You are on page 1of 5

10 რამ, რაც ტვინის შესახებ არ იცოდით

ავტორი: MAGMA
კატეგორია: მეცნიერება
მეცნიერება
თავის ტვინი

ტვინის მატერია

ისტორიის განმავლობაში, ადამიანის ტვინი შესანიშნავად ახდენდა საკუთარი


თავის განდევნას. ყველამ, დაწყებული ძველი ეგვიპტელებით, დამთავრებული
არისტოტელეთი, უმნიშვნელოდ ჩათვალეს, ჩვენს ყურებს შორის მისტიკური
მოვლენების როლი.

ცნობილმა ანატომმა, გალენმა, ტვინს მიანიჭა მოძრაობისა და მეტყველების


მმართველის წოდება, თუმცა მაინც გვერდზე გასწია თეთრი და ნაცრისფერი
მატერია, ვინაიდან გაარკვია, რომ ტვინში ყველაზე მეტ საქმეს სითხით სავსე
პარკუჭები აკეთებენ.

ადამიანის ტვინი დიდია...

საშუალო, ზრდასრული ადამიანის ტვინი იწონის 1.3-1.4 კგ-ს.ზოგიერთი


ნეიროქირურგი ტვინის ქსოვილს (სტრუქტურას) კბილის პასტას ადარებს, მაგრამ
ნეიროქირურგ კატრინა ფირლიკის აზრით, ყველაზე კარგი ანალოგი ადგილობრივ,
ჯანსაღი საკვების მაღაზიაში შეიძლება ვიპოვოთ.
“ტვინი არ იშლება, არ გეწებება თითებზე, როგორც კბილის პასტა.’’-წერს ფირლიკი
თავის მემუარში „კიდევ ერთი დღე შუბლის წილში: ტვინის ქირურგი ამჟღავნებს
ცხოვრებას შიგნიდან’’. “ტოფუ - რბილი სახეობა, თუ იცით ტოფუ - ეს შესაძლოა
ყველაზე ზუსტი შედარება იყოს’’.

თუ აღწერით არ მოიხიბლეთ, გაითვალისწინეთ: თქვენი თავის ქალის დაახლოებით


80%-ს ტვინი შეადგენს,ხოლო დანაჩენ ნაწილს ავსებს თანაბარი რაოდენობა
სისხლისა და ზურგის ტვინის სითხისა (გამჭვირვალე სითხე, რომელიც იცავს
ნერვულ ქსოვილებს). თუ თქვენ ცდით ტვინის დაბლენდერებას, თავისი სისხლითა
და სითხით, ის 1.7 ლიტრი გამოვა, ანუ ეს საკმარისი არ იქნება, რომ 2 ლიტრიანი
ქილის ავსება შეძლოთ.

...მაგრამ, ის პატარავდება

ძალიან ნუ გაყოყოჩდებით გაზიანი სასმელის ქილის ხელა ტვინზე. 5000 წლის წინ,
ადამიანის ტვინი ბევრად დიდი იყო.

“ყველანაირი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ვიცით, სადაც კი შეგვეძლო


გაზომვა - ევროპა, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია- რომ ტვინი შევიწროვდა
150 კუბური სანტიმეტრით, საშუალოდ 1350 სანტიმეტრ კუბიდან, უხეშად რომ
ვთქვათ - 10%-ით.’’ - განუცხადა 2009 წელს,მედისონში არსებული ვისკონსინის
უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა, ჯონ ჰოკსმა ‘’LIVE SCIENCE’’-ს.
მკვლევარებმა არ იციან, რა შეიძლება იყოს ტვინის შევიწროვების მიზეზი, მაგრამ
არსებობს თეორია, რომ ისინი ევოლუციას განიცდიან, რათა უფრო ეფექტურნი
იყვნენ. სხვები ფიქრობენ, რომ ჩვენი ქალა პატარავდება, რადგან ჩვენი საკვები
შეიცავს მარტივად საღეჭ საჭმელს, ამიტომ დიდი, ძლიერი ყბა საჭირო აღარ არის.
მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ტვინის ზომა პირდაპირ კორელაციაში არ შედის
ინტელექტთან, ამიტომ არ არსებობს არანაირი ფაქტი იმის დასამტკიცებლად, რომ
ძველი ადამიანები იყვნენ იმაზე ჭკვიანები, ვიდრე თანამედროვე ადამიანები.

ჩვენი ტვინი ენერგიაში იწვება

თანამედროვე ტვინი ენერგიის ,,ღორია’’. ამერიკული


ნეუროფსიქოფარმაკოლოგიური კოლეჯის მიხედვით, ორგანო იკავებს სხეულის
წონის მხოლოდ 2%-ს, მაგრამ იყენებს ჩვენს სისხლში არსებული ჟანგბადის
დაახლოებით 20% და 25% გლუკოზას.

ენერგიის ამ მოთხოვნილებამ, ანთროპოლოგებს შორის დებატების წამოწყებას


უბიძგა, იმის შესახებ თუ, პირველ რიგში, რამ გამოიწვია ,,დიდი ტვინების
ევოლუცია’’. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს არის ხორცი, რაზეც მოწმობს ჩვენს
ადრეულ წინაპრებში ნადირობის ფაქტები. სხვა მეცნიერები თვლიან, რომ ხორცი
არასანდო საკვები წყარო იქნებოდა. 2007 წლის კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა
,,ნაციონალური მეცნიერების აკადემიის ნაშრომებში’’, აღმოაჩინა, რომ
თანამედროვე მაიმუნებმა იციან როგორ ამოთხარონ (მოიპოვონ) კალორიებით
მდიდარი ბორცვი სავანაში. ალბათ, ჩვენი წინაპრებიც იმავეს აკეთებდნენ,
ზრდიდნენ რა თავიანთი ტვინის ენერგიას ბოსტნეულით.

რაც შეეხება იმას, თუ რა აძლევს ტვინს მოტივაციას გადიდდეს ზომაში, 3 ჰიპოტეზა


არსებობს: კლიმატის ცვლა, ეკოლოგიის მოთხოვნები და სოციალური შეჯიბრება.

ნაოჭები გვაჭკვიანებს

რა არის მნიშვნელოვანი სახეობების გონიერებაში? პასუხი შესაძლოა იყოს


ნაოჭები. ადამიანის ტვინის ზედაპირი დაგრეხილია ღრმა ნაპრალებით, პატარა
ღრმულებით, რომლებსაც ღარები (sulcus) ეწოდება და ბორცვებით, კლაკნილებით
(gyrus).ამ ზედაპირს ცერებრალური კორტექსი ეწოდება, რომელიც 1000 მილიარდი
ნეირონისა და ნერვული უჯრედის სახლია.

დაკეცილი, დაკლაკნილი ზედაპირი ტვინს საშუალებას აძლევს შეავსოს ზედაპირის


დიდი ნაწილი-ამდენად, უფრო მეტი დასამუშავებელი ენერგია- თავის ქალის
შეზღუდულ ადგილებში. ჩვენი პრიმატი ნათესავები, გვაჩვენებენ ცვალებად
საფეხურს (დონეს) ამობურცულ (ჩახვეულ) ადგილებს თავიანთ ტვინში, სწორედ,
ასეა სხვა ჭკვიან არსებებშიც, მაგალითად, სპილოში.უფრო მეტიც, ემორის
უნივერსიტეტის, ნეირო-მეცნიერ ლორი მარინოს კვლევებმა აჩვენეს, რომ
დელფინებს უფრო გამოკვეთილი ტვინის ნაოჭები აქვთ, ვიდრე ადამიანებს.

ჩვენი ტვინის უჯრედების უმეტესი ნაწილი, არ არის ნეირონები

ძველი შეხედულება, რომ ჩვენ მხოლოდ ტვინის შესაძლებლობების 10%-ს ვიყენებთ


მცდარია, მაგრამ ვიცით, რომ ნეირონები ტვინის უჯრედების მხოლოდ 10%-ს
შეადგენს. დანარჩენი 90%, რომელიც ტვინის წონის ნახევარს წარმოადგენს,
ეწოდება გლია, რაც ბერძნულად წებოს ნიშნავს. ნეირომეცნიერები ფიქრობდნენ,
რომ გლია უბრალოდ წებოვანი სითხე იყო, რომელიც ნეირონებს ერთად იჭერდა.
მაგრამ, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გლია ბევრად მეტია. 2005
წლის ნაშრომში, ჟურნალში ,,მიმდინარე მოსაზრებები ნეირობიოლოგიაში’’
ნაჩვენებია ამ დაუფასებელი უჯრედების, რეალური ფუნქცია, რომელიც მოიცავს :
გაწმინდოს ზედმეტი ნეიროტრანსმიტერები, რომ მიიღწეს იმუნური დაცვა, რათა
სტიმულირება და მოდელირება გაუკეთოს სინაფსების ზრდასა და
ფუნქციონირებას. (სინაფსი- კონტაქტი ნეირონებს შორის). როგორც ჩანს, ჩუმი
უმრავლესობა, არც ისე ჩუმი ყოფილა.

ტვინი ექსკლუზიური კლუბია

როგორც, არასასურველი პირების გამძევებელი ღამის კლუბში, უჯრედების ჯგუფს


ტვინის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რომელთაც ეწოდებათ ჰემატო-
ენცეფალური ბარიერი,უშვებს ცოტა მოლეკულას ნერვული სისტემის შიდა
,,ტაძარში’’-ტვინში. კაპილარები, რომლებიც ტვინს კვებავენ, განლაგებულნი არიან
მჭიდროდ შეკრული უჯრედებით, რომლებიც აკავებენ დიდ მოლეკულებს. ბარიერში
არსებულ სპეციალურ პროტეინებს ტვინში საკვები და ნივთიერებები გადააქვთ.
მხოლოდ, რამდენიმე ,,ელიტარული’’ ახერხებს შიგნით შეღწევას.

ჰემატოენცეფალური ბარიერი იცავს ტვინს, მაგრამ მან ასევე შესაძლოა


დაბლოკოს სიცოცხლისთვის საჭირო წამლები. ექიმებს , რომლებიც ცდილობენ
განკურნონ ტვინის სიმსივნე, შეუძლიათ გამოიყენონ წამლები, რათა გახსნან
კვანძები უჯრედებს შორის, მაგრამ ეს ტვინს დროებით ასუსტებს ინფექციების
მიმართ. ერთი ახალი გზა, შეაპარო მედიკამენტები ბარიერში არის
ნანოტექნოლოგია. 2009 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, ჟურნალში ,,კიბოს
კვლევა’’ წერია, რომ სპეციალურად შექმნილ ნანო-ნაწილაკებს შეუძლიათ
გადაკვეთონ ბარიერი და მიემაგრონ კიბოს ქსოვილს. მომავალში, ნანო-
ნაწილაკებისა და ქიმიო-თერაპიული წამლების შერწყმა, შეიძლება ერთ-ერთი გზა
იყოს სიმსივნის დამიზნებისთვის.

თავიდან ტვინს მილის ფორმა აქვს

ტვინის ფუნდამენტი ადრეულ პერიოდში იყრება. ჩასახვიდან 3 კვირაში,


ემბრიონული უჯრედების ფურცელი, რასაც ნერვული ფირფიტა ეწოდება, იკეცება
და ერევა ნერვულ მილში. ეს მილი გარდაიქმნება ცენტრალურ ნერვულ სისტემად.

2000 წლის კვლევის (რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ,,რადიოლოგია’’) მიხედვით,


ნერვული მილი იზრდება და დიფერენცირდება პირველი ტრიმესტრის
განმავლობაში (როცა უჯრედები დიფერენცირდება, ისინი სპეციალიზდებიან
ნერვულ ქსოვილებად, რაც საჭიროა სხეულის ნაწილების შესაქმნელად). მეორე
ტრიმესტრამდე გლია და ნეირონები არ იწყებენ ფორმირებას. ტვინი არ ნაოჭდება
გვიან პერიოდამდე. 24-ე კვირას მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება აჩვენებს
ჩანასახში რამდენიმე ღრმულს ნაყოფის ტვინის გლუვ ზედაპირზე. მესამე
ტრიმესტრის დაწყებისთანავე, 26-ე კვირაში, ღრმულები უფრო ღრმავდება და
ტვინი ნელ-ნელა ემსგავსება ახალშობილისას.
მოზარდის ტვინი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის

ჯიუტი მოზარდების მშობლებო გიხაროდეთ, ან სულ მცირე მშვიდად იყავით,


რადგან თინეიჯერის ცუდი საქცელი ნაწილობრივ გამოწვეულია ტვინის
განვითარებით.
ტვინის ნაცრისფერი მატერია პიკშია გარდატეხის ასაკამდე და უკან იხევს
მოზარდობის პერიოდში, რასაც თან ერთვის დრამატული განვითარება შუბლის
წილში, განკითხვისა და გადაწყვეტილების ადგილსამყოფელში.

2005 წელს ჟურნალში ,,ბავშვის განვითარება’’ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა,


რომ ტვინის ის ნაწილები, რომლებიც "მულტი-თასქინგზე" არიან პასუხისმგებელნი,
სრულად არ მწიფდება 16-17 წლამდე.

2016 წელს, BA-ის სამეცნიერო ფესტივალზე წარმოდგენილმა კვლევამ


გამოაშკარავა, რომ მოზარდებს ეგოცენტრულობისთვის ნერვული საპატიო მიზეზი
აქვთ. როდესაც ვითვალისწინებთ ქმედებებს, რომლებიც სხვაზე ახდენს გავლენას,
თინეიჯერები ზრდასრულებზე ნაკლებად იყენებენ მედიალურ პრეფრონტალურ
კორტექსს - ადგილს,რომელიც ასოცირდება ემპათიასთან და დანაშაულის
გრძნობასთან. მკვლევარების თქმით, მოზარდები ემპათიას, სოციალიზაციის დროს
სწავლობენ. ამიტომ, 20 წლამდე მათ დასჯას აზრი არ აქვს.

ტვინი არასდროს აჩერებს ცვლას

სამეცნიერო სიბრძნე ერთ დროს ამბობდა „როდესაც ზრდასრულობას მისღწევ,


ტვინი კარგავს ახალი ნერვული კავშირების შექმნას.“ მას პლასტიკურობა ერქვა და
თვლიდნენ, რომ ის შეზღუდულია ჩვილობისა და ბავშვობის პერიოდით.

მცდარია! 2007 წლის კვლევამპ, რომელიც გულის შეტევის მქონე პაციენტზე


ჩაატარეს, აჩვენა, რომ მისი ტვინი ადაპტირდა ნერვებზე დაზიანების მიმართ,
რომელიც ვიზუალურ ინფორმაციას ატარებდა, სხვა ნერვებიდან მსგავსი
ინფორმაციის გამოწოვით. ამას მოჰყვა სხვა კვლევებიც, რომელთა თანახმადაც,
ზრდასრულ თაგვებს შეეძლოთ ახალი ნეირონების ფორმირება. მომდევნო
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანის ნეირონებიც ამყარებდნენ
ახალი კონტაქტებს; ამავდროულად, მედიტაციაზე ჩატარებულმა კვლევებმა
ცხადჰყო, რომ ინტენსიურმა მენტალურმა ვარჯიშმა შეიძლება შეცვალოს ორივე -
ტვინის სტრუქტურაც და ფუნქციონირებაც.

ბოლო-ბოლო, ქალები ვენერიდან არ ყოფილან

პოპულარული კულტურა ამბობს, რომ ქალებისა და კაცების ტვინი


განსხვავებულია. სიმართლეა, რომ ქალისა და კაცის ჰორმონები
სხვადასხვანაირად ახდენს გავლენას ტვინის განვითარებაზე. ვიზუალურმა
კვლევებმა დაადგინა განსხვავება მამრობითი და მდედრობითი სქესის ტვინის
მიერ ტკივილის, სოციალური გადაწყვეტილებებისა და სტრესთან შეგუებას შორის.
რამდენად შეიძლება ეს განსხვავებები იყოს გენეტიკური, შეძენილი ან აღზრდის
ძველი ბუნება... უცნობია.
მაგრამ, ქალისა და მამაკაცის ტვინი ძირითადად ერთნაირია. 2005 წელს
,,ამერიკულ ფსიქოლოგიაში’’ კვლევის ანალიზმა სქესთა შორის განსხვავებებზე,
აღმოაჩინა, რომ 78% კვლევებში სქესთა შორის განსხვავებებზე, სქესის გავლენა
ქცევაზე არის მცირე, თითქმის ნულის ტოლი. ბოლო დროინდელმა დაკვირვებამ
გამოამჟღავნა მითები სქესების განსხვავებულობის შესაძლებლობებზე. 2010
წლის იანვარში, ნაშრომში გამოქვეყნებულ ,,ფსიქოლოგიურ ბიულეტინში’’,
დააკვირდნენ თითქმის ნახევარ მილიონ გოგონასა და ბიჭს, 69 ქვეყნიდან და
აღმოაჩინეს, რომ არავითარი უკიდურესი სხვაობა არ არის მათემატიკურ
შესაძლებლობებში. ჩვენს განსხვავებებზე ფოკუსირება, შეიძლება წიგნებისთვის
კარგი ყურადღების მისაქცევი სახელია, მაგრამ ნეირომეცნიერებაში, არაფერია
ასეთი მარტივი.

ავტორი: სტეფანი პაპასი

მთარგმნელი: ანნა აბრახამია

You might also like