You are on page 1of 2

„სამი ქვაბი წყლით“

ყველა ჩვენგანისთვისაა დამახასიათებელი შინაგანი მოუსვენრობა.მისი დაძლევა ჩვენი


მხრიდან არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას,მაგრამ სულში ღრმად ჩამჯდარი შიში
ჩვენგან გამოწოვს ენერგიას, სიცოცხლის ხარისხს და ენთუზიაზმს, რასაც შეუძლია
მიიყვანოს ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვამდე.

ჩვენი ცხოვრების სინათლეს შიში სიბნელედ აქცევს,როცა შიში გვძლევს ხოლმე,


აუცილებლად უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ და
შეგვიძლია ყველა პრობლემა დავძლიოთ.

ჩრდილი არ ფლობს ძალაუფლებას , და რამდენადაც შიშები-ეს მხოლოდ ჩრდილებია ჩვენს


ცნობიერებაში, ამდენად ისინი არარეალურია, უნიადაგოა და მაცთუნებელი.

ამერიკელი ფსიქოლოგი დეილ კარნეგი თვლის, რომ შიშის დაძლევა შესაძლებელია , ეს


დამოკიდებულია ჩვენ თავში ძალების პოვნაზე და ის თავის წიგნში „როგორ დავამარცხოთ
შიში და სტრესი“ აღწერს მრავალ მომენტს , თუ როგორ მოვახერხეოთ საკუთარ თავში
ძალების პოვნა ამ სენისგან განსათავისუფლებლად, მისი შეხედულებები არ განსხვავდება ,
ისეთს არაფერს წერს რაც ჩვენ არ ვიცით თუნდაც ქვეცნობიერში ,მაგრამ მნიშვნელოვანია
მისი შეხედულებები ,რადგან ის თავს უყრის ჩვენ აზრებს და ცდილობს , რომ დაგვანახოს რა
მხრივ შევხედოთ შიშს და როგორ მოვუგოთ ცხოვრებისეული თამაში.მისი მრავალი
შეხედულებიდან ერთ-ერთი არის „სამი ქვაბი წყლით“...

„-ძალიან ადვილია იმედის დაკარგვა, როცა ყველაფერი მუდმივად სურვილის წინააღმდეგ


მიდის.ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ვერანაირი ჩვენი ქმედება ვერაფერს ვერ შეცვლის. ამ იგავში
მოთხორბილია იმაზე , თუ როგორ შევხედოთ ცხოვრებას სხვა მხრიდან.

ახალგაზრდა ქალი დედასთან ჩიოდა, თუ როგორ უძნელდებოდა ცხოვრება. ის მზად იყო


ხელები ჩამოეშვა, რამეთუ საერთოდ ვერ წარმოედგინა, თუ როგორ გამკლავებოდა ყველა
პრობლემას.ქალი მუდმივი ბრძოლისგან დაიღალა.როგორც კი ერთი პრობლემა
გადაიჭრებოდა ,მის ადგილზე იქვე სხვა პრობლემა ჩნდებოდა.დედამ ქალიშვილი
სამზარეულოში წაიყვანა ,წყლით აავსო სამი ქვაი და ცეცხლზე დადგა ასადუღებლად.მალე
წყალი ადუღდა .პირველშიქალმა ჩადო სტაფილო,მეორეში -კვერცხები,მესამეში კი-
დაფქული ყავა.სანამ ეს ყველაფერი იხარშებოდა, დედა ქალიშვილთან ერთად მდუმარედ
ელოდა.

ოცი წუთის შემდეგ მოხუცმა ქალმა ცეცხლი ჩააქრო,ამოიღო სტაფილო.კვერცხები, შემდეგ


გაწურა ყავა და ეს ყველაფერი ჯამებში ჩააწყო.ამის შემდეგ ქალიშვილისკენ მიბრუნდა და
შეეკითხა:

-თქვი , რას ხედავ?

-მოხარშულ სტაფილოს, კვერცხსა და ყავას...

დედამ აუხსნა ,რომ ყველა ეს საგანი ერთნაირ პირობებში აღმოჩნდა -ადუღებულ წყალში ,
მაგრამ მასზე სხვადასხვანაირირეაგირება მოახდინეს.
თავიდან სტაფილო იყო მაგარი და არ იღუნებოდა ,მაგრამ ადუღებულ წყალშ მოხვედრისას
იგი დარბილდა.

კვერცხი თავიდან იყო მტვრევადი .თხელი კანი იცავდა მას თხიერ


შიგთავსისგან.მოხარშვისას შიგთავსი გამაგრდა.

ყავის მარცვლებმა კი, ადუღებულ წყალში მოხვედრისას მას გემო შეუცვალეს.“

ამის შემდეგ კარნეგის აზრით უნდა დავფიქრდეთ თუ რომელს ვეკუთვნით


ჩვენ...სტაფილოს , რომელიც მაგარი და ძლიერი ჩანს , მაგრამ ადუღებული წყლის
ზემოქმედებისას რბილდება და თავის ძალას კარგავს, თუ კვერცხს , რომელიც წყალში
მოხვედრისას იქიდან მაგარი გამოდის?ან იქნებ ყავას? ყავა ცვლის ადუღებული წყლის გემოს
და ფერს.გაცხელებისას წყალი არომატს აფრქვევს.თუ ჩვენ ყავის მარცვლების მსგავსნი ვართ,
რთულ სიტუაციებში მოხვედრისას ,თავადაც ვხვდებით უკეთესები და სიტუაციას
უკეთებისკენ ვცვლით.

ყველაზე ბედნიერი ადამიანები სულაც არ ფლობენ იმ ყველაფერს, რისი სურვილიც


გააჩნიათ. მათ უბრალოდ შუძლიათ დატკბენ იმით,რასაც ცხოვრება ჩუქნით.

ბრწვინვალე მომავლის აშენება მხოლოდ დავიწყებულ წარსულზე შეიძლება . ჩვენ წინ ვერ
წავალთ ,თუ არ განთავისუფლდებით წარსულის შეცდომებისა და ტანჯვების
ტვირთვისაგან.“

მოკლედ კარნეგს მიაჩნია , რომ შიშის დამარცხების ყველაზე კარგი ხერხია იცხოვრო
დღევანდელი დღით, აღმოაჩნო რა კატეგორიას ეკუთვნი და შემდეგ მიხვდე არსს შენი შიშისა
და მედგრად დაუდგე ყოფით ცხოვრებაში.

You might also like