You are on page 1of 4

შუალედური გამოცდა ქართულ ფორკლორში

ლექციის ხელმძღვანელი: ხვთისო მამისმედიშვილი

სემინარიის ხელმძღვანელი:მარიამ ბაკურიძე

სტუდენტი: გიგაური მარიამი

ბილეთი №5

ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკა(ვარიანტულობა და


კოლექტიურობა)

ზოგადად, სიტყვის ზეპირი გავრცელება იწვევს არა მარტო


ფოლკლორული, არამდე სხვა ჟანრის ტექსტის ცვლილებასაც. როგორც
ჩვენ ვიცით, ზეპირი სიტყვა არის თავისუფალი, ანუ ფოლკლორული
ჟანრის ნაწარმოებები(სანამ ის დაიწერება წერილობით) თავისუფალია
განსხვავებით ლიტერატურული ჟანრის ნაწარმოებებისგან .
იგი( ფოლკლორული ნაწარმოები) არ ექვემდებარება დროს და სივრცეს
ამიტომ, იგი ყოველთვის განიცდის სახეცვლილებას და ვითარდება.
ზეპირსიტყვიერებისას ყოველი მომდევნო ფოლკლორული ტექსტის
ნიმუში არასოდეს ჰგავს , წინათქმულს. თითოეული ვარიანტი, რომელიც
იქმნება დრო-ჟამის ცვალებადობის დროს არის ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი და განსხვავებული . ლიტერატურული ჟანრის
ნაწარმოებისგან, სწორედ ამით განსხვავდება ფოლკლორული ჟანრის
ნაწარმოები, რომ ჩვენ არ შეგვლიძლია ლიტერატურული ჟანრის
ნაწარმოების ტექსტის ცვლილება იგი არის კანონიკური, ხოლო
ფოლკლორში ასე არ არის, თითოეული ადამიანი, რომელიც ავრცელებს
ფოლკლორული ჟანრის ნიმუშს ყველა ინდივიდუალურად სახეს
უცვლის, წინათქმულს . რაც შეეხება ტექსტის კოლექტიურობას, ჩვენ
ვიცით, რომ არ არსებობს ისეთი ხალხური ნაწარმოები, რომელსაც არ
აქვს სხვადასხვა ვარიანტები. სწორედ ეს არის ხალხური ნაწარმოების
დამახასიათებელი თვისება, რადგან ის ხალხმა შექმნა და შესაბამისად,
ხალხშივე ვრცელდება. ხალხური ნაწარმოების ავტორზე საუბარი
სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი. არავინ იცის პირველმთქმელი ვინ
იყო, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ნაწარმოების გავრცელებაში
თაობები იღებდნენ მონაწილეოობას. შესაბამისად, სწორედ ამიტომ
ფოლკლორული შემოქმედების ერთ-ერთი სპეციფიკა არის
კოლექტიურობა. ანუ ფოლკლორული ჟანრის ნაწარმოების ავტორად
(მიუხედავად იმისა, ვინ არის პირველმთქმელი) მაინც ხალხი, ანუ
კოლექტივი ითვლება. გარდა ამისა, ხალური ნაწარმოებები ძირითად
ისეთი შინაარსისა და იდეის მატარებელია, რომ იგი არ გამოხატავს,
რომელიმე ერთი კერძო პიროვნების სულისკვეთებას, სურვილს,
გასაჭირს, იგი ხალხის , სოციუმის ყოველდღიურობას, ან თუნდაც
მოსაზრებებს გამოხატავს.

მითოსი და მითოლოგემები

ჰომეროსის ენაში მითოსი, ეპოსი და ლოგოსი არიან ერთმანეთის


სინონიმები და ისინი როგორც წეისი აღნიშნავენ ნათქვამ სიტყვას ,
ამბავს ან სულაც რაიმე მონათხრობს . ზოგადად, მითოსი შეიძლება
არსებობდეს სიტყვის სახით. მითოსი ეს არის მსოფლმხედველობითი
ხასათის ტექსტი, რომელიც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე
ადამიანზე, ჩვენს სამყაროში არსებულ ზოგჯერ ჩვენთვის უმნისვნელო
დეტალებზე , საგნებზე ან მოვლენებზე . მითოსის ჟანრი ზოგადად
კოსმოგონიური ხასითისაა , ანუ იგი ძირითადად მოგვითხრობს ამბავს
მთელი სამყაროს, ან კოსმოსის შესახებ . რაც შეეხება მითოლოგემებს,
ისინი მითოლოგიური ტექსტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად,
რომ იგი შეიძლება საშენ მასალასაც შევადაროთ. მითოლოგემების
მთავარი მიზანი არის, რომ სრულიად განსხვავებული კუთხით
წარმოგვიდგინოს სამყაროს, კოსმოსის სტრუქტურა ანუ მათი
აგებულება . თუ ჩვენ ჩავწვდებით და შევუდგებით ზოგადად, სამყაროს,
კოსმოსის ღრმა კვლევებს აღმოვაჩენთ,რომ მითოლოგემა
მითოლოგიური ტექსტის, თხზულების ერთგვარი ემბრიონი არის.
ზოგადად მითოლოგემების უმრავლესობა ძირითადად კოსმოგონიური
მითოსის ასპექტებს გამოხატავენ. ჩვენთვის ცნობილია არაერთი
მითოლოგემა, მათ შორის 1)ცისა და მიწის განცალკევების მითოლოგემა,
რომლის საშუალებითაც გამოხატული არის ცისა და მიწის გამიჯვნის
ერთ-ერთი თეორია. ასევე მითოლოგემებიდან ჩვენთვის ცნობილია
2)ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემა ( ანუ, ცისა და მიწის
ერთმანეთიდან განცალკევების შემდეგ მათ შორის მაინც რჩება უხილავი
კავშირი), 3)მარადი გაზაფხულის მითოლოგემა( იგივე სამოთხის
მითოლოგემა),როგორც ჩვენთვის ისტორიული წყაროებიდან ცნობილია
თამარის ეპოქა ოქროს ხანად მიიჩნევა, ეს მითოლოგემაც სწორედ ამ
პერიოდს უკავშირდება. 4)ხელახლა შობის მითოლოგემა(გმირი
უბრუნდება თავისი მშობელი დედის საშოს იმ მიზეზით, რომ იგი
მეორედ დაიბადოს) ,5)დაბრუნების მითოლოგემა ( გულისხმობს
ამოსავალ წერტილში დაბრუნებას ანუ იქ დაბრუნებას, საიდანაც იგი
ერთხელ უკვე წამოვიდა. ძირითადად ამაზე არის აგებული ზღაპრები,
გმირი მიდის სიახლის საძიებლად, თავგადასავლების საძიებლად,
უამრავი რამ გადახდება მას, თუმცა იგი საბოლოოდ მაინც უბრუნდება
პირველსაწყისს ანუ იმ ადგილს საიდანაც იგი წავიდა)და ა.შ

ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი


ზოგადად, ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი არის ღარიბი მზავრი,
რომელიც არის თავის ქვეყანას, თავის სამშობლოს მოშორებული.
ზღაპარში მთავარი გმირი მუდმივად რაღაც ახლის ძიებაშია , იგი
ყოველთვის იდუმალს ძიობს, ირჩევს ისეთ გზას რომელიც რთულია
გადასალახად, თუმცა იგი სწორედ ამ გზაზე აღმოაჩენს იმას, რის
საძიებლადაც იგი სახლიდან არის გამოსული და მოწყვეტილია თავის
სამშობლოს . როგორც წესი ზღაპარში მთავარი გმირი ძალიან გაბედური
და მამაცი პერსონაჟია, თუმცა სიმამაცესთან და გაბედულობასთან
ერთად ნდობით და რწმენით არის განწყობილი. მას სწამს თავისი თავის.
საბოლოოდ კი სწორედ ეს რწმენა და ნდობა ამარჯვებინებს მას . იგი
ასრულებს ძალიან სახიფათო „დავალებას“ ,თუმცა ამ ყველაფრისთვის
სულაც არ ითხოვს გასამრჯელოს . ზღაპრის მთავარი გმირი სასიკეთო
საქმეს ასრულებს, ამარცხებს ბოროტს და იმარჯვებს მასზე.

You might also like