You are on page 1of 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის


მაინორის სტუდენტის რეფერატი თემაზე :

„ბუდიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში“

საგანი - ბუდიზმი

ხელმძღვანელი - ნანა გელაშვილი

კურსი: IV

სტუდენტი - მარიამ პატარიძე

2020 წ.
შესავალი

ბუდიზმი, რომელიც ოდესღაც იდუმალ რელიგიად ითვლებოდა, ახლა ძალიან


პოპულარული გახდა დასავლეთში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. გამომდინარე
იქედან,რომ ბუდიზმს რაიმე ფორმალური გარდაქმნა არ სჭირდებოდა,ამერიკის შეერთებულ
შტატებში მარტივად შეძლეს ამ რელიგიის დანერგვა და შემდგომი განვითარება
ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ ტრადიციებში.ამერიკელი ბუდისტები ყველა
ეთნოსიდან,ეროვნებისა თუ რელიგიისგან წარმოიშვნენ.პროცენტული თვალსაზრისით,
ჰავაიში ყველაზე მეტი ბუდისტური მოსახლეობაა, რაც შეერთებული შტატების მთლიანი
ბუდისტური მოსახლეობის 8% -ს შეადგენს.ჰავაის შემდეგ,ბუდისტთა რიცხოვნობით
გამოირჩევა კალიფორნია-მოსახლეობის 2%.

სი ლაის ტაძარი- ერთ-ერთი უდიდესი ბუდისტური ტაძარია დასავლეთ


ნახევარსფეროში.ტაძარი მდებარეობს კალიფორნიაში. ,,სი ლაი“ ნიშნავს დასავლეთში
შემოსვლას.
ბუდისტური ტაძარი ლოს ანჯელესში.

როგორ გავრცელდა ბუდიზმი


დასავლეთში?

ბუდა შაკიამუნი 2 500 წელზე მეტი ხნის წინ ინდოეთში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა,
მისი ცხოვრება და სწავლება დღესაც დიდ გავლენას ახდენს და მრავალი გზით
ვრცელდება.მსოფლიოში სავარაუდოდ 1,2 მილიარდი ბუდისტია და ალბათ, 6 მილიონი აშშ-
ში. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ბუდიზმისა და
მედიტაციის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. 2003 წელს, ჟურნალ Time- ის
გაანგარიშებით, 10 მილიონი ადამიანი რეგულარულად მედიტირებდა და ეცნობოდა
ბუდისტურ წმინდა წიგნებსა თუ ტექსტებს.

დასავლეთში ბუდიზმისადმი ეს ინტერესი იზრდება იმ დროს, როდესაც მრავალი ადამიანი


ცხოვრებისეულ წნეხშია და სტრესს განიცდის არასტაბილური ეკონომიკის, ტერორისტული
საფრთხეების, სოციალური არეულობების და გარემო საფრთხის შედეგად წარმოქმნილი
შიშითა და შფოთვით.

როგორც ვიცით ბუდიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია განთავისუფლების


გზა,სულიერი სიმაღლის მიღწევა.სინამდვილეში,ბუდიზმში ტანჯვას ,,წმინდა ჭეშმარიტება“
ეწოდება,რადგან ტანჯვას შეუძლია გვიჩვენოს განთავისუფლების გზა.
ბუდიზმი პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელდა ჩინელი ემიგრანტების მეშვეობით,
რომლებიც დასახლდნენ შეერთებული შტატების დასავლეთის ნაწილებში, დაწყებული 1840-
იანი წლებიდან.ბუდიზმი ასევე გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკელებისა და ევროპელების
მიერ, რომლებიც აზიაში იმყოფებოდნენ და ბუდისტური ტექსტები შემოიტანეს ამერიკაში.
1800-იანი წლების ბოლოს, ბუდიზმის გავლენა გაჩნდა ვოლტ ვიტმენის, ჰენრი თოროუს და
რალფ ვალდო ემერსონის ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

რელიგიების მსოფლიო პარლამენტმა, რომელიც 1893 წელს ჩატარდა,მთავარი გავლენა


იქონია ბუდიზმის დასავლეთში გავრცელებაზე.იაპონელი ძენ ბუდიზმის ოსტატი Shaku Soen
იყო ერთ-ერთი მონაწილე ამ კრებისა.ის რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა აშშ – ში, რომ
ემოგზაურა ქვეყნის გარშემო და გაევრცელებინა ბუდიზმი. მისი სამი სტუდენტი დაეხმარა
მას აშშ – ში ბუდიზმის დამკვიდრებში, მათ შორის იყო Daisetz Teitaro Suzuki, ავტორი ,,ძენ
ბუდიზმის შესავლისა“ და მრავალი სხვა წიგნისა.

1893 წლის რელიგიების მსოფლიო პარლამენტის კრება ჩიკაგოში.

1893 წლის რელიგიების მსოფლიო პარლამენტის კიდევ ერთი მონაწილე იყო შრი-ლანკის
ბუდისტი პედაგოგი Anagarika Dharmapala, რომელიც ასევე მოგზაურობდა XX საუკუნის
დასაწყისში აშშ-ს მასშტაბით და კითხულობდა ლექციებს ბუდიზმის შესახებ.

1950-იან და 1960-იან წლებამდე ბუდიზმის უამრავი სწავლული ემიგრაციაში წავიდა აშშ,


კანადა და ევროპაში და დაიწყო ბუდისტური ცენტრების შექმნა. ესენი იყვნენ:Taizan Maezumi
Roshi (Los Angeles Zen Center- ის დამფუძნებელი), Shunryu Suzuki Roshi (სან-ფრანცისკოს
ზენის ცენტრის დამფუძნებელი), Dae Soen Sa Nim (Providence Zen Center- ის დამფუძნებელი).

1960 და 70-იან წლებში განხორციელდა ექპსერიმენტები,რომლებმაც გააღვივეს ინტერესი


აღმოსავლური რელიგიებისადმი,განსაკუთრებით კი ბუდიზმისადმი. ამ ათწლეულების
განმავლობაში, ახალგაზრდების დიდი ტალღა გაემგზავრა აზიაში მასწავლებლებისა და
გურუების მოსაძებნად და მედიტაციის შესასწავლად.

ბედის ირონიაა,ის რომ ისეთი რელიგიისთვის,რომელიც მთლიანად სიმშვიდესთან და


სიმშვიდის მოპოვებასთანაა დაკავშირებული,დიდი როლი ითამაშა ომმა და სამხედრო
კომპფლიქტებმა.ამ ყველაფერმა ხელი შეუწყი ბუდიზმის გავრცელებას დასავლეთში.მეორე
მსოფლიო ომისაა და კორეის ომის პერიოდში,ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო
დანაყოფები აზიაში იყვნენ განლაგებულნი,სამშობლოში დაბრუნებასთან ერთად კი მათ
სამშობლოში ბუდისტური კულტურა და თავად ბუდიზმიც შეიტანეს.რობერტ აიტკენ როში,
გუამის ომის ტყვე იყო, როდესაც მან პირველად შეიტყო ბუდისტურ სწავლებათა
შესახებ.1959 წელს,კომუნისტური ჩინეთის მიერ ტიბეტის ხელში ჩაგდების შემდეგ,დალაი
ლამა ინდოეთში გადასახლდა,ხოლო ტიბეტელმა ლტოლვილებმა ამერიკას შეაფარეს თავი
და ბუდიზმის გავრცელებაც დაიწყეს.გარდა ამისა,ვიეტნამის მთავრობამ უარი თქვა დაეშვა
ბუდისტი პედაგოგი თიჩ ნატ ჰანჰის დაბრუნება ქვეყანაში, მას შემდეგ რაც ის 1973 წელს
ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მან მოგვიანებით დაარსა სამონასტრო მომზადებისა
ცენტრი საფრანგეთის სამხრეთით. თუმცა ის ხშირად მოგზაურობდა აშშ-სა და ევროპაშიც და
ავრცელებდა სარწმუნოებას.

ბუდიზმი დასავლეთში უფრო და უფრო გავრცელდა XX საუკუნეში,ვინაიდან უკვე უამრავ


ლიტერატურულ ნაწარმოებსა თუ მხატვრულ შედევრებში იგრძნობოდა ბუდიზმის
გავლენა.ბუდიზმი თანდათან უფრო და უფრო ღრმად აღწევდა დასავლეთში,ვითარდებოდა
და მნიშვნელოვანი ადგილიც ეკავა დასავლურ კულტურასა თუ ტრადიციებშიც.

ბუდიზმის სახეები ამერიკის


შეერთებულ შტატებში
ბუდისტი ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ პრებიში აცხადებს, რომ ამერიკული ბუდიზმის სამი
ფართო ტიპი არსებობს:

1)ყველაზე ძველი და უმსხვილესი არის "ემიგრანტი" ან "ეთნიკური ბუდიზმი“-ეს


ბუდისტური ტრადიციები ამერიკაში ემიგრანტებთან ერთად გამოჩნდა.

2)შემდეგ ყველაზე ძველ და ყველაზე თვალსაჩინო ჯგუფად პრებიში მიიჩნევს ,,ბუდისტთა


იმპორტს“,ეს იმ ბუდისტთა ჯგუფია,რომლებიც ამერიკაში მაშინ გამოჩნდნენ,როცა
ამერიკელი ბუდიზმის მკვლევარები მათ ძებნაში იყვნენ.

მათ ზოგჯერ "ელიტარულ ბუდიზმსაც" უწოდებენ, რადგან მისი პრაქტიკოსები,


განსაკუთრებით კი ადრეული პრაქტიკოსები, სოციალური ელიტებისგან მოდიან.

3) „ევანგელური ბუდისტური“ ჯგუფები, სხვადასხვა წარმომავლობით ,რომლებიც


აქტიურად იკავებენ ადგილს აშშ-ში. თანამედროვე ბუდიზმი არ არის მხოლოდ ამერიკული
ფენომენი.

არსებული ტიპოლოგია ბუდიზმისა,რომელიც ამერიკაში არსებობს,მუდმივად იყო


განხილვის საგანი ბუდიზმის მკვლევარებს შორის.

გარდა იმისა,რომ ემიგრანტები ჩამოდიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებშ და


ავრცელებდნენ თავიანთ სარწმუნეობას,ასევე ამერიკელი მკვლევარებიც იკვლევდნენ
ბუდიზმს.

მათი კვლევები ძირითადად დაფუძნებული იყო ძენ ბუდიზმზე,ტიბეტურ ბუდიზმსა და


თერევადაზე.
ძენ-ბუდიზმი ამერიკის
შეერთებულ შტატებში

ძენ-ბუდიზმი ამერიკაში გავრცელდა იაპონელი ბერების მიერ.პირველი ბუდისტი ბერი იყო


სოიენ შაკუ,რომელიც მიიწვიეს რელიგიების მსოფლიო პარლამენტის
კრებაზე,ჩიკაგოში,1893 წელს.1905 წელს კი ის მიწვეულ იქნა ამერიკის შეერთებულ
შტატებში,რათა დარჩენილიყო იქ და გაევრცელებინა ბუდიზმი. მან ჩამოაყალიბა
ცენტრი,სადაც კითხულობდა ლექციებს ბუდიზმის შესახებ.

შაკუს ბუდიზმის გავრცელებაში დახმარება გაუწია მისმა მოწაფეებმა ,სოკაცუ შაკუმ და


შიგეცუ სასაკიმ,რომლებმაც დაიწყეს ბუდიზმის სწავლება ამერიკაში,ჩამოაყალიბეს ასევე
ბუდისტური ცენტრები,რომლებიც დღესდღეობით პირველ ძენ-ბუდიზმის შემსწავლელ
ცენტრებადაა ცნობილი.

კიდევ ერთი სწავლული,რომელმაც გავლენა მოახდინა ძენ-ბუდიზმის შეღწევასა და


განვითარებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო დაისეცუ ტეიტარო სუცუკი,რომელიც
იყო იაპონელი ძენ-ბუდისტური წიგნებისა და ესეების ავტორი.

1951 წელს ის დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,რათა წაეკითხა ლექციები


კოლუმბიის უნივერსიტეტში.

1998 წელს შერი ჩაიატი იყო პირველი ქალი ბუდისტური სკოლის


წარმომადგენელი,რომელიც ძენ-ბუდიზმის გავრცელებაში იღებდა მონაწილეობას.

ამერიკაში ძენ ბუდიზმის კიდევ ერთი წარმომადგენელია სუანხუა,რომელიც 1962 წელს სან-
ფრანცისკოში ჩავიდა ბუდიზმის გასავრცელებლად.მის სახელს მიეწერება რამდენიმე
ბუდისტური ინსტიტუტის შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში.ერთ-ერთი მათგანია
,,ათი ათასი ბუდას ქალაქი“.

ქალაქი მდებარეობს კალიფორნიაში.ათი ათასი ბუდას ქალაქი არის მკაცრი ბუდისტური


მონასტერი, რომელიც ემორჩილება ტრადიციულ აზიურ სამონასტრო კულტურას, თუმცა ის
კალიფორნიის ლიბერალურ მხარეში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ
ტრადიციონალისტები უფრო მეტად ბუდიზმის სულიერ მხარეს ანიჭებენ უპირატესობას,
დასავლელები ხშირად უფრო მეტად ინტერესდებიან მედიტაციით.

პანსიონის ზოგიერთი ბავშვი ადგილობრივი საზოგადოების დასავლელი მოსახლეობაა,


ბავშვების ნაწილი კი ტაივანიდან და ჩინეთიდან ჩამოდის და ევროპული ქვეყნებიდანაც კი,
მაგალითად, საფრანგეთი, ბელგია და ა.შ.
ტიბეტური ბუდიზმი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბუდისტური ლიდერია მეთოთხმეტე დალაი ლამა-თენძინ
გიაცო,ამჟამინდელი დალაი ლამა,რომელიც პირველად ესტუმრა შეერთებულ შტატებს 1979
წელს.ის პოპულარული გახდა იმის გამოც,რომ მოიზიდა სახელგანთქმული რელიგიური
მიმდევრები, როგორიცაა მაგალითად რიჩარდ გირი.მის ადრეულ ცხოვრებას ასახავდნენ
ჰოლივუდურ ფილმებში, როგორიცაა კუნდუნი და შვიდი წელი ტიბეტში. დალაი-ლამი
ინახავს ჩრდილოეთ ამერიკის შტაბს Ithaca- ში, ნიუ – იორკში.
პირველი ტიბეტური ბუდისტი ლამი, რომელსაც ამერიკელი სტუდენტები ჰყავდა, იყო გეშე
ნგავანგ ვანგიალი,რომელიც 1955 წელს ჩამოვიდა შეერთებულ შტატებში და დააარსა
"ამერიკის ლამისტური ბუდისტური მონასტერი" ნიუ ჯერსში 1958 წელს.მის სტუდენტებს
შორის იყვნენ მომავალი დასავლელი მეცნიერები რობერტ ტურმანი, ჯეფრი ჰოპკინსი,
ალექსანდრე ბერზინი და ენ სი კლაინი.

ყველაზე ცნობილი ტიბეტური ბუდისტი ლამა, რომელიც ცხოვრობს შეერთებულ შტატებში,


არის Chögyam Trungpa.

ტიბეტური ბუდიზმის 4 მთავარი სკოლა არსებობს: the Gelug, the Kagyu, the Nyingma, the
Sakya.

ყველაზე დიდი გავლენა დასავლეთზე პირველმა ბუდისტურმა სკოლამ -Gelug-მა


მოახდინა,რომელსაც დალაი ლამა მართავდა. ასევე დიდი გავლენა იქონია Kagyu-მ,რომლის
მმართველიც იყო კარმაპა.

ქალები და ბუდიზმი
რიტა გროსი, ფემინისტი რელიგიის სწავლული, ამტკიცებს, რომ ბევრმა ადამიანმა აღიარა
ბუდიზმი როგორც რელიგია,1960-70იან წლებში,რათა ებრძოლათ ტრადიციული ამერიკული
ფასეულობების წინააღმდეგ. ამასთან, მათ შექმნეს ბუდიზმის ახალი ფორმა, რომელიც
აშკარად დასავლური იყო აზროვნებაში და პრაქტიკაში. დემოკრატიზაცია და ლიდერობის
პოზიციაზე ქალთა აღმასვლა იყო ამერიკული ბუდიზმის მახასიათებლებს შორის ყველაზე
გავლენიანი მახასიათებელი. საზოგადოებრივ საკითხებში ჩართულობამ, როგორიცაა
გლობალური დათბობა, ოჯახში ძალადობა, სიღარიბე და დისკრიმინაცია, საშუალება მისცა
ამერიკულ ბუდიზმს უფრო განვითარებულიყო და ღრმად შეეღწია დასავლეთში.
„დღევანდელ ცხოვრებაში“ ცხოვრების იდეა, ვიდრე მომავალზე ან წარსულზე ფოკუსირება,
ამერიკული ბუდიზმის კიდევ ერთი მახასიათებელია.

ამერიკული კულტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნულ რელიგიურ იდენტურობას,


როგორც სულიერ და ეთიკურ საფუძველს. 1960-იანი წლების განმავლობაში და შემდეგ,
საზოგადოება უფრო ღია გახდა პროტესტანტიზმის მიღმა არსებული სხვა რელიგიური
პრაქტიკის მიმართ, რაც მეტ ადამიანს აძლევდა საშუალებას შეესწავლათ ბუდიზმი.
ადამიანები ასევე უფრო დაინტერესდნენ სულიერი და ექსპერიმენტული რელიგიით, ვიდრე
იმდროინდელი ტრადიციული ინსტიტუციური რელიგიებით.

60-იანი და 70-იანი წლების მასობრივი გარდაქმნა ბუდიზმში ასევე მოხდა მეორე ტალღის
ფემინისტური მოძრაობის პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ძალიან ბევრმა
ქალმა,რომელიც გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა ,აღიარა
ბუდიზმი,სინამდვილეში ბუდიზმი მაინც პატრიარქალურ რელიგიად რჩებოდა,რამაც
უთანხმოება გამოიწვია.დაიწყო ფემინისტ ქალთა მასობრივი გამოსვლები ამ იდეის
წინააღმდეგ.

რიგი კონფერენციებისა თუ მოლაპარაკებების შემდეგ,სენდი ბუშერმა ჩამოაყალიბა


საზოგადოება სახელწოდებით- ,,ქალი ბუდიზმში“.მანდ გამოკითხა,დაახლოებით 100-ზე
მეტი ბუდისტი ქალი.საკუთარი და მათი გამოცდილების საფუძველზე კი დაასკვნა,რომ
ამერიკულ ბუდიზმს აქვს შესაძლებლობა შექმნას სრულიად ახალი რელიგია, რომელიც
მოიცავს ქალთა რეალობას, რომელშიც ქალები ფლობენ როგორც ინსტიტუციურ, ისე
სულიერ ხელმძღვანელობას.

ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკულ ბუდიზმში ქალების ძლიერი არსებობა შეინიშნება


და ბევრ ქალს ლიდერის ფუნქციაც კი აქვს შეთავსებული.

2006 წელს, პირველად ამერიკის ისტორიაში, ბუდისტური განკარგულების


მიხედვით,ამერიკელმა ქალმა Khanti Khema-მ მიიღო ასკეტი
პრაქტიკანტის,ახალბედას(სამანერის)სტატუსი ამერიკელი ბერის Bhante Vimalaramsi-ს მიერ.

დასკვნა
დროთა განმავლობაში,როგორც ზემოთ აღინიშნა ბუდიზმი მყარად იკიდება ფეხს ამერიკის
შეერთებულ შტატებში,ვითარდებოდა,დიდ ადგილს იკავებდა ქვეყნის როგორც
კულტურულ ისევე ტრადიციულ ფასეულობებში.თუმცა,ამავდროულად ის
გარკვეულწილად სახეცვლილი ფორმით ვრცელდებოდა დასავლეთში.მიუხედავად
სახეცვლილებისა,ბუდიზმის მთავრი იდეა-ხსნის გზა,მაინც იგივე დატვირთვისა და
მნიშვნელობის იყო როგორც აღმოსავლურ ბუდიზმში ისე დასავლურში.

დასავლეთში იგივე რჩებოდა ასევე ბუდიზმის მთავარი მახასიათებლები,რომ


მნიშვნელოვანი იყო სიცრუისგან თავის არიდება,ბუდიზმის მიმდევარს აუცილებლად
მართალი ზრახვები უნდა ამოძრავებდეს და მართალი ქმედება,რადგან არ ევნო ცოცხალი
არსებითვის,არც ადამიანისა და არც ცხოველისთვის,მწერისთვისაც კი.უნდა ეცხოვრათ
სწორად,ბუდისტური წესების დაცვით,პატიოსნად მოეპოვებინათ ცხოვრების სარჩო და
განეშორებინათ ამაო ფიქრები და ცუდი ზრახვები.მათთვის მნიშვნელოვანი იყო მედიტაცია
და ფიქრი იმაზე თუ რა დარჩათ შესასრულებელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

ყოველივე ამის შესრულების შედეგად შეძლებდნენ ისინი სიმშვიდის მოპოვებას.

როგორც აღინიშნა უამრავი ამერიკელი მკვლევარი ცდილობდა აღმოსავლეთში


ემოგზაურა,გაეცნო ბუდისტური ტექსტები,წმინდა წიგნები,კულტურა,ტრადიციები და
გაევრცელებინა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში.აშშ-ს მოსახლეობა კი მუდმივად დიდი
პატივისცემით გამოირჩეოდა არსებული ღირებულებების მიმართ.შესაბამისად,ასე სწრაფად
და თან ძალიან შესამჩნევად მოიკიდა ფეხი ბუდიზმმა და ბუდისტურმა ტრადიციებმა
ამერიკის შეერთებულ შტატები.

თუ გადავხედავთ ბუდისტთა რიცხოვნობას აშშ-ში,რომელიც დაახლოებით 6 მილიონს


უტოლდება,შეიძლება ითქვას,რომ ბუდიზმი ამერიკაში სწრაფად მზარდი რელიგიაა და
საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევარი ჰყავს,ამ მიმდევართა რაოდენობა კი დღითიდღე
იზრდება,ბუდიზმის შეცნობის პარალელურად.

You might also like