Professional Documents
Culture Documents
ავტორი: MAGMA
კატეგორია: იოგა და ტანტრა
იოგა
მუდრები
მთარგმნელი: ნინო მამულაძე
წყარო
ცერი = ცეცხლს
საჩვენებელი თითი = ჰაერს
შუა თითი = ეთერს
არათითი = მიწას
ნეკი = წყალს
PRANA (მიწა და ცეცხლი) - ის, უხეშად რომ ვთქვათ ააქტიურებს ჩვენს სხეულში
არსებულ უმოქმედო ენერგეტიკულ ცენტრებს და განასახიერებს სასიცოცხლო
ენერგიას, რომელსაც სანსკრიტულად პრანა ეწოდება, ცნობილია რომ ეს
უკანასკნელი განასახიერებს სხეულში სასიცოცხლო ძალის დინამიურობას,
ამასთანავე ის გვეხმარება სიფხიზლისა და შინაგანი სიძლიერის შენარჩუნებაში.
აღსანიშნავია, რომ მუდრას დადებითი გავლენა აქვს მულადჰარაზე (ფუძისეულ
ჩაკრაზე).
RUDRA - მუდრა ასტიმულირებს მზის წნულის ჩაკრას, მას სხვაგვარად ,,LORD SHIVA’’-
საც უწოდებენ. შივა მეტაფორულად, რომ ვთქვათ თავისი დამანგრეველი ძალებით
ასუფთავებს თქვენ ცხოვრებისეულ გზას, ხოლო ამის შემდგომ თქვენ შეგეძლებათ
თქვენი უმაღლესი პოტენციალის გამოვლინება. მუდრა გაგიძლიერებთ იმის, უნარს
რომ სწორად გარდაქმნათ თქვენი ენერგია და პოტენციალი, რომ სწორი
გამოყენება მოუძებნოთ მას მატერიალურ სამყაროში , ამას კი ის თქვენ
პერსონალურ ცენტრზე სტიმულაციით განახორციელებს , რომელშიც უშუალოდ
მზის წნულის ჩაკრაა ნაგულისხმევი. ის თქვენს ფიზიკურ სხეულს ,,დატენის’’
ენერგიით, რაც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში მატერიალურ თუ სულიერ
პლანზე.