You are on page 1of 4

მეხუთე ლექციის თემა:

მორფოლოგიის საგანი. სიტყვა როგორც მორფოლოგიის ობიექტი. სიტყვის აგებულება.


ძირი, ფუძე, აფიქსები. ფლექსია და დერივაცია. გრამატიკული კატეგორიის რაობა.

მორფოლოგიის საგანი:

„ადამიანის ენაში არსებულ ყოველგვარ ელემენტს და მოვლნას, რომელიც სა-


უკუნეებით არის შემუშავებული, მემკვიდრეობით გადმოცემული და საყოველთაო
ხმარებით განმტკიცებული, სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ენათმეცნიერება (ლინ-
გვისტიკა) ჰქვია“ (ა. შანიძე).
ენათმეცნიერების შემადგენელი დარგები:
 ლექსიკოლოგია, გრამატიკა, სტილისტიკა (ა. შანიძე)
 ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი (არნ. ჩიქობავა)
 გრამატიკის ნაწილებია მორგოლოგია და სინტაქსი (ვ. თოფურია)
გრამატიკა ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა (gramma), რაც ასოს, წერილობით
ნიშანს აღნიშნავს. თავდაპირველად გრამატიკა იყო ხელოვნება, რომელიც სწორად
ლაპარაკსა და კანონიერ წერას ასწავლიდა; ახალი გაგებით გრამატიკა არის მეცნიერე-
ბა ამა თუ იმ ენის აგებულების შესახებ. მისი ნაწილებია მორფოლოგია და სინტაქსი.

მორფოლოგია (ბერძ. morphe - ფორმა, სახე; logos - მოძღვრება) ტერმინის შესახებ


მსჯელობა. მორფოლოგია სიტყვის აგებულებას, სიტყვის ცვლილებას და ამ ცვლილე-
ბის კანონზომიერებებს, აფიქსებს და მათ გრამატიკულ მნიშვნელობას სწავლობს,
სწავლობს აგრეთვე მეტყველების ნაწილებს. მისი საგანია სიტყვის ფორმა.

სინტაქსი შეისწავლის სიტყვას წინადადებაში მისი ფუნქციისა და სხვა სიტყვებთან


შეკავშირების თვალსაზრისით

სიტყვა როგორც მორფოლოგიის ობიექტი:


 „სიტყვა არის გაბმული მეტყველების უმცირესი ნაწილი“ (დიონისე თრაკიე-
ლი)
 „სიტყვა არის მნიშვნელობის მქონე უმარტივესი ერთეული ენისა“ (არნოლდ
ჩიქობავა)
 „სიტყვა არის მნიშვნელობის მქონე ბგერათკომპლექსი, რომელიც ენის ძირი-
თადი ერთეულია“ (ალექსანდრე ღლონტი)

ფორმაცვალებადი სიტყვები (სახელები – ბრუნებადი, ზმნა – უღლებადი)

ფორმაუცვლელი (ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი, შორისდებული)


ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა: მაღალი → მაღლა(დ), ვაის გავეყარე, ვუის
შევეყარე.
სიტყვის შედგენილობა:
სიტყვის შემადგენელ ნაწილებად დაშლისას გამოიყოფა ძირი, ფუძე და მაწარმოებე-
ლი ელმენტები, რომელთაც თავ-თავისი მნიშვნელობა აქვთ. თითოეული მაწარმოე-
ბელი ელემენტი, რომელსაც გარკვეული ფუნქცია აქვს, მორფემაა (ფორმანტია)
 ძირი (სიტყვის დაუშლელი ნაწილი). ძირი საყრდენია, მისგან ნაწარმები სი-
ტყვებისათვის: ცხენ-ი, ცხენ-იანი, ცხენ-ოსანი, უ-ცხენ-ო და სხვ.
 ფუძე (ფუძესთან დაკავშირებულია სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა: ცხენ-ი,
ცხენოსან-ი).
მარტივი ფუძე: სახლ-ი
ნაწარმოები ფუძე: სიკაშკაშე (←კაშკაში)
რთული ფუძე: თვალყურ-ი (←თვალ + ყურ-ი)
ზოგჯერ ძირი და ფუძე ერთმანეთს ემთხვევა: ცხენ-ი
 აფიქსები (ფუძეზე დართული ყოველგვარი მორფემა აფიქსია (სართია)

აფიქსთა კლასიფიკაცია

აფიქსები ადგილის მიხედვით:


 პრეფიქსი, თავსართი: ვ-გალობ, გ-წერ და სხვ.
 ინფიქსი, ჩასართი: კ-ვ-ლა (←კლ-ვ-ა ←კლ(ა)ვ(ს)+ა), ხ-ვ-ნა (←ხნ-ვ-
ა←ხნ(ა)ვ(ს)+ა)
 სუფიქსი, ბოლოსართი: გალობ-ს, ხატავ-ენ. უცხოურად მას პოსტფიქსსაც უწო-
დებენ
 კონფიქსი, ცურკუმფიქსი, ქართულად თანააფიქსი, თავსართ-ბოლოსართი:
ვ-გალობ-თ, სი-ლამაზ-ე

მსჯელობა ზოგიერთი პრეფიქსის გრამატიკულ კლასებთან დაკავშირებით.

აფიქსები ფუნქციის (დანიშნულების) მიხედვით:


 ფორმათსაწარმოებელი (დამოკიდებულების აღმნიშვნელი). ასეთ აფიქსებს
ფლექსიურსაც უწოდებენ, რადგან ფლექსია, ანუ სიტყვათცვლილება, მიმოხვ-
რა (ლათ. flectere - ხრა: მიხრა, მოხრა) ეს არის ენათმეცნიერება-
ში სიტყვისათვის აფიქსის დართვა, ან სხვა მორფოლოგიური საშუალების
(მაგ., ფუძის ფლექსიის) გამოყენება იმ მიზნით, რომ გამოხა-
ტონ სიტყვათა ურთიერთობა შესიტყვებაში. ფლექსიის ყველაზე გავრცელებუ-
ლი მაგალითებია უღლება და ბრუნება: ცა-მ თვალებ-ი გაახილა – -მ და -ი სუ-
ფიქსებით დამყარდა მიმართება ზმნასთან; ჩემ-ო კარგ-ო მეგობარ-ო – -ო
სუფიქსით დამყარდა მიმართება ამ სიტყვებს (სახელებს) შორის.
 მნიშვნელობის მცვლელი (წარმოსაქმნელი): მანდილ-ი → მანდილოსან-ი,
ცოლ-ი → ცოლიან-ი და სხვ. ასეთ აფიქსებს წარმომქმნელი აფიქსები ჰქვიათ, ამ
პროცესს კი – წარმოქმნა, უცხოურად კი – დერივაციული აფიქსები და დერივა-
ცია.
 გარდამავალი ტიპის აფიქსები, ასეთებად ასახელებენ მრავლობითი რიცხვის
მაწარმოებელ აფიქსებს: -ებ, -ნ, -თ(ა).

აფიქსები გამოყენების მიხედვით

პროდუქტიული: დღეს ასეთი აფიქსებია, ბრუნვის ნიშნები, პირის ნიშნები და ზოგი


წარმოსაქმნელი აფიქსები: (-ობა, -ება, სა- – -ო, მე- – ე)

არაპროდუქციული: აფიქსები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიყოფა ენაში, მაგრამ აღარ


გააჩნია ახალი სიტყვის წარმოების უნარი: ნ: ვი-ნ, მა-ნ; ხ: ხ-არ; ივ: მხრ-ივ და სხვ.

უქმი, მკვდარი აფიქსები: აფიქსები, რომლებიც ოდესღაც გამოიყენებოდა აქტიურად,


დღეს კი აღარც აქტიურად გამოიყენება და აღარც კი გამოიყოფა: მ-აჩაბელი, მ-
ეგრელი; ხ-უცესი; ყბ-ედ-ი და სხვ. (თუმცა -ედ ერთგვარად გამოცოცხლდა
სამეცნიერო-ტექნიკურ ლიტერატურაში: პწკარედი, განედი და სხვ.)

უცხო ენების აფიქსები ქართულში: -იზმ, -ისტ, -ანტი, -დან, -დარ, -ხანა,

აფიქსების წარმოშობისათვის: -ი (←იგი), -მა (← მან), -ა(← არის)

ქართული ენის აგლუტინაციური ბუნების შესახებ:

აგლუტინაცია (ლათინური წარმომავლობის agglutination) მიწებება, შეწებება. ენათ-


მეცნიერებაში ნიშნავს, აფიქსების შეერთებას ძირთან, ფუძესთან, როცა მათი გამოყო-
ფა ადვილია. ამ დროს ერთ აფიქსს ჩვეულებრივ ერთი მნიშვნელობა აქვს:

ვ-უ-შენ-ებ-დ-ი-თ ჩვენ მას მას


ვ – პირველი სუბიექტური პირის ნიშანი
უ – სასხვისო ქცევის ნიშანი
შენ – ძირი
ებ – თემის ნიშანი
დ – სავრცობი
ი – მწკრივის ნიშანი
თ – პირველი სუბიექტური პირის ნიშანი მრავლობითში
მაგრამ ქართულში შეინიშნება აგლუტინაციის პრიინციპის დარღვევის შემთხვევები:

ა. როცა ერთი აფიქსი ორ მნიშნელობას გამოხატავს: სახელებში -თ(ა) უფიქსი; ზმნაში


გვ- და -ენ, -ან, -ნ, -ეს, -ნენ აფიქსები

ბ. ორი აფიქსი ერთ მნიშვნელობას გამოხატავს: სა-ქათმ-ე, მე-ჩექმ-ე და სხვ.

გრამატიკული კატეგორიის რაობა

ცნებას, . . „რომლის გამოსახატავად ენას მოეპოვება გარკვეული გრამატიკული


საუალება, გრამატიკული კატეგორიაა“ (ა. შანიძე)

„მორფოლოგიური კატეგორია წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო აფიქსებით და


არა ფუძის მნიშვნელობით“ (არნ. ჩიქობავა)

„მორფოლოგიური კატეგორია ყალიბდება თანაზომიან ფორმათა შეპირისპირების


ნიადაგზე; ასეთებია: a) სახელებში: ბრუნვა და რიცხვი; b) ზმნებში: პირი, რიცხვი,
დრო, კილო, მწკრივი, ასპექტი, გვარი, ქცევა და სხვ. . . სინტაქსური კატეგორია ყა-
ლიბდება იმის მიხევით, თუ რა ფუნქცია აქვს სიტყვას წინადადებაში (სუბიექტი,
ობიექტი, და სხვ. ისიც შეპირისპირების ნიადაგზეა შექმნილი“ (ა. შანიძე).

 პირველადი გრამატიკული კატეგორია: მეტყველების ნაწილები


 მეორეული გრამატიკული კატეგორია: პირი, რიცხვი, ბრუნება, დრო და სხვ.
 ფუნქციური გრამატიკული კატეგორია: ტრადიციული სინტაქსური ცნებები:
„სუბიექტი“, „ობიექტი“, „პრედიკატი“

გამოყენებული ლიტარატურა:

1. ა. შანიძე, თხულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, ქართული ენის გრამატიკის


საფუძვლები, თბ., 1980; გვ. 5, 6; 33-36;
2. ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, თბ., 1993; გვ. 85-101.
3. ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის მორფოლოგია, შევსებული და
გადამუშავებული გამოცემა, ლოგოსი, თბ., 2018, გვ., 7-17.

You might also like