You are on page 1of 19

სარჩევი

რა არის სიყვარული?
რა არის სიყვარული?

ჯიდუ კრიშნამურტი
რა არის სიყვარული?
მთარგმნელი: ნონა ხიდეშელი

***

ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ვსაუბრობდით სიყვარულის შესახებ, ერთად


ვაპირებდით მის გამოკვლევასა და მთელი მისი პრობლების ძიებას. მაშასადამე,
რა არის სიყვარული? ამას უნდა ჩავუღრმავდეთ ერთად, ეს არ არის არც ლექცია,
არც ინსტრუქცია და არც დახმარება, რაც დიდი სისულელე იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა თაობისგან მოცემული გვაქვს ყველა ტიპის
დახმარება, მაინც ვართ ასეთები. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმით, თუ როგორები
ვართ ახლა, არა გუშინ და არა მომავალში, არამედ დღეს, მოცემულ მომენტში.
ვინ ვართ ჩვენ ახლა და რანი ვართ, ჩვენი სიხარბით, შურით, ეჭვიანობით,
უდიდესი ცრურწმენებით, სურვილით რომ ვეთაყვანოთ ვინმეს და ვუთხრათ ~შენ
ხარ წმინდა ადამიანი~ და მთელი ამ მტკნარი სისულელეებით.

რადგანაც ეს არ არის არც ლექცია და არც გართობა, არც უნდა მიიღო იგი და
არც უნდა უარყო, არამედ ეს არის საუბარი ორი მეგობრის, თუ გნებავთ გალიაში
გამომწყვდეული ორი ცხოველის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთში და
ამიტომაც უნდა ავარჯიშო შენი გონება, ამოქმედო, შეეწინააღმდეგო მას და
იფიქრო მისგან გამომდინარე.

ამგვარად უნდა ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, რა არის სიყვარული? იმისათვის რომ


გამოვიკვლიოთ ეს აბსოლიტურად სიღრმისეულად, პირველ რიგში უნდა
გავარკვიოთ თუ რა არის ენერგია? ყოველი შენი მოძრაობა დაფუძვნებულია
ენერგიაზე. სანამ უსმენ მოსაუბრეს, შენ ავარჯიშებ შენს ენერგიას, როდეს
მოდიხარ აქ შორეული მანძილიდან, გჭირდება დიდი რაოდენობის ენერგია,
ხომ ასეა? ასევე რომ ააშენო სახლი, დარგო ხე, იმოძრაო, ისაუბრო. დაბადებიდან,
ჩვილის პირველი ტირილიდან ყველაფერი დაფუძვნებულია ენერგიაზე. მე მინდა
განვიხილო ყველაფერი ეს.

მაშასადამე უნდა გამოვიკვლიოთ რა არის ენერგია? შემიძლია გავაგრძელო?


მოსაუბრეს შეუძლია უსასრულოდ ილაპარაკოს ამაზე, რადგანაც ბოლო ექვსი თუ
შვიდი წელი ამაზე მუშაობდა, მაგრამ მთავარია, თქვენ თუ შეგიძლიათ მოსმენა
გულმოდგინედ და სერიოზულად. მოსმენის ხელოვნება, ისე რომ არც
შეაწყვეტინო და არც დაეთანხმო ბრმად, უდიდესი ხელოვნებაა. პირველ რიგში
გავიგოთ, შეგვიძლია თუ არა მოსმენა ამ ყველაფრის. რადგანაც ეს არ არის
ლექცია ან ინსტრუქცია და არც სხვა ამდაგვარი სისულელეები, არამედ უნდა
გამოვიკვლიოთ ერთად, ვეძიოთ, დავეჭვდეთ, აროსედეს მივიღოთ ბრმად რასაც
მოსუბრე გვეუბნება, ის არ არის ავტორიტეტი. მაშ ასე, შეგვიძლია დავიწყოთ.

რა არის ენერგია? ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მეცნიერებისთვის


და მათი გადაწყვიტეს, რომ ენერგია არის _,მატერია(matter)- სწორია? მაგრამ რა
არის ენერგია? გამიგეთ? ეს შესაძლოა იყოს _მასალა, ეს შესაძლოა იყოს ყველა
ტიპის რაღაც. მაგრამ რა არის ენერგია, თავდაპირველი ენერგია და ვინ
გამოიწვია ეს? გესმით რაზე ვლაპარაკობ? მე არ ვარ დარწმუნებული. იმიტომ რომ
ეს არის ძალიან, ძალიან სერიოზული საკითხი. მოდი ერთად ვიმოგზაუროთ
მასში. მე და შენ ერთად მივყვეთ ამ ნაკადს, შენ უბრალოდ კი არ უნდა მიყვე
მოსაუბრეს და მიიღო იგი უსტყვოდ, უპირველეს ყოვლისა უნდა დაეჭვდე
ყველაფერში დიდი სკეპტიციზმით. სწორია?

-სწორია ბატონო.-

არა გეთაყვა, არა გთხოვთ, ნუ მეთანხმებით ყველაფერში. შენ არ ეჭვდები


არაფერში , არამედ იღებ უსიტყვოდ. დაეჭვდი, სკეპტიკურად შეხედე შენს
საკუთარ გამოცდილებას, საკუთარ ფიქრებს, საკუთარ დასკვნებს, დაეჭვდი მასში,
დასვი შეკითხვები, ნუ მიიღებ ნურაფერს ნურც წიგნებიდან და ნურც ჩემგამ, მე
მხოლოდ გამვლელი ვარ, უმნიშვნელო.

ერთიანი კვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნიშნავს ერთად მოქმედებას,


რაღაცის ერთად აშენებას, ერთად ძიებას იმის, თუ რა არის ნათელი, რა საეჭვო.
შენ ეს უნდა გააკეთო ისევე, როგორც მოსაუბრემ გააკეთა. ჩვენ ერთად უნდა
მივყვეთ გრძელ დინებას, ეს შენაკადი თქვენ შეგიძლიათ აქციოთ ძალიან, ძალიან
ძლიერ შენაკადად , რაც შემდგომში თქვენვე გაგასეუფთავებთ, გაგიყვანთ
ნაპირზე. თუმცა ალბათ დამეთანხმებით რომ ეს მოითხოვს უდიდეს ენერგიას.

ამგვარად ვიკვლევთ, თუ რა არის ენერგია? როდესაც ხალხი საუბრობს – ეს არის


ენერგია, ხეები, ჩიტები, ვარსკვლავები, მზის ამოსვლა და ჩასვლა, ეს სულ
ენერგიაა, სწორია? შეიძლება ეჭვი გეპარებათ ამაში, მაგრამ ამას არა აქვს
მნიშვნელობა. ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ მოითხოვს ენერგიას, ბავშვის
დაბადებიდან, როდესაც ის პირველად ტირის, საჭიროა ენერგია. ვიოლინოს
დაკვრა, თამაში, ქორწინება, სექსი, მოითხოვს ენერგიას. მაშასადამე უნდა
გავარკვიოთ რა არის ენერგია, რა არის მისი სათავე,

დასაბამი, სად დაიწყო ის, ვინ შექნმა ენერგია? თუ შეიძლება ყურადრებით და


ფრთხილად, ნუ მიპასუხებთ ~ღმერთმა~ და ა.შ. მე არ მივიღებ ღმერთს.
მოსაუბრეს არ ყავს არანაირი ღმერთი _ ყველაფერი რიგზეა? მიიღებთ ამას?
თქვენ მიიღებთ ყველაფერს, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს,
გავაგრძელოთ.

თუ შეიძლება ნუ მიიღებთ ყველაფერს, რასაც მოსაუბრე ამბობს თავის წიგნებში,


საუბრებში, ვიდეო ჩანაწერებსა და მთელ ამდაგვარ რამეებში. ამრიგად რა არის
ენერგია? შეუძლებელია ვიარსებოთ ამ ენერგიის გარეშე. არ არსებობს
დედამიწაზე სიცოცხლე ენერგიის გარეშე: ხეებს სჭირდებათ უზარმაზარი ენერგია,
რომ შეისრუტონ წყალი მიწიდან, ფესვების საშუალებით. ეს არის ვეებერთელა
ენერგია. აეროდრომების ასაშენებლად, ათასობით ადამიანის ენერგიაა
საჭირო, ასევე მთვარეზე გასაფრენად და ასე შემდეგ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ
ან არ ვაკეთებდეთ, ყველაფერი ენერგიაა. სწორია? ცეკვა, ვიოლინოზე დაკვრა,
ხატვა, დიასახლისობა, არმიის გენერლობა, ყველაფერი მოითხოვს ენერგიას ეს
ფაქტია. ჩვენ ვიკვლევთ, რა არის, არა მხოლოდ ენერგია, არამედ რა არის მისი
დასაბამი? არა ისე, როგორც მეცნიერები ამბობენ, რომ ენერგია არის მატერია
და ა.შ. არ მინდა წავყვე ამ ყველაფერს რასაც ამბობენ მეცნიერები ან
რელიგიური ხალხი, რომ ეს არის ~ღმერთი~, ან გურუ, რომელიც ასევე ამბობს
რაღაცას ამ საკითხზე, … ისინი არ იკვლევენ, არ ეჭვდებიან, არ სვავენ
შეკითხვებს. მათ არა აქვთ სკეპტიციზმი.

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ განმარტებებზე, რასაც გვთავაზობენ


მეცნიერები, დავტოვოთ ისინი გზაზე და გავაგრძელოთ მოგზაურობა, რადგანც
თუ ვერ მოახეხებ განთავისუფლებას მისგან ვერ წახვალ მოსაუბრესთან ერთად.
ხო მართალია? ნუ დაიღლები იმაზე ფიქრით, რაც აბსოლიტურად უმნიშვნელოა,
საუბედუროდ ისმენ უამრავ სიტყვებს და ამბობ, – დიახ ეს ჭკვიანურია- და ა.შ

. ჩვენ არაფერი საქმე არ გვაქვს სიტყვებთან. სიტყვა არ არის მთა, სიტყვა `მთა~ არ
არის მთა, გამიგეთ ყველაფერი? როგორც შენი სახელი არ ხარ ~შენ~. მე ვფიქრობ,
რომ ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვები არ არის სინამდვილე ხო
მართალია? სიტყვა ~ხე` არ არის ხე, ხომ მეთანხმებით ამაში? ამოტომაც უნდა
ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ გავებათ სიტყვების მახეში. მე მინდა თქვენ
ამას გაყვეთ. შემიძლია გავაგრძელო? ჩემმა ძველმა მეგობრებმა, რომლებიც
ჩემდა სასიხარულოდ დარბაზში იმყოფებიან, მომცეს ამის სიგნალი.

ჩვენ ვაპირებთ გამოვიკვლიოთ რაღაც, რაც მოითხოვს მთელს შენს ენერგიას,


მთელს შენს ტვინს, ეს არის მასალა, მილიონი წლების მანძილზე დაგროვილი
გამოცდილება. მთელი ეს ევოლუცია ნიშნავს _ ენერგიას. სწორია? ჩვენ
ვეკითხებით საკუთარ თავს, ხომ არ არის ეს ენერგია შევსილი, სტიმულირებული
ან მოთავსებული ცოდნის არეალის ფარგლებში? გაიგეთ ჩემი შეკითხვა? ჩვენი
ცოდნის არეალის ფარგლებში. დიახ ასეა, ეს არის ჩვენი ცოდნის ფარგლებში.
გთხოვთ ნუ მეთანხმებით ყველაფერში, თქვენ უკვე იღებთ ყველაფერს რასაც
ვლაპარაკობ.

ამგვარად მე ვეკითხები ჩემს თავს, არის ეს ენერგია სტიმულირებული და
მოწყობილი ფიქრისგან? გაიგეთ? ფიქრი გაძლევს უდიდეს ენერგიას, როდესაც
მიდიხარ ოფისში ყოველ დღე, დილის 9 საათზე,როდესაც გინდა იშოვო ბევრი
ფული, ან უკეთესი სახლი. ფიქრი ფიქრობს და გაძლევს ენერგიას. როდესაც
ათასობით ადამიანი მუშაობს რაკეტის გასაკეთებლად, რათა გაფრინდეს
მთვარეზე, ამას სჭირდება კოლოსალური ენერგია, ხომ ასეა? მე ვკითხულობ,
შემიძლია ფიქრი, ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე ვგეგმავ აწმყოს, ამას
ყველაფერს სჭირდება ენერგია. სწავლას, სახლის აშენებას, მუშაობას და ასე
შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფრისთვის საჭიროა კოლოსალური ენერგია.
გთხოვთ გაიაზროთ ეს ყველაფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ფიქრი
წარმოშობს იმ უზარმაზარ ენერგიას, რაც საჭიროა აეროდრომების
ასაშენებლად, თვითმფრინავებისა და მანქანების ასაწყობად, რასაც ათასობით
ადამიანი ყოველ დღე თავდაუზოგავად აკეთებს, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
სწორედ ფიქრია ენერგიის შექმნის გასაოცარი ინსტრუმენტი. გაიგეთ? შეგვიძლია
გავაგრძელოთ?

თუ ვერ ხედავთ, რომ ეს არის რეალური ფაქტი, მაშინ თქვენ ხართ დაშტამპული,
ხომ ასეა? თუ ვერ ხედავთ რომ ფიქრი წარმოშობს ამ უზარმაზარ ენერგიას, რაც
გჭირდებათ, რომ გახდეთ მდიდარი, იმუშაოთ მთელი ძალ-ღონით, შეუერთდეთ
რაიმე სექტას ან რელიგიას, ჩაერთოთ რაიმე საქმიანობაში. სწორედ ფიქრია ეს
გასაოცარი ინსტრუმენტი, რაც წარმოშობს ფიქრს, სწორია? არ დამეთანხმოთ.

ამგვარად ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ძალიან, ძალიან ღრმად, ფიქრის ბუნება.


ფიქრი რომელიც გეგმავს საზოგადოებას, რომელმაც დაყო დედამიწა აზიათ და
ევროპათ, კომუნისტურ, სოციალისტურ, კაპიტალისტურ და დემოკრატიულ
რესპუბლიკებათ. ეს ყველაფერი ფიქრმა გააკეთა. ეს ძალიან მარტივია, ჯარი,
ფლოტი, საჰაერო ძალები, შექმნილი არა მარტო ტრანსპორტირებისთვის, არამედ
მკვლელობისთვისაც, ეს ცხადია. მაშასადამე ფიქრი არის უაღრესად
მნიშვნელოვანი ჩვენი არსებობისთვის, მის გარეშე არაფრის კეთება

არ შეგვიძლია. აქ რომ ჩამოხვიდე შორეული მანძილიდან, უნდა დაგეგმო,


გჭირდება მატარებელი, მანქანა ან აეროპორტი, ეს არის ნაწილი ფიქრის.
ამრიგად რა არის ფიქრი? იმუშავე მასში, ნუ მისმენ მარტო მე. რა არის ფიქრი? შენ
არ შეგიძლია იარსებო გარკვეული ფიქრის გარეშე. რომ დაბრუნდე უკან სახლში,
სამსახურში, დაქორწინდე, დაკავდე სექსით, ეს ყველაფერი არის ფიქრის
პროცესი. რა არის ფიქრი? მოსაუბრე ბევრს საუბრობს ამის შესახებ, ნუ
მივუბრუნდებით წიგნებს. ნუ იტყვით,~დიახ , მე ბევრი წამიკითხავს ამის შესახებ~.

აქ უნდა დაივიწყო ყველა წიგნი, ყველაფერი რაც გაგიგია, ყოველი წუთიდან


ამას უნდა მივუახლოვდეთ ახლებურად. ფიქრი დაფუძვნებულია ცოდნაზე.
რადგანაც ცოდნის გარეშე ვერ შეძლებდი აქ მოსვლას, ავტობუსში ჩაჯდომას და
ა.შ. ესაა ცოდნა, მეხსიერება და ფიქრი. სწორია? მეთანხმებით? ჩვენ გვაქვს
მოგროვილი კოლოსალური ცოდნა, როგორ გავყიდოთ ერთმანეთი, გავუწიოთ
ექსპლუატაცია, ავაშენოთ ხიდები, შევქნმათ ღმერთები და ტაძრები, ჩვენ ეს ხომ
უკვე გავაკეთეთ. ჯარი, ფლოტი და აეროფლოტი, სწორედ მან, ფიქრმა, ცოდნის
შედეგად ააშენა ტაძრები და მრავალი რამ, ხოლო ცოდნა არ არსებობს
გამოცდილების გარეშე, ხომ მართალია? ვიყოთ ლოგიკურები ბატონებო, ლოგიკა
აუცილებელია გარკვეული თვალთახედვისთვის. თუ დაიწყებ ლოგიკის გარეშე,
ნამდვილად გახდები ცრუმორწმუნე და ფანტაზიორი, მიხვალ რაღაც
დასკვნებამდე, ისევ ააშენებ ტაძრებს და ათასი ტიპის სისულელეს.

ამგვარად გამოცდილების გარეშე არ არსებობს ცოდნა. მეცნიერება ყოველ დღე


ამატებს ამას რაიმე ახალს. გთხოვთ მივყვეთ ამას ფრთხილად თუ წინააღმდეგი
არ ხართ. რადგანაც გამოცდილება ლიმიტირებულია, ამოტომ ვამატებთ მას
მუდამ უფრო და უფრო მეტს, ცოდნის შედეგად. გამოცდილება და ცოდნა
შენახულია ტვინში, მეხსიერების სახით და სწორედ აქედან იწყება ფიქრი.
სწორია? მართალი ვარ? თუ თქვენ ხართ მართალი? ღმერთო, გრძნობთ საერთოდ
რამეს? გამოცდილება მუდამ შეზღუდულია და ამიტომ მეცნიერულ სამყაროს
გამუდემბით ემატება ყოველ დღე რაღაც ახალი ცოდნა და რამდენადაც
გამოცდილება ლიმიტირებულია, ასევე ცოდნაც ლიმიტირებულია, მეხსიერებაც
და მაშასადამე ფიქრიც. მართალია? ვარ მე ნორმალური თუ არანორმალური? და
ჩვენ ვცხოვრობთ ამ ფიქრით, არასოდეს არ ვაღიარებთ, რომ მან შეიძლება
შექნმას უფრო საოცარი სამოთხე და ჯოჯოხეთი, ბერძნული ოლიმპიური
ღმერთები, ეგვიპტური ღმერთები _ გსმენია რამე მათ შესახებ? არა? თუმცა ამას
არა აქვს მნიშვნელობა.

რადგანაც შენი ფიქრი შეზღუდულია, ამიტომაც ღმერთი, რომელსაც ფიქრი


ქმნის, მუდამ შეზღუდული იქნება. მე ვიცი რომ თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ მე
უნდა გავაგრძელო. ამრიგად შენი ღმერთი, ისევე როგორც ფიქრი, მიუხედავად
იმისა დიადია თუ არა, მუდამ ლიმიტირებულია. ჩვენ კი ვცდილობთ, ენერგია
მივიღოთ ამ შეზღუდული ფიქრისგან. გამიგეთ რას ვამბობ? ჩვენ ვცდილობთ
ვიპოვოთ სათავე, შესაქმის დასაწყისი.

მაშასადამე ფიქრს შეუძლია შექმნას შიში, ასეა? არა? არ გეშინია იმის, რაც
შეიძლება მოხდეს 2 წლის შემდეგ? არ გეშინია სამსახურის დაკარგვის, ან
გამოცდაზე ჩაჭრის? შეიძლება ვერ გახდე წარმატებული, არ გეშინია მარტო
დარჩენის, რადგანაც მუდამ დამოკიდებული ხარ ვიღაცაზე?

ყველაფერ ამას მოაქვს უზარმაზარი შიში. ხომ ფაქტია, რომ, ჩვენ გვეშინია
ადამიანების? მეთანხმებით რომ ეს უბრალოდ ფაქტია და შიშიც ჩნდება
უსაფრთხოების სურვილით? თუ მხოლოდ მისმენთ? კარგით, აღარ მოგაბეზრებთ
თავს, უბრალოდ გავაგრძელებ.

შიში ანადგურებს სიყვარულს. შეუძლებელია სიყვარული იქ სადაც შიშია. შიში


კოლოსალური ენეგიაა და სიყვარულს მასთან საერთო არაფერი აქვს, ისინი
ტოტალურად დაშორებულნი არიან. რა არის შიშის სათავე? ეს ყველაფერი თუ არ
გავიგეთ, ვერ გავიაზრებთ სიყვარულის ბუნებას. თუ ამას ვერ გაიგებ, მაშინ წადი
და იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობდი, იყავი ბედნიერი, დატკბი შენი თავით,
იშოვე ფული, შეიქმენი მდგომარეობა და ა.შ. მაგრამ თუ გინდა ამის გააზრება,
მაშინ არა მარტო ის უნდა გამოიკვლიო, თუ რას ფიქრობ, ამას კომპიუტერიც
გასაოცრად აკეთებს, როგორც ერთმა ინგლისელმა პროფესორმა მითხრა,
კომპიუტერს შეუძლია ფიქრი წინ და უკან. იცით ეს რას ნიშნავს? იგი ფიქრობს,
გეგმავს მომავალს, ისევე როგორც ამას აკეთებს ტვინი, ღვთის გულისათვის
გაიგეთ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია.

ამრიგად ფიქრი ქმნის შიშს. მართალია? ფიქრობ მომავალზე, ფიქრობ წარსულზე


და მაინც არ გაქვს უნარი მოაწესრიგო გარემო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ფიქრი და დრო, ხომ ასეა? არა თქვენ ეს არ გესმით. მე გავაგრძელებ. ფიქრი
ხვალინდელ დღეზე, რა შეიძლება მოხდეს _ მიმატოვოს ცოლმა, ვიქნები
მარტოხელა კაცი და რა უნდა ვქნა? მყავს ბევრი შვილები და ალბათ სჯობს
დავქორწინდე ხელახლა და ა.შ. ეს არის ფიქრი მომავალზე და მას მოაქვს შიში.
ჩვენ ვიკვლევდით შიშს, რომელსაც განაპირობებს დრო და ფიქრი. დრო არის
წარსული, აწმყო და მომავალი, მზის ამოსვლა და ჩასვლა, მცენარის დარგვა, რაც
შემდგომ გახდება დიდი ხე, ეს არის დრო, სწორედ ეს დრო და ფიქრი არის შიშის
ცენტრალური ფაქტორი.

-რომელი საათია?_ უკვე საათი და თხუთმეტი წუთია ვსაუბრობთ. მომეცით კიდევ


რამოდენიმე წუთი რომ დავასრულო, თუ თქვენ გააგრძელებთ ცხოვრებას ისევ
ისე როგორც აქამდე ცხოვრობდით, არაფერი არ შეიცვლება, რადგანაც თქვენ
ხართ დაჭერილი წესებით, ჩვეულებებითა და ნიმუშებით, გაგრძელდება
ყველაფერი და მოკვდებით ასე.

ჩვენ ვიკვლევთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება არ გესმით ამ წუთას, მაგარამ ამას არა
აქვს მნიშვნელობა. მაშასადამე დრო და ფიქრი არის განმაპირობებელი შიშის., -მე
ვარ ასეთი, მაგარამ ვიქნები ასეთი- მე ვიყავი, მე ვიქნები- ამაში ჩართულია დრო,
დრო არის ფიქრი. ეს არის ორი განუყოფელი მოძრაობა. შემდეგ, რა არის
სიკვდილი? რა ადგილი უჭირავს სიკვდილს ჩვენს ცხოვრებაში. გამიგეთ
ბატონებო? რა რის სიკვდილი, ტანჯვა, ტკივილი, შფოთი, მარტოობა, მთელი ეს
საშინელება რაც მოაქვს ფიქრს?

მე მინდა ავიღო თქვენი საათი, ვინც არ უნდა მომცეს იგი, შესაძლებელია მე ის


დავკარგო, ან თქვენ დაკარგოთ. გამიგეთ ბატონებო? გთხოვთ გაიაზრეთ ეს
ფრთხილად. დრო და ფიქრი არის ცენტრალური ფაქტორი ცხოვრების და ჩვენ
ვამბობთ რომ ეს ორივე ასევე ცენტრალური ფაქტორია შიშის. და მოგწონს თუ
არა შენ, ეს არის ფაქტი. რა საერთო აქვს ტანჯვას დროსთან? მიყევით ამას,
ტანჯვას, ტკივილს, შფოთს, მარტოობას, უიმედობას და საერთოდ იმ ყველაფერს,
რაშიც ადამიანი ცხოვრობს? გაიგეთ ჩემი შეკითხვა? თქვენ არ ზიხართ აქ მარტო
ამ სისულელეების მოსასმენათ, რასაც ვლაპარაკობ, ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ,
ერთად ვიკვლევთ, ეს თქვენი ცხოვრებაა, ფაქტი და არა წარმოსახვა. თქვენ
დაიბადეთ, ისწავლეთ, გახდით მინისტრები ან სხვა წარმატებული ხალხი,
ეკუთვნით სხვა და სხვა რელიგიურ დაჯგუფებას თუ სექტას, ღვთის გულისათვის,
გაიგეთ რამე? ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენი ცნობიერება, რომელიც ქმნის შიშს,
ცოდნას, დროს, იცნობთ თქვენს ცნობიერებას? მასში იქმნება ფიქრები, თქვენი
ფიქრები. გაიგეთ ჩემი შეკითხვა?

დრო და ფიქრი არის ცენტრალური ფაქტორი ცხოვრების და ჩვენ ვამბობთ რომ ეს


ორივე ასევე ცენტრალური ფაქტორია შიშის. და მოგწონს თუ არა შენ, ეს არის
ფაქტი. რა საერთო აქვს ტანჯვას დროსთან? მიყევით ამას, ტანჯვას, ტკივილს,
შფოთს, მარტოობას, უიმედობას და საერთოდ იმ ყველაფერს, რაშიც ადამიანი
ცხოვრობს? გაიგეთ ჩემი შეკითხვა? თქვენ არ ზიხართ აქ მარტო ამ
სისულელეების მოსასმენათ, რასაც ვლაპარაკობ, ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ,
ერთად ვიკვლევთ, ეს თქვენი ცხოვრებაა, ფაქტი და არა წარმოსახვა. თქვენ
დაიბადეთ, ისწავლეთ, გახდით მინისტრი ან სხვა წარმატებული ხალხი,
ეკუთვნით სხვა და სხვა რელიგიურ დაჯგუფებას თუ სექტას, ღვთის გულისათვის,
გაიგეთ რამე? ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენი ცნობიერება, რომელიც ქმნის შიშს,
ცოდნას, დროს, იცნობთ თქვენს ცნობიერებას? მასში იქმნება ფიქრები, თქვენი
ფიქრები. გაიგეთ ჩემი შეკითხვა?

ფრთხილად წავიდეთ აქეთ, ნუ იღებთ ყველაფერს, იაზროვნეთ. ყველა ადამიანის


ყოფა დედამიწის ზურგზე არის მწუხარება, ტკივილი, შფოთი, გაურკვევლობა,
ხიფათი, ჩხუბი, მლიქვნელობა, სურვილი ამის თუ იმის, ეს ყველაფერი ხარ შენ. თუ
ფიქრობ რომ შენ ხარ ღმერთის განსახიერება, ეს ნაწილია შენი ფიქრის. ასეა?
ფიქრი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ ლიმიტირებულია. ასევე შენი ცნობიერებაც,
რაც ხარ შენ და მთელი კაცობრიობა. ყოველი ადამიანი ასე მოდის. ყველა, შენ,
შენი მეზობელი, შენი მამა, დედა, ბაბუა, ყველა თაობა მთელს დედამიწაზე.
ამრიგად შენ არ ხარ ინდივიდი. ეს არის დარტყმა, ნუ მიიღებ მას პირდაპირ,
გამოიძიე, ნუ იტყვი რომ ეს არის მტკნარი სისულელე, ან ეს არ არის ფაქტი, რომ
გიტა ამბობს რაღაცას, ან ბიბლია კიდევ სხვა რამეს. ფაქტია რომ შენი ტანჯვა
ტკივილი, შფოთი, მარტოობა, ცოდნა გავრცელებულია, დამახასიათებელია
ზოგადად ადამიანური ყოფისთვის, ნუ იტყვი არ ვარ ამაში, რასაც ყველა ადამიანი
იზიარებს. შენ არ ხარ ცალკე სული, გამოყოფილი სული. მე ვიცი რომ შენ ეს არ
მოგწონს რადგანაც იზრდებოდი იმით, რითიც გკვებავდნენ.

ამრიგად უნდა იყოს თავისუფლება შიშისგან, ტკივილისგინ, ყველა ტიპის


რაღაცისგან. თავისუფლება აუცილებელია, გაიგეთ? არა მხოლოდ სიტყვები,
~ინდოეთი უნდა იყოს თავისუფალი დანარჩენი მსოფლიოსგან` – ეს უბრალოდ
სისულელეა. არავის შეუძლია ცხოვრება თავისით, მათ სჭირდებათ მეგობრები,
სჭირდებათ ვიღაც ვინც დაეხმარებათ.

ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ და გამოვიკვლიოთ, თუ რა არის სიყვარული, ხომ


ასეა? ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რომ ჯერ-ჯერობით არის უამრავი სახის შიში, შიში
ბიოლოგიური, შიში შეჩვევის, დაკარგვის, და ა.შ. თუ არსებობს რაიმე სახის მიბმა,
მაშინ გონებაში სხვა რამის ადგილი აღარ რჩება და ეს სხვა რამე კი არის –
სიყვარული. თუ ვხედავთ ყველაფერს დასაწყისიდან, ჯერ კიდევ ბავშვის
დაბადებიდან, როცა იზრდება და ხდება მამაკაცი, როცა ვხედავთ თუ როგორია
სამყარო და ვიკვლევთ სიკვდილს, მაშინ რატომ გვეშინია სიკვდილის? გამიგეთ
რას ვამბობ? იცით რას ნიშნავს სიკვდილი? არ გინახავთ ათასობით ადამიანი
დახოცილი და დაშავებული? არა? თქვენ რა სხვა პლანეტიდან ხართ? ჩვენ
გვინახავს სიკვდილი, მაგრამ არასოდეს გამოგვიკვლევია იგი ღრმად. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც სიცოცხლე. გაიგეთ?

ჩვენ ვთქვით რომ ცხოვრება არის ყველა ეს სისულელე _ ცოდნა, სწავლა,


მთელი ეს ამაოება, ყოველდღიური სიარული ოფისში ცხრა ან ათ საათზე, კამათი
ჩხუბი, ათასი რამის სურვილი, მომყვებით? თქვენ იცით ეს ცხოვრება, ხო
მართალია? ქმედებათა სერია იწვევს მთელს რიგს რეაქციებისას, წუხილს,
ტკივილს და ეს არის ჩვენი ცხოვრება, თუ ეს ასეა, მაშინ ნუღარ ამბობთ რომ
ცხოვრება გასაოცარი რამეა, ეს უბედურება, დაყოფა და ბრძოლა. რეალურად
ჩვენ არასოდეს გამოგვიკვლევია სიკვდილი. გესმით რის შესახებ ვსაუბრობთ?
ჩვენ ვიცით სიცოცხლე, თუ ხარ წრფელი და გაქვს რაიმე კარგი წარმოსახვა, ეს
მაინც უკავშირდება სიცოცხლეს. შენი წარმოდგენები ზეცასა და იქ მყოფ
ღმერთზე, რომელიც შენ გიმზერს და ისმენს ყოველ ლოცვას მტკნარი
სისულელეა, ყოველ შემთხვევისთვის ჩემთვის, მოსაუბრესთვის.

მაგრამ თქვენ არასოდეს გამოგიკვლევიათ თუ რა არის სიკვდილი. რა არის


სიკვდილი? ეს ძალზედ უცნაური რამ უნდა იყოს, არა? გასაოცარი რამ .
ყველაფერი წავა

შენგან, შენი მიბმა, ფული, ცოლი, შვილები, შენი ქვეყანა, შენი ცრურწმენები,
შენი გურუ , ღმერთი, ყველაფერი წავა, ასეა? შესაძლებელია გსურს ეს ყველაფერი
წაიღო სხვა სამყაროში, მაგრამ ხომ შეუძლებელია ფულის ან ბანკის ანგარიშის,
შენი გურუს ან ტაძრის წაღება? შენ იგონებ ამ ტაძრებს და ღმერთებს
სიცოცხლეში, მაგრამ როდესაც სიკვდილი მოდის გეუბნება, ~ხედავ, შენ არაფრის
წაღება არ შეგიძლია თან, არაფრის, რასაც ასე აგროვებდი ცხოვრებაში, იქ არ
არის სივრცე მაგისთვის, ხარ ტოტალურად მარტო~. აი რა ხდება როცა სიკვდილი
მოდის. შენ ვერ დაგეხმარება ვერავინ. გესმით ეს? თუმცა შეგიძლიათ ირწმუნოთ,
რომ აუცილებლად დაიბადები ხელახლა, ეს ძალიან კომფორტული იდეაა, მაგრამ
შესაძლებელია ეს არ იყის სინამდვილე, არამედ გამოგონილი, შენი სურვილი
მხოლოდ _ ~მე არ მსურს ჩემი შვილისა და ცოლის მიტოვება, მაგრამ არა უშავს,
შევხვდები მათ შემდეგ ცხოვრებაში~ და ა.შ.

ამრიგად ჩვენ უნდა ვეცადოთ გავიგოთ, თუ რას ნიშნავს სიკვდილი. მე არ


ვსაუბრობ ისეთ სისულელეეზე, რომ სანამ ცოცხალი ხარ, თავი არ უნდა მოიკლა.
მე მსურს გავიგო რა არის სიკვდილი. არა ხიდიდან გადახტომა ან ჰიმალაიზე
წასვლა და იქ დასრულება ცხოვრების, არამედ რას ნიშნავს თვითონ სიკვდილი _
რაც არის განთავისუფლება იმ ყველაფრისგან რაც ადამიანს აქვს შექმნილი, ჩემი
ჩათვლით. მინდა გავიგო რეალური ფაქტი, როდესაც სიკვდილი ამბობს _
საკმარისია! გინდათ ამის გაგება? ნამდვილად გინდათ?

რას ნიშნავს მოკვდე? დავნებდეთ ყველაფერს, ხო? არა მსხვერპლად შეწირვა,


სიკვდილი, დაღუპვა _ ნუ იყენებთ ასეთ სულელურ სიტყვებს. ეს როგორც ბრიტვა,
ისე ჭრის თქვენს მიბმას, თქვენს ღმერთებს, ცრურწმენებს, თქვენს სურვილებს
რომ გქონდეთ მომავალი ცხოვრების კომფორტი და ა.შ. მე ვაპირებ გავიგო რა
არის სიკვდილი, იმიტომ რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სიცოცხლე.
მაგრამ როგორ უნდა გავიგო ეს რეალურად, არა თეორიულად როგორც ამას
საზოგადოება აკეთებს და იცით თქვენ მთელი ეს ცირკი.. არამედ ნამდვილად
მსურს გავიგო, მაშ რა არის სიკვდილი? დაუსვით ეს შეკითხვა თქვენს თავს, ნუ
მისმენთ მე. ხარ ახალგაზრდა თუ ხარ ძალიან მოხუცი, ეს საკითხი მუდამ
აქტუალურია. გაინტერესებთ ეს? იცით რას ნიშნავს ეს? იყო ტოტალურად
თავისუფალი ყველაფრისგან რაც გაქვს და რაც მოგიგროვებია, არა მიბმა, არა
ღმერთი, არა მომავალი და არა წარსული. თქვენ არ გესმით ეს რას ნიშნავს, ვერ
ხადავთ მთელს ამ მშვენიერებას, ამ სიდიადეს, ამ საოცარ სიძლიერეს. იყო
მკვდარი სიცოცხლეშივე _ იცით ეს რას ნიშნავს? სიცოცხლის განმავლობაში
ყოველ დღე უნდა კვდებოდე, ანუ არ მიეჯაჭვოთ თქვენს ცოლს, მამას, დედას,
ბაბუას, თქვენს ქვეყანას და არაფერს _ ეს ნიშნავს სიკვდილს, სწორია? თუმცა
შეიძლება

ოცნებობ სხვა ცხოვრებაზე, ეს ძალიან მარტივია, ადვილი და ძალიან


იდიოტური.

ამგვარად სიცოცხლე არის სიკვდილი. გაიგეთ? სიცოცხლე ნიშნავს იმ


ყველაფრის უარყოფას ყოველდღიურად, რაზეც მიჯაჭვული ხარ, რასაც
ეთაყვანები, რაზეც ფიქრობ და არ ფიქრობ, შენი ღმერთის, შენი ქვეყნის,
ყველაფრის. შეგიძლიათ ამის გაკეთება? თითქოს მარტივი ფაქტია, მაგრამ
უზარმაზარი შინაარსი აქვს. ყოველი ასეთი დღე ახალი დღეა, ვერ გაიგეთ?
ყოველი ახალი დღე არის სიკვდილი და ხელახალი დაბადება, ინკარნაცია. ეს
არის უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია. რადგანაც აქ აღარაფერია რომ
შეგეშინდეს, აღარაფერია რომ დაგიშაოს, არაფერი აღარ არსებობს. ფიქრი
შეზღუდულია, მაშასადამე მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

მას მიტომ ვანიჭებთ მნიშვნელობას, რომ მაგალითად: მე უნდა ავდგე


გარკვეულ საათზე, 5 წუთის შემდეგ წავიდე და ა.შ. მაგრამ დრო, ფიქრი, შიში,
მიბმა, და ყველაფერი სხვა რაც ადამიანს აქვს, ტოტალურად უარყოფილია, აი რას
ნიშნავს სიკვდილი. ~ღმერთი გელოდება ზეცაში რომ შეგიწყალოს~ _მთელი ეს
საუბარი სასაცილოა. ამგვარად, შეგიძლია ამის გაკეთება? იქნებ სცადოთ? იქნებ
ჩაატაროთ ექპერიმენტი არა ერთხელ, არამედ ყოველ დღე. არა ბატონებო, თქვენ
ეს არ შეგიძლიათ, თქვენი ტვინი არ არის ნავარჯიშევი ამაში, იგი
განპირობებულია ზეცით, განათლებით, ტრადიციებით, წიგნებით, თქვენი
პროფესიით, და ყველა დანარჩენით. აქ საჭიროა გაიგო რა არის სიყვარული,
რადგანაც სიკვდილი და სიყვარული ერთად მიდიან. როგორც სიკვდილი
გეუბნება იყავი თავისუფალი და მიუბმელი, რადგანაც არაფრის წაღება არ
შეგიძლია თან, აგრეთვე სიყვარულიც გეუბნება _ იყავი თავისუფალი
ყველაფრისგან. სიყვარული არსებობს მხოლოდ იქ, სადაც არის თავისუფლება,
არა ცოლისგან, მეგობარი გოგოსგან ან ქმრისგან, არამედ გქონდეთ მხოლოდ
გრძნობები, უზარმაზარი სიძლიერე, სასიცოცხლო ენერგია და სრული
თავისუფლება.

ურთიერთობებში უსაფრთხიების მოთხოვნირლება, აუცილებლად მოიტანს


შიშს და წუხილს. უსაფრთხოების ძებნა არის გარდაუვალი საფრთხე. ოდესმე
გიპოვიათ უსაფრთხოება რაიმე სახის ურთიერთობებში? მრავალ ჩვენთაგანს
სურს უსაფრთხოება და სიყვარული, მაგრამ არის იქ სიყვარული სადაც ადამიანი
ეძებს საკუთარ უსაფრთხოებას, მის საკუთარ, განსაკუთრებულ გზას?

ჩვენ არ გვიყვარს იმიტომ, რომ არ ვიცით როგორ უნდა გვიყვარდეს. რა არის


სიყვარული? ეს სიტყვა ისეა დამძიმებული და დამახინჯებული რომ აღარც კი
მინდა მისი გამოყენება. ყველა გაუთავებლად საუბრობს სიყვარულზე, ყოველი
ჟურნალი და გაზეთი, ყველა მისიონერი. ჩემი ქვეყანა, ჩემი მეფე, მიყვარს ჩემი
წიგნი, ეს მთა, მიყვარს სიამოვნება, ჩემი ცოლი, ჩემი ღმერთი.. არის სიყვარული
იდეა?, თუ არის მაშინ ის იქნება კულტივირებული, გამოკვებილი, ნალოლიავები,
გამრუდებული და მიუხედავად ამისა მაინც მოგწონს ეს. როდესაც ამბობ რომ
გიყვარს ღმერთი, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ გიყვარს შენი საკუთარი
წარმოსახვების პროექცია, შენი თავის პროექცია, შემოსილი გარკვეული
ფორმის რესპექტაბელურობით, გამომდინარე ფიქრიდან რომ ეს
კეთილშობილური და წმინდაა. ამგვარად როცა ამბობ ~მე მიყვარს ღმერთი~,
აბსოლიტური ნონსენსია. როდესაც ეთაყვანები ღმერთს, ეთაყვანები საკუთარ
თავს და ეს არ არის სიყვარული.

რადგანაც ვერ ვახერხებთ იმის ახსნას, რასაც ადამიანი ეძახის სიყვარულს,


გავრბივართ აბსტრაქციაში. საბოლოოდ სიყვარული შესაძლებელია იყოს მთელი
ადამიანური სირთულეების, პრობლემებისა და სიმძიმეების მოგვარების
ერთადერთი გზა. ამრიგად, როგორ ვაპირებთ გავიგოთ თუ რა არის სიყვარული?
მარტივად განვსაზღვროთ?ე რთგვარად ეკლესიამ უკვე განსაზღვრა ეს, ასევე
საზოგადოებამაც და მივიღეთ უამრავი სახის გადახვევა და გაუკუღმართება.
გაღმერთება ვიღაცის, ვიღაცასთან ერთად ძილი, ემოციონალური გაცვლა-
გამოცვლა, კომპანიონობა _ ეს არის სიყვარული? ეს ნორმა, ეს ნიმუში,
კოლოსალურად პერსონალური, მგრძნობიარე და ლიმიტირებული? თუმცა
რელიგიას აქვს დეკლარირებული რომ სიყვარული რაღაც უფრო მეტია ვიდრე ეს.
რასაც ადამიანი უწოდებს სიყვარულს, მასში ხედავს სიამოვნებას, შეჯიბრს,
ეჭვიანობას, დაუფლების სურვილს, სხვისი ფიქრების გაგებას და კონტროლს, ამ
ყველა სირთულეების ცოდნის მიუხედავად, ადამიანები ამბობენ, რომ ეს
სიყვარული არის მშვენიერი, განსხვავებული, ღვთაებრივი, ხელშეუხებელი და
შეურყვნელი.

ეგრეთ წოდებული წმინდა ადამიანები კი ამტკიცებენ, რომ როდესაც შენ უყურებ
ქალს , ეს დიდი შეცდომაა, რომ შენ არ შეგიძლია ღმერთამდე მისვლა თუ
ნებივრობ სექსით, ამგვარად ისინი უარყოფენ ამას, თუმცა შინაგანად
განადგურებული არიან მისგან. სექსის უარყოფით თვალს არიდებენ სამყაროს
მთელს მშვენიერებას, აშიმშილებენ და ფიტავენ საკუთარ გულსა და გონებას,
ისინი არიან გამომშრალი ადამიანები, განაგდებენ მშვენიერებას, რადგანაც
მშვენიერება ასოცირდება ქალთან.

შეიძლება სიყვარული დაიყოს წმინდად და ბიწიერად, ადამიანურად და


ღვთაებრივად? თუ სიყვარული უბრალოდ სიყვარულია და მორჩა? სიყვარული
ერთია თუ ბევრი? როდესაც ვამბობ `მე შენ მიყვარხარ~, ეს გამორიცხავს თუ არა
სხვა ვინმეს სიყვარულს? არის სიყვარული პერსონალური ან არაპერსონალური?
მორალური ან ამორალური? ოჯახი ან არა-ოჯახი? თუ გიყვარს კაცობრიობა,
შეგიძლია გიყვარდეს ის განსაკუთრებულად? არის სიყვარული
სენტიმენტალური? არის სიყვარული ემოცია, სიამოვნება და სურვილი? მთელს ამ
კითხვებში ნაჩვენებია რომ ჩვენთვის სიყვარული არის იდეა, იდეა იმაზე რა უნდა
იყოს ან რა არ უნდა იყოს, ნიმუში გამომდინარე იმ კულტურიდან, სადაც
ვცხოვრობთ.

რომ გავაგრძელოთ ძიება და გავიგოთ, რა არის ეს ცეცხლი, რასაც ვეძახით


სიყვარულს, უნდა გავთავისუფლდეთ მთელი ამ იდეალებისა და
იდეოლოგიებისგან, პირველ რიგში უნდა უარვყოთ რასაც ამბობს ეკლესია და
საზოგადოება, ჩვენი მშობლები და მეგობრები, ყოველი პიროვნება და ყოველი
წიგნი. ეს არის უზარმაზარი პრობლემა რომელშიც მთელი კაცობრიობა
ჩართულია. შესაძლებელია იყოს ათასი განსაზღვრება, გამომდინარე ჩვენი
პირადი ნიმუშებიდან, თუ რა მომწონს, რითი ვერთობი და ვტკბები. ამიტომ
უპირველესად უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენი საკუთარი მიდრეკილებებისა და
ცრურწმენებისგან და ალბათ მოვახერხებთ აღმოვაჩინოთ, თუ რა არის
სიყვარული.

ხელისუფლება ამბობს: წადი და მოკალი სამშობლოს სიყვარულით, არის ეს


სიყვარული? რელიგია ამბობს: უარყავი სექსი ღმერთის სიყვარულის გამო. არის
ეს სიყვარული? არის სიყვარული სურვილი? არ თქვა ~არა~. მრავალი
ჩვენთაგანისთვის სიყვარული არის სურვილი, სიამოვნებასთან ერთად,
სიამოვნება კი წარმოშობილია გრძნობებიდან და სექსუალური
ურთიერთობებიდან. მე არ ვარ სექსის წინააღმდეგი, მაგრამ მინდა დაინახოთ
რას ნიშნავს მასში ჩართვა. სექსი გვაძლევს მომენტალურ თავდავიწყებას, მაგრამ
როდესაც უბრუნები შენს ალიაქოთს, ისევ და ისევ გსურს მისი განმეორება,
რადგანაც იქ არ არის არც წუხილი და არც პრობლემები. შენ ამბობ რომ გიყვარს
ცოლი, მაგრამ ამ სიყვარულში ჩართულია სექსუალური სიამოვნება, სიამოვნება
რომ ვიღაც უვლის შენს სახლსა და შვილებს, გიმზადებს საჭმელს და ა.შ. შენ ხარ
დამოკიდებული მასზე, ის გაძლევს საკუთარ სხეულს, საკუთარ ემოციებს,
მხარდაჭერას, გარკვეულ უსაფრთხოების გრძნობას და კომფორტს.
მაგრამ თუ მიგატოვა ცოლმა და წავიდა სხვასთან, მთელი შენი ემოციონალური
ბალანსი დაირღვევა და იწყება ეჭვიანობა, ტკივილი, შფოთი,სიძულვილი და
ძალადობა. რეალურად შენ ასე ამბობ: ~სანამ მე მეკუთვნი, მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ როდესაც წახვალ, შეგიძულებ. სანამ შემიძლია დაყრდნობა შენზე, სანამ
აკმაყოფილებ ჩემს სურვილებს, სექსუალურს თუ სხვას, მე შენ მეყვარები, მაგრამ
იმ წუთიდან როცა შეწყვეტ იმის კეთებას რაც მსურს, აღარ მეყვარები~.

ამგვარად ეს არის ანტაგონიზმი თქვენს შორის, დაყოფა და როდესაც ასე ხარ


გამოყოფილი სხვისგან, ეს არ არის სიყვარული. მაგრამ თუ შეძლებ ცხოვრებას
შენს ცოლთან, ფიქრის გარეშე , რომელიც ქმნის მთელს ამ დაპირისპირებას,
დაუსრულებელ კამათს შენს საკუთარ თავთან, მაშინ ალბათ _ მე ვამბობ, ალბათ
_შეძლებ გაიგო, რა არის სიყვარული, რის შემდეგადაც გახდები სრულიად
თავისუფალი, მაგრამ როცა დამიკიდებული ხართ

მასზე მთელი თქვენი სიამოვნებებით, ხართ მისი მონა. სადაც სიყვარულია უნდა
იყოს სრული თავისუფალება, არა მარტო სხვა ადამიანისგან, არამედ საკუთარი
თავისგანაც.

როდესაც ეკუთვნი სხვას, ფსიქოლოგიურად საზრდოობ მისგან და ხარ


დამოკიდებული _ აუცილებლად იქნება შფოთი, შიში, ეჭვიანობა, დანაშაული და
ა.შ. და სანამ არსებობს შიში, არ იარსებებს სიყვარული. გონება უნდა
განთავისუფლდეს მწუხარებისგან რომელიც ვერასოდეს შეიცნობს სიყვარულს.
სენტიმენტალურობასა და ემოციებს არავითარი საერთო არა აქვს სიყვარულთან,
ისევე როგორც სიამოვნებასთან და სურვილთან.

სიყვარული არ არის პროდუქტი ფიქრის, რომელიც არის წარსული. ფიქრს არ აქვს


უნარი გააკულტოს სიყვარული. სიყვარული არ არის შემოსაზღვრული და
დაჭერილი ეჭვიანობით, რადგანაც ეჭვიანობას აქვს წარსული, სიყვარული კი
მუდამ აწმყოა. არ არსებობს_~მე შენ მიყვარდი~ ან მე შენ შეგიყვარებ~, თუ იცი
რა არის სიყვარული, მაშინ ვერავის მიმდევარი ვერ გახდები, შეუძლებელია
მორჩილება, პატივისცემა ან უპატივცემლობა. თქვენ არ იცით რას ნიშნავს
გიყვარდეს ვინმე _ სიძულვილის გარეშე, ეჭვიანობისა და სიბრაზის გარეშე,
სხვის ფიქრებსა და ქმედებაში ჩარევის სურვილის გარეშე, განსჯისა და
შეჯიბრის გარეშე. იცით ეს რას ნიშნავს? შეგიძლია გაეჯიბრო მას ვინც გიყვარს
მთელი გულითა და გონებით, მთელი არსებით. როდესაც შეძლებთ საკუთარი
თავის სრულ უარყოფას, მხოლოდ მაშინ იქნება იქ სიყვარული და აღარაფერი
სხვა.

აქვს სიყვარულს პასუხისმგებლობა ან მოვალეობა და საერთოდ შესაძლებელია


თუ არა სიყვარულთან მიმართებაში ამ სიტყვების გამოყენება? როდესაც
მოქმედებ მოვალეობიდან გამომდინარე, არის ეს სიყვარული? მოვალეობაში არ
არის სიყვარული. მოვალეობის სტრუქტურა, რომელშიც ადამიანი ხაფანგითაა
დაჭერილი, ანადგურებს მას. ჯერ-ჯერობით შენ იძულებული ხარ აკეთო ისეთი
რამ, რაც არ მოგწონს, რადგანაც ეს შენი მოვალეობაა. სადაც არის სიყვარული,
იქ არ არის არც მოვალეობა და არც პასუხისმგებლობა.

საუბედუროდ მრავალი მშობელი ფიქრობს, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა
შვილების წინაშე და აქედან გამომდინარე უნდა მიუთითონ მათ, თუ რა უნდა
გააკეთონ ან არ უნდა გააკეთონ., როგორები უნდა გახდნენ ან არ უნდა გახდნენ.
მშობელბს სურთ რომ მათ შვილებს ჰქონდეთ უსაფრთხო პოზიციები
საზოგადოებაში. რასაც ისინი ეძახიან პასუხისმგებლობას,

არის ნაწილი იმ რესპექტაბელურობის, რომელსაც თვითონ ეთაყვანებიან, და


ჩემი აზრით სადაც არის ამდაგვარი რესპექტაბელურობა, იქ სრული ქაოსია. ისინი
დაინტერესებულნი არიან მხოლოდ, რომ გახდნენ სრულყოფილი ბურჟუები.
როდესაც ამზადებენ საკუთარ შვილებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის,
რთავენ მარადიულ ომში, კონფლიქტსა და სისასტიკეში. ეძახით ამას თქვენ
მზრუნველობასა და სიყვარულს?

ნამდვილი მზრუნველობა ის არის, როცა თქვენ უვლით ხეებს ან სხვა


მცენარეებს, რწყავთ, ეძებთ საუკეთესო ნიადაგს მათთვის, უვლით მთელი
სინაზითა და სიფაქიზით. მაგრამ როდესაც ამზადებთ შვილებს
საზოგადოებისთვის, თქვენ სწირავთ მათ სიკვდილისთვის. თუ გიყვართ შვილები,
მაშინ არ უნდა გსურდეთ ომი. როდესაც კარგავთ ვინმეს და ღვრით ცრემლს, ეს
ცრემლი თქვენ გეკუთვნით, თუ იმას ვინც მოკვდა? შემთხვევით ხომ არ სტირით
საკუთარ თავს? საერთოდ ოდესმე თუ გიტირიათ სხვის გამო? თუნდაც თქვენი
შვილისთვის, რომელიც დაეცა ბრძოლის ველზე? თქვენ გიტირიათ, მაგრამ ხომ არ
იყო ეს ცრემლები საკუთარი თავის სიბრალული, რადგანც დაკარგეთ ის ვისზეც
იყავით მიჯაჭვული და დარჩით მარტო? მაშინ ამ ცრემლს არავითარი
მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ხარ დაინტერესებული საკუთარი თავით, ვერ
შეძლებ იტირო სხვისთვის. თუ ტირიხარ ძმაზე, რომელიც დაკარგე, იტირე
მისთვის. ძალიან ადვილია იტირო შენი მარტოობა, აშკარაა რომ შენ აგიჩვილდა
გული და სტირი, მაგრამ ეს არ არის მისთვის აჩვილებული გული, ეს არის
საკუთარი თავის სიბრალული რაც ასე გამძიმებს, გზღუდავს, გაჩლუნგებს და
გაბრიყვებს.

როდესაც სტირი საკუთარ თავს და საკუთარ მარტოობას, არის ეს სიყვარული?


წუხხართ თქვენს უძლურებას, ჩივიხართ გარემოცვაზე და ა.შ. გაუთავებლათ
სტირით. თუ ამას შეიგნებთ, რაც ნიშნავს რომ ისევე პირდაპირი გზით შეეხოთ
ყველაფერს, როგორც მაგალითად ხეს, ბოძს ან ხელს, მაშინ დაინახავთ, რომ
თვითონ წუხილი არის ფიქრისგან და დროისგან გამომდინარე. მე მყავდა ძმა
სამი წლის წინ, ახლა ის მკვდარია, მე კი ვარ მარტო, სავსე ტკივილით, ვეძებ
თამანოაზრეს და ამას მოაქვს ცრემლები. თუ შეხედავ ამას შინაგანად,
მთლიანად, ანალიზის გარეშე, ერთი თვალის შევლებითაც დაინახავ რომ მთელი
ბუნება და ნატურა ამ სისაძაგლის რასაც ქვია `მე~, ჩემი ცრემლი, ჩემი ოჯახი,
ჩემი ერი, ჩემი რწმენა, ჩემი რელიგია _ მთელი ეს სიმახინჯე, შენშია, შენს შიგნით.
როდესაც დაინახავ ამას მთელი შენი გულით, გონებითა და მთელი სიღრმით, შენ
იპოვი მწუხარების გასაღებს. მწუხარება და სიყვარული ერთად ვერ იარსებებენ,
მაგრამ ქრისტიანულმა სამყარომ გააიდეალა ტანჯვა, დაადო მას ჯვარი და
ეთაყვანება მას, რაც ნიშნავს, რომ შენ ვერასოდეს ვერსად გაექცევი ტანჯვას,
გარდა ერთი განსაკუთრებული კარისა, და ეს არის მთელი ღვაწლი რელიგიური
საზოგადოების. ამგვარად როდესაც კითხულობ, თუ რა არის სიყვარული,
შეიძლება გეშინია კიდეც პასუხის მიღების. ეს შესაძლოა ნიშნავდეს სრულ
გარდაქნმას, შესაძლოა დაანგრიოს ოჯახი, შესაძლოა აღმოაჩინო რომ არ
გიყვარს შენი ცოლი, ქმარი ან შვილი _ასეა? შეიძლება დაამსხვრიო სახლი
რომელიც ააშენე, ან აღარასოდეს დაბრუნდე ტაძარში.

მაგრამ თუ შენ კიდევ გსურს გაიგო ეს, დაინახავ რომ შიში არ არის სიყვარული,
სხვაზე დამოკიდებულება არ არის სიყვარული, ეჭვიანობა არ არის სიყვარული,
მფლობელობა და ბატონობა არ არის სიყვარული, პასუხისმგებლობა და
მოვალეობა არ არის სიყვარული, საკუთარი თავის სიბრალული არ არის
სიყვარული, უსიყვარულობის

აგონია არ არის სიყვარული. სიყვარული არ ეწინააღმდეგება სიძულვილს იმაზე


მეტად, ვიდრე თავმდაბლობა პატივმოყვარეობას. ამგვარად თუ შეგიძლია
განაგდო ყველაფერი ეს, არა ძალით, არამედ ჩარეცხო, როგორც წვიმა რეცხავს
ჭუჭყს ფოთლებიდან, შემდეგ ალბათ დაინახავ იმ უცნაურ ყვავილს, რაც ასე
სწყურია ადამიანს. თუ შენ არ გაქვს სიყვარული, არა მცირე დოზით, არამედ
მთელი სიჭარბით თუ არ ხარ აღვსილი მისით, სამყარო წავა კატასტროფისკენ.
თქვენ იცით ინტელექტუალურად, თუ რა სასიცოცხლოა კაცობრიობის
ერთიანობა, და გზა მისკენ გადის მხოლოდ სიყვარულზე. ვინ აპირებს გასწავლოთ
რა არის სიყვარული? არის ვინმე ავტორიტეტი, რაიმე მეთოდი ან სისტემა, რომ
აგიხსნათ როგორ უნდა გიყვარდეთ? შეგიძლიათ თქვათ რომ ~მე ვივარჯიშებ
სიყვარულში, დავჯდები და ვიფიქრებ დღე და ღამ ამაზე, ვივარჯიშებ რომ ვიყო
უფრო კეთილი და ალერსიანი, ვაიძულებ ჩემს თავს ყურადღება მივაქციო სხვას.

ამაში გულისხმობ, რომ შენ შეგიძლია დანერგო დისციპლინა შენს თავში და


ივარჯიშო სიყვარულში, და როდესაც დაიწყებ ამის კეთებას სიყვარული
ფანჯრიდან გაიქცევა. შეიძლება მართლაც დანერგო რაიმე მეთოდი ან სისტემა
და იმეცადინო ყოველდღე, შესაძლებელია გახდე საოცრად ჭკვიანი ან უფრე
მეტად კეთილი, შეუერთდე არა-ძალადობას, მაგრამ ამას არაფერი საერთო არა
აქვს სიყვარულთან.

ამ გაცვეთილ უდაბურ სამყაროში არ არის სიყვარული, რადგანაც სიამოვნება და


სურვილი თამაშობს უდიდეს როლს. სიცოცხლე კი სიყვარულის გარეშე
აბსოლიტურად უმნიშვნელოა. შეუძლებელია გქონდეთ სიყვარული თუ არ არის
მშვენიერება. მშვენიერება ის არ არის რასაც შენ უყურებთ_ ლამაზი ხე, ლამაზი
სურათი, ლამაზი შენობა ან ქალი. მშვენიერებაა როდესაც შენმა გულმა და
გონებამ იცის რა არის სიყვარული. ამ სიყვარულისა და მშვენიერების გრძნობის
გარეშე არ არსებობს უმანკოება და ეს შენ მშვენივრად იცი. გააკეთე რაც გსურს,
გააუმჯობესე საზოგადოება, გამოკვებე ღარიბები, თქვენ ამით შექმნით მხოლოდ
უბედურებას, რადგანაც სიყვარულის გარეშე არის მხოლოდ სიმახინჯე და
სიღატაკე შენს გულსა და გონებაში.

მაგრამ როდესაც არის სიყვარული და მშვენიერება, ყველაფერს რასაც არ უნდა


აკეთებდე, სწორია, ყველაფერი მოწესრიგებულია. თუ იცი როგორ უნდა
გიყვარდეს, მაშინ შეგიძლია აკეთო ყველაფერი რაც გსურს, რადგანაც ეს
მოაგვარებს ყველა დანარჩენ პრობლემას. მაშასადამე მივედით პუნქტამდე :
შეუძლია გონებას იპოვოს სიყვარული დისციპლინის გარეშე, ფიქრის, იძულებისა
და წიგნების გარეშე, რაიმე სწავლების ან ლიდერის გარეშე?დაინახო ეს ისე,
როგორც ხედავ მომაჯადოვებელ მზის ჩასვლას? მე მგონი ერთი რამ რაც
სრულიად აუცილებელია, არის _ ვნება მოტივის გარეშე, ვნება რომელიც არ არის
შედეგი ვალდებულების ან მიბმის, ვნება რომელიც არ არის ჟინი და გულისთქმა.

ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ეს ვნება, ვერასოდეს გაიგებს სიყვარულს,


რადგანაც სიყვარული მოდის მხოლოდ იქ, სადაც არის სრული თვით-უარყოფა.
გონება რომელიც ეძებს, არ არის ვნებიანი გონება, რადგანაც სიყვარულს მაშინ
იპოვი როდესაც არ ეძებ, მას აღმოაჩენ არა ძალისხმევისა და გამოცდილების
შედეგად, არამედ გაუცნობიერებლად. ასეთი სიყვარული არ არის დროის, არის
ორივე პერსონალურიც და არაპერსონალურიც, ერთიც და მრავალიც, მსგავსია
ყვავილის სურნელების, რომელსაც შეგიძლია უსუნო ან გვერდით ჩაუარო. ეს
ყვავილი ყველასთვისაა, ისევე როგორც თითოეულისთვის ვინც არ იშურებს
ძალისხმევას რომ დატკბეს მისი მშვენიერებითა და სურნელით, თუმცა შეიძლება
ახლოს იყო მასთან ან შორს, ყვავილი მაინც იგივეა, სურნელებით აღსავსე
ყველას უზიარებს მას.

სიყვარული რაღაც ახალია, ნორჩი, ცოცხალი. მას არა აქვს არც გუშინ და არც
ხვალ, იგი მუდამ ქაოტური ფიქრის მიღმაა. მხოლოდ უმანკო გონება იცნობს
სიყვარულს და ამ უმანკო გონებას შეუძლია იცხოვროს ბიწიერ სამყაროში. ამ
გასაოცარი რამის პოვნა, რასაც ადამიანი დაუსრულებლად ეძებს თავგანწირვის,
თაყვანისცემისა და ურთიერთობების შედეგად, სექსის, უამრავი სახის
სიამოვნებისა და სურვილის შედეგად, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც
ფიქრი შეიცნობს თავის თავს და ბუნებრივად წავა დასასრულისკენ. სიყვარულს
არა აქვს წინააღმდეგობა და კონფლიქტი. ამის შემდეგ თუ დაგებადებათ
შეკითხვა: _კი მაგარამ თუ ვიპოვი ასეთ სიყვარულს, მაშინ რა მოუვა ჩემს ცოლს,
ჩემს შვილს, ოჯახს, ექნებათ მათ უსაფრთხოება?

_ეს ნიშნავს რომ შენ არასოდეს ყოფილხარ ფიქრისა და ცნობიერების არეალის


მიღმა, თუ ერთხელ მაინც გასულხარ ამ შეზღუდული აზროვნების მიღმა, მაშინ
აღარასოდეს დაგებადება ასეთი ფიქრი, რადგანაც იქ არის სიყვარული,
რომელშიც არ არსებობს არც დრო და არც ფიქრი. შესაძლებელია ბევრი რამ
წაგიკითხავს ჰიპნოზისა და ჯადოქრობის შესახებ, მაგრამ რეალური გასვლა
ფიქრისა და დროის მიღმა ნიშნავს _ გასვლას მწუხარებიდან _ რაც საბოლოოდ
ნიშნავს შეიცნო სრულიად განსხვავებული სივრცე, რასაც ქვია სიყვარული.
მაგრამ თუ არ იცი როგორ მიხვიდე ამ აღმოჩენამდე, რას აკეთებ შემდეგ? თუ არ
იცი რა უნდა გააკეთო , გამოდის რომ ხარ უმოქმედოთ, ანუ არ ეძიები, არ ითხოვ,
არ იღწვი, არ არის არავითარი კონცენტრაცია__მაშასადამე იქ არის სიყვარული.



შეკითხვა: მე ვარ აღსავსე სიძულვილით, შეგიძლიათ მასწავლოთ
როგორ შევიყვარო?
კრიშნამურტი: ვერავინ გასწავლის სიყვარულს. ეს რომ შესაძლებელი იყოს,
სამყაროს პრობლემები დიდ ხანია მოგვარდებოდა. რომ შეიძლებოდეს ამის
სწავლა წიგნებიდან , ისე როგორც მაგალითად მათემატიკას ვსწავლობთ, მაშინ
აღარ იარსებებდა სიძულვილი, ჩაგვრა, ომი, დაყოფა, მდიდარი და ღარიბი და
ჩვენ ჭეშმარიტი მეგობრები ვიქნებოდით ერთმანეთისთვის. მაგრამ სიყვარული
ასე ადვილად

არ მოდის. ადვილია სიძულვილი და ერთგვარად სიძულვილიც აგროვებს


ადამიანებს ერთად, ისინი ქმნიან უამრავ ფანტაზიებს, სხვა და სხვა ტიპის ერთიან
ქმედებებს, მაგალითად ისეთს როგორიცაა ომი. მაგრამ სიყვარული სრულიად
განსხვავებული რამაა. შენ ვერ ისწავლი სიყვარულს, მაგრამ შეგიძლია
დააკვირდე სიძულვილს და შემდეგ ფრთხილად გადადო გვერძე.

ნუ ებრძვი სიძულვილს, ნუ ამბობ, რომ ეს საშინელებაა, არამედ გაარკვიე რა არის


სიძულვილი და მერე გაუშვი, მოისროლე გვერძე, როგორც გამოუსადეგარი.
მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ამ გრძნობას არ მისცე საშუალება ფესვი
გაიდგას შენს გონებაში. გამიგეთ რას ვამბობ? გონება მსგავსია ნოყიერი
ნიადაგის და თუ მივცემთ საკმარის დროს რაიმე პრობლემას, ის აუცელებლად
გაიდგავს ფესვს როგორც სარეველა და შემდეგ მისგან თავის დაღწევა ძალიან
გაგიჭირდებათ. მაგრამ თუ არ მისცემთ პრობლემას ამის დროს, მაშინ ის
დაჭკნება. თუ შენ წაახალისებ სიძულვილს, მისცემ მას დროს, გაზრდი და
დაამწიფებ გადაიქცევა უზარმაზარ პრობლემად. რამდენჯერაც მოვა სიძულვილი,
უნდა გაუშვა და საბოლოოდ გონება გახდება მგრძნობიარე სენტიმენტალიზმის
გარეშე, მაშასადამე შეიცნობს სიყვარულს. გონება შეიძლება მისდევდეს
შეგრძნებებსა და სურვილებს, მაგრამ არა სიყვარულს. სიყვარული უნდა მოვიდეს
გონებაში და შემდეგ აღარ იარსებებს დაყოფა როგორც ესტეთიური და
ღვთაებრივი. ეს არის სიყვარული _ ერთადერთი რამ რასაც მოაქვს სრული
აღტაცება მთელი არსებობის.

არ შეცვლილხართ? შეგიძლიათ თქვათ ~მე აღსავსე ვარ სიყვარულით,


ჭეშმარიტებით, ცოდნითა და სიბრძნით~. მე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი
ნონსენსია თუ არ ხარ თავისუფალი შიშისგან, ამბიციებისგან, სიხარბისგან
შურისგან და სურვილებისგან? და თუ არა ხართ, მაშინ მხოლოდ თამაშს თამაშობ
და არ ხარ სერიოზული.

You might also like