Professional Documents
Culture Documents
ფილოსოფია ფინალური 1
ფილოსოფია ფინალური 1
რა არის ფილოსოფია
ადამიანებს უხსოვარი დროიდან აფიქრდება მათ გარშემო არსებული სინამდვილე და
სამყარო.ყოველივე ეს წარმოშობდა მათში მრავალგვარ კითხვებს. სწორედ კითხვის დასმით იწყება
ფილოსოფია.
აზროვნების ეს წესი ძველმა ბერძნებმა შექმნეს ძვ.წ. VI საუკუნეში. მათი მოსაზრებით ფილოსოფია
არის სიბრძნის სიყვარული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ცოდნის კორპუსი კი არ არის, არამედ
სიბრძნეში ცხოვრების ხელოვნებაში წვრთნა და დაოსტატებაცაა. ფილოსოფია ცდილობს გაიგოს
ხელოვნების, ზნეობის, რელიგიის შინაარსი და გაარკვიოს ის თუ რა არის: სამყარო, სული, ჭეშმარიტება,
სიყვარული, ცხოვრების საზრისი. ფოლოსოფიის ფუძემდებლად მიიჩნევენ თალეს მილეთელს(ძვ.წ. VI
ს.), რადგან მან პირველმა დააყენა სამყაროს („არხეს“ )პირველმიზეზის პრობლემა. მართალია,უფრო
ძველადაც არსებობდა რწმენა-წარმოდგენები სამყაროს შესახებ,ძველი ეგვიპტური ,შუმერული
მითები,თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ამ მითების ბრმად სწამდათ.პირველმა
ფილოსოფოსებმა,რომლებმაც პირველად იხმარეს სიტყვა ფილოსოიფა სწორედ ამით
განსხვავდებოდნენ მათგან,ისინი ბრმად არ ენდობოდნენ დასტურებულს. სიტყვა ფილოსოფია
ბერძნულია და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს არის სიბრძნისკენ სწრაფვა. ფილოსოფოსები მხოლოდ
სიბრძნის მაძიებელნი,მოტრფიალენი შეიძლება იყვნენ და არა ბრძენები.აღსანიშნავია,რომ ფილოსოფია
გაკვირვებიდან წარმოიშბა.ეს არის ნაბიჯი უჩვეულოსკენ.სოკრატე ამბობს: „მე ის ვიცი, რომ არაფერი
ვიცი“სწორედ არცოდნაში მდგომარეობს ფილოსოფია.ვარაუდით ჩვენ ვიცით რომ პითაგორამ(ან
ჰერაკლიტემ) შეართა ორი სიტყვა და მიიღო საბოლოოდ ფილოსოფია.ეს არის აზროვნების თავისებური
წესი.სოკრატე,პლატონი და არისტოტელე ასწავლიდნენ რომ ფილოსოფია არის
მზადება,წვრთნა ,ტრენინგი მარადიული სიცოცხლის ზეიმისთვის.აღსანშნავია,რომ არისტოტელეს
აზრით, ადამიანი ბუნებით ისწრაფვის შემეცნებისკენ,ის ბუნებითაა ფილოსოფოსი..უნდა
გვახსოვდეს,რომ ფილოსოფიისთვის აუცილებელია როგორც წიგნიერება,ისე ცხოვრებისეული
გამოცდილება.ჩვენ ვიცით ფილოსოფიის სამი ასაკი :
-ანტიკა-ბერძნები-გენიალური ბავშვები-.
სკოლასქტიკა-სასკოლო ასაკი ახ.წ.მე7-მე-16,
განმანათლებლობა-ზრდასრულობა მე17-მე18. წინ მიუღძოდა რენესანსი „კაცობრიობის სიჭაბუკე“.
2. ფილოსოფიური სკოლები
ფილოფოსიური სკოლა არის ტრადიცია, თაობათა ესტაფეტა,რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
ჩვენთვის ცნობილია პითაგორას სკოლა,პლატონის აკადებია,არისოტოტელეს ლიცეუმი. ელინიზმის
ეპოქაში შეიქმა ასევე „კასრის, ბაღის ,თაღის“ ფილოსოფიური სკოლები. მე12 საუკუნეში
უნივეერსიტეტები და აკადემიები ბიზანტიაში,იტალიაში და ჩრდ ევროპაშიც იქმენაბ. აღსანიშნავია,რომ
დასავლურ სამყაროში,აღმოსავლურისგან განსხვავებით ფილოსოფიურ სკოლაში მასწავლებლის
პატივისცემა თაყვანისვემაშ არ გადასულა.თვითონ არისოსტელე ამბობს: „პლატონი მიყვრს, მაგრამ
უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება“. ჩვენთვის ცნობილია რომ არსებობდა 3 განსხავევბული სკოლა:
აღმოსავლური სკოლები, ელინურ და ეკლესია. პლატონმა აკადემიკოსის სახელობის ბაღში იყიდა
სახლი და გახსნა სკოლა, რომელსაც აკადემია ეწოდა. აკადემიაში სწავლება უფასო იყო, როგორც
სოკრატემ უანდერძა პლატონს, რომელიც არასდროს იღებდა გასამრჯელოს სიბრძნის
სწავლებაში,სოფისტებისგან განსხავებით.პლატონის აკადემიამ 900 წელი იარსება.
არისტოტელემ,რომელიც 20 წელი სწავლობდა პლატონის აკადემიაში, ათენის გარეუბანში გახსნა
სკოლა, რომელსაც ხეივანი ჰქონდა წინ, ის სწორედ აქ უკითხავდა ლექციებს სტუდენტებს.ათენელებმა
სკოლას ლიცეუმი, ხოლო მის ბინადრებს პერიპატეტიკოსები ანუ მოსეირნეები უწოდეს. სტუდენტებს
ევალებოდათ არა მარტო დაეზეპირებინათ და გადმოეცათ მიღებული მასალის შინაარსი,არამედ
კრიტიკული შენიშვები მოეწოდებინათ სკოლის მოძღვრისთვის. პერიპატეტიკოსთა სკოლამ ახ.წ მეორე
საკუნემდე იარსება.
ბაღის ფილოსოფოსები-ამ სკოლის ფუძემდებელია ეპიკურე, რომელიც პლატონურ აკადემიაში
სწავლობდა შემდეგ დაშორდა მის პრინციპებს და დაარსა საკუთარი სკოლა,რომელიც ბაღში
მდებარეობდა.მას „ეპიკურელთა ბაღი“ შეარქვეს ,ხოლო იქ მოღვაწეებს „ბაღის ფილოსოფოსები“.ეს იყო
ღია სასწავლო-კვლევითი დაწესებულება,სადაც ყოველ გამვლელ/მგზავრს შეეძლო შეეარა და
შეერთებოდა ფილოსოფიურ განხილვებს.ეპიკურეს ზნეობრივი მოძღვრების მიხედვით ფილოსოფია
1
არის ბედნიერების მიღწევის გზა. ამისათვის კი უპირველესად სიკვდილისა და ღმერთების შიშისგან
განთავისუფლებაა საჭირო .
თაღის ფილოსოფოსები-ეს სკოლა ათენში,თაღოვან დარბაზში, გახსნა ძენონმა ძვ.წ.მე4 საუკუნეში.
ამიტომ მათ „თაღის ფილოსოფოსები „ ეწოდათ. მათი პრიციპი იყო ცხოვრბა ბუნებრივ წესრიგთან
თანხვედრაში. კასრის ფილოსოფებიდან ცნოიბილია დიოგენე. კასრის ფილოსოფოსების მიზანი იყო
ცხოვრების ამაოებიდან განშორება, არაფილოსოფიური სამყაროდან გამიჯვნა,.საკმაოდ საინტერესოა
გადმოცემა ალექსანდრე მაკედონელისა და დიოგენეს შეხვედრის შესახებ, სადაც დიოგენეს პასუხი
ალექსანდრესანდრეს შეკითხვაზე-რა გსურსო, გამორჩეულია „ხელმწიფევ,გთხოვ კასრს მოშორდე,მზეს
მიჩრდილავ“. ალექსანდრემ დიოგენეს უთხრა , რომ მე რომ ალექსანდრე არ ვიყო დიოგენეობას
ვისურვებდიო .
ჩვენთვის ასევე ცნობილია გელათის აკადემია,სადაც იოანე პეტრიწმა ააღორძინა არა მხოლოდ
ანტიკური ფილოსოფია, არამედ მისტერიათა სიბრძნეც.მან ფილოსოფიური სიბრძნე ქრისტიანულ
ჭრილში განიხილა. უკვე რვა საუკუნეა ფილოსოფიის სკოლა უნივერსიტეტშია, დავით აღმაშენებელმა
და მისმა გუნდმა ჩაიფიქრა , რომ ეს აკადემია ღვთის გამოცხადების თვალსაზრისით ყოფილიყო
„მეორე იერუსალიმი“, ხოლო ელინური სიბრძნის თვალსაზრისით - „სხვა ათენი“.
პეტრიწი ასწავლიდა , რომ ქვეყნიერება შედგება მწყობრი შრეებისგან , რომლებიც ერთდროულად
არიან გამგონეც და გასაგონიც, უგებენ ერთმანეთს, უყვართ ერთმანეთი ... პეტრიწის დიდი მოწაფე იყო
შოთა რუსთაველი .
. 451 წელს კეისრის ბრძანებით დახურეს ათენის ფილოსოფიური სკოლა. ახ.წ 6 საუკუნიდან
ფილოსოფია გახდა აკადემიური შესწავლის საგანი და სასწავლო დისციპლინა.
12 საუკუნიდან შეიქმნა უნივერსიტეტები და აკადემიები ბიზანტიაში, იტალიაში და შედეგ
გავრცელდნენ ჩრდილოეთ ევროპაში. არსებობს სამი განსხვავებული სიბრძნის სკოლა: აღმოსავლური
სკოლები, ელინური სკოლები და ეკლესია.
2
4.ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილები
ფილოსოფია განიხილავს ყოფიერების,შემეცნებისა და ზნეობის პრობლემებს. სწორედ ამიტომ ის
იყოფა რამდენიმე დისციპლინად. ესენია: მეტაფიზიკა, ეთიკა, პოლიტიკური ფილოსოფია, ესთეტიკა,
ლოგიკა. „მეტაფიზიკა“ ფილოსოფიის მთავარი დარგია,რომელიც სწავლობს ყოფიერებას,სამყაროსა და
სინამდვილეს, როგორც ასეთთა ,პირვანდელ არსს.სვამს კითხვას-რა შემიძლია? ტერმინი „მეტაფიზიკა“
ნიშნავს -ის,რაც ფიზიკის შემდეგაა. ის ასევე იშლება სამ ქვედისციპლინად,ღმერთის,სამყაროსა და
ადამიანის შემსწავლელ დარგებად. ეს დარგი სამ ფუნდამენტურ შეკითხვას სცემს პასუხს-არსებობს თუ
არა ღმერთი,სული უკვდავია თუ მოკვდავი,და რა არის სამყაროს დასაბამი ანუ არხე. ეთიკა არის
ფიქრი,განსაზღვრა, ორი სიტყვის შესახებ -კეთილისა და ბოროტის. სვამს შეკითხვას-რა უნდა ვაკეთო?
ანუ შეიძება დავასკვნათ,რომ ის ეფუძნება მორალს.არსებობენ მორალური კანონები თუ გამოიგონეს? და
რამდენად ხდება ამ კანონებისა თუ ცნებების რღვევა,სწორედ ამას შეისწავლის ეთიკა. ლოგიკა ეფუძნება
ლოგიკურს-გამართულ,წინამძღვრებიდან გამომდინარე დასკვნებს. „ლოგიკის მამად“ ითვლება
არისტოტელე,რომელმაც სწორი დასკვნის გამოტანის ფორმალური პირობები ჩამოაყალიბა. ლოგიკის
არსის განსაზღვრებაში გვეხმარება თქმულება მოლა ნასრედინზე.პოლიტიკური ფილოსოფია
პრაქტიკულია,სვამს შეკითხვას-ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ? არის თუ არა პოლიტიკური წესრიგი
ყოფიერების წესრიგის გამოხატულება?რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მოქალაქეებზე
ბატონობა.სწორედ ყოფიერების გარკვევას ეფუძნება სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის
განსაზღვრა.მშვენირების არსს იკვლევს ესთეტიკა. ეს ერთგვარ გამოცანას ჰგავს,გვიბიძგებს დავიწყოთ
ფილოსოფიური აზროვნება ხელოვნებაზე,მშვენირების არსზე.
ყოფიერების ძიებას მოგვიანებით ონტოლოგია ეწოდა , ხოლო შემეცნების ბუნების ძიებას
გნოსეოლოგია.
3
მიწვდომელი „ნივთი თავისთავად“.პლატონის იდეა და კანტის „ნივთი თავისთავად“ წარმოადგენდნენ
კამათსა და აღფრთოვანების საგანს.ეს ორი არსი არის დროისა და სივრცის მიღმური,ნივთიერისგან
შეუვალი.წინასწარგანსაზღვრულობა(დეტერმინაცია) ორი სახისაა-მიზეზობრივი ანუ კაუზალური და
მიზნობრივი ანუ ტელელოგიური.არისტოტელემ განსაზღვრა ტელეოლოგიური აზროვნების ნიმუში-
არსებობის განსაზღვრელია ჩანაფიქრის მიზანშეწონილება,საბოლოო მიზანი,რომლისკენაც
მიისწრაფვის ყველა საგანი. ონტოლოგია შეკითხვაზე- რა არის ყოფიერება შემდეგნაირად პასუხობდა-
არსებული საბოლოო მიზან/მიზეზი ანუ ღმერთი. ახალ დროში მეცნიერებაშ გაბატონდა
მიზეზობრიობის პრინციპი და გამოდიევნა მიზნობრიობობა. მე-20 საუკუნის ფილოსოფიამ უარი თქვა
ყოფიერების გაგებაზე,როგორც ერთი ყოვლისმომცველი,განსაზღვრული მიზნობრივი ან მიზეზობრივი
ტოტალობა. ახლა უკვე შემდეგნაირად დაისვა საკითხი-ყოფიერების საზრისი მიმართ. მის გამოცანას
სწორედ საზრისში ეძებდნენ. ალბერ კამიუ წერს: „გადაწყვიტო ღირს თუ არა ცხოვრება,იგივეა
ფილოსოფიის ძირითად კითხვას გასცე პასუხი“. ყველაფერმა დაკარგა აზრი,დარჩა მხოლოდ საზრისის
ძიების,ყოფიერების საზრისის პოვნისკენ მიდრეკილება.ყოფიერების შესახებ მოძღვრებას ეწოდება
ონტოლოგია. პირველად ის 1712 წელს ქრისტიან ვოლფმა შეიტანა ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში
როგორც „პირველი ფილოსოფია ანუ ონტოლოგია.“.ის განიხილავს სამ უმთავრეს საკითხს-
ღმერთს,სამყაროს და ადამიანს. „საკითხთა საკითხი“ არის ყოფიერება.
ონტოლოგია- არსებულის მოძრვრება. იგი ეწოდება ფილოსოფიურ მოძრვრებას ყოფიერების შესახებ.
ის განიხილავს არსებულს, როგორც ასეთს და იმას, რაც მას თავისთავად აქვს. ფილოსოფიის ამ
მთავარი დარგის კვლევის ძირითადი თემაა სამყარო, როგორც მთლიანობის რაობა. იგი პასუხობს
შემდეგ კითხვებზე: რა არის სამყაროს როგორც მთელის პირველსაწყისი ? რა მიმართება აქვს
ამ ,,მთელს“ მისსავე ნაწილებთან ? ადამიანი არის, ღმერთი არის, მაგრამ რა არის თავად ეს ,,არის“ ???
5
პროდუქტს,რადგან,მათი აზრით,თუ ადამიანს ერთხელ ვუწოდეთ ცხოველი,ის მუდამ დარჩება
ცხოველად.ისინი ცხოველისა და ადამიანის განმასხვავებლად ასახელებენ პერსონას,რომელსაც
საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული განსაზღვრება ჰქონდა.პიროვნების,პერსონის იდეა კი
ქრისტეს დროს წარმოიშვა. პიროვნება არის ღვთიური ელემენტი ადამიანში.Nos extra nos-
გულისხმობს,რომ ადამიანში მუდამ არის რაღაც,რაც მეტია ვიდრე თვით
ადამიანი.ტრანცენდირება(გადაბიჯება) აჩენს უფსკრულს ცხოველსა და ადამიანს შორის .ადამიანი
სწორედ პერსონაგონით აქტებით გადააბიჯებს ბუნებრივი სიცოცხლის მიღმა,მარადისობაში.
პიროვნების არსის გაგებაში მიმართულების ფუძემდებელია ჯონ ლოკი.იგი ნაშრომში „ადამიანის
ბუნების შესახებ“ მას წარმოაჩენს როგორც ცხოველის განსაკუთრებულ სახეობას.ასევე არსებობს
პარადოქსული შეხედულებები თვით პიროვნების გააზრების შესახებ,არის თუ არა ოდესღაც არსებული
პირვონება,რომელმაც თუნდაც დაკარგა მეხსიერება,დარჩება ის თუ არა იგივე პიროვნებად რაც იყო? და
ა.შ.ან ვინ შეიძლება ჩაითვალოს პიროვნებად და ვინ არა.რთულია ასეთ შემთხვევებში ვისაუბროთ
ადამიანის დეფინიციასა და მისი ბუნების განსაზღვრაზე. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ
ადამიანი არის არსება რომელსაც გააჩნია საკუთარი აზრები, მსოფმხედველობა და ცხოვრობს გარკვეულ
პრინციპებზე - მორალზე დაყრდნობით.
გაგება არის ადამიანის სულიერი სამყაროს გამოხატულებების წვდომის წესი. გონების მესამე უნარია .
ჰაიდეგერთან ის ონტოლოგიური შემეცნების ძირითად ხერხად გადაიქცა.
6
გადაჭრისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი ძირითდი მხარე-ესენია აგნოსტიციზმი და
სკეპტიციზმი
7
მესამე საფეხურია-წარმოდგენა. წარმოდგენს დროს,აღქმისგან განსხვავებით,ადამიანს შეუძლია
დაივიწყოს დრო-სივრცითი ჩარჩოები. მას შეუძლია წარმოიდგინოს ყოველივე,თუნდაც ის,რაც
თვალწინ არ აქვს.ადამიანური კულტურა,ხელოვნება ხომ სწროედ მსგავს წარმოდგენებს ეყრდნობა.
ცნება არის საგანთა კლასის არსებითი თვისებების ერთობლიობა.ცნების წარმოქმნა იწყება საგნის
თვისებათა ანალიზით. ცნების მეშვეობით გადაჭრილია სამყაროს მრავალფეროვნების გააზრების
პრობლემა,მაგალითად ,მაგიდის ცნებით შესაძლოა ვახსენოთ,მოვიცვათ ყველა ის მაგიდა,რაც კი
არსებობდა.ამით ადამიანის გონება მეტად ეკონომიური ხდება.თუმცაღა ცნებით აღწერილი სამყარო არ
არის სრული ,ამ სიმრავლეებს შორის არ არის კავშირი,წესრიგი. ეს მხოლოდ მარტივი დონეა.
ი.კანტმა ჩამოაყალიბა თეორიული ცოდნა. მან ცოდნა განსაზღვრა როგორც თეორიული ცოდნა,რომლის
საგანია სინამდვილე,ბუნება..ადგენს რეალობას ისე,როგორც არის თავისთავად.მან უარყო თანშობილი
ცოდნის პლატონისეული თეორია.
9
შეფარდებითი ჭეშმარიტება- ეს არის არასრული,ჭეშმარიტი ცოდნა საგნის შესახებ,რადგან
აბსოლუტური ჭეშმარიტება მიუწვდომელია.ეს არის შედარებითი ჭეშმარიტება,რომელიც ცვლილებას
ექვემდებარება.
შემეცნების პროცესში უდიდესი ადგილი ეთმობა სწორი მეთოდის შერჩევას. სწორედ მეთოდმა უნდა
უზრნუნველყოს უყტუარი ცოდნის მოპოვება დროისა და ენერგის მინიმალური
დანახარჯით.ფილოსოფიას,როგორც მეცნიერებას აქვს 3 მეთოდი,ესენია:
10
ნორმალური მდგომარეობა,როდესაც ადამიანს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას და გააკონტროლოს
თავი.ცნობიერება მრავალი მეცნიერების კვლევის საგანია,ფილოსოფია კი იკვლევს ე.წ წმინდა
ცნობიერებას,ადამიანის შემეცნებისა და მოქმედების განხორციელების უნარს.ცნობიერების პროცესს
ფილოსოფიურად იაზრებს ფენომენოლოგია.
ფილოსოფიას ცნობიერება აინტერესებს ასევე როგორც შემეცნების უნარი და როგორც ადამიანის მიერ
მოპოვებული შინაარსის მთლიანობა. ერთი პოზიცია მიიჩნვევს,რომ ცნობიერებას აქვს
შინაარსი,რომელიც თანშობილია,ხოლო მეორე მიიჩნევს,რომ ის არის უნარი და „სუფთ დაფა“. ანუ
ყველაფერი გარედანაა მიღებული.
21.ენის ფენომენი
ენა და გონიერება ადამიანის ფუნდამენტური ნიშნებია.არისტოტელეს მიხედვით ადამიანი არის
ცოცხალი მეტყველი გონება. ენა მჭირდროდაა კავშირში ცნობიერებასთან,ენა არის ცნობიერების
გამოვლენის,გონების,ცოდნის ობიექტივაციის ფორმა. ენა არსებობს დამწერლობისა და მეტყველების
სახით.ენის ფილოსოფია იკვლევს ენის ბუნებას,მის ფუნქციებს და მის როლს ცოდნის,ცნობიერების
ფუნქციონირებაში. ადამიანი ენა გამოიყენებს აზროვნების,ურთიერთობებისა და გაგებისთის. ადამიანი
ენის საშუალებით აღწერს რეალობას,გამოხატავს გრძნობებს,ახდენს კომუნიკაციას.-აქედან
გამომდინარე ენა საზოგადოების მთლიანობის ერთადერთი საშუალებაა.როგორც ჰაიდეგერი წერს „ენა
არის ყოფიერების სახლი“. ენის,როგორც ნიშნათა სისტემის თეოერია კი სოსიურმა დაამუშავა,რომელიც
თანამედროვე ენათმეცნიერების ფუძემდებელია.ბუნებრივი ენის ნაკლოვანების გამო არსებობს
იდეალური ენის ცნება.
ფილოსოფიურ ამოცანას წარმოადგენდა ენის სრულყოფა. ბუნებრივი ენის ნაკლია სიტყვების
ბუნდოვანება,ორაზროვანი საზრისი.ენის მეცნიერებაში გამოყენება მოითხოვდა მის სიზუსტეს.ყოველ
სიტყვას უნდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი მნიშვნელობა.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ შეექმნათ
იდეალური ენა,რომელიც იქნებოდა ლოგიკურად სრულყოფილი.
11
ენის კომუნიკაციური ფუნქცია - ლ.ვიტგენშტეინმა გაითვალისწინა ლოგიკური პოზიტივიზმის
შედეგები და თავისი მოღვაწეობიოს მეორე ეტაპზე ყურადღება მიაქცია ენის კომუნიკაციურ
ფუნქციას.ერთია აღწერო და მეორეა გადასცე რეალობის აღმწერი ინფორმაცია ადამიანებს.
კონცეპტუალური აზროვნების დამსახურებით ადამიანი ახერხებს გადასცეს მოსაუბრეს ინფორმაცია.
12
სწორედ მათ მეშვეობით ხდება. არსებობს ინტენსიური და ექსტენსიური საწინააღდეგო
მაკავშირებლები. ექსტენსიური არის ისეთ მაკავშირებელი,რომელის გამოყენებით რთული
წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობა განისაზღვრება მისი შემადგენელი წინადადებების
ჭეშმარიტების მნიშვნელობებით.ინტენსიური ეწოდება ისეთ მაკავშრებლებს,რომმლის გამოყენებით
აგებული რთული წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობის განსაზღვრისთვის საკმარისი არაა
მარტივი წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობები.მაგ „და“,“თუ“ „ან-ან“ და ა.შ.საწინააღმდეგო
მაკავშირებელი სრულიად უცვლის შინაარსს წინადადებას, მაგ,მკაცრად დისუნქციური წინადადება
ასეთია : „მე დღეს დილით ვიქნები ან სახლში,ან საღამოს სტუმრად ვიქნები“.
13
33. დასკვნის ფორმები
დასკვნა წარმოადგენს მსჯელობათა კავშირს. დასკვნას აქვს ორი წინამნძღვარი,ამომავალი
მსჯელობა,საიდანაც ლოგიკური აუცილებლობით გამომდინარეობს მესამე მსჯელობა-დანასკვი. ის
არის ახალი ცოდნის მიღების წესი. ლოგიკური გამომდინარეობის მიმართულებისმიხედვით
განასხვავებენ სამი სახის გამომდინარეობას:
დასკვნა ანალოგიის დროს ერთეული ხასითის მსჯელობიდან ვაკეთებთ დასკვას მეორე მოვლენაზე
მათი მსგავსების საფუძველზე.
14
შესწავლის საგანია, მისი ინტერესი ადამიანთა ქცევის ნორმათა შესწავლაა; ზნეობა კი - ერთეული
ინდივიდის მიერ ქცევის სუბიექტური შეფასებაა.
15
აუცილებლობაა. ადამიანის ქცევითი აქტივობაა, რომელიც განპირობებულია მორალური ღირებულების
გატარების აუცილებლობით.
16
პროფესიული ეთიკები: სამედიცინო ეთიკა, ეკოეთიკა, მედია ეთიკა, პოლიტიკური მორალის
ფილოსოფია, მასწავლებლის ეთიკა, სამართლის ეთიკა და ა.შ.
17
გამოყენებითი ეთიკის სივრცეში გამოიყოფა შემდეგი სფეროები: ბიოეთიკა, სიტუაციური ეთიკა, საქმიან
ურთიერთობათა ეთიკა და ე.წ. პროფესიული ეთიკები: სამედიცინო ეთიკა, ეკოეთიკა, მედია ეთიკა,
პოლიტიკური მორალის ფილოსოფია, მასწავლებლის ეთიკა, სამართლის ეთიკა და ა.შ. ბიოეთიკა
განიხილავს ნორმებს ცოცხალი სამყაროს მიმართ. სიტუაციური ეთიკა გამოიმუშავებს პრაქტიკულ
რეკომენდაციებს კონკრეტული სიტუაციებისა და სფეროების მიმართ. ბიზნეს ეთიკა მიზნად ისახავს
გახსნას ბიზნეს საქმიანობის ეთიკური და პოლიტიკური პრობლემები. ეკოეთიკის პრობლემატიკა
მოიცავს თანამედროვე დისკუსიებს, რომელნიც ეხებიან ადამიანის ურთიერთობას ბუნებასთან და
გარემოს ეკოლოგიურ კრიზისს. მედია ეთიკის ამოცანაა თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში
ადამიანის საქმინობის ეთიკური პრინციპების, პრობლემებისა და დილემების შესწავლა. საქმიან
ურთიერთობათა ეთიკა იგივე ბიზნესის ეთიკაა. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის მიზანია
განათლების ფილოსოფიის ძირითადი პრინციპების კვლევა პედაგოგიური მოღვაწეობის სპეციფიკის
გათვალისწინებით. პოლიტიკური ეთიკა მიზნად ისახავს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების
მორალური ბაზისის , როგორც ზნეობრივი დისკურსის პრინციპულად განსხვავებული ტიპის
შესწავლას.
18
50. ეთიკური ღირებულებები
ფილოსოფიაში ერთ-ერთი გავრცელებული განმარტბით: ღირებულება არის ის, რაც არ არსებობს,
მაგრამ მნიშვნელობს. ეთიკური ღირებულებების სისტემაში ერთიანდება: სამართლიანობა,
თანასწორობა, სათნოება, ღირსება, პატიოსნება, ზრდილობა, თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა,
ვალდებულება, გულმოწყალება,
სიმართლისმოყვარეობა, გულკეთილობა, კეთილმოსურნეობა. ეთიკური ღირებულებები გვაკავშირებენ
სამყაროსთან, არეგლურებენ ადამიანის ურთიერთობას მაკრო და მიკრო კოსმოსთან.
21
ამდენად,როგორც ჩანს,სახელმწიფო შეიქმნა ხელშეკრულების საფუძველზე.ჰობსის მტკიდევით
სახელმწიფოს მუდმივი და ძირითადი ფუნქცია მშვიდობის შენარჩუნებაა. საზოგადოებრივი
ხელშეკრულებით დაფუძნებული თანამდებობა,პოსტი უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი ხდება.
ჰობსის ეს შეხედულება გააკრიტიკეს. ჯონ ლოკი მიიჩნევს,რომ ადამნიანებს შეუძლიათ იცხოვრონ
მშვიდობიანად ბუნებრივ მდგომარეობაშც კი. როდესაც რუსომ გამოაქვეყნა :საზოგადოებრივი
ხელშეკრულება“ ხელშეკრულების იდეა მასობრივი ინტერესისა და მსჯელობის საგანი გახდა.
საზოგადოებრივი ხელშეკრულება გულისხმობს საზოგადოებისა თუ სახელმწიფოში ცაკლეული
პიროვნებათა ნებაყოფლობით ურთიერთშეთანხმებას. რუსო უარყოფს ჰობსის თეორიას „ბუნებრივი
მდგომარეობის“ შესახებ. ამასთან,ადამიანებს შორის არსებობს 2 სახის უთანასწორობა. ერთა ბუნებრივი
ანუ ფიზიკური და მეორე პირობითი ანუ პოლიტიკური. ის მყარდება ადამიანთა შორის გარკვეული
კონვენციის საფუძველზე. რუსოს თხზულება სამაგიდო წიგნად იქცა საფრანგეთის რევოლუციის
ლიდერებისათვის. მაქსიმილიან რობესპიერი მას „რევოლუციის ბიბლიად“ აღიქვამდა და საკუთარ
თავს მასში დასაბუთებული იდეების აღმასრულებლად მიიჩნევდა.ამ იდეებზე დამყარებით დაემხო
მონარქია. 1789 წლის რევოლუციის შემდეგ დამყარდა რესპუბლიკური წყობა პრინციპით:
„თავისუფლება,თანასწორობა,.ძმობა“.ამიდეალების სახელით შემდეგ სხვა ქვეყნებშც განხორციელდა
რევოლუციები.
22
ეძებს,ბეკონი- მეცნიერებაშ ხოლო მარქსი-ეკონომიკაშ. პლატონის თეორია ეყარება არსებობის
თავისებურ მოდელს. ის „სახელმწიფოს“ მე7 წიგნში ადამაინის არსებობას ადარებს გამოქვაბულის
ბინადრებს,,რომელთაც არასოდეს უნახავთ სინათლე. არსებობენ ადამიანები,რომელებმაც გააღწიეს
გამოქვაბულის გარეთ.ისინი ფილოსოფოსები არიან.ესე იგი პლატონისთვის იდეალური სახელმწიფოს
მმართველი შეიძლება იყოს მხოლოდ ფილოსოფოსი.ისინი ჭვრეტენ სამართიანობის იდეას,მხოლოდ
მათი მმართველობის დროს დამყარდება სამართლიანი სახელმწიფოს წყობა.პლატონის სახელმწიფო
სულის ანალოგიაა.იგი სამ სხვადასხვა წოდებადაა დანაწევრებული.პირველი წოდება,დაბალი კლასი
მოიცავს ხალხს,რომელიც მიწათმოქმედთა და ხელოსანთაგან შედგება.ასევე ვაჭრები.მეორე წოდებას
მიეკუთვნებიან მეომარი მცველები და სახელმწიფო საქმეთა მოხელენი. მესამე კი მმართველ
ფილოსოფოსთა კლასი.ეს სამი კლასი ისევე შეწყობილად უდა მოქმედებდეს,როგორც ორგანოების
თავი,გულ-მკერდი და მუცელი. პლატონის სახელმწიფოს პროექტს ვერც ერთი ეპოქის სწავლულმა ვერ
აუარა გვერდი.
26
სრულყოფილების იმგვარ ნიშანს,რომელსაც იგი ვერასდროს აღწევს რეალურ სამყაროში. ეს ისაა,სადაც
უზენაესი მიზანი მიღწეულია. სრული და უნაკლო ყოფის წესი გამომჟღავნებული.
27
ეპოქების, პიროვნებების ერთმანეთთან დაკავშირება ანუ გაგება. მე-19 საუკუნემდე ჰერმენევტიკას
დამხმარე მნიშვნელობა ჰქონდა რელიგიური,იურიდიული და მხატვრული ტექსტების განმარტებისა და
ინტერპრეტაცისთვის. ანტიკურ ხანაში მას იყენებდნენ პოეზიის და სამისნოების ენის განსამარტავად.
შუა საუკუნეების და აღორძინების თეოლოგიაში ბიბლიის ენისა და სიმბოლოების
განმარტებისთვის.ჰერმენევტიკული მეთოდის ამოცანა იმის განმარტებაა,რომ ხელოვნების ნაწარმოები
არასოდეს არ ხდება წარსული,მას გაანია თავისი აწმყო და შეუძლია გადალახოს დროითი დისტანცია.
ჰანს გეორგ გადამერმა განიხილა ორი შესაძლო ექსტრემალური ვარიანტი.პირველის
მიხედვით,ესთეტიკაში ჰერმენევტიკის გამოყენება მიზნად ისახავს მხატვრული სინამდვილის
რესტავრაციას. ხოლო მეორის მიხედვით-ინტეგრაციას.შლაიერმახერის მიხედვით,მთავარია
ხელოვნების ქმნილების აღდგენა მის პირველად მიმართებებსა და დანიშნულებაში.სპეციალური
ჰერმენევტიკული ოპერაციების საშუალებით უნდა მოხდეს აღდგენა იმ სამყაროსი,რომლის
კუთვნილებაცაა ქმნილება.ამით აღდგება ქმნილების შინაგანი საზრისი.ასეთა შლაიერმახერის
ესთეტიკის ძირითაი იდეა.ესთეტიკური გაგების მეორე კონცეფცია ხელოვნების ქმნილების არსებითი
რესტავრაციის შეუძლებლობის მკაფიო ცნობიერებაზეა აგებული. ჰეგელმა მიუთითა,ანტიკური
სამყაროს და მისი „ესთეტიკური რელიგიის“ სიკვდილზე. მისი მიხედვით,ხელოვნების ისტორიული
განვითარება,მისი სიმბოლური და რომანტიკული საფეხურები არიან მშვენიერების იდეის
თვითცნობიერებამდე ამაღლების საფეხურები.ჰეგელმა დაადგინა თვითცნობიერების სტრუქტურული
კავშირი სიცოცხლის ცნებასთან.ჰერმენევტიკა არის წრეში მოძრაობის ხელოვნება,ქმნილება მოიცავს
გაგების უსასრულო შესაძლებლობებს.ამგვარად უნდა იქნებს გაგებული ის,რასაც ნიცშემ „მარადიული
კვლავდაბრუნება“ უწოდა.თითოეული გაგება არის კონგენიალობა-სრულყოფილი
თანაშემოქმედება.გადამერის მიხედვით,არ არსებობს ტექსტის რაიმე „პირველადი გაგება“,რომლის
რესტავრაცია მიზნად უნდა გაიხადოს „სხვა გაგებამ“. ქმნილების ხელახლა შობა დამოკიდებულია
„შუამავალ გონზე“-მის გამგებ მედიუმზე. ჰერმენევტიკა არის არა ხელოვნების ქმნილების
რეპროდუქცია ესთეტიკურ ცნობიერებაშ,არამედ მისი ინტეგრაცია.
29
73. რა არის კომიკური
კომედიის არსებითი ნიშანი არის დროითს უეცარი მარცხი მარადისობასთან,რომელიც დამარცხებულის
ტანჯვას ან განადგურებას არ შეიცავს. ის არის დაძაბული მოლოდინის უეცარი განმუხტვით
გამოწვეული აფექტი,რაც სიცილში გამოიხატება.არისტოტელეს კომიკური ესმოდა,როგორც
კონფლიქტი მშვენიერსა და მახინჯს შორის,რომელშიც ხდება სიმახინჯის მხილება და მარცხი.კომედია
ისეთივე ესთეტიკური ღირებულებაა,როგორც ტრაგედია.
30