You are on page 1of 18

1.

ადამიანებს უხსოვარი დროიდან აფიქრდება მათ გარშემო არსებული სინამდვილე და


სამყარო.ყოველივე ეს წარმოშობდა მათში მრავალგვარ კითხვებს. სწორედ კითხვის
დასმით იწყება ფილოსოფია.უკვე მე-6 საუკუნეში თალეს მილეთელი,რომელმაც დასვა
კითხვა „არხეს“ შესახებ,შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ ფილოსოფოსად.მართალია,უფრო
ძველადაც არსებობდა რწმენა-წარმოდგენები სამყაროს შესახებ,ძველი
ეგვიპტური ,შუმერული მითები,თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ამ მითების
ბრმად სწამდათ და მათ რიტუალების თანხლებიან უერთდებოდნენ.პირველმა
ფილოსოფოსებმა,რომლებმაც პირველად იხმარეს სიტყვა ფილოსოიფა სწორედ ამით
განსხვავდებოდნენ მათგან,ისინი ბრმად არ ენდობოდნენ დასტურებულს. სიტყვა
ფილოსოფია ბერძნულია და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს არის სიბრძნისკენ სწრაფვა.
ფილოსოფოსები მხოლოდ სიბრძნის მაძიებელნი,მოტრფიალენი შეიძლება იყვნენ და არა
ბრძენები.აღსანიშნავია,რომ ფილოსოფია გაკვირვებიდან წარმოიშბა.ეს არის ნაბიჯი
უჩვეულოსკენ.სოკრატე ამბობს: „მე ის ვიცი,რომ არაფერი ვიცი“სწორედ არცოდნაში
მდგომარეობს ფილოსოფია.ვარაუდით ჩვენ ვიცით რომ პითაგორამ(ან ჰერაკლიტემ)
შეართა ორი სიტყვა და მიიღო საბოლოოდ ფილოსოფია.ეს არის აზროვნების თავისებური
წესი.სოკრატე,პლატონი და არისტოტელე ასწავლიდნენ რომ ფილოსოფია არის
მზადება,წვრთნა ,ტრენინგი მარადიული სიცოცხლის ზეიმისთვის.აღსანშნავია,რომ
არისტოტელეს აზრით, ადამიანი ბუნებით ისწრაფვის შემეცნებისკენ,ის ბუნებითაა
ფილოსოფოსი..უნდა გვახსოვდეს,რომ ფილოსოფიისთვის აუცილებელია როგორც
წიგნიერება,ისე ცხოვრებისეული გამოცდილება.ჩვენ ვიცით ფილოსოფიის სამი ასაკი-
ანტიკა-ბერძნები-გენიალური ბავშვები-. სკოლასქტიკა-სასკოლო ასაკი ახ.წ.მე7-
მე16)განმანათლებლობა-ზრდასრულობა მე17-მე18. წინ მიუღძოდა რენესანსი
„კაცობრიობის სიჭაბუკე“.

2.ფილოსოფიური სკოლები

ფილოფოსიური სკოლა არის ტრადიცია,თაობათა ესტაფეტა,რომელიც ხელიდან ხელშ


გადადიოდა. ჩვენთვის ცნობილია პითაგორას სკოლა,პლატონის
აკადებია,არისოტოტელეს ლიცეუმი. ელინიზმის ეპოქაში შეიქმა ასევე
„კასრის,ბაღის,თაღის“ ფილოსოფიური სკოლები. მე12 საუკუნეში უნივეერსიტეტები და
აკადემიები ბიზანტიაში,იტალიაში და ჩრდ ევროპაშიც იქმენაბ. ბოეციუსმა მე5 საუკუნეში
დაწერა წიგნი „ნუგეშ ფილოსოფიისგან“,სადაც გარკვეულად მოწოდებულია
ფილოსოფიურ სკოლებში ,ბაღში,აკადემიაში და ა.შ ნუგეშის ძიება,. აღსანიშNავია,რომ
დასავლურ სამყაროში,აღმოსავლურისგან განსხვავებით ფილოსოფიურ სკოლაში
მასწავლებლის პატივისცემა თაყვანისვემაშ არ გადასყულა.თვითონ არისოსტელე ამბობს :
„პლატონი მიყვრს,მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება“.ჩვენთვის ცნობილია რომ
არსებობდა 3 განსხავევბული სკოლა:აღმოსავლური სკოლები,ელინურ და ეკლესია.
პლატონმა აკადემიკოსოს სახელობის ბაღში იყიდა სახლი და გახსნა სკოლა,როკმელსაც
აკადემია ეწოდა. აკადემიაში სწავლება უფასო იყო,როგორც სოკრატემ უანდერძა
პლატონს,რომელიც არასდროს იღებდა გასამრჯელოს სიბრძნის
სწავლებაში,სოფისტებისგან განსხავებით.პლატონის აკადემიანმ 900 წელი იარსება.
არისტოტელემ,რომელიც 20 წელი სწალვობდა პლატონის აკადემიაში,ათენის გარეუბანში
გახსნა სკოლა,რმელსაც ხეივანი ჰქონდა წინ, ის სწორედ აქ უკითხავდა ლექციებს
სტუდენტებს.ათენელებმა სკოლას ლიცეუმი, ხოლო მის ბინადრებს პერიპატეტიკოსები
ანუ მოსეირნეები უწოდეს.სტუდენტებს ევალებოდათ არა მარტო დაეზეპირებინათ და
გადმოეცათ მიღებული მასალის შინაარსი,არამედ კრიტიკული შენიშვები მოეწოდებინათ
სკოლის მოძღვრისთვის. პერიპატეტიკოსთა სკოლამ ახ.წ მეორე საკუნემდე იარსება.

ბაღის ფილოსოფოსები-ამ სკოლის ფუძემდებელია ეპიკურე,რომელიც პლატონურ


აკადემიაში სწავლობდა შემდეგ დაშორდა მის პრინციპებს და დაარსა საკუთარი
სკოლა,რომელიც ბაღში მდებარეობდა.მას „ეპიკურელთა ბაღი“ შეარქვეს ,ხოლო იქ
მოღვაწეებს „ბაღის ფილოსოფოსები“.ეს იყო ღია სასწავლო-კვლევითი
დაწესებულება,სადაც ყოველ გამვლელ/მგზავრს შეეძლო შეეარა და შეერთებოდა
ფილოსოფიურ განხილვებს.ეპიკურეს ზნეობრივი მოძღვრების მიხედვით ფილოსოფია
ბედნიერების მიღწევის გზა იყო..

თაღის ფილოსოფოსები-ეს სკოლა ათენში,თაღოვან დარბაზში,გახსნა ძენონმა ძვ.წ.მე4


საუკუნეში. ამიტომ მათ „თაღის ფილოსოფოსები „ ეწოდათ.მათი პრიციპი იყო ცხოვრბა
ბუნებრივ წესრიგთან თანხვედრაში.კასრის ფილოსოფებიდან ცნოიბილია დიოგენე.
კასრის ფილოსოფოსების მიზანი იყო ცხოვრების ამაოებიდან გაშრება,არაფილოსოფიური
სამყაროდან გამიჯვნა,.საკმაოდ საინტერესოა გადმოცემა ალექსანდრე მაკედონელისა და
დიოგენეს შეხვედრის შესახებ,სადაც დიოგენეს პასუხი ალექსანდრესანდრეს შეკითხვაზე-
რა გსურსო, გამორჩეულია „ხელმწიფევ,გთხოვ კასრს მოშორდე,მზეს მიჩრდილავ“.

ჩვენთვის ასევე ცნობილია გელათის აკადემია,სადაც იოანე პეტრიწმა ააღორძინა არა


მხოლოდ ანტიკური ფილოსოფია,არამედ მისტერიათა სიბრძნეც.მან ფილოსოფიური
სიბრძნე ქრისტიანულ ჭრილში განიხილა. უკვე რვა საუკუნეა ფილოსოფიის სკოლა
უნივერსიტეტშია,

3.სულის უკვდავების დასაბუთება

ანტიკურ ეპოქაში ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ამცონა იყო სულის უკვდავების


დასაბუთება,პლატონის დიალოგში „ფეოდნი“ გადმოცემულია სოკრატეს ცხოვრების
უკანასკნელი დღეები.ფედონი გვევლინება ამ ამბის თვითმხილველად.

სოკრატეს აზრით,სული გერადან არ იღებს ცნებებს,არამედ ის გარკვეულწილად იხსენებს


შობამდელ არსებობას მარადისობაში. ესე იგი სული არსებობდა შობამდე და ის
სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. სოკრატე თვლის,რომ ფილოსოფოსი
ყოველივე ხორციელს შორდება და „სულისთვის იღწვის მხოლოდ“. სწორედ
მაშინ,სოკრატეს უკვე დაძლეული აქვს სიკვდილის შიში,რადგან მას სწამს სულის
უკვდავების,სჯერა რომ სიკვდილის შემდეგ შესაძლებელია შეხვდეს მარადისობის
ბინადრებს. იმისდა მიხედვით იარსებებს ,თუ როგორ იცხოვრა აქ-სააქაოში., მისთვის
ცოდნა არის მოგონება-ანამნეზისი, „ხოლო სული ყველაზე უკეთ აზროვნებს მაშინ,როცა
არაფერი ამღვრევს მას“,ანუ როდესაც იგი გათავისუფლებულია ხორციელისგან.
„ფედონში“ ასევე განხილულია სულის უკვდავების რამდენიმე არგუმენტი. მაგალითად-
ყოველი სუბსტანცია მარადიულია,სული სუბსტანციაა,აქედან გამომდინარე ,ის
მარადიულია. ასევე მარტივი მოუსპობადია,სული კი მარტივია. უზენაესი ღირებულება
მარადიულია,სული კი არის სწორედ უზენაესი ღირებულება. სოკრატე მოწაფეებს სულის
შესაძლო თავგადასავალზე ესაუბრება სხეულიდან გამოსვლის შემდეგ. თუ როგორ
იცოცხლებს სული ჰადესში,როგორ მოხდება მისი გარდასახვები(რეინკარნაციები)და
კვალავ გათავისუფლებები. სოკრატე ხვდება,რომ მსგავსი რწმენის დაჟინებით მტკიცება
არ შეჰფერის გონიერ კაცს,თუმცა იქვე დასძენს,რომ „თუ სული მართლაც უკვდავია,მას
დიახაც შეჰფერის და მართებს კიდეც ამტკიცოს,რომ ყველაფერი რაც ჩვენს სულებს
შეეხება და მათ სავანეთ,მხოლოდ ასე,ან დაახლოებით მაინც ასეა“.

4.ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილები

ფილოსოფია განიხილავს ყოფიერების,შემეცნებისა და ზნეობის პრობლემებს.სწორედ


ამიტომ ის იყოფა რამდენიმე დისციპლინად. ესენია:მეტაფიზიკა,ეთიკა,პოლიტიკური
ფილოსოფია,ესთეტიკა,ლოგიკა. „მეტაფიზიკა“ ფილოსოფიის მთავარი დარგია,რომელიც
სწავლობს ყოფიერებას,სამყაროსა და სინამდვილეს,როგორც ასეთთა,პირვანდელ
არსს.სვამს კითხვას-რა შემიძლია? ტერმინი „მეტაფიზიკა“ ნიშნავს -ის,რაც ფიზიკის
შემდეგაა.ის ასევე იშლება სამ ქვედისციპლინად,ღმერთის,სამყაროსა და ადამიანის
შემსწავლელ დარგებად. ეს დარგი სამ ფუნდამენტურ შეკითხვას სცემს პასუხს-არსებობს
თუ არა ღმერთი,სული უკვდავია თუ მოკვდავი,და რა არის სამყაროს დასაბამი ანუ
არხე.ეთიკა არის ფიქრი,განსაზღვრა, ორი სიტყვის შესახებ -კეთილისა და ბოროტის.
სვამს შეკითხვას-რა უნდა ვაკეთო? ანუ შეიძება დავასკვნათ,რომ ის ეფუძნება
მორალს.არსებობენ მორალური კანონები თუ გამოიგონეს? და რამდენად ხდება ამ
კანონებისა თუ ცნებების რღვევა,სწორედ ამას შეისწავლის ეთიკა.ლოგიკა ეფუძნება
ლოგიკურს-გამართულ,წინამძღვრებიდან გამომდინარე დასკვნებს. „ლოგიკის მამად“
ითვლება არისტოტელე,რომელმაც სწორი დასკვნის გამოტანის ფორმალური პირობები
ჩამოაყალიბა. ლოგიკის არსის განსაზღვრებაში გვეხმარება თქმულება მოლა
ნასრედინზე.პოლიტიკური ფილოსოფია პრაქტიკულია,სვამს შეკითხვას-ჩვენ რა უნდა
ვაკეთოთ? არის თუ არა პოლიტიკური წესრიგი ყოფიერების წესრიგის გამოხატულება?
რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მოქალაქეებზე ბატონობა.სწორედ ყოფიერების
გარკვევას ეფუძნება სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის
განსაზღვრა.მშვენირების არსს იკვლევს ესთეტიკა.ეს ერთგვარ გამოცანას
ჰგავს,გვიბიძგებს დავიწყოთ ფილოსოფიური აზროვნება ხელოვნებაზე,მშვენირების
არსზე.

5.სიტყვა „მეტაფიზიკის“ ავოტირა რედაქტორი ანდრონიკე როდოსელი,რომელმაც


არისტოტელეს ერთ უსათაური წიგნს,რომელიც ფიზიკის შემდეგ იდო „მეტა ტა ფიზიკა“
უწოდა რაც ქართულად ნიშნავს-ის რაც ფიზიკის შემდეგაა. მოგვიანებით ეს ტერმინი
არსისა და აზრის შესახებ მოძღვრების აღმნიშვნელად იქცა.პირველფილოსოფია ანუ
მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას,შემეცნებას და ცოდნის თეორიებს, ქვედისცპინები
პასუხობენ სამ ფუნდამენტურ შეკითხვას,ახალ დროში ვხვდებით შემდეგ საკითხს:
შესაძლებელია თუ არა მეტაფიზიკა განვიხილოთ როგორც მეცნიერება? მართალია
მეტაფიზიკა გონების „აუცილებელი მეცნიერებაა“,მაგრამ ის გამოდის მეცნიერება
მიუწვდომელის შესახებ,ანუ იმის,რაც ცოდნის მიღმაა,თუმცა რამდენად სწორია
მოვაქციოთ ის მეცნიერების ყალიბში?თუ საჭიროა უარვყოთ ის და ვაღიაროთ მისი
როგორც ამოცანისა და იდეალის მნიშვნელობა. ღმერთი,სამყარო და ადამიანი სწორედ
რომ იდეალებს წარმოადგენეენ,რომელთაც შემეცნების ფუნქცია არ აქვთ.შესაძლოა ისინი
შევადაროთ მანათბელ ვარსკვლავებს,რომელნიც ორიენტირს გვაძლევენ,მაგრამ ჩვენ მათ
ვერასდროს მივწვდებით.აქედან გამომდინარე,მეტაფიზიკა დაუსრულებელი დავის
ასპარეზია,ვერავინ მოახერხა საწინააღდეგოსა თუ დამადასტურებელის
დასაბუთება.თუმცაღა მეტაფიზიკა ისევ პირველ ფილოსოფიად მიიჩნევა. ამიტომაც
სწორი იქნება თუ მეტაფიზიკას განვიხილავთ არა როგორც მეცნიერებას,არამედ გონების
ბუნებრივ მისწრაფებას.

6.ყოფიერება

ყოფიერების შესახებ არსებობდა განსხვავებული შეხედულებები. პლატონის


განსაზღვრებით ყოფიერება არის იდეა(ეიდოს),ხოლო მისი არანამდილი,ანარეკლებია
ერთეული საგნები.კანტის მიხედვით კი საგნებს ორი მხარე აქვთ:მოვლენათა სახე,ანუ
ჩვენთვის მისაწვდომი და ჩვენთვის მიწვდომელი „ნივთი თავისთავად“.პლატონის იდეა
და კანტის „ნივთი თავისთავად“ წარმოადგენდნე კამათსა და აღფრთოვანების საგანს.ეს
ორი არსი არის დროისა და სივრცის მიღმური,ნივთიერისგან
შეუვალი.წინასწარგანსაზღვრულობა(დეტერმინაცია) ორი სახისაა-მიზეზობრივი ანუ
კაუზალური და მიზნობრივი ანუ ტელელოგიური.არისტოტელემ განსაზღვრა
ტელეოლოგიური აზროვნების ნიმუში-არსებობის განსაზღვრელია ჩანაფიქრის
მიზანშეწონილება,საბოლოო მიზანი,რომლისკენაც მიისწრაფვის ყველა საგანი.
ონტოლოგია შეკითხვაზე- რა არის ყოფიერება შემდეგნაირად პასუხობდა-არსებული
საბოლოო მიზან/მიზეზი ანუ ღმერთი. ახალ დროში მეცნიერებაშ გაბატონდა
მიზეზობრიობის პრინციპი და გამოდიევნა მიზნობრიობობა. მე-20 საუკუნის
ფილოსოფიამ უარი თქვა ყოფიერების გაგებაზე,როგორც ერთი
ყოვლისმომცველი,განსაზღვრული მიზნობრივი ან მიზეზობრივი ტოტალობა. ახლა უკვე
შემდეგნაირად დაისვა საკითხი-ყოფიერების საზრისი მიმართ. მის გამოცანას სწორედ
საზრისში ეძებდნენ. ალბერ კამიუ წერს: „გადაწყვიტო ღირს თუ არა ცხოვრება,იგივეა
ფილოსოფიის ძირითად კითხვას გასცე პასუხი“. ყველაფერმა დაკარგა აზრი,დარჩა
მხოლოდ საზრისის ძიების,ყოფიერების საზრისის პოვნისკენ მიდრეკილება.ყოფიერების
შესახებ მოძღვრებას ეწოდება ონტოლოგია. პირველად ის 1712 წელს ქრისტიან ვოლფმა
შეიტანა ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში როგორც „პირველი ფილოსოფია ანუ
ონტოლოგია.“.ის განიხილავს სამ უმთავრეს საკითხს-ღმერთს,სამყაროს და ადამიანს.

7.ღმერთის არსებობის შესახებ უამრავი შეხედულება არსებობდა. ფილოსოფოსები


კამათოდბენ იმის შესახებ,შესაძლებელია თუ რა მისი არსებობს
დასაბუთება.მრავალსაუკუნიანი კამათის შემდეგ ჩამოყალიბდა საკითხის გადაწყვეტის
რამდენიმე ვარიანტი. ესენია :თეიზმი-მე მწამს რომ ღმერთი არსებობს,ათეიზმი- მე მწამს
რომ ღმერთი არ არსებობს,აგნოსტიციზმი- მე არ ვარ დარწმუნებული არც იმაში რომ
არსებობს და არც იმაში რომ არ არსებობს. დეიზმი -ღმერთმა შექმნა სამყარო,მაგრამ აღარ
ერევა და პანთეიზმი-ღერთი ყველაფერშია. მესამე საუკუნის მოაზროვნემ ტერტულიანემ
შემდეგი სიტყვები თქვა:“მწამს,რადგფან აბსურდია“-ის რწმენისა და ცოდნის
შეუთავსებლობაზე მიგვანიშნებს. მე-13 საუკუნის მოაზროვნე თომა აქვინელი კი
ფიქრობდა რომ არა მხოლოდ რწმენით,არამედ გონებითაც აუცილებელი ოყო უფლის
შემეცნება. Dues est-ღმერთი არსებობს-დებულების დასადასტურებლად აუცილებელი
იყო ადამიანის გონებას მოეძია არგუმენტები. არსებობს სამი უმთვრესი არგუმენტი
ღმერთის არსებობის შესახებ- ესენია ონტოლოგიური,პირველმიზეზისა და ჩანაფიქრის.

ონტოლოგიური არგუმენტი ჩმოაყაიბა მე11 საუკუნის კენტერბერიის ეპისკოპოსმა


ანსელმმა,რომლის მიხედვითაც ღმერთი არის უზენაესი არსბეა და მისი აბსოლუტური
სრულყოფილება უკვე გულისხმობს მის არსებობას. ანუ ის რომ არსებობს მისი ცნება,უკვე
გვიდასტურებს მის არსებობას.ანსელმი ღმერთის ცნების ანალიზის საფუძველზე
ასაბუთებს მის უეჭველ არსებობას.ანსელმი თავის არგუმენტს ამყარემს მე-13 ფსალმუნის
მიხედვით:“თქვა უგუნურმა თავის გულში „არ არის ღმერთი“.მის კონტრარგუმენტი
მოიყვანა ბერმა გაუნილომ,რომელმაც არგუმენტი გააკრიტიკა თვის ნაშრომში „წიგნი
უგუნურის დასაცავად“. ის ამბობს,რომ ცნებაში არ შედის არსებობა,რადგან ჩვენ
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კუნძული ,სადაც ისე ცხოვრობენ ადამიანები,როგორც
სამოთხეში,მარგამ არ ნიშNავს ეს მის არსებობას. ანსელმა ახალი დებულებები წამოაყენა
ამის გასაბათლებლად,მისი თქმით,ოპონენტები ვერ ასხვავებდნენ საგნის ცნებასა და
აბსოლუტის ცნებას.სწორედ ეს კუნძული და ასი მონეტა რეალურადაც რომ
არსებულიყვნეენ,ისინი შემთხევითი იქნებოდნენ და არა მარადიული და
აუცილებელი.და მალევე აღრ იარსებებდნენ.

პირველმიზეზის არგუმენტის ავტორებად ითვლებიან თომა აქვინელი და არისტოტელე.


არგუმენტის მიხედვით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი,ანუ არსებობს მიზეზთა
ჯაჭვი ,რომელშიც შეიძება იყოს უკანასკნელი რგოლი,რომელსაც აღარ დასჭრდება
საკუთარი მიზეზი ,რადგან თვითნ წარმოადგენს თავის თავის მიზეზს-ეს პირველმიზეზი
არის ღმერთი. აქვინელი აყუალიბებს 5 არგუმენტს-მოძრაობის მიხედვით უნდა
დავასკვნათ პირველმიზეზის არსებობა,საგანთა თვითმყოფადობის,მესამე- საგანთა
შემთხვევითბის ,საგანთა მეტ-ნაკლები საყოველთაობის,.ბუნების და ბუნებრივი საგნების
მზანშეწონილების. ამის კონტრარგუმენტად ჩამოყალიბდა შემდეგი დებულება:
შესაძლებელია მარადიულად არსებული დაუსაბამო ღმერთის ცნება,მაშინ ასევე
შეიძლება დავუშვათ მარადიული სამყაროს არსებობაც.

ჩანაფიქრის არგუმენტის არსი მდგომარეობს შემდეგში-სამყაროში ყოველივე წესრიგითა


და ჰარმონიითაა მოწყობილი,ის ემსგავსება ხელოვნებს გენიალურ ნაწარმოებს.
ყველაფიერი ექვემდებარება რაღაც გეგმას. ის ვერ წარმოიქმნებოდა წინასწარ
გააზრებული ჩანაფიქრის გარეშე. უილიამ პელის მოჰყავს არგუმენტი უდაბნოში
არსებული მექანიკური საათის შესახებ,რომელიც აუცილებელად ოსტატის მიერ
შექმნილი იქნებოდა. ეს არგუმენტი გააკრიტიკ დევიდ ჰიუმმ,მისი აზრით,მართაც ასე რომ
ყოფილიყო,რატომ არსებობს სხვადასხვა რელიგიები. შესაძლებელია სამყარო ყოფილიყო
მოწესრიგებული ქაოსი,რომელმაც მდგრადობას მიაღწია გარკვეული დროით და ისევ
შესაძლოა ქაოსს დაუბრუნდეს.
8.ყოველივე რასაც ჩვენ აღვიქვამთ და ვხედავთ სამყაროს შემადგენელი ნაწილია,მაგრამ
სად არის თვით სამყარო?ჩვენ გვაინტერესბს დაუსაბამოა თუ დასაბამი აქვს სამყაროს.
ვირგილიუსი წერდა „არარასგან თავად ღმერთიც ვერაფერს შექმნის“/ ფილოსოფიის
წარმოშობიდან დღემდე არის კითხვები იმაზეაქვს თუ არა სამყაროს დასაბამი.გვიან შუა
საუკუნეებსა და რენესანსის ეპოქაში მეტაფიზიკურ კვლევებში დიდ ადგილს იკავებს
სუბსტანცია,რაც ნიშნავს ქვემდებარეს,ანუ რაც საფუძვლად უდევს მრავალგვარობას. ის
არის ყოველივეს პირველმიზეზი და პირველმამოძრავებელი. ახალ დროში ის იცვლება
სუბიექტის პრინციპით. (აზროვნება გამოდის წინა პლანზე).

მონიზმი (ბერძნ. monos — ერთი) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ყოველი


არსებულის საფუძვლად აცხადებს ერთ საწყისს. მატერიალიზმი ასეთ საწყისად მატერიას
მიიჩნევს, ხოლო იდეალიზმი — ღმერთს. ტერმინი მონიზმი სათავეს დასავლური
ფილოსოფიიდან იღებს და ხშირად გამოიყენება სხვა და სხვა რელიგიებში.

დუალიზმი"ორნაირი"- ფილოსოფოური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად


აღიარებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყისს - მატერიალურსა და იდეალურს.

ტერმინი პლურალიზმი მიიჩნევს მრავალს საწყისად.

9.რა არის ადამიანი

„ყველაფრის საზომი-არსებულთა როგორც არსებულთა და არარსებულთა,როგორც


არარსებულთა,არის ადამიანი“-ამ სიტყვებით პროტაგორამ წარმოაჩინა, რომ ადამიანში
კონცენტრირებულია ყოფიერების ყველა შრე,ყველა ფენა. ამდენად,ის გამოდის
ცენტრი,რომელიც აკავშირებს ღმერთსა და სამყაროს. ერთგვარ შუამავალად
გვევლინება.ვხვდებით 3 განსხვავებულ იდეას ადამიანის შესახებ-ესენია -ბიბლიური
იდეა,რომლის მიხედვითაც ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი.ამას შეიძლება ვუწოდოთ
ანთროპოლოგია ზემოდან. მეორეა ანტიკური,ფილოსოფიური იდეა ადამიანის შესახებ.
ამ იდეის მიხედვით ადამიანი გონებით დაჯილდოებული ცოცხალი არსებაა-animal
rationale.-. მესამე არის საბუნებიმეტყველო მეცნიერებაშ შემუშავებული იდეა-ადამიანი
წარმოიშვა ბუნების ევოლუციის გარკვეულ საფეხურზე და ის არის განვითარებული
ცხოველი. ის არის იარაღის მკეთებელი ადამიანი., ამ გზას ეწოდება ანთროპოლოგია
ქვევიდან.ადამიანის შესახებ აღსანიშნავია მაქს შილერის ნაშრომი „ადამიანის ადგილი
კოსმოსში“/ჰაიდეგერი და შილერი აკრიტიკებენ ადამიანს,როგორც ევოლუციის
პროდუქტს,რადგან,მათი აზრით,თუ ადამიანს ერთხელ ვუწოდეთ ცხოველი,ის მუდამ
დარჩება ცხოველად.ისინი ცხოველისა და ადამიანის განმასხვავებლად ასახელებენ
პერსონას,რომელსაც საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული განსაზღვრება
ჰქონდა.პიროვნების,პერსონის იდეა კი ქრისტეს დროს წარმოიშვა. პიროვნება არის
ღვთიური ელემენტი ადამიანში.Nos extra nos-გულისხმობს,რომ ადამიანში მუდამ არის
რაღაც,რაც მეტია ვიდრე თვით ადამიანი.ტრანცენდირება(გადაბიჯება) აჩენს უფსკრულს
ცხოველსა და ადამიანს შორის .ადამიანი სწორედ პერსონაგონით აქტებით გადააბიჯებს
ბუნებრივი სიცოცხლის მიღმა,მარადისობაში. პიროვნების არსის გაებაში მიმართულების
ფუძემდებელია ჯონ ლოკი.იგი ნაშრომში „ადამიანის ბუნების შესახებ“ მას წარმოაჩენს
როგორც ცხოველის განსაკუთრებულ სახეობას.ასევე არსებობს პარადოქსული
შეხედულებები თვით პიროვნების გააზრების შესახებ,არის თუ არა ოდესღაც არსებული
პირვონება,რომელმაც თუნდაც დაკარგა მეხსიერება,დარჩება ის თუ არა იგივე
პიროვნებად რაც იყო? და ა.შ.ან ვინ შეიძლება ჩაითვალოს პიროვნებად და ვინ
არა.რთულია ასეთ შემთხვევებში ვისაუბროთ ადამიანის დეფინიციასა და მისი ბუნების
განსაზღვრაზე.

10. ადამიანის მიდრეკილება შეცნობისადმი,ცოდნისადმი ,როგორც ვიცით,ბუნებრივი


სწრაფვაა. ყველა სიტყვა,რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ ამა თუ იმ საგნის შეცნობასა თუ
ცოდნას ცოდნის მოპოვების განსხვავებულ სახეებზე მიგვითითებს. აზროვნება არის
ადამიანის გონების უნარი შექმნას ახალი აზრები,იდეები,რომლებიც მრავალფეროვნებით
გამოიჩევა და არა გარკვეული სიმკაცრით.აღსანიშნავია,რომ აზროვნება ერთგვარი
ნიჭია,რომელსაც ყველა ვერ შესწვდება და რაც მთავარია,ის ეფუძნება ლოგიკურ
აუცილებლობას.არისტოტელე დიდხანს ცდილობდა დაედგინა,თუ ცოდნის რომელი სახე
უკეთ გამოხატავდა ადამიანის არსს. ცოდნის ერთ-ერთი სახეა დოქსა,რომელიც არის
შეხედულებათა სისტემა,ემპირიული დაკვირვების შედეგად მიღებული.ეპისტემე,რასაც
მეცნიერულ ცოდნას უწოდებენ..ასევე, სოფია,რომელიც შესაძლებელია
განვიხილოთ,როგორც უსარგებლო,რადან ეს არის საწყისებისა თუ უკანასკნელი
მიზეზების ცოდნა.ეს,რასაკვირველია,მიუღწევადია.ცოდნის შემსწავლელ დისციპლინას
ეპისტემოლოგია ეწოდება.მისი საგანია ცოდნა,როგორც შემეცნების შედეგი.არკვევს
ცოდნის ჭეშმარიტებებს.ეპისტემოლოგიისთვის ცოდნის ფენომენი პრობლემატურია და
უნდა აიხსნას ჭეშმარიტის ცოდნის პირობები.სოკრტესთვის ცოდნა სულის
თვისებაა,რომელიც მას დაბადებამდეც ჰქონდა და სიცოცხლეში ის ცდილობს მოიგონოს
ყოველივე. პლატონისთვის კი არსებობს თანშობილი ცოდნის სახე-ეს ეფუძნება ადამიანის
მიერ გარეთ არსებული სინამდვილის შემეცნებას.

შემეცნება ადამიანის გონების მიერ განხორციელებული მოქმედების


ერთობლიობაა,რომლის მიზანი და შედეგია სინამდვილის,მისი მოვლენებისა და
კანონზომიერების შესახებ ცოდნის მოპოვება..ი.კანტმა განასხვავა აზროვნება და
შემეცნება.მისთვის აზროვნება მეტაფიზიკურია,მიუწვდომელი,ხოლო შემეცნება ბუნების
მეცნიერებაა.შემეცნების პროცესს იკვლევს ფილოსოფიური დისციპლინა
გნოსეოლოგია.ის ადგენს გონების არსს და თუ რა ელემენტები მონაწილეობენ შემეცნების
პროცესში.ტერმინი შემოღებული იქნა მე-18 საუკუნეში.

გაგება არის ადამიანის სულიერი სამყაროს გამოხატულებების წვდომის წესი.


ჰაიდეგერთან ის ონტოლოგიური შემეცნების ძირითად ხერხად გადაიქცა.

11.(შემეცნების მოკლე განმარტება)ფილოსოფია ცდილობს ახსნას და დაადგინოს


ადამიანის მიერ სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობა. ამ საკითხის გადაჭრისთვის
განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი ძირითდი მხარე-ესენია აგნოსტიციზმი და
სკეპტიციზმი
აგნოსტიციზმი მიიჩნევს,რომ ადამიანს არ შეუძლია სინამდვილის შემეცნება.მის მიერ
მოპოვებული მონაცემები არ ასახავენ რეალობას.აგნოსტიკოსი ცოდნად აღიარებს
მხოლოდ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას,და რახან მისი მიღწევა შეუძებელია .ე.ი
ჭეშმარიტი,მარადიულო ცონდნის მოპოვებაც შეუძებელია..მე20 საუკუნეში გამოჩნდა ე.წ
ფარდობითი აგნოსტიციზმი,რომლის თანახმად ადამიანის შემეცნება მუდამ ესწრაფვის
აბსოლუტურ ჭეშმარიტებას,მაგრამ ვერასდროს მიაღწევს მას.

სკეპტიციზმისთვის მთავარია დაეჭვება,ეს არის აზროვნებს პრინციპი.ის არ უარყოფს


ობიექტური რეალობის შემეცნების შესაძლებლობას,თუცა თავს იკავებს საბოლოო
შეხედულების გამოთქმისგან.ადამიანი ვერ ახერხებს ყველა ეჭვის
დაძლევას.სკეპტიციზმი ორი სახისაა:სრული და მეთოდოლოგიური. მეთოდოლოგიურ
სკეპტიციზმის წარმომადგენელია დეკარტე.ეჭვი მისთვის მეთოდური გზაა ჭეშმარიტების
მოსაპოვებლად. სოკრატესთვის შემეცნება სხვა არაფერია,თუ არა
მოგონება.აღსანიშნავია,რომ ამ მოგონებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.თუმცაღა
შესაძლებელი ხდება იმ ძველი ცოდნის აღდგენა მოგონებით.ადამიანმა ეს ცოდნა მიიღო
„მაშინ,როცა ჯერ კიდევ არ იყო კაცი“.

12. შემეცნების პროცესში განასხვავებენ ემპირიზმსა და რაციონალიზს.

ემპირიზმის ძირითადი დებულება ასეთია:“გონებაში არაფერია ისეთი,რაც მანამდე არ


ყოფილიყო ჩვენს შეგრძნებებში“ჯ.ლოკი.ემპირიზმის მიხედვით საჭიროა ცდა და ის
სწორედ გონების მთელ შინაარსს წარმოადგენს.ადამიანის გონება ჰგავს სუფთა
დაფას(tabula rasa) და ცოდნა არის შემოქმედებითი აქტის შედეგად შეძენნილი,ანუ ის
თვითონ იღებს გარე სამყაროდან ცოდნას და ეს ცოდნა არ არის
თანშობილი.ემპირიზმისთვის მთავარია ცდა,გამოცდილება და
ექსპერიმენტი.ემპირიზმის მამად ითვლება ჯონ ლოკი,ასევე გამოსარჩევია ფრენსის
ბეკონი თავისი ცნობილი თეზისით „ცოდნა ძალაა“.

ემპირიზმის საპირისპიროდ რაციონალიზმის დებულებას ვუმატებთ კიდევ რამდენიმე


სიტყვას: „გარდა თვითონ გონებისა“(ლაიბნიცი).რაციონალიზმი პირველ საფეხურზე
აყენებს გონებას. გონებას შეუძლია დაძლიოს ცდის შეზღუდულობა,დაინახოს ის საგნის
არსებითი,ფარული,რომელიც არ მოგვეცემა გრძნობებში.ასევე ემპირიზმისგან
განსხვავებით,რომლის შემეცნების საგანი ერთეული ემპირიული საგანია და ცდაში
მოგვეცემა,რაციონალიზმის მიხედვით,გონებას შეულია შეიმეცნოს უშუალოდ
რეალობა.არა ცალკეული,არამედ საგანთა სიმარავლის საერთო არსება.ეს ზოგადი
მიიწვდომება მხოლოდ გონებით.რაციონალიზმის „მამად“ შეიძლება მივიჩნიოთ
დეკარტე. ასევე მნიშვნელობანია ამ საკითხში ლაიბნიცის კვლევები.

13.

განსხვავდება შემეცნების გრძნობად-ემპირიული სახეობები. ესენია: შეგრძნება,აღქმა და


წარმოდგენა.
შეგრძნება არის ცოდნის პირველწყარო,მისით ჩვენ ვიღებთ არა საგნებს,არამედ საგნის
თვისებებს.ეს არის ადამიანის უშუალო კავშირი სინამდვილესთან.ადამიანი ყველაზე მეტ
ინფორმაციას იღებს მხედველობისა და შეხების შეგრძნებებიდან.შეგრძნებებით მიღებულ
საგანს აკლკია გარკვეულობა და მთლიანობა.ამიტომაც გარკვეულწილად შესაძლოა
შეგრძნებები იყოს სუბიექტური ან დამახინჯებული.

გრძნობადი შემეცნების მეორე საფეხურია აღქმა.აღქმის მეშვეობით,შეგრძნებისგან


განსხავავებით,ვიღებთ მთლიან საგანს და არა ცაკეულს,თუმცაღა აღქმა შეზღუდულია
დროისა და სივრცის ჩარჩოებით.ჩვენ აღვიქვამთ საგანს აქ და ახლა. ამ საფეხურზე ხდება
შეგრძნებადი მონაცემების სინთეზირება და გააზრება ერთ მთლიანობად.

მესამე საფეხურია-წარმოდგენა. წარმოდგენს დროს,აღქმისგან განსხვავებით,ადამიანს


შეუძლია დაივიწყოს დრო-სივრცითი ჩარჩოები. მას შეუძლია წარმოიდგინოს
ყოველივე,თუნდაც ის,რაც თვალწინ არ აქვს.ადამიანური კულტურა,ხელოვნება ხომ
სწროედ მსგავს წარმოდგენებს ეყრდნობა.

ემპირიულ-გრძნობადი საფხეურების გარდა,გამოიყოფა თეორიული


საფეხურები,რომემლიც აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანია საგანთა უსასრულო
სიმრავლის გააზრებაში.

14. გრძნობად-ემპირიული ცოდნა ერთეულ საგანთა და მის თვისებებთან მიმართებაში


ძალიან არადამაკმაყოფილებელია.ადამიანს სურს განაზოგადოს მიღებული
ცოდნა,სწორედ ამისთვის არსებობს აბსტრაქცია.ამით ის ახდენს გარკვეულ საგანთა
თვისებების განყენებას. აბსტრაქციის საშუალებით შევძლებთ გავიაზროთ რამდენიმე
საგანი ერთდროულად,სეორედ ეს არის ადამიანური შემეცნების
ავსტრაქტული,თეორიული დონე..შემეცნების თეორიული საფეხურებია-
ცნება,მსჯელობა და დასკვნა.

ცნება არის საგანთა კლასის არსებითი თვისებების ერთობლიობა.ცნების წარმოქმნა იწყება


საგნის თვისებათა ანალიზით,რის შემდეგაც გამოიყოფა არსებითი თვისებები,რომელთა
გარეშეც ამ საგნის წარმოდგენა შეუძლებელია.ცნების მეშვეობით გადაჭრილია სამყაროს
მრავალფეროვნების გააზრების პრობლემა,მაგალითად ,მაგიდის ცნებით შესაძლოა
ვახსენოთ,მოვიცვათ ყველა ის მაგიდა,რაც კი არსებობდა.ამით ადამიანის გონება მეტად
ეკონომიური ხდება.თუმცაღა ცნებით აღწერილი სამყარო არ არის სრული ,ამ
სიმრავლეებს შორის არ არის კავშირი,წესრიგი. ეს მხოლოდ მარტივი დონეა.

მსჯელობა არის ცნებათა შორის აუცილებელი კავშირი.მარტივი თხრობითი


წინადადება,რომელშიც მტკიცდება ან უარიყოფა რამე სინამდვილესთან
მიმართებით.სამყარო წარმოდგენილია,როგორც წესრიგის მქონე მთლიანობა და საგნებსა
და მოვლენებს შორის კავშირიც არსებობს.

დასკვნა არის მსჯელობის კავშირი.მას აქვს ორი წინამძღვარი,რომელთაგანაც


გამომდინარეობს მესამე წინადადება-ანუ დასკვნა.
15.ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილოსოფიური პრობლემაა ცოდნის არსის
დადგენა.ცოდნის შემსწავლელ დისციპლინას ეწოდება ეპისტემოლოგია.ტრადიციული
ფილოსოფიის თანახმად ცოდნა შემეცნებითი აქტის შედეგს წარმოადგენს.ცოდნის
ადგილად ტრადიციულად ითვლებოდაადამიანის გონება. ის შემეცნებითი პროცესების
შედეგად იღებს გარკვეულ ინფორმაციას. ადამიანის ცნობიერება სავსეა
აზრებით,წარმოდგენებით,შეხედულებებით,რთულია,გავარჩიოთ ჭეშმარიტი
ცოდნა.ცოდნის ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი ელემენტია თვითცნობიერება-რაც
გულისხმობს,იმას,რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს,რომ ვფლობთ ამა თუ იმ
ინფორმაციას.ცნობიერების შინაარსის ცოდნად მიჩნევისთვის რამდენიმე ფაქტორია
გასათვალისწინებელი,მაგალითად,აუცილებელია ეს ინფორმაცია იყოს
დასაბუთებული,შესაძლებელი უნდა იყოს არგუმენტის მოყვანა;უნდა ასახავდეს იმ
რეალობას,რომლის შესახებაც არის,უტყუარობა.როდესაც ვამბობთ,რო ცოდნა არის
პროცესი,ეს ნიშნავს,რომ ის მუდმივ ცვალებადობას განიცდის.მაგალითად,ერთ დროს რაც
ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა,შეიძლება მალევე გაბათილდეს და მისი ჭეშმარიტების
ზღვარმა იკლოს.აინშტაინი ცდილობდა მცდარობა რაც შეიძლება შეემცირებინა..ცოდნას
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაშიც იმდენად,რამდენადაც ის არი
ადამიანის ზნეობის,თავისუფლების საფუძველი.. მან იცის რა არის
სამართლიანობა,სიკეთე.. ცოდნა ხდის მას ადამიანურს.აღსანიშნავია ისიც,რომ ადამიანს
არ შეუძლია მიიღოს აბსოლუტური ცოდნა,აქედან გამომდინარე,ჩვენ ვიცით
ღმერთებისგან ის აკრძალვები,რომლის მიხედვითაც მათ არ შეეძლოთმ გარკვეული
ცოდნის მიღება. თუნდაც ბიბლიური ადამის ამბავი,როცა ის გაძევებული იქნა
სამოთხიდან. ცოდნის ერთ-ერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს,რომ ცოდნის მიღებისას
ადამიანის ზნეობრივი ბუნების გამოცდა ხდება.რამდენად აირჩევს ის სიკეთეს? და თუ
მისი ცოდნა მოიტანს სარგებელს,მან შეიძლება კატასტროფულ შედეგამდეც მიგვიყვანოს.
(როგორიცაა მაგ,ატომური იარაღის გამოგონება).

16 .ცოდნის ფენომენი უმნიშვნელოვანესია ფილოსოფიაში. სოკრატე შეეცადა აეხსნა,თუ


რა არის ცოდნა. მისი თქმით „მე ის ვიცი,რომ არაფერი ვიცი“,მისი პასუხი გამოხატავს
ზოგად ადამიანურს.ადამიანმა იცის სწორედ რაღაც,იცის რომ ესა თუ ის საგანი
მშვენიერია,თუმცა რა არის მშვენიერება თავისთვად? როდესაც რაიმე არ ექვემდებარება
დროსა და სივრცეს და ყველა კონდიციაში მშვენიერია.. ასეთ შეთხვევაში,ჩვენ შეიძლება
დავასკვნათ,-იქიდან გამომდინარე,რომ ადამიანი არჩევს მშვენიერსა და არამშვენიერს,მას
ჰქონია ცოდნა ამის შესახებ. პლატონი,სოკრატეს მიხედვით,ამას განიხილავს როგორც
მოგონებას,ცოდნა,რომელიც ჰქონდა ადამიანს და ახლა ხდება მისი გახსენება-
ანამნეზისი.ოღონდ ეს ცოდნა აუცილებლად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული.

ი.კატმა ჩამოაყალიბა თეორიული ცოდნა. მან ცოდნა განსაზღვრა როგორც თეორიული


ცოდნა,რომლის საგანია სინამდვილე,ბუნება..ადგენს რეალობას ისე,როგორც არის
თავისთავად.მან უარყო თანშობილი ცოდნის პლატონისეული თეორია.
მეცნიერული ცოდნა ექსპერიმენტს ეფუძნება.ექსპერიმენტი არის ძალადობა
ბუნებაზე.მეცნიერება იჭრება ბუნების სიღრმეებში ,ამ ცოდნის მიზანია ბუნებაზე
გაბატონება.

პოპერი ფიქრობდა,რომ ცოდნა არის დინამიური და ცვალებადი,ის ერთგვარ ევოლუციას


განიცდის. ცოდნის განვითარება ნიშნავს ცოდნის დაზუსტებას,მის ზრდასა და
გაღრმავებას და არა ახალი ცოდნის მოპოვებას.მან 3 პირობა წამოაყენა ახალი თეორიების
მიმართ,რომლებიც წამოიჭრა ცოდნის გაღრმავების შედეგად.დღესდღეობით ცოდნა
განიხილება,როგორც პროცესი,ასოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლოებული
პროცესი,თუმცა გონებას არ შესწევს ჩაწვდეს ამ აბსოლუტურს.განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ცოდნის როლი თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროშიც.ცოდნის
სხვადასხვაგვარი პრობლემები დღემდე გადაუჭრელი რჩება.

17.ცოდნისა და რწმენის განმასხვავებელი პირობები თავად ამ ორი ტერმინის არსში


მდგომარეობას. ადამიანს სწამს ის,რისი ცოდნაც მას არ შეუძლია. ბიბლიურმა ადამმა
იცოდა ღმერთი და ის სამოთხეში ცხოვრობდა,თუმცა დაცემის შემდეგტ მან დაკარგა ეს
ცოდნა და მარადისობა მისთვის მიუწვდომელი გახდა.ცოდნისგან განსხვავებით,რწმენის
ბუნება უცვლელია., ის არ განიცდის ევოლუცია,ან არის,ან არ არის. რწმენა არ არის
ყველასთვის მისწავდომი. ის განიხილავს
მეტაფიზიკურს,არაამქვეყნიურ,მარადიულს,ხოლო ცოდნის საგანია ემპირიული,მიწიერი.

მესამე საუკუნის მოაზროვნემ ტერტულიანემ შემდეგი სიტყვები თქვა:“მწამს,რადგან


აბსურდია“-ის რწმენისა და ცოდნის შეუთავსებლობაზე მიგვანიშნებს.

ქრისტიანობა უპირატესობას რწმენას ანიჭებს,თანამედროვეობაში კი რწმენა და ცოდნა


კვლავ დაპირისპირებულ უნარებად აღიქმება,თუმცა მათი ურთიერთშეთანხმების
სურვილი არსებობს.ამ ორი არსის ახალი მიმართულებების გარვევისთის
რაციონალურობის ახლებური გაგება თუ დაგვჭირდება.

18.ჭეშმარიტება გულისხმობს ,რომ აზრი და სინამდვილე შესაბამისობაშია. ეს ის


ცოდნაა,რომელიც ადეკვატურად ასახავს სინამდვილეს.გამოთქმული ესა თუ ის
დებულება,აზრი,მსჯელობა მხოლოდ მისი ჭეშმარიტად აღიარების შემთხევაში ითვლება
ცოდნად. ცოდნა იმ შემთხვევაშია ჭეშმარიტი,თუ ის სწორად ,ობიექტურად ასახავს
რეალობას.თუ პირიქით,მაშინ ის ჩაითვლება მცდარად.ასევე უნდა განვაასხვავოთ
ვარაუდი,რომლის ჭეშმარიტება თუ მცდარობა ჯერ კიდევ არ არის
დამტკიცებული.ჭეშმარიტების ვერიფიკაციული კოცნეფცია მიიჩნევს,რომ ჭეშმარიტია
ის,რაც დასტუდება ცდით(მ.შლიკი). ეს თეორიული დებულების დასაბუთებას
ცდისეულ(ემპირიულ) მონაცემებთან მისი შედარების გზით ახდენს.
გამოიყოფა ჭეშმარიტების რამდენიმე ფორმა/სახე. პირველია აბსოლუტური
ჭეშმარიტება-ეს არის სრული,ამომწურავი ცოდნა სინამდვილის შესახებ.ის უეჭველი და
მარადიულია.

შეფარდებითი ჭეშმარიტება- ეს არის არასრული,ჭეშმარიტი ცოდნა საგნის


შესახებ,რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტება მიუწვდომელია.ეს არის შედარებითი
ჭეშმარიტება,რომელიც ცვლილებას ექვემდებარება.

კონკრეტული ჭეშმარიტება-ის ეფუძნება შემეცნების საგნის ანუ რეალობის სწრაფად


ცვალებად ხასიათს.ის დამოკიდებულია ცოდნის არსებობის ადგილზე,დროსა და სხვა
პირობებზე.ის შეფარდებითი ჭეშმარიტების ერთ-ერთი სახეა.

ობიექტური ჭეშმარიტება-ეს გვიჩვენებს,რომ ცოდნის შინაარსი დამოუკიდებელია


სუბიექტურობისგან. ობიექტური ჭეშმარიტებით ჩვენ შევიძენთ სინამდვილეს
პრინციპულად,გონივრულად.

19. შემეცნების პროცესში უდიდესი ადგილი ეთმობა სწორი მეთოდის შერჩევას. სწორედ
მეთოდმა უნდა უზრნუნველყოს უყტუარი ცოდნის მოპოვება დროისა და ენერგის
მინიმალური დანახარჯით.ფილოსოფიას,როგორც მეცნიერებას აქვს 3 მეთოდი,ესენია:

1.დიალექტიკური მეთოდი არის სამყაროს ფილოსოფიური მეთოდი,რომლის თანახმად


სამყარო უნდა განვიხილოთ,როგორც დაპირსპირებულთა ერთიანობა.მის მიხედვით,ორი
აზრის ურთიერთდაპირისპირების შედეგად იბადება აზრი.მისი მიზანია,რაციონალურად
გადაჭრას ფილოსოფიური პრობლემები.ის გნესეოლოგიური მეთოდია,რომელიც
ხორციელდება „თეზისი-ანტითესიზი-სინთეზის“ სქემით.დიალექტოკოსებიდან
აღსანიშნავია ჰეგელი

2.ფენომენოლოგიური მეთოდი-ამ მეთოდის ფუძემდებელის,ჰუსერლის აზრით,მეთოდის


მიზანია მოვიპოვოთ სინამდვილესთან უშუალო მისასვლელი.სინამდვილე კი
ცნობიერებით მოგვეცემა.ფილოსოფიას შეუძლია გააფართოვოს ცნობიერების
ჰორიზონტი.ეს არის შინაგანი საზრისების წარმოქმნის ცოცხალი პროცესი.მისი
ელემენტებია:ეპოქე,რედუქცია,იდეაცია და არსის ჭვრეტა.ჩვენ ფენომონოლოგიური
განწყობით და თავშეკავებით ვთავისუფლდებით
ინტერესისგან,ცრურწმენისგან.მივისწრაფვით დავინახოთ ცნობიერებაში მოცემული
საგანი წმინდა სახით.

3.ჰერმენევტიკული მეთოდი-არის საგნის,მოვლენის,მთლიანობაში დანახვის მეთოდი.


არსებობს ისეთი სფეროები(ხელოვნება,კულტურა,ადამიანის სულიერი
სამყარო..),რომელთა ახსნა ლოგიკური დანაწილებისა და ანალიზით შეუძლებელია. იგი
უნდა იყოს გაგებული მთლიანობაში.მთელის გაგება შესაძლებელია მისი ნაწილების
გაგებით,მაგრამ ნაწილების გაგებისთვის აუცილებელია მთელის წინასწარ ცოდნა.ამით
ჩვენ ვწვდებით მოვლენის არსს.ჰერმენევტიკული მეთოდი ლოგიკური ახსნის
პრიციპისგან გასხვავდება.
20.ცნობიერება წარმადგენს განცდების ნაკადს.ის სპეციფიკურ-ადამიანური ნიშნია. უნდა
განვასხვავოთ ცნობიერება,როგორც შინაარსი და ცნობიერება,როგორც უნარი.
ცნობიერება არის უნარი იდეალური ფორმების მეშვეობით აითვისოს გარე
სამყარო.ცნობიერებამ არა მხოლოდ იცის რაიმე საგანზე,არამედ მან იცის,რომ იცის ამ
საგნის შესახებ.ის არის თვითცნობიერი ინტენციონალობა.ის განსხვავდება
აზროვნებისგან,ცნობიერება სინამდვილესთან მიმართების უნარია.ცნობიერება
განიხილება როგორც ნორმალური მდგომარეობა,როდესაც ადამიანს შეუძლია
ადეკვატურად აღიქვას და გააკონტროლოს თავი.ცნობიერება მრავალი მეცნიერების
კვლევის საგანია,ფილოსოფია კი იკვლევს ე.წ წმინდა ცნობიერებას,ადამიანის შემეცნებისა
და მოქმედების განხორციელების უნარს.ცნობიერების პროცესს ფილოსოფიურად
იაზრებს ფენომენოლოგია.

ფილოსოფიას ცნობიერება აინტერესებს ასევე როგორც შემეცნების უნარი და როგორც


ადამიანის მიერ მოპოვებული შინაარსის მთლიანობა. ერთი პოზიცია მიიჩნვევს,რომ
ცნობიერებას აქვს შინაარსი,რომელიც თანშობილია,ხოლო მეორე მიიჩნევს,რომ ის არის
უნარი და „სუფთ დაფა“. ანუ ყველაფერი გარედანაა მიღებული.

წმინდა ცნობიერება განწმენდილია ყოველგვარი ემპირიული შინაარსისაგან.შემეცნების


განწმენდის მიზანი იყო წმინდა ცნობიერების მიღება,რომელიც ყოველი ნაკლისგან
იქნებოდა თავისუფალი.წმინდა ცნობიერების მიღების პროცედურები შეიმუშავეს
ბეკონმა და დეკარტემ. დეკარტემ ცნობიერების ბუნება დაინახა cogito-ში ( მე
ვაზროვნებ).დეკარტეს ეპოქა ეჭვით იყო შეპყრობილი. მან ეჭვი მეთოდად
გამოიყენა.ადამიანმა ეჭვი ღმერთის არსებობაშიც შეიტანა,მაგრამ დარჩა cogitო,რომელმაც
ღმერთის,საწყისის ადგილი დაიკავა. თუმცაღა დეკარტეს წმინდა ცნობიერება არ
აღმოჩნდა სუფთა ,მან კოგიტოს გვერდით აღიარა ღმერთის იდეისა და მათემატიკრი
აქსიომების არსებობა.ბეკონის მიხედვით,უნდა მომხდარიყო შემეცნების მეთდების
სრულყოფა.

იდეალიზმი მიიჩნევს,რომ უპირველესი არსებული არის ცნობიერება და ემპირიული


საგნის არსებობა ცნობიერებაზეა დამოკიდებული.გონება არის ის რისგანაც ყველაფერი
გამომდგინარეობს,.იდეალიზმის პრობლემას წარმოადგენს ის,თუ როგორ
გამომდინარეობს ცნმობიერებიდან ფიზიკური რეალობა.სკამის იდეა როგორ იქცევა
რეალურ სკამად..

მატერიალიზმი მიიჩნევს,რომ ცნობიერება სამყაროს ევოლუციური განვითარების


შედეგია. საწყისად მიიჩნევს მატერიას,ფიზიკურ რეალობას. ცნობიერება კი ტვინის
ფუნქციაა. მატერიალიზმის პრობლემაა ,თუ ევოლუციის რომელ საფეხურზე წარმოიშვა
იდეალური.

21.ენის ფენომენი

ენა და გონიერება ადამიანის ფუნდამენტური ნიშნებია.არისტოტელეს მიხედვით


ადამიანი არის ცოცხალი მეტყველი გონება. ენა მჭირდროდაა კავშირში
ცნობიერებასთან,ენა არის ცნობიერების გამოვლენის,გონების,ცოდნის ობიექტივაციის
ფორმა. ენა არსებობს დამწერლობისა და მეტყველების სახით.ენის ფილოსოფია იკვლევს
ენის ბუნებას,მის ფუნქციებს და მის როლს ცოდნის,ცნობიერების ფუნქციონირებაში.
ადამიანი ენა გამოიყენებს აზროვნების,ურთიერთობებისა და გაგებისთის. ადამიანი ენის
საშუალებით აღწერს რეალობას,გამოხატავს გრძნობებს,ახდენს კომუნიკაციას.-აქედან
გამომდინარე ენა საზოგადოების მთლიანობის ერთადერთი საშუალებაა.როგორც
ჰაიდეგერი წერს „ენა არის ყოფიერების სახლი“. ენის,როგორც ნიშნათა სისტემის თეოერია
კი სოსიურმა დაამუშავა,რომელიც თანამედროვე ენათმეცნიერების
ფუძემდებელია.ბუნებრივი ენის ნაკლოვანების გამო არსებობს იდეალური ენის ცნება.

ფილოსოფიურ ამოცანას წარმოადგენდა ენის სრულყოფა. ბუნებრივი ენის ნაკლია


სიტყვების ბუნდოვანება,ორაზროვანი საზრისი.ენის მეცნიერებაში გამოყენება
მოითხოვდა მის სიზუსტეს.ყოველ სიტყვას უნდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი
მნიშვნელობა.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ შეექმნათ იდეალური ენა,რომელიც
იქნებოდა ლოგიკურად სრულყოფილი.

22.ენას რამდენიმე ფუნდამენტური ფუნქცია აქვს. რეპრეზანტიული ფუნქციას ენა


აინტერებს,როგორც საგანთა წარმომადგენელი და პრობლემას წარმოადგენდა იმის
გარკვევა,თუ რამდენად სწორეად წარმოადგენდა ენა რეფერენტს,საგანს. ენა არის აღწერის
საშუელაბა,მაგრამრამდენად სწორად აღწერს ის რეალობას. ლოგიკურმა პოზიტივიზმმა
გადადგა ნაბიჯები იდეალური ენის შემუშავებისკენ.

ენის კომუნიკაციური ფუნქცია-ლ.ვიტგენშტეინმა გაითვალისწინა ლოგიკური


პოზიტივიზმის შედეგები და თავისი მოღვაწეობიოს მეორე ეტაპზე ყურადღება მიაქცია
ენის კომუნიკაციურ ფუნქციას.ერთია აღწერო და მეორეა გადასცე რეალობის აღმწერი
ინფორმაცია ადამიანებს. კონცეპტუალური აზროვნების დამსახურებით ადამიანი
ახერხებს გადასცეს მოსაუბრეს ინფორმაცია.

ენის პრაგმატული ფუნქცია გულისხმობს ადამიანებზე


ემოციური,ინტელექტუალური,ნებელობით ზემოქმედების მოხდენას.ამ ფუნქიამ
ყურადღება მიიქცია მე20 საუკუნეშ.ბორის მალინოვსკი ამ ფუნქციას მთავარ ფუნქციაც
მიიჩნევს,.ენა ეხმარება ადამიანს შეასრულებინოს გარკვეული სახის
მოქმედება.პრაგმატული ფუნქციის სწორი გამყენება მნიშვნელოვანია იმ
ადამნიანებისთვის,რომლებიც გასცემენ ბრძანებას. ამ დროს სიტყვა მიმართულია
რეალობის შეცვლისკენ.

23.ლოგიკა არის მეცნიერება სწორი აზროვნების,ფორმალური კანონების,პირობებისა და


პროცედურების შესახებ.logika saxelwodeba berZnuli sityvidan logos momdinareobs.
არისტოტელემ „ორგანონში“ ჩამოაყალიბა ლოგიკის ძირითადი კანონები,აღწერა
უმთავრესი ლოგიკური ოოპერციები. ლოგიკის ცნების განსაზღვრაში ასევე გვეხმარება
მოლა ნასრედინის ამბის გახსენება. როცა ადამიანს აზროვნება სურს,მას არ შეუძლია
თვითNებურად წარმმართოს აზროვნების პროცესი. ადამიანს ბუნებით ახასიათებს
აზროვების ლოგიკურობა. ის ემორჩილება ლოგიკის კანონებს,. თუმცა თუ ადამიანი
შეგნებულად გახდის თავის აზროვნებას ლოგიკურს,ეს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს
ახალი ცოდნა,შეამოწმოს აზროვნების სისწორე. ლოგიკა ადამიანს აჩვევს ზუსტ
აზროვნებას,რათა მან თვისი აზრების ნათელი არგუმენტირება მოახდინოს. ჩვენი აზრები
მუდამ ეფუძნება გარკვეულ წესრიგს,აუცილელობას,სწორედ ამ წესრიგს ეწოდება
ლოგიკურობა.შეგვიძლია განვასხვავოთ პოეტური,ლიტერატურული და თეორიული
ტექსტი. თეორიულ და მეცნიერულ ტექსტს საქმე არ აქვს ჭეშმარიტების ძიებასთან.თუკი
მსჯელობის პროცესში ლოგიკური კანონები არ არის დაციული,მაშინ ჭეშმარიტი
წინამძღვრებიდან ვიღებთ მცდარ დასკვნას. ამგვარად,ლოგიკა გამოხატავს აზროვნების
პროცესში აუცილებელ და არსებიბთ კავშირს აზრებს შორის.

24.ენას ლოგიკის სფეროში უდიდესი ადგილი უკავია. ბუნებრივი ენის ნაკლოვანება-მისი


ალეგორიულობა და მეტაფორულობა ლოგიკისთვის გამოუსადეგარია. სწორედ ამიტომ
ადამიანმა შექმნა ახალი ენა,რომელიც ხელოვნური ენის სახელითაა ცნობილი. იგი
ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მეცნიერებაში.ის შესაძლებელს ხდის თავიდან
აიციოს აზრის შინაარსის დამახინჯება,არასწორი გაგება. ლოგიკასაც საკუთრი ენა აქვს,ის
სიმბოლოებს გამოიყენებს აზრის ჩამოსაყალიბებლად. (გვ 117 ზე ნახე სიმბოლოები. აქ
ყველას ვერ აღვნიშNავ).

26.(ლოგიკის განსაზღვრება)საწინადადებო მაკავშირებლები არის სპეციალურ სიტყვები


ან ფრაზები,რომელთა მეშვეობით მარტივი წინადადებები უკავშირდებიან ერთანეთს.
საწინადადებო მაკავშირებლები მნიშვნელოვან როლს თამაშბენ მსჯელობის ხასიათის
დადგენაში,ისევე როგორც მსჯელობის შინაარსის დადგენაში. მათ შეუძლიათ შეცვალონ
მსჯელობის პირობებიც. ცოდნა გამოიხატება მსჯელობებბის სახით,დასაბუთების
პროცესი შედგება მსჯელობათა თანმიმდევრობისგან. რთული წინადადება თავის მხრივ
შეიცავს სხვა წინადადებებს,რომელიც ყალიბდება მარტივი წინადადებებისა და
საწინადადებო მაკავშირებლების მეშვეობით. მარტივის გარდაქმნა რთულად სწორედ მათ
მეშვეობით ხდება. არსებობს ინტენსიური და ექსტენსიური საწინააღდეგო
მაკავშირებლები. ექსტენსიური არის ისეთ მაკავშირებელი,რომელის გამოყენებით
რთული წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობა განისაზღვრება მისი შემადგენელი
წინადადებების ჭეშმარიტების მნიშვნელობებით.ინტენსიური ეწოდება ისეთ
მაკავშრებლებს,რომმლის გამოყენებით აგებული რთული წინადადების ჭეშმარიტების
მნიშვნელობის განსაზღვრისთვის საკმარისი არაა მარტივი წინადადების ჭეშმარიტების
მნიშვნელობები.მაგ „და“,“თუ“ „ან-ან“ და ა.შ.საწინააღმდეგო მაკავშირებელი სრულიად
უცვლის შინაარსს წინადადებას, მაგ,მკაცრად დისუნქციური წინადადება ასეთია : : მე
დღეს დილით ვიქნები ან სახლშ,ან საღამს სტუმრად ვიქნები“.

27.არსებობს მარტივი და რთული მსჯელობა. ისშეიძება იყოს


განსაზღვრებით,მიმართებითი და ეგსისტენციალური. განსაზღვრებითში გამოითქმეა
კავშირი საგანსა და ნიშანვს შორის,ეს კავშირი ან დასრტუდება ან უარიყოფა. მიმართებით
მსჯელობებიგამოხატავენ მიმართებას საგნებს შორის. მაგ“ პეტრე არის ივანეს
მამა“.არსებობის მსჯელობა გამოხატავს მსჯელობის საგნის არსებობის ფაქტს.

მსჯელობები შეიძლება იყოს თვისობრიობის და რაოდენობის მიხედვით. თვისობრიობის


მიხედვით არის დადებითი და უარყოფითი მსჯელობები. დადებითია,რომელშიც საგანს
მიეწერება რაიმე ნიშანი.“სოკრატე არის მაღალი“. უარყოფითია თუ არ მიეწერება“
სოკრატე არ არის მაღალი“.არსებობს ზოგადი,კერძო და ერთეული მსჯელობა. ერთული
მსჯელობა,,დასტურდება ან უარიყოფა რაიმე ერთი საგნის შესახ . ,მაგ. სოკრატე არის
ფილოსოფოსი“.კერძო მსჯელობში რაიმე დასტურდება ან უარიყოფა,რომელიმე კლასის
საგანთა ნაწილის შესახებ. შედის სიტყვები:რამდენიმე,ბევრი,.ზოგიერთ...

ზოგადში რაიმე დასტურდება კლასის ყველა საგნის შესახებ’მაგ“ ყველა სტუდენტი


სწავლობს ფილოსოფიას.“.

28.ლოგიკის კანონები(ვაერთიანებ შემდეგ 4 საკითხს).

(ლოგიკის ზოგადი განმარტება) ლოგიკა მოიცავს 4 ძირითად კანონს.

პირველი იგივეობის კანონი ჩამოაყალიბა არისტოტელემ თავის მეტაფიზიკაში.-


იაზროვნო ყველაფერზე ნიშNავს არ იაზროვნო აარაფერზე. ეს კანონი მოითხოვს
აზროვნების კონკრეტულობას. ცნება უნდა უდრიდეს თავის თავს. მისი შინაარსი
მსჯელობის პროცესში არ უნდა იცვლებოდეს. მაგალითად როცა განვიხილავთ სკამს,ჩვენ
უნდა განვიხილოთ ის ერთი,დასაჯდომი მნიშვნელობით და ამ შემთხვევაშ არ უნდა
გავურიოთ მისი სხვა დანიშNულებები.ცნების შინაარსი უნდა იყოს
კონკრეტული.როდესაც უნებურად ირღვევა იგივეობის კანონი,ადგილი აქვს ლოგიკურ
შეცდომას,ხოლო თუ შეგნებულად მაშინ სოფიზმთან გვაქვს საქმე,რაც გულისხმობს
ორაზროვანი ცნებებით მსჯელობის არსის დამახინჯებას.

წინააღდეგობის შეუძებლობლის კანონი-შეუძებელია ერთსა და იმავე დროს,ერთსა და


იმავე საგანზე გამოთქმული ორი უერთერთგამომრიცხავი დებულება იყოს
ერთდროულად ჭეშმარიტი. მაგ „სოკრატე მაღალია „ და „სოკრატე არ არის მაღალი“
ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება,ეს არალოგიკური იქნებოდა.

გამორიცხული მესამის კანონი- კონკრეტული მსჯელობები გულისხმობენ გადაწყვეტის


მესამე ვარიანტს. მაგალითად,სოკრატე შეიძება იყოს საშალო სიმაღლის. რადგან არსებობს
მესამე ვაიანტი,ამიტომ დაპირისპირებული მსჯელობებიდან ორივე შეიძება იყოს
მცდარი. სწორედ ამიტომ აუცილებელია მესამე ვარიანტის გამორიცხვა,რათა მსჯელობა
ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.

ლაიბნიცის საკმაო საფუძვლის კანონი მიიჩნევს,რომ დებულება უნდა იყოს


დასაბუთებული არგუმენტებით,რათა ჰქონდეს ლოგიკური ძალა. ის აუცილებლად უნდა
გსამომდინარეობდეს საფუძვლიდან.“მე მეკუთვნის მაღალი ქულა,რადგან მთელი წიგნი
წავიკითხე’ აქ საკმაო საფუვლის კანონი დარღვეულია,რადგან წიგნის წაკითხვა არ
გულისხმობს მის ზედმიწევნით ცოდნას.ამ კანონის მნიხედვით თავიდან ავიცილებთ
დაუსაბუთებელ და ნაჩქარევ დასკვნებს.

33.დასკვნა წარმოადგენს მსჯელობათა კავშირს. დასკვნას აქვს ორი


წინამნძღვარი,ამომავალი მსჯელობა,საიდანაც ლოგიკური აუცილებლობით
გამომდინარეობს მესამე მსჯელობა-დანასკვი. ის არის ახალი ცოდნის მიღების წესი.
ლოგიკური გამომდინარეობის მიმართულებისმიხედვით განასხვავებენ სამი სახის
გამომდინარეობას:

დედუქციური დასკვნა(ზოგადიდან-კერძოსკენ)-ზოგადი ხასიათის მსჯელობიდან


ვაკეთებთ დასკვნას კონკრრეტული საგნის შესახებ. ამას ეწოდება დედუქცია

ინდუქციური დასკვნის დროს ერთეული მსჯელობიდან ვაკეტთებთ დასკვნას ზოგად


მოვლენათა მთელი კლასის ანუ მრავალი საგნის შესახებ.

დასკვნა ანალოგიის დროს ერთეული ხასითის მსჯელობიდან ვაკეთებთ დასკვას მეორე


მოვლენაზე მათი მსგავსების საფუძველზე.

ჩვენთვის ასევე ცნობილია სილოგიზები,რომელიც გამართულ არგუმენტს ნიშნავს. თუმცა


არსებობს სილოგიზმები რომლებიც გამაართლი არ არის,იქიდან გამომდინარე რომ ის
მრავალგვარ ვარიაციებს შეიცავს.

35.*ლოგიკის ზოგადი განმარტება)-ეს ყველგან უნდა :დ. დამტკიცება არგუმენტაციის


პროცესის ერთი სახეა,რომელიც ადგენს მსჯელობის ჭეშმარიტების დასაბუთებას
დებულებების საფუძველზე.დისკუსიის ლოგიკური საფუძველია დასაბუთების
პროცესის სწორად წარმართვარაც გულისხმობს სწორი არგუმენტების მოყვანას

დისკუსიის სუბიექტებია პროპონენტი,ოპონენტი და აუდიტორია. პროპონენტი არის


დისკუსიის წამყვანი ფიგურა,იგი წამოაყენებს თეზისს და ასაბუთებს მას,ოპონენტი არის
მეორე მონაწილე,რომელიც ეწინააღმდება პროპონენტის თეზისს. აუდიტორია არის
დისკუსიის პროცესის მესამე ,კოლექტიური სუბიექტი. დისკუსიის მონაწილეებისთვის
მიზანია აუდიტორიის გულის მოგება და მხარდაჭერის მოპოება.არის
შემთხვევები,როდესაც დისკუსიის აუდიტორიად მივიჩნევთ სინდისისი ხმას-
ყოფიერების გამოძახილს.როდესაც დისკუსია მინდიარეობს მ,ხოლოდ 2 ადამიანს შორის
და არ არისდამსწრები. დესტრუქციული უთნხმოება გულისხმობს ოპონენტის მიერ
პროპონენტის პოზიციის კრიტიკულ ანალიზს. კონსტრუქციულია,როდესაც ოპონენტი
წმოაყენებს თეზისს და ახდენს მის დასაბუთებას. დასაბუთება შედგება
თეზისის,არგუმენტებისა და არგუმენტების დემონსტრაციის პროცესისგან. არგუმენტის
მეშვეობით ხდება თეზისის დასბუთება. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
აქსიომები,ემპირიული განზოგადებებუი,გაქტები. თეზისის დასაბუთება ხდება როგორც
პირდაპირი ისე არაპირდაპირი გზით. კრიტიკა არის ლოგიკური ოპერაცია,რომლის
მიზანია არგუმენტაციის პროცესის დარღვევა.არსებობს ფარული და აშკარა
კრიტიკა.დასაბუთებაშ თეზისები არგუმენტაციისწესებს ეყრდნობა. კერძოდ,თეზიის
აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული,უნდა დარჩეს უცვლელი პროცესის
განმავლობაში.ყოველი უცნობი ცნება უნდა იქნეს განმარტებული.

არსებობს არგუმენტის რამდენიმე სახე-ძალისადმი მიმართვის არგუმენტი,როდესაც


თეზისის ლოგიკურად დასაბუთების ნაცვლადმალოგიკური სახის იძულება
ხდება.,არცოდნისადმი მიმართვის არგუმენტი-როდესაც ოპონენტის,აუდიტორიის
უცოდინრობა გამოიყენება მათთვის საკუთარი აზრის თავზე მოსახვევად,არაჭეშმარიტის.

სარგებლიანობის არგუმენტი-თეზისის ლოგიკური დასაბუთების ნაცვლად ხდება


აგიტაცია,რომ ამ თეზისის მიღება სასარგებლოა მორლაური ან პოლიტიკური
თვალსაზრისით.

ჯანსაღი აზრისადმი მიმართვის არგუმენტი.თანაგრძნობის არგუმენტი -ამ დროს


აპელირება ხდება ჰუმანურობისადმი. ამ არგუმეტზე საუბრობენ,როცა ადამიანის
დადანაშაულებაზეა საუბარი.

ერთგულების არგუმენტი-დასაბუთების ნაცვლად მოუწოდებენ მისი აღიარებისაკენ


ერთგულების საფუძველზე. ავტორიტეტისადმი მიმართვის არგუმენტი-ა მ დროს
თეზისის ლოგიკური დასაბუთების ნაცვლად,არგუმენტად გამოიყენება
ავტორიტეტისადმი მიმართვა.არალოგიკური არგუმენტაციის დროს ხდევა
არალოგიკური ფორმებიც მიმართვა,მაგ კეტის არგუმენტი-ძენონის მხედვით.

You might also like