You are on page 1of 1

35.

განათლება მეცნიერება
ბიზანტიამ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ შეძლო ანტიკური,ბერძნული განსწავლულობის
შენარჩუნება. ყველაზე სახელგანთქმული განათლების კერე იყო ათენის აკადემია, რომელშიც
სახელგანთქმული ფილოსოფოსები ასწავლიდნენ.
2ს. დან ყალიბდება ქრისტიანული თეოლოგია, მას ანტიკური ფილოსოფიის მიღწევებს ძველი
და ახალი აღთქმის განმარტებისთვის იყენებდა. ღვთისმეტყველები მიიჩნევდნენ რომ
ფილოსოფოსები ფლობდნენ სამყაროს შესახებ მარტო ნაწილს. დროთა განმავობაში
წარმათული აკადემიები ჩაცხრა, დაქვეითდა და ფილოსოფია აღორძინდა საღვთისმეტყველო
აკადემიებში და ქრისტიანული თეოლოგიის მთავარ იარაღად იქცა. ავითარებდნენ ასევე
მათემატიკას, ასტრონომიას, მედიცინას.
8-15 ს თეოლოგიური მიმდინარეობა - სქოლასტიკა გაბატონდა. იგი სამყაროსა და ღმერთის
შეცნობის მეთოდი იყო. სქოლასტი გამოდიოდა იქიდან, რომ ცოდნა შეიძლება არამხოლოდ
მიიღო, შეუთავსო ერთმანეთს, არამედ ასწავლო მათ ერთმანეთს დახმარება. განსაკუთრებით მას
შემდეგ განვითარდა, რაც ევროპელები არისტოტელეს ფილოსოფიას და ლოგიკას გაეცნნენ .
სქოლასტიკოსებმა ლოგიკურად ჩამოყალიბებული მსჯელობის უნარი გამოიმუშავეს , ამან დიდი
როლი შეასრულა მეცნიერების განვითარებაში. წმინდა მამები ქრისტიანული მოძღვრება
განავვითარეს და ზოგჯერ ერთი დებულება სხვადასხვანაირად იყო გაშუქებული, ეს მათ მიმართ
კრიტიკას იწვევდა. სქოლასტიკოსების მიზანი იყო ამ წინააღმდეგობის დაძლევა და სხვადასხვა
მოსაზრებათა შეთანხმება იყო. მათთვის მთავარი იყო ავტორიტეტების მიერ გამოთქმული აზრის
კომენტირება და ლოგიკური გააზრება.
ერთ-ერთი მნიიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო პიერ აბელარი, იგი უარს აცხადებდა
ავტორიტეტების უსიტყვო თაყვანისცემაზე. მან დაწერა წიგნი: „ჰო და არა“ რომელშიც შეკრიბა
ეკლესიის შეუთანხმებელი აზრების ათეულობით მაგალითი. ამით ის ამბობდა რომ, ადამიანი
მხოლოდ საკუთარ გონებას, ლოგიკარს უნდა დაეყრდნოს.
აბატი ბერნარ კლერვოელი მისტიკოსთა ფუძემდებელი იყო. მათ მისტიკოსთა სკოლა შექმნა.
მათი მიზანი იგივე იყო რაც სქოლასტიკოსების - ღვთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობა, მაგრამ
შეცნობის გზები განსხვავებული ჰქონდათ. სქოლასტიკა გონების საშუალებით ცდილობდა
შეცნობას, მისტიკა კი უარყოფდა ადამიანის გონების როლს. კონფლიქტი, დავა აბელარისა და
ბერნარს შორის იყო სამყაროდასმი, ცოდნისადმი, ადამიანისადმი ორი სხვადასხვა მიდგომა.
იმჯერ კამათში მისტიკის წამომადგენელმა მიღწია. სქოლასტიკამ აყვავებას მიაღწია 13 ს -ში. ეს
დაკავშირებულია ქალაქების განვითარებასა და უნივერსიტეტების დაარესებასთან .

You might also like