშ​ნე​ბენ
ჩემ​ზე:

– შენ ასე​თი არ ხარ! – იყ​ვი​რე​ბენ, – ასე​თი არ ხარ-​ასეთი არ ხარ-​ასეთი არ ხარ!!!

დაბ​ნეული ვსვამ ყა​ვას და მსგავს „გო​ნებ​რივ​შე​მოქ​მე​დე​ბას“ ვეძ​ლე​ვი.

ქი​მე​რე​ბი, ქი​მე​რე​ბი...

მაგ​რამ რაც სი​მარ​თლეა – მე ხომ ნამ​დვი​ლად მარ​ტო ვარ. არა​ვის რეალო​ბას არ ვკვეთ. და სწო​რედ ესაა
პრობ​ლე​მა. რაც არ უნ​და მოხ​დეს, ყო​ველ​თვის სა​კუ​თარ თავს ვუბ​რუნ​დე​ბი. არა​ვის​თან და არა​ფერ​თან და​‐
კავ​ში​რე​ბუ​ლი.

ბო​ლოს რო​დის მიყ​ვარ​და სე​რიოზუ​ლად?

მი​ლიონი წლის წი​ნათ. დი​დი გამ​ყინ​ვა​რე​ბის შეს​ვე​ნე​ბებს შო​რის. რა​ღაც სრუ​ლი​ად პრე​ის​ტო​რი​ულ დრო​ში
იურულ თუ რა​ღაც ამის​მაგ​ვარ პე​რი​ოდ​ში. ყვე​ლა​ფე​რი, რაც მა​შინ გარ​შე​მო მერ​ტყა, კარ​გა ხა​ნია აღი​გა​ვა პი​‐
რი​სა​გან მი​წი​სა. დი​ნო​ზავ​რე​ბი, მა​მონ​ტე​ბი. აირის ბომ​ბე​ბი იმ​პე​რა​ტო​რის სა​სახ​ლის ბაღ​ში. ყვე​ლა​ფე​რი ეს
დრომ შთან​თქა. დად​გა გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მი. და დავ​რჩი მას​ში მარ​ტო, ეული.

ყა​ვის ფუ​ლი გა​და​ვი​ხა​დე, ქუ​ჩა​ში გა​მო​ვე​დი და დაუფიქ​რებ​ლად პირ​და​პირ ოტელ „დელ​ფი​ნის​კენ“ წა​ვე​დი.

გზა ზუს​ტად არ მახ​სოვ​და, ამი​ტომ ცო​ტას ვღე​ლავ​დი, სწრა​ფად ვი​პო​ვი​დი თუ არა. რო​გორც აღ​მოჩ​ნდა, სულ
ტყუილად ვნერ​ვიულობ​დი. ოტე​ლი მა​ლე​ვე ვი​პო​ვე. ოც​და​ექ​ვსსარ​თუ​ლიანი, გა​მა​ოგ​ნე​ბე​ლი ნა​გე​ბო​ბა თა​ვი​‐
სით ამოიზარ​და ჩემ თვალ​წინ. „ბაუჰაუსის“ სტი​ლის მო​დერ​ნის​ტუ​ლად გაზ​ნე​ქი​ლი ხა​ზე​ბი; მი​ნი​სა და ფო​ლა​‐
დის ვეებერ​თე​ლა მბზი​ნა​ვი ბლო​კე​ბი, ფარ​თო ეს​ტა​კა​და მან​ქა​ნე​ბის​თვის, მის გას​წვრივ კი – თით​ქმის ყვე​ლა
ქვეყ​ნის დრო​შე​ბი; უნი​ფორ​მიანი შვეიცა​რე​ბი ენერ​გიული ჟეს​ტე​ბით უხ​მობ​დნენ სტუმ​რებს მან​ქა​ნე​ბის სად​‐
გო​მის​კენ; ზედ სა​ხუ​რა​ვის ქვეშ მო​თავ​სე​ბუ​ლი რეს​ტორ​ნის​კენ ისა​რი​ვით მიმ​ქრო​ლა​ვი მი​ნის ლიფ​ტი... მხო​‐
ლოდ ბრმა თუ ვერ შე​ამ​ჩნევს ასეთ რა​მეს! შე​სას​ვლელ​თან, მარ​მა​რი​ლოს სვე​ტებ​ზე, ჯერ კი​დევ შო​რი​დან
შევ​ნიშ​ნე დელ​ფი​ნის რე​ლიეფუ​რი გა​მო​სა​ხუ​ლე​ბა, მის ქვეშ კი – ვეებერ​თე​ლა ასოები:

DOLPHIN HOTEL

ოციოდე წა​მი პირ​და​ღე​ბუ​ლი ვი​დე​ქი და ამ კო​ლოსს შევ​ცქე​რო​დი. რო​გორც იქ​ნა, ჩა​ვი​სუნ​თქე – ისე ღრმად
და გაბ​მით, რომ ალ​ბათ მთვა​რე​ზე გაფ​რე​ნას მო​ვას​წრებ​დი.

გა​ვოგ​ნდი.

და ეს არც ისე მკვეთ​რა​დაა ნათ​ქვა​მი.

"},{"head":"5.","content":"

5.

საუკუ​ნის ბო​ლომ​დე ოტე​ლის წინ პირ​და​ღე​ბუ​ლი დგო​მა არ ივარ​გებ​და და შეს​ვლა გა​დავ​წყვი​ტე. ასეა თუ
ისე, მი​სა​მარ​თი ხომ სწო​რია. სა​ხელ​წო​დე​ბაც ემ​თხვე​ვა. ნო​მე​რიც კია შეკ​ვე​თი​ლი ჩემს სა​ხელ​ზე. ვე​რა​ფერს
გა​აწ​ყობ – მო​მი​წევს შეს​ვლა.

დამ​რე​ცი ეს​ტა​კა​დის ბი​ლი​კით ბზრიალა შე​სას​ვლელ კარ​თან ავე​დი, ხე​ლი ვკა​რი და შიგ​ნით შე​ვე​დი.

ოტე​ლის ფოიე ვეებერ​თე​ლა სპორ​ტულ დარ​ბაზს ჰგავ​და. ჭე​რი იმ​სი​მაღ​ლე​ზე იყო, რომ გო​ნე​ბით არ ფიქ​სირ​‐
დე​ბო​და. მი​ნის კედ​ლე​ბი​დან მზის ნა​ტუ​რა​ლუ​რი სხი​ვე​ბი იღ​ვრე​ბო​და. მთელ დარ​ბაზ​ში ძვირ​ფა​სი დივ​ნე​ბი
იდ​გა, მათ შო​რის კი სქელ​ფოთ​ლიანი ფი​კუ​სე​ბი ამოზ​რდი​ლი​ყო. მარ​ცხნივ ფოიეს სივ​რცე ყა​ვის მდიდ​რუ​ლი
დარ​ბა​ზით მთავ​რდე​ბო​და. ისე​თი კა​ფე​თი, სა​დაც სენ​დვიჩს შე​უკ​ვე​თავ და ვეებერ​თე​ლა ვერ​ცხლის ლან​გრით
სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თის ზო​მის, კიტ​რი​თა და კარ​ტო​ფი​ლის ჩიფ​სით ლა​მა​ზად გა​ფორ​მე​ბულ სუ​პერ​ხა​რის​ხი​ან
ოთხ ბუ​ტერ​ბროდს მო​გი​ტა​ნენ, მე​რე ფინ​ჯან ყა​ვა​საც მო​გარ​თმე​ვენ და წარ​მო​გიდ​გე​ნენ ან​გა​რიშს, რომ​ლი​‐
თაც მაძ​ღრად ისა​დი​ლებ​და ოთ​ხსუ​ლიანი ოჯა​ხი. კე​დელ​ზე ზე​თით შეს​რუ​ლე​ბუ​ლი სუ​რა​თი ეკი​და სამი-​‐
ოთხზე – ჰო​კაიდოს სა​ლე​კი მდე​ლოების პეიზა​ჟი. და თუმ​ცა სუ​რათს შე​დევრს ვერ და​ვარ​ქმევ​დი, მარ​ტო ზო​‐
მე​ბიც კი მოკ​რძა​ლე​ბის მსგავს გრძნო​ბას აღ​ძრავ​და.

ეტ​ყო​ბა, რა​ღაც დღე​სას​წა​ულს აღ​ნიშ​ნავ​დნენ: ფოიე სავ​სე იყო ხალ​ხით. რამ​დე​ნი​მე დი​ვან​ზე მა​მა​კა​ცე​ბის
ჯგუ​ფი იჯ​და, ყვე​ლა, რო​გორც ერ​თი, შუ​ახ​ნის, და დახ​ვე​წი​ლი კოს​ტიუმე​ბით. გაც​ხო​ვე​ლე​ბით სა​უბ​რობ​დნენ,
დრო​დად​რო თავს უქ​ნევ​დნენ ერ​თმა​ნეთს და გუ​ლიანად ხარ​ხა​რებ​დნენ. თა​ვის დაქ​ნე​ვა იყო თუ ფე​ხის ფეხ​‐
ზე გა​და​დე​ბის მა​ნე​რა, ყვე​ლას სრუ​ლი​ად ერ​თნაირი ჰქონ​და. ალ​ბათ ექი​მე​ბი ან უნი​ვერ​სი​ტე​ტის პე​და​გო​გე​ბი
არი​ან. გვერ​დით, მა​მა​კა​ცე​ბის​გან გან​ცალ​კე​ვე​ბით – თუ მა​ინც ერ​თად? – ჟღურ​ტუ​ლებ​და ახალ​გაზ​რდა ქა​ლე​‐
ბის გუნ​დი. ნა​ხე​ვა​რი კი​მო​ნო​ში, ნა​ხე​ვა​რიც კა​ბებ​ში. აქა-​იქ ევ​რო​პუ​ლი სა​ხეებიც ჩან​და. დახ​ვე​წი​ლი კოს​‐
ტიუმე​ბით, სა​და ჰალ​სტუ​ხე​ბით და „დიპ​ლო​მა​ტე​ბით“ მუხ​ლებ​ზე ბიზ​ნეს​მე​ნე​ბი დათ​ქმულ შეხ​ვედ​რას ელოდ​‐
ნენ.

მოკ​ლედ, ახა​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ ყვაოდა.

იდეალუ​რად ინ​ვეს​ტი​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლი თავ​და​ჯე​რე​ბუ​ლი, ყო​ველ​გვა​რი ჭრე​ლი კოვ​ზე​ბის გა​რე​შე ბრუ​ნავ​და


ჩემ თვალ​წინ.

კარ​გად წარ​მო​მედ​გი​ნა, რა სჭირ​დე​ბა ასე​თი მონ​სტრის ამუ​შა​ვე​ბას. ერთ დროს არა​ერ​თი სა​რეკ​ლა​მო ტექ​‐
სტი შე​ვად​გი​ნე პირ​ვე​ლი კლა​სის სას​ტუმ​როების მთე​ლი ქსე​ლის​თვის. რო​ცა ეს ადა​მიანე​ბი მო​რი​გი ოტე​ლის
წა​მო​ჭიმ​ვას ჩაიფიქ​რე​ბენ, ჯერ დას​ხდე​ბი​ან და წი​ნას​წარ ყვე​ლა​ფერს ძირ​ფეს​ვიანად ან​გა​რი​შო​ბენ. შე​მო​იკ​‐
რე​ბენ პრო​ფე​სიონა​ლე​ბის გუნდს, რო​მელ​საც კომ​პიუტერ​ში შე​აქვს ყვე​ლა შე​საძ​ლო მო​ნა​ცე​მი და სკრუ​პუ​‐
ლო​ზულ კალ​კუ​ლა​ცი​ას ად​გენს. აქე​დან​ვე ან​გა​რი​შო​ბენ ტუალე​ტის ქა​ღალ​დის რაოდე​ნო​ბას, რო​მელ​საც
ოტე​ლი მო​იხ​მარს წლის მან​ძილ​ზე რუ​ლო​ნის ამა და ამ ფა​სად. ქი​რაობენ სტუ​დენ​ტებს, აყე​ნე​ბენ ქა​ლა​ქის
გზაჯ​ვა​რე​დი​ნებ​ზე და აიძუ​ლე​ბენ დაარე​გის​ტრი​რონ ქუ​ჩა​ში მო​სიარუ​ლე​თა ნა​კა​დის სიხ​ში​რე სა​პო​როს თი​‐
თოეულ ქუ​ჩა​ზე. ით​ვლი​ან, ამ ნა​კად​ში რამ​დე​ნი ახალ​გაზ​რდაა შე​სა​ბა​მი​სი ასა​კის და გა​მოჰ​ყავთ ქორ​წი​ნე​ბის
პო​ტენ​ციური სიხ​ში​რე ქა​ლაქ​ში უახ​ლოესი წლე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში. ისი​ნი ყვე​ლაფ​რის პროგ​ნოზს აკე​თე​ბენ.
რის​კი მი​ნი​მუ​მამ​დე დაჰ​ყავთ. ძა​ლი​ან დიდ​ხანს და სა​ფუძ​ვლიანად ამუ​შა​ვე​ბენ გე​ნე​რა​ლურ გეგ​მას, ნიშ​ნა​ვენ
პა​სუ​ხის​მგე​ბელ პი​რებს. და მხო​ლოდ ამის შემ​დეგ ყი​დუ​ლო​ბენ მი​წას. აგ​რო​ვე​ბენ პერ​სო​ნალს. იწ​ყე​ბენ
ხმაური​ან სა​რეკ​ლა​მო კამ​პა​ნი​ას. ნე​ბის​მი​ერ პრობ​ლე​მას, რო​მე​ლიც შე​იძ​ლე​ბა გა​დაწ​ყდეს ფუ​ლის სა​შუალე​‐
ბით – იმ პი​რო​ბით, რომ ეს ფუ​ლი ოდეს​მე უკან დაბ​რუნ​დე​ბა – აგ​ვა​რე​ბენ პრო​ექ​ტში ნე​ბის​მიერი რაოდე​ნო​‐
ბის ფუ​ლის ჩაყ​რით... აი, ასე​თი „დი​დი ბიზ​ნე​სი​ა“.

გა​სა​გე​ბია – ასე​თი ბიზ​ნე​სის მარ​თვა შე​უძ​ლია მხო​ლოდ ძლი​ერ ორ​გა​ნი​ზა​ცი​ას, რო​მელ​საც თა​ვი​სი ფრთის
ქვეშ უამ​რა​ვი ფირ​მა ჰყავს შე​ფა​რე​ბუ​ლი. ხომ ნა​თე​ლია, რამ​დე​ნიც არ უნ​და ეცა​დო რის​კის თა​ვი​დან აცი​ლე​‐
ბას, ყო​ველ​თვის რჩე​ბა რა​ღაც, რი​სი გათ​ვლაც შე​უძ​ლე​ბე​ლია. და მხო​ლოდ ასეთ კონ​გლო​მე​რატს ხე​ლე​წი​‐
ფე​ბა ჩა​ვარ​დნის შემ​თხვე​ვა​ში გაანა​წი​ლოს ზა​რა​ლი მო​ნა​წი​ლე​თა შო​რის და არ ჩაიძი​როს.

მოკ​ლედ, გუ​ლახ​დი​ლად რომ ვთქვა, ახა​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ სრუ​ლე​ბით არ პა​სუ​ხობ​და ჩემს გე​მოვ​ნე​ბას.
ჩვეულებ​რი​ვი ვი​თა​რე​ბა რომ ყო​ფი​ლი​ყო, ცხოვ​რე​ბა​ში არ გავ​ჩერ​დე​ბო​დი ასეთ ად​გი​ლას სა​კუ​თა​რი ფუ​ლით.
მე​ტის​მე​ტად ძვი​რია და მე​ტის​მე​ტად ბევ​რია ზედ​მე​ტი. მაგ​რამ ახ​ლა ვე​რა​ფერს ვი​ზამ. მომ​წონს თუ არ მომ​‐
წონს – აი ის, რო​გო​რიც არის: ძირ​ფეს​ვიანად შეც​ვლი​ლი ახა​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“.

რე​გის​ტრა​ცი​ის დახ​ლთან მი​ვე​დი და თა​ვი წარ​ვუდ​გი​ნე. ცის​ფე​რუ​ნი​ფორ​მი​ან​მა გო​გო​ნებ​მა, თით​ქოს ბრძა​ნე​‐


ბა გას​ცე​სო, კბი​ლის პას​ტის რეკ​ლა​მი​დან ნა​სეს​ხე​ბი ღი​მი​ლით და​მა​სა​ჩუქ​რეს. თუ რო​გორ უნ​და გაწ​ვრთნა
პერ​სო​ნა​ლი ასე ღი​მილ​მფრქვე​ვად, ეს ოპ​ტი​მა​ლუ​რი ინ​ვეს​ტი​რე​ბის ხე​ლოვ​ნე​ბის ცალ​კე საიდუმ​ლოა. გო​გო​‐
ნე​ბის სა​ფირ​მო ბლუ​ზე​ბი თვალს ჭრიდ​ნენ თა​ვი​ან​თი სი​თეთ​რით, ვარ​ცხნი​ლო​ბა კი ისე​თი უზა​დო ჰქონ​დათ,
რო​გორც მა​ნე​კე​ნებს. სულ სამ​ნი იყ​ვნენ და ერ​თი მათ​გა​ნი – ის, რო​მე​ლიც მო​მი​ახ​ლოვ​და – სათ​ვა​ლიანი იყო.
რა საყ​ვა​რე​ლია, შევ​ნიშ​ნე ჩემ​თვის, და ძა​ლიანაც უხ​დე​ბა. იმის გა​მო, რომ მა​ინ​ცდა​მა​ინც ის მო​ვი​და, სუ​ლი
გა​მი​ნათ​და. ასეა თუ ისე, სა​მეული​დან ის იყო ყვე​ლა​ზე სიმ​პა​თიური და და​ნახ​ვის​თა​ნა​ვე მო​მე​წო​ნა. ღი​მილ​‐
ში რა​ღაც მიმ​ზიდ​ვე​ლი ჰქონ​და და სულ​მა მა​შინ​ვე მის​კენ გა​მი​წია. თით​ქოს სწო​რედ ის ას​ხამ​და ხორცს ოტე​‐
ლის სულს, ისეთს, რო​გო​რიც აქ უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. ისიც კი მო​მეჩ​ვე​ნა, რომ აი ახ​ლა აიქ​ნევ​და ჯა​დოს​ნურ
ჯოხს, რო​გორც ფე​რია დის​ნე​ის მულ​ტფილ​მში, და პირ​და​პირ ჰაერი​დან გა​მოჩ​ნდე​ბო​და ოქ​როს​ფე​რი
მტვრის ღრუბ​ლით შე​მო​სი​ლი ნომ​რის გა​სა​ღე​ბი...
მაგ​რამ, ჯა​დოს​ნუ​რი ჯო​ხის ნაც​ვლად, ფე​რი​ამ კომ​პიუტე​რით ისარ​გებ​ლა. კლა​ვიატუ​რა​ზე აკ​რი​ფა ჩე​მი გვა​‐
რი და საკ​რე​დი​ტო ბა​რა​თის ნო​მე​რი, ეკ​რანს შეადა​რა, კი​დევ ერ​თხელ გაიღი​მა და​მაბ​რმა​ვებ​ლად და ჩა​მა​ბა​‐
რა 1532-ე ნომ​რის გა​სა​ღე​ბი სა​რეკ​ლა​მო ბუკ​ლეტ​თან ერ​თად, რო​მე​ლიც თვი​თონ ვთხო​ვე.

და მა​შინ და​ვინ​ტე​რეს​დი, თუ რო​დის გა​იხ​სნა ეს ოტე​ლი.

შარ​შან, ოქ​ტომ​ბერ​ში, დაუფიქ​რებ​ლად მი​პა​სუ​ხა. ხუ​თი თვეც კი არ გა​სუ​ლა.

– მა​პა​ტი​ეთ... შე​იძ​ლე​ბა გკით​ხოთ? – ვუთ​ხა​რი. ჩემს ფი​ზიონო​მიაზეც ისე​თი​ვე ხე​ლოვ​ნუ​რად ხა​ლი​სიანი ღი​‐
მი​ლი აკი​აფ​და (ჰო, ჰო, რა თქმა უნ​და, მეც მაქვს ასე​თი უკი​დუ​რე​სი შემ​თხვე​ვის​თვის), – ად​რე ამ ად​გი​ლას
სულ პა​ტა​რა ოტე​ლი იდ​გა ასე​თი​ვე სა​ხელ​წო​დე​ბით. ასე არ არის? შემ​თხვე​ვით ხომ არ იცით, რა დაემარ​თა?

მი​სი ღი​მი​ლის იდეალუ​რი ჰარ​მო​ნია ოდ​ნავ და​ირ​ღვა. ზუს​ტად ასე ემარ​თე​ბა წყნა​რი გუ​ბუ​რის ზე​და​პირს,
რო​ცა ლუ​დის სა​ცობს ჩა​აგ​დე​ბენ შიგ. წა​მის შემ​დეგ კი ყვე​ლა​ფე​რი ისევ გაირინ​დე​ბა. მაგ​რამ რო​ცა ღი​მი​ლი
ისევ გაირინ​და, ისე​თი​ვე აღარ იყო, რო​გორც ად​რე. დი​დი ინ​ტე​რე​სით ვა​დევ​ნებ​დი თვალს ამ ტრან​სფორ​მა​‐
ცი​ას. თით​ქოს სა​და​ცაა წყლი​დან რო​მე​ლი​მე სუ​ლი ამოყ​ვინ​თავს და იმის და​ზუს​ტე​ბას შე​ეც​დე​ბა, რო​გო​რი სა​‐
ცო​ბი ჩა​ვაგ​დე – ყვი​თე​ლი თუ თეთ​რი. მაგ​რამ, რა თქმა უნ​და, არა​ვი​თარ სულს არ ამო​უყ​ვინ​თავს.

– იცით... – საჩ​ვე​ნე​ბე​ლი თი​თით სათ​ვა​ლე გა​ის​წო​რა ცხვირ​ზე, – ეს ჩვე​ნი ოტე​ლის გახ​სნამ​დე იყო, ამი​ტომ...
ასე​თი ინ​ფორ​მა​ცია, რო​გორ გით​ხრათ...

ფრა​ზა შუაზე გაწ​ყვი​ტა. ვე​ლო​დი, რომ გა​აგ​რძე​ლებ​და, მაგ​რამ მსგავ​სი არა​ფე​რი მომ​ხდა​რა.

– ძა​ლი​ან ვწუხ​ვარ, – მხო​ლოდ ეს თქვა.

– ჰმ-​მ-მ! – გავ​წე​ლე. რაც უფ​რო დიდ​ხანს ვლა​პა​რა​კობ​დით, მით უფ​რო კარ​გად ვგრძნობ​დი თავს. მეც მო​მინ​‐
და საჩ​ვე​ნე​ბე​ლი თი​თით სათ​ვა​ლის გას​წო​რე​ბა ცხვირ​ზე, მაგ​რამ, სამ​წუ​ხა​როდ, სათ​ვა​ლე არ მქონ​და, – კარ​‐
გი, რა გა​ეწ​ყო​ბა. ვის​გან შე​მიძ​ლია მი​ვი​ღო „ა​სე​თი ინ​ფორ​მა​ცი​ა“?

სუნ​თქვა​შეკ​რუ​ლი რამ​დე​ნი​მე წა​მით ჩა​ფიქ​რდა. სა​ხი​დან ღი​მი​ლი გა​უქ​რა. ცხა​დია, სუნ​თქვა რომ გეკ​ვრე​ბა,
ღი​მი​ლი, ძა​ლიანაც რომ მო​ინ​დო​მო, აღარ გა​მო​დის. ვი​საც არ სჯე​რა, სცა​დოს.

– ერ​თი წა​მით! – შებ​რუ​ნე​ბულ​მა თქვა და დამ​ხმა​რე სა​თავ​სში მიიმა​ლა. ნა​ხე​ვა​რი წუ​თის შემ​დეგ კი ორ​მო​‐
ციოდე წლის შავ​კოს​ტიუმი​ან ტიპ​თან ერ​თად გა​მოჩ​ნდა. გა​რეგ​ნო​ბით ძა​ლი​ან ჰგავ​და სას​ტუმ​როს მე​ნეჯ​მენ​‐
ტის ჭეშ​მა​რიტ პრო​ფე​სიონალს. ჩემს პრაქ​ტი​კა​ში არა​ერ​თხელ შევ​ხვედ​რი​ვარ ასეთ სუ​ბი​ექ​ტებს. ღი​მი​ლი
თით​ქმის არას​დროს შორ​დე​ბა მათ სა​ხეს, თუმ​ცა ოცამ​დე კონ​ფი​გუ​რა​ცი​ის მი​ღე​ბა შე​უძ​ლია გა​რე​მოების მი​‐
ხედ​ვით. თი​თოეულ ღი​მილს თა​ვი​სი ნო​მე​რი აქვს. ნო​მერ პირ​ვე​ლი​დან ნო​მერ ოცამ​დე. სა​ჭი​რო ნომ​რის ღი​‐
მი​ლი სი​ტუაცი​ის მი​ხედ​ვით შე​ირ​ჩე​ვა, ისე​ვე რო​გორც ყვან​ჯე​ბი გოლ​ფში სხვა​დას​ხვა დარ​ტყმის​თვის. აი,
ასე​თი ტი​პი იყო.

– კე​თი​ლი იყოს თქვე​ნი მობ​რძა​ნე​ბა! – იმ ადა​მიანის ღი​მი​ლით გაიღი​მა, ნე​ბის​მი​ერ სა​კა​მა​თო სა​კითხს რომ
წყვეტს, და თა​ვა​ზიანად და​ხა​რა თა​ვი. ჩემ​მა გა​რეგ​ნო​ბამ, რო​გორც ჩანს, ვერ გაამარ​თლა მი​სი მო​ლო​დი​ნი:
თა​ვი​დან ფე​ხე​ბამ​დე შე​მათ​ვა​ლიერა – და მი​სი ღი​მი​ლი მკვეთ​რად შე​იც​ვა​ლა სხვა, სა​მი რან​გით დაბ​ლით.
ბეწ​ვიანი სა​ნა​დი​რო ქურ​თუ​კი მეც​ვა (მკერ​დზე კიტ ჰა​რინ​გის ფი​გუ​რიანი ნიშ​ნით), ბეწ​ვის ქუ​დი (ავ​სტრიული,
ალ​პუ​რი რე​ინ​ჯე​რე​ბის სა​მო​სი​დან), ულ​ტრა​მო​დუ​რი ტუ​რის​ტუ​ლი შარ​ვა​ლი სხვა​დას​ხვა ზო​მი​სა და ფორ​მის
ჯი​ბეებით, და თოვ​ლში სა​სიარუ​ლო მა​გა​რი ჩექ​მე​ბი. ეს ყვე​ლა​ფე​რი, ძა​ლი​ან ძვი​რი და გამ​ძლე, ამ ოტე​ლის
ატ​მოს​ფე​როს​თვის სრუ​ლი​ად რეალუ​რი ხა​რის​ხის იყო. თუმ​ცა ამა​ში არა​ვი​თა​რი ბრა​ლი არ მი​მიძ​ღვის – ხომ
არ​სე​ბობს ცხოვ​რე​ბის სხვა​დას​ხვა სტი​ლი და აზ​როვ​ნე​ბის სხვა​დას​ხვა ხერ​ხი.
– მით​ხრეს, რომ გა​ინ​ტე​რე​სებთ ინ​ფორ​მა​ცია ჩვე​ნი ოტე​ლის შე​სა​ხებ, – არ​ნა​ხუ​ლი თა​ვა​ზიანი ტო​ნით იკით​ხა.

ხე​ლის​გუ​ლე​ბით დახლს და​ვეყ​რდე​ნი და იგი​ვე ვკით​ხე, რაც გო​გო​ნას.

– მა​პა​ტი​ეთ, მაგ​რამ... – თქვა ხან​მოკ​ლე პაუზის შემ​დეგ, – შე​იძ​ლე​ბა გა​ვი​გო, რა გაიძუ​ლებთ და​ინ​ტე​რეს​დეთ
ოტე​ლით, რო​მე​ლიც ად​რე იყო აქ? თუ შე​საძ​ლე​ბე​ლია, კარ​გი იქ​ნე​ბო​და, მი​ზე​ზი მცოდ​ნო​და...

ორიოდე სიტ​ყვით ავუხ​სე​ნი, რომ ერ​თხელ იმ ოტელ​ში გავ​ჩერ​დი, რო​მე​ლიც აქ ად​რე იყო და მის პატ​რონს
და​ვუ​მე​გობ​რდი. ახ​ლა მი​სი ნახ​ვა მინ​და, მაგ​რამ ვხე​დავ, რომ ყვე​ლა​ფე​რი შეც​ვლი​ლია. მინ​დო​და გა​მე​გო, რა
დაემარ​თა. სრუ​ლი​ად კერ​ძო ინ​ტე​რე​სია, რო​მე​ლიც არა​ვის ბიზ​ნესს არ ეხე​ბა.

თა​ნა​მო​სა​უბ​რემ რამ​დენ​ჯერ​მე და​მიქ​ნია თა​ვი.

– უნ​და ვა​ღიარო, რომ ამ სა​კით​ხზე არც ჩვენ გვაქვს დაწ​ვრი​ლე​ბი​თი ცნო​ბე​ბი... – თქვა. ფრთხი​ლად არ​ჩევ​და
სიტ​ყვებს, – მხო​ლოდ ის შე​მიძ​ლია გით​ხრათ, რომ მი​წის ნაკ​ვე​თი იმ... წი​ნა ოტელ „დელ​ფი​ნი​სა“ ჩვენ​მა ფირ​‐
მამ გა​მო​ის​ყი​და და ძვე​ლი შე​ნო​ბის ად​გილ​ზე ახა​ლი ააშე​ნა. სა​ხელ​წო​დე​ბა ნამ​დვი​ლად ძვე​ლი დარ​ჩა, მაგ​‐
რამ თვი​თონ ოტე​ლი სულ სხვა და​წე​სე​ბუ​ლე​ბაა და სა​ერ​თო არა​ფე​რი აქვს იმას​თან, რაც ად​რე იყო.

– მა​შინ რა სა​ჭი​რო იყო ძვე​ლი სა​ხელ​წო​დე​ბის და​ტო​ვე​ბა?

– მა​პა​ტი​ეთ, მაგ​რამ... მსგავ​სი დე​ტა​ლე​ბი, სამ​წუ​ხა​როდ...

– და არც ის იცით, სად არის ძვე​ლი პატ​რო​ნი?

– ძა​ლი​ან ვწუხ​ვარ, მაგ​რამ... – მი​პა​სუ​ხა და სა​ხე ნო​მერ თექ​ვსმე​ტი ღი​მი​ლის რე​ჟიმ​ზე გა​დარ​თო.

– ხომ ვერ მეტ​ყვით, ვის ვკით​ხო ამის თაობა​ზე?

– რო​გორ გით​ხრათ... – ოდ​ნავ გვერ​დზე და​ხა​რა თა​ვი, – საქ​მე ის არის, რომ ჩვენ, მომ​სა​ხუ​რე პერ​სო​ნალს, არ
გვაქვს სა​შუალე​ბა გა​ვერ​კვეთ სა​კით​ხებ​ში, რაც ახა​ლი ორ​გა​ნი​ზა​ცი​ის გახ​სნამ​დე იყო. ამი​ტომ თქვენს შე​‐
კით​ხვა​ზე, თუ ვის უნ​და ჰკით​ხოთ, ჩვე​ნი პა​სუ​ხი, რბი​ლად რომ ვთქვა...

მი​სი საუბა​რი რკი​ნის ლო​გი​კას ინარ​ჩუ​ნებ​და, და მა​ინც რა​ღაც ისე ვერ იყო. მის პა​სუ​ხებ​შიც, ქა​ლიშ​ვი​ლის
სიტ​ყვებ​შიც რა​ღაც​ნაირი სი​ყალ​ბე იგ​რძნო​ბო​და. ვერ ვიტ​ყვი, რომ ყურს ჭრი​და, მაგ​რამ უყუ​რად​ღე​ბოდ და​‐
ტო​ვე​ბაც არ გა​მო​დიოდა. რო​ცა გა​მუდ​მე​ბით გი​წევს ადა​მიანე​ბის​გან ინ​ტერ​ვი​უს აღე​ბა, რა-​რა და, ალ​ღო
ასეთ რა​მე​ებ​ზე თა​ვის​თა​ვად გი​ვი​თარ​დე​ბა... არაფ​რის თქმის​კენ მი​მარ​თუ​ლი სა​უბ​რის მა​ნე​რა. ადა​მიანე​ბის
სა​ხის გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა, რომ​ლე​ბიც სი​მარ​თლეს არ ამ​ბო​ბენ. ვე​რა​ვი​თა​რი არ​გუ​მენ​ტით ამას ვერ დაასა​ბუ​‐
თებ. უბ​რა​ლოდ, გრძნობ: რა​ღა​ცას გი​მა​ლა​ვენ და მორ​ჩა.

ერ​თი რამ ნა​თე​ლი იყო: ამ წყვილს მეტს ვე​რა​ფერს ამოვ​ქა​ჩავ​დი. შავ​კოს​ტიუმი​ან ტიპს მად​ლო​ბა გა​და​ვუ​ხა​‐
დე. თა​ვი და​მიკ​რა და სა​თავ​სის კარ​ში გაუჩი​ნარ​და. რო​ცა წა​ვი​და, ქა​ლიშ​ვილს ვკით​ხე სას​ტუმ​როს კვე​ბის
სის​ტე​მი​სა და ნო​მერ​ში სერ​ვი​სის თაობა​ზე. გულ​მოდ​გი​ნედ მპა​სუ​ხობ​და შე​კით​ხვებ​ზე. ვუს​მენ​დი და ერ​თთა​‐
ვად თვა​ლებ​ში შევ​ცქე​რო​დი. ძა​ლი​ან ლა​მა​ზი თვა​ლე​ბი ჰქონ​და. თუ დიდ​ხანს უყუ​რებ​დი, მო​გეჩ​ვე​ნე​ბო​და,
რომ კი​დევ რა​ღა​ცას ხე​დავ​დი. ჩე​მი მზე​რა დაიჭი​რა და სა​ხე აუჭარ​ხლდა. ამის გა​მო კი​დევ უფ​რო მე​ტად მო​‐
მე​წო​ნა. რა​ტომ? არ ვი​ცი. იქ​ნებ იმი​ტომ, რომ ოტელ „დელ​ფი​ნის“ სულს ვხე​დავ​დი? მად​ლო​ბა გა​და​ვუ​ხა​დე,
დახლს მოვ​ცილ​დი, ლიფ​ტი გა​მო​ვი​ძა​ხე და ჩე​მი ნომ​რის​კენ წა​ვე​დი.
***

1523 კაი რა​მე გა​მოდ​გა. ერ​თად​გი​ლიანის კვა​ლო​ბა​ზე უჩ​ვეულოდ ფარ​თო სა​წო​ლი, უჩ​ვეულოდ მოზ​რდი​ლი
სააბა​ზა​ნო. მა​ცი​ვა​რი სას​მლი​თა და სა​უზ​მეულით სავ​სე. სა​წე​რი მა​გი​და – გრა​ფო​მა​ნის ოც​ნე​ბა, უჯ​რე​ბი –
კონ​ვერ​ტე​ბი​თა და სა​წე​რი ფურ​ცლე​ბით გა​ჭე​დი​ლი. სააბა​ზა​ნო​ში ყვე​ლა​ფე​რია, რაც კი შე​იძ​ლე​ბა ინატ​რო –
შამ​პუ​ნე​ბი​დან ლო​სიონე​ბამ​დე და სააბა​ზა​ნო ხა​ლა​თამ​დე. გარ​დე​რო​ბი – მო​ცუ​ლო​ბით ოთახს რომ არ ჩა​‐
მოუვარ​დე​ბა. ახა​ლი ხა​ლი​ჩა – კო​ჭამ​დე რბი​ლი ბეწ​ვით.

ქურ​თუ​კი და ფეხ​საც​მე​ლი გა​ვი​ხა​დე, დი​ვან​ზე მი​ვეს​ვე​ნე და ქა​ლიშ​ვი​ლის მი​ერ მო​ცე​მუ​ლი სა​რეკ​ლა​მო ბუკ​‐
ლე​ტის კით​ხვა და​ვიწ​ყე. ბუკ​ლე​ტიც კი შე​დევ​რო​ბა​ზე აც​ხა​დებ​და პრე​ტენ​ზი​ას. ვინ რო​გორ, მე კი სა​რეკ​ლა​მო
ბუკ​ლე​ტე​ბის გა​მოშ​ვე​ბა​ში ჭი​პი მაქვს მოჭ​რი​ლი და ასე​თი გა​მო​ცე​მე​ბის ხა​რისხს თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში ვა​‐
ფა​სებ. ამ ოტე​ლის ბუკ​ლეტ​ში ყვე​ლა​ფე​რი უნაკ​ლო იყო. აბ​სო​ლუ​ტუ​რად ვე​რა​ფერ​ში ვერ შეედა​ვე​ბო​დი.

რო​გორც ბუკ​ლე​ტი იტ​ყო​ბი​ნე​ბო​და, ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ პრინ​ცი​პუ​ლად ახა​ლი ტი​პის სას​ტუმ​რო კომ​პლექ​სი
იყო, თა​ნა​მედ​რო​ვე მე​გა​პო​ლი​სის ცხოვ​რე​ბის თა​ვი​სე​ბუ​რე​ბე​ბის გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბით აშე​ნე​ბუ​ლი. უახ​ლე​სი
მოწ​ყო​ბი​ლო​ბა, მა​ღა​ლი ხა​რის​ხის სერ​ვი​სი ოც​და​ოთ​ხი საათის გან​მავ​ლო​ბა​ში. თა​ვი​სუ​ფა​ლი ად​გი​ლის სი​უხ​‐
ვე ბა​დებს სიმ​სუ​ბუ​ქი​სა და ძალ​დაუტა​ნებ​ლო​ბის შეგ​რძნე​ბას. თი​თოეული ნომ​რის მოწ​ყო​ბა, კონ​ცეპ​ტუალუ​‐
რად შერ​ჩეული ინ​ტე​რიერი იწ​ვევს ოჯა​ხუ​რი კე​რი​სა და სიმ​ყუდ​რო​ვის შეგ​რძნე​ბას...“

და​სას​რულ ბუკ​ლე​ტი გა​რან​ტი​ას იძ​ლეოდა ისეთ რა​ღა​ცა​ზე, რო​გო​რი​ცაა „ა​და​მიანუ​რო​ბის აურა“, რაც, რო​‐
გორც ჩანს, მხო​ლოდ ერთს ნიშ​ნავ​და: „ეს ყვე​ლა​ფე​რი ჩვენ დი​დი ფუ​ლი დაგ​ვიჯ​და, ასე რომ, არ გა​გიკ​ვირ​‐
დეთ ჩვე​ნი ფა​სე​ბი“.

რაც მეტს ვკით​ხუ​ლობ​დი, მით მე​ტი გაოცე​ბა მე​უფ​ლე​ბო​და: ღმერ​თმა​ნი, რა​ღა არ არის აქ! მი​წის​ქვე​შა სა​ვაჭ​‐
რო ცენ​ტრი. აუზი საუნი​თა და სო​ლა​რიუმით. და​ხუ​რუ​ლი ჩოგ​ბურ​თის კორ​ტე​ბი. გა​მა​ჯან​სა​ღე​ბე​ლი კლუ​ბი
შეიპინ​გის იარა​ღე​ბით და ინ​სტრუქ​ტო​რე​ბით. მო​ლა​პა​რა​კე​ბე​ბის დარ​ბა​ზი სინ​ქრო​ნუ​ლი მთარ​გმნე​ლე​ბით.
ხუ​თი რეს​ტო​რა​ნი. სა​მი ბა​რი. ღა​მის კა​ფე​ტე​რია. თუ ცეც​ხლი გი​კი​დია, შე​გიძ​ლია ლი​მუ​ზი​ნიც შე​უკ​ვე​თო.
ოფი​სე​ბი ორ​გტექ​ნი​კი​თა და სა​კან​ცე​ლა​რიო ნივ​თე​ბით – მობ​რძან​დით, ვი​საც გნე​ბავთ. იმუ​შა​ვეთ, რო​გორც
გა​გი​ხარ​დე​ბათ. ნე​ბის​მიერი მომ​სა​ხუ​რე​ბა, რი​სი წარ​მოდ​გე​ნაც კი შე​იძ​ლე​ბა. სა​ხუ​რავ​ზე მოედა​ნი ვერ​‐
ტმფრე​ნის​თვის.

ქვეყ​ნად არ არის ისე​თი რამ, რაც აქ არ იყო.

უახ​ლე​სი მოწ​ყო​ბი​ლო​ბა, ნა​ტი​ფი ინ​ტე​რიერი.

ნე​ტავ რა ფირ​მაა ასე​თი, ამო​დე​ნა კო​ლო​სი რომ წა​მოუკი​დე​ბია ზურ​გზე? ხე​ლახ​ლა ჩა​ვათ​ვა​ლიერე მთე​ლი
ბუკ​ლე​ტი პირ​ვე​ლი​დან ბო​ლო გვერ​დამ​დე, მაგ​რამ სიტ​ყვა ვერ ვი​პო​ვე იმ ორ​გა​ნი​ზა​ცი​ის შე​სა​ხებ, რო​მე​ლიც
ამ ოტელს მარ​თავს. რა ოხ​რო​ბაა? ხომ დღე​სა​ვით ნა​თე​ლი​ა: ასე​თი კლა​სის სას​ტუმ​როს წა​მო​ჭიმ​ვა და წარ​‐
მა​ტე​ბით მარ​თვა მხო​ლოდ ძა​ლი​ან ძლი​ერ, პრო​ფე​სიონალ კორ​პო​რა​ცი​ას ხე​ლე​წი​ფე​ბა, რო​მელ​საც ასე​თი​ვე
ოტე​ლე​ბის მთე​ლი ქსე​ლი აქვს ქვე​ყა​ნა​ში. და რად​გან მან, ამ კორ​პო​რა​ცი​ამ, ხე​ლი მოჰ​კი​და ამ საქ​მეს, თა​ვი​‐
სი სა​ხე​ლიც უნ​და მიეთი​თე​ბი​ნა და რეკ​ლა​მა გაეწია იმა​ვე ქსე​ლის და​ნარ​ჩე​ნი ოტე​ლე​ბის​თვის. მა​გა​ლი​თად,
თუ გა​ჩერ​დით ოტელ „პრინ​ცში“, მა​შინ აუცი​ლებ​ლად შე​მოგ​თა​ვა​ზე​ბენ და​ნარ​ჩე​ნი „პრინც-​ოტელების“ მი​სა​‐
მარ​თებს და ტე​ლე​ფო​ნებს. ამას წყა​ლი არ გაუვა.

გარ​და ამი​სა, რა ჭი​რად და​ით​რია ამ მონ​სტრმა გა​ქუ​ცუ​ლი ოტე​ლის სა​ხელ​წო​დე​ბა, რო​მე​ლიც აქ ად​რე იდ​გა?

მაგ​რამ რამ​დენ​საც არ ვფიქ​რობ​დი, გო​ნე​ბა​ში პა​სუ​ხის ჩრდი​ლიც კი არ ამო​ტივ​ტი​ვე​ბუ​ლა.


ბუკ​ლე​ტი მა​გი​და​ზე და​ვაგ​დე, ფე​ხე​ბი დი​ვან​ზე შე​ვაწ​ყვე, მო​ხერ​ხე​ბუ​ლად მოვ​თავ​სდი და პეიზა​ჟის თვა​‐
ლიერე​ბა და​ვიწ​ყე მეთ​ხუთ​მე​ტე სარ​თუ​ლის ფან​ჯრი​დან. თუმ​ცა მხო​ლოდ მო​ლურ​ჯო ცას ვხე​დავ​დი. და რაც
უფ​რო დიდ​ხანს ვუც​ქე​რო​დი ამ უძი​რო ცას, მით უფ​რო ერ​თი ციც​ქნა, მით უფ​რო უაზ​რო მეჩ​ვე​ნე​ბო​და სა​კუ​‐
თა​რი თა​ვი.

ნოს​ტალ​გიური სევ​დით ვიხ​სე​ნებ​დი ძველ ოტელ „დელ​ფინს“. რაც არ უნ​და თქვა, მი​სი ფან​ჯრი​დან ყუ​რე​ბა
გა​ცი​ლე​ბით სა​ინ​ტე​რე​სო იყო.

"},{"head":"6.","content":"

6.

ოტე​ლის შიგ​ნეულის კვლე​ვით თით​ქმის სა​ღა​მომ​დე ვკლავ​დი დროს. შე​მო​ვიარე რეს​ტორ​ნე​ბი და ბა​რე​ბი,
და​ვათ​ვა​ლიერე აუზი, საუნა, გა​მა​ჯან​სა​ღე​ბე​ლი კლუ​ბი, ჩოგ​ბურ​თის კორ​ტე​ბი, შე​ვი​ხე​დე სა​ვაჭ​რო ცენ​ტრში
და რამ​დე​ნი​მე წიგ​ნი ვი​ყი​დე. ვი​ბო​დიალე უზარ​მა​ზარ ფოიეში, სა​თა​მა​შო ავ​ტო​მა​ტე​ბის დარ​ბაზ​შიც შე​ვე​დი
და რამ​დენ​ჯერ​მე გა​ვა​წა​მე „ცალ​ხე​ლა ბან​დი​ტი“. სა​ღა​მოც მა​ლე მო​ვი​და. ზუს​ტად ისე, რო​გორც ლუნა-​‐
პარკში-მეთქი, გა​ვი​ფიქ​რე. არ​სე​ბობს დრო​ის მოკ​ვლის ასე​თი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ხერ​ხი.

რო​ცა დაბ​ნელ​და, ოტე​ლი​დან გა​მო​ვე​დი და სა​პო​როს ქუ​ჩებ​ში სა​ხე​ტიალოდ წა​ვე​დი. რაც უფ​რო მეტს დავ​‐
დიოდი, მით უფ​რო თვალ​სა​ჩი​ნოდ იკ​ვე​თე​ბო​და მეხ​სიერე​ბა​ში ქა​ლა​ქის გე​ოგ​რა​ფია. რო​ცა ძველ ოტელ
„დელ​ფინ​ში“ გავ​ჩერ​დი, თით​ქმის ყო​ველ​დღე მი​წევ​და ამ ქუ​ჩებ​ში ხე​ტიალი, იმ​დენ ხანს, რომ დარ​დი მოგ​‐
კლავ​და. რო​მე​ლი მო​სახ​ვე​ვის მე​რე რა იყო, დღემ​დე მახ​სოვ​და. იმ ძველ ოტელ „დელ​ფინ​ში“ ბუ​ფე​ტიც კი არ
იყო, და რომ ყო​ფი​ლი​ყო კი​დეც, მა​ინც არ მო​გინ​დე​ბო​და იქ წა​სა​უზ​მე​ბა თუ წა​ვახ​შმე​ბა, და მეც მე​გო​ბარ​თან
(ე​სე იგი, კი​კის​თან) ერ​თად ყო​ველ​თვის სად​მე მე​ზობ​ლად ვჭამ​დი. ასე რომ, ამ​ჯე​რად მთე​ლი საათი დავ​ხე​‐
ტიალებ​დი ნაც​ნობ ქუ​ჩებ​ში და ისე​თი გრძნო​ბა მქონ​და, თით​ქოს ჩე​მი ბავ​შვო​ბის კვარ​ტალ​ში შე​ვე​ხე​ტე. მზე
ჩა​ვი​და და ყი​ნუ​ლის ჰაერი კანს წიწ​კნი​და. ფეხ​ქვეშ სქლად და​დე​ბუ​ლი თოვ​ლი ხრა​შუ​ნებ​და. ნიავი არ ქრო​‐
და, ქუ​ჩა​ში სე​ირ​ნო​ბა სა​სიამოვ​ნო იყო. ჰაერი გაკ​რი​ალ​და და გზაჯ​ვა​რე​დი​ნებ​ზე გა​მო​ნა​ბოლ​ქვის​გან რუხ​გა​‐
დაკ​რუ​ლი თოვ​ლის გო​რე​ბი ღა​მის ქა​ლა​ქის სი​ნათ​ლე​ზე ჭი​ან​ჭვე​ლე​ბის ფან​ტას​ტი​კურ ბუ​დე​სა​ვით ბრწყი​ნავ​‐
დნენ.

მა​შინ​დელ​თან შე​და​რე​ბით კვარ​ტა​ლე​ბი ოტელ „დელ​ფი​ნის“ გარ​შე​მო შეც​ვლი​ლი​ყო. რა თქმა უნ​და, „მა​შინ​‐
დე​ლი“ ჩემს შემ​თხვე​ვა​ში მხო​ლოდ ოთ​ხი წლის წი​ნან​დელ მოვ​ლე​ნებს გუ​ლის​ხმობ​და. ასე რომ, შე​ნო​ბე​ბის
დი​დი ნა​წი​ლი ქუ​ჩებ​ში ძვე​ლე​ბუ​რად იდ​გა. არც სა​ერ​თო ატ​მოს​ფე​რო შეც​ვლი​ლი​ყო, მაგ​რამ ჩე​მი სე​ირ​ნო​ბის
პირ​ვე​ლი​ვე წუ​თი​დან ვიგ​რძე​ნი: დრო აქ ერთ ად​გილს არ ტკეპ​ნი​და. ათო​ბით მა​ღა​ზია და​ხუ​რუ​ლი​ყო რე​კონ​‐
სტრუქ​ცი​ის​თვის, რა​საც შე​სას​ვლელ​თან გაკ​რუ​ლი გან​ცხა​დე​ბე​ბი იტ​ყო​ბი​ნე​ბო​და. რამ​დე​ნი​მე ად​გი​ლას ერ​‐
თდროულად მრა​ვალ​სარ​თუ​ლიანი ნა​გე​ბო​ბე​ბი შენ​დე​ბო​და. დრაივ-​ინები ჰამ​ბურ​გე​რე​ბით ავ​ტო​მო​ბი​ლით
მო​სიარუ​ლე​თათ​ვის, საქ​ვეყ​ნოდ ცნო​ბი​ლი მო​დე​ლიერე​ბის ტან​საც​მლის სა​ლო​ნე​ბი, ავ​ტო​შო​პე​ბი ევ​რო​პუ​ლი
ლი​მუ​ზი​ნე​ბით ვეებერ​თე​ლა ვიტ​რი​ნებ​ში, მო​დერ​ნის​ტუ​ლი კა​ფე​ტე​რიები ეგ​ზო​ტი​კუ​რი მცე​ნა​რეებით და ში​და
ბა​ღე​ბით, თით​ქმის მთლიანად მი​ნის გა​მა​ოგ​ნე​ბე​ლი ოფი​სე​ბი – არ​ნა​ხუ​ლი კონ​სტრუქ​ცი​ის აქამ​დე წარ​მო​უდ​‐
გე​ნე​ლი და​წე​სე​ბუ​ლე​ბე​ბი ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით ამოზ​რდი​ლი​ყო მი​წი​დან და მარ​ტო თა​ვი​სი გა​რეგ​ნო​ბი​‐
თაც კი ქა​ლა​ქის ცხოვ​რე​ბი​დან რი​ყავ​დნენ გა​ქუ​ცულ, ფერ​და​კარ​გულ სამ​სარ​თუ​ლიანებს, ქსო​ვი​ლი​საბ​რი​ან
იაფ​ფა​სი​ან ტრაქ​ტი​რებს და ასე​ვე იაფ​ფა​სიანი ტკბი​ლეულის ფარ​დუ​ლებს ნავ​თის ღუმ​ლებ​თან მთვლე​მა​რე
მთე​ლი თა​ვი​ან​თი კა​ტე​ბით. ამ ვიწ​რო ქუ​ჩე​ბის შემ​ხედ​ვა​რეს, უც​ნაური გრძნო​ბა მე​უფ​ლე​ბო​და, ისე​თი, ბავ​‐
შვის სარ​ძე​ვე კბი​ლე​ბის ყუ​რე​ბი​სას რომ გიჩ​ნდე​ბა – თით​ქოს იძუ​ლე​ბუ​ლი ხარ, დროებით იც​ხოვ​რო იმის
გვერ​დით, რაც ძა​ლი​ან მა​ლე გაქ​რე​ბა. ერ​თბა​შად რამ​დე​ნი​მე ბანკს უკ​ვე გა​ეხ​სნა ახა​ლი გან​ყო​ფი​ლე​ბე​ბი.
რო​გორც ჩანს, ცვლი​ლე​ბე​ბის ქა​რი დაქ​რო​და ამ ქუ​ჩებ​ში სწო​რედ ოტელ „დელ​ფი​ნის“ გა​ჩე​ნის წყა​ლო​ბით.
რაც არ უნ​და თქვა, რო​ცა ასე​თი კო​ლო​სი ამო​იზ​რდე​ბა სრუ​ლი​ად უსა​ხურ, ღვთის​გან და​ვიწ​ყე​ბულ ად​გი​ლას
– თით​ქოს ნავ​თო​ბის შად​რე​ვან​მა ამო​ხეთ​ქა უდაბ​ნო​ში: თან​და​თან და გარ​დაუვა​ლად იც​ვლე​ბა ცხოვ​რე​ბის
ბა​ლან​სი. მო​დის ხა​რის​ხობ​რი​ვად სხვა მომ​ხმა​რე​ბე​ლი, იზ​რდე​ბა მო​სახ​ლეობის აქ​ტიურო​ბა.

ან იქ​ნებ მთე​ლი ეს ცვლი​ლე​ბე​ბი გა​ცი​ლე​ბით უფ​რო გლო​ბა​ლუ​რი რამ არის? იქ​ნებ ოტელ „დელ​ფი​ნის“ გა​ჩე​‐
ნას კი არ მოჰ​ყვა ეს ცვლი​ლე​ბე​ბი, თვი​თონ ოტე​ლი არის ამ დი​დი ცვლი​ლე​ბე​ბის მცი​რე ნა​წი​ლი? ვთქვათ,
მხო​ლოდ ერთ-​ერთი პრო​ექ​ტი ქა​ლა​ქის რე​კონ​სტრუქ​ცი​ის გრძელ​ვა​დი​ან გეგ​მა​ში...
ბარ​ში შე​ვიარე, სა​დაც ოდეს​ღაც უკ​ვე ვი​ყა​ვი ნამ​ყო​ფი, დავ​ლიე სა​კე, წა​ვი​ხემ​სე. ბარ​ში ჭუჭ​ყი, ხმაური და
სიიაფე იყო. კერ​ძი გემ​რიელი. რო​ცა სად​მე წა​სა​უზ​მე​ბა მი​წევს, ყო​ველ​თვის ხმაური​ან ად​გილს ვარ​ჩევ. ასე
უფ​რო მშვი​დად ვარ. არც მარ​ტოობას ვგრძნობ, რამ​დე​ნიც მინ​და, იმ​დე​ნი შე​მიძ​ლია ვე​ლა​პა​რა​კო სა​კუ​თარ
თავს – ვე​რა​ვინ გაიგო​ნებს.

ჩე​მი თეფ​ში და​ცა​რი​ელ​და, მაგ​რამ კი​დევ მინ​დო​და რა​ღაც. ისევ შე​ვუკ​ვე​თე სა​კე. ჰო​და, ფინჯან-​ფინჯან რომ
ჩა​ვუშ​ვი კუჭ​ში ბრინ​ჯის ცხე​ლი არა​ყი, დავ​ფიქ​რდი კი​დეც: რას ვა​კე​თებ, რა დამ​რჩე​ნია აქ? ოტე​ლი „დელ​ფი​‐
ნი“ აღარ არ​სე​ბობს. რი​სი მო​ლო​დი​ნიც არ უნ​და მქო​ნო​და მის​გან, ყვე​ლა​ფე​რი ტყუილი​ა: ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“
აღი​გა​ვა პი​რი​სა​გან მი​წი​სა. ის უბ​რა​ლოდ აღარ არ​სე​ბობს. მის ნაც​ვლად ეს ტექ​ნოკ​რა​ტიული სი​მა​ხინ​ჯეა, ზე​‐
საიდუმ​ლო კოს​მო​სურ ბა​ზას რომ მა​გო​ნებს „ვარ​სკვლა​ვუ​რი ომე​ბი​დან“... ეს ყვე​ლა​ფე​რი მხო​ლოდ სიზ​მა​‐
რია, ჩე​მი დაგ​ვიანე​ბუ​ლი ოც​ნე​ბა. ისი​ნი მხო​ლოდ და მხო​ლოდ და​მე​სიზ​მრა – წარ​სულ​ში დან​თქმუ​ლი ოტე​‐
ლი და კა​რის ღი​ობ​ში გაუჩი​ნა​რე​ბუ​ლი კი​კი. შე​იძ​ლე​ბა მარ​თლა ტი​რო​და იქ ვი​ღაც ჩემ გა​მო. მაგ​რამ ყვე​ლა​‐
ფე​რი უკ​ვე დას​რულ​და. აღა​რა​ფე​რი დარ​ჩა. აქ აღა​რა​ფე​რი გე​საქ​მე​ბა!

ზუს​ტად ასეა, გა​ვი​ფიქ​რე. შე​იძ​ლე​ბა ხმა​მაღ​ლაც ვთქვი. სწო​რედ ასეა, აქ მე​ტი აღა​რა​ფე​რი დარ​ჩა. აქ აღა​რა​‐
ფე​რი მე​საქ​მე​ბა. არც არა​ფე​რი მჭირ​დე​ბა.

დიდ​ხანს ვი​ჯე​ქი ტუ​ჩებ​მო​კუ​მუ​ლი და ჩემ წინ, დახ​ლზე დად​გმულ სოიის სოუსის ბოთლს შევ​ყუ​რებ​დი.

რო​ცა დიდ​ხანს ცხოვ​რობ მარ​ტო, უნე​ბუ​რად აკ​ვირ​დე​ბი ყვე​ლა​ფერს, რაც თვალ​ში მოგ​ხვდე​ბა. სა​კუ​თარ
თავ​თან ლა​პა​რა​კიც მო​სუ​ლა. ხმაური​ან ბა​რებ​ში ვახ​შმო​ბაც. შე​ნი ძვე​ლი მან​ქა​ნის გულ​ში უჩუმ​რად სიყ​ვა​‐
რუ​ლიც. და ნება-​ნება ცხოვ​რე​ბის​გან დაღ​ლა.

ბა​რი​დან გა​მო​ვე​დი და ისევ ოტე​ლის​კენ გავ​ბრუნ​დი. შორს კი წავ​სუ​ლი​ყა​ვი, მაგ​რამ უკან და​საბ​რუ​ნე​ბე​ლი
გზის მო​ძებ​ნა არ გამ​ჭირ​ვე​ბია. რო​მელ ქუ​ჩა​ბან​დშიც არ უნ​და ამო​მე​ყო თა​ვი, ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ მა​ინც
თვალ​ში მეჩ​ხი​რე​ბო​და. იმ აღ​მო​სავ​ლე​ლი მოგ​ვე​ბი​ვით, ღა​მე​ში ვარ​სკვლა​ვე​ბის სა​შუალე​ბით რომ გა​იგ​ნეს
გზა იერუ​სა​ლი​მი​სა თუ ბეთ​ლე​მის​კენ. ასე მი​ვაღ​წიე ოტელ „დელ​ფი​ნამ​დე“.

ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი თუ არა, შხა​პი მი​ვი​ღე. მე​რე, სა​ნამ თმა მიშ​რე​ბო​და, ფან​ჯრი​დან ღა​მის სა​პო​როს ვათ​‐
ვა​ლიერებ​დი. გა​მახ​სენ​და, ძველ ოტელ „დელ​ფი​ნის“ ფან​ჯრი​დან შე​ნო​ბა ჩან​და რო​მე​ლი​ღაც ფირ​მის ოფი​‐
სით. ბო​ლოს და ბო​ლოს, რა ფირ​მა იყო, მა​ინც ვერ გა​ვი​გე, მაგ​რამ აშ​კა​რად რა​ღაც ოფი​სი იყო. ყე​ლამ​დე საქ​‐
მე​ში ჩაფ​ლუ​ლი ხალ​ხი დარ​ბო​და სარ​თუ​ლებ​ზე. მე კი მთე​ლი დღე ვაკ​ვირ​დე​ბო​დი ფან​ჯრი​დან. ნე​ტავ სად
არის ახ​ლა ის ფირ​მა? მახ​სოვს, იქ ერ​თი გო​გო​ნა იყო, თვა​ლიც კი დამ​რჩა. ნე​ტავ რა დაემარ​თა? ნე​ტავ რას
საქ​მიანობ​დნენ იმ ოფის​ში?

რა უნ​და მე​კე​თე​ბი​ნა. ერ​თხანს უაზ​როდ დავ​ბო​რიალებ​დი ნო​მერ​ში. მე​რე სა​ვარ​ძელ​ში ჩა​ვე​ხეთ​ქე და ტე​ლე​‐
ვი​ზო​რი ჩავ​რთე. ერ​თმა​ნეთ​ზე უფ​რო გუ​ლი​სამ​რე​ვი გა​და​ცე​მე​ბი იყო. თით​ქოს ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით მიჩ​‐
ვე​ნებ​დნენ ხე​ლოვ​ნუ​რად შექ​მნი​ლი ნარ​წყე​ვის ყვე​ლა სა​ხეობას. და რად​გან ნარ​წყე​ვი ხე​ლოვ​ნუ​რია, ზიზ​ღი
მა​შინ​ვე არ გიპ​ყრობს. მაგ​რამ საკ​მა​რი​სია გა​ნაგ​რძო ყუ​რე​ბა და მა​შინ​ვე ნა​ტუ​რა​ლუ​რი ხდე​ბა. ტე​ლე​ვი​ზო​რი
გა​მოვ​რთე, ჩა​ვიც​ვი, ნომ​რი​დან გა​მო​ვე​დი და ოც​და​მე​ექ​ვსე ბარს მი​ვა​შუ​რე. დახ​ლთან დავ​ჯე​ქი და ლი​მონ​ჩა​‐
წუ​რუ​ლი სო​დიანი არ​ყის წრუპ​ვა და​ვიწ​ყე... ბარ​ში ერ​თი კე​დე​ლი მთლიანად მი​ნის იყო – ფან​ჯა​რა იატა​კი​დან
ჭე​რამ​დე. არაყს ვსვამ​დი და ქვე​ვით გა​ფე​ნილ ღა​მის სა​პო​როს დავ​ცქე​რო​დი. სი​ტუაცია ჩემ გარ​შე​მო კოს​მო​‐
სურ მე​გა​პო​ლისს მა​გო​ნებ​და „ვარ​სკვლა​ვუ​რი ომე​ბი​დან“. თუმ​ცა უნ​და ვა​ღიარო: ბა​რი ერ​თობ ღირ​სეული
გა​მოდ​გა. სას​მელ​საც მშვე​ნივ​რად აზა​ვებ​დნენ. ხა​რის​ხით არც ბო​კა​ლი ჩა​მოუვარ​დე​ბო​და შიგ​თავსს. საკ​მა​‐
რი​სი იყო ეს ბო​კა​ლე​ბი შე​ხე​ბო​და ერ​თმა​ნეთს, რომ დარ​ბა​ზი მე​ლო​დიური, სა​სიამოვ​ნო წკრიალით ივ​სე​ბო​‐
და.

ჩემ გარ​და, ბარ​ში მხო​ლოდ სა​მი ადა​მიანი იყო. შუ​ახ​ნის ორი მა​მა​კა​ცი ყვე​ლა​ზე უფ​რო მყუდ​რო კუთ​ხე​ში
ვის​კის სვამ​და, თან შეთ​ქმუ​ლე​ბი​ვით რა​ღა​ცას ბუტ​ბუ​ტებ​დნენ. ნამ​დვი​ლად არ ვი​ცი, რა​ზე მსჯე​ლობ​დნენ ასე
საიდუმ​ლოდ, მაგ​რამ, რო​გორც ჩანს, მთე​ლი კა​ცობ​რიობის​თვის რა​ღაც სა​ბე​დის​წე​რო​ზე. ვთქვათ, დართ
ვეიდერ​ზე თავ​დას​ხმის საიდუმ​ლო გეგ​მა​ზე. რას გაუგებ?

მარ​ჯვნივ, მა​გი​დას​თან, მდედ​რო​ბი​თი სქე​სის ცამეტი-​თხუთმეტი წლის ახალ​გაზ​რდა არ​სე​ბა იჯ​და, თავ​ზე
პლეიერის ყურ​სას​მე​ნე​ბით, და ჩხი​რით რა​ღაც კოქ​ტე​ილს წრუ​პავ​და. ლა​მა​ზი ბავ​შვია. გრძე​ლი, სწო​რი თმა,
გრძე​ლი წამ​წა​მე​ბი, თვა​ლებ​ში კი გუ​ლი​სა​მა​ჩუ​ყე​ბე​ლი გამ​ჭვირ​ვა​ლო​ბა, რომ​ლის და​ნახ​ვი​სას მათ პატ​რონს
მა​შინ​ვე უნ​დე​ბა რა​ღაც ინა​ნოს, თა​ნაც, კაც​მა არ იცის, რა​ტომ. თი​თე​ბი მა​გი​დის ხის ზე​და​პირ​ზე რა​ღაც უც​‐
ნობ რიტმს აკა​კუ​ნებ​დნენ. ალ​ბათ მხო​ლოდ ეს თი​თე​ბი – მთე​ლი მი​სი გა​რეგ​ნო​ბის უც​ნაური კონ​ტრას​ტი – გა​‐
მოიყუ​რე​ბო​და ნამ​დვი​ლად ბავ​შვუ​რად. თუმ​ცა გო​გო​ნას მოზ​რდილს მა​ინც ვერ უწო​დებ​დი. მაგ​რამ მას​ში უკ​‐
ვე გაღ​ვი​ძე​ბუ​ლი​ყო ის გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი და​მო​კი​დე​ბუ​ლე​ბა სამ​ყა​როს მი​მართ, რომ​ლი​თაც ქა​ლი თა​ვის
გარ​შე​მო ზე​მო​დან დაჰ​ყუ​რებს ყვე​ლა​ფერს. ცუ​დი აზ​რით არა, არა​აგ​რე​სიულად. უბ​რა​ლოდ – რო​გორ ვთქვა
უკეთ – ნე​იტ​რა​ლუ​რად უყუ​რებს სამ​ყა​როს ზე​ვი​დან ქვე​ვით. ეს არის და ეს. რო​გორც ქუ​ჩას ფან​ჯრი​დან.

სი​ნამ​დვი​ლე​ში გო​გო​ნა სა​ერ​თოდ არ​სად არ იყუ​რე​ბო​და. მი​სი მზე​რა, რო​გორც ჩანს, კონ​კრე​ტუ​ლად არაფ​‐
რის​კენ არ იყო მიპ​ყრო​ბი​ლი. ეც​ვა ჯინ​სი, თეთ​რი სპორ​ტუ​ლი ფეხ​საც​მე​ლი და სპორ​ტუ​ლი​ვე ჯემ​პრი წარ​წე​‐
რით GENESIS, თან ვეებერ​თე​ლა ასოებით. ჯემ​პრის სა​ხე​ლოები იდაყ​ვე​ბამ​დე ჰქონ​და აკე​ცი​ლი. მონ​დო​მე​ბით
და თავ​და​ვიწ​ყე​ბით აკა​კუ​ნებ​და მა​გი​დის ზე​და​პირ​ზე რიტმს. თა​ვით ფე​ხე​ბამ​დე ჩაფ​ლუ​ლი​ყო თა​ვი​სი
პლეიერის მუ​სი​კა​ში. დრო​დად​რო ტუ​ჩე​ბი ოდ​ნავ შე​სამ​ჩნე​ვად უტო​კავ​და, უც​ნობ მე​ლო​დი​ას ჰყვე​ბო​და.

– ლი​მო​ნის წვე​ნი უდ​გას, – ჩემ წინ აღი​მარ​თა და, თით​ქოს თავს იმარ​თლებ​სო, ამიხ​სნა ბარ​მენ​მა, – ზის და
ელო​დე​ბა, სა​ნამ დე​და დაბ​რუნ​დე​ბა...

– აჰა, – გა​ურ​კვევ​ლად ჩა​ვი​ბურ​ტყუ​ნე პა​სუ​ხად. მარ​თლაც, უც​ნაური სუ​რა​თი უნ​და იყოს: ცა​მე​ტი წლის ლა​წი​‐
რა​კი ღა​მის ბარ​ში ზის, პლეიერს უს​მენს და რა​ღა​ცას სვამს ღა​მის თერ​თმეტ სა​ათ​ზე. თუმ​ცა ბარ​მენს რომ არ
ეთ​ქვა, ვე​რა​ფერ უც​ნა​ურს ამა​ში ვერ და​ვი​ნა​ხავ​დი. მე რომ მკით​ხოთ, ძა​ლი​ან ბუ​ნებ​რი​ვად და ორ​გა​ნუ​ლა​‐
დაც კი გა​მოიყუ​რე​ბო​და.

კი​დევ შე​ვუკ​ვე​თე არა​ყი და ბარ​მენს ბუ​ნე​ბა​ზე, ამინ​დსა და სხვა უაზ​რო რა​მე​ებ​ზე გა​ვუ​ბი საუბა​რი. ცო​ტა
ხნის შემ​დეგ კი გაკ​ვრით, სხვა​თა შო​რის ჩა​ვუგ​დე სიტ​ყვა – ბო​ლო ორ წე​ლი​წად​ში ყვე​ლა​ფე​რი რო​გორ
შეიცვალა-​მეთქი. სა​ხე​ზე გაკ​ვირ​ვე​ბა გა​მოესა​ხა და თქვა, რომ ოტელ „დელ​ფი​ნის“ გახ​სნამ​დე ტო​კი​ოს ერთ-​‐
ერთ ოტელ​ში მუ​შა​ობ​და და სა​პო​რო​ზე თით​ქმის არა​ფე​რი იცის. ამ დროს ბარ​ში მომ​სვლე​ლე​ბი მომ​რავ​‐
ლდნენ და ჩვე​ნი საუბა​რი თა​ვის​თა​ვად დამ​თავ​რდა – აბ​სო​ლუ​ტუ​რად უშე​დე​გოდ.

უკ​ვე მე​ოთ​ხე არაყს მო​ვუ​ღე ბო​ლო. ვგრძნობ​დი, რომ თა​ვი​სუფ​ლად შე​მეძ​ლო გაგ​რძე​ლე​ბა, მაგ​რამ აქ დიდ​‐
ხანს ჯდო​მა არ მინ​დო​და, ოთ​ხით შე​მო​ვი​ფარ​გლე, ჩეკ​ზე მო​ვა​წე​რე ხე​ლი, ან​გა​რიშ​ში სას​მე​ლიც ჩავ​რთე. რო​‐
ცა ავ​დე​ქი და გა​სას​ვლე​ლის​კენ წა​ვე​დი, გო​გო​ნა ისევ ისე იჯ​და მა​გი​დას​თან და პლეიერს უს​მენ​და. დე​და​მი​‐
სი არ ჩან​და, ყი​ნუ​ლი ლი​მო​ნის წვენ​ში მთლიანად გად​ნა, მაგ​რამ მას, რო​გორც ჩანს, სულ ფე​ხებ​ზე ეკი​და. და
მხო​ლოდ მა​შინ, რო​ცა დახლს მოვ​ცილ​დი, პირ​და​პირ მე შე​მომ​ხე​და. ორი თუ სა​მი წა​მი ათ​ვა​ლიერებ​და ჩემს
სა​ხეს და უცებ ოდ​ნავ გაიღი​მა. ან იქ​ნებ მხო​ლოდ ტუ​ჩე​ბი შეკ​რთნენ შემ​თხვე​ვით? ასეა თუ ისე, მო​მეჩ​ვე​ნა,
რომ შე​მომ​ხე​და. და მის​მა მზე​რამ – რა სა​შინ​ლა​დაც არ უნ​და ჟღერ​დეს – მკერ​დში რა​ღაც შე​მი​ტო​კა. აუხ​სნე​‐
ლი შეგ​რძნე​ბაა – თით​ქოს ეს გო​გო​ნა თვი​თონ მირ​ჩევ​და... უც​ნაური თრთო​ლა სულ​ში. ასე​თი რამ არა​სო​დეს
გა​მო​მე​ცა​და. თით​ქოს იატა​კი​დან ხუთ-​ექვს სან​ტი​მეტ​რზე ლივ​ლი​ვებ.

სრუ​ლი​ად არეული შე​ვე​დი ლიფ​ტში, მეთ​ხუთ​მე​ტე სარ​თულ​ზე ჩა​ვე​დი და ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი. „ა​სე რამ შე​‐
გიპ​ყრო?“ – სა​კუ​თა​რი თა​ვის მიკ​ვირ​და. „თორ​მე​ტი წლის, თუ რამ​დე​ნი​საც არის, ცინ​გლი​ან​მა გო​გო​ნამ გა​გა​‐
ბედ​ნიერა ღი​მი​ლით? შვი​ლად გე​კუთ​ვნის, კრე​ტი​ნო!“

GENESIS… აი, ინე​ბეთ, კი​დევ ერ​თი ბენ​დი იდიოტუ​რი სა​ხელ​წო​დე​ბით.

თუმ​ცა ის გა​რე​მოება, რომ მის ჯემ​პრზე მა​ინ​ცდა​მა​ინც ეს სიტ​ყვა და​ვი​ნა​ხე, სა​შინ​ლად სიმ​ბო​ლუ​რად მო​მეჩ​‐
ვე​ნა. თა​ვი​და​თა​ვი. საწ​ყი​სის და​საწ​ყი​სი.

და მა​ინც. რა კაიფია, ასე​თი ვეებერ​თე​ლა, ყოვ​ლის​შთამ​ნთქმე​ლი სიტ​ყვა და​არ​ქვა როკ-​ენ-როლის ბენდს?

არ გა​მიხ​დია, ისე და​ვეგ​დე სა​წოლ​ზე და და​ხუ​ჭუ​ლი თვა​ლე​ბით ვცა​დე აღ​მედ​გი​ნა მეხ​სიერე​ბა​ში გო​გო​ნას სა​‐
ხე. პლეიერი. ფერ​მკრთა​ლი თი​თე​ბი მა​გი​და​ზე რიტმს აკა​კუ​ნე​ბენ. Genesis. დამ​დნა​რი ყი​ნუ​ლი ბო​კალ​ში.
საწ​ყი​სის და​საწ​ყი​სი.

უძ​რა​ვად ვი​წე​ქი და​ხუ​ჭუ​ლი თვა​ლე​ბით და ვგრძნობ​დი, რო​გორ მივ​ლი​და სხე​ულ​ში ალ​კო​ჰო​ლი. ზონ​რე​ბი შე​‐
ვიხ​სე​ნი, ბა​თინ​კე​ბი გა​ვი​ხა​დე და ლო​გინ​ში შევ​ძვე​რი.

ეტ​ყო​ბა, იმა​ზე მე​ტად ვი​ყა​ვი და​ქან​ცუ​ლი და მთვრა​ლი, ვიდ​რე წარ​მო​მედ​გი​ნა. ვი​წე​ქი და ვე​ლო​დი, რომ რო​‐
მე​ლი​მე ქა​ლის ხმას ეთ​ქვა ჩემ გვერ​დით: „ეი, ძვირ​ფა​სო, დღეს მე​ტის​მე​ტი მო​გი​ვი​და!“ მაგ​რამ არა​ვის არა​‐
ფე​რი უთ​ქვამს. აბ​სო​ლუ​ტუ​რად მარ​ტო ვი​ყა​ვი.

საწ​ყი​სის და​საწ​ყი​სი.

ჩამ​რთველს მივ​წვდი და ტორ​შე​რი ჩა​ვაქ​რე. „ალ​ბათ ისევ „დელ​ფი​ნი“ და​მე​სიზ​მრე​ბა“, – მო​ვას​წა​რი გა​ფიქ​რე​‐
ბა სიბ​ნე​ლე​ში. მაგ​რამ არა​ფე​რი დამ​სიზ​მრე​ბია. დი​ლით, თვა​ლი რომ გა​ვა​ხი​ლე, შიგ​ნით მხო​ლოდ უაზ​რო სი​‐
ცა​რიელე ვიგ​რძე​ნი. აბ​სო​ლუ​ტუ​რი ნუ​ლი, გა​ვი​ფიქ​რე. არც სიზ​მა​რი, არც ოტე​ლი. სრუ​ლი​ად უად​გი​ლო ად​გი​‐
ლას ვიმ​ყო​ფე​ბი და სრუ​ლი სი​სუ​ლე​ლით ვარ და​კა​ვე​ბუ​ლი. ტუ​რის​ტუ​ლი ბა​თინ​კე​ბი გა​თო​ში​ლი ლეკ​ვე​ბი​ვით
ეყა​რა სა​წოლ​თან, იატაკ​ზე.

ფან​ჯრის მიღ​მა ცას და​ბა​ლი, პირ​ქუ​ში ღრუბ​ლე​ბი ფა​რავ​და. შე​ხე​დავ ასეთ ცას და არაფ​რის გა​კე​თე​ბა აღარ
გინ​და. საათი რვის ხუთ წუთს უჩ​ვე​ნებს. თი​თი და​ვა​ჭი​რე დის​ტან​ციური მარ​თვის პულტს, ტე​ლე​ვი​ზო​რი ჩავ​‐
რთე და ლო​გი​ნი​დან და​ვიწ​ყე ახა​ლი ამ​ბე​ბის დი​ლის პროგ​რა​მის ყუ​რე​ბა. წამ​ყვა​ნი დიდ​ხანს ჰყვე​ბო​და რა​ღა​‐
ცას მო​მა​ვა​ლი არ​ჩევ​ნე​ბის შე​სა​ხებ. თხუთ​მე​ტი წუ​თის შემ​დეგ მი​ვა​ფურ​თხე და ტე​ლე​ვი​ზო​რი გა​მოვ​რთე. ავ​‐
დე​ქი და სააბა​ზა​ნო​ში წავ​ლას​ლას​დი. სა​ხე​ზე წყა​ლი შე​ვის​ხი, მე​რე გა​პარ​სვა და​ვიწ​ყე. მე​ტი სიმ​ხნე​ვის​თვის
„ფი​გა​როს ქორ​წი​ნე​ბის“ უვერ​ტიურას ვღი​ღი​ნებ. თუმ​ცა სულ მა​ლე აღ​მო​ვა​ჩი​ნე, რომ უფ​რო „ჯა​დოს​ნუ​რი
ფლეიტა​ა“. რაც უფ​რო მე​ტად ვცდი​ლობ​დი გა​მეხ​სე​ნე​ბი​ნა, რა საიდან იყო, მით მე​ტად ვიხ​ლარ​თე​ბო​დი. რის​‐
თვი​საც არ უნ​და მო​მე​კი​დე​ბი​ნა ხე​ლი ამ დი​ლით, ყვე​ლა​ფე​რი უკუღ​მა გა​მო​დიოდა. პარ​სვი​სას ლო​ყა გა​ვი​ჭე​‐
რი. პე​რან​გი გა​და​ვიც​ვი და აღ​მო​ვა​ჩი​ნე, რომ მან​ჟეტ​ზე ღი​ლი აკ​ლდა.

რეს​ტო​რან​ში სა​უზ​მო​ბი​სას ისევ და​ვი​ნა​ხე გუ​შინ​დე​ლი გო​გო​ნა ბა​რი​დან. მოზ​რდი​ლი ქა​ლის კომ​პა​ნიაში, სა​‐
ვა​რაუდოდ, დე​დას​თან. ფლეიერი თან აღარ ჰქონ​და. ისევ ის ჯემ​პრი ეც​ვა, GENESIS-​ით. მა​გი​დას​თან იჯ​და და
სა​ხე​ზე აღ​ბეჭ​დი​ლი აუტა​ნე​ლი მოწ​ყე​ნი​ლო​ბით სვამ​და ჩა​ის. არც ლორს და არც ერ​ბოკ​ვერცხს არ მიჰ​კა​რე​‐
ბია. დე​და​მი​სი – ყვე​ლაფ​რის მი​ხედ​ვით, სწო​რედ დე​და​მი​სი – ორ​მო​ციოდე წლის, ან ცო​ტა მე​ტის, მი​‐
ნიატიურუ​ლი ქა​ლი გა​მოდ​გა. თმა კუ​დად ჰქონ​და შეკ​რუ​ლი კე​ფა​ზე. აქ​ლე​მის ქაშ​მი​რის სვი​ტე​რი ეც​ვა თოვ​‐
ლი​ვით ქათ​ქა​თა ბლუ​ზა​ზე. წარ​ბე​ბი – ზუს​ტად ისე​თი, რო​გო​რიც მის ქა​ლიშ​ვილს. ცხვი​რი სწო​რი, არის​ტოკ​‐
რა​ტუ​ლი ფორ​მის. მო​თენ​თი​ლო​ბა, რო​გო​რი​თაც იკე​თებ​და ბუ​ტერ​ბროდს, მას​ში ამ​ჟღავ​ნებ​და ნა​ტუ​რას, რო​‐
მე​ლიც ყვე​ლას და ყვე​ლაფ​რის მო​ხიბ​ვლას არის შეჩ​ვეული. ჟეს​ტებ​ში გა​მოს​ჭვიოდა რა​ღაც ისე​თი, რის ნე​‐
ბაც შე​უძ​ლი​ათ მის​ცენ თავს ქა​ლებ​მა, რომ​ლე​ბიც მუდ​მი​ვად ყუ​რად​ღე​ბის ცენ​ტრში არი​ან.

რო​ცა მათ მა​გი​დას ჩა​ვუარე, გო​გო​ნამ უცებ ას​წია თა​ვი, პირ​და​პირ სა​ხე​ში შე​მომ​ხე​და და მხიარუ​ლად გაიცი​‐
ნა. ამ​ჯე​რად სრუ​ლი​ად აშ​კა​რად, ისე არა, რო​გორც გუ​შინ. ნამ​დვი​ლად არ მეშ​ლე​ბო​და...

სა​უზ​მო​ბი​სას მხო​ლოდ მი​სი ღი​მი​ლი მახ​სენ​დე​ბო​და და სხვა ვე​რა​ფერ​ზე ვფიქ​რობ​დი. რა​ზეც არ უნ​და დავ​‐
ფიქ​რე​ბუ​ლი​ყა​ვი, თავ​ში ერ​თი და იგი​ვე სიტ​ყვე​ბი მიტ​რიალებ​და და არა​ფე​რი არ ხდე​ბო​და. ამი​ტომ უბ​რა​‐
ლოდ ვსა​უზ​მობ​დი, სა​პილ​პი​ლეს ვათ​ვა​ლიერებ​დი და სა​ერ​თოდ არა​ფერ​ზე არ ვფიქ​რობ​დი.

"},{"head":"7.","content":"

7.
საქ​მე არ მქონ​და. არც სამ​სა​ხუ​რის ვალ​დე​ბუ​ლე​ბე​ბი, არც პერ​სო​ნა​ლუ​რი სურ​ვი​ლე​ბი. ალ​ბათ კმა​რა: ერ​‐
თხელ უკ​ვე მო​ვინ​დო​მე ოტელ „დელ​ფინ​ში“ გა​ჩე​რე​ბა და აი, რა გა​მო​ვი​და. ოტე​ლი, რო​მელ​შიც ადა​მიანე​ბის
ბე​დი წაღმა-​უკუღმა ტრიალებ​და, აღარ არ​სე​ბობს და ვერც ვე​ღა​რა​ფერს შეც​ვლი. და​მარ​ცხდი, მე​გო​ბა​რო,
და ის დროა, ხე​ლე​ბი ას​წი​ო.

თუმ​ცა მა​ინც ჩა​ვე​დი ფოიეში, მდიდ​რულ დი​ვან​ზე მი​ვეს​ვე​ნე და დღის გან​რი​გის შედ​გე​ნა ვცა​დე. მაგ​რამ გან​‐
რი​გი არ დგე​ბო​და. ად​გი​ლობ​რი​ვი ღირ​სშე​სა​ნიშ​ნაობე​ბის დათ​ვა​ლიერე​ბა არ მინ​დო​და – მაგ​რამ სხვა რა უნ​‐
და გააკე​თო? ვი​ფიქ​რე, დროს კი​ნო​ში მოვკლავ-​მეთქი, მაგ​რამ, ჯერ ერ​თი, ნორ​მა​ლუ​რი არა​ფე​რი გა​დიოდა
და, მეორეც, რა იდიოტო​ბა​ა: ტო​კიოდან სა​პო​რო​ში ჩა​მო​ეთ​რიო, რომ კი​ნო​თე​ატ​რში მოკ​ლა დრო?!.. აბა რა
გა​ვა​კე​თო?

არც არა​ფე​რი.

და სა​პა​რიკ​მა​ხე​რო​ში წას​ვლა გა​დავ​წყვი​ტე.

ბო​ლოს და ბო​ლოს, ტო​კიოში მუდ​მი​ვი მო​უც​ლე​ლო​ბის გა​მო თვე-​ნახევარია თმა არ გა​მიკ​რე​ჭი​ა!

ასე რომ, სწო​რი გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​ბაა. გო​ნივ​რუ​ლი და რეალის​ტუ​რი. გა​მო​გიჩ​ნდა თა​ვი​სუ​ფა​ლი დრო? მიბ​‐
რძან​დი სა​პა​რიკ​მა​ხე​რო​ში! ხომ გო​ნივ​რუ​ლი​ა?! რო​მე​ლი მხრი​და​ნაც არ უნ​და შე​ხე​დო, ისე​თი საქ​ციელია, არ
შეგ​რცხვე​ბა.

ოტე​ლის სა​პა​რიკ​მა​ხე​რო​ში მი​ვე​დი. სუფ​თა​ში, ახალ​თა​ხალ​ში, კე​თილ​სურ​ნე​ლო​ვან​ში – ერ​თი სიამოვ​ნე​ბაა აქ


ყოფ​ნა. მე​გო​ნა, რი​გი იქ​ნე​ბო​და და დიდ​ხანს მო​მი​წევ​და ცდა – მაგ​რამ, თით​ქოს ჯიბ​რზე, ერ​თი ჩვეულებ​რი​ვი
სა​მუ​შაო დღე იყო და არა​ვი​თა​რი რი​გი. სა​ლო​ნის მო​რუ​ხო ცის​ფერ კედ​ლებ​ზე აბ​სტრაქ​ტუ​ლი სუ​რა​თე​ბი ეკი​‐
და, სა​კა​ბე​ლო რა​დიოდან კი ჟაკ რუ​შეს მი​ერ არან​ჟი​რე​ბუ​ლი ბა​ხის კან​ტა​ტა იღ​ვრე​ბო​და. ამ ყვე​ლაფ​რის​‐
თვის „სა​პა​რიკ​მა​ხე​როს“ და​სარ​ქმე​ვად ენა არ მო​გიბ​რუნ​დე​ბო​და კაცს. გინდ აბა​ნო​ში გრე​გო​რიანე​ლი
მღვდლე​ბის გუნ​დის თან​ხლე​ბით გი​ბა​ნა​ვია, გინდ სა​გა​და​სა​ხა​დო სამ​მარ​თვე​ლოს მი​სა​ღებ​ში მე​დი​ტა​ცი​ას
მის​ცე​მი​ხარ სა​კა​მო​ტო რიუიტის New Age-​ზე.

სრუ​ლი​ად ახალ​გაზ​რდა ოს​ტა​ტი მკრეჭ​და, ოც​ზე მე​ტის არ იქ​ნე​ბო​და. ისე​ვე, რო​გორც გუ​შინ​დელ​მა ბარ​მენ​‐
მა, არც ამან იცო​და სა​პო​რო​ზე რა​მე. რო​ცა ვუთ​ხა​რი, ად​რე ამ ად​გი​ლას სხვა, უსა​ხუ​რი სას​ტუმ​რო იდ​გა, რო​‐
მელ​საც ასე​ვე „დელ​ფი​ნი“ ერქვა-​მეთქი, მხო​ლოდ ამოილუღ​ლუ​ღა: „რას ამ​ბობთ?“ და მა​შინ​ვე და​კარ​გა ინ​‐
ტე​რე​სი. რო​გორც ჩანს, მსგავ​სი თე​მე​ბი სულ ფე​ხებ​ზე ეკი​და. ძა​ლი​ან თა​ნა​მედ​რო​ვე ყმაწ​ვი​ლი იყო. Men’s
Bigi-ს პე​რან​გით. თუმ​ცა თა​ვი​სი საქ​მე კარ​გად იცო​და და, თუნ​დაც ამი​ტომ, სა​პა​რიკ​მა​ხე​რო​დან უკ​მა​ყო​ფი​ლო
არ გა​მოვ​სულ​ვარ.

ფოიეში რომ დავ​ბრუნ​დი, ისევ დავ​ფიქ​რდი – კი​დევ სად შე​იძ​ლე​ბა წა​ვეთ​რიო? გაკ​რე​ჭას სულ რა​ღაც ორ​მო​‐
ცი წუ​თი დას​ჭირ​და.

მაგ​რამ თავ​ში არა​ფე​რი მომ​დიოდა.

ერ​თხანს ფოიეს დი​ვან​ზე ვი​ჯე​ქი და აქეთ-​იქით ვი​ყუ​რე​ბო​დი. ად​მი​ნის​ტრა​ტო​რის დახ​ლთან გუ​შინ​დე​ლი


სათ​ვა​ლიანი ქა​ლიშ​ვი​ლი შევ​ნიშ​ნე. ჩვე​ნი მზე​რა ერ​თმა​ნეთს გა​დაეყა​რა და მო​მეჩ​ვე​ნა, რომ ოდ​ნავ დაიძა​ბა.
ნე​ტავ რა​ტომ? ნუ​თუ ჩე​მი არ​სე​ბო​ბის ფაქ​ტი რა​მე​ნაირად აისა​ხა მის შეგ​ნე​ბა​ში? ძნე​ლი სათ​ქმე​ლი​ა...

თერ​თმე​ტი ხდე​ბო​და. სა​დილ​ზეც შე​იძ​ლე​ბო​და ფიქ​რი. ოტე​ლი​დან გა​მო​ვე​დი და ნე​ლა გა​ვუ​ყე​ვი ქუ​ჩას. თან
ვფიქ​რობ​დი, სად და რა შე​იძ​ლე​ბო​და მე​ჭა​მა. მაგ​რამ რო​მელ რეს​ტო​რან​ზეც არ მი​ჩერ​დე​ბო​და მზე​რა, კუ​ჭი
გულ​გრი​ლი რჩე​ბო​და. წყეული მა​და არ მო​დიოდა. ბო​ლოს მი​ვა​ფურ​თხე ყვე​ლა​ფერს, პირ​ვე​ლი​ვე სა​სა​დი​‐
ლო​ში შე​ვე​დი, შე​ვუკ​ვე​თე სპა​გე​ტი სა​ლა​თით და ერ​თი ბოთ​ლი ლუ​დი. ცა დი​ლი​დან​ვე იმუქ​რე​ბო​და თოვ​ლით,
თუმ​ცა ვე​რა და ვერ გა​და​ეწ​ყვი​ტა. ვეებერ​თე​ლა ღრუ​ბე​ლი დაეკი​და ქა​ლა​ქის თავ​ზე, მფრი​ნა​ვი კუნ​ძუ​ლი​ვით
გუ​ლი​ვე​რის მოგ​ზაურო​ბი​დან. საგ​ნებს ირ​გვლივ რუხ​მა ნაც​რის​ფერ​მა გა​დაჰ​კრა. ჩან​გა​ლი, სა​ლა​თა თუ ლუ​‐
დი ბოთ​ლში – ყვე​ლა​ფე​რი ნაცრისფერ-​რუხი გახ​და. ნე​ბის​მიერი მცდე​ლო​ბა, რა​ღაც მოიფიქ​რო ასეთ ამინ​‐
დში, წი​ნას​წარ​ვე გან​წი​რუ​ლი​ა.

ბო​ლოს გა​დავ​წყვი​ტე: ქუ​ჩა​ში გა​მო​ვე​დი, ტაქ​სი გა​ვა​ჩე​რე, ქა​ლა​ქის ცენ​ტრში წა​ვე​დი, ვეებერ​თე​ლა უნი​ვერ​‐
მაღ​ში შე​ვე​დი და დრო​ის მოკ​ვლა და​ვიწ​ყე. ვი​ყი​დე წინ​დე​ბი, წყვი​ლი საც​ვა​ლი, ელე​მენ​ტე​ბი, კბი​ლის ჯაგ​რი​‐
სი და ფრჩხი​ლე​ბის საკ​ვნე​ტი. ბუ​ტერ​ბრო​დე​ბი სა​ღა​მოს​თვის და სქე​ლი ჭი​ქა ბრენ​დის​თვის. ამ სიიდან არც
ერ​თი ნივ​თის გან​სა​კუთ​რე​ბულ აუცი​ლებ​ლო​ბას არ ვგრძნობ​დი. ერ​თა​დერ​თი მიზ​ნით ვყი​დუ​ლობ​დი: რო​გორ​‐
მე მო​მეკ​ლა დრო. და მოვ​კა​ლი კი​დეც – მთე​ლი ორი საათი.

უნი​ვერ​მა​ღი​დან გა​მო​სუ​ლი დიდ​ხანს დავ​ხე​ტიალებ​დი ქუ​ჩებ​ში სრუ​ლი​ად უმიზ​ნოდ და ვიტ​რი​ნებს ვათ​ვა​‐


ლიერებ​დი. რო​ცა ესეც მომ​ბეზ​რდა, შემ​თხვე​ვით კა​ფე​ში შე​ვე​დი, ყა​ვა შე​ვუკ​ვე​თე და ისევ ჯეკ ლონ​დო​ნის ბი​‐
ოგ​რა​ფია გა​დავ​შა​ლე. ასე ჯახირ-​ჯახირით გა​ვიყ​ვა​ნე დრო სა​ღა​მომ​დე. დღე მო​საწ​ყე​ნი ფილ​მი​ვით დას​რულ​‐
და. რაც არ უნ​და თქვა, დრო​ის მოკ​ვლის​გა​ნაც შე​იძ​ლე​ბა დაიღა​ლო და სახ​სრე​ბი აგ​ტკივ​დეს.

ოტელ​ში დავ​ბრუნ​დი და ის იყო, ფოიეს გავ​ლით ლიფ​ტის​კენ გა​ვე​მარ​თე, რომ გა​ვი​გო​ნე, ვი​ღაც სა​ხე​ლით მე​‐
ძა​ხის. სწო​რედ ის სათ​ვა​ლიანი ქა​ლიშ​ვი​ლი გა​მოდ​გა. პირ​და​პირ თა​ვი​სი დახ​ლი​დან მე​ძახ​და. მი​ვე​დი. სიტ​‐
ყვა არ უთ​ქვამს, ფოიეს სულ შო​რეული სექ​ცი​ის​კენ წა​მიყ​ვა​ნა. სექ​ცი​ას „ავ​ტო​მო​ბი​ლე​ბის გა​ქი​რა​ვე​ბა“ ერ​‐
ქვა და გარ​შე​მო ყვე​ლა​ფე​რი სა​რეკ​ლა​მო ბუკ​ლე​ტე​ბით იყო მო​ფე​ნი​ლი. დახ​ლთან არა​ვინ იდ​გა. ქა​ლიშ​ვი​ლი
თი​თე​ბით კალ​მის​ტარს ატ​რიალებ​და და უც​ნაური გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბით მი​ყუ​რებ​და – თით​ქოს სიამოვ​ნე​ბით
მო​მიყ​ვე​ბო​და რა​ღა​ცას, რომ სცოდ​ნო​და, რო​გორ. მა​შინ​ვე მივ​ხვდი: ვერ გაუგია, უჭირს და სა​შინ​ლად ეუხერ​‐
ხუ​ლე​ბა.

– მა​პა​ტი​ეთ... ისე ვერ დაიჭერთ თავს, თით​ქოს ავ​ტო​მო​ბი​ლე​ბის გა​ქი​რა​ვე​ბა​ზე მე​სა​უბ​რე​ბით? – მკით​ხა. და
თით​ქოს უნე​ბუ​რად ფოიეს მო​ავ​ლო თვა​ლი, – საქ​მე ის არის, რომ აკ​რძა​ლუ​ლი გვაქვს პი​რა​დი სა​უბ​რე​ბი
კლი​ენ​ტებ​თან.

წა​მო​წით​ლდა.

– მა​პა​ტი​ეთ... ჩვენს ოტელ​ში ასე​თი მკაც​რი წე​სე​ბი​ა.

გა​ვი​ღი​მე.

– სა​მა​გიეროდ, სათ​ვა​ლე გიხ​დე​ბათ!

– რა ბრძა​ნეთ?

– გით​ხა​რით, რომ ძა​ლი​ან გიხ​დე​ბათ სათ​ვა​ლე.

თი​თით გა​ის​წო​რა ჩარ​ჩო და რამ​დენ​ჯერ​მე ჩა​ახ​ვე​ლა მუჭ​ში. აშ​კა​რად იმ ქა​ლე​ბის რიცხვს ეკუთ​ვნის, ვი​სი
დაბ​ნე​ვაც ად​ვი​ლია.

– იცით, რა​ღაც მინ​დო​და მე​კით​ხა თქვენ​თვის... – დაბ​ნეულო​ბას მოერია და თქვა, – რა​ღაც პი​რა​დუ​ლი.
უცებ მო​მინ​და სა​ხე​ზე მოვ​ფე​რე​ბო​დი, რო​გორ​მე და​მემ​შვი​დე​ბი​ნა, მაგ​რამ ეს შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო. ამი​ტომ უბ​‐
რა​ლოდ ვუს​მენ​დი.

– ოტე​ლის თაობა​ზე, რო​მელ​ზეც გუ​შინ მე​უბ​ნე​ბო​დით... იმა​ზე, ად​რე რომ იდ​გა აქ, – ძა​ლი​ან ჩუ​მად გა​ნაგ​რძო,
– მა​ინც რა ოტე​ლი იყო? ნორ​მა​ლუ​რი?

– რას გუ​ლის​ხმობთ სიტ​ყვა „ნორ​მა​ლურ​ში“? – და​ვინ​ტე​რეს​დი.

თი​თე​ბით თეთ​რი ბლუ​ზის სა​ყე​ლოს ბო​ლო​ებს ჩაეჭი​და და ათიოდე წამს ნერ​ვიულად აწ​ვა​ლებ​და. მე​რე ისევ
ჩა​ახ​ვე​ლა.

– რო​გორ გით​ხრათ... არ ვი​ცი, რო​გორ აგიხ​სნათ... ვთქვათ, რა​მე უც​ნაური რე​პუ​ტა​ცია ხომ არ ჰქონ​და? ჩემ​‐
თვის ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია – სი​მარ​თლე ვი​ცო​დე იმ ძვე​ლი ოტე​ლის შე​სა​ხებ...

თვა​ლებ​ში ჩავ​ხე​დე. რო​გორც ად​რე შევ​ნიშ​ნე, ძა​ლი​ან ლა​მა​ზი თვა​ლე​ბი ჰქონ​და, ნა​თე​ლი. ცო​ტა დიდ​ხანს ვუ​‐
ყუ​რებ​დი ამ თვა​ლებს და ისევ აწით​ლდა.

– რა თქმა უნ​და, არ ვი​ცი, თუ რა​ტომ არის ეს თქვენ​თვის მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი, – ვთქვი, – მაგ​რამ თუ მო​ყო​ლას და​‐
ვიწ​ყებ, ძა​ლი​ან გრძე​ლი ამ​ბა​ვი გა​მო​ვა. ასე რომ, პირ​და​პირ აქ და ახ​ლა საუბა​რი არ გა​მოგ​ვი​ვა. სამ​სა​ხურ​ში
ხართ – საქ​მეც ალ​ბათ თავ​საყ​რე​ლად გაქვთ...

თა​ნამ​შრომ​ლე​ბის​კენ გააპა​რა მზე​რა, დახლს იქით რომ ფუს​ფუ​სებ​დნენ, და არაჩ​ვეულებ​რი​ვი თეთ​რი კბი​‐
ლე​ბით მო​იკ​ვნი​ტა ტუ​ჩი. მე​რე რამ​დე​ნი​მე წამს იყოყ​მა​ნა და თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

– კარ​გი. მა​შინ... შე​იძ​ლე​ბა სამ​სა​ხუ​რის შემ​დეგ ვი​სა​უბ​როთ?

– რო​დის ამ​თავ​რებთ?

– რვა სა​ათ​ზე. მაგ​რამ აქ, ოტელ​თან ახ​ლოს, თქვენ​თან შეხ​ვედ​რა არ შე​მიძ​ლია. ძა​ლი​ან მკაც​რი წე​სე​ბი
გვაქვს. თუ შე​იძ​ლე​ბა, სად​მე სხვა​გან, მო​შო​რე​ბით.

– თუ იცით, სად შე​იძ​ლე​ბა მშვი​დად ვი​სა​უბ​როთ, ნე​ბის​მი​ერ ად​გი​ლას შეგ​ხვდე​ბით.

ისევ და​მიქ​ნია თა​ვი, ორიოდე წა​მით ჩა​ფიქ​რდა. ბლოკ​ნო​ტი​დან ფურ​ცე​ლი ამო​ხია, ავ​ტო​კალ​მით რა​ღაც და​‐
წე​სე​ბუ​ლე​ბის სა​ხელ​წო​დე​ბა და უბ​რა​ლო სქე​მა წაჩ​ხაპ​ნა.

– აი, აქ და​მე​ლო​დეთ. ცხრის ნა​ხე​ვარ​ზე მო​ვალ, – თქვა.

ფურ​ცე​ლი გა​მო​ვარ​თვი და ჯი​ბე​ში ჩა​ვი​დე.

ამ​ჯე​რად თვი​თონ შე​მომ​ხე​და თვა​ლებ​ში.


– ოღონდ გთხოვთ, უც​ნაური არა​ფე​რი იფიქ​როთ... სა​ერ​თოდ, ცხოვ​რე​ბა​ში პირ​ვე​ლად ვიქ​ცე​ვი ასე. წე​სე​ბის
დარ​ღვე​ვას ვგუ​ლის​ხმობ. უბ​რა​ლოდ, ამ შემ​თხვე​ვა​ში სხვა​ნაირად არ გა​მო​დის. თუ რა​ტომ, მე​რე აგიხ​სნით.

– არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში არ ვი​ფიქ​რებ არა​ფერს უც​ნა​ურს. ნუ ღე​ლავთ, – ვუთ​ხა​რი, – ვი​ღაც გა​რე​წა​რი არ გე​‐
გო​ნოთ. ადა​მიანებ​ში გან​სა​კუთ​რე​ბულ სიმ​პა​თი​ას ვერ ვიწ​ვევ, მაგ​რამ ვცდი​ლობ ისე მო​ვიქ​ცე, რომ სა​ბა​ბი
არ მივ​ცე, ვძულ​დე.

ავ​ტო​კა​ლამს თი​თებ​ში ატ​რიალებ​და, თან ერ​თხანს ჩემს სიტ​ყვებ​ზე ფიქ​რობ​და, თუმ​ცა, რო​გორც ჩანს, მა​ინ​‐
ცდა​მა​ინც ვერ ჩას​წვდა აზრს. გა​ურ​კვე​ველ​მა ღი​მილ​მა შეუტო​კა ტუ​ჩე​ბი, საჩ​ვე​ნე​ბელ​მა თით​მა კი ისევ შე​ას​‐
წო​რა სათ​ვა​ლე ცხვირ​ზე.

– მა​შინ შეხ​ვედ​რამ​დე! – თქვა, გა​ნა​წე​სის მი​ხედ​ვით და​მიკ​რა თა​ვი და თა​ვის სექ​ცი​ას მიაშუ​რა. მომ​ხიბ​ლა​ვი
არ​სე​ბაა, რო​გორ​ღაც აფო​რიაქე​ბუ​ლი სუ​ლით.

ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი, მა​ცივ​რი​დან ლუ​დი გა​მო​ვი​ღე და დავ​ლიე. თან უნი​ვერ​მაღ​ში ნა​ყი​დი ბუ​ტერ​ბრო​დე​ბის
ნა​ხე​ვა​რიც გა​ვა​ნად​გუ​რე. ესეც ასე, გა​ვი​ფიქ​რე. ახ​ლა ის მა​ინც ვი​ცი, რით და​ვიწ​ყო. თით​ქოს მან​ქა​ნა დავ​ქო​‐
ქე – და თუმ​ცა ჯერ კი​დევ არ ვი​ცი, სა​ით უნ​და წა​ვი​დე, მა​ინც და​ვი​ძა​რი ად​გი​ლი​დან. და​საწ​ყი​სის​თვის არც
ისე ცუ​დი​ა.

სააბა​ზა​ნო​ში შე​ვე​დი, სა​ხე​ზე წყა​ლი შე​ვის​ხი და ისევ გა​ვი​პარ​სე. უხ​მოდ, მშვი​დად გა​ვი​პარ​სე. სიმ​ღე​რის გა​‐
რე​შე. მე​რე ლო​სიონი წა​ვის​ვი, კბი​ლე​ბი გა​ვი​ხე​ხე. კრი​ტი​კუ​ლად შე​ვათ​ვა​ლიერე სა​კუ​თა​რი თა​ვი სარ​კე​ში,
რაც კარ​გა ხა​ნია არ გა​მი​კე​თე​ბია. ახა​ლი არა​ფე​რი შე​მატ​ყო​ბი​ნა ამ სა​ნა​ხაობამ, არც არა​ვი​თა​რი და​მა​ტე​ბი​‐
თი რწმე​ნა მოუცია. ჩვეულებ​რი​ვი სა​ხეა. რო​გო​რიც იყო ყო​ველ​თვის.

***

რვის ნა​ხე​ვარ​ზე ნომ​რი​დან გა​ვე​დი, ქვე​ვით და​ვეშ​ვი, პირ​და​პირ შე​მო​სას​ვლელ​თან ტაქ​სი​ში ჩავ​ჯე​ქი და შო​‐
ფერს მი​სა​მარ​თიანი ფურ​ცე​ლი გა​ვუ​წო​დე. უხ​მოდ და​მიქ​ნია თა​ვი, ძა​ლი​ან სწრა​ფად მი​მიყ​ვა​ნა, სა​დაც სა​ჭი​‐
რო იყო და ზედ შე​სას​ვლელ​თან ჩა​მომ​სვა. მრიც​ხვე​ლი რამ​დე​ნი​მე ათას იენს უჩ​ვე​ნებ​და.

სა​და, მყუდ​რო ბა​რი ხუთ​სარ​თუ​ლიანი სახ​ლის სარ​დაფ​ში. კა​რის გა​ღე​ბა ვერ მო​ვას​წა​რი, რომ ჯე​რი მა​ლი​გა​‐
ნის საქ​სო​ფო​ნის სო​ლო მე​ცა. უნ​და ვა​ღიარო, ასე​თი ძვე​ლი ფირ​ფი​ტის კვა​ლო​ბა​ზე ბგე​რა სუ​ლაც არ იყო
ური​გო. ამ ალ​ბომს ჯერ კი​დევ მა​შინ იწერ​დნენ, რო​ცა ჯე​რი მხრე​ბამ​დე პატლს და ჭი​პამ​დე ჩახ​სნილ პე​რანგს
ატა​რებ​და, ბენ​დში კი მას​თან ერ​თად უკ​რავ​დნენ ჩეტ ბეიკე​რი და ბობ ბრუკ​მაიერი. ოდეს​ღაც მაგ​რად
ვკაიფობ​დი მათ​ზე. ჯერ კი​დევ მა​შინ, რო​ცა არა​ვი​თა​რი ადამ ან​ტის ხსე​ნე​ბა არ იყო.

ადამ ან​ტი!

ეშ​მაკ​საც წაუღია ისი​ნი ამ თა​ვი​ან​თი სა​ხე​ლე​ბით.

ჯე​რი მა​ლი​გა​ნის ხა​რის​ხიანი სო​ლოს თან​ხლე​ბით ჩა​მოვ​ჯე​ქი დახ​ლთან და სა​ფუძ​ვლიანად, აუჩ​ქა​რებ​ლად


შე​ვუ​ყე​ვი J&B-ს. სა​ათ​ზე რვა და ორ​მოც​და​ხუ​თია, ის კი, ვი​საც ვე​ლო​დე​ბი, არა და არ ჩანს. თუმ​ცა ძა​ლიანაც
არ ვწუხ​ვარ – დი​დი ამ​ბა​ვი, შე​აგ​ვი​ან​და სამ​სა​ხურ​ში. ბა​რი მო​მე​წო​ნა, მარ​ტომ დრო​ის მოკ​ვლა კი კარ​გა ხა​‐
ნია ვის​წავ​ლე. ვის​კი დავ​ლიე და კი​დევ შე​ვუკ​ვე​თე. და რად​გან სა​ყუ​რე​ბე​ლი არა​ფე​რი იყო, სა​ფერ​ფლეს და​‐
ვუწ​ყე თვა​ლიერე​ბა.
ცხრას რომ ხუ​თი უკ​ლდა, რო​გორც იქ​ნა, გა​მოჩ​ნდა.

– მა​პა​ტი​ეთ! – სწრა​ფად ჩაილა​პა​რა​კა, – დღის ბო​ლოს კლი​ენ​ტმა იმა​ტა, თან ცვლა​მაც და​აგ​ვიანა.

– ნუ ღე​ლავთ, – ვუ​პა​სუ​ხე, – საქ​მე მა​ინც არ მაქვს.

კუთ​ხის მა​გი​დას​თან გა​დას​ვლა შე​მომ​თა​ვა​ზა. ჩე​მი ვის​კის ბო​კა​ლი ავი​ღე და გა​დავ​ჯე​ქი. ტყა​ვის ხელ​თათ​მა​‐
ნე​ბი გა​იძ​რო, კუ​ბოკ​რუ​ლი კაშ​ნე მო​იხ​სნა, გრძე​ლი ნაც​რის​ფე​რი პალ​ტო გაიხა​და. სიფ​რი​ფა​ნა ყვი​თე​ლი სვი​‐
ტე​რი​თა და მუ​ქი მწვა​ნე შა​ლის ქვე​და​ტა​ნით დარ​ჩა. სვი​ტერ​ში მომ​წყვდეული მკერ​დი გა​ცი​ლე​ბით დი​დი აღ​‐
მოჩ​ნდა, ვიდ​რე ად​რე მო​მეჩ​ვე​ნა. ნა​ტი​ფი ოქ​როს სა​ყუ​რეები ეკე​თა.

„ბლა​დი მე​რი“ შე​უკ​ვე​თა.

რო​გორც კი მოიტა​ნეს, მა​შინ​ვე აიღო ჭი​ქა და მოს​ვა. ვახ​შამ​ზე რას იტ​ყვით? და​ვინ​ტე​რეს​დი. მი​პა​სუ​ხა, რომ
ჯერ არ ევახ​შმა, მაგ​რამ ოთხ სა​ათ​ზე წაიხემ​სა და მა​ინ​ცდა​მა​ინც არ შია. მე ვის​კი მოვ​სვი, იმან – „ბლა​დი მე​‐
რი“. ბარ​ში კარ​გა აქო​ში​ნე​ბუ​ლი მო​ვარ​და და პირ​ვე​ლი ნა​ხე​ვა​რი წუ​თი ხმა არ ამოუღია – და​ახ​ლოებით ამ​‐
დე​ნი დას​ჭირ​და სუ​ლის ოდ​ნავ მო​სათ​ქმე​ლად. თეფ​ში​დან თხი​ლი ავი​ღე, ერ​თხანს ვათ​ვა​ლიერებ​დი, მე​რე
შევ​ჭა​მე. კი​დევ ერ​თი ცა​ლი ავი​ღე. ისიც შე​ვის​წავ​ლე და პირ​ში ჩა​ვუ​ძა​ხე. ასე, თხი​ლის ჭა​მით ვე​ლო​დი, რო​‐
დის აღიდ​გენ​და სუნ​თქვას.

ბო​ლოს ღრმად ჩაისუნ​თქა და დამ​შვიდ​და. ძა​ლი​ან ღრმად და დიდ​ხანს. თვი​თო​ნაც კი და​იბ​ნა – შეშ​ფო​თე​‐
ბულ​მა შე​მომ​ხე​და, შე​სა​მოწ​მებ​ლად, მე​ტის​მე​ტად ღრმად ხომ არ ჩა​ვი​სუნ​თქე​ო.

– ძნე​ლი სა​მუ​შაოა? – ვკით​ხე.

– კი, – თა​ვი და​მიქ​ნია, – ჭკუიდან შე​იშ​ლე​ბი. ჯერ კი​დევ ისე არ ჩავ​რთულ​ვარ, თვი​თონ ოტე​ლიც სულ ახა​ლი
გახ​სნი​ლია – ხელ​მძღვა​ნე​ლო​ბა გვწვრთნის, რაც ძა​ლი და ღო​ნე აქვს...

ხე​ლე​ბი მა​გი​და​ზე და​აწ​ყო და თი​თე​ბი გა​და​აჯ​ვა​რე​დი​ნა. მარ​ჯვე​ნა ნეკ​ზე ერ​თა​დერ​თი ბე​ჭე​დი შევ​ნიშ​ნე. სა​‐
და, ვერ​ცხლის, უპ​რე​ტენ​ზიო. ოციოდე წა​მი ვის​ხე​დით და ორი​ვე ამ ბე​ჭედს ვუ​ყუ​რებ​დით.

– აბა, რა შე​გიძ​ლი​ათ მით​ხრათ იმ ძვე​ლი ოტე​ლის შე​სა​ხებ? – მკით​ხა ბო​ლოს, – იმე​დია, ჟურ​ნა​ლის​ტი ან რა​მე
ამ​გვა​რი არ ხართ.

– ჟურ​ნა​ლის​ტი? – გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა ვკით​ხე, – რამ გა​ფიქ​რე​ბი​ნათ?

– ისე, უბ​რა​ლოდ... – თქვა.

გავ​ჩუმ​დი. ტუ​ჩი მო​იკ​ვნი​ტა და ერ​თხანს რა​ღაც წერ​ტილს მის​ჩე​რე​ბო​და კე​დელ​ზე.

– თა​ვი​დან მგო​ნი რა​ღაც სკან​და​ლი იყო... ამის შემ​დეგ ხელ​მძღვა​ნე​ლო​ბას ძა​ლი​ან ეში​ნო​და ყვე​ლაფ​რის.
ყვე​ლა​ნაირი რე​პორ​ტიორე​ბი​სა და ჟურ​ნა​ლის​ტე​ბის. ასე​ვე ნე​ბის​მიერი შე​კით​ხვის მი​წის გა​და​ცე​მის თაობა​‐
ზე... ალ​ბათ გეს​მით. ამა​ზე გა​ზე​თებ​ში რომ და​იწ​ყონ წე​რა, ოტელს კარ​გი დღე არ და​ად​გე​ბა. იქ ხომ მთე​ლი
ბიზ​ნე​სი კლი​ენ​ტის ნდო​ბა​ზე​ა... რე​პუ​ტა​ცია შე​ირ​ყე​ვა, ასე არ ა​რის?..
– და რა, სად​მე უკ​ვე და​წე​რეს ამის შე​სა​ხებ?

– ერ​თხელ, ყო​ველ​კვი​რე​ულ​ში. რა​ღაც დიდ ქრთა​მებ​ზე... და თით​ქოს იმათ, ვი​საც მი​წის გა​ყიდ​ვა არ უნ​დო​და,
იაკუ​ძა თუ ულ​ტრა​მე​მარ​ჯვე​ნეები მიუსი​ეს და მა​ინც აიძუ​ლეს... რა​ღაც ამის მსგავ​სი.

– და ამ სკან​დალ​ში ძვე​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ იყო გა​რეული?

ოდ​ნავ მოიბუ​ზა ბო​კა​ლის თავ​ზე და კი​დევ ერ​თი ყლუ​პი „ბლა​დი მე​რი“ მოს​ვა.

– ვფიქ​რობ, რომ იყო. ამი​ტომ დაიძა​ბა ჩვე​ნი მე​ნე​ჯე​რი, რო​ცა ძვე​ლი ოტე​ლი ახ​სე​ნეთ. ხომ შე​ნიშ​ნეთ, რო​გორ
დაიძა​ბა?.. მაგ​რამ, გუ​ლახ​დი​ლად გეტ​ყვით, დე​ტა​ლე​ბი არ ვი​ცი. მხო​ლოდ იმას მოვ​კა​რი ყუ​რი – ახალ ოტელს
ასე იმი​ტომ ჰქვია, რომ დღემ​დე არ​სე​ბობს რა​ღაც კავ​ში​რი ძველ​თან. ეს მით​ხრა ერ​თმა...

– ვინ?

– ჰო... ერ​თმა ჩვენ​მა „კოს​ტი​უმ​მა“.

– კოს​ტი​უმ​მა?

– ჰო. შავ​კოს​ტიუმი​ან​მა მე​ნე​ჯერ​მა...

– გა​სა​გე​ბი​ა... – ვთქვი, – ამის გარ​და, სხვა რამ თუ გა​გი​გო​ნი​ათ ძველ ოტელ​ზე?

თა​ვი გა​და​აქ​ნია. მარ​ცხე​ნა ხე​ლის თი​თე​ბით ბე​ჭე​დი გა​მოს​წია და ისევ თა​ვის ად​გილ​ზე და​აბ​რუ​ნა.

– მე​ში​ნია, – თქვა უცებ ჩურ​ჩუ​ლით, – სულ მე​ში​ნია. ძა​ლი​ან...

– რა არის სა​ში​ში, გა​ზეთ​ში რომ და​წე​რონ თქვენ​ზე?

ისევ გა​აქ​ნია თა​ვი, სულ ოდ​ნავ. მე​რე ბო​კა​ლი ტუ​ჩებ​თან მიიტა​ნა, ჩა​ფიქ​რდა და ამ პო​ზა​ში გაირინ​და. არ ვი​‐
ცი, რო​გორ ავ​ხსნა, მაგ​რამ მო​მეჩ​ვე​ნა, რომ თავ​ში მო​სუ​ლი აზ​რე​ბის​გან ფი​ზი​კურ ტკი​ვილს გრძნობ​და.

– არა, ამი​სი არა... ეშ​მაკს წაუღია გა​ზე​თე​ბი, წე​რონ, რაც უნ​დათ – მე ხომ არა​ფერ შუაში ვარ? ეს ჩვე​ნი ხელ​‐
მძღვა​ნე​ლო​ბა შე​იშ​ლე​ბა ჭკუიდან, ასე რომ... თუმ​ცა, კმა​რა ამა​ზე. სხვა რა​მეს ვგუ​ლის​ხმობ, თვი​თონ ოტელს,
შე​ნო​ბას. იქ, შიგ​ნით, რა​ღაც ისე​თი ხდე​ბა... ძა​ლი​ან უც​ნაური. რა​ღაც ძა​ლი​ან ცუ​დი. რა​ღაც არა​ნორ​მა​ლუ​რი.

გა​ჩუმ​და. ვის​კის ჭი​ქა გა​მოვ​ცა​ლე და ისევ შე​ვუკ​ვე​თე. მის​თვის – „ბლა​დი მე​რი“.

– „ა​რა​ნორ​მა​ლურ​ში“ რას გუ​ლის​ხმობთ? შე​გიძ​ლი​ათ ამიხ​სნათ? – ვთხო​ვე, – რა​მე კონ​კრე​ტუ​ლი მა​გა​ლი​თე​ბი


გაქვთ?
– რა თქმა უნ​და, მაქვს, – მიმ​ქრა​ლი ხმით თქვა, – მაქვს, ოღონდ... სიტ​ყვე​ბით ძნე​ლი ასახ​სნე​ლია. სწო​რედ
ამი​ტომ დღემ​დე არა​ვის​თვის მით​ქვამს. თვი​თონ შეგ​რძნე​ბე​ბი სა​შინ​ლად კონ​კრე​ტუ​ლია, მაგ​რამ რო​გორც
კი და​ვა​პი​რებ აღ​წე​რას, რა​ღაც გათ​ხაპ​ნი​ლი გა​მო​დის... მოკ​ლედ, წე​სიერად ვერ მოჰ​ყვე​ბი.

– რა​ღაც ძა​ლი​ან რეალის​ტუ​რი სიზ​მრის​მაგ​ვა​რი?

– არა! სიზ​მრე​ბი სხვა რა​მეა! სიზ​მრებს მეც ვხე​დავ ხან​და​ხან. თუ დიდ​ხანს გე​სიზ​მრე​ბა რა​ღაც, მა​შინ ამ სიზ​‐
მრის რეალუ​რო​ბის შეგ​რძნე​ბა თან​და​თან ქრე​ბა. აქ კი ყვე​ლა​ფე​რი პი​რი​ქი​თაა! აქ რა დროც არ უნ​და გა​ვი​‐
დეს, შეგ​რძნე​ბა, რომ ეს რეალო​ბაა, ისე​თი​ვე რჩე​ბა! სულ, სულ, სულ, რამ​დენ ხან​საც არ უნ​და გაგ​რძელ​დეს,
ყვე​ლა​ფე​რი ცოც​ხა​ლი​ვით მიდ​გას თვალ​წინ...

ხმა არ ამო​მი​ღი​ა.

– კარ​გი... ახ​ლა შე​ვეც​დე​ბი, რო​გორ​მე მო​გიყ​ვეთ, – გა​დაწ​ყვი​ტა და კი​დევ ერ​თი ყლუ​პი მოს​ვა ბო​კა​ლი​დან. მე​‐
რე ხელ​სა​ხო​ცი აიღო და ტუ​ჩე​ბი შე​იმ​შრა​ლა.

– ეს იან​ვარ​ში მოხ​და. იან​ვრის და​საწ​ყის​ში. ის-​ის იყო, საახალ​წლო დღე​სას​წაულე​ბი დამ​თავ​რდა. სა​ღა​მოს
ცვლამ მო​მი​წია. სა​ერ​თოდ, ქა​ლებს სა​ღა​მოს ცვლა​ში არ ამუ​შა​ვე​ბენ, მაგ​რამ იმ დღეს რო​გორ​ღაც ისე მოხ​‐
და, რომ სხვა არა​ვინ იყო. მოკ​ლედ, ცვლა და​ახ​ლოებით შუაღა​მი​სას დას​რულ​და. ყვე​ლა, ვინც ასე გვი​ან ამ​‐
თავ​რებს, ფირ​მას თა​ვი​სი ხარ​ჯით, ტაქ​სით მიჰ​ყავს სახ​ლში. იმი​ტომ, რომ აღარც მეტ​როა და არც ელექ​ტრო​‐
მა​ტა​რე​ბე​ლი და​დის. თორ​მეტ სა​ათ​ზე ტან​საც​მე​ლი გა​მო​ვიც​ვა​ლე, სა​სამ​სა​ხუ​რო ლიფ​ტში შე​ვე​დი და მე​თექ​‐
ვსმე​ტე სარ​თულ​ზე ავე​დი. იქ და​სას​ვე​ნე​ბე​ლი ოთა​ხია პერ​სო​ნა​ლის​თვის. წიგ​ნი დამ​რჩა იქ. მეორე დღე​საც
შე​მეძ​ლო ამე​ღო, მაგ​რამ ძა​ლი​ან მინ​დო​და ბო​ლომ​დე წა​მე​კით​ხა. თან ერ​თი თა​ნამ​შრო​მე​ლიც, რო​მელ​თან
ერ​თა​დაც ტაქ​სით უნ​და წავ​სუ​ლი​ყა​ვი, ცო​ტა ხნით შე​ყოვ​ნდა. ჰო​და, ვი​ფიქ​რე, ავალ, წიგნს ავიღებ-​მეთქი. შე​‐
ვე​დი ლიფ​ტში და ავე​დი. მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე ნომ​რე​ბი არ არის, მხო​ლოდ სა​სამ​სა​ხუ​რო ოთა​ხე​ბია – მა​‐
გა​ლი​თად, და​სას​ვე​ნე​ბე​ლი ოთა​ხი. იქ შე​გიძ​ლია წათ​ვლი​მო კი​დეც. კი​დევ სამ​ზა​რეულო, ჩა​ის მო​სა​დუ​ღებ​‐
ლად. ასე რომ, ხში​რად ავ​დი​ვარ იქ, დღე​ში რამ​დენ​ჯერ​მე.

მოკ​ლედ, ჩერ​დე​ბა ლიფ​ტი, იღე​ბა კა​რი, გა​მოვ​დი​ვარ. რო​გორც ყო​ველ​თვის. დაუფიქ​რებ​ლად. ალ​ბათ იცით,
ხში​რად ხდე​ბა ასე. რო​ცა რა​ღაც ჩვე​ულს აკე​თებ, ან დი​დი ხნის ნაც​ნობ ად​გი​ლებ​ში მი​დი​ხარ, არ ფიქ​რობ,
რას აკე​თებ, ავ​ტო​მა​ტუ​რად მოქ​მე​დებ. ჰო​და, მეც ასე: უბ​რა​ლოდ, ნა​ბი​ჯი გა​დავ​დგი ლიფ​ტი​დან. უფიქ​რე​‐
ლად. არა, რა​ღა​ცა​ზე მა​ინც ვფიქ​რობ​დი. რა თქმა უნ​და. ახ​ლა აღარ მახ​სოვს, რა​ზე... გა​მოვ​დი​ვარ ლიფ​ტი​‐
დან, ხე​ლე​ბი პალ​ტოს ჯი​ბე​ებ​ში მიწ​ყვია და უცებ ვხე​დავ: ჩემ გარ​შე​მო ბნე​ლა. აბ​სო​ლუ​ტუ​რი წყვდიადი, არა​‐
ფე​რი არ ჩანს. უკან დაბ​რუ​ნე​ბა და​ვა​პი​რე, მაგ​რამ კა​რი უკ​ვე დაიხუ​რა! ჯერ ვი​ფიქ​რე, სი​ნათ​ლე გამოირთო-​‐
მეთქი. მაგ​რამ მა​შინ​ვე მივ​ხვდი: არა, ეს შე​უძ​ლე​ბე​ლია. იმი​ტომ რომ ოტელ​ში ავ​ტო​მა​ტუ​რი ენერ​გო​მო​მა​რა​‐
გე​ბის სის​ტე​მაა. ჩვენ სას​წავ​ლო გან​გა​ში ჩაგ​ვი​ტა​რეს, ამი​ტომ ვი​ცი. ელექ​ტრო​ბა აქ არა​ფერ შუაშია. ავ​ტო​ნო​‐
მიური სის​ტე​მაც რომ გა​მო​ვი​დეს მწყობ​რი​დან, საავა​რიო ნა​თუ​რე​ბი მა​ინც ან​თია სა​ხან​ძრო გა​სას​ვლე​ლე​ბის
თავ​ზე. მოკ​ლედ, ასე​თი წყვდიადი სა​ერ​თოდ გა​მო​რიც​ხუ​ლია. სულ უკი​დუ​რეს შემ​თხვე​ვა​ში დე​რეფ​ნე​ბი
მკრთა​ლი მწვა​ნე შუ​ქით ნათ​დე​ბა. არ შე​იძ​ლე​ბა, რომ არ გა​ნათ​დეს. რაც არ უნ​და მოხ​დეს.

აქ კი: ისე​თი სი​შა​ვე, თვალ​თან თითს ვერ მიიტან. მხო​ლოდ ლიფ​ტის გა​მო​სა​ძა​ხე​ბე​ლი ღი​ლა​კი და სარ​თუ​‐
ლე​ბის ციფ​რე​ბიანი ეკ​რა​ნი ჩანს... მე, რა თქმა უნ​და, მა​შინ​ვე ღი​ლაკს ვა​ჭერ. წყეული ლიფ​ტი კი სად​ღაც
სულ ქვე​ვით ჩა​სუ​ლა – უკან წა​მოს​ვლას არ აპი​რებს! აი, ახ​ლა კი გა​ვე​ბი, ვფიქ​რობ, ლო​დი​ნი მო​მი​წევს. ვდგა​‐
ვარ და აქეთ-​იქით ვი​ხე​დე​ბი. ში​შის​გან ვცახ​ცა​ხებ, თან გა​ცო​ფე​ბუ​ლი ვარ... და იცით, რა​ტომ?

თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– წარ​მო​იდ​გი​ნეთ: რად​გან მთელ სარ​თულ​ზე არ არის სი​ნათ​ლე, ესე იგი, ოტე​ლის მუ​შაობა​ში რა​ღაც შე​ფერ​‐
ხე​ბაა. ასე არ არის? ესე იგი, ან ტექ​ნი​კამ გვი​ღა​ლა​ტა, ან პერ​სო​ნალს აქვს პრობ​ლე​მე​ბი. ეს კი მხო​ლოდ
ერთს ნიშ​ნავს: ყვე​ლას ისევ ყუ​რებ​ზე დაგ​ვა​ყე​ნე​ბენ. ისევ მუ​შაობა გა​მო​სას​ვლელ დღე​ებ​ში, წვრთნა დი​ლი​‐
დან და​ღა​მე​ბამ​დე, პან​ჩუ​რი ხელ​მძღვა​ნე​ლო​ბის​გან ნე​ბის​მიერი სა​ბა​ბით... ღმერ​თო ჩე​მო, რო​გორ მომ​წყინ​‐
და ყვე​ლა​ფე​რი! ეს-​ეს არის, თით​ქოს ყვე​ლა​ფე​რი დამ​შვიდ​და, და აჰა!

– ჰო, სამ​წუ​ხა​რო​ა... – თა​ნაგ​რძნო​ბა გა​მოვ​ხა​ტე.

– და აი, ვდგა​ვარ, ამ ყვე​ლა​ფერ​ზე ვფიქ​რობ და ვბრა​ზობ. სიბ​რა​ზე შიშ​საც კი აჭარ​ბებს. თან ვფიქ​რობ: ის მა​‐
ინც ხომ უნ​და ვნა​ხო, რა ხდე​ბა... ორიოდე ნა​ბი​ჯით ვშორ​დე​ბი ლიფტს. ძა​ლი​ან ნე​ლა. ვგრძნობ, რა​ღაც ისე
ვერ არის. ნა​ბი​ჯე​ბის ხმა ისე​თი არ არის, რო​გორც ყო​ველ​თვის. მარ​თა​ლია, ქუს​ლიანი ფეხ​საც​მე​ლი მაც​ვია,
მაგ​რამ ფეხ​ქვეშ რა​ღაც უჩ​ვეულოს ვგრძნობ. ისე​თი შეგ​რძნე​ბა არ არის, რო​გო​რიც ხა​ლი​ჩა​ზე ფე​ხის დად​‐
გმი​სას – რა​ღაც მე​ტის​მე​ტად მა​გა​რი​ა.... მე მო​მე​ტე​ბუ​ლი მგრძნო​ბე​ლო​ბა მაქვს და, მერ​წმუ​ნეთ, ასეთ რა​ღა​‐
ცებ​ში არ ვცდე​ბი! და კი​დევ, გარ​შე​მო რა​ღაც უც​ნაური ჰაერია. მწა​რე, თით​ქოს გა​ზე​თე​ბი დაწ​ვეს. ისე​თი არა,
რო​გორც ოტელ​ში. ოტელ​ში ჰაერის სი​სუფ​თა​ვეს კონ​დი​ციონე​რი აკონ​ტრო​ლებს. მთელ შე​ნო​ბა​ში. ვერ წარ​‐
მო​იდ​გენთ, დღე​ში რამ​დენ ჰა​ერს ქა​ჩა​ვენ! და არა მარ​ტო ქა​ჩა​ვენ, სა​გან​გე​ბოდ ამუ​შა​ვე​ბენ კი​დეც. ჩვეულებ​‐
რივ ოტე​ლებ​ში ჰაერი გა​მომ​შრა​ლია, თან ისე, რომ სუნ​თქვა ჭირს, ჩვენ​თან კი ბუ​ნებ​რივ ატ​მოს​ფე​როს ინარ​‐
ჩუ​ნე​ბენ! დამ​წვა​რი გა​ზე​თე​ბი რა მო​სა​ტა​ნია! აი, ეს ჰაერი კი, თუ ძა​ლი​ან მარ​ტი​ვად ვიტ​ყვი, აშ​მო​რე​ბუ​ლია,
თით​ქოს ასი წე​ლი შე​ნო​ბა არ გაუნიავე​ბი​ათ. პა​ტა​რაობი​სას პა​პა​ჩემ​თან, სო​ფელ​ში, სარ​დაფ​ში ჩავ​ძვე​რი...
ზუს​ტად ასე​თი სუ​ნი იდ​გა. აი, ძველ​მა​ნე​ბის სხვა​დას​ხვა სუ​ნი რომ აურიო ერ​თმა​ნეთ​ში და ასე და​ამ​ჟა​ვო თავ​‐
და​ცო​ბი​ლი, მთე​ლი საუკუ​ნე...

გა​დავ​წყვი​ტე, ისევ გა​მო​მე​ძა​ხე​ბი​ნა ლიფ​ტი, ყო​ვე​ლი შემ​თხვე​ვის​თვის. მი​ვი​ხე​დე და ღი​ლა​კი გამ​ქრა​ლია!


აღარც ციფ​რე​ბიანი ეკ​რა​ნი ჩანს! სა​ერ​თოდ არა​ფე​რი აღარ ან​თია. სრუ​ლი წყვდიადი. აბ​სო​ლუ​ტუ​რი. ახ​ლა კი
მარ​თლა შევ​შინ​დი. ვერ მაქვს სა​ხუ​მა​როდ საქ​მე! სრუ​ლი​ად მარ​ტო ვდგა​ვარ, წარ​მოდ​გე​ნა არ მაქვს სად,
გარ​შე​მო არა​ფე​რი ჩანს. ლა​მის მოვ​კვდე ში​შის​გან. და თავ​ში მა​ინც მიტ​რიალებს: შე​უძ​ლე​ბე​ლია, რა​ღაც
შეუთან​ხმებ​ლო​ბაა. ბგე​რე​ბი სრუ​ლი​ად გაქ​რა. მკვეთ​რი, სუ​ლის​შემ​ძვრე​ლი სი​ჩუ​მეა. უც​ნაური არ არის?
ვეებერ​თე​ლა ოტელ​ში უცებ ითი​შე​ბა დე​ნი. რა​ტომ არა​ვინ არ დარ​ბის დე​რეფ​ნებ​ში და კი​ბე​ებ​ზე? ოტე​ლი სავ​‐
სეა ხალ​ხით – ერ​თი ამ​ბა​ვი უნ​და იყოს მთელ შე​ნო​ბა​ში! აქ კი არც ჩქა​მი, არც გაჭ​რიალე​ბა. სა​ერ​თოდ ვე​რა​‐
ფე​რი გა​მი​გი​ა...

შეკ​ვე​თა მოგ​ვი​ტა​ნეს. სინ​ქრო​ნუ​ლად ავ​წი​ეთ ჭი​ქე​ბი და თი​თო ყლუ​პი მოვ​სვით. თი​თით სათ​ვა​ლის ჩარ​ჩო გა​‐
ის​წო​რა. ჩუ​მად ვე​ლო​დი გაგ​რძე​ლე​ბას.

– აბა, რო​გო​რია? – მკით​ხა, – ჯერ კი​დევ ვე​რა​ფე​რი კონ​კრე​ტუ​ლი ვერ დაიჭი​რეთ ჩემს შეგ​რძნე​ბებ​ში?

– რა​ღაც კი, – ვთქვი, – ლიფ​ტი​დან გა​მო​დი​ხართ მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე. გარ​შე​მო ბნე​ლა. უც​ნაური სუ​ნი
დგას. მე​ტის​მე​ტი სი​ჩუ​მეა. რა​ღაც ისე ვერ არის.

ღრმად ჩაისუნ​თქა.

– არ მინ​და ვიტ​რა​ბა​ხო, მაგ​რამ... ბუ​ნე​ბით სუ​ლაც არ ვარ მში​შა​რა. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ქა​ლის კვა​ლო​ბა​ზე
მა​გა​რი ნერ​ვე​ბი მაქვს. და მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ უცებ ჩაქ​რა სი​ნათ​ლე, მე​ტი წი​ლი გო​გოების მსგავ​სად არ
ავ​ტეხ კი​ვილს მთე​ლი ქვეყ​ნის გა​სა​გო​ნად... რო​ცა გე​ში​ნია, გე​ში​ნია, ტყუ​ილს ვერ ვიტ​ყვი. მაგ​რამ ნე​ბა მივ​ცე
შიშს დამ​თრგუ​ნოს, ეს ჩე​მი საქ​მე არ არის. ჰო​და, გა​დავ​წყვი​ტე, მე​ში​ნია თუ არ მე​ში​ნია, ვნა​ხო, რა ხდე​ბა. და
ხე​ლის ცე​ცე​ბით გა​ვუ​ყე​ვი დე​რე​ფანს...

– რო​მელ მხა​რეს? – და​ვა​ზუს​ტე.

– მარ​ჯვნივ! – სწრა​ფად თქვა და ჰა​ერ​ში მარ​ჯვე​ნა ხე​ლი გა​იქ​ნია, კი​დევ ერ​თხელ და​სარ​წმუ​ნებ​ლად, რომ
ნამ​დვი​ლად მარ​ჯვე​ნა იყო, – ჰო, ზუს​ტად, მარ​ჯვნივ წა​ვე​დი. ძა​ლი​ან ნე​ლა... დე​რე​ფა​ნი ჯერ პირ​და​პირ მი​‐
დიოდა. მივ​დი​ვარ, კე​დელს მივ​ყვე​ბი და უცებ! მარ​ჯვნივ შე​უხ​ვია. ვხე​დავ, წინ რა​ღაც ბჟუ​ტავს. ძლივს ჩანს,
შორს თით​ქოს სან​თე​ლი ან​თია. აჰა, ვფიქ​რობ, ვი​ღა​ცამ სან​თე​ლი აან​თო. მეც იქით უნ​და წა​ვი​დე. ცო​ტა რომ
მი​ვუ​ახ​ლოვ​დი, ვხე​დავ: არა​ვი​თა​რი სან​თე​ლი არ ან​თია, გა​მო​ღე​ბუ​ლი კა​რი​დან გა​მო​დის შუ​ქი. თვი​თონ კა​‐
რიც ძა​ლი​ან უც​ნაურია. ასე​თი კა​რი არას​დროს მი​ნა​ხავს. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ჩვენს ოტელ​ში ასე​თი არ უნ​‐
და იყოს. ამის მიუხე​და​ვად, კა​რი მა​ინც იყო, ნაპ​რა​ლი​დან კი სი​ნათ​ლე გა​მო​დიოდა. ვდგა​ვარ ამ კა​რის წინ,
თავ​ში ყვე​ლა​ფე​რი ამე​რია, არ ვი​ცი, რა გა​ვა​კე​თო. იქ​ნებ კარს იქით არც არა​ვი​ნაა. იქ​ნებ არის კი​დეც, მაგ​რამ
ვი​ღაც მა​ნიაკი. თან კა​რიც რა​ღაც უც​ნაური​ა... მოკ​ლედ, ავ​დე​ქი და ფრთხი​ლად და​ვა​კა​კუ​ნე. ძა​ლი​ან ფრთხი​‐
ლად, ისე რომ, ძნე​ლი გა​სარ​კვე​ვი იყოს, აკა​კუ​ნე​ბენ თუ არა. ოღონდ ირ​გვლივ ისე​თი სი​ჩუ​მე იდ​გა, მთელ
სარ​თულ​ზე გრუ​ხუ​ნი​ვით გა​ის​მა! კარს მიღ​მა კი არა​ვი​თა​რი რე​აქ​ცი​ა... პირ​ვე​ლი ათი წა​მის გან​მავ​ლო​ბა​ში.
ესე იგი, ათი წა​მი ვი​დე​ქი და ვფიქ​რობ​დი, რა მექ​ნა. უცებ იქი​დან ხმა მო​ის​მა. ისე​თი, თით​ქოს ვი​ღაც ძა​ლი​ან
მძი​მე​ტა​ნი​სა​მო​სიანი დგე​ბა იატა​კი​დან. მე​რე ნა​ბი​ჯე​ბის ხმაც გა​ვი​გო​ნე. სა​შინ​ლად ნე​ლი. ფა​ჩუ​ნის​მაგ​ვა​რი.
შრ-​რ-რ... შრ-​რ-რ... შრ-​რ-რ... ისე​თი უც​ნაური, ფოს​ტლებს თუ ფე​ხებს იატაკ​ზე მო​ათ​რევს... და ნაბიჯ-​ნაბიჯ
კარს უახ​ლოვ​დე​ბა...

ოდეს​ღაც გა​გო​ნი​ლის გახ​სე​ნე​ბა​ზე სად​ღაც ზე​ვით აიხე​და, რამ​დე​ნი​მე წა​მით ასე გაირინ​და. მე​რე გა​მო​ერ​კვა
და თა​ვი გა​და​აქ​ნია.

– რო​ცა ეს ხმა გა​ვი​გო​ნე, ში​შის​გან გავ​ქვავ​დი. უცებ ვიგ​რძე​ნი: ადა​მიანი ასე ვერ ივ​ლის. თუ რა​ტომ, ვერ ავ​‐
ხსნი, მაგ​რამ ვგრძნობ: ეს ადა​მიანი არ არის... ცხოვ​რე​ბა​ში პირ​ვე​ლად ში​შის​გან ზურ​გი ყი​ნუ​ლად მექ​ცა. არა,
გა​და​ტა​ნი​თი მნიშ​ვნე​ლო​ბით არა, პირ​და​პირ, ყი​ნუ​ლად... და გა​ვი​ქე​ცი. კის​რის​ტე​ხით. ორ​ჯერ თუ სამ​ჯერ და​‐
ვე​ცი. მე​რე ვნა​ხე, წინ​დე​ბი სულ დამ​გლე​ჯო​და. ოღონდ არა​ფე​რი არ მახ​სოვს. მხო​ლოდ ის მახ​სოვს, რომ მივ​‐
რბი​ვარ... მივ​რბი​ვარ... თავ​ში მხო​ლოდ ერ​თი აზ​რი ხტის: „ღმერ​თო, ოღონდ ლიფ​ტი არ ჩა​ძაღ​ლდეს. მაგ​რამ
თუ ჩა​ძაღ​ლდე​ბა, რა უნ​და ვქნა?“ მი​ვირ​ბი​ნე ლიფ​ტამ​დე. ვხე​დავ, მუ​შა​ობს! გა​მო​ძა​ხე​ბის ღი​ლა​კიც ან​თია,
ციფ​რე​ბიანი ეკ​რა​ნიც. ოღონდ თვი​თონ ლიფ​ტი, თით​ქოს ჯი​ნა​ზე, პირ​ველ სარ​თულ​ზე დგას! მთე​ლი ძა​ლით
მი​ვა​წე​ქი ღი​ლაკს და და​იძ​რა. ნე​ლა, ძა​ლი​ან ნე​ლა. გა​გიჟ​დე​ბი, ისე ნე​ლა... მეორე სარ​თუ​ლი... მე​სა​მე... მე​ოთ​‐
ხე... ლა​მის ვყვი​რი – „ჩქა​რა, ჩქა​რა!..“ აზ​რი არა აქვს. წა​მე​ბა იყო, იმ​დენ ხანს მო​ხო​ხავ​და. თით​ქოს დამ​ცი​ნო​‐
და...

სუ​ლი მო​ით​ქვა, „ბლა​დი მე​რი“ მოს​ვა და ნეკ​ზე ბე​ჭე​დი შე​ატ​რიალა.

ჩუ​მად ვიც​დი​დი. მუ​სი​კა ჩა​ჩუმ​და. ვი​ღა​ცის სი​ცი​ლი გა​ის​მა.

– და მა​შინ ისევ გა​ვი​გო​ნე... ნა​ბი​ჯე​ბის ხმა, შრ-​რ-რ... შრ-​რ-რ... ნე​ლი. სულ უფ​რო და უფ​რო ახ​ლოს... შრ-​რ-რ...
შრ-​რ-რ... ვი​ღაც გა​მო​ვი​და კა​რი​დან, მარ​ცხნივ შე​მო​უხ​ვია და... სულ ახ​ლოს... აი, ეს იყო ნამ​დვი​ლი ში​შის ზა​‐
რი! უფ​რო სწო​რად, ში​შის ზა​რიც არა... უბ​რა​ლოდ, ვგრძნობ – კუ​ჭი ნელ-​ნელა ყე​ლის​კენ ამო​დის. ოფ​ლში
ვცუ​რავ. ცივ, წე​ბო​ვან ოფ​ლში. და ტან​ზე თით​ქოს გვე​ლე​ბი დას​რიალე​ბენ... წყეული ლიფ​ტი კი ვე​რა და ვერ
მო​დის! მეშ​ვი​დე სარ​თუ​ლი... მერ​ვე... მეც​ხრე... ნა​ბი​ჯე​ბი კი სულ ახ​ლო​ა!

ნა​ხე​ვა​რი წუ​თით გა​ჩუმ​და. და მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში ბე​ჭედს აწ​ვა​ლებ​და ნეკ​ზე. თით​ქოს ტალ​ღის
და​სა​ჭე​რად რა​დიომიმ​ღე​ბის გა​დამ​რთველს ატ​რიალებ​და. დახლს იქით მდგომ​მა ქალ​მა რა​ღაც თქვა. მა​მა​‐
კაც​მა ისევ გაიცი​ნა. მუ​სი​კა მა​ინც ჩარ​თონ მა​ლე, გა​ვი​ფიქ​რე.

– ასეთ ში​შის ზარს ვერ აუწერ იმას, ვი​საც არ გა​მო​უც​დია, – მიმ​ქრა​ლი ხმით თქვა.

– და რით დამ​თავ​რდა ეს ყვე​ლა​ფე​რი? – ვკით​ხე.

– უცებ ვხე​დავ: ჩემ წინ ლიფ​ტის ღია კა​რია, იქი​დან კი კაშ​კა​შა სი​ნათ​ლე გა​მო​დის! ლა​მის ყი​რა​ზე გა​და​ვე​დი,
ისე შევ​ვარ​დი... ბნე​დიანი​ვით ვცახ​ცა​ხებ და პირ​ვე​ლი სარ​თუ​ლის ღი​ლაკს ვაწ​ვე​ბი, მთე​ლი ძა​ლით ვაწ​ვე​ბი...
ჩა​ვე​დი დაბ​ლა – მთე​ლი ფოიე შოკ​შია. აბა, რა იქ​ნე​ბა. წარ​მო​იდ​გი​ნეთ: მიტ​კა​ლი​ვით გა​თეთ​რე​ბუ​ლი გა​მოვ​‐
ვარ​დი ლიფ​ტი​დან, ვერ​ხვის ფო​თო​ლი​ვით ვცახ​ცა​ხებ, გულ​საკ​ლა​ვად ვქვი​თი​ნებ... მა​შინ​ვე მო​ირ​ბი​ნა მე​ნე​‐
ჯერ​მა, რა მოხ​დაო, მე​კით​ხე​ბა. მეც, სულს კი ვერ ვით​ქვამ, მაგ​რამ რა​ღა​ცის ახ​სნას ვცდი​ლობ. იქ, მე​თექ​‐
ვსმე​ტე სარ​თულ​ზე, რა​ღაც უც​ნაური ხდება-​მეთქი. მე​ნე​ჯერ​მა კი​დევ ერ​თი ბი​ჭი წა​მო​იყ​ვა​ნა და სამ​ნი ავე​‐
დით მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე. ოღონდ იქ უკ​ვე არა​ფე​რი აღარ არის! სიგ​ნა​ლი​ზა​ცია, რო​გორც წე​სი, წით​ლად
ან​თია და არა​ვი​თა​რი უც​ნაური სუ​ნი. ყვე​ლა​ფე​რი ჩვეულებ​რი​ვა​და​ა... და​სას​ვე​ნე​ბელ ოთახ​ში შე​ვი​ხე​დეთ,
იმის სა​კით​ხა​ვად, რა და რო​გორ მოხ​და. იქ ორი თა​ნამ​შრო​მე​ლი იყო, მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში არ ეძი​‐
ნათ, მაგ​რამ არა​ვი​თა​რი სი​ნათ​ლის გა​მორ​თვა არ შეუნიშ​ნავთ. ყო​ვე​ლი შემ​თხვე​ვის​თვის მთე​ლი სარ​თუ​ლი
შე​მო​ვიარეთ, მაგ​რამ უც​ნაური ვე​რა​ფე​რი აღ​მო​ვა​ჩი​ნეთ. წმინ​და წყლის ცდუ​ნე​ბა​ა...
ის-​ის იყო დავ​ბრუნ​დით პირ​ველ სარ​თულ​ზე, რომ მე​ნე​ჯე​რი კა​ბი​ნეტ​ში მე​ძა​ხის. ახ​ლა, ვფიქ​რობ, ყვი​რილს
და​მიწ​ყებს. ის კი სუ​ლაც არ გაბ​რა​ზე​ბუ​ლა. დაწ​ვრი​ლე​ბით მო​მი​ყე​ვი, რა მოხ​დაო. მეც სულ დე​ტა​ლუ​რად მო​‐
ვუ​ყე​ვი. უკა​ნას​კნელ იდიოტად კი ვგრძნობ​დი თავს, მაგ​რამ ნა​ბი​ჯე​ბის ხმაც კი გა​მოვ​სა​ხე. ვფიქ​რობ​დი, აი,
ახ​ლა გა​დაიხარ​ხა​რებს და იყ​ვი​რებს, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი დამესიზმრა-​მეთქი.

არც კი გა​ღი​მე​ბია. პი​რი​ქით, სა​შინ​ლად სე​რიოზუ​ლი სა​ხე გა​უხ​და. და თქვა: „ეს არა​ვის არ მო​უყ​ვე, კარ​გი?“
ალერ​სიანი ხმით მე​უბ​ნე​ბა, თა​ნაგ​რძნო​ბით. „ალ​ბათ, – ამ​ბობს, – რა​ღაც შეც​დო​მის ბრა​ლია. მაგ​რამ არა​ვი​‐
თარ შემ​თხვე​ვა​ში არ უნ​და და​ვუშ​ვათ, რომ სხვა თა​ნამ​შრომ​ლებს რა​ღა​ცის ეში​ნო​დეთ. ასე რომ, ეცა​დე, ენას
კბი​ლი დააჭი​რო“.

მაგ​რამ თქვენ ალ​ბათ ხვდე​ბით, რო​გო​რაა საქ​მე... ჩე​მი მე​ნე​ჯე​რი არას​დროს არ ელა​პა​რა​კე​ბა ადა​მიანებს
ალერ​სიანად! პირ​და​პირ მი​ახ​ლის ხოლ​მე უხე​შად – ასე​თია მი​სი ჩვეული მა​ნე​რა. ამი​ტომ ვი​ფიქ​რე, იქ​ნებ
პირ​ვე​ლი არ ვარ, ვინც ამის თაობა​ზე მო​უყ​ვა?

გა​ჩუმ​და. მეც ჩუ​მად ვი​ჯე​ქი. ვცდი​ლობ​დი მოს​მე​ნი​ლი გა​მე​აზ​რე​ბი​ნა. პაუზა გაიწე​ლა. რა​ღაც უნ​და მე​კით​ხა.

– სხვა თა​ნამ​შრომ​ლე​ბის​გან მსგავ​სი არა​ფე​რი მო​გის​მე​ნი​ათ? – ვკით​ხე, – ისე​თი, რაც თქვენს ამ​ბავს და​ემ​‐
თხვეოდა... უც​ნაური ამ​ბე​ბი, მის​ტი​კუ​რი ის​ტო​რიები. თუნ​დაც ჭო​რის დო​ნე​ზე...

თა​ვი გა​აქ​ნია.

– მოს​მე​ნით არ მო​მის​მე​ნი​ა... მაგ​რამ ვგრძნობ: ამ ყვე​ლაფ​რის მიღ​მა რა​ღაც არა​ნორ​მა​ლუ​რი იმა​ლე​ბა. აი,
ჩემს მე​ნე​ჯერ​საც რა​ღაც უც​ნაური რე​აქ​ცია ჰქონ​და... და, სა​ერ​თოდ, ირ​გვლივ მე​ტის​მე​ტად ბევ​რი ბო​ლომ​დე
არ​თქმუ​ლი, რა​ღაც ნა​ხევ​რად ჩურ​ჩუ​ლით საუბა​რი​ა... რო​გორც სა​ჭი​როა, ისე ვერ გიხ​სნით, მაგ​რამ... ძა​ლი​ან
უც​ნაურია. ად​რე სხვა ოტელ​ში ვმუ​შა​ობ​დი – რა შე​და​რე​ბაა. ცხა​დია, ის ოტე​ლი გა​ცი​ლე​ბით პა​ტა​რა იყო და
ვი​თა​რე​ბაც სხვა​ნაირი, მაგ​რამ სუ​ლერ​თი​ა: მე​ტის​მე​ტად დი​დი გან​სხვა​ვე​ბაა. მახ​სოვს, იმ ოტელ​ში რა​ღაც შე​‐
სა​ში​ნე​ბელ ამ​ბებს ჰყვე​ბოდ​ნენ, თუმ​ცა სე​რიოზუ​ლად არა​ვინ იღებ​და. აქ კი სულ სხვა​ნაირა​დაა! აქ არა​ვინ
არა​ფერ​ზე არ იცი​ნის. და ამი​ტომ კი​დევ უფ​რო სა​ში​შია. მე​ნე​ჯერს ჩემს მო​ნა​ყოლ​ზე რომ გას​ცი​ნე​ბო​და... ან
თუნ​დაც ეყ​ვი​რა... მა​შინ ალ​ბათ დავ​მშვიდ​დე​ბო​დი, ვი​ფიქ​რებ​დი, მარ​თლა რა​ღაც შეცდომაა-​მეთქი. აი, ასე
კი....

ნერ​ვიულად მო​ჭუ​ტა თვა​ლე​ბი, ხე​ლის​გულ​ში მოქ​ცე​ულ ბო​კალს ათ​ვა​ლიერებ​და.

– იმ შემ​თხვე​ვის მე​რე ერ​თხელ მა​ინც ახ​ვე​დით მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე?

– არა​ერ​თხელ, – მი​პა​სუ​ხა მოწ​ყე​ნი​ლი ხმით, – ეს ხომ ჩე​მი სამ​სა​ხუ​რია. მინ​და, არ მინ​და, მი​წევს იქ ას​ვლა.
მაგ​რამ, ჩვეულებ​რივ, მხო​ლოდ დღი​სით ავ​დი​ვარ. სა​ღა​მოს – არა​სო​დეს. და რაც არ უნ​და მოხ​დეს, არა​ვი​‐
თარ შემ​თხვე​ვა​ში არ ავალ სა​ღა​მოს. ასე​თი რა​მის კი​დევ ერ​თხელ გა​და​ტა​ნა... ამი​ტომ სა​ღა​მოს ცვლა​ში
აღარ ვმუ​შა​ობ. არ მინდა-​მეთქი და მორ​ჩა – პირ​და​პირ ასე ვუთ​ხა​რი უფ​როსს.

– ესე იგი, დღემ​დე ეს არა​ვის​თვის მო​გი​ყო​ლი​ათ?

ნი​კა​პი შეუტოკ​და.

– ხომ გით​ხა​რით... დღეს პირ​ვე​ლად ვყვე​ბი. შე​იძ​ლე​ბა ად​რე მინ​დო​და კი​დეც მო​მე​ყო​ლა ვინ​მეს​თვის, მაგ​რამ
არა​ვინ იყო... ახ​ლა კი თქვენ გა​მოჩ​ნდით. თქვენც გა​ინ​ტე​რე​სებთ, რა ხდე​ბა იქ... მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე.
– მე? რამ გა​ფიქ​რე​ბი​ნათ?

– არ ვი​ცი... ძველ ოტელ „დელ​ფინ​ზე“ თქვენ რა​ღაც იცით. და იმის შე​სა​ხებ, თუ რო​გორ გაქ​რა, მა​შინ​ვე და​იწ​‐
ყეთ გა​მო​კით​ხვა... ჰო​და, მეც ვი​ფიქ​რე, იქ​ნებ თქვენ მა​ინც შეძ​ლოთ იმის ახ​სნა, თუ რა და​მე​მარ​თა...

– არა​ვი​თა​რი ახ​სნა არ მაქვს, – ერ​თხანს დავ​ფიქ​რდი და ვუ​პა​სუ​ხე, – იმ ძველ ოტელ​ზეც ბევ​რი არა​ფე​რი ვი​ცი.
პა​ტა​რა, უღიმ​ღა​მო ოტე​ლი იყო. ოთ​ხი წლის წი​ნათ იქ გავ​ჩერ​დი, პატ​რო​ნი გა​ვი​ცა​ნი, ახ​ლა კი მო​ნა​ხუ​ლე​ბა
გა​დავ​წყვი​ტე... სულ ეს არის. არა​ფე​რი არ იყო იქ თვალ​ში​სა​ცე​მი. არა​ფე​რი, რაც შე​იძ​ლე​ბა დაიმახ​სოვ​რო, მე​‐
რე კი მოჰ​ყვე.

ჩემ​თვის, გულ​ში, სუ​ლაც არ ვფიქ​რობ​დი, რომ ძვე​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ მა​ინ​ცდა​მა​ინც ჩვეულებ​რი​ვი იყო,
თუმ​ცა ჯერ​ჯე​რო​ბით გუ​ლის გა​დაშ​ლა არ მინ​დო​და.

– და მა​ინც, რო​ცა დღეს გკით​ხეთ, ნორ​მა​ლუ​რი თუ იყო ის ოტელი-​მეთქი, თქვენ მი​პა​სუ​ხეთ, გრძე​ლი ამ​ბა​‐
ვიაო. რას გუ​ლის​ხმობ​დით?

– ვგუ​ლის​ხმობ​დი რა​ღაც ძა​ლი​ან პი​რა​დულს, – ავუხ​სე​ნი, – მო​ყო​ლა რომ და​მეწ​ყო, დიდ დროს წაიღებ​და,
მაგ​რამ მას შემ​დეგ, რაც მო​მი​ყე​ვით, უკ​ვე აღარ ვფიქ​რობ, რომ ჩე​მი ის​ტო​რია რა​მე​ნაირად და​კავ​ში​რე​ბუ​ლია
თქვენს შემ​თხვე​ვას​თან.

ჩემ​მა პა​სუხ​მა, რო​გორც ჩანს, იმე​დი გა​უც​რუა. ტუ​ჩე​ბი მო​ჭი​მა და ერ​თხანს ჩუ​მად ათ​ვა​ლიერებ​და სა​კუ​თარ
ხე​ლებს.

– მა​პა​ტი​ეთ, რომ ვე​რაფ​რით გეხ​მა​რე​ბით. თქვენ კი აი, რამ​დე​ნი რამ მო​მი​ყე​ვით.

– რას იზამ, – ამოიოხ​რა, – თქვე​ნი ბრა​ლი არ არის. მე კი... მო​გი​ყე​ვით და ცო​ტა​თი მა​ინც მო​მეშ​ვა გულ​ზე. ძა​‐
ლი​ან ძნე​ლია, რო​ცა ამ​დენ ხანს ინა​ხავ ასეთ რა​მეს. გა​მუდ​მე​ბით რა​ღაც გაშ​ფო​თებს...

– ჰო, რა თქმა უნ​და, – ვთქვი, – ასე​თი რა​მის დიდ​ხანს თავ​ში გა​ჩე​რე​ბა არ შე​იძ​ლე​ბა, სა​ჰაერო ბუშ​ტი​ვით
გაიბე​რე​ბა...

და ხე​ლე​ბით ვუჩ​ვე​ნე, რო​გორ იბე​რე​ბა ჩე​მი თა​ვი სა​ჰაერო ბუშ​ტი​ვით.

უხ​მოდ და​მიქ​ნია თა​ვი. მე​რე ისევ მი​უბ​რუნ​და ნეკ​ზე წა​მოც​მულ ბე​ჭედს, და​ატ​რიალა, თით​ქმის გა​იძ​რო და
ისევ ძველ ად​გი​ლას და​აბ​რუ​ნა.

– გუ​ლახ​დი​ლად მით​ხა​რით... გჯე​რათ ჩე​მი? მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულს ვგუ​ლის​ხმობ... – მკით​ხა.

– რა თქმა უნ​და, მჯე​რა, – ძა​ლი​ან სე​რიოზუ​ლად ვუ​პა​სუ​ხე.

– მარ​თლა? მაგ​რამ ეს ხომ... ძა​ლი​ან არა​ნორ​მა​ლუ​რი ამ​ბა​ვია. ასე არ არის?


– ჰო, ცხა​დია, ნორ​მა​ლურს ვერ და​არ​ქმევ... და მა​ინც, მსგავ​სი რა​ღა​ცე​ბი ხან​და​ხან ხდე​ბა. ეს ზუს​ტად ვი​ცი.
ამი​ტომ მჯე​რა თქვე​ნი. ეს ასე ხდე​ბა: ერ​თი რამ იკ​ვე​თე​ბა მეორეს​თან და წარ​მო​იქ​მნე​ბა კვან​ძი. ერ​თი და​მო​‐
კი​დე​ბუ​ლი ხდე​ბა მეორე​ზე და პი​რი​ქით.

ერ​თხანს ჩემს სიტ​ყვებს წო​ნი​და.

– მსგავ​სი რამ დაგ​მარ​თნი​ათ ოდეს​მე?

– ვფიქ​რობ, რომ კი... – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– სა​ში​ში იყო?

– არა, სა​ში​ში ალ​ბათ არა... – ვუ​პა​სუ​ხე, – უბ​რა​ლოდ, სხვა​დას​ხვა კვან​ძი სხვა​დას​ხვაგ​ვა​რად იკ​ვრე​ბა. რაც
შეეხე​ბა ჩემს შემ​თხვე​ვას...

აქ შე​სა​ფე​რი​სი სიტ​ყვე​ბი შე​მო​მე​ლია. თით​ქოს ვი​ღაც მე​ლა​პა​რა​კე​ბო​და სამ​ყა​როს სხვა წერ​ტი​ლი​დან და


უცებ გაწ​ყდა კავ​ში​რი. ვის​კი მოვ​სვი და ვთქვი:

– არ ვი​ცი... კარ​გად ვერ აგიხ​სნით. მაგ​რამ ფაქ​ტია, რომ ასე​თი რამ ხდე​ბა. ამი​ტო​მაც მჯე​რა თქვე​ნი. ვინ​მე
სხვას ალ​ბათ არ და​ვუ​ჯე​რებ​დი. თქვე​ნი მჯე​რა. რად​გან ამ​ბობთ, ესე იგი, ასეც იყო.

უცებ ას​წია თა​ვი და გაიღი​მა – ისე არა, რო​გორც აქამ​დე იღი​მე​ბო​და. რა​ღაც ძა​ლი​ან პი​რა​დუ​ლი ღი​მი​ლით.
სათ​ქმე​ლი ამოიღო და ახ​ლა ცო​ტა​თი უფ​რო დამ​შვი​დე​ბუ​ლი ჩან​და.

– სა​ინ​ტე​რე​სოა, რა​ტომ. მო​გი​ყე​ვით და თით​ქოს ლო​დი ამა​ცა​ლეს მკერ​დი​დან... ჩვეულებ​რივ, უც​ხო ადა​‐
მიანებ​თან ნორ​მა​ლუ​რი საუბა​რი არ გა​მომ​დის, მე​რი​დე​ბა თუ მეუხერ​ხუ​ლე​ბა. აი, თქვენ​თან კი ყვე​ლა​ფე​რი
რიგ​ზე​ა...

– ალ​ბათ იმი​ტომ, რომ ზო​გი​ერთ ად​გი​ლებ​ში მაგ​რად ვიკ​ვე​თე​ბით, – გა​მე​ცი​ნა.

რო​გორც ჩანს, გვა​რიანად და​იბ​ნა პა​სუ​ხის ძებ​ნა​ში და სა​ბო​ლო​ოდ არც არა​ფე​რი მი​პა​სუ​ხა. მხო​ლოდ ღრმად
ამოიოხ​რა. კარ​გი ამო​ოხ​ვრით, უკ​მა​ყო​ფი​ლე​ბის გა​რე​შე. უბ​რა​ლოდ, კი​დევ ერ​თხელ გაანიავა ფილ​ტვე​ბი, მე​‐
ტი არა​ფე​რი.

– არ გში​ათ? მე რა​ღაც მა​და​ზე მო​ვე​დი!

მა​შინ​ვე შევ​თა​ვა​ზე, სად​მე წავ​სუ​ლი​ყა​ვით და ნორ​მა​ლუ​რად გვე​ვახ​შმა, მაგ​რამ მით​ხრა, რომ აქ წა​ხემ​სე​ბაც
საკ​მა​რი​სი იქ​ნე​ბო​და. ოფი​ცი​ანტს და​ვუ​ძა​ხეთ და პი​ცა და სა​ლა​თა შე​ვუკ​ვე​თეთ.

ჭა​მის დროს ათას რა​მე​ზე ვლა​პა​რა​კობ​დით. მის სამ​სა​ხურ​ზე ოტელ​ში, სა​პო​როს ცხოვ​რე​ბა​ზე და ასე შემ​დეგ.
რაღაც-​რაღაცები თა​ვის თავ​ზეც მო​მიყ​ვა. ოც​და​სა​მი წლი​საა. სკო​ლის შემ​დეგ სას​წავ​ლე​ბელ​ში მო​ეწ​ყო, სა​‐
დაც პერ​სო​ნალს ამ​ზა​დე​ბენ ოტე​ლის​თვის. ორი წლის მე​რე და​ას​რუ​ლა, ორიოდე წე​ლი ტო​კი​ოს ერთ-​ერთ
ოტელ​ში იმუ​შა​ვა, მე​რე გა​ზე​თის გან​ცხა​დე​ბით სა​პო​როს ახალ ოტელ​ში აღ​მოჩ​ნდა. აქ, ჰო​კაიდო​ზე გად​მოს​‐
ვლა იმით იყო კარ​გი, რომ ასა​ჰი​კა​ვას​თან ახ​ლოს მის მშობ​ლებს იაპო​ნუ​რი სტი​ლის პა​ტა​რა სას​ტუმ​რო
ჰქონ​დათ.
– საკ​მა​ოდ კარ​გი სას​ტუმ​როა, – დაამა​ტა, – თან ძვე​ლი აშე​ნე​ბუ​ლი​ა.

– ესე იგი, ახ​ლა ვარ​ჯი​შობთ, რა​თა მე​რე მემ​კვიდ​რეობით მიიღოთ და საქ​მეები გა​დაიბა​როთ? – ვკით​ხე.

– არა, არა, – თქვა და ისევ გა​ის​წო​რა სათ​ვა​ლე, – მემ​კვიდ​რეობა​სა და სხვა სა​მო​მავ​ლო გეგ​მებ​ზე სე​რიოზუ​‐
ლად არც მი​ფიქ​რი​ა... უბ​რა​ლოდ, მომ​წონს ოტელ​ში მუ​შაობა. სულ სხვა​დას​ხვა​ნაირი ადა​მიანე​ბი ჩერ​დე​ბი​ან
აქ, მე​რე ისევ მი​ემ​გზავ​რე​ბი​ან... ძა​ლი​ან მომ​წონს, რო​გორ​ღაც მყუდ​როდ ვგრძნობ თავს. მა​შინ​ვე ვმშვიდ​დე​‐
ბი... იქ​ნებ იმი​ტომ, რომ მთე​ლი ბავ​შვო​ბა ასე გა​ვა​ტა​რე?

– ასეც ვფიქ​რობ​დი!

– რას ფიქ​რობ​დით?

– იქ, ფოიეში, სრუ​ლი​ად ნათ​ლად მო​მეჩ​ვე​ნა, თით​ქოს ოტელ „დელ​ფი​ნის“ სუ​ლი ხართ.

– ოტე​ლის სუ​ლი? – გაიცი​ნა, – კარ​გი ერ​თი... ისიც კი არ ვი​ცი, ოდეს​მე შე​ვეჩ​ვე​ვი ამ სამ​სა​ხურს თუ არა...

– თქვენ? აუცი​ლებ​ლად შე​ეჩ​ვე​ვით, საკ​მა​რი​სია მო​ინ​დო​მოთ, – გა​ვუ​ღი​მე, – ოღონდ... ისეთ ად​გი​ლებ​ში, რო​‐
გო​რიც ოტე​ლია, არა​ფე​რი არ ჩერ​დე​ბა დი​დი ხნით. ეს არ გა​ღელ​ვებთ? ვინც არ უნ​და გა​ჩერ​დეს ოტელ​ში, ბო​‐
ლოს და ბო​ლოს, ყვე​ლა თა​ვი​სი გზით მი​დის...

– რა თქმა უნ​და, – თა​ვი და​მიქ​ნია, – ვინ​მე დი​დი ხნით რომ გა​ჩერ​დეს, პირ​ველს მე შე​მე​შინ​დე​ბო​და. რა​ტომ
ვარ ასე​თი? იქ​ნებ უბ​რა​ლოდ, მში​შა​რა ვარ? ვინც არ უნ​და გა​მოჩ​ნდეს, მა​ლე​ვე ქრე​ბა – მარ​ტო ამის გა​ფიქ​რე​‐
ბა​ზეც კი ვმშვიდ​დე​ბი. უც​ნაურია, არა? ჩვეულებ​რივ, ქა​ლე​ბი ხომ სხვა​ნაირად არი​ან მოწ​ყო​ბი​ლი. ასე არ
არის? ჩვეულებ​რივ ქალს რა​ღაც კონ​კრე​ტუ​ლი უნ​და უნ​დო​დეს, მყა​რი. თუ ასე არ არის?.. მე კი რა​ღაც სხვა​‐
ნაირი ვარ. ნე​ტავ რა​ტომ? თვი​თო​ნაც არ ვი​ცი...

– ჩე​მი აზ​რით, ამა​ში უც​ნაური არა​ფე​რია, – ვთქვი, – უბ​რა​ლოდ, ჯერ კი​დევ არ მი​გი​ღი​ათ მთა​ვა​რი გა​დაწ​ყვე​‐
ტი​ლე​ბა.

გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა შე​მომ​ხე​და.

– მაგ​რამ... თქვენ რა იცით?

– რა ვი​ცი? – კით​ხვა და​ვუბ​რუ​ნე, – უბ​რა​ლოდ, ვი​ცი და მორ​ჩა.

რამ​დე​ნი​მე წა​მით ჩა​ფიქ​რდა.

– მო​მი​ყე​ვით რა​მე თქვენ შე​სა​ხებ.

– რა მო​გიყ​ვეთ? სა​ინ​ტე​რე​სო არა​ფე​რია, – ვუ​პა​სუ​ხე.


მაგ​რამ არ მო​მეშ​ვა. არა უშავს, მა​ინც მა​ინ​ტე​რე​სებ​სო. მა​შინ ავ​დე​ქი და რაღაც-​რაღაცები მო​ვუ​ყე​ვი. ოც​და​‐
თოთ​ხმე​ტი წლის. გან​ქორ​წი​ნე​ბუ​ლი. სა​არ​სე​ბო ფულს ტექ​სტე​ბის წე​რით ვშოულობ. შეკ​ვე​თით. შემ​თხვე​ვი​‐
დან შემ​თხვე​ვამ​დე. მყავს ძვე​ლი „სუ​ბა​რუ“. ძვე​ლი კია, მაგ​რამ მაგ​ნი​ტო​ფო​ნი​თაა, კონ​დი​ციონე​რიც აქვს...

მოკ​ლედ მო​ვუ​ყე​ვი „რამ​დე​ნი​მე სიტ​ყვით ჩემ შე​სა​ხებ“. შიშ​ვე​ლი ფაქ​ტე​ბი.

და, რა უც​ნაურიც არ უნ​და იყოს, მე​ტის გა​გე​ბა მო​უნ​და ჩემს სამ​სა​ხურ​ზე. რაიმეს და​მალ​ვას აზ​რი არ ჰქონ​და
და მეც ცო​ტა მე​ტი მო​ვუ​ყე​ვი. ინ​ტერ​ვიუზე მცი​რეწ​ლო​ვან პრი​მა​დო​ნას​თან და ჰა​კო​და​ტეს დე​ლი​კა​ტე​სე​ბის
რე​პორ​ტაჟ​ზე.

– ალ​ბათ სა​ინ​ტე​რე​სო სა​მუ​შაო გაქვთ! – წა​მოიძა​ხა.

– მთე​ლი ამ წლე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში სა​ინ​ტე​რე​სო არა​ფე​რი მა​გონ​დე​ბა. რო​გორ გით​ხრათ, თვი​თონ ეს საქ​მე –
წე​რა – ტვირ​თად არ მა​წევს. ვერ ვიტ​ყვი, რომ წე​რა არ მიყ​ვარს. რო​ცა ვწერ, ვმშვიდ​დე​ბი. და მა​ინც, აზრს იმა​‐
ში, რა​საც ვა​კე​თებ, ვერ ვხე​დავ. სრუ​ლი აბ​და​უბ​და​ა...

– მა​გა​ლი​თად?

– მა​გა​ლი​თად, დღე​ში ორ​მოც​და​ათ რეს​ტო​რანს შე​მო​ვივ​ლით და თი​თოეულ​ში გე​მოს თუ გა​ვუ​სინ​ჯავთ საჭ​‐


მელს – ყვე​ლა​ფერს თეფ​შზე ვტო​ვებთ. ვფიქ​რობ, აქ სა​ფუძ​ველ​ში​ვე რა​ღაც არას​წო​რი​ა.

– აბა, მარ​თლა ყვე​ლა​ფერს ხომ არ შე​ჭამთ!

– ცხა​დი​ა... ყვე​ლა​ფე​რი რომ ვჭა​მოთ, სამ დღე​ში ფე​ხებს გავ​ფშეკთ! ხალ​ხი იდიოტე​ბად მოგ​ვნათ​ლავს. ჩვენს
ცხედ​რებ​ზე კი ცრემ​ლსაც არ გად​მო​აგ​დე​ბენ...

– გა​მო​დის, რომ ამას აღა​რა​ფე​რი ეშ​ვე​ლე​ბა... – გაიცი​ნა.

– ჰო, ეგ​რეა. არა​ფე​რი აღარ ეშ​ვე​ლე​ბა, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – თვი​თო​ნაც მშვე​ნივ​რად ვი​ცი. ეს იგი​ვეა, ქარ​ბუქ​ში
ნამ​ქე​რის ახ​ვე​ტა მო​ინ​დო​მო. აღა​რა​ფე​რი ეშ​ვე​ლე​ბა და ამი​ტო​მაც აგ​რძე​ლებ წე​რას. იმი​ტომ არა, რომ გინ​‐
და. იმი​ტომ, რომ არა​ფე​რი აღარ ეშ​ვე​ლე​ბა.

– ნამ​ქე​რის ახ​ვე​ტა? – ჩა​ფიქ​რე​ბულ​მა გაიმეორა.

– კულ​ტუ​რო​ლო​გიური ნამ​ქე​რის, – გან​ვმარ​ტე.

მე​რე გან​ქორ​წი​ნე​ბა​ზე მკით​ხა.

– რო​გორ ვთქვა, ჩე​მი ნე​ბით არ გავ​ქორ​წი​ნე​ბულ​ვარ, – ვუ​პა​სუ​ხე, – უბ​რა​ლოდ, ერთ მშვე​ნი​ერ დღეს ად​გა და
წა​ვი​და. სხვას​თან.
– მტკივ​ნეული იყო?

– ასეთ დროს ვის არ სტკი​ვა?

იდაყ​ვე​ბით მა​გი​დას და​ეყ​რდნო, სა​ხე ხე​ლის​გუ​ლებ​ზე ჩა​მო​დო და პირ​და​პირ თვა​ლებ​ში შე​მომ​ხე​და.

– მა​პა​ტი​ეთ... რო​გორ​ღაც უხე​შად მო​მი​ვი​და. უბ​რა​ლოდ, ძნე​ლი წარ​მო​სად​გე​ნია, რას გრძნობ, რო​ცა გულს
გტკე​ნენ. რა ხდე​ბა სულ​ში? რას აკე​თებთ, რო​გო​რი რე​აქ​ცია გაქვთ?

– კიტ ჰა​რინ​გის სამ​კერ​დე ნი​შანს ვი​კი​დებ, – ვუ​პა​სუ​ხე.

გაიცი​ნა.

– სულ ეს არის?

– საქ​მე ის არის, – გა​ვაგ​რძე​ლე, – რომ დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში ასე​თი ტკი​ვი​ლი ქრო​ნი​კულ​ში გა​და​დის. შიგ​‐
ნით შეიწო​ვე​ბა, შე​ნი ყო​ველ​დღიურო​ბის ნა​წი​ლი ხდე​ბა. ასე რომ, თვი​თონ ტკი​ვი​ლი თით​ქოს აღარც ჩანს.
მაგ​რამ ის იქ არის, შიგ​ნით. უბ​რა​ლოდ, გარ​ჩე​ვა, ვინ​მეს​თვის ჩვე​ნე​ბა – აი, ეს არის ჩე​მი ტკი​ვი​ლი – უკ​ვე შე​უძ​‐
ლე​ბე​ლია. ჩვე​ნე​ბა, რო​გორც წე​სი, მხო​ლოდ პატარ-​პატარა იარე​ბის თუ შე​იძ​ლე​ბა...

– პირ​და​პირ თავ​ზა​რი მე​ცე​მა, ისე მეს​მის თქვე​ნი, – თქვა მოულოდ​ნე​ლად.

– მარ​თლა?

– ერ​თი შე​ხედ​ვით, ჩემ​ზე შე​საძ​ლოა ვერც იფიქ​რო, მაგ​რამ... ცხოვ​რე​ბამ მეც ბევ​რი ტკი​ვი​ლი მო​მა​ყე​ნა. სხვა​‐
დას​ხვა​ნაირი. არა​ვის არ ვუ​სურ​ვებ​დი... – ძა​ლი​ან ჩუ​მად ჩაილა​პა​რა​კა, – იქ, ტო​კიოში იყო. სა​ბო​ლო​ოდ წა​მო​‐
ვე​დი იმ ოტე​ლი​დან. ძა​ლი​ან მტკივ​ნეული იყო. მტკივ​ნეული და ძნე​ლი. არის რა​ღა​ცე​ბი, რას​თან შე​გუებაც არ
შე​მიძ​ლია ისე ად​ვი​ლად, რო​გორც სხვა ყვე​ლა​ფერ​თან...

– ჰო, – ჩა​ვი​ბურ​ტყუ​ნე.

– და ჯერ ისევ მტკი​ვა. რო​გორც კი გა​მახ​სენ​დე​ბა, რა მოხ​და, სიკ​ვდი​ლი მინ​და, რომ ყვე​ლა​ფე​რი გაქ​რეს...

ისევ ნეკ​ზე წა​მოც​მულ ბე​ჭედს და​უწ​ყო წვა​ლე​ბა, გა​მოს​წია, თით​ქოს გა​მოძ​რო​ბა სცა​და, და ისევ ად​გილ​ზე
და​აბ​რუ​ნა. მე​რე კი​დევ ერ​თი ყლუ​პი „ბლა​დი მე​რი“ მოს​ვა. სათ​ვა​ლე გა​ის​წო​რა თი​თით. და გაიღი​მა.

კარ​გად შევ​ყე​ვით. აღარც კი გვახ​სოვ​და, რამ​დე​ნი რამ შე​ვუკ​ვე​თეთ. რო​გორ​ღაც შე​უმ​ჩნევ​ლად გახ​და თერ​‐
თმე​ტი. ბო​ლოს მა​ჯის საათის​კენ გააპა​რა მზე​რა, თქვა, რომ ხვალ ად​რე უნ​და ად​გეს, რომ ალ​ბათ უკ​ვე
გვიანია. ტაქ​სით შინ მიყ​ვა​ნა შევ​თა​ვა​ზე. მან​ქა​ნით სულ ათიოდე წუ​თის სა​ვა​ლი იყო. ან​გა​რი​ში გა​ვას​წო​რე
და ქუ​ჩა​ში გა​მო​ვე​დით. ისევ თოვ​და. არც ისე ძა​ლი​ან, მაგ​რამ ტრო​ტუარებ​ზე თხელ ფე​ნად და​დე​ბუ​ლი ფეხ​‐
ქვეშ ხრა​შუ​ნობ​და. ხე​ლი​ხელ​ჩა​კი​დე​ბუ​ლი წა​ვე​დით ტაქ​სის გა​ჩე​რე​ბის​კენ. უკ​ვე კარ​გად შემ​ხიარუ​ლე​ბუ​ლი
იყო და მა​ინ​ცდა​მა​ინც თავ​და​ჯე​რე​ბუ​ლი ვერ მო​დიოდა.
– მო​მის​მი​ნე... აი, იმ ჟურ​ნალს... რო​მელ​მაც უძ​რა​ვი ქო​ნე​ბის სკან​დალ​ზე და​წე​რა... რა ჰქვია? და რო​დის
დაიბეჭ​და სტა​ტია, და​ახ​ლოებით მა​ინც?

სა​ხელ​წო​დე​ბა მით​ხრა. ერთ-​ერთი ცნო​ბი​ლი გა​ზე​თის ყო​ველ​კვი​რეული და​მა​ტე​ბა.

– ალ​ბათ შარ​შან შე​მოდ​გო​მა​ზე. ის სტა​ტია არ წა​მი​კით​ხავს, ზუს​ტად ვერ გეტ​ყვით...

ხუ​თიოდე წუ​თი ვი​დე​ქით გა​ჩე​რე​ბა​ზე, სა​ნამ ტაქ​სი გა​მოჩ​ნდე​ბო​და. ჩუ​მად თოვ​და. მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​‐
ლო​ბა​ში ჩე​მი ხე​ლი ეჭი​რა. ძა​ლი​ან მშვი​დად იყო. მეც.

– კარ​გა ხა​ნია ასე მშვი​დად არ მიგ​რძნია თა​ვი! – თქვა უცებ. ჰო, ჩე​მი სათ​ქმე​ლიც თქვა. და ისევ გა​ვი​ფიქ​რე,
რომ ჩვენ ორი​ვეს არ​სი სად​ღაც მარ​თლა იკ​ვე​თე​ბა. შემ​თხვე​ვი​თი ხომ არ არის, რომ პირ​ვე​ლი​ვე შეხ​ვედ​რი​‐
სას ასე მი​მი​ზი​და...

ტაქ​სი​ში რა​ღაც უმ​ნიშ​ვნე​ლო​ზე ვლა​პა​რა​კობ​დით. ავ​დარ​ზე, სი​ცი​ვე​ებ​ზე, მის სა​მუ​შაო გან​რიგ​ზე, ტო​კიოზე
და ასე შემ​დეგ. მთე​ლი გზა, სა​ნამ ვე​ლა​პა​რა​კე​ბო​დი, გულ​ში ჭიასა​ვით მღრღნი​და კით​ხვა: რო​გორ გა​მეგ​რძე​‐
ლე​ბი​ნა მას​თან ურ​თი​ერ​თო​ბა? ხომ სრუ​ლი​ად ნა​თე​ლი იყო: კი​დევ სულ ცო​ტაც და ორი​ვე ერთ ლო​გინ​ში აღ​‐
მოვ​ჩნდე​ბო​დით. რას-​რას და, ასეთ რა​მე​ებს უცებ ვგრძნობ. უნ​და ეს თუ არა, რა​საკ​ვირ​ვე​ლია, არ ვი​ცი, მაგ​‐
რამ უარ​ზე რომ არ იქ​ნე​ბა, ესეც დღე​სა​ვით ნა​თე​ლია. გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბით, სუნ​თქვით, ლა​პა​რა​კის მა​ნე​რით,
ხე​ლე​ბის მოძ​რაობით ამის გარ​კვე​ვა ად​ვი​ლია. მე რომ მინ​დო​და, ეს ცხა​დი იყო. წი​ნას​წა​რაც კი ვი​ცო​დი: ეს
არ გაგ​ვირ​თუ​ლებ​და ცხოვ​რე​ბას არც მას და არც მე. გა​მოვ​ჩნდი და ჩე​მი​ვე გზით გა​ვაგ​რძე​ლე. ზუს​ტად ისე,
რო​გორც თვი​თონ​ვე თქვა... და მა​ინც ვერ გა​და​მეწ​ყვი​ტა. ტვი​ნის რო​მე​ლი​ღაც კუნ​ჭულ​ში ფეთ​ქავ​და: ასე მოქ​‐
ცე​ვა უსინ​დი​სო​ბაა. ათი წლით უმ​ცრო​სია ჩემ​ზე, სტრეს​შია, თან ფეხ​ზე ძლივს დგას. ამით სარ​გებ​ლო​ბა იგი​‐
ვეა, და​ნიშ​ნუ​ლი კარ​ტით მოიგო პო​კერ​ში. წმინ​და წყლის თაღ​ლი​თო​ბა​ა.

სხვა მხრივ, ვკით​ხე თავს, – რას ნიშ​ნავს პა​ტი​ოს​ნე​ბა ცხოვ​რე​ბის ისეთ სფე​რო​ში, რო​გო​რიც სექ​სია? თუ მო​‐
ვით​ხოვთ, რომ სექ​სში ყვე​ლა​ფე​რი პა​ტი​ოს​ნად იყოს, მა​შინ ადა​მიანე​ბის​თვის ყვე​ლა​ზე უკე​თე​სი ვა​რი​ან​ტი
სო​კო​სა​ვით გამ​რავ​ლე​ბაა. ამა​ზე პა​ტიოსან გზას ვერ მოიფიქ​რებ.

ეს არ​გუ​მენ​ტიც საკ​მა​ოდ სა​მარ​თლიანი მო​მეჩ​ვე​ნა.

სა​ნამ ჩე​მი გო​ნე​ბა აქეთ-​იქით აწ​ყდე​ბო​და ამ ორ უკი​დუ​რე​სო​ბას შო​რის, მან​ქა​ნა მის სახლს მიუახ​ლოვ​და.
სულ რა​ღაც ათი წა​მით ად​რე, სა​ნამ მან​ქა​ნა გა​ჩერ​დე​ბო​და, საოცა​რი სიმ​სუ​ბუ​ქით თვი​თონ​ვე გა​დაჭ​რა ჩე​მი
დი​ლე​მა.

– დას​თან ვცხოვ​რობ, – თქვა.

და რად​გან რა​ღა​ცის გა​დაწ​ყვე​ტის აუცი​ლებ​ლო​ბა წამ​ში გაქ​რა, შვე​ბი​თაც კი ამო​ვი​სუნ​თქე.

ტაქ​სი ვეებერ​თე​ლა შე​ნო​ბის სა​დარ​ბა​ზო შე​სას​ვლელ​თან გა​ჩერ​და. სა​ნამ გა​და​ვი​დო​და, მკით​ხა, ბი​ნის კა​‐
რამ​დე ხომ არ მი​ვა​ცი​ლებ​დი. ღა​მით კი​ბე​ზე უც​ნაური ტი​პე​ბი იკ​რი​ბე​ბი​ან და მარ​ტოს ეში​ნია. მძღოლს ვუთ​‐
ხა​რი, მოეცა​და, – ხუთ წუთ​ში დავბრუნდები-​მეთქი, – ხე​ლი მოვ​კი​დე და ხრა​შუ​ნა თოვ​ლზე წა​ვე​დით სა​დარ​ბა​‐
ზოს​კენ. კი​ბით მე​სა​მე სარ​თულ​ზე ავე​დით. უბ​რა​ლო სახ​ლი იყო, არ​ქი​ტექ​ტუ​რუ​ლი ზედ​მე​ტო​ბე​ბის გა​რე​შე.
ნო​მერ 306 კა​რამ​დე მი​ვე​დით, შე​ჩერ​და, ხელ​ჩან​თა გახ​სნა, გა​სა​ღე​ბი ამოიღო და ძა​ლი​ან ბუ​ნებ​რი​ვად გაიღი​‐
მა:

– გმად​ლობ. მშვე​ნივ​რად გა​ვა​ტა​რე დრო.


– მეც, – ვუ​პა​სუ​ხე.

კა​რი გააღო და გა​სა​ღე​ბი ჩან​თა​ში ჩა​აგ​დო. და​კე​ტა. მკვეთ​რი ჩხა​კუ​ნი ექოდ გა​ის​მა სა​დარ​ბა​ზო​ში. ძა​ლი​ან
ყუ​რად​ღე​ბით შე​მომ​ხე​და თვა​ლებ​ში. თით​ქოს საკ​ლა​სო ოთა​ხის და​ფა​ზე გეომეტ​რი​ის ამო​ცა​ნას ხსნი​და. და​‐
იბ​ნა. არ იცო​და, რო​გორ მოქ​ცეული​ყო. ვერ ახერ​ხებ​და დამ​შვი​დო​ბე​ბას ისე, რო​გორც მი​ღე​ბუ​ლი​ა.

კე​დელ​ზე ხელ​მიყ​რდნო​ბი​ლი ვე​ლო​დი, რას გა​დაწ​ყვეტ​და. ვე​რა​ფე​რი ვერ გა​დაწ​ყვი​ტა.

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, და მო​მი​კით​ხე, – ვთქვი ბო​ლოს.

ტუ​ჩე​ბი გა​ბუ​ტუ​ლი ბავ​შვი​ვით გა​მო​ბურ​ცა და ხუ​თიოდე წა​მი ასე იდ​გა.

– დას​თან ვცხოვრობ-​მეთქი, რომ გით​ხა​რი, ტყუილი იყო, – ძა​ლი​ან ჩუ​მად თქვა, – მარ​ტო ვცხოვ​რობ.

– ვი​ცი, – ვუთ​ხა​რი.

ნე​ლა, გრძნო​ბა​სა​ყო​ლი​ლი გა​წით​ლდა.

– ეგ საიდან​ღა იცი?

– არ​საიდან. უბ​რა​ლოდ, ვი​ცი და მორ​ჩა.

– აუტა​ნე​ლი ხარ!.. – თით​ქმის ჩურ​ჩუ​ლით თქვა.

– შე​იძ​ლე​ბა, – და​ვე​თან​ხმე, – თუმ​ცა უკ​ვე გით​ხა​რი: ისეთს არა​ფერს ვა​კე​თებ, რის გა​მოც მე​რე შე​იძ​ლე​ბა შე​‐
მი​ძუ​ლონ. არც სხვი​სი სი​სუს​ტეებით სარ​გებ​ლო​ბა მიყ​ვარს. ასე რომ, და​მე​თან​ხმე – ნამ​დვი​ლად არ მო​მიტ​‐
ყუები​ხარ.

დაბ​ნეული დიდ​ხანს ეძებ​და სიტ​ყვებს, მაგ​რამ ბო​ლოს დამ​ნებ​და და მხო​ლოდ გაიცი​ნა:

– მარ​თა​ლი ხარ, არ მო​გიტ​ყუები​ვარ.

– შენ რა​ღამ გაიძუ​ლა?

– არ ვი​ცი... რო​გორ​ღაც უნე​ბუ​რად წა​მომ​ცდა. მეც მაქვს ჩე​მი ნაფ​ხაჭ​ნე​ბი სულ​ზე. ხომ მო​გი​ყე​ვი... ბევ​რი რა​‐
მის გა​და​ტა​ნა მო​მიხ​და.

– არც მე მაკ​ლია ნაფ​ხაჭ​ნე​ბი. აი, შე​ხე​დე, კიტ ჰა​რინ​გიც კი ჩა​მო​ვი​კი​დე....


ისევ გაიცი​ნა:

– იქ​ნებ ცო​ტა ხნით მა​ინც შე​მო​სუ​ლი​ყა​ვი, ჩაი დაგ​ვე​ლი​ა... ცო​ტას კი​დევ ვი​სა​უბ​რებ​დით...

თა​ვი გა​ვაქ​ნიე.

– გმად​ლობ. მეც სიამოვ​ნე​ბით წა​ვი​სა​უბ​რებ​დი... მაგ​რამ დღეს არა. თვი​თო​ნაც არ ვი​ცი რა​ტომ, მაგ​რამ ჯობს,
რომ წა​ვი​დე. ისე​თი გრძნო​ბა მაქვს, თით​ქოს ერთ ჯერ​ზე ბევ​რი რა​მის თქმა მა​ინ​ცდა​მა​ინც კარ​გი არ უნ​და
იყოს. ნე​ტავ რა​ტომ?

ისე​თი და​ჟი​ნე​ბით მიც​ქე​რო​და, რო​გორც წვრილ იეროგ​ლი​ფებს აკ​ვირ​დე​ბი​ან ხოლ​მე ღო​ბე​ზე გაკ​რულ გან​‐
ცხა​დე​ბა​ზე.

– გა​სა​გე​ბად ახ​სნა მი​ჭირს, მაგ​რამ... ასე მეჩ​ვე​ნე​ბა, – გან​ვაგ​რძე, – რო​ცა არის სათ​ქმე​ლი და სა​ლა​პა​რა​კო,
ჯობს პა​ტა​რა ულუ​ფე​ბით. ალ​ბათ. თუმ​ცა შე​იძ​ლე​ბა ვცდე​ბი კი​დეც.

ჩემს სიტ​ყვებ​ზე და​ფიქ​რდა. თუმ​ცა, რო​გორც ჩანს, იმ თა​ვი​სი ფიქ​რე​ბით ვერ​სა​დაც ვერ მი​ვი​და.

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – თქვა და ჩუ​მად მიიხუ​რა კა​რი.

– ჰეი, – ხმა​დაბ​ლა და​ვუ​ძა​ხე. კა​რი ათიოდე სან​ტი​მეტ​რით გაიღო, ღრი​ჭო​ში მი​სი სა​ხე გა​მოჩ​ნდა, – მა​ლე ისევ
ვცდი სად​მე შენ გატ​ყუებას... რო​გორ ფიქ​რობ, მო​ვა​ხერ​ხებ?

ღრმად ამოიოხ​რა.

– შე​საძ​ლოა, – თქვა და კა​რი ისევ დაიხუ​რა.

***

ტაქ​სის მძღო​ლი მოწ​ყე​ნი​ლი სა​ხით კით​ხუ​ლობ​და გა​ზეთს. რო​ცა სა​ვარ​ძელ​ზე და​ვე​ხეთ​ქე და ოტელ​ში
წამიყვანე-​მეთქი, ვუთ​ხა​რი, გულ​წრფე​ლად გა​ოც​და.

– მარ​თლა ბრუნ​დე​ბით? – მკით​ხა, – მე კი მე​გო​ნა, მე​ტი რომ აღარ მე​ცა​და, გა​მიშ​ვებ​დით. რა​ღაც ისე​თი სი​‐
ტუაცია იყო. რო​გორც წე​სი, ყვე​ლა​ფე​რი ასე მთავ​რდე​ბა.

– მარ​თა​ლი ხართ, – და​ვე​თან​ხმე.

– რო​ცა დიდ​ხანს მუ​შა​ობ, ალ​ღო იშ​ვიათად თუ გიმ​ტყუ​ნებს.

– პი​რი​ქით. რაც უფ​რო დიდ​ხანს მუ​შა​ობ, უფ​რო მე​ტია იმის სა​შიშ​როება, რომ ალ​ღომ გიმ​ტყუ​ნოს. ალ​ბა​თო​‐
ბის თეორი​ა.

– ჰო, შე​საძ​ლოა ასეც არის, – მი​პა​სუ​ხა შე​ფიქ​რიანე​ბულ​მა, – მაგ​რამ, ჩე​მი აზ​რით, თქვენ უბ​რა​ლოდ, არ ჰგავ​‐
ხართ ნორ​მა​ლურ მგზავრს.

– მარ​თლა? – გა​მიკ​ვირ​და. ნუ​თუ მარ​თლა ასე​თი არა​ნორ​მა​ლუ​რი ვარ?

***

ნო​მერ​ში წყა​ლი შე​ვის​ხი სა​ხე​ზე და კბი​ლე​ბი გა​ვი​ხე​ხე. ვი​ხე​ხავ​დი და გუ​ლი მწყდე​ბო​და, რომ დავ​ბრუნ​დი.
თუმ​ცა მე​რე მა​ინც მკვდა​რი​ვით და​მე​ძი​ნა. რაც არ უნ​და და​მე​მარ​თოს, დიდ​ხანს არა​სო​დეს ვნა​ნობ.

***

დი​ლით გან​თავ​სე​ბის მო​რი​გეს და​ვუ​რე​კე და კი​დევ სა​მი დღით გა​ვიგ​რძე​ლე ნო​მე​რი. ად​ვი​ლად მო​ხერ​ხდა –
ტუ​რის​ტულ სე​ზონს ბევ​რი უკ​ლდა და ნომ​რე​ბის ნა​ხე​ვა​რი ცა​რიელი იყო.

მე​რე ოტე​ლი​დან გა​ვე​დი, გა​ზე​თი ვი​ყი​დე და იქ​ვე, სა​კონ​დიტ​რო „დან​კინ დო​ნატ​სში“ შე​ვე​დი. ორი ფუნ​თუ​შა
შევ​ჭა​მე და ორი მოზ​რდი​ლი ფინ​ჯა​ნი ყა​ვაც დავ​ლიე. სას​ტუმ​როს სა​უზ​მის​გან უკ​ვე გუ​ლი მე​რეოდა. აი, „დან​‐
კინ დო​ნატ​სი“ კი სა​სა​უზ​მოდ იდეალუ​რი ად​გი​ლია. ფუნ​თუ​შე​ბიც იაფია და და​მა​ტე​ბით ყა​ვა​საც უფა​სოდ მო​‐
გარ​თმე​ვენ.

სა​კონ​დიტ​რო​დან რომ გა​მო​ვე​დი, ტაქ​სი გა​ვა​ჩე​რე და ბიბ​ლიოთე​კა​ში წა​ვე​დი. ასეც ვუთ​ხა​რი მძღოლს: ამ ქა​‐
ლა​ქის ყვე​ლა​ზე დიდ ბიბლიოთეკაში-​მეთქი. სამ​კით​ხვე​ლო დარ​ბაზ​ში ხსე​ნე​ბუ​ლი ყო​ველ​კვი​რეული მო​ვით​‐
ხო​ვე. სტა​ტია ოტელ „დელ​ფინ​ზე“ ოცი ოქ​ტომ​ბრის ნო​მერ​ში აღ​მოჩ​ნდა. ქსე​რო​ას​ლი გა​და​ვი​ღე, უახ​ლო​ეს
კა​ფე​ში შე​ვე​დი, მა​გი​დას მი​ვუ​ჯე​ქი და მო​რი​გი ფინ​ჯა​ნი ყა​ვის თან​ხლე​ბით კით​ხვას შე​ვუ​დე​ქი.

სტა​ტია ძნე​ლად იკით​ხე​ბო​და. იმის გა​სარ​კვე​ვად, თუ რა ხდე​ბო​და, სამ​ჯერ მო​მიხ​და გა​და​კით​ხვა. და მიუხე​‐
და​ვად იმი​სა, რომ მარ​ტი​ვად გად​მო​სა​ცე​მად ავ​ტო​რი ძალ-​ღონეს არ იშუ​რებ​და, თე​მა, რო​მე​ლიც აირ​ჩია, მე​‐
ტის​მე​ტად რთუ​ლი გა​მოდ​გა მის​თვის. თხრო​ბა წარ​მო​უდ​გენ​ლად აბურ​დუ​ლი იყო. მაგ​რამ რა უნ​და მექ​ნა: ბე​‐
ჯი​თად შე​ვის​წავ​ლე აბზაც-​აბზაც და, რო​გორც იქ​ნა, მივ​ხვდი, რა და რო​გორ. სტა​ტი​ას ასე ერ​ქვა: „სა​პო​რო:
უძ​რა​ვი ქო​ნე​ბის მა​ქი​ნა​ცია. ქა​ლაქ​მშე​ნებ​ლო​ბა ჭუჭ​ყიანი ხე​ლე​ბით“. სა​თაურის ქვეშ – სად​ღაც ზე​ვი​დან გა​‐
და​ღე​ბუ​ლი ფო​ტო: ოტელ „დელ​ფი​ნის“ მშე​ნებ​ლო​ბა დას​რუ​ლე​ბის სტა​დიაში.

ის​ტო​რია ასე​თი იყო: ქა​ლაქ სა​პო​როს ერთ-​ერთ რაიონ​ში უცებ ვი​ღა​ცამ ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით და​იწ​ყო
მი​წის უზარ​მა​ზა​რი ნაკ​ვე​თე​ბის შეს​ყიდ​ვა. ეს ძა​ლი​ან უც​ნაურად ხდე​ბო​და. ორი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში მი​წის
ახა​ლი მფლო​ბე​ლის ვი​ნაობა ერ​თხე​ლაც არ ამო​ტივ​ტი​ვე​ბუ​ლა. მი​წის ფას​მა კი ამ რაიონ​ში აბ​სურ​დულ დო​‐
ნეს მი​აღ​წია. ამ ყვე​ლა​ფერ​მა დააინ​ტე​რე​სა ჟურ​ნა​ლის​ტი, სტა​ტი​ის ავ​ტო​რი, და მან მოკ​ვლე​ვა და​იწ​ყო. გა​ირ​‐
კვა, რომ მი​წას სხვა​დას​ხვა ფირ​მის სა​ხე​ლით ყი​დუ​ლობ​დნენ, რო​მელ​თა​გან თით​ქმის ყვე​ლა მხო​ლოდ ქა​‐
ღალ​დზე თუ არ​სე​ბობ​და. ესე იგი, ფირ​მა და​რე​გის​ტრი​რე​ბუ​ლი იყო და გა​და​სა​ხად​საც იხ​დი​და. თუმ​ცა არც
ოფი​სი და არც პერ​სო​ნა​ლი არ არ​სე​ბობ​და. თა​ვის მხრივ, ეს ქა​ღალ​დის ფირ​მე​ბი სხვა ქა​ღალ​დის ფირ​მებ​ზე
იყო მიბ​მუ​ლი და მთე​ლი ეს სის​ტე​მა ოს​ტა​ტუ​რად ატ​რიალებ​და მა​ქი​ნა​ცი​ებს მი​წის ერ​თმა​ნეთ​ზე მი​ყიდ​ვით.
ოცი მი​ლიონი იენის ღი​რე​ბუ​ლე​ბის ნაკ​ვე​თი უცებ გა​და​ფორ​მდე​ბო​და სხვა სა​ხელ​ზე ახ​ლა უკ​ვე სა​მოც მი​‐
ლიონად, ცო​ტა ხნის შემ​დეგ კი – უკ​ვე ორას მი​ლიონად. კარ​გა დიდ​ხანს იტ​რიალა არარ​სე​ბუ​ლი ფირ​მე​ბის
ლა​ბი​რინ​თში. და ამ კარ​გა ხნის ტრიალის შემ​დეგ ავ​ტორ​მა მა​ინც გა​მო​ით​ვა​ლა, რომ ყვე​ლა ოპე​რა​ცია სა​ბო​‐
ლო​ოდ მხო​ლოდ ერ​თი იური​დიული პი​რით მთავ​რდე​ბო​და. ეს იყო კომ​პა​ნია B. – უძ​რა​ვი ქო​ნე​ბით მო​ვაჭ​რე
სრუ​ლი​ად რეალუ​რი ფირ​მა, რო​მელ​მაც თა​ვი​სი ოფი​სის​თვის გა​მო​ის​ყი​და თა​ნა​მედ​რო​ვე ნა​გე​ბო​ბა აკა​სა​კის
კვარ​ტა​ლებ​ში. და​ბო​ლოს, უკ​ვე ეს კომ​პა​ნი​ა B. არაოფი​ციალუ​რად, მაგ​რამ ძა​ლი​ან მჭიდ​როდ ეკ​ვრო​და გი​‐
გან​ტურ კონ​გლო​მე​რატს – სა​ხელ​გან​თქმულ კორ​პო​რა​ცია A.-ს. სწო​რედ იმას, ვი​სი ლოცვა-​კურთხევითაც
დარ​ბი​ან მა​ტა​რებ​ლე​ბი, ყვა​ვის ფე​შე​ნე​ბე​ლუ​რი ოტე​ლე​ბი, გა​მო​დის ფილ​მე​ბი, იწარ​მოება კვე​ბის პრო​დუქ​ტე​‐
ბი, მუ​შა​ობს სა​ფირ​მო მა​ღა​ზიები, იბეჭ​დე​ბა პო​პუ​ლა​რუ​ლი ჟურ​ნა​ლე​ბი, გაიცე​მა გრძელ​ვა​დიანი კრე​დი​ტე​ბი,
აზ​ღვე​ვენ ქვეყ​ნის მი​ლიონო​ბით მო​ქა​ლა​ქეს სტი​ქიისა და უბე​დუ​რი შემ​თხვე​ვე​ბის​გან. ამ ყვე​ლაფ​რის გარ​‐
და, კორ​პო​რა​ცია A.-ს ფარ​თო კავ​ში​რე​ბი ჰქონ​და დი​დი პო​ლი​ტი​კის სამ​ყა​რო​ში აი, ამ​დე​ნი რამ კი გა​მო​ჩიჩ​‐
ქნა, მაგ​რამ ჩვე​ნი ავ​ტო​რი მა​ინც არ დამ​შვიდ​და. და კი​დევ რა​ღაც სა​ინ​ტე​რე​სო გა​არ​კვი​ა.

კომ​პა​ნია B.-ს მი​ერ შეს​ყი​დუ​ლი მი​წის ყვე​ლა ნაკ​ვე​თი იყო იმ ტე​რი​ტო​რიაზე, რო​მე​ლიც „პერ​სპექ​ტიული ქა​‐
ლაქ​მშე​ნებ​ლო​ბის​თვის“ მო​ნიშ​ნა ქა​ლაქ სა​პო​როს ად​მი​ნის​ტრა​ცი​ამ. სწო​რედ აქ, ათ​ვი​სე​ბი​სა და გან​ვი​თა​რე​‐
ბის სა​ხელ​მწი​ფო გეგ​მის თა​ნახ​მად, ახ​ლა გაჰ​ყავთ რკი​ნიგ​ზა, ად​გილს უც​ვლი​ან მთელ რიგ ად​მი​ნის​ტრა​ცი​‐
ულ და​წე​სე​ბუ​ლე​ბებს და სწო​რედ ამ რაიონის გან​ვი​თა​რე​ბის​თვის იდე​ბა პრიორი​ტე​ტუ​ლი წე​სით ზღაპ​რუ​ლი
ინ​ვეს​ტი​ციები, რო​მელ​თა ნა​ხე​ვარ​ზე მე​ტი სა​ხელ​მწი​ფო ბიუჯე​ტი​და​ნაა. ქვეყ​ნის მთავ​რო​ბამ, ჰო​კაიდოს სა​‐
გუ​ბერ​ნა​ტო​რომ და სა​პო​როს მე​რი​ამ წვრილ​მა​ნე​ბამ​დე დახ​ვე​წეს ეს გეგ​მა და „სა​ბო​ლოო გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​‐
ბაც“ მიიღეს – ესე იგი გან​საზ​ღვრეს ტე​რი​ტო​რია, მშე​ნებ​ლო​ბის მას​შტა​ბი, ხარ​ჯთაღ​რიც​ხვა, ბიუჯე​ტი და ასე
შემ​დეგ. ყვე​ლა​ფე​რი სრუ​ლი​ად ოფი​ციალუ​რად. კრინ​ტიც არ დაძ​რუ​ლა იმა​ზე, რომ აი უკ​ვე რამ​დე​ნი​მე წე​ლი​‐
წა​დია, ვი​ღაც რკი​ნის ხე​ლით ყი​დუ​ლობს მი​წას სა​ხელ​მწი​ფო გეგ​მით დამ​ტკი​ცე​ბულ ტე​რი​ტო​რიაზე. მთე​ლი
ინ​ფორ​მა​ცია დაილე​ქა კორ​პო​რა​ცია A.-ს არ​ქი​ვებ​ში. და საიდა​ნაც არ უნ​და შე​ხე​დო, გა​მო​დის, რომ ამ გეგ​მის
დამ​ტკი​ცე​ბამ​დე მი​წა აქ​ტიურად იყი​დე​ბო​და. ესე იგი წი​ნას​წარ, ამ მთავ​რო​ბის მა​გივ​რად გა​დაწ​ყვი​ტეს, თუ
რა გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​ბა უნ​და მიეღო მთავ​რო​ბას.

ად​გი​ლობ​რი​ვი უძ​რა​ვი ქო​ნე​ბის და​უფ​ლე​ბის ოპე​რა​ციაში კი ფლაგ​მა​ნის რო​ლი ოტელ „დელ​ფინს“ მიეკუთ​‐
ვნა. სწო​რედ მი​სი მშე​ნებ​ლო​ბის​თვის მოასუფ​თა​ვეს საუკე​თე​სო ად​გი​ლი ამ მი​და​მო​ებ​ში. და გი​გან​ტუ​რი სას​‐
ტუმ​რო კომ​პლექ​სი კორ​პო​რა​ცია A.-ს შტაბ​ბი​ნად და რაიონის წამ​ყვან სა​წარ​მოდ იქ​ცა. ოტელ​მა თან​და​თან
მი​იპ​ყრო ყუ​რად​ღე​ბა, თან​და​თან შეც​ვა​ლა მომ​ხმა​რებ​ლის შე​მად​გენ​ლო​ბა მიმ​დე​ბა​რე ქუ​ჩებ​ზე და მთე​ლი
ქა​ლა​ქის ცხოვ​რე​ბის​თვის დიადი გარ​დაქ​მნე​ბის სიმ​ბო​ლო გახ​და. ყვე​ლა​ფე​რი დე​ტა​ლუ​რად გათ​ვლი​ლი გეგ​‐
მით. გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მი, რო​გორც ასე​თი. ვინც ყვე​ლა​ზე მეტ კა​პი​ტალს აბან​დებს, სწო​რედ ის
იღებს ყვე​ლა​ზე სა​სარ​გებ​ლო ინ​ფორ​მა​ცი​ას და ყვე​ლა​ზე დიდ უკუ​გე​ბას ინ​ვეს​ტი​რე​ბი​დან. სა​კით​ხი, „თუ ვინ
არის ამა​ში დამ​ნა​შა​ვე“, სა​ერ​თოდ არ დგას. ეს ყვე​ლა​ფე​რი უბ​რა​ლოდ, თვით კა​პი​ტალ​და​ბან​დე​ბის ფორ​მუ​‐
ლა​შია. რო​ცა რა​ღა​ცა​ში ვდებთ ფულს, ჩვენ ეფექ​ტი​ან უკუ​გე​ბას ვე​ლით. და რაც უფ​რო მეტს ვდებთ, მით მე​ტი
ეფექ​ტი გვინ​და. მაგ​რამ სწო​რედ ისე, რო​გორც ნახ​მა​რი მან​ქა​ნის ყიდ​ვი​სას ფე​ხის კვრით ვა​მოწ​მებთ სა​ბუ​რა​‐
ვებს და ეჭ​ვით ვუგ​დებთ ყურს ძრა​ვას ღმუ​ილს – ას​მი​ლი​არ​დიანი კა​პი​ტა​ლის ინ​ვეს​ტორს არ ეზა​რე​ბა
წვრილ​მა​ნე​ბამ​დე გათ​ვა​ლოს, ეფექ​ტიანად აბან​დებს თუ არა თა​ვის ფულს, ან სუ​ლაც „თვი​თონ ჯდე​ბა სა​ჭეს​‐
თან“ და „ცდი​ლობს საქ​მე​ში გა​სინ​ჯოს“. პა​ტი​ოს​ნე​ბის ცნე​ბა ასეთ სამ​ყა​რო​ში აღარ არ​სე​ბობს. მე​ტის​მე​ტად
დი​დია ინ​ვეს​ტი​რე​ბუ​ლი თან​ხე​ბი იმის​თვის, რომ სე​რიოზუ​ლად და​ფიქ​რდე პა​ტი​ოს​ნე​ბა​ზე. თუ სა​ჭი​როა, არც
ძა​ლა​დო​ბა​ზე ამ​ბო​ბენ უარს.

ვთქვათ, ვი​ღა​ცას არ უნ​და დათ​მოს თა​ვი​სი მი​წა. რო​მე​ლი​ღაც ჯი​ხუ​რი, ერ​თი და იგი​ვე ად​გილ​ზე ასი წე​ლი
რომ ვაჭ​რობს ჩა​ლის ფოს​ტლე​ბით, გა​ჯი​უტ​და და ვერ ძრა​ვენ ად​გი​ლი​დან. აი, მა​შინ ჩნდე​ბი​ან თავ​ზე​ხე​ლა​‐
ღე​ბუ​ლი ტი​პე​ბი. ნე​ბის​მი​ერ სუ​პერ​კა​პი​ტალს, სხვა ყვე​ლაფ​რის გარ​და, აუცი​ლებ​ლად აქვს კავ​ში​რი ასეთ
„საძ​მოს​თან“. ის აკონ​ტრო​ლებს ყვე​ლა​ფერს, რაც კი სუნ​თქავს და მოძ​რა​ობს ცხოვ​რე​ბის თით​ქმის ყვე​ლა
სფე​რო​ში: მსხვი​ლი პო​ლი​ტი​კუ​რი ფი​გუ​რე​ბით დაწ​ყე​ბუ​ლი, სა​ხელ​გან​თქმუ​ლი მწერ​ლე​ბით, როკ​ვარ​სკვლა​‐
ვე​ბი​თა და იაკუ​ძას მა​ღა​ლი ეშე​ლო​ნე​ბით დამ​თავ​რე​ბუ​ლი. გრძელ​და​ნიანი უბ​რა​ლო იაპო​ნე​ლი ბი​ჭე​ბი
დაუპა​ტი​ჟებ​ლად შე​დი​ან ნე​ბის​მი​ერ კარ​ში. პო​ლი​ცია კი ამ „გაუგებ​რო​ბის“ გა​მო​ძიები​სას, რბი​ლად რომ
ვთქვათ, ენ​თუ​ზი​აზ​მის გა​რე​შე იქ​ცე​ვა. პო​ლი​ცი​ას​თან ყვე​ლა​ფე​რი წი​ნას​წარ არის დათ​ქმუ​ლი – ქვე​მო​დან
სულ კენ​წე​რომ​დე. ეს კო​რუფ​ცი​აც კი არ არის. ეს სის​ტე​მაა. პი​რო​ბე​ბის კომ​პლექ​სი კა​პი​ტა​ლის ეფექ​ტიანად
და​ბან​დე​ბის​თვის.

რა თქმა უნ​და, ეს ყვე​ლა​ფე​რი ამა თუ იმ ზო​მით ად​რეც არ​სე​ბობ​და – ღმერ​თმა უწ​ყის, რა დროიდან. წარ​‐
სულ​თან გან​სხვა​ვე​ბა მხო​ლოდ ის არის, რომ ახ​ლა კა​პი​ტალ​და​ბან​დე​ბის სქე​მა წარ​მო​უდ​გენ​ლად
ჩახუჭუჭებულ-​ჩაწიკწიკებულია. და ეს ყვე​ლა​ფე​რი დი​დი კომ​პიუტე​რის გა​ჩე​ნის წყა​ლო​ბით. ყვე​ლა შემ​თხვე​‐
ვა, მოვ​ლე​ნა თუ ცნე​ბა, რაც კი შე​იძ​ლე​ბა მოიძებ​ნოს დე​და​მი​წა​ზე, შე​აგ​რო​ვეს და ერთ სქე​მა​ში შე​იყ​ვა​ნეს.
დაყ​ვეს კა​ტე​გო​რიებად, გა​ნა​ზო​გა​დეს და სუბ​ლი​მა​ტიც გა​მო​იყ​ვა​ნეს: კა​პი​ტა​ლის უნი​ვერ​სა​ლუ​რი ცნე​ბა. ან,
თუ კა​ტე​გო​რიულად ვიტ​ყვით, შედ​გა გაღ​მერ​თე​ბის აქ​ტი. ადა​მიანებ​მა და​იწ​ყეს კა​პი​ტა​ლის დი​ნა​მიზ​მის თაყ​‐
ვა​ნის​ცე​მა. ლო​ცუ​ლო​ბენ კა​პი​ტა​ლის მით​ზე. აკა​ნო​ნე​ბენ უძ​რა​ვი ქო​ნე​ბის ნე​ბის​მი​ერ ნაგ​ლეჯს და ყვე​ლა​‐
ფერს, რა​მაც შე​იძ​ლე​ბა გა​ნა​სა​ხიეროს ახალ​თა​ხა​ლი მბზი​ნა​ვი „პორ​შე“. რად​გან სხვა არა​ნაირი მი​თი ამ​ქვეყ​‐
ნად მათ​თვის აღარ დარ​ჩა.

აი ისიც, გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მი. ჩვენ იქ ვცხოვ​რობთ – მოგ​ვწონს ეს თუ არ მოგ​ვწონს. სი​კე​თი​სა და


ბო​რო​ტე​ბის კრი​ტე​რიუმიც მრა​ვალ​რიც​ხო​ვან კა​ტე​გო​რი​ად იყო​ფა. სი​კე​თე ახ​ლა მო​დუ​რი და არა​მო​დუ​რია.
ბო​რო​ტე​ბა – მო​დუ​რი და არა​მო​დუ​რი. მო​დურ სი​კე​თე​საც ერ​თობ ფარ​თო ასორ​ტი​მენ​ტი აქვს: ოფი​ციალუ​რი
სი​კე​თე და ყო​ველ​დღიური სი​კე​თე, სი​კე​თე „ჰი​პის“ სტილ​ში და სი​კე​თე „კუ​ლის“ სტილ​ში, „რი​გის“ სი​კე​თე და
სი​კე​თე გა​მორ​ჩეული სნო​ბე​ბის​თვის. ვტკბე​ბით შე​ხა​მე​ბე​ბით. ცალ​კე კა​იფს ვი​ღებთ კომ​ბი​ნა​ცი​ის​გან: „მუ​სო​‐
ნის სვი​ტე​რი – პო​ლი​ნის ბა​თინ​კე​ბი – ტრუ​სარ​დის შარ​ვა​ლი“. ფი​ლო​სო​ფია ასეთ სამ​ყა​რო​ში სულ უფ​რო და
უფ​რო გვა​გო​ნებს ზო​გა​დი მე​ნეჯ​მენ​ტის თეორი​ას. რად​გან ფი​ლო​სო​ფია გა​ნუ​ყო​ფელ კავ​შირ​შია ეპო​ქის დი​‐
ნა​მიზ​მთან.

1969-​ში სამ​ყა​რო გა​ცი​ლე​ბით სა​და იყო – თუმ​ცა მა​შინ ასე არ მეჩ​ვე​ნე​ბო​და. ეს​რო​დი ქვას სპეც​და​ნიშ​ნუ​ლე​‐
ბის ჯარს და თით​ქოს გა​მო​ხა​ტავ​დი კი​დეც შენს და​მო​კი​დე​ბუ​ლე​ბას სამ​ყა​როს​თან. ამ თვალ​საზ​რი​სით კარ​გი
დრო იყო. დღეს ჩვე​ნი ზე​რა​ფი​ნი​რე​ბუ​ლი ფი​ლო​სო​ფი​ით ვის მოუვა აზ​რად, პო​ლი​ციელებს ქვა ეს​რო​ლოს?
რო​მე​ლი იდიოტი გა​იქ​ცე​ვა პი​კე​ტის​კენ ცრემ​ლსა​დე​ნი ბომ​ბის სას​რო​ლად? ჩვენ გარ​შე​მო ჩვე​ნი დღე​ვან​დე​‐
ლი რეალო​ბაა. კუთ​ხი​დან კუთ​ხემ​დე გა​და​ჭი​მუ​ლი ბა​დე. და კი​დევ ერ​თი ზე​მო​დან. ვერ​სად გა​იქ​ცე​ვი. ქვას
ის​ვრი და უკან და​გიბ​რუნ​დე​ბა.

ჟურ​ნა​ლის​ტმა ლა​მის ხე​ლე​ბი გა​და​იტ​ყა​ვა, რო​ცა ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით აძ​რობ​და სა​ეჭ​ვო ის​ტო​რი​ებს.
მაგ​რამ რა უც​ნაურია – რაც უფ​რო მეტს ვკით​ხუ​ლობ​დი, მით უფ​რო სუს​ტი მეჩ​ვე​ნე​ბო​და მი​სი არ​გუ​მენ​ტე​ბი.
შუაზე რომ გამ​სკდა​რი​ყო, მკით​ხვე​ლის დარ​წმუ​ნე​ბას ვერ ახერ​ხებ​და. უბ​რა​ლოდ, ვერ გარ​კვეული​ყო. აქ არა​‐
ფე​რი იყო სა​ეჭ​ვო. ეს ყვე​ლა​ფე​რი გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მის ბუ​ნებ​რი​ვი პრო​ცე​სია. ყვე​ლამ მშვე​ნივ​‐
რად იცის ამის შე​სა​ხებ. ყვე​ლამ იცის და ამი​ტომ ყვე​ლას ფე​ხებ​ზე ჰკი​დია. ისე, მა​ინც რა ხდე​ბა? ვი​ღა​ცის ზე​‐
კა​პი​ტალ​მა არა​ლე​გა​ლუ​რად მოიპო​ვა ინ​ფორ​მა​ცია რა​ღაც უძ​რავ ქო​ნე​ბა​ზე. მთლიანად შე​ის​ყი​და ეს ქო​ნე​ბა,
აიძუ​ლა პო​ლი​ტი​კო​სე​ბი, აჰ​ყო​ლოდ​ნენ ამ თა​მაშ​ში, ამა​სო​ბა​ში კი იაკუ​ძას ჯგუ​ფი ჩა​ლის ფოს​ტლე​ბის ჯი​‐
ხურს მი​უქ​სია და აყ​რო​ლე​ბუ​ლი სას​ტუმ​რო​დან წიხ​ლის​კვრით გა​მო​აგ​დო მი​სი მფლო​ბე​ლი – ნე​ტავ ვის აინ​‐
ტე​რე​სებს ეს ყვე​ლა​ფე​რი? აი, სად არის ძაღ​ლის თა​ვი და​მარ​ხუ​ლი. დრო უდაბ​ნოს ქვი​შა​სა​ვი​თაა – მიედი​ნე​‐
ბა და იც​ვლე​ბა. და ფეხ​ქვეშ ის აღარ გვაქვს, რაც ჯერ კი​დევ წუ​თის წინ გვქონ​და...

ჩე​მი აზ​რით, მშვე​ნიერი სტა​ტია იყო. გულ​დას​მით შე​მოწ​მე​ბუ​ლი ფაქ​ტე​ბით, სა​მარ​თლიანო​ბის​კენ გულ​წრფე​‐
ლი მო​წო​დე​ბით. თუმ​ცა კა​ლა​პო​ტი​დან ამო​ვარ​დნი​ლი.

ფურ​ცლე​ბი ჯი​ბე​ში ჩა​ვი​დე და კი​დევ ერ​თი ფინ​ჯა​ნი ყა​ვა დავ​ლი​ე.

ძველ ოტელ „დელ​ფი​ნის“ მმარ​თვე​ლი გა​მახ​სენ​და. თან​და​ყო​ლი​ლი ქრო​ნი​კუ​ლი უიღ​ბლო​ბით დაღ​დას​მუ​ლი


ადა​მიანი. ამ ჩვენს ახალ დრო​შიც რომ გად​მო​ფორ​თხე​ბუ​ლი​ყო, აქ მის​თვის მა​ინც ვერ მოიძებ​ნე​ბო​და ად​გი​‐
ლი.

– კა​ლა​პო​ტი​დან ამო​ვარ​დნი​ლი! – ხმა​მაღ​ლა ვთქვი.

გვერ​დით ჩავ​ლილ​მა ოფი​ცი​ან​ტმა ქალ​მა, რო​გორც შეშ​ლილს, ისე შე​მომ​ხე​და.

ქუ​ჩა​ში გა​მო​ვე​დი, ტაქ​სი და​ვი​ჭი​რე და ოტელ​ში დავ​ბრუნ​დი.

"},{"head":"8.","content":"

8.

ნომ​რი​დან ჩემს ყო​ფილ მეწ​ყვი​ლეს და​ვუ​რე​კე – ოდეს​ღაც პა​ტა​რა კან​ტო​რა გვქონ​და. უც​ნობ​მა ხმამ ყურ​‐
მილ​ში სა​ხე​ლი მკით​ხა, ის მეორე უც​ნობ​მა ხმამ შეც​ვა​ლა, იმა​ნაც მკით​ხა სა​ხე​ლი, – და მხო​ლოდ ამის შემ​‐
დეგ მო​ვი​და ტე​ლე​ფონ​თან თვი​თონ პატ​რო​ნი. აშ​კა​რად ყე​ლამ​დე იყო საქ​მე​ებ​ში ჩაფ​ლუ​ლი. უკა​ნას​კნე​ლად
თით​ქმის ერ​თი წლის წინ ვე​ლა​პა​რა​კეთ ერ​თმა​ნეთს. არა, შეგ​ნე​ბუ​ლად არ გა​ვურ​ბო​დი. უბ​რა​ლოდ, არა​ფე​რი
გვქონ​და სა​ლა​პა​რა​კო. ყო​ველ​თვის სიმ​პა​თი​ას იწ​ვევ​და ჩემ​ში. და ეს სიმ​პა​თია დღემ​დე არ გამ​ქრა​ლი​ყო.
მაგ​რამ ჩემ​თვის ის (ი​სე​ვე რო​გორც მე იმის​თვის) უკ​ვე გავ​ლი​ლი გზის რო​მე​ლი​ღაც მო​სახ​ვევ​ში დარ​ჩა. მე არ
და​მი​ტო​ვე​ბია. არც თვი​თონ აპი​რებ​და იქ დარ​ჩე​ნას. მაგ​რამ ორი​ვე ჩვენ​გა​ნი თა​ვი​სი გზით მი​დიოდა, ამ გზებ​‐
მა კი უცებ შეწ​ყვი​ტეს ერ​თმა​ნე​თის გა​დაკ​ვე​თა. ეს არის და ეს.

რო​გორ ხარ, მით​ხრა ჩემ​მა ყო​ფილ​მა მეწ​ყვი​ლემ.

არა მი​შავს, ვუ​პა​სუ​ხე.

ვუთ​ხა​რი, რომ სა​პო​რო​ში ვარ. და​ინ​ტე​რეს​და, ხომ არ ცი​ვაო. ცივა-​მეთქი, ვუთ​ხა​რი.

სამ​სა​ხურ​ზე ვკით​ხე.

მყოფ​ნი​სო, მი​პა​სუ​ხა.

ნუ სვამ ბევრს, ვურ​ჩი​ე.

ბო​ლო დროს თით​ქმის აღარ ვსვამ, თქვა.

მანდ ალ​ბათ თოვს, და​ინ​ტე​რეს​და.

ახ​ლა არა, ვუთ​ხა​რი.

ორიოდე წუთს ელი​ტუ​რი შტამ​პე​ბით ვა​მა​რა​გებ​დით ერ​თმა​ნეთს, პინგ-​პონგის ბურ​თე​ბი​ვით.

– რა​ღაც მინ​და გთხო​ვო, – რო​გორც იქ​ნა, და​ვა​ხეთ​ქე. ოდეს​ღაც დი​დი სამ​სა​ხუ​რი გა​ვუ​წიე და მთე​ლი ამ ხნის
გან​მავ​ლო​ბა​ში მშვე​ნივ​რად ახ​სოვ​და: და​ვა​ლე​ბუ​ლი იყო. მეც მახ​სოვ​და. ადა​მი​ანს რა​ღაც სთხო​ვო, რომ მე​‐
რე მას​ზე იყო და​მო​კი​დე​ბუ​ლი? ღმერ​თმა და​მი​ფა​როს.

– მი​დი, აბა, – უბ​რა​ლოდ მი​პა​სუ​ხა.

– ოდეს​ღაც მე და შენ ოფლს ვღვრი​დით ტექ​სტზე ჟურ​ნალ „სას​ტუმ​რო ბიზ​ნე​სის​თვის“, – გა​ვაგ​რძე​ლე, – და​‐
ახ​ლოებით ხუ​თი წლის წინ, გახ​სოვს?

– მახ​სოვს.

– შეგ​რჩა ის კონ​ტაქ​ტე​ბი?

ორიოდე წა​მით ჩა​ფიქ​რდა.

– მგო​ნი არ და​მი​მარ​ხავს... თუ რა​მეა, აღ​დგე​ნაც შე​იძ​ლე​ბა.


– იქ ერ​თი ჟურ​ნა​ლის​ტი ჰყავ​დათ... დი​დი ბიზ​ნე​სის სამ​ზა​რეულო თა​ვი​სი ხუ​თი თი​თი​ვით იცო​და. არ მახ​‐
სოვს, რა ერ​ქვა. გამ​ხდა​რი, ნა​ფო​ტი​ვით გა​ლეული, ყო​ველ​თვის რა​ღაც სუ​ლე​ლუ​რი ქუ​დით და​დიოდა... შე​‐
გიძ​ლია მო​ძებ​ნო?

– ჰო, ალ​ბათ... რი​სი გა​გე​ბა გინ​და?

მოკ​ლედ მო​ვუ​ყე​ვი სკან​და​ლუ​რი სტა​ტია ოტელ „დელ​ფი​ნის“ შე​სა​ხებ. ყო​ველ​კვი​რეულის სა​ხელ​წო​დე​ბა და


გა​მოს​ვლის თა​რი​ღი ჩაიწე​რა. ისიც მო​ვუ​ყე​ვი, რომ გი​გან​ტუ​რი ოტელ „დელ​ფი​ნის“ აშე​ნე​ბამ​დე იმ ად​გი​ლას,
იგი​ვე სა​ხელ​წო​დე​ბით, ერ​თი ჩა​მოტ​ყა​ვე​ბუ​ლი ოტე​ლი იდ​გა. რაღაც-​რაღაცების გა​გე​ბა მინ​დო​და. უპირ​ვე​‐
ლეს ყოვ​ლი​სა, რა​ტომ და რის​თვის მიიღო მემ​კვიდ​რეობად ახალ​მა ოტელ​მა სა​ხელ​წო​დე​ბა „დელ​ფი​ნი“. რა
ბე​დი ეწია ძვე​ლი ოტე​ლის პატ​რონს, და​ბო​ლოს, ჰქონ​და თუ არა გაგ​რძე​ლე​ბა სტა​ტი​ით გა​მოწ​ვე​ულ სკან​‐
დალს...

ჩემ​მა ყო​ფილ​მა მეწ​ყვი​ლემ გულ​დას​მით დააკონ​სპექ​ტა ყვე​ლა​ფე​რი და შე​სა​მოწ​მებ​ლად პირ​და​პირ ყურ​‐


მილ​ში წა​მი​კით​ხა.

– სწო​რია ყვე​ლა​ფე​რი?

– ყვე​ლა​ფე​რი სწო​რია, – და​ვუ​დას​ტუ​რე.

– ძა​ლი​ან გეჩ​ქა​რე​ბა? – ამოიოხ​რა.

– მა​პა​ტიე, მაგ​რამ კი, – ვუთ​ხა​რი.

– კარ​გი... შე​ვეც​დე​ბი, დღის გან​მავ​ლო​ბა​ში მო​ვას​წრო. რო​გორ და​გი​კავ​შირ​დე?

ოტე​ლის ტე​ლე​ფო​ნი და ოთა​ხის ნო​მე​რი ვუთ​ხა​რი.

– და​გი​რე​კავ, – მით​ხრა და ყურ​მი​ლი და​კი​და.

***

სა​დი​ლად სას​ტუმ​როს კა​ფე​ტე​რიაში უბ​რა​ლო რა​ღაც შევ​ჭა​მე. მე​რე ფოიეში ჩა​ვე​დი და რე​გის​ტრა​ცი​ის დახ​‐
ლთან სათ​ვა​ლიანი სა​ხე და​ვი​ნა​ხე. დარ​ბა​ზის კუთ​ხის​კენ წა​ვე​დი, დი​ვან​ზე დავ​ჯე​ქი და თვალ​თვა​ლი და​ვუწ​‐
ყე. საქ​მე​ში იყო ჩაფ​ლუ​ლი და, რო​გორც ჩანს, ვერ და​მი​ნა​ხა. შე​იძ​ლე​ბა და​მი​ნა​ხა კი​დეც, მაგ​რამ შეგ​ნე​ბუ​ლად
არ მამ​ჩნევ​და. ასეა თუ ისე, ჩემ​თვის სუ​ლერ​თი იყო. უბ​რა​ლოდ, ყუ​რე​ბა მინ​დო​და. ვუ​ყუ​რებ​დი მის ფი​გუ​რას
და ვფიქ​რობ​დი: აი, ქა​ლი, რო​მელ​თა​ნაც შე​მეძ​ლო დავ​წო​ლი​ლი​ყა​ვი, თუ მო​ვინ​დო​მებ​დი...

ხან​და​ხან ასე​თი უც​ნაური სა​შუალე​ბით გი​წევს თა​ვის გამ​ხნე​ვე​ბა.

და​ახ​ლოებით ათი წუ​თი ვუ​ყუ​რებ​დი, მე​რე მეთ​ხუთ​მე​ტე სარ​თულ​ზე, ჩემს ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი და წიგ​ნის
კით​ხვა და​ვიწ​ყე. ცას ფან​ჯრის იქით ისევ ის მო​ღუ​შუ​ლი ღრუბ​ლე​ბი ფა​რავ​და. თით​ქოს პაპიე-​მაშეს ყუთ​ში
ვი​ჯე​ქი, სა​დაც მხო​ლოდ სი​ნათ​ლის ცალ​კეული სხი​ვე​ბი აღ​წევ​და. ნე​ბის​მი​ერ წუთს შე​იძ​ლე​ბო​და დაერე​კა
ტე​ლე​ფონს და ამი​ტომ ნომ​რი​დან გას​ვლა არ მინ​დო​და. ნო​მერ​ში კი, კით​ხვის გარ​და, საქ​მე არა​ფე​რი მქონ​‐
და. და​ვამ​თავ​რე ჯეკ ლონ​დო​ნის ბი​ოგ​რა​ფია და „ეს​პა​ნუ​რი ომე​ბის ის​ტო​რი​ა“ და​ვიწ​ყე.

დღე უაზ​როდ გა​წე​ლილ სა​ღა​მოს ჰგავ​და. ვა​რიაციების გა​რე​შე. რუ​ხი სი​ნათ​ლე ფან​ჯრის მიღ​მა ნელ-​ნელა
შავ​დე​ბო​და და ბო​ლოს ღა​მედ გა​და​იქ​ცა. ამით მხო​ლოდ ჩრდი​ლე​ბის სიმ​კვრი​ვე შე​იც​ვა​ლა გარ​შე​მო. სამ​ყა​‐
რო​ში ორი ფე​რი​ღა დარ​ჩა: რუ​ხი და შა​ვი. ბუ​ნე​ბით დად​გე​ნი​ლი წე​სის მი​ხედ​ვით, ერ​თი იც​ვლე​ბო​და მეორით.
სულ ეს იყო.

მო​ახ​ლეს და​ვუ​რე​კე, ბუ​ტერ​ბრო​დე​ბი შე​ვუკ​ვე​თე ნო​მერ​ში. ნე​ლა ვჭამ​დი და მა​ცივ​რი​დან გა​მო​ღე​ბულ ლუდს
ვა​ყო​ლებ​დი. ლუდ​საც ნე​ლა ვსვამ​დი, პატარ-​პატარა ყლუ​პე​ბით. რო​ცა დიდ​ხანს არა​ფე​რი გაქვს სა​კე​თე​ბე​‐
ლი, ბევრ წვრილ​მანს სა​შინ​ლად ნე​ლა და სკრუ​პუ​ლო​ზუ​რად აკე​თებ.

რვის ნა​ხე​ვარ​ზე ჩემ​მა ყო​ფილ​მა მეწ​ყვი​ლემ და​მი​რე​კა.

– გა​მოვ​ჩიჩ​ქნე ის შე​ნი ჟურ​ნა​ლის​ტი, – მით​ხრა.

– გა​გი​ჭირ​და?

– რო​გორ გით​ხრა... – მცი​რე პაუზის შემ​დეგ მი​პა​სუ​ხა. რო​გორც ჩანს, მა​ინ​ცდა​მა​ინც ად​ვი​ლი არ გა​მოდ​გა.

– მოკ​ლედ მო​გიყ​ვე​ბი, – გა​ნაგ​რძო, – ჯერ ერ​თი, ეს საქ​მე და​ხუ​რუ​ლია – სა​ბო​ლო​ოდ და სა​მუ​და​მოდ. ლუ​ქით
არის და​ბეჭ​დი​ლი, ლენ​ტე​ბით გა​დაკ​რუ​ლი და სეიფებ​ში და​მარ​ხუ​ლი. დღის სი​ნათ​ლე​ზე ვე​ღა​რა​ვინ გა​‐
მოიტანს. გაგ​რძე​ლე​ბა აღარ იქ​ნე​ბა. და არც არა​ვი​თა​რი სკან​და​ლი აღარ არის. ორიოდე დღით გან​ზე გას​წი​‐
ეს წყვი​ლი პაიკი მთავ​რო​ბა​სა და სა​პო​როს მე​რიაში. „კო​რექ​ცი​ის​თვის“ – რა​თა მო​მა​ვალ​ში მე​ქა​ნიზ​მმა
სრულ​ყო​ფი​ლად იმუ​შა​ოს. ოდ​ნავ შე​ყან​ყალ​და პო​ლი​ცი​ის დე​პარ​ტა​მენ​ტი, თუმ​ცა კონ​კრე​ტულს იქაც ვე​რა​‐
ფერს ჩა​ავ​ლეს ხე​ლი. ყვე​ლა​ფე​რი ისეა ჩახ​ლარ​თუ​ლი, ეშ​მა​კიც კი კი​სერს წა​იმ​ტვრევს... მე​ტის​მე​ტად ცხე​ლი
თე​მაა. ასე​თი ინ​ფორ​მა​ცი​ის მო​სა​პო​ვებ​ლად მე თვი​თონ მო​მიხ​და ოფ​ლის ღვრა.

– მე ხომ კერ​ძო ინ​ტე​რე​სი მაქვს, არა​ვის არ ეხე​ბა.

– ასეც ვუთ​ხა​რი...

ყურ​მი​ლი არ მო​მი​შო​რე​ბია, მა​ცი​ვარ​თან მი​ვე​დი, ლუ​დის ქი​ლა გა​მო​ვი​ღე, თა​ვი​სუ​ფა​ლი ხე​ლით გავ​ხსე​ნი და
ჭი​ქა​ში და​ვის​ხი.

– ოღონდ სუ​ლერ​თია – მა​პა​ტიე, რომ თავს გა​ბეზ​რებ – მაგ​რამ გა​მო​უც​დე​ლი კა​ცი ასეთ რა​მეს რომ შე​იტ​ყობს,
სულ ად​ვი​ლად შე​იძ​ლე​ბა ფე​ხი და​უც​დეს... – თქვა, – მე​ტის​მე​ტად დი​დი მას​შტა​ბე​ბია. არ ვი​ცი, რის​თვის გჭირ​‐
დე​ბა ეს ყვე​ლა​ფე​რი, მაგ​რამ... ეცა​დე, ღრმად არ შე​ტო​პო. მეს​მის, ალ​ბათ შე​ნი მი​ზე​ზე​ბი გაქვს. თუმ​ცა მა​ინც
ჯობს, თა​ვი არ გა​მო​ყო და შენს ზო​მა​ზე მო​ირ​გო ცხოვ​რე​ბა. შე​იძ​ლე​ბა ისე არა, რო​გორც მე, მაგ​რამ მა​ინც...

– გა​სა​გე​ბია, – ვუთ​ხა​რი.

ჩა​ახ​ვე​ლა. მე ლუ​დი მოვ​სვი.


– ძვე​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ დიდ​ხანს არ აპი​რებ​და თა​ვი​სი მი​წი​დან აბარ​გე​ბას, ბო​ლომ​დე უწევ​და წი​ნა​აღ​‐
მდე​გო​ბას. სა​ში​ნე​ლი რა​მეები გა​დაიტა​ნა. მა​შინ​ვე რომ წა​სუ​ლი​ყო, არა​ვი​თა​რი პრობ​ლე​მე​ბი არ იქ​ნე​ბო​და,
მაგ​რამ არ მი​დიოდა. ხომ გეს​მის, არ უნ​დო​და შეც​ვლილ ვი​თა​რე​ბას​თან შე​გუება.

– ჰო, ასე​თი იყო მთე​ლი ცხოვ​რე​ბა, – ვთქვი, – კა​ლა​პო​ტი​დან ამო​ვარ​დნი​ლი...

– რა სა​ზიზ​ღრო​ბე​ბი არ მო​უწ​ყვეს. მა​გა​ლი​თად, ნომ​რებ​ში იაკუ​ძა და​ბი​ნავ​და, ცხოვ​რობ​და იქ, კვი​რო​ბით არ


იხ​დი​და ფულს და რაც მო​ეპ​რიანე​ბო​და, იმას აკე​თებ​და. თან ისე, რომ კა​ნო​ნი აშ​კა​რად არ და​ერ​ღვია.
ფოიეში დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე თავ​ზე​ხე​ლა​ღე​ბუ​ლი ტი​პე​ბი ის​ხდნენ – და​ნახ​ვა​ზეც კი ჟრუ​ან​ტე​ლი და​გივ​ლი​‐
და. ვინ​მე შე​მო​ვი​დო​და და თვალს არ აშო​რებ​დნენ, ალ​ბათ გეს​მის... თუმ​ცა ოტე​ლი ამ ყვე​ლა​ფერს ით​მენ​და,
ერ​თხე​ლაც არ აუტე​ხია სკან​და​ლი.

– არ მიკ​ვირს, – ვთქვი. ოტელ „დელ​ფი​ნის“ პატ​რონს ცხოვ​რე​ბა​ში ბევ​რი რამ ჰქონ​და გა​და​ტა​ნი​ლი. მე​ტის​მე​‐
ტად ბევ​რი იმის​თვის, რომ წვრილ​მა​ნებ​ზე ავარ​დნი​ლი​ყო.

– ბო​ლოს ოტელ​მა ერ​თი, მაგ​რამ ძა​ლი​ან უც​ნაური პი​რო​ბა წა​მოაყე​ნა. შე​ას​რუ​ლეთ და ეგ​რე იყოს, გა​ვა​თა​ვი​‐
სუფ​ლებ ტე​რი​ტო​რიასო. თუ რა პი​რო​ბა იყო, თვი​თონ მიხ​ვდი.

– არ ვი​ცი, – ვუთ​ხა​რი.

– ცო​ტა და​ფიქ​რდი. ეს ზუს​ტად შენს მეორე სა​კითხს ემ​თხვე​ვა...

– რომ ახალ ოტელ​საც „დელ​ფი​ნი“ რქმეოდა?

– დი​ახ, დი​ახ, – თქვა, – ეს ერ​თა​დერ​თი პი​რო​ბა იყო. და მი​წის მყიდ​ვე​ლი და​თან​ხმდა.

– მაგ​რამ რა​ტომ?

– იმი​ტომ, რომ კარ​გი სა​ხელ​წო​დე​ბაა. რა, არა? ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ – მშვე​ნივ​რად ჟღერს. არ მე​თან​ხმე​ბი?

– სა​ერ​თოდ, კი... – წა​ვი​ბურ​ტყუ​ნე.

– კორ​პო​რა​ცია A. მთე​ლი ქვეყ​ნის მას​შტა​ბით ზე​თა​ნა​მედ​რო​ვე სას​ტუმ​როების ქსე​ლის მშე​ნებ​ლო​ბის პრო​‐


ექტს ამუ​შა​ვებ​და. ესე იგი, არა უბ​რა​ლოდ ხუთ​ვარ​სკვლა​ვიანე​ბის, რაც უკ​ვე მრავ​ლა​დაა, არა​მედ სუ​პერ​კლა​‐
სის ოტე​ლე​ბის, და ამ ქსე​ლის​თვის სა​ხელ​წო​დე​ბა მა​შინ ჯერ კი​დევ არ ჰქონ​დათ მო​ფიქ​რე​ბუ​ლი.

– ოტელ „დელ​ფი​ნის“ ქსე​ლი... – ვცა​დე მეთ​ქვა.

– ჰო, რა თქმა უნ​და. „ჰილ​ტო​ნის“, „ჰაიატის“ და სხვა ასე​თე​ბის ალ​ტერ​ნა​ტი​ვა.

– ოტელ „დელ​ფი​ნის“ ქსე​ლი, – გა​ვი​მეორე მე​ქა​ნი​კუ​რად. ძვე​ლი სიზ​მა​რი, პატ​რონ​გა​მოც​ვლი​ლი და ათას​ჯერ


გაძ​ლიერე​ბუ​ლი... – ძველ პატ​რონს რა დაემარ​თა?
– ეგ არა​ვინ იცის, – თქვა ჩემ​მა ყო​ფილ​მა მეწ​ყვი​ლემ.

ლუ​დი მოვ​სვი და ავ​ტო​კალ​მის წვე​რით მო​ვიფ​ხა​ნე ყუ​რის ბი​ბი​ლო.

– ამ​ბო​ბენ, რო​ცა მი​წას ტო​ვებ​და, რა​ღაც გა​მო​სას​ყი​დი მიიღო​ო; კაც​მა არ იცის, შე​იძ​ლე​ბა ამ ფუ​ლით რა​ღაც
ახა​ლი წა​მო​იწ​ყო. რო​გორ უნ​და შეამოწ​მო. ერ​თი უბ​რა​ლო ვინ​მეა – ვის რა​ში სჭირ​დე​ბა, კა​ცი ბრბო​დან...

– ა-​ჰაა... ალ​ბათ, – იძუ​ლე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი დავ​თან​ხმე​ბო​დი.

– აი, და​ახ​ლოებით ასე, – შეაჯა​მა, – სულ ეს არის, რი​სი გა​გე​ბაც შევ​ძე​ლი. აბა, რას იტ​ყვი?

– გმად​ლობ. ძა​ლი​ან და​მეხ​მა​რე, – ვუთ​ხა​რი.

– აჰა, – თქვა და ისევ ჩა​ახ​ვე​ლა.

– ფუ​ლი ხომ არ და​გი​ხარ​ჯავს? – ვკით​ხე.

– არა, არა, – მა​შინ​ვე მი​პა​სუ​ხა, – ორი კა​ცის ვახ​შა​მი, კლუ​ბი გინ​ძე​ზე და ტაქ​სი სახ​ლამ​დე. – სა​ლა​პა​რა​კოდ არ
ღირს... მა​ინც ჩა​მოიწე​რე​ბა. ჩვენ​თან ხომ, რა​საც გინ​და, იმას ჩა​მო​წერ ფირ​მის ხარ​ჯზე. ჩვე​ნი ბუ​ღალ​ტე​რიც
კი სულ ბუზ​ღუ​ნებს: რა​ტომ არის ასე ცო​ტა ხარ​ჯი, მე​ტი დავ​ხარ​ჯო​თო. ასე რომ, ამა​ზე ნუ წუხ​ხარ. კლუბ​ში
კი, გინ​ძე​ზე, თუ გინ​და, შე​მიძ​ლია შენც წა​გიყ​ვა​ნო. ხომ არა​სო​დეს ყო​ფილ​ხარ? ასე არ არის?

– მა​ინც რა ხდე​ბა იქ, კლუბ​ში, გინ​ძე​ზე?

– სას​მე​ლი და გო​გოები, – თქვა, – თუ წა​ვალთ, ჩვენს ბუ​ღალ​ტერს გაუხარ​დე​ბა.

– ჰო​და, წა​დი ბუ​ღალ​ტერ​თან ერ​თად...

– უკ​ვე ვი​ყა​ვით ამას წი​ნათ.

და​ვემ​შვი​დო​ბე და ყურ​მი​ლი დავ​კი​დე.

ყურ​მი​ლი დავ​კი​დე და ჩემს ყო​ფილ მეწ​ყვი​ლე​ზე და​ვიწ​ყე ფიქ​რი. ჩე​მი ტო​ლია უკ​ვე და​ყე​ნე​ბუ​ლი ღი​პით. მა​‐
გი​დის უჯ​რა​ში რა​ღაც აბებს ინა​ხავს, მუ​დამ ერ​თსა და იმა​ვეს, და სე​რიოზუ​ლად აინ​ტე​რე​სებს არ​ჩევ​ნე​ბის
შე​დე​გე​ბი. ნერ​ვიულობს სკო​ლა​ში ბავ​შვე​ბის წა​რუ​მა​ტებ​ლო​ბის გა​მო, სის​ტე​მა​ტუ​რად ეჩ​ხუ​ბე​ბა ცოლს, მაგ​‐
რამ აღ​მერ​თებს ოჯახს. სი​სუს​ტეებიც აქვს – გა​და​ხუხ​ვა უყ​ვარს. სა​ერ​თოდ კი – ვე​რა​ფერს იტ​ყვი, ნორ​მა​ლუ​‐
რია, გინდ სახ​ლში, გინდ სამ​სა​ხურ​ში. ყვე​ლა თვალ​საზ​რი​სით ჩვეულებ​რი​ვი, წე​სიერი ადა​მიანი​ა.

უნი​ვერ​სი​ტე​ტის დამ​თავ​რე​ბის​თა​ნა​ვე გა​ვი​ცა​ნი და კარ​გა ხანს ჩვე​ნი ბიზ​ნე​სი წარ​მა​ტე​ბით ვი​თარ​დე​ბო​და.


ერ​თი ციც​ქნა სამ​თარ​გმნე​ლო კან​ტო​რი​დან და​ვიწ​ყეთ და წლი​დან წლამ​დე ძა​ლას ვიკ​რებ​დით. ახ​ლო მე​გობ​‐
რე​ბი არას​დროს ვყო​ფილ​ვართ, მაგ​რამ მშვე​ნივ​რად ვუ​გებ​დით ერ​თმა​ნეთს. წლე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში ყო​ველ​‐
დღე ერ​თი და იგი​ვე ფი​ზიონო​მი​ის ყუ​რე​ბა და ამის ატა​ნა ჩხუ​ბის გა​რე​შე – ესეც ხომ საქ​მეა. მშვი​დო​ბის​მოყ​‐
ვა​რე და უნაკ​ლოდ აღ​ზრდი​ლი იყო. ჩხუ​ბი არც მე მიყ​ვარ​და. იყო შემ​თხვე​ვე​ბი, სხვა​დას​ხვა აზ​რზე ვი​ყა​ვით,
მაგ​რამ პა​ტი​ვის​ცე​მით ვექ​ცეოდით ერ​თმა​ნეთს და მუ​შაობას ვაგ​რძე​ლებ​დით. თუმ​ცა მა​ინც დრო​ზე დავ​შორ​‐
დით. საქ​მე​ებს სამ​სა​ხურ​ში ჩემ შემ​დეგ კარ​გად უვ​ლი​და, სი​მარ​თლე რომ ვთქვა, უკე​თე​სა​დაც. შე​მო​სა​ვა​ლი
მა​ტუ​ლობ​და, ფირ​მა იზ​რდე​ბო​და. ახა​ლი თა​ნამ​შრომ​ლე​ბი დაიქი​რა​ვა და ისე იყე​ნებ​და, რო​გორც სა​ჭი​რო
იყო. ში​ნა​გა​ნა​დაც, მარ​ტო რომ დარ​ჩა, უფ​რო თავ​და​ჯე​რე​ბუ​ლი გახ​და.

ასე რომ, ვფიქ​რობ, პრობ​ლე​მა მე ვი​ყა​ვი. რო​გორც ჩანს, რა​ღაც​ნაირად ვბო​ჭავ​დი. მხო​ლოდ ჩე​მი წას​ვლის
შემ​დეგ გა​მო​ცოც​ხლდა და მხრებ​ში გაიმარ​თა. ის​წავ​ლა კლი​ენ​ტებ​თან მოქ​ცე​ვა, მდი​ვან ქა​ლებ​თან გა​არ​ში​‐
ყე​ბა, ფირ​მის ფუ​ლის ხარ​ჯვა – „წარ​მო​მად​გენ​ლო​ბით ხარ​ჯებ​ზე“, რა​საც თვი​თონ​ვე აკ​რი​ტი​კებ​და, – და გინ​‐
ძეს ღა​მის კლუ​ბებ​ში არ​თობ​და ყვე​ლას, ვინც კი ხელ​ში მოხ​ვდე​ბო​და. გვერ​დით რომ ვყო​ლო​დი, დაიძა​ბე​ბო​‐
და, ეს ყვე​ლა​ფე​რი ასე ბუ​ნებ​რი​ვად არ გა​მოუვი​დო​და. მუ​დამ ჩე​მი მხედ​ვე​ლო​ბის არე​ში მყო​ფი ალ​ბათ მკით​‐
ხა​ობ​და, რას ვფიქ​რობ​დი მას​ზე. აი, ასე​თი იყო. თუმ​ცა, გუ​ლახ​დი​ლად თუ ვიტ​ყვი, მი​სი საქ​ციელი სა​ერ​თოდ
არ მა​ღელ​ვებ​და.

კარ​გია, რომ მარ​ტო დარ​ჩა, გა​ვი​ფიქ​რე. ყვე​ლა თვალ​საზ​რი​სით კარ​გი​ა.

სხვაგ​ვა​რად რომ ვთქვა, თა​ვი​სი ასა​კის შე​სა​ფე​რი გახ​და.

„ა​სა​კის შე​სა​ფე​რი“, – გა​ვი​მეორე ჩემ​თვის. და ყო​ვე​ლი შემ​თხვე​ვის​თვის ხმა​მაღ​ლა ვთქვი. ხმა​მაღ​ლა ნე​ბის​‐
მი​ერს შე​იძ​ლე​ბა შე​ხე​ბო​და, მაგ​რამ არა მე.

***

სა​ღა​მოს ცხრა სა​ათ​ზე ტე​ლე​ფონ​მა რეკ​ვა ატე​ხა. არა​ვის ზარს არ ვე​ლო​დი და უცებ ვერც კი მივ​ხვდი, თუ
რას ნიშ​ნავ​და. მიუხე​და​ვად ამი​სა, ტე​ლე​ფო​ნი ისევ იჭა​ჭე​ბო​და. მე​ოთ​ხე ზუ​მე​რის შემ​დეგ ყურ​მი​ლი ავი​ღე.

– აღიარე, რომ დღეს ფოიეში მით​ვალ​თვა​ლებ​დი, – მით​ხრა. არც გაბ​რა​ზე​ბუ​ლი, არც მხიარუ​ლი ხმით – სრუ​‐
ლი​ად გულ​გრი​ლად.

– ჰო, ეგ​რე იყო, – ვა​ღიარე.

გა​ჩუმ​და.

– სამ​სა​ხურ​ში ასე რომ მათ​ვა​ლიერე​ბენ, ვი​ძა​ბე​ბი, თან ძა​ლი​ან, – გა​ნაგ​რძო, – სა​ნამ მი​ყუ​რებ​დი, შენ გა​მო
უამ​რა​ვი შეც​დო​მა მო​მი​ვი​და.

– მეტს აღარ ვი​ზამ, – დავ​პირ​დი, – შე​ნი ყუ​რე​ბით გამ​ბე​დაობას ვიკ​რებ​დი. არ ვი​ცო​დი, თუ ასე დაიძა​ბე​ბო​დი.
ახ​ლა უკ​ვე ვი​ცი. ასე რომ, მეტს აღარ ვი​ზამ. სად ხარ?

– სახ​ლში. ახ​ლა აბა​ზა​ნას მი​ვი​ღებ და დავ​წვე​ბი, – თქვა, – შენ ნო​მე​რი გა​აგ​რძე​ლე, არა?

– ჰო. ცო​ტა ხანს კი​დევ მო​მი​წევს საქ​მე​ებ​ზე დარ​ჩე​ნა.


– მა​შინ მე​ტი აღარ მით​ვალ​თვა​ლო, კარ​გი? თო​რემ პრობ​ლე​მე​ბი მექ​ნე​ბა.

– მეტს აღარ გით​ვალ​თვა​ლებ.

ისევ გა​ჩუმ​და ცო​ტა ხნით.

– მო​მის​მი​ნე... ძა​ლი​ან მეტ​ყო​ბა, რომ ვი​ძა​ბე​ბი? რო​გორ ვთქვა, რა შთა​ბეჭ​დი​ლე​ბას ვტო​ვებ?

– არ ვი​ცი. ყვე​ლას სხვა​დას​ხვა​ნაირად უჭი​რავს თა​ვი. რა გით​ხრა, ყვე​ლა დაიძა​ბე​ბა, თუ ეცო​დი​ნე​ბა, რომ უთ​‐
ვალ​თვა​ლე​ბენ. ასე რომ, არ ღირს ამა​ზე ფიქ​რით თა​ვის ატ​კი​ვე​ბა. მით უფ​რო, რომ უბ​რა​ლოდ ასე​თი ჩვე​ვა
მაქვს – ნე​ბის​მი​ერ რა​მეს დიდ​ხანს ვათ​ვა​ლიერებ. მი​ვა​ჩერ​დე​ბი და ნა​ხე​ვა​რი საათი თვალს არ ვა​ცი​ლებ...

– საიდან გაქვს ასე​თი ჩვე​ვა?

– ძნე​ლია იმის ახ​სნა, საიდან მო​დის ჩვე​ნი ჩვე​ვე​ბი. თუმ​ცა ყვე​ლა​ფე​რი გა​ვი​გე და მეტს აღარ გით​ვალ​თვა​‐
ლებ. და ყვე​ლა​ზე ნაკ​ლე​ბად ის მინ​და, რომ პრობ​ლე​მე​ბი გქონ​დეს სამ​სა​ხურ​ში.

და​ახ​ლოებით ნა​ხე​ვა​რი წუ​თი ფიქ​რობ​და ჩემს სიტ​ყვებ​ზე.

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – თქვა ბო​ლოს.

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – ვუ​პა​სუ​ხე.

და დავ​კი​დე ყურ​მი​ლი. მე​რე აბა​ზა​ნა მი​ვი​ღე, დი​ვან​ზე წა​მოვ​წე​ქი და თერ​თმეტ საათამ​დე წიგნს ვკით​ხუ​ლობ​‐
დი. თერ​თმეტ​ზე ავ​დე​ქი, ჩა​ვიც​ვი და ნომ​რი​დან გა​მო​ვე​დი. დე​რე​ფა​ნი ლა​ბი​რინ​თი​ვით გრძე​ლი და დახ​ლარ​‐
თუ​ლი იყო. გა​დავ​წყვი​ტე, ერ​თი ბო​ლო​დან მეორემ​დე გა​მევ​ლო. დე​რეფ​ნის ბო​ლო​ში სა​სამ​სა​ხუ​რო ლიფ​ტი
აღ​მო​ვა​ჩი​ნე. ისეთ ად​გილ​ზე იყო, რომ თვალ​ში არ მოხ​ვედ​რო​და სტუმ​რებს, თუმ​ცა პოვ​ნა ძნე​ლი არ გა​მოდ​‐
გა. ისარს მივ​ყე​ვი, რო​მელ​საც „სა​ხან​ძრო გა​სას​ვლე​ლი“ ეწე​რა და ჩიხ​ში აღ​მოვ​ჩნდი, სა​დაც მხო​ლოდ უნომ​‐
რო, დამ​ხმა​რე ოთა​ხე​ბი იყო, იმის იქით კი, კუთ​ხე​ში – სა​სამ​სა​ხუ​რო ლიფ​ტი. შემ​თხვე​ვით რომ არა​ვინ შემ​‐
ძვრა​ლი​ყო შიგ, კარ​ზე და​ფა ეკი​და წარ​წე​რით „სატ​ვირ​თო“. კარ​გა ხანს ვი​დე​ქი ლიფ​ტის წინ, მაგ​რამ რო​‐
გორც ციფ​რი აჩ​ვე​ნებ​და დის​პლეიზე, მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში ლიფ​ტი სარ​დაფ​ში იდ​გა. ამ საათებ​ში
ლიფ​ტით თით​ქმის არა​ვინ სარ​გებ​ლობ​და. ჭერ​ში და​მონ​ტა​ჟე​ბუ​ლი დი​ნა​მი​კი​დან ხმა​და​ბა​ლი მუ​სი​კა ის​მო​და
– პოლ მო​რი​ას ორ​კეს​ტრის – Mammy Blue.

ღი​ლაკს და​ვა​ჭი​რე თი​თი. თით​ქოს ძილ​ქუ​ში​დან გა​მო​ერ​კვაო, მხეც​მა თა​ვი წა​მოს​წია. ლიფ​ტი შე​ძაგ​ძაგ​და და
ზე​ვით წა​მო​ვი​და. 1, 2, 3, 4, 5, 6... კა​ბი​ნა ნე​ლა, მაგ​რამ ულ​მობ​ლად ახ​ლოვ​დე​ბო​და. Mammy Blue-ს ვუს​მენ​დი და
თვა​ლე​ბით ვხვრეტ​დი ციფ​რებს. თუ შიგ​ნით ვინ​მე აღ​მოჩ​ნდე​ბა, ვიტ​ყვი, რომ შევ​ცდი. ნორ​მა​ლურ სტუმ​რებს
ყო​ველ​თვის ეშ​ლე​ბათ ლიფ​ტე​ბი. თერ​თმე​ტი, თორ​მე​ტი, ცა​მე​ტი, თოთ​ხმე​ტი... ნა​ბი​ჯი უკან გა​დავ​დგი და ჯი​ბე​‐
ში ხე​ლებ​მო​მუ​ჭუ​ლი ვე​ლო​დი, რო​დის გაიღე​ბო​და კა​რი.

„15“ – ლიფ​ტი გა​ჩერ​და. პაუზა. სა​მა​რი​სე​ბუ​რი სი​ჩუ​მე. კა​რი ჩუ​მი სრიალით გაიღო.

შიგ​ნით არა​ვი​ნა​ა.

რა სა​შინ​ლად ჩუ​მი ლიფ​ტია, გა​ვი​ფიქ​რე. რა შე​და​რე​ბაა ძველ ოტელ „დელ​ფი​ნის“ ჭლე​ქი​ან ლიფ​ტთან. შიგ​‐
ნით შე​ვე​დი და და​ვა​ჭი​რე ღი​ლაკს – „16“. კა​რი დაიხუ​რა. ლიფ​ტი ოდ​ნავ გა​და​ად​გილ​და სივ​რცე​ში და კა​რი
ისევ გაიღო. მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თუ​ლი. ჩვეულებ​რი​ვი – არა​ვი​თა​რი სიბ​ნე​ლე და სხვა სა​ში​ნე​ლე​ბე​ბი მი​სი მო​‐
ნა​ყო​ლი​დან. სი​ნათ​ლე, რო​გორც წე​სია, ისე ან​თია. დი​ნა​მი​კებ​ში და​უს​რუ​ლე​ბე​ლი Mammy Blue. არა​ვი​თა​რი სუ​‐
ნი არ მცემს. ყო​ვე​ლი შემ​თხვე​ვის​თვის მთე​ლი სარ​თუ​ლი შე​მო​ვიარე. მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თუ​ლი მეთ​ხუთ​მე​ტის
ზუს​ტი ას​ლი აღ​მოჩ​ნდა. ისე​თი​ვე – მო​სახ​ვე​ვე​ბად და​ტე​ხი​ლი დე​რე​ფა​ნი, ისე​თი​ვე უსას​რუ​ლო კა​რე​ბი, ისე​თი​‐
ვე ნი​შე​ბი სას​მე​ლიანი ავ​ტო​მა​ტე​ბის​თვის, ისე​თი​ვე რამ​დე​ნი​მე ლიფ​ტი. ზო​გი​ერთ კარ​თან მო​ახ​ლე ქალს
ელო​და იმა​თი ცა​რიელი თეფ​შე​ბი, ვინც ნო​მერ​ში ვახ​შმობ​და. იატაკ​ზე – მუ​ქი წი​თე​ლი ხა​ლი​ჩა. რბი​ლი, მდიდ​‐
რუ​ლი. ნე​ბის​მიერი ნა​ბი​ჯის ხმას ახ​შობს. ფე​ხით ვცა​დე დაბ​რა​გუ​ნე​ბა. პა​სუ​ხად ვე​რა​ფე​რი გა​ვი​გო​ნე. ჭე​რი​‐
დან ჩა​მოღ​ვრი​ლი მუ​სი​კა პერ​სი ფეისის „ზაფ​ხუ​ლის დღის სიყ​ვა​რუ​ლით“ შე​იც​ვა​ლა. კუთ​ხემ​დე მი​ვე​დი. მარ​‐
ჯვნივ შე​ვუხ​ვიე, დე​რეფ​ნის შუაში ჩვეულებ​რივ ლიფ​ტში ჩავ​ჯე​ქი, მეთ​ხუთ​მე​ტე სარ​თულ​ზე დავ​ბრუნ​დი და
გა​დავ​წყვი​ტე, თა​ვი​დან ბო​ლომ​დე გა​მე​მეორე​ბი​ნა ყვე​ლა​ფე​რი. ჩავ​ჯე​ქი სატ​ვირ​თო ლიფ​ტში, ავე​დი მე​თექ​‐
ვსმე​ტე​ზე, გა​მო​ვე​დი სრუ​ლი​ად ჩვეულებ​რივ დე​რე​ფან​ში. ისე​თი​ვე სი​ნათ​ლე, იგი​ვე „ზაფ​ხუ​ლის დღის სიყ​ვა​‐
რუ​ლი“.

შემ​დგომ ცდებ​ზე უარი ვთქვი, უკან ჩა​მო​ვე​დი, ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი, ორიოდე ყლუ​პი ბრენ​დი გა​დავ​კა​რი და
მკვდა​რი​ვით და​მე​ძი​ნა.

***

გა​თენ​და: სი​შა​ვე ფან​ჯრის იქით ნაც​რის​ფერ​მა შეც​ვა​ლა. თოვ​და. ჰოო, გა​ვი​ფიქ​რე, დღეს რა გა​ვა​კე​თო?

ძვე​ლე​ბუ​რად – არა​ფე​რი.

გა​რეთ გა​ვე​დი. დინ​ჯად, ცო​ტა უხა​ლი​სო​დაც კი თოვ​და. „დან​კინ დო​ნატ​სში“ წა​ვე​დი, ფუნ​თუ​შა შევ​ჭა​მე, ორი
ფინ​ჯა​ნი ყა​ვა დავ​ლიე და გა​ზე​თი გა​და​ვათ​ვა​ლიერე. არ​ჩევ​ნე​ბით იყო გა​ჭე​დი​ლი. კი​ნო​ში, რო​გორც გუ​შინ,
არა​ფე​რი ისე​თი, რი​სი ნახ​ვაც მო​მინ​დე​ბო​და. მხო​ლოდ ფილ​მის რეკ​ლა​მა მომ​ხვდა თვალ​ში, რო​მელ​შიც ჩე​მი
თა​ნაკ​ლა​სე​ლი თა​მა​შობ​და. ფილმს „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“ ერ​ქვა და, რეკ​ლა​მის გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბით, სტან​‐
დარ​ტუ​ლი სას​კო​ლო მე​ლოდ​რა​მა უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. მთა​ვარ როლ​ში თხუთ​მე​ტი წლის სა​კულ​ტო ვარ​სკვლა​‐
ვით და არა​ნაკ​ლებ გა​პიარე​ბუ​ლი პოპ-​კერპის სიმ​ღე​რე​ბით.

ცხა​დად წარ​მო​ვიდ​გი​ნე, ასეთ ფილ​მში რა რო​ლი უნ​და ეთა​მა​შა ჩემს თა​ნაკ​ლა​სელს. აი, ისე​თი, ახალ​გაზ​რდა,
კე​თილ​შო​ბი​ლი, ყვე​ლაფ​რის გამ​გე​ბი მას​წავ​ლებ​ლის. მა​ღა​ლი, ერ​თდროულად სპორ​ტის რამ​დე​ნი​მე სა​‐
ხეობის ოს​ტა​ტი. უფ​როს​კლა​სე​ლი გო​გო​ნე​ბის გულ​თამ​პყრო​ბე​ლი, და ყვე​ლას, ვი​საც კი სა​ხე​ლით მი​მარ​‐
თავს, მოულოდ​ნე​ლი გა​რინ​დე​ბა იპ​ყრობს. მთა​ვა​რი გმი​რიც, ბუ​ნებ​რი​ვია, ჭკუაზე არ არის. და ამი​ტო​მაც კვი​‐
რა დღეს რა​ღაც ფუნ​თუ​შებს აც​ხობს და მას​თან მი​აქვს, სახ​ლში. პა​რა​ლე​ლუ​რად კი მის გა​მო ერ​თი მო​წა​ფე
ხმე​ბა. სრუ​ლი​ად ჩვეულებ​რი​ვი ბი​ჭი, ოღონდ ცო​ტა გაუბე​და​ვი... დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვარ, აი და​ახ​ლოებით ასე​თი
სიუჟე​ტია. ამის წარ​მო​სად​გე​ნად სუ​ლაც არ არის სა​ჭი​რო ტვი​ნის და​ძაბ​ვა.

მას შემ​დეგ, რაც ჩე​მი თა​ნაკ​ლა​სე​ლი სა​ხელ​გან​თქმუ​ლი კი​ნომ​სა​ხიობი გახ​და, ერ​თხანს – ნა​წი​ლობ​რივ ცნო​‐
ბის​მოყ​ვა​რეობის გა​მო – ყვე​ლა ახალ ფილმს ვუ​ყუ​რებ​დი მი​სი მო​ნა​წი​ლეობით. ხუ​თი თუ ექ​ვსი ფილ​მი ვნა​‐
ხე. მე​რე კი ყო​ველ​გვა​რი ინ​ტე​რე​სი დავ​კარ​გე: ფილ​მე​ბი ერ​თი​მეორე​ზე მო​საწ​ყე​ნი იყო, თვი​თო​ნაც ყვე​ლა
ფილ​მში ერ​თი და იგი​ვე შაბ​ლო​ნურ როლს თა​მა​შობ​და. კე​თილ​შო​ბი​ლი ათ​ლე​ტის რო​ლი ან​გე​ლო​ზის სუ​ლით
და გრძე​ლი ფე​ხე​ბით. ჯერ სტუ​დენ​ტი, მე​რე მას​წავ​ლე​ბე​ლი, ექი​მი, წარ​მა​ტე​ბუ​ლი ფირ​მის კლერ​კი, და კი​დევ
ბევ​რი სხვა ვინ​მე... მაგ​რამ პერ​სო​ნა​ჟი ყო​ველ​თვის ერ​თი და იგი​ვე გა​მოს​დიოდა. სწო​რედ ის, ვის გა​მოც გო​‐
გო​ნე​ბი გო​ჭე​ბი​ვით ჭყვი​ტი​ნე​ბენ. მი​სი და​მაბ​რმა​ვე​ბე​ლი ქათ​ქა​თა ღი​მი​ლი მეც კი კარგ გუ​ნე​ბა​ზე მა​ყე​ნებ​და.
და მა​ინც, ფუ​ლის გა​დახ​და ასეთ ფილ​მზე აღარ მინ​დო​და. არა, ნამ​დვი​ლად არ ვე​კუთ​ვნი მკაცრ სნობ კი​ნო​‐
ფი​ლებს, რომ​ლე​ბიც მხო​ლოდ ტარ​კოვ​სკის და ფე​ლი​ნის უყუ​რე​ბენ, მაგ​რამ, მერ​წმუ​ნეთ, ფილ​მე​ბი ამ ყმაწ​ვი​‐
ლის მო​ნა​წი​ლეობით ნამ​დვი​ლი ლე​ქი იყო. მთელ სიუჟეტს პირ​ველ ხუთ წუთ​ში გა​მო​იც​ნობ​დით, გმი​რე​ბი
სრუ​ლი​ად ბა​ნა​ლურ ფრა​ზებს წარ​მოთ​ქვამ​დნენ, ფილ​მის ბიუჯე​ტი სად​ღაც ნულ​თან ფარ​თხა​ლებ​და, რე​ჟი​‐
სორ​მა კი, რო​გორც ჩანს, მა​ნამ​დე მიაფურ​თხა თა​ვის მო​ვა​ლეობას, სა​ნამ მის შეს​რუ​ლე​ბას შე​უდ​გე​ბო​და.

თუმ​ცა, თუ გა​ვიხ​სე​ნებ, ასე​თი იყო ყო​ველ​თვის – ჯერ კი​დევ მა​ნამ, სა​ნამ სა​ხელ​გან​თქმუ​ლი გახ​დე​ბო​და. ერ​‐
თობ მიმ​ზიდ​ვე​ლი გა​რეგ​ნუ​ლად და სრუ​ლი​ად მღვრიე შიგ​ნით. მის გვერ​დით ორიოდე წე​ლი გა​ვა​ტა​რე სა​‐
შუალო კლა​სებ​ში. ფიზიკა-​ქიმიის ლა​ბო​რა​ტო​რი​ულ ცდებს ყო​ველ​თვის ერ​თსა და იმა​ვე მა​გი​და​ზე ვა​ტა​რებ​‐
დით. ასე რომ, ხან​და​ხან ლაყ​ბო​ბის დროც გვრჩე​ბო​და. ისე​ვე რო​გორც მე​რე, კი​ნო​ში, ეს ბი​ჭი სა​ოც​რად სა​‐
სიამოვ​ნო შთა​ბეჭ​დი​ლე​ბას ახ​დენ​და. ყვე​ლა გო​გო ჭკუ​ას კარ​გავ​და მას​ზე და მის გვერ​დით მთვა​რეულე​ბი​‐
ვით იქ​ცე​ოდ​ნენ. საკ​მა​რი​სი იყო რო​მე​ლი​მე მათ​გა​ნის​თვის ორიოდე სიტ​ყვა ეთ​ქვა და – სა​ცო​და​ვი, ნა​ხე​ვა​რი
დღე კვად​რა​ტუ​ლი თვა​ლე​ბით და​დიოდა. ლა​ბო​რა​ტო​რიული ცდე​ბის დროს კლა​სის ქალ​თა სქე​სის ნა​ხე​ვა​რი
მას მის​ჩე​რე​ბო​და. თუ რა​მე გაუგე​ბა​რი იყო, მას ეკით​ხე​ბოდ​ნენ. ხო​ლო რო​ცა გაზ​ქუ​რას აან​თებ​და, ჩვენს მა​‐
გი​დას ისე მი​აშ​ტერ​დე​ბოდ​ნენ, თით​ქოს მო​რი​გი ოლიმ​პიური თა​მა​შე​ბის გახ​სნის რი​ტუ​ალს ას​რუ​ლებ​და. აზ​‐
რად არა​ვის მოს​დიოდა, რომ იქ​ვე, გვერ​დით, მეც ვარ​სე​ბობ​დი.

ასე​ვე შე​სა​ნიშ​ნა​ვად სწავ​ლობ​და. ყო​ველ​თვის პირ​ვე​ლი ან მეორე იყო კლას​ში. თა​ვა​ზიანი, გულ​წრფე​ლი, და
თან არა​ვი​თა​რი ქედ​მაღ​ლო​ბა. ყვე​ლა​ნა​ირ ტან​საც​მელ​ში ერ​თნაირად თა​ნა​მედ​რო​ვე და მიმ​ზიდ​ვე​ლი. პი​სუ​‐
არ​ში რომ აფ​სამ​და, მა​ში​ნაც კი ელე​გან​ტუ​რი იყო. და სა​ერ​თოდ, იშ​ვიათად შეხ​ვდე​ბი ყმაწ​ვილს, ასე ელე​გან​‐
ტუ​რად რომ აფ​სამ​დეს პი​სუ​არ​ში. ღირს კი იმის თქმა, რომ მშვე​ნიერი სპორ​ტსმე​ნი იყო? სკო​ლის ნაკ​რე​ბის
ერთ-​ერთი ლი​დე​რი. ჭო​რე​ბი და​დიოდა, რომ კლა​სის ყვე​ლა​ზე პო​პუ​ლა​რულ გო​გოს​თან მე​გობ​რობ​და. მაგ​‐
რამ სი​მარ​თლე იყო ეს თუ არა, არ ვი​ცო​დი. მას​წავ​ლებ​ლე​ბი აღ​მერ​თებ​დნენ, მას შემ​დეგ კი, რაც მო​ეწ​ყო
„საჩ​ვე​ნე​ბე​ლი სას​კო​ლო დღე“ მშობ​ლე​ბის​თვის, ჩვე​ნი კლა​სე​ლე​ბის ყვე​ლა დე​დი​კოს კერ​პი გახ​და. აი, ასე​თი
ადა​მიანი იყო. თუმ​ცა ჩემ​თვის ყო​ველ​თვის უც​ნო​ბი რჩე​ბო​და, სი​ნამ​დვი​ლე​ში რას და რო​გორ ფიქ​რობ​და.

ისე​ვე რო​გორც ეკ​რან​ზე.

ამ ყვე​ლაფ​რის მე​რე რა ჭი​რად მინ​დო​და სა​კუ​თა​რი ფუ​ლით ასე​თი ფილ​მის ყუ​რე​ბა?

გა​ზე​თი ურ​ნა​ში ჩა​ვაგ​დე და ოტელ​ში დავ​ბრუნ​დი. ფოიეში რომ გა​ვიარე, სა​რე​გის​ტრა​ციო დახ​ლის​კენ გა​ვა​‐
პა​რე მზე​რა, მაგ​რამ ჩე​მი ნაც​ნო​ბი იქ არ აღ​მოჩ​ნდა. რო​გორც ჩანს, შეს​ვე​ნე​ბა​ზე სად​ღაც გა​ვი​და. კომ​პიუტე​‐
რუ​ლი თა​მა​შე​ბის კუთ​ხე​ში რამ​დენ​ჯერ​მე ვი​თა​მა​შე „პეკ​მე​ნი და გა​ლაქ​ტი​კა“. კარ​გად მო​ფიქ​რე​ბუ​ლი, თუმ​ცა
მე​ტის​მე​ტად პა​თო​ლო​გიური თა​მა​შია. და მე​ტის​მე​ტად აგ​რე​სიული. მაგ​რამ დროს მშვე​ნივ​რად კლავს.

მე​რე ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი და წიგ​ნის კით​ხვა და​ვიწ​ყე.

ცა​რიელი და უაზ​რო დღე მე​ლო​და. კით​ხვა მომ​წყინ​და და ერ​თხანს უბ​რა​ლოდ თოვლს ვუ​ყუ​რებ​დი ფან​ჯრის
მიღ​მა. ეტ​ყო​ბო​და, სა​ღა​მომ​დე აპი​რებ​და თო​ვას. ბარ​დნი​და და ბარ​დნი​და. სა​ინ​ტე​რე​სოც კი​ა; აი, თურ​მე რამ​‐
დე​ნი თოვ​ლი შე​იძ​ლე​ბა ჩა​მოც​ვივ​დეს ცი​დან ერთ დღე​ში. თორ​მეტ სა​ათ​ზე ოტე​ლის კა​ფე​ში ჩა​ვე​დი და ვი​სა​‐
დი​ლე. მე​რე ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი, კი​დევ ცო​ტა წა​ვი​კით​ხე და ისევ თოვლს ვუ​ყუ​რებ​დი ფან​ჯრი​დან.

მაგ​რამ ამ უც​ნა​ურ დღეს უშე​დე​გოდ დას​რუ​ლე​ბა არ ეწე​რა. ზუს​ტად ოთხ სა​ათ​ზე, რო​ცა წიგ​ნით ხელ​ში ლო​‐
გინ​ში ვგო​რა​ობ​დი, კარ​ზე დააკა​კუ​ნეს. რამ​დე​ნი​მე სან​ტი​მეტ​რით გა​ვა​ღე კა​რი და ღრი​ჭო​ში გა​ვი​ხე​დე. ზღურ​‐
ბლზე ის იდ​გა. სათ​ვა​ლით და ღია ცის​ფე​რი უნი​ფორ​მით. უხ​მაურო ჩრდი​ლი​ვით შე​მოს​რი​ალ​და ოდ​ნავ გა​ღე​‐
ბულ კარ​ში და მა​შინ​ვე მი​ხუ​რა.

– თუ და​მი​ნა​ხეს, გა​მაგ​დე​ბენ! – თქვა, – აქ ასეთ რა​ღა​ცებს არ პა​ტიობენ...

სწრა​ფად მო​ათ​ვა​ლიერა ოთა​ხი, დი​ვან​თან მი​ირ​ბი​ნა, დაჯ​და, ხე​ლის​გუ​ლე​ბით ქვე​და​ტა​ნი გა​ის​წო​რა მუხ​‐
ლებ​ზე. და ღრმად ამოიოხ​რა.

– შეს​ვე​ნე​ბა მაქვს, – თქვა.

– და​ლევ რა​მეს? – ვკით​ხე, – ჩემ​თვის ლუდს ავი​ღებ...

– არა, ძა​ლი​ან ცო​ტა დრო მაქვს, – იუარა, – მით​ხა​რი, რას აკე​თებ მთე​ლი დღე ნო​მერ​ში?
– არა​ფერს, – ვუ​პა​სუ​ხე. მა​ცივ​რი​დან ლუ​დი გა​მო​ვი​ღე და ჭი​ქა​ში და​ვის​ხი, – დროს ვკლავ. წიგნს ვკით​ხუ​ლობ.
თოვლს ვუ​ყუ​რებ.

– რა წიგნს, რა​ზე​ა?

– ეს​პა​ნურ ომებ​ზე. თი​თოეული ომი თა​ვი​დან ბო​ლომ​დე დაწ​ვრი​ლე​ბით არის აღ​წე​რი​ლი. სხვა​დას​ხვა ის​ტო​‐
რიული ვერ​სიითა და გან​მარ​ტე​ბით...

ეს​პა​ნუ​რი ომე​ბი მარ​თლაც სავ​სეა სრუ​ლი​ად სხვა​დას​ხვა გან​მარ​ტე​ბით, თუ რა და რო​გორ ხდე​ბო​და იქ. აი,
ასე​თი ომე​ბი იყო ად​რე.

– ოღონდ არა​ფე​რი უც​ნაური არ იფიქ​რო ჩემ​ზე! – თქვა.

– უც​ნაური? – კით​ხვა და​ვუბ​რუ​ნე, – რას გუ​ლის​ხმობ? იმას, რომ ნო​მერ​ში მოხ​ვე​დი ჩემ​თან?

– ჰო.

– ა-​ა...

ჭი​ქით ხელ​ში სა​წოლ​ზე ჩა​მოვ​ჯე​ქი.

– არა​ფერ უც​ნა​ურს არ ვფიქ​რობ. ჰო, ცო​ტა გა​მიკ​ვირ​და, რომ მოხ​ვე​დი, მაგ​რამ ძა​ლი​ან მი​ხა​რია. მოწ​ყე​ნი​ლო​‐
ბის​გან ვკვდე​ბო​დი, ხმის გამ​ცე​მი არ მყავს...

დივ​ნი​დან ად​გა, შუა ოთახ​ში გა​ჩერ​და, მოხ​დე​ნი​ლი მოძ​რაობით ცის​ფე​რი ჟა​კე​ტი გაიხა​და და რომ არ დაჭ​‐
მუჭ​ნო​და, სა​წერ მა​გი​დას​თან, სკა​მის სა​ზურ​გე​ზე გა​და​კი​და. მე​რე მო​მი​ახ​ლოვ​და, ჩემ გვერ​დით, სა​წოლ​ზე ჩა​‐
მოჯ​და და დარ​ბა​ის​ლუ​რად შე​ატ​ყუ​პა მუხ​ლე​ბი. უჟა​კე​ტოდ უცებ ძა​ლი​ან სუს​ტი და მოწ​ყვლა​დი მეჩ​ვე​ნა.
მხარ​ზე მო​ვეხ​ვიე. თა​ვი მხარ​ზე და​მა​დო და გაირინ​და. გა​საოცა​რი სურ​ნე​ლი. იდეალუ​რად გაუთოებუ​ლი
თეთ​რი ბლუ​ზა. ალ​ბათ ხუ​თი წუ​თი გა​ვი​და ასე. ჩემს მხარ​ში თავ​ჩარ​გუ​ლი, და​ხუ​ჭუ​ლი თვა​ლე​ბით, ისე მშვი​‐
დად და თა​ნაბ​რად სუნ​თქავ​და, თით​ქოს ეძი​ნა. მხო​ლოდ გაუთა​ვებ​ლად ბარ​დნი​და და ბარ​დნი​და, ქა​ლა​ქის
ხმა​ურს ახ​შობ​და გარ​შე​მო. აბ​სო​ლუ​ტუ​რი სი​ჩუ​მე.

გზა​ში და​ქან​ცულ​მა ადა​მი​ან​მა სად​ღაც დას​ვე​ნე​ბა გა​დაწ​ყვი​ტა, ვფიქ​რობ​დი. და მე ხე ვარ, რო​მელ​საც მი​ეყ​‐
რდნო. თა​ნა​ვუგ​რძნობ​დი. თან სუ​ლაც არ მი​მაჩ​ნდა, რომ აი, რა უსა​მარ​თლო​ბაა და არას​წო​რია, რო​ცა ასე​თი
ახალ​გაზ​რდა და სიმ​პა​თიური ქა​ლიშ​ვი​ლი ასე იღ​ლე​ბა. ისე, თუ და​ფიქ​რდე​ბი, არა​ვი​თა​რი უსა​მარ​თლო​ბა აქ
არ არის. დაღ​ლი​ლო​ბა შე​იძ​ლე​ბა თავს და​ატ​ყდეს ნე​ბის​მი​ერ ჩვენ​განს, ასა​კი​სა და სი​ლა​მა​ზის მიუხე​და​ვად.
ზუს​ტად ისე, რო​გორც ქა​რიშ​ხა​ლი, წყალ​დი​დო​ბა, მი​წის​ძვრა ან მეწ​ყე​რი.

ხუ​თი წუ​თის შემ​დეგ თა​ვი ას​წია, ად​გა, ჟა​კე​ტი ჩა​იც​ვა. და ისევ ჩა​მოჯ​და – ახ​ლა უკ​ვე დი​ვან​ზე. მარ​ცხე​ნა ხე​‐
ლის თი​თე​ბით ბე​ჭედს აწ​ვა​ლებ​და მარ​ჯვე​ნა ხე​ლის ნეკ​ზე. ჟა​კეტ​ში თით​ქოს ისევ დაიძა​ბა, წე​ღან​დე​ლი​ვით
უც​ხო და შო​რეული გახ​და.

სა​წო​ლი​დან არ ავ​მდგარ​ვარ, ისე ვუ​ყუ​რებ​დი.


– იმა​ზე მინ​და გკით​ხო, მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე რომ გა​დაგ​ხდა... მა​შინ რა​მე გან​სა​კუთ​რე​ბულს აკე​თებ​დი?
მა​ნამ, სა​ნამ ლიფ​ტში ჩაჯ​დე​ბო​დი, ან თვი​თონ ლიფ​ტში?

თა​ვი გვერ​დზე გა​და​ხა​რა და ორიოდე წა​მით და​ფიქ​რდა.

– ჰმ... მგო​ნი არა. გან​სა​კუთ​რე​ბულს არა​ფერს... აღარ მახ​სოვს!

– და გარ​შე​მო უც​ნაური არა​ფე​რი შე​გი​ნიშ​ნავს? რა​მე ისე ვერ იყო, რო​გორც ყო​ველ​თვის?

– არა, ყვე​ლა​ფე​რი ჩვეულებ​რი​ვად იყო! – მხრე​ბი აიჩე​ჩა, – არა​ვი​თა​რი უც​ნაურო​ბა. სრუ​ლი​ად ჩვეულებ​რი​‐
ვად ჩავ​ჯე​ქი ლიფ​ტში. ავე​დი მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე, კა​რი გაიღო, ბნე​ლა. სულ ეს არის.

თა​ვი და​ვუქ​ნიე.

– სად​მე ხომ არ გვე​ვახ​შმა?

თა​ვი გა​აქ​ნი​ა.

– მა​პა​ტიე. დღეს მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი შეხ​ვედ​რა მაქვს.

– ხვალ?

– ხვალ – აუზი. ცურ​ვას ვსწავ​ლობ.

– ცურ​ვას სწავ​ლობ... – გა​ვი​მეორე და გა​მე​ღი​მა, – იცი, რომ ძველ ეგ​ვიპ​ტე​შიც აუზ​ში სწავ​ლობ​დნენ ცურ​ვას?

– საიდან უნ​და ვი​ცო​დე? – თქვა, – ალ​ბათ იტ​ყუები.

– არა, არ ვიტ​ყუები. სი​მარ​თლეა! ამა​ზე თვი​თონ ვაგ​რო​ვებ​დი მა​სა​ლას სტა​ტი​ის​თვის, – ვუთ​ხა​რი. თუმ​ცა რომ
ეკით​ხა: მე​რე​და, რა მოხ​დაო? – არც კი ვი​ცი, რა უნ​და მე​პა​სუ​ხა.

სა​ათ​ზე დაიხე​და და ად​გა.

– გმად​ლობ, – თქვა. და ისე​ვე ჩუ​მად გას​რი​ალ​და დე​რე​ფან​ში, რო​გორც მო​ვი​და. დღის ერ​თა​დერ​თი მოვ​ლე​ნა.
პა​ტა​რა და შე​უმ​ჩნე​ვე​ლი. აი, ასე​თი შე​უმ​ჩნე​ვე​ლი და პა​ტა​რა მოვ​ლე​ნე​ბით ცხოვ​რობ​დნენ ძვე​ლი ეგ​ვიპ​ტე​‐
ლე​ბი. ცურ​ვას სწავ​ლობ​დნენ აუზებ​ში, აბალ​ზა​მებ​დნენ მუ​მი​ებს, და სხვა​დას​ხვა წვრილ​მა​ნე​ბით იყ​ვნენ და​კა​‐
ვე​ბუ​ლი. ასე​თი წვრილ​მა​ნე​ბის დი​დი რაოდე​ნო​ბით ერთ ად​გილ​ზე თავ​მოყ​რას ცი​ვი​ლი​ზა​ცი​ას ეძა​ხი​ან.

"},{"head":"9.","content":"
9.

თერ​თმე​ტის​თვის აღა​რა​ფე​რი იყო გა​სა​კე​თე​ბე​ლი, ამ სიტ​ყვის პირ​და​პი​რი მნიშ​ვნე​ლო​ბით. ის, რი​სი გა​კე​თე​‐
ბაც შე​იძ​ლე​ბო​და, უკ​ვე გა​ვა​კე​თე. ფრჩხი​ლე​ბი და​ვი​ჭე​რი, აბა​ზა​ნა მი​ვი​ღე, ყუ​რე​ბი გა​ვიწ​მინ​დე, ახა​ლი ამ​ბე​ბი
ვნა​ხე ტე​ლე​ვი​ზორ​ში. იატაკ​ზე რამ​დენ​ჯერ​მე ავი​წიე. ვი​ვახ​შმე, ყვე​ლა წიგ​ნი ბო​ლომ​დე წა​ვი​კით​ხე. მაგ​რამ
ძი​ლი მა​ინც არ მინ​დო​და. მეორე მხრივ, ლიფ​ტის მო​რი​გი ექ​სპე​რი​მენ​ტე​ბის​თვის მე​ტის​მე​ტად ად​რე იყო.
ასე​თი რა​ღა​ცე​ბი შუაღა​მის მე​რე შე​იძ​ლე​ბა აკე​თო, რო​ცა სარ​თუ​ლებ​ზე პერ​სო​ნა​ლი​დან ვე​რა​ვის გა​და​ეყ​რე​‐
ბი.

კი​დევ რა რჩება-​მეთქი, დავ​ფიქ​რდი და ბარ​ში ავე​დი, ოც​და​მე​ექ​ვსე სარ​თულ​ზე. მა​გი​დას​თან დავ​ჯე​ქი. მარ​‐
ტი​ნის ვწრუ​პავ​დი, თოვ​ლის წყვდი​ადს გავ​ყუ​რებ​დი ფან​ჯა​რა​ში და ეგ​ვიპ​ტე​ლებ​ზე ვფიქ​რობ​დი. მა​ინც რა სა​‐
ინ​ტე​რე​სოა, რო​გორ ცხოვ​რობ​დნენ იქ, ძველ ეგ​ვიპ​ტე​ში? ვის ას​წავ​ლიდ​ნენ ცურ​ვას თა​ვი​ანთ აუზებ​ში? ალ​‐
ბათ ფა​რაონის ოჯა​ხის წევ​რებს, არის​ტოკ​რატ​თა შვი​ლებს და სხვა „ოქ​როს ყმაწ​ვი​ლებს“. ძვე​ლეგ​ვიპ​ტე​ლი
ნუ​ვო​რი​შე​ბი ნი​ლო​სის გას​წვრივ საუკე​თე​სო მი​წის ნაკ​ვე​თებს ით​ვი​სებ​დნენ, იქ ელი​ტურ აუზებს აგებ​დნენ
და თა​ვი​ანთ აჭალ-​ბუჭულებს გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი პი​ჟო​ნუ​რი ხერ​ხით ას​წავ​ლიდ​ნენ წყალ​ში გა​და​ად​გი​ლე​ბას.
მომ​ხიბ​ლა​ვი ინ​სტრუქ​ტო​რე​ბი კი – ჩე​მი თანაკლასელი-​კინომსახიობის ზუს​ტი ას​ლე​ბი – გარ​შე​მო და​ცუ​რავ​‐
დნენ და დამ​ტკბა​რი ხმით უგურ​გუ​რებ​დნენ: „მშვე​ნიერია, ჩე​მო ბა​ტო​ნო, ასე გა​ნაგ​რძეთ! ოღონდ რო​ცა კრო​‐
ლით ინე​ბებთ ცურ​ვას, კარ​გი იქ​ნე​ბა, თქვე​ნი მარ​ჯვე​ნა ხე​ლი ცო​ტა უფ​რო დიდ​ხანს იყოს წინ...“

ნათ​ლად წარ​მო​ვიდ​გი​ნე ეს სუ​რა​თი. ნი​ლო​სის ლურ​ჯი მელ​ნის​ფე​რი წყა​ლი, და​მაბ​რმა​ვე​ბე​ლი მზე, გრძელ​შუ​‐
ბიანი მცვე​ლე​ბი ალი​გა​ტო​რებ​სა და მდა​ბიოებს აფ​რთხო​ბენ, ლერ​წმის შრიალი ქარ​ში, ფა​რაონის ვა​ჟე​ბის გა​‐
რუ​ჯუ​ლი სხეულე​ბი... ჰო, მაგ​რამ ფა​რაონის ქა​ლიშ​ვი​ლე​ბი? თუ გო​გო​ნებს ცურ​ვას არ ას​წავ​ლიდ​ნენ? მა​გა​‐
ლი​თად, კლეოპატ​რა, ჯერ კი​დევ სულ ახალ​გაზ​რდა, ჯო​დი ფოს​ტე​რის ალი-​კვალი. სა​ინ​ტე​რე​სოა, იმა​საც
ელეთ​მე​ლე​თი მოუვი​დო​და ინ​სტრუქ​ტო​რის, ჩე​მი თა​ნაკ​ლა​სე​ლის და​ნახ​ვა​ზე? ჰო. ალ​ბათ იმა​საც. ეს ხომ მი​‐
სი ძი​რი​თა​დი და​ნიშ​ნუ​ლე​ბა​ა...

გა​დაეღოთ ასე​თი ფილ​მი, გა​ვი​ფიქ​რე. ასე​თი ფილ​მის სა​ნა​ხა​ვად მარ​თლაც სიამოვ​ნე​ბით წა​ვი​დო​დი.

მთა​ვა​რი გმი​რი – ცურ​ვის ინ​სტრუქ​ტო​რი – სუ​ლაც არ არის პლე​ბეური წარ​მო​შო​ბის. სპარ​სე​თის ან ასი​რი​ის
მე​ფის შვი​ლია. მაგ​რამ ომის დროს ტყვედ ვარ​დე​ბა, ეგ​ვიპ​ტე​ში მიჰ​ყავთ და იქ მო​ნად ყი​დი​ან. თუმ​ცა მო​ნად
გახ​დო​მის შემ​დე​გაც არ კარ​გავს თა​ვის მომ​ხიბ​ვლე​ლო​ბას. რა მო​სა​ტა​ნია ვი​ღაც ჩარ​ლტონ ჰეს​ტო​ნი ან კერკ
დუგ​ლა​სი! და​მაბ​რმა​ვე​ბე​ლი ღი​მი​ლით ელე​გან​ტუ​რად შარ​დავს ლე​ლი​ან​ში. საკ​მა​რი​სია მის​ცეთ უკუ​ლე​ლე –
სა​ღა​მოს ნი​ლო​სის ფონ​ზე დად​გე​ბა და Rock-​a-hula baby-​ის ძვე​ლეგ​ვიპ​ტურ ენა​ზე ორი​გი​ნალ​ზე უარე​სად არ იმ​‐
ღე​რებს. ასე​თი რო​ლის შეს​რუ​ლე​ბა მხო​ლოდ ჩემს თა​ნაკ​ლა​სელს შე​უძ​ლი​ა.

და აი, ერ​თხელ მი​სი ცხოვ​რე​ბის სა​ვა​ლი ფა​რაონის გზას​თან იკ​ვე​თე​ბა. ერთ მშვე​ნი​ერ დღეს ლერ​წამს ჭრის
ნი​ლო​სის ნა​პირ​ზე. და უცებ მის თვალ​წინ მდი​ნა​რე​ში იძი​რე​ბა ხო​მალ​დი. წა​მით არ ყოყ​მა​ნობს, მდი​ნა​რე​ში
ხტე​ბა და სწრა​ფი კრო​ლით მი​ცუ​რავს ხო​მალ​დთან. გა​მო​იყ​ვანს იქი​დან ფა​რაონის ქა​ლიშ​ვილს და ალი​გა​‐
ტორ​თან შე​ჯიბ​რე​ბა​ში ფა​რაონის ქა​ლიშ​ვილ​თან ერ​თად ნა​პირს მი​აღ​წევს. ძა​ლი​ან ელე​გან​ტუ​რად. და​ახ​‐
ლოებით ისე, რო​გორც გაზ​ქუ​რას ან​თებ​და ბუ​ნე​ბის​მეტ​ყვე​ლე​ბის გაკ​ვე​თილ​ზე. ფა​რაონი ამ ყვე​ლა​ფერს
უყუ​რებს და ფიქ​რობს: „ა​ჰა! ცურ​ვის ახალ მას​წავ​ლებ​ლად ხომ არ მო​მეწ​ვია ტახ​ტის მემ​კვიდ​რეების​თვის?
ძვე​ლი ხომ მა​ინც წი​ნა კვი​რას და​ვახ​რჩვეთ ჭა​ში თავ​ხე​დუ​რი ლა​პა​რა​კის​თვის!“ და აი, ჩვე​ნი გმი​რი დი​დი ფა​‐
რაონის აუზის მწვრთნე​ლია. ისე​თი​ვე მომ​ხიბ​ვლე​ლი, რო​გო​რიც ად​რე – ირ​გვლივ ყვე​ლა ჭკუ​ას კარ​გავს. ღა​‐
მის დად​გო​მის​თა​ნა​ვე კე​თილ​სურ​ნე​ლებ​ლით ცხე​ბულ ფა​რაონის კა​რის ქალ​ბა​ტო​ნებს ერ​თი სუ​ლი აქვთ,
ლო​გინ​ში შე​უძ​ვრნენ. ფა​რაონის შვი​ლებს მას​ზე მზე და მთვა​რე ამოს​დით. გა​და​სა​რე​ვი ეპი​ზო​დი „პრინ​ცე​სა
ბი​კი​ნი​ში“ იც​ვლე​ბა ეპო​ქა​ლუ​რი სცე​ნით „ჩე​მი ფა​რაონი და მე“. ფა​რაონის და​ბა​დე​ბის დღეს ფა​რაონის შვი​‐
ლე​ბი მა​მი​კოს​თვის ას​რუ​ლე​ბენ სინ​ქრო​ნუ​ლი ცურ​ვის კომ​პო​ზი​ცი​ას. ფა​რაონი ბედ​ნიერე​ბის​გან ქვი​თი​ნებს,
გმი​რის ფსო​ნი ისევ იზ​რდე​ბა. მაგ​რამ გმი​რი ცხვირს მაღ​ლა არ სწევს, თავ​მდა​ბა​ლია. დრო​დად​რო თუ გაიღი​‐
მებს და ლე​ლი​ან​ში ელე​გან​ტუ​რად მო​შარ​დავს. სა​სახ​ლის კა​რის ყვე​ლა ქალს, რო​მელ​მაც მას​თან ლო​გინ​ში
შეძ​რო​მა მოახერ​ხა, თით​ქმის ერ​თი საათი ეფე​რე​ბა. ბო​ლოს არას​დროს არ ავიწ​ყდე​ბა თავ​ზე ხე​ლი გა​და​უს​‐
ვას და უთ​ხრას: „შენ ყვე​ლა​ზე კარ​გი ხარ!“ ძა​ლი​ან კე​თი​ლი​ა.

სხვა​თა შო​რის, სა​ინ​ტე​რე​სოა, რო​გო​რი უნ​და იყოს სექ​სი ძვე​ლეგ​ვიპ​ტუ​რი სა​სახ​ლის კა​რის ქალ​ბა​ტონ​თან.
ვცა​დე ამის წარ​მოდ​გე​ნა, მაგ​რამ არა​ფე​რი არ გა​მო​მი​ვი​და. რაც უფ​რო ვძა​ბავ​დი ჩემს სა​ცო​დავ წარ​მო​სახ​‐
ვას, მით უფ​რო შე​მა​წუ​ხებ​ლად მიძ​ვრე​ბო​და თავ​ში კად​რე​ბი კი​ნოს​ტუ​დია XXth Century Fox-​ის ნა​წარ​მო​ებ
„კლეოპატ​რა​დან“. იმ სა​ში​ნე​ლი, გუ​ლი​სამ​რე​ვი ფილ​მი​დან ელი​ზა​ბეტ ტეილო​რით, რი​ჩარდ ბარ​ტო​ნით და
რექს ჰა​რი​სო​ნით. ჰო​ლი​ვუ​დუ​რი ეგ​ზო​ტი​კა: შა​ვი ხარ​ჭე​ბი ლა​მის კის​რი​დან წა​მო​სუ​ლი ფე​ხე​ბით, რომ​ლე​ბიც
გრძელ​ტა​რიანი მა​რაოებით უნიავე​ბენ ელი​ზა​ბეტ ტეილორს. ის ჭკუიდან შემ​შლელ პო​ზებ​ში ათა​ვე​ბი​ნებს
ჩემს თა​ნაკ​ლა​სელს. ძვე​ლი ეგ​ვიპ​ტე​ლე​ბი ამ საქ​მე​ში კარ​გად იყ​ვნენ გა​წა​ფუ​ლი.

და აი, კლეოპატ​რას – ალი-​კვალი ჯო​დი ფოს​ტე​რი – მას​თან შეხ​ვედ​რის მე​რე სა​ბო​ლო​ოდ დაუცურ​დე​ბა კრა​‐
მი​ტი. ბა​ნა​ლუ​რია, რა თქმა უნ​და, მაგ​რამ რას იზამ – ამის გა​რე​შე კი​ნო არ გა​მო​დის.

მე​ტიც: ჩემს თა​ნაკ​ლა​სელ​საც დაუცურ​დე​ბა კრა​მი​ტი ჯო​დი კლეოპატ​რას​გან.

თუმ​ცა ჯო​დი კლეოპატ​რას​გან მარ​ტო მას არ დაუცურ​დე​ბა კრა​მი​ტი. აბი​სი​ნიელი პრინ​ცი, ჭვარ​ტლი​ვით შა​‐
ვი, კარ​გა ხა​ნია მას​ზე ოხ​რავს. მას​ზე ერ​თი გა​ფიქ​რე​ბაც საკ​მა​რი​სია, რომ ად​გილს მოს​წყდეს და თა​ვი​სი აბი​‐
სი​ნიური ცეკ​ვე​ბი დაუაროს. ამის თა​მა​ში მხო​ლოდ მა​იკლ ჯექ​სონს შე​უძ​ლია. სხვას არა​ვის. ვნე​ბით შეპ​ყრო​‐
ბი​ლი მი​ეთ​რე​ვა ეგ​ვიპ​ტე​ში უდაბ​ნოს გავ​ლით ლა​მის შუაგულ აბი​სი​ნიიდან. თა​ვი​სი ქა​რავ​ნის ყო​ველ და​ბა​ნა​‐
კე​ბა​ზე კო​ცონ​თან ტამ​ბუ​რი​ნით ხელ​ში ცეკ​ვავს Billie Jean-ს. ვარ​სკვლა​ვე​ბის ციმ​ცი​მით ნაკ​ვე​ბი შა​ვი გუ​გე​ბი
ნა​პერ​წკლებს ყრის. ცურ​ვის მას​წავ​ლე​ბელ​სა და მა​იკლ ჯექ​სონს შო​რის, რა​ღა თქმა უნ​და, სა​მუ​და​მო მტრო​‐
ბა ღვივ​დე​ბა. კლა​სი​კუ​რი სა​სიყ​ვა​რუ​ლო სამ​კუთ​ხე​დი​ა.

აქამ​დე შევ​თხზე და პირ​და​პირ ჩემ თვალ​წინ ბარ​მე​ნის ფი​გუ​რა და​ვი​ნა​ხე. ძა​ლი​ან ვწუხ​ვარ, მაგ​რამ ბა​რი იკე​‐
ტე​ბაო, მით​ხრა, თით​ქოს მოიბო​დი​შა. სა​ათს დავ​ხე​დე. პირ​ვე​ლის თხუთ​მე​ტი წუ​თია. ჩემ გარ​და, ბარ​ში არა​ვი​‐
ნაა. ბარ​მე​ნი ბა​რის და​ლა​გე​ბას ამ​თავ​რებ​და. თა​ვი გა​და​ვაქ​ნიე. შე​იძ​ლე​ბა ამ​დე​ნი იფიქ​რო რა​ღაც სი​სუ​ლე​‐
ლე​ზე?! არც გო​ნე​ბას რომ მა​ტებს რა​მეს და არც გულს... ხომ არ გა​ვაფ​რი​ნე?

ჩეკ​ზე მო​ვუ​წე​რე ხე​ლი, დარ​ჩე​ნი​ლი მარ​ტი​ნი გა​დავ​კა​რი და ავ​დე​ქი. ბა​რი​დან გა​მო​ვე​დი, ხე​ლე​ბი ჯი​ბე​ებ​ში
ჩა​ვიწ​ყვე და ლიფტს და​ვუწ​ყე ლო​დი​ნი.

...მაგ​რამ მკაც​რი ძვე​ლეგ​ვიპ​ტუ​რი ეტი​კე​ტი ავალ​დე​ბუ​ლებს ჯო​დი კლეოპატ​რას ცო​ლად გაჰ​ყვეს თა​ვის უმ​‐
ცროს ძმას, ვაგ​რძე​ლებ ფიქრს. წყეული სცე​ნა​რი მაგ​რად ჩა​მიჯ​და თავ​ში. რო​გორ არ ვე​ცა​დე, ქვეც​ნო​ბიერი
ახალ-​ახალ ეპი​ზო​დებს მთა​ვა​ზობ​და. უმ​ცრო​სი ძმა ჭკუანაკ​ლუ​ლი და ნამ​დვი​ლი დოყ​ლა​პიაა. ვის უნ​და ვან​‐
დო ასე​თი რო​ლი? ვუ​დი ალენს? არა, რა თქმა უნ​და! ეს მთელ ფილმს სუ​ლე​ლურ კო​მე​დი​ად მიქ​ცევს. და​იწ​‐
ყებს მო​საწ​ყე​ნი ხუმ​რო​ბე​ბის ფრქვე​ვას და პლას​ტმა​სის ჩა​ქუ​ჩის თავ​ში ცე​მას... არა, არ გა​მო​ვა.

კარ​გი, ძმას მე​რე მო​ვუვ​ლი. აი, ფა​რა​ონს კი ლოურენს ოლი​ვიე ითა​მა​შებს. თა​ვი​სი მუდ​მი​ვი შა​კი​კით და სა​‐
ფეთ​ქლებ​ზე მი​ჭე​რი​ლი თი​თე​ბით. ყვე​ლას, ვინც კი თვალ​ში არ მოს​დის, ფა​რაონი უძი​რო ჭა​ში ახ​რჩობს, ან
ნი​ლოს​ში გზავ​ნის ნი​ან​გებ​თან შე​სა​ჯიბ​რებ​ლად. ინ​ტე​ლი​გენ​ტუ​რი და მკაც​რია. ჰო​და, ბრძა​ნებს, ვი​ღა​ცას ქუ​‐
თუ​თოები და​აგ​ლი​ჯონ, მე​რე კი უდაბ​ნო​ში და​აგ​დონ უბე​დუ​რი...

ამ ად​გი​ლამ​დე მი​ვე​დი და ჩემ წინ ლიფ​ტის კა​რი გაიღო. სრუ​ლი​ად უხ​მაუროდ. შე​ვე​დი, მეთ​ხუთ​მე​ტე სარ​თუ​‐
ლის ღი​ლაკს და​ვა​ჭი​რე და ფიქ​რი გა​ვაგ​რძე​ლე. არ მინ​დო​და ამა​ზე ფიქ​რი, მაგ​რამ რა​ტომ​ღაც შე​ჩე​რე​ბაც
ვერ მო​ვა​ხერ​ხე.

სცე​ნა იც​ვლე​ბა: უსაზ​ღვრო უდაბ​ნო. უდაბ​ნოს შუაგულ​ში გა​მოქ​ვა​ბუ​ლია, რო​მელ​შიც ფა​რაონის მი​ერ გა​ძე​‐
ვე​ბუ​ლი წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლი ბი​ნად​რობს. მრა​ვა​ლი წე​ლი ადა​მიანებს გა​რი​დე​ბუ​ლი იქ, სა​დაც ვე​ღა​რა​ვინ აწ​‐
ყე​ნი​ნებს. ქუ​თუ​თო​ებ​დაგ​ლე​ჯი​ლი ახერ​ხებს მთე​ლი უდაბ​ნოს შე​მოვ​ლას და რა​ღაც მან​ქა​ნე​ბით გა​დარ​ჩე​ნას.
თა​ვით ფე​ხე​ბამ​დე ცხვრის ტყავ​ში გახ​ვეული ემა​ლე​ბა მზის სხი​ვებს თა​ვი​სი გა​მოქ​ვა​ბუ​ლის წყვდი​ად​ში. ჭამს
ჭი​ებს, ღრღნის აქ​ლე​მის ეკალს და თან​და​ყო​ლი​ლი მე​სა​მე, ში​ნა​გა​ნი თვა​ლით წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლებს მო​მა​‐
ვალს. ფა​რაონის მა​ლე და​ცე​მას. ეგ​ვიპ​ტის მზის ჩას​ვე​ნე​ბას. ეპო​ქის შეც​ვლას დე​და​მი​წა​ზე...

ლიფ​ტის კა​რი გაიღო, რო​გორც ყო​ველ​თვის, უხ​მაუროდ. სა​კუ​თა​რი ბოდ​ვით გაოცე​ბულ​მა გა​და​ვა​ბი​ჯე დე​რე​‐
ფან​ში. ადამიანი-​ცხვარი! ნუ​თუ ფა​რაონის დრო​საც არ​სე​ბობ​და? თუ ეს ყვე​ლა​ფე​რი ჩე​მი დაბ​რენ​დი​ლი ფან​‐
ტა​ზი​ის ნა​ყო​ფია? ჯი​ბეები​დან ხე​ლე​ბი არ ამო​მი​ღია, ვი​დე​ქი სიბ​ნე​ლე​ში და ვცდი​ლობ​დი რა​მე​ნაირი ახ​სნა
მო​მე​ძებ​ნა ამის​თვის.

სიბ​ნე​ლე​ში?

და აი აქ, რო​გორც იქ​ნა, მო​ვე​დი გონს: ჩემ გარ​შე​მო ჯო​ჯო​ხე​თუ​რი წყვდიადია. სი​ნათ​ლის ციც​ქნა სხი​ვიც კი
არ ჩანს. ლიფ​ტის კა​რი ისევ ისე, უხ​მაუროდ დაიხუ​რა ჩემ უკან და ეს სიბ​ნე​ლე ბი​ტუ​მის ლა​ქი​ვით გა​შავ​და.
სა​კუ​თარ ხე​ლებ​საც კი ვერ ვხე​დავ​დი. გაქ​რა მუ​სი​კაც. არც შე​ნი Mammy Blue, არც „ზაფ​ხუ​ლის დღის სიყ​ვა​რუ​‐
ლი“ – არა​ფე​რი. მთრთო​ლავ ჰა​ერ​ში ქი​ნა​ქი​ნის მწა​რე სუ​ნი იდ​გა.

და ამ ჯო​ჯო​ხე​თურ წყვდიდ​ში სუნ​თქვა​შეკ​რუ​ლი ვი​დე​ქი სრუ​ლი​ად მარ​ტო.

"},{"head":"10.","content":"

10.

სიბ​ნე​ლე აბ​სო​ლუ​ტუ​რი იყო. ცხო​ვე​ლუ​რი ში​შის მომ​გვრე​ლი.

ვერც საგ​ნებს ვარ​ჩევ​დი, ვერც მო​ხა​ზუ​ლო​ბას. ვერც სა​კუ​თა​რი სხეულის კონ​ტუ​რებს. ვერ ვგრძნობ​დი, თა​ვის
ად​გილ​ზე იყო თუ არა ჩე​მი სხეულის რო​მე​ლი​მე ნა​წი​ლი. შა​ვი ფე​რის არა​ფე​რი – აი, ერ​თა​დერ​თი, რაც გარს
მერ​ტყა.

ასეთ თავ​ზარ​დამ​ცემ წყვდი​ად​ში სა​კუ​თარ თავ​საც კი აბ​სტრაქ​ცი​ად აღიქ​ვამ. ჩე​მი „მე“ კარ​გავს მა​ტე​‐
რიალურ გარსს და რა​ღაც მის​ტი​კუ​რი ექ​ტოპ​ლაზ​მით ავ​სებს სივ​რცეს. ის, ჩე​მი „მე“, უკ​ვე გა​თა​ვი​სუფ​ლდა
ჩე​მი სხეულის​გან – მაგ​რამ სა​ნაც​ვლოდ არა​ვი​თა​რი გარ​სი არ შეუძე​ნია, უს​ხეულო და აწ​რიალე​ბუ​ლი ეგ​დო
კოს​მო​სურ სი​ცა​რიელე​ში – რეალო​ბი​სა და კოშ​მა​რის არამ​ყარ ზღვარ​ზე.

დიდ​ხანს ვი​დე​ქი პა​რა​ლი​ზე​ბუ​ლი​ვით. ხელ-​ფეხი არ მე​მორ​ჩი​ლე​ბო​და – უბ​რა​ლოდ, ვერ ვგრძნობ​დი მათ.


მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ვი​ღა​ცამ ჩა​მით​რია ზღვის მო​რევ​ში, ფსკერ​ზე მი​მაკ​რა და ამოყ​ვინ​თვის სა​შუალე​ბას არ
მაძ​ლევ​და. უკი​დუ​რე​სად კონ​ცენ​ტრი​რე​ბუ​ლი უკუ​ნი სხეულის თი​თოეულ უჯ​რედ​ზე მაწ​ვე​ბო​და. გუ​ლის გამ​‐
გმი​რა​ვი სი​ჩუ​მის​გან ცო​ტაც და და​ფის აპ​კე​ბი და​მის​კდე​ბო​და. თა​ვი​დან ვე​ლო​დი, რო​დის შე​ეჩ​ვეოდა თვა​ლი
ამ წყვდი​ადს. უშე​დე​გოდ. ეს რა​ღაც ნა​ხევ​რად მკვდა​რი ღა​მის სიბ​ნე​ლე არ იყო, რო​მელ​საც წუ​თის შემ​დეგ
ეჩ​ვე​ვი. იდეალურ​მა სი​შა​ვემ გა​ავ​სო ყვე​ლა და ყვე​ლა​ფე​რი. ტი​ლო​სა​ვით, რო​მელ​ზეც დიდ​ხანს ფენა-​ფენა
ადებ​დნენ შავ სა​ღე​ბავს. უნე​ბუ​რად მო​ვი​ქე​ქე ჯი​ბეები. მარ​ჯვე​ნა​ში უბის წიგ​ნა​კი და სახ​ლის გა​სა​ღე​ბი აღ​‐
მოჩ​ნდა. მარ​ცხე​ნა​ში – პლას​ტი​კუ​რი ბარათი-​ნომრის გა​სა​ღე​ბი, ცხვირ​სა​ხო​ცი და ცო​ტაოდე​ნი ხურ​და ფუ​ლი.
არა​ფე​რი, სიბ​ნე​ლე​ში რომ გა​მომ​დგო​მო​და. პირ​ვე​ლად დი​დი ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში ვი​ნა​ნე, რომ სი​გა​რე​ტი გა​‐
და​ვაგ​დე. არ და​მე​ნე​ბე​ბი​ნა, ასან​თი ან სან​თე​ბე​ლა მა​ინც მექ​ნე​ბო​და... ახ​ლა რა​ღა დროს სი​ნა​ნუ​ლი იყო. ჯი​‐
ბი​დან ხე​ლი ამო​ვი​ღე და იქით გა​ვიწ​ვდი​ნე, სა​დაც კე​დე​ლი უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. ხე​ლის​გუ​ლი ვერ​ტი​კა​ლურ ზე​‐
და​პირ​ზე შე​ჩერ​და. კე​დე​ლი ად​გილ​ზე იყო. გლუ​ვი და ცი​ვი. მე​ტის​მე​ტად ცი​ვი ოტელ „დელ​ფი​ნის​თვის“.
ოტელ „დელ​ფი​ნის“ კედ​ლე​ბი ასე​თი ცი​ვი არ უნ​და იყოს. რად​გა​ნაც „ო​ტე​ლის მთელ შე​ნო​ბა​ში სპე​ციალუ​რი
კონ​დი​ციონე​რე​ბი დღე-​ღამის გან​მავ​ლო​ბა​ში ოთა​ხის სა​სიამოვ​ნო ტემ​პე​რა​ტუ​რას ინარ​ჩუ​ნებ​და“... მშვი​დად,
გა​ვიმ​ხნე​ვე თა​ვი. ცი​ვი გო​ნე​ბით გან​ვსა​ჯოთ.

ცი​ვი გო​ნე​ბით!

ჯერ ერ​თი, ეს უკ​ვე დაემარ​თა ჩემს ახალ ნაც​ნობს. და ახ​ლა უბ​რა​ლოდ, იგი​ვე მე​ორ​დე​ბა. ასეა, არა? ასეა.
მაგ​რამ ვი​ნაიდან მან ამ ყვე​ლა​ფერს თა​ვი და​აღ​წია, ესე იგი მეც შევ​ძლებ! რა, ძნე​ლია? პა​ნი​კის ვე​რა​ნა​ირ მი​‐
ზეზს ვერ ვხე​დავ. უბ​რა​ლოდ, უნ​და გა​ვი​მეორო ყვე​ლა​ფე​რი, რა​საც ის აკე​თებ​და.
და კი​დევ: ამ შე​ნო​ბა​ში რა​ღაც უც​ნაური ხდე​ბა და ეს „რა​ღაც“ ჩემ​თან არის და​კავ​ში​რე​ბუ​ლი. უეჭ​ვე​ლია, რომ
ეს ოტე​ლი რა​ღა​ცით და​კავ​ში​რე​ბუ​ლია ძველ ოტელ „დელ​ფინ​თან“. ამი​ტო​მაც მო​ვე​დი აქ. ასეა თუ არა? სწო​‐
რედ ასეა! ესე იგი, სა​ჭი​როა ნაბიჯ-​ნაბიჯ გა​ვი​მეორო მი​სი გზა და და​ვი​ნა​ხო ის, რი​სი და​ნახ​ვი​საც ასე ეში​ნო​‐
და...

სა​ში​ში​ა?

სა​ში​შია და მე​რე რო​გო​რი.

არა​და, მარ​თლა სა​ში​შია, ყო​ველ​გვა​რი ხუმ​რო​ბის გა​რე​შე! უიარა​ღო და შიშ​ვე​ლი ვი​ყა​ვი. სი​შა​ვე ჩემ გარ​შე​მო
ძა​ლა​დო​ბით იმუქ​რე​ბო​და, მე კი სა​შიშ​როების და​ნახ​ვაც არ შე​მეძ​ლო, რო​მე​ლიც ამ უკუნ​ში ზღვის გვე​ლი​ვით
უხ​მოდ და აუჩ​ქა​რებ​ლად მი​ახ​ლოვ​დე​ბო​და. ფა​ტა​ლურ​მა უძ​ლუ​რე​ბამ შე​მი​ბო​ჭა მთე​ლი სხეული. კა​ნის ფო​‐
რე​ბი სიბ​ნე​ლემ ამო​მი​ქო​ლა. პე​რან​გი ცი​ვი ოფ​ლის​გან და​მის​ველ​და. ყე​ლი გა​მიშ​რა: ნერ​წყვის გა​დაყ​ლაპ​ვა
ვცა​დე და კი​ნა​ღამ კი​სე​რი მო​ვი​ტე​ხე.

ღმერ​თო ჩე​მო, მა​ინც სად ვარ?! ნე​ბის​მი​ერ ად​გი​ლას, ოღონდ არა ოტელ „დელ​ფინ​ში“. ეს თა​ვის​თა​ვად ცხა​‐
დია. სხვა სივ​რცე​ში აღ​მოვ​ჩნდი. რა​ღაც ზღვარს გა​და​ვა​ბი​ჯე – და სად​ღაც გა​დავ​ვარ​დი. თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე
და ძა​ლი​ან ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე.

უკა​ნას​კნე​ლი იდიოტი​ვით უცებ სა​შინ​ლად მო​მინ​და პოლ მო​რი​ას ორ​კეს​ტრის Mammy Blue-ს მოს​მე​ნა. საკ​მა​‐
რი​სი იქ​ნე​ბო​და ერ​თი ფრა​ზა მო​მეს​მი​ნა და ბედ​ნიერი ვიქ​ნე​ბო​დი. აი, რა და​მაბ​რუ​ნებ​და ამ ცხოვ​რე​ბა​ში! ან
თუნ​დაც რი​ჩარდ კლაიდერ​მა​ნის. ახ​ლა ნამ​დვი​ლად ავი​ტან​დი. Los Indios Tabajara-​საც ავი​ტან​დი, ხო​სე ფე​ლი​‐
სიანო​საც, ხუ​ლიო იგ​ლე​სი​ას​საც, სერ​ხიო მენ​დეს​საც, Partridge Family-​საც და რო​მე​ლი​მე Fruit company 1910-​საც –
ნე​ბის​მი​ერ რა​მეს! კბილს კბილ​ზე და​ვა​ჭერ​დი და ისე მო​ვუს​მენ​დი, შე​ნი მო​წო​ნე​ბუ​ლი. თავ​ზარ​დამ​ცე​მი სი​ჩუ​‐
მე​ა... მიტჩ მი​ლე​რის გუნ​დზეც კი თა​ნახ​მა ვარ, თუნ​დაც ალ მარ​ტი​ნო​სა და ენ​დი ვი​ლი​ამ​სის დუ​ეტ​მა შეუბე​‐
როს – ეშ​მაკ​საც წაუღია, ოღონდ რა​მე ჟღერ​დეს!!!

კარ​გი, გე​ყო​ფა. საკ​მა​რი​სია. რამ​დე​ნი უნ​და იფიქ​რო ყვე​ლა​ნა​ირ სი​სუ​ლე​ლე​ზე? მაგ​რამ სულ არა​ფერ​ზე ფიქ​‐
რიც შე​უძ​ლე​ბე​ლია. მა​შინ რა მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვს, რა​ზე ვი​ფიქ​რებ? რა​ღა​ცით ხომ უნ​და შე​ვავ​სო სი​ცა​რიელე
თავ​ში. შიშს მა​ინც რომ მო​ვე​რიო. რა​თა რო​გორ​მე მა​ინც და​ვიოკო ამ კოს​მო​სურ სი​ცა​რიელე​ში სა​ცე​ცებ​გა​‐
მოჩ​რი​ლი ცხო​ვე​ლუ​რი ში​ში.

მა​იკლ ჯექ​სო​ნი Billie jean-ს ცეკ​ვავს კო​ცონ​თან ტამ​ბუ​რი​ნით ხელ​ში. აქ​ლე​მე​ბიც კი ტრან​სში ვარ​დე​ბი​ან მის
ყმუ​ილ​ზე.

თავ​ში ფა​ფად მექ​ცა ყვე​ლა​ფე​რი.

თავ​ში​ფა​ფად​მექ​ცაყ​ვე​ლა​ფე​რი...

ყო​ვე​ლი აზ​რი ექოდ გა​ის​მის ცა​რი​ელ თავ​ში. ყო​ვე​ლი აზ​რი ექოდ...

კი​დევ ერ​თხელ ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე და ამ სუ​ლე​ლი თა​ვი​დან რაც შე​იძ​ლე​ბა შორს მო​ვის​რო​ლე ეს უაზ​რო
ხილ​ვე​ბი. მარ​თლა უსას​რუ​ლოდ ხომ არ ვი​ფიქ​რებ ამ აბ​და​უბ​და​ზე! უნ​და ვი​მოქ​მე​დო. ასე არ არის? აბა რა
ჯან​და​ბამ მო​მათ​რია აქ?

თავს მო​ვე​რიე და კე​დელ​ზე ხე​ლის ცე​ცე​ბით მარ​ჯვნივ გა​ვუ​ყე​ვი დე​რე​ფანს. ფე​ხე​ბი არ მე​მორ​ჩი​ლე​ბო​და.
თით​ქოს სხვი​სი იყო. თით​ქოს და​ირ​ღვა კავ​ში​რი ფე​ხებ​სა და ნერ​ვულ სის​ტე​მას შო​რის. კი ვუბ​რძა​ნებ, რომ
გა​ინ​ძრნენ, მაგ​რამ ყურ​საც არ იბერ​ტყა​ვენ. ირ​გვლივ მხო​ლოდ წყვდიადია, უსას​რუ​ლო და უნა​პი​რო.
წყვდიადი დე​და​მი​წის გუ​ლამ​დე. ნაბიჯ-​ნაბიჯ მივ​დი​ვარ დე​და​მი​წის ცენ​ტრის​კენ და უკ​ვე ვე​ღა​რა​სო​დეს დავ​‐
ბრუნ​დე​ბი ზე​და​პირ​ზე... იფიქ​რე რა​მე​ზე, ვე​უბ​ნე​ბი თავს. არა​ფერ​ზე არ იფიქ​რებ და ში​ში სა​ბო​ლო​ოდ შეგ​ბო​‐
ჭავს. გა​ნაგ​რძე შე​ნი ფილ​მის შეთ​ხზვა... რა​ზე შევ​ჩერ​დით? ადამიანი-​ცხვრის გა​მო​ჩე​ნა​ზე. მაგ​რამ უდაბ​ნოს
ეპი​ზოდს ჯერ ვერ გან​ვა​ვი​თა​რებთ, ფა​რაონის სა​სახ​ლე​ში დავ​ბრუნ​დეთ. უგ​რან​დიოზუ​ლე​სი სა​ტახ​ტო დარ​‐
ბა​ზი. მთელ აფ​რი​კა​ში შეგ​რო​ვე​ბუ​ლი გან​ძი. ნუ​ბიელი მო​ნა ქა​ლე​ბი თაყ​ვა​ნის​ცე​მის პო​ზა​ში გა​შე​შე​ბუ​ლი იც​‐
დი​ან. აი, ამ ყვე​ლაფ​რის შუაგულ​ში კი ფა​რაონი ზის. დღეს რა​ღაც გუ​ნე​ბა​ზე ვერ არის. „რა​ღაც დალ​პა ნი​ლო​‐
სის სა​მე​ფო​ში, – ფიქ​რობს, – ისე​ვე რო​გორც ჩემს სა​სახ​ლე​ში. რა​ღაც შეც​დო​მა თან​და​თან იზ​რდე​ბა, ყვე​ლა​‐
ფერს ხრწნის გარ​შე​მო. სას​წრა​ფოდ უნ​და ვი​პო​ვო და გა​მო​ვას​წო​რო...“

ნაბიჯ-​ნაბიჯ მივ​დიოდი წინ. და ვფიქ​რობ​დი, რაც ძა​ლი და ღო​ნე მქონ​და. ესე იგი ჩემ​მა ნაც​ნობ​მა გო​გომ ეს
სა​ში​ნე​ლე​ბა გა​და​ლა​ხა. სა​ინ​ტე​რე​სო​ა... ნუ​თუ აი ასე, რო​გორც ახ​ლა მე, მარ​ტო წა​ვი​და იმ წყვდი​ად​ში რა​ღა​‐
ცის შე​სა​მოწ​მებ​ლად? მეც კი ვცახ​ცა​ხებ. არა​და, ხომ ვი​ცო​დი, რა მე​ლო​და! წი​ნას​წარ რომ არ მცოდ​ნო​და ეს
ყვე​ლა​ფე​რი, ფეხს არ მო​ვიც​ვლი​დი ად​გი​ლი​დან. ალ​ბათ იქ​ვე, ლიფ​ტთან ვიდ​გე​ბო​დი გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი, თი​თის
გან​ძრე​ვას ვერ გავ​ბე​დავ​დი...

ჩემს ახალ ნაც​ნობ​ზე და​ვიწ​ყე ფიქ​რი. წარ​მო​ვიდ​გი​ნე, რო​გორ სწავ​ლობს ცურ​ვას თა​ვის აუზ​ში. შე​მოტ​მას​ნი​‐
ლი სა​ცუ​რაო კოს​ტიუმით. იქ​ვე, გვერ​დით კი... ჩე​მი კი​ნომ​სა​ხიობი თა​ნაკ​ლა​სე​ლი უვ​ლის გარს. ჩემს ახალ
ნაც​ნობ​საც უცურ​დე​ბა კრა​მი​ტი. თა​ნაკ​ლა​სე​ლი უჩ​ვე​ნებს, რო​გორ უნ​და მო​უს​ვას მარ​ჯვე​ნა კრო​ლით. ჩე​მი
ნაც​ნო​ბი გო​გო გა​ოგ​ნე​ბუ​ლი თვა​ლე​ბით შეს​ცქე​რის. ძლივს იც​დის და​ღა​მე​ბამ​დე და მის ლო​გინ​ში მიძ​ვრე​ბა...
დავ​ნაღ​ვლი​ან​დი. სიმ​წრის​გან და წყე​ნის​გან. ასე არ შე​იძ​ლე​ბა, ვუთ​ხა​რი ფიქ​რით. სა​ერ​თოდ არა​ფე​რი არ
გეს​მის. მთე​ლი მი​სი ხიბ​ლი მხო​ლოდ მი​სი გა​რეგ​ნო​ბაა. ყურ​ში ნაზ სიტ​ყვებს ჩაგ​ჩურ​ჩუ​ლებს, რო​მელ​თა მიღ​‐
მა არა​ფე​რია. და ალ​ბათ მაგ​რად აგაგ​დებს... მაგ​რამ ეს ხომ მხო​ლოდ ტექ​ნი​კის სა​კით​ხია! საქ​მის ცოდ​ნით
შეს​რუ​ლე​ბუ​ლი პრე​ლუ​დია და მე​ტი არა​ფე​რი!

დე​რე​ფა​ნი მარ​ჯვნივ უხ​ვევ​და. ყვე​ლა​ფე​რი ისეა, რო​გორც ამ​ბობ​და... მაგ​რამ ჩემს წარ​მო​სახ​ვა​ში უკ​ვე იწ​ვა
ჩემს წყე​ულ თა​ნაკ​ლა​სელ​თან. აი, ფრთხი​ლად ხდის ტან​ზე და კომ​პლი​მენტს ჩას​ჩურ​ჩუ​ლებს სხეულის თი​‐
თოეულ გა​შიშ​ვლე​ბულ ნა​წილ​ზე. გულ​წრფე​ლად ჩურ​ჩუ​ლებს ძაღ​ლიშ​ვი​ლი. წრფე​ლი გუ​ლით... კეთილი-​ი-ი...
– გა​ვი​ფიქ​რე. ძა​ლი​ან სა​ინ​ტე​რე​სოა. ვიგ​რძე​ნი, რო​გორ გავ​ბრაზ​დი. „რო​გორ შე​იძ​ლე​ბა ასე შეც​დე?!“ – მინ​დო​‐
და მეყ​ვი​რა.

დე​რე​ფა​ნი მარ​ჯვნივ უხ​ვევ​და.

კე​დელ​ზე ხე​ლის ცე​ცე​ბით მარ​ჯვნივ შე​ვუხ​ვიე. და სად​ღაც შორს, წინ, სი​ნათ​ლე და​ვი​ნა​ხე. ძა​ლი​ან სუს​ტი და
გად​ღაბ​ნი​ლი. თით​ქოს ერ​თბა​შად რამ​დე​ნი​მე ფარ​დი​დან აღ​წევ​და.

ყვე​ლა​ფე​რი ზუს​ტად ისე, რო​გორც ამ​ბობ​და...

ჩე​მი თა​ნაკ​ლა​სე​ლი მის სხე​ულს ტუ​ჩე​ბით ეხე​ბა. ნე​ლა გა​და​დის ყე​ლი​დან მხრებ​ზე, მკერ​დზე... კა​მე​რა თა​ნაკ​‐
ლა​სელს წი​ნი​დან აჩ​ვე​ნებს. გო​გოს ზურ​გი​დან. მე​რე რა​კურ​სი იც​ვლე​ბა. გო​გოს სა​ხე. ოღონდ ეს მი​სი სა​ხე არ
არის. იმ ჩე​მი ნაც​ნო​ბის არა, ოტელ „დელ​ფი​ნის“ დახლს იქით რომ დგას. ეს კი​კის სა​ხეა. სწო​რედ იმ კი​კის,
ფან​ტას​ტი​კუ​რი ყუ​რე​ბის პატ​რო​ნის, უმაღ​ლე​სი კა​ტე​გო​რი​ის ბო​ზის, რო​მელ​თან ერ​თა​დაც გავ​ჩერ​დი ძველ
ოტელ „დელ​ფინ​ში“. კი​კის, ასე უც​ნაურად რომ გაქ​რა ჩე​მი ცხოვ​რე​ბი​დან... ეს ყვე​ლა​ფე​რი კი​ნო​ფილ​მის კად​‐
რი​ვით ჩან​და. პრო​ფე​სიულად და​მონ​ტა​ჟე​ბუ​ლი კად​რი​ვით. მე​ტის​მე​ტად პრო​ფე​სიულა​დაც კი. ბა​ნა​ლუ​რად
მო​საწ​ყე​ნად. კი​კი. აქ საიდან გაჩ​ნდა?

სივ​რცე და დრო ჭკუიდან შეიშალ​ნენ.

სივ​რცე​დად​როჭ​კუიდან​შეიშალ​ნენ...

ისევ ვიძ​ვრე​ბი ად​გი​ლი​დან, კურ​სი სი​ნათ​ლის​კენ მი​ჭი​რავს. ად​გი​ლი​დან ვიძ​ვრე​ბი და ფილ​მიც წყდე​ბა. ეკ​რა​‐
ნი ქრე​ბა.

სიბ​ნე​ლე​ში კედ​ლის გას​წვრივ მი​ვი​წევ წინ. თავს ვუბ​რძა​ნებ, რომ არა​ფერ​ზე არ იფიქ​როს. იფიქრო-​არ იფიქ​‐
რო, სუ​ლერ​თია, არა​ფე​რი იც​ვლე​ბა, მხო​ლოდ ფიქ​რით დროს ტყუილუბ​რა​ლოდ და​ხარ​ჯავ. ჯობს ყო​ველ​გვა​‐
რი ფიქ​რის გა​რე​შე ფე​ხე​ბი ამოძ​რაო, მე​ტი არა​ფე​რი. ყუ​რად​ღე​ბით. მი​ზან​მი​მარ​თუ​ლად. სი​ნათ​ლე მკრთა​‐
ლია, გა​ფან​ტუ​ლი. ვერ მიხ​ვდე​ბი, საიდან მო​დის. მხო​ლოდ ოდ​ნავ გა​ღე​ბუ​ლი კა​რი ჩანს. კა​რი, რო​გო​რიც ამ
ოტელ​ში არ არის. რო​გორც ჩემ​მა ნაც​ნობ​მა გო​გომ თქვა... ძვე​ლის​ძვე​ლი ხის კა​რი. ზედ ნომ​რიანი ფირ​ფი​ტა
კი​დია. ციფ​რე​ბის გარ​ჩე​ვა შე​უძ​ლე​ბე​ლია. მე​ტის​მე​ტად ბნე​ლა და მე​ტის​მე​ტად ჭუჭ​ყიანი ფირ​ფი​ტაა. მაგ​რამ
რო​გო​რიც არ უნ​და იყოს, ეს ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ არაა. საიდან უნ​და გა​ჩე​ნი​ლი​ყო ახალ ოტელ „დელ​ფინ​ში“
ძვე​ლი კა​რი? ჰა​ერ​ზე აღა​რა​ფერს ვამ​ბობ. მარ​თლა, რი​სი სუ​ნი დგას? რა​ღაც დაობე​ბუ​ლი ქა​ღალ​დის... სი​ნათ​‐
ლე კარს მიღ​მა დრო​დად​რო ირ​ხე​ვა. სან​თლის ალს ჰგავს...

კა​რის წინ დავ​დე​ქი და ერ​თხანს ამ ნა​თე​ბას ვუ​ყუ​რებ​დი. და ისევ გა​მახ​სენ​და ის, გო​გო ახა​ლი ოტე​ლის
ფოიედან. მა​ინც მგო​ნია, რომ უნ​და დავ​რჩე​ნი​ლი​ყა​ვი მას​თან. დავ​ბრუნ​დე​ბი კი ოდეს​მე ნორ​მა​ლურ სამ​ყა​‐
რო​ში? მო​ვა​ხერ​ხებ კი​დევ ერ​თხელ სად​მე და​პა​ტი​ჟე​ბას? უცებ მწვე​ლი ეჭ​ვიანო​ბა ვიგ​რძე​ნი „ნორ​მა​ლუ​რი
სამ​ყა​როს“ მი​მართ მთე​ლი თა​ვი​სი აუზე​ბით. თუმ​ცა შე​იძ​ლე​ბა ეს ეჭ​ვიანო​ბა არ იყო. ასე ვთქვათ, გამ​რუ​დე​‐
ბუ​ლი და გაზ​ვიადე​ბუ​ლი სი​ნა​ნუ​ლი არ​ჩა​დე​ნილ​ზე. მაგ​რამ რა​ტომ​ღაც ეჭ​ვიანო​ბა​სა​ვით შე​ვიგ​რძნობ​დი. ყო​‐
ველ შემ​თხვე​ვა​ში, სწო​რედ ეჭ​ვიანო​ბას ჰგავ​და ამ სიბ​ნე​ლე​ში. მეც ვი​პო​ვე რა დრო და ად​გი​ლი სა​ეჭ​ვიანოდ!
არა​და, ათა​სი წე​ლი არა​ვის​ზე არ მი​ეჭ​ვიანი​ა... რომ აღა​რა​ფე​რი ვთქვა ეჭ​ვიანო​ბით ტან​ჯვა​ზე – ეს ხომ სა​ერ​‐
თოდ არ მა​ხა​სიათებს! ამის​თვის მე​ტის​მე​ტად ჩა​ციკ​ლუ​ლი ვარ სა​კუ​თარ თავ​ზე... და, მიუხე​და​ვად ამი​სა, – რა
უც​ნაურია! – სა​ოც​რად ვეჭ​ვიანობ​დი სა​ცუ​რაო აუზ​ზე.

რას ბო​დავ, ვუთ​ხა​რი სა​კუ​თარ თავს. გა​ნა შე​იძ​ლე​ბა აუზ​ზე ეჭ​ვიანო​ბა? ასე​თი რამ არას​დროს მსმე​ნი​ა...

ნერ​წყვი გა​დავ​ყლა​პე. სა​მა​რი​სე​ბურ სი​ჩუ​მე​ში ეს ისე გა​ის​მა, თით​ქოს ცა​რი​ელ ლი​თო​ნის კასრს რკი​ნის კე​ტი
შე​მოჰ​კრეს. არა​და, უბ​რა​ლოდ ნერ​წყვი გა​დავ​ყლა​პე...

ხმა იმა​ზე ძლიერი იყო, ვიდ​რე შე​იძ​ლე​ბო​და ყო​ფი​ლი​ყო. ზუს​ტად ისე, რო​გორც ამ​ბობ​და... სხვა​თა შო​რის,
და​კა​კუ​ნე​ბა აუცი​ლე​ბე​ლია. ამ კარ​ზე უნ​და და​ვა​კა​კუ​ნო...

და​ვა​კა​კუ​ნე კი​დეც. დაუფიქ​რებ​ლად, უნე​ბუ​რად. ძა​ლი​ან ხმა​დაბ​ლა: ტუკ-​ტუკ. ისე, რომ შე​იძ​ლე​ბა ვერც
გაიგო​ნონ. ჰო​და, რა ვქნა, ჭირ​საც წაუღია. მაგ​რამ ისე​თი გრუ​ხუ​ნი გა​ის​მა, კი​ნა​ღამ დავ​ყრუვ​დი. სუ​ლის გამ​‐
ყი​ნა​ვი გრუ​ხუ​ნი, მძი​მე, რო​გორც სიკ​ვდი​ლის ნა​ბი​ჯე​ბი.

სუნ​თქვა​შეკ​რუ​ლი ვიც​დი​დი, რა მოხ​დე​ბო​და.

თა​ვი​დან არც არა​ფე​რი მომ​ხდა​რა. სი​ჩუ​მემ დაისად​გუ​რა, ხან​გრძლივ​მა, ისეთ​მა, რო​გორ​ზეც მიყ​ვე​ბო​და.
ზუს​ტად ვერ ვიტ​ყვი, რამ​დე​ნად ხან​გრძლივ​მა. შე​იძ​ლე​ბა ხუთ​წა​მი​ან​მა, შე​იძ​ლე​ბა წუ​თი​ან​მა. ასეთ სიბ​ნე​ლე​‐
ში დრო​ის გა​მოთ​ვლა შე​უძ​ლე​ბე​ლია. დრო ძგერ​და, ხან იწე​ლე​ბო​და, ხან იკუმ​შე​ბო​და. თვი​თო​ნაც ვი​წე​ლე​ბო​‐
დი და ვი​კუმ​შე​ბო​დი მას​თან ერ​თად – ზედ​მე​ტი ჩქა​მის გა​რე​შე. დრო იზ​ნი​ქე​ბო​და თა​ვი​სი ფორ​მი​დან – მეც
ვიზ​ნი​ქე​ბო​დი მას​თან ერ​თად. რო​გორც ანა​რეკ​ლი მრუ​დე სარ​კე​ში.

ბო​ლოს გა​ვი​გო​ნე. არა​ბუ​ნებ​რი​ვად ხმა​მა​ღა​ლი შრიალი. თით​ქოს ძველ​მა​ნე​ბის ვეებერ​თე​ლა გრო​ვას ქე​ქავ​‐
დნენ. ვი​ღაც ძა​ლი​ან მძი​მე წა​მოდ​გა იატა​კი​დან. ნა​ბი​ჯე​ბის ხმა გა​ის​მა. ნე​ლა, ძა​ლი​ან ნე​ლა მი​ახ​ლოვ​დე​ბო​‐
და. ვერ გა​არ​ჩევ​დი, ფოს​ტლე​ბით იყო თუ უბ​რა​ლოდ ფეხს ით​რევ​და. – შრ-​რ-რ! შრ-​რ-რ! – რა​ღაც სა​ზა​რე​ლი
მო​დიოდა პირ​და​პირ ჩემ​კენ. რა​ღაც არაადა​მიანუ​რიო, ასე თქვა. ზუს​ტად. ადა​მი​ანს ასე სიარუ​ლი არ შე​უძ​‐
ლია. ეს რა​ღაც სხვაა. ის, რაც ჩვეულებ​რივ სამ​ყა​რო​ში ვერ იარ​სე​ბებს. აქ კი არ​სე​ბობს...

არ გავ​ქცე​ულ​ვარ. პე​რან​გი ოფ​ლით გა​იჟ​ღინ​თა და ზურ​გზე მო​მე​წე​ბა. მაგ​რამ უც​ნაურია – რაც უფ​რო ახ​ლოს
ის​მო​და ნა​ბი​ჯე​ბის ხმა, მით ნაკ​ლე​ბი ად​გი​ლი რჩე​ბო​და ში​შის​თვის. ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, ვუთ​ხა​რი სა​კუ​თარ
თავს. არა​ვინ არა​ფერს არ და​მი​შა​ვებს. უცებ ძა​ლი​ან აშ​კა​რად ვიგ​რძე​ნი ეს. სა​ში​ში არა​ფე​რია. მოხ​დეს, რაც
მო​სახ​დე​ნია. ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბა. რა​ღაც თბი​ლი მო​რე​ვი მით​რევს... კა​რის სა​ხე​ლურს ჩა​ვებ​ღაუჭე,
სუნ​თქვა შე​ვი​კა​რი და თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე. ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად არის. არაფ​რის არ მე​ში​ნია. ჯო​ჯო​ხე​თურ
წყვდი​ად​ში მეს​მის, რო​გორ გა​მაყ​რუ​ებ​ლად მი​ცემს გუ​ლი. ჩე​მი გუ​ლი. მე ამ გუ​ლის​ცე​მა​ში ვიღ​ვენ​თე​ბი, მე მი​‐
სი ნა​წი​ლი ვარ. სა​ში​ში არა​ფე​რია – ვე​უბ​ნე​ბი სა​კუ​თარ თავს. უბ​რა​ლოდ, ყვე​ლა​ფე​რი ერთ მთლიანო​ბად
გროვ​დე​ბა...

ნა​ბი​ჯე​ბის ხმა წყდე​ბა. რა​საც არ უნ​და ნიშ​ნავ​დეს ეს – ახ​ლა ის პირ​და​პირ ჩემ წინ დგას. და და​ჟი​ნე​ბით მი​ყუ​‐
რებს. მე კი თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი ვდგა​ვარ. ჩა​ირ​თო! – უცებ მივ​ხვდი. სრუ​ლი​ად სხვა​დას​ხვა ნივ​თე​ბი, ად​გი​ლე​ბი
და მოვ​ლე​ნე​ბი ჩე​მით შე​იკ​რა. ნი​ლო​სის ნა​პი​რე​ბი, კი​კი, ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“, ძვე​ლი, ძა​ლი​ან ძვე​ლი როკ-​ენ-
როლი – ეს ყვე​ლა​ფე​რი ერთ ჯაჭ​ვად გა​ერ​თი​ან​და და ამუ​შავ​და. ნუ​ბიელი არის​ტოკ​რა​ტე​ბის ნელ​საც​ხებ​‐
ლიანი სხეულე​ბი. ბომ​ბი, უკა​ნას​კნელ წა​მებს რომ ით​ვლის იმ ძველ სახ​ლში. წარ​სუ​ლის ნა​თე​ბა, ძვე​ლი ბგე​‐
რე​ბი, ძვე​ლი ხმე​ბი...

– გე​ლო​დით, – თქვა, – კარ​გა ხა​ნია. შე​მო​დი.

არც კი გა​მი​ხე​ლია თვა​ლი, ვი​ცა​ნი.

ეს ადამიანი-​ცხვარი იყო.

"},{"head":"11.","content":"

11.

ძველ მა​გი​დას​თან ვსა​უბ​რობ​დით. პა​ტა​რა, მრგვალ მა​გი​და​ზე, თი​ხის უხეშ ჭრაქ​ში ერ​თა​დერ​თი სან​თე​ლი ენ​‐
თო. შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, რომ ეს სა​მი ნივ​თი შე​ად​გენ​და ამ ოთა​ხის მთელ ავეჯს.

სკა​მე​ბიც კი არ იყო და ძვე​ლი წიგ​ნე​ბის დას​ტა​ზე დავ​სხე​დით.

ეს ადამიანი-​ცხვრის ოთა​ხი იყო. გრძე​ლი და ვიწ​რო. კედ​ლე​ბი და ჭე​რი თა​ვი​დან ძველ ოტელ „დელ​ფინს“ მა​‐
გო​ნებ​და, მაგ​რამ კარ​გად რომ და​ვაკ​ვირ​დი, სა​ერ​თო ვე​რა​ფე​რი და​ვი​ნა​ხე. კა​რის მო​პირ​და​პი​რე მხა​რეს –
ფან​ჯა​რა. შიგ​ნი​დან ფიც​რე​ბით აჭე​დი​ლი. კარ​გა ხნის წი​ნათ აჭე​დი​ლი: ღრი​ჭოები ფიც​რებს შო​რის რუ​ხი
ფერ​ფლის​ფე​რი მტვრით ამოვ​სე​ბუ​ლა. ლურ​სმნებს ჟან​გის​გან წაბ​ლის​ფე​რი ადევს. ოთახ​ში მე​ტი არა​ფე​რია.
ოთა​ხი კი არა, ქვის ყუ​თია. არც ლამ​პა ჭერ​ზე. არც კა​რა​და. არც ტუალე​ტი. არც სა​წო​ლი. სა​ვა​რაუდოდ,
იატაკ​ზე ეძი​ნა ცხვრის ტყავ​ში გახ​ვე​ულს. მთე​ლი იატა​კი, ვიწ​რო ბი​ლი​კის გარ​და, რო​მელ​ზეც გა​ჭირ​ვე​ბით გა​‐
ივ​ლი​და ერ​თი ადა​მიანი, ძვე​ლი წიგ​ნე​ბით, გა​ზე​თე​ბი​თა და დო​კუ​მენ​ტე​ბის შეკ​ვრე​ბით იყო მო​ფე​ნი​ლი. ქა​‐
ღალ​დი სიძ​ვე​ლის​გან გა​ხუ​ნე​ბუ​ლი​ყო; ალაგ-​ალაგ ჭი​ებს გა​მო​ეხ​რათ; რაღაც-​რაღაცები ისე აზე​ლი​ლი​ყო ერ​‐
თმა​ნეთ​ში, აღა​რა​ფე​რი ეშ​ვე​ლე​ბო​და. თვა​ლი მო​ვავ​ლე წიგ​ნე​ბის სა​თაურებს: ყვე​ლა, ასე თუ ისე, ჰო​კაიდო​ზე
მეც​ხვა​რეობის ის​ტო​რი​ას ეხე​ბო​და... აი, თურ​მე სად გაქ​რა ძვე​ლი „დელ​ფი​ნის“ არ​ქი​ვი! იქ, ძველ ოტელ​ში,
ერ​თი სარ​თუ​ლი სა​არ​ქი​ვო დო​კუ​მენ​ტებს ეჭი​რა ცხვრის შე​სა​ხებ. და მო​ხუ​ცი პრო​ფე​სო​რი, ოტე​ლის მმარ​‐
თვე​ლის მა​მა, პი​რა​დად უვ​ლი​და ამ დო​კუ​მენ​ტებს... ნე​ტავ სად არი​ან ახ​ლა ეს უც​ნაური ადა​მიანე​ბი? რა
დაემარ​თათ?..

მკრთა​ლი სი​ნათ​ლის მო​უს​ვე​ნარ ალ​ზე ადამიანი-​ცხვარი დიდ​ხანს მათ​ვა​ლიერებ​და. მი​სი ვეებერ​თე​ლა


ჩრდი​ლი ავის​მო​მას​წა​ვებ​ლად ირ​ხეოდა მის ზურგს უკან, ნაც​რის​ფე​რი კედ​ლის ჭუჭ​ყი​ან ლა​ქებ​ზე. უსაშ​ვე​‐
ლოდ გა​სი​ვე​ბუ​ლი, თით​ქოს გან​გებ გაზ​ვიადე​ბუ​ლი ჩრდი​ლი.

– კარ​გა ხა​ნია არ გვი​ნა​ხავს ერ​თმა​ნე​თი, არა? – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა ნიღ​ბის ქვე​მო​დან, – თით​ქმის არ
შეც​ვლილ​ხარ. გამ​ხდა​რი მეჩ​ვე​ნე​ბი.
– აქ გახ​დე​ბი...

– რა ხდე​ბა ქვეყ​ნად, ახა​ლი არა​ფე​რია? აქ დიდ​ხანს იც​ხოვ​რებ და ყვე​ლა​ნაირი სათ​ვა​ლა​ვი აგე​რე​ვა...

ფე​ხი ფეხ​ზე გა​და​ვი​დე და თა​ვი გა​ვაქ​ნიე.

– ყვე​ლა​ფე​რი ძვე​ლე​ბუ​რა​დაა. გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი არა​ფე​რი. ცო​ტა​თი გარ​თულ​და ცხოვ​რე​ბა, სულ ეს არის.


სის​წრა​ფე მოემა​ტათ ნივ​თებ​სა და მოვ​ლე​ნებს... თუმ​ცა ზო​გა​დად ისე​ვეა. პრინ​ცი​პუ​ლად ახა​ლი – არა​ფე​რი.

ადამიანმა-​ცხვარმა თა​ვი და​აქ​ნია.

– რო​გორც ჩანს, არც ახა​ლი ომი დაწ​ყე​ბუ​ლა.

წარ​მოდ​გე​ნა არ მქონ​და, რო​მე​ლი ომი მი​აჩ​ნდა უკა​ნას​კნე​ლად, მაგ​რამ, ყო​ვე​ლი შემ​თხვე​ვის​თვის, მა​ინც გა​‐
ვაქ​ნიე თა​ვი.

– არა, – ვთქვი, – ჯერ არ დაწ​ყე​ბუ​ლა.

– ესე იგი მა​ლე და​იწ​ყე​ბა! – უხა​ლი​სოდ თქვა და ჩქარ-​ჩქარა გა​უს​ვა ხელ​თათ​მნიანი ხე​ლე​ბი ერ​თმა​ნეთს, –
ფრთხი​ლად იყა​ვი, თუ სიკ​ვდი​ლი არ გინ​და. ომი აუცი​ლებ​ლად იქ​ნე​ბა. ყო​ველ​თვის. არ შე​იძ​ლე​ბა, რომ ომი
არ იყოს. რომ გეჩ​ვე​ნე​ბო​დეს კი​დეც, რომ არ არის, სუ​ლერ​თია, მა​ინც არის. ადა​მიანებს უყ​ვართ ერ​თმა​ნე​თის
ხოც​ვა. და ხო​ცა​ვენ, სა​ნამ ძა​ლა შეს​წევთ. გა​მო​ეც​ლე​ბათ ძა​ლა და ცო​ტას შე​ის​ვე​ნე​ბენ. მე​რე ისევ აგ​რძე​ლე​‐
ბენ ხოც​ვას. ასეა მოწ​ყო​ბი​ლი. ვე​რა​ვის ვერ ენ​დო​ბი. და ეს არას​დროს არ შე​იც​ვლე​ბა. და ვერც ვე​რა​ფერს გა​‐
აწ​ყობ. არ მოგ​წონს? მა​შინ ის​ღა დაგ​რჩე​ნია, სხვა სამ​ყა​რო​ში გა​იქ​ცე.

ცხვრის ტყა​ვი ად​რინ​დელ​ზე უფ​რო ჭუჭ​ყიანი ჩან​და. ბეწ​ვი მთელ სხე​ულ​ზე გა​ქო​ნი​ლი​ყო და მო​თე​ლი​ლი​ყო.
ნი​ღა​ბიც უფ​რო შე​ლა​ხუ​ლი​ყო იმას​თან შე​და​რე​ბით, ვიდ​რე მახ​სოვ​და. ეს ყვე​ლა​ფე​რი თით​ქოს მი​სი
ჩვეულებ​რი​ვი ტან​საც​მლის დროები​თი შემ​ცვლე​ლი იყო. თუმ​ცა, შე​საძ​ლოა, უბ​რა​ლოდ მო​მეჩ​ვე​ნა ამ ნეს​‐
ტიანი, გა​ქუ​ცუ​ლი კედ​ლე​ბი​სა და სან​თლის მკრთა​ლი ციმ​ცი​მის გა​მო. ან იქ​ნებ იმი​ტომ, რომ ჩვე​ნი მეხ​სიერე​‐
ბა სა​ერ​თოდ უფ​რო უკე​თე​სი სა​ხით იმახ​სოვ​რებს, ვიდ​რე სი​ნამ​დვი​ლე​შია. და მა​ინც, ადამიანი-​ცხვრის არა​‐
მარ​ტო ტა​ნი​სა​მო​სი, თვი​თო​ნაც გა​ცი​ლე​ბით და​ქან​ცუ​ლი და შე​ლა​ხუ​ლი ჩან​და. ამ ოთხ წე​ლი​წად​ში და​ბე​რე​‐
ბუ​ლი​ყო და შე​ფერ​თხი​ლი​ყო. დრო​დად​რო ღრმად ოხ​რავ​და და ეს ამო​ოხ​ვრა უც​ნაურად ჭრი​და ყურს. თით​‐
ქოს რა​ღაც გაიჭე​და რკი​ნის მილ​ში – რამ​დე​ნიც არ უნ​და უბე​რო, მხო​ლოდ კედ​ლებს ფხაჭ​ნის და არაფ​რით
არ ვარ​დე​ბა გა​რეთ.

– ვფიქ​რობ​დით, რომ უფ​რო ად​რე მოხ​ვი​დო​დი, – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – ამი​ტომ სულ გე​ლო​დით. ამას წი​‐
ნათ კი​დევ ვი​ღაც მო​ვი​და. გვე​გო​ნა, შენ იყა​ვი. აღ​მოჩ​ნდა, რომ არა. ვი​ღაც შეც​დო​მით შე​მოეხე​ტა. უც​ნაურია.
სხვე​ბის​თვის აქ მოხ​ვედ​რა არც ისე ად​ვი​ლია. მაგ​რამ არა​ფე​რია. მთა​ვა​რი ის არის, რომ გვე​გო​ნა, უფ​რო ჩქა​‐
რა მოხ​ვი​დო​დი.

მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე.

– რა თქმა უნ​და, ვხვდე​ბო​დი, რომ მო​ვი​დო​დი. რომ არ შე​იძ​ლე​ბო​და, არ მოვ​სუ​ლი​ყა​ვი. ოღონდ ვერ გა​და​მეწ​‐
ყვი​ტა... ხში​რად მე​სიზ​მრე​ბო​და. ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“. ერ​თი და იგი​ვე სიზ​მა​რი. გა​მუდ​მე​ბით. მაგ​რამ დრო დამ​‐
ჭირ​და, რომ გა​და​მეწ​ყვი​ტა.
– ამ ად​გი​ლის და​ვიწ​ყე​ბა გინ​დო​და?

– მინ​დო​და, – ვა​ღიარე, – და ნა​ხევ​რად და​ვი​ვიწ​ყე კი​დეც... – თი​თებ​ზე და​ვი​ხე​დე. მათ შო​რის გა​ჩე​ნი​ლი ჩრდი​‐
ლე​ბი ოდ​ნავ ირ​ხეოდა სან​თლის მო​უს​ვე​ნარ ციმ​ციმ​ზე („გამ​ჭო​ლი ნიავი​ა?“ – გა​მიკ​ვირ​და), – ნა​ხევ​რად და​‐
ვიწ​ყე​ბუ​ლი კი მინ​დო​და სულ და​მე​ვიწ​ყე​ბი​ნა. და ისე მეც​ხოვ​რა, თით​ქოს არა​ფე​რიც არ იყო...

– და ეს ყვე​ლა​ფე​რი შე​ნი და​ღუ​პუ​ლი მე​გობ​რის გა​მო?

– ჰო, – ვუ​პა​სუ​ხე, – ჩე​მი და​ღუ​პუ​ლი მე​გობ​რის გა​მო.

– მაგ​რამ ბო​ლოს მა​ინც მოხ​ვე​დი, – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა.

– ჰო, ბო​ლოს და ბო​ლოს, მა​ინც დავ​ბრუნ​დი, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – ვერ მო​ვა​ხერ​ხე ამის და​ვიწ​ყე​ბა... რო​გორც
კი შე​ვეც​დე​ბი და​ვი​ვიწ​ყო, უცებ რა​ღაც ისევ გა​მახ​სე​ნებს. ალ​ბათ ეს ად​გი​ლი ძა​ლი​ან ბევრს ნიშ​ნავს ჩემ​‐
თვის. სულ მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ მი​სი შე​მად​გე​ნე​ლი ნა​წი​ლი ვარ... თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, რი​სი თქმა მინ​და ამით, მაგ​‐
რამ... ძა​ლი​ან ნათ​ლად ვგრძნობ. გან​სა​კუთ​რე​ბით ძილ​ში. ვი​ღაც ტი​რის და მე​ძა​ხის. ამი​ტო​მაც გა​დავ​წყვი​ტე
მოს​ვლა... თუმ​ცა მა​ინც ამიხ​სე​ნი – რა ად​გი​ლია ეს? სად ვარ ახ​ლა?

ადამიანი-​ცხვარი დიდ​ხანს მი​ყუ​რებ​და და​ჟი​ნე​ბით. მე​რე თა​ვი გა​და​აქ​ნი​ა:

– ზუს​ტად ჩვენც არ ვი​ცით... აქ ხალ​ვა​თო​ბაა. და ძა​ლი​ან ბნე​ლა. რამ​დე​ნად ხალ​ვა​თო​ბაა და რამ​დე​ნად ბნე​‐
ლა, ჩვენ​თვის უც​ნო​ბია. მხო​ლოდ ამ ოთა​ხის შე​სა​ხებ ვი​ცით. და​ნარ​ჩენ​ზე – არა. ამი​ტომ მო​სა​ყო​ლიც ბევ​რი
არა​ფე​რი​ა... თუმ​ცა რად​გან მა​ინც მოხ​ვე​დი, ესე იგი, უკ​ვე მო​ვი​და მოს​ვლის დრო. ჩვენ დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვართ.
ამა​ში ეჭ​ვი არ შე​გე​პა​როს. ესე იგი ვი​ღაც ნამ​დვი​ლად ტი​რის შენ გა​მო. და ნამ​დვი​ლად სჭირ​დე​ბი. თუ ამას
გრძნობ, ესე იგი ასეც არის. ჰო​და, შემ​თხვე​ვით არ მო​სულ​ხარ აქ. რო​გორც ჩი​ტი თა​ვის ბუ​დე​ში. ბუ​ნე​ბა​ში
ხში​რად ხდე​ბა ასე. დაბ​რუ​ნე​ბის სურ​ვი​ლი რომ არ გაგ​ჩე​ნო​და, ჩათ​ვა​ლე, რომ ეს ად​გი​ლი არც იარ​სე​ბებ​და...

და ადამიანმა-​ცხვარმა ისევ ჩქარ-​ჩქარა გა​უს​ვა ხე​ლე​ბი ერ​თმა​ნეთს. ვეებერ​თე​ლა ჩრდი​ლი კე​დელ​ზე მი​სი
მოძ​რაობის ტაქტს აჰ​ყვა. გი​გან​ტუ​რი შა​ვი მოჩ​ვე​ნე​ბა, რო​მე​ლიც ყო​ველ წამს მზად იყო თავს დამ​სხმო​და.
ზუს​ტად ისე, რო​გორც ჰორორ-​კომიქსებში ად​რეული ბავ​შვო​ბი​სას.

„რო​გორც ჩი​ტი თა​ვის ბუ​დე​ში“... – გა​ვი​მეორე ჩემ​თვის. არა​და, მარ​თლა ჰგავს. სწო​რედ ასე დავ​ბრუნ​დი აქ –
ვი​ღა​ცის ძა​ხილ​ზე, დაუფიქ​რებ​ლად...

– მო​მი​ყე​ვი, – ჩუ​მად თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – მო​მი​ყე​ვი შენ შე​სა​ხებ. აქ შე​ნი სამ​ყა​როა. არ მო​გე​რი​დოს.
რაც გულ​ში გაქვს, იმა​ზე მო​მი​ყე​ვი. არ იჩ​ქა​რო. რო​გორც ჩანს, ბევ​რი რამ და​გიგ​როვ​და...

და მო​ვუ​ყე​ვი. სან​თლის მკრთალ ციმ​ციმს მიშ​ტე​რე​ბულ​მა. მო​ვუ​ყე​ვი, რა გა​და​ვი​ტა​ნე, რა გაუგებ​რო​ბა​ში გა​‐


ვიხ​ლარ​თე. ღმერ​თმა იცის, რა დი​დი ხა​ნია, არა​ვის​თან არ მი​ლა​პა​რა​კია ასე გუ​ლახ​დი​ლად. ნე​ლა და ფრთხი​‐
ლად, თით​ქოს ყი​ნუ​ლის ლოდს ვად​ნობ​დი, წვეთ-​წვეთად ვწუ​რავ​დი მის წინ სა​კუ​თარ სულს.

მო​ვუ​ყე​ვი, რომ, ავად თუ კარ​გად, ვშოულობ​დი სა​არ​სე​ბო ფულს. ოღონდ არ​სა​ით არ ვმოძ​რა​ობ. და ასე, არ​‐
სა​ით მოძ​რაობით, წლი​დან წლამ​დე ვბერ​დე​ბი. გა​და​მა​ვიწ​ყდა სიყ​ვა​რუ​ლი. უბ​რა​ლოდ, დავ​კარ​გე გუ​ლის აი
ეს ვიბ​რა​ცია. და უკ​ვე კარ​გა ხა​ნია ვერ ვხვდე​ბი, რი​სი სურ​ვი​ლი უნ​და მქო​ნო​და ცხოვ​რე​ბა​ში.
ყვე​ლა​ფე​რი, რაც ჩემ​ზეა და​მო​კი​დე​ბუ​ლი, ვცდი​ლობ რაც შე​იძ​ლე​ბა კარ​გად შე​ვას​რუ​ლო. პა​ტი​ოს​ნად ვცდი​‐
ლობ, მთე​ლი ძა​ლით. ოღონდ ეს არ მშვე​ლის. მხო​ლოდ იმას ვგრძნობ, დღი​თიდ​ღე რო​გორ მი​ხევ​დე​ბა
სხეული. სად​ღაც შიგ​ნი​დან, შიგ გუ​ლი​დან მე​მუქ​რე​ბა მთლიანად გა​ხე​ვე​ბა. და სის​ხლი მე​ყი​ნე​ბა ძარ​ღვებ​ში...
ეს ად​გი​ლი ერ​თა​დერ​თი კუნ​ძუ​ლია მთელ სამ​ყა​რო​ში, რო​მელ​თა​ნაც რა​ღაც მა​ინც მა​კავ​ში​რებს. თით​ქოს მი​‐
სი ნა​წი​ლი ვარ. არ ვი​ცი, რა ად​გი​ლია ეს. უბ​რა​ლოდ, ვგრძნობ: მას ვე​კუთ​ვნი...

ადამიანი-​ცხვარი მის​მენ​და, არც ინ​ძრეოდა და არც ხმას იღებ​და. შე​იძ​ლე​ბო​და გე​ფიქ​რა, ჩაეძი​ნაო. თუმ​ცა,
და​ვამ​თავ​რე თუ არა, მა​შინ​ვე გაახი​ლა თვა​ლი.

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, – ხმა​დაბ​ლა თქვა, – ნუ​რაფ​რის დარ​დი ნუ გაქვს. შენ ნამ​დვი​ლად ეკუთ​ვნი „დელ​ფინს“.
დღემ​დე ეკუთ​ვნო​დი. და ყო​ველ​თვის ასე იქ​ნე​ბა. ყვე​ლა​ფე​რი აქე​დან იწ​ყე​ბა და აქ​ვე მთავ​რდე​ბა. ეს შე​ნი ად​‐
გი​ლია. სა​მუ​და​მოდ. აქ იკ​ვე​თე​ბი ყვე​ლა​ზე და ყვე​ლა​ფერ​ზე. ყვე​ლა და ყვე​ლა​ფე​რი კი შენ​ზე იკ​ვე​თე​ბა. და
თქვენ ერ​თი​ან ქსლად იკ​ვრე​ბით. რომ​ლის მთა​ვა​რი კვან​ძიც აქ არის.

– ყვე​ლა და ყვე​ლა​ფე​რი? – ვკით​ხე.

– ყვე​ლა​ფე​რი, რაც და​კარ​გე და ყვე​ლა​ფე​რი, რაც ჯერ კი​დევ არ და​გი​კარ​გავს. ეს ყვე​ლა​ფე​რი ერ​თად იკ​ვრე​‐
ბა.

ვცა​დე მი​სი სიტ​ყვე​ბის გა​აზ​რე​ბა. მაგ​რამ არა​ფე​რი არ გა​მო​ვი​და. მე​ტის​მე​ტად მი​უწ​ვდო​მე​ლი, კოს​მო​სუ​რი
მას​შტა​ბე​ბის იყო ის, რა​საც ამ​ბობ​და.

– უფ​რო კონ​კრე​ტუ​ლად... – ვთხო​ვე.

მაგ​რამ ადამიანმა-​ცხვარმა არ მი​პა​სუ​ხა. მას არ შე​ეძ​ლო აეხ​სნა ასე​თი კონ​კრე​ტუ​ლი რამ. და მხო​ლოდ ჩუ​‐
მად გა​და​აქ​ნია თა​ვი. მშვი​დად გა​და​აქ​ნია და თვით​ნა​კე​თი ყუ​რე​ბი ჩი​ტის ფრთე​ბი​ვით აცეკ​ვდნენ ზემოთ-​‐
ქვემოთ. კი​დევ უფ​რო გა​მა​ლე​ბით აბორ​გდნენ ასე​თი​ვე ფრთე​ბი ავის​მო​მას​წა​ვე​ბელ ჩრდილ​ზე. კი​დევ ცო​ტაც
და, კე​დე​ლი ნამ​სხვრე​ვე​ბად იქ​ცეოდა.

– ამას მა​ლე შენ თვი​თონ გაიგებ. დად​გე​ბა გა​გე​ბის დრო და გაიგებ.

– კარ​გი, – დავ​ნებ​დი, – მაგ​რამ აი, კი​დევ ერ​თი გა​მო​ცა​ნა. რა​ტომ დას​ჭირ​და ძველ ოტელ „დელ​ფი​ნის“ პატ​‐
რონს, რომ ახალ ოტელ​საც „დელ​ფი​ნი“ რქმეოდა? რის​თვის?

– შენ​თვის, – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – სა​ხელს იმი​ტომ უფ​რთხილ​დე​ბო​და, რომ ყო​ველ​თვის შეგ​ძლე​ბო​და


აქ დაბ​რუ​ნე​ბა. სა​ხე​ლი რომ გა​მოც​ვლი​ლი​ყო, რო​გორ მიხ​ვდე​ბო​დი, სად უნ​და წა​სუ​ლი​ყა​ვი? აი, თვი​თონ ოტე​‐
ლი „დელ​ფი​ნი“ კი არ გაქ​რე​ბა. გა​დააკე​თე შე​ნო​ბა, რაც გინ​და, ის უყა​ვი – ის მა​ინც დარ​ჩე​ბა. რაც არ უნ​და
მოხ​დეს ქვეყ​ნად, ის ყო​ველ​თვის აქ იდ​გე​ბა. და ყო​ველ​თვის და​გე​ლო​დე​ბა.

ვერ მო​ვით​მი​ნე და ნერ​ვიულად ჩა​ვი​ხით​ხი​თე.

– ჩემ​თვის? და რა გა​მო​დის – ვეებერ​თე​ლა სას​ტუმ​რო კომ​პლექსს მა​ინ​ცდა​მა​ინც ჩემ გა​მო არ​ქმე​ვენ ოტელ
„დელ​ფინს“?

– ჰო, რა თქმა უნ​და. რა არის აქ სა​სა​ცი​ლო?


თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– არა, არა​ფე​რი... სა​ოც​რად მარ​ტი​ვია. მე​ტის​მე​ტად აბ​სურ​დუ​ლად ჟღერს. მე​ტის​მე​ტად არა​რეალუ​რად.

– ყვე​ლა​ფე​რი რეალუ​რია! – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ სავ​სე​ბით რეალუ​რია. სავ​სე​ბით


რეალუ​რია ფირ​ნი​შიც Dolphin Hotel. ნუ​თუ არც ეს არის შენ​თვის რეალუ​რი? – და საჩ​ვე​ნე​ბე​ლი თი​თით მა​გი​და​‐
ზე დააკა​კუ​ნა. სან​თლის ალიც კი შე​ირ​ხა კა​კუ​ნის​გან, – აი ჩვენც, რო​გორც ხე​დავ, ვარ​სე​ბობთ სი​ნამ​დვი​ლე​ში.
ამა​ზე რეალურს ვერც მოიფიქ​რებ. ვსხედ​ვართ აქ და გე​ლო​დე​ბით. და ვფიქ​რობთ ყვე​ლა​სა და ყვე​ლა​ფერ​ზე.
რო​გორ მო​ვიქ​ცეთ, რომ რაც შე​იძ​ლე​ბა ჩქა​რა მო​აღ​წიო აქამ​დე. რა​თა ყვე​ლა და ყვე​ლა​ფე​რი ერ​თმა​ნეთს
დაუკავ​შირ​დეს...

დიდ​ხანს შევ​ცქე​რო​დი სან​თლის აცახ​ცა​ხე​ბულ ალს და ვე​რაფ​რით და​მე​ჯე​რე​ბი​ნა ის, რაც გა​ვი​გო​ნე.

– და რა​ტომ მა​ინ​ცდა​მა​ინც მე? მა​ინც რა​ტომ ატ​ყდა ასე​თი ამ​ბა​ვი მა​ინ​ცდა​მა​ინც ერ​თი, ერ​თა​დერ​თი ადა​‐
მიანის​თვის?

– ეს ხომ შე​ნი სამ​ყა​როა! – ისე​თი ტო​ნით თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, თით​ქოს თა​ვის​თა​ვად აშ​კა​რა რამ ახ​სნაო,
– რა არის აქ გაუგე​ბა​რი? გჭირ​დე​ბა ეს სამ​ყა​რო? – შე​ნი იქ​ნე​ბა. მთა​ვა​რია ნამ​დვი​ლად გჭირ​დე​ბო​დეს. ამი​ტო​‐
მაც გეხ​მა​რე​ბო​დით ყვე​ლა, რო​გორც შეგ​ვეძ​ლო. რომ მა​ლე მო​გეღ​წია აქამ​დე. რომ აქაური სამ​ყა​რო არ დან​‐
გრეული​ყო. რომ არ გამ​ქრა​ლი​ყო, მი​ტო​ვე​ბუ​ლი და და​ვიწ​ყე​ბუ​ლი. სულ ეს არის.

– და რა, მე ნამ​დვი​ლად ვე​კუთ​ვნი ამ ად​გილს?

– რა თქმა უნ​და. მეც ვე​კუთ​ვნი. ყვე​ლა ეკუთ​ვნის. და ეს ყვე​ლა​ფე​რი შე​ნი სამ​ყა​როა! – ჩაილა​პა​რა​კა
ადამიანმა-​ცხვარმა და საჩ​ვე​ნე​ბე​ლი თი​თი ას​წია. გი​გან​ტურ​მა ჩრდილ​მაც ას​წია ვეებერ​თე​ლა საჩ​ვე​ნე​ბე​ლი
თი​თი კე​დელ​ზე.

– აქ რას აკე​თებ? ვინ ხარ?

– ჩვენ ადამიანი-​ცხვარი ვართ! – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა და ხრინ​წიანად ჩაიცი​ნა, – შე​ნი თვა​ლით ხე​დავ.
გვაც​ვია ცხვრის ტყა​ვი და ვცხოვ​რობთ იქ, სა​დაც ადა​მიანე​ბი ვერ დაგ​ვი​ნა​ხა​ვენ. ჩვენ​ზე ნა​დი​რობ​დნენ –
ჩვენ ტყე​ში წა​ვე​დით. ეს დი​დი ხნის წი​ნათ იყო. ძა​ლი​ან დი​დი ხნის წი​ნათ – აღარც კი გვახ​სოვს. აი, ვინ ვი​ყა​‐
ვით მა​ნამ​დე, ეს სა​ერ​თოდ არ გვახ​სოვს. მას შემ​დეგ ვცხოვ​რობთ შე​უმ​ჩნევ​ლად. და ერ​თხელ, – არც კი გვახ​‐
სოვს, რო​დის – ტყე სად​ღაც გაქ​რა და ჩვენ აქ აღ​მოვ​ჩნდით. ეს ად​გი​ლი ჩვენ​თვის არის გა​მო​ყო​ფი​ლი და
ვდა​რა​ჯობთ. ჩვენც ხომ უნ​და და​ვიც​ვათ თა​ვი წვი​მი​სა და ქა​რის​გან. ტყე​შიც კი ყვე​ლა ცხო​ველს სო​რო ესა​ჭი​‐
როება. ასე არ არის?

– ჰო, რა თქმა უნ​და, – კვე​რი და​ვუ​კა​რი.

– აქ ჩვე​ნი მო​ვა​ლეობა ყვე​ლაფ​რის შე​ერ​თე​ბაა. ელექ​ტრო​ნუ​ლი კო​მუ​ტა​ტო​რი​ვით. კო​მუ​ტა​ტო​რი​ვით ვა​ერ​‐


თებთ ყვე​ლას და ყვე​ლა​ფერს. აქ მთა​ვა​რია კვან​ძი, რო​მელ​შიც ყვე​ლა​ფე​რი იკ​ვე​თე​ბა. ვსხედ​ვართ და ვა​ერ​‐
თებთ. რა​თა არ აიხ​ლარ​თოს. ასე​თი და​ნიშ​ნუ​ლე​ბა გვაქვს. კო​მუ​ტა​ტო​რი. ყვე​ლა​ფერს აერ​თებს. დაგ​ჭირ​და
რა​მე? აიღებ ამ რა​მეს შენს სამ​ყა​რო​ში, ჩვენ კი ვუ​ერ​თებთ ყვე​ლა​ფერ და​ნარ​ჩენს. გა​სა​გე​ბი​ა?

– მგო​ნი კი, – ვთქვი.


– აი, ხომ ხე​დავ, – გა​ნაგ​რძო ადამიანმა-​ცხვარმა, – გა​მო​დის, რომ უჩ​ვე​ნოდ ვე​რა​ფერს იზამ. იმი​ტომ, რომ
გახ​ლარ​თუ​ლი ხარ. გინ​და სად​ღაც წახ​ვი​დე, მაგ​რამ არ იცი, სად. შენ და​კარ​გე კავ​ში​რი სამ​ყა​როს​თან, სამ​ყა​‐
რომ და​კარ​გა კავ​ში​რი შენ​თან. ბევ​რი რამ სცა​დე – სხვა​დას​ხვა მავ​თულს ეჭი​დე​ბო​დი, მაგ​რამ ის მავ​თუ​ლი,
რო​მე​ლიც უკან​ვე ჩაგ​რთავ​და, ჯერ​ჯე​რო​ბით ვერ იპო​ვე. და ამი​ტომ შენს სულ​ში ქაოსია. გეჩ​ვე​ნე​ბა, რომ არა​‐
ფერ​თან არ ხარ მი​ერ​თე​ბუ​ლი. ეს ნამ​დვი​ლად ასეა. ერ​თა​დერ​თი ად​გი​ლი, რო​მელ​თა​ნაც ჯერ კი​დევ გაქვს
კავ​ში​რი, აქ არის.

ერ​თხანს ხმა არ ამო​მი​ღია, გა​გო​ნილს ვხარ​შავ​დი.

– რო​გორც ჩანს, მარ​თა​ლი ხარ! – ვთქვი ბო​ლოს, – ასეა. დავ​კარ​გე კავ​ში​რი სამ​ყა​როს​თან, სამ​ყა​რომ და​კარ​‐
გა კავ​ში​რი ჩემ​თან. და სულ​ში სრუ​ლი ქაოსი მაქვს. და არა​ფერ​თან არ ვარ მი​ერ​თე​ბუ​ლი. და ერ​თა​დერ​თი
ად​გი​ლი, რო​მელ​თა​ნაც რა​ღაც მა​კავ​ში​რებს, აქ არის... – ნე​ლა, თით​ქოს და​ნით ვთლი​დი, ვა​მა​ტებ​დი ფრა​ზას
ფრა​ზა​ზე, თან სან​თლის ათი​ნა​თებ​ზე აკან​კა​ლე​ბულ სა​კუ​თარ ხე​ლებს დავ​ცქე​რო​დი, – მაგ​რამ ვგრძნობ... რა​‐
ღაც ცდი​ლობს ჩემ​თან შე​მოღ​წე​ვას. საკ​მა​რი​სია და​ვი​ძი​ნო და იქ, სიზ​მარ​ში, ვი​ღაც მე​ძა​ხის, ტი​რის ჩემ გა​მო.
მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ კი​დევ ცო​ტაც და, რა​ღა​ცას შე​ვუ​ერ​თდე​ბი. ძა​ლი​ან კარ​გად ვგრძნობ. იცი... ნამ​დვი​ლად მინ​და
ყვე​ლაფ​რის თა​ვი​დან გა​და​თა​მა​შე​ბა. მაგ​რამ შე​ნი დახ​მა​რე​ბა მჭირ​დე​ბა.

ადამიანი-​ცხვარი ჩუ​მად იყო. ვთქვი, რაც მინ​დო​და და მე​ტი აღა​რა​ფე​რი მქონ​და სათ​ქმე​ლი. ისე​თი სი​ჩუ​მე
ჩა​მო​ვარ​და, თით​ქოს სა​შინ​ლად ღრმა შახ​ტა​ში ვის​ხე​დით. ეს სი​ჩუ​მე მაწ​ვე​ბო​და მხრებ​ზე და იმო​ნებ​და გო​‐
ნე​ბას. მი​სი წნე​ვის ქვეშ აზ​რე​ბი ღრმა წყლე​ბის თევ​ზებს და​ემ​სგავ​სნენ, თვალ​გა​უმ​ტა​რი მა​ხინ​ჯი ჯავ​შნე​ბით
რომ და​ღო​ღა​ვენ ოკეანის ფსკერ​ზე. და მხო​ლოდ დრო​დად​რო თუ და​არ​ღვევ​და სი​ჩუ​მეს მო​უს​ვე​ნა​რი სან​‐
თლის ჩუ​მი ტკა​ცა​ნი. ადამიანი-​ცხვარი დიდ​ხანს მის​ჩე​რე​ბო​და ალს. დიდ​ხანს იყო ჩუ​მად. ბო​ლოს ნე​ლა ას​‐
წია თა​ვი და შე​მომ​ხე​და.

– კარ​გი, – თქვა, – ვცა​დოთ შე​გა​ერ​თოთ ამ „რა​ღა​ცას​თან“. მაგ​რამ გა​ით​ვა​ლის​წი​ნე, წარ​მა​ტე​ბის გა​რან​ტი​ას


ვერ მოგ​ცემთ. იმ ასა​კის აღარ ვართ. არც ძა​ლა მოგ​ვდევს ად​რინ​დე​ლი. თვი​თო​ნაც არ ვი​ცით, გა​მო​ვა თუ
არა. რო​გორც მო​ხერ​ხდე​ბა. მაგ​რამ რომ გა​მო​ვი​დეს კი​დეც, შე​იძ​ლე​ბა გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ბედ​ნიერე​ბა ვერ
მო​გი​ტა​ნოს. ამ თვალ​საზ​რი​სით არა​ვი​თა​რი გა​რან​ტიები არ არ​სე​ბობს. სავ​სე​ბით შე​საძ​ლე​ბე​ლია, რომ შენს
სამ​ყა​რო​ში წა​სას​ვლე​ლიც არ გაქვს. ჩვენ, რა თქმა უნ​და, არ ვამ​ტკი​ცებთ, მაგ​რამ შენ თვი​თონ ამ​ბობ​დი –
ბევ​რი რამ გაქ​ვავ​და შენ​ში. და იმას, რაც ერ​თხელ უკ​ვე გაქ​ვავ​და, ძველ მდგო​მა​რეობა​ში ვე​ღარ და​აბ​რუ​ნებ.
ისე​თი ახალ​გაზ​რდაც აღარ ხარ...

– და რა უნ​და გა​ვა​კე​თო?

– უკ​ვე ბევ​რი რამ და​კარ​გე. ბევ​რი დი​დი და მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი. არა​ვინ არ არის დამ​ნა​შა​ვე. საქ​მე ის კი არ არის,
ვი​სი ბრა​ლია, საქ​მე ის არის, რით ავ​სებ​დი ამ ცა​რი​ელ ად​გი​ლებს. ყო​ველ​თვის, რო​ცა რა​მეს კარ​გავ​დი, შენ​ში
ახა​ლი სი​ცა​რიელე ჩნდე​ბო​და. და ყო​ველ ასეთ სი​ცა​რიელეს რა​ღა​ცით ავ​სებ​დი და​კარ​გუ​ლის ნაც​ვლად.
თით​ქოს ნი​შანს ადებ​დი მეხ​სიერე​ბას... არა​და, სწო​რედ ამის გა​კე​თე​ბა არ შე​იძ​ლე​ბო​და. ამ სი​ცა​რიელეს
იმით ავ​სებ​დი, რაც შიგ​ნით უნ​და და​გე​ტო​ვე​ბი​ნა. და ყო​ველ ჯერ​ზე უბ​რა​ლოდ, შლი​დი სა​კუ​თარ თავს... რა​‐
ტომ? რა გაიძუ​ლებ​და?

– არ ვი​ცი, – ვუ​პა​სუ​ხე.

– თუმ​ცა შე​საძ​ლოა კით​ხვა ასე არც უნ​და დავ​სვათ. შე​საძ​ლოა ეს რა​ღაც ბე​დის​მაგ​ვა​რია. არც კი ვი​ცით, რო​‐
გორ ვთქვათ უფ​რო ჭკვიანუ​რად...

– ტენ​დენ​ცია? – ვუ​კარ​ნა​ხე.

– აჰა! სწო​რედ ეგ! ტენ​დენ​ცია. ჰო​და, ჩვენც ვფიქ​რობთ... ახა​ლი ცხოვ​რე​ბა რომ და​იწ​ყო და უცებ ისე მოხ​დეს,
რომ მა​ინც ძვე​ლე​ბუ​რად მო​იქ​ცე? რად​გან ტენ​დენ​ციაა ასე​თი? მაგ​რამ თუ ტენ​დენ​ცი​ას დიდ​ხანს მიჰ​ყვე​ბი,
ერ​თხე​ლაც დად​გე​ბა დრო, რო​ცა უკან ვე​ღარ დაბ​რუნ​დე​ბი. გვიანი იქ​ნე​ბა. და ჩვენც კი ვერ და​გეხ​მა​რე​ბით.
ჩვენ ხომ მხო​ლოდ ის ვი​ცით, რომ აქ ვის​ხდეთ და ყვე​ლა ყვე​ლა​ფერ​თან შე​ვა​ერ​თოთ. მე​ტი არა​ფე​რი.
– მა​ინც რა უნ​და გა​ვა​კე​თო? – კი​დევ ერ​თხელ ვკით​ხე.

– რო​გორც უკ​ვე გით​ხა​რით, ყვე​ლა​ფერს გა​ვა​კე​თებთ, რაც ვი​ცით. შე​ვეც​დე​ბით სწო​რად შე​გა​ერ​თოთ, – თქვა
ადამიანმა-​ცხვარმა, – მაგ​რამ ეს საკ​მა​რი​სი არ იქ​ნე​ბა. ამის შემ​დეგ შენ თვი​თონ უნ​და მო​ინ​დო​მო. თუ ერთ
ად​გილ​ზე იჯ​დე​ბი და ცხოვ​რე​ბის არ​სზე იფიქ​რებ, არა​ფე​რი არ გა​მო​ვა. ყვე​ლა​ფე​რი წყალ​ში ჩა​იყ​რე​ბა. გა​სა​‐
გე​ბი​ა?

– ეს გა​სა​გე​ბია, – ვთქვი, – მაგ​რამ, ბო​ლოს და ბო​ლოს, იქ​ნებ მით​ხრა, მა​ინც რა უნ​და გა​ვა​კე​თო?

– იცეკ​ვე, – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – სა​ნამ უკ​რავს მუ​სი​კა, გა​ნაგ​რძე ცეკ​ვა. ხომ გა​სა​გე​ბია? იცეკ​ვე და არ
გა​ჩერ​დე. ნუ ფიქ​რობ იმა​ზე, რა​ტომ ცეკ​ვავ. ნუ ფიქ​რობ იმა​ზე, რა აზ​რია ამა​ში. არა​ვი​თა​რი აზ​რი არ არის და
არც არას​დროს ყო​ფი​ლა. და​ფიქ​რდე​ბი და ფე​ხე​ბი გა​ჩერ​დე​ბა. და თუ ერ​თხელ მა​ინც გა​ჩერ​და ფე​ხე​ბი, ჩვენ
ვე​ღა​რაფ​რით და​გეხ​მა​რე​ბით. მთე​ლი შე​ნი კონ​ტაქ​ტე​ბი სამ​ყა​როს​თან დაწ​ყდე​ბა. სა​მუ​და​მოდ დაწ​ყდე​ბა. თუ
ასე მოხ​და, შენ მხო​ლოდ აქა​ურ სამ​ყა​რო​ში შეძ​ლებ ცხოვ​რე​ბას. ნელ-​ნელა მთლიანად ჩა​გით​რევს. ამი​ტომ
არაფ​რით არ შე​იძ​ლე​ბა, რომ ფე​ხე​ბი გა​ჩერ​დეს. თუნ​დაც ირ​გვლივ ყვე​ლა​ფე​რი სუ​ლე​ლუ​რი და უაზ​რო მო​‐
გეჩ​ვე​ნოს, არ მი​აქ​ციო ყუ​რად​ღე​ბა. რიტმს მი​აქ​ციე ყუ​რად​ღე​ბა და გა​ნაგ​რძე ცეკ​ვა. და მა​შინ ის, რაც შენ​ში
ჯერ კი​დევ არ გა​ხე​ვე​ბუ​ლა, ნელ-​ნელა გაიწო​ვე​ბა. შენ​ში ჯერ კი​დევ უნ​და იყოს გა​უქ​ვა​ვე​ბე​ლი კუნ​ძუ​ლე​ბი.
იპო​ვე და გა​მოიყე​ნე. ლი​მო​ნი​ვით გა​მო​წუ​რე თა​ვი. და გახ​სოვ​დეს: სა​ში​ში არა​ფე​რია. შე​ნი მთა​ვა​რი მე​ტო​ქე
დაღ​ლი​ლო​ბაა. დაღ​ლი​ლო​ბა და პა​ნი​კა დაღ​ლი​ლო​ბის​გან. ეს ყვე​ლას ემარ​თე​ბა. მო​გეჩ​ვე​ნე​ბა, რომ მთე​ლი
სამ​ყა​რო არას​წო​რად არის მოწ​ყო​ბი​ლი. და ფე​ხე​ბი თა​ვის​თა​ვად გა​ჩერ​დე​ბა...

თა​ვი ავ​წიე და მის ზურგს უკან გი​გან​ტურ ჩრდილს მი​ვაც​ქერ​დი.

– სხვა ხერ​ხი არ არ​სე​ბობს, – გა​ნაგ​რძო ადამიანმა-​ცხვარმა, – აუცი​ლებ​ლად უნ​და იცეკ​ვო. თუმ​ცა არც ეს
არის საკ​მა​რი​სი: უნ​და იცეკ​ვო და რაც შე​იძ​ლე​ბა კარ​გად. ისე, რომ ყვე​ლა გი​ყუ​რებ​დეს. და მხო​ლოდ მა​შინ
შე​საძ​ლოა მო​ვა​ხერ​ხოთ შე​ნი დახ​მა​რე​ბა. ასე რომ, იცეკ​ვე. იცეკ​ვე, სა​ნამ მუ​სი​კა უკ​რავს.

იცეკ​ვე​სა​ნამ​მუ​სი​კა​უკ​რავს...

თავ​ში ისევ გაინა​ვარ​და ექომ.

– მით​ხა​რი, აი ეს შე​ნი აქაური სამ​ყა​რო... სა​ერ​თოდ რა არის ეს? ამ​ბობ, რომ სა​ნამ ერ​თიანად გავ​ხევ​დე​ბი, მე
„ი​ქაური“ სამ​ყა​რო​დან „ა​ქა​ურ“ სამ​ყა​რო​ში ჩა​მით​რევს. მაგ​რამ სწო​რედ „ა​ქაური“ სამ​ყა​რო არ არის ჩე​მი სამ​‐
ყა​რო? ის ხომ სწო​რედ ჩემ​თვის არ​სე​ბობს? ასე არ არის? რა არის ცუ​დი იმა​ში, თუ უბ​რა​ლოდ დავ​ბრუნ​დე​ბი
სა​კუ​თარ სამ​ყა​რო​ში? შენ თვი​თონ არ თქვი, რომ ეს სამ​ყა​რო სრუ​ლი​ად რეალუ​რი​ა?

ადამიანმა-​ცხვარმა თა​ვი გა​აქ​ნია. გი​გან​ტუ​რი ჩრდი​ლი კე​დელ​ზე მის მოძ​რაობას აჰ​ყვა.

– აქაური რეალო​ბა ისე​თი არ არის, რო​გო​რიც იქაური. შენ​თვის აქ ცხოვ​რე​ბა ჯერ​ჯე​რო​ბით არ შე​იძ​ლე​ბა. მე​‐
ტის​მე​ტად ბნე​ლა, მე​ტის​მე​ტად ბევ​რი ად​გი​ლია. სიტ​ყვე​ბით ძნე​ლი ასახ​სნე​ლია. თან, რო​გორც უკ​ვე გით​ხა​‐
რით, ბევ​რი რამ თვი​თო​ნაც არ ვი​ცით. რა თქმა უნ​და, ეს სამ​ყა​რო რეალუ​რია. და ჩვე​ნი შეხ​ვედ​რა შენ​თან და
ეს საუბა​რიც სი​ნამ​დვი​ლე​ში ხდე​ბა. ამა​ში ეჭ​ვი არ შე​გე​პა​როს. თუმ​ცა არ იფიქ​რო, რომ რეალო​ბა მხო​ლოდ
ერ​თია. რეალო​ბე​ბი – რამ​დე​ნიც გნე​ბავს. ჩვენ ჩვენ​თვის აქაური რეალო​ბა შე​ვარ​ჩი​ეთ. იმი​ტომ რომ აქ ომი
არ არის. და კი​დევ იმი​ტომ, რომ გა​და​საყ​რე​ლი არა​ფე​რი გვქონ​და. შე​ნი საქ​მე კი სულ სხვა​ნაირა​დაა. შენ​ში
ჯერ კი​დევ ბევ​რი სი​ცოც​ხლე ან​თია. შე​ნი ახ​ლან​დე​ლო​ბის​თვის აქ მე​ტის​მე​ტად ცი​ვა. და არც საჭ​მე​ლია. შენ​‐
თვის აქ არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში არ შე​იძ​ლე​ბა...

და მარ​თლაც: უცებ ვიგ​რძე​ნი, რომ ოთახ​ში ტემ​პე​რა​ტუ​რა ეცე​მა. ხე​ლე​ბი ჯი​ბე​ებ​ში ჩა​ვიწ​ყვე და მო​ვი​ბუ​ზე.
– გცი​ვა? – მკით​ხა ადამიანმა-​ცხვარმა.

თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– ესე იგი უნ​და იჩ​ქა​რო, – გა​აქ​ნია თა​ვი, – მა​ლე კი​დევ უფ​რო აცივ​დე​ბა. ჩქა​რა წა​დი, თო​რემ სულ გაიყი​ნე​ბი.

– უკა​ნას​კნე​ლი შე​კით​ხვა! – ვთქვი, – ამ​წამს გა​მახ​სენ​და. უფ​რო სწო​რად, მხო​ლოდ ახ​ლა მი​ვაქ​ციე ყუ​რად​ღე​‐
ბა... ისე​თი შეგ​რძნე​ბა მაქვს, თით​ქოს მთე​ლი ცხოვ​რე​ბა შენ​თან შეხ​ვედ​რას ვე​ლო​დი. შენს ჩრდილ​საც კი გა​‐
და​ვე​ყა​რე, სულ სხვა​დას​ხვა ად​გი​ლას. ეს შე​ნი ჩრდი​ლი სხვა​დას​ხვა მო​ხა​ზუ​ლო​ბას იძენ​და, თუმ​ცა მუდ​მი​‐
ვად იმ სამ​ყა​რო​ში იყო. ფერ​მკრთა​ლი და ბუნ​დო​ვა​ნი – უცებ ვერც შე​ამ​ჩნევ​დი. მთლიანად ჩრდი​ლიც კი არა,
მხო​ლოდ ცალ​კეული ფრაგ​მენ​ტე​ბი... თუმ​ცა ახ​ლა მახ​სენ​დე​ბა – რო​გორც ჩანს, მა​ინც მთლიანი... აი, ასე​თი
შეგ​რძნე​ბა​ა...

ადამიანმა-​ცხვარმა მხო​ლოდ ხე​ლე​ბი გა​შა​ლა.

– ჰო, ეგ​რეა, ყვე​ლა​ფე​რი სწო​რია! მარ​თა​ლი ხარ. სწო​რედ ასე იყო. ჩვე​ნი ჩრდი​ლი სულ იყო იქ. ხან მთლიანი,
ხან ფრაგ​მენ​ტე​ბის სა​ხით...

– მა​შინ გაუგე​ბა​რია, – გა​ვაგ​რძე​ლე, – ახ​ლა სრუ​ლი​ად გარ​კვე​ვით გხე​დავ. ის, რაც ად​რე არ შე​მეძ​ლო, ახ​ლა
შე​მიძ​ლია. რა ხდე​ბა?

– რა და, ის, რომ უკ​ვე ბევ​რი რამ და​კარ​გე, – ძა​ლი​ან ჩუ​მად თქვა, – გა​ცი​ლე​ბით ცო​ტა ად​გი​ლი დაგ​რჩა, სა​დაც
შე​იძ​ლე​ბა წახ​ვი​დე. იმი​ტო​მაც ხე​დავ უკე​თე​სად, რო​გორ გა​მო​ვი​ყუ​რე​ბი.

ვერ გა​მე​გო, რი​სი თქმა უნ​დო​და.

– ესე იგი რა, აქ საიქიო სამ​ყა​რო​ა?

– არა! – მკვეთ​რად თქვა. ღრმად ჩაისუნ​თქა და მხრე​ბი შეატო​კა, – აქ საიქიო სამ​ყა​რო არ არის. ჩვენ ორი​ვე
ცოც​ხლე​ბი ვართ. აბ​სო​ლუ​ტუ​რად ცოც​ხლე​ბი – რა შენ და რა ჩვენ. ვსხედ​ვართ აქ, ვსუნ​თქავთ და ვსა​უბ​‐
რობთ. აქ ყვე​ლა​ფე​რი სრუ​ლი​ად რეალუ​რი​ა.

– ვე​რა​ფე​რი ვერ გა​ვი​გე.

– იცეკ​ვე! – გაიმეორა, – სხვა სა​შუალე​ბა არ არ​სე​ბობს. უფ​რო გა​სა​გე​ბად აგიხ​სნი​დით, რომ შეგ​ვეძ​ლოს. მაგ​‐
რამ მე​ტის ახ​სნა არ შეგ​ვიძ​ლი​ა... იცეკ​ვე. არა​ფერ​ზე არ იფიქ​რო, უბ​რა​ლოდ, იცეკ​ვე, და, რაც შე​იძ​ლე​ბა, კარ​‐
გად. უნ​და იცეკ​ვო. სხვაგ​ვა​რად არა​ფე​რი გა​მო​ვა...

ტემ​პე​რა​ტუ​რა ოთახ​ში სწრა​ფად ეცე​მო​და. შე​მა​ძაგ​ძა​გა და უცებ გა​მახ​სენ​და, რომ ერ​თხელ უკ​ვე გა​და​ვი​ტა​ნე
ასე​თი სი​ცი​ვე. ზუს​ტად ასე​თი ყი​ნუ​ლი​ვით ცი​ვი ჰაერი, წე​ბო​ვა​ნი სი​ნეს​ტით ძვლე​ბამ​დე რომ აღ​წევ​და. შო​რე​‐
ულ, შო​რე​ულ წარ​სულ​ში, აქე​დან შორს, შორს. ოღონდ ვერ გა​მეხ​სე​ნე​ბი​ნა – სად. კი​დევ ცო​ტაც და გა​მახ​სენ​‐
დე​ბო​და. მაგ​რამ ვერ ვა​ხერ​ხებ​დი გახ​სე​ნე​ბას. საამი​სოდ აუცი​ლე​ბე​ლი ტვი​ნის მო​ნაკ​ვე​თი პა​რა​ლი​ზე​ბუ​ლი​‐
ვით გა​შეშ​და. გა​შეშ​და და ქვად იქ​ცა.
გა​შეშ​და​დაქ​ვა​დიქ​ცა...

– ჩქა​რა მო​შორ​დი აქაურო​ბას, – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – თო​რემ სა​ბო​ლო​ოდ გაიყი​ნე​ბი. ჩვენ კი ისევ შევ​‐
ხვდე​ბით. ყო​ველ​თვის, რო​ცა მო​ინ​დო​მებ. ჩვენ ხომ სულ აქ ვსხედ​ვართ. ვსხედ​ვართ და გე​ლით...

ფე​ხის​თრე​ვით მი​მა​ცი​ლა მო​სახ​ვე​ვამ​დე. შრ-​რ-რ, შრ-​რ-რ – ის​მო​და მი​სი ნა​ბი​ჯე​ბის ხმა სიბ​ნე​ლე​ში. მე​რე კი
და​ვემ​შვი​დო​ბე. ხე​ლის ჩა​მორ​თმე​ვის, ყო​ველ​გვა​რი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი სიტ​ყვე​ბის გა​რე​შე. მშვიდობით-​‐
მეთქი, უბ​რა​ლოდ ვუთ​ხა​რი. და იმ წყვდი​ად​ში დავ​შორ​დით. ის თა​ვის ვიწ​რო სე​ნაკ​ში წა​ლას​ლას​და, მე ლიფ​‐
ტის​კენ წა​ვე​დი. ღი​ლაკს და​ვა​ჭი​რე, ლიფ​ტი აუჩ​ქა​რებ​ლად წა​მო​ვი​და ზე​ვით. კა​რი უხ​მაუროდ გაიღო. კაშ​კა​შა
სი​ნათ​ლე გად​მო​მეღ​ვა​რა ტალ​ღა​სა​ვით. კა​ბი​ნა​ში შე​ვე​დი, კე​დელს მი​ვეყ​რდე​ნი და ერ​თხანს ასე ვი​დე​ქი.
ლიფ​ტის კა​რი ავ​ტო​მა​ტუ​რად დაიხუ​რა. მე კი ისევ ვი​დე​ქი, გან​ძრე​ვის თა​ვი არ მქონ​და.

„ე​სე იგი...“ – გა​ვი​ფიქ​რე. თუმ​ცა სიტ​ყვას გაგ​რძე​ლე​ბა აღარ მოჰ​ყო​ლია. ჩე​მი ცნო​ბიერე​ბა სამ​ყა​როს ვა​კუ​უმს
ჰგავ​და, რომ​ლის ცენ​ტრში მიკ​როს​კო​პუ​ლი მე ვი​ყა​ვი. საითაც არ უნ​და წახ​ვი​დე, რამ​დე​ნიც არ უნ​და ირ​ბი​ნო
– გარ​შე​მო მხო​ლოდ სი​ცა​რიელეა. არ​ცერთ აზრს არ​სად არ მივ​ყავ​დი და არაფ​რით არ მთავ​რდე​ბო​და. დაღ​‐
ლი​ლო​ბა და პა​ნი​კა სულ უფ​რო და უფ​რო მიპ​ყრობ​და. რო​გორც მაფ​რთხი​ლებ​და ადამიანი-​ცხვარი. და ამ
სამ​ყა​რო​ში სულ მარ​ტო ვი​ყა​ვი. ტყე​ში გზა​აბ​ნეული ბავ​შვი​ვით.

იცეკ​ვე, თქვა ადამიანმა-​ცხვარმა.

იცეკ​ვე, გაიმეორა ექომ თავ​ში.

– იცეკ​ვე! – ვცა​დე ხმა​მაღ​ლა მეთ​ქვა. და მეთ​ხუთ​მე​ტე სარ​თუ​ლის ღი​ლაკს და​ვა​ჭი​რე.

ლიფ​ტი​დან გა​მო​ვე​დი და ჭერ​ში და​მაგ​რე​ბუ​ლი დი​ნა​მი​კე​ბი მო​ონ ღივერ-​ით მო​მე​სალ​მნენ – ჰენ​რი მან​ტი​ნის
შეს​რუ​ლე​ბით. რეალო​ბა​ში დავ​ბრუნ​დი. ამ რეალო​ბა​ში, რო​მელ​შიც, ეჭ​ვი მე​პა​რე​ბა, რომ ოდეს​მე ბედ​ნიერი
ვიქ​ნე​ბი, რეალო​ბა​ში, რო​მელ​შიც, რო​გორც ჩანს, არ​სად წა​სას​ვლე​ლი არ მაქვს.

მე​ქა​ნი​კუ​რად და​ვი​ხე​დე სა​ათ​ზე. რეალო​ბა​ში დაბ​რუ​ნე​ბის დრო – დი​ლის სა​მი საათი და ოცი წუ​თი.

„ე​სე იგი...“ – ისევ გა​ვი​ფიქ​რე.

ესე იგი-​ესე იგი-​ესე იგი-​ესე იგი... – გა​მო​მეხ​მაურა ექო.

და ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე.

"},{"head":"12.","content":"

12.

პირ​ვე​ლი, რაც ნო​მერ​ში გა​ვა​კე​თე, აბა​ზა​ნა ცხე​ლი წყლით გა​ვავ​სე და გა​თო​ში​ლი სხეული შიგ ჩა​ვუშ​ვი. თუმ​‐
ცა ეგ​რე იოლად მა​ინც ვერ გავ​თბი. სხეული ლა​მის თირ​კმლე​ბამ​დე გამ​ყი​ნო​და და ცხე​ლი წყა​ლი მხო​ლოდ
აძ​ლიერებ​და შიგ​ნით გა​მე​ფე​ბულ სი​ცი​ვეს. ვა​პი​რებ​დი, ასე ვმჯდა​რი​ყა​ვი, სა​ნამ ეს ყი​ნუ​ლი არ გალ​ღვე​ბო​და,
მაგ​რამ თავ​ში ისე ამე​რია ყვე​ლა​ფე​რი, რომ იძუ​ლე​ბუ​ლი გავ​ხდი აბა​ზა​ნი​დან ამოვ​მძვრა​ლი​ყა​ვი.

ოთახ​ში შუბ​ლით ფან​ჯრის მი​ნას მი​ვე​კა​რი და ოდ​ნავ გა​ვიგ​რი​ლე თა​ვი. მე​რე ბრენ​დი და​ვის​ხი ბო​კალ​ში სა​მი
თი​თის და​დე​ბა​ზე, გა​დავ​კა​რი და მა​შინ​ვე შევ​ძვე​რი ლო​გინ​ში. მთე​ლი ძა​ლით ვცდი​ლობ​დი და​მე​ძი​ნა. არა​‐
ფერ​ზე არ ვფიქ​რობ​დი, მაგ​რამ ვერ მო​ვა​ხერ​ხე. ძი​ლი არ მო​დიოდა. თავ​ში აზ​რე​ბი გა​მიქ​ვავ​და, ლო​დე​ბის
გრო​ვად იქ​ცა. ხე​ლე​ბი წა​ვივ​ლე თავ​ზე და ასე ვი​წე​ქი მა​ნამ, სა​ნამ ფან​ჯრის იქით არ ინა​თა. ცას ნაც​რის​ფე​რი
ღრუბ​ლე​ბი გა​დაჰ​კვრო​და. ჯერ არ თოვ​და, მაგ​რამ ღრუბ​ლე​ბის ფე​ნა ისე​თი მკვრი​ვი იყო, რომ მთე​ლი ქა​ლა​‐
ქი უკა​ნას​კნელ კუთხე-​კუნჭულამდე თა​ვი​სი უღიმ​ღა​მო უფე​რუ​ლო​ბით შეეღე​ბა. საითაც არ უნ​და გა​გე​ხე​და,
ყვე​ლა​ფერს ფერ​ფლის​ფე​რი ედო. იმედ​გა​და​წუ​რუ​ლი ადა​მიანე​ბის ღვთით მი​ვიწ​ყე​ბუ​ლი ქა​ლა​ქი.

ვე​რაფ​რით ვერ და​ვი​ძი​ნე, მაგ​რამ არა მძი​მე ფიქ​რე​ბის გა​მო. მე​ტის​მე​ტად და​ვი​ღა​ლე, რომ რა​მე​ზე მე​ფიქ​რა.
სხეულიც და სუ​ლიც სა​სო​წარ​კვე​თი​ლი ით​ხოვ​დნენ ძილს. ოღონდ ტვი​ნის რო​მე​ლი​ღაც გაუგე​ბა​რი უბა​ნი
სულ უფ​რო ქვავ​დე​ბო​და – გა​დაჭ​რით უარს ამ​ბობ​და და​ძი​ნე​ბა​ზე და ნერ​ვებს მიშ​ლი​და. ასე გა​ღი​ზიანე​ბენ
ფირ​ფი​ტე​ბი სად​გუ​რე​ბის და​სა​ხე​ლე​ბით სწრა​ფი მა​ტა​რებ​ლის ფან​ჯა​რა​ში. ყო​ვე​ლი მომ​დევ​ნოს მო​ახ​ლოება​‐
ზე ისევ ძა​ბავ ყუ​რად​ღე​ბას, რა​თა მო​ას​წრო იეროგ​ლი​ფე​ბის წა​კით​ხვა, თუმ​ცა უშე​დე​გოდ. მე​ტის​მე​ტად დი​‐
დია სიჩ​ქა​რე, ბუნ​დო​ვა​ნი წარ​წე​რა გაკ​რთე​ბა ფან​ჯა​რა​ში, მაგ​რამ ვერ არ​ჩევ, რა სიტ​ყვაა. წა​მიც და, ყვე​ლა​‐
ფე​რი უკან დარ​ჩა. და ასე და​უს​რუ​ლებ​ლად. სადგურ-​სადგურ. პა​ტა​რა პრო​ვინ​ციული ქა​ლა​ქე​ბი ყვე​ლას​თვის
უც​ნო​ბი სა​ხე​ლე​ბით. ჩა​უქ​რო​ლებს მა​ტა​რე​ბე​ლი თი​თოეულ მათ​განს, თან კი​ვის და ეს მწი​ვა​ნა ხმე​ბი ფუტ​‐
კრე​ბი​ვით ზუ​ზუ​ნე​ბენ თავ​ში...

ასე გაგ​რძელ​და ცხრა საათამ​დე. ბო​ლოს, რო​ცა და​ვი​ნა​ხე, რა დრო იყო და და​ძი​ნე​ბის იმე​დიც სულ გა​და​მე​‐
წუ​რა, ლო​გი​ნი​დან გა​მოვ​ძვე​რი. სააბა​ზა​ნო​ში წავ​ლას​ლას​დი და პარ​სვა და​ვიწ​ყე. რო​გორც სა​ჭი​როა, ისე რომ
გა​მე​პარ​სა, რამ​დენ​ჯერ​მე მო​მიხ​და სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვის ხმა​მაღ​ლა შე​მეხ​სე​ნე​ბი​ნა: „ვი​პარ​სავ!“ რო​გორც
იქ​ნა, მოვ​რჩი, ჩა​ვიც​ვი, თმა და​ვი​ვარ​ცხნე და სა​სა​უზ​მოდ წა​ვე​დი. რეს​ტო​რან​ში ფან​ჯა​რას​თან მდგარ მა​გი​‐
დას მი​ვუ​ჯე​ქი და სა​უზ​მე „კონ​ტი​ნენ​ტა​ლი“ შე​ვუკ​ვე​თე, მაგ​რამ სა​ბო​ლო​ოდ ორი ფინ​ჯა​ნი ყა​ვა დავ​ლიე და
ერ​თი ტოს​ტი შევ​ჭა​მე. ამას უამ​რა​ვი დრო დას​ჭირ​და. ღრუბ​ლე​ბის მკრთალ სი​ნათ​ლე​ზე ტოს​ტი, ისე​ვე რო​‐
გორც ყვე​ლა​ფე​რი და​ნარ​ჩე​ნი, ნაც​რის​ფე​რი ჩან​და, გე​მო​თი კი და​კორ​ძე​ბუ​ლი ბამ​ბის ნაგ​ლეჯს ჰგავ​და.
იდეალუ​რი ამინ​დი იყო სამ​ყა​როს და​სას​რუ​ლის წი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლე​ბის​თვის. ყა​ვას რომ ვსვამ​დი, ორ​მოც​და​‐
მეათე​ჯერ ჩა​ვუ​ყე​ვი დი​ლის მე​ნი​უს გვერდს. ლო​დე​ბი თავ​ში ად​გილს არ იც​ვლიდ​ნენ. სწრა​ფი მა​ტა​რე​ბე​ლი
შეუჩე​რებ​ლად მიქ​რო​და, ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით იტო​ვებ​და უკან სად​გუ​რებს. საყ​ვი​რი ისევ ბურ​ღავ​და
ტვინს, აზ​რე​ბი კი ამ ტვინ​ში სულ უფ​რო და უფ​რო ემ​სგავ​სე​ბოდ​ნენ კბი​ლის პას​ტის გამ​ხმარ ნაღ​ვენთს.

მე​ზო​ბელ მა​გი​დას​თან დი​დი ამ​ბით სა​უზ​მობ​დნენ. შა​ქარს ყრიდ​ნენ ყა​ვა​ში, კა​რაქს ლე​სავ​დნენ ტოს​ტებ​ზე,
დანა-​ჩანგლით ჭრიდ​ნენ ლო​რი​ან ერ​ბოკ​ვერცხს. კლაც, კლაც, კლაც – ის​მო​და გაუთა​ვებ​ლად დარ​ბაზ​ში.
რეს​ტო​რა​ნი კი არა, მან​ქა​ნე​ბის სა​რე​მონ​ტო სა​ხე​ლოს​ნო​ა...

ადამიანი-​ცხვარი გა​მახ​სენ​და. აი, ახ​ლა, ამ​წამს ის ისევ არ​სე​ბობს. ამ ოტელ​ში, დრო-​სივრცის რო​მე​ლი​ღაც
ნაპ​რალ​ში მე​ლო​დე​ბა თა​ვის პა​ტა​რა ოთახ​ში. და ცდი​ლობს რა​ღაც ამიხ​სნას. ოღონდ ყვე​ლა​ფე​რი უშე​დე​გოა.
ვერ ვას​წრებ წა​კით​ხვას. მე​ტის​მე​ტად დი​დია სიჩ​ქა​რე. თა​ვი ლო​დად მექ​ცა და ვე​რაფ​რის ამო​კით​ხვას ვერ
ახერ​ხებს. მხო​ლოდ იმის წა​კით​ხვა შე​მიძ​ლია, რაც ად​გილ​ზე დგას: (A) სა​უზ​მე „კონ​ტი​ნენ​ტა​ლი“: წვე​ნი (ფორ​‐
თოხ​ლის, გრე​იპ​ფრუ​ტის ან პო​მიდ​ვრის), კა​რა​ქიანი ტოს​ტე​ბი და... ვი​ღაც ცდი​ლობს ჩემ​თან და​ლა​პა​რა​კე​ბას.
და ჩემ​გან პა​სუხს ელის. ვინ შე​იძ​ლე​ბა იყოს? თავს მაღ​ლა ვწევ. ოფი​ცი​ან​ტია. თეთ​რი სა​ფირ​მო პი​ჯა​კით
დგას და ყა​ვა​და​ნი უჭი​რავს ხე​ლებ​ში. თით​ქოს ყა​ვა​და​ნი კი არა, სა​პა​ტიო თა​სი​ა: „სამ​ყა​როს საუკე​თე​სო ოფი​‐
ცი​ანტს“. „კი​დევ ხომ არ ინე​ბებთ ყა​ვას?“ – ძა​ლი​ან თა​ვა​ზიანად მე​კით​ხე​ბა. უარის ნიშ​ნად თავს ვაქ​ნევ. ის
უჩი​ნარ​დე​ბა. ვდგე​ბი და რეს​ტორ​ნი​დან გა​მოვ​დი​ვარ. კლაც, კლაც, კლაც – არ წყდე​ბა ზურგს უკან.

ნო​მერ​ში ისევ ჩავ​ჯე​ქი აბა​ზა​ნა​ში. ყი​ნუ​ლი თან​და​თან გალ​ღვა სხე​ულ​ში. მთელ სიგ​რძე​ზე გა​ვი​შა​ლე და გულ​‐
მოდ​გი​ნედ, თით​ქოს აბურ​დულ გორ​გალს ვხსნი​დი, შე​ვუ​დე​ქი კი​დუ​რე​ბის გა​ხუ​რე​ბას და გას​წო​რე​ბას. ასე
რომ, სა​ბო​ლო​ოდ თი​თოეული თი​თი ისე ამოძ​რავ​და, რო​გორც სა​ჭი​რო იყო. აი, ისიც, ვფიქ​რობ​დი, ჩე​მი
სხეული. აქ და ახ​ლა. რეალურ სას​ტუმ​როს ნო​მერ​ში, რეალურ აბა​ზა​ნა​ში. არა​ვი​თა​რი მა​ტა​რე​ბე​ლი. არა​ვი​‐
თა​რი საყ​ვი​რე​ბი. სად​გუ​რე​ბის სა​ხელ​წო​დე​ბე​ბის წა​კით​ხვის არა​ვი​თა​რი აუცი​ლებ​ლო​ბა. ისე​ვე რო​გორც რა​‐
მე​ზე ფიქ​რი.

აბა​ზა​ნი​დან ამო​ვე​დი, ოთახ​ში წავ​ლას​ლას​დი, სა​წოლ​ზე და​ვეგ​დე და სა​ათს დავ​ხე​დე. თერ​თმე​ტის ნა​ხე​ვა​რია.
იქ​ნებ მი​ვა​ფურ​თხო ძილს და სა​სე​ირ​ნოდ წა​ვი​დე? ამა​ზე ფიქ​რში ვი​ყა​ვი, რომ სრუ​ლი​ად მოულოდ​ნე​ლი ძილ​‐
ქუ​ში მე​ცა. წა​მიერი, რო​გორც თე​ატ​რში, რო​ცა სცე​ნა​ზე უცებ ქრე​ბა სი​ნათ​ლე. და თვი​თონ ეს წა​მიც ძა​ლი​ან
გარ​კვე​ვით და​ვი​მახ​სოვ​რე. სად იყო, სად არა, ვეებერ​თე​ლა რუ​ხი ფერ​ფლის​ფე​რი მაიმუ​ნი, ურო​თი თათ​ში,
აღი​მარ​თა ჩემ წინ და შუბ​ლში ჩამ​ცხო. ისე ძლიერად, რომ გულ​შე​ღო​ნე​ბუ​ლი​ვით ჩავ​ყურ​ყუ​მე​ლავ​დი ძილ​ში.

სიზ​მარ​ში სი​ვიწ​რო​ვე იყო, და სიბ​ნე​ლე – თვალ​თან თითს ვერ მიიტან​დი. არც მუ​სი​კა უკ​რავ​და. არც შე​ნი
Mamy Blue და არც Moon river. აი, ასე​თი ნაღ​ვლიანი სიზ​მა​რი, შე​ფე​რა​დე​ბის გა​რე​შე. „თექ​ვსმე​ტის მე​რე რა რიც​‐
ხვი​ა?“ – მე​კით​ხე​ბა ვი​ღაც. „ორ​მოც​და​ერ​თი“, – ვამ​ბობ. მკვდა​რი​ვით სძი​ნავს, – ამ​ბობს ნაც​რის​ფე​რი მაიმუ​ნი.
მარ​თა​ლია, სწო​რედ ასე მძი​ნავს. შავ ბუშ​ტში ვარ, ფუ​ღუ​რო​ში მო​კა​ლა​თე​ბუ​ლი ციყ​ვი​ვით. ვეებერ​თე​ლა თუ​‐
ჯის ბუშ​ტში, ისეთ​ში, სახ​ლებს რომ ან​გრე​ვენ. ოღონდ ამის შიგ​ნით სი​ცა​რიელეა. ვწე​ვარ იქ, შიგ​ნით, და
მკვდა​რი​ვით მძი​ნავს. სიმ​კაც​რე, სი​ვიწ​რო​ვე, მოწ​ყე​ნი​ლო​ბა.

გა​რე​დან ვი​ღაც მე​ძა​ხის.

მა​ტა​რებ​ლის საყ​ვი​რი​ა?

„ა​რა! სწო​რი არ არის! ვერ გა​მოიცა​ნი!...“ – მხიარუ​ლად კი​ვი​ან თო​ლიები.

რო​გორც ჩანს, ჩემს ბურთს ვეებერ​თე​ლა გა​ზის ქუ​რა​ზე უპი​რე​ბენ გა​ხუ​რე​ბას. სწო​რედ ასე​თი ხმე​ბი მეს​მის...

„ი​სევ არას​წო​რია! გა​ნაგ​რძე ფიქ​რი!“ – ძველ​ბერ​ძნუ​ლი ტრა​გე​დი​ის გუნ​დი​ვით უნი​სონ​ში ყვი​რი​ან თო​ლიები.

„ეს ხომ ტე​ლე​ფო​ნი​ა!“ – გამ​კრა თავ​ში.

თო​ლიები ხმას არ იღე​ბენ. აღა​რა​ვინ მპა​სუ​ხობს. სად გაქ​რნენ თო​ლიები? ხე​ლი მო​ვა​ფა​თუ​რე ბა​ლიშ​თან და
ყურ​მი​ლი ავი​ღე.

– გის​მენთ.

ხან​გრძლი​ვი ზუ​მე​რი – სულ ეს არის, რაც იქ გა​ვი​გო​ნე.

ძზ-​ზ-ზ-ზ-ზ! – ის​მო​და მთელ ნო​მერ​ში.

კარ​ზე რე​კა​ვენ! დე​რე​ფან​ში ვი​ღაც დგას და ზა​რის ღი​ლაკს აწ​ვე​ბა. ძზ-​ზ-ზ-ზ-ზ.

– კარ​ზე რე​კა​ვენ, – ვთქვი ხმა​მაღ​ლა.

მაგ​რამ თო​ლიები სად​ღაც გაქ​რნენ და არა​ვის შე​ვუ​ქი​ვარ მიხ​ვედ​რი​ლო​ბის​თვის.

ძზ-​ზ-ზ-ზ-ზ.

სააბა​ზა​ნო ხა​ლათ​ში გა​ვეხ​ვიე, კარ​თან მი​ვე​დი და უკით​ხა​ვად გა​ვა​ღე.


ისე​ვე რო​გორც მა​შინ, ახ​ლაც უხ​მო ჩრდი​ლი​ვით შე​მოს​რი​ალ​და კარ​ში და მა​შინ​ვე და​კე​ტა შიგ​ნი​დან.

სა​შინ​ლად მტკიოდა თა​ვი – იმ ად​გი​ლას, სა​დაც ფერ​ფლის​ფერ​მა მაიმუნ​მა ჩამ​ცხო. „სუ​ლე​ლი, არ შე​ეძ​ლო,
ცო​ტა ნე​ლა და​ერ​ტყა?“ – ჩა​ვი​ლა​პა​რა​კე. კოშ​მა​რუ​ლი ტკი​ვი​ლი. თით​ქოს გა​მიხ​ვრი​ტეს თა​ვი.

ჯერ ხა​ლა​თი შე​ათ​ვა​ლიერა, მე​რე სა​ხე. და მო​ღუ​შულ​მა შეკ​რა წარ​ბე​ბი:

– დღის სამ სა​ათ​ზე ლო​გინ​ში რას აკე​თებ? – მკით​ხა.

– დღის სამ სა​ათ​ზე... – გა​ვი​მეორე. თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, რას ვა​კე​თებ​დი. და მარ​თლაც რას ვა​კე​თებ? – ვკით​ხე
სა​კუ​თარ თავს.

– და სა​ერ​თოდ, რო​დის და​წე​ქი და​სა​ძი​ნებ​ლად?

ჩავ​ფიქ​რდი. უფ​რო სწო​რად, ძა​ლი​ან ვე​ცა​დე ჩავ​ფიქ​რე​ბუ​ლი​ყა​ვი. მაგ​რამ მომ​კა​ლით და ვერ ვფიქ​რობ​დი.

– კარ​გი, თავს ნუ აიტ​კი​ვებ, – დიდ​სუ​ლოვ​ნად ჩა​იქ​ნია ხე​ლი. დი​ვან​ზე დაჯ​და და შე​მო​მა​ჩერ​და: – ერ​თი და​გა​‐
ნახ​ვა შე​ნი სა​ხე...

– წარ​მო​მიდ​გე​ნია, – ვთქვი.

– მკვდრის ფე​რი გა​დევს, თან და​სი​ვე​ბუ​ლიც გაქვს... ალ​ბათ სიც​ხე გაქვს. რა და​გე​მარ​თა?

– არა​ფე​რი. გა​მო​ვი​ძი​ნებ და ყვე​ლა​ფე​რი გა​ივ​ლის. ნუ ღე​ლავ, არა​ფე​რი​ა... შეს​ვე​ნე​ბა​ზე ხარ?

– აჰა. შე​ნი ფი​ზიონო​მი​ის სა​ნა​ხა​ვად მო​ვე​დი. უბ​რა​ლოდ, ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობის გა​მო. მაგ​რამ თუ ხელს გიშ​‐
ლი, წა​ვალ...

– არ მიშ​ლი, – ვთქვი და სა​წოლ​ზე ჩა​მოვ​ჯე​ქი, – ისე მე​ძი​ნე​ბა, ვკვდე​ბი, მაგ​რამ სუ​ლაც არ მიშ​ლი ხელს.

– და უც​ნა​ურს... არა​ფერს გა​მი​კე​თებ?

– არა. არა​ფერ უც​ნა​ურს არ გა​გი​კე​თებ.

– ყვე​ლა ასე ამ​ბობს. მე​რე კი აკე​თე​ბენ.

– ყვე​ლა შე​იძ​ლე​ბა აკე​თებს, მე – არა, – ვთქვი.

რა​ღა​ცა​ზე და​ფიქ​რდა – და თით​ქოს ერ​თხელ კი​დევ ამოწ​მებ​და თავს, თი​თით ფრთხი​ლად გა​ის​წო​რა სათ​ვა​‐
ლე.
– ჰო. შე​იძ​ლე​ბა. შენ მარ​თლა ცო​ტა​თი... ისე​თი არ ხარ, რო​გო​რიც ყვე​ლა, – თქვა.

– და თან ძა​ლი​ან ნამ​ძი​ნა​რე​ვი იმის​თვის, რომ რა​მე გა​ვა​კე​თო, – და​ვა​მა​ტე.

წა​მოდ​გა, ცის​ფე​რი ჟა​კე​ტი გაიხა​და და გუ​შინ​დე​ლი​ვით სკა​მის სა​ზურ​გე​ზე გა​და​კი​და. მაგ​რამ ამ​ჯე​რად გვერ​‐
დით არ მომ​ჯდო​მია, ფან​ჯა​რას​თან მი​ვი​და და მო​რუ​ხო ფერ​ფლის​ფერ ღრუბ​ლებს და​უწ​ყო ყუ​რე​ბა. რო​გორც
ჩანს, იმი​ტომ, რომ ხა​ლა​თით ვი​ყა​ვი, სა​ხე კი... რა გა​ეწ​ყო​ბა, ვე​რა​ფერს იზამ. მეც შე​იძ​ლე​ბა მქონ​დეს ჩე​მი გა​‐
რე​მოებე​ბი. ბო​ლოს და ბო​ლოს, კარ​გად ვჩან​დე სხვის თვალ​ში, ჩე​მი ცხოვ​რე​ბის მთა​ვა​რი მი​ზა​ნი არ არის.

– იცი, – ვთქვი, – მგო​ნი უკ​ვე გით​ხა​რი... სულ მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ ჩვენ სად​ღაც თუ რა​ღა​ცა​ში ვიკ​ვე​თე​ბით.

– მარ​თლა? – ისე, სხვა​თა შო​რის თქვა. და​ახ​ლოებით ნა​ხე​ვა​რი წუ​თი ჩუ​მად იყო. და მხო​ლოდ მე​რე მკით​ხა:

– მა​გა​ლი​თად, რა​ში?

– მა​გა​ლი​თად... – ის იყო და​ვიწ​ყე, მაგ​რამ წყეული თა​ვი სრუ​ლე​ბით არ მუ​შა​ობ​და. ვე​რა​ფე​რი კონ​კრე​ტუ​ლი
ვერ გა​ვიხ​სე​ნე. სიტ​ყვა არ მომ​დიოდა თავ​ში. უბ​რა​ლოდ, მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ასე იყო. რომ ჩვენ ნამ​დვი​ლად
რა​ღა​ცა​ში ვიკ​ვე​თე​ბო​დით. „მა​ინც სად?“ – ვი​ქე​ქე​ბო​დი გო​ნე​ბა​ში. მაგ​რამ ვე​რა​ფე​რი შე​სა​ფე​რი ვერ ვი​პო​ვე –
ვერც „მა​გა​ლი​თის​თვის“ და ვერც „თუნ​დას​თვის“. უბ​რა​ლოდ, ვგრძნობ​დი და მორ​ჩა.

– არ ვი​ცი, – ამოვ​ღერ​ღე ბო​ლოს, – ცო​ტა კი​დევ უნ​და ვი​ფიქ​რო. და​ვა​ლა​გო. და შე​ვა​მოწ​მო, მარ​თლა ასეა თუ
არა...

– ჭკუიდან შე​იშ​ლე​ბი ადა​მიანი, – ისე თქვა, არ შე​მობ​რუ​ნე​ბუ​ლა. და​ცინ​ვის გა​რე​შე, მაგ​რამ არც ისე და​ინ​ტე​‐
რე​სე​ბულ​მა.

ლო​გინ​ში შევ​ძვე​რი, თა​ვი ბა​ლიშ​ზე დავ​დე და მი​სი ფი​გუ​რის თვა​ლიერე​ბა და​ვიწ​ყე. თეთ​რი ბლუ​ზა, არც ერ​‐
თი ნაოჭი. შე​მოტ​მას​ნი​ლი მუ​ქი ლურ​ჯი ქვე​და​ტა​ნი. კოხ​ტა ფე​ხე​ბი თხელ წინ​დებ​ში. ახ​ლა ეს ყვე​ლა​ფე​რიც
ფერ​ფლის​ფე​რი გახ​და. და ამის გა​მო ისე გა​მოიყუ​რე​ბო​და, რო​გორც ძველ ფო​ტო​ზე. მა​გა​რი სა​ყუ​რე​ბე​ლი
იყო. ვერ​თვე​ბი. მე ის აღ​მაგ​ზნებს. მშვე​ნიერი შეგ​რძნე​ბაა. დღის სამ სა​ათ​ზე, ნა​ხევ​რად გონ​და​კარ​გუ​ლი,
ძილ-​ღვიძილში – ერექ​ცია რუ​ხი ფერ​ფლის​ფე​რი ცის ქვეშ...

დიდ​ხანს ვუ​ყუ​რებ​დი. შე​მობ​რუ​ნე​ბულ​მა ჩე​მი მზე​რა დაიჭი​რა, მე კი მა​ინც ვუ​ყუ​რებ​დი.

– ასე რა​ტომ მი​ყუ​რებ? – მკით​ხა.

– აუზ​ზე ვეჭ​ვიანობ, – ვუ​პა​სუ​ხე.

თა​ვი ოდ​ნავ გვერ​დზე და​ხა​რა და გაიღი​მა.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი.
– აბ​სო​ლუ​ტუ​რად ნორ​მა​ლუ​რი, – ვთქვი, – უბ​რა​ლოდ, აზ​რე​ბი მე​რე​ვა თავ​ში. მო​სა​წეს​რი​გე​ბე​ლი​ა.

სა​წოლ​ზე ჩა​მოჯ​და, ხე​ლი გა​მო​იწ​ვდი​ნა და სა​ხე​ზე შე​მე​ხო.

– სიც​ხე არ უნ​და გქონ​დეს, – თქვა, – დაიძი​ნე. კარ​გი იქ​ნე​ბა, თუ გრძელ, გრძელ სიზ​მარს ნა​ხავ...

მინ​დო​და, რომ ჩემ​თან დარ​ჩე​ნი​ლი​ყო. მე მძი​ნე​ბო​და, ის კი ასე გვერ​დით მჯდა​რი​ყო. მაგ​რამ უაზ​რო​ბა იყო
ამის თხოვ​ნა. ხმას არ ვი​ღებ​დი. ვი​წე​ქი და ვუ​ყუ​რებ​დი, რო​გორ ჩა​იც​ვა თა​ვი​სი ცის​ფე​რი ჟა​კე​ტი, რო​გორ
გაიხუ​რა კა​რი. წა​ვი​და – და მის ნაც​ვლად ისევ გა​მო​მეც​ხა​და ფერ​ფლის​ფე​რი მაიმუ​ნი ურო​თი. „ა​რა, გმად​‐
ლობ, ამ​ჯე​რად რო​გორ​მე თვი​თონ მო​ვა​ხერ​ხებ და​ძი​ნე​ბას“, – მინ​დო​და მეთ​ქვა მაიმუ​ნის​თვის. მაგ​რამ ტუ​ჩე​‐
ბი არ მე​მორ​ჩი​ლე​ბო​და და ისევ მდრუ​ზეს თავ​ში.

„რა რიც​ხვია ოც​და​ხუ​თის მე​რე?“ – მე​კით​ხე​ბა ვი​ღაც. „სა​მოც​და​თერ​თმე​ტი“, – ვამ​ბობ. „მკვდა​რი​ვით სძი​ნავს“,
– ამ​ბობს ფერ​ფლის​ფე​რი მაიმუ​ნი. რა გა​საკ​ვი​რია, ვფიქ​რობ. აი, ასე რომ გთხლი​შონ თავ​ში, ისე დაიძი​ნებ​დი,
შე​ნი მო​წო​ნე​ბუ​ლი! ცნო​ბიერე​ბის სრუ​ლი გა​თიშ​ვა – აი, რა ჰქვია ამას...

სიბ​ნე​ლემ წამ​ლე​კა...

"},{"head":"13.","content":"

13.

„კო​მუ​ტა​ტო​რი“, – მიტ​რიალებ​და თავ​ში.

სა​ღა​მოს ცხრა საათი იყო. მარ​ტო ვვახ​შმობ​დი. სულ რა​ღაც ნა​ხე​ვა​რი საათის წინ გა​მოვ​ფხიზ​ლდი სა​ღა​თას
ძი​ლის​გან. თვა​ლი გა​ვა​ხი​ლე და სრუ​ლი​ად ჯან​მრთე​ლად ვიგ​რძე​ნი თა​ვი. მშვე​ნი​ერ გუ​ნე​ბა​ზე ვი​ყა​ვი. თავ​ში
სიმ​შვი​დე და წეს​რი​გი სუ​ფევ​და. იქაც კი, სა​დაც ურო ჩამ​ცხო ფერ​ფლის​ფერ​მა მაიმუნ​მა, არა​ფე​რი მტკიოდა.
არა​ვი​თა​რი გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი ად​გი​ლე​ბი, არა​ვი​თა​რი ში​ნა​გა​ნი სი​ცი​ვე. მეხ​სიერე​ბა გარ​კვე​ვით, დე​ტა​ლებ​ში
აღად​გენ​და ყვე​ლა​ფერს, რაც მოხ​და. მა​დაც და​მიბ​რუნ​და. თა​ნაც რო​გო​რი! მთელ სპი​ლოს გა​დავ​ყლა​პავ​დი.
ამი​ტომ მა​შინ​ვე წა​ვე​დი იქ​ვე, სას​ტუმ​როს მახ​ლობ​ლად, პა​ტა​რა ბარ​ში, რო​მელ​საც ჩა​მოს​ვლი​სას გა​და​ვე​ყა​‐
რე და სა​კე და უამ​რა​ვი კერ​ძი შე​ვუკ​ვე​თე. შემ​წვა​რი თევ​ზი, მო​შუ​შუ​ლი ბოს​ტნეული, კი​ბორ​ჩხა​ლა, მო​ხარ​შუ​‐
ლი კარ​ტო​ფი​ლი და კი​დევ ბევ​რი რამ ამ სტილ​ში. ისე​ვე რო​გორც მა​შინ, ახ​ლაც ბევ​რი ხალ​ხი და ხმაური იყო.
ჰა​ერ​ში დამ​წვრის და საჭ​მლის მწკლარ​ტე სუ​ნი იდ​გა. ხალ​ხი გაუთა​ვებ​ლად რა​ღა​ცას უყ​ვი​რო​და ერ​თმა​ნეთს.

დროა აზ​რე​ბი მო​ვიკ​რი​ბო, გა​ვი​ფიქ​რე.

„ე​სე იგი კო​მუ​ტა​ტო​რი...“ – გა​ვი​მეორე გუ​ნე​ბა​ში და წყნა​რად ვთქვი ხმა​მაღ​ლა. ესე იგი მე ვწყვეტ. ადამიანი-​‐
ცხვარი კი მა​ერ​თებს...

ძა​ლი​ან ძნე​ლად წარ​მო​მედ​გი​ნა, თუ რას ნიშ​ნავ​და ეს ყვე​ლა​ფე​რი. მე​ტის​მე​ტად რთუ​ლი მე​ტა​ფო​რაა. თუმ​ცა
ვინ იცის, მე​ტა​ფო​რად თუ არა, სხვა​ნაირად ასეთ რა​ღა​ცებს ვერც გა​მოთ​ქვამ. თან არ მგო​ნია, რომ ადამიან-​‐
ცხვარს რა​ღაც ხუშ​ტუ​რე​ბის გა​მო აერია ტვი​ნი მე​ტა​ფო​რე​ბით. უფ​რო იმას ვფიქ​რობ, რომ უბ​რა​ლოდ, სხვა​‐
ნაირად ვერ თქვა. სხვა სიტ​ყვე​ბით არ გა​მოუვი​დო​და...

თუ ადამიან-​ცხვარს და​ვუ​ჯე​რებ, გა​მო​დის, რომ მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ფერს მი​სი სა​შუალე​ბით
ვერ​თვე​ბი, მი​სი აი იმ კო​მუ​ტა​ტო​რით. ახ​ლა კი, რო​გორც ჩანს, სის​ტე​მა​ში რა​ღაც მოიშა​ლა. რა​ტომ? იმი​ტომ
რომ უცებ შევ​წყვი​ტე იმის შეტ​ყო​ბი​ნე​ბა ადა​მიანუ​რად, თუ რა მინ​და. და კონ​ტაქ​ტი გაწ​ყდა.

სა​კეს ვწრუ​პავ​დი და თვა​ლე​ბით მა​გი​და​ზე დად​გმულ სა​ფერ​ფლეს ვბურ​ღავ​დი.

კარ​გი. ვთქვათ, ასეა, მაგ​რამ კი​კის რა​ღა დაემარ​თა? ხომ ვგრძნობ​დი მას სიზ​მარ​ში?! ის არ მე​ძახ​და? რა​ტომ​‐
ღაც მე ვჭირ​დე​ბო​დი. ამი​ტო​მაც დავ​ბრუნ​დი „დელ​ფინ​ში“... ოღონდ აქ ვე​ღარ მწვდე​ბა მი​სი ხმა. გზავ​ნი​ლი
ვე​ღარ აღ​წევს ჩე​მამ​დე. რა​ცია დაჯ​და.

ღმერ​თო ჩე​მო! რა​ტომ არის ეს ყვე​ლა​ფე​რი ასე გაუგე​ბა​რი?

ალ​ბათ ჯაჭ​ვის ჩაწ​ყვე​ტის გა​მო. ჩემ​თვის აუცი​ლებ​ლად უნ​და გან​ვსაზ​ღვრო – რა მჭირ​დე​ბა, რა მინ​და. და
ადამიანი-​ცხვრის დახ​მა​რე​ბით ეს ყვე​ლა​ფე​რი მავთულ-​მავთულ სა​კუ​თარ ცხოვ​რე​ბას მი​ვუ​ერ​თო. გავ​თი​შო
და თა​ვი​დან აღ​ვად​გი​ნო ყვე​ლა იმ გა​რე​მოების კონ​ტაქ​ტი, რო​მელ​შიც ახ​ლა ვიმ​ყო​ფე​ბი.

მაგ​რამ რით და​ვიწ​ყო? ირ​გვლივ არა​ვი​თა​რი მი​ნიშ​ნე​ბა! ქე​ჩო​თი მა​ღალ კე​დელ​ზე ვარ აკ​რუ​ლი. ზე​და​პი​რი
სარ​კე​სა​ვით გლუ​ვია. რო​გორც არ უნ​და გაიჭა​ჭო, ვე​რა​ფერს ჩა​ავ​ლებ ხელს. ეშ​მა​კიც ვერ მიხ​ვდე​ბა, რო​გორ
უნ​და მო​იქ​ცეს...

მე​ხუ​თე თუ მე​ექ​ვსე სა​კეს მო​ვუ​ღე ბო​ლო, გა​და​ვი​ხა​დე და ქუ​ჩა​ში გა​მო​ვე​დი. ცი​დან ბზრიალ-​ბზრიალით ეშ​‐
ვე​ბო​და თოვ​ლის ვეებერ​თე​ლა ფან​ტე​ლე​ბი. და თუმ​ცა ჯერ კი​დევ არ ბარ​დნი​და, ქუ​ჩის ხმაური ჩვეულებ​რივ​‐
ზე მე​ტად მი​ყუ​ჩე​ბუ​ლი​ყო. გა​მო​საფ​ხიზ​ლებ​ლად გა​დავ​წყვი​ტე, მთე​ლი კვარ​ტა​ლი შე​მო​მევ​ლო. „რით და​ვიწ​‐
ყო?“ – ვფიქ​რობ​დი და თან სა​კუ​თარ ბა​თინ​კებს დავ​ცქე​რო​დი. უაზ​რო​ბაა. სრუ​ლი ჩი​ხი. არ ვი​ცი, რა მინ​და ამ
ცხოვ​რე​ბის​გან. ისიც კი არ ვი​ცი, რა მი​მარ​თუ​ლე​ბით ვიარო. ვი​ჟან​გე​ბი. ვი​ჟან​გე​ბი და ვქვავ​დე​ბი. და რაც უფ​‐
რო დიდ​ხანს ვცხოვ​რობ მარ​ტო, მით უფ​რო ვკარ​გავ თავს. ღმერ​თო ჩე​მო, მა​ინც რით და​ვიწ​ყო? თუმ​ცა რა
მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვს, მთა​ვა​რია და​ვიწ​ყო! აბა, რას იტ​ყვი იმ, ოტე​ლის გო​გო​ზე? ფაქ​ტია, რომ სიმ​პა​თიურია. რა​‐
ღაც ნამ​დვი​ლად გვაქვს სა​ერ​თო. ისიც ცხა​დი​ა: საკ​მა​რი​სია მო​ვინ​დო​მო, უცებ აღ​მოვ​ჩნდე​ბით ლო​გინ​ში. საქ​‐
მე ის არის – მე​რე რა იქ​ნე​ბა, მე​რე. ვი​თომ იქ​ნე​ბა რა​მე მე​რე? ვი​თომ მოჰ​ყვე​ბა ამას გაგ​რძე​ლე​ბა? არა​ფე​რიც
არ იქ​ნე​ბა. უფ​რო მე​ტად დავ​კარ​გავ თავს. იმი​ტომ რომ არ შე​მიძ​ლია საზ​ღვრის გავ​ლე​ბა: რა მინ​და და რა არ
მინ​და. და სა​ნამ ამ საზ​ღვარს არ მოვ​სინ​ჯავ, სა​ნამ არ ვის​წავ​ლი მის შე​ნარ​ჩუ​ნე​ბას, რა​თა არ გაქ​რეს – მე​რეც
გა​ვაგ​რძე​ლებ ადა​მიანე​ბის​თვის გუ​ლის ტკე​ნას, რო​გორც ცოლ​მა მით​ხრა გან​ქორ​წი​ნე​ბი​სას.

კვარ​ტალს შე​მო​ვუარე, თავ​ში დავ​ბრუნ​დი და გა​მეორე​ბა გა​დავ​წყვი​ტე. ისევ ნე​ლა ცვიოდა ფიფ​ქე​ბი. თეთ​რი
ფან​ტე​ლე​ბი მეყ​რე​ბო​და ქურ​თუკ​ზე, სამ-​ოთხ წამს დაბ​ნეული ებ​ღაუჭე​ბოდ​ნენ სი​ცოც​ხლეს და მე​რე უკ​ვა​‐
ლოდ ქრე​ბოდ​ნენ. მი​ვა​ბი​ჯებ​დი ქუ​ჩა​ში და წეს​რიგს ვამ​ყა​რებ​დი თავ​ში. გამ​ვლე​ლე​ბი ხან მის​წრებ​დნენ, ხან
წინ მხვდე​ბოდ​ნენ და მა​თი ამო​ნა​სუნ​თქის თეთ​რი ორ​თქლი ბოლქვ-​ბოლქვად ას​დიოდა ქუ​ჩის შავ ბინ​‐
დბუნდს. ყინ​ვა მტკივ​ნეულად მი​წიწ​კნი​და სა​ხეს. მა​ინც ვაგ​რძე​ლებ​დი სიარულს და​სა​ხუ​ლი მარ​შრუ​ტით და
თან ვფიქ​რობ​დი. ცო​ლის სიტ​ყვე​ბი წყევ​ლად გა​მე​ხი​რა თავ​ში. რა უნ​და ვთქვა – მარ​თა​ლი იყო. ყვე​ლა​ფე​რი
სწო​რედ ასე ხდე​ბა. და თუ ასეც გაგ​რძელ​და, ვში​შობ, რომ ქვეყ​ნის და​სას​რუ​ლამ​დე მხო​ლოდ ტკი​ვილს მო​ვუ​‐
ტან ყვე​ლას, ვინც კი და​მი​კავ​შირ​დე​ბა.

– შენ, ეი! დაბ​რუნ​დი შენს მთვა​რე​ზე! – მით​ხრა იმ გო​გომ და გაქ​რა. უფ​რო სწო​რად, არ გამ​ქრა​ლა, იქ დაბ​‐
რუნ​და, საიდა​ნაც მო​ვი​და. იმ ვეებერ​თე​ლა სამ​ყა​რო​ში, რო​მელ​საც „რეალო​ბა“ ჰქვი​ა.

კი​კი, გა​ვი​ფიქ​რე. აი, ვის​გან უნ​და და​მეწ​ყო... სამ​წუ​ხა​როდ, მი​სი გზავ​ნი​ლი სი​გა​რე​ტის კვამ​ლი​ვით მა​ნამ​დე
გაუჩი​ნარ​და ჰა​ერ​ში, სა​ნამ ჩე​მამ​დე მო​აღ​წევ​და.

მა​ინც რით და​ვიწ​ყო?

თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და დიდ​ხანს ვე​ლო​დი პა​სუხს. მაგ​რამ თავ​ში არა​ვინ იყო. არც ადამიანი-​ცხვარი, არც თო​‐
ლიები, არც ფერ​ფლის​ფე​რი მაიმუ​ნი. სრუ​ლი სი​ცა​რიელე. აბ​სო​ლუ​ტუ​რად ცა​რიელი ოთა​ხი, სა​დაც სულ მარ​‐
ტო ვზი​ვარ. არა​ვინ პა​სუ​ხობს ჩემს შე​კით​ხვებს. უბ​რა​ლოდ ვზი​ვარ იქ – და​ბე​რე​ბუ​ლი, ჩა​მომ​ჭკნა​რი, და​უძ​‐
ლუ​რე​ბუ​ლი. და აღარ შე​მიძ​ლია ცეკ​ვა.

სუ​ლის​შემ​ძვრე​ლი სუ​რა​თი​ა.

რო​გორც არ უნ​და ეცა​დო, სად​გუ​რის და​სა​ხე​ლე​ბე​ბი არ იკით​ხე​ბა.

მო​ნა​ცე​მე​ბი არა​საკ​მა​რი​სია. პა​სუ​ხის გა​ცე​მა შე​უძ​ლე​ბე​ლია. დააჭი​რეთ გა​უქ​მე​ბის ღი​ლაკს...

და მა​ინც – მო​ვი​და პა​სუ​ხი. მომ​დევ​ნო დღეს, მო​სა​ღა​მოებულ​ზე. რო​გორც ყო​ველ​თვის, სწო​რედ მა​შინ, რო​ცა
არა​ფერს ელი. ფერ​ფლის​ფე​რი მაიმუ​ნის ურო​სა​ვით.

"},{"head":"14.","content":"

14.

უც​ნაურია – თუმ​ცა შე​იძ​ლე​ბა არც ისე უც​ნაური, – მაგ​რამ ლო​გინ​ში ზუს​ტად შუაღა​მი​სას დავ​წე​ქი, მა​შინ​ვე
და​მე​ძი​ნა და დი​ლამ​დე აღარც გამ​ღვი​ძე​ბია. აი, ასე​თი დამ​თხვე​ვა​ა: ვა​ხელ თვალს – საათი ზუს​ტად რვას უჩ​‐
ვე​ნებს. უც​ნაური გრძნო​ბაა, თით​ქოს წრე შე​მო​ვურ​ბი​ნე სტა​დი​ონს და სტარ​ტზე დავ​ბრუნ​დი. გან​წყო​ბა ნორ​‐
მა​ლუ​რია. ოდ​ნავ მშია კი​დეც. ასე რომ, „დან​კინ დო​ნატსს“ მი​ვა​შუ​რე, ორი ფინ​ჯა​ნი ყა​ვა დავ​ლიე, ორი ფუნ​‐
თუ​შა შევ​ჭა​მე, მე​რე კი ქა​ლაქ​ში სა​ხე​ტიალოდ წა​ვე​დი.

მო​ყი​ნულ ქუ​ჩებ​ში დავ​დიოდი, ფუმ​ფუ​ლა ფან​ტე​ლე​ბი ცვიოდა. ცას ჰო​რი​ზონ​ტამ​დე ისევ პირ​ქუ​ში ტყვი​ის​ფე​‐
რი ღრუბ​ლე​ბი ფა​რავ​და. მა​ინ​ცდა​მა​ინც კარ​გი დღე არ იყო სა​სე​ირ​ნოდ. მი​ვა​ბი​ჯებ​დი ქუ​ჩა​ში და საოცარ სიმ​‐
სუ​ბუ​ქეს ვგრძნობ​დი. თით​ქოს მძი​მე ტვირ​თი მომ​ხსნეს მხრე​ბი​დან, რო​მე​ლიც მთე​ლი ცხოვ​რე​ბა გა​სა​ქანს
არ მაძ​ლევ​და, და ეს სა​ში​ნე​ლი ყინ​ვა, მტკივ​ნეულად რომ მწიწ​კნი​და კანს, რა​ღაც​ნაირად მსიამოვ​ნებ​და კი​‐
დეც. რა მე​მარ​თე​ბა? – თვი​თონ​ვე მიკ​ვირ​და და ნა​ბიჯს არ ვა​ნე​ლებ​დი. არც ერ​თი პრობ​ლე​მა არ გა​და​გიწ​ყვე​‐
ტია, უკე​თე​სო​ბის​კენ არა​ფე​რი შეც​ვლი​ლა და რა გი​ხა​რია, შე იდიოტო?

ერ​თი საათის შემ​დეგ ოტელ​ში დავ​ბრუნ​დი. და ჩე​მი სათ​ვა​ლიანი ნაც​ნო​ბი რე​გის​ტრა​ცი​ის დახ​ლთან აღ​მო​ვა​‐
ჩი​ნე. ამ​ჯე​რად ვი​ღაც გო​გოს​თან ერ​თად მუ​შა​ობ​და. რო​ცა მი​ვე​დი, ის, მეორე, კლი​ენ​ტებს ესა​უბ​რე​ბო​და, ჩე​მი
ნაც​ნო​ბი კი ტე​ლე​ფონ​ზე ლა​პა​რა​კობ​და. სა​ნი​მუ​შო სა​წარ​მოო ღი​მი​ლით იღი​მე​ბო​და და ან​გა​რიშ​მიუცემ​ლად
ატ​რიალებ​და თი​თებ​ში ავ​ტო​კა​ლამს. მის და​ნახ​ვა​ზე მივ​ხვდი, რომ უბ​რა​ლოდ, ვალ​დე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, საუბა​რი
გა​მე​ბა. ნე​ბის​მი​ერ რა​მე​ზე, და რაც უფ​რო სუ​ლე​ლუ​რი იქ​ნე​ბო​და, მით უკე​თე​სი. რა​მე სრუ​ლი​ად სუ​ლე​ლურ
თე​მა​ზე...

დახ​ლთან მი​ვე​დი, თვა​ლებ​ში მი​ვა​ჩერ​დი და და​ვე​ლო​დე, რო​დის და​ამ​თავ​რებ​და საუბარს. და​ეჭ​ვე​ბულ​მა შე​‐
მომ​ხე​და, მაგ​რამ ინ​სტრუქ​ცი​ით გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბუ​ლი სა​ფირ​მო ღი​მი​ლი წა​მით არ მო​შო​რე​ბია სა​ხი​დან.

– რით შე​მიძ​ლია და​გეხ​მა​როთ? – ძა​ლი​ან თა​ვა​ზიანად მკით​ხა, რო​ცა ყურ​მი​ლი და​კი​და.

ჩა​ვახ​ვე​ლე.

– ყუ​რი მოვ​კა​რი, თით​ქოს გუ​შინ სა​ღა​მოს აქ​ვე ახ​ლოს, აუზ​ში, ორი ახალ​გაზ​რდა ქა​ლი შე​ჭა​მა ნი​ან​გმა, – ერ​‐
თი ამო​სუნ​თქვით ვუთ​ხა​რი სრუ​ლი​ად სე​რიოზუ​ლი ტო​ნით.

– რო​გორ გით​ხრათ... – მი​პა​სუ​ხა, თან ვირ​ტუოზუ​ლი ოს​ტა​ტო​ბით შეინარ​ჩუ​ნა სა​წარ​მოო ღი​მი​ლი. მხო​ლოდ
თვა​ლე​ბით მივ​ხვდი, რო​გო​რი გა​ცო​ფე​ბუ​ლი იყო. ფერ​მკრთა​ლი ლო​ყე​ბი გაუვარ​დის​ფრდა, ნეს​ტოები დაეძა​‐
ბა, – საქ​მე ის არის, რომ ამის თაობა​ზე ჩვენ არა​ნა​ირ ინ​ფორ​მა​ცი​ას არ ვფლობთ. ხომ შე​იძ​ლე​ბა ჭო​რი​ა?..

– ვინც ნა​ხა, ამ​ბო​ბენ, ძა​ლი​ან დი​დი ნი​ან​გი იყო – „კა​დი​ლაკს“ არ ჩა​მოუვარ​დე​ბო​დაო! მი​ნის სა​ხუ​რა​ვი და​უმ​‐
ტვრე​ვია, პირ​და​პირ წყალ​ში ჩა​ვარ​დნი​ლა, ერ​თბა​შად გა​დაუსან​სლავს ორი ქა​ლი, დე​სერ​ტად ნა​ხე​ვა​რი პალ​‐
მა დაუყო​ლე​ბია და მი​მა​ლუ​ლა. მით​ხა​რით, ჯერ არ დაუჭე​რი​ათ? ხომ გეს​მით, თუ არ დაუჭე​რი​ათ, ქუ​ჩა​ში გას​‐
ვლა უკი​დუ​რე​სად...

– მა​პა​ტი​ეთ, – ისე შე​მაწ​ყვე​ტი​ნა, ოდ​ნავ არ შეც​ვლია სა​ხე, – მაგ​რამ იქ​ნებ პირ​და​პირ პო​ლი​ციაში და​გე​რე​კათ?
გარ​წმუ​ნებთ, იქ თქვენს შე​კით​ხვებს უფ​რო და​მა​ჯე​რებ​ლად უპა​სუ​ხე​ბენ. კი​დევ უფ​რო უკე​თე​სი იქ​ნე​ბა, თუ
ოტე​ლი​დან გახ​ვალთ, მარ​ჯვნივ შე​უხ​ვევთ, სულ ცო​ტას გა​ივ​ლით და პო​ლი​ცი​ის გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში აღ​მოჩ​ნდე​‐
ბით, სა​დაც სრუ​ლი​ად ამომ​წუ​რავ კონ​სულ​ტა​ცი​ას გა​გი​წე​ვენ.

– რო​გორ ვერ მო​ვი​ფიქ​რე! – გა​მი​ნათ​და გო​ნე​ბა, – ასეც მო​ვიქ​ცე​ვი. გან​გე​ბამ მო​გი​მარ​თოთ ხე​ლი!

– მუ​დამ თქვენს სამ​სა​ხურ​ში მი​გუ​ლეთ! – ძა​ლი​ან დახ​ვე​წი​ლად თქვა და სათ​ვა​ლე გა​ის​წო​რა.

***

ნო​მერ​ში შე​ვე​დი თუ არა, ტე​ლე​ფონ​მა და​რე​კა.

– ეს... ეს რა იყო?! – ძლივს თქვა ჩუ​მი, რის​ხვის​გან ნა​ხევ​რად მო​გუ​დუ​ლი ხმით, – ხომ გით​ხა​რი, სამ​სა​ხურ​ში
არ მომეკარო-​მეთქი?! იმა​ზე მე​ტად არა​ფე​რი მე​ჯავ​რე​ბა, რო​ცა ვი​ღაც ტი​პე​ბი მუ​შაობა​ში ხელს მიშ​ლი​ან!

– მა​პა​ტიე! – ძა​ლი​ან გულ​წრფე​ლად ვუთ​ხა​რი, – უბ​რა​ლოდ, ძა​ლი​ან მინ​დო​და შენ​თან და​ლა​პა​რა​კე​ბა, ნე​ბის​‐
მი​ერ თე​მა​ზე. შე​ნი ხმის გა​გო​ნე​ბა მინ​დო​და. ჰო, ცუ​დი ხუმ​რო​ბა მო​ვი​ფიქ​რე. მაგ​რამ ეგ ხომ არ არის მთა​ვა​‐
რი. უბ​რა​ლოდ, და​ლა​პა​რა​კე​ბა მინ​დო​და... ვი​ფიქ​რე, ძა​ლი​ან არ შევუშლი-​მეთქი ხელს.

– მე ხომ ვი​ძა​ბე​ბი. ხომ გა​გაფ​რთხი​ლე! სამ​სა​ხურ​ში ისე​დაც და​ძა​ბუ​ლი ვარ. შენ გა​მო კი​დევ უფ​რო ვი​ძა​ბე​ბი!
ხომ შემ​პირ​დი? ხომ შემ​პირ​დი, რომ ყვა​ვი​ვით არ მო​მაშ​ტერ​დე​ბო​დი?!

– ყვა​ვი​ვით არა. და​ლა​პა​რა​კე​ბა მინ​დო​და...

– ჰო​და, არ არის სა​ჭი​რო სამ​სა​ხურ​ში ჩემ​თან ლა​პა​რა​კი, ძა​ლი​ან გთხოვ!

– მორ​ჩა, აღარ ვი​ზამ! არ და​გე​ლა​პა​რა​კე​ბი. არც შე​მოგ​ხე​დავ. არა​ფერს არ ვი​ზამ. ჰა​ნაოკას შახ​ტა​სა​ვით დავ​‐
მშვიდ​დე​ბი... მო​მის​მი​ნე, დღეს სამ​სა​ხუ​რის მე​რე თა​ვი​სუ​ფა​ლი ხარ? თუ ალ​პი​ნიზ​მის ლექ​ციაზე უნ​და გა​იქ​‐
ცე?

– რა „ალ​პი​ნიზ​მის ლექ​ციაზე“? – ამოიოხ​რა, – ისევ ხუმ​რობ?


– ჰო.

– ჰო​და, გა​ით​ვა​ლის​წი​ნე, რომ ზოგ​ჯერ ასეთ ხუმ​რო​ბებს ვერ ვი​გებ. „ალ​პი​ნიზ​მის ლექ​ცი​ა“... ჰა-​ჰა-ჰა.

მშრა​ლად და და​მარ​ცვლით თქვა, თით​ქოს კე​დელ​ზე გაკ​რუ​ლი გან​ცხა​დე​ბის წვრილ იეროგ​ლი​ფებს კით​ხუ​‐
ლობ​და – ჰა-​ჰა-ჰა და ყურ​მი​ლი და​კი​და.

ნა​ხე​ვა​რი საათი ვე​ლო​დი, რომ ისევ და​რე​კავ​და. მაგ​რამ არ და​რე​კა. ჰო-​ო-ო... დრო​დად​რო ჩე​მი იუმო​რი სრუ​‐
ლი​ად გაუგე​ბა​რია თა​ნა​მო​სა​უბ​რეების​თვის. ზუს​ტად ისე​ვე, რო​გორც ხან​და​ხან ჩე​მი სე​რიოზუ​ლო​ბაა გაუგე​‐
ბა​რი.

სხვა არა​ფე​რი მო​მი​ვი​და თავ​ში და გა​დავ​წყვი​ტე, ისევ ქუ​ჩა​ში მე​ხე​ტიალა. თუ ხე​ტიალი შე​გიძ​ლია, ად​რე თუ
გვი​ან აუცი​ლებ​ლად გა​და​აწ​ყდე​ბი რა​ღაც სა​ინ​ტე​რე​სოს. რა​ღაც ახალს აღ​მოაჩენ. ნე​ბის​მი​ერ შემ​თხვე​ვა​ში
უსაქ​მოდ ჯდო​მას გან​ძრე​ვა სჯობს. ყო​ველ​თვის რა​ღაც უნ​და სცა​დო. და მო​მი​მარ​თოს ხე​ლი გან​გე​ბამ.

მთე​ლი ერ​თი საათი დავ​ხე​ტიალებ​დი ქუ​ჩა​ში, მაგ​რამ ახა​ლი ვე​რა​ფე​რი აღ​მო​ვა​ჩი​ნე. უფ​რო მე​ტად გა​ვი​ყი​ნე.
თო​ვა კი არა და არ წყდე​ბო​და. თორ​მეტ​ზე „მაკ​დო​ნალ​დსში“ შე​ვე​დი, ჩიზ​ბურ​გე​რი შევ​ჭა​მე, ერ​თი პა​კე​ტი შემ​‐
წვა​რი კარ​ტო​ფი​ლი და კოკა-​კოლა და​ვა​ყო​ლე. არაფ​რის ჭა​მა არ მინ​დო​და. თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, რა​ტომ – მაგ​‐
რამ ხან​და​ხან ასე ხდე​ბა, მივ​დი​ვარ და ვჭამ რა​ღაც ამის​მაგ​ვარს. რო​გორც ჩანს, ჩე​მი ორ​გა​ნიზ​მი უც​ნა​ურ მუ​‐
ტა​ცი​ას გა​ნიც​დის ამ სამ​ყა​რო​ში და დრო​დად​რო ასე​თი ნაგ​ვის შეშ​ვე​ლე​ბას ით​ხოვს.

„მაკ​დო​ნალ​დსი​დან“ გა​მო​სუ​ლი კი​დევ ნა​ხე​ვა​რი საათი დავ​დიოდი ქუ​ჩა​ში. ახალს ისევ ვე​რა​ფერს გა​და​ვაწ​‐
ყდი. მხო​ლოდ თოვ​ლმა მო​უხ​ში​რა, სულ ეგ იყო. ქურ​თუ​კის ელ​ვა ნი​კა​პამ​დე შე​ვი​კა​რი, სვი​ტე​რის სა​ყე​ლო
ავი​წიე და ცხვი​რი ჩავ​ყა​ვი. მაგ​რამ მა​ინც ვერ გავ​თბი. სა​მა​გიეროდ, სა​შინ​ლად მო​მინ​და ტუალეტ​ში. მო​ფიქ​‐
რე​ბა არ გინ​და? კოკა-​კოლას და​ლე​ვა ასეთ ყინ​ვა​ში! ნა​ბი​ჯი არ შე​მი​ნე​ლე​ბია, თა​ვი მივატრიალ-​მოვატრიალე
რა​მე ტუალე​ტიანი შე​ნო​ბის მო​სა​ძებ​ნად. გზის მეორე მხა​რეს კი​ნო​თე​ატ​რი და​ვი​ნა​ხე. ძა​ლი​ან ძვე​ლი, გა​ქუ​‐
ცუ​ლი შე​ნო​ბა. რა მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვს, ტუალე​ტი ხომ აუცი​ლებ​ლად იქ​ნე​ბა. მე​რე დარ​ბაზ​შიც შე​იძ​ლე​ბა გავ​‐
თბე, თან ფილ​მიც ვნა​ხო. მე​ტი საქ​მე მა​ინც არ მაქვს. ნე​ტავ რას უჩ​ვე​ნე​ბენ? აფი​შას შევ​ხე​დე. ორი ფილ​მი,
ორი​ვე იაპო​ნუ​რი. და ერ​თი მათ​გა​ნი, „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“ – მთა​ვარ როლ​ში ჩე​მი თა​ნაკ​ლა​სე​ლი...

რა უბე​დუ​რე​ბაა, ღმერ​თო.

წარ​მო​უდ​გე​ნე​ლი რაოდე​ნო​ბის სით​ხის​გან გავ​თა​ვი​სუფ​ლდი, ტუალე​ტი​დან გა​მო​ვე​დი, ავ​ტო​მატ​ში ერ​თი ქი​‐


ლა ცხე​ლი ყა​ვა ვი​ყი​დე და დარ​ბაზ​ში შე​ვე​დი. რო​გორც ვე​ლო​დი, დარ​ბა​ზი ცა​რიელი იყო – არ​ცერ​თი მა​ყუ​რე​‐
ბე​ლი – და ძა​ლი​ან თბი​ლო​და. სა​ვარ​ძელ​ში ჩავ​ჯე​ქი, ყა​ვას ვწრუ​პავ​დი და ფილმს ვუ​ყუ​რებ​დი. „უ​პა​სუ​ხო სიყ​‐
ვა​რულ​ზე“ ნა​ხე​ვა​რი საათით და​ვიგ​ვიანე, მაგ​რამ ისე​დაც ნა​თე​ლი იყო ყვე​ლა​ფე​რი. სა​ცო​და​ვი სიუჟე​ტი სწო​‐
რედ ისე ვი​თარ​დე​ბო​და, რო​გორც ვვა​რაუდობ​დი. ჩე​მი თა​ნაკ​ლა​სე​ლი – მას​წავ​ლე​ბე​ლი, კე​თილ​შო​ბი​ლი არ​‐
სე​ბა გრძე​ლი ფე​ხე​ბით. ფილ​მის გმი​რი – უფ​როს​კლა​სე​ლი გო​გო​ნა უიმე​დოდ არის შეყ​ვა​რე​ბუ​ლი მას​ზე. ისე
რომ, საწ​ყალს, დრო​დად​რო კრა​მი​ტი უცურ​დე​ბა. ის კი, თა​ვის მხრივ, უყ​ვარს ბიჭს სკო​ლის კენ​დოს სექ​‐
ციიდან. მოკ​ლედ, ფილ​მი კი არა, სრუ​ლი დე​ჟა ვიუა. ასეთს ხომ მეც გა​და​ვი​ღებ​დი ყო​ველ​გვა​რი ძა​ლის​ხმე​‐
ვის გა​რე​შე.

თუმ​ცა ჩე​მი თა​ნაკ​ლა​სე​ლი (გო​ტან​და რიოიტი ერ​ქვა. ერ​თი კია, რომ სამ​სა​ხიობო კა​რიერის​თვის ფსევ​დო​ნი​‐
მი შე​ურ​ჩი​ეს: სამ​წუ​ხა​როდ, „გო​ტან​და რიოიტის“ ტი​პის სა​ხე​ლე​ბის​გან გო​გო​ებს კრა​მი​ტი არ უცურ​დე​ბათ) ამ​‐
ჯე​რად ჩვეულებ​რივ​ზე ოდ​ნავ რთულ როლს თა​მა​შობ​და. აქ მი​სი გმი​რი უბ​რა​ლოდ, ელე​გან​ტუ​რი და მომ​ხიბ​‐
ლა​ვი კი არ იყო, წარ​სულ​ში მი​ღე​ბუ​ლი სუ​ლიერი ტრავ​მე​ბის​გა​ნაც იტან​ჯე​ბო​და. აი, ახალ​გაზ​რდო​ბა​ში სტუ​‐
დენ​ტურ გა​ფიც​ვებ​ში მო​ნა​წი​ლე​ობს. აჰ და ოჰ, აი, რამ​დე​ნი​მე წლის წი​ნათ ორ​სულ ქალს მიატო​ვებს, აჰ და
ოჰ, და ასე შემ​დეგ ამ სტილ​ში; სა​შინ​ლად ბა​ნა​ლუ​რია, მაგ​რამ სულ არა​ფერს კი​დევ ეს სჯობს. მაიმუ​ნის ლო​‐
გი​კით, რო​მე​ლიც კე​დელს თი​ხის გუნ​დებს ეს​ვრის, რე​ჟი​სორ​მა მთელ ფილ​მში გა​აბ​ნია კად​რე​ბი პერ​სო​ნა​ჟის
ბო​ბო​ქა​რი წარ​სუ​ლი​დან. რამ​დენ​ჯერ​მე ქრო​ნი​კაც გაკ​რთა – სტუ​დენ​ტე​ბის მი​ერ უნი​ვერ​სი​ტე​ტის შე​ნო​ბის
ხელ​ში ჩაგ​დე​ბა. მო​წო​ნე​ბის ნიშ​ნად კი​ნა​ღამ იდიოტი​ვით ავ​სლუ​კუნ​დი, მაგ​რამ დრო​ზე შე​ვი​კა​ვე თა​ვი.
ასე იყო თუ ისე, აი, ასე​თი ტრა​გი​კუ​ლი არ​სე​ბის თა​მაშს ცდი​ლობ​და ჩვე​ნი ძმა გო​ტან​და. უნ​და ვა​ღიარო – ძა​‐
ლი​ან ცდი​ლობ​და. თუმ​ცა ფილმს მე​ტის​მე​ტად უვარ​გი​სი სცე​ნა​რი ჰქონ​და და მე​ტის​მე​ტად უნი​ჭო რე​ჟი​სო​რი
ჰყავ​და. შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო დიალო​გე​ბი მო​გეს​მი​ნა სირ​ცხვი​ლის გა​რე​შე იმათ გა​მო, ვინც ისი​ნი შეთ​ხზა. უაზ​‐
რო, გა​ჭიანუ​რე​ბუ​ლი სცე​ნე​ბის გა​მო კი ყბა მი​ვარ​დე​ბო​და მთქნა​რე​ბის​გან. ყვე​ლა გო​გო ქვე​მო​დან ზე​მოთ
შეს​ცი​ცი​ნებ​და რაიმე სა​ბა​ბით თუ უსა​ბა​ბოდ, და მთე​ლი ამ ძა​ლის​ხმე​ვის მიუხე​და​ვად, კარ​გად ეთა​მა​შა, ეს
ამაღ​ლე​ბა ისე​თი კო​მი​კუ​რი იყო, რო​გორც გუ​ლი​ვე​რი​სა – ლი​ლი​პუ​ტებს შო​რის. და რაც უფ​რო ვი​თარ​დე​ბო​‐
და „სიუჟე​ტი“, მით უფ​რო მე​ტად მე​ცო​დე​ბო​და. აშ​კა​რა იყო, რომ იტან​ჯე​ბო​და ამ ფილ​მში. თუმ​ცა ვინ იცის –
შე​საძ​ლოა მთე​ლი ცხოვ​რე​ბა მხო​ლოდ იმას ცდი​ლობ​და, რომ ასე და​ტან​ჯუ​ლი​ყო?

ფილ​მში ერ​თი ლო​გი​ნის სცე​ნაც იყო. კვი​რა დი​ლა, ჩვენს ძმა გო​ტან​დას თა​ვის ლო​გინ​ში სძი​ნავს ქალ​თან, და
აი, ამ დროს მთა​ვა​რი გმი​რი – უფ​როს​კლა​სე​ლი გა​მო​ეც​ხა​დე​ბა თა​ვი​სი გა​მომ​ცხვა​რი ფუნ​თუ​შე​ბით. აი, ეს
მეს​მის! ყვე​ლა​ფე​რი ზუს​ტად ისე, რო​გორც ვვა​რაუდობ​დი! გო​ტან​და, რო​გორც წე​სი და რი​გია, ლო​გინ​შიც
ალერ​სიანი და მზრუნ​ვე​ლია. ძა​ლი​ან ხა​რის​ხიანი სექ​სი. მი​სი იღ​ლია – ალ​ბათ სურ​ნე​ლო​ვან ვნე​ბა​სა​ვით სა​‐
სიამოვ​ნო. გრძნო​ბის აღ​მძვრე​ლად აჩე​ჩი​ლი მი​სი თმა. აი, შიშ​ველ ზურ​გზე ეფე​რე​ბა. კა​მე​რა ნელ-​ნელა
ცვლის რა​კურსს და მის სა​ხეს გვიჩ​ვე​ნებს.

დე​ჟა ვი​უ... კან​კა​ლით ჩავ​ყლა​პე ნერ​წყვი.

ეს კი​კი იყო. ვიგ​რძე​ნი, რო​გორ და​მიარა სი​ცი​ვემ ზურ​გზე და სა​ვარ​ძლის სა​ზურ​გე​ზე მი​მე​ყი​ნა. სად​ღაც უკან
გრუ​ხუ​ნით გა​გორ​და იატაკ​ზე ცა​რიელი ბოთ​ლი. კი​კი. სწო​რედ ის სა​ხე, წყეული დე​რეფ​ნის წყვდი​ად​ში რომ
გა​მო​მეც​ხა​და... აი, ახ​ლა კი – ისევ ის, კი​კი, ლო​გინ​ში გო​ტან​დას​თან.

ყვე​ლა​ფე​რი ერ​თმა​ნეთ​თან არის და​კავ​ში​რე​ბუ​ლი, მივ​ხვდი.

***

ეს იყო კი​კის ერ​თა​დერ​თი სცე​ნა. გო​ტან​და მას​თან წევს კვი​რა დი​ლას. და მორ​ჩა. შა​ბათ სა​ღა​მოს სად​ღაც გა​‐
მოთ​ვრე​ბა ქა​ლაქ​ში, შეაბამს და სახ​ლში მიჰ​ყავს. დი​ლით კი​დევ ერ​თხელ აქვთ სექ​სი. და აი, ამ დროს გა​მო​‐
ეც​ხა​დე​ბა თა​ვი​სი მო​წა​ფე, მთა​ვა​რი გმი​რი. რა უბე​დუ​რე​ბაა – კა​რის და​კეტ​ვა დაავიწ​ყდა. მუნ​ჯი სცე​ნა. და
ამის მე​რე კი​კი წარ​მოთ​ქვამს თა​ვი​სი რო​ლის ერ​თა​დერთ რეპ​ლი​კას: „რა ხდე​ბა?“ თუმ​ცა მას მე​რე, რაც სა​‐
ცო​და​ვი მო​წა​ფე შეშ​ლი​ლი სა​ხით ტო​ვებს მოქ​მე​დე​ბის ად​გილს, გო​ტან​და მთვა​რეული​ვით გაირინ​დე​ბა. სრუ​‐
ლი​ად უნი​ჭო ფრა​ზაა. თუმ​ცა მხო​ლოდ ამას წარ​მოთ​ქვამს:

– რა ხდე​ბა?

ვერ მო​ვას​წა​რი იმა​ში დარ​წმუ​ნე​ბა, რომ ეს ნამ​დვი​ლად კი​კის ხმა იყო. კარ​გად არ მახ​სოვ​და, რო​გორ ჟღერ​‐
და, თან დარ​ბაზ​ში დი​ნა​მი​კე​ბიც სა​ზიზ​ღა​რი იყო, მაგ​რამ მი​სი სხეული მახ​სოვ​და მშვე​ნივ​რად. ეს ზურ​გი, ეს
კი​სე​რი, ეს მკვრი​ვი ძუ​ძუები მე​ტის​მე​ტად კარ​გად მახ​სოვ​და იმის​თვის, რომ ახ​ლა ვერ მეც​ნო. თან​და​თან
ვქვავ​დე​ბო​დი სა​ვარ​ძელ​ში და თვალს ვერ ვა​შო​რებ​დი კი​კის ეკ​რან​ზე. მთე​ლი ეს სცე​ნა ფილ​მში ალ​ბათ
ხუთ-​ექვს წუთს გაგ​რძელ​და. გო​ტან​და ეხ​ვე​ვა, ეალერ​სე​ბა, კი​კი სიამოვ​ნე​ბის​გან თვა​ლებს ხუ​ჭავს, ოდ​ნავ
აცახ​ცა​ხე​ბუ​ლი ტუ​ჩე​ბით იღი​მე​ბა. ძლივს გა​სა​გო​ნად ოხ​რავს. გაუგე​ბა​რია, თა​მა​შობს თუ არა. ეს ხომ კი​ნოა!
თუმ​ცა ის აზ​რი, რომ კი​კის შე​ეძ​ლო ასე​თი რო​ლის თა​მა​ში, ვე​რაფ​რით წარ​მო​მედ​გი​ნა. და​ვი​ბე​ნი. თუ ეს თა​მა​‐
ში არ არის, ესე იგი ნამ​დვი​ლად დას​ცუ​რე​ბია კრა​მი​ტი გო​ტან​დას გა​მო; მაგ​რამ თუ მა​ინც თა​მა​შია, მა​შინ
ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში კი​კის არ​სე​ბო​ბის მთე​ლი არ​სი ჯო​ჯო​ხეთ​ში ინ​თქმე​ბა!.. არა, რა თქმა უნ​და, ვერ ითა​მა​შებს,
ვი​მეორებ​დი ჩემ​თვის.

და, ასე იყო თუ ისე, სა​შინ​ლად ვეჭ​ვიანობ​დი ფილ​მზე.


ჯერ აუზ​ზე, ახ​ლა ფილ​მზე... ეტ​ყო​ბა, ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლაფ​რის მი​მართ მიპ​ყრობს ეჭ​ვი. სა​ინ​ტე​რე​სოა, კარ​გი
სიმ​პტო​მია ეს თუ პი​რი​ქით?

მაშ ასე – ფილ​მის გმი​რი უფ​როს​კლა​სე​ლი აღებს კარს. ხე​დავს, რო​გორ ტყნაურო​ბენ შიშ​ვე​ლი გო​ტან​და და
კი​კი. პირ​და​ღე​ბუ​ლი ვერ ახერ​ხებს ჩა​სუნ​თქვას. თვა​ლებს ხუ​ჭავს. გარ​ბის. გო​ტან​და ტრან​სშია. კი​კი ამ​ბობს:
„რა ხდე​ბა?“ გო​ტან​და თავს მაღ​ლა სწევს. ეკ​რა​ნი ბნელ​დე​ბა.

ფილ​მში კი​კის სხვა სცე​ნა არ არის. ეშ​მა​კის გზას გა​ვუ​ყე​ნე წყეული სიუჟე​ტი და ბო​ლომ​დე მხო​ლოდ ეკ​რანს
ვა​დევ​ნებ​დი თვალს, მაგ​რამ ერ​თხე​ლაც აღარ გა​მო​ჩე​ნი​ლა. ასე​თი რო​ლი ჰქონ​და. სად​ღაც უნ​და გა​ეც​ნო გო​‐
ტან​და, და​წო​ლი​ლი​ყო მას​თან, სა​კუ​თა​რი თა​ვით შე​ევ​სო მი​სი ყო​ველ​დღიურო​ბის შემ​თხვე​ვი​თი სცე​ნა, და
უკან​მო​უბ​რუ​ნებ​ლად გამ​ქრა​ლი​ყო. ზუს​ტად ისე, რო​გორც მე მო​მექ​ცა ოდეს​ღაც. მოულოდ​ნე​ლად გა​მოჩ​ნდა
და ასე​ვე მოულოდ​ნე​ლად გაქ​რა.

ფილ​მი დამ​თავ​რდა, დარ​ბაზ​ში სი​ნათ​ლე აინ​თო. რა​ღაც მუ​სი​კა ჩარ​თეს. მე კი ვი​ჯე​ქი გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი და თვა​‐
ლე​ბით ვბურ​ღავ​დი სცე​ნას. ნუ​თუ შე​საძ​ლე​ბე​ლია ასე​თი რამ? ფილ​მი დას​რულ​და და სუ​ლე​ლუ​რი გა​მო​ნა​გო​‐
ნი​სა თუ სიზ​მრის შეგ​რძნე​ბა და​ტო​ვა. რა ოხ​რო​ბა უნ​და აქ კი​კის? მით უფ​რო ლო​გინ​ში გო​ტან​დას​თან ერ​‐
თად? სრუ​ლი იდიოტიზ​მია. არა, აქ რა​ღაც შეც​დო​მაა. რა​ღაც რიგ​ზე ვერ არის ჯაჭ​ვში. არას​წო​რი შე​ერ​თე​ბა
და რეალო​ბა ქვეც​ნო​ბი​ერ​თან იკ​ვე​თე​ბა. სხვა​ნაირად ვერ ახ​სნი, ასე არ არის?

კი​ნო​თე​ატ​რი​დან გა​მო​ვე​დი და ქუ​ჩას გა​ვუ​ყე​ვი. მთე​ლი გზა კი​კი​ზე ვფიქ​რობ​დი. „რა ხდე​ბა?“ – ყუ​რებ​ში გუ​გუ​‐
ნებ​და მი​სი ხმა.

რა ხდე​ბა?

ნამ​დვი​ლად ის იყო, კი​კი. აშ​კა​რად. ოდეს​ღაც ჩემ​თან, ლო​გინ​ში, ზუს​ტად ასე​თი სა​ხე ჰქონ​და, ზუს​ტად ასე
იღი​მე​ბო​და ოდ​ნავ აკან​კა​ლე​ბუ​ლი ტუ​ჩე​ბით, ზუს​ტად ასე ოხ​რავ​და. ნამ​დვი​ლად კი​კია. უეჭ​ვე​ლად. და იმავ​‐
დროულად – კი​ნო...

ვე​რა​ფე​რი გა​მი​გი​ა.

რაც უფ​რო ბევრს ვფიქ​რობ​დი ამა​ზე, მით უფ​რო ნაკ​ლე​ბად ვენ​დო​ბო​დი სა​კუ​თარ მეხ​სიერე​ბას. იქ​ნებ უბ​რა​‐
ლოდ მო​მეჩ​ვე​ნა?

ერ​თი საათის შემ​დეგ იმა​ვე კი​ნო​თე​ატ​რში შე​ვე​დი და კი​დევ ერ​თხელ ვნა​ხე „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“. კვი​რად​‐
ღის დი​ლა. გო​ტან​და ქალს ხმა​რობს. შიშ​ვე​ლი ზურ​გი ახ​ლო ხე​დით. კა​მე​რა რა​კურსს ცვლის. მი​სი სა​ხე. ეს
კი​კია. ნამ​დვი​ლად. შე​მო​დის უფ​როს​კლა​სე​ლი გო​გო​ნა. სუნ​თქვა ეკ​ვრე​ბა. თვა​ლებს ხუ​ჭავს. გარ​ბის. გო​ტან​‐
და ტრან​სშია. კი​კი ამ​ბობს: „რა ხდე​ბა?“ ეკ​რა​ნი ბნელ​დე​ბა.

ყვე​ლა​ფე​რი გა​მე​ორ​და – ზედ​მი​წევ​ნით ზუს​ტად.

მეორე დღეს ისევ წა​ვე​დი კი​ნო​თე​ატ​რში. და, სა​ვარ​ძელ​ში გა​რინ​დე​ბულ​მა, ისევ და​ვიწ​ყე „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​‐
ლის“ ყუ​რე​ბა. და​ვი​ტან​ჯე, ძლივს მი​ვაღ​წიე იმ სცე​ნამ​დე. რო​გორც იქ​ნა, და​იწ​ყო. კვი​რად​ღის დი​ლა. გო​ტან​და
ქალს ხმა​რობს. შიშ​ვე​ლი ზურ​გი. იც​ვლე​ბა რა​კურ​სი. მი​სი სა​ხე. კი​კი. დღე​სა​ვით ნა​თე​ლია. შე​მო​დის გო​გო​ნა.
სუნ​თქვა ეკ​ვრე​ბა. თვა​ლებს ხუ​ჭავს. გარ​ბის. გო​ტან​და ტრან​სშია. კი​კის ხმა: „რა ხდე​ბა?“

დარ​ბა​ზის სიბ​ნე​ლე​ში ძა​ლი​ან ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე.


ოქეი. ეს რეალო​ბაა. შეც​დო​მა გა​მო​რიც​ხუ​ლია. ყვე​ლა​ფე​რი მძი​ვი​ვით არის ას​ხმუ​ლი.

"},{"head":"15.","content":"

15.

კი​ნო​თე​ატ​რის სა​ვარ​ძელ​ში ჩაფ​ლუ​ლი ცხვირ​წინ თი​თებს ვაჯ​ვა​რე​დი​ნებ და უკ​ვე მე​რამ​დე​ნედ ვე​კით​ხე​ბი სა​‐
კუ​თარ თავს: ახ​ლა რა უნ​და ქნა?

ჩე​მი მა​რა​დიული წყეული შე​კით​ხვა... მაგ​რამ სწო​რედ ახ​ლა უნ​და გავ​ცე პა​სუ​ხი – მშვი​დად და გო​ნივ​რუ​ლად.
და, ბო​ლოს და ბო​ლოს, მო​ვა​წეს​რი​გო თავ​ში ყვე​ლა​ფე​რი. ან ახ​ლა, ან არა​სო​დეს.

ამ არას​წო​რი მი​ერ​თე​ბე​ბის აბ​ლა​ბუ​დას ბო​ლო უნ​და მო​ვუ​ღო.

სად​ღაც მოკ​ლე ჩარ​თვაა. ეს დღე​სა​ვით არის ნა​თე​ლი. კი​კი, მე და გო​ტან​და – ჩვე​ნი სქე​მე​ბი ერ​თმა​ნეთს
დაედო, მავ​თუ​ლე​ბი და​იხ​ლარ​თა. თუ რა​ტომ მოხ​და ასე, ბუნ​დო​ვა​ნი წარ​მოდ​გე​ნაც კი არ მაქვს. თუმ​ცა ეს
გორ​გა​ლი, რა​დაც არ უნ​და და​მიჯ​დეს, უნ​და გავ​ხსნა. დარ​ღვეული რეალო​ბა უნ​და აღ​ვად​გი​ნო, და ამის მე​რე
– სა​კუ​თა​რი თა​ვიც... მაგ​რამ რა იქ​ნე​ბა, თუ ეს უწეს​რი​გო​ბა არ არის ძველ ჯაჭ​ვში, არც არეულო​ბა მის სქე​მა​‐
ში, არა​მედ პრინ​ცი​პუ​ლად ახა​ლი სქე​მაა, რო​მე​ლიც ყვე​ლა​ფერ და​ნარ​ჩე​ნის​გან და​მოუკი​დებ​ლად, თა​ვის​თა​‐
ვად წარ​მო​იქ​მნა? რა გა​ეწ​ყო​ბა. ასეც რომ იყოს, მა​ინც მო​მი​წევს იმის გარ​კვე​ვა, სა​ით მივ​ყა​ვარ ამ ჯაჭვს. თან
რაც შე​იძ​ლე​ბა ფრთხი​ლად, რომ, ღმერ​თმა ნუ ქნას, კონ​ტაქ​ტე​ბი არ ჩაწ​ყდეს. სხვა სა​შუალე​ბა არ არის. ნე​‐
ბის​მი​ერ შემ​თხვე​ვა​ში მოძ​რაობაა აუცი​ლე​ბე​ლი. რაც არ უნ​და მოხ​დეს, უნ​და ვი​ცეკ​ვო, არ უნ​და გავ​ჩერ​დე.
უნ​და ვი​ცეკ​ვო და თან ძა​ლი​ან კარ​გად. რომ ყვე​ლამ მხო​ლოდ მე მი​ყუ​როს...

„ი​ცეკ​ვე!“ – მე​უბ​ნე​ბა ადამიანი-​ცხვარი.

„ი​ცეკ​ვე!“ – ექოდ გა​ის​მის თავ​ში.

ჯერ ტო​კიოში უნ​და დავ​ბრუნ​დე. აქ დარ​ჩე​ნას აზ​რი აღარ აქვს. ოტელ „დელ​ფინ​ში“ ჩა​მოს​ვლის მი​ზა​ნი უკ​ვე
მიღ​წეულია. ამო​ცა​ნა მთე​ლი ასი პრო​ცენ​ტით არის შეს​რუ​ლე​ბუ​ლი. დავ​ბრუნ​დე​ბი ტო​კიოში, გონს მო​ვალ,
მოვ​ძებ​ნი სა​ჭი​რო მავ​თუ​ლებს და გავ​ყვე​ბი ამ ეშ​მა​კის ჯაჭვს თა​ვი​დან ბო​ლომ​დე... ქურ​თუ​კის ელ​ვა ნი​კა​პამ​‐
დე შე​ვი​კა​რი, ჩა​ვიც​ვი ხელ​თათ​მა​ნე​ბი, და​ვი​ხუ​რე ქუ​დი, თით​ქმის ცხვი​რამ​დე შე​მო​ვიხ​ვიე შარ​ფი და კი​ნო​თე​‐
ატ​რი​დან გა​მო​ვე​დი. ისე ბარ​დნი​და, რომ გზას ძლივს ვხე​დავ​დი. გა​თო​ში​ლი ქა​ლა​ქი გა​შე​შე​ბუ​ლი გვა​მი​ვით
უიმე​დოდ გა​მოიყუ​რე​ბო​და.

***

ნო​მერ​ში რომ დავ​ბრუნ​დი, „სრუ​ლი​ად იაპო​ნურ ავიახა​ზებ​ში“ დავ​რე​კე და ჰა​ნე​დამ​დე შე​ვუკ​ვე​თე ბი​ლე​თი
შუ​ად​ღის შემ​დგომ პირ​ვე​ლი​ვე რე​ის​ზე. „ძლიერი თოვ​ლის გა​მო შე​საძ​ლოა ეს რეისი შე​ფერ​ხდეს ან შემ​‐
დგომ​ზე მო​გიხ​დეთ გა​დაჯ​დო​მა. წი​ნა​აღ​მდე​გი ხომ არ ხართ?“ მკით​ხა ყურ​მილ​ში მო​რი​გემ. ვუ​პა​სუ​ხე,
სულერთია-​მეთქი. დაბ​რუ​ნე​ბა გა​დავ​წყვი​ტე და მინ​დო​და, რაც შე​იძ​ლე​ბა ჩქა​რა გავ​ფრე​ნი​ლი​ყა​ვი. ნივ​თე​ბი
შე​ვაგ​რო​ვე, ფოიეში ჩა​ვე​დი და ან​გა​რი​ში გა​ვას​წო​რე. მე​რე ჩე​მი სათ​ვა​ლიანი ნაც​ნო​ბი მი​ვი​პა​ტი​ჟე დახ​ლთან
„ავ​ტო​მო​ბი​ლე​ბი იჯა​რით“.

– ისე მოხ​და, რომ სას​წრა​ფოდ უნ​და დავ​ბრუნ​დე ტო​კიოში, – ვუთ​ხა​რი.


– დი​დი მად​ლო​ბა! ისევ გვეწ​ვი​ეთ! – წა​იჟ​ღურ​ტუ​ლა სა​ხე​ზე იგი​ვე სა​წარ​მოო ღი​მი​ლით. თუმ​ცა დარ​წმუ​ნე​ბუ​‐
ლი ვარ: შე​უძ​ლე​ბე​ლია ჩემს მოულოდ​ნელ გამ​გზავ​რე​ბას სულ ოდ​ნავ მა​ინც არ ემოქ​მე​და მას​ზე. მე​ტის​მე​‐
ტად ად​ვი​ლად სწყინ​და ყვე​ლა​ფე​რი.

– ეი, – ვუთ​ხა​რი, – ისევ ჩა​მო​ვალ. მა​ლე. და მა​შინ მშვი​დად ვი​ვახ​შმებთ და ყვე​ლა​ფერ​ზე ვი​სა​უბ​რებთ, კარ​გი?
აუცი​ლებ​ლად უნ​და და​გე​ლა​პა​რა​კო რა​ღა​ცა​ზე. მაგ​რამ ახ​ლა ვალ​დე​ბუ​ლი ვარ ტო​კიოში წა​ვი​დე – ძა​ლი​ან
მნიშ​ვნე​ლო​ვან საქ​მე​ზე. იქ სა​ში​ნე​ლი რა​ღა​ცე​ბი დამ​ჭირ​დე​ბა: ლო​გი​კუ​რი აზ​როვ​ნე​ბა, სი​ტუაციური მო​დე​ლი​‐
რე​ბა, ზო​გა​დი პროგ​ნო​ზი​რე​ბა... მე​რე ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​რდე​ბა და ჩა​მო​ვალ. ერ​თი, ორი ან სა​მი თვის შემ​‐
დეგ, ჯერ არ ვი​ცი. მაგ​რამ აუცი​ლებ​ლად დავ​ბრუნ​დე​ბი. რა​ტომ ვარ ასე დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი? რო​გორ აგიხ​სნა...
ეს ად​გი​ლი ჩემ​თვის ბევრს ნიშ​ნავს. ასე მგო​ნია. და ამი​ტომ აუცი​ლებ​ლად დავ​ბრუნ​დე​ბი.

– ჰოო? – გა​წე​ლა. უფ​რო შე​კით​ხვას ჰგავ​და.

– ჰოო! – გავ​წე​ლე. უფ​რო მტკი​ცე​ბას ჰგავ​და, – რა თქმა უნ​და, ვი​ცი, რო​გორ ჰგავს ბოდ​ვას ის, რა​საც ვამ​ბობ...

– სუ​ლაც არა! – თქვა უცებ, ყო​ველ​გვა​რი ინ​ტო​ნა​ცი​ის გა​რე​შე, – უბ​რა​ლოდ, წი​ნას​წარ ვერ ვი​ვა​რაუდებ, თუ რა
შე​იძ​ლე​ბა და​მე​მარ​თოს რამ​დე​ნი​მე თვის შემ​დეგ. სულ ეს არის.

– არა, რა რამ​დე​ნი​მე თვე! ჩვენ აუცი​ლებ​ლად შევ​ხვდე​ბით. ჩვენ ხომ იმ​დე​ნი რამ გვაქვს სა​ერ​თო! – ვარ​წმუ​‐
ნებ​დი. თუმ​ცა ვგრძნობ​დი, რომ ჩე​მი სიტ​ყვე​ბი მი​ზანს ვერ აღ​წევ​და, – თუ შენ ასე არ გგო​ნი​ა?

ავ​ტო​კალ​მის ბო​ლო დახ​ლზე დააკა​კუ​ნა – ტუკ, ტუკ, ტუკ – და არა​ფე​რი არ მი​პა​სუ​ხა.

– შემ​თხვე​ვით, უახ​ლოესი რეისით ხომ არ მიფ​რი​ნავ? – მკით​ხა ხან​მოკ​ლე დუ​მი​ლის მე​რე.

– ყვე​ლა​ზე უახ​ლოესით, რო​მე​ლიც კი აფ​რინ​დე​ბა, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – ოღონდ უამინ​დო​ბის გა​მო ჯერ​ჯე​რო​‐
ბით უც​ნო​ბია, რო​დის იქ​ნე​ბა ეს რეისი.

– თუ ასეა, რა​ღაც უნ​და გთხო​ვო... შე​იძ​ლე​ბა?

– რა თქმა უნ​და!

– ჩვენ აქ ბავ​შვი გვყავს – 13 წლის გო​გო​ნა – ტო​კიოში მი​ემ​გზავ​რე​ბა მშობ​ლე​ბის გა​რე​შე. დე​და​მი​სი რა​ღაც
სას​წრა​ფო საქ​მე​ებ​ზე სად​ღაც გაფ​რინ​და. ქა​ლიშ​ვი​ლი კი მარ​ტო და​ტო​ვა ოტელ​ში. თუ არ შე​წუხ​დე​ბი, იქ​ნებ
ტო​კი​ომ​დე გააცი​ლო. ბარ​გიც აქვს და ვაითუ თვით​მფრი​ნავ​ში ისე ვერ ჩაჯ​დეს, რო​გორც სა​ჭი​რო​ა...

– ეგ რო​გორ? – ვერ მივ​ხვდი, – დე​დამ შვი​ლი და​ტო​ვა და, ღმერ​თმა იცის, სად გაფ​რინ​და? რა დაუდევ​რო​ბა​ა!

მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– რას იზამ, ასე​თია დე​და​მი​სი. დაუდე​ვა​რი. საქ​ვეყ​ნოდ ცნო​ბი​ლი ფო​ტომ​ხატ​ვა​რი, თა​ვი​სი უც​ნაურო​ბე​ბით.
წა​მო​უვ​ლის თავ​ში სად​მე გამ​გზავ​რე​ბა – ად​გე​ბა და მი​დის. არც გა​ახ​სენ​დე​ბა ბავ​შვი. შე​მოქ​მე​დე​ბი​თი ნა​ტუ​‐
რაა, რა უნ​და მოჰ​კით​ხო? რა​ღა​ცა​ზე და​იწ​ყებს ფიქრს – ყვე​ლა​ფე​რი და​ნარ​ჩე​ნი ავიწ​ყდე​ბა. გუ​შინ გა​ემ​გზავ​‐
რა, დღეს გა​ახ​სენ​და და, რე​კავს და რე​კავს ოტელ​ში, თქვენ​თან ქა​ლიშ​ვი​ლი დამ​რჩა, იქ​ნებ ჩას​ვათ თვით​‐
მფრი​ნავ​ში და ტო​კიოში და​აბ​რუ​ნო​თო...

– თვი​თონ რა​ტომ არ ჩა​მო​დის თა​ვი​სი შვი​ლის წა​საყ​ვა​ნად?

– აბა რა ვი​ცი. თქვა, რომ საქ​მე აქვს და კი​დევ ერ​თი კვი​რა ვერ გა​მო​აღ​წევს კატ​მან​დუ​დან. არა​და, ცნო​ბი​ლი
პი​როვ​ნე​ბაა, დი​დად სა​ყუ​რად​ღე​ბო კლი​ენ​ტი, და ასე უბ​რა​ლოდ უარს ვერ ვეტ​ყვით... თქვე​ნო, – გვე​უბ​ნე​ბა, –
ოღონდ თვით​მფრი​ნავ​ში ჩას​ვით, ტო​კიოში თვი​თონ მი​ხე​დავს თავ​სო. მაგ​რამ ასე ხომ არ შე​იძ​ლე​ბა, მარ​თა​‐
ლი არ ვარ? მა​ინც გო​გო​ნაა, ღმერ​თმა ნუ ქნას, რა​მე რომ მოხ​დეს – ხომ ჩვენ ვიქ​ნე​ბით დამ​ნა​შა​ვე? მთე​ლი
პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბა ჩვენ​ზე​ა...

– რა უბე​დუ​რე​ბაა! – მხო​ლოდ ეს ვთქვი. და უცებ გა​მახ​სენ​და: – მოიცა, ეს გო​გო​ნა... გრძელ​თმიანი, ჯემ​პრზე


ამო​ქარ​გუ​ლი როკ-​ბენდის სა​ხე​ლით და ყუ​რებ​ში ფლეიერით... გა​მო​ვი​ცა​ნი?

– ზუს​ტად... ესე იგი იც​ნობთ ერ​თმა​ნეთს?

– არა, უბ​რა​ლოდ... რა უბე​დუ​რე​ბაა! – კი​დევ ერ​თხელ გა​ვი​მეორე.

***

ჩემ​მა ნაც​ნობ​მა მა​შინ​ვე და​რე​კა „სრუ​ლი​ად იაპო​ნურ ავიახა​ზებ​ში“ და იმ რე​ის​ზე შე​უკ​ვე​თა ბი​ლე​თი, რომ​‐
ლი​თაც მე მივ​ფრი​ნავ​დი. მე​რე გო​გო​ნას ოთა​ხის ნო​მე​რი აკ​რი​ფა, სთხო​ვა, ჩე​მო​და​ნი ჩაელა​გე​ბი​ნა და ქვე​‐
ვით ჩა​მო​სუ​ლი​ყო – რო​გორც იქ​ნა, გამ​ცი​ლე​ბე​ლი ვი​პო​ვე​თო. არა, არა, აბ​სო​ლუ​ტუ​რად წე​სიერი, ჩე​მი კარ​გი
ნაც​ნო​ბიაო, უთ​ხრა. და ჩე​მოდ​ნე​ბის​თვის კა​ცი გაგ​ზავ​ნა. მე​რე სას​ტუმ​როს ლი​მუ​ზი​ნი შე​უკ​ვე​თა. ყვე​ლა​ფე​რი
ძა​ლი​ან ელე​გან​ტუ​რად, ლა​მა​ზად, პრო​ფე​სიულად. ნამ​დვი​ლი ტა​ლან​ტი​ა... მაგ​რად გამოგდის-​მეთქი, ვუთ​ხა​‐
რი.

– ხომ გით​ხა​რი, ჩე​მი საქ​მე მიყვარს-​მეთქი. მიდ​რე​კი​ლე​ბა მაქვს, იმი​ტო​მაც გა​მომ​დის, – ვი​თომც არა​ფე​რიო,
ისე მი​პა​სუ​ხა.

– გან​სა​კუთ​რე​ბით მა​შინ, თუ ოხუნ​ჯე​ბი არ გა​წუ​ხე​ბენ, ხომ? – ვერ შე​ვი​კა​ვე თა​ვი.

ისევ ააკა​კუ​ნა დახ​ლზე ავ​ტო​კა​ლა​მი.

– ეს ცალ​კე სა​უბ​რის თე​მაა. სა​ერ​თოდ არ მიყ​ვარს, რო​ცა მე​ხუმ​რე​ბი​ან. უკ​ვე დი​დი ხა​ნია, ასე​თი რეფ​ლექ​სი
მაქვს. სა​შინ​ლად ვი​ძა​ბე​ბი.

– მაგ​რამ მე ხომ იმი​ტომ არ ვხუმ​რობ, რომ დაიძა​ბო! – ვთქვი, – პი​რი​ქით: იმი​ტომ ვხუმ​რობ, რომ თა​ვი და​ვიმ​‐
შვი​დო. შე​იძ​ლე​ბა ჩე​მი ხუმ​რო​ბე​ბი ბრტყელ-​ბრტყელი და უაზ​როა, მაგ​რამ და​მი​ჯე​რე, გულ​წრფე​ლად ვცდი​‐
ლობ! რამ​დენ​ჯერ მომ​ხდა​რა: ვე​ხუმ​რე​ბი ადა​მი​ანს, ის კი სუ​ლაც არ მხიარულ​დე​ბა ისე, რო​გორც წარ​მო​მედ​‐
გი​ნა. კარ​გი, რაც არი, არი! მთა​ვა​რია, ცუ​დი არა​ვის​თვის არ მინ​და. შენც იმი​ტომ კი არ გე​ხუმ​რე​ბი, რომ გა​გა​‐
ღი​ზიანო, არა​მედ იმი​ტომ, რომ ეს მე თვი​თონ მჭირ​დე​ბა...

ოდ​ნავ მოპ​რუ​წა ტუ​ჩე​ბი და თა​ვი​დან ფე​ხე​ბამ​დე ჩა​მათ​ვა​ლიერა. ასე დას​ცქე​რი​ან მა​ღა​ლი მთი​დან წყალ​დი​‐
დო​ბის​გან გა​პარ​ტა​ხე​ბულ ველს. ბო​ლოს ძა​ლი​ან უც​ნაური ხმით – არ ვი​ცი, სუნ​თქვას იკ​რავ​და თუ სურ​დო
ჰქონ​და, – თქვა:

– ჰო, მარ​თლა... სა​ვი​ზი​ტო ბა​რათს არ მომ​ცემ? სხვა რომ არა​ფე​რი, ბავშვს გა​ბა​რებ. ყვე​ლა​ფე​რი ოფი​ციალუ​‐
რად უნ​და გა​ფორ​მდეს.

– ოფი​ციალუ​რად და ოფი​ციალუ​რად... – ჩა​ვი​ბურ​ტყუ​ნე, სა​ფუ​ლე ამო​ვი​ღე, იქი​დან სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი ამო​ვაძ​‐


ვრი​ნე და გა​ვუ​წო​დე – ის ყო​ველ​თვის მო​მე​ძე​ვე​ბა. სხვა​დას​ხვა დროს ათიოდე ნაც​ნობ​მა მირ​ჩი​ა: სა​ვი​ზი​ტო
ბა​რა​თი ყო​ველ​თვის ხელთ უნ​და გქონ​დე​სო. გა​მო​მარ​თვა და დიდ​ხანს სწავ​ლობ​და – ისე​თი სა​ხით, თით​ქოს
სა​ეჭ​ვო წარ​მო​მავ​ლო​ბის ჩვა​რი ჩაუვარ​და ხელ​ში.

– და... რა გქვია? – ვკით​ხე.

– სხვა დროს გეტ​ყვი, – მი​პა​სუ​ხა და თი​თით სათ​ვა​ლის ჩარ​ჩო გა​ის​წო​რა, – თუ, რა თქმა უნ​და, კი​დევ შევ​‐
ხვდე​ბით.

– შევ​ხვდე​ბით! ეჭ​ვი არ შე​გე​პა​როს, – ვუთ​ხა​რი.

აი, აქ კი გაიღი​მა – ნა​ზი და სუს​ტი ღი​მი​ლით, ახალ მთვა​რე​სა​ვით.

***

ათი წუ​თის შემ​დეგ გო​გო​ნა მე​ბარ​გულ​თან ერ​თად ჩა​მო​ვი​და ფოიეში. მე​ბარ​გუ​ლი ვეებერ​თე​ლა ჩე​მო​დანს
მო​ათ​რევ​და – დი​დი გერ​მა​ნუ​ლი ნა​გა​ზი თა​ვი​სუფ​ლად ჩაეტეოდა. მარ​თლაც: ცა​მე​ტი წლის ცე​რო​დე​ნას და​‐
ტო​ვე​ბა შუა აერო​პორ​ტში ასე​თი ბარ​გით წმინ​და წყლის სა​დიზ​მია. სპორ​ტუ​ლი ჯემ​პრი ეც​ვა წარ​წე​რით
TALKING HEADS, ვიწ​რო ჯინ​სი და ტყა​ვის მძი​მე ბა​თინ​კე​ბი. ძვირ​ფა​სი ქურ​ქი კო​ჭე​ბამ​დე სწვდე​ბო​და. რო​‐
გორც წი​ნა შეხ​ვედ​რი​სას, გო​გო​ნა ზმა​ნე​ბა​სა​ვით უც​ნა​ურ სი​ლა​მა​ზეს ას​ხი​ვებ​და. მოუხელ​თე​ბელს, ნე​ბის​მი​‐
ერ წამს გა​საქ​რო​ბად გამ​ზა​დე​ბულს. ააფო​რიაქებ​და, თავ​და​ჯე​რე​ბას წა​არ​თმევ​და ნე​ბის​მი​ერ ადა​მი​ანს, ვინც
კი მას შე​ხე​დავ​და. ალ​ბათ სწო​რედ ამ თა​ვი​სი მოუხელ​თებ​ლო​ბის წყა​ლო​ბით.

Talking Heads… – გა​ვი​ფიქ​რე. „მო​ლა​პა​რა​კე თა​ვე​ბი“. ური​გო სა​ხე​ლი არ არის როკ-​ბენდისთვის! პირ​და​პირ კე​‐
რუაკის​გან გად​მო​ღე​ბუ​ლი: „ჩემ გვერ​დით ლუდს უბე​რავ​და მო​ლა​პა​რა​კე თა​ვი. სა​შინ​ლად მო​მინ​და მოფ​სმა.
„ახ​ლა​ვე წა​ვალ და მოვ​ფსამ“, – ვუთ​ხა​რი მო​ლა​პა​რა​კე თავს და გა​ვე​დი.“

კე​თი​ლი ბე​ბე​რი კე​რუაკი... ნე​ტავ ახ​ლა რას აკე​თებს?

ცე​რო​დე​ნამ შე​მომ​ხე​და. ამ​ჯე​რად ღი​მი​ლის გა​რე​შე. ოღონდ ოდ​ნავ შეჭ​მუხ​ნა წარ​ბე​ბი – და ჩემს სათ​ვა​ლი​ან
ნაც​ნობ​ზე გა​დაიტა​ნა მზე​რა.

– ნუ გე​ში​ნია, კარ​გი ადა​მიანია, – უთ​ხრა გო​გო​ნას.

– ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, უკე​თე​სი, ვიდ​რე გა​მო​ვი​ყუ​რე​ბი, – და​ვა​მა​ტე.

ცე​რო​დე​ნამ კი​დევ ერ​თხელ შე​მომ​ხე​და. და სა​სო​წარ​კვე​თით – სხვა რა გზა მაქვს? – რამ​დენ​ჯერ​მე და​აქ​ნია
თა​ვი. თით​ქოს ასარ​ჩე​ვად მაქვს საქ​მე​ო... და უცებ გა​რეწ​რად ვიგ​რძე​ნი თა​ვი, რო​მელ​მაც საბ​რა​ლო ბავ​შვის
წი​ნა​აღ​მდეგ რა​ღაც სა​ზიზ​ღრო​ბა ჩაიფიქ​რა. ერ​თგვა​რი ძია სკრუ​ჯი, ჭირ​მა წა​მი​ღოს...

– არ ინერ​ვიულო, – ისევ თქვა ჩემ​მა ნაც​ნობ​მა, – მხიარუ​ლი ბი​ძიაა, ხუმ​რო​ბა უყ​ვარს, ამ​ბე​ბის მო​ყო​ლა, გო​‐
გო​ებ​თან თავ​და​ჭე​რი​ლი​ა... თან ჩე​მი მე​გო​ბა​რია. ასე რომ, ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბა. შევ​თან​ხმდით?

– ბი​ძია? – გა​ოგ​ნე​ბულ​მა გა​ვი​მეორე, – რო​მე​ლი ბი​ძია? სულ ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის ვარ! ვაპ​რო​ტეს​ტებ!..

მაგ​რამ, რო​გორც ჩანს, არა​ვინ არ მის​მენ​და.

ხე​ლი მოჰ​კი​და ცე​რო​დე​ნას და პირ​და​პირ ლი​მუ​ზი​ნის​კენ წა​იყ​ვა​ნა, რო​მელ​საც მთლიანად ჩაეხერ​გა მი​ნის
პორ​ტა​ლი ოტე​ლი​დან გა​სას​ვლელ​ში. მე​ბარ​გუ​ლი ჩე​მო​დანს სა​ბარ​გულ​ში დებ​და. სხვა გზა არ იყო – მეც უკან
გავ​ყე​ვი. „ბი​ძი​ა“!.. ჭკუიდან შე​იშ​ლე​ბი კა​ცი.

ლი​მუ​ზინ​ში მხო​ლოდ მე და ცე​რო​დე​ნა ჩავ​სხე​დით. ამინ​დი თვალ​სა და ხელს შუა ფუჭ​დე​ბო​და. მთე​ლი გზა
აერო​პორ​ტამ​დე მხო​ლოდ თოვ​ლი და ყი​ნუ​ლი იყო. ან​ტარ​ქტი​და...

– რა გქვია? – ვკით​ხე გო​გო​ნას.

ყუ​რად​ღე​ბით შე​მომ​ხე​და და ოდ​ნავ გა​აქ​ნია თა​ვი. ძია-​კაცო, სხვა საქ​მე არ გაქ​ვსო? მე​რე ფან​ჯრის​კენ შებ​‐
რუნ​და და აუჩ​ქა​რებ​ლად, თით​ქოს რა​ღაც კონ​კრე​ტულს ეძებ​და, თვა​ლი მო​ავ​ლო მი​და​მოს. სა​დაც არ უნ​და
გა​გე​ხე​და, თოვ​ლი იდო.

– იუკი, – თქვა მოულოდ​ნე​ლად.

– იუკი?

– ასე მქვია, – ამიხ​სნა, – სა​ხე​ლია. იუკი.

ეს თქვა, ჯი​ბი​დან ფლეიერი ამოიღო და თა​ვის პერსონალურ-​მუსიკალურ სამ​ყა​რო​ში გა​და​სახ​ლდა. აერო​‐


პორ​ტამ​დე აღარც გა​მოუხე​დავს ჩემ​კენ.

რა​ტომ? – ვფიქ​რობ​დი, – რა​მე ისე ვერ ვთქვი?.. მოგ​ვიანე​ბით კი მივ​ხვდი, რომ იუკი მი​სი ნამ​დვი​ლი სა​ხე​ლი
იყო. მაგ​რამ მა​შინ, ლი​მუ​ზინ​ში, დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, რომ უბ​რა​ლოდ წა​მო​აყ​რან​ტა​ლა პირ​ვე​ლი, რაც თავ​‐
ში მოუვი​და. და მეც მეწ​ყი​ნა. დრო​დად​რო ჯი​ბი​დან სა​ღეჭ რე​ზინს იღებ​და და ღე​ჭავ​და. ერ​თხე​ლაც არ შე​‐
მოუთა​ვა​ზე​ბია ჩემ​თვის. არა, სუ​ლაც არ მინ​დო​და მი​სი სა​ღე​ჭი რე​ზი​ნი, მაგ​რამ თა​ვა​ზიანო​ბის გა​მო შე​მო​თა​‐
ვა​ზე​ბა ხომ შე​იძ​ლე​ბო​და? და აი, მთე​ლი ამ უსა​მარ​თლო​ბის შე​დე​გად სა​ბო​ლო​ოდ აბე​ზარ ბე​ბერ იდიოტად
ვიგ​რძე​ნი თა​ვი. და რად​გან ამის გა​მოს​წო​რე​ბა უკ​ვე შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო, უბ​რა​ლოდ, ღრმად ჩა​ვეხ​რახ​ნე სა​‐
ვარ​ძელს და თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე. სა​კუ​თარ წარ​სულ​ში ჩა​ვი​ძი​რე. იმ დრო​ში, რო​ცა იმ​დე​ნის ვი​ყა​ვი, რამ​დე​ნი​‐
საც ახ​ლა ის არის. მა​შინ როკ​მუ​სი​კის ფირ​ფი​ტებს ვაგ​რო​ვებ​დი. ორ​მოც​და​ხუ​თიანებს. რეი ჩარ​ლზი – Hit the
Road, Jack, რი​კი ნელ​სო​ნი – Travellin’ Man, ბრენ​და ლი – All Allone Am I და ეგე​თებს. მახ​სოვს, ასამ​დე შე​ვაგ​რო​ვე.
ყო​ველ​დღე ვუს​მენ​დი და ვუს​მენ​დი – ყვე​ლა სიტ​ყვა ზე​პი​რად ვი​ცო​დი... ვცა​დე გა​მე​მეორე​ბი​ნა Travelin’ Man-​ის
სიტ​ყვე​ბი. სა​კუ​თარ თავს არ და​ვუ​ჯე​რე – მთე​ლი ტექ​სტი ზე​პი​რად მახ​სოვ​და! სულ უაზ​რო სიმ​ღე​რაა, მაგ​რამ
აბა სცა​დე და წა​იმ​ღე​რე – უკა​ნას​კნელ სტრი​ქო​ნამ​დე გა​გახ​სენ​დე​ბა… აი, რას ნიშ​ნავს მე​ლო​დია და კარ​გი
მეხ​სიერე​ბა. ნე​ბის​მი​ერ აბ​და​უბ​დას დაიმახ​სოვ​რებ სი​ცოც​ხლის ბო​ლომ​დე.
And the China doll

down in old Hong Kong

waits for my return… (და ფაიფუ​რის თო​ჯი​ნა ძველ ჰონ​კონ​გში ელის ჩემ დაბ​რუ​ნე​ბას).

რა უნ​და თქვა? რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ეს Talking Heads არ არის. იც​ვლე​ბა დრო. Ti-​i-imes, they are a-​cha-a-anging…

***

იუკი მო​საც​დელ დარ​ბაზ​ში დავ​ტო​ვე, ავიახა​ზე​ბის დახ​ლის​კენ წა​ვე​დი და ბი​ლე​თე​ბი გა​მო​ვის​ყი​დე. ჩე​მი საკ​‐
რე​დი​ტო ბა​რა​თით გა​და​ვი​ხა​დე – მე​რე გავ​სწორ​დე​ბით. გაფ​რე​ნამ​დე მთე​ლი საათი რჩე​ბო​და, მაგ​რამ მო​რი​‐
გემ შეგ​ვატ​ყო​ბი​ნა, სა​ვა​რაუდოდ, რეისი გა​დაიდე​ბაო. „თვალ​ყუ​რი ადევ​ნეთ გან​ცხა​დე​ბებს, – თქვა, – ჯერ​ჯე​‐
რო​ბით ნუ​ლო​ვა​ნი ხილ​ვა​დო​ბა​ა“.

– მო​სა​ლოდ​ნე​ლი კია გა​უმ​ჯო​ბე​სე​ბა? – და​ვინ​ტე​რეს​დი.

– პროგ​ნო​ზის მი​ხედ​ვით, მო​სა​ლოდ​ნე​ლია, მაგ​რამ ძნე​ლი სათ​ქმე​ლია, რო​დის, – მი​პა​სუ​ხა მო​რი​გემ იმ ადა​‐
მიანის ხმით, რო​მელ​საც ყვე​ლა​ფე​რი ყელ​ში ამოუვი​და. რა გა​საკ​ვი​რია. აბა, სცა​დე და გაიმეორე ერ​თი და
იგი​ვე ფრა​ზა ორას​ჯერ – სი​ცოც​ხლე მოგ​ბეზ​რდე​ბა.

იუკის​თან დავ​ბრუნ​დი, უამინ​დო​ბა​სა და რეისის შე​საძ​ლო შე​ფერ​ხე​ბა​ზე ვუთ​ხა​რი. ისე შე​მომ​ხე​და, თით​ქოს
აპი​რებ​და ეთ​ქვა: „ა​ბა, აბა!“ მაგ​რამ არა​ფე​რი არ თქვა.

– არა​ვინ იცის, რა მოხ​დე​ბა. ასე რომ, ბარგს ჯერ ნუ ჩა​ვა​ბა​რებთ, – შევ​თა​ვა​ზე, – თუ რა​მე მოხ​და, უკან დაბ​რუ​‐
ნე​ბი​სას გავ​წვალ​დე​ბით.

„რო​გორც გინ​და“, – ეწე​რა სა​ხე​ზე, მაგ​რამ არც ახ​ლა უთ​ქვამს რა​მე.

– ერ​თხანს აქ მოგ​ვი​წევს ჯდო​მა. არც ისე სა​ინ​ტე​რე​სო ად​გი​ლია, რა თქმა უნ​და... – გან​ვაგ​რძე, – ჰო, მარ​თლა,
ისა​დი​ლე?

თა​ვი და​მიქ​ნია.

– მა​შინ იქ​ნებ კა​ფე​ში შევ​სუ​ლი​ყა​ვით? და​ლევ რა​მეს. ყა​ვა, კა​კაო, ჩაი, წვე​ნი – რაც გინ​და. ჰა?

„ა​ბა, რა გით​ხრა...“ – ეწე​რა სა​ხე​ზე. სა​ხე კი არა, ვი​ზუალუ​რი ემო​ციების პა​ლიტ​რა​ა.

– მა​შინ წა​ვე​დით! – ვთქვი და ავ​დე​ქი სა​ვარ​ძლი​დან. ბორ​ბლე​ბიანი ჩე​მოდ​ნით შე​ვე​დით კა​ფე​ში. უამ​რა​ვი
ხალ​ხი იყო. რეისე​ბი ფერ​ხდე​ბო​და, ირ​გვლივ ყვე​ლას და​ქან​ცუ​ლი სა​ხე ჰქონ​და. მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ რა​მე
შეგ​ვეკ​ვე​თა, მე ბუ​ტერ​ბრო​დე​ბი და ყა​ვა მო​ვით​ხო​ვე, იუკიმ კა​კაო აიღო.
– რამ​დე​ნი დღე იც​ხოვ​რე ოტელ​ში? – ვკით​ხე.

– ათი, – თქვა ცო​ტა ხნის ფიქ​რის შემ​დეგ.

– დე​და რო​დის წა​ვი​და?

ფან​ჯრის იქით თოვლს გაჰ​ყუ​რებ​და, მე​რე მი​პა​სუ​ხა:

– სა​მი დღის წინ.

საუბა​რი კი არა, პირ​ვე​ლი სა​ფე​ხუ​რის ინ​გლი​სუ​რი ენის გაკ​ვე​თი​ლი​ა.

– და სკო​ლა? სულ არ​და​დე​გე​ბი გაქვს?

– სკო​ლა​ში არ დავ​დი​ვარ. ასე რომ, შე​მეშ​ვი, – მით​ხრა, ჯი​ბი​დან ფლეიერი ამოიღო და ყურ​სას​მე​ნე​ბი მო​ირ​‐
გო.

ყა​ვა დავ​ლიე, გა​ზე​თი წა​ვი​კით​ხე. ამ ბო​ლო დროს რა​ღაც ხში​რად ვა​ღი​ზიანებ გო​გო​ებს. ნე​ტავ რა ხდე​ბა? არ
მი​მარ​თლებს თუ რა​მე უფ​რო სე​რიოზუ​ლი​ა?

ალ​ბათ უბ​რა​ლოდ, არ მი​მარ​თლებს, გა​დავ​წყვი​ტე. გა​ზე​თის კით​ხვა და​ვამ​თავ​რე, ჩან​თი​დან ჯი​ბის ფოლ​კნე​‐
რი ამო​ვი​ღე – „ხმაური და მრის​ხა​ნე​ბა“ – და პირ​ველ გვერ​დზე გა​დავ​შა​ლე. რა​ტომ​ღაც სწო​რედ ფოლ​კნერს
(და კი​დევ ფი​ლიპ დიკს) გან​სა​კუთ​რე​ბით კარ​გად აღ​ვიქ​ვამ, რო​ცა ნერ​ვე​ბი მღა​ლა​ტობს. საკ​მა​რი​სია ემო​‐
ციურად გა​მო​ვი​ფი​ტო და ამ ორი​დან რო​მე​ლი​მეს წა​კით​ხვას ვცდი​ლობ. არ​ცერთ სხვა ვი​თა​რე​ბა​ში მათ არ
ვკით​ხუ​ლობ... ცო​ტა ხნის შემ​დეგ იუკი ტუალეტ​ში წა​ვი​და. მე​რე ფლეიერის ბა​ტა​რეები შეც​ვა​ლა. კი​დევ ნა​ხე​‐
ვა​რი საათის შემ​დეგ კი გან​ცხა​დე​ბა მო​ვის​მი​ნეთ: რეისი ჰა​ნე​და​ზე ოთ​ხი საათით გა​დაიდო. დაელო​დეთ ამინ​‐
დის გა​უმ​ჯო​ბე​სე​ბას. ამო​ვი​ოხ​რე. ფუ შე​ნი! კი​დევ ოთ​ხი საათი აქ უნ​და ვი​ყურ​ყუ​ტო?

კარ​გი. რაც არი, არი. ვე​რა​ფერს ვი​ზამ. ბო​ლოს და ბო​ლოს, ხომ გა​მაფ​რთხი​ლეს. აი, ასე ჯდო​მას და თავ​ში
ხე​ლის ცე​მას ჯობს იმა​ზე ვი​ფიქ​რო, რო​გორ მოვ​კლა ამ​დე​ნი დრო. Power of Positive Thinking... ხუთ​წუ​თიანი „პო​‐
ზი​ტიური ფიქ​რის“ შე​დე​გად, რო​გორც იქ​ნა, გა​მოიჩე​კა ერ​თი პა​ტა​რა იდეა. იღ​ბლიანი თუ უიღ​ბლო – ამას მე​‐
რე ვნა​ხავთ. თუმ​ცა, გა​ცი​ლე​ბით უფ​რო სა​ინ​ტე​რე​სოა, ვიდ​რე ამ გა​ბო​ლი​ლი კა​ფეს გნი​ას​ში ცხოვ​რე​ბის ნა​წი​‐
ლის მოკ​ვლის პერ​სპექ​ტი​ვა. „ახ​ლა​ვე დავ​ბრუნ​დე​ბი“, მი​ვუგ​დე იუკის, წა​ვე​დი დახ​ლის​კენ „ავ​ტო​მო​ბი​ლე​ბის
გა​ქი​რა​ვე​ბა“ და მან​ქა​ნა მო​ვით​ხო​ვე. გო​გო​ნამ წამ​ში გააფორ​მა ყვე​ლა​ფე​რი. „კო​რო​ლა სპრინ​ტე​რი“ შემ​‐
ხვდა, ჩა​მონ​ტა​ჟე​ბუ​ლი სტე​რეოთი. მიკ​რო​ავ​ტო​ბუს​ში ჩამ​სვეს, მან​ქა​ნე​ბის სად​გო​მამ​დე მი​მიყ​ვა​ნეს და გა​სა​‐
ღე​ბი გად​მომ​ცეს. აერო​პორ​ტი​დან აქამ​დე ათი წუ​თის სა​ვა​ლი იყო. „კო​რო​ლა“ თეთ​რი გა​მოდ​გა, ზამ​თრის
ახალ​თა​ხა​ლი სა​ბუ​რა​ვე​ბით. ჩავ​ჯე​ქი და აერო​პორ​ტში დავ​ბრუნ​დი. კა​ფე​ში შე​ვე​დი და იუკის ვუთ​ხა​რი:

– წა​ვე​დით. ამ სამ სა​ათს მშვე​ნივ​რად ვი​სე​ირ​ნებთ ამ მი​და​მო​ებ​ში.

– მაგ​რამ იქ ხომ ყვე​ლა​ფე​რი თოვ​ლით არის და​ფა​რუ​ლი... რო​გორ უნ​და ისე​ირ​ნო, რო​ცა არა​ფე​რი არ ჩანს? –
ჩაილა​პა​რა​კა დაბ​ნე​ულ​მა, – მა​ინც სა​ით გა​გი​წე​ვი​ა?

– არ​საითაც არ გა​მი​წე​ვია. ჩავ​სხდეთ მან​ქა​ნა​ში და გა​ვი​სე​ირ​ნოთ, – ვუ​პა​სუ​ხე, – სა​მა​გიეროდ, შეგ​ვიძ​ლია


ხმა​მაღ​ლა ჩავ​რთოთ მუ​სი​კა. შენ ხომ მუ​სი​კის გა​რე​შე ვერ ძლებ? ჰო​და, ჩარ​თე და უს​მი​ნე. მარ​ტო
ფლეიერით ყუ​რებს გაიფუ​ჭებ!

თა​ვი გა​აქ​ნია. „ჰო, იც​რუე, იც​რუ​ე!“ ამო​ვი​კით​ხე სა​ხე​ზე. მიუხე​და​ვად ამი​სა, რო​ცა არ ვუ​ყუ​რებ​დი, მა​შინ
ვთქვი, „ა​ბა, წა​ვე​დით!“ და სკა​მი​დან ავ​დე​ქი. მა​შინ​ვე წა​მოხ​ტა და გა​მომ​ყვა.

მი​სი ჩე​მო​და​ნი ძლივს ჩავ​ტე​ნე სა​ბარ​გულ​ში და გა​დაუღე​ბელ თო​ვა​ში გა​ვაქ​რო​ლე მან​ქა​ნა – თვი​თო​ნაც არ
ვი​ცი, სა​ით. იუკიმ ჩან​თი​დან კა​სე​ტა ამოიღო, მაგ​ნი​ტო​ფონ​ში ჩა​დო და ჩარ​თო. დე​ვიდ ბოუის China Girl ფილ
კო​ლინ​ზმა შეც​ვა​ლა. მე​რე Starship. ტო​მას დოლ​ბი. ტომ პე​ტი და Heartbreakers. ჰო​ლი და ოუტ​სი. Thompson Twins.
Iggy Pop. Bananarama. ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან სტან​დარ​ტუ​ლი, რა​საც პლა​ნე​ტა დე​და​მი​წის ცე​რო​დე​ნე​ბი უს​მე​ნენ,
ამ კა​სე​ტა​ზე იყო თავ​მოყ​რი​ლი.

მოულოდ​ნე​ლად „რო​ლინ​გებ​მა“ Going to a Go-​Go წა​მო​იწ​ყეს.

– ო, ეს სიმ​ღე​რა ვი​ცი! – ვთქვი, – ამას ად​რე The Miracles მღე​რო​და. სმოუქი რო​ბინ​სო​ნი და The Miracles. მა​შინ
თხუთ​მე​ტი თუ თექ​ვსმე​ტი წლის ვიქ​ნე​ბო​დი...

– ა-ა, – გა​წე​ლა იუკიმ გულ​გრი​ლად.

– Going to a Go-​Go!.. – ვიღ​რიალე ჯა​გერ​თან ერ​თად.

ცო​ტა ხნის შემ​დეგ პოლ მა​კარ​ტნი და მა​იკლ ჯექ​სო​ნი ადუდ​ღუნ​დნენ: შაყ, შაყ, შაყ. გზა​ზე მან​ქა​ნე​ბი თით​‐
ქმის არ გვხვდე​ბო​და, შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, რომ არც იყო. ტრი​უმ​ფა​ლუ​რად, რო​გორც აღ​ლუმ​ზე – ტრ-​რამ! ტრ-​‐
რამ! ტრ-​რამ! მი​ნის საწ​მენ​დე​ბი თოვლს წმენ​დდნენ სა​ქა​რე მი​ნი​დან. მან​ქა​ნა​ში თბი​ლო​და, როკ-​ენ-როლთან
ერ​თად კი სა​ერ​თო​დაც სიმ​ყუდ​რო​ვე იყო. „დიურან დიურან​თა​ნაც“ კი, ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​ვად, სიმ​ყუდ​რო​‐
ვეა. რო​გორც იქ​ნა, მო​ვეშ​ვი, ყვე​ლა ბენდს ხმას ვა​ყო​ლებ​დი და მან​ქა​ნას თოვ​ლის ნი​აღ​ვარ​ში მი​ვაქ​რო​ლებ​‐
დი. იუკიც ად​რინ​დელ​ზე უფ​რო მშვი​დად გა​მოიყუ​რე​ბო​და. რო​ცა მი​სი ოთ​ხმოც​და​ათ​წუ​თიანი ნაკ​რე​ბი დას​‐
რულ​და, ყუ​რად​ღე​ბა მი​აქ​ცია კა​სე​ტას, რო​მე​ლიც მან​ქა​ნე​ბის სად​გო​მის ოფის​ში ავარ​ჩი​ე.

– ეს რა არის? – მკით​ხა.

– „ძვე​ლე​ბი“, – ვუ​პა​სუ​ხე, – სა​ნამ სად​გო​მი​დან აერო​პორ​ტში მოვ​დიოდი, დრო​ის მო​საკ​ლა​ვად ვატ​რიალებ​დი.

– მო​დი, მო​ვუს​მი​ნოთ, – მო​ით​ხო​ვა.

– არა მგო​ნია, მო​გე​წო​ნოს, ძა​ლი​ან ძვე​ლი სიმ​ღე​რე​ბი​ა...

– იყოს, ჩემ​თვის სუ​ლერ​თი​ა... ამ ათ დღე​ში ჩე​მი ყვე​ლა კა​სე​ტა ას-​ასჯერ მო​ვის​მი​ნე.

მეც ავ​დე​ქი და ჩავ​დე ეს კა​სე​ტა.

ჯერ სემ ქუქ​მა იმ​ღე​რა Wonderful World. „ის​ტო​რი​ის ბევ​რი არა​ფე​რი გა​მე​გე​ბა, და მა​ინც...“ მშვე​ნიერი რა​მეა.
მე​სა​მე კლას​ში რომ ვი​ყა​ვი, მა​შინ მოკ​ლეს სემ ქუ​ქი.
ბა​დი ჰო​ლი – Oh, Boy. ბა​დი ჰო​ლიც დაიღუ​პა. ავიაკა​ტას​ტრო​ფა​ში.

ბო​ბი დარ​ლინ​გი – Beyond the Sea. ბო​ბი დარ​ლინ​გიც დაიღუ​პა.

ელ​ვი​სი – Hound Dog. ელ​ვი​სი ნარ​კო​ტი​კებ​მა იმ​სხვერ​პლა.

ყვე​ლა დაიღუ​პა...

ჩაკ ბე​რიმ Sweet Little Sixteen იმ​ღე​რა. ედი კოკ​რენ​მა – Summertime Blues. ძმებ​მა ევერ​ლებ​მა – Wake up Little Susie.

ყვე​ლა ამ სიმ​ღე​რას ავ​ყე​ვი, რო​გორც მახ​სოვ​და.

– მაგ​რად გცოდ​ნია ეგე​ნი! – აშ​კა​რად და​ინ​ტე​რე​სე​ბულ​მა შე​ნიშ​ნა იუკიმ.

– აბა, რო​გორ... ად​რე მეც შენ​სა​ვით ჭკუ​ას ვკარ​გავ​დი როკ​მუ​სი​კა​ზე, – ვთქვი, – რო​ცა შენ​ხე​ლა ვი​ყა​ვი. სა​ღა​‐
მოობით მი​წე​ბე​ბუ​ლი​ვით ვი​ჯე​ქი რა​დი​ოს​თან, მთელ ჯი​ბის ფულს ფირ​ფი​ტებ​ზე ვხარ​ჯავ​დი... როკ-​ენ-როლი!
მე​გო​ნა, ქვეყ​ნად ამა​ზე მშვე​ნიერი არა​ფე​რი იყო. უბ​რა​ლოდ, ბედ​ნიერი ვი​ყა​ვი იმით, რომ ვი​ჯე​ქი და ამ ყვე​‐
ლა​ფერს ვუს​მენ​დი.

– ახ​ლა?

– ახ​ლაც ვუს​მენ. საყ​ვა​რე​ლი სიმ​ღე​რე​ბიც მაქვს. ოღონდ მა​ინ​ცდა​მა​ინც აღარ ვცდი​ლობ და​მახ​სოვ​რე​ბას.
ისე ძა​ლი​ან აღარ მოქ​მე​დებს.

– რა​ტომ?

– რო​გორ თუ რა​ტომ?..

– ამიხ​სე​ნი, – მთხო​ვა იუკიმ.

– ალ​ბათ დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში ხვდე​ბი, რომ ნამ​დვი​ლად კარ​გი რა​ღა​ცა ამ​ქვეყ​ნად არც ისე ბევ​რია. ნამ​დვი​‐
ლად კარ​გი – ორი-​სამი და მორ​ჩა. ნე​ბის​მიერი რამ. კარ​გი წიგ​ნე​ბი, კარ​გი ფილ​მე​ბი, კარ​გი კონ​ცერ​ტე​ბი – თი​‐
თებ​ზე ჩა​მოთ​ვლი! როკ​მუ​სი​კა​შიც ასეა. მთე​ლი საათის გან​მავ​ლო​ბა​ში რა​დი​ოს ერ​თა​დერთ ღი​რე​ბულ მე​ლო​‐
დი​ას თუ გა​მორ​ჩე​ბი. ყვე​ლა​ფე​რი და​ნარ​ჩე​ნი ნა​გა​ვია, მა​სობ​რი​ვი წარ​მოების ნარ​ჩე​ნე​ბი. ად​რე ამა​ზე სე​‐
რიოზუ​ლად არ ვფიქ​რობ​დი. რაც მომ​ხვდე​ბო​და, ვუს​მენ​დი და მი​ხა​რო​და. ახალ​გაზ​რდა ვი​ყა​ვი, თა​ვი​სუ​ფა​ლი
დრო ყე​ლამ​დე მქონ​და... დრო​დად​რო მიყ​ვარ​დე​ბო​და ხოლ​მე კი​დეც. უხა​რის​ხო სი​სუ​ლე​ლე​საც კი სუ​ლიერი
თრთო​ლით ვე​კი​დე​ბო​დი. გეს​მის, რას ვგუ​ლის​ხმობ?

– ჰო, ასე თუ ისე... – მი​პა​სუ​ხა იუკიმ.

„დელ ვაიკინგზ“ აჟ​ღერ​და – Come Go With Me, და მეც გუნ​დთან ერ​თად წა​ვიმ​ღე​რე შე​სა​ვა​ლი.
– აბა, რას იტ​ყვი, მო​საწ​ყე​ნია? – ვკით​ხე იუკის.

– ა-​რაა... არა უშავს, – თქვა.

– აჰა... არა უშავს, – და​ვე​თან​ხმე.

– ახ​ლა აღარ გიყ​ვარ​დე​ბა? – მკით​ხა იუკიმ.

აქ კი ჩავ​ფიქ​რდი.

– რთუ​ლი შე​კით​ხვაა, – ვთქვი, – აი, მა​გა​ლი​თად, ბი​ჭი გყავს?

– არა, – მი​პა​სუ​ხა, – მარ​ტო ყვე​ლა​ნაირი დარ​ტყმუ​ლე​ბი.

– გა​სა​გე​ბია, – ვთქვი.

– მუ​სი​კის მოს​მე​ნაც კი უფ​რო სა​ინ​ტე​რე​სო​ა...

– ძა​ლი​ან კარ​გად მეს​მის... – გა​ვი​მეორე.

– რა, მარ​თლა გეს​მის? – თვა​ლე​ბი მო​ჭუ​ტა და ეჭ​ვით შე​მომ​ხე​და.

– მარ​თლა მეს​მის, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – ზო​გი​ერ​თე​ბი ამას „ეს​კა​პიზმს“ უწო​დე​ბენ. ისე, რაც უნ​დათ, ის და​არ​‐
ქვან, ჩემ​თვის სუ​ლერ​თია. ჩე​მი ცხოვ​რე​ბა ჩე​მი ცხოვ​რე​ბაა, შე​ნი ცხოვ​რე​ბა – შე​ნი და სხვა არა​ვი​სი. თუ ზუს​‐
ტად იცი, რა გინ​და, იც​ხოვ​რე, რო​გორც მოგ​წონს და არა აქვს მნიშ​ვნე​ლო​ბა, რას ფიქ​რო​ბენ შენ​ზე და​ნარ​ჩე​‐
ნე​ბი. წყალ​საც წაუღია ყვე​ლა!.. აი, ასე ვფიქ​რობ​დი, რო​ცა ისე​თი ვი​ყა​ვი, რო​გო​რიც შენ ხარ. ახ​ლაც ასე ვფიქ​‐
რობ. შე​იძ​ლე​ბა დღემ​დე ვერ გა​მო​ვე​დი ბავ​შვო​ბი​დან. ან იქ​ნებ თა​ვი​დან​ვე მარ​თა​ლი ვი​ყა​ვი. ორ​ში ერ​თია,
მაგ​რამ რო​მე​ლი – არ ვი​ცი...

ჯი​მი გილ​მე​რი Sugar Shack-ს მღე​რო​და. მე​ლო​დი​ას ვუს​ტვენ​დი და მან​ქა​ნას მი​ვაქ​რო​ლებ​დი. მარ​ცხნივ, ჰო​რი​‐
ზონ​ტამ​დე, თოვ​ლით და​ფა​რუ​ლი ვე​ლი გა​ჭი​მუ​ლი​ყო. „უბ​რა​ლოდ ყა​ვა​ხა​ნაა ძვე​ლი მო​რე​ბის​გან... ყა​ვით გა​‐
გი​მას​პინ​ძლდე​ბა, რო​ცა ამის დრო არ არის“... მშვე​ნიერი სიმ​ღე​რაა. სა​მოც​და​ოთ​ხი წე​ლი.

– ჰეი, – თქვა იუკიმ, – რა უც​ნაური ხარ. არა​ვის უთ​ქვამს შენ​თვის?

– ჰმმ, – ჩა​ვი​დუდ​ღუ​ნე უფ​რო უარ​ყო​ფის ნიშ​ნად.

– ცო​ლი გყავს?

– მყავ​და ოდეს​ღაც.
– გაეყა​რე?

– ჰო.

– რა​ტომ?

– თვი​თონ წა​ვი​და.

– მარ​თლა?

– მარ​თლა. სხვა შე​უყ​ვარ​და და მას​თან ერ​თად სად​ღაც გა​იქ​ცა.

– საწ​ყე​ნია, – თქვა.

– გმად​ლობ, – ვუთ​ხა​რი.

– მაგ​რამ მგო​ნი ვი​ცი, რა​ტომ.

– რა​ტომ? – ვკით​ხე.

მაგ​რამ იუკიმ მხო​ლოდ წარ​ბე​ბი შეჭ​მუხ​ნა და არა​ფე​რი არ მი​პა​სუ​ხა. თუმ​ცა არც მინ​დო​და მე​კით​ხა.

– ჰე​ი... კე​ვი გინ​და? – მკით​ხა.

– გმად​ლობ, არ მინ​და.

ყი​ნუ​ლი ჩვენ შო​რის ნე​ლა, მაგ​რამ თან​და​თან მა​ინც ლღვე​ბო​და და სულ მა​ლე ორი​ვემ ბექ-​ვოკალი მო​ვუწ​‐
ყვეთ Surfin' U.S.A.-ს „ბიჩ ბოიზი​დან“. არა, მთე​ლი სიმ​ღე​რა არა, მხო​ლოდ მი​სამ​ღე​რე​ბი – „ინ​სა​იდ, აუტ​სა​იდ
იუ-​ეს-ეი!“ და ასე შემ​დეგ. მაგ​რამ მა​ინც მხიარუ​ლად გა​მოგ​ვი​ვი​და. და, სხვა​თა შო​რის, მი​სამ​ღე​რი Help Me
Ronda-ც ერ​თად ვიმ​ღე​რეთ. აი, ასე. ჯერ ად​რეა სა​ნაგ​ვე​ზე ჩე​მი გა​დაგ​დე​ბა. და სუ​ლაც არ ვარ ბი​ძია სკრუ​ჯი…

ამა​სო​ბა​ში ქარ​ბუ​ქი ჩაწ​ყნარ​და. აერო​პორ​ტში დავ​ბრუნ​დით. გა​ქი​რა​ვე​ბის დახ​ლთან გა​სა​ღე​ბი ჩა​ვა​ბა​რე. მე​‐
რე ბარ​გი გა​ვა​ფორ​მეთ და ნა​ხე​ვა​რი საათის შემ​დეგ ჩას​ხდო​მაც და​იწ​ყო. ბო​ლოს ისე გა​მო​ვი​და, რომ ჩვე​ნი
რეისი ხუ​თი საათით შე​ყოვ​ნდა. თვით​მფრი​ნავ​ში იუკიმ მა​შინ​ვე ჩაიძი​ნა. ძილ​ში ფან​ტას​ტი​კუ​რად ლა​მა​ზი სა​‐
ხე ჰქონ​და. თით​ქოს ადა​მიანი კი არა, რა​ღაც არა​მი​წიერი მა​სა​ლის​გან გა​მო​ძერ​წი​ლი დახ​ვე​წი​ლი სკულ​პტუ​‐
რა იყო. შემ​თხვე​ვით შეეხე​ბო​დი და ათას ნა​წი​ლად და​იმ​სხვრეოდა. აი, ასე​თი, გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლად ლა​მა​ზი.
სტიუარ​დე​სამ სას​მე​ლე​ბით გვერ​დით რომ ჩაგ​ვიარა, ეს სა​ხე დაინა​ხა და მრა​ვალ​მნიშ​ვნე​ლოვ​ნად შე​მომ​ხე​‐
და. გაიღი​მა. მეც გა​ვუ​ღი​მე. და ჯი​ნი ვთხო​ვე, ტო​ნი​კით. ვწრუ​პავ​დი და კი​კი​ზე ვფიქ​რობ​დი. რამ​დენ​ჯერ​მე და​‐
ვატ​რიალე თავ​ში კი​კის და გო​ტან​დას სცე​ნა ლო​გინ​ში. კა​მე​რა ბრუნ​დე​ბა. კი​კი. „რა ხდე​ბა?“ – კით​ხუ​ლობს.

„რა ხდე​ბა?“ – ექოდ გა​ის​მის თავ​ში.


"},{"head":"16.","content":"

16.

ჰა​ნე​დას აერო​პორ​ტში ბარ​გი მი​ვი​ღეთ და იუკის ვკით​ხე, სად ცხოვ​რობ​და.

– ჰა​კო​ნე​ში, – თქვა.

– ოჰო! უახ​ლოესი სამ​ყა​რო, – შევ​ნიშ​ნე. სა​ღა​მოს ცხრა საათი​ა: ტაქ​სი იქ​ნე​ბა თუ სხვა რამ, ჰა​კო​ნემ​დე
შუაღა​მემ​დე ვერ მი​ვალთ, – აქ, ტო​კიოში, გყავს ვინ​მე? ნა​თე​სა​ვე​ბი ან ვინ​მე ახ​ლობ​ლე​ბი?

– ახ​ლობ​ლე​ბი არა. მაგ​რამ ბი​ნა გვაქვს აკა​სა​კა​ზე. სულ პა​ტა​რა. დე​და რჩე​ბა ხოლ​მე, რო​ცა ტო​კიოში ჩა​მო​‐
დის. შე​მიძ​ლია იქ გა​ვა​თე​ნო ღა​მე. არა​ვინ არ ცხოვ​რობს.

– დე​დას გარ​და, ვინ გყავს ოჯახ​ში?

– მე​ტი არა​ვინ, – თქვა, – მხო​ლოდ ორ​ნი ვართ.

– ჰო-​ო-ო... – მხო​ლოდ ეს ვთქვი. პრობ​ლე​მუ​რი ოჯა​ხია. თუმ​ცა რა ჩე​მი საქ​მეა? – კარ​გი. მო​დი, ჯერ ჩემ​თან
შე​ვიაროთ, მე​რე სად​მე ვი​ვახ​შმოთ და ჩე​მი მან​ქა​ნით აკა​სა​კამ​დე წა​გიყ​ვან. შევ​თან​ხმდით?

– სუ​ლერ​თია, – მხრე​ბი აიჩე​ჩა.

ტაქ​სი და​ვი​ქი​რა​ვე და სი​ბუიაზე წა​ვე​დით, ჩემ​თან. იუკის ვთხო​ვე, სა​დარ​ბა​ზოს​თან მოეცა​და, მე სახ​ლში ავე​‐
დი და სა​ექ​სკურ​სიო ამუ​ნი​ცია ჩვეულებ​რი​ვი ტა​ნი​სა​მო​სით შევ​ცვა​ლე – კე​დე​ბი, ტყა​ვის ქურ​თუ​კი, სვი​ტე​რი,
ჯინ​სი. მე​რე ჩა​ვე​დი, იუკი ჩემს „სუ​ბა​რუ​ში“ ჩავ​სვი და თხუთ​მე​ტი წუ​თის შემ​დეგ უკ​ვე იტა​ლიური რეს​ტორ​ნის
მა​გი​დას ვუს​ხე​დით. ჩემ​თვის რა​ვიოლა და სა​ლა​თა შე​ვუკ​ვე​თე, იუკიმ სპა​გე​ტი „ბონ​გო​ლე“ აირ​ჩია ის​პა​ნა​‐
ხით. ფოლ​გა​ში გა​მომ​ცხვა​რი თევ​ზიც მო​ვით​ხო​ვეთ და ერ​თი ულუ​ფა გა​ვი​ყა​ვით. თევ​ზი ძა​ლი​ან დი​დი იყო,
მაგ​რამ იუკი ვერ და​ნაყ​რდა და დე​სერ​ტად ფორ​თოხ​ლის მუ​სიც შთან​თქა. მე „ეს​პრე​სო“ დავ​ლიე.

– აი, ეს მეს​მის! – შეაჯა​მა ბო​ლოს.

ვა​ღიარე, რომ სა​ერ​თო​დაც ყო​ველ​თვის ვი​ცი ად​გი​ლე​ბი, სა​დაც შე​იძ​ლე​ბა გემ​რიელად ივახ​შმო. და ჩემს სამ​‐
სა​ხურ​ზე მო​ვუ​ყე​ვი – ყვე​ლა​ზე გემ​რიელი რეს​ტორ​ნე​ბის აღ​მო​ჩე​ნა დიდ ქა​ლაქ​ში.

ხმის ამოუღებ​ლად მის​მენ​და.

– ასე რომ, ამ საქ​მის სპე​ციალის​ტი ვარ, – ვთქვი, – მა​გა​ლი​თად, საფ​რან​გეთ​ში არი​ან ისე​თი ღო​რე​ბი, რომ​ლე​‐
ბიც, რო​ცა ტრიუფელს პოულო​ბენ, ღრუ​ტუ​ნე​ბენ და მი​წას ჩიჩ​ქნი​ან. ძა​ლი​ან ჰგავს...
– ესე იგი არ გიყ​ვარს შე​ნი სა​მუ​შა​ო?

თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– პირ​და​პირ სა​ტან​ჯვე​ლია. ვე​რაფ​რით ვერ შე​ვიყ​ვა​რე. მე​ტის​მე​ტად უაზ​როა. ვთქვათ, ვი​პო​ვე მო​რი​გი რეს​‐
ტო​რა​ნი კარ​გი სამ​ზა​რეულო​თი. დავ​წე​რე ამის შე​სა​ხებ მო​დურ ჟურ​ნალ​ში. აბა, მოგ​როვ​დით ყვე​ლა​ნი აქ. და
აი, ეს შე​ჭა​მეთ. მაგ​რამ რა სა​ჭი​როა ეს ყვე​ლა​ფე​რი? ნუ​თუ ადა​მიანებს არ შე​უძ​ლი​ათ თვი​თონ გა​დაწ​ყვი​ტონ,
რა ჭა​მონ? რა უფ​ლე​ბით ვურ​ჩევ მე, უც​ხო ადა​მიანი, თუ რით ამო​ივ​სონ პერ​სო​ნა​ლუ​რი კუ​ჭე​ბი. მა​შინ რა სა​‐
ჭი​როა მე​ნიუები რეს​ტორ​ნებ​ში?.. და აი, რეკ​ლა​მის მე​რე ეს რეს​ტო​რა​ნი სა​შინ​ლად პო​პუ​ლა​რუ​ლი ხდე​ბა.
ხალ​ხი აწ​ყდე​ბა და სულ მა​ლე ეს უნი​კა​ლუ​რი სამ​ზა​რეულო, თა​ვის სერ​ვის​თან ერ​თად, ნეხ​ვად იქ​ცე​ვა. თით​‐
ქმის ყო​ველ​თვის. ათი​დან რვა შემ​თხვე​ვა​ში, თუ უფ​რო ხში​რად არა. იმი​ტომ რომ თვით ბა​ლან​სი მოთ​ხოვ​ნა​‐
სა და მი​წო​დე​ბას შო​რის იქ​ცე​ვა ნეხ​ვად. ჩვენ თვი​თონ ვაქ​ცევთ ნეხ​ვად. დღის სი​ნათ​ლე​ზე გა​მოგ​ვაქვს რა​‐
ღაც სუფ​თა, და ვუ​ყუ​რებთ, რო​გორ ედე​ბა ყვე​ლა მხრი​დან ჭუჭ​ყი და ტა​ლა​ხი. და ამას ინ​ფორ​მა​ცი​ას ვუ​წო​‐
დებთ. მე​რე კი მთელ ქვე​ყა​ნას ვჩიჩ​ქნით ერ​თი ბო​ლო​დან მეორემ​დე ისე, რომ ხე​ლუხ​ლე​ბელ ად​გილს არ
ვტო​ვებთ მი​წა​ზე და ამას ინ​ფორ​მა​ცი​ის ოპ​ტი​მი​ზა​ცი​ას ვუ​წო​დებთ. პი​რა​დად მე ამ ყვე​ლაფ​რის​გან გუ​ლი მე​‐
რე​ვა. არა​და, თუნ​დაც მე​ლოტ ეშ​მაკს გაუკე​თონ ოპ​ტი​მი​ზა​ცია – მე რა შუაში ვარ?

– და, მიუხე​და​ვად ამი​სა, შენ მა​ინც აკე​თებ ამას!

– ჯერ ერ​თი, სამ​სა​ხუ​რი სამ​სა​ხუ​რი​ა... – და​ვიწ​ყე, მაგ​რამ მა​შინ​ვე მო​ვე​გე გონს, გა​მახ​სენ​და, ვის ვე​ლა​პა​რა​‐
კე​ბო​დი. ღმერ​თო ჩე​მო! რით ვუ​ტე​ნი თავს ცა​მე​ტი წლის გო​გოს?

– წა​ვე​დით, – ვუთ​ხა​რი, – გვიანია, აკა​სა​კა​ში უნ​და მი​გიყ​ვა​ნო.

ჩემს „სუ​ბა​რუ​ში“ ჩავ​სხე​დით და იუკიმ ხელ​ში მოხ​ვედ​რი​ლი პირ​ვე​ლი​ვე კა​სე​ტა ჩა​დო მაგ​ნი​ტო​ფონ​ში. „ძვე​‐
ლე​ბის“ ნაკ​რებს თვი​თონ ვი​წერ​დი. სიმ​ღე​რა, რომ​ლის თან​ხლე​ბი​თაც კარ​გია მან​ქა​ნის მარ​ტო მარ​თვა.
„ფორ ტოპ​სი“ – Reach Out, I’ll Be There… გზა ცა​რიელი იყო და აკა​სა​კამ​დე მა​ლე მი​ვე​დით. ვკით​ხე, სად იყო მი​სი
სახ​ლი.

– არ გეტ​ყვი, – თქვა უცებ.

– ვი​თომ რა​ტომ? – გა​მიკ​ვირ​და.

– ჯერ არ მინ​და სახ​ლში და იმი​ტომ!

– უკ​ვე თერ​თმე​ტი და​იწ​ყო! – ვუთ​ხა​რი, – მძი​მე დღე დას​რულ​და. ძაღ​ლი​ვით და​ვი​ქან​ცე...

სა​ვარ​ძელ​ში მთე​ლი სხეულით შე​მობ​რუნ​და და მო​მაშ​ტერ​და. გზას გავ​ყუ​რებ​დი და ვერ ვხე​დავ​დი მის სა​ხეს
– მაგ​რამ ვგრძნობ​დი, რო​გორ მიწ​ვავ​და მი​სი მზე​რა მარ​ცხე​ნა ლო​ყას. ვე​რა​ნა​ირ გარ​კვე​ულ ემო​ცი​ას ამ მზე​‐
რა​ში ვერ ვგრძნობ​დი: უბ​რა​ლოდ, მბურ​ღავ​და თვა​ლე​ბით და მორ​ჩა. მე​რე ფან​ჯრის​კენ შებ​რუნ​და და თქვა:

– ჯერ არ მე​ძი​ნე​ბა. ახ​ლა სახ​ლში რომ წა​ვი​დე, მოწ​ყე​ნი​ლო​ბის​გან მოვ​კვდე​ბი. ჯობს ცო​ტა გა​ვი​სე​ირ​ნოთ და
მუ​სი​კას მო​ვუს​მი​ნოთ.

დავ​ფიქ​რდი.
– კარ​გი. კი​დევ ერ​თი საათი. ზუს​ტად ერ​თი საათის შემ​დეგ შინ წახ​ვალ და კუნ​ძი​ვით დაიძი​ნებ. შევ​თან​‐
ხმდით?

– შევ​თან​ხმდით.

კი​დევ ერ​თი საათი ღა​მის ტო​კი​ოს ქუ​ჩებ​ში დავ​დიოდით და თან მუ​სი​კას ვუს​მენ​დით. მე სა​ჭეს ვატ​რიალებ​‐
დი და იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, რომ სწო​რედ ასე​თე​ბის გა​მო, რო​გო​რიც ჩვენ ვართ, ბინ​ძურ​დე​ბა ატ​მოს​ფე​რო, ირ​‐
ღვე​ვა ოზო​ნის ფე​ნა, ხმაურის დო​ნეს მა​სობ​რივ ფსი​ქო​ზამ​დე მიჰ​ყავს ხალ​ხი, პლა​ნე​ტა დე​და​მი​წის ბუ​ნებ​რი​‐
ვი რე​სურ​სე​ბის მა​რა​გი კი ილე​ვა. იუკი ლო​ყით სა​ვარ​ძლის სა​ზურ​გეს მი​ეყ​რდნო და ფან​ჯრი​დან არ​სად მაც​‐
ქე​რა​ლი თვა​ლე​ბით უხ​მოდ ათ​ვა​ლიერებ​და ქა​ლაქს.

– ესე იგი დე​და​შე​ნი ახ​ლა კატ​მან​დუ​შია? – ვკით​ხე ბო​ლოს.

– კატ​მან​დუ​ში, – დაღ​ლი​ლი ხმით მი​პა​სუ​ხა.

– და სა​ნამ არ დაბ​რუნ​დე​ბა, სულ მარ​ტო იქ​ნე​ბი?

– ჰა​კო​ნე​ში გუ​ვერ​ნან​ტი გვყავს.

– ჰო-​ო-ო... – გავ​წე​ლე, – და ხში​რად ხდე​ბა ასე?

– რას გუ​ლის​ხმობ – რომ წა​ვი​და და დამ​ტო​ვა?

– აჰა...

– სულ ასეა! თავ​ში მხო​ლოდ ფო​ტოები აქვს. არ ვსაყ​ვე​დუ​რობ, უბ​რა​ლოდ, ასე​თია. სა​კუ​თა​რი თა​ვის გარ​და,
არა​ფერ​ზე ფიქ​რი არ შე​უძ​ლია. დრო​დად​რო სად​ღაც ვა​ვიწ​ყდე​ბი. ქოლ​გა​სა​ვით – აიღო და დარ​ჩა სად​ღაც!
და, კაც​მა არ იცის, სად წა​ვი​და. კატ​მან​დუ​ში მო​უნ​და? მორ​ჩა, ქვეყ​ნად არა​ფე​რი აღარ აინ​ტე​რე​სებს. მე​რე გა​‐
ახ​სენ​დე​ბა, პა​ტიებას ით​ხოვს. ნა​ხე​ვა​რი საათის შემ​დეგ კი ყვე​ლა​ფე​რი თა​ვი​დან იწ​ყე​ბა! აი, ახ​ლაც ასე...
უცებ მე​უბ​ნე​ბა, წა​მო, ჰო​კაიდო​ზე გა​გა​სე​ირ​ნე​ბო. ძა​ლი​ან კარ​გი. მი​ვემ​გზავ​რე​ბით ჰო​კაიდო​ზე. ოღონდ ჰო​‐
კაიდო​ზე დე​და სად​ღაც ქრე​ბა, მე კი ყო​ველ​დღე ფლეიერს ვუს​მენ ნო​მერ​ში და მარ​ტო ვსა​დი​ლობ... მაგ​რამ
ახ​ლა მორ​ჩა, საკ​მა​რი​სია! ეგე​თი ნომ​რე​ბი აღარ გაუვა. ეგ ხომ მხო​ლოდ და​პი​რე​ბაა, რომ ერთ კვი​რა​ში ჩა​მო​‐
ვა. შე​მიძ​ლია ნაძ​ლე​ვი დავ​დო, კატ​მან​დუ​დან კი​დევ სად​ღაც გაუტევს!..

– რა ჰქვია დე​და​შენს? – და​ვინ​ტე​რეს​დი.

გვა​რი და სა​ხე​ლი მით​ხრა. ჩემ​თვის სრუ​ლი​ად უც​ნო​ბი. არა​სო​დეს არ გა​მი​გო​ნია, ვა​ღიარე.

– მაგ​რამ სამ​სა​ხურ​ში დე​დას სხვა​ნაირად ეძა​ხი​ან, – თქვა იუკიმ, – იქ ამე (ი​აპ. წვი​მა) ჰქვია. უკ​ვე რამ​დე​ნი წე​‐
ლია. ამი​ტო​მაც და​მარ​ქვა იუკი (ი​აპ. თოვ​ლი). სუ​ლე​ლუ​რი სა​ხე​ლია, არა? აი, ასე​თი დე​დი​კო მყავს...

სა​ხე​ლი „ა​მე“ კარ​გად ვი​ცო​დი. ვინ არ იც​ნობს ამეს! ფო​ტომ​ხატ​ვა​რი. მთელ ქვე​ყა​ნა​ზე გა​ით​ქვა სა​ხე​ლი ლა​‐
მის ერთ კვი​რა​ში. ტე​ლე​ვი​ზორ​ში არ ჩანს. ინ​ტერ​ვი​უს არ აძ​ლევს. მა​ღალ სა​ზო​გა​დოება​ში არ ჩნდე​ბა. მი​სი
ნამ​დვი​ლი სა​ხე​ლი თით​ქმის არა​ვინ იცის. მხო​ლოდ იმას აკე​თებს, რაც მოს​წონს. გან​სა​კუთ​რე​ბით თა​ვი​სი ექ​‐
სცენ​ტრი​კუ​ლო​ბით არის ცნო​ბი​ლი. იღებს ჭკვიანურ, აგ​რე​სი​ულ ფო​ტო​ებს... შე​ფიქ​რიანე​ბულ​მა გა​ვაქ​ნიე თა​‐
ვი.

– ჰო-​ო... გა​მო​დის, რომ მა​მა​შე​ნი მწე​რა​ლია, რა ჰქვი​ა... ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა, ხომ?

იუკიმ უცებ შეჭ​მუხ​ნა წარ​ბე​ბი.

– მა​მა კარ​გია! – თქვა, – უბ​რა​ლოდ, ტა​ლან​ტი არა აქვს.

იქი​დან, რაც იუკის მა​მამ და​წე​რა, ხუ​თი თუ ექ​ვსი წიგ​ნი წა​ვი​კით​ხე. ახალ​გაზ​რდო​ბის დრო​ინ​დე​ლი ორი ყვე​‐
ლა​ზე ად​რეული რო​მა​ნი და მოთ​ხრო​ბე​ბი სუ​ლაც არ იყო ური​გო. ორი​გი​ნა​ლუ​რი ენა, საგ​ნე​ბის ახ​ლე​ბუ​რი
ხედ​ვა. პირ​ველ ხა​ნებ​ში ეს წიგ​ნე​ბი ბეს​ტსე​ლე​რე​ბის სიაშიც შე​დიოდა. თვი​თონ ავ​ტო​რი კი „ბრბოს
რჩეულად“ იქ​ცა. ტე​ლე​ვი​ზი​ებ​სა და მო​დურ ჟურ​ნა​ლებს აძ​ლევ​და ინ​ტერ​ვიუებს, რომ​ლებ​შიც ცხოვ​რე​ბის
სხვა​დას​ხვა პრობ​ლე​მებ​ზე სა​უბ​რობ​და. სწო​რედ ამ დროს და​ქორ​წინ​და „სა​კულ​ტო“ ფო​ტომ​ხატ​ვარ ამე​ზე და
თა​ვი​სი კა​რიერის უმაღ​ლეს წერ​ტილს მი​აღ​წი​ა.

მე​რე ყვე​ლა​ფე​რი უკუღ​მა წა​ვი​და. თით​ქმის ყო​ველ​გვა​რი მი​ზე​ზის გა​რე​შე უცებ დაავიწ​ყდა წე​რა. მი​სი მო​რი​‐
გი ორი თუ სა​მი რო​მა​ნი აშ​კა​რა გრა​ფო​მა​ნუ​ლი ნა​გა​ვი გა​მოდ​გა. კრი​ტი​კა სას​ტი​კად დას​ცი​ნო​და ამ რო​მა​‐
ნებს, ცუ​დად იყი​დე​ბო​და. და მა​შინ ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ გა​დაწ​ყვი​ტა ძირ​ფეს​ვიანად შე​ეც​ვა​ლა წე​რის მა​ნე​რა.
ახალ​და​ქორ​წი​ნე​ბუ​ლი მწერალ-​რომანტიკოსიდან უცებ გა​და​იქ​ცა ექსპერიმენტატორ-​ავანგარდისტად. რო​‐
მა​ნე​ბის ში​ნა​არსს ამან იოტი​სო​დე​ნა ვე​რა​ფე​რი შე​მა​ტა. უბ​რა​ლოდ, მი​სი ტექ​სტე​ბი ახ​ლა ვე​ლურ ნა​რევს მო​‐
გა​გო​ნებ​დათ, ნაწ​ყვე​ტებს ეგ​ზალ​ტი​რე​ბუ​ლი ფრან​გუ​ლი პრო​ზი​დან. სრუ​ლი​ად უგე​მოვ​ნო რამ​დე​ნი​მე კრი​ტი​‐
კოს​მა თა​ვი​დან შე​ქე​ბა სცა​და. მაგ​რამ ორიოდე წლის შემ​დეგ – რო​გორც ჩანს, მიხ​ვდნენ, რომ სა​ძიებე​ლი აქ
არა​ფე​რი არ იყო – ისი​ნიც ჩა​ჩუმ​დნენ. თუ რა​ტომ მოხ​და ასე, არ ვი​ცი. მაგ​რამ მის​მა ტა​ლან​ტმა პირ​ვე​ლი​ვე
სამ წიგ​ნში ამო​წუ​რა თა​ვი და უკ​ვა​ლოდ გაქ​რა. გა​მარ​თუ​ლი ტექ​სტე​ბის თხზვა არ და​ვიწ​ყე​ბია და ისევ აგ​რძე​‐
ლებ​და წე​რას. მიხ​რწნი​ლი ხვა​დი ძაღ​ლი​ვით, ძვე​ლი ჩვე​ვით, დრუნჩს კუდ​ქვეშ რომ უყოფს ძუკ​ნას, დაწ​‐
რიალებ​და მი​სი აჩ​რდი​ლი ბუ​კი​ნის​ტე​ბის უკა​ნა თა​რო​ებ​ზე. იმ დრო​ის​თვის ამე უკ​ვე გაყ​რი​ლი იყო მას​თან.
ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ასე გა​დაწ​ყვი​ტა მა​ღა​ლი წრის ქრო​ნი​კამ.

მაგ​რამ ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ არც მა​შინ და​ყა​რა ფარ-​ხმალი. პი​რი​ქით, უფ​რო გააფარ​თო​ვა თა​ვი​სი თე​მე​ბის
საზ​ღვრე​ბი და „სა​თავ​გა​და​სავ​ლო მოგ​ზაურო​ბებ​ზე“ გა​და​ვი​და. წე​ლი​წად​ში რამ​დენ​ჯერ​მე მი​ემ​გზავ​რე​ბო​და
დე​და​მი​წის ნაკ​ლე​ბად ცნო​ბილ ად​გი​ლებ​ში და იქა​ურ ის​ტო​რი​ებს წერ​და. რო​გორ ჭამ​და ეს​კი​მო​სებ​თან სე​‐
ლა​პის ხორცს, რო​გორ ცხოვ​რობ​და აფ​რი​კელ აბო​რი​გე​ნებ​თან, რო​გორ აკ​ვირ​დე​ბო​და სამ​ხრე​თა​მე​რი​კუ​ლი
გო​რი​ლე​ბის ჩვე​ვებს და თან უშ​ვე​რი პი​რით ლან​ძღავ​და ჩვე​ნი დრო​ის ცხოვ​რე​ბის უნა​ხავ ვი​თომ მწერ​ლებს.
თა​ვი​დან ეს ური​გოდ არ იკით​ხე​ბო​და, მაგ​რამ ის წერ​და და წერ​და ერ​თი და იგი​ვეს ათი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში
და, ბო​ლოს და ბო​ლოს, ამომ​შრალ ჭა​სა​ვით გა​მოიფი​ტა. რა გა​საკ​ვი​რია! ამ​ქვეყ​ნად ერ​თობ ცო​ტა ად​გი​ლი
დარ​ჩა თავ​გა​და​სავ​ლე​ბის​თვის. ეს ლი​ვინ​გსტო​ნის და ამუნ​დსე​ნის დრო არ არის! თან​და​თან მი​სი თავ​გა​და​‐
სავ​ლე​ბი აბ​სტრაქ​ტუ​ლი გახ​და, მა​თი ად​გი​ლი კი გრძელ-​გრძელმა მა​ღალ​ფარ​დო​ვან​მა მსჯე​ლო​ბებ​მა დაიკა​‐
ვა. აღა​რა​ფერს ვამ​ბობ იმა​ზე, რომ ამ მოგ​ზაურო​ბე​ბი​სას ერ​თხე​ლაც არ გა​დახ​დე​ნია თავ​გა​და​სა​ვა​ლი ამ
სიტ​ყვის სრუ​ლი მნიშ​ვნე​ლო​ბით. თით​ქმის ყველ​გან თან ახ​ლდნენ ვი​ღაც კო​ორ​დი​ნა​ტო​რე​ბი, რე​დაქ​ტო​რე​ბი,
კი​ნოოპე​რა​ტო​რე​ბი და, ღმერ​თმა უწ​ყის, კი​დევ ვინ. და რო​ცა ტე​ლე​ვი​ზი​ას დაუკავ​შირ​და, რე​ჟი​სო​რე​ბის, ოპე​‐
რა​ტო​რე​ბი​სა და სპონ​სო​რი ფირ​მის წარ​მო​მად​გენ​ლე​ბის​გან შემ​დგა​რი მი​სი რე​გუ​ლა​რუ​ლი ამა​ლა სა​‐
შუალოდ ათ კა​ცამ​დე გაიზარ​და. ნელ-​ნელა ავ​ტო​რიც ჩნდე​ბო​და კად​რში. და რაც დრო გა​დიოდა, მით უფ​რო
ხში​რად. თუ რას ნიშ​ნავ​და ეს, საქ​მი​ან წრე​ებ​ში ამი​სი ახ​სნა არა​ვის არ სჭირ​დე​ბო​და.

შე​იძ​ლე​ბა მარ​თლა კარ​გი ადა​მიანი იყო, მაგ​რამ ვარ​სკვლა​ვებს არ წყვეტ​და ცი​დან. ამა​ში იუკი მარ​თა​ლი​ა...

მის მწე​რალ მა​მა​ზე მე​ტი აღარ გვი​ლა​პა​რა​კია. იუკის აშ​კა​რად არ უნ​დო​და ამ თე​მა​ზე საუბა​რი. მა​ინ​ცდა​მა​‐
ინც არც მე მინ​დო​და.

ერ​თხანს ჩუ​მად ვუს​მენ​დით მუ​სი​კას. სა​ჭეს ჩაფ​რე​ნი​ლი, BMW-ს სტოპ-​სიგნალს ვუ​ყუ​რებ​დი, მთე​ლი გზა ჩვენ
წინ, შორს რომ მო​ჩან​და. იუკი ფან​ჯრი​დან ქა​ლაქს ათ​ვა​ლიერებ​და და ბა​თინ​კის წვე​რით სო​ლო​მონ ბი​ორ​კის
დო​ლებს ჰყვე​ბო​და.
– მა​გა​რი მან​ქა​ნა გყავს! – არც აცი​ვა და არც აც​ხე​ლა, ისე თქვა, უცებ, – რა ჰქვი​ა?

– „სუ​ბა​რუ“, – ვუ​პა​სუ​ხე, – ძვე​ლი, ნახ​მა​რი „სუ​ბა​რუ“. ალ​ბათ პირ​ვე​ლი ხარ, ვი​საც ამის შე​ქე​ბა აზ​რად მოუვი​‐
და...

– არ ვი​ცი, მაგ​რამ რო​ცა შიგ ზი​ხარ, რა​ღაც​ნა​ირ... გუ​ლი​თა​დო​ბას ას​ხი​ვებს.

– ეგ იმი​ტომ, რომ მიყ​ვარს და ის გრძნობს ამას.

– და გუ​ლი​თა​დო​ბას ას​ხი​ვებს?

– სა​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რულს, – და​ვა​ზუს​ტე.

– ეგ რო​გორ? – ვერ გაიგო იუკიმ.

– მე და ჩე​მი მან​ქა​ნა გა​მუდ​მე​ბით ვეხ​მა​რე​ბით ერ​თმა​ნეთს. თან ერ​თსა და იმა​ვე სივ​რცეს ვავ​სებთ. მე მიყ​‐
ვარს ჩე​მი მან​ქა​ნა. სივ​რცე ჩე​მი გრძნო​ბე​ბით ივ​სე​ბა. ჩე​მი გრძნო​ბე​ბი მას გა​დაეცე​მა. ამი​ტომ კარ​გად
ვგრძნობ თავს. ისიც კარ​გად გრძნობს თავს.

– შე​უძ​ლია მე​ქა​ნიზმს კარ​გად იგ​რძნოს თა​ვი?

– რა თქმა უნ​და! – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – ოღონდ რა​ტომ, არ ვი​ცი. მაგ​რამ მე​ქა​ნიზ​მებ​საც აქვთ თა​ვი​ან​თი გან​წყო​‐
ბა. ზოგ​ჯერ კარ​გად არი​ან, ზოგ​ჯერ კი ისე, რომ ჯობს გაერი​დო. ჰო. ლო​გი​კუ​რად ამას ვერ ახ​სნი, მაგ​რამ გა​‐
მოც​დი​ლე​ბით ვი​ცი: ნამ​დვი​ლად ასე​ა.

– ესე იგი ადა​მიანი​ვით გიყ​ვარს? – მკით​ხა იუკიმ.

თა​ვი გა​ვაქ​ნიე.

– არა. მან​ქა​ნის სიყ​ვა​რუ​ლი სხვა​ნაირია. მან​ქა​ნას​თან ეგ​რე​ა: ერ​თხელ და​ემ​თხვე​ვა და რა​ღაც დრო​ის გან​‐
მავ​ლო​ბა​ში ჩვე​ნი ურ​თი​ერ​თო​ბა უკ​ვე აღარ იც​ვლე​ბა. ადა​მიანებ​თან ეგ​რე არ არის. ადა​მიანე​ბი, მო​მა​ვალ​‐
შიც რომ და​ემ​თხვნენ, ყო​ველ​თვის უნ​და შე​ეწ​ყონ ერ​თმა​ნეთს, ყვე​ლა წვრილ​მან​ში. მა​თი გრძნო​ბე​ბი მუდ​მი​‐
ვად იც​ვლე​ბა. მათ​ში მუდ​მი​ვად რა​ღაც მოძ​რა​ობს ან ჩერ​დე​ბა, იზ​რდე​ბა ან ქრე​ბა, რა​ღაც კა​მა​თობს, შიშ​‐
ვლდე​ბა... უმე​ტეს შემ​თხვე​ვა​ში გო​ნე​ბით ამის გა​კონ​ტრო​ლე​ბა შე​უძ​ლე​ბე​ლია. აი, „სუ​ბა​რუ“ სულ სხვა საქ​მე​‐
ა.

ერ​თხანს იუკი ჩემს სიტ​ყვებ​ზე ფიქ​რობ​და.

– გა​მო​დის, რომ შენ და შე​ნი ცო​ლი არ ემ​თხვეოდით ერ​თმა​ნეთს?

– მე​გო​ნა, რომ ვემ​თხვეოდით. მაგ​რამ ცო​ლი ასე არ ფიქ​რობ​და. ჩვე​ნი თვალ​საზ​რი​სე​ბი გან​სხვა​ვე​ბუ​ლი იყო.
ამი​ტო​მაც გა​იქ​ცა. რო​გორც ჩანს, გა​დაწ​ყვი​ტა: ამ გან​სხვა​ვე​ბის გა​მოს​წო​რე​ბას, ჯობს, ვინ​მეს​თან გა​ვიქ​ცე და
დრო დავ​ზო​გო​ო.

– ესე იგი ისე არ გა​მო​ვი​და, რო​გორც „სუ​ბა​რუს​თან“...

– ჰო, – თა​ვი და​ვუქ​ნიე. ავარ​ჩიე რა მეც თე​მა ცა​მე​ტი წლის გო​გოს​თან სა​ლა​პა​რა​კოდ!

– ჰეი, – თქვა უცებ იუკიმ, – ჩემ​ზე რას ფიქ​რობ?

– შენ​ზე ჯერ​ჯე​რო​ბით თით​ქმის არა​ფე​რი არ ვი​ცი, – ვუ​პა​სუ​ხე.

ისევ ვიგ​რძე​ნი, რო​გორ ბურ​ღა​ვენ ჩემს მარ​ცხე​ნა ლო​ყას. მეჩ​ვე​ნე​ბო​და – კი​დევ ცო​ტაც და, ნახ​ვრე​ტი გაჩ​‐
ნდე​ბა. „აი, თურ​მე რა!“ – მივ​ხვდი, რო​გორც იქ​ნა.

– ვფიქ​რობ, რომ შენ ალ​ბათ ყვე​ლა​ზე ლა​მა​ზი გო​გო ხარ იმათ შო​რის, ვინც ოდეს​მე პაემან​ზე გა​მო​მიტ​‐
ყუებია, – ვთქვი. თან გზას ვუ​ყუ​რებ​დი, – არა, რა „ალ​ბათ“, ნამ​დვი​ლად ყვე​ლა​ზე ლა​მა​ზი. და თხუთ​მე​ტი წლის
რომ ვი​ყო, აუცი​ლებ​ლად შე​მიყ​ვარ​დე​ბო​დი. მაგ​რამ უკ​ვე ოც​და​თოთ​ხმე​ტის ვარ და ასე ად​ვი​ლად აღარ მიყ​‐
ვარ​დე​ბა. არ მინ​და, იმა​ზე უბე​დუ​რი ვი​ყო, ვიდ​რე აქამ​დე ვი​ყა​ვი. ჩემს „სუ​ბა​რუს​თან“ გა​ცი​ლე​ბით მშვი​დად
ვგრძნობ თავს... აი, და​ახ​ლოებით ასე. ვუ​პა​სუ​ხე შენს შე​კით​ხვას?

იუკი დიდ​ხანს მი​ყუ​რებ​და, ამ​ჯე​რად აბ​სო​ლუ​ტუ​რად გულ​გრი​ლად.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი ხარ, – ამო​ღერ​ღა ბო​ლოს.

შე​საძ​ლოა იმი​ტომ, რომ სწო​რედ მან თქვა ასე – უცებ მარ​თლა ყვე​ლა ხელ​მო​ცა​რულ​ზე უფ​რო უიმე​დოდ წარ​‐
მო​ვიდ​გი​ნე თა​ვი. არა მგო​ნია, ჩე​მი წყე​ნი​ნე​ბა უნ​დო​და. მაგ​რამ სწო​რედ ეს გა​მოუვი​და, თან არ​ცთუ ური​გოდ.

***

თორ​მე​ტის თხუთ​მეტ წუთ​ზე აკა​სა​კა​ზე დავ​ბრუნ​დით.

– აბა! – ვუთ​ხა​რი.

ამ​ჯე​რად იუკიმ, რო​გორც სა​ჭი​როა, ისე ამიხ​სნა გზა. დე​და​მი​სის ბი​ნა მყუდ​რო ქუ​ჩა​ზე, ერ​თი ბე​წო შე​ნო​ბა​ში
იყო ნო​გის ტა​ძარ​თან ახ​ლოს. მან​ქა​ნა სა​დარ​ბა​ზოს​თან შე​ვა​ჩე​რე და ძრა​ვა გა​მოვ​რთე.

– ფუ​ლის თაობა​ზე... – ჩუ​მად თქვა იუკიმ, – თვით​მფრი​ნა​ვის, ვახ​შმის...

– თვით​მფრი​ნა​ვი​სას, რო​ცა დე​და ჩა​მო​ვა, მა​შინ და​მიბ​რუ​ნებთ, – ვუთ​ხა​რი, – და​ნარ​ჩენ​ზე ნუ შე​წუხ​დე​ბი. ქა​‐
ლის​თვის პაემან​ზე ყო​ველ​თვის მე ვიხ​დი. ასე რომ, შე​გიძ​ლია ჩათ​ვა​ლო – თვით​მფრი​ნა​ვის გარ​და, არა​ვი​თა​‐
რი ხარ​ჯი არ ყო​ფი​ლა.
არა​ფე​რი არ მი​პა​სუ​ხა, წარ​ბე​ბი შეჭ​მუხ​ნა, მან​ქა​ნი​დან გა​და​ვი​და, ფი​კუ​სის ქო​თან​თან დაიხა​რა და სა​ღე​ჭი
რე​ზი​ნი გა​და​აგ​დო, რო​მელ​საც მთე​ლი გზა ღე​ჭავ​და.

– დი​დი მად​ლო​ბა!

– არაფ​რის! – ვთქვი და თა​ვა​ზიანად და​ვუ​კა​რი თა​ვი სა​კუ​თარ თავს. მე​რე ჯი​ბი​დან სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი ამო​ვი​‐
ღე და გა​ვუ​წო​დე, – რო​ცა დე​და ჩა​მო​ვა, აი ეს გა​დაეცი. გარ​და ამი​სა, რო​ცა მარ​ტო იქ​ნე​ბი და პრობ​ლე​მე​ბი შე​‐
გექ​მნე​ბა, ამ ნო​მერ​ზე და​მი​რე​კე. რო​გორც შევ​ძლებ, ისე და​გეხ​მა​რე​ბი...

თი​თებ​ში მო​იქ​ცია ჩე​მი სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი, რამ​დე​ნი​მე წამს ათ​ვა​ლიერა და ჩი​ბე​ში ჩაიდო.

– უც​ნაური სა​ხე​ლია, – მხო​ლოდ ეს თქვა.

სა​ბარ​გუ​ლი​დან ჩე​მო​და​ნი ამო​ვი​ღე, ლიფ​ტში შე​ვი​ტა​ნე და ბი​ნის კა​რამ​დე მი​ვათ​რიე. იუკიმ ჩან​თი​დან გა​სა​‐
ღე​ბი ამოიღო და კა​რი გააღო. ბი​ნა პა​ტა​რა სამ​ზა​რეულოს​გან (სას​ტუმ​რო ოთა​ხიც ის იყო), პა​ტა​რა სა​ძი​ნებ​‐
ლის​გან, ტუალე​ტის​გან და საშ​ხა​პეს​გან შედ​გე​ბო​და. შე​ნო​ბა სულ ახა​ლი იყო, ბი​ნა​ში იდეალუ​რი წეს​რი​გი სუ​‐
ფევ​და და ამი​ტომ ძა​ლი​ან ჰგავ​და უძ​რა​ვი ქო​ნე​ბის სააგენ​ტოს სა​რეკ​ლა​მო სა​ლონს. ავე​ჯი, ჭურ​ჭე​ლი, ელექ​‐
ტრო​ხელ​საწ​ყოები უნაკ​ლოდ იყო და​კომ​პლექ​ტე​ბუ​ლი. ყვე​ლა​ფე​რი ზუს​ტად იქ იდ​გა, სა​დაც უნ​და მდგა​რი​ყო.
მარ​თა​ლია, ყვე​ლა ნივ​თი დახ​ვე​წი​ლი და მდიდ​რუ​ლი იყო, ადა​მიანის სამ​ყოფ​ლის ნი​შან​წყა​ლი არ ეტ​ყო​ბო​‐
და. თით​ქოს ვი​ღა​ცას უბ​რა​ლოდ, ერ​თად მო​ეგ​რო​ვე​ბი​ნა და იდეალუ​რად დაელა​გე​ბი​ნა, ფუ​ლი გა​დაეხა​და და
სამ დღე​ში შე​ეს​რუ​ლე​ბი​ნათ შეკ​ვე​თა. გო​ნივ​რუ​ლად და გე​მოვ​ნე​ბით. მაგ​რამ სრუ​ლე​ბი​თაც არა ისე, რო​გორც
რეალურ ცხოვ​რე​ბა​ში.

– დე​და აქ იშ​ვიათად რჩე​ბა, – თქვა იუკიმ და ჩემს მზე​რას გააყო​ლა თვა​ლი, – სტუ​დია აქ​ვე ახ​ლო აქვს, სულ
იქ არის, რო​ცა ტო​კიოშია. იქ​ვე სძი​ნავს და იქ​ვე ჭამს. აქ ხან​და​ხან თუ შე​მო​ივ​ლის.

– გა​სა​გე​ბია, – ვთქვი. საქ​მიანი ქა​ლის საქ​მიანი ცხოვ​რე​ბა. რას იზამ...

იუკიმ ქურ​ქი გაიხა​და, გაზ​ქუ​რა ჩარ​თო. მე​რე, ღმერ​თმა უწ​ყის საიდან, „ვირ​ჯი​ნია სლიმ​ზის“ კო​ლო​ფი
ამოიღო, სი​გა​რე​ტი ტუ​ჩე​ბით დაიჭი​რა, ძა​ლი​ან მო​დუ​რად გაჰ​კრა ასანთს და მოუკი​და.

პი​რა​დად მე მი​მაჩ​ნია, რომ ცა​მე​ტი წლის გო​გო​ნე​ბი არ უნ​და ეწე​ოდ​ნენ. სა​ზიანოა ჯან​მრთე​ლო​ბის​თვის,
ფუჭ​დე​ბა კა​ნი. თუმ​ცა ამ გო​გომ ისე გა​მა​ოგ​ნებ​ლად გააბო​ლა, რომ რა​მის სათ​ქმე​ლად ენა არ მო​მიბ​რუნ​დე​‐
ბო​და. მკვეთ​რად მო​ხა​ზუ​ლი, ფერ​მკრთალ სა​ხე​ზე თით​ქოს და​ნით გა​მოთ​ლი​ლი ტუ​ჩე​ბი ფრთხი​ლად მო​ერ​‐
კალ​ნენ ფილტრს; გაუბე​დავ​მა ალ​მა გა​ლო​კა სი​გა​რე​ტის ბო​ლო და აბ​რე​შუ​მის გრძე​ლი წამ​წა​მე​ბი ნე​ლა და​‐
ეშ​ვა. შუბ​ლზე მოკ​ლედ შეჭ​რი​ლი თმა ძლივს შე​სამ​ჩნე​ვად შე​ირ​ხა, რო​ცა იუკიმ ოდ​ნავ წინ და​ხა​რა თა​ვი...
სრულ​ყო​ფი​ლე​ბა. თხუთ​მე​ტი წლის რომ ვყო​ფი​ლი​ყა​ვი, ნამ​დვი​ლად შე​მიყ​ვარ​დე​ბო​და, ისევ გა​ვი​ფიქ​რე. აბ​‐
სო​ლუ​ტუ​რად ფა​ტა​ლუ​რი სიყ​ვა​რუ​ლით. სა​ში​ნე​ლით და დაუოკებ​ლით, რო​გორც ზვა​ვი გა​ზაფ​ხუ​ლის მთებ​ში.
შე​მიყ​ვარ​დე​ბო​და და რო​ცა არ მე​ცო​დი​ნე​ბო​და, რა უნ​და მექ​ნა ამ ყვე​ლაფ​რის​თვის, ვე​ლურ, შავ მე​ლან​ქო​‐
ლიაში ჩავ​ვარ​დე​ბო​დი... ვუ​ყუ​რებ​დი იუკის და სხვა გო​გო მახ​სენ​დე​ბო​და. ის, რო​მე​ლიც თოთ​ხმე​ტი თუ
თხუთ​მე​ტი წლი​სას მიყ​ვარ​და. და იმ შო​რეული წლე​ბის დი​დი ხნის და​ვიწ​ყე​ბულ​მა, უნა​პი​რო გრძნო​ბამ ისევ
გამ​სჭვა​ლა სუ​ლი.

– ყა​ვას და​ლევ თუ სხვა რა​მე გინ​და? – მკით​ხა იუკიმ.

თა​ვი გა​ვაქ​ნიე.
– უკ​ვე გვიანაა. წა​ვალ.

იუკიმ სი​გა​რე​ტი სა​ფერ​ფლის კი​დე​ზე და​დო და კა​რამ​დე მი​მა​ცი​ლა.

– ლო​გინ​ში არ მო​წიო. ღა​მით გაზ​ქუ​რა გა​მორ​თე, – ვუთ​ხა​რი.

– კარ​გი, მა​მი​კო, – მი​პა​სუ​ხა.

პირ​და​პირ ასი​ან​ში მო​არ​ტყა – წარ​ბში, შუბ​ლში ან სად​მე სხვა​გან კი არა, პირ​და​პირ თვალ​ში.

***

სი​ბუიაზე, შინ რომ დავ​ბრუნ​დი, დი​ვან​ზე და​ვე​ხეთ​ქე და ერ​თი ქი​ლა ლუ​დი გა​მოვ​ცა​ლე. მე​რე სა​ფოს​ტო ყუ​‐
თი​დან ამო​ღე​ბუ​ლი ხუ​თი თუ ექ​ვსი წე​რი​ლი და​ვათ​ვა​ლიერე. ყვე​ლა სამ​სა​ხურს ეხე​ბო​და, არ​ცერ​თი არ ით​‐
ხოვ​და მყი​სი​ერ რეაგი​რე​ბას. კონ​ვერ​ტე​ბი გავ​ხსე​ნი, წე​რი​ლე​ბი მა​გი​და​ზე გად​მოვ​ყა​რე და ასე დავ​ტო​ვე – მე​‐
რე წა​ვი​კით​ხავ. სხე​ულ​ში დაღ​ლი​ლო​ბა გამ​ჯდო​მო​და, არაფ​რის გა​კე​თე​ბის სურ​ვი​ლი არ მქონ​და. სა​ში​ნე​ლი
აგ​ზნე​ბუ​ლო​ბის გა​მო არც ძი​ლი მინ​დო​და. რა გრძე​ლი დღე იყო, გა​ვი​ფიქ​რე. სულ გრძელ​დე​ბა, გრძელ​დე​ბა
და დას​რუ​ლე​ბა​საც არ აპი​რებს. ისე​თი გრძნო​ბა მაქვს, თით​ქოს დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე „ა​მე​რი​კულ გო​რა​კებ​‐
ზე“ დავ​ქრო​დი. მთე​ლი სხეული მი​ცახ​ცა​ხებს...

რამ​დე​ნი დღე გა​ვა​ტა​რე სა​პო​რო​ში? გახ​სე​ნე​ბა ვცა​დე, მაგ​რამ ვერ მო​ვა​ხერ​ხე. მეხ​სიერე​ბა​ში ერ​თი​მეორის
მი​ყო​ლე​ბით კრთო​და სუ​რა​თე​ბი – სიზ​მრე​ბი, ღა​მის​თე​ვე​ბი. ნაც​რის​ფე​რი ცა. თა​რი​ღე​ბი, მოვ​ლე​ნე​ბი – ყვე​ლა​‐
ფე​რი ამ ცის ქვეშ გა​ერ​თიანე​ბუ​ლი​ყო, ერ​თი​მეორე​ზე და​დე​ბუ​ლი​ყო... ჯერ სათ​ვა​ლი​ან გო​გოს​თან ვი​ვახ​შმე.
ჩემს ყო​ფილ მეწ​ყვი​ლეს და​ვუ​რე​კე. მის​გან ოტელ „დელ​ფი​ნის“ წარ​სუ​ლი შე​ვიტ​ყვე. ადამიან-​ცხვარს შევ​‐
ხვდი. გო​ტან​და​სა და კი​კის ფილ​მი ვნა​ხე. ცა​მე​ტი წლის ცე​რო​დე​ნას​თან ერ​თად „ბიჩ ბოიზის“ სიმ​ღე​რა ვიმ​‐
ღე​რე. და ტო​კიოში დავ​ბრუნ​დი. რამ​დე​ნი დღე დას​ჭირ​და ამ ყვე​ლა​ფერს?

ვე​რაფ​რით ვერ და​ვით​ვა​ლე.

ხვალ, ხვალ და​ვით​ვლი, გა​დავ​წყვი​ტე. ხვა​ლის​თვის გა​და​დე ის, რა​ზეც არ შე​გიძ​ლია დღეს იფიქ​რო...

სამ​ზა​რეულო​ში გა​ვე​დი, ჭი​ქა​ში ვის​კი და​ვის​ხი და გაუზა​ვებ​ლად და​ვიწ​ყე და​ლე​ვა. დარ​ჩე​ნილ ნა​ხე​ვარ კო​‐
ლოფ ორ​ცხო​ბი​ლას მი​ვა​დე​ქი, ისე​თი​ვე დაობე​ბულს, რო​გო​რიც ჩე​მი ფიქ​რე​ბია. ხმა​დაბ​ლა ჩავ​რთე ძვე​ლი
ფირ​ფი​ტა – ტო​მი დორ​სის სიმ​ღე​რე​ბი ნოს​ტალ​გიური The Modernaires-​ის შეს​რუ​ლე​ბით. ისე​თი​ვე ძველ​მო​დუ​რი,
რო​გო​რი ფიქ​რე​ბიც მაქვს თავ​ში. ნემ​სის წრი​პი​ნით ფირ​ფი​ტა​ზე. ოღონდ ეს არა​ვის აღარ უშ​ლის ხელს. ამ
მუ​სი​კის დრო დას​რულ​და. ის არ​სად აღარ მი​დის. ისე​ვე რო​გორც ფიქ​რე​ბი ჩემს თავ​ში.

„რა ხდე​ბა?“ – მეს​მის კი​კის ხმა.

კა​მე​რა ბრუნ​დე​ბა. გო​ტან​დას გა​წა​ფუ​ლი თი​თე​ბი ცნო​ბის​მოყ​ვა​რედ იკ​ვლე​ვენ კი​კის ზურგს, თით​ქოს წყლის
სა​თა​ვეს ეძე​ბენ უდაბ​ნო​ში.

რა ხდე​ბა ჩემს თავს, კი​კი? მარ​თა​ლი ხარ, რა​ღაც უც​ნაური. ძვე​ლე​ბუ​რად აღარ მჯე​რა სა​კუ​თა​რი თა​ვის. სიყ​‐
ვა​რუ​ლი და ნახ​მა​რი „სუ​ბა​რუ“ მა​ინც სხვა​დახ​ვა რა​მეებია. ვი​თომ ასე არ არის? ვეჭ​ვიანობ გო​ტან​დას გა​წა​‐
ფულ თი​თებ​ზე... ნე​ტავ რო​გორ არის იუკი თა​ვი​სი სი​გა​რე​ტით – რა​მე ხომ არ დაწ​ვა? გა​მორ​თო გაზ​ქუ​რა? „მა​‐
მი​კო“... აღარ მჯე​რა სა​კუ​თა​რი თა​ვის. იქ​ნებ ცოც​ხლებ​შიც აღარ ვარ და უბ​რა​ლოდ, ვლპე​ბი ბე​დის წყევლა-​‐
კრულვით ამ გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მის სპი​ლოების სა​საფ​ლაოზე?

ხვალ. ყვე​ლა​ფე​რი ხვალ...

კბი​ლე​ბი გა​ვი​ხე​ხე, პი​ჟა​მა ჩა​ვიც​ვი, ჭი​ქა​ში დარ​ჩე​ნი​ლი ვის​კი დავ​ლიე და ის იყო, და​წო​ლას ვა​პი​რებ​დი, ტე​‐
ლე​ფონ​მა და​რე​კა. რამ​დე​ნი​მე წამს შუა ოთახ​ში გა​ჩე​რე​ბუ​ლი გაოცე​ბუ​ლი შევ​ყუ​რებ​დი. მე​რე ყურ​მი​ლი ავი​‐
ღე.

– ეს-​ეს არის გაზ​ქუ​რა გა​მოვ​რთე, – მი​პა​ტა​კა იუკიმ, – სი​გა​რე​ტიც ჩა​ვაქ​რე. აბა, რას იტ​ყვი, მო​გეშ​ვა გულ​ზე?

– მო​მეშ​ვა, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – მით​ხრა.

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – ვუთ​ხა​რი.

– ჰე​ი... – თქვა უცებ და გა​ჩუმ​და, – აღიარე: იქ, სა​პო​რო​ში, იმ ოტელ​ში... ცხვრის​ტყა​ვიანი ადა​მიანი ნა​ხე?

ტე​ლე​ფო​ნი ისე ფრთხი​ლად ჩა​ვი​კა​რი, თით​ქოს აფ​რი​კუ​ლი სი​რაქ​ლე​მის კვერ​ცხი მქონ​და მიკ​რუ​ლი მკერ​დზე
და ნე​ლა და​ვეშ​ვი სა​წოლ​ზე.

– მე ყვე​ლა​ფე​რი ვი​ცი. ვი​ცი, რომ ნა​ხე. შენ​თვის არ მით​ქვამს, მაგ​რამ თა​ვი​დან​ვე ვი​ცო​დი.

– ადამიან-​ცხვარს შეხ​ვდი?! – გა​ოგ​ნე​ბულ​მა ვკით​ხე.

– მ-​მ... – წაიდუ​დუ​ნა და ენა გა​აწ​კლა​პუ​ნა, – მაგ​რამ ამა​ზე სხვა დროს. შევ​ხვდე​ბით და მშვი​დად მო​გიყ​ვე​ბი. ახ​‐
ლა მე​ძი​ნე​ბა!

და ხმაურით და​კი​და ყურ​მი​ლი.

სა​შინ​ლად მტეხ​და სა​ფეთ​ქლებ​ში. სამ​ზა​რეულო​ში გა​ვე​დი და კი​დევ დავ​ლიე ვის​კი. მთე​ლი სხეული მი​ცახ​‐
ცა​ხებ​და. „ა​მე​რი​კუ​ლი გო​რა​კე​ბი“ ღმუილით აგ​რძე​ლებ​დნენ შეშ​ლილ ატ​რაქ​ცი​ონს. „ყვე​ლა​ფე​რი ერ​თმა​ნეთ​‐
თან კავ​შირ​ში​ა“, თქვა ადამიანმა-​ცხვარმა.

ყვე​ლა​ფე​რი კავ​შირ​შია, გა​ვი​ფიქ​რე.

უამ​რა​ვი მოვ​ლე​ნა, ადა​მიანე​ბი და საგ​ნე​ბი ნელ-​ნელა უერ​თდე​ბო​და ერ​თმა​ნეთს.

"},{"head":"17.","content":"
17.

სამ​ზა​რეულო​ში, ნი​ჟა​რას მიყ​რდნო​ბილ​მა, კი​დევ გა​დავ​კა​რი ვის​კი და გა​ვი​ფიქ​რე: ღმერ​თო ჩე​მო, რა ხდე​ბა?
იუკის​თან და​რეკ​ვა მო​მინ​და. და​რეკ​ვა და პირ​და​პირ შე​კით​ხვა: საიდან იც​ნობ ადამიან-​ცხვარს? მაგ​რამ მე​‐
ტის​მე​ტად და​ვი​ღა​ლე. მე​ტის​მე​ტად გრძე​ლი დღე იყო. თან რო​გორ თქვა? სხვა დროს მო​გიყ​ვე​ბიო. – და ყურ​‐
მი​ლი და​აგ​დო. ასე რომ, მოც​და მო​მი​წევს... ჰო, და მთა​ვა​რი. მი​სი ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რიც კი არ ვი​ცი.

ლო​გინ​ში შევ​ძვე​რი, მაგ​რამ და​ძი​ნე​ბა ვერ მო​ვა​ხერ​ხე – თხუთ​მე​ტი წუ​თი ბა​ლიშ​თან და​დე​ბულ ტე​ლე​ფონს
თვა​ლებ​დაჭ​ყე​ტი​ლი მივ​შტე​რე​ბო​დი. რა​ტომ​ღაც მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ სა​და​ცაა იუკი ისევ და​რე​კავ​და. ან ვინ​მე
სხვა. არის წუ​თე​ბი, რო​ცა ტე​ლე​ფონს საათის​მე​ქა​ნიზ​მი​ან ბომ​ბად აღიქ​ვამ. არ იცი, რო​დის ამუ​შავ​დე​ბა. და
მხო​ლოდ აფეთ​ქე​ბის შე​საძ​ლებ​ლო​ბა ით​ვლის წა​მებს.

რა უც​ნაური ფორ​მა აქვს ამ ტე​ლე​ფო​ნის აპა​რა​ტებს. ძა​ლი​ან უც​ნაური. ჩვეულებ​რივ ამას ყუ​რად​ღე​ბას არ
აქ​ცევ. მაგ​რამ თუ და​აკ​ვირ​დე​ბი, მის მო​ხა​ზუ​ლო​ბა​ში რა​ღაც მის​ტი​კურ უთ​ქმე​ლო​ბას ამოიკით​ხავ. თით​ქოს
რა​ღა​ცის თქმა უნ​და და ვერ ამ​ბობს. თით​ქოს მთე​ლი არ​სე​ბით სძულს ისი​ნი, ვინც ამ გარ​სში ჩა​ამ​წყვდია. ვის
მოუვი​და აზ​რად, აბ​სო​ლუ​ტუ​რად წმინ​და სა​ტე​ლე​ფო​ნო კონ​ცეფ​ცი​ის​თვის ასე​თი იდიოტუ​რი ფორ​მა მიეცა!

ტე​ლე​ფო​ნი...

სა​ტე​ლე​ფო​ნო სად​გუ​რებ​ზე და​ვიწ​ყე ფიქ​რი. მავ​თუ​ლებ​ზე, ჩე​მი ბი​ნი​დან რომ მიძ​ვრე​ბი​ან და დე​და​მი​წის ყვე​‐
ლა კუთ​ხეს ედე​ბი​ან. პო​ტენ​ციურად ამ პლა​ნე​ტის თით​ქმის ყვე​ლა ადა​მი​ან​თან ვარ ჩარ​თუ​ლი. შე​მეძ​ლო
პირ​და​პირ ახ​ლა დავ​კავ​ში​რე​ბო​დი ან​კო​რიჯს. და​მე​რე​კა ოტელ „დელ​ფი​ნის“ ფოიეში. ან თუნ​დაც ჩემს ყო​‐
ფილ ცოლ​თან... კონ​ტაქ​ტე​ბის უკი​დე​გა​ნო ზღვა. ამ კონ​ტაქ​ტე​ბის მთა​ვა​რი კვან​ძი კი სა​ტე​ლე​ფო​ნო სად​გურ​‐
შია. იქ, სად​გურ​ში, გი​გან​ტუ​რი კომ​პიუტე​რი ამუ​შა​ვებს ყვე​ლა შე​მო​სულ და გა​სულ სიგ​ნალს. სხვა​დას​ხვა
ციფ​რუ​ლი კომ​ბი​ნა​ციების​გან იბა​დე​ბა ასე​თი თუ ისე​თი კონ​ტაქ​ტე​ბი და შე​დე​გად – სა​ყო​ველ​თაო კო​მუ​ნი​კა​‐
ცია. სა​ტე​ლე​ფო​ნო მავ​თუ​ლე​ბის, წყალ​ქვე​შა კა​ბე​ლე​ბის, მი​წის​ქვე​შა გვი​რა​ბე​ბი​სა და კოს​მო​სუ​რი თა​ნამ​გზავ​‐
რე​ბის კავ​ში​რით ჩვენ ერ​თმა​ნეთ​თან ვართ ჩარ​თუ​ლი. და ვეებერ​თე​ლა კომ​პიუტე​რი აკონ​ტრო​ლებს ჩვენს
კავ​შირს.

მაგ​რამ რო​გო​რი სრულ​ყო​ფი​ლიც არ უნ​და იყოს ამ კო​მუ​ნი​კა​ცი​ის სა​შუალე​ბე​ბი, ისი​ნი ვე​რა​ვის​თან ვერ შეგ​‐
ვა​ერ​თე​ბენ მა​ნამ, სა​ნამ ჩვენ თვი​თონ არ გაგ​ვიჩ​ნდე​ბა ამის სურ​ვი​ლი. მე​ტიც, იმ შემ​თხვე​ვა​შიც კი, რო​ცა
სურ​ვი​ლი გაქვს, მაგ​რამ არ გაქვს ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რი (რო​გორც ჩემს შემ​თხვე​ვა​ში – და​მა​ვიწ​ყდა მე​კით​ხა),
მა​ში​ნაც არ გა​მო​ვა არა​ფე​რი. აღა​რა​ფერს ვიტ​ყვი იმ შემ​თხვე​ვა​ზე, რო​ცა სა​ჭი​რო ციფ​რე​ბი გი​ვარ​დე​ბა თა​ვი​‐
დან ან უბის წიგ​ნაკს კარ​გავ. ისეც ხდე​ბა – ნო​მე​რი კი გახ​სოვს, მაგ​რამ თი​თი სა​ჭი​რო ღი​ლაკ​ზე არ დააჭი​რე...
ასეთ შემ​თხვე​ვებ​ში არ​სა​დაც არ ვხვდე​ბით და ვინც გვჭირ​დე​ბა, იმას ვერ ვუ​კავ​შირ​დე​ბით. აი, ასე​თი არას​‐
რულ​ყო​ფი​ლი და არაპ​რაქ​ტი​კუ​ლი არ​სე​ბე​ბი ვართ.

თუმ​ცა არც ეს არის ყვე​ლა​ფე​რი! და​ვუშ​ვათ, შე​ვას​რუ​ლე ზე​მოთ აღ​წე​რი​ლი ყვე​ლა პი​რო​ბა და და​ვუ​რე​კე
იუკის. ის ად​გე​ბა და გა​მო​მიც​ხა​დებს: „ახ​ლა არ მსურს თქვენ​თან ლა​პა​რა​კი!“ და და​მიგ​დებს ყურ​მილს. ესე
იგი ისეც ხდე​ბა, რომ კონ​ტაქ​ტი დამ​ყა​რე​ბუ​ლია, მაგ​რამ კავ​ში​რი – ნუ​ლი. ვი​ღა​ცის ემო​ციების ცალ​მხრი​ვი
გად​მოფ​რქვე​ვა. ეს არის და ეს.

ჩე​მი ტე​ლე​ფო​ნის ყურ​მილს, რო​გორც ჩანს, ეს ყვე​ლა​ფე​რი გულ​ზე არ ეხა​ტე​ბა.

აი, ის, ტე​ლე​ფო​ნის ყურ​მი​ლი, უც​ნაურად ნერ​ვიულობს იმის გა​მო, რომ სა​შუალე​ბას არ აძ​ლე​ვენ სრუ​ლად
გა​მო​ხა​ტოს თა​ვი​სი იდეალუ​რი სა​ტე​ლე​ფო​ნო კონ​ცეფ​ცია. უბ​რა​ლოდ, ბო​ბოქ​რობს იმის გა​მო, რომ ადა​მი​ან​‐
თა კავ​ში​რე​ბი წარ​მო​იქ​მნე​ბა გა​ურ​კვე​ვე​ლი, გა​და​რეც​ხი​ლი სურ​ვი​ლე​ბის​გან და არა​ვი​თარ კონ​კრე​ტულ მიზ​‐
ნებს არ ისა​ხავს. მი​სი იდეალუ​რი კონ​ცეფ​ცი​ის​თვის ეს მე​ტის​მე​ტად არას​რულ​ყო​ფი​ლი, მე​ტის​მე​ტად არაპ​‐
როგ​ნო​ზი​რე​ბა​დი და მე​ტის​მე​ტად არაპ​რაქ​ტი​კუ​ლი​ა.
იდაყ​ვზე წა​მო​ვი​წიე, ლო​ყა ხე​ლის​გულ​ზე ჩა​მოვ​დე და იმის ცქე​რით გა​ვერ​თე, თუ რო​გორ ბრა​ზობ​და. „ვე​რა​‐
ფერს იზამ, ძვირ​ფა​სო! – ვუთ​ხა​რი ფიქ​რით, – ჩე​მი ბრა​ლი არ არის. აი, ასე​თია ეს – ადა​მი​ან​თა ურ​თი​ერ​თო​ბა.
არას​რულ​ყო​ფი​ლი, არაპ​როგ​ნო​ზი​რე​ბა​დი და არაპ​რაქ​ტი​კუ​ლი...“ სწო​რედ ასე​თი თვალ​საზ​რი​სი მი​მაჩ​ნია გა​‐
ცი​ლე​ბით იდეალურ კონ​ცეფ​ცი​ად, სწო​რედ ეს აცო​ფებს ყვე​ლა​ზე მე​ტად. მაგ​რამ ეს სუ​ლაც არ არის ჩე​მი
ბრა​ლი. ქვეყ​ნის რო​მელ კუთ​ხე​შიც არ უნ​და გა​იქ​ცეს, ირ​გვლივ, ყველ​გან და ყო​ველ​თვის ყვე​ლა​ფე​რი ზუს​‐
ტად ასე​ვე გააღი​ზიანებ​და. თუმ​ცა არ გა​მოვ​რიც​ხავ, რომ ამ შემ​თხვე​ვა​ში ჩვეულებ​რივ​ზე მე​ტად ღი​ზი​ან​დე​ბა,
რად​გან იძუ​ლე​ბუ​ლია მა​ინ​ცდა​მა​ინც ჩემს ბი​ნა​ში იყოს. და ამა​ში, მზად ვარ ვა​ღიარო, მეც მი​მიძ​ღვის ბრა​ლი.
რაც არ უნ​და იყოს, მეც დავ​ფარ​ფა​ტებ ამ ცხოვ​რე​ბა​ში და სუ​ლაც არ ვფიქ​რობ ისეთ მნიშ​ვნე​ლო​ვან სა​კით​‐
ხებ​ზე, რო​გო​რი​ცაა სა​კუ​თა​რი სრულ​ყო​ფი​ლე​ბა, პროგ​ნო​ზი​რე​ბუ​ლო​ბა და პრაქ​ტი​კუ​ლო​ბა. უბ​რა​ლოდ, თავს
არ ვი​ტე​ნი ამ ყვე​ლაფ​რით. ეს არის და ეს...

ვერც კი შე​ვამ​ჩნიე, რო​გორ გა​და​ვერ​თე ფიქ​რე​ბით ჩემს ყო​ფილ ცოლ​ზე. ტე​ლე​ფო​ნის ყურ​მი​ლი ჩუ​მი საყ​ვე​‐
დუ​რით შე​მომ​ცქე​რო​და. ზუს​ტად ისე, რო​გორც ოდეს​ღაც მი​ყუ​რებ​და ცო​ლი. მიყ​ვარ​და ჩე​მი ცო​ლი. ოდეს​ღაც
ძა​ლი​ან მოგ​ვწონ​და ერ​თად ყოფ​ნა. ყო​ველ​თვის გვეს​მო​და ერ​თმა​ნე​თის ხუმ​რო​ბა. მთე​ლი ამ წლე​ბის გან​მავ​‐
ლო​ბა​ში ათას​ჯერ მა​ინც გვქონ​და სექ​სი. ერ​თად ვი​მოგ​ზაურეთ უამ​რავ ქა​ლაქ​ში... და მა​ინც, დრო​დად​რო ჩუ​‐
მი საყ​ვე​დუ​რით მი​ყუ​რებ​და. ღა​მით უსიტ​ყვოდ, მხო​ლოდ თვა​ლე​ბით მსაყ​ვე​დუ​რობ​და ჩე​მი არას​რულ​ყო​ფი​‐
ლე​ბის, ჩე​მი არაპ​როგ​ნო​ზი​რე​ბა​დო​ბი​სა და ჩე​მი არაპ​რაქ​ტი​კუ​ლო​ბის გა​მო. ვგრძნობ​დი, რომ ვა​ღი​ზიანებ​‐
დი. თუმ​ცა ვი​მეორებ: ერ​თად ძა​ლი​ან კარ​გად ვგრძნობ​დით თავს. მაგ​რამ სამ​ყა​როს ის იდეალუ​რი სუ​რა​თი,
რომ​ლის​კე​ნაც მი​ის​წრა​ფო​და და რო​მელ​საც ხა​ტავ​და თავ​ში, მე​ტის​მე​ტად გან​სხვავ​დე​ბო​და იმ სამ​ყა​როს​გან,
რო​მელ​შიც მე ვცხოვ​რობ​დი. მი​სი იდეალი ადა​მიანუ​რი ურ​თი​ერ​თო​ბე​ბის ზეიმი იყო. რა​ღაც კი​ნო​ფილ​მის
ფი​ნა​ლუ​რი სცე​ნის​მაგ​ვა​რი, სა​დაც ურ​თი​ერ​თო​ბა თოვ​ლი​ვით ქათ​ქა​თა დრო​შაა, რო​მელ​საც დე​და​მი​წე​ლი
ადა​მიანე​ბი უსის​ხლო რე​ვო​ლუ​ციების ნა​თე​ლი გზით დიადი სრულ​ყო​ფი​ლე​ბის​კენ მიჰ​ყავს. დიადი სრულ​ყო​‐
ფი​ლე​ბა ნთქავს ყვე​ლა წვრილ არას​რულ​ყო​ფი​ლე​ბას, თან აგ​ვა​რებს ჩვენს ყვე​ლა პრობ​ლე​მას და კურ​ნავს
ყვე​ლა ჩვენ​განს. ასე​თი იყო სიყ​ვა​რუ​ლი მი​სი წარ​მოდ​გე​ნით. და ჩემს წარ​მოდ​გე​ნას​თან, ცხა​დია, სა​ერ​თო
არა​ფე​რი ჰქონ​და. ჩემს წარ​მოდ​გე​ნა​ში სიყ​ვა​რუ​ლი გა​ცი​ლე​ბით მი​წიერად და სა​დად გა​მოიყუ​რე​ბო​და: ჩვენ,
ყვე​ლა​ნი, სის​ხლი​სა და ხორ​ცის​გან შექ​მნი​ლი მარ​ტო​სუ​ლი არ​სე​ბე​ბი ვართ და მხო​ლოდ მი​წის​ქვე​შა კა​ბე​ლე​‐
ბით, სა​ტე​ლე​ფო​ნო მავ​თუ​ლე​ბით და კი​დევ, კაც​მა არ იცის, რით ვუ​ერ​თდე​ბით ერ​თმა​ნეთს. სა​შინ​ლად არას​‐
რულ​ყო​ფი​ლი სის​ტე​მაა. ხან ხა​ზია გა​დატ​ვირ​თუ​ლი. ხან სა​ჭი​რო ციფ​რე​ბი არ გახ​სენ​დე​ბა. ხან ვი​ღაც ვირს
ეშ​ლე​ბა ნო​მე​რი. მაგ​რამ ასეა მოწ​ყო​ბი​ლი და ჩე​მი ბრა​ლი არ არის. სა​ნამ სის​ხლი​სა და ხორ​ცის​გან ვართ შექ​‐
მნი​ლი, ასეც იქ​ნე​ბა ყო​ველ​თვის. ლო​გი​კის მი​ხედ​ვით. ბუ​ნე​ბის კა​ნო​ნე​ბის მი​ხედ​ვით... ეს ყვე​ლა​ფე​რი ავუხ​‐
სე​ნი. ბევ​რჯერ, ძა​ლი​ან ბევ​რჯერ.

თუმ​ცა მა​ინც წა​ვი​და.

იქ​ნებ მე​ტის​მე​ტი მონ​დო​მე​ბით ვუმ​ღე​რო​დი ადა​მიანურ არას​რულ​ყო​ფი​ლე​ბას და თვი​თონ​ვე ვუ​ბიძ​გე ამის​‐


კენ?

ტე​ლე​ფონს ვათ​ვა​ლიერებ​დი და ჩვე​ნი სექ​სი მახ​სენ​დე​ბო​და. უკა​ნას​კნე​ლი სა​მი თვის გა​მავ​ლო​ბა​ში, სა​ნამ
წა​ვი​დო​და, ერ​თხე​ლაც არ მოუცია. სა​მა​გიეროდ, მშვე​ნივ​რად აძ​ლევ​და სხვას. იმა​ზე, რომ ჩემს ცოლს ვი​ღაც
ხმა​რობ​და, მა​შინ არა​ფე​რი ვი​ცო​დი.

– მო​მის​მი​ნე... არ გინ​და, ვინ​მე სხვას​თან დაწ​ვე? – შე​მომ​თა​ვა​ზა ერ​თხელ, – ნუ გე​ში​ნია, არ მეწ​ყი​ნე​ბა!

ხუმრობს-​მეთქი, გა​ვი​ფიქ​რე მა​შინ. მაგ​რამ არ ხუმ​რობ​და. „ა​რა, შენ გარ​და, არა​ვის​თან არ მინ​და, – ვუ​პა​სუ​‐
ხე. ისე, ნამ​დვი​ლად არა​ვის​თან არ მინ​დო​და. „მაგ​რამ მე მარ​თლა მინ​და, რომ მი​ღა​ლა​ტო! – არ მო​მეშ​ვა, –
მა​შინ შევ​ძლებ​დით, რა​ღაც გა​მოგ​ვეს​წო​რე​ბი​ნა ჩვენს ურ​თი​ერ​თო​ბა​ში...“

მა​ინც არა​ვის​თან არ დავ​წო​ლილ​ვარ მის გა​მო. ისე, სუ​ლაც არ მი​მაჩ​ნია თა​ვი „შე​ბო​ჭი​ლად“ სექ​სის სფე​რო​‐
ში, მაგ​რამ და​წო​ლა ერთ ქალ​თან იმის​თვის, რომ მეორეს​თან ურ​თი​ერ​თო​ბა გა​მო​ას​წო​რო – უმორ​ჩი​ლე​სად
გთხოვთ, მა​პა​ტი​ეთ! თუ ვინ​მეს​თან ვტყნაურობ, მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ მე თვი​თონ მინ​და.

ამის მე​რე ძა​ლი​ან მა​ლე წა​ვი​და. სა​ინ​ტე​რე​სო​ა: მი​სი თხოვ​ნა რომ შე​მეს​რუ​ლე​ბი​ნა, წავ​სუ​ლი​ყა​ვი სად​მე, ვი​‐
ღა​ცას​თან დავ​წო​ლი​ლი​ყა​ვი – ვი​თომ დარ​ჩე​ბო​და? იქ​ნებ იმის იმე​დი ჰქონ​და, რომ ეს ჩვენ შო​რის და​ამ​ყა​‐
რებ​და მის საყ​ვა​რელ „ა​და​მიანურ ურ​თი​ერ​თო​ბებს“? მაგ​რამ ეს ხომ მე​ტის​მე​ტი სიბ​რიყ​ვეა. არა​ვის​თან და​‐
წო​ლა არ მინ​დო​და. რი​სი იმე​დი ჰქონ​და, არ ვი​ცი. თვი​თონ არ აუხ​სნია. გან​ქორ​წი​ნე​ბის შემ​დე​გაც კი. აბ​‐
სტრაქ​ტუ​ლი მე​ტა​ფო​რე​ბი – სულ ეს არის, რაც მის​გან მეს​მო​და. თა​ვის​თვის მნიშ​ვნე​ლო​ვან სა​კით​ხებ​ზე მხო​‐
ლოდ და მხო​ლოდ სიმ​ბო​ლუ​რი ცნე​ბე​ბით მსჯე​ლობ​და.

შუაღა​მე კარ​გა ხნის გა​და​სუ​ლი იყო, მაგ​რამ ავ​ტო​მა​გის​ტრა​ლი ფან​ჯრის იქით არ დუმ​დე​ბო​და. ოთა​ხის სი​‐
ჩუ​მეს დრო​დად​რო მო​ტო​ციკ​ლე​ბის ტკა​ცა​ნი არ​ღვევ​და. ხმა​გა​უმ​ტა​რი მი​ნე​ბი ახ​შობ​დნენ ხმაურის დო​ნეს,
მაგ​რამ მი​სი სიმ​კვრი​ვე მა​ინც მოქ​მე​დებ​და ნერ​ვებ​ზე. რი​თაც არ უნ​და მო​მე​საზ​ღვრა თა​ვი, ის მა​ინც რჩე​ბო​‐
და – ქუ​ჩის ეს ხმაური სულ უფ​რო ახ​ლო და ახ​ლო მო​დიოდა. და სულ უფ​რო ცხა​დი სიმ​კაც​რით საზ​ღვრავ​და
ჩემს ად​გილს დე​და​მი​წა​ზე...

ტე​ლე​ფო​ნის თვა​ლიერე​ბამ დამ​ღა​ლა და თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე.

დავ​ხუ​ჭე თვა​ლე​ბი და ფან​ჯრებ​გა​ღე​ბულ ჩემს სი​ცა​რიელე​ში პა​რა​ლი​ზუ​რი უილა​ჯო​ბა შე​მო​იჭ​რა. ძა​ლი​ან მა​‐
ლე შე​ავ​სო ყვე​ლა კუთხე-​კუნჭული. და მხო​ლოდ ამის შემ​დეგ მო​ვი​და ძი​ლი.

***

დი​ლით, ვი​სა​უზ​მე თუ არა, სა​ტე​ლე​ფო​ნო ცნო​ბა​რი გა​დავ​ქე​ქე. სა​ჭი​რო ნო​მე​რი ვი​პო​ვე და ჩემს ძველ ნაც​‐
ნობს და​ვუ​რე​კე – შოუბიზ​ნე​სის ვარ​სკვლა​ვე​ბის და​ქი​რა​ვე​ბის აგენტს. ჩვე​ნი გზე​ბი ყო​ველ​თვის იკ​ვე​თე​ბო​და,
რო​გორც კი მო​რი​გი ინ​ტერ​ვი​უს აღე​ბა მჭირ​დე​ბო​და ყო​ველ​კვი​რეულის​თვის. ათი საათი იყო და, რა თქმა უნ​‐
და, ეძი​ნა. გაღ​ვი​ძე​ბის​თვის ბო​დი​ში მო​ვუ​ხა​დე და ვუთ​ხა​რი, რომ აუცი​ლებ​ლად მჭირ​დე​ბო​და გო​ტან​დას ტე​‐
ლე​ფო​ნის ნო​მე​რი. ცო​ტა წაიბუზ​ღუ​ნა, მაგ​რამ ბო​ლოს მა​ინც მით​ხრა იმ კი​ნოს​ტუ​დი​ის ნო​მე​რი, რო​მელ​საც
კონ​ტრაქ​ტი ჰქონ​და და​დე​ბუ​ლი გო​ტან​დას​თან. სა​შუალო დო​ნის სტუ​დია იყო. დავ​რე​კე. ყურ​მი​ლი მო​რი​გე
მე​ნე​ჯერ​მა აიღო, ჩე​მი ყო​ველ​კვი​რეულის სა​ხელ​წო​დე​ბა ვუხ​სე​ნე და ვუთ​ხა​რი, რომ ბა​ტონ გო​ტან​დას​თან
და​კავ​ში​რე​ბა მინ​დო​და.

– ინ​ტერ​ვიუ? – მკით​ხა მე​ნე​ჯერ​მა.

– არც მთლად ინ​ტერ​ვიუ, – ვუ​პა​სუ​ხე.

– მაშ რა? – ვერ დაკ​მა​ყო​ფილ​და. რას იზამ, სავ​სე​ბით გა​სა​გე​ბი ეჭ​ვი​ა.

– პი​რა​დი საქ​მე მაქვს, – ავუხ​სე​ნი.

– რამ​დე​ნად პი​რა​დი?

– თა​ნაკ​ლა​სე​ლე​ბი ვართ, – ვუთ​ხა​რი, – და აუცი​ლებ​ლად მჭირ​დე​ბა მას​თან და​ლა​პა​რა​კე​ბა.

– თქვე​ნი სა​ხე​ლი? – მკით​ხა. ვუთ​ხა​რი. ჩაიწე​რა.

– ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი სა​კით​ხი, – და​ვა​მა​ტე.

– ბრძა​ნეთ, გა​დავ​ცემ, – დამ​პირ​და მე​ნე​ჯე​რი.


– პი​რის​პირ მინ​და საუბა​რი, – არ დავ​ნებ​დი.

– მარ​ტო თქვენ არ ხართ, – მოიგე​რია, – უკ​ვე ხუ​თას​მა თა​ნაკ​ლა​სელ​მა დაგ​ვი​რე​კა...

– მე ნამ​დვი​ლად სე​რიოზუ​ლი საქ​მე მაქვს, – ვთქვი, – გარ​და ამი​სა, ვფიქ​რობ, შევ​ძლებ თქვე​ნი ძა​ლის​ხმე​ვის
კომ​პენ​სი​რე​ბას ისე, რომ ეს თქვე​ნი​ვე სამ​სა​ხუ​რის ინ​ტე​რე​სებ​ში იყოს.

ხუ​თიოდე წა​მი ჩემს სიტ​ყვებ​ზე ფიქ​რობ​და. რა თქმა უნ​და, ვბლე​ფობ​დი. არა​ვი​თა​რი ძა​ლა​უფ​ლე​ბა არ გა​მაჩ​‐
ნდა ამ​გვა​რი „კომ​პენ​სა​ცი​ის​თვის“. ყვე​ლა​ფე​რი, რაც კი ჩემს სამ​სა​ხურ​ში შე​მეძ​ლო, ის იყო, რომ წავ​სუ​ლი​ყა​‐
ვი იქ, სა​დაც მიბ​რძა​ნებ​დნენ და ინ​ტერ​ვიუ ამე​ღო იმის​გან, ვის​გა​ნაც სა​ჭი​რო იყო. მაგ​რამ ჩე​მი თა​ნა​მო​სა​უბ​‐
რე ამას ვერ მიხ​ვდა. მიხ​ვდე​ბო​და და ჩათ​ვა​ლე, რომ ყვე​ლა​ფე​რი წყალ​ში ჩა​იყ​რე​ბო​და.

– ნამ​დვი​ლად არ გინ​დათ ინ​ტერ​ვიუ? – მკით​ხა, – თუ მა​ინც ინ​ტერ​ვიუ გინ​დათ, მა​შინ ჩე​მი სა​შუალე​ბით
შეუთან​ხმდით, სხვაგ​ვა​რად პრობ​ლე​მე​ბი იქ​ნე​ბა. ყვე​ლა​ფე​რი ოფი​ციალუ​რად უნ​და იყოს...

– არა. უაღ​რე​სად პი​რა​დუ​ლი თე​მაა. ასი პრო​ცენ​ტით, – კი​დევ ერ​თხელ და​ვა​დას​ტუ​რე.

ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რი მთხო​ვა. ვუ​კარ​ნა​ხე.

– ესე იგი თა​ნაკ​ლა​სე​ლი... – გაიმეორა და ამოიოხ​რა, – კე​თი​ლი. დღეს სა​ღა​მოს – ან, შე​საძ​ლოა, ხვალ – და​გი​‐
რე​კავთ. თუ, რა თქმა უნ​და, თვი​თონ ენ​დო​მე​ბა, ხომ გეს​მით...

– რა თქმა უნ​და, – ვთქვი.

– საქ​მიანი ადა​მიანია და სა​ერ​თო​დაც – იქ​ნებ სუ​ლაც არ სიამოვ​ნებს თა​ნაკ​ლა​სე​ლებ​თან ურ​თი​ერ​თო​ბა? ბავ​‐


შვი აღარ არის, რომ უაზ​როდ ილა​პა​რა​კოს ტე​ლე​ფო​ნით....

– ცხა​დია, – ვთქვი.

და​ამ​თქნა​რა და პირ​და​პირ შუა მთქნა​რე​ბა​ში და​კი​და ყურ​მი​ლი. რას იზამ. დი​ლის ათი საათი​ა...

***

სა​დი​ლო​ბამ​დე აოიამა​ზე წა​ვე​დი და სა​ათ​ზე მე​ტი პი​ჟო​ნურ სუ​პერ​მარ​კეტ „კი​ნო​კუ​ნიაში“ გა​ვა​ტა​რე. ჩე​მი ბე​‐
ბე​რი „სუ​ბა​რუ“ მა​ღა​ზი​ის სად​გომ​ზე, „სააბებ​სა“ და „მერ​სე​დე​სებს“ შო​რის და​ვა​ყე​ნე. მათ ფონ​ზე ისე​ვე უსა​‐
ხუ​რად ვიგ​რძე​ნი თა​ვი, რო​გორც ჩემ​მა მცი​რე​ლიტ​რა​ჟი​ან​მა. ამ ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​ვად, მიყ​ვარს „კი​ნო​კუ​‐
ნიაში“ სიარუ​ლი პრო​დუქ​ტე​ბის​თვის. სა​სა​ცი​ლოდ ჟღერს, მაგ​რამ „კი​ნო​კუ​ნიაში“ ნა​ყი​დი სა​ლა​თა უფ​რო
დიდ​ხანს ძლებს, ვიდ​რე სხვა სუ​პერ​მარ​კე​ტებ​ში ნა​ყი​დი. არ ვი​ცი რა​ტომ, მაგ​რამ ასეა. შე​იძ​ლე​ბა „კი​ნო​კუ​ნი​‐
ას“ პერ​სო​ნა​ლი და​კეტ​ვის შემ​დე​გაც რჩე​ბა მა​ღა​ზიაში და მთე​ლი ღა​მე სა​ლა​თის ფოთ​ლებს გამ​ძლეობა​ში
ავარ​ჯი​შებს. სულ არ გა​მიკ​ვირ​დე​ბა, რომ ეს სი​მარ​თლე გა​მოდ​გეს. ჩვენს გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მის სა​‐
ზო​გა​დოება​ში ასე​თე​ბი მომ​ხდა​რა?
ში​ნი​დან გას​ვლი​სას ტე​ლე​ფო​ნი ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე​ზე და​ვა​ყე​ნე, მაგ​რამ რო​ცა დავ​ბრუნ​დი, არა​ვი​თა​რი შეტ​ყო​ბი​‐
ნე​ბა არ დამ​ხვდა. არა​ვის არ დაურე​კავს. „შაფ​ტის“ თე​მა – გა​მო​აც​ხა​დეს რა​დიოში მო​რი​გი მე​ლო​დი​ის სა​‐
ხელ​წო​დე​ბა. სა​ნამ „შაფ​ტის“ თე​მას ვუს​მენ​დი, პა​კე​ტი​დან ბოს​ტნეული ამო​ვი​ღე, პო​ლიეთი​ლენ​ში შე​ვახ​ვიე
და მა​ცი​ვარ​ში შე​ვი​ნა​ხე. სა​ინ​ტე​რე​სოა, ნე​ტავ ვინ არის ეს „შაფ​ტი“?

მე​რე ისევ გა​რეთ გა​ვე​დი და იქ​ვე, სი​ბუიაზე, პა​ტა​რა კი​ნო​თე​ატ​რში მე​ოთ​ხედ ვნა​ხე „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“.
სე​ან​სის დაწ​ყე​ბი​დან და​ახ​ლოებით გა​და​ვით​ვა​ლე დრო, დარ​ბაზ​ში შე​ვე​დი და კი​კის სცე​ნას და​ვე​ლო​დე. ყუ​‐
რად​ღე​ბით მი​ვაც​ქერ​დი ეკ​რანს, ისე რომ წვრილ​მა​ნიც არ გა​მომ​რჩე​ნო​და. ყვე​ლა​ფე​რი ჩვეულებ​რი​ვად მი​‐
დიოდა. დი​ლა. კვი​რად​ღის უშ​ფოთ​ვე​ლი გა​თე​ნე​ბა. ჟა​ლუ​ზე​ბი. შიშ​ვე​ლი ქა​ლის ზურ​გი. მა​მა​კა​ცის თი​თე​ბი
ეალერ​სე​ბა ზურგს. კე​დელ​ზე კორ​ბუ​ზი​ეს სუ​რა​თი. სა​წო​ლის თავ​თან პა​ტა​რა მა​გი​და. ზედ „კა​ტი სარ​კის“ ნაკ​‐
ლუ​ლი ბოთ​ლი. ორი ბო​კა​ლი და სა​ფერ​ფლე. „სე​ვენ სტარ​ზის“ გა​ნა​ხევ​რე​ბუ​ლი კო​ლო​ფი. კე​დელ​თან სტე​‐
რეოსის​ტე​მა. ყვა​ვი​ლის ლარ​ნა​კი. ლარ​ნა​კი​დან ქრი​ზან​თე​მებს ამო​უყ​ვი​ათ თა​ვი. იატაკ​ზე ტან​საც​მე​ლი ყრია,
აშ​კა​რად სიჩ​ქა​რე​ში გახ​დი​ლი. წიგ​ნის თა​რო. კა​მე​რა ბრუნ​დე​ბა. კი​კი. უნე​ბუ​რად ვხუ​ჭავ თვა​ლებს. მე​რე ვა​‐
ხელ. გო​ტან​და კი​კის ეალერ​სე​ბა. სა​თუ​თად და ნა​ზად. „რა სი​სუ​ლე​ლე​ა!“ – ვფიქ​რობ. და ხმა​მაღ​ლა ვამ​ბობ.
ბი​ჭი, ჩემ​გან ოთ​ხი სა​ვარ​ძლის იქით, გაკ​ვირ​ვე​ბუ​ლი მი​ყუ​რებს.

შე​მო​დის ფილ​მის გმი​რი უფ​როს​კლა​სე​ლი გო​გო​ნა. ნაწ​ნა​ვე​ბი აქვს. საწ​ვი​მა​რი რო​მე​ლი​ღაც იახ​ტკლუ​ბის ემ​‐
ბლე​მით. ჯინ​სი. წი​თე​ლი „ა​დი​და​სი“. ხელ​ში ფუნ​თუ​შე​ბი. ნა​ბიჯს დგამს ოთახ​ში. გარ​ბის. გო​ტან​და ტრან​სშია.
გა​შე​შე​ბუ​ლი მზე​რით ზის სა​წოლ​ში და იმ სივ​რცეს გაჰ​ყუ​რებს, სა​დაც ახ​ლა​ხან გო​გო​ნა იდ​გა. კი​კის თი​თე​ბი
მის მხრებ​ზე. ხმა​ში წყე​ნა გა​ის​მის. „რა ხდე​ბა“?

კი​ნო​დან გა​მო​ვე​დი და სი​ბუიას გა​ვუ​ყე​ვი.

სა​გა​ზაფ​ხუ​ლო არ​და​დე​გე​ბი და​იწ​ყო და ქუ​ჩა სავ​სე იყო მოს​წავ​ლეებით და სტუ​დენ​ტე​ბით. ყვე​ლა ჯუ​რის თი​‐
ნეიჯე​რი აწ​ყდე​ბო​და კი​ნო​თე​ატ​რებს, ჭამ​დნენ „მაკ​დო​ნალ​დსის“ ნა​გავს, გრიალებ​დნენ მო​დურ კა​ფე​ებ​ში, ყი​‐
დუ​ლობ​დნენ „ჰოთ​დოგ პრე​სის“, „პოპ აის“ ან „ო​ლი​ვის“ ტი​პის პო​პუ​ლა​რულ ჟურ​ნა​ლებს, რომ​ლე​ბის​გა​ნაც
მე​რე თვი​თო​ნაც არ იცოდ​ნენ, რო​გორ და​ეღ​წი​ათ თა​ვი, და უკა​ნას​კნელ ხურ​დას სა​თა​მა​შო ავ​ტო​მა​ტებ​ში
ყრიდ​ნენ. ყო​ვე​ლი მხრი​დან მუ​სი​კა გრიალებ​და: სტი​ვი უან​დე​რი, ჰო​ლი და ოუტ​სი, პა​ჩინ​კოს ის​ტე​რიული
რიტ​მე​ბი, მი​ლი​ტა​რის​ტუ​ლი მარ​შე​ბი ულ​ტრა​მე​მარ​ჯვე​ნე​თა სა​რეკ​ლა​მო ავ​ტო​ბუ​სე​ბის დი​ნა​მი​კე​ბი​დან – ეს
ყვე​ლა​ფე​რი ირეოდა, იწ​ნე​ხე​ბო​და და დნე​ბო​და ერთ გაუგე​ბარ კა​კო​ფო​ნიაში. მეტ​როს​თან ახ​ლოს უფ​რო დი​‐
დი გნიასი იდ​გა: პირ​და​პირ მეტ​როს წინ წი​ნა​სა​არ​ჩევ​ნო შოუ გაემარ​თათ პო​ლი​ტი​კო​სებს.

შეუჩე​რებ​ლად მივ​დიოდი ქუ​ჩა​ში და კი​კის ზურ​გზე მოს​რიალე გო​ტან​დას გრძე​ლი თი​თე​ბი მედ​გა თვალ​წინ.
ნელ-​ნელა ჰა​რა​ძიუკუმ​დე მი​ვაღ​წიე, ბე​ის​ბო​ლის სტა​დი​ონს ჩა​ვუარე და სენ​და​გაიზე გა​ვე​დი, აოიამას სა​საფ​‐
ლა​ოს გავ​ლით ნე​ძუს ხე​ლოვ​ნე​ბის მუ​ზეუმის​კენ შე​ვუხ​ვიე, უკან მო​ვი​ტო​ვე კა​ფე „ფი​გა​რო“ და ისევ სუ​პერ​‐
მარ​კეტ „კი​ნო​კუ​ნი​ას“ წინ აღ​მოვ​ჩნდი. მე​რე ცა​თამ​ბჯენ „ძინ​ტანს“ შე​მო​ვუარე და სი​ბუიაზე დავ​ბრუნ​დი. მოკ​‐
ლედ, მშვე​ნივ​რად გა​ვი​სე​ირ​ნე. რო​ცა სად​გურ სი​ბუიას მი​ვაღ​წიე, მზე უკ​ვე ჩა​სუ​ლი​ყო. აქე​დან კარ​გად ჩან​და,
გა​ხუ​რე​ბუ​ლი ნეონის ციალის​კენ რო​გორ მიქ​როდ​ნენ ქუ​ჩებ​ში შავ​პალ​ტოიანი გულ​გრი​ლი კლერ​კე​ბი – ყვე​‐
ლა ერ​თი სიჩ​ქა​რით – პირ​ქუ​ში თი​ნუ​სე​ბი​ვით თი​ნუს​დამ​ჭე​რი პრო​ჟექ​ტო​რე​ბის​კენ.

შინ წით​ლად ან​თე​ბუ​ლი ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე დამ​ხვდა. შუ​ქი ავან​თე. პალ​ტო გა​ვი​ხა​დე. მა​ცივ​რი​დან ლუ​დის ქი​ლა
გა​მო​ვი​ღე, ცო​ტა მოვ​სვი. მე​რე სა​წოლ​ზე დავ​ჯე​ქი, ტე​ლე​ფონს მივ​წვდი და „პლაყ“-ს და​ვა​ჭი​რე. ხუ​თიოდე წა​‐
მის გან​მავ​ლო​ბა​ში კა​სე​ტა უკან ახ​ვევ​და, მე​რე თვი​თონ ჩა​ირ​თო.

– აუ, რა დრო გა​ვი​და! – თქვა გო​ტან​დამ.

"},{"head":"18.","content":"

18.
– აუ, რა დრო გა​ვი​და! – თქვა გო​ტან​დამ. მკა​ფი​ოდ, კარ​გი არ​ტი​კუ​ლა​ცი​ით. არც ჩქა​რა და არც ნე​ლა, არც ხმა​‐
მაღ​ლა და არც ხმა​დაბ​ლა, დაუძა​ბა​ვად, თუმ​ცა არც მე​ტის​მე​ტად დუ​ნედ. იდეალუ​რი ხმაა. მა​შინ​ვე ვი​ცა​ნი.
ასე​თი ხმის და​ვიწ​ყე​ბა ძნე​ლია, საკ​მა​რი​სია ერ​თხელ გაიგო​ნო. ისე​ვე, რო​გორც ძნე​ლია ამ და​მაბ​რმა​ვე​ბე​ლი
ღი​მი​ლის, თოვ​ლი​ვით ქათ​ქა​თა კბი​ლე​ბი​სა და ცხვი​რის ნა​ტი​ფი ხა​ზის და​ვიწ​ყე​ბა. არას​დროს არ მი​მიქ​ცე​ვია
ამ ხმის​თვის გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ყუ​რად​ღე​ბა და სა​გან​გე​ბოდ არ დავ​ფიქ​რე​ბულ​ვარ მას​ზე. მაგ​რამ ახ​ლა ეს
ხმა, ზა​რის წკრიალი​ვით ტალ​ღე​ბად რომ ეფი​ნე​ბა სა​ღა​მოს ბინ​დბუნდს, აი ეს ხმა მეღ​ვენ​თე​ბო​და სხე​ულ​ში
და მეხ​სიერე​ბის ყვე​ლა​ზე მი​ძი​ნე​ბულ კუთხე-​კუნჭულებს აღ​ვი​ძებ​და... სა​ოც​რე​ბაა და მე​ტი არა​ფე​რი.

– დღეს სა​ღა​მოს შინ ვარ, პირ​და​პირ აქ და​მი​რე​კე. ნე​ბის​მი​ერ დროს – დი​ლამ​დე არ მძი​ნავს! – თქვა გო​ტან​‐
დამ და ორ​ჯერ მი​კარ​ნა​ხა თა​ვი​სი ნო​მე​რი, – აბა, დროებით! და​რე​კავ – ვი​ლა​პა​რა​კებთ...

პირ​ვე​ლი ციფ​რე​ბის მი​ხედ​ვით, სად​ღაც ახ​ლოს ცხოვ​რობ​და. ნო​მე​რი ჩა​ვი​წე​რე, ყურ​მი​ლი ავი​ღე და დავ​რე​‐
კე. მე​ექ​ვსე ზუ​მე​რის შემ​დეგ ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე ჩა​ირ​თო. „სახ​ლში არა​ვინ არ არის. გთხოვთ, და​ტო​ვოთ შეტ​ყო​‐
ბი​ნე​ბა“, – თქვა ქა​ლის მე​ქა​ნი​კურ​მა ხმამ. ვთქვი სა​ხე​ლი, ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რი და და​რეკ​ვის დრო. ასე​ვე
ვთქვი, რომ დღეს მთე​ლი სა​ღა​მო სახ​ლში ვარ... ძნე​ლია დიდ ქა​ლაქ​ში ცხოვ​რე​ბა! ყურ​მი​ლი დავ​კი​დე და
სამ​ზა​რეულო​ში გა​ვე​დი. მა​ცივ​რი​დან ნიახუ​რის ფოთ​ლე​ბი გა​მო​ვი​ღე, გავ​რეც​ხე, წვრი​ლად დავ​ჭე​რი, მაიონე​‐
ზი მო​ვას​ხი და უკ​ვე ჭა​მა და ლუ​დის და​ყო​ლე​ბა რომ და​ვიწ​ყე, ტე​ლე​ფონ​მა და​რე​კა.

– რას აკე​თებ? – მკით​ხა იუკიმ.

– შუა სამ​ზა​რეულო​ში ვდგა​ვარ, მაიონე​ზი​ან ნიახურს ვჭამ და ლუდს ვა​ყო​ლებ, – ვუ​პა​სუ​ხე.

– თა​ნა​გიგ​რძნობ, – თქვა იუკიმ.

– არ ღირს, – ვუ​პა​სუ​ხე. ამ​ქვეყ​ნად მე​ტის​მე​ტად ბევ​რი რამ სა​ჭი​რო​ებს უფ​რო მეტ თა​ნაგ​რძნო​ბას, ვიდ​რე მე.
უბ​რა​ლოდ იუკიმ ჯერ არ იცო​და ეს.

– სად ხარ ახ​ლა? – ვკით​ხე.

– ისევ იქ, აკა​სა​კა​ზე, – თქვა, – დღეს არ წა​ვალთ მან​ქა​ნით სა​სე​ირ​ნოდ?

– მა​პა​ტიე, მაგ​რამ დღეს არ გა​მო​ვა. დღეს სახ​ლში ვარ და ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვან საქ​მი​ან ზარს ვე​ლო​დე​ბი.
სხვა დროს, კარ​გი?.. ჰო, მარ​თლა, გუ​შინ​დე​ლი სა​უბ​რის თაობა​ზე. შენ რა, ნამ​დვი​ლად ნა​ხე ადა​მიანი ცხვრის
ტყა​ვით? მო​მი​ყე​ვი! ვერც კი წარ​მო​იდ​გენ, რა მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია ეს...

– სხვა დროს, კარ​გი? – გა​მო​მა​ჯავ​რა და ხმაურით და​აგ​დო ყურ​მი​ლი.

„ღმერ​თო ჩე​მო!“ – გა​ვი​ფიქ​რე. კი​დევ ერ​თი წუ​თი ვი​დე​ქი და ყურ​მილს დავ​ცქე​რო​დი.

***

ნიახუ​რი მა​ლე შევ​ჭა​მე და დავ​ფიქ​რდი, რა მო​მემ​ზა​დე​ბი​ნა ვახ​შმად. დღეს სპა​გე​ტის მოვ​ხარ​შავ, გა​დავ​წყვი​‐
ტე. უნ​და ავი​ღო ორი კბი​ლი ნიორი, დავ​ნა​ყო და ზეითუ​ნის ზეთ​ში მოვ​ხრა​კო. დრო​დად​რო უნ​და დავ​ხა​რო
ტა​ფა, ცალ მხა​რეს მო​ვაგ​რო​ვო ზე​თი და დიდ​ხანს მე​ჭი​როს ასე ნელ ცეც​ხლზე. და​ვა​მა​ტო გრძლად დაჭ​რი​ლი
წი​თე​ლი წი​წა​კა. გა​ვაგ​რძე​ლო ნივ​რი​სა და წი​წა​კის მოხ​რაკ​ვა. ზე​თი რომ არ და​იწ​ვას, დრო​ზე ამო​ვი​ღო წი​წა​კა
და ნიორი (ყვე​ლა​ზე ძნე​ლი ამ მო​მენ​ტის გა​მოც​ნო​ბა​ა). ზეთ​ში ლო​რის ნაჭ​რე​ბი ჩავ​ყა​რო და მა​ნამ​დე შევ​წვა,
სა​ნამ ტკა​ცანს არ და​იწ​ყებს. ტა​ფა​ში სპა​გე​ტი ჩა​ვუ​ძა​ხო და ავუ​რიო. წვრი​ლად დავ​ჭრა ოხ​რა​ხუ​ში. ესეც ასე!
ახ​ლა „მო​ცა​რე​ლა“ და პო​მიდ​ვრე​ბი... ური​გო არ უნ​და იყოს!

მაგ​რამ წყლის ადუ​ღე​ბაც ვერ მო​ვას​წა​რი სპა​გე​ტის​თვის, რომ ისევ და​მი​რე​კეს. გაზ​ქუ​რა გა​მოვ​რთე და ტე​‐
ლე​ფონ​თან მი​ვე​დი.

– სა​ლა​მი, ძმაო! – შეს​ძა​ხა გო​ტან​დამ, – რამ​დე​ნი წე​ლი გა​ვი​და? ცოც​ხა​ლი ხარ?

– ვარ რა, ნელ​თბი​ლად, – ვუ​პა​სუ​ხე.

– მე​ნე​ჯერ​მა მით​ხრა, საქ​მე გქო​ნია ჩემ​თან. პარ​ტნი​ორს ეძებ ბა​ყა​ყის გა​საჭ​რე​ლად? – გუ​ლიანად გაიცი​ნა.

– მინ​დო​და, რა​ღაც მე​კით​ხა შენ​თვის. თუმ​ცა ვი​ცი: და​კა​ვე​ბუ​ლი ხარ. ცო​ტა არ იყოს, უც​ნაური შე​კით​ხვაა.
იცი, რა მინ​დო​და...

– მოიცა, ახ​ლა რას აკე​თებ?

– არა​ფერს... ვახ​შმის მომ​ზა​დე​ბა გა​დავ​წყვი​ტე.

– მშვე​ნიერია! სად​მე ხომ არ გავ​სუ​ლი​ყა​ვით, რო​მე​ლი​მე რეს​ტო​რან​ში? აი, სწო​რედ ახ​ლა ვი​ჯე​ქი და ვფიქ​‐
რობ​დი, ვის​თან ერ​თად ვივახშმო-​მეთქი. არ მიყ​ვარს მარ​ტო ჭა​მა...

– რო​გორ​ღაც მეუხერ​ხუ​ლე​ბა. მოულოდ​ნე​ლად და​გატ​ყდი თავს ამ ჩე​მი ზა​რით...

– კარ​გი რა! გვინ​და თუ არ გვინ​და, კუ​ჭი დღე​ში სამ​ჯერ ცა​რი​ელ​დე​ბა. იძუ​ლე​ბუ​ლი ვართ, რა​ღა​ცით შე​ვავ​‐
სოთ. ასე რომ, შე​ნი გუ​ლის​თვის ძა​ლად ჭა​მას არ ვა​პი​რებ. ადა​მიანუ​რად დავ​სხდე​ბით, შევ​ჭამთ, დავ​ლევთ,
წარ​სულს გა​ვიხ​სე​ნებთ. ათა​სი წე​ლია, სკო​ლის არ​ცერთ ნაც​ნობს არ შევ​ხვედ​რი​ვარ. მთა​ვა​რია, შენ​თვის
იყოს მო​სა​ხერ​ხე​ბე​ლი, თო​რემ მე – სიამოვ​ნე​ბით. შევ​თან​ხმდით?

– რას მე​კით​ხე​ბი! მე მაქვს საქ​მე შენ​თან და არა პი​რი​ქით!

– მშვე​ნიერია! ახ​ლა​ვე გა​მო​გივ​ლი. სად ცხოვ​რობ?

მი​სა​მარ​თი ვუთ​ხა​რი.

– ძა​ლი​ან კარ​გი, აქ​ვე ყო​ფილ​ხარ. ოც წუთ​ში მანდ ვარ! ოღონდ მზად იყა​ვი, რომ მა​შინ​ვე გა​მოხ​ვი​დე, თო​რემ
მუ​ცელ​ში უკ​ვე კოს​მო​სუ​რი ვა​კუუმი მაქვს, დიდ​ხანს ვერ მო​ვით​მენ.

– გა​სა​გე​ბია, – ვუთ​ხა​რი. ყურ​მი​ლი დავ​კი​დე და შე​ფიქ​რიანე​ბულ​მა გა​ვაქ​ნიე თა​ვი. „წარ​სულს გა​ვიხ​სე​ნებთ“?


ვერც კი წარ​მო​მედ​გი​ნა, რო​მელ „წარ​სულ​ზე“ შე​მეძ​ლო საუბა​რი გო​ტან​დას​თან. სკო​ლა​ში გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი,
ახ​ლო ურ​თი​ერ​თო​ბა არ გვქო​ნია. ის კაშ​კა​შა პი​როვ​ნე​ბა და კლა​სის სიამა​ყე იყო. მე კი, გუ​ლახ​დი​ლად რომ
ვთქვა, ერ​თობ უღიმ​ღა​მო ცხოვ​რე​ბით ვცხოვ​რობ​დი. გა​საკ​ვი​რია, რომ სა​ერ​თოდ ახ​სოვ​და ჩე​მი სა​ხე​ლი. რო​‐
მე​ლი „წარ​სუ​ლი“? რა​ზე უნ​და ვე​ლა​პა​რა​კო? თუმ​ცა კმა​რა, სხვა თუ არა​ფე​რი, ცხვირს მა​ინც არ სწევ​და მაღ​‐
ლა. მოკ​ლედ, კარ​გია, რომ ყვე​ლა​ფე​რი ასე მოხ​და და არა სხვა​ნაირად.

სას​წრა​ფოდ გა​ვი​პარ​სე, ნა​რინ​ჯის​ფერ​ზო​ლიანი პე​რან​გი და კელ​ვინ კლაინის ტვი​დის პი​ჯა​კი ჩა​ვიც​ვი. ოდეს​‐
ღაც მე​გო​ბა​რი ქა​ლის მი​ერ და​ბა​დე​ბის დღე​ზე ნა​ჩუ​ქა​რი არ​მა​ნის შა​ლის ჰალ​სტუ​ხი გა​ვი​კე​თე. ახალ​გა​რეც​‐
ხი​ლი ჯინ​სი, ამას წი​ნათ ნა​ყი​დი ჩოგ​ბურ​თის ფეხ​საც​მე​ლე​ბი. ეს ჩე​მი გარ​დე​რო​ბის ყვე​ლა​ზე ძვირ​ფა​სი ტა​ნი​‐
სა​მო​სი იყო. და​მი​ფა​სებს ჩე​მი თა​ნა​მო​სა​უბ​რე ამ შიკს? ეშ​მაკ​მა უწ​ყის. ცხოვ​რე​ბა​ში ერ​თხე​ლაც არ მი​ვახ​შმია
კი​ნო​ვარ​სკვლავ​თან. და რა უნ​და ჩა​იც​ვა ამ დროს, წარ​მოდ​გე​ნაც კი არ მქონ​და.

ზუს​ტად ოცი წუ​თის შემ​დეგ მო​ვი​და – არც მე​ტი, არც ნაკ​ლე​ბი. მის​მა მძღოლ​მა, ორ​მოც​დაათი წლის წარ​მო​‐
უდ​გენ​ლად თა​ვა​ზი​ან​მა კაც​მა კარ​ზე და​რე​კა და შე​მატ​ყო​ბი​ნა, რომ ბა​ტო​ნი გო​ტან​და მან​ქა​ნა​ში მე​ლო​და. იქ,
სა​დაც პი​რა​დი მძღო​ლია, „მერ​სე​დე​სიც“ არის, გა​ვი​ფიქ​რე და არც შევ​მცდარ​ვარ. ქვე​ვით სწო​რედ „მერ​სე​დე​‐
სი“ მე​ლო​და. ვერ​ცხლის​ფე​რი, გი​გან​ტუ​რი „მერ​სე​დე​სი“. ავ​ტო​მო​ბი​ლი კი არა, იახ​ტაა. სარ​კი​სე​ბუ​რი მი​ნე​ბით,
ვე​რაფ​რით ვერ მიხ​ვდე​ბი, რა არის შიგ​ნით. მსუ​ბუ​ქი, სა​სიამოვ​ნო ჩხა​კუ​ნით შო​ფერ​მა კა​რი გა​მი​ღო. დავ​ჯე​‐
ქი. გო​ტან​და იქ იყო.

– კარ​გა ხა​ნია არ გვი​ნა​ხავს ერ​თმა​ნე​თი! – თქვა გო​ტან​დამ და გაიღი​მა. მივ​ხვდი, რომ ხე​ლის ჩა​მორ​თმე​ვა
არ იქ​ნე​ბო​და – მად​ლო​ბა ღმერთს.

– კი, კარ​გა ხა​ნია, – და​ვე​თან​ხმე.

ძა​ლი​ან სა​დად ეც​ვა: მუ​ქი ლურ​ჯი საწ​ვი​მა​რი შა​ლის სვი​ტერ​ზე. გაც​რე​ცი​ლი ველ​ვე​ტის კრე​მის​ფე​რი შარ​ვა​‐
ლი. ფეხ​ზე – გა​ხუ​ნე​ბუ​ლი „ა​სიქ​სის“ კე​დე​ბი. თუმ​ცა ყვე​ლა​ფე​რი ერ​თად უნაკ​ლოდ გა​მოიყუ​რე​ბო​და.

ყვე​ლა​ზე სტან​დარ​ტუ​ლი და უსა​ხუ​რი ტან​საც​მე​ლი მას​ზე ისე მო​დუ​რი ჩან​და, რო​გორც უმაღ​ლე​სი კლა​სის
მო​დე​ლიერე​ბის შე​დევ​რი. ღი​მი​ლი არ მოუცი​ლე​ბია სა​ხი​დან, თა​ვი​დან ფე​ხე​ბამ​დე ჩა​მათ​ვა​ლიერა.

– ჩი​ნე​ბუ​ლად იც​ვამ, – თქვა, – შე​სა​ნიშ​ნა​ვი გე​მოვ​ნე​ბა გაქვს!

– გმად​ლობ, – ვუთ​ხა​რი.

– ნამ​დვი​ლი კი​ნო​ვარ​სკვლა​ვი ხარ! – დაამა​ტა. სუ​ლაც არ ჟღერ​და და​ცინ​ვა​სა​ვით. უბ​რა​ლოდ, იხუმ​რა ადა​მი​‐
ან​მა. ეს არის და ეს. გა​ვი​ცი​ნე. იმა​ნაც გაიცი​ნა. ატ​მოს​ფე​რო გა​ნი​მუხ​ტა. გო​ტან​დამ მან​ქა​ნის სა​ლონს მო​ავ​‐
ლო თვა​ლი.

– მხე​ცი მან​ქა​ნაა, არა? ამას სტუ​დია მაძ​ლევს, რო​ცა მჭირ​დე​ბა. მძღო​ლიანად. იმი​ტომ, რომ ავა​რიაში არ
მოვ​ყვე და სა​ჭეს არ მი​ვუჯ​დე, რო​ცა მთვრა​ლი ვარ. ასე უფ​რო უხი​ფა​თოა. სტუ​დი​ის​თვი​საც და ჩემ​თვი​საც.
ყვე​ლა კარ​გად არის, ყვე​ლა ბედ​ნიერი​ა.

– ნუ იტ​ყვი... – მხო​ლოდ ეს ვთქვი.

– ასეთ​ზე ცხოვ​რე​ბა​ში არ დავ​ჯდე​ბო​დი. მე უფ​რო პა​ტა​რა მან​ქა​ნე​ბი მიყ​ვარს.


– „პორ​შე“? – ვკით​ხე.

– „მა​ზე​რა​ტი“, – მი​პა​სუ​ხა.

– მე კი​დევ უფ​რო პა​ტა​რა მიყ​ვარს... – ვთქვი.

– „სი​ვი​კი“? – მკით​ხა.

– „სუ​ბა​რუ“, – ვუ​პა​სუ​ხე.

– აჰ, „სუ​ბა​რუ“! – მა​შინ​ვე და​მიქ​ნია თა​ვი, – ჰო, ჰო, მყავ​და ოდეს​ღაც. პირ​ვე​ლი მან​ქა​ნა ცხოვ​რე​ბა​ში. პირ​ვე​‐
ლი იმათ​გან, რო​მე​ლიც სამ​სა​ხუ​რის კი არა, სა​კუ​თა​რი ფუ​ლით ვი​ყი​დე. პირ​ვე​ლი ფილ​მის შემ​დეგ ჰო​ნო​რა​რი
მი​ვი​ღე და ნახ​მა​რი „სუ​ბა​რუ“ ვი​ყი​დე. ძა​ლი​ან მიყ​ვარ​და! გა​და​ღე​ბა​ზე მხო​ლოდ იმით დავ​დიოდი. მომ​დევ​ნო
ფილ​მში უკე​თე​სი რო​ლი მომ​ცეს, თან მა​შინ​ვე გა​მაფ​რთხი​ლეს: თუ გინ​და ვარ​სკვლა​ვებ​ში გაიჩი​თო, არც კი
იფიქ​რო რა​ღაც „სუ​ბა​რუ​ზე“ დაჯ​დო​მა... იძუ​ლე​ბუ​ლი გავ​ხდი სხვა მან​ქა​ნით შე​მეც​ვა​ლა. ასეა სამ​ყა​რო მოწ​‐
ყო​ბი​ლი! კარ​გი მან​ქა​ნა იყო. პრაქ​ტი​კუ​ლი, იაფი... კაი რა​მეა „სუ​ბა​რუ“. მო​დი და ნუ გეყ​ვა​რე​ბა...

– ჰო, მეც მიყ​ვარს, – ვთქვი.

– იცი, რა​ტომ მყავს „მა​ზე​რა​ტი“?

– რა​ტომ?

– იმი​ტომ რომ მე​ტი ხარ​ჯია ჩა​მო​სა​წე​რი! – ხმა​დაბ​ლა, საიდუმ​ლო ტო​ნით თქვა, თით​ქოს ვი​ღა​ცის ჭუჭ​ყი​ან
საიდუმ​ლოს მიმ​ხელ​და, – მე​ნე​ჯე​რი ერ​თთა​ვად ჩამ​ძა​ხის: რაც შე​იძ​ლე​ბა მე​ტი ხარ​ჯე! თო​რემ ჩა​მო​სა​წე​რად
არ მყოფ​ნი​სო. ჰო​და, მეც იძუ​ლე​ბუ​ლი ვარ, ძვირ​ფა​სი მან​ქა​ნე​ბი ვი​ყი​დო. უფ​რო ძვირს იყი​დი? უფ​რო ბევრს
ჩა​მო​წერ. ხარ​ჯის სა​ერ​თო კვო​ტა იზ​რდე​ბა. ყვე​ლა ბედ​ნიერი​ა.

რა უბე​დუ​რე​ბაა. ხარ​ჯე​ბის ჩა​მო​წე​რის გარ​და, სხვა რა​მე​ზე ვინ​მე ფიქ​რობს ამ​ქვეყ​ნად?

– ახ​ლა შიმ​ში​ლით ფე​ხებს გავ​ფშეკ! – თქვა გო​ტან​დამ და თა​ვი გა​აქ​ნია, – მოზ​რდი​ლი სტეიკი თუ მიშ​ვე​ლის.
სტე​იკ​ზე რას იტ​ყვი?

ვუ​პა​სუ​ხე, რომ მის გე​მოვ​ნე​ბას ვენ​დო​ბი და მძღოლს უთ​ხრა, სად წა​სუ​ლი​ყო. მძღოლ​მა უხ​მოდ და​უქ​ნია თა​‐
ვი. მან​ქა​ნა და​იძ​რა. გო​ტან​და ღი​მი​ლით შე​მომ​ყუ​რებ​და.

– პი​რა​დუ​ლი შე​კით​ხვა! – თქვა, – თვი​თონ იმ​ზა​დებ ვახ​შამს, ესე იგი უცო​ლო ხარ?

– აჰა, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – დავ​ქორ​წინ​დი, გან​ვქორ​წინ​დი...

– მარ​თლა? მეც, – წა​მოიძა​ხა, – მო​ვიყ​ვა​ნე, გა​ვე​ყა​რე. ალი​მენტს იხ​დი?


– არა.

– არ​ცერთ იენს?

თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– მა​ინც არ აიღებს.

– ბედ​ნიერი! – თქვა და გაიცი​ნა, – მე კი, თუ და​მი​ჯე​რებ, არა​ფერ​საც არ ვიხ​დი, მაგ​რამ იმ წყეული გან​ქორ​წი​‐
ნე​ბი​დან სულ მშრალ​ზე ვზი​ვარ. გაიგებ​დი, რო​გო​რი ამ​ბით ვშორ​დე​ბო​დი.

– ჰო, მოვ​კა​რი ყუ​რი, – ვუ​პა​სუ​ხე.

აღარ გა​უგ​რძე​ლე​ბი​ა.

რო​გორც მახ​სოვ​და, ხუ​თი წლის წინ და​ქორ​წინ​და პო​პუ​ლა​რულ კი​ნომ​სა​ხი​ობ​ზე, და​ახ​ლოებით ორი წლის
შემ​დეგ კი გაეყა​რა. მათ გან​ქორ​წი​ნე​ბას მა​შინ და​გე​მოვ​ნე​ბით ლო​კავ​დნენ სკან​და​ლუ​რი ყო​ველ​კვი​რეულე​ბი.
ძნე​ლი გა​სარ​კვე​ვი იყო, ვინ წერ​და სი​მარ​თლეს და ვინ – ტყუ​ილს. მაგ​რამ ზო​გა​დად გა​მო​დიოდა, რომ იმ მსა​‐
ხიობის ოჯა​ხი ალე​სი​ლი იყო გო​ტან​და​ზე. სტან​დარ​ტუ​ლი სი​ტუაციაა, ყო​ველ ფე​ხის ნა​ბიჯ​ზე მე​ორ​დე​ბა. სა​‐
ხე​ლო​ვა​ნი ცო​ლის ულ​მო​ბელ​მა ოჯახ​მა ქე​ჩო​ში ჩა​ავ​ლო ხე​ლი ქმა​რუ​კას და მთლიანად და​მორ​ჩი​ლე​ბა სცა​‐
და. ში​ნაც და გა​რე​თაც. ის კი, უბ​რა​ლო ოჯახ​ში გაზ​რდი​ლი, ვერ ეგუებო​და მა​ღალ სა​ზო​გა​დოებას და ცდი​‐
ლობ​და, თუნ​დაც მხო​ლოდ პი​რად ცხოვ​რე​ბა​ში თა​ვის ნე​ბა​ზე ყო​ფი​ლი​ყო. ცხა​დია, აქ „ო​ჯა​ხურ ბედ​ნიერე​ბა​‐
ზე“ ლა​პა​რა​კიც კი ზედ​მე​ტი იყო.

– რა სა​ინ​ტე​რე​სოა, არა? ოდეს​ღაც ჩვენ ბა​ყა​ყის გაჭ​რის ცდე​ბი გვა​ერ​თიანებ​და. ამ​დე​ნი წლის მე​რე ისევ
ვხვდე​ბით და... ახ​ლა არ​შემ​დგა​რი ოჯა​ხუ​რი ცხოვ​რე​ბის ერ​თნაირი გა​მოც​დი​ლე​ბა გვაქვს! პირ​და​პირ მის​ტი​‐
კაა! არ მე​თან​ხმე​ბი? – სი​ცი​ლით თქვა გო​ტან​დამ და თი​თის წვე​რით მარ​ცხე​ნა წამ​წამს შეეხო, – შენ რა​ტომ​ღა
გა​შორ​დი?

– ჩემ​თან ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან უბ​რა​ლოდ მოხ​და. ერთ მშვე​ნი​ერ დღეს ად​გა და წა​ვი​და. სულ ეს არის.

– აი ასე, უცებ?

– ჰო. არა​ფე​რი არ უთ​ქვამს. ად​გა და წა​ვი​და. ვე​რა​ფერს ვერ ვხვდე​ბო​დი. ერ​თხე​ლაც მოვ​დი​ვარ სამ​სა​ხუ​რი​‐
დან, ის კი შინ არ არის. ვი​ფიქ​რე, ალ​ბათ მა​ღა​ზი​ებ​ში გაიარა, მა​ლე მოვა-​მეთქი. ვახ​შა​მი მო​ვიმ​ზა​დე, შევ​ჭა​მე.
და​სა​ძი​ნებ​ლად დავ​წე​ქი. დი​ლით გა​ვიღ​ვი​ძე – ისევ არ არის. არც ერ​თი კვი​რის შემ​დეგ გა​მოჩ​ნდა, არც ერ​თი
თვის შემ​დეგ. მე​რე კი ფოს​ტით გან​ქორ​წი​ნე​ბის დო​კუ​მენ​ტე​ბი მი​ვი​ღე.

გო​ტან​და ერ​თხანს ჩუ​მად იყო, მე​რე ამოიოხ​რა:

– შე​იძ​ლე​ბა გეწ​ყი​ნოს, მაგ​რამ ასე მგო​ნია, ჩემ​თან შე​და​რე​ბით უბ​რა​ლოდ, იღ​ბლიანი ხარ.

– რა​ტომ? – ვკით​ხე.
– ჩემ​გან არა​ვინ წა​სუ​ლა. პი​რი​ქით – ეს მე გა​მა​ტიტ​ვლეს და პან​ღუ​რი ამომ​კრეს. ამ სიტ​ყვის პირ​და​პი​რი
მნიშ​ვნე​ლო​ბით...

გო​ტან​და გა​ჩუმ​და და მან​ქა​ნის სა​ქა​რე მი​ნის მიღ​მა, სად​ღაც შორს და​იწ​ყო ყუ​რე​ბა.

– სა​შინ​ლად ჭუჭ​ყიანი ის​ტო​რიაა, – გა​ნაგ​რძო, – ყვე​ლა​ფე​რი და​გეგ​მეს, თა​ვი​დან ბო​ლომ​დე. ყვე​ლა წვრილ​მა​‐
ნი გა​ით​ვა​ლის​წი​ნეს. ნამ​დვი​ლი თაღ​ლი​თე​ბი. რამ​დე​ნი დო​კუ​მენ​ტი გა​დააკე​თეს ჩე​მი სა​ხე​ლით! თან ისე მო​‐
ხერ​ხე​ბუ​ლად, რომ უკა​ნას​კნელ დღემ​დე ვე​რა​ფერს ვხვდე​ბო​დი. ჩე​მი ფი​ნან​სე​ბი მის​სა​ვე ად​ვო​კატს ჩა​ვა​ბა​‐
რე. ცოლს მთლიანად ვენ​დო​ბო​დი. რო​ცა მე​უბ​ნე​ბო​და, ასეა სა​ჭი​რო შე​მო​სავ​ლე​ბის დეკ​ლა​რა​ცი​ის​თვი​სო,
მეც ყვე​ლა​ფერს ვუთ​მობ​დი: ბან​კის ბე​ჭედს, აქ​ცი​ებს, თა​მა​სუ​ქებს, სა​ბან​კო ბა​რათს... სა​ერ​თოდ, ცო​ტა რამ
გა​მე​გე​ბა ამ ბუ​ღალ​ტე​რი​ის. თუ არის ვინ​მე, ვი​საც შე​იძ​ლე​ბა და​ვა​ვა​ლო, ვა​ვა​ლებ, ოღონდ თა​ვი​დან ავი​ცი​‐
ლო. მაგ​რამ ჩე​მი თა​ნა​მეც​ხედ​რე თა​ვის წი​ნაპ​რებს აჰ​ყვა სიმ​ღე​რა​ში: გონს რომ მო​ვე​დი, უკ​ვე გვი​ან იყო –
საც​ვლე​ბის ამა​რა დამ​ტო​ვეს. ეს კი​დევ რბი​ლად არის ნათ​ქვა​მი – ძვლე​ბამ​დე გა​მომ​ხრეს. და ძაღ​ლი​ვით გა​‐
მო​მაგ​დეს – რამ​დე​ნიც უნ​დო​დათ, მიმ​სა​ხუ​რეს და აღარ ვჭირ​დე​ბო​დი... მოკ​ლედ, ჭკუა მას​წავ​ლეს სუ​ლელს!
– ისევ ხა​ლი​სიანად გაიცი​ნა, – ასე რომ, დროა, მეც გა​ვი​ზარ​დო...

– ჰო, უკ​ვე ოც​და​თოთ​ხმე​ტის ხარ! ამ ასაკ​ში, უნ​და თუ არ უნ​და, ყვე​ლა იზ​რდე​ბა...

– მარ​თა​ლი ხარ... მა​ინც რა უც​ნაურად არის მოწ​ყო​ბი​ლი ადა​მიანი! რო​გორ​ღაც მო​მენ​ტა​ლუ​რად იზ​რდე​ბა:
ჰოპ! – და უკ​ვე გაზ​რდი​ლი ხარ. ად​რე მე​გო​ნა, რომ ადა​მიანე​ბი წლი​დან წლამ​დე იზ​რდე​ბი​ან, თან​და​თან... –
გო​ტან​დამ და​ჟი​ნე​ბით შე​მომ​ხე​და, – აღ​მოჩ​ნდა, რომ არა. ადა​მიანი უცებ ხდე​ბა მოზ​რდი​ლი.

***

სტეიკ-​ჰაუსი, რო​მელ​შიც გო​ტან​დამ მი​მიყ​ვა​ნა, რეს​პექ​ტა​ბე​ლუ​რი პა​ტა​რა რეს​ტო​რა​ნი გა​მოდ​გა რო​პონ​გის


გა​რე​უბ​ნის ერთ-​ერთ წყნარ ჩიხ​ში. საკ​მა​რი​სი იყო ჩვე​ნი „მერ​სე​დე​სი“ შე​სას​ვლელ​თან გა​ჩე​რე​ბუ​ლი​ყო, რომ
კა​რი​დან უცებ გა​მოხ​ტნენ წელ​ში მოხ​რი​ლი მეტ​რდო​ტე​ლი და შვეიცა​რი ბი​ჭი. გო​ტან​დამ მძღოლს უთ​ხრა,
ერ​თი საათის შემ​დეგ მო​დიო, და „მერ​სე​დე​სი“ ისე ნე​ლა და უხ​მაუროდ გაუჩი​ნარ​და სა​ღა​მოს ბინ​დში, რო​‐
გორც ბრძე​ნი თევ​ზი ოკეანის მო​რევ​ში.

სხვა სტუმ​რე​ბის​გან მო​შო​რე​ბით, კე​დელ​თან მდგარ მა​გი​დას​თან მიგ​ვიყ​ვა​ნეს. დარ​ბაზ​ში ხალ​ხი უკა​ნას​კნელ
მო​და​ზე იყო ჩაც​მუ​ლი – მაგ​რამ სწო​რედ ამ ფონ​ზე გო​ტან​და თა​ვის გა​ხე​ხილ ველ​ვე​ტის შარ​ვალ​სა და კე​დებ​‐
ში გან​სა​კუთ​რე​ბულ ელე​გან​ტურ პი​ჟო​ნად გა​მოიყუ​რე​ბო​და. არც კი ვი​ცი რა​ტომ, მაგ​რამ სა​დაც არ უნ​და გა​‐
მო​ჩე​ნი​ლი​ყო ეს კა​ცი, რაც არ უნ​და სცმო​და, აუცი​ლებ​ლად იქ​ცევ​და გარ​შე​მომ​ყოფ​თა ყუ​რად​ღე​ბას. თით​‐
ქმის ყვე​ლა მა​გი​დი​დან დრო​დად​რო გა​მოაპა​რებ​დნენ ხოლ​მე მზე​რას – მოკ​ლეს, სულ ორიოდე წა​მი​ანს. ეს
მზე​რა აშ​კა​რად დიდ​ხანს გას​ტან​და, მაგ​რამ ეტი​კე​ტი არ იძ​ლეოდა მე​ტის სა​შუალე​ბას – და უკ​ვე ორიოდე წა​‐
მის შემ​დეგ ეს მზე​რა ისევ თეფ​შებს უბ​რუნ​დე​ბო​და. მა​ინც რა რთუ​ლად არის მოწ​ყო​ბი​ლი ეს სამ​ყა​რო...

მა​გი​დას​თან დავ​სხე​დით თუ არა, სკო​ჩი შე​ვუკ​ვე​თეთ.

– ყო​ფილ ცო​ლებს გაუმარ​ჯოს! – თქვა გო​ტან​დამ. ბო​კა​ლე​ბი ავ​წი​ეთ და მიუჭა​ხუ​ნებ​ლად დავ​ლი​ეთ.

– უც​ნაურია, – თქვა, – არა​და, დღემ​დე მიყ​ვარს... იმ ყვე​ლაფ​რის მე​რეც კი, რაც გა​მი​კე​თა, მა​ინც მიყ​ვარს. ვე​‐
რაფ​რით ვერ ვი​ვიწ​ყებ. სხვა ქა​ლის შეყ​ვა​რე​ბაც არ გა​მომ​დის.

ბო​კალ​ში ყი​ნუ​ლის მოზ​რდი​ლი ნა​ტე​ხის​თვის თვა​ლი არ მო​მი​შო​რე​ბია, ისე და​ვუქ​ნიე თა​ვი.


– შენ რო​გორ ხარ?

– გა​ინ​ტე​რე​სებს, რას ვფიქ​რობ ჩემს ცოლ​ზე?

– ჰო.

– თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, – ვა​ღიარე, – არ მინ​დო​და, რომ წა​სუ​ლი​ყო. ის კი მა​ინც წა​ვი​და. ვი​სი ბრა​ლია, არ ვი​ცი.
მაგ​რამ, ასეა თუ ისე, ეს მა​ინც მოხ​და. რეალო​ბად იქ​ცა. დიდ​ხანს ვეჩ​ვეოდი ამ რეალო​ბას, ვცდი​ლობ​დი, სხვა
არა​ნა​ირ რეალო​ბა​ზე არ მე​ფიქ​რა. ასე რომ, არც კი ვი​ცი...

– ჰმ, – თქვა გო​ტან​დამ, – იქ​ნებ გი​ჭირს ამა​ზე ლა​პა​რა​კი?

– სუ​ლაც არა, – თა​ვი გა​ვაქ​ნიე, – რეალო​ბა რეალო​ბაა, სი​სუ​ლე​ლეა მის​თვის ზურ​გის შექ​ცე​ვა. თან ტკი​ვი​ლიც
არა​ფერ შუაშია. უბ​რა​ლოდ, ვერ გა​მი​გია, რას ვგრძნობ სი​ნამ​დვი​ლე​ში.

თი​თე​ბი გა​ატ​კა​ცუ​ნა ჰა​ერ​ში.

– აი! სწო​რედ ეგ​რეა! „გაუგე​ბა​რია, რას გრძნობ სი​ნამ​დვი​ლე​ში“... ფაფ​ხუ​რობ, უაზ​როდ იქ​ნევ ხე​ლებს უწო​ნა​‐
დო მდგო​მა​რეობა​ში. ტკი​ვილ​საც კი ვერ გრძნობ...

ოფი​ცი​ან​ტი მო​ვი​და და თი​თო სტეიკი შე​ვუკ​ვე​თეთ. იმის​თვი​საც და ჩემ​თვი​საც – სის​ხლიანი. სა​ლა​თაც. და


კი​დევ, მეორე წრე​ზე, ვის​კიც.

– ჰო, მარ​თლა! – გა​ახ​სენ​და გო​ტან​დას, – რა​ღაც საქ​მე გქონ​და ჩემ​თან. სა​ნამ აზ​რზე ვართ, ჯერ საქ​მეს მივ​ხე​‐
დოთ.

– იცი, რა​ღაც უც​ნაური ამ​ბა​ვი​ა... – და​ვიწ​ყე.

თბი​ლად გა​მი​ღი​მა. პრო​ფე​სიული თბი​ლი ღი​მი​ლით. თუმ​ცა ეს რა​ტომ​ღაც უსიამო გრძნო​ბას არ ბა​დებ​და.

– მიყ​ვარს უც​ნაური ამ​ბე​ბი, – თქვა.

– ამას წი​ნათ შე​ნი ახა​ლი ფილ​მი ვნა​ხე, – გა​ვაგ​რძე​ლე.

– „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“? – წაიბუტ​ბუ​ტა და მოიღუ​შა, – ნა​გა​ვი ფილ​მია. ნა​გა​ვი რე​ჟი​სო​რი. სცე​ნა​რიც ნა​გა​ვი​‐
ა... ყვე​ლას, ვინც ფილ​მში მო​ნა​წი​ლე​ობ​და, რაც შე​იძ​ლე​ბა, ჩქა​რა უნ​და ამის და​ვიწ​ყე​ბა...

– მე​ოთ​ხედ ვნა​ხე, – ვთქვი.

ისე შე​მო​მაც​ქერ​და, სი​ცა​რიელეს რომ გაჰ​ყუ​რე​ბენ.


– ნაძ​ლევს ჩა​მო​ვალ, – ნე​ლა თქვა, – დე​და​მი​წა​ზე ვერ იპო​ვი ცოც​ხალ არ​სე​ბას, რო​მელ​საც ოთ​ხჯერ მო​უნ​დე​‐
ბა ამ იდიოტო​ბის ნახ​ვა. მთელ გა​ლაქ​ტი​კა​შიც ვერ იპო​ვი. რა​ზეც გინ​და, და​გე​ნაძ​ლე​ვე​ბი.

– ამ ფილ​მში მო​ნა​წი​ლე​ობს ჩე​მი ერთ ნაც​ნო​ბი, – ავუხ​სე​ნი და და​ვა​მა​ტე: – შენ გარ​და, ცხა​დი​ა...

გო​ტან​დამ თი​თე​ბით სა​ფეთ​ქლე​ბი მო​ის​რი​სა.

– ვინ?

– რა ჰქვია, არ ვი​ცი. ქა​ლი, რო​მელ​საც კვი​რა დი​ლით ხმა​რობ.

ვის​კის ბო​კა​ლი ტუ​ჩებ​თან მიიტა​ნა, მოს​ვა და და​ფიქ​რე​ბულ​მა რამ​დენ​ჯერ​მე და​აქ​ნია თა​ვი.

– კი​კი...

– კი​კი, – გა​ვი​მეორე. უც​ნაური სა​ხე​ლია. თით​ქოს ის კი არა, სულ სხვა ვინ​მე​ა.

– ასე ეძახ​დნენ. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, გა​და​ღე​ბა​ზე ყვე​ლამ მხო​ლოდ ეს იცო​და. კი​კის სა​ხე​ლით გა​მოჩ​ნდა
ჩვენს შეშ​ლილ სამ​ყა​რო​ში და ამა​ვე სა​ხე​ლით წა​ვი​და. მარ​ტო სა​ხე​ლიც სავ​სე​ბით ჰყოფ​ნი​და.

– შე​იძ​ლე​ბა მას​თან და​კავ​ში​რე​ბა? – და​ვინ​ტე​რეს​დი.

– არ შე​იძ​ლე​ბა.

– რა​ტომ?

– მო​დი, თა​ვი​დან და​ვიწ​ყებ. ჯერ ერ​თი, კი​კი პრო​ფე​სიონა​ლი მსა​ხიობი არ არის და ეს მა​შინ​ვე არ​თუ​ლებს
ამო​ცა​ნას. ყვე​ლა პრო​ფე​სიონა​ლი, სა​ხე​ლიანიც და უსა​ხე​ლოც, რო​მე​ლი​მე კი​ნოს​ტუ​დი​ის შტატ​ში ირიც​ხე​ბა.
მა​თი მო​ძებ​ნა პრობ​ლე​მა არ არის. თით​ქმის ყვე​ლა მათ​გა​ნი ტე​ლე​ფონ​თან ზის მი​წე​ბე​ბუ​ლი​ვით და ლო​ცუ​‐
ლობს, რომ ვინ​მემ დაურე​კოს. მაგ​რამ კი​კი სხვა შემ​თხვე​ვაა. არ​სად არ არის აღ​რიც​ხუ​ლი და არა​ვის არ
ეკუთ​ვნის. გაკ​რთა მეორე​ხა​რის​ხო​ვან როლ​ში ორ თუ სამ ფილ​მში – სულ ეს არის მი​სი კა​რიერა. ცო​ტაოდე​ნი
ფუ​ლის შოვ​ნა და არა​ვი​თა​რი ვალ​დე​ბუ​ლე​ბე​ბი.

– ამ ფილ​მში რო​გორ მოხ​ვდა? – ვკით​ხე.

– რო​გორ და მე მი​ვიყ​ვა​ნე! – თით​ქოს არა​ფე​რიო, ისე მი​პა​სუ​ხა, – ჯერ ვკით​ხე, გინ​და კი​ნო​ში გადაღება-​‐
მეთქი? მე​რე კი რე​კო​მენ​და​ცია გა​ვუ​წიე რე​ჟი​სორ​თან.

– რა​ტომ?

კი​დევ ერ​თი ყლუ​პი მოს​ვა. რომ ყლა​პავ​და, ოდ​ნავ მო​ეღ​რი​ცა ტუ​ჩე​ბი.


– გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ტა​ლან​ტი აქვს. რო​გორ ვთქვა... ცხოვ​რე​ბის შეგ​რძნე​ბა? არა, არ ვი​ცი, მაგ​რამ უეჭ​ვე​ლად
რა​ღაც აქვს. ამას აშ​კა​რად ვგრძნობ​დი. ლა​მაზ​საც ვერ იტ​ყვი. აქ​ტიორუ​ლი მო​ნა​ცე​მე​ბიც – სა​შუალო. მაგ​რამ
საკ​მა​რი​სია გა​მოჩ​ნდეს ეკ​რან​ზე და ფილ​მი მა​შინ​ვე იძენს ში​ნა​გან სის​რუ​ლეს. სე​რიოზუ​ლად ვამ​ბობ. აი, ასე​‐
თი ბუ​ნებ​რი​ვი ნი​ჭი აქვს. ამი​ტომ გა​დავ​წყვი​ტე ფილ​მში გა​მო​ყე​ნე​ბა. არც შევ​ცდი. ყვე​ლას, ვინც ფილ​მი ნა​ხა,
სწო​რედ კი​კი მოეწო​ნა. არ ვტრა​ბა​ხობ, მაგ​რამ გან​სა​კუთ​რე​ბით მას​თან სცე​ნა გა​მო​მი​ვი​და კარ​გად. ძა​ლი​ან
რეალის​ტუ​რია. არ მე​თან​ხმე​ბი?

– ჰო, – და​ვუ​დას​ტუ​რე, – მე​ტი რეალის​ტუ​რი რა​ღა უნ​და იყოს.

– ამის შემ​დეგ სე​რიოზუ​ლად ვა​პი​რებ​დი დიდ კი​ნო​ში მის შეყ​ვა​ნას. დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვარ, შეძ​ლებ​და...
ოღონდ არა​ფე​რი გა​მო​ვი​და: დაიკარ​გა. და ეს მეორე სირ​თუ​ლეა შენს ამო​ცა​ნა​ში. უბ​რა​ლოდ, ად​გა და გაქ​რა.
კვამ​ლი​ვით. დი​ლის ნის​ლი​ვით.

– რას ნიშ​ნავს გაქ​რა?

– სწო​რედ ამას ნიშ​ნავს. პირ​და​პი​რი მნიშ​ვნე​ლო​ბით. თით​ქოს მი​წამ უყო პი​რი. და​ახ​ლოებით ერ​თი თვის წინ.
შევ​თა​ვა​ზე, სინ​ჯებ​ზე მოდი-​მეთქი. ყვე​ლა​ფე​რი მო​ვაგ​ვა​რე, ყვე​ლას მო​ვე​ლა​პა​რა​კე, ოღონდ მო​დი და ახალ
ფილ​მში დიდ როლს მიიღებ-​მეთქი. ერ​თი დღით ად​რე და​ვუ​რე​კე, კი​დევ ერ​თხელ და​ვა​ზუს​ტე შეხ​ვედ​რის
დრო. მით​ხრა, მო​ვა​ლო... და არ მო​ვი​და. მას შემ​დეგ აღა​რა​ვის უნა​ხავს.

თი​თით ოფი​ცი​ანტს უხ​მო და ისევ შე​უკ​ვე​თა ვის​კი ორი​ვეს​თვის.

– რა​ღაც უნ​და გკით​ხო, – გა​ნაგ​რძო გო​ტან​დამ, – იწე​ქი მას​თან?

– ჰო, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ესე იგი მ-​მ... რომ გით​ხრა, მეც ვიწექი-​მეთქი, შენ... ხომ არ გეწ​ყი​ნე​ბა?

– არა, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ჰო​და, მად​ლო​ბა ღმერთს! – შვე​ბით ამოისუნ​თქა, – თო​რემ ტყუილი არას​დროს მე​ხერ​ხე​ბო​და. ასე რომ, ახ​‐
ლა​ვე ვა​ღიარებ: მეც ვი​წე​ქი, და არა ერ​თხელ და ორ​ჯერ. ისე​თია, თავს და​გა​მახ​სოვ​რებს. უც​ნაურო​ბე​ბით, რა
თქმა უნ​და. მაგ​რამ ადა​მიანის სულ​ში ჩაძ​რო​მა შე​უძ​ლია, ამას ვერ დაუკარ​გავ. გამ​ხდა​რი​ყო მსა​ხიობი, შორს
წა​ვი​დო​და... სამ​წუ​ხა​როა, რომ ყვე​ლა​ფე​რი ასე დამ​თავ​რდა.

– ასე რომ, არც მი​სა​მარ​თი, არც ტე​ლე​ფო​ნი? არც გვა​რი იცი?

– საქ​მეც ეგ არის – ხელ​ჩა​სა​ჭი​დი არა​ფე​რია. არა​ვინ არა​ფე​რი არ იცის. გარ​და იმი​სა, რომ კი​კი ერ​ქვა.

– ბუ​ღალ​ტე​რიაში შეამოწ​მე? – ვკით​ხე, – ჩა​ნა​წე​რი ჰო​ნა​რა​რის მი​ღე​ბის თაობა​ზე. ჰო​ნო​რა​რი რომ მიიღო,
გვა​რი და მი​სა​მარ​თი უნ​და მიუთი​თო. სა​გა​და​სა​ხა​დო ან​გა​რი​შის​თვის. ხომ ასე​ა?

– რა თქმა უნ​და, შე​ვა​მოწ​მე. ოღონდ უშე​დე​გოდ. არ მო​დიოდა ჰო​ნო​რა​რის ასა​ღე​ბად. ფუ​ლი ჩა​რიც​ხუ​ლია,
მაგ​რამ გა​ცე​მუ​ლი არ არის. ჩა​ნა​წე​რი არ არის. ვა​კუუმი.

– არ მო​ინ​დო​მა ფუ​ლის აღე​ბა? რა​ტომ?

– უფ​რო მარ​ტი​ვი რამ მკით​ხე, – თქვა გო​ტან​დამ და სა​ფეთ​ქლე​ბი მო​ის​რი​სა, – შე​იძ​ლე​ბა ინ​კოგ​ნი​ტოდ დარ​ჩე​‐
ნა უნ​დო​და. ქა​ლი გა​მო​ცა​ნა, ამას მა​შინ​ვე მივ​ხვდი... მოკ​ლედ, ძმაო, რო​გორც არ უნ​და ატ​რიალო, მე და შენ
უკ​ვე სამ პო​ზი​ციაში ვემ​თხვე​ვით ერ​თმა​ნეთს. ერ​თად ვჭრი​დით ბა​ყა​ყებს – ეს ერ​თი, ორი​ვე მიგ​ვა​ტო​ვა ცოლ​‐
მა – ორი, და ორი​ვე ვი​წე​ქით კი​კის​თან...

მოგ​ვი​ტა​ნეს სა​ლა​თა და სტეიკი. უნ​და ვა​ღიარო – არაჩ​ვეულებ​რი​ვი სტეიკი. ზუს​ტად ისე​თი, რო​გო​რიც ფო​‐
ტოა მე​ნიუში – ოდ​ნავ შემ​წვა​რი, სის​ხლიანი. გო​ტან​და სა​ოც​რად მა​დიანად ჭამ​და. იმის თქმა მინ​და, რომ ძა​‐
ლი​ან უბ​რა​ლოდ ეჭი​რა თა​ვი მა​გი​დას​თან და არა მგო​ნია, მა​ღა​ლი ქუ​ლე​ბი მიეღო დახ​ვე​წი​ლი მა​ნე​რე​ბის
კონ​კურ​სზე – მაგ​რამ მას​თან ერ​თად ჭა​მა ერ​თობ სა​სიამოვ​ნო და გემ​რიელი იყო, ვიდ​რე მარ​ტო. მის თი​‐
თოეულ მოძ​რაობა​ში იკ​ვე​თე​ბო​და მოუხელ​თე​ბე​ლი შარ​მი, რის​გა​ნაც კრა​მი​ტი უცურ​დე​ბო​დათ გო​გო​ებს.
ამის მი​ბაძ​ვა უაზ​რო​ბაა, სწავ​ლა – შე​უძ​ლე​ბე​ლი. ეს ან და​ბა​დე​ბი​დან გაქვს, ან რო​გორ​მე მის გა​რე​შე უნ​და იც​‐
ხოვ​რო.

– ჰო, მარ​თლა, სად გაიცა​ნი კი​კი? – ვკით​ხე და და​ნა და​ვუს​ვი ხორცს.

– სად?.. – ერ​თხანს ფიქ​რობ​და, – ჰო, ტე​ლე​ფო​ნით გა​მო​ვი​ძა​ხე ქა​ლი და ის მო​ვი​და. ხომ იცი, რა ტე​ლე​ფო​‐
ნით?..

უხ​მოდ და​ვუქ​ნიე თა​ვი.

– გან​ქორ​წი​ნე​ბის მე​რე მარ​ტო ეგე​თებ​თან ვი​წე​ქი. არაპ​რო​ფე​სიონა​ლებ​თან ლო​გინ​ში წო​ლა მო​საწ​ყე​ნია,


სტუ​დი​ის არ​ტის​ტებ​თან – თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბას ვერ მო​ას​წრებ, რომ სკან​და​ლურ ქრო​ნი​კა​ში მოხ​ვდე​ბი...
ესე​ნი კი მა​შინ​ვე მო​დი​ან, ოღონდ და​რე​კე. რაც მარ​თა​ლია, მარ​თა​ლია, ძვირს იღე​ბენ. სა​მა​გიეროდ, ენა​ზე
კბი​ლი აქვთ და​ჭე​რი​ლი. სა​მა​რე! ეს ტე​ლე​ფო​ნი პრო​დიუსერ​მა მომ​ცა. ისე​თი გო​გოები ჰყავთ, თი​თებს ჩა​იკ​‐
ვნეტ. ნამ​დვი​ლი პრო​ფე​ბი არი​ან, თან არც ისე ნათ​რე​ვე​ბი. მოკ​ლედ, ორ​მა​გი ურ​თი​ერ​თსიამოვ​ნე​ბა​ა...

სტე​იკს ნა​ჭე​რი ჩა​მოათა​ლა. პირ​ში ჩაიდო, გემ​რიელად და​ღე​ჭა, გა​დაყ​ლა​პა და ვის​კი მიაყო​ლა.

– რო​გორ მოგ​წონს ხორ​ცი, კარ​გია, არა?

– ჰო, – და​ვე​თან​ხმე, – ვე​რა​ფერს დაუწუ​ნებ... მშვე​ნიერი რეს​ტო​რა​ნი​ა.

თა​ვი და​აქ​ნი​ა.

– თუმ​ცა ესეც მო​სა​ბეზ​რე​ბე​ლია, თუ თვე​ში ექ​ვსჯერ და​დი​ხარ.

– თვე​ში ექ​ვსჯერ რა სა​ჭი​რო​ა?

– აქ შე​მეჩ​ვივ​ნენ. ცა არ მემ​ხო​ბა თავ​ზე, რო​ცა შე​მოვ​დი​ვარ. ოფი​ცი​ან​ტე​ბი არ ჩურ​ჩუ​ლე​ბენ ერ​თმა​ნეთ​ში.


პუბ​ლი​კა შეჩ​ვეულია სა​ხელ​გან​თქმუ​ლებს – არა​ვინ არ მათ​ვა​ლიერებს, რო​გორც სპი​ლოს ზოოპარ​კში, არ
მთხოვს ავ​ტოგ​რაფს, რო​ცა სტე​იკს ვჭრი. მარ​ტო ასეთ ად​გი​ლას თუ შე​ჭამ მშვი​დად. მოკ​ლედ, მტკივ​ნეული
თე​მა​ა...

– ჰო-​ო... ცხოვ​რე​ბა კი არა, კოშ​მა​რია, – თა​ნაგ​რძნო​ბა გა​მოვ​ხა​ტე, – თან დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე ხარ​ჯე​ბის ჩა​‐
მო​წე​რის​გა​ნაც გტკი​ვა თა​ვი.

– ნუ იტ​ყვი, – ისე თქვა, არ გაუღი​მია, – რა​ზე შევ​ჩერ​დი?

– იმა​ზე, რომ ბო​ზი გა​მოიძა​ხე ტე​ლე​ფო​ნით.

– ჰო, – თა​ვი და​მიქ​ნია გო​ტან​დამ და ხელ​სა​ხო​ცით შე​იწ​მინ​და ტუ​ჩე​ბი, – ის გო​გო კი გა​მო​ვი​ძა​ხე, ვის​თა​ნაც
უკ​ვე შეჩ​ვეული ვი​ყა​ვი, მაგ​რამ იმ დღეს რა​ტომ​ღაც არ იყო. და, ერ​თის ნაც​ვლად, ორი გა​მო​მიგ​ზავ​ნეს. ესე
იგი თვი​თონ რომ ამერ​ჩია, რო​მე​ლიც უფ​რო მო​მე​წო​ნე​ბო​და. მა​ღა​ლი ყუ​რად​ღე​ბის ღირ​სი კლი​ენ​ტი ხა​რო და
ისი​ნიც აი, ასეთ სერ​ვისს მთა​ვა​ზო​ბენ... ერ​თი მათ​გა​ნი კი​კი იყო. მეც ვი​ფიქ​რე, ვი​ფიქ​რე, არ​ჩე​ვა და​მე​ზა​რა
და ორი​ვე გავ​სინ​ჯე.

– ჰმ... – მხო​ლოდ ეს ვთქვი.

– ეს ხომ არ მოქ​მე​დებს შენ​ზე?

– ღმერ​თმა და​მი​ფა​როს, – ავი​რი​დე, – სკო​ლა​ში იქ​ნებ ემოქ​მე​და კი​დეც, მაგ​რამ ახ​ლა...

– სკო​ლა​ში... სკო​ლა​ში ეგეთ რა​მეს ვერც გავ​ბე​დავ​დი, – ჩაიცი​ნა გო​ტან​დამ, – ახ​ლა კი, წარ​მო​გიდ​გე​ნია? ავ​‐
დე​ქი და ორი​ვე ერ​თად ვიხ​მა​რე. მა​გა​რი ნა​ზა​ვი გა​მო​ვი​და! იმ მეორეს უბ​რა​ლოდ, თვალს ვერ მოწ​ყვეტ​დი. გა​‐
მო​საყ​ლე​ვე​ბე​ლი სი​ლა​მა​ზე და გრა​ცია. სხეულის თი​თოეული კვად​რა​ტუ​ლი სან​ტი​მეტ​რი აუარე​ბე​ლი ფუ​ლი
ღირს. არ ვამ​ლა​შებ. ცხოვ​რე​ბა​ში იმ​დე​ნი ლა​მაზ​მა​ნი მი​ნა​ხავს, მაგ​რამ ეს ერთ-​ერთი საუკე​თე​სო იყო. შე​სა​‐
ნიშ​ნა​ვი ხა​სიათი. ნა​თე​ლი გო​ნე​ბა. თუ რა​მეა, ცხოვ​რე​ბა​ზეც და​გე​ლა​პა​რა​კე​ბა. კი​კი კი რა​ღაც სულ სხვა​ა...
გა​რეგ​ნო​ბით არც ის არის ური​გო, ყვე​ლა​ფე​რი თა​ვის ად​გილ​ზე აქვს. უბ​რა​ლოდ, მი​სი სი​ლა​მა​ზე არც ისე​თი
კაშ​კა​შა და ეფექ​ტუ​რია, რო​გორ ვთქვა...

– ყო​ველ​დღიური, – ვუ​კარ​ნა​ხე.

– ჰო, ზუს​ტად! ყო​ველ​დღიური... ზუს​ტად. სა​დად იც​ვამს, ლა​პა​რა​კი​სას არ იპ​რან​ჭე​ბა, კოს​მე​ტი​კას თით​ქმის
არ ხმა​რობს. მოკ​ლედ, ისე უჭი​რავს თა​ვი, თით​ქოს ეს ყვე​ლა​ფე​რი ფე​ხებ​ზე ჰკი​დია. მაგ​რამ სა​მა​გიეროდ...
უც​ნაური რა​მე​ა: რაც დრო გა​დის, მით უფ​რო გი​ზი​დავს მას​თან ურ​თი​ერ​თო​ბა. კი​კი​ზე გე​უბ​ნე​ბი... თა​ვი​დან სა​‐
მი​ვემ ერ​თად ვიტ​ყნაურეთ, მე​რე კი​დევ დიდ​ხანს ვე​ყა​რეთ პირ​და​პირ იატაკ​ზე – რა​ღა​ცას ვსვამ​დით, მუ​სი​კას
ვუს​მენ​დით, ხან რა​ზე ვლაყ​ბობ​დით, ხან – რა​ზე. მოკ​ლედ, კაი დრო გა​ვა​ტა​რე. თით​ქოს სტუ​დენ​ტურ წლებ​ში
დავ​ბრუნ​დი. ასი წე​ლი ასე არ მოვ​შვე​ბულ​ვარ... მე​რე კი​დევ რამ​დენ​ჯერ​მე გა​მო​ვი​ძა​ხე სწო​რედ ეს წყვი​ლი.

– და​ახ​ლოებით რო​დის იყო ეგ?

– გან​ქორ​წი​ნე​ბის მე​რე, და​ახ​ლოებით ნა​ხე​ვა​რი წე​ლი იყო გა​სუ​ლი. ჰო, ნა​ხე​ვა​რი წლის წი​ნათ! – იან​გა​რი​შა, –
მოკ​ლედ ასე, კი​დევ რამ​დენ​ჯერ​მე მო​ვა​ხერ​ხეთ სა​მი​ვემ ერ​თად. ცალ​კე კი​კი არ გა​მო​მი​ძა​ხე​ბია, მას​თან მარ​‐
ტო არ ვწო​ლილ​ვარ. ნე​ტავ რა​ტომ? ხომ ღირ​და მე​სინ​ჯა?

– მარ​თლაც, ნე​ტავ რა​ტომ? – ვკით​ხე.


ჩან​გა​ლი და და​ნა თეფ​შზე და​დო, ხე​ლი ას​წია და მსუ​ბუ​ქი დაუდევ​რო​ბით შეეხო თი​თით სა​ფეთ​ქელს. მი​სი
საყ​ვა​რე​ლი ჟეს​ტი და​ფიქ​რე​ბი​სას. „სრუ​ლი შარ​მა​ნი“, რო​გორც იტ​ყოდ​ნენ გო​გოები.

– რას გაიგებ... შე​იძ​ლე​ბა, უბ​რა​ლოდ, მე​ში​ნო​და.

– გე​ში​ნო​და? რი​სი?

– მას​თან მარ​ტო დარ​ჩე​ნის, – მი​პა​სუ​ხა. და ისევ ჩან​გალს და და​ნას წა​ავ​ლო ხე​ლი, – რო​გორ გით​ხრა... აქვს
შიგ​ნით რა​ღაც... გა​მა​ღი​ზიანე​ბე​ლი. იმის ფსი​ქი​კას აღაგ​ზნებს, ვინც გვერ​დით ჰყავს. ძნე​ლია ამის სიტ​ყვე​‐
ბით გად​მო​ცე​მა. უფ​რო სწო​რად, აღაგ​ზნებს კი არა... არა, ვერ აგიხ​სნი.

– შთა​გა​გო​ნებს, რა უნ​და გააკე​თო? გაიძუ​ლებს, მიჰ​ყვე?

– ჰო, შე​იძ​ლე​ბა ასეც არის. თვი​თო​ნაც ვერ გა​მი​გია. რო​გორ​ღაც მე​ტის​მე​ტად ბუნ​დოვ​ნად ვგრძნობ​დი ამ ყვე​‐
ლა​ფერს. უფ​რო ზუსტ სიტ​ყვას ვერ ვპოულობ. მაგ​რამ მას​თან პი​რის​პირ და​სარ​ჩე​ნად გამ​ბე​დაობა არ მყოფ​‐
ნი​და. თუმ​ცა სი​ნამ​დვი​ლე​ში მის​კენ უფ​რო მი​მი​წევ​და გუ​ლი. არ ვი​ცი, გა​სა​გე​ბად ვამ​ბობ თუ არა...

– მგო​ნი მეს​მის, – ვთქვი.

– ესე იგი მარ​ტო ის რომ მო​მეტ​ყნა, ისე კარ​გად ვერ ვიგ​რძნობ​დი თავს. მეჩ​ვე​ნე​ბო​და, თუ გა​ვა​ბამ​დი მას​თან
ურ​თი​ერ​თო​ბას, აუცი​ლებ​ლად ჩა​მით​რევ​და სად​ღაც უფ​რო ღრმად. მენ​დო​მე​ბო​და თუ არ მენ​დო​მე​ბო​და. მაგ​‐
რამ ზუს​ტად ეს არ მინ​დო​და! მე მხო​ლოდ ვინ​მეს​თან და​წო​ლა და მოშ​ვე​ბა მინ​დო​და. ამი​ტო​მაც არ მქო​ნია
მას​თან არა​ფე​რი, მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ ძა​ლი​ან მომ​წონ​და...

ერ​თხანს უხ​მოდ ვჭამ​დით.

– რო​ცა სინ​ჯებ​ზე არ მო​ვი​და, კლუბ​ში და​ვუ​რე​კე, – თით​ქოს რა​ღაც გა​ახ​სენ​დაო, გა​ნაგ​რძო გო​ტან​დამ მცი​რე
პაუზის შემ​დეგ, – ვე​კით​ხე​ბი, კი​კი სად არის-​მეთქი. არ არი​სო, მე​უბ​ნე​ბი​ან. გაქ​რა. არ ვი​ცით – სად. არ არი​სო
და მორ​ჩა! რა თქმა უნ​და, შე​იძ​ლე​ბა თვი​თონ დაარი​გა, ასე ეპა​სუ​ხათ, თუ და​ვუ​რე​კავ​დი. ეშ​მაკ​მა წაიღოს მა​‐
გი​სი თა​ვი... რო​გორ უნ​და შეამოწ​მო? ერ​თი რამ ცხა​დი​ა: ჩე​მი ცხოვ​რე​ბი​დან აორ​თქლდა.

ოფი​ცი​ან​ტი მო​ვი​და, ცა​რიელი თეფ​შე​ბი წაიღო და გვკით​ხა, ყა​ვას ხომ არ მი​ირ​თმევ​თო.

– მე ისევ ვის​კის დავ​ლევ​დი, – თქვა გო​ტან​დამ.

– გი​ერ​თდე​ბი, – თა​ვი და​ვიქ​ნი​ე.

და უკ​ვე მე​ოთ​ხედ მოგ​ვი​ტა​ნეს ვის​კი.

– შე​გიძ​ლია გა​მო​იც​ნო, რას ვა​კე​თებ​დი მთე​ლი დღე? – მკით​ხა გო​ტან​დამ.

მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე.
– დღეს მთე​ლი დღე კბი​ლის ექი​მის ასის​ტენ​ტი ვი​ყა​ვი. როლ​ში რომ შევ​სუ​ლი​ყა​ვი. ახ​ლა ტე​ლედ​რა​მა​ში კბი​‐
ლის ექიმს ვთა​მა​შობ, ყო​ველ კვი​რას ახა​ლი სე​რიაა. ესე იგი მე სტო​მა​ტო​ლო​გი ვარ, რიოკო ნა​კა​ნო კი – ოკუ​‐
ლის​ტი. ორი​ვეს კლი​ნი​კა ერთ რაიონ​შია, ბავ​შვო​ბი​დან ვიც​ნობთ ერ​თმა​ნეთს, მაგ​რამ რო​გორ​ღაც ვერ ვა​ხერ​‐
ხებთ ერ​თმა​ნეთ​თან შეხ​ვედ​რას... და ასე შემ​დეგ. რა თქმა უნ​და, ბა​ნა​ლუ​რია. თუმ​ცა მთე​ლი ეს ტე​ლედ​რა​მე​‐
ბი ბა​ნა​ლო​ბაა, ვე​რა​ფერს იზამ. ხომ არ გი​ნა​ხავს?

– არა, – ვთქვი, – სა​ერ​თოდ არ ვუ​ყუ​რებ ტე​ლე​ვი​ზორს. მხო​ლოდ ახალ ამ​ბებს. იმა​საც კვი​რა​ში ერთი-​ორჯერ.

– სწო​რა​დაც იქ​ცე​ვი, – თა​ვი და​მიქ​ნია გო​ტან​დამ, – ეგ​რე ჯობს, სრუ​ლი​ად უვარ​გი​სი დრა​მაა. არაფ​რის გუ​‐
ლის​თვის არ ვუ​ყუ​რებ​დი, მე რომ არ ვმო​ნა​წი​ლე​ობ​დე. მაგ​რამ პო​პუ​ლა​რუ​ლია. ესე იგი, ნამ​დვი​ლად პო​პუ​ლა​‐
რუ​ლია. ისე​ვე, რო​გორც ნე​ბის​მიერი ბა​ნა​ლო​ბა, რო​მელ​საც მო​სახ​ლეობის უმ​რავ​ლე​სო​ბის მო​წო​ნე​ბა და
მხარ​და​ჭე​რა აქვს. სტუ​დიაში ყო​ველ კვი​რას უამ​რა​ვი წე​რი​ლი მო​დის. სტო​მა​ტო​ლო​გე​ბი გვწე​რენ მთე​ლი
ქვეყ​ნი​დან! ხან ინ​სტრუ​მენ​ტი არ მი​ჭი​რავს ისე, რო​გორც სა​ჭი​როა, ხან არას​წო​რად ვმკურ​ნა​ლობ, ხან კი​დევ
რა​ღაც სხვა – მოკ​ლედ, თი​თოეული წვრილ​მა​ნის​თვის მხერ​ხა​ვენ. სა​ზიზ​ღრო​ბაა თქვე​ნი სა​ცო​და​ვი სე​‐
რიალის ყუ​რე​ბაო. ჰო​და, ნუ უყუ​რე​ბენ, ვინ აიძუ​ლებს. მარ​თალს არ ვამ​ბობ?

– ჰო, შე​იძ​ლე​ბა, – ვთქვი.

– და სა​ერ​თო​დაც: რო​გორც კი მას​წავ​ლებ​ლის ან ექი​მის თა​მა​შია სა​ჭი​რო, ჩემ​თან რა​ტომ გა​მორ​ბის ყვე​ლა?
იცი, რამ​დე​ნი ექი​მი მაქვს ნა​თა​მა​შე​ვი? ვერ და​ით​ვლი! ამ ექი​მე​ბი​დან მარ​ტო პროქ​ტო​ლო​გი არ მი​თა​მა​შია.
ისიც იმი​ტომ, რომ მი​სი საქ​მიანო​ბის ტე​ლე​ვი​ზი​ით ჩვე​ნე​ბა უხერ​ხუ​ლი​ა... ვე​ტე​რი​ნა​რიც კი მი​თა​მა​შია. გი​ნე​‐
კო​ლო​გიც... მას​წავ​ლე​ბე​ლი – თით​ქმის ყვე​ლა საგ​ნის, რა​საც კი სკო​ლა​ში ას​წავ​ლი​ან. არ და​მი​ჯე​რებ, რე​პე​‐
ტი​ტო​რის გან​სა​ხიერე​ბაც კი მო​მიხ​და. ყო​ველ​თვის ასე რა​ტომ ხდე​ბა?

– ალ​ბათ ისე ხარ მოწ​ყო​ბი​ლი, რომ ყვე​ლას სჯე​რა შე​ნი.

გო​ტან​დამ თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

– ალ​ბათ. ეს მეც მშვე​ნივ​რად ვი​ცი... ერ​თხელ, დი​დი ხნის წი​ნათ, ძვე​ლი ავ​ტო​მო​ბი​ლე​ბით მო​ვაჭ​რის რო​ლი
შე​მომ​თა​ვა​ზეს. აი, ისე​თის, ცხოვ​რე​ბის​გან და​ჩაგ​რუ​ლი სა​კაიფო ტი​პის: ჩას​მუ​ლი თვა​ლი აქვს, ყბე​დია – ნე​‐
ბის​მი​ერ ნეხვს კან​ფე​ტად აქ​ცევს და ხუთ წუთ​ში გა​ყი​დის. ძა​ლი​ან მომ​წონ​და ის რო​ლი და ვფიქ​რობ, კარ​გა​‐
დაც ვი​თა​მა​შე. ოღონდ აქე​დან არა​ფე​რი გა​მო​ვი​და. სტუ​დია წე​რი​ლებ​მა წა​ლე​კა – რა სა​ში​ნე​ლი უსა​მარ​თლო​‐
ბაა, რომ ასეთ მსა​ხი​ობს ასე​თი რო​ლი მიეცი​თო, რა სა​ცო​დაობააო და ამ​გვა​რი რა​ღა​ცე​ბი. თუ მო​მა​ვალ​შიც
აიძუ​ლებთ ასე​თი რო​ლე​ბის თა​მაშს, თქვე​ნი გა​და​ცე​მის სპონ​სო​რე​ბის პრო​დუქ​ცი​ას აღარ ვი​ყი​დი​თო... ვინ
იყო მა​შინ სპონ​სო​რი, აღარც კი მახ​სოვს – „ლაიონ​ზი“ თა​ვი​სი კბი​ლის პას​ტით თუ „სან​სტა​რი“... და​მა​ვიწ​ყდა.
მაგ​რამ, ასე იყო თუ ისე, ჩე​მი გა​დამ​ყიდ​ვე​ლი სცე​ნა​რი​დან ამოჭ​რეს. ჰოპ, და აღარ არის! მე​რე რა, რომ ერთ-​‐
ერთი მთა​ვა​რი რო​ლია. არა​და, რა სა​ინ​ტე​რე​სო ხა​სიათი იყო – ეჰ!.. და მას მე​რე ერ​თმა​ნეთს წაება: ექი​მე​ბი,
მას​წავ​ლებ​ლე​ბი, რე​პე​ტი​ტო​რე​ბი...

– ჰო-ო. რთუ​ლი ცხოვ​რე​ბა გაქვს.

– თუ პი​რი​ქით, მე​ტის​მე​ტად მარ​ტი​ვი? – გაიცი​ნა გო​ტან​დამ, – მოკ​ლედ, დღეს მთე​ლი დღე დან​ტის​ტის ასის​‐
ტენ​ტი ვი​ყა​ვი, სტო​მა​ტო​ლო​გი​ის სიბ​რძნეს ვე​უფ​ლე​ბო​დი. უკ​ვე რამ​დენ​ჯერ​მე ვი​ყა​ვი იქ და უნ​და გით​ხრა –
ცუ​დად არ გა​მომ​დის. გუ​ლახ​დი​ლად გე​უბ​ნე​ბი! მთა​ვა​რი ექი​მიც კი მა​ქებს. უბ​რა​ლო სა​მე​დი​ცი​ნო დახ​მა​რე​‐
ბას უკ​ვე და​მოუკი​დებ​ლად ვა​ხერ​ხებ. პა​ცი​ენ​ტე​ბი ვერ მცნო​ბენ – მე ხომ ნიღ​ბით ვარ, რო​გორც წე​სი და რი​‐
გია. მაგ​რამ საკ​მა​რი​სია და​ვე​ლა​პა​რა​კო – უცებ მო​ეშ​ვე​ბი​ან, ყო​ველ​გვა​რი და​მამ​შვი​დებ​ლე​ბის გა​რე​შე.

– ესე იგი, უნ​დათ შე​ნი სჯე​რო​დეთ? – და​ვა​ზუს​ტე.


– ჰო, აბა... – თა​ვი და​მიქ​ნია, – რა​ღაც ამის მსგავ​სი. მე თვი​თო​ნაც სა​ოც​რად ვმშვიდ​დე​ბი. სა​ერ​თოდ, ხში​რად
ვფიქ​რობ: ჩე​მი ხა​სიათი​დან გა​მომ​დი​ნა​რე, ალ​ბათ მას​წავ​ლე​ბე​ლი ან ექი​მი უნ​და გა​მოვ​სუ​ლი​ყა​ვი. თა​ვის
დრო​ზე ამ პრო​ფე​სიები​დან რო​მე​ლი​მე რომ ამერ​ჩია, იქ​ნებ დღეს ბედ​ნიერად მეც​ხოვ​რა. არა​და, რა ად​ვი​‐
ლად შე​მეძ​ლო! უფ​რო კარ​გად რომ მცოდ​ნო​და მა​შინ, რა მინ​დო​და სი​ნამ​დვი​ლე​ში...

– ესე იგი ახ​ლა უბე​დუ​რი ხარ?

– რთუ​ლი შე​კით​ხვა​ა... – თი​თით შუბლს შეეხო და ჩა​ფიქ​რდა, – საქ​მე ის არის, მჯე​რა თუ არა სა​კუ​თა​რი თა​ვის.
ერ​თი მხრივ, ყვე​ლა​ფე​რი ისეა, რო​გორც ამ​ბობ. ჩემს მა​ყუ​რებ​ლებს სჯე​რათ ჩე​მი. მაგ​რამ ისი​ნი ხომ მე კი
არა, ჩე​მი პერ​სო​ნა​ჟის სა​ხეს ხე​და​ვენ! სცე​ნურ იმიჯს. მოჩ​ვე​ნე​ბას და მეტს არა​ფერს. დააჭი​რე ღი​ლაკს თი​‐
თი, გა​მორ​თე ტე​ლე​ვი​ზო​რი და მოჩ​ვე​ნე​ბა მა​შინ​ვე გაქ​რე​ბა. ჩხაკ! – და ჩემ​გან არა​ფე​რი აღარ დარ​ჩა. ხომ
ასე​ა?

– ასეა, – და​ვე​თან​ხმე.

– მაგ​რამ ნამ​დვი​ლი მას​წავ​ლე​ბე​ლი ან ექი​მი რომ ვი​ყო, არა​ვი​თა​რი ღი​ლა​კი არ იარ​სე​ბებ​და. მა​შინ მთე​ლი
ცხოვ​რე​ბა, უბ​რა​ლოდ, მე ვიქ​ნე​ბო​დი და სხვა არა​ვინ...

– მაგ​რამ ის, ვი​საც თა​მა​შობ... ისიც ხომ გა​მუდ​მე​ბით ცხოვ​რობს შენ​ში... – ვთქვი.

– ღმერ​თო ჩე​მო, რო​გორ ვიღ​ლე​ბი ხან​და​ხან! – ჩუ​მად თქვა გო​ტან​დამ, – ამ მა​რა​დიული გაორე​ბის​გან. სა​შინ​‐
ლად ვიღ​ლე​ბი. თა​ვის ტკი​ვი​ლამ​დე. ვე​ღარ ვი​გებ, ვინ ვარ სი​ნამ​დვი​ლე​ში, სად ვარ ნამ​დვი​ლი და სად – ჩე​მი
პერ​სო​ნა​ჟი. სა​კუ​თა​რი თა​ვის შეგ​რძნე​ბა მთლიანად იკარ​გე​ბა, თით​ქოს საზ​ღვა​რი იშ​ლე​ბა შენ​სა და სა​კუ​თარ
ჩრდილს შო​რის...

– რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით ეს ყვე​ლას აწუ​ხებს, – ვთქვი, – მარ​ტო შენ არ ხარ ასე​თი.

– ო, არა, რა თქმა უნ​და! ის მო​მენ​ტი, რო​ცა სა​კუ​თარ თავს კარ​გავ, ყვე​ლას ხვედ​რია, – და​მე​თან​ხმა გო​ტან​და,
– უბ​რა​ლოდ, იმის თქმა მინ​და, რომ ჩემს შემ​თხვე​ვა​ში მსგავ​სი მიდ​რე​კი​ლე​ბა მე​ტის​მე​ტად ძლიერი და მე​‐
ტის​მე​ტად ფა​ტა​ლუ​რი​ა... და ეს ყვე​ლა​ფე​რი ბავ​შვო​ბი​დან! ბავ​შვო​ბი​დან – და დღემ​დე. მე ხომ შე​ნი სა​შინ​‐
ლად მშურ​და სკო​ლა​ში...

– ჩე​მი?! – ვი​ფიქ​რე, რომ კარ​გად ვერ გა​ვი​გო​ნე, – რა სი​სუ​ლე​ლეა. რა უნ​და შეგ​შუ​რე​ბო​და ჩე​მი? ვერც კი წარ​‐
მო​მიდ​გე​ნი​ა.

– რო​გორ ვთქვა... ყო​ველ​თვის მარ​ტო აკე​თებ​დი იმას, რაც მოგ​წონ​და. არას​დროს არ გა​წუ​ხებ​და ის, რო​გორ
შე​გა​ფა​სებ​დნენ გარ​შე​მომ​ყოფ​ნი. უბ​რა​ლოდ, აკე​თებ​დი იმას, რაც გინ​დო​და, რაც სა​ჭი​როდ მი​გაჩ​ნდა. ყო​ველ
შემ​თხვე​ვა​ში, ასე​თი მეჩ​ვე​ნე​ბო​დი. ბი​ჭი, რო​მე​ლიც ნე​ბის​მი​ერ ვი​თა​რე​ბა​ში თა​ვის „მეს“ ინარ​ჩუ​ნებს... – გო​‐
ტან​დამ ბო​კა​ლი ას​წია და სად​ღაც მის მიღ​მა, შორს და​იწ​ყო ყუ​რე​ბა, – აი, მე კი... მე ყო​ველ​თვის „კო​ლექ​ტი​‐
ვის იმე​დი“ ვი​ყა​ვი. ჩვი​ლო​ბი​დან დღემ​დე. შე​სა​ნიშ​ნა​ვი მოს​წრე​ბა. პო​პუ​ლა​რო​ბა. სა​სიამოვ​ნო გა​რეგ​ნო​ბა.
მას​წავ​ლებ​ლე​ბი​სა და მშობ​ლე​ბის ნდო​ბა. კლა​სის მუდ​მი​ვი ლი​დე​რი. სკო​ლის ბე​ის​ბო​ლის ვარ​სკვლა​ვი.
ყვანჯს გა​იქ​ნევ და ბურ​თი მთელ მოედანს გა​და​უფ​რენს. თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, რა​ტომ, მაგ​რამ ყო​ველ​თვის
ძლიერი დარ​ტყმა გა​მომ​დიოდა. ვერ წარ​მო​იდ​გენ, რა უც​ნაური შეგ​რძნე​ბა​ა...

– ვერ წარ​მო​მიდ​გე​ნია, – და​ვუ​დას​ტუ​რე.

– და ამი​ტომ, რა შე​ჯიბ​რე​ბაც არ უნ​და ყო​ფი​ლი​ყო, აუცი​ლებ​ლად მე მე​ძახ​დნენ. რაიმე თე​მა​ზე მოხ​სე​ნე​ბე​ბის


კონ​კურ​სზეც მე მგზავ​ნიდ​ნენ. თვი​თონ მას​წავ​ლებ​ლე​ბი მე​უბ​ნე​ბოდ​ნენ: წა​დი, მო​ემ​ზა​დე, მთე​ლი კლა​სის სა​‐
ხე​ლით გა​მოხ​ვა​ლო. სხვა რა გზა მქონ​და? მივ​დიოდი და ვი​მარ​ჯვებ​დი... მა​მა​სახ​ლი​სის არ​ჩე​ვა – ყვე​ლამ წი​‐
ნას​წარ იცო​და, რომ მე უნ​და ავერ​ჩიე. გა​მოც​დებ​ზე არა​ვის არ ეპა​რე​ბო​და ეჭ​ვი, რომ ყვე​ლა შე​კით​ხვას სწო​‐
რად ვუ​პა​სუ​ხებ​დი. ცო​ტა რთუ​ლი ამო​ცა​ნა შეგ​ვხვდე​ბო​და გაკ​ვე​თილ​ზე – ყვე​ლა უყუ​რებ​და, რო​გორ მქონ​და
ამოხ​სნი​ლი. სკო​ლა​ში სწავ​ლის გან​მავ​ლო​ბა​ში ერ​თხე​ლაც არ და​მიგ​ვიანია გაკ​ვე​თილ​ზე... და, სა​ერ​თოდ, ერ​‐
თთა​ვად ტვირ​თად მაწ​ვა შეგ​რძნე​ბა, თით​ქოს მე სუ​ლაც არ ვარ მე. არა​მედ სრუ​ლი​ად სხვა ადა​მიანი, რო​‐
მელ​ზეც ზედ​გა​მოჭ​რი​ლია ეს ყვე​ლა​ფე​რი. უფ​როს კლა​სებ​შიც ასე იყო, არა​ფე​რი შეც​ვლი​ლა... უფ​რო​სი კლა​‐
სე​ბი მე და შენ უკ​ვე სხვა​დას​ხვა სკო​ლა​ში გა​ვა​ტა​რეთ. შენ სა​ხელ​მწი​ფო​ში დარ​ჩი, მე კერ​ძო კო​ლეჯ​ში ჩა​ვა​‐
ბა​რე გა​მოც​დე​ბი. იქ შე​უც​ვლელ ფეხ​ბურ​თე​ლად ვი​ქე​ცი. იმ კო​ლეჯ​მა, ტყუილად რომ აქვს სა​მეც​ნიერო მი​‐
მარ​თუ​ლე​ბა, იცოც​ხლე, ისე​თი ფეხ​ბურ​თის გუნ​დი ჩა​მოაყა​ლი​ბა! რო​ცა გა​დავ​დიოდი, უკ​ვე იუნიორებს შო​‐
რის ქვეყ​ნის ჩემ​პიონა​ტის​თვის ემ​ზა​დე​ბოდ​ნენ... მოკ​ლედ, ახალ ად​გილ​ზეც ძვე​ლი ის​ტო​რია გა​მე​ორ​და. სა​‐
ნი​მუ​შო მო​წა​ფე, შე​სა​ნიშ​ნა​ვი სპორ​ტსმე​ნი, ლი​დე​რის თან​და​ყო​ლი​ლი თვი​სე​ბე​ბით... გო​გოები მე​ზო​ბე​ლი
გიმ​ნა​ზიიდან მხო​ლოდ მე მომ​შტე​რე​ბოდ​ნენ. ერ​თი მათ​გა​ნი და​ვით​რიე კი​დეც. ლა​მა​ზი იყო... ჩვენს ყვე​ლა
თა​მაშ​ზე მო​დიოდა. ასე გა​ვი​ცა​ნი. თუმ​ცა არ ვწო​ლილ​ვარ მას​თან, მარ​ტო ვეხ​ვეოდით ერ​თმა​ნეთს. მახ​სოვს,
მი​ვი​დო​დით მას​თან სახ​ლში და – მი​დიიი, სა​ნამ მშობ​ლე​ბი არ იყ​ვნენ, ხე​ლე​ბით... მა​ინც მა​გა​რი იყო. ბიბ​‐
ლიოთე​კა​ში ვუ​ნიშ​ნავ​დი პაემანს... გო​გო იყო – გე​გო​ნე​ბო​და, სუ​რა​თი​დან გად​მო​ვი​დაო! ან კი​დევ „ენ-​ეიჩ-
ქეის“ გა​და​ცე​მი​დან სკო​ლის ბედ​ნი​ერ წლებ​ზე...

გო​ტან​დამ ვის​კი მოს​ვა და თა​ვი გა​აქ​ნია.

– მარ​თა​ლია, უნი​ვერ​სი​ტეტ​ში რა​ღაც შე​იც​ვა​ლა. ომი ვი​ეტ​ნამ​ში, ახალ​გაზ​რდუ​ლი ამ​ბო​ხი მთელ ქვე​ყა​ნა​ში,
ერ​თიანი სტუ​დენ​ტუ​რი ფრონ​ტი – შენც კარ​გად იცი... მე, რა თქმა უნ​და, ისევ ლი​დე​რებ​ში აღ​მოვ​ჩნდი. იქ, სა​‐
დაც რა​მე ტო​კავ​და, აუცი​ლებ​ლად მე მა​ყე​ნებ​დნენ წინ. სხვა​ნაირად უბ​რა​ლოდ არ შე​იძ​ლე​ბო​და. ბა​რი​კა​დებს
ვა​გებ​დი, კო​მუ​ნა​ში ვცხოვ​რობ​დი – თა​ვი​სუ​ფა​ლი სიყ​ვა​რუ​ლი, მა​რი​ხუანა, Deep Purple დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე...
ერ​თი სიტ​ყვით, იგი​ვეს ვა​კე​თებ​დი, რა​საც ყვე​ლა. მე​რე სპეც​რაზ​მი გა​მოიძა​ხეს, ყვე​ლა დაგ​ვი​ჭი​რეს, ცო​ტა
ხანს სა​კან​ში გვა​ყურ​ყუ​ტეს... ამის შემ​დეგ აღარ ვი​ცო​დით, რა უნ​და გვე​კე​თე​ბი​ნა. ერ​თხელ იმ გო​გომ, რო​‐
მელ​თა​ნაც მა​შინ ვცხოვ​რობ​დი, ახალ​გაზ​რდულ თე​ატ​რში შე​მათ​რია – რა, გე​ში​ნია, რომ სცა​დოო? ჯერ ვი​ფიქ​‐
რე, რა მოხ​დე​ბა, მო​დი, მოვსინჯავ-​მეთქი, მაგ​რამ თან​და​თან ეშ​ხში შე​ვე​დი. მიხედ-​მოხედვაც ვერ მო​ვას​წა​რი,
რომ მე, ახალ​ბე​დას, კარ​გი რო​ლი მომ​ცეს. თვი​თო​ნაც ვგრძნობ​დი, რომ მო​ნა​ცე​მე​ბი მქონ​და. სხვა ადა​მიანე​‐
ბის გან​სა​ხიერე​ბა, სხვი​სი ცხოვ​რე​ბის თა​მა​ში... რა​ღაც​ნაირი ბუ​ნებ​რი​ვი მიდ​რე​კი​ლე​ბა. ერთი-​ორი წე​ლი თე​‐
ატ​რში გა​ვა​ტა​რე და იმ იატაკ​ქვე​შა გა​რე​მო​ში სა​ხე​ლიც კი გა​ვით​ქვი... მა​შინ ჩე​მი ცხოვ​რე​ბა ნამ​დვი​ლი სა​გი​‐
ჟე​თი იყო. და​უს​რუ​ლე​ბე​ლი ღრეობა, ვი​ღაც ქა​ლე​ბი... იმ დროს ყვე​ლა ასე ცხოვ​რობ​და. ერ​თხე​ლაც ვი​ღაც
მო​დის კი​ნოს​ტუ​დიიდან და მე​უბ​ნე​ბა: გინ​და, კი​ნო​ში გა​და​გი​ღო​თო? და​ვინ​ტე​რეს​დი, გა​დავ​წყვი​ტე მე​ცა​და.
მით უფ​რო, რომ ური​გო რო​ლი არ იყო. მახ​სოვს, მგრძნო​ბიარე, ად​ვი​ლად მოწ​ყვლა​დი უფ​როს​კლა​სე​ლი ბი​‐
ჭის რო​ლი ვი​თა​მა​შე. იმათ კი – ჰოპ! – და მო​რი​გი რო​ლი შე​მომ​თა​ვა​ზეს. იქ​ვე ტე​ლე​ვი​ზი​აც მე​ძა​ხის. წა​ვი​და
და წა​ვი​და. ერ​თი რომ აეწ​ყო​ბა, ხომ იცი. თა​ვი​სუ​ფა​ლი დრო სულ უფ​რო ცო​ტა მრჩე​ბო​და. თე​ატ​რთან გა​მომ​‐
შვი​დო​ბე​ბამ მო​მი​წია. სცე​ნას რომ ვტო​ვებ​დი, ვტი​რო​დი. მაგ​რამ სხვა გა​მო​სა​ვა​ლი არ იყო. მთე​ლი ცხოვ​რე​ბა
სარ​დაფ​ში ხომ არ დავ​მჟავ​დე​ბო​დი! ისე მწყუ​რო​და დიდ სამ​ყა​რო​ში გა​მო​ჩე​ნა... და აი, გა​მოვ​ხტი კი​დეც. ექი​‐
მე​ბი​სა და სკო​ლის მას​წავ​ლებ​ლე​ბის რო​ლე​ბის დი​დი სპე​ციალის​ტი. ორ სა​რეკ​ლა​მო რგოლ​ში გა​და​მი​ღეს.
მუც​ლის აბე​ბი და ხსნა​დი ყა​ვა. ესეც შე​ნი „დი​დი სამ​ყა​რო“...

გო​ტან​დამ ღრმად ამოიოხ​რა. მთე​ლი თა​ვი​სი პრო​ფე​სიული შარ​მით. მაგ​რამ ამო​ოხ​ვრა მა​ინც ამო​ოხ​ვრა იყო
– ძა​ლი​ან ნაღ​ვლიანი და გულ​წრფე​ლი.

– ცხოვ​რე​ბა რო​გორც ნა​ხატ​ზე – არ გეჩ​ვე​ნე​ბა? – მკით​ხა.

– აბა, რა გით​ხრა, ასე​თი სუ​რა​თის და​ხატ​ვას ყვე​ლა ვერ ახერ​ხებს... – შევ​ნიშ​ნე.

– სა​ერ​თოდ, ჰო... – უხა​ლი​სოდ და​მე​თან​ხმა, – მე, რა თქმა უნ​და, სულ მი​მარ​თლებ​და, ამა​ზე არ ვი​კა​მა​თებ,
მაგ​რამ თუ და​ფიქ​რდე​ბი, თვი​თონ ხომ არა​ფე​რი ამირ​ჩე​ვია! ხან​და​ხან ღა​მით მეღ​ვი​ძე​ბა და ისე სა​შინ​ლად
ვგრძნობ თავს – ძა​ლა არ მყოფ​ნის... ცივ ოფ​ლში გაღ​ვრი​ლი ვწე​ვარ და ვფიქ​რობ. აბა, სად არის ის, ჩე​მი
ცხოვ​რე​ბა? სად დაიკარ​გა? სად გაქ​რა ის ნამ​დვი​ლი „მე“, რო​მე​ლიც ოდეს​ღაც ვი​ყა​ვი? მთე​ლი ცხოვ​რე​ბა –
უც​ხო რო​ლე​ბი: ერ​თთა​ვად თავს მახ​ვე​ვენ. მე კი ვთა​მა​შობ და ვთა​მა​შობ. და თან არც ერ​თხელ – არც ერ​‐
თხელ! – თვი​თონ არა​ფე​რი არ ამირ​ჩე​ვი​ა...

არ ვი​ცო​დი, რა მეთ​ქვა. რაც გინ​და თქვი – ყვე​ლა​ფე​რი მი​ზანს ას​ცდე​ბა.


– ალ​ბათ ძა​ლი​ან ბევრს ვლაყ​ბობ სა​კუ​თარ თავ​ზე, არა? – მკით​ხა გო​ტან​დამ.

– სუ​ლაც არა, – თა​ვი გა​ვაქ​ნიე, – თუ გაქვს რა​მე სათ​ქმე​ლი, თქვი. ნუ გე​ში​ნია, არა​ვის არ ვეტ​ყვი.

– აი, მა​გი​სი ნამ​დვი​ლად არ მე​ში​ნია, – თქვა გო​ტან​დამ, თან პირ​და​პირ თვა​ლებ​ში მი​ყუ​რებ​და, – და არას​‐
დროს არ მე​ში​ნო​და შენ​თან. შენ გენ​დო​ბი. თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, რა​ტომ. ასეთ რა​მე​ებს ყვე​ლას არ ეუბ​ნე​ბი​ან.
უფ​რო სწო​რად, ეს თით​ქმის არა​ვის​თვის არ მით​ქვამს. მხო​ლოდ ცოლს ვუთ​ხა​რი. გულ​წრფე​ლად. ჩვენ ყვე​‐
ლა​ფერს გულ​წრფე​ლად ვუყ​ვე​ბო​დით ერ​თმა​ნეთს. მშვე​ნივ​რად ვუ​გებ​დით, ზოგ​ჯერ უსიტ​ყვო​დაც, და ნამ​‐
დვი​ლად გვიყ​ვარ​და ერ​თმა​ნე​თი... სა​ნამ მის​მა წყე​ულ​მა ოჯახ​მა ყვე​ლა​ფე​რი თავ​და​ყი​რა არ დააყე​ნა. თა​ვი
რომ დაენე​ბე​ბი​ნათ ჩვენ​თვის, ახ​ლაც მშვე​ნივ​რად ვიც​ხოვ​რებ​დით. ოღონდ, ეს არის, ში​ნა​გა​ნად სულ ყოყ​მა​‐
ნობ​და... მა​ინც მკაცრ გა​რე​მო​ში აღ​ზარ​დეს. ოჯა​ხის წი​ნა​აღ​მდეგ სიტ​ყვის თქმას ვერ ბე​დავ​და. მე​ტის​მე​ტად
იყო მათ​ზე და​მო​კი​დე​ბუ​ლი. ჰო​და, მეც... თუმ​ცა კმა​რა, ძა​ლი​ან გა​მიგ​რძელ​და. ეს უკ​ვე სხვა ის​ტო​რიაა. მხო​‐
ლოდ იმის თქმა მინ​დო​და, რომ შენ​თან გუ​ლახ​დი​ლად შე​მიძ​ლია ლა​პა​რა​კი, ისე რომ არაფ​რის არ მე​ში​ნო​‐
დეს. თუ ამ ყვე​ლაფ​რის მოს​მე​ნა ტვირ​თად გაწ​ვე​ბა?

– არა, არ მაწ​ვე​ბა, – თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

მე​რე გო​ტან​და ჩვენს ლა​ბო​რა​ტო​რიული მო​გო​ნე​ბე​ბის ეპო​პეაში გა​და​ვარ​და. თქვა, რომ ცდე​ბის დროს სა​‐
შინ​ლად იძა​ბე​ბო​და, ეში​ნო​და, რა​მე შეც​დო​მით არ გაეკე​თე​ბი​ნა. იმი​ტომ რომ მე​რე ეს უნ​და ეჩ​ვე​ნე​ბი​ნა გო​‐
გოების​თვის, რომ​ლებ​საც არ გა​მოს​დიოდათ. და რომ ყო​ველ​თვის შურ​და ჩე​მი, რად​გან ყვე​ლა​ფერს მშვი​დად
ვა​კე​თებ​დი, თან ინ​სტრუქ​ცი​ით კი არა, არა​მედ ისე, რო​გორც თვი​თონ ვთვლი​დი სა​ჭი​როდ.

მომ​კა​ლით და არ მახ​სოვ​და, მა​ინც რას ვა​კე​თებ​დით მა​შინ და ვერ წარ​მო​მედ​გი​ნა, რა შურ​და ჩე​მი. ყვე​ლა​‐
ფე​რი, რაც მახ​სოვ​და, ის იყო, თუ რო​გორ უნაკ​ლოდ მოძ​რა​ობ​დნენ მი​სი ხე​ლე​ბი. რა ოს​ტა​ტუ​რად ან​თებ​დნენ
გაზ​ქუ​რას, რო​გორ მოჰ​ყავ​დათ წეს​რიგ​ში მიკ​როს​კო​პი. და რო​გორ უთ​ვალ​თვა​ლებ​დნენ ჩვე​ნი კლა​სე​ლი გო​‐
გოები მის ყო​ველ მოძ​რაობას – თით​ქოს მათ თვალ​წინ სას​წაული ხდე​ბო​და. მე კი, თუ მა​ინ​ცდა​მა​ინც მშვი​‐
დად ვრჩე​ბო​დი, მხო​ლოდ ერ​თი, ერ​თა​დერ​თი მი​ზე​ზით – ყვე​ლა​ფერ რთულს ყო​ველ​თვის ის ას​რუ​ლებ​და.

ეს ყვე​ლა​ფე​რი მის​თვის არ მით​ქვამს. უბ​რა​ლოდ, ვდუმ​დი და ვუს​მენ​დი.

ცო​ტა ხნის შემ​დეგ ჩვენს მა​გი​დას​თან ორ​მო​ციოდე წლის უნაკ​ლოდ ჩაც​მუ​ლი მა​მა​კა​ცი მო​ვი​და, ში​ნაურუ​‐
ლად და​არ​ტყა გო​ტან​დას მხარ​ზე ხე​ლი და ხმა​მაღ​ლა თქვა:

– გაუ, ძვე​ლო! ათა​სი წე​ლი არ გვი​ნა​ხავს ერ​თმა​ნე​თი!

მა​ჯა​ზე „რო​ლექ​სი“ უბ​ზი​ნავ​და – ისე​თი დაუფა​რა​ვი პი​ჟო​ნუ​რი შე​სა​ხე​დაობის, რომ უხერ​ხუ​ლო​ბის​გან შებ​რუ​‐
ნე​ბა მო​მინ​და. სულ რა​ღაც მე​ოთ​ხე​დი წა​მით შე​მომ​ხე​და და რო​გორც კი თვა​ლი მო​მა​შო​რა, მა​შინ​ვე დაივიწ​‐
ყა ჩე​მი არ​სე​ბო​ბა. ასე​თი მზე​რით ათ​ვა​ლიერე​ბენ ხა​ლი​ჩას, რო​ცა ბი​ნა​ში შე​დი​ან. ჩემ​მა არ​მა​ნის ჰალ​სტუხ​‐
მაც კი არ შეუშა​ლა ხე​ლი, ამ მე​ოთ​ხე​დი წა​მის გან​მავ​ლო​ბა​ში გა​მო​ეთ​ვა​ლა: მე ვარ​სკვლა​ვი არ ვარ. სტან​‐
დარ​ტუ​ლი ფრა​ზე​ბით მიესალ​მნენ ერ​თმა​ნეთს. „ა​ბა, რო​გორ ხარ? – ჰო, სულ საქ​მეები, საქ​მეები... – გოლ​ფი
ხომ არ გვე​თა​მა​შა?“ და ასე შემ​დეგ, ამა​ვე სტილ​ში. მე​რე „რო​ლექ​სმა“ ისევ ღო​ნივ​რად დაჰ​კრა გო​ტან​დას
მხარ​ზე: „ა​ბა, კარ​გად, შეხ​ვედ​რამ​დე!“ – და უკან​მოუხე​და​ვად გაგ​ვე​ცა​ლა.

მი​სი წას​ვლის შემ​დეგ გო​ტან​და ერ​თხანს წარ​ბშეკ​რუ​ლი იჯ​და, მე​რე ხე​ლი ას​წია, ორი თი​თით ოფი​ცი​ანტს
უხ​მო და ან​გა​რი​ში მო​ით​ხო​ვა. რო​ცა ან​გა​რი​ში მოიტა​ნეს, ავ​ტო​კა​ლა​მი შეათა​მა​შა, არც დაუხე​დავს თან​ხის​‐
თვის.

– შენ ნუ გე​რი​დე​ბა. რაც შე​იძ​ლე​ბა, მე​ტი უნ​და დავ​ხარ​ჯო, – მით​ხრა, – ამას ფულ​საც კი ვერ და​არ​ქმევ – წარ​‐
მო​მად​გენ​ლო​ბი​თი გა​სა​ვა​ლი​ა.
– ეგ​რე იყოს, გმად​ლობ და​პა​ტი​ჟე​ბის​თვის, – ვუთ​ხა​რი.

– არც და​პა​ტი​ჟე​ბაა, – გაც​რე​ცი​ლი ხმით თქვა, – ჩა​მო​სა​წე​რი ხარ​ჯე​ბი​ა.

"},{"head":"19.","content":"

19.

მე და გო​ტან​და მის „მერ​სე​დეს​ში“ ჩავ​სხე​დით, აძა​ბუს გა​რეუბან​ში გა​და​ვე​დით და იქ ერთ-​ერთ ბარ​ში და​სა​‐
ლე​ვად შე​ვე​დით. შე​სას​ვლე​ლი​დან რაც შე​იძ​ლე​ბა შორს, დახ​ლთან ჩა​მოვ​სხე​დით და და​ახ​ლოებით ერთ სა​‐
ათ​ში რამ​დე​ნი​მე კოქ​ტე​ილს მო​ვუ​ღეთ ბო​ლო. რა-​რა და, სმა გო​ტან​დამ ნამ​დვი​ლად იცო​და: რამ​დე​ნიც არ უნ​‐
და დაელია, არა​ფე​რი ეტ​ყო​ბო​და. არც საუბარ​ში, არც გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა​ში არა​ფე​რი ეც​ვლე​ბო​და. ჭი​ქას ჭი​ქა​‐
ზე ვცლი​დით, თან რა​ღაც ამ​ბებს მიყ​ვე​ბო​და. ჩვე​ნი ტე​ლე​ვი​ზი​ის უმ​სგავ​სო​ბა​ზე. რე​ჟი​სო​რე​ბის უთა​ვო​ბა​ზე.
ტე​ლე​ვარ​სკვლა​ვე​ბის უგე​მოვ​ნო​ბა​ზე, რო​მელ​თა კუ​ლი​სებს მიღ​მა შეთ​ქმუ​ლე​ბის​გან გუ​ლი აგე​რე​ვა კაცს.
დი​ლის ახა​ლი ამ​ბე​ბის კო​მენ​ტა​ტო​რე​ბის გა​იძ​ვე​რო​ბა​ზე. სა​ინ​ტე​რე​სოდ ყვე​ბო​და. ნა​ძერ​წი ხა​სიათე​ბი, ძარ​‐
ღვიანი ენა, სამ​ყა​როს სარ​კას​ტუ​ლი ხედ​ვა.

მე​რე მთხო​ვა, რა​მე მო​მე​ყო​ლა ჩემ შე​სა​ხებ. რო​გორ ვცხოვ​რობ​დი, რას მი​ვაღ​წიე და ასე შემ​დეგ. რო​გორც
შე​მეძ​ლო, ისე დავ​წუ​რე ჩე​მი ცხოვ​რე​ბა სულ მოკ​ლე ის​ტო​რი​ამ​დე და წინ და​ვუ​დე. უმაღ​ლე​სი სას​წავ​ლებ​‐
ლის მე​რე ჩემს ნაც​ნობ​თან ერ​თად პა​ტა​რა კან​ტო​რა გავ​ხსე​ნი – ვად​გენ​დით გან​ცხა​დე​ბებს, ვას​წო​რებ​დით
სა​რეკ​ლა​მო ტექ​სტებს. მო​ვიყ​ვა​ნე ცო​ლი, გავ​შორ​დი. სამ​სა​ხურ​ში ური​გოდ არ მი​დიოდა საქ​მე, მაგ​რამ რა​‐
ღაც უსიამოვ​ნე​ბე​ბი შემ​ხვდა და ფირ​მის და​ტო​ვე​ბა მო​მიხ​და. ახ​ლა თა​ვი​სუ​ფა​ლი ჟურ​ნა​ლის​ტო​ბით ვირ​ჩენ
თავს, სტა​ტი​ებს ვწერ შეკ​ვე​თით. ფუ​ლი არც ისე ბევ​რია, მაგ​რამ ხარ​ჯვის დროც არ მაქვს... ჩე​მი ცხოვ​რე​ბა
ასე​თი და​წუ​რუ​ლი სა​ხით თვი​თო​ნაც სა​შინ​ლად ნაც​რის​ფე​რი და უსა​ხუ​რი მო​მეჩ​ვე​ნა.

ბა​რი თან​და​თან ხალ​ხით ივ​სე​ბო​და. საუბა​რი გაძ​ნელ​და. რამ​დე​ნი​მე ტი​პი უკ​ვე თვა​ლებ​დაყ​ვლე​პი​ლი მის​ჩე​‐
რე​ბო​და გო​ტან​დას.

– წა​ვე​დით ჩემ​თან, – თქვა გო​ტან​დამ და ად​გა, – ორ ნა​ბიჯ​ზეა. ჩემ​თან სიმ​შვი​დეა, და​სა​ლე​ვიც მაქვს.

მარ​თლა ორიოდე კი​ლო​მეტ​რში ცხოვ​რობ​და ბა​რი​დან. „მერ​სე​დე​სი“ გა​ვუშ​ვით და ფე​ხით გა​ვი​სე​ირ​ნეთ მის
სახ​ლამ​დე. რამ​დე​ნი​მე​სარ​თუ​ლიანი შე​ნო​ბა რეს​პექ​ტა​ბე​ლუ​რად გა​მოიყუ​რე​ბო​და. სა​დარ​ბა​ზო​ში ორი ლიფ​‐
ტი იყო და ერ​თი მათ​გა​ნი, ამ სახ​ლის ბი​ნად​რე​ბის​თვის, გა​სა​ღე​ბით იღე​ბო​და.

– ეს ბი​ნა ჩემ​თვის სტუ​დი​ამ გა​მო​ის​ყი​და, რო​ცა გან​ქორ​წი​ნე​ბის შემ​დეგ ქუ​ჩა​ში დავ​რჩი, – ამიხ​სნა გო​ტან​დამ,
– არ ეკად​რე​ბა კი​ნო​სა და ტე​ლე​ვი​ზი​ის კერპს რო​მე​ლი​მე სო​რო​ში ცხოვ​რე​ბა მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ ცოლ​მა
ნიფ​ხა​ვის ამა​რა გა​მო​აგ​დო სახ​ლი​და​ნო. ასე ოფ​ლით მო​პო​ვე​ბულ იმიჯს ქა​რი წაიღებ​სო! ახ​ლა კი გა​მო​დის,
რომ მათ​გან ბი​ნას ვქი​რა​ობ – ცხა​დია, ქი​რა​საც ვიხ​დი. იმა​ვე ჩა​მო​სა​წე​რი გა​სავ​ლე​ბი​დან. მოკ​ლედ, გა​მო​წე​‐
რი​ლი​ვით არის – ყვე​ლას ხელს აძ​ლევს, ყვე​ლა ბედ​ნიერი​ა.

გო​ტან​დას ბი​ნა ზე​და სარ​თულ​ზე იყო, სა​ხუ​რავ​ქვეშ. ვრცე​ლი მი​სა​ღე​ბი, ორი სა​ძი​ნე​ბე​ლი, სამ​ზა​რეულო, დი​‐
დი აივა​ნი, რო​მელ​საც ტო​კი​ოს ვეებერ​თე​ლა ან​ძა წა​მოს​დგო​მო​და თავ​ზე. ავე​ჯი სას​ტუმ​რო ოთახ​ში საქ​მის
ცოდ​ნით იყო შერ​ჩეული. ერ​თი შე​ხედ​ვი​თაც ნა​თე​ლი იყო: უამ​რა​ვი ფუ​ლი ჩაეყა​რათ. პარ​კე​ტის იატა​კი, სპარ​‐
სუ​ლი ხა​ლი​ჩე​ბი – დი​დე​ბიც, პა​ტა​რე​ბიც. არც მე​ტის​მე​ტად მა​გა​რი, არც მე​ტის​მე​ტად რბი​ლი დი​ვა​ნი. კარ​გად
მო​ფიქ​რე​ბუ​ლი, თით​ქოს უწეს​რი​გოდ გან​ლა​გე​ბუ​ლი ქოთ​ნე​ბი ფი​კუ​სე​ბით. ჭა​ღი და მა​გი​დის ლამ​პა „ი​ტა​‐
ლიური მო​დერ​ნის“ სტილ​ში. არა​ვი​თა​რი და​მა​ტე​ბი​თი სამ​კაულე​ბი, გარ​და ტუმ​ბა​ზე და​დე​ბუ​ლი ვეებერ​თე​‐
ლა, აშ​კა​რად ან​ტიკ​ვა​რუ​ლი თეფ​ში​სა. ყველ​გან იდეალუ​რი წეს​რი​გი სუ​ფევ​და. უეჭ​ვე​ლია, და​ქი​რა​ვე​ბუ​ლი
მოახლე-​ქალი ყო​ველ​დღე მო​დის და ბი​ნას ალა​გებს. ჟურ​ნა​ლის მა​გი​და​ზე – ორი თუ სა​მი ტაბ​ლოიდი (ყდებ​‐
ზე ბი​კი​ნიანი გო​გოები) და პრიალა​გა​რე​კა​ნიანი ყო​ველ​თვიური „არ​ქი​ტექ​ტუ​რუ​ლი დი​ზაინი“.

– ჰო-ო, მა​გა​რი ბი​ნაა, – მო​ვუ​წო​ნე.

– თუ გინ​და, კი​ნო​ში გა​დაიღე, არა? – ჩაიცი​ნა გო​ტან​დამ.

– ჰო, – და​ვე​თან​ხმე და კი​დევ ერ​თხელ მო​ვავ​ლე თვა​ლი.

– ამ ინ​ტე​რიერის დი​ზაინე​რე​ბის​გან სხვას არც უნ​და ელო​დე! ვი​საც არ უნ​და შე​უკ​ვე​თო, საც​ხოვ​რე​ბე​ლი კი
არა, დე​კო​რა​ცია გა​მოს​დით გა​და​ღე​ბის​თვის. ხან​და​ხან მუშ​ტებ​საც კი ვურ​ტყამ კე​დელს. მინ​და დავ​რწმუნ​დე,
რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი პაპიე-​მაშე არ არის. სი​ცოც​ხლის სუ​ნი არ იგ​რძნო​ბა, ვერ ატ​ყობ? ფირ​ზე გა​და​სა​ღე​ბად
კარ​გია, მაგ​რამ აბა სცა​დე და იც​ხოვ​რე...

– ჰო​და, შენ თვი​თონ მოიტა​ნე სი​ცოც​ხლის სუ​ნი, – ვურ​ჩი​ე.

– საქ​მეც ეგაა, რომ თვი​თონ სი​ცოც​ხლე არ არის, – ყო​ველ​გვა​რი ინ​ტო​ნა​ცი​ის გა​რე​შე თქვა გო​ტან​დამ.

ფირ​საკ​რავ​თან მი​ვი​და – პი​ჟო​ნურ „ბენგ ენდ ოლუფ​სენ​თან“, ფირ​ფი​ტა და​დო და ნემ​სი და​უშ​ვა. სრუ​ლი​ად
ნოს​ტალ​გიური სის​ტე​მა ჰქონ​და – JBL, P-​88 მო​დე​ლი, მშვე​ნიერი დი​ნა​მი​კე​ბი ხა​რის​ხიანი ხმით, იმ ეპო​ქა​ში
დამ​ზა​დე​ბუ​ლი, რო​ცა ფირ​მა JBL-ს ჯერ კი​დევ არ ჰქონ​და გავ​სე​ბუ​ლი მთე​ლი სამ​ყა​რო თა​ვი​სი ფსი​ქოტ​რო​ნუ​‐
ლი სტუდიო-​მონიტორებით. ჩა​ირ​თო ბობ კუ​პე​რის ძვე​ლის​ძვე​ლი ალ​ბო​მი.

– რას და​ლევ? – მკით​ხა გო​ტან​დამ.

– იმას, რა​საც შენ, – ავი​ჩე​ჩე მხრე​ბი.

სამ​ზა​რეულო​ში გა​ვი​და და მა​ლე ლან​გრით დაბ​რუნ​და: ერ​თი ბოთ​ლი არა​ყი, ტო​ნი​კის რამ​დე​ნი​მე ქი​ლა, ყი​‐
ნუ​ლის ვედ​რო და შუაზე გაჭ​რი​ლი სა​მი ლი​მო​ნი. და და​ვიწ​ყეთ არაყ​გა​რეული ტო​ნი​კის სმა ლი​მო​ნით, და​სავ​‐
ლეთ სა​ნა​პი​როს ცი​ვი, გულ​გრი​ლი ჯა​ზის თან​ხლე​ბით.

სი​ცოც​ხლის სუ​ნი გო​ტან​დას ბი​ნა​ში მარ​თლა არ იდ​გა. არა, არა​ფე​რი უსიამო, უბ​რა​ლოდ, სი​ცოც​ხლის სუ​ნი
არ იდ​გა, მორ​ჩა და გა​თავ​და. მაგ​რამ პი​რა​დად მე ამ სუ​ნის არარ​სე​ბო​ბა სუ​ლაც არ მძა​ბავ​და. მთა​ვა​რია, რო​‐
გორ გუ​ნე​ბა​ზე შეხ​ვდე​ბი. მე, მა​გა​ლი​თად, ძა​ლიანაც კარ​გად და მშვი​დად ვგრძნობ​დი თავს. ჩემ​თვის მყუდ​‐
როდ ვზი​ვარ დი​ვან​ზე და არ​ყით გა​ზა​ვე​ბულ ტო​ნიკს ვსვამ...

– რამ​დე​ნი შე​საძ​ლებ​ლო​ბა მქონ​და! – გულს მიშ​ლი​და გო​ტან​და, – რომ მო​მენ​დო​მე​ბი​ნა, სულ ად​ვი​ლად გავ​‐
ხდე​ბო​დი ექი​მი. ან ლექ​ტო​რი. შე​მეძ​ლო მა​გარ ფირ​მა​ში მოვ​წყო​ბი​ლი​ყა​ვი... არა​და, აი, რა გა​მო​ვი​და. აი, ასე​‐
თი ცხოვ​რე​ბა... უც​ნაურია, არა? ნე​ბის​მიერი კარ​ტი შე​მეძ​ლო ამო​მე​ღო დას​ტი​დან. მშვე​ნივ​რად ვი​ცო​დი, რა
კარ​ტიც არ უნ​და ამო​მე​ღო, ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბო​და. მე​ტის​მე​ტად ვი​ყა​ვი დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი... მაგ​რამ
სწო​რედ ამი​ტო​მაც ვე​რა​ფე​რი ვერ ავარ​ჩიე! ხომ გეს​მის, რას ვგუ​ლის​ხმობ?

– ბო​ლომ​დე არა... მე კარ​ტიც კი არ მჭე​რია არას​დროს, – ვა​ღიარე.

გო​ტან​დამ უც​ნაურად მო​ჭუ​ტუ​ლი თვა​ლე​ბით შე​მომ​ხე​და, მაგ​რამ ორიოდე წა​მის შემ​დეგ გაიცი​ნა. ალ​ბათ
იფიქ​რა, რომ ვხუმ​რობ​დი.
და​მის​ხა, თა​ვის​თვი​საც და​ის​ხა, ერ​თი ლი​მო​ნი ორი​ვე ბო​კალ​ში ჩა​წუ​რა და კა​ნი გა​და​აგ​დო.

– ქორ​წი​ნე​ბაც რო​გორ​ღაც თა​ვის​თა​ვად გა​მო​ვი​და, – გა​ნაგ​რძო, – სამ​სა​ხურ​ში გა​ვი​ცა​ნი. ერთ ფილ​მში ვთა​მა​‐
შობ​დით. ერ​თად დავ​დიოდით გა​და​ღე​ბა​ზე ქა​ლაქ​გა​რეთ, იქ​ვე ვგრიალებ​დით პიკ​ნი​კებ​ზე, ჰაივეიზე მან​ქა​ნე​‐
ბით დავ​ქრო​დით. რო​ცა გა​და​ღე​ბა დას​რულ​და, კი​დევ რამ​დენ​ჯერ​მე შევ​ხვდით ერ​თმა​ნეთს... და თან​და​თან
ჩვენ გარ​შე​მო ყვე​ლამ ჩათ​ვა​ლა, რომ „ი​დეალუ​რი წყვი​ლი“ ვართ, რომ ქორ​წი​ლი ცხრა მთას იქით არ არის,
თით​ქოს სხვა​ნაირად არც შე​იძ​ლე​ბა მომ​ხდა​რი​ყო. ბო​ლოს და ბო​ლოს, დავ​ქორ​წინ​დით კი​დეც, თით​ქოს პუბ​‐
ლი​კის საამებ​ლად. შენ​თვის ალ​ბათ ძნე​ლია ამის წარ​მოდ​გე​ნა, მაგ​რამ... ეს სამ​ყა​რო სა​შინ​ლად ვიწ​როა!
ბრბოს ნე​ბის​მიერი ნა​ბოდ​ვა​რი, ნე​ბის​მიერი ჭო​რი ისე შე​იძ​ლე​ბა გაიზარ​დოს და გამ​კვრივ​დეს, რომ ერ​თხე​‐
ლაც – ჰოპ! – და ეს ყვე​ლა​ფე​რი შენს რეალო​ბად იქ​ცე​ვა... ოღონდ მე მარ​თლა მიყ​ვარ​და! ის ყვე​ლა​ზე ნამ​დვი​‐
ლია იმ ყვე​ლაფ​რი​დან, რაც ოდეს​მე ბედ​მა მა​ჩუ​ქა. ძა​ლი​ან მინ​დო​და, ჩე​მი ყო​ფი​ლი​ყო... არ გა​მო​ვი​და. და
სულ ასეა. რო​გორც კი შე​ვეც​დე​ბი, ჩე​მით ავირ​ჩიო – ყვე​ლა გა​მირ​ბის. ქა​ლე​ბი, რო​ლე​ბი... მთა​ვა​ზო​ბენ ზე​მო​‐
დან ან გვერ​დი​დან – ყვე​ლა​ფერს არაჩ​ვეულებ​რი​ვად ავუ​დი​ვარ და ყვე​ლა კმა​ყო​ფი​ლია. მაგ​რამ საკ​მა​რი​სია
მე თვი​თონ მო​ვინ​დო​მო, ისე იპა​რე​ბა, რო​გორც ქვი​შა თი​თებს შო​რის...

წარ​მოდ​გე​ნაც არ მქონ​და, რა უნ​და მეთ​ქვა და ხმას არ ვი​ღებ​დი.

– რა თქმა უნ​და, დეპ​რე​სიაში არ ვვარ​დე​ბი, – დაამა​ტა პაუზის შემ​დეგ, – უბ​რა​ლოდ, დღემ​დე მიყ​ვარს. ამ​დე​ნი
დრო გა​ვი​და და ახ​ლა​ღა ვოც​ნე​ბობ... მიგ​ვე​ტო​ვე​ბი​ნა მე ჩე​მი კი​ნო​კა​რიერა, იმას – თა​ვი​სი, გვეც​ხოვ​რა ერ​‐
თად მშვი​დად და ბედ​ნიერად. მო​დუ​რი აპარ​ტა​მენ​ტე​ბის გა​რე​შე. „მა​ზე​რა​ტის“ გა​რე​შე. არა​ფე​რი არ მინ​და!
მხო​ლოდ სამ​სა​ხუ​რი, სულ ჩვეულებ​რი​ვი, და სახ​ლი, რო​მელ​შიც თბი​ლა. ბავ​შვე​ბი გვე​ყო​ლე​ბო​და... რო​გორც
ხდე​ბა ხოლ​მე, სამ​სა​ხუ​რის შემ​დეგ შე​ვიკ​რი​ბე​ბო​დით თა​ნამ​შრომ​ლე​ბი სად​მე ბარ​ში, სა​კეს მოვ​წრუ​პავ​დით
და ცხოვ​რე​ბა​ზე ვი​ბუზ​ღუ​ნებ​დით. მე​რე კი შინ წა​ვი​დო​დი, მე​ცო​დი​ნე​ბო​და, რომ მე​ლო​დე​ბა... ვი​ყიდ​დი გან​ვა​‐
დე​ბით რო​მე​ლი​მე „სი​ვიკს“ ან „სუ​ბა​რუს“ და ხელ​ფა​სი​დან გა​და​ვიხ​დი​დი ხუ​თი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში. მოკ​‐
ლედ, რო​გორც ყვე​ლა ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანი... არ და​მი​ჯე​რებ, სწო​რედ ეს მინ​დო​და ყო​ველ​თვის. ოღონდ ის
მყო​ლო​და გვერ​დით... სულ ტყუილად. იმას ხომ სულ სხვა რამ უნ​დო​და! მი​სი ოჯა​ხი ისე ჩა​მო​დიოდა მას​ზე
ფსონს, რო​გორც დო​ღის ცხენ​ზე. მთელ თა​ვი​ანთ პი​რად გეგ​მებს მას უკავ​ში​რებ​დნენ. დე​და​მი​სი მთე​ლი
ცხოვ​რე​ბა მი​სი იმიჯ​მეიკე​რი იყო. ძუნ​წი მა​მი​კო ჰო​ნო​რა​რებს ღუ​ნავ​და. უფ​რო​სი ძმა მის მე​ნე​ჯე​რად მუ​შა​‐
ობ​და. უმ​ცრო​სი ძმა – ძნე​ლად აღ​საზ​რდე​ლი ბავ​შვი, რა​ღაც შარ​ში გა​ეხ​ვეოდა, სა​სა​მარ​თლო​დან თა​ვის და​‐
საღ​წე​ვად ფუ​ლი იყო სა​ჭი​რო. უმ​ცრო​სი და მომ​ღე​რა​ლი გახ​და, იმა​საც ხე​ლის წაკ​ვრა დას​ჭირ​და... მოკ​ლედ,
ისე შე​მო​ეწ​ყვნენ გარ​შე​მო, თავს ვერ და​იძ​ვრენ​და. ამ ყვე​ლა​ფერს ისიც ემა​ტე​ბო​და, რომ ბავ​შვო​ბი​დან​ვე გა​‐
მოუჭე​დეს ყუ​რე​ბი თა​ვი​ან​თი „ო​ჯა​ხუ​რი ფა​სეულო​ბე​ბით“. შენს ცხოვ​რე​ბა​ში ყვე​ლა​ზე მთა​ვა​რი შე​ნი წი​ნაპ​‐
რე​ბიაო... ასეც გაიზარ​და, სულ თვა​ლებ​ში შეჰ​ყუ​რებ​და იმათ. და დღემ​დე იმათ გა​მო​გო​ნილ სამ​ყა​რო​ში ცხოვ​‐
რობს. იმ ხა​ტე​ბა​ში ამო​ქო​ლი​ლი, რო​მე​ლიც მის​თვის მოიგო​ნეს. იქ, შიგ​ნით, ისე არ არის მოწ​ყო​ბი​ლი, რო​‐
გორც მე და შენ. რეალო​ბის არა​ვი​თა​რი ობი​ექ​ტუ​რი შე​ფა​სე​ბა! და მა​ინც, ამ ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​ვად, ძა​ლი​‐
ან სუფ​თა გუ​ლი აქვს. სი​ნა​ზეც არის იქ, ხიბ​ლიც. მე ხომ ვი​ცი... ეჰ, ახ​ლა რა​ღა დრო​სია. სუ​ლერ​თია, არა​ფე​რი
აღარ გა​მო​ვა... წარ​მო​გიდ​გე​ნია, ერ​თი კვი​რის წინ სექ​სიც კი გვქონ​და!

– ყო​ფილ ცოლ​თან?

– ჰო. შე​ნი აზ​რით, გარ​ყვნი​ლე​ბა​ა?

– არა, რას ამ​ბობ, რა გარ​ყვნი​ლე​ბა...

– რაც მთა​ვა​რია, თვი​თონ მო​ვი​და. აი, ამ ბი​ნა​ში. რის​თვის მი​ვი​და, ვერც გა​ვი​გე. ჯერ და​რე​კა, შე​იძ​ლე​ბა გეს​‐
ტუმ​როო? რა თქმა უნ​და, მოდი-​მეთქი, ვუთ​ხა​რი. და ყვე​ლა​ფე​რი ისე გა​მო​ვი​და, რო​გორც ოდეს​ღაც: ვსვამ​‐
დით, მთე​ლი სა​ღა​მო ვლა​პა​რა​კობ​დით, თვი​თო​ნაც ვერ გა​ვი​გეთ, რო​გორ აღ​მოვ​ჩნდით ლო​გინ​ში... მა​გა​რი
იყო! მით​ხრა, რომ დღემ​დე ვუყ​ვარ​ვარ. ჰო​და, მეც ავ​დე​ქი და შევ​თა​ვა​ზე: თა​ვი​დან ვცა​დოთ, იქ​ნებ ყვე​ლა​ფე​‐
რი გამოგვივიდეს-​მეთქი. ჩუ​მად მის​მენს და იღი​მე​ბა... მა​შინ ოჯახ​ზე მო​ვუ​ყე​ვი, სრუ​ლი​ად ჩვეულებ​რივ
ოჯახ​ზე – აი, ისე, რო​გორც ახ​ლა​ხან მო​გი​ყე​ვი... მის​მენ​და და იღი​მე​ბო​და... თუმ​ცა, არა... მის​მენ​და კი არა, სა​‐
ერ​თოდ არ მის​მენ​და. ერ​თი სიტ​ყვაც არ გაუგო​ნია. არა აქვს ასე​თი უნა​რი – გის​მი​ნოს. თქვი, არ თქვი – გინდ
კედ​ლის​თვის გით​ქვამს. უბ​რა​ლოდ, იმ დღეს, რო​გორც ჩანს, მარ​ტოობამ და​რია ხე​ლი. მო​უნ​და ვი​ღაც მო​ფე​‐
რე​ბო​და. და მო​ეჩ​ვე​ნა, რომ სწო​რედ მე ვარ ის „ვი​ღაც“. შე​იძ​ლე​ბა ცუ​დია, ამას რომ ვამ​ბობ, მაგ​რამ, ჩე​მი აზ​‐
რით, ყვე​ლა​ფე​რი სწო​რედ ასე იყო... მა​ინც სხვა​დას​ხვა​ნაირე​ბი ვართ. მის​თვის მარ​ტოობა ისე​თი უსიამო
გრძნო​ბაა, რო​მე​ლიც რაც შე​იძ​ლე​ბა სწრა​ფად უნ​და გა​ფან​ტოს ვინ​მეს​თან. მო​ძებ​ნის ამ ვინ​მეს, გაანიავებს
და მარ​ტოობაც აღარ არის. ყვე​ლა​ფე​რი კარ​გა​დაა. მო​ევ​ლო ყვე​ლა პრობ​ლე​მას... მე კი ასე არ შე​მიძ​ლი​ა.

ფირ​ფი​ტა ბო​ლო​ში გა​ვი​და და სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​და. ნემ​სი აიღო და ასე გა​რინ​დე​ბუ​ლი რა​ღა​ცა​ზე ჩა​ფიქ​რდა.

– იცი რა, – თქვა ბო​ლოს, – გო​გოების​თვის ხომ არ დაგ​ვე​ძა​ხა?

– ჩემ​თვის სუ​ლერ​თია. რო​გორც გინ​და, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ოდეს​მე ფუ​ლით თუ მო​გიტ​ყნავს ქა​ლი?

– არა​სო​დეს.

– რა​ტომ?

– რა ვი​ცი... რა​ტომ​ღაც არ მომ​სვლია თავ​ში, – ვა​ღიარე.

გო​ტან​და მოიღუ​შა და ერ​თხანს ჩუ​მად იყო, ჩემს სიტ​ყვებ​ზე ფიქ​რობ​და.

– ნე​ბის​მი​ერ შემ​თხვე​ვა​ში დარ​ჩი დღეს ჩემ​თან, – შე​მომ​თა​ვა​ზა, – გა​მო​ვი​ძა​ხოთ გო​გო, რო​მე​ლიც მა​შინ კი​‐
კის​თან ერ​თად მო​ვი​და. შე​იძ​ლე​ბა რა​მე გით​ხრას.

– კარ​გი, – მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე, – ოღონდ... იმის თქმა ხომ არ გინ​და, რომ ესეც ხარ​ჯებ​ში ჩა​მოიწე​რე​ბა?

გაიცი​ნა და ყი​ნუ​ლის ნა​ტე​ხე​ბი ჩა​ყა​რა ორი​ვე ბო​კალ​ში.

– არ და​მი​ჯე​რებ, – თქვა, – მაგ​რამ ესეც ჩა​მოიწე​რე​ბა. იქ ხომ მთე​ლი სის​ტე​მაა! ყვე​ლა დო​კუ​მენ​ტში კლუ​ბის
ოფი​ციალუ​რი მოღ​ვა​წეობა – „სა​ბან​კე​ტო მომ​სა​ხუ​რე​ბის შე​თა​ვა​ზე​ბა“. რო​ცა ფულს გა​და​იხ​დი, ქვი​თარს გაძ​‐
ლე​ვენ – ლა​მაზს, პრიალას, ცქე​რით ვერ გაძ​ღე​ბი. იმის შე​მოწ​მე​ბას მო​ინ​დო​მებ, თუ რა „ბან​კე​ტე​ბი​ა“ და თავ​‐
ბედს და​იწ​ყევ​ლი რა​ღა​ცის გა​გე​ბის მცდე​ლო​ბა​ში. ასე რომ, ხარ​ჯე​ბი ბო​ზებ​ზე ნორ​მა​ლურ წარ​მო​მად​გენ​ლო​‐
ბით ხარ​ჯე​ბად იქ​ცე​ვა. აი, ასე​თი მხიარუ​ლი სა​ზო​გა​დოება გვყავს...

– გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მის... – და​ვას​რუ​ლე ჩემ​თვის.

***

სა​ნამ გო​გო​ებს ვე​ლო​დით, კი​კი გა​მახ​სენ​და. გო​ტან​დას ვკით​ხე, ენა​ხა თუ არა ოდეს​მე მი​სი ყუ​რე​ბი.

– ყუ​რე​ბი? – გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა შე​მომ​ხე​და, – ა-​არა... უფ​რო სწო​რად, შე​იძ​ლე​ბა და​ვი​ნა​ხე კი​დეც, მაგ​რამ არ მახ​‐
სოვს. რა სჭირს ყუ​რებ​ზე?
– ისე. არა​ფე​რი, – ვუთ​ხა​რი.

***

ორი და​ქა​ლი შუაღა​მის მე​რე გა​მოგ​ვეც​ხა​და. ერ​თი მათ​გა​ნი – ის, რო​მელ​ზეც ასე აღ​ტა​ცე​ბით ლა​პა​რა​კობ​და
გო​ტან​და – მარ​თლა კი​კის ყო​ფი​ლი მეწ​ყვი​ლე გა​მოდ​გა. ეს გო​გო მარ​თლაც უნაკ​ლო იყო. საკ​მა​რი​სია ამ იშ​‐
ვიათი ჯი​შის ქა​ლებს უსიტ​ყვოდ მხო​ლოდ ერ​თხელ შე​ხე​დო თვა​ლებ​ში, რომ მო​გო​ნე​ბა ამ მზე​რა​ზე მთე​ლი
თვე გაგ​ყვეს. „ა​მა​ყი დე​დო​ფა​ლი“ – სა​ხე, რო​მე​ლიც თავ​და​ყი​რა აყე​ნებს მა​მა​კა​ცურ სიზ​მრებს. მა​ინ​ცდა​მა​ინც
თვალ​ში მო​სახ​ვედ​რა​დაც არ აც​ვია. სა​და და ხა​რის​ხიანი ნივ​თე​ბი. გა​ღე​ღი​ლი გრძე​ლი წა​მო​სას​ხა​მი, ქაშ​მი​‐
რის სვი​ტე​რი. ჩვეულებ​რი​ვი შა​ლის ქვე​და​ტა​ნი. მთე​ლი მი​სი სამ​კაული – სა​და რგო​ლე​ბი ყუ​რებ​ში. არც მე​ტი,
არც ნაკ​ლე​ბი – უკა​რე​ბა სტუ​დენ​ტი ქალ​თა ელი​ტუ​რი კო​ლე​ჯი​დან.

მეორე ეგ​ზო​ტი​კუ​რი ჭრე​ლი კა​ბით და ცხვირ​ზე და​კო​სე​ბუ​ლი სათ​ვა​ლით გა​მოგ​ვეც​ხა​და. აქამ​დე არ მი​ფიქ​‐
რია, რომ არ​სე​ბო​ბენ სათ​ვა​ლიანი ბო​ზე​ბი. აღ​მოჩ​ნდა, რომ არ​სე​ბო​ბენ, თა​ნაც რო​გო​რი! მარ​თა​ლია, „ა​მაყ
დე​დოფ​ლამ​დე“ ბევ​რი უკ​ლდა, მაგ​რამ ძა​ლი​ან საყ​ვა​რე​ლი და მიმ​ზიდ​ვე​ლი მო​მეჩ​ვე​ნა. თლი​ლი მტევ​ნე​ბი,
ლა​მა​ზი ფე​ხე​ბი, არაჩ​ვეულებ​რი​ვი რუ​ჯი. სულ ამ​წამს გაჩ​ნდა ჰა​ვაიდან – მთე​ლი კვი​რა ჭყუმ​პა​ლა​ობ​და იქ.
მოკ​ლედ შეჭ​რი​ლი თმა. ვერ​ცხლის სა​მა​ჯუ​რი. მარ​ჯვე, ზამ​ბა​რი​სე​ბუ​რი მოძ​რაობა. ელას​ტი​კუ​რი კა​ნი მჭიდ​‐
როდ ეკ​ვრის თი​თოეულ მომ​რგვა​ლე​ბულ ად​გილს ძარ​ღვმა​გარ, ჯი​ქი​ვით მოქ​ნილ სხე​ულ​ზე.

გო​გო​ებს რომ ვუ​ყუ​რებ​დი, ბავ​შვო​ბა გა​მახ​სენ​და. ნე​ბის​მიერი სკო​ლის ნე​ბის​მი​ერ კლას​ში, თუნ​დაც მცი​რე
გან​სხვა​ვე​ბე​ბით, ყო​ველ​თვის შეხ​ვდე​ბი გო​გოების ყვე​ლა ტიპს. თი​თოეული ტი​პის თი​თო გო​გოს მა​ინც. ასე​ვე
თი​თოეულ კლას​ში ჰყავთ თა​ვი​ან​თი „ა​მა​ყი დე​დო​ფა​ლი“ და თა​ვი​ან​თი ძარ​ღვიანი ჯი​ქი. ულა​პა​რა​კოდ... რა
მა​გა​რია, გა​ვი​ფიქ​რე. ფა​სიანი სექ​სი კი არა, მშობ​ლიური სკო​ლის კურ​სდამ​თავ​რე​ბულ​თა სა​ღა​მოა. უფ​რო
ზუს​ტად კი, მი​სი ფი​ნა​ლუ​რი ნა​წი​ლი, რო​ცა ყვე​ლა​ნი პატარ-​პატარა შეხ​მატ​კბი​ლე​ბულ ჯგუ​ფე​ბად და​იყ​ვნენ
და სად​მე სხვა​გან გრიალი გა​დაწ​ყვი​ტეს. რა თქმა უნ​და, სუ​ლე​ლუ​რი ასო​ციაციაა, მაგ​რამ სწო​რედ ასე მეჩ​ვე​‐
ნე​ბო​და. ახ​ლა მეს​მის, მათ​თან ასე კარ​გად რა​ტომ გრძნობ​და თავს გო​ტან​და.

აშ​კა​რა იყო – არც ერ​თი და არც მეორე პირ​ვე​ლად არ იყ​ვნენ გო​ტან​დას​თან. უბ​რა​ლოდ, ყო​ველ​გვა​რი შე​ბო​‐
ჭი​ლო​ბის გა​რე​შე მიესალ​მნენ. „გაუ! – რო​გორ ხარ? – მო​იწ​ყი​ნე უჩ​ვე​ნოდ?“ გო​ტან​დამ ჩე​მი თა​ვი გა​აც​ნო –
სკო​ლის მე​გო​ბა​რია, წერს.

– გაუ! – გა​მი​ღი​მა ორი​ვემ. ღი​მი​ლით სე​რიიდან „ნუ გე​ში​ნია, ში​ნაურე​ბი ვართ“. აი, ისე​თი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი
ღი​მი​ლით, რო​გორ​საც თით​ქმის ვერ შეხ​ვდე​ბი რეალურ სამ​ყა​რო​ში.

– გაუ, – ვუ​პა​სუ​ხე.

მე​რე ხან დი​ვან​ზე ვე​ყა​რეთ, ხან იატაკ​ზე, ბრენ​დის ვსვამ​დით სო​დით ჯო ჯექ​სო​ნის, Chic-​ისა და The Alan
Parsons Project-​ის თან​ხლე​ბით და ათას რა​მე​ზე ვლაყ​ბობ​დით. სიმ​შვი​დი​სა და არ​ნა​ხუ​ლი თა​ვი​სუფ​ლე​ბის ატ​‐
მოს​ფე​რო​ში გა​ეხ​ვა ოთა​ხი. მე და გო​ტან​და აშ​კა​რად კა​იფ​ში ვი​ყა​ვით. გო​გოებიც მშვე​ნივ​რად გრძნობ​დნენ
თავს. გო​ტან​დამ სათ​ვა​ლიანი შე​არ​ჩია პა​ცი​ენ​ტად, თვი​თონ სტო​მა​ტო​ლო​გი იყო. არაჩ​ვეულებ​რი​ვად გა​‐
მოუვი​და. უფ​რო მე​ტად ჰგავ​და სტო​მა​ტო​ლოგს, ვიდ​რე ნამ​დვი​ლი სტო​მა​ტო​ლო​გი. ერ​თი სიტ​ყვით – ტა​ლან​‐
ტი.

გო​ტან​და სათ​ვა​ლი​ან​თან ერ​თად იჯ​და იატაკ​ზე. იდუ​მა​ლი სა​ხით ეჩურ​ჩუ​ლე​ბო​და რა​ღა​ცას. ისიც დრო​დად​‐
რო ხით​ხი​თებ​და. ამ დროს „ა​მა​ყი“ ჩუ​მად მო​მეყ​რდნო მხარ​ზე და ხელ​ზე ხე​ლი მო​მი​ჭი​რა. საოცარ სურ​ნელს
აფ​რქვევ​და. ღვთა​ებ​რი​ვი არო​მა​ტი, რომ​ლის​გა​ნაც სუნ​თქვა მეკ​ვრო​და. ზუს​ტად ისე, რო​გორც თა​ნაკ​ლა​სელ​‐
თან სკო​ლის დამ​თავ​რე​ბი​დან ათი წლის შემ​დეგ, გა​ვი​ფიქ​რე ისევ. „მა​შინ, სკო​ლა​ში, ვერ ვბე​დავ​დი მეთ​ქვა...
მაგ​რამ სა​შინ​ლად მომ​წონ​დი... რა​ტომ არა​ფერს მე​უბ​ნე​ბო​დი, სუ​ლე​ლო?“ ნე​ბის​მიერი უფ​როს​კლა​სე​ლი ბი​‐
ჭის ოც​ნე​ბა. იდეალუ​რი ხა​ტე​ბა... ფრთხი​ლად მო​ვეხ​ვიე, თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა და ცხვი​რით ყელ​ზე მო​მეკ​რა. მე​‐
რე ენის წვე​რით გამ​ლო​კა, ძა​ლი​ან ნე​ლა და ნა​ზად. უცებ შევ​ნიშ​ნე, რომ გო​ტან​და და მი​სი თა​ნა​მო​სა​უბ​რე
ოთახ​ში აღარ არი​ან. ალ​ბათ სა​ძი​ნე​ბელ​ში გან​მარ​ტოვ​დნენ. „იქ​ნებ ოდ​ნავ ჩა​ვუ​წი​ოთ სი​ნათ​ლეს?“ – ჩურ​ჩუ​‐
ლით შე​მომ​თა​ვა​ზა. კე​დელ​ზე ჩამ​რთვე​ლი ვი​პო​ვე და ჭა​ღი ჩა​ვაქ​რე. ტორ​შე​რის მკრთალ სი​ნათ​ლე​ზე დავ​‐
რჩით. ფირ​ფი​ტის ნაც​ვლად უკ​ვე რა​ტომ​ღაც ბა​ბი​ნა უკ​რავ​და. ბობ დი​ლა​ნი. It’s All Over Now, Baby Blue.

– გამ​ხა​დე, ოღონდ ნე​ლა, – ჩამ​ჩურ​ჩუ​ლა ყურ​ში. და​ვე​მორ​ჩი​ლე – ნე​ლა, ძა​ლი​ან ნე​ლა გავ​ხა​დე სვი​ტე​რი, მე​‐
რე ქვე​და​ტა​ნი, მე​რე წინ​დე​ბი. ის იყო, მე​ქა​ნი​კუ​რად ვცა​დე ნივ​თე​ბის აკუ​რა​ტუ​ლად დაწ​ყო​ბა, რომ იქ​ვე მივ​‐
ხვდი: ამის აუცი​ლებ​ლო​ბა არ იყო და ყვე​ლა​ფე​რი ისე​ვე დავ​ტო​ვე იატაკ​ზე. ახ​ლა მი​სი რი​გი იყო. ასე​ვე ნე​ლა
შემ​ხსნა არ​მა​ნის ჰალ​სტუ​ხი, მე​რე „ლი​ვაისე​ბი“, მე​რე პე​რან​გი. მე​რე კი ტრუ​სი​თა და ვიწ​რო ლი​ფით პირ​და​‐
პირ თავ​ზე წა​მო​მად​გა.

– აბა, რას იტ​ყვი? – გა​მი​ღი​მა.

– მა​გა​რია! – ვთქვი. უნაკ​ლო სხეული. ფა​ტა​ლუ​რი, უბი​წოდ ვე​ლუ​რი, სა​შინ​ლად აღ​მგზნე​ბი სი​ლა​მა​ზე.

– რო​გო​რი „მა​გა​რი“? – არ მო​მეშ​ვა, – თუ უფ​რო გა​სა​გე​ბად იტ​ყვი, არ ინა​ნებ. ჩე​მი მხრი​დან პრობ​ლე​მა არ იქ​‐
ნე​ბა.

– მა​შინ​ვე ბავ​შვო​ბა მახ​სენ​დე​ბა. სკო​ლა... – ვთქვი გუ​ლახ​დი​ლად.

რამ​დე​ნი​მე წამს შე​ფიქ​რიანე​ბუ​ლი მი​ყუ​რებ​და მო​ჭუ​ტუ​ლი თვა​ლე​ბით, თით​ქოს სამ​ყა​როს სა​ოც​რე​ბა ვი​ყა​ვი,
ბო​ლოს კი გულ​ღი​ად გაიღი​მა.

– იცი... უნი​კა​ლუ​რი ვინ​მე ხარ!

– რა... სა​შინ​ლად გი​პა​სუ​ხე?

– სუ​ლაც არა! – გაიცი​ნა. მე​რე ძა​ლი​ან ახ​ლოს მო​მიჯ​და და ის გააკე​თა, რაც ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის გან​მავ​‐
ლო​ბა​ში არა​ვის გაუკე​თე​ბია ჩემ​თვის. რა​ღაც ძა​ლი​ან ინ​ტი​მუ​რი – სამ​ყა​რო​სა​ვით ვეებერ​თე​ლა, რა​საც ადა​‐
მიანის წარ​მო​სახ​ვა, უბ​რა​ლოდ, ვერ მის​წვდე​ბა. თუმ​ცა ვი​ღა​ცამ მა​ინც მოიფიქ​რა... კუნ​თე​ბი მო​ვა​დუ​ნე, თვა​‐
ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და დი​ნე​ბას მივ​ყე​ვი. მთე​ლი ჩე​მი ცხოვ​რე​ბის სექ​სუალუ​რი გა​მოც​დი​ლე​ბა ვე​რა​ნაირად ვერ
შე​ედ​რე​ბო​და იმას, რა​საც ახ​ლა ვგრძნობ​დი.

– აბა, რას იტ​ყვი? კარ​გია? – ჩამ​ჩურ​ჩუ​ლა ყურ​ში.

– კ-​კარგია... – მხო​ლოდ ეს ამო​ვი​სუნ​თქე.

ეს იყო ღვთა​ებ​რი​ვი მუ​სი​კა, რო​მე​ლიც ამ​შვი​დებს ფსი​ქი​კას, ათა​ვი​სუფ​ლებს სხე​ულს და ნა​ნას უმ​ღე​რის
დრო​ის ნე​ბის​მი​ერ შეგ​რძნე​ბას. უდახ​ვე​წი​ლე​სი ინ​ტი​მუ​რო​ბა, დროისა და სივ​რცის სრუ​ლი ჰარ​მო​ნია, უნი​‐
ვერ​სა​ლუ​რი ურ​თი​ერ​თო​ბა, თუნ​დაც ასე​თი შეზ​ღუ​დუ​ლი ფორ​მით... და ეს ყვე​ლა​ფე​რი რა​ღაც ხარ​ჯე​ბის ჩა​‐
მო​წე​რის ფა​სად? „ძა​ლიანაც კარ​გი“, გა​ვი​მეორე. ისევ მღე​რო​და ბობ დი​ლა​ნი. ნე​ტავ რა სიმ​ღე​რაა? ჰო, Hard
Rain. ფრთხი​ლად მო​ვეხ​ვიე. ერ​თიანად მო​ეშ​ვა და ჩემს ხე​ლებ​ში გალ​ღვა. უც​ნაური რა​მეა ლა​მაზ ქალ​თან
წო​ლა ბობ დი​ლა​ნის თან​ხლე​ბით რა​ღაც ხარ​ჯე​ბის ჩა​მო​წე​რის ფა​სად. იმ ძველ სა​მო​ციანებ​ში ასე​თი რამ
ფიქ​რა​დაც კი არ მოუვი​დო​და არა​ვის.

„ა​რა​და, ეს ხომ ხე​ლოვ​ნუ​რი ხა​ტია! – გაკ​რთა თავ​ში, – დააჭი​რე ღი​ლაკს და გაქ​რე​ბა იმავ წამს. სამ​გან​ზო​მი​‐
ლე​ბიანი ერო​ტი​კუ​ლი სუ​რა​თი. და​მა​ტე​ბით კი სუ​ნა​მოს სურ​ნე​ლი, ნა​ზი კა​ნი თი​თებ​ქვეშ და ვნე​ბიანი ოხ​‐
ვრა...“

გულ​მოდ​გი​ნედ შე​ვას​რუ​ლე ყვე​ლა​ფე​რი, რაც მო​მეთ​ხო​ვე​ბო​და, წარ​მა​ტე​ბით გა​ვა​თა​ვე და შხა​პის მი​სა​ღე​ბად


წა​ვე​დით. მე​რე პირ​სა​ხო​ცებ​ში გა​ვეხ​ვი​ეთ, ოთახ​ში დავ​ბრუნ​დით და Dire Straits-​ის და კი​დევ რაღაც-​‐
რაღაცების ფონ​ზე ბრენ​დის სმა გა​ვაგ​რძე​ლეთ.

მკით​ხა, მა​ინც რას წე​რო. მოკ​ლედ მო​ვუ​ყე​ვი ჩე​მი საქ​მიანო​ბის არ​სი. ჰო-ო, არც ისე სა​ინ​ტე​რე​სოა, თქვა. თე​‐
მას გა​აჩ​ნია, ვუთ​ხა​რი. მოკ​ლედ, კულ​ტუ​რო​ლო​გი​ურ ნამ​ქერ​ში ვი​ქე​ქე​ბი, ვთქვი. მე კი – ფი​ზიოლო​გი​ურ ნამ​‐
ქერ​ში, თქვა და გაიცი​ნა. ჰეი, მით​ხრა, კი​დევ ერ​თხელ ხომ არ გაგ​ვე​ქე​ქა ნამ​ქე​რი? და ისევ და​ვიწ​ყეთ. პირ​და​‐
პირ ხა​ლი​ჩა​ზე. ამ​ჯე​რად ძა​ლი​ან სა​დად და ძა​ლი​ან ნე​ლა. მაგ​რამ სა​და და მარ​ტივ სექ​სშიც კი მშვე​ნივ​რად
იცო​და, რო​გორ ავეგ​დე. საიდან იცის ეს ყვე​ლა​ფე​რი? მიკ​ვირ​და მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში.

მხო​ლოდ მა​შინ, რო​ცა გვერ​დიგ​ვერდ ვის​ხე​დით ვეებერ​თე​ლა აბა​ზა​ნა​ში და ვყვინ​თავ​დით, ვკით​ხე კი​კი​ზე.

– კი​კი... – გაიმეორა, – დი​დი ხა​ნია არა​ფე​რი მსმე​ნია მას​ზე. თქვენ რა, იც​ნობთ ერ​თმა​ნეთს?

უხ​მოდ და​ვუქ​ნიე თა​ვი.

წყა​ლი ჩაიგუ​ბა პირ​ში, ტუ​ჩე​ბი მო​კუ​მა და ჩა​იფ​რუ​ტუ​ნა – სა​სა​ცი​ლოდ და რო​გორ​ღაც ბავ​შვუ​რად.

– დაიკარ​გა. თით​ქოს მი​წამ ჩაყ​ლა​პა... მე​გობ​რე​ბი ვი​ყა​ვით. ერ​თად დავ​დიოდით სა​ყიდ​ლებ​ზე, ბა​რებ​ში და​ვე​‐
ხე​ტე​ბო​დით... მე​რე კი უცებ გაქ​რა. და​ახ​ლოებით ორი თვის წინ... სი​მარ​თლე რომ გით​ხრათ, ჩვეულებ​რი​ვი
ამ​ბა​ვია. ჩვენ​ნა​ირ სა​მუ​შაოზე არა​ვინ არ წერს გან​ცხა​დე​ბას წას​ვლის შე​სა​ხებ. ვინც წას​ვლას გა​დაწ​ყვეტს,
უბ​რა​ლოდ, უხ​მაუროდ ქრე​ბა. მორ​ჩა და გა​თავ​და. რა თქმა უნ​და, გუ​ლი მწყდე​ბა, რომ მე​გობ​რის გა​რე​შე
დავ​რჩი. გა​და​სა​რე​ვი ურ​თი​ერ​თო​ბა გვქონ​და. ისე კი, სა​ერ​თოდ, წა​ვი​და და მად​ლო​ბა ღმერთს. ჩვენ​თან
სკაუტე​ბად არ ქი​რაობენ...

მი​სი თლი​ლი თი​თე​ბი ქვე​ვით ჩა​მიძ​ვრა.

– იწე​ქი მას​თან?

– ოდეს​ღაც ერ​თად ვცხოვ​რობ​დით... ოთ​ხი წლის წი​ნათ.

– ოთ​ხი წლის წი​ნათ? – ჩაიცი​ნა, – ამ​დე​ნი ხნის წინ! ოთ​ხი წლის წი​ნათ წე​სიერი გო​გო ვი​ყა​ვი და სკო​ლა​ში
დავ​დიოდი...

– ესე იგი კი​კის​თან შეხ​ვედ​რის არა​ვი​თა​რი შან​სი არ არის? – უკ​ვე პირ​და​პირ ვკით​ხე.

– ძნე​ლი სათ​ქმე​ლი​ა... წარ​მოდ​გე​ნაც კი არ მაქვს, სად შე​იძ​ლე​ბა წა​სუ​ლი​ყო. თით​ქოს მი​წამ ჩაყ​ლა​პა. თით​‐
ქოს ბე​ტო​ნის კე​დელ​ში ამოიქო​ლა თა​ვი. სა​მუ​და​მოდ. არა​ვი​თა​რი მი​ნიშ​ნე​ბა. და​იწ​ყებ ძებ​ნას და ალ​ბათ
ტყუილად და​კარ​გავ დროს. შენ რა... დღემ​დე გიყ​ვარს?

ნე​ლა გავ​შა​ლე ფე​ხე​ბი ცხელ წყალ​ში და ჭერს მიშ​ტე​რე​ბუ​ლი ჩავ​ფიქ​რდი. მიყ​ვარს კი კი​კი დღემ​დე?
– არ ვი​ცი... მაგ​რამ, ასეა თუ ისე, აუცი​ლებ​ლად უნ​და ვნა​ხო. ისე​თი შეგ​რძნე​ბა მაქვს, რომ კი​კი​საც სა​შინ​ლად
უნ​და ჩე​მი ნახ​ვა. ამი​ტომ მე​სიზ​მრე​ბა გა​მუდ​მე​ბით...

– რა უც​ნაურია, – თქვა და პირ​და​პირ თვა​ლებ​ში შე​მომ​ხე​და, – აი, მეც გა​მო​მეც​ხა​დე​ბა ხოლ​მე სიზ​მარ​ში ხან​‐
და​ხან...

– სიზ​მარ​ში? რო​გორ?

არ მი​პა​სუ​ხა. მხო​ლოდ ოდ​ნავ გაუღი​მა თა​ვის ფიქ​რებს.

– კი​დევ მინ​და და​ლე​ვა! – თქვა ბო​ლოს.

ისევ დავ​ბრუნ​დით ოთახ​ში და ბრენ​დის სმა გა​ვაგ​რძე​ლეთ მუ​სი​კის თან​ხლე​ბით – პირ​და​პირ იატაკ​ზე. ჩემს
მკერ​დზე მო​ეწ​ყო, ხე​ლი მოვ​ხვიე. რო​გორც ჩანს, გო​ტან​დამ მის მე​გო​ბარ​თან ერ​თად ჩაიძი​ნა – სა​ძი​ნებ​ლი​‐
დან არა​ვინ გა​მო​სუ​ლა.

– იცი, – მით​ხრა, – შე​იძ​ლე​ბა არ და​მი​ჯე​რო, მაგ​რამ შენ​თან ძა​ლი​ან კარ​გია. აი ასე, რო​გორც ახ​ლა. გუ​ლახ​დი​‐
ლად გე​უბ​ნე​ბი. ის, რომ ჩე​მი სა​მუ​შა​ოს მი​ხედ​ვით რა​ღაც რო​ლი უნ​და ვი​თა​მა​შო, აქ არა​ფერ შუაშია. მარ​‐
თლა, არ გატ​ყუ​ებ! გჯე​რა ჩე​მი?

– მჯე​რა, – ვუ​პა​სუ​ხე, – მეც კარ​გად ვგრძნობ თავს შენ​თან. რა​ღაც ძა​ლი​ან მშვი​დად ვარ. რო​გორც თა​ნაკ​ლა​‐
სელ​თან...

– არა, ნამ​დვი​ლად უნი​კა​ლუ​რი ხარ! – გაიცი​ნა.

– და​ვუბ​რუნ​დეთ კი​კის, – ვთქვი, – რა, სულ არა​ფე​რი არ იცი? მი​სა​მარ​თი, გვა​რი – სულ არა​ფე​რი?

ჩა​ფიქ​რე​ბულ​მა გა​აქ​ნია თა​ვი.

– ჩვენ არას​დროს არა​ფერ​ზე არ ვლა​პა​რა​კობ​დით. სა​ხე​ლე​ბიც ყვე​ლას მო​გო​ნი​ლი გვაქვს. ის კი​კია, მე – მეი.
იქ, სა​ძი​ნე​ბელ​ში – მა​მი. ყვე​ლას მეტ​სა​ხე​ლე​ბი გვაქვს, სამი-​ოთხი ასო და მორ​ჩა. ერ​თმა​ნე​თის პი​რად ცხოვ​‐
რე​ბა​ზე სა​ერ​თოდ არა​ფე​რი ვი​ცით. სა​ნამ თვი​თონ არ მოყ​ვე​ბი, არა​ვინ არა​ფერს გკით​ხავს. ასე​თი ეტი​კე​ტია.
მე​გობ​რო​ბით ვმე​გობ​რობთ. სა​მუ​შა​ოს შემ​დეგ ყო​ველ​თვის ერ​თად ვის​ვე​ნებთ. მაგ​რამ... ეს ნამ​დვი​ლი
რეალო​ბა არ არის. არა​ფე​რი ნამ​დვი​ლი ერ​თმა​ნე​თის შე​სა​ხებ არ ვი​ცით! მე მეი ვარ, ის – კი​კი. რეალუ​რი
ცხოვ​რე​ბა აქ არ არ​სე​ბობს. მხო​ლოდ იმი​ჯი. თით​ქოს ვარ​სე​ბობთ კი​დეც სივ​რცე​ში, მაგ​რამ ვერ ვავ​სებთ. ჩვე​‐
ნი სა​ხე​ლე​ბი რო​გორ​ღაც მო​რიგ ფან​ტა​ზი​ას ჰგავს. ერ​თმა​ნე​თის ფან​ტა​ზი​ებს კი, ვცდი​ლობთ, პა​ტი​ვი ვცეთ.
გეს​მის ჩე​მი?

– ჰო, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– ზო​გი​ერთ კლი​ენტს ამის გა​მო ვე​ცო​დე​ბით... მაგ​რამ მათ უბ​რა​ლოდ, არ ეს​მით! ჩვენ ხომ მხო​ლოდ ფუ​ლის
გა​მო არ ვა​კე​თებთ ამას. ჩვე​ნი პატარ-​პატარა სი​ხა​რუ​ლიც არ გვა​ვიწ​ყდე​ბა. კლუბ​ში სა​წევ​რო სის​ტე​მაა. კლი​‐
ენ​ტი ძა​ლი​ან კე​თილ​შო​ბი​ლია. ყვე​ლა ცდი​ლობს რა​მე​ნაირად გაგ​ვა​ნე​ბივ​როს. ასე რომ, ამ​გვარ გა​მო​ნა​გონ
სამ​ყა​რო​ში სუ​ლაც არ ვართ მოწ​ყე​ნი​ლი...
– ესე იგი მოგ​წონთ ეს ნამ​ქე​რის ქექ​ვა? – ჩა​ვიფ​რუ​ტუ​ნე.

– მოგ​ვწონს და მე​რე რო​გორ! – გაიცი​ნა. და ტუ​ჩე​ბით მკერ​დზე მო​მეკ​რა, – დრო​დად​რო გუნ​დაობა​საც კი ვა​‐
ხერ​ხებთ!

– მე​ი... – ვთქვი, – ოდეს​ღაც ვიც​ნობ​დი გო​გო​ნას ამ სა​ხე​ლით. ჩვე​ნი ფირ​მის გვერ​დით სტო​მა​ტო​ლო​გიური
კლი​ნი​კა იყო. ის იქ, რე​გის​ტრა​ტუ​რა​ში მუ​შა​ობ​და. ჰო​კაიდო​ზე, გლე​ხის ოჯახ​ში დაიბა​და. და ყვე​ლა „ბე​კე​კა
მე​ის“ ეძახ​და. ძა​ლი​ან შავ​გვრე​მა​ნი და ჩხი​რი​ვით გამ​ხდა​რი. კარ​გი გო​გო იყო...

– ბე​კე​კა მე​ი... – გაიმეორა, – შენ რას გე​ძა​ხი​ან?

– და​თუ​ნია პუჰს, – ვუთ​ხა​რი.

– ზუს​ტად ისე, რო​გორც ზღა​პარ​ში! – გაიცი​ნა, – „ბე​კე​კა მეი და და​თუ​ნია პუ​ჰი“...

– ზუს​ტად ისე, რო​გორც ზღა​პარ​ში... – და​ვე​თან​ხმე.

– მა​კო​ცე! – მთხო​ვა. მო​ვეხ​ვიე და ვა​კო​ცე. გა​მა​ოგ​ნე​ბე​ლი კოც​ნით. ისე, რო​გორც არ მი​კოც​ნია ათა​სი წე​ლი.

კოც​ნით რომ გუ​ლი ვი​ჯე​რეთ, ისევ და​ლე​ვა გა​ვაგ​რძე​ლეთ – არც კი მახ​სოვს, მე​რამ​დე​ნე ბრენ​დის – Police-​ის
თან​ხლე​ბით. სხვა​თა შო​რის, აი, კი​დევ ერ​თი სუ​ლე​ლუ​რი სა​ხელ​წო​დე​ბა. ისე რო​გორ უნ​და და​იბ​რენ​დო, რომ
როკ​ჯგუფს „პო​ლი​ცი​ა“ და​არ​ქვა? ამა​ზე ვფიქ​რობ​დი და ვერც კი შევ​ნიშ​ნე, რო​გორ ჩაეძი​ნა მე​ის. ტკბი​ლად
ფშვი​ნავ​და ჩემს მკერ​დზე და სულ აღარ ჰგავ​და ამაყ დე​დო​ფალს. ჩვეულებ​რი​ვი გო​გო მე​ზობ​ლის ეზო​დან,
მოწ​ყვლა​დი და გუ​ლუბ​რყვი​ლო. თა​ნაკ​ლა​სელ​თა სა​ღა​მო, ღმერ​თო ჩე​მო... ხუ​თი იყო დაწ​ყე​ბუ​ლი. ფირ​ფი​ტა
დამ​თავ​რდა, აბ​სო​ლუ​ტუ​რი სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​და. ბე​კე​კა მეი და და​თუ​ნია პუ​ჰი... მო​რი​გი ფან​ტა​ზია. ჯა​დოს​ნუ​‐
რი ზღა​პა​რი ვი​ღა​ცის ხარ​ჯე​ბის ჩა​მო​წე​რის ფა​სად. როკ​ჯგუ​ფი „პო​ლი​ცი​ა“... მა​გა​რი დღე გა​მო​ვი​და! მე​გო​ნა,
რომ სწორ ბი​ლიკ​ზე გა​ვე​დი, არა​და, ისევ და​ვი​კარ​გე. ძა​ფი, რო​მელ​საც სად​ღაც შე​ეძ​ლო მი​ვეყ​ვა​ნე, გაწ​ყდა.
გო​ტან​დას და​ვუ​ახ​ლოვ​დი. რა​ღაც სიმ​პა​თი​ის​მაგ​ვა​რი გრძნო​ბა გა​მიჩ​ნდა. ბე​კე​კა მეი გა​ვი​ცა​ნი. ვი​წე​ქი მას​‐
თან. სიამოვ​ნე​ბა მი​ვი​ღე. ვი​ნი პუ​ჰი გავ​ხდი. ფი​ზიოლო​გიური ნამ​ქე​რი გავ​ქე​ქე. მოკ​ლედ, ბევ​რი რამ გა​დამ​‐
ხდა ამ დღეს... მაგ​რამ სა​ბო​ლო​ოდ ვერ​სა​დაც ვერ მი​ვე​დი.

სამ​ზა​რეულო​ში ყა​ვას ვა​დუ​ღებ​დი, რო​ცა გა​იღ​ვი​ძეს. სა​მი​ვე იქ შე​მო​ლას​ლას​და. საათი ექ​ვსის თხუთ​მეტ
წუთს უჩ​ვე​ნებ​და. მეი ხა​ლა​თით იყო. მა​მი და გო​ტან​და – მის ჭრელ პი​ჟა​მა​ში: მა​მის ზე​და შეხ​ვდა, გო​ტან​დას
ქვე​და. მე მაისუ​რი და ჯინ​სი მაც​ვია. ყვე​ლა​ნი მა​გი​დას მი​ვუს​ხე​დით და ყა​ვა მი​ვირ​თვით. შე​იწ​ვა ტოს​ტე​ბი,
და​ვიწ​ყეთ ჭა​მა, ერ​თმა​ნეთს ვა​წო​დებ​დით კა​რაქს და ჯემს. რა​დიოში იყო გა​და​ცე​მა „ბა​რო​კო თქვენ​თვის“ –
ჰენ​რი პერ​სე​ლის პას​ტო​რა​ლი. ისე​თი გან​წყო​ბა შე​იქ​მნა, პიკ​ნიკ​ზე დი​ლით რომ იცის.

– ნამ​დვი​ლი პიკ​ნი​კის დი​ლაა, – ვთქვი.

– კუ-​კუ! – თქვა მე​იმ.

***

რვის ნა​ხე​ვარ​ზე გო​ტან​დამ ტე​ლე​ფო​ნით ტაქ​სი გა​მოიძა​ხა და გო​გოები გა​ვა​ცი​ლეთ. წას​ვლის წინ მე​იმ მა​კო​‐
ცა.
– თუ კი​კის ნა​ხავ, აუცი​ლებ​ლად გა​დაეცი მო​კით​ხვა, – თქვა. ჩე​მი სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი მი​ვე​ცი და ვთხო​ვე
დაერე​კა, თუ შემ​თხვე​ვით რა​მეს გაიგებ​და.

– ჰო, რა თქმა უნ​და, – და​მიქ​ნია თა​ვი. მე​რე თვა​ლი ჩა​მიკ​რა და დაამა​ტა: – იქ​ნებ კი​დევ გაგ​ვე​ქე​ქა ნამ​ქე​რი?

– რა ნამ​ქე​რი? – ვერ მიხ​ვდა გო​ტან​და.

***

ორ​ნი დავ​რჩით და კი​დევ თი​თო ყა​ვა დავ​ლი​ეთ. მე მო​ვა​დუ​ღე. აი, ყა​ვის მო​დუ​ღე​ბა ნამ​დვი​ლად ვი​ცი. ფან​‐
ჯრის იქით ნე​ლა ამო​დიოდა მზე. ტო​კი​ოს ტე​ლე​ან​ძა თვა​ლის​მომ​ჭრე​ლად ბზი​ნავ​და მის სხი​ვებ​ში. ამ პეიზა​‐
ჟის და​ნახ​ვა​ზე „ნეს​კა​ფეს“ რეკ​ლა​მა ამო​ტივ​ტივ​და მეხ​სიერე​ბა​ში. თუ არ ვცდე​ბი, იქაც იყო ტე​ლე​ან​ძა. „ტო​‐
კიო დი​ლის „ნეს​კა​ფე​თი“ იწ​ყე​ბა“. მგო​ნი ასე. შე​იძ​ლე​ბა არა. რა მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვს. მოკ​ლედ, ტე​ლე​ან​ძა
ბრწყი​ნავ​და მზე​ზე, ჩვენ ყა​ვას ვსვამ​დით და ვუ​ყუ​რებ​დით. თავ​ში კი ტე​ლე​რეკ​ლა​მის ის ერ​თი სტრი​ქო​ნი მო​‐
ცო​ცავ​და.

ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანე​ბი ამ დროს სამ​სა​ხურ​ში, სკო​ლა​ში ან სად​მე სხვა​გან მი​იჩ​ქა​რი​ან. ოღონდ არა მე და
გო​ტან​და. მე და გო​ტან​და მთე​ლი ღა​მე ლა​მაზ გო​გო​ებ​თან ვერ​თო​ბო​დით, თა​ვი​ან​თი ხე​ლო​ბის პრო​ფე​სიონა​‐
ლებ​თან. ახ​ლა კი ყა​ვას ვსვამთ და არ​სად არ გვეჩ​ქა​რე​ბა. და, სა​ვა​რაუდოდ, ნა​ხე​ვა​რი საათის შემ​დეგ ზა​ზუ​‐
ნე​ბი​ვით ჩაგ​ვე​ძი​ნე​ბა. მოგ​ვწონს თუ არ მოგ​ვწონს, ეს სხვა სა​კით​ხია, მაგ​რამ მე და გო​ტან​და სრუ​ლი​ად ამო​‐
ვარ​დნი​ლი ვართ „ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანე​ბის“ ცხოვ​რე​ბის სტი​ლი​დან.

– დღეს რა გეგ​მე​ბი გაქვს? – რო​გორც იქ​ნა, მო​შორ​და ფან​ჯა​რას და მკით​ხა გო​ტან​დამ.

– შინ წა​ვალ, გა​მო​ვი​ძი​ნებ, – ვუ​პა​სუ​ხე, – გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი არა​ფე​რი.

– მეც და​ვი​ძი​ნებ სა​დი​ლო​ბამ​დე, მე​რე კი საქ​მიანი შეხ​ვედ​რა მაქვს, – თქვა გო​ტან​დამ.

ცო​ტა ხანს ჩუ​მად ვის​ხე​დით, ტო​კი​ოს ტე​ლე​ან​ძას ვუ​ყუ​რებ​დით.

– რას იტ​ყვი, მო​გე​წო​ნა? – მკით​ხა ბო​ლოს გო​ტან​დამ.

– მო​მე​წო​ნა, – ვუ​პა​სუ​ხე.

– კი​კი​ზე გაიგე რა​მე?

თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– მხო​ლოდ ის, რომ გაქ​რა. რო​გორც შენ ამ​ბობ​დი. არა​ვი​თა​რი კვა​ლი. გვა​რიც კი ვერ გა​ვი​გე.
– კან​ტო​რა​შიც ვი​კით​ხავ, – დამ​პირ​და, – იქ​ნებ რა​მე გა​ვი​გო, თუ გა​მი​მარ​თლა...

ეს თქვა, ჩა​ფიქ​რე​ბულ​მა მო​კუ​მა ტუ​ჩე​ბი და ჩა​ის კოვ​ზით სა​ფეთ​ქე​ლი მო​იფ​ხა​ნა. „სრუ​ლი შარ​მა​ნი“, რო​‐
გორც გო​გოები იტ​ყოდ​ნენ.

– მოიცა, – მით​ხრა, – რას აპი​რებ, თუ იპო​ვი კი​კის? მის დაბ​რუ​ნე​ბას შე​ეც​დე​ბი? თუ მხო​ლოდ წარ​სუ​ლის გა​მო
ჩაიფიქ​რე ეს ყვე​ლა​ფე​რი?

– არ ვი​ცი, – ვუ​პა​სუ​ხე.

მარ​თლა არ ვი​ცო​დი. თუ ვი​პო​ვი, მა​შინ მო​ვი​ფიქ​რებ, რო​გორ მო​ვიქ​ცე. ვა​რი​ან​ტე​ბის გა​რე​შე.

ყა​ვა დავ​ლი​ეთ და გო​ტან​დამ თა​ვი​სი ახალ​თა​ხა​ლი ყა​ვის​ფე​რი „მა​ზე​რა​ტით“ სახ​ლამ​დე მი​მიყ​ვა​ნა. თა​ვი​დან
უარ​ზე ვი​ყა​ვი, ტაქ​სის გა​მო​ძა​ხე​ბას ვა​პი​რებ​დი, მაგ​რამ თა​ვი​სი გაიტა​ნა, თქვა, რომ იქ​ვე, ახ​ლოს ვყავ​დი მი​‐
საყ​ვა​ნი.

– ისევ და​გი​რე​კავ, კარ​გი? – მით​ხრა დამ​შვი​დო​ბე​ბი​სას, – კარ​გი დრო გა​ვა​ტა​რეთ. რო​გორც წე​სი, ვე​რა​ვის​თან
და​ლა​პა​რა​კე​ბა​საც ვერ ვა​ხერ​ხებ... ასე რომ, თუ წი​ნა​აღ​მდე​გი არ ხარ, შე​ვეც​დე​ბი, რო​გორ​მე ისევ გა​მო​გიტ​‐
ყუ​ო...

– ჰო, რა თქმა უნ​და, – ვთქვი და მად​ლო​ბა გა​და​ვუ​ხა​დე – სტეიკის​თვის, სას​მე​ლი​სა და გო​გოების​თვის.

ხმა არ ამოუღია, მხო​ლოდ თა​ვი გა​აქ​ნია. თუ რა​ზე არ ამოუღია ხმა, უსიტ​ყვო​დაც ნა​თე​ლი იყო.

"},{"head":"20.","content":"

20.

რამ​დე​ნი​მე დღე ისე გა​ვი​და, მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი არა​ფე​რი მომ​ხდა​რა. დღე​ში სამ​ჯერ თუ ოთ​ხჯერ სამ​სა​ხუ​რის
თაობა​ზე მი​რე​კავ​დნენ, მაგ​რამ ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე ჩავ​რთე და ტე​ლე​ფონ​თან არ მივ​დიოდი. ჩე​მი ოფ​ლით გა​მო​‐
მუ​შა​ვე​ბუ​ლი რე​პუ​ტა​ცია ძნე​ლად კვდე​ბო​და. საჭ​მელს ვიმ​ზა​დებ​დი, ვჭამ​დი, ში​ნი​დან გავ​დიოდი, სი​ბუიაზე
დავ​ხე​ტიალებ​დი და დღე​ში ერ​თხელ რო​მე​ლი​მე კი​ნო​თე​ატ​რში აუცი​ლებ​ლად ვუ​ყუ​რებ​დი „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​‐
რულს“. სა​გა​ზაფ​ხუ​ლო არ​და​დე​გე​ბის დრო იყო და დარ​ბა​ზე​ბი მა​ყუ​რებ​ლით თუ არ ივ​სე​ბო​და, ხალ​ხი მა​ინც
საკ​მა​რი​სი იყო. თით​ქმის სულ უფ​როს​კლა​სე​ლე​ბი. ზრდას​რუ​ლი „წე​სიერი“ ადა​მიანე​ბი​დან, რო​გორც ჩანს,
კი​ნო​ში მხო​ლოდ მე დავ​დიოდი. ახალ​გაზ​რდე​ბი კი აქ ერ​თა​დერ​თი მიზ​ნით კლავ​დნენ დროს – თვა​ლი შე​ევ​‐
ლოთ მო​რი​გი კი​ნო​ვარ​სკვლა​ვის ან პოპ​კერ​პის​თვის მთა​ვარ როლ​ში. სიუჟე​ტუ​რი პე​რი​პე​ტიები, რე​ჟი​სუ​რის
ხა​რის​ხი და სხვა სი​სუ​ლე​ლეები ფე​ხებ​ზე ეკი​დათ. საკ​მა​რი​სი იყო მა​თი ოც​ნე​ბის ვარ​სკვლა​ვი კად​რში გა​მო​‐
ჩე​ნი​ლი​ყო, მა​შინ​ვე ერ​თად გაჰ​კი​ოდ​ნენ თა​ვი​ანთ „ვაუ, ვაუ“-ს და იდაყ​ვებს ურ​ტყამ​დნენ ერ​თმა​ნეთს. ეს ყვე​‐
ლა​ფე​რი ძა​ლი​ან ჰგავ​და მა​წან​წა​ლა ძაღ​ლე​ბის თავ​შე​სა​ფარს. რო​ცა მა​თი ოც​ნე​ბის ვარ​სკვლა​ვი არ ჩან​და
ეკ​რან​ზე, შეწ​ყო​ბი​ლად აშ​რიალებ​დნენ რა​ღა​ცას, რა​ღა​ცას ხსნიდ​ნენ, გაუთა​ვებ​ლად ღე​ჭავ​დნენ რა​ღა​ცას და
ყვე​ლა ტო​ნა​ლო​ბა​ში წრი​პი​ნებ​დნენ: „რა მოწ​ყე​ნი​ლო​ბა​ა!“ ან „წა​დი შე​ნი!“ დრო​დად​რო მეჩ​ვე​ნე​ბო​და: ხან​ძა​‐
რი რომ გა​ჩე​ნი​ლი​ყო ასეთ კი​ნო​თე​ატ​რში და თა​ვის მა​ყუ​რებ​ლე​ბიანად გა​და​ბუ​გუ​ლი​ყო, ქვე​ყა​ნა შვე​ბით
ამოისუნ​თქავ​და.

იწ​ყე​ბო​და „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“ და და​ძა​ბუ​ლი ვათ​ვა​ლიერებ​დი ტიტ​რებს. არ ვცდე​ბო​დი – სა​ხე​ლი „კი​კი“


იქ წვრი​ლი შრიფ​ტით ეწე​რა.
რო​ცა კი​კის ეპი​ზო​დი მთავ​რდე​ბო​და, კი​ნო​დან გა​მოვ​დიოდი და ქა​ლაქ​ში და​ვე​ხე​ტე​ბო​დი. მარ​შრუ​ტი, რო​‐
გორც წე​სი, ყო​ველ​თვის ერ​თი და იგი​ვე გა​მომ​დიოდა. ჰა​რა​ძიუკუ​დან ბე​ის​ბო​ლის მო​ედ​ნამ​დე, სა​საფ​ლა​ოს
გავ​ლით ომო​ტე​სან​დომ​დე, მე​რე ცა​თამ​ბჯე​ნი ძინ​ტა​ნი და ისევ სი​ბუია. ხან​და​ხან, დაღ​ლი​ლი, გზად რო​მე​ლი​‐
მე კა​ფე​ში შევ​დიოდი ყა​ვის და​სა​ლე​ვად. მი​წა აშ​კა​რად გა​ზაფ​ხუ​ლით სუნ​თქავ​და. გა​ზაფ​ხუ​ლი თა​ვი​სი ნოს​‐
ტალ​გიური სურ​ნე​ლით. დე​და​მი​წა გარ​დაუვა​ლი რე​გუ​ლა​რო​ბით უვ​ლი​და გარ​შე​მო მზეს. სამ​ყა​როს სა​ოც​რე​‐
ბა... ყო​ველ​თვის, რო​ცა მთავ​რდე​ბა ზამ​თა​რი და მო​დის გა​ზაფ​ხუ​ლი, მე სამ​ყა​როს სა​ოც​რე​ბებ​ზე ვფიქ​რობ.
მა​გა​ლი​თად, რა​ტომ ას​დის ერ​თი და იგი​ვე სუ​ნი ყო​ველ გა​ზაფ​ხულს? ყო​ველ წე​ლი​წადს დგე​ბა მო​რი​გი გა​‐
ზაფ​ხუ​ლი, სუ​ნი კი იგი​ვეა. ფა​ქი​ზი, ძლივს შე​სამ​ჩნე​ვი, მაგ​რამ ყო​ველ​თვის ერ​თი და იგი​ვე...

ყვე​ლა ქუ​ჩა​ზე წი​ნა​სა​არ​ჩევ​ნო კამ​პა​ნი​ის პლა​კა​ტე​ბი მიჭ​რე​ლებ​და თვა​ლებს. ყვე​ლა პლა​კა​ტი სა​ში​ნე​ლი იყო,
ერ​თი​მეორე​ზე უსა​ხუ​რი. გზებ​ზე აქეთ-​იქით დაქ​როდ​ნენ მე​გა​ფო​ნიანი ავ​ტო​ბუ​სე​ბი – აშ​კა​რად ვი​ღა​ცის​თვის
ხმის მი​ცე​მის​კენ მოუწო​დებ​დნენ. შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო იმის გარ​კვე​ვა, კონ​კრე​ტუ​ლად რას გაჰ​ყვი​როდ​ნენ. უბ​‐
რა​ლოდ, გაჰ​ყვი​როდ​ნენ და მორ​ჩა. დავ​დიოდი ამ ქუ​ჩებ​ში და კი​კი​ზე ვფიქ​რობ​დი. უცებ შევ​ნიშ​ნე: თან​და​თან
ფე​ხებს ძვე​ლი სიმ​ტკი​ცე უბ​რუნ​დე​ბო​და. ყო​ვე​ლი ნა​ბი​ჯი სულ უფ​რო მსუ​ბუ​ქი, უფ​რო და​მა​ჯე​რე​ბე​ლი ხდე​ბო​‐
და. პა​რა​ლე​ლუ​რად თავ​მაც შეიძი​ნა მის​თვის აქამ​დე უჩ​ვეულო საზ​რიანო​ბა. ძა​ლი​ან ნე​ლა, სულ ოდ​ნავ, მაგ​‐
რამ მა​ინც და​ვი​ძა​რი მკვდა​რი წერ​ტი​ლი​დან. გა​მიჩ​ნდა მი​ზა​ნი და ფე​ხე​ბიც, რო​გორც ჯაჭ​ვურ გა​და​ცე​მა​ში,
მიიღეს თუ არა სა​ჭი​რო ბიძ​გი, თვი​თონ ამოძ​რავ​დნენ. კარ​გი ნი​შა​ნი​ა... იცეკ​ვე! – ვუთ​ხა​რი თავს. მსჯე​ლო​ბას
აზ​რი არა აქვს. რაც არ უნ​და ხდე​ბო​დეს გარ​შე​მო – აიღე მი​წი​დან და​ბუ​ჟე​ბუ​ლი ფე​ხე​ბი და შეინარ​ჩუ​ნე მოძ​‐
რაობის შე​ნი სის​ტე​მა. და კარ​გად და​აკ​ვირ​დი, ყუ​რად​ღე​ბით და​აკ​ვირ​დი, სა​ით აიღებ გეზს. და შეეცა​დე,
შეინარ​ჩუ​ნო თა​ვი ამ სამ​ყა​რო​ში. რა​დაც არ უნ​და და​გიჯ​დეს...

აი ასე, სრუ​ლი​ად შე​უმ​ჩნევ​ლად ჩაიარა მარ​ტის ოთ​ხმა თუ ხუთ​მა დღემ. ერ​თი შე​ხედ​ვით არა​ნაირი პროგ​რე​‐
სი არაა. დავ​დიოდი პრო​დუქ​ტე​ბის სა​ყიდ​ლად, ვიმ​ზა​დებ​დი საჭ​მელს, ვჭამ​დი, მივ​დიოდი კი​ნო​ში, ვუ​ყუ​რებ​დი
„უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რულს“ და გა​წე​ლილ გა​სე​ირ​ნე​ბას ჩვეული მარ​შრუ​ტით ვას​რუ​ლებ​დი. შინ დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი ავ​‐
ტო​მო​პა​სუ​ხეს ვა​მოწ​მებ​დი – ყვე​ლა შეტ​ყო​ბი​ნე​ბა სამ​სა​ხურს ეხე​ბო​და. ძი​ლის წინ ვსვამ​დი სა​კეს და რა​ღაც
წიგ​ნებს ვკით​ხუ​ლობ​დი. ასე გა​დიოდა დღეები, სა​ნამ აპ​რი​ლი არ დად​გა – ელიოტის ლექ​სე​ბით და ქა​უნთ
ბეისის იმ​პრო​ვი​ზე​ბით. ღამ​ღა​მო​ბით, სა​კეს რომ ვწრუ​პავ​დი, ბე​კე​კა მე​ის და ჩვენს სექსს ვიხ​სე​ნებ​დი. ნამ​ქე​‐
რის ქექ​ვას... უც​ნაურო​ბამ​დე მი​სუ​ლი ცალ​კე მო​გო​ნე​ბაა. არ​სად არ მიჰ​ყავ​ხარ, არა​ფერ​თან არ გა​კავ​ში​რებს.
არც გო​ტან​დას​თან, არც კი​კის​თან, არც ვინ​მე სხვას​თან. მარ​თა​ლია, ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან ცოც​ხლად, წვრილ​‐
მა​ნე​ბით მახ​სოვ​და, მა​ინც უფ​რო ცინ​ცხლად აღ​ვიქ​ვამ​დი, ვიდ​რე სი​ნამ​დვი​ლე​ში იყო და სა​ბო​ლო​ოდ არ​‐
საითაც არ მივ​ყავ​დი. თუმ​ცა მეს​მო​და: მოხ​და სწო​რედ ის, რაც მჭირ​დე​ბო​და. სუ​ლე​ბის შე​ხე​ბა ძა​ლი​ან შეზ​‐
ღუ​დუ​ლი ფორ​მით. პარ​ტნიორის ხა​ტე​ბი​სა და ფან​ტა​ზი​ის ურ​თი​ერ​თპა​ტი​ვის​ცე​მა. ღი​მი​ლი სე​რიიდან „ნუ გე​‐
ში​ნია, ში​ნაურე​ბი ვართ“. პიკ​ნი​კის დი​ლა. კუ-​კუ...

ვცდი​ლობ​დი წარ​მო​მედ​გი​ნა, მა​ინც რო​გო​რი სექ​სი ჰქონ​დათ გო​ტან​დას და კი​კის. ნუ​თუ ისე​თი​ვე გა​მა​ოგ​ნე​‐
ბე​ლი, რო​გორ​საც მეი უზ​რუნ​ველ​ყოფ​და მის​თვის „ინ​ტი​მის სრუ​ლი პროგ​რა​მით“? კლუბ​ში ყვე​ლა გო​გო
ფლობს ამ ნოუ-​ჰაუს თუ ეს მხო​ლოდ მე​ის თა​ვი​სე​ბუ​რე​ბაა? რას გაიგებ. გო​ტან​დას ხომ არ ვკით​ხავ... ჩემ​თან
სექ​სის დროს კი​კი პა​სიური იყო. ჩემს ალერსს ყო​ველ​თვის თბი​ლად პა​სუ​ხობ​და, მაგ​რამ თვი​თონ არა​ვი​თარ
ინი​ციატი​ვას არ იჩენ​და. ერ​თიანად დუნ​დე​ბო​და, თით​ქოს სიამოვ​ნე​ბა​ში ლღვე​ბო​და. ასე რომ, მას​თან ყო​‐
ველ​თვის ვი​ღებ​დი იმას, რაც მინ​დო​და. იმი​ტომ, რომ ეს ძა​ლი​ან მა​გა​რი რამ იყო – მყვა​რე​ბო​და აი ასე​თი მო​‐
დუ​ნე​ბუ​ლი. მეგ​რძნო მი​სი რბი​ლი სხეული, მშვი​დი სუნ​თქვა, თბი​ლი სის​ვე​ლე შიგ​ნით. ეს უკ​ვე მყოფ​ნი​და. და
ამი​ტომ წარ​მოდ​გე​ნაც კი არ შე​მეძ​ლო, რომ ვინ​მეს​თან, მა​გა​ლი​თად, გო​ტან​დას​თან, მთე​ლი ეშ​ხით პრო​ფე​‐
სიული სექ​სით იყო და​კა​ვე​ბუ​ლი. ან იქ​ნებ მე არ მყოფ​ნი​და ფან​ტა​ზია?

რო​გორ არ​ჩე​ვენ ბო​ზე​ბი ერ​თმა​ნე​თის​გან სამ​სა​ხუ​რებ​რივ სექსს და სა​თა​ვი​სო სექსს? ჩემ​თვის ეს გა​და​უჭ​რე​‐
ლი ამო​ცა​ნაა. რო​გორც გო​ტან​დას ვუთ​ხა​რი, აქამ​დე ბოზ​თან არას​დროს ვწო​ლილ​ვარ. კი​კის​თან ვი​წე​ქი. კი​კი
ბო​ზი იყო. თუმ​ცა მე, რა თქმა უნ​და, კიკი-​პიროვნებასთან ვი​წე​ქი და არა კიკი-​ბოზთან. და პი​რი​ქით, მეი-​‐
ბოზთან ვი​წე​ქი, მეი-​პიროვნებასთან კი – არა. ერ​თი სიტ​ყვით, იმის მცდე​ლო​ბა, რომ პირ​ვე​ლი შემ​თხვე​ვა
მეორეს შე​ვა​და​რო, ერ​თობ უაზ​რო მცდე​ლო​ბაა. რაც უფ​რო მეტს ვფიქ​რობ​დი ამა​ზე, მით მე​ტად ვიხ​ლარ​თე​‐
ბო​დი. და სა​ერ​თო​დაც – რამ​დე​ნად არის სექ​სი ფსი​ქო​ლო​გიური რამ, და რამ​დე​ნად უბ​რა​ლოდ ტექ​ნი​კა? სა​‐
ნამ​დეა ნამ​დვი​ლი გრძნო​ბა და სად იწ​ყე​ბა თა​მა​ში? ან თუნ​დაც კარ​გი აქ​ტიორუ​ლი თა​მა​ში გრძნო​ბე​ბის სა​‐
კით​ხია თუ ოს​ტა​ტო​ბის? ნამ​დვი​ლად მოს​წონ​და კი​კის ჩემ​თან წო​ლა? ან იმ ფილ​მში – ნუ​თუ უბ​რა​ლოდ
როლს თა​მა​შობ​და? თუ მარ​თლა ვარ​დე​ბო​და ტრან​სში, რო​ცა გო​ტან​დას თი​თე​ბი ზურ​გზე ეალერ​სე​ბო​და?

სა​ხეები​სა და რეალო​ბე​ბის სრუ​ლი აჯაფ​სან​და​ლი.


მა​გა​ლი​თად, გო​ტან​და. ექი​მის როლ​ში ეკ​რა​ნის იმიჯ​ზე მე​ტი არ არის. არა​და, ექიმს უფ​რო მე​ტად ჰგავს, ვიდ​‐
რე ნამ​დვი​ლი ექი​მი. უნ​და, რომ სჯე​რო​დეს.

ნე​ტავ რას ჰგავს ჩე​მი იმი​ჯი? ან ასეც არა... მაქვს კი ის სა​ერ​თოდ?

„ი​ცეკ​ვე, – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – თან რაც შე​იძ​ლე​ბა კარ​გად. ყვე​ლას რომ მოს​წონ​დეს ყუ​რე​ბა...“

რა გა​მო​დის – მეც უნ​და შე​ვიქ​მნა ჩემ​თვის იმი​ჯი? და ისე მო​ვიქ​ცე, რომ ყვე​ლას აინ​ტე​რე​სებ​დეს ჩე​მი ცქე​‐
რა?.. გა​მო​დის, რომ ასეა. ამ​ქვეყ​ნად რო​მელ იდი​ოტს აინ​ტე​რე​სებს ათ​ვა​ლიეროს ჩე​მი ნამ​დვი​ლი „მე“?

***

რო​ცა უკ​ვე თა​ვი​სით მე​ხუ​ჭე​ბო​და თვა​ლე​ბი, სამ​ზა​რეულო​ში სა​კეს ფინ​ჯანს გავ​რეც​ხავ​დი, კბი​ლებს გა​ვი​ხე​‐
ხავ​დი და და​სა​ძი​ნებ​ლად ვწვე​ბო​დი. თვა​ლებს დავ​ხუ​ჭავ​დი და კი​დევ ერ​თი დღე თენ​დე​ბო​და. ძა​ლი​ან სწრა​‐
ფად ცვლიდ​ნენ დღეები ერ​თმა​ნეთს. ასე შე​უმ​ჩნევ​ლად დად​გა აპ​რი​ლი. აპ​რი​ლის სულ პირ​ვე​ლი დღეები.
ფა​ქი​ზი, ჭირ​ვეული, მოხ​დე​ნი​ლი და მყი​ფე, რო​გორც ტრუ​მენ კა​პო​ტეს ტექ​სტე​ბი.

მო​რიგ კვი​რა დღეს, დი​ლით, უნი​ვერ​მაღ „კი​ნო​კუ​ნიაში“ წა​ვე​დი და უკ​ვე მე​რამ​დე​ნედ ვი​ყი​დე გაწ​ვრთნი​ლი
ბოს​ტნეული. აგ​რეთ​ვე ათიოდე ქი​ლა ლუ​დი და სა​მი ბოთ​ლი ჩა​მო​ფა​სე​ბუ​ლი ღვი​ნო. სახ​ლში რომ დავ​ბრუნ​‐
დი, ავ​ტო​მო​პა​სუ​ხის შეტ​ყო​ბი​ნე​ბას მო​ვუს​მი​ნე. ხმამ, რო​მელ​შიც ოდ​ნა​ვაც არ იგ​რძნო​ბო​და ინ​ტე​რე​სი იმის
მი​მართ, თუ რა ხდე​ბო​და გარ​შე​მო, თქვა, რომ თორ​მე​ტი საათის​თვის კი​დევ ერ​თხელ და​რე​კავს და რომ სახ​‐
ლში დავ​ხვდე. თქვა და და​აგ​დო ყურ​მი​ლი. ყურ​მი​ლის დაგ​დე​ბა, ეტ​ყო​ბა, მი​სი ჩვეული ჟეს​ტი იყო. საათი
თორ​მე​ტის ოც წუთს უჩ​ვე​ნებ​და. რაც შე​იძ​ლე​ბა მა​გა​რი ყა​ვა მო​ვი​დუ​ღე, ოთახ​ში, იატაკ​ზე დავ​ჯე​ქი და
ცხელ-​ცხელი სით​ხის წრუპ​ვით ედ მაკ​ბეინის ეს-​ეს არის გა​მო​სუ​ლი „პო​ლი​ცი​ის განყოფილება-​87“-ის კით​ხვა
და​ვიწ​ყე. აი, უკ​ვე ათი წე​ლია ვა​პი​რებ, სა​მუ​და​მოდ და​ვა​ნე​ბო თა​ვი მსგავ​სი ნაგ​ვის კით​ხვას, მაგ​რამ რო​გორც
კი მო​რი​გი გაგ​რძე​ლე​ბა გა​მო​დის, მა​შინ​ვე ვყი​დუ​ლობ. ქრო​ნი​კუ​ლი დაავა​დე​ბის​თვის ათი წე​ლი მე​ტის​მე​ტად
დი​დი დროა, რომ გან​კურ​ნე​ბის იმე​დი გქონ​დეს. პირ​ვე​ლის ხუთ წუთ​ზე ტე​ლე​ფონ​მა და​რე​კა.

– ცოც​ხა​ლი ხარ? – იკით​ხა იუკიმ.

– ამა​ზე ცოც​ხა​ლი ძნე​ლი წარ​მო​სად​გე​ნია, – ხა​ლი​სიანად ვუ​პა​სუ​ხე.

– რას აკე​თებ? – მკით​ხა.

– სა​დი​ლის მომ​ზა​დე​ბას ვა​პი​რებ. ახ​ლა ავი​ღებ პი​ჟო​ნურ უნი​ვერ​მაღ​ში ნა​ყიდ გაწ​ვრთნილ ბოს​ტნე​ულს, შე​‐
ბო​ლილ ღურ​კა​ნას და ყი​ნუ​ლი​ან წყალ​ში ჩა​ცი​ვე​ბულ ხახვს, წვრი​ლად დავ​ჭრი სა​მარ​თე​ბე​ლი​ვით ბას​რი და​‐
ნით. მე​რე ამის​გან სენ​დვიჩს გა​ვა​კე​თებ და მდოგ​ვით და პირ​შუშ​ხა​თი შე​ვა​ზა​ვებ. შე​ბო​ლი​ლი ღურ​კა​ნას სენ​‐
დვიჩს ძა​ლი​ან უხ​დე​ბა „კი​ნო​კუ​ნიადან“ წა​მო​ღე​ბუ​ლი ფრან​გუ​ლი ზე​თი. თუ ძა​ლი​ან მო​ვინ​დო​მებ, იმა​ზე ნაკ​‐
ლე​ბი არ გა​მო​ვა, ვიდ​რე დე​ლი​კა​ტე​სე​ნის სენ​დვი​ჩე​ბის სტენ​დთან, კო​ბეს ცენ​ტრში რომ არის. ხან​და​ხან არ
გა​მომ​დის, მაგ​რამ არა უშავს. მთა​ვა​რია, მი​ზა​ნი გქონ​დეს – მცდე​ლო​ბე​ბი​სა და შეც​დო​მე​ბის ჯაჭ​ვი აუცი​ლებ​‐
ლად მი​გიყ​ვანს სა​სურ​ველ შე​დე​გამ​დე.

– რა სი​სუ​ლე​ლეა, – მით​ხრეს ყურ​მილ​ში.

– სა​მა​გიეროდ, რა გემ​რიელია! – ხმა​მაღ​ლა ვთქვი, – თუ ჩე​მი არ გჯე​რა, ჰკით​ხე ფუტ​კრებს. ან სამ​ყუ​რას.


მარ​თლა ძა​ლი​ან გემ​რიელი​ა.
– რას ბო​დავ?.. რა ფუტ​კა​რი? რის სამ​ყუ​რა?

– ისე, მა​გა​ლი​თის​თვის ვთქვი, – ავუხ​სე​ნი.

– რა კოშ​მა​რია, – ამოიოხ​რა იუკიმ, – იცი, ცუ​დი არ იქ​ნე​ბა, ცო​ტა რომ გაიზარ​დო. ხან​და​ხან მეც კი მეჩ​ვე​ნე​ბა,
რომ სი​სუ​ლე​ლე​ებს ბო​დავ.

– მი​გაჩ​ნია, რომ სო​ციალუ​რი ადაპ​ტა​ცია მჭირ​დე​ბა?

– მან​ქა​ნით გა​სე​ირ​ნე​ბა მინ​და, – შე​კით​ხვა ერ​თი ყუ​რი​დან მეორე​ში გაატა​რა, – დღეს სა​ღა​მოს გცა​ლი​ა?

– მგო​ნი კი, – დავ​ფიქ​რდი და ვუ​პა​სუ​ხე.

– ხუთ სა​ათ​ზე აკა​სა​კას​თან მო​დი. ხომ არ და​გა​ვიწ​ყდა, სად არის?

– არ დამ​ვიწ​ყე​ბია, – ვუთ​ხა​რი, – შენ რა, მას მე​რე მანდ მარ​ტო ხარ?

– ჰო. ჰა​კო​ნე​ში მა​ინც არა​ფე​რი საქ​მე არ მაქვს. უზარ​მა​ზა​რი სახ​ლია გო​რაკ​ზე. მარ​ტო შე​იძ​ლე​ბა ჭკუიდან
შეიშა​ლო. აქ გა​ცი​ლე​ბით სა​ინ​ტე​რე​სო​ა.

– დე​და? არ აპი​რებს ჩა​მოს​ვლას?

– არ ვი​ცი. არც რე​კავს და არც მწერს. ზის ალ​ბათ თა​ვის კატ​მან​დუ​ში. ხომ გე​უბ​ნე​ბო​დი, ცხოვ​რე​ბა​ში მი​სი
იმე​დი აღარ მექნება-​მეთქი. და რო​დის დაბ​რუნ​დე​ბა – არც ვი​ცი და არც მინ​და ვი​ცო​დე.

– ფუ​ლის საქ​მე რო​გორ გაქვს?

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა. ბა​რა​თით გა​მო​მაქვს, რამ​დე​ნიც მჭირ​დე​ბა. დე​და​ჩე​მის ჩან​თი​დან ამო​ვი​ღე ერ​თი ცა​‐
ლი. ისე​თი ადა​მიანის​თვის, რო​გო​რიც დე​და​ჩე​მია, ერ​თით მე​ტი იქ​ნე​ბა თუ ერ​თით ნაკ​ლე​ბი, დი​დი მნიშ​ვნე​‐
ლო​ბა არა აქვს. ვერც კი შე​ამ​ჩნევს. მე კი, სა​კუ​თარ თავ​ზე თუ არ ვიზ​რუ​ნე, ფე​ხებს გავ​ფშეკ. ასეთ დაუდე​ვარ
ადა​მი​ანს მხო​ლოდ ასე უნ​და მო​ექ​ცე... არ მე​თან​ხმე​ბი?

პა​სუ​ხად რა​ღაც გაუგე​ბა​რი წა​ვი​ბურ​ტყუ​ნე.

– ნორ​მა​ლუ​რად მა​ინც ჭამ?

– რა თქმა უნ​და! რა​ტომ მე​კით​ხე​ბი? რომ არ ვჭამ​დე, კარ​გა ხა​ნია მკვდა​რი ვიქ​ნე​ბო​დი!

– მე გე​კით​ხე​ბი, ნორ​მა​ლუ​რად ჭამ თუ არა-​მეთქი.


ყურ​მილ​ში ჩა​ახ​ვე​ლა.

– რო​გორ გით​ხრა... დავ​დი​ვარ „კენ​ტუ​კი ფრა​იდ ჩი​ქენ​ში“, „მაკ​დო​ნალ​დსში“, „დეილი ქვინ​ში“... სხვა​დას​ხვა​‐
ნაირი სა​უზ​მე კო​ლო​ფე​ბით...

გა​სა​გე​ბია – საკ​ვე​ბი ნა​გა​ვი.

– მოკ​ლედ, ხუთ​ზე მო​ვალ, – ვუთ​ხა​რი, – სად​მე რა​მე ნორ​მა​ლუ​რი ვჭა​მოთ. სა​ში​ნე​ლე​ბაა, რით ივ​სებ კუჭს! ქა​‐
ლის ახალ​გაზ​რდა, მზარდ ორ​გა​ნიზმს გა​ცი​ლე​ბით ჯან​მრთე​ლი საკ​ვე​ბი სჭირ​დე​ბა. თუ დიდ​ხანს იქ​ნე​ბი ამ
რე​ჟიმ​ში, მენ​სტრუალუ​რი ციკ​ლი და​იწ​ყებს თა​მაშს. რა თქმა უნ​და, ყო​ველ​თვის შე​გიძ​ლია თქვა – ეს ჩე​მი პი​‐
რა​დი საქ​მეაო. მაგ​რამ შე​ნი გა​დაც​დე​ნე​ბის გა​მო გარ​შე​მომ​ყოფ​ნიც იწ​ვნე​ვენ უხერ​ხუ​ლო​ბას. ხომ არ შე​იძ​ლე​‐
ბა, ყვე​ლა ფე​ხებ​ზე დაიკი​დო!

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი... – ძა​ლი​ან ჩუ​მად ჩაიბუტ​ბუ​ტა ყურ​მილ​ში.

– ჰო, მარ​თლა, იქ​ნებ მომ​ცე შე​ნი ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რი.

– რის​თვის?

– იმის​თვის, რომ ახ​ლა ცალ​მხრი​ვი კავ​ში​რი გვაქვს. ეს უნა​მუ​სო​ბაა. შენ იცი ჩე​მი ტე​ლე​ფო​ნი. მე – არა. მო​გივ​‐
ლის – და​მი​რე​კავ. მო​მივ​ლის – ვერ და​გი​რე​კავ. არა​ვი​თა​რი თა​ნას​წო​რო​ბა! და, სა​ერ​თო​დაც, ძა​ლი​ან მოუხერ​‐
ხე​ბე​ლი​ა: ვთქვათ, შეხ​ვედ​რა​ზე შევ​თან​ხმდით და უცებ გა​დაუდე​ბე​ლი საქ​მე გა​მო​მიჩ​ნდა – რო​გორ შე​გატ​ყო​‐
ბი​ნო?

შე​ფიქ​რიანე​ბულ​მა ერ​თხანს ძლივს გა​სა​გო​ნად იქ​სუ​ტუ​ნა ყურ​მილ​ში და, რო​გორც იქ​ნა, ნო​მე​რიც მით​ხრა.
მა​შინ​ვე ჩა​ვი​წე​რე უბის წიგ​ნაკ​ში. იქ​ვე, გო​ტან​დას ტე​ლე​ფო​ნის ნო​მერ​თან.

– ოღონდ, კე​თილ ინე​ბე და მა​ინ​ცდა​მა​ინც ჩქარ-​ჩქარა ნუ შეც​ვლი შენს გეგ​მებს, – თქვა იუკიმ, – დე​და​ჩე​მის
ფო​კუ​სე​ბიც მე​ყო​ფა.

– ნუ ღე​ლავ, ჩემს გეგ​მებს ასე ად​ვი​ლად არ ვცვლი. პა​ტიოსან სიტ​ყვას გაძ​ლევ. პეპ​ლებს ჰკით​ხე, თუ არ გჯე​‐
რა. ან გვი​რი​ლებს. ყვე​ლა გეტ​ყვის: ეგეთ სიტ​ყვის პატ​რონს ვერ ნა​ხავ. მაგ​რამ საქ​მე ის არის, რომ ამ​ქვეყ​ნად
დრო​დად​რო რა​ღა​ცე​ბიც ხდე​ბა. ის, რა​საც წი​ნას​წარ ვერ გან​საზ​ღვრავ. ეს სამ​ყა​რო, სამ​წუ​ხა​როდ, მე​ტის​მე​‐
ტად დი​დი და მე​ტის​მე​ტად დახ​ლარ​თუ​ლია და დრო​დად​რო ისეთ რა​ღა​ცებს გვთა​ვა​ზობს, რომ ასე უცებ ვერ
ვუმ​კლავ​დე​ბი. აი, ასეთ შემ​თხვე​ვებ​ში მო​მი​წევს სას​წრა​ფოდ შე​გატ​ყო​ბი​ნო. ხვდე​ბი, რას გე​უბ​ნე​ბი?

– შემ​თხვე​ვე​ბი... – გაიმეორა.

– ჰო. რო​გორც ჭექა-​ქუხილი მოწ​მენ​დილ ცა​ზე, – და​ვუ​დას​ტუ​რე.

– იმე​დია, შემ​თხვე​ვე​ბი არ იქ​ნე​ბა, – თქვა იუკიმ.

– კარ​გი იქ​ნე​ბო​და, – იუკის​თან ერ​თად და​ვიიმე​დე თა​ვი.


"},{"head":"21.","content":"

21.

ოთ​ხის წუ​თებ​ზე გა​მო​მეც​ხად​ნენ. ორ​ნი. ზარ​მა სააბა​ზა​ნო​ში მო​მის​წრო. სა​ნამ ხა​ლათს ვიც​ვამ​დი და კა​რის​‐
კენ მივ​ლას​ლა​სებ​დი, რვა​ჯერ მა​ინც მო​ას​წრეს და​რეკ​ვა. სი​ჯიუტე, რო​გო​რი​თაც რე​კავ​დნენ, მთელ კანს მი​‐
ღი​ზიანებ​და. კა​რი გა​ვა​ღე. ზღურ​ბლზე ორ​ნი იდ​გნენ. ერ​თი ორ​მოცს გა​და​ცი​ლე​ბუ​ლი იქ​ნე​ბო​და, მეორე – და​‐
ახ​ლოებით ჩე​მი ხნის. უფ​რო​სი – მა​ღა​ლი, წარ​ბებ​შუა ნაიარე​ვით. ად​რეული გა​ზაფ​ხუ​ლის კვა​ლო​ბა​ზე, არა​‐
ნორ​მა​ლუ​რად გა​რუ​ჯუ​ლი. დამ​ჯდა​რი, ნამ​დვი​ლი რუ​ჯით, მხო​ლოდ მე​თევ​ზე​ებს რომ მიჰ​ყვე​ბათ მთე​ლი
ცხოვ​რე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში. ვერც გუამის პლა​ჟებ​ზე, ვერც სათ​ხი​ლა​მუ​რო კუ​რორ​ტებ​ზე ასე ვე​რას​დროს
გაირუ​ჯე​ბი. უხე​ში თმა, უსიამოვ​ნოდ დი​დი ხე​ლე​ბი. თაგ​ვის​ფე​რი ლა​ბა​და აც​ვია. ახალ​გაზ​რდა პი​რი​ქით – სა​‐
შუალო ტა​ნის, გრძე​ლი თმით. პა​ტა​რა, აზ​რიანი თვა​ლე​ბით. სა​მოც​დაათიანე​ბის ძველ​მო​დუ​რი, ლი​ტე​რა​ტუ​‐
რა​ზე შეშ​ლი​ლი ყმაწ​ვი​ლი. ერ​თი იმათ​გა​ნი, თა​ვის​ნაირე​ბის კომ​პა​ნიაში დრო​დად​რო კუ​ლუ​ლებს რომ გა​და​‐
იყ​რის შუბ​ლი​დან და იტ​ყვის: „აი, მი​სი​მა კი...“ მახ​სოვს, უნი​ვერ​სი​ტეტ​ში ჩემ​თან ერ​თად რამ​დე​ნი​მე ასე​თი
ტი​პი სწავ​ლობ​და. მუ​ქი ლურ​ჯი ლა​ბა​დით იყო. ორი​ვეს შა​ვი ფეხ​საც​მე​ლი ეც​ვა. იაფ​ფა​სიანი, და​ჩეჩ​ქვი​ლი.
გზა​ზე, ტა​ლახ​ში რომ ეყა​როს, არც კი შე​ხე​დავ. თა​ვი​სი გა​რეგ​ნო​ბით არ​ცერ​თი ჯენ​ტლმე​ნი მე​გობ​რუ​ლად არ
გან​გაწ​ყობ​და. ჩემ​თვის მოვ​ნათ​ლე კი​დეც: გიმ​ნა​ზიელი და მე​თევ​ზე.

გიმ​ნა​ზი​ელ​მა ჯი​ბი​დან პო​ლი​ციელის მოწ​მო​ბა ამოიღო და უსიტ​ყვოდ მიჩ​ვე​ნა. ზუს​ტად ისე, რო​გორც კი​ნო​‐
ში, გა​ვი​ფიქ​რე. აქამ​დე ერ​თხე​ლაც არ მე​ნა​ხა პო​ლი​ციელის მოწ​მო​ბა, მაგ​რამ მა​შინ​ვე ვიგ​რძე​ნი – ყალ​ბი არ
იყო. მოწ​მო​ბის ტყა​ვის გა​რე​კა​ნი ისე​ვე გას​ცვე​თო​და, რო​გორც ბა​თინ​კე​ბი. და მა​ინც, ეს ტი​პი მოწ​მო​ბა​საც კი
ისე​თი სა​ხით გიჩ​ვე​ნებს, თით​ქოს მე​ზობ​ლებ​ში თა​ვი​სი ლი​ტე​რა​ტუ​რუ​ლი წრის ალ​მა​ნახს ავ​რცე​ლებ​სო.

– აკა​სა​კას პო​ლი​ცი​ის გან​ყო​ფი​ლე​ბა, – წარ​მო​მიდ​გი​ნა თა​ვი.

უხ​მოდ და​ვუ​კა​რი თა​ვი.

მე​თევ​ზე გვერ​დით ედ​გა, ჯი​ბე​ებ​ში ხე​ლებ​ჩაწ​ყო​ბი​ლი, და თით​ქოს შემ​თხვე​ვით შე​მოეყო ფე​ხი კარ​სა და
ზღურბლს შო​რის. ისე, რომ კა​რი არ და​ხუ​რუ​ლი​ყო. რა უბე​დუ​რე​ბაა, მარ​თლა რა​ღაც კი​ნოს ჰგავს...

გიმ​ნა​ზი​ელ​მა მოწ​მო​ბა ისევ ჯი​ბე​ში ჩაიდო და გა​მომ​ცდე​ლად ამათვალიერ-​ჩამათვალიერა. სვე​ლი თმით და


შიშ​ველ ტან​ზე შე​მოც​მუ​ლი ხა​ლა​თით ვი​დე​ქი. „რე​ნო​მას“ მწვა​ნე ხა​ლა​თით. რა თქმა უნ​და, ლი​ცენ​ზი​ით შე​კე​‐
რი​ლით, თუმ​ცა ზურ​გზე მა​ინც ეწე​რა დი​დი ასოებით: Renoma. თმა​ზე შამ​პუნ Wella-ს სუ​ნი ამ​დიოდა. მოკ​ლედ,
სა​სირ​ცხვი​ლო არა​ფე​რი იყო. ამი​ტომ ვი​დე​ქი და მშვი​დად ვიც​დი​დი, რას მეტ​ყოდ​ნენ.

– თქვენ​თან რამ​დე​ნი​მე შე​კით​ხვა გვაქვს, – რო​გორც იქ​ნა, ალა​პა​რაკ​და გიმ​ნა​ზიელი, – მა​პა​ტი​ეთ, მაგ​რამ გან​‐
ყო​ფი​ლე​ბა​ში ხომ არ წა​მობ​რძან​დე​ბო​დით?

– შე​კით​ხვე​ბი? რა შე​კით​ხვე​ბი? – და​ვინ​ტე​რეს​დი.

– ამა​ზე ჯობს გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში ვი​სა​უბ​როთ, – მი​პა​სუ​ხა, – საქ​მე ის არის, რომ საუბა​რი პრო​ტო​კო​ლის დაც​ვას
მო​ით​ხოვს, რა​ღაც სა​ბუ​თე​ბი იქ​ნე​ბა სა​ჭი​რო. ასე რომ, თუ შე​იძ​ლე​ბა, ამ ყვე​ლა​ფერ​ზე იქ ვი​სა​უბ​როთ.

– შე​იძ​ლე​ბა ჩა​ვიც​ვა? – ვკით​ხე.


– დი​ახ, რა თქმა უნ​და... – ისე მი​პა​სუ​ხა, ოდ​ნავ არ შეც​ვლია სა​ხე. ისე​თი​ვე უფე​რუ​ლი ჰქონ​და, რო​გო​რიც ინ​‐
ტო​ნა​ცია. აი, ასე​თი გა​მომ​ძიებე​ლი უნ​და ითა​მა​შო, ძმაო გო​ტან​და, – ყვე​ლა​ფე​რი გა​ცი​ლე​ბით რეალის​ტუ​რი
და პრო​ფე​სიული იქ​ნე​ბო​და, – გა​ვი​ფიქ​რე. მაგ​რამ რას იზამ, რეალო​ბა რეალო​ბა​ა...

მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში, სა​ნამ მეორე ოთახ​ში ვიც​ვამ​დი, ასე იდ​გნენ კარ​ში. ჩა​ვიც​ვი ჩე​მი საყ​ვა​რე​ლი
ჯინ​სი, ნაც​რის​ფე​რი სვი​ტე​რი, სვი​ტერ​ზე – ტვი​დის პი​ჯა​კი. თმა გა​ვიშ​რე, და​ვი​ვარ​ცხნე, ჯი​ბე​ებ​ში ჩა​ვიწ​ყვე სა​‐
ფუ​ლე, უბის წიგ​ნა​კი, გა​სა​ღე​ბი, ოთახ​ში ფან​ჯა​რა მივ​ხუ​რე, სამ​ზა​რეულო​ში გა​ზი გა​დავ​კე​ტე, ყველ​გან ჩა​ვაქ​‐
რე სი​ნათ​ლე, ტე​ლე​ფო​ნი ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე​ზე გა​დავ​რთე. ფე​ხე​ბი მუქ ლურჯ მო​კა​სი​ნებ​ში წავ​ყა​ვი. რო​ცა ვიც​‐
ვამ​დი, ვი​ზი​ტო​რე​ბი ისე​თი სა​ხით მი​ყუ​რებ​დნენ, თით​ქოს რა​ღაც სა​ოც​რე​ბას ათ​ვა​ლიერე​ბე​ნო. მე​თევ​ზეს
ისევ კარ​სა და ჩარ​ჩოს შო​რის ეჭი​რა ფე​ხი.

მან​ქა​ნა სახ​ლი​დან ოდ​ნავ მო​შო​რე​ბით გვიც​დი​და. ისე დაეყე​ნე​ბი​ნათ, რომ თვალ​ში არ მოხ​ვედ​რო​და ხალხს.
ჩვეულებ​რივ​ზე ჩვეულებ​რი​ვი სა​პატ​რუ​ლო მან​ქა​ნა, სა​ჭეს​თან – ფორ​მიანი პო​ლი​ციელი. სა​ლონ​ში პირ​ვე​ლი
მე​თევ​ზე შეძ​ვრა, მე​რე მე შემ​ტე​ნეს, გიმ​ნა​ზიელი კი გვერ​დით მო​მიჯ​და. და ეს ყვე​ლა​ფე​რი – ჰო​ლი​ვუ​დის
საუკე​თე​სო ტრა​დი​ციებით. გიმ​ნა​ზი​ელ​მა კა​რი მოიხუ​რა და სა​მა​რი​სე​ბურ სი​ჩუ​მე​ში და​ვი​ძა​რით.

მარ​თა​ლია, გზა გა​და​ჭე​დი​ლი იყო, მაგ​რამ სი​რე​ნა არ ჩა​ურ​თავთ და მან​ქა​ნა კუ​სა​ვით მი​ღო​ღავ​და. კომ​ფორ​‐
ტუ​ლო​ბით შიგ​ნით ყვე​ლა​ფე​რი ტაქ​სის მო​გა​გო​ნებ​დათ. მხო​ლოდ მრიც​ხვე​ლი აკ​ლდა. მეტ​წი​ლად ვი​დე​ქით,
ვიდ​რე მივ​დიოდით, ასე რომ, მე​ზო​ბე​ლი მან​ქა​ნე​ბის მძღო​ლე​ბი თვა​ლებ​დაყ​ვლე​პი​ლი მომ​ჩე​რე​ბოდ​ნენ. მან​‐
ქა​ნა​ში ხმას არა​ვინ იღებ​და. გულ​ხელ​დაკ​რე​ფი​ლი მე​თევ​ზე ერთ წერ​ტილს მის​ჩე​რე​ბო​და. გიმ​ნა​ზიელი პი​რი​‐
ქით, ისე​თი სა​ხით იყუ​რე​ბო​და ფან​ჯა​რა​ში, თით​ქოს პეიზა​ჟის ჩა​ნა​ხატს თხზავ​და რო​მე​ლი​ღაც რო​მა​ნის​თვის.
ნე​ტავ რა სუ​რათს თხზავს, გა​ვი​ფიქ​რე. ნამ​დვი​ლად რა​მე პირ​ქუშს, უამ​რა​ვი გაუგე​ბა​რი სიტ​ყვით. „გა​ზაფ​ხუ​‐
ლი, რო​გორც ასე​თი, შავ მოქ​ცე​ვა​სა​ვით გაავე​ბუ​ლი ეცა ქა​ლაქს. ქუ​ჩებ​ში გა​ირ​ბი​ნა, კუთხე-​კუნჭულებში მი​‐
მა​ლუ​ლი ადა​მიანე​ბის იდუ​მა​ლი გრძნო​ბე​ბი გა​აღ​ვი​ძა და უხ​მოდ გალ​ღვა უნა​ყო​ფო ქვი​შის დიუნებ​ში“.

მსგავ​სი ტექ​სტი წარ​მო​ვიდ​გი​ნე და მა​შინ​ვე მო​მინ​და ამ ნა​ბოდ​ვა​რის გა​და​ხაზ​ვა. რას ნიშ​ნავს „გა​ზაფ​ხუ​ლი,
რო​გორც ასე​თი“? რა „უ​ნა​ყო​ფო ქვი​შა“? თუმ​ცა მა​ლე მო​ვე​დი გონს და შევ​წყვი​ტე ეს იდიოტუ​რი რე​დაქ​ტი​რე​‐
ბა. სი​ბუიას ქუ​ჩე​ბი, რო​გორც ყო​ველ​თვის, კლოუნის​ტან​საც​მლიანი უტ​ვი​ნო თი​ნეიჯე​რე​ბით იყო სავ​სე. არც
„გაღ​ვი​ძე​ბუ​ლი გრძნო​ბე​ბი“ და არც „ქვი​შის დიუნე​ბი“ ჩან​და სად​მე.

გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში მის​ვლის​თა​ნა​ვე მეორე სარ​თულ​ზე, „მოკ​ვლე​ვის კა​ბი​ნეტ​ში“ ამიყ​ვა​ნეს. ვიწ​რო ოთა​ხი, ერ​‐
თი ციც​ქნა ფან​ჯრით კე​დელ​ში. ფან​ჯრი​დან სი​ნათ​ლე არ შე​მო​დიოდა, რო​გორც ჩანს, ზედ მი​შე​ნე​ბუ​ლი მე​ზო​‐
ბე​ლი შე​ნო​ბის გა​მო. კა​ბი​ნეტ​ში მა​გი​და, ორი რკი​ნის სკა​მი და წყვი​ლი და​სა​კე​ცი ტა​ბუ​რე​ტი იდ​გა. მა​გი​დის
თავ​ზე საათი ეკი​და – უფ​რო პრი​მი​ტიულის მო​ფიქ​რე​ბა ძნე​ლი წარ​მო​სად​გე​ნია. და მე​ტი არა​ფე​რი. სა​ერ​თოდ
არა​ფე​რი. არც კედ​ლის კა​ლენ​და​რი, არც სუ​რა​თი. არც თა​როები ქა​ღალ​დე​ბის​თვის. არც ყვა​ვი​ლე​ბიანი ლარ​‐
ნა​კი. არც პლა​კა​ტი. არც ლო​ზუნ​გი. არც ჩა​ის და​სა​ლე​ვი ფინ​ჯა​ნი, თეფ​ში ან კოვ​ზი. მხო​ლოდ მა​გი​და, სკა​მე​ბი,
საათი. მა​გი​და​ზე სა​ფერ​ფლე, ფან​ქრის სათ​ლე​ლი და სა​ქა​ღალ​დეების წყე​ბა და​ვი​ნა​ხე.

ოთახ​ში რომ შე​ვე​დით, ჩემ​მა გამ​ცი​ლებ​ლებ​მა ლა​ბა​დე​ბი გაიხა​დეს, კუთ​ხე​ში, ტა​ბუ​რეტ​ზე და​აწ​ყვეს და რკი​‐
ნის სკამ​ზე დამ​სვეს. მა​გი​დის მო​პირ​და​პი​რე მხა​რეს, ზუს​ტად ჩემ წინ, მე​თევ​ზე დაჯ​და. გიმ​ნა​ზიელი ოდ​ნავ
მო​შო​რე​ბით დად​გა, უბის წიგ​ნა​კით ხელ​ში – დრო​დად​რო შრიალით ფურ​ცლავ​და. ხმას არ​ცერ​თი არ იღებ​და.
მეც ჩუ​მად ვი​ყა​ვი.

– რას აკე​თებ​დით გუ​შინ სა​ღა​მოს? – თქვა ბო​ლოს მე​თევ​ზემ. რო​გორც მახ​სოვს, ეს იყო პირ​ვე​ლი, რაც სა​ერ​‐
თოდ თქვა.

გუ​შინ სა​ღა​მოს, გა​ვი​ფიქ​რე. მა​ინც რა მოხ​და გუ​შინ სა​ღა​მოს? ჩემ​თვის გუ​შინ​დე​ლი სა​ღა​მო მა​ინ​ცდა​მა​ინც
არ გან​სხვავ​დე​ბო​და გუ​შინ​წინ​დე​ლის​გან, გუ​შინ​წინ​დე​ლი კი – გუ​შინ​წი​ნის​წინ​დე​ლის​გან. რაოდენ სამ​წუ​ხა​‐
როც არ უნ​და იყოს, ასეა. ერ​თხანს ჩუ​მად ვი​ყა​ვი, ტყუილუბ​რა​ლოდ ვცდი​ლობ​დი რა​მის გახ​სე​ნე​ბას. რამ​დე​‐
ნი დრო მი​აქვს ამ მო​გო​ნე​ბებს...

– მო​მის​მი​ნეთ! – თქვა მე​თევ​ზემ და ჩა​ახ​ვე​ლა, – შე​მეძ​ლო ბევ​რი რამ მო​მე​ყო​ლა ჩვენს კა​ნო​ნებ​ზე, და ეს დიდ
დროს წაგ​ვარ​თმევ​და. ტყუილუბ​რა​ლოდ რომ არ დავ​ხარ​ჯოთ ამ​დე​ნი დრო, სულ უბ​რა​ლო რა​მეს გე​კით​ხე​‐
ბით. მა​გა​ლი​თად, რას აკე​თებ​დით გუ​შინ სა​ღა​მო​დან დღეს დი​ლამ​დე. ძა​ლი​ან მარ​ტი​ვია, არა? ასე​თი​ვე მარ​‐
ტი​ვი პა​სუ​ხით თქვენ სრუ​ლი​ად არა​ფერს არ კარ​გავთ.

– ჰო​და, მო​მე​ცით დრო მო​სა​ფიქ​რებ​ლად, – ვთქვი.

– რომ გა​იხ​სე​ნოთ, აუცი​ლებ​ლად უნ​და და​ფიქ​რდეთ? მე ხომ გუ​შინ​დელ სა​ღა​მო​ზე გე​კით​ხე​ბით და არა შარ​‐
შან​დელ აგ​ვის​ტო​ზე. აქ სა​ფიქ​რა​ლიც არა​ფე​რია, – მაწ​ვე​ბო​და მე​თევ​ზე.

კი​ნა​ღამ ვუ​პა​სუ​ხე, აი, მა​გი​ტო​მაც ვერ ვიხსენებ-​მეთქი, მაგ​რამ თა​ვი შე​ვი​კა​ვე. რო​გორც ჩანს, მეხ​სიერე​ბის
ასეთ შემ​თხვე​ვით ჩა​ვარ​დნებ​ზე წარ​მოდ​გე​ნა არ აქვთ. არც ის გა​მიკ​ვირ​დე​ბა, იდიოტად რომ ჩამ​თვა​ლონ...

– მე მო​ვიც​დი, – თქვა მე​თევ​ზემ, – თქვენ კი აუჩ​ქა​რებ​ლად გა​იხ​სე​ნეთ, – თქვა, ჯი​ბი​დან „სე​ვენ სტარ​ზის“ კო​‐
ლო​ფი ამოიღო და იაფ​ფა​სიანი პლას​ტმა​სის სან​თე​ბე​ლა​თი მოუკი​და, – მო​წევთ?

– არა, გმად​ლობთ, – თა​ვი გა​ვაქ​ნიე. რო​გორც „ბრუ​ტა​სი“ წერს, თა​ნა​მედ​რო​ვე მო​ქა​ლა​ქის​თვის მო​წე​ვა მო​‐
დუ​რი აღარ არის. მაგ​რამ ამ ორს ფე​ხებ​ზე ეკი​და მო​და – აშ​კა​რა სიამოვ​ნე​ბით აბო​ლებ​დნენ. მე​თევ​ზე „სე​ვენ
სტარზს“ ეწეოდა, გიმ​ნა​ზიელი – მოკ​ლე „ჰო​უპს“. ორი​ვე აშ​კა​რად უახ​ლოვ​დე​ბო​და chain smokers-​ის კა​ტე​გო​რი​‐
ას. „ბრუ​ტა​სი“ ალ​ბათ არას​დროს სჭე​რი​ათ ხელ​ში. უიმე​დოდ ჩა​მორ​ჩე​ნი​ლი ბი​ჭე​ბი არი​ან.

– ხუთ წუთს მო​ვიც​დით, – თქვა გიმ​ნა​ზი​ელ​მა წე​ღან​დე​ლი​ვით ბრტყე​ლი, არაფ​რის​მთქმე​ლი ტო​ნით, – თქვენ
კი ამა​სო​ბა​ში შეეცა​დეთ გა​იხ​სე​ნოთ, სად იყა​ვით და რას აკე​თებ​დით გუ​შინ სა​ღა​მოს...

– ხომ გე​უბ​ნე​ბო​დი, ინტელია-​მეთქი! – მი​უბ​რუნ​და მე​თევ​ზე გიმ​ნა​ზი​ელს, – გა​და​ვა​მოწ​მე. ად​რეც იყო შემ​‐
ჩნეული. თი​თის ანა​ბეჭ​დე​ბიც აქვს აღე​ბუ​ლი, ცალ​კე ფაილიც არ​სე​ბობს. სტუ​დენ​ტურ არეულო​ბებ​ში მო​ნა​წი​‐
ლეობა. ად​მი​ნის​ტრა​ციული და​წე​სე​ბუ​ლე​ბე​ბის მუ​შაობის დე​ზორ​გა​ნი​ზა​ცია. საქ​მე სა​სა​მარ​თლო​ში იყო გა​და​‐
ცე​მუ​ლი... ასეთ სა​უბ​რებ​ში ჭი​პი აქვს მოჭ​რი​ლი! რკი​ნი​სე​ბუ​რი მოთ​მი​ნე​ბა. თა​ვის​თა​ვად ცხა​დია, სძულს პო​‐
ლი​ცია. სის​ხლის სა​მარ​თლის კო​დექ​სი გა​ზე​პი​რე​ბუ​ლი აქვს. ისე​ვე რო​გორც თა​ვი​სი კონ​სტი​ტუ​ციური უფ​ლე​‐
ბე​ბი. ნა​ხავ ახ​ლა, ცო​ტაც და იღ​რიალებს, „ად​ვო​კატს დაუძა​ხე​თო“.

– მაგ​რამ თვი​თონ დაგ​ვთან​ხმდა წა​მოს​ვლა​ზე. თან სულ უბ​რა​ლო რა​ღა​ცას ვე​კით​ხე​ბით! – თით​ქოს გა​უკ​ვირ​‐
დაო, ისე გა​მოეპა​სუ​ხა გიმ​ნა​ზიელი, – და​პა​ტიმ​რე​ბი​თაც არა​ვინ და​მუქ​რე​ბი​ა... არ მეს​მის, რის​თვის სჭირ​დე​ბა
ად​ვო​კა​ტი? მე მგო​ნი, ცო​ტას არ​თუ​ლებ. ნუ ეძებ თაგ​ვებს იქ, სა​დაც არ არი​ან.

– მე კი მგო​ნია, რომ ამ ყმაწ​ვილს, უბ​რა​ლოდ, სძულს პო​ლი​ციელე​ბი. და ყვე​ლა​ფე​რი, რაც პო​ლი​ცი​ას​თან


არის და​კავ​ში​რე​ბუ​ლი. ფი​ზიოლო​გიურად. სა​პატ​რუ​ლო მან​ქა​ნე​ბი​დან გზებ​ზე და​ყე​ნე​ბულ პოს​ტე​ბამ​დე. ასე
რომ, მოკ​ვდე​ბა და არა​ფერ​ში არ დაგ​ვეხ​მა​რე​ბა.

– კარ​გი ერ​თი, ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე იქ​ნე​ბა! ჩქა​რა გვი​პა​სუ​ხებს – ჩქა​რა წა​ვა სახ​ლში. სა​ღად მო​აზ​როვ​ნე ადა​‐
მიანია, რა​ტომ არ უნ​და გვი​პა​სუ​ხოს? ეგეც არ იყოს, ად​გე​ბა ახ​ლა ად​ვო​კა​ტი და ამ​სი​შო​რე​ზე წა​მო​ჩან​ჩალ​დე​‐
ბა მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ მის კლი​ენტს ეკით​ხე​ბი​ან, გუ​შინ რას აკე​თებ​დი​ო?! ად​ვო​კა​ტე​ბიც ხომ და​კა​ვე​ბუ​ლი
ადა​მიანე​ბი არი​ან. თუ ინ​ტე​ლია, ეს მა​ინც ხომ უნ​და იცო​დეს!

– კარ​გი, – თქვა მე​თევ​ზემ, – თუ მარ​თლა იცის, მა​შინ ჩვენს დრო​საც გა​უფ​რთხილ​დე​ბა და თა​ვი​სა​საც. ჩვენც
ხომ გვაქვს საქ​მე. ვფიქ​რობ, მა​საც ექ​ნე​ბა უფ​რო მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი საქ​მეები. გა​წე​ლავს დროს და თვი​თონ​ვე
და​იღ​ლე​ბა. ძა-​ლ-ლიან და​იღ​ლე​ბა...

ორი კო​მი​კო​სი თა​მა​შობ​და მთელ ამ მი​ზან​სცე​ნას, სა​ნამ პა​სუ​ხის​თვის გა​მო​ყო​ფი​ლი ხუ​თი წუ​თი არ გა​ვი​და.
– აბა, – თქვა ბო​ლოს მე​თევ​ზემ, – რო​გო​რაა საქ​მე? გა​იხ​სე​ნეთ რა​მე?

არა​ფე​რი არ გა​მიხ​სე​ნე​ბია – არც არა​ფე​რი იყო გა​სახ​სე​ნე​ბე​ლი. მოგ​ვიანე​ბით თა​ვი​სით გა​მახ​სენ​დე​ბა რა​მე.
მაგ​რამ ახ​ლა აზ​რი არა აქვს. წყეული სი​ცა​რიელე თავ​ში – გინდ შუაზე გას​კდი, – არ ხორ​ცდე​ბო​და.

– ჯერ ამიხ​სე​ნით, რა ხდე​ბა, – ვთქვი, – არ შე​მიძ​ლია ლა​პა​რა​კი, რო​ცა არ ვი​ცი, რა ხდე​ბა. არ მინ​და, რა​მე
ზედ​მე​ტი ვთქვა, რო​ცა არ ვი​ცი, რა ხდე​ბა. ელე​მენ​ტა​რუ​ლი თა​ვა​ზიანო​ბა მო​ით​ხოვს, ჯერ ადა​მი​ანს აუხ​სნათ,
რა ხდე​ბა და მე​რე ჰკით​ხოთ. თქვე​ნი საქ​ციელი უაღ​რე​სად უწე​სო​ა.

– არ უნ​და, რომ ზედ​მე​ტი თქვას... – ისე გაიმეორა გიმ​ნა​ზი​ელ​მა, თით​ქოს რო​მე​ლი​მე რო​მა​ნის ტექსტს არ​ჩევ​‐
და, – ჩვე​ნი საქ​ციელი უაღ​რე​სად უწე​სო​ა.

– რას გე​უბ​ნე​ბო​დი? წმინ​და წყლის ინ​ტე​ლია! – თქვა მე​თევ​ზემ, – ყვე​ლა​ფერს ტრა​კი​დან აღიქ​ვამს. პო​ლი​ცია
სძულს. იმის შე​სა​ხებ, თუ ამ​ქვეყ​ნად რა ხდე​ბა, გა​ზეთ „ა​სა​ჰის“ რუბ​რი​კა „სამ​ყა​რო​დან“ შე​იტ​ყობს.

– გა​ზე​თებს არ ვყი​დუ​ლობ. არც რუბ​რი​კა „სამ​ყა​როს“ ვკით​ხუ​ლობ, – შე​ვე​პა​სუ​ხე, – და სა​ნამ არ ამიხ​სნით,


რა​ტომ მო​მათ​რი​ეთ აქ, არა​ფერს არ ვიტ​ყვი. თუ გინ​დათ, გა​ნაგ​რძოთ უხამ​სო​ბა, გა​ნაგ​რძეთ, არ​სად არ მეჩ​‐
ქა​რე​ბა. უამ​რა​ვი თა​ვი​სუ​ფა​ლი დრო მაქვს.

გა​მომ​ძი​ებ​ლებ​მა უხ​მოდ გა​და​ხე​დეს ერ​თმა​ნეთს.

– ესე იგი თუ აგიხ​სნით, რა ხდე​ბა, გვი​პა​სუ​ხებთ? – მკით​ხა მე​თევ​ზემ.

– გა​მო​რიც​ხუ​ლი არ არის, – ვუ​პა​სუ​ხე.

– არა​და, მშვე​ნიერი იუმო​რის გრძნო​ბა აქვს, – თქვა გიმ​ნა​ზი​ელ​მა. მკერ​დზე და​იწ​ყო ხე​ლე​ბი და სად​ღაც ზე​‐
ვით აიხე​და, – „გა​მო​რიც​ხუ​ლი არ არის!“

მე​თევ​ზემ წარ​ბებს შო​რის ნაიარევ​ზე მო​ის​ვა ხე​ლი. რო​გორც ჩანს, და​ნით და​ტო​ვე​ბუ​ლი ნაიარე​ვი იყო –
ღრმა, ნაგ​ლე​ჯი კი​დეებით.

– ყუ​რად​ღე​ბით მო​მის​მი​ნე, – თქვა მე​თევ​ზემ, – ძა​ლი​ან ცო​ტა დრო გვაქვს. ლაილა​ის​თვის არ გვცა​ლია. რაც
შე​იძ​ლე​ბა, ჩქა​რა უნ​და მოვ​რჩეთ. ხომ არ გგო​ნია, რომ ძა​ლი​ან გვე​ხა​ლი​სე​ბა? ერ​თი სუ​ლი გვაქვს, ყვე​ლა​ფე​‐
რი ექვს საათამ​დე და​ვამ​თავ​როთ და, რო​გორც ნორ​მა​ლურ​მა ადა​მიანებ​მა, სახ​ლში, ოჯახ​თან ერ​თად ვი​ვახ​‐
შმოთ! შე​ნი ჯავ​რი არ გვჭირს. მოგ​ვი​ყე​ვი, რას აკე​თებ​დი გუ​შინ სა​ღა​მოს და მეტს არა​ფერს არ მოგ​თხოვთ.
თუ ადა​მი​ანს სა​სირ​ცხვი​ლო არა​ფე​რი ჩაუდე​ნია, ასე​თი რა​მის მო​ყო​ლა ად​ვილ​ზე ად​ვი​ლია. ასე არ არის? თუ
რა​ღა​ცას მა​ლავ და იმი​ტომ ხარ ჩუ​მად?

უხ​მოდ ვათ​ვა​ლიერებ​დი სა​ფერ​ფლეს მა​გი​დის შუაგულ​ში.

გიმ​ნა​ზი​ელ​მა ისევ შრიალით გა​და​ფურ​ცლა უბის წიგ​ნა​კი და ჯი​ბე​ში ჩაიდო. ნა​ხე​ვა​რი წუ​თი ხმა არა​ვის
ამოუღია. მე​თევ​ზემ მო​რი​გი სი​გა​რე​ტი ამოიღო, პირ​ში ჩაიდო და მოუკი​და.
– ფო​ლა​დის ნე​ბის​ყო​ფა, რკი​ნის გამ​ძლეობა, – ირო​ნი​ით თქვა.

– რა ვქნათ, გა​მო​ვი​ძა​ხოთ ადა​მიანის უფ​ლე​ბე​ბის დამ​ცვე​ლი კო​მი​სია? – იკით​ხა გიმ​ნა​ზი​ელ​მა.

– რა შუაშია აქ ადა​მიანის უფ​ლე​ბე​ბი? – მა​შინ​ვე გა​მოეპა​სუ​ხა მე​თევ​ზე, – ეს მო​ქა​ლა​ქის ელე​მენ​ტა​რუ​ლი ვა​‐


ლია! კა​ნონ​ში ასე​ცაა ნათ​ქვა​მი: „შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად და​ეხ​მა​რონ გა​მო​ძიებას“. გაიგო​ნე? შენს საყ​ვა​რელ კა​‐
ნონ​მდებ​ლო​ბა​ში წე​რია, შა​ვით თეთ​რზე! რა​ტომ გძულს ასე პო​ლი​ცია? რო​ცა ქა​ლაქ​ში გზა აგებ​ნე​ვა, ვის
ეკით​ხე​ბი? პო​ლი​ცი​ას. სახლს თუ გა​გი​ძარ​ცვა​ვენ, სად რე​კავ თავ​გზაარეული? პო​ლი​ციაში! იმა​ზე კი, რომ ეს
ყვე​ლა​ფე​რი... და​ფიქ​რე​ბაც კი არ გინ​და? რა გიშ​ლის ხელს, რომ გვი​პა​სუ​ხო? ჩვენ ხომ მარ​ტივ რა​მეს გე​კით​‐
ხე​ბით ძა​ლი​ან გა​სა​გე​ბად, ასე არ არის? სად იყა​ვი და რას აკე​თებ​დი გუ​შინ სა​ღა​მოს? იქ​ნებ აღარ გა​ვა​ჭიანუ​‐
როთ და რაც შე​იძ​ლე​ბა ჩქა​რა და​ვამ​თავ​როთ ეს ყვე​ლა​ფე​რი? ჩვენც მშვი​დად გა​ვაგ​რძე​ლებთ ჩვენს საქ​მეს.
შენ კი შინ წახ​ვალ. ყვე​ლა კარ​გად არის, ყვე​ლა ბედ​ნიერია. თუ ასე არ ფიქ​რობ?

– ჯერ უნ​და გა​ვი​გო, რა ხდე​ბა, – გა​ვი​მეორე.

გიმ​ნა​ზი​ელ​მა ჯი​ბი​დან ქა​ღალ​დის ხელ​სა​ხო​ცე​ბის პა​კე​ტი ამოიღო, ერ​თი ცა​ლი გა​მო​აძ​რო და, თით​ქოს მილ​‐
ში ჩა​ბე​რე​სო, ისე მო​იწ​მინ​და ცხვი​რი. მე​თევ​ზემ მა​გი​დის უჯ​რა გა​მოაღო, იქი​დან პლას​ტმა​სის სა​ხა​ზა​ვი
ამოიღო და რამ​დენ​ჯერ​მე და​ირ​ტყა გაშ​ლილ ხე​ლის​გულ​ზე.

– თქვენ რა, ვე​რა​ფერს ხვდე​ბით? – წა​მოიძა​ხა გიმ​ნა​ზი​ელ​მა და ქა​ღალ​დის ხელ​სა​ხო​ცი მა​გი​დას​თან მდგარ
ურ​ნა​ში ჩა​აგ​დო, – ყო​ვე​ლი ასე​თი პა​სუ​ხით მხო​ლოდ სა​კუ​თარ თავს აყე​ნებთ ზი​ანს!

– ეი, ყმაწ​ვი​ლო. ახ​ლა სა​მოც​დაათი წე​ლი არ არის. ვის აინ​ტე​რე​სებს დრო​ის და​კარ​გვა თვით​ნე​ბო​ბას​თან
ბრძო​ლა​ში შენს თა​მა​შებ​ზე? – ისე​თი ინ​ტო​ნა​ცი​ით გა​წე​ლა მე​თევ​ზემ, თით​ქოს ყვე​ლა​ფე​რი მო​ბეზ​რდა ამ​‐
ქვეყ​ნად, – არეულო​ბე​ბის დრო წა​ვი​და, ძმაო! ახალ​მა სა​ზო​გა​დოებამ შეიწო​ვა ყვე​ლა – შენც, მეც – თა​ვის ჭა​‐
ობ​ში. აღარც თვით​ნე​ბო​ბა არ​სე​ბობს, აღარც დე​მოკ​რა​ტია. ამ​გვა​რი კა​ტე​გო​რიებით აღა​რა​ვინ აზ​როვ​ნებს! ეს
სა​ზო​გა​დოება მე​ტის​მე​ტად დი​დია. რო​გო​რი ქა​რიშ​ხლის ატე​ხაც არ უნ​და სცა​დო, არა​ფე​რი გა​მო​გი​ვა. სის​ტე​‐
მა სრულ​ყო​ფი​ლე​ბამ​დეა აწ​ყო​ბი​ლი. ყვე​ლას, ვინც უკ​მა​ყო​ფი​ლოა, ის​ღა რჩე​ბა, სო​რო​ში შეძ​ვრეს და რაიმე
სუპერ-​მიწისძვრას დაელო​დოს. და რამ​დე​ნიც არ უნ​და ატ​რა​კო აქ, ჩვენ​თან – არა​ფე​რი გა​მო​ვა. არც შენ​‐
თვის, არც ჩვენ​თვის. მხო​ლოდ ნერ​ვებს მო​ვუშ​ლით ერ​თმა​ნეთს. თუ ინ​ტე​ლი ხარ – ეს კარ​გად უნ​და გეს​მო​‐
დეს; ასე არ არის?

– ჰო, შე​საძ​ლოა ცო​ტა და​ვი​ღა​ლეთ და ამი​ტომ მოგ​მარ​თეთ არც ისე თა​ვა​ზიანი ფორ​მით. თუ ასეა, ბო​დიშს
გიხ​დით, – ჩაილა​პა​რა​კა გიმ​ნა​ზი​ელ​მა. ისევ ჯი​ბი​დან ამო​ღე​ბულ უბის წიგ​ნაკს აწ​ვა​ლებ​და, – მაგ​რამ ჩვენც
გაგ​ვი​გეთ. წელ​ში გაწ​ყვე​ტამ​დე ვმუ​შა​ობთ. მთე​ლი ღა​მე არ გვი​ძი​ნია. ხუ​თი დღეა ბავ​შვე​ბი არ გვი​ნა​ხავს.
ვჭამთ, რაც მოგ​ვხვდე​ბა და სა​დაც მოგ​ვიხ​დე​ბა. და თუნ​დაც არ მოგ​წონ​დეთ, ჩვენც ჩვე​ნე​ბუ​რად ვღვრით
ოფლს ამ სა​ზო​გა​დოების​თვის. აი, ამ დროს გა​მო​დი​ხართ, რქებს წაჰ​ყოფთ მი​წა​ში და კით​ხვებ​ზე პა​სუ​ხის გა​‐
ცე​მა არ გინ​დათ. წარ​მო​იდ​გი​ნე, რომ უნე​ბუ​რად ანერ​ვი​ულ​დე​ბი! რო​ცა ვამ​ბობ, რომ „თვი​თონ​ვე აყე​ნებთ ზი​‐
ანს სა​კუ​თარ თავს“, მხო​ლოდ იმას ვგუ​ლის​ხმობ, რომ რაც უფ​რო მე​ტად და​ვიღ​ლე​ბით, მით უარე​სად მო​გეპ​‐
ყრო​ბით. ეს ბუ​ნებ​რი​ვია. მარ​ტი​ვი სა​კით​ხე​ბის გა​დაჭ​რა რთულ​დე​ბა. ყვე​ლა​ფე​რი უფ​რო და უფ​რო იხ​ლარ​თე​‐
ბა. რა თქმა უნ​და, არ​სე​ბობს თქვენ​თვის ასე პა​ტივ​სა​ცე​მი კა​ნო​ნი და კონ​სტი​ტუ​ცი​ით გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბუ​ლი
სა​მო​ქა​ლა​ქო უფ​ლე​ბე​ბი. მაგ​რამ მათ ზედ​მი​წევ​ნით დაც​ვას დრო სჭირ​დე​ბა. სა​ნამ დროს კარ​გავ, აუცი​ლებ​‐
ლად რის​კავ, რომ უამ​რავ მო​რიგ უხერ​ხუ​ლო​ბას გა​და​აწ​ყდე​ბი. კა​ნო​ნი სა​შინ​ლად ჩახ​ლარ​თუ​ლია – რომ ჩა​‐
უღ​რმავ​დე, ამის​თვის ხან​და​ხან უბ​რა​ლოდ დრო არ რჩე​ბა. გან​სა​კუთ​რე​ბით ჩვენს საქ​მიანო​ბა​ში, სა​დაც სას​‐
წრა​ფოდ, პირ​და​პირ შემ​თხვე​ვის ად​გილ​ზე გვი​წევს ყვე​ლაფ​რის გა​დაწ​ყვე​ტა. ხვდე​ბით, რას ვგუ​ლის​ხმობ?

– ის​ღა გვაკ​ლია, რომ ვერ გაგ​ვი​გო. არა​ვინ არ ცდი​ლობს შენ და​ში​ნე​ბას, – აიტა​ცა მე​თევ​ზემ, – ჰო​და, აი ისიც
ოდ​ნავ გაფ​რთხი​ლებს. უბ​რა​ლოდ, გვინ​და, რომ მო​რი​გი უხერ​ხუ​ლო​ბე​ბი აგა​რი​დოთ...

უხ​მოდ ვათ​ვა​ლიერებ​დი სა​ფერ​ფლეს. არც წარ​წე​რა ჰქონ​და, არც რაიმე ორ​ნა​მენ​ტი. უბ​რა​ლოდ, ძვე​ლი და
ჭუჭ​ყიანი მი​ნის სა​ფერ​ფლეა. ოდეს​ღაც ალ​ბათ გამ​ჭვირ​ვა​ლეც იყო. მაგ​რამ არა ახ​ლა. ახ​ლა მღვრიე მო​თეთ​‐
რო იყო, ფსკერ​ზე და​ფე​ნი​ლი კუპ​რით. ნე​ტავ რამ​დე​ნი ხა​ნია დევს ამ მა​გი​და​ზე?
მე​თევ​ზე ერ​თხანს კი​დევ ათა​მა​შებ​და სა​ხა​ზავს ხე​ლის​გულ​ზე.

– კარ​გი! – თქვა ბო​ლოს, – მო​გიყ​ვე​ბით, რა ხდე​ბა. მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ ეს მოკ​ვლე​ვის სტან​დარ​ტუ​ლი
პრო​ცე​დუ​რის დარ​ღვე​ვა​ა – ჩათ​ვა​ლე, რომ შე​ნი პრე​ტენ​ზიები მი​ღე​ბუ​ლია. იყოს შე​ნე​ბუ​რად... ყო​ველ შემ​‐
თხვე​ვა​ში, ჯერ​ჯე​რო​ბით.

ამ სიტ​ყვე​ბით სა​ხა​ზა​ვი გა​და​დო. ერთ-​ერთი სა​ქა​ღალ​დე აიღო, სწრა​ფად გა​და​ფურ​ცლა, ქა​ღალ​დის კონ​ვერ​‐
ტი გა​მო​აძ​რო, იქი​დან სა​მი დი​დი ფო​ტო ამოიღო და ჩემ წინ, მა​გი​და​ზე და​აწ​ყო. ფო​ტოები ავი​ღე. შავ-​‐
თეთრია, ძა​ლი​ან რეალის​ტუ​რი. სუ​ლაც არ არის ხე​ლოვ​ნე​ბის სიყ​ვა​რუ​ლის გა​მო გა​და​ღე​ბუ​ლი – ამას პირ​ვე​‐
ლი​ვე წამს მივ​ხვდი. ფო​ტო​ებ​ზე ქა​ლი იყო. პირ​ველ​ზე შიშ​ვე​ლი იწ​ვა სა​წოლ​ზე, პირ​ქვე. გრძე​ლი ხე​ლე​ბი და
ფე​ხე​ბი, მკვრი​ვი დუნ​დუ​ლე​ბი. მა​რა​ოდ გა​წე​წი​ლი თმა სა​ხე​სა და კი​სერს უფა​რავს. თე​ძოები ოდ​ნავ აქვს გა​‐
წეული. ხე​ლე​ბი – გან​ზე გა​დაშ​ლი​ლი. მძი​ნა​რეს ჰგავს. სა​წოლ​ზე სა​ყუ​რად​ღე​ბო არა​ფე​რი​ა.

მეორე სუ​რა​თი გა​ცი​ლე​ბით ნა​ტუ​რა​ლის​ტუ​რი გა​მოდ​გა. ახ​ლა ზურ​გზე წევს. შიშ​ვე​ლი მკერ​დი, სამ​კუთ​ხე​დი
თმა ბოქ​ვენ​ზე. ხელ-​ფეხი ისე აქვს გა​ჭი​მუ​ლი, რო​გორც ბრძა​ნე​ბა „სმე​ნა​ზე“. დღე​სა​ვით ნა​თე​ლი​ა; ქა​ლი
მკვდა​რია. თვა​ლე​ბი ფარ​თოდ აქვს გა​ხე​ლი​ლი, ტუ​ჩე​ბი უც​ნაურად მოჰ​ქცე​ვია – ტე​ხი​ლი ხა​ზით. ეს მეი იყო.

მე​სა​მე ფო​ტოს დავ​ხე​დე. ლა​მის მიბ​ჯე​ნით გა​და​ღე​ბუ​ლი სა​ხე. მეი. არა​ვი​თა​რი ეჭ​ვი. ოღონდ დე​დო​ფა​ლი
აღარ იყო. სხეული გა​შე​შე​ბო​და, გაქ​ვა​ვე​ბო​და და ყო​ველ​გვა​რი მომ​ხიბ​ვლე​ლო​ბა დაეკარ​გა. ყე​ლის გარ​შე​მო
მკრთა​ლი ლა​ქე​ბი შევ​ნიშ​ნე, თით​ქოს სა​გულ​და​გუ​ლოდ უზელ​დნენ თი​თე​ბით.

ყე​ლი ისე გა​მიშ​რა, რომ ნერ​წყვი ვე​ღარ გა​დავ​ყლა​პე. ხე​ლის​გულ​ში თით​ქოს ათა​სი ნემ​სი ჩა​მარ​ჭვეს. ღმერ​‐
თო ჩე​მო... მეი. სექ​სის დე​დო​ფა​ლი. დი​ლამ​დე ისე სა​გულ​და​გუ​ლოდ ქე​ქავ​და ჩემ​თან ერ​თად ფი​ზიოლო​გი​ურ
ნამ​ქერს, უს​მენ​და Dire straits-ს, სვამ​და ყა​ვას. მე​რე კი მოკ​ვდა. ახ​ლა აღარ არის... თა​ვის გაქ​ნე​ვა მინ​დო​და,
მაგ​რამ გა​და​ვი​ფიქ​რე. და ვი​თომც არა​ფე​რი, ისე და​ვუბ​რუ​ნე ფო​ტოები მე​თევ​ზეს. მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​‐
ბა​ში, სა​ნამ ფო​ტო​ებს ვათ​ვა​ლიერებ​დი, მა​ძებ​რე​ბი ჩემს ფი​ზიონო​მი​ას სწავ​ლობ​დნენ. „და რა?...“ – თვა​ლე​ბით
ვკით​ხე მე​თევ​ზეს.

– იც​ნობ ამ ქალს? – მკით​ხა მე​თევ​ზემ.

თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– არ ვიც​ნობ, – ვუ​პა​სუ​ხე. ეჭ​ვიც არ მე​პა​რე​ბო​და: საკ​მა​რი​სი იყო მეთ​ქვა, რომ ვიც​ნობ​დი მე​ის – მთელ ამ
გაუგებ​რო​ბა​ში მა​შინ​ვე მოჰ​ყვე​ბო​და გო​ტან​და. მარ​თა​ლია, მან გა​მაც​ნო მეი, მაგ​რამ ამ ამ​ბავ​ში გო​ტან​დას
ჩათ​რე​ვა არ შე​მეძ​ლო. რა თქმა უნ​და, გა​მო​რიც​ხუ​ლი არ არის, რომ ის ამ ყვე​ლა​ფერ​ში ჩე​მამ​დე ჩა​ით​რი​ეს.
ეს არ ვი​ცი. თუ ასეა – თუ გო​ტან​დამ შე​ატ​ყო​ბი​ნა ჩე​მი სა​ხე​ლი და წა​მო​აყ​რან​ტა​ლა, რომ მას​თან ვი​წე​ქი, – მა​‐
შინ ჩე​მი საქ​მე წა​სუ​ლია. ჯერ გა​ირ​კვე​ვა, რომ მო​ვატ​ყუე გა​მო​ძიება. აი, აქ კი უბ​რა​ლო ხუმ​რო​ბე​ბით თავს
ვერ და​ვიძ​ვრენ. ამა​ზე მხო​ლოდ მარ​ჩიელო​ბა შე​მეძ​ლო. მაგ​რამ ჩე​მი მხრი​დან გო​ტან​დას გა​ცე​მა არა​ვი​თარ
შემ​თხვე​ვა​ში არ ივარ​გებ​და. მე​ტის​მე​ტად გან​სხვა​ვე​ბულ სი​ტუაცი​ებ​ში ვართ. დი​დი სკან​და​ლი ატ​ყდე​ბა. ტაბ​‐
ლოიდე​ბი შიგ​ნეულიანად შე​სან​სლა​ვენ.

– კი​დევ ერ​თხელ კარ​გად და​აკ​ვირ​დი, – ნე​ლა, და​ბე​ჯი​თე​ბით თქვა მე​თევ​ზემ, – ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია, რას
გვი​პა​სუ​ხებ ახ​ლა. ამი​ტომ კარ​გად და​აკ​ვირ​დი და მე​რე გვი​პა​სუ​ხე. აბა! იც​ნობ ამ ქალს? ტყუილის თქმა არც
კი იფიქ​რო. ჩვენ ჩვე​ნი საქ​მის პრო​ფე​სიონა​ლე​ბი ვართ. გვატ​ყუებენ თუ სი​მარ​თლეს ამ​ბო​ბენ, მა​შინ​ვე
ვხვდე​ბით. ვინც პო​ლი​ცი​ას ატ​ყუ​ებს, ცუ​დად ამ​თავ​რებს, ძა​ლი​ან ცუ​დად... გა​სა​გე​ბი​ა?

ისევ ავი​ღე მა​გი​დი​დან ფო​ტოები და ერ​თხანს ვათ​ვა​ლიერებ​დი. ძა​ლი​ან მინ​დო​და თვა​ლის არი​დე​ბა. მაგ​რამ
სწო​რედ ეს არ შე​იძ​ლე​ბო​და.
– არა, არ ვიც​ნობ, – ვთქვი, – თა​ნაც მკვდა​რი​ა...

– მკვდა​რია! – თე​ატ​რა​ლუ​რად გაიმეორა გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – სრუ​ლი​ად მკვდა​რია. სა​შინ​ლად მკვდა​რია. მკვდა​‐


რია აბ​სო​ლუ​ტუ​რად! და ეს ერ​თი შე​ხედ​ვი​თაც ნა​თე​ლია. ჩვენ​თვის ეს ახა​ლი ამ​ბა​ვი არ არის, საკ​მა​ოდ დიდ​‐
ხანს ვუ​ყუ​რებ​დით და​ნა​შაულის ად​გილ​ზე. რა ქა​ლია, ჰა! აი, ასეც მოკ​ვდა, შიშ​ვე​ლი. პირ​ვე​ლი, რაც თვალ​ში
მოგ​ხვდე​ბა: მშვე​ნიერი ქა​ლი იყო! ოღონდ საკ​მა​რი​სია მოკ​ვდეს ქა​ლი და, ლა​მა​ზია თუ მა​ხინ​ჯი, მნიშ​ვნე​ლო​‐
ბა აღარ აქვს, ხომ? არც იმას, რომ შიშ​ვე​ლია. ახ​ლა ეს მხო​ლოდ გვა​მია! და​ტო​ვებ ასე და დალ​პე​ბა. კა​ნი და​‐
უს​კდე​ბა, გა​იტ​ყლა​პე​ბა, დამ​პა​ლი ხორ​ცის ნაჭ​რე​ბი გა​მო​ეჩ​რე​ბა. სა​შინ​ლად აყ​როლ​დე​ბა. შიგ​ნით მატ​ლე​ბი
გაჩ​ნდე​ბა. ასე​თი რამ გი​ნა​ხავს ოდეს​მე?

– არა, – ვუთ​ხა​რი.

– აი, ჩვენ კი გვი​ნა​ხავს, და არა ერ​თხელ და ორ​ჯერ! ამ სტა​დიაზე უკ​ვე ვე​ღარ გა​არ​ჩევ, ლა​მა​ზი იყო თუ არა.
უბ​რა​ლოდ, დამ​პა​ლი ხორ​ცის ნა​ჭე​რია. აყ​რო​ლე​ბუ​ლი სტეიკი​ვით. ძა​ლი​ან ჰგავს. ამ სუ​ნის მე​რე კარ​გა ხანს
ვე​რა​ფერს შე​ჭამ. ჩვენ​გა​ნაც კი, პრო​ფე​სიონა​ლე​ბი​დან, ამ სუნს ვე​რა​ვინ იტანს. ასეთ რა​მეს ვერ შე​ეჩ​ვე​ვი...
მე​რე კი​დევ რა​ღაც დრო გა​ვა და მხო​ლოდ ძვლე​ბი​ღა დარ​ჩე​ბა. უკ​ვე სუ​ნის გა​რე​შე. უკი​დუ​რე​სად გა​მომ​შრა​‐
ლი. ქათ​ქა​თა. პირ​ველ​ქმნი​ლი სი​სუფ​თა​ვის... საუკე​თე​სო მდგო​მა​რეობაა, არა? თუმ​ცა ეს ქა​ლი აქამ​დე ჯერ
არ მი​სუ​ლა. ძვლე​ბამ​დე არ გახ​რწნი​ლა და არ აყ​რო​ლე​ბუ​ლა. ახ​ლა ის მხო​ლოდ გვა​მია. გაფ​შე​კი​ლი. ხე​სა​‐
ვით. ჯერ მი​სი სი​ლა​მა​ზის და​ნახ​ვაც შე​იძ​ლე​ბა. სა​ნამ ცოც​ხა​ლი იყო, არც მე, არც შენ უარს არ ვიტ​ყო​დით
ასეთ გან​ძზე ლო​გინ​ში. ასე არ არის? მაგ​რამ ახ​ლა მი​სი სი​შიშ​ვლე არა​ვი​თარ სურ​ვილს არ იწ​ვევს. იმი​ტომ
რომ მკვდა​რია. ხო​ლო ჩვენ და გვა​მე​ბი სრუ​ლი​ად სხვა​დას​ხვა სუბ​სტან​ცია ვართ. გვა​მი – ეს იგი​ვეა, რაც ქვის
ქან​და​კე​ბა. სხვაგ​ვა​რად რომ ვთქვა, არ​სე​ბობს რა​ღაც წყალ​გამ​ყო​ფი, რომ​ლის იქით მხო​ლოდ ნუ​ლია. აბ​სო​‐
ლუ​ტუ​რი ნუ​ლი! იწე​ქი წყნა​რად და ელო​დე კრე​მა​ცი​ას. არა​და, რო​გო​რი ქა​ლი იყო! რა სა​ცო​დაობაა, არა?
ცოც​ხა​ლი ჯერ კი​დევ დიდ​ხანს დარ​ჩე​ბო​და ლა​მა​ზი. აფ​სუს! ვი​ღა​ცას დას​ჭირ​და მი​სი მოკ​ვლა. ვი​ღაც გა​რე​‐
წარს. არა​და, ამ გო​გო​საც ხომ ჰქონ​და სი​ცოც​ხლის უფ​ლე​ბა. სულ რა​ღაც ოცი წლი​სას. წინ​დე​ბით გა​გუ​დეს.
ასე​თი სიკ​ვდი​ლი სწრა​ფად არ დგე​ბა. რამ​დე​ნი​მე წუთ​მა უნ​და გაიაროს. სა​ში​ნელ​მა წუ​თებ​მა. კარ​გად
გრძნობ, რომ სა​და​ცაა მოკ​ვდე​ბი. და ფიქ​რობ, რა​ტომ კვდე​ბი ასე უაზ​როდ. ძა​ლი​ან გინ​და, კი​დევ იცოც​ხლო.
მაგ​რამ სპაზ​მე​ბი და ჟან​გბა​დის უკ​მა​რო​ბა გკრუნ​ჩხავს. გო​ნე​ბა გიბ​ნელ​დე​ბა. იფ​სამ. უკა​ნას​კნე​ლად ცდი​ლობ
თა​ვის დაღ​წე​ვას და გა​დარ​ჩე​ნას. მაგ​რამ ძა​ლა არ გყოფ​ნის. და ნე​ლა კვდე​ბი... არც ისე სა​სიამოვ​ნო სიკ​ვდი​‐
ლია, რას იტ​ყვი? ჰო​და, ჩვენც იმ გა​რეწ​რის და​ჭე​რა გვინ​და, ვინც ასე​თი სიკ​ვდი​ლი მო​აწ​ყო. ვალ​დე​ბუ​ლი
ვართ და​ვი​ჭი​როთ. იმი​ტომ რომ ეს და​ნა​შაულია. მხე​ცუ​რი და​ნა​შაული. ან​გა​რიშ​სწო​რე​ბა ძლიერი​სა სუს​ტზე.
ასე​თი რა​მის პა​ტიება არ შე​იძ​ლე​ბა. ასეთ რა​მეს თუ აპა​ტი​ებ, სა​ზო​გა​დოების სა​ძირ​კვე​ლი შე​ირ​ყე​ვა. მკვლე​‐
ლი და​სა​ჭე​რი და და​სას​ჯე​ლია. ეს ჩვე​ნი ვა​ლია. თუ ამას არ ვი​ზამთ, ის კი​დევ მოკ​ლავს, ისევ და ისევ.

– გუ​შინ ამ ქალ​მა ორად​გი​ლიანი ნო​მე​რი შე​უკ​ვე​თა ძვირ​ფას ოტელ​ში აკა​სა​კა​ზე. და ხუთ სა​ათ​ზე იქ მარ​ტო
შე​ვი​და, – თქვა მე​თევ​ზემ, – თქვა, რომ ქმა​რი მოგ​ვიანე​ბით მო​ვი​დო​და. გვა​რი და ტე​ლე​ფო​ნი გა​მო​გო​ნი​ლია.
ნომ​რის სა​ფა​სუ​რი წი​ნას​წარ გა​დაიხა​და ნაღ​დი ფუ​ლით. ექვს სა​ათ​ზე ქვე​ვით და​რე​კა და ვახ​შა​მი შე​უკ​ვე​თა
ერთ კაც​ზე. და მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში მარ​ტო იყო. რვა სა​ათ​ზე ნომ​რი​დან ჭურ​ჭლიანი ური​კა გა​‐
მოაგო​რეს. კარ​ზე კი ფირ​ფი​ტა გაჩ​ნდა: „ნუ შე​მა​წუ​ხებთ“. ან​გა​რიშ​სწო​რე​ბის დრო ოტელ​ში დღის თორ​მე​ტი
საათია. მომ​დევ​ნო დღეს, ზუს​ტად თორ​მეტ​ზე, გან​თავ​სე​ბის მო​რი​გემ ნო​მერ​ში და​რე​კა, მაგ​რამ ყურ​მი​ლი
არა​ვინ აიღო. კარ​ზე ისევ ეკი​და ფირ​ფი​ტა „ნუ შე​მა​წუ​ხებთ“. კა​კუნ​ზე არა​ვინ გა​მო​პა​სუ​ხე​ბი​ათ. ოტე​ლის თა​‐
ნამ​შრომ​ლებ​მა სა​თა​და​რი​გო გა​სა​ღე​ბი მოიტა​ნეს და კა​რი გააღეს. ნო​მერ​ში მკვდა​რი შიშ​ვე​ლი ქა​ლი აღ​‐
მოაჩი​ნეს. მომ​სა​ხუ​რე პერ​სო​ნა​ლი​დან არა​ვის დაუნა​ხავს ნო​მერ​ში შე​სუ​ლი მა​მა​კა​ცი. ოტე​ლის ზე​და სარ​‐
თულ​ზე რეს​ტო​რა​ნია, ლიფ​ტით სარ​გებ​ლო​ბა შე​უძ​ლია ყვე​ლას და მსურ​ვე​ლიც ბევ​რია. სხვა​თა შო​რის, ამი​‐
ტო​მაც უყ​ვართ აქ ღა​მის პა​ემ​ნე​ბის და​ნიშ​ვნა. ამ​დენ წამსვლელ-​მომსვლელში რო​მელ კვალ​ზე შე​იძ​ლე​ბა
ლა​პა​რა​კი...

– ჩან​თა​ში ისე​თი არა​ფე​რი უპო​ვი​ათ, რაც ოდ​ნავ მა​ინც და​ეხ​მა​რე​ბო​და გა​მო​ძიებას, – მე​თევ​ზე გიმ​ნა​ზი​ელ​მა
შეც​ვა​ლა, – არც მარ​თვის მოწ​მო​ბა, არც უბის წიგ​ნა​კი, არც საკ​რე​დი​ტო ბა​რა​თი. სა​ხე​ლის ინი​ციალე​ბი ვერ​‐
სად ვერ აღ​მოაჩი​ნეს. იქ მხო​ლოდ კოს​მე​ტი​კუ​რი ჩან​თა იყო, ოც​დაათი ათა​სი იენი სა​ფუ​ლე​ში, ჩა​სახ​ვის სა​წი​‐
ნა​აღ​მდე​გო აბე​ბი. მე​ტი არა​ფე​რი... თუმ​ცა არა! სა​ფუ​ლის ყვე​ლა​ზე მო​ფა​რე​ბულ ჯი​ბე​ში – იქ, სა​დაც უცებ
ვერც დაინა​ხავ – სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი იპო​ვეს. თქვე​ნი სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი.

– ნამ​დვი​ლად არ იც​ნობ ამ ქალს? – მა​შინ​ვე და​მაც​ხრა მე​თევ​ზე.

თა​ვი გა​ვაქ​ნიე. მხო​ლოდ გა​მი​ხარ​დე​ბო​და, თუ პო​ლი​ცია მე​ის მკვლელ გა​რე​წარს დაიჭერ​და. მაგ​რამ ჯერ
ცოც​ხლებ​ზე უნ​და მე​ფიქ​რა.
– იქ​ნებ გვით​ხრათ, სად იყა​ვით და რას აკე​თებ​დით გუ​შინ სა​ღა​მოს? – მკით​ხა გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – ახ​ლა ხომ
იცით, რა​ტომ მო​გიყ​ვა​ნეს აქ და რა​ტომ გე​კით​ხე​ბი​ან...

– ექვს სა​ათ​ზე სახ​ლში ვი​ყა​ვი და ვვახ​შმობ​დი, მე​რე წიგნს ვკით​ხუ​ლობ​დი, ცო​ტა დავ​ლიე, და​ახ​ლოებით
თორ​მეტ​ზე და​ვი​ძი​ნე, – ვუთ​ხა​რი. მეხ​სიერე​ბა ნელ-​ნელა მიბ​რუნ​დე​ბო​და. ეტ​ყო​ბა, მკვდა​რი მე​ის ფო​ტოებით
მოგ​ვრი​ლი შო​კის გა​მო.

– ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში ვის შეხ​ვდით? – მკით​ხა მე​თევ​ზემ.

– არა​ვის. მთე​ლი სა​ღა​მო მარ​ტო ვი​ყა​ვი, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ტე​ლე​ფო​ნით არა​ვის​თან გი​ლა​პა​რა​კი​ათ?

– არა, – ვთქვი, – ერ​თხელ და​რე​კეს, და​ახ​ლოებით ცხრა სა​ათ​ზე, მაგ​რამ ტე​ლე​ფო​ნი ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე​ზე იყო
ჩარ​თუ​ლი და ყურ​მი​ლი არ ამი​ღია. მე​რე შე​ვა​მოწ​მე – სამ​სა​ხუ​რის თაობა​ზე მი​რე​კავ​დნენ.

– შინ თუ იყა​ვი, ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე​ზე რა​ტომ ჩარ​თე?

– იმი​ტომ, რომ შვე​ბუ​ლე​ბის დროს სამ​სა​ხურ​ზე არა​ვის ვე​ლა​პა​რა​კო, – ვუ​პა​სუ​ხე.

მათ იმ კლი​ენ​ტის სა​ხე​ლი​სა და ტე​ლე​ფო​ნის ნომ​რის გა​გე​ბა მო​ინ​დო​მეს, ვინც გუ​შინ მი​რე​კავ​და. ვუთ​ხა​რი.

– და ამის შემ​დეგ მთე​ლი სა​ღა​მო კით​ხუ​ლობ​დი?

– ჯერ ჭურ​ჭე​ლი გავ​რეც​ხე. მე​რე ვკით​ხუ​ლობ​დი.

– რას კით​ხუ​ლობ​დი?

– არ და​მი​ჯე​რებთ. კაფ​კას ვკით​ხუ​ლობ​დი. „პრო​ცესს“.

მე​თევ​ზემ ჩაიწე​რა.: „კაფ​კა. პრო​ცე​სი“. სიტ​ყვა „პრო​ცე​სის“ იეროგ​ლი​ფი არ იცო​და, გიმ​ნა​ზი​ელ​მა უკარ​ნა​ხა.
ამ ტიპ​მა, რო​გორც ვვა​რაუდობ​დი, კაფ​კას შე​სა​ხებ ზო​გი რამ ნამ​დვი​ლად იცო​და.

– ესე იგი თორ​მეტ საათამ​დე კით​ხუ​ლობ​დი, – დააზუს​ტა მე​თევ​ზემ, – და სვამ​დი.

– რო​გორც ყო​ველ​თვის, სა​ღა​მოობით... ჯერ ლუდს, მე​რე ბრენ​დის.

– რამ​დე​ნი და​ლი​ე?
მეხ​სიერე​ბა დავ​ძა​ბე.

– ლუ​დი – ორი ქი​ლა. მე​რე ბრენ​დი, და​ახ​ლოებით მე​ოთ​ხე​დი ბოთ​ლი. და​კონ​სერ​ვე​ბულ ატამს ვა​ყო​ლებ​დი.

მე​თევ​ზემ ეს ყვე​ლა​ფე​რი გულ​მოდ​გი​ნედ ჩაიწე​რა. „და​კონ​სერ​ვე​ბულ ატამს ვა​ყო​ლებ​დი“.

– კი​დევ რა​მეს თუ გა​იხ​სე​ნებ, თქვი. ნე​ბის​მიერი წვრილ​მა​ნი შე​იძ​ლე​ბა გა​მოგ​ვად​გეს.

ცო​ტა ხანს კი​დევ ვი​ფიქ​რე, მაგ​რამ მე​ტი ვე​ღა​რა​ფე​რი გა​ვიხ​სე​ნე. მარ​თლა არაფ​რით გა​მორ​ჩეული სა​ღა​მო
იყო. უბ​რა​ლოდ, ვი​ჯე​ქი და წიგნს ვკით​ხუ​ლობ​დი. იმ არაფ​რით გა​მორ​ჩე​ულ სა​ღა​მოს, რო​ცა მეი წინ​დით გა​‐
გუ​დეს.

– არ მახ​სოვს, – ვთქვი.

– გირ​ჩევ, გო​ნე​ბა მო​იკ​რი​ბო, – ჩა​ახ​ვე​ლა და ისევ ჩაერია გიმ​ნა​ზიელი, – თქვენ ახ​ლა იმ სი​ტუაციაში ხართ,
რო​ცა თქვენს ნე​ბის​მი​ერ სიტ​ყვას შე​უძ​ლია ძა​ლი​ან გავ​ნოთ...

– კარ​გი რა! ჩე​მი სიტ​ყვე​ბი ვე​რაფ​რით ვერ მავ​ნებს, იმი​ტომ რომ არა​ფე​რი და​მი​შა​ვე​ბია, – მო​ვუ​ჭე​რი, – მე თა​‐
ვი​სუ​ფა​ლი მხატ​ვა​რი ვარ, სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თებს მთელ ქა​ლაქ​ში ვა​რი​გებ. რო​გორ მოხ​ვდა ჩე​მი სა​ვი​ზი​ტო ბა​‐
რა​თი ამ გო​გოს​თან, არ ვი​ცი, მაგ​რამ ეს სუ​ლაც არ ნიშ​ნავს იმას, რომ მე მოვ​კა​ლი!

– არა​ფერ შუაში რომ არ იყო, ერ​თა​დერთ სა​ვი​ზი​ტო ბა​რათს სა​ფუ​ლის ყვე​ლა​ზე მო​ფა​რე​ბულ ად​გი​ლას
შეინა​ხავ​და? აი, რო​გო​რი შე​კით​ხვა ის​მის... – თქვა მე​თევ​ზემ, – სა​ერ​თოდ, ჩვენ მომ​ხდა​რის ჯერ​ჯე​რო​ბით
ორი ვერ​სია გვაქვს. ვერ​სია პირ​ვე​ლი: ეს ქა​ლი შე​ნი ერთ-​ერთი პარ​ტნიორია ბიზ​ნე​სის კუთ​ხით. ვი​ღა​ცამ
ოტელ​ში პაემა​ნი დაუნიშ​ნა, მოკ​ლა, ჩან​თი​დან ამოიღო ყვე​ლა​ფე​რი, რა​საც კი შე​იძ​ლე​ბა კვალ​ზე და​ვე​ყე​ნე​ბი​‐
ნეთ და მიიმა​ლა. და მხო​ლოდ შე​ნი სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი, რო​მე​ლიც ასე კარ​გად იყო და​მა​ლუ​ლი, ვერ შე​ნიშ​ნა.
ვერ​სია მეორე: ეს ქა​ლი მე​ძა​ვია, პრო​ფე​სიონა​ლი ბო​ზი. უმაღ​ლე​სი კა​ტე​გო​რი​ის. ერ​თი იმათ​გა​ნი, ვინც მხო​‐
ლოდ მდიდ​რულ ოტე​ლებ​ში მუ​შა​ობს. ამ ჩი​ტუ​ნებს ისე​თი არა​ფე​რი და​აქვთ თან, რაც მე​რე ვინ​მეს მათ მო​‐
ძებ​ნა​ში და​ეხ​მა​რე​ბა. და აი, რა​ღაც უც​ნო​ბი მი​ზე​ზის გა​მო მო​რიგ​მა კლი​ენ​ტმა გა​გუ​და. რად​გან ფულს ხე​ლი
არ ახ​ლეს, მკვლე​ლი, სა​ვა​რაუდოდ, მა​ნიაკია. აი, ასე​თი ორი ვერ​სია გვაქვს. ამა​ზე რას იტ​ყვი?

თა​ვი გვერ​დზე დავ​ხა​რე და არა​ფე​რი მით​ქვამს.

– ასეა თუ ისე, ამ გა​მო​ცა​ნის ერ​თა​დერ​თი გა​სა​ღე​ბი შე​ნი სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თია. ამ დრო​ის​თვის სულ ეს არის,
რაც ხელ​ში გვი​ჭი​რავს, – დინ​ჯად თქვა მე​თევ​ზემ და ავ​ტო​კალ​მის ბო​ლო მა​გი​დის რკი​ნის ზე​და​პირ​ზე ააკა​კუ​‐
ნა.

– სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი მხო​ლოდ ასოებიანი ქა​ღალ​დის ნაგ​ლე​ჯი​ა, – შე​ვე​პა​სუ​ხე, – და თა​ვის​თა​ვად არა​ფერს ამ​‐
ტკი​ცებს. და არც სამ​ხი​ლად გა​მოდ​გე​ბა.

– ჯერ​ჯე​რო​ბით არ გა​მოდ​გე​ბა, – თით​ქოს და​მე​თან​ხმა მე​თევ​ზე. მი​სი ავ​ტო​კა​ლა​მი წკა​პუ​ნით გა​ნაგ​რძობ​და


ცეკ​ვას მა​გი​და​ზე, – ჯერ არა​ფერს არ ამ​ტკი​ცებს, ამა​ში მარ​თა​ლი ხარ. ახ​ლა ექ​სპერ​ტე​ბი ამ​თავ​რე​ბენ ნომ​რი​‐
სა და იქ დარ​ჩე​ნი​ლი ნივ​თე​ბის დათ​ვა​ლიერე​ბას. გაკ​ვე​თენ გვამს. ხვალ გა​ირ​კვე​ვა ჯერ​ჯე​რო​ბით უც​ნო​ბი დე​‐
ტა​ლე​ბი. გა​იბ​მე​ბა მოვ​ლე​ნე​ბის რა​ღაც ჯაჭ​ვი. ჯერ კი მხო​ლოდ მოც​და მოგ​ვი​წევს. ჰო​და, ჩვენც და​ვე​ლო​დოთ.
ამა​სო​ბა​ში შენ შე​ეც​დე​ბი კი​დევ გა​იხ​სე​ნო რა​მე. შე​საძ​ლოა შენ​თან ერ​თად აქ შუაღა​მემ​დე მოგ​ვიხ​დეს ჯდო​‐
მა. რას იზამ. სა​ფუძ​ვლიანად ვმუ​შა​ობთ. რო​ცა ადა​მი​ანს არ ეჩ​ქა​რე​ბა, ბევრ სა​ინ​ტე​რე​სო წვრილ​მანს იხ​სე​‐
ნებს. ჰო​და, შენც მი​დი, მშვი​დად, აუჩ​ქა​რებ​ლად კი​დევ ერ​თხელ აღიდ​გი​ნე თავ​ში ყვე​ლა​ფე​რი. ყვე​ლა​ფე​რი,
რაც გუ​შინ ხდე​ბო​და. ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით...
კე​დელ​ზე ჩა​მო​კი​დე​ბულ სა​ათს მი​ვა​ჩერ​დი. უაღ​რე​სად მოწ​ყე​ნი​ლი სა​ხით ის ექ​ვსის ათ წუთს უჩ​ვე​ნებ​და.
უცებ გა​მახ​სენ​და, რომ იუკის​თან უნ​და და​მე​რე​კა.

– შე​იძ​ლე​ბა აქე​დან დავ​რე​კო? – ვკით​ხე მე​თევ​ზეს, – ზუს​ტად ხუთ​ზე ერთ ადა​მი​ანს შევ​პირ​დი და​რეკ​ვას.
აუცი​ლებ​ლად. თუ არ დავ​რე​კავ, პრობ​ლე​მე​ბი იქ​ნე​ბა.

– ქა​ლია? – თვა​ლე​ბი მო​ჭუ​ტა მე​თევ​ზემ.

– აჰა, – მხო​ლოდ ეს ვთქვი.

თა​ვი და​მიქ​ნია, ტე​ლე​ფონს მის​წვდა და დის​კით მოს​წია ჩემ​კენ. ბლოკ​ნო​ტი ამო​ვი​ღე, იუკის ნო​მე​რი მოვ​ძებ​‐
ნე და ავ​კრი​ფე. მე​სა​მე ზუ​მერ​ზე ყურ​მი​ლი აიღო.

– მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი საქ​მე გაქვს და არ შე​გიძ​ლია მოხ​ვი​დე? – და​მას​წრო იუკიმ.

– რა​ღაც მოხ​და, – შე​ვუს​წო​რე, – მე არა​ფერ შუაში ვარ. ჰო, მეს​მის, რომ სა​ში​ნე​ლე​ბაა, მაგ​რამ ვე​რა​ფერს ვი​‐
ზამ. პო​ლი​ციაში წა​მიყ​ვა​ნეს და​კით​ხვა​ზე. აკა​სა​კას გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში. დი​დი დრო დამ​ჭირ​დე​ბა იმის ასახ​სნე​‐
ლად, თუ რა ხდე​ბა, მაგ​რამ, რო​გორც ჩანს, მა​ლე არ გა​მო​მიშ​ვე​ბენ.

– პო​ლი​ციაში? რა დააშა​ვე? გა​მოტ​ყდი.

– არა​ფე​რიც არ და​მი​შა​ვე​ბია. ერ​თი მკვლე​ლო​ბის მოწ​მედ გა​მო​მი​ძა​ხეს. შემ​თხვე​ვით გა​ვე​რი​ე.

– რა სი​სუ​ლე​ლეა, – თქვა იუკიმ მიმ​ქრა​ლი ხმით.

– ნუ იტ​ყვი, – და​ვე​თან​ხმე.

– მაგ​რამ შენ ხომ მარ​თლა არა​ვინ მო​გიკ​ლავს?

– რა თქმა უნ​და, არა​ვინ არ მო​მიკ​ლავს. ცხოვ​რე​ბა​ში ბევრ სი​სუ​ლე​ლეს ვა​კე​თებ, ბევ​რი შეც​დო​მა მომ​დის,
მაგ​რამ ადა​მიანებს არ ვხო​ცავ. და გა​მო​მი​ძა​ხეს, რო​გორც მოწ​მე. ვზი​ვარ და პა​სუხს ვცემ შე​კით​ხვებს. ცხა​‐
დია, დამ​ნა​შა​ვე ვარ შენ წი​ნა​შე, არ გე​კა​მა​თე​ბი. შე​ვეც​დე​ბი უახ​ლო​ეს მო​მა​ვალ​ში გა​მო​ვის​ყი​დო და​ნა​შაული.

– რა სა​ში​ნე​ლი აბ​და​უბ​დაა! – თქვა იუკიმ. და რაც შე​იძ​ლე​ბა ხმაურით და​აგ​დო ყურ​მი​ლი.

მეც დავ​დე ყურ​მი​ლი და ტე​ლე​ფო​ნი მე​თევ​ზეს და​ვუბ​რუ​ნე. ორი​ვე გა​მომ​ძიებე​ლი ყუ​რად​ღე​ბით უს​მენ​და
ჩემს საუბარს იუკის​თან, მაგ​რამ, რო​გორც ჩანს, სა​თა​ვი​სო ვე​რა​ფე​რი გაიგო​ნეს. რომ სცოდ​ნო​დათ, ცა​მე​ტი
წლის გო​გოს და​ვუ​ნიშ​ნე პაემა​ნი, ვინ იცის, რა​ში აღარ და​მა​და​ნა​შაულებ​დნენ. ალ​ბათ მანიაკ-​გარყვნილებში
ჩამ​წერ​დნენ, ან კი​დევ რა​მე უარეს​ში. არის კი იმის თქმა სა​ჭი​რო, რომ ნორ​მა​ლურ ქვე​ყა​ნა​ში ოც​და​თოთ​ხმე​‐
ტი წლის ნორ​მა​ლუ​რი მა​მა​კა​ცე​ბი პაემანს არ უნიშ​ნა​ვენ ცა​მე​ტი წლის ცე​რო​დე​ნებს.
სულ წვრი​ლად გა​მომ​კით​ხეს, რას ვა​კე​თებ​დი გუ​შინ და თი​თოეული სიტ​ყვა ოქ​მში შეიტა​ნეს. ყო​ვე​ლი მომ​‐
დევ​ნო ფურ​ცლის ქვეშ და​ხა​ზულ მუ​ყა​ოს ქა​ღალდს დებ​დნენ და გულ​მოდ​გი​ნედ გა​მოჰ​ყავ​დათ იეროგ​ლი​ფე​‐
ბი. იდიოტუ​რი, აბ​სო​ლუ​ტუ​რად გა​მოუსა​დე​გა​რი ოქ​მი. ნეხ​ვად ქცეული ადა​მიანუ​რი ძა​ლა და დრო. ამ
ზრდას​რულ​მა ადა​მიანებ​მა კე​თილ​სინ​დი​სიერად დააფიქ​სი​რეს, სად დავ​დიოდი და რას ვჭამ​დი. ყვე​ლა​ფე​რი
მო​ვუ​ყე​ვი, შემ​წვა​რი კო​ნიაკუს მომ​ზა​დე​ბის ხრი​კე​ბიც კი, რომ​ლი​თაც ვი​ვახ​შმე. მე​რე კი სი​ცი​ლით ავუხ​სე​ნი,
თუ რო​გორ უნ​და და​იჭ​რას მზე​ზე გა​მოყ​ვა​ნი​ლი თი​ნუ​სი. მაგ​რამ ეს ხალ​ხი ვერ იგებ​და ხუმ​რო​ბას. სიტ​ყვა​‐
სიტ​ყვით, გულ​მოდ​გი​ნედ იწერ​დნენ ყვე​ლა​ფერს, რა​საც ვყბე​დობ​დი. სა​ბო​ლო​ოდ საკ​მა​ოდ მოზ​რდი​ლი დო​‐
კუ​მენ​ტი გა​მო​ვი​და. სო​ლი​დუ​რი შე​სა​ხე​დაობის და ყო​ველ​გვარ აზრს მოკ​ლე​ბუ​ლი.

შვი​დის ნა​ხე​ვარ​ზე უახ​ლო​ეს ჯი​ხურ​ში გა​და​ვიდ​ნენ და ბენ​ტო მო​მი​ტა​ნეს. რბი​ლად ვიტ​ყვი – არა ყვე​ლა​ზე
გემ​რიელი ბენ​ტო ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში. მე​ტის​მე​ტად ჰგავ​და საკ​ვებ ნა​გავს. ხორ​ცის ფრი​კა​დე​ლე​ბი, კარ​ტო​ფი​‐
ლის სა​ლა​თა, შემ​წვა​რი თევ​ზის ჩხი​რე​ბი. ამ კერ​ძის არც სა​კაზ​მი, არც ინ​გრე​დი​ენ​ტე​ბი არა​ვი​თარ კუ​ლი​ნა​რი​‐
ულ ინ​ტე​რესს არ წარ​მო​ად​გენ​და. ზე​თის მე​ტის​მე​ტად მკვეთ​რი გე​მო, ზედ​მე​ტად ცხა​რე სოუსე​ბი. მაგ​რამ
რად​გან მე​თევ​ზე და გიმ​ნა​ზიელი ისე ყლა​პავ​დნენ თა​ვი​ანთ ულუ​ფას, რომ ყბებს ტკა​ცატ​კუ​ცი გაუდიოდა, მეც
უკა​ნას​კნელ ნამ​ცე​ცამ​დე გა​დავ​სან​სლე. ეგ​ღა მაკ​ლდა, ეფიქ​რათ, თით​ქოს ში​შის​გან ლუკ​მა არ გა​დამ​დიოდა
ყელ​ში.

რო​ცა ყვე​ლამ შევ​ჭა​მეთ, გიმ​ნა​ზი​ელ​მა საიდან​ღაც მწკლარ​ტე ცხე​ლი მწვა​ნე ჩაი მოიტა​ნა. მე​რე ისევ მო​წი​ეს.
ეს პა​ტა​რა ოთა​ხი ისე გაიბო​ლა, ვერ ისუნ​თქებ​დი. თვა​ლე​ბი მწიწ​კნი​და, პი​ჯა​კი ნი​კო​ტი​ნით გა​იჟ​ღინ​თა. ჩა​ის
სმა დამ​თავ​რდა და ისევ და​იწ​ყო შე​კით​ხვე​ბი. კონ​ცენ​ტრი​რე​ბუ​ლი აბ​და​უბ​დის უსას​რუ​ლო ნა​კა​დი. საიდან და
სა​დამ​დე ვკით​ხუ​ლობ​დი „პრო​ცესს“. რო​დის ჩა​ვიც​ვი პი​ჟა​მა. მე​თევ​ზეს „პრო​ცე​სის“ ზო​გა​დი სიუჟე​ტი მო​ვუ​‐
ყე​ვი, მაგ​რამ მგო​ნი არ იმოქ​მე​და. მის​თვის ეს ის​ტო​რია ალ​ბათ მე​ტის​მე​ტად ყო​ველ​დღიური ამ​ბა​ვი იყო. შევ​‐
წუხ​დი კი​დეც: მი​აღ​წე​ვენ კი ფრანც კაფ​კას ქმნი​ლე​ბე​ბი ოც​და​მე​ერ​თე საუკუ​ნემ​დე? ასე იყო თუ ისე, ჩემ მი​ერ
გად​მო​ცე​მუ​ლი „პრო​ცე​სის“ სიუჟე​ტიც ოქ​მში აღ​მოჩ​ნდა. ვე​რაფ​რით ვერ ვხვდე​ბო​დი, ვის რა ჭი​რად უნ​დო​და
ამ ყვე​ლაფ​რის ჩა​წე​რა. არც მე​ტი, არც ნაკ​ლე​ბი, წმინ​და წყლის კაფ​კა​ა... ნამ​დვილ იდიოტად ვიგ​რძე​ნი თა​ვი
და მო​ვიწ​ყი​ნე. და​ვი​ღა​ლე. თა​ვი აღარ მუ​შა​ობ​და. ეს ყვე​ლა​ფე​რი მე​ტის​მე​ტად უმ​ნიშ​ვნე​ლოდ და ბოდ​ვად
მეჩ​ვე​ნე​ბო​და. ამის მიუხე​და​ვად, ეს წყვი​ლი ლა​მის ტყა​ვი​დან ძვრე​ბო​და, ცხვირს ჰყოფ​და ყვე​ლა იმ რა​ღა​ცის
ნახ​ვრეტ​ში, რაც გუ​შინ გა​დამ​ხდა. კით​ხვას კით​ხვა​ზე მაძ​ლევ​და და დაწ​ვრი​ლე​ბით იწერ​და პა​სუ​ხებს. დრო​‐
დად​რო მე​თევ​ზეს ავიწ​ყდე​ბო​და, რო​გორ იწე​რე​ბო​და მო​რი​გი იეროგ​ლი​ფი და გიმ​ნა​ზი​ელს ეკით​ხე​ბო​და. ეს
უც​ნაური სა​მუ​შაო, რო​გორც ჩანს, არ ბეზ​რდე​ბო​დათ. კარ​გა და​ქან​ცუ​ლებ​მაც კი არ ჩა​მო​ყა​რეს ყუ​რე​ბი. მა​თი
ყუ​რე​ბი ლო​კა​ტო​რე​ბი​ვით იჭერ​დნენ ჩე​მი ინ​ტო​ნა​ცი​ის სულ მცი​რე ნიუან​სსაც კი. თვა​ლე​ბი კი ვნე​ბიანი სურ​‐
ვი​ლით ჰქონ​დათ ან​თე​ბუ​ლი, რომ გა​გო​ნილ​ში რო​გორ​მე რა​მე შეუთან​ხმებ​ლის​თვის ჩა​ევ​ლოთ ხე​ლი. ხან ერ​‐
თი, ხან მეორე დრო​დად​რო ოთა​ხი​დან გა​დიოდა და ხუთი-​ექვსი წუ​თის შემ​დეგ ბრუნ​დე​ბო​და. სრუ​ლი​ად შე​‐
უდ​რე​კე​ლი ბი​ჭე​ბი იყ​ვნენ.

რვა სა​ათ​ზე რო​ლე​ბი გაც​ვა​ლეს. შე​კით​ხვებს გიმ​ნა​ზიელი მაძ​ლევ​და. გა​ხე​ვე​ბუ​ლი მე​თევ​ზე ად​გა და ოთახ​ში
სიარულს მოჰ​ყვა. მხრებს უკან სწევ​და, კი​სერს ატ​რიალებ​და და ხე​ლებს იქ​ნევ​და. ცო​ტა ხნის შემ​დეგ ისევ
გააბო​ლა. მა​ნამ, სა​ნამ და​კით​ხვას გა​აგ​რძე​ლებ​და, გიმ​ნა​ზი​ელ​მაც მო​წია სი​გა​რე​ტი. უჰაერო ოთახ​ში თეთ​რი
ბო​ლი ისე ეკი​და, რო​გორც ჭე​ატ​ჰერ ღეპორტ-​ის კონ​ცერ​ტის დროს სცე​ნა​ზე. თან ნი​კო​ტი​ნით და ნა​გა​ვი ჩა​სა​‐
ხეთ​ქით ყარ​და. ძა​ლი​ან მინ​დო​და ქუ​ჩა​ში გას​ვლა და ღრმად ჩა​სუნ​თქვა.

– ტუალეტ​ში მინ​და, – ვთქვი.

– კა​რი​დან მარ​ჯვნივ, ბო​ლომ​დე და მარ​ცხნივ, – ავ​ტო​მა​ტუ​რად წარ​მოთ​ქვა გიმ​ნა​ზი​ელ​მა.

მი​თი​თე​ბუ​ლი მარ​შრუ​ტით წა​ვე​დი, აუჩ​ქა​რებ​ლად გავ​თა​ვი​სუფ​ლდი ზედ​მე​ტი სით​ხის​გან, რამ​დენ​ჯერ​მე


ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე და უკან დავ​ბრუნ​დი. უც​ნაური გრძნო​ბაა – სავ​სე მკერ​დით სიამოვ​ნე​ბით ისუნ​თქო
ტუალეტ​ში. გან​სა​კუთ​რე​ბით მა​შინ, რო​ცა სა​ნი​ტა​რიული პი​რო​ბე​ბი ამის​თვის მა​ინ​ცდა​მა​ინც კე​თი​ლად არ
გან​გაწ​ყო​ბენ. მაგ​რამ მოკ​ლუ​ლი მეი წარ​მო​ვიდ​გი​ნე და ჩე​მი მდგო​მა​რეობა, უბ​რა​ლოდ, ფუ​ფუ​ნე​ბად მო​მეჩ​ვე​‐
ნა. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, მე ცოც​ხა​ლი ვარ და, სხვა თუ არა​ფე​რი, სუნ​თქვა მა​ინც შე​მიძ​ლი​ა...

ტუალე​ტი​დან დავ​ბრუნ​დი და გიმ​ნა​ზი​ელ​მა და​კით​ხვა გა​ნაგ​რძო. ყვე​ლა​ფერს დაწ​ვრი​ლე​ბით მე​კით​ხე​ბო​და


იმ კლი​ენ​ტზე, რო​მელ​მაც გუ​შინ და​მი​რე​კა. რა ურ​თი​ერ​თო​ბა გვაქვს? რა საქ​მიანო​ბა გვა​ერ​თიანებს? რის​‐
თვის და​რე​კა? რა​ტომ მა​შინ​ვე არ და​ვუ​რე​კე? რის​თვის ავი​ღე ასე​თი ხან​გრძლი​ვი შვე​ბუ​ლე​ბა? იმ​დე​ნად წარ​‐
მა​ტე​ბუ​ლი ბიზ​ნე​სი მაქვს, რომ ამის უფ​ლე​ბა მივ​ცე თავს? ვა​ბა​რებ თუ არა ან​გა​რიშს სა​გა​და​სა​ხა​დო ინ​სპექ​‐
ცი​ას? და კი​დევ უამ​რა​ვი სხვა შე​კით​ხვა. ამა​ვე სტილ​ში. ისე​ვე, რო​გორც მა​ნამ​დე მე​თევ​ზე, ჩემს პა​სუ​ხებს
ისიც იეროგ​ლი​ფე​ბით იწერ​და ფურ​ცელ​ზე. თა​ვად მათ მი​აჩ​ნი​ათ თუ არა, რომ ასეთ სა​მუ​შა​ოს რაიმე აზ​რი
აქვს, არ ვი​ცო​დი. შე​საძ​ლოა ამა​ზე არც არას​დროს უფიქ​რი​ათ და, უბ​რა​ლოდ, ას​რუ​ლებ​დნენ თა​ვი​ანთ ყო​‐
ველ​დღი​ურ მო​ვა​ლეობას. წმინ​და წყლის კაფ​კა. ან იქ​ნებ გან​გებ მო​მათ​რი​ეს ამ აყ​რო​ლე​ბულ კა​ბი​ნეტ​ში და
იმის იმე​დით მწუ​რა​ვენ, რომ სი​მარ​თლეს წა​მოვ​რო​შავ? თუ ასეა, შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, რომ თა​ვი​ან​თი ამო​ცა​ნა
ასი პრო​ცენ​ტით შე​ას​რუ​ლეს. ვარ გას​რე​სი​ლი, ნა​წა​მე​ბი და ნე​ბის​მი​ერ შე​კით​ხვას ვცემ პა​სუხს, რო​გორც შე​‐
მიძ​ლია, სრუ​ლი​ად ავ​ტო​მა​ტუ​რად. რა​საც კი ინე​ბებთ – ოღონდ რაც შე​იძ​ლე​ბა ჩქა​რა დამ​თავ​რდეს ეს სი​გი​ჟე.

მაგ​რამ და​კით​ხვა თერ​თმეტ სა​ათ​ზეც გრძელ​დე​ბო​და. და​სას​რუ​ლის სულ მცი​რე მი​ნიშ​ნე​ბა​საც ვერ ვი​ჭერ​დი.
ათ სა​ათ​ზე მე​თევ​ზე სად​ღაც გა​ვი​და. თერ​თმეტ​ზე დაბ​რუნ​და. აშ​კა​რად სად​ღაც წა​მოწ​ვა და წაუძი​ნა. თვა​ლე​‐
ბი დას​წით​ლე​ბო​და. დაბ​რუ​ნე​ბულ​მა, მა​შინ​ვე და​იწ​ყო იმის შე​მოწ​მე​ბა, რა ჩა​წე​რეს მი​სი არ​ყოფ​ნი​სას. მე​რე
გიმ​ნა​ზიელი შეც​ვა​ლა. გიმ​ნა​ზი​ელ​მა ყა​ვა მოიტა​ნა. ხსნა​დი. შაქ​რით და ფხვნი​ლის ნა​ღე​ბით. სას​მე​ლი ნა​გა​‐
ვი.

უკ​ვე ზღვარ​ზე ვი​ყა​ვი.

თორ​მე​ტის ნა​ხე​ვარ​ზე გან​ვაც​ხა​დე, რომ და​ვი​ღა​ლე, მე​ძი​ნე​ბა და ხმას აღარ ამო​ვი​ღებ.

– ფუ შე​ნი! – წა​მოიძა​ხა გიმ​ნა​ზი​ელ​მა და ნერ​ვიულად ააკა​კუ​ნა თი​თე​ბი მა​გი​და​ზე, – დრო არ გვაქვს, თქვე​ნი
პა​სუ​ხე​ბი კი უკი​დუ​რე​სად აუცი​ლე​ბე​ლია შემ​დგო​მი გა​მო​ძიების​თვის. მა​პა​ტი​ეთ, მაგ​რამ ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​‐
ლო​ვა​ნია, რომ ცო​ტა კი​დევ მო​ით​მი​ნოთ და სა​შუალე​ბა მოგ​ვცეთ მოკ​ვლე​ვა ბო​ლომ​დე მი​ვიყ​ვა​ნოთ.

– ვე​რა​ფერს მნიშ​ვნე​ლო​ვანს თქვენს შე​კით​ხვებ​ში ვერ ვხე​დავ, – ვუთ​ხა​რი, – სხედ​ხართ და ამ​დე​ნი საათია მე​‐
კით​ხე​ბით რა​ღაც აბ​და​უბ​დას.

– ნე​ბის​მი​ერ​მა აბ​და​უბ​დამ შე​იძ​ლე​ბა მოულოდ​ნელ შე​დე​გე​ბამ​დე მიგ​ვიყ​ვა​ნოს. უამ​რა​ვი მა​გა​ლი​თი არ​სე​‐


ბობს, რო​ცა ერ​თი შე​ხედ​ვით უმ​ნიშ​ვნე​ლო აბ​და​უბ​და ხსნი​და სე​რიოზულ და​ნა​შა​ულს. აგ​რეთ​ვე ბევ​რი შემ​‐
თხვე​ვა, რო​ცა ასე​ვე ერ​თი შე​ხედ​ვით აბ​და​უბ​დას არ აქ​ცევ​დნენ ყუ​რად​ღე​ბას, მე​რე კი მწა​რედ ნა​ნობ​დნენ.
რაც არ უნ​და იყოს, მოხ​და მკვლე​ლო​ბა. დაიღუ​პა ადა​მიანი. და, წარ​მო​იდ​გი​ნეთ, არც ჩვენ გვე​ხუმ​რე​ბა. ამი​‐
ტომ, რო​გო​რი ძნე​ლიც არ უნ​და იყოს, კე​თილ ინე​ბეთ და მო​ით​მი​ნეთ, და​ეხ​მა​რეთ გა​მო​ძიებას. გუ​ლახ​დი​‐
ლად გეტ​ყვით, არაფ​რად არ გვი​ღირს გა​მოვ​წე​როთ ორ​დე​რი და და​გა​პა​ტიმ​როთ, რო​გორც მკვლე​ლო​ბის საქ​‐
მის მთა​ვა​რი მოწ​მე. მაგ​რამ თუ ასე მო​ვიქ​ცე​ვით, ჩვენ​თვი​საც გა​ვარ​თუ​ლებთ სი​ტუაცი​ას და თქვენ​თვი​საც.
ასე არ არის? მა​შინ​ვე დაგ​ვჭირ​დე​ბა უამ​რა​ვი დო​კუ​მენ​ტი. ურ​თი​ერ​თო​ბა გაძ​ნელ​დე​ბა. ამი​ტომ, მო​დი, წყნა​‐
რად და​ვამ​თავ​როთ ჩვე​ნი საქ​მე. თქვენ დაგ​ვეხ​მა​რე​ბით, ჩვენ კი არ მივ​მარ​თავთ ასეთ მკაცრ ზო​მებს.

– თუ გე​ძი​ნე​ბა, რას იტ​ყვი და​სას​ვე​ნე​ბე​ლი ოთა​ხის თაობა​ზე? – შე​მომ​თა​ვა​ზა მე​თევ​ზემ, – დაწ​ვე​ბი, გა​მოიძი​‐
ნებ, იქ​ნებ რა​მე ახა​ლიც გა​იხ​სე​ნო.

უხ​მოდ და​ვუქ​ნიე თა​ვი. სუ​ლერ​თია, სად იქ​ნე​ბა, ოღონდ ნი​კო​ტი​ნით გაჟ​ღენ​თილ ამ სა​კუჭ​ნაოში არა.

მე​თევ​ზემ „და​სას​ვე​ნე​ბელ ოთახ​ში“ წა​მიყ​ვა​ნა. პირ​ქუ​ში დე​რე​ფა​ნი გა​ვიარეთ, კი​დევ უფ​რო პირ​ქუ​ში კი​ბით
ჩა​ვე​დით და ისევ დე​რე​ფა​ნი გა​ვიარეთ. მო​ღუ​შუ​ლი, ნეს​ტიანი სიბ​ნე​ლე თით​ქოს სა​მუ​და​მოდ აჰ​კვრო​და კედ​‐
ლებს. „და​სას​ვე​ნე​ბე​ლი ოთა​ხი“, რო​მელ​ზეც მე​უბ​ნე​ბო​და, ცი​ხის სა​კა​ნი აღ​მოჩ​ნდა.

– რო​გორც ვხვდე​ბი, ეს ცი​ხის სა​კა​ნია, – გა​ვი​ღი​მე ყვე​ლა​ზე უფ​რო ნერ​ვიული ღი​მი​ლით, რო​გო​რიც ოდეს​მე
მო​მი​ხერ​ხე​ბია, – თუ, რა თქმა უნ​და, სა​ერ​თოდ რა​მე​ში ვერ​კვე​ვი...

– უნ​და გვა​პა​ტიო, სხვა არა​ფე​რია, – მი​პა​სუ​ხა მე​თევ​ზემ.

– თქვენ რა, მე​ხუმ​რე​ბით? სახ​ლში მივ​დი​ვარ, – გან​ვაც​ხა​დე, – ხვალ დი​ლით ისევ მო​ვალ.
– კარს არ დავ​კე​ტავ, – ჟეს​ტით შე​მა​ჩე​რა მე​თევ​ზემ, – ნუ ჭირ​ვეულობ. მხო​ლოდ ერ​თი ღა​მე მო​ით​მი​ნე. თუ ცი​‐
ხის საკ​ნის კა​რი არ იკე​ტე​ბა, ეს მხო​ლოდ ჩვეულებ​რი​ვი ოთა​ხია. ასე არ არის?

მო​რიგ კა​მათ​ში აყო​ლის თა​ვი აღარ მქონ​და. რაც გინ​დათ, ის ქე​ნით, გა​ვი​ფიქ​რე. ბო​ლოს და ბო​ლოს, მარ​‐
თლა ასე​ა: თუ საკ​ნის კარს არ კე​ტა​ვენ, ეს მარ​თლა ჩვეულებ​რი​ვი ოთა​ხია. ასე იყო თუ ისე, არაადა​მიანუ​რად
და​ვი​ქან​ცე და მე​ძი​ნე​ბა. და მთელ სამ​ყა​რო​ში არა​ვის​თან და არა​ფერ​ზე საუბა​რი არ მინ​და. უსიტ​ყვოდ და​‐
ვუქ​ნიე თა​ვი და სა​კან​ში შე​ვე​დი, ტახ​ტზე დავ​წე​ქი და მო​ვი​კუნ​ტე. სევ​და შე​მო​მაწ​ვა – გინდ მგე​ლი​ვით იყ​მუვ​‐
ლე! ნეს​ტიანი ლეიბი, გა​ქუ​ცუ​ლი პლე​დი და პა​რა​შის სუ​ნი. სრუ​ლი უიმე​დო​ბა.

– არ ვკე​ტავ! – თქვა მე​თევ​ზემ და კა​რი გაიხუ​რა. კა​რი ცი​ვი, სუ​ლის​შემ​ძვრე​ლი ღრჭიალით დაიხუ​რა. და​კე​ტე,
არ და​კე​ტე – ეს ღრჭიალი უფ​რო სა​სიამოვ​ნო ვერ გახ​დე​ბა.

ამო​ვი​ოხ​რე და პლე​დი თავ​ზე წა​ვი​ფა​რე. კედ​ლის იქი​დან ვი​ღა​ცის ძლიერი ხვრინ​ვა ის​მო​და. ეს ხვრინ​ვა ხან
სად​ღაც შო​რი​დან აღ​წევ​და, ხან იქ​ვე, ახ​ლოს გა​ის​მო​და. თით​ქოს დე​და​მი​წა შე​უმ​ჩნევ​ლად გას​კდა რამ​დე​ნი​‐
მე ნა​წი​ლად, და ეს ნა​წი​ლე​ბი ახ​ლა უთავ​ბო​ლოდ ფარ​თხა​ლებ​დნენ, ხან უახ​ლოვ​დე​ბოდ​ნენ, ხა​ნაც შორ​დე​‐
ბოდ​ნენ ერ​თმა​ნეთს სივ​რცე​ში – და ახ​ლა დე​და​მი​წის მე​ზო​ბელ ნა​წილ​ზე ვი​ღაც დარ​დიანად, თავ​და​ვიწ​ყე​ბით
ხვრი​ნავ​და. მი​უწ​ვდო​მე​ლი და სრუ​ლი​ად რეალუ​რი.

მეი, გა​ვი​ფიქ​რე. გუ​შინ გიხ​სე​ნებ​დი. არ ვი​ცი, ცოც​ხა​ლი იყა​ვი იმ​წუ​თას თუ უკ​ვე მკვდა​რი. მაგ​რამ გიხ​სე​ნებ​დი.
რო​გორ გვე​ძი​ნა ერ​თად. რა ნე​ლა იხ​დი​დი ჩემ თვალ​წინ. მარ​თლა უც​ნაური გრძნო​ბა მქონ​და – თით​ქოს გა​‐
მო​საშ​ვებ სა​ღა​მო​ზე ვი​ყა​ვით. თით​ქოს ჭან​ჭი​კე​ბი, სამ​ყა​როს რომ კრავ​და, უცებ შე​სუს​ტდა და მეც დავ​მშვიდ​‐
დი. ათა​სი წე​ლი არ გან​მიც​დია მსგავ​სი რამ... მაგ​რამ იცი, მეი, ახ​ლა არაფ​რის გა​კე​თე​ბა არ შე​მიძ​ლია შენ​‐
თვის. მა​პა​ტიე, მაგ​რამ არაფ​რის, სულ არაფ​რის. შენც ხომ გეს​მის, რო​გო​რი მყი​ფეა ამ ცხოვ​რე​ბა​ში ყვე​ლა​ფე​‐
რი, რო​ცა ყვე​ლაფ​რის გა​ტე​ხა ასე იოლი​ა... არ მაქვს უფ​ლე​ბა, გო​ტან​და ჩა​ვით​რიო ამ სკან​დალ​ში. ის იმი​ჯე​‐
ბის სამ​ყა​რო​ში ცხოვ​რობს, ეკ​რა​ნუ​ლი რო​ლე​ბის სამ​ყა​რო​ში. თუ ყვე​ლა გაიგებს, რომ მე​ძავ​თან იწ​ვა, მე​რე კი
პო​ლი​ციაში გა​მოიძა​ხეს, რო​გორც მკვლე​ლო​ბის მოწ​მე, მთე​ლი მი​სი სამ​ყა​რო დაიფერ​ფლე​ბა. ბო​ლო მოეღე​‐
ბა სე​რიალებს მი​სი მო​ნა​წი​ლეობით, ბო​ლო მოეღე​ბა რეკ​ლა​მას. შენ იტ​ყვი, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი სი​სუ​ლე​ლეა
და მარ​თა​ლიც იქ​ნე​ბი. სუ​ლე​ლუ​რი რო​ლე​ბი სუ​ლე​ლუ​რი სამ​ყა​როს​თვის... მაგ​რამ ის მენ​დო, რო​გორც მე​გო​‐
ბარს, რო​ცა თა​ვის სამ​ყა​რო​ში მე​პა​ტი​ჟე​ბო​და. მეც ამით უნ​და გა​და​ვუ​ხა​დო. ერ​თგუ​ლე​ბის სა​კით​ხი​ა... მეი, ბე​‐
კე​კა მეი. რა კარ​გი იყო. რა კარ​გი იყო შენ​თან. თით​ქოს ზღა​პარ​ში ვი​ყა​ვი, გე​ფი​ცე​ბი. არა მგო​ნია, ამან რა​მე
შეგ​მა​ტოს, მაგ​რამ იცო​დე, ყო​ველ​თვის მახ​სოვ​ხარ. ჩვენ ერ​თად ვქე​ქავ​დით ნამ​ქერს, ფი​ზიოლო​გი​ურ ნამ​‐
ქერს. ჩვენ იმი​ჯე​ბის სამ​ყა​რო​ში გვქონ​და სექ​სი ვი​ღა​ცის წარ​მო​მად​გენ​ლო​ბით ხარ​ჯზე. და​თუ​ნია პუ​ჰი და
ბე​კე​კა მეი. ალ​ბათ რა სა​ში​ნე​ლე​ბაა, რო​ცა ყელ​ზე წინ​დას გი​ჭე​რენ. ალ​ბათ რო​გორ გინ​და, ისევ იცოც​ხლო.
წარ​მო​მიდ​გე​ნია. მაგ​რამ არაფ​რის გა​კე​თე​ბა არ შე​მიძ​ლია. თუ გუ​ლახ​დი​ლად ვიტ​ყვი, თვი​თო​ნაც არ ვი​ცი,
სწო​რად ვიქ​ცე​ვი თუ არა. მაგ​რამ სხვა არა​ფე​რი მრჩე​ბა. ასე​თია ჩე​მი ცხოვ​რე​ბის წე​სი. ჩე​მი სის​ტე​მა. ამი​ტომ
ხმას ჩა​ვიკ​მენდ და არა​ფერს არ ვიტ​ყვი. მშვი​დად იძი​ნე, ბე​კე​კა მეი. ახ​ლა გაღ​ვი​ძე​ბა მა​ინც არ მო​გი​წევს.
არც ისევ სიკ​ვდი​ლი.

– იძი​ნე მშვი​დად, – ვთქვი.

– იძი​ნე მშვი​დად... – გაიმეორა ექომ თავ​ში.

– კუ-​კუ, – გა​მო​მე​პა​სუ​ხა მე​ი.

"},{"head":"22.","content":"

22.
მეორე დღეს ყვე​ლა​ფე​რი ზუს​ტად გა​მე​ორ​და. იმა​ვე „კა​ბი​ნეტ​ში“ სა​მი​ვემ ჩუ​მად დავ​ლი​ეთ სა​ზიზ​ღა​რი ყა​ვა
ფუნ​თუ​შით. ყა​ვის​გან გან​სხვა​ვე​ბით, კრუასანს არა უშავ​და. გიმ​ნა​ზი​ელ​მა ელექ​ტრო​სა​პარ​სი მათ​ხო​ვა. არას​‐
დროს არ მიყ​ვარ​და ელექ​ტრო​სა​პარ​სი, მაგ​რამ ახ​ლა ფე​ხებ​ზე და​ვი​კი​დე და იმით გა​ვი​პარ​სე, რაც ღმერ​თმა
მომ​ცა. რად​გან კბი​ლის ჯაგ​რი​სი არ აღ​მო​აჩ​ნდათ, ონ​კა​ნის წყა​ლი გა​მო​ვივ​ლე. და ისევ და​იწ​ყო შე​კით​ხვე​ბი.
სუ​ლე​ლუ​რი, იდიოტუ​რი. და​კით​ხვა და​ცინ​ვით კა​ნო​ნის ფარ​გლებ​ში. მთე​ლი ეს აბ​და​უბ​და, მო​სა​მართ ლო​კო​‐
კი​ნა​სა​ვით ნე​ლი და გა​ჭიანუ​რე​ბუ​ლი, სა​დი​ლამ​დე გრძელ​დე​ბო​და. შუ​ად​ღის​თვის ყვე​ლა​ფე​რი გა​მომ​კით​ხეს,
რი​სი გა​მო​კით​ხვაც შე​ეძ​ლოთ. შე​კით​ხვე​ბის ფორ​მა​მაც და ში​ნა​არ​სმაც სრუ​ლი​ად ამო​წუ​რეს თა​ვი.

– რა გა​ეწ​ყო​ბა, ჯერ​ჯე​რო​ბით ამით და​ვამ​თავ​როთ! – შეაჯა​მა მე​თევ​ზემ და ავ​ტო​კა​ლა​მი გა​და​დო.

ორი​ვე გა​მომ​ძიებელ​მა სინ​ქრო​ნუ​ლად, მო​ლა​პა​რა​კე​ბუ​ლი​ვით მო​ით​ქვა სუ​ლი. მეც ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე.


დღე​სა​ვით ნა​თე​ლი იყო: ამ ორს ერ​თა​დერ​თი მიზ​ნით ვყავ​დი აქ გა​ჩე​რე​ბუ​ლი – რო​გორ​მე მოეგოთ დრო. რაც
არ უნ​და შეთ​ხზა, მოკ​ლუ​ლი ქა​ლის ჩან​თა​ში ნა​პოვ​ნი სა​ცო​და​ვი სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი ჯერ კი​დევ არ არის და​პა​‐
ტიმ​რე​ბის სა​ფუძ​ვე​ლი. რკი​ნის ალი​ბის არ​ქო​ნის პი​რო​ბებ​შიც კი. აი, რა​ტომ იყო ასე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი ჩე​მი
ჩათ​რე​ვა ამ კაფ​კა​სე​ულ შეშ​ლილ ლა​ბი​რინ​თში და იქ რაც შე​იძ​ლე​ბა დიდ​ხანს გა​ჩე​რე​ბა. მა​ნამ, სა​ნამ არ გა​‐
მო​აც​ხა​დებ​დნენ დაქ​ტი​ლოს​კო​პი​ის და გაკ​ვე​თის შე​დე​გებს, სა​ნამ არ გა​ირ​კვეოდა, მკვლე​ლი ვი​ყა​ვი თუ არა.
წმინ​და წყლის ბოდ​ვა​ა...

მაგ​რამ, ასეა თუ ისე, მეტს ვე​ღა​რა​ფერს შე​მე​კით​ხე​ბი​ან. ახ​ლა შინ წა​ვალ, აბა​ზა​ნას მი​ვი​ღებ, კბი​ლებს გა​ვი​‐
ხე​ხავ და, რო​გორც სა​ჭი​როა, ისე გა​ვი​პარ​სავ. ადა​მიანურ ყა​ვას დავ​ლევ. და ადა​მიანუ​რად შევ​ჭამ.

– აბა, – თქვა მე​თევ​ზემ. გა​იზ​მო​რა და გემ​რიელად გა​ატ​კა​ცუ​ნა მა​ლე​ბი, – ხომ არ გვე​სა​დი​ლა?

– რო​გორც ვატ​ყობ, თქვე​ნი შე​კით​ხვე​ბი დას​რულ​და. შინ მივ​დი​ვარ, – ვთქვი.

– ე-​ე... ასე უცებ არა, – უკ​ვე აშ​კა​რად თავს ძა​ლა დაატა​ნა მე​თევ​ზემ.

– ვი​თომ რა​ტომ არა? – ვკით​ხე.

– შე​ნი ხელ​მო​წე​რაა სა​ჭი​რო იმა​ზე, რაც აქ ილა​პა​რა​კე.

– მო​მე​ცით და მო​ვა​წერ.

– მაგ​რამ მა​ნამ​დე უნ​და დარ​წმუნ​დე, სწო​რად არის თუ არა ჩა​წე​რი​ლი შე​ნი სიტ​ყვე​ბი. და​ჯე​ქი და წაიკით​ხე.
სტრიქონ-​სტრიქონ. ეს ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი​ა.

წვრი​ლი იეროგ​ლი​ფე​ბით ნა​წე​რი ოც​დაათი თუ ორ​მო​ცი ფურ​ცლის დას​ტა ნე​ლა და გულ​მოდ​გი​ნედ წა​ვი​კით​‐
ხე თა​ვი​დან ბო​ლომ​დე. გვერ​დებს რომ ვფურ​ცლავ​დი, იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, რომ შე​საძ​ლოა ორა​სი წლის შემ​‐
დეგ ეს დო​კუ​მენ​ტი ცოდ​ნის უნი​კა​ლურ წყა​როდ შე​ფას​დეს წარ​სუ​ლი ეპო​ქის ყო​ფა​ზე. პა​თო​ლო​გიურო​ბამ​დე
დაწ​ვრი​ლე​ბი​თი, მა​ნიაკა​ლუ​რო​ბამ​დე სარ​წმუ​ნო. ის​ტო​რი​კო​სე​ბი აღ​ტა​ცე​ბის​გან პირ​და​პირ ჭკუიდან შე​იშ​ლე​‐
ბი​ან. ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის მარ​ტო​ხე​ლა მა​მა​კა​ცის მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ხე​ლის​გულ​ზეა. რა თქმა უნ​და, ამ
ადა​მი​ანს სა​შუალოს​ტა​ტის​ტი​კურს ვერ ვუ​წო​დებთ. მაგ​რამ თა​ვი​სი ეპო​ქის შვი​ლი ნამ​დვი​ლად არის... და მა​‐
ინც, აქ, სა​პო​ლი​ციო უბ​ნის „მოკ​ვლე​ვის კა​ბი​ნეტ​ში“, ასე​თი რა​მის კით​ხვა კბი​ლის ტკი​ვი​ლი​ვით მო​სა​ბეზ​რე​‐
ბე​ლი იყო. ამ ყვე​ლაფ​რის წა​სა​კით​ხად თხუთ​მე​ტი წუ​თი მა​ინც დამ​ჭირ​და. მაგ​რამ ეს ბო​ლოა, ვიმ​ხნე​ვებ​დი
თავს. ბო​ლომ​დე წა​ვი​კით​ხავ და – შინ!

კით​ხვა რომ და​ვას​რუ​ლე, ქა​ღალ​დე​ბის დას​ტა მა​გი​და​ზე და​ვაგ​დე.


– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, – ვთქვი, – არა​ვი​თა​რი პრე​ტენ​ზია არ მაქვს. ყვე​ლა​ფე​რი სწო​რა​დაა ჩა​წე​რი​ლი, ჩე​მი
სიტ​ყვე​ბით. შე​მიძ​ლია მო​ვა​წე​რო ხე​ლი. სად უნ​და მო​ვა​წე​რო?

მე​თევ​ზემ თი​თებ​ში მო​იქ​ცია ავ​ტო​კა​ლა​მი, აქეთ-​იქით ატ​რიალა და მე​რე გიმ​ნა​ზი​ელს მიაჩერ​და. გიმ​ნა​ზიელი
ბა​ტა​რე​ას​თან მი​ვი​და, ზედ და​ტო​ვე​ბუ​ლი მოკ​ლე „ჰოუპის“ კო​ლო​ფი აიღო, სი​გა​რე​ტი ამოიღო, მოუკი​და, ბო​‐
ლი გა​მო​უშ​ვა და პირ​ქუ​ში სა​ხით ამ ბოლს და​უწ​ყო ყუ​რე​ბა. გუ​ლის კოვ​ზთან რა​ღაც სა​ზიზ​ღრად ჩამ​წყდა.
ცხე​ნი მიკ​ვდე​ბო​და, მთელ პრე​რიაზე უკ​ვე მტრის ტამ​ტა​მე​ბი გრუ​ხუ​ნებ​და.

– ასე იოლად არ არის საქ​მე, – ძა​ლი​ან ნე​ლა თქვა გიმ​ნა​ზი​ელ​მა. თი​თოეულ სიტ​ყვას სა​გულ​და​გუ​ლოდ არ​‐
ჩევ​და, პრო​ფე​სიონა​ლი​ვით, რთულ და​ვა​ლე​ბას რომ აძ​ლევს ახალ​ბე​დას, – ეს დო​კუ​მენ​ტი სა​კუ​თა​რი ხე​ლით
უნ​და დაიწე​როს.

– სა​კუ​თა​რი ხე​ლით?

– სხვა სიტ​ყვე​ბით რომ ვთქვა, ამ ყვე​ლაფ​რის გა​და​წე​რა მო​გი​წევთ. სა​კუ​თა​რი ავ​ტო​კალ​მით. სა​კუ​თა​რი ხე​‐
ლით. წი​ნა​აღ​მდეგ შემ​თხვე​ვა​ში დო​კუ​მენტს არა​ვი​თა​რი იური​დიული ძა​ლა არ ექ​ნე​ბა.

ქა​ღალ​დე​ბის დას​ტას და​ვა​ჩერ​დი. გაბ​რა​ზე​ბის ძა​ლაც კი არ მქონ​და. ძა​ლი​ან კი მინ​დო​და, წა​მოვ​მხტა​რი​ყა​ვი


და მეღ​რიალა, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი იდიოტო​ბაა. მუშ​ტი და​მერ​ტყა მა​გი​და​ზე სიტ​ყვე​ბით: „არ გაქვთ უფ​ლე​ბა,
მო​ქა​ლა​ქე ვარ და კა​ნო​ნი მი​ცავს“. მე​რე კი კა​რი გა​მე​ჯა​ხუ​ნე​ბი​ნა და სახ​ლში დავ​ბრუ​ნე​ბუ​ლი​ყა​ვი. მშვე​ნივ​‐
რად მეს​მო​და, რომ შე​ჩე​რე​ბის არა​ვი​თა​რი უფ​ლე​ბა არ ჰქონ​დათ. მაგ​რამ მე​ტის​მე​ტად და​ვი​ღა​ლე. არ დამ​რჩა
საიმი​სო ძა​ლა, რომ ჩე​მი გა​მე​ტა​ნა და რა​ღა​ცის​თვის მი​მეღ​წია. უკ​ვე მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ რა​ღა​ცის მიღ​წე​ვის
საუკე​თე​სო სა​შუალე​ბა ნე​ბის​მიერი რა​მის უფიქ​რე​ლად შეს​რუ​ლე​ბაა. ასე უფ​რო კომ​ფორ​ტუ​ლი​ა... ვსუს​ტდე​‐
ბი, გა​ვი​ფიქ​რე. ვსუს​ტდე​ბი და მტი​რა​ლა ვხდე​ბი. ად​რე ასე​თი არ ვი​ყა​ვი. ად​რე ისე გავ​ცეც​ხლდე​ბო​დი, შე​ნი
მო​წო​ნე​ბუ​ლი. ახ​ლა გაბ​რა​ზე​ბის უნა​რიც კი არ მაქვს. არც ნა​გავ საკ​ვებ​ზე, არც თამ​ბა​ქოს ბოლ​ზე. არც ელექ​‐
ტრო​სა​პარ​სზე. ჩვა​რი. ცინ​გლიანი დოყ​ლა​პია.

– არ გა​დავ​წერ! – ვთქვი, – და​ვი​ღა​ლე და შინ მივ​დი​ვარ. სრუ​ლი უფ​ლე​ბა მაქვს. ვე​რა​ვინ შე​მა​ჩე​რებს.

გიმ​ნა​ზი​ელ​მა რა​ღაც გა​ურ​კვე​ვე​ლი ხმა გა​მოს​ცა – არ ვი​ცი, და​იკ​ვნე​სა თუ გულ​ზე და​ად​გა. მე​თევ​ზემ თა​ვი
აიღო, ჭერს ახე​და და ავ​ტო​კალ​მის ბო​ლო​თი მა​გი​და​ზე უც​ნაურად ტე​ხი​ლი რიტ​მი გა​მოს​ცა. ტოტოტონ-​ტონ,
ტოტონ-​ტოტონ-ტონ.

– ასეთ შემ​თხვე​ვა​ში ჩვე​ნი საუბა​რი გა​ჭიანურ​დე​ბა, – ჩაილა​პა​რა​კა მშრა​ლად, – კარ​გი. ორ​დერს გა​მოვ​წერთ.
და​გა​პა​ტიმ​რებთ და ოფი​ციალურ და​კით​ხვას მო​გიწ​ყობთ. მა​შინ ასე​თი კე​თი​ლე​ბი აღარ ვიქ​ნე​ბით. ეშ​მაკ​საც
წაუღი​ხარ, ჩვენ​თვის ასე უფ​რო ად​ვი​ლია. სი​მარ​თლეს არ ვამ​ბობ? – მი​უბ​რუნ​და გიმ​ნა​ზი​ელს.

– ჰო, მარ​თა​ლი ხარ. ასე უფ​რო ჩქა​რა მოვ​რჩე​ბით. კარ​გი, ასე ვქნათ, – თა​ვი და​უქ​ნია გიმ​ნა​ზი​ელ​მა.

– რო​გორც გნე​ბავთ, – ვთქვი, – ოღონდ სა​ნამ ორ​დერს არ გა​მო​წერთ, თა​ვი​სუ​ფა​ლი ვარ. სახ​ლში ვიქ​ნე​ბი. ორ​‐
დე​რიანად მო​დით და წა​მო​მიყ​ვა​ნეთ. ახ​ლა კი, რაც გინ​დათ, ის ქე​ნით, შინ მივ​დი​ვარ. თო​რემ აქ ჭკუიდან შე​‐
ვიშ​ლე​ბი.

– პრინ​ციპ​ში, თქვე​ნი და​კა​ვე​ბა წი​ნას​წა​რაც შეგ​ვიძ​ლია, ორ​დე​რის გა​რე​შე, – თქვა გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – ეჭ​ვი არ შე​‐
გე​პა​როთ, არ​სე​ბობს ასე​თი კა​ნო​ნი.
„მო​მი​ტა​ნეთ იაპო​ნი​ის კა​ნონ​თა კრე​ბუ​ლი და მაჩ​ვე​ნეთ, სად წე​რია ეს!“ – მინ​დო​და მო​მეთ​ხო​ვა, მაგ​რამ აქ
ჩე​მი სა​სი​ცოც​ხლო ენერ​გია სა​ბო​ლო​ოდ ჩაქ​რა. მშვე​ნივ​რად ვი​ცო​დი, რომ ბლე​ფობ​დნენ, მაგ​რამ მათ​თან
ბრძო​ლის თა​ვი აღარ მქონ​და.

– კარ​გი, – ვე​ღარ გა​ვუ​ძე​ლი, – ყვე​ლა​ფერს დავ​წერ, რო​გორც თქვენ გინ​დათ. სა​ნაც​ვლოდ და​მა​რე​კი​ნეთ.

მე​თევ​ზემ ტე​ლე​ფო​ნი მოს​წია ჩემ​კენ. ისევ იუკის ნო​მე​რი ავ​კრი​ფე.

– ჯერ ისევ პო​ლი​ციაში ვარ, – ვუთ​ხა​რი, – და, რო​გორც ვატ​ყობ, და​ღა​მე​ბამ​დე აქ ვიჯ​დე​ბი. ასე რომ, ვერც
დღეს მო​ვა​ხერ​ხებ მოს​ვლას. მა​პა​ტი​ე.

– ისევ იქ ხარ? – გა​უკ​ვირ​და.

– სა​ში​ნე​ლი სი​სუ​ლე​ლეა, – და​ვას​წა​რი, სა​ნამ იგი​ვეს იტ​ყო​და.

– ბავ​შვი​ვით იქ​ცე​ვი! – თქვა იუკიმ. მა​ინც რა მდი​და​რი სიტ​ყვის მა​რა​გი აქვს იაპო​ნურ ენას, გა​ვი​ფიქ​რე.

– ახ​ლა რას აკე​თებ? – ვკით​ხე.

– არა​ფერს, – მი​პა​სუ​ხა, – რა​ღაც სი​სუ​ლე​ლეს. ვწე​ვარ და მუ​სი​კას ვუს​მენ. ჟურ​ნა​ლებს ვკით​ხუ​ლობ. ნამ​‐
ცხვარს ვჭამ. და​ახ​ლოებით ასე.

– ჰო-ო, – გავ​წე​ლე, – კარ​გი. აქე​დან გა​მო​ვალ და მა​შინ​ვე და​გი​რე​კავ. კარ​გი?

– კარ​გი. თუ გა​მოხ​ვალ, – გულ​გრი​ლად თქვა იუკიმ.

ორი​ვე გა​მომ​ძიებე​ლი ტყა​ვი​დან ძვრე​ბო​და, რომ ცო​ტა რამ მა​ინც გაეგოთ. მაგ​რამ, რო​გორც წი​ნა შემ​თხვე​ვა​‐
ში, ვე​რა​ფერს მიხ​ვდნენ.

– ხომ არ გვე​სა​დი​ლა? – იკით​ხა მე​თევ​ზემ.

სა​დი​ლად სო​ბა გვქონ​და. სლი​პი​ნა, გატ​ყლარ​ჭუ​ლი. ჩხი​რე​ბით ძლივს რომ დაიჭერ. პირ​თან მი​ტა​ნას შე​ეც​დე​‐
ბი და შუა გზა​ზე იშ​ლე​ბა. ეს კერ​ძი საავად​მყო​ფოს თხელ კვე​ბას მა​გო​ნებ​და. თან რა​ღაც უკურ​ნე​ბე​ლი სე​ნის
სუ​ნიც უდიოდა. მაგ​რამ ორი​ვე გა​მომ​ძიებე​ლი მა​დიანად ილუკ​მე​ბო​და და მეც იგი​ვეს გან​სა​ხიერე​ბა მო​მიხ​‐
და. ჭა​მა რომ და​ვამ​თავ​რეთ, გიმ​ნა​ზიელი ისევ სად​ღაც წა​ვი​და და ცხე​ლი მწვა​ნე ჩაი მოიტა​ნა.

დღე მშვი​დად მი​დიოდა, რო​გორც ღრმა მდი​ნა​რე სა​გა​ზაფ​ხუ​ლო ადი​დე​ბი​სას. სი​ჩუ​მეს მხო​ლოდ კე​დელ​ზე
და​კი​დე​ბუ​ლი საათის წიკ​წი​კი და დრო​დად​რო მე​ზო​ბელ ოთახ​ში ტე​ლე​ფო​ნის რეკ​ვა არ​ღვევ​და. მა​გი​დას​თან
ვი​ჯე​ქი და ქა​ღალ​დებ​ზე ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით იეროგ​ლიფს იეროგ​ლიფ​ზე ვხა​ტავ​დი. სა​ნამ ვწერ​დი, გა​‐
მომ​ძი​ებ​ლე​ბი რიგ​რი​გო​ბით, ხა​ნაც ორი​ვე ერ​თად გა​დიოდა დე​რე​ფან​ში. რა​ღა​ცა​ზე ჩურ​ჩუ​ლებ​დნენ. მე კი მა​‐
გი​დას​თან ვი​ჯე​ქი და სა​ხა​ზი​ნო ავ​ტო​კალ​მით ჩუ​მად მი​ვე​რე​კე​ბო​დი ფურ​ცელ​ზე. ვი​წერ​დი მარ​ცხნი​დან მარ​‐
ჯვნივ, სტრიქონ-​სტრიქონ, მოზ​რდილ, უაზ​რო ტექსტს. „ექვს სა​ათ​სა და თხუთ​მეტ წუთ​ზე გა​დავ​წყვი​ტე მე​ვახ​‐
შმა, მა​ცივ​რი​დან კო​ნიაკი გა​მო​ვი​ღე...“ სა​კუ​თა​რი „მეს“ მორ​ჩი​ლი და ნე​ბა​ყოფ​ლო​ბი​თი წაშ​ლა. სულ და​სუს​‐
ტდი, – ვუთ​ხა​რი სა​კუ​თარ თავს, – სა​ბო​ლო​ოდ მოიშა​ლე. ას​რუ​ლებ ყვე​ლა​ფერს, რა​საც გიბ​რძა​ნე​ბენ და კრინ​‐
ტსაც ვერ ძრავ...
მარ​ტო ეს რომ იყოს... – იქ​ვე გა​ვი​ფიქ​რე. ჰო, რაც დრო გა​დის, უფ​რო და უფ​რო ვსუს​ტდე​ბი. მაგ​რამ მთა​ვა​რი
მა​ინც სხვა რა​მეა. ჩე​მი მთა​ვა​რი უბე​დუ​რე​ბა ის არის, რომ აღარ ვარ დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი სა​კუ​თარ თავ​ში. ისე​თი
გრძნო​ბა მაქვს, თით​ქოს საყ​რდე​ნი გა​მო​მა​ცა​ლეს. ვი​თომ ახ​ლა სწო​რად ვიქ​ცე​ვი? იმის ნაც​ვლად, რომ გო​‐
ტან​დას ტრა​კი გა​და​ვარ​ჩი​ნო, არ ჯობს, ყვე​ლა​ფე​რი მოვ​ყვე და რა​მით მა​ინც და​ვეხ​მა​რო პო​ლი​ცი​ას? ახ​ლა
ვცრუ​ობ. სიც​რუე – რის გა​მოც არ უნ​და იყოს – ერ​თობ სა​ეჭ​ვო სიამოვ​ნე​ბაა. თუნ​დაც ამ სიც​რუ​ით მე​გო​ბარს
ეხ​მა​რე​ბო​დე. სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვის ყო​ველ​თვის მოიძებ​ნე​ბა და​მა​ჯე​რე​ბე​ლი არ​გუ​მენ​ტე​ბი. მა​გა​ლი​თად, საბ​‐
რა​ლო მე​ის რომ ვე​ღარ გა​ვა​ცოც​ხლებ. ასეთ გა​მარ​თლე​ბას, რამ​დენ​საც გინ​და, იმ​დენს მოიგო​ნებ. ოღონდ,
რომ გას​კდე, ვე​რა​ფერს და​ეყ​რდნო​ბი. ამი​ტომ ვი​ყა​ვი ჩუ​მად და ოქ​მის გა​და​წე​რას ვაგ​რძე​ლებ​დი. და სა​ღა​‐
მომ​დე ოცი გვერ​დი გა​დავ​წე​რე. თუ დიდ​ხანს წერ წვრილ იეროგ​ლი​ფებს, მთელ სხე​ულ​ში სახ​სრე​ბი გტეხს.
თავ​სა და კი​სერ​ში თით​ქოს ტყვია ჩა​გას​ხეს. გიმ​ძიმ​დე​ბა იდაყ​ვე​ბი. გი​ბუჟ​დე​ბა შუა თი​თი. ითი​შე​ბა ტვი​ნი და
ტექ​სტში სულ უფ​რო და უფ​რო მე​ტი შეც​დო​მა გე​პა​რე​ბა. რო​ცა ტექ​სტში შეც​დო​მა ჩნდე​ბა, უნ​და გა​და​ხა​ზო და
მის ად​გი​ლას ცე​რის ანა​ბეჭ​დი და​ტო​ვო. ჩუ​მი შეშ​ლი​ლო​ბა.

ვახ​შმად ისევ ბენ​ტო მოიტა​ნეს. ჭა​მა არ მინ​დო​და. მწვა​ნე ჩაი დავ​ლიე და კი​ნა​ღამ იქ​ვე გუ​ლი ამე​რია.
ტუალე​ტი​დან რომ გა​მოვ​დიოდი, სარ​კე​ში ჩა​ვი​ხე​დე და შემ​ზა​რა იმან, რაც იქ და​ვი​ნა​ხე.

– ჯერ​ჯე​რო​ბით არა​ვი​თა​რი შე​დე​გე​ბი არ არის? – ვკით​ხე მე​თევ​ზეს, – თი​თის ანა​ბეჭ​დე​ბი, ექ​სპერ​ტე​ბის ჩვე​ნე​‐
ბე​ბი, გაკ​ვე​თის შე​დე​გე​ბი? ისევ არა​ფე​რი?

– ჯერ​ჯე​რო​ბით არა, – მი​პა​სუ​ხა, – ცო​ტა კი​დევ მოგ​ვი​წევს მოც​და.

სა​ღა​მოს ათი საათის​თვის კი​დევ ხუ​თი გვერ​დი გა​დავ​წე​რე – და ჩე​მი ფი​ზი​კუ​რი შე​საძ​ლებ​ლო​ბე​ბი ზღვარს
მიუახ​ლოვ​და. მივ​ხვდი, რომ არ​ცერ​თი ასოს და​წე​რის თა​ვი აღარ მქონ​და. და ვთქვი კი​დეც ამის შე​სა​ხებ. მე​‐
თევ​ზემ სა​კან​ში წა​მიყ​ვა​ნა. ნარ​ზე დავ​წე​ქი და მა​შინ​ვე ჩა​მე​ძი​ნა. გაუხე​ხა​ვი კბი​ლე​ბით, სა​მი დღის გა​მო​უც​‐
ვლე​ლი ტა​ნი​სა​მო​სით – ჩემ​თვის უკ​ვე ყვე​ლა​ფე​რი სუ​ლერ​თი იყო.

დი​ლით ისევ გა​ვი​პარ​სე ელექ​ტრო​სა​მარ​თებ​ლით, ყა​ვა დავ​ლიე, კრუასა​ნი შევ​ჭა​მე და გა​ვი​ფიქ​რე: კი​დევ ხუ​‐
თი გვერ​დი. ორიოდე სა​ათ​ში ამ ხუთ გვერ​დსაც მო​ვუ​ღე ბო​ლო. მე​რე თი​თოეულ გვერდს ხე​ლი მო​ვა​წე​რე და
ზედ ცე​რის ანა​ბეჭ​დი დავ​ტო​ვე. გიმ​ნა​ზი​ელ​მა შე​სა​მოწ​მებ​ლად წაიღო.

– ახ​ლა გა​მიშ​ვებთ? – ვი​კით​ხე.

– კი​დევ რამ​დე​ნი​მე შე​კით​ხვა და შე​გიძ​ლი​ათ წახ​ვი​დეთ, – თქვა გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – ნუ ღე​ლავთ, ძა​ლი​ან მარ​ტი​ვი
კით​ხვე​ბია. გაგ​ვახ​სენ​და, რომ აქ რა​ღაც გვაკ​ლი​ა.

სუნ​თქვა შე​მეკ​რა.

– და ისევ უნ​და და​ვა​მოწ​მო?

– რა​საკ​ვირ​ვე​ლია, – თა​ვი და​მიქ​ნია გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – რო​გო​რი სამ​წუ​ხა​როც არ უნ​და იყოს, და​წე​სე​ბუ​ლე​ბა და​‐
წე​სე​ბუ​ლე​ბაა. ქა​ღალ​დი – ეს ყვე​ლა​ფე​რია. არ არის ქა​ღალ​დი ბეჭ​დით, ჩათ​ვა​ლე, რომ არც არა​ფე​რი​ა.

თი​თე​ბით ქუ​თუ​თოები მო​ვის​რი​სე. თვა​ლებ​ში თით​ქოს რა​ღაც ჩა​მი​ვარ​და. რა​ღაც მა​გა​რი და ჩხვლე​ტია, კაც​‐
მა არ იცის, საიდან, თავ​ში შეძ​ვრა და იქ გა​სივ​და. ისე, რომ ვერც გა​მო​ათ​რევ. გვი​ან არის, ძმაო, ცო​ტა ად​რე
რომ მო​გე​ფიქ​რე​ბი​ნა, შე​იძ​ლე​ბა გა​მო​გეთ​რია კი​დეც. მაგ​რამ ახ​ლა – სამ​წუ​ხა​როა. თა​ნა​გიგ​რძნობ.
– ნუ ღე​ლავთ. ეს დიდ დროს არ წაიღებს. ყვე​ლა​ფე​რი სწრა​ფად დამ​თავ​რდე​ბა.

დუ​ნედ და უხა​ლი​სოდ ვპა​სუ​ხობ​დი მო​რიგ უაზ​რო შე​კით​ხვებს. ამ დროს კა​ბი​ნეტ​ში მე​თევ​ზე დაბ​რუნ​და. გიმ​‐
ნა​ზიელი დე​რე​ფან​ში გა​იხ​მო და კარს იქით დიდ​ხანს ჩურ​ჩუ​ლებ​დნენ. სკა​მის სა​ზურ​გეს მი​ვეყ​რდე​ნი, თა​ვი
ავ​წიე და კუთ​ხე​ებ​ში ობ​მო​კი​დე​ბულ შავ ლა​ქებს და​ვუწ​ყე თვა​ლიერე​ბა. ეს ობი ფო​ტო​ზე აღ​ბეჭ​დი​ლი გვა​მის
ბოქ​ვე​ნის თმას მახ​სე​ნებს. ის ლა​ქე​ბად ჩა​მორ​ბო​და პირ​ქუ​ში კედ​ლე​ბი​დან და ძველ ფრეს​კებ​ზე გა​ჩე​ნი​ლი
ბზა​რე​ბის მსგავს ნაპ​რა​ლებს ავ​სებ​და. მო​მეჩ​ვე​ნა, რომ ამ ობ​მა უამ​რა​ვი ადა​მიანის სხეულის სუ​ნი შე​ის​რუ​‐
ტა, ვინც კი აქ ოდეს​მე მოხ​ვედ​რი​ლი​ყო. ათეული წლე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში მა​თი ნა​სუნ​თქი და ოფ​ლის წვე​თე​ბი
ამ კედ​ლებ​ზე და​ლე​ქი​ლი​ყო და პირ​ქუშ ობად ქცეული​ყო. უცებ გა​ვი​ფიქ​რე, რომ ძა​ლი​ან დი​დი ხა​ნია არ მი​ნა​‐
ხავს მზის სი​ნათ​ლე. არ მო​მის​მე​ნია მუ​სი​კა. ჰო, ეს ად​გი​ლი​ა... ოთა​ხი, სა​დაც არა​ვი​თარ სა​შუალე​ბას არ თა​‐
კი​ლო​ბენ, ფეხ​ქვეშ თე​ლა​ვენ ადა​მიანე​ბის თავ​მოყ​ვა​რეობას, გრძნო​ბებს, სიამა​ყეს, რწმე​ნას. თვალ​ში მო​სახ​‐
ვედრ იარებს არ დაუტო​ვე​ბენ, ისე ამო​უბ​რუ​ნე​ბენ სულს, ისე შე​იტ​ყუებენ ნე​ბის​მი​ერ, ჭი​ან​ჭვე​ლე​ბის ბუ​დე​ზე
უფ​რო დახ​ლარ​თულ ბიუროკ​რა​ტი​ულ ლა​ბი​რინ​თებ​ში, უკი​დუ​რეს ექ​სპლუატა​ცი​ას უწე​ვენ მათ შიშ​სა და სი​‐
სუს​ტეს. ადა​მიანებს უმა​ლა​ვენ მზის სი​ნათ​ლეს და ტე​ნი​ან ნა​გავ საკ​ვებს. ადე​ნენ ოფლს. აი, ასე იბა​დე​ბა
ობი.

ხე​ლე​ბი მა​გი​და​ზე და​ვაწ​ყვე, თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და წარ​მო​ვიდ​გი​ნე და​თოვ​ლი​ლი ქა​ლა​ქი სა​პო​რო. ვეებერ​თე​‐
ლა ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ და გო​გო​ნა სა​რე​გის​ტრა​ციო დახ​ლთან. ნე​ტავ რო​გორ არის ახ​ლა? ისევ ისე დგას და
სა​წარ​მოო ღი​მილს ას​ხი​ვებს? უცებ მო​მინ​და პირ​და​პირ აქე​დან და​მე​რე​კა და დავ​ლა​პა​რა​კე​ბო​დი. მო​რი​გი
სუ​ლე​ლუ​რი ხუმ​რო​ბე​ბი მო​მე​ყო​ლა. მაგ​რამ არ ვი​ცი მი​სი სა​ხე​ლი. მი​სი სა​ხე​ლიც კი არ ვი​ცი! რო​მელ და​რეკ​‐
ვა​ზე შე​იძ​ლე​ბა ფიქ​რი... რა კარ​გი გო​გოა, გა​ვი​ფიქ​რე. გან​სა​კუთ​რე​ბით სამ​სა​ხურ​ში. ოტე​ლის სუ​ლი და გუ​ლი.
უყ​ვარს თა​ვი​სი საქ​მე. მე კი არ მგავს. რაც არ უნ​და მე​კე​თე​ბი​ნა, ჩე​მი სა​მუ​შაო არას​დროს მყვა​რე​ბია. ზედ​მი​‐
წევ​ნით კარ​გად, კე​თილ​სინ​დი​სიერად ვას​რუ​ლებ. შეყ​ვა​რე​ბა კი ერ​თხე​ლაც ვერ მო​ვა​ხერ​ხე. აი, მას კი უყ​‐
ვარს თა​ვი​სი საქ​მე, სწო​რე​დაც რო​გორც საქ​მე. სამ​სა​ხუ​რის შემ​დეგ კი ისე​თი ნა​ზი და და​უც​ვე​ლია. ისე​თი
გაუბე​და​ვი და მოწ​ყვლა​დი. რომ მო​მენ​დო​მე​ბი​ნა, შე​მეძ​ლო მას​თან დავ​წო​ლი​ლი​ყა​ვი. მაგ​რამ არ დავ​წე​ქი.

ისე მინ​დო​და მას​თან კი​დევ ერ​თხელ და​ლა​პა​რა​კე​ბა.

სა​ნამ არა​ვის მო​უკ​ლავს.

სა​ნამ არ​სად გამ​ქრა​ლა.

"},{"head":"23.","content":"

23.

რო​გორც იქ​ნა, ორი​ვე გა​მომ​ძიებე​ლი დაბ​რუნ​და ოთახ​ში, მაგ​რამ არ დამ​სხდა​რან. დაბ​ნეული ვათ​ვა​ლიერებ​‐
დი ობს.

– მორ​ჩა. შე​გიძ​ლია წახ​ვი​დე, – უხა​ლი​სოდ მით​ხრა მე​თევ​ზემ.

– შე​მიძ​ლია წა​ვი​დე? – გა​ოგ​ნე​ბულ​მა და​ვუბ​რუ​ნე კით​ხვა.

– შე​კით​ხვე​ბი დამ​თავ​რდა. ფი​ნი​შია, – დაუდას​ტუ​რა გიმ​ნა​ზი​ელ​მა.

– სი​ტუაცია შე​იც​ვა​ლა, – დაამა​ტა მე​თევ​ზემ, – ჩვენ აღარ შეგ​ვიძ​ლია შე​ნი აქ გა​ჩე​რე​ბა. შე​გიძ​ლია წახ​ვი​დე
სახ​ლში. გმად​ლობ დახ​მა​რე​ბის​თვის.

თამ​ბა​ქო​თი აქო​თე​ბუ​ლი ქურ​თუ​კი შე​მო​ვიც​ვი და ავ​დე​ქი. არ ვი​ცი რა​ტომ, მაგ​რამ ვგრძნობ​დი, კარ​გი იქ​ნე​‐
ბო​და, ჩქა​რა გავ​ცლო​დი აქაურო​ბას, სა​ნამ ამ ორს ჯერ კი​დევ არ გა​დაეფიქ​რე​ბი​ნა. გიმ​ნა​ზი​ელ​მა გა​სას​ვლე​‐
ლამ​დე მი​მა​ცი​ლა.

– იმას, რომ დამ​ნა​შა​ვე არ იყა​ვი, ჯერ კი​დევ გუ​შინ სა​ღა​მოს მივ​ხვდით, – მით​ხრა, – ექ​სპერ​ტი​ზი​სა და გაკ​ვე​‐
თის შე​დე​გებს შენ​თან არა​ვი​თა​რი კავ​ში​რი არა აქვს. სპერ​მა და სის​ხლის ჯგუ​ფი შე​ნი არ არის. შე​ნი თი​თის
ანა​ბეჭ​დე​ბი ვერ აღ​მოაჩი​ნეს. მაგ​რამ მა​ინც რა​ღა​ცას მა​ლავ, ხომ ასეა? ამი​ტო​მაც არ გიშ​ვებ​დით. ვფიქ​რობ​‐
დით, კი​დევ ცო​ტას მი​ვაწ​ვე​ბით და რა​მეს წა​მო​აყ​რან​ტა​ლებ​სო. რო​ცა რა​ღა​ცას გვი​მა​ლა​ვენ, მა​შინ​ვე ვხვდე​‐
ბით. ალ​ღო. პრო​ფე​სიული ალ​ღო. შენ ხომ იცი, და​ახ​ლოებით მა​ინც, ვინ არის ეს ქა​ლი? მაგ​რამ რა​ტომ​ღაც
მა​ლავ. ცუ​დია, ძა​ლი​ან ცუ​დი. არ ღირს ჩვე​ნი შეუფა​სებ​ლო​ბა. ჩვენ ჩვენს საქ​მე​ში პრო​ფე​ბი ვართ. აქ კი ადა​‐
მიანის მკვლე​ლო​ბა​ზეა საუბა​რი.

– მა​პა​ტი​ეთ, მაგ​რამ არ მეს​მის, რას მე​უბ​ნე​ბით, – ვთქვი.

– შე​საძ​ლოა ისევ მო​გი​წი​ოს აქ მოს​ვლამ, – ჯი​ბი​დან კო​ლო​ფი ამოიღო, იქი​დან ასან​თის ღე​რი გა​მო​აძ​რო და
ფრჩხი​ლე​ბის წმენ​და და​იწ​ყო, – და თუ ეს მოხ​დე​ბა, ასე უბ​რა​ლოდ ვერ და​იძ​ვრენ თავს. შენს ზურგს უკან
დრო​დად​რო ად​ვო​კა​ტიც რომ გა​მოხ​ტეს, წარ​ბსაც არ შე​ვიხ​რით. და, რომ იტ​ყვი​ან, უმაღ​ლე​სი დო​ნის შეხ​ვედ​‐
რას მო​გიწ​ყობთ.

– ად​ვო​კა​ტი? – ვი​კით​ხე.

მაგ​რამ ის უკ​ვე კარს იქით გამ​ქრა​ლი​ყო. ტაქ​სი და​ვი​ქი​რა​ვე და შინ დავ​ბრუნ​დი. აბა​ზა​ნა ცხე​ლი წყლით გა​‐
ვავ​სე და ნე​ლა ჩა​ვი​ძი​რე შიგ. კბი​ლე​ბი გა​ვი​ხე​ხე, გა​ვი​პარ​სე და გულ​მოდ​გი​ნედ და​ვი​ბა​ნე თა​ვი. მეჩ​ვე​ნე​ბო​და,
რომ ნი​კო​ტი​ნით ვი​ყა​ვი გაჟ​ღენ​თი​ლი. ღმერ​თო, ეს რა ად​გი​ლია, ისევ გა​ვი​ფიქ​რე. ნამ​დვი​ლი გვე​ლის ბუ​დე.

აბა​ზა​ნი​დან რომ გა​მო​ვე​დი, ყვა​ვი​ლო​ვა​ნი კომ​ბოს​ტო მო​ვი​ხარ​შე. ვჭამ​დი და ლუდს ვა​ყო​ლებ​დი. თან არ​თურ
პრაისოკს ვუს​მენ​დი ქა​უნთ ბეისის ორ​კეს​ტრთან ერ​თად. უნაკ​ლო, მშვე​ნიერი ალ​ბო​მია. თექ​ვსმე​ტი წლის წი​‐
ნათ ვი​ყი​დე. სა​მოც​დაშ​ვიდ​ში. უკ​ვე თექ​ვსმე​ტი წე​ლია ვუს​მენ. და არ მბეზ​რდე​ბა.

მე​რე ცო​ტა ხანს და​ვი​ძი​ნე. ძა​ლი​ან ხან​მოკ​ლე ძი​ლით – თით​ქოს ცო​ტა ხნით გა​ვე​დი სად​ღაც, მე​რე მოვ​ტრი​‐
ალ​დი და უკან​ვე დავ​ბრუნ​დი. ნა​ხე​ვა​რი საათი ვი​სე​ირ​ნე, მე​ტი არა. თვა​ლი რომ გა​ვა​ხი​ლე, დღის პირ​ვე​ლი
საათი იყო. ჩან​თა​ში სა​ცუ​რაო კოს​ტიუმი და პირ​სა​ხო​ცი ჩავ​ყა​რე, ჩემს ბე​ბერ „სუ​ბა​რუ​ში“ ჩავ​ჯე​ქი, სე​ტა​გაიას
და​ხუ​რულ აუზ​ზე წა​ვე​დი და მთე​ლი საათი ვცუ​რავ​დი, არა​ქა​თის გაც​ლამ​დე. და მხო​ლოდ მა​შინ, რო​გორც იქ​‐
ნა, ვიგ​რძე​ნი თა​ვი ადა​მიანად. რა​ღა​ცის ჭა​მაც კი მო​მინ​და. იუკის და​ვუ​რე​კე. შინ იყო. ვუთ​ხა​რი, რომ გა​მო​‐
მიშ​ვეს. „შე​სა​ნიშ​ნა​ვი​ა“, მი​პა​სუ​ხა თა​ვი​სი გა​ნუ​მეორე​ბე​ლი გულ​გრი​ლი მა​ნე​რით. ვკით​ხე, ისა​დი​ლა თუ არა.
ჯერ არაო, მი​პა​სუ​ხა. დი​ლით ორი ცა​ლი კრე​მიანი ნამ​ცხვა​რი შევ​ჭა​მეო. მო​რი​გი ნა​გა​ვი, მივ​ხვდი. შევ​თა​ვა​ზე,
გა​მო​გივ​ლი და სად​მე ადა​მიანუ​რად ვისადილოთ-​მეთქი. კარ​გიო, მით​ხრა.

ისევ ჩავ​ჯე​ქი „სუ​ბა​რუ​ში“. შე​მო​ვუარე მეიძის ტაძ​რის ბა​ღებს, ხე​ლოვ​ნე​ბის მუ​ზეუმის ხეივა​ნი გა​ვიარე და
აოიამას მო​სახ​ვე​ვი​დან ნო​გის ტაძ​რის​კენ გა​და​ვუხ​ვიე. გა​ზაფ​ხუ​ლი დღი​თი დღე სულ უფ​რო ხმა​მაღ​ლა აც​ხა​‐
დებ​და პრე​ტენ​ზი​ას. იმ ორი დღის გან​მავ​ლო​ბა​ში, რო​მე​ლიც აკა​სა​კას პო​ლი​ცი​ის გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში გა​ვა​ტა​რე,
ქარ​მა უფ​რო თა​ვა​ზიანად დაუბე​რა, კვირ​ტე​ბი​დან ფოთ​ლებ​მა გა​მოყ​ვეს თა​ვი, მზის სი​ნათ​ლე დარ​ბილ​და და
საგ​ნე​ბის კონ​ტუ​რე​ბი მო​ამ​რგვა​ლა. ვეებერ​თე​ლა ქა​ლა​ქის ხმაური და ყა​ყა​ნიც არ​ტა ფარ​მე​რის ბუ​კის ფლუ​‐
გე​რი​ვით ალერ​სიანად ის​მო​და. სამ​ყა​რო მშვე​ნიერი იყო, კუ​ჭი – კოს​მო​სი​ვით ცა​რიელი. წყეული ქვი​შის მარ​‐
ცვა​ლი, თვალს რომ მი​კაწ​რავ​და, თა​ვი​სით გაქ​რა.

ზა​რის ღი​ლაკს და​ვა​ჭი​რე თი​თი და იუკი მა​შინ​ვე ჩა​მო​ვი​და. ამ​ჯე​რად მაისუ​რი ეც​ვა დე​ვიდ ბოუის პორ​ტრე​‐
ტით, მაისუ​რის ზე​მო​დან – რბი​ლი ტყა​ვის ყა​ვის​ფე​რი ქურ​თუ​კი. მხარ​ზე ტი​ლოს ჩან​თა ჰქონ​და გა​და​კი​დე​ბუ​‐
ლი. ჩან​თა​ზე Stray Cats-​ის, Steely Dan-​ისა და Culture Club-​ის ნიშ​ნე​ბი აეკ​რა. მა​გა​რი შე​ხა​მე​ბაა, გა​ვი​ფიქ​რე. თუმ​ცა
ჩემ​თვის რა მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვს...
– აბა, რო​გო​რაა პო​ლი​ცია? მხიარუ​ლე​ბა იყო? – მკით​ხა იუკიმ.

– სა​ში​ნე​ლე​ბა, – ვუ​პა​სუ​ხე, – და​ახ​ლოებით ბო ჯორ​ჯის სიმ​ღე​რე​ბი​ვით.

– ჰმ-მ, – გა​წე​ლა.

– ელ​ვის პრეს​ლის გი​ყი​დი, აი ამის ნაც​ვლად, კარ​გი? – შევ​თა​ვა​ზე და თი​თით Culture Club-​ზე ვუჩ​ვე​ნე.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი! – დაისი​სი​ნა.

ჭეშ​მა​რი​ტად უკი​დე​გა​ნოა იაპო​ნუ​რი ენა...

უწი​ნა​რეს ყოვ​ლი​სა, ნორ​მა​ლურ რეს​ტო​რან​ში წა​ვიყ​ვა​ნე და ნამ​დვი​ლი ხორ​ბლის პუ​რის სენ​დვი​ჩე​ბი ვა​ჭა​მე
ბოს​ტნეულის სა​ლა​თით. ახალ​თა​ხა​ლი რძე და​ვა​ლე​ვი​ნე. თვი​თო​ნაც იგი​ვე შევ​ჭა​მე და ყა​ვა დავ​ლიე. არაჩ​‐
ვეულებ​რი​ვი სენ​დვი​ჩე​ბი იყო. გე​მოვ​ნე​ბით მომ​ზა​დე​ბუ​ლი სოუსი, ნა​ზი ხორ​ცი მდოგ​ვი​თა და პირ​შუშ​ხა​თი.
სი​ცოც​ხლის ენერ​გი​ის გე​მო ჰქონ​და. აი, რას ვე​ძა​ხი საკ​ვებს.

– დღეს სა​ით გა​ვუ​ტი​ოთ? – ვკით​ხე იუკის.

– ცუ​ძი​დოს​კენ, – მით​ხრა.

– კარ​გია, – და​ვე​თან​ხმე, – შე​იძ​ლე​ბა ცუ​ძი​დო​შიც. მაგ​რამ რა​ტომ ცუ​ძი​დო​ში?

– იმი​ტომ, რომ იქ მა​მა ცხოვ​რობს, – მი​პა​სუ​ხა იუკიმ, – მით​ხრა, რომ შე​ნი ნახ​ვა უნ​და.

– ჩე​მი?

– ნუ გე​ში​ნია, არც ისე​თი გა​რე​წა​რი​ა.

ყა​ვა მოვ​სვი და თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– არ მით​ქვამს, რომ გა​რე​წა​რია, მაგ​რამ რა​ტომ მო​უნ​და უცებ ჩე​მი ნახ​ვა? რა​მე უთ​ხა​რი?

– ჰო. და​ვუ​რე​კე. მო​ვუ​ყე​ვი, რო​გორ ჩა​მო​მიყ​ვა​ნე ჰო​კაიდო​დან, მე​რე კი პო​ლი​ცი​ამ რომ წა​გიყ​ვა​ნა და აღარ
გიშ​ვებ​და. მა​მამ თა​ვის ნაც​ნობ ად​ვო​კატს დაურე​კა და სთხო​ვა გარ​კვეული​ყო. სა​ერ​თოდ, ბევ​რი ასე​თი ნაც​‐
ნო​ბი ჰყავს. იმი​ტომ, რომ ძა​ლი​ან რეალის​ტუ​რი​ა.

– გა​სა​გე​ბია, – ვთქვი, – აი, თურ​მე რა ყო​ფი​ლა...


– რა, არ გა​მო​გად​გა?

– გა​მო​მად​გა, მარ​თლა.

– მა​მამ თქვა, რომ პო​ლი​ცი​ას არ ჰქონ​და შე​ნი და​კა​ვე​ბის უფ​ლე​ბა. და რომ ნე​ბის​მი​ერ დროს შე​გეძ​ლო იქი​‐
დან წა​მო​სუ​ლი​ყა​ვი.

– ეს მეც ვი​ცო​დი, – ვუთ​ხა​რი.

– აბა, რას იჯე​ქი იქ? ამ​დგა​რი​ყა​ვი და გეთ​ქვა: „სახ​ლში მივ​დი​ვარ“.

– ძნე​ლი სათ​ქმე​ლი​ა... – ვუ​პა​სუ​ხე ცო​ტა ხნის ფიქ​რის შემ​დეგ, – შე​საძ​ლოა ასე ვის​ჯი​დი თავს.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი, – თქვა და ლო​ყე​ბით ხე​ლის​გუ​ლებს და​ეყ​რდნო. უმ​ძლავ​რე​სი ლექ​სი​კუ​რი


მა​რა​გი​ა.

***

„სუ​ბა​რუ​ში“ ჩავ​სხე​დით და ცუ​ძი​დოს​კენ ავი​ღეთ გე​ზი. დღე უკ​ვე ილეოდა და მა​გის​ტრა​ლი ცა​რიელი იყო.
იუკი მთე​ლი გზა ჩან​თი​დან კა​სე​ტებს იღებ​და და რიგ​რი​გო​ბით დებ​და მაგ​ნი​ტო​ფონ​ში. რა აღარ ის​მო​და ჩემს
ჯა​ბა​ხა​ნა​ში, სა​ნამ მივ​დიოდით! ბობ მარ​ლის Exodus-​ით დაწ​ყე​ბუ​ლი, ჯგუფ Styx-​ის Mr. Roboto-​თი დამ​თავ​რე​ბუ​‐
ლი. ნამ​დვი​ლად სა​ინ​ტე​რე​სო მუ​სი​კი​დან სრულ აბ​და​უბ​დამ​დე. თუმ​ცა მსგავ​სი რა​მეები ფან​ჯრის მიღ​მა
პეიზა​ჟი​ვი​თაა – ერ​თმა​ნეთს მიჰ​ყვე​ბა და ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით იკარ​გე​ბა. იუკი ჩუ​მად იყო – სა​ვარ​ძელ​ზე
მი​წო​ლი​ლი უს​მენ​და მუ​სი​კას. ხელ​საწ​ყოების პა​ნელ​ზე ჩე​მი მზის სათ​ვა​ლე დაინა​ხა და მა​შინ​ვე გაიკე​თა,
გზა​ში კი „ვირ​ჯი​ნია სლიმ​ზის“ მო​წე​ვაც მო​ას​წრო. მეც ჩუ​მად ვი​ყა​ვი, გზის​კენ მქონ​და გუ​ლის​ყუ​რი. გულ​მოდ​‐
გი​ნედ ვრთავ​დი სიჩ​ქა​რი​დან სიჩ​ქა​რე​ზე. თვალს არ ვა​შო​რებ​დი ტრა​სას. არ გა​მომ​რჩე​ნია არ​ცერ​თი მაჩ​ვე​ნე​‐
ბე​ლი და არ​ცერ​თი საგ​ზაო ნი​შა​ნი.

ხან​და​ხან მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ მშურ​და იუკი​სი. ახ​ლა მხო​ლოდ ცა​მე​ტი წლი​საა. ალ​ბათ რა ცინ​ცხლად აღიქ​‐
ვამს მი​სი თვა​ლე​ბი გარ​შე​მო ყვე​ლა​ფერს – პეიზაჟს, მუ​სი​კას, ადა​მიანებს. და სუ​ლაც არ ხე​დავს იმას, რა​საც
მე. არა​და, ოდეს​ღაც მეც ხომ ასე​თი ვი​ყა​ვი. ცა​მე​ტი წლი​სას სამ​ყა​რო გა​ცი​ლებთ მარ​ტი​ვი მეჩ​ვე​ნე​ბო​და. და​‐
ხარ​ჯუ​ლი ძა​ლის​ხმე​ვა აუცი​ლებ​ლად სა​ჩუქ​რდე​ბო​და, სიტ​ყვებს ურ​ყე​ვი აზ​რი ჰქონ​და, ერ​თხელ ნა​პოვ​ნი სი​‐
ლა​მა​ზე კი აღარ ქრე​ბო​და. და მა​ინც, ცა​მე​ტი წლი​სა ასე​თი ბედ​ნიერი არ ვი​ყა​ვი. მიყ​ვარ​და მარ​ტოობა. რო​ცა
მარ​ტო ვი​ყა​ვი, უფ​რო მე​ტად მჯე​რო​და სა​კუ​თა​რი თა​ვის. მაგ​რამ ღირს კი იმის თქმა, რომ მარ​ტოს არას​დროს
არ მტო​ვებ​დნენ? ორი სის​ტე​მის მკაცრ ჩარ​ჩო​ებ​ში მოქ​ცეული – სკო​ლა​სა და სახ​ლში, სა​შინ​ლად ვნერ​‐
ვიულობ​დი და კომ​პლექ​სე​ბი მა​წუ​ხებ​და. ასე​თი ნერ​ვიული ასა​კი იყო. და რო​ცა პირ​ვე​ლად შე​მიყ​ვარ​და გო​‐
გო, ცხა​დია, აქე​დან კარ​გი არა​ფე​რი გა​მო​ვი​და. იმი​ტომ, რომ წარ​მოდ​გე​ნა არ მქონ​და, რა იყო სიყ​ვა​რუ​ლი და
რო​გორ უნ​და მოვ​ქცეოდი მას. ეგ კი არა​და, ორი სიტ​ყვის გა​დაბ​მას ვერ ვა​ხერ​ხებ​დი გო​გო​ნებ​თან სა​უბ​რი​‐
სას. მორ​ცხვი, უგერ​გი​ლო მო​ზარ​დი. ვცდი​ლობ​დი შევ​პა​სუ​ხე​ბო​დი მას​წავ​ლებ​ლებს და მშობ​ლებს, რა​ღაც
ფა​სეულო​ბებს რომ მი​ტე​ნიდ​ნენ თავ​ში, მაგ​რამ ვე​რას​დროს ვერ ვა​ხერ​ხებ​დი ჩე​მი პრე​ტენ​ზიების რი​გიანად
ჩა​მო​ყა​ლი​ბე​ბას. რაც არ უნ​და მე​კე​თე​ბი​ნა, წე​სიერად არა​ფე​რი არ გა​მომ​დიოდა. გო​ტან​დას სრუ​ლი ან​ტი​პო​‐
დი, რო​მელ​საც ყო​ველ​თვის ყვე​ლა​ფე​რი ისე გა​მოს​დიოდა, რო​გორც სა​ჭი​რო იყო. თუმ​ცა სამ​ყა​რო​ზე ცინ​ცხა​‐
ლი მზე​რა მა​ინც შე​ვი​ნარ​ჩუ​ნე. და ეს არაჩ​ვეულებ​რი​ვი იყო. სურ​ნე​ლი პირ​და​პირ მი​დუ​ღებ​და სისხლს, ცრემ​‐
ლი ნამ​დვი​ლად მდუ​ღა​რე იყო, გო​გო​ნე​ბი – ლა​მა​ზი, რო​გორც ზღა​პარ​ში, როკ-​ენ-როლი კი – ნამ​დვი​ლად მა​‐
რა​დიული. კი​ნო​დარ​ბა​ზე​ბის სიბ​ნე​ლე​ში საიდუმ​ლოს ინ​ტი​მუ​რი გრძნო​ბა იბა​დე​ბო​და, ზაფ​ხუ​ლის ღა​მეები კი
სულს მი​ფო​რიაქებ​და თა​ვი​სი სიღ​რმი​თა და უსას​რუ​ლო​ბით. ჩემს ნერ​ვი​ულ ბავ​შვო​ბას მუ​სი​კის, ფილ​მე​ბი​სა
და წიგ​ნე​ბის სამ​ყა​რო​ში ვა​ტა​რებ​დი. ზე​პი​რად ვსწავ​ლობ​დი სემ კუ​კი​სა და რი​კი ნელ​სო​ნის სიმ​ღე​რე​ბის სიტ​‐
ყვებს. მხო​ლოდ ჩემ​თვის ავი​გე სამ​ყა​რო და მშვე​ნივ​რად ვცხოვ​რობ​დი იქ. ცა​მე​ტი წლი​სა. და მხო​ლოდ ბუ​ნე​‐
ბის​მეტ​ყვე​ლე​ბის ცდებს ვა​ტა​რებ​დი გო​ტან​დას​თან ერ​თად. ეს ის გაჰ​კრავ​და ხოლ​მე ასანთს, და არა მე, რო​‐
ცა ელე​გან​ტუ​რად მიჰ​ქონ​და ალი ქუ​რას​თან და თა​ვის​კენ იზი​დავ​და გო​გო​ნე​ბის ვნე​ბი​ან მზე​რას. ბუჰ!..
რა ეშ​მა​კი შურს ახ​ლა ჩე​მი?

მომ​კა​ლით და, ვერ გა​მი​გია.

– ჰეი, – გა​და​ვუ​ლა​პა​რა​კე იუკის, – იქ​ნებ მა​ინც მო​მიყ​ვე ცხვრის​ტყა​ვი​ან ადა​მი​ან​ზე? სად შეხ​ვდი და რა იცი,
რომ მეც ნა​ნა​ხი მყავს?

ჩემ​კენ შე​მობ​რუნ​და, მზის სათ​ვა​ლე მო​იხ​სნა, ხელ​საწ​ყოების პა​ნელ​ზე და​დო და ოდ​ნავ აიჩე​ჩა მხრე​ბი.

– მაგ​რამ ჯერ შენ მი​პა​სუ​ხებ, მო​სუ​ლა?

– მო​სუ​ლა, – და​ვე​თან​ხმე.

ნა​ხე​ვა​რი წუ​თის გან​მავ​ლო​ბა​ში იუკი გუ​ლის გა​მაწ​ვრი​ლე​ბე​ლი დი​ლის ზარ​ხო​ში​ვით ზლუ​ქუ​ნებ​და უნი​სონ​ში
ფილ კო​ლინ​ზთან ერ​თად, მე​რე ისევ აიღო პა​ნე​ლი​დან სათ​ვა​ლე და სა​ყუ​რე​ებს და​უწ​ყო წვა​ლე​ბა.

– გახ​სოვს, იქ, ჰო​კაიდო​ზე მით​ხა​რი... რომ ყვე​ლა გო​გო​ნას შო​რის, რო​მე​ლიც კი გა​მო​გიტ​ყუებია პაემან​ზე, მე
ყვე​ლა​ზე ლა​მა​ზი ვარ.

– მახ​სოვს. გით​ხა​რი, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– და რა, ეს სი​მარ​თლეა? თუ მხო​ლოდ იმი​ტომ თქვი, რომ აღარ მე​წუ​წუ​ნა? ოღონდ გუ​ლახ​დი​ლად.

– სი​მარ​თლეა. არ მო​მიტ​ყუები​ხარ, – ვუთ​ხა​რი.

– მა​ინც რამ​დე​ნი გო​გო გყავს გა​მოტ​ყუებუ​ლი დღემ​დე პაემან​ზე?

– რო​გორ გით​ხრა, არ და​მით​ვლი​ა...

– ორა​სი?

– კარ​გი ერ​თი, – გა​მე​ცი​ნა, – არც ისე პო​პუ​ლა​რუ​ლი ვარ ქა​ლებ​ში. არა, პო​პუ​ლა​რუ​ლი კი ვარ, მაგ​რამ არც ამ​‐
დე​ნად. მე, რო​გორ ვთქვა... ერ​თობ ლო​კა​ლუ​რი სარ​გებ​ლო​ბის​თვის. აი, ისე​თი, ვიწ​რო. ფარ​თო მა​სებს ვერ
მო​ვი​ცავ... მაგ​რამ თხუთ​მე​ტიოდე მა​ინც მყავს გა​მოტ​ყუებუ​ლი.

– ასე ცო​ტა?

– აი, ასე​თი უბე​დუ​რი ცხოვ​რე​ბა მაქვს, – ამო​ვი​ოხ​რე, – პირ​ქუ​ში, სწორ​ხა​ზო​ვა​ნი, ვიწ​რო...

– ლო​კა​ლუ​რი სარ​გებ​ლო​ბის? – დააზუს​ტა იუკიმ.


თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

ცო​ტა ხნით ჩა​ფიქ​რდა – ალ​ბათ იმა​ზე, თუ რო​გორ შე​იძ​ლე​ბა ასე​თი ცხოვ​რე​ბით ცხოვ​რე​ბა. მაგ​რამ, რო​გორც
ჩანს, მა​ინც ვე​რა​ფერს მიხ​ვდა. რას იზამ. ჯერ მწვა​ნე​ა...

– ესე იგი თხუთ​მე​ტი, – თქვა.

– და​ახ​ლოებით, – შე​ვას​წო​რე. და კი​დევ ერ​თხელ გა​და​ვახ​ვიე თავ​ში ჩე​მი უბე​დუ​რი ცხოვ​რე​ბის ოც​და​თოთ​‐
ხმე​ტი წე​ლი, – ჰო, და​ახ​ლოებით ასე. დიდი-​დიდი – ოცი.

– ოცი... – გაიმეორა იმედ​გაც​რუებულ​მა, – და რა, ამ ოცი​დან ვარ ყვე​ლა​ზე ლა​მა​ზი?

– ჰო, – ვუ​პა​სუ​ხე.

– იქ​ნებ, უბ​რა​ლოდ, ლა​მა​ზე​ბი არ შეგ​ხვედ​რია? – მკით​ხა. და მეორე სი​გა​რეტს მოუკი​და. წინ, გზაჯ​ვა​რე​დინ​ზე,
პო​ლი​ციელის ფი​გუ​რა გა​მოჩ​ნდა. ამი​ტომ სი​გა​რე​ტი წა​ვარ​თვი და ფან​ჯა​რა​ში გა​და​ვაგ​დე.

– ძა​ლი​ან ლა​მა​ზე​ბიც მხვდე​ბოდ​ნენ, – ვუ​პა​სუ​ხე, – მაგ​რამ შენ ყვე​ლა​ზე ლა​მა​ზი ხარ. სე​რიოზუ​ლად. არ გატ​‐
ყუ​ებ. არ ვი​ცი, გა​მი​გებ თუ არა, მაგ​რამ შე​ნი სი​ლა​მა​ზე რო​გორ​ღაც თა​ვის​თა​ვად არ​სე​ბობს, შენ​გან და​მოუკი​‐
დებ​ლად. ისე არა, რო​გორც სხვებ​თან. მაგ​რამ ძა​ლი​ან გთხოვ: მო​დი, ნუ მოვ​წევთ მან​ქა​ნა​ში. ჯერ ერ​თი, გა​‐
რე​დან ყვე​ლა​ფე​რი ჩანს, და მეორეც, სა​ლო​ნი სუ​ნით გა​იჟ​ღინ​თე​ბა. და კი​დევ, უკ​ვე გით​ხა​რი: რო​ცა გო​გოები
პა​ტა​რაობი​დან​ვე ეწე​ვი​ან, მე​რე, ასაკ​ში, მენ​სტრუალუ​რი ციკ​ლი ერ​ღვე​ვათ.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი! – გაიბუ​ტა იუკი.

– მო​მი​ყე​ვი ცხვრის​ტყა​ვი​ან კაც​ზე, – ვთხო​ვე.

– ადამიან-​ცხვარზე?

– რა იცი, რომ ასე ჰქვი​ა?

– თვი​თონ მით​ხა​რი ამას წი​ნათ. ტე​ლე​ფო​ნით. „ადამიანი-​ცხვარი“.

– მარ​თლა?

– ჰო, – თა​ვი და​მიქ​ნია იუკიმ.

გზა​ზე სა​ცო​ბე​ბი და​იწ​ყო და ყო​ვე​ლი შუქ​ნიშ​ნის წინ ლო​დი​ნი გვი​წევ​და, სა​ნამ მწვა​ნე ორ​ჯერ მა​ინც არ შე​იც​‐
ვლე​ბო​და.
– მო​მი​ყე​ვი. სად შეხ​ვდი? – იუკიმ მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– არ​სა​დაც არ შევ​ხვედ​რი​ვარ. უბ​რა​ლოდ... უცებ გა​ვი​ფიქ​რე მას​ზე. რო​ცა შენ შე​მოგ​ხე​დე, – თქვა და თმის
წვრი​ლი კუ​ლუ​ლი თით​ზე და​იხ​ვია, – თვი​თონ მო​მე​ლან​და. ადა​მიანი ცხვრის ტყა​ვით. ხილ​ვა​სა​ვით. და ყო​‐
ველ​თვის, რო​გორც კი იქ, ოტელ​ში გხვდე​ბო​დი, ის ჩემს თავ​შიც ჩნდე​ბო​და. ამი​ტო​მაც გკით​ხე და არა იმი​ტომ,
რომ რა​მე ვი​ცი...

მო​რიგ შუქ​ნი​შან​თან რომ და​ვა​მუხ​რუ​ჭე, ვცა​დე გა​მე​აზ​რე​ბი​ნა გა​გო​ნი​ლი. ეს უნ​და გა​ვი​აზ​რო. რა​დაც არ უნ​‐
და და​მიჯ​დეს. მო​ვატ​რიალო სა​ჭი​რო ჭან​ჭი​კი თავ​ში და მოვ​მარ​თო ზამ​ბა​რა. ერ​თი, ორი...

– შენ ამ​ბობ, რომ „უ​ცებ გაიფიქ​რე მას​ზე“, – ვუთ​ხა​რი იუკის, – ესე იგი ადამიანი-​ცხვრის ფი​გუ​რა წარ​მო​გიდ​გა
თვალ​წინ. ასეა ხომ?

– არ შე​მიძ​ლია ზუს​ტად აგიხ​სნა, – მი​პა​სუ​ხა, – რო​გორ ვთქვა უკეთ... არა, თვი​თონ ამ ადამიანი-​ცხვრის ფი​გუ​‐
რა კი არ წარ​მო​მიდ​გა თვალ​წინ, იცი... იმის შეგ​რძნე​ბა, ვინც ეს ყვე​ლა​ფე​რი დაინა​ხა, ჰაერი​ვით გად​მო​მე​ცე​‐
მა. მაგ​რამ თვა​ლე​ბი ამას ვერ ხე​დავს. თვა​ლე​ბი ვერ ხე​დავს, მაგ​რამ მე აღ​ვიქ​ვამ და შე​მიძ​ლია გა​და​ვა​კე​თო
სუ​რა​თად. ოღონდ ეს მთლად სუ​რა​თი არ არის. თით​ქოს სუ​რა​თია. რომ შემ​ძლე​ბო​და კი​დეც ვინ​მეს​თვის მეჩ​‐
ვე​ნე​ბი​ნა, ვე​რა​ვინ მიხ​ვდე​ბო​და, რა არის ეს. ესე იგი ეს სუ​რა​თი, რო​მე​ლიც მხო​ლოდ ჩემ​თვის არ​სე​ბობს,
სულ ეს არის... ფუ! არ შე​მიძ​ლია ნორ​მა​ლუ​რად აგიხ​სნა! რა სუ​ლე​ლი ვარ. გეს​მის, რას ვამ​ბობ?

– ძა​ლი​ან ბუნ​დოვ​ნად, – ვა​ღიარე.

იუკი მოიღუ​შა და სათ​ვა​ლის სა​ყუ​რეს უკ​ბი​ნა.

– ესე იგი რა გა​მო​დის... – ვცა​დე ალალ​ბედ​ზე, – შენ შე​გიძ​ლია მიხ​ვდე იმას, რა​საც შიგ​ნით ვგრძნობ, ან იმას,
რაც გა​რე​დან შე​მე​ხო – რაიმე ემო​ცია ან ზეიდეა – და ეს ყვე​ლა​ფე​რი გარ​დაქ​მნა რა​ღაც ხილ​ვა​ში, სიმ​ბო​ლურ
სიზ​მრის​მაგ​ვარ​ში. ასე​ა?

– ზეიდე​ა?

– აზ​რი, რო​მელ​საც ძა​ლი​ან ძლიერად ფიქ​რობ.

– ჰო, შე​საძ​ლო​ა... ის, რა​საც ძა​ლი​ან ფიქ​რობ – ჰო, მაგ​რამ არა მარ​ტო ეს. არის კი​დევ რა​ღაც, რა​მაც ეს აზ​რი
გააჩი​ნა. რა​ღაც სა​შინ​ლად მძლავ​რი... ძა​ლა, რო​მე​ლიც აზრს აჩენს. თუ ის არ​სე​ბობს, მა​შინ მე მას ვგრძნობ.
ჩემ​ში ვა​ტა​რებ, რო​გორც ელექ​ტრო​დენს. და მა​შინ – ჩე​მი მზე​რით – ვხე​დავ კი​დეც. ოღონდ არა რო​გორც
ჩვეულებ​რივ სიზ​მარს. უფ​რო რო​გორც ცა​რი​ელ სიზ​მარს... ჰო, აი, ზუს​ტად ეგ​რე! ცა​რიელი სიზ​მა​რი. იქ არა​‐
ვინ არის. არც ფი​გუ​რე​ბი, არც საგ​ნე​ბი. აი, და​ახ​ლოებით ისე, ტე​ლე​ვი​ზორს კონ​ტრას​ტი ბო​ლომ​დე რომ გა​და​‐
უტ​რიალო – ან სულ ჩაბ​ნელ​დეს, ან სულ გა​ნათ​დეს. ზუს​ტად ასე. არა​ფე​რი არ ჩანს. მაგ​რამ იქ ვი​ღაც მა​ინც
არის! უბ​რა​ლოდ, ყუ​რად​ღე​ბით შე​ხედ​ვაა სა​ჭი​რო. ჰო​და, მეც ვუ​ყუ​რებ და ვგრძნობ. რომ იქ ზის ადა​მიანი
ცხვრის ტყა​ვით. რომ ის ბო​რო​ტი ადა​მიანი არ არის. და, სა​ერ​თოდ, არც ადა​მიანია. თვა​ლე​ბი ვერ ხე​დავს,
მაგ​რამ ხვდე​ბი. უბ​რა​ლოდ, უხი​ლა​ვი​ვით გა​მოიყუ​რე​ბა. თით​ქოს არ არის, მაგ​რამ არის... – იუკიმ ჯავ​რის​გან
ენა გა​აწ​კლა​პუ​ნა, – სა​შინ​ლად ვხსნი!

– არა, რა​ტომ. მშვე​ნივ​რად ხსნი.

– მარ​თლა კარ​გად ვხსნი?


– ძა​ლი​ან, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – მგო​ნი ყვე​ლა​ფე​რი მეს​მის, რი​სი თქმაც გინ​და. უბ​რა​ლოდ, დრო მჭირ​დე​ბა, რომ
ეს ყვე​ლა​ფე​რი გა​დავ​ხარ​შო...

უკ​ვე ზედ ცუ​ძი​დოს​თან, ზღვის​კენ გა​და​ვუხ​ვიე, ფიჭ​ვის კო​რომს შე​მო​ვუარე და „სუ​ბა​რუ“ მან​ქა​ნე​ბის სად​‐
გომ​ზე, ორ თეთრ ხაზს შო​რის გა​ვა​ჩე​რე. აქეთ-​იქით სულ რამ​დე​ნი​მე მან​ქა​ნა იდ​გა.

– გა​ვი​სე​ირ​ნოთ? – შევ​თა​ვა​ზე იუკის.

აპ​რი​ლის საოცა​რი დღე იდ​გა. ნიავი უბე​რავ​და, მაგ​რამ თით​ქმის შე​უმ​ჩნევ​ლად. ზღვა მშვი​დი იყო. მხო​ლოდ
ზედ ნა​პირ​თან ტალ​ღა ხან აიწეოდა, ხან ქრე​ბო​და – თით​ქოს ვი​ღაც იდ​გა წყალ​თან და ზე​წარს ფერ​თხავ​და.
რბი​ლი, თა​ნა​ბა​რი ტალ​ღა. სერ​ფე​რებს წყალ​ზე გა​სე​ირ​ნე​ბის ყვე​ლა მცდე​ლო​ბა​ზე უარი ეთ​ქვათ, ნა​პირ​ზე
ამო​ეთ​რი​ათ და​ფე​ბი და, ზღვის ჰიდ​რო​კოს​ტიუმებ​ში გა​მოწ​ყო​ბი​ლე​ბი, ქვი​შა​ზე ის​ხდნენ და ეწე​ოდ​ნენ. ნაგ​ვის
გრო​ვის თავ​ზე ავარ​დნი​ლი კვამ​ლი ცას სწვდე​ბო​და. კვამ​ლის სვე​ტის მარ​ცხნივ, შორს, ვარ​დის​ფრად
ყვაოდა სა​კუ​რა კუნ​ძულ ენო​ზე. ვეებერ​თე​ლა შა​ვი ძაღ​ლი, მე​ტის​მე​ტად გუ​ლის​ყურ​მოკ​რე​ბი​ლი, ხან მი​ძუნ​‐
ძუ​ლებ​და, ხან აუჩ​ქა​რებ​ლად მიაბი​ჯებ​და ტალ​ღმჭრელ​ზე. ხუ​თი თუ ექ​ვსი თევ​ზმჭე​რი სეინე​რი ჰო​რი​ზონ​ტზე
დრე​იფ​ზე იდ​გა, თავ​ზე კი თეთ​რი ქა​ფის მო​რე​ვი​ვით უხ​მოდ დას​ტრიალებ​და თო​ლიების გუნ​დი. ზღვა​საც კი
გა​ზაფ​ხუ​ლის სუ​ნი ას​დიოდა.

სა​ნა​პი​როს გას​წვრივ ფე​ხით სა​ვალ ბი​ლიკს გა​ვუ​ყე​ვით. გზა​დაგ​ზა ხან ძუნ​ძუ​ლით მოყ​ვა​რუ​ლებს, ხა​ნაც ვე​‐
ლო​სი​პედ​ზე მჯდარ მოს​წავ​ლე გო​გო​ებს ვხვდე​ბო​დით. ერ​თხანს ფუ​ძი​სა​ვას​კენ ვიარეთ, მე​რე პლაჟ​ზე შე​სა​‐
ფე​რი​სი ად​გი​ლი მოვ​ძებ​ნეთ, ქვი​შა​ზე დავ​სხე​დით და ზღვას და​ვუწ​ყეთ ცქე​რა.

– და ხში​რად გრძნობ ამას? – ვკით​ხე იუკის.

– არა, გა​მუდ​მე​ბით არა, – მი​პა​სუ​ხა, – ხან​და​ხან. ისე​თი ადა​მიანი, ვი​სი სა​შუალე​ბი​თაც ამას ვგრძნობ, არც
ისე ბევ​რია. სულ ცო​ტა. მაგ​რამ თვი​თო​ნაც ვცდი​ლობ თა​ვის დაც​ვას. რო​ცა ეს გრძნო​ბა მო​დის, ვცდი​ლობ,
რაც შე​იძ​ლე​ბა, ცო​ტა ვი​ფიქ​რო მას​ზე. და​იწ​ყე​ბა თუ არა მა​შინ​ვე – ჰოპ! – და ვი​ხუ​რე​ბი. იმი​ტომ, რომ წი​ნას​‐
წარ ვი​ცი: აი, ახ​ლა და​იწ​ყე​ბა. ხო​ლო რო​ცა ვი​ხუ​რე​ბი, ისე ღრმა​დაც ვე​ღარ ვგრძნობ. და​ახ​ლოებით ისე, თვა​‐
ლე​ბი რომ და​ხუ​ჭო – ძა​ლი​ან ჰგავს. ვხუ​ჭავ ჩემს გრძნო​ბებს. მა​შინ სულ არა​ფე​რი არ ჩანს. აი, რო​ცა კი​ნო​ში
რა​ღაც სა​ში​ნე​ლე​ბა ხდე​ბა – ხომ ხუ​ჭავ თვა​ლებს? აქაც ასეა. და სა​ნამ არ გა​ივ​ლის, ზი​ხარ, და​ხუ​რუ​ლი. რაც
შე​იძ​ლე​ბა მაგ​რად...

– მა​ინც რა​ტომ იხუ​რე​ბი?

– არ მიყ​ვარს, – მკვეთ​რად მი​პა​სუ​ხა, – ად​რე, რო​ცა პა​ტა​რა ვი​ყა​ვი, არ ვი​ხუ​რე​ბო​დი. სკო​ლა​ში, რო​გორც კი
რა​მეს ვიგ​რძნობ​დი, მა​შინ​ვე ხმა​მაღ​ლა ვამ​ბობ​დი. მაგ​რამ ეს ყვე​ლას​თვის ცუ​დი იყო. მა​გა​ლი​თად, ვგრძნობ,
რომ ახ​ლა ვი​ღაც და​სა​ხიჩ​რდე​ბა. და ყვე​ლას გა​სა​გო​ნად ვამ​ბობ: „აი, ეს ბი​ჭი მა​ლე და​სა​ხიჩ​რდე​ბა“. და სულ
მა​ლე მარ​თლა იტეხს ფეხს. ბევ​რჯერ მოხ​და ასე. და თან​და​თან, რო​გორც კუ​დი​ანს, ისე მი​ყუ​რებ​დნენ. მაბ​რა​‐
ზებ​დნენ კი​დეც – „კუ​დიანო​ო“. აი, ასე​თი რე​პუ​ტა​ცია გა​მო​ვი​მუ​შა​ვე... მე კი ეს ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან მწყინ​და.
ერ​თხე​ლაც სა​კუ​თარ თავს შევ​პირ​დი: არა​სო​დეს არა​ვის არა​ფერს მო​ვუყ​ვე​ბი... არა​ვის. რო​გორც კი ვიგ​‐
რძნობ, რომ აი ახ​ლა რა​ღა​ცას და​ვი​ნა​ხავ, მა​შინ​ვე ვახ​შობ ყვე​ლა გრძნო​ბას.

– ოღონდ რა​ტომ​ღაც ჩემ​თან არ და​ხუ​რულ​ხარ, არა?

მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– ეს რა​ღაც​ნაირად მოულოდ​ნე​ლად მოხ​და, შემ​თხვე​ვით. ვერ მო​ვას​წა​რი და​ხურ​ვა. რო​გორ​ღაც უცებ – ჰოპ! –
და ეს სუ​რა​თი​ვით ჩა​მი​სახ​ლდა. რო​ცა ერ​თმა​ნე​თი პირ​ვე​ლად ვნა​ხეთ. ოტე​ლის ბარ​ში. მუ​სი​კას ვუს​მენ​დი,
რა​ღაც როკს... Duran Duran-ს თუ დე​ვიდ ბოუის... რო​ცა მუ​სი​კას ყუ​რად​ღე​ბით უს​მენ, ყო​ველ​თვის ეგ​რე ხდე​ბა,
ასე არ არის? თა​ვის დაც​ვას ვერ ას​წრებ. მოშ​ვე​ბუ​ლი ხარ და იმი​ტომ. ამი​ტო​მაც მიყ​ვარს მუ​სი​კა...
– ესე იგი რა გა​მო​დის, ნა​თელ​მხილ​ვე​ლის ნი​ჭი გაქვს? – შე​ვე​კით​ხე, – რად​გან შე​გიძ​ლია იწი​ნას​წარ​მეტ​ყვე​‐
ლო, ვინ რო​დის მოიტეხს ფეხს და ასე შემ​დეგ.

– რო​გორ ვთქვა... მა​ინც მგო​ნია, რომ ეს რა​ღაც სხვაა. მე ხომ არ ვწი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლებ, რა უნ​და მოხ​დეს. უბ​‐
რა​ლოდ, ვგრძნობ, რა ხდე​ბა ახ​ლა. მაგ​რამ იქ რა​ღაც გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ჰაერია, იმის გან​წყო​ბა, რომ რა​ღაც
უნ​და მოხ​დეს. გეს​მის? აი, მა​გა​ლი​თად, ვი​ღაც ღერ​ძზე ვარ​ჯი​შობს და მა​ლე რა​ღაც უნ​და იტ​კი​ნოს. მაგ​რამ
მას​ში ახ​ლა​ვეა დაუდევ​რო​ბა, რა​ღაც​ნაირი ზედ​მე​ტი თავ​და​ჯე​რე​ბა. ხომ ხვდე​ბი? ან, ვთქვათ, აშ​კა​რად მაიმუ​‐
ნობს ადა​მიანი. აი, ასეთ დროს ეს გრძნო​ბა ტალ​ღა​სა​ვით გა​და​მივ​ლის. ამ სიტ​ყვის პირ​და​პი​რი მნიშ​ვნე​ლო​‐
ბით – ჰაერიც სა​შინ​ლად მკვრივ​დე​ბა. და უკ​ვე ვხვდე​ბი: აი, ახ​ლა რა​ღაც ცუ​დი მოხ​დე​ბა. და მა​შინ​ვე ამას „ცა​‐
რიელი სიზ​მა​რიც“ მოჰ​ყვე​ბა... მე​რე კი ზუს​ტად იგი​ვე ხდე​ბა სი​ნამ​დვი​ლე​ში. ეს ნა​თელ​მხილ​ვე​ლო​ბა არ არის.
ეს რა​ღაც ძა​ლი​ან გად​ღაბ​ნი​ლია. მაგ​რამ ის ხდე​ბა ხოლ​მე, ვხე​დავ ასეთ რა​მე​ებს. ოღონდ არა​ვის აღარ ვუყ​‐
ვე​ბი, თო​რემ ისევ კუ​დი​ანს და​მი​ძა​ხე​ბენ... მაგ​რამ მე ხომ, უბ​რა​ლოდ, ვხე​დავ და მე​ტი არა​ფე​რი! ვხე​დავ, რომ
ეს ბი​ჭი აი ახ​ლა და​იწ​ვავს რა​ღა​ცას. და ასეც ხდე​ბა. მაგ​რამ მე ხომ ვე​რა​ფერს ვერ და​მაბ​რა​ლებს. სა​ში​ნე​ლე​‐
ბაა, არა? ამის გა​მო სა​კუ​თა​რი თა​ვიც კი მძულს. ამი​ტო​მაც ვი​ხუ​რე​ბი. თუ ვი​ხუ​რე​ბი, მა​შინ აღარ არის სა​ჭი​‐
რო სა​კუ​თა​რი თა​ვის შე​ძუ​ლე​ბა.

მუ​ჭით ქვი​შა მოხ​ვე​ტა და დიდ​ხანს უყუ​რებ​და, რო​გორ იღ​ვრე​ბო​და ხე​ლის​გუ​ლი​დან.

– ადამიანი-​ცხვარი მარ​თლა არ​სე​ბობს?

– ჰო, არ​სე​ბობს – ვუთ​ხა​რი, – ოტელ​ში არის ად​გი​ლი, სა​დაც ის ცხოვ​რობს. ამ ოტე​ლის შიგ​ნით არის კი​დევ
ერ​თი, სულ სხვა​ნაირი ოტე​ლი. თუ სად, ჩვეულებ​რი​ვი თვა​ლით არ ჩანს. მაგ​რამ ძვე​ლი ოტე​ლი არ​სა​დაც არ
წაუღი​ათ. ის ჩემ​თვის და​ტო​ვეს. იმი​ტომ რომ იქ იყო ად​გი​ლი ჩემ​თვის. ადამიანი-​ცხვარი იქ ცხოვ​რობს და
რა​ღა​ცებ​თან მა​ერ​თებს, ადა​მიანებ​თან და მოვ​ლე​ნებ​თან. ეს ად​გი​ლი ჩემ​თვი​საა და ის იქ ჩემ​თვის მუ​შა​ობს.
უმი​სოდ, რო​გორც სა​ჭი​როა, ვე​რა​ფერ​საც ვერ მი​ვუ​ერ​თდე​ბი. ის არის ამ ყვე​ლაფ​რის ავან​ჩა​ვა​ნი. რო​გორც
ოპე​რა​ტო​რი სა​ტე​ლე​ფო​ნო სად​გურ​ში.

– გა​ერ​თებს?

– ჰო, რა თქმა უნ​და. დამ​ჭირ​დე​ბა რა​მე, მო​მინ​დე​ბა მას​თან მი​ერ​თე​ბა და ისიც მა​ერ​თებს.

– არ მეს​მის.

ზუს​ტად ისე, რო​გორც იუკიმ, მეც მუ​ჭით ქვი​შა მოვ​ხვე​ტე და ვუ​ყუ​რებ​დი, რო​გორ იწ​რი​ტე​ბო​და თი​თებს შო​‐
რის.

– ჯერ მე თვი​თო​ნაც კარ​გად არ ვი​ცი. მაგ​რამ ასე მი​ამ​ბო ადამიანმა-​ცხვარმა.

– და დი​დი ხა​ნია შენ​თან არის ადამიანი-​ცხვარი?

თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– ჰო, ძა​ლი​ან დი​დი ხა​ნია. ბავ​შვო​ბი​დან. მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ვგრძნობ​დი ამას. რომ იქ ვი​ღაც არის. ოღონდ
ადამიანი-​ცხვრის ფორ​მა ახ​ლა​ხან მიიღო. თა​ვი​დან არ ჰქონ​და ფორ​მა, და მხო​ლოდ თან​და​თან – რაც დრო
გა​დიოდა, მით უფ​რო – იმ სამ​ყა​როს​თვის იღებ​და ფორ​მას, რო​მელ​შიც ახ​ლა ცხოვ​რობს. რაც უფ​რო მე​მა​ტე​‐
ბო​და წლე​ბი. რა​ტომ? არ ვი​ცი. ალ​ბათ ასე იყო სა​ჭი​რო. ალ​ბათ გა​ვი​ზარ​დე, ბევ​რი რამ დავ​კარ​გე და იმი​ტო​‐
მაც გაჩ​ნდა ამის აუცი​ლებ​ლო​ბა. რა​თა უფ​რო უკეთ და​მეხ​მა​როს. მაგ​რამ და​ნამ​დვი​ლე​ბით არ ვი​ცი. შე​საძ​‐
ლოა, რა​ღაც სხვა მი​ზე​ზია. აი, სწო​რედ ამა​ზე ვფიქ​რობ გა​მუდ​მე​ბით. მაგ​რამ ვე​რაფ​რით ვერ მივ​მხვდარ​ვარ.
ალ​ბათ სუ​ლე​ლი ვარ...

– ვინ​მეს​თვის მო​გი​ყო​ლია ამის თაობა​ზე?

– არა, არა​ვის​თვის. რის​თვის მოვ​ყვე, სუ​ლერ​თია, მა​ინც არა​ვინ და​მი​ჯე​რებს. ვე​რა​ვინ ვერ გაიგებს. თან ვერც
მე ავუხ​სნი წე​სიერად. აი, პირ​ველს შენ გიყ​ვე​ბი. ისე​თი გრძნო​ბა მაქვს, თით​ქოს შე​მიძ​ლია შენ მო​გიყ​ვე.

– არც მე მო​მი​ყო​ლია ვინ​მეს​თვის ასე კარ​გად. შენ პირ​ვე​ლი ხარ. ისე კი სულ ჩუ​მად ვი​ყა​ვი. დე​დამ და მა​მამ
ცო​ტა რამ იცი​ან, მაგ​რამ არა ჩემ​გან. მე ყო​ველ​თვის, სულ პა​ტა​რაობი​დან​ვე მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ჯობ​და სა​ერ​‐
თოდ არა​ვის​თვის არ მო​მე​ყო​ლა ამის შე​სა​ხებ. ინ​სტინ​ქტუ​რად ვგრძნობ​დი...

– კარ​გია, რომ ვუთ​ხა​რით ერ​თმა​ნეთს, – ვთქვი.

– ესე იგი შენც კუ​დიანი ხარ... – თქვა იუკიმ და თი​თე​ბი ჩა​ყო ქვი​შა​ში.

***

უკა​ნა გზა​ზე იუკი სკო​ლა​ზე მიყ​ვე​ბო​და. იმა​ზე, თუ რა სა​ში​ნე​ლე​ბაა სა​გან​მა​ნათ​ლებ​ლო სკო​ლე​ბის სა​შუალო
კლა​სე​ბი.

– ზაფ​ხუ​ლის არ​და​დე​გე​ბის მე​რე სკო​ლა​ში არ დავ​დი​ვარ, – მით​ხრა, – თან იმი​ტომ კი არა, რომ სწავ​ლა მე​ზა​‐
რე​ბა. იმი​ტომ, რომ თვი​თონ იმ ად​გილს ვერ ვი​ტან. ფი​ზი​კუ​რად. მი​ვალ თუ არა სკო​ლა​ში, ისე ცუ​დად ვხდე​ბი,
რომ მა​შინ​ვე გუ​ლი მე​რე​ვა. ყო​ველ​დღე მე​რეოდა გუ​ლი. ამე​რეოდა გუ​ლი და დამ​ცი​ნოდ​ნენ. ყვე​ლა დამ​ცი​ნო​‐
და. მას​წავ​ლებ​ლე​ბიც კი...

– შე​ნი თა​ნაკ​ლა​სე​ლი რომ ვყო​ფი​ლი​ყა​ვი, ასეთ ლა​მაზ გო​გოს არას​დროს არ დავ​ცი​ნებ​დი, – ვთქვი.

ნა​ხე​ვა​რი წუ​თი იუკი ჩუ​მად გაჰ​ყუ​რებ​და ზღვას.

– მაგ​რამ პი​რი​ქი​თაც ხომ ხდე​ბა: იმი​ტომ გა​ღი​ზიანე​ბენ, რომ ლა​მა​ზი ხარ. თან ცნო​ბი​ლი ადა​მიანე​ბის შვი​ლი.
ასე​თებს კი ან ძა​ლი​ან აფა​სე​ბენ, ან ძა​ლი​ან აღი​ზიანე​ბენ. ორი​დან ერ​თი. ჰო​და, მე მეორე ვარ. არა​ვის​თან მე​‐
გობ​რო​ბა არ გა​მომ​დის. სულ და​ძა​ბუ​ლი ვარ. მე ხომ გრძნო​ბე​ბი მუ​დამ დატ​ყვე​ვე​ბუ​ლი უნ​და მქონ​დეს. ასე
არ არის? არა​და, ვე​რა​ვინ ვერ იგებს, რა​ტომ ვარ ასე. სულ რა​ტომ ვკან​კა​ლებ. მე კი ხან​და​ხან ვკან​კა​ლებ, და
ალ​ბათ სვე​ლი იხ​ვი​ვით გა​მო​ვი​ყუ​რე​ბი. ისი​ნიც მა​შინ​ვე მას​ხა​რად მიგ​დე​ბენ. რა სა​ზიზ​ღრო​ბაა! ვერც წარ​მო​‐
იდ​გენ, რა სა​ზიზ​ღრო​ბაა. არ ვი​ცი, სირ​ცხვი​ლის​გან სად და​ვი​მა​ლო. უბ​რა​ლოდ, არ მჯე​რა, რომ შე​იძ​ლე​ბა
ადა​მიანი ასე მო​იქ​ცეს. ისი​ნი ხომ, წარ​მო​იდ​გი​ნე...

ხელ​ში მო​ვიქ​ციე მი​სი ხე​ლი.

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, – ვუთ​ხა​რი, – თავს ნუ გა​მოიტე​ნი ამ სი​სუ​ლე​ლით. სკო​ლა ის ად​გი​ლი არ არის, სა​დაც,
გინ​და თუ არა, უნ​და იარო. თუ არ გინ​და, ჯობს არც იარო. სკო​ლა​ზე მეც მშვე​ნივ​რად ვი​ცი ყვე​ლა​ფე​რი. სა​ში​‐
ნე​ლი ად​გი​ლია. ყვე​ლა სუ​ლე​ლი ცხვირს სწევს, უნი​ჭო მას​წავ​ლებ​ლებს გე​ნიოსე​ბად მო​აქვთ თა​ვი. გუ​ლახ​‐
დი​ლად რომ ვთქვა, ამ მას​წავ​ლებ​ლე​ბის ოთ​ხმო​ცი პრო​ცენ​ტი ან უტ​ვი​ნო იდიოტე​ბი არი​ან, ან სა​დის​ტე​ბი.
ზო​გი​ერ​თი – ერ​თიც და მეორეც. სტრე​სის​გან თავ​გზა ებ​ნე​ვათ და ბავ​შვებ​ზე იყ​რი​ან ჯავრს. სულ რა​ღაც წე​სე​‐
ბი, წვრილ​მა​ნი და სრუ​ლი​ად უაზ​რო. მთე​ლი სწავ​ლე​ბა პრინ​ცი​პით: „ზედ​მე​ტი არა​ფე​რი მო​გი​ვი​დეს“, და კარ​‐
გი ნიშ​ნე​ბიც მხო​ლოდ წარ​მო​სახ​ვის არ​მქო​ნე კრე​ტი​ნებს ხვდე​ბათ... ად​რეც ეგ​რე იყო. ახ​ლაც ზუს​ტად ასეა.
ეს ნა​გა​ვი მუდ​მი​ვად იქ​ნე​ბა.

– შენ რა, მარ​თლა ასე ფიქ​რობ?

– რა თქმა უნ​და. სკო​ლის ნა​გავ​ზე საათო​ბით შე​მიძ​ლია მო​გიყ​ვე.

– მაგ​რამ მა​ინც... ეს ხომ სა​ვალ​დე​ბუ​ლო გა​ნათ​ლე​ბაა.

– ჰო​და, ამა​ზე სხვებ​მა აიტ​კი​ვონ თა​ვი. არა​ვინ არ არის ვალ​დე​ბუ​ლი იაროს იქ, სა​დაც დას​ცი​ნი​ან. არა​ვის წი​‐
ნა​შე არ ხარ ვალ​დე​ბუ​ლი! ყო​ველ​თვის გაქვს უფ​ლე​ბა თქვა: „არ მინ​და“. ად​გე და ხმა​მაღ​ლა გა​ნაც​ხა​დო: „არ
მსურს – და მორ​ჩა!“

– ჰო, მაგ​რამ რა და​მე​მარ​თე​ბა მე​რე, თუ სულ ასე ვი​ლა​პა​რა​კებ?

– რო​ცა ცა​მე​ტი წლის ვი​ყა​ვი, მეც მე​ში​ნო​და ამის, – ვუთ​ხა​რი, – რომ მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ასეც იქ​ნე​ბა. მაგ​რამ
ასე არ იქ​ნე​ბა. ყვე​ლა​ფე​რი რო​გორ​მე და​ლაგ​დე​ბა. არ მო​უნ​დე​ბა და​ლა​გე​ბა? აი, მა​შინ კი​დევ ერ​თხელ და​იწ​‐
ყებ ფიქრს, თუ რო​გორ მო​იქ​ცე. გა​ვა კი​დევ ცო​ტა დრო, გა​იზ​რდე​ბი, შე​გიყ​ვარ​დე​ბა. პა​ტა​რა ლიფს გი​ყი​დი​ან.
და მთე​ლი სამ​ყა​როც სხვა​ნაირი გახ​დე​ბა.

– იდიოტი ხარ! – გა​ცეც​ხლდა იუკი, – რაც შეეხე​ბა ლიფს, დღეს ყვე​ლა ცა​მე​ტი წლის გო​გოს აქვს! ნა​ხე​ვა​რი
საუკუ​ნით ჩა​მორ​ჩი ცხოვ​რე​ბას.

– ოჰო, – გა​მიკ​ვირ​და.

– აჰა, – მო​მიჭ​რა. და დაადას​ტუ​რა თა​ვი​სი დას​კვნა: – ნამ​დვი​ლი იდიოტი!

– სავ​სე​ბით შე​საძ​ლე​ბე​ლი​ა... – მო​ვიფ​ხა​ნე კე​ფა.

იუკიმ გა​მას​წრო და, სიტ​ყვა არ უთ​ქვამს, ისე წა​ვი​და მან​ქა​ნის​კენ.

"},{"head":"24.","content":"

24.

მა​მა​მისს ზედ ზღვას​თან ჰქონ​და კარ-​მიდამო. რო​ცა ჩა​ვე​დით, უკ​ვე ბინ​დდე​ბო​და. ძვე​ლი, კარ​გა მოზ​რდი​ლი
სახ​ლი ხე​ებ​ში ჩაფ​ლუ​ლი​ყო. შე​ნო​ბის ერ​თი მხა​რე და​ვიწ​ყე​ბუ​ლი დრო​ის სტილს ინარ​ჩუ​ნებ​და, რო​ცა სიონა​‐
ნის პლა​ჟი სა​ნა​პი​რო​ზე გა​შე​ნე​ბუ​ლი მდიდ​რუ​ლი ვი​ლე​ბის ზო​ნად ით​ვლე​ბო​და. გა​ზაფ​ხუ​ლის რბილ ბინ​დბუნ​‐
დში ფო​თო​ლიც კი არ ირ​ხეოდა. სა​კუ​რას ტო​ტებს კვირ​ტე​ბი დაჰ​ბე​რო​და. და​იყ​ვა​ვი​ლებს სა​კუ​რა – გა​იშ​ლე​ბა
მაგ​ნო​ლი​ის კო​კო​რი. ეს ბა​ღი აშ​კა​რად ისე იყო მოწ​ყო​ბი​ლი, რომ ფე​რე​ბი​სა და სურ​ნე​ლის შე​ხა​მე​ბით თვა​ლი
მი​გე​დევ​ნე​ბი​ნა, დღი​დან დღემ​დე ნელ-​ნელა რო​გორ ცვლიდ​ნენ ერ​თმა​ნეთს წე​ლი​წა​დის დროები. უბ​რა​ლოდ,
არ მჯე​რო​და, რომ დღეს სად​მე კი​დევ იყო დარ​ჩე​ნი​ლი ასე​თი ად​გი​ლი.

მა​კი​მუ​რას სახლ-​კარი მა​ღა​ლი კედ​ლით იყო შე​მო​ღო​ბი​ლი, ჭიშ​კა​რი კი სა​ხუ​რავს სწვდე​ბო​და – ასე აშე​ნებ​‐
დნენ ძვე​ლად. ალა​ყა​ფის კარ​ზე არა​ბუ​ნებ​რი​ვად თეთ​რი ფირ​ფი​ტა ეკი​და ორი გა​მოკ​ვე​თი​ლი იეროგ​ლი​ფით:
„მა​კი​მუ​რა“. დავ​რე​კეთ. ნა​ხე​ვა​რი წუ​თის შემ​დეგ მა​ღალ​მა, სა​სიამოვ​ნო გა​რეგ​ნო​ბის ოც​და​ხუ​თი წლის მა​მა​‐
კაც​მა, რო​მელ​საც თმა მოკ​ლედ ჰქონ​და შეკ​რე​ჭი​ლი, კა​რი გაგ​ვი​ღო და სახ​ლში შეგ​ვიძ​ღვა. თან გულ​ღი​ად
გვი​ღი​მო​და ხან მე, ხან იუკის. იუკი, ეტ​ყო​ბა, არა​ერ​თხელ ჰყავ​და ნა​ნა​ხი. რბი​ლი, თა​ვა​ზიანი ღი​მი​ლით გო​‐
ტან​დას მა​გო​ნებ​და. თუმ​ცა, მა​ინც უნ​და ვთქვა, რომ გო​ტან​დას უკეთ გა​მოს​დიოდა. ახალ​გაზ​რდა კაც​მა ბი​‐
ლი​კით სახ​ლის უკან წაგ​ვიყ​ვა​ნა და გზად მაც​ნო​ბა, რომ „მაკიმურა-​სანს ყვე​ლა​ფერ​ში ეხ​მა​რე​ბა“.

– დამ​ყავს მან​ქა​ნა, და​მაქვს ხელ​ნა​წე​რე​ბი, ვაგ​რო​ვებ სა​მუ​შაო მა​სა​ლას, გოლ​ფსა და მა​ჯონგს ვე​თა​მა​შე​ბი
სენ​სე​ის, საზ​ღვარ​გა​რეთ დავ​დი​ვარ საქ​მე​ებ​ზე – მოკ​ლედ, ვას​რუ​ლებ ყვე​ლა​ფერს, რაც სა​ჭი​როა! – ამიხ​სნა
მხიარუ​ლად, თუმ​ცა არა​ფე​რი მი​კით​ხავს, – რო​გორც ად​რე ამ​ბობ​დნენ, „ოს​ტა​ტის შე​გირ​დი“...

– ა-​ა... – მხო​ლოდ ეს ვთქვი.

„ა​რა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი“, სა​ხე​ზე ეწე​რა იუკის, მაგ​რამ არა​ფე​რი უთ​ქვამს. თუმ​ცა უკ​ვე მივ​ხვდი: თუ სა​‐
ჭი​რო გახ​დე​ბა, ჯი​ბე​ში არ ჩაძ​ვრე​ბა სიტ​ყვის​თვის.

მა​კი​მუ​რა გოლ​ფით ერ​თო​ბო​და სახ​ლის უკან, ბაღ​ში. ფიჭ​ვებს შო​რის, მის წინ, მწვა​ნე ბა​დე ეკი​და, შუაში
თეთ​რი სა​მიზ​ნით, საითაც მთე​ლი ძა​ლით ურ​ტყამ​და ბურ​თებს. ყვან​ჯი მკვეთ​რი სტვე​ნით აიჭ​რე​ბო​და ჰა​ერ​ში
– წიუ-უ! – თით​ქოს შუაზე აპობ​და ცას და მხარ​ზე​მოთ ირინ​დე​ბო​და. ამ​ქვეყ​ნად ჩემ​თვის ერთ-​ერთი ყვე​ლა​ზე
სა​ძულ​ვე​ლი ხმა. ყო​ველ​თვის, რო​ცა კი გა​ვი​გო​ნებ, სა​ში​ნე​ლი სევ​და და ნაღ​ვე​ლი მე​რე​ვა. ნე​ტავ რა​ტომ? ალ​‐
ბათ ამო​ჩე​მე​ბის ბრა​ლია. უბ​რა​ლოდ, ყო​ველ​გვა​რი მი​ზე​ზის გა​რე​შე, ვერ ვი​ტან გოლფს, რო​გორც სპორტს.
სულ ეს არის.

რო​გორც კი სტუმ​რე​ბი შე​ნიშ​ნა, მა​კი​მუ​რა შე​მობ​რუნ​და და ყვან​ჯი და​უშ​ვა. მე​რე პირ​სა​ხო​ცი აიღო, გულ​მოდ​‐
გი​ნედ მო​იწ​მინ​და სა​ხი​დან ოფ​ლი და იუკის მი​მარ​თა:

– ჩა​მოხ​ვე​დი? კარ​გი​ა...

იუკიმ ისე და​ჭი​რა თა​ვი, თით​ქოს ვერ გაიგო​ნა. სად​ღაც გან​ზე გაიხე​და, ჯი​ბი​დან სა​ღე​ჭი რე​ზი​ნი ამოიღო,
გახ​სნა, პირ​ში ჩაიდო და გა​მაყ​რუებე​ლი ხმაურით და​იწ​ყო ღეჭ​ვა. ქა​ღალ​დი, რო​მელ​შიც კე​ვი იყო გახ​ვეული,
და​ამ​რგვა​ლა და ფი​კუ​სის უახ​ლო​ეს ქო​თან​ში მო​ის​რო​ლა.

– იქ​ნებ მო​მე​სალ​მო მა​ინც, – თქვა მა​კი​მუ​რა სენ​სე​იმ.

– გა-​მარ-ჯობა... – გა​მოც​რა კბი​ლებ​ში იუკიმ, და​იჭ​ყა​ნა და ჟა​კე​ტის ჯი​ბე​ებ​ში წა​ყო მუშ​ტე​ბი.

– ეი! ლუ​დი მოგ​ვი​ტა​ნე! – შე​უღ​რი​ნა მა​კი​მუ​რა სენ​სე​იმ შე​გირდს.

– ახ​ლა​ვე! – გაწ​ვრთნი​ლი ხმით თქვა და სახ​ლში გა​იქ​ცა. მა​კი​მუ​რა სენ​სე​იმ ხმა​მაღ​ლა ჩა​ახ​ვე​ლა, ბა​რა​‐
ქიანად გა​დააფურ​თხა მი​წა​ზე და ისევ მო​იწ​მინ​და სა​ხე პირ​სა​ხო​ცით. ერ​თხანს ასე იდ​გა, არ იმ​ჩნევ​და ჩე​მი
არ​სე​ბო​ბის ფაქტს და სა​მიზ​ნი​ან ბა​დეს გას​ცქე​რო​და. მე ხავ​სმო​დე​ბულ ქვებს ვათ​ვა​ლიერებ​დი.

რაც დრო გა​დიოდა, მით უფ​რო ხე​ლოვ​ნუ​რი და უაზ​რო მეჩ​ვე​ნე​ბო​და სი​ტუაცია. საქ​მე მარ​ტო ის არ იყო, სად
რა ვერ აეწ​ყო ან ვი​სი ბრა​ლი იყო. უბ​რა​ლოდ, ეს ყვე​ლა​ფე​რი რა​ღაც პა​რო​დი​ას ჰგავ​და. თით​ქოს ყვე​ლა გულ​‐
მოდ​გი​ნედ ას​რუ​ლებ​და მი​ცე​მულ როლს. მას​წავ​ლე​ბე​ლი და მოს​წავ​ლე... ღმერ​თმა​ნი, გო​ტან​და ხელ​ქვეითის
როლ​ში უფ​რო ელე​გან​ტუ​რი იქ​ნე​ბო​და. თუნ​დაც არც ასე​თი გრძე​ლი ფე​ხე​ბით.

– გა​ვი​გე, იუკის დახ​მა​რე​ბი​ხარ, – უცებ მო​მიბ​რუნ​და სენ​სე​ი.

– ისე​თი არა​ფე​რი, – მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე, – ერ​თად ჩავ​სხე​დით თვით​მფრი​ნავ​ში, ერ​თად დავ​ბრუნ​დით ტო​კიოში,
სულ ეს არის. გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი არა​ფე​რი. აი, თქვენ კი დი​დი მად​ლო​ბა პო​ლი​ცი​ას​თან და​კავ​ში​რე​ბით. და​ვა​‐
ლე​ბუ​ლი ვარ...

– ა-ა, ეს... ჰო, არა​ფე​რია. ჩათ​ვა​ლე, რომ ბა​რი​ბარ​ში ვართ. ქა​ლიშ​ვილ​მა მთხო​ვა, მე გა​ვა​კე​თე, გინდ მე მო​‐
მენ​დო​მე​ბი​ნა. ნუ დაიძა​ბე​ბი. პო​ლი​ცი​ას ვერ ვი​ტან, თა​ვის დრო​ზე მეც ვიწ​ვნიე. მეც ხომ ვი​ყა​ვი იქ, პარ​ლა​მენ​‐
ტთან, სა​მოც​ში, რო​ცა მი​ტი​კო კან​ბა დაიღუ​პა... რა დრო გა​ვი​და...

ამ სიტ​ყვე​ბით დაიხა​რა, მი​წი​დან ყვან​ჯი აიღო, თან ნე​ლა იკა​კუ​ნებ​და ფეხ​ზე, თან მათ​ვა​ლიერებ​და. ჯერ სა​‐
ხე, მე​რე ფე​ხე​ბი, მე​რე ისევ სა​ხე. თით​ქოს იმის გა​გე​ბა უნ​დო​და, რო​გორ ურ​თი​ერ​თმოქ​მე​დე​ბენ ჩე​მი სა​ხე და
ფე​ხე​ბი.

– ოდეს​ღაც ადა​მიანებს კარ​გად ეს​მო​დათ, რა არის სა​მარ​თლიანო​ბა და რა – არა, – თქვა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ.

ზან​ტად და​ვუქ​ნიე თა​ვი.

– გოლფს თა​მა​შობ? – მკით​ხა.

– არა, – ვუ​პა​სუ​ხე.

– არ გიყ​ვარს?

– არ ვი​ცი, მიყ​ვარს თუ არა, არას​დროს მიც​დი​ა.

გაიცი​ნა.

– ასე არ ხდე​ბა, რომ ადა​მიანებ​მა არ იცოდ​ნენ, უყ​ვართ თუ არა გოლ​ფი. მათ უმე​ტე​სო​ბას, ვი​საც გოლ​ფი არ
უთა​მა​შია, არ უყ​ვარს. უბ​რა​ლოდ, არ ამ​ჟღავ​ნე​ბენ. ასე რომ, შე​გიძ​ლია გუ​ლახ​დი​ლად თქვა. შე​ნი აზ​რი მა​ინ​‐
ტე​რე​სებს.

– თუ გუ​ლახ​დი​ლად ვიტ​ყვი, არ მიყ​ვარს, – ვუთ​ხა​რი პა​ტი​ოს​ნად.

– რა​ტომ?

– რო​გორ ვთქვა... რა​ტომ​ღაც მგო​ნია, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი გარ​შე​მომ​ყოფ​თა გა​სა​სუ​ლე​ლებ​ლად კეთ​დე​ბა, –


ვუ​პა​სუ​ხე, – მთე​ლი ეს გა​დაპ​რან​ჭუ​ლი აღ​კაზ​მუ​ლო​ბა – პომ​პე​ზუ​რი ყვან​ჯე​ბი, ური​კე​ბი, ალ​მე​ბი, კოს​ტიუმე​ბი,
ფეხ​საც​მე​ლი. მთე​ლი ეს ჩა​ცუც​ქე​ბე​ბი ბა​ლახ​ზე მო​ჭუ​ტუ​ლი თვა​ლე​ბით და დაც​ქვე​ტი​ლი ყუ​რე​ბით... აი, ამი​‐
ტომ არ მიყ​ვარს.

– დაც​ქვე​ტი​ლი ყუ​რე​ბით? – კით​ხვა და​მიბ​რუ​ნა გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა.

– ხა​ტოვ​ნად ვთქვი. კონ​კრე​ტუ​ლი აზ​რის გა​რე​შე. მხო​ლოდ იმის თქმა მინ​და, რომ გოლ​ფის მთე​ლი ეს ან​ტუ​‐
რა​ჟი ნერ​ვებს მიშ​ლის. რაც შეეხე​ბა „დაც​ქვე​ტილ ყუ​რებს“, უბ​რა​ლოდ ხუმ​რო​ბაა, – ავუხ​სე​ნი.

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა ისევ შე​მო​მაც​ქერ​და ცა​რიელი თვა​ლე​ბით.

– ცო​ტა უც​ნაური ხარ, არა? – მკით​ხა.

– არა, უც​ნაური არა, სრუ​ლი​ად ჩვეულებ​რი​ვი. ოღონდ ხუმ​რო​ბა არ გა​მომ​დის.

რო​გორც იქ​ნა, შე​გირ​დმა ლან​გრით ორი ბოთ​ლი ლუ​დი და წყვი​ლი ჭი​ქა მოიტა​ნა. ბოთ​ლე​ბი გახ​სნა და ჭი​ქებ​‐
ში და​ას​ხა. მე​რე კი გა​იქ​ცა – ისე​ვე სწრა​ფად, რო​გორც ცო​ტა ხნის წინ.

– კარ​გი, მო​დი, დავ​ლი​ოთ, – თქვა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ და ჩა​მოჯ​და.

– გა​გი​მარ​ჯოთ, – ვთქვი და ლუ​დი მოვ​სვი. ყე​ლი გამ​შრა​ლი მქონ​და და ლუ​დიც სა​ოც​რად გემ​რიელი მეჩ​ვე​ნა.
მაგ​რამ სა​ჭეს​თან ვი​ჯე​ქი და გა​დავ​წყვი​ტე, ბევ​რი არ და​მე​ლია. ერ​თი ჭი​ქაც საკ​მა​რი​სი​ა.

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას ზუს​ტი ასა​კი არ ვი​ცო​დი, მაგ​რამ ორ​მოც​და​ხუთ​ზე ნაკ​ლე​ბის არ უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. სა​‐
შუალო ტა​ნის იყო, მაგ​რამ ძლიერი აღ​ნა​გო​ბის გა​მო იმა​ზე დი​დი ჩან​და, ვიდ​რე სი​ნამ​დვი​ლე​ში იყო. გა​ნიერი
მხრე​ბი, მსხვი​ლი მკლა​ვე​ბი და სქე​ლი კი​სე​რი. კი​სე​რი ალ​ბათ მე​ტის​მე​ტად სქე​ლიც ჰქონ​და. ასე რომ არ ყო​‐
ფი​ლი​ყო, სპორ​ტუ​ლი აღ​ნა​გო​ბის მა​მა​კაცს და​ემ​სგავ​სე​ბო​და, თუმ​ცა ორ​მა​გი ნი​კა​პი და წყეული ნა​კე​ცე​ბი
ყელ​ზე აშ​კა​რად მეტ​ყვე​ლებ​დნენ ცხოვ​რე​ბის არა​ჯან​საღ წეს​ზე, რომ​ლი​თაც მრა​ვა​ლი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში
ცხოვ​რობ​და ეს ადა​მიანი. და ახ​ლა, რამ​დე​ნიც არ უნ​და იქ​ნი​ოს გოლ​ფის ყვან​ჯი, ამას ვე​ღარ​სად გა​ექ​ცე​ვა.
წლებს თა​ვი​სი მი​აქვს. ფო​ტო​ებ​ზე, რომ​ლე​ბიც დი​დი ხნის წინ მქონ​და ნა​ნა​ხი, ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა ტა​ნა​დი
ახალ​გაზ​რდა კა​ცი იყო გამ​ჭრიახი თვა​ლე​ბით. ლა​მაზს ვერ იტ​ყო​დი, მაგ​რამ მას​ში რა​ღაც იზი​დავ​და მზე​რას,
ის, რაც პროგ​რე​სულ მწე​რალს ჰპირ​დე​ბო​და ქვე​ყა​ნას, ისეთს, რო​გო​რიც სულ მა​ლე უნ​და გამ​ხდა​რი​ყო. რო​‐
დის იყო ეს? თხუთ​მე​ტი, თექ​ვსმე​ტი წლის წი​ნათ? მის თვა​ლებ​ში ისევ იდ​გა ძვე​ლი შორ​სმჭვრე​ტე​ლო​ბა. დრო​‐
დად​რო ეს თვა​ლე​ბი ლა​მა​ზიც კი მო​გეჩ​ვე​ნე​ბო​და, იმის მი​ხედ​ვით, თუ რო​გორ ეცე​მო​და სი​ნათ​ლე, რო​გო​რი
კუთ​ხით უყუ​რებ​დი. თმა მოკ​ლედ შეკ​რე​ჭი​ლი, ჭა​ღა​რა​შე​რეული. და​ბინ​დუ​ლი მზე​რა – ალ​ბათ გოლ​ფის ხში​რი
თა​მა​შის გა​მო – სა​სიამოვ​ნოდ ეხა​მე​ბო​და Lacoste-ს ღვი​ნის​ფერ პო​ლოს. ორი​ვე ღი​ლი ყელ​ზე, ცხა​დია, გახ​სნი​‐
ლია. მე​ტის​მე​ტად სქე​ლი კი​სე​რი. ლაცოსტე-ს ღვი​ნის​ფე​რი პო​ლოები სა​ერ​თოდ იშ​ვიათად ად​გას ვინ​მეს
კარ​გად. წვრილ​კის​რიანე​ბი მას​ში გა​პუ​ტულ წი​წი​ლებს ჰგვა​ნან, სქელ კის​რებს კი ისე უჭე​რენ, თით​ქოს დახ​‐
რჩო​ბას უპი​რე​ბენ. ცო​ტა ვინ​მე თუ ახერ​ხებს იდე​ალ​თან დამ​თხვე​ვას. თუმ​ცა ჩვე​ნი ძმა გო​ტან​და, ცხა​დია,
აქაც ასი პრო​ცენ​ტით და​ემ​თხვეოდა... ჰეი. შეწ​ყვი​ტე. მორ​ჩი ფიქრს გო​ტან​და​ზე!

– გა​ვი​გე, რა​ღა​ცას წერ, – მით​ხრა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ.

– წე​რას ვერ და​ვარ​ქმევ​დი, – ვუ​პა​სუ​ხე, – ტექ​სტებს ვად​გენ, სა​რეკ​ლა​მო პაუზებს ვავ​სებ. ნე​ბის​მი​ერ რა​მე​ზე.
მთა​ვა​რია ტექ​სტი იყოს – აზრს არა აქვს მნიშ​ვნე​ლო​ბა. ვი​ღა​ცამ ხომ უნ​და და​წე​როს ასე​თიც. ჰო​და, ვწერ.
გინდ ქარ​ბუქ​ში ნამ​ქე​რი გი​ქე​ქია. კულ​ტუ​რო​ლო​გიური ნამ​ქე​რი...

– ნამ​ქერს ქე​ქავ? – გაიმეორა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ და ცე​რად და​ხე​და გოლ​ფის ყვანჯს ფე​ხებ​თან, – სა​ინ​ტე​რე​‐
სო გა​მოთ​ქმა​ა...
– გმად​ლობთ, – ვუთ​ხა​რი.

– გიყ​ვარს ტექ​სტე​ბის წე​რა?

– ის, რა​საც ახ​ლა ვწერ, არ შე​იძ​ლე​ბა გიყ​ვარ​დეს ან არ გიყ​ვარ​დეს. ისე​თი მას​შტა​ბის სა​მუ​შაო არ არის. თუმ​‐
ცა, ცხა​დია, მაქვს ნამ​ქე​რის ქექ​ვის ეფექ​ტუ​რი ხერ​ხი. ჩე​მი პა​ტა​რა ეშ​მა​კო​ბე​ბი, ნოუ-​ჰაუ, სტი​ლი. თუ გნე​‐
ბავთ, და​ძაბ​ვის სა​კუ​თა​რი მა​ნე​რა. ასე​თი რა​ღა​ცე​ბის მი​მართ, შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, უსიამოვ​ნო შეგ​რძნე​ბა არ
მაქვს.

– ძა​ლი​ან ზუს​ტი პა​სუ​ხია! – რა​ღაც ინ​ტე​რე​სი​თაც კი შე​მა​ქო.

– ასეთ პრი​მი​ტი​ულ დო​ნე​ზე ეს რთუ​ლი არ არის.

– ჰო-​ო... – გა​წე​ლა. და თხუთ​მე​ტიოდე წა​მით გა​ჩუმ​და, – აი, ეს გა​მოთ​ქმა – „ნამ​ქე​რის ქექ​ვა“ – შენ მოიგო​ნე?

– ჰო... თუ არ ვცდე​ბი, – მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე.

– წი​ნა​აღ​მდე​გი ხომ არ იქ​ნე​ბი, სად​მე რომ გა​მო​ვი​ყე​ნო? „ნამ​ქერს ვქე​ქავ“, ჰმ... სა​ინ​ტე​რე​სო გა​მოთ​ქმაა.
„კულ​ტუ​რო​ლო​გი​ურ ნამ​ქერს ვქე​ქავ“...

– რო​გორც გე​ნე​ბოთ. სა​ავ​ტო​რო უფ​ლე​ბის​თვის არ ვი​და​ვებ.

– ვხვდე​ბი, რა​საც გუ​ლის​ხმობ, – თქვა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ და ყუ​რის ბი​ბი​ლო მო​იფ​ხა​ნა, – დრო​დად​რო მეც
ვგრძნობ, თუ რა პა​ტა​რა აზ​რია ამა​ში, რა​საც დრო​დად​რო ვწერ. დრო​დად​რო... ად​რე ასე არ იყო. ად​რე სამ​ყა​‐
რო გა​ცი​ლე​ბით პა​ტა​რა იყო. ყვე​ლაფ​რის შე​ნარ​ჩუ​ნე​ბა შე​გეძ​ლო. ზუს​ტად იცო​დი, თუ კონ​კრე​ტუ​ლად რას
აკე​თებ​დი. და რა სჭირ​დე​ბო​დათ გარ​შე​მომ​ყოფ ადა​მიანებს. მას​მე​დია არ იყო ასე​თი გი​გან​ტუ​რი კლოაკა. ერ​‐
თი პა​ტა​რა სო​ფე​ლი ვი​ყა​ვით. და ერ​თმა​ნეთს სა​ხე​ზე ვცნობ​დით...

ჭი​ქა გა​მო​ცა​ლა. თა​ვის​თვი​საც და​ის​ხა და მეც და​მის​ხა. ხე​ლე​ბი გა​ვა​სავ​სა​ვე, მაგ​რამ ყუ​რად​ღე​ბაც არ მი​უქ​‐
ცე​ვია.

– ახ​ლა კი ყვე​ლა​ფე​რი სხვა​ნაირა​დაა! აღარ არ​სე​ბობს სი​კე​თი​სა და ბო​რო​ტე​ბის ცნე​ბა. არა​ვის არა აქვს წარ​‐
მოდ​გე​ნა, რა არის კარ​გი და რა – ცუ​დი. სა​ერ​თოდ არა​ვის! ყვე​ლა მხო​ლოდ იმა​ში იქე​ქე​ბა, რა​საც ცხვირ​წინ
ხე​დავს. ქარ​ბუქ​ში იქე​ქე​ბი​ან, ნამ​ქერ​ში... აი, ზუს​ტად ასე. უკეთ ვერც იტ​ყვი.

ისევ გა​უშ​ტე​რა თვა​ლი მწვა​ნე ბა​დეს ფიჭ​ვებს შო​რის. ბა​ლახ​ში თეთ​რად მო​ჩან​და მი​ტო​ვე​ბუ​ლი ბურ​თე​ბი,
ოც​დაათი ცა​ლი მა​ინც იქ​ნე​ბო​და.

კი​დევ მოვ​სვი ლუ​დი.

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა ჩუ​მად იყო, ფიქ​რობ​და, კი​დევ რა ეთ​ქვა. დრო კი გა​დიოდა. მაგ​რამ ეს სულ არ აღელ​ვებ​და.
შეჩ​ვეული იყო, რომ ყვე​ლა თვა​ლებ​ში შეჰ​ყუ​რებ​და და მის თი​თოეულ სიტ​ყვას იწერ​და. სხვა გზა არ იყო – გა​‐
დავ​წყვი​ტე, მეც მო​მე​ცა​და, სა​ნამ კი​დევ რა​მეს იტ​ყო​და. ის კი ისევ იწიწ​კნი​და ყუ​რის ბი​ბი​ლოს.
– ძა​ლი​ან შე​გეჩ​ვია ჩე​მი ქა​ლიშ​ვი​ლი, – თქვა ბო​ლოს ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ, – ის კი პირ​ვე​ლი​ვე შემ​ხვედრს არ
ეწე​ბე​ბა. უფ​რო ზუს​ტად, არა​ვი​საც არ ეწე​ბე​ბა. რო​ცა ჩემ​თა​ნაა, ხმას ვერ ამოაღე​ბი​ნებ. დე​დას​თა​ნაც თევ​ზი​‐
ვით ჩუ​მად არის. თუმ​ცა დე​დას პა​ტივს მა​ინც სცემს. აი, მე კი არ მცემს პა​ტივს. სრუ​ლე​ბით. არაფ​რად მი​ვაჩ​‐
ნი​ვარ. მე​გობ​რე​ბი არ ჰყავს. უკ​ვე რამ​დე​ნი​მე თვეა, სკო​ლა​ში არ და​დის. მთე​ლი დღე სახ​ლში ზის და მუ​სი​კას
უს​მენს, ისე ხმა​მაღ​ლა, ლა​მის კედ​ლე​ბი და​ან​გრი​ოს. შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, ძნე​ლად აღ​საზ​რდე​ლი ბავ​შვი​ა... ჰო,
ამას​ვე ამ​ბობს მი​სი სახ​ლის მას​წავ​ლე​ბე​ლიც. გარ​შე​მომ​ყო​ფე​ბი​დან ვე​რა​ვის ეგუება. აი, შენ კი შე​გეჩ​ვია. რა​‐
ტომ?

– რა​ტომ? – გა​ვი​მეორე.

– ხა​სიათე​ბი და​ემ​თხვა?

– შე​იძ​ლე​ბა ასეც არის...

– რას ფიქ​რობ ჩემს ქა​ლიშ​ვილ​ზე?

სა​ნამ ვუ​პა​სუ​ხებ​დი, ცო​ტა ხნით დავ​ფიქ​რდი. უც​ნაური გრძნო​ბა მქონ​და, თით​ქოს ტი​ლიანო​ბა​ზე მა​მოწ​მებ​‐
დნენ. მგო​ნი ჯო​ბია, გუ​ლახ​დი​ლი ვი​ყო.

– რთუ​ლი ასა​კია. ესე იგი ის თა​ვის​თა​ვად რთუ​ლია, ამ შემ​თხვე​ვა​ში კი ოჯა​ხუ​რი ვი​თა​რე​ბაც სა​ში​ნე​ლია. სა​‐
ბო​ლო​ოდ ყვე​ლა​ფე​რი ისე რთუ​ლა​დაა, რომ გა​მოს​წო​რე​ბა თით​ქმის შე​უძ​ლე​ბე​ლია. მით უფ​რო, რომ ამა​ზე
არა​ვინ ზრუ​ნავს. არა​ვის არ სურს, თა​ვის თავ​ზე აიღოს პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბა. ხმის გამ​ცე​მი არ ჰყავს. ვე​რა​ვის
ეუბ​ნე​ბა იმას, რაც გულ​ში და​უგ​როვ​და. ძა​ლი​ან სწყინს და სტკი​ვა. მაგ​რამ არა​ვი​ნაა, ვინც ამ ტკი​ვილს გაუყუ​‐
ჩებს. მე​ტის​მე​ტად სა​ხელ​გან​თქმუ​ლი მშობ​ლე​ბი ჰყავს. მე​ტის​მე​ტად ლა​მა​ზია. მე​ტის​მე​ტად დი​დი პრობ​ლე​მე​‐
ბი აწევს სუსტ მხრებ​ზე. და​მა​ტე​ბით კი​დევ ფსი​ქი​კის ზო​გი​ერ​თი თა​ვი​სე​ბუ​რე​ბა... ასე ვთქვათ, ზემ​გრძნო​‐
ბიარო​ბა. მოკ​ლედ, იუკი რა​ღა​ცით გან​სხვავ​დე​ბა და​ნარ​ჩე​ნე​ბის​გან. მაგ​რამ ძა​ლი​ან გუ​ლახ​დი​ლი ბავ​შვია.
ვფიქ​რობ, ვინ​მეს რომ ეცა​ლოს მის​თვის, კარგ ადა​მიანად გა​იზ​რდე​ბო​და.

– მაგ​რამ არა​ვის არ სცა​ლია მის​თვის...

– გა​მო​დის, რომ ასე​ა.

მა​კი​მუ​რამ ღრმად ამოიოხ​რა. მე​რე ყუ​რის ბი​ბი​ლოს გა​უშ​ვა ხე​ლი და თი​თის წვე​რებს და​უწ​ყო თვა​ლიერე​ბა.

– ჰო, ყვე​ლა​ფე​რი ასეა. ყვე​ლა​ფერს სწო​რად ამ​ბობ... თვი​თო​ნაც ვხე​დავ ამას – მაგ​რამ არაფ​რის გა​კე​თე​ბა არ
შე​მიძ​ლია. ხე​ლე​ბი შეკ​რუ​ლი მაქვს. ჯერ ერ​თი, რო​ცა ცოლს ვეყ​რე​ბო​დი, პი​რო​ბე​ბი წა​მო​მი​ყე​ნა: არ ჩავ​‐
რეული​ყა​ვი ქა​ლიშ​ვი​ლის ცხოვ​რე​ბა​ში. გან​ქორ​წი​ნე​ბის დო​კუ​მენ​ტებ​ში ახ​ლა ასე წე​რია. კრინ​ტიც ვერ დავ​ძა​‐
რი. მა​შინ გო​გო​ებ​ში დავ​რბო​დი. რო​ცა თვი​თონ თა​ვი ნეხ​ვში გაქვს წა​ყო​ფი​ლი, პრო​ტესტს რო​გორ გა​ნაც​ხა​‐
დებ? წარ​მო​იდ​გი​ნე, თუნ​დაც მხო​ლოდ იმის​თვის, რომ იუკი აქ მო​სუ​ლი​ყო, ამეს​თვის უნ​და მეთ​ხო​ვა ნე​ბარ​‐
თვა... ღმერ​თო, რა სა​ხე​ლე​ბია – ამე, იუკი... მოკ​ლედ, აი ასე გა​მო​ვი​და. და მეორეც, უკ​ვე გით​ხა​რი: იუკი სულ
არ არის ჩემ​თან ყოფ​ნას შეჩ​ვეული. რაც არ უნ​და ვუთ​ხრა, ყურ​საც არ შეიბერ​ტყავს. და, სა​ერ​თო​დაც, რო​‐
გორც მა​მა, გან​ზე აღ​მოვ​ჩნდი. თუმ​ცა ჩე​მი ქა​ლიშ​ვი​ლი მიყ​ვარს. ერ​თა​დერ​თი შვი​ლია, რაც არ უნ​და იყოს.
ოღონდ ვე​რაფ​რით ვერ ვეხ​მა​რე​ბი. ხელ-​ფეხი მაქვს შეკ​რუ​ლი. ვერ ვწვდე​ბი...

და ისევ მწვა​ნე ბა​დეს მი​აშ​ტერ​და ფიჭ​ვებს შო​რის. უფ​რო ჩა​მობ​ნელ​და. მხო​ლოდ გოლ​ფის ბურ​თე​ბი ჩან​და
თეთ​რად ბა​ლახ​ში, თით​ქოს ვი​ღა​ცას მდე​ლო​ზე მთე​ლი კა​ლა​თა კან​ჭის ძვლე​ბი მი​მო​ებ​ნი​ა.
– მაგ​რამ ხომ გეს​მით, რომ ასე გაგ​რძე​ლე​ბა აღარ შე​იძ​ლე​ბა! – ვუთ​ხა​რი, – დე​და​მი​სი სა​მუ​შაოშია ჩაფ​ლუ​ლი,
მთელ ქვე​ყა​ნას არის მო​დე​ბუ​ლი, შვილ​ზე სა​ფიქ​რე​ლად არ სცა​ლია. ეს ბავ​შვიც ხან სად დაავიწ​ყდე​ბა და ხან
სად. უფუ​ლოდ ტო​ვებს ჰო​კაიდო​ზე, ოტელ​ში, და მხო​ლოდ სა​მი დღის შემ​დეგ ახ​სენ​დე​ბა. სა​მი დღე! ბავ​შვი
რო​გორ​ღაც ბრუნ​დე​ბა ტო​კიოში, ფეხ​მო​უც​ვლე​ლად ზის ბი​ნა​ში მარ​ტო, დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე უს​მენს როკს
და ღვეზ​ლე​ბი​თა და „მაკ​დო​ნალ​დსის“ ათა​სი ნაგ​ვით იკ​ვე​ბე​ბა. სკო​ლა​ში არ და​დის. მე​გობ​რე​ბი არ ჰყავს.
ასეთ სი​ტუაცი​ას, საიდა​ნაც არ უნ​და შე​ხე​დო, ნორ​მა​ლურს ვერ და​არ​ქმევ. არ ვი​ცი... თქვენ, რა თქმა უნ​და,
უფ​ლე​ბა გაქვთ მით​ხრათ: სხვის ოჯახ​ში ცხვირს რას ჰყოფ, შე​ნი რჩე​ვე​ბის გა​რე​შეც იოლად გა​ვალ​თო.
ოღონდ ამით ის უკეთ ვერ იგ​რძნობს თავს. იქ​ნებ მე​ტის​მე​ტად პრაგ​მა​ტუ​ლად ვმსჯე​ლობ, ან მე​ტის​მე​ტად რა​‐
ციონა​ლუ​რად, ან ვირ​ზე შემ​ჯდა​რი სა​შუალო კლა​სის პო​ზი​ციიდან?

– არა, რა თქმა უნ​და. ასი პრო​ცენ​ტით მარ​თა​ლი ხარ, – თქვა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ და ნე​ლა და​აქ​ნია თა​ვი, – ყვე​‐
ლა​ფე​რი ასეა. ვე​რა​ფერ​ში ვერ შე​გე​წი​ნა​აღ​მდე​გე​ბი. ორა​სი პრო​ცენ​ტი​თაც კი მარ​თა​ლი ხარ. სწო​რედ ამი​ტომ
მინ​დო​და რჩე​ვა მე​კით​ხა. ამი​ტომ დაგ​პა​ტი​ჟე.

ცუ​დი წი​ნათ​გრძნო​ბა და​მე​უფ​ლა. ცხე​ნი დაეცა. ინ​დიელე​ბი აღარ უბ​რა​ხუ​ნე​ბენ თა​ვი​ანთ ტამ​ტა​მებს. მე​ტის​‐
მე​ტი სი​ჩუ​მე​ა... თი​თე​ბით სა​ფეთ​ქლე​ბი მო​ვის​რი​სე.

– აი, რა მინ​და გით​ხრა. შენ, ყმაწ​ვი​ლო, კარ​გი იქ​ნე​ბო​და, ამ უახ​ლო​ეს ხა​ნებ​ში მი​გე​ხე​და იუკის​თვის, – თქვა, –
სა​ერ​თოდ, მა​ინ​ცდა​მა​ინც დი​დი მი​ხედ​ვა არ სჭირ​დე​ბა. უბ​რა​ლოდ, დრო​დად​რო შეხ​ვდი, სულ ეს არის. ყო​‐
ველ​დღე ორი-​სამი საათი. სად​მე წა​დით, ერ​თად ჭა​მეთ რა​მე ნორ​მა​ლუ​რი. ეს სრუ​ლი​ად საკ​მა​რი​სია. ამის​‐
თვის გა​და​გიხ​დი. რო​გორც რე​პე​ტი​ტორს. იმ გან​სხვა​ვე​ბით, რომ არა​ვის მე​ცა​დი​ნეობა არ დაგ​ჭირ​დე​ბა. არ ვი​‐
ცი, რამ​დენს შოულობ, მაგ​რამ, ვფიქ​რობ, და​ახ​ლოებით იმ​დე​ნის გა​დახ​და შე​მიძ​ლია. და​ნარ​ჩე​ნი დრო – რაც
გინ​და აკე​თე. მხო​ლოდ ორი საათი იყა​ვი მას​თან. რას იტ​ყვი, სა​ინ​ტე​რე​სო წი​ნა​და​დე​ბაა? ამეს​თა​ნაც უკ​ვე
ყვე​ლა​ფე​რი გა​ვარ​კვიე ტე​ლე​ფო​ნით. ის ახ​ლა ჰა​ვაიზეა. ფო​ტო​ებს იღებს. მე მხო​ლოდ იდეა შევ​თა​ვა​ზე. მა​‐
შინ​ვე დამ​თან​ხმდა: მარ​თლა კარ​გი იქ​ნე​ბა ვთხო​ვო​თო... ისიც ხომ თა​ვი​სე​ბუ​რად ღე​ლავს იუკი​ზე. უბ​რა​‐
ლოდ, ცო​ტა ვერ არის. ნერ​ვე​ბი არ უვარ​გა. მაგ​რამ სა​ში​ნე​ლი ტა​ლან​ტია! ამი​ტო​მაც დრო​დად​რო ეხ​დე​ბა ტვი​‐
ნი, რო​გორც ორ​თქლის ქვაბს სა​ხუ​რა​ვი. და მა​შინ ყვე​ლა​ფე​რი ავიწ​ყდე​ბა ამ​ქვეყ​ნად. არ​ცერ​თი რეალუ​რი
პრობ​ლე​მის გა​დაწ​ყვე​ტა არ შე​უძ​ლია. გამ​რავ​ლე​ბის ტა​ბუ​ლა რა არის, იმა​საც ვერ ერე​ვა...

– არ მეს​მის, – ვთქვი უხა​ლი​სო ღი​მი​ლით, – თქვენ რა, ვე​რა​ფერს ვერ ხე​დავთ? გო​გო​ნას მშობ​ლიური სიყ​ვა​‐
რუ​ლი სჭირ​დე​ბა. იმის რწმე​ნა, რომ ვი​ღა​ცას მთე​ლი გუ​ლით უყ​ვარს, სრუ​ლი​ად უან​გა​როდ. ამას მე ვე​რას​‐
დროს ვერ შევ​ძლებ. ეს მხო​ლოდ მშობ​ლებს შე​უძ​ლი​ათ. აი, რა უნ​და შე​იგ​ნოთ ძა​ლი​ან მკა​ფი​ოდ თქვენც და
თქვენ​მა მე​უღ​ლე​მაც. ეს ერ​თი. და მეორეც: მი​სი ასა​კის გო​გო​ნებს აუცი​ლებ​ლად სჭირ​დე​ბათ თა​ვი​სი ასა​კი​‐
სა და სქე​სის მე​გობ​რე​ბი. აი, ასე​თი მე​გო​ბა​რი რომ ჰყავ​დეს, გა​ცი​ლე​ბით გაუად​ვილ​დე​ბო​და. მე კი მა​მა​კა​ცი
ვარ, თა​ნაც მას​ზე გა​ცი​ლე​ბით უფ​რო​სი. გარ​და ამი​სა, არც თქვენ და არც თქვენ​მა მე​უღ​ლემ არა​ფე​რი იცით
ჩემ შე​სა​ხებ. ცა​მე​ტი წლის გო​გო​ნა რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით უკ​ვე ქა​ლია. ძა​ლი​ან ლა​მა​ზი, და თან არას​ტა​ბი​‐
ლუ​რი ფსი​ქი​კით. რო​გორ უნ​და ან​დოთ ასე​თი ბავ​შვი აბ​სო​ლუ​ტუ​რად უც​ხო მა​მა​კაცს? რა იცით ჩემ შე​სა​ხებ,
ოღონდ გუ​ლახ​დი​ლად მით​ხა​რით. მე ხომ სულ ახ​ლა​ხან პო​ლი​ცი​ამ და​მა​კა​ვა, რო​გორც მკვლე​ლო​ბა​ში ეჭ​‐
ვმი​ტა​ნი​ლი! და თუ მარ​თლა მოვ​კა​ლი ადა​მიანი, მა​შინ?

– ესე იგი შენ მო​კა​ლი?

– რა თქმა უნ​და, არა! – აღ​ვშფოთ​დი. რა უბე​დუ​რე​ბაა, მა​მი​კოც და დე​დი​კოც ერ​თი და იგი​ვე შე​კით​ხვას მაძ​‐
ლე​ვენ... – არა​ვი​ნაც არ მო​მიკ​ლავს.

– ჰო​და, ძა​ლი​ან კარ​გი. მე გენ​დო​ბი. რად​გან ამ​ბობ, რომ არ მო​გიკ​ლავს, ესე იგი არ მო​გიკ​ლავს.

– მა​ინც რა​ტომ მენ​დო​ბით?

– ის ტი​პი არ ხარ. შენ არ შე​გიძ​ლია ადა​მიანის მოკ​ვლა. არც ბავ​შვის გაუპა​ტიურე​ბა. ზედ გეტ​ყო​ბა, – თქვა ჰი​‐
რა​კუ მა​კი​მუ​რამ, – თან ჩე​მი ქა​ლიშ​ვი​ლის ალ​ღო​სიც მჯე​რა. იუკის ბავ​შვო​ბი​დან​ვე გა​მახ​ვი​ლე​ბუ​ლი ინ​‐
ტუიცია აქვს. ისე​თი არა, რო​გო​რიც ყვე​ლას. რო​გორ ვთქვა უფ​რო გა​სა​გე​ბად... ხან​და​ხან მე​ში​ნია კი​დეც, აი
ისე​თი, მე​დიუმის​მაგ​ვა​რი უნა​რი. ხან​და​ხან მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ ხე​დავს იმას, რა​საც სხვე​ბი ვერ ხე​და​ვენ. გა​გი​გო​‐
ნია ასე​თი რამ?

– რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით, კი, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ვფიქ​რობ, დე​და​მი​სის​გან გა​მოჰ​ყვა. ექ​სცენ​ტრუ​ლო​ბა. ოღონდ დე​და​მის​მა ეს ენერ​გია ხე​ლოვ​ნე​ბის​კენ მი​‐


მარ​თა. და მი​ვი​ღეთ ის, რა​საც ტა​ლანტს ეძა​ხი​ან. იუკიმ კი ჯერ არ იცის, სა​ით მი​მარ​თოს. ჰო​და, გროვ​დე​ბა
ყო​ველ​გვა​რი მიზ​ნის გა​რე​შე და გად​მო​დის. რო​გორც წყა​ლი კას​რი​დან... მოკ​ლედ, მე​დიუმი​ვი​თაა. ხომ ვხე​‐
დავ, დე​და​მი​სის სის​ხლია. მე, მა​გა​ლი​თად, მსგავ​სი არა​ფე​რი მაქვს. სრუ​ლე​ბით. მთე​ლი ეს ექ​სცენ​ტრუ​ლო​‐
ბა... ამი​ტომ არც ცო​ლი და არც ქა​ლიშ​ვი​ლი თა​ვი​სიანად არ მთვლი​ან. მეც და​ვი​ქან​ცე მათ​თან ცხოვ​რე​ბით.
ქა​ლე​ბის შე​ხედ​ვა აღარ მინ​და. ვერ წარ​მო​იდ​გენ, რად მიჯ​დე​ბო​და ამ წყვილ​თან ერთ ჭერ​ქვეშ ცხოვ​რე​ბა!
ამე და იუკი, დას​წყევ​ლოს ღმერ​თმა. ხან წვი​მა, ხან თოვ​ლი. რო​გორც სა​ზიზ​ღა​რი ამინ​დის პროგ​ნო​ზი სახ​ვა​‐
ლი​ოდ... რა თქმა უნ​და, ორი​ვე მიყ​ვარს. ახ​ლაც ვუ​რე​კავ ხოლ​მე ამეს, ვჭო​რა​ობთ. მაგ​რამ ამ ორ​თან ცხოვ​რე​‐
ბა აღარ მინ​და. ნამ​დვი​ლი ჯო​ჯო​ხე​თია. თუ მა​ინც მქონ​და ოდეს​მე მწერ​ლის ტა​ლან​ტი – არა​და, მქონ​და! – ამ
ცხოვ​რე​ბამ პირ​წმინ​დად შე​სან​სლა. გულ​წრფე​ლად ვამ​ბობ. თუმ​ცა უნ​და ვთქვა, რომ დრო​ის რა​ღაც მო​ნაკ​‐
ვეთ​ში ური​გოდ არ მე​ჭი​რა თა​ვი. ნამ​ქერს ვქე​ქავ​დი. ხა​რის​ხიანად ვქე​ქავ​დი ნამ​ქერს, რო​გორც შენ თქვი.
არაჩ​ვეულებ​რი​ვი გა​მოთ​ქმა​ა... ჰო, რას ვამ​ბობ​დი?

– იმას, თუ რა​ტომ გა​დაწ​ყვი​ტეთ, რომ შე​იძ​ლე​ბა ჩე​მი ნდო​ბა.

– ჰო... მე მჯე​რა იუკის ინ​ტუიცი​ის. იუკი გენ​დო​ბა. ამი​ტომ გენ​დო​ბი მეც. შენც შე​გიძ​ლია მენ​დო. გა​რე​წა​რი არ
ვარ. ხან​და​ხან ათას​გვარ სი​რო​ბას ვწერ, მაგ​რამ გა​რე​წა​რი არას​დროს ვყო​ფილ​ვარ... – ისევ ჩა​ახ​ვე​ლა და მი​‐
წა​ზე გა​დააფურ​თხა, – აბა, რას იტ​ყვი, თა​ნახ​მა ხარ? იუკის რომ მი​ხე​დო, მა​გას ვგუ​ლის​ხმობ. ყვე​ლა​ფე​რი,
რა​საც შენ ამ​ბობ, მშვე​ნივ​რად მეს​მის. რა თქმა უნ​და, ჩვეულებ​რივ ვი​თა​რე​ბა​ში ეს თვი​თონ მშობ​ლებ​მა უნ​და
გააკე​თონ. ოღონდ ჩვე​ნი ვი​თა​რე​ბა ჩვეულებ​რი​ვი არ არის. რო​გორც უკ​ვე გით​ხა​რი, ხელ-​ფეხი შეკ​რუ​ლი
მაქვს. და შენ გარ​და ვე​რა​ვის ვერ ვთხოვ.

დიდ​ხანს ვი​ჯე​ქი და ვუ​ყუ​რებ​დი, რო​გორ დნე​ბო​და ქა​ფი ჩემს ჭი​ქა​ში. სრუ​ლე​ბით ვერ წარ​მო​მედ​გი​ნა, რა უნ​‐
და მექ​ნა. ესეც ოჯა​ხია რა... სა​მი ში​ზოფ​რე​ნი​კი და მა​თი დამ​ხმა​რე პა​რას​კე​ვა. ესეც შე​ნი კოს​მო​სუ​რი რო​ბინ​‐
ზო​ნე​ბი...

– სუ​ლაც არ ვარ წი​ნა​აღ​მდე​გი, რომ შევ​ხვდე ხოლ​მე, – ვთქვი, – ოღონდ არა ყო​ველ​დღე. ჯერ ერ​თი, ჩე​მი საქ​‐
მეებიც მყოფ​ნის. გარ​და ამი​სა, ვერ ვი​ტან ადა​მიანებ​თან შეხ​ვედ​რას ვალ​დე​ბუ​ლე​ბის გა​მო. რო​ცა მოგ​ვინ​დე​‐
ბა, მა​შინ ვნა​ხავთ ერ​თმა​ნეთს. არც თქვე​ნი ფუ​ლი მჭირ​დე​ბა. ხელ​მოკ​ლედ არ ვარ. თან იუკის იმი​ტომ ვხვდე​‐
ბი, რომ მე​გობ​რე​ბი ვართ. ჩემს მე​გობ​რებს კი ყო​ველ​თვის მე ვუ​მას​პინ​ძლდე​ბი. აი, მხო​ლოდ ასეთ პი​რო​ბებ​‐
ზე შევ​თან​ხმდეთ. მეც მომ​წონს იუკი. ხან​და​ხან ძა​ლი​ან მხიარუ​ლა​დაც ვა​ტა​რებთ დროს. მაგ​რამ მთლიანად
პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბის აღე​ბა არ შე​მიძ​ლია. იმე​დია, გა​მი​გებთ. რაც არ უნ​და დაემარ​თოს მას, სა​ბო​ლო​ოდ
თქვენ აგებთ პა​სუხს. თუნ​დაც ამი​ტომ არ მინ​და თქვენ​გან არა​ვი​თა​რი ფუ​ლი.

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა მის​მენ​და და თავს მიქ​ნევ​და. ყო​ველ დაქ​ნე​ვა​ზე ყურს ქვე​მოთ ნაოჭე​ბი ოდ​ნავ უთ​რთო​და.
რამ​დე​ნიც არ უნ​და ითა​მა​შო გოლ​ფი, ამ ნაოჭებს უკ​ვე ვე​ღარ მოიშო​რებ. მხო​ლოდ ცხოვ​რე​ბის წე​სის რა​დი​‐
კა​ლუ​რი შეც​ვლა თუ გიშ​ვე​ლის. მაგ​რამ ამის ძა​ლა უკ​ვე აღარ შეს​წევს. ოდეს​მე თუ შეს​წევ​და, ალ​ბათ დი​დი
ხნის წი​ნათ.

– მეს​მის შე​ნი. და პა​ტივს ვცემ შენს პრინ​ცი​პებს, – მით​ხრა, – მაგ​რამ არა​ვი​თა​რი პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბის აკი​დე​‐
ბას არ ვა​პი​რებ. ნუ ფიქ​რობ პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბა​ზე. ჩათ​ვა​ლე, რომ წელ​ში მოდ​რე​კი​ლი მო​ვე​დით შენ​თან ამის
სათ​ხოვ​ნე​ლად, იმი​ტომ რომ სხვა არ​ჩე​ვა​ნი არ გვაქვს. ყუ​რად​ღე​ბა მი​აქ​ციე იმას, რომ სიტ​ყვა არ და​მიძ​რავს
პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბა​ზე. ფუ​ლის სა​კით​ხი კი მე​რეც შეგ​ვიძ​ლია გან​ვი​ხი​ლოთ. მე ყო​ველ​თვის ვაბ​რუ​ნებ ჩემს
ვალს. გახ​სოვ​დეს მო​მავ​ლის​თვის. ახ​ლა კი, შე​საძ​ლოა, მარ​თა​ლიც ხარ. მე გენ​დო​ბი. მოიქე​ცი ისე, რო​გორც
გინ​და. თუ უცებ ფუ​ლი დაგ​ჭირ​და, მა​შინ​ვე დაგ​ვი​კავ​შირ​დი ან მე, ან ამეს. არა აქვს მნიშ​ვნე​ლო​ბა. სახ​სრებ​ში
არ​ცერ​თი არ ვართ შეზ​ღუ​დუ​ლი. ასე რომ, არ მო​გე​რი​დოს.

არა​ფე​რი არ მით​ქვამს.
– თა​ვი​დან​ვე მივ​ხვდი, რომ ჯიუტი ადა​მიანი ხარ, – დაამა​ტა.

– არა, ჯიუტი არა. უბ​რა​ლოდ, ჩე​მი სის​ტე​მის ჩარ​ჩო​ებ​ში ვმოქ​მე​დებ. სულ ეს არის.

– ჩე​მი სის​ტე​მა... – გაიმეორა. და ისევ იჩ​ქმი​ტა ყურ​ზე, – დღეს ეს უკ​ვე უაზ​რო​ბაა! სა​კუ​თა​რი ხე​ლით აწ​ყო​ბილ
ლამ​პის გა​მაძ​ლიერე​ბელს ჰგავს. იმის მა​გივ​რად, რომ დრო და ენერ​გია და​ხარ​ჯო ამის ასაწ​ყო​ბად, გა​ცი​ლე​‐
ბით ად​ვი​ლია მა​ღა​ზიაში წახ​ვი​დე და ახალ​თა​ხა​ლი, ტრან​ზის​ტო​რე​ბიანი იყი​დო. იაფიც არის და უკე​თე​სა​დაც
ჟღერს. თუ გატ​ყდე​ბა, შინ მო​გა​კით​ხა​ვენ და გა​გი​რე​მონ​ტე​ბენ. თუ ახალს იყი​დი, ძველს იაფად ჩაიბა​რე​ბენ...
ჩვენს დრო​ში ინ​დი​ვი​დუალუ​რი სის​ტე​მე​ბის ად​გი​ლი არ არის. გე​თან​ხმე​ბი, იყო დრო, რო​ცა ამას რა​ღაც ფა​სი
ჰქონ​და. მაგ​რამ ახ​ლა ასე არ არის. ახ​ლა ფუ​ლით ყვე​ლაფ​რის ყიდ​ვა შე​იძ​ლე​ბა. მათ შო​რის, ადა​მიანის აზ​‐
როვ​ნე​ბი​საც. წახ​ვალ, იყი​დი რა​საც გინ​და და მიუერ​თებ შენს ცხოვ​რე​ბას. ძა​ლი​ან მარ​ტი​ვია. და მა​შინ​ვე გა​‐
მოიყე​ნებ შე​ნი სიამოვ​ნე​ბის​თვის. კომ​პო​ნენტ A-ს მიუერ​თებ კომ​პო​ნენტ B-ს. წკაპ! – და მზად არის. და​გიძ​‐
ველ​და რა​მე – წა​დი და შეც​ვა​ლე. ასე უფ​რო მო​სა​ხერ​ხე​ბე​ლია. მო​ებ​ღაუჭე​ბი „შენს სის​ტე​მას“ და ცხოვ​რე​ბა
სა​ნაგ​ვე​ზე მო​გის​ვრის. პრინ​ცი​პით: ვი​საც კუთ​ხეების შე​მოჭ​რა უყ​ვარს, ის მოძ​რაობას აფერ​ხებს.

– გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მის სა​ზო​გა​დოება? – და​ვა​ზუს​ტე.

– სწო​რე​დაც რომ... – თა​ვი და​მიქ​ნია ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ და ისევ ფიქ​რებ​ში წა​ვი​და.

სულ დაბ​ნელ​და. სად​ღაც მე​ზობ​ლად ნერ​ვიულად ყმუოდა ძაღ​ლი. ვი​ღაც უღ​მერ​თო ბორ​ძი​კით უკ​რავ​და მო​‐
ცარ​ტის სო​ნა​ტას. ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა ღრმად ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი იჯ​და ვე​რან​და​ზე და ლუდს წრუ​პავ​და. მე კი იმა​ზე
ვფიქ​რობ​დი, რომ ტო​კიოში დაბ​რუ​ნე​ბის დღი​დან გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლად უც​ნა​ურ ადა​მიანებს ვხვდე​ბი. გო​ტან​‐
და, ორი უმაღ​ლე​სი კლა​სის მე​ძა​ვი (ერ​თი მათ​გა​ნი მოკ​ვდა), პო​ლი​ცი​ის ორი ინ​სპექ​ტო​რი, ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა
თა​ვის პა​რას​კე​ვა ხელ​ქვეითით... რაც უფ​რო დიდ​ხანს გავ​ყუ​რებ​დი ბა​ღის სიბ​ნე​ლეს პიანი​ნოს ტრე​ლი​სა და
ძაღ​ლის ყმუილის თან​ხლე​ბით, მით უფ​რო აშ​კა​რად მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ რეალო​ბა ჩემ გარ​შე​მო დნე​ბო​და და
უკუნ სიბ​ნე​ლე​ში უჩი​ნარ​დე​ბო​და. საგ​ნე​ბი და ნივ​თე​ბი ცუ​რავ​დნენ, ყო​ველ​გვარ აზრს მოკ​ლე​ბულ​ნი ერ​თმა​‐
ნეთ​ში ირე​ოდ​ნენ და ერ​თი​ან ქა​ოს​ში ლღვე​ბოდ​ნენ. გო​ტან​დას ელე​გან​ტუ​რი თი​თე​ბი კი​კის ზურ​გზე; გაუთა​‐
ვე​ბე​ლი თოვ​ლი სა​პო​როს ქუ​ჩებ​ში; ბე​კე​კა მეი, თა​ვი​სი „კუ-​კუ“-თი; პლას​ტმა​სის სა​ხა​ზა​ვის ტყლა​შუ​ნი პო​ლი​‐
ცი​ის ინ​სპექ​ტო​რის გაშ​ლილ ხე​ლის​გულ​ზე; სას​ტუმ​როს დე​რეფ​ნე​ბის წყვდი​ად​ში მომ​ლო​დი​ნე ადამიანი-​‐
ცხვარი – ახ​ლა ყვე​ლა​ფე​რი ერ​თმა​ნეთს შედ​ნო​ბო​და... იქ​ნებ, უბ​რა​ლოდ, და​ვი​ღა​ლე? – გა​ვი​ფიქ​რე. მაგ​რამ არ
დავ​ღლილ​ვარ. უბ​რა​ლოდ, რეალო​ბა ჩემ ირ​გვლივ უცებ დად​ნა. დად​ნა და ერთ ქაოსურ ბურ​თად იქ​ცა. რა​‐
ღაც კოს​მო​სუ​რი სფე​როს მსგავ​სად. ამას​თან, პიანი​ნო ჟღა​რუნს აგ​რძე​ლებ​და, ძაღ​ლი კი ისევ ყმუოდა. და
ვი​ღაც რა​ღა​ცის თქმას ცდი​ლობ​და ჩემ​თვის. ვი​ღაც ცდი​ლობ​და ჩემ​თვის რა​ღა​ცის...

– ჰეი, – და​მი​ძა​ხა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ.

თა​ვი ავ​წიე და შევ​ხე​დე.

– არა​და, ხომ იც​ნობ​დი იმ ქალს? ასე არ არის? – თქვა, – იმას, რო​მე​ლიც გა​გუ​დეს... გა​ზეთ​ში წა​ვი​კით​ხე.
ოტელ​ში არ მოხ​და? ჰო. წერ​დნენ, რომ ვი​ნაობა ვერ და​ად​გი​ნეს. რომ მის ჩან​თა​ში მხო​ლოდ სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​‐
თი აღ​მოაჩი​ნეს და რომ ბა​რა​თის პატ​რონ​თან მოკ​ვლე​ვა ტარ​დე​ბა. შე​ნი გვა​რი მი​თი​თე​ბუ​ლი არ არის. რო​‐
გორც ად​ვო​კატ​მა მით​ხრა, პო​ლი​ცი​ის​თვის გით​ქვამს, რომ არა​ფე​რი არ იცი... არა​და, ნამ​დვი​ლად იცი რა​ღაც,
ასე არ არის?

– ასე რა​ტომ ფიქ​რობთ?

– ისე... – გოლ​ფის ყვან​ჯი აიღო, მახ​ვი​ლი​ვით გა​იწ​ვდი​ნა წინ, ლა​პა​რა​კი გა​ნაგ​რძო და თან წარ​მო​სახ​ვი​თი
მახ​ვი​ლის წვერს და​ჟი​ნე​ბით გას​ცქე​რო​და, – მო​მეჩ​ვე​ნა, თით​ქოს ვი​ღა​ცას აფა​რებ ხელს, რა​ღა​ცას მა​ლავ. ინ​‐
ტუიცია. და რაც უფ​რო დიდ​ხანს გე​ლა​პა​რა​კე​ბი, მით უფ​რო მგო​ნია, რომ ასეა. ერ​თობ ჭირ​ვეული ხარ
წვრილ​მა​ნებ​ში, მაგ​რამ დაუდე​ვა​რი – გან​ზო​გა​დე​ბა​ში. რა​ღაც ასე​თი მა​ნე​რა გაქვს, თით​ქოს მო​ცე​მუ​ლი ნი​მუ​‐
შის მი​ხედ​ვით აზ​როვ​ნებ. სა​ინ​ტე​რე​სო ხა​სიათია. რა​ღა​ცით იუკის ჰგავ​ხარ. ცხოვ​რე​ბა​ში ძნე​ლად მი​იკ​ვლევ
გზას, გარ​შე​მომ​ყოფთ უჭირთ შე​ნი გა​გე​ბა. წაიბორ​ძი​კებ, დაეცე​მი – მთე​ლი ცხოვ​რე​ბა თავ​დაღ​მარ​თში მიექა​‐
ნე​ბა და შე​ნი მშვე​ლე​ლი არა​ვი​ნაა. ამა​ში შენ და იუკი გაჭ​რი​ლი ვაშ​ლი​ვით ჰგავ​ხართ ერ​თმა​ნეთს. აი, ამ​ჯე​რა​‐
დაც – ჩათ​ვა​ლე, რომ ძა​ლი​ან გა​გი​მარ​თლა. სა​ხი​ფა​თო თა​მა​შია პო​ლი​ცი​ის ასე აბუ​ჩად აგ​დე​ბა. დღეს თა​ვი
და​იძ​ვრი​ნე, მაგ​რამ არა​ვი​თა​რი გა​რან​ტია არ არ​სე​ბობს, რომ ხვა​ლაც გა​გი​მარ​თლებს. „აზ​როვ​ნე​ბის სა​კუ​თა​‐
რი სის​ტე​მა“ – ცუ​დი არ არის, მაგ​რამ თუ სულ მა​გის იმე​დად იქ​ნე​ბი, შე​იძ​ლე​ბა თა​ვიც გაიტე​ხო. ახ​ლა ის დრო
არ არის...

– სწო​რე​დაც რომ არ ვარ მა​გის იმე​დად, – ვუთ​ხა​რი, – ეს უფ​რო ცეკ​ვის მოძ​რაობას ჰგავს. რეფ​ლექ​სურს. თა​‐
ვი არ ფიქ​რობს, სხე​ულს კი ახ​სოვს. და რო​ცა მუ​სი​კა უკ​რავს, სხეული თვი​თონ იწ​ყებს მოძ​რაობას, ძა​ლი​ან
ბუ​ნებ​რი​ვად. მა​ში​ნაც კი, რო​ცა გარ​შე​მო ყვე​ლა​ფე​რი იც​ვლე​ბა – არა აქვს მნიშ​ვნე​ლო​ბა. ძა​ლი​ან რთუ​ლი
ცეკ​ვაა და არ შე​იძ​ლე​ბა ყუ​რად​ღე​ბა მი​აქ​ციო იმას, რაც გარ​შე​მო ხდე​ბა. მი​აქ​ცევ ყუ​რად​ღე​ბას და ამო​ვარ​დე​‐
ბი რიტ​მი​დან. და მხო​ლოდ ერთ უნი​ჭო რა​მედ დარ​ჩე​ბი. „მწყობ​რის გა​რეთ“...

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა ჩუ​მად იდ​გა, ყვან​ჯის წვერს მის​ჩე​რე​ბო​და გაშ​ლილ ხელ​ში.

– უც​ნაური ხარ, – თქვა ბო​ლოს, – რა​ღა​ცას მა​გო​ნებ... მაგ​რამ რას?

– რას? – ავი​ჩე​ჩე მხრე​ბი. რა უნ​და მო​მე​გო​ნე​ბი​ნა მის​თვის? პი​კა​სოს სუ​რა​თი „ჰო​ლან​დიური ლარ​ნა​კი და სა​‐
მი წვე​რო​სა​ნი მხე​და​რი“?

– მაგ​რამ არ და​გი​მა​ლავ: მო​მე​წო​ნე და გენ​დო​ბი. ასე რომ, კე​თილ ინე​ბე და მი​ხე​დე იუკის. მო​ვა დრო და მად​‐
ლო​ბას გეტ​ყვი. უმა​დუ​რი არ ვარ, ვალს ყო​ველ​თვის ვაბ​რუ​ნებ. ეს, თუ არ ვცდე​ბი, უკ​ვე გით​ხა​რი, არა?

– ჰო, მით​ხა​რით...

– ჰო​და, ძა​ლი​ან კარ​გი, – შეაჯა​მა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ. და დაუდევ​რად მიაყუ​და ყვან​ჯი ვე​რან​დის მოაჯირს, –
ესე იგი მო​ვი​ლა​პა​რა​კეთ.

– კი​დევ რა ეწე​რა გა​ზეთ​ში? – ვკით​ხე.

– მე​ტი თით​ქმის არა​ფე​რი. რომ წინ​დით გა​გუ​დეს. რომ უმაღ​ლე​სი კა​ტე​გო​რი​ის ოტე​ლი ყვე​ლა​ზე რთუ​ლი ად​‐
გი​ლია გა​მო​ძიების​თვის. ვერც სა​ხე​ლი გაიგეს, ვერც მოწ​მეები იპო​ვეს. რომ მოკ​ლუ​ლის ვი​ნაობა დგინ​დე​ბა.
და მორ​ჩა... ასე​თი რა​მეები ხში​რად ხდე​ბა. ძა​ლი​ან მა​ლე დაივიწ​ყე​ბენ.

– ალ​ბათ, – ვთქვი.

– თუმ​ცა, ვიღაც-​ვიღაცებს არ დაავიწ​ყდე​ბათ, – დაამა​ტა.

– მეც ეგ​რე მგო​ნია, – და​ვე​თან​ხმე.

"},{"head":"25.","content":"

25.
იუკი შვიდ სა​ათ​ზე დაბ​რუნ​და. თქვა, რომ სა​ნა​პი​რო​ზე სე​ირ​ნობ​და. წას​ვლამ​დე ხომ არ გვე​ვახ​შმაო, შე​მოგ​‐
ვთა​ვა​ზა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ, მაგ​რამ იუკიმ მხო​ლოდ თა​ვი გა​აქ​ნია. არ მშია, სახ​ლში წა​ვა​ლო.

– თუ მო​გინ​დე​ბათ, შე​მოიარეთ. თვის ბო​ლომ​დე ალ​ბათ იაპო​ნიაში ვიქ​ნე​ბი, – თქვა მა​მამ და მად​ლო​ბა გა​და​‐
მი​ხა​და ჩა​მოს​ვლის​თვის. მა​პა​ტიე, რომ უკეთ ვერ გა​გი​მას​პინ​ძლდიო. რას ბრძანებთ-​მეთქი, ვუ​პა​სუ​ხე.

პა​რას​კე​ვა ხელ​ქვე​ით​მა მან​ქა​ნამ​დე მიგ​ვა​ცი​ლა. სახლს უკან მან​ქა​ნე​ბის სად​გომს რომ ჩა​ვუარეთ, შევ​ნიშ​ნე
ჯი​პი „ჩე​რო​კი“, მო​ტო​ციკ​ლი „ჰონ​და“, 750 კუ​ბის მო​ცუ​ლო​ბით და მძი​მე მო​ტო​რო​ლე​რი უგ​ზოობა​ში სა​სიარუ​‐
ლოდ.

– რო​გორც ვხე​დავ, მძი​მე სა​მუ​შაო გაქვთ, – ვუთ​ხა​რი პა​რას​კე​ვას.

– ჰო... საკ​მა​ოდ, – ოდ​ნავ და​ფიქ​რდა და მი​პა​სუ​ხა, – სენ​სეი მშვი​დად ვერ ზის ერთ ად​გილ​ზე, რო​გორც
ჩვეულებ​რი​ვი მწერ​ლე​ბი. მთე​ლი მი​სი ცხოვ​რე​ბა გაუთა​ვე​ბე​ლი მოძ​რაობა​ა...

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი, – ჩაიბურ​ტყუ​ნა იუკიმ.

მე და პა​რას​კე​ვამ თით​ქოს ვერ გა​ვი​გო​ნეთ.

***

„სუ​ბა​რუ​ში“ ჩავ​სხე​დით თუ არა, იუკიმ მა​შინ​ვე თქვა, მშიაო. რეს​ტო​რან „ჰან​გრი ტაიგე​რის​კენ“ გა​და​ვუხ​ვიე
და თი​თო სტეიკი შევ​ჭა​მეთ. მე უალ​კო​ჰო​ლო ლუ​დი დავ​ლიე.

– რა​ზე ლა​პა​რა​კობ​დით? – მკით​ხა იუკიმ, რო​ცა დე​სერ​ტზე გა​და​ვი​და.

და​მალ​ვას აზ​რი არ ჰქონ​და და მოკ​ლედ მო​ვუ​ყე​ვი, რას მთა​ვა​ზობ​და მა​მა​მი​სი.

– ასეც ვფიქ​რობ​დი, – მო​ღუ​შულ​მა თქვა, – ზუს​ტად მი​სი საქ​ციელია. რა უპა​სუ​ხე?

– რა თქმა უნ​და, უარი ვუთ​ხა​რი. არ მიყ​ვარს ასე​თი თა​მა​შე​ბი. სა​ბავ​შვო ბა​ღია, ღმერ​თმა​ნი... მაგ​რამ, მიუხე​‐
და​ვად ამი​სა, ვფიქ​რობ, ღირს დრო​დად​რო შევ​ხვდეთ ერ​თმა​ნეთს. არა, მა​მა​შე​ნის გა​მო არა, უბ​რა​ლოდ, ერ​‐
თმა​ნე​თის გა​მო. რა თქმა უნ​და, ჩვენ შო​რის სა​ში​ნე​ლი უფ​სკრუ​ლია – ასაკ​შიც, ცხოვ​რე​ბის წეს​შიც, სხვა​დას​‐
ხვა​ნაირად ვფიქ​რობთ, სხვა​დას​ხვა​ნაირად ვგრძნობთ, მაგ​რამ მა​ინც, ჩე​მი აზ​რით, არ​ცთუ ური​გოდ გა​მოგ​‐
ვდის ურ​თი​ერ​თო​ბა. რას იტ​ყვი?

მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– მოკ​ლედ, თუ მო​გინ​დე​ბა ჩე​მი ნახ​ვა, და​მი​რე​კე. არა​ვი​თა​რი შეხ​ვედ​რე​ბი ვალ​დე​ბუ​ლე​ბის გა​მო. მოგ​ვინ​დე​ბა
– ვხვდე​ბით. ჩვენ ერ​თმა​ნეთს ისე​თი რა​მეები მო​ვუ​ყე​ვით, რაც არას​დროს არა​ვის​თვის მოგ​ვი​ყო​ლია და ახ​‐
ლა სა​ერ​თო საიდუმ​ლო გვა​ერ​თიანებს. ასეა თუ არა?

შე​იშ​მუშ​ნა და მე​რე ჩაიბურ​ტყუ​ნა:

– აჰა...

– ასეთ რა​ღა​ცებს თუ დიდ​ხანს შეინა​ხავ, შიგ​ნით იბე​რე​ბა. ასე რომ, ხან​და​ხან შე​კა​ვე​ბაც შე​უძ​ლე​ბე​ლია. და
თუ დრო​დად​რო მა​ინც არ გა​მო​უშ​ვი გა​რეთ – იფეთ​ქებს. ბა​ბახ! გა​სა​გე​ბია? და თუ, ღმერ​თმა ნუ ქნას, ასე​თი
რამ მოხ​და, ცხოვ​რე​ბა კოშ​მარს და​ემ​სგავ​სე​ბა... ძნე​ლია მარ​ტომ შეინა​ხო საიდუმ​ლო. ძნე​ლია შენ​თვი​საც და
ჩემ​თვი​საც. არა​ვის არ უყ​ვე​ბი, ვერც ვე​რა​ვინ იგებს, რა გი​დევს შიგ​ნით... მაგ​რამ ჩვენ ხომ გვეს​მის ერ​თმა​ნე​‐
თის. და შეგ​ვიძ​ლია მშვი​დად მო​ვუყ​ვეთ ერ​თმა​ნეთს ყვე​ლა​ფე​რი.

უხ​მოდ და​აქ​ნია თა​ვი.

– შენ​გან არა​ფერს ვით​ხოვ. მო​გინ​დე​ბა რა​მის მო​ყო​ლა, და​მი​რე​კე ტე​ლე​ფო​ნით. არა აქვს მნიშ​ვნე​ლო​ბა, რა
უნ​დო​და ჩემ​გან მა​მა​შენს. არ ვა​პი​რებ, შენ​თან კე​თი​ლი, ყოვ​ლის​მცოდ​ნე უფ​რო​სი ძმის რო​ლის თა​მაშს. ჩვენ
თა​ნას​წო​რე​ბი ვართ. რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით. და შეგ​ვიძ​ლია ერ​თმა​ნეთს და​ვეხ​მა​როთ. აი, რა​ტომ ღირს ხან​‐
და​ხან მა​ინც შეხ​ვედ​რა.

არა​ფე​რი არ მი​პა​სუ​ხა. უბ​რა​ლოდ, და​ამ​თავ​რა თა​ვი​სი დე​სერ​ტი. ხმაურით მიაყო​ლა წყა​ლი. ოდ​ნავ დააელ​მა
თვა​ლე​ბი და მსუქ​ნე​ბის ოჯა​ხის თვა​ლიერე​ბა და​იწ​ყო, ერ​თი ამ​ბით რომ იტე​ნიდ​ნენ პირს მე​ზო​ბელ მა​გი​დას​‐
თან. მა​მა, დე​და, ქა​ლიშ​ვი​ლი და ვა​ჟი. ყვე​ლა​ნი ისე შე​სამ​ჩნე​ვად მსუქ​ნე​ბი იყ​ვნენ, რომ თვალს უხა​რო​და.
იდაყ​ვე​ბით მა​გი​დას და​ვეყ​რდე​ნი, ყა​ვას ვსვამ​დი და იუკოს სა​ხეს შევ​ცქე​რო​დი. სა​ოც​რად ლა​მა​ზი ბავ​შვია,
ვფიქ​რობ​დი. რო​ცა დიდ​ხანს უყუ​რებ ასეთ სა​ხეს, უც​ნაური გრძნო​ბა გიპ​ყრობს. თით​ქოს ვი​ღა​ცამ რა​ღაც გან​‐
სა​კუთ​რე​ბუ​ლი მიზ​ნის გა​რე​შე კენ​ჭი გეს​რო​ლა და პირ​და​პირ სულ​ში ჩა​გიგ​დო. აი, ასე. და თუმ​ცა შე​ნი სუ​ლის
ლა​ბი​რინ​თი ისე​თი დახ​ლარ​თუ​ლია, რომ ჩვეულებ​რივ ყვე​ლა​ფე​რი სად​ღაც შუა გზა​ზე ჩერ​დე​ბა, ეს ვი​ღაც
ახერ​ხებს და ზუს​ტად შუაგულ​ში ახ​ვედ​რებს. თხუთ​მე​ტი წლის რომ ვი​ყო, ნამ​დვი​ლად შე​მიყ​ვარ​დე​ბო​და, ალ​‐
ბათ უკ​ვე მეოცედ გა​ვი​ფიქ​რე. თუმ​ცა თხუთ​მე​ტი წლი​სა ალ​ბათ ვერ მივ​ხვდე​ბო​დი, რას გრძნობს. ახ​ლა მეს​‐
მის, ასე თუ ისე. და შევ​ძლებ​დი კი​დეც ჩე​მე​ბუ​რად მი​ხედ​ვას. მაგ​რამ ახ​ლა ოც​და​თოთ​ხმე​ტის ვარ და სა​სიყ​‐
ვა​რუ​ლო თა​მა​შებს არ ვა​პი​რებ ცა​მე​ტი წლის გო​გო​ნებ​თან. არას​დროს კარ​გი არა​ფე​რი გა​მო​ვა აქე​დან.

ვხვდე​ბო​დი, ასე რა​ტომ აწა​მებ​დნენ თა​ნაკ​ლა​სე​ლე​ბი. რო​გორც ჩანს, მე​ტის​მე​ტად ლა​მა​ზია მა​თი ყო​ველ​‐
დღიურო​ბის​თვის. მე​ტის​მე​ტად ჭკვიანი. და თვი​თო​ნაც არ ცდი​ლობს მათ​თან რა​მე​ნაირად და​ახ​ლოებას. სა​‐
ბო​ლო​ოდ კი ეში​ნი​ათ მი​სი, რო​გორც ეში​ნი​ათ ყვე​ლა​ფე​რი გაუგე​ბა​რის და გა​მო​უც​ნო​ბის, და ის​ტე​რი​კა​ში ჩა​‐
ვარ​დნი​ლე​ბი აღი​ზიანე​ბენ. გრძნო​ბენ, რომ თა​ვი​სი ზე​მო​დან მი​მარ​თუ​ლი მზე​რით ის დას​ცი​ნის მთელ მათ
მე​გობ​რულ კომ​პა​ნი​ას. აი, პრინ​ცი​პუ​ლად რით გან​სხვავ​დე​ბა იუკი გო​ტან​დას​გან. გო​ტან​დამ ყო​ველ​თვის
მშვე​ნივ​რად იცო​და, რა ძლი​ერ მოქ​მე​დებ​და მი​სი გა​რეგ​ნო​ბა ადა​მიანებ​ზე და აკონ​ტრო​ლებ​და თა​ვის ქცე​‐
ვას. ამი​ტომ ში​შის გრძნო​ბას არ უჩენ​და გარ​შე​მომ​ყოფთ. და თუ მოულოდ​ნე​ლად ეს გა​მოვ​ლი​ნე​ბა მე​ტის​მე​‐
ტად გა​იზ​რდე​ბო​და, ყო​ველ​თვის შე​ეძ​ლო დროულად გა​ღი​მე​ბა და ხუმ​რო​ბა. აქ გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი იუმო​რიც
კი არ იყო სა​ჭი​რო. უბ​რა​ლოდ, გაიღი​მე რაც შე​იძ​ლე​ბა გულ​ღი​ად და რა​მე ჩვეულებ​რი​ვი ხუმ​რო​ბაც მიაყო​‐
ლე. ირ​გვლივ ყვე​ლა გაიღი​მებს, მხიარუ​ლად და კარ​გად იგ​რძნობს თავს. და აუცი​ლებ​ლად გაიფიქ​რე​ბენ:
„მშვე​ნიერი ყმაწ​ვი​ლი​ა!“ აი, რო​გორ გა​მოს​დის – უფ​რო კი სწო​რედ ასე​თი​ა: მშვე​ნიერი ყმაწ​ვი​ლი გო​ტან​და.
იუკი სხვა საქ​მეა. ის მთელ ენერ​გი​ას იმა​ში ხარ​ჯავს, რო​გორ შეიკა​ვოს თა​ვი. იმის​თვის კი, რომ წი​ნას​წარ გა​‐
მო​იც​ნოს ადა​მი​ან​თა საქ​ციელი და რა​ღაც ზო​მე​ბიც მიიღოს, აღარ ჰყოფ​ნის ძა​ლა. შე​დე​გად გულს სტკენს
ადა​მიანებს, მა​თი სა​შუალე​ბით კი – სა​კუ​თარ თავს. აი, რით გან​სხვავ​დე​ბა ის გო​ტან​დას​გან. ცხოვ​რე​ბის ძნე​‐
ლი სა​შუალე​ბაა. მე​ტის​მე​ტად ძნე​ლი ცა​მე​ტი წლის გო​გოს​თვის. მოზ​რდი​ლის​თვი​საც კი სა​შინ​ლად ძნე​ლი.

წარ​მოდ​გე​ნა არ მქონ​და, რა დაემარ​თე​ბო​და მო​მა​ვალ​ში. თუ ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბა, დე​და​მი​სი​ვით იპო​‐


ვის თვით​გა​მო​ხატ​ვის სწორ სა​შუალე​ბას და იც​ხოვ​რებს ნორ​მა​ლუ​რად. მნიშ​ვნე​ლო​ბაც კი არა აქვს, რო​მელ
სფე​რო​ში – უბ​რა​ლოდ, ეს სა​მუ​შაო და​ემ​თხვე​ვა მი​სი ენერ​გი​ის მი​მარ​თუ​ლე​ბას და ადა​მიანე​ბი ღირ​სე​ბის მი​‐
ხედ​ვით შეაფა​სე​ბენ... ალ​ბათ. ამ რწმე​ნის სა​ფუძ​ვე​ლი არ მქონ​და, მაგ​რამ მა​ინც ასე მეჩ​ვე​ნე​ბო​და. რო​გორც
ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა ამ​ბობ​და, მას​ში ნამ​დვი​ლად იგ​რძნო​ბო​და ში​ნა​გა​ნი ძა​ლა, აურა და ნი​ჭი. ის, რაც ცალ​კე და
გან​ზე აყე​ნებ​და ნე​ბის​მიერი ბრბოს​გან. და ნამ​ქე​რის ქექ​ვის​გან...
ან, შე​საძ​ლოა, თვრა​მე​ტის რომ გახ​დე​ბა, სრუ​ლი​ად ჩვეულებ​რივ გო​გო​ნად იქ​ცეს. ასე​თიც არა​ერ​თხელ შემ​‐
ხვედ​რია. გო​გო​ნა, რო​მე​ლიც სა​ოც​რად ლა​მა​ზი და ჭკვიანი იყო ცამეტი-​თოთხმეტი წლის ასაკ​ში, მთავ​რდე​ბა
სქე​სობ​რი​ვი მომ​წი​ფე​ბის პე​რიოდი და მთე​ლი მი​სი არა​ამ​ქვეყ​ნიური ნა​თე​ბა, კაც​მა არ იცის, სად იკარ​გე​ბა.
ის გამ​ჭრიახო​ბა, რომ​ლის შე​ხე​ბი​საც გე​ში​ნია – არ დაგ​ჭრას – რაც დრო გა​დის, მით უფ​რო ბლაგ​ვდე​ბა. და ის
ერ​თი იმათ​გა​ნი ხდე​ბა, ვის​ზეც ამ​ბო​ბენ: „ლა​მა​ზია, მაგ​რამ ვერ გა​ფო​რიაქებს“. თუმ​ცა, თა​ვის​თა​ვად ამის გა​‐
მო სუ​ლაც არ გამ​ხდა​რა უბე​დუ​რი.

წარ​მოდ​გე​ნა არ მქონ​და, ამ გზე​ბი​დან რო​მელს გაჰ​ყვე​ბო​და იუკი. რო​გორც არ უნ​და ატ​რიალო, ყვე​ლა ადა​‐
მი​ანს თა​ვი​სი მწვერ​ვა​ლი აქვს ცხოვ​რე​ბა​ში. და მას შემ​დეგ, რაც ამ მწვერ​ვალს მი​აღ​წევს, ის​ღა დარ​ჩე​ნია,
ძირს და​ეშ​ვას. სა​ში​ნე​ლე​ბაა, მაგ​რამ ვე​რა​ფერს იზამ. წი​ნას​წარ ხომ არა​ვინ იცის, სად არის მი​სი მწვერ​ვა​ლი.
„კი​დევ ავ​ბობ​ღდე​ბი, – ფიქ​რობს ადა​მიანი, – სა​ნამ კი​დევ არის ასას​ვლე​ლი“. მაგ​რამ უცებ მთა მთავ​რდე​ბა და
ვე​ღა​რა​ფერს მო​ებ​ღაუჭე​ბი. რო​დის ხდე​ბა ასე​თი რამ, უც​ნო​ბია. ვი​ღა​ცა თორ​მე​ტი წლი​სა აღ​წევს თა​ვის
მწვერ​ვალს და მე​რე მთე​ლი გზა შე​უმ​ჩნე​ვე​ლი, ნაც​რის​ფე​რი ცხოვ​რე​ბით ცხოვ​რობს. ვი​ღა​ცა ზე​ვით და ზე​‐
ვით მი​ბობ​ღავს სიკ​ვდი​ლამ​დე. ვი​ღა​ცა მწვერ​ვალ​ზე კვდე​ბა. ბევ​რმა პო​ეტ​მა და კომ​პო​ზი​ტორ​მა გა​ლია ცხოვ​‐
რე​ბა ქა​რიშ​ხა​ლი​ვით, მე​ტის​მე​ტად სწრა​ფად უახ​ლოვ​დე​ბოდ​ნენ მწვერ​ვალს და კვდე​ბოდ​ნენ ისე, რომ ოც​‐
და​ათ​საც ვერ აღ​წევ​დნენ. პაბ​ლო პი​კა​სო კი ოთ​ხმო​ცი წლის მე​რეც ქმნი​და შე​დევ​რებს და თა​ვის ლო​გინ​ში
მოკ​ვდა.

რა შე​მიძ​ლია ვთქვა სა​კუ​თარ თავ​ზე?

მწვერ​ვა​ლი, გა​ვი​ფიქ​რე. დღემ​დე ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში მსგავ​სი არა​ფე​რი მომ​ხდა​რა. ეს ნამ​დვი​ლად ასეა. „ცხოვ​‐
რე​ბა“. უკან რომ ვი​ხე​დე​ბი, ასეთ ხმაური​ან სა​ხელ​საც ვერ და​ვარ​ქმევ​დი ამას. რა​ღაც აღ​მარ​თე​ბი, რა​ღაც
დაღ​მარ​თე​ბი. ავ​დიოდი, ჩა​მოვ​დიოდი, ისევ და ისევ. სულ ეს არის! თით​ქმის არა​ფე​რი გა​მი​კე​თე​ბია. არა​ფე​‐
რი ახა​ლი. ვი​ღაც მიყ​ვარ​და, ვი​ღა​ცას ვუყ​ვარ​დი. ოღონდ არა​ფე​რი აღარ დარ​ჩა. ჰო​რი​ზონ​ტა​ლუ​რი მოძ​‐
რაობა. ბრტყე​ლი პეიზა​ჟი. კომ​პიუტე​რუ​ლი თა​მა​ში... სად​ღაც მივ​ქრი, რო​გორც პეკ​მე​ნი თა​ვის ვირ​ტუალურ
გა​ლაქ​ტი​კა​ში: ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით ვახ​რა​მუ​ნებ წყეული პუნ​ქტი​რის ხა​ზებს – და ამი​ტო​მაც ვაგ​რძე​ლებ
არ​სე​ბო​ბას. რა​ტომ​ღაც. და ერ​თხე​ლაც აუცი​ლებ​ლად მოვ​კვდე​ბი.

– შე​საძ​ლოა არა​სო​დეს აღარ იყო ბედ​ნიერი, – თქვა ადამიანმა-​ცხვარმა, – ამი​ტომ ის​ღა დაგ​რჩე​ნია, იცეკ​ვო.
მაგ​რამ ისე კარ​გად, რომ ყვე​ლამ შენ გი​ყუ​როს...

ფიქ​რე​ბი მო​ვი​შო​რე და ცო​ტა ხნით დავ​ხუ​ჭე თვა​ლე​ბი.

რო​ცა გა​ვა​ხი​ლე, იუკი პი​რის​პირ იჯ​და და მომ​ჩე​რე​ბო​და.

– კარ​გად ხარ? – მკით​ხა, – მი​წის​ფე​რი გა​დევს სა​ხე​ზე. რა​მე სა​ში​ნე​ლე​ბა ხომ არ გით​ხა​რი?

გა​ვუ​ღი​მე და თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– არა, რას ამ​ბობ. ცუ​დი არა​ფე​რი გით​ქვამს.

– ესე იგი რა​ღაც სა​ში​ნე​ლე​ბა გაიფიქ​რე, ხომ?

– შე​საძ​ლო​ა.

– ხში​რად ფიქ​რობ ასეთ რა​მე​ებს?


– ხან​და​ხან.

იუკიმ ამოიოხ​რა, ქა​ღალ​დის ხელ​სა​ხო​ცი აიღო და რამ​დენ​ჯერ​მე შუაზე გა​და​კე​ცა.

– იცი... სა​ში​ნელ მარ​ტოობას ხომ არ გრძნობ ხან​და​ხან? აი, მა​გა​ლი​თად, ღა​მით, რო​ცა თავ​ში ასე​თი რა​მეები
მოგ​დის?

– ხდე​ბა ხოლ​მე, რა თქმა უნ​და, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– ახ​ლა რა​ტომ გაიფიქ​რე ამა​ზე?

– ალ​ბათ იმი​ტომ, რომ მე​ტის​მე​ტად ლა​მა​ზი ხარ, – ვუ​პა​სუ​ხე.

ისე​თი​ვე ცა​რიელი, არაფ​რის​მხედ​ვე​ლი თვა​ლე​ბით შე​მომ​ხე​და, რო​გო​რი​თაც მა​მა​მი​სი მათ​ვა​ლიერებ​და. მე​‐


რე თა​ვი გა​აქ​ნია. არა​ფე​რი არ უთ​ქვამს.

***

ვახ​შმო​ბის სა​ფა​სუ​რი იუკიმ გა​დაიხა​და. ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, თქვა, მა​მამ ბევ​რი ფუ​ლი მომ​ცა. ან​გა​რი​ში
აიღო, სა​ლა​როს​თან მი​ვი​და, ჯი​ბი​დან რამ​დე​ნი​მე და​კე​ცი​ლი ათიანი ამოიღო, ერ​თი და​ნერ​წყვა, ან​გა​რი​ში გა​‐
ას​წო​რა და ხურ​და და​უთ​ვლე​ლად ჩაიდო ჟა​კე​ტის ჯი​ბე​ში.

– ჰგო​ნია, რომ ფუ​ლი მომ​ცა და თა​ვი​დან მო​მი​შო​რა, – თქვა, – ბავ​შვი​ვით. ასე რომ, დღეს მე გპა​ტი​ჟებ. ჩვენ
ხომ რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით თა​ნას​წო​რე​ბი ვართ, ასე არ არის? ყო​ველ​თვის შენ მპა​ტი​ჟებ, მეც ხომ შე​მიძ​ლია
ხან​და​ხან...

– დი​დი მად​ლო​ბა, – ვუთ​ხა​რი, – მაგ​რამ მო​მავ​ლის​თვის გა​ით​ვა​ლის​წი​ნე, რომ კლა​სი​კუ​რი პა​ემ​ნის წესს არ​‐
ღვევ.

– ეგ რო​გორ?

– ჯერ მა​მა​კაცს უნ​და მის​ცე სა​შუალე​ბა გა​დაიხა​დოს, ფუ​ლი კი მხო​ლოდ ამის მე​რე და​უბ​რუ​ნო. ასე​თია სა​ყო​‐
ველ​თაო ეტი​კე​ტი. სხვაგ​ვა​რად მა​მა​კა​ცის თავ​მოყ​ვა​რეობას შეეხე​ბი. ჩემ​სას არა​ფე​რი დაემარ​თე​ბა. მე, რო​‐
მე​ლი მხრი​და​ნაც არ უნ​და შე​მომ​ხე​დო, „მა​ჩოს“ ვერ მი​წო​დებ. შე​გიძ​ლია ასე მო​მექ​ცე, მაგ​რამ ქვეყ​ნად უამ​‐
რა​ვი მა​მა​კა​ცია, ვი​საც ეს ეწ​ყი​ნე​ბა. მთე​ლი სამ​ყა​რო ჯერ ისევ ტრიალებს „მა​ჩოს“ პრინ​ცი​პით.

– რა სა​ში​ნე​ლი სი​სუ​ლე​ლეა! – თქვა იუკიმ, – ასეთ მა​მა​კა​ცებ​თან პაემან​ზე არ დავ​დი​ვარ.

– ძა​ლი​ან კარ​გი... ლო​გი​კუ​რი პო​ზი​ციაა, – ვთქვი, სა​ჭე მო​ვატ​რიალე და „სუ​ბა​რუ“ სად​გო​მი​დან გა​მო​ვიყ​ვა​ნე,
– მაგ​რამ საქ​მე ის არის, რომ ხან​და​ხან ადა​მიანებს უბ​რა​ლოდ, ყო​ველ​გვა​რი ლო​გი​კის გა​რე​შე უყ​ვარ​დე​ბათ
ერ​თმა​ნე​თი. მოს​წონთ ერ​თმა​ნე​თი და გინდ შუაზე გას​კდი. სიყ​ვა​რუ​ლი ჰქვია. რო​ცა ცო​ტა კი​დევ გა​იზ​რდე​ბი
და ლიფს გი​ყი​დი​ან, მიხ​ვდე​ბი.
– გით​ხა​რი, უკ​ვე მაქვს-​მეთქი! – იყ​ვი​რა და მუშ​ტე​ბი და​მი​ში​ნა ისე, რომ კი​ნა​ღამ ვეებერ​თე​ლა წი​თელ ნაგ​ვის
ყუთს შე​ვე​ჯა​ხე.

– ვხუმ​რობ! – ვთქვი და მან​ქა​ნა გა​ვა​ჩე​რე, – იცი, ჩვენ, მოზ​რდი​ლებს, ასე​თი წე​სი გვაქვს: დრო​დად​რო გა​ვე​‐
ხუმ​რე​ბით ერ​თმა​ნეთს, მე​რე კი ერ​თად ვი​ცი​ნით. შე​საძ​ლოა ამ​ქვეყ​ნად საუკე​თე​სო ოხუნ​ჯი არ ვარ, მაგ​რამ
მა​ინც მო​გი​წევს შეჩ​ვე​ვა.

– ჰმ-​მ... – გა​წე​ლა.

– ჰმ-​მ... – ავ​ყე​ვი მეც.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი, – თქვა.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი, – გა​ვი​მეორე.

– შეწ​ყვი​ტე გა​მო​ჯავ​რე​ბა! – იყ​ვი​რა იუკიმ.

შევ​წყვი​ტე და ისევ დავ​ძა​რი მან​ქა​ნა.

– ოღონდ სა​ჭეს​თან მჯდო​მი ადა​მიანის ცე​მა კა​ტე​გო​რიულად აკ​რძა​ლუ​ლია. აი, ახ​ლა აღარ ვხუმ​რობ, – ვუთ​‐
ხა​რი, – წი​ნა​აღ​მდეგ შემ​თხვე​ვა​ში ყვე​ლა მოკ​ვდე​ბა – შენც და ისიც. ესეც შენ, კლა​სი​კუ​რი პა​ემ​ნის მეორე კა​‐
ნო​ნი. არ მოკ​ვდე. იცოც​ხლე რაც შე​იძ​ლე​ბა დიდ​ხანს, რა​დაც არ უნ​და და​გიჯ​დეს.

– ჰმ-​მ... – გა​წე​ლა იუკიმ.

***

უკა​ნა გზა​ზე იუკის კრინ​ტი არ და​უძ​რავს. სა​ვარ​ძელ​ზე მი​წო​ლი​ლი ფიქ​რებ​ში და​ლივ​ლი​ვებ​და. ხან​და​ხან მეჩ​‐
ვე​ნე​ბო​და, რომ ეძი​ნა, ხან​და​ხან – არა, მაგ​რამ და​ახ​ლოებით ერ​თნაირად გა​მოიყუ​რე​ბო​და. კა​სე​ტებს აღარ
დებ​და მაგ​ნი​ტო​ფონ​ში. საც​დე​ლად ჯონ კოლ​ტრეინის „ბა​ლა​და“ ჩავ​რთე; პრო​ტეს​ტი არ გა​მო​უთ​ქვამს. რაც
არ უნ​და ჩა​მერ​თო, რო​გორც ჩანს, ამ წუ​თებ​ში მის​თვის სუ​ლერ​თი იყო. ამი​ტომ მი​ვაქ​რო​ლებ​დი მან​ქა​ნას,
თან კოლ​ტრეინის საქ​სო​ფონს ხმა​დაბ​ლა ვა​ყო​ლებ​დი ხმას.

სიონან-​ტოკიოს ღა​მის გზა, რომ​ლი​თაც უკან ვბრუნ​დე​ბო​დით, სა​ოც​რად მო​საწ​ყე​ნი იყო. მხო​ლოდ წინ მი​მა​‐
ვა​ლი მან​ქა​ნე​ბის სტოპ​სიგ​ნა​ლებს მივ​ჩე​რე​ბო​დი. მა​ინ​ცდა​მა​ინც არც ლა​პა​რა​კი მინ​დო​და. რო​ცა დე​და​ქა​ლა​‐
ქის ჰაივეიზე შე​ვე​დით, იუკიმ გა​იღ​ვი​ძა და სახ​ლში მის​ვლამ​დე კევს ღე​ჭავ​და. თან ერ​თი სი​გა​რე​ტიც მო​წია.
სამ-​ოთხჯერ გა​ბუთ​ქა და ფან​ჯა​რა​ში გა​და​აგ​დო. „კი​დევ ერთს მო​წევს და ვე​ღარ მო​ვით​მენ“, გა​ვი​ფიქ​რე. მაგ​‐
რამ მე​ტი აღარ მოუწე​ვია. ალ​ღო. მშვე​ნივ​რად გრძნობ​და, რას ვფიქ​რობ​დი. იმა​საც, რო​გორ უნ​და მოქ​‐
ცეული​ყო.

მან​ქა​ნა მის სა​დარ​ბა​ზოს​თან შე​ვა​ჩე​რე და ვუთ​ხა​რი:


– ესეც შე​ნი სახ​ლი, პრინ​ცე​სავ.

კე​ვი ქა​ღალ​დში გა​ახ​ვია, და​ამ​რგვა​ლა და ხელ​საწ​ყოების პა​ნელ​ზე და​დო. მე​რე ზან​ტი მოძ​რაობით გააღო კა​‐
რი, მან​ქა​ნი​დან გა​და​ვი​და და წა​ვი​და. არც დამ​მშვი​დო​ბე​ბია, არც კა​რი მოუხუ​რავს, არც მობ​რუ​ნე​ბუ​ლა. რთუ​‐
ლი ასა​კია. ან იქ​ნებ, უბ​რა​ლოდ, თვიურია. რო​გორც არ უნ​და იყოს, ეს ყვე​ლა​ფე​რი უც​ნაურად მახ​სე​ნებ​და
მო​რიგ ფილმს გო​ტან​დას მო​ნა​წი​ლეობით. რთუ​ლი ასა​კის მოწ​ყვლა​დი გო​გო​ნა... ჰო, გო​ტან​და აუცი​ლებ​ლად
გა​მო​ნა​ხავ​და სა​ერ​თო ენას. ისეთ თა​ნა​მო​სა​უბ​რეს​თან, რო​გო​რიც გო​ტან​დაა, იუკის კრა​მი​ტი დაუცურ​დე​ბო​‐
და. აუცი​ლებ​ლად. სხვაგ​ვა​რად ფილ​მი არ გა​მო​ვა. და მა​შინ... ფუ შე​ნი. ისევ გო​ტან​და. თა​ვი გა​ვაქ​ნიე, გა​და​ვი​‐
ხა​რე და კა​რი მოვ​ხუ​რე. ბამ! და ფრე​დი ჰა​ბარ​დთან ერ​თად, ღედ ჩლაყ-ს სიმ​ღე​რით, ში​ნის​კენ წა​ვე​დი.

***

დი​ლით, გა​ვიღ​ვი​ძე თუ არა, მეტ​როს​თან გა​ვე​დი გა​ზე​თე​ბის​თვის. ჯერ ცხრა საათი არ იყო და სი​ბუიას სად​‐
გურ​თან მგზავ​რე​ბის ვეებერ​თე​ლა ძაბ​რი დამ​ხვდა. გა​ზაფ​ხუ​ლის მიუხე​და​ვად, მხო​ლოდ თითო-​ოროლა მო​‐
ღი​მა​რი სა​ხე და​ვი​ნა​ხე, იმათ​ზეც ძნე​ლად თუ იტ​ყო​დი გა​ღი​მე​ბულს. უბ​რა​ლოდ, ჩვეულებ​რივ​ზე უფ​რო ნაკ​‐
ლე​ბად და​ძა​ბუ​ლი სა​ხეები იყო. ჯი​ხურ​ში რამ​დე​ნი​მე გა​ზე​თი ვი​ყი​დე, „დან​კინ დო​ნატ​სში“ შე​ვე​დი და ყავა-​‐
ფუნთუშასთან ერ​თად გა​დავ​ფურ​ცლე. მე​ის ხსე​ნე​ბა არ იყო. დის​ნეილენ​დი კი​დევ ერთ ატ​რაქ​ცი​ონს ამა​ტებ​‐
და, ვი​ეტ​ნა​მი კამ​ბო​ჯას ეომე​ბო​და, ტო​კიოელე​ბი ახალ მერს ირ​ჩევ​დნენ, სა​შუალო კლა​სე​ბის მოს​წავ​ლე​ებ​მა
ისევ და​არ​ღვი​ეს კა​ნო​ნი – ოტელ​ში წინ​დით გა​გუ​დულ ახალ​გაზ​რდა ლა​მაზ ქალ​ზე კი გა​ზე​თე​ბი არა​ფერს იტ​‐
ყო​ბი​ნე​ბოდ​ნენ. მარ​თა​ლია ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა: ჩვეულებ​რი​ვი შემ​თხვე​ვაა, ისე​თი, რო​გო​რიც ასო​ბით ხდე​ბა.
დის​ნეილენ​დში მოწ​ყო​ბილ ახალ ატ​რაქ​ცი​ონ​თან შე​და​რე​ბით კი – სა​ერ​თოდ რა მო​სა​ტა​ნია. ყვე​ლა ძა​ლი​ან
მა​ლე დაივიწ​ყებს ამ ამ​ბავს. თუმ​ცა არი​ან ადა​მიანე​ბი, რომ​ლე​ბიც არ დაივიწ​ყე​ბენ. ერ​თი მათ​გა​ნი მე ვარ. კი​‐
დევ ერ​თი – მკვლე​ლი. რო​გორც ჩანს, არც პო​ლი​ცი​ის ორი ინ​სპექ​ტო​რი აპი​რებს და​ვიწ​ყე​ბას...

ვი​ფიქ​რე, რა​მე ფილ​მი ხომ არ მე​ნა​ხა და კი​ნო​რეკ​ლა​მის გვერ​დი გავ​შა​ლე. „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რულს“ არ​სად
აღარ უჩ​ვე​ნებ​დნენ. გო​ტან​და გა​მახ​სენ​და. ალ​ბათ უნ​და შე​ვატ​ყო​ბი​ნო, რა დაემარ​თა მე​ის. თუ რა​ღაც მო​მენ​‐
ტში მა​საც წა​ავ​ლე​ბენ ხელს მოკ​ვლე​ვის​თვის და იქ, მის​თვის მოულოდ​ნე​ლად, ჩე​მი სა​ხე​ლიც ამო​ტივ​ტივ​დე​‐
ბა, ყე​ლამ​დე ნეხ​ვში აღ​მოვ​ჩნდე​ბი. იმის გა​ფიქ​რე​ბა​ზე, რომ ისევ დამ​კით​ხავს პო​ლი​ცია, სა​ფეთ​ქლე​ბი და​მი​‐
ბუჟ​და.

„დან​კინ დო​ნატ​სის“ სა​თა​მა​შო ვარ​დის​ფერ ტე​ლე​ფონ​თან მი​ვე​დი, ნაპ​რალ​ში მო​ნე​ტა ჩა​ვუშ​ვი და გო​ტან​დას
ნო​მე​რი ავ​კრი​ფე. რა თქმა უნ​და, შინ არ იყო. ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე. ყურ​მილს ვუთ​ხა​რი, რომ მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი საქ​‐
მე მქონ​და და რაც შე​იძ​ლე​ბა მა​ლე დამ​ლა​პა​რა​კე​ბო​და. მე​რე გა​ზე​თე​ბი ურ​ნა​ში ჩავ​ყა​რე, ქუ​ჩა​ში გა​მო​ვე​დი
და შინ წავ​ბან​ცალ​დი. მთე​ლი გზა იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, რა​ტომ ეომე​ბო​და ვი​ეტ​ნა​მი კამ​ბო​ჯას. ვერ გა​მე​გო. რა
სა​შინ​ლად დახ​ლარ​თუ​ლია ყვე​ლა​ფე​რი ამ​ქვეყ​ნად.

ყვე​ლაფ​რის მო​წეს​რი​გე​ბის დღე იყო.

აუარე​ბე​ლი საქ​მე დაუყოვ​ნებ​ლად დას​რუ​ლე​ბას მო​ით​ხოვ​და. არის ცხოვ​რე​ბა​ში ასე​თი დღეები. რო​ცა
რეალის​ტი უნ​და გახ​დე და სას​წრა​ფოდ შეუხა​მო შე​ნი ახ​ლან​დე​ლი რეალო​ბა იმ რეალო​ბას, რო​გორც ის
დღემ​დე გა​მოიყუ​რე​ბო​და.

პირ​ველ ყოვ​ლი​სა, სამ​რეც​ხაოში რამ​დე​ნი​მე პე​რან​გი წა​ვი​ღე, იქი​დან და​ახ​ლოებით ამ​დე​ნი​ვე წა​მო​ვი​ღე და
სახ​ლში მო​ვი​ტა​ნე. მე​რე ბან​კში წა​ვე​დი, ფუ​ლი გა​მო​ვი​ტა​ნე, გა​ზის და ტე​ლე​ფო​ნის გა​და​ვი​ხა​დე. ბი​ნის პატ​‐
რონს ერ​თი თვის ჩა​ვუ​რიც​ხე. უახ​ლო​ეს ჯი​ხურ​ში ქუს​ლე​ბი გა​მო​ვუც​ვა​ლე ფეხ​საც​მელს. ვი​ყი​დე ექ​ვსი სუფ​თა
აუდიოკა​სე​ტა და ბა​ტა​რეები მაღ​ვი​ძა​რას​თვის. მე​რე შინ დავ​ბრუნ​დი და მთე​ლი ხმით ჩარ​თულ „რადიო-​‐
FEN“-ზე ბი​ნის და​ლა​გე​ბა და​ვიწ​ყე. აბა​ზა​ნა გა​ვაწ​კრიალე, მა​ცივ​რი​დან ყვე​ლა​ფე​რი გა​მო​ვი​ღე, შიგ​ნი​დან გა​‐
ვამ​შრა​ლე, პრო​დუქ​ტე​ბი და​ვა​ხა​რის​ხე, გა​დავ​ყა​რე ყვე​ლა​ფე​რი, რაც უკ​ვე აღარ ვარ​გო​და. გავ​ხე​ხე გაზ​ქუ​რა,
გავ​წმინ​დე კონ​დი​ციონე​რის ფილ​ტრე​ბი, მოვ​რეც​ხე იატა​კი, ფან​ჯრე​ბი, შე​ვაგ​რო​ვე მთე​ლი ნა​გა​ვი, პა​კე​ტებ​ში
ჩავ​ყა​რე და კარ​თან და​ვაწ​ყვე. გა​მოვ​ცვა​ლე ზეწ​რე​ბი, ბა​ლი​შის​პი​რი. მტვერ​სას​რუ​ტით და​ვა​ლა​გე ბი​ნა. ამ ყვე​‐
ლა​ფერს არა​ნაკ​ლებ ორი საათი დას​ჭირ​და. ჟა​ლუ​ზებს რომ ვწმენ​დდი და შტყხ-​თან ერ​თად ვღრიალებ​დი მი​‐
სამ​ღერს Mr. Roboto, ტე​ლე​ფონ​მა და​რე​კა. გო​ტან​და იყო.
– მო​დი, სად​მე შევ​ხვდეთ. ტე​ლე​ფონ​ზე ვერ გეტ​ყვი, – შევ​თა​ვა​ზე.

– შევ​ხვდეთ... და... სას​წრა​ფოა? იცი, საქ​მე და​მიგ​როვ​და, რა​ღაც უნ​და ვქნა – კი​ნო, ტე​ლე​ვი​ზია, ვი​დეო –
ყველ​გან გა​და​ღე​ბაა. ორ-​სამ დღე​ში მშვი​დად, ადა​მიანუ​რად წა​ვი​ჭო​რა​ვებ​დი შენ​თან ერ​თად, მაგ​რამ ახ​ლა...

– მა​პა​ტიე, რომ მნიშ​ვნე​ლო​ვან საქ​მე​ებს გწყვეტ, მაგ​რამ იცი, ადა​მიანი დაიღუ​პა, – ვთქვი, – ჩვე​ნი სა​ერ​თო
ნაც​ნო​ბი. პო​ლი​ცი​ას შე​კით​ხვე​ბი აქვს.

ყურ​მი​ლი​დან სი​ჩუ​მე გად​მო​იღ​ვა​რა. შეწუხებულ-​მოკრძალებული, ძა​ლი​ან მეტ​ყვე​ლი. ამ წუ​თამ​დე ვფიქ​რობ​‐


დი, რომ სი​ჩუ​მე ის იყო, რო​ცა ვინ​მე უბ​რა​ლოდ ჩუ​მად იყო. მაგ​რამ გო​ტან​დას დუ​მი​ლი რა​ღაც გან​სა​კუთ​რე​‐
ბუ​ლი სი​ჩუ​მე იყო. ისე​თი​ვე გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი, რო​გორც სხვა და​ნარ​ჩე​ნი იმიჯ​ში, რო​მელ​საც ჩა​მო​იც​ვამ​და
ხოლ​მე. ეს მა​ღა​ლი ხა​რის​ხის დუ​მი​ლი იყო – ლა​მა​ზი, მო​დუ​რი, ინ​ტე​ლი​გენ​ტუ​რი. უც​ნაური​ა: უცებ მო​მეჩ​ვე​ნა,
ოდ​ნავ მე​ტად რომ და​მე​ძა​ბა სმე​ნა, გა​ვი​გო​ნებ​დი, რო​გორ გუ​გუ​ნებ​და მის თავ​ში უკი​დუ​რე​სი სიმ​ძლავ​რით
ამუ​შა​ვე​ბუ​ლი რა​ღაც მე​ქა​ნიზ​მი.

– გა​სა​გე​ბია. დღეს სა​ღა​მოს გა​მო​ვალ. მაგ​რამ არ გა​მოვ​რიც​ხავ, რომ ძა​ლი​ან და​მაგ​ვი​ან​დეს. არა უშავს?

– არა უშავს, – ვუ​პა​სუ​ხე.

– მა​შინ ალ​ბათ პირ​ველ​ზე ან ორ​ზე და​გი​რე​კავ... მა​პა​ტიე, მაგ​რამ უფ​რო ად​რე თავს ვერ და​ვაღ​წევ.

– კარ​გი. არ დავ​წვე​ბი, და​გე​ლო​დე​ბი.

ყურ​მი​ლი რომ დავ​კი​დე, კი​დევ ერ​თხელ, სიტ​ყვა​სიტ​ყვით და​ვატ​რიალე თავ​ში მთე​ლი ეს საუბა​რი.

დაიღუ​პა ადა​მიანი. ჩვე​ნი სა​ერ​თო ნაც​ნო​ბი. პო​ლი​ცია შე​კით​ხვებს იძ​ლე​ვა... ნამ​დვი​ლი კრი​მი​ნა​ლუ​რი თრი​‐
ლე​რია, გა​ვი​ფიქ​რე. რა​შიც არ უნ​და მიეღო მო​ნა​წი​ლეობა ჩვენს ძმა გო​ტან​დას, ყვე​ლა​ფე​რი რა​ტომ​ღაც მა​‐
შინ​ვე კი​ნოს ფორ​მას იღებ​და. რა​ტომ? რეალო​ბა თით​ქოს ნელ-​ნელა უკან იხევს და გეჩ​ვე​ნე​ბა, რომ მო​ცე​‐
მულ როლს თა​მა​შობ. ასე​თი აურა აქვს. წარ​მო​ვიდ​გი​ნე, რო​გორ გად​მო​დის თა​ვი​სი „მა​ზე​რა​ტი​დან“ – შა​ვი
სათ​ვა​ლით, სა​ყე​ლოაწეული ლა​ბა​დით. ელე​გან​ტუ​რი, რო​გორც ავ​ტო​მო​ბი​ლე​ბის სა​ბუ​რა​ვე​ბის რეკ​ლა​მა.
სრუ​ლი შარ​მა​ნი... თა​ვი გა​ვაქ​ნიე და და​რა​ბე​ბის წმენ​და გა​ვაგ​რძე​ლე. საკ​მა​რი​სია. დღეს რეალო​ბა​ში დაბ​რუ​‐
ნე​ბის დღე​ა.

***

ხუთ სა​ათ​ზე ჰა​რა​ძიუკუ​ში წა​ვე​დი და ტა​კე​სი​ტას სა​ვაჭ​რო დახ​ლებ​ზე ელ​ვი​სის სამ​კერ​დე ნიშ​ნის მო​ძებ​ნა
ვცა​დე. ამო​ცა​ნა ად​ვი​ლი არ გა​მოდ​გა. იყო Kiss და იანი, იყო Iron Maiden და AC/DC, Motorhead, მა​იკლ ჯექ​სო​ნი და
პრინ​ცე, ელ​ვი​სი კი არა​ვის ჰქონ​და. მხო​ლოდ მე​სა​მე პა​ტა​რა მა​ღა​ზიაში და​ვი​ნა​ხე, რო​გორც იქ​ნა, წარ​წე​რით
ELVIS THE KING და მა​შინ​ვე ვი​ყი​დე. მე​რე გამ​ყიდ​ველს ხუმ​რო​ბით ვკით​ხე, შემ​თხვე​ვით ჯგუფ Sly & the Family
Stone-​ის ნი​შა​ნი ხომ არ გაქვთ-​მეთქი. გამ​ყიდ​ველ​მა, თვრა​მე​ტიოდე წლის გო​გო​ნამ, თმა გა​ნიერი ლენ​ტით
რომ ჰქონ​და აკ​რუ​ლი, დაბ​ნე​ულ​მა შე​მომ​ხე​და.

– ვინ არი​ან? პირ​ვე​ლად მეს​მის. ნიუ ვეივი თუ პან​კე​ბი?


– და​ახ​ლოებით ამ​დაგ​ვა​რი.

– ბო​ლო დროს იმ​დე​ნი ახა​ლი სა​ხე​ლი ჩნდე​ბა. არ და​მი​ჯე​რებთ! – თქვა და შე​წუ​ხე​ბულ​მა გა​აწ​კლა​პუ​ნა ენა, –
უბ​რა​ლოდ, თვალს ვერ მიადევ​ნებ...

– ნუ იტ​ყვით, – და​ვე​თან​ხმე.

მე​რე რეს​ტო​რან „ცუ​რუოკა​ში“ შე​ვიარე, ლუ​დი დავ​ლიე და ერ​თი ულუ​ფა ტემ​პუ​რა შევ​ჭა​მე. დრო უაზ​როდ გა​‐
დიოდა, ნელ-​ნელა მზეც ჩა​ვი​და. Sunrise, sunset... რო​გორც ორ​გან​ზო​მი​ლე​ბიანი პეკ​მე​ნი მო​ნი​ტო​რის ეკ​რან​ზე,
მარ​ტო მივ​დიოდი რა​ღაც მი​მარ​თუ​ლე​ბით, ვნთქავ​დი დრო-​სივრცეს და არა​ფერს არ ვტო​ვებ​დი უკან. სი​‐
ტუაცია ჩიხ​ში მო​ექ​ცა. ვერ​სა​დაც ვერ მი​ვე​დი. სცე​ნა​რი, რომ​ლის მი​ხედ​ვი​თაც მოძ​რა​ობ​და აქამ​დე ყვე​ლა​ფე​‐
რი, უცებ უამ​რავ გა​ნა​პი​რა ხა​ზად დაიტო​ტა. ძი​რი​თა​დი კი, რო​მელ​საც შე​ეძ​ლო კი​კის​თან შე​ვე​ერ​თე​ბი​ნე, უკ​‐
ვა​ლოდ გაქ​რა. მე​ტის​მე​ტად გა​ვერ​თე ეპი​ზო​დე​ბით. ტვინ​საჭ​ყლე​ტი პიესის მეორე​ხა​რის​ხო​ვან სცე​ნებ​ში გა​‐
ვიხ​ლარ​თე და ახ​ლა დრო​სა და ენერ​გი​ას ვხარ​ჯავ იმის გა​სარ​კვე​ვად, რო​მე​ლია უფ​რო მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი. ამ
სცე​ნე​ბი​დან რო​მელ​შია, ეშ​მაკ​მა წაიღოს, მთა​ვა​რი მოქ​მე​დე​ბა? და სა​ერ​თოდ, არის კი აქ მთა​ვა​რი?

შუაღა​მემ​დე საქ​მე არა​ფე​რი მქონ​და, ამი​ტომ შვიდ სა​ათ​ზე სი​ბუიაზე, კი​ნო​თე​ატ​რში შე​ვე​დი და „ვერ​დიქ​ტი“
ვნა​ხე პოლ ნიუმე​ნით მთა​ვარ როლ​ში. ფილ​მი, რო​გორც ჩანს, ცუ​დი არ იყო, მაგ​რამ ერ​თთა​ვად ფიქ​რებ​ში
მივ​დიოდი, რის გა​მოც სიუჟე​ტი ნა​წი​ლე​ბად იშ​ლე​ბო​და თავ​ში. საკ​მა​რი​სი იყო, გუ​ლის​ყურ​მოკ​რე​ბილს შე​მე​‐
ხე​და ეკ​რა​ნის​თვის, რომ მა​შინ​ვე მეჩ​ვე​ნე​ბო​და, თით​ქოს აი, ახ​ლა გა​მოჩ​ნდე​ბო​და კი​კის შიშ​ვე​ლი მხრე​ბი და
ჩემ​დაუნე​ბუ​რად მას​ზე ვიწ​ყებ​დი ფიქრს. კი​კი! რა​ტომ მე​ძახ​დი? რა გინ​და ჩემ​გან?

ეკ​რან​ზე THE END აინ​თო, მე კი, ისე, რომ ვერც მივ​ხვდი, რა​ზე იყო ფილ​მი, ავ​დე​ქი და გა​მო​ვე​დი კი​ნო​თე​ატ​‐
რი​დან. ცო​ტა გა​ვი​სე​ირ​ნე, ბარ​ში შე​ვიარე, ორი „ჰიმ​ლე​ტი“ დავ​ლიე, არა​ქი​სი და​ვა​ყო​ლე.

თერ​თმეტ სა​ათ​ზე შინ დავ​ბრუნ​დი და გო​ტან​დას ზა​რის მო​ლო​დინ​ში წიგ​ნის კით​ხვა და​ვიწ​ყე. დრო​დად​რო
ტე​ლე​ფო​ნის აპა​რატს გავ​ხე​დავ​დი – სულ მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ იქი​დან მი​ყუ​რებ​და.

პა​რა​ნოია.

წიგ​ნი მო​ვის​რო​ლე, სა​წოლ​ზე გა​ვიშ​ხლარ​თე სა​ხით კედ​ლის​კენ და ქა​შაყ​ზე და​ვიწ​ყე ფიქ​რი. ნე​ტავ რო​გორ
არის იქ? მი​წა​ში ალ​ბათ სიმ​შვი​დე და სი​ჩუ​მეა. მის​გან ალ​ბათ მარ​ტო ძვლე​ბი​ღა დარ​ჩა. და ის ძვლე​ბიც ძა​ლი​‐
ან მშვი​დად არი​ან. თოვ​ლი​ვით ქათ​ქა​თა ძვლე​ბი, რო​გორც პო​ლი​ცი​ის ინ​სპექ​ტორ​მა თქვა. ხელ​შეუხე​ბი სიწ​‐
მინ​დის. ისი​ნი ვე​რა​სო​დეს ვე​რა​ვის ვე​რა​ფერს ეტ​ყვი​ან. იმი​ტომ რომ ჭა​ლა​ში, ხის ქვეშ დავ​მარ​ხე. უნი​ვერ​‐
მაღ „სეიუს“ ქა​ღალ​დის პა​კე​ტით.

არა​ფერს არ იტ​ყვი​ან...

უძ​ლუ​რე​ბის შეგ​რძნე​ბამ, ჩუმ​მა, რო​გორც ახ​ლად დამ​დნარ​მა თოვ​ლმა, დატ​ბო​რა ბი​ნა. გა​მო​სავ​ლის ძებ​ნა​ში
ჯერ სააბა​ზა​ნო​ში წა​ვე​დი, შხა​პი მი​ვი​ღე, თან Red Clay-ს მე​ლო​დი​ას ვუს​ტვენ​დი. სამ​ზა​რეულო​ში ერ​თი ქი​ლა
ლუ​დი გა​მოვ​ცა​ლე. მე​რე თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და ეს​პა​ნუ​რად ათამ​დე და​ვით​ვა​ლე. „მორ​ჩა!“ – და​ვიყ​ვი​რე და
მუ​ცელ​ზე და​ვიტ​ყა​პუ​ნე ხე​ლი. და ყვე​ლა​ნაირი უძ​ლუ​რე​ბა თით​ქოს ქარ​მა წაიღო. აი, ასე​თი საიდუმ​ლო ჯა​‐
დოქ​რო​ბა ვი​ცი. რო​ცა დიდ​ხანს ცხოვ​რობ მარ​ტო, უნე​ბუ​რად სწავ​ლობ მსგავს ფო​კუ​სებს. სხვაგ​ვა​რად ვერ
გა​დარ​ჩე​ბი.

"},{"head":"26.","content":"

26.
გო​ტან​დამ პირ​ვე​ლის ნა​ხე​ვარ​ზე და​რე​კა.

– მა​პა​ტიე, არ შე​გიძ​ლია შე​ნი მან​ქა​ნით მოხ​ვი​დე? – მკით​ხა, – გახ​სოვს, სად ვცხოვ​რობ?

– მახ​სოვს, – ვუ​პა​სუ​ხე.

– მთე​ლი დღე უამ​რა​ვი სა​მუ​შაო იყო, ად​რე ვერ მო​ვა​ხერ​ხე გა​მოქ​ცე​ვა. მაგ​რამ შეგ​ვიძ​ლია ნორ​მა​ლუ​რად ვი​‐
სა​უბ​როთ მან​ქა​ნა​ში. ჯობს, ჩემ​მა მძღოლ​მა არა​ფე​რი გაიგო​ნოს. სწო​რად მეს​მის ვი​თა​რე​ბა?

– სა​ერ​თოდ, ჰო, – და​ვე​თან​ხმე, – კარ​გი, გა​მოვ​დი​ვარ. ვფიქ​რობ, ოც წუთ​ში მანდ ვიქ​ნე​ბი.

– დროებით, – თქვა და ყურ​მი​ლი და​კი​და.

„სუ​ბა​რუ“ გა​მო​ვიყ​ვა​ნე მან​ქა​ნე​ბის სად​გო​მი​დან და თხუთ​მეტ წუთ​ში აძა​ბუ​ში ვი​ყა​ვი. ზა​რის ღი​ლაკს, იეროგ​‐
ლი​ფი​ან ფირ​ფი​ტა „გო​ტან​დას“ და​ვა​ჭი​რე თი​თი – მის ნამ​დვილ გვარს – და მა​შინ​ვე ჩა​მო​ვი​და.

– მა​პა​ტიე, რომ ასე გვი​ან მო​გიყ​ვა​ნე. დღე კი არა, კოშ​მა​რი იყო, ახ​ლა იოკო​ჰა​მა​შიც ვარ წა​სას​ვლე​ლი. გა​და​‐
ღე​ბა დი​ლა​ად​რი​ან იწ​ყე​ბა. მა​ნამ​დე იქ​ნებ ცო​ტა წა​მე​ძი​ნა მა​ინც. იქ უკ​ვე შე​უკ​ვე​თეს ჩემ​თვის ოტე​ლი...

– მო​დი, იოკო​ჰა​მა​ში წა​გიყ​ვან, – შევ​თა​ვა​ზე, – გზა​ზე ვი​ლა​პა​რა​კოთ. თან დრო​საც და​ზო​გავ.

– უბ​რა​ლოდ, გა​და​მარ​ჩი​ნე! – გაუხარ​და გო​ტან​დას.

„სუ​ბა​რუ​ში“ ჩა​მიჯ​და და გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა მი​მოიხე​და.

– რა სიმ​ყუდ​რო​ვეა! – შე​ნიშ​ნა.

– მე და ჩე​მი მან​ქა​ნა სუ​ლით თა​ნა​ზიარე​ბი ვართ, – ავუხ​სე​ნი.

– ჭკუიდან შე​იშ​ლე​ბა კა​ცი, – მხო​ლოდ ეს თქვა.

რა უც​ნაურიც არ უნ​და იყოს, ლა​ბა​დით იყო. და ეს ლა​ბა​და მარ​თლა მაგ​რად გა​მოიყუ​რე​ბო​და. შა​ვი სათ​ვა​‐
ლე, რაც მარ​თა​ლია, მარ​თა​ლია, არ ჰქონ​და. შა​ვის ნაც​ვლად, ჩვეულებ​რი​ვი, გამ​ჭვირ​ვა​ლე​მი​ნე​ბიანი ეკე​თა.
მაგ​რამ ისიც წარ​მო​უდ​გენ​ლად ელე​გან​ტუ​რი იყო. ელე​გან​ტუ​რი და ინ​ტე​ლი​გენ​ტუ​რი...

მან​ქა​ნა ღა​მის გზა​ზე, ტოკიო-​იოკოჰამას ტრა​სის​კენ გა​ვაქ​რო​ლე.

ხელ​საწ​ყოების პა​ნე​ლი​დან The Beach Boys-​ის კა​სე​ტა აიღო და დიდ​ხანს ატ​რიალებ​და ხელ​ში.
– რა ნოს​ტალ​გიაა! – თქვა, – ოდეს​ღაც ხში​რად ვუს​მენ​დი. ჯერ კი​დევ სკო​ლა​ში, უფ​როს კლა​სებ​ში. ამ The Beach
Boys-ს, რო​გორ ვთქვა, ძა​ლი​ან გა​მორ​ჩეული ბგე​რა ჰქონ​და. ისე​თი რბი​ლი, მყუდ​რო... მზიანი დღე, ზღვის
სურ​ნე​ლი, გვერ​დით ლა​მა​ზი გო​გოები ირუ​ჯე​ბი​ან... ვუს​მენ​დი და მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ასე​თი ქვე​ყა​ნა ნამ​დვი​‐
ლად არ​სე​ბობს. მი​თუ​რი ქვე​ყა​ნა, სა​დაც ყვე​ლა მუ​დამ ახალ​გაზ​რდაა და გარ​შე​მო ყვე​ლა​ფე​რი შიგ​ნი​დან ანა​‐
თებს... აი, ასე​თი უსას​რუ​ლო adolescence. რო​გორც ზღა​პარ​ში.

– ჰო, – ვთქვი და თა​ვი და​ვუქ​ნიე, – ზუს​ტად, მარ​თა​ლი ხარ.

ისევ ხე​ლის​გულ​ზე ედო კა​სე​ტა, თით​ქოს წო​ნი​და.

– მაგ​რამ ეს ყვე​ლა​ფე​რი, ცხა​დია, უსას​რუ​ლოდ ვერ გაგ​რძელ​დე​ბო​და. მუდ​მი​ვი არა​ფე​რი​ა...

– ჰო, რა თქმა უნ​და, – და​ვე​თან​ხმე.

– და სად​ღაც Good Vibrations-​ის შემ​დეგ თით​ქმის აღარ ვუს​მენ​დი. უბ​რა​ლოდ, გა​და​მიარა და მორ​ჩა. უფ​რო
მძი​მეს​კენ გა​მი​წია გულ​მა. Cream, The who, Led Zeppelin, ჯი​მი ჰენ​დრიქ​სი... ჰარ​დის დრო დად​გა. რა​ღა დროს The
Beach Boys იყო! მაგ​რამ დღემ​დე მახ​სოვს. რა​მე Surfer Girl, მა​გა​ლი​თად… რა თქმა უნ​და, ზღა​პა​რი იყო. მაგ​რამ,
და​მე​თან​ხმე, არ​ცთუ ური​გო ზღა​პა​რი!

– არ​ცთუ ური​გო, – და​ვე​თან​ხმე, – ოღონდ Good Vibrations-​ის შემ​დეგ The Beach Boys-ს კი​დევ ბევ​რი რამ ჰქონ​და
კარ​გი. ისე​თი, რომ მოს​მე​ნა ღირ​და. მა​გა​ლი​თად, „20/20“. ან Wild Honey, ან Holland, ან Surf’s Up – მშვე​ნიერი ალ​‐
ბო​მე​ბია. მე მომ​წონს. გა​სა​გე​ბია, რომ ისე​თი ვერ არის... ბრწყინ​ვა​ლე, რო​გორც თა​ვი​დან. კარ​გი რა​მეები სი​‐
სუ​ლე​ლე​ში გა​რეული. მაგ​რამ ბი​ჭებს ნე​ბის​ყო​ფა მა​ინც შერ​ჩათ. ეს ნაღ​დია. თუმ​ცა ბრაიან უილ​სონს ცო​ტა
კრა​მი​ტი დაუცურ​და და ჯგუ​ფის​თვის ბევრს აღა​რა​ფერს აკე​თებ​და. მაგ​რამ და​ნარ​ჩე​ნებს, ყვე​ლაფ​რის მიუხე​‐
და​ვად, ძა​ლი​ან უნ​დო​დათ გა​ერ​თიანე​ბა და გაძ​ლე​ბა – ეს აშ​კა​რად იგ​რძნო​ბო​და. მაგ​რამ დრო შე​იც​ვა​ლა, მათ
და​აგ​ვიანეს. ამა​ში მარ​თა​ლი ხარ... მაგ​რამ ცუ​დი მა​ინც არ იყო.

– ახ​ლა მო​ვუს​მენ, – თქვა გო​ტან​დამ.

– არ მო​გე​წო​ნე​ბა, – გა​ვი​ღი​მე.

კა​სე​ტა მაგ​ნი​ტო​ფონ​ში ჩა​დო და ღი​ლაკს დააჭი​რა თი​თი. და​იწ​ყო Fun, Fun, Fun. და​ახ​ლოებით ნა​ხე​ვარ წუთს
გო​ტან​და ჩუ​მად უს​ტვენ​და მე​ლო​დი​ას.

– ჭკუიდან შე​იშ​ლე​ბი, – თქვა ბო​ლოს, – წარ​მო​გიდ​გე​ნია? მას შემ​დეგ, რაც ეს მუ​სი​კა პო​პუ​ლა​რუ​ლი იყო, ოცი
წე​ლი გა​ვი​და!

– არა​და, ისე ის​მის, რო​გორც გუ​შინ... – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

რამ​დე​ნი​მე წამს შე​ფიქ​რიანე​ბუ​ლი მი​ყუ​რებ​და, მე​რე გაიღი​მა.

– უც​ნაური ხუმ​რო​ბა იცი, მა​შინ​ვე ვერც მიხ​ვდე​ბი, – თქვა.


– არც არა​ვის ეს​მის, – კვე​რი და​ვუ​კა​რი, – უმე​ტე​სო​ბა ჩემს ხუმ​რო​ბას რა​ტომ​ღაც სე​რიოზუ​ლად აღიქ​ვამს. სა​‐
ში​ნე​ლი სამ​ყა​როა! შენს ნე​ბა​ზე ვერც გი​ხუმ​რი​ა...

– შე​ნი ხუმ​რო​ბა მა​ინც სჯობს ამ სამ​ყა​როს ხუმ​რო​ბას. ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე კარ​გი ხუმ​რო​ბა მე​ზობ​ლის​თვის
პლას​ტმა​სის თეფ​შით ძაღ​ლის მძღნე​რის მირ​თმე​ვაა. სი​ცი​ლით მუც​ლე​ბი და​უს​კდე​ბათ.

– კი​დევ უფ​რო კარ​გი ნამ​დვი​ლის მირ​თმე​ვაა. რომ ყვე​ლა მა​შინ​ვე სი​ცი​ლით დაიხო​ცოს.

– ნუ იტ​ყვი...

ერ​თხანს ჩუ​მად ვუს​მენ​დით The Beach Boys-ს. ძვე​ლი, უწ​ყი​ნა​რი სიმ​ღე​რე​ბი – California Girls, „409“, Catch a Wave და
ეგე​თე​ბი. წა​მო​ჟინ​ჟღლა. დრო​დად​რო ფან​ჯრე​ბის საწ​მენდს ვრთავ​დი, მე​რე გა​მოვ​რთავ​დი, ცო​ტა ხნის შემ​‐
დეგ კი ისევ ვრთავ​დი. აი, ასე​თი წვი​მა იყო – მსუ​ბუ​ქი სა​გა​ზაფ​ხუ​ლო ჟინ​ჟღლი.

– რა გახ​სოვს სკო​ლის წლე​ბი​დან? – მკით​ხა გო​ტან​დამ.

– უძ​ლუ​რე​ბი​სა და უბად​რუ​კო​ბის მოუშო​რე​ბე​ლი შეგ​რძნე​ბა, – ვუ​პა​სუ​ხე.

– კი​დევ?

ორიოდე წა​მით ჩავ​ფიქ​რდი.

– რო​გორ ან​თებ გა​ზის ქუ​რას ბუ​ნე​ბის​მეტ​ყვე​ლე​ბის გაკ​ვე​თილ​ზე.

– ისევ და​იწ​ყე? – გა​უკ​ვირ​და.

– იცი... ძა​ლი​ან ელე​გან​ტუ​რად გა​მოგ​დიოდა. ქუ​რა​საც კი ისე ან​თებ​დი, თით​ქოს გმი​რო​ბას სჩა​დიოდი, რო​მე​‐
ლიც ის​ტო​რი​ის ანა​ლებ​ში ჩაიწე​რე​ბო​და.

– ეს უკ​ვე მე​ტის​მე​ტია! – გაიცი​ნა, – თუმ​ცა ვხვდე​ბი, რა​ზე მი​მა​ნიშ​ნებ. მე​ტის​მე​ტად ყელ​ყე​ლა​ობ​დიო, არა? ვი​‐
ცი, არა​ერ​თხელ უთ​ქვამთ. ოდეს​ღაც მწყინ​და კი​დეც. ისე, მო​საჩ​ვე​ნებ​ლად არა​ფერს ვა​კე​თებ​დი, უბ​რა​ლოდ,
ასე გა​მო​დიოდა. თა​ვის​თა​ვად. მახ​სოვს, ბავ​შვო​ბა​ში ყვე​ლა მე მომ​ჩე​რე​ბო​და, ყუ​რად​ღე​ბას ვიპ​ყრობ​დი, თით​‐
ქოს რა​ღაც მაგ​ნი​ტი მქონ​და. ეს ყვე​ლა​ფე​რი, რა თქმა უნ​და, უკ​ვა​ლოდ არ ქრე​ბო​და. რაც არ უნ​და გა​მე​კე​თე​‐
ბი​ნა, ყვე​ლა​ფერს, სულ ცო​ტა​თი მა​ინც, თე​ატ​რა​ლუ​რი ელ​ფე​რი დაჰ​კრავ​და. ეს წყეული თე​ატ​რა​ლო​ბა ამე​წე​‐
ბა და მთე​ლი ცხოვ​რე​ბა გამ​ყვა. თით​ქოს სულ სცე​ნა​ზე ვარ. და რო​ცა მსა​ხიობი გავ​ხდი, მძი​მე ტვირ​თი მო​‐
ვიხ​სე​ნი მხრე​ბი​დან. ახ​ლა შე​მეძ​ლო პა​ტი​ოს​ნად მე​თა​მა​შა და არაფ​რის არ მომ​რი​დე​ბო​და! – მუხ​ლებ​ზე და​იწ​‐
ყო ხე​ლე​ბი, და​აც​ქერ​და და რამ​დე​ნი​მე წამს ასე იჯ​და, – მაგ​რამ არც ისე​თი გა​რე​წა​რი ვარ, სუ​ლაც არ ვარ
პირ​მოთ​ნე. გუ​ლახ​დი​ლიც ვარ, მოწ​ყვლა​დიც. და არც დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე დავ​დი​ვარ ნიღ​ბით.

– ჰო, რა თქმა უნ​და, ღმერ​თმა და​მი​ფა​როს! – ვუთ​ხა​რი, – ამი​ტომ არ მით​ქვამს. მხო​ლოდ იმას ვგუ​ლის​ხმობ​‐
დი, რომ დი​დე​ბუ​ლად ან​თებ​დი გაზ​ქუ​რას. სულ ეს არის. სიამოვ​ნე​ბით შეგ​ხე​დავ​დი კი​დევ ერ​თხელ.

გაიცი​ნა. სათ​ვა​ლე მო​იხ​სნა და ცხვირ​სა​ხო​ცით ელე​გან​ტუ​რად გაწ​მინ​და მი​ნე​ბი. სრუ​ლი შარ​მი...


– კარ​გი, მო​გიწ​ყობ რო​გორ​მე, – თქვა, – ქუ​რას და ასანთს მე ვი​შო​ვი.

– მე ბა​ლიშს მო​ვი​ტან – ვაითუ აღ​ტა​ცე​ბის​გან გუ​ლი წა​მი​ვი​დეს, – და​ვა​მა​ტე.

– მშვე​ნიერი აზ​რია! – გა​დაიხარ​ხა​რა და სათ​ვა​ლე გაიკე​თა. მე​რე ხე​ლი გა​იწ​ვდი​ნა და ხმას დაუწია, – თუ წი​ნა​‐
აღ​მდე​გი არ ხარ, მო​დი, იმ ადა​მი​ან​ზე ვი​ლა​პა​რა​კოთ, რო​მე​ლიც მოკ​ვდა...

– მე​ი... – ვთქვი. მო​ცეკ​ვა​ვე ფან​ჯრის საწ​მენ​დის იქით გზას გავ​ცქე​რო​დი, – აღარ არის. მოკ​ლეს. წინ​დით და​‐
ახ​რჩვეს ოტელ​ში, აკა​სა​კა​ზე. მკვლე​ლი არ უპო​ვი​ათ.

გო​ტან​და ცა​რიელი, უაზ​რო თვა​ლე​ბით შე​მო​მაც​ქერ​და. მხო​ლოდ რამ​დე​ნი​მე წა​მის შემ​დეგ მი​აღ​წია ჩემ​მა
სიტ​ყვებ​მა მის ყუ​რამ​დე. და მა​შინ სა​ხე შეუტოკ​და, რა​ღაც ჩას​წყდა. ასე ტყდე​ბა ფან​ჯრის ჩარ​ჩო ძლიერი მი​‐
წის​ძვრის დროს. მის სა​ხეც​ვლი​ლე​ბას ვაკ​ვირ​დე​ბო​დი. ეტ​ყო​ბა, მარ​თლა შოკ​ში იყო.

– რო​დის? – მკით​ხა.

ვუთ​ხა​რი. გა​ჩუმ​და, აზ​რებს იკ​რებ​და.

– კოშ​მა​რია, – თქვა ბო​ლოს. და თა​ვი გა​აქ​ნია, – მე​ტის​მე​ტად უაზ​რო და სას​ტი​კი. ის ხომ არა​ფერს აშა​ვებ​და.
მშვე​ნიერი გო​გო იყო. და სა​ერ​თო​დაც... – ენა დაება და ისევ გა​აქ​ნია თა​ვი.

– ჰო. მშვე​ნიერი გო​გო იყო, – და​ვე​თან​ხმე, – პირ​და​პირ ზღაპ​რი​დან მო​სულს ჰგავ​და...

გო​ტან​და უცებ რო​გორ​ღაც მო​ეშ​ვა და ღრმად, ძა​ლი​ან ღრმად ამოიოხ​რა. სა​ხე​ზე ნაღ​ვე​ლი​ვით და​ეღ​ვა​რა
არაადა​მიანუ​რი დაღ​ლი​ლო​ბა – თით​ქოს აღარ შე​ეძ​ლო მი​სი ატა​ნა. თით​ქოს მთე​ლი ცხოვ​რე​ბა აგ​რო​ვებ​და
ამ დაღ​ლი​ლო​ბას და მხო​ლოდ ახ​ლა მის​ცა ნე​ბა, გა​რეთ გად​მოღ​ვრი​ლი​ყო. საოცა​რი ადა​მიანია, გა​ვი​ფიქ​რე.
აი, მეს​მის გამ​ძლეობა... სა​შინ​ლად დაღ​ლი​ლი გო​ტან​და თით​ქოს ოდ​ნავ და​ბერ​და. მაგ​რამ ეს არაადა​მიანუ​‐
რი დაღ​ლი​ლო​ბაც ელე​გან​ტუ​რად გა​მოიყუ​რე​ბო​და. რო​გორც ცხოვ​რე​ბის დახ​ვე​წი​ლი აქ​სე​სუარი. თუმ​ცა ამა​‐
ზე სე​რიოზუ​ლად ფიქ​რი, რა თქმა უნ​და, უსა​მარ​თლო​ბა იყო. ისიც იღ​ლე​ბო​და ნამ​დვი​ლად. მა​საც სტკიოდა.
ვის უნ​და სცოდ​ნო​და ეს, თუ არა მე. უბ​რა​ლოდ, რაც არ უნ​და ეკე​თე​ბი​ნა, დახ​ვე​წი​ლად გა​მოს​დიოდა. რო​‐
გორც მი​თურ მე​ფეს, რო​მე​ლიც ოქ​როდ აქ​ცევ​და ყვე​ლა​ფერს, რა​საც კი ხელს შე​ავ​ლებ​და.

– მახ​სოვს, სა​მი​ვე ხში​რად ვლა​პა​რა​კობ​დით დი​ლამ​დე, – გა​ნაგ​რძო გო​ტან​დამ, – მე, მეი, კი​კი... ისე​თი კარ​გი
იყო. ის, რა​საც შენ „ზღა​პარს“ ეძა​ხი. ოღონდ ზღა​პარს ხე​ლით ვერ შეეხე​ბი. ამი​ტომ იყ​ვნენ ჩემ​თვის ასე
ძვირ​ფა​სე​ბი, აი ასე, ცალ​კე მთე​ლი სამ​ყა​როს​გან. და მა​ინც გაქ​რნენ. ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით...

გავ​ჩუმ​დით. მე გზას ვუ​ყუ​რებ​დი, ის – ხელ​საწ​ყოების პა​ნელს. მე ხან ვრთავ​დი, ხან გა​მოვ​რთავ​დი ფან​ჯრის
საწ​მენ​დებს. თჰე ბე​აცჰ ბოყს ხმა​დაბ​ლა აგ​რძე​ლებ​და ძველ, უწ​ყი​ნარ სიმ​ღე​რებს. მზე​ზე, სერ​ფინ​გზე, ავ​ტორ​‐
ბო​ლებ​ზე.

– რო​გორ გაიგე, რომ მოკ​ვდა? – მკით​ხა გო​ტან​დამ.

– პო​ლი​ციაში გა​მო​მი​ძა​ხეს, – ვუ​პა​სუ​ხე, – სა​ფუ​ლე​ში ჩე​მი სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი უპო​ვეს. მე მი​ვე​ცი მა​შინ. ვთხო​‐
ვე დაერე​კა, თუ რა​მეს გაიგებ​და კი​კი​ზე. გა​მო​მარ​თვა და სა​ფუ​ლე​ში, სულ ძირ​ში შეინა​ხა. თან ატა​რებ​და.
ღმერ​თმა უწ​ყის, რა​ტომ. და, თით​ქოს ჯიბ​რზე, ეს სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი ერ​თა​დერ​თი სამ​ხი​ლია, რომ​ლი​თაც მა​‐
ძებ​რებს მი​სი ვი​ნაობის დად​გე​ნის იმე​დი ჰქონ​დათ. ჰო​და, გა​მო​მი​ძა​ხეს. გვა​მის ფო​ტოები მაჩ​ვე​ნეს, მე​კით​ხე​‐
ბოდ​ნენ, ვიც​ნობ​დი თუ არა ამ ქალს. ორ​ნი იყ​ვნენ, ინ​სპექ​ტო​რე​ბი, ორი​ვე შე​ბერ​ტყი​ლი და მიმ​წო​ლი. ჰო​და,
მეც ვთქვი, არ ვიცნობ-​მეთქი. მოკ​ლედ, მო​ვიტ​ყუ​ე.

– რა​ტომ?

– რა​ტომ? შე​ნი აზ​რით, პა​ტი​ოს​ნად უნ​და მეთ​ქვა: ჰო, მე და ჩემ​მა მე​გო​ბარ​მა, გო​ტან​დამ, ბო​ზე​ბი სახ​ლში
გამოვიძახეთ-​მეთქი? წარ​მო​იდ​გი​ნე, რა მოხ​დე​ბო​და, სი​მარ​თლე რომ მეთ​ქვა! სრულ ჭკუაზე ხარ? თუ წარ​მო​‐
სახ​ვა გღა​ლა​ტობს?

– მა​პა​ტიე, – გულ​წრფე​ლად თქვა, – თა​ვი არ მუ​შა​ობს, სი​სუ​ლე​ლე გკით​ხე. რა თქმა უნ​და, მარ​თა​ლი ხარ. რა​‐
ღაც იდიოტო​ბა გა​მო​ვი​დო​და... და იმათ რა​ო?

– რა და, რა თქმა უნ​და, არ დაიჯე​რეს. არ​ცერ​თი სიტ​ყვა. ორი​ვე გაქ​ნი​ლი პრო​ფია, ყნოს​ვით ხვდე​ბი​ან, რო​ცა
იტ​ყუები. სა​მი ღა​მე მა​ყურ​ყუ​ტეს. ისე რომ, არც კა​ნო​ნი და​ურ​ღვე​ვი​ათ, თი​თიც არ დაუკა​რე​ბი​ათ, ისე ამო​მიბ​‐
რუ​ნეს სუ​ლი – მოკ​ლედ, გულ​მოდ​გი​ნედ იმუ​შა​ვეს. კი​ნა​ღამ ჭკუიდან შე​ვი​შა​ლე. მა​ინც იმ ასაკ​ში აღარ ვარ.
ად​რე სხვა საქ​მე იყო... ღა​მის გა​სა​თე​ვი არ ჰქონ​დათ, სა​კან​ში მო​მიხ​და ძი​ლი. კა​რი არ და​კე​ტეს. მაგ​რამ
დაკეტე-​არ და​კე​ტე, ცი​ხე ცი​ხეა. თით​ქოს რა​ღაც ჭა​ობ​ში ეფ​ლო​ბი. სულ ად​ვი​ლად შე​იძ​ლე​ბა ჩვრად იქ​ცე...

– ვი​ცი. ოდეს​ღაც მეც ვი​ჯე​ქი ორი კვი​რა. ხმის ამოუღებ​ლად. ნათ​ქვა​მი ჰქონ​დათ: რაც არ უნ​და გა​გი​კე​თონ,
ჩუ​მად იყა​ვიო. მეც ვი​ჯე​ქი ჩუ​მად. ოო, სა​ში​ნე​ლე​ბა იყო... ორი კვი​რა უმ​ზე​ოდ. მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ვე​ღა​რა​სო​‐
დეს გა​მო​ვი​დო​დი იქი​დან. იქ მარ​თლა ასე იწ​ყებ ფიქრს. ისი​ნი ხომ ადა​მიანე​ბის​გან კატ​ლეტს აკე​თე​ბენ. ლუ​‐
დის ბოთ​ლით თით​ქოს სა​ქონ​ლის ხორცს ბეგ​ვა​ვენ. და მშვე​ნივ​რად იცი​ან, ნე​ბის​მიერი ადა​მიანი რა სა​‐
შუალე​ბით მი​ამ​წყვდი​ონ კუთ​ხე​ში, რა​თა გა​მო​ტე​ხონ... – და​ჟი​ნე​ბით დას​ცქე​რო​და ფრჩხი​ლებს მარ​ჯვე​ნა
ხელ​ზე, – შენ კი, რო​გორც ამ​ბობ, სა​მი დღე იჯე​ქი და არა​ფე​რი წა​მოგ​ცდა?

– არა, რა თქმა უნ​და! რა, ჯერ უარ​ზე უნ​და დავ​მდგა​რი​ყა​ვი და მე​რე უცებ მეთ​ქვა: „გუ​ლახ​დი​ლად რომ გით​‐
ხრათ, ყვე​ლა​ფე​რი ცო​ტა სხვა​ნაირად იყო-​მეთქი? მა​შინ მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ვერ გა​მო​ვაღ​წევ​დი იქი​დან! არა,
ამ ტი​პებ​თან ერ​თა​დერ​თი სა​შუალე​ბით შე​იძ​ლე​ბა გა​და​ირ​ჩი​ნო თა​ვი – ერ​თა​დერ​თი სიმ​ღე​რა უნ​და წე​ლო. და
თუ თა​ვი მოიკა​ტუ​ნე, რომ არა​ფე​რი არ იცი – ასეც დარ​ჩი ბო​ლომ​დე.

სა​ხე​ზე ისევ გა​დაუარა უც​ნა​ურ​მა ცახ​ცახ​მა.

– მა​პა​ტიე, რომ ამ შარ​ში გაგ​ხვიე. გო​გო გა​გა​ცა​ნი და ხომ ხე​დავ...

– შენ რა გაქვს მო​სა​ბო​დი​შე​ბე​ლი, – მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე, – რაც იყო, იყო. მა​შინ მეც კარ​გად გა​ვერ​თე. ახ​ლა კი
ასეა. შენ ხომ ბრა​ლი არ მი​გიძ​ღვის მის სიკ​ვდილ​ში!

– ეგ გა​სა​გე​ბი​ა... მაგ​რამ შენ იძუ​ლე​ბუ​ლი იყა​ვი, ტყუილი გეთ​ქვა. და ეს ყვე​ლა​ფე​რი მარ​ტო აგე​ტა​ნა – მხო​‐
ლოდ იმის​თვის, რომ მეც არ გა​გე​რიე. ესე იგი მა​ინც ჩემ გა​მო. ისე გა​მო​ვი​და, თით​ქოს ლო​დი დაგ​კი​დე კი​‐
სერ​ზე...

მან​ქა​ნა მო​რიგ შუქ​ნი​შან​თან და​ვა​მუხ​რუ​ჭე, გო​ტან​დას შევ​ხე​დე და ალ​ბათ ყვე​ლა​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი რამ
ვუთ​ხა​რი:

– მო​მის​მი​ნე. მო​დი, შე​ვეშ​ვათ ამას. თავს ნუ იტ​კი​ვებ. ნუ ბო​დი​შობ. მად​ლო​ბას ნუ მე​უბ​ნე​ბი. შენ შე​ნი სი​‐
ტუაცია და შე​ნი პინ​ცი​პე​ბი გაქვს, და ეს კარ​გად მეს​მის. ჩე​მი პრობ​ლე​მა კი ის არის, რომ ვერ და​ვეხ​მა​რე მე​‐
ის ვი​ნაობის დად​გე​ნა​ში. ის უბ​რა​ლოდ კი არ ჩა​მი​ვარ​და გულ​ში, ალ​ბათ გეს​მის, თით​ქოს ჩე​მი ახ​ლო​ბე​ლი
იყო. და ძა​ლი​ან მინ​და, რომ ის არამ​ზა​და, ვინც მეი მოკ​ლა, დამ​სა​ხუ​რე​ბუ​ლად დაისა​ჯოს. ძა​ლი​ან მინ​დო​და,
ყვე​ლა​ფე​რი მო​მე​ყო​ლა, რაც ვი​ცი. მაგ​რამ არ მო​ვუ​ყე​ვი. აი, რა მაწ​ვა​ლებს სი​ნამ​დვი​ლე​ში. აბა, წარ​მო​იდ​გი​‐
ნე: ახ​ლა მეი სად​ღაც მკვდა​რი წევს და არა​ვინ მი​სი სა​ხე​ლიც კი არ იცის. ეს გულს არ გი​რევს?

დიდ​ხანს, დიდ​ხანს იჯ​და თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი და რა​ღა​ცა​ზე ფიქ​რობ​და. მო​მეჩ​ვე​ნა, რომ ჩაეძი​ნა კი​დეც. The
Beach Boys-​ის კა​სე​ტა დამ​თავ​რდა, ღი​ლაკს და​ვა​ჭი​რე თი​თი და მაგ​ნი​ტო​ფო​ნი​დან ამო​ვი​ღე. სა​ლონ​ში სი​ჩუ​მე
ჩა​მო​ვარ​და. მხო​ლოდ ქვე​ვი​დან ის​მო​და სა​ბუ​რა​ვე​ბის მო​ნო​ტო​ნუ​რი შრიალი. რა ყრუ ღა​მეა, გა​ვი​ფიქ​რე.

– პო​ლი​ციაში დავ​რე​კავ, – თვა​ლი გაახი​ლა და ხმა​დაბ​ლა თქვა გო​ტან​დამ, – ანო​ნი​მუ​რად. ვეტ​ყვი კლუ​ბის სა​‐
ხელ​წო​დე​ბას, სა​დაც მუ​შა​ობ​და. მის პი​როვ​ნე​ბას და​ად​გე​ნენ და ეს და​ეხ​მა​რე​ბა გა​მო​ძიებას.

– მშვე​ნიერი იდეაა, – ვუთ​ხა​რი, – თა​ვი გი​მუ​შა​ვებს, ნუ იტ​ყვი. მე რო​გორ ვერ მო​ვი​ფიქ​რე? პო​ლი​ცია შიგ​‐
ნეულიანად ამო​აბ​რუ​ნებს კლუბს, გაიგებს, რომ მკვლე​ლო​ბამ​დე რამ​დე​ნი​მე დღით ად​რე სახ​ლში გა​მოიძა​ხე.
გი​ბა​რებს და​კით​ხვა​ზე და პი​კან​ტურ კით​ხვას გის​ვამს: სა​მი დღის გან​მავ​ლო​ბა​ში ასე გულ​მოდ​გი​ნედ რა​ტომ
გა​ფა​რებ​დი ხელს?

ნირ​წამ​ხდარ​მა და​აქ​ნია თა​ვი.

– ჰო, მარ​თა​ლი ხარ... რა​ღაც ემარ​თე​ბა თავს. სულ და​მი​ცურ​და კრა​მი​ტი.

– ზუს​ტად, და​გი​ცურ​და, – და​ვუ​დას​ტუ​რე, – ასეთ სი​ტუაცი​ებ​ში უნ​და გა​ყუჩ​დე და არ იფაფ​ხუ​რო. მა​შინ ვერ შე​‐
გამ​ჩნე​ვენ და გვერ​დით ჩა​გირ​ბე​ნენ. მოც​დაა სა​ჭი​რო. მოგ​ცლია ერ​თი, დი​დი ამ​ბა​ვი, ვი​ღაც დეიდა წინ​დით
გა​გუ​დეს ოტელ​ში! ასე​თი რამ წამ​დაუწუმ ხდე​ბა. ხვალ აღა​რა​ვის ემახ​სოვ​რე​ბა. შენ არა​ფერ შუაში ხარ, სი​‐
სუ​ლე​ლეა თა​ვის და​და​ნა​შაულე​ბა. ჩარ​გე თა​ვი მხრებ​ში და იჯე​ქი ჩუ​მად. არაფ​რის გა​კე​თე​ბა არ არის სა​ჭი​‐
რო. ფაფ​ხურს და​იწ​ყებ და – უფ​რო მე​ტად გახ​ლარ​თავ ყვე​ლას.

შე​საძ​ლოა მე​ტის​მე​ტად გულ​გრი​ლად ვთქვი. შე​საძ​ლოა, მე​ტის​მე​ტად მკვეთ​რად გა​იჟ​ღე​რა. არ ვი​ცი. მაგ​რამ,
ბო​ლოს და ბო​ლოს, მეც მაქვს ემო​ციების უფ​ლე​ბა. ბო​ლოს და ბო​ლოს, მეც...

– მა​პა​ტიე, – ვუთ​ხა​რი, – არ მინ​დო​და საყ​ვე​დუ​რის თქმა. უბ​რა​ლოდ... ძა​ლი​ან ცუ​დად ვი​ყა​ვი. ვე​რაფ​რით ვერ
და​ვეხ​მა​რე. სულ ეს არის. შენ არა​ფე​რი და​გი​შა​ვე​ბი​ა.

– არა, – გა​აქ​ნია თა​ვი, – და​ვა​შა​ვე...

სი​ჩუ​მე მე​ტის​მე​ტად დამ​ძიმ​და და მო​რი​გი კა​სე​ტა ჩავ​რთე – ბენ ე. კინ​გი, Spanish Harlem. იოკო​ჰა​მამ​დე ორი​ვე
ჩუ​მად ვი​ყა​ვით. მაგ​რამ სწო​რედ ამ დუ​მილ​მა და​მა​ახ​ლო​ვა უცებ გო​ტან​დას​თან. მო​მინ​და, მხარ​ზე ხე​ლი და​‐
მერ​ტყა და მეთ​ქვა: „მო​ეშ​ვი, უკ​ვე ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​რდა“. მაგ​რამ არა​ფე​რი მით​ქვამს. მოკ​ვდა ადა​მიანი.
მოკ​ვდა და წევს ცივ მი​წა​ში. ეს გა​ცი​ლე​ბით დი​დი და მძი​მე იყო იმას​თან შე​და​რე​ბით, რი​თაც შე​მეძ​ლო მე​ნუ​‐
გე​შე​ბი​ნა.

– და მა​ინც, ვინ არის მკვლე​ლი? – მკით​ხა კარ​გა ხნის შემ​დეგ.

– კარ​გი შე​კით​ხვა​ა... – ამო​ვი​ოხ​რე, – ისეთ სამ​სა​ხურ​ში, რო​გო​რიც მას ჰქონ​და, ვის არ გა​და​ეყ​რე​ბი. ყვე​ლა​ფე​‐
რი ხდე​ბა. მხო​ლოდ ზღაპ​რე​ბი არ...

– მაგ​რამ ეს კლუ​ბი კლი​ენ​ტებს მხო​ლოდ საიმე​დო, შე​მოწ​მე​ბუ​ლი ადა​მიანე​ბის​გან ირ​ჩევს! ყვე​ლა შეკ​ვე​თა
ად​მი​ნის​ტრა​ცი​ის სა​შუალე​ბით ფორ​მდე​ბა. და იმის დად​გე​ნა, ვინ ვის შეხ​ვდა, პრაქ​ტი​კუ​ლად მა​შინ​ვე შე​იძ​‐
ლე​ბა.

– ეტ​ყო​ბა, ამ​ჯე​რად შუამავ​ლე​ბის გა​რე​შე მუ​შა​ობ​და. ძა​ლი​ან ჰგავს ამას. რა​ღაც კერ​ძო შეკ​ვე​თა, ან და​მა​ტე​‐
ბი​თი სა​მუ​შაო. ასეა თუ ისე, კლინ​ტი დამ​პა​ლი გა​მოდ​გა.

– ჰო... – გა​აქ​ნია თა​ვი.

– ამ გო​გოს მე​ტის​მე​ტად სჯე​რო​და ზღაპ​რე​ბის, – ვთქვი, – და ცდი​ლობ​და, გა​მო​გო​ნი​ლი ხა​ტე​ბის სამ​ყა​რო​ში


ეც​ხოვ​რა. მაგ​რამ ეს უსას​რუ​ლოდ ვერ გაგ​რძელ​დე​ბო​და. დიდ​ხანს რომ იც​ხოვ​რო ასე, წე​სე​ბია სა​ჭი​რო. წე​‐
სებს კი მხო​ლოდ თითო-​ოროლა თუ იცავს და პა​ტივს სცემს. შეც​დე​ბი პარ​ტნი​ორ​ში და ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​‐
რდე​ბა...

– მა​ინც რა უც​ნაურია, – თქვა გო​ტან​დამ, – ასე​თი ლა​მა​ზი, ჭკვიანი გო​გო რა​ტომ მუ​შა​ობ​და მე​ძა​ვად? გაუგე​ბა​‐
რია. ასე​თი მო​ნა​ცე​მე​ბით სულ ად​ვი​ლად შე​ეძ​ლო უკე​თე​სი ცხოვ​რე​ბა უზ​რუნ​ვე​ლე​ყო სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვის.
ნორ​მა​ლუ​რი სამ​სა​ხუ​რი ეშო​ვა, ვინ​მე მდი​და​რი მოეჩან​გლა. ან ფო​ტო​მო​დე​ლი გამ​ხდა​რი​ყო. რა​ტომ გახ​და
მე​ძა​ვი? გა​სა​გე​ბია, რომ კარ​გად უხ​დი​ან. მაგ​რამ ფუ​ლი მა​ინ​ცდა​მა​ინც არ აინ​ტე​რე​სებ​და! შე​იძ​ლე​ბა მარ​თა​‐
ლი ხარ. რო​გორც ჩანს, უბ​რა​ლოდ, ზღაპ​რე​ბი უნ​დო​და...

– ეტ​ყო​ბა, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – რო​გორც შენ. რო​გორც ჩვენ ყვე​ლას. ყვე​ლას გვინ​და ზღაპ​რე​ბი, ოღონდ ყვე​ლა
თა​ვი​სე​ბუ​რად ეძებს. ამი​ტო​მაა, რომ ადა​მიანე​ბი ასე ხში​რად ვერ უგე​ბენ ერ​თმა​ნეთს. და შეც​დო​მე​ბი მოს​‐
დით. ზოგ​ჯერ კვდე​ბი​ან კი​დეც.

ოტელ „ნიუ გრან​დის“ სად​გომ​ზე შე​ვუხ​ვიე. მან​ქა​ნა გა​ვა​ჩე​რე და ძრა​ვა გა​მოვ​რთე.

– აქ ხომ არ გაათევ​დი ღა​მეს? – შე​მომ​თა​ვა​ზა, – ნამ​დვი​ლად ექ​ნე​ბათ თა​ვი​სუ​ფა​ლი ნო​მე​რი. ვის​კის შე​ვუკ​ვე​‐
თავ​დით, და​ვი​ლა​პა​რა​კებ​დით. სუ​ლერ​თია, ამ მკვდრებ​ზე ფიქ​რით მა​ინც არ და​მე​ძი​ნე​ბა...

თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– ჩვენ ერ​თად აუცი​ლებ​ლად კი​დევ დავ​თვრე​ბით, მაგ​რამ არა დღეს. და​ვი​ღა​ლე. ახ​ლა სიამოვ​ნე​ბით წა​ვი​დო​‐
დი სახ​ლში და და​სა​ძი​ნებ​ლად და​ვეგ​დე​ბო​დი, ისე რომ არა​ფერ​ზე არ მე​ფიქ​რა.

– გა​სა​გე​ბი​ა... – ამოიოხ​რა გო​ტან​დამ, – გმად​ლობ, რომ მო​მიყ​ვა​ნე. ალ​ბათ მთე​ლი გზა რა​ღაც სი​სუ​ლე​ლე​ებს
ვრო​შავ​დი, არა?

– შენც დაიღა​ლე, – ვუთ​ხა​რი, – კი​დევ მო​ას​წრებ შენს მკვდრებ​ზე ფიქრს. ისი​ნი მკვდრე​ბი არი​ან და ვერ​სად
წა​გივ​ლენ. და​ის​ვე​ნე, აზ​რზე მო​დი და მე​რე იფიქ​რე. გეს​მის, რას გე​უბ​ნე​ბი? მეი მკვდა​რია. აბ​სო​ლუ​ტუ​რად,
უიმე​დოდ მკვდა​რი. მი​სი გვა​მი უკ​ვე გაკ​ვე​თეს და გა​ყი​ნეს. და ვე​რა​ვი​თა​რი სინ​დი​სის ქენ​ჯნა, ვე​რა​ვი​თა​რი
სენ​ტი​მენ​ტე​ბი ვე​ღარ და​აბ​რუ​ნებს.

გო​ტან​დამ თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

– ჰო, ვხვდე​ბი, რას გუ​ლის​ხმობ...

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – და​ვემ​შვი​დო​ბე.


– ჩათ​ვა​ლე, რომ ვალ​ში ვარ შენ​თან! – თქვა.

– გაზ​ქუ​რა აან​თე ჩემ​თვის და ბა​რი​ბარ​ში ვიქ​ნე​ბით.

გაიცი​ნა. უკ​ვე მან​ქა​ნი​დან გა​დას​ვლას აპი​რებ​და, რომ უცებ რა​ღაც გა​ახ​სენ​და და შე​მომ​ხე​და.

– უც​ნაური​ა... ცხოვ​რე​ბა​ში არა​ვის​თან არ მი​ლა​პა​რა​კია ისე გულ​წრფე​ლად, რო​გორც შენ​თან. არა​და, ოცი წე​‐
ლი​წა​დი არ გვე​ნა​ხა ერ​თმა​ნე​თი. და მას შემ​დეგ მხო​ლოდ მეორედ ვხვდე​ბით. სა​ოც​რე​ბა​ა...

თქვა და მან​ქა​ნი​დან გა​და​ვი​და. ლა​ბა​დის სა​ყე​ლო აიწია და გა​ზაფ​ხუ​ლის წვი​მა​ში ოტელ „ნიუ-​გრანდის“ კარ​‐
ში გაუჩი​ნარ​და. პირ​და​პირ ფილ​მი „კა​საბ​ლან​კა​ა“, გა​ვი​ფიქ​რე. „მშვე​ნიერი მე​გობ​რო​ბის და​საწ​ყი​სი“…

მაგ​რამ მთე​ლი მუ​ღა​მი ის არის, რომ იგი​ვეს ვგრძნობ​დი მის მი​მართ. მშვე​ნივ​რად მეს​მო​და, რა​საც გუ​ლის​‐
ხმობ​და. მის გარ​და, ახ​ლა მეც ვე​რა​ვის და​ვა​სა​ხე​ლებ​დი მე​გობ​რად. მეც ვფიქ​რობ​დი, რომ ეს ძა​ლი​ან უც​‐
ნაური იყო. თუმ​ცა იმა​ში, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი „კა​საბ​ლან​კას“ მა​გო​ნებ​და, რა თქმა უნ​და, მას ბრა​ლი არ მი​უძ​‐
ღვის.

***

Sly & the Family Stone ჩავ​დე მაგ​ნი​ტო​ფონ​ში, სა​ჭე​ზე მუ​სი​კის რიტმს ავა​ყო​ლე თი​თე​ბი და უკან, ტო​კიოში გა​მოვ​‐
ბრუნ​დი. ძვე​ლი კე​თი​ლი Everyday People…

არც მე ვარ რა​მე, არც შენ ხარ რა​მე,

ამით ჩვენ ისე ვგა​ვართ ერ​თმა​ნეთს,

ყვე​ლა ჭრი​ჭი​ნამ იცის თა​ვი​სი ქან​და​რა,

ყვე​ლა ლურ​სმან​მა იცის თა​ვი​სი ჩა​ქუ​ჩი.

უ-​უ-უ, შა-​შა!

ყო​ველ​დღიური ხალ​ხი...

ისევ ჟინ​ჟღლავ​და, ჩუ​მად და მო​ნო​ტო​ნუ​რად. რბი​ლი, ალერ​სიანი წვი​მა, რის შემ​დე​გაც ხე​ებ​ზე კვირ​ტე​ბი იშ​‐
ლე​ბა, თეს​ლი კი ღივ​დე​ბა. „აბ​სო​ლუ​ტუ​რად, უიმე​დოდ მკვდა​რი​ა“, ვთქვი ხმა​მაღ​ლა. ოტელ​ში უნ​და დავ​რჩე​‐
ნი​ლი​ყა​ვი და გო​ტან​დას​თან ერ​თად დავ​მთვრა​ლი​ყა​ვი. მთე​ლი ოთ​ხი რამ გვა​ერ​თიანებს. ბუ​ნე​ბის​მეტ​ყვე​ლე​‐
ბის ცდე​ბი. ორი​ვე გან​ქორ​წი​ნე​ბუ​ლი ვართ. ორი​ვე ვი​წე​ქით კი​კის​თან. და ორი​ვე – მე​ის​თან. ახ​ლა კი მეი
მკვდა​რია. აბ​სო​ლუ​ტუ​რად, უიმე​დოდ... ალ​ბათ ღირ​და მი​სი შე​სან​დო​ბა​რი დაგ​ვე​ლია. შე​მეძ​ლო დავ​რჩე​ნი​‐
ლი​ყა​ვი. ცუ​დი არ იქ​ნე​ბო​და. თა​ვი​სუ​ფა​ლი დრო, რამ​დე​ნიც გინ​და, იმ​დე​ნი მაქვს, ხვა​ლის​თვის ჯერ არა​ფე​რი
და​მი​გეგ​მავს. მა​შინ რა​ტომ არ დავ​რჩი? ალ​ბათ იმი​ტომ, რომ სცე​ნას გა​მახ​სე​ნებ​და ფილ​მი​დან, მივ​ხვდი
უცებ. ცო​ტა​თი შე​მე​ცო​და კი​დეც. მე​ტის​მე​ტად მომ​ხიბ​ლა​ვია. თუმ​ცა ალ​ბათ მი​სი ბრა​ლი არც არის... ალ​ბათ.
სახ​ლში ვის​კი და​ვის​ხი, ფან​ჯა​რას​თან დავ​დე​ქი და ჟა​ლუ​ზე​ბი​დან დიდ​ხანს გავ​ყუ​რებ​დი მან​ქა​ნე​ბის შუქს
ჰაივეიზე. ოთხ სა​ათ​ზე ვიგ​რძე​ნი, რომ თვლე​მა მო​მე​რია, ლო​გინ​ში შევ​ძვე​რი და და​ვი​ძი​ნე.

"},{"head":"27.","content":"

27.

მიილია კვი​რა. კვი​რა, რომ​ლის დრო​საც გა​ზაფ​ხუ​ლი თა​ვის უფ​ლე​ბებ​ში დამ​კვიდ​რდა და უკ​ვე ნა​ბიჯ​საც
აღარ დგამ​და უკან. ისე არა, რო​გორც მარ​ტში იცის. სა​კუ​რას ყვა​ვი​ლი დას​ცვივ​და და აპ​რი​ლის თავ​სხმამ მი​‐
სი ნა​ზი ვარ​დის​ფე​რი ფურ​ცლე​ბი მთელ ქა​ლაქს მოჰ​ფი​ნა. დე​და​ქა​ლაქ​მა, რო​გორც იქ​ნა, აირ​ჩია მე​რი, სკო​‐
ლებ​ში კი სას​წავ​ლო წე​ლი და​იწ​ყო. გა​იხ​სნა ტო​კი​ოს დის​ნეილენ​დი. შა​ლი​თა​ში ჩა​დო ჩო​გა​ნი ბი​ორნ ბორ​გმა.
ჰიტ​პა​რა​დებ​ში მა​იკლ ჯექ​სო​ნი ლი​დე​რობ​და. მკვდრე​ბი მკვდრე​ბად რჩე​ბოდ​ნენ.

უთავ​ბო​ლო, უაზ​რო კვი​რა, რომ​ლის გან​მავ​ლო​ბა​შიც პი​რა​დად ჩემ​თვის მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი არა​ფე​რი მომ​ხდა​‐
რა. დღეების მწკრი​ვი, რო​მელ​მაც სა​ბო​ლო​ოდ არა​ფერ​თან არ მი​მიყ​ვა​ნა. ამ კვი​რა​ში ორ​ჯერ ვი​ცუ​რა​ვე აუზ​‐
ში. ვი​ყა​ვი სა​პა​რიკ​მა​ხე​რო​ში. ხან​და​ხან გა​ზეთს ვყი​დუ​ლობ​დი. არა​ფე​რი, რაც მე​ის​თან იქ​ნე​ბო​და და​კავ​ში​რე​‐
ბუ​ლი, თვალ​ში არ მომ​ხვედ​რია. რო​გორც ჩანს, პო​ლი​ცი​ამ მა​ინც ვერ და​ად​გი​ნა მი​სი ვი​ნაობა. ყო​ველ​თვის,
რო​ცა გა​ზეთს ვი​ყიდ​დი სი​ბუიაზე, „დან​კინ დო​ნატ​სში“ შევ​დიოდი, მთელ ნო​მერს თა​ვი​დან ბო​ლომ​დე ვათ​ვა​‐
ლიერებ​დი და ურ​ნა​ში ვაგ​დებ​დი. მზე​რა არა​ფერ​ზე არ ჩერ​დე​ბო​და.

ორ​ჯერ, სამ​შა​ბათს და ხუთ​შა​ბათს, იუკის შევ​ხვდი, ვლა​პა​რა​კობ​დით და ერ​თად ვსა​დი​ლობ​დით. ჰო, ორ​შა​‐
ბათს ქა​ლაქ​გა​რეთ გა​ვემ​გზავ​რეთ, მთე​ლი გზა როკ-​ენ-როლს ვუს​მენ​დით. მომ​წონ​და მას​თან შეხ​ვედ​რა. ხა​‐
სიათით მარ​თლა ვგავ​დით ერ​თმა​ნეთს. თან ორი​ვეს უამ​რა​ვი თა​ვი​სუ​ფა​ლი დრო გვქონ​და. დე​და​მი​სი ჯერ კი​‐
დევ არ დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი​ყო იაპო​ნიაში. თუ ჩემ​თან შეხ​ვედ​რებს არ ჩავ​თვლით, ეს დღეები ფეხ​მო​უც​ვლე​ლად
იჯ​და სახ​ლში. „რო​ცა მარ​ტო ვსე​ირ​ნობ, მა​შინ​ვე გა​მო​მიჩ​ნდე​ბი​ან აღ​მზრდე​ლე​ბი და მას​წავ​ლი​ან, რა უნ​და
გა​ვა​კე​თო“, – შე​მომ​ჩივ​ლა.

– დის​ნეილენ​დში ხომ არ წა​გიყ​ვა​ნო? – შევ​თა​ვა​ზე.

– ჰო, აბა! – და​იჭ​ყა​ნა, – ვერ ვი​ტან...

– რას ვერ იტან? კე​თილ მიკი-​მაუსებს, რომ​ლე​ბიც მა​მი​კოს ფუ​ლით ბავ​შვებს არ​თო​ბენ?

– ჰო, რა, – უბ​რა​ლოდ მი​პა​სუ​ხა.

– მაგ​რამ შინ ჯდო​მა მავ​ნე​ბე​ლია ჯან​მრთე​ლო​ბის​თვის, – შევ​ნიშ​ნე.

– ჰე​ი... გინ​და, ჰა​ვაიზე წა​ვი​დეთ? – მით​ხრა იუკიმ.

– ჰა​ვაიზე?

ვი​ფიქ​რე, რომ მო​მეს​მა.


– დე​დამ და​მი​რე​კა. მით​ხრა, ცო​ტა ხნით მეს​ტუმ​რეო. ახ​ლა იქ არის. ჰა​ვა​ის ფო​ტო​ებს იღებს. მი​მა​ტო​ვა და
ათა​სი წე​ლი არ გავ​ხსე​ნე​ბი​ვარ, ახ​ლა კი უცებ შე​წუხ​და. და მი​დიიი... რე​კავს და რე​კავს. უახ​ლო​ეს მო​მა​ვალ​‐
ში დე​და იაპო​ნიაში არ დაბ​რუნ​დე​ბა, მე კი სკო​ლა​ში მა​ინც არ დავ​დი​ვარ... რა მოხ​და, ჰა​ვაი არც ისე ცუ​დი აზ​‐
რია, არა? თუ შენც მო​გინ​დე​ბა წა​მოს​ვლა, მით​ხრა, რომ გზის ხარ​ჯებს აგი​ნაზ​ღაურებს. მარ​ტო ხომ ვერ წა​‐
ვალ! ჰო​და, წა​ვი​დეთ ერ​თი კვი​რით. ხომ სა​ინ​ტე​რე​სოა!

გა​ვი​ცი​ნე.

– და რით გან​სხვავ​დე​ბა ეს დის​ნეილენ​დის​გან?

– ჰა​ვაიზე აღ​მზრდე​ლე​ბი მა​ინც არ არი​ან.

– ჰო, ეგ​რე​ა... ცუ​დი იდეა არ არის, – დავ​ნებ​დი ბო​ლოს.

– ესე იგი მივ​დი​ვართ?

ჩავ​ფიქ​რდი. და რაც უფ​რო მეტს ვფიქ​რობ​დი, მით უფ​რო მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ ჰა​ვაიზე გამ​გზავ​რე​ბა სუ​ლაც არ
იყო ცუ​დი იდეა. იმის თქმა მინ​და, რომ ახ​ლა სიამოვ​ნე​ბით გა​ვეც​ლე​ბო​დი ამ ქა​ლაქს და რაც შე​იძ​ლე​ბა
შორს, სულ სხვა გა​რე​მო​ში ჩა​ვი​ძი​რე​ბო​დი. აქ, ტო​კიოში, ცო​ტა არ იყოს, მაგ​რად გა​ვი​ჭე​დე. არ​ცერ​თი სა​ღი
აზ​რი იმის თაობა​ზე, რო​გორ გა​მეგ​რძე​ლე​ბი​ნა ცხოვ​რე​ბა, თავ​ში არ მომ​დიოდა. ყვე​ლა გზამ​კვლე​ვი ძა​ფი,
რომ​ლი​თაც დღემ​დე ვმოძ​რა​ობ​დი, ჩაწ​ყდა, ახა​ლი კი არ​სად ჩან​და. მხო​ლოდ იმას ვგრძნობ​დი, რომ იქ არ ვი​‐
ყა​ვი, სა​დაც უნ​და ვყო​ფი​ლი​ყა​ვი და რაც სა​ჭი​როა, იმას არ ვა​კე​თებ. ნე​ბის​მიერი საქ​მე ფი​ზი​კუ​რი დის​კომ​‐
ფორ​ტი იყო. დეპ​რე​სია, რომ​ლის დრო​საც მუდ​მი​ვად გეჩ​ვე​ნე​ბა, რომ უც​ნა​ურ რა​ღა​ცებს ჭამ და უც​ნა​ურ ნივ​‐
თებს ყი​დუ​ლობ. და, ამას​თან, მკვდრე​ბი მკვდრე​ბად რჩე​ბოდ​ნენ. აბ​სო​ლუ​ტურ, უიმე​დო მკვდრე​ბად... ერ​თი
სიტ​ყვით, ნამ​დვი​ლად და​ვი​ღა​ლე. სამ დღე​ში პო​ლი​ციაში მი​ღე​ბუ​ლი სა​ში​ნე​ლი სტრე​სი ისევ თან მდევ​და და
ყვე​ლა​ფერ​ში იჩენ​და თავს.

ჰა​ვაიზე აქამ​დე მხო​ლოდ ერ​თხელ ვი​ყა​ვი. ისიც ოც​და​ოთ​ხი საათით. სამ​სა​ხუ​რის საქ​მე​ზე მივ​ფრი​ნავ​დი
ლოს ან​ჯე​ლეს​ში, თვით​მფრი​ნავს პირ​და​პირ ჰა​ერ​ში გაუფუჭ​და ძრა​ვა და იძუ​ლე​ბით დაჯ​და ჰა​ვაიზე. ყვე​ლას
ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში მოგ​ვიხ​და ღა​მის გა​თე​ვა. ოტელ​ში, რო​მელ​შიც ავიაკომ​პა​ნი​ამ დაგ​ვა​ბი​ნა​ვა, ჯი​ხუ​რი იყო. იქ
ვი​ყი​დე მზის სათ​ვა​ლე, სა​ცუ​რაო კოს​ტიუმი და სა​ღა​მომ​დე პლაჟ​ზე ვგო​რა​ობ​დი. შე​სა​ნიშ​ნა​ვი დღე იყო... ჰა​‐
ვაი. მშვე​ნიერი აზ​რი​ა!

იქ ერ​თი კვი​რის გა​ტა​რე​ბა ისე, რომ არა​ფერ​ზე არ ვი​ფიქ​რო. ვი​ცუ​რაო, „პი​ნა კო​ლა​დით“ გა​ვიჭ​ყი​პო, მე​რე კი
უკან. დაღ​ლი​ლო​ბას მო​ვიხ​სნი. სულს მო​ვით​ქვამ. დავ​მშვიდ​დე​ბი. გა​ვი​რუ​ჯე​ბი. ამის შემ​დეგ სა​ღი თვა​ლით
შევ​ხე​დავ სი​ტუაცი​ას, თა​ვი​დან ავწონ-​დავწონი ყვე​ლა​ფერს. სა​ბო​ლო​ოდ კი შუბ​ლში შე​მო​ვიკ​რავ ხელს. „ჰო,
რა თქმა უნ​და! აი, თურ​მე რა ყო​ფი​ლა! მა​შინ​ვე რო​გორ ვერ მივ​ხვდი!“

ძა​ლიანაც კარ​გი.

– არც ისე ცუ​დი იდეაა, – ვუთ​ხა​რი ბო​ლოს.

– ჰო​და, გა​დაწ​ყვე​ტი​ლია! წა​ვე​დით ბი​ლე​თე​ბის სა​ყიდ​ლად.

მა​ნამ, სა​ნამ ბი​ლე​თებ​ზე წვი​დო​დით, იუკის ნო​მე​რი ვკით​ხე და ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას და​ვუ​რე​კე. ყურ​მი​ლი პა​‐
რას​კე​ვამ აიღო. ვუთ​ხა​რი, ვინც ვი​ყა​ვი, მხიარუ​ლად მო​მე​სალ​მა და პატ​რონ​თან შე​მა​ერ​თა.
ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას ვი​თა​რე​ბა ავუხ​სე​ნი და ვკით​ხე, წი​ნა​აღ​მდე​გი ხომ არ იქ​ნე​ბო​და, თუ იუკის ჰა​ვაიზე წა​ვიყ​‐
ვან​დი. „ა​მა​ზე ვერც კი ვი​ოც​ნე​ბებ​დი“, – გაუხარ​და.

– არც შენ გაწ​ყენ​და გუ​ლის გა​და​ყო​ლე​ბა, – დაამა​ტა მა​კი​მუ​რამ, – ნამ​ქე​რის მქე​ქა​ვებ​საც სჭირ​დე​ბათ დას​ვე​‐
ნე​ბა. აღარც პო​ლი​ცია შე​გა​წუ​ხებს ტყუილუბ​რა​ლოდ. ის საქ​მე ხომ ჯერ არ დაუხუ​რავთ? ისევ მო​გა​კით​ხა​ვენ,
და​მი​ჯე​რე...

– სავ​სე​ბით შე​საძ​ლოა, – ვუთ​ხა​რი.

– ფულ​ზე ნუ შე​წუხ​დე​ბი, და​ის​ვე​ნეთ, რამ​დე​ნიც მო​გინ​დე​ბათ, – გა​ნაგ​რძო. რა​ზეც არ უნ​და ელა​პა​რა​კა, ყვე​‐
ლა​ფე​რი ფუ​ლით მთავ​რდე​ბო​და. პრაქ​ტი​კუ​ლი ადა​მიანი.

– რამ​დე​ნიც მოგ​ვინ​დე​ბა – ეს მე​ტის​მე​ტად ბევ​რია. ერ​თი კვი​რაც საკ​მა​რი​სი იქ​ნე​ბა, – ვუ​პა​სუ​ხე, – მეც საქ​‐
მეები მაქვს.

– კარ​გი. ისე მოიქე​ცი, რო​გორც გინ​და, – თქვა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ, – რო​დის მიფ​რი​ნავთ?.. აი, ეს სწო​რია – რაც
ად​რე, მით უკე​თე​სი. ასე​თია მოგ​ზაურო​ბა – გა​დაწ​ყვი​ტე წას​ვლა? ადე​ქი და გა​ემ​გზავ​რე. ეს არის მთე​ლი ეშ​ხი.
ბარ​გი ბევ​რი არ წაიღოთ. ციმ​ბირ​ში ხომ არ მი​დი​ხართ. რაც დაგ​ჭირ​დე​ბათ, ად​გილ​ზე იყი​დით. იქ ყვე​ლა​ფე​რი
იშო​ვე​ბა. ზე​გის​თვის რომ აგი​ღოთ ბი​ლე​თე​ბი. გაწ​ყობთ?

– გვაწ​ყობს. მაგ​რამ ჩემს ბი​ლეთს თვი​თონ ვი​ყი​დი. ასე რომ...

– მორ​ჩი სი​სუ​ლე​ლე​ებს. ისეთ საქ​მეს ვა​კე​თებ, რომ ნე​ბის​მიერი ბი​ლე​თი ჩა​ლის ფა​სად მიჯ​დე​ბა. თან საუკე​‐
თე​სო ად​გი​ლე​ბი. ამი​ტომ, ნე​ბა მო​მე​ცი, მე თვი​თონ გა​ვა​კე​თო ყვე​ლა​ფე​რი. ყო​ველ ჩვენ​განს თა​ვი​სი ნი​ჭი და
თა​ვი​სი შე​საძ​ლებ​ლო​ბე​ბი აქვს. ასე რომ, ზედ​მე​ტი ლა​პა​რა​კი სა​ჭი​რო არ არის. რო​გორ​მე იოლად გა​ვი​დეთ იმ
შე​ნი „ინ​დი​ვი​დუალუ​რი სის​ტე​მის“ გა​რე​შე. ბი​ნა​საც მე შე​გირ​ჩევთ. ორი ოთა​ხი. შენ​თვის და იუკის​თვის. რო​‐
გო​რი გინ​დათ – სამ​ზა​რეულო​თი თუ სამ​ზა​რეულოს გა​რე​შე?

– მ-​მ... თუ მომ​ზა​დე​ბას შევ​ძლებ, რა თქმა უნ​და, უფ​რო მო​სა​ხერ​ხე​ბე​ლი იქ​ნე​ბა.

– ერ​თი კარ​გი ად​გი​ლი ვი​ცი. ზღვამ​დე ორი ნა​ბი​ჯია, გარ​შე​მო სი​ჩუ​მე, მშვე​ნიერი პეიზა​ჟი. ოდეს​ღაც იქ გავ​‐
ჩერ​დი. ორი კვი​რით შე​გიკ​ვე​თავთ. ჯერ​ჯე​რო​ბით. მე​რე კი თქვენ გა​დაწ​ყვი​ტეთ.

– ჰო, მაგ​რამ...

– თავს ნუ იმ​ტვრევ. ყვე​ლა​ფერს გა​ვა​კე​თებ, ნუ ღე​ლავ. დე​და​მისს და​ვუ​რე​კავ. ყვე​ლა​ფე​რი, რაც მო​გეთ​ხო​ვე​‐
ბა – იუკის​თან ერ​თად გა​ემ​გზავ​რო ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში, მას​თან ერ​თად იგო​რაო ქვი​შა​ზე და, რო​ცა სა​ჭი​როა, ადა​‐
მიანუ​რად გა​მოკ​ვე​ბო. დე​და​მი​სი მა​ინც საქ​მე​შია ჩაფ​ლუ​ლი. რო​ცა მუ​შა​ობს, გარ​შე​მო ვე​რა​ვის ამ​ჩნევს, სა​‐
კუ​თარ შვილ​საც კი. ასე რომ, ყუ​რად​ღე​ბა არ მი​აქ​ციო. შენს ნე​ბა​ზე და​ის​ვე​ნე. თვა​ლი ადევ​ნე, რომ იუკიმ
ნორ​მა​ლუ​რად ჭა​მოს. მეტ​ზე ნუ​რა​ფერ​ზე იფიქ​რებ. უბ​რა​ლოდ, მო​ეშ​ვი და მორ​ჩა. ჰო! იმე​დია, ვი​ზა გაქვს.

– ვი​ზა მაქვს, მაგ​რამ...

– მა​შინ ზეგ. შევ​თან​ხმდით. სა​ცუ​რაო კოს​ტიუმე​ბი, მზის სათ​ვა​ლეები და პას​პორ​ტე​ბი წაიღეთ. და​ნარ​ჩენს იქ
იყი​დით. ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან მარ​ტი​ვია. მარ​თლა ციმ​ბირ​ში ხომ არ მი​დი​ხართ. რაც შეეხე​ბა ციმ​ბირს – იქ ძა​‐
ლი​ან ძნე​ლი იყო. ავ​ღა​ნეთ​შიც... ჰა​ვაი კი – გინდ დის​ნეილენ​დში ყო​ფილ​ხარ. ჰოპ – და უკ​ვე ზღა​პარ​ში ხარ.
გა​წე​ქი ქვი​შა​ზე, პი​რი და​აფ​ჩი​ნე და დატ​კბი ცხოვ​რე​ბით. ინ​გლი​სუ​რად ხომ ნორ​მა​ლუ​რად ლა​პა​რა​კობ?

– ჩვეულებ​რივ სი​ტუაცი​ებ​ში...

– ჰო​და, ძა​ლი​ან კარ​გი, – თქვა, – მე​ტი არც არის სა​ჭი​რო. ყვე​ლა​ფე​რი იდეალუ​რა​დაა. ხვალ ნა​კა​მუ​რა ბი​ლე​‐
თებს მო​გი​ტანს. და სა​პო​რო​დან იუკის ბი​ლე​თის ფულს და​გიბ​რუ​ნებს. გამ​გზავ​რე​ბის წინ და​გი​რე​კავს.

– ნა​კა​მუ​რა?

– ჩე​მი ასის​ტენ​ტია. ნა​ნა​ხი გყავს. ახალ​გაზ​რდა ყმაწ​ვი​ლი, ჩემ​თან ცხოვ​რობს.

ხელქვეითი-​პარასკევა, მივ​ხვდი.

– შე​კით​ხვე​ბი გაქვს? – მკით​ხა მა​კი​მუ​რამ. უამ​რა​ვი შე​კით​ხვა მქონ​და, მაგ​რამ ვერც ერ​თი ვერ გა​ვიხ​სე​ნე.

– შე​კით​ხვე​ბი არ მაქვს, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ძა​ლი​ან კარ​გი, – თქვა, – არა​და, სწრა​ფად აზ​როვ​ნებ. მიყ​ვარს ასე​თე​ბი... ჰო, აი, კი​დევ რა. ჩემ​გან სა​ჩუ​ქარს
მო​გი​ტა​ნენ. უარი არ თქვა. თუ რა არის, ამას მა​შინ გაიგებ, რო​ცა იქ ჩახ​ვალ. ბაფ​თა შე​მოაცა​ლე და დატ​კბი.
ჰა​ვაი მშვე​ნიერი ად​გი​ლია. ერ​თი დი​დი ატ​რაქ​ციონი. სრუ​ლი რე​ლაქ​სა​ცია. არა​ვი​თა​რი ნამ​ქე​რი. და რა სურ​‐
ნელს აფ​რქვევს – ნამ​დვი​ლი ზღა​პა​რი... მოკ​ლედ, გა​ერ​თე, რო​გორც სა​ჭი​როა. რო​ცა ჩა​მოხ​ვალ, მო​მიყ​ვე​ბი.

და ყურ​მი​ლი და​კი​და.

მა​გი​დას​თან დავ​ბრუნ​დი და იუკის ვუთ​ხა​რი, სა​ვა​რაუდოდ, ზეგ მივფრინავთ-​მეთქი.

– მშვე​ნიერია, – თქვა.

– მარ​ტო შეძ​ლებ მომ​ზა​დე​ბას? ნივ​თე​ბის თავ​მოყ​რა, სა​ცუ​რაო კოს​ტიუმი, ჩან​თის ჩა​ლა​გე​ბა...

– ეს ხომ ჰა​ვაია! – გა​უკ​ვირ​და იუკის, – გინდ ოისოს პლაჟ​ზე გა​სულ​ხარ. კატ​მან​დუ​ში ხომ არ მივ​დი​ვართ...

– ეგეც მარ​თა​ლია, – და​ვე​თან​ხმე.

***

და მა​ინც, გამ​გზავ​რე​ბამ​დე კი​დევ რამ​დე​ნი​მე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი საქ​მე მრჩე​ბო​და. მეორე დღეს ბან​კში წა​ვე​დი –
ან​გა​რი​ში​დან ფუ​ლის მო​სახ​სნე​ლად. ბა​რათ​ზე კი​დევ კარ​გა მოზ​რდი​ლი თან​ხა მრჩე​ბო​და. და​მე​მა​ტა კი​დეც:
ჰო​ნო​რა​რი გა​მო​მიგ​ზავ​ნეს მა​სა​ლის​თვის, რო​მე​ლიც წი​ნა თვე​ში დავ​წე​რე. ბან​კის მე​რე წიგ​ნის მა​ღა​ზიაში შე​‐
ვიარე, რამ​დე​ნი​მე წიგ​ნი ვი​ყი​დე. პე​რან​გე​ბი გა​მო​ვი​ტა​ნე სამ​რეც​ხაოდან. მე​რე შინ დავ​ბრუნ​დი და მა​ცი​ვა​რი
მო​ვა​წეს​რი​გე. სამ სა​ათ​ზე პა​რას​კე​ვამ და​რე​კა. მით​ხრა, რომ ახ​ლა „მარუ-​ნო-უტის“ მეტ​როს ხაზ​ზეა და მო​‐
დის, რომ ბი​ლე​თე​ბი სახ​ლში მო​მი​ტა​ნოს. შეხ​ვედ​რა კა​ფე „პარ​კო​ში“ და​ვუ​ნიშ​ნე, სი​ბუიაზე, სა​დაც მოზ​რდი​‐
ლი პა​კე​ტი გად​მომ​ცა. პა​კეტ​ში იუკის ბი​ლე​თის ფუ​ლი იყო სა​პო​რო​დან, ორი ბი​ლე​თი ჰა​ვაიზე ღია თა​რი​ღით
(პირ​ვე​ლი კლა​სი, „ჯე​პენ ერ​ლა​ინზ“), „ამექს“-​ის საგ​ზაო ჩე​კე​ბის ორი შეკ​ვრა. აგ​რეთ​ვე ჰო​ნო​ლუ​ლუს სას​‐
ტუმ​როს სა​რეკ​ლა​მო პროს​პექ​ტი იქ მი​სას​ვლე​ლი გზის აღ​წე​რით.

– იქ რომ მიხ​ვალთ, თქვე​ნი სა​ხე​ლი უთ​ხა​რით – მე​ტი არა​ფე​რი არ არის სა​ჭი​რო, – თქვა პა​რას​კე​ვამ, – ოთა​ხე​‐
ბი ორი კვი​რით არის და​ჯავ​შნი​ლი. ვა​და შე​გიძ​ლი​ათ გა​აგ​რძე​ლოთ ან შე​ამ​ცი​როთ. ჩე​კებ​ზე მხო​ლოდ ხე​ლი
მოაწე​რეთ – არა​ფე​რი არ მო​იკ​ლოთ. არ მო​გე​რი​დოთ – სუ​ლერ​თია, წარ​მო​მად​გენ​ლო​ბით ხარ​ჯებ​ზე ჩა​მო​წე​‐
რენ.

– ნუ​თუ ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლაფ​რის ჩა​მო​წე​რა შე​იძ​ლე​ბა წარ​მო​მად​გენ​ლო​ბით ხარ​ჯებ​ზე? – ვერ შე​ვი​კა​ვე თა​ვი.

– სამ​წუ​ხა​როდ, ყვე​ლაფ​რის არ შე​იძ​ლე​ბა... მაგ​რამ სა​დაც კი შეძ​ლებთ, შეეცა​დეთ აიღოთ ქვი​თა​რი. მე​რე ამ
ყვე​ლა​ფერს ჩა​მოვ​წერ, ასე რომ, შე​ირ​გეთ, – მი​პა​სუ​ხა და გაიცი​ნა. სა​სიამოვ​ნო სი​ცი​ლით. ყო​ველ​გვა​რი და​‐
ცინ​ვის გა​რე​შე.

შევ​პირ​დი, რომ ყვე​ლა​ფერს ისე გა​ვა​კე​თებ​დი, რო​გორც სა​ჭი​რო​ა.

– მშვი​დო​ბი​ან მგზავ​რო​ბას გი​სურ​ვებთ, თავს გა​უფ​რთხილ​დით, – თქვა პა​რას​კე​ვამ.

– გმად​ლობთ, – ვუ​პა​სუ​ხე.

– თუმ​ცა ეს ხომ ჰა​ვაია! – დაამა​ტა პა​რას​კე​ვამ და გულ​ღი​ად გაიღი​მა, – და არა რა​ღაც ზიმ​ბაბ​ვე...

ესეც იქით ერე​კე​ბა, გა​ვი​ფიქ​რე. ნუ​თუ მოილა​პა​რა​კეს?

***

რო​ცა დაბ​ნელ​და, მა​ცივ​რი​დან პრო​დუქ​ტე​ბის ნარ​ჩე​ნე​ბი გა​მო​ვი​ღე და ვახ​შა​მი მო​ვიმ​ზა​დე. ომ​ლე​ტის​თვის,


ბოს​ტნეულის სა​ლა​თი​სა და სუპ მი​სოს​თვის მე​ყო. იმის გა​ფიქ​რე​ბა​ზე, რომ ხვალ ჰა​ვაიზე აღ​მოვ​ჩნდე​ბი, უც​‐
ნა​ურ​მა გრძნო​ბამ შე​მიპ​ყრო. ისე​თი​ვე უც​ნა​ურ​მა, ხვალ ზიმ​ბაბ​ვე​ში რომ ვყო​ფი​ლი​ყა​ვი გა​სამ​გზავ​რე​ბე​ლი.
ალ​ბათ იმი​ტომ, რომ არა​სო​დეს ვყო​ფილ​ვარ ზიმ​ბაბ​ვე​ში.

სა​კუჭ​ნაოდან იაფ​ფა​სიანი, ყვე​ლა​ზე დი​დი ჩან​თა გა​მო​ვი​ღე. შიგ ტუალე​ტის ნაკ​რე​ბი, საც​ვლე​ბი, სუფ​თა წინ​‐
დე​ბი ჩა​ვაწ​ყვე. სა​ცუ​რაო კოს​ტიუმი, მზის სათ​ვა​ლე და დამ​ცა​ვი კრე​მი. წყვი​ლი მაისუ​რი, სპორ​ტუ​ლი პე​რან​‐
გი, შორ​ტი და და​სა​კე​ცი შვეიცა​რიული და​ნა. ზე​ვი​დან პი​ჟო​ნუ​რი კუ​ბოკ​რუ​ლი სა​ზაფ​ხუ​ლო პი​ჯა​კი დავ​დე. ბო​‐
ლოს ელ​ვა შევ​კა​რი და კი​დევ ერ​თხელ შე​ვა​მოწ​მე, ად​გილ​ზე იყო თუ არა პას​პორ​ტი, საგ​ზაო ჩე​კე​ბი, საკ​რე​‐
დი​ტო ბა​რა​თი, მარ​თვის მოწ​მო​ბა, ბი​ლე​თე​ბი... კი​დევ რა შე​იძ​ლე​ბა დამ​ჭირ​დეს?

მე​ტი არა​ფე​რი არ მომ​დიოდა თავ​ში.

აი, თურ​მე რა ად​ვი​ლია ჰა​ვაიზე გამ​გზავ​რე​ბა. მარ​თლაც, გინდ ოისოს პლაჟ​ზე წა​სულ​ხარ. ჰო​კაიდო​ზე წა​სას​‐
ვლე​ლა​დაც კი გა​ცი​ლე​ბით მე​ტი ჩვრე​ბი და ჩე​მოდ​ნე​ბი იქ​ნე​ბო​და სა​ჭი​რო.
ჩან​თა ჰოლ​ში გა​ვი​ტა​ნე და იმა​ზე და​ვიწ​ყე ფიქ​რი, რა ჩა​მეც​ვა გზა​ში. მო​ვამ​ზა​დე ჯინ​სი, მაისუ​რი, თხე​ლი საწ​‐
ვი​მა​რი, გრძელ​კარ​ტუ​ზიანი კე​პი. ტან​საც​მელს რომ მოვ​რჩი, აღარ ვი​ცო​დი, რა მე​კე​თე​ბი​ნა. საქ​მე რომ არ
მქონ​და, შხა​პი მი​ვი​ღე, ახალ ამ​ბებს ვუს​მი​ნე ტე​ლე​ვი​ზორ​ში. თუმ​ცა ახა​ლი არა​ფე​რი უთ​ქვამთ. ხვალ ამინ​დი
გაუარეს​დე​ბა, დაგ​ვე​მუქ​რნენ სი​ნოპ​ტი​კო​სე​ბი. ეგ​რე იყოს, გა​ვი​ფიქ​რე. ხვალ უკ​ვე ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში ვიქ​ნე​ბით.
ტე​ლე​ვი​ზო​რი გა​მოვ​რთე და ლუ​დის ქი​ლიანად ლო​გინ​ზე გავ​გორ​დი. ისევ მეი წარ​მო​ვიდ​გი​ნე. აბ​სო​ლუ​ტუ​‐
რად, უიმე​დოდ მკვდა​რი მეი. რო​გორ წევს ახ​ლა სას​ტიკ სი​ცი​ვე​ში. არა​ვინ იცის, ვინ არის. არა​ვინ მი​დის მის
წა​საყ​ვა​ნად. ვერც Dire Straits-ს და ვერც ბობ დი​ლანს ვე​ღა​რა​სო​დეს მო​უს​მენს. მე კი ხვალ ჰა​ვაიზე მი​ვემ​გზავ​‐
რე​ბი. და არა ისე, უბ​რა​ლოდ, არა​მედ ვი​ღა​ცის წარ​მო​მად​გენ​ლო​ბით ხარ​ჯზე. ვინ თქვა, რომ ამ​ქვეყ​ნად არ​‐
სე​ბობს სა​მარ​თლიანო​ბა?

თა​ვი გა​ვაქ​ნიე და მეიზე ფიქ​რე​ბი მო​ვი​შო​რე. მე​რე ვი​ფიქ​რებ, ახ​ლა არა. მე​ტის​მე​ტად მძი​მეა. მე​ტის​მე​ტად
ახა​ლი და მძაფ​რი​ა.

სა​პო​როს ოტე​ლის გო​გო​ზე და​ვიწ​ყე ფიქ​რი. სწო​რედ იმა​ზე, სათ​ვა​ლი​ან​ზე, რე​გის​ტრა​ცი​ის დახ​ლთან რომ
დგას. უკ​ვე ზე​დი​ზედ რამ​დე​ნი​მე დღეა სა​შინ​ლად მინ​და მას​თან და​ლა​პა​რა​კე​ბა. ერთი-​ორჯერ და​მე​სიზ​მრა
კი​დეც. მაგ​რამ რო​გორ მოვ​ქცეული​ყა​ვი, არ ვი​ცო​დი. ავ​დგე და და​ვუ​რე​კო ოტელ​ში? და ყურ​მილს ვუთ​ხრა:
„შე​მა​ერ​თეთ სათ​ვა​ლი​ან გო​გო​ნას​თან, რე​გის​ტრა​ცი​ის დახ​ლთან რომ დგას“? რა სი​სუ​ლე​ლეა. აქე​დან კარ​გი
არა​ფე​რი გა​მო​ვა. არა​ვის​თა​ნაც არ შე​მა​ერ​თე​ბენ. რაც არ უნ​და იყოს, ოტე​ლი სე​რიოზუ​ლი ად​გი​ლია, სა​დაც
ძა​ლი​ან სე​რიოზუ​ლი ადა​მიანე​ბი მუ​შაობენ.

საკ​მა​ოდ დიდ​ხანს ვი​წე​ქი და ამა​ზე ვფიქ​რობ​დი. ხომ უნ​და იყოს რა​ღაც გა​მო​სა​ვა​ლი, მიტ​რიალებ​და თავ​ში.
თუ ძა​ლი​ან გინ​და, სა​შუალე​ბას ყო​ველ​თვის გა​მო​ძებ​ნი. ბო​ლოს, თხუთ​მე​ტიოდე წუ​თის შემ​დეგ, მო​ვი​ფიქ​რე.
გა​მო​ვი​დო​და თუ არა – არ ვი​ცო​დი, მაგ​რამ ცდად ღირ​და.

იუკის და​ვუ​რე​კე, ხვა​ლინ​დელ შეხ​ვედ​რა​ზე შე​ვუ​თან​ხმდი. ვუთ​ხა​რი, რომ დი​ლით, ათის ნა​ხე​ვარ​ზე გა​ვუვ​ლი​‐
დი ტაქ​სით. და თით​ქოს თე​მას მი​ვა​ბი, ვკით​ხე: შემ​თხვე​ვით ხომ არ იცი იმ ქა​ლის სა​ხე​ლი სა​პო​როს ოტელ​ში.
აი, იმის, რო​მელ​მაც ერ​თმა​ნე​თი გაგ​ვაც​ნო, და ტო​კიოში შე​ნი გა​ცი​ლე​ბა მთხო​ვა... ჰო-​ჰო, სათ​ვა​ლიანის.

– ჰო... მგო​ნი ვი​ცი. რა​ღაც უც​ნაური სა​ხე​ლი ერ​ქვა. გა​მიკ​ვირ​და. დღი​ურ​შიც კი ჩა​ვი​წე​რე. ოღონდ უცებ ვერ
გა​ვიხ​სე​ნებ, დღიური უნ​და ვნა​ხო, – მით​ხრა იუკიმ.

– ახ​ლა შე​გიძ​ლი​ა?

– ახ​ლა ტე​ლე​ვი​ზორს ვუ​ყუ​რებ. მე​რე რომ იყოს?

– მა​პა​ტიე, მაგ​რამ მეჩ​ქა​რე​ბა, თან ძა​ლი​ან.

უკ​მა​ყო​ფი​ლოდ ჩაიბურ​ტყუ​ნა, მაგ​რამ მა​ინც ად​გა და გააკე​თა, რა​საც ვთხოვ​დი.

– იუმიოსი-​სან, – თქვა იუკიმ.

– იუმიოსი? – ვკით​ხე, – რა იეროგ​ლი​ფე​ბი​ა?

– არ ვი​ცი. ხომ გით​ხა​რი, მეც გა​მიკ​ვირ​და, რომ გა​ვი​გო​ნე. წარ​მოდ​გე​ნა არ მაქვს, რო​გორ იწე​რე​ბა. ალ​ბათ
სად​ღაც ოკი​ნა​ვა​დან არის. ყვე​ლა იქა​ურს ხომ არა​ნორ​მა​ლუ​რი სა​ხე​ლი ჰქვი​ა?!
– არა მგო​ნი​ა... ასეთს ოკი​ნა​ვა​ზეც ვერ შეხ​ვდე​ბი.

– მოკ​ლედ, ასე ჰქვია. იუმიოსი, – თქვა იუკიმ, – ჰეი, მორ​ჩი? თო​რემ მე აქ ტე​ლე​ვი​ზორს ვუ​ყუ​რებ.

– და რას უყუ​რებ?

არ მი​პა​სუ​ხა, ისე და​აგ​დო ყურ​მი​ლი.

ყო​ვე​ლი შემ​თხვე​ვის​თვის ტე​ლე​ფო​ნის ცნო​ბა​რი გა​დავ​ფურ​ცლე გვარ „იუმიოსის“ მო​სა​ძებ​ნად. და, ჩემ​და გა​‐
საკ​ვი​რად, აღ​მო​ვა​ჩი​ნე, რომ მთელ ტო​კიოში ორი იუმიოსი ცხოვ​რობ​და. ერ​თი თა​ვის გვარს ორი იეროგ​ლი​‐
ფით – „ხახ​ვით“ და „წარ​მა​ტე​ბით“ წერ​და, მეორე თა​ვი​სი ფირ​მის სა​ხე​ლით იყო მო​ნიშ​ნუ​ლი – „ფო​ტო​ჯი​ხუ​რი
იუმიოსი“, სა​დაც რეკ​ლა​მის მიზ​ნით იეროგ​ლი​ფე​ბის ნაც​ვლად კა​ნა იყო გა​მო​ყე​ნე​ბუ​ლი. ჰოო-​ო... რა სა​ხელს
აღარ გა​და​ეყ​რე​ბი ამ​ქვეყ​ნად.

ოტელ „დელ​ფინ​ში“ დავ​რე​კე და ვი​კით​ხე, ად​გილ​ზე იყო თუ არა დღეს იუმიოსი-​სან. მა​ინ​ცდა​მა​ინც დი​დი იმე​‐
დი არ მქონ​და, მაგ​რამ მა​შინ​ვე შე​მა​ერ​თეს. „ჰე​ი...“ – ვუთ​ხა​რი. ვახ​სოვ​დი. ნა​გავ​საყ​რე​ლი ჯერ ად​რეა ჩემ​‐
თვის.

– ახ​ლა ვმუ​შა​ობ, – მი​პა​სუ​ხა ხმა​დაბ​ლა, მოკ​ლედ და მშვი​დად, – მოგ​ვიანე​ბით და​გი​რე​კავ.

– კარ​გი. რა პრობ​ლე​მაა. იყოს გვი​ან, – და​ვე​თან​ხმე.

***

იუმიოსის ზა​რის მო​ლო​დინ​ში გო​ტან​დას სახ​ლში და​ვუ​რე​კე და ავ​ტო​მო​პა​სუ​ხეს ვუთ​ხა​რი, რომ ხვალ ჰა​‐
ვაიზე მივ​ფრი​ნავ და​სას​ვე​ნებ​ლად. გო​ტან​და სახ​ლში იყო და მა​შინ​ვე და​მი​რე​კა.

– რა მა​გა​რია! უბ​რა​ლოდ, მშურს შე​ნი, – მით​ხრა, – გა​ერ​თო​ბი, ცო​ტა გულს გა​დააყო​ლებ. რომ შე​მეძ​ლოს, წა​‐
მო​ვი​დო​დი...

– მე​რე წა​მო​დი. რა გიშ​ლის ხელს?

– რას ამ​ბობ, ეგ​რე ად​ვი​ლი არ არის. ჩე​მი კან​ტო​რის ფუ​ლი მმარ​თებს. მთე​ლი ამ ქორ​წი​ნე​ბე​ბი​სა და გან​ქორ​‐
წი​ნე​ბე​ბის​თვის სულ მათ​გან ვსეს​ხუ​ლობ​დი... არ მო​გი​ყე​ვი, რო​გორ დამ​ტო​ვეს ცარიელ-​ტარიელი? ჰო​და,
ასეა. ახ​ლა კი მარ​ტო იმის​თვის, რომ ვა​ლი და​ვაბ​რუ​ნო, ვი​რი​ვით ვმუ​შა​ობ. ისეთ რეკ​ლა​მა​ზეც კი ვთან​ხმდე​‐
ბი, გუ​ლი აგე​რე​ვა. წარ​მო​გიდ​გე​ნია, რა სი​ტუაციაა? ყიდ​ვით, რაც მინ​და, იმას ვყი​დუ​ლობ, ყვე​ლა​ფე​რი ჩა​‐
მოიწე​რე​ბა. ვა​ლის დაბ​რუ​ნე​ბა კი არ შე​მიძ​ლი​ა... ღმერ​თმა​ნი, ეს ქვე​ყა​ნა სულ უფ​რო იხ​ლარ​თე​ბა და იხ​ლარ​‐
თე​ბა. ვე​ღარ გა​გი​გია, ღა​რი​ბი ხარ თუ მდი​და​რი. გარ​შე​მო იმ​დე​ნი ხა​რა​ხუ​რაა, თავ​ზე გაც​ვი​ვა, იმას კი, რაც
გინ​და, ვერ იპო​ვი. ფულს, რამ​დენ​საც გინ​და, იმ​დენს და​ხარ​ჯავ, ოღონდ იმა​ზე არა, რაც ნამ​დვი​ლად გჭირ​დე​‐
ბა. ლა​მაზ​მა​ნე​ბი, თუ გინ​და, ყო​ველ​ღამ იყი​დე – საყ​ვა​რელ ქალ​თან მი​კა​რე​ბა კი არც გა​ბე​დო... უც​ნაური
ცხოვ​რე​ბა​ა!

– და ბევ​რი გმარ​თებს?
– სა​შინ​ლად ბევ​რი, – გა​მო​მიტ​ყდა, – ეს მე ვი​ცი, რომ ბევ​რია. მაგ​რამ რამ​დე​ნი მაქვს უკ​ვე მი​ცე​მუ​ლი მე​ვა​‐
ლის​თვის, რამ​დე​ნი – მი​სა​ცე​მი, გაუგე​ბა​რია. იცი შენ, არ ვტრა​ბა​ხობ – ყვე​ლა​ფე​რი შე​მიძ​ლია, რაც ჩვეულებ​‐
რივ ადა​მი​ანს მო​ეთ​ხო​ვე​ბა, და მე​ტიც. ოღონდ ფუ​ლის სა​კით​ხში სუს​ტი ვარ. სა​კან​ცე​ლა​რიო წიგ​ნებ​ში მარ​‐
ტო ციფ​რე​ბის და​ნახ​ვა​ზეც კი, უბ​რა​ლოდ, მა​კან​კა​ლებს. თვა​ლე​ბი თა​ვი​სით გარ​ბი​ან გვერ​დე​ბი​დან. ჩე​მი
მშობ​ლე​ბი – ძვე​ლი ყაიდის ოჯა​ხი იყო – ამას ხე​დავ​დნენ და ასეც გამ​ზარ​დეს: რად​გან ფუ​ლის არა​ფე​რი გა​გე​‐
გე​ბა, ნურც ჩა​ყოფ ცხვირს ამ ბუ​ღალ​ტე​რიაშიო. მიაფურ​თხე ციფ​რებს, იშ​რო​მე, რამ​დე​ნიც შე​გიძ​ლია, ფუ​ფუ​‐
ნე​ბას მოერი​დეო. რა​საც იშო​ვი, იმით დაკ​მა​ყო​ფილ​დი და ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე იქ​ნე​ბაო. წვრილ​მა​ნებ​ზე არ
მოც​დე, მთა​ვარ​ზე იფიქ​რე, ცხოვ​რე​ბა არ აირი​ო... ხომ იცი, აქვთ ადა​მიანებს ასე​თი ფი​ლო​სო​ფია. ყო​ველ შემ​‐
თხვე​ვა​ში, ჰქონ​დათ ოდეს​ღაც... მაგ​რამ დღეს თვით იდეა „რა​საც იშო​ვი, იმით დაკ​მა​ყო​ფილ​დი“ აზრს კარ​‐
გავს! და მთე​ლი ეს მა​თი ფი​ლო​სო​ფია უფ​სკრულ​ში მიექა​ნე​ბა. ყვე​ლა​ფე​რი აირ-​დაირია. სად არის ეს „ცხოვ​‐
რე​ბა არ აირი​ო“? იყო და აღარ არის. მარ​ტო ჩე​მი ფი​ნან​სუ​რი კრე​ტი​ნიზ​მი​ღა დარ​ჩა... კოშ​მა​რია. რამ​დე​ნი ფუ​‐
ლი შე​მო​დის, რამ​დე​ნი გა​დის – წარ​მოდ​გე​ნა არ მაქვს. კან​ტო​რა​ში ბუ​ღალ​ტე​რი თავ​დაუზო​გა​ვად მიხ​სნის რა​‐
ღა​ცას. ისე​თი ხა​თა​ბა​ლაა, ეშ​მა​კიც კი კი​სერს წაიტეხს. მხო​ლოდ ერ​თი რამ არის ნა​თე​ლი: სა​ოც​რად დი​დი
ფუ​ლი ტრიალებს. აი, აქ დე​ბე​ტი გვაქვს, აი, აქ – კრე​დი​ტი. აქ ხარ​ჯე​ბი ჩა​მოვ​წე​რეთ, აქ გა​და​სა​ხა​დე​ბი გა​და​ვი​‐
ხა​დეთ – თავ​ბრუ და​გეხ​ვე​ვა! რამ​დენ​ჯერ ვთხო​ვე – მო​დი, რო​გორ​მე მარ​ტი​ვად გავაკეთოთ-​მეთქი. საქ​მე​ში
ხარ? მოს​მე​ნაც არ უნ​და არა​ვის. მა​შინ, ვე​უბ​ნე​ბი, ამიხ​სე​ნით მა​ინც, კი​დევ რამ​დე​ნი დამ​რჩა ვა​ლი. ჰო​და, მიხ​‐
სნი​ან. ეს კი მარ​ტივ​ზე მარ​ტი​ვია. ბლო​მა​დო – აი, ეს არის მთე​ლი ახ​სნა. აქ თით​ქმის გავ​სწორ​დი​თო, აი, აქ და
აქ – კი​დევ ბლო​მა​დო. ასე რომ, გა​მოიმუ​შა​ვე​თო. მა​ნამ​დე კი ხარ​ჯეთ, რამ​დე​ნიც მო​გე​სურ​ვე​ბათ წარ​მო​მად​‐
გენ​ლო​ბით გა​სა​ვალ​ზე​ო... აი, ასე​თი სი​სუ​ლე​ლე გა​მო​დის. ცუდ დღე​ში ვარ, ძა​ლა აღარ მყოფ​ნის. რა​ღაც სა​‐
ზიზ​ღა​რი მატ​ლი​ვი​თა​ა... მე, რა თქმა უნ​და, მზად ვარ გა​მო​ვი​მუ​შაო. და, სა​ერ​თოდ, ჩე​მი სა​მუ​შაო მიყ​ვარს კი​‐
დეც, მაგ​რამ იმა​ზე ცუ​დი არა​ფე​რია, რო​ცა, რო​გორც უნ​დათ, ისე გაბ​ზრიალე​ბენ, შენ კი იმა​საც ვერ ხვდე​ბი,
რა ხდე​ბა. ხან​და​ხან ისე​თი ში​ში შე​მიპ​ყრობს... ეჰ, კარ​გი. რამ​დენს ვყბე​დობ, მა​პა​ტიე. შენ​თან ყო​ველ​თვის
ლა​პა​რა​კის სა​ღერ​ღე​ლი ამეშ​ლე​ბა ხოლ​მე...

– კარ​გი რა, მე ხომ წი​ნა​აღ​მდე​გი არ ვარ, – ვუთ​ხა​რი.

– ჰო, ჩემს პრობ​ლე​მებს რომ გახ​ვევ თავს?! კარ​გი, შევ​ხვდე​ბით რო​გორ​მე... მოკ​ლედ, მშვი​დო​ბი​ან მგზავ​რო​‐
ბას გი​სურ​ვებ. უშე​ნოდ ძა​ლი​ან მო​ვიწ​ყენ. სულ ვფიქ​რობ​დი, დროს გა​მოვ​ნა​ხავ, ერ​თი მაგ​რად დავთვრებით-​‐
მეთქი...

– ჰა​ვაიზე მივ​დი​ვარ, ჰა​ვაიზე! – გა​ვი​ცი​ნე, – სპი​ლოს ძვლის ნა​პირ​ზე ხომ არა. ერთ კვი​რა​ში დავ​ბრუნ​დე​ბი!

– ჰო, სა​ერ​თოდ კი... რო​გორც კი დაბ​რუნ​დე​ბი, და​მი​რე​კე, კარ​გი?

– და​გი​რე​კავ, – დავ​პირ​დი.

– ვაიკი​კის პლაჟ​ზე რომ წა​მო​გორ​დე​ბი, გა​იხ​სე​ნე, რო​გორ ვებ​რძვი ვა​ლებს კბი​ლის ექი​მის რო​ლით...

– ამ​ქვეყ​ნად ცხოვ​რე​ბის ბევ​რი სა​შუალე​ბა არ​სე​ბობს, – ვუთ​ხა​რი, – რამ​დე​ნი ადა​მიანი​ცაა, იმ​დე​ნია სა​შუალე​‐
ბაც. Different strokes for different folks...

– Sly & the Family Stone! – მყი​სიერად და​მიბ​რუ​ნა გო​ტან​დამ და გა​ვი​გო​ნე, რა მხიარუ​ლად გა​ატ​კა​ცუ​ნა თი​თე​ბი.
რა საოცა​რი​ა: შე​ნი თაობის ადა​მი​ან​თან სა​უბ​რი​სას ბევრ რა​მეს ზედ​მე​ტი სიტ​ყვე​ბის გა​რე​შე იგებ.

იუმიოსიმ ათი საათის​თვის და​რე​კა. სამ​სა​ხუ​რი​დან მო​ვე​დი, სახ​ლი​დან გი​რე​კა​ვო, მით​ხრა. მა​შინ​ვე გა​მახ​‐
სენ​და მი​სი სახ​ლი თოვ​ლის სა​ბურ​ველს მიღ​მა. ძა​ლი​ან უბ​რა​ლო სახ​ლი. ძა​ლი​ან უბ​რა​ლო კი​ბე. ძა​ლი​ან უბ​‐
რა​ლო კა​რი. მი​სი ოდ​ნავ ნერ​ვიული ღი​მი​ლი. მივ​ხვდი, რომ სა​შინ​ლად მომ​ნატ​რე​ბო​და ეს ყვე​ლა​ფე​რი. თვა​‐
ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და წარ​მო​ვიდ​გი​ნე, რა ჩუ​მად ცეკ​ვა​ვენ ფიფ​ქე​ბი უკუნ ღა​მე​ში... რაო, შეყ​ვა​რე​ბუ​ლი ხარ? გა​ვი​‐
ფიქ​რე.
– რო​გორ გაიგე, რა მქვია? – მა​შინ​ვე ეს მკით​ხა.

– იუკიმ მით​ხრა, – ვუ​პა​სუ​ხე, – ნუ გე​ში​ნია, ცუ​დი არა​ფე​რი ჩა​მი​დე​ნია. ქრთა​მი არ მი​მი​ცია. ტე​ლე​ფო​ნე​ბის​‐
თვის არ მი​მი​ყუ​რა​დე​ბია. არა​ვინ მი​ცე​მია. უბ​რა​ლოდ, თა​ვა​ზიანად ვკით​ხე გო​გო​ნას, თუ რა ერ​ქვა დეიდას,
და იმა​ნაც თა​ვა​ზიანად მი​პა​სუ​ხა.

გა​ჩუმ​და. აშ​კა​რად ეჭ​ვი ეპა​რე​ბო​და გა​გო​ნილ​ში.

– და რო​გორ არის? მი​იყ​ვა​ნე, სა​დაც სა​ჭი​რო იყო?

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, – ვუ​პა​სუ​ხე, – სა​დაც სა​ჭი​რო იყო, იქაც მი​ვიყ​ვა​ნე და დღემ​დეც ვხვდე​ბი დრო​დად​რო.
ცოც​ხა​ლია, ჯან​მრთე​ლად არის. ცო​ტა უც​ნაური ბავ​შვია, რა თქმა უნ​და...

– შე​ნი ზუს​ტი ას​ლია, – გულ​გრი​ლად თქვა, თით​ქოს დე​და​მი​წა​ზე მცხოვ​რე​ბი ყვე​ლა ჰუ​მა​ნოიდის​თვის ცნო​ბი​‐
ლი რა​ღაც ფაქ​ტის კონ​სტა​ტა​ცი​ას ახ​დენ​და. აი, რა​ღაც ამის​მაგ​ვარს: „მაიმუ​ნებს უყ​ვართ ბა​ნა​ნი“ ან „სა​ჰა​‐
რის უდაბ​ნო​ში იშ​ვიათად წვიმს“. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ასე მო​მეჩ​ვე​ნა.

– შენ რა​ტომ მა​ლავ​დი გვარს? – ვკით​ხე.

– ტყუილია! მე გით​ხა​რი: თუ ჩა​მოხ​ვალ, გეტყვი-​მეთქი. არა​ფე​რიც არ და​მი​მა​ლავს, – მი​პა​სუ​ხა, – უბ​რა​ლოდ,


გრძე​ლი ამ​ბა​ვია. სულ ეს არის. არ მიყ​ვარს ჩე​მი გვა​რის ახ​სნა. მა​შინ​ვე ყვე​ლა მე​კით​ხე​ბა: რო​გორ იწე​რე​ბა,
იშ​ვიათია თუ არა, საიდან ვარ წარ​მო​შო​ბით... ვერ წარ​მო​იდ​გენ, რო​გორ მომ​ბეზ​რდა მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ერ​თი
და იგი​ვე შე​კით​ხვებ​ზე პა​სუ​ხის გა​ცე​მა!

– რა ვი​ცი, ჩე​მი აზ​რით, კარ​გი გვა​რია. აქ შე​ვა​მოწ​მე – ტო​კიოში შე​ნი გვა​რის მთე​ლი ორი ადა​მიანი ცხოვ​‐
რობს. ეს იცო​დი?

– რა თქმა უნ​და. ხომ გით​ხა​რი, ად​რე ტო​კიოში ვცხოვრობდი-​მეთქი. დი​დი ხნის წი​ნათ შე​ვა​მოწ​მე. და რად​გან
ღმერ​თმა უც​ნაური გვა​რით და​გა​ჯილ​დო​ვა, პირ​ვე​ლი, რა​საც ახალ ქა​ლაქ​ში აკე​თებ, ტე​ლე​ფო​ნე​ბის ცნო​ბა​‐
რის შე​მოწ​მე​ბაა. ათ​ვა​ლიერებ, სხვა იუმიოსი ხომ არ არის. მა​გა​ლი​თად, კიოტო​ში მხო​ლოდ ერ​თია ასე​თი...
შენ რა, საქ​მე​ზე მი​რე​კავ?

– არა, რა საქ​მე​ზე. ისე, უბ​რა​ლოდ, – ვუთ​ხა​რი გუ​ლახ​დი​ლად, – ხვალ სა​მოგ​ზაუროდ მივ​დი​ვარ. გამ​გზავ​რე​ბის
წინ შე​ნი ხმის გა​გო​ნე​ბა მო​მინ​და. აი, სულ ეს არის. წარ​მო​იდ​გი​ნე, ხან​და​ხან ძა​ლი​ან მო​მინ​დე​ბა ხოლ​მე შე​ნი
ხმის გა​გო​ნე​ბა.

ისევ გა​ჩუმ​და. ყურ​მილ​ში ჩუ​მი ფხა​კუ​ნი ის​მო​და. სად​ღაც შორს ქა​ლი ლა​პა​რა​კობ​და. თით​ქოს რო​მე​ლი​ღაც
გრძე​ლი დე​რეფ​ნის ბო​ლო​ში. წრი​პი​ნა ხმა ძა​ლი​ან უც​ნაურად ჟღერ​და. სიტ​ყვე​ბის გარ​ჩე​ვა შე​უძ​ლე​ბე​ლი
იყო, მაგ​რამ იგ​რძნო​ბო​და, რომ უჭირ​და. ისე წვა​ლე​ბით ლა​პა​რა​კობ​და, ხან​და​ხან შუაზე უწ​ყდე​ბო​და სიტ​ყვა,
ვი​ღა​ცას თა​ვის იღ​ბალ​ზე ეწუ​წუ​ნე​ბო​და.

– გახ​სოვს, გიყ​ვე​ბო​დი, ლიფ​ტი​დან სიბ​ნე​ლე​ში რო​გორ აღ​მოვ​ჩნდი, – მკით​ხა იუმიოსიმ.

– მახ​სოვს, – ვუ​პა​სუ​ხე.
– ეს... კი​დევ ერ​თხელ გა​მე​ორ​და.

ხმა არ ამო​მი​ღია. არც იმას. ყურ​მილ​ში, სად​ღაც შორს, ისევ წვა​ლობ​და ქა​ლი. თა​ნა​მო​სა​უბ​რე კვერს უკ​რავ​‐
და, მი​სი ხმა კი​დევ უფ​რო ცუ​დად ის​მო​და. მხო​ლოდ შო​რის​დე​ბუ​ლებს იმეორებ​და, რა​ღაც „ა​ჰას“ და „უ​ჰუს“
მსგავსს. ქა​ლი ისე ნე​ლა ლა​პა​რა​კობ​და, თით​ქოს მო​ყან​ყა​ლე​ბულ ხის კი​ბე​ზე ადიოდა და ჩა​მო​ვარ​დნის ეში​‐
ნო​და. „ა​სე მკვდრე​ბი ლა​პა​რა​კო​ბენ! – უცებ გამ​კრა თავ​ში, – გრძე​ლი, ძა​ლი​ან გრძე​ლი დე​რეფ​ნის ბო​ლო​ში
მიც​ვა​ლე​ბუ​ლე​ბი შეკ​რე​ბი​ლან და მე მე​ლა​პა​რა​კე​ბი​ან. იმა​ზე, თუ რა ძნე​ლი და მტან​ჯვე​ლია სიკ​ვდი​ლი...“

– ეი... მის​მენ? – მკით​ხა იუმიოსიმ.

– გის​მენ, – ვუ​პა​სუ​ხე, – მო​მი​ყე​ვი.

– ოღონდ ჯერ მით​ხა​რი, მა​შინ ნამ​დვი​ლად გჯე​რო​და ჩე​მი? თუ უბ​რა​ლოდ, თავს მიქ​ნევ​დი და თა​ვა​ზიანო​ბის
გა​მო მე​თან​ხმე​ბო​დი?

– ნამ​დვი​ლად მჯე​რო​და, – ვუთ​ხა​რი, – შენ​თვის არ მო​მი​ყო​ლია, მაგ​რამ... მე​რე, ჩვე​ნი სა​უბ​რის შემ​დეგ, მეც ვი​‐
ყა​ვი იქ. ლიფ​ტით ავე​დი, გა​მო​ვე​დი და სიბ​ნე​ლე​ში აღ​მოვ​ჩნდი. და მეც იგი​ვე გა​დამ​ხდა. ასე რომ, მჯე​რა შე​ნი.
ნუ ნერ​ვიულობ.

– შენც იყა​ვი იქ?

– ამა​ზე უფ​რო დაწ​ვრი​ლე​ბი​თაც მო​გიყ​ვე​ბი, მაგ​რამ ახ​ლა არა. ჯერ კი​დევ ვერ აგიხ​სნი ყვე​ლა​ფერს, რო​გორც
სა​ჭი​როა. ძა​ლი​ან ბევ​რი რამ ჯერ ჩემ​თვი​საც არ გა​და​მიწ​ყვე​ტია. მაგ​რამ რო​ცა შევ​ხვდე​ბით, აუცი​ლებ​ლად
მო​გიყ​ვე​ბი – ყვე​ლა​ფერს, თა​ვი​დან ბო​ლომ​დე. და თუნ​დაც ამი​ტომ კი​დევ ერ​თხელ უნ​და გნა​ხო. მაგ​რამ ეს მე​‐
რე იქ​ნე​ბა. ახ​ლა კი შე​გიძ​ლია მო​მიყ​ვე, რა და​გე​მარ​თა? და​მი​ჯე​რე, ეს ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი​ა.

კარ​გა ხანს ჩუ​მად იყო. ფხა​კუ​ნი და შო​რეული ხმე​ბი ყურ​მილ​ში შეწ​ყდა. მხო​ლოდ ტე​ლე​ფო​ნის ყურ​მი​ლის
ჩვეული სი​ჩუ​მე იყო და მე​ტი არა​ფე​რი.

– ეს იყო... – რო​გორც იქ​ნა, თქვა, – ალ​ბათ ათიოდე დღის წინ. ქვე​ვით ჩა​ვე​დი ლიფ​ტით, მი​წის​ქვე​შა გა​რაჟ​ში.
და​ახ​ლოებით სა​ღა​მოს რვა სა​ათ​ზე. ჩა​ვე​დი, გა​მოვ​დი​ვარ და უცებ ისევ იქ აღ​მოვ​ჩნდი! რო​გორც მა​შინ. ჯერ
ლიფ​ტი​დან გა​ვე​დი და მხო​ლოდ მე​რე მივ​ხვდი, სა​დაც ვი​ყა​ვი. ოღონდ არც ღა​მე იყო და არც მე​თექ​ვსმე​ტე
სარ​თუ​ლი. მაგ​რამ ყვე​ლა​ფე​რი ზუს​ტად ისე. ისე ბნე​ლა, თვალ​თან თითს ვერ მიიტან. ნეს​ტია და ობის სუ​ნი
დგას. სიბ​ნე​ლეც, ნეს​ტიც, სუ​ნიც ზუს​ტად ისე​თი. ამ​ჯე​რად არ​სად არ წავ​სულ​ვარ. ერთ ად​გილ​ზე გავ​შეშ​დი და
ვიც​დი, სა​ნამ ლიფ​ტი დაბ​რუნ​დე​ბა. თით​ქოს მთე​ლი საუკუ​ნე ვი​დე​ქი ასე... მე​რე ლიფ​ტი მო​ვი​და, ჩავ​ჯე​ქი და
სას​წრა​ფოდ დავ​ბრუნ​დი უკან. აი, ასე იყო.

– ვინ​მეს მოუყე​ვი ამის თაობა​ზე? – ვკით​ხე.

– რას ამ​ბობ! – თქვა იუმიოსიმ, – მეორედ? არა, საკ​მა​რი​სია. გა​დავ​წყვი​ტე, არა​ვის​თვის აღარ მეთ​ქვა.

– სწო​რია. არა​ვის არ უნ​და უთ​ხრა.

– მაგ​რამ რა უნ​და ვქნა? სულ უნ​და მე​ში​ნო​დეს, რომ რო​ცა ლიფ​ტში ჩავ​ჯდე​ბი, ისევ სიბ​ნე​ლე​ში აღ​მოვ​ჩნდე​‐
ბი? რო​ცა ასეთ დიდ ოტელ​ში მუ​შა​ობ, გინ​და, არ გინ​და, დღე​ში რამ​დენ​ჯერ​მე ლიფ​ტით გი​წევს სიარუ​ლი... რა
უნ​და ვქნა? რჩე​ვა​საც ვე​რა​ვის ვთხოვ, შენ გარ​და....
– მო​მის​მი​ნე, იუმიოსი-​სან, – ვუთ​ხა​რი, – ად​რე რა​ტომ არ და​მი​რე​კე? მა​შინ​ვე აგიხ​სნი​დი, რო​გორ მოქ​ცეული​‐
ყა​ვი!

– და​გი​რე​კე. რამ​დენ​ჯერ​მე, – ჩუ​მად, თით​ქმის ჩურ​ჩუ​ლით თქვა, – არც ერ​თხელ არ იყა​ვი სახ​ლში.

– მე​რე, ავ​ტო​მო​პა​სუ​ხეს ვერ უთ​ხა​რი?!

– არ მიყ​ვარს... ისე​დაც აფო​რი​ქე​ბუ​ლი ვარ...

– გა​სა​გე​ბია. მა​შინ მო​მის​მი​ნე, ძა​ლი​ან მარ​ტი​ვად აგიხ​სნი. ეს სიბ​ნე​ლე არა​ვი​თა​რი ბო​რო​ტე​ბა არ არის. და
შენ​თვის არა​ვი​თარ სა​შიშ​როებას არ წარ​მო​ად​გენს. ნუ გე​ში​ნია. იქ, სიბ​ნე​ლე​ში, ვი​ღაც ცხოვ​რობს – გახ​სოვს,
ნა​ბი​ჯე​ბის ხმა რომ გეს​მო​და? – მაგ​რამ არა​ფერს და​გი​შა​ვებს. ის ჭი​ან​ჭვე​ლა​საც კი არ აწ​ყე​ნი​ნებს, და​მი​ჯე​რე.
ამი​ტომ, თუ ისევ აღ​მოჩ​ნდე​ბი სიბ​ნე​ლე​ში, უბ​რა​ლოდ, და​ხუ​ჭე თვა​ლე​ბი და მოიცა​დე, სა​ნამ ლიფ​ტი არ მო​ვა.
გა​სა​გე​ბი​ა?

ჩუ​მად იყო. ჩემს ნათ​ქვამ​ზე ფიქ​რობ​და.

– შე​იძ​ლე​ბა რა​ღა​ცა​ში გა​მო​გიტ​ყდე?

– ჰო, რა თქმა უნ​და.

– ვერ გა​გი​გე, – ძა​ლი​ან ჩუ​მად თქვა, – ხან​და​ხან გიხ​სე​ნებ. მაგ​რამ ვინ ხარ სი​ნამ​დვი​ლე​ში, რა ადა​მიანი ხარ,
ვე​რაფ​რით ვერ გა​ვი​გე.

– ვი​ცი, რას გუ​ლის​ხმობ, – ვუთ​ხა​რი, – უკ​ვე ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის ვარ, მაგ​რამ, სამ​წუ​ხა​როდ, ჩემ​ში ჯერ კი​‐
დევ ბევ​რი რამ არის ისე​თი, რი​სი ახ​სნა სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვი​საც კი არ შე​მიძ​ლია. ძა​ლი​ან დიდ​ხანს მე​ტის​მე​‐
ტად ბევრ შე​კით​ხვას მო​მავ​ლის​თვის ვდებ​დი. და მხო​ლოდ ახ​ლა ვცდი​ლობ, ბო​ლოს და ბო​ლოს, ერთ
მთლიანად ვიქ​ცე. მთე​ლი ძა​ლით ვცდი​ლობ. იმე​დი მაქვს, ძა​ლი​ან მა​ლე ზუს​ტად აგიხ​სნი ყვე​ლა​ფერს. და მა​‐
შინ უკეთ გა​ვუ​გებთ ერ​თმა​ნეთს.

– კარ​გი... იმე​დია, – თქვა აბ​სო​ლუ​ტუ​რად უც​ხო ადა​მიანის ტო​ნით. ტე​ლე​ვი​ზო​რის დიქ​ტო​რი​ვით: „ი​მე​დია,
ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად დას​რულ​დე​ბა. გა​დავ​დი​ვართ მომ​დევ​ნო ამ​ბებ​ზე...“

– სხვა​თა შო​რის, ხვალ ჰა​ვაიზე მივ​ფრი​ნავ, – ვუთ​ხა​რი.

– ა-ა, – მი​პა​სუ​ხა გულ​გრი​ლად.

ამით საუბა​რი ამოიწუ​რა. ერ​თმა​ნეთს და​ვემ​შვი​დო​ბეთ და ყურ​მი​ლი დავ​კი​დეთ. ერ​თბა​შად გა​მოვ​ცა​ლე ჭი​ქა​‐
ში დარ​ჩე​ნი​ლი ვის​კი, სი​ნათ​ლე ჩა​ვაქ​რე და და​ვი​ძი​ნე.

"},{"head":"28.","content":"
28.

– გა​დავ​დი​ვართ მომ​დევ​ნო ამ​ბებ​ზე...

ფორ​ტა დე-​რასის პლაჟ​ზე ვნე​ბივ​რობ​დი. მა​ღალ ცას, პალ​მებს და ჩი​ტებს შევ​ცქე​რო​დი, რო​ცა ეს ხმა​მაღ​ლა
ვთქვი. იუკი გვერ​დით იწ​ვა, ჭი​ლოფ​ზე. პირ​ქვე, თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი. ირუ​ჯე​ბო​და. მოზ​რდი​ლი მაგ​ნი​ტო​ლა „სა​ნი​‐
ო“ ერიკ კლაპ​ტო​ნის ახალ ჰიტს უბე​რავ​და. ზე​თის​ხი​ლის​ფე​რი მი​ნიატიურუ​ლი ბი​კი​ნი ეც​ვა. მთე​ლი სხეული,
კის​რი​დან ფე​ხის თი​თე​ბამ​დე, ქო​ქო​სის ზე​თით ჰქონ​და გათ​ხუპ​ნი​ლი. გლუ​ვი კა​ნი დელ​ფი​ნი​ვით უპ​რიალებ​‐
და. ირ​გვლივ ახალ​გაზ​რდე​ბი ირე​ოდ​ნენ გულ​ში ჩაკ​რუ​ლი სერ​ფინ​გის და​ფე​ბით. სა​მაშ​ვე​ლო სამ​სა​ხუ​რის ბი​‐
ჭებს ჩა​შა​ვე​ბულ კის​რებ​ზე ოქ​როს ძეწ​კვე​ბი უბ​რწყი​ნავ​დათ.

ქა​ლა​ქი ყვა​ვი​ლე​ბის, ხი​ლი​სა და გა​სა​რუ​ჯი საც​ხის სუ​ნით გაჟ​ღენ​თი​ლი​ყო.

– გა​დავ​დი​ვართ მომ​დევ​ნო ამ​ბებ​ზე.

გარ​შე​მო ცხოვ​რე​ბა დუღ​და. ჩნდე​ბოდ​ნენ ახა​ლი სა​ხეები, ჩვენ თვალ​წინ ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით კრთე​ბო​‐
და ეგ​ზო​ტი​კუ​რი სცე​ნე​ბი. დაუჯე​რე​ბე​ლი იყო, რომ სულ ახ​ლა​ხან სა​პო​როს და​თოვ​ლილ ქუ​ჩებ​ში დავ​ხე​‐
ტიალებ​დი. ახ​ლა კი ქვი​შა​ზე ვგო​რა​ობ და ჰო​ნო​ლუ​ლუს ცას შევ​ცქე​რი. აი, რო​გორ აეწ​ყო ყვე​ლა​ფე​რი. მოვ​‐
ნიშ​ნე წერ​ტი​ლი, გა​ვავ​ლე წარ​მო​სახ​ვი​თი ხა​ზი და ზუს​ტად ასე გა​მო​ვი​და და არა სხვა​ნაირად. მუ​სი​კას ავ​ყე​‐
ვი და აი, სა​დამ​დე მი​ვე​დი ცეკვა-​ცეკვით. კარ​გად კი ვცეკ​ვავ? და​ვატ​რიალე თავ​ში ყვე​ლა​ფე​რი, რაც გა​დამ​‐
ხდა, და ნაბიჯ-​ნაბიჯ შე​ვა​მოწ​მე, სწო​რად ვმოქ​მე​დებ​დი თუ არა. გა​მო​დის, რომ არ​ცთუ ისე ცუ​დად. ცხა​დია,
უმაღ​ლე​სი კლა​სი არ არის, მაგ​რამ არც ცუ​დია. ხელ​მეორედ რომ მოვ​ხვედ​რი​ლი​ყა​ვი იმა​ვე სი​ტუაციაში, ალ​‐
ბათ ასე​ვე მო​ვიქ​ცეოდი. სწო​რედ ეს არის სის​ტე​მა. მთა​ვა​რია მოძ​რა​ობ​დეს ფე​ხე​ბი. და წა​მით არ ჩერ​დე​ბო​‐
დეს.

მაშ ასე – ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში ვარ. ხან​მოკ​ლე შეს​ვე​ნე​ბა...

– ხან​მოკ​ლე შეს​ვე​ნე​ბა, – ვთქვი ძა​ლი​ან ხმა​დაბ​ლა, მაგ​რამ იუკიმ, რო​გორც ჩანს, გაიგო​ნა. ზან​ტად გად​მობ​‐
რუნ​და გვერ​დზე, მზის სათ​ვა​ლე მო​იხ​სნა, თვა​ლე​ბი მო​ჭუ​ტა და ეჭ​ვით შე​მომ​ხე​და.

– რა​ზე ფიქ​რობ? – მკით​ხა ნამ​ძი​ნა​რე​ვი ხმით.

– ისე, უბ​რა​ლოდ... ამა​ზე, იმა​ზე. არა​ფე​რი სე​რიოზუ​ლი, – ვუ​პა​სუ​ხე.

– რაც გინ​და, ის ქე​ნი, ოღონდ მორ​ჩი ჩემ გვერ​დით სა​კუ​თარ თავ​თან ლა​პა​რაკს. თუ ბურ​ტყუ​ნი გინ​და, დარ​ჩი
მარ​ტო ნო​მერ​ში და იბურ​ტყუ​ნე!

– მა​პა​ტიე. აღარ ვი​ზამ.

იუკიმ ისევ შე​მომ​ხე​და. ისე, სხვა​თა შო​რის, მშვი​დი მზე​რით.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი.
– აჰა, – და​ვე​თან​ხმე.

– მარ​ტო​ხე​ლა ბე​ბე​რი​ვით, – დაამა​ტა და ისევ მუ​ცელ​ზე გა​და​გორ​და.

***

აერო​პორ​ტში ტაქ​სი გა​ვა​ჩე​რეთ, სას​ტუმ​რო​ში წა​ვე​დით, ნივ​თე​ბი ნო​მერ​ში დავ​ტო​ვეთ, შორ​ტე​ბი ჩა​ვიც​ვით,
იქ​ვე, გვერ​დით, სა​ვაჭ​რო პა​საჟს მი​ვა​შუ​რეთ და სპი​ლოს ზო​მის მაგ​ნი​ტო​ფო​ნი ვი​ყი​დეთ. ასე მო​უნ​და იუკის.

– რაც შე​იძ​ლე​ბა დი​დი, რომ ხმა​მაღ​ლა იღ​რიალოს, – გას​ცა გან​კარ​გუ​ლე​ბა.

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას საგ​ზაო ჩე​კე​ბით ყვე​ლა​ზე დი​დი მაგ​ნი​ტო​ლა ვი​ყი​დეთ, რაც კი მა​ღა​ზიაში აღ​მოჩ​ნდა. მას​‐
თან ერ​თად ბა​ტა​რეების მა​რა​გი და რამ​დე​ნი​მე კა​სე​ტა.

– გვინ​და კი​დევ რა​მე? – ვკით​ხე იუკის, – ტან​საც​მე​ლი, სა​ცუ​რაო კოს​ტიუმი ან კი​დევ...

თა​ვი გა​აქ​ნია.

– არა​ფე​რი არ არის სა​ჭი​რო, – თქვა იუკიმ.

პლაჟ​ზე ჩვე​ნი ყო​ვე​ლი გას​ვლა მაგ​ნი​ტო​ლას აუცი​ლე​ბელ გა​ყო​ლე​ბას გუ​ლის​ხმობ​და. ტა​რე​ბით, ცხა​დია, მე
უნ​და მე​ტა​რე​ბი​ნა. რო​გორც ად​გი​ლობ​რი​ვი მკვიდ​რი ფილმ „ტარ​ზა​ნი​დან“, ამ ვეება რა​ღა​ცას მხარ​ზე შეგ​დე​‐
ბულ მოკ​ლულ ან​ტი​ლო​პა​სა​ვით მი​ვათ​რევ​დი („ნუ წახ​ვალ იქ, ბვა​ნა. იქ ბო​რო​ტი სუ​ლე​ბი ცხოვ​რო​ბენ“), წინ
კი იუკი მიაბი​ჯებ​და. რა​დი​ოს დისკ-​ჟოკეი სიმ​ღე​რას სიმ​ღე​რა​ზე დებ​და. აი, ამი​ტომ მოხ​და, რომ ამ გა​ზაფ​ხუ​‐
ლის სუ​პერ​ჰი​ტე​ბი სი​ცოც​ხლის ბო​ლომ​დე და​მა​მახ​სოვ​რდა. მა​იკლ ჯექ​სო​ნის ყმუილი ეპი​დე​მიასა​ვით ედე​‐
ბო​და მთელ ქვე​ყა​ნას. მდა​რე წყვი​ლი ჰო​ლი და ოუტ​სი ჭეშ​მა​რი​ტად გმი​რუ​ლი სი​ჯიუტით ვარ​სკვლა​ვებ​ში მი​‐
იკ​ვლევ​დნენ გზას. Duran Duran-ს აშ​კა​რად აკ​ლდა წარ​მო​სახ​ვის უნა​რი, ჯო ჯექ​სონს კი – ღვთა​ებ​რი​ვი ნა​პერ​‐
წკლის გაღ​ვი​ვე​ბა, რო​მე​ლიც მას​ში ოდ​ნავ ბჟუ​ტავ​და. The Pretenders-ს, საიდა​ნაც არ უნ​და მი​უდ​გე, უბ​რა​ლოდ,
არ ჰქონ​და მო​მა​ვა​ლი. Supertramp და The Cars ყო​ველ​თვის ერ​თი და იგი​ვე ნეიტრალურ-​თავაზიან ღი​მილს იწ​‐
ვევ​დნენ... და ასე შემ​დეგ – პოპ​მომ​ღერ​ლე​ბი და პოპ​სიმ​ღე​რე​ბი სრუ​ლი​ად წარ​მო​უდ​გე​ნე​ლი რაოდე​ნო​ბით.

რო​გორც ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა დაგ​ვპირ​და, საც​ხოვ​რე​ბე​ლი ისე​თი შეგ​ვხვდა, უკე​თესს ვერ ინატ​რებ​დი. რა თქმა
უნ​და, ავე​ჯი, სა​ერ​თო დი​ზაინი და კედ​ლებ​ზე და​კი​დე​ბუ​ლი სუ​რა​თე​ბი ძა​ლი​ან შორს აღ​მოჩ​ნდა იმის​გან, რა​‐
საც ფუ​ფუ​ნე​ბას ეძა​ხი​ან, თუმ​ცა ოთა​ხე​ბი სა​ოც​რად სა​სიამოვ​ნო გა​მოდ​გა (ვის მოუვა აზ​რად, ჰა​ვაიზე ფუ​ფუ​‐
ნე​ბა მო​ით​ხო​ვოს?), პლა​ჟი კი მარ​თლაც ხე​ლის გაწ​ვდე​ნა​ზე იყო. ნომ​რე​ბი მეათე სარ​თულ​ზე – წყნა​რი, ზღაპ​‐
რუ​ლი ხე​დით ფან​ჯრი​დან. გაირუ​ჯე პირ​და​პირ აივან​ზე და უყუ​რე ზღვას. მოზ​რდი​ლი, მო​ხერ​ხე​ბუ​ლი, სუფ​თა
სამ​ზა​რეულო, სა​დაც ყვე​ლა​ფე​რია – მიკ​რო​ტალ​ღუ​რი ღუმ​ლი​დან, ჭურ​ჭლის სა​რეცხ აგ​რე​გა​ტამ​დე. იუკის
ნო​მე​რი გვერ​დით იყო, ოდ​ნავ პა​ტა​რა, მაგ​რამ ისიც ცალ​კე სამ​ზა​რეულო​თი. მო​ბი​ნად​რე​ნი, ლიფ​ტებ​სა და
ვეს​ტი​ბიულებ​ში რომ გვხვდე​ბოდ​ნენ, ყვე​ლა, რო​გორც ერ​თი, მდიდ​რუ​ლად და გე​მოვ​ნე​ბით იყო ჩაც​მუ​ლი.

ნა​ყი​დი მაგ​ნი​ტო​ლა სას​ტუმ​რო​ში მი​ვათ​რი​ეთ. მე​რე მარ​ტო წა​ვე​დი სუ​პერ​მარ​კეტ​ში – ლუ​დი, კა​ლი​ფორ​‐
ნიული ღვი​ნო, ხი​ლი და ბევ​რი სხვა​დას​ხვა წვე​ნი ვი​ყი​დე. აგ​რეთ​ვე ყვე​ლა​ფე​რი, რაც სენ​დვი​ჩის მო​სამ​ზა​‐
დებ​ლად არის სა​ჭი​რო. მხო​ლოდ ამის შემ​დეგ წა​ვე​დით პლაჟ​ზე, ჭი​ლოფ​ზე გვერ​დიგ​ვერდ დავ​წე​ქით და სა​ღა​‐
მომ​დე ცას და ზღვას ვუ​ყუ​რებ​დით. თით​ქმის არ ვლა​პა​რა​კობ​დით. მხო​ლოდ დრო​დად​რო ვიც​ვლი​დით
გვერდს და, დრო​ის დი​ნე​ბას მინ​დო​ბი​ლე​ბი, სა​ერ​თოდ არა​ფერს არ ვა​კე​თებ​დით. ულ​მო​ბე​ლი მზე სხი​ვებს
ღვრი​და მი​წა​ზე და წვავ​და ქვი​შას. ზღვი​დან და​ბე​რი​ლი ნიავი – რბი​ლი, ნა​ზი, ოდ​ნავ ნეს​ტიანი – თით​ქოს შემ​‐
თხვე​ვით გა​ახ​სენ​დაო, დრო​დად​რო შეათა​მა​შებ​და ხოლ​მე პალ​მის ფოთ​ლებს. დრო​გა​მოშ​ვე​ბით რუ​ლი მო​მე​‐
კი​დე​ბო​და, მე​რე უცებ ვი​ღა​ცის მე​ტის​მე​ტად მკვეთრ ფე​ხის ტყა​პუნ​ზე ან ხმა​მა​ღალ ლა​პა​რაკ​ზე ვიღ​ვი​ძებ​დი
და ყო​ველ ჯერ​ზე ვფიქ​რობ​დი: „სად ვარ?“ – „ჰა​ვაიზე“, – ვპა​სუ​ხობ​დი სა​კუ​თარ თავს, მაგ​რამ მა​ინ​ცდა​მა​ინც
სწრა​ფად ვერ ვა​ჯე​რებ​დი. გა​სა​რუჯ კრემს შე​რეული ოფ​ლი ყუ​რე​ბი​დან ლო​ყა​ზე ჩა​მომ​დიოდა და ქვი​შა​ზე
წვე​თავ​და. სრუ​ლი​ად სხვა​დას​ხვა ხმე​ბი ტალ​ღე​ბი​ვით ხან მო​იქ​ცე​ოდ​ნენ, ხან უკუ​იქ​ცე​ოდ​ნენ. ამ ხმებ​ში ხან​‐
და​ხან ჩემს გუ​ლის​ცე​მას ვარ​ჩევ​დი. თით​ქოს ჩე​მი გუ​ლი ბუ​ნე​ბის ერთ-​ერთი ღირ​სშე​სა​ნიშ​ნა​ვი მოვ​ლე​ნა იყო
დე​და​მი​წის ზურ​გზე.

ტვინ​ზე მო​ჭე​რი​ლი ჭან​ჭი​კე​ბი მო​ვუშ​ვი და მეც მო​ვეშ​ვი. ტექ​ნი​კუ​რი შეს​ვე​ნე​ბა...

იუკის სა​ხე შე​ეც​ვა​ლა. მე​ტა​მორ​ფო​ზა მა​შინ​ვე მოხ​და, რო​გორც კი თვით​მფრი​ნა​ვი​დან ჰო​ნო​ლუ​ლუს აერო​‐
პორ​ტში ჩა​მო​ვი​და და ჰა​ვა​ის რბილ-​ტკბილი ჰაერი კან​ზე მიეალერ​სა. ტრა​პი​დან ჩა​მო​სუ​ლი შე​ჩერ​და. მაგ​‐
რად მო​ჭუ​ტა თვა​ლე​ბი, თით​ქოს დაბ​რმა​ვე​ბის ეში​ნიაო, ღრმად ჩაისუნ​თქა. თვა​ლი გაახი​ლა და შე​მომ​ხე​და.
მთე​ლი მი​სი და​ძა​ბუ​ლო​ბა, დღემ​დე თხელ, უხი​ლავ აპ​კად რომ ჰქონ​და გა​დაკ​რუ​ლი სა​ხე​ზე, უკ​ვა​ლოდ გაქ​‐
რა. აღარც ში​ში იყო, აღარც გა​ღი​ზიანე​ბა. მის​მა ყვე​ლა ჟეს​ტმა – შუბ​ლი​დან თმას გა​დაიწევ​და, მომ​რგვა​ლე​‐
ბულ კევს გა​და​აგ​დებ​და თუ უმიზ​ნოდ და უაზ​როდ აიჩეჩ​და მხრებს – უცებ და​კარ​გა ად​რინ​დე​ლი მოუხე​შაობა
და სრუ​ლი​ად ბუ​ნებ​რი​ვად გა​მოიყუ​რე​ბო​და. შე​მე​ცო​და კი​დეც: საწ​ყა​ლი, ალ​ბათ რა მძი​მე ცხოვ​რე​ბით ცხოვ​‐
რობ​და დღემ​დე! და არა უბ​რა​ლოდ მძი​მე – იმ​თა​ვით​ვე არას​წო​რი.

ახ​ლა კი, რო​ცა ხელ​ფეხ​გაშ​ლი​ლი პლაჟ​ზე, მზე​ზე ირუ​ჯე​ბო​და – კოხ​ტად აკე​ცი​ლი თმა, მზის სათ​ვა​ლე, ბი​კი​ნი
– იუკის ასაკს თვა​ლით ვერ გან​საზ​ღვრავ​დი. სხეული მთლად ბავ​შვუ​რი ჰქონ​და, მაგ​რამ უკ​ვე იგ​რძნო​ბო​და
რა​ღაც ახა​ლი – გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი გრა​ცია არ​სე​ბი​სა, რო​მე​ლიც ერ​თთა​ვად სრულ​ყო​ფის​კენ ის​წრაფ​ვის, რის
გა​მოც ასაკ​თან შე​და​რე​ბით გა​ცი​ლე​ბით დი​დი გე​გო​ნე​ბა. ამ ნაზ ხე​ლებ​სა და გრძელ ფე​ხებს გა​საშ​ტე​რე​ბელს
ვერ უწო​დებ​დი, მაგ​რამ ისი​ნი უკ​ვე ივ​სე​ბო​და გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი მე​ტა​ფი​ზი​კუ​რი ძა​ლით. ისე​თით, რომ, სულ
ცო​ტაც, კი​დევ ერ​თი უნე​ბუ​რი მოძ​რაობაც და, ირ​გვლივ არ​სე​ბუ​ლი სივ​რცე ოთხ სხვა​დას​ხვა მხა​რეს გაიწე​‐
ლე​ბო​და. რად​გან სწო​რედ აი ახ​ლა ეს სხეული თა​ვი​სი ზრდის ყვე​ლა​ზე დი​ნა​მი​კურ ფა​ზა​ში იმ​ყო​ფე​ბო​და –
ბო​ბო​ქარ, დაუოკე​ბელ ზრდა​ში.

ერ​თმა​ნეთს გა​სა​რუ​ჯი კრე​მი წა​ვუს​ვით ზურ​გზე. ჯერ იუკიმ წა​მის​ვა. ცხოვ​რე​ბა​ში პირ​ვე​ლად გა​ვი​გო​ნე, რომ
თურ​მე დი​დი ზურ​გი მაქვს. იუკის სა​შინ​ლად ეში​ნო​და ღი​ტი​ნის. და რო​ცა ვუს​ვამ​დი, სულ იკ​ლაკ​ნე​ბო​და.
აწეული თმა, ფერ​მკრთა​ლი ყუ​რე​ბი, გამ​ხდა​რი კი​სე​რი. უნე​ბუ​რად გა​მე​ღი​მა. შო​რი​დან მი​სი სხეული იმ​დე​‐
ნად ჰგავ​და ქა​ლი​სას, რომ მეც კი მეკ​ვრო​და სუნ​თქვა. მხო​ლოდ მა​ლე​ბი კი​სერ​ზე – ისე​თი ბავ​შვუ​რი, თით​ქოს
შემ​თხვე​ვით გაჩ​ნდნენ ამ ად​გი​ლას – მეტ​ყვე​ლებ​დნენ მის ნამ​დვილ ასაკ​ზე. „მთლად ბავ​შვი​ა“, კი​დევ ერ​‐
თხელ გა​ვი​ფიქ​რე. რა უც​ნაურიც არ უნ​და იყოს, ქა​ლის კი​სე​რი მის მი​ერ გავ​ლილ წლებს აღ​ნიშ​ნავს, ისე​ვე
რო​გორც რგო​ლე​ბი აფიქ​სი​რე​ბენ ხის ასაკს. თუმ​ცა, რომ მკით​ხოთ, რა და რო​გორ იც​ვლე​ბა, ალ​ბათ გა​სა​გე​‐
ბად ვერც აგიხ​სნით. მიუხე​და​ვად ამი​სა, ასე​ა: თი​ნეიჯერ გო​გო​ნებს თი​ნეიჯე​რი გო​გო​ნე​ბის კი​სე​რი აქვთ, მო​‐
წი​ფულ ქა​ლებს – მო​წი​ფუ​ლი ქა​ლის კის​რე​ბი.

– თა​ვი​დან ცო​ტა​თი უნ​და გაირუ​ჯო, – ამიხ​სნა იუკიმ დამ​რი​გებ​ლუ​რი ტო​ნით, – ჯერ ჩრდილ​ში, მე​რე ცო​ტა
ხნით მზე​ზე, მე​რე ისევ ჩრდილ​ში. თო​რემ აუცი​ლებ​ლად და​იწ​ვე​ბი. ბე​ბე​რე​ბი და​გაჯ​დე​ბა. ისი​ნი კი ნაკ​ვა​ლევს
და​გი​ტო​ვე​ბენ. და ივ​ლი გა​ქუ​ცულ კა​ტა​სა​ვით.

– ჩრდილ​ში... მზე​ზე... ისევ ჩრდილ​ში... – გულ​მოდ​გი​ნედ ვი​ზე​პი​რებ​დი, თან კრემს ვუს​ვამ​დი ზურ​გზე.

აი, რა​ტომ გა​ვა​ტა​რეთ ჩვე​ნი პირ​ვე​ლი დღე ჰა​ვაიზე ვეება პალ​მის ქვეშ დი​ჯე​ის ყბე​დო​ბის თან​ხლე​ბით სა​‐
შუალო ტალ​ღა​ზე. ხან ზღვა​ში შევ​დიოდი სა​ბა​ნა​ოდ, ხან ბარ​ში, ტენ​ტის ქვეშ, მაგ​რად ჩა​ცი​ვე​ბულ „პი​ნა კო​‐
ლა​დას“ ვწრუ​პავ​დი. იუკი წყალ​ში ჩას​ვლას არ ჩქა​რობ​და. „ჯერ სრუ​ლი რე​ლაქ​სი!“ – გა​ნაც​ხა​და. დარ​ჩე​ნი​ლი
დღის გან​მავ​ლო​ბა​ში მხო​ლოდ ანა​ნა​სის წვენს წრუ​პავ​და და ნა​ხე​ვარ სა​ათ​ში ერ​თხელ ზო​ზი​ნით კბეჩ​და ერ​‐
თსა და იმა​ვე ჰოთ​დოგს მდოგ​ვით და კიტ​რის მწნი​ლით. უკ​ვე ჩა​ეს​ვე​ნა ვეებერ​თე​ლა მზის ბურ​თი ზღვა​ში,
კეტ​ჩუ​პის​ფრად შე​ღე​ბა ჰო​რი​ზონ​ტი, უკ​ვე აან​თეს ან​ძებ​ზე სი​ნათ​ლე კრუიზი​დან დაბ​რუ​ნე​ბულ​მა სა​სე​ირ​ნო
გე​მებ​მა, იუკი კი ისევ მო​კუნ​ტუ​ლი იწ​ვა თა​ვის ჭი​ლოფ​ზე და არც კი ფიქ​რობ​და წას​ვლას. თით​ქოს იმ​დღე​ვან​‐
დე​ლი მზის სულ უკა​ნას​კნე​ლი სხი​ვის შეს​რუტ​ვაც უნ​დო​და.

– არ წა​ვი​დეთ? – და​ვუ​ძა​ხე ბო​ლოს, – მზე ჩა​ვი​და, კუ​ჭი და​ცა​რი​ელ​და. წა​მო, გა​ვი​სე​ირ​ნოთ და სად​მე თი​თო
კარ​გი კატ​ლე​ტი შევ​ჭა​მოთ. კაი სა​ქონ​ლის ხორ​ცით, გემ​რიელი კეტ​ჩუ​პით და ოდ​ნავ მო​შუ​შუ​ლი ხახ​ვით...
მოკ​ლედ, ყვე​ლა​ფე​რი ნამ​დვი​ლი.
თა​ვი და​მიქ​ნია, მაგ​რამ არ ად​გა. წა​მოჯ​და და ზღვას თვალს არ აშო​რებ​და. თით​ქოს დღის ნარ​ჩე​ნებ​ზე დარ​‐
დობ​და, რი​თი დატ​კბო​ბაც ვერ მო​ას​წრო. ჭი​ლო​ფე​ბი ავახ​ვიე და მაგ​ნი​ტო​ლა მხარ​ზე გა​ვი​დე.

– ნუ ღე​ლავ, – ვუთ​ხა​რი, – ხვა​ლინ​დე​ლი დღეც გვაქვს. ნუ​რა​ფერ​ზე ნუ ფიქ​რობ. ხვალ გა​თავ​დე​ბა – ზეგ და​იწ​‐
ყე​ბა.

შე​მომ​ხე​და და მხიარუ​ლად გაიღი​მა. ხე​ლი გა​ვუ​წო​დე. მაგ​რად ჩამ​ჭი​და და წა​მოდ​გა.

"},{"head":"29.","content":"

29.

მეორე დი​ლით იუკიმ გა​მო​მიც​ხა​და, რომ დე​დას​თან შე​სახ​ვედ​რად მივ​დიოდით. დე​დის სახ​ლის ტე​ლე​ფო​ნის
გარ​და, არა​ფე​რი არ იცო​და. ამი​ტომ ნო​მე​რი ავ​კრი​ფე, სას​წრა​ფოდ წარ​ვუდ​გი​ნე თა​ვი და ვკით​ხე, სად უნ​და
მივ​სუ​ლი​ყა​ვით. დე​და​მისს მა​კა​ჰის​თან ახ​ლოს კო​ტე​ჯი ჰქონ​და და​ქი​რა​ვე​ბუ​ლი. მან​ქა​ნით ნა​ხე​ვა​რი საათის
გზაა ჰო​ნო​ლუ​ლუ​დან, ამიხ​სნა. ვფიქ​რობ, ორი საათის​თვის მანდ ვიქ​ნე​ბით, ვუთ​ხა​რი. მე​რე უახ​ლო​ეს გამ​ქი​‐
რა​ვე​ბელ პუნ​ქტში წა​ვე​დი და „მი​ცუ​ბი​სი ლან​სე​რი“ და​ვი​ქი​რა​ვე. მშვე​ნივ​რად ვიმ​გზავ​რეთ. რა​დი​ოს ხმა ბო​‐
ლომ​დე ავუ​წი​ეთ, ყვე​ლა ფან​ჯა​რა ჩა​მოვ​წი​ეთ და ას ოცით მივ​ქრო​დით ჰაივეიზე. გარ​შე​მო ყვე​ლა​ფე​რი მზის​‐
ფე​რი იყო, თბი​ლი ჰაერი გვე​ლა​მუ​ნე​ბო​და ყვა​ვი​ლე​ბი​სა და ზღვის სურ​ნე​ლით.

„ნუ​თუ დე​და იქ მარ​ტო​ა?“ – უცებ გა​ვი​ფიქ​რე და იუკის ვკით​ხე.

– მე​ტი საქ​მე არა აქვს! – მი​პა​სუ​ხა იუკიმ და ოდ​ნავ მოღ​რი​ცა ტუ​ჩე​ბი, – დე​და​ჩე​მის​ნაირე​ბი საზ​ღვარ​გა​რეთ
დიდ​ხანს მარ​ტო ვერ ძლე​ბენ. რა​ზეც გინ​და დავ​ნაძ​ლევ​დეთ – ბო​იფ​რენ​დი ეყო​ლე​ბა. თან აუცი​ლებ​ლად
ახალ​გაზ​რდა და ლა​მა​ზი. რო​გორც მა​მას. გახ​სოვს, რო​გო​რი პედერ-​ბოიფრენდი ჰყავს? გლუ​ვი, კრიალა –
სულ ბზი​ნავს. ალ​ბათ დღე​ში სამ​ჯერ ბა​ნა​ობს და ორ​ჯერ იც​ვლის ტა​ნი​სა​მოსს.

– პე​დერ?..

– რა, არ იცო​დი?

– არა...

– ერ​თი შენც ხარ რა. სა​ხე​ზე აწე​რია ყვე​ლა​ფე​რი! – თქვა იუკიმ, – მა​მა ასე​თია თუ არა, არ ვი​ცი, მაგ​რამ ის ნამ​‐
დვი​ლად პე​დე​რას​ტია. წყა​ლი არ გაუვა. ორა​სი პრო​ცენ​ტით.

რა​დი​ომ Roxy Music და​უკ​რა და იუკიმ კი​დევ უფ​რო აუწია ხმას.

– დე​და​ჩემს მთე​ლი ცხოვ​რე​ბა პოეტე​ბი უყ​ვარ​და. ლექ​სი რომ ეწე​რა, ან ეცა​და მა​ინც, მაგ​რამ აუცი​ლებ​ლად
ახალ​გაზ​რდა უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. თვი​თონ ფო​ტოები გა​დაეღო, იმას კი ზურგს უკან ლექ​სე​ბი წაეკით​ხა. ჭკუ​ას
კარ​გავს ამა​ზე. აი, ასე​თი ოფო​ფე​ბიანია. რო​გო​რი ლექ​სიც არ უნ​და ყო​ფი​ლი​ყო – მთა​ვა​რია ვინ​მეს წაეკით​ხა.
ასე​თებს მაგ​რად ეჩ​ვე​ვა... ასე რომ, ჯობ​და მა​მას ლექ​სე​ბი ეწე​რა. მაგ​რამ ისე​თე​ბი, რო​გო​რიც მა​მაა, ლექ​სებს
არ წე​რენ...
აი, ოჯა​ხი, მეს​მის... ისევ გა​ვი​ფიქ​რე. ნამ​დვი​ლი კოს​მო​სუ​რი რო​ბინ​ზო​ნე​ბი. სწრა​ფი რეაგი​რე​ბის მწე​რა​ლი,
ფო​ტომ​ხატ​ვა​რი, გოგონა-​მედიუმი, მოწაფე-​პედერასტი და პოეტი-​საყვარელი... ღმერ​თო ჩე​მო. მაგ​რამ რა
რო​ლია გან​კუთ​ვნი​ლი ჩემ​თვის ამ ფსი​ქო​დე​ლი​ურ ჰი​პე​რო​ჯახ​ში? ში​ზოფ​რე​ნი​ით შეპ​ყრო​ბი​ლი ქა​ლიშ​ვი​ლის
ბე​ბე​რი კო​მი​კო​სი პა​ჟის? გა​მახ​სენ​და, რო​გორ თა​ვა​ზიანად მი​ღი​მო​და პა​რას​კე​ვა, თით​ქოს მე​პა​ტი​ჟე​ბო​და,
კე​თი​ლი იყოს თქვე​ნი მობ​რძა​ნე​ბა ჩვენს თბილ კომ​პა​ნიაში​ო... ეი, ბი​ჭე​ბო, ასე არ შევ​თან​ხმე​ბულ​ვართ. მე აქ
შემ​თხვე​ვით მოვ​ხვდი! შვე​ბუ​ლე​ბა​ში ვარ, გა​სა​გე​ბია? დამ​თავ​რდე​ბა შვე​ბუ​ლე​ბა და გა​ვაგ​რძე​ლებ ნამ​ქე​რის
ქექ​ვას, აღარ მექ​ნე​ბა თქვენ​თან თა​მა​შის დრო. ეს ყვე​ლა​ფე​რი დროები​თია. ხან​მოკ​ლე მი​თი შემ​თხვე​ვი​თო​‐
ბის წყა​ლო​ბით ჩაწ​ნუ​ლი რეალუ​რი ამ​ბის სიუჟეტ​ში. ეს მი​თი ძა​ლი​ან მა​ლე დამ​თავ​რდე​ბა: თქვენ თქვენ საქ​‐
მეს მი​ხე​დავთ, მე – ჩემ​სას. მე მა​ინც უფ​რო მარ​ტი​ვი სამ​ყა​რო მიყ​ვარს. სამ​ყა​რო, სა​დაც ად​ვი​ლად ხვდე​ბი,
ვინ ვინ არის.

***

ამეს ინ​სტრუქ​ცი​ის მი​ხედ​ვით, სა​ნამ მა​კა​ჰამ​დე მი​ვი​დო​დით, ჰაივეიდან მარ​ჯვნივ გა​და​ვუხ​ვიე და კი​დევ ცო​‐
ტა ვიარეთ მთე​ბის მი​მარ​თუ​ლე​ბით. გზის პირ​ზე და​ფეხ​ვი​ლი ქო​ხე​ბი გაკ​რთა: აშ​კა​რა იყო – პირ​ვე​ლი​ვე
ძლიერი ტაიფუ​ნი მოგ​ლეჯ​და ამ სა​ხუ​რა​ვებს. თუმ​ცა სულ მა​ლე ქო​ხე​ბი გაქ​რა და ჩვენ წინ კერ​ძო კო​ტე​ჯე​‐
ბის ზო​ნის ჭიშ​კა​რი გაჩ​ნდა. ინ​დიელი კა​რის და​რა​ჯი, ჯი​ხურ​ში რომ მო​რი​გე​ობ​და, და​ინ​ტე​რეს​და, სად მივ​‐
დიოდით. ამეს კო​ტე​ჯის ნო​მე​რი ვუთ​ხა​რი. ტე​ლე​ფო​ნის​კენ შებ​რუნ​და, სად​ღაც და​რე​კა, მობ​რუნ​და, თა​ვი
დაგ​ვიკ​რა და გაგ​ვა​ტა​რა.

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, მიბ​რძან​დით.

შე​ვე​დით ზო​ნა​ში. ირ​გვლივ, სა​დამ​დეც თვა​ლი სწვდე​ბო​და, მოვ​ლი​ლი მდე​ლოები ჩან​და. გოლ​ფის ური​კებ​ზე
ამ​ხედ​რე​ბუ​ლი რამ​დე​ნი​მე მე​ბა​ღე გა​ზო​ნებს და ხეების ვარ​ჯებს კრეჭ​და. ყვი​თელ​ნის​კარ​ტიანი ჩი​ტე​ბი დახ​‐
ტოდ​ნენ ბა​ლა​ხებ​ში. ეგ​ზო​ტი​კუ​რი მწე​რე​ბის კო​ლო​ნი​ას ჰგავ​დნენ. ერთ მე​ბა​ღეს​თან და​ვა​მუხ​რუ​ჭე, იუკის დე​‐
დის მი​სა​მარ​თი ვუჩ​ვე​ნე და ვკით​ხე, სად უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. „იქ!“ – დაგ​ვიგ​დო და სად​ღაც გვერ​დით გა​იშ​ვი​რა
თი​თი. თითს თვა​ლი გა​ვა​დევ​ნე და შორს მო​რი​გი მდე​ლო და​ვი​ნა​ხე აუზით და პა​ტა​რა ხე​ივ​ნით. მო​ას​ფალ​ტე​‐
ბუ​ლი ბი​ლი​კი აუზს გვერდს უვ​ლი​და და ხეების კო​რომ​ში იკარ​გე​ბო​და. მე​ბა​ღეს მად​ლო​ბა გა​და​ვუ​ხა​დე, ერ​‐
თი გო​რა​კი​დან ქვე​ვით და​ვეშ​ვით, მეორე​ზე ავე​დით და ტრო​პი​კუ​ლი ნა​გე​ბო​ბის მო​დერ​ნის​ტულ კო​ტეჯ​თან
მი​ვე​დით, რო​მელ​შიც იუკის დე​და ცხოვ​რობ​და. შე​სას​ვლელ​თან პა​ტა​რა ვე​რან​და იყო, საიდა​ნაც ვე​ლუ​რი ხი​‐
ლი ჩა​მო​კი​დე​ბუ​ლი​ყო.

მე და იუკი მან​ქა​ნი​დან გად​მო​ვე​დით და კი​ბეს ავუ​ყე​ვით. კარ​ზე დავ​რე​კე. ზა​რის მთვლე​მა​რე წკრიალი სუსტ
ნი​ავ​ზე სა​ოც​რად ჰარ​მო​ნიულად ჩაწ​ნუ​ლი​ყო ვი​ვალ​დის კონ​ცერ​ტში, რო​მე​ლიც ღია ფან​ჯრე​ბი​დან ის​მო​და.
თხუთ​მე​ტი წა​მი გა​ვი​და, სა​ნამ კა​რი უხ​მოდ გაიღე​ბო​და და ჩვენ წინ მა​მა​კა​ცი აღ​მოჩ​ნდე​ბო​და. სა​შუალო სი​‐
მაღ​ლის გა​რუ​ჯუ​ლი ამე​რი​კე​ლი, რო​მელ​საც მარ​ცხე​ნა ხე​ლი არ ჰქონ​და. ძლიერი აღ​ნა​გო​ბის, წვე​რით და
ულ​ვა​შით, რაც ერ​თობ იდუ​მალ იერს აძ​ლევ​და. მოკ​ლე​სა​ხე​ლოიანი გაც​რე​ცი​ლი „ჰა​ვაიური“, სპორ​ტუ​ლი
შორ​ტი და ჩა​ლის ქო​შე​ბი ეც​ვა. და​ახ​ლოებით ჩე​მი ხნის იქ​ნე​ბო​და. ლა​მაზს ვერ იტ​ყო​დი, მაგ​რამ სიმ​პა​თიური
ნამ​დვი​ლად იყო. პოეტის კვა​ლო​ბა​ზე მე​ტის​მე​ტად ჰგავ​და მა​ჩოს. თუმ​ცა ქვეყ​ნად ალ​ბათ საკ​მა​ოდ არი​ან
პოეტი-​მაჩოები. უც​ნაური ამა​ში არა​ფე​რია. ქვე​ყა​ნა დი​დია – ვის არ შეხ​ვდე​ბი იქ.

მა​მა​კაც​მა ჯერ მე შე​მომ​ხე​და, მე​რე – იუკის, მე​რე – ისევ მე, მე​რე თა​ვი ოდ​ნავ გვერ​დზე და​ხა​რა და გულ​ღი​ად
გაიღი​მა.

– Hello, – წარ​მოთ​ქვა ხმა​დაბ​ლა. მე​რე იაპო​ნურ​ზე გა​და​ვი​და და დაამა​ტა: – კო​ნი​გი​ვა.

და ხე​ლი ჩა​მოგ​ვარ​თვა – ჯერ იუკის, მე​რე – მე. ძა​ლი​ან არ მოუჭე​რია.

– მობ​რძან​დით, – თქვა მშვე​ნი​ერ იაპო​ნურ​ზე.


მოზ​რდილ სას​ტუმ​რო ოთახ​ში შეგ​ვიძ​ღვა, ვეებერ​თე​ლა დი​ვან​ზე დაგ​ვსხა, მა​ცივ​რი​დან ორი ქი​ლა ჰა​ვაიური
ლუ​დი „პრი​მო“ და ერ​თი ქი​ლა კო​ლა გა​მოიღო, ჭი​ქებ​თან ერ​თად ლან​გარ​ზე და​აწ​ყო და მოგ​ვი​ტა​ნა. ჩვენ ლუ​‐
დის სმა და​ვიწ​ყეთ, იუკი თა​ვის კო​ლას არც მიჰ​კა​რე​ბია. მას​პინ​ძე​ლი ფირ​საკ​რავ​თან მი​ვი​და, ვი​ვალ​დის
ჩაუწია და ისევ დაჯ​და. არ ვი​ცი რა​ტომ, მაგ​რამ ოთახ​მა უცებ სო​მერ​სეტ მოემის მოთ​ხრო​ბე​ბი გა​მახ​სე​ნა.
ვეებერ​თე​ლა ფან​ჯრე​ბი, ვენ​ტი​ლა​ტო​რი ჭერ​ზე, კედ​ლებ​ზე ჩხა​რუ​ნე​ბი მთე​ლი პო​ლი​ნე​ზიიდან...

– ფი​რებს ამ​ჟღავ​ნებს, ათ წუთ​ში და​ამ​თავ​რებს, – თქვა მა​მა​კაც​მა, – ცო​ტა კი​დევ მოიცა​დეთ. მე დი​კი მქვია.
დიკ ნორ​ტი. აქ ერ​თად ვცხოვ​რობთ, ის და მე.

– სა​სიამოვ​ნოა, – ვუ​პა​სუ​ხე. იუკი ჩუ​მად იჯ​და, შო​რე​ულ პეიზაჟს გას​ცქე​რო​და ფან​ჯრი​დან. იმ ად​გილს, სა​დაც
ხე​ებ​შუა ლურ​ჯად ელ​ვა​რებ​და ზღვა. ჰო​რი​ზონ​ტთან, ცა​ზე, ეული ღრუ​ბე​ლი ეკი​და, გი​გან​ტუ​რი პი​თე​კან​თრო​‐
ფის თა​ვის ქა​ლას ჰგავ​და. ღრუ​ბე​ლი არ მოძ​რა​ობ​და და, რო​გორც ჩანს, არ​სა​ით არ აპი​რებ​და წას​ვლას. ეტ​‐
ყო​ბა, მე​ტის​მე​ტად სქელ​შუბ​ლიანი პი​თე​კან​თრო​პი იყო. დროს სი​თეთ​რემ​დე გაელო​კა მი​სი თა​ვის ქა​ლა და
მკვეთ​რად გა​მოეყო გაპ​რიალე​ბუ​ლი წარ​ბზე​და რკა​ლე​ბი. და ახ​ლა ამ თა​ვის ქა​ლას ფონ​ზე აქეთ-​იქით და​‐
ფარ​ფა​ტებ​და ყვი​თელ​ნის​კარ​ტი​ან​თა გუნ​დი. ვი​ვალ​დის კონ​ცერ​ტი დას​რულ​და, დიკ ნორ​ტმა თა​ვის ად​გი​ლას
და​აბ​რუ​ნა ნემ​სი, ცა​ლი ხე​ლით აიღო ფირ​ფი​ტა, კონ​ვერ​ტში ჩა​დო და თა​რო​ზე და​დო.

– მშვე​ნივ​რად ფლობთ იაპო​ნურს, – ვუთ​ხა​რი, რად​გან სა​ლა​პა​რა​კო სხვა მა​ინც არა​ფე​რი იყო.

დიკ ნორ​ტმა თა​ვი და​მიქ​ნია, ოდ​ნავ ას​წია ცა​ლი წარ​ბი, წა​მით თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა და ისევ გაიღი​მა.

– დიდ​ხანს ვცხოვ​რობ​დი იაპო​ნიაში, – თქვა ბო​ლოს. შე​კით​ხვებს მა​შინ​ვე არ პა​სუ​ხობ​და, – ათი წე​ლი. პირ​ვე​‐
ლად ომის დროს ჩა​მო​ვე​დი... ვი​ეტ​ნა​მის ომის დროს. იქ ძა​ლი​ან მო​მე​წო​ნა და რო​ცა ომი დამ​თავ​რდა, იაპო​‐
ნურ უნი​ვერ​სი​ტეტ​ში შე​ვე​დი. კარ​გი უნი​ვერ​სი​ტე​ტია. ახ​ლა კი ლექ​სებს ვწერ...

ბინ​გო, გა​ვი​ფიქ​რე. არც ისე ახალ​გაზ​რდა, არც ისე ლა​მა​ზი, მაგ​რამ ლექ​სებს წერს; იუკიმ პირ​და​პირ ათი​ან​ში
გა​არ​ტყა.

– ...აგ​რეთ​ვე ინ​გლი​სუ​რად ვთარ​გმნი ჰაიკუს და ტან​კას, – დაამა​ტა, – გარ​წმუ​ნებთ, ად​ვი​ლი სა​მუ​შაო არ არის.

– წარ​მო​მიდ​გე​ნია, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

ისევ გულ​ღი​ად გაიღი​მა და მკით​ხა, კი​დევ ხომ არ დავ​ლევ​დი ლუდს. უარს არ ვიტყოდი-​მეთქი, ვუ​პა​სუ​ხე. კი​‐
დევ ორი ქი​ლა მოიტა​ნა. საოცა​რი სიმ​სუ​ბუ​ქით გახ​სნა ერ​თა​დერ​თი ხე​ლით თა​ვი​სი ქი​ლა, ჭი​ქა გა​ავ​სო და
მოს​ვა. მე​რე ჭი​ქა მა​გი​და​ზე დად​გა, თა​ვი გა​და​აქ​ნია და მკაც​რი მზე​რით მიაჩერ​და ჩვენ წინ, კე​დელ​ზე და​კი​‐
დე​ბულ უორ​ჰო​ლის პლა​კატს.

– უც​ნაური რა​მეა, – ჩა​ფიქ​რე​ბულ​მა თქვა, – ქვეყ​ნად არ არ​სე​ბო​ბენ ცალ​ხე​ლა პოეტე​ბი. რა​ტომ?.. ცალ​ხე​ლა
მხატ​ვრე​ბი არ​სე​ბო​ბენ, ცალ​ხე​ლა პიანის​ტე​ბიც გვხვდე​ბა. ოდეს​ღაც, მახ​სოვს, ცალ​ხე​ლა ბე​ის​ბო​ლის​ტიც
იყო. რა​ტომ არ იც​ნობს ის​ტო​რია ცალ​ხე​ლა პოეტებს? ლექ​სე​ბის სა​წე​რად ხომ არა​ვი​თა​რი მნიშ​ვნე​ლო​ბა არა
აქვს, ერ​თი ხე​ლი გაქვს თუ სა​მი...

ჰო, სა​ერ​თოდ ასეა, და​ვე​თან​ხმე ფიქ​რით. მაგ​რამ რით​მე​ბის გაწ​ყო​ბა​ში ხე​ლე​ბის რაოდე​ნო​ბა სრუ​ლე​ბით არ
არის პრინ​ცი​პუ​ლი სა​კით​ხი.

– აი, თქვენ შე​გიძ​ლი​ათ თუნ​დაც ერ​თი ცალ​ხე​ლა პოეტის გახ​სე​ნე​ბა? – მკით​ხა დიკ ნორ​ტმა.
თა​ვი გა​ვაქ​ნიე. თუმ​ცა, პა​ტი​ოს​ნად თუ ვიტ​ყვი, ლექ​სის თით​ქმის არა​ფე​რი გა​მე​გე​ბა და ორ​ხე​ლა პო​ეტ​საც კი
ათ​ზე მეტს ვერ გა​ვიხ​სე​ნებ​დი.

– რამ​დე​ნი​მე ცალ​ხე​ლა სერ​ფერს ვიც​ნობ, – გა​ნაგ​რძო, – იალ​ქანს ფე​ხით მარ​თა​ვენ. ცო​ტა​თი მეც შე​მიძ​ლი​ა...

იუკი უცებ ად​გა და დაბ​ნეული მოჰ​ყვა ოთახ​ში სიარულს. ფირ​ფი​ტე​ბის თა​როს​თან შე​ჩერ​და, და​სა​ხე​ლე​ბე​ბი
წაიკით​ხა, მაგ​რამ, რო​გორც ჩანს, სა​ინ​ტე​რე​სო ვე​რა​ფე​რი ნა​ხა და მა​შინ​ვე დაჭ​ყა​ნა სა​ხე სე​რიიდან „ძა​ლი​ან
სუ​ლე​ლუ​რი რა​მე​ა“. მას შემ​დეგ, რაც მუ​სი​კა გა​ჩუმ​და, ოთა​ხი მთვლე​მა​რე სი​ჩუ​მემ გა​ავ​სო. ფან​ჯრის იქით
დრო​დად​რო და​იღ​მუვ​ლებ​და ხოლ​მე გა​ზო​ნის სა​თი​ბი. ვი​ღა​ცა ვი​ღა​ცას ხმა​მაღ​ლა ეძახ​და. ქარ​ზე ეჟ​ვნე​ბი
ჟღა​რუ​ნებ​დნენ. ჩი​ტე​ბი ჭიკ​ჭი​კებ​დნენ. მაგ​რამ სი​ჩუ​მე ყვე​ლა​ფერს ნთქავ​და. რა ხმაც არ უნ​და და​ბა​დე​ბუ​ლი​‐
ყო, ყვე​ლა​ფერს პირ​წმინ​დად ყლა​პავ​და. თით​ქოს უხ​მო მტვერ​სას​რუ​ტით შეიარა​ღე​ბუ​ლი ათა​სო​ბით უჩი​ნა​‐
რი და უტ​ყვი, რო​გორც ჭუჭყს და მტვერს, ისე აგ​რო​ვებ​და მთელ ამ მი​და​მო​ში ხმებს. სა​დაც არ უნ​და დაწ​ყე​‐
ბუ​ლი​ყო სულ მცი​რე ხმაურიც კი, იქ​ვე დაეცე​მოდ​ნენ და უკა​ნას​კნელ ექომ​დე შე​ის​რუ​ტავ​დნენ.

– სიწ​ყნა​რეა თქვენ​თან, – შევ​ნიშ​ნე.

დიკ ნორ​ტმა კვე​რი და​მიკ​რა, მე​რე მრა​ვალ​მნიშ​ვნე​ლოვ​ნად და​ხე​და თა​ვის ერ​თა​დერთ ხე​ლის​გულს და ისევ
და​აქ​ნია თა​ვი.

– ჰო, სიწ​ყნა​რეა. და ეს ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია ისე​თი ადა​მიანე​ბის​თვის, რო​გო​რიც მე და ამე ვართ. სიწ​ყნა​‐
რე სა​მუ​შა​ოდ, უბ​რა​ლოდ, აუცი​ლე​ბე​ლია. ვერც ერ​თი ვერ ვი​ტანთ, რო​ცა ირ​გვლივ ბას​ტი​ბუ​ბუა. რო​ცა გარ​შე​‐
მო აურ​ზაურია, ყვე​ლა​ფე​რი ხე​ლი​დან გი​ვარ​დე​ბა კაცს. რო​გორ მოგ​წონთ აქაურო​ბა? და​მე​თან​ხმეთ, ჰო​ნო​‐
ლუ​ლუ ძა​ლი​ან ხმაურიანი ქა​ლა​ქი​ა...

სუ​ლაც არ ვფიქ​რობ​დი, რომ ჰო​ნო​ლუ​ლუ მა​ინ​ცდა​მა​ინც ხმაურიანი ქა​ლა​ქია, მაგ​რამ სა​უბ​რის გა​ჭიანუ​რე​ბა
არ მინ​დო​და და ისე​თი სა​ხე მი​ვი​ღე, თით​ქოს ვე​თან​ხმე​ბო​დი. იუკი, მი​სი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბით თუ ვიმ​სჯე​ლებ​‐
დი, მო​რიგ „სი​სუ​ლე​ლეს“ ათ​ვა​ლიერებ​და ფან​ჯრის მიღ​მა.

– კაუაი – აი, იქ კი ნამ​დვი​ლად კარ​გია. სი​ჩუ​მე, ხალ​ხი თით​ქმის არ არის. მარ​თა​ლი გით​ხრათ, სიამოვ​ნე​ბით
ვიც​ხოვ​რებ​დი იქ. მაგ​რამ არა აქ, ოაჰუ​ზე. ტუ​რის​ტუ​ლი ცენ​ტრია, ვე​რა​ფერს იზამ; უამ​რა​ვი მან​ქა​ნა, კრი​მი​ნა​‐
ლის მა​ღა​ლი მაჩ​ვე​ნე​ბე​ლი... მე ამეს სა​მუ​შა​ოს გა​მო ვარ აქ. კვი​რა​ში ორჯერ-​სამჯერ ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში მი​წევს
წას​ვლა. მა​სა​ლის​თვის. გა​და​სა​ღე​ბად ამეს სულ სჭირ​დე​ბა მა​სა​ლა. და, რა თქმა უნ​და, აქე​დან, ოაჰუ​დან უფ​‐
რო ად​ვი​ლია კავ​ში​რის დამ​ყა​რე​ბა, ადა​მიანებ​თან შეხ​ვედ​რა. ამე ახ​ლა სხვა​დას​ხვა​ნა​ირ ადა​მიანებს იღებს,
იმათ, ვინც ჩვეულებ​რი​ვი ცხოვ​რე​ბით ცხოვ​რო​ბენ. მე​თევ​ზე​ებს, მე​ბა​ღე​ებს, გლე​ხებს, მზა​რეულებს, გზის მუ​‐
შებს, თევ​ზით მო​ვაჭ​რე​ებს, და ვის აღარ... შე​სა​ნიშ​ნა​ვი ფო​ტომ​ხატ​ვა​რია. მი​სი ნა​მუ​შევ​რე​ბი ნამ​დვი​ლი შე​‐
დევ​რე​ბი​ა.

მარ​თა​ლია, არას​დროს მქო​ნია სა​შუალე​ბა, ამეს ნა​მუ​შევ​რე​ბი გულ​დას​მით და​მეთ​ვა​ლიერე​ბი​ნა, ყო​ვე​ლი


შემ​თხვე​ვის​თვის, ისევ და​ვე​თან​ხმე. იუკი სა​ეჭ​ვოდ აქ​სუ​ტუნ​და.

დიკ​მა მკით​ხა, რას ვსაქ​მიანობ​დი.

მწე​რა​ლი შეკ​ვე​თით, ვუ​პა​სუ​ხე.

ჩემ​მა სა​მუ​შა​ომ, რო​გორც ჩანს, დააინ​ტე​რე​სა. ეტ​ყო​ბა, ჩათ​ვა​ლა, რომ ჩვენ პრო​ფე​სი​ით გა​ერ​თიანე​ბუ​ლი
სუ​ლით ნა​თე​სა​ვე​ბი ვართ, და მკით​ხა, კერ​ძოდ რას ვწერ​დი.

ნე​ბის​მი​ერ რა​მეს, ვუთ​ხა​რი. რა​საც შე​მიკ​ვე​თა​ვენ. და​ახ​ლოებით ნამ​ქე​რის ქექ​ვას ჰგავს ქარ​ბუქ​ში.
– ნამ​ქე​რის ქექ​ვა... – გაიმეორა და დიდ​ხანს ჩა​ფიქ​რდა სე​რიოზუ​ლი სა​ხით. თით​ქოს მა​ინ​ცდა​მა​ინც კარ​გად
ვერ გაიგო, რაც მო​ეს​მა. უკ​ვე ვყოყ​მა​ნობ​დი, დაწ​ვრი​ლე​ბით ხომ არ მო​მე​ყო​ლა იმის შე​სა​ხებ, რო​გორ ქე​ქა​‐
ვენ ნამ​ქერს, მაგ​რამ ამ დროს ოთახ​ში ამე შე​მო​ვი​და და ჩვე​ნი საუბა​რი დას​რულ​და.

***

ძა​ლი​ან სა​დად ეც​ვა: მოკ​ლე​სა​ხე​ლოიანი ტი​ლოს ხა​ლა​თი, გა​ხე​ხი​ლი თეთ​რი შორ​ტი. არა​ვი​თა​რი კოს​მე​ტი​კა
სა​ხე​ზე, თმა ისე​თი აჩე​ჩი​ლი, თით​ქოს ეს-​ეს არის გა​იღ​ვი​ძაო. და, მიუხე​და​ვად ამი​სა, ღვთა​ებ​რი​ვად მიმ​ზიდ​‐
ვე​ლად გა​მოიყუ​რე​ბო​და. არის​ტოკ​რა​ტიული ქედ​მაღ​ლო​ბა, რო​მე​ლიც ჯერ კი​დევ ჰო​კაიდოს ოტე​ლის რეს​‐
ტო​რან​ში შევ​ნიშ​ნე, ძვე​ლე​ბუ​რად იგ​რძნო​ბო​და მის ყო​ველ მოძ​რაობა​ში. შე​მო​ვი​და თუ არა ოთახ​ში, ყვე​ლამ
მა​შინ​ვე იგ​რძნო, რამ​დე​ნად გან​სხვავ​დე​ბა მი​სი ცხოვ​რე​ბა და​ნარ​ჩე​ნე​ბის უმიზ​ნო არ​სე​ბო​ბის​გან. არაფ​რის
ახ​სნა ან ჩვე​ნე​ბა არ სჭირ​დე​ბო​და: გან​სხვა​ვე​ბა თვა​ლის ერ​თი შევ​ლე​ბი​თაც აშ​კა​რა იყო.

არა​ფე​რი უთ​ქვამს, ისე მი​ვი​და იუკის​თან, თი​თე​ბი თმა​ში შეუყო, დიდ​ხანს უჩეჩ​და, სა​ნამ სულ არ აუწე​წა, მე​‐
რე კი ცხვი​რით სა​ფეთ​ქელ​ზე მი​ეკ​რა. იუკი დიდ ინ​ტე​რესს არ იჩენ​და, თუმ​ცა არც წი​ნა​აღ​მდე​გო​ბას უწევ​და.
მხო​ლოდ მა​შინ, რო​ცა ყვე​ლა​ფე​რი დას​რულ​და, ერთი-​ორჯერ გა​აქ​ნია თა​ვი და ვარ​ცხნი​ლო​ბა აღიდ​გი​ნა.
გულ​გრი​ლი მზე​რა მი​აპ​ყრო სტე​ლაჟ​ზე დად​გმულ ყვა​ვი​ლე​ბის ლარ​ნაკს. და მა​ინც, მი​სი გულ​გრი​ლო​ბა სულ
სხვაგ​ვა​რი იყო, ვიდ​რე უფე​რუ​ლი ნი​ჰი​ლიზ​მი, რაც მა​მის სახ​ლში ეწე​რა სა​ხე​ზე. ახ​ლა, ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​‐
ვად, მას​ში გა​მოს​ჭვიოდა რა​ღაც გულ​წრფე​ლი და ცოც​ხა​ლი. უეჭ​ვე​ლი იყო, დედა-​შვილს მხო​ლოდ მათ​თვის
გა​სა​გე​ბი და ყვე​ლას​თვის გაუგე​ბა​რი უსიტ​ყვო დიალო​გი ჰქონ​და ერ​თმა​ნეთ​თან.

ამე და იუკი. წვი​მა და თოვ​ლი. მარ​თლაც რა უც​ნაურია, ისევ გა​ვი​ფიქ​რე. ისე, კაც​მა რომ თქვას, რა სა​ხე​ლე​‐
ბია? მარ​თა​ლია ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა, რა​ღაც ამინ​დის პროგ​ნო​ზია. კი​დევ ერ​თი ბავ​შვი რომ გაეჩი​ნათ, ნე​ტავ
რას და​არ​ქმევ​დნენ?

ამეს და იუკის არა​ფე​რი უთ​ქვამთ ერ​თმა​ნე​თის​თვის. არც „გა​მარ​ჯო​ბა“, არც „რო​გორ ხარ“. დე​დამ უბ​რა​ლოდ
თმა აუჩე​ჩა ქა​ლიშ​ვილს, ცხვი​რი მიადო სა​ფეთ​ქელ​ზე და მორ​ჩა. მე​რე ჩემ​თან მო​ვი​და, გვერ​დით დაჯ​და დი​‐
ვან​ზე, ჯი​ბი​დან „სა​ლე​მის“ კო​ლო​ფი ამოიღო, სი​გა​რე​ტი ამო​აძ​რო და მუ​ყა​ოს ასან​თით მოუკი​და. პო​ეტ​მა
საიდან​ღაც სა​ფერ​ფლე მოიტა​ნა და ელე​გან​ტუ​რად, თით​ქმის უხ​მოდ და​დო მა​გი​და​ზე. თით​ქოს ლა​მა​ზი მე​ტა​‐
ფო​რა ჩარ​თო ლექ​სის სტრი​ქონ​ში სა​ჭი​რო ად​გი​ლას. ამემ ასან​თის ღე​რი ჩა​აგ​დო სა​ფერ​ფლე​ში, კვამ​ლის ნა​‐
კა​დი გა​მო​უშ​ვა და ცხვი​რით და​იქ​სუ​ტუ​ნა.

– მა​პა​ტი​ეთ, ვე​რაფ​რით ვერ მოვ​წყდი სა​მუ​შა​ოს, – თქვა, – ასე​თი ხა​სიათი მაქვს: არ შე​მიძ​ლია შუა გზა​ზე გა​‐
ჩე​რე​ბა. მე​რე მო​ინ​დო​მებ გაგ​რძე​ლე​ბას და აღა​რა​ფე​რი გა​მო​ვა...

პო​ეტ​მა ამეს ჭი​ქა მოუტა​ნა, ცა​ლი ხე​ლით მო​ხერ​ხე​ბუ​ლად გახ​სნა ქი​ლა და ლუ​დი და​უს​ხა. რამ​დე​ნი​მე წამს
ამე უყუ​რებ​და, რო​გორ ჯდე​ბო​და ქა​ფი, მე​რე ერ​თბა​შად და​ლია ნა​ხე​ვა​რი ჭი​ქა.

– რამ​დენ ხანს აპი​რებთ ჰა​ვაიზე დარ​ჩე​ნას? – მკით​ხა.

– რო​გორ გით​ხრათ, – ვუ​პა​სუ​ხე, – ჯერ არა​ფე​რი და​მი​გეგ​მავს. მაგ​რამ ალ​ბათ ერ​თი კვი​რა. შვე​ბუ​ლე​ბა​ში ვარ.
მა​ლე იაპო​ნიაში დავ​ბრუნ​დე​ბი და საქ​მეს მივ​ხე​დავ...

– ცო​ტა მეტ​ხანს რომ დარ​ჩე​ნი​ლი​ყა​ვით? აქ ხომ ასე კარ​გია!

– ჰო, რა თქმა უნ​და... კარ​გია, – წა​ვი​ლუღ​ლუ​ღე პა​სუ​ხად. რა ჯან​და​ბაა. ეტ​ყო​ბა, სულ არ მის​მენ​და.
– უკ​ვე ისა​უზ​მეთ? – მკით​ხა.

– გზად სენ​დვი​ჩი შევ​ჭა​მეთ, – ვუ​პა​სუ​ხე.

– და ჩვენ რა გვაქვს დღეს სა​დი​ლად? – მი​უბ​რუნ​და პო​ეტს.

– რო​გორც მახ​სოვს, ზუს​ტად ერ​თი საათის წინ სპა​გე​ტი ვჭა​მეთ, – ნე​ლა და, რაც შე​იძ​ლე​ბა, რბი​ლად უპა​სუ​ხა
იმან, – ერ​თი საათის წინ პირ​ვე​ლის თხუთ​მე​ტი წუ​თი იყო. ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანე​ბი ამას სა​დილს ეძა​ხი​ან...
რო​გორც წე​სი.

– მარ​თლა? – დაბ​ნეულად ჰკით​ხა ამემ.

– მარ​თლა, – თა​ვი და​უქ​ნია პო​ეტ​მა. ჩემ​კენ შე​მობ​რუნ​და და გაიღი​მა, – ამე მუ​შაობის დროს სა​ერ​თოდ წყდე​‐
ბა რეალო​ბას. რო​დის ჭა​მა უკა​ნას​კნე​ლად, სად რას აკე​თებ​და – ყვე​ლა​ფე​რი ავიწ​ყდე​ბა. მეხ​სიერე​ბა სუფ​თა
ფურ​ცელს ემ​სგავ​სე​ბა. არაადა​მიანუ​რი თავ​გან​წირ​ვა​ა...

ჩემ​თვის გა​ვი​ფიქ​რე, რომ ეს უკ​ვე თავ​გან​წირ​ვა კი არა, პროგ​რე​სი​რე​ბა​დი ში​ზოფ​რე​ნიაა, მაგ​რამ, ცხა​დია,
ხმა​მაღ​ლა არა​ფე​რი მით​ქვამს. ჩუ​მად ვი​ჯე​ქი დი​ვან​ზე და თა​ვა​ზიანად ვი​ღი​მე​ბო​დი.

ამე კარ​გა დიდ​ხანს არა​ამ​ქვეყ​ნიური მზე​რით ბურ​ღავ​და ლუ​დის ჭი​ქას, მე​რე, თით​ქოს რა​ღაც გა​ახ​სენ​დაო,
ჭი​ქა აიღო და ერ​თი ყლუ​პი მოს​ვა.

– იცი, იქ​ნებ ვი​სა​დი​ლეთ კი​დეც, ოღონდ ისევ მშია. მე ხომ დღეს არც კი მი​სა​უზ​მია! – თქვა ამემ.

– მო​მის​მი​ნე. ვი​ცი, რომ სულ ვბუზ​ღუ​ნებ, მაგ​რამ... თუ რეალურ ფაქ​ტებს გა​ვიხ​სე​ნებთ, დღეს, რვის ნა​ხე​ვარ​‐
ზე, ვეებერ​თე​ლა გა​ხუ​ხუ​ლი პუ​რი, გრე​იპ​ფრუ​ტი და იოგურ​ტი შე​ჭა​მე, – მოთ​მი​ნე​ბით აუხ​სნა დიკ ნორ​ტმა, –
მე​რე კი თქვი: „თი​თებს ჩა​იკ​ვნე​ტო!“ ისიც თქვი, გემ​რიელი სა​უზ​მე ცხოვ​რე​ბის ცალ​კე დღე​სას​წაულიაო.

– აჰ, ჰო... იყო რა​ღაც მსგავ​სი, – თქვა ამემ, ცხვი​რის წვე​რი მო​იფ​ხა​ნა და ისევ ჩა​ფიქ​რდა – ისევ დაბ​ნეული
მიაჩერ​და სივ​რცეს. ზუს​ტად ისე, რო​გორც ჰიჩ​კო​კის ფილ​მშია, გა​ვი​ფიქ​რე. რაც უფ​რო მეტს უყუ​რებ, მით უფ​‐
რო ვერ ხვდე​ბი, რა არის სი​მარ​თლე და რა – არა. და უფ​რო ძნე​ლია ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანის გარ​ჩე​ვა შეშ​ლი​‐
ლის​გან.

– ასეა თუ ისე, სუ​ლერ​თია, კუ​ჭი მა​ინც ცა​რიელი მაქვს, – თქვა ამემ, – წი​ნა​აღ​მდე​გი ხომ არ იქ​ნე​ბი, კი​დევ ერ​‐
თხელ ვჭა​მო?

– რა თქმა უნ​და, არა, – გაიცი​ნა პო​ეტ​მა, – ეს ხომ შე​ნი კუ​ჭია, და არა ჩე​მი. გინ​და ჭა​მა? ჭა​მე, რამ​დე​ნიც ჩა​გე​‐
ტე​ვა. უკე​თე​სი​ცაა, რო​ცა მა​და გაქვს. ყო​ველ​თვის ასეა. რო​ცა კარ​გად გა​მოგ​დის საქ​მე, მა​შინ​ვე ჭა​მა გინ​და.
კარ​გი, სენ​დვიჩს გა​გი​კე​თებ.

– გმად​ლობ. მა​შინ ლუ​დიც მოიტა​ნე, კარ​გი?

– Certainly, – უპა​სუ​ხა და სამ​ზა​რეულო​ში გა​ვი​და.


– თქვენ უკ​ვე ისა​უზ​მეთ? – ისევ მკით​ხა ამემ.

– გზა​ში სენ​დვი​ჩი გეახე​ლით, – გა​ვი​მეორე.

– შენ, იუკი?

– არ მინ​და, – უბ​რა​ლოდ თქვა იუკიმ.

– მე და დი​კიმ ტო​კიოში გა​ვი​ცა​ნით ერ​თმა​ნე​თი, – თქვა ამემ, ფე​ხი ფეხ​ზე გა​დაიდო და მო​მაც​ქერ​და. თუმ​ცა
მა​ინც მო​მეჩ​ვე​ნა, რომ ამას იუკის​თვის ჰყვე​ბო​და, – სწო​რედ მან შე​მომ​თა​ვა​ზა კატ​მან​დუ​ში წას​ვლა. მით​ხრა,
რომ იქ აუცი​ლებ​ლად მეწ​ვეოდა შთა​გო​ნე​ბა. კატ​მან​დუ​ში მარ​თლა კარ​გი იყო. ხე​ლი კი დიკ​მა ომ​ში და​კარ​გა,
ვი​ეტ​ნამ​ში. ნაღ​მზე აფეთ​ქდა. არის ასე​თი სპე​ციალუ​რი ნაღ​მი, „ბა​უნ​სინგ ბე​ტი“. ფეხს და​ად​გამ, და ბუჰ, პირ​‐
და​პირ ჰა​ერ​ში ფეთ​ქდე​ბა – ბა​ბახ! გვერ​დით ვი​ღა​ცამ და​ად​გა, დიკ​მა კი ხე​ლი და​კარ​გა. პოეტია. გაიგო​ნეთ,
რო​გო​რი მშვე​ნიერი იაპო​ნუ​რი იცის? ერ​თხანს კატ​მან​დუ​ში ვცხოვ​რობ​დით, მე​რე ჰა​ვაიზე გად​მო​ვე​დით. კატ​‐
მან​დუს შემ​დეგ ისე გვინ​დო​და სად​მე, სა​დაც ცხე​ლა! ჰო​და, დიკ​მაც აქ იპო​ვა სახ​ლი. ეს მი​სი მე​გობ​რის კო​ტე​‐
ჯია. სტუმ​რე​ბის სააბა​ზა​ნო​ში კი ფო​ტო​ლა​ბო​რა​ტო​რია მო​ვაწ​ყვეთ. შე​სა​ნიშ​ნა​ვი ად​გი​ლი​ა!

თით​ქოს ყვე​ლა​ფე​რი თქვა, რა​საც სა​ჭი​როდ თვლი​და, ღრმად ჩაისუნ​თქა, მთე​ლი სხეულით გა​იზ​მო​რა და სი​‐
ჩუ​მე​ში ჩაიძი​რა. სი​ჩუ​მე შე​დედ​და; კაშ​კა​შა მზის სი​ნათ​ლე ფან​ჯრის მიღ​მა სქე​ლი მტვე​რი​ვით გაშ​ლი​ლი​ყო
თა​ვის ნე​ბა​ზე. პი​თე​კან​თრო​პის თეთ​რი თა​ვის ქა​ლა ჰო​რი​ზონ​ტის თავ​ზე ეკი​და, ერ​თი დუიმი​თაც არ შე​უც​‐
ვლია ად​გი​ლი. და ისევ ისე, მტკი​ცედ გა​მოიყუ​რე​ბო​და. სი​გა​რე​ტი, რო​მელ​საც ამე აღარ გაჰ​კა​რე​ბია, ფილ​‐
ტრამ​დე ჩაიფერ​ფლა.

ვცა​დე წარ​მო​მედ​გი​ნა, რო​გორ ამ​ზა​დებ​და დიკ ნორ​ტი ცა​ლი ხე​ლით სენ​დვიჩს. მა​გა​ლი​თად, რო​გორ ჭრი​და
პურს. მარ​ჯვე​ნა​ში და​ნა უჭი​რავს. ეს ნაღ​დია, წყა​ლი არ გაუვა. მაგ​რამ რით იჭერს პურს? ფე​ხით? გაუგე​ბა​‐
რია. იქ​ნებ, თუ და​ნას სწო​რი რიტ​მით ამოძ​რა​ვებ, პუ​რი საყ​რდე​ნის გა​რე​შეც იჭ​რე​ბა? მაგ​რამ რა​ტომ არ სარ​‐
გებ​ლობს პრო​თე​ზით?

***

ცო​ტა ხნის შემ​დეგ პო​ეტ​მა სენ​დვი​ჩე​ბიანი თეფ​ში შე​მოიტა​ნა, ისე იყო გაწ​ყო​ბი​ლი, რო​გორც პირ​ვე​ლი კლა​‐
სის რეს​ტო​რან​ში. სენ​დვი​ჩი კიტ​რით და ლო​რით „ბრი​ტა​ნუ​ლად“ იყო დაჭ​რი​ლი – პატარ-​პატარა ულუ​ფე​ბად,
თი​თოეულ​ში ზე​თის​ხი​ლი იყო ჩა​დე​ბუ​ლი. ყვე​ლა​ფე​რი მა​დი​საღ​მძვრე​ლად გა​მოიყუ​რე​ბო​და. „ნე​ტავ რო​გორ
დაჭ​რა?“ – ვიმ​ტვრევ​დი თავს. დიკ ნორ​ტმა ლუ​დიც გახ​სნა და ჭი​ქებ​ში და​ას​ხა.

– გმად​ლობ, დიკ, – თქვა ამემ და მო​მიბ​რუნ​და: – მშვე​ნივ​რად ამ​ზა​დებს.

– ცალ​ხე​ლა მზა​რეულე​ბის კონ​კურ​სი რომ მო​ეწ​ყოთ, აუცი​ლებ​ლად გა​ვი​მარ​ჯვებ​დი! – თვა​ლი ჩა​მიკ​რა პო​ეტ​‐
მა.

– გა​სინ​ჯეთ, – შე​მომ​თა​ვა​ზა ამემ. მეც გავ​სინ​ჯე. ნამ​დვი​ლად მშვე​ნიერი სენ​დვი​ჩი იყო. ძა​ლი​ან ხა​რის​ხიანი
ლექ​სი​ვით. ახალ​თა​ხა​ლი მა​სა​ლა, უნაკ​ლო მო​წო​დე​ბა, დახ​ვე​წი​ლი ფო​ნე​ტი​კა.

– თი​თებს ჩა​იკ​ვნეტ, – გულ​წრფე​ლად შე​ვა​ქე, თუმ​ცა მა​ინც ვერ მივ​ხვდი, რო​გორ ჭრი​და პურს. ერ​თი სუ​ლი
მქონ​და, მე​კით​ხა, მაგ​რამ, რა თქმა უნ​და, არ ივარ​გებ​და.

დიკ ნორ​ტი ნამ​დვი​ლად მოქ​მე​დე​ბის ადა​მიანი იყო. სა​ნამ ამე სენ​დვი​ჩებს ანად​გუ​რებ​და, სამ​ზა​რეულო​ში გა​‐
ვი​და და ყა​ვის მო​დუ​ღე​ბა მო​ას​წრო. მარ​თლაც არაჩ​ვეულებ​რი​ვი ყა​ვა იყო.

– მო​მის​მი​ნეთ, თქვენ... – მით​ხრა ამემ, – რო​ცა იუკის​თან ხართ... ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე​ა?

შე​კით​ხვა ვერ გა​ვი​გე.

– რას ნიშ​ნავს „რიგ​ზე“?

– მუ​სი​კა​ზე გე​კით​ხე​ბით, ცხა​დია. მთე​ლი ეს რო​კი, ხომ გეს​მით. ნუ​თუ ჭკუიდან არ გშლით?

– არა, არ მშლის, – ვუ​პა​სუ​ხე.

– რო​ცა ამას ვუს​მენ, უბ​რა​ლოდ, თა​ვი შუაზე მის​კდე​ბა! ნა​ხე​ვარ წუთ​საც ვერ ვუძ​ლებ, თუნ​დაც ყუ​რე​ბი და​ვიგ​‐
მა​ნო. ესე იგი რო​ცა იუკი ჩემ გვერ​დით არის, არა​ნაირი პრობ​ლე​მა არაა. მაგ​რამ მი​სი მუ​სი​კა – ეს რა​ღაც კოშ​‐
მა​რია! – თქვა და ნერ​ვიულად მო​ის​რი​სა სა​ფეთ​ქლე​ბი, – მე მხო​ლოდ კონ​კრე​ტულ მუ​სი​კას ვუს​მენ. ბა​რო​‐
კოს. რა​მე მსუ​ბუქ ჯაზს. ან რა​მე ეთ​ნი​კურს. რა​თა სუ​ლი დამ​შვიდ​დეს. აი, ეს მიყ​ვარს. ლექ​სე​ბიც ასე​თი მიყ​‐
ვარს. ჰარ​მო​ნია და სიმ​შვი​დე...

ისევ აიღო „სა​ლე​მის“ კო​ლო​ფი. მოუკი​და და სი​გა​რე​ტი სა​ფერ​ფლის კი​დე​ზე და​დო. ესეც ბო​ლომ​დე დაიფერ​‐
ფლე​ბა, გა​ვი​ფიქ​რე. ასეც გა​მო​ვი​და. პირ​და​პირ უც​ნაურია, დღემ​დე რო​გორ არ დაწ​ვა სახ​ლი... ეტ​ყო​ბა, უკ​ვე
ვი​გებ​დი ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას სიტ​ყვებს იმის შე​სა​ხებ, რომ ამეს​თან ურ​თი​ერ​თო​ბამ „შე​სან​სლა“ მი​სი ცხოვ​რე​‐
ბა და უნა​რი. ეს ქა​ლი ერ​თი იმათ​გა​ნი არ იყო, ვინც გჩუქ​ნის თავს. სუ​ლაც პი​რი​ქით. ცოტ-​ცოტას სხვებს არ​‐
თმევს და ისე აშე​ნებს თა​ვის ცხოვ​რე​ბას. მის გარ​შე​მომ​ყოფთ უბ​რა​ლოდ, არ შე​უძ​ლი​ათ, არ მის​ცენ რა​მე,
რად​გან მას ღვთით​ბო​ძე​ბუ​ლი ტა​ლან​ტი აქვს, ეს კი ძა​ლი​ან მძლავ​რი ტუმ​ბოა ყვე​ლაფ​რის ჩა​საყ​ლა​პად. ცხა​‐
დია, სხვი​სი. და ადა​მიანებ​თან ასე მოქ​ცე​ვა მას თა​ვის ბუ​ნებ​რივ უფ​ლე​ბად მი​აჩ​ნია. ჰარ​მო​ნია და სიმ​შვი​დე...
და ეს რომ აჩუ​ქონ, ადა​მიანე​ბი მზად არი​ან, ყვე​ლა​ფე​რი მო​იგ​ლი​ჯონ, სა​კუ​თა​რი ხელ-​ფეხის გარ​და.

„მაგ​რამ მე რა შუაში ვარ?“ – მინ​დო​და მეყ​ვი​რა.

აქ მხო​ლოდ იმი​ტომ მოვ​ხვდი, რომ მოულოდ​ნელ შვე​ბუ​ლე​ბა​ში ვარ. სულ ეს არის! დამ​თავ​რდე​ბა შვე​ბუ​ლე​‐
ბა და ნამ​ქე​რის ქექ​ვას მი​ვუბ​რუნ​დე​ბი. და ეს იდიოტუ​რი სი​ტუაცია თა​ვის​თა​ვად მოგ​ვარ​დე​ბა. მაგ​რამ მთა​ვა​‐
რია, რომ სრუ​ლი​ად არა​ფე​რი მაქვს თქვენ​თვის მო​სა​ცე​მი. და რომ მქონ​დეს კი​დეც რა​მე გა​სა​ყო​ფი, ახ​ლა
მეც მშვე​ნივ​რად გა​მო​მად​გე​ბო​და. აქ, თქვენს თბილ კომ​პა​ნიაში, ბე​დის ჭირ​ვეულო​ბამ შე​მო​მაგ​დო... ძა​ლი​ან
მინ​დო​და, ავ​მდგა​რი​ყა​ვი და ეს ყვე​ლას გა​სა​გო​ნად მეთ​ქვა. მაგ​რამ აზ​რი არ ჰქონ​და. არც არა​ვინ მო​მის​მენ​‐
და. ამ ჰი​პე​რო​ჯა​ხის​თვის მე მო​რი​გი „შო​რეული ნა​თე​სა​ვი“ ვი​ყა​ვი, და ჩემ​თვის ხმის უფ​ლე​ბა ჯერ არა​ვის
მოეცა.

ღრუ​ბელ​მა, ისე რომ მო​ხა​ზუ​ლო​ბა არ შე​უც​ვლია, ჰო​რი​ზონ​ტის თავ​ზე, ზე​მოთ გა​დაინაც​ვლა. გე​გო​ნე​ბო​და,
ქვეშ რომ პა​ტა​რა ხო​მალდს გა​ევ​ლო, ან​ძით წა​მოედე​ბო​და. ვეებერ​თე​ლა პი​თე​კან​თრო​ფის გი​გან​ტუ​რი თა​‐
ვის ქა​ლა. ჰო​ნო​ლუ​ლუს ამ ცა​ზე ეპო​ქე​ბის ნაპ​რა​ლე​ბი​დან გად​მო​ვარ​დნი​ლი. „ეტ​ყო​ბა, ძმე​ბი ვართ“, ფიქ​რით
ვუთ​ხა​რი.

სენ​დვი​ჩებს რომ გა​უს​წორ​და, ამე ად​გა, ქა​ლიშ​ვილ​თან მი​ვი​და, ისევ შეუყო თმა​ში თი​თე​ბი, ისევ აუჩე​ჩა.
იუკი გულ​გრი​ლად უყუ​რებ​და ყა​ვის ფინ​ჯანს მა​გი​და​ზე.
– მშვე​ნიერი თმაა, – თქვა ამემ, – მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ვოც​ნე​ბობ​დი ასეთ​ზე. ხში​რი, ბზინ​ვა​რე, გრძე​ლი... ჩე​მი კი,
სულ ცო​ტა და, ყალ​ყზე დგე​ბა. თუნ​დაც სა​ერ​თოდ არ მიეკა​რო! ასე არ არის, პრინ​ცე​სა? – და ისევ ქა​ლიშ​ვი​‐
ლის სა​ფეთ​ქელს მიადო ცხვი​რი.

დიკ ნორ​ტმა ლუ​დის ცა​რიელი ქი​ლე​ბი და თეფ​ში აალა​გა მა​გი​დი​დან. და მუ​სი​კა ჩარ​თო. რა​ღაც კა​მე​რუ​ლი,
მო​ცარ​ტის.

– და​ლევთ კი​დევ? – შე​მომ​თა​ვა​ზა.

– ალ​ბათ საკ​მა​რი​სია, – ვუ​პა​სუ​ხე.

– კარ​გი... ახ​ლა იუკის და​ვე​ლა​პა​რა​კე​ბო​დი, – თქვა ამემ ყი​ნუ​ლი​ვით ცი​ვი ხმით, – ოჯა​ხუ​რი საუბა​რი. დედა-​‐
შვილი, პი​რის​პირ. ამი​ტომ, დიკ, ხომ ვერ აჩ​ვე​ნებ​დი სტუ​მარს ჩვენს პლაჟს? ვფიქ​რობ, ერ​თი საათი საკ​მა​რი​‐
სი იქ​ნე​ბა...

– რა თქმა უნ​და, რა​ტო​მაც არა! – უპა​სუ​ხა დიკ ნორ​ტმა და დივ​ნი​დან ად​გა. მეც ავ​დე​ქი. პო​ეტ​მა მსუ​ბუ​ქად
აკო​ცა ამეს ლო​ყა​ზე. თეთ​რი ტი​ლოს შლა​პა დაიხუ​რა და მზის მწვა​ნე სათ​ვა​ლე გაიკე​თა, – გა​ვი​სე​ირ​ნებთ.
ერთ სა​ათ​ში დავ​ბრუნ​დე​ბით. თქვენ აქ ისა​უბ​რეთ, – და იდაყ​ვზე წა​მავ​ლო ხე​ლი: – აბა, წა​ვე​დით? აქ მშვე​‐
ნიერი პლა​ჟე​ბი​ა.

იუკიმ ოდ​ნავ აიჩე​ჩა მხრე​ბი და გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი მზე​რა მეს​რო​ლა. ამემ „სა​ლე​მის“ კო​ლო​ფი​დან მე​სა​მე სი​გა​რე​‐
ტი გა​მო​აძ​რო. დედა-​შვილი მარ​ტო დავ​ტო​ვეთ – ცალ​ხე​ლა პო​ეტ​თან ერ​თად და​ხუ​თულ და მზი​ან შუ​ად​ღე​ში
გა​ვე​დი.

***

„ლან​სე​რის“ სა​ჭეს მი​ვუ​ჯე​ქი და სა​ნა​პი​როს გა​ვუ​ყე​ვით. პოეტი მო​მიყ​ვა, რომ პრო​თე​ზით ად​ვი​ლად ატა​რებს
მან​ქა​ნას. მაგ​რამ, აუცი​ლე​ბე​ლი სა​ჭი​როების გარ​და, ცდი​ლობს არ გაიკე​თოს.

– არა​ბუ​ნებ​რი​ვად გრძნობ თავს, – ამიხ​სნა, – გაიკე​თებ და ვერ მშვიდ​დე​ბი. რა თქმა უნ​და, მო​სა​ხერ​ხე​ბე​ლია.
მაგ​რამ დის​ჰარ​მო​ნია იგ​რძნო​ბა. ასე რომ, შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად ვცდი​ლობ შე​ვაჩ​ვიო თა​ვი ცა​ლი ხე​ლით
იოლად გას​ვლას. გა​მო​ვი​ყე​ნო სა​კუ​თა​რი სხეული, თუნ​დაც ნა​წი​ლობ​რივ...

– პურს რო​გორ ჭრით? – მა​ინც ვერ შე​ვი​კა​ვე თა​ვი.

– პურს? – კით​ხვა და​მიბ​რუ​ნა და და​ფიქ​რდა, თით​ქოს ვერ გაიგო, რას ეკით​ხე​ბოდ​ნენ, – ა! რას ვა​კე​თებ, რო​ცა
პურს ვჭრი? ჰო, კა​ნონ​ზო​მიერი შე​კით​ხვაა. ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანე​ბის​თვის ალ​ბათ ძნე​ლი გა​სა​გე​ბი​ა... მაგ​რამ
ძა​ლი​ან ად​ვი​ლია. ასეც ვჭრი – ცა​ლი ხე​ლით. რა თქმა უნ​და, თუ და​ნას ჩვეულებ​რი​ვად დაიჭერ, არა​ფე​რი გა​‐
მო​ვა. მთე​ლი ფო​კუ​სი ის არის, რო​გორ მოჰ​კი​დო ხე​ლი. პურს თი​თე​ბით იჭერ, ზედ კი აქეთ-​იქით და​ნას უს​‐
ვამ... აი, ეგ​რე!

თი​თე​ბით მაჩ​ვე​ნა, რო​გორ კეთ​დე​ბა ეს – მაგ​რამ მომ​კა​ლით და ვე​რაფ​რით ვერ წარ​მო​ვიდ​გი​ნე, რო​გორ უნ​და
და​ეჭ​რა ასე პუ​რი. არა​და, სწო​რედ ასე ჭრი​და პურს გა​ცი​ლე​ბით კარ​გად, ვიდ​რე ჩვეულებ​რი​ვი ადა​მიანე​ბი
ორი ხე​ლით.
– ური​გოდ არ გა​მო​დის! – გაიღი​მა, რო​ცა ჩე​მი სა​ხე დაინა​ხა. ჩვეულებ​რი​ვი საქ​მეების უმე​ტე​სო​ბა შე​იძ​ლე​ბა
ცა​ლი ხე​ლით გა​კეთ​დეს. ტაშს, ცხა​დია, ვერ და​უკ​რავ, მაგ​რამ იატა​კი​დან და ღერ​ძზე აწე​ვა შე​იძ​ლე​ბა. ვარ​ჯი​‐
შის სა​კით​ხია. თქვენ რას ფიქ​რობ​დით? თქვე​ნი აზ​რით, მა​ინც რო​გორ უნ​და და​მეჭ​რა პუ​რი?

– ვფიქ​რობ​დი, რო​გორ​ღაც ფეხს იხ​მარ​დით...

ხმა​მაღ​ლა, გუ​ლიანად გაიცი​ნა.

– მა​გა​რია! – წა​მოიძა​ხა, – პოემის და​წე​რა შე​იძ​ლე​ბა. ცალ​ხე​ლა პო​ეტ​ზე, რო​მე​ლიც ფე​ხით ჭრი​და პურს... კაი
ლექ​სე​ბი გა​მო​ვა.

და ამა​ზეც... არც შე​კა​მა​თე​ბა შე​მეძ​ლო და არც და​თან​ხმე​ბა.

***

საკ​მა​ოდ შორს რომ წა​ვე​დით სა​ნა​პი​როს გას​წვრივ, გავ​ჩერ​დით, მან​ქა​ნი​დან გად​მო​ვე​დით, ექ​ვსი ქი​ლა ცი​ვი
ლუ​დი ვი​ყი​დეთ (პო​ეტ​მა გა​დაიხა​და), მე​რე კი პლაჟ​ზე მყუდ​რო ად​გი​ლი მოვ​ძებ​ნეთ და ქვი​შა​ზე წა​მო​წო​ლი​‐
ლებ​მა სმა და​ვიწ​ყეთ. ასეთ სიც​ხე​ში რამ​დე​ნიც არ უნ​და და​ლიო, რომ გას​კდე, ვერ დათ​ვრე​ბი.

პლა​ჟი მა​ინ​ცდა​მა​ინც ჰა​ვაიური არ გა​მოდ​გა. ყველ​გან რა​ღაც მწვა​ნე, გა​ფარ​ჩხუ​ლი ხეები იყო, დაკ​ლაკ​ნი​ლი
სა​ნა​პი​რო ხა​ზი კი ალაგ-​ალაგ კლდი​ან ად​გი​ლებ​ში გა​და​დიოდა. თუმ​ცა, სა​რეკ​ლა​მო ღია ბა​რათს მა​ინც არ
ჰგავ​და. იქ​ვე, შო​რი​ახ​ლოს, სა​მი მი​ნიატიურუ​ლი სატ​ვირ​თო ავ​ტო​მან​ქა​ნა იდ​გა – ად​გი​ლობ​რივ​მა მცხოვ​რებ​‐
ლებ​მა ბავ​შვე​ბი სა​ბა​ნა​ოდ გა​მო​იყ​ვა​ნეს. ღია ზღვა​ში იქაური სერ​ფინ​გის ვე​ტე​რა​ნე​ბი ტალ​ღებს ებ​რძოდ​ნენ.
თა​ვის​ქა​ლას​მაგ​ვა​რი ღრუ​ბე​ლი იმა​ვე ად​გი​ლას იდ​გა დრე​იფ​ზე, თო​ლიების გუნ​დიც ისევ მის გარ​შე​მო
ტრიალებ​და, რო​გორც ქა​ფის ბუშ​ტე​ბი სა​რეცხ მან​ქა​ნა​ში. ლუდს ვსვამ​დით, ზან​ტად გავ​ყუ​რებ​დით ამ
პეიზაჟს და ხან რა​ზე ვსა​უბ​რობ​დით, ხან – რა​ზე. დიკ ნორ​ტმა გა​მან​დო, რო​გორ პა​ტივს სცემ​და ამეს. „აი, ვინ
არის ნამ​დვი​ლი მხატ​ვა​რი!“ – დარ​წმუ​ნე​ბულ​მა თქვა. ამე​ზე რომ ლა​პა​რა​კობ​და, ხან​და​ხან იაპო​ნუ​რი​დან ინ​‐
გლი​სურ​ზე გა​და​დიოდა. თა​ვი​სი გრძნო​ბე​ბის გა​მო​ხატ​ვას, რო​გორც სა​ჭი​როა, იაპო​ნუ​რად ვერ ახერ​ხებ​და.

– მას​თან შეხ​ვედ​რის შემ​დეგ ჩე​მი და​მო​კი​დე​ბუ​ლე​ბა ლექ​სე​ბის მი​მართ მთლიანად შე​იც​ვა​ლა. მი​სი ფო​ტო,
რო​გორ ვთქვა... უბ​რა​ლოდ, აშიშ​ვლებს პოეზი​ას. ის, რის​თვი​საც ლექ​სებ​ში ასე დიდ​ხანს ვარ​ჩევთ სიტ​ყვებს,
ვქსოვთ მათ​გან რა​ღაც დახ​ლარ​თულ ნართს, მის ნა​მუ​შე​ვარ​ში თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში ჩნდე​ბა! მო​მენ​ტა​‐
ლუ​რი embodiment. გარ​და​სახ​ვა... ამას თამაშ-​თამაშით აჩენს – ჰაერი​დან, მზის სხი​ვი​დან, დრო​ის რა​ღაც ნაპ​‐
რა​ლი​დან და ადა​მიანის ყვე​ლა​ზე უფ​რო იდუ​მალ გრძნო​ბებს გა​მო​ხა​ტავს... ხვდე​ბით, რას ვამ​ბობ?

– ზო​გა​დად, კი, – ვთქვი.

– ვუ​ყუ​რებ მის ნა​მუ​შევ​რებს და ხან​და​ხან ში​ში მიპ​ყრობს. თით​ქოს მთელ ჩემს ცხოვ​რე​ბას რა​ღაც ემუქ​რე​ბა.
იმ​დე​ნად მსჭვა​ლავს ეს... იცით ასე​თი სიტ​ყვა – dissilient?

– არ ვი​ცი, – ვუთ​ხა​რი.

– რო​გორ ვთქვა ეს იაპო​ნუ​რად… აი, რო​ცა რა​ღაც... ჰოპ! – და სკდე​ბა შიგ​ნი​დან... აი, ასე​თი შეგ​რძნე​ბაა. თით​‐
ქოს მთე​ლი სამ​ყა​რო ფეთ​ქდე​ბა მოულოდ​ნე​ლად. დრო, სი​ნათ​ლის სხი​ვი – მას​თან ყვე​ლა​ფე​რი უცებ dissilient
ხდე​ბა. წამ​ში. მის ხელს თვით ღმერ​თი მარ​თავს. ეს სუ​ლაც არ არის ისე, რო​გორც თქვენ ან მე... ბო​დიშს ვიხ​‐
დი, რა თქმა უნ​და. თქვენ შე​სა​ხებ ჯერ​ჯე​რო​ბით არა​ფე​რი ვი​ცი...

თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე.

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა. კარ​გად მეს​მის, რა​საც გუ​ლის​ხმობთ.

– გე​ნიალუ​რო​ბა სა​შინ​ლად იშ​ვიათი რა​მეა. ნამ​დვილ გე​ნიალუ​რო​ბას ყო​ველ ნა​ბიჯ​ზე ვერ გა​და​ეყ​რე​ბი. რო​ცა
ცხოვ​რე​ბა​ში მას​თან შეხ​ვედ​რის შან​სი გიჩ​ნდე​ბა, რო​ცა შე​გიძ​ლია პირ​და​პირ შენ წინ დაინა​ხო, რო​ცა თვი​‐
თონ გი​ვარ​დე​ბა ხელ​ში – ბე​დის სა​ჩუქ​რად უნ​და ჩათ​ვა​ლო. თუმ​ცა, ცხა​დი​ა... – რამ​დე​ნი​მე წა​მით გა​ჩუმ​და, მე​‐
რე გან​ზე გას​წია ერ​თა​დერ​თი მტე​ვა​ნი, ისე, თით​ქოს უნ​დო​და, რაც შე​იძ​ლე​ბა ფარ​თოდ გაეშა​ლა ხე​ლე​ბი, –
რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით, ეს ძა​ლი​ან მტკივ​ნეული გა​მოც​დაა. თით​ქოს ნემ​სით გჩხვლე​ტენ, სად​ღაც შიგ...

ცა​ლი ყუ​რით ვუს​მენ​დი, თან ჰო​რი​ზონტს და მის თავ​ზე და​კი​დე​ბულ ღრუ​ბელს გავ​ცქე​რო​დი. ჩვენ წინ ზღვა
ხმაურობ​და, ტალ​ღე​ბი მთე​ლი ძა​ლით ეხეთ​ქე​ბო​და ტალ​ღმჭრელს. თი​თებს ცხელ ქვი​შა​ში ვყოფ​დი, ხე​ლის​‐
გულ​ში ვაგ​რო​ვებ​დი და წვრილ ნა​კა​დად ვღვრი​დი. ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით, ისევ და ისევ. სერ​ფე​რე​ბი
ზღვა​ში მო​რიგ ტალ​ღას ელოდ​ნენ, თავ​ზე მო​ექ​ცე​ოდ​ნენ, ტალ​ღმჭრე​ლამ​დე მო​დი​ოდ​ნენ და ისევ უკან, ზღვა​‐
ში ბრუნ​დე​ბოდ​ნენ.

– მაგ​რამ რა​ღაც ძა​ლა – გა​ცი​ლე​ბით ძლიერი, ვიდ​რე ჩე​მი ეგო! – მე​წე​ვა მი​სი გე​ნიალუ​რო​ბის​კენ... თან, უბ​რა​‐
ლოდ, მიყ​ვარს კი​დეც, – ჩუ​მად დაამა​ტა. და თი​თე​ბი გა​ატ​კა​ცუ​ნა, – ჰო​და, მი​წოვს რა​ღაც​ნაირად, მო​რე​ვი​ვით!
წარ​მო​იდ​გი​ნეთ, რომ ცო​ლიც მყავს. იაპო​ნე​ლი. შვი​ლე​ბიც. ცო​ლიც მიყ​ვარს. ის მინ​და ვთქვა, რომ ნამ​დვი​‐
ლად მიყ​ვარს. ახ​ლაც კი... მაგ​რამ რო​ცა ამეს შევ​ხვდი, ისე ჩა​მით​რია – უბ​რა​ლოდ, წა​სას​ვლე​ლი აღარ და​მი​‐
ტო​ვა. რო​გორც ვეებერ​თე​ლა მო​რევ​მა. რო​გორც არ უნ​და იფარ​თხა​ლო, რო​გო​რი წი​ნა​აღ​მდე​გო​ბაც არ უნ​და
გაუწიო, აზ​რი არა აქვს. ამას მა​შინ​ვე მივ​ხვდი. ასე​თი რამ მხო​ლოდ ერ​თხელ ხდე​ბა. ეს შეხ​ვედ​რა ერ​თა​დერ​‐
თია მთელ ცხოვ​რე​ბა​ში. ასეთ რა​მე​ებს, და​მი​ჯე​რეთ, კარ​გად ვგრძნობ. და დავ​ფიქ​რდი. თუ ჩემს ცხოვ​რე​ბას
ასეთ ადა​მი​ანს და​ვუ​კავ​ში​რებ, შე​იძ​ლე​ბა მე​რე ვი​ნა​ნო. არ და​ვუ​კავ​ში​რებ და მთე​ლი ჩე​მი არ​სე​ბო​ბა აზრს და​‐
კარ​გავს... ასე​თი ფიქ​რე​ბი არას​დროს მოგ​სვლი​ათ თავ​ში?

– არა, – ვუთ​ხა​რი.

– რა უც​ნაურია! – გა​ნაგ​რძო დიკ ნორ​ტმა, – იმ​დე​ნი რამ გა​და​ვი​ტა​ნე, რომ მშვი​დი, სტა​ბი​ლუ​რი ცხოვ​რე​ბა
ამეწ​ყო. ავაწ​ყვე კი​დეც და ეს ცხოვ​რე​ბა ხელ​ში მე​ჭი​რა. ყვე​ლა​ფე​რი მქონ​და – ცო​ლი, ბავ​შვე​ბი, სა​კუ​თა​რი
სახ​ლი. სა​მუ​შაო – არც ისე შე​მო​სავ​ლიანი, მაგ​რამ ღირ​სეული. ლექ​სებს ვწერ​დი. ვთარ​გმნი​დი. და ვფიქ​რობ​‐
დი: აი, მი​ვაღ​წიე იმას, რაც ამ ცხოვ​რე​ბის​გან მინ​დო​და... ომ​ში ხე​ლი დავ​კარ​გე, მაგ​რამ მა​ინც მი​მაჩ​ნდა, რომ
ცხოვ​რე​ბა​ში პლუ​სი მე​ტია, ვიდ​რე მი​ნუ​სი. თუმ​ცა ამ პლუ​სე​ბის შე​საგ​რო​ვებ​ლად ძა​ლი​ან დი​დი დრო დამ​ჭირ​‐
და. და დი​დი ძა​ლის​ხმე​ვაც – რა​თა უბ​რა​ლოდ თავს მოვ​რეოდი. რომ ყვე​ლა​ფე​რი სა​კუ​თა​რი ხე​ლით გა​მო​მერ​‐
თმია ცხოვ​რე​ბის​თვის. გა​მო​ვარ​თვი კი​დეც, რამ​დე​ნიც შევ​ძე​ლი. ოღონდ... – უცებ ერ​თა​დერ​თი მტე​ვა​ნი ას​წია
და სად​ღაც ჰო​რი​ზონ​ტის​კენ გა​იქ​ნია, – ოღონდ ეს ყვე​ლა​ფე​რი შე​იძ​ლე​ბა რამ​დე​ნი​მე წამ​ში და​კარ​გო. ჰოპ! და
ხელ​ში აღა​რა​ფე​რი გი​ჭი​რავს. და აღარც და​საბ​რუ​ნე​ბე​ლი გაქვს. არც იაპო​ნიაში, არც ამე​რი​კა​ში სახ​ლი აღარ
მაქვს. მე​ტის​მე​ტად დიდ​ხანს ვარ უსამ​შობ​ლო​ოდ და მე​ტის​მე​ტად შორს...

მო​მინ​და რო​გორ​მე მე​ნუ​გე​შე​ბი​ნა, მაგ​რამ ვერც ერ​თი შე​სა​ფე​რი​სი სიტ​ყვა ვერ გა​ვიხ​სე​ნე. მხო​ლოდ ქვი​შას
ვაგ​რო​ვებ​დი ხე​ლის​გუ​ლით და წვრილ ნა​კა​დად ვღვრი​დი. დიკ ნორ​ტი წა​მოდ​გა, რამ​დე​ნი​მე მეტ​რით იქით,
ბუჩ​ქე​ბის​კენ წა​ვი​და, მოფ​სა და აუჩ​ქა​რებ​ლად დაბ​რუნ​და.

– გუ​ლი გა​და​გი​შა​ლეთ! – სი​ცი​ლით თქვა, – თუმ​ცა უკ​ვე კარ​გა ხა​ნია მინ​დო​და ვინ​მეს​თვის მეთ​ქვა... რას ფიქ​‐
რობთ ამა​ზე?

რაც არ უნ​და მე​ფიქ​რა, ამა​ზე ლა​პა​რაკს აზ​რი არ ჰქონ​და. ჩვენ, ორი​ვე, ზრდას​რუ​ლი ადა​მიანე​ბი ვართ, ორი​‐
ვე ოც​და​ათს გა​და​ცი​ლე​ბუ​ლი. ვის​თან უნ​და დაწ​ვე, თვი​თონ უნ​და გა​დაწ​ყვი​ტო. და იქ პა​ტა​რა მო​რე​ვი იქ​ნე​ბა
თუ დი​დი, თუნ​დაც ქა​რიშ​ხა​ლი სმერ​ჩით – შენ თვი​თონ აირ​ჩიე და იც​ხოვ​რე ახ​ლა, რო​გორც გა​მო​გი​ვა... მე
მომ​წონ​და ეს დიკ ნორ​ტი. რამ​დე​ნი რამ გააკე​თა თა​ვი​სი ერ​თა​დერ​თი ხე​ლით. თუნ​დაც ამი​ტომ პა​ტი​ვი უნ​და
მე​ცა მის​თვის. ოღონდ... მა​ინც რა უნ​და ვუ​პა​სუ​ხო?

– ჯერ ერ​თი, მე ხე​ლოვ​ნე​ბის კა​ცი არ ვარ... – ვუთ​ხა​რი, – და ხე​ლოვ​ნე​ბით შთა​გო​ნე​ბუ​ლი ინ​ტი​მუ​რი ურ​თი​ერ​‐
თო​ბის არა​ფე​რი გა​მე​გე​ბა. ეს მე​ტის​მე​ტად... სცდე​ბა ჩე​მი წარ​მო​სახ​ვის საზ​ღვრებს.

ოდ​ნავ და​ნაღ​ვლი​ან​და და ზღვას გა​ხე​და. ეტ​ყო​ბა, რა​ღა​ცის თქმას აპი​რებ​და, მაგ​რამ გა​დაიფიქ​რა.

თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე. ჯერ მო​მეჩ​ვე​ნა, რომ სულ ცო​ტა ხნით დავ​ხუ​ჭე – მაგ​რამ მოულოდ​ნე​ლად ღრმა ძი​ლით
ჩა​მე​ძი​ნა. რო​გორც ჩანს, ლუ​დის გა​მო. რო​ცა თვა​ლი გა​ვა​ხი​ლე, ცხვირ​წინ ტო​ტის ჩრდი​ლი თა​მა​შობ​და. სიც​‐
ხის​გან ოდ​ნავ მეხ​ვეოდა თავ​ბრუ. სა​მის ნა​ხე​ვა​რი იყო. თა​ვი გა​ვაქ​ნიე და ავ​დე​ქი. დიკ ნორ​ტი ტალ​ღმჭრელ​‐
ზე, კაც​მა არ იცის, საიდან გა​მო​ჩე​ნილ ძაღლს ეთა​მა​შე​ბო​და. ოღონდ არ ეწ​ყი​ნოს, გა​ვი​ფიქ​რე. მო​ხერ​ხე​ბა არ
უნ​და? ვე​ლა​პა​რა​კე​ბო​დი ადა​მი​ანს და შუა ლა​პა​რაკ​ში ჩა​მე​ძი​ნა! ეს საუბა​რი ხომ იმის​თვის უფ​რო მნიშ​ვნე​‐
ლო​ვა​ნი იყო, ვიდ​რე ჩემ​თვის...

ჰო​და, ეშ​მაკ​მა წაიღოს ჩე​მი თა​ვი, რა უნ​და მე​პა​სუ​ხა?

ერ​თხანს ისევ ქვი​შა​ში ვუ​რევ​დი ხე​ლებს, ვუ​ყუ​რებ​დი, რო​გორ ეთა​მა​შე​ბო​და ძაღლს. პოეტი თავ​ზე ჰკი​დებ​და
ხელს და გულ​ში იკ​რავ​და, თით​ქოს დახ​რჩო​ბას უპი​რებ​და, ძაღ​ლი კი უს​ხლტე​ბო​და. ტალ​ღე​ბი ხმაურით
ეხეთ​ქე​ბოდ​ნენ ტალ​ღმჭრელს და უკან, ზღვა​ში მი​გო​რავ​დნენ. წვრი​ლი შხე​ფე​ბი ბრწყი​ნავ​და მზე​ზე, თვა​‐
ლებს აბ​რმა​ვებ​და. ალ​ბათ რა სქელ​კა​ნიანი ვარ, უცებ გა​ვი​ფიქ​რე... თუმ​ცა არც იმის თქმა შე​იძ​ლე​ბა, რომ არ
მეს​მის მი​სი. უბ​რა​ლოდ, ცალ​ხე​ლე​ბი თუ ორ​ხე​ლე​ბი, პოეტე​ბი თუ არა​პოეტე​ბი, ყვე​ლა​ნი ამ სას​ტიკ, სა​ში​ნელ
სამ​ყა​რო​ში ვცხოვ​რობთ. ყვე​ლა თა​ვის წილ გა​სა​ჭირს და თა​ვის დარდს ებ​რძვის. ზრდას​რუ​ლი ადა​მიანე​ბი
ვართ. ორი​ვემ თა​ვი​სი ტვირ​თით, ავად თუ კარ​გად, მო​აღ​წია აქამ​დე. მაგ​რამ პირ​ვე​ლი​ვე შეხ​ვედ​რი​სას თა​ნა​‐
მო​სა​უბ​რე​ზე მოაპირ​ქვა​ვო შე​ნი ტკი​ვი​ლე​ბი, ვერ არის კარ​გი საქ​ციელი. ელე​მენ​ტა​რუ​ლი აღ​ზრდის სა​კით​ხი​‐
ა... სქელ​კა​ნიანი? თა​ვი გა​ვაქ​ნიე. თუმ​ცა, გა​აქ​ნევ თუ არ გა​აქ​ნევ, მა​ინც ვე​რა​ფერს გა​დაწ​ყვეტ.

***

„ლან​სე​რით“ უკან დავ​ბრუნ​დით. დიკ ნორ​ტმა კარ​ზე და​რე​კა. იუკიმ გაგ​ვი​ღო. ისე​თი სა​ხე ჰქონ​და, თით​ქოს
ჩვე​ნი დაბ​რუ​ნე​ბა სა​ერ​თოდ არ აინ​ტე​რე​სებ​და. ამე, სი​გა​რე​ტით კბი​ლებ​ში, თურ​ქუ​ლად ფეხ​მორ​თხმუ​ლი იჯ​‐
და დი​ვან​ზე და, სივ​რცეს მიშ​ტე​რე​ბუ​ლი, რა​ღაც ძენ-​მედიტაციას მის​ცე​მო​და. დიკ ნორ​ტი მიუახ​ლოვ​და და
ისევ ლო​ყა​ზე აკო​ცა.

– ისა​უბ​რეთ? – ჰკით​ხა.

– მ-​მ-მ, – სი​გა​რე​ტი არ გა​მოუღია, ისე თქვა. პა​სუ​ხი, სა​ვა​რაუდოდ, და​დე​ბი​თი იყო.

– ჩვენ პლაჟ​ზე ვი​ყა​ვით, სამ​ყა​როს და​სა​ლი​ერს ვჭვრეტ​დით და მზის აბა​ზა​ნებს ვი​ღებ​დით, – ან​გა​რი​ში ჩააბა​‐
რა დიკ ნორ​ტმა.

– მა​ლე გა​ვემ​გზავ​რე​ბით, – თქვა იუკიმ მიმ​ქრა​ლი ხმით.

მეც იგი​ვეს ვფიქ​რობ​დი. ძა​ლი​ან მინ​დო​და ჩქა​რა დავ​ბრუ​ნე​ბუ​ლი​ყა​ვი ხმაური​ან, რეალურ, ტუ​რის​ტულ ჰო​‐
ნო​ლუ​ლუ​ში.
ამე დივ​ნი​დან ად​გა.

– კი​დევ ჩა​მო​დით. სიამოვ​ნე​ბით გნა​ხავ​დით, – თქვა. მე​რე ქა​ლიშ​ვილ​თან მი​ვი​და და ლო​ყა​ზე მოეფე​რა.

დიკ ნორტს მად​ლო​ბა გა​და​ვუ​ხა​დე ლუ​დის და სხვა ყვე​ლაფ​რის​თვის.

– არაფ​რის, – მით​ხრა და გულ​ღი​ად გაიღი​მა.

რო​ცა „ლან​სერ​ში“ ვსხდე​ბო​დით, ამემ იდაყ​ვზე მომ​კი​და ხე​ლი.

– შე​იძ​ლე​ბა ერ​თი წუ​თით?

ხე​ლი​ხელ​ჩა​კი​დე​ბუ​ლი წა​ვე​დით პა​ტა​რა ბა​ღის​კენ. შუაგულ​ში უბ​რა​ლო ღერ​ძი იდ​გა. მი​ეყ​რდნო, პირ​ში მო​‐
რი​გი სი​გა​რე​ტი ჩაიდო და მთე​ლი თა​ვი​სი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბით მაგ​რძნო​ბი​ნა, რო​გორ უჭირ​და. ასან​თი გაჰ​კრა
და მოუკი​და.

– თქვენ კარ​გი ადა​მიანი ხართ. ამას ვხე​დავ, – მით​ხრა, – და ამი​ტომ რა​ღაც მინ​და გთხო​ვოთ. ხში​რად ჩა​მო​‐
იყ​ვა​ნეთ აქ იუკი. მე ის მიყ​ვარს. მინ​და, რომ ხში​რად შევ​ხვდეთ ერ​თმა​ნეთს. გეს​მით ჩე​მი? შევ​ხვდეთ და ვი​სა​‐
უბ​როთ. და სა​ბო​ლო​ოდ დავ​მე​გობ​რდეთ. ვფიქ​რობ, ჩვენ კარ​გი მე​გობ​რე​ბი ვიქ​ნე​ბით. გარ​და ამ ურ​თი​ერ​თო​‐
ბე​ბი​სა – ქა​ლიშ​ვი​ლი, დე​და... ამი​ტომ სა​ნამ აქ არის, მინ​და, რაც შე​იძ​ლე​ბა, ხში​რად ვნა​ხო.

ეს ყვე​ლა​ფე​რი რომ თქვა, ამე გა​ჩუმ​და და დიდ​ხანს და​ჟი​ნე​ბით მი​ყუ​რებ​და.

წარ​მოდ​გე​ნა არ მქონ​და, რა უნ​და მეთ​ქვა. მაგ​რამ სულ რომ არ მე​პა​სუ​ხა, არც ეგ ივარ​გებ​და.

– ესე იგი ეს თქვე​ნი და იუკის პრობ​ლე​მაა, – და​ვა​ზუს​ტე.

– რა თქმა უნ​და, – თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

– აი, ამი​ტომ, რო​ცა იუკი იტ​ყვის, რომ თქვე​ნი ნახ​ვა უნ​და, მა​შინ​ვე ჩა​მო​ვიყ​ვან, – ვუთ​ხა​რი, – ან​და, თუ თქვენ,
რო​გორც დე​და, მეტ​ყვით, რომ მო​ვიყ​ვა​ნო, დაუფიქ​რებ​ლად შე​ვას​რუ​ლებ თქვენს გან​კარ​გუ​ლე​ბას. ან ასე, ან
ისე. მაგ​რამ პი​რა​დად ჩე​მი მხრი​დან არაფ​რის თქმა არ შე​მიძ​ლია. რო​გორც მახ​სოვს, მე​გობ​რო​ბა ნე​ბა​ყოფ​‐
ლო​ბი​თი რა​მეა და არა​ვი​თარ შუამავ​ლებს არ სა​ჭი​რო​ებს. თუ, რა თქმა უნ​და, მეხ​სიერე​ბა არ მღა​ლა​ტობს.

ამე ჩა​ფიქ​რდა.

– თქვენ ამ​ბობთ, რომ მას​თან და​მე​გობ​რე​ბა გინ​დათ, – გა​ვაგ​რძე​ლე, – მშვე​ნიერია, ვე​რა​ფერს იტ​ყვი. ოღონდ,
ნე​ბა მო​მე​ცით! – თქვენ, უწი​ნა​რეს ყოვ​ლი​სა, მი​სი დე​და ხართ, და მხო​ლოდ ამის შემ​დეგ ყვე​ლა​ფე​რი და​ნარ​‐
ჩე​ნი. ასეა, მოგ​წონთ ეს თუ არ მოგ​წონთ. ის მხო​ლოდ ცა​მე​ტი წლი​საა. და ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე მე​ტად
ჩვეულებ​რი​ვი დე​და სჭირ​დე​ბა. ის, ვინც ღა​მით, რო​ცა ბნე​ლა და შე​ში​ნე​ბუ​ლია, მო​ეხ​ვე​ვა და სა​ნაც​ვლოდ
არა​ფერს მო​ით​ხოვს. მა​პა​ტი​ეთ, მაგ​რამ მე სრუ​ლი​ად უც​ხო ადა​მიანი ვარ თქვენ​თვის, და შე​საძ​ლოა, რა​ღაც
არ მეს​მის. მაგ​რამ ბავშვს ახ​ლა სულ არ სჭირ​დე​ბა ვინ​მეს​თან და​ახ​ლოების ურ​თი​ერ​თმცდე​ლო​ბე​ბი. მას
სჭირ​დე​ბა სამ​ყა​რო, რო​მე​ლიც მთლიანად, ყო​ველ​გვა​რი პი​რო​ბე​ბის გა​რე​შე მიიღებს. აი, რა უნ​და გა​არ​კვი​‐
ოთ პირ​ველ რიგ​ში.

– თქვენ ამას ვერ გაიგებთ, – თქვა ამემ.

– ჰო, მარ​თა​ლია. ვერ გა​ვი​გებ, – და​ვე​თან​ხმე, – ოღონდ გა​ით​ვა​ლის​წი​ნეთ: ეს ბავ​შვია და ამ ბავშვს ძა​ლი​ან
აწ​ყე​ნი​ნეთ. ის უნ​და და​იც​ვათ და ანუ​გე​შოთ. ამას დრო და ძა​ლის​ხმე​ვა სჭირ​დე​ბა. მაგ​რამ ეს ვი​ღა​ცამ აუცი​‐
ლებ​ლად უნ​და გააკე​თოს. ამას „პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბა“ ჰქვია. გეს​მით ჩე​მი?

რა თქმა უნ​და, ვერ გა​მი​გო.

– მე ხომ ყო​ველ​დღე მოყ​ვა​ნას არ გთხოვთ! – თქვა, – რო​ცა ის თვი​თონ არ იქ​ნე​ბა წი​ნა​აღ​მდე​გი, მა​შინ მო​იყ​‐
ვა​ნეთ. მე კი, ჩე​მი მხრი​დან, დრო​დად​რო დავ​რე​კავ. გა​მი​გეთ, ძა​ლი​ან არ მინ​და დავ​კარ​გო. თუ ჩვე​ნი ურ​თი​‐
ერ​თო​ბა ისე გაგ​რძელ​დე​ბა, რო​გორც აქამ​დე იყო, გა​იზ​რდე​ბა და სულ დამ​შორ​დე​ბა. მე კი მინ​და, რომ ჩვენ
შო​რის იყოს ფსი​ქო​ლო​გიური კავ​ში​რი. სუ​ლიერი ძა​ფე​ბი... შე​იძ​ლე​ბა საუკე​თე​სო დე​და არ ვარ, მაგ​რამ, რომ
იცო​დეთ, დე​დო​ბის გარ​და, რამ​დე​ნი რა​მის თრე​ვა მო​მიხ​და სა​კუ​თა​რი მხრე​ბით! არაფ​რის შეც​ვლა არ შე​მეძ​‐
ლო. და ეს მშვე​ნივ​რად ეს​მის ჩემს ქა​ლიშ​ვილს. აი, რა​ტომ მინ​და მქონ​დეს მას​თან უფ​რო მა​ღა​ლი რან​გის
ურ​თი​ერ​თო​ბა, ვიდ​რე „დე​დაშ​ვი​ლო​ბა​ა“. „სის​ხლის​მიერი მე​გობ​რე​ბი“ – აი, რას და​ვარ​ქმევ​დი ამას...

ღრმად ამო​ვი​ოხ​რე. და თა​ვი გა​ვაქ​ნიე. მაგ​რამ გა​აქ​ნიე, არ გა​აქ​ნი​ე – ვე​ღა​რა​ფერს შეც​ვლი.

***

უკა​ნა გზა​ზე უხ​მოდ ვუს​მენ​დით მუ​სი​კას. მხო​ლოდ დრო​დად​რო ავ​ყვე​ბო​დი ხოლ​მე მო​რიგ მე​ლო​დი​ას, მაგ​‐
რამ, ჩემს სტვე​ნას თუ არ ჩავ​თვლით, ძა​ლი​ან დიდ​ხანს არ ამოგ​ვი​ღია ხმა. იუკი შებ​რუ​ნე​ბუ​ლი იყუ​რე​ბო​და
ფან​ჯა​რა​ში. მეც არა​ფე​რი მქონ​და სათ​ქმე​ლი. თხუთ​მე​ტიოდე წუ​თი უბ​რა​ლოდ მან​ქა​ნას მი​ვაქ​რო​ლებ​დი
ტრა​სა​ზე. მა​ნამ, სა​ნამ წი​ნათ​გრძნო​ბა არ წა​მო​მე​წია. წა​მიერი და მკვეთ​რი. ტყვიასა​ვით ჩა​მე​სო კე​ფა​ში. თით​‐
ქოს ვი​ღა​ცამ წვრი​ლი ასოებით და​მა​წე​რა ტვინ​ში: „ჯობს გააჩე​რო მან​ქა​ნა“.

და​ვე​მორ​ჩი​ლე, რო​მე​ლი​ღაც პლაჟ​ზე, უახ​ლო​ეს სად​გომ​ზე შე​ვუხ​ვიე, მან​ქა​ნა გა​ვა​ჩე​რე და იუკის ვკით​ხე,
რო​გორ გრძნობ​და თავს. ჩემს ყვე​ლა შე​კით​ხვა​ზე – „რო​გორ ხარ? რიგ​ზეა ყვე​ლა​ფე​რი? და​ლე​ვა ხომ არ გინ​‐
და?“ – იუკი დუ​მი​ლით მპა​სუ​ხობ​და, მაგ​რამ ამ დუ​მილ​ში აშ​კა​რად იმა​ლე​ბო​და რა​ღაც მი​ნიშ​ნე​ბა. ამი​ტომ გა​‐
დავ​წყვი​ტე აღა​რა​ფე​რი მე​კით​ხა და თვი​თონ მივ​მხვდა​რი​ყა​ვი, რას მი​მა​ნიშ​ნებ​და. ასაკ​თან ერ​თად უკე​თე​სად
იგებ მი​ნიშ​ნე​ბის შე​ფა​რულ მე​ქა​ნიზმს. და მოთ​მი​ნე​ბით იც​დი, სა​ნამ მი​ნიშ​ნე​ბა რეალო​ბად არ იქ​ცე​ვა. და​ახ​‐
ლოებით ისე, რო​ცა ელო​დე​ბი, რო​დის გაშ​რე​ბა შე​ღე​ბი​ლი კე​დე​ლი.

ქო​ქო​სის პალ​მის ჩრდილ​ში ხე​ლი​ხელ​ჩა​კი​დე​ბულ​მა ორ​მა გო​გო​ნამ გაიარა. ორი​ვეს შა​ვი ბი​კი​ნი ეც​ვა. ღო​ბე​‐
ზე სა​სე​ირ​ნოდ გა​სუ​ლი კა​ტე​ბი​ვით მიაბი​ჯებ​დნენ. ფეხ​შიშ​ვლე​ბი. ბი​კი​ნე​ბი კი ეშ​მა​კუ​რი კონ​სტრუქ​ცი​ის ერ​‐
თი ციც​ქნა ცხვირ​სა​ხო​ცებს მიუგავ​დათ. საკ​მა​რი​სი იყო ოდ​ნავ ძლი​ერ ქარს დაებე​რა და ყვე​ლა​ფე​რი სხვა​‐
დას​ხვა მხა​რეს გაიფან​ტე​ბო​და. თა​ვი​ანთ ირ​გვლივ უც​ნა​ურ, თით​ქმის ხელ​შე​სა​ხებ ირეალუ​რო​ბას ავ​რცე​‐
ლებ​დნენ – რო​გორც შე​ნე​ლე​ბულ სიზ​მარ​ში – ისე ჩაგ​ვიარეს მარ​ჯვნი​დან მარ​ცხნივ და გაუჩი​ნარ​დნენ.

ბრი​უს სპრინ​გსტინ​მა Hungry Heart და​იწ​ყო. მშვე​ნიერი სიმ​ღე​რაა. ეს სამ​ყა​რო ჯერ კი​დევ მთლად არ ქცეულა
მძღნე​რად. აი, დი​ჯეიმაც თქვა, „მა​გა​რი რა​მეაო“... ფრჩხი​ლე​ბის კვნე​ტით გავ​ცქე​რო​დი სივ​რცეს. იქ, ცა​ში,
ძვე​ლე​ბუ​რად ეკი​და თა​ვის ქა​ლას ფორ​მის სა​ბე​დის​წე​რო ღრუ​ბე​ლი. „ჰა​ვა​ი“, გა​ვი​ფიქ​რე. ლა​მის ქვეყ​ნიერე​‐
ბის და​სას​რუ​ლი. დე​დი​კოს სა​კუ​თარ ქა​ლიშ​ვილ​თან და​მე​გობ​რო​ბა უნ​და. ქა​ლიშ​ვილს კი არა​ნაირი მე​გობ​‐
რო​ბა არ სურს, უბ​რა​ლოდ, დე​და სჭირ​დე​ბა. შეუთან​ხმებ​ლო​ბა. ვე​რა​ფერს იზამ. დე​დი​კოს ბო​იფ​რენ​დი ჰყავს.
უსახ​ლკა​რო ცალ​ხე​ლა პოეტი. მა​მი​კო​საც ჰყავს ბო​იფ​რენ​დი. ცის​ფე​რი მდი​ვა​ნი, მეტ​სა​ხე​ლად პა​რას​კე​ვა.
ნამ​დვი​ლად ვე​რა​ფერს იზამ.
ათიოდე წუ​თი გა​ვი​და და იუკი ჩემს მხარ​ზე ატირ​და. ჯერ ძა​ლი​ან ჩუ​მად, მე​რე ხმა​მაღ​ლა. ჩემს მხარ​ზე მო​‐
დე​ბუ​ლი ცხვი​რით ტი​რო​და, მუხ​ლებ​ზე ხე​ლებ​დაწ​ყო​ბი​ლი. აბა, რა იქ​ნე​ბა, გა​ვი​ფიქ​რე. მეც ვი​ტი​რებ​დი შენს
ად​გი​ლას. თან რო​გორ. მშვე​ნივ​რად მეს​მის შე​ნი. მხარ​ზე ხე​ლი მოვ​ხვიე და გა​მო​ტი​რე​ბის სა​შუალე​ბა მი​ვე​ცი.
ჩე​მი პე​რან​გის სა​ხე​ლო ნელ-​ნელა გა​იჟ​ღინ​თა. დიდ​ხანს ტი​რო​და. მი​სი ქვი​თი​ნის​გან მხა​რი მიხ​ტო​და. ჩუ​მად
ვი​ყა​ვი, მხო​ლოდ ის შე​მეძ​ლო, მაგ​რად მო​მეხ​ვია ხე​ლი.

ორ​მა სათ​ვა​ლი​ან​მა პო​ლი​ცი​ელ​მა გა​დაჭ​რა მან​ქა​ნე​ბის სად​გო​მი. კოლ​ტე​ბი უბ​ზი​ნავ​დათ თე​ძო​ებ​ზე. სიც​ხის​‐
გან ენა​გად​მოგ​დე​ბუ​ლი გერ​მა​ნუ​ლი ნა​გა​ზი დატ​რი​ალ​და ჩვენ თვალ​წინ, მი​და​მო შე​ის​წავ​ლა და სად​ღაც გაქ​‐
რა. პალ​მე​ბი ისევ აქა​ნა​ვებ​დნენ ფარ​თო ფოთ​ლებს ქარ​ზე. გვერ​დით პა​ტა​რა პი​კა​პი გა​ჩერ​და. იქი​დან მხარ​‐
ბე​ჭიანი სა​მოელე​ბი გად​მო​ვიდ​ნენ შავ​გვრე​მან ლა​მაზ​მა​ნებ​თან ერ​თად და პლა​ჟის​კენ წა​ვიდ​ნენ. The J. Geils
Band-​მა რა​დიოში ძვე​ლი, კე​თი​ლი Dance Paradise შეუბე​რა.

ბო​ლოს, რო​გორც იქ​ნა, მოიოხა გუ​ლი და, რო​გორც ჩანს, ცო​ტა დამ​შვიდ​და.

– ჰეი. აღა​რა​სო​დეს და​მი​ძა​ხო პრინ​ცე​სა, კარ​გი? – ცხვი​რი არ აუწე​ვია მხრი​დან, ისე ჩაილა​პა​რა​კა.

– გე​ძახ​დი, რო?

– მე​ძახ​დი.

– არ მახ​სოვს.

– რო​ცა ცუ​ძი​დო​დან დავ​ბრუნ​დით. მა​შინ, სა​ღა​მოს, – თქვა იუკიმ, – მოკ​ლედ, აღარ და​მი​ძა​ხო ასე, ოქე​ი?

– არ და​გი​ძა​ხებ, – ვუთ​ხა​რი, – ვფი​ცავ. ბოი ჯორ​ჯის სა​ხელს და ჯორ​დან დიურა​ნის პა​ტი​ოს​ნე​ბას. აღა​რა​სო​‐
დეს.

– ასე დე​და მე​ძახ​და ყო​ველ​თვის. პრინ​ცე​სას.

– აღარ და​გი​ძა​ხებ, – გა​ვი​მეორე.

– ყო​ველ​თვის, ყო​ველ​თვის გულს მტკენს. ოღონდ ეს არ ეს​მის. სრუ​ლე​ბით. და მა​ინც ვუყ​ვარ​ვარ. ხომ მარ​თა​‐
ლი​ა?

– ასი პრო​ცენ​ტით.

– რა უნ​და ვქნა?

– ის​ღა დაგ​რჩე​ნია, რომ გაიზარ​დო.

– მაგ​რამ არ მინ​და!
– მო​გი​წევს, – ვუთ​ხა​რი, – ყვე​ლა იზ​რდე​ბა. ისი​ნიც კი, ვი​საც არ უნ​და. მე​რე კი მთე​ლი თა​ვი​ან​თი გუ​ლის​ტკე​ნი​‐
თა და პრობ​ლე​მე​ბით კვდე​ბი​ან. ასე იყო ყო​ველ​თვის და ასეც იქ​ნე​ბა. მარ​ტო შენ არ იტან​ჯე​ბი იმით, რომ ვერ
გი​გე​ბენ.

თა​ვი ას​წია და ნამ​ტი​რა​ლე​ვი თვა​ლე​ბით და​ჟი​ნე​ბით შე​მო​მაც​ქერ​და.

– ეი, სულ არ შე​გიძ​ლია ადა​მიანის შებ​რა​ლე​ბა?

– ვცდი​ლობ, – ვუ​პა​სუ​ხე.

– მაგ​რამ სა​ზიზ​ღრად გა​მოგ​დის...

მხრი​დან ჩე​მი ხე​ლი მოიშო​რა, ჩან​თი​დან ცხვირ​სა​ხო​ცი ამოიღო და ცხვი​რი მოიხო​ცა.

– მე​რე რა!.. – ვთქვი ხმა​მაღ​ლა, რეალის​ტუ​რი ხმით და მან​ქა​ნა დავ​ძა​რი, – მო​დი, შინ წა​ვი​დეთ, ვი​ბა​ნა​ოთ. მე​‐
რე კი რა​მე გემ​რი​ელს მო​ვამ​ზა​დებ და ერ​თად ვი​ვახ​შმოთ. მყუდ​როდ და გემ​რიელად. რო​გორც ძველ​მა კე​‐
თილ​მა მე​გობ​რებ​მა...

***

მთე​ლი საათი არ გა​მოვ​სულ​ვართ წყლი​დან. იუკი არაჩ​ვეულებ​რი​ვად ცუ​რავ​და. შორს შე​დიოდა ზღვა​ში, თა​‐
ვით ყვინ​თავ​და და ფე​ხებს აქა​ნა​ვებ​და ჰა​ერ​ში. გუ​ლი რომ ვი​ჯე​რეთ, შხა​პი მი​ვი​ღეთ, სუ​პერ​მარ​კეტ​ში შე​ვე​‐
დით, სტეიკის​თვის ხორ​ცი და ბოს​ტნეული ვი​ყი​დეთ. ნა​ზი ხორ​ცი ხახ​ვით და სოიის სოუსით შე​ვა​ზა​ვე და შევ​‐
წვი, მო​ვამ​ზა​დე ბოს​ტნეულის სა​ლა​თა, სუ​პი მი​სო მწვა​ნე ხახ​ვით და სოიის ხა​ჭო​თი. სურ​ნე​ლო​ვა​ნი ვახ​შა​მი
გა​მოგ​ვი​ვი​და. კა​ლი​ფორ​ნიული ღვი​ნო გავ​ხსე​ნი, იუკი​მაც და​ლია ნა​ხე​ვა​რი ბო​კა​ლი.

– ბრწყინ​ვა​ლედ ამ​ზა​დებ! – ინ​ტე​რე​სით შე​ნიშ​ნა იუკიმ.

– რას ამ​ბობ, რა ბრწყინ​ვა​ლედ. უბ​რა​ლოდ, იმას ვა​კე​თებ, რაც სა​ჭი​როა, გულ​მოდ​გი​ნედ და სიყ​ვა​რუ​ლით.
ესეც საკ​მა​რი​სია იმის​თვის, რომ რა​ღაც არაჩ​ვეულებ​რი​ვი გა​მო​ვი​დეს. გა​აჩ​ნია, რა პო​ზი​ცი​ას დაიჭერ. თუ რა​‐
მეს გულ​მოდ​გი​ნედ და სიყ​ვა​რუ​ლით აკე​თებ, რა​ღაც დო​ნემ​დე სხვებ​საც აიძუ​ლებ შე​იყ​ვა​რონ. თუ ცდი​ლობ
ად​ვი​ლად და მყუდ​როდ იც​ხოვ​რო, რა​ღაც დო​ნე​ზე ასეც ცხოვ​რობ. ად​ვი​ლად და მყუდ​როდ.

– მაგ​რამ რა დო​ნი​დან არის უკ​ვე უსარ​გებ​ლო?

– რა​ღაც დო​ნი​დან, გა​აჩ​ნია, რო​გორ გა​გი​მარ​თლებს, – ვთქვი.

– მაგ​რად ახერ​ხებ ადა​მიანე​ბის დეპ​რე​სიაში ჩაგ​დე​ბას, – თა​ვი გა​აქ​ნია იუკიმ, – არა​და, ზრდას​რუ​ლი ხარ!

მა​გი​და ოთ​ხი ხე​ლით ავა​ლა​გეთ, ოტე​ლი​დან გა​მო​ვე​დით და სა​ხე​ტიალოდ კა​ლა​კაუას ავე​ნიუზე წა​ვე​დით.
მთე​ლი ქუ​ჩა ყა​ყა​ნებ​და და მხო​ლოდ ახ​ლა რთავ​დნენ ღა​მის გა​ნა​თე​ბას. ქაოსუ​რად ჩა​რი​გე​ბულ ფარ​დუ​ლებ​‐
სა და პა​ტა​რა მა​ღა​ზი​ებ​ში შევ​დიოდით, რა​ღა​ცას ვი​ზო​მავ​დით, რა​ღა​ცის ფასს ვკით​ხუ​ლობ​დით, ქუ​ჩა​ში და​ვე​‐
ხე​ტე​ბო​დით და გამვლელ-​გამომვლელს ვათ​ვა​ლიერებ​დით. ბო​ლოს გან​სა​კუთ​რე​ბით ხალ​ხმრა​ვალ ად​გი​‐
ლას ჩა​ვუშ​ვით ღუ​ზა – ოტელ „როიალ ჰა​ვაიანის“ პლა​ჟის ბარ​ში. ჩემ​თვის „პი​ნა კო​ლა​და“ შე​ვუკ​ვე​თე, იუკის​‐
თვის – ხი​ლის წვე​ნი და გა​ვი​ფიქ​რე: ალ​ბათ სწო​რედ ასე​თი „დი​დი ქა​ლა​ქე​ბის ღა​მის ცხოვ​რე​ბას“ ვერ იტანს
ჩვე​ნი ნაც​ნო​ბი დიკ ნორ​ტი. მე ვი​ტან და არ​ცთუ ცუ​დად.

– აბა, რო​გორ მო​გე​წო​ნა დე​და?

– მარ​თა​ლი გით​ხრა, ცუ​დად ვუ​გებ ადა​მიანებს პირ​ველ შეხ​ვედ​რა​ზე, – კარ​გად დავ​ფიქ​რდი და ვუ​პა​სუ​ხე, –
რო​გორც წე​სი, დრო მჭირ​დე​ბა, რა​თა ყვე​ლა​ფე​რი ავწონ-​დავწონო და რა​ღაც დას​კვნე​ბი გა​მო​ვი​ტა​ნო ადა​‐
მიანის შე​სა​ხებ. აი, ასე​თი ზან​ტი ვარ.

– მაგ​რამ ხომ გაბ​რაზ​დი, არა?

– არა, რას ამ​ბობ!

– რას ვამ​ბობ და შენ ხომ ყვე​ლა​ფე​რი სა​ხე​ზე გა​წე​რი​ა.

– შე​იძ​ლე​ბა... – დავ​ნებ​დი. ზღვას გავ​ხე​დე და „პი​ნა კო​ლა​და“ მოვ​სვი, – რად​გან სა​ხე​ზე მა​წე​რია, იქ​ნებ ცო​ტა​‐
თი მარ​თლა გავ​ბრაზ​დი.

– რა​ზე?

– იმა​ზე, რომ არ​ცერ​თი ადა​მიანი, ვინც პა​სუ​ხის​მგე​ბე​ლია შენ​ზე, რო​გორც ჩანს, ამ პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბის აღე​‐
ბას არ აპი​რებს... თუმ​ცა, რა თქმა უნ​და, ტყუილუბ​რა​ლოდ გავ​ბრაზ​დი. არა​ვი​თა​რი უფ​ლე​ბა​მო​სი​ლე​ბა გაბ​რა​‐
ზე​ბა​ზე ჩემ​თვის არა​ვის მოუნი​ჭე​ბია. ასე რომ, გაბ​რაზ​დი, არ გაბ​რაზ​დი – სუ​ლერ​თია, არა​ფე​რი არ გა​მო​ვა.

იუკიმ თეფ​ში​დან მა​რი​ლიანი კრენ​დე​ლი აიღო, მოკ​ბი​ჩა და აახ​რა​მუ​ნა.

– აი, ხომ ხე​დავ. არა​ვინ არ იცის, რა გააკე​თოს. ყვე​ლა ამ​ბობს: „რა​ღა​ცის გა​კე​თე​ბაა სა​ჭი​რო“, მაგ​რამ კონ​‐
კრე​ტუ​ლად რი​სი – ვე​რა​ვინ ვერ ხვდე​ბა. ასე არ არის?

– გა​მო​დის, რომ ასე​ა... ვე​რა​ვინ ვერ ხვდე​ბა.

– შენ ხვდე​ბი?

– ვფიქ​რობ, მოც​დაა სა​ჭი​რო, სა​ნამ მი​ნიშ​ნე​ბა რეალურ ფორ​მას მიიღებს. მხო​ლოდ ამის მე​რე შე​იძ​ლე​ბა რა​‐
ღაც ზო​მე​ბის მი​ღე​ბა. მოკ​ლედ, იმის თქმა მინ​და, რომ...

რამ​დე​ნი​მე წამს იუკი ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი აწ​ვა​ლებ​და მაისუ​რის სა​ხე​ლოს, ცდი​ლობ​და გაეგო, რა ვუთ​ხა​რი. მაგ​‐
რამ, რო​გორც ჩანს, ვერ მოახერ​ხა.

– ეს რას ნიშ​ნავს?
– ეს იმას ნიშ​ნავს, რომ მოც​დაა სა​ჭი​რო, მეტს არა​ფერს, – ვუთ​ხა​რი, – მოთ​მი​ნე​ბით ლო​დი​ნი, სა​ნამ შე​სა​ფე​რი​‐
სი დრო დად​გე​ბა. ნუ ცდი​ლობ ძა​ლით რა​მის შეც​ვლას, და​აკ​ვირ​დი, სა​ით მიედი​ნე​ბა ყვე​ლა​ფე​რი. ყვე​ლა​‐
ფერს მიუკერ​ძო​ებ​ლად შე​ხე​დე. და მა​შინ ბუ​ნებ​რი​ვად შეძ​ლებ იმის გა​გე​ბას, თუ რო​გორ უნ​და მო​იქ​ცე... მაგ​‐
რამ ამის​თვის ყვე​ლა მე​ტის​მე​ტად და​კა​ვე​ბუ​ლია. ყვე​ლა მე​ტის​მე​ტად ნი​ჭიერია, მე​ტის​მე​ტად და​კა​ვე​ბუ​ლი
თა​ვი​სი საქ​მით. და მე​ტის​მე​ტად ნაკ​ლე​ბად არი​ან და​ინ​ტე​რე​სე​ბუ​ლი ვინ​მე​თი, სა​კუ​თა​რი თა​ვის გარ​და, რომ
მიუკერ​ძო​ებ​ლო​ბა​ზე იფიქ​რონ.

იუკიმ ხე​ლის​გულ​ზე ჩა​მო​დო ლო​ყა და თა​ვი​სუ​ფა​ლი ხე​ლით კრენ​დე​ლის ნამ​ცე​ცე​ბი გა​და​ყა​რა ვარ​დის​ფე​რი
სუფ​რი​დან. მე​ზო​ბელ მა​გი​დას​თან ხან​ში შე​სუ​ლი ამე​რი​კე​ლი წყვი​ლი – მა​მა​კა​ცი ჰა​ვაიური ჭრე​ლი „ა​ლო​ჰა​‐
თი“, ქა​ლი „მუ​მუს“ კა​ბით მეწ​ყვი​ლის ტო​ნა​ლო​ბა​ში – ვეება ბო​კა​ლი​დან წრუ​პავ​და სხვა​დას​ხვა ფე​რის ტრო​‐
პი​კულ კოქ​ტე​ილს. ორი​ვე სა​ოც​რად ბედ​ნიერი ჩან​და. ბა​ღის სიღ​რმე​ში გო​გო ზუს​ტად ასე​თი​ვე „მუ​მუ​თი“
ელექ​ტრო​ორ​გან​ზე Song for You-ს ას​რუ​ლებ​და. მა​ინ​ცდა​მა​ინც კარ​გად ვერ მღე​რო​და, მაგ​რამ ეს რომ სწო​რედ
Song for You იყო, ამა​ში ვერ და​ეჭ​ვდე​ბო​დი. მთელ ბაღ​ში, ხე​ებს შო​რის, ჩი​რაღ​დნის ფორ​მის გა​ზის ნა​თუ​რე​ბი
ციმ​ცი​მებ​და. სიმ​ღე​რა დამ​თავ​რდა, მა​გი​დებ​თან მჯდომ​მა ორ​მა თუ სამ​მა კაც​მა უხა​ლი​სოდ და​უკ​რა ტა​ში.
იუკიმ ჩემს ბო​კალს სტა​ცა ხე​ლი და „პი​ნა კო​ლა​და“ მოს​ვა.

– გემ​რიელია, – თქვა.

– წი​ნა​და​დე​ბა მი​ღე​ბუ​ლია! – გა​მო​ვაც​ხა​დე, – ორი ხმა „გემ​რიელის“ სა​სარ​გებ​ლოდ.

მო​მა​ჩერ​და და ერ​თხანს სე​რიოზუ​ლი სა​ხით მათ​ვა​ლიერებ​და.

– ვე​რაფ​რით ვერ გა​ვი​გე, მა​ინც რო​გო​რი ადა​მიანი ხარ, – თქვა ბო​ლოს, – ერ​თი მხრივ – აბ​სო​ლუ​ტუ​რად ნორ​‐
მა​ლუ​რი, მეორე მხრივ – აშ​კა​რად რა​ღაც გა​დახ​რე​ბი ფსი​ქი​კა​ში.

– აბ​სო​ლუ​ტუ​რი ნორ​მა​ლუ​რო​ბა უკ​ვე თა​ვის​თა​ვად გა​დახ​რაა ფსი​ქი​კა​ში. ასე რომ, იც​ხოვ​რე შენ​თვის მშვი​‐
დად და ამით თავს ნუ გა​მოიტე​ნი, – მო​ვი​გე​რიე. სა​შინ​ლად თა​ვა​ზიანი გა​რეგ​ნო​ბის ოფი​ცი​ანტს ვუხ​მე და კი​‐
დევ ორი „პი​ნა კო​ლა​და“ შე​ვუკ​ვე​თე. ოფი​ცი​ან​ტმა თე​ძოების რხე​ვით თით​ქმის მა​შინ​ვე მოგ​ვი​ტა​ნა შეკ​ვე​თა,
ან​გა​რიშ​ში ჩა​წე​რა, მე​რე გაქ​რა და მარ​თლაც რომ ჩე​ში​რუ​ლი მას​შტა​ბე​ბის ღი​მი​ლი დაგ​ვი​ტო​ვა.

– მა​ინც, რო​გორ უნ​და მო​ვიქ​ცე? – მკით​ხა იუკიმ.

– დე​და​შენს უფ​რო ხში​რად უნ​და შე​ნი ნახ​ვა, – ვუ​პა​სუ​ხე, – რის​თვის, რა​ტომ, არ ვი​ცი. ეს უკ​ვე თქვე​ნი ოჯა​ხის
საქ​მეა, თან თვი​თო​ნაც გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ადა​მიანია. მაგ​რამ ორი სიტ​ყვით თუ გეტ​ყვი, ალ​ბათ „დედა-​‐
შვილის“ ურ​თი​ერ​თო​ბის ჩარ​ჩოები​დან გას​ვლა უნ​და, რის გა​მოც ამ​დე​ნი უთან​ხმოება გაქვთ, და უბ​რა​ლოდ,
და​მე​გობ​რე​ბა სურს.

– ჩე​მი აზ​რით, ერ​თი ადა​მიანის მეორეს​თან და​მე​გობ​რე​ბა სა​შინ​ლად ძნე​ლი​ა.

– მი​ღე​ბუ​ლია, – და​ვე​თან​ხმე, – ორი ხმა „სა​შინ​ლად ძნელია“-​ს.

იუკიმ იდაყ​ვე​ბი მა​გი​და​ზე და​აწ​ყო და სად​ღაც ჩემ მიღ​მა გაიხე​და.

– და რას ფიქ​რობ ამა​ზე? მის ამ სურ​ვილ​ზე.

– საქ​მე ის არ არის, რას ვფიქ​რობ მე. საქ​მე ის არის, რას ფიქ​რობ შენ. და აქ სა​ლა​პა​რა​კოც არა​ფე​რია. მა​გა​‐
ლი​თად, შენ შე​იძ​ლე​ბა იფიქ​რო: „კი​დევ რა უნ​და!“ ან პი​რი​ქით, ეს „კონ​სტრუქ​ცი​ულ თვალ​საზ​რი​სად ჩათ​ვა​‐
ლო, რა​ზეც ღირს და​ფიქ​რე​ბა“. თვი​თონ გა​დაწ​ყვი​ტე, რო​მე​ლი აირ​ჩიო. საჩ​ქა​რო არა​ფე​რია. კარ​გად და​ფიქ​‐
რდი და მხო​ლოდ ამის შემ​დეგ გა​დაწ​ყვი​ტე.

ხე​ლის​გუ​ლებ​ზე ჩა​მო​დე​ბუ​ლი თა​ვი და​მიქ​ნია. ბა​რის დახ​ლთან გაბ​მუ​ლად ხარ​ხა​რებ​დნენ. ორ​გა​ნის​ტი გო​გო
თა​ვის მიკ​რო​ფონ​თან დაბ​რუნ​და და მიბ​ნე​დი​ლი ხმით ააჩურ​ჩუ​ლა Blue Hawaii-ს შე​სა​ვა​ლი. „ღა​მე ისე​თი
ახალ​გაზ​რდაა, რო​გორც შენ, რო​გორც მე. წა​მო​დი ჩემ​თან, სა​ნამ მთვა​რეა ზღვა​ზე...“

– ისე​თი სა​ში​ნე​ლი ურ​თი​ერ​თო​ბა გვქონ​და, – თქვა იუკიმ, – უბ​რა​ლოდ, კოშ​მა​რი იყო სა​პო​რო​ში გამ​გზავ​რე​‐
ბამ​დე. თან ის პრობ​ლე​მაც და​ერ​თო – ძვა​ლი რომ გა​გეჩ​ხი​რე​ბა ყელ​ში – მევ​ლო სკო​ლა​ში თუ არა... იმი​ტომ,
რომ ისე​თებს, რო​გო​რიც დე​დაა, ადა​მიანუ​რად აზ​როვ​ნე​ბა არ შე​უძ​ლი​ათ! წა​მო​რო​შავს, რაც თავ​ში მოუვა და
მა​შინ​ვე ავიწ​ყდე​ბა, რა თქვა. ყვე​ლა​ფერს სე​რიოზუ​ლად ამ​ბობს, მაგ​რამ ერ​თი წუ​თის შემ​დეგ არა​ფე​რი აღარ
ახ​სოვს! ხან​და​ხან უცებ მო​უვ​ლის – ახ​სენ​დე​ბა თა​ვი​სი დე​დობ​რი​ვი მო​ვა​ლეობა. ყვე​ლა​ზე მე​ტად ეს მა​ცო​‐
ფებს!..

– მა​ინც? – ჩა​ვურ​თე. მის ლა​პა​რაკ​ში კავ​ში​რე​ბის ჩარ​თვა – ერ​თა​დერ​თი იყო, რაც მრჩე​ბო​და.

– მა​ინც... რა თქმა უნ​და... ის მა​ინც გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი და სა​ინ​ტე​რე​სო ადა​მიანია. რო​გორც დე​და, სრუ​ლი​ად
დაუდე​ვა​რია და ამით ყო​ველ​თვის მტკენ​და გულს, მაგ​რამ... ამას​თან ერ​თად, რა​ღა​ცით – არ ვი​ცი, რით – სულ
მი​ზი​დავ​და. სულ სხვა​ნაირად, ისე არა, რო​გორც მა​მა. არ ვი​ცი, რა​ტომ. ოღონდ სუ​ლერ​თი​ა... თვი​თო​ნაც რომ
მით​ხრას, „მო​დი, დავ​მე​გობ​რდე​თო“ – ჩვენ ხომ სულ, სულ სხვა​დას​ხვა​ნაირი ძა​ლე​ბი გვაქვს! მე ბავ​შვი ვარ,
ის კი ზრდას​რუ​ლი, ასე​თი ძლიერი... ეს ხომ ყვე​ლას​თვის აშ​კა​რაა, ასე არ არის? მაგ​რამ სწო​რედ ეს არ ეს​მის
დე​დას. და ამი​ტომ – თუნ​დაც მარ​თლა უნ​დო​დეს, რომ დავ​მე​გობ​რდეთ, მარ​თლა მთე​ლი ძა​ლით რომ მო​ინ​‐
დო​მოს – სუ​ლერ​თია, მა​ინც გულს მტკენს... აი, თუნ​დაც სა​პო​რო​ში რომ ვი​ყა​ვით. გააკე​თებს რა​მეს და​სა​ახ​‐
ლო​ებ​ლად. მეც, რა თქმა უნ​და, ნა​ბიჯს ვდგამ მის​კენ. მეც ხომ ისე​ვე ვცდი​ლობ, რო​გორც შე​მიძ​ლია, გე​ფი​ცე​‐
ბი... ის კი მა​შინ​ვე – ჰოპ! – და გან​ზე დგე​ბა. თა​ვი უკ​ვე სულ სხვა რა​მით აქვს და​კა​ვე​ბუ​ლი, მე აღარც ვახ​სო​‐
ვარ. მთე​ლი მი​სი ცხოვ​რე​ბა ხან ასეა, ხან – ისე, გა​აჩ​ნია, რო​მელ ფეხ​ზე ად​გე​ბა, – იუკიმ გაბ​რა​ზე​ბულ​მა გა​და​‐
ყა​რა სუფ​რი​დან კრენ​დე​ლის ნამ​ცე​ცე​ბი ქვი​შა​ზე, – თან წა​მიყ​ვა​ნა სა​პო​რო​ში. და მე​რე რა? ვი​თომ შეც​ვა​ლა
ამან რა​მე? მა​შინ​ვე დაავიწ​ყდა, რომ ჩემ​თან ერ​თად ჩა​ვი​და და თა​ვის კატ​მან​დუ​ში გა​ემ​გზავ​რა. ის, რომ უც​‐
ხო ქა​ლაქ​ში მი​მაგ​დო, სა​მი დღე არ გახ​სე​ნე​ბია. ისიც კი არ ეს​მის, რო​გორ მტკენს. მე ხომ მარ​თლა მიყ​ვარს...
ჰო, ალ​ბათ მიყ​ვარს. და ალ​ბათ მას​თან და​მე​გობ​რე​ბა მა​გა​რი იქ​ნე​ბო​და. ოღონდ არ მინ​და, რომ ისე მაბ​‐
ზრიალოს, რო​გორც მოესურ​ვე​ბა... საკ​მა​რი​სია! ამის მოთ​მე​ნას აღარ ვა​პი​რებ!

– ყვე​ლა​ფერს სწო​რად ამ​ბობ, – ვუთ​ხა​რი, – და გო​ნივ​რუ​ლი არ​გუ​მენ​ტე​ბიც გაქვს. კარ​გად მეს​მის შე​ნი.

– აი, დე​დას კი არ ეს​მის... რამ​დე​ნიც არ უნ​და აუხ​სნა, ვერც კი მიხ​ვდე​ბა, სა​ერ​თოდ რას ელა​პა​რა​კე​ბი.

– ჰო, მგო​ნი ეგ​რე​ა.

– აი, ეს მა​ცო​ფებს.

– ეგეც მეს​მის, – ვთქვი, – ჩვენ, ზრდას​რუ​ლე​ბი, ასეთ შემ​თხვე​ვებ​ში ვთვრე​ბით.

იუკიმ ხე​ლი სტა​ცა ჩემს „პი​ნა კო​ლა​დას“ ჭი​ქას და ხარ​ბად, დი​დი ყლუ​პე​ბით და​ლია ნა​ხე​ვა​რი. ჭი​ქა აკ​ვა​‐
რიუმი​ვით დი​დი იყო, ასე რომ, ბევ​რი მოუვი​და. მე​რე ნი​კა​პი მა​გი​დის კი​დე​ზე ჩა​მო​დო და ძილ​მო​რეული მო​‐
მა​ჩერ​და.

– რა უც​ნაურია, – თქვა, – მთელ სხე​ულ​ში სით​ბომ და​მიარა და მე​ძი​ნე​ბა.


– ეგ​რეც უნ​და იყოს, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – რო​გორ გუ​ნე​ბა​ზე ხარ? გუ​ლი ხომ არ გე​რე​ვა?

– არა, არ მე​რე​ვა. კარგ გუ​ნე​ბა​ზე ვარ.

– ჰო​და, ძა​ლიანაც კარ​გი. დღეს გრძე​ლი დღე იყო. ცა​მეტ​წლიანებ​მა და ოც​და​თოთ​ხმეტ​წლიანებ​მა კარგ გუ​‐
ნე​ბა​ზე ყოფ​ნა და​იმ​სა​ხუ​რეს.

ან​გა​რი​ში გა​ვას​წო​რე და ოტელ​ში დავ​ბრუნ​დით. მთე​ლი გზა იუკის იდაყ​ვზე მე​კი​და ხე​ლი. მის ნომ​რამ​დე მი​‐
ვე​დით, კა​რი გა​ვა​ღე.

– ჰეი, – და​მი​ძა​ხა.

– ა-​ა...

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – თქვა იუკიმ.

***

შე​სა​ნიშ​ნა​ვი ჰა​ვაიური დი​ლა გა​თენ​და. ვი​სა​უზ​მეთ თუ არა, გა​და​ვიც​ვით და პლაჟ​ზე გა​ვე​დით. იუკიმ გა​მო​აც​‐
ხა​და, რომ აუცი​ლებ​ლად უნ​და სცა​დოს, რო​გორ სრიალე​ბენ ტალ​ღებ​ზე. ორი და​ფა ვი​ქი​რა​ვეთ და სას​ტუმ​‐
რო „შე​რა​ტო​ნის“ წინ, ცენ​ტრა​ლუ​რი პლა​ჟი​დან რაც შე​იძ​ლე​ბა შორს, შევ​ცუ​რეთ ზღვა​ში. გა​ვიხ​სე​ნე სერ​ფინ​‐
გის ელე​მენ​ტა​რუ​ლი ტექ​ნი​კა, ოდეს​ღაც მე​გობ​რე​ბი რომ მას​წავ​ლიდ​ნენ, და ზუს​ტად ასე​ვე ავუხ​სე​ნი იუკის.
რო​გორ დაიჭი​რო ტალ​ღა, რო​გორ დად​გა ფე​ხი და​ფა​ზე და ამის​თა​ნე​ბი. იუკი სა​ოც​რად სწრა​ფად ით​ვი​სებ​და
ყვე​ლა​ფერს. სულ არ იძა​ბე​ბო​და, მშვე​ნივ​რად გრძნობ​და, რო​დის რა უნ​და გაეკე​თე​ბი​ნა. ნა​ხე​ვა​რი საათის
შემ​დეგ ჩემ​ზე უკეთ ეთა​მა​შე​ბო​და ტალ​ღებს. „მა​გა​რი​ა“, – თქვა ბო​ლოს.

სა​დი​ლის შემ​დეგ შე​ვიარეთ ალა-​მოანაზე, მა​ღა​ზიაში „ყვე​ლა​ფე​რი სერ​ფინ​გის​თვის“ და ორი ნახ​მა​რი და​ფა
ვი​ყი​დეთ. გამ​ყიდ​ველ​მა გვკით​ხა, რამ​დენს ვი​წო​ნი​დით და ორი​ვეს სა​ჭი​რო წო​ნი​სა და სიგ​რძის და​ფა შეგ​ვირ​‐
ჩია. „თქვე​ნი და​ა?“ – და​ინ​ტე​რეს​და გამ​ყიდ​ვე​ლი. მის​თვის რა​მის ახ​სნა ჩემს ძა​ლებს აღე​მა​ტე​ბო​და და უბ​რა​‐
ლოდ ვუ​პა​სუ​ხე: „ა​ჰა“. ასეა თუ ისე, მა​მი​კოს და ქა​ლიშ​ვილს ვერ ვგავ​დით – მად​ლო​ბა ღმერთს.

ორ სა​ათ​ზე პლაჟ​ზე დავ​ბრუნ​დით და სა​ღა​მომ​დე ვე​ყა​რეთ მზე​ზე. ხან ვბა​ნა​ობ​დით, ხან ვთვლემ​დით. მაგ​რამ
უმე​ტე​სად უსაქ​მუ​რო​ბით ვნე​ტა​რებ​დით. რა​დი​ოს ვუს​მენ​დით, წიგ​ნებს ვფურ​ცლავ​დით და პალ​მის ფოთ​ლე​‐
ბის შრი​ალ​ში ვათ​ვა​ლიერებ​დით გამვლელ-​გამომვლელს. მზე სულ დაბ​ლა და დაბ​ლა ეშ​ვე​ბო​და. რო​ცა მო​სა​‐
ღა​მოვ​და, ოტელ​ში დავ​ბრუნ​დით, შხა​პი მი​ვი​ღეთ, სა​ლა​თა ვჭა​მეთ სპა​გე​ტის​თან ერ​თად და სპილ​ბერ​გის
ფილ​მის სა​ნა​ხა​ვად წა​ვე​დით. კი​ნო​დან გა​მო​სუ​ლებ​მა ქა​ლაქ​ში ცო​ტა გა​ვი​სე​ირ​ნეთ და ოტელ „ჰა​ლე​კუ​ლა​‐
ნის“ ღია აუზ​თან ბარ​ში შე​ვიარეთ. ჩემ​თვის ისევ „პი​ნა კო​ლა​და“ შე​ვუკ​ვე​თე, იუკის​თვის – ხი​ლის კოქ​ტეილი.

– შე​იძ​ლე​ბა კი​დევ დავ​ლიო? – მკით​ხა იუკიმ და ჩემს ბო​კალ​ზე მა​ნიშ​ნა.

– მი​დი! – და​ვე​თან​ხმე და ბო​კა​ლებს ად​გი​ლი შე​ვუ​ნაც​ვლე. იუკი ტუ​ჩე​ბით ჩა​აფ​რინ​და ჩა​ლის ჩხირს და ჩემს
„პი​ნა კო​ლა​დას“ ორი სან​ტი​მეტ​რი მო​აკ​ლო.

– გემ​რიელია! – თქვა, – თუმ​ცა გუ​შინ სხვა​ნაირი გე​მო ჰქონ​და.


ოფი​ცი​ანტს და​ვუ​ძა​ხე და კი​დევ ერ​თი „პი​ნა კო​ლა​და“ შე​ვუკ​ვე​თე. პირ​ვე​ლი იუკის და​ვუდ​გი წინ.

– ბა​რემ გა​მო​ცა​ლე, – ნე​ბა დავ​რთე, – იცო​დე, თუ ყო​ველ სა​ღა​მოს ჩემ​თან ერ​თად ბა​რებ​ში იწან​წა​ლებ, ერ​თი
კვი​რის შემ​დეგ „პი​ნა კო​ლა​დას“ სუპერ-​ექსპერტი იქ​ნე​ბი იუნიორებს შო​რის!

აუზ​თან, სა​ცეკ​ვაო მოედან​ზე, ორ​კეს​ტრი Frenesi-ს ას​რუ​ლებ​და. ჭა​ღა​რა კლარ​ნე​ტის​ტი სო​ლოს წე​ლავ​და. არ​‐
ტი შო​უს სტილ​ში ძა​ლი​ან ხა​რის​ხიანი სო​ლო იყო. მუ​სი​კის შე​სა​ფე​რი​სად გა​მოწ​ყო​ბი​ლი ათო​ბით ხან​ში შე​სუ​‐
ლი წყვი​ლი ლა​მა​ზად ცეკ​ვავ​და. აუზის ფსკე​რი​დან წა​მო​სუ​ლი მო​ცის​ფრო ხე​ლოვ​ნუ​რი შუ​ქი მათ სა​ხე​ებ​ზე
ირეკ​ლე​ბო​და და მთელ ამ სუ​რათს მა​გიური ჰა​ლუ​ცი​ნა​ცი​ის იერს აძ​ლევ​და. ეს მო​ხუ​ცი ქა​ლე​ბი და მა​მა​კა​ცე​‐
ბი ძა​ლი​ან ბედ​ნიერე​ბი იყ​ვნენ. ყვე​ლა მათ​გა​ნი ცხოვ​რე​ბის ბო​ლოს აქ, ჰა​ვაიზე ჩა​მო​ვი​და. ოს​ტა​ტუ​რად ას​რუ​‐
ლებ​დნენ პას, ნა​ბი​ჯი მტკი​ცე და მსუ​ბუ​ქი ჰქონ​დათ. მა​მა​კა​ცებს მხრე​ბი გაეშა​ლათ, ნი​კა​პი მაღ​ლა აეწი​ათ, ქა​‐
ლე​ბი უზა​დო წრე​ებს ხა​ზავ​დნენ, მა​თი გრძე​ლი კა​ბე​ბის კალ​თე​ბი რბი​ლად და​ლივ​ლი​ვებ​დნენ. ვუ​ყუ​რებ​დით
და თვალს ვერ ვა​ცი​ლებ​დით. არ ვი​ცი რით, მაგ​რამ ეს მო​ცეკ​ვა​ვეები სულს მიმ​შვი​დებ​დნენ. ალ​ბათ იმით,
რომ მათ სა​ხე​ებ​ზე ყვე​ლა​ზე გაუყალ​ბე​ბელ სიამოვ​ნე​ბას ვკით​ხუ​ლობ​დი. მე​ლო​დია Moon Glow-​თი შე​იც​ვა​ლა,
წყვი​ლებ​მა ერ​თდროულად მიადეს ლო​ყე​ბი ერ​თმა​ნეთს და თა​ვე​ბი ას​წი​ეს.

– ისევ მე​ძი​ნე​ბა, – თქვა იუკიმ.

თუმ​ცა ახ​ლა ჩე​მი დახ​მა​რე​ბის გა​რე​შე მი​აღ​წია სახ​ლამ​დე. პროგ​რე​სი აშ​კა​რა იყო.

***

ჩემს ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი, სამ​ზა​რეულო​დან ბოთ​ლით ღვი​ნო და ჭი​ქა გა​მო​ვი​ტა​ნე, ტე​ლე​ვი​ზორ​თან დავ​ჯე​‐
ქი და ფილ​მის ყუ​რე​ბა და​ვიწ​ყე. „მაღ​ლა ჩა​მო​კი​დე“. კლინტ ის​ტვუ​დის მო​ნა​წი​ლეობით. ისევ კლინტ ის​ტვუ​‐
დი და ისევ ღი​მი​ლის გა​რე​შე... მე​სა​მე ჭი​ქის შემ​დეგ ძი​ლი მო​მე​რია. ტე​ლე​ვი​ზო​რი გა​მოვ​რთე და სააბა​ზა​ნო​‐
ში წავ​ლას​ლას​დი კბი​ლე​ბის გა​სა​ხე​ხად. აი, დღეც დას​რულ​და, გა​ვი​ფიქ​რე. რით იყო მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი? არც
არაფ​რით. ისე რა, წყალ​წყა​ლა. დი​ლით იუკის სერ​ფინ​გი ვას​წავ​ლე, სა​დი​ლის შემ​დეგ და​ფა ვუ​ყი​დე. ვი​ვახ​‐
შმეთ, „უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​ლი“ ვნა​ხეთ, ოტელ „ჰა​ლე​კუ​ლა​ნის“ ბარ​ში ბე​ბერ მო​ცეკ​ვა​ვე​ებს ვუ​ყუ​რეთ. იუკი შეთ​‐
ვრა და და​სა​ძი​ნებ​ლად წა​ვიყ​ვა​ნე. სულ ეს იყო. არც კარ​გი, არც ცუ​დი – ჩვეულებ​რი​ვი ჰა​ვაიური დღე. და, ასე
იყო თუ ისე, დამ​თავ​რდა.

მაგ​რამ ყვე​ლა​ფე​რი არც ისე მარ​ტი​ვი გა​მოდ​გა.

ტრუ​სი​სა და მაისუ​რის ამა​რა დავ​რჩი, ლო​გინ​ში შევ​ძვე​რი, სი​ნათ​ლე ჩა​ვაქ​რე, მაგ​რამ ხუ​თი წუ​თიც არ იყო
გა​სუ​ლი, რომ კარ​ზე და​რე​კეს. ვინ ოხე​რია, გა​ვი​ფიქ​რე. ღა​მის პირ​ვე​ლი საათია! სა​წო​ლის თავ​თან ტორ​შე​რი
ავან​თე, შარ​ვა​ლი ამო​ვიც​ვი და კარ​თან მი​ვე​დი. სა​ნამ მივ​დიოდი, კი​დევ ორ​ჯერ და​რე​კეს. ალ​ბათ იუკია, გა​‐
ვი​ფიქ​რე. ვის შე​იძ​ლე​ბო​და დავ​ჭირ​ვე​ბო​დი ასეთ დროს? და იმი​ტო​მაც გა​ვა​ღე კა​რი, რომ არც და​ვინ​ტე​რე​სე​‐
ბულ​ვარ, ვინ იყო იქ. მაგ​რამ ეს იუკი კი არა, სრუ​ლი​ად სხვა გო​გო იყო.

– გა​მარ​ჯო​ბა! – თქვა გო​გო​ნამ.

– გა​მარ​ჯო​ბა, – მე​ქა​ნი​კუ​რად ვუ​პა​სუ​ხე.

ჩან​და, წარ​მო​შო​ბით სამხრეთ-​აღმოსავლეთ აზიიდან იყო. ტაილან​დე​ლი ან ფი​ლი​პი​ნე​ლი. შე​იძ​ლე​ბა ვი​ეტ​ნა​‐


მე​ლიც. ვე​რას​დროს ვერ ვა​ხერ​ხებ​დი სა​ხის მი​ხედ​ვით რა​სის გა​მოც​ნო​ბას. მოკ​ლედ, იქი​დან. ძა​ლი​ან ლა​მა​‐
ზი. მი​ნიატიურუ​ლი სხეული, ხორ​ბლის​ფე​რი კა​ნი, დი​დი თვა​ლე​ბი. რა​ღაც პრიალა ქსო​ვი​ლის ვარ​დის​ფე​რი
კა​ბა. ჩან​თაც, სან​დლე​ბიც ვარ​დის​ფე​რი. მარ​ცხე​ნა მა​ჯა​ზე კი სა​მა​ჯუ​რის ნაც​ვლად გა​ბან​ტუ​ლი ვარ​დის​ფე​რი
ლენ​ტი იწო​ნებ​და თავს. და​ბა​დე​ბის დღის სა​ჩუ​ქა​რი​ვით. ნე​ტავ რის​თვის დას​ჭირ​და ბან​ტიანი ლენ​ტის გა​კე​‐
თე​ბა ხელ​ზე? – დავ​ფიქ​რდი. თუმ​ცა ვე​რა​ფე​რი მო​ვი​ფიქ​რე. კა​რის ჩარ​ჩო​ზე მიყ​რდნო​ბი​ლი მი​ყუ​რებ​და და თა​‐
ვა​ზიანად მი​ღი​მო​და.

– ჯუ​ნი მქვია, – თქვა ინ​გლი​სუ​რად შე​სამ​ჩნე​ვი აქ​ცენ​ტით.

– გა​მარ​ჯო​ბა, ჯუნ, – ვუთ​ხა​რი.

– შე​იძ​ლე​ბა შე​მო​ვი​დე? – მკით​ხა და თი​თით ზურგს უკან მიჩ​ვე​ნა.

– ერ​თი წუ​თით! – ვუ​პა​სუ​ხე, ცო​ტა არ იყოს, გა​ოგ​ნე​ბულ​მა, – მგო​ნი კა​რი შე​გე​შა​ლათ. ვის​თან ხართ?

– ე-​ე... ახ​ლა​ვე, მა​ცა​დეთ, – თქვა, ჩან​თა მო​ქე​ქა. იქი​დან ფურ​ცე​ლი ამოიღო, თვა​ლე​ბით გა​ირ​ბი​ნა, – მის​ტერ...

და ჩე​მი გვა​რი თქვა.

– მე ვარ, – ვუთ​ხა​რი.

– აი, ხომ ხე​დავთ... ესე იგი არ შემ​შლი​ა.

– მოიცა, მოიცა, – არ დავ​ნებ​დი, – გვა​რი ემ​თხვე​ვა, არ გე​კა​მა​თე​ბით. მაგ​რამ რა საქ​მე გაქვთ ჩემ​თან, ვერ წარ​‐
მო​მიდ​გე​ნია. სა​ერ​თოდ, ვინ ხართ?

– იქ​ნებ ჯერ შევ​სუ​ლი​ყა​ვით? თუ გა​რეთ დიდ​ხანს ვი​ლა​პა​რა​კებთ, რას იფიქ​რე​ბენ თქვენ​ზე მე​ზობ​ლე​ბი? ნუ
ღე​ლავთ, ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბა. გა​სა​ძარ​ცვა​ვად არ მოვ​სულ​ვარ...

ისე, მარ​თა​ლია, გა​ვი​ფიქ​რე. სა​ნამ აქ ვიდ​გე​ბით და ვი​კა​მა​თებთ, ერ​თიც ვნა​ხოთ და, იუკიმ გა​იღ​ვი​ძოს. გა​‐
მოძ​ვრე​ბა თა​ვი​სი ნომ​რი​დან და აუხ​სე​ნი მე​რე. და დაუპა​ტი​ჟე​ბე​ლი სტუ​მა​რი ოთახ​ში შე​ვუშ​ვი. რაც იქ​ნე​ბა,
იქ​ნე​ბა, კარ​გია, თუ ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბა...

ჯუ​ნი მა​შინ​ვე დივ​ნის​კენ გაეშუ​რა, უნე​ბარ​თვოდ დაჯ​და და ფე​ხე​ბი მოიკე​ცა.

– და​ლევთ რა​მეს? – ვკით​ხე.

– რა​საც თქვენ, მეც იმას, – მი​პა​სუ​ხა. სამ​ზა​რეულო​ში ორი „ჯინ-​ტონიკი“ მო​ვამ​ზა​დე, ოთახ​ში შე​ვი​ტა​ნე და
დი​ვან​ზე, მის გვერ​დით ჩა​მოვ​ჯე​ქი. სიამოვ​ნე​ბით მოს​ვა, თურ​ქუ​ლად მო​ირ​თხა და თა​მა​მად გა​შა​ლა ფე​ხე​ბი.
ძა​ლი​ან ლა​მა​ზი ფე​ხე​ბი აქვს, გა​ვი​ფიქ​რე.

– ყუ​რი და​მიგ​დეთ, ჯუნ, რა​ტომ მოხ​ვე​დით ჩემ​თან? – ვკით​ხე.


– მით​ხრეს, მოვ​სუ​ლი​ყა​ვი და მეც მო​ვე​დი, – ისე თქვა, თით​ქოს აქ არა​ფე​რიაო.

– ვინ გით​ხრათ?

მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– ჯენ​ტლმენ​მა, რო​მელ​საც მად​ლო​ბის გა​დახ​და უნ​და თქვენ​თვის, ვი​ნაობის დაუსა​ხე​ლებ​ლად. გა​და​მი​ხა​და.


წარ​მო​იდ​გი​ნეთ, იაპო​ნიიდან. რომ თქვენ​თან მოვ​სუ​ლი​ყა​ვი. ხომ ხვდე​ბით, რა​ტო​მაც.

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა, მივ​ხვდი. აი ის, მი​სი ყბა​და​ღე​ბუ​ლი „სა​ჩუ​ქა​რი“. აი, რას ნიშ​ნავს ბაფ​თიანი ლენ​ტი მა​ჯა​‐
ზე... რო​გორც ჩანს, იმე​დოვ​ნებ​და, ქალს მი​ყიდ​და და ქა​ლიშ​ვილ​ზე აღარ ინერ​ვიულებ​და. პრაქ​ტი​კუ​ლი ადა​‐
მიანია. უფ​რო სწო​რად – რეალურ-​პრაქტიკული. არ გავ​ბრა​ზე​ბულ​ვარ – პი​რი​ქით, ნამ​დვი​ლად სა​ინ​ტე​რე​სო
რა​მეები ხდე​ბო​და. უც​ნაური სამ​ყა​რო მერ​ტყა გარს: ყვე​ლა იმით იყო და​კა​ვე​ბუ​ლი, რომ ქა​ლებს ყი​დუ​ლობ​‐
დნენ ჩემ​თვის.

– დი​ლამ​დე გა​დახ​დი​ლია. მშვე​ნივ​რად შე​იძ​ლე​ბა გარ​თო​ბა! ძა​ლი​ან კარ​გი სხეული მაქვს.

ჯუნ​მა ფე​ხე​ბი გა​შა​ლა, ვარ​დის​ფე​რი სან​დლე​ბი გა​იძ​რო და მაც​დუ​ნე​ბელ პო​ზა​ში გაწ​ვა იატაკ​ზე.

– იცი... მა​პა​ტიე, მაგ​რამ არ შე​მიძ​ლია, – ვუთ​ხა​რი.

– რა​ტომ? გეი ხარ?

– არა... ეგ არა​ფერ შუაშია. უბ​რა​ლოდ, მე და ის ჯენ​ტლმე​ნი, რო​მელ​მაც გა​დაიხა​და, სხვა​დას​ხვაგ​ვა​რად ვაზ​‐


როვ​ნებთ. ამი​ტომ არ შე​მიძ​ლია შენ​თან და​წო​ლა. გა​მი​გე, აქ სხვა სიუჟე​ტი​ა...

– მაგ​რამ უკ​ვე გა​დახ​დი​ლია. ფულს უკან ვერ და​ვაბ​რუ​ნებ. თან ვი​წე​ქით თუ არა – ის, ვინც გა​დაიხა​და, სუ​‐
ლერ​თია, ამას ვერ გაიგებს. სა​ერ​თა​შო​რი​სო ტე​ლე​ფო​ნით ხომ არ მო​ვახ​სე​ნებ; „ეი, სერ! თქვე​ნი შეკ​ვე​თა შეს​‐
რუ​ლე​ბუ​ლია. ზუს​ტად სამ​ჯერ ვიტ​ყნაურეთ...“ ასე რომ, მიხ​მარ თუ არ მიხ​მარ, მა​ინც არა​ფე​რი შეც​ვლე​ბა. და
„სიუჟე​ტი“ აქ სუ​ლაც არა​ფერ შუაში არ არის.

ამო​ვი​ოხ​რე. და „ჯინ-​ტონიკი“ მოვ​სვი.

– მო​დი, რას იპ​რან​ჭე​ბი! – უბ​რა​ლოდ თქვა ჯუნ​მა, – მო​გე​წო​ნე​ბა. აი, ნა​ხავ.

არ ვი​ცო​დი, რა მექ​ნა. რა​ღა​ცის აწონ-​დაწონა, სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვის რა​ღა​ცის დამ​ტკი​ცე​ბა სულ უფ​რო რთუ​‐
ლი ხდე​ბო​და. ესეც ასე – დღე მთავ​რდე​ბა, და​სა​ძი​ნებ​ლად წვე​ბი, სი​ნათ​ლეს აქ​რობ, და​ძი​ნე​ბას აპი​რებ. ამ
დროს ოთახ​ში უც​ნო​ბი ქა​ლი შე​მო​გი​ვარ​დე​ბა და გე​უბ​ნე​ბა: „მო​დი!“ მთე​ლი სამ​ყა​რო ჭკუიდან შეიშა​ლა.

– კი​დევ ხომ არ დაგ​ვე​ლია ჯი​ნი? – შე​მომ​თა​ვა​ზა. თა​ვი და​ვუქ​ნიე. სამ​ზა​რეულო​ში გას​რი​ალ​და და წუ​თის შემ​‐
დეგ იქი​დან „ჯინ-​ტონიკი“ მოიტა​ნა. რა​დიო ჩარ​თო. ისე ეჭი​რა თა​ვი, თით​ქოს შინ იყო. ჰარდ-​როკი აჟ​ღერ​და.

– საიკო! (უ​მაღ​ლე​სი კლა​სი (ი​აპ.)) – თქვა იაპო​ნუ​რად. მე​რე გვერ​დით მო​მიჯ​და, მო​მეყ​რდნო და „ჯინ-​‐
ტონიკი“ მოს​ვა, – მე ჩე​მი საქ​მე კარ​გად ვი​ცი. ამ ყვე​ლა​ფერ​ზე შენ​ზე მე​ტი გა​მე​გე​ბა. არა​ვი​თა​რი სიუჟე​ტი აქ
არ არის. მთა​ვა​რია, მო​მენ​დო, მე თვი​თონ ვი​ზამ ყვე​ლა​ფერს. და ის იაპო​ნე​ლი ჯენ​ტლმე​ნიც აქ სრუ​ლი​ად,
სრუ​ლი​ად არა​ფერ შუაშია. ასეთ რა​მე​ებს ის ვერ გა​ნა​გებს. აქ უკ​ვე ჩვენ ორ​ნი ვწყვეტთ ყვე​ლა​ფერს, შენ და
მე...

და ნა​ზად გა​მის​ვა თი​თე​ბი მკერ​დზე. მივ​ხვდი, რომ სა​ბო​ლო​ოდ ვიხ​ლარ​თე​ბო​დი. ისიც კი მო​მეჩ​ვე​ნა, რომ თუ
ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას ესიამოვ​ნე​ბა, რომ მი​სი ფუ​ლით მე​ძავ​თან ვიტ​ყნაურე, რა​ტო​მაც არა? იმის ნაც​ვლად,
რომ უპა​სუ​ხო შე​კით​ხვე​ბით და​ვი​ტან​ჯო თა​ვი, გა​ცი​ლე​ბით ად​ვი​ლია უცებ მოვ​რჩე ყვე​ლა​ფერს. ეს ხომ მხო​‐
ლოდ სექ​სია და მე​ტი არა​ფე​რი. ერექ​ცია – აქ​ტი – ეაკუ​ლა​ცია. და ამით ყვე​ლა​ფე​რი მთავ​რდე​ბა.

– კარ​გი, მო​დი, – ვუთ​ხა​რი.

– აი, ჭკვიანი ბი​ჭი, – თა​ვი და​აქ​ნია ჯუნ​მა, „ჯინ-​ტონიკი“ გა​მო​ცა​ლა და ჭი​ქა მა​გი​დის კი​დე​ზე დად​გა.

– ოღონდ გა​ით​ვა​ლის​წი​ნე, დღეს მაგ​რად და​ვი​ღა​ლე, – გა​ვაფ​რთხი​ლე, – პროგ​რა​მით გათ​ვა​ლის​წი​ნე​ბუ​ლის


გარ​და, ვე​რა​ფერს დაგ​პირ​დე​ბი.

– ხომ გით​ხა​რი, მომენდე-​მეთქი. მე თვი​თონ ვი​ზამ ყვე​ლა​ფერს, თა​ვი​დან ბო​ლომ​დე. შენ გირ​ჩევ​ნია იწ​ვე და
არ გა​ინ​ძრე. ოღონდ მა​ნამ​დე ორ რა​მეს გთხოვ.

– რას?

– სი​ნათ​ლის ჩაქ​რო​ბას და ამ ბაფ​თის გახ​სნას.

სი​ნათ​ლე ჩა​ვაქ​რე, ბაფ​თა შე​ვუხ​სე​ნი. და სა​ძი​ნე​ბელ​ში წავ​ლას​ლას​დი. ჩა​მო​წო​ლილ სიბ​ნე​ლე​ში ფან​ჯრი​დან


რა​დიოან​ძის ან​ტე​ნა გა​მოჩ​ნდა. სულ ზე​ვით წი​თე​ლი ნა​თუ​რე​ბი ციმ​ცი​მებ​და. ლო​გინ​ში ჩავ​წე​ქი, გვერ​დზე გა​‐
დავ​ბრუნ​დი და ნა​თუ​რე​ბის თვა​ლიერე​ბა და​ვიწ​ყე. არა​ფერ​ზე არ ვფიქ​რობ​დი. რა​დიო ისევ ჰარდ-​როკს უკ​‐
რავ​და. „ეს არა​რეალუ​რი​ა“, გა​მი​ელ​ვა თავ​ში. არა​და, ყვე​ლა​ფე​რი ისე​თი რეალუ​რი იყო, რომ მე​ტი არ შე​იძ​‐
ლე​ბო​და. ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან რეალუ​რი იყო – თუმ​ცა უც​ნაური შე​ფე​რი​ლო​ბით. ჯუნ​მა მო​ხერ​ხე​ბუ​ლად გა​იძ​‐
რო კა​ბა, მეც გამ​ხა​და. არც ისე გა​მა​ოგ​ნებ​ლად, რო​გორც მე​იმ, მაგ​რამ თა​ვი​სი სა​მუ​შაო შე​სა​შუ​რი ხე​ლოვ​ნე​‐
ბით შე​ას​რუ​ლა და ეს ხე​ლოვ​ნე​ბა თა​ვი​სე​ბუ​რად ეამა​ყე​ბო​და კი​დეც. თი​თე​ბით, ენით და, ეშ​მაკ​მა უწ​ყის, კი​‐
დევ რით, კარ​გა მაგ​რად აღ​მაგ​ზნო – და Foreigner-​ის მძი​მე რიტ​მის ფონ​ზე ორ​გაზ​მამ​დე მი​მიყ​ვა​ნა. წინ მთე​ლი
ღა​მე იყო. ზღვის თავ​ზე მთვა​რე ენ​თო.

– აბა, რას იტ​ყვი, კარ​გი​ა?

– კარ​გია, – ვთქვი. მარ​თლა კარ​გად ვი​ყა​ვი.

და კი​დევ თი​თო „ჯინ-​ტონიკი“ დავ​ლი​ეთ.

– მო​მის​მი​ნე, ჯუნ... – ვუთ​ხა​რი. რა​ღაც გა​მახ​სენ​და, – წი​ნა თვე​ში შემ​თხვე​ვით მეი ხომ არ გერ​ქვა?

მხიარუ​ლად გაიცი​ნა.

– რა ხუ​მა​რა ყო​ფილ​ხარ! მიყ​ვარს, რო​ცა ხუმ​რო​ბენ. ესე იგი შე​ნი აზ​რით, შემ​დეგ თვე​ში ჯუ​ლი ვიქ​ნე​ბი, აგ​ვის​‐
ტო​ში კი – ოგი?

მინ​დო​და მეთ​ქვა, რომ არ ვხუმ​რობ​დი. რომ წი​ნა თვე​ში ნამ​დვი​ლად ვი​წე​ქი გო​გოს​თან, რო​მელ​საც მეი ერ​‐
ქვა. მაგ​რამ ამის მო​ყო​ლას აზ​რი არ ჰქონ​და. და გავ​ჩუმ​დი. სა​ნამ ჩუ​მად ვი​ყა​ვი, ისევ აღ​მაგ​ზნო თა​ვი​სი ფო​‐
კუ​სე​ბით. ზე​დი​ზედ მეორედ. არა​ფერს არ ვა​კე​თებ​დი, კუნ​ძი​ვით ვეგ​დე. თვი​თონ აკე​თებ​და ყვე​ლა​ფერს, რო​‐
გორც თა​ნა​მედ​რო​ვე ავ​ტო​სერ​ვი​სის ბენ​ზინ​გა​სა​მართ სად​გურ​ზე. მხო​ლოდ გა​ჩერ​დი და გა​სა​ღე​ბი მიეცი –
სრუ​ლად და​გაკ​მა​ყო​ფი​ლე​ბენ: ბენ​ზინ​საც ჩა​გის​ხა​მენ, მან​ქა​ნა​საც გა​გი​რეც​ხა​ვენ, სა​ბუ​რა​ვებ​ში წნე​ვა​საც შე​‐
გი​მოწ​მე​ბენ, ზეთ​საც გა​მო​გიც​ვლი​ან, ფან​ჯრებ​საც გა​გიწ​მენ​დენ, სა​ფერ​ფლე​საც. და ეს ყვე​ლა​ფე​რი სექ​სი​ა?

ასე იყო თუ ისე, ორი საათის​თვის მოვ​რჩით და ჩავ​თვლი​მეთ. ექ​ვსი ხდე​ბო​და, რომ გა​მეღ​ვი​ძა. რა​დიო ისევ
უკ​რავ​და. ფან​ჯრის იქით უკ​ვე თენ​დე​ბო​და და სერ​ფე​რე​ბი, ად​რიანი ჩი​ტუ​ნე​ბი, უკ​ვე ამ​წკრი​ვებ​დნენ თა​ვი​ანთ
სატ​ვირ​თო​ებს პლა​ჟის გას​წვრივ. ჩემ გვერ​დით მო​კუნ​ტუ​ლი იწ​ვა და მშვი​დად ქსუ​ტუ​ნებ​და შიშ​ვე​ლი ჯუ​ნი.
იატაკ​ზე ეყა​რა ვარ​დის​ფე​რი კა​ბა, ვარ​დის​ფე​რი სან​დლე​ბი და ვარ​დის​ფე​რი ბაფ​თა. რა​დიო გა​მოვ​რთე, ჯუნს
მხარ​ზე მოვ​კი​დე ხე​ლი და შე​ვან​ჯღრი​ე.

– ეი... გა​იღ​ვი​ძე, – ვუთ​ხა​რი, – მა​ლე სტუმ​რე​ბი მე​ყო​ლე​ბა. სულ პა​ტა​რა გო​გო​ნა, ბავ​შვი. სა​უზ​მის​თვის მო​ვა.
მა​პა​ტიე, მაგ​რამ არ მინ​და, რომ აქ დახ​ვდე.

– ოქეი, ოქე​ი... – მი​პა​სუ​ხა და ლო​გინ​ზე წა​მოჯ​და. მე​რე ად​გა, იატა​კი​დან ჩან​თა აიღო და აი, ასე შიშ​ვე​ლი წა​‐
ვი​და სააბა​ზა​ნო​ში. კბი​ლე​ბი გაიხე​ხა, თმა დაივარ​ცხნა. და მხო​ლოდ ამის შემ​დეგ ჩა​იც​ვა ტან​საც​მე​ლი და
ფეხ​საც​მე​ლი.

– მო​გე​წო​ნა ჩემ​თან? – მკით​ხა, თან პო​მა​დას ის​ვამ​და.

– ჰო, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

გაიღი​მა, პო​მა​და შეინა​ხა და ჩან​თა ტკა​ცა​ნით და​კე​ტა.

– აბა, კი​დევ რო​დის?

– კი​დევ? – ვერ გა​ვი​გე.

– გა​დახ​დი​ლია სა​მი ვი​ზი​ტის. კი​დევ ორი დარ​ჩა. რო​დის გირ​ჩევ​ნია? იქ​ნებ სხვა​ნა​ირ გუ​ნე​ბა​ზე დად​გე და
სხვა მო​გინ​დეს? ესეც შე​იძ​ლე​ბა. მე არ მეწ​ყი​ნე​ბა. ბი​ჭებს ხომ სხვა​დას​ხვა გო​გო​ებ​თან უყ​ვართ წო​ლა. ასე არ
არის?

– არა, რას ამ​ბობ... შენც მშვე​ნივ​რად მყოფ​ნი, – ვუთ​ხა​რი. სხვე​ბი​ღა მაკ​ლდა! სა​მი ვი​ზი​ტი! ღმერ​თმა​ნი, ამ ჰი​‐
რა​კუ მა​კი​მუ​რამ გა​დაწ​ყვი​ტა, ბო​ლო წვე​თამ​დე გა​მომ​წუ​როს.

– გმად​ლობ. არ გა​გაწ​ბი​ლებ. შემ​დეგ ჯერ​ზე უკე​თე​სად ვი​ზამ. არ ინა​ნებ! You can rely on me. ზეგ რომ იყოს? ზეგ
სა​ღა​მოს თა​ვი​სუ​ფა​ლი ვარ. რო​გორც სა​ჭი​როა, ისე გა​გარ​თობ.

– კარ​გი, იყოს ზეგ, – ვუთ​ხა​რი. და ათ​დო​ლა​რიანი გა​ვუ​წო​დე – ეს ტაქსისთვის-​მეთქი.

– გმად​ლობ... შეხ​ვედ​რამ​დე. ნახ​ვამ​დის, – და​მემ​შვი​დო​ბა, კა​რი გააღო და წა​ვი​და.


***

სა​ნამ იუკი მო​ვი​დო​და, ჭი​ქე​ბი და სა​ფერ​ფლე გავ​რეც​ხე, ოთა​ხი და​ვა​ლა​გე, ზე​წა​რი გა​მოვ​ცვა​ლე და ვარ​დის​‐
ფე​რი ლენ​ტი თა​ვის ბაფ​თიანად ნა​გავ​ში გა​და​ვაგ​დე. ყვე​ლა​ნაირი კვა​ლი წავ​შა​ლე. თუმ​ცა შე​მო​სუ​ლიც არ
იყო იუკი, რომ მოიღუ​შა. ოთახ​ში რა​ღაც აშ​კა​რად არ მოეწო​ნა. გრძნობ​და ამ რა​ღა​ცას. და​ეჭ​ვდა. ისე​თი სა​ხე
მი​ვი​ღე, თით​ქოს ვე​რა​ფერს ვამ​ჩნევ​დი, თან რა​ღაც მე​ლო​დი​ის სტვე​ნა და მა​გი​დის გაწ​ყო​ბა და​ვიწ​ყე. მო​ვა​‐
დუ​ღე ყა​ვა, გავ​ხუ​ხე პუ​რი, გავ​რეც​ხე ხი​ლი. მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში იუკი ეჭ​ვით ათ​ვა​ლიერებ​და ირ​‐
გვლივ ყვე​ლა​ფერს. გაუხუ​ხავ პურს ჭამ​და და ცივ რძეს აყო​ლებ​და. და​ლა​პა​რა​კე​ბა ვცა​დე, მაგ​რამ კრინ​ტი
ვერ და​ვაძ​ვრე​ვი​ნე. ცუ​დად არის საქ​მე, გა​ვი​ფიქ​რე. მო​ქუფ​რულ​მა სე​რიოზუ​ლო​ბამ გა​ავ​სო ოთა​ხი.

სა​უზ​მემ და​ძა​ბუ​ლად ჩაიარა. ბო​ლოს იუკიმ იდაყ​ვე​ბი მა​გი​და​ზე და​აწ​ყო და პირ​და​პირ თვა​ლებ​ში შე​მომ​ხე​და.
უკი​დუ​რე​სი და​ჟი​ნე​ბით.

– წუ​ხელ აქ ქა​ლი იყო. ასეა? – მკით​ხა.

– რო​გორ მიხ​ვდი? – ისე ვუთ​ხა​რი, ვი​თომც არა​ფე​რი.

– სად იშო​ვე? პლაჟ​ზე შეაბი და და​პა​ტი​ჟე, არა?

– აბა, აბა! ვინ გგო​ნი​ვარ? თვი​თონ მო​ვი​და.

– ნუ იტ​ყუები! ასე არ ხდე​ბა.

– არ ვიტ​ყუები. მე არას​დროს არ გატ​ყუ​ებ. სე​რიოზუ​ლად, თვი​თონ მო​ვი​და, ად​გა და მო​ვი​და, – ვთქვი. და მე​‐
რე მო​ვუ​ყე​ვი, რო​გორც იყო სი​ნამ​დვი​ლე​ში. რომ ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ მი​ყი​და ქა​ლი. რომ მოულოდ​ნე​ლად გა​‐
მო​მეც​ხა​და. რო​გორც ჩანს, ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ იფიქ​რა, რომ თუ ამ​გვა​რად და​არ​წყუ​ლებ​და ჩემს სექ​სუალურ
ინ​სტინქტს, მი​სი ქა​ლიშ​ვი​ლი ხე​ლუხ​ლე​ბე​ლი დარ​ჩე​ბო​და.

– მორ​ჩა. მე​ტი აღარ შე​მიძ​ლია, – იუკიმ ამოიოხ​რა და თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა, – რა​ტომ, რა​ტომ ფიქ​რობს მუ​დამ
რა​ღაც სა​ზიზ​ღრო​ბებს? რა​ტომ არ შე​უძ​ლია კარ​გი იფიქ​როს ადა​მი​ან​ზე? ვე​რა​ფერს დიდს და მნიშ​ვნე​ლო​‐
ვანს ვე​რას​დროს გაიგებს, სა​მა​გიეროდ, ყვე​ლა​ნაირი ნაგ​ვით აქვს გა​მო​ტე​ნი​ლი თა​ვი! ჰო, დე​და​ჩე​მი ოქ​როს
ნე​კი არ არის, მაგ​რამ მა​მა​საც თა​ვი​სე​ბუ​რად ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე ვერ აქვს თავ​ში. სად​ღაც სხვა​გა​ნაა. ყო​ველ​‐
თვის ისე იქ​ცე​ვა, არ გა​ერ​კვე​ვა და ყვე​ლა​ფერს აფუ​ჭებს...

– ჰო. არ გა​ერ​კვე​ვა – ეს კი​დევ რბი​ლად არის ნათ​ქვა​მი, – და​ვა​მა​ტე.

– და შენ? შენ რა​ტომ შე​მო​უშ​ვი? შენ თვი​თონ შე​მო​იყ​ვა​ნე ოთახ​ში, ასე არ იყო?

– შე​მო​ვიყ​ვა​ნე. ხომ უნ​და გა​მერ​კვია, რა ხდე​ბო​და.

– და გინ​და თქვა, რომ არა​ნა​ირ... სი​სუ​ლე​ლებს არ აკე​თებ​დით?


– ყვე​ლა​ფე​რი არც ისე მარ​ტი​ვი გა​მოდ​გა.

– ჰო, ალ​ბათ! – წა​მო​იყ​ვი​რა და გა​ჩუმ​და, რო​ცა შე​სა​ფე​რი​სი გა​მოთ​ქმა ვე​ღარ იპო​ვა. ლო​ყე​ბი ოდ​ნავ გაუვარ​‐
დის​ფრდა.

– და, მიუხე​და​ვად ამი​სა, ძნე​ლი ასახ​სნე​ლი​ა... მოკ​ლედ, რო​გორც სა​ჭი​როა, ისე ვერ ვუთ​ხა​რი უარი.

იუკიმ ისევ და​ხუ​ჭა თვა​ლე​ბი და ხე​ლის​გუ​ლებ​ზე ჩა​მო​დო ლო​ყე​ბი.

– წარ​მო​უდ​გე​ნე​ლია, – ჩურ​ჩუ​ლით თქვა, – უბ​რა​ლოდ, არ მჯე​რა. შენ – და უცებ ასეთ რა​ღა​ცებს აკე​თებ!..

– მე, ცხა​დია, ჯერ უარის თქმა მინ​დო​და, – ვუთ​ხა​რი გუ​ლახ​დი​ლად, – და სა​ნამ უარს ვე​უბ​ნე​ბო​დი, უცებ სუ​‐
ლერ​თი გახ​და ყვე​ლა​ფე​რი. გა​და​მიარა ამ ყვე​ლა „ჰოს“ და „ა​რას“ აწო​ნის სურ​ვილ​მა. არ ვა​პი​რებ შენ წი​ნა​შე
თა​ვი ვი​მარ​თლო, მაგ​რამ... შე​ნი მშობ​ლე​ბი ნამ​დვი​ლად ძლიერი ადა​მიანე​ბი არი​ან. დე​და – თა​ვი​სე​ბუ​რად, მა​‐
მა – თა​ვი​სე​ბუ​რად. და ორი​ვე ძლი​ერ ზე​გავ​ლე​ნას ახ​დენს გარ​შე​მომ​ყო​ფებ​ზე. ეს შე​იძ​ლე​ბა აღიარო ან იკა​მა​‐
თო ამა​ზე, მაგ​რამ, მიუხე​და​ვად ამი​სა, მათ აქვთ რა​ღაც სტი​ლი. პა​ტი​ვის​ცე​მით არ ვცემ პა​ტივს მა​მა​შენს,
მაგ​რამ არც იგ​ნო​რი​რე​ბა შე​მიძ​ლია. ჰო​და, მეც ვი​ფიქ​რე, ჯან​და​ბას, თუ ამით ვასიამოვნებ-​მეთქი. მით უფ​რო,
რომ გო​გო​ნას არა​ფე​რი დაეწუ​ნე​ბო​და...

– რა სა​ზიზ​ღრო​ბაა! – თქვა იუკიმ ცი​ვად, – მა​მამ ქა​ლი გი​ყი​და. შენ რა, ვერ ხვდე​ბი? ასე ხომ არ შე​იძ​ლე​ბა! ეს
სწო​რი არ არის, სირ​ცხვი​ლია! თუ მარ​თა​ლი არ ვარ?

ეშ​მაკ​მა წაიღოს ჩე​მი თა​ვი, მარ​თა​ლი იყო.

– ჰო, მარ​თა​ლი ხარ, – ვუთ​ხა​რი.

– სირ​ცხვი​ლია, სა​ში​ნე​ლი სირ​ცხვი​ლი... – გაიმეორა იუკიმ.

– ნუ იტ​ყვი, – ვა​ღიარე.

სა​უზ​მის მე​რე და​ფე​ბი ავი​ღეთ და პლაჟ​ზე გა​ვე​დით. ოტელ „შე​რა​ტო​ნის“ წინ ისევ ღრმად შევ​ცუ​რეთ ზღვა​ში
და სა​დი​ლო​ბამ​დე ვხედ​ნი​დით ტალ​ღებს. ოღონდ იუკი არა​ფერს აღარ ამ​ბობ​და. არც თვი​თონ იღებ​და ხმას
და არც შე​კით​ხვებ​ზე მპა​სუ​ხობ​და. რო​ცა სა​ჭი​რო იყო, ან კვერს მიკ​რავ​და, ან თავს მიქ​ნევ​და. უკან გავ​ცუ​‐
როთ, ვი​სა​დი​ლოთ, ვუთ​ხა​რი ბო​ლოს. თა​ვი და​მიქ​ნია. იქ​ნებ სახ​ლში მოგ​ვემ​ზა​დე​ბი​ნა რა​მე? – ვკით​ხე. თა​ვი
გა​აქ​ნია. მო​დი, რა​მე ვი​ყი​დოთ და პირ​და​პირ ქუ​ჩა​ში შევ​ჭა​მოთ, – შევ​თა​ვა​ზე. ისევ და​მიქ​ნია თა​ვი. თი​თო
ჰოთ​დო​გი ვი​ყი​დეთ და ფორტ დე​რა​სის მდე​ლო​ზე დავ​სხე​დით. მე ლუდს ვსვამ​დი, ის – კოკა-​კოლას. ისევ არ
იღებ​და ხმას. მთლიანო​ბა​ში უკ​ვე ზე​დი​ზედ სა​მი საათი დუმ​და.

– ამის შემ​დეგ უარს ვეტ​ყვი, – შევ​პირ​დი.

მზის სათ​ვა​ლე მო​იხ​სნა და ისე შე​მომ​ხე​და, რო​გორც მოღ​რუბ​ლულ ცას, იქ​ნებ სად​მე ნაპ​რა​ლებ​ში სი​ნათ​ლე
და​ვი​ნა​ხოო. ნა​ხე​ვა​რი წუ​თი გა​უნ​ძრევ​ლად მი​ყუ​რებ​და. მე​რე გა​რუ​ჯუ​ლი ხე​ლი ას​წია და ძა​ლი​ან ელე​გან​ტუ​‐
რი ჟეს​ტით შუბ​ლი​დან თმა გა​დაიწია.

– ამის შემ​დეგ? – გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა და​მიბ​რუ​ნა შე​კით​ხვა, – რას ნიშ​ნავს ეს „ა​მის შემ​დეგ“?


ავუხ​სე​ნი, რომ ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ ამ ქალს სა​მი ვი​ზი​ტი​სა გა​დაუხა​და და რომ მეორე ვი​ზი​ტი ზე​გის​თვის
არის და​ნიშ​ნუ​ლი. იუკიმ მუშ​ტე​ბი დას​ცხო მი​წას.

– უბ​რა​ლოდ, წარ​მო​უდ​გე​ნე​ლია! რა სი​სუ​ლე​ლე​ა...

– მე, რა თქმა უნ​და, არა​ვის არ ვი​ცავ, მაგ​რამ... მა​მა​შე​ნი თა​ვი​სე​ბუ​რად ღე​ლავს შენ გა​მო, – ვუთ​ხა​რი, – რო​‐
გორ გით​ხრა... შენ ქა​ლი ხარ, მე მა​მა​კა​ცი. გეს​მის, რი​სი თქმა მინ​და?

– სა​ში​ნე​ლი სი​სუ​ლე​ლე​ა!.. – გაიმეორა იუკიმ. ცრემ​ლი გაერია ხმა​ში. მე​რე ად​გა, თა​ვის ოთახ​ში წა​ვი​და და სა​‐
ღა​მომ​დე აღარ გა​მო​ჩე​ნი​ლა.

სა​დი​ლის შემ​დეგ ცო​ტა წავ​თვლი​მე და ცო​ტაც ვე​რან​და​ზე გა​ვი​რუ​ჯე. თან სუ​პერ​მარ​კეტ​ში ნა​ყიდ „ფლეიბო​‐
ის“ ვფურ​ცლავ​დი. ხუ​თი საათის​თვის ცა მოიღუ​შა, სქე​ლი ღრუბ​ლე​ბით დაიფა​რა. ხუ​თის მე​რე კი ტრო​პი​კულ​‐
მა წვი​მამ დას​ცხო. ისე​თი თავ​სხმა იყო, რომ იფიქ​რებ​დი, ეს სი​გი​ჟე კი​დევ ორიოდე სა​ათს რომ გაგ​რძელ​დეს,
კუნ​ძულს ჩა​რეც​ხავს და სად​ღაც სამ​ხრეთ პო​ლუ​სის​კენ წაიღებ​სო. ცხოვ​რე​ბა​ში პირ​ვე​ლად ვხე​დავ​დი ასეთ
გი​ჟურ თქეშს. სულ რა​ღაც ხუ​თიოდე მეტრს იქით აღა​რა​ფე​რი ჩან​და. პალ​მე​ბი პლაჟ​ზე შეშ​ლი​ლე​ბი​ვით ქა​ნა​‐
ობ​დნენ და სვე​ლი ქათ​მე​ბი​ვით აფარ​თქუ​ნებ​დნენ ფარ​თო ფოთ​ლებს. მო​ას​ფალ​ტე​ბუ​ლი გზა უცებ მდი​ნა​რედ
იქ​ცა. რამ​დე​ნი​მე სერ​ფერ​მა ჩემს ფან​ჯრებს ქვე​მოთ გა​ირ​ბი​ნა, ქოლ​გის მა​გივ​რად და​ფე​ბით იფა​რავ​დნენ
თავს. და აი, ჭექა-​ქუხილიც და​იწ​ყო. სად​ღაც „ალოჰა-​თაუერს“ იქით, ზღვის თავ​ზე იელ​ვა, ჰაერი ქუ​ხილ​მა
შეაზან​ზა​რა, თით​ქოს რე​აქ​ტი​ულ​მა თვით​მფრი​ნავ​მა გა​და​ლა​ხა ბგე​რის სიჩ​ქა​რის ბა​რიერი. ფან​ჯა​რა მივ​ხუ​‐
რე და ყა​ვის მო​სა​დუ​ღებ​ლად სამ​ზა​რეულო​ში გა​ვე​დი. თან ვფიქ​რობ​დი, რა მო​მემ​ზა​დე​ბი​ნა ვახ​შმად.

მეორე​დაც რომ იქუ​ხა, სამ​ზა​რეულო​ში იუკი შე​მო​ვი​და. ჩუ​მად გაიარა, კუთ​ხე​ში კე​დელს მი​ეყ​რდნო და შე​მო​‐
მაც​ქერ​და. გა​ღი​მე​ბა ვცა​დე, მაგ​რამ თვა​ლე​ბით მბურ​ღავ​და. სა​ხე​ზე არა​ფე​რი არ ეწე​რა. ყა​ვა და​ვის​ხი, ფინ​‐
ჯნიანად ოთახ​ში გა​ვე​დი და დი​ვან​ზე დავ​ჯე​ქი. იუკი გვერ​დით მო​მიჯ​და. მა​ინ​ცდა​მა​ინც კარ​გად ვერ გა​მოიყუ​‐
რე​ბო​და. ალ​ბათ ჭექა-​ქუხილის ეში​ნია. სა​ინ​ტე​რე​სოა, ყვე​ლა გო​გოს ეში​ნია ქუ​ხი​ლის და ობო​ბე​ბის? თუ და​‐
ფიქ​რდე​ბი, ჭექა-​ქუხილი მხო​ლოდ და მხო​ლოდ ატ​მოს​ფე​რო​ში ელექ​ტრო​ნუ​ლი გან​მუხ​ტვაა, ობო​ბა კი, ზო​გი​‐
ერ​თი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი სა​ხეობის გა​მოკ​ლე​ბით, – სრუ​ლი​ად უვ​ნე​ბე​ლი მწე​რი... ისევ და​იკ​ლაკ​ნა მო​ცის​ფრო
ელ​ვა და იუკი მაგ​რად, ორი​ვე ხე​ლით ჩა​მაფ​რინ​და მარ​ჯვე​ნა მა​ჯა​ში.

ათიოდე წუთს ვის​ხე​დით ასე – თქეშს ვუ​ყუ​რებ​დით და ჭექა-​ქუხილს ვუს​მენ​დით. იუკი მა​ჯა​ზე მი​ჭერ​და
ხელს, მე ყა​ვას ვსვამ​დი. თან​და​თან ქა​რიშ​ხა​ლი ჩად​გა. წვი​მამ იკ​ლო. ღრუბ​ლე​ბი გაიფან​ტა. დაისის მზე
დაეკი​და ზღვის თავ​ზე. იმის​გან, რაც მოხ​და, მხო​ლოდ გუ​ბეები დარ​ჩა – ყო​ველ მხა​რეს გა​ჩე​ნი​ლი ერ​თი ციც​‐
ქნა გუ​ბუ​რე​ბი და ტბე​ბი. პალ​მის ფოთ​ლე​ბის წვე​რებ​ზე და​კი​დე​ბულ წყლის წვე​თებ​ში მზის სხი​ვი თა​მა​შობ​და.
ზღვის ზე​და​პირ​ზე, თით​ქოს არა​ფე​რი მომ​ხდა​რაო, აქოჩ​რილ​მა ტალ​ღებ​მა გა​ირ​ბი​ნეს და აქა-​იქ თავ​შე​ფა​რე​‐
ბუ​ლი დამ​სვე​ნებ​ლე​ბიც უკან, პლა​ჟის​კენ და​იძ​რნენ.

– მარ​თა​ლი ხარ, ნამ​დვი​ლად არ უნ​და გა​მე​კე​თე​ბი​ნა ეს, – ვთქვი, – რაც არ უნ​და ეთ​ქვა, მა​შინ​ვე უკან უნ​და
გა​მებ​რუ​ნე​ბი​ნა. მაგ​რამ იმ სა​ღა​მოს სა​შინ​ლად დაღ​ლი​ლი ვი​ყა​ვი, თა​ვი სულ არ მუ​შა​ობ​და... იცი, მე მე​ტის​მე​‐
ტად არას​რულ​ყო​ფი​ლი არ​სე​ბა ვარ. ძა​ლი​ან შორს ვარ იდეალის​გან და ხში​რად ვცდე​ბი. მაგ​რამ ვსწავ​ლობ.
და ძა​ლი​ან ვცდი​ლობ, არ გა​ვი​მეორო შეც​დო​მე​ბი. თუმ​ცა დრო​დად​რო მა​ინც ვი​მეორებ. რა​ტომ? ძა​ლი​ან მარ​‐
ტი​ვია. იმი​ტომ რომ სუ​ლე​ლი და არას​რულ​ყო​ფი​ლი ვარ. ასეთ დროს ძა​ლი​ან არ მიყ​ვარს სა​კუ​თა​რი თა​ვი. და
ყვე​ლა​ფერს ვა​კე​თებ, რომ ეს არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში არ მოხ​დეს მე​სა​მედ. აი, ასე ვვი​თარ​დე​ბი ნელ-​ნელა.
მარ​თა​ლია, პა​ტა​რა, მაგ​რამ პროგ​რე​სი მა​ინც არის... სულ არა​ფერს მა​ინც ასე ჯობს.

იუკი ძა​ლი​ან დიდ​ხანს არ მპა​სუ​ხობ​და. რო​გორც იქ​ნა, გა​მიშ​ვა ხე​ლი მა​ჯა​ზე, იჯ​და, ხმას არ იღებ​და და ფან​‐
ჯა​რა​ში იყუ​რე​ბო​და. იმა​შიც კი არ ვი​ყა​ვი დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი, რომ ნამ​დვი​ლად გაიგო​ნა, რაც ვუთ​ხა​რი. მზე ჩა​ვი​‐
და. სა​ნა​პი​რო​ზე ფერ​მკრთა​ლი ფარ​ნე​ბი აინ​თო. ნაწ​ვი​მარ, გამ​ჭვირ​ვა​ლე ჰა​ერ​ში ფარ​ნე​ბის შუ​ქი გან​სა​კუთ​‐
რე​ბუ​ლად ცინ​ცხლად ჩან​და. სა​ღა​მოს ლურ​ჯი ცის ფონ​ზე, პირ​და​პირ ჩემ წინ, რა​დიოან​ძა აღ​მარ​თუ​ლი​ყო და
წი​თე​ლი სი​ნათ​ლეები მის ან​ტე​ნა​ზე ისე​ვე თა​ნაბ​რად ციმ​ცი​მებ​დნენ, რო​გორც ჩე​მი გუ​ლი. სამ​ზა​რეულო​ში
გა​ვე​დი და მა​ცივ​რი​დან ლუ​დის ქი​ლა გა​მო​ვი​ღე. მა​რი​ლი​ან ორ​ცხო​ბი​ლას ვახ​რა​მუ​ნებ​დი, ლუდს ვა​ყო​ლებ​დი
და სა​კუ​თარ თავს ვე​კით​ხე​ბო​დი: მარ​თა​ლია, რომ ოდ​ნავ, მაგ​რამ მა​ინც ვვი​თარ​დე​ბი? უკ​ვე ისე დარ​წმუ​ნე​ბუ​‐
ლი აღარ ვი​ყა​ვი. თუ კარ​გად დავ​ფიქ​რდე​ბი, სუ​ლაც არ ვი​ყა​ვი დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი. ჩე​მი აზ​რით, ზო​გი​ერთ შეც​‐
დო​მას თექ​ვსმეტ​ჯე​რაც კი ვი​მეორებ​დი, თან სუ​ლერ​თია, მა​ინც ვერ​სა​ით ვერ მივ​დიოდი... თუმ​ცა ის, რაც
იუკის ვუთ​ხა​რი, ძი​რი​თა​დად სი​მარ​თლე იყო. თან ამის ახ​სნა სხვა​ნაირად მა​ინც არ შე​მეძ​ლო.

რო​ცა ოთახ​ში დავ​ბრუნ​დი, იუკი ისევ დი​ვან​ზე იჯ​და და გა​რინ​დე​ბუ​ლი იყუ​რე​ბო​და ფან​ჯა​რა​ში. ფე​ხე​ბი
მოეკე​ცა, ხე​ლე​ბი მუხ​ლებ​ზე შე​მო​ეწ​ყო და ჯიუტად წა​მოეწია ნი​კა​პი. უცებ ჩე​მი ოჯა​ხუ​რი ცხოვ​რე​ბა გა​მახ​‐
სენ​და. რამ​დენ​ჯერ... – ვფიქ​რობ​დი. სა​ნამ ცო​ლი მყავ​და, ეს ყვე​ლა​ფე​რი ისევ და ისევ მე​ორ​დე​ბო​და. რამ​დენ​‐
ჯერ ვატ​კი​ნე გუ​ლი, რამ​დენ​ჯერ ვთხო​ვე პა​ტიება. და ისიც ზუს​ტად ასე იჯ​და და დიდ​ხანს, საათო​ბით არ
ძრავ​და კრინტს. თავს ვე​კით​ხე​ბო​დი: მა​ინც რა​ტომ ვტკენ გულს? კაც​მა რომ თქვას, არც ისე​თი დამ​ნა​შა​ვეა.
მე​რე ძა​ლი​ან ვნა​ნობ​დი და ვცდი​ლობ​დი, რაც შე​იძ​ლე​ბა, ჩქა​რა მო​შუ​შე​ბუ​ლი​ყო ჭრი​ლო​ბა მის სულ​ში. თან
იმე​დი მქონ​და, რომ ამ ყვე​ლაფ​რის მრა​ვალ​ჯერ გა​მეორე​ბით ჩვენს ურ​თი​ერ​თო​ბას ვა​ვი​თა​რებ​დით. მაგ​რამ,
რო​გორც შე​დე​გი​დან ჩანს, იქ გან​ვი​თა​რე​ბის ნი​შან​წყა​ლიც კი არ იყო.

ნამ​დვი​ლად მხო​ლოდ ერ​თხელ მატ​კი​ნა გუ​ლი. ერ​თა​დერ​თხელ. რო​ცა ჩემ​გან სხვას​თან წა​ვი​და. და მე​ტი
არას​დროს. მა​ინც რა უც​ნაურია ეს ცოლ​ქმრუ​ლი ცხოვ​რე​ბა, გა​ვი​ფიქ​რე. მარ​თლა მო​რევს ჰგავს... მარ​თა​ლია
ჩვე​ნი ძმა დიკ ნორ​ტი.

იუკის გვერ​დით დავ​ჯე​ქი. ცო​ტა ხნის შემ​დეგ ხე​ლი გა​მო​მი​წო​და. ჩემს ხელ​ში მო​ვიქ​ციე და ნე​ლა მო​ვუ​ჭი​რე.

– ოღონდ არ იფიქ​რო, რომ გა​პა​ტიე, – თქვა იუკიმ, – ჯერ მა​ინც უნ​და შევ​რიგ​დეთ, მე​რე კი ვნა​ხოთ. შენ სა​ში​‐
ნე​ლი რამ ჩაიდი​ნე და ძა​ლი​ან მატ​კი​ნე გუ​ლი. ხვდე​ბი?

– ვხვდე​ბი, – ვუთ​ხა​რი.

ვი​ვახ​შმეთ. ფლა​ვი გა​ვა​კე​თე კრე​ვე​ტე​ბით და ლო​ბიოთი; პო​მიდ​ვრით, კვერ​ცხით და ზე​თის​ხი​ლით სა​ლა​თა


მო​ვამ​ზა​დე. მე ლუდს ვსვამ​დი, ცო​ტა იუკი​მაც გა​სინ​ჯა.

– ხან​და​ხან გი​ყუ​რებ და ჩე​მი ცო​ლი მახ​სენ​დე​ბა... – გა​მო​ვუტ​ყდი.

– ცო​ლი, რო​მელ​მაც მი​გა​ტო​ვა და სხვას​თან გა​იქ​ცა, – დააზუს​ტა იუკიმ.

– ჰო, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

"},{"head":"30.","content":"

30.

ჰა​ვა​ი...

რამ​დე​ნი​მე მშვი​დო​ბი​ან​მა დღემ გა​ირ​ბი​ნა. არა, სა​მოთ​ხის არა, მაგ​რამ მშვი​დო​ბი​ან​მა – ნამ​დვი​ლად. ჯუ​ნის
მო​რი​გი ვი​ზი​ტი თა​ვა​ზიანად გა​ვა​უქ​მე. ვუთ​ხა​რი, მახ​ვე​ლებს, მგო​ნი გავ​ცივ​დი და, ვფიქ​რობ, უახ​ლო​ეს მო​მა​‐
ვალ​ში გარ​თო​ბის თა​ვი არ მექნება-​მეთქი. ათ​დო​ლა​რიანი გა​ვუ​წო​დე – ტაქ​სის​თვის. „რო​გორ​ღაც უხერ​ხუ​‐
ლია, – თა​ვი გა​აქ​ნია, – გა​მო​ჯან​მრთელ​დე​ბი და და​რე​კე, რო​ცა მო​გინ​დე​ბა“. ჩან​თი​დან უბ​რა​ლო ფან​ქა​რი
ამოიღო და ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რი კარ​ზე მიაწე​რა. მე​რე და​მემ​შვი​დო​ბა და თე​ძოების რხე​ვით წა​ვი​და.
რამ​დენ​ჯერ​მე იუკი დე​და​მის​თან წა​ვიყ​ვა​ნე. და ყო​ველ ჯერ​ზე მე და ცალ​ხე​ლა პოეტი დიკ ნორ​ტი ხან პლაჟ​‐
ზე მივ​დიოდით, ხან სახ​ლთან, აუზ​ში ვბა​ნა​ობ​დით. ცურ​ვი​თაც მშვე​ნივ​რად ცუ​რავ​და. ამა​სო​ბა​ში იუკი და დე​‐
და​მი​სი ურ​თი​ერ​თო​ბას არ​კვევ​დნენ. არ ვი​ცი, რას​თან და​კავ​ში​რე​ბით. იუკი არ მიყ​ვე​ბო​და, არც მე ვე​კით​ხე​‐
ბო​დი. უბ​რა​ლოდ, მა​კა​ჰიმ​დე მიმ​ყავ​და, რის შემ​დე​გაც დიკ ნორ​ტთან მა​ღალ მა​ტე​რი​ებ​ზე ვსა​უბ​რობ​დი, ვცუ​‐
რავ​დი, სერ​ფე​რებს ვე​ლა​პა​რა​კე​ბო​დი, ლუდს ვსვამ​დი, ბუჩ​ქებ​ში მივ​დიოდი მო​საფ​სმე​ლად – და მე​რე უკან
მიმ​ყავ​და, ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში.

ერ​თხელ გა​ვი​გო​ნე, რო​გორ კით​ხუ​ლობ​და დიკ ნორ​ტი რო​ბერტ ფროს​ტის ლექ​სებს. აზ​რი, რა თქმა უნ​და, ვერ
და​ვი​ჭი​რე, მაგ​რამ კით​ხვით მარ​თლა კარ​გად კით​ხუ​ლობ​და. ლა​მა​ზი რიტ​მი, ემო​ციების მდი​და​რი გა​მა. ვნა​ხე
ამეს ფო​ტოებიც – ჯერ ისევ სვე​ლი, ახ​ლად გამ​ჟღავ​ნე​ბუ​ლი. უბ​რა​ლო ჰა​ვაიელ​თა სა​ხეები. ჩვეულებ​რი​ვი
პორ​ტრე​ტე​ბი, გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი თით​ქოს არა​ფე​რი. მის მი​ერ გა​და​ღე​ბულ ამ სა​ხე​ებ​ში იმ​დე​ნი სი​ცოც​ხლე
იყო, თით​ქოს სა​ხე​ებს კი არა, სულს იღებ​და. ტრო​პი​კუ​ლი კუნ​ძუ​ლე​ბის აბო​რი​გენ​თა გულ​წრფე​ლო​ბა და სი​‐
კე​თე, დრო​დად​რო სი​სას​ტი​კემ​დე მი​სუ​ლი ბუ​ნებ​რი​ვი მოუხე​შაობა, მა​თი უნა​რი, დამ​ტკბა​რიყ​ვნენ ცხოვ​რე​‐
ბით, რო​გორც ასე​თით – ეს ყვე​ლა​ფე​რი იყო მის ფო​ტო​ებ​ზე. ძლიერი, ამას​თან, ძა​ლი​ან მშვი​დი ნა​მუ​შევ​რე​ბი.
ნამ​დვი​ლი ტა​ლან​ტია. „ეს ის არ არის, რაც მე ან შენ“, მით​ხრა დიკ ნორ​ტმა. რას იზამ, მარ​თა​ლია. ერ​თი შე​‐
ხედ​ვი​თაც აშ​კა​რა​ა.

და​ახ​ლოებით ისე, რო​გორც მე „ვუვ​ლი​დი“ იუკის, დიკ ნორ​ტი „უვ​ლი​და“ ამეს. თუმ​ცა, ის, რა თქმა უნ​და, გა​‐
ცი​ლე​ბით მე​ტი ძა​ლის​ხმე​ვით იღ​ვწო​და. სახლს ალა​გებ​და, რეც​ხავ​და, კერ​ძებს ამ​ზა​დებ​და, სა​ყიდ​ლებ​ზე და​‐
დიოდა, ლექ​სებს კით​ხუ​ლობ​და, ხუმ​რობ​და, ჩა​ფერ​ფლილ ნამ​წვებს აქ​რობ​და, ახ​სე​ნებ​და, რომ კბი​ლე​ბის გა​‐
ხეხ​ვა იყო სა​ჭი​რო, „ტამ​პექ​სის“ მა​რაგს ავ​სებ​და (ერ​თხელ მა​ღა​ზი​ებ​ში გავ​ყე​ვი), ფო​ტო​ებს ანა​წი​ლებ​და სა​ქა​‐
ღალ​დე​ებ​ში, სა​ბეჭდ მან​ქა​ნა​ზე მი​სი ნა​მუ​შევ​რე​ბის კა​ტა​ლოგს ად​გენ​და... და ამ ყვე​ლა​ფერს – ერ​თი, ერ​თა​‐
დერ​თი ხე​ლით. რო​გორ ახერ​ხებ​და დრო​ის გა​მო​ძებ​ნას სა​კუ​თა​რი გა​მოკ​ვლე​ვე​ბის​თვის – ვე​რაფ​რით ვერ
ვხვდე​ბო​დი. „საწ​ყა​ლი“, – ვფიქ​რობ​დი, რო​ცა ვუ​ყუ​რებ​დი. თუმ​ცა, ვინ ვარ მე, რომ თა​ნა​ვუგ​რძნო? იუკი​ზე
მზრუნ​ვე​ლო​ბის სა​ნაც​ვლოდ მე ბი​ლე​თი გა​მო​ვი​მუ​შა​ვე ჰა​ვაიზე, უფა​სო ნო​მე​რი სას​ტუმ​რო​ში და ლა​მაზ​მა​ნი
ლო​გინ​ში. შე​და​რე​ბაც კი არ შე​იძ​ლე​ბა...

***

იმ დღე​ებ​ში, რო​ცა დე​დას​თან წას​ვლა სა​ჭი​რო არ იყო, ტალ​ღე​ბის მოთ​ვი​ნიერე​ბას ვსწავ​ლობ​დით, ვცუ​რავ​‐
დით, ქვი​შა​ზე ვნე​ბივ​რობ​დით, მა​ღა​ზი​ებ​ში და​ვე​ხე​ტე​ბო​დით ან აქეთ-​იქით დავ​ქრო​დით კუნ​ძულ​ზე და​ქი​რა​‐
ვე​ბუ​ლი მან​ქა​ნით. სა​ღა​მოობით ქა​ლაქ​ში ვსე​ირ​ნობ​დით, ფილ​მებს ვუ​ყუ​რებ​დით და „პი​ნა კო​ლა​დას“ ვწრუ​‐
პავ​დით „ჰა​ლე​კუ​ლა​ნის“ ან „როიალ ჰა​ვაიანის“ სას​ტუმ​როების ბა​რებ​ში. უსაქ​მუ​რო​ბის​გან დი​დი რაოდე​ნო​‐
ბით ნაირ-​ნაირ კერ​ძებს ვამ​ზა​დებ​დი. მაგ​რად მო​ვეშ​ვით და თმის ძი​რე​ბამ​დე გა​ვი​რუ​ჯეთ. ოტელ „ჰილ​ტო​ნის“
ბუ​ტიკ​ში იუკიმ ახა​ლი ბი​კი​ნი იყი​და. ჩა​იც​ვა და ვე​რაფ​რით ვე​ღარ გა​არ​ჩევ​დი იმ გო​გოების​გან, რომ​ლე​ბიც
ჰა​ვაიზე დაიბად​ნენ და მთე​ლი ცხოვ​რე​ბა აქ გაატა​რეს. სერ​ფინ​გშიც მნიშ​ვნე​ლო​ვან წარ​მა​ტე​ბას მი​აღ​წი​ა:
ჩემ​გან გან​სხვა​ვე​ბით, სულ პა​ტა​რა ტალ​ღა​ზე მოჯ​დო​მა​საც კი ახერ​ხებ​და. The Rolling Stones-​ის ათამ​დე კა​სე​ტა
ვი​ყი​დეთ და გაუთა​ვებ​ლად ვუს​მენ​დით, დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე. ყო​ველ​თვის, რო​ცა გა​მაგ​რი​ლე​ბე​ლი სას​მე​‐
ლე​ბის სა​ყიდ​ლად მივ​დიოდი და იუკის მარ​ტო ვტო​ვებ​დი პლაჟ​ზე, მას​თან აუცი​ლებ​ლად ცდი​ლობ​დნენ შე​თა​‐
მა​შე​ბას ვი​ღაც მა​მა​კა​ცე​ბი. მაგ​რამ ინ​გლი​სუ​რი იუკიმ არ იცო​და და ყუ​რად​ღე​ბას არ აქ​ცევ​და. რო​გორც კი
დავ​ბრუნ​დე​ბო​დი, მა​შინ​ვე მე​უბ​ნე​ბოდ​ნენ sorry (ხან​და​ხან უფ​რო მაგ​რებ​საც არ ერი​დე​ბოდ​ნენ) და უჩი​ნარ​დე​‐
ბოდ​ნენ. იუკი გა​შავ​და, კი​დევ უფ​რო გა​ლა​მაზ​და, ჯან​მრთე​ლი იერი დაედო. გარ​და ამი​სა, დამ​შვიდ​და და ის​‐
წავ​ლა ცხოვ​რე​ბის ყო​ვე​ლი დღით დატ​კბო​ბა.

– რა, კა​ცებს ნამ​დვი​ლად ასე ძა​ლი​ან უნ​დათ ქა​ლე​ბი? – მკით​ხა ერ​თხელ, რო​ცა პლაჟ​ზე ვნე​ბივ​რობ​დით.

– სა​ერ​თოდ, ჰო... ვის მე​ტად, ვის ნაკ​ლე​ბად – მაგ​რამ, თა​ვი​სი ბუ​ნე​ბი​დან გა​მომ​დი​ნა​რე, ფი​ზი​კუ​რად, მა​მა​კა​‐
ცებს უნ​დათ ქა​ლე​ბი, ეს ფაქ​ტია. სა​ერ​თოდ, რა არის სექ​სი, წარ​მო​გიდ​გე​ნი​ა?

– სა​ერ​თოდ, წარ​მო​მიდ​გე​ნია, – ცი​ვად მი​პა​სუ​ხა.

– არ​სე​ბობს ასე​თი რამ – სქე​სობ​რი​ვი ლტოლ​ვა, – ავუხ​სე​ნი, – სურ​ვი​ლი, იწ​ვე ქალ​თან. ბუ​ნებ​რი​ვი ინ​სტინ​ქტი
მოდ​გმის გა​საგ​რძე​ლებ​ლად.
– მოდ​გმის გაგ​რძე​ლე​ბა​ზე არ გე​კით​ხე​ბი. იქ​ნებ სი​ცოც​ხლის დაზ​ღვე​ვა​ზეც მო​მიყ​ვე. უშუალოდ სქე​სობ​რივ
ლტოლ​ვა​ზე გე​კით​ხე​ბი. რას ჰგავს?

– წარ​მო​იდ​გი​ნე, რომ ჩი​ტი ხარ, – ვუთ​ხა​რი, – და მაღ​ლა ცა​ში გიყ​ვარს ფრე​ნა. ეს ძა​ლი​ან მოგ​წონს. ოღონდ
ფრე​ნა, რო​ცა კი მო​გინ​დე​ბა, ყო​ველ​თვის არ გა​მო​დის: რა​ღაც ვი​თა​რე​ბა გიშ​ლის ხელს. ვთქვათ, ცუ​დი ამინ​‐
დი, ან ძლიერი ქა​რი. ან​და სუ​ლაც წლის შეუფე​რე​ბე​ლი დრო. ამი​ტომ ხან შე​გიძ​ლია ფრე​ნა, ხან – არა. რო​ცა
დიდ​ხანს ვერ ახერ​ხებ ფრე​ნას, შიგ​ნით ბევ​რი დაუხარ​ჯა​ვი ენერ​გია გიგ​როვ​დე​ბა და მო​უს​ვენ​რო​ბა გიპ​‐
ყრობს. გიჩ​ნდე​ბა ეჭ​ვი, რომ და​უმ​სა​ხუ​რებ​ლად და​გამ​დაბ​ლეს, თავ​მოყ​ვა​რეობა შე​გი​ლა​ხეს. აღ​შფოთ​დე​ბი
კი​დეც – ფრე​ნის უფ​ლე​ბას რომ არ გაძ​ლე​ვენ. ასე​თი გრძნო​ბა გა​სა​გე​ბია შენ​თვის?

– გა​სა​გე​ბია, – თა​ვი და​მიქ​ნია, – მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ვგრძნობ ამას...

– მა​შინ ასახ​სნე​ლიც არა​ფე​რია. სწო​რედ ეს არის სქე​სობ​რი​ვი ლტოლ​ვა.

– და უკა​ნას​კნე​ლად... რო​დის დაფ​რი​ნავ​დი ცა​ში? აი, მა​ნამ​დე, სა​ნამ მა​მა ქალს გი​ყიდ​და.

– გა​სუ​ლი თვის ბო​ლოს, – გა​მოვ​თვა​ლე.

– კარ​გი იყო?

თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– და ყო​ველ​თვის კარ​გი​ა?

– აუცი​ლე​ბე​ლი არაა, – ვთქვი, – რო​ცა ორი არას​რულ​ყო​ფი​ლი არ​სე​ბა რა​ღა​ცას ერ​თად ცდი​ლობს, ყო​ველ​‐
თვის კარ​გად არ გა​მოს​დით. იმედ​გაც​რუებაც არ არის გა​მო​რიც​ხუ​ლი. თუმ​ცა ისეც ხდე​ბა, აფ​რინ​დე​ბი, სი​ხა​‐
რუ​ლის​გან ყვე​ლა​ფე​რი გა​ვიწ​ყდე​ბა, უცებ – ბახ! – და ნის​კარ​ტით ხეს ეჯა​ხე​ბი...

– ჰოო-ო, – გა​აგ​რძე​ლა იუკიმ და ჩა​ფიქ​რდა. ალ​ბათ ცდი​ლობ​და წარ​მო​ედ​გი​ნა ჩი​ტი, რო​მელ​საც სად​ღაც გა​ექ​‐
ცა მზე​რა და ნის​კარ​ტით ხეს შე​ას​კდა. ავ​ღელ​დი. ნორ​მა​ლუ​რად კი ავუხ​სე​ნი? სი​სუ​ლე​ლით ხომ არ ვუ​ტე​ნი
თავს ასეთ ფა​ქიზ ასაკ​ში? თუმ​ცა, კარ​გი, რაც არი, არი. თა​ვის დრო​ზე გა​ერ​კვე​ვა.

– მაგ​რამ წლებ​თან ერ​თად იმის შან​სი, რომ ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იყოს, იზ​რდე​ბა, – გა​ვაგ​რძე​ლე ლექ​ცია, –
თან​და​თან ხვდე​ბი, რა უნ​და გააკე​თო. რო​გორ იწი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლო ამინ​დი, გა​მო​იც​ნო ქა​რის მი​მარ​თუ​ლე​‐
ბა... თუმ​ცა თვი​თონ ლტოლ​ვა, რო​გორც წე​სი, ასაკ​თან ერ​თად სუს​ტდე​ბა. აი, და​ახ​ლოებით ასეა ყვე​ლა​ფე​რი
მოწ​ყო​ბი​ლი.

– რა სა​ცო​დაობაა, – თა​ვი გა​აქ​ნია იუკიმ.

– ნუ იტ​ყვი, – და​ვე​თან​ხმე.
***

ჰა​ვა​ი...

რამ​დე​ნი ხა​ნია, რაც ამ კუნ​ძულ​ზე ვაგ​დი​ვარ? თვით დრო​ის ცნე​ბაც კი გაქ​რა. გუ​შინ გუ​შინ იყო, ხვალ ხვალ
იქ​ნე​ბა – სულ ეს არის, რა​საც ვხვდე​ბო​დი. მზე ამო​დიოდა და ჩა​დიოდა, მთვა​რე გაჩ​ნდე​ბო​და და გაქ​რე​ბო​და.
მოქ​ცე​ვის მე​რე მიქ​ცე​ვა იწ​ყე​ბო​და. ვცა​დე, გა​სუ​ლი დრო კა​ლენ​დრით და​მეთ​ვა​ლა. გა​მო​ვი​და, რომ ჩვე​ნი აქ
ჩა​მოს​ვლი​დან ათი დღე გა​ვი​და. აპ​რი​ლი თავ​დე​ბო​და. თვე, რო​მელ​საც შვე​ბუ​ლე​ბას ვუ​მიზ​ნებ​დი, კარ​გა ხა​ნია
მიიწუ​რა. რა ხდე​ბა? – ვკით​ხე სა​კუ​თარ თავს. ჭან​ჭი​კე​ბი, რომ​ლე​ბიც ტვინს იჭე​რენ, მე​ტის​მე​ტად შე​სუს​ტდა
და ძლივ​სღა უძ​ლე​ბენ. მთე​ლი დღე სერ​ფინ​გი და „პი​ნა კო​ლა​და“, რაც თა​ვის​თა​ვად ცუ​დი არ არის, მაგ​რამ
სი​ნამ​დვი​ლე​ში ხომ კი​კის პოვ​ნა მინ​დო​და! ყვე​ლა​ფე​რი სწო​რედ ამით და​იწ​ყო! ამ სიუჟე​ტის კვალს მივ​დევ​დი
და ვუ​ყუ​რებ​დი, სა​ით მიედი​ნე​ბო​და ყვე​ლა​ფე​რი. და სრუ​ლი​ად მოულოდ​ნე​ლად აღ​მოვ​ჩნდი იქ, სა​დაც ახ​ლა
ვარ. უც​ნაური ადა​მიანე​ბი მერ​ტყმი​ან გარს, ყვე​ლა​ფე​რი თავ​და​ყი​რა დად​გა. და აი, ახ​ლა პალ​მის ქვეშ ვაგ​დი​‐
ვარ ტრო​პი​კუ​ლი სას​მე​ლით ხელ​ში და „კა​ლა​პა​ნას“ ვუს​მენ. მოვ​ლე​ნე​ბი იმ კა​ლა​პო​ტით არ გაგ​რძელ​და. სას​‐
წრა​ფოდ უნ​და აღ​ვად​გი​ნო რა​ღაც... მეი მოკ​ვდა. მოკ​ლეს. მე პო​ლი​ცია გა​მო​მეც​ხა​და. ჰო, მარ​თლა, რით დას​‐
რულ​და მე​ის საქ​მე? მე​თევ​ზემ და გიმ​ნა​ზი​ელ​მა დაიჭი​რეს მკვლე​ლი? რო​გორ არის გო​ტან​და? მე​ტის​მე​ტად
და​სა​მახ​სოვ​რებ​ლად და სა​ცო​და​ვად გა​მოიყუ​რე​ბო​და უკა​ნას​კნე​ლად. ნე​ტავ რა​ზე ვლა​პა​რა​კობ​დით? ასეა
თუ ისე, საქ​მეები და​უმ​თავ​რე​ბე​ლია. არ შე​იძ​ლე​ბა ყვე​ლაფ​რის შუა გზა​ზე მიგ​დე​ბა. იაპო​ნიაში უნ​და დავ​‐
ბრუნ​დე.

ოღონდ ად​გი​ლი​დან ტრა​კის აწე​ვა ჩემს ძა​ლებს აღე​მა​ტე​ბო​და. ისე​ვე რო​გორც იუკი, მეც, უბ​რა​ლოდ, გაბ​‐
რუებუ​ლი ვი​ყა​ვი კარ​გა ხნის წი​ნათ და​ვიწ​ყე​ბუ​ლი ყო​ველ​გვა​რი და​ძა​ბუ​ლო​ბის არარ​სე​ბო​ბით. რაც, რო​გორც
აღ​მოჩ​ნდა, მეც არა​ნაკ​ლებ მჭირ​დე​ბო​და. თით​ქმის არა​ფერ​ზე არ ვფიქ​რობ​დი. მზე​ზე ვიხ​რუ​კე​ბო​დი, ვცუ​რავ​‐
დი, ლუდს ვსვამ​დი და მან​ქა​ნით დავ​სე​ირ​ნობ​დი კუნ​ძულ​ზე Rolling Stones-​ის თან​ხლე​ბით. მთვა​რი​ან ღა​მე​ებ​ში
ვსე​ირ​ნობ​დი პლაჟ​ზე და მდიდ​რუ​ლი ოტე​ლე​ბის ბა​რებ​ში ვთვრე​ბო​დი.

ცხა​დია, მეს​მო​და, რომ ასე​თი ცხოვ​რე​ბა უსას​რუ​ლოდ ვერ გაგ​რძელ​დე​ბო​და. და მა​ინც – ვერ ვაიძუ​ლე თა​ვი
გავ​მგზავ​რე​ბუ​ლი​ყა​ვი. მე და იუკი ნირ​ვა​ნა​ში ვი​ყა​ვით. ვუ​ყუ​რებ​დი და ენა არ მიბ​რუნ​დე​ბო​და იმის სათ​ქმე​‐
ლად, „შინ დაბ​რუ​ნე​ბის დროა-​მეთქი“. და თან​და​თან ეს თა​ვის მარ​თლე​ბად იქ​ცა ჩემ​თვი​საც.

ორი კვი​რა გა​ვი​და.

***

მე და იუკი მან​ქა​ნით მივ​სე​ირ​ნობ​დით. ბინ​დდე​ბო​და. გა​რეუბან​ში შე​ვე​დით. გზა გა​ჭე​დი​ლი იყო, მაგ​რამ არ​‐
სად არ გვეჩ​ქა​რე​ბო​და, სა​ცო​ბი​დან სა​ცობ​ში ვხვდე​ბო​დით, ყვე​ლა​ფერს ვათ​ვა​ლიერებ​დით, რა​საც გვერ​დით
ჩა​ვუვ​ლი​დით. პორ​ნო​ფილ​მე​ბის კი​ნო​თე​ატ​რებს, ძველ​მა​ნე​ბის ფარ​დუ​ლებს, ვი​ეტ​ნა​მუ​რი და ჩი​ნუ​რი კუ​ლი​‐
ნა​რი​ის მა​ღა​ზი​ებს. ძვე​ლი წიგ​ნე​ბი​სა და ფირ​ფი​ტე​ბის დახ​ლე​ბი უსას​რუ​ლო რი​გე​ბად ჩამ​წკრი​ვე​ბუ​ლი​ყო
გზის გას​წვრივ. ორ მო​ხუცს მა​გი​და და სკა​მე​ბი გა​მოეტა​ნა ქუ​ჩა​ში და გოს თა​მა​შობ​და. მა​რა​დიული, უც​ვლე​‐
ლი ჰო​ნო​ლუ​ლუ. თით​ქმის ყო​ველ გზაჯ​ვა​რე​დინ​ზე გვხვდე​ბოდ​ნენ მა​მა​კა​ცე​ბი ნამ​ძი​ნა​რე​ვი თვა​ლე​ბით – უბ​‐
რა​ლოდ, იდ​გნენ ქუ​ჩა​ში, რაიმე გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი აზ​რის გა​რე​შე. გა​სარ​თო​ბი კვარ​ტა​ლე​ბი. აქ იაფად და გემ​‐
რიელად შე​იძ​ლე​ბა ჭა​მო. მაგ​რამ გო​გო​ნე​ბის​თვის აჯო​ბებს, მარ​ტო არ ისე​ირ​ნონ.

გა​რე​უბ​ნე​ბი რომ გა​ვიარეთ, პორ​ტის​კენ წა​ვე​დით და გზის​პირ​ზე ახ​ლა ოფი​სე​ბი და სა​ვაჭ​რო კომ​პა​ნიების
საწ​ყო​ბე​ბი გაიჭი​მა. გა​რე​მო სულ უფ​რო უკა​ცუ​რი და უსიამო ხდე​ბო​და. ხალ​ხი აჩ​ქა​რე​ბუ​ლი ბრუნ​დე​ბო​და
სამ​სა​ხუ​რი​დან ან ავ​ტო​ბუ​სის მო​ლო​დინ​ში შეჯ​გუ​ფე​ბუ​ლი​ყო გა​ჩე​რე​ბა​ზე. ხან აქ, ხან იქ კა​ფეების ნეონის აბ​‐
რე​ბი ინ​თე​ბო​და. თი​თოეულ წარ​წე​რას, სულ ცო​ტა, ერ​თი ასო მა​ინც აკ​ლდა.

– „უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​ლის“ ნახ​ვა მინ​და ისევ, – თქვა იუკიმ.


– ეგ შე​იძ​ლე​ბა, – და​ვე​თან​ხმე, – ვახ​შმის შემ​დეგ წა​ვი​დეთ.

და „უც​ხოპ​ლა​ნე​ტელ​ზე“ ჩა​მო​მიგ​დო საუბა​რი. „რა ცუ​დია, რომ უც​ხოპ​ლა​ნე​ტელს არ ჰგავ​ხარ“, – თქვა და


საჩ​ვე​ნე​ბე​ლი თი​თი ნე​ლა მო​მა​დო სა​ხე​ზე.

– რა აზ​რი აქვს, – ვუთ​ხა​რი, – ეგეც კი ვერ გან​მკურ​ნავს...

იუკიმ მხიარუ​ლად ჩაიკის​კი​სა.

და სწო​რედ მა​შინ მოხ​და ყვე​ლა​ფე​რი.

თით​ქოს ჩა​მარ​ტყეს. თავ​ში რა​ღაც გაჩ​ხა​კუნ​და. თით​ქოს უხი​ლა​ვი კონ​ტაქ​ტე​ბი შეაერ​თეს. რა​ღაც მოხ​და.
მაგ​რამ კერ​ძოდ რა, მა​შინ​ვე ვერ მივ​ხვდი.

თით​ქმის მე​ქა​ნი​კუ​რად და​ვა​ჭი​რე ფე​ხი მუხ​რუჭს. უკ​ნი​დან სა​სო​წარ​კვე​თით და​მი​სიგ​ნა​ლეს რამ​დენ​ჯერ​მე,


„კა​მა​რომ“ გვერ​დით ჩა​მიქ​რო​ლა და იქი​დან გაუგე​ბა​რი ხრინ​წიანი გი​ნე​ბა მო​მეს​მა. უეჭ​ვე​ლად რა​ღაც და​ვი​‐
ნა​ხე. ორიოდე წა​მის წინ. რა​ღაც ძალ​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი.

– ეი! რას აკე​თებ? თავს იკ​ლავ? – თქვა იუკიმ. უფ​რო სწო​რად, ალ​ბათ ასე თქვა.

არ ვუს​მენ​დი. კი​კი! გა​მი​ელ​ვა თავ​ში. არ ვცდე​ბო​დი: ეს-​ეს არის კი​კი და​ვი​ნა​ხე. აქ. ჰო​ნო​ლუ​ლუს გა​რეუბან​ში.
რო​გორ და რა​ტომ აღ​მოჩ​ნდა აქ, არ ვი​ცი. მაგ​რამ ნამ​დვი​ლად კი​კი იყო. ერ​თმა​ნეთს ავ​ცდით. გვერ​დით ჩა​‐
მიარა – ისე ახ​ლოს, ხე​ლი რომ გა​მე​წია ფან​ჯრი​დან, შე​ვე​ხე​ბო​დი. ჩა​მიარა და გაქ​რა.

– ყვე​ლა ფან​ჯა​რა ას​წიე, ყვე​ლა კა​რი და​კე​ტე. გა​რეთ ცხვი​რი არ გა​ყო. ვინც არ უნ​და გთხო​ვოს, არა​ვის
გაუღო. გა​სა​გე​ბია? მე მა​ლე დავ​ბრუნ​დე​ბი, – ვუბ​რძა​ნე იუკის და მან​ქა​ნი​დან გა​დავ​ხტი.

– მოიცა! სად მი​დი​ხარ? არ მინ​და აქ მარ​ტო დარ​ჩე​ნა!.. – მო​მეს​მა პა​სუ​ხად.

მაგ​რამ უკ​ვე ტრო​ტუ​არ​ზე გავ​რბო​დი. შე​იძ​ლე​ბა რამ​დე​ნი​მე ადა​მიანიც წა​ვაქ​ციე, მაგ​რამ უკან ვერ მი​ვი​ხე​‐
დავ​დი: კი​კის უნ​და დავ​წეოდი. რა​ტომ – თვი​თო​ნაც არ ვი​ცი. მაგ​რამ უნ​და დავ​წეოდი და დავ​ლა​პა​რა​კე​ბო​დი.
ორი თუ სა​მი კვარ​ტა​ლი გა​ვირ​ბი​ნე. მივ​რბო​დი და თან ვიხ​სე​ნებ​დი, რო​გორ ეც​ვა. ცის​ფე​რი კა​ბა, მხარ​ზე გა​‐
და​კი​დე​ბუ​ლი თეთ​რი ჩან​თა. შორს, შორს მოვ​კა​რი თვა​ლი – ცის​ფე​რი და თეთ​რი ოდ​ნავ ირ​ხეოდა მი​სი ნა​ბი​‐
ჯე​ბის ტაქ​ტზე. ყვე​ლა​ზე ხალ​ხმრა​ვა​ლი კვარ​ტა​ლე​ბის​კენ მი​დიოდა. რო​მე​ლი​ღაც პროს​პექ​ტზე გავ​ვარ​დი. აქ
ბრბო უფ​რო მჭიდ​რო იყო და ისე სწრა​ფად ვე​ღარ ვმოძ​რა​ობ​დი. ვი​ღაც ვეებერ​თე​ლა დე​და​კა​ცი, გა​ბა​რი​ტე​‐
ბით იუკი​ზე სამ​ჯერ დი​დი, ერ​თთა​ვად მე​ფა​რე​ბო​და, მაგ​რამ რო​გორ​ღაც ვა​ხერ​ხებ​დი, არ და​მე​კარ​გა კი​კი. ის
კი სულ მი​დიოდა და არ ჩერ​დე​ბო​და. არც სწრა​ფად, არც ნე​ლა. არ ბრუნ​დე​ბო​და, არც აქეთ-​იქით იყუ​რე​ბო​‐
და, არც ავ​ტო​ბუს​ში ჩაჯ​დო​მა უნ​დო​და – უბ​რა​ლოდ, წინ მიაბი​ჯებ​და. მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ სულ ცო​ტაც და და​‐
ვე​წეოდი, მაგ​რამ უც​ნაურია – მან​ძი​ლი ჩვენ შო​რის არ მცირ​დე​ბო​და. არ​ცერთ გზაჯ​ვა​რე​დინ​ზე არ გა​ჩერ​და.
ყვე​ლა შუქ​ნი​შა​ნი მის სა​ვალ​ზე მწვა​ნედ ინ​თე​ბო​და – თით​ქოს წი​ნას​წარ წა​მებ​ში ან​გა​რი​შობ​და თა​ვის მარ​‐
შრუტს. ერთ-​ერთ ქუ​ჩა​ზე, სულ რომ არ და​მე​კარ​გა, იძუ​ლე​ბუ​ლი გავ​ხდი, მან​ქა​ნე​ბის​თვის ამექ​ცია გვერ​დი,
რო​ცა წი​თელ შუქ​ზე გა​დავ​რბო​დი.

ჩვენ შო​რის ოც მეტ​რზე მე​ტი აღარ რჩე​ბო​და, რო​ცა უცებ მარ​ცხნივ შე​უხ​ვია. სწრა​ფად, რო​გორც შე​მეძ​ლო,
მივ​ყე​ვი და ვიწ​რო უკა​ცურ შე​სახ​ვევ​ში აღ​მოვ​ჩნდი. მარ​ცხნივ და მარ​ჯვნივ რა​ღაც კან​ტო​რე​ბის ჩა​მოტ​ყა​ვე​‐
ბუ​ლი კედ​ლე​ბი ჩამ​წკრი​ვე​ბუ​ლი​ყო. პირ​და​პირ მათ ქვეშ, გა​ჭე​დილ სად​გო​მებ​ზე, ტა​ლა​ხიანი სატ​ვირ​თოები
და მიკ​რო​ავ​ტო​ბუ​სე​ბი იდ​გა. თვი​თონ აღარ​სად ჩან​და. სუნ​თქვა შე​მეკ​რა. თვა​ლებს არ ვუ​ჯე​რებ​დი. „ჰეი! რა
ხდე​ბა? ისევ დაიკარ​გე?“
არა. მი​სი ფი​გუ​რა მხო​ლოდ წა​მით მოეფა​რა გი​გან​ტურ ავ​ტო​ფურ​გონს და ისევ გა​მოჩ​ნდა. მარ​თა​ლია, უკ​ვე
ბინ​დდე​ბო​და, მაგ​რამ მა​ინც გარ​კვე​ვით ვხე​დავ​დი, თეთ​რი ჩან​თა ქან​ქა​რა​სა​ვით რო​გორ ქა​ნა​ობ​და თე​ძო​ზე.

– კი​კი! – მთე​ლი ხმით ვიყ​ვი​რე.

რო​გორც ჩანს, გაიგო​ნა. ძა​ლი​ან სწრა​ფად, სულ რა​ღაც წა​მით შე​მობ​რუნ​და. კი​კი. რამ​დე​ნი​მე მეტ​რი გვა​შო​‐
რებ​და; რა თქმა უნ​და, უკ​ვე ბნე​ლო​და და ფარ​ნე​ბი ამ პირ​ქუშ შე​სახ​ვევს ცუ​დად ანა​თებ​და, მაგ​რამ ეს რომ კი​‐
კი იყო, ეჭ​ვი აღარ მე​პა​რე​ბო​და. არ შევ​მცდარ​ვარ. ვი​ცო​დი, რომ ის იყო, იმა​ნაც იცო​და, რომ მე ვი​ყა​ვი. შე​‐
მობ​რუნ​და და მი​სი ღი​მი​ლის და​ნახ​ვაც კი მო​ვას​წა​რი.

მაგ​რამ არ გა​ჩე​რე​ბუ​ლა. მხო​ლოდ წა​მით შე​მობ​რუნ​და და სულ ეს იყო. ნა​ბი​ჯიც კი არ შეუნე​ლე​ბია. ცო​ტაც
გაიარა და უცებ ერთ-​ერთ შე​ნო​ბა​ში გაუჩი​ნარ​და. ოციოდე წა​მის შემ​დეგ იმა​ვე შე​სას​ვლელ​ში ჩავ​ყვინ​თე.
მაგ​რამ და​მაგ​ვი​ან​და: ლიფ​ტის კა​რი უკ​ვე დაიხუ​რა. მოძ​ვე​ლე​ბუ​ლი ტაბ​ლოს ცი​ფერ​ბლატ​ზე ისა​რი ნელ-​‐
ნელა ით​ვლი​და სარ​თუ​ლებს. სუ​ლი მო​ვით​ქვი და ისარს მი​ვა​დევ​ნე თვა​ლი. ნე​ლა მოძ​რა​ობ​და, ძლივ​ძლი​ვო​‐
ბით მი​ხოხ​და 8-​სთან, შე​ტოკ​და და გა​ჩერ​და. მე​ტი აღარც გან​ძრეულა. ღი​ლაკს და​ვა​ჭი​რე, ლიფ​ტი გა​მო​ვი​ძა​‐
ხე, მაგ​რამ უცებ გა​და​ვი​ფიქ​რე – კი​ბით გა​ვი​ქე​ცი ზე​ვით. გზად ვახ​ტერს შე​ვე​ჯა​ხე – ჭა​ღა​რა სა​მო​ელს. ვედ​‐
როებით ხელ​ში ქვე​ვით ჩა​დიოდა. კი​ნა​ღამ წა​ვაქ​ცი​ე.

– ჰეი! სად მი​დი​ხართ? – და​მი​ძა​ხა.

– მე​რე, მე​რე! – ისე მი​ვუგ​დე, არ გავ​ჩე​რე​ბულ​ვარ.

შე​ნო​ბა მტვრიანი და უკაც​რიელი იყო. სა​მა​რი​სე​ბურ სი​ჩუ​მე​ში ნა​ბი​ჯე​ბის ხმა უსიამოვ​ნო, აკან​კა​ლე​ბულ
ექოდ ის​მო​და. სარ​თუ​ლებ​ზე, რო​გორც ჩანს, სუ​ლიერის ჭა​ჭა​ნე​ბა არ იყო. მერ​ვე​ზე ავირ​ბი​ნე და მივიხედ-​‐
მოვიხედე. არა​ვინ, არა​ფე​რი. მხო​ლოდ შვი​დი თუ რვა უსა​ხუ​რი კა​რი კედ​ლის გა​ყო​ლე​ბით. თი​თოეულ კარ​ზე
ფირ​ფი​ტა ნომ​რით და ოფი​სის სა​ხელ​წო​დე​ბით.

ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით წა​ვი​კით​ხე ყვე​ლა ფირ​ფი​ტა. ვერც ერ​თმა წარ​წე​რამ მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი ვე​რა​ფე​რი
მით​ხრა. სა​ვაჭ​რო ფირ​მა, სა​ად​ვო​კა​ტო კან​ტო​რა, სტო​მა​ტო​ლო​გის კა​ბი​ნე​ტი... ყვე​ლა ფირ​ფი​ტა ძვე​ლი და
ჭუჭ​ყიანი იყო. ადა​მიანე​ბის სა​ხე​ლე​ბიც კი თით​ქოს და​ბე​რე​ბუ​ლიყ​ვნენ და ხმა​რე​ბი​დან გა​მო​სუ​ლიყ​ვნენ. ძნე​‐
ლი წარ​მო​სად​გე​ნი იყო, რომ რო​მე​ლი​მე ამ კარ​ში დღე​საც შე​დი​ან მომ​სვლე​ლე​ბი. აბ​სო​ლუ​ტუ​რად უსა​ხუ​რი
კა​რე​ბი არაფ​რით გა​მორ​ჩეული შე​სახ​ვე​ვის უსა​ხუ​რი სახ​ლის შემ​თხვე​ვით სარ​თულ​ზე. ისევ გა​და​ვი​კით​ხე
ყვე​ლა ფირ​ფი​ტა, მაგ​რამ ვე​რა​ვი​თა​რი კავ​ში​რი კი​კის​თან ვერ აღ​მო​ვა​ჩი​ნე. სრუ​ლი​ად დაბ​ნეული გავ​შეშ​დი
შუა დე​რე​ფან​ში. ყუ​რი მი​ვუგ​დე. ჩქა​მიც არ ის​მო​და. მთელ შე​ნო​ბა​ში ისე​თი სი​ჩუ​მე იდ​გა, რო​გორც ტუ​ტან​ჰა​‐
მო​ნის აკ​ლდა​მა​ში.

და აი, აქ გა​ვი​გო​ნე – ქუს​ლე​ბის კა​კუ​ნი კე​რა​მი​კის იატაკ​ზე. უკა​ცუ​რი დე​რეფ​ნის მა​ღალ ჭერ​ქვეშ უც​ნა​ურ,
არა​ბუ​ნებ​რივ ექოდ ის​მო​და. ხმაურით, თით​ქოს დიდ​მა დოლ​მა და​იგ​რუ​ხუ​ნა, ექო კი კი​დევ დიდ​ხანს გა​ის​მის
ჰა​ერ​ში. და თა​ვი​სი ქუ​ხი​ლით მარ​ყევს. უცებ მო​მეჩ​ვე​ნა, რომ მი​ლიონო​ბით წლის წი​ნათ და​ღუ​პუ​ლი ვეებერ​‐
თე​ლა მხე​ცის გაქ​ვა​ვე​ბულ შიგ​ნე​ულ​ში აღ​მოვ​ჩნდი. თით​ქოს ეპო​ქებს შო​რის გა​ჩე​ნილ ნაპ​რალ​ში ჩავ​ვარ​დი
და იქ გა​ვი​ჭე​დე სა​მუ​და​მოდ.

კა​კუ​ნი ისე​თი ხმა​მა​ღა​ლი იყო, რომ უცებ ვერც მივ​ხვდი, საიდან ის​მო​და. მხო​ლოდ ცო​ტა ხნის შემ​დეგ დავ​‐
რწმუნ​დი – მარ​ჯვნივ, დე​რეფ​ნის ბო​ლო​დან. კე​დე​ბით, რაც შე​იძ​ლე​ბა, ფრთხი​ლად ვად​გამ​დი ნა​ბიჯს. ხმა შო​‐
რი​დან მო​დიოდა. ეჭ​ვი აღარ მე​პა​რე​ბო​და, რომ ქუს​ლე​ბის კა​კუ​ნი უკა​ნას​კნე​ლი კა​რი​დან ის​მო​და. კარ​ზე არა​‐
ნაირი წარ​წე​რა არ იყო. უც​ნაურია, გა​ვი​ფიქ​რე. ხუ​თი წუ​თის წინ, რო​ცა ვა​მოწ​მებ​დი ყვე​ლა კარს, აქაც ეკი​და
ფირ​ფი​ტა. აღარ მახ​სოვს, ზედ რა ეწე​რა. მაგ​რამ ნამ​დვი​ლად ეკი​და, ეს ფაქ​ტია. ფირ​ფი​ტის გა​რე​შე რომ შემ​‐
ხვედ​რო​და კა​რი, აუცი​ლებ​ლად და​ვი​მახ​სოვ​რებ​დი.

ასე იყო თუ ისე, გა​დავ​წყვი​ტე და​მე​კა​კუ​ნე​ბი​ნა.


და​ვა​კა​კუ​ნე და ქუს​ლე​ბის კა​კუ​ნიც შეწ​ყდა. უკა​ნას​კნე​ლი ნა​ბი​ჯის ხმაც გაქ​ვავ​და ჰა​ერ​ში და ყვე​ლა​ფე​რი
ისევ სა​მა​რი​სე​ბურ სი​ჩუ​მე​ში ჩაიძი​რა.

ნა​ხე​ვარ წუთს გა​უნ​ძრევ​ლად ვიც​დი​დი კარ​თან. მაგ​რამ არა​ფე​რი არ ხდე​ბო​და. აღარც ქუს​ლე​ბი კა​კუ​ნობ​‐
დნენ.

სა​ხე​ლურს წა​ვავ​ლე ხე​ლი, ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე და მო​ვატ​რიალე. ღიაა. სა​ხე​ლუ​რი ად​ვი​ლად დამ​ყვა. კა​რი
ძლივს გა​სა​გო​ნი ჭრიალით გაიღო შიგ​ნით. სიბ​ნე​ლე. გაპ​რიალე​ბუ​ლი პარ​კე​ტის სუს​ტი სუ​ნი. ვეებერ​თე​ლა,
სრუ​ლი​ად ცა​რი​ელ ოთახ​ში აღ​მოვ​ჩნდი. ავე​ჯი არ იდ​გა, ნა​თუ​რაც კი არ ეკი​და ჭერ​ში. დღის სი​ნათ​ლე ჯერ
ბო​ლომ​დე არ გამ​ქრა​ლი​ყო და სივ​რცეს მკრთა​ლი მო​ლურ​ჯო ნა​თე​ბით ღე​ბავ​და. იატაკ​ზე რამ​დე​ნი​მე ძვე​ლი
გა​ზე​თი ეგ​დო. ოთახ​ში არა​ვინ იყო.

და აქ ისევ გა​ვი​გო​ნე. ქუს​ლე​ბი. ოთ​ხი ნა​ბი​ჯი, არც მე​ტი, არც ნაკ​ლე​ბი. და – ისევ სი​ჩუ​მე.

რო​გორც ჩანს, ხმა მარ​ჯვნი​დან და ოდ​ნავ ზე​ვი​დან ის​მო​და. ოთა​ხი გა​დავ​ჭე​რი. მარ​ჯვე​ნა კე​დელ​ზე, ფან​ჯა​‐
რას​თან, კი​დევ ერ​თი კა​რია. არც ის არის და​კე​ტი​ლი. იმის იქით – პა​ტა​რა კი​ბე. ცივ ლი​თო​ნის მოაჯირს ვუ​‐
ჭერ​დი ხელს და ნე​ლა, ფრთხი​ლად და​ვი​ძა​რი ზე​ვით. კი​ბე ძა​ლი​ან დამ​რე​ცი არ გა​მოდ​გა. რო​გორც ჩანს, რა​‐
ღაც სა​ხან​ძრო გა​სას​ვლე​ლია, რომ​ლი​თაც არა​ვინ სარ​გებ​ლობს. თუმ​ცა ნა​ბი​ჯე​ბის ხმა აშ​კა​რად იქი​დან მო​‐
დიოდა. მა​ლე კი​ბე დამ​თავ​რდა და ჩემ წინ კი​დევ ერ​თი კა​რი გაჩ​ნდა. ხე​ლი მო​ვა​ფა​თუ​რე, მაგ​რამ კედ​ლებ​ზე
ჩამ​რთვე​ლის​მაგ​ვა​რი ვე​რა​ფე​რი აღ​მო​ვა​ჩი​ნე. სხვა რა გზა იყო: სა​ხე​ლუ​რი მოვ​ძებ​ნე, მო​ვატ​რიალე და კა​რი
გაიღო.

სიბ​ნე​ლე შე​მე​გე​ბა. არა, წყვდიადი არა, მაგ​რამ რა​მის გარ​ჩე​ვა შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო. მივ​ხვდი: ოთა​ხი ვეებერ​თე​‐
ლა იყო. ალ​ბათ რა​ღაც საწ​ყო​ბია პენ​ტჰაუზის კი​დე​ზე, ვცა​დე წარ​მოდ​გე​ნა. ფან​ჯრე​ბი არ არის, და თუ მა​ინც
არის, და​რა​ბე​ბიანია. ზე​ვით, ჭერ​ში, რამ​დე​ნი​მე პა​ტა​რა ვენ​ტი​ლა​ტო​რის სარ​კმე​ლი შევ​ნიშ​ნე. თუმ​ცა მთვა​რე
ჯერ არ ამო​სუ​ლი​ყო და იქი​დან სი​ნათ​ლე არ შე​მო​დიოდა. მხო​ლოდ ქუ​ჩის ფარ​ნე​ბის მკრთა​ლი ნა​თე​ბა ხა​‐
ტავ​და თვით სარ​კმლე​ბის კონ​ტუ​რებს, მაგ​რამ არა​ფერს არ ანა​თებ​და.

სა​ხე ამ უც​ნა​ურ სიბ​ნე​ლე​ში ჩავ​ყა​ვი და ვიყ​ვი​რე:

– კი​კი!..

ერ​თხანს მო​ვი​ცა​დე. არა​ვინ მი​პა​სუ​ხა.

რა ვქნა? იქ, ამ სიბ​ნე​ლე​ში წას​ვლას აზ​რი არა აქვს. სუ​ლერ​თია, ვე​რაფრს და​ვი​ნა​ხავ. და მოც​და გა​დავ​წყვი​‐
ტე. იქ​ნებ თვა​ლი თან​და​თან შე​ეჩ​ვი​ოს სიბ​ნე​ლეს. ან იქ​ნებ სხვა რა​მეც მოხ​დეს.

არ ვი​ცი, რამ​დენ ხანს ვი​დე​ქი ასე გა​უნ​ძრევ​ლად. სიბ​ნე​ლე​სა და სი​ჩუ​მეს მი​ჩე​რე​ბუ​ლი. მე​რე საიდან​ღაც გა​‐
მოტ​ყვრა სუს​ტი, ძლივს შე​სამ​ჩნე​ვი სი​ნათ​ლის სხი​ვი. მთვა​რე ამო​ვი​და? თუ ფარ​ნებ​მა უმა​ტეს კაშ​კაშს? თი​‐
თე​ბი კა​რის სა​ხე​ლურს მო​ვა​ცი​ლე და ნე​ლა, ფრთხი​ლი ნა​ბი​ჯით წა​ვე​დი სიბ​ნე​ლე​ში. კე​დე​ბის რე​ზი​ნის ძი​რე​‐
ბი მშრა​ლად შრა​შუ​ნებ​დნენ ყო​ველ ნა​ბიჯ​ზე. და ეს შრა​შუ​ნიც სივ​რცე​ში ისე​თი​ვე უც​ნა​ურ, ირეალურ ექოდ
ის​მო​და, რო​გორც მი​სი ქუს​ლე​ბის რა​კუ​ნი.

– კი​კი! – კი​დევ ერ​თხელ და​ვუ​ძა​ხე. არც ახ​ლა უპა​სუ​ხია ვინ​მეს.

რო​გორც ინ​ტუიცი​ამ მი​კარ​ნა​ხა, ოთა​ხი ვეებერ​თე​ლა გა​მოდ​გა. უზარ​მა​ზა​რი ცა​რიელი სივ​რცე მკვდა​რი, შე​‐
გუ​ბე​ბუ​ლი ჰაერით. ზუს​ტად შუაში დავ​დე​ქი და მივიხედ-​მოვიხედე. კე​დელ​თან, რამ​დე​ნი​მე ად​გი​ლას, რა​ღაც
ავე​ჯის​მაგ​ვა​რი მო​ჩან​და შა​ვად. უფ​რო გარ​კვე​ვით და​ნახ​ვა ვერ შევ​ძე​ლი. მაგ​რამ პირ​ქუ​ში ნაც​რის​ფე​რი სი​‐
ლუეტის მი​ხედ​ვით, დი​ვა​ნი, სკა​მე​ბი, მა​გი​და და კა​მო​დი უნ​და ყო​ფი​ლი​ყო. ყვე​ლა​ზე მე​ტად მთე​ლი ამ სუ​რა​‐
თის არა​რეალუ​რო​ბის შეგ​რძნე​ბა მაოცებ​და. მე​ტის​მე​ტად დი​დი ოთა​ხი იყო და მე​ტის​მე​ტად ცო​ტა ავე​ჯი. ცენ​‐
ტრი​ფუ​გით და​წე​წი​ლი საც​ხოვ​რე​ბე​ლი სივ​რცე.

კი​დევ ერ​თხელ მო​ვათ​ვა​ლიერე იქაურო​ბა. კი​კის თეთრ ჩან​თას ვე​ძებ​დი თვა​ლე​ბით. მი​სი ცის​ფე​რი კა​ბა აქ
რომ ყო​ფი​ლი​ყო, ალ​ბათ სიბ​ნე​ლე​ში გალ​ღვე​ბო​და. მაგ​რამ თეთრ ჩან​თას, ვფიქ​რობ, აუცი​ლებ​ლად მოვ​კრავ​‐
დი თვალს. იქ​ნებ რო​მე​ლი​მე სა​ვარ​ძელ​ში ზის?

თეთ​რი ჩან​თა არ​სად იყო. მხო​ლოდ უც​ნაური, უფორ​მო ლა​ქე​ბი მო​ჩან​და თეთ​რად დი​ვან​ზე და სა​ვარ​ძლებ​‐
ში. ჯერ ვი​ფიქ​რე, რომ ეს ავე​ჯის ჩუ​ქურ​თმიანი შა​ლი​თე​ბი იყო და ახ​ლოს მი​ვე​დი. მაგ​რამ შა​ლი​თე​ბი არ იყო.
ჩონ​ჩხე​ბი. სა​ვარ​ძელ​ში ხე​ლი​ხელ​ჩა​კი​დე​ბუ​ლი ორი ჩონ​ჩხი იჯ​და. სრულ​ფა​სო​ვა​ნი ადა​მიანის ჩონ​ჩხი – ყვე​‐
ლა ძვა​ლი თავ-​თავის ად​გილ​ზე. ერ​თი დი​დი იყო, მეორე – უფ​რო პა​ტა​რა. ცოც​ხა​ლი ადა​მიანე​ბის პო​ზა​ში.
დიდ ჩონჩხს დივ​ნის სა​ზურ​გე​ზე ედო ხე​ლი. იმას, უფ​რო პა​ტა​რას, დარ​ბა​ის​ლუ​რად და​ეწ​ყო ხე​ლე​ბი მუხ​ლებ​‐
ზე. ეტ​ყო​ბა, ეს ორი მოულოდ​ნე​ლად მოკ​ვდა, ისე, რომ ვერც კი შე​ნიშ​ნეს, და პო​ზის შე​უც​ვლე​ლად იქ​ცნენ
ჩონ​ჩხე​ბად. მო​მეჩ​ვე​ნა, რომ იღი​მე​ბოდ​ნენ. ამ ღი​მი​ლის სი​თეთ​რემ გა​მაოცა.

ში​ში არ მიგ​რძნია. რა​ტომ, თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, მაგ​რამ ში​ში არ​სად იყო. აქ ყვე​ლა​ფე​რი შე​ჩერ​და, მივ​ხვდი.
შე​ჩერ​და და აღარ მოძ​რა​ობს. რო​გორც პო​ლი​ცი​ის ინ​სპექ​ტორ​მა თქვა – „გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი ძვლე​ბის ვე​ლუ​რი
სიწ​მინ​დე“. ისი​ნი აბ​სო​ლუ​ტუ​რად მკვდრე​ბი არი​ან, შე​უქ​ცე​ვა​დად მკვდრე​ბი. და აქ სა​ში​ში არა​ფე​რი​ა.

მთე​ლი ოთა​ხი შე​მო​ვიარე. ყო​ველ სა​ვარ​ძელ​ში თი​თო ჩონ​ჩხი იჯ​და. სულ – ექ​ვსი. ყვე​ლა, ერ​თის გარ​და, მთე​‐
ლი იყო და, რო​გორც ჩანს, დი​დი ხნის ჩონ​ჩხე​ბი იყ​ვნენ. ეს ადა​მიანე​ბი წა​მიერად, მოულოდ​ნე​ლად დაიხოც​‐
ნენ – ჩონ​ჩხებს ცოც​ხლე​ბის ძალ​დაუტა​ნე​ბე​ლი პო​ზა ჰქონ​დათ. ერ​თი ტე​ლე​ვი​ზორს მი​ჩე​რე​ბუ​ლი გაირინ​და.
ის, რა თქმა უნ​და, არა​ფერს არ უჩ​ვე​ნებ​და. ჩონ​ჩხი კი (ყვე​ლაფ​რის მი​ხედ​ვით, მა​მა​კა​ცი უნ​და ყო​ფი​ლი​ყო)
იჯ​და და ცა​რიელი ფო​სოებით ეკ​რანს ბურ​ღავ​და. არარ​სე​ბულ გა​მო​სა​ხუ​ლე​ბას მიპ​ყრო​ბი​ლი არარ​სე​ბუ​ლი
მზე​რა. სხვა ორი მა​გი​დას​თან გა​შე​შე​ბუ​ლი​ყო – სიკ​ვდილ​მა მა​შინ უწია, რო​ცა სა​ვახ​შმოდ დას​ხდნენ. მათ წინ
თეფ​შე​ბი და დანა-​ჩანგალი შევ​ნიშ​ნე. არ ვი​ცი, ოდეს​ღაც რის ჭა​მას აპი​რებ​დნენ. კერ​ძი თეფ​შებ​ზე დი​დი ხა​‐
ნია და​ნაც​რდა. კი​დევ ერ​თი ლო​გინ​ში მოკ​ვდა. მი​სი ჩონ​ჩხი სრუ​ლი არ იყო. მარ​ცხე​ნა ხე​ლი მთლიანად აკ​‐
ლდა.

თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე.

ეს რას ნიშ​ნავს, კი​კი? რი​სი ჩვე​ნე​ბა გინ​და ჩემ​თვის?

და ისევ მო​ის​მა ქუს​ლე​ბის ხმა. სად​ღაც სხვა ოთა​ხი​დან. ვერ მივ​ხვდი, კერ​ძოდ, რო​მე​ლი მხრი​დან. ისიც კი
მო​მეჩ​ვე​ნა, რომ არ​საიდან, არ​ცერ​თი მხრი​დან. სივ​რცი​დან, რო​მე​ლიც არ არ​სე​ბობს. მაგ​რამ ეს ოთა​ხი ჩი​ხი
იყო. შე​უძ​ლე​ბე​ლი იყო აქე​დან სად​მე სხვა​გან გას​ვლა... ქუს​ლე​ბი ნელ-​ნელა მშორ​დე​ბო​და, ერ​თხანს ისევ
რა​კუ​ნობ​დნენ და მე​რე ჩა​ჩუმ​დნენ. ჩა​მო​წო​ლი​ლი სი​ჩუ​მე ისე​თი წე​ბო​ვა​ნი მეჩ​ვე​ნა, რომ დიდ​ხანს ვერ გა​ვინ​‐
ძე​რი. ბო​ლოს ძლივს ავ​წიე ხე​ლი და ოფ​ლი მო​ვიწ​მინ​დე შუბ​ლი​დან.

კი​კი ისევ გაქ​რა.

ოთა​ხი​დან გა​მო​ვე​დი. იმ კა​რით, რომ​ლი​თაც შე​ვე​დი. და უკა​ნას​კნე​ლად მივ​ტრი​ალ​დი. ექ​ვსი ჩონ​ჩხი მოჩ​ვე​‐
ნე​ბა​სა​ვით მკრთა​ლად მო​ჩან​და მელ​ნის​ფერ სიბ​ნე​ლე​ში. გე​გო​ნე​ბო​და, სა​და​ცაა გა​მო​ერ​კვე​ვი​ან და ამოძ​რავ​‐
დე​ბიანო. ახ​ლა კი, უბ​რა​ლოდ, იც​დი​ან, რო​დის წა​ვალ. საკ​მა​რი​სია, აქე​დან გა​ვი​დე და ტე​ლე​ვი​ზო​რის ეკ​რა​ნი
გა​ნათ​დე​ბა, ცხე​ლი, გემ​რიელი ვახ​შმით სავ​სე თეფ​შებს კი ოხ​ში​ვა​რი აუვა. უჩუმ​რად, რომ მა​თი ცხოვ​რე​ბა
არ ამე​ფო​რიაქე​ბი​ნა, კა​რი გა​ვი​ხუ​რე და კი​ბით ცა​რი​ელ კან​ტო​რა​ში ჩა​ვე​დი. იქ არა​ფე​რი შეც​ვლი​ლი​ყო – ისევ
არ იყო კა​ცის ჭა​ჭა​ნე​ბა. ძვე​ლი გა​ზე​თე​ბი ზუს​ტად იმა​ვე ად​გი​ლას ეყა​რა.

ფან​ჯა​რას​თან მი​ვე​დი და ქუ​ჩა​ში გა​ვი​ხე​დე. ფარ​ნე​ბი, ისე​ვე რო​გორც ად​რე, მკრთა​ლი შუ​ქით ანა​თებ​დნენ.
ტრო​ტუარებს ისევ ის პი​კა​პე​ბი და სატ​ვირ​თოები მიჰ​კვროდ​ნენ. სრუ​ლი​ად ცა​რიელი შე​სახ​ვე​ვი. მზე ჩა​სუ​ლი​‐
ყო.

და აი, უცებ რა​ღაც ახა​ლი შევ​ნიშ​ნე. მტვრის სქე​ლი ფე​ნით და​ფა​რულ ფან​ჯრის რა​ფა​ზე ქა​ღალ​დის ნაგ​ლე​ჯი
ეგ​დო. პა​ტა​რა, სა​ვი​ზი​ტო ბა​რა​თი​სო​დე​ნა. ზედ შვი​დი ციფ​რი ეწე​რა. ახალ​თა​ხა​ლი ქა​ღალ​დი, ავ​ტო​კალ​მის
ცინ​ცხა​ლი პას​ტა. უც​ნო​ბი ნო​მე​რი. მეორე მხა​რეს – არა​ფე​რი. უბ​რა​ლო თეთ​რი ქა​ღალ​დი.

ქა​ღალ​დის ნაგ​ლე​ჯი ჯი​ბე​ში ჩა​ვი​დე და კან​ტო​რი​დან გა​ვე​დი.

დე​რე​ფან​ში შევ​ჩერ​დი და და​ახ​ლოებით ერთ წუთს სი​ჩუ​მეს ვუს​მენ​დი.

მაგ​რამ აღა​რა​ფე​რი გა​მი​გო​ნი​ა.

ეს სიკ​ვდი​ლის​შემ​დგო​მი სი​ჩუ​მე იყო. აბ​სო​ლუ​ტუ​რი სი​ჩუ​მე – რო​გორც გა​დაჭ​რილ​მავ​თუ​ლი​ან ტე​ლე​ფო​ნის


ყურ​მილ​ში. ჩი​ხის სი​ჩუ​მე, საიდა​ნაც ვერ​სად ვერ გახ​ვალ. სხვა რა გზა იყო, ამო​ვი​ოხ​რე და კი​ბით და​ვეშ​ვი.
პირ​ვე​ლი სარ​თუ​ლის ჰოლ​ში ვახ​ტერს ვე​ძებ​დი – მინ​დო​და მე​კით​ხა, რა კან​ტო​რა იყო. მაგ​რამ არა​ვინ ჩან​და.
ცო​ტა ხანს და​ვი​ცა​დე, მე​რე უცებ იუკი გა​მახ​სენ​და და შევ​წუხ​დი. ღმერ​თო ჩე​მო, რამ​დე​ნი ხა​ნია ზის იქ? დრო​‐
ის შეგ​რძნე​ბა არა​ფერს მე​უბ​ნე​ბო​და. რამ​დენ ხანს ვი​ყა​ვი აქ? ოცი წუ​თი? თუ ერ​თი საათი? ბინ​დი კარ​გა ხა​ნია
ღა​მედ იქ​ცა. მე კი ის, რბი​ლად რომ ვთქვა, ქა​ლა​ქის არ​ცთუ ისე უხი​ფა​თო ქუ​ჩა​ში მი​ვა​ტო​ვე... მოკ​ლედ, უკან
დაბ​რუ​ნე​ბის დროა. ახალს აქ უკ​ვე ვე​ღა​რა​ფერს გა​ვი​გებ.

შე​სახ​ვე​ვის სა​ხელ​წო​დე​ბა მახ​სოვ​და და მან​ქა​ნას​თან დავ​ბრუნ​დი.

იუკი შუბ​ლშეკ​რუ​ლი ყვინ​თავ​და წი​ნა სა​ვარ​ძელ​ში და რა​დი​ოს უს​მენ​და. და​ვუ​კა​კუ​ნე. თა​ვი ას​წია და კა​რი გა​‐
მი​ღო.

– მა​პა​ტიე, – ვუთ​ხა​რი.

– ვიღაც-​ვიღაცები მო​დი​ოდ​ნენ, რა​ღა​ცას ღრიალებ​დნენ. ფან​ჯა​რა​ზე მიბ​რა​ხუ​ნებ​დნენ. მან​ქა​ნას ან​ჯღრევ​‐


დნენ, – თქვა იუკიმ მიმ​ქრა​ლი ხმით და რა​დიო გა​მორ​თო, – ძა​ლი​ან შე​მე​შინ​და.

– მა​პა​ტი​ე...

და იმა​ვე წამს ჩე​მი სა​ხე დაინა​ხა. თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში მი​სი მზე​რა და​ით​რთვი​ლა; თით​ქოს ფე​რი და​კარ​‐
გეს თვა​ლებ​მა და ზედ მსუ​ბუქ​მა, ძლივს შე​სამ​ჩნევ​მა ჭავ​ლმა გა​და​ურ​ბი​ნა – ისე, თით​ქოს წყლის მშვიდ ზე​და​‐
პირს ხი​დან ჩა​მო​ვარ​დნი​ლი ფო​თო​ლი დაეცა. ტუ​ჩე​ბი შეუტოკ​და, თით​ქოს რა​ღაც გა​მო​უთ​ქმე​ლის თქმას
აპი​რებ​და.

– ეი... სად იყა​ვი და რას აკე​თებ​დი იქ?

– არ ვი​ცი, – ვუ​პა​სუ​ხე. ვერ მივ​ხვდი, საიდან გა​ის​მა ჩე​მი ხმა, რო​გორც იმ ქუს​ლე​ბის კა​კუ​ნი – რა მან​ძი​ლი​დან
და რო​მე​ლი მხრი​დან. ჯი​ბი​დან ცხვირ​სა​ხო​ცი ამო​ვი​ღე და ნე​ლა მო​ვიწ​მინ​დე სა​ხე. ოფ​ლის ცი​ვი წვე​თე​ბი კა​‐
რა​ქი​ვით სქე​ლი და მკვრი​ვი იყო, – თვი​თო​ნაც არ ვი​ცი. სად ვი​ყა​ვი?

იუკიმ თვა​ლე​ბი მო​ჭუ​ტა, ხე​ლი გა​მო​იწ​ვდი​ნა და რბი​ლი, გლუ​ვი თი​თე​ბით ლო​ყა​ზე შე​მე​ხო. ხე​ლი არ მოუშო​‐
რე​ბია, ცხვი​რით ჰაერი შეიწო​ვა, თით​ქოს რა​ღა​ცას ყნო​სავ​და. მე​რე ცხვი​რი შეუტოკ​და, ნეს​ტოები დაებე​რა.
პირ​და​პირ თვა​ლებ​ში მი​ყუ​რებ​და – თით​ქოს კი​ლო​მეტ​რი​დან მათ​ვა​ლიერებ​და.

– რა​ღაც დაინა​ხე, ხომ?

თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– ვი​ცი. ამას სიტ​ყვე​ბით ვერ მოჰ​ყვე​ბი. სა​ერ​თოდ, ვე​რა​ნაირად ვერ გა​მო​ხა​ტავ. რო​ცა ახ​სნას ცდი​ლობ, ვე​რა​‐
ვინ ვერ გი​გებს. მაგ​რამ მე მეს​მის... – დაიხა​რა და ლო​ყით ნე​ლა მო​მეკ​რა ლო​ყა​ზე. თხუთ​მე​ტიოდე წა​მი ვის​‐
ხე​დით ასე გა​უნ​ძრევ​ლად.

– საწ​ყა​ლი, – ამოიოხ​რა ბო​ლოს.

– რა​ტომ ხდე​ბა ასე? – გა​მე​ცი​ნა. სულ არ მე​ცი​ნე​ბო​და, მაგ​რამ სხვა​ნაირა​დაც არ შე​იძ​ლე​ბო​და, – რო​მე​ლი
მხრი​და​ნაც არ უნ​და შე​მომ​ხე​დო, ჩვეულებ​რი​ვი, აბ​სო​ლუ​ტუ​რად ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანი ვარ. და ძა​ლი​ან
რეალის​ტუ​რი. სულ რა​ტომ მით​რევს რა​ღაც ვე​ლუ​რი, უაზ​რო მის​ტი​კა?

– მარ​თლაც​და, რა​ტომ? – თქვა იუკიმ, – ოღონდ მე ნუ მკით​ხავ. მე ბავ​შვი ვარ, შენ – ზრდას​რუ​ლი.

– ეგეც მარ​თა​ლია, – ვა​ღიარე.

– მაგ​რამ შე​ნი გან​წყო​ბა მეს​მის.

– აი, მე კი – არა.

– უძ​ლუ​რე​ბა, – თქვა იუკიმ, – რო​ცა რა​ღაც ვეებერ​თე​ლა ძა​ლა გატ​რიალებს და შენ არაფ​რის შეც​ვლა არ შე​‐
გიძ​ლია.

– შე​იძ​ლე​ბა ასეც არის....

– ასეთ დროს, თქვენ, დი​დე​ბი, ჩვეულებ​რივ თვრე​ბით ხოლ​მე.

– ჰო, ზუს​ტად, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

***

„ჰა​ლე​კუ​ლა​ნი​ში“ წა​ვე​დით. იმ აუზი​ან, ღია ბარ​ში არა, ად​რე რომ ვი​ყა​ვით, უშუალოდ ოტელ​ში. მარ​ტი​ნი შე​‐
ვუკ​ვე​თე, იუკიმ – სო​დიანი ლი​მო​ნით. ჩვენ გარ​და, ბარ​ში არა​ვინ იყო. შუ​ახ​ნის შე​მე​ლო​ტე​ბუ​ლი პიანის​ტი
რახ​მა​ნი​ნო​ვი​ვით გუ​ლის​ყურ​მოკ​რე​ბი​ლი სა​ხით როიალ​ზე ჯა​ზურ სტან​დარ​ტებს ას​რუ​ლებ​და. ჯერ Stardust-ს,
მე​რე – But Not For Me-ს, კი​დევ უფ​რო მე​რე – Moonlight in Vermont-ს. უნაკ​ლო ტექ​ნი​კა ჰქონ​და, მაგ​რამ სა​ინ​ტე​რე​‐
სო მო​სას​მე​ნი არ იყო. ბო​ლოს გულ​მოდ​გი​ნედ ჩაარაკ​რა​კა შო​პე​ნის პრე​ლუ​დია და ეს, უნ​და ით​ქვას, შე​სა​‐
ნიშ​ნა​ვად გა​მოუვი​და. იუკიმ ტა​ში და​უკ​რა, პიანის​ტმა ზუს​ტად ორი მი​ლი​მეტ​რის სი​გა​ნის ღი​მი​ლი დაგ​ვი​ტო​‐
ვა და სად​ღაც გაქ​რა.

უკ​ვე მე​სა​მე მარ​ტინს ვსვამ​დი, რო​ცა თვალ​და​ხუ​ჭულ​მა ისევ და​ვი​ნა​ხე ის წყეული ოთა​ხი. სიზ​მა​რი ცხა​დად.
სა​ში​ნე​ლი სიზ​მა​რი, რომ​ლის​გა​ნაც ჯერ ცი​ვი ოფ​ლი გას​ხამს და მხო​ლოდ ამის შემ​დეგ ამოისუნ​თქებ შვე​ბით:
არ გინ​და, ეგე​თი რამ ნა​ხო?.. ოღონდ ეს სიზ​მა​რი არ არის. ვი​ცი, რომ ეს სიზ​მა​რი არ არის, იუკი​მაც იცის.
იცის იუკიმ: და​ვი​ნა​ხე, რომ იცის. ექ​ვსი ჩონ​ჩხი, დრო​ის დი​ნე​ბით გაპ​რიალე​ბუ​ლი ძვლე​ბით. რა აზ​რია ამ ყვე​‐
ლა​ფერ​ში? ნუ​თუ ცალ​ხე​ლა ჩონ​ჩხი დიკ ნორ​ტია? მა​შინ ვინ არი​ან და​ნარ​ჩე​ნე​ბი?

რი​სი თქმა უნ​და ჩემ​თვის კი​კის?

უცებ გა​მახ​სენ​და. ჯი​ბე მო​ვი​ქე​ქე, რა​ფა​ზე ნა​პოვ​ნი ქა​ღალ​დის ნაგ​ლე​ჯი ამო​ვი​ღე, ტე​ლე​ფონ​თან მი​ვე​დი და
იდუ​მა​ლი ნო​მე​რი ავ​კრი​ფე. ყურ​მილს არა​ვინ იღებ​და. თი​თოეული ზუ​მე​რი ისე იძი​რე​ბო​და და​მუნ​ჯე​ბულ უფ​‐
სკრულ​ში, რო​გორც ან​კე​სის სა​ძი​რა​ვი ზღვა​ში. უკან გა​მოვ​ბრუნ​დი, დახ​ლთან, ჩემს ად​გილ​ზე და​ვე​ბერ​ტყე და
ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე.

– ხვალ, თუ ბი​ლე​თე​ბი იქ​ნე​ბა, ტო​კიოში ვბრუნ​დე​ბი, – გა​მო​ვაც​ხა​დე, – რა​ღაც დიდ​ხანს შევ​რჩი აქ. მშვე​ნიერი
შვე​ბუ​ლე​ბა გა​მო​მი​ვი​და, მაგ​რამ ახ​ლა ვგრძნობ, რომ დროა. თა​ნაც სას​წრა​ფოდ უნ​და მო​ვაგ​ვა​რო რაღაც-​‐
რაღაცები ტო​კიოში.

იუკიმ თა​ვი და​მიქ​ნია. თით​ქოს წი​ნას​წარ იცო​და, რა უნ​და მეთ​ქვა.

– კარ​გი, ჩემ​ზე ნუ ღე​ლავ. თუ დაბ​რუ​ნე​ბა გინ​და, ჯობს დაბ​რუნ​დე.

– შენ რას იზამ? აქ დარ​ჩე​ბი? თუ ჩემ​თან ერ​თად წა​მოხ​ვალ?

ოდ​ნავ აიჩე​ჩა მხრე​ბი.

– ერ​თხანს დე​დას​თან ვიც​ხოვ​რებ. ჯერ არ მინ​და იაპო​ნიაში. უარს ხომ არ მეტ​ყვის, რომ ვთხო​ვო?

თა​ვი და​ვუქ​ნიე და მარ​ტი​ნი დავ​ცა​ლე.

– კარ​გი. ხვალ მა​კა​ჰუ​ში წა​გიყ​ვან. კარ​გი იქ​ნე​ბო​და, წას​ვლის წინ კი​დევ ერ​თხელ დავ​ლა​პა​რა​კე​ბო​დი დე​და​‐
შენს.

ბა​რი​დან გა​მო​ვე​დით, „ალოჰა-​ტაუერთან“ თევ​ზის რეს​ტო​რან​ში შე​ვე​დით და უკა​ნას​კნე​ლად ვი​ვახ​შმეთ. სა​‐


ნამ იუკი ას​თაკ​ვებს შე​ექ​ცეოდა, ვის​კი დავ​ლიე, მე​რე შემ​წვარ ხა​მან​წკებს მი​ვა​დე​ქი. თით​ქმის არ ვლა​პა​რა​‐
კობ​დით. თავ​ში ყვე​ლა​ფე​რი ერ​თმა​ნეთ​ში აირია. მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ სა​ნამ ხა​მან​წკებს შევ​ჭამ​დი, სა​მუ​და​მოდ
ჩა​მე​ძი​ნე​ბო​და და თვი​თო​ნაც ჩონ​ჩხად გა​და​ვიქ​ცეოდი.

იუკი დრო​დად​რო შე​მომ​ხე​დავ​და. და ბო​ლოს თქვა:

– ვფიქ​რობ, შე​ნი ძი​ლის დროა. სა​შინ​ლად გა​მოიყუ​რე​ბი!


ნო​მერ​ში რომ დავ​ბრუნ​დი, ტე​ლე​ვი​ზო​რი ჩავ​რთე და დიდ​ხანს მარ​ტო ვსვამ​დი ღვი​ნოს. ბე​ის​ბო​ლის მატჩს
გად​მოს​ცემ​დნენ: „ნიუ იორკ იან​კიზ“ „ბალ​ტი​მორ ორი​ოლ​ზის“ წი​ნა​აღ​მდეგ. სუ​ლაც არ მა​ინ​ტე​რე​სებ​და, უბ​‐
რა​ლოდ, მინ​დო​და, ტე​ლე​ვი​ზო​რი ჩარ​თუ​ლი ყო​ფი​ლი​ყო. თუნ​დაც რა​ღაც კავ​ში​რი რეალო​ბას​თან.

ღვი​ნოს მა​ნამ​დე ვსვამ​დი, სა​ნამ ძი​ლი არ მო​მე​რია. და მხო​ლოდ მა​შინ ისევ გა​მახ​სენ​და – ჯი​ბი​დან ქა​ღალ​‐
დის ნაგ​ლე​ჯი ამო​ვი​ღე, ტე​ლე​ფონს მივ​წვდი და ნო​მე​რი ავ​კრი​ფე. რო​გორც ვე​ლო​დი, უშე​დე​გოდ. მეთ​ხუთ​მე​‐
ტე ზუ​მე​რის შემ​დეგ ყურ​მი​ლი დავ​კი​დე, ისევ და​ვეგ​დე დი​ვან​ზე და ბრაუნის კა​თო​დურ მი​ლაკს მი​ვა​ჩერ​დი.
გო​ნე​ბა​გა​ფან​ტუ​ლი ვუ​ყუ​რებ​დი, რო​გორ ემ​ზა​დე​ბო​და უინ​ფორ​დი ბურ​თის სატ​ყორ​ცნე​ლად, რო​ცა უცებ მივ​‐
ხვდი: მეხ​სიერე​ბა​ში რა​ღაც ფხა​კუ​ნობ​და, ყუ​რად​ღე​ბას ით​ხოვ​და.

რა უნ​და ყო​ფი​ლი​ყო?

ეკ​რა​ნის​თვის თვა​ლი არ მო​მი​შო​რე​ბია, ისე ვცა​დე გუ​ლის​ყუ​რის მოკ​რე​ბა.

რა​ღაც ერ​თი ძა​ლი​ან ჰგავ​და რა​ღაც მეორეს. რა​ღაც ერ​თი გა​დახ​ლარ​თუ​ლი​ყო რა​ღაც მეორე​ზე...

„შე​უძ​ლე​ბე​ლი​ა!“ – გა​მი​ელ​ვა თავ​ში. წარ​მო​უდ​გენ​ლად მეჩ​ვე​ნე​ბო​და, მაგ​რამ მა​ინც ღირ​და შე​მოწ​მე​ბა. ქა​‐
ღალ​დის ნაგ​ლე​ჯით ხელ​ში ავ​დე​ქი, ჰოლ​ში გა​ვე​დი და ქა​ღალ​დზე და​წე​რი​ლი ნო​მე​რი იმ ნო​მერს შე​ვა​და​რე,
რო​მე​ლიც ჯუნ​მა ფან​ქრით წააწე​რა ჩემს კარს.

ზუს​ტად ემ​თხვეოდა.

ყვე​ლა​ფე​რი და​კავ​ში​რე​ბუ​ლია, გა​ვი​ფიქ​რე. ყვე​ლა​ფე​რი ერ​თმა​ნეთ​თან არის კავ​შირ​ში. და მხო​ლოდ მე ვერ


ვხე​დავ ვე​რა​ვი​თარ ლო​გი​კას ამ ჯაჭ​ვში.

***

დი​ლით ავიასა​ლა​რო​ში წა​ვე​დი და შუ​ად​ღის რე​ის​ზე შე​ვუკ​ვე​თე ბი​ლე​თი. მე​რე სას​ტუმ​რო​დან გა​მოვ​სახ​ლდი
და იუკი მა​კა​ჰუ​ში, დე​დას​თან წა​ვიყ​ვა​ნე. სა​დი​ლო​ბამ​დე და​ვუ​რე​კე ამეს და ვუთ​ხა​რი, რომ სას​წრა​ფო საქ​‐
მეები გა​მო​მიჩ​ნდა და იძუ​ლე​ბუ​ლი ვარ დღეს​ვე დავ​ბრუნ​დე იაპო​ნიაში. ძა​ლი​ან არ გაჰ​კვირ​ვე​ბია. მით​ხრა,
რომ ქა​ლიშ​ვი​ლის​თვის ყო​ველ​თვის აქვს ად​გი​ლი და არა​ნაირი პრობ​ლე​მა არ არის – ხვალ​ვე შე​გიძ​ლია მო​‐
იყ​ვა​ნო​ო.

პირ​ქუ​ში დი​ლა გა​თენ​და. ნე​ბის​მი​ერ წუთს შე​იძ​ლე​ბო​და გა​მეორე​ბუ​ლი​ყო ქა​რიშ​ხა​ლი. იმა​ვე „მიცუბიში-​‐
ლანსერით“ მივ​ქრო​დი სა​ნა​პი​როს გას​წვრივ ას ოცი კი​ლო​მეტ​რი სა​ათ​ში სიჩ​ქა​რით და მუდ​მი​ვი როკ-​ენ-
როლის თან​ხლე​ბით.

– პირ​და​პირ პეკ​მე​ნი ხარ, – თქვა უცებ იუკიმ.

– ვინ? – შე​ვე​კით​ხე.

– თით​ქოს შენ​ში პეკ​მე​ნი ზის, – ამიხ​სნა, – და შიგ​ნი​დან გხრავს. შენს სულს, ცოტ-​ცოტას – პი​იპ, პი​იპ, პი​იპ...
– ცუ​დად ვერ​კვე​ვი მე​ტა​ფო​რებ​ში.

– რა​ღაც გხრავს.

ერ​თხანს ჩუ​მად მიმ​ყავ​და მან​ქა​ნა, მის სიტ​ყვებ​ზე ვფიქ​რობ​დი.

– ხან​და​ხან გვერ​დით სიკ​ვდი​ლის ჩრდილს ვგრძნობ, – ვთქვი, – ძა​ლი​ან ცხად, მკვრივ ჩრდილს. მეჩ​ვე​ნე​ბა,
რომ სულ ახ​ლოს მო​მი​ხოხ​და. კი​დევ ცო​ტაც და გაძ​ვა​ლულ ხელს გა​მო​იწ​ვდის და ყელ​ში მწვდე​ბა. მაგ​რამ ეს
ისე​თი სა​ში​ში არ არის. იმი​ტომ, რომ ეს ყო​ველ​თვის ვი​ღა​ცის სიკ​ვდი​ლია, და არა ჩე​მი. და მი​სი ხე​ლი მუ​დამ
სხვი​სი ყე​ლის​კენ იწევს. ოღონდ ყო​ვე​ლი სხვი​სი სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ შიგ​ნით სუ​ლი სულ უფ​რო სიფ​რი​ფა​ნა
ხდე​ბა, ჩემ​ში სულ უფ​რო ცო​ტა მე ვრჩე​ბი... რა​ტომ?

იუკიმ ჩუ​მად აიჩე​ჩა მხრე​ბი.

– მე თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, რა​ტომ, – გა​ვაგ​რძე​ლე, – მაგ​რამ სიკ​ვდი​ლი მუ​დამ თან დამ​დევს. და ნე​ბის​მი​ერ შემ​‐
თხვე​ვა​ში გა​მოჩ​ნდე​ბა ხოლ​მე რა​ღაც ნაპ​რა​ლი​დან.

– იქ​ნებ სწო​რედ ეს არის შე​ნი გა​სა​ღე​ბი? იქ​ნებ სწო​რედ სიკ​ვდი​ლის სა​შუალე​ბით ხარ და​კავ​ში​რე​ბუ​ლი სამ​ყა​‐
როს​თან?

მის სიტ​ყვებ​ზე ვფიქ​რობ​დი.

– ჰოო, – ამო​ვი​ოხ​რე ბო​ლოს, – მაგ​რად გე​ხერ​ხე​ბა დეპ​რე​სი​ის მოქ​სე​ვა.

***

დიკ ნორ​ტი, რო​გორც ჩანს, სე​რიოზუ​ლად შე​წუხ​და, რო​ცა გაიგო, რომ მი​ვემ​გზავ​რე​ბო​დი. მარ​თა​ლია, არა​ფე​‐
რი არ გვა​კავ​ში​რებ​და, მაგ​რამ ჩვენ შო​რის საკ​მა​ოდ კე​თი​ლი ურ​თი​ერ​თო​ბა დამ​ყარ​და საიმი​სოდ, რომ ასე​თი
გრძნო​ბა გას​ჩე​ნო​და. მეც გულ​წრფე​ლად ვცემ​დი პა​ტივს მის „ლი​რი​კულ პრაგ​მა​ტიზმს“. დამ​შვი​დო​ბე​ბი​სას
ხე​ლი ჩა​მო​ვარ​თვით ერ​თმა​ნეთს – და აი აქ ისევ გა​მახ​სენ​და ჩონ​ჩხე​ბიანი ოთა​ხი. ნუ​თუ იქ ნამ​დვი​ლად დიკ
ნორ​ტი იყო?

– არას​დროს გი​ფიქ​რია, რო​გო​რი სიკ​ვდი​ლით მოკ​ვდე​ბი? – ვკით​ხე.

ჩაიცი​ნა და ჩა​ფიქ​რდა.

– ომ​ში ხში​რად ვფიქ​რობ​დი. იქ ხომ სიკ​ვდი​ლის უამ​რა​ვი სა​შუალე​ბაა. მაგ​რამ ამ ბო​ლო დროს თით​ქმის არ
ვფიქ​რობ. არ მცა​ლია ასეთ სიბ​რძნე​ებ​ზე ფიქ​რის​თვის. ომ​ში კა​ცი ისე და​კა​ვე​ბუ​ლი არ არის, რო​გორც მშვი​‐
დო​ბიანო​ბის დროს! – გაიცი​ნა, – რა​ტომ მე​კით​ხე​ბი?

– არც რა​ტომ, – ვუ​პა​სუ​ხე, – ისე, და​მა​ინ​ტე​რე​სა.


– მო​ვი​ფიქ​რებ, – დამ​პირ​და, – რო​ცა ისევ შევ​ხვდე​ბით, მო​გიყ​ვე​ბი.

ამის შემ​დეგ ამემ სა​სე​ირ​ნოდ გა​მიტ​ყუა. აუჩ​ქა​რებ​ლად, მხარ​დამ​ხარ გა​ვუ​ყე​ვით მარ​შრუტს, რომ​ლი​თაც დი​‐
ლით დარ​ბი​ან.

– გმად​ლობ ყვე​ლაფ​რის​თვის, – მით​ხრა, – ნამ​დვი​ლად მად​ლიერი ვარ. უბ​რა​ლოდ, არ შე​მიძ​ლია ისე გა​მოვ​ხა​‐
ტო, რო​გორც სა​ჭი​როა. მაგ​რამ სი​ნამ​დვი​ლე​ში... მ-​მ... სე​რიოზუ​ლად ვამ​ბობ. მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ თქვე​ნი გა​მო​ჩე​‐
ნით ბევ​რი რამ გვარ​დე​ბა. იმის გა​მო, რომ ჩვენ​თან ხართ, რა​ტომ​ღაც ყვე​ლა​ფე​რი ისე ხდე​ბა, რო​გორც სა​ჭი​‐
როა. მე და იუკიმ მშვე​ნივ​რად ვი​სა​უბ​რეთ, უკეთ ვუ​გებთ ერ​თმა​ნეთს. ახ​ლა კი აქ საც​ხოვ​რებ​ლა​დაც რჩე​ბა...

– შე​სა​ნიშ​ნა​ვია, – ვთქვი, – სიტ​ყვა „შე​სა​ნიშ​ნავს“ მხო​ლოდ გან​სა​კუთ​რე​ბით მძი​მე შემ​თხვე​ვებ​ში ვი​ყე​ნებ, რო​‐
ცა მო​წო​ნე​ბის სიტ​ყვე​ბი თავ​ში არ მომ​დის, გა​ჩუ​მე​ბა კი უხერ​ხუ​ლია. მაგ​რამ ამემ, რა თქმა უნ​და, ეს ვერ შე​‐
ნიშ​ნა.

– მას შემ​დეგ, რაც მას​თან ხართ, იუკი დამ​შვიდ​და, მი​სი ფსი​ქო​ზე​ბის დი​დი ნა​წი​ლი სად​ღაც გაქ​რა. ხა​სიათით
ნამ​დვი​ლად ჰგავ​ხართ ერ​თმა​ნეთს. ოღონდ არ ვი​ცი, კერ​ძოდ, რით... ჩე​მი აზ​რით, რა​ღაც სა​ერ​თო გაქვთ.
თქვენ რას ფიქ​რობთ?

– არ ვი​ცი, – მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე.

– სკო​ლის საქ​მე რო​გორ იქ​ნე​ბა? – მკით​ხა ამემ.

– არ უნ​და სიარუ​ლი, რა​ტომ უნ​და აიძუ​ლოთ? მგრძნო​ბიარე ბავ​შვია, ძა​ლი​ან რთუ​ლი ხა​სა​თით, ძალ​და​ტა​ნე​‐
ბით და მუ​ქა​რით მა​ინც ვე​რა​ფერს გააკე​თე​ბი​ნებთ. ჯობს, რე​პე​ტი​ტო​რი დაუქი​რა​ოთ, რომ ყვე​ლა​ზე აუცი​ლე​‐
ბე​ლი რა​მეები მა​ინც აით​ვი​სოს. რო​გორც არ უნ​და შე​აბ​რუ​ნო, გა​მოც​დე​ბის სტრე​სი, უაზ​რო შე​ჯიბ​რე​ბე​ბი, ინ​‐
ტე​რეს​თა იდიოტუ​რი კლუ​ბე​ბი, კო​ლექ​ტი​ვის წი​ნა​შე თა​ვის დახ​რა, ქცე​ვის ფა​რი​სევ​ლუ​რი წე​სე​ბი – ეს ყვე​ლა​‐
ფე​რი მის​თვის არ არის. სკო​ლა ის ად​გი​ლი არ არის, სა​დაც ადა​მიანი ვალ​დე​ბუ​ლია, სა​კუ​თა​რი ნე​ბის სა​წი​ნა​‐
აღ​მდე​გოდ იაროს. ზო​გი​ერ​თებს მშვე​ნივ​რად შე​უძ​ლი​ათ, მარ​ტოც ის​წავ​ლონ. უფ​რო მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი იქ​ნე​ბო​‐
და მი​სი ინ​დი​ვი​დუალუ​რი უნა​რე​ბის აღ​მო​ჩე​ნა და რაც შე​იძ​ლე​ბა ჰარ​მო​ნიულად გან​ვი​თა​რე​ბა იმის, რაც
მხო​ლოდ მას აქვს. მე​რე კი ალ​ბათ გა​მოჩ​ნდე​ბა – იქ​ნებ მო​უნ​დეს სკო​ლა​ში სიარუ​ლი. ნე​ბის​მი​ერ შემ​თხვე​ვა​‐
ში ადა​მი​ანს სა​შუალე​ბა უნ​და მის​ცე, თვი​თონ გა​დაწ​ყვი​ტოს. ხომ მე​თან​ხმე​ბით?

– ჰო, ალ​ბათ, – ხან​გრძლი​ვი პაუზის შემ​დეგ და​მიქ​ნია თა​ვი, – ალ​ბათ მარ​თა​ლი ხართ. მე თვი​თონ არას​დროს
არ მიყ​ვარ​და ეს „კო​ლექ​ტიური ცხოვ​რე​ბა“, სკო​ლა​საც დრო​დად​რო ვაც​დენ​დი... ასე რომ, კარ​გად ვხვდე​ბი,
რას გუ​ლის​ხმობთ.

– მა​შინ, თუ ასე კარ​გად გეს​მით, რა გა​ღო​ნებთ? რა პრობ​ლე​მა​ა?

თა​ვი გა​და​აქ​ნია, ისე ენერ​გიულად, რომ მა​ლე​ბი გა​უტ​კა​ცუნ​და.

– არა, არა​ვი​თა​რი პრობ​ლე​მა! უბ​რა​ლოდ, იუკის​თან სა​კუ​თა​რი თა​ვი, რო​გორც დე​და, ვერ და​ვი​ნა​ხე. და ეს
შეგ​რძნე​ბა ვე​რაფ​რით ვერ მო​ვი​შო​რე. ვფიქ​რობ​დი: ეს რო​გორ, ამას რო​გორ ამ​ბობს – „შე​იძ​ლე​ბა სკო​ლა​ში
არ იაროს?“ რო​ცა სა​კუ​თა​რი თა​ვის არ გჯე​რა, რო​გორ​ღაც სუს​ტი ხდე​ბი. ასე არ არის? ხომ ით​ვლე​ბა, რომ
სკო​ლის მი​ტო​ვე​ბა ან​ტი​სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი საქ​ციელი​ა...

ვი​ფიქ​რე, რომ მო​მეს​მა. ან​ტი​სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი?


– ცხა​დია, არ ვამ​ტკი​ცებ, რომ ასი პრო​ცენ​ტით მარ​თა​ლი ვარ... კაც​მა არ იცის, რო​დის რა მოხ​დე​ბა. შე​იძ​ლე​ბა
კარ​გი არა​ფე​რი გა​მო​ვი​დეს. მაგ​რამ მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ თუ თქვენ – რო​გორც დე​და ან რო​გორც მე​გო​ბა​რი, ამას
მნიშ​ვნე​ლო​ბა არ აქვს – შე​ეც​დე​ბით, რეალურ ცხოვ​რე​ბა​ში აჩ​ვე​ნოთ თქვენს ქა​ლიშ​ვილს, რომ თქვენ რა​ღაც​‐
ნაირად და​კავ​ში​რე​ბუ​ლი ხართ მას​თან; თუ მოახერ​ხებთ სი​ნამ​დვი​ლე​ში და​არ​წმუ​ნოთ, რომ ასე თუ ისე პა​‐
ტივს სცემთ, მა​შინ ის, არაჩ​ვეულებ​რი​ვი ალ​ღოს მქო​ნე ბავ​შვი, საყ​რდენს იპო​ვის თქვენ​ში და თვი​თონ​ვე ძა​‐
ლი​ან ად​ვი​ლად გააკე​თებს იმას, რაც სა​ჭი​რო​ა.

ერ​თხანს ჩუ​მად მი​დიოდა, ჯი​ბე​ებ​ში ხე​ლებ​ჩაწ​ყო​ბი​ლი. მე​რე შე​მო​მიბ​რუნ​და:

– ვხე​დავ, ძა​ლი​ან კარ​გად ხვდე​ბით, თუ რას გრძნობს იუკი. რო​გორ ახერ​ხებთ ამას?

„თუ ცდი​ლობ რა​ღა​ცის გა​გე​ბას, რა​ღა​ცას აუცი​ლებ​ლად გაიგებ“, – მინ​დო​და მე​პა​სუ​ხა, მაგ​რამ, ცხა​დია, გავ​‐
ჩუმ​დი.

მით​ხრა, რომ მად​ლო​ბის გა​დახ​და უნ​და ჩემ​თვის ზრუნ​ვი​სა და იმ დრო​ის​თვის, რო​მე​ლიც მის ქა​ლიშ​ვილს
და​ვუთ​მე.

– ამის​თვის გუ​ლუხ​ვად გა​და​მი​ხა​და ბა​ტონ​მა მა​კი​მუ​რამ. დღემ​დე ვფიქ​რობ, სად წა​ვი​ღო ამ​დე​ნი...

– მაგ​რამ ეს მე თვი​თონ მინ​და! ის ის არის, მე კი მე ვარ. მე ჩე​მი მხრი​დან მინ​და მად​ლო​ბა გა​და​გი​ხა​დოთ! თუ
ამას ახ​ლა​ვე არ გა​ვა​კე​თებ, და​მა​ვიწ​ყდე​ბა.

– ჰო​და, დაივიწ​ყეთ, რა პრობ​ლე​მაა, – გა​ვი​ცი​ნე.

გრძე​ლი სკა​მის​კენ გა​უხ​ვია, ჩა​მოჯ​და, ხა​ლა​თის ჯი​ბი​დან სი​გა​რე​ტი ამოიღო და მოუკი​და. „სა​ლე​მის“ მწვა​ნე
კო​ლო​ფი ოფ​ლის​გან დას​ვე​ლე​ბუ​ლი​ყო და ფორ​მა დაეკარ​გა. ისევ ის ჩი​ტე​ბი ისევ იმ გა​მებს უს​ტვენ​დნენ.

ამე კარ​გა ხანს ხმაამოუღებ​ლად იჯ​და და ეწეოდა. უფ​რო ზუს​ტად, ორ​ჯერ თუ სამ​ჯერ და​არ​ტყა ნა​ფა​ზი, მე​‐
რე კი სი​გა​რე​ტი მის გა​შე​შე​ბულ თი​თებ​ში დაიფერ​ფლა და ბა​ლახ​ზე, მის ფე​ხებ​თან და​ვარ​და. ალ​ბათ აი, ასე
გა​მოიყუ​რე​ბა გარ​დაც​ვლი​ლი დრო, გა​ვი​ფიქ​რე უცებ. დრო მოკ​ვდა მის ხელ​ში, და​იწ​ვა და თეთრ ფერ​ფლად
დაეფი​ნა მი​წას. ჩი​ტებს ვუს​მენ​დი და ვუ​ყუ​რებ​დი, ქვე​ვით, ბი​ლი​კებ​ზე, რო​გორ მიდი-​მოდიოდნენ მე​ბა​ღეების
ური​კე​ბი. მას შემ​დეგ, რაც მა​კა​ჰუ​ში ჩა​მო​ვე​დით, უცებ გა​მოიდა​რა. მხო​ლოდ ერ​თხელ, სად​ღაც ჰო​რი​ზონ​ტი​‐
დან მო​ის​მა სუს​ტი ჭექა-​ქუხილი და მა​შინ​ვე მი​ყუჩ​და. თით​ქოს რა​ღაც უხი​ლავ​მა ძა​ლამ დაფ​ლი​თა ტყვი​ის​‐
ფე​რი ღრუბ​ლე​ბი და მი​წა​ზე ისევ და​იღ​ვა​რა მზის სხი​ვე​ბი. ამეს უხე​ში ტი​ლოს მოკ​ლე​სა​ხე​ლოიანი ხა​ლა​თი
ეც​ვა (სა​მუ​შა​ოდ სწო​რედ ამ ხა​ლათს იც​ვამ​და. ყო​ველ​თვის ერ​თსა და იმა​ვეს. ჯი​ბე​ებ​ში ფან​ქრებს, ფლო​მას​‐
ტე​რებს, სან​თე​ბე​ლას და სი​გა​რეტს იწ​ყობ​და), მზის სათ​ვა​ლე ამ​ჯე​რად არ გაუკე​თე​ბია – თუმ​ცა პირ​და​პირ
მზის გულ​ზე იჯ​და. რო​გორც ჩანს, არც და​მაბ​რმა​ვე​ბე​ლი მზე, არც სიც​ხე სრუ​ლე​ბით არ აღელ​ვებ​და. არა​და,
დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, რომ სცხე​ლო​და: ყელ​ზე ოფ​ლის წვე​თე​ბი უბ​რწყი​ნავ​და, ლურჯ ხა​ლათ​ზე კი აქა-​იქ
ლა​ქე​ბი დას​ტყო​ბო​და. მაგ​რამ ამე თით​ქოს ვერ გრძნობ​და. ან სუ​ლიერი მო​ბი​ლი​ზა​ცი​ის, ან სუ​ლიერი გა​ფან​‐
ტუ​ლო​ბის გა​მო – ჩე​მი გან​სას​ჯე​ლი არ იყო. მოკ​ლედ, ასე გა​ვი​და ათი წუ​თი. დრო და სივ​რცი​დან აბ​სო​ლუ​ტურ
ირეალუ​რო​ბა​ში ათი წუ​თით გა​დას​ვლა​ში. მაგ​რამ რა დროც არ უნ​და გა​სუ​ლი​ყო, მის​თვის მნიშ​ვნე​ლო​ბა არ
ჰქონ​და. აშ​კა​რა იყო, რომ დრო​ის კა​ტე​გო​რია არ შე​დიოდა იმ ფაქ​ტო​რე​ბის სიაში, რაც მის ცხოვ​რე​ბას გა​ნა​‐
პი​რო​ბებ​და. და თუ მა​ინც შე​დიოდა, იქ ერთ-​ერთი ბო​ლო ად​გი​ლი ეჭი​რა. რაც მომ​გე​ბიანად გა​ნას​ხვა​ვებ​და
მის სი​ტუაცი​ას ჩე​მი სი​ტუაცი​ის​გან. თვით​მფრი​ნავ​ზე მაგ​ვი​ან​დე​ბო​და, მაგ​რამ რა გინ​და, რომ ქნა?

– დროა, – ვთქვი და სა​ათს დავ​ხე​დე, – გაფ​რე​ნამ​დე მან​ქა​ნის ქი​რის სა​ფა​სუ​რი უნ​და გა​და​ვი​ხა​დო, ამი​ტომ
ჯობს, ად​რე მი​ვი​დე.

სად​ღაც ჩემ მიღ​მა იყუ​რე​ბო​და, ცდი​ლობ​და რა​მე​ზე მა​ინც შეეჩე​რე​ბი​ნა მზე​რა. სწო​რედ ეს გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა
არა​ერ​თხელ შე​მიმ​ჩნე​ვია იუკის სა​ხე​ზე. სე​რიიდან: „რო​გორ უნ​და შე​ეწ​ყო ამ რეალო​ბას?“ რაც არ უნ​და
თქვა, სა​ერ​თო ჩვე​ვე​ბი და მიდ​რე​კი​ლე​ბე​ბი დედა-​შვილს საკ​მა​რის​ზე მე​ტი ჰქონ​დათ.

– აჰ, რა თქმა უნ​და. თქვენ ხომ გეჩ​ქა​რე​ბათ. და​მა​ვიწ​ყდა, – თქვა ამემ და ნე​ლა გა​აქ​ნია თა​ვი: ერ​თხელ მარ​‐
ცხნივ, ერ​თხელ მარ​ჯვნივ, – მა​პა​ტი​ეთ, დავ​ფიქ​რდი ჩემს...

სკა​მი​დან ავ​დე​ქი და იმა​ვე მარ​შრუ​ტით უკან, კო​ტე​ჯის​კენ წა​ვე​დი.

***

ისი​ნი გა​სა​ცი​ლებ​ლად გა​მო​ვიდ​ნენ – სა​მი​ვე. იუკი გა​ვაფ​რთხი​ლე, რაც შე​იძ​ლე​ბა ნაკ​ლე​ბი ნა​გა​ვი ეჭა​მა ყვე​‐
ლა​ნაირი „მაკ​დო​ნალ​დსის“ სა​ხით. პა​სუ​ხად მხო​ლოდ ტუ​ჩე​ბი მოპ​რუ​წა. კარ​გი, გა​ვი​ფიქ​რე, თუ გვერ​დით
დიკ ნორ​ტია, ამა​ზე მა​ინც შე​მიძ​ლია არ ვი​ნერ​ვიულო.

მან​ქა​ნა მო​ვატ​რიალე და უკა​ნა ხედ​ვის სარ​კე​ში და​ვი​ნა​ხე უც​ნაური სა​მეული. დიკ ნორტს მაღ​ლა აეწია ხე​‐
ლი და ენერ​გიულად აქ​ნევ​და აქეთ-​იქით. ამე მთვა​რეული​ვით ამოძ​რა​ვებ​და ხე​ლის მტე​ვანს და წინ გაშ​ლილ
სივ​რცეს მის​ჩე​რე​ბო​და. გვერ​დზე მიბ​რუ​ნე​ბუ​ლი იუკი სან​დლის წვე​რით ქვას უჩიჩ​ქნი​და ძირს. მარ​თლაც,
უაზ​რო კოს​მო​სის მი​ვარ​დნილ ად​გი​ლას და​კარ​გუ​ლი, შემ​თხვე​ვით შეყ​რი​ლი მა​წან​წა​ლე​ბის გუნ​დია. ვერ ვი​‐
ჯე​რებ​დი, რომ უკა​ნას​კნელ წუ​თამ​დე მეც ამ ეკი​პა​ჟის შე​მად​გენ​ლო​ბა​ში ვი​რიც​ხე​ბო​დი. მაგ​რამ გზამ მა​ლე
ჩაყ​ვინ​თა მარ​ცხნივ და მა​თი ანა​რეკ​ლი გაქ​რა. პირ​ვე​ლად დი​დი ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში სრუ​ლი​ად მარ​ტო ვი​ყა​‐
ვი.

***

მარ​ტოობით ვტკბე​ბო​დი. ეს სუ​ლაც არ ნიშ​ნავს, რომ მე, მა​გა​ლი​თად, იუკის სა​ზო​გა​დოება მძა​ბავ​და. უბ​რა​‐
ლოდ, ხან​და​ხან მა​ინ​ცდა​მა​ინც ცუ​დი არ არის მარ​ტო დარ​ჩე​ნა. არა​ვის არ ეთათ​ბი​რე​ბი, სა​ნამ რა​მეს გააკე​‐
თებ. არა​ვის წი​ნა​შე არ იმარ​თლებ თავს, თუ რა​მე ისე არ გა​მო​ვა. სი​სუ​ლე​ლეს ჩაიდენ – თვი​თონ იხუმ​რებ სა​‐
კუ​თარ თავ​ზე და თვი​თონ​ვე იცი​ნებ. ვე​რა​ვინ გი​საყ​ვე​დუ​რებს, ეს რა სუ​ლე​ლუ​რი ხუმ​რო​ბა იციო. მო​იწ​ყენ და
– სა​ფერ​ფლეს გა​უშ​ტე​რებ მზე​რას, ამით დას​რულ​დე​ბა ყვე​ლა​ფე​რი. არა​ვინ გეტ​ყვის: „ეი, რას მიშ​ტე​რე​ბი​ხარ
ამ სა​ფერ​ფლეს?“ მოკ​ლედ, არ ვი​ცი, კარ​გია თუ ცუ​დი – მარ​ტო ცხოვ​რე​ბას უკ​ვე მე​ტის​მე​ტად შე​ვეჩ​ვი​ე.

რო​გორც კი მარ​ტო დავ​რჩი, სუ​ნი და ფე​რე​ბი ჩემ გარ​შე​მო ოდ​ნავ, მაგ​რამ მა​ინც შე​იც​ვა​ლა. ღრმად ჩა​ვი​სუნ​‐
თქე და ვიგ​რძე​ნი, რომ მკერ​დი გა​მი​ფარ​თოვ​და. ბო​ლოს კი, რა​დიოში ჯა​ზის ტალ​ღა რომ მოვ​ძებ​ნე, მთლად
თა​ვი​სუფ​ლად ვიგ​რძე​ნი თა​ვი და ლი მორ​გან​თან და კო​ულ​მენ ჰოუკინ​სთან ერ​თად აერო​პორ​ტის​კენ გა​ვა​ქა​‐
ნე მან​ქა​ნა. ღრუბ​ლე​ბი, სულ ახ​ლა​ხან მთელ ცას რომ ფა​რავ​დნენ, ახ​ლა ვირ​თხე​ბი​ვით გაიძურ​წნენ კუთ​ხე​‐
ებ​ში, დაგ​ლე​ჯილ ნაფ​ლე​თე​ბად აეკ​ვრნენ ჰო​რი​ზონტს. დაუღა​ლავ პა​სატს, გზის პირ​ზე პალ​მის ფოთ​ლებს
რომ ათა​მა​შებ​და, ეს ღრუბ​ლე​ბი სულ უფ​რო და უფ​რო და​სავ​ლე​თით მიჰ​ქონ​და. „747“ რა​ტომ​ღაც ცა​ში ას​რო​‐
ლი​ლი ვეებერ​თე​ლა ვერ​ცხლის ლურ​სმა​ნი​ვით იღებ​და სი​მაღ​ლეს მახ​ვი​ლი კუთ​ხით.

მარ​ტო დავ​რჩი და ფიქ​რე​ბიც მთლიანად გა​მიფ​რინ​და თა​ვი​დან. ვგრძნობ​დი, რა უცებ და მკვეთ​რად შევ​მსუ​‐
ბუქ​დი. ჩე​მი სა​ცო​და​ვი ცნო​ბიერე​ბა უძ​ლუ​რი გა​მოდ​გა ასეთ საოცარ ცვლი​ლე​ბებ​თან გა​სამ​კლა​ვებ​ლად. და
მა​ინც, ძა​ლი​ან სა​სიამოვ​ნო იყო არა​ფერ​ზე ფიქ​რი. ჰო​და, ნუ იფიქ​რებ, ვუთ​ხა​რი სა​კუ​თარ თავს. ჰა​ვაიზე ხარ,
აქ სა​ერ​თოდ რა​ში გჭირ​დე​ბა ფიქ​რი? თა​ვი​დან მო​ვი​შო​რე ყვე​ლა​ფე​რი, რაც ჯერ კი​დევ რჩე​ბო​და შიგ და გუ​‐
ლის​ყურ​მოკ​რე​ბილ​მა გა​ვაქ​რო​ლე მან​ქა​ნა წინ. ჯერ Stuffy-ს ვუს​ტვენ​დი, მე​რე – Side-​Winder-ს – სტვე​ნით სა​‐
შუალო ძა​ლის გამ​ჭოლ ქარს რომ ჰგავს. ქა​რი დაღ​მარ​თზე სა​ათ​ში ას სა​მო​ცი კი​ლო​მეტ​რი სიჩ​ქა​რი​სას გა​და​‐
რეული​ვით ყმუოდა. დაღ​მარ​თის ბო​ლოს გზამ მკვეთ​რად გა​უხ​ვია და ჩემ წინ, მთელ ჰო​რი​ზონ​ტზე, წყნა​რი
ოკეანის სი​ლურ​ჯე გაიშა​ლა.

მაშ ასე, გა​ვი​ფიქ​რე. აი, შვე​ბუ​ლე​ბაც დამ​თავ​რდა. კარ​გია თუ ცუ​დი, ყვე​ლა​ფე​რი ოდეს​ღაც მთავ​რდე​ბა.
აერო​პორტს რომ მი​ვაღ​წიე, მან​ქა​ნა და​ვაბ​რუ​ნე, „სრუ​ლი​ად იაპო​ნი​ის ავიახა​ზე​ბის“ დახ​ლთან დავ​რე​გის​‐
ტრირ​დი, ტელეფონ-​ავტომატი მოვ​ძებ​ნე და კი​დევ ერ​თხელ ავ​კრი​ფე იდუ​მა​ლი ნო​მე​რი. რო​გორც ვვა​‐
რაუდობ​დი, არა​ვინ მი​პა​სუ​ხა. მხო​ლოდ ყურ​ში ჩა​სა​ჭე​დად მუ​დამ მზად​მყო​ფი ნაღ​ვლიანი ზუ​მე​რი. ყურ​მი​ლი
დავ​კი​დე და ერ​თხანს ავ​ტო​მატს გა​ვუშ​ტე​რე თვა​ლი. ვუ​ყუ​რე, ვუ​ყუ​რე, მე​რე მი​ვა​ფურ​თხე, პირ​ვე​ლი კლა​სის
დარ​ბაზ​ში გა​და​ვე​დი და „ჯინ-​ტონიკს“ შე​ვე​ქე​ცი.

ტო​კიო, გა​ვი​ფიქ​რე. მაგ​რამ არა​ფე​რი ტო​კიოური არ გა​მახ​სენ​და.

"},{"head":"31.","content":"

31.

სი​ბუიაზე, ჩემს ბი​ნა​ში რომ დავ​ბრუნ​დი, სას​წრა​ფოდ გა​და​ვათ​ვა​ლიერე უკა​ნას​კნლი თვის ფოს​ტა და ავ​ტო​‐
მო​პა​სუ​ხე​ზეც მო​ვის​მი​ნე შეტ​ყო​ბი​ნე​ბე​ბი. არც ფოს​ტა​ში, არც ტე​ლე​ფონ​ზე – ახა​ლი აბ​სო​ლუ​ტუ​რად არა​ფე​‐
რია. რო​გორც ყო​ველ​თვის, წვრილ​მა​ნი შეკ​ვე​თე​ბი. მო​რი​გი ბუკ​ლე​ტის გა​მო​საშ​ვე​ბად გა​სა​უბ​რე​ბა​ზე მიწ​ვე​ვა,
ჩი​ვი​ლი იმის თაობა​ზე, რომ ყვე​ლა​ზე სა​ჭი​რო დროს გავ​ქრი, ახა​ლი შეკ​ვე​თე​ბი და და​ნარ​ჩე​ნიც ამ სტილ​ში. ამ
ყვე​ლა​ფერ​ზე პა​სუ​ხის გა​ცე​მა ჩემს ძა​ლებს აღე​მა​ტე​ბო​და და, ბო​ლოს და ბო​ლოს, ფე​ხებ​ზე და​ვი​კი​დე. ერ​თი
მხრივ, ცალ-​ცალკე ყვე​ლას წი​ნა​შე თა​ვის მარ​თლე​ბას, ჯობ​და ერ​თბა​შად შე​მეს​რუ​ლე​ბი​ნა ყვე​ლა​ფე​რი, რა​‐
საც ჩემ​გან მო​ით​ხოვ​დნენ. დრო​საც დავ​ზო​გავ​დი და ტვირ​თსაც მო​ვიხ​სნი​დი მხრე​ბი​დან. მეორე მხრივ, კარ​‐
გა ხა​ნია სა​ბო​ლო​ოდ გა​ვარ​კვი​ე: და​იწ​ყებ ამ თოვ​ლის გახ​ვე​ტას და ისე ჩა​ეფ​ლო​ბი, რომ სხვა რა​მეს ვე​ღარ
გას​წვდე​ბი. ამი​ტომ ერთ მშვე​ნი​ერ დღეს მა​ინც მო​გი​წევს ყვე​ლას ეშ​მა​კებ​თან გაგ​ზავ​ნა. რა თქმა უნ​და, ეს
თა​ვა​ზიანი საქ​ციელი არ არის და შე​იძ​ლე​ბა რე​პუ​ტა​ცია შე​გე​ლა​ხოს. მაგ​რამ ჩემს შემ​თხვე​ვა​ში, მად​ლო​ბა
ღმერთს, თუნ​დაც ფუ​ლის თაობა​ზე, ახ​ლო მო​მა​ვალ​ში შე​მეძ​ლო არ მე​ნერ​ვიულა. მე​რე კი, რაც იქ​ნე​ბა, იქ​ნე​‐
ბა. დღემ​დე ყვე​ლა​ფერს ვა​კე​თებ​დი, რა​საც მე​უბ​ნე​ბოდ​ნენ, არც ერ​თხელ უარი არ მით​ქვამს. და ახ​ლა შე​მიძ​‐
ლია ცო​ტა ხანს მა​ინც ვიც​ხოვ​რო ისე, რო​გორც მინ​და. ბო​ლოს და ბო​ლოს, ამის უფ​ლე​ბა მაქვს.

მე​რე ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას და​ვუ​რე​კე. ყურ​მი​ლი პა​რას​კე​ვამ აიღო და მა​შინ​ვე შე​მა​ერ​თა პატ​რონ​თან. მოკ​ლე
ან​გა​რი​ში ჩა​ვა​ბა​რე. იუკი ჰა​ვაიზეა, კარ​გად არის, კარ​გად და​ის​ვე​ნა, არა​ვი​თა​რი პრობ​ლე​მე​ბი არ გვქო​ნი​ა.

– მშვე​ნიერია, – თქვა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რამ, – მად​ლიერი ვარ შე​ნი. ხვალ და​ვუ​რე​კავ ამეს. ჰო, მარ​თლა, ფუ​ლი
გე​ყოთ?

– დაგ​ვრჩა კი​დეც.

– შე​გიძ​ლია და​ხარ​ჯო, რო​გორც მო​გე​სურ​ვე​ბა. მა​გა​ზე არ იდარ​დო.

– ერ​თი შე​კით​ხვა მაქვს თქვენ​თან, – ვუთ​ხა​რი, – ქა​ლის თაობა​ზე.

– აა! – ჩვეულებ​რი​ვი რე​აქ​ცია ჰქონ​და, ვი​თომც აქ არა​ფე​რიო, – იმა​ზე მე​კით​ხე​ბი?

– საიდან არის?

– ინ​ტი​მუ​რი მომ​სა​ხუ​რე​ბის კლუ​ბი​დან. მე​ტი საიდან შე​იძ​ლე​ბა იყოს? იმე​დია, მთე​ლი ღა​მე კარტს არ ეთა​მა​‐
შე​ბო​დი.
– არა, მა​გას არ გე​კით​ხე​ბით. რო​გორ ხდე​ბა, რომ ტო​კიოდან ქა​ლი შე​იძ​ლე​ბა შე​უკ​ვე​თო ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში? უბ​‐
რა​ლოდ, მა​ინ​ტე​რე​სებს. თუ გნე​ბავთ, წმინ​და წყლის ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობა​ა.

ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რა ჩა​ფიქ​რდა. ეტ​ყო​ბა, ჩე​მი ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობის ბუ​ნე​ბა​ზე.

– რა​ღაც სა​ერ​თა​შო​რი​სო ფოს​ტის შინ მი​ტა​ნის​მაგ​ვა​რი. რე​კავ ტო​კი​ოს კლუბ​ში და ეუბ​ნე​ბი: ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში,
ამა და ამ ად​გი​ლას, ამა და ამ რიც​ხვში, ამ​დე​ნი ხნით სა​ჭი​როა ქა​ლი. ისი​ნი უკავ​შირ​დე​ბი​ან ჰო​ნო​ლუ​ლუს
კლუბს, რო​მელ​თა​ნაც კონ​ტრაქ​ტი აქვთ გა​ფორ​მე​ბუ​ლი და შეკ​ვე​თი​ლი ქა​ლიც იქაა, სა​დაც სა​ჭი​როა. ფულს
ტო​კი​ოს კლუბს უხ​დი. ისი​ნი სა​კო​მი​სი​ოს იღე​ბენ, და​ნარ​ჩენს კი ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში გზავ​ნი​ან. იქაც იღე​ბენ თა​ვი​‐
ანთ სა​კო​მი​სი​ოს – და​ნარ​ჩე​ნი ქა​ლის წი​ლია. და​მე​თან​ხმე, რომ მო​სა​ხერ​ხე​ბე​ლია. რო​გორც ხე​დავ, ამ​ქვეყ​‐
ნად ბევ​რი სხვა​დას​ხვა სის​ტე​მა არ​სე​ბობს...

– რო​გორც ჩანს... – და​ვე​თან​ხმე. ესე იგი სა​ერ​თა​შო​რი​სო ფოს​ტა...

– ცხა​დია, ფუ​ლი ღირს, მაგ​რამ რა მო​სა​ხერ​ხე​ბე​ლია! მშვე​ნი​ერ ქალს იღებ პირ​და​პირ ლო​გინ​ში, თუნ​დაც
ჩრდი​ლო​ეთ პო​ლუს​ზე. შე​უკ​ვე​თავ ტო​კიოდან და გა​ემ​გზავ​რე, სა​დაც გინ​და. იქ ძებ​ნა აღარ დაგ​ჭირ​დე​ბა.
უსაფ​რთხოებაც გა​რან​ტი​რე​ბუ​ლია. არა​ვი​თა​რი „კუ​დე​ბი“ არ აგე​კი​დე​ბა. ამას​თან, შე​გიძ​ლია ყვე​ლა​ფე​რი წარ​‐
მო​მად​გენ​ლო​ბით ხარ​ჯებ​ზე ჩა​მო​წე​რო.

– ამ კლუ​ბის ტე​ლე​ფონს ხომ ვერ მეტ​ყო​დით?

– აი, ეს კი არ შე​მიძ​ლია. მკაც​რი კონ​ფი​დენ​ციალუ​რო​ბაა. ასეთ რა​მე​ებს მხო​ლოდ კლუ​ბის წევ​რებს ეუბ​ნე​ბი​‐
ან. მაგ​რამ წევ​რი რომ გახ​დე, ძა​ლი​ან მკაცრ მოთ​ხოვ​ნებს უნ​და პა​სუ​ხობ​დე. აქ სა​ჭი​როა სო​ლი​დუ​რი ფუ​ლიც,
სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი მდგო​მა​რეობაც... მოკ​ლედ, სა​შე​ნო არ არის და არც სცა​დო. ისიც საკ​მა​რი​სია, ამას რომ
გიყ​ვე​ბი, უკ​ვე რაღაც-​რაღაც ვალ​დე​ბუ​ლე​ბებს ვარ​ღვევ. გა​ით​ვა​ლის​წი​ნე, მხო​ლოდ შენ​და​მი გან​სა​კუთ​რე​ბუ​‐
ლი პი​რა​დი სიმ​პა​თი​ის გა​მო ვიქ​ცე​ვი ასე...

მად​ლო​ბა გა​და​ვუ​ხა​დე გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი სიმ​პა​თი​ის​თვის.

– რო​გორ იყო – კარ​გი ქა​ლი შეგ​ხვდა? – და​ინ​ტე​რეს​და.

– ო, დი​ახ. ვე​რა​ფერს დაუწუ​ნებ​დი.

– მად​ლო​ბა ღმერთს. ასეც შე​ვუკ​ვე​თე: რაც შე​იძ​ლე​ბა საუკე​თე​სო შეარჩიეთ-​მეთქი, – თქვა ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​‐
რამ, – რა ერ​ქვა?

– ჯუ​ნი, – ვუთ​ხა​რი, – რო​გორც „ივ​ნი​სი“ ინ​გლი​სუ​რად.

– ივ​ნი​სის ჯუ​ნი, – გაიმეორა, – თეთ​რი​ა?

– რას გუ​ლის​ხმობთ?

– თეთ​რკა​ნიანი​ა?
– არა, ალ​ბათ სამ​ხრე​თა​ზიელი.

– ჰოო. კი​დევ ერ​თხელ რომ მოვ​ხვდე​ბი ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში, აუცი​ლებ​ლად გავ​სინ​ჯავ...

მე​ტი არა​ფე​რი გვქონ​და სა​ლა​პა​რა​კო. და​ვემ​შვი​დო​ბე და ყურ​მი​ლი დავ​კი​დე.

მე​რე გო​ტან​დას და​ვუ​რე​კე. რო​გორც ყო​ველ​თვის, ავ​ტო​მო​პა​სუ​ხეს გა​და​ვაწ​ყდი. შეტ​ყო​ბი​ნე​ბა დავ​ტო​ვე –


დავ​ბრუნ​დი, შინ დამირეკე-​მეთქი. და რად​გან უკ​ვე სა​ღა​მოვ​დე​ბო​და, ბე​ბე​რი „სუ​ბა​რუ“ დავ​ქო​ქე და აოიამა​ზე
წა​ვე​დი პრო​დუქ​ტე​ბის სა​ყიდ​ლად. „კი​ნო​კუ​ნიაში“ მი​ვე​დი, ისევ გაწ​ვრთნი​ლი ბოს​ტნეული ვი​ყი​დე. ალ​ბათ
სად​ღაც ნა​გა​ნოს მთი​ან ვე​ლებ​ზე „კი​ნო​კუ​ნი​ას“ სა​ფირ​მო მინ​დვრე​ბია გამ​ძლეობა​ზე ბოს​ტნეულის სა​ვარ​ჯი​‐
შოდ. მავ​თულ​ხლარ​თე​ბით შე​მოვ​ლე​ბუ​ლი დი​დი მინ​დვრე​ბი – ხში​რი და მა​ღა​ლი მავ​თულ​ხლარ​თე​ბით, რო​‐
გორც სა​კონ​ცენ​ტრა​ციო ბა​ნა​კი ფილ​მი​დან „დი​დი გაქ​ცე​ვა“. სა​გუ​შა​გო კოშ​კე​ბით და შეიარა​ღე​ბუ​ლი დაც​ვით.
იქ წვრთნი​ან ნიახურს და ოხ​რა​ხუშს. ძა​ლი​ან ან​ტი​ნიახუ​რუ​ლი და ოხ​რა​ხუშ​მო​ძუ​ლე მე​თო​დე​ბით. ეგე​თებ​ზე
ფიქ​რი​სას ვი​ყი​დე ბოს​ტნეული, ხორ​ცი, თევ​ზი, სოიის ხა​ჭო, კი​დევ რა​ღაც მწნი​ლი. და შინ დავ​ბრუნ​დი.

გო​ტან​დას არ დაურე​კავს.

მეორე დი​ლით „დან​კინ დო​ნატ​სში“ შე​ვე​დი, ვი​სა​უზ​მე. მე​რე ბიბ​ლიოთე​კა​ში წა​ვე​დი და გა​სუ​ლი ნა​ხე​ვა​რი
თვის გა​ზე​თე​ბი გა​და​ვათ​ვა​ლიერე. ნე​ბის​მი​ერ ინ​ფორ​მა​ცი​ას ვე​ძებ​დი მე​ის საქ​მე​ზე. თა​ვი​დან ბო​ლომ​დე წა​ვი​‐
კით​ხე „ა​სა​ჰი“, „მაინი​ტი“ და „იომიური“, მაგ​რამ ერ​თი სტრი​ქო​ნიც ვერ ვი​პო​ვე. არ​ჩევ​ნე​ბის შე​დე​გე​ბის ვრცე​‐
ლი მი​მო​ხილ​ვა, ლევ​ჩენ​კოს ოფი​ციალუ​რი გან​ცხა​დე​ბა, მოს​წავ​ლეების დაუმორ​ჩი​ლებ​ლო​ბა სა​შუალო სკო​‐
ლებ​ში. ერთ სტა​ტიაში იმა​საც ამ​ბობ​დნენ, რომ Beach Boys-​ის სიმ​ღე​რე​ბი „მუ​სი​კა​ლუ​რი თვალ​საზ​რი​სით არა​‐
კო​რექ​ტუ​ლად“ არის აღიარე​ბუ​ლი, რის გა​მოც გა​უქ​მე​ბუ​ლია მა​თი კონ​ცერ​ტი თეთრ სახ​ლში. აი, ჭკვიანე​ბი!
Beach Boys-ს თუ „მუ​სი​კა​ლუ​რი არა​კო​რექ​ტუ​ლო​ბის​თვის“ დევ​ნი​ან, მა​შინ მიკ ჯა​გე​რი სამ​ჯერ უნ​და და​ეწ​ვათ
კო​ცონ​ზე. ასეა თუ ისე, აკა​სა​კას სას​ტუმ​რო​ში წინ​დით გა​გუ​დულ ქალ​ზე გა​ზე​თებ​ში სიტ​ყვაც არ იყო ნათ​ქვა​‐
მი.

მე​რე სკან​და​ლუ​რი ქრო​ნი​კის ყო​ველ​კვი​რე​ულ ჟურ​ნალ „ბეკ-​ნამბერს“ მი​ვა​დე​ქი. და მხო​ლოდ მთე​ლი დას​ტა
რომ გა​დავ​ქე​ქე, მა​შინ​ღა ვი​პო​ვე ერ​თა​დერ​თი სტა​ტია მთელ გვერ​დზე. „ო​ტელ​ში გა​გუ​დუ​ლი შიშ​ვე​ლი ლა​მაზ​‐
მა​ნი“. სა​თაურია, ნუ იტ​ყვი... გვა​მის ფო​ტოს ნაც​ვლად, მხატვარ-​კრიმინალისტის მი​ერ შეს​რუ​ლე​ბი​ლი შავ-​‐
თეთრი ჩა​ნა​ხა​ტი. რო​გორც ჩანს, იმი​ტომ, რომ ჟურ​ნა​ლებ​ში კარ​გი არ არის გვა​მე​ბის ფო​ტოების პუბ​ლი​კა​‐
ცია. ქა​ლი ნა​ხატ​ზე, თუ და​აკ​ვირ​დე​ბო​დი, მარ​თლა ჰგავ​და მე​ის. თუმ​ცა შე​იძ​ლე​ბა მო​მეჩ​ვე​ნა კი​დეც, რად​გან
ვი​ცო​დი: ეს მეი იყო. რომ არ მცოდ​ნო​და, თუ რა მოხ​და, შე​იძ​ლე​ბა ვერც მივ​მხვდა​რი​ყა​ვი. სა​ხის ყვე​ლა დე​ტა​‐
ლი ძა​ლი​ან ზუს​ტად იყო გად​მო​ცე​მუ​ლი, მაგ​რამ ნამ​დვი​ლი მსგავ​სე​ბის​თვის ყვე​ლა​ზე მთა​ვა​რი აკ​ლდა: გა​მო​‐
მეტ​ყვე​ლე​ბა. ეს მკვდა​რი მეი იყო. ცოც​ხალ, ნამ​დვილ მეიში სით​ბო და მოძ​რაობა იყო. ცოც​ხალ მე​ის ნე​ბის​მი​‐
ერ წამს რა​ღაც უნ​დო​და, რა​ღა​ცა​ზე ოც​ნე​ბობ​და, რა​ღა​ცას ფიქ​რობ​და. ნა​ზი, გა​მოც​დი​ლი, ამა​ყი დე​დო​ფა​ლი –
ფი​ზიოლო​გიური ნამ​ქე​რის მქე​ქა​ვი. ამი​ტო​მაც მი​ვი​ღე ის ილუ​ზი​ად. ახ​ლა ნა​ხატ​ზე მი​სი სა​ხე უბად​რუ​კი და
ჭუჭ​ყიანი მეჩ​ვე​ნე​ბო​და. თა​ვი გა​ვაქ​ნიე. მე​რე თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და ნე​ლა, ღრმად ჩა​ვი​სუნ​თქე. ამ ნა​ხატ​მა
მაიძუ​ლა ბო​ლომ​დე შე​მეგ​ნო: მეი ნამ​დვი​ლად მკვდა​რია. სწო​რედ ახ​ლა აღ​ვიქ​ვი მი​სი სიკ​ვდი​ლის ფაქ​ტი –
უფ​რო სწო​რად კი, სი​ცოც​ხლის არარ​სე​ბო​ბა – გა​ცი​ლე​ბით აშ​კა​რად, ვიდ​რე მა​შინ, რო​ცა გვა​მის ფო​ტოს ვათ​‐
ვა​ლიერებ​დი. აბ​სო​ლუ​ტუ​რად მკვდა​რია. სრუ​ლი ასი პრო​ცენ​ტით. და უკ​ვე ვე​რა​სო​დეს ვე​ღარ დაბ​რუნ​დე​ბა.
შავ​მა არა​ფერ​მა ჩაყ​ლა​პა. უსა​სოობა ჩა​მეღ​ვა​რა სულ​ში და დატ​ბო​რა, ბი​ტუ​მი​ვით – შრე​ბო​და და თან​და​თან
ქვავ​დე​ბო​და შიგ​ნით.

სტა​ტი​ის ენაც ასე​თი​ვე უბად​რუ​კი და ჭუჭ​ყიანი იყო. პირ​ვე​ლი კლა​სის ოტელ X-​ის ნო​მერ​ში აკა​სა​კა​ზე აღ​მო​‐
ჩე​ნი​ლია წინ​დით გა​გუ​დუ​ლი, სა​ვა​რაუდოდ, ოცი წლის ქა​ლის გვა​მი. ქა​ლი შიშ​ვე​ლია, თან არა​ვი​თა​რი დო​კუ​‐
მენ​ტე​ბი არა აქვს. ნო​მერ​ში გა​მო​გო​ნი​ლი გვა​რით შე​სახ​ლდა და ასე შემ​დეგ. ყვე​ლა​ფე​რი, რაც უკ​ვე მით​ხრეს
პო​ლი​ციაში. ახა​ლი ჩემ​თვის ბევ​რი არა​ფე​რი იყო. კერ​ძოდ: პო​ლი​ცია გა​ვი​და იატაკ​ქვე​შა ორ​გა​ნი​ზა​ციაზე –
იმა​ზე, რო​მე​ლიც ქა​ლებს აქი​რა​ვებს გა​მო​ძა​ხე​ბით პირ​ვე​ლი კლა​სის ოტე​ლებ​ში – და აგ​რძე​ლებს გა​მო​‐
ძიებას. „ბეკ-​ნამბერის“ დას​ტა თა​რო​ზე და​ვაბ​რუ​ნე, ფოიეში გა​ვე​დი, სკამ​ზე ჩა​მოვ​ჯე​ქი და დავ​ფიქ​რდი.

რამ აიძუ​ლათ ექე​ქათ მე​ძა​ვებ​ში? ნუ​თუ რა​მე სამ​ხი​ლი ან მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა იპო​ვეს? მაგ​რამ მარ​თლა პო​ლი​‐
ციაში ხომ არ დავ​რე​კავ და მე​თევ​ზეს ან გიმ​ნა​ზი​ელს ხომ არ ვკით​ხავ: რო​გორ მი​დის, ბი​ჭე​ბო, ჩვე​ნი საქ​მე?..
ბიბ​ლიოთე​კი​დან გა​მო​ვე​დი, იქ​ვე, შო​რი​ახ​ლოს, ნაჩ​ქა​რე​ვად წა​ვი​ხემ​სე და უაზ​როდ გა​ვუ​ყე​ვი ქუ​ჩას. იმე​დი
მქონ​და, გზა​დაგ​ზა მო​ვი​ფიქ​რებ​დი რა​მე გო​ნივ​რულს. უშე​დე​გოდ. გა​ზაფ​ხუ​ლის ჰა​ერ​მა – გა​ურ​კვე​ველ​მა და
მძი​მემ – ბუ​სუ​სე​ბი და​მა​ყა​რა მთელ ტან​ზე. თავ​ში ყვე​ლა​ფე​რი ამე​რია, ვე​რაფ​რით ვერ მივ​ხვდი, რა​ზე და რო​‐
გორ ჯობ​და ფიქ​რი. მეიძის ტაძ​რის პარ​კამ​დე მი​ვაღ​წიე, ბა​ლახ​ზე გავ​წე​ქი და ცას მი​ვა​ჩერ​დი. მე​ძა​ვებ​ზე და​‐
ვიწ​ყე ფიქ​რი. ესე იგი სა​ერ​თა​შო​რი​სო ფოს​ტა. უკ​ვე​თავ ტო​კიოში – ტყნავ ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში. ყვე​ლა​ფე​რი სის​ტე​‐
მის მი​ხედ​ვით. პრო​ფე​სიულად, თა​ნა​მედ​რო​ვედ. არა​ვი​თა​რი ჭუჭ​ყი. ძა​ლი​ან საქ​მიანად. მი​იყ​ვა​ნე ნე​ბის​მიერი
უხამ​სო​ბა უკი​დუ​რეს წერ​ტი​ლამ​დე და – მას​ზე უკ​ვე ვე​ღარ გა​ნავ​რცობ სი​კე​თი​სა და ბო​რო​ტე​ბის კრი​ტე​‐
რიუმებს. რად​გან მე​რე უკ​ვე ვი​ღა​ცის პერ​სო​ნა​ლურ ილუ​ზი​ებს ეხე​ბა საუბა​რი. პერ​სო​ნა​ლუ​რი ილუ​ზიების
გა​ჩე​ნას​თან ერ​თად კი, ყვე​ლა​ფე​რი მო​მენ​ტა​ლუ​რად იწ​ყებს ცირ​კუ​ლა​ცი​ას, რო​გორც ყვე​ლა​ზე ჩვეულებ​რი​ვი
სა​ქო​ნე​ლი. გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი კა​პი​ტა​ლიზ​მი ეძებს ამ სა​ქო​ნელს, ისე რომ, არც ერთ ნაპ​რალს არ ტო​ვებს
გაუქე​ქავს. ილუ​ზია. აი ისიც, კო​დუ​რი სიტ​ყვა. თუ პროს​ტი​ტუ​ციასაც კი – თა​ვი​სი სექ​სუალუ​რი და კლა​სობ​რი​‐
ვი დის​კრი​მი​ნა​ცი​ით, სექ​სუალუ​რი გარ​ყვნი​ლე​ბი​თა და, ეშ​მაკ​მა უწ​ყის, კი​დევ რით – ლა​მა​ზად შევ​ფუ​თავთ
და თან კე​თილ​ხმო​ვან სა​ხელ​წო​დე​ბა​საც წა​ვა​წერთ, შე​სა​ნიშ​ნავ სა​ქო​ნელს მი​ვი​ღებთ. ამ​გვა​რად, მა​ლე
„სეიბუს“ დახ​ლე​ბის კა​ტა​ლო​გე​ბი​და​ნაც შევ​ძლებთ ბო​ზე​ბის არ​ჩე​ვას. ყვე​ლა​ფე​რი წე​სიერე​ბის ფარ​გლებ​შია.
You can rely on me.

გა​ზაფ​ხუ​ლის ცას მიშ​ტე​რე​ბუ​ლი იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, რომ ქა​ლი მინ​დო​და. თა​ნაც, შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად, არა
ნე​ბის​მიერი, არა​მედ ის – სა​პო​რო​დან. „იუმიოსი-​სან“. რაა რო? მას​თან ზუს​ტად არა​ფე​რი არ არის შე​უძ​ლე​ბე​‐
ლი. წარ​მო​ვიდ​გი​ნე, რო​გორ ვყოფ ფეხს ჩარ​ჩო​სა და კარს შო​რის – ზუს​ტად ისე, რო​გორც ის პო​ლი​ცი​ის ინ​‐
სპექ​ტო​რი – და ვამ​ბობ: „ჩემ​თან უნ​და დაწ​ვე. ასეა სა​ჭი​რო“. მე​რე სიყ​ვა​რუ​ლით ვერ​თო​ბით. სა​თუ​თად, თით​‐
ქოს ბაფ​თას ვხსნი და​ბა​დე​ბის დღის სა​ჩუ​ქარ​ზე, ტან​საც​მელს ვხდი. ვხდი პალ​ტოს, სვი​ტერს, ვხსნი სათ​ვა​‐
ლეს. და ის მე​იდ გა​და​იქ​ცე​ვა. „კუ-​კუ! – მი​ღი​მის მეი, – რო​გორ მოგ​წონს ჩე​მი სხეული?“

პა​სუ​ხი და​ვა​პი​რე, მაგ​რამ და​ღამ​და. ჩემ გვერ​დით კი​კია. მის ზურ​გზე – გო​ტან​დას თი​თე​ბი. იღე​ბა კა​რი, შე​მო​‐
დის იუკი. ხე​დავს, რო​გორ ვერ​თო​ბი სიყ​ვა​რუ​ლით კი​კის​თან. ეს მე ვარ და არა გო​ტან​და. მხო​ლოდ თი​თე​ბია
გო​ტან​და​სი. მაგ​რამ ტყნაურით მე ვტყნაურობ. „წარ​მო​უდ​გე​ნე​ლია, – ამ​ბობს იუკი, – უბ​რა​ლოდ წარ​მო​უდ​გე​‐
ნე​ლი​ა!“

– არა, რას ამ​ბობ, ყვე​ლა​ფე​რი სულ სხვაგ​ვა​რა​დაა, – ვე​უბ​ნე​ბი.

– რა ხდე​ბა? – კით​ხუ​ლობს კი​კი.

სიზ​მა​რი ცხად​ში.

ვე​ლუ​რი, მო​მა​ჯა​დოებე​ლი, უაზ​რო სიზ​მა​რი დღისით-​მზისით.

ყვე​ლა​ფე​რი სხვაგ​ვა​რა​დაა, – ვე​უბ​ნე​ბი სა​კუ​თარ თავს, – სი​ნამ​დვი​ლე​ში იუმიოსი-​სანთან მინ​და და​წო​ლა!


უშე​დე​გოდ. ყვე​ლა​ფე​რი მე​ტის​მე​ტად აირ-​დაირია. ყვე​ლა კონ​ტაქ​ტი და​იხ​ლარ​თა. ჯერ კონ​ტაქ​ტე​ბი უნ​და გა​‐
მოვ​ხსნა. სხვაგ​ვა​რად არა​ფე​რი გა​მო​ვა.

***

მეიძის პარ​კი​დან გა​მო​ვე​დი, ჰა​რა​ძიუკუ​ზე ერთ მშვე​ნი​ერ კა​ფე​ში შე​ვიარე და ცხე​ლი, მა​გა​რი ყა​ვა დავ​ლიე.
მე​რე კი აუჩ​ქა​რებ​ლად დავ​ბრუნ​დი შინ.

სა​ღა​მოვ​დე​ბო​და, რო​ცა გო​ტან​დამ და​რე​კა.

– მო​მის​მი​ნე, ახ​ლა სრუ​ლე​ბით არ მაქვს დრო, – მით​ხრა, – იქ​ნებ მოგ​ვიანე​ბით შევ​ხვდეთ? ვთქვათ, ცხრა
საათის​თვის?
– იყოს ცხრა, – და​ვე​თან​ხმე, – სუ​ლერ​თია, მა​ინც არა​ფერს ვა​კე​თებ.

– ჰო​და, ძა​ლი​ან კარ​გი. რა​მეს შევ​ჭამთ, დავ​ლევთ. მოკ​ლედ, შე​მო​გივ​ლი.

სამ​გზავ​რო ჩან​თა გავ​ხსე​ნი, შე​ვაგ​რო​ვე მოგ​ზაურო​ბი​სას დაგ​რო​ვე​ბუ​ლი ყვე​ლა ქვი​თა​რი და და​ვა​ხა​რის​ხე,


ნა​წი​ლი ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას​თვის უნ​და გა​მეგ​ზავ​ნა, ნა​წი​ლიც მე უნ​და გა​მე​ნაღ​დე​ბი​ნა. ნა​ხე​ვა​რი ხარ​ჯი კვე​‐
ბის, და აგ​რეთ​ვე ჯი​პის, თა​ვის თავ​ზე აიღოს. აგ​რეთ​ვე ყვე​ლა​ფე​რი, რა​საც იუკი თა​ვის​თვის ყი​დუ​ლობ​და.
ხარ​ჯის სია შე​ვად​გი​ნე, კონ​ვერ​ტში ფულ​თან ერ​თად ჩავ​დე (ბან​კში გა​ნაღ​დე​ბუ​ლი საგ​ზაო ჩე​კე​ბის ნარ​ჩე​ნი)
და ხე​ლი მო​ვა​წე​რე კონ​ვერტს, რა​თა, რაც შე​იძ​ლე​ბა, ჩქა​რა გა​მეგ​ზავ​ნა. მსგავს სა​კან​ცე​ლა​რიო ფორ​მა​ლო​‐
ბებს ყო​ველ​თვის სწრა​ფად და სკრუ​პუ​ლო​ზუ​რად ვას​რუ​ლებ. იმი​ტომ არა, რომ ძა​ლი​ან მომ​წონს, – ქვეყ​ნად
არ არ​სე​ბობს ადა​მიანი, რო​მელ​საც მოს​წონს სა​კან​ცე​ლა​რიო საქ​მე. უბ​რა​ლოდ, არ მიყ​ვარს ფულ​თან და​კავ​‐
ში​რე​ბუ​ლი საქ​მის გა​ჯან​ჯლე​ბა.

ბუ​ღალ​ტე​რი​ას რომ მოვ​რჩი, ის​პა​ნა​ხი მოვ​ხარ​შე, წვრილ, გა​მომ​შრალ თევ​ზში ავუ​რიე, ცო​ტაოდე​ნი სა​კე და​‐
ვა​მა​ტე და მუქ კი​რინ​თან ერ​თად შე​ვე​ქე​ცი. პირ​ვე​ლად, დი​დი ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში, გა​დავ​წყვი​ტე აუჩ​ქა​რებ​‐
ლად გა​და​მე​კით​ხა ჰა​რუო სა​ტოს მოთ​ხრო​ბე​ბი. ჯერ არ შე​ბინ​დე​ბუ​ლი​ყო და რაიმე გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი მი​ზე​‐
ზის გა​რე​შე მშვე​ნივ​რად ვგრძნობ​დი თავს. ლურ​ჯი დაისი უხი​ლა​ვი ფუნ​ჯით ღე​ბავ​და ცას – ფენა-​ფენად, სა​‐
ნამ სულ არ დაბ​ნელ​და. კით​ხვით რომ და​ვი​ღა​ლე, შუ​ბერ​ტის მეასე ოპუ​სი ჩავ​რთე სტერნ-​როუზ-ისტომინის
ტრი​ოს შეს​რუ​ლე​ბით. აი, უკ​ვე რამ​დე​ნი წე​ლია, რო​გორც კი გა​ზაფ​ხუ​ლი მო​დის, ამ ფირ​ფი​ტას ვუს​მენ. და ყო​‐
ველ​თვის გაოცე​ბა მიპ​ყრობს, რა ზუს​ტად ერ​გე​ბა მე​ლო​დია გა​ზაფ​ხუ​ლის ღა​მეების ფა​ქიზ, მოუხელ​თე​ბელ
სევ​დას. ლურ​ჯი ხა​ვერ​დის ბინ​დად ჩაღ​ვრი​ლი გა​ზაფ​ხუ​ლის ღა​მე... თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და ამ ლურჯ ბინ​დში
ჩონ​ჩხე​ბის მკრთა​ლი სი​ლუეტე​ბი და​ვი​ნა​ხე. სი​ცოც​ხლე უფ​სკრულ​ში გად​ნა და მხო​ლოდ მო​გო​ნე​ბე​ბი დარ​ჩა
ძვა​ლი​ვით მა​გა​რი.

"},{"head":"32.","content":"

32.

ცხრას ოცი წუ​თი უკ​ლდა, რო​ცა გო​ტან​და თა​ვი​სი „მა​ზე​რა​ტით“ მო​ვი​და. რო​ცა ეს უზარ​მა​ზა​რი მან​ქა​ნა ჩემს
სა​დარ​ბა​ზოს​თან და​ვი​ნა​ხე, ისე​თი გრძნო​ბა და​მე​უფ​ლა, თით​ქოს მი​სა​მარ​თი შეეშა​ლათ. თუმ​ცა ვი​სი რა ბრა​‐
ლია. ხდე​ბა ხოლ​მე, რო​ცა რაღაც-​რაღაცები ფა​ტა​ლუ​რად არ ერ​გე​ბა ერ​თმა​ნეთს. ოდეს​ღაც ჩემს სა​დარ​ბა​‐
ზოს არ უხ​დე​ბო​და მი​სი „მერ​სე​დე​სი“, ახ​ლა „მა​ზე​რა​ტი“ გა​მოიყუ​რე​ბო​და უც​ხო სხეული​ვით. ვე​რა​ფერს იზამ.
სხვა​დას​ხვა​ნაირი ადა​მიანე​ბი – სხვა​დას​ხვა​ნაირი ცხოვ​რე​ბა...

გო​ტან​დას ჩვეულებ​რი​ვი ნაც​რის​ფე​რი პუ​ლო​ვე​რი ეც​ვა, ჩვეულებ​რი​ვი პე​რან​გი და ძა​ლი​ან უბ​რა​ლო შარ​ვა​‐
ლი. მაგ​რამ ასეთ ტან​საც​მელ​შიც კი აუცი​ლებ​ლად გე​ცე​მო​და თვალ​ში. თით​ქოს რო​მე​ლი​მე ელ​ტონ ჯო​ნი იის​‐
ფე​რი პი​ჯა​კით და ნა​რინ​ჯის​ფე​რი პე​რან​გით სცე​ნი​დან თა​ვი​სი ოინე​ბით არ​თობს ხალხს. გო​ტან​დამ დააკა​კუ​‐
ნა. კა​რი გა​ვა​ღე, და​მი​ნა​ხა და გუ​ლიანად გაიცი​ნა.

– თუ გინ​და, აქ დავ​რჩეთ, – შევ​თა​ვა​ზე, რო​გორც კი მის მზე​რა​ში ჩე​მი ბი​ნით გა​ჩე​ნი​ლი ინ​ტე​რე​სი და​ვი​ნა​ხე.

– ძა​ლი​ან კარ​გი, – მი​პა​სუ​ხა და მო​რი​დე​ბით გაიღი​მა. ასე​თი ღი​მი​ლის შემ​დეგ მას​პინ​ძე​ლი მა​შინ​ვე შეს​თა​ვა​‐
ზებს სტუმ​რებს, თუ გნე​ბავთ, მთე​ლი კვი​რით დარ​ჩი​თო.

სი​ვიწ​რო​ვის მიუხე​და​ვად, ჩემ​მა ბი​ნამ, რო​გორც ჩანს, შთა​ბეჭ​დი​ლე​ბა მო​ახ​დი​ნა.


– ნოს​ტალ​გია! – მე​ოც​ნე​ბე​სა​ვით თქვა, – იყო დრო, რო​ცა მეც ასეთ​ში ვცხოვ​რობ​დი. სა​ნამ ლა​გამს ამომ​დებ​‐
დნენ...

ნე​ბის​მიერი სხვა ადა​მიანის მი​ერ ნათ​ქვამ ამ სიტ​ყვებს წმინ​და წყლის სნო​ბიზ​მად ჩავ​თვლი​დი. გო​ტან​დას​‐
გან ეს სხვა​ნაირად ჟღერ​და. გულ​წრფე​ლი კომ​პლი​მენ​ტი​ვით და მე​ტი არა​ფე​რი.

ჩე​მი ბი​ნა ოთ​ხი ნა​წი​ლის​გან შედ​გე​ბო​და: სამ​ზა​რეულო, სააბა​ზა​ნო, სას​ტუმ​რო, სა​ძი​ნე​ბე​ლი. ოთ​ხი​ვე ძა​ლი​ან
პა​ტა​რა. თან სამ​ზა​რეულო გა​ფარ​თოებულ დე​რე​ფანს უფ​რო ჰგავ​და. იქ მომ​ცრო ბუ​ფე​ტი და მა​გი​და შე​ვი​ტა​‐
ნე – მე​ტი არც არა​ფე​რი დაეტეოდა. ზუს​ტად ასე​თი​ვე იყო სა​ძი​ნე​ბე​ლი: სა​წოლ​მა, ტან​საც​მლის კა​რა​დამ და
სა​წერ​მა მა​გი​დამ მთე​ლი თა​ვი​სუ​ფა​ლი ად​გი​ლი ჩაყ​ლა​პა. მხო​ლოდ სას​ტუმ​რო ინარ​ჩუ​ნებ​და, ავად თუ კარ​‐
გად, ცო​ტაოდენ სა​სი​ცოც​ხლო სივ​რცეს – უბ​რა​ლოდ, იქ აღა​რა​ფერს ვდგამ​დი. მთე​ლი ავე​ჯი – წიგ​ნე​ბის და
ფირ​ფი​ტე​ბის თა​რო და სტე​რეოსის​ტე​მა. არც მა​გი​და, არც სკა​მე​ბი. მხო​ლოდ ორი ვეებერ​თე​ლა ბა​ლი​ში „მა​‐
რი​მე​კო“: ერ​თი იატაკ​ზე, მეორე კე​დელ​თან – საკ​მა​ოდ კომ​ფორ​ტუ​ლია. სა​წე​რი მა​გი​და დაგ​ჭირ​დე​ბა – გა​საშ​‐
ლელს გა​მოს​წევ კა​რა​დი​დან და ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე​ა.

გო​ტან​დას ვაჩ​ვე​ნე, რო​გორ უნ​და და​ეწ​ყო ბა​ლი​შე​ბი, გა​მოვ​წიე მა​გი​და, სამ​ზა​რეულო​დან შა​ვი ლუ​დი მო​ვი​ტა​‐
ნე მა​რი​ლი​ან ის​პა​ნახ​თან ერ​თად და კი​დევ ერ​თხელ დავ​დე შუ​ბერ​ტი.

– უმაღ​ლე​სი კლა​სია! – შე​მა​ქო გო​ტან​დამ. არა, კომ​პლი​მენ​ტის​თვის არა – რო​გორც ჩანს, გულ​წრფე​ლად ამ​‐
ბობ​და.

– მო​დი, კი​დევ რა​მეს მო​ვამ​ზა​დებ, – შევ​თა​ვა​ზე.

– არ გე​ზა​რე​ბა?

– არა, რას ამ​ბობ... რა უნ​და, ერთი-​ორი წუ​თი და მზად არის. რა თქმა უნ​და, საუკე​თე​სო მზა​რეული არ ვარ,
მაგ​რამ ლუდ​თან მი​სა​ტა​ნე​ბელს ყო​ველ​თვის მო​ვა​ხერ​ხებ.

– შე​იძ​ლე​ბა გი​ყუ​რო?

– რა თქმა უნ​და, – ნე​ბა დავ​რთე.

ერ​თმა​ნეთს შე​ვუ​რიე მწვა​ნე ხახ​ვი, ხბოს ხორ​ცი, შემ​წვა​რი და​მა​რი​ლე​ბუ​ლი ქლიავი. და​ვუ​მა​ტე მშრა​ლი თი​‐
ნუ​სი, ზღვის კომ​ბოს​ტო, ძმრიანი კრე​ვე​ტე​ბი, გა​ხე​ხი​ლი ბო​ლო​კი. შევ​კაზ​მე ვა​სა​ბის პირ​შუშ​ხა​თი. ყვე​ლა​ფერ
ამას, და​კე​პილს, მო​ვას​ხი მზე​სუმ​ზი​რას ზე​თი და კარ​ტო​ფილ​თან ერ​თად მოვ​შუ​შე. და​ვა​მა​ტე ნიორი და წვრი​‐
ლად დაჭ​რი​ლი სა​ლიამი. სა​ლა​თა კიტ​რის მწნი​ლით შე​ვა​ზა​ვე. გუ​შინ​დე​ლი ვახ​შმი​დან დარ​ჩე​ნი​ლი მო​შუ​შუ​‐
ლი წყალ​მცე​ნა​რეები და და​მა​რი​ლე​ბუ​ლი ლო​ბი​ოც სა​ლა​თა​ში გა​ვამ​გზავ​რე. მე​ტი ეშ​ხის​თვის არც ჯან​ჯა​ფი​‐
ლი დამ​ნა​ნე​ბი​ა.

– მა​გა​რი​ა... – ამოიოხ​რა გო​ტან​დამ, – ნამ​დვი​ლი ტა​ლან​ტი ხარ!

– კარ​გი რა. მარ​ტივ​ზე მარ​ტი​ვია. მე თვი​თონ ხომ არა​ფე​რი მო​მიმ​ზა​დე​ბია. ცო​ტას წაივარ​ჯი​შებ და ხუთ წუთ​‐
ში მო​ამ​ზა​დებ ასეთს. მთე​ლი სიბ​რძნე ის არის, რა რამ​დე​ნი უნ​და აიღო.

– გე​ნიალუ​რია! მე არას​დროს გა​მო​მი​ვა, – არ ცხრე​ბო​და გო​ტან​და.


– აი, მე კი არას​დროს გა​მო​მი​ვა დან​ტის​ტო​ბა. ყვე​ლას ცხოვ​რე​ბის თა​ვი​სი ხერ​ხი აქვს. Different strokes for
different folks…

– ეგეც მარ​თა​ლია, – და​მე​თან​ხმა, – მო​მის​მი​ნე, შე​იძ​ლე​ბა დღეს შენ​თან გა​ვა​თე​ნო? წი​ნა​აღ​მდე​გი ხომ არ
ხარ?

– არა, რას ამ​ბობ, – ვუთ​ხა​რი.

და ლუ​დის სმა და​ვიწ​ყეთ, ჩემს ნა​თითხნს ვა​ყო​ლებ​დით. ლუ​დი გა​თავ​და – Cutty Sark-​ზე გა​და​ვე​დით. Sly and the
Family Stone დავ​დეთ. მე​რე Doors, Rolling Stones და Pink Floyd. მე​რე – Surfs Up Beach Boys-​დან. სა​მო​ციანე​ბის ღა​მე
იყო. ვუს​მენ​დით lovin’ Spoonfull-ს და Three Dog Night-ს. უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​ლებს რომ შე​მოეხე​დათ, იფიქ​რებ​დნენ:
„აი, სად მრუდ​დე​ბა დრო!“

მაგ​რამ უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​ლებს არ შე​მოუხე​დავთ. სა​მა​გიეროდ, ათი საათის შემ​დეგ ფან​ჯრის იქით წვი​მა აშ​რი​‐
ალ​და – წვრი​ლი, მშვი​დო​ბიანი, რო​მე​ლიც, ბო​ლოს და ბო​ლოს, გა​ფიქ​რე​ბი​ნებს, რომ სა​ერ​თოდ ცხოვ​რობ ამ​‐
ქვეყ​ნად, სა​ხუ​რა​ვი​დან წა​მო​სუ​ლი წყლის ხმაურის თან​ხლე​ბით. წვი​მა, ჩუ​მი და უწ​ყი​ნა​რი მიც​ვა​ლე​ბუ​ლი​‐
ვით.

სად​ღაც შუაღა​მი​სას მუ​სი​კა გა​მოვ​რთე. კედ​ლე​ბი ჩემ​თან ისე​თი არ არის, რო​გორც გო​ტან​დას​თან. თერ​თმე​‐
ტის შემ​დეგ როკ-​ენ-როლზე მე​ზობ​ლე​ბი ჩი​ვილს და​იწ​ყე​ბენ. მუ​სი​კა ჩა​ჩუმ​და და წვი​მის შრი​ალ​ში მკვდრებ​ზე
და​ვიწ​ყეთ საუბა​რი.

– მე​ის მკვლე​ლო​ბის გა​მო​ძიება, რო​გორც ჩანს, ად​გი​ლი​დან არ დაძ​რუ​ლა, – ვუთ​ხა​რი.

– ვი​ცი, – თა​ვი და​მიქ​ნია. ეტ​ყო​ბა, თვი​თო​ნაც ათ​ვა​ლიერებ​და ჟურნალ-​გაზეთებს.

მეორე „კა​ტი სარ​კი“ გავ​ხსე​ნი, ჭი​ქებ​ში და​ვას​ხი და მე​ის ხსოვ​ნი​სა დავ​ლი​ეთ.

– პო​ლი​ცია იმ ორ​გა​ნი​ზა​ციაზე გა​ვი​და, რო​მე​ლიც გა​მო​ძა​ხე​ბით სთა​ვა​ზობს გო​გო​ებს, – ვთქვი, – ალ​ბათ რა​‐
ღაც იყ​ნო​სეს. გა​მო​რიც​ხუ​ლი არ არის, შენც მოგ​წვდნენ იმ მხრი​დან.

– შე​იძ​ლე​ბა, – გო​ტან​და ოდ​ნავ მოიღუ​შა, – მაგ​რამ, ვფიქ​რობ, ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე იქ​ნე​ბა. მეც გა​მოვ​კით​ხე
ადა​მიანე​ბი კან​ტო​რა​ში. ეს ორ​გა​ნი​ზა​ცია სრულ კონ​ფი​დენ​ციალო​ბას მარ​თლა იცავს-​მეთქი? და, წარ​მო​იდ​‐
გი​ნე – პო​ლი​ტი​კო​სებ​თან არი​ან და​კავ​ში​რე​ბუ​ლი. რამ​დე​ნი​მე ბო​ბო​ლა ჩი​ნოვ​ნი​კი ჭამს მა​თი გო​ბი​დან. ესე
იგი პო​ლი​ცი​ამ რომ გა​მოიჭი​როს კი​დეც, კლი​ენ​ტე​ბამ​დე მა​ინც არ მი​უშ​ვე​ბენ. ხე​ლი არ მი​უწ​ვდე​ბათ. თან
ჩემს კან​ტო​რა​საც აქვს რა​ღაც გავ​ლე​ნა პო​ლი​ტი​კა​ში. ბევ​რი ვარ​სკვლა​ვი მე​გობ​რობს მა​ღა​ლი კა​ბი​ნე​ტე​ბის
ბი​ძი​ებ​თან. თუ სა​ჭი​რო გახ​დე​ბა, იაკუ​ძას​თა​ნაც კი აქვთ გა​სას​ვლე​ლი. ასე რომ, ამ​გვა​რი თავ​დას​ხმე​ბის​გან
დაც​ვა ყო​ველ​თვის შე​იძ​ლე​ბა. მე ხომ ჩე​მი ფირ​მის​თვის ოქ​როს თევ​ზი ვარ. ატ​ყდე​ბა ჩემ გარ​შე​მო სკან​და​ლი
– შეილა​ხე​ბა ჩე​მი ეკ​რა​ნუ​ლი იმი​ჯი. პირ​ველ რიგ​ში, თვი​თონ კან​ტო​რა და​ზა​რალ​დე​ბა. ჩემ​ზე იმ​დენ ფულს
აკე​თე​ბენ, თავ​ბრუ და​გეხ​ვე​ვა! რა თქმა უნ​და, შენ რომ გა​გე​ცა ჩე​მი სა​ხე​ლი პო​ლი​ცი​ას​თან – მა​შინ სე​რიოზუ​‐
ლად ჩა​მავ​ლებ​დნენ ლა​ყუ​ჩებ​ში ხელს. შენ ერ​თა​დერ​თი რგო​ლი ხარ, ვინც პირ​და​პირ მა​კავ​ში​რებს მკვლე​‐
ლო​ბას​თან. მა​შინ ვე​რა​ვი​თა​რი დაც​ვა ვერ მო​ას​წრებ​და ამუ​შა​ვე​ბას. მაგ​რამ ახ​ლა სა​ნერ​ვიულო აღა​რა​ფე​რია
– პრობ​ლე​მა მხო​ლოდ ის არის, რო​მე​ლი პო​ლი​ტი​კუ​რი სის​ტე​მა უფ​რო ძლიერი​ა.

– მარ​თლა მძღნე​რია ეს ქვე​ყა​ნა, – ვთქვი.

– მარ​თა​ლი ხარ... – და​მე​თან​ხმა. ამა​ზე უარეს მძღნერს ვერც მოიფიქ​რებ.


– ორი ხმა „მძღნერს“.

– რა? – ვერ მიხ​ვდა გო​ტან​და.

– ორი ხმა „მძღნერს“. წი​ნა​და​დე​ბა მი​ღე​ბუ​ლი​ა.

თა​ვი და​მიქ​ნია. მე​რე გაიღი​მა:

– აი, სწო​რედ! ორი ხმა „მძღნერს“. ვი​ღაც გა​გუ​დუ​ლი გო​გო არა​ვის ენაღ​ვლე​ბა. ყვე​ლა სა​კუ​თა​რი ტრა​კის გა​‐
დარ​ჩე​ნა​ზე ფიქ​რობს. ჩე​მი ჩათ​ვლით...

სამ​ზა​რეულო​ში გა​ვე​დი და ყი​ნუ​ლით სავ​სე პა​ტა​რა ვედ​რო​თი, გა​ლე​ტე​ბით და ყვე​ლით დავ​ბრუნ​დი.

– რა​ღაც უნ​და გთხო​ვო, – ვუთ​ხა​რი, – არ შე​გიძ​ლია და​რე​კო იმ ორ​გა​ნი​ზა​ციაში და ორიოდე შე​კით​ხვა და​უს​‐
ვა?

ყუ​რის ბი​ბი​ლო მო​იფ​ხა​ნა.

– რი​სი გა​გე​ბა გინ​და? თუ მკვლე​ლო​ბის თაობა​ზე – აზ​რი არა აქვს. არა​ვინ არა​ფერს არ იტ​ყვის.

– არა, მკვლე​ლო​ბას​თან არა​ვი​თა​რი კავ​ში​რი არ აქვს. რა​ღაც მინ​და გა​ვი​გო ერთ ჰო​ნო​ლუ​ლუ​ელ მე​ძავ​ზე. გა​‐
ვი​გე, რომ რა​ღაც ორ​გა​ნი​ზა​ცი​ის სა​შუალე​ბით შე​იძ​ლე​ბა ქა​ლი შე​უკ​ვე​თო საზ​ღვარ​გა​რეთ.

– ვის​გან გაიგე?

– ერ​თი უსა​ხე​ლო კა​ცის​გან. ვფიქ​რობ, ორ​გა​ნი​ზა​ცია, რო​მელ​ზეც მიყ​ვე​ბო​და და შე​ნი ღა​მის კლუ​ბი ერ​თი და
იგი​ვე კან​ტო​რაა. იმი​ტომ, რომ მა​ღა​ლი სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი მდგო​მა​რეობის, ფუ​ლი​სა და ზე​სან​დოობის გა​რე​შე
იქ ვე​რა​ვინ მოხ​ვდე​ბა. ისე​თებ​მა, რო​გო​რიც, მა​გა​ლი​თად, მე ვარ, ჯობს, სა​ერ​თოდ არ ჩა​ყონ ცხვი​რი.

გო​ტან​დამ გაიღი​მა.

– ჰო, ჩე​მე​ბის​გა​ნაც გა​მი​გო​ნია, რომ გო​გოს ყიდ​ვა შე​იძ​ლე​ბა საზ​ღვარ​გა​რეთ. მარ​თა​ლი გით​ხრა, მე თვი​თონ
არას​დროს მიც​დია. ალ​ბათ იგი​ვე ორ​გა​ნი​ზა​ციაა... და რა გინ​და ჰკით​ხო ჰო​ნო​ლუ​ლუელი მე​ძა​ვის შე​სა​ხებ?

– მუ​შა​ობს თუ არა მათ​თან, ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში, სამ​ხრე​თა​ზიელი გო​გო, სა​ხე​ლად ჯუ​ნი.

გო​ტან​და ერ​თხანს ფიქ​რობ​და, მაგ​რამ მე​ტი აღა​რა​ფე​რი უკით​ხავს. უბის წიგ​ნა​კი ამოიღო და სა​ხე​ლი ჩაიწე​‐
რა.

– ჯუნ... გვა​რი?
– კარ​გი რა. ჩვეულებ​რი​ვი გო​გოა გა​მო​ძა​ხე​ბით, – ვუთ​ხა​რი, – უბ​რა​ლოდ, ჯუ​ნი და მორ​ჩა. რო​გორც „ივ​ნი​სი“
ინ​გლი​სუ​რად.

– გა​სა​გე​ბია. ხვალ დავ​რე​კავ, – დამ​პირ​და.

– ძა​ლი​ან და​მა​ვა​ლებ, – ვუთ​ხა​რი.

– კარ​გი რა. იმას​თან შე​და​რე​ბით, რაც ჩემ​თვის გააკე​თე, ისე​თი წვრილ​მა​ნია, სა​ლა​პა​რა​კო​დაც არ ღირს, –
თქვა და​ფიქ​რე​ბულ​მა, თი​თე​ბით კა​ნი გა​დაიჭი​მა სა​ფეთ​ქლებ​ზე, თვა​ლე​ბი დაივიწ​რო​ვა, – ჰო, მარ​თლა, რაო
ჰა​ვა​იმ? მარ​ტო იყა​ვი?

– ვინ მი​დის ჰა​ვაიზე მარ​ტო? გო​გოს​თან ერ​თად, რა თქმა უნ​და. უბ​რა​ლოდ, სა​შინ​ლად ლა​მაზ გო​გოს​თან ერ​‐
თად, რო​მე​ლიც მხო​ლოდ ცა​მე​ტი წლი​სა​ა.

– შენ რა, ცა​მე​ტი წლის გო​გოს​თან იწე​ქი?

– მი​დი რა! ბავშვს ჯერ ლი​ფიც კი არ აც​ვი​ა.

– აბა რა გინ​დო​და ჰა​ვაიზე მას​თან ერ​თად?

– მა​ღა​ლი სა​ზო​გა​დოების მა​ნე​რებს ვას​წავ​ლი​დი. ვუყ​ვე​ბო​დი, რა არის სექ​სი. ვა​გი​ნებ​დი ბოი ჯორჯს. „უც​ხოპ​‐
ლა​ნე​ტელ​ზე“ დავ​დიოდი. მოკ​ლედ, არ მო​მიწ​ყე​ნი​ა...

ნა​ხე​ვა​რი წუ​თი გო​ტან​და მზე​რით მსწავ​ლობ​და. და მხო​ლოდ ამის შემ​დეგ გაიცი​ნა – ტუ​ჩე​ბი ორიოდე მი​ლი​‐
მეტ​რზე გააღო.

– უც​ნაური ხარ, – მით​ხრა, – ყვე​ლა​ფე​რი, რა​საც აკე​თებ, რა​ღაც უც​ნაურია, ღმერ​თმა​ნი. ნე​ტავ რა​ტომ?

– მარ​თლაც​და, რა​ტომ? – კით​ხვა და​ვუბ​რუ​ნე, – ამას ხომ სა​გან​გე​ბოდ არ ვა​კე​თებ. რა​ღაც ვი​თა​რე​ბა მიმ​მარ​‐
თავს რა​ღაც უც​ნაური კა​ლა​პო​ტით. რო​გორც მა​შინ, მე​ის​თან. თით​ქოს არა​ვინ არა​ფერ​ში არ არის დამ​ნა​შა​ვე.
არა​და, რო​გორ შე​მობ​რუნ​და ყვე​ლა​ფე​რი...

– ჰოოო, – გა​წე​ლა, – მო​გე​წო​ნა ჰა​ვაიზე?

– მო​მე​წო​ნა და თა​ნაც რო​გორ!

– მშვე​ნივ​რად გა​რუ​ჯულ​ხარ.

– აბა...
გო​ტან​დამ ვის​კი მოს​ვა და გა​ლე​ტე​ბი აახ​რა​მუ​ნა.

– მე კი, სა​ნამ შენ არ იყა​ვი, ცოლს შევ​ხვდი რამ​დენ​ჯერ​მე, – თქვა გო​ტან​დამ, – მა​გა​რი იყო. უც​ნაურია, მაგ​‐
რამ... ყო​ფილ ცოლ​თან წო​ლა ცალ​კე სიამოვ​ნე​ბა​ა.

– მეს​მის შე​ნი, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– შენ არ მოგ​ნდო​მე​ბია ყო​ფი​ლი ცო​ლის ნახ​ვა?

– აზ​რი არა აქვს. მა​ლე გათ​ხოვ​დე​ბა. არ მით​ქვამს?

თა​ვი გა​აქ​ნი​ა.

– არა. რას იზამ... სამ​წუ​ხა​როა, რა თქმა უნ​და.

– არა, რას ამ​ბობ! ასე უკე​თე​სი​ცაა. მე გუ​ლი არ მწყდე​ბა, – ვუთ​ხა​რი. და სა​კუ​თარ თავს და​ვე​თან​ხმე: არა,
მარ​თლა ასე აჯო​ბებს, – და რას აპი​რებთ მო​მა​ვალ​ში?

ისევ გა​აქ​ნია თა​ვი.

– ჩი​ხი​ა... სრუ​ლი ჩი​ხი. სხვა სიტ​ყვას ვერ ვი​პო​ვი. რო​მე​ლი მხრი​და​ნაც არ უნ​და შე​ხე​დო, მო​მა​ვა​ლი არ ჩანს.
სრუ​ლი უიმე​დო​ბა. ახ​ლა თით​ქოს ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა. ჩუ​მად ვხვდე​ბით ერ​თმა​ნეთს, რო​მე​ლი​მე მო​ტელ​ში
მივ​დი​ვართ, სა​დაც ზედ არა​ვინ გვი​ყუ​რებს... ისე ვმშვიდ​დე​ბით, რო​ცა ერ​თად ვართ. ლო​გინ​შიც, უბ​რა​ლოდ
სა​ოც​რე​ბაა, მგო​ნი უკ​ვე გით​ხა​რი. არაფ​რის ახ​სნა არ არის სა​ჭი​რო, ერ​თმა​ნეთს უსიტ​ყვოდ ვუ​გებთ. გა​ცი​ლე​‐
ბით ღრმად, ვიდ​რე მა​შინ, რო​ცა ცოლ-​ქმარი ვი​ყა​ვით. მოკ​ლედ, ის მინ​და ვთქვა, რომ მიყ​ვარს, თუ მა​ინ​ცდა​‐
მა​ინც პირ​და​პირ თქმაა სა​ჭი​რო. მაგ​რამ, ცხა​დია, ეს ყვე​ლა​ფე​რი უსას​რუ​ლოდ ვერ გაგ​რძელ​დე​ბა. მო​ტე​ლებ​‐
ში საიდუმ​ლო შეხ​ვედ​რე​ბი არა​ქათს გაც​ლის. რე​პორ​ტიორე​ბი, ად​რე თუ გვი​ან, აუცი​ლებ​ლად იყ​ნო​სა​ვენ –
დღეს თუ არა, ხვალ მა​ინც. კა​მე​რით ჩხაკ! – და სკან​და​ლი მზად არის. ასე​თი რამ თუ მოხ​და, ძვლე​ბიანად
დაგ​ვფშვნი​ან. ან ძვლებ​საც არ დაგ​ვი​ტო​ვე​ბენ. ძა​ლი​ან მყი​ფე ხიდ​ზე დავ​დგით ფე​ხი – აი, ეს არის მთე​ლი
პრობ​ლე​მა. გავ​ლა ძნე​ლია – სა​შინ​ლად იღ​ლე​ბი. ასეთ წა​მე​ბას, ჯობს, იატაკ​ქვე​შე​თი​დან დღის სი​ნათ​ლე​ზე
გა​მოვ​ძვრეთ – ვიც​ხოვ​რებ​დით ორ​ნი, რო​გორც ნორ​მა​ლუ​რი ადა​მიანე​ბი. ვოც​ნე​ბობ ამა​ზე! ერ​თად მო​ვამ​ზა​‐
დებ​დით საჭ​მელს, ვი​სე​ირ​ნებ​დით ყო​ველ სა​ღა​მოს. ბავ​შვსაც კი გა​ვა​ჩენ​დით... ოღონდ მას​თან ამა​ზე საუბა​‐
რიც კი უაზ​რო​ბაა. მის ოჯახს ვე​რას​დროს ვერ შე​ვუ​რიგ​დე​ბი. მე​ტის​მე​ტად ბევ​რი ცუ​დი რამ გა​მი​კე​თეს, მე​‐
ტის​მე​ტად ბევ​რი რამ ვუთ​ხა​რი პირ​ში, რა​საც მათ​ზე ვფიქ​რობ. უკან და​საბ​რუ​ნე​ბე​ლი გზა აღარ არის. ამის გა​‐
დაწ​ყვე​ტა მას​თან პი​რის​პირ რომ შე​მეძ​ლოს, ოჯა​ხის​გან და​მოუკი​დებ​ლად – რა მარ​ტი​ვი იქ​ნე​ბო​და ყვე​ლა​‐
ფე​რი! მაგ​რამ სწო​რედ ამის უნა​რი არა აქვს. ეს წყეული ბან​და, რო​გორც ინ​სტრუ​მენტს, ისე იყე​ნებს. თვი​თო​‐
ნაც მშვე​ნივ​რად ხვდე​ბა, მაგ​რამ მათ წი​ნა​აღ​მდეგ წას​ვლა არ შე​უძ​ლია. ეგე​ნი წი​ნაპ​რებ​თან სიამის ტყუ​პე​ბი​‐
ვით არი​ან. მე​ტის​მე​ტად და​მო​კი​დე​ბუ​ლი. ვე​რაფ​რით და​შორ​დე​ბი​ან. ამი​ტომ არც გა​მო​სა​ვა​ლი არ​სე​ბობს.

გო​ტან​დამ ჭი​ქა შე​ან​ჯღრია, ყი​ნუ​ლე​ბი გადააგორ-​გადმოაგორა ფსკერ​ზე.

– უბე​დუ​რე​ბაა, არა? – ჩაეცი​ნა, – კაც​მა რომ თქვას, შე​მიძ​ლია ყვე​ლაფ​რის უფ​ლე​ბა მივ​ცე თავს, ოღონდ იმის
არა, რაც სი​ნამ​დვი​ლე​ში მინ​და!

– ეგ​რე გა​მო​დის, – და​ვე​თან​ხმე, – არც კი ვი​ცი, რა გირ​ჩიო. ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში ძა​ლი​ან ცო​ტა იყო ის, რი​სი უფ​‐
ლე​ბაც შე​მეძ​ლო მი​მე​ცა სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვის.
– კარ​გი რა, თუ ღმერ​თი გწამს! – არ და​მე​თან​ხმა, – გინ​და თქვა, რომ არც ისე ძა​ლი​ან გინ​დო​და? აი, მა​გა​ლი​‐
თად, „მა​ზე​რა​ტი“ ან აპარ​ტა​მენ​ტე​ბი აძა​ბუ​ზე – ნუ​თუ არ გინ​და?

– არც ისე ძა​ლი​ან, – შე​ვუს​წო​რე, – ახ​ლა ამის არა​ვი​თა​რი მოთ​ხოვ​ნი​ლე​ბა არ მაქვს. დღეს ძვე​ლი „სუ​ბა​რუ“
და ეს სო​რო ასი პრო​ცენ​ტით მაკ​მა​ყო​ფი​ლებს. შე​საძ​ლოა, სიტ​ყვა „მაკ​მა​ყო​ფი​ლებს“ მე​ტის​მე​ტად ხმა​მაღ​‐
ლაა ნათ​ქვა​მი... მაგ​რამ მათ​თან სუ​ლიერი თავ​სე​ბა​დო​ბა მაქვს. მე მათ​ში ვდუნ​დე​ბი. არა​ვი​თა​რი და​ძა​ბუ​ლო​‐
ბა. თუმ​ცა, რა თქმა უნ​და, თუ დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში სხვა რამ დამ​ჭირ​დე​ბა, შე​იძ​ლე​ბა რა​მე მო​მინ​დეს კი​‐
დეც.

– არა, მა​გას არ ვგუ​ლის​ხმობ! „მოთ​ხოვ​ნი​ლე​ბა“ – ეს ის არ არის. ჩვე​ნი მოთ​ხოვ​ნი​ლე​ბა თა​ვის​თა​ვად არ იბა​‐


დე​ბა. მათ ჩვენ გვიმ​ზა​დე​ბენ და ხონ​ჩით მოგ​ვარ​თმე​ვენ. აი, მა​გა​ლი​თად, ყო​ველ​თვის ფე​ხებ​ზე მე​კი​და, სად
და რო​გორ ბი​ნა​ში ვიც​ხოვ​რებ​დი. ცა​თამ​ბჯე​ნე​ბი იტა​ბა​სი​ში, ღა​მის გა​სა​თე​ვი რაიონე​ბი კა​მე​დო​ში, ან ელი​ტუ​‐
რი კვარ​ტა​ლე​ბი ტიუო-​კუში – სუ​ლერ​თი იყო. ჭე​რი თავ​ზე და სიწ​ყნა​რე სახ​ლში – მე​ტი არა​ფე​რი არ იყო სა​ჭი​‐
რო. ოღონდ ჩემს კან​ტო​რას ასე არ მი​აჩ​ნია. მე​უბ​ნე​ბი​ან, თუ ვარ​სკვლა​ვი ხარ, კე​თი​ლი​ნე​ბე და იც​ხოვ​რე
მინატო-​კუში. და, არც მე​კით​ხე​ბი​ან, ისე მირ​ჩე​ვენ ბი​ნას აძა​ბუ​ზე. კრე​ტი​ნე​ბი. აბა, რა არის იქ, იმ შენს აძა​ბუ​‐
ზე? ძვი​რიანი უვარ​გი​სი რეს​ტორ​ნე​ბი, რომ​ლებ​საც მო​დე​ბის სა​ლო​ნე​ბი მარ​თა​ვენ, მა​ხინ​ჯი ტე​ლე​ან​ძა, დი​‐
ლამ​დე ქუ​ჩებ​ში ღრი​ან​ცე​ლით მო​ხე​ტიალე ყვე​ლა ჯუ​რის ბრბო. და მორ​ჩა!.. იგი​ვე ის​ტო​რიაა „მა​ზე​რა​ტიც“.
მე „სუ​ბა​რუ​თი“ ვივ​ლი​დი. მშვე​ნიერი მან​ქა​ნაა, ზუს​ტად სა​ჩე​მო. მაგ​რა​დაც დარ​ბის. და, სა​ერ​თოდ, მით​ხა​რი,
რა უნ​და ტო​კი​ოს ქუ​ჩებ​ში ისეთ კუ​ბოს, რო​გო​რიც „მა​ზე​რა​ტი​ა“? ეს ხომ წმინ​და წყლის მძღნე​რი​ა!.. მაგ​რამ
კან​ტო​რამ აქაც ჩემ მა​გივ​რად გა​დაწ​ყვი​ტა. არ შე​გე​ფე​რე​ბა „სუ​ბა​რუ​თი“, „ბლუ​ბერ​დით“ ან „კო​რო​ნა​თი“
სიარუ​ლი ვარ​სკვლავ​სო. და აჰა, ესეც „მა​ზე​რა​ტი“. ახა​ლი არ არის, მაგ​რამ ფუ​ლი დაჯ​და... იცოც​ხლე. ჩე​მამ​‐
დე ამით, აი, მა​გა​რი მომ​ღე​რა​ლი რომ არის, ენ​კა, ის და​დიოდა.

ვის​კი დამ​დნარ​ყი​ნუ​ლი​ან ჭი​ქა​ში ჩა​ის​ხა და მოს​ვა. და​ახ​ლოებით ერ​თი წუ​თი იჯ​და ასე მო​ღუ​შუ​ლი.

– აი, ასეთ სამ​ყა​რო​ში მიხ​დე​ბა ცხოვ​რე​ბა. გა​ვი​ნაღ​დე ბი​ნა ცენ​ტრში, და​სავ​ლუ​რი მან​ქა​ნა და „რო​ლექ​სი“. უკ​‐
ვე „უ​მაღ​ლე​სი კლა​სი“ ხარ. მძღნე​რო​ბაა. რა აზ​რია ამ ყვე​ლა​ფერ​ში? აი, რი​სი თქმა მინ​და. ჩვე​ნი „მოთ​ხოვ​ნი​‐
ლე​ბე​ბი“ – ეს ის არის, რა​საც გვტე​ნი​ან. და არა ის, რაც თვი​თონ გვინ​და. ხონ​ჩით გვტე​ნი​ან, გეს​მის? ის, რაც
ადა​მიანებს ცხოვ​რე​ბა​ში არას​დროს არ უნ​დო​დათ, მათ ცხოვ​რე​ბი​სეული აუცი​ლებ​ლო​ბის ილუ​ზი​ად უსა​ღე​‐
ბენ. ამის გა​კე​თე​ბა იოლ​ზე იოლია. აქ​ციე ზომ​ბად ამ შე​ნი „მა​სობ​რი​ვი ინ​ფორ​მა​ცი​ით“ და მორ​ჩა. ბი​ნა – ცენ​‐
ტრში, მან​ქა​ნა – BMW, საათი – „რო​ლექ​სი“. და ასე შემ​დეგ. ხში​რად გაიმეორე – ერ​თი და იგი​ვე, სხვა​დას​ხვა
სა​შუალე​ბით, სა​მას​ჯერ დღე​ში. ძა​ლი​ან მა​ლე ამას თვი​თო​ნაც დაიჯე​რე​ბენ და შენ​თან ერ​თად გააბა​მენ მან​‐
ტრა​სა​ვით: ბი​ნა – ცენ​ტრში, მან​ქა​ნა – BMW, საათი – „რო​ლექ​სი“... და ყვე​ლა მათ​გა​ნი შე​ეც​დე​ბა ამ ყვე​ლაფ​‐
რის შე​ძე​ნას – მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ იგ​რძნოს თა​ვი​სი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლო​ბა. რა​თა, ბო​ლოს და ბო​ლოს, გახ​‐
დეს ისე​თი, რო​გო​რიც ყვე​ლაა. და ვერც კი გაიგოს ერ​თი რამ: სწო​რედ მის​წრა​ფე​ბა ხდის ისეთს, რო​გო​რიც
ყვე​ლაა! მაგ​რამ მსგავ​სი სიბ​რძნის​თვის წარ​მო​სახ​ვა აღარ ჰყოფ​ნის. მის​თვის ეს მან​ტრა მხო​ლოდ ინ​ფორ​მა​‐
ციაა. გუ​ლის სალ​ბუ​ნი ილუ​ზია. სა​ყო​ველ​თაო სარ​გებ​ლო​ბის​თვის – და, რა თქმა უნ​და, სა​ყო​ველ​თაო კე​თილ​‐
დღეობის​თვის. ყელ​ში ამო​მი​ვი​და ეს ყვე​ლა​ფე​რი! გჯე​რა? სა​კუ​თა​რი ცხოვ​რე​ბა მომ​ყირ​ჭდა. სხვა​ნაირად მინ​‐
და ცხოვ​რე​ბა – უკე​თე​სად, პა​ტი​ოს​ნად. მაგ​რამ არ გა​მო​დის. მე​ტის​მე​ტად მაგ​რად წა​მი​ჭი​რა ყელ​ში კან​ტო​‐
რამ. და მმარ​თავს რო​გორც თო​ჯი​ნას, იმ ტან​საც​მლით, რო​გო​რიც მას უნ​და. იმ​დე​ნი ვა​ლი მაქვს მა​თი, კრინ​‐
ტის დაძ​ვრას ვერ ვბე​დავ. აბა, სცა​დე და დაელა​პა​რა​კე იმა​ზე, რაც თვი​თონ გინ​და, – მოს​მე​ნი​თაც კი არ მო​‐
გის​მე​ნენ! მხო​ლოდ იმას გეტ​ყვი​ან – გონს მო​დი, ყმაწ​ვი​ლო. ბრწყინ​ვა​ლე ბი​ნა​ში ცხოვ​რობ, „მა​ზე​რა​ტით“ და​‐
სე​ირ​ნობ, „პატეკ-​ფილიპი“ გი​კე​თია, ქა​ლა​ქის ყვე​ლა​ზე ძვირ​ფას ბო​ზებ​თან წევ​ხარ. უამ​რავ ადა​მი​ანს შე​შურ​‐
დე​ბო​და ასე​თი ცხოვ​რე​ბის, სხვა რა​ღა გინ​და?.. მაგ​რამ ხომ გეს​მის, ეს ყვე​ლა​ფე​რი სუ​ლაც არ არის ის, რაც
ცხოვ​რე​ბის​გან მინ​და! ის კი, რაც ნამ​დვი​ლად მინ​და, ჩემ​თვის მი​უღ​წე​ვე​ლია, სა​ნამ ასე​თი ცხოვ​რე​ბით
ვცხოვ​რობ...

– მა​გა​ლი​თად, რა, სიყ​ვა​რუ​ლი? – ვკით​ხე.

– ჰო, მა​გა​ლი​თად, სიყ​ვა​რუ​ლი. სუ​ლიერი სიმ​შვი​დე. მყა​რი ოჯა​ხი. უბ​რა​ლო და გულ​წრფე​ლი ცხოვ​რე​ბა... –
ხმა​დაბ​ლა თქვა გო​ტან​დამ. და ხე​ლის​გუ​ლი მიჩ​ვე​ნა, – აი, შე​ხე​დე. ამ ხე​ლე​ბით ახ​ლა, რამ​დე​ნიც მო​მინ​დე​ბა,
იმ​დენ სხვის მძღნერს მი​ვი​ღებ. აი, რას მი​ვაღ​წიე. და ამით თა​ვის მო​წო​ნე​ბა, და​მი​ჯე​რე, არ მინ​და.

– ვი​ცი. ნუ გე​ში​ნია. თავ​მომ​წო​ნედ არც გა​მოიყუ​რე​ბი, აბ​სო​ლუ​ტუ​რად მარ​თა​ლი ხარ.


– ესე იგი რაც მო​მეპ​რიანე​ბა, შე​მიძ​ლია ყვე​ლაფ​რის უფ​ლე​ბა მივ​ცე თავს. უამ​რა​ვი შე​საძ​ლებ​ლო​ბაა. მქონ​და
შან​სიც და უნა​რიც. სა​ბო​ლო​ოდ კი ვინ გავ​ხდი? თო​ჯი​ნა! თუ მო​ვინ​დო​მებ, თით​ქმის ყვე​ლა გო​გო აღ​მოჩ​ნდე​‐
ბა ჩემს ლო​გინ​ში. არ ვაზ​ვიადებ, ნამ​დვი​ლად ასეა. მაგ​რამ იმას​თან, ვის​თა​ნაც ნამ​დვი​ლად მინ​და ყოფ​ნა, არ
შე​მიძ​ლი​ა...

რო​გორც ჩანს, გო​ტან​დას ზედ​მე​ტი მოუვი​და. გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა არ შეც​ვლია, მაგ​რამ აშ​კა​რად ჩვეულებ​რივ​‐
ზე ბევრს ლა​პა​რა​კობ​და. თუმ​ცა ვერ ვიტ​ყვი, რომ არ მეს​მო​და მი​სი სურ​ვი​ლი, რაც შე​იძ​ლე​ბა, მაგ​რად გა​მომ​‐
ტყვრა​ლი​ყო. შუაღა​მე გა​და​ვი​და და ვკით​ხე, კი​დევ უნ​დო​და თუ არა ასე ჯდო​მა.

– ვის​ხდეთ! ხვალ სამ​სა​ხურ​ში სა​დი​ლო​ბამ​დე არ ვარ წა​სას​ვლე​ლი. შენ რა​მე საქ​მე გაქვს დი​ლით?

– ნუ ღე​ლავ. მე ძვე​ლე​ბუ​რად არ ვი​ცი, რა ვა​კე​თო, – ვუთ​ხა​რი.

– მა​პა​ტიე, რომ ჩე​მი პრობ​ლე​მე​ბი მო​გახ​ვიე თავს... მაგ​რამ, შენ გარ​და, არა​ვინ მყავს ხმის გამ​ცე​მი. სი​მარ​‐
თლეს გე​უბ​ნე​ბი. არა​ვის​თან არ შე​მიძ​ლია. ვეტ​ყვი ვინ​მეს, „მა​ზე​რატს“ „სუ​ბა​რუ“ მირჩევნია-​მეთქი და გი​ჟად
ჩამ​თვლი​ან. ფსი​ქოანა​ლი​ტი​კოსს მო​მი​ჩე​ნენ. ახ​ლა ეს მო​და​შია. უმაღ​ლე​სი სინ​ჯის მძღნე​რი. კი​ნო​ვარ​‐
სკვლა​ვის პი​რა​დი ფსი​ქი​ატ​რი. იგი​ვეა, რაც პრო​ფე​სიული ასე​ნი​ზა​ტო​რი... – თვა​ლებ​ზე აიფა​რა ხე​ლე​ბი, –
დღეს რა​ღაც ისევ... სულ ვწუ​წუ​ნებ და სი​სუ​ლე​ლე​ებს ვბო​დავ, არა?

– რა გით​ხრა, სიტ​ყვა „მძღნე​რი“ უკ​ვე ოც​ჯერ მა​ინც თქვი.

– სე​რიოზუ​ლად?

– მაგ​რამ თუ კი​დევ გინ​და, მი​დი, გა​ნაგ​რძე.

– არა... ალ​ბათ საკ​მა​რი​სია. გმად​ლობ. მა​პა​ტიე, სულ შენს მხარ​ზე ვტი​რი. მაგ​რამ ყვე​ლა, ყვე​ლა, ყვე​ლა, ვინც
გარს მარ​ტყია, ადა​მიანე​ბი კი არა, გამ​ხმა​რი მძღნე​რია. გუ​ლი მე​რე​ვა მათ​გან, პირ​და​პირ ყელ​ზე მად​გას, არ
ვხუმ​რობ...

– ჰო​და, შენც აირი​ე.

– ნამ​დვი​ლი მძღნე​რი, და სულ გარ​შე​მო ირე​ვა! – დაამა​ტა, მარ​თლა ებ​რძო​და გუ​ლის​რე​ვას, – ვამ​პი​რე​ბის
ხრო​ვა, წო​ვენ დი​დი ქა​ლა​ქის პა​ტა​რა ვნე​ბებს და ამით ცხოვ​რო​ბენ. რა თქმა უნ​და, ყვე​ლა არა. წე​სიერი ადა​‐
მიანე​ბიც გვხვდე​ბა, მაგ​რამ იშ​ვიათად. ოღონდ მძღნე​რი მა​ინც ათას​ჯერ მე​ტია. ვამ​პი​რე​ბი, რომ​ლე​ბის​თვი​‐
საც ყვე​ლა​ფე​რი ადა​მიანუ​რი მხო​ლოდ სიტ​ყვე​ბით არ​სე​ბობს. ვამ​პი​რე​ბი, რომ​ლე​ბიც ძა​ლა​უფ​ლე​ბით სარ​‐
გებ​ლო​ბენ, რა​თა, რაც შე​იძ​ლე​ბა, მე​ტი ფუ​ლი და ქა​ლი დახ​ვე​ტონ. წო​ვენ ადა​მიანე​ბის ილუ​ზი​ას და სუქ​დე​ბი​‐
ან, სიამა​ყით იბე​რე​ბი​ან. და ამ ყვე​ლა​ფერ​ში ვცხოვ​რობ ყო​ველ​დღე. წარ​მოდ​გე​ნა არ გაქვს, რამ​დე​ნი ასე​თი
გა​რე​წა​რია გარ​შე​მო! მე კი, მინ​და, არ მინ​და, დრო​დად​რო მათ​თან და​ლე​ვა მი​წევს. და ყო​ველ წუთს შეხ​სე​ნე​‐
ბა სა​კუ​თა​რი თა​ვის​თვის: „ო​ღონდ არა​ვინ არ და​ახ​რჩო! ნუ ხარ​ჯავ ენერ​გი​ას ამ ნა​გავ​ზე!..“

– იქ​ნებ პირ​და​პირ ბე​ის​ბო​ლის ყვან​ჯი თავ​ში? დახ​რჩო​ბას დი​დი დრო უნ​და.

– სწო​რია, – თა​ვი და​მიქ​ნია, – მაგ​რამ შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად მა​ინც და​ვახ​რჩობ​დი. სწრა​ფი სიკ​ვდი​ლი მათ​თვის
მე​ტის​მე​ტად დი​დი ფუ​ფუ​ნე​ბა​ა.

– გე​თან​ხმე​ბი, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – ჩვე​ნი შე​ხე​დუ​ლე​ბე​ბი მთლიანად ემ​თხვე​ვა ერ​თმა​ნეთს.


– სი​ნამ​დვი​ლე​ში... – ის იყო და​იწ​ყო გო​ტან​დამ, მაგ​რამ გა​ჩუმ​და. მე​რე ღრმად ამოიოხ​რა და ისევ მიიდო ხე​‐
ლის​გუ​ლე​ბი სა​ხე​ზე, – მორ​ჩა, მგო​ნი მო​მეშ​ვა...

– ძა​ლი​ან კარ​გი, – ვთქვი, – რო​გორც მე​ფი​სა და ვი​რის ყუ​რე​ბის ზღა​პარ​შია. ამოთ​ხა​რა ორ​მო, ჩაჰ​ყვი​რა და
მა​შინ​ვე მო​ეშ​ვა.

– ნუ იტ​ყვი, – და​მე​თან​ხმა.

– ოტიაძუ​კე​ზე რას იტ​ყვი? – შევ​თა​ვა​ზე.

– სიამოვ​ნე​ბით შევ​ჭამ​დი.

წყა​ლი ავა​დუ​ღე და უბ​რა​ლო ოტიაძუ​კე მოვ​ხარ​შე ზღვის კომ​ბოს​ტოს​თან, და​მა​რი​ლე​ბულ ქლი​ავ​თან და ვა​‐
სა​ბის პირ​შუშ​ხას​თან ერ​თად. ხმის ამოუღებ​ლად შევ​ჭა​მეთ ჩვენ-​ჩვენი ულუ​ფა.

– ჩე​მი აზ​რით, იმ ადა​მი​ანს ჰგა​ვარ, რო​მე​ლიც სი​ცოც​ხლეს შეჰ​ხა​რის, – თქვა ბო​ლოს გო​ტან​დამ, – ასე​ა?

კე​დელს მი​ვეყ​რდე​ნი და ერ​თხანს ჩუ​მად ვი​ყა​ვი, წვი​მის ხმა​ურს ვუგ​დებ​დი ყურს.

– რა​ღა​ცას ალ​ბათ შევ​ხა​რი. უბ​რა​ლოდ, უფიქ​რე​ლად შევ​ხა​რი. თუმ​ცა ეს სუ​ლაც არ ნიშ​ნავს, რომ ბედ​ნიერი
ვარ. საამი​სოდ რაღაც-​რაღაცები მაკ​ლია, ისე​ვე რო​გორც შენ. ამი​ტომ ნორ​მა​ლუ​რი ცხოვ​რე​ბი​თაც არ ვცხოვ​‐
რობ. უბ​რა​ლოდ, ნა​ბი​ჯებს ვდგამ, რო​გორც ცეკ​ვი​სას, სულ ეს არის. სხე​ულს ახ​სოვს, რო​გორ გა​დად​გას ნა​ბი​‐
ჯი, ამი​ტომ მი​დის ჯერ კი​დევ წინ. მა​ყუ​რებ​ლე​ბიც მყავს, ვი​საც აინ​ტე​რე​სებს, რა გა​მო​ვა. მაგ​რამ ცხოვ​რე​ბი​‐
სეული თვალ​თა​ხედ​ვით სრუ​ლი ნუ​ლია. ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლი​სას არც ოჯა​ხი მაქვს, არც ღირ​სეული სამ​სა​‐
ხუ​რი. ასე ვცხოვ​რობ დღი​დან დღემ​დე. სა​ბი​ნაო კოოპე​რა​ტივ​ში არ შევ​სულ​ვარ, ბან​კებს გრძელ​ვა​დი​ან სეს​‐
ხებს არ ვუხ​დი. ქა​ლებ​თან ბო​ლო დროს თით​ქმის არ ვწე​ვარ... რო​გორ ფიქ​რობ, რა მოხ​დე​ბა კი​დევ ოც​დაათი
წლის შემ​დეგ?

– რა​ღაც აუცი​ლებ​ლად მოხ​დე​ბა...

– უფ​რო ზუს​ტად, „ან მოხ​დე​ბა, ან -არა“, – შე​ვუს​წო​რე, – ან მოხ​დე​ბა რა​მე, ან არა​ფე​რი არ მოხ​დე​ბა. არა​ვინ
იცის. ამა​ში ყვე​ლა​ნი ერ​თნი ვართ.

– აი, ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში კი არა​ფე​რია, რაც გა​მა​ხა​რებ​და.

– იქ​ნებ ასეც არის. მაგ​რამ შენ მა​ინც კარ​გად გა​მოგ​დის.

გო​ტან​დამ თა​ვი გა​აქ​ნი​ა.

– ვი​თომ ისი​ნი, ვი​საც კარ​გად გა​მოს​დის, ყო​ველ შეხ​ვედ​რა​ზე იც​რემ​ლე​ბი​ან? ვი​თომ თა​ვი​ანთ პრობ​ლე​მებს
გახ​ვე​ვენ თავს?
– ყვე​ლა​ფე​რი ხდე​ბა, – ავი​ჩე​ჩე მხრე​ბი, – მა​ინც ადა​მიანებ​ზე ვლა​პა​რა​კობთ. და არა სა​ერ​თო მნიშ​ვნე​ლებ​ზე.

***

ორის ნა​ხე​ვარ​ზე გო​ტან​დამ შინ დააპი​რა წას​ვლა.

– რა იყო, დარ​ჩე​ნი​ლი​ყა​ვი, – ვუთ​ხა​რი, – სა​თა​და​რი​გო ფუ​ტო​ნი მაქვს, დი​ლით კი სა​უზ​მის გა​რან​ტიასაც გაძ​‐
ლევ.

– არა, – გა​აქ​ნია თა​ვი, – გმად​ლობ შე​თა​ვა​ზე​ბის​თვის, მაგ​რამ უკ​ვე გა​მოვ​ფხიზ​ლდი კი​დეც... შინ წა​ვალ.

მარ​თლა აღარ ჰგავ​და მთვრალს.

– სხვა​თა შო​რის, მინ​დო​და მეთ​ხო​ვა. ცო​ტა არ იყოს, უც​ნაური თხოვ​ნაა, რა თქმა უნ​და...

– მი​დი, რა პრობ​ლე​მა​ა.

– მა​პა​ტიე თავ​ხე​დო​ბის​თვის, მაგ​რამ... „სუ​ბა​რუს“ ვერ მათ​ხო​ვებ რამ​დე​ნი​მე დღით? მე კი სა​ნაც​ვლოდ „მა​ზე​‐
რა​ტის“ და​გი​ტო​ვებ. უბ​რა​ლოდ, ხომ იცი, „მა​ზე​რა​ტი“ მე​ტის​მე​ტად თვალ​ში მო​სახ​ვედ​რია, რა​თა ცოლს მა​ლუ​‐
ლად შევ​ხვდე. სა​დაც არ უნ​და მი​ვი​დე, ყვე​ლა მა​შინ​ვე ხვდე​ბა, რომ ეს მე...

– წაიღე და ისე​ირ​ნე, რამ​დე​ნიც გინ​და, – ვუთ​ხა​რი, – ჩათ​ვა​ლე, რომ „სუ​ბა​რუ“ შენს გან​კარ​გუ​ლე​ბა​შია. ახ​ლა
არ ვმუ​შა​ობ და მან​ქა​ნა მა​ინ​ცდა​მა​ინც არ მჭირ​დე​ბა. რა თქმა უნ​და, წაიღე, ჩემ​თვის სუ​ლერ​თია. თუმ​ცა, გუ​‐
ლახ​დი​ლად გეტ​ყვი, სა​ნაც​ვლოდ ასე​თი მდიდ​რუ​ლი მან​ქა​ნის მი​ღე​ბა არ მინ​და. წარ​მო​იდ​გი​ნე – მან​ქა​ნის
სად​გო​მი სა​ერ​თოა, და​რა​ჯის გა​რე​შე, ღა​მით ვიღაც-​ვიღაცები, კაც​მა არ იცის, რას უზა​მენ. თან სა​ჭეს​თან ყვე​‐
ლა​ფე​რი ხდე​ბა. დავ​ჭეჭ​ყავ, გავ​ფხაჭ​ნი ასეთ ლა​მაზ​მანს და – მთე​ლი საუკუ​ნე ვერ ამო​ვალ შე​ნი ვა​ლი​დან...
მე​ტის​მე​ტად დი​დი პა​სუ​ხის​მგებ​ლო​ბა​ა.

– მე​რე მე რა? მთე​ლი ეს ხარ​ჯე​ბი ჩე​მი კან​ტო​რის საქ​მეა. რო​გორ გგო​ნია, დაზ​ღვე​ვა რის​თვის არის? ნე​ბის​‐
მიერი ნაფ​ხაჭ​ნის მი​მართ დაზ​ღვე​ვა ამოქ​მედ​დე​ბა. არც გა​ივ​ლო თავ​ში. თუ მო​გინ​დე​ბა, შე​გიძ​ლია მა​გას​თან
ერ​თად პირ​სი​დან ზღვა​ში ის​კუ​პო. სე​რიოზუ​ლად! მე კი სა​ნაც​ვლოდ სხვას ვი​ყი​დი. სწო​რედ ახ​ლა​ხან ერ​თი
ნაც​ნო​ბი პორ​ნომ​წე​რა​ლი თა​ვის „ფე​რა​რის“ მთა​ვა​ზობ​და...

– „ფე​რა​რის“? – უაზ​როდ გა​ვი​მეორე.

– მეს​მის, – გაიცი​ნა, – მაგ​რამ ჯობს შეეგუო. შენ​თვის, რა თქმა უნ​და, ძნე​ლი წარ​მო​სად​გე​ნია, მაგ​რამ იმ სამ​‐
ყა​რო​ში, რო​მელ​შიც მე ვტრიალებ, კარ​გი გე​მოვ​ნე​ბით ვერ გა​დარ​ჩე​ბი. „გე​მოვ​ნე​ბიანი ადა​მიანი“ იგი​ვეა, რაც
„ჯი​ბე​გახ​ვრე​ტი​ლი გარ​ყვნი​ლი“. შე​იძ​ლე​ბა შე​ებ​რა​ლოთ, მაგ​რამ არას​დროს არ სცე​მენ პა​ტივს.

ბო​ლოს და ბო​ლოს, მა​ინც ჩაჯ​და ჩემს „სუ​ბა​რუ​ში“ და წა​ვი​და. მი​სი „მა​ზე​რა​ტი“ ჩემს სად​გომ​ზე გა​და​ვა​ყე​ნე.
ძა​ლი​ან მგრძნო​ბიარე და სა​შინ​ლად აგ​რე​სიული მან​ქა​ნაა. მყი​სიერი რე​აქ​ცია, ზემ​ძლავ​რი ძრა​ვა. გაზს
დააჭერ ფეხს და თით​ქოს მთვა​რე​ზე გაფ​რინ​დი.

– აბა, საყ​ვა​რე​ლო, არ ღირს ასე და​ძაბ​ვა, – ალერ​სიანად ვუ​გურ​გუ​რებ​დი, ხელ​საწ​ყოების პა​ნელ​ზე ვუტ​ყა​პუ​‐
ნებ​დი ხელს, – მშვი​დად, ნუ ჩქა​რობ...

მაგ​რამ თით​ქოს არ ეს​მო​და. რაც არ უნ​და იყოს, მან​ქა​ნაც გრძნობს, ვინ მარ​თავს. შენც ხარ რა, გა​ვი​ფიქ​რე.
„მა​ზე​რა​ტი“...

"},{"head":"33.","content":"

33.

დი​ლით მან​ქა​ნის სად​გომ​ზე გა​ვე​დი – იმის სა​ნა​ხა​ვად, თუ რო​გორ გრძნობ​და თავს „მა​ზე​რა​ტი“. მთე​ლი ღა​მე
სულ ის მიტ​რიალებ​და თავ​ში: ხომ არ გაიტა​ცეს, ხომ არ დაასა​ხიჩ​რეს ვი​ღაც ვან​და​ლებ​მა. მაგ​რამ მან​ქა​ნას
არა​ფე​რი სჭირ​და.

უც​ნაური გრძნო​ბაა – ხე​დავ​დე „მა​ზე​რა​ტის“ იქ, სა​დაც ად​რე „სუ​ბა​რუ“ იდ​გა. სა​ჭეს​თან დავ​ჯე​ქი და დამ​შვი​‐
დე​ბა ვცა​დე. არ გა​მო​დიოდა. იმას ჰგავ​და, დი​ლით თვალს რომ გაახელ და ლო​გინ​ში, გვერ​დით, სრუ​ლი​ად
უც​ნობ ქალს დაინა​ხავ. ძა​ლი​ან ლა​მაზს. ოღონდ ეს არ გამ​შვი​დებს. ეს გძა​ბავს. ვის რო​გორ – მაგ​რამ მე დრო
მჭირ​დე​ბა, რომ რა​მეს შე​ვეჩ​ვიო. ასე​თი ხა​სა​თი მაქვს.

***

მთე​ლი დღე მან​ქა​ნას არ გავ​კა​რე​ბი​ვარ. შუ​ად​ღი​სას ქა​ლაქ​ში ფე​ხით გა​ვი​სე​ირ​ნე, ფილ​მი ვნა​ხე, რამ​დე​ნი​მე
წიგ​ნი ვი​ყი​დე. სა​ღა​მოს გო​ტან​დას და​ვუ​რე​კე. გმად​ლობ გუ​შინ​დე​ლის​თვი​სო, მით​ხრა. არაფრის-​მეთქი, ვუ​პა​‐
სუ​ხე.

– მო​მის​მი​ნე, – გა​ნაგ​რძო, – ჰო​ნო​ლუ​ლუს თაობა​ზე დავ​რე​კე ორ​გა​ნი​ზა​ციაში. პირ​და​პირ აქე​დან მარ​თლა შე​‐
იძ​ლე​ბა ქა​ლის შეკ​ვე​თა ჰა​ვაიზე. ვე​რა​ფერს იტ​ყვი – მთე​ლი სამ​ყა​რო კლი​ენ​ტის​თვის მუ​შა​ობს! თით​ქოს
კუპე-​ლუქსს უკ​ვე​თავ: „რო​გო​რი გნე​ბავთ, სა​დაც მო​წე​ვა შე​იძ​ლე​ბა თუ პი​რი​ქით?..“

– ნუ იტ​ყვი...

– მოკ​ლედ, ასეა საქ​მე. ვკით​ხე შე​ნი ჯუ​ნის შე​სა​ხებ. ჩემ​მა ერ​თმა ნაც​ნობ​მა თქვე​ნი სა​შუალე​ბით შე​უკ​ვე​თა,
კმა​ყო​ფი​ლი დარ​ჩა და მეც მირ​ჩევს. სამ​ხრე​თა​ზიელი გო​გოა, ჯუ​ნი ჰქვია-​მეთქი. მთხო​ვეს, მოიცა​დეთ, შე​ვა​‐
მოწ​მებ​თო. სა​ერ​თოდ, ასე​თი რამ პრაქ​ტი​კა​ში არ გვაქვს, მაგ​რამ თქვენ​თვის შე​ვეც​დე​ბი​თო... ოღონდ არ
იფიქ​რო, რომ ვტრა​ბა​ხობ. ჩვეულებ​რივ, ამის შე​კით​ხვას აზ​რი არა აქვს. ჩემ​თვის კი შეამოწ​მეს. სწო​რია, ყო​‐
ფი​ლა ასე​თი. ფი​ლი​პი​ნე​ლი. მაგ​რამ უკ​ვე სა​მი თვეა აღარ არის. მათ​თან აღარ მუ​შა​ობს.

– რას ნიშ​ნავს „ა​ღარ მუ​შა​ობს“? – ვერ გა​ვი​გე, – და​ეთ​ხო​ვა? თუ სხვა რა​მე?

– გა​ჩერ​დი ერ​თი. და​იწ​ყე​ბენ ახ​ლა ასე​თი წვრილ​მა​ნე​ბის შე​მოწ​მე​ბას! ეს ხომ ბო​ზი​ა: დღეს მუ​შა​ობს, ხვალ –
იყო და აღარ არის. რა უნ​და ქნა – ძაღ​ლე​ბით მო​ძებ​ნას უბ​რძა​ნებ? „არ მუ​შა​ობს“ – მორ​ჩა და გა​თავ​და. სამ​‐
წუ​ხა​როდ.

– სა​მი თვე?
– ჰო, ასე მით​ხრეს.

რო​გორ არ ვე​ცა​დე გა​მე​გო, თუ რას ნიშ​ნავ​და ეს ყვე​ლა​ფე​რი, გო​ნივ​რუ​ლი ახ​სნა ვერ მო​ვუ​ძებ​ნე. მად​ლო​ბა
გა​და​ვუ​ხა​დე, ყურ​მი​ლი დავ​კი​დე და ქა​ლაქ​ში სა​სე​ირ​ნოდ წა​ვე​დი.

ესე იგი სა​მი თვის წინ ჯუ​ნი დაიკარ​გა. ორი კვი​რის წინ კი სრუ​ლი​ად რეალუ​რად იწ​ვა ჩემ​თან. ტე​ლე​ფო​ნის
ნო​მე​რიც კი და​ტო​ვა. რო​მელ​ზეც არა​ვინ პა​სუ​ხობს. სა​ოც​რე​ბაა და მე​ტი არა​ფე​რი... მაშ ასე, ბო​ზე​ბი ახ​ლა
სამ​ნი არი​ან. კი​კი, მეი და ჯუ​ნი. სა​მი​ვე გაქ​რა. ერ​თი მოკ​ლუ​ლია, ორი – კაც​მა არ იცის სად არის. თით​ქოს კე​‐
დელ​ში ამო​ქო​ლეს. თი​თოეული მათ​გა​ნის გაქ​რო​ბა ჩემ​თან არის და​კავ​ში​რე​ბუ​ლი. ჩემ​სა და მათ შო​რის ჰი​‐
რა​კუ მა​კი​მუ​რა და გო​ტან​და​ა...

კა​ფე​ში შე​ვე​დი, მა​გი​დას​თან დავ​ჯე​ქი, ბლოკ​ნო​ტი და ავ​ტო​კა​ლა​მი ამო​ვი​ღე. ვცა​დე ურ​თი​ერ​თკავ​ში​რის სქე​‐
მა შე​მედ​გი​ნა იმათ შო​რის, ვინც გარ​შე​მო მერ​ტყა. სა​შინ​ლად დახ​ლარ​თუ​ლი სქე​მა გა​მო​ვი​და. პირ​და​პირ ევ​‐
რო​პის სამ​ხედ​რო ძა​ლე​ბის დის​პო​ზი​ცია იყო პირ​ვე​ლი მსოფ​ლიო ომის წინ.

ნა​წი​ლობ​რივ ინ​ტე​რე​სით, ნა​წი​ლობ​რივ დაღ​ლი​ლო​ბით დიდ​ხანს ვათ​ვა​ლიერებ​დი ამ სქე​მას. მაგ​რამ, მომ​კა​‐


ლით და, ერ​თი აზ​რიც არ მომ​დიოდა თავ​ში. სა​მი გამ​ქრა​ლი მე​ძა​ვი, მსა​ხიობი, სხვა​დას​ხვა მუ​ზის მსა​ხურ​ნი,
თი​ნეიჯე​რი ლა​მაზ​მა​ნი და სას​ტუმ​როს თა​ნამ​შრო​მე​ლი აფო​რიაქე​ბუ​ლი სუ​ლით... რო​გორც არ უნ​და შე​ხე​დო,
ასეთ კომ​პა​ნიაში ნორ​მა​ლუ​რი მე​გობ​რო​ბის მო​ლო​დი​ნი არ უნ​და გქონ​დეს. რო​გორც აგა​ტა კრის​ტის დე​ტექ​‐
ტივ​ში. „მივ​ხვდი. მკვლე​ლი თვი​თონ ინ​სპექ​ტო​რი​ა“, – ამ​ბობ ხმა​მაღ​ლა, მაგ​რამ არა​ვის არ ეცი​ნე​ბა. მე​ტის​მე​‐
ტად უკ​ბი​ლო ხუმ​რო​ბა​ა.

ბო​ლოს იძუ​ლე​ბუ​ლი გავ​ხდი მე​ღიარე​ბი​ნა: ვე​რა​ნაირი სხვა კავ​ში​რე​ბი ვე​ღარ აღ​მო​ვა​ჩი​ნე. რო​გორც არ უნ​‐
და მოვ​წიო ძა​ფი, გორ​გა​ლი უფ​რო და უფ​რო უიმე​დოდ იხ​ლარ​თე​ბა. გინდ შუაზე გას​კდი, მთლიანი სუ​რა​თი
არ ჩანს. ჯერ მარ​ტო კიკი-​გოტანდა-მეის ჯაჭ​ვი იყო. მე​რე ჰი​რა​კუ მაკიმურა-​ჯუნის ხა​ზი დაემა​ტა. ახ​ლა კი გა​‐
მო​დის, კი​კი და ჯუ​ნიც არი​ან რა​ღაც​ნაირად ერ​თმა​ნეთ​თან და​კავ​ში​რე​ბუ​ლი. ორი​ვემ ერ​თი და იგი​ვე ტე​ლე​‐
ფო​ნის ნო​მე​რი და​მი​ტო​ვა. და ყვე​ლა​ფე​რი ისევ თავ​და​ყი​რა დად​გა.

– ჰო, ძვირ​ფა​სო უოტ​სონ, იოლი ამო​ცა​ნა არ არის, – ვუთ​ხა​რი სა​ფერ​ფლეს მა​გი​და​ზე. ბუ​ნებ​რი​ვია, პა​სუ​ხად
არა​ფე​რი გა​მი​გო​ნია. ჭკვი​ან​მა სა​ფერ​ფლემ ამ​ჯო​ბი​ნა, არ გა​რეული​ყო მთელ ამ აბ​და​უბ​და​ში. სა​ფერ​ფლე, ყა​‐
ვის ფინ​ჯა​ნი, სა​შაქ​რე, ჩე​კი – ყვე​ლა მე​ტის​მე​ტად ჭკვიანია და ისე უჭი​რავთ თა​ვი, თით​ქოს არ ეს​მით. სუ​ლე​‐
ლი აქ მარ​ტო მე ვარ. მუ​დამ რა​ღაც გაუგებ​რო​ბა​ში უნ​და წავ​ყო ცხვი​რი. მუ​დამ ცხოვ​რე​ბის​გან ნა​ცე​მი და
დაღ​ლი​ლი. ამ მშვე​ნი​ერ გა​ზაფ​ხუ​ლის სა​ღა​მოს პაემან​საც კი ვე​რა​ვის ვუ​ნიშ​ნავ...

შინ დავ​ბრუნ​დი და იუმიოსი-​სანთან და​რეკ​ვა ვცა​დე, მაგ​რამ სამ​სა​ხურ​ში აღარ იყო. დღეს ად​რე წა​ვი​დაო,
მით​ხრეს. ეტ​ყო​ბა, თა​ვის აუზ​ზეა ცურ​ვის სას​წავ​ლად. რო​გორც ყო​ველ​თვის, მა​შინ​ვე აუზ​ზე ვი​ეჭ​ვიანე. მომ​‐
ხიბ​ლავ ინ​სტრუქ​ტორ​ზე (ალი-​კვალი გო​ტან​და), რო​მე​ლიც ხელს ჰკი​დებს და ნა​ზი ხმით უხ​სნის, რო​გორ უნ​‐
და მო​უს​ვას ხე​ლი კრო​ლით ცურ​ვი​სას. ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა აუზი დავ​წყევ​ლე სა​პო​რო​დან კაირომ​დე, მხო​ლოდ
და მხო​ლოდ იუმიოსის გა​მო... ღმერ​თო, ყვე​ლა​ფე​რი რა მძღნე​რუ​ლად არის, გა​ვი​ფიქ​რე.

– ყვე​ლა​ფე​რი მძღნე​რია. უმაღ​ლე​სი სინ​ჯის მძღნე​რი. გამ​ხმა​რი მძღნე​რი. ლა​მის გუ​ლი ამე​რი​ოს... – გო​ტან​‐
დას მი​ბაძ​ვით ვთქვი. რა უც​ნაურიც არ უნ​და იყოს, მარ​თლა მო​მეშ​ვა გულ​ზე. თუმ​ცა ამის იმე​დი ნამ​დვი​ლად
არ მქონ​და. ვფიქ​რობ, გო​ტან​დას მქა​და​გებ​ლო​ბა უნ​და აერ​ჩია. და დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე ექა​და​გა: „მთე​ლი
სამ​ყა​რო მძღნე​რია. უმაღ​ლე​სი სინ​ჯის გამ​ხმა​რი მძღნე​რი. ავი​რი​ოთ გუ​ლი, შვილ​ნო ჩემ​ნო!..“ იცოც​ხლე, შე​‐
აგ​რო​ვებ​და მრევლს.

და მა​ინც, ყვე​ლაფ​რის მიუხე​და​ვად, სა​ოც​რად მე​ნატ​რე​ბა იუმიოსი-​სანი. მი​სი ოდ​ნავ არეული საუბა​რი, შეშ​‐
ფო​თე​ბუ​ლი მოძ​რაობა. მომ​წონ​და იმის გახ​სე​ნე​ბა, რა საქ​მიანად ის​წო​რებ​და თი​თით ცხვირ​ზე დას​კუ​პე​ბულ
სათ​ვა​ლეს. რა სე​რიოზუ​ლი სა​ხით შე​მოძ​ვრე​ბო​და ხოლ​მე ნო​მერ​ში, ჟა​კეტს გა​იხ​დი​და და გვერ​დით მო​მიჯ​‐
დე​ბო​და. ამის გახ​სე​ნე​ბა​ზე სუ​ლი მით​ბე​ბო​და. მას​ში რა​ღაც ში​ნა​გან პირ​და​პი​რო​ბას ვგრძნობ​დი და ეს ძა​ლი​‐
ან მი​ზი​დავ​და. სა​ინ​ტე​რე​სოა, გა​მოგ​ვი​ვი​დო​და კი რა​მე?
იუმიოსი: მუ​შა​ობს ოტელ​ში თა​ვი​სი საყ​ვა​რე​ლი დახ​ლის იქით, კვი​რა​ში ორჯერ-​სამჯერ და​დის აუზ​ზე, და,
რო​გორც ჩანს, ცხოვ​რე​ბით კმა​ყო​ფი​ლია. მე: ქე​ქავს ტექ​სტის ნამ​ქერს. უყ​ვარს „სუ​ბა​რუ“ და ძვე​ლი ფირ​ფი​‐
ტე​ბი, კარგ კერ​ძებს ამ​ზა​დებს და, რო​გორც ჩანს, ამ ცხოვ​რე​ბა​ში მე​ტის​მე​ტად ცო​ტა რამ ახა​რებს. აი, ასე​თი
წყვი​ლია. შე​საძ​ლოა გა​მო​სუ​ლი​ყო კი​დეც, შე​საძ​ლოა – არა. მო​ნა​ცე​მე​ბი არა​საკ​მა​რი​სია. პა​სუ​ხი – შე​უძ​ლე​ბე​‐
ლი.

მაგ​რამ თუ ერ​თად ვიქ​ნე​ბით – ნუ​თუ მარ​თლა ვატ​კენ გულს ოდეს​მე? რო​გორც გან​ქორ​წი​ნე​ბი​სას მი​წი​ნას​‐
წარ​მეტ​ყვე​ლა ცოლ​მა – აუცი​ლებ​ლად ვატ​კენ გულს ნე​ბის​მი​ერ ქალს, რო​მელ​საც რა​მე სა​ერ​თო ექ​ნე​ბა ჩემ​‐
თან, იმი​ტომ რომ ასე​თი ხა​სიათი მაქვს. იმი​ტომ რომ მხო​ლოდ სა​კუ​თარ თავ​ზე ვფიქ​რობ, სხვე​ბის სიყ​ვა​რუ​‐
ლი კი არ შე​მიძ​ლია. ნუ​თუ მარ​თა​ლი​ა?

და მა​ინც, რო​გორც კი იუმიოსი-​სანზე გა​ვი​ფიქ​რე, მა​შინ​ვე თვით​მფრი​ნავ​ში ჩაჯ​დო​მა და მას​თან სა​პო​რო​ში


გაფ​რე​ნა მო​მინ​და. გულ​ში მაგ​რად ჩაკ​ვრა და გა​მოტ​ყდო​მა: ეშ​მაკს წაუღია მო​ნა​ცე​მე​ბის უკ​მა​რი​სო​ბა, სუ​‐
ლერ​თია, მა​ინც მიყ​ვარ​ხარ. მაგ​რამ სწო​რედ ამის გა​კე​თე​ბა არ შე​იძ​ლე​ბა. ჯერ ეს დახ​ლარ​თუ​ლი გორ​გა​ლი
უნ​და გა​მოვ​ხსნა. შე​უძ​ლე​ბე​ლია რაიმე ახ​ლის დაწ​ყე​ბა, რო​ცა ძვე​ლი მხო​ლოდ სა​ნა​ხევ​როდ გაქვს გარ​‐
კვეული. სხვაგ​ვა​რად ძვე​ლი და​უმ​თავ​რე​ბე​ლი ახალ​ზე გად​მო​ვა. და მე​რე საითაც არ უნ​და წა​ვი​დე, რამ​დე​ნიც
არ უნ​და ვე​ცა​დო – ყვე​ლა​ფერს, რა​საც გა​ვა​კე​თებ, და​უმ​თავ​რებ​ლო​ბის ბინ​დი დატ​ბო​რავს. ეს კი ის ცხოვ​რე​‐
ბა არ არის, რომ​ლი​თაც სა​ბო​ლო​ოდ მინ​და, რომ ვიც​ხოვ​რო.

პრობ​ლე​მა კი​კია. ჰო, ყვე​ლა​ფე​რი მას​ზე იკ​ვე​თე​ბა. სრუ​ლი​ად გან​სხვა​ვე​ბუ​ლი ხერ​ხე​ბით ცდი​ლობს ჩემ​თან
კავ​ში​რის დამ​ყა​რე​ბას. სა​დაც არ უნ​და ვი​ყო – სა​პო​როს კი​ნო​თე​ატ​რე​ბი​დან ჰო​ნო​ლუ​ლუს გა​რე​უბ​ნე​ბამ​დე –
ის ჩრდი​ლი​ვით დამ​ყვე​ბა თან და ცდი​ლობს რა​ღაც გზავ​ნი​ლის გად​მო​ცე​მას. ეს დღე​სა​ვით ნა​თე​ლია.
ოღონდ ეს გზავ​ნი​ლი ძა​ლი​ან რთუ​ლია და გარ​ჩე​ვა არ შე​მიძ​ლია. კი​კი! რას მთხოვ?

რა უნ​და გა​ვა​კე​თო?..

თუმ​ცა ზუს​ტად ეს მშვე​ნივ​რად ვი​ცო​დი.

ნე​ბის​მი​ერ შემ​თხვე​ვა​ში უნ​და მო​ვი​ცა​დო. ასე იყო ყო​ველ​თვის. რო​ცა თევ​ზი​ვით ბა​დე​ში გა​იხ​ლარ​თე​ბი, მთა​‐
ვა​რია მკვეთ​რი მოძ​რაობე​ბი არ გააკე​თო. გა​ყუჩ​დი რა​ღაც დრო​ით – და აუცი​ლებ​ლად რა​ღაც მოხ​დე​ბა.
აუცი​ლებ​ლად და​იწ​ყე​ბა რა​ღაც. რაც შე​იძ​ლე​ბა და​ჟი​ნე​ბით და​აკ​ვირ​დი მღვრიე ბინდს და დაელო​დე, სა​ნამ იქ
რა​ღაც არ შე​ტოკ​დე​ბა. სა​კუ​თა​რი გა​მოც​დი​ლე​ბით ვი​ცი. რა​ღაც აუცი​ლებ​ლად და​იწ​ყებს მოძ​რაობას. თუ შენ
ეს გჭირ​დე​ბა – ის აუცი​ლებ​ლად გა​ტოკ​დე​ბა.

კარ​გი, ვუთ​ხა​რი სა​კუ​თარ თავს. მო​ვი​ცა​დოთ.

***

მე და გო​ტან​და ზე​დი​ზედ რამ​დე​ნი​მე დღე ვხვდე​ბო​დით ერ​თმა​ნეთს – ხან სახ​ლში ვსვამ​დით, ხან სად​მე ვვახ​‐
შმობ​დით. თან​და​თან ეს შეხ​ვედ​რე​ბი ჩვე​ვად მექ​ცა. ყო​ველ ჯერ​ზე ბო​დიშს მიხ​დი​და, რომ ვე​რა და ვერ მიბ​‐
რუ​ნებს ჩემს „სუ​ბა​რუს“. ნუ ღე​ლავ, რა პრობ​ლე​მა​ა, – ვი​გე​რი​ებ​დი.

– რო​გორ მოგ​წონს „მა​ზე​რა​ტი“? ჯერ კი​დევ არ ჩა​გი​ძი​რავს ზღვა​ში? – მკით​ხა ერ​თხელ.

– ვე​რაფ​რით ვერ მი​ვაღ​წიე ზღვას, – ვუ​პა​სუ​ხე.


ბარ​ში, დახ​ლთან ვის​ხე​დით და „ჯინ-​ტონიკს“ ვსვამ​დით. თან ჩემ​ზე უფ​რო სწრა​ფად ეკი​დე​ბო​და.

– ისე, მარ​თლა მა​გა​რი იქ​ნე​ბო​და, ზღვა​ში რომ გა​დაგ​ვეგ​დო! – ისე თქვა, ჭი​ქა არ მოუშო​რე​ბია პი​რი​დან.

– ჰო, შვე​ბით ამო​ვი​სუნ​თქებ​დი, – და​ვე​თან​ხმე, – ოღონდ ეს არის, „მა​ზე​რე​ტის“ მე​რე „ფე​რა​რი“ იქ​ნე​ბა.

– „ფე​რა​რი​საც“ იქით გავ​გზავ​ნი​დით.

– „ფე​რა​რის“ მე​რე?

– კარ​გი შე​კით​ხვა​ა... მაგ​რამ ყვე​ლა რომ ზღვა​ში ჩა​ვუ​ძა​ხოთ, ერ​თხე​ლაც იქ​ნე​ბა, სა​დაზ​ღვე​ვო კომ​პა​ნია გან​‐
გაშს ატეხს. წყა​ლი არ გაუვა.

– ჯან​და​ბას სა​დაზ​ღვე​ვო კომ​პა​ნია! მო​დი, უფ​რო მას​შტა​ბუ​რად ვი​ფიქ​როთ. ასეა თუ ისე, ეს ჩვე​ნი მთვრა​ლი
ფან​ტა​ზიაა და არა რო​მე​ლი​მე მცი​რე​ბიუჯე​ტიანი ფილ​მი, რო​მელ​შიც გი​ღე​ბენ. ფან​ტა​ზი​ას ბიუჯე​ტი არა აქვს.
დაივიწ​ყე შე​ნი სა​შუალო სკო​ლის კომ​პლექ​სე​ბი. რა​ტომ უნ​და დავ​ხურ​დავ​დეთ? თუ ში​კია, ში​კი იყოს... „ლამ​‐
ბორ​გი​ნი“, „პორ​შე“, „იაგუარი“ – რაც გინ​და, სუ​ლო და გუ​ლო! გა​მოჩ​ნდა – გა​და​ვაგ​დეთ ზღვა​ში, და ასე და​უს​‐
რუ​ლებ​ლად. მო​სა​რი​დე​ბე​ლი არა​ფე​რია. ზღვა დი​დია. თუ გინ​და, ათა​სი მან​ქა​ნა ჩა​აგ​დე, ყვე​ლა​ფერს ჩაყ​ლა​‐
პავს და არც ნა​პი​რე​ბი​დან გად​მო​ვა. ჩარ​თე წარ​მო​სახ​ვა, ძმა​ო!

გაიცი​ნა.

– და​გე​ლა​პა​რა​კე​ბა კა​ცი და შვე​ბით ამოისუნ​თქებს...

– მეც ასე ვარ. მან​ქა​ნა ჩე​მი არ არის, თან ფან​ტა​ზი​აც სხვი​სია, – მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე, – ჰო, მარ​თლა, ცოლ​თან რო​‐
გორ ხარ – ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე​ა?

გო​ტან​დამ ჯი​ნი მოს​ვა და თა​ვი და​აქ​ნია. ფან​ჯრის იქით წვიმ​და. ბა​რი ცა​რიელი იყო. მარ​ტო ორ​ნი ვი​ყა​ვით.
ბარ​მე​ნი სა​კეს ბოთ​ლებს წმენ​დდა.

– ყვე​ლა​ფე​რი არაჩ​ვეულებ​რი​ვა​დაა, – ჩუ​მად თქვა გო​ტან​დამ და გაიღი​მა, – სიყ​ვა​რუ​ლი გვეწ​ვია. გან​ქორ​წი​‐


ნე​ბით გა​მოც​და​გავ​ლი​ლი სიყ​ვა​რუ​ლი და ამით კი​დევ უფ​რო გაძ​ლიერე​ბუ​ლი. რო​მან​ტი​კუ​ლია, არა?

– სა​შინ​ლად რო​მან​ტი​კუ​ლი. ახ​ლა გუ​ლი წა​მი​ვა.

ხმა​დაბ​ლა ჩაიხით​ხი​თა.

– და, მიუხე​და​ვად ამი​სა, ეს სი​მარ​თლეა, – ძა​ლი​ან გულ​წრფე​ლად თქვა.

– ეჭ​ვი არ მე​პა​რე​ბა, – ვუ​პა​სუ​ხე.


***

და​ახ​ლოებით აი, ასე ვლა​პა​რა​კობ​დით ყო​ვე​ლი შეხ​ვედ​რი​სას. ხუმრობა-​ხუმრობით ძა​ლი​ან სე​რიოზულ რა​‐
მე​ებ​ზე. იმ​დე​ნად სე​რიოზულ​ზე, დრო​დად​რო რომ არ გვე​ხუმ​რა, აუტა​ნე​ლი იქ​ნე​ბო​და. მარ​თა​ლია, ამ ხუმ​რო​‐
ბე​ბის დი​დი ნა​წი​ლი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი იუმო​რით არ ბრწყი​ნავ​და, მაგ​რამ ჩვენ​თვის სუ​ლერ​თი იყო. მთა​ვა​‐
რია ხუმ​რო​ბა ყო​ფი​ლი​ყო, რო​გო​რი იქ​ნე​ბო​და, არ გვე​ნაღ​ვლე​ბო​და. ხუმ​რო​ბა ხუმ​რო​ბის​თვის. თით​ქოს წი​‐
ნას​წარ შევ​თან​ხმდით, სი​სუ​ლე​ლეები გვეყ​ბე​და. რო​ცა ვი​ცო​დით, სი​ნამ​დვი​ლე​ში რა სე​რიოზუ​ლად იყო საქ​‐
მე. ორი​ვე ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის ვი​ყა​ვით. რთუ​ლი ასა​კია. რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით უფ​რო რთუ​ლი, ვიდ​რე
ოც​და​ცა​მე​ტი. რო​ცა სა​კუ​თარ ტყავ​ზე გა​მოც​დი, თუ რას ნიშ​ნავს „ა​სა​კი თა​ვი​სას შვრე​ბა“. რო​ცა შენს ცხოვ​რე​‐
ბა​ში დგე​ბა შე​მოდ​გო​მა, რომ​ლის შემ​დე​გაც ასე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია ზამ​თრის​თვის მომ​ზა​დე​ბა. და, უპირ​ვე​ლეს
ყოვ​ლი​სა, იმის გა​გე​ბა, რა არის ამის​თვის სა​ჭი​რო. გო​ტან​დას ფორ​მუ​ლი​რე​ბა უკი​დუ​რე​სად მარ​ტი​ვი იყო:

– სიყ​ვა​რუ​ლი, – თქვა, – ყვე​ლა​ფე​რი, რაც მჭირ​დე​ბა, სიყ​ვა​რუ​ლი​ა.

– რა ამა​ღელ​ვე​ბე​ლია! – ვუ​პა​სუ​ხე. თუმ​ცა რა სათ​ქმე​ლია და, მეც არა​ნაკ​ლებ მჭირ​დე​ბო​და.

გო​ტან​და ცო​ტა ხნით გა​ყუჩ​და. იჯ​და და ჩუ​მად ფიქ​რობ​და სიყ​ვა​რულ​ზე. მეც იგი​ვე​ზე დავ​ფიქ​რდი. იუმიოსი-​‐
სან გა​მახ​სენ​და. მა​გი​და ბარ​ში, რო​მელ​ზეც ხუ​თი თუ ექ​ვსი „ბლა​დი მე​რი“ და​ლია. აი, თურ​მე რა. ეტ​ყო​ბა,
„ბლა​დი მე​რი“ უყ​ვარს...

– ცხოვ​რე​ბა​ში იმ​დე​ნი ქა​ლი მყავს მოტ​ყნუ​ლი, მა​თი და​ნახ​ვა აღარ მინ​და, – გა​ნაგ​რძო გო​ტან​დამ ცო​ტა ხნის
მე​რე, – და ლო​გი​ნის სიამოვ​ნე​ბე​ბით ყე​ლამ​დე ვარ. გინდ ათი მო​გიტ​ყნავს, გინდ ორ​მოც​დაათი, არა​ვი​თა​რი
გან​სხვა​ვე​ბა არ არის! ერ​თი და იგი​ვე მოქ​მე​დე​ბა, ერ​თი და იგი​ვე რე​აქ​ცი​ა... მე კი სიყ​ვა​რუ​ლი მჭირ​დე​ბა. აი,
ასე – გინ​და, სა​ში​ნელ საიდუმ​ლოს გა​გიმ​ხელ? არა​ვის​თან არ მინ​და ტყნაური, ჩე​მი ცო​ლის გარ​და!

აღ​ტა​ცე​ბის​გან თი​თე​ბი გა​ვატ​კა​ცუ​ნე.

– უმაღ​ლე​სი კლა​სია! წმი​და​თაწ​მი​და სიტ​ყვე​ბი. ჭექა-​ქუხილი მოწ​მენ​დილ ცა​ზე. სას​წრა​ფო პრეს​კონ​ფე​რენ​‐


ცია მო​იწ​ვიე. და ოფი​ციალუ​რად გა​ნაც​ხა​დე მთე​ლი ქვეყ​ნის გა​სა​გო​ნად: „ცო​ლის გარ​და, არა​ვის​თან არ
მსურს ტყნაური!“ და​გე​ნაძ​ლე​ვე​ბი, ყვე​ლას აატი​რებ. პრემიერ-​მინისტრი კი ალ​ბათ მე​დალს გად​მოგ​ცემს.

– აუწიე ტო​ნა​ლო​ბას. აქ ნო​ბე​ლის პრე​მი​ის სუ​ნი მცემს. აბა, და​ფიქ​რდი – რო​გო​რია, მთე​ლი კა​ცობ​რიობის წი​‐
ნა​შე რომ გა​ნაც​ხა​დო: „მხო​ლოდ ჩე​მი ცო​ლი მინ​და მოვ​ტყნა!“ ვი​თომ შე​უძ​ლი​ათ ჩვეულებ​რივ ადა​მიანებს
ასე​თი რამ?

– ოღონდ ეს არის, „ნო​ბელს“ ფრა​კით იღე​ბენ... გაქვს ფრა​კი?

– ვი​ყი​დი, რა პრობ​ლე​მაა! სუ​ლერ​თია, ხარ​ჯებ​ში ჩა​მოიწე​რე​ბა.

– დაუჯე​რე​ბე​ლია. რო​გორც ღვთის გა​მოც​ხა​დე​ბა. გულ​წრფე​ლად გე​უბ​ნე​ბი...

– პრე​მი​ის გა​და​ცე​მის ცე​რე​მო​ნიაზე ასეც და​ვიწ​ყებ სიტ​ყვას შვე​დი მე​ფის წი​ნა​შე, – გა​ნაგ​რძო გო​ტან​დამ, –
„პა​ტივ​ცე​მუ​ლო ბა​ტო​ნე​ბო! ამიერი​დან ჩე​მი ცო​ლის გარ​და, არა​ვის მოტ​ყვნა აღარ მსურს!“ ოვა​ცი​ის ქა​რიშ​‐
ხა​ლი. ცა იწ​მინ​დე​ბა. მზის სხი​ვე​ბი შვე​დეთს ეფი​ნე​ბა.
– ფი​ორ​დებ​ში მყინ​ვა​რე​ბი დნე​ბა. ვი​კინ​გე​ბი პირ​ქვე ემ​ხო​ბი​ან. ის​მის ალე​ბის სიმ​ღე​რა, – და​ვას​რუ​ლე.

– კა​თარ​ზი​სი...

ისევ გავ​ჩუმ​დით, ორი​ვე ჩვენს სიყ​ვა​რულ​ზე ვფიქ​რობ​დით. ორი​ვეს აშ​კა​რად გვქონ​და სა​ფიქ​რა​ლი. მე იმა​ზე
ვფიქ​რობ​დი, რომ სა​ნამ იუმიოსი-​სანს მო​ვიწ​ვევ​დი სტუმ​რად, აუცი​ლებ​ლად უნ​და მე​ყი​და არა​ყი, პო​მიდ​ვრის
წვე​ნი, ლი​მო​ნი და „ლი ენდ-​პერინზის“ სოუსი.

– თუმ​ცა გა​მო​რიც​ხუ​ლი არ არის, რომ ვე​რა​ნა​ირ პრე​მი​ას ვერ მიიღებ, – და​ვა​მა​ტე, – შე​იძ​ლე​ბა უბ​რა​ლოდ
გარ​ყვნი​ლად ჩაგ​თვა​ლონ.

ათიოდე წა​მი ჩემს სიტ​ყვებ​ზე ფიქ​რობ​და. მე​რე რამ​დენ​ჯერ​მე და​მიქ​ნია თა​ვი.

– დი​ახ, ძა​ლიანაც შე​საძ​ლე​ბე​ლია! ჩე​მი გან​ცხა​დე​ბა ხომ კენ​ჭის სრო​ლაა სექ​სუალუ​რი რე​ვო​ლუ​ცი​ის ბოს​‐
ტან​ში. აგ​ზნე​ბუ​ლი მა​ნიაკე​ბის ბრბო გამ​ფატ​რავს. მო​ნო​გა​მი​ის​თვის წა​მე​ბუ​ლად ვიქ​ცე​ვი.

– შენ რწმე​ნის​თვის და​ღუ​პუ​ლი პირ​ვე​ლი ტე​ლე​ვარ​სკვლა​ვი იქ​ნე​ბი!

– სხვა მხრივ, თუ მოვ​კვდე​ბი, ვე​რას​დროს ვე​ღარ მოვ​ტყნავ ჩემს ცოლს...

– ლო​გი​კუ​რია, – და​ვე​თან​ხმე.

და ისევ დავ​დუმ​დით – ჩვენ ჩვენს ჭი​ქებ​ზე.

აი, ასე ვსა​უბ​რობ​დით სე​რიოზულ თე​მებ​ზე. თუმ​ცა შემ​თხვე​ვით ვინ​მე რომ აღ​მო​ჩე​ნი​ლი​ყო ჩვენ გვერ​დით,
ალ​ბათ იფიქ​რებ​და, რომ ვმაიმუ​ნობ​დით. თუმ​ცა ჩვენ, პი​რი​ქით, სა​ხუ​მა​როდ სუ​ლაც არ გვქონ​და საქ​მე.

გა​და​ღე​ბის​გან თა​ვი​სუ​ფალ დღე​ებ​ში შინ მი​რე​კავ​და. მო​ვი​ლა​პა​რა​კებ​დით, რო​მელ რეს​ტო​რან​ში უნ​და გვე​‐
ვახ​შმა ან მა​შინ​ვე მას​თან მივ​დიოდით. ასე გა​დიოდა დღეები. სა​ბო​ლო​ოდ და​ვუს​ვი ჯვა​რი სამ​სა​ხურს. უბ​რა​‐
ლოდ ფე​ხებ​ზე და​ვი​კი​დე. სამ​ყა​რო უჩე​მო​დაც მშვი​დად ბრუ​ნავ​და. მე კი გა​რინ​დე​ბუ​ლი ვიც​დი​დი მა​ნამ, სა​‐
ნამ რა​მე მოხ​დე​ბო​და.

მოგ​ზაურო​ბი​დან დარ​ჩე​ნი​ლი ფუ​ლი ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას გა​ვუგ​ზავ​ნე, იმის ჩე​კე​ბიც, რაც დავ​ხარ​ჯე.
ხელქვეითმა-​პარასკევამ მა​შინ​ვე და​მი​რე​კა და შე​მომ​თა​ვა​ზა, მე​ტი და​მე​ტო​ვე​ბი​ნა.

– მაკიმურა-​სენსეიმ მთხო​ვა გად​მო​მე​ცა, რომ სხვაგ​ვა​რად უხერ​ხუ​ლად იგ​რძნობს თავს, – მით​ხრა, – თან
მეც, თუ გუ​ლახ​დი​ლად გეტ​ყვი, საზ​რუ​ნა​ვი მო​მე​მა​ტე​ბა. მენ​დეთ, რო​გორც სა​ჭი​როა, ყვე​ლა​ფერს ისე გა​ვა​‐
ფორ​მებ. თქვენ ტვირ​თად არ და​გაწ​ვე​ბათ.

მას​თან კა​მა​თის თა​ვი არ მქონ​და და უბ​რა​ლოდ ვუთ​ხა​რი: „კარ​გი. ისე მოიქე​ცით, რო​გორც თქვენ​თვის მო​სა​‐
ხერ​ხე​ბე​ლია, ოღონდ, რაც შე​იძ​ლე​ბა, სწრა​ფად“. მეორე დღეს სა​მა​სი ათა​სი იენის სა​ბან​კო ჩე​კი მი​ვი​ღე ჰი​‐
რა​კუ მა​კი​მუ​რას​გან. კონ​ვერ​ტში ხელ​წე​რი​ლი ვი​პო​ვე ფუ​ლის მი​ღე​ბა​ზე „ინ​ფორ​მა​ცი​ის შეგ​რო​ვე​ბი​სა და და​‐
მუ​შა​ვე​ბის​თვის“. ხე​ლი მო​ვა​წე​რე, ბე​ჭე​დი და​ვუს​ვი და უკან გავ​გზავ​ნე. რაც არი, არი. სუ​ლერ​თია, მა​ინც წარ​‐
მო​მად​გენ​ლო​ბით ხარ​ჯებ​ზე ჩა​მო​წე​რენ. რა გუ​ლის ამა​ჩუ​ყე​ბე​ლია, ეშ​მაკ​მა წაიღოს მა​გა​თი თა​ვი...

სა​მა​სი ათა​სი იენის ჩე​კი ჩარ​ჩო​ში ჩავ​სვი და სა​მუ​შაო მა​გი​და​ზე დავ​დე.

***

და​იწ​ყო და მა​ლე​ვე დას​რულ​და „ოქ​როს კვი​რა“.

რამ​დენ​ჯერ​მე და​ვე​ლა​პა​რა​კე იუმიოსი-​სანს ტე​ლე​ფო​ნით.

რამ​დე​ნიც არ უნ​და გვე​ლა​პა​რა​კა, ყო​ველ​თვის ის წყვეტ​და. ხან დიდ​ხანს ვსა​უბ​რობ​დით, ხან უცებ შეწ​ყვეტ​‐
და დიალოგს – და​კა​ვე​ბუ​ლი ვა​რო, მოიმი​ზე​ზებ​და. ისეც ხდე​ბო​და, რომ არა​ფერს არ მპა​სუ​ხობ​და და ნა​ხე​ვა​‐
რი წუ​თის მე​რე ყურ​მილს კი​დებ​და. მაგ​რამ, ავად თუ კარ​გად, რა​ღაც ურ​თი​ერ​თო​ბას ემ​სგავ​სე​ბო​და. ვცვლი​‐
დით მო​ნა​ცე​მებს, რომ​ლე​ბიც გვაკ​ლდა. ერ​თხე​ლაც თა​ვი​სი ბი​ნის ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რი მომ​ცა. პროგ​რე​სი აშ​‐
კა​რა იყო.

კვი​რა​ში ორ​ჯერ ძვე​ლე​ბუ​რად აუზ​ზე და​დიოდა. ყო​ველ​თვის, რო​ცა აუზ​ზე და​იწ​ყებ​და საუბარს, ჩე​მი გუ​ლი
ისე კრთო​და და ფარ​თხა​ლებ​და, რო​გორც უცოდ​ვე​ლი უფ​როს​კლა​სე​ლის. ერ​თი სუ​ლი მქონ​და, ცურ​ვის ინ​‐
სტრუქ​ტორ​ზე მე​კით​ხა. მა​ინც რა ტი​პია, რამ​დე​ნი წლი​საა, სიმ​პა​თიურია თუ არა, მე​ტის​მე​ტად ალერ​სიანი
ხომ არ არის და ასე შემ​დეგ. მაგ​რამ რო​გორც სა​ჭი​როა, ისე შე​კით​ხვა არ გა​მო​დიოდა. მე​ში​ნო​და იმის ჩვე​ნე​‐
ბა, რომ ვეჭ​ვიანობ​დი. მე​ში​ნო​და, პა​სუ​ხად არ გა​მე​გო​ნა: „შენ რა, აუზ​ზე ეჭ​ვიანობ? ვერ ვი​ტან ეგეთ ტი​პებს!
ვი​საც ასეთ სი​სუ​ლე​ლე​ებ​ზე შე​უძ​ლია ეჭ​ვიანო​ბა, კა​ცი კი არა, ჩვა​რია. გაიგე, რაც გით​ხა​რი? ჩვა​რი! შე​ნი და​‐
ნახ​ვა აღარ მინ​და!“

ამი​ტომ ბოქ​ლო​მი მე​დო პირ​ზე და აუზ​ზე არა​ფერს ვე​კით​ხე​ბო​დი. და რაც უფ​რო დიდ​ხანს არ ვე​კით​ხე​ბო​დი,
მით უზარ​მა​ზა​რი და მა​ხინ​ჯი ხდე​ბო​და აუზის ქი​მე​რა ჩემს სულ​ში. აი, მთავ​რდე​ბა მე​ცა​დი​ნეობა, ცურ​ვის ინ​‐
სტრუქ​ტო​რი ყვე​ლას და​ით​ხოვს, იუმიოსი-​სანის გარ​და, და მას​თან აგ​რძე​ლებს ინ​დი​ვი​დუალურ მე​ცა​დი​‐
ნეობას. ინ​სტრუქ​ტო​რი, რა თქმა უნ​და, ზედ​გა​მოჭ​რი​ლი გო​ტან​დაა. ხე​ლით უჭი​რავს მი​სი მუ​ცე​ლი და მკერ​‐
დი, და უხ​სნის, რო​გორ უნ​და მო​უს​ვას კრო​ლით ცურ​ვი​სას. თი​თე​ბი კერ​ტებს აუთო​ებს, მე​რე ქვე​ვით მის​‐
რიალებს. „ყუ​რად​ღე​ბას ნუ აქ​ცევ...“ – ჩას​ჩურ​ჩუ​ლებს.

– ყუ​რად​ღე​ბას ნუ აქ​ცევთ, – იმეორებს ინ​სტრუქ​ტო​რი, – სუ​ლერ​თია, ჩე​მი ცო​ლის გარ​და, არა​ვის​თან და​წო​ლა
არ მინ​და.

იუმიოსის ხე​ლის​გუ​ლით ის თა​ვის გა​მაგ​რე​ბულ ასოს ეალერ​სე​ბა. ისიც იბე​რე​ბა პირ​და​პირ წყალ​ში.
იუმიოსი-​სან თვა​ლებს ხუ​ჭავს. ტრან​სშია.

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, – ეუბ​ნე​ბა გო​ტან​და, – ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად არის. არა​ვის მოტ​ყვნა არ მინ​და, ცო​ლის
გარ​და.

აუზის ქი​მე​რა.

თით​ქოს წმინ​და წყლის ბოდ​ვაა. მაგ​რამ ქი​მე​რა არ მი​დიოდა და ყო​ველ ზარ​ზე იუმიოსი-​სან სულ უფ​რო მე​‐
ტად მი​ვარ​დე​ბო​და სულ​ში. სულ უფ​რო რთუ​ლი ხდე​ბო​და, ახა​ლი დე​ტა​ლე​ბით და პერ​სო​ნა​ჟე​ბით ივ​სე​ბო​და.
აი, მის გვერ​დით უკ​ვე მეი და იუკი და​ცუ​რა​ვენ... გო​ტან​დას თი​თე​ბი იუმიოსი-​სანის ზურ​გზე მის​რიალებს და
ის კი​კიდ გა​და​იქ​ცე​ვა.
***

– იცი... მე ხომ ძა​ლი​ან მო​საწ​ყე​ნი და ჩვეულებ​რი​ვი ვარ, – მით​ხრა ერ​თხელ იუმიოსი-​სანმა. იმ დღეს მი​სი
ხმა ყურ​მილ​ში გან​სა​კუთ​რე​ბით დაღ​ლი​ლად და ნაღ​ვლიანად ჟღერ​და, – სხვა და​ნარ​ჩე​ნე​ბის​გან მხო​ლოდ იშ​‐
ვიათი გვა​რით გა​მო​ვირ​ჩე​ვი. მე​ტი არაფ​რით. დღეები გა​დის, მე კი ცხოვ​რე​ბას ოტე​ლის დახლს მიღ​მა ვხარ​‐
ჯავ... აღარ და​მი​რე​კო. გულ​წრფე​ლად გე​უბ​ნე​ბი, ამ სა​ქა​ლაქ​თა​შო​რი​სო სა​უბ​რე​ბის ან​გა​რი​შად არ ვღირ​ვარ.

– მაგ​რამ ხომ გიყ​ვარს შე​ნი სა​მუ​შა​ო?

– ჰო, მიყ​ვარს. და სა​მუ​შაო სუ​ლაც არ მა​წევს ტვირ​თად. მაგ​რამ, იცი, ხან​და​ხან მეჩ​ვე​ნე​ბა, თით​ქოს ეს ოტე​‐
ლი მთლიანად გა​დამ​ყლა​პავს, თა​ვის კედ​ლებ​ში ამომ​ქო​ლავს... ხან​და​ხან. ასეთ წუ​თებ​ში სა​კუ​თარ თავს ვუგ​‐
დებ ყურს და ვფიქ​რობ: რა ხდე​ბა ჩემს თავს, ვინ ვარ? თით​ქოს მე კი არა, სულ სხვა რა​მე ვარ. იქ, შიგ​ნით,
მხო​ლოდ ოტე​ლი დარ​ჩა. მე კი აღარ ვარ. არ ის​მის ჩე​მი ხმა. და​ვი​კარ​გე სად​ღაც...

– მგო​ნი ოტე​ლი მე​ტის​მე​ტად ახ​ლო მი​გაქვს გულ​თან, – ვუთ​ხა​რი, – და მე​ტის​მე​ტად სე​რიოზუ​ლად ფიქ​რობ ამ
ყვე​ლა​ფერ​ზე. ოტე​ლი ოტე​ლია, შენ კი შენ ხარ. შენ​ზე ხში​რად ვფიქ​რობ, ოტელ​ზე – იშ​ვიათად. მაგ​რამ არა​სო​‐
დეს არ ვფიქ​რობ თქვენ​ზე, რო​გორც ერთ მთლი​ან რა​მე​ზე. შენ შენ ხარ, ოტე​ლი ოტე​ლი​ა.

– ჰო, ეგ ვი​ცი, არც ეგე​თი სუ​ლე​ლი ვარ... მაგ​რამ ხან​და​ხან ისი​ნი შიგ​ნით ერ​თმა​ნეთ​ში ირე​ვი​ან. მათ შო​რის
საზ​ღვა​რი ქრე​ბა. და მთე​ლი ჩე​მი არ​სე​ბა – ჩე​მი გრძნო​ბე​ბი, ჩე​მი პი​რა​დი ცხოვ​რე​ბა – ლღვე​ბა, ისე იკარ​გე​ბა
ამ ოტელ​ში, რო​გორც ქვი​შის მარ​ცვა​ლი კოს​მოს​ში.

– მაგ​რამ ეს ხომ ყვე​ლას ემარ​თე​ბა. ყვე​ლა რა​ღა​ცა​ში ვლღვე​ბით, ვე​ღარ ვარ​ჩევთ საზ​ღვრებს, თავს ვკარ​‐
გავთ. ეს მარ​ტო შენ არ გე​მარ​თე​ბა. თვი​თონ მეც, მა​გა​ლი​თად, ასე​თი ვარ, – ვუთ​ხა​რი.

– ტყუილია! შენ ასე​თი არ ხარ.

– კარ​გი. არ ვარ ასე​თი, – დავ​ნებ​დი, – მაგ​რამ კარ​გად მეს​მის, რას გრძნობ. და ძა​ლი​ან მომ​წონ​ხარ. და შენ​ში
რა​ღაც ძა​ლი​ან მი​ზი​დავს.

დიდ​ხანს იყო ჩუ​მად. მაგ​რამ კარ​გად ვგრძნობ​დი მას იქ, ტე​ლე​ფო​ნის ყურ​მი​ლის სი​ჩუ​მე​ში.

– იცი... ისე მე​ში​ნია, ისევ იქ, სიბ​ნე​ლე​ში არ აღ​მოვ​ჩნდე! – თქვა, – ისე​თი შეგ​რძნე​ბა მაქვს, თით​ქოს მა​ლე ისევ
მოხ​დე​ბა...

და ატირ​და. მა​შინ​ვე ვერც გა​ვარ​კვიე, რა ხმე​ბი იყო. მხო​ლოდ ცო​ტა ხნის შემ​დეგ მივ​ხვდი: ასე მხო​ლოდ შე​‐
კა​ვე​ბუ​ლი ქვი​თი​ნი ჟღერს.

– ეი, იუმიოსი-​სან, – და​ვუ​ძა​ხე, – რა და​გე​მარ​თა? ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე​ა?

– რა თქმა უნ​და, რიგ​ზეა. რა​ტომ მე​კით​ხე​ბი? უბ​რა​ლოდ, ვტი​რი ჩემ​თვის. რა, ტი​რი​ლიც აღარ შე​იძ​ლე​ბა?
– არა, რო​გორ არ შე​იძ​ლე​ბა... უბ​რა​ლოდ, ვღე​ლავ შენ გა​მო.

– ოჰ... ცო​ტა ხანს გა​ჩუმ​დი, კარ​გი?

გავ​ჩუმ​დი. კი​დევ ცო​ტა ხანს იტი​რა ჩემს სი​ჩუ​მე​ში და ყურ​მი​ლი და​კი​და.

***

შვიდ მა​ისს იუკიმ და​მი​რე​კა.

– დავ​ბრუნ​დი! – მი​პა​ტა​კა, – გა​ვი​სე​ირ​ნოთ სად​მე?

„მა​ზე​რა​ტი​ში“ ჩავ​ჯე​ქი და აკა​სა​კა​ზე წა​ვე​დი. ეს უზარ​მა​ზა​რი მან​ქა​ნა რომ დაინა​ხა, შუბ​ლი შე​იკ​რა.

– სად იპო​ვე?

– ნუ გე​ში​ნია, არ მო​მი​პა​რავს. ტყე​ში მივ​დიოდი. ტბორ​ში ჩავ​ვარ​დი – მე გა​მოვ​ცუ​რე, მან​ქა​ნა ჩაიძი​რა. გა​მო​‐
დის წყლი​დან ტბო​რის ფე​რია, ალი-​კვალი იზა​ბელ აჯა​ნი. რა ჩა​აგ​დე ახ​ლა ტბორ​ში, მე​უბ​ნე​ბა, ოქ​როს „მა​ზე​‐
რა​ტი“ თუ ვერ​ცხლის BMW? არა, რას ამ​ბობ, ვუ​ებ​ნე​ბი, სპი​ლენ​ძის ძვე​ლი „სუ​ბა​რუ“. აი, აქ არის...

– მორ​ჩი სუ​ლე​ლურ ხუმ​რო​ბებს! – არც კი გაუღი​მია, ისე შე​მაწ​ყვე​ტი​ნა იუკიმ, – სე​რიოზუ​ლად გე​კით​ხე​ბი, სად
აიღე და რა​ტომ?

– მე​გო​ბარს გა​ვუც​ვა​ლე დროებით, – ვუთ​ხა​რი, – მო​ვი​და ჩემ​თან მე​გო​ბა​რი, მო​მე​ციო, მე​უბ​ნე​ბა, შე​ნი „სუ​ბა​‐
რუ​თი“ გა​ვი​სე​ირ​ნე​ბო. ჰო​და, მეც მი​ვე​ცი. თუ რის​თვის უნ​დო​და, ეს უკ​ვე მი​სი საქ​მე​ა.

– მე​გო​ბა​რი?

– ჰო. არ და​მი​ჯე​რებ, მაგ​რამ მეც მყავს ერ​თი მიგ​დე​ბუ​ლი მე​გო​ბა​რი.

იუკი წი​ნა სა​ვარ​ძელ​ზე დაჯ​და, მიიხედ-​მოიხედა და კი​დევ უფ​რო მო​იღ​რუბ​ლა.

– უც​ნაური მან​ქა​ნაა, – ისე თქვა, თით​ქოს გუ​ლი ერეოდა, – სა​შინ​ლად სუ​ლე​ლუ​რი.

– ჰო. მა​გის პატ​რო​ნიც ზუს​ტად ასე ამ​ბობს, – ვთქვი, – ოღონდ სხვა სიტ​ყვე​ბით.

არა​ფე​რი არ მი​პა​სუ​ხა.
სა​ჭეს​თან დავ​ჯე​ქი და სიონა​ნის სა​ნა​პი​როს​კენ გა​ვაქ​რო​ლე მან​ქა​ნა. იუკი მთე​ლი გზა ჩუ​მად იყო. ხმა​დაბ​ლა
ჩავ​რთე Steely Dan და გზა​ზე გა​და​ვი​ტა​ნე ყუ​რად​ღე​ბა. მშვე​ნიერი ამინ​დი იყო. ფე​რა​დი „ჰა​ვაიური“ მეც​ვა, მზის
სათ​ვა​ლე მე​კე​თა. იუკის მო​ნაც​რის​ფრო თხე​ლი ჯინ​სი და ვარ​დის​ფე​რი ტრი​კო​ტა​ჟის პე​რან​გი ეც​ვა. რუჯ​ზე
ძა​ლი​ან უხ​დე​ბო​და. თით​ქოს ისევ ჰა​ვაიზე ვი​ყა​ვით. კარ​გა დიდ​ხანს ჩვენ წინ ღო​რე​ბით სავ​სე სატ​ვირ​თო მი​‐
დიოდა. გა​ლი​ის გი​სო​სე​ბი​დან ათო​ბით წყვი​ლი ღო​რის წი​თე​ლი თვა​ლი უყუ​რებ​და ჩვენს „მა​ზე​რა​ტის“. ღო​‐
რე​ბი ვერ ხე​და​ვენ გან​სხვა​ვე​ბას „სუ​ბა​რუ​სა“ და „მა​ზე​რა​ტის“ შო​რის. ღო​რის​თვის უც​ნო​ბია ცნე​ბა დი​ფე​რენ​‐
ციაცია. ჟი​რა​ფის​თვი​საც. ზღვის გველ​თევ​ზას​თვი​საც.

– რო​გორ მო​გე​წო​ნა ჰა​ვაი? – ვკით​ხე იუკის.

მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– დე​დას შეურიგ​დი?

ისევ აიჩე​ჩა მხრე​ბი.

– მშვე​ნივ​რად გა​მოიყუ​რე​ბი. რუ​ჯიც გიხ​დე​ბა. ნა​ღე​ბი​ან ყა​ვა​სა​ვით მომ​ხიბ​ლა​ვი ხარ. მარ​ტო ფრთე​ბი გაკ​ლია
და ჩა​ის კოვ​ზი მუჭ​ში. ფე​რია „კაფე-​ო-ლე“... „კაფე-​ო-ლეს“ გე​მოც რომ გქონ​დეს, ვერც „მო​კა“, გინდ ბრა​ზი​‐
ლიური, გინდ კო​ლუმ​ბიური, ვერ გა​გი​წევ​დნენ კონ​კუ​რენ​ცი​ას, ვერც „კი​ლი​მან​ჯა​რო“. მთე​ლი მსოფ​ლიო
„კაფე-​ო-ლეზე“ გა​და​ვი​დო​და. „კაფე-​ო-ლე“ მოაჯა​დო​ებ​და მთელ კა​ცობ​რიობას. აი, რა გა​საშ​ტე​რე​ბე​ლი რუ​ჯი
გაქვს.

უბ​რა​ლოდ, ტყა​ვი​დან ვძვრე​ბო​დი, კომ​პლი​მენ​ტებს ვახ​ვა​ვებ​დი. არა​ვი​თა​რი შე​დე​გი – მხო​ლოდ მხრებს იჩეჩ​‐
და. იქ​ნებ იყო კი​დეც შე​დე​გი, ოღონდ უარ​ყო​ფი​თი? იქ​ნებ ჩე​მი გულ​წრფე​ლო​ბა უკ​ვე რა​ღაც გარ​ყვნილ ფორ​‐
მებს იღებ​და?

– თვიური გაქვს თუ რა?

მხრე​ბი აიჩე​ჩა.

მეც ავი​ჩე​ჩე მხრე​ბი.

– შინ მინ​და, – გა​ნაც​ხა​და იუკიმ, – მო​აბ​რუ​ნე, უკან წა​ვი​დეთ.

– ჩქა​როს​ნულ მა​გის​ტრალ​ზე ვართ. ნი​კი ლაუდაც კი ვერ მოახერ​ხებ​და აქ მობ​რუ​ნე​ბას.

შევ​ხე​დე. მარ​თლა ძა​ლი​ან მო​თენ​თი​ლი იერი ჰქონ​და. უსი​ცოც​ხლო თვა​ლე​ბი, გა​ფან​ტუ​ლი მზე​რა. სა​ხე, გა​‐
რუ​ჯუ​ლი რომ არ ჰქო​ნო​და, გაუფით​რდე​ბო​და.

– იქ​ნებ სად​მე გა​ვა​ჩე​როთ და და​ის​ვე​ნო?

– არ არის სა​ჭი​რო. დაღ​ლი​ლი არ ვარ. უბ​რა​ლოდ, უკან მინ​და, ტო​კიოში. და, რაც შე​იძ​ლე​ბა, ჩქა​რა, – თქვა
იუკიმ.
იოკო​ჰა​მას მო​სახ​ვევ​ზე ტრა​სი​დან გა​და​ვე​დი და ტო​კიოში დავ​ბრუნ​დით. იუკის ცო​ტა ხნით ქუ​ჩა​ში მო​უნ​და
ყოფ​ნა. მან​ქა​ნა მის სახ​ლთან ახ​ლოს, სად​გომ​ზე გა​ვა​ჩე​რე და ტა​ძარ ნო​გის ბაღ​ში გვერ​დიგ​ვერდ დავ​სხე​‐
დით.

– მა​პა​ტიე, – მით​ხრა იუკიმ სა​ოც​რად გულ​წრფე​ლად, – ძა​ლი​ან ცუ​დად ვი​ყა​ვი. სა​შინ​ლად. მაგ​რამ არ მინ​დო​‐
და ამა​ზე ლა​პა​რა​კი, ამი​ტომ ბო​ლომ​დე ვით​მენ​დი.

– რა​ტომ უნ​და ით​მი​ნო? რა სი​სუ​ლე​ლეა. გო​გო​ნებს ასე​თი რამ ხში​რად ემარ​თე​ბათ. შეჩ​ვეული ვარ.

– მა​გა​ზე არ გე​ლა​პა​რა​კე​ბი! – გა​ცოფ​და, – ეგ არა​ფერ შუაშია! მი​ზე​ზი სულ სხვა რა​მეა. ამ მან​ქა​ნის გა​მო გავ​‐
ხდი ცუ​დად. იმი​ტომ რომ შიგ ვი​ჯე​ქი.

– კონ​კრე​ტუ​ლად რა არ მოგ​წონს „მა​ზე​რა​ტის“? – ვკით​ხე, – სუ​ლაც არ არის ცუ​დი მან​ქა​ნა. მშვე​ნიერი მა​ხა​‐
სიათებ​ლე​ბი აქვს, მყუდ​რო სა​ლო​ნი. რა თქმა უნ​და, ჩემ​თვის ასეთს არ ვი​ყიდ​დი, ვერ გავ​წვდე​ბო​დი...

– „მა​ზე​რა​ტი“, – გაიმეორა იუკიმ თა​ვის​თვის, – არა, მარ​კა არა​ფერ შუაშია. სულ არა​ფერ შუაში. საქ​მე სწო​რედ
მან​ქა​ნაა. შიგ​ნით ძა​ლი​ან უსიამო ატ​მოს​ფე​როა. რო​გორ ვთქვა... რა​ღაც​ნაირად მთრგუ​ნავს, ისე რომ ცუ​დად
ვხდე​ბი. მკერ​დში ჰაერი აღარ მყოფ​ნის, მუ​ცელ​ში რა​ღაც უც​ნა​ურს ვგრძნობ, უც​ხოს. თით​ქოს ბამ​ბით ვარ გა​‐
ტე​ნი​ლი. ამ მან​ქა​ნა​ში შენ არას​დროს მოგ​ჩვე​ნე​ბია ასე?

– მგო​ნი, არა, – მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე, – თუმ​ცა ვე​რაფ​რით ვერ შე​ვეჩ​ვიე. მაგ​რამ ალ​ბათ იმი​ტომ, რომ „სუ​ბა​რუს“
ვარ მე​ტის​მე​ტად შეჩ​ვეული. რო​ცა უცებ იც​ვლი მან​ქა​ნას, თა​ვი​დან ყო​ველ​თვის გიძ​ნელ​დე​ბა. ასე ვთქვათ,
სენ​სო​რულ დო​ნე​ზე. მაგ​რამ დათ​რგუნ​ვას რაც შეეხე​ბა, მსგავ​სი არა​ფე​რი... ალ​ბათ ამას არ გუ​ლის​ხმობ,
ხომ?

რამ​დენ​ჯერ​მე გა​აქ​ნია თა​ვი.

– არა, არა, ამას არა. გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი შეგ​რძნე​ბა​ა.

– სწო​რედ ისე​თი? რო​გო​რიც ხში​რად გეწ​ვე​ვა ხოლ​მე? ეს შე​ნი... – მინ​დო​და მეთ​ქვა „ზეშ​თა​გო​ნე​ბა“, მაგ​რამ
თა​ვი შე​ვი​კა​ვე. არა, აქ რა​ღაც სხვა ამ​ბა​ვია. რა და​ვარ​ქვა? ფსი​ქო​ინ​დუქ​ცია? რამ​დე​ნიც არ უნ​და ვი​ფიქ​რო,
სიტ​ყვე​ბით ვერ გად​მოვ​ცემ. მხო​ლოდ რა​ღაც უხამ​სო​ბა გა​მო​დის.

– სწო​რედ ის, რო​მე​ლიც მეწ​ვე​ვა ხოლ​მე, – ჩუ​მად მი​პა​სუ​ხა იუკიმ.

– და მა​ინც რას გრძნობ ამ მან​ქა​ნის​გან? – ვკით​ხე.

ისევ აიჩე​ჩა მხრე​ბი.

– ამის აღ​წე​რა რომ შე​მეძ​ლოს... მაგ​რამ არ შე​მიძ​ლია. გა​მოკ​ვე​თილ სუ​რათს ვერ ვხე​დავ. ჰაერის რა​ღაც
მღვრიე შე​ნა​დე​დია. მძი​მე და სა​ზიზ​ღა​რი. გარს მეხ​ვე​ვა და მაწ​ვე​ბა. რა​ღაც სა​ში​ნე​ლი... ის, რაც არ შე​იძ​ლე​ბა,
– მუხ​ლებ​ზე ხე​ლებ​დაწ​ყო​ბი​ლი გულ​მოდ​გი​ნედ ეძებ​და სიტ​ყვებს, – არ ვი​ცი, რო​გორ ვთქვა უფ​რო ზუს​ტად.
ის, რაც არას​დროს არ შე​იძ​ლე​ბა. რა​ღაც ძა​ლი​ან არას​წო​რი. გამ​რუ​დე​ბუ​ლი. იქ, შიგ​ნით, ძა​ლი​ან ჭირს სუნ​‐
თქვა. მე​ტის​მე​ტად მძი​მე ჰაერია. თით​ქოს ტყვი​ის ყუთ​ში დაგ​რჩი​ლეს, ზღვა​ში გა​და​გაგ​დეს და იძი​რე​ბი, იძი​‐
რე​ბი... ჯერ ვი​ფიქ​რე, მეჩვენება-​მეთქი – უბ​რა​ლოდ შიშ​მა ამი​ტა​ნა, – და იმი​ტომ ვით​მენ​დი ერ​თხანს. ის კი
უარე​სად და უარე​სად... ამ მან​ქა​ნა​ში აღა​რა​სო​დეს ჩავ​ჯდე​ბი. გა​მო​არ​თვი უკან შე​ნი „სუ​ბა​რუ“.
– ცით დაწ​ყევ​ლი​ლი „მა​ზე​რა​ტი“... – არა​ამ​ქვეყ​ნიური ხმით ვთქვი.

– ეი, არ ვხუმ​რობ. გირ​ჩევ​ნია, არც შენ იარო ამ მან​ქა​ნით, – სე​რიოზუ​ლი სა​ხით თქვა იუკიმ.

– უბე​დუ​რე​ბის მომ​ტა​ნი „მა​ზე​რა​ტი“, – და​ვა​მა​ტე. და გა​ვი​ცი​ნე, – კარ​გი, გა​ვი​გე, რომ არ ხუმ​რობ. შეძ​ლე​ბის​‐
დაგ​ვა​რად შე​ვეც​დე​ბი იშ​ვიათად ვიარო. თუ რას მირ​ჩევ – პირ​და​პირ ზღვა​ში გა​და​ვუ​ძა​ხო?

– თუ შე​გიძ​ლია, – მი​პა​სუ​ხა. ხუმ​რო​ბის ნა​სა​ხი არ ეტ​ყო​ბო​და თვა​ლებ​ში.

***

ტაძ​რის ბა​ღის სკამ​ზე მა​ნამ​დე ვის​ხე​დით, სა​ნამ იუკი შო​კი​დან არ გა​მო​ვი​და. მთე​ლი საათი თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი
იჯ​და. ლო​ყე​ბით ხე​ლის​გუ​ლებს ეყ​რდნო​ბო​და. დაბ​ნეული გავ​ყუ​რებ​დი გვერ​დით ჩავ​ლილ ადა​მიანებს – ვინ
ტა​ძარ​ში მი​დიოდა, ვინ ტაძ​რი​დან გა​მო​დიოდა. სა​დი​ლო​ბის შემ​დეგ სინ​ტო​ის​ტურ ტა​ძარ​ში მო​ხუ​ცე​ბი, დე​დი​‐
კოები პუტ​კუ​ნა შვი​ლე​ბით და უც​ხოელე​ბი თუ შე​დი​ან კი​ნოაპა​რა​ტე​ბით ხელ​ში. თუმ​ცა ისი​ნიც თით​ზე ჩა​მო​‐
სათ​ვლე​ლი არი​ან. ხან​და​ხან კლერ​კე​ბი შე​მო​ივ​ლიდ​ნენ უახ​ლოესი კან​ტო​რი​დან – სკა​მებ​ზე სხდე​ბოდ​ნენ და
ის​ვე​ნებ​დნენ. შა​ვი კოს​ტიუმე​ბით, პლას​ტი​კა​ტის „დიპ​ლო​მა​ტე​ბით“ და გა​ყი​ნუ​ლი მზე​რით. ყვე​ლა კლერ​კი
სკამ​ზე ათი-​თხუთმეტი წუ​თი იჯ​და, მე​რე კი, კაც​მა არ იცის, სად ქრე​ბო​და. ამ დროს ყვე​ლა ნორ​მა​ლუ​რი ადა​‐
მიანი სამ​სა​ხურ​შია, ყვე​ლა ნორ​მა​ლუ​რი ბავ​შვი – სკო​ლა​ში...

– რაო დე​დამ? – ვკით​ხე იუკის, – შენ​თან ერ​თად ჩა​მო​ვი​და?

– ჰო, – თა​ვი და​მიქ​ნია, – ახ​ლა ჰა​კო​ნე​შია. თა​ვის ცალ​ხე​ლას​თან ერ​თად. ჰა​ვაისა და კატ​მან​დუს ფო​ტო​ებს არ​‐
ჩე​ვენ.

– შენ არ წახ​ვალ ჰა​კო​ნე​ში?

– ჰო, რა ვი​ცი. რო​ცა გუ​ნე​ბა​ზე ვიქ​ნე​ბი. მაგ​რამ ჯერ​ჯე​რო​ბით აქ ვიც​ხოვ​რებ. ჰა​კო​ნე​ში საქ​მე მა​ინც არა​ფე​რი
მაქვს.

– შე​კით​ხვა წმინ​და ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობის გა​მო, – ვთქვი, – ამ​ბობ, რომ ჰა​კო​ნე​ში საქ​მე არ გაქვს და ამი​ტომ
ხარ ტო​კიოში. ტო​კიოში რა​ღას აკე​თებ?

მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– შენ გხვდე​ბი.

სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​და. მკვდა​რი მარ​ყუ​ჟის​მაგ​ვა​რი სი​ჩუ​მე – რაც უფ​რო ზე​ვით ადი​ხარ, მით უფ​რო სა​რის​კოა.

– შე​სა​ნიშ​ნა​ვია, – ვთქვი, – უბ​რა​ლოდ, წმინ​და მცნე​ბაა. წმინ​და და უბი​წო. „იც​ხოვ​რეთ და შეხ​ვდით სა​მა​რის
კა​რამ​დე!..“ ცხოვ​რე​ბა კი არა, პირ​და​პირ სა​მოთ​ხეა დე​და​მი​წა​ზე. მე და შენ ყო​ველ​დღე ვაგ​რო​ვებთ ცი​სარ​‐
ტყე​ლას ყვე​ლა ფე​რის ვარ​დებს, ვსე​ირ​ნობთ ნა​ვით და ვცუ​რავთ ოქ​როს ტბორ​ში. თან იქ ჩვენს ფუმ​ფუ​ლა
წაბ​ლის​ფერ ძაღლს ვა​ბა​ნა​ვებთ. ჭა​მა მოგ​ვინ​დე​ბა – ზე​ვი​დან პა​პაია ცვი​ვა. მუ​სი​კა მოგ​ვინ​დე​ბა – მხო​ლოდ
ჩვენ​თვის ზე​ვი​დან ბოი ჯორ​ჯი მღე​რის. მშვე​ნიერია. ვე​რა​ფერს იტ​ყვი. ოღონდ – ეს რა სა​ცო​დაობაა! – ისევ
სა​მუ​შა​ოს უნ​და ჩა​ვუჯ​დე. და მთე​ლი ცხოვ​რე​ბა შენ​თან გარ​თო​ბას ვე​ღარ შევ​ძლებ. მით უფ​რო მა​მი​კოს ფუ​‐
ლით.

ტუ​ჩი მო​იკ​ვნი​ტა და ნა​ხე​ვა​რი წუ​თი მი​ყუ​რებ​და. მე​რე კი ამო​ხეთ​ქა.

– ის, რომ დე​დი​კოს და მა​მი​კოს ფუ​ლი არ გინ​და, მეს​მის, ნუ ღე​ლავ! ოღონდ არ არის სა​ჭი​რო ამის გა​მო ასე
სა​ზიზ​ღრად მე​ლა​პა​რა​კო. არც მე მომ​წონს, აქეთ-​იქით რომ და​გათ​რევ. გა​მო​დის, შენ შე​ნი ცხოვ​რე​ბით
ცხოვ​რობ, მე კი აქეთ გე​ქა​ჩე​ბი და თავს გა​ბეზ​რებ. ასე რომ, ჩე​მი აზ​რით, ნორ​მა​ლუ​რი იქ​ნე​ბო​და, შენ რომ...
შენ...

– რა? რომ ამის​თვის ფულს ვი​ღებ​დე?

– ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ასე უფ​რო მშვი​დად ვიქ​ნე​ბო​დი.

– შენ მთა​ვა​რი არ გეს​მის, – ვუთ​ხა​რი, – რაც არ უნ​და მოხ​დეს, არ მინ​და შენ​თან შეხ​ვედ​რა ვალ​დე​ბუ​ლე​ბის
გა​მო. მინ​და შეგ​ხვდე, რო​გორც მე​გო​ბა​რი. და არ მსურს, რომ შენს ქორ​წილ​ში ვით​ვლე​ბო​დე, რო​გორც „პა​‐
ტარ​ძლის პი​რა​დი გუ​ვერ​ნან​ტი, რო​ცა ის ცა​მე​ტი წლის იყო“. ირ​გვლივ კი ლაზ​ღან​და​რობ​დნენ: „სა-​ინტე-
რესოა, ნე​ტავ რა მო​ვა​ლეობებს ას​რუ​ლებ​და?“ არა, ღმერ​თმა და​მი​ფა​როს. სულ სხვა საქ​მეა – „პა​ტარ​ძლის
მე​გო​ბა​რი, რო​ცა ის ცა​მე​ტის იყო“.

– რა სა​ში​ნე​ლი სი​სუ​ლე​ლეა! – წა​მოიძა​ხა იუკიმ და ყუ​რე​ბამ​დე გა​წით​ლდა, – არას​დროს არ გა​და​ვიხ​დი ქორ​‐


წილს!

– ჰო​და, ძა​ლი​ან კარ​გი. ვერც მე ვი​ტან ქორ​წილს. მთე​ლი ეს მო​საწ​ყე​ნი სიტ​ყვე​ბი, რო​მე​ლიც ჭკვიანი გა​მო​‐
მეტ​ყვე​ლე​ბით უნ​და მო​ის​მი​ნო. მთე​ლი ეს ტორ​ტე​ბი, ნო​ტიო და მძი​მე, რო​გორც აგუ​რი, სა​ჩუ​ქა​რი​ვით რომ
გა​ჩე​ჩე​ბენ გა​მომ​შვი​დო​ბე​ბი​სას. მე​ზიზ​ღე​ბა. დრო​ის ნეხ​ვად გა​დაქ​ცე​ვა. მეც ყო​ველ​გვა​რი ქორ​წი​ლის გა​რე​შე
მო​ვიყ​ვან​დი ცოლს – აბა, ეგ​ღა მაკ​ლი​ა... რაც შეეხე​ბა გუ​ვერ​ნანტს – ეს, უბ​რა​ლოდ მა​გა​ლი​თია, რო​მე​ლიც
სიტ​ყვა​სიტ​ყვით არ უნ​და გაიგო. ყვე​ლა​ფე​რი, რი​სი თქმაც მინ​და, ძა​ლი​ან მარ​ტი​ვად ჟღერს. ფუ​ლით მე​გობ​‐
რებს ვერ იყი​დი. მით უფ​რო, ვი​ღა​ცის წარ​მო​მად​გენ​ლო​ბი​თი ხარ​ჯით...

– იქ​ნებ ზღა​პა​რიც და​გე​წე​რა ამა​ზე. ყვე​ლა​ზე პა​ტა​რე​ბის​თვის.

– შე​სა​ნიშ​ნა​ვია! – გა​ვი​ცი​ნე, – არა, მარ​თლა მი​ხა​რია. ეტ​ყო​ბა, თან​და​თან ხვდე​ბი, თუ რა​ტომ არის სა​ჭი​რო
დიალო​გი და რა არის მას​ში ყვე​ლა​ზე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი. კი​დევ ცო​ტაც და მშვე​ნი​ერ სა​ბავ​შვო კო​მიქ​სებს შე​‐
ვად​გენთ!

იუკიმ მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– მო​მის​მი​ნე, – ჩა​ვახ​ვე​ლე და გან​ვაგ​რძე, – მო​დი, ახ​ლა სე​რიოზუ​ლად. გინ​და ჩემ​თან ურ​თი​ერ​თო​ბა ყო​ველ​‐
დღე? კი ბა​ტო​ნო, რა პრობ​ლე​მაა. ჯან​და​ბას ჩე​მი სა​მუ​შაო. ნამ​ქე​რის ქექ​ვას მა​ინც ვე​რა​ფერს გა​მოვ​რჩე​ბი.
ყვე​ლა​ფერ​ზე თა​ნახ​მა ვარ, ოღონდ ერ​თი პი​რო​ბით. დაივიწ​ყე ურ​თი​ერ​თო​ბა ფუ​ლის​თვის. ჰა​ვაიზე მოგ​‐
ზაურო​ბა გა​მო​ნაკ​ლი​სია, პირ​ვე​ლი და უკა​ნას​კნე​ლი. შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, საჩ​ვე​ნე​ბე​ლი ექ​სპე​რი​მენ​ტი – რი​სი
გა​კე​თე​ბა არ შე​იძ​ლე​ბა. ტრან​სპორ​ტის ხარ​ჯე​ბი ამი​ნაზ​ღაურეს, ქა​ლი მი​ყი​დეს. და რა მი​ვი​ღეთ შე​დე​გად?
შენ აღარ მენ​დო​ბი. მე თვი​თო​ნაც მე​ზიზ​ღე​ბა ჩე​მი თა​ვი... მორ​ჩა, საკ​მა​რი​სია. სხვის თა​მაშ​ში მო​ნა​წი​ლეობას
აღარ ვა​პი​რებ. ახ​ლა თვი​თონ ვად​გენ თა​მა​შის წე​სებს. და ნუ მას​წავ​ლით ცხოვ​რე​ბას პირ​ში ფუ​ლის ჩაჩ​რით,
მე თქვე​ნი დიკ ნორ​ტი არ ვარ, და მით უფ​რო შე​ნი მა​მი​კოს მდი​ვა​ნი. მე მე ვარ და ფე​ხის სა​ლო​კა​ვად არა​ვის​‐
თვის მი​მი​ქი​რა​ვე​ბია თა​ვი. მე თვი​თონ მინ​და შენ​თან მე​გობ​რო​ბა და იმი​ტო​მაც ვმე​გობ​რობ. შენ თვი​თონ გინ​‐
და ჩემ​თან შეხ​ვედ​რა და იმი​ტო​მაც გხვდე​ბი. და დაივიწ​ყე ეს სუ​ლე​ლუ​რი ფუ​ლი.
– და შენ რა, მარ​თლა და​მი​მე​გობ​რდე​ბი? – მკით​ხა იუკიმ, თან და​ჟი​ნე​ბით დას​ცქე​რო​და შე​ღე​ბილ ფე​ხის
ფრჩხი​ლებს.

– რა​ტო​მაც არა? ასე თუ ისე, მე და შენ ნორ​მა​ლუ​რი ცხოვ​რე​ბი​დან ამო​ვარ​დნი​ლი ადა​მიანე​ბი ვართ. დი​დი
ამ​ბა​ვი, რა მოხ​და მე​რე. სუ​ლერ​თია, მა​ინც შეგ​ვიძ​ლია მო​ვეშ​ვათ და ვიმ​ხიარუ​ლოთ.

– ვი​თომ რა​ტომ ხარ ასე​თი კე​თი​ლი?

– სუ​ლაც არა, – ვუთ​ხა​რი, – უბ​რა​ლოდ, ერ​თხელ დაწ​ყე​ბულს შუა გზა​ზე ვერ ვტო​ვებ. ასე​თი ხა​სიათი მაქვს.
გინ​და ურ​თი​ერ​თო​ბა? კი ბა​ტო​ნო, გქონ​დეს ეს ურ​თი​ერ​თო​ბა, სა​ნამ თა​ვი​სით არ დაილე​ვა. ჩვენ სა​პო​როს
ოტელ​ში შევ​ხვდით ერ​თმა​ნეთს. ჩვენ შო​რის რა​ღაც ძა​ფე​ბი გაიბა. მე არ დავ​წყვეტ ამ ძა​ფებს, სა​ნამ თა​ვი​სით
არ დაწ​ყდე​ბა.

იუკი სან​დლის წვე​რით მი​წა​ზე რა​ღა​ცას ხა​ტავ​და. მო​რევს ჰგავ​და, ოღონდ კვად​რა​ტულს. ჩუ​მად ვათ​ვა​‐
ლიერებ​დი მის ქმნი​ლე​ბას.

– ვი​თომ არ გი​ჭირს ჩემ​თან? – მკით​ხა.

ერ​თხანს ვფიქ​რობ​დი.

– შე​იძ​ლე​ბა მი​ჭირს კი​დეც, არ ვი​ცი. ამა​ზე სე​რიოზუ​ლად არ მი​ფიქ​რია. ბო​ლოს და ბო​ლოს, არც არა​ფე​რი იქ​‐
ნე​ბო​და, რომ არ მინ​დო​დეს. შე​უძ​ლე​ბე​ლია აიძუ​ლო ადა​მიანე​ბი, ვალ​დე​ბუ​ლე​ბის გა​მო იყ​ვნენ ერ​თად... მა​‐
გა​ლი​თად, რა​ტომ მომ​წონს შენ​თან ყოფ​ნა? ამ​ხე​ლა გან​სხვა​ვე​ბა ასაკ​ში, სა​ერ​თო ინ​ტე​რე​სე​ბიც თით​ქმის არ
გვაქვს... იქ​ნებ იმი​ტომ, რომ რა​ღა​ცას მახ​სე​ნებ? რა​ღაც გრძნო​ბას, რო​მე​ლიც სად​ღაც ღრმად მქონ​და და​‐
მარ​ხუ​ლი. იმას, რა​საც გან​ვიც​დი​დი ცა​მე​ტი წლი​სა. თხუთ​მე​ტის რომ ვი​ყო, აუცი​ლებ​ლად შე​მიყ​ვარ​დე​ბო​დი...
ეს მგო​ნი უკ​ვე გით​ხა​რი, არა?

– მით​ხა​რი, – თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

– ჰო​და, ასე. და​ახ​ლოებით ასე, – გა​ვაგ​რძე​ლე, – და რო​ცა შენ​თან ვარ, ეს წარ​სუ​ლის გრძნო​ბე​ბი ჩემ​თან
ბრუნ​დე​ბა. მა​შინ​დელ წვი​მის ხმა​ურ​თან ერ​თად, მა​შინ​დელ ქა​რის სუნ​თან ერ​თად... და ვგრძნობ: აი, ის – მე,
თხუთ​მე​ტი წლის, – მხო​ლოდ ხე​ლი გა​იწ​ვდი​ნე. მა​გა​რი შეგ​რძნე​ბაა, უნ​და გით​ხრა! ოდეს​მე გაიგებ ამას...

– ახ​ლაც მშვე​ნივ​რად მეს​მის.

– მარ​თლა?

– ცხოვ​რე​ბა​ში უკ​ვე ბევ​რი რამ დავ​კარ​გე, – თქვა იუკიმ.

– მა​შინ ასახ​სნე​ლიც არა​ფე​რია, – გა​ვუ​ღი​მე.

ამის შემ​დეგ კარ​გა ხანს ხმა არ ამოუღია. მე კი ტა​ძარ​ში მომ​სვლე​ლებს ვათ​ვა​ლიერებ​დი.


– შენ გარ​და, ნორ​მა​ლუ​რად ვე​რა​ვის ვე​ლა​პა​რა​კე​ბი, – თქვა იუკიმ, – არ გატ​ყუ​ებ. ამი​ტომ თუ შენ​თან არ ვარ,
არა​ვის არ ვე​ლა​პა​რა​კე​ბი.

– დიკ ნორ​ტი?

ისე გა​მო​ყო ენა, თით​ქოს გუ​ლი ერეოდა.

– ს-​საშინელი უტ​ვი​ნო​ა!

– რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით, შე​საძ​ლოა. მაგ​რამ რა​ღა​ცით – ვერ და​გე​თან​ხმე​ბი. ცუ​დი ადა​მიანი არ არის. ისე,
შენ თვი​თო​ნაც უნ​და ხე​დავ​დე. ცალ​ხე​ლა კია, მაგ​რამ მეტ​საც აკე​თებს და უკე​თე​სა​დაც, ვიდ​რე ყვე​ლა ორ​ხე​‐
ლა სახ​ლში. და ამას არა​ვის ამად​ლის. ასე​თი ადა​მიანი ქვეყ​ნად ცო​ტაა. შე​იძ​ლე​ბა ისე მას​შტა​ბუ​რად არ აზ​‐
როვ​ნებს, რო​გორც დე​და​შე​ნი და არც ისე​თი ტა​ლან​ტია. მაგ​რამ სე​რიოზუ​ლი და​მო​კი​დე​ბუ​ლე​ბა აქვს მას​თან,
შე​იძ​ლე​ბა უყ​ვარს კი​დეც. საიმე​დო კა​ცია. კე​თი​ლი კა​ცია. და მშვე​ნიერი მზა​რეულიც.

– შე​იძ​ლე​ბა ასე​ა... მაგ​რამ მა​ინც უტ​ვი​ნო​ა!

აღარ შე​ვე​კა​მა​თე. ბო​ლოს და ბო​ლოს, იუკის თა​ვი​სი ტვი​ნი აქვს და თა​ვი​სი შეგ​რძნე​ბე​ბი...

დიკ ნორ​ტზე აღარ გვი​ლა​პა​რა​კია. ცოტ-​ცოტა კი​დევ გა​ვიხ​სე​ნეთ პირ​ველ​ქმნი​ლი ჰა​ვა​ის ცხოვ​რე​ბა – მზე,
ტალ​ღე​ბი, ქა​რი და „პი​ნა კო​ლა​და“. მე​რე იუკიმ თქვა, ცო​ტა მომ​შივ​დაო. უახ​ლო​ეს სა​კონ​დიტ​რო​ში შე​ვე​დით
და თი​თო ბლი​ნი შევ​ჭა​მეთ ხი​ლის მუ​სით.

მომ​დევ​ნო კვი​რას დიკ ნორ​ტი დაიღუ​პა.

"},{"head":"34.","content":"

34.

ორ​შა​ბათ სა​ღა​მოს დიკ ნორ​ტი ჰა​კო​ნე​ში წა​ვი​და სა​ყიდ​ლებ​ზე. სუ​პერ​მარ​კე​ტი​დან პა​კე​ტე​ბით გა​მო​სულს
სატ​ვირ​თო მან​ქა​ნა დაეჯა​ხა. ბა​ნა​ლუ​რი უბე​დუ​რი შემ​თხვე​ვა. სატ​ვირ​თოს შო​ფე​რი თვი​თო​ნაც ვერ მიხ​ვდა,
რო​გორ მოხ​და, რომ ასეთ სა​ზიზ​ღარ ამინ​დში დაღ​მარ​თზე ჩა​მოს​ვლი​სას სიჩ​ქა​რეც კი არ და​აგ​დო. „ეშ​მაკ​მა
მაც​დუ​ნა“, – ამას​ღა იმეორებ​და მოკ​ვლე​ვის დროს. თუმ​ცა თვი​თონ დიკ ნორ​ტსაც სა​ბე​დის​წე​რო შეც​დო​მა
მოუვი​და. ქუ​ჩა​ზე გა​დას​ვლი​სას, ჩვეულე​ბი​სა​მებრ, მარ​ცხნივ გაიხე​და, და მხო​ლოდ ამის მე​რე მარ​ჯვნივ,
სულ რა​ღაც ორი თუ სა​მი წა​მი და​აგ​ვიანა. ჩვეულებ​რი​ვი შეც​დო​მაა იმა​თი, ვინც საზ​ღვარ​გა​რეთ დი​დი ხნის
ცხოვ​რე​ბის მე​რე დაბ​რუნ​და იაპო​ნიაში. იმას, რომ ყვე​ლა​ფე​რი პი​რი​ქით მოძ​რა​ობს, მა​შინ​ვე ვერ ეჩ​ვე​ვი. თუ
გა​გი​მარ​თლა, დიდი-​დიდი, შე​შინ​დე, თუ არა​და – შე​იძ​ლე​ბა ყვე​ლა​ფე​რი ტრა​გე​დი​ით დას​რულ​დეს. დიკ
ნორტს არ გაუმარ​თლა. სატ​ვირ​თოს​თან შე​ჯა​ხე​ბი​სას მი​სი სხეული ჰა​ერ​ში ავარ​და, სა​პი​რის​პი​რო ზოლ​ზე
დაეცა და ახ​ლა მიკ​რო​ავ​ტო​ბუსს შეეჯა​ხა. წა​მიერი სიკ​ვდი​ლი.

რო​ცა ეს გა​ვი​გე, მა​შინ​ვე გა​მახ​სენ​და, რო​გორ დავ​დიოდით მა​კა​ჰას მა​ღა​ზი​ებ​ში. რა სა​გა​ულ​და​გუ​ლოდ არ​‐
ჩევ​და პრო​დუქ​ტებს, რო​გო​რი გულ​მოდ​გი​ნე​ბით სინ​ჯავ​და ხილს, რო​გო​რი საქ​მიანი სიმ​შვი​დით აწ​ყობ​და მა​‐
ღა​ზი​ის ური​კა​ში „ტამ​პექ​სე​ბის“ კო​ლო​ფებს. საწ​ყა​ლი, გა​ვი​ფიქ​რე. თა​ვი​დან ბო​ლომ​დე არ უმარ​თლებ​და
კაცს. ხე​ლი იმი​ტომ და​კარ​გა, რომ ვი​ღაც სხვამ და​ად​გა ფე​ხი ნაღმს. დარ​ჩე​ნი​ლი ცხოვ​რე​ბა საყ​ვა​რე​ლი ქა​‐
ლის ნამ​წვე​ბის ჩაქ​რო​ბას შეს​წი​რა. და დაიღუ​პა შემ​თხვე​ვი​თი სატ​ვირ​თოს​გან სუ​პერ​მარ​კე​ტის პა​კე​ტით ერ​‐
თა​დერთ ხელ​ში.

გა​მომ​შვი​დო​ბე​ბა მის ცხე​დარ​თან ცოლ-​შვილის სახ​ლში მო​ეწ​ყო. ღირს კი იმის თქმა, რომ არც ამე, არც
იუკი, არც მე დაკ​რძალ​ვა​ზე არ მი​ვე​დით?

გო​ტან​დას ჩე​მი „სუ​ბა​რუ“ გა​მო​ვარ​თვი და შა​ბათს, სა​დი​ლო​ბის შემ​დეგ, იუკი ჰა​კო​ნე​ში წა​ვიყ​ვა​ნე. „ახ​ლა დე​‐
დას მარ​ტო და​ტო​ვე​ბა არ შე​იძ​ლე​ბა“, – თქვა იუკიმ.

– მარ​ტო თვი​თონ სა​ერ​თოდ არა​ფე​რი არ შე​უძ​ლია. ში​ნა​მო​სამ​სა​ხუ​რე უკ​ვე ძა​ლი​ან მო​ხუ​ცია, თან ღა​მით თა​‐
ვის სახ​ლში მი​დის. დე​დას​თვის მარ​ტოობა არ შე​იძ​ლე​ბა.

– ესე იგი უახ​ლო​ეს მო​მა​ვალ​ში ჯობს დე​დას​თან იც​ხოვ​რო? – და​ვა​ზუს​ტე.

იუკიმ თა​ვი და​მიქ​ნია. და უგუ​ლოდ გა​და​ფურ​ცლა საგ​ზაო ატ​ლა​სი.

– მო​მის​მი​ნე... ბო​ლო დროს მას​ზე რა​მე სა​ზიზ​ღრო​ბა ვთქვი?

– დიკ ნორ​ტზე?

– ჰო.

– უიმე​დო უტ​ვი​ნო უწო​დე, – ვუთ​ხა​რი.

იუკიმ ატ​ლა​სი კა​რის ჯი​ბე​ში ჩა​ტე​ნა, იდაყ​ვი ღია ფან​ჯა​რა​ში გა​და​დო და მთიანი პეიზა​ჟის თვა​ლიერე​ბა და​‐
იწ​ყო.

– ახ​ლა რომ ვფიქ​რობ, არც ისე ცუ​დი იყო... კე​თი​ლი, სულ რა​ღა​ცას მიჩ​ვე​ნებ​და. სერ​ფინგს მას​წავ​ლი​და. და
ცა​ლი ხე​ლით უფ​რო ცოც​ხა​ლი იყო, ვიდ​რე ბევ​რი ორ​ხე​ლა... დე​და​ზეც ძა​ლი​ან ზრუ​ნავ​და.

– ვი​ცი. სუ​ლაც არ იყო ცუ​დი ადა​მიანი, – თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– მე კი მას​ზე სულ სა​ზიზ​ღრო​ბე​ბის თქმა მინ​დო​და.

– ვი​ცი, – გა​ვი​მეორე, – შე​ნი ბრა​ლი არ არის. უბ​რა​ლოდ, თავს ვერ იკა​ვებ​დი.

ისევ პეიზაჟს უყუ​რებ​და, ერ​თხე​ლაც არ მობ​რუ​ნე​ბუ​ლა ჩემ​კენ. ღია ფან​ჯრი​დან ქა​რი თმას უწე​წავ​და, ზაფ​ხუ​‐
ლის მდე​ლოს ბა​ლა​ხი​ვით.

– რა სამ​წუ​ხა​როც არ უნ​და იყოს, ასე​თი ბუ​ნე​ბის იყო. რაღაც-​რაღაც თვი​სე​ბე​ბის​თვის პა​ტი​ვის​ცე​მის ღირ​სია.
მაგ​რამ მე​ტის​მე​ტად ხში​რად აძ​ლევ​და თავს უფ​ლე​ბას გა​მოეყე​ნე​ბი​ნათ, რო​გორც სა​ნაგ​ვე ყუ​თი. ვი​საც არ
ეზა​რე​ბო​და, ჩა​ივ​ლი​და და ნე​ბის​მი​ერ ნა​გავს ჩაყ​რი​და. ძა​ლი​ან მო​სა​ხერ​ხე​ბე​ლია ჩაყ​რა. რა​ტომ, არ ვი​ცი. იქ​‐
ნებ და​ბა​დე​ბი​დან იყო ასე​თი. და​ახ​ლოებით ისე, რო​გორც დე​და​შე​ნის თვი​სე​ბა, მი​იპ​ყროს გარ​შე​მომ​ყოფ​თა
ყუ​რად​ღე​ბა... სა​ერ​თოდ, უფე​რუ​ლო​ბა ძა​ლი​ან ჰგავს ლა​ქას თეთრ პე​რან​გზე. ერ​თხელ მო​გეც​ხე​ბა და მთე​ლი
ცხოვ​რე​ბა ვერ ჩა​მოირეც​ხავ.

– ეს უსა​მარ​თლო​ბა​ა!

– ცხოვ​რე​ბა სა​ერ​თო​დაც უსა​მარ​თლო რა​მე​ა.

– მაგ​რამ მე ხომ ვგრძნობ, რომ ცუ​დად ვექ​ცეოდი!..

– დიკ ნორტს?

– ჰო, აბა ვის?

ამო​ვი​ოხ​რე. მან​ქა​ნა გზის პი​რას მი​ვა​ყე​ნე და ძრა​ვა გა​მოვ​რთე. სა​ჭი​დან ხე​ლე​ბი ავი​ღე და პირ​და​პირ თვა​‐
ლებ​ში შევ​ხე​დე იუკის.

– ვფიქ​რობ, ასე მსჯე​ლო​ბა სი​სუ​ლე​ლეა, – ვუთ​ხა​რი, – ახ​ლა სი​ნა​ნულს ჯობ​და თა​ვი​დან​ვე მოქ​ცეოდი ადა​‐
მიანუ​რად. გე​ცა​და მა​ინც, სა​მარ​თლიანი ყო​ფი​ლი​ყა​ვი. მაგ​რამ ამას არ აკე​თებ​დი. ამი​ტომ არც სი​ნა​ნუ​ლის
და არც წუ​ხი​ლის არა​ვი​თა​რი უფ​ლე​ბა არ გაქვს.

თვა​ლე​ბი მოეჭუ​ტა და ისე მის​მენ​და.

– შე​იძ​ლე​ბა ახ​ლა მე​ტის​მე​ტად მკაც​რად გით​ხრა. გთხოვ, მა​პა​ტიო. სხვებს რო​გორც უნ​დათ, ისე მო​იქ​ცნენ,
მაგ​რამ სწო​რედ შენ​გან არ მინ​და ვის​მენ​დე ასეთ სი​სა​ძაგ​ლეს. არის რა​ღა​ცე​ბი, რა​ზეც ხმა​მაღ​ლა არ ლა​პა​‐
რა​კო​ბენ. თუ ად​გე​ბი და იტ​ყვი, ამით არა​ფე​რი არ მოგ​ვარ​დე​ბა. და არც არა​ვის მოხ​ვდე​ბა გულ​ზე. შენ იმას
ნა​ნობ, რომ უსა​მარ​თლოდ ექ​ცეოდი დიკ ნორტს. ამ​ბობ, რომ ინა​ნი​ებ. ალ​ბათ ასეც არის. ოღონდ დიკ ნორ​‐
ტის ად​გილ​ზე არ მენ​დო​მე​ბო​და ასე​თი მსუ​ბუ​ქი სი​ნა​ნუ​ლი შე​ნი მხრი​დან. ალ​ბათ არ ენ​დო​მე​ბო​და, რომ მი​სი
სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ ადა​მიანებს ასე დაეტი​რე​ბი​ნათ: „აჰ, რო​გო​რი სას​ტი​კე​ბი ვი​ყა​ვით!“ საქ​მე აღ​ზრდა​ში არ
არის. საქ​მე სა​კუ​თა​რი თა​ვის წი​ნა​შე პა​ტი​ოს​ნე​ბაა. შენ ჯერ კი​დევ მო​გი​წევს ამის სწავ​ლა.

იუკი არ მპა​სუ​ხობ​და. თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი იჯ​და, თი​თე​ბი სა​ფეთ​ქლებ​ზე ედო. შე​იძ​ლე​ბა გე​ფიქ​რა, რომ მშვი​დად
ეძი​ნა. დრო​დად​რო წამ​წა​მებს თუ ას​წევ​და ნე​ლა, ტუ​ჩებ​ზე კი ოდ​ნავ შე​სამ​ჩნე​ვი თრთო​ლა გა​და​ურ​ბენ​და.
ალ​ბათ ტი​რის, გა​ვი​ფიქ​რე. ტი​რის შიგ​ნით, ცრემ​ლი​სა და ქვი​თი​ნის გა​რე​შე. მე​ტის​მეტს ხომ არ ვე​ლი ცა​მე​ტი
წლის გო​გოს​გან? და რა ვარ მი​სი, რომ ასე​თი სე​რიოზუ​ლი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბით ვა​რი​გო ჭკუა? მაგ​რამ ვე​რა​‐
ფერს ვი​ზამ. ურ​თი​ერ​თო​ბის რა​ღაც სა​კით​ხებ​ში არ შე​მიძ​ლია შე​ღა​ვა​თე​ბის გავ​რცე​ლე​ბა ასაკ​სა და დის​ტან​‐
ციაზე. სი​სუ​ლე​ლე სი​სუ​ლე​ლეა და მის მოთ​მე​ნა​ში აზრს ვერ ვხე​დავ.

იუკი დიდ​ხანს იჯ​და ამ პო​ზა​ში. ხე​ლით მხარ​ზე შე​ვე​ხე.

– ნუ გე​ში​ნია, შენ არა​ფერ​ში არ ხარ დამ​ნა​შა​ვე, – ვუთ​ხა​რი, – შე​იძ​ლე​ბა მე მე​ტის​მე​ტად სწორ​ხა​ზოვ​ნად ვაზ​‐
როვ​ნებ. სა​მარ​თლიანო​ბის თვალ​საზ​რი​სით შენ სწო​რად იქ​ცე​ვი.

ერ​თა​დერ​თი ცრემ​ლი ლო​ყა​ზე ჩა​მოუგორ​და და მუხ​ლზე დაეცა. და ამით ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​რდა. აღარც
სლუ​კუ​ნი, აღარც კვნე​სა.
– და რა უნ​და ვქნა? – მკით​ხა ცო​ტა ხნის შემ​დეგ.

– არა​ფე​რი, – ვუ​პა​სუ​ხე, – გა​უფ​რთხილ​დი იმას, რა​საც სიტ​ყვე​ბით ვერ იტ​ყვი. მა​გა​ლი​თად, მკვდრე​ბის პა​ტი​‐
ვის​ცე​მას. დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში მიხ​ვდე​ბი, რას ვგუ​ლის​ხმობ. რაც უნ​და დარ​ჩეს – დარ​ჩე​ბა, რაც უნ​და წა​ვი​‐
დეს – წა​ვა. დრო ბევრ რა​მეს თა​ვის ად​გილს მიუჩენს. ხო​ლო რა​საც ვერ მოერე​ვა, შენ თვი​თონ გა​დაწ​ყვეტ.
მე​ტის​მე​ტად რთუ​ლად ხომ არ გე​ლა​პა​რა​კე​ბი?

– ცო​ტა​თი კი, – მი​პა​სუ​ხა იუკიმ და ოდ​ნავ გაიღი​მა.

– ნამ​დვი​ლად ცო​ტა რთუ​ლია, მარ​თა​ლი ხარ, – გა​ვი​ცი​ნე, – ისე, რა​საც მე გე​უბ​ნე​ბი, ცო​ტას თუ ეს​მის. იმი​ტომ,
რომ ჩემ გარ​შე​მო ადა​მიანე​ბის უმე​ტე​სო​ბა რო​გორ​ღაც სხვა​ნაირად ფიქ​რობს. მაგ​რამ ჩემ​თვის ჩე​მი თვალ​‐
საზ​რი​სი მა​ინც ყვე​ლა​ზე სწო​რი მგო​ნია, ამი​ტომ ყვე​ლას​თვის ყვე​ლაფ​რის და​ღეჭ​ვა მი​წევს. ადა​მიანე​ბი
დრო​დად​რო კვდე​ბი​ან. ადა​მიანის სი​ცოც​ხლე გა​ცი​ლე​ბით სა​ხი​ფა​თოა, ვიდ​რე შენ გგო​ნია. ამი​ტომ ისე უნ​და
მო​ექ​ცე, რომ მე​რე არ ინა​ნო. სა​მარ​თლიანად და რაც შე​იძ​ლე​ბა გულ​წრფე​ლად.

კარს დაყ​რდნო​ბი​ლი და​ჟი​ნე​ბით მიც​ქე​რო​და.

– მაგ​რამ ეს ხომ ძა​ლი​ან ძნე​ლია, – თქვა იუკიმ.

– ჰო, ძა​ლი​ან, – და​ვე​თან​ხმე, – მაგ​რამ ცდა მა​ინც ღირს. აი, მსუ​ქა​ნი პე​დე​რას​ტი ბოი ჯორ​ჯი, ბავ​შვო​ბა​ში სპი​‐
ლომ რომ დააბი​ჯა ყურ​ზე, ისიც კი გაძ​ვრა სუ​პერ​ვარ​სკვლა​ვებ​ში. უბ​რა​ლოდ ძა​ლი​ან უნ​და ეცა​დო. სულ ეს
არის.

ოდ​ნავ გაიღი​მა, მე​რე თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

– მგო​ნი ძა​ლი​ან კარ​გად მეს​მის შე​ნი, – თქვა იუკიმ.

– სა​ერ​თო​დაც ად​ვი​ლად იგებ ყვე​ლა​ფერს, – ვუთ​ხა​რი და გა​სა​ღე​ბი გა​და​ვატ​რიალე.

– ოღონდ სულ ამ ბოი ჯორჯს რა​ტომ მტე​ნი?

– მარ​თლაც. ნე​ტავ რა​ტომ?

– იქ​ნებ ნამ​დვი​ლად მოგ​წონს?

– ვი​ფიქ​რებ მა​გა​ზე. ძა​ლი​ან სე​რიოზუ​ლად, – შევ​პირ​დი.

***

ამეს სახ​ლი უძ​რა​ვი ქო​ნე​ბის ცნო​ბი​ლი ფირ​მის სპე​ციალუ​რი პრო​ექ​ტით გა​შე​ნე​ბულ რაიონ​ში იყო. ზო​ნა​ში
ვეებერ​თე​ლა ჭიშ​კრით შე​იძ​ლე​ბო​და მოხ​ვედ​რა. ჭიშ​კრის იქით აუზი და პა​ტა​რა კა​ფე იყო. კა​ფეს გვერ​დით –
მი​ნი​სუ​პერ​მარ​კე​ტის მსგავ​სი რა​ღაც, ყვე​ლა​ნაირი და​სა​ხე​ლე​ბი​სა და ყვე​ლა ფე​რის ნა​გა​ვი პრო​დუქ​ტით გა​‐
ძეძ​გი​ლი. დიკ ნორ​ტის მსგავს ადა​მიანებს სა​ერ​თოდ არა​ფე​რი ესაქ​მე​ბათ აქ. გზა ზე​ვით წა​ვი​და და ჩემს ბე​‐
ბერ „სუ​ბა​რუს“ ქო​ში​ნი აუვარ​და. ამეს სახ​ლი ფერ​დო​ბის შუაში იდ​გა – მე​ტის​მე​ტად დი​დი ორ​კა​ციანი ოჯა​‐
ხის​თვის. მან​ქა​ნა გა​ვა​ჩე​რე და იუკის ნივ​თე​ბი სა​პა​რა​დო კარ​თან მი​ვათ​რიე. კრიპ​ტო​მე​რი​ის ხეივა​ნი ცე​რად
ეშ​ვე​ბო​და სახ​ლის კუთ​ხი​დან. ხე​ებს შო​რის, შორს, ქვე​ვით, ზღვა ჩან​და. გა​ზაფ​ხუ​ლის თხელ ნის​ლში წყა​ლი
ცი​სარ​ტყე​ლას ყვე​ლა ფე​რით ბრწყი​ნავ​და.

ამე მზით გა​ნა​თე​ბულ სას​ტუმ​რო ოთახ​ში მო​კი​დე​ბუ​ლი სი​გა​რე​ტით ბოლ​თას სცემ​და. გი​გან​ტუ​რი ბრო​ლის
სა​ფერ​ფლე სავ​სე იყო „სა​ლე​მის“ დაგ​რე​ხი​ლი და დაჭ​ყლე​ტი​ლი ნამ​წვე​ბით. მა​გი​და​ზე ფერ​ფლი ისე იყო მი​‐
მო​ფან​ტუ​ლი, თით​ქოს სა​ფერ​ფლის​თვის რამ​დენ​ჯერ​მე მთე​ლი ძა​ლით შეებე​რათ. ბროლ​ში მო​რი​გი ნამ​წვი
რომ და​მარ​ხა, დე​და ქა​ლიშ​ვილ​თან მი​ვი​და და თმა აუჩე​ჩა. ამეს გა​სამ​ჟღავ​ნებ​ლით თეთ​რად და​ლა​ქა​ვე​ბუ​‐
ლი უზარ​მა​ზა​რი ნა​რინ​ჯის​ფე​რი მაისუ​რი და ძვე​ლი, გა​ხე​ხი​ლი „ლი​ვაისი“ ეც​ვა. თმა – გა​ჩე​ჩი​ლი, თვა​ლე​ბი –
და​წით​ლე​ბუ​ლი. ეტ​ყო​ბა, მთე​ლი ღა​მე არ ეძი​ნა და სი​გა​რეტს სი​გა​რეტ​ზე ეწეოდა.

– სა​ში​ნე​ლე​ბა იყო, – თქვა ამემ, – ნამ​დვი​ლი კოშ​მა​რი. რა​ტომ ხდე​ბა ასე​თი სა​ში​ნე​ლე​ბე​ბი?

მი​ვუ​სამ​ძიმ​რე. ამე დაწ​ვრი​ლე​ბით მოგ​ვიყ​ვა მომ​ხდარ​ზე. ყვე​ლა​ფე​რი ისე უცებ მოხ​და, რომ ახ​ლა სრუ​ლი
ქაოსი აქვს. რო​გორც სულ​ში, ისე ყვე​ლა​ფერ​ში, რა​საც არ უნ​და მოჰ​კი​დოს ხე​ლი.

– თან, წარ​მო​იდ​გი​ნეთ, მო​სამ​სა​ხუ​რე ქალ​საც სიც​ხე აქვს, მოს​ვლა არ შე​უძ​ლია. მა​ინ​ცდა​მა​ინც დღეს. არ გინ​‐
და ასეთ დღეს ავად გახ​დე? ალ​ბათ მა​ლე ჭკუიდან შე​ვიშ​ლე​ბი. პო​ლი​ცია მო​დის, დი​კის ცო​ლი მი​რე​კავს... არ
ვი​ცი, უბ​რა​ლოდ არ ვი​ცი, რა ვქნა!

– და რა გით​ხრათ დი​კის ცოლ​მა? – შე​ვე​კით​ხე.

– რა​ღაც უნ​დო​და. ვე​რა​ფე​რი ვერ გა​ვი​გე, – ამოიოხ​რა ამემ, – უბ​რა​ლოდ, ბღაოდა ყურ​მილ​ში. ხან​და​ხან რა​‐
ღა​ცას ჩურ​ჩუ​ლებ​და ტი​რი​ლით. ვე​რა​ფე​რი ვერ გა​ვარ​კვიე. მოკ​ლედ, ვერ მო​ვი​ფიქ​რე, რა მეთ​ქვა... ხომ გეს​‐
მით... რა უნ​და მეთ​ქვა?

უხ​მოდ და​ვუქ​ნიე თა​ვი.

– უბ​რა​ლოდ, ვუთ​ხა​რი, დი​კის ნივ​თებს, რაც შე​იძ​ლე​ბა, მა​ლე გამოგიგზავნით-​მეთქი. ის კი სულ ქვი​თი​ნებ​და
და სლუ​კუ​ნებ​და. სრუ​ლი​ად შეურაც​ხა​დი იყო....

ამემ მძი​მედ ამოიოხ​რა და დი​ვან​ზე და​ეშ​ვა.

– რა​მეს და​ლევთ? – შევ​თა​ვა​ზე.

– ცხელ ყა​ვას, თუ შე​იძ​ლე​ბა.

ჯერ სა​ფერ​ფლე დავ​ცა​ლე, მა​გი​დი​დან ტი​ლო​თი ფერ​ფლი გა​დავ​წმინ​დე და კა​კაოთი და​ლა​ქა​ვე​ბუ​ლი ფინ​ჯა​‐
ნი გა​ვი​ტა​ნე სამ​ზა​რეულო​ში. მე​რე სამ​ზა​რეულო და​ვა​ლა​გე, ჩაიდა​ნი დავ​დგი გაზ​ქუ​რა​ზე და მა​გა​რი ყა​ვა მო​‐
ვა​დუ​ღე. სამ​ზა​რეულო​ში ყვე​ლა​ფე​რი მარ​თლა ისე იყო მოწ​ყო​ბი​ლი, რომ დიკ ნორ​ტი პრობ​ლე​მე​ბის გა​რე​შე
უვ​ლი​და მე​ურ​ნეობას. მაგ​რამ დღეც არ იყო გა​სუ​ლი მი​სი სიკ​ვდი​ლი​დან და ყვე​ლა​ფე​რი თავ​და​ყი​რა დად​გა.
ნი​ჟა​რა​ში ჭურ​ჭე​ლი უთავ​ბო​ლოდ ეყა​რა. სა​შაქ​რე – სა​ხუ​რა​ვის გა​რე​შე. გაზ​ქუ​რა​ზე კა​კა​ოს ვეებერ​თე​ლა გუ​‐
ბეები. მა​გი​და​ზე და​ნე​ბი, და​უჭ​რე​ლი ყვე​ლი და კი​დევ, კაც​მა არ იცის, რა არ ეყა​რა.
სა​ცო​და​ვი. რამ​დე​ნი დრო მო​ან​დო​მა აქ თა​ვი​სე​ბუ​რი წეს​რი​გის დამ​ყა​რე​ბას! და ერ​თი დღეც საკ​მა​რი​სი გა​‐
მოდ​გა, რომ ყვე​ლა​ფე​რი წყალ​ში ჩაყ​რი​ლი​ყო. ვინ იფიქ​რებ​და? წას​ვლი​სას ადა​მიანე​ბი ყვე​ლა​ზე მე​ტად იმ
ად​გი​ლებ​ში ტო​ვე​ბენ თა​ვის თავს, რომ​ლე​ბიც მათ ჰგავ​დნენ. დიკ ნორ​ტის​თვის ასე​თი ად​გი​ლი სამ​ზა​რეულო
იყო. მაგ​რამ ამ სამ​ზა​რეულო​და​ნაც კი მი​სი მერ​ყე​ვი, ისე​დაც ძლივს შე​სამ​ჩნე​ვი ჩრდი​ლი ისე გაქ​რა, რომ
კვა​ლიც არ და​ტო​ვა.

სა​ცო​და​ვი, სა​ცო​და​ვი, ვი​მეორებ​დი ჩემ​თვის.

არა​ვი​თა​რი სხვა სიტ​ყვე​ბი თავ​ში არ მომ​დიოდა.

რო​ცა ყა​ვა შე​ვი​ტა​ნე სას​ტუმ​რო ოთახ​ში, ამე და იუკი ჩახ​ვეულე​ბი ის​ხდნენ დი​ვან​ზე. დე​დას ქა​ლიშ​ვი​ლის
მხარ​ზე დაედო თა​ვი და ჩამ​ქრა​ლი მზე​რით გაჰ​ყუ​რებ​და სივ​რცეს. თით​ქოს ტრან​კვი​ლი​ზა​ტო​რე​ბი გა​და​ეყ​ლა​‐
პა. იუკი გულ​გრი​ლი ჩან​და, ეტ​ყო​ბა, სულ არ გრძნობ​და თავს ცუ​დად იმის გა​მო, რომ პროს​ტრა​ციაში მყო​ფი
დე​და მას ეყ​რდნო​ბო​და. სრუ​ლი​ად ფან​ტას​ტი​კუ​რი წყვი​ლი. ყო​ველ​თვის, რო​ცა კი ერ​თად აღ​მოჩ​ნდე​ბოდ​ნენ,
ორი​ვე მათ​გა​ნის ირ​გვლივ რა​ღაც გა​მო​უც​ნო​ბი, მი​უწ​ვდო​მე​ლი აურა ჩნდე​ბო​და. რაც არ იგ​რძნო​ბო​და ცალ-​‐
ცალკე არც ამეს​თან, არც იუკის​თან. რა​ღაც უშ​ლი​და ხელს მათ ბო​ლომ​დე და​ახ​ლოებას. მაგ​რამ რა?

ამემ ორი ხე​ლით აიღო ფინ​ჯა​ნი, ნე​ლა მიიტა​ნა ტუ​ჩებ​თან და მოს​ვა. ისე​თი სა​ხით, თით​ქოს ყა​ვა პა​ნა​ცეა
იყო.

– გემ​რიელია, – თქვა.

ყა​ვის​გან, რო​გორც ჩანს, ცო​ტა გონს მო​ვი​და. თვა​ლებ​ში სი​ცოც​ხლე ჩა​უდ​გა.

– შენ და​ლევ რა​მეს? – ვკით​ხე იუკის.

რო​გორც იჯ​და, ისე​ვე გულ​გრი​ლად გა​აქ​ნია თა​ვი.

– ყვე​ლა​ფე​რი გა​კეთ​და, რაც სა​ჭი​რო იყო? – ვკით​ხე ამეს, – ნო​ტა​რი​უსს, პო​ლი​ცი​ას ვგუ​ლის​ხმობ. კი​დევ რა
ფორ​მა​ლო​ბე​ბი დარ​ჩა?

– ჰო, ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​რდა. პო​ლი​ცი​ას​თან არა​ვი​თა​რი სირ​თუ​ლეები არ მქო​ნია. ჩვეულებ​რი​ვი უბე​დუ​რი


შემ​თხვე​ვა. უბ​ნის ინ​სპექ​ტო​რი მო​ვი​და და შე​მატ​ყო​ბი​ნა. ვთხო​ვე, დი​კის ცო​ლის​თვის დაერე​კა. ის, რო​გორც
ჩანს, მა​შინ​ვე პო​ლი​ციაში წა​ვი​და და ყვე​ლა წვრილ​მა​ნი სა​კით​ხი, სა​ბუ​თე​ბი თვი​თონ მო​აგ​ვა​რა. ბუ​ნებ​რი​ვია
– მე და დი​კი ხომ კა​ნო​ნით და დო​კუ​მენ​ტე​ბით არა​ფე​რი არ ვართ ერ​თმა​ნე​თის. მე​რე მეც და​მი​რე​კა. თით​ქმის
არა​ფერს არ ამ​ბობ​და, მხო​ლოდ ტი​რო​და. არც საყ​ვე​დუ​რი, არც სხვა რამ...

თა​ვი და​ვუქ​ნიე. „ჩვეულებ​რი​ვი უბე​დუ​რი შემ​თხვე​ვა“...

არ გა​მიკ​ვირ​დე​ბა, რომ სულ რა​ღაც სა​მი კვი​რის მე​რე ამეს სა​ერ​თოდ დაავიწ​ყდეს, რომ მის ცხოვ​რე​ბა​ში დიკ
ნორ​ტი არ​სე​ბობ​და. ეს ქა​ლი მე​ტის​მე​ტად ად​ვი​ლად ივიწ​ყებს ყვე​ლა​ფერს – თან ასე​თი მა​მა​კა​ცის და​ვიწ​ყე​‐
ბაც, კაც​მა რომ თქვას, მე​ტის​მე​ტად ად​ვი​ლია.

– შე​მიძ​ლია რა​მე​ში და​გეხ​მა​როთ? – ვკით​ხე ამეს.


ამემ ერ​თი კი შე​მომ​ხე​და და იატაკს ჩა​აშ​ტერ​და. თევ​ზი​ვით ცა​რიელი მზე​რა ჰქონ​და – სად​მე შეღ​წე​ვის სურ​‐
ვი​ლის გა​რე​შე. ჩა​ფიქ​რდა. და კარ​გა ხანს ფიქ​რობ​და. სულ უფ​რო და უფ​რო ემა​ტე​ბო​და სი​ცოც​ხლე – ბო​ლოს
აზ​რიც აუკი​აფ​და. აი, ასე გა​თი​შუ​ლი სად​ღაც მი​დის ადა​მიანი, მაგ​რამ შუა გზა​ზე რა​ღაც ახ​სენ​დე​ბა და უკან
ბრუნ​დე​ბა.

– დი​კის ნივ​თე​ბი, – ძლივს თქვა, თით​ქოს ახ​ვე​ლებ​სო, – რომ​ლებ​საც ცოლს შევ​პირ​დი. მგო​ნი უკ​ვე გით​ხა​‐
რით...

– ჰო, მით​ხა​რით.

– გუ​შინ სა​ღა​მოს შე​ვაგ​რო​ვე ყვე​ლა​ფე​რი. ხელ​ნა​წე​რე​ბი, სა​ბეჭ​დი მან​ქა​ნა, წიგ​ნე​ბი, ტან​საც​მე​ლი. მის ჩე​მო​‐
დან​ში ჩა​ვაწ​ყვე. ბევ​რი არ არის. დი​კი იმათ არ ჰგავ​და, ვი​საც ბევ​რი ნივ​თი აქვს. ერ​თი პა​ტა​რა ჩე​მო​და​ნი –
სულ ეს არის. ძნე​ლი ხომ არ იქ​ნე​ბა თქვენ​თვის, სახ​ლში რომ წაუღოთ?

– რა თქმა უნ​და, წა​ვუ​ღებ. სად უნ​და მი​ვი​ტა​ნო?

– გო​ტო​კუ​ძი, – თქვა ამემ, – ზუს​ტად არ ვი​ცი, სად. თქვენ თვი​თონ რომ შეამოწ​მოთ? ჩე​მო​დან​ში რა​ღაც დო​კუ​‐
მენ​ტე​ბი იყო...

ჩე​მო​და​ნი მეორე სარ​თულ​ზე მე​ლო​და, პირ​და​პირ კი​ბის წინ, პა​ტა​რა ოთახ​ში. ბირ​კა​ზე ეწე​რა სა​ხე​ლი: „დიკ
ნორ​ტი“. და მი​სა​მარ​თი გო​ტო​კუ​ძი​ში, არაჩ​ვეულებ​რი​ვად აკუ​რა​ტუ​ლად და​წე​რი​ლი, ისე​ვე რო​გორც ყვე​ლა​‐
ფე​რი, რა​საც ეს კა​ცი აკე​თებ​და. ოთახ​ში იუკიმ მი​მიყ​ვა​ნა. გრძე​ლი და ვიწ​რო ოთა​ხი ზედ ჭერ​ქვეშ. მაგ​რამ,
სი​ვიწ​რო​ვის მიუხე​და​ვად, ძა​ლი​ან სა​სიამოვ​ნო. ოდეს​ღაც აქ მო​სამ​სა​ხუ​რე ათევ​და ღა​მეს, მე​რე კი დიკ ნორ​‐
ტი და​სახ​ლდაო, მით​ხრა იუკიმ. ცალ​ხე​ლა პო​ეტს უნაკ​ლოდ მოეწეს​რი​გე​ბი​ნა ოთა​ხი. ჭი​ქა იდეალუ​რად გათ​‐
ლი​ლი ხუ​თი ფან​ქრით და წყვი​ლი საშ​ლე​ლი ღა​მის ლამ​პის ქვეშ, ხის მა​გი​და​ზე, ნე​ოკ​ლა​სი​კურ ნა​ტურ​მორტს
მო​გა​გო​ნებ​დათ. კე​დელ​ზე და​კი​დე​ბუ​ლი კა​ლენ​და​რი ბევრ ად​გი​ლას იყო მო​ნიშ​ნუ​ლი. კა​რის ჩარ​ჩოს მიყ​‐
რდნო​ბი​ლი იუკი უხ​მოდ ათ​ვა​ლიერებ​და ოთახს. ჰაერი ჩუ​მი და უძ​რა​ვი იყო – მხო​ლოდ ფან​ჯრის იქით ჭიკ​‐
ჭი​კებ​დნენ ჩი​ტე​ბი. მა​კა​ჰას კო​ტე​ჯი გა​მახ​სენ​და. იქაც ასე​თი სი​ჩუ​მე იდ​გა. და ზუს​ტად ასე​ვე – არა​ვი​თა​რი
ხმა, ჩი​ტე​ბის ჟღურ​ტუ​ლის გარ​და.

***

ჩა​ხუ​ტე​ბუ​ლი ჩე​მოდ​ნით ჩა​ვე​დი ქვე​ვით. რო​გორც ჩანს, ჩე​მოდ​ნის დი​დი ნა​წი​ლი წიგ​ნებ​სა და ხელ​ნა​წე​რებს
ეჭი​რა და უფ​რო მძი​მე გა​მოდ​გა, ვიდ​რე მე​გო​ნა. უც​ნაური აზ​რი მო​მი​ვი​და თავ​ში: იქ​ნებ სწო​რედ ამ​დენს იწო​‐
ნის დიკ ნორ​ტის სიკ​ვდი​ლი?

– ახ​ლა​ვე წა​ვუ​ღებ, – ვუთ​ხა​რი ამეს, – ასე​თი საქ​მეები, რაც შე​იძ​ლე​ბა, სწრა​ფად უნ​და მო​აგ​ვა​რო. კი​დევ რა
შე​მიძ​ლია გა​ვა​კე​თო თქვენ​თვის?

ამე შე​ფიქ​რიანე​ბუ​ლი მიაჩერ​და ქა​ლიშ​ვილს. იუკიმ მხრე​ბი აიჩე​ჩა.

– საჭ​მე​ლი სა​ერ​თოდ არ დაგ​ვრჩა, – ჩუ​მად თქვა ამემ, – მას მე​რე, რაც პრო​დუქ​ტე​ბის​თვის წა​ვი​და...

– პრობ​ლე​მა არ არის, ყვე​ლა​ფერს ვი​ყი​დი, რაც სა​ჭი​როა, – ვუთ​ხა​რი.


მა​ცი​ვარ​ში შე​ვი​ხე​დე და სა​ყიდ​ლე​ბის სია შე​ვად​გი​ნე. მე​რე მან​ქა​ნა​ში ჩავ​ჯე​ქი, გო​რა​კი​დან და​ვეშ​ვი და სუ​‐
პერ​მარ​კეტ​ში, რომ​ლის შე​სას​ვლელ​შიც დაიღუ​პა დიკ ნორ​ტი, ყვე​ლა​ფე​რი ვი​ყი​დე. ხუთი-​ექვსი დღე ეყო​ფათ.
უკან რომ დავ​ბრუნ​დი, პრო​დუქ​ტი და​ვა​ხა​რის​ხე, ცე​ლო​ფან​ში შე​ვახ​ვიე და მა​ცი​ვარ​ში და​ვაწ​ყვე.

– ძა​ლი​ან მად​ლიერი ვარ თქვე​ნი, – მით​ხრა ამემ.

– არაფ​რის, – ვუთ​ხა​რი.

ჩემ​თვის ნამ​დვი​ლად ძნე​ლი არ იყო – დიკ ნორ​ტის მა​გივ​რად და​მემ​თავ​რე​ბი​ნა ის, რა​შიც სიკ​ვდილ​მა შეუშა​‐
ლა ხე​ლი.

***

პარ​მაღ​ზე გა​მო​ვიდ​ნენ გა​სა​ცი​ლებ​ლად. რო​გორც მა​შინ, მა​კა​ჰა​ზე. თუმ​ცა, ამ​ჯე​რად ხე​ლი არა​ვის და​უქ​ნე​ვია.
ხე​ლის დაქ​ნე​ვა დიკ ნორ​ტის საზ​რუ​ნა​ვი იყო. დედა-​შვილი ქვის სა​ფე​ხურ​ზე გა​უნ​ძრევ​ლად იდ​გა და მი​ყუ​რებ​‐
და. მუნ​ჯუ​რი სცე​ნა ელა​დის მი​თე​ბი​დან. ნაც​რის​ფე​რი პლას​ტი​კის ჩე​მო​და​ნი „სუ​ბა​რუს“ უკა​ნა სა​ვარ​ძელ​ზე
დავ​დე და სა​ჭეს მი​ვუ​ჯე​ქი. მთე​ლი გზა, სა​ნამ შე​ვუხ​ვევ​დი, იდ​გნენ და მი​ყუ​რებ​დნენ. მზე ჩა​დიოდა. ზღვა და​‐
სავ​ლე​თით ნა​რინ​ჯის​ფრად შეიღე​ბა. გა​ვი​ფიქ​რე, ალ​ბათ რო​გო​რი მძი​მე ღა​მის გა​თე​ნე​ბა მოუწევ​დათ ამ სახ​‐
ლში.

მე​რე ცალ​ხე​ლა ჩონ​ჩხი გა​მახ​სენ​და ჰო​ნო​ლუ​ლუს გა​რეუბან​ში. ესე იგი ეს დიკ ნორ​ტი იყო? გა​მო​დის, რომ იმ
ოთახ​ში ვი​ღა​ცის სიკ​ვდი​ლე​ბი იყო შეგ​რო​ვე​ბუ​ლი? ექ​ვსი ჩონ​ჩხი – ექ​ვსი სიკ​ვდი​ლი. მაგ​რამ ვინ არის და​ნარ​‐
ჩე​ნი ხუ​თი? ერ​თი, სა​ვა​რაუდოდ, ვირ​თხა, ჩე​მი და​ღუ​პუ​ლი მე​გო​ბა​რი. კი​დევ ერ​თი, რო​გორც ჩანს, მეი. და​‐
ნარ​ჩე​ნი სა​მი...

დარ​ჩა სა​მი.

მაგ​რამ რა​ტომ მი​მიყ​ვა​ნა კი​კიმ იმ უც​ნა​ურ ოთახ​ში? რი​სი თქმა უნ​დო​და, რო​ცა იმ ექვს სიკ​ვდილს მიჩ​ვე​ნებ​‐
და?

ოდა​ვა​რამ​დე მი​ვე​დი და ჩქა​როს​ნულ მა​გის​ტრალ​ზე გა​ვე​დი. სან​გენ​ძი​ას​თან ჩვეულებ​რივ გზა​ზე გა​და​ვუხ​ვიე.


რუ​კის მი​ხედ​ვით, სე​ტა​გა​ის​კენ მი​მა​ვა​ლი გზა მოვ​ძებ​ნე, ცო​ტა კი​დევ გა​ვიარე და, რო​გორც იქ​ნა, მი​ვაღ​წიე
დიკ ნორ​ტის სახლს. უსი​ცოც​ხლო, ტი​პუ​რი ორ​სარ​თუ​ლიანი შე​ნო​ბა, რაიმე გა​მორ​ჩეული დახ​ვე​წი​ლო​ბის გა​‐
რე​შე. კა​რი, ფან​ჯრე​ბი, სა​ფოს​ტო ყუ​თი, ჭიშ​კა​რი ეზო​ში – ყვე​ლა​ფე​რი სა​ცო​და​ვად პა​ტა​რა და უსა​ხუ​რი იყო.
ჭიშ​კარ​თან ძაღ​ლის ხუ​ხუ​ლა და​ვი​ნა​ხე. გა​ურ​კვე​ვე​ლი ჯი​შის ძაღ​ლი, რამ​დე​ნა​დაც ჯაჭ​ვის სიგ​რძე აძ​ლევ​და
სა​შუალე​ბას, ზან​ტად, უხა​ლი​სოდ პატ​რუ​ლი​რებ​და ეზოს შე​სას​ვლელ​თან. ფან​ჯრებ​ში სი​ნათ​ლე ენ​თო. ის​მო​‐
და ხმე​ბი. ზღურ​ბლზე ერ​თრი​გად, კოხ​ტად და​ეწ​ყოთ ხუ​თი თუ ექ​ვსი წყვი​ლი შა​ვი ფეხ​საც​მე​ლი. გვერ​დით
იდო ცა​რიელი პლას​ტი​კა​ტის ყუ​თი წარ​წე​რით: „სუ​შის მი​ტა​ნა შინ“. ეზო​ში კუ​ბო იდ​გა დიკ ნორ​ტის ცხედ​რით.
სად​ღე​ღა​მი​სო სიფ​ხიზ​ლე. ესეც ასე, გა​ვი​ფიქ​რე. მის​თვი​საც მოიძებ​ნა და​საბ​რუ​ნე​ბე​ლი ად​გი​ლი. თუნ​დაც
სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ.

მან​ქა​ნი​დან ჩე​მო​და​ნი გად​მო​ვი​ღე, კა​რამ​დე მი​ვი​ტა​ნე და დავ​რე​კე. შუ​ახ​ნის მა​მა​კაც​მა გა​მი​ღო.

– მთხო​ვეს, თქვენ​თან მო​მე​ტა​ნა, – ისე​თი სა​ხით ვუთ​ხა​რი, თით​ქოს წარ​მოდ​გე​ნა არ მქონ​და, რა ხდე​ბო​და.
მა​მა​კაც​მა შე​ათ​ვა​ლიერა ჩე​მო​და​ნი, წაიკით​ხა წარ​წე​რა ბირ​კა​ზე და, რო​გორც ჩანს, მა​შინ​ვე მიხ​ვდა ყვე​ლა​‐
ფერს.
– დი​დი მად​ლო​ბა, – გულ​წრფე​ლად თქვა.

არეული გრძნო​ბე​ბით დავ​ბრუნ​დი სახ​ლში. დარ​ჩა სა​მი – მხო​ლოდ ამა​ზე ვფიქ​რობ​დი.

***

„რის​თვის იყო სა​ჭი​რო დიკ ნორ​ტის სიკ​ვდი​ლი?“ – ვმარ​ჩიელობ​დი და ვის​კის ვწრუ​პავ​დი. და რამ​დენ​საც არ
ვფიქ​რობ​დი, ვე​რა​ვი​თარ აზრს ვერ ვპოულობ​დი მის მოულოდ​ნელ სიკ​ვდილ​ში. წყე​ულ თავ​სა​ტეხ​ში რამ​დე​ნი​‐
მე უჯ​რა ჯერ კი​დევ თა​ვი​სუ​ფა​ლი იყო, მაგ​რამ დარ​ჩე​ნი​ლი ფრაგ​მენ​ტე​ბი არა და არ იწე​რე​ბო​და სუ​რათ​ში.
გინდ ამო​აბ​რუ​ნე, გინდ გვერ​დუ​ლად ჩა​დე. იქ​ნებ აქ რო​მე​ლი​მე სხვა თავ​სა​ტე​ხის ფრაგ​მენ​ტე​ბი იყო შეჩ​ხე​რი​‐
ლი?

და მა​ინც. მიუხე​და​ვად უაზ​რო​ბი​სა, ეს სიკ​ვდი​ლი ძა​ლი​ან ცვლის ვი​თა​რე​ბას. რა​ღაც ძა​ლი​ან ცუ​დი მი​მარ​თუ​‐
ლე​ბით. არ ვი​ცი, რა​ტომ, მაგ​რამ სად​ღაც ქვეც​ნო​ბიერის სიღ​რმე​ში თით​ქმის დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვარ. დიკ ნორ​‐
ტი კარ​გი ადა​მიანი იყო. და რო​გორც შე​ეძ​ლო, თა​ვი​სე​ბუ​რად აერ​თებ​და სა​კუ​თარ თავ​თან ერ​თიანი ჯაჭ​ვის
რა​ღაც კონ​ტაქ​ტებს. ახ​ლა კი გაქ​რა. და ეს კონ​ტაქ​ტე​ბი მოიშა​ლა. რა​ღაც შე​იც​ვლე​ბა. ახ​ლა ყვე​ლა​ფე​რი კი​‐
დევ უფ​რო აიბურ​დე​ბა და დამ​ძიმ​დე​ბა.

მა​გა​ლი​თი?

მა​გა​ლი​თი. ძა​ლი​ან არ მომ​წონს იუკის უსი​ცოც​ხლო თვა​ლე​ბი, რო​ცა ამეს​თან არის. არც ამეს ცა​რიელი, თევ​‐
ზის მზე​რა მომ​წონს, რო​ცა იუკის​თან არის. მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ სწო​რედ აქ არის და​მარ​ხუ​ლი ბო​რო​ტე​ბის ფეს​ვი.
მე მომ​წონს იუკი. ნა​თე​ლი გო​ნე​ბა აქვს. დრო​დად​რო ჩო​ჩო​რი​ვით ჯიუტია, მაგ​რამ ში​ნა​გა​ნად ძა​ლი​ან გულ​‐
წრფე​ლია. თან, ამეს მი​მარ​თაც, უნ​და ვა​ღიარო, თბი​ლი გრძნო​ბა მაქვს. რო​ცა ვსა​უბ​რობ​დით, ერ​თობ მიმ​‐
ზიდ​ველ ქა​ლად იქ​ცეოდა ხოლ​მე. ნი​ჭი​ერ და იმავ​დროულად და​უც​ველ არ​სე​ბად. რაღაც-​რაღაცებში იუკი​ზე
დი​დი ბავ​შვიც კი იყო. და, მიუხე​და​ვად ამი​სა, დედა-​შვილი ერ​თად ძა​ლი​ან მძა​ბავ​და. ახ​ლა მშვე​ნივ​რად მეს​‐
მო​და ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას სიტ​ყვე​ბი, რომ მათ​თან ერთ ჭერ​ქვეშ ცხოვ​რე​ბამ ტა​ლან​ტი წა​არ​თვა...

ჰო, რა თქმა უნ​და, მათ გა​მუდ​მე​ბით სჭირ​დე​ბათ ვი​ღა​ცის ნე​ბა, რო​მე​ლიც შეაერ​თებ​დათ.

დღემ​დე მათ შო​რის დიკ ნორ​ტი იყო. მაგ​რამ ის აღარ არის. და ახ​ლა, რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით, უკ​ვე მე ვაიძუ​‐
ლებ, უყუ​რონ ერ​თმა​ნეთს თვა​ლებ​ში.

ესეც შე​ნი „მა​გა​ლი​თი“...

***

რამ​დენ​ჯერ​მე შევ​ხვდი გო​ტან​დას და რამ​დენ​ჯერ​მე და​ვუ​რე​კე იუმიოსი-​სანს. მარ​თა​ლია, ძვე​ლე​ბუ​რად მშვი​‐


დად ეჭი​რა თა​ვი, მაგ​რამ ხმა​ზე მა​ინც ვხვდე​ბო​დი, სიამოვ​ნებ​და, რომ ვუ​რე​კავ​დი. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ეს არ
აღი​ზიანებ​და. იუმიოსი უწინ​დე​ბუ​რად არ აც​დენ​და და კვი​რა​ში ორ​ჯერ და​დიოდა აუზ​ზე. უქ​მე​ებ​ზე კი ხან​და​‐
ხან ბო​იფ​რენდს ხვდე​ბო​და. ერ​თხელ მით​ხრა, რომ წი​ნა კვი​რას მას​თან ერ​თად ტბებ​ზე იყო.

– მაგ​რამ არ იფიქ​რო, რომ მას​თან რაიმე მაქვს. უბ​რა​ლოდ, კარ​გი ნაც​ნო​ბე​ბი ვართ. სკო​ლის უკა​ნას​კნელ
წელს ერ​თად ვსწავ​ლობ​დით. ერთ ქა​ლაქ​ში ვმუ​შა​ობთ. სულ ეს არის.
– კარ​გი ერ​თი, მსგავსს არა​ფერს ვფიქ​რობ, – ვუთ​ხა​რი. ესე იგი ეს მარ​თლა მშვი​დად მი​ვი​ღე. სი​ნამ​დვი​ლე​ში
მხო​ლოდ აუზი მა​წუ​ხებ​და. რა ტბებ​ზე დაჰ​ყავ​და იმ თა​ვის ბო​იფ​რენდს, რა გო​რებ​ზე ათ​რევ​და, სულ არ მა​ინ​‐
ტე​რე​სებ​და.

– მაგ​რამ ჯობს იცო​დე ამის შე​სა​ხებ, – მით​ხრა იუმიოსი-​სანმა, – არ მიყ​ვარს, რო​ცა ადა​მიანე​ბი ერ​თმა​ნეთს
რა​მეს უმა​ლა​ვენ.

– კარ​გი ერ​თი, – გა​ვი​მეორე, – ჩემ​თვის სუ​ლერ​თია. სა​პო​რო​ში რომ ჩა​მო​ვალ, შევ​ხვდე​ბით და და​ვი​ლა​პა​რა​‐
კებთ. აი, რა არის ჩემ​თვის ნამ​დვი​ლად მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი. შეხ​ვდი, ვი​საც გინ​და და რამ​დენ​ჯე​რაც გინ​და. იმას​‐
თან, რაც ჩვენ შო​რის ხდე​ბა, მა​გას არა​ვი​თა​რი კავ​ში​რი არა აქვს. მე სულ შენ​ზე ვფიქ​რობ. ხომ გით​ხა​რი უკ​ვე
– ვგრძნობ, რომ რა​ღაც გვა​ერ​თიანებს.

– მა​გა​ლი​თად, რა?

– მა​გა​ლი​თად, ოტე​ლი, – ვუ​პა​სუ​ხე, – ეს შე​ნი ად​გი​ლია. მაგ​რამ იქ ჩე​მი ად​გი​ლიც არის. შე​ნი ოტე​ლი გან​სა​‐
კუთ​რე​ბუ​ლი ად​გი​ლია ორი​ვეს​თვის.

– ჰოო, – გა​წე​ლა. არც წა​მა​ხა​ლი​სებ​ლად, მაგ​რამ არც პი​რი​ქით. ადა​მი​ან​მა ნე​იტ​რა​ლუ​რად ჩაილა​პა​რა​კა თა​‐
ვის​თვის. სულ ეს არის.

– მას შემ​დეგ, რაც ერ​თმა​ნეთს დავ​შორ​დით, ბევრ ვინ​მეს შევ​ხვდი. ძა​ლი​ან ბევ​რი რამ მოხ​და. მაგ​რამ მა​ინც
მუდ​მი​ვად ვფიქ​რობ ჩვენ​ზე, რო​გორც ყვე​ლა​ზე მთა​ვარ​ზე. დრო​დად​რო შე​ნი ნახ​ვა მინ​და. ოღონდ ჩა​მოს​ვლა
ჯერ არ შე​მიძ​ლია. მა​ნამ​დე უამ​რა​ვი რამ მაქვს გა​სა​კე​თე​ბე​ლი.

ლო​გი​კას სრუ​ლი​ად მოკ​ლე​ბუ​ლი გულ​წრფე​ლი ახ​სნა. სავ​სე​ბით ჩემს სტილ​ში.

სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​და. ასე ვთქვათ, სა​შუალო ხან​გრძლი​ვო​ბის. სი​ჩუ​მე, რომ​ლის დრო​საც, რო​გორც მო​მეჩ​ვე​ნა,
მი​სი ნე​იტ​რა​ლუ​რო​ბა ოდ​ნავ წა​ხა​ლი​სე​ბის​კენ გა​დაიხა​რა. თუმ​ცა სა​ბო​ლო​ოდ დუ​მი​ლი მხო​ლოდ დუ​მი​ლია.
შე​საძ​ლოა, სა​სურ​ველს უბ​რა​ლოდ სი​ნამ​დვი​ლედ ვი​ღებ​დი.

– რო​გორ მი​დის საქ​მეები? – მკით​ხა.

– ვფიქ​რობ, მი​დის... უფ​რო მი​დის, ვიდ​რე არა. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, მინ​და, რომ ასე ვი​ფიქ​რო, – ვუ​პა​სუ​ხე.

– კარ​გი იქ​ნე​ბა, თუ მო​მა​ვალ გა​ზაფ​ხუ​ლამ​დე და​ას​რუ​ლებ, – მით​ხრა.

– კარ​გი იქ​ნე​ბა, – და​ვე​თან​ხმე.

***

გო​ტან​და ოდ​ნავ დაღ​ლი​ლი ჩან​და. თა​ვი იჩი​ნა სა​მუ​შა​ოს და​ძა​ბულ​მა გრა​ფიკ​მა, რო​მელ​შიც ყო​ფილ ცოლ​‐
თან შეხ​ვედ​რე​ბის ჩაკ​ვე​ხე​ბა​საც ახერ​ხებ​და. თან ისე, რომ არა​ვის შე​ემ​ჩნია.

– ბუ​ნებ​რი​ვია, ეს უსას​რუ​ლოდ ვერ გაგ​რძელ​დე​ბა, – თქვა და ღრმად ამოიოხ​რა, – ეს მა​ინც ვი​ცი. არ მომ​წონს
ასე​თი გა​მო​გო​ნი​ლი ცხოვ​რე​ბა. უფ​რო ოჯა​ხის კა​ცი ვარ. იმი​ტომ ვიღ​ლე​ბი ასე. ისე და​მე​ჭი​მა ნერ​ვე​ბი...

ხე​ლე​ბი გა​შა​ლა, თით​ქოს წარ​მო​სახ​ვით რე​ზინს წე​ლავ​და.

– შვე​ბუ​ლე​ბა რომ აგე​ღო... – ვურ​ჩიე, – და ერ​თად ჰა​ვაიზე გა​გე​სე​ირ​ნათ?

– ჰო, რომ შე​მეძ​ლოს, – წვა​ლე​ბით თქვა და გაიღი​მა, – რა მა​გა​რი იქ​ნე​ბო​და, რომ შე​მეძ​ლოს! რამ​დე​ნი​მე დღე
არა​ფერ​ზე ფიქ​რი, პალ​მე​ბის ქვეშ, ქვი​შა​ზე გო​რაობა. თუნ​დაც ხუ​თი დღე. არა, ხუ​თი უკ​ვე ფუ​ფუ​ნე​ბაა. სა​მი
დღე მა​ინც. სა​მი დღეც საკ​მა​რი​სია გონს მო​სას​ვლე​ლად...

ეს სა​ღა​მო გო​ტან​დას​თან, აძა​ბუ​ზე გა​ვა​ტა​რე – დი​ვან​ზე გა​წო​ლი​ლი ვის​კის ვწრუ​პავ​დი და ვი​დეოთი ტე​ლე​‐
რეკ​ლა​მებს ვუ​ყუ​რებ​დი მი​სი მო​ნა​წი​ლეობით. მუც​ლის აბე​ბის რეკ​ლა​მა... ამას პირ​ვე​ლად ვხე​დავ​დი. რა​ღაც
ოფი​სის ლიფ​ტე​ბით. ოთ​ხი გამ​ჭვირ​ვა​ლე ლიფ​ტი ზევით-​ქვევით დაქ​რის არა​ნორ​მა​ლუ​რი სიჩ​ქა​რით. გო​ტან​‐
და მუ​ქი კოს​ტიუმით და შა​ვი ბა​თინ​კე​ბით – ნამ​დვი​ლი ელი​ტუ​რი იაპი – ლიფ​ტი​დან ლიფ​ტზე გა​დარ​ბის, ხან
იქით, ხან აქეთ. ჰოპ-​ჰოპ – მხო​ლოდ ქა​რის სტვე​ნა ის​მის. ერთ ლიფ​ტში უფ​რო​სო​ბას​თან ლა​პა​რა​კობს,
მეორე​ში პაემანს უნიშ​ნავს ლა​მაზ მდი​ვან გო​გოს, მე​სა​მე​ში სას​წრა​ფოდ ავ​სებს რა​ღაც დო​კუ​მენ​ტებს. მე​ოთ​‐
ხე​დან მო​ბი​ლუ​რით ურე​კავს ვი​ღა​ცას პირ​ველ​ში. ერ​თი ლიფ​ტი​დან მეორე​ში გა​დახ​ტო​მა სა​ში​ნე​ლი სის​წრა​‐
ფით ად​ვი​ლი არ არის, მაგ​რამ მის კე​თილ​შო​ბი​ლურ სა​ხე​ზე არც ერ​თი კუნ​თი არ შერ​ხეულა. გოტანდა-​იაპი
თავს არ ზო​გავს, ლიფ​ტე​ბი სულ უფ​რო და უფ​რო სწრა​ფად დაქ​რი​ან.

ხმა კადრს მიღ​მა: „დღი​თიდ​ღე იზ​რდე​ბა დაღ​ლი​ლო​ბა. სტრე​სი მუ​ცელ​ში გროვ​დე​ბა. შენ, მუ​დამ და​კა​ვე​‐
ბულს – მუც​ლის ტკი​ვი​ლის სუ​პერ​რბი​ლი სა​შუალე​ბა...“

გა​ვი​ცი​ნე.

– ჰეი, რა მა​გა​რია!

– ჰო, მეც მო​მე​წო​ნა. სამ​წუ​ხა​როა, რომ რეკ​ლა​მებ​ში გა​დის. ყვე​ლა რეკ​ლა​მა, კაც​მა რომ თქვას, ერ​თიანი ნეხ​‐
ვია, მაგ​რამ ეს მშვე​ნივ​რად არის გა​და​ღე​ბუ​ლი. იცი​ნე, რამ​დე​ნიც გინ​და. მარ​ტო ეს რეკ​ლა​მა უფ​რო ხა​რის​‐
ხიანია, ვიდ​რე ჩე​მი ფილ​მე​ბის უმე​ტე​სო​ბა. ამა​ში იმ​დე​ნი ფუ​ლი ჩა​ყა​რეს – ვერც წარ​მო​იდ​გენ! მთე​ლი ეს დუბ​‐
ლე​ბი, სპე​ცე​ფექ​ტე​ბი, კომ​ბი​ნი​რე​ბუ​ლი კად​რე​ბი... რეკ​ლა​მის​თვის ფუ​ლი არ ენა​ნე​ბათ. თი​თოეულ დე​ტალ​ში
მი​ლიონებს ტე​ნი​ან, სა​ნამ სრულ​ყო​ფი​ლე​ბამ​დე არ მი​იყ​ვა​ნენ. თან მონ​ტა​ჟიც სა​ინ​ტე​რე​სო​ა.

– პირ​და​პირ შე​ნი ცხოვ​რე​ბაა ჭრილ​ში.

– ზუს​ტად! – გაიცი​ნა, – მარ​თა​ლი ხარ. ზედ​გა​მოჭ​რი​ლი მე ვარ. ვცდი​ლობ, ყვე​ლა​ფერს გავ​წვდე, ხან – იქით,
ხან – აქეთ... მთელ წლებს ამა​ზე ვხარ​ჯავ. სტრე​სი გროვ​დე​ბა მუ​ცელ​ში. ეს აბე​ბიც კი ვე​ღარ მშვე​ლის. მთე​‐
ლი კო​ლო​ფი უფა​სოდ მომ​ცეს. ათი ცა​ლი მა​ინც დავ​ლიე – არა​ვი​თა​რი ეფექ​ტი.

– მაგ​რად კი მოძ​რა​ობ, – ვთქვი და თა​ვი​დან გა​და​ვახ​ვიე, – ბეს​ტერ კი​ტო​ნი​ვით კო​მი​კუ​რია. ეტ​ყო​ბა, კო​მე​დი​‐
ებ​ში თა​მა​შის სუ​ლიერი მიდ​რე​კი​ლე​ბა გაქვს.

ღი​მი​ლი და​მა​ლა და თა​ვი და​მიქ​ნი​ა.


– ზუს​ტად. მიყ​ვარს კო​მე​დიები. სიამოვ​ნე​ბით ვცდი​დი. ვგრძნობ, გა​მო​მი​ვი​დო​და. წარ​მო​იდ​გი​ნე, რა კო​მე​დი​ას
და​ვაბ​რეხ​ვებ​დი ისე​თი გუ​ლუბ​რყვი​ლო​ბით, რო​გო​რიც მე მაქვს! ამ რთულ და აბურ​დულ სამ​ყა​რო​ში მთა​ვა​‐
რი გმი​რი გუ​ლუბ​რყვი​ლო და პირ​და​პი​რია. თვით ცხოვ​რე​ბის ასე​თი წე​სი ერ​თი მთლიანი კო​მე​დიაა. ხომ გეს​‐
მის, რას ვგუ​ლის​ხმობ?

– რა თქმა უნ​და, – ვუ​პა​სუ​ხე.

– რა​მე გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ტრიუკე​ბიც კი არ არის სა​ჭი​რო. უბ​რა​ლოდ, იყა​ვი, რაც ხარ. თუნ​დაც მარ​ტო ამის​‐
გან სი​ცი​ლით დაიხო​ცე​ბი​ან. ჰო, კარ​გი იქ​ნე​ბო​და ასე თა​მა​ში. ახ​ლა იაპო​ნიაში არა​ვინ არ თა​მა​შობს ასე. კო​‐
მე​დიური მსა​ხიობე​ბის უმე​ტე​სო​ბას ზედ​მე​ტი მოს​დის. ისე ამ​ლა​შე​ბენ, რომ ყბა მო​გექ​ცე​ვა. მე კი პი​რი​ქით ვი​‐
თა​მა​შებ​დი. ესე იგი სა​ერ​თოდ არ ვი​თა​მა​შებ​დი, – ვის​კი მოს​ვა და ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი შეაჩერ​და ჭერს, – ოღონდ
ასეთ როლს არა​ვინ მომ​ცემს. ამის​თვის წარ​მო​სახ​ვა არ ეყო​ფათ. ჩე​მი ყვე​ლა რო​ლი უჩე​მოდ გა​დაწ​ყვი​ტეს.
დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე მხო​ლოდ ექი​მის, მას​წავ​ლებ​ლის, ად​ვო​კა​ტის თა​მაშს ით​ხო​ვენ. აღარ შე​მიძ​ლია. დი​დი
ხნის წი​ნათ ვიტ​ყო​დი უარს, მაგ​რამ ვერ ვა​ხერ​ხებ – ხე​ლე​ბი მაქვს შეკ​რუ​ლი. მხო​ლოდ სტრესს ვაგ​რო​ვებ მუ​‐
ცელ​ში...

ლიფ​ტე​ბის რგო​ლი წარ​მა​ტე​ბით სარ​გებ​ლობ​და და რამ​დე​ნი​მე ვა​რი​ან​ტად გა​დაიღეს. მაგ​რამ სიუჟე​ტი ყველ​‐
გან ერ​თია. გო​ტან​და სათ​ნო ფი​ზიონო​მი​ით და საქ​მიანი კოს​ტიუმით ცო​ფიანი​ვით დაქ​რის, ციყ​ვი​ვით ხტე​ბა
მა​ტა​რებ​ლი​დან ავ​ტო​ბუს​ზე, ავ​ტო​ბუ​სი​დან თვით​მფრი​ნავ​ზე – და ყო​ველ​თვის ყველ​გან ას​წრებს. ან, მა​გა​ლი​‐
თად: იღ​ლიაში დო​კუ​მენ​ტე​ბის პა​კე​ტით, თო​კით მიძ​ვრე​ბა ცა​თამ​ბჯენ​ზე და მო​ნაც​ვლეობით ხტე​ბა ყვე​ლა
ღია მან​ქა​ნა​ში. ერ​თმა​ნეთ​ზე უკე​თე​სი ვა​რი​ან​ტე​ბი. გო​ტან​დას სა​ხე ისევ ისე​თი უშ​ფოთ​ვე​ლია.

– თა​ვი​დან მე​უბ​ნე​ბოდ​ნენ: დაღ​ლი​ლი სა​ხე გააკე​თეო. რე​ჟი​სო​რი მთხოვ​და. ისე​თი, რომ ყვე​ლამ იგ​რძნოს,
თით​ქოს აი, ცო​ტაც და საბ​რძო​ლო პოს​ტზე ჩავ​ძაღ​ლდე​ბი. უარი ვუთ​ხა​რი. და​ფიქ​რდით, – ვე​უბ​ნე​ბი, – გა​ცი​‐
ლე​ბით უფ​რო სა​ინ​ტე​რე​სოა, თუ ყვე​ლა​ფე​რი უშ​ფოთ​ვე​ლი სა​ხით კეთ​დე​ბა. ოღონდ ამ ვი​რებ​მა მოს​მე​ნაც კი
არ ისურ​ვეს. მაგ​რამ არ დავ​ნებ​დი. არა, სიყ​ვა​რუ​ლის ბუშ​ტი კი არ გა​მის​კდა რეკ​ლა​მის მი​მართ. იქ მხო​ლოდ
ფუ​ლის გა​მო ვთან​ხმდე​ბი. უბ​რა​ლოდ, ვგრძნობ​დი, რომ სწო​რედ ამ რეკ​ლა​მა​ში არის რა​ღაც... მოკ​ლედ, ისი​‐
ნი თა​ვი​სა​ზე იდ​გნენ, მე უარს ვამ​ბობ​დი. სა​ბო​ლო​ოდ ორი ვერ​სია დაამონ​ტა​ჟეს და ყვე​ლას აჩ​ვე​ნეს. თა​ვის​‐
თა​ვად ცხა​დია – გა​ცი​ლე​ბით მე​ტად მოეწო​ნათ ის, რა​საც მე ვთა​ვა​ზობ​დი. და​იწ​ყეს ქე​ბა რე​ჟი​სო​რი​სა და ძმა​‐
თა მის​თა. გა​ვი​გე, რა​ღაც პრე​მი​აც კი მის​ცეს. მე, რა თქმა უნ​და, ფე​ხებ​ზე მკი​დია, მსა​ხიობი ვარ. ვინც და რო​‐
გორც არ უნ​და შე​მა​ფა​სოს, ჩემ​თან, ნამ​დვილ მეს​თან, ამას არა​ვი​თა​რი კავ​ში​რი არა აქვს. აი, ისი​ნი კი სიამა​‐
ყის​გან დას​კდნენ, თით​ქოს მარ​თლა თვი​თონ მოიფიქ​რეს ყვე​ლა​ფე​რი! ნაძ​ლევს ჩა​მო​ვალ, ახ​ლა აბ​სო​ლუ​ტუ​‐
რად დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი არი​ან, რომ მთე​ლი რგო​ლის იდე​ა – თა​ვი​დან ბო​ლომ​დე – მხო​ლოდ მა​თია და სხვა არა​‐
ვი​სი. აი, ასე​თი კრე​ტი​ნე​ბი არი​ან. წარ​მო​სახ​ვას მოკ​ლე​ბუ​ლი ადა​მიანე​ბი სა​ერ​თოდ ძა​ლი​ან სწრა​ფად და სა​‐
თა​ვი​სოდ მო​ირ​გე​ბენ ხოლ​მე ყვე​ლა​ფერს. მე კი, უბ​რა​ლოდ, მომ​ხიბ​ლავ ვი​რად მთვლი​ან, რო​მე​ლიც ნე​ბის​‐
მიერი სა​ბა​ბით ჯიუტობს...

– კომ​პლი​მენ​ტად ნუ ჩა​მით​ვლი, მაგ​რამ მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ თა​ვი​სე​ბუ​რად არაჩ​ვეულებ​რი​ვი ადა​მიანი ხარ, –


ვუთ​ხა​რი, – ოღონდ მა​ნამ, სა​ნამ გულს გა​და​ვუშ​ლი​დით ერ​თმა​ნეთს, ამ უჩ​ვეულო​ბას ვერ ვგრძნობ​დი. შე​ნი
ათიოდე ფილ​მი ვნა​ხე და გულ​წრფე​ლად გეტ​ყვი – ერ​თმა​ნეთ​ზე უარე​სია. და იქ შენც კი სა​შინ​ლად გა​მოიყუ​‐
რე​ბი.

გო​ტან​დამ ვი​დეო გა​მორ​თო. ვის​კი და​ას​ხა და ბილ ევან​სის ფირ​ფი​ტა და​დო. დი​ვან​ზე დაჯ​და, ჭი​ქა აიღო და
ერ​თი ყლუ​პი მოს​ვა. ნე​ბის​მი​ერ მოძ​რაობა​ში – უც​ვლე​ლი კე​თილ​შო​ბი​ლე​ბა.

– ეგ​რეა. სავ​სე​ბით მარ​თა​ლი ხარ. ძა​ლი​ან კარ​გად ვი​ცი: რაც უფ​რო მეტს მი​ღე​ბენ ასეთ ნეხ​ვში, მით უფ​რო
ნეხ​ვი ვხდე​ბი. ვგრძნობ, რო​გორ ვემ​სგავ​სე​ბი რა​ღაც სა​ცო​დავ​სა და უსა​ხურს. მაგ​რამ, ხომ გე​უბ​ნე​ბი, სხვა გა​‐
მო​სა​ვა​ლი არ მაქვს. თვი​თონ არაფ​რის არ​ჩე​ვა არ შე​მიძ​ლია ჩემ​თვის. ჰალ​სტუხ​საც კი ისი​ნი მირ​ჩე​ვენ. კრე​‐
ტი​ნე​ბი, რომ​ლებ​საც ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე ჭკვიანი ჰგო​ნი​ათ თა​ვი, და ობი​ვა​ტე​ლე​ბი, დარ​წმუ​ნე​ბუ​ლე​ბი, რომ
უნაკ​ლო გე​მოვ​ნე​ბა აქვთ, ისე მა​ბურ​თა​ვე​ბენ, რო​გორ უნ​დათ. იქ წა​დი, აქ და​დე​ქი, ასე გააკე​თე, ისე არ ქნა,
ამით იარე, მა​ვან​თან იტ​ყნაურე... კი​დევ რამ​დენ ხანს გაგ​რძელ​დე​ბა ასე? რო​დემ​დე? თვი​თო​ნაც არ ვი​ცი. უკ​‐
ვე ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის ვარ, კი​დევ ერ​თი თვე და ოც​დათ​ხუთ​მე​ტი...
– იქ​ნებ, უბ​რა​ლოდ, მორ​ჩე ამ ჯაჯ​გურს და ნუ​ლი​დან და​იწ​ყო? დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვარ, გა​მო​გი​ვა. წა​დი კან​ტო​რი​‐
დან, იც​ხოვ​რე შე​ნი ცხოვ​რე​ბით და ნელ-​ნელა ვა​ლე​ბიც და​აბ​რუ​ნე...

– ზუს​ტად ეგ​რე, მარ​თა​ლი ხარ. ამა​ზე ბევრს ვფიქ​რობ. და მარ​ტო რომ ვი​ყო, კარ​გა ხნის წი​ნათ მო​ვიქ​ცეოდი
ასე. ყვე​ლა​ფერს ჯან​და​ბის გზას გა​ვუ​ყე​ნებ​დი. რო​მე​ლი​მე გა​ქუ​ცულ თე​ატ​რში მო​ვეწ​ყო​ბო​დი და ვი​თა​მა​შებ​‐
დი იმას, რაც მო​მე​წო​ნე​ბო​და. სუ​ლაც არ არის ცუ​დი ვა​რი​ან​ტი. ფულ​შიც რო​გორ​მე გა​ვერ​კვეოდი... მაგ​რამ
საქ​მე ის არის, ნულ​ზე დავ​ჯდე​ბი თუ არა, გა​რან​ტი​ას გაძ​ლევ, მა​შინ​ვე მი​მა​ტო​ვებს. ასე​თი ქა​ლია. თა​ვი​სი
სამ​ყა​როს გარ​და, ვერც ერთ სხვა​ში ვერ ისუნ​თქებს. და ნულ​ზე ჩემ​თან ერ​თად მა​შინ​ვე გაიგუ​დე​ბა. აქ საქ​მე
ის კი არ არის, კარ​გია თუ არა. უბ​რა​ლოდ, ასე​თი ცო​მის​გან არის მო​ზე​ლი​ლი და მორ​ჩა. სუ​პერ​ვარ​სკვლავ​თა
ღი​რე​ბუ​ლე​ბე​ბის სის​ტე​მა​ში ცხოვ​რობს, ამ სის​ტე​მის ჰაერით სუნ​თქავს – და პარ​ტნიორის​გა​ნაც იმა​ვე ატ​‐
მოს​ფე​რულ წნე​ვას ით​ხოვს. მე კი მიყ​ვარს. და არ შე​მიძ​ლია მი​ტო​ვე​ბა. მთე​ლი უბე​დუ​რე​ბაც ესა​ა.

„მხო​ლოდ ერ​თი კა​რი, – გა​მი​ელ​ვა თავ​ში, – შე​სას​ვლე​ლი არის, გა​მო​სას​ვლე​ლი – არა...“

– მოკ​ლედ, რო​გორც არ უნ​და და​აწ​ყო, ეს პა​სი​ან​სი არ გა​მო​დის, – შეაჯა​მა გო​ტან​დამ ღი​მი​ლით, – ჯობს თე​მა
გა​მოვ​ცვა​ლოთ. ამა​ზე დი​ლამ​დეც რომ ვი​ლა​პა​რა​კოთ, მა​ინც არა​ფე​რი გა​მო​ვა.

კი​კი​ზე გა​და​ვე​დით. მკით​ხა, რა ურ​თი​ერ​თო​ბა გქონ​დაო.

– უც​ნაურია, – დაამა​ტა გო​ტან​დამ, – ჩათ​ვა​ლე, რომ კი​კიმ თა​ვი​დან გაგ​ვაც​ნო ერ​თმა​ნე​თი. შენ კი მას​ზე არა​‐
ფერს მე​უბ​ნე​ბი. იქ​ნებ მძი​მე გა​სახ​სე​ნე​ბე​ლია? თუ ასეა, მა​შინ არ ღირს...

მო​ვუ​ყე​ვი, რო​გორ შევ​ხვდი კი​კის. რო​გორ გა​და​იკ​ვე​თა ჩვე​ნი გზე​ბი სრუ​ლი​ად შემ​თხვე​ვით. რო​გორ და​ვიწ​‐
ყეთ ერ​თად ცხოვ​რე​ბა. ბუ​ნებ​რი​ვად და უხ​მაუროდ, თით​ქოს ჰა​ერ​მა გა​ავ​სო ცა​რიელი სივ​რცე, ისე შე​მო​ვი​და
ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში.

– ყვე​ლა​ფე​რი რო​გორ​ღაც თა​ვის​თა​ვად მოხ​და, – ვუთ​ხა​რი, – ნორ​მა​ლუ​რად ვერც კი აგიხ​სნი. ყვე​ლა​ფე​რი


უცებ შე​ერ​თდა და მდი​ნა​რე​სა​ვით თა​ვი​სით და​იძ​რა წინ. ასე რომ, პირ​ველ ხა​ნებ​ში გან​სა​კუთ​რე​ბით არც მიკ​‐
ვირ​და. მხო​ლოდ მოგ​ვიანე​ბით შევ​ნიშ​ნე, რომ ძა​ლი​ან ბევ​რი რამ... ვერ ერ​გე​ბა ჩვეულებ​რივ რეალო​ბას. მეს​‐
მის, რომ იდიოტუ​რად ჟღერს, მაგ​რამ ასეა. ამი​ტო​მაც აქამ​დე მას​ზე არა​ვის​თან არ ვლა​პა​რა​კობ​დი.

ვის​კი მოვ​სვი და ჭი​ქის ფსკერ​ზე ყი​ნუ​ლის კუ​ბე​ბი და​ვატ​რიალე.

– კი​კი მა​შინ ქა​ლის ყუ​რე​ბის რეკ​ლა​მის მო​დე​ლად მუ​შა​ობ​და. მი​სი ყუ​რე​ბის ფო​ტო ვნა​ხე და და​ვინ​ტე​რეს​დი.
ეს იყო, რო​გორ გით​ხრა... აბ​სო​ლუ​ტუ​რი ყუ​რე​ბი. ყუ​რე​ბი ასი პრო​ცენ​ტით. მე კი სწო​რედ შეკ​ვე​თი​ლი რეკ​ლა​‐
მის​თვის მა​კე​ტის გა​კე​თე​ბა მინ​დო​და. ვთხო​ვე, გა​მო​ეგ​ზავ​ნათ ჩემ​თვის მი​სი ყუ​რე​ბის ფო​ტო​ას​ლე​ბი. რა რეკ​‐
ლა​მა იყო, უკ​ვე აღარც მახ​სოვს... მოკ​ლედ, გა​მო​მიგ​ზავ​ნეს ას​ლე​ბი. კი​კის ყუ​რე​ბი, ას​ჯერ გა​დი​დე​ბუ​ლი.
ვეებერ​თე​ლა – თი​თოეული ბუ​სუ​სი ჩან​და კან​ზე. სუ​რა​თე​ბი კან​ტო​რის კე​დელ​ზე დავ​კი​დე და ყო​ველ​დღე
ვათ​ვა​ლიერებ​დი. ჯერ მე​ტი შთა​გო​ნე​ბის​თვის, მე​რე კი ისე შე​ვეჩ​ვიე, თით​ქოს ჩე​მი ცხოვ​რე​ბის ნა​წი​ლი იყო.
ხო​ლო რო​ცა შეკ​ვე​თა შე​ვას​რუ​ლე, იმ​დე​ნად მა​გა​რი რამ იყო, რომ კე​დელ​ზე ჩა​მო​კი​დე​ბუ​ლი დავ​ტო​ვე. სამ​წუ​‐
ხა​როდ, ახ​ლა არ შე​მიძ​ლია გაჩ​ვე​ნო. სა​ნამ თვი​თონ არ ნა​ხავ, ვერ მიხ​ვდე​ბი, რას ვგუ​ლის​ხმობ. ყუ​რე​ბი,
რომ​ლის სრულ​ყო​ფი​ლე​ბა თვით მი​სი არ​სე​ბო​ბის ფაქტს ამარ​თლებს.

– ჰო, მახ​სოვს, რა​ღა​ცას მე​უბ​ნე​ბო​დი მის ყუ​რებ​ზე, – თქვა გო​ტან​დამ.

– მარ​თა​ლია, გით​ხა​რი... მოკ​ლედ, მათ პატ​რონ​თან შეხ​ვედ​რა მო​მინ​და. მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ არ მე​ნა​ხა, ცხოვ​‐
რე​ბა შე​ჩერ​დე​ბო​და. არ ვი​ცი, რა​ტომ მოხ​და ასე, მაგ​რამ ნამ​დვი​ლად ასე მეჩ​ვე​ნე​ბო​და. და​ვუ​რე​კე. დამ​თან​‐
ხმდა შეხ​ვედ​რა​ზე. და ჩვე​ნი შეხ​ვედ​რის პირ​ვე​ლი​ვე დღეს მიჩ​ვე​ნა თა​ვი​სი ყუ​რე​ბი. პი​რა​დად მე, გეს​მის?! მუ​‐
შაობის დროს არა, პი​რა​დად მე. ეს გა​ცი​ლე​ბით მა​გა​რი იყო, ვიდ​რე ფო​ტო​ზე. მუ​შაობი​სას – ესე იგი კა​მე​რე​ბის
წინ – შეგ​ნე​ბუ​ლად ბლო​კავ​და. „ყუ​რე​ბი სა​მუ​შაოზე“ სუ​ლაც არ არის ის, რაც „ყუ​რე​ბი მხო​ლოდ შენ​თვის“.
გეს​მის? რო​ცა მიჩ​ვე​ნებ​და, ჰაერიც კი იც​ვლე​ბო​და გარ​შე​მო. ყვე​ლა​ფე​რი იც​ვლე​ბო​და – მთე​ლი მსოფ​ლიო,
სამ​ყა​რო... მეს​მის, რომ რა​ღაც სუ​ლე​ლუ​რად ჟღერს. მაგ​რამ სხვა​ნაირად არ გა​მო​დის.

გო​ტან​და კარ​გა ხნით ჩა​ფიქ​რდა.

– ყუ​რებს ბლო​კავ​და? ეგ რო​გორ?

– თუ უფ​რო მარ​ტი​ვად ვიტ​ყვი, თი​შავ​და ცნო​ბიერე​ბის​გან.

– ჰოო, – გა​წე​ლა გო​ტან​დამ.

– შტეფ​სე​ლი რომ გა​მო​აძ​რო რო​ზე​ტი​დან.

– ჰო​ო.

– რა თქმა უნ​და, სუ​ლე​ლუ​რი შე​და​რე​ბაა, მაგ​რამ სწო​რედ ასე იყო, და​მი​ჯე​რე.

– და​ჯე​რე​ბით რო​გორ არ მჯე​რა. უბ​რა​ლოდ, მიხ​ვედ​რას ვცდი​ლობ. აზ​რა​დაც არ მომ​სვლია შე​ნი გა​ქი​ლი​კე​ბა.

დივ​ნის სა​ზურ​გე​ზე გა​დავ​წე​ქი და კე​დელ​ზე და​კი​დე​ბულ სუ​რათს მი​ვა​ჩერ​დი.

– მაგ​რამ, რაც მთა​ვა​რია, მის ყუ​რებს რა​ღაც ზე​ბუ​ნებ​რი​ვი უნა​რი ჰქონ​და, – გა​ვაგ​რძე​ლე, – იმის მოს​მე​ნა შე​‐
ეძ​ლო, რაც სხვებს არ ეს​მო​დათ. და ადა​მიანე​ბის მიყ​ვა​ნა იქ, სა​დაც სჭირ​დე​ბო​დათ.

გო​ტან​და ისევ კარ​გა ხნით გა​ჩუმ​და.

– ესე იგი კი​კიმ სად​ღაც მი​გიყ​ვა​ნა? – მკით​ხა ბო​ლოს, – იქ, სა​დაც გინ​დო​და?

თა​ვი და​ვუქ​ნიე. მაგ​რამ არა​ფე​რი მით​ქვამს. მე​ტის​მე​ტად გრძე​ლი ამ​ბა​ვი იყო და მო​ყო​ლაც მა​ინ​ცდა​მა​ინც არ
მინ​დო​და.

– და აი ახ​ლა ისევ უნ​და, რომ სად​ღაც მი​მიყ​ვა​ნოს, – ვთქვი, – ამას ვგრძნობ, თან ძა​ლი​ან. უკ​ვე რამ​დე​ნი​მე
თვეა. მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში თით​ქოს კი​კის გად​მოგ​დე​ბულ რა​ღაც ძაფს მივ​ყვე​ბი. ძა​ლი​ან წვრი​ლი
ძა​ფია. უკ​ვე რამ​დენ​ჯერ გა​ვი​ფიქ​რე, აი, ახ​ლა გაწყდება-​მეთქი. ის კი ისევ გრძელ​დე​ბა და არ თავ​დე​ბა. ავად
თუ კარ​გად, დღემ​დე მო​ვაღ​წიე. სა​ნამ მოვ​დიოდი, სხვა​დას​ხვა ადა​მიანებს შევ​ხვდი. მა​გა​ლი​თად, შენ. იმის
თქმაც შე​მიძ​ლია, რომ ამ ადა​მიანებს შო​რის შენ ცენ​ტრა​ლუ​რი ხარ. მე კი ისევ მივ​დი​ვარ და მივ​დი​ვარ, ვე​‐
რაფ​რით ვერ მივ​მხვდარ​ვარ, რა უნ​და. უკ​ვე ორი ადა​მიანი დაიღუ​პა ამ გზა​ზე. ჯერ მეი, მე​რე ცალ​ხე​ლა
პოეტი... ესე იგი მოძ​რაობით კი ვმოძ​რა​ობ, მაგ​რამ სა​ბო​ლო​ოდ ვერ​სად ვერ მივ​სულ​ვარ...

ყი​ნუ​ლი ჭი​ქებ​ში სულ გად​ნა. გო​ტან​დამ სამ​ზა​რეულო​დან კი​დევ ერ​თი პა​ტა​რა ვედ​რო მოიტა​ნა. ჭი​ქე​ბი ყი​ნუ​‐
ლით გა​ავ​სო და ვის​კი და​ას​ხა. დახ​ვე​წი​ლი ჟეს​ტე​ბი. კე​თილ​შო​ბი​ლუ​რი იერი. ყი​ნუ​ლის სა​სიამოვ​ნო წკა​რუ​ნი
ჭი​ქის კედ​ლებ​ზე. „რო​გორც კი​ნო​ში“, – გა​ვი​ფიქ​რე მე​ქა​ნი​კუ​რად.
– ასე რომ, მე ჩე​მი უბე​დუ​რე​ბა მჭირს, – შე​ვა​ჯა​მე, – არაფ​რით შენ​სა​ზე მხიარუ​ლი არ არის.

– ეე, არა, ძმაო, – არ და​მე​თან​ხმა გო​ტან​და, – მე ჩვენს უიღ​ბლო​ბას არც შე​ვა​და​რებ​დი. მე ქა​ლი მიყ​ვარს. ეს
სიყ​ვა​რუ​ლია, რო​მელ​საც გა​მო​სა​ვა​ლი არ შე​იძ​ლე​ბა ჰქონ​დეს. შენ თავს სულ სხვა ამ​ბა​ვია. შენ, ყო​ველ შემ​‐
თხვე​ვა​ში, სად​ღაც რა​ღა​ცა მა​ინც გე​წე​ვა – თუნ​დაც აქეთ-​იქით გა​ქა​ნა​ვებ​დეს. ვე​რაფ​რით ვერ შე​ედ​რე​ბა ვნე​‐
ბე​ბის ლა​ბი​რინთს, რო​მელ​შიც მე დავ​ბო​რიალებ. შენ იცი, რა გსურს, რი​სი იმე​დი შე​იძ​ლე​ბა გქონ​დეს. იმის
შან​სი მა​ინც გაქვს, რომ გა​მო​სა​ვალს იპო​ვი. მე სა​ერ​თოდ არა​ფე​რი არ მაქვს. ჩვენს სი​ტუაცი​ებს შო​რის ისე​‐
თი უფ​სკრუ​ლია, სა​ლა​პა​რა​კო​დაც არ ღირს.

– შე​იძ​ლე​ბა... – თით​ქოს და​ვე​თან​ხმე, – ასეა თუ ისე, მე მხო​ლოდ გზა დამ​რჩა, რო​მელ​საც კი​კი მთა​ვა​ზობს.
სხვა გზა არ არ​სე​ბობს. გა​მუდ​მე​ბით ცდი​ლობს, რა​ღა​ცა გად​მომ​ცეს – მი​ნიშ​ნე​ბა ან გზავ​ნი​ლი. მეც ვძა​ბავ
სმე​ნას, ვცდი​ლობ გა​ვი​გო​ნო...

– მო​მის​მი​ნე, – თქვა უცებ გო​ტან​დამ, – არას​დროს გი​ფიქ​რია, რომ კი​კი შე​იძ​ლე​ბა მო​ეკ​ლათ?

– ისე​ვე რო​გორც მე​ი?

– ჰო. წარ​მო​იდ​გი​ნე. ისე​ვე უცებ გაუჩი​ნარ​და. რო​ცა მე​ის სიკ​ვდი​ლის შე​სა​ხებ გა​ვი​გე, მა​შინ​ვე კი​კი გა​მახ​სენ​‐
და. იქ​ნებ იმა​საც იგი​ვე დაემარ​თა? ამა​ზე ხმა​მაღ​ლა რა​მის თქმი​საც კი მე​ში​ნია. ამი​ტომ არც არა​ფერს ვამ​‐
ბობ​დი. მაგ​რამ ხომ შე​საძ​ლე​ბე​ლია ასე​თი რამ?

არა​ფე​რი არ ვუ​პა​სუ​ხე. რაც არ უნ​და იყოს, მე ის და​ვი​ნა​ხე – მიტ​რიალებ​და თავ​ში. იქ, ნაც​რის​ფერ ბინ​დში,
ჰო​ნო​ლუ​ლუს გა​რეუბან​ში. მე ის და​ვი​ნა​ხე. იუკი​მაც კი იცის ამის შე​სა​ხებ.

– უბ​რა​ლოდ, რო​გორც ალ​ბა​თო​ბა. ფაქ​ტის გა​რე​შე, – თქვა გო​ტან​დამ.

– ალ​ბა​თო​ბა, რა თქმა უნ​და, არის. მაგ​რამ მი​ნიშ​ნე​ბებს სწო​რედ ის მიგ​ზავ​ნის. ამას სრუ​ლი​ად გარ​კვე​ვით
ვგრძნობ. კი​კის თა​ვი​სი სტი​ლი აქვს, არ შევ​ცდე​ბო​დი.

გო​ტან​და დიდ​ხანს იყო ჩუ​მად. გულ​ხელ​დაკ​რე​ფი​ლი იჯ​და. შე​იძ​ლე​ბო​და გე​ფიქ​რა, რომ დაიღა​ლა და ჩაეძი​‐
ნა. მაგ​რამ, ცხა​დია, არ ეძი​ნა. დრო​დად​რო მი​სი თი​თე​ბი გა​მო​ცოც​ხლდე​ბო​და და ისევ მშვიდ​დე​ბო​და. თი​თე​‐
ბის გარ​და, არა​ფე​რი არ მოძ​რა​ობ​და. ღა​მის სიბ​ნე​ლე მო​ჟო​ნავ​და ოთახ​ში და მის მოხ​დე​ნილ ფი​გუ​რას ისე
ეხ​ვეოდა გარს, რო​გორც სამ​შო​ბიარო წყლე​ბი ჩვილს სა​შო​ში. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ასე მეჩ​ვე​ნე​ბო​და.

ჭი​ქა​ში ყი​ნუ​ლი შე​ვან​ჯღრიე და ისევ მოვ​სვი ვის​კი.

და უცებ ვი​ღაც მე​სა​მის ყოფ​ნა ვიგ​რძე​ნი. თით​ქოს ჩემ​სა და გო​ტან​დას გარ​და, ოთახ​ში კი​დევ ვი​ღაც იყო.
ვგრძნობ​დი მი​სი სხეულის სით​ბოს, სუნ​თქვას, სუნს. თუმ​ცა ყვე​ლა ნიშ​ნით ეს ადა​მიანი არ იყო. ირ​გვლივ
ჰაერი ისე აბორ​გდა, თით​ქოს ვე​ლუ​რი მხე​ცი გა​აღ​ვი​ძეს. მხე​ცი? ზურ​გი გა​მი​შეშ​და. შეშ​ფო​თე​ბულ​მა
მივიხედ-​მოვიხედე. მაგ​რამ, ცხა​დია, არა​ვინ და​მი​ნა​ხავს. შუა ოთახ​ში რა​ღაც არაადა​მიანუ​რის ნა​დე​დი შე​მა​‐
ლუ​ლი​ყო. მაგ​რამ და​ნახ​ვით ვე​რა​ფერს ვხე​დავ​დი.

"},{"head":"35.","content":"
35.

მაისის ბო​ლოს შემ​თხვე​ვით – იმე​დია, რომ შემ​თხვე​ვით – გიმ​ნა​ზი​ელს შევ​ხვდი. ერთ-​ერთს ინ​სპექ​ტო​რე​ბის
იმ წყვი​ლი​დან, მე​ის სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ რომ ვყავ​დი და​კით​ხვა​ზე. უნი​ვერ​მაღ „ტო​კიუ ჰენ​დსში“ შე​ვე​დი, სარ​‐
ჩი​ლა​ვი ვი​ყი​დე და უკ​ვე გა​სას​ვლე​ლის​კენ მივ​დიოდი, რომ პი​რის​პირ შე​ვე​ჩე​ხე. მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ
თით​ქმის ზაფ​ხუ​ლის ამინ​დი იდ​გა, სქე​ლი ტვი​დის პი​ჯა​კი ეც​ვა, მაგ​რამ გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბის მი​ხედ​ვით ეს სულ
არ აწუ​ხებ​და. შე​იძ​ლე​ბა პო​ლი​ციაში მუ​შაობა ადა​მი​ან​ში გან​სა​კუთ​რე​ბულ სიც​ხე​გამ​ძლეობას ავი​თა​რებს.
კაც​მა არ იცის. ხელ​ში უნი​ვერ​მა​ღის სა​ფირ​მო პა​კე​ტი ეჭი​რა – ისე​თი​ვე, რო​გო​რიც მე. ისე​თი სა​ხე მი​ვი​ღე,
რომ ვერ შე​ვამ​ჩნიე და გვერ​დის ავ​ლას ვა​პი​რებ​დი, მაგ​რამ გიმ​ნა​ზი​ელ​მა ამის სა​შუალე​ბა არ მომ​ცა.

– რა უც​ხვირ​პი​რო ხართ! – ნა​ძა​ლა​დე​ვად იხუმ​რა, – ჩვენ ხომ უც​ხოები არ ვართ. რა​ტომ გი​ჭი​რავთ თა​ვი ისე,
თით​ქოს არ ვიც​ნობთ ერ​თმა​ნეთს?

– მაგ​ვი​ან​დე​ბა, – მხო​ლოდ ეს ვუთ​ხა​რი.

– რას მე​უბ​ნე​ბით! – მო​მაწ​ვა გიმ​ნა​ზიელი, სრუ​ლე​ბით არ სჯე​რო​და, რომ მაგ​ვი​ან​დე​ბო​და.

– სა​მუ​შა​ოდ უნ​და მო​ვემ​ზა​დო. და კი​დევ უამ​რა​ვი მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი საქ​მე... – არ ვნებ​დე​ბო​დი.

– მეს​მის, – თა​ვი და​აქ​ნია, – მაგ​რამ იქ​ნებ ათი წუ​თი გა​მო​ნა​ხოთ. ჩაიზე რას იტ​ყვით? ძა​ლი​ან მინ​დო​და სამ​სა​‐
ხუ​რის გა​რეთ თქვენ​თან და​ლა​პა​რა​კე​ბა. გარ​წმუ​ნებთ, ათი წუ​თი საკ​მა​რი​სი იქ​ნე​ბა.

და გა​და​ჭე​დილ კა​ფე​ტე​რიაში შევ​ყე​ვი. რა​ტომ – თვი​თო​ნაც არ ვი​ცი. ხომ შე​მეძ​ლო უარი მეთ​ქვა და ჩე​მი
გზით წავ​სუ​ლი​ყა​ვი. არა! და​ბა​რე​ბუ​ლი​ვით წავ​ცუნ​ცულ​დი კა​ფე​ტე​რიაში და ყა​ვას შე​ვე​ქე​ცი პო​ლი​ცი​ის მა​ძე​‐
ბარ​თან ერ​თად. გარს გვეხ​ვია შეყ​ვა​რე​ბუ​ლი წყვი​ლე​ბი და სტუ​დენ​ტე​ბი. ყა​ვა უვარ​გი​სი იყო, ჰაერი – მძი​მე,
და​ხუ​თუ​ლი. გიმ​ნა​ზი​ელ​მა სი​გა​რე​ტი ამოიღო და მოუკი​და.

– დი​დი ხა​ნია თა​ვის და​ნე​ბე​ბა მინ​და. სამ​წუ​ხა​როდ, არ გა​მო​დის! – თქვა, – სა​ნამ ამ სამ​სა​ხურ​ში ვარ, ცდაც კი
არ ღირს. მო​სა​წე​ვის გა​რე​შე ვერ გაძ​ლებ. მე​ტის​მე​ტად ცვდე​ბა ნერ​ვე​ბი.

ხმა არ ამო​მი​ღია.

– ცვდე​ბა ნერ​ვე​ბი, – გაიმეორა, – გარ​შე​მო ყვე​ლას სძულ​ხარ. რაც უფ​რო დიდ​ხანს მუ​შა​ობ სის​ხლის სა​მარ​‐
თლის საქ​მეების ინ​სპექ​ტო​რად, მით უფ​რო ეჯავ​რე​ბი ყვე​ლას. თვა​ლე​ბი გემ​ღვრე​ვა. სა​ხის კა​ნი გი​ძა​ბუნ​დე​‐
ბა. თუ რა​ტომ გი​ძა​ბუნ​დე​ბა სა​ხე – არ ვი​ცი, მაგ​რამ ასეა. ძა​ლი​ან მა​ლე ასაკ​თან შე​და​რე​ბით ორ​ჯერ უფ​რო
ხნიერი ჩან​ხარ. ლა​პა​რა​კის მა​ნე​რაც კი გეც​ვლე​ბა. და არა​ფე​რი ნა​თე​ლი ცხოვ​რე​ბა​ში აღარ გრჩე​ბა.

ყა​ვა​ში სა​მი კოვ​ზი შა​ქა​რი ჩა​ყა​რა, ნა​ღე​ბი დაამა​ტა, გულ​მოდ​გი​ნედ მოურია და ფინ​ჯა​ნი ნე​ლა მიიტა​ნა პირ​‐
თან.

სა​ათს დავ​ხე​დე.

– ჰო, რა თქმა უნ​და, დრო, – გა​ახ​სენ​და, – ხუ​თი წუ​თი კი​დევ გვაქვს, ასე არ არის? ნუ ღე​ლავთ, არ შე​გა​ყოვ​‐
ნებთ. იმ მოკ​ლუ​ლი გო​გოს, მე​ის თაობა​ზე.
– მეი? – რაც შე​იძ​ლე​ბა ბრიყ​ვუ​ლად ვკით​ხე. ვინ​მე ისე​თი არ გე​გო​ნო, ბი​ძა​ჩე​მო. ასე ად​ვი​ლად ვერ გა​მა​ბამ.

ოდ​ნავ მოღ​რი​ცა ტუ​ჩე​ბი და გაიცი​ნა.

– ჰო, რა თქმა უნ​და!.. ასე ერ​ქვა მოკ​ლულს – მეი. გა​მო​ძიების დროს გა​ირ​კვა. სა​ხე​ლი, ცხა​დია, ნამ​დვი​ლი არ
არის. სა​მუ​შაო მეტ​სა​ხე​ლია. მე​ძა​ვი, რო​გორც ვვა​რაუდობ​დით. ამას თა​ვი​დან​ვე ვგრძნობ​დი. გა​რეგ​ნუ​ლად
წე​სიერი გო​გოა, სი​ნამ​დვი​ლე​ში – პი​რი​ქით. ჩვენს დრო​ში სულ უფ​რო რთულ​დე​ბა ერ​თი შე​ხედ​ვით გარ​ჩე​ვა.
არა​და, რო​გორ იყო ად​რე? შე​ხე​დავ​დი და მა​შინ​ვე მიხ​ვდე​ბო​დი: მე​ძა​ვია. შე​სა​ბა​მი​სი ტა​ნი​სა​მო​სი, კოს​მე​ტი​‐
კა, მი​მი​კა, ჟეს​ტე​ბი... ბო​ლო დროს კი ასე უცებ ვერ მიხ​ვდე​ბი. ქა​ლე​ბი, რომ​ლებ​ზეც ვე​რა​სო​დეს გაიფიქ​რებ,
რომ ამ საქ​მით არი​ან და​კა​ვე​ბუ​ლი. ვინ ფუ​ლის​თვის, ვინ ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობის გა​მო. ეს ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან
ცუ​დია. თან ძა​ლი​ან სა​ხი​ფა​თო. არ გეჩ​ვე​ნე​ბათ? დრო​დად​რო უც​ხო მა​მა​კა​ცებ​თან შეხ​ვედ​რა და მარ​ტო დარ​‐
ჩე​ნა მას​თან. ამ სა​ზო​გა​დოება​ში კი რო​გორს არ გა​და​ეყ​რე​ბი. გარ​ყვნი​ლებს, სა​დის​ტებს. ყვე​ლა​ფე​რი შე​იძ​ლე​‐
ბა მოხ​დეს. ხომ მე​თან​ხმე​ბით?

უნე​ბუ​რად და​ვუქ​ნიე თა​ვი.

– მაგ​რამ ახალ​გაზ​რდა ქა​ლებს ეს არ ეს​მით. ჰგო​ნი​ათ, რომ იღ​ბა​ლი მუ​დამ მათ მხა​რეს იქ​ნე​ბა. მაგ​რამ ვე​რა​‐
ფერს იზამ. იმი​ტო​მაც არის ახალ​გაზ​რდო​ბა, რომ ამის იმე​დი ჰქონ​დეს. გულ​წრფე​ლად სწამთ, რომ ყვე​ლა​ფე​‐
რი კარ​გად იქ​ნე​ბა. და მხო​ლოდ მა​შინ ხვდე​ბი​ან, რომ ეს ასე არ არის, რო​ცა უკ​ვე მე​ტის​მე​ტად გვიანაა. რო​ცა
მათ, ამ სა​ცო​და​ვებს, უკ​ვე ყელ​ში წინ​და აქვთ წა​ჭე​რი​ლი. ფი​ნი​ში...

– ესე იგი ნა​ხეთ მკვლე​ლი? – ვკით​ხე.

თა​ვი გა​აქ​ნია და მოიღუ​შა.

– სამ​წუ​ხა​როდ, ჯერ არა. ბევ​რი დე​ტა​ლი ამო​ტივ​ტივ​და. მაგ​რამ გა​ზე​თე​ბი ვე​რა​ფერს შე​იტ​ყო​ბენ, სა​ნამ ძიება
არ დას​რულ​დე​ბა. კერ​ძოდ, გა​ირ​კვა, რომ მეი ჰქვია. რომ მე​ძა​ვად მუ​შა​ობ​და. ნამ​დვი​ლი სა​ხე​ლი... თუმ​ცა ეს
უკ​ვე არ​სე​ბი​თი არ არის. დაიბა​და კუ​მა​მო​ტო​ში. მა​მა – სა​ხელ​მწი​ფო მო​ხე​ლე. მარ​თა​ლია, პა​ტა​რა ქა​ლაქ​ში,
მაგ​რამ უფ​რო​სო​ბა​ში გა​აღ​წია. სახ​ლი – სავ​სე, ოჯა​ხი – უზ​რუნ​ველ​ყო​ფი​ლი. ფულს რე​გუ​ლა​რუ​ლად უგ​ზავ​‐
ნიდ​ნენ. დე​და თვე​ში ორ​ჯერ ტო​კიოში აკით​ხავ​და, რომ ყვე​ლაფ​რით უზ​რუნ​ვე​ლე​ყო, რაც ცხოვ​რე​ბის​თვის
იყო სა​ჭი​რო. მშობ​ლებს ეუბ​ნე​ბო​და, რომ სა​მო​დე​ლო ბიზ​ნეს​ში მუ​შა​ობ​და. უფ​რო​სი და ქი​რურ​გზეა გათ​ხო​ვი​‐
ლი. უმ​ცრო​სი ძმა კიუსი​უს უნი​ვერ​სი​ტეტ​ში, იური​დი​ულ​ზე სწავ​ლობს. ოჯა​ხია, უკე​თესს ვერ ინატ​რებ! ასე​თი
ოჯა​ხის შვილს რა ჯან​და​ბა უნ​და პა​ნელ​ზე? მას შემ​დეგ, რაც მოხ​და, მი​სი ყვე​ლა ახ​ლო​ბე​ლი შოკ​შია. ამი​ტომ
ჯერ არ ვატ​ყო​ბი​ნებთ ოჯახს, რით იყო და​კა​ვე​ბუ​ლი სი​ნამ​დვი​ლე​ში. გვე​ცო​დე​ბა. მას შემ​დეგ, რაც შე​იტ​ყო,
რომ ქა​ლიშ​ვი​ლი ოტელ​ში წინ​დით გა​გუ​დეს, დე​და თვით​მკვლე​ლო​ბის ზღვარ​ზეა. მე​ტის​მე​ტად სა​ში​ნე​ლი ამ​‐
ბა​ვია ასე​თი იდეალუ​რი ოჯა​ხის​თვის.

ხმა არ ამო​მი​ღია. ბო​ლომ​დე თქვა სათ​ქმე​ლი.

– გა​ვე​დით ორ​გა​ნი​ზა​ციაზე, რო​მე​ლიც გა​მო​ძა​ხე​ბით სთა​ვა​ზობს კლი​ენ​ტებს მე​ძა​ვებს. არ ვიტ​ყვი, რა დაგ​ვიჯ​‐


და ეს. მაგ​რამ რა​ღა​ცის გა​გე​ბა მა​ინც მო​ვა​ხერ​ხეთ. და იცით, რო​გორ? და​ვი​ჭი​რეთ სა​მი მე​ძა​ვი დი​დი ოტე​ლის
ფოიეში. იგი​ვე ფო​ტოები ვაჩ​ვე​ნეთ, რაც თქვენ და დავ​კით​ხეთ. ერ​თი გატ​ყდა. ყვე​ლას არა აქვს ისე​თი ნერ​ვე​‐
ბი, რო​გო​რიც თქვენ. თან სულ მა​ლე მო​ვუ​ძებ​ნეთ სუს​ტი ად​გი​ლი. ასე გა​ვი​გეთ ორ​გა​ნი​ზა​ცი​ის შე​სა​ხებ. ექ​‐
სტრაკ​ლა​სის ბორ​დე​ლი. სა​წევ​რო სის​ტე​მით და ნიხ​რით მოარუ​ლი ფუ​ლის ტომ​რე​ბის​თვის. მე და თქვენ –
სამ​წუ​ხა​როდ! – ასეთ ად​გი​ლებ​ზე ხე​ლი არ მიგ​ვიწ​ვდე​ბა. თუ მზად ხართ გო​გო​ნას​თან ერ​თი ღა​მის​თვის სა​‐
მოც​დაათი ათა​სი და​დოთ? მე არა. უღ​რმე​სი მად​ლო​ბა. ამ​დე​ნი ფუ​ლის ხარ​ჯვას მირ​ჩევ​ნია ლო​გინ​ში ცოლ​‐
თან დავ​ზო​გო და შვილს ვე​ლო​სი​პე​დი ვუ​ყი​დო. მოკ​ლედ, რა გით​ხრათ – ჩვენ​თვის, ჯი​ბე​გაფ​ხე​კი​ლე​ბის​თვის,
არ არის ეს გა​სარ​თო​ბი! – გაიცი​ნა და შე​მომ​ხე​და, – მაგ​რამ რომ მო​მინ​დეს კი​დეც ამ სა​მოც​დაათი ათა​სის და​‐
დე​ბა, ლა​პა​რა​კი​თაც არა​ვინ და​მე​ლა​პა​რა​კე​ბა. მა​შინ​ვე გა​არ​კვე​ვენ, რა ჩი​ტიც ვარ. მთელ ჩემს ასავალ-​‐
დასავალს ამო​ქე​ქა​ვენ. პირ​ველ რიგ​ში – უსაფ​რთხოება. სა​ეჭ​ვო კლი​ენ​ტებს არ ემ​სა​ხუ​რე​ბი​ან, სის​ხლის სა​‐
მარ​თლის გა​მომ​ძი​ებ​ლებს კი – მით უფ​რო. იმი​ტომ არა, რომ პო​ლი​ცი​ას​თან საქ​მის და​ჭე​რა არ უნ​დათ. რო​მე​‐
ლი​მე დი​დი კა​ცი რომ ვი​ყო პო​ლი​ცი​ის სამ​მარ​თვე​ლო​დან – სხვა საქ​მეა. ოღონდ მხო​ლოდ ძ-​ძალიან დი​დი.
რა​თა, რა​მე რომ მოხ​დეს, გა​მო​ად​გეთ. ჩემ​ნაირი ბოს​ტნის საფ​რთხო​ბე​ლას​გან კი აბა რა ხეირი​ა.

ყა​ვა და​ლია და ისევ გააბო​ლა.

– სა​ბო​ლო​ოდ ორ​დე​რი მო​ვით​ხო​ვეთ ამ კან​ტო​რის ჩხრე​კის​თვის. სა​მი დღის შემ​დეგ მი​ვი​ღეთ. და რო​ცა ორ​‐
დე​რით ხელ​ში შევ​ვარ​დით კლუ​ბის კან​ტო​რა​ში – სი​ცა​რიელე დაგ​ვხვდა. კოს​მო​სუ​რი სი​ცა​რიელე. არც ქა​‐
ღალ​დე​ბი, არც სამ​ხი​ლი, არც მოწ​მეები. ა-​რა-ფე-რი. სხვა​ნაირად რომ ვთქვა, საიდუმ​ლო ინ​ფორ​მა​ცი​ამ გა​‐
ჟო​ნა. შე​კით​ხვა – საიდან გა​ჟო​ნა? თქვენ რო​გორ ფიქ​რობთ?

– არ ვი​ცი, – ვუთ​ხა​რი.

– პო​ლი​ციიდან, სხვა საიდან! ვი​ღა​ცას ზე​მოთ ძა​ლი​ან აეწ​ვა და უბ​რა​ლოდ, გაგ​ვყი​დეს. დამ​ტკი​ცე​ბა შე​უძ​ლე​‐
ბე​ლია, მაგ​რამ ჩვენ​თან, გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში, მტკი​ცე​ბუ​ლე​ბის გა​რე​შეც კი ყვე​ლას​თვის ნა​თე​ლია. ვი​ღა​ცამ და​‐
რე​კა კლუბ​ში და გა​აფ​რთხი​ლა: მა​ლე სტუმ​რე​ბი გეწ​ვე​ვი​ან და სა​ნამ დროა, აიბარ​გე​თო... უნა​მუ​სო​ბაა. სიმ​‐
დაბ​ლე და ღირ​სე​ბის არ​ქო​ნა. კლუ​ბი კი, რო​გორც ჩანს, სას​წრა​ფო გა​და​ბარ​გე​ბას შეჩ​ვეულია. რა​ღაც ერთ
სა​ათ​ში მო​აგ​ვა​რეს ყვე​ლა​ფე​რი, ახ​ლა მი​დი და ეძე​ბე! სხვა კან​ტო​რას იქი​რა​ვე​ბენ, სხვა ტე​ლე​ფო​ნებს და​იდ​‐
გა​მენ და ისევ ძველ საქ​მეს მიჰ​ყო​ფენ ხელს. ეს ხომ ისე​თი ად​ვი​ლია. სა​ნამ კლი​ენ​ტე​ბის სია არ​სე​ბობს და
გო​გოებიც ხაზ​ზე არი​ან მოწ​ყო​ბი​ლი – შე​უძ​ლი​ათ ეს ბიზ​ნე​სი ნე​ბის​მი​ერ ად​გი​ლას გა​ნაგ​რძონ. და ვე​რა​ფერ​‐
საც ვე​ღარ გა​მოვ​ჩიჩ​ქნით. კინ​წის​კვრით გა​მოგ​ვყა​რეს თა​მა​ში​დან. ერ​თი დარ​ტყმით ჩაწ​ყვი​ტეს ყვე​ლა ძა​ფი.
საკ​მა​რი​სი იყო გაგ​ვე​გო, ვინ იყო დამ​კვე​თი მკვლე​ლო​ბის ღა​მეს და ყვე​ლა​ფე​რი და​იძ​ვრე​ბო​და მკვდა​რი წერ​‐
ტი​ლი​დან. მაგ​რამ ახ​ლა, რო​ცა ყვე​ლა​ფე​რი აი ასეა, ისევ ხელ​ცა​რიელი ვართ. ეშ​მა​კიც ვერ მიხ​ვდე​ბა, რა უნ​‐
და ვქნათ.

– გაუგე​ბა​რია, – ვთქვი.

– რა არის გაუგე​ბა​რი?

– თუ, რო​გორც თქვენ ამ​ბობთ, სა​წევ​რო სის​ტე​მის კლუბ​ში მუ​შა​ობ​და, რის​თვის დას​ჭირ​დე​ბო​და კლუ​ბის
წევრს მი​სი მოკ​ვლა? მა​შინ​ვე არ გა​მო​ით​ვლიდ​ნენ? ასე არ არის?

– ასეა, – თა​ვი და​მიქ​ნია გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – მკვლე​ლის სა​ხე​ლი არ უნ​და მოხ​ვედ​რი​ლი​ყო კლუ​ბის დო​კუ​მენ​ტებ​‐
ში. ესე იგი ეს ან მი​სი საყ​ვა​რე​ლია, ან კლუ​ბის წევ​რი, რო​მელ​მაც კერ​ძო წე​სით, პირ​და​პირ გა​მოიძა​ხა. არც
პირ​ვე​ლი და არც მეორე ვერ​სი​ის​თვის ხელ​ჩა​სა​ჭი​დი არა​ფე​რი გვაქვს. ვე​რა​ფე​რი ვერ ვი​პო​ვეთ. ჩი​ხი.

– მე არ მო​მიკ​ლავს, – ვუთ​ხა​რი.

– რა თქმა უნ​და. ეს ვი​ცით, – მით​ხრა, – და მე მა​შინ​ვე გით​ხა​რით. თქვენ ის ხა​სიათი არ გაქვთ. თქვენ ადა​‐
მიანის მოკ​ვლა არ შე​გიძ​ლი​ათ. ეს აშ​კა​რად ჩანს. თქვენ​ნაირი ადა​მიანე​ბი არ კლა​ვენ სხვა ადა​მიანებს. მაგ​‐
რამ რა​ღაც იცით. ვგრძნობ. პრო​ფე​სიული ალ​ღო​თი. იქ​ნებ მით​ხრათ? ყვე​ლა​ფე​რი ჩვენ შო​რის დარ​ჩე​ბა.
სულ​ში არ ჩა​გიძ​ვრე​ბით და არა​ფერს გი​საყ​ვე​დუ​რებთ. გპირ​დე​ბით. სე​რიოზუ​ლად.

– წარ​მოდ​გე​ნაც კი არ მაქვს, რას მთხოვთ, – ვუთ​ხა​რი.

– ესე იგი სულ ტყუილად ვწვა​ლობთ, – მოიღუ​შა გიმ​ნა​ზიელი, – მთე​ლი ამ​ბა​ვი ის არის, რომ ჩვენს უფ​რო​სო​‐
ბას არ სურს, საქ​მეს მსვლე​ლო​ბა მის​ცეს. რა მოხ​და, ოტელ​ში გა​გუ​დეს ვი​ღაც მე​ძა​ვი – ეშ​მაკ​საც წაუღია,
ღირ​სიც იყო. ჩვენს ხელ​მძღვა​ნე​ლო​ბას მარ​ტი​ვი ლო​გი​კა აქვს: რაც უფ​რო ცო​ტაა მე​ძა​ვი, მით უკე​თე​სი. მათ
უმე​ტე​სო​ბას გვა​მიც კი არ უნა​ხავს. წარ​მოდ​გე​ნაც კი არა აქვთ, რო​გო​რია, რო​ცა ლა​მაზ შიშ​ველ გო​გოს ყელ​‐
ში წინ​დას უჭე​რენ. რა სა​ში​ნე​ლე​ბაა და რა ცო​დო​ა... კლუ​ბის წევ​რებს შო​რის მარ​ტო პო​ლი​ცი​ის ბო​სე​ბი კი
არა, დი​დი პო​ლი​ტი​კო​სე​ბიც არი​ან. პო​ლი​ცი​ას კი ყუ​რე​ბი კე​ფა​ზე აქვს. გაკ​რთე​ბა თუ არა სიბ​ნე​ლე​ში ოქ​როს
ქრი​ზან​თე​მა – იაპო​ნი​ის პარ​ლა​მენ​ტის სამ​კერ​დე ნი​შა​ნი – პო​ლი​ციელი თავს მა​შინ​ვე კი​სერ​ში მა​ლავს, კუ​სა​‐
ვით. და რაც უფ​რო ზე​ვით ზის, მით უფ​რო ღრმად მა​ლავს. რას იზამ, არ გაუმარ​თლა სა​ცო​დავ მე​ის. არაფ​რის
გა​მო მოკ​ვდა და მკვლე​ლის პოვ​ნაც... ეტ​ყო​ბა, იღ​ბა​ლი არ ჰქო​ნი​ა...

ოფი​ცი​ან​ტმა მი​სი ცა​რიელი ფინ​ჯა​ნი წაიღო. მე არც და​მი​ლე​ვი​ა.

– გულ​წრფე​ლად გეტ​ყვი, – გა​ნაგ​რძო გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – იმ გო​გოს, მე​ის მი​მართ უც​ნაური გრძნო​ბა მაქვს, რა​‐
ღაც ნა​თე​საური სი​ახ​ლო​ვის. ნე​ტავ რა​ტომ? თვი​თო​ნაც არ ვი​ცი. მაგ​რამ რო​ცა სა​წოლ​ზე ვნა​ხე – შიშ​ვე​ლი,
მკვდა​რი, წინ​დით ყელ​ზე – აი, რა გა​ვი​ფიქ​რე. იმ გა​რე​წარს, მის მკვლელს, რა​დაც არ უნ​და და​მიჯ​დეს, მა​ინც
და​ვი​ჭერ. რა თქმა უნ​და, მსგავ​სი სცე​ნე​ბი „მე​ტი აღარ მინ​დამ​დე“ გვაქვს ნა​ნა​ხი და ყო​ვე​ლი მო​რი​გი გვა​მის
ნახ​ვი​სას სიბ​რა​ლუ​ლი​სა და თა​ნაგ​რძნო​ბის​გან ჭკუიდან არ ვიშ​ლე​ბით. მი​ნა​ხავს და​ნა​წევ​რე​ბუ​ლი, ძვლე​ბამ​‐
დე შეხ​რუ​კუ​ლიც – რო​გო​რიც გნე​ბავთ. მაგ​რამ მი​სი გვა​მი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი იყო. წარ​მო​უდ​გენ​ლად ლა​მა​ზი.
დი​ლა იყო. მზის სხი​ვე​ბი ეცე​მო​და ფან​ჯრი​დან. და თით​ქოს ამ სხი​ვებ​ში იწ​ვა ჩა​ყი​ნუ​ლი. თვა​ლე​ბი გა​ხე​ლი​‐
ლი, ენა ხორ​ხში ჩა​ვარ​დნი​ლი, ყელ​ზე წინ​და. წინ​დის ბო​ლოები მკერ​დზე უწ​ყვია. კოხ​ტად, ჰალ​სტუ​ხი​ვით. ვუ​‐
ყუ​რებ​დი და უც​ნა​ურ რა​ღა​ცას ვგრძნობ​დი. თით​ქოს ეს გო​გო მთხოვს – პი​რა​დად მე! – რომ ეს საიდუმ​ლო
გავ​ხსნა. თით​ქოს სა​ნამ მკვლელს არ ვი​პო​ვი, ასეც იწ​ვე​ბა მზის სხი​ვებ​ში ჩა​ყი​ნუ​ლი. იქ, ოტელ​ში. და ასეც
მეჩ​ვე​ნე​ბა დღემ​დე: სა​ნამ მკვლე​ლი გა​რეთ და​სე​ირ​ნობს, სა​ნამ საქ​მე გა​უხ​სნე​ლია, ის არ გალ​ღვე​ბა, ვერ გა​‐
თა​ვი​სუფ​ლდე​ბა იმ ყი​ნუ​ლე​ბის​გან... რო​გორ ფიქ​რობთ, ეს ნორ​მა​ლუ​რი გრძნო​ბა​ა?

– არ ვი​ცი, – ვუ​პა​სუ​ხე.

– თქვენ, რო​გორც მივ​ხვდი, დი​დი ხნით გა​ემ​გზავ​რეთ სად​ღაც. მოგ​ზაურობ​დით? რუ​ჯი ძა​ლი​ან გიხ​დე​ბათ, –
მით​ხრა ინ​სპექ​ტორ​მა.

– ჰა​ვაიზე ვი​ყა​ვი, სამ​სა​ხუ​რის საქ​მე​ებ​ზე, – ვთქვი.

– მა​გა​რი​ა... მშურს თქვე​ნი. კარ​გია ასე​თი სამ​სა​ხუ​რი. აქ კი დი​ლი​დან სა​ღა​მომ​დე გვა​მე​ბი უნ​და ათ​ვა​ლიერო.
გინ​და, არ გინ​და, პირ​ქუ​ში გახ​დე​ბი. ოდეს​მე და​გით​ვა​ლიერე​ბი​ათ გვა​მე​ბი?

– არა, – ვუთ​ხა​რი.

თა​ვი გა​აქ​ნია და სა​ათს და​ხე​და.

– კარ​გი, რა გა​ეწ​ყო​ბა. მა​პა​ტი​ეთ, რომ ტყუილად წა​გარ​თვით დრო. თუმ​ცა იქ​ნებ არ​ცთუ ტყუილად. ხომ ამ​ბო​‐
ბენ, შემ​თხვე​ვი​თი შეხ​ვედ​რე​ბი არ არ​სე​ბობ​სო. ეს ჩვე​ნი საუბა​რი კი დაივიწ​ყეთ. ისე​თებ​საც კი, რო​გო​რიც მე
ვარ, დრო​დად​რო გუ​ლის გა​დაშ​ლა სჭირ​დე​ბათ... თუ საიდუმ​ლო არ არის, რა იყი​დეთ?

– სარ​ჩი​ლა​ვი, – ვუთ​ხა​რი.

– მე კი მავ​თუ​ლი, მი​ლე​ბის გა​საწ​მენ​დად. სახ​ლში ყვე​ლა მი​ლი გა​ჭე​დი​ლი​ა...

ყა​ვის ფუ​ლი გა​დაიხა​და. ნა​ხე​ვა​რი შევ​თა​ვა​ზე, მაგ​რამ გა​დაჭ​რით უარი მით​ხრა.

– აბა, რას ამ​ბობთ! მე არ შე​მო​გიტ​ყუ​ეთ აქ? თქვე​ნი დრო და ნერ​ვე​ბი უფ​რო ძვი​რიც ღირს. ეს კი, რა სა​ლა​პა​‐
რა​კო​ა...

კა​ფე​ტე​რიიდან გა​მო​სას​ვლელ​ში რა​ღაც გა​მახ​სენ​და.

– და ხში​რად გიხ​დე​ბათ მე​ძა​ვის მკვლე​ლო​ბის გა​მო​ძიება? – ვკით​ხე.

– რო​გორ გით​ხრათ... სა​ერ​თოდ, საკ​მა​ოდ ხში​რად. ცხა​დია, ყო​ველ​დღე არა, მაგ​რამ არც წე​ლი​წად​ში ერ​‐
თხელ. რა, მე​ძა​ვე​ბის მკვლე​ლო​ბე​ბი გა​ინ​ტე​რე​სებთ?

– არა, არ მა​ინ​ტე​რე​სებს, – ვუ​პა​სუ​ხე, – უბ​რა​ლოდ, გკით​ხეთ.

ამით დავ​შორ​დით.

თვალს მიეფა​რა, მე კი კი​დევ დიდ​ხანს მწიწ​კნი​და გუ​ლის კოვ​ზთან.

"},{"head":"36.","content":"

36.

აუჩ​ქა​რებ​ლად, ღრუ​ბე​ლი​ვით გას​რი​ალ​და ფან​ჯრის იქით და დად​ნა მაისი.

ორთვე-​ნახევარი გა​ვი​და, რაც არა​ნაირი შეკ​ვე​თე​ბი არ ამი​ღია. ზა​რე​ბი თით​ქმის შეწ​ყდა. სამ​ყა​რო ნელ-​ნელა
და სულ უფ​რო ბე​ჯი​თად მი​ვიწ​ყებ​და. ცხა​დია, ფუ​ლი ბან​კის ან​გა​რიშ​ზე აღარ შე​მო​დიოდა, მაგ​რამ ჯერ კი​დევ
მრჩე​ბო​და რა​ღაც თან​ხა ცხოვ​რე​ბის​თვის. ჩე​მი ცხოვ​რე​ბა კი, კაც​მა რომ თქვას, გან​სა​კუთ​რე​ბულ ხარ​ჯებს
არ მო​ით​ხოვს. თვი​თონ ვიმ​ზა​დებ, თვი​თონ ვი​რეც​ხავ. გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი არა​ფე​რი მჭირ​დე​ბა. ვა​ლე​ბი არ
მაქვს, კრე​დიტს არა​ვის ვუხ​დი. მან​ქა​ნებ​ზე და ჩვრებ​ზე არ ვგიჟ​დე​ბი. ასე რომ, უახ​ლო​ეს მო​მა​ვალ​ში შე​მიძ​‐
ლია ფულ​ზე არ ვი​ნერ​ვიულო. კალ​კუ​ლა​ტო​რი მო​ვი​მარ​ჯვე და ჩე​მი სა​არ​სე​ბო მი​ნი​მუ​მი ვი​ან​გა​რი​შე. ამა​ზე
გავ​ყა​ვი ის, რაც ბან​კში დარ​ჩა და მივ​ხვდი: კი​დევ ხუ​თი თვე გავ​ქა​ჩავ​დი. ამ ხუთ თვე​ში იქ​ნებ რა​მე მოხ​დეს
კი​დეც. არ მოხ​დე​ბა და მეც მა​შინ ვი​ფიქ​რებ. გარ​და ამი​სა, ჩემს მა​გი​და​ზე ჰი​რა​კუ მა​კი​მუ​რას ჩარ​ჩო​ში ჩას​მუ​‐
ლი სა​მა​სი ათა​სის ჩე​კი იწო​ნებს თავს. რაც არ უნ​და მოხ​დეს, შიმ​ში​ლით სიკ​ვდი​ლი ჯერ არ მე​მუქ​რე​ბა.

ვცდი​ლობ​დი არ და​მერ​ღვია ცხოვ​რე​ბის თა​ნა​ბა​რი ტემ​პი, თან ძვე​ლე​ბუ​რად ვიც​დი​დი, სა​ნამ რა​მე არ მოხ​დე​‐
ბო​და. კვი​რა​ში რამ​დენ​ჯერ​მე მივ​დიოდი აუზ​ზე და არა​ქა​თის გაც​ლამ​დე ვცუ​რავ​დი. დავ​დიოდი სა​ყიდ​ლებ​ზე,
ვიმ​ზა​დებ​დი კერძს, სა​ღა​მოს ვუს​მენ​დი მუ​სი​კას და ბიბ​ლიოთე​კი​დან გა​მო​ტა​ნილ წიგ​ნებს ვკით​ხუ​ლობ​დი.

იქ, ბიბ​ლიოთე​კა​ში, გა​ზე​თე​ბი და​ვათ​ვა​ლიერე და დაწ​ვრი​ლე​ბით, ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით გა​და​ვი​კით​ხე


ყვე​ლა ცნო​ბა მკვლე​ლო​ბებ​ზე უკა​ნას​კნე​ლი რამ​დე​ნი​მე თვის გან​მავ​ლო​ბა​ში. რა თქმა უნ​და, მხო​ლოდ ის
შემ​თხვე​ვე​ბი მა​ინ​ტე​რე​სებ​და, რო​ცა ქა​ლებს კლავ​დნენ. სამ​ყა​როს ამ კუთ​ხით თვა​ლიერე​ბა​ში აღ​მო​ვა​ჩი​ნე,
რომ ქა​ლებს ამ​ქვეყ​ნად, უბ​რა​ლოდ, კოშ​მა​რუ​ლი რაოდე​ნო​ბით ხო​ცა​ვენ. ჭრი​ან და​ნით, კლა​ვენ ცე​მით და ახ​‐
რჩო​ბენ თო​კით. კი​კის​თან რა​მე​ნაირად მიმ​სგავ​სე​ბულ მსხვერ​პლზე გა​ზე​თე​ბი არა​ფერს იტ​ყო​ბი​ნე​ბოდ​ნენ.
ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, გვა​მი არ უპო​ვი​ათ. რა თქმა უნ​და, უამ​რა​ვი სა​შუალე​ბაა, ისე მო​იქ​ცე, რომ გვა​მი ვე​რა​‐
სო​დეს იპო​ვონ. ფე​ხებ​ზე ტვირ​თი შეაბა და ზღვა​ში ჩა​აგ​დო. წაიღო რაც შე​იძ​ლე​ბა შორს, მთებ​ში, და ტყე​ში
ჩა​მარ​ხო. რო​გორც ჩე​მი ქა​შა​ყი დავ​მარ​ხე. ცხოვ​რე​ბა​ში ვე​რა​ვინ იპო​ვის.

„იქ​ნებ უბე​დუ​რი შემ​თხვე​ვა იყო, – ვფიქ​რობ​დი, – და ისიც დიკ ნორ​ტი​ვით სატ​ვირ​თომ გაიტა​ნა?“ ყვე​ლა ინ​‐
ფორ​მა​ცია შე​ვა​მოწ​მე საგ​ზაო შემ​თხვე​ვებ​ზე. შემ​თხვე​ვებ​ზე, რომ​ლის დრო​საც ქა​ლე​ბი დაიღუპ​ნენ. ქვეყ​ნად
უბე​დუ​რი შემ​თხვე​ვე​ბის გაუგო​ნა​რი რაოდე​ნო​ბა ყო​ფი​ლა, რომ​ლის დრო​საც სა​შინ​ლად ბევ​რი ქა​ლი იღუ​პე​‐
ბა. კვდე​ბი​ან ავ​ტოავა​რიების დროს, იწ​ვე​ბი​ან ხან​ძრებ​ში და იწამ​ლე​ბი​ან გა​ზით სა​კუ​თარ სახ​ლებ​ში. მაგ​რამ
კი​კის მსგავ​სი მათ შო​რის ვერ აღ​მო​ვა​ჩი​ნე.

და კი​დევ თვით​მკვლე​ლო​ბე​ბიც ხდე​ბა, გა​ვი​ფიქ​რე. ან, ვთქვათ, მოულოდ​ნე​ლი სიკ​ვდი​ლი გუ​ლის გა​ხეთ​ქით.
ასეთ შემ​თხვე​ვებ​ზე გა​ზე​თე​ბი უკ​ვე აღარ წე​რენ. ქვეყ​ნად უამ​რა​ვი სულ სხვა​დას​ხვაგ​ვა​რი სიკ​ვდი​ლია. ყო​‐
ველ მათ​გან​ზე გა​ზე​თე​ბი არ იუწ​ყე​ბი​ან. პი​რი​ქით: სიკ​ვდი​ლი, რომ​ლის შე​სა​ხე​ბაც გა​ზე​თე​ბი წე​რენ, გა​მო​ნაკ​‐
ლი​სია სა​ერ​თო წე​სი​დან. ადა​მიანე​ბის უმე​ტე​სო​ბა ჩუ​მად და შე​უმ​ჩნევ​ლად კვდე​ბა.

ამი​ტომ ალ​ბა​თო​ბა რჩე​ბა.

შე​იძ​ლე​ბა კი​კი მოკ​ლეს. შე​იძ​ლე​ბა უბე​დურ​მა შემ​თხვე​ვამ იმ​სხვერ​პლა. შე​იძ​ლე​ბა თა​ვი მო​იკ​ლა. შე​იძ​ლე​ბა
გუ​ლი გა​უს​კდა.

მაგ​რამ მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა არ არ​სე​ბობს. არც იმი​სი, რომ მოკ​ვდა, არც იმი​სი, რომ ცოც​ხა​ლი​ა.

ხან​და​ხან, რო​ცა გუ​ნე​ბა​ზე ვი​ყა​ვი, იუკის ვუ​რე​კავ​დი. „რო​გორ ხარ?“ – ვე​კით​ხე​ბო​დი. „ი​სე რა...“ – მპა​სუ​ხობ​‐
და. თით​ქოს მარ​სი​დან მე​ლა​პა​რა​კე​ბო​და. პა​სუ​ხე​ბი ძა​ლი​ან ცუ​დად ემ​თხვეოდა შე​კით​ხვებს. რო​გორ არ ვი​‐
კა​ვებ​დი თავს, ეს მა​ინც ყო​ველ​თვის მა​ცო​ფებ​და.

– ისე რა, – თქვა მო​რიგ ჯერ​ზე, – არც კარ​გად, არც ცუ​დად. ვცხოვ​რობ ჩემ​თვის ნელ-​ნელა....

– დე​და რო​გორ არის?

– თა​ვის თავ​ში ჩაიკე​ტა. თით​ქმის არ მუ​შა​ობს. მთე​ლი დღე სკამ​ზე ზის და კე​დელს შეჰ​ყუ​რებს. არაფ​რის თა​‐
ვი არა აქვს.

– რით შე​მიძ​ლია და​გეხ​მა​როთ? პრო​დუქ​ტე​ბი მო​გი​ტა​ნოთ, იქ​ნებ სხვა რა​მეც?..

– პრო​დუქ​ტე​ბი თუ დაგ​ვჭირ​და, მო​სამ​სა​ხუ​რე და​დის. ისე კი, სახ​ლში ვუკ​ვე​თავთ. ორ​ნი ვცხოვ​რობთ, არა​‐
ფერს არ ვა​კე​თებთ. იცი... აქ თუ დიდ​ხანს ცხოვ​რობ, გეჩ​ვე​ნე​ბა, რომ დრო გა​ჩერ​და. რო​გორ გგო​ნია, დრო სა​‐
ერ​თოდ მოძ​რა​ობს?

– სამ​წუ​ხა​როდ, მოძ​რა​ობს, და თა​ნაც რო​გორ. დრო გა​დის, აი რა არის უბე​დუ​რე​ბა. წარ​სუ​ლი იზ​რდე​ბა, მო​მა​‐
ვა​ლი კი მცირ​დე​ბა. სულ უფ​რო ნაკ​ლე​ბი შან​სია რაიმეს გა​კე​თე​ბის და სულ უფ​რო მე​ტად გწყდე​ბა გუ​ლი იმა​‐
ზე, რაც ვერ მო​ას​წა​რი.

იუკი ჩუ​მად იყო.

– რა​ღაც ძა​ლი​ან სუს​ტი ხმა გაქვს, – ვუთ​ხა​რი.

– მარ​თლა?
– მარ​თლა? – გა​ვი​მეორე.

– ეი, არა​ნორ​მა​ლუ​რო!

– ეი, არა​ნორ​მა​ლუ​რო!

– მორ​ჩი გა​მო​ჯავ​რე​ბას!

– ეს გა​მო​ჯავ​რე​ბა არ არის. ეს შე​ნი სუ​ლის ექოა. ბი​ორნ ბორ​გი ბრწყინ​ვა​ლედ აბ​რუ​ნებს მო​წო​დე​ბას, რი​თაც
მე​ტო​ქეს თა​მაშ​ში დიალო​გის არარ​სე​ბო​ბა​ზე მიუთი​თებს. წკაპ!

– ისევ ისე​თი არა​ნორ​მა​ლუ​რი ხარ, – გან​წი​რუ​ლი​ვით ამოიოხ​რა იუკიმ, – ბი​ჭი​ვით იქ​ცე​ვი.

– არა​ფე​რი მსგავ​სი, – შე​ვე​პა​სუ​ხე, – უბ​რა​ლოდ, ცხოვ​რე​ბი​სეული მა​გა​ლი​თე​ბით ვა​სა​ბუ​თებ ჩემს ღრმა აზრს.
ამას „მე​ტა​ფო​რა“ ჰქვი​ა.. სიტ​ყვე​ბის თა​მა​ში, რომ​ლის სა​შუალე​ბი​თაც უფ​რო ად​ვი​ლია რა​ღაც რთუ​ლის თქმა
ადა​მიანე​ბის​თვის. ბი​ჭურ გა​მო​ჯავ​რე​ბას​თან ამას სა​ერ​თო არა​ფე​რი აქვს.

– ფუ! რა სი​სუ​ლე​ლე​ა.

– ფუ! რა სი​სუ​ლე​ლეა, – გა​ვი​მეორე.

– მორ​ჩი ახ​ლა​ვე! – აფეთ​ქდა იუკი.

– უკ​ვე მოვ​რჩი, – ვუთ​ხა​რი, – ამი​ტომ, მო​დი, თა​ვი​დან და​ვიწ​ყოთ. რა​ღაც ძა​ლი​ან სუს​ტი ხმა გაქვს.

ამოიოხ​რა. მე​რე კი მი​პა​სუ​ხა:

– ჰო, ალ​ბათ. აქ, დე​და​ჩემ​თან, სულ გა​მო​თაყ​ვან​დე​ბი... მი​სი გან​წყო​ბა თა​ვის​თა​ვად გად​მო​დის ჩემ​ზე. ამ
თვალ​საზ​რი​სით ძა​ლი​ან ძლიერია. და სულ ზე​მოქ​მე​დებს ჩემ​ზე. იმი​ტომ რომ ფე​ხებ​ზე ჰკი​დია, რას გრძნო​‐
ბენ ადა​მიანე​ბი მის გარ​შე​მო. მხო​ლოდ თა​ვის თავ​ზე ფიქ​რობს, და კი​დევ იმა​ზე, თუ რას გრძნობს თვი​თონ.
ასე​თი ადა​მიანე​ბი ყო​ველ​თვის ძლიერე​ბი არი​ან. ხომ გეს​მის? რომც არ გინ​დო​დეს, მა​თი გან​წყო​ბის ქვეშ ექ​‐
ცე​ვი. რო​გორ​ღაც შე​უმ​ჩნევ​ლად. თუ დარ​დობს, მეც ვდარ​დობ. თუ გამ​ხიარულ​და, ცხა​დია, მეც უკე​თეს გუ​ნე​‐
ბა​ზე ვდგე​ბი.

ყურ​მილ​ში სან​თე​ბე​ლას ჩხა​კუ​ნი გა​ის​მა.

– რო​გორც ჩანს, ღირს, დრო​დად​რო მან​დე​დან წა​მო​გიყ​ვა​ნო და გა​გა​სე​ირ​ნო. რას იტ​ყვი?

– ჰო, ეტ​ყო​ბა...

– გინ​და ხვალ შე​მო​გიარო?


– კი... – თქვა იუკიმ, – აი, სულ ცო​ტა ვი​ლა​პა​რა​კეთ და ხმაც აღარ მაქვს სუს​ტი.

– მად​ლო​ბა ღმერთს, – ვთქვი.

– მად​ლო​ბა ღმერთს, – გაიმეორა.

– ჯან​და​ბამ​დე გზა გქო​ნი​ა!

– ჯან​და​ბამ​დე გზა გქო​ნი​ა!

– აბა, ხვა​ლამ​დე, – ვუთ​ხა​რი და პი​რის გა​ღე​ბის სა​შუალე​ბა რომ არ მი​მე​ცა, მა​შინ​ვე დავ​კი​დე ყურ​მი​ლი.

***

ამე მარ​თლა ღრმა პროს​ტრა​ციაში იყო. დი​ვან​ზე დამ​ჯდა​რი​ყო, ფე​ხე​ბი კოხ​ტად შეეკე​ცა და უაზ​რო, ცა​რიელი
მზე​რით ბურ​ღავ​და მუხ​ლებ​ზე გა​დაშ​ლილ ფო​ტო​ჟურ​ნალს. გვერ​დი​დან ეს ისე ჩან​და, რო​გორც მხატვარ-​‐
იმპრესიონისტის სუ​რა​თი. ფან​ჯრე​ბი ღია იყო, მაგ​რამ იმ​დე​ნად უქა​რო ამინ​დი იდ​გა, რომ არც ფარ​დე​ბი და
არც ჟურ​ნა​ლის ფურ​ცლე​ბი ოდ​ნა​ვა​დაც არ ირ​ხეოდა. რო​ცა შე​ვე​დი, ამემ მხო​ლოდ წა​მით ას​წია თა​ვი და დაბ​‐
ნე​ულ​მა გაიღი​მა. ძა​ლი​ან სუს​ტად – თით​ქოს არც გა​ღი​მე​ბია, მხო​ლოდ ჰაერი შე​ტოკ​და ოთახ​ში ოდ​ნავ. მე​რე
ჟურ​ნა​ლი​დან ხე​ლი აიღო და თლი​ლი თი​თე​ბით სკა​მის​კენ მი​მი​თი​თა. მო​სამ​სა​ხუ​რემ ყა​ვა შე​მოიტა​ნა.

– ნივ​თე​ბი დიკ ნორ​ტის ოჯახს გა​და​ვე​ცი, – ვთქვი.

– ცოლს შეხ​ვდით? – მკით​ხა ამემ.

– არა. ჩე​მო​და​ნი მა​მა​კაცს მი​ვე​ცი, რო​მელ​მაც კა​რი გა​მი​ღო.

ამემ თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

– კე​თი​ლი... ძა​ლი​ან დი​დი მად​ლო​ბა.

– რას ამ​ბობთ, სა​მად​ლო​ბე​ლი არა​ფე​რი​ა.

თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა და თი​თე​ბი სა​ხის წინ გა​და​აჯ​ვა​რე​დი​ნა. მე​რე თვა​ლი გაახი​ლა და მი​მოიხე​და. ჩვენ გარ​და
ოთახ​ში არა​ვინ იყო. ფინ​ჯა​ნი ავი​ღე და ყა​ვა მოვ​სვი.

ამე ტი​ლოს ხა​ლათ​სა და ჯინსს აღარ ატა​რებ​და. ჩვეულე​ბის წი​ნა​აღ​მდეგ, ახ​ლა თოვ​ლი​ვით ქათ​ქა​თა, ლა​მაზ​‐
მაქ​მა​ნე​ბიანი ბლუ​ზა და მომ​წვა​ნო კვამ​ლის​ფე​რი ქვე​და​ტა​ნი ეც​ვა. თმა კოხ​ტად დაევარ​ცხნა, პო​მა​დაც წა​ეს​‐
ვა. ლა​მა​ზი ქა​ლია. მის​თვის ჩვეული სიმ​კვირ​ცხლე სად​ღაც გამ​ქრა​ლი​ყო, მაგ​რამ თავ​ბრუ​დამ​ხვე​ვი, მიმ​ზიდ​‐
ვე​ლი სი​ნა​ტი​ფე ღრუ​ბე​ლი​ვით შე​მოხ​ვეოდა. ძა​ლი​ან სა​თუ​თი ღრუ​ბე​ლი​ვით – თით​ქოს სა​და​ცაა აცახ​ცახ​დე​ბა
და გაქ​რე​ბაო, მაგ​რამ საკ​მა​რი​სი იყო ამეს​თვის შე​გე​ხე​და და ღრუ​ბე​ლი ისევ ბრუნ​დე​ბო​და. ამეს სი​ლა​მა​ზე
მკვეთ​რად გან​სხვავ​დე​ბო​და იუკის სი​ლა​მა​ზის​გან. ამ თვალ​საზ​რი​სით დე​და და შვი​ლი ან​ტი​პო​დე​ბი იყ​ვნენ.
დე​დის სი​ლა​მა​ზე დრომ შვა და ცხოვ​რე​ბი​სე​ულ​მა გა​მოც​დი​ლე​ბამ დახ​ვე​წა. თა​ვი​სი სი​ლა​მა​ზით ამე თავს იმ​‐
კვიდ​რებ​და. მი​სი სი​ლა​მა​ზე თვი​თონ იყო. ის ოს​ტა​ტუ​რად მარ​თავ​და ამ ღვთი​ურ ნიჭს და მშვე​ნივ​რად იცო​და,
რო​გორ გა​მოეყე​ნე​ბი​ნა. იუკი, პი​რი​ქით, ხში​რად წარ​მოდ​გე​ნაც არ ჰქონ​და, რა ექ​ნა ამ თა​ვი​სი სი​ლა​მა​ზის​‐
თვის. სა​ერ​თოდ, პა​ტა​რა გო​გო​ნე​ბის სი​ლა​მა​ზის ხილ​ვა ცხოვ​რე​ბის ცალ​კე სი​ხა​რუ​ლია.

– რა​ტომ ხდე​ბა ასე? – უცებ წა​მო​იყ​ვი​რა ამემ. ისე მკვეთ​რად, თით​ქოს მის წინ ჰა​ერ​ში რა​ღა​ცამ გა​იფ​რი​ნა.

ჩუ​მად ვე​ლო​დი გაგ​რძე​ლე​ბას.

– რა​ტომ ვარ ასე ცუ​დად?

– გა​სა​გე​ბია რა​ტო​მაც. ალ​ბათ იმი​ტომ, რომ ადა​მიანი მოკ​ვდა. ადა​მიანის სიკ​ვდი​ლი ძა​ლი​ან დი​დი ტრა​გე​‐
დიაა, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ჰო, რა თქმა უნ​და, – უხა​ლი​სოდ და​მიქ​ნია თა​ვი.

– თუ სხვა რა​მეს გუ​ლის​ხმობ​დით? – ვკით​ხე.

ამემ პირ​და​პირ შე​მომ​ხე​და და თა​ვი გა​აქ​ნი​ა.

– ვხე​დავ, რომ სუ​ლე​ლი არ ხართ. მშვე​ნივ​რად იცით, რა​საც ვგუ​ლის​ხმობ. ასე არ არის?

– არ გე​გო​ნათ, რომ ასე გა​გი​ჭირ​დე​ბო​დათ? მარ​თა​ლი ვარ?

– რა გით​ხრათ... ალ​ბათ, კი.

„რო​გორც მა​მა​კა​ცი, ის თქვენ​თვის არა​ფერს წარ​მო​ად​გენ​და. გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი ტა​ლან​ტით არ იყო და​ჯილ​‐


დოებუ​ლი. მაგ​რამ გულ​წრფე​ლად ერ​თგუ​ლი იყო თქვე​ნი. და თა​ვის მო​ვა​ლეობას უსიტ​ყვოდ და კარ​გად ას​‐
რუ​ლებ​და. ყვე​ლა​ფე​რი, რაც წლე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში შეიძი​ნა, თქვენ გა​მო მიატო​ვა. მე​რე კი მოკ​ვდა. და მხო​‐
ლოდ მი​სი სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ მიხ​ვდით, თუ რა შე​სა​ნიშ​ნა​ვი ადა​მიანი იყო“, – მინ​დო​და მეთ​ქვა, მაგ​რამ არ
ვუთ​ხა​რი. არის რა​ღა​ცე​ბი, რი​სი ხმა​მაღ​ლა თქმაც არ არის სა​ჭი​რო.

– რა​ტომ? – გაიმეორა და, კაც​მა არ იცის, რის ფრე​ნას მიჰ​ყვე​ბო​და მზე​რით, – რა​ტომ ხდე​ბა, რომ ყვე​ლა მა​მა​‐
კა​ცი ჩემ გვერ​დით სა​ბო​ლო​ოდ არაფ​რად იქ​ცე​ვა? რა​ტომ ხდე​ბა, რომ ნე​ბის​მიერი ურ​თი​ერ​თო​ბა მათ​თან ყო​‐
ველ​თვის სა​ზიზ​ღრო​ბით მთავ​რდე​ბა? რა​ტომ ვრჩე​ბი ყო​ველ​თვის ხელ​ცა​რიელი? რა არ არის ჩემ​ში ისე, რო​‐
გორც სა​ჭი​როა? ეშ​მაკ​მა წა​მი​ღოს...

ასეთ შე​კით​ხვებ​ზე პა​სუ​ხი არ არ​სე​ბობს. ჩუ​მად ვათ​ვა​ლიერებ​დი ღვლარ​ჭნილ მაქ​მა​ნებს მი​სი ბლუ​ზის სა​ხე​‐
ლო​ებ​ზე. ისი​ნი კარ​გად გა​მოყ​ვა​ნილ რა​ღაც ცხო​ვე​ლის შიგ​ნეულო​ბის მო​ხა​ზუ​ლო​ბას მა​გო​ნებ​და. „სა​ლე​მის“
ნამ​წვი სა​ფერ​ფლე​ში ბო​ლის ყუმ​ბა​რა​სა​ვით ხრჩო​ლავ​და. კვამ​ლი ზო​ლად ადიოდა ჭე​რამ​დე და მხო​ლოდ იქ
დნე​ბო​და სი​ჩუ​მე​ში, რო​გორც შა​ქა​რი ყა​ვა​ში.

იუკიმ, რო​გორც იქ​ნა, ჩა​იც​ვა და ოთახ​ში შე​მო​ვი​და.


– წა​ვე​დით, – გა​მომ​ძა​ხა.

სკა​მი​დან ავ​დე​ქი.

– წა​ვე​დით, – ვუთ​ხა​რი ამეს. მაგ​რამ ვერ გაიგო​ნა.

– ალო, დე​და! მივ​დი​ვართ! – იყ​ვი​რა იუკიმ. ამემ შე​მოგ​ვხე​და, თა​ვი და​აქ​ნია და ახალ სი​გა​რეტს მოუკი​და.

– გა​ვი​სე​ირ​ნებ და მო​ვალ. უჩე​მოდ ივახ​შმე, – დაამა​ტა იუკიმ.

დი​ვან​ზე ქან​და​კე​ბა​სა​ვით მჯდა​რი ამე დავ​ტო​ვეთ და სახ​ლი​დან გა​მო​ვე​დით. ამ სახ​ლში ჯერ კი​დევ რჩე​ბო​და
დიკ ნორ​ტის სუ​ლი. ისე​ვე რო​გორც რჩე​ბო​და ჩემ​ში, სა​ნამ მახ​სოვ​და მი​სი ღი​მი​ლი. ის შე​ფიქ​რიანე​ბუ​ლი ღი​‐
მი​ლი ჩე​მი შე​კით​ხვის მე​რე: იშ​ვე​ლი​ებ​და თუ არა ფეხს, რო​ცა პურს ჭრი​და...

ღმერ​თმა​ნი, უც​ნაური ვინ​მეა, უკ​ვე მეასედ გა​ვი​ფიქ​რე. თით​ქოს მარ​თლა უფ​რო ცოც​ხა​ლი გახ​და სიკ​ვდი​ლის
შემ​დეგ.

"},{"head":"37.","content":"

37.

და​ახ​ლოებით ასე შევ​ხვდი იუკის კი​დევ რამ​დენ​ჯერ​მე. სამ​ჯერ თუ ოთ​ხჯერ, ზუს​ტად არ მახ​სოვს. და რო​‐
გორ​ღაც ვერ ვგრძნობ​დი, რომ დე​დას​თან ერ​თად ჰა​კო​ნეს მთებ​ში ცხოვ​რე​ბა გან​სა​კუთ​რე​ბულ სიამოვ​ნე​ბას
ჰგვრი​და. იქ ყოფ​ნას სი​ხა​რუ​ლი არ მოჰ​ქონ​და, თუმ​ცა არც უსიამო გრძნო​ბებს იწ​ვევ​და. ეს არც იმას ჰგავ​და,
რომ იქ დე​და​ზე ზრუნ​ვის გა​მო ყურ​ყუ​ტებ​და, რო​მელ​მაც ახ​ლო​ბე​ლი ადა​მიანი და​კარ​გა. შემ​თხვე​ვით​მა ქარ​‐
მა შე​აგ​დო იმ სახ​ლში. და ცხოვ​რობ​და იქ უხა​ლი​სო და გულ​გრი​ლი ყვე​ლაფ​რის მი​მართ, რაც ირ​გვლივ ხდე​‐
ბო​და.

მხო​ლოდ ჩემ​თან შეხ​ვედ​რი​სას ოდ​ნავ გა​მო​ცოც​ხლდე​ბო​და ხოლ​მე. ხა​ლი​სობ​და, ხუმ​რო​ბებ​ზე მპა​სუ​ხობ​და,


მის ხმა​ში ისევ იგ​რძნო​ბო​და სი​ჯიუტე და და​მოუკი​დებ​ლო​ბა. მაგ​რამ საკ​მა​რი​სი იყო დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი​ყო ჰა​კო​‐
ნე​ში, ყვე​ლა​ფე​რი მთავ​რდე​ბო​და. ხმა უუფე​რულ​დე​ბო​და, მზე​რა უქ​რე​ბო​და. ორ​ბი​ტუ​ლი სად​გუ​რი​ვით ითი​შე​‐
ბო​და, რო​მე​ლიც ენერ​გი​ის და​ზოგ​ვის მიზ​ნით აღარ ბრუ​ნავ​და თა​ვი​სი ღერ​ძის გარ​შე​მო.

– იქ​ნებ ღირ​დეს, ისევ მარ​ტომ იც​ხოვ​რო ტო​კიოში? – ვკით​ხე ერ​თხელ, – ცო​ტა ხნით შე​იც​ვლი​დი გა​რე​მოს,
სულ ორი-​სამი დღით. მო​გიხ​დე​ბო​და. ჰა​კო​ნე​ში წყალ​ში ჩაგ​დე​ბუ​ლი​ვით ხარ, და რაც დრო გა​დის, უფ​რო და
უფ​რო უარე​სად. გახ​სოვს, რო​გო​რი იყა​ვი ჰა​ვაიზე? თით​ქოს სხვა ადა​მიანი!

– სხვა გა​მო​სა​ვა​ლი არ არის, – მი​პა​სუ​ხა იუკიმ, – ვი​ცი, რა​საც მე​უბ​ნე​ბი. მაგ​რამ ახ​ლა, უბ​რა​ლოდ, ასე​თი
დროა. ახ​ლა სა​დაც არ უნ​და ვიც​ხოვ​რო, ყველ​გან ერ​თი და იგი​ვე იქ​ნე​ბა.

– იმი​ტომ, რომ დიკ ნორ​ტი მოკ​ვდა და დე​და ასეთ დღე​ში​ა?


– ჰო, ეგეც... მაგ​რამ, ვფიქ​რობ, მარ​ტო ეგ არა. არა​ფე​რი არ შე​იც​ვლე​ბა, თუ ასე უბ​რა​ლოდ მი​ვა​ტო​ვებ დე​დას.
არაფ​რის შეც​ვლა არ შე​მიძ​ლია. რო​გორ გით​ხრა უკეთ... უბ​რა​ლოდ, ახ​ლა ასე აეწ​ყო ყვე​ლა​ფე​რი. ვარ​სკვლა​‐
ვე​ბის ცუ​დი გან​ლა​გე​ბაა ცა​ში, არ ვი​ცი... სა​დაც არ უნ​და ვი​ყო, რა​საც არ უნ​და ვა​კე​თებ​დე – არა​ფე​რი არ შე​‐
იც​ვლე​ბა. იმი​ტომ რომ სხე​ულ​სა და თავს შო​რის არა​ვი​თა​რი კონ​ტაქ​ტი არ არის.

პლაჟ​ზე ვი​წე​ქით და ზღვას გავ​ყუ​რებ​დით. ცა სულ უფ​რო იქუფ​რე​ბო​და. მსუ​ბუ​ქი ბრი​ზი ნა​პი​რის გას​წვრივ
კუნ​ძუ​ლე​ბად ამო​სულ ბა​ლახს ქოჩ​რავ​და.

– ვარ​სკვლა​ვე​ბი ცა​ში, – გა​ვი​მეორე.

– ვარ​სკვლა​ვე​ბი ცა​ში, – ოდ​ნავ გაიღი​მა და და​მიქ​ნია თა​ვი, – არა, მარ​თლა! ჯერ სულ ცუ​დად და ცუ​დად
ვხდე​ბი. მე და დე​და, ორი​ვე, ერთ ტალ​ღა​ზე ვართ აწ​ყო​ბი​ლი. გახ​სოვს, გე​უბ​ნე​ბო​დი: რო​ცა ის მხიარუ​ლია,
მეც მი​ხა​რია, რო​ცა ცუ​დად არის, ყვე​ლა​ფე​რი მიც​ვივ​დე​ბა ხე​ლი​დან. და არ ვი​ცი, ვინ ვის​ზე მოქ​მე​დებს. დე​და
მე​წე​ვა თა​ვის​კენ თუ პი​რი​ქით. თით​ქოს ერ​თმა​ნეთ​თან ვართ მი​ერ​თე​ბუ​ლი, ამას ვგრძნობ. მაგ​რამ ერ​თად
ვართ თუ ცალ-​ცალკე, მნიშ​ვნე​ლო​ბა აღარ აქვს.

– მი​ერ​თე​ბუ​ლი?

– ჰო, მუდ​მი​ვად ფსი​ქო​ლო​გიურად ვართ მი​ერ​თე​ბუ​ლი, – თა​ვი და​აქ​ნია იუკიმ, – ხან​და​ხან ამას ვერ ვი​ტან და
ვცდი​ლობ წი​ნა​აღ​მდე​გო​ბა გა​ვუ​წიო. ხან​და​ხან კი ისე ვიღ​ლე​ბი, რომ სუ​ლერ​თი ხდე​ბა. არაფ​რის თა​ვი აღარ
მაქვს. რო​გორ ამ​ბო​ბენ?.. სა​კუ​თა​რი თა​ვის გა​კონ​ტრო​ლე​ბა აღარ შე​მიძ​ლია. ვგრძნობ, გა​რე​დან რა​ღაც
ვეებერ​თე​ლა მარ​თავს ჩემს ძა​ლებს. და ვე​ღარ ვხვდე​ბი, მე ჯერ კი​დევ სად ვარ და ის უკ​ვე სად არის. და ვერ
ვუძ​ლებ. გარ​შე​მო ყვე​ლაფ​რის დამ​ტვრე​ვა მინ​და. იმი​ტომ რომ ასე აღარ შე​მიძ​ლია. მინ​და ვიყ​ვი​რო: „ჯერ კი​‐
დევ პა​ტა​რა ვარ!“ – და სად​მე კუთ​ხე​ში მი​ვეგ​დო...

***

მო​სა​ღა​მოებულ​ზე ჰა​კო​ნე​ში მიმ​ყავ​და და ტო​კიოში ვბრუნ​დე​ბო​დი. ამე ყო​ველ​თვის მე​პა​ტი​ჟე​ბო​და ვახ​შამ​ზე,


მაგ​რამ სულ უარს ვე​უბ​ნე​ბო​დი. ვი​ცო​დი, უფ​რო თა​ვა​ზიანი იქ​ნე​ბო​და და​თან​ხმე​ბა, მაგ​რამ ვგრძნობ​დი: ამ
წყვილ​თან ერ​თად მა​გი​დას​თან დიდ​ხანს ვერ ვიჯ​დე​ბო​დი. წარ​მო​მედ​გი​ნა ეს სუ​რა​თი. დე​და ნამ​ძი​ნა​რე​ვი
თვა​ლე​ბით, ქა​ლიშ​ვი​ლი შეუვა​ლი სა​ხით. მიც​ვა​ლე​ბუ​ლის სუ​ლი. მძი​მე ჰაერი. ვინ ვის​ზე ზე​მოქ​მე​დებს, ეშ​მა​‐
კიც ვერ გაიგებს. სა​მა​რი​სე​ბუ​რი სი​ჩუ​მე. მთე​ლი სა​ღა​მო ჩქა​მის გა​რე​შე. ასეთ ვახ​შამ​ზე გა​ფიქ​რე​ბაც კი კუჭს
მიწ​რიალებ​და. ამას​თან შე​და​რე​ბით შეშ​ლი​ლი ჩა​ის სმა წიგ​ნი​დან „ე​ლი​სის თავ​გა​და​სა​ვა​ლი სა​ოც​რე​ბა​თა
ქვე​ყა​ნა​ში“, უბ​რა​ლოდ, დღე​სას​წაულია. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, იქა​ურ სი​გი​ჟე​ში არა​ფე​რი არ იყი​ნე​ბო​და ად​‐
გილ​ზე.

ამი​ტომ ვბრუნ​დე​ბო​დი ტო​კიოში ძვე​ლი როკ-​ენ-როლის თან​ხლე​ბით, ვსვამ​დი ლუდს, ვახ​შამს ვიმ​ზა​დებ​დი
და სიამოვ​ნე​ბით შე​ვექ​ცეოდი მარ​ტო.

***

ჩვენს შეხ​ვედ​რებს არას​დროს არ ვუძ​ღვნი​დით რა​მე კონ​კრე​ტულს. დავ​ქრო​დით ჩქა​როს​ნულ მა​გის​ტრალ​ზე


და ვუს​მენ​დით მუ​სი​კას. ვნე​ბივ​რობ​დით ზღვის ნა​პირ​ზე და ვუ​ყუ​რებ​დით ღრუბ​ლებს. ოტელ „ფუ​ძიაში“ მი​‐
ვირ​თმევ​დით ნა​ყინს. ნა​ვით ვსე​ირ​ნობ​დით იოსი​ნოს ტბა​ზე. მთე​ლი დღე წყნა​რად ვლა​პა​რა​კობ​დით – და ასე
გაგ​ვყავ​და დრო. „პირ​და​პირ პენ​სიონე​რე​ბი ვართ“, – ვფიქ​რობ​დი ხან​და​ხან.
ერ​თხელ იუკიმ თქვა, კი​ნო​ში წა​ვი​დე​თო. ტრა​სი​დან ოდა​ვა​რას​კენ გა​და​ვუხ​ვიე, გა​ზე​თი ვი​ყი​დე და ვნა​ხე, რა
გა​დიოდა ად​გი​ლობ​რივ კი​ნო​თე​ატ​რებ​ში. მაგ​რამ სა​ინ​ტე​რე​სო ვე​რა​ფე​რი აღ​მო​ვა​ჩი​ნე. მხო​ლოდ გან​მეორე​‐
ბით ფილ​მის დარ​ბაზ​ში ატ​რიალებ​დნენ „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რულს“. იუკის მო​ვუ​ყე​ვი, რომ გო​ტან​დას​თან ერ​თად
ვსწავ​ლობ​დი და რომ ახ​ლაც ვხვდე​ბი დრო​დად​რო. რო​გორც ჩანს, იუკი და​ინ​ტე​რეს​და.

– ნა​ხე ეს ფილ​მი?

– ვნა​ხე, – ვუთ​ხა​რი. მაგ​რამ, ცხა​დია, არ მით​ქვამს, რამ​დენ​ჯერ. ახ​ლა იმის ახ​სნა არ გინ​დო​და, რა​ტომ ვიქ​‐
ცეოდი ასე?!

– სა​ინ​ტე​რე​სოა? – მკით​ხა იუკიმ.

– მო​საწ​ყენ​ზე მო​საწ​ყე​ნი, – ვუ​პა​სუ​ხე პა​ტი​ოს​ნად, – სა​ში​ნე​ლი ფილ​მია. რბი​ლად რომ ვთქვა, ნეხ​ვად ქცეული
ფი​რი.

– შე​ნი მე​გო​ბა​რი რას ამ​ბობს?

– სა​ში​ნე​ლი ფილ​მიაო, ამ​ბობს. ფი​რის ნეხ​ვად ქცე​ვა, – გა​მე​ცი​ნა, – თვი​თონ მსა​ხიობე​ბი რომ ამას ამ​ბო​ბენ
ფილ​მზე, ვერ არის საქ​მე კარ​გად.

– მინ​და ვნა​ხო.

– გინ​და და ვნა​ხოთ. ახ​ლა​ვე.

– შენ არ მო​იწ​ყენ?

– მა​ინც არა​ფერს ვა​კე​თებ, – ვუთ​ხა​რი, – წყე​ნით კი არ მაწ​ყენს. ისე​თი ფილ​მია, ზი​ან​საც კი ვერ მო​გა​ყე​ნებს.

კი​ნო​თე​ატ​რში დავ​რე​კე და გა​ვი​გე, რო​დის იწ​ყე​ბო​და „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“. სე​ან​სის დაწ​ყე​ბამ​დე დარ​ჩე​ნი​‐
ლი ნა​ხე​ვა​რი საათი შუა საუკუ​ნეების ცი​ხე​სი​მაგ​რის ტე​რი​ტო​რიაზე, ზოოპარ​კში მოვ​კა​ლით. უც​ნაური ქა​ლა​‐
ქია. ძი​რი​თა​დად მაიმუ​ნებს ვათ​ვა​ლიერებ​დით. ეს არას​დროს არ მოგ​წყინ​დე​ბა კაცს. მე​ტის​მე​ტად აშ​კა​რად
ჰგავს მაიმუ​ნე​ბის გუნ​დი ადა​მიანე​ბის სა​ზო​გა​დოებას. თა​ვი​ან​თი ჩუმ​ჩუ​მე​ლე​ბიც ჰყავთ. თა​ვი​ან​თი თავ​ხე​დე​‐
ბი. თა​ვი​ან​თი კა​მა​თის მოყ​ვა​რუ​ლე​ბი. გო​რა​კის თავ​ზე წა​მომ​ჯდა​რი სქე​ლი, სა​ზიზ​ღა​რი შე​სა​ხე​დაობის ხვა​დი
მრის​ხა​ნედ და ეჭ​ვით ათ​ვა​ლიერებ​და მი​და​მოს. სრუ​ლი​ად ამაზ​რზე​ნი არ​სე​ბა. სა​ინ​ტე​რე​სოა, რა უნ​და აკე​თო
მთე​ლი ცხოვ​რე​ბა, რომ სა​ბო​ლო​ოდ ასე​თი მსუ​ქა​ნი, კუშ​ტი და სა​ზა​რე​ლი გახ​დე, მიკ​ვირ​და. მაგ​რამ, ცხა​დია,
მაიმუ​ნებს ვერ ვკით​ხავ​დი.

სა​მუ​შაო დღეს კი​ნო​თე​ატ​რი, ბუ​ნებ​რი​ვია, ცა​რიელი იყო. სა​ვარ​ძლე​ბი – მოუხერ​ხე​ბე​ლი და მა​გა​რი. დარ​ბაზ​‐
ში ისე​თი სუ​ნი იდ​გა, რო​გორც ძველ კა​მოდ​ში. სე​ან​სის დაწ​ყე​ბამ​დე იუკის შო​კო​ლა​დის ფი​ლა ვუ​ყი​დე. არც მე
ვი​ყა​ვი წი​ნა​აღ​მდე​გი რა​მე მე​ჭა​მა, მაგ​რამ ჯი​ხურ​ში სა​ჩე​მო არა​ფე​რი აღ​მოჩ​ნდა. თან დახლს იქით მდგო​მი
გო​გო, რბი​ლად რომ ვთქვათ, მა​ინ​ცდა​მა​ინც არ ცდი​ლობ​და რა​მის გა​ყიდ​ვას. ამი​ტომ იუკის შო​კო​ლადს ცო​‐
ტა მო​ვა​ტე​ხე და ამით დავ​კმა​ყო​ფილ​დი. უკ​ვე წე​ლი​წა​დი იქ​ნე​ბო​და, შო​კო​ლა​დი არ მე​ჭა​მა. იუკი​საც ვუთ​ხა​‐
რი.

– ოჰო, – გა​უკ​ვირ​და, – რა, არ გიყ​ვარს შო​კო​ლა​დი?


– არ მა​ინ​ტე​რე​სებს, – ვუ​პა​სუ​ხე, – მიყ​ვარს, არ მიყ​ვარს – სა​კით​ხი ასე არ დგას. უბ​რა​ლოდ, არ მა​ინ​ტე​რე​სებს
და მორ​ჩა.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი! – შეაჯა​მა იუკიმ, – თუ ადა​მი​ანს არ აინ​ტე​რე​სებს შო​კო​ლა​დი, ესე იგი ფსი​ქი​კის პრობ​ლე​‐
მე​ბი აქვს.

– აბ​სო​ლუ​ტუ​რად ნორ​მა​ლუ​რი ვარ, – შე​ვე​პა​სუ​ხე, – უამ​რა​ვი ადა​მიანია ასე. შენ გიყ​ვარს დალაი-​ლამა?

– ეგ რა​ღა​ა?

– ყვე​ლა​ზე მთა​ვა​რი ბე​რი ტი​ბეტ​ში.

– ასეთს არა​ვის ვიც​ნობ.

– კარ​გი. პა​ნა​მის არ​ხი გიყ​ვარს?

– რა ჯან​და​ბად მინ​და?

– ან, ვთქვათ, გიყ​ვარს თა​რიღ​თა ცვლი​ლე​ბის პი​რო​ბი​თი ხა​ზი? რა ურ​თი​ერ​თო​ბა გაქვს რიცხვ „პი“-​სთან? ჭკუ​‐
ას კარ​გავ ან​ტი​მო​ნო​პო​ლი​ურ კა​ნონ​მდებ​ლო​ბა​ზე? გუ​ლი ხომ არ გე​რე​ვა იურუ​ლი პე​რიოდის​გან? ძა​ლი​ან წი​‐
ნა​აღ​მდე​გი ხარ სე​ნე​გა​ლის ჰიმ​ნის? მოგ​წონს თუ არა ათას ცხრა​ას ოთ​ხმოც​დაშ​ვი​დი წლის რვა ნო​ემ​ბე​რი?
ჰო თუ არა?..

– ეი, გე​ყო​ფა! – გაბ​რა​ზე​ბულ​მა შე​მაწ​ყვე​ტი​ნა იუკიმ, – კაჭ​კა​ჭი​ვით არ აჭახ​ჭახ​და? თან​მიმ​დევ​რო​ბით იქ​ნებ მე​‐
პა​სუ​ხა კი​დეც... ყვე​ლა​ფე​რი ნა​თე​ლია. შენ შო​კო​ლა​დი არც გიყ​ვარს, არც გე​ჯავ​რე​ბა, გულ​გრი​ლი ხარ. ასეა?
გა​ვი​გე, სუ​ლე​ლი არ ვარ.

– თუ გაიგე, მად​ლო​ბა ღმერთს.

ფილ​მი და​იწ​ყო. მთე​ლი სიუჟე​ტი ზე​პი​რად ვი​ცო​დი, ამი​ტომ მა​შინ​ვე ეკ​რა​ნის​თვის არ შე​მი​ხე​დავს, ჩემ​თვის
და​ვიწ​ყე ფიქ​რი. რო​გორც ჩანს, იუკი ძა​ლი​ან სწრა​ფად მიხ​ვდა, რა ნა​გავ​საც უყუ​რებ​და. ჩემ​თვის ისიც საკ​მა​‐
რი​სი იყო, დრო​დად​რო რო​გორ ოხ​რავ​და და დამ​ცი​ნა​ვად რო​გორ ქსუ​ტუ​ნებ​და ცხვი​რით.

– სა​შინ​ლად კრე​ტი​ნუ​ლი სი​სუ​ლე​ლეა! – ვერ მო​ით​მი​ნა ბო​ლოს, – რო​მელ​მა იდი​ოტ​მა გა​დაიღო ასე​თი ნა​გა​‐
ვი?

– სა​მარ​თლიანი შე​ნიშ​ვნაა, – და​ვე​თან​ხმე, – „რო​მელ​მა იდი​ოტ​მა გა​დაიღო ასე​თი ნა​გა​ვი?“

ეკ​რან​ზე ელე​გან​ტუ​რი გო​ტან​და მო​რიგ გაკ​ვე​თილს ატა​რებ​და. მარ​თა​ლია, ეს თა​მა​ში იყო, მაგ​რამ კარ​გად გა​‐
მოს​დიოდა. ისეთ რა​მე​საც კი, რო​გო​რიც ორ​საგ​დუ​ლიანი მო​ლუს​კე​ბის სა​სუნ​თქი სის​ტე​მაა, ახერ​ხებ​და და
რბი​ლად, გა​სა​გე​ბად და იუმო​რით ხსნი​და. პი​რა​დად მე მა​ინ​ტე​რე​სებ​და მი​სი მოს​მე​ნა. ფილ​მის გმირ-​‐
მოსწავლეს ხე​ლის​გულ​ზე ჩა​მოედო ლო​ყა და ისიც მო​ნუს​ხუ​ლი​ვით მის​ჩე​რე​ბო​და. რამ​დენ​ჯერ ვნა​ხე ეს
ფილ​მი და ამ სცე​ნას პირ​ვე​ლად მი​ვაქ​ციე ყუ​რად​ღე​ბა.
– ესე იგი ეს არის შე​ნი მე​გო​ბა​რი?

– ჰო, – და​ვუ​დას​ტუ​რე.

– რა​ღაც სუ​ლე​ლუ​რად იქ​ცე​ვა, – თქვა იუკიმ.

– ნუ იტ​ყვი, – და​ვე​თან​ხმე, – მაგ​რამ ცხოვ​რე​ბა​ში ბევ​რად უფ​რო ნორ​მა​ლუ​რია. რეალურ ცხოვ​რე​ბა​ში, რო​ცა
არ თა​მა​შობს, ასე​თი ცუ​დი არ არის. ჭკვიანი კა​ცია, სა​ინ​ტე​რე​სო თა​ნა​მო​სა​უბ​რე... უბ​რა​ლოდ, ფილ​მია თვი​‐
თონ ნა​გა​ვი.

– ჰო​და, რა​ტომ თა​მა​შობს ყვე​ლა​ნა​ირ სი​სუ​ლე​ლე​ში?

– მარ​თა​ლი ხარ. უფ​რო ზუს​ტად ვერც ჩა​მოაყა​ლი​ბებ. მაგ​რამ ეს ადა​მიანი ძა​ლი​ან რთულ ვი​თა​რე​ბა​შია. არ
მო​გიყ​ვე​ბი, გრძე​ლი ამ​ბა​ვი​ა.

ეკ​რან​ზე ნე​ლა ვი​თარ​დე​ბო​და სა​ცო​და​ვი სიუჟე​ტი – უფ​რო ბა​ნა​ლუ​რი წარ​მო​უდ​გე​ნე​ლი იყო. მდა​რე დიალო​‐
გე​ბი, მდა​რე მუ​სი​კა. ამ ფილ​მის ფი​რი ჰერ​მე​ტულ კაფ​სუ​ლა​ში უნ​და და​ერ​ჩი​ლათ წარ​წე​რით „მდა​რე“ და რაც
შე​იძ​ლე​ბა ღრმად ჩაემარ​ხათ მი​წა​ში.

და​იწ​ყო კი​კის – ფილ​მის ერთ-​ერთი მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი სცე​ნა. გო​ტან​და კი​კის​თან ლო​გინ​ში. კვი​რად​ღის დი​ლა.

სუნ​თქვა​შეკ​რუ​ლი მი​ვაც​ქერ​დი ეკ​რანს. დი​ლის მზე და​რა​ბებ​ში იჭ​ყი​ტე​ბა. ყო​ველ​თვის, ყო​ველ​თვის ერ​თი და
იგი​ვე მზის სხი​ვე​ბი. ისე​თი​ვე სიხ​ში​რის, ისე​თი​ვე ფე​რის, ისე​თი​ვე კუთ​ხით. ეს ოთა​ხი სულ წვრილ​მან დე​ტა​‐
ლე​ბამ​დე ვი​ცი. მი​სი ჰაერით ვსუნ​თქავ. კად​რში გო​ტან​დაა. მი​სი თი​თე​ბი კი​კის ზურგს ეალერ​სე​ბა. ელე​გან​‐
ტუ​რად და გა​წა​ფუ​ლად, თით​ქოს ვი​ღა​ცის მეხ​სიერე​ბის იდუ​მალ კუნ​ჭუ​ლებს იკ​ვლევს. კი​კი მთე​ლი
სხეულით პა​სუ​ხობს მის ალერსს. ძლივს შე​სამ​ჩნე​ვად კრთე​ბა ყო​ვე​ლი შე​ხე​ბი​სას. ასე ირ​ხე​ვა სუსტ, კა​ნით
შე​უგ​რძნობ ჰაერის ნა​კად​ში სან​თლის ალი. ძლივს შე​სამ​ჩნე​ვი თრთო​ლა, რის​გა​ნაც სუნ​თქვა გეკ​ვრის. ახ​ლო
ხე​დით – გო​ტან​დას თი​თე​ბი კი​კის ზურ​გზე. კა​მე​რა ბრუნ​დე​ბა. კი​კის სა​ხე. გმი​რი უფ​როს​კლა​სე​ლი გო​გო კი​‐
ბე​ზე ამო​დის, აკა​კუ​ნებს, კარს აღებს. რა​ტომ არ არის კა​რი და​კე​ტი​ლი? – მე​რამ​დე​ნედ მიკ​ვირს. არ არის და
ნუ არის, რა უნ​და მოს​თხო​ვო. ფილ​მი ფილ​მია, თან სა​შინ​ლად მდა​რე. მოკ​ლედ, გო​გო აღებს კარს, შე​მო​დის.
ხე​დავს, რო​გორ ტყნაურო​ბენ გო​ტან​და და კი​კი. თვა​ლებს ხუ​ჭავს, ლა​პა​რა​კის უნარს კარ​გავს, ნამ​ცხვრით
სავ​სე კო​ლო​ფი უვარ​დე​ბა, გარ​ბის. გო​ტან​და სა​წოლ​ში წა​მოჯ​დე​ბა. სად​ღაც წინ, სივ​რცეს გაჰ​ყუ​რებს. კი​კის
ხმა:

– რა ხდე​ბა?

თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და კი​დევ ერ​თხელ და​ვატ​რიალე თავ​ში მთე​ლი სცე​ნა. კვი​რა დი​ლა, მზის სი​ნათ​ლე, გო​‐
ტან​დას თი​თე​ბი, კი​კის ზურ​გი. რა​ღაც სამ​ყა​რო, რო​მე​ლიც თა​ვის​თა​ვად არ​სე​ბობს და სხვა სივრცე-​დროის
კა​ნო​ნე​ბით ცხოვ​რობს.

და მხო​ლოდ ახ​ლა შევ​ნიშ​ნე, რომ იუკი წინ დახ​რი​ლი, სა​ვარ​ძლის სა​ზურ​გე​ზე შუბ​ლით მიყ​რდნო​ბი​ლი ზის.
და მხრებ​ზე ისე იჭერს ხე​ლებს, თით​ქოს აუტან​ლად სცი​ვა. გა​უნ​ძრევ​ლად, ხმის ამოუღებ​ლად. და თით​ქოს
სულ არ სუნ​თქავს. წა​მით მო​მეჩ​ვე​ნა, რომ გაიყი​ნა.

– ჰეი, ხომ კარ​გად ხარ? – ვკით​ხე.


– არც ისე, – მო​გუ​დუ​ლი ხმით მი​პა​სუ​ხა.

– გა​რეთ გა​ვი​დეთ. სიარუ​ლი შე​გიძ​ლი​ა?

ძლივს და​მიქ​ნია თა​ვი. გა​შე​შე​ბულ ხელ​ზე მოვ​კი​დე ხე​ლი და გა​სას​ვლე​ლის​კენ წა​ვე​დით. სა​ბო​ლო​ოდ შევ​‐
ბრუნ​დი ეკ​რა​ნის​კენ – გო​ტან​და კა​თედ​რას​თან იდ​გა და ბიოლო​გი​ის მო​რიგ გაკ​ვე​თილს ატა​რებ​და.

ქუ​ჩა​ში ჩუ​მად ჟინ​ჟღლავ​და. ქა​რი, რო​გორც ჩანს, ზღვი​დან უბე​რავ​და – ჰა​ერ​ში მოქ​ცე​ვის სუს​ტი სუ​ნი იდ​გა.
იუკის მაგ​რად მოვ​კი​დე ხე​ლი იდაყ​ვზე და იმ ად​გი​ლამ​დე მი​ვე​დით, სა​დაც მან​ქა​ნა დავ​ტო​ვე. ტუ​ჩებ​მო​კუ​მუ​‐
ლი მომ​ყვე​ბო​და. მთე​ლი გზა ხმა არ ამოუღია. მეც ჩუ​მად ვი​ყა​ვი. მარ​თა​ლია, კი​ნო​თე​ატ​რი​დან მან​ქა​ნამ​დე
სულ რა​ღაც ორა​სი მეტ​რი იყო, ეს მან​ძი​ლი სა​შინ​ლად გრძე​ლი მეჩ​ვე​ნა. ასე მე​გო​ნა, თით​ქოს უსას​რუ​ლოდ
ვივ​ლი​დით და მა​ინც ვერ მი​ვი​დო​დით ვერ​სად.

"},{"head":"38.","content":"

38.

იუკი წი​ნა სა​ვარ​ძელ​ზე დავ​სვი და ფან​ჯა​რა ჩა​მოვ​წიე. ისევ ცრი​და. წვი​მის წვრი​ლი წვე​თე​ბი არ ჩან​და. მხო​‐
ლოდ ას​ფალ​ტი შავ​დე​ბო​და ნელ-​ნელა და ჰა​ერ​ში წვი​მის სუ​ნი იდ​გა. გამ​ვლე​ლე​ბი ზო​გი ქოლ​გით იყო, ზო​გი –
უქოლ​გოდ. აი, ასე წვიმ​და. მა​ინ​ცდა​მა​ინც არ უბე​რავ​და. მხო​ლოდ უხ​მო წვე​თე​ბი ცვიოდა ცე​რად. ფან​ჯრი​‐
დან ხე​ლი გავ​ყა​ვი, ცო​ტა შე​ვი​ცა​დე, მაგ​რამ მა​ინც ვერ მივ​ხვდი, და​მის​ველ​და თუ არა.

იუკიმ იდაყ​ვი გა​ყო ფან​ჯა​რა​ში, ნი​კა​პით და​ეყ​რდნო და დიდ​ხანს იჯ​და ასე გა​უნ​ძრევ​ლად. მხო​ლოდ ზურ​გი
და მხრე​ბი აუდ-​ჩაუდიოდა ოდ​ნავ. ცო​ტას ჩაისუნ​თქავ​და – ცო​ტას ამოისუნ​თქავ​და. იფიქ​რებ​დი, ოდ​ნავ
ღრმად ჩაისუნ​თქავს და ეს იდაყ​ვი, ყე​ლი და თა​ვი ათას ნამ​სხვრე​ვად იქ​ცე​ვაო. საიდან ასე​თი შე​მაშ​ფო​თე​ბე​‐
ლი და​უც​ვე​ლო​ბის შეგ​რძნე​ბა? – ვუ​ყუ​რებ​დი და ვფიქ​რობ​დი. თუ მხო​ლოდ იმი​ტომ მეჩ​ვე​ნე​ბა ასე, რომ
ზრდას​რუ​ლი ვარ? უბ​რა​ლოდ, იმი​ტომ, რომ, ჩე​მი არას​რულ​ყო​ფი​ლე​ბის მიუხე​და​ვად, კარ​გად ვის​წავ​ლე, რო​‐
გორ გა​და​ვირ​ჩი​ნო თა​ვი ამ სამ​ყა​რო​ში, ამ ბავ​შვმა კი – ჯერ კი​დევ ვე​რა?

– რით და​გეხ​მა​რო? – ვკით​ხე.

– არაფ​რით, – პო​ზის შე​უც​ვლე​ლად, ჩუ​მად მი​პა​სუ​ხა იუკიმ და ნერ​წყვი გა​დაყ​ლა​პა. არა​ბუ​ნებ​რი​ვად ხმა​მაღ​‐
ლა გა​მოუვი​და, – სად​მე წა​მიყ​ვა​ნე, სა​დაც სი​ჩუ​მეა და არა​ვინ არ არის. ოღონდ ძა​ლი​ან შორს არა.

– ზღვას​თან?

– სა​დაც გინ​და. ოღონდ ნე​ლა იარე, კარ​გი? თო​რემ გუ​ლი ამე​რე​ვა.

ხე​ლის​გუ​ლებ​ში ფრთხი​ლად მო​ვიქ​ციე იუკის თა​ვი და ნე​ლა და​ვა​დე​ბი​ნე სა​ვარ​ძლის სა​ზურ​გე​ზე. ფან​ჯა​რა
ნა​ხევ​რამ​დე ავ​წიე. მე​რე ძრა​ვა ჩავ​რთე და ნე​ლა, რამ​დე​ნა​დაც მოძ​რაობის წე​სე​ბი მაძ​ლევ​და უფ​ლე​ბას, კუ​ნი​‐
ფუ​ძუს სა​ნა​პი​როს​კენ წა​ვიყ​ვა​ნე მან​ქა​ნა. რო​ცა ზღვას მი​ვაღ​წი​ეთ, მან​ქა​ნი​დან გად​მო​ვი​და და თქვა, ახ​ლა
გუ​ლი ამე​რე​ვა​ო.

ზედ ფე​ხებ​თან, ქვი​შა​ზე აერია გუ​ლი. არა​ფე​რი გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი კუჭ​ში არ აღ​მო​აჩ​ნდა. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში,
ისე​თი არა​ფე​რი, რომ გუ​ლის​რე​ვა გა​მო​ეწ​ვია. შო​კო​ლა​დის​ფე​რი თხე​ლი ფა​ფა და კუ​ჭის წვე​ნი ბუშ​ტუ​კე​ბიანი
ქა​ფით. სულ ეს იყო. ყვე​ლა​ზე შე​მა​წუ​ხე​ბე​ლი შემ​თხვე​ვა: მთე​ლი სხეული გი​ცახ​ცა​ხებს და რა​ღაც გიბ​რა​გუ​‐
ნებს შიგ​ნი​დან, გა​რეთ კი – არა​ფე​რი. კრუნ​ჩხვა ლი​მო​ნი​ვით წუ​რავს ორ​გა​ნიზმს, კუ​ჭი მუშ​ტი​სო​დე​ნა ხდე​ბა...
ნე​ლა მო​ვე​ფე​რე ზურ​გზე. ვერ გაიგებ​დი, წვი​მის წვრი​ლი წვე​თე​ბი ძირს ეცე​მო​და თუ ისევ უც​ნა​ურ ნის​ლად
ეკი​და ჰა​ერ​ში. მაგ​რამ იუკი ყუ​რად​ღე​ბას არ აქ​ცევ​და. ზურ​გის კუნ​თე​ბი გა​ვუ​სინ​ჯე, კუ​ჭის სა​პი​რის​პი​რო მხა​‐
რეს. ყვე​ლა​ფე​რი გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი ჰქონ​და. მუხ​ლებ​ზე იდ​გა თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი, ხე​ლე​ბი და ფე​ხე​ბი ქვი​შა​ში ჰქონ​‐
და, თა​ვი​სი სა​ზაფ​ხუ​ლო შა​ლის სვი​ტე​რით, გა​ხე​ხი​ლი ჯინ​სით და წი​თე​ლი კე​დე​ბით. თმა, რომ არ დას​ვრო​და,
ცა​ლი ხე​ლით ავუ​წიე, მეორით ზურგს ვუ​ზელ​დი.

– რა სა​ში​ნე​ლე​ბა​ა... – ამო​ღერ​ღა ბო​ლოს. ლო​ყებ​ზე ცრემ​ლი ჩა​მოს​დიოდა.

– ვი​ცი, – ვუთ​ხა​რი, – და ძა​ლი​ან კარ​გად მეს​მის შე​ნი.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი, – და​იჭ​ყა​ნა იუკი.

– ოდეს​ღაც მეც და​ახ​ლოებით ასე მე​რეოდა გუ​ლი. სა​ზიზ​ღრო​ბაა. ამი​ტომ მეს​მის შე​ნი. მაგ​რამ მა​ლე გა​გივ​‐
ლის. ცო​ტა კი​დევ მო​ით​მი​ნე და ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​რდე​ბა.

თა​ვი და​მიქ​ნია და ისევ შე​ძაგ​ძაგ​და მთე​ლი სხეულით.

ათი წუ​თის მე​რე ცახ​ცა​ხი შეწ​ყდა. ტუ​ჩე​ბი ცხვირ​სა​ხო​ცით მოვ​წმინ​დე და ფე​ხებ​თან დამ​დგარ გუ​ბეს ქვი​შა წა​‐
ვა​ყა​რე. იდაყ​ვზე ხე​ლი მოვ​კი​დე და ჯე​ბირ​თან მი​ვიყ​ვა​ნე, სა​დაც შე​ეძ​ლო ჩა​მომ​ჯდა​რი​ყო და ბე​ტო​ნის კე​‐
დელს მიჰ​ყრდნო​ბო​და.

დიდ​ხანს ვის​ხე​დით ხე​ლი​ხელ​ჩა​კი​დე​ბუ​ლი, სულ უფ​რო და უფ​რო ვსველ​დე​ბო​დით წვი​მით. ბე​ტონ​ზე მიყ​‐
რდნო​ბი​ლი ვუს​მენ​დით სა​ბუ​რა​ვე​ბის შრი​ალს სიონა​ნის და​სავ​ლეთ სა​ნა​პი​როს მა​გის​ტრალ​ზე და გავ​ყუ​რებ​‐
დით, რო​გორ ეღ​ვრე​ბო​და წვი​მა ზღვას. წვე​თე​ბი სულ უფ​რო შე​სამ​ჩნე​ვი ხდე​ბო​და. ჯე​ბი​რის გას​წვრივ რამ​‐
დე​ნი​მე მე​თევ​ზის ფი​გუ​რა მო​ჩან​და, მაგ​რამ ისი​ნი არა​ვი​თარ ყუ​რად​ღე​ბას არ გვაქ​ცევ​დნენ. არც კი შე​მობ​‐
რუ​ნე​ბუ​ლან ჩვენ​კენ. კა​პიუშო​ნი​ან თაგ​ვის​ფერ საწ​ვიმ​რებ​ში გა​მოწ​ყო​ბი​ლე​ბი ბე​ტო​ნის ჯე​ბირ​ზე, თა​ვი​ანთ
ვახ​ტზე იდ​გნენ, სპი​ნინ​გე​ბი დრო​შე​ბი​ვით ეჭი​რათ და ზღვას გას​ცქე​როდ​ნენ. მათ გარ​და, სა​ნა​პი​რო​ზე არა​ვინ
იყო. ძა​ლა​გა​მოც​ლილ იუკის ჩემს მხარ​ში ჩა​ერ​გო ცხვი​რი და ხმას არ იღებ​და. ვინ​მეს რომ და​ვე​ნა​ხეთ,
ღმერ​თმა​ნი, შეყ​ვა​რე​ბუ​ლი წყვი​ლი ვე​გო​ნე​ბო​დით.

თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი ჩუ​მად ქსუ​ტუ​ნებ​და ჩემს მხარ​ზე. თით​ქოს ეძი​ნა. სვე​ლი თმა შუბ​ლზე ჩა​მოშ​ლო​და, ნეს​‐
ტოები ოდ​ნავ უთ​რთო​და. ერ​თი თვის წი​ნან​დე​ლი რუ​ჯი ჯერ კი​დევ შერ​ჩე​ნო​და კან​ზე, მაგ​რამ რუ​ხი, დაღ​ვრე​‐
მი​ლი ცის ქვეშ მა​ინ​ცდა​მა​ინც ჯან​მრთე​ლად არ გა​მოიყუ​რე​ბო​და. ცხვირ​სა​ხო​ცი ამო​ვი​ღე, წვი​მით და ცრემ​‐
ლით დას​ვე​ლე​ბუ​ლი სა​ხე გა​ვუწ​მინ​დე. ჰო​რი​ზონ​ტის ხა​ზი კარ​გა ხა​ნია გაქ​რა წვი​მის ფარ​დის მიღ​მა. ცა​ში
ღმუილით გა​იქ​რო​ლეს თავ​დაც​ვის ძა​ლე​ბის ნავ​სა​წი​ნა​აღ​მდე​გო თვით​მფრი​ნა​ვებ​მა. ჭრი​ჭი​ნე​ბის გუნდს
ჰგავ​დნენ.

ბო​ლოს, რო​გორც იქ​ნა, გა​ინ​ძრა და ისე, რომ მხრი​დან თა​ვი არ აუღია, თვა​ლებ​ში შე​მომ​ხე​და. მე​რე ჯინ​სის
ჯი​ბი​დან „ვირ​ჯი​ნია სლიმ​ზის“ კო​ლო​ფი ამოიღო, სი​გა​რე​ტი პირ​ში ჩაიდო და ასან​თის კო​ლოფს გაჰ​კრა. ასან​‐
თი არ აინ​თო – მე​ტის​მე​ტად და​სუს​ტე​ბო​და თი​თე​ბი. არ შე​მი​ჩე​რე​ბია. არც ის მით​ქვამს: „ჯო​ბია ახ​ლა არ მო​‐
წი​ო“. რო​გორ​ღაც მოუკი​და და ასან​თის ღე​რი წკი​პურ​ტით გა​და​აგ​დო. მე​რე ერთი-​ორჯერ შეისუნ​თქა ბო​ლი
და სი​გა​რე​ტიც წკი​პურ​ტით მო​ის​რო​ლა. ნამ​წვი ბე​ტონ​ზე დაეცა, ცო​ტა ხანს ბო​ლავ​და, დას​ველ​და და ჩაქ​რა.

– რო​გორ გაქვს მუ​ცე​ლი? – ვკით​ხე.

– ცო​ტა​თი მტკი​ვა, – მი​პა​სუ​ხა.


– ვის​ხდეთ კი​დევ ცო​ტა ხანს. არ გცი​ვა?

– არა. მიყ​ვარს, წვი​მა​ში რომ ვსველ​დე​ბი.

შორს, ჯე​ბირ​ზე, ბუნ​დოვ​ნად ჩან​დნენ მე​თევ​ზეები. წყნა​რი ოკეანის წყლებს გაჰ​ყუ​რებ​დნენ. ნე​ტავ გან​სა​კუთ​‐
რე​ბულს რას ნა​ხუ​ლო​ბენ თევ​ზაობა​ში? – გა​ვი​ფიქ​რე. ნე​ტავ რა ძა​ლა ად​გათ, მთე​ლი დღეები რომ ყრი​ან წვი​‐
მა​ში და ზღვას გას​ცქე​რი​ან? თუმ​ცა, რა თქმა უნ​და, გე​მოვ​ნე​ბის სა​კით​ხია. ბო​ლოს და ბო​ლოს, ცა​მე​ტი წლის
ნერ​ვი​ულ გო​გოს​თან ერ​თად ზღვის ნა​პირ​ზე წვი​მა​ში გა​ლუმ​პვაც გე​მოვ​ნე​ბის საქ​მეა და მე​ტი არა​ფე​რი.

– იმ შენ​მა მე​გო​ბარ​მა... – თქვა უცებ იუკიმ. ჩუ​მად, მაგ​რამ ძა​ლი​ან მკაც​რად.

– მე​გო​ბარ​მა?

– ფილ​მში რომ თა​მა​შობ​და.

– გო​ტან​და ჰქვია, – ვუთ​ხა​რი, – რო​გორც მეტ​როს სად​გურს. იცი ალ​ბათ, წრი​ულ​ზე, მე​გუ​რო​სა და ოძა​კის შო​‐
რის.

– მან მოკ​ლა ის ქა​ლი.

ცე​რად გავ​ხე​დე. ძა​ლი​ან დაღ​ლი​ლი ჩან​და. მოხ​რი​ლი იჯ​და, ერ​თიანად გა​დაგ​რე​ხი​ლი – ცა​ლი მხა​რი მეორე​‐
ზე მაღ​ლა – და მძი​მედ სუნ​თქავ​და. თით​ქოს იძი​რე​ბო​და ადა​მიანი და უკა​ნას​კნელ წამს გა​და​არ​ჩი​ნეს. ვერ
გა​ვი​გე, რი​სი თქმა უნ​დო​და.

– მოკ​ლა? ვინ?

– ის ქა​ლი. რო​მელ​თა​ნაც კვი​რა დი​ლით იწ​ვა.

ისევ ვერ ვხვდე​ბო​დი, რი​სი თქმა უნ​დო​და. თავ​ში რა​ღაც უც​ნაურად ამე​რია. თით​ქოს რეალო​ბის შეგ​რძნე​ბას
ჩემს ტვინ​ში რა​ღაც შეერია, ვი​ღაც უც​ხოს ნე​ბა. და მოვ​ლე​ნე​ბის ბუ​ნებ​რივ დი​ნე​ბას არ​ღვევს. მაგ​რამ არც ამ
ნე​ბის და​უფ​ლე​ბა შე​მეძ​ლო და არც იმის გარ​კვე​ვა, თუ საიდან გაჩ​ნდა. უნე​ბუ​რად გა​მე​ღი​მა.

– იმ ფილ​მში არა​ვინ კვდე​ბა. სხვა​ში აგე​რი​ა.

– ფილ​მზე არ გე​უბ​ნე​ბი. სი​ნამ​დვი​ლე​ში მოკ​ლა. რეალურ ცხოვ​რე​ბა​ში. მივ​ხვდი, – თქვა იუკიმ და ხე​ლი მო​მი​‐
ჭი​რა, – ისე მე​ში​ნია. თით​ქოს მუ​ცელ​ში რა​ღაც გა​მე​ჭე​და და ბრუ​ნავს. სუნ​თქვას მიშ​ლის. ში​შის​გან ჰაერი
ყელ​შიც მე​ჭე​დე​ბა. იცი... ისევ მო​მიარა... ის, რა​ზეც გიყ​ვე​ბო​დი. ამი​ტო​მაც ვი​ცი. ზუს​ტად ვი​ცი, ყო​ველ​გვა​რი
ხუმ​რო​ბის გა​რე​შე. შენ​მა მე​გო​ბარ​მა მოკ​ლა ის ქა​ლი. სი​სუ​ლე​ლეს არ ვამ​ბობ. ეს სი​მარ​თლე​ა.

რო​გორც იქ​ნა, გა​ვი​გე, რას მე​უბ​ნე​ბო​და. იმა​ვე წამს ზურ​გზე სი​ცი​ვემ და​მიარა. ენა სა​სა​ზე ამეკ​რა. ვე​რაფ​რის
კით​ხვას ვე​ღარ ვა​ხერ​ხებ​დი. გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი ვი​ჯე​ქი წვი​მა​ში და ვუ​ყუ​რებ​დი იუკის. გან​ძრე​ვის თა​ვი არ მქონ​‐
და. ახ​ლა რა უნ​და ვქნა? – ვფიქ​რობ​დი. მთე​ლი ჩე​მი ცხოვ​რე​ბის სუ​რა​თი ფა​ტა​ლუ​რად გამ​რუდ​და. ყვე​ლა​ფე​‐
რი, რა​საც დღემ​დე ვა​კონ​ტრო​ლებ​დი, ხე​ლი​დან გა​მი​ვარ​და...
– მა​პა​ტიე. ალ​ბათ არ უნ​და მეთ​ქვა, – ამოიოხ​რა იუკიმ და ხე​ლი გაითა​ვი​სუფ​ლა, – მარ​თა​ლი გით​ხრა, თვი​‐
თო​ნაც ვერ ვხვდე​ბი. ამას ისე ვგრძნობ, რო​გორც რეალო​ბას. მაგ​რამ არ ვი​ცი, ნამ​დვი​ლია ეს რეალო​ბა თუ
არა. მგო​ნია, ეგე​თი რა​ღა​ცე​ბის მო​ყო​ლას თუ და​ვიწ​ყებ, შენც გაბ​რაზ​დე​ბი, შე​მი​ძუ​ლებ, რო​გორც და​ნარ​ჩე​ნე​‐
ბი. მეორე მხრივ, არც ის შე​იძ​ლე​ბა, რომ არ გით​ხრა. მაგ​რამ რაც არ უნ​და იყოს, სი​მარ​თლე თუ ტყუილი, მე
ხომ ნამ​დვი​ლად ვხე​დავ! და ეს შეგ​რძნე​ბა არ​სად არ მი​დის, და ვერც მე გა​ვურ​ბი​ვარ! ძა​ლი​ან მე​ში​ნია. მარ​‐
ტო მე ამას ვერ... ამი​ტომ გთხოვ, ნუ გა​მიბ​რაზ​დე​ბი. იმი​ტომ რომ, თუ ძა​ლი​ან მეჩ​ხუ​ბე​ბი, ვერ გა​ვუძ​ლებ.

– არა​ვინ არ გეჩ​ხუ​ბე​ბა. დამ​შვიდ​დი და თქვი, რას გრძნობ, – ხე​ლი მოვ​კი​დე, – ესე იგი ამას ხე​დავ?

– ვხე​დავ. და ძა​ლი​ან გარ​კვე​ვით. პირ​ვე​ლად ვხე​დავ ასეთ რა​მეს... რო​გორ ახ​რჩობს. იმ ქალს, ფილ​მის მსა​ხი​‐
ობს. მე​რე კი მის გვამს მან​ქა​ნა​ში დებს და სად​ღაც მი​აქვს. სად​ღაც ძა​ლი​ან შორს. აი, იმ მან​ქა​ნით, იტა​‐
ლიურით. რომ​ლი​თაც ერ​თხელ მე და შენ დავ​სე​ირ​ნობ​დით. ეს ხომ მი​სი მან​ქა​ნაა, არა?

– კი. მი​სი მან​ქა​ნაა, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – კი​დევ რას გრძნობ? ნუ აჩ​ქარ​დე​ბი, კარ​გად მოიფიქ​რე. ნე​ბის​მიერი
წვრილ​მა​ნი. სუ​ლერ​თია, ნე​ბის​მიერი. რაც ხდე​ბა, სწო​რედ ის მო​ყე​ვი.

იუკი გას​წორ​და, მხრი​დან მომ​ცილ​და და თა​ვი მიატრიალ-​მოატრიალა – ყე​ლი გაავარ​ჯი​შა. ცხვი​რით ჩაისუნ​‐
თქა, რაც შე​იძ​ლე​ბა ბევ​რი ჰაერი მო​აგ​რო​ვა მკერ​დში და ბო​ლოს მით​ხრა:

– ჰო, მოკ​ლედ, ბევ​რი არა​ფე​რი... მი​წის სუ​ნი. ნი​ჩა​ბი. ღა​მე. ჩი​ტე​ბის ჭიკ​ჭი​კი. ალ​ბათ სულ ეს არის. გა​გუ​და,
მან​ქა​ნით წაიღო და მი​წა​ში ჩაფ​ლა. მე​ტი არა​ფე​რი. ოღონდ, იცი, ძა​ლი​ან უც​ნაური​ა... არა​ნაირი და არა​ვის
ბო​რო​ტე​ბა არ იგ​რძნო​ბა. ესე იგი იმის შეგ​რძნე​ბა, რომ ეს კა​ცი ბო​როტ​მოქ​მე​დია, არ მაქვს. თით​ქოს მკვლე​‐
ლო​ბაც არ არის, რა​ღაც ცე​რე​მო​ნიაა, დაკ​რძალ​ვის მსგავ​სი. ყვე​ლა​ფე​რი ძა​ლი​ან მშვი​დია. მკვლე​ლიც და
მსხვერ​პლიც ისე​თი მშვი​დე​ბი არი​ან, რომ შეგ​ზა​რავს. ეს სიმ​შვი​დე გზა​რავს. არ შე​მიძ​ლია ამის ახ​სნა... ისე​‐
თი სიმ​შვი​დეა, თით​ქოს ქვეყ​ნიერე​ბის კი​დე​ზე მოხ​ვდი.

დიდ​ხანს ვი​ყა​ვი ჩუ​მად თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი. და ამ და​ხუ​ჭუ​ლი თვა​ლე​ბის უკუნ​ში აზ​რის მოკ​რე​ბას ვცდი​ლობ​დი.
უშე​დე​გოდ. აზ​რე​ბის დი​ნე​ბა​ში, რო​გორც მდი​ნა​რე​ში, ისე შევ​დიოდი და წო​ნას​წო​რო​ბის შე​ნარ​ჩუ​ნე​ბას ვცდი​‐
ლობ​დი – მაგ​რამ არა​ფე​რი გა​მო​დიოდა. ამ სამ​ყა​როს საგ​ნებ​მა და მოვ​ლე​ნებ​მა – ყვე​ლა​ფერ​მა, რა​საც ჩე​მი
ტვი​ნი აქამ​დე ინა​ხავ​და – უცებ ყვე​ლა​ნაირი ურ​თი​ერ​თკავ​ში​რი და​კარ​გა. სამ​ყა​როს სუ​რა​თი სკდე​ბო​და და
ნამ​სხვრე​ვე​ბი სხვა​დას​ხვა მხა​რეს იფან​ტე​ბო​და.

იუკის მო​ნა​ყო​ლი ინ​ფორ​მა​ცი​ად აღ​ვიქ​ვი. არა, მთლიანად არ და​მი​ჯე​რე​ბია, მაგ​რამ არც გან​სა​კუთ​რე​ბით და​‐
ვეჭ​ვე​ბულ​ვარ. ღრუ​ბე​ლი​ვით გა​მიჟ​ღინ​თა სუ​ლი მის​მა სიტ​ყვებ​მა. რა თქმა უნ​და, ეს მხო​ლოდ ვერ​სიაა. შე​‐
საძ​ლებ​ლო​ბა და მე​ტი არა​ფე​რი. მაგ​რამ უც​ნაური​ა: ამ შე​საძ​ლებ​ლო​ბის ენერ​გია, უბ​რა​ლოდ, და​მან​გრე​ვე​ლი
გა​მოდ​გა. საკ​მა​რი​სი იყო ვი​ღაც ლიფ​სი​ტას მხო​ლოდ მიენიშ​ნე​ბი​ნა, რომ მსგავ​სი რამ შე​საძ​ლე​ბე​ლი იყო და
მი​ზეზ​შე​დე​გობ​რიობის ჩე​მი სის​ტე​მა, რო​მე​ლიც, ავად თუ კარ​გად, ავა​გე ამ რამ​დე​ნი​მე თვე​ში, მუ​ყა​ოს ხუ​ხუ​‐
ლა​სა​ვით დაიშა​ლა. ეს პი​რო​ბი​თი, გამ​ჭვირ​ვა​ლე სის​ტე​მა, რო​მელ​საც ყო​ველ​თვის აკ​ლდა მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა, მა​‐
ინც საკ​მა​რი​სად გა​მარ​თუ​ლი იყო იმის​თვის, რომ არ​სე​ბო​ბის უფ​ლე​ბა ჰქო​ნო​და. ოღონდ ალ​ტერ​ნა​ტი​ვის​‐
თვის ახ​ლა სულ უფ​რო პა​ტა​რა ად​გი​ლი რჩე​ბო​და.

შე​საძ​ლებ​ლო​ბა არ​სე​ბობს, გა​ვი​ფიქ​რე. და მა​შინ​ვე ვიგ​რძე​ნი: რა​ღაც ჩამ​წყდა. რა​ღაც დას​რულ​და – ძლივს
შე​სამ​ჩნე​ვად, მაგ​რამ მო​უბ​რუ​ნებ​ლად. მა​ინც რა? თუმ​ცა არა​ფერ​ზე ფიქ​რი აღარ მინ​დო​და. კარ​გი, ვუთ​ხა​რი
სა​კუ​თარ თავს. მე​რე ვი​ფიქ​რებ. და ვიგ​რძე​ნი, რო​გორ მო​მაწ​ვა ისევ მარ​ტოობა. აქ, ბე​ტო​ნის ჯე​ბირ​ზე, ზღვას​‐
თან, ცა​მე​ტი წლის გო​გოს სა​ზო​გა​დოება​ში, აუტან​ლად მარ​ტო ვი​ყა​ვი.

იუკიმ ნე​ლა მო​მი​ჭი​რა ხე​ლი მა​ჯა​ზე. ძა​ლი​ან დიდ​ხანს ვის​ხე​დით ასე, ის კი სულ მი​ჭერ​და და მი​ჭერ​და მა​ჯა​‐
ზე. პა​ტა​რა, თბი​ლი, თით​ქმის არა​რეალუ​რი ხე​ლით. და უამ​რავ მო​გო​ნე​ბას მიღ​ვი​ძებ​და. მო​გო​ნე​ბე​ბი, გა​ვი​‐
ფიქ​რე. რომ​ლის​გა​ნაც სით​ბო მო​დის, მაგ​რამ რომ​ლი​თაც ვე​ღა​რა​ფერს გა​მო​ას​წო​რებ.

– წა​ვი​დეთ, – ვუთ​ხა​რი, – შინ წა​გიყ​ვან.


იუკი ჰა​კო​ნე​ში წა​ვიყ​ვა​ნე. მთე​ლი გზა ხმა არ ამოგ​ვი​ღია. აუტა​ნე​ლი იყო ეს სი​ჩუ​მე. კა​სე​ტა გა​მოვ​ქე​ქე და
მაგ​ნი​ტო​ფონ​ში ჩავ​დე. უკ​რავ​და მუ​სი​კა, მაგ​რამ ვერ ვხვდე​ბო​დი – რას. გუ​ლის​ყუ​რი გზის​კენ მქონ​და მიპ​ყრო​‐
ბი​ლი. შეწ​ყო​ბი​ლად ვა​მოძ​რა​ვებ​დი ფე​ხებს და ხე​ლებს, დროულად ვრთავ​დი სიჩ​ქა​რე​ებს, ფრთხი​ლად მე​ჭი​‐
რა სა​ჭე. თვალ​წინ შეწ​ყო​ბი​ლად, წკა​პუ​ნით ცეკ​ვავ​დნენ ფან​ჯრის საწ​მენ​დე​ბი: წკაპ-​წკუპ, წკაპ-​წკუპ, წკაპ-​‐
წკუპ...

ამეს​თან შეხ​ვედ​რა არ მინ​დო​და და სახ​ლში აღარ შევ​სულ​ვარ.

– ეი, – მით​ხრა იუკიმ დამ​შვი​დო​ბე​ბი​სას. მან​ქა​ნი​დან გა​და​ვი​და, გა​ჩერ​და, მხრებ​ზე მო​იხ​ვია ხე​ლე​ბი და ისე
მე​ლა​პა​რა​კე​ბო​და, – ოღონდ ყვე​ლა​ფერს, რა​საც გე​უბ​ნე​ბი, ჭო​რი​ვით ნუ გა​დაყ​ლა​პავ. უბ​რა​ლოდ, ასე ვხე​დავ
და მორ​ჩა. ხომ გით​ხა​რი, თვი​თო​ნაც არ ვი​ცი, რა არის სი​მარ​თლე და რა – არა. და ამის გა​მო ჩემ​ზე ნუ გაბ​‐
რაზ​დე​ბი, გეს​მის? შენც თუ გა​მიბ​რაზ​დე​ბი, სა​ერ​თოდ აღარ ვი​ცი, რა და​მე​მარ​თე​ბა...

– არა, შენ​ზე არ ვბრაზ​დე​ბი, – გა​ვუ​ღი​მე, – და არც არა​ფერს ვყლა​პავ. ოდეს​მე გა​ვი​გებთ, რა მოხ​და სი​ნამ​დვი​‐
ლე​ში. ნის​ლი აიკ​რი​ფე​ბა, ჭეშ​მა​რი​ტე​ბა დარ​ჩე​ბა. ეს ზუს​ტად ვი​ცი. თუ ყვე​ლა​ფე​რი მარ​თლა ისეა, რო​გორც
შენ ამ​ბობ – ესე იგი ჭეშ​მა​რი​ტე​ბა ხან​და​ხან შე​ნი სა​შუალე​ბით ხდე​ბა ხი​ლუ​ლი. სულ ეს არის. ვი​ცი, შე​ნი ბრა​‐
ლი არ არის. უნ​და წა​ვი​დე და თვი​თონ შე​ვა​მოწ​მო ყვე​ლა​ფე​რი. სხვა​ნაირად პრობ​ლე​მას ვერ გა​დავ​წყვეტ.

– შეხ​ვდე​ბი?

– რა თქმა უნ​და, შევ​ხვდე​ბი. პირ​და​პირ ვკით​ხავ ყვე​ლა​ფერს. სხვა გა​მო​სა​ვა​ლი არ არის.

იუკი მოიბუ​ზა.

– ესე იგი არ მიბ​რაზ​დე​ბი?

– რა თქმა უნ​და, არ გიბ​რაზ​დე​ბი, – ვუთ​ხა​რი, – რა​ტომ უნ​და გიბ​რაზ​დე​ბო​დე? ხომ არა​ფე​რი და​გი​შა​ვე​ბი​ა.

– შენ ძა​ლი​ან კარ​გი იყა​ვი, – მით​ხრა იუკიმ. რა​ტომ​ღაც წარ​სულ დრო​ში, – არა​სო​დეს შევ​ხვედ​რი​ვარ შენ​ნა​ირ
ადა​მი​ანს.

– არც მე შევ​ხვედ​რი​ვარ შენ​ნა​ირ გო​გოს.

– მშვი​დო​ბით, – მით​ხრა. და და​ჟი​ნე​ბით შე​მო​მაც​ქერ​და. ეტ​ყო​ბო​და, რომ ყოყ​მა​ნობ​და. და აშ​კა​რად რა​ღა​ცის


გა​კე​თე​ბა უნ​დო​და: კი​დევ ორიოდე სიტ​ყვა დაემა​ტე​ბი​ნა, ხე​ლი ჩა​მო​ერ​თმია, ლო​ყა​ზე ეკოც​ნა. მაგ​რამ, ცხა​‐
დია, მსგავ​სი არა​ფე​რი გაუკე​თე​ბი​ა.

მთე​ლი გზა მან​ქა​ნის სა​ლონ​ში მის სი​ნა​ნულს ვგრძნობ​დი რა​ღაც გაუკე​თე​ბელ​ზე. ვუს​მენ​დი მუ​სი​კას, თვა​‐
ლე​ბით ვბურ​ღავ​დი გზატ​კე​ცილს, მაგ​რად მე​ჭი​რა სა​ჭე. ტოკიო-​ნაგოიას მა​გის​ტრა​ლი​დან გა​და​სახ​ვევ​ზე წვი​‐
მა შეწ​ყდა. მაგ​რამ ფან​ჯრის საწ​მენ​დე​ბი რომ უნ​და გა​მო​მერ​თო, მხო​ლოდ მა​შინ გა​მახ​სენ​და, რო​ცა სი​ბუიას
სად​გომ​ზე მი​ვე​დი. მა​შინ​ვე კი შევ​ნიშ​ნე, რომ წვი​მამ გა​დაიღო, მაგ​რამ საწ​მენ​დე​ბი რომ უნ​და გა​მო​მერ​თო,
რა​ტომ​ღაც არ მი​ფიქ​რია. თავ​ში მხო​ლოდ ფა​ფა მქონ​და. რა​ღაც უნ​და მო​ვუ​ხერ​ხო ამ ყვე​ლა​ფერს... ძრა​ვა
რომ გა​მოვ​რთე, კი​დევ დიდ​ხანს ვი​ჯე​ქი „სუ​ბა​რუ​ში“, ხე​ლე​ბი სა​ჭე​ზე მე​კი​და და წინ ვი​ყუ​რე​ბო​დი. კი​დევ დი​‐
დი დრო გა​ვი​და, ვიდ​რე სა​ჭი​დან ხე​ლებს ავი​ღებ​დი.
"},{"head":"39.","content":"

39.

მაგ​რამ აზ​რე​ბის მო​საკ​რე​ბად კი​დევ უფ​რო მე​ტი დრო დამ​ჭირ​და.

პრობ​ლე​მა ნო​მე​რი ერ​თი: ღირს კი და​ვუ​ჯე​რო იუკის? შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად გავ​თი​შე ემო​ციური ფაქ​ტო​რი და
ვცა​დე გა​მეანა​ლი​ზე​ბი​ნა, სა​ერ​თოდ, რამ​დე​ნად შე​საძ​ლე​ბე​ლი იყო ის, რაც მან მით​ხრა. ეს ძნე​ლი არ გა​მოდ​‐
გა. სუ​ლი უკ​ვე ისე დამ​ბუ​ჟე​ბო​და, თით​ქოს ფუტ​კრებ​მა და​მიკ​ბი​ნეს. შე​საძ​ლებ​ლო​ბა არ​სე​ბობს, გა​ვი​ფიქ​რე.
მაგ​რამ რაც მეტს ვფიქ​რობ​დი, შე​საძ​ლებ​ლო​ბა სულ უფ​რო მე​ტად ემ​სგავ​სე​ბო​და ალ​ბა​თო​ბას, რო​მელ​შიც
და​ეჭ​ვე​ბა სულ უფ​რო რთულ​დე​ბო​და. სამ​ზა​რეულო​ში გა​ვე​დი. წყა​ლი ავა​დუ​ღე, ყა​ვის მარ​ცვლე​ბი დავ​ფქვი
და აუჩ​ქა​რებ​ლად, სვენებ-​სვენებით მო​ვი​დუ​ღე ყა​ვა. კა​რა​დი​დან ფინ​ჯა​ნი გად​მო​ვი​ღე და შეს​ქე​ლე​ბუ​ლი შა​‐
ვი სით​ხე ჩა​ვას​ხი. ყა​ვა ოთახ​ში გა​ვი​ტა​ნე, სა​წოლ​ზე დავ​ჯე​ქი და და​ლე​ვა და​ვიწ​ყე. რო​ცა ფინ​ჯა​ნი და​ცა​რი​ელ​‐
და, ალ​ბა​თო​ბა ძა​ლი​ან და​ემ​სგავ​სა ჭეშ​მა​რი​ტე​ბას. ეტ​ყო​ბა, ნამ​დვი​ლად ასეა, გა​ვი​ფიქ​რე. ის, რაც იუკიმ ნა​ხა,
ნამ​დვი​ლად მოხ​და. გო​ტან​დამ მოკ​ლა კი​კი, მე​რე მან​ქა​ნით წაიღო და ან და​მარ​ხა, ან სხვა რა​ღაც უქ​ნა.

საოცა​რია. არც სამ​ხი​ლი, არც მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა. ცა​მე​ტი წლის გო​გო​ნამ, შიშ​ვე​ლი ნერ​ვე​ბით, ფილ​მი ნა​ხა და
მკვლე​ლო​ბა იგ​რძნო. მე კი რა​ტომ​ღაც ეჭ​ვიც არ გა​მიჩ​ნდა. შო​კი იყო, ეს „ჰო“. მაგ​რამ თვით სცე​ნა, რაც მან
იხი​ლა, თით​ქმის ინ​ტუიციურად და​ვი​ჯე​რე. რა​ტომ? რა​ტომ ვარ ასე დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი? ეშ​მაკ​მა უწ​ყის.

კე​თი​ლი. გან​ზე გა​დავ​დოთ გაუგე​ბა​რი და ვცა​დოთ წინ წას​ვლა.

შემ​დე​გი კით​ხვა. რა​ში დას​ჭირ​და გო​ტან​დას კი​კის მოკ​ვლა?

არ მეს​მის. შემ​დე​გი კით​ხვა. მე​იც გო​ტან​დამ მოკ​ლა? თუ ჰო, ისევ რა​ტომ? რა​ში დას​ჭირ​და გო​ტან​დას მე​ის
მოკ​ვლა?

მომ​კა​ლით და არ მეს​მის. რამ​დე​ნი არ ვიმ​ტვრიე თა​ვი – ვე​რა​ვი​თა​რი, სულ ყვე​ლა​ზე უაზ​რო მო​ტი​ვიც კი, გო​‐
ტან​დას ვერ მო​ვუ​ძებ​ნე.

მე​ტის​მე​ტად ბევ​რი რა​მაა გაუგე​ბა​რი.

ერ​თი​ღა მრჩე​ბო​და: რო​გორც იუკის ვუთ​ხა​რი, შევ​ხვედ​რო​დი და პირ​და​პირ მე​კით​ხა. ისე, კაც​მა რომ თქვას,
რო​გორ უნ​და ვკით​ხო? წარ​მო​ვიდ​გი​ნე ეს სუ​რა​თი. გო​ტან​დას ვუ​ყუ​რებ და ვე​უბ​ნე​ბი: „ა​ბა, შენ მო​კა​ლი კი​კი?“
სრუ​ლი იდიოტიზ​მია, აბსურდი-​მეთქი, რომ არ ვთქვა. და მე​ტის​მე​ტად ყარს ნეხ​ვის სუ​ნით. მარ​ტო იმის გა​‐
ფიქ​რე​ბა​ზე, რომ ასე​თი რა​მის თქმა შე​მიძ​ლია, კი​ნა​ღამ გუ​ლი ამე​რი​ა.

დღე​სა​ვით ნა​თე​ლი​ა: სი​ტუაცი​ის ჩე​მე​ულ ვერ​სიაში რა​ღაც მცდა​რი ფაქ​ტო​რი გაიჭე​და. რა ფაქ​ტო​რი? ამას
თუ თვი​თონ გო​ტან​დას არ ვკით​ხავ, არა​ფე​რი არ და​იძ​ვრე​ბა ად​გი​ლი​დან. კმა​რა ამ​ღვრე​ულ წყალ​ში, კაც​მა
არ იცის, სა​ით ცურ​ვა. ჭირ​ვეულო​ბის თა​ვი აღარ მაქვს იმის არ​ჩე​ვა​ში, რა მომ​წონს და რა – არა. აბ​სურ​დი,
ნეხ​ვი, მცდა​რი ფაქ​ტო​რი – არა აქვს მნიშ​ვნე​ლო​ბა. უნ​და გა​ვა​კე​თო ის, რაც უნ​და გა​ვა​კე​თო.

გო​ტან​დას​თან და​რეკ​ვა ვცა​დე – ზე​დი​ზედ რამ​დენ​ჯერ​მე. ვერც ერ​თხელ ვერ შევ​ძე​ლი. ტე​ლე​ფო​ნი მუხ​ლებ​ზე
მე​დო და ნე​ლა ვატ​რიალებ​დი დისკს. მაგ​რამ მა​ინც ვერ გა​დავ​წყვი​ტე ნომ​რის ბო​ლომ​დე აკ​რე​ფა. ბო​ლოს
დავ​ნებ​დი: ყურ​მი​ლი დავ​კი​დე და სა​წოლ​ზე გა​წო​ლი​ლი მი​ვაშ​ტერ​დი ჭერს. არ შე​მიძ​ლია. უაზ​რო​ბაა. გო​ტან​‐
და ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში გა​ცი​ლე​ბით დიდ როლს თა​მა​შობს, ვიდ​რე მე​გო​ნა. ჩვენ მე​გობ​რე​ბი ვართ. კი​კი რომ მო​‐
ეკ​ლა კი​დეც, მა​ინც მე​გობ​რე​ბი ვართ. მა​ინც არ მინ​და მი​სი და​კარ​გვა. უკ​ვე მე​ტის​მე​ტად ბევ​რი რამ დავ​კარ​‐
გე. არ შე​მიძ​ლია. არ შე​მიძ​ლია და​რეკ​ვა და მორ​ჩა.

ტე​ლე​ფო​ნი ავ​ტო​მო​პა​სუ​ხე​ზე გა​დავ​რთე და გა​დავ​წყვი​ტე, არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში არ ამე​ღო ყურ​მი​ლი. ახ​‐


ლა გო​ტან​დას რომ დაერე​კა, წარ​მოდ​გე​ნა არ მქონ​და, რა უნ​და მეთ​ქვა.

მომ​დევ​ნო დღეს რამ​დენ​ჯერ​მე და​რე​კეს. ვინ – არ ვი​ცი. შე​იძ​ლე​ბა იუკიმ, შე​იძ​ლე​ბა იუმიოსი-​სანმა. ტე​ლე​‐
ფონ​თან არ მივ​დიოდი. უბ​რა​ლოდ, ლა​პა​რა​კის თა​ვი არ მქონ​და. ტე​ლე​ფო​ნი შვიდ​ჯერ ან რვა​ჯერ და​იწ​‐
კრიალებ​და და გა​ჩუმ​დე​ბო​და. და თი​თოეულ ზუ​მერ​თან ერ​თად ჩე​მი ყო​ფი​ლი მე​გო​ბა​რი ქა​ლი მახ​სენ​დე​ბო​‐
და სა​ტე​ლე​ფო​ნო კომ​პა​ნიიდან. „შენ ეი! დაბ​რუნ​დი იმ შენს მთვა​რე​ზე!“ – მე​უბ​ნე​ბო​და. ჰო, – ვამ​ბობ​დი გულ​‐
ში, – მარ​თა​ლი ხარ. ალ​ბათ მარ​თლა ჯობს დავ​ბრუნ​დე ჩემს მთვა​რე​ზე. აქ ჩემ​თვის მე​ტის​მე​ტად მკვრი​ვი
ჰაერია. და მე​ტის​მე​ტად ძლიერი მი​ზი​დუ​ლო​ბა.

ზე​დი​ზედ ოთ​ხი დღე ვი​ჯე​ქი სახ​ლში და ვფიქ​რობ​დი. ვფიქ​რობ​დი იმა​ზე, თუ რა​ტომ ხდე​ბა ასე ჩემს თავს. ოთ​‐
ხი დღე საჭ​მლის, სას​მლის და ძი​ლის გა​რე​შე. არ​სად არ გავ​სულ​ვარ. ძლივს ვაიძუ​ლებ​დი ორ​გა​ნიზმს სრუ​‐
ლი​ად ელე​მენ​ტა​რუ​ლი ფუნ​ქციების შეს​რუ​ლე​ბას. უკ​ვე რამ​დე​ნი რამ დავ​კარ​გე ამ ცხოვ​რე​ბა​ში, ვფიქ​რობ​დი.
და ვაგ​რძე​ლებ კარ​გვას. და ყო​ველ ჯერ​ზე მარ​ტო ვრჩე​ბი. ყო​ველ​თვის ასეა. ყო​ველ​თვის ასე და არა სხვა​‐
ნაირად. რა​ღაც თვალ​საზ​რი​სით, მე და გო​ტან​და ერთ თარ​გზე ვართ მოჭ​რი​ლი. ტყუილად ხომ არ ვცხოვ​‐
რობთ ასე სხვა​დას​ხვა​ნაირად, ტყუილად ხომ გვაქვს ასე სხვა​დას​ხვა​ნაირი აზ​რე​ბი და გრძნო​ბე​ბი. მიუხე​და​‐
ვად ამ ყვე​ლაფ​რი​სა, მა​ინც ერ​თი ჯი​შის ვართ. ორი​ვე გან​ვაგ​რძობთ კარ​გვას. და სა​და​ცაა ერ​თმა​ნეთ​საც დავ​‐
კარ​გავთ.

კი​კი​ზე ვფიქ​რობ​დი. მის სა​ხეს ვიხ​სე​ნებ​დი. „რა ხდე​ბა?“ – კით​ხუ​ლობს კი​კი. ის მკვდა​რი იყო, და მი​წა​მიყ​რილ
ორ​მო​ში იწ​ვა. რო​გორც ჩე​მი ქა​შა​ყი. უც​ნაური რა​ღაც მე​ლან​დე​ბო​და. თით​ქოს კი​კი იმი​ტომ მოკ​ვდა, რომ
თვი​თონ გა​დაწ​ყვი​ტა ასე. თით​ქოს თვი​თონ მას სჭირ​დე​ბო​და, რომ მომ​კვდა​რი​ყო. სა​სო​წარ​კვე​თი​ლე​ბამ შე​‐
მიპ​ყრო. ჩუმ​მა, უიმე​დო სა​სო​წარ​კვე​თი​ლე​ბამ, რო​გო​რი​თაც წვი​მა იღ​ვრე​ბა ზღვა​ზე. დარ​დი​თაც კი არ ვდარ​‐
დობ​დი. მხო​ლოდ სულ​ზე თით​ქოს ვი​ღა​ცის თი​თე​ბი გა​ირ​ბენ​და, დამ​ბურ​ძგლავ​და და მო​ბუზ​ვის სურ​ვილს მი​‐
ჩენ​და. ოდეს​მე ყვე​ლა​ფე​რი ქრე​ბა. ჩქა​მის გა​რე​შე იქ​ცე​ვა არაფ​რად. ქა​რი შლის ყვე​ლა ნი​შანს, რომ​ლის და​‐
ხატ​ვა​საც ვცდი​ლობთ ქვი​შა​ზე. და არა​ვის არ ძა​ლუძს მი​სი შე​ჩე​რე​ბა.

ნე​ბის​მი​ერ შემ​თხვე​ვა​ში ერ​თი გვა​მით მე​ტია. ვირ​თხა, მეი, დიკ ნორ​ტი, ახ​ლა – კი​კი. სულ ოთ​ხი. დარ​ჩა ორი.
კი​დევ ვინ შე​იძ​ლე​ბა მოკ​ვდეს? თუმ​ცა რა სა​მარ​ჩიელოა – ოდეს​მე ყვე​ლა მოკ​ვდე​ბა. ად​რე თუ გვი​ან. ჩონ​ჩხე​‐
ბად იქ​ცე​ვი​ან და ერთ ოთახ​ში მოგ​როვ​დე​ბი​ან. ჩე​მი ცხოვ​რე​ბის უც​ნაური ოთა​ხე​ბი კი მის​ტი​კუ​რად არი​ან ერ​‐
თმა​ნეთ​თან და​კავ​ში​რე​ბუ​ლი. ჩონ​ჩხე​ბიანი ოთა​ხი ჰო​ნო​ლუ​ლუს გა​რეუბან​ში. ადამიანი-​ცხვრის პირ​ქუ​ში და
ცი​ვი ხუ​ხუ​ლა ოტელ „დელ​ფინ​ში“. ბი​ნა, რო​მელ​შიც გო​ტან​და და კი​კი სიყ​ვა​რუ​ლით ერ​თო​ბოდ​ნენ კვი​რა დი​‐
ლით... რამ​დე​ნად რეალუ​რია ეს ყვე​ლა​ფე​რი? ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე მაქვს თავ​ში? თუ კარ​გა ხა​ნია არა​ნორ​მა​‐
ლუ​რი ვარ? რა აღარ მოხ​და ამ ოთა​ხე​ბის გამ​რუ​დე​ბულ რეალო​ბა​ში. და რო​გო​რია რეალო​ბა ორი​გი​ნალ​ში?
რაც მეტს ვფიქ​რობ​დი, მით შორს მი​დიოდა ჩემ​გან ჭეშ​მა​რი​ტე​ბა. და​თოვ​ლი​ლი სა​პო​რო მარ​ტში – რეალო​‐
ბაა? ახ​ლა ის ფან​ტო​მად მეჩ​ვე​ნე​ბო​და. ვე​ლუ​რი პლა​ჟი მა​კა​ჰა​ზე, სა​დაც გვერ​დიგ​ვერდ ვის​ხე​დით მე და დიკ
ნორ​ტი – რეალო​ბაა? ესეც რა​ღაც მოჩ​ვე​ნე​ბაა. ძა​ლი​ან კი ჰგავს, მაგ​რამ არა მგო​ნია ორი​გი​ნა​ლი იყოს. ღმერ​‐
თმა​ნი, აბა რეალურ ცხოვ​რე​ბა​ში ცალ​ხე​ლა კაცს შე​უძ​ლია ასე თა​ნაბ​რად დაჭ​რას პუ​რი? ვი​თომ მომ​ცემ​და
ჰო​ნო​ლუ​ლუელი ბო​ზი ჩონ​ჩხე​ბიანი ოთა​ხის ტე​ლე​ფონს, სა​დაც კი​კიმ მი​მიყ​ვა​ნა?

და მა​ინც, ეს რეალო​ბაა და სხვა არა​ფე​რი. რა​ტომ? იმი​ტომ რომ მახ​სოვს, რომ ეს გა​დამ​ხდა. და თუ ამას არ
ვა​ღიარებ, სამ​ყა​როს მთე​ლი ჩე​მი აღ​ქმა ჯო​ჯო​ხეთ​ში და​ინ​თქმე​ბა.

იქ​ნებ ჩე​მი ფსი​ქი​კა ავა​დაა და ავად​მყო​ფო​ბა მწვავ​დე​ბა?

თუ ეს ჩე​მი რეალო​ბაა ავად და ავად​მყო​ფო​ბა მწვავ​დე​ბა?

ვერ გავ​რკვე​ულ​ვარ.
მე​ტის​მე​ტად ბევ​რი რა​მაა გაუგე​ბა​რი.

იმის​გან და​მოუკი​დებ​ლად, ვინ არის ავად და რა მწვავ​დე​ბა – უნ​და და​ვა​ლა​გო ეს ვე​ლუ​რი ქაოსი, რო​მელ​შიც
აღ​მოვ​ჩნდი. და რამ​დე​ნი ნაღ​ვე​ლი, ბრა​ზი და სა​სო​წარ​კვე​თაც არ უნ​და დაგ​როვ​დეს სულ​ში, ბო​ლოს და ბო​‐
ლოს, უნ​და და​ვა​კომ​პოს​ტე​რო ბი​ლე​თი ამ შეშ​ლი​ლი მოგ​ზაურო​ბის ბო​ლო გა​ჩე​რე​ბამ​დე. ასე​თია ჩე​მი რო​ლი.
მე​ტის​მე​ტად ბევ​რი სა​გა​ნი და მოვ​ლე​ნა მი​მა​ნიშ​ნებს ამა​ზე. მე​ტის​მე​ტად ბევრ ადა​მი​ან​თან გა​და​იკ​ვე​თა ჩე​მი
სა​ვა​ლი, რომ შემ​თხვე​ვით აღ​მოვ​ჩე​ნი​ლი​ყა​ვი ამ სი​ტუაციაში.

მაშ ასე, ვუთ​ხა​რი სა​კუ​თარ თავს. და​უბ​რუ​ნე ნა​ბიჯს ძვე​ლი სიმ​ტკი​ცე. და გა​ნაგ​რძე ცეკ​ვა. ისე კარ​გად, რომ
ყვე​ლა სიამოვ​ნე​ბით გი​ყუ​რებ​დეს. ნა​ბი​ჯი ცეკ​ვი​სას – აი, შე​ნი ერ​თა​დერ​თი რეალო​ბა. დახ​ვე​წე სრულ​ყო​ფი​‐
ლე​ბამ​დე და მე​ტი არა​ფე​რი. სა​ფიქ​რა​ლი აქ არა​ფე​რია. ეს რეალო​ბა ათა​სი პრო​ცენ​ტით არის გა​მო​ძერ​წი​ლი
შენს ტვინ​ში. იცეკ​ვე. და რაც შე​იძ​ლე​ბა კარ​გად. აკ​რი​ფე გო​ტან​დას ნო​მე​რი და ჰკით​ხე:

– ყუ​რი და​მიგ​დე, შენ მო​კა​ლი კი​კი?

აზ​რი არა აქვს ამ ყვე​ლა​ფერს. ხე​ლი არ მე​მორ​ჩი​ლე​ბა. ტე​ლე​ფო​ნის და​ნახ​ვა​ზე გუ​ლი ცო​ფიანი​ვით ას​კდე​ბა
კედ​ლებს. მთე​ლი სხეული მი​კან​კა​ლებს, სუნ​თქვა მეკ​ვრის, თით​ქოს ქა​რიშ​ხალს ვებ​რძვი. მიყ​ვარს გო​ტან​და.
ის ჩე​მი ერ​თა​დერ​თი მე​გო​ბა​რია, და ეს მე თვი​თონ ვარ. გო​ტან​და ჩე​მი ცხოვ​რე​ბის ნა​წი​ლია. კარ​გად მეს​მის
მი​სი... რამ​დენ​ჯერ​მე შევ​ცდი, რო​ცა ნო​მერს ვკრეფ​დი. თი​თე​ბი სხვა ციფ​რებ​ზე მიხ​ვდე​ბო​და. მე​ხუ​თე თუ მე​‐
ექ​ვსე ცდა​ზე იატაკ​ზე და​ვა​ხეთ​ქე ტე​ლე​ფო​ნი. აზ​რი არა აქვს ამ ყვე​ლა​ფერს. ფი​ზი​კუ​რად არ შე​მიძ​ლია ამის
გა​კე​თე​ბა. ნა​ბი​ჯი ცეკ​ვი​სას ვერ გა​დავ​დგი.

სი​ჩუ​მე ბი​ნა​ში ჭკუიდან მშლი​და. ტე​ლე​ფონს რომ დაერე​კა ამ სი​ჩუ​მე​ში, ალ​ბათ ვიყ​ვი​რებ​დი. სახ​ლი​დან გა​‐
ვე​დი და ქა​ლაქ​ში ხე​ტიალი და​ვიწ​ყე. მო​ზო​მი​ლად ვდგამ​დი ნა​ბიჯს და ფრთხი​ლად გა​დავ​დიოდი ქუ​ჩებ​ზე, იმ
პა​ცი​ენ​ტი​ვით, რეაბი​ლი​ტა​ცი​ის კურსს რომ გა​დის. ხალ​ხის ნა​კად​მა რო​მე​ლი​ღაც ბაღ​თან მი​მიყ​ვა​ნა. სკამ​ზე
ჩა​მოვ​ჯე​ქი და გამვლელ-​გამომვლელს და​ვუწ​ყე ყუ​რე​ბა. უსას​რუ​ლოდ მარ​ტო ვი​ყა​ვი. ძა​ლი​ან მინ​დო​და რა​‐
მეს მოვ​ჭი​დე​ბო​დი, მაგ​რამ გარ​შე​მო შე​სა​ფე​რი​სი არა​ფე​რი იყო. ყი​ნუ​ლის ლა​ბი​რინ​თში აღ​მოვ​ჩნდი – აბ​სო​‐
ლუ​ტუ​რად ვე​რა​ფერს რომ ვერ და​ეყ​რდნო​ბი. თეთ​რი სიბ​ნე​ლე იყო და ხმა სი​ცა​რიელე​ში იკარ​გე​ბო​და. ტი​რი​‐
ლი მო​მინ​და. მაგ​რამ ესეც ვერ მო​ვა​ხერ​ხე. ჰო, გო​ტან​და თვი​თონ მე ვარ. მი​სი და​კარ​გვით სა​კუ​თარ თავ​საც
ვკარ​გავ​დი.

ასე რომ, მა​ინც ვერ შევ​ძე​ლი და​რეკ​ვა.

და მა​ნამ, სა​ნამ რა​მეს შევ​ძლებ​დი, გო​ტან​და თვი​თონ მო​ვი​და ჩემ​თან.

რო​გორც მა​შინ, ახ​ლაც მთე​ლი სა​ღა​მო წვიმ​და. ისევ იმ თეთ​რი საწ​ვიმ​რით იყო, იოკო​ჰა​მა​ში მგზავ​რო​ბი​სას
რომ ეც​ვა. საწ​ვიმ​რის ფე​რის შლა​პა და სათ​ვა​ლე ცხვირ​ზე. ძლიერი წვი​მის მიუხე​და​ვად, უქოლ​გოდ იყო.
შლა​პი​დან წვე​თავ​და. კა​რი რომ გა​ვუ​ღე, გაიღი​მა. უნე​ბუ​რად მეც გა​ვუ​ღი​მე.

– რას დამ​სგავ​სე​ბი​ხარ, – მით​ხრა, – გი​რე​კავ, გი​რე​კავ – არა​ვინ არ იღებს ყურ​მილს. ჰო​და, შე​მო​გიარე. ხომ
კარ​გად ხარ?

– თუ გუ​ლახ​დი​ლად გეტ​ყვი, არც ისე, – ვუ​პა​სუ​ხე. სა​გან​გე​ბოდ ვარ​ჩევ​დი სიტ​ყვებს.

თვა​ლე​ბი მო​ჭუ​ტა და რამ​დე​ნი​მე წამს მათ​ვა​ლიერებ​და.

– კარ​გი, რად​გან ეგ​რე​ა... იქ​ნებ სხვა დროს შე​მო​გიარო? ალ​ბათ ასე აჯო​ბებს. ჩე​მი ბრა​ლია – დაუპა​ტი​ჟებ​ლად
გა​მო​გეც​ხა​დე... კარ​გად რომ გახ​დე​ბი, მე​რე შევ​ხვდეთ. შევ​თან​ხმდით?
თა​ვი გა​ვაქ​ნიე. შე​სა​ფე​რი სიტ​ყვე​ბის ძებ​ნა​ში ამო​ვი​ოხ​რე. მაგ​რამ სა​ჭი​რო სიტ​ყვე​ბი არ მომ​დიოდა თავ​ში. გო​‐
ტან​და გა​უნ​ძრევ​ლად იდ​გა და მოთ​მი​ნე​ბით იც​დი​და, რას ვეტ​ყო​დი.

– არა... კარ​გად ვარ, – ვთქვი, რო​გორც იქ​ნა, – უბ​რა​ლოდ, დი​დი ხა​ნია არ მი​ძი​ნია, დი​დი ხა​ნია არ მი​ჭა​მია –
ჰო​და, ალ​ბათ დაღ​ლი​ლი​ვით გა​მო​ვი​ყუ​რე​ბი. მაგ​რამ, ჯერ ერ​თი, უკ​ვე ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, და მეორეც, შენ​‐
თან სა​ლა​პა​რა​კო მაქვს. მო​დი, სად​მე წა​ვი​დეთ. ათა​სი წე​ლია ადა​მიანუ​რად არ მი​ჭა​მი​ა.

ქა​ლაქ​ში მი​სი „მა​ზე​რა​ტით“ გა​ვე​დით. წყე​ულ „მა​ზე​რა​ტი​ში“ ისევ ამემ​ღვრა სუ​ლი. ერ​თხანს წვი​მით ჩა​მო​‐
რეც​ხილ ნეონებს შო​რის მიჰ​ყავ​და მან​ქა​ნა. უბ​რა​ლოდ, მი​დიოდა წინ, რაიმე გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი მიზ​ნის გა​რე​‐
შე. იმ​დე​ნად რბი​ლად და დროულად ცვლი​და სიჩ​ქა​რე​ებს, რომ ერ​თხე​ლაც არ მიგ​რძნია სუს​ტი ბიძ​გიც კი.
ფრთხი​ლად უმა​ტებ​და სიჩ​ქა​რეს და სწო​რად ამუხ​რუ​ჭებ​და მო​სახ​ვე​ვებ​ში. ცა​თამ​ბჯე​ნე​ბი ისე დაგ​ვცქე​რო​და
თავ​ზე, რო​გორც მთე​ბი მოგ​ზაურებს ხეობა​ში.

– სად წა​ვი​დეთ? – მკით​ხა და შე​მომ​ხე​და, – „რო​ლექ​სი​ან“ ტი​პებს რომ არ გა​და​ვე​ყა​როთ, მშვი​დად ვი​სა​უბ​‐
როთ და გემ​რიელად ვი​ვახ​შმოთ. ხომ არა​ფე​რი მეშ​ლე​ბა?

არა​ფე​რი არ მით​ქვამს, ცა​თამ​ბჯე​ნებს ვათ​ვა​ლიერებ​დი. კი​დევ ნა​ხე​ვა​რი საათი ვიარეთ ქუ​ჩებ​ში – ბო​ლოს
ვე​ღარ მო​ით​მი​ნა.

– ოქეი. მა​შინ, მო​დი, პი​რი​ქით მო​ვიქ​ცეთ, – ძალ​დაუტა​ნებ​ლად თქვა, ყო​ველ​გვა​რი გა​ღი​ზიანე​ბის გა​რე​შე.

– პი​რი​ქით?

– ყვე​ლა​ზე ხმაური​ან ად​გილ​ზე წა​ვი​დეთ. იქ მო​ვა​ხერ​ხებთ პი​რის​პირ საუბარს. რო​გორ მოგ​წონს ასე​თი იდე​ა?

– ური​გო არ არის, მაგ​რამ... მა​გა​ლი​თად, სად?

– ვთქვათ, „შეიკიზ​ში“, – შე​მომ​თა​ვა​ზა, – თუ, რა თქმა უნ​და, პი​ცის წი​ნა​აღ​მდე​გი არ ხარ.

– არა, ცხა​დია. პი​ცის სა​წი​ნა​აღ​მდე​გო არა​სო​დეს არა​ფე​რი მქო​ნია. ოღონდ... შე​ნი იმი​ჯი? ასეთ ად​გი​ლას რომ
გიც​ნონ?

გო​ტან​დამ გაიღი​მა – სულ, სულ ოდ​ნავ. ამ ღი​მილ​ში იმა​ზე მე​ტი ძა​ლა არ იყო, რამ​დე​ნიც ხშირ ფოთ​ლებ​ში
გა​მოღ​წე​ულ დაისის უკა​ნას​კნელ სხი​ვებ​შია ხოლ​მე.

– ოდეს​მე გი​ნა​ხავს, რო​გორ თქვლე​ფენ ცნო​ბი​ლი ადა​მიანე​ბი პი​ცას „შეიკიზ​ში“?

რო​გორც ყო​ველ​თვის, უქ​მე დღე​ებ​ში პი​ცე​რიაში ხმაური და ხალ​ხმრავ​ლო​ბა იყო – ნემ​სი არ ჩა​ვარ​დე​ბო​და.
ჯა​ზის კვარ​ტე​ტი – ყვე​ლა ერ​თნა​ირ ზო​ლი​ან პე​რან​გებ​ში – სცე​ნა​ზე Tiger Rag-ს უბე​რავ​და, მა​გი​დებ​თან მიმ​‐
სხდა​რი ლუ​დით შთა​გო​ნე​ბუ​ლი სტუ​დენ​ტე​ბი კი ყვი​რი​ლით ცდი​ლობ​დნენ მუ​სი​კის გა​და​ფარ​ვას. დარ​ბაზ​ში
ნა​ხევ​რად ბნე​ლო​და, არა​ვინ გვაქ​ცევ​და ყუ​რად​ღე​ბას. გა​ხუ​ხუ​ლი პუ​რის მოტ​კბო სუ​ნი ტალ​ღე​ბად ვრცელ​დე​‐
ბო​და ჰა​ერ​ში. პი​ცა შე​ვუკ​ვე​თეთ, ლუ​დი ვი​ყი​დეთ და ყვე​ლა​ზე მყუდ​რო კუთ​ხე​ში, „ტი​ფა​ნის“ პი​ჟო​ნურ​ლამ​პი​‐
ან მა​გი​დას​თან დავ​სხე​დით.
– აი, ხე​დავ? ყვე​ლა​ფე​რი ისეა, რო​გორც ვამ​ბობ​დი, – თქვა გო​ტან​დამ, – მყუდ​როც არის და მშვიდ​დე​ბი კი​დეც.

– ეგ​რეა, – და​ვე​თან​ხმე. გუ​ლახ​დი​ლად საუბა​რი აქ მარ​თლა ად​ვი​ლი იყო.

ლუ​დით და​ვიწ​ყეთ, ცო​ტა ხნის შემ​დეგ კი ცინ​ცხალ, ოხ​ში​ვა​რა​დე​ნილ პი​ცა​ზე გა​და​ვე​დით. პირ​ვე​ლად ამ რამ​‐
დე​ნი​მე დღის გან​მავ​ლო​ბა​ში კუჭ​ში სი​ცა​რიელეს ვგრძნობ​დი. მარ​თა​ლია, პი​ცა​ზე არას​დროს ჭკუ​ას არ ვკარ​‐
გავ​დი, ახ​ლა პირ​ვე​ლი​ვე ლუკ​მა​ზე ვიგ​რძე​ნი: ამა​ზე გემ​რიელი ქვეყ​ნად არა​ფე​რია. აი, თურ​მე რა სა​შინ​ლად
შე​იძ​ლე​ბა და​იმ​შე ოთხ დღე​ში. რო​გორც ჩანს, გო​ტან​და​საც შიოდა. ყო​ველ​გვა​რი აზ​რე​ბი​სა და ფიქ​რე​ბის გა​‐
რე​შე, უხ​მოდ შე​ვექ​ცეოდით პი​ცას და ლუდს ვა​ყო​ლებ​დით. პი​ცას რომ მოვ​რჩით, კი​დევ თი​თო ლუ​დი შე​ვუკ​‐
ვე​თეთ.

– თი​თებს ჩა​იკ​ვნეტ, – რო​გორც იქ​ნა, თქვა გო​ტან​დამ, – გინდ და​მი​ჯე​რე, გინდ არა, მე​სა​მე დღეა პი​ცა​ზე ვფიქ​‐
რობ. სიზ​მარ​შიც კი ვნა​ხე. რო​გორ იწ​ვე​ბა ქუ​რა​ში და ტკა​ცუ​ნობს. მე კი ვდგა​ვარ და ვუ​ყუ​რებ. უბ​რა​ლოდ, ვუ​‐
ყუ​რებ და არა​ფერს არ ვა​კე​თებ. და ასე მთე​ლი სიზ​მა​რი... და​საწ​ყი​სი​სა და და​სას​რუ​ლის გა​რე​შე. სა​ინ​ტე​რე​‐
სოა, რო​გორ გა​შიფ​რავ​და ამას ჩვე​ნი ძმა იუნ​გი? ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ჩე​მი გან​მარ​ტე​ბა ასე​თი​ა: „რო​გორც
ჩანს, პი​ცა მინ​და“. რას იტ​ყვი? ჰო მარ​თლა, რა უნ​და გეთ​ქვა?

„აი ახ​ლა, – გა​ვი​ფიქ​რე, – ან ახ​ლა, ან არა​სო​დეს“. მაგ​რამ თქმით ვე​რა​ფე​რი ვთქვი. გო​ტან​და ჩემ წინ იჯ​და –
წყნა​რი, მოშ​ვე​ბუ​ლი, და სა​სიამოვ​ნო სა​ღა​მო​თი ტკბე​ბო​და. მის უშ​ფოთ​ველ ღი​მილს შევ​ყუ​რებ​დი და სიტ​ყვე​‐
ბი ყელ​ში მეჩ​ხი​რე​ბო​და. აზ​რი არა აქვს. ახ​ლა არ შე​მიძ​ლია. ოდეს​მე სხვა დროს...

– რო​გორ მი​დის საქ​მეები? – მხო​ლოდ ეს ვკით​ხე. ეე, ასე არ შე​იძ​ლე​ბა, – გა​მი​ელ​ვა თავ​ში, კი​დევ რამ​დენ
ხანს აპი​რებ ყოყ​მანს და წრე​ზე სიარულს? მაგ​რამ ვე​რა და ვერ მო​ვე​რიე თავს. სრუ​ლი უიმე​დო​ბა, – სამ​სა​‐
ხურ​ში? ცოლ​თან?

– სამ​სა​ხურ​ში ძვე​ლე​ბუ​რად, – მი​პა​სუ​ხა და ცალ​ყბად გაიღი​მა, – ვა​რი​ან​ტე​ბის გა​რე​შე. სა​მუ​შა​ოს, რო​გო​რიც


მე მინ​და, არ მაძ​ლე​ვენ. ხო​ლო რო​მე​ლიც არ მინ​და, თავ​ზე მაყ​რი​ან. ჰო​და, ვი​ჭე​დე​ბი, რო​გორც თოვ​ლში. ნამ​‐
ქერს მი​ვარ​ღვევ, რა​ღა​ცას გავ​ყვი​რი ქარ​ბუქ​ში, მაგ​რამ რად გინ​და, არა​ვის ეს​მის. მხო​ლოდ ხმას ვიხ​ლეჩ.
ცოლ​თან კი... უც​ნაურია, არა? რამ​დე​ნი ხა​ნია გა​ვე​ყა​რე და ისევ ცოლს ვე​ძა​ხი... მას მე​რე მხო​ლოდ ერ​თხელ
შევ​ხვდით. ოდეს​მე წო​ლილ​ხარ ქა​ლებ​თან მო​ტე​ლებ​ში ან ლავ-​ოტელებში?

– არა... შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, რომ არა.

გო​ტან​დამ თა​ვი გა​აქ​ნია.

– უც​ნაური რა​მე​ა... თუ დიდ​ხანს ხარ იქ, იღ​ლე​ბი. ოთახ​ში ბნე​ლა. ფან​ჯრებ​ზე ფარ​დე​ბია ჩა​მო​ფა​რე​ბუ​ლი. ნო​‐
მე​რი ხომ სექ​სის​თვის არის გან​კუთ​ვნი​ლი და მე​ტი არაფ​რის​თვის, ვის სჭირ​დე​ბა იქ ფან​ჯრე​ბი. აბა​ზა​ნა და
რაც შე​იძ​ლე​ბა ფარ​თო სა​წო​ლი. კი​დევ რა​დიო, ტე​ლე​ვი​ზო​რი და მა​ცი​ვა​რი. მხო​ლოდ ის, რაც საქ​მეს სჭირ​დე​‐
ბა. რა​თა ვინ​მე კარ​გად მოტ​ყნა, დიდ​ხანს და კაიფით. ჰო​და, მეც ვტყნავ. სა​კუ​თარ ცოლს. ცხა​დია, უმაღ​ლე​სი
კლა​სი გა​მოგ​ვდის. ორი​ვე სტრესს ვიხ​სნით, ორი​ვე მხიარუ​ლად ვართ. ორ​მხრი​ვი სი​ნა​ზე იღ​ვი​ძებს. გა​ვა​თა​‐
ვებთ და დიდ​ხანს ვწე​ვართ ჩახ​ვეულე​ბი, სა​ნამ ისევ არ მოგ​ვინ​დე​ბა. ოღონდ, იცი... სი​ნათ​ლე არ გვყოფ​ნის.
მე​ტის​მე​ტა​დაა ჩა​კე​ტი​ლი ყვე​ლა​ფე​რი. რო​გორ​ღაც ხე​ლოვ​ნუ​რად არის მო​ფიქ​რე​ბუ​ლი. სულს არ უხა​რია.
მაგ​რამ ასე​თი ად​გი​ლე​ბის გარ​და, მე და ჩემს ცოლს არ​სად წაგ​ვეს​ვლე​ბა. რა ვქნა, არ ვი​ცი...

გო​ტან​დამ ლუ​დი მოს​ვა და ხელ​სა​ხო​ცით შე​იმ​შრა​ლა ტუ​ჩე​ბი.

– ჩემ​თან, აძა​ბუ​ზე მიყ​ვა​ნა არ შე​მიძ​ლია. რე​პორ​ტიორე​ბი მა​შინ​ვე ჩა​მავ​ლე​ბენ. წარ​მოდ​გე​ნა არ მაქვს, რო​‐
გორ ახერ​ხე​ბენ, მაგ​რამ ფაქ​ტია, აუცი​ლებ​ლად იყ​ნო​სა​ვენ. ვერც სა​მოგ​ზაუროდ მივ​დი​ვართ – ერ​თბა​შად ამ​‐
დენ დღეს არა​ვინ მომ​ცემს. მაგ​რამ მთა​ვა​რია, რომ სა​დაც არ უნ​და გა​ვემ​გზავ​როთ, მა​შინ​ვე გვცნო​ბენ. ჩვე​ნი
ურ​თი​ერ​თო​ბა ირ​გვლივ ყვე​ლას​თვის – გა​სა​ყი​დად გა​მო​ტა​ნი​ლი სა​ქო​ნე​ლია. ჰო​და, გა​მო​დის, რომ იაფ​ფა​‐
სიანი მო​ტე​ლე​ბის გარ​და, ვერ​სად ვხვდე​ბით. მოკ​ლედ, ცხოვ​რე​ბა კი არა... – სიტ​ყვა გა​უწ​ყდა და შე​მომ​ხე​და.
მე​რე გაიღი​მა, – აი, ხე​დავ? ისევ ვწუ​წუ​ნებ...

– კარ​გი ერ​თი. ილა​პა​რა​კე, რაც გინ​და. მო​გის​მენ. დღეს მოს​მე​ნის გუ​ნე​ბა​ზე უფ​რო ვარ, ვიდ​რე ლა​პა​რა​კის.

– არა მარ​ტო დღეს. შენ ჩემს წუ​წუნს ყო​ველ​თვის უს​მენ. მე კი შენ​სას – არა​სო​დეს. სა​ერ​თოდ, ამ​ქვეყ​ნად ცო​‐
ტაა ადა​მიანი, რომ​ლე​ბიც უს​მე​ნენ. ყვე​ლას ლა​პა​რა​კი უნ​და. მა​ში​ნაც კი, რო​ცა არა​ფე​რი აქვთ სათ​ქმე​ლი. ჰო​‐
და, აი, მეც ასე​თი ვარ...

ჯაზ​ბენ​დმა Hello, Dolly და​უკ​რა. ორიოდე წუთს მე და გო​ტან​და მუ​სი​კას ვუს​მენ​დით.

– პი​ცა აღარ გინ​და? – შე​მომ​თა​ვა​ზა, – ნახევარ-​ნახევარს ად​ვი​ლად მო​ვე​რეოდით. არ ვი​ცი, რა მე​მარ​თე​ბა,


მთე​ლი დღე მში​ა.

– მი​დი. მეც სულ მშია და მში​ა.

დახ​ლთან მი​ვი​და და შე​უკ​ვე​თა პი​ცა ან​ჩოუსით. მა​ლე მოიტა​ნეს. ერ​თხანს ისევ ჩუ​მად ვი​ყა​ვით, სა​ნამ ჩვენ-​‐
ჩვენს წილს არ მო​ვუ​ღეთ ბო​ლო. გარ​შე​მო სტუ​დენ​ტე​ბი ისევ იჭა​ჭე​ბოდ​ნენ. კვარ​ტეტ​მა უკა​ნას​კნე​ლი კომ​პო​‐
ზი​ცია ჩაათა​ვა. მუ​სი​კო​სებ​მა ჩაალა​გეს ბან​ჯო, საყ​ვი​რი და ტრომ​ბო​ნი და წა​ვიდ​ნენ. სცე​ნა​ზე მხო​ლოდ
პიანი​ნო დარ​ჩა.

პი​ცას რომ მოვ​რჩით, ერ​თხანს და​ცა​რიელე​ბულ სცე​ნას ვუ​ყუ​რებ​დით. მუ​სი​კის მე​რე ადა​მიანე​ბის ხმა რო​‐
გორ​ღაც მკაც​რად ჟღერ​და. რა​ღაც გა​ურ​კვე​ვე​ლი, სა​ხეც​ვლი​ლი სიმ​კაც​რით. თით​ქოს რა​ღაც რბი​ლი აიძუ​‐
ლებ​და გამ​კაც​რე​ბუ​ლი​ყო – უნე​ბუ​რად, გა​რე​შე მი​ზე​ზე​ბის გა​მო. რო​ცა გი​ახ​ლოვ​დე​ბა, ძა​ლი​ან ცი​ვი და მკვრი​‐
ვი გეჩ​ვე​ნე​ბა. მაგ​რამ შე​გე​ხე​ბა თუ არა, უცებ რბილ, თბილ ტალ​ღად მო​გეხ​ვე​ვა. და ახ​ლა ეს რბი​ლი ტალ​ღე​‐
ბი არ​წევ​დნენ ჩემს ცნო​ბიერე​ბას. რბი​ლად გა​და​მევ​ლე​ბოდ​ნენ, მიელა​მუ​ნე​ბოდ​ნენ ტვინს და უკან მი​გო​რავ​‐
დნენ. კი​დევ და კი​დევ, ტალ​ღა ტალ​ღა​ზე. ვი​ჯე​ქი და ყურს ვუგ​დებ​დი, რო​გორ ხმაურობ​დნენ ეს ტალ​ღე​ბი. ჩე​‐
მი ტვი​ნი სად​ღაც მი​ცუ​რავ​და. შორს, ძა​ლი​ან შორს ჩემ​გან. შორს, ძა​ლი​ან შორს ტალ​ღე​ბი ეხ​ლე​ბოდ​ნენ
შორეულ-​შორეულ ტვინს...

– რა​ტომ მო​კა​ლი კი​კი? – ვკით​ხე გო​ტან​დას. არ მინ​დო​და მე​კით​ხა. უნე​ბუ​რად გა​მო​მი​ვი​და.

ისე​თი თვა​ლე​ბით შე​მომ​ხე​და, რო​გორც ადა​მი​ან​მა, ჰო​რი​ზონ​ტზე რა​ღა​ცის გარ​ჩე​ვას რომ ცდი​ლობს. ოდ​ნავ
გააღო პი​რი, თოვ​ლი​ვით ქათ​ქა​თა კბი​ლე​ბის ვიწ​რო მწკრი​ვი გა​მოაჩი​ნა. მე​რე დიდ​ხანს იჯ​და გა​უნ​ძრევ​ლად.
ხმაური ჩემს თავ​ში ხან ძლი​ერ​დე​ბო​და, ხან მიწ​ყნარ​დე​ბო​და. რეალო​ბის შეგ​რძნე​ბა ხან მტო​ვებ​და, ხან მიბ​‐
რუნ​დე​ბო​და. მახ​სოვს მა​გი​დას ლა​მა​ზად ჩა​ჭი​დე​ბუ​ლი მი​სი უნაკ​ლო თი​თე​ბი. რო​ცა რეალო​ბის შეგ​რძნე​ბა
მი​დიოდა, ეს თი​თე​ბი დახ​ვე​წილ ნა​ძერ​წად მეჩ​ვე​ნე​ბო​და.

მე​რე გაიღი​მა. ძა​ლი​ან მშვი​დი ღი​მი​ლით.

– მე-​მოვკალი-კიკი? – ნე​ლა შე​მე​კით​ხა, და​მარ​ცვლით.

– ვი​ხუმ​რე, – ვთქვი და სა​პა​სუ​ხოდ გა​ვუ​ღი​მე, – ისე გკით​ხე, უბ​რა​ლოდ... რა​ტომ​ღაც მო​მინ​და მე​კით​ხა.

გო​ტან​დამ მზე​რა მა​გი​და​ზე გა​დაიტა​ნა და თი​თებს და​უწ​ყო თვა​ლიერე​ბა.


– არა, რა დროს ხუმ​რო​ბაა. ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი სა​კით​ხია. კარ​გად და​ფიქ​რე​ბაა სა​ჭი​რო. მოვ​კა​ლი თუ
არა კი​კი? ამა​ზე ღირს სე​რიოზუ​ლად და​ფიქ​რე​ბა...

შევ​ხე​დე. ტუ​ჩე​ბი უღი​მო​და, მაგ​რამ თვა​ლე​ბი სე​რიოზუ​ლი ჰქონ​და. არ ხუმ​რობ​და.

– რის​თვის დაგ​ჭირ​და კი​კის მოკ​ვლა? – ვკით​ხე.

– რა​ტომ უნ​და მო​მეკ​ლა კი​კი? არ ვი​ცი, რა​ტომ. რა​ტომ უნ​და მო​მეკ​ლა კი​კი?

– ეი, მორ​ჩი, – გა​ვი​ცი​ნე, – ვე​რა​ფე​რი ვერ გა​ვი​გე. მო​კა​ლი თუ არ მო​გიკ​ლავს?

– ხომ გით​ხა​რი, უნ​და დავფიქრდე-​მეთქი. მოვ​კა​ლი თუ არ მო​მიკ​ლავს? – გო​ტან​დამ ლუ​დი მოს​ვა, კათ​ხა და​‐
დო და ლო​ყით და​ეყ​რდნო ხელს, – ზუს​ტად არ ვი​ცი. მეს​მის, რა სუ​ლე​ლუ​რად ჟღერს. მაგ​რამ ეს სი​მარ​თლეა.
და​ბე​ჯი​თე​ბით ვე​რა​ფერს ვიტ​ყვი. ხან​და​ხან მგო​ნია, რომ და​ვახ​რჩვე. იქ, ჩემს სახ​ლში. ავ​დე​ქი და და​ვახ​რჩვე.
ასე მგო​ნია. ხან​და​ხან. რა​ტომ? ჩემს სა​კუ​თარ სახ​ლში რა​ტომ უნ​და დავ​რჩე​ნი​ლი​ყა​ვი მას​თან პი​რის​პირ? მე
ხომ ეს არას​დროს მინ​დო​და! რა​ღაც სი​სუ​ლე​ლეა. არა​ფე​რი არ მახ​სოვს, თუ გინ​და, მომ​კა​ლი. მოკ​ლედ, ორ​ნი
ვის​ხე​დით ჩემ​თან... მი​სი გვა​მი კი მან​ქა​ნით წა​ვი​ღე და დავ​მარ​ხე. სად​ღაც მთებ​ში. მაგ​რამ დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი
არ ვარ, რომ ეს რეალუ​რად მოხ​და. იმის შეგ​რძნე​ბა არ მაქვს, რომ ეს ნამ​დვი​ლად ასე იყო. მგო​ნია, რომ მოხ​‐
და. დამ​ტკი​ცე​ბა კი არ შე​მიძ​ლია. სულ ამა​ზე ვფიქ​რობ. უშე​დე​გოდ. ვე​რაფ​რით ვერ გა​მი​გია. ყვე​ლა​ზე მნიშ​‐
ვნე​ლო​ვა​ნი სი​ცა​რიელე​ში იძი​რე​ბა. რა​მე სამ​ხი​ლი მა​ინც დარ​ჩე​ნი​ლი​ყო! ვთქვათ, ნი​ჩა​ბი. თუ გვა​მი დავ​მარ​‐
ხე, ესე იგი ნი​ჩა​ბიც მქონ​და, არა? თუ ნი​ჩაბს ვი​პო​ვი, მივ​ხვდე​ბი, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი სი​მარ​თლეა. ოღონდ
აქაც რა​ღაც სი​სუ​ლე​ლე გა​მო​დის. თა​ვი ნაგ​ვით მაქვს სავ​სე, მო​გო​ნე​ბე​ბის​მაგ​ვა​რი ნაგ​ვით... თით​ქოს ნი​ჩა​ბი
ვი​ყი​დე მე​ბა​ღეების რო​მე​ლი​ღაც ფარ​დულ​ში. ორ​მო ამოვ​თხა​რე, გვა​მი დავ​მარ​ხე. ნი​ჩა​ბი კი... ნი​ჩა​ბი მგო​ნი
გა​და​ვაგ​დე. მეჩ​ვე​ნე​ბა, გეს​მის? დე​ტა​ლუ​რად კი არა​ფე​რი მახ​სოვს. ან ის ფარ​დუ​ლი სად იყო, ან ის ნი​ჩა​ბი
სად გა​და​ვაგ​დე. არა​ვი​თა​რი მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა. და ყვე​ლა​ზე მთა​ვა​რი: სად დავ​მარ​ხე გვა​მი? მახ​სოვს, რომ
მთებ​ში. და მე​ტი არა​ფე​რი. თით​ქოს რა​ღაც სიზ​მრის ნა​კუ​წე​ბია, სუ​რა​თის ნაგ​ლე​ჯე​ბი. თით​ქოს რა​ღა​ცას უნ​‐
და მიხ​ვდე და სუ​რა​თი მა​შინ​ვე – ჰოპ! – სხვა სუ​რა​თით იც​ვლე​ბა. სრუ​ლი ქაოსი. და​ლა​გე​ბუ​ლად ვერ ვყვე​ბი.
მეჩ​ვე​ნე​ბა, თით​ქოს მეხ​სიერე​ბა​ში რა​ღაც არის. მაგ​რამ ნამ​დვი​ლია ეს მეხ​სიერე​ბა? თუ ეს უკ​ვე მოგ​ვიანე​‐
ბით, სი​ტუაცი​ის მი​ხედ​ვით შევ​თხზე და ასე​თი სა​ხით და​ვი​მახ​სოვ​რე? რა​ღაც ისე არ ხდე​ბა ჩემს თავს... რა​‐
ღაც სი​სუ​ლე​ლე. მას შემ​დეგ, რაც ცოლს გა​ვე​ყა​რე, სულ უფ​რო და უფ​რო უარე​სად ვარ. და​ვი​ღა​ლე. სულ​შიც
უიმე​დო​ბაა. აბ​სო​ლუ​ტუ​რად უიმე​დო უიმე​დო​ბა...

ხმა არ ამო​მი​ღია. რა​ღაც დრო გა​ვი​და. მე​რე გო​ტან​და ისევ ალა​პა​რაკ​და.

– რო​დემ​დეა ეს ყვე​ლა​ფე​რი რეალო​ბა? და რო​დი​დან – მხო​ლოდ ჩე​მი ბოდ​ვა? სა​დამ​დეა ყვე​ლა​ფე​რი სი​მარ​‐
თლე და საიდან – მხო​ლოდ თა​მა​ში? სულ მინ​დო​და ამის გა​გე​ბა. და სა​ნამ შენ გხვდე​ბო​დი, ასეც ვგრძნობ​დი:
სა​და​ცაა გა​ვი​გებ. მას შემ​დეგ, რაც პირ​ვე​ლად მკით​ხე კი​კი​ზე, სულ მქონ​და იმე​დი: სწო​რედ შენ მო​მეხ​მა​რე​‐
ბო​დი ამ სა​გი​ჟე​თის გა​ქექ​ვა​ში. ფან​ჯა​რას გააღებ​დი და ამ ჩემს აშ​მო​რე​ბულ ცხოვ​რე​ბას გაანიავებ​დი... – ისევ
შეაერ​თა ხე​ლის თი​თე​ბი და და​აც​ქერ​და, – ოღონდ თუ მარ​თლა მოვ​კა​ლი კი​კი, რის​თვის? რის​თვის დამ​ჭირ​‐
და? ხომ მომ​წონ​და. მიყ​ვარ​და მას​თან წო​ლა. რო​ცა ისე ტრა​კუ​ლად ვი​ყა​ვი, რომ ყულ​ფში მინ​დო​და თა​ვის გა​‐
ყო​ფა, – ის და მეი იყ​ვნენ ჩე​მი ერ​თა​დერ​თი შვე​ბა. რა​ტომ უნ​და მო​მეკ​ლა?

– მე​იც შენ მო​კა​ლი?

გო​ტან​და დიდ​ხანს იყო ჩუ​მად, თა​ვის ხე​ლებს ათ​ვა​ლიერებ​და. მე​რე თა​ვი გა​აქ​ნია.

– არა. მგო​ნი მეი არ მო​მიკ​ლავს. მად​ლო​ბა ღმერთს, იმ ღა​მის რკი​ნის ალი​ბი მაქვს. სა​ღა​მო​დან გვი​ან ღა​მემ​‐
დე ტე​ლეს​ტუ​დიაში ვი​ყა​ვი გა​და​ღე​ბა​ზე. მე​რე მე​ნე​ჯერ​თან ერ​თად მან​ქა​ნით მი​ტო​ში წა​ვე​დი. ასე რომ, აქ ყვე​‐
ლა​ფე​რი რიგ​ზეა. ეს რომ არა – არა​ვის რომ არ შე​ეძ​ლოს იმის დამ​ტკი​ცე​ბა, რომ მთე​ლი ღა​მე სტუ​დიაში გა​ვა​‐
ტა​რე, – ალ​ბათ იმის ფიქ​რიც დამ​ტან​ჯავ​და, მე ხომ არ მოვ​კა​ლი მეი. მაგ​რამ რა​ტომ​ღაც ვერ მო​მი​ცი​ლე​ბია
ვე​ლუ​რი შეგ​რძნე​ბა, თით​ქოს მე​ის სიკ​ვდილ​შიც მე მი​მიძ​ღვის ბრა​ლი. რა​ტომ? თით​ქოს ალი​ბი არის და ყვე​‐
ლა​ფე​რი რიგ​ზეა. არა​და, სულ მეჩ​ვე​ნე​ბა, რომ ლა​მის სა​კუ​თა​რი ხე​ლით გავ​გუ​დე. აი, ამ ხე​ლე​ბით. თით​ქოს
ჩემ გა​მო მოკ​ვდა...

ისევ გავ​ჩუმ​დით. ძა​ლი​ან დი​დი ხნით. ისევ თა​ვის თი​თებს ათ​ვა​ლიერებ​და.

– უბ​რა​ლოდ, დაიღა​ლე, – ვუთ​ხა​რი, – სულ ეს არის. ჩე​მი აზ​რით, არა​ვინ არ მო​გიკ​ლავს. კი​კი, უბ​რა​ლოდ, სად​‐
ღაც დაიკარ​გა და მორ​ჩა. ად​რეც უყ​ვარ​და მოულოდ​ნე​ლად გაქ​რო​ბა, ჯერ კი​დევ მა​შინ, რო​ცა ჩემ​თან ცხოვ​‐
რობ​და. ეს პირ​ვე​ლი არ არის. შენ კი და​ნა​შაულის კომ​პლექ​სი გაქვს. რო​ცა ცუ​დად ხარ, ყვე​ლა​ფერ​ში იდა​ნა​‐
შაულებ თავს. და ყვე​ლა​ფერს ამ​ქვეყ​ნად შენს ბრალ​დე​ბას უხა​მებ.

– არა. მარ​ტო ეს რომ იყოს... ყვე​ლა​ფე​რი ასე მარ​ტი​ვად არ არის... მგო​ნია, რომ კი​კი ნამ​დვი​ლად მოვ​კა​ლი.
სა​ცო​და​ვი მეი არ მო​მიკ​ლავს. მაგ​რამ კი​კის სიკ​ვდი​ლი ჩემს კი​სერ​ზეა. ვგრძნობ. აი, ამ თი​თებს დღემ​დე ახ​‐
სოვთ, რო​გორ უჭერ​დნენ ყელს. რო​გორ ეჭი​რათ მი​წით სავ​სე ნი​ჩა​ბი. მე მოვ​კა​ლი. რეალუ​რად. ამა​ზე
რეალურს ვერც მოიფიქ​რებ...

– მაგ​რამ რის​თვის დაგ​ჭირ​და მი​სი მოკ​ვლა? უაზ​რო​ბა არ არის?

– არ ვი​ცი, – თქვა, – თვით​გა​ნად​გუ​რე​ბის​კენ სწრაფ​ვა. არის ჩემ​ში ასე​თი რა​ღაც. დი​დი ხა​ნია. გროვ​დე​ბა
სტრე​სი და შიგ ვვარ​დე​ბი. ნაპ​რალ​ში, ჩემს ნამ​დვილ მე​სა და იმას შო​რის, ვი​საც ვთა​მა​შობ. ამ წყე​ულ ნაპ​‐
რალს გარ​კვე​ვით ვხე​დავ სა​კუ​თარ თავ​ში. ვეებერ​თე​ლა ნაპ​რა​ლია, თით​ქოს ჩემს ფეხ​ქვეშ მი​წა აღებს პირს.
ფე​ხე​ბი აქეთ-​იქით მი​დის და იქით მივ​ფრი​ნავ, ამ უფ​სკრულ​ში. ღრმა​ში და ბნელ​ში... რო​ცა ეს ხდე​ბა, ყო​ველ​‐
თვის რა​ღა​ცას ვა​ნად​გუ​რებ. მე​რე გონს მოვ​დი​ვარ – მაგ​რამ რაიმეს გა​მოს​წო​რე​ბა უკ​ვე შე​უძ​ლე​ბე​ლია. ბავ​‐
შვო​ბა​ში ხში​რად მე​მარ​თე​ბო​და ასე. სულ რა​ღა​ცას ვლეწ​დი და ვა​ნად​გუ​რებ​დი. ფან​ქრებს ვამ​ტვრევ​დი. ჭი​‐
ქებს ვამ​სხვრევ​დი. კონ​სტრუქ​ტო​რის მო​დე​ლებს ფე​ხით ვთე​ლავ​დი. რა​ტომ – არ ვი​ცი. სა​ნამ პა​ტა​რა ვი​ყა​ვი,
ხალ​ხის თვალ​წინ ამის უფ​ლე​ბას არ ვაძ​ლევ​დი თავს. მხო​ლოდ მა​შინ, რო​ცა მარ​ტო ვრჩე​ბო​დი. მაგ​რამ უკ​ვე
სკო​ლა​ში, მე​სა​მე კლას​ში, მე​გო​ბა​რი ფლა​ტე​ზე გა​და​ვაგ​დე. რა​ტომ? ეშ​მაკ​მა უწ​ყის. გონს რომ მო​ვე​გე, ბი​ჭი
ქვე​ვით ეგ​დო. მად​ლო​ბა ღმერთს, ღრმა არ იყო. იოლად გა​დარ​ჩა. სკან​და​ლი მიაფუ​ჩე​ჩეს. თვი​თო​ნაც ფიქ​‐
რობ​და, რომ შემ​თხვე​ვით მოხ​და. ფიქ​რა​დაც კი არა​ვის მოს​ვლია, რომ ასე​თი რა​მის ჩა​დე​ნა შე​მეძ​ლო... მშვე​‐
ნივ​რად ვი​ცო​დი, რა​საც ვა​კე​თებ​დი. სა​კუ​თა​რი ხე​ლით, შეგ​ნე​ბუ​ლად, ჩე​მი​ვე მე​გო​ბა​რი გა​და​ვაგ​დე ფლა​ტე​ზე.
და ასე​თი გმი​რო​ბა იმ​დე​ნი მაქვს ჩა​დე​ნი​ლი ცხოვ​რე​ბა​ში, ვერ და​ით​ვლი. უფ​როს კლა​სებ​ში სა​ფოს​ტო ყუ​‐
თებს წა​ვუ​კი​დე ცეც​ხლი. ან​თე​ბულ ჩვარს ნაპ​რალ​ში შევ​ტე​ნი​დი და გავ​რბო​დი. ყო​ველ​გვარ აზრს მოკ​ლე​ბუ​‐
ლი სი​სა​ძაგ​ლე. ვი​ცი, მაგ​რამ მა​ინც ვა​კე​თებ. ვერ ვი​კა​ვებ თავს. იქ​ნებ ასე​თი სი​სა​ძაგ​ლეების სა​შუალე​ბით
ვცდი​ლობ სა​კუ​თარ თავ​თან დაბ​რუ​ნე​ბას? არ ვი​ცი. რას ვა​კე​თებ, ვერ ვაც​ნო​ბიერებ, მაგ​რამ იმის შეგ​რძნე​ბა,
რაც უკ​ვე ჩა​ვი​დი​ნე, მეხ​სიერე​ბა​ში მრჩე​ბა. ეს შეგ​რძნე​ბე​ბი ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით ლა​ქე​ბი​ვით ეკ​რო​ბა
თი​თებს. რო​გორც არ უნ​და ეცა​დო, ვერ ჩა​მოირეც​ხავ. სიკ​ვდი​ლამ​დე... ცხოვ​რე​ბა კი არა, უზარ​მა​ზა​რი ნაგ​ვის
ორ​მოა. მე​ტი აღარ შე​მიძ​ლი​ა...

ამო​ვი​ოხ​რე. გო​ტან​დამ თა​ვი გა​აქ​ნია.

– ოღონდ რო​გორ შე​ვა​მოწ​მო ეს ყვე​ლა​ფე​რი? – გა​ნაგ​რძო, – არა​ვი​თა​რი მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა, რომ მკვლე​ლი ვარ,
არ მაქვს. გვა​მი არ არ​სე​ბობს. ნი​ჩა​ბი არ არის. შარ​ვა​ლი მი​წით არ მაქვს დას​ვრი​ლი. ხელ​ზე არა​ვი​თა​რი კოჟ​‐
რე​ბი არ მაქვს. და, სა​ერ​თო​დაც, ერ​თი საფ​ლა​ვის გათ​ხრით კოჟ​რე​ბი არ გა​გიჩ​ნდე​ბა. სად არის ჩაფ​ლუ​ლი,
არც ეგ მახ​სოვს... ვთქვათ, გა​მოვ​ცხად​დი პო​ლი​ციაში, ყვე​ლა​ფე​რი ვა​ღიარე – ვინ და​მი​ჯე​რებს? გვა​მი არ
არის, ესე იგი არც მკვლე​ლო​ბაა. მო​რა​ლურ ზი​ან​საც კი ვე​რა​ვის ავუ​ნაზ​ღაურებ. გაქ​რა. და ეს ყვე​ლა​ფე​რია,
რაც ვი​ცი... რამ​დენ​ჯერ და​ვა​პი​რე, ეს ყვე​ლა​ფე​რი შენ​თვის მო​მე​ყო​ლა! ენა არ მიბ​რუნ​დე​ბო​და. მე​ში​ნო​და –
მო​გიყ​ვე​ბო​დი და ჩვენ შო​რის რა​ღაც დაიკარ​გე​ბო​და. სა​ნამ ერ​თმა​ნეთს ვხვდე​ბო​დით, უცებ ვის​წავ​ლე, რო​‐
გორ მოვ​დუ​ნე​ბუ​ლი​ყა​ვი, ისე რო​გორც არას​დროს. ვე​ღარ ვგრძნობ​დი ჩემს ნაპ​რალს, ფე​ხე​ბი აღარ მებ​ლან​‐
დე​ბო​და... ჩემ​თვის ეს ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი რა​მეა. არ მინ​დო​და ჩვე​ნი ურ​თი​ერ​თო​ბის და​კარ​გვა. და სულ
იქით და იქით ვდებ​დი სათ​ქმელს. ყო​ველ შეხ​ვედ​რა​ზე ვფიქ​რობ​დი: „ახ​ლა არა, ოდეს​მე სხვა დროს“. და აი,
აქამ​დე გავ​წე​ლე. კარ​გა ხნის წი​ნათ უნ​და გა​მოგ​ტყდო​მო​დი...

– გა​მომ​ტყდო​მო​დი? – ვერ მივ​ხვდი, – რა​ში? შენ თვი​თონ არ ამ​ბობ, არა​ვი​თა​რი მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა​ო...

– საქ​მე მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა არ არის. ყვე​ლა​ფე​რი მე თვი​თონ უნ​და მო​მე​ყო​ლა შენ​თვის და რაც შე​იძ​ლე​ბა ად​რე.
მე კი ვმა​ლავ​დი. აი, რა არის პრობ​ლე​მა.

– კარ​გი. ვთქვათ, ნამ​დვი​ლად მო​კა​ლი კი​კი. მაგ​რამ შენ ხომ არ გინ​დო​და მი​სი მოკ​ვლა!

გო​ტან​დამ გაშ​ლილ ხე​ლის​გულს და​ხე​და.

– არ მინ​დო​და. და არც არა​ვი​თა​რი მი​ზე​ზი არ მქონ​და. ღმერ​თო, რის​თვის უნ​და მო​მეკ​ლა კი​კი? მომ​წონ​და.
ვმე​გობ​რობ​დით – თუნ​დაც ასე​თი შეზ​ღუ​დუ​ლი ფორ​მით. რა​ზე არ ვსა​უბ​რობ​დით! ჩემს ცოლ​ზე ვუყ​ვე​ბო​დი.
ყუ​რად​ღე​ბით მის​მენ​და, თა​ნაგ​რძნო​ბით. რა​ტომ უნ​და მო​მეკ​ლა? მაგ​რამ მა​ინც მოვ​კა​ლი. აი, ამ ხე​ლე​ბით.
თან სულ არ მინ​დო​და მი​სი სიკ​ვდი​ლი. ვახ​რჩობ​დი, რო​გორც სა​კუ​თარ ჩრდილს. და ვფიქ​რობ​დი: აი, ჩე​მი
ჩრდი​ლი, რო​მე​ლიც უნ​და მოვ​კლა. თუ ამ ჩრდილს მოვ​კლავ, ცხოვ​რე​ბა, ბო​ლოს და ბო​ლოს, და​ლაგ​დე​ბა...
მაგ​რამ ეს ჩრდი​ლი არ იყო. ეს კი​კი იყო. ოღონდ არა ამ სამ​ყა​რო​ში, არა​მედ იქ, სიბ​ნე​ლე​ში. იქ სულ სხვა სამ​‐
ყა​როა. გეს​მის? აქ არა! კი​კიმ თვი​თონ შე​მიტ​ყუა იქ. ჩამ​ჩურ​ჩუ​ლებ​და: „მი​დი, აბა, და​მახ​რჩვე! და​მახ​რჩვე, არ
მეწ​ყი​ნე​ბა...“ თვი​თონ მთხო​ვა და წი​ნა​აღ​მდე​გო​ბაც არ გაუწე​ვია. სწო​რედ ასე იყო, არ ვიტ​ყუები... აი, რა ვერ
გა​მი​გია. რო​გორ შე​იძ​ლე​ბა ასე​თი რამ სი​ნამ​დვი​ლე​ში მოხ​დეს? ვი​თომ ეს ყვე​ლა​ფე​რი ჩვეულებ​რი​ვი ღა​მის
კოშ​მა​რი არ არის? რაც უფ​რო მეტს ვფიქ​რობ ამა​ზე, მით მე​ტი რეალო​ბა დნე​ბა ბოდ​ვა​ში. რა​ტომ ჩამ​ჩურ​ჩუ​‐
ლებ​და კი​კი? რა ჯან​და​ბად მთხო​ვა, რომ მო​მეკ​ლა?..

გამ​თბა​რი ლუ​დი ბო​ლომ​დე დავ​ლიე. სი​გა​რე​ტის კვამ​ლი ჭერ​ქვეშ გროვ​დე​ბო​და და მოჩ​ვე​ნე​ბა​სა​ვით სქელ​‐
დე​ბო​და. ვი​ღა​ცამ ზურ​გზე გამ​კრა და ბო​დი​ში მო​მი​ხა​და. გა​მო​აც​ხა​დეს გამ​ზა​დე​ბუ​ლი შეკ​ვე​თე​ბი: პი​ცა ასე​თი
და ასე​თი, მა​გი​და ესა და ეს.

– კი​დევ და​ლევ? – ვკით​ხე გო​ტან​დას.

– კი, – თა​ვი და​მიქ​ნი​ა.

დახ​ლთან მი​ვე​დი, ორი ლუ​დი ვი​ყი​დე და დავ​ბრუნ​დი. ჩუ​მად ვსვამ​დით. რეს​ტო​რან​ში ისე​თი ფუთ​ფუ​თი იყო,
რო​გორც აკი​ჰა​ბა​რას სად​გურ​ზე პი​კის სა​ათ​ში: ხალ​ხი ჩვენს მა​გი​დას​თან აქეთ-​იქით და​ბო​რიალებ​და. არა​ვი​‐
თარ ყუ​რად​ღე​ბას არ გვაქ​ცევ​და. არა​ვის არ ეს​მო​და, რას ვამ​ბობ​დით. არა​ვინ არ უც​ქე​რო​და გო​ტან​დას.

– რას გე​უბ​ნე​ბო​დი? – თქვა კმა​ყო​ფი​ლი ღი​მი​ლით, – ასეთ მიყ​რუებულ ად​გი​ლას ვერც ერთ ცნო​ბილ ადა​მი​ანს
ძა​ლით ვერ შე​მო​ათ​რევ!

თქვა და მე​სა​მედ​ზე დაც​ლი​ლი ლუ​დის კათ​ხა ისე შე​ან​ჯღრია, თით​ქოს მენ​ზუ​რა ეჭი​რა ბუ​ნე​ბის​მეტ​ყვე​ლე​ბის
გაკ​ვე​თილ​ზე.

– მო​დი, და​ვი​ვიწ​ყოთ, – ხმა​დაბ​ლა ვუთ​ხა​რი, – მე რო​გორ​მე მო​ვა​ხერ​ხებ და​ვიწ​ყე​ბას. შენც დაივიწ​ყე.

– გგო​ნია, შევ​ძლებ? სათ​ქმე​ლად ად​ვი​ლია. შენ ის სა​კუ​თა​რი ხე​ლით არ გა​გი​გუ​დავს...

– ყუ​რი და​მიგ​დე. არა​ვი​თა​რი მტკი​ცე​ბუ​ლე​ბა არ არ​სე​ბობს, რომ მო​კა​ლი. მორ​ჩი ტყუილუბ​რა​ლოდ თავ​ში ცე​‐
მას. რა​ტომ​ღაც მგო​ნია, რომ ინერ​ცი​ით თა​მა​შობ მო​რიგ როლს, რო​ცა შენს კომ​პლექ​სებს კი​კის გაქ​რო​ბას
უკავ​ში​რებ. ხომ შე​საძ​ლე​ბე​ლია ასე​თი რამ, მარ​თა​ლი არ ვარ?

– შე​საძ​ლე​ბე​ლია? – კით​ხვა და​მიბ​რუ​ნა და იდაყ​ვე​ბით და​ეყ​რდნო მა​გი​დას, – კარ​გი, ვი​ლა​პა​რა​კოთ შე​საძ​‐


ლებ​ლო​ბა​ზე. შე​იძ​ლე​ბა ით​ქვას, საყ​ვა​რე​ლი თე​მა​ა... ბევ​რი სხვა​დას​ხვა შე​საძ​ლებ​ლო​ბა არ​სე​ბობს. კერ​ძოდ,
არ​სე​ბობს იმის შე​საძ​ლებ​ლო​ბა, რომ მოვ​კლავ ცოლს. რა, არა? თუ მთხოვს, რო​გორც კი​კიმ მთხო​ვა, და წი​ნა​‐
აღ​მდე​გო​ბას არ გა​მი​წევს, შე​იძ​ლე​ბა და​ვახ​რჩო კი​დეც. ბო​ლო დროს ხში​რად ვფიქ​რობ ამა​ზე. და რაც უფ​რო
ხში​რად ვფიქ​რობ, მით მე​ტად იზ​რდე​ბა ამის შე​საძ​ლებ​ლო​ბა, ჩემ​ში შიგ​ნით იკ​რებს ძა​ლას. შე​უძ​ლე​ბე​ლია შე​‐
ჩე​რე​ბა. მე ამის გა​კონ​ტრო​ლე​ბა არ შე​მიძ​ლია. ბავ​შვო​ბა​ში მარ​ტო სა​ფოს​ტო ყუ​თებს კი არ ვუ​კი​დებ​დი
ცეცხლს. კა​ტებ​საც ვხო​ცავ​დი. სხვა​დას​ხვა ხერ​ხით. უბ​რა​ლოდ, თავს ვერ ვი​კა​ვებ​დი. ღამ​ღა​მო​ბით მე​ზობ​‐
ლის ფან​ჯრებს ვამ​ტვრევ​დი. შურ​დუ​ლით – ჭახ! – და ვე​ლო​სი​პე​დით გავ​რბო​დი... დღემ​დე არა​ვის​თვის მით​‐
ქვამს. შენ პირ​ველს გიყ​ვე​ბი ისე, რო​გორც არის. და მა​შინ​ვე თით​ქოს ლოდს მხსნი​ან სუ​ლი​დან... ოღონდ ეს
სუ​ლაც არ ნიშ​ნავს, რომ ში​ნა​გა​ნად სხვა ვხდე​ბი. ჩე​მი შე​ჩე​რე​ბა უკ​ვე შე​უძ​ლე​ბე​ლია. მე​ტის​მე​ტად დი​დი უფ​‐
სკრუ​ლია იმათ შო​რის, რა​საც ვთა​მა​შობ და რაც ბუ​ნე​ბით ვარ. თუ ამ უფ​სკრულს არ ამო​ვავ​სებ, ისევ გა​ვაგ​‐
რძე​ლებ სა​ზიზ​ღრო​ბე​ბის კე​თე​ბას მა​ნამ, სა​ნამ არ მოვ​კვდე​ბი. მე თვი​თო​ნაც ხომ მშვე​ნივ​რად ვხე​დავ ყვე​ლა​‐
ფერს. მას შემ​დეგ, რაც პრო​ფე​სიონა​ლი მსა​ხიობი გავ​ხდი, ეს უფ​სკრუ​ლი მხო​ლოდ იზ​რდე​ბა. რაც უფ​რო მას​‐
შტა​ბუ​რია ჩე​მი რო​ლი, რაც უფ​რო მე​ტი ადა​მიანი მხე​დავს კად​რში, მით უფ​რო ძლიერია უკუ​ცე​მა, მით უფ​რო
სა​ში​ნე​ლია ის, რა​საც ჩავ​დი​ვარ. სრუ​ლი უიმე​დო​ბა. შე​იძ​ლე​ბა სულ მა​ლე ცო​ლი მოვ​კლა. ასე წე​რია ჩემს გე​‐
ნე​ტი​კურ კოდ​ში. ძა​ლი​ან გარ​კვე​ვით და ერ​თმნიშ​ვნე​ლოვ​ნად.

– კარ​გი რა, ნუ ამ​ლა​შებ! – ვთქვი და ძა​ლით გა​ვი​ღი​მე, – თუ ჩვენს ყვე​ლა პრობ​ლე​მა​ში გე​ნე​ტი​კას და​ვა​და​ნა​‐
შაულებთ, მა​შინ მარ​თლა არა​ფე​რი გა​მო​ვა. აიღე შვე​ბუ​ლე​ბა. და​ის​ვე​ნე. რა​ღაც დრო​ის გან​მავ​ლო​ბა​ში სა​ერ​‐
თოდ არ შეხ​ვდე ცოლს. სხვა გა​მო​სა​ვა​ლი მა​ინც არ არის. ყვე​ლა​ფე​რი ფე​ხებ​ზე დაიკი​დე. მო​დი, ჰა​ვაიზე წა​ვი​‐
დეთ. პალ​მებ​ქვეშ, პლაჟ​ზე ვი​გო​რა​ოთ და „პი​ნა კო​ლა​და“ ვწრუ​პოთ. ჰა​ვაი მშვე​ნიერი ად​გი​ლია. შე​გიძ​ლია
სა​ერ​თოდ არა​ფერ​ზე არ იფიქ​რო. დი​ლით ღვი​ნო, დღი​სით სერ​ფინ​გი, ღა​მით გო​გოები. „მუს​ტან​გი“ და​ვი​ქი​‐
რა​ოთ და – წინ გზატ​კე​ცილ​ზე! ას ორ​მოც​დაათი კი​ლო​მეტ​რი სა​ათ​ში The Doors-​ის, The Beach Boys-​ის ან Sly & the
Family Stone-​ის ფონ​ზე... გპირ​დე​ბი, ყვე​ლა მძი​მე ფიქ​რი გაფ​რინ​დე​ბა თა​ვი​დან. ისევ მო​გინ​დე​ბა რა​მე​ზე ფიქ​რი
– დაბ​რუნ​დე​ბი და თა​ვი​დან იფიქ​რებ.

– ცუ​დი იდეა არ არის, – თქვა გო​ტან​დამ. და გაიცი​ნა. ოდ​ნავ შე​სამ​ჩნე​ვი ნაოჭე​ბი და​აჩ​ნდა თვა​ლებ​თან, –
ისევ მოვ​ხსნით წყვილ გო​გოს და დი​ლამ​დე ვიგ​რიალებთ. მაგ​რად გა​მოგ​ვი​ვი​და მა​შინ!

„კუ-​კუ“, – გა​მი​ელ​ვა თავ​ში. ფი​ზიოლო​გი​ურ ნამ​ქერს გავ​ქე​ქავთ...

– მზად ვარ თუნ​დაც ხვალ​ვე წა​სას​ვლე​ლად, – ვთქვი, – შენ? რა დრო გჭირ​დე​ბა, რომ სამ​სა​ხუ​რის საქ​მეები
მიალაგ-​მოალაგო?

გო​ტან​და და​ჟი​ნე​ბით შე​მო​მაც​ქერ​და. უც​ნაურად იღი​მე​ბო​და.

– ვატ​ყობ, მარ​თლა ვერ გა​გი​გი​ა... იმ სა​მუ​შაოზე, რო​მელ​შიც მე ვარ ჩაფ​ლუ​ლი, ვე​რას​დროს ვე​რა​ფერს
მიალაგ-​მოალაგებ. ერ​თა​დერ​თი გა​მო​სა​ვა​ლი – ჯან​და​ბის გზას გაუყე​ნო ყვე​ლა​ფე​რი. ერ​თხელ და სა​მუ​და​‐
მოდ. თუ ასე მო​ვიქ​ცე​ვი, დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი იყა​ვი: ძაღ​ლი​ვით გა​მო​მაგ​დე​ბენ ამ სამ​ყა​რო​დან. ერ​თხელ და სა​მუ​‐
და​მოდ. ამ ვი​თა​რე​ბა​ში კი, რო​გორც უკ​ვე გით​ხა​რი, ცოლს ვკარ​გავ. სა​მუ​და​მოდ...

და სულ​მო​უთ​ქმე​ლად გა​მო​ცა​ლა კათ​ხა.

– თუმ​ცა, რა! რი​სი და​კარ​გვაც შე​იძ​ლე​ბო​და, უკ​ვე ყვე​ლა​ფე​რი დავ​კარ​გე. რა გან​სხვა​ვე​ბაა? რამ​დენ ხანს უნ​‐
და ვურ​ტყა შუბ​ლი კე​დელს? მარ​თა​ლი ხარ, მე​ტის​მე​ტად და​ვი​ღა​ლე. დროა ტვი​ნი გა​ვა​ნიავო. ოქეი – მოუსავ​‐
ლეთ​ში ვგზავ​ნით ყვე​ლა​ფერს. წა​ვე​დით ჰა​ვაიზე. ნა​გავს გა​მო​ვი​ბერ​ტყავ თა​ვი​დან და მე​რე მო​ვი​ფიქ​რებ, რა
გა​ვა​კე​თო. არ და​მი​ჯე​რებ, ისე მინ​და ნორ​მა​ლურ ადა​მიანად ვიქ​ცე. შე​იძ​ლე​ბა უკ​ვე და​ვაგ​ვიანე. მაგ​რამ მარ​‐
თა​ლი ხარ – ალ​ბათ ღირს, თუნ​დაც ერ​თხელ კი​დევ ვცა​დო. კარ​გი, მო​გენ​დო​ბი. შენ ყო​ველ​თვის გენ​დო​ბო​დი.
მარ​თლა. რო​ცა პირ​ვე​ლად და​მი​რე​კე, მა​შინ​ვე ვიგ​რძე​ნი. და რო​გორ გგო​ნია, რა​ტომ? შენ მთე​ლი ცხოვ​რე​ბა
სა​შინ​ლად... ნორ​მა​ლუ​რი ხარ. მე კი სწო​რედ ეს მაკ​ლდა ყო​ველ​თვის.

– რა ნორ​მა​ლუ​რი მე ვარ, უბ​რა​ლოდ, ვცდი​ლობ, ნა​ბი​ჯი არ ამე​რი​ოს ცეკ​ვი​სას. შეუჩე​რებ​ლად ვცეკ​ვავ, სულ
ეს არის. არა​ნა​ირ აზრს არ ვდებ ამა​ში...
გო​ტან​დამ უცებ მკვეთ​რად გას​წია ხე​ლე​ბი მა​გი​და​ზე. ნა​ხე​ვარ მეტ​რზე მე​ტად.

– და რა​ში დაინა​ხე რაიმე აზ​რი? სად არის ის – აზ​რი, რის​თვი​საც ღირს ცხოვ​რე​ბა? – უცებ გა​ჩუმ​და და გაიცი​‐
ნა, – კარ​გი, ჯან​და​ბას. ახ​ლა უკ​ვე სუ​ლერ​თია. გნებ​დე​ბი. მო​დი, შენ​გან ავი​ღოთ მა​გა​ლი​თი. ვცა​დოთ ლიფ​ტი​‐
დან ლიფ​ტში გა​დახ​ტო​მა. ეს არც ისე შე​უძ​ლე​ბე​ლია. თუ მო​ვინ​დო​მე, მე ხომ ყვე​ლა​ფე​რი შე​მიძ​ლია. ეს ხომ
მე ვარ – ნი​ჭიერი, მომ​ხიბ​ლა​ვი, ელე​გან​ტუ​რი გო​ტან​და. ასე არ არის?.. და​მი​თან​ხმე. წა​ვე​დით ჰა​ვაიზე. შე​უკ​‐
ვე​თე ხვალ ბი​ლე​თე​ბი. ორი ად​გი​ლი პირ​ველ კლას​ში. აუცი​ლებ​ლად პირ​ველ​ში, გეს​მის? ასეა სა​ჭი​რო. მან​ქა​‐
ნა – „მერ​სი“, საათი – „რო​ლექ​სი“, ბი​ნა – ცენ​ტრში, ბი​ლე​თე​ბი – პირ​ველ კლას​ში. მე კი ზე​გამ​დე ჩე​მო​დანს ჩა​‐
ვა​ლა​გებ. იმა​ვე დღეს – ჰოპ! – და ჰა​ვაიზე ვართ. „ა​ლო​ჰას“ მაისუ​რე​ბი ყო​ველ​თვის მიხ​დე​ბო​და.

– შენ ყო​ველ​თვის ყვე​ლა​ფე​რი გიხ​დე​ბო​და.

– გმად​ლობ. შენ ყო​ველ​თვის უღი​ტი​ნებ​დი ჩე​მი თავ​მოყ​ვა​რეობის ნარ​ჩე​ნებს.

– პირ​ველ რიგ​ში პლაჟ​ზე, ბარ​ში მივ​დი​ვართ და თი​თო „პი​ნა კო​ლა​დას“ ვსვამთ. ძძ-​ძალიან ჩა​ცი​ვე​ბულ „პი​ნა
კო​ლა​დას“...

– კარ​გად ჟღერს.

– თა​ნაც რო​გორ.

გო​ტან​დამ და​ჟი​ნე​ბით შე​მომ​ხე​და თვა​ლებ​ში.

– მო​მის​მი​ნე... შენ მარ​თლა შეძ​ლებ​დი იმის და​ვიწ​ყე​ბას, რომ კი​კი მოვ​კა​ლი?

თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– ვფიქ​რობ, შევ​ძლებ​დი.

– მა​შინ კი​დევ ერთ რა​მე​ში უნ​და გა​მო​გიტ​ყდე. ოდეს​ღაც მო​გი​ყე​ვი, რო​გორ ვი​ჯე​ქი ორი კვი​რა ცი​ხე​ში იმი​‐
ტომ, რომ ხმას არ ვი​ღებ​დი?

– მო​მი​ყე​ვი.

– ვიც​რუე. მა​შინ​ვე გა​მო​მიშ​ვეს. ჩა​ვუშ​ვი ყვე​ლა, ვი​საც ვიც​ნობ​დი – პირ​წმინ​დად ყვე​ლა. უბ​რა​ლოდ, ში​შის გა​‐
მო. და კი​დევ იმი​ტომ, რომ თა​ვის დამ​დაბ​ლე​ბა მინ​დო​და, რა​თა მე​რე სა​კუ​თა​რი თა​ვის შე​ზიზ​ღე​ბის სა​ფუძ​ვე​‐
ლი მქო​ნო​და. თა​ვი ვერ შე​ვი​კა​ვე და ძა​ლიანაც კმა​ყო​ფი​ლი დავ​რჩი – მარ​თლა! – რო​ცა და​კით​ხვა​ზე არ გამ​ყი​‐
დე. თით​ქოს შე​ნი დუ​მი​ლით მე, გა​რე​წა​რი, რო​გორ​ღაც გა​და​მარ​ჩი​ნე. მეს​მის, რომ უც​ნაურად ჟღერს, მაგ​‐
რამ... მოკ​ლედ, ასე მო​მეჩ​ვე​ნა. თით​ქოს შენ ჩე​მი სუ​ლიც ამ სა​ზიზ​ღრო​ბის​გან გაწ​მინ​დე... კარ​გი, საკ​მა​რი​სია.
დღეს რა​ღაც ყვე​ლა ცოდ​ვას ვი​ნა​ნი​ებ. პირ​და​პირ გე​ნე​რა​ლუ​რი რე​პე​ტი​ციაა. მაგ​რამ მი​ხა​რია, რომ და​ვი​ლა​‐
პა​რა​კეთ. მო​მეშ​ვა, ღმერ​თმა​ნი. თუმ​ცა შენ ალ​ბათ მა​ინ​ცდა​მა​ინც მშვი​დად ვერ ხარ...

– სი​სუ​ლე​ლეა, – ვუთ​ხა​რი. „ჩე​მი აზ​რით, ასე ახ​ლოს არას​დროს ვყო​ფილ​ვართ“, – გა​ვი​ფიქ​რე. უნ​და მეთ​ქვა.
მაგ​რამ მო​მავ​ლის​თვის გა​დავ​დე. თუმ​ცა გა​და​დე​ბას რა აზ​რი ჰქონ​და – უბ​რა​ლოდ, გა​ვი​ფიქ​რე, რომ ალ​ბათ
ასე ჯობ​და. რომ ისევ დად​გე​ბა დრო, რო​ცა ეს სიტ​ყვე​ბი მე​ტი ძა​ლით გა​იჟ​ღე​რებს, – სი​სუ​ლე​ლეა, – მხო​ლოდ
ეს გა​ვი​მეორე.

სკა​მის სა​ზურ​გე​დან შლა​პა აიღო, შეამოწ​მა, გაშ​რა თუ არაო, და ისევ უკან და​აბ​რუ​ნა.

– ძვე​ლი მე​გობ​რო​ბის ხათ​რით, ერთს გთხოვ, – მით​ხრა, – კი​დევ ერ​თი ლუ​დი მინ​და. მე აღარ ვვარ​გი​ვარ. დახ​‐
ლამ​დე ალ​ბათ მი​ვალ, მაგ​რამ უკან ლუ​დით ხელ​ში – მე​ეჭ​ვე​ბა...

– რა პრობ​ლე​მაა! – გა​ვუ​ღი​მე. ავ​დე​ქი და დახ​ლის​კენ წა​ვე​დი. დახ​ლთან ბევ​რი ხალ​ხი იყო. იმის​თვის, რომ
ორი სა​ცო​და​ვი ლუ​დი ამე​ღო, ხუ​თი წუ​თი მოვ​კა​ლი. რო​ცა კათ​ხე​ბით უკან დავ​ბრუნ​დი, გო​ტან​და აღარ იყო.
აღარც გო​ტან​და და აღარც შლა​პა. აღარც „მა​ზე​რა​ტი“ შე​სას​ვლელ​თან. ფუ, შე​ნი, გა​ვი​ფიქ​რე და თა​ვი გა​ვაქ​‐
ნიე. თუმ​ცა გა​აქ​ნიე, არ გა​აქ​ნიე – ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​რე​ბუ​ლი იყო.

გაქ​რა.

"},{"head":"40.","content":"

40.

მეორე დღეს, სა​ღა​მოს, სი​ბაურას რაიონ​ში ტო​კი​ოს ყუ​რის ფსკე​რი​დან ყა​ვის​ფე​რი „მა​ზე​რა​ტი“ ამოიღეს. რა​‐
ღაც და​ახ​ლოებით ასეთს ვე​ლო​დი და არ გამ​კვირ​ვე​ბია. იმ წუ​თი​დან, რო​ცა გაქ​რა, ვი​ცო​დი, რომ ყვე​ლა​ფე​რი
ასე დას​რულ​დე​ბო​და.

ასე იყო თუ ისე, კი​დევ ერ​თი გვა​მი დაემა​ტა. ვირ​თხა, კი​კი, მეი, დიკ ნორ​ტი – ახ​ლა კი გო​ტან​და. სულ ხუ​თი.
კი​დევ ერ​თი რჩე​ბა. თა​ვი გა​ვაქ​ნიე. მხიარუ​ლი პერ​სპექ​ტი​ვაა. რას უნ​და ვე​ლო​დო? ვინ არის შემ​დე​გი?
იუმიოსი-​სან გა​მახ​სენ​და. არა, ოღონდ ის არა. ეს მე​ტის​მე​ტი უსა​მარ​თლო​ბა იქ​ნე​ბო​და. იუმიოსი-​სან არც უნ​‐
და მოკ​ვდეს და არც უგზო-​უკვლოდ დაიკარ​გოს. მაგ​რამ თუ ის არა, მა​შინ ვინ? იუკი? ისევ გა​ვაქ​ნიე თა​ვი. გო​‐
გო​ნა სულ ცა​მე​ტი წლი​საა. არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში არ შე​იძ​ლე​ბა მი​სი სიკ​ვდი​ლის დაშ​ვე​ბა. თვა​ლი გა​და​ვავ​‐
ლე, ვინ შე​იძ​ლე​ბა მომ​კვდა​რი​ყო ჩემ გარ​შე​მო უახ​ლო​ეს მო​მა​ვალ​ში. თან ამ დროს ლა​მის სიკ​ვდი​ლის ღმერ​‐
თად წარ​მო​მედ​გი​ნა თა​ვი. მე​ტა​ფი​ზი​კურ არ​სე​ბად, რო​მე​ლიც გულ​გრი​ლად წყვეტს, ვინ რო​დის უნ​და და​ტო​‐
ვოს ეს სამ​ყა​რო.

აკა​სა​კას პო​ლი​ცი​ის გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში მი​ვე​დი. გიმ​ნა​ზი​ელს შევ​ხვდი და მო​ვუ​ყე​ვი, რომ გუ​შინ​დე​ლი სა​ღა​მო
გო​ტან​დას​თან ერ​თად გა​ვა​ტა​რე. მო​მეჩ​ვე​ნა, რომ ჯობ​და მა​შინ​ვე შე​მეტ​ყო​ბი​ნე​ბი​ნა ამის თაობა​ზე. კი​კის შე​‐
საძ​ლო მკვლე​ლო​ბა​ზე, ცხა​დია, არა​ფე​რი მით​ქვამს. რა აზ​რი აქვს? მა​ინც წარ​სუ​ლია. გვა​მიც კი არ უპო​ვი​ათ.
მო​ვუ​ყე​ვი, რომ სიკ​ვდი​ლამ​დე ცო​ტა ხნით ად​რე ერ​თად ვი​ყა​ვით, რომ ძა​ლი​ან დაღ​ლი​ლი ჩან​და და ნევ​რო​‐
ზის ზღვარ​ზე იყო. რომ სა​ბო​ლო​ოდ და​ქან​ცა დიდ​მა ვა​ლებ​მა, სა​ძულ​ველ​მა სა​მუ​შა​ომ და საყ​ვა​რელ ცოლ​‐
თან გან​ქორ​წი​ნე​ბამ.

გიმ​ნა​ზი​ელ​მა ძა​ლი​ან სწრა​ფად, ზედ​მე​ტი კით​ხვე​ბის გა​რე​შე ჩაიწე​რა ყვე​ლა​ფე​რი, რაც მო​ვუ​ყე​ვი. სა​ოც​რად
სწრა​ფად, ისე არა, რო​გორც წი​ნა შემ​თხვე​ვა​ში. ბო​ლო ფურ​ცელ​ზე ხე​ლი მო​ვა​წე​რე და ამით დას​რულ​და ყვე​‐
ლა​ფე​რი.

ოქ​მი გა​და​დო, ავ​ტო​კა​ლა​მი ხელ​ში შეათა​მა​შა და შე​მომ​ხე​და.

– თქვენ გარ​შე​მო მარ​თლა ბევ​რი ადა​მიანი კვდე​ბა, – ჩა​ფიქ​რე​ბულ​მა თქვა, – თუ დიდ​ხანს ცხოვ​რობ ასე​თი
ცხოვ​რე​ბით, სულ უმე​გობ​როდ რჩე​ბი. თან​და​თან ყვე​ლას სძულ​დე​ბი. რო​ცა ყვე​ლას სძულ​ხარ, თვა​ლე​ბი გემ​‐
ღვრე​ვა, კა​ნი კი ჭკნე​ბა... – ღრმად ამოიოხ​რა, – მოკ​ლედ, ეს თვით​მკვლე​ლო​ბაა. ერ​თი შე​ხედ​ვი​თაც ჩანს. მოწ​‐
მეც არის. და მა​ინც – რა ხელ​გაშ​ლი​ლო​ბაა? გა​სა​გე​ბია, რომ კი​ნო​ვარ​სკვლა​ვია. მაგ​რამ რა​ტომ უნ​და გა​და​აგ​‐
დო ზღვა​ში „მა​ზე​რა​ტი“? რო​მე​ლი​მე „სი​ვი​კი“ ან „კო​რო​ლა“ სრუ​ლი​ად საკ​მა​რი​სი იქ​ნე​ბო​და...

– რა პრობ​ლე​მაა, მა​ინც დაზ​ღვეულია, – ვთქვი.

– არა. თვით​მკვლე​ლო​ბის შემ​თხვე​ვა​ში დაზ​ღვე​ვა არ მუ​შა​ობს, – თა​ვი გა​აქ​ნია გიმ​ნა​ზი​ელ​მა, – აქ, რო​გორც
არ უნ​და მო​ინ​დო​მო, – მი​სი ფირ​მა, მან​ქა​ნის ოფი​ციალუ​რი მფლო​ბე​ლი, ერთ იენ​საც ვერ მიიღებს. მოკ​ლედ,
სი​სუ​ლე​ლე და პი​ჟო​ნო​ბა​ა... მე კი იმ ჩე​მი ოტ​რო​ვე​ლას​თვის ვე​ლო​სი​პე​დი ვერ მი​ყი​დია. სა​მი მყავს. კუ​დამ​დე
ტყავს მაძ​რო​ბენ. თან ყვე​ლას სა​კუ​თა​რი ვე​ლო​სი​პე​დი უნ​და...

ხმა არ ამო​მი​ღია.

– კარ​გი, – ჩა​იქ​ნია ხე​ლი, – შე​გიძ​ლი​ათ წახ​ვი​დეთ. თა​ნაგ​რძნო​ბას გიც​ხა​დებთ მე​გობ​რის და​ღუპ​ვის გა​მო.
გმად​ლობთ, რომ თვი​თონ შე​მოიარეთ, რომ მოგ​ვი​ყე​ვით...

გა​სას​ვლე​ლამ​დე მი​მა​ცი​ლა.

– სა​ცო​და​ვი მე​ის მკვლე​ლო​ბის საქ​მე კი ჯერ არ და​ხუ​რუ​ლა, – დაამა​ტა გა​მომ​შვი​დო​ბე​ბი​სას, – მაგ​რამ არ


ინერ​ვიულოთ, გა​მო​ძიებას ვაგ​რძე​ლებთ. ოდეს​მე დავ​ხუ​რავთ.

ძა​ლი​ან დიდ​ხანს არ მტო​ვებ​და უც​ნაური შეგ​რძნე​ბა, თით​ქოს გო​ტან​დას სიკ​ვდილ​ში მე ვი​ყა​ვი დამ​ნა​შა​ვე.
რო​გორ არ ვცა​დე გავ​მკლა​ვე​ბო​დი ამ შე​მა​წუ​ხე​ბელ გრძნო​ბას – არ მეშ​ვე​ბო​და. ვიხ​სე​ნებ​დი „შეიკიზ​ში“ ჩვე​ნი
უკა​ნას​კნე​ლი სა​უბ​რის თი​თოეულ ფრა​ზას. ვი​გო​ნებ​დი ახ​ლებს, იმათ ნაც​ვლად, რაც მა​შინ ვუთ​ხა​რი. მეჩ​ვე​‐
ნე​ბო​და, რო​გორ​ღაც სხვა​ნაირად, უფ​რო ფრთხი​ლად რომ დავ​ლა​პა​რა​კე​ბო​დი, ცოც​ხა​ლი დარ​ჩე​ბო​და. და ახ​‐
ლა მაუას პლაჟ​ზე ვეყ​რე​ბო​დით ლუ​დის ქი​ლე​ბით.

თუმ​ცა, უფ​რო მგო​ნია, რომ არა​ფე​რიც არ გა​მო​ვი​დო​და. ალ​ბათ გო​ტან​დამ კარ​გა ხნის წი​ნათ ჩაიფიქ​რა ეს
და, უბ​რა​ლოდ, მო​ხერ​ხე​ბულ შემ​თხვე​ვას ელო​და. ალ​ბათ რამ​დენ​ჯერ და​ხა​ტა წარ​მო​სახ​ვა​ში, რო​გორ მი​დის
მი​სი „მა​ზე​რა​ტი“ ფსკე​რის​კენ. რო​გორ ჟო​ნავს ფან​ჯრის ნაპ​რა​ლე​ბი​დან წყა​ლი. რო​გორ უჭირს თან​და​თან
სუნ​თქვა. ის კი სულ იც​დის, კა​რის სა​ხე​ლურ​ზე თი​თებ​ჩა​ჭი​დე​ბუ​ლი – თვით​გა​ნად​გუ​რე​ბის ფი​ნა​ლის მო​ლო​‐
დინ​ში და ამ რეალო​ბა​ში დარ​ჩე​ნი​ლი. მაგ​რამ, ცხა​დია, ასე უსას​რუ​ლოდ ვერ გაგ​რძელ​დე​ბო​და. ოდეს​მე
აუცი​ლებ​ლად უნ​და შეეღო კა​რი. ეს იყო მი​სი ერ​თა​დერ​თი გა​მო​სა​ვა​ლი და მან იცო​და ეს. უბ​რა​ლოდ, შე​სა​‐
ფე​რის შემ​თხვე​ვას ელო​და – ეს არის და ეს...

მე​ის სიკ​ვდი​ლით ჩემ​ში ძვე​ლი სიზ​მრე​ბი მოკ​ვდა. დიკ ნორ​ტის და​ღუპ​ვამ იმე​დი და​მა​კარ​გვი​ნა, თვი​თო​ნაც
არ ვი​ცი – რი​სი. გო​ტან​დას თვით​მკვლე​ლო​ბამ სა​სო​წარ​კვე​თი​ლე​ბა​ში ჩა​მაგ​დო – მძი​მე​ში და ყრუ​ში, რო​გო​‐
რიც დარ​ჩი​ლულ​სა​ხუ​რა​ვიანი ტყვი​ის კუ​ბოა. გო​ტან​დას სიკ​ვდი​ლი ხსნა არ იყო. მთე​ლი თა​ვი​სი ცხოვ​რე​ბის
გან​მავ​ლო​ბა​ში ვე​რა და ვერ შეძ​ლო შეჰ​გუებო​და ზამ​ბა​რას, რო​მე​ლიც შიგ​ნი​დან მარ​თავ​და. მი​სი უმარ​თა​ვი
ენერ​გია დიდ​ხანს მიაქა​ნებ​და უფ​სკრუ​ლის​კენ. ადა​მიანუ​რი ცნო​ბიერე​ბის ბო​ლო ზღვრამ​დე. სა​ნამ სა​ბო​ლო​‐
ოდ არ გა​და​ჩე​ხა – სხვა სამ​ყა​რო​ში, იქ, სა​დაც მუ​დამ ბნე​ლა.

მი​სი სიკ​ვდი​ლით დიდ​ხანს იკ​ვე​ბე​ბოდ​ნენ ყო​ველ​კვი​რეულე​ბი, ტე​ლეპ​როგ​რა​მე​ბი და სპორ​ტუ​ლი გა​ზე​თე​ბი.


და​გე​მოვ​ნე​ბით, საფ​ლა​ვის მატ​ლე​ბი​ვით ხრავ​დნენ მო​რი​გი გვა​მის ხორცს. სა​თაურე​ბის მარ​ტო შე​ხედ​ვაც კი
გულს მი​რევ​და. და​ნახ​ვი​სა და მოს​მე​ნის გა​რე​შეც სულ ად​ვი​ლად წარ​მო​მედ​გი​ნა, რას ყბე​დობ​დნენ და წერ​‐
დნენ ეს წე​რა​სა​ტა​ნი​ლე​ბი. ერ​თი სუ​ლი მქონ​და, ერ​თად შე​მეგ​რო​ვე​ბი​ნა და ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით მი​მეხ​‐
რჩო.

– იქ​ნებ პირ​და​პირ ბე​ის​ბო​ლის ყვან​ჯით შიგ თავ​ში? – მთა​ვა​ზობს გო​ტან​და, – დახ​რჩო​ბას მა​ინც დი​დი დრო
უნ​და.
– ოღონდ ეგ არა, – თავს ვაქ​ნევ, – წა​მიერი სიკ​ვდი​ლი მათ​თვის მე​ტის​მე​ტი ფუ​ფუ​ნე​ბაა. მა​ინც დახ​რჩო​ბა
ჯობს, ნე​ლა...

ლო​გინ​ში ვწვე​ბი და თვა​ლებს ვხუ​ჭავ.

– კუ-​კუ! – სად​ღაც სიბ​ნე​ლი​დან მე​ძა​ხის მე​ი.

ლო​გინ​ში ვწე​ვარ და მძულს ეს სამ​ყა​რო. გულ​წრფე​ლად, გაავე​ბით, ფუნ​და​მენ​ტუ​რად მძულს მთე​ლი სამ​ყა​‐
რო. ჭუჭ​ყიანი, უაზ​რო სიკ​ვდი​ლით სავ​სე სამ​ყა​რო, სა​ზიზ​ღარ გე​მოს რომ მი​ტო​ვებს პირ​ში. იქ რაიმეს შეც​ვლა
ჩემს ძა​ლებს აღე​მა​ტე​ბა და სულ უფ​რო ვის​ვრე​ბი მი​სი ჭუჭ​ყით. ადა​მიანე​ბი შე​მო​სას​ვლე​ლით მო​დი​ან ჩემ​‐
თან და გა​სავ​ლე​ლი​დან მი​დი​ან. იმათ​გან, ვინც მი​დის, აღა​რა​ვინ ბრუნ​დე​ბა. ხე​ლის​გუ​ლებს დავ​ცქე​რი. ჩემს
თი​თებ​საც აჰ​კრო​ბია სიკ​ვდი​ლის სუ​ნი.

– რო​გორც არ უნ​და ეცა​დო, ვერ ჩა​მოიბან, – მე​უბ​ნე​ბა გო​ტან​და.

ჰეი, ადამიანო-​ცხვარო, ეს არის ყვე​ლაფ​რის და ყვე​ლას ჩარ​თვის შე​ნი ხერ​ხი? სხვი​სი სიკ​ვდი​ლე​ბის უსას​რუ​‐
ლო ჯაჭ​ვით გინ​და შე​მა​ერ​თო სამ​ყა​როს​თან? კი​დევ რა უნ​და დავ​კარ​გო? მახ​სოვს, რომ მით​ხა​რი – შე​იძ​ლე​ბა
არა​სო​დეს აღარ იყო ბედ​ნიერიო. რას იზამ, რო​გორც გე​ნე​ბოს. მაგ​რამ რა​ტომ ხდე​ბა ასე?

ჩე​მი ბავ​შვო​ბის დრო​ინ​დე​ლი ფი​ზი​კის წიგ​ნი მახ​სენ​დე​ბა. „რა დაემარ​თე​ბო​და სამ​ყა​როს, მი​ზი​დუ​ლო​ბა რომ
არ არ​სე​ბობ​დეს“ – ასე ერ​ქვა ერთ-​ერთ თავს. „მი​ზი​დუ​ლო​ბა რომ არ არ​სე​ბობ​დეს, – ახ​სნი​ლი იყო თავ​ში, –
ცენ​ტრი​და​ნუ​ლი ძა​ლა კოს​მოს​ში წაიღებ​და ყვე​ლა​ფერს, რაც კი დე​და​მი​წა​ზე​ა“.

სწო​რედ ის არის, რა​საც ამ სამ​ყა​როს მი​მართ ვგრძნობ.

– კუ-​კუ, – მე​ძა​ხის მე​ი.

"},{"head":"41.","content":"

41.

სა​მი დღის მე​რე, მას შემ​დეგ, რაც გო​ტან​დამ ზღვა​ში ჩა​ძი​რა თა​ვი​სი „მა​ზე​რა​ტი“, იუკის და​ვუ​რე​კე. გუ​ლახ​დი​‐
ლად რომ ვთქვა, არა​ვის​თან არ მინ​დო​და ლა​პა​რა​კი. მაგ​რამ იუკის​თან არ​და​ლა​პა​რა​კე​ბა არ შე​იძ​ლე​ბო​და.
მარ​ტოა და სუს​ტი. ბავ​შვია. ჩემ გარ​და, ვე​რა​ვინ დაიცავს. რაც მთა​ვა​რია, ცოც​ხა​ლია. და ყვე​ლა​ფე​რი უნ​და
ვი​ღო​ნო, რომ მო​მა​ვალ​შიც ცოც​ხა​ლი იყოს. ყო​ველ შემ​თხვე​ვა​ში, ასე​თი შეგ​რძნე​ბა მქონ​და.

ჰა​კო​ნე​ში დავ​რე​კე, დე​და​მის​თან, მაგ​რამ იქ არ აღ​მოჩ​ნდა. რო​გორც ამემ მით​ხრა, გუ​შინ​წინ აკა​სა​კას ბი​ნა​ში
გა​და​სუ​ლა. მგო​ნი გა​ვაღ​ვი​ძე ამე: ნამ​ძი​ნა​რე​ვი ხმა ჰქონ​და, მა​ინ​ცდა​მა​ინც არ ეხა​ლი​სე​ბო​და ლა​პა​რა​კი, რაც
მე, კაც​მა რომ თქვას, ხელს მაძ​ლევ​და. აკა​სა​კა​ზე დავ​რე​კე. იუკიმ მა​შინ​ვე აიღო ყურ​მი​ლი – თით​ქოს ჩემს
ზარს ელო​და.

– ესე იგი ჰა​კო​ნე​ში აღარ დამ​ჭირ​დე​ბა სიარუ​ლი? – ვკით​ხე.


– ჯერ არ ვი​ცი. უბ​რა​ლოდ, ერ​თხანს მარ​ტო მინ​და ცხოვ​რე​ბა. დე​და, რაც არ უნ​და იყოს, მა​ინც ზრდას​რუ​ლი
ადა​მიანია. უჩე​მო​დაც მი​ხე​დავს თავს. მე კი ახ​ლა ცო​ტა სა​კუ​თარ თავ​ზე უნ​და ვი​ფიქ​რო. რო​გორ მო​ვიქ​ცე და
ასე შემ​დეგ. მე მგო​ნი, უახ​ლო​ეს მო​მა​ვალ​ში რა​ღაც უნ​და გა​დავ​წყვი​ტო.

– ჰო, ალ​ბათ, – და​ვე​თან​ხმე.

– აქ, გა​ზეთ​ში წა​ვი​კით​ხე... შენს მე​გო​ბარ​ზე. მოკ​ვდა, არა?

– ჰო. წყეული „მა​ზე​რა​ტი“. ყვე​ლა​ფე​რი, რო​გორც შენ იწი​ნას​წარ​მეტ​ყვე​ლე...

იუკი გა​ჩუმ​და. მი​სი დუ​მი​ლი წყა​ლი​ვით მეღ​ვრე​ბო​და თავ​ში. ყურ​მი​ლი მარ​ჯვე​ნა ყურს მო​ვა​შო​რე და მარ​‐
ცხნივ გა​და​ვი​ტა​ნე.

– წა​მო, რა​მე ვჭა​მოთ, – შევ​თა​ვა​ზე, – ალ​ბათ ისევ ნაგ​ვით იტე​ნი კუჭს. ადა​მიანუ​რად ვი​სა​დი​ლოთ. უკ​ვე რამ​‐
დე​ნი​მე დღეა, მეც არა​ფე​რი მი​ჭა​მია. რო​ცა მარ​ტო ცხოვ​რობ, მა​და თით​ქოს ძილ​ქუშს ეძ​ლე​ვა...

– ორ სა​ათ​ზე საქ​მიანი შეხ​ვედ​რა მაქვს. თუ მა​ნამ​დე მო​ვას​წრებთ, შე​იძ​ლე​ბა.

სა​ათს დავ​ხე​დე. ათი და რა​ღა​ცაა.

– კარ​გი. ნა​ხე​ვარ სა​ათ​ში შე​მო​გივ​ლი, – ვუთ​ხა​რი.

ტან​საც​მე​ლი გა​მო​ვიც​ვა​ლე, ერ​თი ჭი​ქა ფორ​თოხ​ლის წვე​ნი დავ​ლიე, გა​სა​ღე​ბი და სა​ფუ​ლე ჩა​ვი​დე ჯი​ბე​ში.
„ე​სეც ასე!..“ – გა​ხა​ლი​სე​ბულ​მა გა​ვი​ფიქ​რე. თუმ​ცა არ მტო​ვებ​და იმის შეგ​რძნე​ბა, რომ რა​ღაც მა​ვიწ​ყდე​ბო​და.
ჰო, რა თქმა უნ​და. გაუპარ​სა​ვი ვარ. სააბა​ზა​ნო​ში გა​ვე​დი და გულ​მოდ​გი​ნედ გა​ვი​პარ​სე. მე​რე სარ​კე​ში ჩა​ვი​‐
ხე​დე და დავ​ფიქ​რდი: მომ​ცემ, მა​გა​ლი​თად, ოც​დაშ​ვიდ წელს? მე ალ​ბათ მივ​ცემ​დი. მაგ​რამ რამ​დე​ნი წე​ლიც
არ უნ​და მი​მე​ცა, გარ​შე​მომ​ყოფ​თა​გან ვის მოუვა აზ​რად ამა​ზე და​ფიქ​რე​ბა? სულ ფე​ხებ​ზე ჰკი​დია ყვე​ლას, გა​‐
ვი​ფიქ​რე. და კი​დევ ერ​თხელ გა​ვი​ხე​ხე კბი​ლე​ბი.

მშვე​ნიერი ამინ​დი იდ​გა. ზაფ​ხუ​ლი ძა​ლას იკ​რებ​და. წვი​მე​ბი რომ არ იყოს, ალ​ბათ ყვე​ლა​ზე სა​სიამოვ​ნო
დროა. მოკ​ლე​სა​ხე​ლოიანი პე​რან​გი და თხე​ლი ტი​ლოს შარ​ვა​ლი ჩა​ვიც​ვი. მზის სათ​ვა​ლე გა​ვი​კე​თე, სახ​ლი​‐
დან გა​ვე​დი, „სუ​ბა​რუ​ში“ ჩავ​ჯე​ქი და იუკის​თან წა​ვე​დი. მთე​ლი გზა რა​ღა​ცას ვუს​ტვენ​დი.

„კუ-​კუ!“ – ვფიქ​რობ​დი ჩემ​თვის.

ზაფ​ხუ​ლი...

სა​ჭეს ვატ​რიალებ​დი, თან ბავ​შვო​ბას ვიხ​სე​ნებ​დი სა​ზაფ​ხუ​ლო სკოლა-​სანატორიუმში. შუ​ად​ღის სამ​ზე ძი​‐
ლის საათი იწ​ყე​ბო​და. მე კი, რომ მო​გე​კა​ლით, დღი​სით ვე​რაფ​რით ვერ ვი​ძი​ნებ​დი. ყო​ველ​თვის მიკ​ვირ​და –
ნუ​თუ ამ ზრდას​რულ ადა​მიანებს მარ​თლა ჰგო​ნი​ათ, რომ თუ ბავ​შვებს უბ​რძა​ნებ – „დაიძი​ნეთ!“, მა​შინ​ვე
მოერე​ვათ ძი​ლი? თუმ​ცა ბავ​შვე​ბის უმე​ტე​სო​ბა რა​ღაც მან​ქა​ნე​ბით მა​ინც ახერ​ხებ​და და​ძი​ნე​ბას. მე კი მთე​‐
ლი საათი ვი​წე​ქი და ჭერს შევ​ყუ​რებ​დი. თუ დიდ​ხანს უყუ​რებ ჭერს, ის სრუ​ლი​ად ცალ​კე სამ​ყა​როდ მო​გეჩ​ვე​‐
ნე​ბა. და თუ გა​და​სახ​ლდე​ბი კი​დეც, იქ ყვე​ლა​ფე​რი ისე არ იქ​ნე​ბა, რო​გორც აქ. ეს იქ​ნე​ბა სამ​ყა​რო, სა​დაც ზე​‐
ვით და ქვე​ვით ად​გი​ლებს ცვლი​ან. რო​გორც „ე​ლი​სის თავ​გა​და​სა​ვა​ლი სა​ოც​რე​ბა​თა ქვე​ყა​ნა​ში​ა“. მთე​ლი
საათი ვი​წე​ქი და ამა​ზე ვფიქ​რობ​დი. და ახ​ლა, რო​ცა ზაფ​ხუ​ლის სკო​ლას ვიხ​სე​ნებ, მხო​ლოდ თეთ​რი ჭე​რი
მიდ​გას თვალ​წინ. კუ-​კუ...

უკან სამ​ჯერ დაასიგ​ნა​ლა რო​მე​ლი​ღაც „სედ​რიკ​მა“. შუქ​ნი​შან​ზე მწვა​ნე ენ​თო. „დამ​შვიდ​დი, მე​გო​ბა​რო – გა​‐
ვი​ფიქ​რე – სა​დაც არ უნ​და გეჩ​ქა​რე​ბო​დეს, სუ​ლერ​თია, ეს შე​ნი ცხოვ​რე​ბის საუკე​თე​სო ად​გი​ლი არ არის.
მარ​თა​ლი არ ვარ? და ნე​ლა დავ​ძა​რი მან​ქა​ნა.“

მა​ინც ზაფ​ხუ​ლი​ა...

სა​დარ​ბა​ზო​დან დავ​რე​კე და იუკი მა​შინ​ვე ჩა​მო​ვი​და. მო​დუ​რი, კე​თილ​შო​ბი​ლუ​რი შე​სა​ხე​დაობის მოკ​ლე​სა​ხე​‐


ლოიანი კა​ბით, სან​დლე​ბით და მუ​ქი ლურ​ჯი ტყა​ვის ელე​გან​ტუ​რი ჩან​თით.

– გა​და​სა​რე​ვია! – ვუთ​ხა​რი.

– ხომ გით​ხა​რი, ორ სა​ათ​ზე საქ​მიანი შეხ​ვედ​რა მაქვს, – მშვი​დად მი​პა​სუ​ხა.

– ეს კა​ბა ძა​ლი​ან გიხ​დე​ბა. უმაღ​ლე​სი კლა​სია, – მო​ვუ​წო​ნე, – ზრდას​რუ​ლი​ვით გა​მოიყუ​რე​ბი.

გაიღი​მა, მაგ​რამ არა​ფე​რი უთ​ქვამს.

***

რეს​ტო​რან​ში სუ​პი, სპა​გე​ტი ორა​გუ​ლის სოუსით, შემ​წვა​რი ფარ​გა და სა​ლა​თა შე​ვუკ​ვე​თეთ. სა​ნამ თორ​მე​ტი
გახ​დე​ბო​და, გარ​შე​მო მა​გი​დე​ბი ცა​რიელი იყო, კერ​ძი კი ისევ ინარ​ჩუ​ნებ​და ნორ​მა​ლურ გე​მოს. თორ​მე​ტი
საათის შემ​დეგ, რო​ცა მთე​ლი ქვეყ​ნის საზ​კვე​ბას მშიერი კლერ​კე​ბი ესე​ვი​ან, რეს​ტორ​ნი​დან გა​მო​ვე​დით და
მან​ქა​ნა​ში ჩავ​სხე​დით.

– წა​ვი​დეთ სად​მე? – ვკით​ხე.

– არ​სა​დაც არ წა​ვი​დეთ. წრე შე​მო​ვუაროთ და უკან​ვე დავ​ბრუნ​დეთ, – თქვა იუკიმ.

– ან​ტი​სა​ზო​გა​დო​ებ​რი​ვი ქცე​ვა. ქა​ლა​ქის ატ​მოს​ფე​როს გა​ჭუჭ​ყიანე​ბა, – და​ვიწ​ყე, მაგ​რამ რე​აქ​ცია არ მოჰ​ყო​‐


ლია. ისე​თი სა​ხე მიიღო, თით​ქოს არც ეს​მო​და. კე​თი​ლი, ამო​ვი​ოხ​რე. ამ ქა​ლაქს მა​ინც აღა​რა​ფე​რი ეშ​ვე​ლე​‐
ბა. ცო​ტა კი​დევ რომ გა​ჭუჭ​ყი​ან​დეს ჰაერი და სა​ცო​ბე​ბი გზებ​ზე კი​დევ უფ​რო კოშ​მა​რუ​ლი გახ​დეს, ყუ​რად​ღე​‐
ბას მა​ინც არა​ვინ მი​აქ​ცევს. გარ​შე​მო ყვე​ლა ფე​ხებ​ზე დაიკი​დებს.

იუკიმ მაგ​ნი​ტო​ფო​ნის ღი​ლაკს დააჭი​რა თი​თი. Talking Heads. მგო​ნი Fear of Music. უც​ნაურია. ნე​ტავ რო​დის ჩავ​‐
დე Talking Heads-​ის კა​სე​ტა? გაუთა​ვე​ბე​ლი ხარ​ვე​ზე​ბი მეხ​სიერე​ბა​ში...

– რე​პე​ტი​ტო​რის და​ქი​რა​ვე​ბა გა​დავ​წყვი​ტე, – თქვა იუკიმ, – დღეს ვხვდე​ბით. მა​მამ მი​პო​ვა. ვუთ​ხა​რი, რომ
სწავ​ლა მო​მინ​და. ჰო​და, მო​მი​ძებ​ნა. ძა​ლი​ან კარ​გი ქა​ლია. ოღონდ არ გა​გიკ​ვირ​დეს... ეს ფილ​მი რომ ვნა​ხე,
მა​შინ მივ​ხვდი, რომ სწავ​ლა მინ​და.
– რო​მე​ლი ფილ​მი? – ყუ​რებს ვერ და​ვუ​ჯე​რე, – „უ​პა​სუ​ხო სიყ​ვა​რუ​ლი“?

– ჰო, ეგ, – თა​ვი და​მიქ​ნია და ოდ​ნავ გა​წით​ლდა, – ვი​ცი, რომ სუ​ლე​ლუ​რი ფილ​მია. მაგ​რამ რო​გორც კი ვნა​ხე,
რა​ტომ​ღაც მა​შინ​ვე სწავ​ლა მო​მინ​და. ალ​ბათ იმ შე​ნი მე​გობ​რის გა​მო, მას​წავ​ლე​ბელს რომ თა​მა​შობ​და. ჯერ
ვფიქ​რობ​დი, ისიც სულელია-​მეთქი. მაგ​რამ მე​რე მივ​ხვდი, რომ რაღაც-​რაღაცებში ძა​ლიანაც და​მა​ჯე​რე​ბე​‐
ლია. ალ​ბათ მა​ინც ნი​ჭიერი იყო, არა?

– ჰო, ნი​ჭიერი ნამ​დვი​ლად იყო. წყა​ლი არ გაუვა.

– ჰო...

– მაგ​რამ მხო​ლოდ თა​მაშ​ში, გა​მო​გო​ნილ სიუჟე​ტებ​ში. რეალო​ბა სხვა საქ​მეა. გეს​მის ჩე​მი?

– ჰო, ეს ვი​ცი.

– მა​გა​ლი​თად, სტო​მა​ტო​ლო​გიც კარ​გად გა​მოს​დიოდა. უმაღ​ლე​სი კლა​სის, თა​ვი​სი საქ​მის ოს​ტა​ტი. მაგ​რამ
მხო​ლოდ ეკ​რა​ნის​თვის. ოს​ტა​ტო​ბა პუბ​ლი​კის​თვის და მე​ტი არა​ფე​რი. ეკ​რა​ნუ​ლი სა​ხე. სი​ნამ​დვი​ლე​ში რომ
ეცა​და ვინ​მეს​თვის კბი​ლის ამო​ღე​ბა, მთელ ყბას და​უნ​გრევ​და! სწავ​ლის სურ​ვი​ლი რომ გა​გიჩ​ნდა, აი ეს კი
ძა​ლი​ან მა​გა​რია. უამი​სოდ, რო​გორც წე​სი, ცხოვ​რე​ბა​ში კარ​გი არა​ფე​რი გა​მო​ვა. მგო​ნია, ახ​ლა გო​ტან​და რომ
გის​მენ​დეს, ძა​ლი​ან გაუხარ​დე​ბო​და.

– შეხ​ვდით ერ​თმა​ნეთს?

– შევ​ხვდით, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – შევ​ხვდით და ყვე​ლა​ფერ​ზე ვი​ლა​პა​რა​კეთ. გრძე​ლი საუბა​რი გა​მოგ​ვი​ვი​და.


და ძა​ლი​ან გულ​წრფე​ლი. მე​რე კი მოკ​ვდა. ვი​ლა​პა​რა​კეთ, გა​ვი​და და თა​ვი​სი „მა​ზე​რა​ტით“ ზღვა​ში გა​და​ვარ​‐
და.

– და ყვე​ლა​ფე​რი ჩემ გა​მო, არა?

ნე​ლა გა​ვაქ​ნიე თა​ვი.

– არა. შე​ნი ბრა​ლი არ არის. არა​ვის ბრა​ლი არ არის. ყვე​ლა ადა​მი​ანს სიკ​ვდი​ლის თა​ვი​სი მი​ზე​ზი აქვს. ის
მარ​ტი​ვად გა​მოიყუ​რე​ბა, სი​ნამ​დვი​ლე​ში კი გა​ცი​ლე​ბით რთუ​ლია. და​ახ​ლოებით ისე, რო​გორც ძირ​კვი. ამო​‐
უყ​ვია თა​ვი მი​წი​დან, პა​ტა​რაა, უბ​რა​ლო და გა​სა​გე​ბი. მაგ​რამ საკ​მა​რი​სია ამოგ​ლე​ჯა სცა​დო – და გრძე​ლი,
დახ​ლარ​თუ​ლი ფეს​ვე​ბი მოჰ​ყვე​ბა... რო​გორც ჩვე​ნი ცნო​ბიერე​ბის ფეს​ვე​ბი. ღრმად, სიბ​ნე​ლე​ში ცხოვ​რო​ბენ.
ძა​ლი​ან გრძე​ლე​ბი და დახ​ლარ​თუ​ლე​ბი. ბევრ რა​მეს იქ უკ​ვე ვე​ღა​რა​ვინ გა​არ​ჩევს, იმი​ტომ, რომ ამას, ჩვენ
გარ​და, ვე​რა​ვინ მიხ​ვდე​ბა. შე​საძ​ლოა თვი​თო​ნაც ვე​რა​სო​დეს მივ​ხვდეთ.

დიდ​ხანს ეჭი​რა თი​თე​ბი კა​რის სა​ხე​ლურ​ზე, გა​ვი​ფიქ​რე. და მხო​ლოდ შე​სა​ფე​რის შემ​თხვე​ვას ელო​და. არა​‐
ვის ბრა​ლი არ არის...

– მაგ​რამ შენ ხომ შეგ​ძულ​დე​ბი, – თქვა იუკიმ.

– არ შემ​ძულ​დე​ბი.
– ახ​ლა არა, მაგ​რამ მე​რე აუცი​ლებ​ლად შეგ​ძულ​დე​ბი. ვი​ცი.

– არც მე​რე. ვერ ვი​ტან ასე​თი რა​ღა​ცე​ბის​თვის ადა​მიანე​ბის სი​ძულ​ვილს.

– რომც არ შეგ​ძულ​დე, ჩვენ შო​რის რა​ღაც გაქ​რე​ბა, – უკ​ვე თით​ქმის ჩურ​ჩუ​ლით თქვა, – აი, ნა​ხავ...

წა​მით გზას მო​ვა​ცი​ლე მზე​რა და შევ​ხე​დე.

– რა უც​ნაური​ა... შენც იგი​ვეს ამ​ბობ, რა​საც გო​ტან​და ამ​ბობ​და. ზუს​ტად...

– მარ​თლა?

– მარ​თლა. იმა​საც სულ ეში​ნო​და, რომ ჩვენ შო​რის რა​ღაც გაქ​რე​ბო​და. ოღონდ არ მეს​მის, რა არის აქ სა​ში​ში.
ამ​ქვეყ​ნად ოდეს​მე ყვე​ლა​ფე​რი გაქ​რე​ბა. ჩვენ მუდ​მივ მოძ​რაობა​ში ვცხოვ​რობთ. და სა​ნამ ვმოძ​რა​ობთ, ჩვენ
გარ​შე​მო ნივ​თე​ბის უდი​დე​სი ნა​წი​ლი ქრე​ბა, ად​რე თუ გვი​ან ზურგს უკან ვი​ტო​ვებთ. და ამას ვე​რაფ​რით ვერ
შეც​ვლი. დგე​ბა დრო და ის, რაც გა​საქ​რო​ბად არის გან​წი​რუ​ლი, ქრე​ბა, მაგ​რამ სა​ნამ ეს დრო არ დამ​დგა​რა,
ჩვენ​თან არის. აი, მა​გა​ლი​თად, შენ. იზ​რდე​ბი. გა​ვა სულ რა​ღაც ორი წე​ლი​წა​დი და ეს მშვე​ნიერი კა​ბა უბ​რა​‐
ლოდ აღარ ჩა​გე​ტე​ვა. Talking Heads-​ის მუ​სი​კის​გან ობის სუ​ნი გე​ცე​მა ერთ კი​ლო​მეტ​რზე. შენ კი ყვე​ლა​ზე სა​ში​‐
ნელ სიზ​მარ​შიც არ მო​გინ​დე​ბა ჰაივეიზე ჩემ​თან ერ​თად სე​ირ​ნო​ბა, და აქ ვე​რა​ფერს იზამ. ასე რომ, მო​დი, უბ​‐
რა​ლოდ, მივ​ყვეთ დი​ნე​ბას. რამ​დე​ნიც არ უნ​და ვი​ლა​პა​რა​კოთ ამა​ზე, ყვე​ლა​ფე​რი ისე იქ​ნე​ბა, რო​გორც უნ​და
იყოს და არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში სხვა​ნაირად.

– მაგ​რამ... ვფიქ​რობ, შენ ყო​ველ​თვის მო​მე​წო​ნე​ბი. და დროს​თან ამას არა​ვი​თა​რი კავ​ში​რი არა აქვს.

– ძა​ლი​ან მი​ხა​რია ამის მოს​მე​ნა და კარ​გი იქ​ნე​ბო​და, მეც ასე​ვე მე​ფიქ​რა შენ​ზე, – ვუთ​ხა​რი, – მაგ​რამ, თუ ობი​‐
ექ​ტუ​რად ვიმ​სჯე​ლებთ, შენ ჯერ მა​ინ​ცდა​მა​ინც კარ​გად არ გეს​მის, რა არის დრო. ქვეყ​ნად არის რა​ღა​ცე​ბი,
რი​სი გა​დაწ​ყვე​ტაც ხე​ლის ერ​თი დაკ​ვრით არ ღირს. თო​რემ შე​იძ​ლე​ბა დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში ხორ​ცის ნა​ჭე​‐
რი​ვით აყ​როლ​დეს. არის რა​ღა​ცე​ბი, რაც ჩვენს აზ​რებ​ზე არ არის და​მო​კი​დე​ბუ​ლი, და ისი​ნი ჩვე​ნი აზ​რე​ბის​‐
გან და​მოუკი​დებ​ლად იც​ვლე​ბა. და არა​ვინ იცის, რა დაემარ​თე​ბა მათ მო​მა​ვალ​ში.

იუკი დიდ​ხანს არ იღებ​და ხმას. კა​სე​ტა დამ​თავ​რდა, გაჩ​ხა​კუნ​და და მეორე მხა​რეს გა​და​ვი​და.

ზაფ​ხუ​ლი... მთე​ლი ქა​ლა​ქი ზაფ​ხუ​ლის ტა​ნი​სა​მოს​ში გა​მო​ეწ​ყო. პო​ლი​ციელე​ბი, მოს​წავ​ლეები, ავ​ტო​ბუ​სე​ბის


მძღო​ლე​ბი – ყვე​ლა მოკ​ლე​სა​ხე​ლოიან პე​რან​გებ​ში. გო​გოები კი ქუ​ჩა​ში სუ​ლაც უსა​ხე​ლოებოდ და​დი​ან. ეი,
მოიცა​დეთ, გა​ვი​ფიქ​რე. სულ ახ​ლა​ხან ცი​დან თოვ​ლი ცვიოდა და ამ თოვლს რომ ვუ​ყუ​რებ​დით, ორი​ვე Help
Me, Ronda-ს ვმღე​რო​დით. სულ რა​ღაც ორთვე-​ნახევრის წი​ნათ...

– ესე იგი მარ​თლა არ შეგ​ძულ​დე​ბი?

– რა თქმა უნ​და, არა, – შევ​პირ​დი, – ასე​თი რამ, უბ​რა​ლოდ, ვერ მოხ​დე​ბა. ჩვენს უპა​სუ​ხის​მგებ​ლო სამ​ყა​რო​ში
ეს ერ​თა​დერ​თი რამ არის, რა​ზეც შე​მიძ​ლია პა​სუ​ხი ვა​გო.

– ესე იგი სრულებით-​სრულებით?


– ორი ათას ხუ​თა​სი პრო​ცენ​ტით, – ვუ​პა​სუ​ხე დაუფიქ​რებ​ლად.

გაიღი​მა.

– სწო​რედ ამის გა​გო​ნე​ბა მინ​დო​და.

თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– შენ ხომ გიყ​ვარ​და შე​ნი გო​ტან​და? – მკით​ხა.

– მიყ​ვარ​და, – ვთქვი. უცებ სიტ​ყვე​ბი ყელ​ში გა​მეჩ​ხი​რა. თვა​ლებ​ზე ცრემ​ლი მო​მად​გა, მაგ​რამ შე​ვი​კა​ვე. მხო​‐
ლოდ ღრმად ამო​ვი​ოხ​რე, – რაც უფ​რო ხში​რად ვხვდე​ბო​დით, მით მე​ტად მომ​წონ​და. ასე​თი რამ სა​ერ​თოდ იშ​‐
ვიათად ხდე​ბა. გან​სა​კუთ​რე​ბით მა​შინ, რო​ცა ჩემს ასაკს მი​აღ​წევ...

– მარ​თლა მოკ​ლა ის ქა​ლი?

გავ​ჩუმ​დი. სათ​ვა​ლის მუ​ქი მი​ნე​ბი​დან ვათ​ვა​ლიერებ​დი ზაფ​ხულს.

– ეგ არა​ვინ იცის. რო​გორც არ უნ​და ყო​ფი​ლი​ყო, ალ​ბათ ის მოხ​და, რაც უნ​და მომ​ხდა​რი​ყო.

უბ​რა​ლოდ, ხელ​საყ​რელ შემ​თხვე​ვას ელო​და...

იუკიმ იდაყ​ვი ფან​ჯა​რა​ში გა​ყო, ხე​ლის​გულ​ზე ლო​ყა​ჩა​მო​დე​ბუ​ლი სად​ღაც შორს იყუ​რე​ბო​და და Talking Heads-
ს უს​მენ​და. უცებ მო​მეჩ​ვე​ნა, რომ ჩვე​ნი პირ​ვე​ლი შეხ​ვედ​რის შემ​დეგ ძა​ლი​ან გაიზარ​და. ან იქ​ნებ, უბ​რა​ლოდ,
მო​მეჩ​ვე​ნა. ბო​ლოს და ბო​ლოს, მხო​ლოდ ორთვე-​ნახევარი გა​ვი​და...

– რას აპი​რებ მო​მა​ვალ​ში? – მკით​ხა იუკიმ.

– მო​მა​ვალ​ში? – ჩავ​ფიქ​რდი, – ჯერ არ გა​და​მიწ​ყვე​ტი​ა... ისე​თი რა უნ​და გა​ვა​კე​თო მო​მა​ვალ​ში? რაც არ უნ​და
მოხ​დეს, კი​დევ ერ​თხელ ჩავ​ფრინ​დე​ბი სა​პო​რო​ში. ხვალ ან ზეგ. სა​პო​რო​ში და​სამ​თავ​რე​ბე​ლი საქ​მეები დამ​‐
რჩა...

იუმიოსი-​სან უნ​და ვნა​ხო. და ადამიანი-​ცხვარი. იქ არის ჩე​მი ად​გი​ლი. ად​გი​ლი, რო​მელ​საც ვე​კუთ​ვნი. იქ ვი​‐
ღაც ტი​რის ჩემ გა​მო. კი​დევ ერ​თხელ უნ​და დავ​ბრუნ​დე და ჩავ​კე​ტო გაწ​ყვე​ტი​ლი წრე.

იუკის სად​გურ „იოიოგი-​ჰატიმანთან“ გა​დას​ვლა მო​უნ​და.

– ოდა-​კიუს გავ​ყვე​ბი, – თქვა.

– ბა​რემ მი​გიყ​ვან, სა​დაც მი​დი​ხარ, – შევ​თა​ვა​ზე, – დღეს მთე​ლი დღე თა​ვი​სუ​ფა​ლი ვარ.
გაიღი​მა.

– გმად​ლობ. მაგ​რამ არ ღირს. შორს არის და მეტ​რო​თი უფ​რო ჩქა​რა მი​ვალ.

– ყუ​რებს ვერ ვუ​ჯე​რებ, – ვთქვი და მზის სათ​ვა​ლე მო​ვიხ​სე​ნი, – შენ „მად​ლო​ბა“ თქვი?

– ჰო, ვთქვი. რა, არ შე​იძ​ლე​ბა?

– რა თქმა უნ​და, შე​იძ​ლე​ბა...

ერ​თხანს ჩუ​მად მი​ყუ​რებ​და. სა​ხე​ზე ისე​თი არა​ფე​რი ეწე​რა, რა​საც „გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბას“ და​ვარ​ქმევ​დი. ფან​‐
ტას​ტი​კუ​რად გულ​გრი​ლი სა​ხე. მხო​ლოდ სხი​ვი თვა​ლებ​ში და ოდ​ნა​ვი ცახ​ცა​ხი მო​კუ​მუ​ლი ტუ​ჩე​ბის კუთ​ხე​ებ​‐
ში მეტ​ყვე​ლებ​და რა​ღაც გრძნო​ბებ​ზე. ვუ​ყუ​რებ​დი ამ გამ​სჭვა​ლავ, სი​ცოც​ხლით სავ​სე თვა​ლებს და მზე​ზე
ვფიქ​რობ​დი. ზღვის ზე​და​პირ​ზე გარ​და​ტე​ხილ ზაფ​ხუ​ლის მზის კაშ​კა​შა სხი​ვებ​ზე.

– რომ იცო​დე, რო​გორ გა​მაკ​ვირ​ვე ამით, – და​ვა​მა​ტე ღი​მი​ლით.

– არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი!

მან​ქა​ნი​დან გა​და​ვი​და, კა​რი მოაჯა​ხუ​ნა და უკან​მოუხე​და​ვად გა​უყ​ვა ტრო​ტუ​არს. დიდ​ხანს გავ​ყუ​რებ​დი მის
მოხ​დე​ნილ ფი​გუ​რას ხალ​ხის ბრბო​ში. და რო​ცა გაუჩი​ნარ​და, სა​შინ​ლად მარ​ტო ვიგ​რძე​ნი თა​ვი. ისე მარ​ტო,
თით​ქოს ეს-​ესაა გა​მიგ​ლი​ჯეს გუ​ლი.

Summer in the City-ს სტვე​ნით ომო​ტე​სან​დო​დან აოიამა​ზე გა​და​ვუხ​ვიე იმ გან​ზრახ​ვით, რომ „კი​ნო​კუ​ნიაში“
ბოს​ტნეული მე​ყი​და. მაგ​რამ სად​გომ​ზე რომ შევ​დიოდი, უცებ გა​მახ​სენ​და: ხვალ-​ზეგ სა​პო​რო​ში მივ​ფრი​ნავ.
არაფ​რის მომ​ზა​დე​ბა არ არის სა​ჭი​რო, ესე იგი არც არა​ფერს ვი​ყი​დი. თავს დამ​ტყდა​რი უსაქ​მუ​რო​ბის​გან და​‐
ვი​ბე​ნი კი​დეც. ამ დღე​ებ​ში აბ​სო​ლუ​ტუ​რად არა​ფე​რი არ მქონ​და გა​სა​კე​თე​ბე​ლი.

სრუ​ლი​ად უმიზ​ნოდ ქა​ლაქს დი​დი წრე შე​მო​ვუარე და შინ დავ​ბრუნ​დი. ბი​ნა ისე​თი ცა​რიელი დამ​ხვდა, რომ
ყმუილი მო​მინ​და. კუნ​ძი​ვით და​ვეგ​დე ლო​გინ​ზე და ჭერს შე​ვაც​ქერ​დი. ამ გრძნო​ბას თა​ვი​სი სა​ხე​ლი აქვს,
ვუთ​ხა​რი სა​კუ​თარ თავს. და ხმა​მაღ​ლა ვთქვი:

– და​ნა​კარ​გი.

რა უნ​და ვთქვა, არც ისე სა​სიამოვ​ნო სიტ​ყვა​ა.

– კუ-​კუ! – მე​ძა​ხის მეი. და ხმა​მა​ღა​ლი ექო გა​გორ​და ცა​რიელი ბი​ნის კედ​ლებ​ზე.

"},{"head":"42.","content":"

42.
(სიზ​მა​რი კი​კი​ზე)

კი​კი და​მე​სიზ​მრა. იმის თქმა მინ​და, რომ უფ​რო სიზ​მა​რი იყო. მაგ​რამ თუ სიზ​მა​რი არა, მა​შინ რა​ღაც ისე​თი
მდგო​მა​რეობა იყო, რო​მე​ლიც ძა​ლი​ან ჰგავს სიზ​მარს. რას ნიშ​ნავს „მდგო​მა​რეობა, რო​მე​ლიც ძა​ლი​ან ჰგავს
სიზ​მარს“? არ ვი​ცი. მაგ​რამ მსგავ​სი რამ ხდე​ბა. ჩვე​ნი ცნო​ბიერე​ბის უსი​ერ ტევ​რში ბი​ნად​რობს ბევ​რი ისე​თი
რა​ღაც, რა​საც სა​ხელ​საც ვერ შე​ურ​ჩევ.

სი​მარ​ტი​ვის​თვის ამას სიზ​მარს და​ვარ​ქმევ. აზ​რით ეს ყვე​ლა​ზე ახ​ლო​საა იმას​თან, რაც გა​და​ვი​ტა​ნე.

***

მზე უკ​ვე ჩა​დიოდა, რო​ცა კი​კი და​მე​სიზ​მრა.

სიზ​მარ​შიც ჩა​დიოდა მზე.

ტე​ლე​ფონ​ზე ვრე​კავ​დი. საზ​ღვარ​გა​რეთ. იმ ნო​მერს ვკრეფ​დი, რო​მე​ლიც იმ ქალ​მა – ვი​თომ​და კი​კიმ – და​მი​‐
ტო​ვა ფან​ჯრის რა​ფა​ზე ჰო​ნო​ლუ​ლუს გა​რეუბან​ში. შრრ, შრრ, შრრ – ის​მო​და ყურ​მილ​ში. ციფრს ციფ​რზე
ვკრეფ​დი და ვუ​კავ​შირ​დე​ბო​დი ვი​ღა​ცას. ან მე​გო​ნა, რომ ვუ​კავ​შირ​დე​ბო​დი. ბო​ლოს შრიალი შეწ​ყდა. მცი​რე
პაუზა და მე​რე კი ზუ​მე​რე​ბი. ვი​ჯე​ქი და ვით​ვლი​დი. ხუ​თი... ექ​ვსი... შვი​დი... რვა... მე​თორ​მე​ტე ზუ​მე​რის შემ​‐
დეგ ყურ​მი​ლი აიღეს. და იმა​ვე წამს იქ გავ​ჩნდი. ვეებერ​თე​ლა და ცა​რი​ელ „სიკ​ვდი​ლის ოთახ​ში“, ჰო​ნო​ლუ​‐
ლუს გა​რეუბან​ში. და​ახ​ლოებით შუ​ად​ღე იყო. სა​ვენ​ტი​ლა​ციო ნახ​ვრე​ტე​ბი​დან ჭერ​ში კაშ​კა​შა მზის სი​ნათ​ლე
შე​მო​დიოდა. სი​ნათ​ლის მკვრი​ვი სვე​ტე​ბი შვეულად ეცე​მო​და იატაკ​ზე. ჭრი​ლი კვად​რა​ტუ​ლი იყო. კი​დეები
ისე​თი გა​მოკ​ვე​თი​ლი, თით​ქოს და​ნით ჩა​მოეთა​ლათ. შიგ​ნით კი მტვრის წვრი​ლი მარ​ცვლე​ბი ცეკ​ვავ​და. სამ​‐
ხრე​თუ​ლი მზე ოთახ​ში მთელ თა​ვის ტრო​პი​კულ სიმ​ძლავ​რეს გზავ​ნი​და. მაგ​რამ ეს სვე​ტე​ბი გარ​შე​მო არა​‐
ფერს არ ანა​თებ​და და ოთახ​ში ცი​ვი ბინ​დბუნ​დი იდ​გა. გა​საოცა​რი კონ​ტრას​ტი. მო​მეჩ​ვე​ნა, რომ ზღვის
ფსკერ​ზე აღ​მოვ​ჩნდი.

ტე​ლე​ფო​ნით ხელ​ში დი​ვან​ზე დავ​ჯე​ქი და ყურ​მი​ლი ყურ​თან მი​ვი​ტა​ნე. ტე​ლე​ფო​ნის მავ​თუ​ლი გრძე​ლი გა​‐
მოდ​გა. დაკ​ლაკ​ნი​ლი გარ​ბო​და იატაკ​ზე სი​ნათ​ლის კვად​რა​ტებ​ში და მყი​ფე, გამ​ჭვირ​ვა​ლე სიბ​ნე​ლე​ში იკარ​‐
გე​ბო​და. რა კოშ​მა​რუ​ლად გრძე​ლი მავ​თუ​ლია, გა​ვი​ფიქ​რე. ცხოვ​რე​ბა​ში არ მი​ნა​ხავს ამ​სიგ​რძე მავ​თუ​ლი. ტე​‐
ლე​ფო​ნი ისევ მუხ​ლებ​ზე მე​დო. მივიხედ-​მოვიხედე.

არც ავე​ჯი, არც მი​სი გან​ლა​გე​ბა ოთახ​ში არ შეც​ვლი​ლი​ყო. დი​ვა​ნი, სა​სა​დი​ლო მა​გი​და სკა​მე​ბით, ტე​ლე​ვი​ზო​‐
რი, სა​წო​ლი, კა​მო​დი – ყვე​ლა​ფე​რი ისევ ისე, უწეს​რი​გოდ იყო გან​ლა​გე​ბუ​ლი. სუ​ნიც კი ისე​თი​ვე იყო. სუ​ნი
ოთა​ხი​სა, რო​მე​ლიც ასი წე​ლი არა​ვის გაუნიავე​ბია. ობის სუ​ნით გაჟ​ღენ​თი​ლი და​ხუ​თუ​ლი ჰაერი. მხო​ლოდ
ჩონ​ჩხე​ბი გამ​ქრა​ლი​ყო. ექ​ვსი​ვე. არც სა​წოლ​ზე, არც დი​ვან​ზე, არც მა​გი​დას​თან, არც სკამ​ზე, ტე​ლე​ვი​ზო​რის
წინ, არა​ვინ იყო. აღარც ჭურ​ჭე​ლი ჩან​და. ტე​ლე​ფო​ნი გა​დავ​დე და ად​გო​მა ვცა​დე. ოდ​ნავ მტკიოდა თა​ვი. მსუ​‐
ბუ​ქი, მბურ​ღა​ვი ტკი​ვი​ლით – ასე მა​შინ გტკი​ვა, რო​ცა რა​ღაც ძა​ლი​ან მა​ღალ ბგე​რას ის​მენ. ისევ დავ​ჯე​ქი დი​‐
ვან​ზე.

და მა​შინ შევ​ნიშ​ნე, ყვე​ლა​ზე ბნელ კუთ​ხე​ში, სკამ​ზე, რო​გორ შე​ირ​ხა რა​ღაც. და​ვაკ​ვირ​დი. ეს „რა​ღაც“ ად​ვი​‐
ლად წა​მოდ​გა სკა​მი​დან, ქუს​ლე​ბი ააბა​კუ​ნა და ჩემ​კენ და​იძ​რა. კი​კი. სიბ​ნე​ლი​დან რომ გა​მო​ვი​და, აუჩ​ქა​რებ​‐
ლად გაიარა სი​ნათ​ლის სვეტ​ში და მა​გი​დას​თან, სკამ​ზე ჩა​მოჯ​და. უწინ​დე​ბუ​რად ეც​ვა: ცის​ფე​რი კა​ბა და
მხარ​ზე გა​და​კი​დე​ბუ​ლი თეთ​რი ჩან​თა.

იჯ​და და მი​ყუ​რებ​და. ძა​ლი​ან მშვი​დად. არც სი​ნათ​ლე​ში, არც ჩრდილ​ში – ზუს​ტად შუაში. პირ​ვე​ლი, რაც გა​ვი​‐
ფიქ​რე, ავ​მდგა​რი​ყა​ვი და მივ​სუ​ლი​ყა​ვი მას​თან, მაგ​რამ რა​ღა​ცამ შე​მა​ჩე​რა – არ ვი​ცი, ჩემ​მა დაბ​ნეულო​ბამ
თუ მსუ​ბუქ​მა ტკი​ვილ​მა სა​ფეთ​ქლებ​ში.
– სად გაქ​რნენ ჩონ​ჩხე​ბი? – ვკით​ხე.

– რო​გორ გით​ხრა... – გაიღი​მა კი​კიმ, – მოკ​ლედ, აღარ არი​ან.

– გა​დაწ​ყვი​ტე თა​ვი​დან მო​გე​შო​რე​ბი​ნა?

– არა. უბ​რა​ლოდ, გაქ​რნენ. იქ​ნებ სწო​რედ შენ მოიშო​რე თა​ვი​დან?

ტე​ლე​ფონს და​ვაც​ქერ​დი და თი​თე​ბით ნე​ლა მო​ვის​რი​სე სა​ფეთ​ქლე​ბი.

– მაგ​რამ სა​ერ​თოდ რა იყო ეს? ის ექ​ვსი ჩონ​ჩხი?

– ეს შენ თვი​თონ იყა​ვი, – მი​პა​სუ​ხა კი​კიმ, – ეს ხომ შე​ნი ოთა​ხია და ყვე​ლა​ფე​რი, რაც აქ არის, შენ ხარ. ყვე​‐
ლა​ფე​რი, მტვრის უკა​ნას​კნე​ლი ნამ​ცე​ცის ჩათ​ვლით.

– ჩე​მი ოთა​ხი? – ვერ მივ​ხვდი, – მაგ​რამ ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“? იქ რა​ღა არის?

– იქაც, რა თქმა უნ​და, შე​ნი ოთა​ხია. იქ ადამიანი-​ცხვარი გყავს, აქ კი – მე.

სი​ნათ​ლის სვე​ტე​ბი მთე​ლი ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში ერ​თხე​ლაც არ შერ​ხეულა. იდ​გნენ მკვრი​ვე​ბი და


მთლიანე​ბი, ჩა​მოს​ხმუ​ლი​ვით. და მხო​ლოდ მტვრიანი ჰაერი მოძ​რა​ობ​და შიგ​ნით. ამ ჰა​ერს მივ​ჩე​რე​ბო​დი გა​‐
რინ​დე​ბუ​ლი მზე​რით.

– სად აღარ არის ჩე​მი ოთა​ხე​ბი... – ნაღ​ვლიანად ჩა​ვი​ცი​ნე, – იცი, გა​მუდ​მე​ბით ერ​თსა და იმა​ვე სიზ​მარს ვხე​‐
დავ​დი. ყო​ველ​ღა​მე. სიზ​მარს ოტელ „დელ​ფინ​ზე“. ძა​ლი​ან ვიწ​რო და გრძელ ოტელ​ზე, რო​მელ​შიც ვი​ღაც ტი​‐
რო​და ჩემ გა​მო. მე​გო​ნა, შენ იყა​ვი. და შე​ნი ნახ​ვა მო​მინ​და. რა​დაც არ უნ​და დამ​ჯდო​მო​და.

– ყვე​ლა შენ გა​მო ტი​რის, – თით​ქოს მამ​შვი​დებ​და, ძა​ლი​ან ჩუ​მად თქვა კი​კიმ, – ეს ხომ შე​ნი სამ​ყა​როა. შენს
სამ​ყა​რო​ში ყვე​ლა შენ გა​მო ტი​რის.

– მაგ​რამ სწო​რედ შენ მო​მიხ​მე. მე ხომ შენ სა​ნა​ხა​ვად ჩა​მო​ვე​დი „დელ​ფინ​ში“. იქ კი... რამ​დე​ნი რამ და​იწ​ყო!
ისე​ვე რო​გორც მა​შინ. რამ​დე​ნი ახა​ლი ადა​მიანი გა​მოჩ​ნდა. რამ​დე​ნი მოკ​ვდა. ეს ხომ შენ მიხ​მე – ასეა თუ
არა? მიხ​მე და სად​ღაც წა​მიყ​ვა​ნე...

– არა, ასე არ არის. შენ თვი​თონ უხ​მე შენს თავს. მე მხო​ლოდ შე​ნი ჩრდი​ლის როლს ვას​რუ​ლებ​დი. ჩე​მი დახ​‐
მა​რე​ბით უხ​მე სა​კუ​თარ თავს და თვი​თონ​ვე წა​იყ​ვა​ნე სად​ღაც. შენ​სა​ვე ანა​რეკ​ლთან ცეკ​ვავ​დი სარ​კე​ში. მე
ხომ შე​ნი ჩრდი​ლი ვარ, მე​ტი არა​ფე​რი.

ვახ​რჩობ​დი, რო​გორც სა​კუ​თარ ჩრდილს, – თქვა გო​ტან​დამ, – და ვფიქ​რობ​დი: თუ ამ ჩრდილს მოვ​კლავ,


ცხოვ​რე​ბა სა​ბო​ლო​ოდ და​ლაგ​დე​ბა...
– მაგ​რამ ვის სჭირ​დე​ბა ჩემ გა​მო ტი​რი​ლი?

არ მი​პა​სუ​ხა, სკა​მი​დან ად​გა და ქუს​ლე​ბის ბა​კუ​ნით მო​ვი​და ჩემ​თან. დაიჩო​ქა, ხე​ლი გა​მო​იწ​ვდი​ნა და თლი​‐
ლი, ნა​ზი თი​თე​ბით გა​ირ​ბი​ნა ჩემს ტუ​ჩებ​ზე. მე​რე სა​ფეთ​ქლებ​ზე შე​მე​ხო.

– ჩვენ იმა​ზე ვტი​რით, რა​ზეც შენ აღარ შე​გიძ​ლია ტი​რი​ლი, – ისე ნე​ლა წაიჩურ​ჩუ​ლა, თით​ქოს ჩემ და​ყო​‐
ლიებას ცდი​ლობ​და, – იმა​ზე, რის​თვი​საც შენ ცრემ​ლი აღარ გყოფ​ნის. ვწუხ​ვართ და ვდარ​დობთ ყვე​ლა​ფერ​‐
ზე, რა​ზე წუ​ხი​ლიც შენ აღარ გა​მოგ​დის.

– და შე​ნი ყუ​რე​ბი? ისევ არ დაუკარ​გავთ ძა​ლა?

– ჩე​მი ყუ​რე​ბი... – კი​კიმ ძლივს შე​სამ​ჩნე​ვად გაიღი​მა, – არა​ფე​რი სჭირთ, რო​გორც ყო​ველ​თვის.

– ახ​ლა შე​გიძ​ლია მიჩ​ვე​ნო ყუ​რე​ბი? – ვთხო​ვე, – ძა​ლი​ან მინ​და, ისევ გან​ვი​ცა​დო. რო​გორც მა​შინ, რო​ცა რეს​‐
ტო​რან​ში შევ​ხვდით. ის შეგ​რძნე​ბა, თით​ქოს თა​ვი​დან იბა​დე​ბა სამ​ყა​რო. სულ ეს მახ​სენ​დე​ბა...

თა​ვი გა​აქ​ნია.

– სხვა დროს, – თქვა კი​კიმ, – ახ​ლა არ შე​იძ​ლე​ბა. ეს ხომ ის არ არის, რი​სი ნახ​ვაც ყო​ველ​თვის შე​იძ​ლე​ბა, რო​‐
ცა მო​გინ​დე​ბა. ეს შე​იძ​ლე​ბა მხო​ლოდ მა​შინ, რო​ცა ნამ​დვი​ლად არის სა​ჭი​რო. მა​შინ სა​ჭი​რო იყო. ახ​ლა – არა.
მაგ​რამ ოდეს​მე ისევ გაჩ​ვე​ნებ. რო​ცა ნამ​დვი​ლად დაგ​ჭირ​დე​ბა.

კი​კი წა​მოდ​გა, შუა ოთახ​ში, სი​ნათ​ლის ვერ​ტი​კა​ლუ​რად ჩა​მოშ​ვე​ბულ ნა​კად​ში დად​გა და დიდ​ხანს იყო ასე
გა​უნ​ძრევ​ლად. ზურ​გით ჩემ​კენ.

და​მაბ​რმა​ვე​ბელ მზე​ში მი​სი სხეული თით​ქოს ნელ-​ნელა დნე​ბო​და, ჰა​ერ​ში მო​ცეკ​ვა​ვე მტვრის ნა​წი​ლა​კებს
ერეოდა.

– მო​მის​მი​ნე, კი​კი... შენ უკ​ვე მოკ​ვდი? – ვკით​ხე.

მზის სხი​ვე​ბის ნა​კა​დი​დან არ გა​მო​სუ​ლა, ისე შე​მობ​რუნ​და ჩემ​კენ ქუს​ლებ​ზე, თით​ქოს ცეკ​ვავ​და.

– გო​ტან​და​ზე მე​კით​ხე​ბი?

– ჰო, ცხა​დი​ა.

– გო​ტან​დას ჰგო​ნია, რომ მომ​კლა.

თა​ვი და​ვუქ​ნი​ე.

– ჰო, ის მარ​თლა ასე ფიქ​რობ​და.


– შე​იძ​ლე​ბა მომ​კლა კი​დეც, – თქვა კი​კიმ, – მის თავ​ში სწო​რედ ასეა. ასე სჭირ​დე​ბო​და. ხომ სი​მარ​თლეა, რომ
ჩე​მი მოკ​ვლით, ბო​ლოს და ბო​ლოს, გა​არ​კვია სა​კუ​თარ თავ​თან ურ​თი​ერ​თო​ბა. მას სჭირ​დე​ბო​და ჩე​მი მოკ​‐
ვლა. სხვაგ​ვა​რად ვერ და​იძ​ვრე​ბო​და მკვდა​რი წერ​ტი​ლი​დან. საბ​რა​ლო... – ამოიოხ​რა კი​კიმ, – მაგ​რამ მე არ
მოვ​მკვდარ​ვარ. უბ​რა​ლოდ, გავ​ქრი. შენ ხომ იცი, რო​გორ მიყ​ვარს გაქ​რო​ბა. სხვა სამ​ყა​რო​ში წას​ვლა. გინდ
მომ​დევ​ნო ელექ​ტრო​მა​ტა​რე​ბელ​ში გა​დამ​ჯდარ​ხარ, პა​რა​ლე​ლუ​რად რომ მიქ​რის. სწო​რედ ამას ჰქვია „გაქ​‐
რო​ბა“. გეს​მის ჩე​მი?

– არა, – ვა​ღიარე.

– ეს ხომ ძა​ლი​ან მარ​ტი​ვია! შე​ხე​დე...

ამ სიტ​ყვე​ბით კი​კიმ ნა​ბი​ჯი გა​დად​გა სი​ნათ​ლის სვე​ტი​დან და ნე​ლა და​იძ​რა კედ​ლის​კენ. და მა​ში​ნაც კი, რო​‐
ცა კე​დელს მჭიდ​როდ მიუახ​ლოვ​და, არ შეუნე​ლე​ბია ნა​ბი​ჯი. კე​დელ​მა ჩაყ​ლა​პა და კი​კი გაქ​რა. ქუს​ლე​ბის ბა​‐
კი​ბუკ​თან ერ​თად.

ენა​ჩა​ვარ​დნი​ლი ვი​ჯე​ქი და ყუ​რად​ღე​ბით ვათ​ვა​ლიერებ​დი კე​დელს, რო​მელ​მაც კი​კი ჩაყ​ლა​პა. სრუ​ლი​ად


ჩვეულებ​რივ კე​დელს. ოთახ​ში აღა​რა​ფე​რი დარ​ჩა, არც მოძ​რაობა, არც ხმა. მხო​ლოდ და​მაბ​რმა​ვე​ბელ სი​‐
ნათ​ლის სხი​ვებ​ში ნარ​ნა​რად და​ცუ​რავ​და და​უც​ხრო​მე​ლი მტვე​რი. თა​ვის ტკი​ვი​ლი ბრუნ​დე​ბო​და. სა​ფეთ​‐
ქლებ​ზე თი​თებ​მი​ჭე​რი​ლი ვი​ჯე​ქი და თვალს ვერ ვა​შო​რებ​დი კე​დელს. ესე იგი მა​ში​ნაც, ჰო​ნო​ლუ​ლუ​ში, ის
კედ​ლი​დან გაუჩი​ნარ​და...

– აბა, რას იტ​ყვი? ხომ მარ​ტი​ვია? – გა​ის​მა უცებ კი​კის ხმა, – შენც სცა​დე.

– ვი​თომ მეც შე​მიძ​ლი​ა?

– ხომ გე​უბ​ნე​ბი – ძა​ლი​ან ად​ვი​ლია. სცა​დე. უბ​რა​ლოდ, ადე​ქი და წა​დი. იარე, რო​გორც და​დი​ხარ. მა​შინ ამ
მხა​რეს აღ​მოჩ​ნდე​ბი. მთა​ვა​რია, არ გე​ში​ნო​დეს. სა​ში​ში არა​ფე​რი​ა.

ტე​ლე​ფო​ნი ავი​ღე, დივ​ნი​დან ავ​დე​ქი, თან მავ​თუ​ლი გა​ვათ​რიე და კედ​ლის​კენ, იმ ად​გი​ლის​კენ წა​ვე​დი, სა​დაც
კი​კი გაუჩი​ნარ​და. ცხვირ​წინ კედ​ლის ზე​და​პი​რი რომ ვიგ​რძე​ნი, ოდ​ნავ შევ​კრთი – მაგ​რამ ნა​ბი​ჯის შეუნე​ლებ​‐
ლად გა​ვაგ​რძე​ლე გზა. და არა​ვი​თა​რი წი​ნა​აღ​მდე​გო​ბა არ მიგ​რძნია. ორიოდე წა​მით ჰაერი გა​უმ​ჭვირ​ვა​ლე
გახ​და და მე​ტი არა​ფე​რი. გა​უმ​ჭვირ​ვა​ლე და შე​ხე​ბი​სას ოდ​ნავ სხვა​ნაირი. ტე​ლე​ფო​ნით ხელ​ში გა​დავ​კვე​თე
ამ უც​ნაური ჰაერის ზო​ლი და ისევ ჩემს სა​წოლ​თან აღ​მოვ​ჩნდი. დავ​ჯე​ქი და ტე​ლე​ფო​ნი მუხ​ლებ​ზე და​ვი​დე.

– მარ​თლა მარ​ტი​ვია, – ხმა​მაღ​ლა ვთქვი, – ამა​ზე მარ​ტი​ვი წარ​მო​უდ​გე​ნე​ლიც კი​ა...

ყურ​მი​ლი ყურ​თან მი​ვი​ტა​ნე. ხა​ზი მკვდა​რი იყო.

და ეს ყვე​ლა​ფე​რი სიზ​მა​რი​ა?

ალ​ბათ სიზ​მა​რი​ა...

ვინ​მე სა​ერ​თოდ ერ​კვე​ვა ეგეთ რა​მე​ებ​ში?


"},{"head":"43.","content":"

43.

რო​ცა ოტელ „დელ​ფინ​ში“ მი​ვე​დი, ფოიეში, დახლს იქით, სა​მი გო​გო მო​რი​გე​ობ​და. სა​მი​ვე ტრა​დი​ცი​ულ ჟა​კე​‐
ტებ​სა და თოვ​ლი​ვით ქათ​ქა​თა ბლუ​ზებ​ში. ნა​ვარ​ჯი​შე​ვი სი​ხა​ლი​სით და​მიკ​რეს თა​ვი. იუმიოსი-​სან მათ შო​‐
რის არ იყო. ამან ძა​ლი​ან გა​მიც​რუა იმე​დი. გა​მიც​რუა კი არა, უბ​რა​ლოდ, სა​სო​წარ​კვე​თამ შე​მიპ​ყრო. მე ხომ
იმე​დი მქონ​და, რომ მა​შინ​ვე ვნა​ხავ​დი. გაწ​ბი​ლე​ბულს ენა სა​სა​ზე ამეკ​რა. სა​კუ​თა​რი სა​ხე​ლიც კი ვერ ვუთ​ხა​‐
რი წე​სიერად, – და გაპ​რიალე​ბუ​ლი ღი​მი​ლი გო​გო​სი, რო​მე​ლიც ჩე​მი სა​ბუ​თე​ბით იყო და​კა​ვე​ბუ​ლი, ოდ​ნავ
ჩაქ​რა. საკ​რე​დი​ტო ბა​რა​თი გა​მო​მარ​თვა, ეჭ​ვით და​ათ​ვა​ლიერა და კომ​პიუტერ​ში შეამოწ​მა, მო​პა​რუ​ლი ხომ
არ იყო.

მეჩ​ვიდ​მე​ტე სარ​თულ​ზე, ნო​მერ​ში, ნივ​თე​ბი კუთ​ხე​ში მი​ვაწ​ყვე, სააბა​ზა​ნო​ში სა​ხე​ზე წყა​ლი შე​ვის​ხი და უკან​‐
ვე, ფოიეში ჩა​ვე​დი. იქ სტუმ​რე​ბის​თვის გან​კუთ​ვნილ რბილ, ძვირ​ფას დი​ვან​ზე დავ​ჯე​ქი და, ვი​თომ ჟურ​ნა​ლე​‐
ბის კით​ხვით გარ​თულ​მა, პორ​ტი​ეს დახლს და​ვუწ​ყე თვალ​თვა​ლი. იუმიოსი-​სან, უბ​რა​ლოდ, შეს​ვე​ნე​ბა​ზეა,
ვირ​წმუ​ნებ​დი თავს. მაგ​რამ გა​ვი​და ორ​მო​ცი წუ​თი და ის არ ჩან​და. მხო​ლოდ გო​გოების სა​მეული, ზუს​ტად
ისე​თი​ვე ვარ​ცხნი​ლო​ბით, მეჩ​ხი​რე​ბო​და თვალ​ში გაუთა​ვებ​ლად. ზუს​ტად ერ​თი საათი მო​ვი​ცა​დე და დავ​ნებ​‐
დი. იუმიოსი-​სან არა​ვი​თარ შეს​ვე​ნე​ბა​ზე არ წა​სუ​ლა.

ქა​ლაქ​ში გა​ვე​დი, სა​ღა​მოს გა​ზე​თი ვი​ყი​დე. კა​ფე​ტე​რიაში შე​ვე​დი, ყა​ვა დავ​ლიე, თან თა​ვი​დან ბო​ლომ​დე და​‐
ვათ​ვა​ლიერე გა​ზე​თი, მაგ​რამ სა​ინ​ტე​რე​სო ვე​რა​ფე​რი ვნა​ხე. ვერც გო​ტან​და​ზე, ვერ კი​კი​ზე. ვი​ღაც სხვე​ბის
მკვლე​ლო​ბე​ბი​სა და თვით​მკვლე​ლო​ბე​ბის ქრო​ნი​კა. გა​ზე​თის კით​ხვი​სას იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, რომ ოტელ​ში
დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი ალ​ბათ იუმიოსი-​სანს ვნა​ხავ​დი დახ​ლთან. სხვაგ​ვა​რად უბ​რა​ლოდ არ შე​იძ​ლე​ბო​და.

მაგ​რამ იუმიოსი-​სან არც ერ​თი საათის შემ​დეგ გა​მო​ჩე​ნი​ლა.

იმა​ზე და​ვიწ​ყე ფიქ​რი, რომ რა​ღაც უც​ნო​ბი მი​ზე​ზით უცებ გაუჩი​ნარ​და ამ​ქვეყ​ნი​დან. მა​გა​ლი​თად, შეიწო​ვა
რო​მე​ლი​ღაც კე​დელ​მა. ამის გა​ფიქ​რე​ბა​ზე ავ​ფო​რი​აქ​დი და შინ და​ვუ​რე​კე. ყურ​მი​ლი არა​ვინ აიღო. მა​შინ
ფოიეში დავ​რე​კე და ვი​კით​ხე, ად​გილ​ზე იყო თუ არა იუმიოსი-​სან.

– იუმიოსი-​სან გუ​შინ​დე​ლი დღი​დან ის​ვე​ნებს, – მით​ხრა შემ​ცვლელ​მა, – სამ​სა​ხურ​ში ზეგ დი​ლით გა​მო​ვა.

ფუ, შე​ნი! ხომ შე​მეძ​ლო მას​თან და​მე​რე​კა და წი​ნას​წარ გა​მე​გო?

სამ​წუ​ხა​როდ, მხო​ლოდ იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, სას​წრა​ფოდ შევ​მძვრა​ლი​ყა​ვი თვით​მფრი​ნავ​ში და აქ, სა​პო​რო​ში


ჩა​მოვ​სუ​ლი​ყა​ვი. აქ კი დაუყოვ​ნებ​ლივ მე​ნა​ხა. არა​ნორ​მა​ლუ​რი დარ​ტყმუ​ლი. სა​ერ​თო​დაც, რო​დის და​ვუ​რე​კე
უკა​ნას​კნე​ლად? გო​ტან​დას სიკ​ვდი​ლის შემ​დეგ – არც ერ​თხელ. თუმ​ცა, მა​ნამ​დეც კარ​გა ხანს არ და​მი​რე​‐
კავს... მას შემ​დეგ, რაც იუკის გუ​ლი აერია ზღვა​ზე და მით​ხრა, რომ გო​ტან​დამ მოკ​ლა კი​კი. აი, სწო​რედ იმ
დროიდან სა​ერ​თოდ არ და​მი​რე​კავს. ამ​დე​ნი ხა​ნი. ამ​დე​ნი დღით მი​ვა​ტო​ვე უყუ​რად​ღე​ბოდ. ღმერ​თმა უწ​ყის,
რა შე​იძ​ლე​ბა შემ​თხვეოდა ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში. ყვე​ლა​ფე​რი შე​იძ​ლე​ბა მომ​ხდა​რი​ყო. სულ ად​ვი​ლად. რა
აღარ ხდე​ბა ამ​ქვეყ​ნად...

სხვა მხრივ, გა​ვი​ფიქ​რე, არაფ​რის თქმა არ შე​მეძ​ლო. ისე, მარ​თლა, რა​ზე უნ​და დავ​ლა​პა​რა​კე​ბო​დი? იუკიმ
თქვა, რომ გო​ტან​დამ მოკ​ლა კი​კი. გო​ტან​და „მა​ზე​რა​ტით“ ზღვა​ში გა​და​ვარ​და. მე იუკის ვუთ​ხა​რი: „შე​ნი ბრა​‐
ლი არ არის“. კი​კიმ კი თქვა, რომ ის მხო​ლოდ და მხო​ლოდ ჩე​მი ჩრდი​ლი​ა... რა არის აქ სა​ლა​პა​რა​კო? კრინ​‐
ტსაც ვე​რა​ფერ​ზე დაძ​რავ. მე იუმიოსი-​სანთან შეხ​ვედ​რა მინ​დო​და, მი​სი სა​ხის და​ნახ​ვა. მე​რე მო​ვი​ფიქ​რებ​‐
დი, რა მეთ​ქვა და რა – არა. რო​გორ​მე სხვა​ნაირად – ოღონდ ტე​ლე​ფო​ნით არა.
და მა​ინც ვერ ვპოულობ​დი ად​გილს. იქ​ნებ რო​მე​ლი​მე კე​დელ​მა შეიწო​ვა და ვე​ღა​რა​სო​დეს ვნა​ხავ? ჩონ​ჩხი
ხომ ექ​ვსი იყო ოთახ​ში! ხუ​თი უკ​ვე ვი​ცი, ვინც არის. რჩე​ბა ერ​თი. ვი​სია? საკ​მა​რი​სი იყო ეს გა​მე​ფიქ​რე​ბი​ნა
და კოშ​მა​რი მეწ​ყე​ბო​და. სუნ​თქვა მიძ​ნელ​დე​ბო​და, გუ​ლი ნეკ​ნე​ბის და​ლე​წას და სა​გუ​ლე​დან ამო​ვარ​დნას
ლა​მობ​და. მთე​ლი ცხოვ​რე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში მსგავ​სი არა​ფე​რი გა​მო​მე​ცა​და. რა ხდე​ბა? ვე​კით​ხე​ბო​დი სა​კუ​‐
თარ თავს. მარ​თლა მიყ​ვარს იუმიოსი-​სან? არ ვი​ცი. მი​სი ნახ​ვა მინ​და. მე​ტი არა​ფერ​ზე ფიქ​რი არ შე​მიძ​ლია.
შინ ვუ​რე​კავ​დი. ას​ჯერ მა​ინც ვკრეფ​დი მის ნო​მერს, სა​ნამ თი​თე​ბი არ და​მი​ბუჟ​დე​ბო​და. მაგ​რამ ყურ​მილს
არა​ვინ იღებ​და.

ძილს ვერ ვა​ხერ​ხებ​დი. ყო​ველ​თვის, რო​გორც კი ჩა​ვი​ძი​ნებ​დი, გან​გა​ში ჩემს ძილს ნამ​სხვრე​ვე​ბად აქ​ცევ​და.
გა​ოფ​ლიანე​ბულს მეღ​ვი​ძე​ბო​და, სა​წოლ​თან ტორ​შერს ვან​თებ​დი, სა​ათს დავ​ცქე​რო​დი. უჩ​ვე​ნებ​და ორს, სამს
და თხუთ​მეტს, ოთხს და ოცს. ოთ​ხსა და ოც​ზე მივ​ხვდი, რომ ვე​ღარ და​ვი​ძი​ნებ​დი. ფან​ჯრის რა​ფა​ზე ჩა​მოვ​ჯე​‐
ქი და სა​კუ​თა​რი გუ​ლის ხმაურიანი რიტ​მის თან​ხლე​ბით ვუ​ყუ​რებ​დი, რო​გორ ნათ​დე​ბო​და ქა​ლა​ქი ფან​ჯრის
მიღ​მა.

ეი, იუმიოსი-​სან, ოღონდ არ მი​მა​ტო​ვო. ამა​ზე მეტ მარ​ტოობას ვე​ღარ გა​და​ვი​ტან. მჭირ​დე​ბი. შენ თუ არ იქ​ნე​‐
ბი, ცენ​ტრი​და​ნუ​ლი ძა​ლა მომ​წყვეტს ამ მი​წი​დან და სად​ღაც სამ​ყა​როს კი​დე​ზე მო​მის​ვრის. გთხოვ, ნე​ბა მო​‐
მე​ცი, გნა​ხო. რას​თა​ნაც გინ​და, იმას​თან შე​მა​ერ​თე ამ რეალურ სამ​ყა​რო​ში. არ მინ​და მოჩ​ვე​ნე​ბებ​თან. მე უბ​‐
რა​ლო, სრუ​ლი​ად ბა​ნა​ლუ​რი ოც​და​თოთ​ხმე​ტი წლის მა​მა​კა​ცი ვარ. მჭირ​დე​ბი.

დი​ლის შვი​დის ნა​ხევ​რი​დან ვცდი​ლობ​დი და​კავ​ში​რე​ბას. ტე​ლე​ფონ​თან ვი​ჯე​ქი და ყო​ველ ნა​ხე​ვარ სა​ათ​ში
ერ​თხელ ვკრეფ​დი მის ნო​მერს. უშე​დე​გოდ.

ივ​ნი​სი სა​პო​რო​ში ძა​ლი​ან ლა​მა​ზი დროა. თოვ​ლი კარ​გა ხა​ნია დად​ნა და ვეებერ​თე​ლა ზე​გა​ნი, ორიოდე თვის
წინ ჯერ კი​დევ ყი​ნუ​ლის სი​თეთ​რემ​დე გა​თო​ში​ლი, ნელ-​ნელა შავ​დე​ბა – სი​ცოც​ხლის რბი​ლი სუნ​თქვით თბე​‐
ბა. ხე​ებ​მა ფა​ფუ​კი ფო​თო​ლი აის​ხა. ცინ​ცხა​ლი, ალერ​სიანი ქა​რი თავ​გა​მე​ტე​ბით და​ნა​ვარ​დობს, ქა​ლა​ქის ხე​‐
ივ​ნებ​ში ვარ​ჯებს ეთა​მა​შე​ბა. მა​ღა​ლი ცა, მკვეთ​რად მო​ხა​ზუ​ლი ღრუბ​ლე​ბი. ამ პეიზა​ჟის შე​ხედ​ვა​ზე გუ​ლი
მით​რთის, მაგ​რამ სას​ტუმ​როს ნო​მერ​ში გა​მო​კე​ტი​ლი ყო​ველ ნა​ხე​ვარ სა​ათ​ში ვუ​რე​კავ. და ყო​ველ ათ წუთ​ში
ვახ​სე​ნებ თავს: მო​ვა ხვა​ლინ​დე​ლი დღე, ის დაბ​რუნ​დე​ბა, მხო​ლოდ ლო​დი​ნია სა​ჭი​რო... მაგ​რამ ლო​დი​ნი არ
შე​მიძ​ლია, რო​დის დად​გე​ბა ხვალ. ვინ მაძ​ლევს გა​რან​ტი​ას, რომ ხვალ ნამ​დვი​ლად დად​გე​ბა? ამი​ტომ ვზი​ვარ
ტე​ლე​ფონ​თან და ვკრეფ მის ნო​მერს. შუალე​დებ​ში კი სა​წოლ​ზე ვაგ​დი​ვარ – ხან ნა​ხევ​რად მთვლე​მა​რე, ხან
კი უბ​რა​ლოდ მივ​ჩე​რე​ბი​ვარ ჭერს.

ოდეს​ღაც ამ ად​გი​ლას ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ იდ​გა. ჰო, უვარ​გი​სი პა​ტა​რა ოტე​ლი იყო, მაგ​რამ ახერ​ხებ​და თა​ვის
თავ​ში რა​ღაც ძვირ​ფა​სის შე​ნარ​ჩუ​ნე​ბას. ძვე​ლი დროების და​ნა​ლექ აზ​რებს და გრძნო​ბებს – ამით იყო გაჟ​‐
ღენ​თი​ლი ფიც​რის ყო​ვე​ლი ჭრიალი, თი​თოეული ლა​ქა კე​დელ​ზე. სა​ვარ​ძელ​ში რაც შე​იძ​ლე​ბა მო​ხერ​ხე​ბუ​‐
ლად მო​ვეწ​ყვე, ფე​ხე​ბი მა​გი​და​ზე შე​ვაწ​ყვე, თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და შე​ვე​ცა​დე გა​მეხ​სე​ნე​ბი​ნა, რო​გორ გა​მოიყუ​‐
რე​ბო​და ნამ​დვი​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“. ჩა​მოტ​ყა​ვე​ბუ​ლი შე​სას​ვლე​ლი კა​რით და ზღურ​ბლზე გა​ქუ​ცუ​ლი ხა​‐
ლი​ჩით დაწ​ყე​ბუ​ლი, გამ​წვა​ნე​ბუ​ლი სპი​ლენ​ძის გა​სა​ღე​ბით, ფან​ჯრის ჩარ​ჩოების ღრი​ჭო​ებ​ში ჩამ​კვდა​რი
მტვრით დამ​თავ​რე​ბუ​ლი. მის დე​რეფ​ნებ​ში დავ​დიოდი, კა​რებს ვა​ღებ​დი, ნომ​რებ​ში ვი​ხე​დე​ბო​დი.

ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ აღარ არის. მაგ​რამ დარ​ჩა მი​სი სუ​ლი. კა​ნით შე​ვიგ​რძნობ მას. ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“ გალ​‐
ღვა ამ ახალ, იდიოტურ DOLPHIN HOTEL-​ად წო​დე​ბულ ვეებერ​თე​ლა ხუ​ხუ​ლის შიგ​ნით. თვალ​და​ხუ​ჭულს შე​‐
მიძ​ლია შიგ​ნით შეს​ვლა და ხე​ტიალი. ჭლე​ქიანი ძაღ​ლის ხვე​ლას მიმ​სგავ​სე​ბუ​ლი ლიფ​ტის გუ​ლა​მომ​ჯდა​რი
ხრიალი. ეს ყვე​ლა​ფე​რი აქ არის. არა​ვინ იცის ამის შე​სა​ხებ. მაგ​რამ ის აქ არის. ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, ვუთ​ხა​‐
რი სა​კუ​თარ თავს. აქ შე​ნი ცხოვ​რე​ბის სქე​მის მთა​ვა​რი კვან​ძია. და ყვე​ლა​ფე​რი, რაც აქ არის, შენ​თვი​საა. ის
აუცი​ლებ​ლად დაბ​რუნ​დე​ბა. ოღონდ ლო​დი​ნია სა​ჭი​რო.

მო​ახ​ლე გო​გოს და​ვუ​რე​კე. ვახ​შა​მი შე​ვუკ​ვე​თე და ლუ​დი გა​მო​ვი​ღე მა​ცივ​რი​დან. ზუს​ტად რვა სა​ათ​ზე და​ვუ​‐
რე​კე იუმიოსი-​სანს. არა​ვინ დამ​ხვდა.

მე​რე ტე​ლე​ვი​ზო​რი ჩავ​რთე და ცხრა საათამ​დე ბე​ის​ბო​ლის მატ​ჩით შე​ვიქ​ციე თა​ვი. პირ​და​პი​რი ტრან​სლა​ცია
იყო. ხმა ჩა​ვუ​წიე და გა​მო​სა​ხუ​ლე​ბას ვუ​ყუ​რებ​დი. სა​ში​ნე​ლი თა​მა​ში იყო. თან არც ბე​ის​ბო​ლი მინ​დო​და მა​ინ​‐
ცდა​მა​ინც. უბ​რა​ლოდ, ადა​მიანე​ბის სხეულე​ბის ყუ​რე​ბა მინ​დო​და მოძ​რაობი​სას, რის​თვი​საც ნე​ბის​მიერი
რამ გა​მოდ​გე​ბო​და: თუნ​დაც ბად​მინ​ტო​ნი, თუნ​დაც წყალ​ბურ​თი – ჩემ​თვის სუ​ლერ​თი იყო. სრუ​ლე​ბით არ ვა​‐
დევ​ნებ​დი თვალს თა​მაშს, ვხე​დავ​დი, რო​გორ ის​როდ​ნენ ბურთს, იგე​რი​ებ​დნენ ბურთს, გარ​ბოდ​ნენ ბურ​თის​‐
თვის. ვუ​ყუ​რებ​დი ვი​ღაც ადა​მიანე​ბის ცხოვ​რე​ბის ნაგ​ლე​ჯებს, რომ​ლებ​თა​ნაც არა​ფე​რი მა​კავ​ში​რებ​და. თით​‐
ქოს უსას​რუ​ლოდ შო​რე​ულ ცა​ზე მცუ​რავ ღრუბ​ლებს ვათ​ვა​ლიერებ​დი.

ზუს​ტად ცხრა სა​ათ​ზე ისევ და​ვუ​რე​კე. ამ​ჯე​რად პირ​ვე​ლი​ვე ზუ​მერ​ზე აიღო ყურ​მი​ლი. რამ​დე​ნი​მე წამს ყუ​‐
რებს არ ვუ​ჯე​რებ​დი. მთე​ლი ამ კონ​ტაქ​ტე​ბის რთულ ქსელს, რო​მე​ლიც სამ​ყა​როს​თან მა​კავ​ში​რებ​და, უცებ
რა​ღაც უზარ​მა​ზა​რი დაეჯა​ხა და ვეებერ​თე​ლა სა​ბე​დის​წე​რო ნახ​ვრე​ტი გააჩი​ნა. ძა​ლებ​მა მი​მა​ტო​ვეს, ყელ​ში
ბურ​თი გა​მეჩ​ხი​რა და სიტ​ყვის თქმის სა​შუალე​ბას არ მაძ​ლევ​და. იუმიოსი-​სან დაბ​რუნ​და. და მე​ლა​პა​რა​კე​‐
ბო​და.

– ეს-​ეს არის ჩა​მო​ვე​დი, – ძა​ლი​ან თავ​და​ჯე​რე​ბუ​ლად თქვა, – შვე​ბუ​ლე​ბა ავი​ღე, ტო​კიოში ვი​ყა​ვი, მშობ​ლე​ბის
სა​ნა​ხა​ვად. სხვა​თა შო​რის, და​გი​რე​კე. ორ​ჯერ. არა​ვინ მი​პა​სუ​ხა.

– მე კი აქ, სა​პო​რო​დან გი​რე​კავ​დი...

– ესე იგი, ავ​ცდით, – თქვა.

– ჰო, ავ​ცდით... – და​ვე​თან​ხმე, და ყურ​ზე მი​წე​ბე​ბუ​ლი ყურ​მი​ლით და​მუნ​ჯე​ბულ ტე​ლე​ეკ​რანს მი​ვაშ​ტერ​დი.


არ​ცერ​თი შე​სა​ფე​რი​სი სიტ​ყვა თავ​ში არ მომ​დიოდა. ერ​თიანი დომ​ხა​ლი მქონ​და თავ​ში. რა უნ​და ვუთ​ხრა?

– ეი, სად დაიკარ​გე! ალო? – და​მი​ძა​ხა.

– აქ ვარ....

– რა​ღაც უც​ნაური ხმა გაქვს.

– ვღე​ლავ, – ავუხ​სე​ნი, – სა​ნამ არ გნა​ხავ, ნორ​მა​ლუ​რად ვერ და​გე​ლა​პა​რა​კე​ბი. ტე​ლე​ფო​ნით არ გა​მო​ვა.

– ვფიქ​რობ, ხვალ სა​ღა​მოს შეგ​ვიძ​ლია შეხ​ვედ​რა, – მით​ხრა ხან​მოკ​ლე ფიქ​რის შემ​დეგ. ალ​ბათ სათ​ვა​ლე გა​‐
ის​წო​რა, წარ​მო​ვიდ​გი​ნე.

ყურ​მი​ლი არ მო​მი​შო​რე​ბია, ფე​ხე​ბი ჩა​მოვ​წიე და კე​დელს მი​ვეყ​რდე​ნი.

– ხვალ დაგ​ვიანე​ბუ​ლი იქ​ნე​ბა. დღეს უნ​და გნა​ხო, ახ​ლა​ვე.

მის ხმა​ში უკ​მა​ყო​ფი​ლო ნო​ტე​ბი გა​ის​მა. უარი, რო​მე​ლიც უარად არ იქ​ცა. მაგ​რამ უარ​ყო​ფა მა​ინც ვიგ​რძე​ნი.

– ხომ გით​ხა​რი, ეს-​ეს არის ჩამოვედი-​მეთქი. ძა​ლი​ან და​ვი​ღა​ლე. ძლივს ვდგა​ვარ ფეხ​ზე. ამი​ტომ პირ​და​პირ
ახ​ლა არ გა​მო​ვა. დი​ლით სამ​სა​ხურ​ში უნ​და ვი​ყო, ახ​ლა კი, რომ არ და​ვი​ძი​ნო, მოვ​კვდე​ბი. ხვალ სამ​სა​ხუ​რის
მე​რე შევ​ხვდეთ, კარ​გი? თუ ხვალ უკ​ვე აქ აღარ იქ​ნე​ბი?

– არა, რას ამ​ბობ, ამ დღე​ებ​ში აქ ვარ. მეს​მის, რომ დაიღა​ლე, მაგ​რამ, გულ​წრფე​ლად გით​ხრა, ძა​ლი​ან ვღე​‐
ლავ. ხვალ რომ უცებ გაქ​რე?
– სად უნ​და გავ​ქრე?

– ამ სამ​ყა​რო​დან. არარ​სე​ბო​ბა​ში და​ინ​თქე.

გაიცი​ნა.

– ნუ ღე​ლავ, ასე უბ​რა​ლოდ არ ვქრე​ბი. ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე იქ​ნე​ბა. აი, ნა​ხავ.

– არა, მა​გას არ ვგუ​ლის​ხმობ. შენ არ გეს​მის. ჩვენ მუდ​მივ მოძ​რაობა​ში ვცხოვ​რობთ. და რაც არ უნ​და იყოს
ჩვენ გარ​შე​მო, ქრე​ბა, სა​ნამ ჩვენ ვმოძ​რა​ობთ. ად​რე თუ გვი​ან. და ამას ვე​რაფ​რით შეც​ვლი. რა​ღაც გვაბ​რკო​‐
ლებს, იჭე​დე​ბა ჩვენს ცნო​ბიერე​ბა​ში. მაგ​რამ ამ რეალუ​რი სამ​ყა​რო​დან მა​ინც ქრე​ბა. აი, რა მა​ღელ​ვებს. გეს​‐
მის, იუმიოსი-​სან... მჭირ​დე​ბი, ძა​ლი​ან რეალუ​რად მჭირ​დე​ბი. არა​ვინ არ დამ​ჭირ​ვე​ბია ასე ძა​ლი​ან. ამი​ტომ
ძა​ლი​ან არ მინ​და, რომ გაქ​რე.

რამ​დე​ნი​მე წა​მით ჩა​ფიქ​რდა.

– რა უც​ნაური ხარ, – თქვა ბო​ლოს, – მაგ​რამ გპირ​დე​ბი: არ გავ​ქრე​ბი. და ხვალ შევ​ხვდე​ბით. ამი​ტომ მოიცა​დე
ხვა​ლამ​დე.

– გა​სა​გე​ბია, – ამო​ვი​ოხ​რე. და გა​დავ​წყვი​ტე, მო​მე​ცა​და ხვა​ლამ​დე. დავ​რწმუნ​დი, რომ არ გაქ​რა და ეს უკ​ვე


კარ​გი იყო.

– ღა​მე მშვი​დო​ბი​სა, – მით​ხრა და ყურ​მი​ლი და​კი​და.

ერ​თხანს ნო​მერ​ში კუთ​ხი​დან კუთ​ხე​ში დავ​დიოდი. მე​რე მე​თექ​ვსმე​ტე სარ​თულ​ზე ჩა​ვე​დი, ბარ​ში შე​ვე​დი და
არა​ყი შე​ვუკ​ვე​თე. იმ ბარ​ში, სა​დაც პირ​ვე​ლად და​ვი​ნა​ხე იუკი. ბევ​რი ხალ​ხი იყო. ორი ახალ​გაზ​რდა ქალ​ბა​‐
ტო​ნი დახ​ლთან იჯ​და და რა​ღა​ცას სვამ​და. ტა​ნი​სა​მო​სი ეც​ვათ – თვალს ვერ მოწ​ყვეტ​დი. თან საქ​მის ცოდ​ნი​‐
თაც შე​ერ​ჩი​ათ. ერთს ძა​ლი​ან ლა​მა​ზი ფე​ხე​ბი ჰქონ​და. ჩემს მა​გი​დას​თან არაყს ვწრუ​პავ​დი და ყო​ველ​გვა​რი
აზ​რის გა​რე​შე ვათ​ვა​ლიერებ​დი ორი​ვეს. სა​ღა​მოს პეიზაჟ​საც ფან​ჯრის იქით. თი​თე​ბი სა​ფეთ​ქლებ​ზე მი​ვი​ჭი​‐
რე. თა​ვის ტკი​ვი​ლის გა​მო არა – ისე, უბ​რა​ლოდ. და რა​ტომ​ღაც გა​ვი​ფიქ​რე, რომ სა​კუ​თარ თა​ვის ქა​ლას ვე​‐
ხე​ბო​დი. აი ის, ვფიქ​რობ​დი, ჩე​მი თა​ვის ქა​ლა. სა​კუ​თარ თა​ვის ქა​ლა​ზე რომ გა​ვი​ფიქ​რე, ახ​ლა დახ​ლთან
მსხდო​მი ქა​ლე​ბის ძვლე​ბის წარ​მოდ​გე​ნა ვცა​დე. მა​თი თა​ვის ქა​ლე​ბის, მა​ლე​ბის, ნეკ​ნე​ბის, მენ​ჯის, კან​ჭის
ძვლე​ბის, სახ​სრე​ბის. ლა​მაზ​ფე​ხე​ბი​ან ქალ​ბა​ტონს ალ​ბათ გან​სა​კუთ​რე​ბით ლა​მა​ზი ჩონ​ჩხი აქვს. თოვ​ლი​‐
ვით ქათ​ქა​თა და პირ​ველ​ქმნი​ლი... ჩემ​კენ გა​მოიხე​და, რო​გორც ჩანს, იგ​რძნო, რომ ვუც​ქე​რო​დი. მო​მინ​და
მას​თან მივ​სუ​ლი​ყა​ვი და ამეხ​სნა: იცით, მე თქვენს სხე​ულს ვათ​ვა​ლიერებ​დი, არა​და, თქვე​ნი ძვლე​ბი წარ​მო​‐
ვიდ​გი​ნე... მაგ​რამ, ცხა​დია, არა​ფე​რი ამიხ​სნია. მე​სა​მე ჭი​ქა არა​ყიც რომ დავ​ლიე, ნო​მერ​ში დავ​ბრუნ​დი და
და​სა​ძი​ნებ​ლად დავ​წე​ქი. არ ვი​ცი, ალ​ბათ იმი​ტომ, რომ იუმიოსი-​სანის არ​სე​ბო​ბა​ში დავ​რწმუნ​დი – ეს კი იყო,
იმ ღა​მეს ჩვი​ლი​ვით და​მე​ძი​ნა.

***

იუმიოსი-​სან ღა​მით მო​ვი​და ჩემ​თან.

ზუს​ტად ღა​მის სამ სა​ათ​ზე კარ​ზე და​რე​კეს. ბა​ლიშ​თან ნა​თუ​რა ავან​თე და სა​ათს დავ​ხე​დე. ხა​ლა​თი მო​ვი​ხუ​‐
რე და კა​რის გა​სა​ღე​ბად წავ​ლას​ლას​დი. ზღურ​ბლთან იუმიოსი-​სან იდ​გა. ცის​ფე​რი ჟა​კე​ტით. რო​გორც ყო​‐
ველ​თვის, სწრა​ფად შე​მოს​რი​ალ​და ოთახ​ში. კა​რი მივ​ხუ​რე.

შუა ოთახ​ში დად​გა და სუ​ლი მო​ით​ქვა. ჟა​კე​ტი გაიხა​და და სკა​მის სა​ზურ​გე​ზე გა​და​კი​და, რომ არ დაჭ​მუჭ​ნი​‐
ლი​ყო. რო​გორც ყო​ველ​თვის.

– აბა? არ გავ​ქრი? – შე​მე​კით​ხა.

– მგო​ნი, არა... – ვუ​პა​სუ​ხე დაბ​ნე​ულ​მა. ნა​ხევ​რად მძი​ნა​რეს ვერ გა​მე​გო, სად იყო რეალო​ბა და სად – სიზ​მა​‐
რი. გაოცე​ბაც კი ვერ მო​ვა​ხერ​ხე, რო​გორც სა​ჭი​რო​ა.

– ადა​მიანე​ბი ასე ად​ვი​ლად არ ქრე​ბი​ან, – დამ​რი​გებ​ლუ​რი კი​ლო​თი მით​ხრა.

– შენ არ იცი. ამ სამ​ყა​რო​ში ყვე​ლა​ფე​რი შე​იძ​ლე​ბა მოხ​დეს. ნე​ბის​მიერი რამ...

– მაგ​რამ მე ხომ აქ ვარ. არ​სად არ გავ​მქრალ​ვარ. ამას ხომ აღიარებ?

მივიხედ-​მოვიხედე, ჩა​ვი​სუნ​თქე და თვა​ლებ​ში შევ​ხე​დე. რეალო​ბა...

– ვა​ღიარებ, – ვა​ღიარე, – რო​გორც ჩანს, არ გამ​ქრალ​ხარ. მაგ​რამ რა​ტომ მოხ​ვე​დი ღა​მის სამ სა​ათ​ზე?

– ვერ და​ვი​ძი​ნე, – მი​პა​სუ​ხა, – შე​ნი ზა​რის შემ​დეგ მა​შინ​ვე ჩა​მე​ძი​ნა, მაგ​რამ პირ​ველ სა​ათ​ზე გა​მეღ​ვი​ძა. და
ძი​ლი აღარც გამ​კა​რე​ბია. ვი​წე​ქი და იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, რაც მით​ხა​რი. რომ აი, ასე უბ​რა​ლოდ შე​იძ​ლე​ბა გაქ​‐
რე ადა​მიანი... მე​რე კი ტაქ​სი გა​მო​ვი​ძა​ხე და მო​ვე​დი.

– და არა​ვის გაჰ​კვირ​ვე​ბია, ასე შუაღა​მი​სას სამ​სა​ხურ​ში რომ მოხ​ვე​დი?

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, არა​ვის და​ვუ​ნა​ხი​ვარ. ამ დროს ყვე​ლას სძი​ნავს. კი ამ​ბო​ბენ, რომ სრუ​ლი სერ​ვი​სი
გვაქვს ოც​და​ოთ​ხი საათის გან​მავ​ლო​ბა​ში, მაგ​რამ სამ სა​ათ​ზე მა​ინც არა​ფე​რია გა​სა​კე​თე​ბე​ლი. მხო​ლოდ
სარ​თუ​ლის მო​ახ​ლე ქა​ლებს და რე​გის​ტრა​ცი​ის მო​რი​გეს არ სძი​ნავთ. ასე რომ, თუ გა​რა​ჟის მხრი​დან შე​მოხ​‐
ვალ, ვე​რა​ვინ და​გი​ნა​ხავს. გა​რაჟ​ში კი, თუ ვინ​მე გიც​ნობს, ასე​თე​ბი ბევ​რნი ვართ და არც ჩვე​ნი გა​ნა​წე​სი იცი​‐
ან. ვიტ​ყვი, რომ პერ​სო​ნა​ლის ოთახ​ში და​სა​ძი​ნებ​ლად მივ​დი​ვარ, და არა​ნაირი პრობ​ლე​მა არ არის. ად​რეც
ბევ​რჯერ მოვ​სულ​ვარ ასე.

– ად​რე?

– ჰო. ღა​მით, რო​ცა არ მე​ძი​ნე​ბა, ხში​რად მოვ​დი​ვარ ოტელ​ში. და აქ დავ​ბო​დიალებ. ეს ძა​ლი​ან მამ​შვი​დებს.
სი​სუ​ლე​ლეა, არა? აი, მე კი მომ​წონს. მა​შინ​ვე მო​მეშ​ვე​ბა ხოლ​მე. ერ​თხე​ლაც არა​ვის გა​მო​ვუ​ჭე​რი​ვარ. ასე
რომ, ნუ ღე​ლავ, ვე​რა​ვინ და​მი​ნა​ხავს. თუ მა​ინც და​მი​ნა​ხა​ვენ, ყო​ველ​თვის შე​მიძ​ლია რა​ღა​ცის შეთ​ხზვა. რა
თქმა უნ​და, თუ გაიგე​ბენ, რომ შენ​თან მო​ვე​დი, ნო​მერ​ში, პრობ​ლე​მე​ბი შე​მექ​მნე​ბა. ისე კი ყვე​ლა​ფე​რი რიგ​‐
ზეა. დი​ლამ​დე დავ​რჩე​ბი შენ​თან, მე​რე კი სა​მუ​შა​ოდ წა​ვალ. წი​ნა​აღ​მდე​გი ხომ არ ხარ?

– რა თქმა უნ​და, არა... სამ​სა​ხუ​რი რო​დის გეწ​ყე​ბა?


– რვა​ზე, – თქვა და მა​ჯის საათის​კენ გააპა​რა მზე​რა, – კი​დევ ხუ​თი საათი​ა.

ცო​ტა არ იყოს, ნერ​ვიულად შე​იხ​სნა საათი და მა​გი​და​ზე და​დო. მე​რე დი​ვან​ზე დაჯ​და, მუხ​ლებ​თან ქვე​და​ტან​‐
ზე და​ის​ვა ხე​ლი და შე​მომ​ხე​და. სა​წო​ლის კი​დე​ზე ვი​ჯე​ქი, ნელ-​ნელა მიბ​რუნ​დე​ბო​და ცნო​ბიერე​ბა.

– ესე იგი, – თქვა იუმიოსი-​სანმა, – ესე იგი, გჭირ​დე​ბი?

– და თან ძა​ლი​ან, – თა​ვი და​ვუქ​ნიე, – მე წრე შე​მო​ვიარე. ძა​ლი​ან დი​დი წრე. და უკან დავ​ბრუნ​დი. შენ მე მჭირ​‐
დე​ბი.

– და თან ძა​ლი​ან... – გაიმეორა. და ისევ და​ის​ვა ხე​ლი ქვე​და​ტან​ზე.

– ჰო, და ძა​ლი​ან, ძა​ლი​ან.

– და ამ წრის მე​რე სად დაბ​რუნ​დი?

– რეალო​ბა​ში, – ვუ​პა​სუ​ხე, – ამან უამ​რა​ვი დრო წაიღო, მაგ​რამ სა​ბო​ლო​ოდ რეალო​ბა​ში დავ​ბრუნ​დი. იმ​დე​ნი
უც​ნაური რამ მოხ​და ამ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში. იმ​დე​ნი ადა​მიანი მოკ​ვდა. იმ​დე​ნი რამ დაიკარ​გა. ისე​თი ქაოსი
იყო გარ​შე​მო – მე კი მა​ინც ვერ შევ​ძე​ლი წეს​რი​გის დამ​ყა​რე​ბა. ქაოსი ალ​ბათ ქაოსად დარ​ჩე​ბა... მაგ​რამ
ვგრძნობ: ახ​ლა, ამ ყვე​ლაფ​რის მე​რე, დავ​ბრუნ​დი. და ეს ჩე​მი რეალო​ბაა. სას​ტი​კად და​ვი​ღა​ლე, სა​ნამ წრეს
ვუვ​ლი​დი. მაგ​რამ, ავად თუ კარ​გად, ვაგ​რძე​ლებ​დი ცეკ​ვას, ვცდი​ლობ​დი, არ ამ​რეოდა ნა​ბი​ჯი. და ამი​ტო​მაც
მო​ვა​ხერ​ხე დაბ​რუ​ნე​ბა.

მი​ყუ​რებ​და და თვალს არ მა​შო​რებ​და.

– ახ​ლა არ შე​მიძ​ლია დაწ​ვრი​ლე​ბით აგიხ​სნა ყვე​ლა​ფე​რი, – გან​ვაგ​რძე, – მაგ​რამ მინ​და, რომ და​მი​ჯე​რო.
მჭირ​დე​ბი და ეს ჩემ​თვის ძა​ლი​ან მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია. მაგ​რამ ზუს​ტად ასე​ვე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია შენ​თვის. ეს სი​‐
მარ​თლე​ა.

– და ახ​ლა რა უნ​და გა​ვა​კე​თო? – ისე მკით​ხა, რომ სა​ხე არ შეც​ვლია, – ბედ​ნიერე​ბის​გან ავ​ქვი​თინ​დე: „აჰ, რა
კარ​გია, რომ ვი​ღა​ცას ძა​ლი​ან ვჭირ​დე​ბი!“ – და მა​შინ​ვე ჩა​გი​გორ​დე ლო​გინ​ში?

– არა, რას ამ​ბობ! – სიტ​ყვებს და​ვუწ​ყე ძებ​ნა, მაგ​რამ სა​ჭი​რო სიტ​ყვე​ბი არ მომ​დიოდა თავ​ში, – რო​გორ გით​‐
ხრა უკეთ... იცი, ეს ბე​დის​წე​რაა. არას​დროს არ მე​პა​რე​ბო​და ეჭ​ვი. შენ და მე – ჩვენ, უბ​რა​ლოდ, უნ​და დავ​წო​‐
ლი​ლი​ყა​ვით, და ამას თა​ვი​დან​ვე მივ​ხვდი. მაგ​რამ მა​შინ არა​ფე​რი არ გა​მოგ​ვი​ვი​და – არას​წო​რი სი​ტუაცია
იყო. ამი​ტო​მაც შე​მო​ვიარე ამ​ხე​ლა წრე. და მთე​ლი გზა ვიც​დი​დი. ახ​ლა კი დავ​ბრუნ​დი. ახ​ლა სწო​რი სი​‐
ტუაციაა.

– და ამი​ტომ მკლა​ვებ​ში უნ​და ჩა​გი​ვარ​დე? ასეა, არა?

– ვი​ცი, რომ თავ​ში მოკ​ლე ჩარ​თვა მაქვს. და შე​ნი დარ​წმუ​ნე​ბის ყვე​ლა სა​შუალე​ბი​დან ეს ყვე​ლა​ზე სა​ში​ნე​‐
ლია. ამას ვა​ღიარებ, მაგ​რამ ჯობს პა​ტი​ოს​ნად გით​ხრა: ჰო, ასე უნ​და მო​იქ​ცე. სხვა​ნაირად თქმა არ გა​მო​დის.
და​მი​ჯე​რე, ჩვეულებ​რივ სი​ტუაციაში რომ მო​მენ​დო​მე​ბი​ნა, გა​ცი​ლე​ბით გა​ლან​ტუ​რად ვი​მოქ​მე​დებ​დი. ჩემ​ნა​‐
ირ უნ​დილ​საც კი თა​ვი​სი ხერ​ხე​ბი აქვს. გა​მო​ვი​დო​და თუ არა, სხვა საქ​მეა. მაგ​რამ, ჩვეულებ​რივ, არ​გუ​მენ​‐
ტებ​თან და​კავ​ში​რე​ბით პრობ​ლე​მა არ მაქვს. ოღონდ ჩვენ იმ სი​ტუაციაში არ ვართ. ჩვენ შო​რის ყვე​ლა​ფე​რი
მარ​ტი​ვა​დაა, თა​ვი​დან​ვე ყვე​ლა​ფე​რი გა​სა​გე​ბია. ამი​ტომ სხვა​ნაირად თქმაც არ გა​მომ​დის. საქ​მე ის კი არ
არის, კარ​გად გა​მოგ​ვი​ვა თუ არა. ჩვენ, უბ​რა​ლოდ, უნ​და დავ​წვეთ, იმი​ტომ რომ ეს ჩვე​ნი ბე​დის​წე​რაა, მას​‐
თან თა​მაშს კი არ ვა​პი​რებ. ბე​დის​წე​რას​თან ფლირ​ტით, ყვე​ლა​ფე​რი მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი, რი​სი მო​ცე​მაც მას შე​‐
უძ​ლია, ნაფ​ლე​თე​ბად იქ​ცე​ვა. ნამ​დვი​ლად ასეა. არ გატ​ყუ​ებ.

ხმის ამოუღებ​ლად უყუ​რებ​და სა​ათს მა​გი​და​ზე.

– ისე, ამას პა​ტი​ოს​ნე​ბა​საც ვერ და​არ​ქმევ, – თქვა. ამოიოხ​რა და ღი​ლე​ბი შე​იხ​სნა ბლუ​ზა​ზე, – შებ​რუნ​დი...

ლო​გინ​ში დავ​წე​ქი და ჭერს შე​ვაც​ქერ​დი. იქ სხვა სამ​ყა​როა, ვფიქ​რობ​დი. მაგ​რამ ახ​ლა ამ სამ​ყა​რო​ში ვარ.
აუჩ​ქა​რებ​ლად იხ​დი​და. ტა​ნი​სა​მო​სის შრი​ალს ვუგ​დებ​დი ყურს. თი​თოეულ გახ​დილ ნივთს, რო​გორც ჩანს,
ცალ​კე დებ​და. ბო​ლოს სათ​ვა​ლე მო​იხ​სნა და ძლივს გა​სა​გო​ნი რა​კუ​ნით და​დო მა​გი​და​ზე. ძა​ლი​ან მრავ​ლის​‐
მთქმე​ლი რა​კუ​ნით. ბა​ლიშ​თან ღა​მის ნა​თუ​რა ჩა​აქ​რო და ლო​გინ​ში შე​მოძ​ვრა. ძა​ლი​ან ჩუ​მად და ბუ​ნებ​რი​‐
ვად მო​ვი​და ჩემ​თან. ზუს​ტად ისე, რო​გორც ნო​მერ​ში შე​მოს​რი​ალ​დე​ბო​და ხოლ​მე ოდ​ნავ მო​ღე​ბუ​ლი კა​რი​‐
დან.

ხე​ლი გა​ვიწ​ვდი​ნე და მო​ვეხ​ვიე. სხეულე​ბით შე​ვე​ხეთ ერ​თმა​ნეთს. რა რბი​ლია, გა​ვი​ფიქ​რე. და რა რეალუ​რი


წო​ნა აქვს ამ სხე​ულს. სულ სხვა​ნაირი, ვიდ​რე მე​ის​თან ვგრძნობ​დი. მე​ის სხე​ულს ბა​და​ლი არ ჰყავ​და სი​ლა​‐
მა​ზით. მაგ​რამ ის ილუ​ზია იყო. ორ​მა​გი ილუ​ზია. ქალი-​ილუზია თა​ვის​თა​ვად ილუ​ზი​ის შიგ​ნით, რო​მელ​საც
თვი​თონ ქმნი​და. კუ-​კუ... იუმიოსის სხეული თვი​თონ ბა​დებ​და რეალო​ბას. თა​ვი​სი სით​ბო​თი, თა​ვი​სი წო​ნით,
თა​ვი​სი თრთო​ლით. ვგრძნობ​დი, რო​ცა ვეალერ​სე​ბო​დი. მეხ​სიერე​ბა​ში გო​ტან​დას თი​თე​ბი ამო​ტივ​ტივ​და კი​‐
კის ზურ​გზე. მო​რი​გი ილუ​ზია. აქ​ტიორუ​ლი თა​მა​ში, სი​ნათ​ლის ელ​ვა​რე​ბა ეკ​რან​ზე. ამ სამ​ყა​რო​დან სხვა სამ​‐
ყა​რო​ში გაქ​ცეული ორი ჩრდი​ლი. ახ​ლა ყვე​ლა​ფე​რი სხვა​ნაირა​დაა. ახ​ლა ყვე​ლა​ფე​რი რეალუ​რია. კუ-​კუ... ჩე​‐
მი რეალუ​რი თი​თე​ბი მის რეალურ სხე​ულს ეალერ​სე​ბო​და.

– რეალო​ბა, – წა​ვი​ჩურ​ჩუ​ლე.

ჩემს კი​სერ​ში ჩარ​გო სა​ხე. მი​სი ცხვი​რის წვერს ვგრძნობ​დი ლა​ვი​წის თავ​ზე. ვიკ​ვლევ​დი მი​სი სხეულის ყვე​‐
ლა კუნ​ჭულს. მხრებს, იდაყ​ვებს, მა​ჯებს, ხე​ლის​გუ​ლებს, თი​თის წვე​რებს. მინ​დო​და დავ​რწმუ​ნე​ბუ​ლი​ყა​ვი,
რომ რეალუ​რი იყო – წვრილ​მა​ნე​ბამ​დე. ყვე​ლა​ფერს, რა​საც ჩე​მი თი​თე​ბი ეხე​ბო​და, მა​შინ​ვე ვკოც​ნი​დი. თით​‐
ქოს ვას​ვამ​დი ბე​ჭედს: „შე​მოწ​მე​ბუ​ლი​ა“. მკერ​დი, ნეკ​ნე​ბი, მუ​ცე​ლი, წე​ლი, თე​ძოები, მუხ​ლე​ბი, კო​ჭე​ბი – ყვე​‐
ლა​ფერს ვა​მოწ​მებ​დი, რი​სი შე​მოწ​მე​ბაც შე​მეძ​ლო. და ყველ​გან ბე​ჭედს ვას​ვამ​დი. ასეა სა​ჭი​რო. და არა
სხვაგ​ვა​რად. ბო​ლოს ბოქ​ვე​ნის რბილ თმა​ზე და​ვუს​ვი ხე​ლი. ქვე​ვით ჩა​ვი​წიე. და ბე​ჭე​დი და​ვუს​ვი. კუ-​კუ...

რეალო​ბა.

ხმა არ ამო​მი​ღია. არც იმას უთ​ქვამს რა​მე. მხო​ლოდ ჩუ​მად სუნ​თქავ​და. მაგ​რამ ახ​ლა იმა​საც ვჭირ​დე​ბო​დი,
ვგრძნობ​დი ამას. ვი​ცო​დი, რა სჭირ​დე​ბო​და და მის ტალ​ღა​ზე ვეწ​ყო​ბო​დი. მი​სი სხეული უკა​ნას​კნელ წვრილ​‐
მა​ნე​ბამ​დე რომ შე​ვის​წავ​ლე, ისევ მაგ​რად მო​ვეხ​ვიე. კი​სერ​ზე შე​მო​მაჭ​დო ხე​ლე​ბი. სუნ​თქვა ცხე​ლი და ნეს​‐
ტიანი გა​უხ​და. თით​ქოს სიტ​ყვებს ამ​ბობ​და, სიტ​ყვებს, რომ​ლე​ბიც სიტ​ყვე​ბად ვერ იქ​ცე​ოდ​ნენ. და მა​შინ გზაც
გა​ვიკ​ვლიე. თა​მა​მად და ძლიერად, ისე ძლიერად, რო​გორც იუმიოსი მჭირ​დე​ბო​და.

სულ ბო​ლოს მიკ​ბი​ნა და ხე​ლი და​მი​სის​ხლიანა. ფე​ხებ​ზე მე​კი​და. რეალო​ბა. რეალუ​რი ტკი​ვი​ლი და რეალუ​‐
რი სის​ხლი. ლო​გინ​ზე მქონ​და მი​ჭე​დე​ბუ​ლი მი​სი თე​ძოები და ვა​თა​ვებ​დი. ნე​ლა და გა​მო​ზო​მი​ლად, თით​ქოს
ნა​ბი​ჯებს ვით​ვლი​დი ცეკ​ვი​სას.

– რა მა​გა​რი​ა... – წაიჩურ​ჩუ​ლა ცო​ტა მოგ​ვიანე​ბით.

– ხომ გე​უბ​ნე​ბო​დი, ბედისწერაა-​მეთქი, – გა​ვი​ღი​მე.


ჩემს მხარ​ზე დაეძი​ნა – მშვი​დო​ბიანი, მშვი​დი ძი​ლით. მე არ მე​ძი​ნა. არ მინ​დო​და – მე​ტის​მე​ტად კარ​გი იყო აი,
ასე, მას​თან ჩახ​ვეული წო​ლა. თენ​დე​ბო​და. ნო​მერ​ში ინა​თა. მა​გი​და​ზე მი​სი საათი და სათ​ვა​ლე ეწ​ყო. სა​ხე​ზე
შევ​ხე​დე – უსათ​ვა​ლო​დაც ძა​ლი​ან ლა​მა​ზია. ფრთხი​ლად ვა​კო​ცე შუბ​ლზე. და ისევ შევ​დე​ქი ყალ​ყზე. ისე მინ​‐
დო​და კი​დევ ერ​თხელ, მაგ​რამ მე​ტის​მე​ტად ტკბი​ლად ეძი​ნა. ამი​ტომ, უბ​რა​ლოდ, ვი​წე​ქი და ვუც​ქე​რო​დი, რო​‐
გორ იჭ​რე​ბო​და ოთახ​ში დი​ლა, რო​გორ მიერე​კე​ბო​და კუთხე-​კუნჭულებიდან ბინდს.

სკამ​ზე აკუ​რა​ტუ​ლად ეწ​ყო მი​სი ტა​ნი​სა​მო​სი. ქვე​და​ტა​ნი, ბლუ​ზა, ტრუ​სი, წინ​დე​ბი. სკა​მის ქვეშ – შა​ვი ფეხ​‐
საც​მე​ლი. რეალო​ბა. რეალუ​რი ტა​ნი​სა​მო​სი, რო​მე​ლიც რეალუ​რად შე​იძ​ლე​ბა და​იჭ​მუჭ​ნოს, თუ რო​გორც სა​‐
ჭი​როა, ისე არ და​აწ​ყობ.

დი​ლის შვიდ​ზე გა​ვაღ​ვი​ძე.

– იუმიოსი! ად​გო​მის დროა, – ჩავ​ჩურ​ჩუ​ლე ყურ​ში.

თვა​ლი გაახი​ლა. შე​მომ​ხე​და. და ისევ ყელ​ში ჩარ​გო სა​ხე.

– რა მა​გა​რი იყო!.. – წაიჩურ​ჩუ​ლა და შიშ​ვე​ლი გაძ​ვრა ლო​გი​ნი​დან, სხეული დი​ლის სხი​ვებს მი​უშ​ვი​რა. თით​‐
ქოს სხე​ულ​ში უხი​ლავ მზის ბა​ტა​რე​ებს მუხ​ტავ​და. ლო​გინ​ში იდაყ​ვებ​ზე წა​მო​წეული ვტკბე​ბო​დი ლა​მა​ზი ქა​‐
ლით, რომ​ლის სხე​ულ​საც ორიოდე საათის წინ ბე​ჭედს ვას​ვამ​დი.

იუმიოსიმ შხა​პი მიიღო. თმა დაივარ​ცხნა. სწრა​ფად, მაგ​რამ გულ​მოდ​გი​ნედ გაიხე​ხა კბი​ლე​ბი. ვი​წე​ქი და ვუ​‐
ყუ​რებ​დი, რო​გორ იც​ვამ​და. რო​გორ იკ​რავ​და ღი​ლებს ბლუ​ზა​ზე. რო​გორ დად​გა სარ​კის წინ და ძა​ლი​ან მკაც​‐
რი სა​ხით ამოწ​მებ​და, სად​მე ლა​ქა ან ნაოჭი ხომ არ ჰქონ​და. შევ​ცქე​რო​დი ასეთს და სიამოვ​ნე​ბის​გან ვჭუ​ტავ​‐
დი თვა​ლებს. მხო​ლოდ ახ​ლა ვიგ​რძე​ნი, რომ ნამ​დვი​ლად გა​თენ​და.

– კოს​მე​ტი​კას პერ​სო​ნა​ლის ოთახ​ში ვი​ნა​ხავ, – მით​ხრა.

– რად გინ​და? ისე​დაც ლა​მა​ზი ხარ, – ვუთ​ხა​რი.

– გმად​ლობ, მაგ​რამ უმა​გი​სოდ უსიამოვ​ნე​ბა შემ​ხვდე​ბა. კოს​მე​ტი​კა უნი​ფორ​მის ნა​წი​ლი​ა.

სა​წო​ლი​დან ავ​დე​ქი, მი​ვუ​ახ​ლოვ​დი და მო​ვეხ​ვიე. იუმიოსის მოხ​ვე​ვა სა​ფირ​მო ჟა​კეტ​ში ცალ​კე სიამოვ​ნე​ბა​ა.

– რას იტ​ყვი, ამა​ღა​მაც დაგ​ჭირ​დე​ბი? – მკით​ხა.

– დამ​ჭირ​დე​ბი და თან ძა​ლი​ან, – და​ვუ​დას​ტუ​რე, – კი​დევ უფ​რო მე​ტად, ვიდ​რე წუ​ხელ.

– იცი... აქამ​დე არა​ვის დავ​ჭირ​ვე​ბი​ვარ ასე ძა​ლი​ან, – გა​მო​მიტ​ყდა, – ახ​ლა ძა​ლი​ან კარ​გად ვგრძნობ ამას. ვი​‐
ღა​ცას ვჭირ​დე​ბი. პირ​ვე​ლად ვგრძნობ ამას...

– ნუ​თუ დღემ​დე არა​ვის სჭირ​დე​ბო​დი?

– ისე ძა​ლი​ან, რო​გორც შენ – არა​ვის.


– და რო​გო​რი გრძნო​ბაა, რო​ცა ვინ​მეს სჭირ​დე​ბი?

– ძა​ლი​ან მშვიდ​დე​ბი, – მი​პა​სუ​ხა, – ისე ხარ, რო​გორც ძა​ლი​ან, ძა​ლი​ან დიდ​ხანს არ ყო​ფილ​ხარ. თით​ქოს სახ​‐
ლში შე​დი​ხარ, სა​დაც ძა​ლი​ან თბი​ლა და სიმ​ყუდ​რო​ვე​ა.

– ჰო​და, შენც იც​ხოვ​რე ამ სახ​ლში, – შევ​თა​ვა​ზე, – არა​ვინ არ​სად არ წა​ვა, ზედ​მე​ტი არა​ვინ გა​მოჩ​ნდე​ბა. სუ​‐
ლერ​თია, ამ სახ​ლში, ჩვენ გარ​და, არა​ვი​ნა​ა.

– ესე იგი, დარ​ჩე​ნას მთა​ვა​ზობ?

– ჰო, დარ​ჩე​ნას გთა​ვა​ზობ.

მხრი​დან თა​ვი აიღო და შე​მომ​ხე​და.

– რა მოხ​დე​ბა, თუ ისევ შენ​თან გა​ვა​თევ ღა​მეს?

– არა​ფე​რი. ათიე, რამ​დე​ნიც გინ​და. მაგ​რამ მე​ში​ნია, რომ მე​ტის​მე​ტად რის​კავ: რომ და​გი​ნა​ხონ? მა​შინ​ვე გა​‐
გაგ​დე​ბენ! იქ​ნებ ჯობს შენ​თან ვიარო სტუმ​რად, ან სხვა ოტელ​ში გა​და​ვი​დე? ასე გა​ცი​ლე​ბით მშვი​დად ვიქ​ნე​‐
ბი.

თა​ვი გა​აქ​ნი​ა.

– არა. აქ ჯობს. მე ეს ად​გი​ლი მიყ​ვარს. ეს ხომ მარ​ტო ჩე​მი კი არა, შე​ნი ად​გი​ლიც არის. მინ​და, რომ აქ გიყ​‐
ვარ​დე. რა თქმა უნ​და, თუ თვი​თო​ნაც მო​გინ​დე​ბა...

– მე ყველ​გან მო​მინ​დე​ბა. ოღონდ შენ გრძნობ​დე თავს კარ​გად.

– მა​შინ დღეს სა​ღა​მოს. აქ​ვე.

კა​რი სულ ოდ​ნავ გააღო, ყუ​რი მი​უგ​დო დე​რეფ​ნის ხმა​ურს, ნაპ​რალ​ში გას​რი​ალ​და და გაქ​რა.

***

გა​პარ​სვი​სა და შხა​პის მე​რე ოტე​ლი​დან გა​ვე​დი, დი​ლის ქუ​ჩებ​ში გა​ვი​სე​ირ​ნე, „დან​კინ დო​ნატ​სში“ შე​ვე​დი,
ფუნ​თუ​შა შევ​ჭა​მე და ორი ფინ​ჯა​ნი ყა​ვა დავ​ლი​ე.

მთე​ლი ქა​ლა​ქი სამ​სა​ხურ​ში მი​იჩ​ქა​რო​და. საქ​მე​ზე მი​მა​ვა​ლი ქა​ლა​ქის და​ნახ​ვა​ზე გა​ვი​ფიქ​რე, რომ, ური​გო
არ იქ​ნე​ბო​და, მეც მივ​ბრუ​ნე​ბო​დი სა​მუ​შა​ოს. იუკიმ, დროა, ის​წავ​ლოს, მე კი წა​ვი​მუ​შაო. და ცო​ტა​თი მა​ინც
რეალის​ტუ​რი გავ​ხდე. აქ, სა​პო​რო​ში ხომ არ მო​მე​ძებ​ნა რაიმე საქ​მე? რა​ტო​მაც არა! გა​ვი​ფიქ​რე. ძა​ლიანაც
კარ​გი იქ​ნე​ბა. აქ გად​მო​ვი​დე და იუმიოსის​თან ერ​თად ვიც​ხოვ​რო. ის გა​აგ​რძე​ლებს ოტელ​ში მუ​შაობას, მე
კი... რას გა​ვა​კე​თებ? კარ​გი რა... რა​ღაც სამ​სა​ხურს აუცი​ლებ​ლად ვი​შო​ვი. თუ უცებ არ გა​მოჩ​ნდე​ბა, რამ​დე​ნი​‐
მე თვე შიმ​ში​ლით არ მოვ​კვდე​ბი.

კარ​გი იქ​ნე​ბო​და, რა​მე და​მე​წე​რა, გა​ვი​ფიქ​რე. იმას ხომ ვერ ვიტ​ყვი, რომ არ მიყ​ვარს ტექ​სტე​ბის წე​რა. და ახ​‐
ლა, სა​მი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში გა​მო​უფ​ხიზ​ლებ​ლად ნამ​ქე​რის ქექ​ვის შემ​დეგ, ბო​ლოს და ბო​ლოს, რა​მე იქ​ნებ
ჩემ​თვი​საც დავ​წე​რო...

აი, ისიც. აი, თურ​მე რა მინ​და.

უბ​რა​ლოდ, ტექ​სტი. არც ლექ​სი, არც მოთ​ხრო​ბა, არც ავ​ტო​ბი​ოგ​რა​ფია, არც წე​რი​ლი – უბ​რა​ლოდ, ტექ​სტი.
ჩემ​თვის. უბ​რა​ლოდ, ტექ​სტი – შეკ​ვე​თი​სა და ბო​ლო ვა​დის გა​რე​შე.

არც ისე ცუ​დი​ა.

და ისევ იუმიოსი გა​მახ​სენ​და, რომ​ლის სხე​ულ​ზეც ყვე​ლა​ფე​რი და​ვათ​ვა​ლიერე, უკა​ნას​კნე​ლი ხა​ლის ჩათ​‐
ვლით. და ყვე​ლა​ფერს სა​კუ​თა​რი ბე​ჭე​დი და​ვას​ვი. სრუ​ლი​ად ბედ​ნიერი დავ​სე​ირ​ნობ​დი ზაფ​ხუ​ლის ქა​ლაქ​ში,
გემ​რიელად ვჭა​მე, ლუ​დი დავ​ლიე. მე​რე ოტელ​ში დავ​ბრუნ​დი, ფოიეში, ფი​კუ​სებს მიღ​მა დავ​ჯე​ქი და თვალ​‐
თვა​ლი და​ვუწ​ყე – რო​გორ მუ​შა​ობ​და იუმიოსი.

"},{"head":"44.","content":"

44.

შვი​დის ნა​ხე​ვარ​ზე მო​ვი​და. იმა​ვე სა​ფირ​მო ჟა​კე​ტით, მაგ​რამ სხვა​ნაირი ბლუ​ზით. ამ​ჯე​რად თან პლას​ტი​კა​‐
ტის პა​კე​ტი მოიტა​ნა ტუალე​ტის ნივ​თე​ბით და კოს​მე​ტი​კით.

– ერ​თხე​ლაც იქ​ნე​ბა, გა​მო​გი​ჭე​რენ, – გა​ვაქ​ნიე თა​ვი.

– ნუ გე​ში​ნია, ასე ად​ვი​ლი გა​მო​სა​ჭე​რი არ ვარ, – გაიცი​ნა და ჟა​კე​ტი სკა​მის სა​ზურ​გე​ზე გა​და​კი​და. დი​ვან​ზე
დავ​წე​ქით და ერ​თმა​ნეთს მო​ვეხ​ვი​ეთ.

– დღეს მთე​ლი დღე შენ​ზე ვფიქ​რობ​დი, – მით​ხრა, – იცი, რა გა​ვი​ფიქ​რე? რა კარ​გი იქ​ნე​ბო​და, ყო​ველ​დღე რომ
დავ​დიოდე სამ​სა​ხურ​ში, ყო​ველ სა​ღა​მოს მოვ​დიოდე შენ​თან, ნო​მერ​ში, ყო​ველ​ღა​მე გვეყ​ვა​რე​ბო​და ერ​თმა​ნე​‐
თი, დი​ლით კი ისევ წა​ვი​დო​დი...

– პი​რა​დი ცხოვ​რე​ბა სამ​სა​ხურ​ში? – გა​ვი​ცი​ნე, – სამ​წუ​ხა​როდ, ისე​თი მდი​და​რი არ ვარ, რომ იმ​დენ ხანს ვიც​‐
ხოვ​რო ოტელ​ში, რამ​დე​ნიც მო​მე​სურ​ვე​ბა. გარ​და ამი​სა, ად​რე თუ გვი​ან, აუცი​ლებ​ლად გა​გი​გე​ბენ.

გაწ​ბი​ლე​ბულ​მა გა​ატ​კა​ცუ​ნა თი​თე​ბი.

– აი, ხომ ხე​დავ... ამ​ქვეყ​ნად ყო​ველ​თვის ყვე​ლა​ფე​რი ისე არ არის, რო​გორც გინ​და.
– ნუ იტ​ყვი, – და​ვე​თან​ხმე.

– კი​დევ რამ​დენ ხანს დარ​ჩე​ბი?

– ჰო... ვფიქ​რობ, რომ დავ​რჩე​ბი.

– რამ​დე​ნი​მე დღე​საც არა უშავს. ერ​თად ვიც​ხოვ​როთ აქ, კარ​გი?

გაიხა​და. ისევ აკუ​რა​ტუ​ლად და​აწ​ყო ყვე​ლა​ფე​რი – რო​გორც ჩანს, მრა​ვალ​წლიანი ჩვე​ვაა. ჯერ საათი და
სათ​ვა​ლე და​აწ​ყო მა​გი​და​ზე, მე​რე კი საქ​მეს შე​ვუ​დე​ქით. და​ახ​ლოებით ერ​თი საათის მე​რე სა​ბო​ლო​ოდ და​ვი​‐
ღა​ლეთ. მაგ​რამ ცხოვ​რე​ბა​ში ამა​ზე უკე​თე​სი დაღ​ლი​ლო​ბით არ დავ​ღლილ​ვარ.

– მა​გა​რია! – წაიჩურ​ჩუ​ლა. და, დამ​შვი​დე​ბულს და მოშ​ვე​ბულს ისევ ჩემს მხარ​ზე დაეძი​ნა. ერ​თხანს ასე ვი​წე​‐
ქი, მე​რე ავ​დე​ქი, შხა​პი მი​ვი​ღე, მა​ცივ​რი​დან ლუ​დი გა​მო​ვი​ღე, მარ​ტომ დავ​ლიე, მე​რე სა​წოლ​თან, სკამ​ზე
დავ​ჯე​ქი და დიდ​ხანს ვუ​ყუ​რებ​დი იუმიოსის. ძილ​შიც მშვი​დი და ბედ​ნიერი იყო.

ცხრა სა​ათ​ზე გა​იღ​ვი​ძა. შიოდა. მე​ნიუ გა​დავ​შა​ლე, მა​კა​რო​ნის ბრა​წუ​ლა და სენ​დვი​ჩი შე​ვუკ​ვე​თე ნო​მერ​ში.
იუმიოსიმ ტან​საც​მე​ლი და ფეხ​საც​მე​ლი კა​რა​და​ში შე​აწ​ყო და რო​ცა კარ​ზე და​რე​კეს, სააბა​ზა​ნო​ში დაიმა​ლა.
სტიუარ​დმა ური​კით საჭ​მე​ლი შე​მოაგო​რა და წა​ვი​და, მე კი იუმიოსი გა​მო​ვიყ​ვა​ნე.

ბრა​წუ​ლას და სენ​დვიჩს ლუ​დი და​ვა​ყო​ლეთ. და ცხოვ​რე​ბის მო​მა​ვალ გეგ​მებ​ზე და​ვიწ​ყეთ საუბა​რი. ვუთ​ხა​‐
რი, რომ სიამოვ​ნე​ბით გად​მო​ვი​დო​დი სა​პო​რო​ში საც​ხოვ​რებ​ლად.

– ტო​კიოში მა​ინც საქ​მე არა​ფე​რი მაქვს. და იქ ცხოვ​რე​ბას აზ​რი არა აქვს. დღეს მთე​ლი დღე ვფიქ​რობ​დი და
გა​დავ​წყვი​ტე. დავ​რჩე​ბი აქ და მოვ​ძებ​ნი სამ​სა​ხურს. იმი​ტომ რომ აქ შენ ხარ.

– ესე იგი, რჩე​ბი? – დააზუს​ტა.

– ჰო, ვრჩე​ბი, – ვუთ​ხა​რი. და გა​ვი​ფიქ​რე, რომ გად​მო​სას​ვლე​ლად ნივ​თე​ბიც ბევ​რი არა​ფე​რი მაქვს. ფირ​ფი​ტე​‐
ბი, წიგ​ნე​ბი და სამ​ზა​რეულოს ჭურ​ჭე​ლი. მე​ტი არა​ფე​რი. ჩავ​ტვირ​თავ „სუ​ბა​რუ​ში“ და ბორ​ნით ჰო​კაიდომ​დე.
მოზ​რდილ ნივ​თებს ან იაფად გავ​ყი​დი, ან გა​დავ​ყრი და აქ ვი​ყი​დი. სა​წო​ლი და მა​ცი​ვა​რი კარ​გა ხა​ნია გა​მო​‐
საც​ვლე​ლია. არა, მა​ინც მე​ტის​მე​ტად ვეჩ​ვე​ვი ნივ​თებს: ვი​ყი​დი რა​ღა​ცას და მე​რე წლო​ბით ვე​ღარ ვე​ლე​ვი, –
სა​პო​რო​ში ბი​ნას ვი​ქი​რა​ვებ და ახალ ცხოვ​რე​ბას და​ვიწ​ყებ. შენ კი ყო​ველ​თვის შე​გეძ​ლე​ბა ჩემ​თან მოს​ვლა
და იმ​დე​ნი ხნით დარ​ჩე​ნა, რამ​დე​ნი​თაც მო​გე​სურ​ვე​ბა. მო​დი, ერ​თხანს ვცა​დოთ ასე ცხოვ​რე​ბა. ჩე​მი აზ​რით,
გა​მოგ​ვი​ვა. მე რეალო​ბა​ში დავ​ბრუნ​დე​ბი, შენ დამ​შვიდ​დე​ბი. და, ბო​ლოს და ბო​ლოს, შევ​ძლებთ ერ​თმა​ნეთ​‐
თან დარ​ჩე​ნას.

სა​ხე გაუნათ​და და მა​კო​ცა.

– რა​ღაც სას​წაული​ა...

– არ ვი​ცი, რა მოხ​დე​ბა მო​მა​ვალ​ში, – და​ვა​მა​ტე, – მაგ​რამ ისე​თი გრძნო​ბა მაქვს, ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბა.
– არა​ვინ იცის, რა მოხ​დე​ბა მო​მა​ვალ​ში, – თქვა იუმიოსიმ, – მაგ​რამ ის, რაც ახ​ლაა, უბ​რა​ლოდ, სას​წაულია.
ყვე​ლა​ზე საოცა​რი სას​წაული...

ისევ და​ვუ​რე​კე მო​რი​გეს და ვთხო​ვე, ნო​მერ​ში ყი​ნუ​ლი მოეტა​ნათ. ამ დროს იუმიოსი ისევ სააბა​ზა​ნო​ში იმა​‐
ლე​ბო​და. მა​ცივ​რი​დან არ​ყის ბოთ​ლი და პო​მიდ​ვრის წვე​ნის პა​კე​ტი გა​მო​ვი​ღე, ჯერ კი​დევ დღი​სით რომ ვი​ყი​‐
დე ქა​ლაქ​ში, და ორი ულუ​ფა „ბლა​დი მე​რი“ შე​ვა​ზა​ვე. ლი​მო​ნის გა​რე​შე, „ლი-​ენდ-პერინზის“ გა​რე​შე – უბ​რა​‐
ლოდ, „ბლა​დი მე​რი“ ნა​ტუ​რა​ლუ​რად. მი​ვუ​ჭა​ხუ​ნეთ. დღე​სას​წა​ულს მხო​ლოდ მუ​სი​კა აკ​ლდა. იქი​დან, რა​საც
სა​წოლ​თან დად​გმუ​ლი რა​დიო გვთა​ვა​ზობ​და, „პო​პუ​ლა​რუ​ლი მე​ლო​დიების“ არ​ხი შე​ვარ​ჩიე. მან​ტო​ვა​ნის ორ​‐
კეს​ტრი მო​მა​ბეზ​რე​ბე​ლი პომ​პე​ზუ​რო​ბით უკ​რავ​და Strangers in the Night-ს. ძლივს შე​ვი​კა​ვე თა​ვი, რომ რა​მე მწა​‐
რე არ მეთ​ქვა.

– შენ რა, აზ​რებს კით​ხუ​ლობ? – გაიღი​მა იუმიოსიმ, – სულ ახ​ლა​ხან გა​ვი​ფიქ​რე: აი, „ბლა​დი მე​რი“ რომ
გვქონ​დეს სრუ​ლი ბედნიერებისთვის-​მეთქი! რო​გორ მიხ​ვდი?

– ნუ დაიცობ ყუ​რებს და ის, რაც სა​ჭი​როა, თვი​თონ მო​გაწ​ვდენს ხმას. ნუ და​ხუ​ჭავ თვა​ლებს და ის, რაც გჭირ​‐
დე​ბა, თვი​თონ და​გე​ნახ​ვე​ბა, – ვუ​პა​სუ​ხე.

– ლო​ზუნ​გი​ვით ჟღერს...

– რა​ტომ მა​შინ​ვე ლო​ზუნ​გი? მოკ​ლედ ჩა​მო​ყა​ლი​ბე​ბუ​ლი ცხოვ​რე​ბი​სეული პო​ზი​ცი​ა.

– იქ​ნებ მა​ინც ლო​ზუნ​გე​ბის შემ​დგე​ნე​ლი სპე​ციალის​ტი გახ​დე? – გაიცი​ნა იუმიოსიმ.

სამ-​სამი ულუ​ფა „ბლა​დი მე​რი“ დავ​ლი​ეთ. მე​რე გა​ვი​ხა​დეთ და ისევ საქ​მეს შე​ვუ​დე​ქით. ამ​ჯე​რად ძა​ლი​ან ნა​‐
ზად და ნე​ლა. მე​ტი არა​ვინ და არა​ფე​რი გვჭირ​დე​ბო​და ამ​ქვეყ​ნად. ერ​თმა​ნე​თი გვყოფ​ნი​და. რა​ღაც მო​მენ​ტში
თავ​ში ისე აზ​რი​ალ​და და აძაგ​ძაგ​და რა​ღაც, რო​გორც ძველ ოტელ „დელ​ფი​ნის“ დან​ჯღრე​ულ ლიფ​ტში. ყვე​‐
ლა​ფე​რი სწო​რია, გა​ვი​ფიქ​რე. აქ ჩე​მი ად​გი​ლია. მე მას ვე​კუთ​ვნი. და რაც არ უნ​და თქვა – ეს რეალო​ბაა. ყვე​‐
ლა​ფე​რი რიგ​ზეა, არ​სა​დაც აღარ წა​ვალ. უკ​ვე ჩა​ვერ​თე. აღ​ვად​გი​ნე ყვე​ლა ჩაწ​ყვე​ტი​ლი კონ​ტაქ​ტი და
რეალო​ბას მი​ვუ​ერ​თდი. მო​მინ​და და ადამიანმა-​ცხვარმა მი​მა​ერ​თა. შუაღა​მი​სას და​ვი​ძი​ნეთ.

***

იუმიოსი მხარ​ში ჩამ​ჭი​დე​ბო​და და მან​ჯღრევ​და.

– ეი, გა​იღ​ვი​ძე! – ჩამ​ჩურ​ჩუ​ლებ​და ყურ​ში. რა​ტომ​ღაც ჩაც​მუ​ლი იყო. ნო​მერ​ში ბნე​ლო​და და თბილ თი​ხის
გუნ​დას დამ​სგავ​სე​ბულ ჩემს ტვინს არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში არ სურ​და ქვეც​ნო​ბიერის სიღ​რმეები​დან ამოყ​‐
ვინ​თვა. სა​წოლ​თან ღა​მის ნა​თუ​რა ენ​თო. საათი ოთ​ხის წუ​თებს უჩ​ვე​ნებ​და. რა​ღაც მოხ​და, მა​შინ​ვე ეს გა​ვი​‐
ფიქ​რე. ალ​ბათ სას​ტუმ​როს უფ​რო​სო​ბამ იყ​ნო​სა, რომ ჩემს ნო​მერ​შია. ღა​მის სამ სა​ათ​ზე იუმიოსი მხარ​ში
ჩამ​ბღაუჭე​ბია და ვერ​ხვის ფო​თო​ლი​ვით ცახ​ცა​ხებს. და უკ​ვე ჩაც​მაც მო​უს​წრი​ა... ნამ​დვი​ლად გა​მოგ​ვი​ჭი​რეს.
სხვა ვერ​სია თავ​ში არც მომ​დიოდა. რა ვქნა? – ვფიქ​რობ​დი გამ​წა​რე​ბუ​ლი. მაგ​რამ ვე​რა​ფე​რიც ვერ მო​მე​ფიქ​‐
რე​ბი​ნა.

– გა​იღ​ვი​ძე! გთხოვ, გა​იღ​ვი​ძე, ძა​ლი​ან გთხოვ... – ჩუ​მად მე​ვედ​რე​ბო​და.

– გა​ვიღ​ვი​ძე, – მო​ვახ​სე​ნე, – რა მოხ​და?


– მე​რე აგიხ​სნი. ადე​ქი, ჩქა​რა ჩა​იც​ვი!

წა​მოვ​ხტი და ჩაც​მა და​ვიწ​ყე. სწრა​ფად, რო​გორც შე​მეძ​ლო. თა​ვი – მაისურ​ში, ფე​ხე​ბი – ჯინ​სში, ტერ​ფე​ბი – კე​‐
დებ​ში, ხე​ლე​ბი – მოკ​ლე საწ​ვი​მარ​ში. ელ​ვა ნი​კა​პამ​დე ავი​წიე. რო​გორც კი მოვ​რჩი, იუმიოსიმ გა​სას​ვლე​ლის​‐
კენ წა​მათ​რია. კა​რი გააღო. სულ რა​ღაც ორი თუ სა​მი სან​ტი​მეტ​რით.

– შე​ხე​დე! – მით​ხრა. ღრი​ჭოს ავე​კა​რი და დე​რე​ფან​ში გა​ვი​ხე​დე. სრუ​ლი წყვდიადი იდ​გა. სქე​ლი და თხე​ვა​დი,
რო​გორც მელ​ნის ჟე​ლე. ისე​თი ღრმა, რომ გე​გო​ნე​ბო​და, ხელს გა​იწ​ვდი და უძი​რო უფ​სკრუ​ლი ჩა​გით​რევს. და
კი​დევ სუ​ნი ვიგ​რძე​ნი. ისევ ის. ძვე​ლი, დაობე​ბუ​ლი გა​ზე​თე​ბის მძაფ​რი სუ​ნი. წარ​სუ​ლის სუნ​თქვა ძვე​ლი
დროების ფსკე​რი​დან.

– ისევ ის სიბ​ნე​ლე... – წამ​ჩურ​ჩუ​ლა იუმიოსიმ ყურ​თან.

წელ​ზე მოვ​ხვიე ხე​ლი და მი​ვი​კა​რი.

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა, სა​ში​ში არა​ფე​რია. ეს ჩე​მი სამ​ყა​როა. აქ ცუ​დი არა​ფე​რი შე​იძ​ლე​ბა მოხ​დეს. შენ ხომ
პირ​ველ​მა მი​ამ​ბე ამ სიბ​ნე​ლის შე​სა​ხებ. მი​სი წყა​ლო​ბით შევ​ხვდით ერ​თმა​ნეთს, – ვამ​შვი​დებ​დი. მაგ​რამ თვი​‐
თო​ნაც არ მჯე​რო​და, რა​საც ვამ​ბობ​დი. თუ უფ​რო ზუს​ტად ვიტ​ყვი, ყვე​ლა​ფე​რი მი​ცახ​ცა​ხებ​და. ისეთ​მა პირ​‐
ველ​ყო​ფილ​მა შიშ​მა შე​მიპ​ყრო, რომ ლო​გი​კის​თვის აღარ მე​ცა​ლა. შიშ​მა, რო​მე​ლიც ჩემს გე​ნე​ტი​კურ კოდ​ში
წი​ნა​რე​ის​ტო​რიული პე​რიოდი​დან არის ჩა​დე​ბუ​ლი. წყეული სიბ​ნე​ლე – რის​გა​ნაც არ უნ​და ყო​ფი​ლი​ყო წარ​‐
მოქ​მნი​ლი – ყლა​პავ​და ადა​მი​ანს, ფქვავ​და და ინე​ლებ​და მთე​ლი თა​ვი​სი არ​გუ​მენ​ტე​ბიანად. რი​სი შე​იძ​ლე​ბა
გწამ​დეს ასეთ კოს​მო​სურ სიბ​ნე​ლე​ში? ამ​გვარ სიბ​ნე​ლე​ში ნე​ბის​მიერი ცნე​ბა მა​ხინ​ჯდე​ბა, თავ​და​ყი​რა დგე​ბა
და ქრე​ბა. რად​გან ყვე​ლა​ფერს ალ​ღობს სა​კუ​თარ თავ​ში ერ​თი, ერ​თა​დერ​თი ლო​გი​კა: დიადი არა​რაობა.

– ნუ გე​ში​ნია. სა​ში​ში არა​ფე​რია, – ვარ​წმუ​ნებ​დი, თუმ​ცა სი​ნამ​დვი​ლე​ში სა​კუ​თა​რი თა​ვის დარ​წმუ​ნე​ბას ვცდი​‐
ლობ​დი.

– რა უნ​და ვქნათ? – მკით​ხა იუმიოსიმ.

– ვცა​დოთ იქ მის​ვლა, – ვუთ​ხა​რი, – მე აქ, ამ ოტელ​ში, თქვენ ორ​თან შე​სახ​ვედ​რად დავ​ბრუნ​დი. შენ​თან და
იმას​თან, ვინც იქ, სიბ​ნე​ლე​ში ზის. ის მე​ლო​დე​ბა.

– ის, ვინც უც​ნა​ურ ოთახ​ში ცხოვ​რობს?

– ჰო, სწო​რედ ის.

– მაგ​რამ ხომ სა​ში​ში​ა... მარ​თლა სა​ში​შია! – თქვა იუმიოსიმ. ხმა უკან​კა​ლებ​და და უწ​ყდე​ბო​და. თუმ​ცა არა
მარ​ტო იუმიოსის, ში​შის​გან მეც პი​რი მქონ​და გამ​შრა​ლი.

თვა​ლებ​ში ვა​კო​ცე.

– ნუ გე​ში​ნია. შენ​თან ვარ. ხე​ლი მომ​კი​დე და არ გა​მიშ​ვა. ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზე იქ​ნე​ბა. რაც არ უნ​და მოხ​დეს,
ხე​ლი არ გა​მიშ​ვა. შევ​თან​ხმდით? მაგ​რად ჩამ​კი​დე.
ოთახ​ში შევ​ბრუნ​დი, ჩან​თი​დან ასე​თი შემ​თხვე​ვის​თვის შე​ნა​ხუ​ლი ფა​რა​ნი და „ზი​პოს“ სან​თე​ბე​ლა ამო​ვი​ღე
და საწ​ვიმ​რის ჯი​ბე​ებ​ში ჩა​ვიწ​ყვე. მე​რე კარ​თან დავ​ბრუნ​დი, ნე​ლა გა​ვა​ღე, მაგ​რად ჩავ​კი​დე ხე​ლი იუმიოსის
და სიბ​ნე​ლე​ში გა​დავ​დგი ნა​ბი​ჯი.

– სა​ით წა​ვი​დეთ? – მკით​ხა.

– მარ​ჯვნივ, – ვუთ​ხა​რი, – სულ მარ​ჯვნივ. ასე​თი წე​სი​ა.

დე​რე​ფანს მივ​ყე​ვი, ფარ​ნით ჩემ წინ სივ​რცეს ვი​ნა​თებ​დი. რო​გორც მა​შინ, ახ​ლაც ვგრძნობ​დი, რომ ეს სუ​‐
ლაც არ იყო მო​დერ​ნის​ტუ​ლი ცა​თამ​ბჯე​ნი DOLPHIN HOTEL. რა​ღაც ძვე​ლი, დრო​მოჭ​მუ​ლი შე​ნო​ბის დე​რე​ფან​‐
ში მივ​დიოდით. წი​თე​ლი ხა​ლი​ჩა ისე გა​ქუ​ცუ​ლი​ყო, ნახ​ვრე​ტე​ბი ჩან​და. გა​ჯი კედ​ლებ​ზე თა​ვი​სი ლა​ქე​ბით
მიხ​რწნი​ლი მო​ხუ​ცის კანს ჰგავ​და. კედ​ლე​ბიც უს​წორ​მას​წო​რო იყო: ხან მარ​ჯვნივ მიგ​ვაგ​დებ​და, ხან – მარ​‐
ცხნივ. იქ​ნებ ეს ძვე​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი​ა“? – ვვა​რაუდობ​დი. არა მგო​ნია. უფ​რო ასე ვიტ​ყო​დი: აქ რა​ღაც ძა​‐
ლი​ან ჰგავ​და ძველ ოტელ „დელ​ფინს“. რა​ღაც ძა​ლი​ან ოტელ​დელ​ფი​ნუ​რი იყო... კი​დევ ცო​ტა გა​ვიარეთ. რო​‐
გორც მა​შინ, დე​რე​ფა​ნი ახ​ლაც მარ​ჯვნივ უხ​ვევ​და. მეც მარ​ჯვნივ გა​ვუხ​ვიე. და ვიგ​რძე​ნი, რომ რა​ღაც ისე არ
იყო. ისე არა, რო​გორც მა​შინ. არა​ვი​თა​რი ნა​თე​ბა არ მო​ჩან​და წინ, არა​ვი​თა​რი მო​ღე​ბუ​ლი კა​რი, რომ​ლის
იქით მკრთა​ლად ციმ​ცი​მებ​და სან​თე​ლი. შე​და​რე​ბის​თვის ფა​რა​ნი ჩა​ვაქ​რე. არა​ფე​რი არ შე​იც​ვა​ლა. ნა​თე​ბა
ისევ არ იყო. აბ​სო​ლუ​ტურ​მა უკუნ​მა, ცბი​ერ​მა, რო​გორც ოკეანის უფ​სკრულ​მა, ჩაგ​ვყლა​პა ყო​ველ​გვა​რი ჩქა​‐
მის გა​რე​შე.

იუმიოსი შე​ში​ნე​ბუ​ლი ჩა​მაფ​რინ​და მკლავ​ში.

– ნა​თე​ბა არ ჩანს, – ვთქვი. ძა​ლი​ან უც​ნაური ხმით. თით​ქოს მე კი არა, სხვამ თქვა, – ად​რე ნა​თე​ბა იყო. აი, იმ
კა​რი​დან.

– ჰო, მახ​სოვს. მეც და​ვი​ნა​ხე.

მო​სახ​ვევ​თან გავ​ჩერ​დი და დავ​ფიქ​რდი. რა​მე შე​ემ​თხვა ადამიან-​ცხვარს? იქ​ნებ უბ​რა​ლოდ სძი​ნავს? არა, შე​‐
უძ​ლე​ბე​ლია. ის ყო​ველ​თვის ტო​ვებს სი​ნათ​ლეს. ჩემ​თვის. რო​გორც შუ​ქუ​რას ღა​მე​ში. ეს მი​სი სა​მუ​შაოა. და​‐
ძი​ნე​ბი​სა​საც კი ან​თე​ბულს ტო​ვებს სან​თელს. სხვა​ნაირად არ შე​უძ​ლი​ა... უსიამოდ მიჩ​ქმი​ტა რა​ღა​ცამ გუ​‐
ლის კოვ​ზთან.

– მო​დი, დავ​ბრუნ​დეთ! – მით​ხრა იუმიოსიმ, – აქ მე​ტის​მე​ტად ბნე​ლა. დავ​ბრუნ​დეთ და ოდეს​მე სხვა დროს
მო​ვი​დეთ. ასე აჯო​ბებს. ბედს ნუ გა​მოც​დი.

გულ​ში თით​ქმის და​ვე​თან​ხმე. აქ მარ​თლა ძა​ლი​ან ბნე​ლა. და აშ​კა​რად რა​ღაც ცუ​დი ხდე​ბა. მაგ​რამ დაბ​რუ​ნე​‐
ბა არ შე​იძ​ლე​ბა.

– არა, მოიცა​დე. ვღე​ლავ. იქ უნ​და მი​ვი​დეთ და შე​ვა​მოწ​მოთ, ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა თუ არა. იქ​ნებ ვჭირ​დე​ბი?
იქ​ნებ სწო​რედ ამი​ტომ მი​მა​ერ​თა? – ისევ ავან​თე ფა​რა​ნი. წვრი​ლი ყვი​თე​ლი სხი​ვი წინ გა​იქ​ცა და სად​ღაც
შორს სიბ​ნე​ლეს შეერია, – წა​ვი​დეთ. მაგ​რად მომ​კი​დე ხე​ლი. შენ მე მჭირ​დე​ბი. მე შენ გჭირ​დე​ბი. ყვე​ლა​ფე​რი
კარ​გად არის, ნუ ღე​ლავ. ჩვენ ვრჩე​ბით. არ​სად აღარ ვა​პი​რებთ წას​ვლას. და ამი​ტომ აუცი​ლებ​ლად დავ​‐
ბრუნ​დე​ბით. ნუ ღე​ლავ, ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იქ​ნე​ბა...

ფრთხი​ლად, ნაბიჯ-​ნაბიჯ წა​ვე​დით წინ. სიბ​ნე​ლე​ში მი​სი შამ​პუ​ნის არო​მატს ვი​სუნ​თქავ​დი. ეს სურ​ნე​ლი ნერ​‐
ვებს მიმ​შვი​დებ​და. მკლავ​ზე მის თი​თებს ვგრძნობ​დი – პა​ტა​რას, თბილს, მკვრივს. ჩვენ ერ​თმა​ნეთ​თან ვართ
და​კავ​ში​რე​ბუ​ლი. ამ სა​ში​ნელ წყვდი​ად​შიც კი.
ადამიანი-​ცხვრის ოთა​ხი თით​ქმის მა​შინ​ვე ვი​პო​ვეთ. დე​რე​ფან​ში მხო​ლოდ ერ​თი კა​რი იყო ღია და მხო​ლოდ
იქი​დან მო​დიოდა ობი​სა და ძვე​ლი გა​ზე​თე​ბის მძაფ​რი სუ​ნი. და​ვა​კა​კუ​ნე. რო​გორც მა​შინ, ჩემ​მა კა​კუნ​მა ისე
და​იგ​რუ​ხუ​ნა, თით​ქოს ვეებერ​თე​ლა ყურ​ში უზარ​მა​ზა​რი, ლამ​პიანი გა​მაძ​ლიერე​ბე​ლი გას​კდა. სამ​ჯერ და​ვა​‐
კა​კუ​ნე და მო​ვი​ცა​დე. გა​ვი​და ოცი წა​მი, ოც​დაათი. არა​ვინ ჩანს. რა დაემარ​თა ადამიან-​ცხვარს? იქ​ნებ მოკ​‐
ვდა? რო​ცა ჩვენ შევ​ხვდით, ისე​თი მო​ფამ​ფა​ლე​ბუ​ლი და ძა​ლა​გა​მოც​ლი​ლი იყო... რა გა​საკ​ვი​რია, თუ, უბ​რა​‐
ლოდ, სი​ბე​რით მოკ​ვდა. ჰო, დიდ​ხანს იცოც​ხლა, მაგ​რამ წლებს თა​ვი​სი მი​აქვს. ოდეს​მე ისიც უნ​და მომ​კვდა​‐
რი​ყო. რო​გორც ჩვენ ყვე​ლა... პა​ნი​კამ შე​მიპ​ყრო. თუ მოკ​ვდა, ვინ​ღა მი​მა​ერ​თებს ამ სამ​ყა​როს​თან? ახ​ლა ვინ
ჩამ​რთავს?

კა​რი შე​ვა​ღე, იუმიოსი თან გა​ვი​ყო​ლე, შიგ​ნით შე​ვე​დი და ოთა​ხი ფარ​ნით გა​ვა​ნა​თე. ირ​გვლივ ყვე​ლა​ფე​რი
ზუს​ტად ისე იყო, რო​გორც მა​შინ. ძვე​ლი წიგ​ნე​ბი მთელ იატაკ​ზე, პა​ტა​რა მა​გი​და უხე​ში ჭრა​ქით შან​დლის
ნაც​ვლად, შიგ კი ჩამ​ქრა​ლი სან​თლის ნამ​წვი. ძა​ლი​ან მოკ​ლე, სულ სა​მი თი​თის და​დე​ბა. ჯი​ბი​დან სან​თე​ბე​ლა
ამო​ვი​ღე, სან​თე​ლი ავან​თე, ფა​რა​ნი ჩა​ვაქ​რე და „ზი​პო“ ჯი​ბე​ში ჩა​ვი​დე.

ადამიანი-​ცხვარი არ ჩან​და.

სად წა​ვი​და? – გა​ვი​ფიქ​რე.

– ვინ იყო აქ? – მკით​ხა იუმიოსიმ.

– ადამიანი-​ცხვარი, – ვუ​პა​სუ​ხე, – ის, ვინც ამ სამ​ყა​როს იცავს. აქ რა​ღაც სა​დის​პეტ​ჩე​როს​მაგ​ვა​რია, საიდა​ნაც


ის მა​ერ​თებს ყვე​ლა​ფერ​თან, რაც კი რამ არის ამ​ქვეყ​ნად. რო​გორც კო​მუ​ტა​ტო​რი სა​ტე​ლე​ფო​ნო სად​გურ​ში.
ცხვრის ტყა​ვი აც​ვია და უხ​სო​ვა​რი დროიდან ცხოვ​რობს. ეს კი მი​სი ოთა​ხია. აქ იმა​ლე​ბა.

– რას ემა​ლე​ბა?

– რას? ომებს, ცი​ვი​ლი​ზა​ცი​ას, კა​ნო​ნებს, სის​ტე​მებს... ყვე​ლა​ფერს, რაც ადამიან-​ცხვარს არ უხ​დე​ბა.

– მაგ​რამ ახ​ლა გაქ​რა, ხომ?

თა​ვი და​ვუქ​ნიე. კე​დელ​ზე ჩე​მი თა​ვის გო​ლიათურ​მა ჩრდილ​მაც და​აქ​ნია თა​ვი.

– ჰო, ახ​ლა კი გაქ​რა. მაგ​რამ რა​ტომ? ის ხომ არ უნ​და გამ​ქრა​ლი​ყო...

მეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ დე​და​მი​წის კი​დე​ზე ვი​დე​ქი – რო​გორც ეს ძველ ადა​მიანებს წარ​მო​ედ​გი​ნათ. გი​გან​ტუ​რი
ჩან​ჩქე​რე​ბი ჯო​ჯო​ხეთ​ში ვარ​დე​ბა და ყვე​ლა​ფე​რი ამ​ქვეყ​ნიური თან მი​აქვს. ჩვენ კი სულ კი​დე​ზე ვართ. ორ​‐
ნი. წინ არა​ფე​რია. საითაც არ უნ​და გაიხე​დო – მხო​ლოდ სი​შა​ვე. არა​ფე​რი თვალ​წინ... ოთა​ხის სი​ცი​ვე ძვლე​‐
ბამ​დე აღ​წევ​და. მხო​ლოდ ჩვე​ნი ხე​ლე​ბი ათ​ბობ​დნენ ჯერ კი​დევ ერ​თმა​ნეთს.

– იქ​ნებ მოკ​ვდა კი​დეც. არ ვი​ცი, – და​ვა​მა​ტე.

– ნუ ფიქ​რობ ასეთ პირ​ქუშ რა​მე​ებ​ზე ასეთ სიბ​ნე​ლე​ში! – თქვა იუმიოსიმ, – რა​მე ნა​თელ​ზე იფიქ​რე. იქ​ნებ მა​‐
ღა​ზიაში წა​ვი​და და მა​ლე დაბ​რუნ​დეს? იქ​ნებ სან​თე​ლი გაუთავ​და?

– ჰო. ან, ვთქვათ, გა​და​სა​ხა​დის გა​დახ​და გა​დაწ​ყვი​ტა. რა​ტო​მაც არა, – და​ვა​მა​ტე. სან​თე​ბე​ლა ავან​თე და შევ​‐
ხე​დე. ტუ​ჩის კუთ​ხე​ებ​ში ღი​მი​ლი მი​მალ​ვო​და. სან​თე​ბე​ლა ჩა​ვაქ​რე და სან​თლის მკრთალ შუქ​ზე მო​ვეხ​ვიე, –
მო​დი, უქ​მე დღე​ებ​ში ქა​ლა​ქი​დან გა​ვი​დეთ, კარ​გი?

– რა თქმა უნ​და, – მით​ხრა.

– მთე​ლი ჰო​კაიდო შე​მო​ვიაროთ ჩე​მი „სუ​ბა​რუ​თი“. ძვე​ლია, გა​მო​ნაც​ვა​ლი. მოკ​ლედ, ზუს​ტად ის არის, რაც
გვჭირ​დე​ბა. მო​გე​წო​ნე​ბა. ერთ დროს „მა​ზე​რა​ტით“ დავ​დიოდი. გუ​ლახ​დი​ლად გეტ​ყვი, ჩე​მი „სუ​ბა​რუ“ ას​ჯერ
სჯობს.

– ეჭ​ვიც არ მე​პა​რე​ბა, – თქვა.

– კონ​დი​ციონე​რიც აქვს, მაგ​ნი​ტო​ფო​ნიც...

– უბ​რა​ლოდ, სიტ​ყვე​ბი არ მყოფ​ნის, – თქვა.

– უბ​რა​ლოდ, სიტ​ყვე​ბი არ მყოფ​ნის, – გა​ვი​მეორე, – ამ მან​ქა​ნით სხვა​დას​ხვა ქა​ლა​ქებს ვნა​ხავთ. ყვე​ლა​ფე​რი


ახა​ლი შენ​თან ერ​თად მინ​და ვნა​ხო.

– ძა​ლი​ან სა​მარ​თლიანი სურ​ვი​ლი​ა...

ერ​თხანს კი​დევ ვი​დე​ქით ასე მოხ​ვეულე​ბი. მე​რე ერ​თმა​ნეთს ხე​ლი შე​ვუშ​ვით და გარ​შე​მო ისევ მო​ვა​ტა​რე
ფა​რა​ნი. იუმიოსი დაიხა​რა და იატა​კი​დან წიგ​ნი აიღო. „ი​ორ​კში​რუ​ლი ცხვრე​ბის ჯი​შის გა​სა​უმ​ჯო​ბე​სე​ბე​ლი
კვლე​ვა“. ქა​ღალ​დი გა​ხუ​ნე​ბუ​ლი​ყო, ყდა​ზე კი მტვე​რი რძის ქა​ფი​ვით მიჰ​კრო​ბო​და.

– ამ ოთახ​ში ყვე​ლა წიგ​ნი ცხვრებ​ზეა, – ვთქვი, – ძველ ოტელ „დელ​ფინ​ში“ მთე​ლი სარ​თუ​ლი მეც​ხვა​რეობის
არ​ქივს ეჭი​რა. მმარ​თვე​ლის მა​მა პრო​ფე​სო​რი იყო, მთე​ლი ცხოვ​რე​ბა ცხვარს სწავ​ლობ​და. და მთე​ლი მი​სი
ბიბ​ლიოთე​კა ახ​ლა აქ არის. ადამიანმა-​ცხვარმა მემ​კვიდ​რეობით მიიღო და ახ​ლა იცავს. ეს წიგ​ნე​ბი არა​ვის
არ სჭირ​დე​ბა. დღეს მათ წა​კით​ხვი​თაც კი არა​ვინ წაიკით​ხავს. მაგ​რამ ადამიანი-​ცხვარი ძა​ლი​ან უფ​რთხილ​‐
დე​ბა. რო​გორც ჩანს, მათ ამ ად​გი​ლის​თვის ძა​ლი​ან დი​დი მნიშ​ვნე​ლო​ბა აქვთ.

იუმიოსიმ ფა​რა​ნი გა​მო​მარ​თვა, წიგ​ნი გა​და​შა​ლა და კე​დელს მი​ეყ​რდნო. მე ჩემს გი​გან​ტურ ჩრდილს მი​ვაშ​‐
ტერ​დი მო​პირ​და​პი​რე კე​დელ​ზე და ადამიან-​ცხვარზე დავ​ფიქ​რდი. სად შე​იძ​ლე​ბო​და გამ​ქრა​ლი​ყო? და უცებ
სა​ზიზ​ღარ​მა წი​ნათ​გრძნო​ბამ შე​მიპ​ყრო. გუ​ლი ყელ​ში მო​მებ​ჯი​ნა. რა​ღაც ისე არ არის. სა​და​ცაა რა​ღაც სა​ში​‐
ნე​ლე​ბა მოხ​დე​ბა. რა? გუ​ლის​ყუ​რი მო​ვიკ​რი​ბე. და უცებ გო​ნე​ბა გა​მი​ნათ​და. რას აკე​თებ? ასე არ შე​იძ​ლე​ბა!!!
– გა​მი​ელ​ვა თავ​ში. მივ​ხვდი, რომ რო​მე​ლი​ღაც მო​მენ​ტი​დან აღარ გვი​კი​დია ერ​თმა​ნე​თის​თვის ხე​ლი. ხე​ლის
გაშ​ვე​ბა არ შე​იძ​ლე​ბა. არა​ვი​თარ შემ​თხვე​ვა​ში. თვა​ლის და​ხამ​ხა​მე​ბა​ში ცივ​მა ოფ​ლმა და​მას​ხა. შევ​ბრუნ​დი
და ხე​ლი გა​ვიწ​ვდი​ნე. მაგ​რამ უკ​ვე გვი​ან იყო. იმა​ვე სის​წრა​ფით, რო​გო​რი​თაც ხელს ვიწ​ვდენ​დი, იუმიოსი
გალ​ღვა კე​დელ​ში. ისე​ვე რო​გორც კი​კი – ჩონ​ჩხე​ბის ოთახ​ში. მი​სი სხეული ისე გაქ​რა ბე​ტონ​ში, რო​გორც
მოძ​რავ დიუნებ​ში. ფარ​ნიანად. მარ​ტო დავ​რჩი მკრთა​ლად მო​ციმ​ცი​მე სან​თლის შუქ​ზე.

– იუმიოსი! – ვიყ​ვი​რე.

ხმა არა​ვინ გამ​ცა. სა​მა​რი​სე​ბუ​რი სი​ჩუ​მე და საფ​ლა​ვის სი​ცი​ვე ერ​თმა​ნეთ​თან შე​ერ​თდა და მთე​ლი სივ​რცე
და​იპ​ყრო ჩემ გარ​შე​მო. და ისიც ვიგ​რძე​ნი, რო​გორ დედ​დე​ბო​და სიბ​ნე​ლე.

– იუმიოსი! – ისევ და​ვიყ​ვი​რე.


– მო​მის​მი​ნე, ეს ისე ად​ვი​ლია! – უცებ მო​მეს​მა მო​გუ​დუ​ლი ხმა კედ​ლის იქი​დან, – მარ​თლა, ად​ვი​ლია! გა​მო​დი
კე​დელ​ში და შენც აქ აღ​მოჩ​ნდე​ბი...

– ეგ​რე არ არის!! – ვიღ​რიალე, – გეჩ​ვე​ნე​ბა, რომ ად​ვი​ლია! ის, ვინც იქით წა​ვი​და, უკან ვე​ღარ დაბ​რუნ​დე​ბა!
შენ არ გეს​მის... იქ სხვა რა​მეა. იქ ყვე​ლა​ფე​რი არა​რეალუ​რია. იქ სხვა სამ​ყა​როა. ისე​თი არა, რო​გო​რიც აქ!

არა​ფე​რი უთ​ქვამს. ოთა​ხი ისევ სი​ჩუ​მემ დატ​ბო​რა. სხეულის ყო​ველ უჯ​რედ​ზე მაწ​ვე​ბო​და, თით​ქოს მა​რიანას
ღრმულ​ში აღ​მოვ​ჩნდი. იუმიოსი გაქ​რა. საითაც არ უნ​და გა​იწ​ვდი​ნო ხე​ლი, ვე​ღარ მის​წვდე​ბი. ჩვენ შო​რის კე​‐
დე​ლი​ა... ასე რო​გორ მოხ​და? ძა​ლა​გა​მოც​ლი​ლი ვფიქ​რობ​დი. ასე რო​გორ მოხ​და? იუმიოსი და მე – ჩვენ ორი​‐
ვე ამ მხა​რეს უნ​და ვყო​ფი​ლი​ყა​ვით! რამ​დე​ნი რამ გა​და​ვი​ტა​ნე, რომ ასე ყო​ფი​ლი​ყო! რამ​დენ​ნაირი ცეკ​ვა ვი​‐
ცეკ​ვე, რომ აქამ​დე მო​მეღ​წი​ა...

მაგ​რამ ფიქ​რის​თვის დრო აღარ რჩე​ბო​და. არ მქონ​და დაგ​ვიანე​ბის უფ​ლე​ბა. და მის კვალს მივ​ყე​ვი – პირ​და​‐
პირ ამ წყე​ულ კე​დელ​ში. სხვა​ნაირად მოქ​ცე​ვა არ შე​მეძ​ლო – მე ხომ მიყ​ვარ​და იუმიოსი. და რო​გორც მა​შინ,
რო​ცა კი​კის გავ​ყე​ვი, ად​ვი​ლად გა​ვიარე ბე​ტონ​ში. ზუს​ტად ისე იყო ყვე​ლა​ფე​რი: გა​უმ​ჭვირ​ვა​ლე ჰაერის ზო​‐
ლი – ოდ​ნავ მკვრი​ვი და ხაოიანი შე​ხე​ბი​სას. და ზღვის წყა​ლი​ვით ცი​ვი. დრო გამ​რუდ​და, მი​ზეზ​მა და შე​დეგ​მა
ად​გი​ლე​ბი გაც​ვა​ლეს. გრა​ვი​ტა​ცია გაქ​რა. ვგრძნობ​დი, რო​გორ ამო​ტივ​ტივ​და საუკუ​ნეების უფ​სკრუ​ლი​დან
წარ​სუ​ლის მეხ​სიერე​ბა და ჩემ გარ​შე​მო ბოლ​ქვე​ბად მოიყა​რა თა​ვი. ეს ჩე​მი გე​ნე​ბია. ევო​ლუ​ცია ზეიმობ​და
ჩემს სის​ხლსა და ხორ​ცში. მე დავ​ძლიე ჩე​მი დნმ-​ის გი​გან​ტუ​რი, რთუ​ლი, შეუცნობ-​დახლართული ფორ​მუ​‐
ლა. გა​ვარ​ვა​რე​ბუ​ლი დე​და​მი​წის ბურ​თი გაიბე​რა და მე​რე, მკვეთ​რად გა​ცი​ვე​ბუ​ლი, ძა​ლი​ან და​პა​ტა​რავ​და.
გა​მოქ​ვა​ბულ​ში ჩემ​თან ცხვა​რი შე​მოიპა​რა. ზღვა ერთ ვეებერ​თე​ლა აზ​რად იქ​ცა, რომ​ლის ზე​და​პირს უხ​მო
წვი​მა რწყავ​და. უსა​ხო ადა​მიანე​ბი იდ​გნენ ტალ​ღმჭრე​ლის გას​წვრივ და ჰო​რი​ზონტს გაჰ​ყუ​რებ​დნენ. და​ვი​ნა​‐
ხე, რო​გორ იქ​ცა დრო ძა​ფის უზარ​მა​ზარ გორ​გლად და რო​გორ გა​გორ​და ცა​ზე. დიადი არა​რაობა ნთქავ​და
ადა​მიანებს, და კი​დევ უფ​რო დიადი არა​რაობა თვი​თონ მას ნთქავ​და. ადა​მიანის სხეული დნე​ბო​და. ქვეშ
ძვლე​ბი მო​ჩან​და. ძვლე​ბი ფერ​ფლად იქ​ცეოდა, რო​მელ​საც ქა​რი სხვა​დას​ხვა მხა​რეს ფან​ტავ​და. თქვენ
მკვდა​რი ხართ აბ​სო​ლუ​ტუ​რად. მკვდა​რი ხართ ასი პრო​ცენ​ტით, – წარ​მოთ​ქვა ვი​ღა​ცამ გვერ​დით. კუ-​კუ, –
ესეც ვი​ღა​ცამ თქვა. ჩე​მი სხეული იხ​რწნე​ბო​და, სკდე​ბო​და, ნაპ​რა​ლე​ბი​დან დამ​პა​ლი ხორ​ცის ნაჭ​რე​ბი ამო​‐
დიოდა, – ცო​ტა ხნის შემ​დეგ კი ისევ ნორ​მა​ლურ სა​ხეს იღებ​და.

ბოდ​ვა თავ​ში დაც​ხრა. ქაოსის ზო​ლი გავ​ლი​ლია. შიშ​ვე​ლი ვწე​ვარ ლო​გინ​ში, ირ​გვლივ სიბ​ნე​ლეა. არა, უკუ​ნი
სიბ​ნე​ლე არა, მაგ​რამ მა​ინც არა​ფე​რი ჩანს. მარ​ტო ვარ. ხელს ვა​ფა​თუ​რებ ლო​გინ​ში – გვერ​დით არა​ვი​ნაა.
ისევ მარ​ტო ვარ, სრუ​ლი​ად მარ​ტოდ​მარ​ტო ამ იდიოტუ​რი სამ​ყა​როს კი​დე​ზე. „იუმიოსი!“ – ვცდი​ლობ ვიყ​ვი​‐
რო, მაგ​რამ ვერ ვა​ხერ​ხებ. რა​ღაც ხრიალი ამომ​დის. კი​დევ ერ​თხელ მინ​და და​ვიყ​ვი​რო, მაგ​რამ გა​ის​მის ჩხა​‐
კუ​ნი და ნო​მერ​ში ღა​მის ნა​თუ​რის მკრთა​ლი შუ​ქი იღ​ვრე​ბა.

იუმიოსი გვერ​დი​თაა. თეთ​რი ბლუ​ზით, სა​ფირ​მო ქვე​და​ტა​ნი​თა და შა​ვი ფეხ​საც​მლით. დი​ვან​ზე ზის და ალერ​‐
სიანი ღი​მი​ლით მი​ყუ​რებს. ცის​ფე​რი ჟა​კე​ტი სა​წერ მა​გი​დას​თან მიდ​გმულ სკამ​ზეა გა​და​კი​დე​ბუ​ლი – თით​ქოს
იმის დას​ტუ​რად, რომ იუმიოსი სა​ერ​თოდ არ​სე​ბობს. და​ძა​ბუ​ლო​ბით შე​ბორ​კი​ლი სხეული ნელ-​ნელა ეშ​ვე​ბა.
თავ​ში თით​ქოს მაგ​რად მო​ჭე​რი​ლი ჭან​ჭი​კე​ბი მო​მიშ​ვეს. უცებ შევ​ნიშ​ნე, რომ მუჭ​ში ზეწ​რის ნა​ჭე​რი მაქვს
ჩაბ​ღუ​ჯუ​ლი. ხე​ლი ავ​წიე და შუბ​ლი​დან ოფ​ლი მო​ვიწ​მინ​დე. იმე​დია, ორი​ვე ამ მხა​რეს ვართ, გა​ვი​ფიქ​რე. თუ
მა​ინც არა? აი, ეს ტორ​შე​რის სი​ნათ​ლე ნამ​დვი​ლია? თუ ისევ ვბო​დავ?

– იუმიოსი...

– რა, საყ​ვა​რე​ლო?

– ნამ​დვი​ლად აქ ხარ?

– რა თქმა უნ​და.
– და არ​სად არ გამ​ქრალ​ხარ?

– არ​სად არ გავ​მქრალ​ვარ. ადა​მიანე​ბი ასე ად​ვი​ლად არ ქრე​ბი​ან.

– და​მე​სიზ​მრა.

– ვი​ცი. სულ გი​ყუ​რებ​დი. რო​გორ გე​ძი​ნა, რო​გორ ხე​დავ​დი შენს სიზ​მარს, და დრო​დად​რო მე​ძახ​დი. სიბ​ნე​ლე​‐
ში... იცი, თუ ძა​ლი​ან და​აკ​ვირ​დე​ბი, სიბ​ნე​ლე​შიც კარ​გად ხე​დავ, არა?

სა​ათს დავ​ხე​დე. დი​ლის ოთ​ხი საათია. ერ​თი ციც​ქნა გა​და​სას​ვლე​ლი ღა​მი​დან დი​ლა​ში. დრო, რო​ცა აზ​რე​ბი
ღრმავ​დე​ბა და იხ​ლარ​თე​ბა. მთე​ლი სხეული გა​თო​ში​ლი და და​ბუ​ჟე​ბუ​ლი მაქვს. ნუ​თუ ეს მარ​თლა მხო​ლოდ
სიზ​მა​რი იყო? იქ, სიბ​ნე​ლე​ში, ადამიანი-​ცხვარი გაქ​რა, მას​თან ერ​თად – იუმიოსიც. გარ​კვე​ვით მახ​სოვ​და
მარ​ტო​სუ​ლი, უძ​ლუ​რი სა​სო​წარ​კვე​თა – იმის გა​მო, რომ აღარ​სად მქონ​და წა​სას​ვლე​ლი. ეს შეგ​რძნე​ბა ჯერ
კი​დევ ჩემ​თან არის. უფ​რო რეალუ​რად, ვიდ​რე ჩვეულებ​რივ რეალო​ბა​ში. შე​იძ​ლე​ბა იმი​ტომ, რომ ჩე​მი
ჩვეულებ​რი​ვი რეალო​ბა ჯერ კი​დევ არ ქცეულა ას​პრო​ცენ​ტი​ან რეალო​ბად.

– იუმიოსი...

– ჰო, საყ​ვა​რე​ლო.

– რა​ტომ ხარ ჩაც​მუ​ლი?

– შე​ნი ყუ​რე​ბა მო​მინ​და. ჩაც​მულს, – მი​პა​სუ​ხა, – რა​ტომ​ღაც.

– შე​გიძ​ლია ისევ გაიხა​დო? – ვთხო​ვე. ისევ მო​მინ​და დავ​რწმუ​ნე​ბუ​ლი​ყა​ვი იმა​ში, რომ ნამ​დვი​ლად არ​სე​ბობ​‐
და. იმა​შიც, რომ აქ სწო​რედ ეს სამ​ყა​რო იყო.

– რა თქმა უნ​და, – თქვა იუმიოსიმ.

საათი შე​იხ​სნა. ფეხ​საც​მე​ლე​ბი გაიხა​და და ერ​თად და​აწ​ყო. ერ​თი​მეორის მი​ყო​ლე​ბით გა​იხ​სნა ღი​ლე​ბი ბლუ​‐
ზა​ზე, გა​იძ​რო წინ​დე​ბი, ქვე​და​ტა​ნი და ყვე​ლა​ფე​რი აკუ​რა​ტუ​ლად და​აწ​ყო სკამ​ზე. სათ​ვა​ლე მო​იხ​სნა და სა​ათ​‐
თან ერ​თად მა​გი​და​ზე და​დო. მე​რე ფეხ​შიშ​ველ​მა გაიარა ოთა​ხი, კა​რა​დი​დან შა​ლის პლე​დი გა​მოიღო, დაბ​‐
რუნ​და და გვერ​დით მო​მიწ​ვა. მაგ​რად მო​ვეხ​ვიე. რბი​ლი და თბი​ლი იყო. სრუ​ლი​ად რეალუ​რი სიმ​ძი​მით.

– არ გამ​ქრალ​ხარ, – ვუთ​ხა​რი.

– ხომ გით​ხა​რი, ადა​მიანე​ბი ასე უბ​რა​ლოდ არ ქრე​ბი​ან, – და გაიღი​მა.

ვი​თომ? – ვეხ​ვეოდი და ვფიქ​რობ​დი, – ყვე​ლა​ფე​რი ასე მარ​ტი​ვად არ არის. ამ სამ​ყა​რო​ში ყვე​ლა​ფე​რი შე​იძ​‐
ლე​ბა მოხ​დეს. ის მე​ტის​მე​ტად ცვა​ლე​ბა​დი და სა​ხი​ფა​თოა. სამ​წუ​ხა​როდ, იქ ყვე​ლა​ფე​რია შე​საძ​ლე​ბე​ლი. თა​‐
ნაც, „სიკ​ვდი​ლის ოთახ​ში“ კი​დევ ერ​თი გა​ურ​კვე​ვე​ლი ჩონ​ჩხი რჩე​ბო​და. ვი​სი? ადამიანი-​ცხვრის? თუ კი​დევ
ვი​ღა​ცას ეწე​რა სიკ​ვდი​ლი ჩემს ცხოვ​რე​ბა​ში? ხომ შე​იძ​ლე​ბა, რომ ეს ჩე​მი, სა​კუ​თა​რი ჩონ​ჩხი იყოს? აქე​დან
შორს, ძა​ლი​ან შორს ზის სიბ​ნე​ლე​ში და მოთ​მი​ნე​ბით ელის, რო​დის მოვ​კვდე​ბი...
სად​ღაც შო​რი​დან ძველ ოტელ „დელ​ფი​ნის“ ხმე​ბი მო​მეს​მა. თით​ქოს ღა​მის მა​ტა​რებ​ლის რიტ​მუ​ლი დუ​გა​დუ​‐
გი მოჰ​ქონ​და ქარს. ზე​ვით წა​სულ​მა დან​ჯღრე​ულ​მა ლიფ​ტმა გა​იღ​რჭიალა და გა​ჩერ​და. ვი​ღა​ცამ გაიარა დე​‐
რე​ფან​ში. ნომ​რის კა​რი გააღო, მე​რე და​ხუ​რა... ის იყო, ძვე​ლი ოტე​ლი „დელ​ფი​ნი“. მა​შინ​ვე ვი​ცა​ნი. აქ ყვე​ლა​‐
ფე​რი, რა​საც კი შე​ეძ​ლო, ჭრიალებ​და, გრუ​ხუ​ნებ​და და ღრჭიალებ​და. მას ვე​კუთ​ვნო​დი. მი​სი ნა​წი​ლი ვი​ყა​ვი.
იქ, შიგ​ნით, ვი​ღაც ტი​რო​და. ყვე​ლა​ფერ​ზე, რა​ზეც მე ცრემ​ლი არ მყოფ​ნი​და.

ქუ​თუ​თო​ებს ვუ​კოც​ნი​დი.

იუმიოსის ტკბი​ლად ეძი​ნა ჩემს მხარ​ზე. მე არ მე​ძი​ნა. სხე​ულ​ში, რო​გორც ამომ​შრალ ჭა​ში, ძი​ლის ერ​თი წვე​‐
თიც არ დამ​რჩე​ნო​და. ნა​ზი, მყი​ფე ყვა​ვი​ლი​ვით ფრთხი​ლად ვეხ​ვეოდი. დრო​დად​რო ვტი​რო​დი. უხ​მოდ. იმა​ზე
ვტი​რო​დი, რაც უკ​ვე დავ​კარ​გე, იმა​ზეც, რა​საც ოდეს​მე კი​დევ დავ​კარ​გავ. თუმ​ცა დიდ​ხანს არც მი​ტი​რია. მი​სი
სხეული ჩემს მკლა​ვებ​ში ისე​თი რბი​ლი და თბი​ლი იყო, რომ მეჩ​ვე​ნე​ბო​და: მის მა​ჯის​ცე​მა​ში თვით დრო წიკ​‐
წი​კებ​და. ცხოვ​რე​ბის რეალუ​რი დრო...

თან​და​თან ინა​თა. თა​ვი მაღ​ვი​ძა​რას​კენ მი​ვაბ​რუ​ნე და დიდ​ხანს ვუ​ყუ​რებ​დი, რო​გორ ით​ვლი​და დი​დი ისა​რი
ჩე​მი ცხოვ​რე​ბის რეალურ დროს. რო​გორ მოძ​რა​ობ​და, ძა​ლი​ან ნე​ლა, და მა​ინც შე​უბ​რა​ლებ​ლად. ვი​წე​ქი და
ვტკბე​ბო​დი ამ დრო​ით, მი​სი სუნ​თქვის სით​ბო​სა და სის​ვე​ლეს ვგრძნობ​დი მხარ​ზე.

რეალო​ბა, – გა​ვი​ფიქ​რე, – აი, აქ კი დავ​რჩე​ბი.

რო​ცა საათის ის​რე​ბი შვი​დამ​დე მი​ხოხ​დნენ, ზაფ​ხუ​ლის მზე დი​ლის სხი​ვე​ბით შეეხო ოთახს, ოდ​ნავ გამ​რუ​‐
დე​ბუ​ლი კვად​რა​ტი და​ხა​ტა იატაკ​ზე. იუმიოსის ეძი​ნა. ფრთხი​ლად, ისე რომ არ გა​მეღ​ვი​ძე​ბი​ნა, კუ​ლუ​ლი გა​‐
და​ვუ​წიე და ტუ​ჩე​ბით ყურს შე​ვე​ხე. სა​მიოდე წუ​თი ასე ვი​წე​ქი, გა​უნ​ძრევ​ლად და ვცდი​ლობ​დი სწო​რი სიტ​ყვე​‐
ბის მო​ძებ​ნას. უკეთ რომ მეთ​ქვა? რამ​დე​ნი სიტ​ყვაა ამ​ქვეყ​ნად. გა​მო​ხატ​ვის რამ​დე​ნი სა​შუალე​ბა... შევ​ძლებ
კი იმის თქმას, რაც სა​ჭი​როა? შევ​ძლებ კი ჰაერის ოდ​ნა​ვი რხე​ვით ყვე​ლაფ​რის გა​და​ცე​მას, რი​სი გა​და​ცე​მაც
მინ​და? რამ​დე​ნი​მე ვა​რი​ან​ტი გა​დავ​სინ​ჯე თავ​ში. და ყვე​ლა​ზე მარ​ტი​ვი ავირ​ჩიე.

– იუმიოსი! – ჩავ​ჩურ​ჩუ​ლე, – გა​თენ​და...

ავ​ტო​რის ბო​ლო​სიტ​ყვაობა

ამ რო​მა​ნის წე​რა 1987 წლის 17 დე​კემ​ბერს და​ვიწ​ყე და 1988 წლის 24 მარტს და​ვამ​თავ​რე. ეს ჩე​მი მე​ექ​ვსე რო​‐
მა​ნია. ამ წიგ​ნის მთა​ვა​რი გმი​რია „მე“ – ისევ ის, ვინც რო​მა​ნებ​ში – „ყუ​რი მი​უგ​დე ქა​რის სიმ​ღე​რას“, „პინ​ბო​‐
ლი – 1973“ და „ნა​დი​რო​ბა ცხვარ​ზე“.

24. 03. 1988, ლონ​დო​ნი

You might also like