You are on page 1of 9

შუალედური გამოცდის ბილეთი

სასწავლო კურსი: ესთეტიკა

სპეციალობა, კურსი: ფილოსოფია, I კურსი (ბაკალავრიატი)

ლექტორი: ასისტ. პროფ. ირმა ბაგრატიონი

შეთანხმებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

სტუდენტი: (სახელი, გვარი, პირადი №) ....ნინო ქათამაძე 61004067442......................

IV ვარიანტი

შუალედური გამოცდის ბილეთის სტრუქტურა:


სტუდენტს წერითი დავალების სახით ეძლევა 4 თეორიული საკითხი.
ბილეთის საკითხების შეფასების კრიტერიუმები:
თითოეული საკითხი შეფასდება 5 ქულით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ძირითადი ლიტერატურის დამუშავება და არსებითი მასალის ათვისება - 2 ქულა

- დარგობრივი ტერმინოლოგიის ცოდნა - 1 ქულა


- კრიტიკული გააზრებისა და ანალიზის უნარი - 1 ქულა

- არგუმენტირებული დასაბუთებისა და დასკვნის უნარი - 1 ქულა

ს ა კ ი თ ხ ე ბ ი:
1. გუსტავ ფეხნერის ექსპერიმენტის შინაარსი ესთეტიკაში - (5 ქ)

2. ტრაგიკულის როგორც ესთეტიკური კატეგორიის არსი; ტრაგიკულის სახეები - (5 ქ)

3. ანტიკური ეპოქისა და შუა საუკუნეების ესთეტიკური შემოქმედების პრობლემების


ურთიერთმიმართება - - (5 ქ)

4. მშვენიერების იდეისა და მითოლოგიური ეროსის ურთიერთმიმართება - პლატონის


„ნადიმში“ - ტექსტის მიხედვით - (5 ქ)

1.,,გუსტავ ფეხნერის ექსპერიმენტის შინაარსი ესთეტიკაში’’


მეთოდის პრობლემა დააყენა ფრენსის ბეკონმა ახალ დროში. ესთეტიკაში კიდევ
უფრო გვიან დაისვა ეს პრობლემა, XIX საუკუნეში ცნობილი ფიზიკოსი, ფსიქოლოგი
და
ფილოსოფოსი გუსტავ ფეხნერი აცხადებს, რომ დღემდე ესთეტიკა ვერ იქცა
მეცნიერებად, რადგან ცუდი მეთოდით ხელმძღვანელობდა, ამიტომ საკითხთა უმრავ-
ლესობა ესთეტიკაში გადაუწყვეტელია. და ეს მეცნიერების მარად მზარდი ბუნებიდან
მომდინარეობს. თუ მეცნიერებაში ყველაფერი გადაწყვეტილია, ფაქტიურად მეცნიე-
რების გაუქმებას ნიშნავს (კარლ პოპერის ფალსიფიკაციის თეორიის მიხედვით
მეცნიერ-
ული თვალსაზრისი იდეოლოგიური პოზიციისაგან სწორედ მისი გადაფასების შესა-
ძლებლობით განსხვავდება, მაგ. პოპერს მოაქვს მარქსიზმი და ფროიდიზმი
რომელებიც
საპირისპირო არგუმენტებსაც კი თავიანთი იდეოლოგიური კონცეფციის
გამართლებად გერმანელი ფიზიკოსი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და მწერალი-
სატირიკოსი, ფსიქოფიზიკის ფუძემდებელიფეხნერი ამბობდა, რომ ესთეტიკა იყენებს
დედუქციურ მეთოდს, მას უნდა
დაუპირისპირდეს ინდუქციური მეთოდი და ესთეტიკა უნდა აიგოს ქვემოდან ზევით,
ესე იგი ინდუქციის საფუძველზე. ამავე დროს, გერმანელ ფილოსოფოსს, ფსიქოლოგსა
და ფიზიკოსს გუსტავ ფეხნერს შემოაქვს დამატებითი მეთოდი - ექსპერიმენტი.
ფეხნერი ან მისი მოსწავლე ცდის პირს უჩვენებდნენ მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს
და ეკითხებოდნენ მათ თუ რომელი იყო ყველაზე ლამაზი. ასეთი ცდით გამოირკვა,
რომ
ადამიანთა უმრავლესობას მოსწონდა ერთი და იგივე ფიგურა. ფეხნერი სვამს კითხვას:
რატომ არის ეს საგანი ყველაზე ლამაზი? რაღაც კანონის არსებობით ეს საგანი ლამაზი
გვეჩვენება. ცხადია რომ ფეხნერს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთ
შეფარდებას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ოქროს კვეთას უწოდებდნენ და მხატვრულ
პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანის სხეულის გამოსახატად. ფეხნერს შეცდომა
ჰქონდა
დაშვებული ექსპერიმენტის ჩატარებაში. რაც მას მოსწონდა ექსპერიმენტამდე ამას
შემდეგ ექსპერიმენტიც უდასტურებდა, ესე იგი, ადამიანს შეუძლია ექსპერიმენტის
გარეშე მოეწონოს რაიმე. ექსპერიმენტს არ გამოიყენებს ყველა მეცნიერებს ისეთი
სფერო,
როგორიც არის ფილოსოფია, ექსპერიმენტი არ გამოიყენება
ინდუქციისა და დედუქციის მეთოდი: ინდუქციას ესთეტიკა ყოველთვის იყენებ-
და დედუქციასთან ერთად, ცალკე რომელიმეს გამოყენება შეუძლებელია.
ინდუქციური
მეთოდით მიღებული დასვნა არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, რადგან ერთეულის
მეშვეობით ზოგადის დადგენა პრინციპულად შეუძლებელია. მაგ. ლითონი რომ ფა-
რთოვდება, ამას პრაქტიკა ვერ დაადასტურებს, რადგან ყველა კონკრეტულ ლითონს,
ვერ შეამოწმებ. დედუქცია ზოგადიდან კერძოსკენ ლოგიკურ გამომდინარეობას
გული-
სხმობს, თუმცა მასაც აქვს ნაკლი არ ჩანს ამოსავალი ზოგადი დებულების სანდოობა.
ანალიზის და სინთეზის მეთოდი: რას გულისხმობს ეს მეთოდი? ანალიზი
გულისხმობს რაიმე მოვლენის დაყოფას მის შემადგენელ ნაწილებად, რაც იძლევა
საშუალებას იმისას, რომ თითოეული ეს ნაწილი ცალკე იქცეს დაკვირვების ობიექტად.
არსებობს ანალიზი _ რეალური ანუ მართლა რომ დაშლი საგანს (ქიმიკოსები რომ
მიმართავენ), ასევე არსებობს აზრობრივი, წარმოსახვითი ანალიზი, რაც იმას გული-
სხმობს, რომ რეალურად კი არ დავშალოთ საგანი, არამედ წარმოსახვაში. ხელოვნებას
ყოველთვის ანალიზი სჭირდება, კრიტიკაც შეფასებისთვის ანალიზს იყენებს. თვითონ
ესთეტიკაც ანალიზით იკვლევს ამა თუ იმ საკითხს.
სინთეზი კი ერთ შემთხვევაში არის ანალიზის მეშვეობით გამოყოფილი ელემენ-
ტების შეერთება, მეორე შემთხვევაში _ რამდენიმეს გაერთიანება. სინთეზი
საშუალებას
გვაძლევს მთლიანობაში დავინახოთ მოვლენა. ეს მეთოდები პოზიტიური მეთოდებია
და მათ გამოიყენებს ყველა მეცნიერება.

2.,,ტრაგიკულის როგორც ესთეტიკური კატეგორიის არსი;


ტრაგიკულის სახეები’’
ბევრი ესთეტიკოსი თვლის, რომ ესთეტიკური ფენომენის მოდიფიკაციები მხოლოდ
მშვენიერით და ამაღლებულით ამოიწურება. და მაინც, ესთეტიკოსთა უმრავლესობა,
საეჭვოდაც კი არ ხდის იმ გარემოებას, რომ ესთეტიკური შეფასების ერთ_ერთი
კატეგორიაა ტრაგიკული. ტრაგიკული თავისი მნიშვნელობით ამაღლებ- ულს
უტოლდება, ხოლო გავრცელების სფეროს საზღვრებით ჩამორჩება მშვენიერსაც და
ამაღლებულსაც, მშვენიერებისაგან და ამაღლებულისაგან განსხვავებით, ტრაგი-
კულის ფენომენი ბუნების მოვლენებში არ არსებობს და მხოლოდ სოციალური სი-
ნამდვილისა დახელოვნების სფეროებით შემოისაზღვრება. ამ მხრივ ის კომიკურის
კატეგორიის ფენომენს უტოლდება. როგორც შეფასებითი კატეგორია, ტრაგიკული
მხოლოდ ესთეტიკური შემეც- ნების სფეროსა და ესთეტიკის მეცნიერებას როდი
განეკუთვნება. იგი სრულიად გარკვეული აზრით, ზოგად ფილოსოფიური
კატეგორიაცაა და მჭიდროდაა დაკავში რებული მსოფლმხედველობისა და
ფილოსოფიურ პრობლემებთან და ამდენად, სამყაროს ფილოსოფიური შემეცნების
სფეროსაც განეკუთვნება. “ტრაგიკულს”, როგორც ესთეტიკური ფენომენის ერთ_ერთ
დადებით მოდიფი- კაციას და დადებითი ესთეტიკური შეფასების გამომხატველ
ერთ_ერთ კატეგორიას, უპირისპირდება საშინელი, როგორც ესთეტიკური ფენომენის
ერთ_ერთი უარყო- ფითი მოდიფიკაცია, და უარყოფითი ესთეტიკური შეფასების
გამომხატველი ერთ_- ერთი კატეგორია. ტრაგიკულის ესთეტიკური ფენომენი და
ტრაგიკულის ესთეტი- კური კატეგორია, თავიანთი წარმოშობითაც და შინაარსითაც
მჭიდროდ არიან დაკავშირებული ხელოვნების ისეთ ჟანრთან, როგორიცაა ტრაგედია.
ტრაგედია და ტრაგიკული ანტიკურ ეპოქიდან იწყებენ თავიანთს ისტორიას. ნათელი
უნდა იყოს თუ ვიტყვით, რომ ტრაგიკული ოდნავ “ხნიერი” ამაღლებულზე და ძალიან
“ახალგ- აზრდაა” მშვენიერთან შედარებით. სიტყვა “ტრაგედია”, ბერძნულია და
ქართულად ითარგმნება, როგორც “თხების სიმღერა”. (ბერძნულად: “ტრაგოს”_თხა,
“ოდე”_სიმღერა) ნიშნავს, რაც აშკარად არ შეესაბამება, იმ მდიდარ ესთეტიკურ და
საზოგადოებრივ შინაარსს, რაც მასში იგულისხმება. Mმიუხედავად ამისა, ამ სიტყვის
ეტიმოლოგიური მნიშვნელობა და მისით აღნიშნული თავდაპირველი შინაარსი
მჭიდროდ არიან ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული, რაც დღეისათვის
მხოლოდ სპეციალისტებისათვის თუ არის ცნობილი. ტრაგედიის ჟანრი სათავეს
იღებს ძველი საბერძნეთის პოლითეისტური რელ- იგიის ერთ_ერთი ღმერთის
დიონისეს ანუ “ბაკხოსის” (ქართულად _ ბახუსი) პატივსაცემად დაწესებული
დღესასწაულების საკულტო რიტუალებიდან. ძველი ბერძნული მითოლოგიის
მიხედვით, ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის ღვთაება დიონისე ამავე დროს არის
ქვეყნად ვენახისა და ღვინის კულტურის დამნერგავი. დიონისეს ჰყავს თავისი ამალა,
რომელიც შედგება სატირებისა და ე. წ. ბაკხელი ქალებისაგან (ბახუსის ქალებისაგან).
სატირები ნახევრად ადამიანები და ნახევრად თხა არსებებია. (მათი ზედა ტანი
ადამიანისაა, ხოლო, ქვედა ტანი _ თხისა). როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,
სატირებზე ასეთი წარმოდგენა უკავშირდება ღვინის ჭურჭელს _ ტიკს, რომელიც,
როგორც წესი, თხის ტყავისაგან მზადდებოდა. დიონისეს დღესასწაულებზე
სრულდებოდა ჰიმნები მის სადიდებლად, რასაც ასრულებდა თხის ტყავში
გამოწყობილი გუნდი. სწორედ ამ საკულტო რიტუალის აღმნიშვნელი იყო სიტყვა
“ტრაგოდია” (შემდგომში _ ”ტრაგედია”). მითოლოგიის მიხედვით დიონისე არის
ზევსისა და მეფე კადმოსის ქალიშვი- ლის სემელეს სასიყვარულო ურთიერთობის
ნაყოფი. ზევსის მეუღლე ჰერამ, გაიგო რა ზევსისა და სემელეს სასიყვარულო ამბები,
ვერაგულად დააინტერესა სემელე ეხილა ზევსი თავისი ნამდვილი სახით. სემელემ,
მართლაც, სთხოვა ზევსს შეესრუ- ლებინა მისი ერთი სურვილი. როცა ზევსმა პირობა
მისცა, სემელემ მხოლოდ მაშინ გაუმჟღავნა თავისი სურვილი_იხილოს ზევსი თავისი
ნამდვილი სახით. Aამაზე ზევსი ძალიან შეწუხდა, მაგრამ სიტყვა ვეღარ გატეხა და
რამდენიმე დღის შემდეგ მოევლინა მას თავისი ნამდვილი სახით, ე.ი. როგორც
ჭექა_ქუხილის ღვთაება. ელვამ სემელეს სახლს ცეცხლი წაუკიდა; ცეცხლი მოედო
სემელესაც, რომელიც ზევსისაგან ფეხმძიმედ იყო. ზევსმა იმის მეტი ვეღარაფერი
მოახერხა, რომ გადაარჩინა ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი. ზევსმა ამოიყვანა იგი
დედის მუცლიდან და თავის თეძოში შეინახა, სადაც მას დაასრულებინა
დაბამდებამდელი პერიოდი. ეს ბავშვი იყო სწორედ დიონისე. Aამრიგად, დიონისე
ორჯერ დაიბადა: ერთხელ დედის მუცლიდან, მეორედ_მამის თეძოდან. ამით იგი
ერთხელ უკვე (დაბადე- ბამდე) გადაურჩა სიკვდილს. მითოლოგია განაგრძობს
დიონისეს შემდგომი ცხოვრების ამბის გადმოცემას: ჰერას საშინლად სძულდა
დიონისე, როგორც მისი ქმრის უკანონო შვილი (რომლის ძარღვებში ნაწილობრივ
არაღვთაებრივი სისხლი სჩქეფდა) და ყოველთვის ცდილო- ბდა მის დაღუპვას.
ერთხელ, ოლიმპოს მთაზე ზევსის არყოფნის დროს, ჰერას დავალებით ტიტანებმა
ხელთ იგდეს დიონისე და მოკლეს, მისი სხეული ნაფლ- ეთებად აქციეს და კლდეზე
გადაყარეს. როცა ზევსი ოლიმპოს მთაზე დაბრუნდა, შეწუხდა, შეაგროვა ეს
ნაფლეთები და სული შთაბერა. დიონისე კვლავ გააცოცხლა, სხვანაირად არც
შეიძლებოდა _ იგი, ხომ ღმერთია და ამდენად უკვდავი. როგორც ვხედავთ,
მითოლოგია გვიდასტურებს, რომ დიონისეს ცხოვრება (თვით დაბადებამდეც კი)
ერთთავად სიცოცხლისა და სიკვდილის მუდმივ ბრძოლას წარმოადგენს. Aამ მომენტს
კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ერთის მხრივ, ტრაგედიის, როგორც დრამატული
ხელოვნების ჟანრის წარმოშობაში, და მეორეს მხრივ, ტრაგიკულის, როგორც
ესთეტიკური ფენომენისა და ესთეტიკური შეფასების კატეგორიის ჩამოყალიბება_
ქმნადობაში. ეს კი შემდეგნაირად მოხდა: ყოველწლიურად ათენში იმართებოდა
დიონისეს დიადი დღესასწაულები ჯერ პროვინციებში ხოლო შემდეგ ათენში. ზეიმი
სამი ნაწილისგან შედგებოდა. საკულტო რიტუალის პირველ ნაწილში დიონისეს
მსხვერპლს სწირავდნენ (უკლავდნენ სპეციალურად საზვარაკოდ გასუქებულ ხარს)
და ხოტბას უგალობდნენ როგორც ტანჯულ ღვთაებას. ხოტბა, რომელსაც პირველ
ხანებში ერთი კაცი მღეროდა იმპროვიზაციული ხასიათისა იყო. მას ეწოდებოდა
დითირამბი. ძველი წელთაღრიცხვის 7_6 საუკუნეებში დითირამბი საგუნდო
სიმღერად იქცა და მას ასრულებდა თხის ტყავში გამოწყობილი გუნდი. ამავე
დროისათვის დითირამბმა დაკარგა იმპროვიზაციული ხასიათი და მას უკვე
სპეციალური დაკვეთით წერდნენ გამოჩენილი პოეტები. სადღესასწაულო
რიტუალების ამ ნაწილმა (მეორე ნაწილში მხოლოდ გართობა შედიოდა) მისცა
დასაბამი ტრაგედიის ჟანრს. ტრაგედია “წარმოიშვა დითირამბების დამწყებთაგან”.
ასეთი რამ კი ერთბაშად არ მომხდარა.

3.,,ანტიკური ეპოქისა და შუა საუკუნეების ესთეტიკური


შემოქმედების პრობლემების ურთიერთმიმართება’’
ესთეტიკური შემოქმედების პრობლემა ანტიკური, შუა საუკუნეებისა და რენესანსის
ეპოქებში ვიდრე ჩვენთვის საინტერესო პრობლემის გარკვევას შევუდგებოდეთ, საჭირ-
ოდ მიგვაჩნია შემდეგი მომენტების დაზუსტება იმ მოსაზრებით, რომ სწორი
მეცნიერული აზროვნების ერთ-ერთი პირობაა, იმ ტერმინების, ცნებების მნიშვნე-
ლობის ზუსტი განსაზღვრება, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით, წინააღმდეგ შემთხვე-
ვაში, როგორც ფრენსის ბეკონი ამბობდა ისინი “იდოლებად” იქცევიან, გააბუნდოვ-
ანებენ და გაართულებენ თეორიულ კვლევას. ჯერ-ერთი, ესთეტიკური
შემოქმედებითი საქმიანობის ცნების მოხმარებამ არ უნდა შექმნას იმის
შთაბეჭდილება, რომ ეს ცნება ფილოსოფიური აზრის ჩამო- ყალიბებასთან ერთად
გაჩნდა. იმ მარტივი და ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო, რომ ტერმინი
“ესთეტიკა”, “ესთეტიკური” გაცილებით გვიან (XVIII ს.) შემოდის ფილოსოფიურ
ცნებით აპარატში. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ესთეტიკური აზრი
თავის თეორიული რეფლექსიის საგნად არ ხდიდა ადამიანის სინამდვილისადმი
გრძნობად მიმართებას და მის ასპექტებს, რა თქმა უნდა ცნება “ესთეტიკური
საქმიანობა” არ მოიხმარება XVIIIს-მდე, კერძოდ, ალექსანდრ ბაუმგარტენამდე, მაგრამ
ის შინაარსი რომლითაც დატვირთულია აღნიშნული ცნება, წარსული დროის
თითქმის ყველა დიდი მოაზროვნის ყურადღების ცენტრშია. მეორეც თანამედროვე
ესთეტიკოსთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ არ არსებობს ადამიანის ესთეტიკური
საქმიანობა, როგორც ასეთი. ავტორთა ამ ჯგუფს მიაჩნია, რომ ადამიანის ესთეტიკური
აქტივობა არ გამოყოფს რაიმე განსაზღვრულ, ლოკალურ უბანს კულტურის მთლიან
სისტემაში. იგი ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს და ამიტომაც
ესთეტიკური კულტურა კულტურის განსაკუთრებული ფენა კი არ არის, არამედ მისი
სპეციფიკური ასპექტია, რომელიც მსჭვალავს კულტურის მატერიალურ, სულიერ და
მხატვრულ ფენებს. Aამიტომაც ესთეტიკური საქმიანობა, როგორც კონკრეტული, ანუ
მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, პროფესიული ესთეტიკური საქმიანობა არ არსებობს,
არსებობს მხოლოდ მხატვრული საქმიანობა. ასეთი თვალსაზრისის შეზღუდულობა
აშკარაა. მათი ავტორები ცდილობენ ერთმანეთს დაუპირისპირონ ადამიანური Page192
საქმიანობის ეს სფეროები და მათი აღნიშნული ცნებები, რომლებიც თავის არსით არც
უპირისპირდებიან და არც გამორიცხავენ ერთმანეთს. როგორც თავადაც აღნიშნავენ
ესთეტიკური ასპექტი დამახასიათებელია კულტურის ყველა ფენომენისათვის.
მაშასადამე, ადამიანური საქმიანობის ყოველ ფორმას აქვს ესთეტ- იკური მხარე,
რომელიც ხან უტილიტარულს, ხან ეთიკურს და ა. შ. უკავშირდება, გარდა ამისა
ესთეტიკური საქმიანობა რაფინირებული სახით წარმოგვიდგება მხატვრულ
შემოქმედებაში, რაც იმას სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ესთეტიკური საქმიანობა არ
არსებობს ანდა იგივეობრივია მხატვრული საქმიანობისა. ესთეტიკ- ური და
მხატვრული საქმიანობის ურთიერთობა მსგავსია ლოგიკური კატეგორიების გვარის
და სახის ურთიერთობისა. Lლოგიკური ანალოგია რომ ვიხმაროთ, ესთეტიკ- ური
საქმიანობა არის გვარეობითი ხასიათის ცნება, ხოლო მხატვრული საქმიანობა არის
სახეობითი ცნებითი შინაარსის მატარებელი. მხატვრულ_შემოქმედებით საქმი-
ანობაში, როგორც საერთოდ ესთეტიკურ _შემოქმედებითი საქმიანობის ყველაზე
რაფინირებულ ფორმაში, ესთეტიკური საქმიანობის არსიც უკეთ წარმოჩინდება,
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავაუქმოთ ესთეტიკური საქმიანობის ცნება.
ფილოსოფიური აზროვნება როგორც ცნობილია, ჩაისახა მითოსური აზრის წიაღში, ის
ჩაისახა როგორც მისი უარყოფა. საკითხთა მთელი წყება, რომელსაც აყენებდა და
თავისებურად “გაიგებდა” მითოსური ცნობიერება “მემკვიდრეობით” დგება
ფილოსოფიური რეფლექსიის წინაშეც. ცნობილია, რომ ფილოსოფიური აზროვნება
მისი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ჯერ კიდევ მთლად არ არის დაწმენდილი
მითოსური ცნობიერებისაგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ არ არის
მკაცრი სადემარკაციო ხაზი მითოსურ-რელიგიურ და ფილოსოფიურ აზროვნებას
შორის. Aამიტომ, ურიგო არ იქნება ჩვენი საკვლევი პრობლემის მითისური
გადაწყვეტის ჩვენებაც. მითოსური ცნობიერებისთვის მართლაც დგას ესთეტიკური
საქმიანობის პრობლემა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდის ბერძნულ ლიტერატურაში,
კერძოდ ჰომეროსის და ჰესიოდეს ეპოსებში. ჰომეროსთან არ არის განსხვავება
ხელოვნებასა და ხელოსნობას შორის. როცა ჰომეროსი ლაპარაკობს მხატვრულ
შემოქმედებაზე მას ის თითქმის ყველგან ესმის, როგორც ხელოსნობა, როგორც
ფიზიკური შრომა. თუ გავითვალისწინებთ მითოსური აზროვნების ესთეტიკურ
ხასიათს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხატვრული საქმიანობა, ხელოსნობა და
საერთოდ ადამიანური საქმიანობის ნებისმიერი ფორმა ბერძენი- სათვის
წარმოადგენდა ესთეტიკურ საქმიანობას, როგორც უნივერსალურს თავისი ბუნებით
და ყოველგვარი საქმიანობის მომცველს თავისი შინაარსით. რა თქმა უნდა ეს აზრი
დასაბუთებას მოითხოვს და არგუმენტებით განმტკიცებასაც საჭიროებს, რაც ძალზედ
საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევაში მან ჩვენ შეიძლება აგვაცილოს ჩვენს მთავარ
მიზანს. ანტიკური ხანის ფილოსოფიამ დააყენა ესთეტიკის ძირითადი პრობლემატიკა
თეორიული გონების წინაშე, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავთ მეცნიერული
ღირებულება. Mმიუხედავად იმისა, რომ სოკრატემდელი ესთეტიკური აზრი
ესთეტიკის სხვადასხვა პრობლემატიკას ამუშავებს, მასში ესთეტიკური საქმი- ანობის
შესახებ თვალსაზრისი თითქმის არ გვხვდება. Eეს პრობლემა მთელი სისრულით დგას
პლატონის და არისტოტელეს ფილოსოფიურ – ესთეტიკურ ნააზრევში. წინასწარ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან ესთეტიკური საქმიანობა Page193 გაიგება, როგორც
მიბაძვა, თუმცაღა პლატონს მიბაძვა თვისებრივად განსხვავე- ბულად ესმის, ვიდრე
არისტოტელეს. Aამ განსხვავებას სინათლეს მოფენს იმ გარემოების აღნიშვნა, რომ
დიდი მოაზროვნეების ესთეტიკური შეხედულებების გაგება შესაძლებელია მხოლოდ
მათი ზოგადი ფილოსოფიის კონტექსტში, რადგან ესთეტიკური კონცეფცია მათი
“სისტემების” ერთი ნაწილია, თუმცა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ნაწილი. Aმას თუ
გავითვალისწინებთ გასაგები გახდება ესთეტიკური შემოქმედების, როგორც მიბაძვის
სხვადასხვაგვარი გაგების არსებობა პლატონისა და არისტოტელეს ესთეტიკურ
კონცეფციებში.

4. ,,მშვენიერების იდეისა და მითოლოგიური ეროსის

ურთიერთმიმართება - პლატონის „ნადიმში“


პლატონის "ნადიმის" მთავარი თემა „ეროსის“ როგორც ღვთაებრივი სიყვარულისა და
სწრაფვის გამოხატულების აღწერაა. ამასთანავე პლატონი იძლევა მშვენიერების
განმარტებასაც და დიოტიმას პირით საუბრობს მშვენიერების სულიერი განცდის სამ
იერარქიულ საფეხურზე, რომლის გვირგვინიც თავად იდეის ჭვრეტაა. პლატონის
მიხედვით ეროსი ის მშვენიერებაა რომელიც უმაღლესი სიკეთის დარია, იგი
ერთგვარად სულის თვალი და ზეციურისკენ სწრაფვაა.ამდენად, პლატონი ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მოღვაწეა ფილოსოფოსთაგან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი
ხედვა, აღქმა სამყაროსი და დამოკიდებულება სხვადსხვა მოვლენებსა თუ
პროცესებზე. პლატონი არისტოკრატიული წრიდან გამოვიდა და ამ წრეს შერჩა
ბოლომდე, ეს გარემოება ბეჭედს ასვამს მის მიერ სოფისტების შეფასებასაც, რადგან
ის საყვედურობს მათ, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ სოფისტები ფულს იღებენ
სწავლებისათვის და ამდენად, სიბრძნე მოსაგებ ხელობად აქციეს. პლატონის
აზრით, ფულისა და ანგარიშის ჩარევა საქმეში, აბინძურებს ამ უკანასკნელს და
უთანასწორებს მას უბრალო ხელობას. სიბრძნის სწავლება არ შეიძლება ხელობად
ვაქციოთ, ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია პლატონური სიბრძნე როგორ აღიქმება
იგი და ეროსთან მიმართებით როგორ არის გამოხატული, რომლის საფუძველშიც
მოკლედ იდეების, არსისა და შემეცნების თეორიას შევეხები. როგორც აღვნიშნეთ,
არსებობს არსის გარკვეულ საფეხურები და მისი შესატყვისი უნარები, რომლებიც
შემეცნების საფეხურების გარკვეულ საფუძვლებს წარმოადგენენ, პლატონს, როგორც
არსის, ისე ჩვენი შემეცნებითი მისწრაფების განვითარების საფეხურები
დახასიათებული აქვს დიალოგში “ნადიმი’’, რომლის ძირითად თემასაც
სიყვარული(ეროსი)შეადგენს. ეს სიყვარული არის “პლატონური’’ ნამდვილი
სინამდვილის ფილოსოფიური სიყვარული. თვითონ ფილოსოფია ხომ სხვა
არაფერია თუ არა სიბრძნის, ჭეშმარიტი ცოდნის სიყვარული, რომელიც,
საბოლოოდ, იგივე არსია ჭეშმარიტების ფორმაში.
თვითონ გრძნობადი საგნები მიისწრაფვიან იდეებისკენ, როგორც სრული არსისკენ.
ასევე ჩვენი შემეცნება ესწრაფვის იდეებს, საბოლოოდ, სიკეთის იდეას, რომელშიც
არსი და აზრი ერთი და იგივეა, რადგან ის არის პირველი ძირი, მიზეზი და მიზანი
ყველაფრისა; მაშასადამე, მისწრაფება არსშიც არის და შემეცნებაშიც, ორივეში
მოქმედებს ის, რასაც ჰქვია სიყვარული, იგი ერთგგვარად აერთიანებს ორ ქვეყანას-
გრძნობადსა და ზეგრძნობადს, არსებულსა და ნამდვილად არსებულს.

“ნადიმში’’ დახასიათებულია ეროსის აღმავლობის საფეხურები შემდეგნაირად.


პირველი საფეხური არის ბავშვების ჩვეულებრივი დაბადების საფეხური, თავისი
თავის გარკვეული გაგრძლება-წარმოება. ეს ერთგვარი უკვდავებაა, სიყვარული
სწორედ უკვდავებაში მდგომარეობს. ქალის სიყვარული და ბავშვების შობა არის
ერთგვარი უკვდავება და ბედნიერება, რომელიც სხეულებრივ სფეროშია. მეორე
საფეხური არის პოეტური, მხატვრული და ტექნიკური შემოქმედება, აქ არის
გრძნობადის ერთგვარი გარდაქმნა.ეს ორი საფეხური მშვენიერების დასაწყისი
საფეხურებია. მათზე უფრო მაღალი და უფრო მშვენიერია მესამე საფეხური, ეს არის
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც შობს “შვილებს’’ კანონების,
კეთილი ჩვევების, აღზრდისა და ბრძნული მმართველობის აზრით. ეს სამი
საფეხური საგანთა წარმოების საფეხურებია.

შემდგომი საფეხურები წარმოადგენს ჭვრეტის საფეხურებს, რომლებიც სიყვარულის


სხვადასხვა სიმაღლის სახით ხორციელდებიან იმისდა მიხედვით, თუ რის მიმართ
არის ეს სიყვარული განხორციელებული. პირველი ამ შემთხვევაში არის მშვენიერი
სხეულის სიყვარული, შემდეგი და უფრო მაღალი საფეხურია მშვენიერების
სიყვარული საერთოდ სხეულებში, შემდეგ-სულის, მისი გაამოვლინებისა და
“სახეები’’ სიყვარული, შემდგომი საფეხურია საგანთა ყველა სახის ცოდნის
სიყვარული. ბოლო საფეხურია წმინდა სიყვარული, სიყვარული თვითონ
მშვენიერებისა თავისთავად, რომელიც ყველა არსებულის საბოლოო არსებას
წარმოადგენს და ემთხვევა თვითონ სიკეთესა და ჭეშმარიტებას.

პლატონის ნადიმის მიხედვით მშვენიერებას მარადიულს, ხელთუქმნელსა და


წარუდინებელს, თავისუფალს ავსებისა და განლევისაგან, მშვენიერებას, სახიერს
თავის ყველა გამოვლინებაში, ყველა დროში, ყველა ასპექტში, ყოველი ადგილისა და
ყოველი სულდგმულისათვის. მშვენიერება არ წარსდგება მის წინაშე ამა თუ იმ
ხატის, ხელის, თუ სხეულის სხვა რომელიმე ნაწილის, ანდა სიტყვისა თუ ცოდნის
სახით, არც მიითვლება მის მიერ, როგორც ცალკე რამ ფენომენი, მეორეში-ვთქვათ,
რომელიმე სულდგმულში მიწაზე, ცაში თუ სხვარამეში-გამოვლენილი. არა, ეგ
იქნება მშვენიერება თავისთავთან მიწყივ ერთსახოვანი, თავისთავში არსებული და
თავისთავადი, რომელთანაც წილნაყარი ყველა სხვა კონკრეტული მშვენიერება
იბადება და კვდება, მაშინ როდესაც ის არც ივსება და არც ილევა, არც სხვა სახის
ცვილებას განიცდის რასმე. ასე რომ, ვინც ხილულ გრძნობათა საგანთა
მშვენიერებიდან მართებულად გაგებული მამათმავლობის გზით მიიქცევა მაგ
უმაღლესი მშვენიერების ჭვრეტად, ის მალე ეზიარება საბოლოო მიზანს თავისას,
რადგან ჭეშმარიტი გზა სიყვარულისა, რომელზეც თვითონ მიდის ან მოძღვარს
მისდევს, ესაა გზა მშვენიერ საგანთაგან უმაღლეს მშვენიერებაზე თანდათანობით
გადასვლა და თითქოს, საფეხურების მიჰვება კიბისას, ერთი მშვენიერი სხეულიდან
ორზე ორიდან კი ყველა მშვენიერ სხეულზე უნდა გადადიოდეს კაცი, ამდენად:

“ჭეშმარიტი გზა სიყვარულისა ესაა გზა მშვენიერ საგანთაგან უმაღლეს


მშვენიერებაზე თანდათანობით გადასვლა... კაცი მშვენიერ სხეულთაგან-მშვენიერ
საქმეებზე, და მშვენიერ საქმეებიდან კი მშვენიერ მოძღვრებაზე უნდა გადავიდეს,
რათა ეზიაროს იმ მოძღვრებას, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა მოძღვრება
აბსოლუტური მშვენიერების შესახებ’’
“თუ სიყვარული უბრალო ცხოველობაა მაშინ იგი არ არის ლამაზი, მშვენიერი, თუ
იგი უსხეულო ვნებაა, მაშინ იგი არაა ცოცხალი, ხორცშსხმული. იგი ერთსა და იმავე
დროს მშვენიერი სულის სურვილიცაა და ლამაზი სხეულის წყურვილიც. მშვენიერი
სული ლამაზი სხეულისთვის ლტოლვილი და ლამაზი სხეული მშვენიერი
სულისათვის ვნებული’’

You might also like